ღონისძიების ანგარიში

Post on 18-Aug-2015

152 views 5 download

Transcript of ღონისძიების ანგარიში

ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ანგარიში VII-2კლასში ჩატარებული გაკვეთილი-პრეზენტაციის „სტუმრად ზღაპართან“.

საგნების დასახელება — რუსული ენაკლასი ___ VII-2გაკვეთილის ჩატარების დრო__17 დეკემბერი 2014 წელიმონაწილე მასწავლებლები —კათედრის გამგე,წევრები,დირექტორი,სასწავლო ნაწილი,კლასის დამრიგებელი,სხვადასხვა საგნის მასწავლებლები,მშობლებიგაკვეთილის მიზანი — თეატრალიზებული გაკვეთილების ,თამაშების,მუსიკის მნიშვნელობა უცხოური ენის შესწავლის პროცესში.

რა რესურსები იქნა გამოყენებული და/ან შექმნილი ———

ს.მარშაკის ზღაპრის «12 თვის» მიხედვით.მზადების პროცესი

კადრები სპექტაკლიდან

სიმღერები საყვარელი მულტფილმებიდან:«Антошка», «Песенка Крокодила Гены», «Улыбка», «Голубой вагон»

რა მეთოდები იქნა გამოყენებული ___ უცხოური ენის შესწავლა იწყება სწორი მეტყველების ჩამოყალიბებით.ყოველი ახალი ასობგერის ან სიტყვის შესწავლა მოითხოვს სწორი გამოთქმის გამომუშავებას .ისეთი ბგერების არსებობა ,რომლებიც უცხოა მშობლიური ენისთვის ურთულებს მოსწავლეებს ათვისების პროცესს,ამიტომ უმჯობესია თუ მათ ხშირად მოვასმენინებთ სიმღერებს,რომლებსაც ისინი სიამოვნებით უსმენენ ,სწავლობენ და იმეორებენ.

ასევე ძალიან ეფექტურია ინსცენირებები,თეატრალიზებული გაკვეთილების ჩატარება იმ შესწავლილი ზღაპრების ,მოთხრობების ან ნანახი მულტფილმების.ეს ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და განვითარებას.მოსწავლეები მზადების პროცესში ძალდაუტანებლად საუბრობენ უცხოურ ენაზე ,ეს ხელს უწყობს მეტყველების უნარის განვითარებას.მუშაობის პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა მოსწავლე,როგორც ძლიერი ისე სუსტი,დავალებები შერჩეული უნდა იყოს მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

მიღწეული შედეგები —ეს პროცესი იმდენად საინტერესოა მათვის,რომ ისინი ვერც კი

ამჩნევენ როგორ ეხვეწებათ მეტყველება, სწავლობენ როლებს ზეპირად,იაზრებენ

ნასწავლს,იკერავენ კოსტიუმებს,აწყობენ ინტერიერს.მუშაობის პროცესი იტაცებს

მოსწავლეებს,ცდილობენ ერთმანეთზე უკეთ შეასრულონ დავალებები, ამასთანავე

ეხმარებიან ერთმანეთს ,ასწავლიან,უსწორებენ,რადგან თვლიან ,რომ ქმნიან რაღაც

მნიშვლელოვანს,ღირებულს,ხედავენ შედეგს,რომელსაც აუცილებლად სხვებიც

იხილავენ და შეაფასებენ.გატაცებულები,ასევე მათთვის შეუმჩნევლად სწავლობენ ენას.

თვითშეფასება დამსწრე კოლეგის შეფასების ანალიზი

მაია სირაძე 2014 წელი