გეოგრაფია - 1

17
1.1. გგგგგგგგგგ გგგგ (გგ. 3) გგგგგგგგგ უუუუუუუუ უუ უუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ. უუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუ უუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუუუ, უუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუ უუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუ. უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუ უუუუუუუუუუ (უუუუ. „უუუ“ - უუუუ, „უუუუუუ“ - უუუუუუ) უუუუუუ უუუუუუუუუუუუუუ, უუუუუ უუუ უუუუუუუუუ უუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუ, უუუუუუუუუ უუუუუუ უუ უუუუუუუუუუუუუუ. 1.2. გგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგ გგ გგგგგგგგგ (გგ. 5) უუუუუუუუუუუ უუუუუ უუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუ, უუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუ უუუუუუუუუუუუ. უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუ, უუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუ, უუუ უუუუ უუუუუუუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ, უუუუუუ-უუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუუ. უუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუ უუუუუუუუუუუუ, უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუუ. უუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუ: უუუუუუუუუუუ უუუუუ, უუუუუუუუუუუ უუუუუ, უუუუუუუუ, უუუუუუუუუუუ, უუუუუუუუუუ უუ უუუუ, უუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუ, უუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ. 6.1. გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგ (გგ. 139) უუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუ, უუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ. უუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუუუ. უუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუ, უუუუუუუუუუ, უუუუუუუუ უუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ. უუუუუუუუუ უუ უუუუუუუუ-უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუ უუუუუუ-უუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუ უუუუუუ, უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუ, უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუ. უუუუუუუუუ, უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუ უუუუუუ (უუუუუუუუუუუუუ, უუუუუუუუუუუ, უუუუუუუუუუ, უუუუუუუუუუუ) უუუუუუუუუუუ უუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუუუ. უუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუ, უუუუუუუუუუუ, უუუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუ. უუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუ. უუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ, უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ უუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუ, უუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ. 6.1.1. გგგგგგგგგ გგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ- გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ (გგ. 140) უუუუუუუუ უუ უუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ. უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუ უუ უუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუ უუუუუ. უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუ - უუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუუ, უუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუ. უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ. უუ უუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუ, უუუუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ. უუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუ, უუუუუ უუუუუ უუ უუუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუ. უუუუუუუ, უუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუ. უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუ უუუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუ. უუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუ, უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუ.

TAGS:

description

გეოგრაფია - 1

Transcript of გეოგრაფია - 1

Page 1: გეოგრაფია - 1

1.1. გეოგრაფიის არსი (გვ. 3)გეოგრაფია უძველესი და მარად ახალგაზრდა მეცნიერებაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია წარმოდგენა ვიქონიოთ არა მარტო გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგების, არამედ გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების სივრცესა და დროში განვითარების თავისებურებებზე.

გეოგრაფიის მაქსიმალურად მოკლე განმარტება (ბერძ. „გეო“ - მიწა, „გრაფოს“ - აღწერა) მისივე სახელწოდებაშია, თუმცა იგი სრულიადაც ვერ ასახავს თანამედროვე გეოგრაფიის არსს, ინტერესთა სფეროს და შესაძლებლობებს.

1.2. გეოგრაფიის კვლევის საგანი და ამოცანები (გვ. 5)გეოგრაფიული ცოდნა და აზროვნება კაცობრიობის კულტურის, მისი ცივილურობის კარგი მაჩვენებელია.

გეოგრაფიული აზროვნების არსი, როგორც გეოგრაფიული გარსის შემადგენელი კომპონენტშორისი, ისე მათი კავშირურთიერთობების კომპლექსური, სივრცე-დროითი ანალიზის უნარში მდგომარეობს. გეოგრაფია თავისი არსით გამოყენებითი, კონსტრუქციული ხასიათის მეცნიერებაა.

გეოგრაფიის კვლევის ობიექტი სხვადასხვა ტერმინითაა ცნობილი: გეოგრაფიული გარსი, ლანდშაფტური გარსი, გეოსფერო, ბიოგეოსფერო, სოციოსფერო და სხვა, თუმცა საყოველთაოდაა აღიარებული გეოგრაფიული გარსის, როგორც გეოგრაფიის კვლევის ძირითად ობიექტად წარმოჩენის აუცილებლობა.

6.1. გლობალური პრობლემები და გეოგრაფია (გვ. 139)კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არაერთი პრობლემა აღინიშნა, რომელთაც უმეტესწილად კარგად გამოხატული გეოგრაფიული თავისებურებანი ახასიათებს. ისინი ნებისმიერ დონეზე გამოვლინდება. თუმცა ამჟამად აქტუალურია საუბარი გლობალურ ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე.

ბუნებრივი და სოციალურ-ეკოლოგიური მოვლენების და პროცესების სივრცე-დროითი თავისებურებების კვლევა, ლანდშაფტების შესწავლა, გეოგრაფიულ მეცნიერებას განსაკუთრებით აქტუალურს ხდის. გეოგრაფია, რომელიც იყენებს კვლევის არაერთ მეთოდს (კარტოგრაფიულს, დარაიონების, შედარებითს, მოდელირების) თვალსაჩინოს ხდის ბუნებრივი გარემოს მდგომარეობას.

ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების ოპტიმიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს მდგრადი

პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარების გზით. ამგვარი განვითარების სივრცითი თავისებურებების კვლევა გეოგრაფიის ძირითადი ამოცანაა.

საზოგადოებრივი პროცესები და ეკოლოგიური პრობლემები, თანამედროვე ტექნიკური პროგრესი და ბუნებრივი რესურსების გამოყენების გლობალური მასშტაბები, ახალ მოთხოვნებს უყენებს გეოგრაფიულ მეცნიერებას.

6.1.1. ადამიანის და ბუნების ურთიერთდამოკიდებულების ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებანი (გვ. 140)

ადამიანი და ბუნება განუყოფელია ერთმანეთისგან. ადამიანი ბუნების ნაწილია და თავისი საქმიანობით უდიდეს გავლენას ახდენს მასზე.

კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ აღინიშნა ეკოლოგიური კრიზისი - ბუნებრივი გარემოს იმგვარი მდგომარეობა, რამაც საზოგადოების განვითარება საფრთხის წინაშე დააყენა.

თანამედროვე ადამიანის უძველეს კულტურად ზედა პალეოლითი მიიჩნევა. ამ პერიოდის ადამიანის ძირითადი საქმიანობა ნადირობა, ნაწილობრივ კი შემგროვებლობა წარმოადგენდა. ნადირობისას აქტიურად გამოიყენებოდა ცეცხლი, რასაც ტყისა და სტეპის მცენარეულობის მასიური განადგურება მოსდევდა. შედეგად, პირველ ეკოლოგიურ კრიზისს ცხოველთა რამდენიმე სახეობის მოშინაურება და მიწათმოქმედების ჩასახვა მოჰყვა. ბუნებრივი გარემოსთვის განსაკუთრებულად უარყოფითი იყო მიწათმოქმედების განვითარების შედეგები. სტეპების მასშტაბურმა ხვნამ, ტყეების გადაწვამ მკვეთრად შეცვალა ადამიანის საცხოვრებელი გარემო.

განსაკუთრებით მასშტაბური ბუნებათსარგებლობა და ეკოლოგიური პრობლემები XVIII-XIX საუკუნიდან ხდება. მრეწველობის და ტრანსპორტის განვითარებამ მოითხოვა ბუნებრივი რესურსების დიდი რაოდენობით გამოყენება. დაიწყო მიწის, ტყის, მინერალური წყლის რესურსების და ცხოველთა სამყაროს მასშტაბური, სტიქიური და მტაცებლური გამოყენება. გაძლიერდა ეროზიული პროცესები, გახშირდა წყალდიდობები და წყალმოვარდნები, დადგა სასმელი წყლის და უდაბნოების ზრდის პრობლემა.

ბუნებათსარგებლობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია XX საუკუნეში. ამ პერიოდში გარემოში მოხვდა დიდი რაოდენობით რადიაქტიული ნარჩენები, პესტიციდები და სხვა ქიმიური სასუქები, გახშირდა ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფები, თავი იჩინა გლობალური დათბობის, გაუდაბნოების და გაუდაბურების პრობლემებმა.

Page 2: გეოგრაფია - 1

ამრიგად, თანამედროვე კაცობრიობა ბუნებაში არსებული წონასწორობის დარღვევის ანუ გლობალური ეკოლოგიური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

.2. გეოგრაფიის სტრუქტურა (გვ. 18)დიფერენციაცია გეოგრაფიაში სამი ძირითადი დარგის გამოყოფით აღინიშნა, ესენია: საბუნებისმეტყველო გეოგრაფია, საზოგადოებრივი გეოგრაფია, საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო გეოგრაფია და გეოგრაფიული კარტოგრაფია.

2.2.1. საბუნებისმეტყველო გეოგრაფია (გვ. 18)საბუნებისმეტყველო გეოგრაფია - წარმოდგენილია თეორიული და გამოყენებითი, ფიზიკურ-გეოგრაფიულ ქვედარგად (ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია, პალეოგეოგრაფია, გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, ნიადაგმცოდნეობა, ბიოგეოგრაფია), აგრეთვე მომიჯნავე დისციპლინებით.

7.2. გეოგრაფიის ასპარეზი (გვ. 205)გეოგრაფია მუდამ ასრულებდა საზოგადოების და სახელმწიფოს მოთხოვნებს - იგი თავისი არსით გამოყენებითი მეცნიერებაა. ნებისმიერი სახის გეოგრაფიული აღწერილობა თუ ინფორმაცია იძლეოდა ცნობებს ამა თუ იმ ტერიტორიის თუ ქვეყნის ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის და მეურნეობის (ყოფა-ცხოვრების) შესახებ. ქვეყანადმცოდნეობითი პროფილის გეოგრაფიული გამოკვლევები და ინფორმაცია აქტუალური და აუცილებელია ამჟამადაც - იგი ნებისმიერი სახელმწიფოს თუ საზზოგადოების ინტერესების სფეროშია, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება გეოგრაფიის უდიდესი საინფორმაციო დანიშნულება.

გეოგრაფიის არაერთი მიმართულება ასრულებს მნიშვნელოვან როლს სამეურნეო საქმიანობის ოპტიმიზაციაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიის როლი ეკოლოგიური პრობლემატიკის წარმოჩენის, ანალიზისა და გადაწყვეტის საქმეში. საზოგადოებასა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულების კვლევა გეოგრაფიაში განსაკუთრებით აქტიურად XX საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. თანამედროვე მსოფლიოში გლობალური დათბობის, ატმოსფეროს დაბინძურების, წყლის რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, გაუდაბნოებისა და გაუდაბურების, პრობლემატიკის წარმოჩენაში გეოგრაფიასაც მიუძღვის წვლილი.

ეკოლოგიური პრობლემატიკის მრავალმხრივობის, გეოგრაფიისა და ეკოლოგიის ურთიერთდაკავშირებული პრობლემატიკის გამო, მიმდინარეობს დისკუსია არა მარტო გეოგრაფიის ეკოლოგიზაციაზე, არამედ ეკოლოგიის გეოგრაფიზაციაზეც. საუბარია არა მარტო გეოეკოლოგიური მიმართულებების, არამედ ეკოლოგიური გეოგრაფიის მასშტაბების განვითარებაზე.

მნიშვნელოვანია გეოგრაფიის როლი გეოდინამიური პროცესების შესწავლასა და პროგნოზირებაში. გეოდინამიური პროცესები მთლიანი ტერიტორიების გამოყენებასა და განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია.

გეოგრაფები აქტიურად მონაწილეობენ ეკოლოგიურ ექსპერტიზაში, რეკრეაციული მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაში, სამხედრო აღმშენებლობაში, ჯანმრთელობის დაცვაში, განათლებაში და სხვა.

გეოგრაფიული მიდგომისა და ინფორმაციის მნიშვნელობა განუზომლად დიდია ისტორიასა და არქეოლოგიისათვის, მედიცინასა და რეკრეაციისათვის, მრეწველობასა და ტრანსპორტისათვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმსა და ვაჭრობისთვის, ეთნოგრაფიისა და ლინგვისტიკისათვის, გეოპოლიტიკისა და ურბანული დაგეგმარებისათვის.

თანამედროვე საქართველოში უფრო მატულობს იმ სამეცნიერო მიმართულებათა მნიშვნელობა, რომლებიც სრულყოფილ წარმოდგენას იძლევიან საზოგადოებასა და ბუნებაში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე.

6.1.2. ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები (გვ. 143)კაცობრიობას რამდენიმე საუკუნის მანძილზე აწუხებს არაერთი ბუნებრივი რესურსის მოპოვების და ამოწურვის პრობლემა.

საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლებოდა ბუნებრივი რესურსების გამოყენების არა მარტო მასშტაბები, არამედ ფორმებიც. თუ შუა საუკუნეებში ენერგიის ძირითად წყაროს შეშა წარმოადგენდა, XIX საუკუნეში ძირითადად სათბობ-ენერგეტიკულ რესურსად ქვანახშირი ითვლებოდა. თუ შუა საუკუნეებში ტყის რესურსებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაზრდის მიზნით, ნახშირის მისაღებად და გემების ასაგებად ანადგურებდნენ, XIX საუკუნიდან მას ქაღალდის, ხოლო XX საუკუნიდან ხელოვნური ბოჭკოს და სპირტის მისაღებად გამოიყენებენ.

ბუნებრივი რესურსების ნებისმიერი ფორმით მოპოვებას და გამოყენებას მუდმივად სდევდა ეკოლოგიური პრობლემები.

Page 3: გეოგრაფია - 1

განსაკუთრებულად უარყოფითი შედეგებით ტყის, წყლის და მიწის რესურსების არარაციონალური გამოყენება ხასიათდება.

ტყის რესურსების გამოყენების ისტორია ათასწლეულებს ითვლის. მსოფლიოში კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ტყით დაფარული ტერიტორიები ორჯერ შემცირდა. ტყის რესურსებზე დღესაც დიდი მოთხოვნილებაა მშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობაში, ტრანსპორტში, პარფიუმერიის წარმოებაში და სხვა. ამის გამო, მას ხშირად „მწვანე ოქროდ“ მოიხსენებენ. მათი ეკოლოგიური მნიშვნელობა განუზომელია - ტყეებს უდიდესი გარემოსდაცვითი და გარემოსაღმდგენი ფუნქცია გააჩნიათ.

ყოველწლიურად, ისიც ძირითადად ტყეების ხარჯზე, სოფლის მეურნეობის, რეკრეაციული, ურბანიზებული და სამრეწველო ტერიტორიების განვითარებისთვის, იჩეხება ათიათასობით ჰექტარი ტყე. მოსალოდნელია, რომ XXI საუკუნის შუა ხანებისთვის ამჟამად არსებული ტყიანი ტერიტორიები განახევრდება.

წყლის რესურსების არარაციონალურ გამოყენებას, მტკნარი წყლის მოცულობის შემცირებასთან ერთად, მათი ხარისხის და ქიმიური შედგენილობის ცვლა მოჰყვება. წყლის ხარისხის გაუარესება განპირობებულია როგორც მისი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო მიზნებით მოხმარების ზრდით, ისე გამწმენდი მოწყობილობების და მეთოდების გაუმჯობესების ნელი ტემპით.

ცნობილია, რომ საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ფასეულია ხმელეთის მტკნარი წყლის რესურსები. მსოფლიოში მტკნარი წყლის მოხმარების მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. თუ იგი გასული საუკუნის 80-იან წლებში 4,6 ათას კმ2-ს აღწევდა, ამჟამად 6 000 კმ2-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით სწრაფად მატულობს მისი მოხმარების მასშტაბები მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, საიდანაც იგი ძირითადად დაბინძურებული სახით უბრუნდება გარემოს. მტკნარი წყლის ხარისხის შენარჩუნება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა.

მსოფლიო მიწის რესურსები 130 მლნ2-ს აღწევს, რაც ხმელეთის 87%-ია. განვითარებად ქვეყნებში კვების პროდუქტების წარმოების ზრდა მიწის რესურსების გაფართოებით მიიღწევა, რაც მეურნეობის ექსტენსიური ტიპის სახელწოდებითაა ცნობილი. თუ განვითარებულ ქვეყნებში მიწის რესურსების გამოყენების შედეგად ძალზედ საშიშ მასშტაბებს მათი ქიმიური დაბინძურება აღწევს, განვითარებად ქვეყნებში ძირითადი პრობლემა ნიადაგების დეგრადაცია და გაუდაბნოებაა. ძირითადად ამის გამოა, რომ განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად იზრდება, როგორც დამშეული

მოსახლეობის რაოდენობა, ისე იმპორტირებული სურსათის მოცულობა.

2.2. საზოგადოებრივი გეოგრაფია (გვ. 24)საზოგადოებრივი (სოციალურ-ეკონომიკური) გეოგრაფია - მოსახლეობისა და მეურნეობის, სოციალური აქტივობის ანუ საზოგადოებრივი საქმიანობის სივრცე-დროითი თავისებურებების შემსწავლელი ქვედარგია გეოგრაფიაში. იგი იყოფა: ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და მოსახლეობის გეოგრაფიად. ეკონომიკური გეოგრაფია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, მშენებლობის, ვაჭრობის, საერთაშორისო ეკონომიკური კავშირურთიერთობების გეოგრაფიას; სოციალური გეოგრაფია იყოფა: მომსახურების, განათლების, კულტურის და სხვა გეოგრაფიად; პოლიტიკური გეოგრაფია იყოფა: პოლიტიკური მოწყობის, საერთაშორისო ურთიერთობების და არჩევნების და სხვა გეოგრაფიად.

მოსახლეობის გეოგრაფიაში ასევე განვითარდა მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი და რელიგიური შედგენილობის, დასახლებული პუნქტების, შრომითი რესურსების, გლობალური დემოგრაფიული პრობლემების გეოგრაფიის მიმართულებები.

სოციალური გეოგრაფიის მეშვეობით მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების, სულიერი და მატერიალური კულტურის სივრცე-დროითი თავისებურებები შეისწავლება.

საზოგადოებრივი გეოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოსახლეობის გეოგრაფიაა, რომელიც სწავლობს მოსახლეობის განლაგების, შედგენილობის, მიგრაციის, დასახლებული პუნქტების სახეების, მათი წარმოშობისა და განვითარების სივრცე-დროით თავისებურებებს.

პოლიტიკური გეოგრაფია შეისწავლის პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების, პოლიტიკური და სამხედრო ძალების, მსოფლიო პოლიტიკური რუკის ფორმირების სივრცე-დროით თავისებურებებს.

ეკონომიკური გეოგრაფია შეისწავლის ეკონომიკური საქმიანობის განაწილებას და სივრცულ ორგანიზაციას. ერთი გაგებით, იგი სწავლობს საზოგადოებრივ (სოციალურ-ეკონომიკურ) პროცესთა გეოგრაფიულ სივრცე-დროით თავისებურებებს, ხოლო მეორე, უფრო თანამედროვე გაგებით, ეკონომიკური გეოგრაფია მხოლოდ ეკონომიკის დარგების გეოგრაფიაა და შეისწავლის წარმოების განლაგების სივრცე-დროით თავისებურებებს.

Page 4: გეოგრაფია - 1

ამრიგად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის ძირითადი მიზანია ადამიანის საქმიანობის და გავლენის შედეგად გეოგრაფიული გარსის შემადგენელი ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების კვლევა გლობალურ, რეგიონალურ, ეროვნულ (ნაციონალურ) და ლოკალურ დონეზე.

6.1.3. ადამიანი და რელიეფის გარდაქმნა (გვ. 148)ადამიანი აქტიურად ერევა რელიეფწარმომქმნელ პროცესებში - ხელს უშლის დანალექი ქანების ფორმირებას და ატივნარებული მასალის აკუმულაციას, ხელს უწყობს ტექნოლოგიური პროცესების გააქტიურებას და სტიქიური ბუნებრივი პროცესების განვითარებას, წიაღისეულის მოპოვებით დედამიწის ქერქში ქმნის ხელოვნურ სიღრუვეებს, გარდაქმნის რელიეფს და სხვა.

მასშტაბური ხასიათის სამეურნეო საქმიანობა რელიეფის გარდაქმნის სიჩქარითა და ნეგატიური შედეგებით უკვე აღემატება ტექტონიკურ მოძრაობას. უკანასკნელი საუკუნის მანძილზე წიაღისეულის მოპოვების მოცულობა გაიზარდა 7-ჯერ, ხოლო ბუნებრივი გარემოს გარდაქმნის მასშტაბი - 3-ჯერ.

ტექტონიკურ აქტივობას ასევე ზრდის მიწისქვეშა სამშენებლო, სამეურნეო და სამხედრო საქმიანობებიც.მიწისქვეშა წყლების მასშტაბური გამოყენების შედეგად მექსიკის დედაქალაქმა მეხიკომ 8,5 მეტრით „დაიწია“. ანალოგიური პროცესები დაფიქსირებულია განვითარებული ქვეყნების სხადასხვა ქალაქებში.

რელიეფის დეფორმაციას დიდი წყალსაცავებიც „უწყობს ხელს“. 1-2 სმ./წლ-ში იძირება მდინარე კოლორადოზე, ზამბეზზე, ლენაზე, ენისეიზე და სხვა მდინარეებზე განლაგებული წყალსაცავების ფსკერი.

იმ ქალაქებში, სადაც მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილია მაღლივი შენობები, მიწის ზედაპირთან ახლოსაა მეტროს სადგურები და გვირაბები, აქტიურია რელიეფის დეფორმაცია.

ამჟამად ხმელეთის თითქმის 1/10 უკავია დიდ ქალაქებს, წყალსაცავებს, წიაღისეულის მოპოვების არეალს, რაც ორჯერ აღემატება ავსტრალიის ფართობს. ამგვარი ფართობების სწრაფად ზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს რელიეფის გარდაქმნის გლობალურ პროცესზე.

თანამედროვე მსოფლიოს მეურნეობის არაერთი დარგი და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვს დიდი რაოდენობით ენერგეტიკული რესურსების გამოყენებას, რაც ამოწურვადია და ამის გამო მათი მარაგი

სწრაფად ილევა, განსაკუთრებით ნავთობი და გაზი, რომელთა მოპოვება სულ უფრო ძვირადღირებული და რთული ხდება.

2.2.3. საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო გეოგრაფია (გვ. 26)საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო გეოგრაფია ისეთი ნაწილებისაგან შედგება, როგორიცაა: ქვეყანათმცოდნეობა, გეოეკოლოგია, ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია, ისტორიული გეოგრაფია, რეკრეაციული გეოგრაფია, სამხედრო გეოგრაფია, სამედიცინო გეოგრაფია, მსოფლიო ოკეანის გეოგრაფია და სხვა.

ქვეყანათმცოდნეობა სამართლიანად მიიჩნევა გეოგრაფიის უძველეს და ტრადიციულ მიმართულებად. მისი მეშვეობით კომპლექსურად შეისწავლება ცალკეული რეგიონებისა და ქვეყნების ბუნებრივი პირობები და რესურსები, მოსახლეობა და მეურნეობა, სოციალური სფერო და ეკოლოგიური ვითარება. ამგვარი ფორმით ქვეყანათმცოდნეობა, ერთის მხრივ საგანმანათლებლო დისციპლინად, მეორეს მხრივ კი ერთიანი გეოგრაფიის საფუძვლადაც მოიაზრება.

გეოეკოლოგია ანუ გეოგრაფიული ეკოლოგია შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელიც საზოგადოებასა და ბუნების ურთიერთამოკიდებულებას, ლანდშაფტური გარსის ეკოლოგიური ხასიათის პრობლემებს, ლანდშაფტურ-ეკონომიკურ ვითარებასა და გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას სწავლობს. გეოეკოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის მოწინააღმდეგეთა აზრით, ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიური კავშირურთიერთობების შესწავლა ლანდშაფთმცოდნეობის და არა გეოეკოლოგიის კვლევის საგანია. გეოეკოლოგიის კვლევის საგანი გაცილებით ფართოა, სადაც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ყველა თავისებურება და ეკოლოგიური შედეგი განიხილება.

ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია, როგორც ცალკეული ბუნებრივი რესურსის, ისე სხვადასხვა დონის ტერიტორიის რესურსული პოტენციალის შემსწავლელი და შემფასებელი სამეცნიერო დისციპლინაა.

ისტორიული გეოგრაფია ბუნებისა და საზოგადოების განვითარების, მათი ისტორიული ურთიერთამოკიდებულების, ბუნებრივი რესურსების გამოყენების, მეურნეობის განვითარების და სივრცის ათვისების ისტორიის, გეოეკოლოგიური პრობლემების განვითარების სივრცე-დროითი თავისებურებების შემსწავლელი სამეცნიერო დისციპლინაა.

რეკრეაციული გეოგრაფია შეისწავლის მოსახლეობის დასვენებისა და ტურიზმის ობიექტების გეოგრაფიულ თავისებურებებს, ბუნებრივი

Page 5: გეოგრაფია - 1

ლანდშაფტის და მისი კომპონენტების რეკრეაციულ ღირებულებას, პერცეფციულ და ესთეტიკურ ღირებულებებს.

სამხედრო გეოგრაფია შეისწავლის წარსულსა და შესაძლო სამხედრო მოქმედებების გეოგრაფიულ თავისებურებებს. იგი მსოფლიოში განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში.

სამედიცინო გეოგრაფია დაავადებების, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი დაწესებულებების გეოგრაფიული თავისებურებების შემსწავლელი დისციპლინაა.

მსოფლიო ოკეანის გეოგრაფია შედარებით ახალი დისციპლინაა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მსოფლიო ოკეანის და მისი სიმდიდრის გამოყენების და შენარჩუნების, სანაპირო ზოლის ათვისებისა და ეკოლოგიური პრობლემატიკის გეოგრაფიულ თავისებურებებს.

გეოგრაფიული ტოპონიმიკა გეოგრაფიულ სახელწოდებათა წარმოშობისა და შინაარსის შემსწავლელი დისციპლინაა, რომელიც ასევე მოიაზრება გეოგრაფიის საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო ბლოკში.

ტერიტორიული (ლანდშაფტური) დაგეგმარება თანამედროვე გეოგრაფიაში სწრაფად განვითარებადი დისციპლინაა, რომელიც ფართოდაა განვითარებული დასავლეთ ევროპის გერმანულენოვან ქვეყნებში, ასევე ცენტრალურ აზიასა და სკანდინავიის ქვეყნებში.

6.1.5. ატმოსფეროს დაბინძურების წყაროები და მისი გეოგრაფიული თავისებურებანი (გვ. 152)ატმოსფეროს დაბინძურებაში ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით მონაწილეობს, რითაც არღვევს ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობას. ამჟამად ტროპოსფეროში მიმდინარეობს ჟანგბადის რაოდენობის შემცირების პროცესი, რასაც ხელს უწყობს: სათბობის წვა, ავიაცია, ავტოტრანსპორტი, სამრეწველო საწარმოები და ჟანგვითი პროცესები.

ცნობილია, რომ ადამიანის ნორმალური ცხოველყოფელობისთვის, ჰაერში ჟანგბადის მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 17%-ზე ნაკლები. არადა მთელ რიგ მაღალ ურბანიზებულ და სამრეწველო რეგიონებში მისი კონცენტრაცია ძალზე დაბალ ნიშნულს - 19%-ს აღწევს. მსოფლიოს არაერთი განვითარებული და არიდული (უტყეო) ქვეყანა უკვე ჟანგბადის უკმარისობის ზღვარზეა.

ჟანგბადის გლობალური ნაკლებობის პრობლემას ნახშირორჟანგის მუდმივი მატების ტენდენციაც ემატება. ნახშირორჟანგი ატმოსფეროში ხვდება: სათბობი წიაღისეულის წვის, ტყის ხანძრების და ვულკანური მოქმედების შედეგად.

ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ატმოსფეროში სხვა მავნე გაზების კონცენტრაციის ზრდასაც უწყობს ხელს. ამჟამად ტროპოსფერო ბინძურდება მჭვარტლისა და კვამლის ნაწილაკებით, მჟავებითა და რადიაქტიული ნარჩენებით.

ატმოსფეროს დაბინძურების ორგვარი წყარო არსებობს - ბუნებრივი და ანთროპოგენული. ბუნებრივი წყაროებიდან აღსანიშნავია ვულკანები, უდაბნოს ქარიშხლები, გამოფიტვა, ტყის ხანძრები და ცოცხალი ორგანიზმების გახრწნის პროცესები. ანთროპოგენულ წყაროებს ფაქტობრივად წარმოადგენს ადამიანის სამეურნეო საქმიანობის თუ ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა სფერო.

ატმოსფეროს დაბინძურების მძლავრი წყაროა სამრეწველო საწარმოები.

ატმოსფეროს ანთროპოგენული დაბინძურების ძირითადი წყაროებიდან ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ავტოტრანსპორტი. საავტომობილო ძრავები, როგორც დიზელის, ისე ბენზინის, წვის შედეგად ატმოსფეროში გამონაბოლქვის სახით 200-მდე მავნე ნაერთს გამოყოფს.

თანამედროვე მსოფლიოში 500 მლნ-ზე მეტი ავტომობილია, ერთი ავტომობილი კი ყოველწლიურად მოიხმარს 4 ტონა ჟანგბადს და გამოყოფს 1 ტონაზე მეტ მავნე ნივთიერებას. აგრეთვე გარკვეული როლი ატმოსფეროს დაბინძურებაში ავიაციასაც მიუძღვის.

კოსმოსის ათვისებამ გააძლიერა თერმოსფეროზე ზემოქმედების მასშტაბები. საყოფაცხოვრებო მეურნეობაში ფრეონის გამოყენების მასშტაბების ზრდა ასევე განაპირობებს ოზონის ფენის შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში სიცოცხლის მოსპობის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

1.3. გეოგრაფიული გარსი და მისი შედგენილობა (გვ. 7)გეოგრაფიული გარსი რთული წარმონაქმნია, რომელიც შედგება ურთიერთდაკავშირებული აბიოტური და ბიოტური ნაწილებისაგან. გეოგრაფიული გარსი მათი ურთიერთქმედების არეალია, რომელშიც ყველაზე სრულყოფილად ჰიდროსფერო, ბიოსფერო და ნოოსფეროა წარმოდგენილი.

გეოგრაფიული გარსი გლობალური, ერთიანი, უწყვეტი სისტემაა და ხასიათდება არაერთი კანონზომიერებით. გეოგრაფიული გარსის

Page 6: გეოგრაფია - 1

მასშტაბურობა მისი ერთიანი კვლევის საშუალებას პრაქტიკულად არ იძლევა, რის გამოც კვლევის ობიექტის განსაზღვრისას საუბარია ლანდშაფტურ გარსზე ანუ არეალზე, სადაც ურთიერთდაკავშირებულია მცენარეულობა, ცხოველთა სამყარო, მიწისპირა ჰაერის მასები, ზედაპირული და გრუნტის წყლები.

ლანდშაფტურ გარსში გეოგრაფიული სფეროები წარმოდგენილია გეოგრაფიული კომპონენტების (ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ლითოსფერო, ბიოსფერო) ან ჯგუფების (ცოცხალი, არაცოცხალი, არაცოცხალ-ცოცხალი ანუ ნიადაგი) სახით.

გარემო არაერთი სხვა მეცნიერების კვლევის საგანიცაა, თუმცა გეოგრაფიისთვის მნიშვნელოვანია აქ განლაგებული ობიექტების, მასში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების სივრცე-დროითი ურთიერთდამოკიდებულების კვლევა.

6.1.7. წყლის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გეოგრაფიული თავისებურებანი (გვ. 157) მსოფლიო მოსახლეობის ზრდა, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, განაპირობებს წყლის მოხმარების მასშტაბების ზრდას. ამჟამად ყოველწლიურად 26 ათასი კმ3 წყალი მოიხმარება. მოსახლეობის მიერ გამოყენებული წყლის კლების ტენდენციამ XX საუკუნის შუა ხანებიდან გლობალური ხასიათი შეიძინა. ამჟამად ყველაზე აქტუალური სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნების და მიწოდების პრობლემაა.ხარისხიანი სასმელი წყლით ვაჭრობა ათეულობით კომპანიის შემოსავლის წყარო გახდა.ნებისმიერი ჩამდინარე წყალი გარკვეული დოზით აბინძურებს მდინარეებსა და წყალსატევებს. რაც უფრო მეტია ამგვარ წყლებში ატივნარებული მავნე ნივთიერებები, მით უფრო უარესდება ბუნებრივი წყლების ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლები.მსოფლიოს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მდინარეები უკვე გამოუსადეგარია საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის.ამჟამად მსოფლიო საქალაქო მოსახლეობის და სოფლის მოსახლეობის 3/4 მუდმივად განიცდის სუფთა წყლის დეფიციტს.ნავთობით და ნავთობპროდუქტებით დაბინძურება პროგრესირებს მისი გამოყენების მასშტაბების ზრდასთან ერთად. ნავთობის მოპოვება ყოველწლიურად იზრდება შელფურ ზოლში, იზრდება ნავთობმზიდი ტანკერების რაოდენობაც. შედეგად მატულობს ტექნოლოგიური ავარიების რიცხვი რასაც გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს წყალქვეშა ეკოსისტემებისთვის.მსოფლიო ოკეანეში ქარებით და მდინარეების მიერ დიდი რაოდენობით ხვდება პესტიციდები. ისინი აღმოჩენილია არქტიკასა და ანტარქტიდის ფაუნის წარმომადგენელთა ღვიძლში და კანქვეშა ცხიმში, ტროპიკული მოლუსკების ორგანიზმში. გარემოში ქიმიური

ნივთიერებები საყოფაცხოვრებო ნაშთების სახითაც განიბნევა. მათ შორისაა კვების ნარჩენები, მათეთრებელი და სარეცხი საშუალებები. მსოფლიოს არაერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც დიდი რაოდენობით მოიხმარებენ ზღვის პრობლემებს უკვე აღინიშნება ე. წ. მინამიტის დაავადება.

6.1.16. შიმშილსა და ჭარბ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები (გვ.178)დედამიწაზე წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, თანაბარი განაწილების შემთხვევაში, მთლიანად დააკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნას კვების პროდუქტებზე. თუმცა თანამედროვე მდგომარეობა სხვაგვარია.მოსახლეობის კეთილდღეობის ერთ-ერთი მაჩვენებელი მოხმარებული კვების პროდუქტების რაოდენობა და ხარისხია. მიღებული კალორიების მიხედვით, ზოგადად მსოფლიოში მოსახლეობის მდგომარეობა, უკანასკნელ ათწლეულში გაუმჯობესდა.დედამიწაზე არასრულფასოვნად ასეულობით მილიონი ადამიანი იკვებება, ხოლო ყოველწლიურად შიმშილით 12 მილიონზე მეტი იღუპება. მათ შორის 1/3 ბავშვია. დედამიწაზე ცნობილია შიმშილის ფართო სარტყელი, რომელიც ძირითადად ეკვატორულ ქვეყნებს მიუყვება.ჩვენი საუკუნის დასაწყისს კაცობრიობა ახალი პრობლემით შეხვდა. ესაა სიმსუქნის პრობლემა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მას XXI საუკუნის ეპიდემია უწოდა.სიმსუქნე როგორც ინდივიდუალური მიზეზებით, ისე ცხოვრების წესით და საკვების ხარისხითაა განპირობებული.

4.2. გეოგრაფიის ტერმინოლოგიური აპარატი (გვ. 47)ნებისმიერი მეცნიერება გამოირჩევა საგნით, კვლევის ობიექტით და ძირითადი, მხოლო მისთვის დამახასიატებელი ტერმინოლოგიური აპარატით.გეოგრაფიის მიერ გამოიყენება უამრავი ტერმინი, რითაც შესაძლებელია წარმოდგენა ვიქონიოთ იმ ობიექტზე, მოვლენებსა და პროცესებზე, რაც დამახასიათებელია გეოგრაფიული გარსისათვის. გეოგრაფიულ ტერმინთა უმრავლესობა მის დარგობრივ დისციპლინებს ეკუთვნის, თუმცა არსებობს ისეთიც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად გამოიყენება გეოგრაფიის ყველა მიმართულების მიერ.ძირითადი გეოგრაფიული ტერმინებიდან აღსანიშნავია:ტერიტორია - სივრცე, რომელსაც გააჩნია გარკვეული საზღვრები;არეალი - ტერიტორია, რიმლის ფარლებში ფორმირდება და ვრცელდება მსგავსი და ერთგვაროვანი გეოგრაფიული ობიექტები, მოვლენები და პროცესები;

Page 7: გეოგრაფია - 1

მდებარეობა - გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა დედამიწის ზედაპირის ან სხვა ობიექტების მიმართ, რომელთანაც იმყოფება ურთიერთდამოკიდებულებაში;გარემო - ბუნებრივი პირობების ერთობლიობა სადაც ჩამოყალიბდა და ვითარდება ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენები და პროცესები;რაიონი - შედარებით ვრცელი და ერთიანი სივრცე, რომელიც გამოირჩევა მსგავსი მახასიათებლებით;ზონა - ერთგვაროანი ტერიტორია, სადაც როგორც ბუნებრივი, ისე საზოგადოებრივი მოვლენები და პროცესები ხასიათდება მსგავსი კანონზომიერებებით;განლაგება - გეოგრაფიული ობიექტების სივრცითი ურთიერთდამოკიდებულება;გეოგრაფიული კოორდინატი - დედამიწის ზედაპირზე გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის მახასიათებლები;გეოგრაფიუალი კომპონენტი - გეოგრაფიული გარსის ან გარემოს ნაწილები, რომლებიც მონაწილეობენ მის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში;ლანდშაფტი - გეოგრაფიული გარსის გენეტიკურად ერთგვაროვანი ბუნებრივი პირობებით და გეოგრაფიული კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულებით გამორჩეული ტერიტორია, რომელსაც ახასიატებს ერთგვაროვანი ბუნებრივი პოტენციალი და სამეურნეო გამოყენება;

4.2.1. რუკა - გეოგრაფიის ვიზუალური ენა (გვ. 49)რუკა, გეოგრაფიის ტერმინოლოგიურ აპარატთან ერთად საყოველთაოდაა აღიარებული გეოგრაფიის ვიზუალურ „ენად“. მისი მეშვეობითაა შესაძლებელი წარმოდგენა ვიქონიოთ გეოგრაფიული ობიექტის, მოვლენის ან პროცესის განლაგების ან განვითარების თავისებურებებზე. გეოგრაფიულ რუკაზე აისახება ნებისმიერი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი პირობები და რესურსები, მოსახლეობა და მეურნეობა, ეკოლოგიური ვითარება და გეოგრაფიული გარემოს თავისებურებანი.რუკის კითხვის ცოდნაში იგულისხმება რუკიდან გეოგრაფიული ინფორმაციის მიღების და ანალიზის უნარ-ჩვევები. ამისთვის საჭიროა: რუკის ანბანის ცოდან, კითხვა და მისი მეშვეობით გეოგრაფიული გამოსახულებების შედგენა.რუკა შეუცვლელია გეოგრაფიის სწავლებისას, მოგზაურთათვის, მეზღვაურთათვის, მფრინავებისთვის, ტრანსპორტით სარგებლობისას, სამეცნიერო ექსპედიციებში და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიული რუკა სამხედრო საქმეში. ტერიტორიის სამხედრო გეოგრაფიული შეფასება, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და წარმოება წარმოუდგენელია რუკის გარეშე.

3.1. გეოგრაფიის განვითარების მოკლე ისტორია (გვ. 37)

გეოგრაფიის განვითარება კაცობრიობის ისტორიის თანხვედრი და ხანგრძლივი პროცესია, რომლის თავისებურებანი საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპს და მის ინტერესებს უკავშირდება. გეოგრაფიის განვითარების თავისებურებებს მისი სპეციალური მიმართულება - გეოგრაფიის ისტორია სწავლობს. გეოგრაფიის ისტორია ორ პერიოდად განიხილება: დედამიწის შესწავლის ისტორია (მოგზაურობებისა და აღმოჩენების ისტორია) და გეოგრაფიული იდეების (თეორიისა და პრაქტიკის) განვითარების ისტორია. თუ პირველი კაცობრიობის დასაბამიდან XIX საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა, მეორე დღესაც აქტიურად ვითარდება.

3.1.1. დედამიწის გეოგრაფიული შესწავლის ძირითადი ეტაპები (გვ. 37)დედამიწის გეოგრაფიული შესწავლა კაცობრიობის ისტორიის უძველესი პერიოდიდან იწყება. პირველყოფილი ადამიანი იკვლევდა გარემოს, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, მისთვის დამახასიათებელ მოვლენებსა და პროცესებს. შემგროვებლობის, მონადირეობისა და მეურნეობის განვითარებასთან ერთად ადამიანი საძოვრების და ნიადაგების გეოგრაფიულ განაწილებას სწავლობდა, რაც კარგადაა ასახული მსოფლიოს არაერთი ხალხის ეთნოგრაფიასა და გეოგრაფიულ სახელწოდებებში. მიწათმოქმედების განვითარება ექსტენსიურ ხასიათს ატარებდა, რაც ტყეების მასიურ განადგურებას, ეკოლოოგიური პრობლემების გამწვავებას, მოსახლეობის მასიურ გადაადგილებას და ახალი ტერიტორიების ათვისებას განაპირობებდა. ადამიანი სწრაფად ითვისებდა საზღვაო სივრცესაც, რაც ორიენტირების საშუალების და მეთოდების განვითარების ფონზე მიმდინარეობდა.უძველესი გეოგრაფიული აღწერილობანი და მონმაცემები ბაბილონის, ეგვიპტისა და ჩინეთის ხალხების წერილობით წყაროებში გვხვდება. ძვ. წ-აღ. IV ათასწლეულიდან ცნობილია პირველი გეოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მდინარეებისა და ზღვების, სარწყავი სისტემებისა და დასახლებული პუნქტების აღწერილობა. განსაკუთრებით ინტენსიური გეოგრაფიული გამოკვლევები ანტიკური ეპოქიდან იწყება. ძველი ბერძნები და რომაელები სამართლიანად ითვლებიან მსოფლიოში გეოგრაფიული აზროვნების და იდეების განვითარების ფუძემდებლებად. ძველ ბერძნებს ეკუთვნით არამარტო მეცნიერების სახელწოდება, არამედ პირველი წარმოდგენები და ცნობები დედამიწის ფორმის, ზომებისა და მოძრაობის შესახებ. მათვე ჩაუყარეს საფუძველი ფიზიკური გეოგრაფიის და მისი ცალკეული მიმართულებების განვითარებას. ბერძნებს ეკუთვნით ჩვენამდე მოღწეული, პრიმიტიული, თუმცა მაინც პირველი კარტოგრაფიული გამოსახულებანიც.რომაელებმა განავითარეს კარტოგრაფია, რაშიც მათემატიკური მეთოდები გამოიყენეს. მათ გაზარდეს ინფორმაცია მსოფლიოს ხალხებისა და ქვეყნების, ბუნებისა და მოსახლეობის შესახებ, რასაც

Page 8: გეოგრაფია - 1

დამპყრობლური ომები უწყობდა ხელს. მათ ასევე ეკუთვნით იდეები გეოდინამიური პროცესების და ბუნებრივი ზონალობის შესახებ.ანტიკურ პერიოდში შესწავლილ იქნა ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური, სამხრეთი და აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ნაწილის გეოგრაფიუალი თავისებურებანი.ფეოდალურ შუა საუკუნეების საწყის ეტაპზე ფაქტობრივად უგულველყოფილ იქნა ანტიკური ეპოქის მეცნიერთა შეხედულებანი მზის სისტემის და დედამიწის გეოგრაფიულ მახასიათებლებზე, რაშიც უდიდესი როლი რელიგიამ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ითარგმნა ძველი ბერძენი და რომაელი მეცნიერების შრომები, რომელთაგან განსაკუთრებული პოპულარობით პტოლომეოსის „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“ გამოირჩეოდა. ვაჭრობისა და ზღვაოსნობის განვითარებასთან ერთად აქტიურად ხორციელდებოდა ქვეყანათმცოდნეობითი ხასიათის აღწერები, ახალი ტერიტორიების ათვისება და შესწავლა. მსოფლიოს გეოგრაფიულ აღწერაში უდიდესი როლი მიუძღვით ნორმან, არაბ, იტალიელ და სხვა ქვეყნის მეზღვაურებს, მოგზაურებსა თუ ვაჭრებს.XV - XVI საუკუნეები აღორძინებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქადაა ცნობილი. ამერიკის აღმოჩენასთან, წყნარი და ინდოეთის ოკეანის შესწავლასთან ერთად ჩამოყალიბდა წარმოდგენა ერთიანი მსოფლიო ოკეანისა და დედამიწის კონფიგურაციის შესახებ, შეიქმნა თანამედროვესთან მნიშვნელოვნად მიახლოებული კარტოგრაფიული გამოსახულებები, სწრაფად განვითარდა საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის არაერთი მიმართულება.გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა გარკვეულწილად გაგრძელდა XVII – XIX საუკუნეებში, რაშიც უდიდესი როლი ინგლისელ, გერმანელ და ფრანგ მოგზაურებსა და ბუნებისმეტყველებს ეკუთვნით. ამ პერიოდში აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა ავსტრალია და ოკეანეთი, ცენტრალური და სამხრეთი აფრიკა, ამერიკის ორივე კონტინენტი, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე და ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია. ამავე პერიოდის ბოლოს ყალიბდება გეოგრაფიის არაერთი მიმართულება, კონკრეტდება მეცნიერების საგანი, ამოცანები და სხვა.

.1.4. გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემები (გლობარული დათბობის ნიშნები გვ. 151)გლობალური დათბობის ნიშნებმა XX საუკუნის 80-იანი წლებიდან საგანგაშო ხასიათი მიიღო. დაფიქსირდა, რომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მთელ რიგ კუნძულებზე და სანაპირო ზოლში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ერთი საუკუნის მანძილზე 2-3 გრადუსით გაიზარდა.ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არიდულ რეგიონში კიდევ უფრო შემცირდა ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, განსაკუთრებით

წლის ცივ პერიოდში. ამგვარ მოვლენას მდინარეთა ხარჯის შემცირება და შიდა წყალსატევებში წყლის დონის დაკლება მოჰყვა.მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონის თერმულ რეჟიმს ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამჟამად გლობალური დათბობა ფიქსირდება ყველგან, თუმცა სხვადასხვა ინტენსივობით. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც თითქმის 20 საუკუნის მანძილზე არ დაფიქსირებულა ტემპერატურის რყევა, უკვე შეინიშნება ზამთრის ტემპერატურის ზრდა.გლობალური დათბობის შედეგები თვალსაჩინოა მთელ მსოფლიო ოკეანეზე - მისმა დონემ უკანასკნელი 100 წლის მანძილზე 10-15 სანტიმეტრით მოიმატა.

6.1.6. ოზონის ფენის ცვალებადობა და მისი გეოგრაფიული თავისებურებანი (გვ.156)ოზონის ფენის და შესაბამისად, მისი დამცავი თვისებების დეგრადაცია ბუნებრივ გარემოს და კაცობრიობას მრავალ საფრთხეს უქადის. კაცობრიობას იმუნორი სისტემის დაქვეითებამ, კანისა და თვალის დაავადებების გახშირება და გართულება, ინფექციური დაავადებებისადმი ორგანიზმის მდგომარეობის დაქვეითება და ფსიქიური განწყობის გაუარესება ემუქრება.ულტრაიისფერი გამოსხივების ზრდა განსაკუთრებით მსოფლიო ოკეანის ბინადართ ემუქრება. ამგვარ შემთხვევაში წყლის ფლორას და ფაუნას უქვეითდება გამრავლებისა და განვითარების, აგრეთვე ორიენტაციის და მიგრაციის უნარი.ანალოგიური საშიშრეობაა მოსალოდნელი ხმელეთის მცენარეულობის უმნიშვნელოვანესი სახეობებისთვის. ოზონის ფენის დეგრადაცია და ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდა მნიშვნელოვნად შეამცირებს გოგრისებრთა და ბარდისებრთა მცენარეულობის მოსავლიანობას.ოზონის ფენის ცვალებადობა გარკვეულწილად ოზონის „ხვრელების“ გამოჩენით გამოიხატება, რასაც გეოგრაფიული თავისებურებები გააჩნია. განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ოზონის ხვრელი, რომელიც ანტარქტიდის თავზე ფორმირდება და რომლის ფართობიც 20 მლნ. კმ2-ს აღწევს. იგი გარკვეულ პრობლემებს უკვე ქმნის ანტარქტიდის მიმდებარე რეგიონებში. მაგალითად, ავსტრალიის, ჩილესა და არგენტინის ზომიერი სარტყლის განედებში უკანასკნელ ათწლეულებში თითქმის ორჯერ არის გაზრდილი ულტრაიისფერი გამოსხივება.ცნობილია ისიც, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოზონის ფენის ცვალებადობა კარგად გამოხატული სეზონურობით ხასიათდება. თუ გაზაფხულზე მისი ფენის სისქე ნორმის ფარგლებშია, იგივეს ვერ ვიტყვით გვიან შემოდგომასა და ზამთარზე.

6.1.16. მთიანი ტერიტორიების გამოყენების ტენდენციები და პრობლემები (გვ. 170)

Page 9: გეოგრაფია - 1

მთები უძველესი დროიდან ითვლებოდა ცივილიზაციის გავრცელების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ბარიერად. ამავე მთებში ჩამოყალიბდა არაერთი თვითმყოფადი ხალხი, კულტურა, ტრადიცია. ერთსა და იმავე მთიან სისტემაში მცხოვრები ხალხების იზოლაცია იმდენად დიდი იყო, რომ განსხვავებული ენების ფორმირებასაც კი განაპირობებდა.მთიანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების ინტენსიური გამოყენება, რასაც ბუნებრივი მრავალფეროვნების დეგრადაცია და გაღარიბება მოჰყვა, გლობალური სახის ტენდენციებით ხასიათდება.ცნობილია, რომ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მთიანი რეგიონების ტყიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, ზოგან კი განახევრდა. ტყეებს მთებში უდიდესი, გადამწყვეტი ეკოლოგიური დანიშნულება გააჩნიათ - ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, წყალდიდობის, წყალმოვარდნისა და გეოდინამიური პროცესების შემაფერხებელი, ჯანსაღი გარემოს შემქმნელი და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების. მთებში მეცხოველეობის განვითარება ძირითადად ზედა მთის ტყეებზე მოქმედებს, რომლებიც ტყის ეკოსისტემებიდან ყველაზე არამდგრადია. ძოვებისა და თიბვის მასშტაბები ხელს უშლის ტყის თვითაღდგენის უნარს, რის გამოც მთებში მეცხოველეობის რეგულირება, ტყეების რაციონალურ გამოყენებასთან ერთად, მთიანი ტერიტორიების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.მთიან ტერიტორიებზე ადამიოანის ტექნოგენური საქმიანობა სხვადასხვა ფორმებით გამოიხატება. თუმცა მათი შედეგები ძირითადად წყლის რესურსების რეგულირების პრობლემას უკავშირდება.განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი არიდული რეგიონების მთიან სისტემებში წყლის რესურსების ფორმირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი მოცულობის შემცირება პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან და ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან.მსოფლიოს მთიან რეგიონებში წყალსაცავების მშენებლობის ისტორია ასწლეულებს ითვლის. გარემოზე ზემოქმედებით მხოლოდ დიდი წყალსაცავები (100-150 მ. სიღრმის მქონე) გამოირჩევიან, რომელთა რაოდენობა ამჟამად რამდენიმე ათეულია. მისი მეშვეობით ეფექტურად რეგულირდება წყალი, თუმცა იზრდება სეისმური დაძაბულობა, იტბორება მთის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მდინარისპირა ტერასები, ტყეები და მდელოები, გარკვეულწილად იცვლება მიკროკლიმატი, მიწისქვეშა წყლების დონე, ცოცხალი სამყაროს სახეობრივი შედგენილობა, მიგრაციის გზები და ასე შემდეგ.ამგვარად მთიანი ტერიტორიების ათვისება სწორად და მიზანმიმართულად, მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. სხვა შემთხვევაში, კიდევ უფრო გაიზრდება მთიანი რეგიონების მოსახლეობის მიგრაცია, ბუნებრივი რესურსების არარაციონალური და მტაცებლური

გამოყენება, კულტურული და ეთნიკური ფასეულობების დეგრადაცია, კონფლიქტები, მთის მოსახლეობის სიდუხჭირე და სხვა.

6.2. გეოგრაფიული გარემო და მეურნეობა (გვ.184)გეოგრაფიული გარემოს ათვისება უკავშირდება როგორც ბუნებრივ პირობებს და რესურსებს, ისე ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებებსა და ისტორიულ პროცესებს.განარჩევენ ტერიტორიის სამეოურნეო ათვისების ორგვარ ფორმას - პირველადს და მეორადს. პირველადი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მოპოვებად ფორმებს უკავშირდება, კერძოდ იმ ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, რომელიც აუცილებელი იყო საზოგადოების ყოფა-ცხოვრებისთვის.სამეურნეო ათვისების მეორე ფორმა ინდუსტრიულ მეურნეობას უკავშირდება, ანუ იმ პერიოდს, როცა ადამიანი ინტენსიურად ითვისებს სასარგებლო წიაღისეულს, გარდაქმნის რელიეფს, გამოიყენებს წყლის რესურსებს, გამოჰყავს კულტურულ მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები, ქმნის ურბანიზულ და კომპაქტურ სამრეწველო გარემოს. მეორადი ფორმის დროს საზოგადოება სულ უფრო და უფრო ნაკლებად დამოკიდებულია გარემოსა და რესურსებზე, თუმცა ახასიათებს ეკოლოგიურად სუფთა საკვებთან და გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები.გარემოს მასშტაბების ათვისებით სოფლის მეურნეობა გამოირჩევა, რაც პირდაპირ კავშირშია ნიადაგურ და აგროკლიმატურ რესურსებთან.გარდა სოფლის მეურნეობისა, ბუნებრივი გარემოს მასშტაბურ ტრანსფორმაციას ცოცხალი სამყაროს სამეურნეო გამოყენება, განსაკუთრებით კი ტყიანი ტერიტორიების ათვისება განაპირობებს. არადა, ცოცხალი სამყაროს შენარჩუნებას უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელი რამდენიმე ათასი წლის მანძილზე უკვე გადაშენდა ხმელეთის ხერხემლიანთა 200-ზე მეტი სახეობა, ხოლო გადაშენების პირასაა 2-ჯერ მეტი. მარტო უკანასკნელი 2 საუკუნის მანძილზე დედამიწაზე გადაშენდა 180 სახეობაზე მეტი ძუძუმწოვარი, ამდენივე სახეობის ფრინველი, გადაშენების პირასაა ძუძმწოვრების მეოთხედი და ფრინველების მეათედი. მიზეზი არა მარტო მოსახლეობის ზრდაა, არამედ ადამიანის მიერ სასიცოცხლო სივრცის თითქმის სრული ათვისება, ბუნებრივი რესურსების გამოყენების მასშტაბების ზრდა და ცოცხალი ორგანიზმების მიგრაციის გზებზე ანთროპოგენული საქმიანობის გააქტიურებაა.ტყის რესურსების გამოყენება კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მიმდინარეობს. ამჟამად მისი რაციონალური გამოყენება და დაცვა არა მარტო გლობალური მნიშვნელობის პრობლემაა, არამედ სასიცოცხლო სივრცის და არაერთი ბუნებრივი რესუსრის შენარჩუნების წინაპირობაცაა.

Page 10: გეოგრაფია - 1

ტყეები ინარჩუნებენ მსოფლიო ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან ნაწილს. ბუნებრივ ტყეს, სხვა ეკოსისტემებთან შედარებით, შეუძლია შეინარჩუნოს სახეობათა მაქსიმალური რაოდენობა.ტყეებს ხმელეთის 30% უკავია, თუმცა მათი გეოგრაფიული განაწილება მეტად არათანაბარია. ტყეების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ეკვატორულ სარტყელში. მარტო ტროპიკულ ტყეებში, სადაც 4 მილიონამდე სახეობის ცხოველი ცხოვრობს, იქმნება მსოფლიო ჟანგბადის მარაგის 1/4. ტროპიკული ტყის რესურსებით მსოფლიოში მდიდარია ბრაზილია, კონგო, ანგოლა და ინდონეზია. მსოფლიოში მთიან ტერიტორიებს უკავია 35,8 მლნ. კმ2, რომლის 25,5% ტყეებითაა დაფარული.ტყეების ჩეხვას განსაკუთრებით უარყოფითი შედეგები სწორედ მთიან რეგიონებში მოსდევს. დიდი დახრილობის ფერდობებზე ტყეების ჩეხვას გეოდინამიური პროცესების გააქტიურება მოჰყვება, რის გამოც ქვეყნის მეურნეობა დიდ დანაკარგებს განიცდის.განუზომელია მინერალური რესურსების მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებისთვის. მისი მეშვეობით მოსახლეობა უზრუნველყოფილია ენერგიით, მრეწველობა - ნედლეულით, სოფლის მეურნეობა - სასუქით, ხოლო ტრანსპორტი - საწვავით.ბუნებათსარგებლობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია XX საუკუნეში, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პირობებში. მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ, ურბანიზებული და სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიების გაფართოებამ უკიდურესად შეამცირა ბუნებრივი გარემო, არნახულად მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდა ბუნებრივი რესურსების გამოყენება. თუ წინა პერიოდში ადამიანის ზემოქმედება განაპირობებდა ბუნებრივი მოვლენების და პროცესების, ბუნებაში არსებული კავშირურთიერთობების და წონასწორობის დროებით გარდაქმნას, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი მუდმივი და შეუქცევადი გახდა.

6.1.9. მიწის რესურსების გამოყენება (გვ. 160)მიწის რესურსების გამოყენება ათასწლეულებს ითვლის. მისი მნიშვნელობა თვალსაჩინოა იმით, რომ მიწის რესურსების მეშვეობით კაცობრიობა თითქმის მთლიანად იკმაყოფილებს სურსათზე მოთხოვნილებას. ცნობილია, რომ 1 ადამიანის გამოსაკვებად საჭიროა მინიმუმ 0,1 ჰა მიწის დამუშავება. სახნავი მიწის ფართობის ხვედრითი წილი სწრაფად მცირდება - თუ რამდენიმე ათეული წლის წინ დედამიწის ერთ მცხოვრებზე 0,5 ჰა სახნავ-სათესი ფართობი მოდიოდა, ამჟამად ეს მაჩვენებელი 0,21 ჰა-ს ტოლია.ნიადაგების სტრუქტურის ცვლაზე ძირითადად ანთროპოგენული ფაქტორი მოქმედებს, ხოლო ნაყოფიერებაზე ანთროპოგენული და ბუნებრივიც.

ნიადაგების სტრუქტურის ცვლაზე განსაკუთრებით მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აგრო წესები. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ინტენსიურად იცვლება ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორები - რელიეფი, მიკროკლიმატი, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, შენდება დასახლებული პუნქტები, წყალსაცავები და ასე შემდეგ. გააქტიურდა ეროზიული და გეოდინამიური პროცესებიც, რასაც საბოლოო ჯამში ნიადაგების ნაყოფიერების დაკარგვამდე მივყავართ. ნაყოფიერების დაკარგვა კულტურული მცენარეების მოსავლიანობის შემცირებას განაპირობებს, რასაც სოციალური პრობლემების გამწვავება და მიგრაციული პროცესების გააქტიურება მოსდევს.ნიადაგზე ადამიანის მოქმედება რამდენიმე ფორმით ვლინდება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: მექანიკური, აგლომელიორაციული, ქიმიური, ცოცხალი სამყაროს განადგურებით და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით განპირობებული ზემოქმედება.მექანიკური ზემოქმედება ხვნა-თესვას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, მშენებლობას და საბრძოლო მოქმედებებს უკავშირდება.აგრომელიორაციულ ზემოქმედებაში რწყვა, დაშრობა და გრუნტის წყლების სპეციალური, ხელოვნური გადაადგილება იგულისხმება. სარწყავი მიწათმოქმედების ისტორია 7 ათას წელს ითვლის, თუმცა უკანასკნელი 2 ათწლეულის მანძილზე სარწყავი მიწების ფართობი მსოფლიოში 25-ჯერ გაიზარდა.ქიმიური ზემოქმედება მინერალურ სასუქებს და პესტიციდების გამოყენებას უკავშირდება, რომლის მოხმარების მასშტაბები ყოველწლიურად მატულობს. ამგვარი ქიმიური ელემენტები რჩება და გროვდება ნიადაგში, ხვდება მიწისქვეშა წყლებში და ატმოსფეროში.განსაკუთრებით სწრაფად იცვლება ნიადაგის ფიზიკური თვისებები და ქიმიური შედგენილობა მცენარეულობის, კერძოდ ტყეების განადგურებისას. მცენარეულობის გარეშე ნიადაგის ზედაპირზე იზრდება ჩამონადენის სიჩქარე. იცვლება ნიადაგის წყლის ბალანსი, თერმული რეჟიმიდან ნივთიერების გარდაქმნის პროცესი. ამგვარ ნიადაგებზე სწრაფად იკარგება მცენარეულობის თვითაღდგენის უნარი და ვითარდება ბედლენდები. ნიადაგების ნაყოფიერებას და თვითწმენდის უნარს ასევე ამცირებს ცხოველთა სამყაროს ცვლა ან განადგურება. ამჟამად, ადამიანის სამეურნეო საქმიანობით დეგრადირებულ მიწებთან ერთად, სწრაფად იზრდება ეროზიის შედეგად სახეცვლილი და ნაყოფიერებადაკარგული ნიადაგებით წარმოდგენილი ტერიტორიების ფართობი. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე წყლისმიერმა და ქარისმიერმა ეროზიამ მოიცვა 2 მლნ. ჰა ანუ მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა 1/4-ზე მეტი.

Page 11: გეოგრაფია - 1

ეროზიის შედეგად ირეცხება როგორც ნიადაგის ზედა ფენა, ისე ამგებელი ქანებიც. ამგებელი ქანების გადარეცხვას უმეტესწილად ხევებისა და ხრამების წარმოქმნა მოსდევს, რაც დაბლა სწევს გრუნტის წყლის დონეს, თანაც შეუძლებელს ქმნის ამგვარ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებას. დედამიწაზე მოსახლეობის ზრდასთან ერთად მატულობს ეროზიისადმი არამდგრადი ტერიტორიების ათვისების ტემპი, რაც მათი დეგრადაციის, გაუდაბნოების და შემდგომ გაუდაბურების წინა პირობაა.მსოფლიოში გაუდაბნოება არიდული რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი. აქ ადამიანის სამეურნეო საქმიანობა პროვოცირებას უკეთებს ისეთ ბუნებრივ პროცესებს, რაც არღვევს ეკოლოგიურ წონასწორობას, იწვევს შეუქცევად ეკოლოგიურ პროცესებს და ტერიტორიის ჯერ გაუდაბურებას, შემდეგ კი გაუდაბნოებას იწვევს.

6.3. საქართველოს სამხედრო გეოგრაფიის განვითარების მიზნები და ამოცანები (გვ. 190)საქართველოში 2008 წლის აგვისტოს პირველ ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამხედრო აღმშენებლობა ქვეყნის უპირველესი ამოცანა უნდა გახდეს. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ვერ მოახერხეს რუსეთისთვის სამხედრო-სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როკის გვირაბის განადგურება, თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა, მთიანი რელიეფის, ჰიდროგრაფიული ქსელის და ტყიანი მცენარეულობის ფაქტორის გამოყენება. გეოგრაფიული პირობების გათვალისწინება კი განსაკუთრებით აქტუალურია მთიანი ტერიტორიების შემთხვევაში, ანუ იქ, სადაც მარტივად შეიძლება მისი უპირატესობის გამოყენება სამხედრო კონტინგენტის გადაადგილების შესაფერხებლად თუ საბრძოლო მოქმედების წარმატებისთვის.ამჟამად არ არსებობს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო გეოგრაფიული ანალიზი და შეფასება, თითქმის არ მოიძიება ქართულ ენაზე სპეციალური ლიტერატურა და არ არსებობენ შესაბამისი კადრები.ამგვარი ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სამხედრო გეოგრაფიის, როგორც სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულების განვითარების აუცილებლობას.

6.4. გეოგრაფია და კულტურა (გვ.196)ბუნებრივი გარემო ასწლეულების მანძილზე წარმოადგენს შთაგონების წყაროს, რის გამოც იგი სხვადასხვაგვარი ფორმებითაა წარმოდგენილი, როგორც რელიგიაში, ისე ხალხურ შემოქმედებაში, მხატვრობასა და მუსიკაში.რელიგიურ წეს-ჩვეულებებში განსაკუთრებით დიდი როლი და მნიშვნელობა წყალს ენიჭება. მაგალითად, ბუდიზმში წყალი თაყვანისცემის სიმბოლოა. მუსლიმანთათვის წყალს

განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. ყურანში მითითებულია, რომ მორწმუნე ყოველ დილით ვალდებულია, ლოცვის დაწყებამდე დაიბანოს სახე და ხელები და შეუდგეს ლოცვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წყალს ქრისტიანებისთვის. ქრისტიანული ნათლისღება წყლის მეშვეობით ხორციელდება.ლანდშაფტის სპეციფიკური აღქმა განსაკუთრებით თვალსაჩინოა არაერთი ხალხის სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში.მუსიკალურ ხელოვნებაში არაერთმა გამოჩენილმა კომპოზიტორმა აღწერა ბუნების მოვლენები, ცოცხალი სამყაროს ხმები, ცალკეული ადგილებისთვის დამახასიათებელი ბგერები.გეოგრაფიული გარემოს დამახასიათებელი ნიშნები ასახულია მრავალი ქვეყნის ჰერალდიკაში, ემბლემებზე, გერბებსა და დროშებზე.გეოგრაფიას ათწლეულების მანძილზე მხატვრულ ლიტერატურას ადარებდნენ, რითაც ხაზი ესმეოდა მის დიდ შემეცნებით მნიშვნელობას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება ქვეყანათმცოდნეობითი ხასიათის გეოგრაფიულ ნაწარმოებებს, სადაც ხატოვნად და საინტერესოდაა აღწერილი ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებრივი პირობები, ხალხები და ჩვეულებები, მოგზაურობები და მოგზაურები. ქვეყანათმცოდნეობითი პროფილის გეოგრაფიული ინფორმაცია ეხლაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა საქართველოში უკანასკნელ ათწლეულებში პრაქტიკულად არ ხორციელდება ამგვარი ნაშრომების მომზადება და გამოცემა.

Page 12: გეოგრაფია - 1
Page 13: გეოგრაფია - 1
Page 14: გეოგრაფია - 1
Page 15: გეოგრაფია - 1