Download - საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

Transcript
Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

იოსების გაყიდვა

(დაბ. 3,14-35) ერთხელ იაკობმა გაგზავნა იოსები მინდორში თავის ძმებთან, რომელთაც საქონელი შორს წაესხათ და რამდენიმე დღე მამამ მათი არა იცოდა რა. იოსები წავიდა, ბევრი ეძება და ბოლოს მიაგნო თავის ძმებსა. ძმებმა რომ შორიდან დაინახეს იოსები, ერთმანერთს უთხრეს: აგერ, ჩვენი სიზმრად მნახველი მოდის; მოდით, მოვკლათ იგი და მამას ვუთხრათ, მხეცს გაეგლიჯა და შეეჭამა-თქო; მაშინ ვნახოთ, როგორ ასრულდება მისი სიზმრები. მარტო ყველაზედ უმცროსი ძმა, რუბენი, არ იყო თანახმა და სხვას ურჩევდა ძმებსა: ისა სჯობიან, რომ ძმის სისხლში ხელი არ გავისვაროთ და ჩავაგდოთ ღრმა ხაროში. მას განზრახვა ჰქონდა, მერე ჩუმად ამოეყვანა იოსები ორმოდან და გაეპარებინა მამასთანა. გაუგონეს უფროს ძმასა, გახადეს იოსებს ტანისამოსი და ჩააგდეს ღრმა ხაროში. შემდეგ დასხდნენ და სადილს დაუწყეს ჭამა. ამ დროს გამოჩნდნენ მათკენ მომავალი უცხო ქვეყნის ვაჭრები, რომლებიც დატვირთული აქლემებით ეგვიპტეში მიდიოდნენ და ერთმანერთში რჩევა დაიწყეს: რა სარფას მოვიგებთ ძმის მოკვლით, უფრო სჯობია, მივყიდოთ ამ ვაჭრებსა, მინამ მისი მკვლელები შევიქმნეთ; რაც უნდა იყოს, მაინც ჩვენი ძმაა. სთქვეს და აასრულეს კიდეცა. ამოიყვანეს იოსები ხაროდან და მიჰყიდეს უცხო ვაჭრებსა ოც ვერცხლადა. ამ დროს უფროსი რუბენი სხვაგან იყო წასული და არ იცოდა, რა უყვეს ძმებმა იოსებს. როდესაც მობრუნდა უკანა და ხარო ცარიელი დახვდა, გულს ელდა ეცა და დიდის სიმწუხარით უთხრა ძმებსა: ბავშვი აქ აღარ არის, ახლა რაღა მეშველება?!; როგორც უფროს შვილს, იაკობი მას მოჰკითხავდა თავის უმცროსი შვილის დაკარგვასა და ამიტომ სწუხდა რუბენი. მოხუცებული მამა რომ მოეტყუებინათ, ძმებმა დაჰკლეს თიკანი, მის სისხლში გასვარეს იოსების ტანისამოსი, მოუტანეს მამასა და ჰკითხეს: ეს შენი შვილის ტანისამოსი ხომ არ არის, ჩვენ მინდორში ვიპოვნეთო?; იაკობმა იცნო თავისი საყვარელი შვილის ტანისამოსი, იფიქრა, უთუოდ შეუბრალებელმა ნადირმა გამიგლიჯა გზაზედაო და მორთო მწარე ტირილი და გოდება. შვილები ცდილობდნენ, ნუგეში ეცათ, მაგრამ იაკობი საშინლად წუხდა, მათ ნუგეშს არც კი ისმენდა და ამბობდა: სამწუხაროთა ჩემითა ჩავალ საფლავსაო.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

იოსების მიყვანა ეგვიპტეში

(დაბ. 37,36-39; 37,1-2; 39,4-23; 40,1-23) ვაჭრებმა მიიყვანეს იოსები ეგვიპტეში და მიჰყიდეს მონად ერთ დიდკაცსა, რომელსაც სახელად ერქვა პეტერფე, იოსები ამ დროს იყო ჩვიდმეტი წლისა. ღმერთმა თავის მოწყალება არ მოაკლო აქ იოსებსა. რასაც საქმეს კი ჩააბარებდნენ, იოსები აკეთებდა სწრაფად, მოხერხებით და სინდისიანად. ყოველ საქმეში მას ღმერთი ხელს უმართავდა და სხვებში ისე ერჩეოდა, როგორც დღე ერჩევა ღამიდან. პეტეფრე რომ დარწმუნდა იოსების მხნეობაში და პატიოსნებაში, მოუწოდა მას თავისთან და ჩააბარა მოურაობა მთელი თავისი სახლისა და ქონებისა. ამის შემდეგ ღმერთმა კეთილად წარმართა ყოველი საქმე პეტეფრესი. მაგრამ, საუბედუროდ, პეტეფრეს ჰყავდა ცოლი მეტად ცუდი, ბოროტი და ღვარძლიანი დედაკაცი. ყველა ცუდ ადამიანს სძულს კეთილი, სინდისიანი ადამიანი, ამიტომ რომ, როცა თავის თავს მასთან ადარებს, იგი საძაგლობას უფრო ცხადად გრძნობს. პეტეფრეს ცოლმაც შეიძულა უმანკო იოსები და მოინდომა იმისი გაძევება თავის სახლიდანა. დასწამა რაღაც ცილი იოსებს თავის ქმრის წინაშე და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში. მაგრამ მართალმა და უმანკო იოსებმა თავისი მშვენიერი ყოფა-ქცევით საპყრობილეშიაც მალე მოიპოვა ნდობა და პატივისცემა თავისი უფროსისა, რომელმაც დააყენა იგი პყრობილთა ზედამხედველად. ამ პყრობილთა შორის ერია ორიკაცი, რომლებიც უწინ იყვნენ დაახლოვებულნი მსახურნი ეგვიპტის მეფისა. ერთი იყო მეპურე, მეორე მეღვინე. ერთხელ იოსებმა ნახა, რომ ორივენი ძალიან დაღონებულნი იყვნენ და ჰკითხა. რადა ხართ ადრე მწარედ დაღონებულნიო?; იმათ მიუგეს: ჩვენ ორივემ სიზმრები ვნახეთ და არ ვიცით, რას მოასწავებენო. ხოლო იოსებს ღვთისგან ჰქონდა მიცემული იმისთანა ნიჭი, რომ შეეძლო გაეგო ღვთისგან იყო სიზმარი, თუ არა. და თუ ღვთისგან იყო, რას მოასწავებდა. იოსებმა სთხოვა ეთქვათ სიზმრები. მეღვინემ უთხრა: მე ვნახე სიზმრად, ვითომც წინ ვიდექი, ხელში

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

მეჭირა სამი მტევანი ყურძნისა, ვწურავდი მათგან წვენსა ჯამში და ვასმევდი ხელმწიფესა. მეპურემ უთხრა: მე მეჩვენა, ვითომც თავზე სამი კალათა მედგა _ ერთიერთმანერთზედ, მაღლა კალათაში ეწყო სხვადასხვა საჭმელი, ფრინველები ასხდებოდნენ და ჰკენკავდნენ. როცა იოსებმა მოისმინა ეს სიზმრები, მეღვინეს უთხრა: შენი სიზმარი კაი რამეს მოასწავებს: შენ მეფე ისევ დაგაბრუნებს სასახლეში, და უწინდელსავე თანამდებობას ჩაგაბარებს. მეპურე უთხრა: სამწუხაროდ, შენი სიზმარი დიდ უბედურებას ნიშნავს: სამი დღის განმავლობაში შენ მეფის ბრძანებით გაგიყვანენ აქედან, ჩამოგახრჩობენ და ფრინველნი დაუწყებენ შენს სხეულს გლეჯასა. როცა სიზმრების ახსნა დაამთავრა, იოსები მიუბრუნდა მეღვინეს და სთხოვა: იმდენი სიკეთე მიყავ, რომ გამიხსენე, როცა მეფემ ისევ დაგიახლოვოს, შეაბრალე მას ჩემი თავი და დამიხსენ აქედან. მე აქ სრულიად უდანაშაულოდ ვარ დამწყვდეული. რაც იოსებმა უწინასწარმეტყველათ, ყველაფერი ისე ასრულდა: მეპურე სიკვდილით დასაჯეს, მეღვინეს კი დანაშაული აპატიეს და უწინდელი ადგილი ისევ დაუბრუნეს. როცა მეღვინე ბედნიერებაში ჩავარდა, იოსები სრულიად დაივიწყა და აღარ ახსოვდა მისი თხოვნა, მაგრამ უფალი არასდროს დაივიწყებს მართალ ადამიანს.

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

ფარაონის სიზმრები

ფარაონის სიზმრები(დაბ. 41,1-57) ორი წელიწადი კიდევ გავიდა და იოსები ისევ საპყრობილეში ეწვალებოდა. ამ დროს ფარაონმა ნახა ორი სიზმარი, რომლებიც უბრალო სიზმრებისაგან ცხადად განირჩეოდნენ და თითქოს, რაღაც დიდ უბედურებას მოასწავებდნენ. ფარაონმა ამიტომ დიდი ყურადღება მიაქცია ამ სიზმრებს და შეჰყარა მთელი ეგვიპტის მეცნიერნი მათ ასახსნელად. მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო, თუ რას მოასწავებდნენ ისინი. მაშინ მეYვინეს მოაგონდა იოსები,წარსდგა ფარაონის წინაშე და მოახსენა: საპყრობილეში გახლავთ ერთი ყმაწვილი კაცი, რომელმაც ორი წლის წინათ მე და მეპურეს საკვირველად სწორედ აგვიხსნა სიზმრები: რაც გვითხრა, ყველაფერი ისე მოხდა. თქვენი სიზმრების ახსნა იმის მეტს არავის შეუძლიან. მაშინვე გაგზავნეს კაცები საპყრობილეში და წარმოადგინეს იოსები ფარაონის წინაშე. ფარაონმა უთხრა იოსებსა: მე ვნახე სიზმრები და მათი ახსნა ვერავინ შეძლო. მე მითხრეს, რომ შენ გაიგონებ თუ არა სიზმარსა, მაშინვე ახსნი, თუ რას მოასწავებსო. იოსებმა მიუგო: უღვთოდ ფარაონის პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ არის ღმერთი ცაში, რომელიც თავის ერთგულთ უცხადებს საიდუმლოთა, მაშინ ფარაონმა უთხრა იოსებს თავისი სიზმრაბი: მე ვნახე, ვითომც მდინარის პირას ვიდექი, უცებ წყლიდან გამოვიდა შვიდი მშვენიერი და მსუქანი ძროხა და მიდიოდა ბალახის საძოვნელად, მათ უკან მოჰყვა შვიდი გამხდარი და ისეთი მჭლე ძროხა, რომ მთელს ჩემს სახელმწიფოში მათი მსგავსი არ მინახავს; ამ გამხდარმა ძროხებმა მთლად დაჭამეს მსუქანი ძროხები და მაინც ამის შემდეგ დარჩნენისეთივე გამხდრები, როგორნიც იყვნენ. აქ მე გამომეღვიძა. მერმე რომ ისევ დავიძინე, სხვა სიზმარი ვნახე. მესიზმრა, ვითომც ერთი პურის ღეროზედ ამოვიდა შვიდი სრული და მსხვილი თავთავი, მერე ამათ მოჰყვა შვიდი ფშუტე და ხმელი თავთავი; და ამ შვიდმა ფშუტა თავთავმა ჩაყლაპა შვიდი სრული თავთავი და არაფერი კი მოიმატა. იოსებმა მოახსენა ფარაონსა: ორივე სიზმარი ერთსა და იმავე რამეს მოასწავებს. ამ სიზმრებით უფალი ატყობინებს ფარაონს მომავალსა. შვიდი მსუქანი ძროხა და შვიდი სრული თავთავი ნიშნავს შვიდ მოსავლიან წელიწადსა, ხოლო შვიდი გამხდარი ძროხა და შვიდი ფშუტე თავთავი მოასწავებს შვიდ შიმშილობის წელიწადსა. აი დადგება ახლა შვიდი მოსავლიანი წელიწადი

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

და გაივსება ეგვიპტე დოვლათითა, მაგრამ ამ დალოცვილ დროს მოჰყვება შვიდი საშინელი შიმშილის წელიწადი. ეს რომ უთუოდ აცხადდება და არ დაიგვიანებს, იქიდან ჩანს, რომ ერთსა და იგივე ფარაონს უნახავს ორჯერ. ამიტომ, _ გააგრძელა იოსებმა, _ ფარაონმა უნდა ინებოს ბრძენი და საზრიანი კაცის პოვნა და დაადგინოს იგი მთელი ეგვიპტის მზრუნველად. ამ მზრუნველმა უნდა შვიდი წლის განმავლობაში აკრიფოს მთელ სახელმწიფოში მეხუთედი ნაწილი ყოველგვარი მოსავლისა და შეინახოს დიდ ბეღლებში, რომ შემდგომ მშიერ წელიწადებში მთელი ქვეყანა შიმშილით არ დაიღუპოს. ფარაონს მეტად ჭკუაში მოუვიდა სიზმრების ახსნა და ძალიან მოეწონა იოსების წინადადება. ამიტომ სთქვა: სად ვპოვებთ იმისთანა გონიერ და საზრიან კაცსა, როგორიც შენა ყოფილხარ? შენით ლაპარაკობს თვით უფალი, და შენვე დაგადგენ მთელი ეგვიპტის ქვეყნის უფროსადა. ყველა შენ სიტყვას დაემორჩილება და უშენოდ არაფერი არ გაკეთდება ჩემ საბრძანებელში. მარტო მე ვიქნები შენზედ უფროსი. ეს რომ სთქვა ფარაონმა, გამოიძრო ბეჭედი ხელიდან და გაუკეთა იოსებსა. აგრეთვე ჩამოჰკიდა კისერზედ ოქროს ძეწკვი და ბრძანა, ჩაეცმიათ ძვირფასი ტანისამოსი, ჩაესვათ მდიდრულ ეტლში, ეტარებინათ და თავი ყველას დაეკრა მისთვის, იოსები ამის შემდეგ გახდა მეორე კაცი მთელ ეგვიპტეში და მართავდა მთელ სახელმწიფოსა. როგორც იოსებმა სთქვა, ყველაფერი სწორედ ისე ასრულდა. შემდგომი წლიდან დაიწყო მშვენიერი მოსავალი და მთელ ეგვიპტეში და მთელი შვიდი წლის განმავლობაში არ შემცირებულა. ამ დროს იოსებმა მოწეული დიდძალი პური და ყველა ჭირნახული შეკრიბა ბეღლებში. შემდეგ დადგა მტკნარად მშიერი, სრულიად უმოსავლო დრო და გასტანა მთელი შვიდი წელიწადი. გარეშემო ქვეყნებში პირველსავე შიმშილობის წელიწადს შემოაკლდა ხალხს პურიდა რომ შეიტყვეს, ეგვიპტეში ბევრი ჭირნახულია შეგროვებულიო, იწყეს აქეთკენ დენა პურის სასყიდლად. იოსები უარს არავის ეუბნებოდა, რადგან ჭირნახული იმდენი ჰქონდა მოგროვილი, რომ ეყოფოდა ეგვიპტესაც და სხვა ქვეყნებსაცა. ასე გადაარჩინა იოსებმა ეგვიპტე შიმშილისგან დაღუპვას და მასთან გაამდიდრა ფარაონის ხაზინა.

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~

გაფორმება: კობა ქსოვრელი