შუშანიკი ლექსები

Post on 21-Jul-2015

588 views 8 download

Transcript of შუშანიკი ლექსები

მოგესალმებით

ჯგუფის წევრები

ანა სხირტლაძე

ლანა ბოჭორიშვილი

მაკა მერმანიშვილი

ზურაბ გამყრელიძე

შუშანიკს

იყო სომეხთა ასული

მამამისს ერქვა ვარდანი

და მისი სულის მშვენება

იყო ყვავილის სადარი.

და ამიტომაც შუშანიკ

ერქვა სახელად ლამაზმანს,

მისი სიმტკიცის სადარი

არ ქონდათ ძლიერ მამაკაცთ.

სულისთვის ხორცი გასწირა,

იყო საკანში მწყვდეული

ფხიზლობდა მუდამ ზემდგომი

სანთლებით ხელში ეული.

იაკობ იყო კაცთაგან

მისთვის ნუგეშის მცემელი

ხოლო ვარსქენი ტირანი,

სასტიკი, კვერთხით მგვემელი.

მაგრამ ყოველი ითმინა

ისწავლა ბევრი ფსალმუნი,

ხორცის ტანჯვა და წამრბა

იყო სულისთვის სალბუნი.

გახდა სძალი და ტარიგი,

ჩვენთვის მფარველი წმინდანი,

და ამიტომაც ჩვენ მუდამ

ვიყოთ მადლიერ მისდამი.

ვაფასოთ მისი ღვაწკი და

ვისწრაფოდ მუდამ მისდამი,

რათა ჩვენც გავხდეთ მუშაკნი

გვიანი ჟამის ღვთისანი.

ანა სხირტლაძე

ადამიანის გაჩენის დღიდან

ბოროტებას ხომ სიკეთე ჯობნის

ბოროტების და სიკეთის მტრობას

აქვს დასაბამო, ძლიერ დიდი ხნის.

ბოროტი იყო ვარსქენ პიტიახშ,

მან ხომ უარყო ქრისტე უფალი

მან აღიარა არარსებული

ჭეშმარიტებას უთხრა უარი.

მისი მეუღლე იყო შუშანიკ

ქალი, მორწმუნე, სულით ძლიერი

ის წინ აღუდგა, თავის მეუღლეს

რომლის განზრახვა იყო ცბიერი.

იყო ხორცის და სულის ჭიდილი

ვარსქენმა ქალზე ხელი აიღო

შუშანიკი კი არც კი შემკრთალა

ის ხომ მშიშარა სულაც არ იყო.

ძლიერ იტანჯა მან ექვსი წელი

იყო ტარიგი, წმინდანი ქალი,

სულით ძლიერი, შეუპოვარი

იყო ტარიგი და ქრისტეს სძალი.

ძალის სისუსტე სწორედ ის არის

რომ ძალის მეტი არაფერი სწამს,

ვარსქენის ძალა უსუსურის

ნამდვილ ცხოველს და ცოფიან მგელს გავს.

თრევით მიათრევს, ქალს სასახლიდან,

და მისი ხორცი ეკალზე რჩება

მან მოკლა ხორცი, სულს ვერა უყო,

სახელი მისი მარად დარჩება.

სწორედ ასეთ დროს, როცა ქართლს უჭირს

ჩნდება მორწმუნე, დიადი ქალი.

მუდამ ვიხსენებთ, არ გვავიწყდება,

სამშობლოსადმი მოხდილი ვალი.

ლანა ბოჭორიშვილი

შუშანიკს

და იყო ვითა ყოველთა

ის ანგელოზი ცისანი,

ქრისტესაგანაც რჩეული

ქალი,ქალღმერთი,წმინდანი

ვარდანის იყო ასული,

ლამაზ ყვავილთა მსგავსება,

სახელი მისი შუშანიკ,

იყო წმინდანთა ხატება.

ცხოვრობდა, როგორც ქრისტიან,

ერთგული ღმერთის წინაშე,

და სანთელივით დამდნარი

ნეტარი, ხალხის წინაშე.

საპყრობილეში ჩაგდებულს არავინ ჰყავდა პატრონი,

მის დარდის გამქარვებელად

იაკობ იყო პატრონი.

• სამასსა არგანს გაუძლო,

• ერთხელ არ დაუკვნესია,

• მეუღლისაგან წამებულს

• წარბიც არ შეუდრეკია.

• იბრძოდა მხოლოდ სულისთვის,

• არ ადარდებდა მას ტანჯვა.

• რადგან იცოდა რომ ამით,

• აისრულებდა დიდ ნატვრას.

• მან ხორცი დათმო სულისთვის

• სიცოცხლე ღმერთს მიაბარა

• და სული სასუფეველში

• უფალსაც გადააბარა.

• მაკა მერმანიშვილი

გმადლობთ ყურადღებისთვის