Download - 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

Transcript
Page 1: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის
Page 2: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

დანართი #1

შენიშვნები – საყდრისის საბადოს წიაღისეულის რესურსების ათვისებისა

(კარიერი) და მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შესახებ

თავი 5: ობიექტის განლაგების რაიონის მოკლე ეკონომიკური და გეოგრაფიული დახასიათება საექსპერტოდ წარმოდგენილ ანგარიშში, მიუხედავად იმისა, რომ აღწერილია გარემოს ფონური მდგომარეობა, მოცემულია საწარმოს გარემოზე ზემოქმედება და დასახულია შემარბილებელი ზომები, ფიქსირდება ცალკეული ხარვეზები და ტერმინოლოგიური უზუსტობები, კერძოდ: 1. ანგარიშის 27–ე გვერდზე (ქვეთავი 5.3 - რადიაციული ფონი) მითითებულია, რომ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არის დამახასიათებელი რადიაციული ფონის რაიმე ანომალია“, თუმცა 22-ე გვერდზე (ქვეთავი 5.1) მითითებულია, რომ საკვლევი ტერიტორია მდებარეობს დმანისის (დასავლეთი ნაწილი) და ბოლნისის (აღმოსავლეთი ნაწილი) მუნიციპალიტეტებში, შესაბამისად ანგარიშში მოცემული უნდა იყოს დმანისის მუნიციპალიტეტის რადიაციული ფონიც. აღნიშნული ასევე ეხება 28-ე გვერდზე (ქვეთავი 5.4-გეოლოგია) გეომორფოლოგიური პირობების და 38-ე გვერდზე (ნიადაგები) დახასიათებას, სადაც მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რელიეფი და ნიადაგებია დახასიათებული და არაფერია ნათქვამი დმანისის მუნიციპალიტეტზე;

2. 28-ე გვერდზე უბნისა და მიმდებარე ტერიტორიის ლითოლოგიური აგებულების

შესახებ მოპოვებული ინფორმაციის წყაროები მითითებული უნდა იყოს არა გეომორფოლოგიის ქვეთავში, არამედ ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების ქვეთავში ან შესავალში;

3. 29-ე გვერდზე მიუთითებენ, რომ „ლითოლოგიურად ტექნოგენური ქანები

წარმოდგენილი არიან: – სანაყაროებზე უხეშნატეხოვან ფრაქციით–კუთხოვანი ხრეშითა და კენჭებით“. როგორც წესი, საინჟინრო-გეოლოგიაში კუთხოვანი ე.ი ცუდად დამუშავებული ხრეშის და კენჭების ნაცვლად უნდა ვიხმაროთ ტერმინები – ხვინჭა და ღორღი;

4. 32–ე გვერდზე (ჰიდროგეოლოგია) ძირითადად განხილულია საწარმოზე მიწისქვეშა

წყლების შესაძლო ზემოქმედება და პრაქტიკულად შეფასებული არ არის მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე საკუთრივ საწარმოს შესაძლო ზემოქმედება;

Page 3: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

5. 36–ე გვერდზე (საინჟინრო–გეოლოგიური პირობები) მოცემულია საწარმოს განთავსების არეალში ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიშის მხოლოდ დასკვნები და რეკომენდაციები. საჭიროდ მიგვაჩნია გზშ–ს ანგარიშში საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიშის სრულად მოწოდება;

6. 37–ე გვერდზე ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ მეოთხეული გრუნტი

ცვალებადი რაოდენობით შეიცავს ხვინჭას, ხოლო ელუვიურ (ნარჩენ) გრუნტში ხვინჭის შემცველობა შედარებით მცირეა“. როგორც წესი ელუვიური გენეზისის გრუნტიც მეოთხეული ასაკის გრუნტად უნდა განვიხილოთ;

7. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორები საკვლევ ტერიტორიაზე (გვ.38)

ღვარცოფულ მოვლენებს პრაქტიკულად გამორიცხავენ, ასევე თვლიან მეწყერების ჩასახვა-განვითარების რისკს მინიმალურად, საჭიროდ მიგვაჩნია ანგარიშის მე–14 თავში (გარემოზე ზემოქმედება და შემარბილებებლი ღონისძიებები) სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულის განხილვაც (მათ შორის შემარბილებებლი ღონისძიებების დასახვა). ამავე თავში ასევე შეფასებული და განხილული უნდა იყოს მიწისქვეშა წყლებზე საწარმოს შესაძლო ზემოქმედება;

8. ანგარიშის ავტორები ტექსტურ ნაწილში მიუთითებენ საკვლევ ტერიტორიაზე

ადრეულ ეტაპზე ჩატარებულ გეოლოგიურ კვლევებზე. საჭიროა აღნიშნული კვლევების (და არა მარტო) ანგარიშების ჩართვა გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაში (გვ.136, 21–ე თავი).

9. ანგარიშიდან არ ჩანს საწარმოს ტერიტორიიდან რა დაშორებით მდებარეობენ

ზედაპირული წყლის ობიექტები, წყაროები და მათი მიმდებარე ზონები. ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით, საწარმოს არეალში შესაძლებელია წყლის ასეთი ობიექტების არსებობა. ანგარიშიდან არ ჩანს მოახდენს თუ არა საწარმოს რომელიმე ელემენტი ზემოქმედებას მდ. მაშავერასა და მის შენაკადების ჭალებისა და სანაპირო ზოლების ტერიტორიებზე.

10. თავში 5.4.6 აღნიშნულია, რომ: „სამშენებლო მოედანს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება და

მას უშუალოდ აგრძელებს უფრო მეტი დახრილობის მქონე (ციცაბო) ფერდობი. ძლიერი წვიმებისა და თოვლის დნობის პერიოდებში ამ ფერდობზე არ გამოირიცხება ზედაპირული ჩამონადენი წყლების მნიშვნელოვანი ნაკადების წარმოქმნა, რომლებმაც ხევისაკენ (მდ. ხუნძისხევისაკენ) თავისი ბუნებრივი სვლის გზაზე უნდა გადაკვეთონ სამშენებლო ტერიტორია“ (გვ 37). ანგარიშში გამოკვეთილად არ ჩანს, გამოთვლილ იქნა თუ არა შესაძლო მაქსიმალური ნალექების რაოდენობა საპროექტო ტერიტორიის დრენაჟის უბნებისათვის და გაითვალისწინებული იქნა თუ არა „წვიმა-თოვლზე“ შემთხვევა (rain on snow, როგორც ეს აღწერილია ამ პუბლიკაციაში: http://journals.ametsoc.org/doi/pdf/10.1175/BAMS-88-3-319

Page 4: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

„წვიმა–თოვლზე“ მოვლენებს შეუძლიათ მნოვნელოვნად შეუწყონ ხელი დიდ ნიაღვრებს და მკვეთრი ზემოქმედბა იქონიონ სამშენებლო ობიექტებზე.

11. ანგარიშში გამოკვეთილად არ ჩანს გათვალისწინებული იყო თუ არა წვიმების ან

თოვლის დნობის დროს ნიაღრების წარმოქმნის შესაძლებლობა და მათი ზეგავლენა საწარმოს ობიექტებზე – ითვალისწინებს თუ არა ინფრასტრუქტურის დიზაინი ასეთი ნიაღრების მიმართ გამძლეობას.

12. თავი 5.1: გეოტექსტილის ხსნარგაუმტარი საფენის (HDPE) დაგების პროცესში აუცილებელია ხარისხის კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დეფექტური მასალის გამოყენება ან გაჟონვა მასალის დაზიანების შედეგად; სასურველია აგრეთვე მოხდეს მასალების ტესტირება და გამოსატუტი მოედნისა და საწარმოს ოპერირების გეგმის წინაწარი აუდიტი მესამე მხარის მიერ. გეოტექსტილის ხსნარგაუმტარ საფენსა და დამსხვრეული ოქროსშემცველი კვარციტების ფენას შორის აუცილებელია საიზოლაციო (დამცავი) მასალის (მაგ. ქვიშის) შესაბამისი სისქის ფენის დაგება.

13. აუცილებელია წყლის ხარისხის მონიტორინგის მონაცემები როგორც საწარმოო

პროცესის დაწყებამდე, ასევე მისი მსვლებობის დროს და დასრულების შემდეგ. ანგარიშში მოცემული არა არის წყლის ხარისხობრივი მონაცემები და წყლის დონის სეზონური ცვალებადობა ბუნებრივ მდგომარეობაში უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც აუცილებელია საპროექტო საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისათვის.

14. ვინაიდან თავში 5.4.3 აღნიშნულია, რომ „640–675 მ აბსოლუტურ მაღლივ ნიშნულებს

ქვევით ჰიდროგეოლოგიური პირობები საკმარისად შესწავლილი არ არის (სავარაუდოდ ჰიდროგეოლოგიური პირობები აქ უფრო რთული იქნება) და უნდა დაზუსტდეს დამატებითი ძიების დროს“ (გვ 32).

აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელია საბადოს დამუშავების პროცესში ზედაპირიდან სიღრმეში სიღრუვეების წარმოქმნა, მიწისქვეშა წყლების ცირკულაციის გააქტიურება და ხელოვნურად წარმოქმნილ სიღრუვეებში მიწისქვეშა წყლების შედინება. რაც ხელს შეუწყობს მადნიდან მძიმე ლითონების და სხვა ტოკსიკური ელემენტების გამორეცხვას.

შესაბამისად, საყდრისის საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ საჭირო იქნება ხელოვნურად წრამოქმნილი სიღრუვეების ამოვსება.

15. საწარმოს ფუნქიონირების განმავლობაში შესაძლებელია მოხდეს ზედაპირული და

მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, რის გამოც საწარმოს ადმინისტრაციამ უნდა აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი და გამოყოს შესაბამისი ფინასური რესურსები დაბინძურებული წყლების რეაბილიტაციისათვის.

Page 5: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

თავი 7: ფლორა და ფაუნა ფლორა ანგარშში მარშრუტული ფიტოცენოლოგიური და გეობოტანიკური აღწერის საფუძველზე შეფასებულია მცენარეული საფარის თანამედრო მდგომარეობა როგორც მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ისე საპროექტო ტერიტორიის (საყდრსის საბადო და მიმდებარე ტერიტორიები) მიდამოებში. საპროექტო არეალის თანამედროვე მცენარეული საფარი დახასითებულია როგორც ანთროპოგენული სუქცესიის სახვადასხვა (მეტწილად საშუალო ნაწილობრივ ძლიერ მოდიფიცირებულ) საფეხურზე არსებული მცენარეული ასოციაციები. აღნიშნულია ბუნებრივი ეკოსისტემების ანთროპოგენული მოდიფიკაციის მიზეზები – ბუნებრივი მეცნარეული საფარის გავრცელების არეალის მნიშვნელოვანი ნაწილის გარდაქმნა – გამოყენება სახნავ მიწებად, ხეხილის ბაღებად, ბოსტნებად, საძოვრებად. ასევე კონსტანტირებულია საპროექტო რაიონში და მიმდებარე ტერიტორიებზე, როგორც ბუნებრივი (სხვადასხვა ხარისხით დეგრადირებული) ტყეების, ასევე მეორადი ფიტოცენოზების (სტეპები, ჯაგ–ეკლიანი ველები) ინტენსიური დიგრესიის პროცესი, ფიტოცენოზებიის სახეობრივი მარვალფეროვნების შემცირება, საერთოდ, კი არეალის ბიომრავალფეროვების საგრძნობი გაღარიბება. გზშ ანგარიშში საპროექტო რაიონის და მიმდებარე ტერიტორიების მცენარეული საფარის და საერთოდ ეკოსისტემების თანამედროვე მდგომარეობის შეფასების თანდართულ დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ საყდრისის საბადოს ინფრასტურქტურის ფუნქცინირება რა კონკრეტულ ზიანს მოუტანს მისი მოქმედების არეალში გავრეცელბულ სხვადასხვა ხარისხით დეგრადირებულ ეკოსისტემებს. არადამაჯერებელია დასკვნაში მოტანილი მტკიცება „სამუშაოების ჩატარებისას გარემოზე მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება დაყვანილ იქნას მინიმუმამდე ჩვეულებრივი ღონსიძიებების განხორციელებით“, თანაც მითითებულია მხოლოდ ისეთი ნაკვეთები სადაც მუხნარს დღემდე თითქოსდა შენარჩუნებული აქვს სტრუქტურული იერსახე. საერთოდ, ასეთ დასკვნაში აუცილებლად საჭიროა იყოს კონკრეტული მოთხოვნა ლანდშაფტის რეკულტივაციის აუცილებლობის შესახებ (შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების გათვალისწინებით). ფაუნა არადამაჯერებილია ეკოსისტემების შეფასების ის ნაწილი, რომელიც ველურ ფაუნას ეხება. დაუსაბუთებელია მტკიცება, თითქოს „1997 წლის მარტიდან (საბადოს ექსპლუატაციაში გაშვების დრო) არ დაფიქსირებულა ფაუნის სახეობრივი დაზინება ან სიკვდილი, როგორც განხორციელებული სამუშაოების შედეგი“. ასეთ მტკიცებას საფუძვლად უნდა ჰქონდეს უწყვეტი მონიტორინგი ფაუნაზე, რაც არ ჩატარებულა. ფაუნის ჩამონათვალში აღნიშნულია გარეული ინდაური. საქართველოს ფაუნა ასეთ სახეობას არ იცნობს. გარეული ინდაურის სამშობლო ამერიკის კონტინენტია. „მსხვილი ძუძუმწოვრების კვებისა და გამრავლებისათვის“ საკვლევ რაიონში „საჭირო მონაკვეთები თითქმის არ გვხვდება“ და რომ ამის გამო „ფაუნის სახეობების

Page 6: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

შენარჩუნებისათვის რაიონის ძირითადი ტერიტორია დაბალი ეკოლოგიური ღირებულებებისაა“ არ წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ უგულველყოფილ იქნას შესაბამისი სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარების აუცილებლობა ფაუნის დაცვის მიზნით. მაგალითად, ფაუნის ჩამონათვალში აღინიშნება ყარყატი, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი და სათანადო დაცვას საჭიროებს. თავი 8: სოციალურ-ეკონომიკური საკითხები ქვეთავის შესავალ ნაწილში მოცემულია სამიზნე ტერიტორიის დახასიათება დასახლებულ პუქნტებთან მიმართებაში. კარგი იქნებოდა ამ შემთხვევაში თანდართული ყოფილიყო შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემდა განესაზღვრა საკვლევი ტერიტორიის მიმართება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებთან. დოკუმენტზე თანდართული კარტოგრაფიული მასალა არ იძლევა ამგვარი მიმართების დადგენის საშუალებას. ამასთან, არც ტექსტური ინფორმაციიდან არის შესაძლებელი ახლომდებარე დასახლებული პუნქტების შესახებ ცნობების მოპოვება. მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის ტექსტში ნახსენები სოფ. ზემო ბოლნისი, რომელსაც არსებითად ნაკლები შეხება აქვს საკლევ ტერიტორიასთან. ამ თვალსაზრისით შესაძლოა უფრო მეტად ფასეული ყოფილიყო მდ. მაშავერას აუზის ფარგლებში, სამიზნე ტერიტორიის ქვემოთ მდებარე დასახლებული პუნქტების განხილვა. ვფიქრობთ, განსხვავებით ზემო ბოლნისისგან, გაცილებით მაღალია ალბათობა მაშავერას ხეობაში, საყდრისის საბადოს ქვემოთ არსებული დასახლებული პუნქტები მოექცენ დაგეგმილი საქმიანობის გავლენის ქვეშ და შესაბამისად, მათი შესწავლა, პოტენციური გავლენების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო გზშ-ს პროცესში. შესაბამისად დასახლებული პუქნტების სამიზნე ტერიტორიასთან ამგვარი მიმართების დეტალიზაციის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე გავლენების იდენტიფიცირება და შეფასება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეფასებულიყო ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდენ ზეგავლენის ქვეშ ავარიული სიტუაციების შემთხვევაში (საშიში ნივთიერებების დაღვრა ან გაჟონვა და ა.შ.). ქვეთავი 8.3 მუშა-მოსამსახურეთა დასაქმების მდგომარეობა: გაუგებარია ქვეთავის ბოლო აბზაცი (გვ. 54), სადაც ერთგვარი ცდაა განისაზღვრის ის შესაძლო სარგებელი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა მიიღებს საქმიანობის განხორციელების შედეგად. მაგ., აბზაცში მოცემულია ინფორმაცია, რომ სრული დატვირთვით ამუშავების დროს, პროექტი საქართველოს ეკონომიკაში შემოიტანს დაახლოებით 12.5 მილიონ დოლარს. ტექსტიდან არ ჩანს თუ რა გაანგარიშება უდევს საფუძვლად ამ მონაცემს. ასევე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ნახსენებია, რომ პროექტის დამთავრების შემდეგ შპს”RMG Gold”-ის მიერ საქართველოში დახარჯული იქნება 85 მილიონი აშშ დოლარი. შესაბამისი ახსნისა და დეტალიზაციის გარეშე ამგვარი ჩანაწერები არაფრისმომცემია (მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც მასობრივ ინფორმაციის საშუალებებეში კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან საუბარია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაზე). მთლიანად ქვეთავის ნაკლვანებად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად არ არის მოცემული არანაირი რაოდენობრივი მონაცემები, რაც საშუალებას მოგვცემდა დეტალურად გამოგვევლინა დაგეგმილი საქმიანობის პოტენციური ზეგავლენა

Page 7: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

ეკონომიკურ გარემოზე. დოკუმენტში მოტანილი შეფასებები შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ჩანაწერებით. თავი 9: ალტერნატიული ვარიანტები

მეცხრე თავში აღნიშნულია: „ოქროს ამოკრეფის ეს ხერხი, როგორც ყველაზე ეკონომიური და, ბუნებრივი გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ოქროსა და ვერცხლის მოპოვების ყველაზე მისაღები ფორმა, აგრეთვე ფართოდ არის გავრცელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარემოს დაცვის თვალსაზრისით, გროვული გამოტუტვის მეთოდი მისაღები გახდა, რადგან მასში სუსტი ქიმიური რეაქტივები გამოიყენება და არ არსებობს კუდსაცავის მშენებლობის საჭიროება“ (გვ 64). მიუხედავად იმისა, რომ გროვული გამოტუტვის მეთოდი ფართოდ არის გავრცელებული, იმ სამთო–მომპოვებით საწარმოებთან რომლებიც აღნიშნულ მეთოდს გამოიყენებენ, არსებობს რიგი პრობლემებისა, მათ შორის: წყლის ბალანსის გაუთვალისწინებლობა, იზოლაციის დარღვევა, საწარმოს გაკოტრება და უბნის აღდგენის პირობების გაუთვალისწინებლობა. კოლორადოს „Summitville“ გროვული გამოტუტვის საწარმომ (http://www.anglogold.com/subwebs/InformationForInvestors/ReportToSociety05/values_bus_principles/environment/e_cs_usa_5_10.htm) და სხვა გროვული გამოტუტვის საწარმოებმა აჩვენა, რომ აუცილებლია წყლის ხარისხისა და რაოდენობის სათანადოდ გათვალისწინება მოპოვებაზე ნებართვის გაცემისას და მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე უბნისა და წყლის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი, აგრეთვე უბნის აღდგენის მოთხოვნის მკაცრად დაყენება საწარმოს გაკოტრებისა და უბნის მიტოვების შემთხვევებში.

• ლიცენზიის ან/და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დროს, საჭირო იქნება გარკვეული ფინანსური გარანტიების მოთხოვნა ისეთი შესაძლო საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებისათვის, როდესაც გაკოტრების ან იძულებითი ლიკვიდაციის წინაშე მყოფი საწარმო ვერ მოახდენს მისი ფუნქციონირების შედეგად გარემოს დაბინძურების პროცესის შეჩერებას და/ან გარემოს აღდგენას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ წინასწარ მოხდეს გარემოს რეკულტივაციისათვის საჭირო პროექტის ფინანსური შეფასება, რაც ანგარიშში არ არის მითითებული.

თავი 10: ზოგადი ცნობები

ანგარიშის მეათე თავში აღნიშნულია: „გაჟონვის აღმომჩენი მილი დამონტაჟდება მემბრანებს შორის მდებარე ზუმფში, აუზის ყველაზე დაბალ კუთხეში. მილი მიემართება აუზის დახრილი კედლის გასწვრივ. გაჟონვის აღმომჩენი მილით შესაძლებელი იქნება სისტემაში ხსნარის მოხვედრის შემთხვევის დაფიქსირება და სინჯის აღება“ (გვ 72).

Page 8: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

„მეორადი ლოკალიზაციის კონსტრუქციები დაპროექტებულია ისე, რომ ნებისმიერი რეზერვუარიდან დაღვრის შემთხვევაში მათ დაიტიონ ლოკალიზაციის უბანზე ყველაზე დიდი ცისტერნის მოცულობის 110% “ (გვ 72).

• დაბინძურებული მიწისქვეშა წყლების ცირკულაციის მონიტორნიგის მიზნით პროექტში შესაბამისი ჭების მოწყობა გათვალიწინებული არ არის, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს შესასამის ადგილებში.

დანართი 1, 2 & 7 დანართი 1: საწარმოს განლაგების სიტუაციური რუკა-სქემა; ტერიტორიის გეგმა დანართი 2: სიტუაციური გეგმა ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების დატანით დანართი 7: გრაფიკული ნაწილი (ყველა წყარო) დოკუმენტში წარმოდგენილი რუკები (ვიზუალური მასალა) არის დაბალი ხარისხის და ხასიათდება არასაკმარისი გარჩევადობით. დანართი 8: მძიმე ლითონების მიგრაციის მოდელური ექსპერიმენტის ანგარიში მძიმე ლითონების მიგრაციის მოდელური ექსპერიმენტის ანგარიშში მოცემულია ლითონის მიგრაციის განმსაზღვრავი პროცედურა, თუმცა არ არის ნათელი თუ რა სტანდარტები იყო გამოყენებული ამ პროცედურებში? მაგალითად, დაცულია თუ არა ოპერატორის მიერ ASTM სტანდარტები (იხილეთ ბმული: http://www.astm.org/Standards/D5744.htm)? რა შერჩევის მეთოდები და კრიტერიუმები იყო გამოყენებული მადნისა და სანაყარო ქანების შეგროვებისათვის მძიმე ლითონების მიგრაციის ტესტირების მიზნით. დანართი 8 შეიცავს რამოდენიმე აბზაცს (იხილეთ ქვემოთმოყვანილი 3 აბზაცი), სადაც არ არის მითოთებული შესაბამისი წყაროები და კვლევები.

„როგორც ცნობილია, თითქმის არ შეიცავენ აზოტისა და ფოსფორის წყალში ხსნად ბიოგენურ ნივთიერებებს, რაც მნიშვნელოვან მალიმიტირებელ ფაქტორს წარმოადგენს მიკროორგანიზმების ზრდა განვითარებისათვის“ (გვ 228).

„როგორც ცნობილია, აზოტისა და ფოსფორის შემცველობა ახლად გახსნილი მადნების სანაყაროებზე რკინაბაქტერიების მოთხოვნილების მინიმალურ ზღვარის დონეზე მერყეობს, რაც აფერხებს მათ გამრავლებას. სანაყაროს დაძველების პარალელურად იმატებს წყალში გახსნილი აზოტისა და ფოსფორის რაოდენობაც, რაც გამოწვეულია ბიოგენური ელემენტების მიგრაციით, კერძოდ: წყალთან, ქვიშასთან, მტვერთან და სანაყაროზე მცენარეების განვითარებასთან ერთად მოხვედრა. ეს იწვევს მიკროორგანიზმების ადაპტაციის ლაგ- ფაზის

Page 9: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

გახანგრძლივებას, რაც კარგად არის ცნობილი სანაყაროებიდან გროვული ბიოგამოტუტვის პროცესში [1,2,3]“ (გვ 229).

„აღნიშნული პროცესი განვითარებას იწყებს სანაყაროს წარმოქმნასთან ერთად და გრძელდება დაახლოებით 24 თვემდე. შესაბამისად სანაყაროებიდან გამომავალი წყლის ქიმიური და ფიზიკური მაჩვენებლების ცვლილების პირველი ეტაპის ხანგრძლივობა შესაძლოა ჩაითვალოს 24 თვედ, რომლის განმავლობაშიც საყდრისის მადნის სანაყარო ქანებიდან არ უნდა ველოდოთ ბუნებრივი გამოტუტვის ეფექტს (თუ სანაყაროს არ დაემატება სულფიდური მინერალებით მდიდარი ფუჭი ქანები ან სანაყაროს ტერიტორიაზე არ მოხვდება სხვა სანაყაროებიდან წამოსული მჟავე წყლები), რაც გამოხატული იქნება წყალში გახსნილი იონების მინიმალური რაოდენობითა (ზდკ-ს ფარგლებში) და PpH 6,6 – pH 5,6 ფარგლებში მერყეობით“ (გვ 229).

ანგარიშში არ ჩანს: • ზემოთ აღნიშნული დებულებების დამამტკიცებელი კვლევის შედეგები; • გამოიყენებენ თუ არა სტანდარტულ ANFO ასაფეთქებლებს (მაგ.: ამონიუმის

ნიტრატი); • რა კვლევების საფუძველზე არის დადგენილი, რომ რომ მჟავის წარმოქმნის

პროცესი არ გაგრძელდება 24 თვეზე მეტ ხანს; • დაემატება თუ არა ნარჩენ ქანებს სულფიდური მინერალებით მდიდარი ქანები,

რომელიც გაახანგრძლივებს წყლის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს; • მოხდება თუ არა მჟავაწარმომქმნელი სულფიდებით მდიდარი ნარჩენი ქანების

გამოყოფა, რაც ამწვავებს რკინის გამოტუტვასა და წყლის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს;

• არსებობს თუ არა სამოქმედო გეგმა სანაყარო ქანებიდან მჟავე ჩამონადენის გაჟონვის შემთხვევისათვის.

საყდრისის საბადოს გროვული გამოტუტვა (დანართი 8: მძიმე ლითონების მიგრაციის მოდელური ექსპერიმენტის ანგარიში) უნდა შეესაბამებოდეს საერთაშრისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკას როგორც GARD პროგამაშია ასახული (www.gardguide.com/ ). ამ საერთაშრისოდ აღიარებული ოქმების გამოყენების გარეშე ძალიან რთულია შეფასდეს პროექტის პოტენციური გარემოზე ზემოქმედება და რისკები. მართვის მსგავს პრაქტიკას უფრო დაწვრილებით განიხილავს დოკუმენტი: ADTI/SME–ს პუბლიკაცია ლითონის საბადოს ზემოქმედებით წარმოქმნილი წყლების პროგნოზირების მეთოდები. ეს ორივე ნაშრომი დეტალურად აღწერს სხვადასხვა ექსპერიმენტებს და მათ გამოყენებას საბადოს ნარჩენი წყლების დახასიათებისა და მართვისათვის სანაყარო ქანების მჟავა ჩამონდენით გამოწვეული გარემოსდაცვითი ზემოქმედების შემცირების მიზნით.

Page 10: 28, Chovelidze Streetw3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Documents... · მაგალითად გაუგებარია რა პრინციპით არის

ADTI/SME–ს პუბლიკაცია, რომელიც ეხება წყლის გაწმენდას – ლითონის საბადოს ზემოქმედებით წარმოქმნილი წყლების ზემოქმედების შერბილება – შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბადოს და სანაყაროს ქანების ნარჩენების წყლების გაწმენდის შესაძლო მეთოდების შესაფასებლად.


Top Related