საინფორმაციო ბიულეტენი

Post on 27-Mar-2016

246 views 8 download

description

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

Transcript of საინფორმაციო ბიულეტენი

2013 წლის 16 თებერვალს იძულებით გადაად-გილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ოფისში ჩა-ტარდა სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანი-ზაციის „Brot fur die Welt“ და ასოციაცია “თანხმობის“ მონაწილეობით. შეხვედრა შედგა EED-ს (Evangeli-scher Entwicklungsdienst) პროექტის “კონფლიქტის შე-დეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო-ების გაზრდა უკეთესი მმართველობით, თემის მობი-ლიზაციითა და ქალთა და ახალგაზრდების გაძლიე-რების გზით“ ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასოციაციის წევრებმა თბილისიდან და რაიო-ნული ფილიალებიდან. შეხვედრა გახსნა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ იულია ხარაშვილმა. აღინიშნა, რომ სტუმრების ვიზიტი ატარებს გაცნობით ხასიათს. ყო-ფილი საერთაშორისო ორგანიზაცია EED გაერთიანდა

ორგანიზაციასთან „Brot fur die Welt“ (პური მსოფლი-ოსთვის). მთავარი ოფისი გაიხსნა ბერლინში. ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „Brot fur die Welt“ ახო-რციელებს პროექტებს რამდენიმე მიმართულებით (ადვოკატირება, განათლების განვითარება, ადამი-ანის უფლებები, კონფლიქტის გადაჭრა, მშვიდობის მშენებლობა). ორგანიზაციას ჰყავს პარტნიორი ორგა-ნიზაციები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაი-ჯანში. სტუმრებს აინტერესებდათ დევნილთა მდგომარეობა საქართველოში და ყველა მონაწილემ გამოთქვა საკუთარი აზრი დევნილების მდგომარეო-ბასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სტუმრებმა დაათვალიერეს დევნილთა ჩასახლება გარდაბანში, შეხვდნენ ლიდერ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა წრეებს ესწრებიან. საუბარი ეხებოდა მიმდინარე პროექტს და მომავლის გეგმებს.

marti

daxmareba iuridiul sakiTxebSi

2

I D P W A . O R G . G E

ასოციაცია თანხმობა 2006 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია EED და „„Brot fur die Welt“ მიერ მხარდაჭერილი პროექ-ტ ი ს “ კ ო ნ ფ ლ ი ქ ტ ი ს შ ე დ ე გ ა დ დ ა ზ ა -რ ა ლ ე ბ უ ლ ი მ ო ს ა ხ -ლეობის უსაფრთხოების გაზრდა უკეთესი მმართ-ვ ე ლ ო ბ ი თ , თ ე მ ი ს

მობილიზაციითა და ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით“ ფარგლებში ატარებს იურიდიულ კონსულტაციებს, როგორც თბილისში ორგანიზაციის სათაო ოფისში, ასევე ყველა იმ რეგიონში სადაც ასოციაცია მუშაობს (წყალტუბო, ბორჯომი, გორი, ზუგდიდი, საზღვრისპირა სოფლები, ახალი ჩასახლებები, სადაც დევნილები არიან ჩასახლებული. კონსულტაციებს ატარებს ასოციაციის იურისტი.

იურიდიული კონსულტაცია მიზნად ისახავს დაინტე-რესებული პირებისათვის სხვადასხვა, მათთვის აქტუალურ და პრობლემურ თემებზე ინფორმაციის მიწოდებას, ასევე სამართლებრივი კუთხით სიახლეების გაცნობას და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაში დახმარებას.

კონსულტაციისათვის ორგანიზაციას ძირითადად კონფ-ლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მომართავენ. მათ სურთ ინფორმაციის მიღება ისეთ საკითხ-ებზე, როგორიცაა: განსახლება; დევნილის სტატუსის მინიჭება; დევნილებთან დაკავშირებული შეღავათები.

თუმცა, გარდა დევნილებისა იურიდიული კონსულ-ტაციებით სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

კონსულტაციისას ძირითადად ინფორმაციის მიწოდება ხდება შემდეგ საკითხებზე:

საკუთრების უფლება განათლების უფლება მემკვიდრეობის მიღება მიწის პრივატიზება

ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროვნებამ არ იცის, ვის უნდა მიმართოს საკუთარი პრობლემის მოგვარებისა-თვის, და ხდება მისი დაკვალიანება, ახსნა-განმარტება თუ რომელ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებას უნდა მიმართოს. სახელმწიფო სამსახურებიდან სხვადა-სხვა საჯარო ინფორმაციის მისაღებად კი მოქალაქეების ასევე დახმარება ეწევათ შესაბამისი დოკუმენტების (გან-ცხადება და სხვ) შედგენაში.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლო-ბაში ასოციაციას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მო-მართავს იურიდიული კონსულტაციისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ზრუნვა საკუთარი უფლებების დაცვაზე. თუმცა ამავ-დროულად ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, რომ ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები მატულობს, ბევრ ადამიანს კი არა აქვს შესაძლებლობა, მიუხედავად ინფორმაციის მიღებისა, სასამართლოში გააგრძელოს უფ-ლებების დასაცავად ბრძოლა, რადგან მათ ამის შესაძლებ-ლობას მატერიალური მდგომარეობა არ აძლევს. სამწუხა-როდ ასოციაცია არ ახორციელებს წარმომადგენლობას სასამართლოებში, მაგრამ უყურადღებოდ არ ტოვებს კონსულტაციაზე დახმარებისათვის მოსულ მოქალაქეებს და ახდენს მათ გადამისამართება იმ ორგანიზაციებთან, რომელთაც შეუძლიათ სასამართლოში წარმომადგენ-ლობის განხორციელება. ან აწვდის ინფორმაციას იმ უფასო იურიდიული დახმარების შესახებ რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს.

ასოციაცია „თანხმობის“ იურისტი

ნანა გოგოხია

iuridiuli konsultaciebi თბილისი; გორი; წყალტუბო; გარდაბანი

თბილისი; გორი; წყალტუბო; გარდაბანი

თბილისი; გორი; წყალტუბო; გარდაბანი; ბოლნისი

3

I D P W A . O R G . G E

3 მარტს შიდა ქართლის სოფელ კოშკში შედგა

დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, რო-

მელშიც მონაწილეობა მიიღეს სამი სოფლის - კოშკის,

გუგუთიანთკარის და ზარდიაანთკარიის ქალბა-

ტონებმა.

ასოციაცია “თანხმობის“ ფინანსური დახ-

მარებით 14 ქალბატონმა გამოაცხო საკონკურსო ტორ-

ტი, რომელიც შემდეგ ჟიურიმ შაფასა.

შეხვედრა შედგა სოფელ კოშკის მკვიდრის,

თემის აქტივისტის ლია მიქელაძის სახლში,

შეკრებილი იყო ორმაცდაათამდე ქალბატონი სამი

სოფლიდან. მათ შორის იყვნენ ოსი ქალბატონები

შერეული ოჯახებიდან.

შეხვედრა-კონკურსზე მოწვეული იყო გორის

მუნიპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითა-

რების განყოფილების უფროსი გიორგი ხიდაშელი,

შიდა ქართლის ლტოლვილთა და იძულებით გადა-

ადგილებულ პირთა სამმართველოს უფროსი თამაზ

გვიმრაძე, რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი

გოგა აფციაური.

შეხვედრა გახსნა ასოციაცია “თანხმობის”

თავმჯდომარემ ქალბატონმა იულია ხარაშვილმა.

შეკრებილ ქალბატონებს მიულოცა დედის დღე,

ისაუბრა დედის და ზოგადად ქალის როლზე

ოჯახში, საზოგადოებაში, მშვიდობის მშენებლობაში

და ქვეყანაში.

ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს გიორგი

ხიდაშელმა (გორის მუნიპალიტეტის სოფლის

მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი)

და თამაზ გვიმრაძემ (შიდა ქართლის ლტოლვილთა

და იძულებით გადაადგილებულ პირთა

3 marti

4

I D P W A . O R G . G E

სამმართველოს უფროსი), თბილი მილოცვის შემდეგ

მოკლედ ისაუბრეს სოფლის განვითარების

ს ა მ ომა ვ ლ ო გ ე გმ ებ ზ ე, რ ომ ელ ი ც უნ დ ა

განხორციელდეს მათ თემში.

მილოცვებისა და საუბრების შემდეგ მოხდა

ტორტების შეფასება როგორც ვიზუალურად, ასევე

დაგემოვნებით. გამოვლინდა სამი საუკეთესო

ნაწარმი, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდნენი

წვრილი საოჯახო ელექტროტექნიკით, დანარჩენი

მონაწილეები კი წამახალისებელი საჩუქრებით.

შეხვედრის ბოლოს თემის ქალბატონებმა

მადლობა გადაუხადეს ასოციაცია “თანხმობას” ასეთი

თბილი შეხვედრის მოწყობისათვის და იმისთვის

რომ საშუალება მიეცათ გაეცნოთ ახალი

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლე-

ბი. აღინიშნა, რომ მას მერე რაც გამოჩნდა ასო-

ციააციია “თანხმობა” მათ თემში ქალებს გაუჩნდათ

იმედი, რომ მომავალში თემის განვითარებაში

საკუთარი ძალებით შეიტანენ წვლილს და თხოვნა

აქვთ ორგანიზაციასთან, რომ მოხდეს უფრო მეტი

შეხვედრები ტრენინგების, კონფერენციების და სხვა

ღონისძიებების სახით.

ასია მეტრეველი, ასოციაცია “თანხმობა”

5

I D P W A . O R G . G E

მრგვალი მაგიდა თემაზე: „ახალი

შესაძლებლობები და ინიციატივები -

ქალის როლი“

6 03.2013, სასტუმრო „ბეტსი“

2013 წლის 6 მარტს იძულებით გადაად-გილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ ჩაატარა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - მრგვალი მაგიდა თემაზე: „ახალი შესაძლებლობები და ინიციატივები - ქალის როლი“. შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაციის „„Brot fur die Welt“ “ მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდა უკეთესი მმართველობით, თემის მობილიზაციითა და ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით“ ფარგლებში.

დღის წესრიგი:

მრგვალი მაგიდის გახსნა - იულია ხარაშვილი, ასოციაციის თავმჯდომარე

ახალი ინიციატივები და შესაძლებლობები:

განსახლების დარგში (საქართველოს ოკუპი-რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა-ადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო)

ჯანდაცვის დარგში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო)

მიწების რეგისტრირების საკითხი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო)

სამედიცინო დარგში - ქ-ნი ციცინო გრძე-ლიშვილი. ექიმი, მობილური სამედიცინო ჯგუფი

სიტუაცია კონფლიქტის შედეგად დაზარა-ლებულ სოფლებში - ქ-ნი ნაზი ბერუაშვილი, მონიტორინგის ჯგუფი,

სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული

mrgvali magida Temaze:

“axali SesaZleblobebi da iniciativebi - qalis roli”

საჭიროებები - ნინო მინდიაშვილი, ზემო ნიქოზი, „იმედის სხივი“, ქ-ნი ქეთი ბებიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

დასკვნები და რეკომენდაციები.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს აქ-ტივისტი ქალებმა დევნილთა ჩასახლებებიდან, გამ-ყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომად-გენლებმა.

ვალერი კოპალეიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოამზადა დევნილთა განსახლების კრიტერიუმები.

კრიტერიუმები - ქულების სისტემაა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, პრიორიტეტი ენიჭება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილებაში. აღნიშნული დოკუმენტი იქნება გარანტია იმისა, რომ საცხოვრებელი ფართის განაწილება მოხდება სამართლიანად და გამჭვირვალედ.

კითხვა: ჩაირთვება თუ არა კრიტერიუმებში კერძო სექტორი თუ მხოლოდ კომპაქტური ჩასახლებები?

6

I D P W A . O R G . G E

პასუხი: მნიშვნელობა არა აქვს, თუ სად ცხოვრობს დევნილი. მაღალი ქულების მქონე პირებს შეუძლიათ მიიღონ ან ფულადი კომპენსაცია, ან საცხოვრებელი ფართი.

კითხვა - თუკი დევნილმა მიიღო ფულადი დახმარება, მაგრამ მიზნობრივად არ გამოიყენა, დაეხმარება თუ არა სახელმწიფო ამ ადამიანებს?

პასუხი: მეორედ სახელმწიფო იგივე თანხას ვერ გასცემს.

იულია ხარაშვილი: ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია - ჯანდაცვა, დევნილებს, როგორც სხვა მოქალაქეებს, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ამას ემატება ის, რომ მათ უმრავლესობას ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ მიღებული, რაც შემდგომში სომატიკაში გადადის. სამწუხაროდ ის დაზღვევა, რომელიც დევნილებს აქვთ, არ ფარავს ქრონიკული დაავადებების მკურნალობას, გარდა ამისა, საზღვრისპირა სოფლებში ძალიან მაღალია ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა თემში მოსახლეობის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

ც ი ც ი ნ ო გ რძ ე ლ ი შვი ლ ი (მ ობ ი ლ ურ ი სამედიცინო ჯგუფი) - მობილური სამედიცინო ჯგუფი წლებია გორის რაიონში მუშაობს, სურათი ასეთია: ძალიან ბევრია სისხლძარღვთა და გულის დაავადებები, ასევე ონკოლოგიური დაავადებები, ენდემური ჩიყვი. დაზღვევით პაციენტს ექიმის არჩევის უფლება არა აქვს. ჩემი რეკომენდაციაა:

პაციენტმა თავად უნდა აირჩიოს კლინიკა და ექიმი. ამბულატორიები წამლების მინიმალური მარაგით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ლია მიქელაძე: ჩვენთან 6 სოფელს ერთი ამბულატორია ემსახურება, რაც დიდ პრობლემებს იწვევს, კერძოდ, მოხუცებს გადაადგილება უჭირთ, არის უზარმაზარი რიგები. ვთვლი, რომ ყველა სოფელს ექთანი მაინც უნდა ჰყავდეს.

მანანა ჭამპურიძე: ექიმს ფიქსირებული ხელფასი უნდა ჰქონდეს.

მარინა თაბუკაშვილი: საქართველო არ ცნობს ოკუ პი რ ე ბ ულ ტე რ ი ტორ ი ე ბ ზ ე გ ა ც ე მ ულ დიპლომებს, და იქნებ დავაყენოთ ეს საკითხი.

იულია ხარაშვილი: საზღვრისპირა სოფლებში, შესაძლოა მოსახლეობა არ იყოს იმ რაოდენობის, მაგრამ გადაადგილება ხშირად საშიშია , აუცილებლად მიგვაჩნია ამბულატორიის არსებობა. არის თუ არა შესაძლებელი, სოფელში მაღალკვალიფიციური ექიმის არსებობის შემთხვევაში, აპარატურის შეძენა, რომ მოსახლეობას ადგილზე ჩაუტარდეს გამოკვლევები?

ნინო მინდიაშვილი: ნიქოზში გვაქვს ძალიან კარგად აღჭურვილი ამბულატორია და კარგი

7

I D P W A . O R G . G E

ექიმები, მაგრამ კორპორატიული დაზღვევა იქ არ მუშაობს.

იულია ხარაშვილი: განსახლების დროს, დევნილებს უწყდებათ დაზღვევა და საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ვერ სარგებლობენ დაზღვევით. რა უნდა გააკეთონ ამ შემთხვევაში?

კითხვებს პასუხობს ჯანდაცვის სამინისტროს

წარმომადგენელი ლელა წოწორია.

ლელა წოწორია:

ნიქოზი შედის პროგრამის სპეცდანიშნულების კომპონენტში, როგორც კონფლიქტური ზონა. და იქ სხვა დაფინანსებაა, რომელიც არ შეწყდება.

სოფლის ექიმის მოვალეობები მკაფიოდ არის გაწერილი და ამიტომ ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მოგვმართავენ წერილობით, სამინისტრო განიხილავს და კონკრეტულ პასუხს გასცემს.

კორპორატიული დაზღვევის შემთხვევაში, თავად სადაზღვევო კომპანია ირჩევს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც არის პროვაიდერი.

მაგრამ ეს არ ეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც 28 თებერვალს ამოქმედდა და ეხება ყველას, ვინც დაზღვეული არაა და ამ პროგრამით მიიღებს მინიმალურ პაკეტს. პაკეტში შედის ექიმთან ვიზიტი, აუცილებელი ანალიზები და გამოკვლევები, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია. ამ პროგრამით პაციენტს უფლება აქვს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს.

რაც შეეხება დევნილებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობს, ამათ კონკრეტული

სადაზღვევო კომპანიები ემსახურებიან და ამიტომ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებზე არიან მიბმულები.

განსახლების დროს, დევნილებს უწყდებათ დაზღვევა , ეს დებულების მიხედვით ხდება და სანამ დაზღვევას ვადა არ გაუვა, ის იმოქმედებს. მაგრამ ურგენტული მდგომარეობის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს ხარჯები.

ქეთი ბებიშვილი (საია, გორის ფილიალი)

მინდა ყურადღება გავამახვილო ინფრასტრუქ-ტურულ საკითხებზე, მართალია, რაღაცა კეთდება, მაგრამ ძირითადი ტვირთი მაინც საერთაშორისო ორგანიზაციებს აწევს

არსებობს დასაქმების პრობლემა

სოფლის ექიმის პროგრამას რაც შეეხება, არ შეიძლება სოფლის ექიმის ანაზღაურებაში შედიოდეს წამლების საფასურიც, მომსახურებაც და გადასახადებიც

არ არის დარეგულირებული პრივატიზების საკითხი. ბევრ დევნილს არა აქვს მიღებული არც ფულადი კომპენსაცია, არც საცხოვრებელი ფართი.

არ არის დარეგულირებული მისამართების საკითხი

მარინა თაბუკაშვილი: ჩვენი წინადადებაა: სანამ პიროვნება მყარად ფეხზე არ დადგება არ შეუწყდეს სოციალური დახმარება.

8

I D P W A . O R G . G E

იულია ხარაშვილი: მიწის პრივატიზების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. წინა მთავრობამ დაიწყო მიწების უფასო პრივატიზება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბევრი რამ არასწორად კეთდებოდა, ამიტომაც ეს გაუქმდა. ჩვენ რეკომენდაცია უნდა გავუწიოთ, რომ მიწის პრივატიზება არ იყოს ასეთი ძვირადღირებული (აზომვითი სამუშაოები უნდა გააკეთოს არა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ), უბრალო ხალხმაც უნდა შეძლოს საკუთარი მიწების პრივატიზება.

იულია ხარაშვილი: სოფლის მეურნეობაში 3 წლის განმავლობაში იმუშავებს მიკროკრედიტების პროგრამა - 5000 ლარამდე უპროცენტო კრედიტი, რომელიც წლის ბოლოს იფარება. იქ, სადაც ნაკვეთი ძალიან დიდია, შესაძლებელია 10000 ლარის აღება წლიური 15%, საიდანაც ნახევარს მიწის ფონდი დაფარავს, დანარჩენს კი თვითონ გლეხი.

გაუქმდება თუ არა ის რეგისტრაცია, რომელიც აგვისტოდან მიმდინარეობდა? რა საბუთებია საჭირო მიწის რეგისტრირებისათვის?

ნინო მინდიაშვილი: ჩვენმა ოჯახმა მიიღო ვაუჩერი, მაგრამ ვერ ვიყენებთ, რადგან ჩვენი ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ნიქოზის დაახლოებით 70% ასეთ ადგილებზე აქვს ნაკვეთები. რომც მოხნან ეს ნაკვეთები, იმას მერე მაინც ვერ დავამუშავებთ, რადგან უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. სოფელ ნიქოზში მოსახლეობას არც დევნილის სტატუსს არ აძლევენ და არც სიღარიბის დაძლევის პროგრამაში სვამენ, რადგან დიდი სახლები აქვთ.

ლია ჩლაჩიძე: დარეგისტრირდება თუ არა ის ფართები, რომლებიც გადმოგვცეს (24კვ.მ) და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე? იქნება თუ

არა გადასახადი ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულ მიწის ნაკვეთებზე?

ნინო მინდიაშვილი: რეალურად მოიხსნა თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე იჯარით აღებული მიწების გადასახადი?

კითხვა: ომის დროს ძალიან ბევრს სახლთან ერთად საბუთებიც დაეწვა, როგორ მოხდება ამის აღდგენა? იქნება თუ არა შეღავათები, როგორც ეს გათვალისწინებულია არქივში?

დასმულ კითხვებს პასუხობს თამარ გომელაური, საჯარო რეესტრის წარმომადგენელი.

თამარ გომელაური -

მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის. სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრირებისათვის საჭიროა მიღება-ჩაბარების აქტის ქონა. ვისაც გააჩნია ეს აქტი და სათანადო საკადასტრო ნახაზი, არეგისტრირებს საკუთარ ნაკვეთს. ვისაც არ გააჩნია მიღება-ჩაბარების აქტი, ის მიმართავს რეესტრს და პრეზიდენტის #525 ბრძანებულების საფუძველზე, მას უფორმდება ე.წ. აღიარებითი უფლების რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში წ ა რ მ ო დ გ ე ნ ი ლ ი უ ნ დ ა ი ყ ო ს ფ ლ ო ბ ი ს დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:

9

I D P W A . O R G . G E

საკომლო ამონაწერი, საგადასახადო სია, ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვისაც საკომლო ამონაწერი გააჩნდა, მას აგვისტოში გაკეთებული რეგისტრაცია კანონიერად ეთვლება. ვისაც ეს არ ჰქონდა - რეგისტრაცია არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეს ცალკე განხილვის საგანია, რეგისტრირება საჭიროებს ადგილზე აზომვითი ნახაზის გაკეთებას, რაც თავის თავად შეუძლებელია.

რაც შეეხება გადასახადებს, ეს, სამწუხაროდ, საჯარო რეესტრის კომპეტენციაში არ შედის.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პირველადი რეგისტრაცია არის უფასო.

რაც შეეხება განადგურებულ სახლებს, ამისათვის ცალკე მექანიზმი უნდა შემუშავდეს, რადგან მიღებულ სქემაში ეს შემთხვეები არ ჯდება.

მინდა გითხრათ, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების დარეგისტრირება სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის.

მ ო ნ ა წ ი ლ ე ე ბ მ ა მ ი ი ღ ე ს შ ე მ დ ე გ ი

რეკომენდაციები:

ჩვენი რეკომენდაციით, პაციენტმა თავად უნდა აირჩიოს კლინიკა და ექიმი, რომელიც მას სურს. ამბულატორიები წამლების მინიმალური მარაგით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენი რეკომენდაციით, სოფლად არსებული დევნილი კადრები უნდა იყოს დასაქმებული (ექიმი, ექთანი), ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს ამბულატორია და ექთანი მაინც უნდა ჰყავდეს.

ჩვენი რეკომენდაციით, სოფლის ექიმს ფიქსირებული ხელფასი უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება სოფლის ექიმის ანაზღაურებაში შედიოდეს წამლების საფასურიც, მომსახურებაც და გადასახადებიც, ეს უნდა შეიცვალოს.

ჩვენი რეკომენდაციით, უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ რა პირველადი დახმარების წამლებია საჭირო, დამტკიცდეს პირველადი მოხმარების წამლების სია

ჩვენი რეკომენდაციით, უნდა მოხდეს არსებული ამბულატორიების აღჭურვა

ჩვენი რეკომენდაციით, უნდა დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებია შესატანი

ჩვენი რეკომენდაციით, უნდა მოხდეს ოკუ პი რ ე ბ ულ ტე რ ი ტორ ი ა ზ ე გ ა ც ე მ ულ ი დიპლომების აღიარება

ჩვენი რეკომენდაციით, უნდა შეიქმნას უწყებათაშორისო კომისია, რომელიც იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომლითაც რამდენიმე უწყებაა დაკავებული.

ჩვენი რეკომენდაციით, საკადასტრო აზომვითი სამუშაოები სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდეს და გაკეთდეს ხელმისაწვდომ ფასებში, რაც მოსახლეობასაც და ბიუჯეტსაც წაადგება.

ჩვენი რეკომენდაციით, ახალაშენებული კოტეჯების დასარეგისტრირებლად უნდა შემუშავდეს სპეციალური მექანიზმი. საზღვრისპირა სოფლებში კოტეჯების რეგისტრაცია მოხდეს უფასოდ.

10

I D P W A . O R G . G E

საერთაშორისო ორგანიზაცია ASB (Arbeiter-Samariter-Bund) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს პროექტს „ქვემო ქართლის რეგიონში სამოქა-ლაქო საზოგადოების ჩართვა მუნიციპალიტეტის რეფორმის პროცესში საჯარო სტრუქტურებსა და კერძო აქტორებს შორის სოციალური პარტნიო-რობის განვითარების გზით“. პროექტის ფინან-სური მხარდამჭერი - ევროკავშირი.

პროექტის მიზანი: არასამთვრობო სექტორსა

და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მყარი პარტნიორული ურთიერთობების შექმნა და თანამშრომლობის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობა, მუნიციპალი-ტეტების და არასამთვრობო სექტორის პოტენ-ციალის განმტკიცება და სოციალური მომსახუ-რების სფეროში საჯარო-კერძო სოციალური პარტნიორობის განმტკიცება.

პროექტის ბენეფიციარები: ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მუშაკები; ქვემო ქართლის მოსახლეობა.

სამიზნე ჯგუფები: ბოლნისის მუნიციპალი-ტეტის მოსახლეობა; ადგილობრივი არასამ-თავრობო ორგანიზაციები; ადგილობრივი სა-მთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები; ადგილობრივი მედია. პროექტის განხორ-ციელების შედეგად შეიქმნება სოციალური საწა-

რმოები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ სერვისებს მიაწვდის.

2013 წლის იანვარში დაიწყო საწყისი ფაზა. შედგა რამდენიმე შეხვედრა ASB და ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს მოსამზადე-ბელი ფაზის აქტივობები. დაინიშნა პროექტის ადგილობრივი თემის მობილიზატორი, ჩამო-ყალიბდა მმართველი კომიტეტი.

პირველი შეხვედრა გაიმართა ბოლნისის სო-ციალურ მომსახურების სააგენტოში. ASB და ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენლები შეხვდნენ სააგენტოს უფროსს ნინო მანაგაძეს და ამავე სააგენტოს სოცმუშაკს ნატო ბენიძეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოციალურ პრობლე-მებზე, რომელიც არსებობს ბოლნისის მუნიციპა-ლიტეტში (კერძოდ, აღინიშნა, რომ არ არსებობს ქუჩის ბავშვებისათვის დღის ცენტრი, აუცილე-ბელია საბავშვო ბაღების პედაგოგთა გადამ-ზადება, დედებთან მუშაობა, კერძოდ, “დედე-ბის სკოლა“, გადაუდებელი კრიზის-ცენტრების გახსნა, მცირე ტიპის ბავშვთა სახლების გახსნა, მოხუცთა დღის ცენტრის გახსნა.

მუნიციპალიტეტის სოფლებში ხალხი ძლიან გაჭირვებულად ცხოვრობს, როგორც ქართულ სოფლებში (დისველი, კაზრეთი, ბალიჭი), ასევე არაქართულ სოფლებში (ქვემო ბოლნისი,

axali proeqti qvemo qarTlis regionSi

11

I D P W A . O R G . G E

ხაჩინი). ჩატარდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანი-

ზაციებთან, რომელიც მოამზადა ბოლნისის “ენის სახლის” თანამშრომელმა ირმა ზურაბა-შვილმა. შეხვედრაში მონაწილებდნენ - მარიეტა მარუტიანი (სომხურ ქალთა კავშირი, არასამთავ-რობო ორგანიზაცია „დედების“ წარმომადგენ-ლები მარტიაშვილი, გორშკოვა, გრძელიშვილი, მუშკუდიანი), ადგილობრივი წითელი ჯვრის წარმომადგენელი - დინარა პირველი, ქალთა დასაქმების ცენტრი - ლამარა ლობჟანიძე. აღი-ნიშნა, რომ თითქმის ყველა პროექტი გაჩე-რებულია, რადგან არ არის სახსრები. წინა წლებ-ში აქტიურად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, განხორციელდა რამდენიმე პროექტი, ახლა „ენის სახლი“ მუშაობს მხოლოდ მეთორმეტე კლასელებთან - აბიტურიენტებს ამზადებს გამოცდის ჩასაბარებლად. „წითელმა ჯვარმა“ უნდა დაიწყოს ახალი პროგრამა - ხანდაზმულთა მომსახურება შინ მისვლით. ქალები აღნიშნავდნენ, რომ ბევრი საინტერესო იდეა აქვთ, მაგრამ სახსრების არქონის გამო ვერ

ახორციელებენ. ესაა - დღის ცენტრი ბავშვები-სათვის, კულტურული პროგრამა ინვალიდების-თვის, მოზარდების დასაქმება, კრიზისული ცენ-ტრი ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისათვის.

შესწავლის შედეგად გამოირკვა: რაიონის მოსახლეობა პოლიტიკურად საკ-

მაოდ ინერტულია, რამაც შეიძლება დადებითი შედეგი გამოიყოს.

ჩატარდა შეხვედრა გამგებელთან ლევან ფალავანდიშვილთნ, რომელმაც დახმარება აღუ-თქვა ყველა საკითხში, ასევე საკრებულოს თავმ-ჯდომარესთან მალხაზ ერაძესთან. მომზადდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელზეც ხელი უნდა მოაწერონ: გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს, ASB-ს და იძულებით გადაადგი-ლებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენლებმა.

12

I D P W A . O R G . G E

ტურბაზის განაპირას დგას ერთი მორყეული ძველი კოტეჯი, რომელსაც ძირი გამომპალი აქვს. თუ კარგად დააკვირდებით, გაგიკვირდებათ, აქამდე რო-გორ გაუძლო დიდი დიღმის ქარებს, თოვლსა და თქეშს. სახლში შესვლისთანავე მკვეთრად იგრძნობა ნესტისა და შმორის სუნი, რომელიც სუნთქვას გიკრავს. იატაკი, რომელიც აქა-იქ ჩავარდნილა, შავი ლაქებითაა დაფარული. დღისით მზისით ოთახებში ბნელა, გეგონება მზის სხივიც გაურბის ამ უფერულ, უსიცოცხლო შენობასო...

აი ამ პატარა სახლიდან გამოდის 12 წლის გიო-რგი, მას რეზინის ბოტები აცვია, ალალი და ბავშვური გამოხედვა სევდით არის გაჯერებული, ის მიაბიჯებს ტალახიან შარაზე, გადასძახებს მეგობრებს და უკვე ხალისით შემორბის ბავშვთა ოთახში გაკვეთილზე. გიორგის უყვარს ხატვა, მის ფურცელს მრავალი მხიარული ფერი დასთამაშებს, ის ხატავს ყოველივე ლამაზს და მშვენიერს, მასწავლებლის ქებას იმსახურებს, ბავშვებიც პატივს სცემენ ნიჭიერ მეგობარს.

გიორგის ნააზრევი და ნაფიქრალი ყველაზე მეტად ჟურნალისტიკის გაკვეთილზე იჩენს თავს: “არ მიყვარს წვიმა, - წერს გიორგი, - როცა წვიმს მე და

დედას ძალიან გვეშინია. წყალდიდობისას სახურავ-ზეც კი ჩამომსვა ერთხელ მამიკომ, სანამ მაშველები მოვიდოდნენ. მე მიხარია, რომ ჩემი მეგობრები წვი-მის დაწყებისთანავე მირეკავენ და სახლში მეპა-ტიჟებიან, მაგრამ ხშირად ისეთი თქეში მოვარდება, სახლიდან გასვლასაც ვერ ვასწრებთ.

ჩემი ოცნებაა მქონდეს ნათელი და სუფთა ბინა და როდესაც მოწვიმს, მშვიდად მოვუსმინო წვიმის წვეთების ხმას, შემოვიხვევ თბილ საბანს და უშფო-თველად დავიძინებ“, - ასე ლამაზად ასრულებს გიორგი თავის ნაწერს.

გაკვეთილების შემდგომ ბავშვები ჟრიამულით გადიან ეზოში, ერთობიან, თამაშობენ, იცინიან, უკვე ჩამობნელდა, ისმის მშობლების შეძახილები - აბა დროზე სახლში, უკვე გვიანია!...

გიორგი კვლავ მიაბიჯებს ტალახიან შარაზე, ახლა უკვე სახლისაკენ, მას ნელ-ნელა ჩამოეცალნენ მეგობრები, ის ხომ განაპირა კოტეჯში ცხოვრობს. გიორგი შედის სახლში და გამურულ კედელზე ამაგრებს თავის ულამაზეს ფერად ნახატს, რომელსაც შემდეგ კვირას სხვა ნახატიც დაემატება.

ირმა შარია

feradi ocnebebi

13

I D P W A . O R G . G E

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხ-მობის“ თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო Wilton Park-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მრგვალ მაგიდაში თემაზე: „ქალები მშვიდობის მშენებლობაში“.

სხვადასხვა კონტინენტებიდან ჩამოსული მონაწილეები

განიხილავდნენ გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემო-თავაზებულ 7-პუნქტიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ით-ვალისწინებს ქალების ჩართვას მშვიდობის მშენებლობაში და გაეროს რეზოლუციის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთ-ხოება“ შესრულებას.

მრგვალი მაგიდის ძირითადი ამოცანებია: სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართვის შესაძლებლობები და დაბრკოლებები, პოსტკონფლიქტურ სიტუაციაში არსებუ-ლი გამოცდილების შესწავლა და ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც მოქმედების გეგმის დანერგვას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე უფრო ეფექტურს გახდის.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანთა უფლებებისა და მშვიდობის მშენებლობის სტრუქტურების, მთავრობათაშორისო ორ-

განიზაციების, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენ-ლებმა, პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა.

მონაწილეებმა იმსჯელეს ამ სფეროში თითქმის ყველა არსებულ პრობლემასა და პრობლემის გადაწყვეტის გამო-ცდილებაზე, მათ შორის - ქალთა პოლიტიკური მონაწი-ლეობის და პოტენციალის გაზრდაზე, შესაძლო მონაწი-ლეობაზე ოფიციალურ მოლაპარაკებებში, ქალთა სოლი-დარობის მისიების და არაფორმალური და ფორმალური ქსელების დაფუძნებაზე, პოსტკონფლიქტური დემობილი-ზაციის, რეაბილიტაციის და რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელებაზე და ამ პროგრამებში ქალთა მონაწილეო-ბის გაზრდაზე, ძალადობის პრევენციის შესაძლებლობებ-სა და ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების ეფექტუ-რი სისტემების დანერგვაზე, სპეციალურ ტრენინგებზე ძა-ლოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისათვის და სხვა ზომებზე, რაც დაგვეხმარება უსაფრთხოების გაზრდაში და მინიმუმამდე დაიყვანს ახალი კონფლიქტის რისკს.

ასოციაცია „თანხმობა“ რომელიც დაფუძნების დღიდან ჩართულია მშვიდობის მშენებლობის აქტივობებში, გააგრ-ძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.

vilton parkis konferencia