შუშანიკი ლექსები

27
მოგესალმებით

Transcript of შუშანიკი ლექსები

Page 1: შუშანიკი ლექსები

მოგესალმებით

Page 2: შუშანიკი ლექსები

ჯგუფის წევრები

ანა სხირტლაძე

ლანა ბოჭორიშვილი

მაკა მერმანიშვილი

ზურაბ გამყრელიძე

Page 3: შუშანიკი ლექსები

შუშანიკს

იყო სომეხთა ასული

მამამისს ერქვა ვარდანი

და მისი სულის მშვენება

იყო ყვავილის სადარი.

Page 4: შუშანიკი ლექსები

და ამიტომაც შუშანიკ

ერქვა სახელად ლამაზმანს,

მისი სიმტკიცის სადარი

არ ქონდათ ძლიერ მამაკაცთ.

Page 5: შუშანიკი ლექსები

სულისთვის ხორცი გასწირა,

იყო საკანში მწყვდეული

ფხიზლობდა მუდამ ზემდგომი

სანთლებით ხელში ეული.

Page 6: შუშანიკი ლექსები

იაკობ იყო კაცთაგან

მისთვის ნუგეშის მცემელი

ხოლო ვარსქენი ტირანი,

სასტიკი, კვერთხით მგვემელი.

Page 7: შუშანიკი ლექსები

მაგრამ ყოველი ითმინა

ისწავლა ბევრი ფსალმუნი,

ხორცის ტანჯვა და წამრბა

იყო სულისთვის სალბუნი.

Page 8: შუშანიკი ლექსები

გახდა სძალი და ტარიგი,

ჩვენთვის მფარველი წმინდანი,

და ამიტომაც ჩვენ მუდამ

ვიყოთ მადლიერ მისდამი.

Page 9: შუშანიკი ლექსები

ვაფასოთ მისი ღვაწკი და

ვისწრაფოდ მუდამ მისდამი,

რათა ჩვენც გავხდეთ მუშაკნი

გვიანი ჟამის ღვთისანი.

ანა სხირტლაძე

Page 10: შუშანიკი ლექსები

ადამიანის გაჩენის დღიდან

ბოროტებას ხომ სიკეთე ჯობნის

ბოროტების და სიკეთის მტრობას

აქვს დასაბამო, ძლიერ დიდი ხნის.

Page 11: შუშანიკი ლექსები

ბოროტი იყო ვარსქენ პიტიახშ,

მან ხომ უარყო ქრისტე უფალი

მან აღიარა არარსებული

ჭეშმარიტებას უთხრა უარი.

Page 12: შუშანიკი ლექსები

მისი მეუღლე იყო შუშანიკ

ქალი, მორწმუნე, სულით ძლიერი

ის წინ აღუდგა, თავის მეუღლეს

რომლის განზრახვა იყო ცბიერი.

Page 13: შუშანიკი ლექსები

იყო ხორცის და სულის ჭიდილი

ვარსქენმა ქალზე ხელი აიღო

შუშანიკი კი არც კი შემკრთალა

ის ხომ მშიშარა სულაც არ იყო.

Page 14: შუშანიკი ლექსები

ძლიერ იტანჯა მან ექვსი წელი

იყო ტარიგი, წმინდანი ქალი,

სულით ძლიერი, შეუპოვარი

იყო ტარიგი და ქრისტეს სძალი.

Page 15: შუშანიკი ლექსები

ძალის სისუსტე სწორედ ის არის

რომ ძალის მეტი არაფერი სწამს,

ვარსქენის ძალა უსუსურის

ნამდვილ ცხოველს და ცოფიან მგელს გავს.

Page 16: შუშანიკი ლექსები

თრევით მიათრევს, ქალს სასახლიდან,

და მისი ხორცი ეკალზე რჩება

მან მოკლა ხორცი, სულს ვერა უყო,

სახელი მისი მარად დარჩება.

Page 17: შუშანიკი ლექსები

სწორედ ასეთ დროს, როცა ქართლს უჭირს

ჩნდება მორწმუნე, დიადი ქალი.

მუდამ ვიხსენებთ, არ გვავიწყდება,

სამშობლოსადმი მოხდილი ვალი.

ლანა ბოჭორიშვილი

Page 18: შუშანიკი ლექსები
Page 19: შუშანიკი ლექსები
Page 20: შუშანიკი ლექსები

შუშანიკს

და იყო ვითა ყოველთა

ის ანგელოზი ცისანი,

ქრისტესაგანაც რჩეული

ქალი,ქალღმერთი,წმინდანი

Page 21: შუშანიკი ლექსები

ვარდანის იყო ასული,

ლამაზ ყვავილთა მსგავსება,

სახელი მისი შუშანიკ,

იყო წმინდანთა ხატება.

Page 22: შუშანიკი ლექსები

ცხოვრობდა, როგორც ქრისტიან,

ერთგული ღმერთის წინაშე,

და სანთელივით დამდნარი

ნეტარი, ხალხის წინაშე.

Page 23: შუშანიკი ლექსები

საპყრობილეში ჩაგდებულს არავინ ჰყავდა პატრონი,

მის დარდის გამქარვებელად

იაკობ იყო პატრონი.

Page 24: შუშანიკი ლექსები

• სამასსა არგანს გაუძლო,

• ერთხელ არ დაუკვნესია,

• მეუღლისაგან წამებულს

• წარბიც არ შეუდრეკია.

Page 25: შუშანიკი ლექსები

• იბრძოდა მხოლოდ სულისთვის,

• არ ადარდებდა მას ტანჯვა.

• რადგან იცოდა რომ ამით,

• აისრულებდა დიდ ნატვრას.

Page 26: შუშანიკი ლექსები

• მან ხორცი დათმო სულისთვის

• სიცოცხლე ღმერთს მიაბარა

• და სული სასუფეველში

• უფალსაც გადააბარა.

• მაკა მერმანიშვილი

Page 27: შუშანიკი ლექსები

გმადლობთ ყურადღებისთვის