Download - 7 ბუმერანგის პრინციპი - მაია ბურჭულაძე

Transcript
Page 1: 7 ბუმერანგის პრინციპი - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

მეშვიდე დეტექტიური რომანი ციკლიდან ,,იათამზე მდივანი _ თვითმარქვია დეტექტივი''

ბუმერანგის პრინციპი

დეკემბრიდან მოყოლებული, გუდაურში წასვლაზე ვოცნებობდი, ნანატრი დღე კი მხოლოდ აპრილში დადგა, როცა თოვლმა დნობა დაიწყო, სამთო-სათხილამურო კურორტს კი უკანასკნელი მოჰიკანებივით შემორჩნენ თავზეხელაღებული სპორტსმენები, სუფთა ჰაერს დახარბებული მოცლილები და მე _ წერას ატანილი იათამზე მდივანი. გუდაურში ჩემს ქმარს, დათა მეტრეველს ჩამოვყევი, ის, თავის მხრივ, ექიმთა დახელოვნების საერთაშორისო სემინარს ჩამოჰყვა. რომ გითხრათ, ქართველი და უცხოელი მედიკოსები ოცდაოთხი საათის განმავლობაში `სემინარობდნენ~, მოგატყუებთ, თუმცა, ზრდილობის გულისთვის სამი-ოთხი საათით ოვალურ დარბაზში იკეტებოდნენ და `დახელოვნებაზე~ მეტად მსოფლიო გადანაწილების ახალ წესრიგს განიხილავდნენ. იყო ერთი ყაყანი და აზრთა ფრქვევა.ვიდრე ისინი `განიხილავდნენ~, მე მდნარ თოვლზე სრიალში ვვარჯიშობდი, რასაც ჩემი ახალთახალი კომბინეზონი შეეწირა _ საბაგიროს სკამიდან მოხდენილი სკუპისას ქამრის ბალთა ლურსმანს გამოედო, მე გავიწიე, კომბინეზონმა არ გამიშვა და ისეთ უადგილო ადგილას გაიხა, ზურგზე აწეპებული თხილამურებით შევიძურწე სასტუმროში.სოფო ვაშაკიძემ მიშველა, ერთი ინგლისელი მედიკოსის ქართველმა თარჯიმანმა, საკუთარი, `გაეროს~ დროშებით მოჩითული კომბინიზონი შემომთავაზა. ლურჯ ფონზე აბრდღვიალებული ოქროსფერი ვარსკვლავებით `ათას ერთი ღამის~ გარემიქსებულ გმირს ვგავდი, მაგრამ იხტიბარი არ გამიტეხავს, გაათმაგებული ენთუზიაზმით შევუდექი მწვერვალის დაპყრობას და ლამის კისერი მოვიტეხე.არ გადავახტები მოვლენებს, დავიწყებ თანმიმდევრობით, თქვენ კი განსაჯეთ _ მე ვეძებ ექსტრიმს (როგორც ზოგიერთები მაბრალებენ), თუ პირიქით _ ის მეძებს მე მაშინაც კი, როცა აზრად არ მომსვლია სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.რაღა ბევრი გავაგრძელო, სოფოს კომბინეზონში ჩავეკვეხე, ჯოხები აღვმართე და ყოჩაღად გავეშურე დნობაშეპარულ თოვლში რეკორდის დასამყარებლად. საბაგირო გზა ჯერ ისევ ფუნქციონირებდა, ალბათ ჩემსავით ჭყუმპალაობის მოყვარულთათვის, რომლებიც აქა-იქ ეკიდნენ საბაგირო სკამებზე. ერთმა ექსტრავაგანტულმა წყვილმა, რომელიც ახლა წინ მიირწეოდა, ჯერ კიდევ სასტუმროში მიიქცია ჩემი ყურადღება. მარტო ქალის სახელი რად ღირდა _ გაბრიელა. ახლა პროფესიას არ იკითხავთ? ექსტრასენსი. ახლა საყვარელს არ შეხედავთ? ორი წვეთი ლეონარდო დიკაპრიო. ბარემ ასაკითაც გაგაოცებთ და მოვრჩეთ გაჭორვას. ქალი, სახელად გაბრიელა, ლამის დედად ეკუთვნოდა ნორჩ `დიკაპრიოს~ . მისი ხაზგასმული იგნორირება გარშემომყოფთა მიმართ თავდაცვის მექანიზმს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხასიათის თვისება. მომნუსხველ შავ თვალებში ისეთი სევდა ბუდობდა, ეჭვი მაქვს,