Download - ბაზალეთის ტბის ლეგენდა

Transcript
Page 1: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

იყო და არა იყო და რომ არ ყოფილიყო არც იქნებოდა. Mმუზა ზღაპარს ეჭიდებოდა, ზღაპარი ლეგენდას, ლეგენდა კი-სინამდვილეს. პოეტები ლექსებს თხზავენ, მომღერლები - სიმღერებს. ხელმარჯვე ოსტატები გაგონილს და მოსმენილს ციხე-კოშკებს უგებდნენ, რასაც ვერც დრომ და ვერც ჟამთასვლამ ვერეფერი დააკლო.    თითქოს წარსულს ჩაბარდა წარმართთა ხანა. ადამიანებმა დიდი ხანია მიივიწყეს წარმართი ღმერთები: წყლისა და მიწის მბრძანებლები, ცისა და წყვდიადის გამგებელნი. მივიწყებული ღვთაებები დროდადრო თავს მაინც გვახსენებენ, თითქოს ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობენ. ისევ ირჩევენ ადამიანებს რჩეულებად, რომ თავიაანთი არსებობა შეგვახსენონ.                                                                                                   

  ჟამთასვლამ თითქოს ისინი გააკეთილშობილა, მაგრამ ზნეჩვეულებებზე უარის თქმა დღესაც უჭირთ და შესაწირს ითხოვენ. სწორედაც ეს გარემოება აღმოჩნდა მათთვის დამღუპველი. ერთ დღესაც ადამიანმა ზურგი შეაქცია მათ ახირებებს და მათი ძლევამოსილება მათთან ერთად დაიმსხვრა. არც ეს გარემოება გამოპარვიათ მხედველობიდან ბაზალეთის ტბის საშინელ მცველებს და ათასწლოვანი დუმილის შემდეგ, გადაწყვიტეს ცხოვრებაში ერთხელ კეთილი საქმე გაეკეთებინათ. ეძებდნენ რჩეულს, რომელიც მათთვის მისაღები აღმოჩნდებოდა.  პრინცესა ანა, რომლის სახელის გაგონებასაც აღფთოვანებაში მოყავს შეყვარებული წყვილები, ხშირად ჩნდება ბაზალეთის ტბის მიდამოებში. განსაკუთრებით უყვარს მისთვის აგებულ ზღაპრულ ციხე-კოშკებში გამოჩენა.    დიდხანს სეირნობს ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში, სადაც მისი გამოჩენა ერთგვარ ეიფორიასაც კი იწვევს მნახველთათვის: ზოგს ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ შოუს ნაწილად მიაჩნია, ზოგსაც მდიდრულ ტანისამოსში მოდელი ჰგონია. არადა მართლაც მეფის ასულივით დააბიჯებს პატარა ოაზისში, სადაც მისი დანახვა წითლად ანთებულ ვარდებსაც კი უხარიათ. ხშირად ხედავენ შადრევნის გვერდით ჩაფიქრებულს. რომელიც შეყვარებულებს სურვილს უსრულებს.   პრინცესა ანა, ეს სახელი მე მისთვის არ დამირქმევია. ასე უწოდა ტბის ღმერთმა ,,თეოსმა”, რომელიც მისი უბედურების მოწმე გახდა.                                        ეს ამბავი კი ასე დაიწყო, ოთხმოციან წლებში ბაზალეთის ტბაზე ტურისტული სეზონი ყვაოდა. მზე რომლის სხივებ ქვეშაც ირუჯებოდნენ სხვადასხვა მოდგმის თუ რჯულის ადამიანები, ერთ პატარა პლიაჟზე მოეყარათ თავი. მათ შორის იყო ახალ დაქორწინებული წყვილი, რომელიც შვებულებას ბაზალეთის ტბაზე ატარებდა. მათ თან ახლდათ სიყვარულის პირველი ნაყოფი, თვეების გოგონა, რომელსაც ექიმებმა სამკურნალო პროფილაქტიკის მიზნით ტბის განები დაუნიშნა.გოგონას მამა ნამდვილი დონ-ჟუანი იყო. სილამაზით და ფიზიკური აღნაგობით მალე ექცეოდა ლამაზმანების ყურადღების ქვეშ. მას ქალაქიდან ყურებამდე შეყვარებული თაყვანისცემელი გამოყოლოდა. ის დღენიადაგ ცდილობდა დაეშორებინა შეყვარებული წყვილი. საწადელის მისაღწევად საშინელ მეთოდს მიმართა. ღამით მძინარე ბავშვი მოიპარა და ნავით ტბაში შეცურდა . ჯერ იყო და შუა ტბაში უპირებდა ჩაგდებას, მაგრამ უცნაური რამ შენიშნა. თითქოს მის ნავს რაღაც არსება მისდევდა და დიდრონი თვალების მზერით მიაცილებდა, რომელიც მთვარის შუქზე, რომელიც ხან მთლად გაყვითლდებოდა და ხანაც მიმწვარ სანთელივით გაკრთებოდა. ქალი წამიერად შედგა, ნიჩბები წყალში ჩაუშვა და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება. თითქოს თვალებიც გაუჩინარდნენ. ბავშვის შუა ტბაში ჩაგდება გადაიფიქრა და ნიჩბებს მძლავრად მოუსვა.პლიაჟიდან წამოსული მუსიკის ხმა ერთი-ორად ახშობდა უმისამართოდ მოსმული ნიჩბების ხმას. ისე შეეჯახება გაღმა ნაპირზე ჩალებს, რომ შეშინებული ვერც კი მიხვდება რა მოხდა. ის ნიჩბების მოსმას მაინც განაგრძობდა. თითქოს ნავის ჩალებზე შეგდებას ცდილობდა. ამასობაში პატარა გოგონას გამოეღვიძა და ტირილი დაიწყო. ბოროტმა ქალმა კი დაწყნარების ნაცვლად ბავშვი ჩალებში მოისროლა და სასწრაფოდ დატოვა

Page 2: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

იქაურობა. ჩქარობდა უკან დაბრუნებას, მაგრამ ნავით გაყოფილ წყლის ნაკადთან მან ისევ შენიშნა ის დიდრონი თვალები, რომლებიც მას ხან მიუახლოვდებოდნენ და ხანაც დაშორდებოდნენ. ნაპირამდე ნავს ასიოდე მეტრი აშორებდა, როდესაც ის მძლავრმა ბიძგმა ამოატრიალა. ბიძგს წყლის დიდი ნაკადიც მოჰყვა. სანაპირო აღელდა. ქალის ყვირილი მაშველების მახვილ სმენას არ გამოპარვიათ. მძლავრად მოუსვეს მკლავები და ღონე მიხდილი ქალი გარდაუვალ სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. ამასობაში გოგონა მოიკითხეს მშობლებმა. თითქმის მთელ დამსვენებლებს გამოჰკითხეს ბავშვის ამბავი. რამოდენიმემ მართლაც შეამჩნია ქალი ბავშვით ხელში, რომელმაც ნავით შეცურა ტბაში.  სანაპიროზე ჩოჩქოლი ატყდა, ყველა გულწასულ ქალს დაჰყურებდა, რომლის გონზე მოყვანასაც თავგამოდებით ცდილობდნენ მაშველები. ბავშვის დედამ ხალხის მჭიდრო წრე გაარღვია და გულ წასულ ქალს მძლავრად დაუწყო ჯანჯღარი. სწორედ ამ დროს ამოასხა ბოროტმა ქალმა პირიდან წყალი და ელდანაკრავივით ამოისუნთქა. ბავშვის დედა ტირილნარევი ყვირილით ეკითხებოდა შვილის ამბავს.  მუსიკა შეწყდა, ღამის მყუდროვებას ქალის განწირული ყვირილი არღვევდა, რომელიც ბავშვის დაბრუნებას ითხოვდა. ბოროტმა ქალმა ისევ იცრუა: ბავშვი ტბაში ჩამივარდაო. ხომ ხედავთ კინაღამ მეც ჩავიხვჩიო. ის ნავის ამოტრიალებას , რაღაც დიდრონ არსებას აბრალებდა, რომელიც რა თქმა უნდა არავინ დაუჯერა. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. ყველა უთანაგრძნობდა ბავშვის დედას. ბოლოს სწორედ მან დატოვა სანაპირო.  იმ ღამეს ტბა მეტის მეტად სიმშვიდით გამოირჩეოდა. ცაში უდარდელად მამოკიდებული ვარსკვლავები მის სარკისებურ ზედაპირზე წინ და უკან გადაადგილდებოდნენ. მთვარის ოქროსფერი ანარეკლი კი ტბის შუა ადგილს ბილიკად მიუყვებოდა. სწორედ ამ ოქროსფერი  ბილიკით მიიკვლევდა გზას ის დიდრონი არსება, რომელიც მომსწრე გახდა ამ ამბის. ის დიდრონი არსება კი არც მეტი და არც ნაკლები ოთხმეტრიანი დინოზავრი იყო. დინოზავრს გრძელ კისერზე ორი ფრთის მაგვარი აპკისებური წამონაზარდი ჰქონდა, რომელიც წყალში გადაადგილებაში ეხმარებოდა.ბავშვი ჩალებიდან ჩამოცურებულიყო და წყალში იძირებოდა, სწორედ ამ დროს ამოყო დინოზავრმა თავი. თავისი დიდრონი ნესტოებით დასუნა ბავშვი. თითქოს გაუღიმა კიდეც, კბილები დაკრიჭა, თვალებს კი ხან დაავიწროვებდა და ხანაც გააფართოვებდა. ბავშვმა მის დანახვაზე გაიღიმა და რაღაც გაუგებარი, ბავშური ენით დაიწყო ტიტინი. დინოზავრი გამომეტყველებას იცვლიდა, თავს ხან აქეთ მოაბრუნებდა და ხანაც იქეთ. თვალებს ხან დაავიწროვებდა შესაშინებლად და ხანაც გააფართოვებდა. ბავშვი კი განაგრძობდა ტიკტიკს. ბავშვის ტიკტიკი წყლის პირთან მოხვედრამ ტირილით შეცვალა. ტირილიც მალე შეწყდა, რადგან ბავშვი ფსკერისაკენ დაეშვა. დინოზავრმა თავი გააქნია, დაიფშმუვლა, ბაყაყები რომლებიც ერთიმეორის ჯიბრით ყიყინს არ წყვეტდნენ, ფშმუილზე სმენად იქცნენ. დინოზავრმა გააღო უშველებელი პირი და ბავშვის მიმართულებით ჩაახეთქა. ერთიც ამოყო წყლიდან თავი და თვითონაც წყლის სიღრმეში გაუჩინარდა. მთვარის მკრთალი შუქი, რომელიც მძლივს აღწევდა ტბის ფსკერამდე დინოზავრს გზას უკვალავდა ტბის ლაბირინთებში. დინოზავრმა ბევრი გვირაბისებური არხი გაცურა. ბოლოს ერთ ერთში შეცურდა და იქედან დიდ გამოქვაბულში ავიდა. კლდოვანი გამოქვაბული გადაპენტილი იყო ათასგვარი ყვავილებით. დინოზავრი პირს გააღებს და ახალშობილს გვიმრებში გადმოაგდებს. გალურჯებულმა და ფერდაკარგულმა ბავშვმა ამოახველა, პირიდან წყალი ამოასხა და სუსტი ხმით დაიწყო ტირილი. დაუძლურებულ ბავშვს მალე ჩაეძინა. დინოზავრი კი მის თვალიერებას განაგრძობდა. შემდეგ ისიც დაწვება, თავს-თავთან მიუტანს და დაიძინებს. ცოტახანში ყვავილები შეირხევა, თითქოს ნაკადული მოარღვევსო გზას. ყვავილები აქეთ-იქეთ იხრებოდნენ და ახლად გამოჩენილ სტუმარს უთმობდნენ გზას. დინოზავრის მახვილს სმენას ეს გარემოება არ გამოპარვია. თავს მაღლა წამოსწევს და დაიღრიალებს. ხმაურზე ყვავილებიდან უშველებელი გველი წამოჰყობს თავს და კობრას საბრძოლო

Page 3: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

პოზას დაიჭერს.გველი თვალებით ჰიპნოზის ჩატარებას ცდილობდა, მაგრამ დინოზავრი საკბენად გაიწევს. გველი უკან დაიხევს. დინოზავრი დაუპატიჟებელ სტუმარს გამოქვაბულიდან გააძევებს. ხმაურზე ბავშვი ტირილს დაიწყებს, დინოზავრი მის დაწყნარებას ჩვეული მეთოდით შეეცდება, თვალებს ხან დაუპატარვებდა და ხანაც გაუდიდებდა, თანაც თავისებურად უღიმოდა. მშიერ ბავშვს კი ასეთი ქცევა ვერ გააძღებდა და ტირილს უმატა. დინოზავრი მიხვდა მის გაჭირვებას და გამოქვაბულს დატოვებს. ცოტახანში ნანადირევით დაბრუნდება, ბავშვის გვერდით მოზრდილ თევზს დააგდებს, კისერს დაიგრძელებს და ბავშვს შორიდან დაუწყებს ყურებას. სახვევებში გახვეული ბავშვი კი განძრევას ვერ ახერხებდა. ხანდახან მატლივით თუ შეირხეოდა, ეს იყო და ეს. დინოზავრი თავის ბასრი კბილებით სახვევებს შეუხსნის და შიშველ ბავშვს თევზთან მიაცურებს. მის დიდრონ ცხვირს უსიამოვნო სუნი მოხვდება. ამის გამოსარკვევად ხან ბავშვს დასუნავს და ხანაც თევზს. ბოლოს ცხვირს სახვევთან გადაიტანს. ელდანაკრავივით თავს მაღლა ააგდებს და შესუნთქულ ჰაერს ორთქლის სახით უკან გამოუშვებს. შემდეგ თევზს კბილებით დაკუწავს, თავის აპკისებური მომცრო ზომის ხელებით პირთან მიუტანს. ბავშვი კი ისევ ტირილს უმატებს, დინოზავრი ისევ გააქნევს თავს და გამოქვაბულიდან გავა.დინოზავრი მიადგება სანაპიროს, თითქოს ახალშობილის დედის პოვნას ცდილობდა. ამ დროს კი გოგონას მშობლები ბარგს ალაგებდნენ.დამსვენებლებმაც მალევე მიივიწყეს წუხანდელი ტრაგედია და ჩვეულ გართობას დაუბრუნდნენ. მართალია მაშველებმაც მეორე დღეს ბავშვის ცხედარი უშედეგოდ ეძებეს, მაგრამ ეს მათთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ძებნას მალევე მიანებეს თავი. ამ უბედურებამ კი მარტო მშობლების თავზე გადაიარა.ბევრი მოცურავე დამსვენებელი შეათვალიერა დინოზავრმა, მაგრამ ბოლო წუთს გეგმა შეცვალა და ჭაობისკენ გაცურა.  ბოროტი ქალი ჩვეული ხრიკებით ბევრს ეცადა მართსაჯულებისათვის თავი დაეღწია, მაგრამ სასამართლომ რამოდენიმე წლიანი ბინა მიუჩინა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.  დინოზავრმა იცოდა რომ შუადღისათვის მიმდებარე სოფლიდან მენახირეები საქონელს წყლის დასალევად ჭაობში მიერეკებოდნენ. სიცხისაგან შეწუხებული კამეჩები ღრმად შედიოდნენ წყალში და აუტანელ სიცხეს ტანის დამალვით აღწევდნენ თავს.  ერთ-ერთ კამეჩს დინოზავრი ფეხს დაუჭერს და წყალში ჩაათრევს. მენახირის ყურადღებას კამეჩის განწირული ხმაური მიიპყრობს, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. შეშინებული კამეჩები ნაპრზე გაცვივდებიან და ყურებდაცკვეტილები დაუწყებენ ტბას ყურებას.  დინოზავრი ცოცხალმკვდარ კამეჩს გამოქვაბულში შეათრევს. შემდეგ ბავშვს მიაცურებს ძუძუებთან. მშიერი ბავშვი მალევე იპოვის ნოყიერ რძეს და ხარბად დაეძგერება. დინოზავრი ამ ამბავს გაკვირვებული შეჰყურებდა, თავს ხან აქეთ მოაბრუნებდა და ხანაც იქეთ. შემდეგ ისევ დატოვებს გამოქვაბულს, თითქოს ისიც მადაზე მოსულიყოს.კამეჩი გონზე რომ მოვა ფეხზე წამოდგება, დაინახავს ახალშობილს და ის იყო რქებით უნდა დაესახიჩრებინა, რომ მის წინ გველი აღიმართება. დააჰიპნოზებს და სიგიჟისაგან ანთებულ თვალებს დაუწყნარებს. კამეჩი გამომეტყველებას შეიცვლის და გოგონას ენით დაუწყებს ლოკვას. ბავშვის ტანზე ენის მოხვედრამ ხასიათი გამოუსწორა და ხითხითი დაიწყო. გველმაც თავისებურად გაიღიმა და გრძელი ტანით წრე დაარტყა სტუმრებს.ხუთი წელი აწოვებდა კამეჩი გოგონას. ერთდღესაც დედობილი ცუდად გახდება. დინოზავრი მომაკვდავ კამეჩს რამოდენიმეჯერ დასუნავს. საამქვეყნოს რომ ვერაფერს შეატყობს უკან წაათრევს. ზუსტად იმ ადგილას მიიყვანს, საიდანაც თავდაპირველად გაიტაცა შვილობილის გადასარჩენად. გასაგრილებლად შესულმა კამეჩებმა საფრთხე იგრძნეს და დამფრთხლები გამოცვივდნენ გარეთ. მენახირემ უმწეო მდგომარეობაში მყოფი კამეჩი შენიშნა. რომელიც თავს მძლივს ეწეოდა წყლიდან. კამეჩს რქებზე თოკი

Page 4: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

შეაბა და დასახმარებლად სხვა მენახირეებს უხმო. რის ვაივაგლახით გაიყვანენ მომაკვდავ კამეჩს ნაპირზე. მენახირემ თითქოს ამოიცნო კიდეც თავის ხუთ წლის წინ დაკარგული კამეჩი. ეს ხომ შეუძლებელიაო, ჩაილაპარაკებს თავისთვის და კამეჩის სადაურობაზე დაიწყებს ბჭობას. ერთ-ერთმა მწყემსმა ისიც თქვა: ,,პაპაჩემისგან გამიგონია, გრემისხევში ჩაძირული კამეჩები ტბამ აქ ამოაგდოვო, მაგრამ მაშინ ხომ წვიმა იყო და ახლა რაღა ამბავიაო”.- ისევ თვითონ გამოაბა კუდი თავის ნათქვამს.ამასობაში ნახისრის სოფელში გარეკვის დროც დადგა. მენახირეებმა საქონელი თავიაანთი ომახიანი შეძახილებით სოფლის მიმართულებით გარეკეს. მომაკვდავი კამეჩი კი ტბის ნაპირას დატოვეს. იმ ღამით კამეჩის სანახავად გველი და დინოზავრი გამოვიდა. იქვე შორიახლოს ერთ-ერთ მენახირეს სასმელი მეტისმეტი მოსვლოდა და დაბალ ბალახში მისძინებოდა. ღამის სიცივისაგან გამოღვიძებული კი ამ ამბის მომსწრე გახდა. გაკვირვებული მისჩერებოდა გიგანტურ არსებებს და განძრევას ვერა ბედავდა. სადღა ახსოვდა სიცივე, შუბლიდან ღვარად სდიოდა ცხელი ოფლი.დიდხანს უტრიალეს კამეჩს ტბის მცველებმა, გამთენიისას კი ტბას დაუბრუნდნენ. მაშინ კი იხელთა დრო მენახირემ და სოფლისაკენ ყვირილით გავარდა. მისი მოყოლილი ამბავი კი არავინ დაიჯერა. რადგან მას სოფელში ლოთი კაცის სახელით იცნობდნენ. მენახირე ცოლის გარდაცვალების შემდეგ სასმელს მიეძალა და ამ უკანასკნელმა დასძლია კიდეც. ერთთავად დარუმბებული სახით დადიოდა. მისი ერთადერთი შვილი კი მეზობლების დახმარებით იზრდებოდა.ზურიკოს ზრდასთან ერთად მეზობლები მისდამი ყურადღებას ანელებდნენ. ისიც იძულებული იყო ყოველდღიური გასამრჯელოს სანაცვლოდ ნახირში წასულიყო მწყემსად.  თვალსა და ხელს შუა გავიდა ათი წელი. გოგონა წამოიზარდა, ისე მიეჩვია თავის გამზრდელებს რომ უიმათოდ ცოტახნით დარჩენაც კი უჭირდა. ერთ დღეს გამოქვაბულში დაბრუნებულ დინოზავრს უჩვეულო სურათი დახვდა. გველი მძინარე ბავშვს შემოხვეოდა და მასთან ერთად ეძინა. მას კი მოეჩვენა, რომ გველი მის შვილობილს დახრჩობას უპირებდა. დინოზავრი საკბენრად დაეტანება. მუდამ ფხიზელი და სწრაფი გველი საბრძოლო პოზას მიიღებს, ენას აქეთ-იქეთ აათამაშებს, თვალის კაკლებს ვერტიკალურად დაავიწროვებს და საცემრად გაემზადება. ამ დროს გოგონაც გაიღვიძებს და მოჩხუბრების შუაში ჩადგება. გიგანტური არსებები ვერც კი შენიშნავენ ტანით პატარა გოგოს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა. ისინი თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს და გოგონას ყურადრებას არც კი აქცევდნენ. გოგონა საბრძოლველად შემართულ გველს ტანზე ააცოცდება, მძლავრად მოეხვევა და დაბლა ქაჩვას დაუწყებს.დინოზავრი ღრიალს შეწყვეტავს და გაკვირვებული დაუწყებს გველის ტანზე მცოცავ შვილობილს ყურებას. გველსაც ეამება გოგონას ქცევა და დინოზავრის ჯიბრზე მასთან თამაშს დაიწყებს. ეჭვიანი დინოზავრი მიუახლოვდება მათ, ხან ერთს დასუნავს თავზე და ხანაც მეორე. მთლად რომ დაწყნარდება იქვე მიწვება და ნაღვლიან თვალებს კლდის ჩამონგრეულ ქიმს გაუსწორებს გველი დინოზავრის ეჭვის მიზეზს მიხვდება, გოგონას თავით უბიძგა და გვიმრებში გაუჩინარდა. დინოზავრი თითქოს გაბუტილიყო, ყურადღებას არც კი აქცევდა მის წინ მოთამაშე გოგოს.ამ დროს გველი გამოვა გამოქვაბულიდან. გოგონა გულ მოსულ დინოზავრს მიანებებს თავს და გველს აედევნება უკან. სწვდება კუდში და გამოქვაბულის წინ მდებარე წყალში დაიწყებენ თამაშს. დინოზავრი კი ეჭვიანი და დამწუხრებული თვალებით უყურებდა მათ თამაშს. თამაშით გულს რომ იჯერებენ, გოგონა გველს თავზე მოეხვევა და ნაპირზე გამოვლენ, ოთხზე დადგება და თავის გაქნევით სველ თმებს გაიფერთხავს. დინოზავრის თვალზე მომდგარმა ცრემლმა გამოარღვია ქუთუთუები და მიწაზე მოზრდილ წვეთებად გადმოეშვა.

Page 5: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

- რა მოუვიდა ნეტა, ამ ბოლოხანს როგორ გულჩვილი გახდა.- ფიქრობდა გველი და მოგონებებში დინოზავრის სიფიცხეს იგონებდა.- ეხ არც მე ვარ ნაკლები, ამ თითისტოლა გოგონამ როგორ შეგვაყვარა თავი, მგონი დავბერდით.გველმა შვილობილს ტელეპატური ლაპარაკი ასწავლა. გოგონამ ამ მეთოდით დინოზავრთან შეძლო კონტაქტი. ასაკის მატებასთან ერთად მრავალ კითხვას უსვავდა თავის გამზრდელებს: თუ ვინ იყო, იქ საიდან გაჩნდა, ან ვინ იყო მისი ნამდვილი დედა, რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო იქ გამოკეტილი.დინოზავრი ცალკე იბრალებდა მე ვარ შენი დედაო, გველი ცალკე. დინოზავრმა ამის დასამტკიცებლად გატეხილი კვერცხიც კი აჩვენა - ,,აქედან მოევლინეო..” ასეთი უსაფუძლო ტყუილები კი ყოველთვის ჩხუბით მთავრდებოდა. შემდეგ კი გაბუტული ტბის მცველები უჩუმრად შორდებოდნენ ერთიმეორეს. გამოხდა კიდევ ხანი და გოგონას გველმა ცურვა ასწავლა. დინოზავრს ეს ამბავი სულაც არ მოსწონდა. ეჭვიანობდა შვილი არ მომპაროსო და გამოქვაბულს დიდი ხნით არასოდეს ტოვებდა.ერთ დღესაც გათამამებული გოგონა გველს ცურვით უკან გაჰყვება. არხეინად მცურავი გველი მიაშურებს თავის გამოქვაბულს. შვილობილი წყლიდან ქოშინით ამოვარდება. ხმაურზე გველი უკან მოიხედავს, აგრესიულ სახეს მიიღებს და გოგოსაკენ პირღია გაქანდება. გოგონა გრძელ თმებს უკან გადაიწევს, თავის ქნევით თმებს გაიფერთხავს. ის იყო გველს პირში უნდა მოექცია თავის შვილობილი, რომ გოგოს ყვირილს გაიგებს: ,,რას შვრები?!” გველი მიმართულებას შეცვლის, მსხვერპლს თავზე გადაევლება და წყალში ჩაეშვება. ზამბარასავით გაჭიმული კუდიც მალევე მიიმალება. გამოქვაბულში პატარა ტალღა დადგება.- აი თურმე სად გიცხოვრია? ეს რა ნივთებია, რა ბრჭყვიალებს? რამხელა გამოქვაბული გქონია... რა სილამაზეა - ეს ბაღები შენ გააშენე? ეს განძი საიდან მოიტანე? ეს რა სიმღერის ხმა ისმის? დედილო ეს ყველაფერი შენია?გველი თვალებს ლულავდა, ენას აქეთ-იქეთ ათამაშებდა და წყალზე ტანით სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს გამოსახავდა.სიმღერა მართლაც ბაღის შუა გულიდან ისმოდა. ნანახით განცვიფრებული გოგონა, სხვადასხვა ძვირფას ნივთებს ათვალიერებდა და ცალი ყური საამო სიმღერისაკენ მიეგდო.სიმღერამ გულის ძგერა აუჩქარა. მას ხომ ასეთი საამო ხმა არასოდეს გაეგო. ის სიმღერის მიმართულებით წავიდა, გზად აყვავებულ ლაბირინთებს გაივლის. გველი კი ყოველთვის მის გარშემო დასრიალებდა. აღარ იცოდა რა ექნა, თვალები ამღვრეოდა. ეს სიმდიდრე ხომ არავის არ უნდა ენახა. დინოზავრსაც კი, რომელიც ვინ მოთვლის რამდენი საუკუნეა მის გვერდით ცხოვრობს, ამის უფლებას არასოდეს აძლევდა.მიუხედავად გველის მცდელობისა, გოგონასათვის გზა აერია, ის მაინც დაახწევს ლაბირინთს თავს და ზღაპრულ ადგილას აღმოჩნდება. მოზრდილი აუზის შუა გულში, პატარა შადრევანი გადმოდიოდა. შადრევნიდან ამოტყორცნილი წყლის ნაკადი სამად იყოფოდა და თვალმარგალიტებით დამშვენებელ აუზში უჩუმრად ეშვებოდა. დაშვებული წყლის ნაკადი კი წვრილ-წვრილ ბუშტებად იქცეოდა. აუზში ჩაყრილ ძვირფას თვლებს გარს უვლიდა. აუზის გარშემო მარმარილოს ბილიკები სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავდა. აუზში გოგონა თავის ნაირ არსებებს შენიშნავს, რომლებიც თამაშით იყვნენ გართულები და მისი მიახლოვება ვერც კი შეენიშნათ.- ნუთუ ესენიც დინოზავრის გამოჩეკილებია. - ფიქრობდა თავისთვის და გარშემო მდგარ თვალმარგალიტების ზვინებს ათვალიერებდა. გოგონა ცოტახნით მოსწყვეტს თვალს მოთამაშეებს და ყურადღებას შემაღლებული ადგილისაკენ გადაიტანს. შემაღლებულ ადგილს მარმარილოს საფეხურები მიუყვებოდა. ოთხ მოზრდილ, მოოქროვილ ძელზე წითელი თვალმარგალიტებით დამშვენებული ფარდაგი გადაეფარებინათ. მის ქვეშ კი მარმარილოსავე, მოზაიკის იატაკზე, ულამაზესი სირინოზი ოქროს აკვანს არწებდა.

Page 6: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

სწორედ ის სირინოზი მღეროდა ასე საამოდ, რომლის ხმაც ულამაზეს წალკოტს მალამოდ ედებოდა.აკვანს თეთრი აბრეშუმის გადასაფარებელი ჰქონდა გადაფარებული. გოგონა კარგად დააკვირდება სირინოზის კუდს და შემდეგ თავის ფეხებზე დაიხედავს. სწორედ ამ დროს შენიშნეს წყალში მობანავე სირინოზებმა უცხო სტუმარი და ერთ ადგილას შექუჩდნენ. გოგონამ მათ დაუნახა თევზის კუდები, თავგზა აერია, აღარ იცოდა ეს ამბავი უნდა გაჰხარებოდა თუ უნდა სწყენოდა. მას თავისი სიშიშვლის შერცხვა. მკერდძე ხელს აიფარებს და განძის ზვინს ამოეფარება, ორად მოიკეცება თავს მუხლებში ჩამალავს და დამნაშავესავით თავზე ხელებს დაიწყობს. ამ დროს გველი მისრიალდება მასთან: ,, - შენ აქ არ უნდა მოსულიყავი! ხელი არაფერს ახლო.” მისი ფიქრები რამოდენიმე საუკუნის უკან გადაინაცვლებს. მოაგონდება ის დრო, როცა სავსე მთვარიანობისას ტბას ხალხი ნებაყოფლობით სწირავდა ქალწულებს. მათთან ერთად კი აურაცხელ სიმდიდსრეს უძღვნიდნენ ტბის მბრძანებელს. მოაგონდება როგორ სწირავდნენ ზუსტად შვილობილის ტოლ გოგონებს. როგორ არ უნდოდათ სიკვდილი, მაგრამ წარმართი ხალხი იმხელა ქვებს აბამდნენ ფეხებზე, რომ მისგან თავის დახწევა შეუძლებელი იყო. მოაგონდება ერთ-ერთი ულამაზესი ბავშვი, მისი ჩაცმულობა, მან ხომ მისი ტანისამოსი საგულდაგულოდ შეინახა.- ეხ, ის დრო წავიდა..- გველი კი მაინც გველია, მასაც მოულბა გული რადგან ადრე თუ უხაროდა მსხვერპლის შეწირვა, ახლა მის წინ მსხვერპლად შესაწირი მისი გაზრდილი გოგო ეგულებოდა. მაშინ კი მიხვდა რაოდენ ძნელი ყოფილა დედისათვის შვილის მსხვერპლად შეწირვა. თავჩაღუნულ შვილობილს ზემოდან დახედავს და თვალები ცრემლებით აევსება. მიწაზე დაეშვება და ლაბირინთში გაუჩინარდება. გოგონა ფეხზე წამოდგება და სირინოზებს მალული მზერით დაუწყებს ყურებას. აკვირდებოდა თუ როგორ ჰქონდათ ზოგიერთებს მკერდი ძვირფასი ქსოვილით დაფარული, ზოგიერთებს კი შიშველი. გამოქვაბულში სიჩუმე დაისადგურებს. სიმღერა შეწყდება, სირინოზები ხელებით ზვინისაკენ მიუთითებენ. შერცხვენილი გოგონა ისევ ჩაიმალება ზვინის უკან. ის გაკვირვებული დაუწყებს ძვირფას ნივთებს თვალიერებას, რომლებიც მკრთალად დაშვებულ მზის სხივებზე სხვადასხვა ფერებად აირეკლებოდა. ძვირფასეულებაში მრავლად ერია: ოქროს თასები, სხვადასხვა თვლებით შემკული ყელსაბამები, გვირგვინები, გატეხილი სატევრები, მონეტები, ბეჭდები, საყურეები და მრავალი სხვა, მაგრამ მის ყურადღებას განსაკუთრებით ერთი ნივთი მიიპყრობს. მრავალთითა ოქროს სავარცხელი. სავარცხლით ხან ხელს მოიფხანს, ხანაც ფეხს. შემდეგ თმებზე ჩამოისვას, დაუვარცხნელი თმა დაეწიწკნება. სავარცხელს ხელს ცივად გაუშვებს და მალულ მზერას ისევ სირინოზებისაკენ გააპარებს. პრანჭია სირინოზები მოზრდილ სარკესთან შეკრებილიყვნენ და სავარცხლით თმებს ივარცხნიდნენ, წამწამებს იპრეხავდნენ და სამკაულებს რიგ-რიგობით ირგებდნენ. გოგნა კარგად დააკვირდება მათ ხელის მოძრაობას და ისევ სავარცხელს დაუბრუნდება. მისი ხვეული თმები ზამბარასავით იჭიმებოდნენ. ვერა და ვერ მოახერხა მათთვის ფორმის მიცემა და ისევ გვერდით მიაგდებს. მართალია ბევრი ვერაფერი დავარცხნა გამოუვიდა მაგრამ ნანახი ნივთით მაინც აღფრთოვანებული დარჩა. ცოტახანში გველი ისევ გამოჩნდება, გოგონას თვალებში ჩახედავ და ეტყვის: ,,უკან მომყევიო.” გოგონა მალულად აეკიდება უკან. გველი ტანისამოსის გროვასთან მიიყვანს, თვალებს არ უჯერებდა, ხან ერთი კაბა მოირგო, ხან მეორე, ზოგიც დიდი იყო, ზოგიც პატარა. გველმა თვითონ აურჩია შესაფერისი. მდიდრული კაბა ზუსტად მის ტანზე იყო შეკერილი. გველი ოქროს სახელურიან სარკეზე მიანიშნებს. გოგონა პირველად რომ დაინახავ თავის თავს შეშინდება. შემდეგ კი თვალი გაუსწორა თავის ანარეკლს და სირინოზების ნამღერი სიმღერა წაიღიღინა.გველი ფიქრებით ისევ იმ ანგელოზ გოგსთან გადავიდა ვისი ტანისამოსითაც იწონებდა შვილობილი თავს.

Page 7: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

- არა, არც ჩემი შვილობილია მასზე ნაკლები - ჩაილაპარაკებს თავისთვის.- რაო რა თქვი? - გაუმეორა გოგომ.- არაფერი, დროა წავიდეთ.- რატომ, ძლივს ვნახე ჩემნაირები?- ამას მოგვიანებით აგიხსნი, ახლა კი აიღე რაც გენებოს და აქაურობა რაც შეიძლება სწრაფად დატოვე.ნანახით აღფრთოვანებული გოგონა არც კი ფიქრობდა გამოქვაბულის დატოვებაზე. გველი კი გამოქვაბულს დატოვებს და რამოდენიმე დღე ტყეს აფარებდა თავს. მას მეტყევეები და მწყემსებიც შენიშნავენ. მას შემდეგ სოფლის მაცხოვრებლები ტყეში შესვლას ვეღარ ბედავდნენ. გოგნამ სცადა გამოქვაბულიდან გამოსვლა, მაგრამ ერთმანეთის მსგავს გვირაბებში გზა ერეოდა და უკანვე უხდებოდა დაბრუნება. ის შორიახლოს უტრიალებდა სირინოზებს, უნდოდა მათთან მიახლოვება, მაგრამ ვერა ბედავდა. სირინოზებიც ამჩნევდნენ მის სიახლოვეს მაგრამ თავისთან არ იხმობდნენ. მას მალიმალ გველის სიტყვები აგონდებოდა: ,,აკვანს არ მიუახლოვდეო..” ცნობის მოყვარეობა მაინც არ ასვენებდა, აინტერესებდა ვის არწევდნენ ასე გულმოდგინედ, ვინ იწვა აკვანში, ან იწვა კი შიგ ვინმე, რადგან აკვნიდან არც ტირილის ხმა ისმოდა და არც საჭმელს თხოულობდა ვინმე. ის მალულად დადიოდა ბაღში, სადაც განსხვავებულ ყვავილებს და ხეებს მოეყარათ თავი. ყვავილები დღისით მზის სხივებს იჭერდნენ, ღამით კი თვითონ ასხივებდნენ სინათლეს. ეს ნათება კი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ენით აუწერელ სილამაზეს ქმნიდა. ბაღს ყველა მიმართულებით ბილიკები მიუყვებოდა; თითქოს განგებ იყო მოწყობილი, რომ ყვავილებისათვის ფეხი არავის დაედგა. ეს გარემოება მან გვიან შენიშნა. ღამის ნათების დროს, რომელ ყვავილებსაც დღის განმავლობაშიც ფეხი დააბიჯა, საცოდავად, მკრთალად ანათებდნენ. ცდილობდა მათ ფეხზე წამოდგომაში დახმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მას შემდეგ კი სულ ბილიკ-ბილიკ გადაადგილდებოდა.ბევრი იარა ბევრი ათვალიერა წალკოტი, ერთ ადგილას კი მწვანეში ჩაფლულ ქოხს მიადგა. ქოხში სხვადასხვა ძვირფასეულებასთან ერთად ორი მოზრდილი სკივრი იდგა. ახდის სკივრს სახურავს და მასში უამრავ ტანისამოსს აღმოაჩენს. იქვე მდგარ საწოლსაც შენიშნავს, მან დიდხანს უტრიალა, რომ გაეგო თუ რა იყო ეს სასწაული ნივთი, რომელიც ოთხ ფეხზე იდგა და ადგილიდან არ იძვროდა. ზურგზე კი ფუმფულა გადასაფარებელი მოეგდო. ხან როგორ შეხედა, ხან როგორ, ქვეშაც შეძვრა, ფეხებიც გაუსინჯა, მაგრამ ვერაფერი გაუგო.- ეხ, მარტო მე მეგონა ჩემი თავი მახინჯი, მე ორი ფეხი მაქვს მას კი ოთხი, საცოდავი...იმ ღამით ქოხში დარჩება. ქოხის ჭერს ყვავილების აბაჟური ანათებდა. ფანჯრიდან პატარა პეპლისოდენა ფერიები შემოფრინდებიან და გოგონას თავზე დაიწყებენ ფარფატს. ისინი ფეხებიდან მანათობელ ფხვნილს აბნევდნენ. მათ ყურებაში გოგონას მთქნარება აუტყდება, თვალებს მილულავს და საწოლზე მიეძინება. ფერიები მძინარე გოგონას მხრებზე დაასხდებიან და კამათს დაიწყებენ: - ვინ არის, იქ საიდან გაჩნდა? ვინ მოიყვანა, ვინ დართო ნება? - მათ ცხარე კამათს სირინოზებიც შეუერთდნენ. ბევრი უარეს მძინარე გოგოს გარს თავით ფეხამდე შეამოწმეს . განსაკუთრებით მოიხიბლენ მისი ფეხებით.ამასობაში გველიც დაბრუნებულიყო წალკოტში და ისიც ქოხში შემოჰყობს თავს. ფერიები აფრინდებიან და განათებულ ყვავილებზე შემოჯდებიან. სირინოზები ჩხუბს დაუწყებენ: - ვინ არის, აქ რატომ მოიყვანე?! ხომ იცი რო ეს ქოხი ტბის მბრძანებლის ქალიშვილისაა. დაბერდი და სულმთლად გამოჩერჩეტდი. გველი თვალების ბრიალით საწოლს შემოეხვევა.- ვინ არის და ჩემი შვილია!- შენი შვილია, ადამიანი გააჩინე? სიცილს დააყრიან სირინოზები.

Page 8: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

- ჩემიც - გაისმის დუდუნა ხმა. ტბა აღელდება, მისი ლურჯი ფერი შავად შეიღებება. სირინოზების დედოფალსაც აკვნისათვის მიენებებინა თავი და ქოხში შევიდა. ის ხელების დახმარებით მიათრევდა თავის მოქნილ კუდს. მივა საწოთან და Mმძინარე გოგოს თავზე გადაუსვავ ხელს.- ღმერთო ჩემო, რა ლამაზია, ანგელოზივით ძინავს. ის მართლაც ანგელოზი იყო, ამიტომ იყო რომ ასე ძალიან შეუყვარდათ მის გამზრდელებს.Aამ დროს კი გაცოფებული დინოზავრი უშედეგოდ ეძებდა თავის შვილობილს.- ვიცოდი რომ შვილის წართმევა გინდოდა, გველო, დამაცადე რას გიზავ, ვერ გადამირჩები, როგორ ყველაფერი შურს ჩემი! - იმუქრებოდა დინოზავრი.სირინოზების დედოფალი ნაზად წამოიწყებს სიმღერას. გველს გოგონას გვერდით ჩაეძინება და ისევ ათასწლოვან მოგონებებში გაეხვევა. დედოფალი დანარჩენებს ხელით ანიშნებს, რომ იქაურობა დაეტოვათ. სიმღერის ხმაზე ფერიებსაც აუტყდებათ მთქნარება, ყვავილებში გაეხვივნენ და ტკბილად დაიძინეს.  ტბის გვერდით მდებარეობს სოფელი მლაშე. მლაშე ძველი სოფელია. მისი სახელიც სიძველესთან არის დაკავშირებული, ტომი რომელიც მლაშის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სხვებთან შედარებით ადრე აკრძალეს მსხვერპლ-შეწირვა. ტბის ღმერთს ცოცხალი ქალწულების ნაცვლად ოქროსა და მარილს წირავდნენ იმ იმედით რომ ტბის წყალი მარილიანად იქცეოდა და მარილისათვის შორს სახიფათო მოგზაურობაში აღარ მოუწევდათ წასვლა. ასეთ გარემოებიდან გამომდინარე, ასეთ ხალხს მლაშელები ეწოდათ; რადგან ისინი მარილს ღმერთების საჭმელად მიიჩნევდნენ. დღესდღეობით მლაშის ტერიტორიაზე სხვადასხვა რჯულის და მოდგმის ადმიანები ცხოვრობენ. ერთ-ერთი მათგანიაჩვენი ზურიკოც, სწორედ ის ობოლი, ლოთი მამის შვილი, რომელიც დილიდან დაღამებამდე ტბის ნაპირზე საქონელს მწყემსავდა. ზურიკო უკვე თექვსმეტი წლის იყო, მაგრამ თავის ხელობას ვერა და ვერ მოეშვა. სკოლის ცოდნას სხვადასხვა ნათხოვარი წიგნებით ივსებდა. ძალიან რელიგიური და პატიოსანი ბიჭი იყო. ჰქონდა განუსაზღვრელი ფანტაზია და ოცნებობდა ისეთ ქვეყანაზე სადაც ყველა თანასწორი იქნებოდა. უყვარდა თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები და წარმოსახვაში კამელოტის მეფეს ,,არტურას” ბაძავდა.დილით გოგოსთან ერთად გველსაც გაეღვიძება.- აკი მეუბნებოდი შენნაირები არ არსებობენო, მაშ ეს რა არის? - ის ტანისამოსზე მიანიშნებს.- შენნაირები არსებობდნენ, მაგრამ დღესდღეობით აღარ არსებობენ.- ნუ მატყუებ, მაშ ის კუდიანი არსებები ვინებია? ან რას მღერიან ან ვის უმღერიან?- ისინი ქვეყნის მომავალს უმღერიან.- ქვეყნის? - გაიკვირვებს გოგო. - ნუ ტყუი შენ არ მასწავლე აზრების კითხვა. გინდა ნუ მეტყვი, შენ რომ იგონებდი იმ დროს, როცა ამ კაბის პატრონს მსხვერპლად წირავდნენ მე თვალნათლივ დავინახე ყველაფერი. ისიც ვიგრძენი შეჭმას როგორ მიპირებდი, მე კი დედად გთვლიდი.- კარგი, კარგი, ყველაფერს გეტყვი, პატარა აღარ ხარ ადრე თუ გვიან ყველაფერს მაინც გაიგებ. შენნაირები გადაშენდნენ, დარჩნენ მხოლოდ სირინოზები.- მეც მინდა მათნაირი კუდი.- ნუ მაწყვეტინებ! - თვალები გადმოკარკლა გველმა.- შენნაირები აღარ არსებობენ მაგრამ ტბა მაინც მოითხოვს შესაწირს. წელი არ გავა რომ ადამიანი არ იმსხვერპლოს. ამიტომაც ეძახიან ცოდვიანს. მე რა ერთი უბრალო განძის მცველი ვარ, ეს არის და ეს. ადრე თუ თვითონ მოჰყავდათ მსხვერპლი, ახლა დანაკლის ტბა თვითონ ივსებს.- ისევ მატყუებ. თუ ჩემნაირები არ არსებობენ ვის იწირავს, ვინ განაგებს ამ ყველაფერს?- ტბა - მოკლედ მოუჭრა გველმა.

Page 9: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

- ტბა როგორ განაგებს? ის ხომ წყალია და მეტი არაფერი?- გაზრდილა ჩემი გოგო. ტბა ხომ სულიერი არსებაა. მას შეუძლია ყველანაირი ფორმა მიიღოს. დღეს თუ წყლის კაცია ხვალ შეიძლება თევზად იქცეს. აბა ყური მიუგდე რას ბუტბუტებს. მართალია ის დრო აღარ არის მაგრამ...- რა მაგრამ, რას მიმალავ, ჩემნაირები უნდა მაჩვენო?- არავითარ შემთხვევაში, შენ რჩეული ხარ და დღეიდან ტბის დედოფალი გახდები.- თუ არ მინდა დედოფლობა?- შენც სხვის ხვედრს გაიმეორებ, რაც არ მინდა და არც ვისურვებ. კარგად მიუგდე ყური რას ბუტბუტებს ტბა?მართლაც გოგონა ტბიდან მომავალ ხმას გაარჩევს.-ანა, ანა...-ამ ხმას წყლიდან დინოზავრიც ამოჰყვება. გამოქვაბულს დიდრონ თვალებს მიმოავლებს. გველი ანასთან საუბარს მიანებებს თავს. დინოზავრი წყლიდან მთლად ამოსულიც კი არ იყო რომ მას გველი მიახტება. ის აღარ გავდა საკუთარ თავს. თვალებში სიმწრისგან სისხლი ჩაქცეოდა, ბრაზობდა, როგორ გაბედა და დაუპატიჟებლად როგორ გამომეცხადაო. Eეცემა კისერში და შხამიან კბილს ჩაასობს. დინოზავრი მეგობრისაგან ამას ნამდვილად არ მოელოდა და სიმწრით დაიღრიალებს. გოგონა იგრძნობს დინოზავრის ხმას და მათკენ გაექანება. დინოზავრი ერთს კიდევ დაიღრიალებს და თავის ბასრ კბილებს გველს ჩაასობს თავთან ახლოს. გოგონა წყალში შევარდება, უნდოდა მოჩხუბრები გაეშველებინა, მაგრამ გველი ისე მძლავრად იქნევდა კუდს რომ ახლოც ვერ მიეკარა. გამოქვაბულთან მდებარე წყალი წითლად შეიღება. დიდი ხნის ჩხუბის შემდეგ ორივე წყალში გაუჩინარდნენ. გოგონა წყლის ნაპირას დაჯდა და ტირილი დაიწყო. მის თავზე ფერიები დაიწყებენ ფარფატს, სირინოზებიც შემოეხვევიან გარს. დედოფალი თავზე ხელის გადასმით ცდილობდა მის დაწყნარებას. ფერიები კი მის მხრებზე მოკალათდნენ.-ანა, ანა... - ისევ განმეორდება წყლიდან ხმა. სირინოზები შეკრთებიან. სისხლიან წყალში ადამიანის სახე გამოისახება.- ვინ ხარ, რატომ არ მეჩვენები? - შეუტევს გოგო. სირინოზები შენიშვნას მისცემენ. - როგორ ბედავ, ის ხომ ჩვენი მბრძანებელი და პატრონი თეოსია.- შეძლება თქვენია, მან კი ჩემი მშობლები გადაჰკიდა, დამიბრუნოს ჩემი მშობლები! - ანა ტირილს განაგრძობდა. მაშინ წყლიდან გამჭვირვალე წყლის კაცი ამოვიდა, სირინოზები უკან დაიხევენ. წყლის კაცი წრეს შემოუვლის გოგოს.- დღეიდან ჩემი დედოფალი გახდები.- დედოფალი? არც იოცნებო.- შვილობილი. - ანას ფერი დაუბრუნდა.- სახელი კი ანა გერქმევა.- რა მოუვიდათ ჩემ მშობლებს?- რომელ მშობლებს გულისხმობ, ახლა რომ დახოცეს ერთმანეთი, თუ...- როგორ სხვებიც მყავს?- არა! შენ ტბის შვილობილი ხარ. დარჩი ჩვენთან და დატკბი ცხოვრებით, როგორც პრინცესას ყველაფრის უფლება გაქვს, ორი რამის გარდა. პირველი აკვანს ახლოს არ მიეკარო. მეორე წყლის ზედაპირზე გიკრძალავ ასვლას. ხომ გასაგებათ აგიხსენი, მაშ დროებით - თეოსი წყალში ჩახტა და გაუჩინარდა.იმ ღამის შემდეგ გოგონა პრინცესა ანათი მონათლა. სირინოზები ულოცავდნენ ანას გადარჩენას, რადგან ვინც კი თეოსის სახე დაინახა ყველა მოკვდაო.ანა საცხოვრებლად ქოხში გადავიდა. მას წალკოტის ბინადრები დაუმეგობრდებიან. თეოსიც ხშირად აკითხავდა პრინცესას. სწორედაც ასე მოიხსენიებდა შეხვედრის დროს. ,, - ჩემი პატარა პრინცესაო.” ანამ კი მამუჩკა შეარქვა რადგან არ უნდოდა მისთვის დედოფლობა ეთხოვა.ანა თეოსს ბევრ რამეში ეწინააღმდეგებოდა, უშლიდა ხალხის დახრჩობას. მაგრამ

Page 10: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

თეოსი ამ ამბავს ბუნების კანონზომიერებად მიიჩნევდა. ისე შეიტყუებდა მსხვერპლს ტბაში რომ აზრზეც ვერ მოდიოდნენ. განსაკუთრებით მთვრალებს აბავდა თავის მახეში.რამდენი ასეთი სიცოცხლე გადაარჩინა ანამ, თვითონ კი ყოველთვის შეუმჩნეველი ხდებოდა, ყოველშემთხვევაში მას ასე ეგონა. თეოსი ამ ამბავს ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა და იმეორებდა: აფსუსი არ არის რომ ჩემი დედოფალი არ არის.ბოლო დროს ანას სახეზე მოწყენილობა შეეტყო, ახლად შეძენილ მეგობრებს ყოველთვის მეგობრულად ხვდებოდა, მაგრამ ღამ-ღამობით უძილობა და გულჩათხრობილობა დასჩემდა. ეს ამბავი ფერიებმაც შეამჩნიეს და თეოსს მიუტანეს ამბავი. თეოსმა მისი ამბავი განიცადა და იმ დღესვე ეწვია ანას.ანა მარტო იჯდა ქოხში, მისი ფიქრები წარსულში თავის ბავშობაში დაფრინავდნენ. იგონებდა გველის მოფერებას და დინოზავრთან თამაშს, რამდენი სიბრძნე შეითვისა მათგან.თეოსს ქოხში ფერიები შემოუძღვებიან. ის ანას მოწყენის ამბავს ჰკითხავს. ანა ჯერ დაუმალავს, მაგრამ მის მოტყუებას მაინ ვერ შეძლებს. ყველაფერში გამოუტყდება. წყლის ღმერთი გაიკვირვებს. - მიზეზი სხვა რამ მეგონაო. - მეგონა ჩემს პატარა გოგოს სიყვარული ეწვია, მაგრამ შევცდი. ისინი კი დაიხოცნენ, მაგრამ ცხოვრებას სულების გვირაბში განაგრძობენ. მათ ამ ქვეყანაზე საკმაოდ დიდხანს იცოცხლეს. ანას თვალებზე ცრემლი მოადგება. - როდის მაჩვენებ მათ? მე ხომ...- იქ შესვლა ჩვეულებრივ მოკვდავებს არ შეუძლიათ, მაგრამ რახან ჩემი შვილობილი ხარ, ამის ნებას მოგცემ. ოღონდ ერთი პირობით.- თქვი რა პირობაა.- მე შენ უკვდავებას მოგანიჭებ შენ კი სამუდამოდ აქ დარჩები. იცოდე თუ გაქცევას შეეცდები ჩვეულებრივ მოკვდავობას დაუბრუნდები. რას იტყვი თანახმა ხარ? ფერიები ყურში ჩასჩურჩულებენ. - დათანხმდი ასეთ რამეს მეორედ არ გაგიმეორებს.- თანახმა ვარ, ოღონდ ამჟამად მეც წამოგიყენებ პირობას, დედოფლობა აღარ მთხოვო.- მასე იყოს, დამიყოლიე. ერთი კი იცოდე, აქ პირობას მე ვაყენებ.- შენ არ მითხარი ყველაფრის უფლება გაქვსო.- გითხარი, მაგრამ ბევრი კითხვები და პირადული შეკითხვები არ მიყვარს.- ერთსაც გეტყვი მამუჩკა და გთხოვ გულწრფელად მიპასუხე.- მითხარი დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ვარ, იმედია გუნებას არ გამიფუჭებ.- ხომ ღმერთი ხარ, ხომ ყოვლის შემძლე ხარ, ცოლშვილი რატომ არ გყავს.- მერე ვინ გითხრა რომ არ მყავს.Fფერიები მხრებს აიჩეჩავენ, ანას მხრებიდან აფრინდებია და ჭერში გაუჩინარდებიან.- დაბრუნდით სად მიდიხართ. - გაბრაზდა თეოსი.- მათ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.- არა! დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ. ეს დრო კი არც ისე შორსაა.ანას სახეზე სიხარული დაეტყობა. მაშინ თეოსი ხელში ჭიქას გააჩენს, ანას გაუწვდის და ეტყვის, - ბოლომდე დალიე. - ანა თეოსის წინადადებას მიიღებს. წყალი ორგანიზმში ელვის სისწრაფით დაივლის. გაცხელდება და სახეზე ოფლი დაასხავს. მისი ფილტვების სტრუქტურა მთლიანად შეიცვლება, გული გაუდიდდება და უფრო მძლავრად დაუწყებს ცემას. ხელ-ფეხში მოწოლილ ძალას იგრძნობს, ჭიქა ხელიდან გაუვარდება. ჭიქა ჯერ დაიმსხვრევა შემდეგ კი წყლად იქცევა. ანას თავზე ფერიებმა დაიწყეს ფარფატი და თავზე მანათობელი ფხვნილი მოაყარეს. მანათობელი მტვერი ერთიანად გაუჯდა თმებში ანა წაბორძიკდა, თეოსმა ხელი წაახმარა, მაგრამ რადგანაც მთლიანად წყლის იყო, ანა ვერ შეიმაგრა და ხელიდან გაუსყლდა. ანა ძირს დაეცა, ტანზე სიცივის ეკალმა დააყარა და ერთიანად აუტყდა თრთოლვა. თეოსი უცებ გამყარდა, ყინულად იქცა და

Page 11: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

დაბლა დავარდნილი ანა ხელში აიყვანა.Fფუმფულა საწოლში ჩააწვინა და ფერიებს მოუბრუნდა. - წყაროს წყალი მოუტანეთ და როცა გაიღვიზებს დაალევინეთ!ის ღამე ანას უშფოთველად ეძინა. გული გამალებით უცემდა თითქოს ახალ სხეულთან უჭირდა შეგუება. სიზმრად კი წყალში დაცურავდა სირინოზებთან ერთად. მასაც მათნაირი კუდი ჰქონდა და ელვის სისწრაფით დაცურავდა. სახე დაუწყნარდა, თმებში მანათობელი ფხვნილი ნელ-ნელა გაქრა. ფერიები პატარა ჭურჭლებით მთელი ღამის განმავლობაში ეზიდებოდნენ წყაროდან წყალს, რომელიც ჩამონგრეულ კლდის ძირში გამოედინებოდა.დილით დღის მკრთალმა სინათლემ ჩაახწია გამოქვაბულებამდე. ანა ფეხზე წამოდგა, თმები გადაიწია და გამოქვაბულის ნოტიო ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მას გარშემო ფერიები შემოეხვივნენ და წყლით სავსე თასისაკენ მიუთითეს.ანა წყალს დააგემოვნებს, შემდეგ კი მთლიანად გამოცლის, ზამბარისებული თმები მარგალიტის მძივით უკან შეიკრავს და წყლისაკენ გაიმართება, წყალთან რომ მივა დაიძახებს: სად ხარ? - წყალი ფორმას შეიცვლის და ნახევრად გამჭირვალე თეოსი ამოვა.- რა დამალევინე რა იყო, კინაღამ მოვკვდი.ანამ წყალში ფეხი ჩაყო, რამწამს ფეხი წყალს შეეხო თითებშუა აბკი გაება. - ღმერთო ჩემო თევზად არ ვიქცე.- ანა შეშინებული ამოყოფს ფეხს.- ნუ გეშინია, შენ არ ოცნებობდი სირინოზობაზე, ხოდა დღეიდან ნახევრად სირინოზი ხარ.ანა წყალში თავით გადაეშვა. ანას სიმსუბუქესთან ერთად თევზივით მოქნილი ტანი გაუხდა, თითებშუა გაბმული აპკი კი ცურვაში ეხმარებოდა. ამავდროულად არც ჰაერის ნაკლებობას განიცდიდა.- მამუჩკა ეს რა გამიკეთე, რა კარგია...ანა თევზებში აირია, თითქოს თევზებიც აღარ გაურბოდნენ. მან ხელი ჩასჭიდა ასწლოვან საზანს რომელსაც უმოძრაობისაგან ხავსი მოკიდებოდა.- იქნებ დროა წამიყვანო და ჩემი გამზრდელები მაჩვენო. ანამ მალევე დაიყოლია წყლის მბრძანებელი. ის სულმოუთქმენლად ელოდა თავის გამზრდელებთან შეხვედრას. თეოსს ხან წინიდან შემოუვლიდა ცურვით ხან უკნიდან. თეოსი ერთ ადგილას შეჩერდება, ხელებს კონცენტრაციით ფსკერზე განლაგებულ კლდოვან ადგილს წყლის ნაკადს მიაჯახებს. კლდე გაიხსნება და ბნელი გვირაბი გამოჩნდება შესვლისას კი გვირაბი ჩაიკეტება ირგვლივ უკუნეთი სიბნელე დაისადგურებს. ყინულად ქცეული თეოსი ნათებას დაიწყებს და გვირაბიც განათდება. გვირაბს მარჯვნივ და მარცხნივ მანათობელი ყვავილები აკვროდნენ, თეოსიდან გამომავალი ნათება დაიჭირეს და გვირაბიც განათდა. ანა სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდა. თითქოს იქ მყოფი მცენარეები ცოცხლები ყოფილიყვნენ. ისინი ერთმანეთს ჩურჩულით თეოსის გამოჩენას გადასცემდნენ. ანას მოეჩვენა რომ ხელოვნურად შექმნილი მზეც კი უცინოდა.- აქ სად მომიყვანე, სად არიან ჩემი მშობლები?- ჯერ ყველაფერი არ გინახავს. უნდა მივიდეთ სულების ხესთან და ვთხოვოთ დროებით გვაჩვენოს შენი მშობლები, თუ რა თქმა უნდა მეორედ არ მოევლინნენ ამ ქვეყანას. ის კი თვეში ერთხელ თითო საათით უშვებს სულებს სასეირნოდ. ჩვენი თხოვნა თუ არ შეისმინა მოგვიწევს დალოდება.- მე მათ უნახავად აქედან არ წავალ.- რატომ? ვცადოთ, ვნახოთ როგორ მიიღებს შენს თხოვნას. - ისინი მართლაც უცნაურ ხესთან მივლენ. ხეს მტირალა ტირიფივით ტოტები დაბლა დაეშვა. ახოვანს და მედიდურს ფართოდ გაეშალა ტოტები. წვრილ-წვრილ ტოტებზე კი მრავლად ახუნძლულიყო მწვანე მანათობელი კვირტები.- თვითეული კვირტი ადამიანის ერთი სულია. ამიტომაც მჭირდება ადამიანის სულები

Page 12: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

რომ სხვებმა თავისუფლება პოვონ. როდესაც ხეს კვირტები გადაევსებაის იძულებული გახდება ზედმეტი სულები გაათავისუფლოს. ხემ კვირტები სულებით რომ არ შეივსოს დაჭკნდება და ჩვენი აღსასრულის დღეც დადგება.თეოსი ხესთან დაიჩოქებს, ანას ხელით ანიშნებს შენც ასე მოიქეციო. ანაც მას მიბაძავს.- თხოვე რაც გინდა.- გთხოვ ჩემი თუ მართლა გესმის, ჩემი მშობლები მაჩვენე . . . ხე თითქოს შეიშმუშნა, ტოტები უფრო დაბლა დაუშვა. ორი კვირტი, რომლებშიც მოთავსებული იყო დინოზავრისა და გველის სულები ნათება დაიწყო, ნათება თვალისმომჭრელ კაშკაშში გადაიზარდა, შემდეგ კი გასკდა და იქედან მიწაზე მართლაც ორი სული დაეშვა. ანას სიხარულს საზღვარი არ ქონდა.- მიხარია რომ თეოსმა კარგად მიგიღო.- არც დედოფალია შენს მიმართ გულგრილი - დაამატა დინოზავრმა.- ვინ დედოფალი? - ხემ წკრიალი დაიწყო. - უკაცრავად სულების ხეს ვგულისხმობდი. - დაიბნა დინოზავრი.- შენ ისეთი საყვარელი ხარ ყველას შეაყვარებ თავს. - გველი ცხვირით შეეხო ანას ცხვირს.ანას გაუხარდა. - გახსოვს ჩვენი თამაში - ცხვირობანა, ამას რა დამავიწყებს.  გველმა სიცილი დაიწყო.- გაზრდილა ჩემი გოგო, როგორ მინდოდა მის გვერდით ყოფნა... სულ შენი ბრალია, შენ რომ არ მოგეპარა ჩემი შვილი დღესაც ცოცხლები ვიქნებოდით- თვალები დააბრდღვიალა დინოზავრმა.- შე ჩერჩეტო, მართლა გგონია რომ შენ გააჩინე ანა. ხემ მათ ჩხუბზე წკრიალა ხმა გამოსცა. ეს ხმა მათთვის დასჯის ნიშანი იყო.- თქვენ კიდევ ვერ რიგდებით. თქვენ ჩემთვის შეუცვლელები ხართ. ნუღარ ჩხუბობთ თუ გინდათ რომ მალე მოევლინოთ ამ ქვეყანას.- თუ ასე გააგრძელებთ შეიძლება თქვენი კვირტი სამუდამოდ ჩაქრეს. - დაამატებს თეოსი.- როდის აპირებთ უკან დაბრუნებას?- ჰკითხავს ანა- ხომ გესმის როგორ გვემუქრებიან, ეგ ჩვენზე როდია დამოკიდებული, ისიც არ ვიცით დაგვაბრუნებენ კი. ჩვენნაირები ხომ კარგა ხანია გადაშენდნენ ამ პლანეტიდან. მომლოდინი ვინმე მაინც რომ გვყავდეს...- როგორ მე აღარ მთვლით შვილად იმდენ ხანს დაგელოდებით რამდენიც საჭირო იქნება. ან საიდან იცის ამ ხემ დედამიწაზე თქვენნაირები კიდევ არსებობენ თუ არა?- სულების ხეს ფესვები მთელ დედამიწაში აქვს გადგმული თვითეულ ფესვზე სხვადასხვა ადგილას ინფორმატორი შვილები ჰყავს. მათი მეშვეობით კი დედამიწაზე არსებულ ყველა ინფორმაციას იგებს ისე საწუწუნო არაფერი გვაქვს, ცუდ დღეში არ ვართ, უშფოთველად გვძინავს. მოგონებებს კი რა გამოლევს ქვეყნად. ერთი ეს არის, შენსკენ მოგვიწევს გული. არ დაგვივიწყო მალიმალ გვინახულე.-ამოიოხრებს დინოზავრი.- ერთ რჩევას მოგცემ დაუჯერე თეოს, კითხვებით თავს ნუ შეაწყენ განსაკუთრებით მოერიდე მის ოჯახზე საუბარს თუ გინდა რომ უკვდავი გახდე, შემდეგ კი ჩვენ სულებსაც ადვილად იხსნი. - დაამატებს გველი.თეოსი ანას დაუძახებს - რას ჩურჩულებთ მანდ! დროა წავიდეთ. - დინოზავრი თვალებით ანიშნებს: წაყევიო.- წავიდეთ თორემ აქ იმდენი სული გამოვა სასეირნოდ, რომ ბევრს ჩემი დანახვა არ გაუხარდება - გაუმეორებს თეოსი. ანა თვაცრემლიანი დატოვებს გამზრდელებს. იმ დღის შემდეგ როდესაც ანა პრინცესად მოინათლა მისი ფილტვების სტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. მას როგორც წყალში, ისე მის ზედაპირზე შეეძლო სუნთქვა. შეიძლება ეს გამოწვეული იყო გამოქვაბულში გამომდინარე უკვდავების წყლით, რომელიც ადამიანის

Page 13: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

ორგანიზმს დაბერების საშუალებას არ აძლევდა. ანამ არც კი იცოდა ამ წყლის ძალა და განუსაზღვრელი შესაძლებლობები. ზუსტად ამ წყალმა გააძლებინა ამდენი ხანი მის გამზრდელებს. ანა ხვდებოდა რომ არც განძის მცველად ივარგებდა და არც დედოფლად რომლისთვისაც ასე გულმოდგინედ ამზადებდა თეოსი. ის თეოსს ყოველთვის სთხოვდა გაეშვა ადამიანებთან, თეოსი კი ყოველთვის სასტიკ უარზე იყო.- მეტი რა გინდა პრინცესად გაქციე, განძი ჩაგაბარე, ყველა ტბის ბინადარი მორჩილებას გიცხადებს. ასეთი ბედი არცერთ ჩემ მსხვერპლს არ რგებია წილად. რა გინდა ადამიანებთან?! ისინი სასტიკები არიან, არამგონია მათთან ცხოვრება მოგეწონოს. შეგიძლია ცხოვრების მეგზური აირჩიო არც მაგის წინააღმდეგი ვიქნები. ოღონდ წასვლა აღარ მთხოვო! დაგავიწყდა შენს გამზრდელებს პირობა რომ მიეცი: იმდენ ხანს დაგელოდებით რამდენიც საჭირო იქნებაო. ასე მალე სტეხ პირობას. რადგან შენსას არ იშლი და ადამიანებთან მიგიწევს გული, შენს ამბავს მოგიყვები. - მომიყვები, თუ შენებურ შეთხზულ ამბავს მომახვევ თავზე. -კარგი, მაშინ წარსულის აუზს ვკითხოთ შენი ამბავი. შენ რა მართლა ხომ არ გგონია რომ დინოზავრმა გაგაჩინა? შენმა მშობლებმა სასიკვდილოდ გაგწირა, რომ არა დინოზავრი აქამდე შენი ძვლებიც არ იქნებოდა. ასე უხდი მათ ამაგს? მართლახომ არ გგონია სადედოფლოდ გამზადებ? შვილივით მიყვარხარ და ამ გრძნობას პატივს ვცემ და შენგანაც ამას მოვითხოვ, თუ არ გინდა სანახევროდ ღმერთად ყოფნა შენი ნებაა, სანამ რამეს იტყოდი დაფიქრდი, ხომ შეიძლება შენი ნათქვამით ვინმეს გული ატკინო?!- მე ეგ არ მითქვამს. . .- ხომ ფიქრობდი? მე ცოლი არ მჭირდება და თუ მოვიყვან ისევ ღმერთის შვილს!ანას ხმა აღარ ამოუღია. თეოსი წყალში გაუჩინარდა. რამდენ ტყუილს მეუბნება თეოსი, ახლა წარსულის აუზზე ალაპარაკდა. ეს აუზი თუ მართლაც არსებობს უთუოდ სირინოზების დედოფალს ეცოდინება.დედოფალმა მცირე ყოყმანის შემდეგ აჩვენა ის აუზი რომელიც წარსულისა და აწყმოს საიდუმლოს ინახავდა.-არ ვიცი რამდენად გამოგივა ეს ამბავი, ის მხოლოდ ღმერთების თხოვნას აკმაყოფილებს.- გთხოვ წარსულის აუზო ჩემი ბავშობა მაჩვენე. აუზში ანას ბავშობა გამოისახა, როდესაც გველთან და დინოზავრთან ცხოვრობდა. - უფრო ადრე, გთხოვ მაჩვენიქ საიდან გავჩნდი. - აუზმა მისი ტრაგედია აირეკლა.- ნუთუ ასე გამიმეტა დედაჩემმა. მართლაც სასტიკები ყოფილან ადამიანები.ანამ ტირილი დაიწყო. საიდანღაც თეოსი გაჩნდა. მის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. სირინოზების დედოფალი მიწასთან გაასწორა, აუზი კი სამუდამოდ გაყინა. ერთ-ერთ მამრ სირინოზს ანა შეუყვარდა, აღარ იცოდა თავი როგორ მოეწონებინა, თითქოს არც ანა იყო მის მიმართ გულგრილი, მაგრამ ეს ბავშური გატაცება იყო. მას შემდეგ ანამ, რამოდენიმეჯერ სთხოვა წარსულის აუზს მისთვის ეჩვენებინა მომავალი, მაგრამ ყინულად ქცეული აუზი რიაგირებას ვერ ახერხებდა.ანა დღისით ჭაობში შეუმჩნევლად გადაადგილდებოდა ტბის ნაპირას კი ზურიკო საქონელს მწყემსავდა. ხელში რაღაც საკითხავი წიგნი ეჭირა და როცა მუხლს შეასვენებდა, კითხვით ირთობდა თავს.- ნეტა რა უჭირავს ხელში, ან რას ჩაჰყურებს ამდენს.  ანას ცნობისმოყვარეობა ტანჯავდა. ამავდროულად მის გულში უცნობი ადამიანისადმი სიყვარულის კოცონი ღვივდებოდა.ანამ სეირნობისას უჩვეულო რამ შენიშნა ცელქი სიო რომელიც ჩალებში მოუსვენრად დაჰქროდა რაღაცის ნიშნებას ცდილობდა. ხან წყლის წვეთები მიასხა, ხანაც ჩალები გადასწია შუაზე რომ ანას თავისუფლად გაევლო. მაგრამ ანა სიოს

Page 14: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

ჩანაფიქრს ვერასოდეს ხვდებოდა.სირინოზი ცდილობდა ანას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და მეტი დრო დაეთმო მისთვის. ანა კი ფიქრებით სულ მწყემს ბიჭთან იყო, ჩალებს ამოფარებული მის ყველა მოძრაობას და საქციელს გულდასმით სწავლობდა. ცდილობდა მისგან ადამიანური ჩვევები გადმოეღო.ერთ დღესაც წყალში გასაგრილებლად შესული კამეჩი ჭაობში ჩაიფლო. ზურა მის ამოსაყვანად შევა. ანა კი დროს იხელთებს და წყლიდან გამოვა. გადაშლილ წიგნს ხელს მოჰკიდებს და თვალიერებას დაუწყებს. ზურიკო ჯოხის დარტყმით აიძულებს კამეჩს ჭაობისათვის თავი დაეხწია. ის უცხო გოგოს დაინახავს, რომელიც დედოფალს უფრო წააგავდა ვიდრე რომელიმე სოფლელ გოგოს.- იქნებ მელანდება, იქნებ ჩემს მიერ წაკითხული წიგნის პერსონაჟია. . . არა შეუძლებელია, ნახე, როგორ ინტერესით ათვალიერებს.ზურიკო თვალებს მოიფშვნეტავს, მაგრამ დედოფალი წიგნის თვალიერებასმაინც განაგრძობდა.- დადე ჩემი წიგნი! - სოფლურად მოუქცევს ზურიკო. ანა ზურიკოს მზერას დაიჭერს, წიგნს ცივად გაუშვებს ხელს და ჭაობში შევარდება. მას გახელებულიზურიკოც მიჰყვება ფეხდაფეხ. სიომ გამეტებით დაუბერა და ზურიკოს ჩალები სახეზე მიაყარა.- სად მიდიხარ, დაიხრჩობი, მობრუნდი უკან . . . მაგრამ ჭაობში ჩალების ხმაური უფრო შორიდან მოისმოდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა.- დასწყევლოს ღმერთმა, შეგაჩვენოს გუნაურ წმინდა გიორგმა, კინაღამ ჭაობში არ შემიტყუა. ძირს დაგდებულ წიგნს გაასწორებს და სველ ტანისამოს მიწაზე გაფენს. ზურიკო იმ საღამოთი თანატოლ ბიჭებს მოუყვება ნანახს, მაგრამ ვინ დაუჯერებს; პირიქით, დაცინვის ობიექტი გახდება. ამ ამბის შემდეგ ზურიკომ მოსვენება დაკარგა, ძილში სულ უცხო გოგოს გამოხედვა ელანდებოდა.- რმერთო ჩემო, ასეთი ლამაზი თვალები არსად მინახავს. ნუთუ მართლა ეშმაკი იყო და ჩემი ცდუნება უნდოდა. . . ანას კი პირიქით ზურიკოს გამოხედვა არ აძლევდა მოსვენებას. ამის შემდეგ ანა ყოველდღე ზურას ყურებაში ატარებდა დროს. რამოდენიმე სიტყვაც კი ისწავლა მისგან.,,უჰ, თქვენი პატრონი დედა, დიდო ჰო. . .” ანა გულდასმით იმეორებდა ამ სიტყვებს თითქოს რაღაც ჯადოსნური სიტყვა ესწავლოს. სირინოზებსაც კი მიმართავდა ასე, ისინი კი ამ სიტყვებზე გაკვირვებულები იჩეჩავდნენ მხრებს.  ერთ დღესაც ზურიკო აღარ გამოჩნდება ნახირში. დღეს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე. მისი ადგილი ვიღაც თმა გაბურძგნულმა და წვეროსანმა დაიკავა. ანას გული ცუდს ეუბნებოდა. ღამე წყლიდან ამოვა და ზურიკოს სახლის ძებნას შეუდგება. ეზოში რომ შევა ძაღლი დაეტანება, მაგრამ ანა რამწამს შეხედავს თვალებში იმ წამს დადუმდება. ხმაურზე ზურიკო გამოვა გარეთ. ანა იქვე მდგარ თივის ზვინს მოეფარება, გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო. ზურიკო სიბნელეში ბევრს ვერაფერს გაარკვევს და უკან შებრუნდება.- აი ჩემი ზურიკოც, ნეტა რას იმალება ამ სოროში, რატომ არ გამოდის ფიქრობდა ანა.ანა ფეხაკრეფით მიიპარება ფანჯარასთან მას უკან გაშინაურებული ძაღლი მიყვება კუდის ქნევით. ზურიკო საწოლის გვერდით იჯდა, ხელში თითით ჩაკეცილი წიგნი ეჭირა მეორეთი კი ავადმყოფ მამას მშრალი ნაჭრით ოფლს უმშრალებდა. ანა მიხვდება რაშიც იყო საქმე. მოინახულებს სირინოზების დედოფალს და რჩევას კითხავს. დედოფალი წყაროდან წყალს მიატანინებს, მასში სხვადასხვა ნაყენებს აურევს და ანას გადასცემს.ეჭვიანობდა შეყვარებული სირინოზი, მაგრამ თავის ეჭვები თევზივით პირში ჩაეგუბა და გამხელას ვერა ბედავდა.- ამ წამალს სხვადასხვა ავადმყოფობის განკურნება შეუძლია.ღიმილით მიუგებს სირინოზების დედოფალი.

Page 15: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

- შენ რა, მართლა ადამიანი შეგიყვარდა? - ჰკითხავს მეორე.- რატომაც არა, ის ხომ ადამიანია.დაამატებს მესამე სირინოზი და ცალი თვალით ყურებამდე აწითლებულ სირინოზს გადახედავს.ანა ამ დროს დედოფალთან იყო საუბრით გართული და სირინოზების მინიშნება არც კი გაუგია.- წაიღე ოღონდ იმ ბიჭს არ გაასინჯო თორემ სულ მთლად გადაირევა. იცინოდნენ სირინოზები.ანა რომ წავა გულდაწყვეტილი სირინოზი იტყვის: დიდი ხანია ვიცი, რომ მას ადამიანი შეუყვარდა, ვაკვირდებოდი როგორი თვალებით უყურებდა მას. ეხ ნეტა. . დედოფალი ლაპარაკს შეაწყვეტინებს.- მერე რა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანს ადამიანი უნდა უყვარდეს, ცხოველს ცხოველი, სირინოზს სირინოზი, ეს ბუნების კანონზომიერებაა, რომელსაც ვერც ღმერთები უწევენ წინააღმდეგობას, ჯობია შენც მიმოიხედო ირგვლივ და შენი სწორი იპოვო.ამასობაში ირიჟრაჟა, ტბის თავზე ბურუსი აიყარა, ბურუსიდან კი გაბრწყინებული სახით ანა გამოვიდა სიო მას ფეხდაფეხ აედევნა.- რას გადამეკიდე, ვინ ხარ თუ რა ხარ, თავი დამანებე. სიო ბურუსს დაუბრუნდა, მოსწყვიტა ბურუსს თეთრი გუნდა და გოგონად გარდაისახა.- რამის თქნა გინდა, ვინ ხარ.ბურუსის გუნდამ დიდი ხანი ვერ შეიკავა თავი და ღრუბლებში გაიფანტა.- კარგი გამომყევი თუ ჩემი დახმარება გინდა რასაც გეტყვი ის გააკეთე. შეგიძლია ზურიკო გამოიტყუო სახლიდან - სიომ თანხმობის ნიშნად ანასწრე დაარტყა.ეზოში შესვლისას სიო კუდიან ქარათ გადაიქცა: ხან ძაღლი შეაშინა, ხან ღობეს შეუტია, ხანაც ფანჯარა შეაღო. ზურიკო გარეთ გამოვა. სიო საბრძელში შევარდება და საქონელს დააფრთხობს ზურიკო საბრძელს მიაშურებს. ანა კი ამ დროს დროს იხელთებს და ავადმყოფ მამას წამალს დაალევინებს.უკან მობრუნებულ ანას კი მეზობელი შენიშნავს.- ვინ ხარ? აქ რას აკეთებ?! ზურიკო ჰაი ზურიკო!..- რა იყო, ფაცია, რა ამბავია?! - ხმაურზე ზურაც გამოვა გარეთ. ფაცია პირჯვარს იწერდა.- ვინ იყო ის გოგო თქვენიდან რომ გამოვიდა შეყვარებული გყავს, აი შე ეშმაკო, ამას გვიმალავდი.- ვინ გოგო? - გაიკვირვებს ზურა.- ვინ და ის შავკულულებიანი გოგო, რამდენადაც ვიცი და არ გყავს, თან რა ტანისამოსი ეცვა, ჯერ მოლანდება მეგონა, პირჯვარი გადავსახე მაგრამ არ გაქრა. რომ ვუთხარი რომელი ხარ-მეთქი, სირბილით გაიქცა.- საით გაიქცა?- ტბისაკენ.ფაციამ ხელით ტბისაკენ მიუთითა.- სწრაფად რომ ირბინო შეიძლება დაეწიო კიდეც. ამ ლაპარაკში ზურას მამაც გამოაღებს კარს.- რა ხმაურია, რა ხდება?ზურიკო გაკვირვებული მობრუნდება უკან.- რატომ წამოდექი, შენი წამოდგომა არ შეიძლება.- ვითომ რატომ, ამ დროს ზარმაცებს სძინავთ.ზურიკო და ფაცია ერთმანეთს გაკვირვებულები შეხედავენ.  მეორე დღეს ზურიკო თავის მოვალეობას დაუბრუნდება. ნახირს ტბის ნაპირას

Page 16: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

მირეკავს, თვითონ ხმელ კუნძზე ჩამოჯდება და ტბას ზურგს შეაქცევს. ხელში წიგნთან ერთად მომცრო ზომის სარკეს დაიჭერს და ტბას ჩუმად დაზვერავს.ცოტახანში ზურიკო რაღაცას დალანდავს, სარკეს მომართავს მისკენ და არც შეცდება. ანას ანარეკლი მას ყოველწუთს უახლოვდებოდა. მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო ფეხზე წამოხტება და დაუყვირებს.- გაჩერდი, ვიცი ვინც ხარ, გუშინდელზე მადლობა უნდა გადგიხადო! ნუ გეშინია, ჩემს მეტი ამ მინდორში არავინაა. თუ გამოსვლის გეშინია, ნახევარს მე შემოვალ, ნახევრად შენ გამოდი.  ზურიკო ჭაობში შევა. ანა ჯერ უკან იხევს, მაგრამ უკნიდან სიო მიაწვება, გულის კარნახს მიენდობა, გამბედაობას მოიკრიბავს და წინ წავა. ისინი ერთმანეთს ორიოდე მეტრით მიუახლოვდნენ. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება. ბაყაყებიც კი რომლთა ჟრიამული იქაურობას აყრუებდა, გაჩუმებულიყვნენ და შეყვარებულ წყვილებს შორიდან უმზერდნენ. მხოლოდ მოუსვენარი სიო დაქროდა ჩალებში, გარს ევლებოდნენ შეყვარებულ წყვილებს და მეტი სითამამისაკენ მოუწოდებდა. ზურას ენა დაბმოდა, ანას წინ ბიუსტივით გაქვავებულიყო. მისი აზრები არამიწიერს მოეცვა.- ,, უჰ შენი პატრონ დედა, დიდო ჰო..” - სიჩუმე ანამ დაარღვია. ზურიკოს გაუკვირდება: ნეტა რას ამბობსო და სიცილს დაიწყებს. ანას კი ეს სიტყვები ყველაზე მომხიბვლელად ეჩვენებოდა. მიხვდება რომ ეს სიცილი მის მიმართ იყო და უკან გაიქცევა.ზურიკო ბევრს ეძახდა, მაგრამ ანა უკან აღარ დაბრუნებულა. ნაპირზე რომ გამოვა დაინახავს თუ როგორ იწევდა საქონელი წყლისაკენ და გაბრაზებული დაუძახებს.- უხ, თქვენი პატრონ დედა, დიდო ჰო.. - მერე კი ენაზე იკბენს, მიხვდება თუ საიდან იცოდა უცხო გოგომ ეს სიტყვები.  ზურა საგონებელში ჩავარდება. ანას მოტანილი წამლით მამამისი გამოჯანმრთელდება. თვითონ კი ნებისყოფა უღალატებს და ჭკუიდან გადავა,  სულ იმ უცხო ადამიანს მიელაპარაკებოდა რომელმაც გზა-კვალი აურია. - ფაცია, შენ მაინც ხომ გჯერა ჩემი, თუნდაც ჩვენ მურიას ვკითხოთ? - იმეორებდა ზურა.  საქონელში სიარულს მიანება თავი, ტბას წრეს უვლიდა და ანას უხმობდა. ანას კი ესმოდა მისი ძახილი, მაგრამ გულოსული აღარ ეჩვენებოდა. უკვირდა მისი ასეთი საქციელი და ვერაფრით აეხსნა, რატომ დარბოდა ნახევრად შიშველი და ხანაც ტალახიანი.ზურიკო აღარც საჭმელს აკარებდა პირს და აღარც სასმელს. შიმშილმა ისე დააუძლურა რომ ლოგინად ჩავარდა. გადაწყვიტა უცნობისთვის ლექსი მიეძღვნა და ტბაში ჩაეგდო იმ იმედით რომ უცნობი ლექსს საიკითხავდა და შეურიგდებოდა. ასეც მოიქცა შეუდგა ლექსის წერას, რადგან მისი სახელი არ იცოდა ტრფობით ქალღმერთი უწოდა.                ჩემთვის ქალღმერთო მზის შუქს რომ აფრქვევ                მხრებზე მოგისხავს ვარსკვლავთა გუნდი,                მოლურჯო თვალებს ტბის ფერი დაჰკრავს                წამწამებს შორის დაცურავს გემი.          ოლიმპოს მთაზე უკვდავთა შორის          გვირგვინი გელის, ქალღმერთის ,,ტრფობის”          უკვდავთ სავანეს ისე დარაჯობ          როგორც არწივი საკუთარ ბუდეს.                წარსულის სულთა გამოძახილმა                დამაწყებინეს ლექსების წერა                შენს სილამაზეს შურით შეჰყურებს                კლეოპატრა და ქალღმერთი ჰერა.          პრინცესასავით მოხდენილი ხარ

Page 17: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

          შურით ევსება მედიას თვალი,          ღმერთმა გიბოძა გრაალის თასით          სილამაზე და ლამაზი ტანი.

ანას მოენატრა ზურიკო და რჩევისათვის ისევ სირინოზების დედოფალს მიმართა.- ვიცი მაგ ბიჭის ამბავი, მას შველა უნდა თორემ დაიღუპება.ტბიდან დასაზვერად პატარა ფერიებს გაგზავნიან. ზურა თვალებდაჭყეტილი იწვა საწოლში და ლექსს იმეორებდა. მან დაინახა მაღლა მოფარფატე ფერიები, რომლებიც სახეზე რაღაც მანათობელ ფხვნილს აყრიდნენ. ხელს წაატანს დასაჭერად, მაგრამ სწრაფი ფერიები დაუსყლდებიან ხელიდან და ჭერში მიიმალებიან.ფერიები ანას ცუდ ამბავს მიუტანენ.- მგონი, მაგ ბიჭის საქმე კარგად ვერ უნდა იყოსო, იცი ლექსი მოგიძღვნა. წაიღე ჩვენი წამალი, იქნებ უშველოს რამე.ანაც ასე მოიქცევა ოქროს თასით წამალს წაიღებს. ზურიკოს თავს წამოაწევინებსდა ძალი-ძალობით დაალევინებს.- მოხვედი? ბოდიშს გიხდი, ნახე ლექსი მოგიძღვენი, მაგიდაზე დევს, წაიკითხე. ფერიები, ფერიები, ნახე როგორ დაფრინავენ, დიდო ჰო. . . - უაზროთ იცინოდა და სიცხისგან იწვოდა.ხმაურზე მამამის გამოეღვიძა, ის ანას შენიშნავს ანა კი დაავლებს ლექსს ხელს და ტბისკენ გაექანება. მირბოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა. - ეს დიდო ჰო. . . რაღას ავიტეხე, ჩემი ბრალია მისი დაღუპვა. რამოდენიმე საათში ზურაც გამოიღვიძებს.- ის აქ იყო! - აღტაცებით წამოიყვირებს.- ვიცი, ვიცი - დაუმოწმებს მამა.- მართლა? მე კი სიზმარი მეგონა. ეს თასი მან მოიტანა. მამა თანხმობის ნიშნად თავს დაუკრავს.- რა არის შიგ?- არ ვიცი, ჩვეულებრივი წყალი ჩანს. თასი ნახე ოქროსი ხომ არ არის. იფ თუ ოქროსია რას დავიხატებით. ზურიკო ფეხზე წამოდგება, დარჩენილ წყალს ბოლომდე მოსვავს და ნაღვლიანი თვალებით ტბას დაუწყებს ყურებას.- ფერიები, ჭინკები, ეშმაკები!ისევ უაზროდ დაიწყებს სიცილს, ყვირილს და ხარხარს. ზურიკო ტანისამოსს გამოიცვლის და ტბის მიმართულებით წავა, მას უკან მალულად მამა აედევნება.ზურიკო ხმელ კუნძზე დაჯდება და ტბას ზურგს შეაქცევს. მამა კი სიმინდის ყანაში ჩაიმალება და მოვლენების განვითარებას დაელოდება.ცოტახანში ზურიკოს მამა ფეხზე წამოდგება, ხელს შუბლზე აიფარებს და თავისთვის ჩაილაპარაკებს. გამობრძანდა დედოფალი. ანა ზურიკოს ფეხაკრეფით მოეპარება და ხმამაღლა დაუყვირებს. - დიდო ჰო. . .  ზურიკო ფეხზე წამოხტება და ყვირილით დაედევნება. დიდო ჰო, დიდო ჰოს ძახილით საქონელში აირევიან.ანამ სირბილით რომ დაღალა ხელი მოკიდა და ტბაში შეიყვანა. ცოტახანში თვალსაც მოეფარნენ. ზურას მამა ყვირილით მენახირეებს უხმობს: არიქა მიშველეთო. ის ზურას უხმობდა, მაგრამ ძლიერად მოვარდნილმა ქარმა მისი ხმა უმისამართოდ გააბნია ჰაერში.- არა, ძალა უნდა მოვიკრიბო რომ ჭკუიდან ისევ არ გადავიდე. იმეორებდა ზურა.- ლექსისათვის მადლობელი ვარ, ვინ იყო კლეოპატრა ან ვინ მედიას მადარებ?ამასობაში სირინოზები გარს შემოეხვივნენ, მოშორებით კი ანას მოტრფიალე სირინოზი ჩალებს ამოფარებოდა და შურით კვდებოდა. სირინოზები მალე დატოვებენ იქაურობას რადგან ქარისაგან მოტანილ ადამიანების ხმას გაიგებენ.- სირინოზები?! ნუთუ მართლა არსებობენ?! მეგონა მარტო ჩემს ზღაპრებში არსებობნდნენ და ისევ გიჟივით დაიწყებს სიცილს. ამ დროს წყლიდან თეოსი ამოვა.

Page 18: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

- ეს ვინღაა?!. . . თეოსი უჩუმრად მიუახლოვდება, შუბლზე გაყინულ ხელს დაადებს და ჩურჩულით მაგიურ სიტყვებს წარმოთქვავს. შემდეგ ისევ წყლად იქცევა და ტბას შეუერთდება.- ეს რა იყო? - ზურა მდგომარეობიდან გამოვა.- ეს ტბის მბრძანებელი თეოსია.- თეოსი? როგორ ახერხებს ჩემთან საუბარს.- ტელეპატურად, ხომ არ შეგეშინდა.- არა, ამდენ უცნაურობას ერთბაშად არ მოველოდი.- თავს როგორ გრძნობ?- ისე როგორც არასდროს.ამ დროს ზურას მამამ გამოარღვია ჩალები. ანა წყალში გაუჩინარდა. მან შვილს მოჰკიდა ხელი და ნაპირზე გაიყვანა.ზურამ დამსწრე მენახირეებს ყველაფერი უამბო, მენახირეები კი გულში იმეორებდნენ: საცოდავი ბიჭიო. მეორე დღეს ზურა განუცხადებს მამას, რომ ანას უნდა გაჰყვეს და მასთან ერთად იცხოვროს. იცოდეთ მერე სიგიჟეში არ ჩამითვალოთ ჩემი გადაწყვეტილებაო. ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა მამას შვილის გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგა, რადგან ეშინოდა ნერვიული შეტევა არ დამართოდა და იქაურობა არ დაელეწა.დილით ზურიკო სუფთად გამოეწყობა და ტბისაკენ დაეშვება. მამამ ცრემლიანი თვალებით გააცილა შვილი.ზურიკო ანას იხმობს. ანაც მალე გამოჩნდება.- მზად ვარ. - ანაც მალევე მიხვდება რასაც გულისხმობდა ზურა. ჩაჰკიდებს ხელს და გახარებული მასთან ერთად წყალში შეცურავს. მიცურავდა ტბის ფსკერისაკენ გახარებული ანა და თან მიჰყავდა თავის სატრფო. თავში ათასი აზრები უტრიალებდა, აგონდებოდა თეოსის სიყყვები: ოღონდ აქედან არ წახვიდე და ყველაფრის ნებას გრთავო. გახარებული თითქმის მიაქანებდა ზურას.  ამ ამბავს ორი მწყემსი შეესწრება. დაინახავენ თუ როგორ გაუჩინარდება ორი ადამიანი ჩალებში. იქედან გამოსული კი აღარავინ დაუნახავთ.მიცურავდა ანა და მიაცურებდა ზურას. ზურას კი მალე გაუთავდა ჟანგბადი და ვერც წინააღმდეგობის გაწევას ახერხებდა. დაუძლურებული ვერც ყვიროდა და ფილტვები წყლით ევსებოდა. ანა კი ისე იყო ამ ამბით გახარებული, რომ ვერც კი ამჩნევდა თუ როგორ ევსებოდა მის სატრფოს ფილტვები წყლით. ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება მალე ეხილე ზურა თავის სამფლობელოში.ბოლოსდაბოლოს ანამ იგრძნო როგორ დამძიმდა ზურა. გამოქვაბულში ის თავის ფეხით ვეღარ აჰყვება. ანას კი ხელში დამხვრჩალი ბიჭი შერჩება. დაიწყებს ყვირილს, ყვირილს კი განწირული ტირილი მოჰყვება. წალკოტის მცხოვრები მის გარშემო შეიკრიბებიან. სირინოზების დედოფალი ცდილობდა მის დაწყნარებას, მაგრამ ამაოდ. თეოსი კი შორიახლოს იდგა და ახლოს მისვლას ვერა ბედავდა.მას ხომ პირველად შესტკივდა გული ადამიანზე. ბოლოს მაინც მიუახლოვდება, თავზე ხელს გადაუსვავს და ეტყვის.- დაწყნარდი, შენი ბრალი არ არის.- დამიბრუნე, ღმერთი არ ხარ, შენ ხომ ყოვლის შემძლე ხარ?- ბოდიში, შვილო, მაგრამ ეს ჩემს ძალებს აღემატება.- შენზე უარესი მე ვარ, ხელში ჩამაკვდა ჩემი სიყვარული, ეს როგორ მომივიდა? ამის შემდეგ როგორ ვიცოცხლო თავი? რატომ არ შემიშალე ხელი, შენ ხომ ყველაფერს ხედავდი? წამიყვანე სულების ხესთან, ის ხომ ეხლა მასთან იქნება.  თეოსი უსიტყვოდ დაემორჩილება. მიიყვანს სულების ხესთან და ზურიკოს სულს გამოსთხოვს. ხე ტოტებს მაღლა ასწევს, არ ესიამოვნება ბრძანების კილოთი მიმართვა.

Page 19: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

ანას ტირილზე კი აზიდულ ტოტებს დაბლა დაუშვებს. ხე ტოტებს ააშრიალებს.- გთხოვ, ცოტახანი გამოუშვი, სიტყვა დამრჩა სათქმელი, მე ხომ მისთვის სიყვარულის გამხელაც ვერ მოვასწარი. ერთ-ერთი კვირტი გაიხსნება იქედან კი ზურას სული გამოვა. ზურა რომ დაინახავს ანას, მოეხვევა.- მეგონა მოვკვდი, ეს რა საშინელი სიზმარი ვნახე. ანა ტირილს უმატებს. ტბა აღელდება, აიმღვრევა. მწყემსები კი რომლებიც უშედეგოდ ეძებდნენ ზურას სხეულს სასწაულის მომსწრენი გახდებიან. მზიან ამინდში ტბა აღელდა, შავი ტალახი გადაეკრა მის ზედაპირს, ჩალებს კი თავები დაეხარათ, თითქოს უწყლოდ კვდებოდნენ. მათ ვერაფრით აეხსნათ ეს მოვლენა.ანა ტიროდა და ბოდიშს იხდიდა, სთხოვდა ზურას რომ თან წაეყვანა. ზურა ეჭვიანი თვალებით შეხედავს თეოსს.- შენ მოაწყვე ხო ეს ყველაფერი? - შემდეგ ხეს დააკვირდება. მისი კვირტები ალმასივით ანათებდნენ, ხოლო ერთ-ერთი, რომლიდანაც ის გადმოვიდა მწვანედ გაჰქონდა ხასხასი.- ნუთუ მართლა მოვკვდი? ეხლა გამახსენდა ყველაფერი. ანა დამნაშავესავით ჩაუვარდება ფეხებში და პატიებას სთხოვს.- ადექი საბოდიშო არაფერი გჭირს, მე მაინც ვერ შევძლებდი წყლის ქვეშ ცხოვრებას, მიუხედავად ჩვენი სიყვარულისა. ეს სამყარო ჩვენთვის მიუღებელია.- მეც ვარ ამ ამბავში დამნაშავე. - აღიარებს თეოსი.- მაგრამ პირობას გაძლევ რომ მალე მოევლინები ამ ქვეყანას და აუცილებლად ერთად გაცხოვრებთ. - თეოსი ხეს შეხედავს. ხეს არ ესიამოვნება მის საქმეებში კიდევ ცხვირის ჩაყოფა და ისევ აჩეჩავს ტოტებს.- უკან რომ დავბრუნდები ისევ ის ზურა ვიქნები?- არა, სხვა სხეულში მოევლინები ამ ქვეყანას, მაგრამ პირობას გაძლევ, გაცილებით უფრო ლამაზი და ტანადი იქნები. ამაზე მე პირადად ვიზრუნებ. სიმართლე რომ გითხრათ გული დამწყდა თქვენს ამბავზე. მინდოდა ჩემი დასჯილი შვილის სული თქვენი შვილის სხეულში ჩამესახლებინა და მასაც ეპოვნა შვება, თანაც აქ დაიბადებოდა და გაქცევას აღარ შეეცდებოდა.- მეც გაძლევ პირობას ათასი წელიც რომ გავიდეს სულმოუთქმენლად დაგელოდები. შენთან ერთად ჩემი გამზრდელები იმყოფებიან, ისინი გიპატრონებენ და ჩემს შესახებაც ბევრს გიამბობენ.- ათასწლეულის ბოლოს ღმერთების კონგრესი იმართება პირადად მოვითხოვ შენს დაბრუნებას.- კარგი რა მამუჩკა ათასწლეული როდის დადგება.- ზუსტად რამოდენიმე წელიწადში სრულდება.- კარგით, მასე იყოს. მე ამ დრომდე არაფრის მჯეროდა, მაგრამ ახლა. . . ახლა კი ყველაფრის მჯერა. მეც მოუთმენლად დაველოდები შენთან შეხვედრას.ხემ ზურიკოს სიტყვებზე აჩეჩილი ტოტები ისევ ძირს დაუშვა. თითქოს მასაც შეეცოდა შეყვარებული წყვილი. მწვანე კვირტმა ნათება დაიწყო.- ჩემი წასვლის დროა, ჩემი სხეული წყალში არ გახრწნათ. სიტყვა ვერც კი დაასრულა ისე შეუერთდა მანათობელ კვირტს. კვირტი დაიხურა და მარგალიტივით დაიწყო ნათება. მეორე დღეს სოფლიდან ჩამოსული ხალხი მართლაც იპოვის ზურას სხეულს და ერთი ვაი-ვიშით წაასვენებენ სოფლისაკენ. დაკრძალვის დღეს კი შავებში გამოწყობილი ანა გამოჩნდება. ჭირისუფლები მის ტირილზე სმენად იქცევიან. ზურიკოს მამა გარინდული შეჰყურებდა მტირალ ლამაზმანს. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, უნდა ეჩხუბა თუ პირიქით დაეწყნარებინა ანა.რამოდენიმე დღეში ისევ ესტუმრა ანა ზურას მამას ყველაფერს მოუყვება, ოქროულს დაუტოვებს და პირობას ჩამოართმევს, რომ სასოწარკვეთას არ მიეცემოდა და სასმელს

Page 20: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

პირს აღარ დააკარებდა. ანამ გულიდან მძიმე ტვირთი მოიხსნა და თავის მწვანეში ჩაფლულ წალკოტს დაუბრუნდება.  მას შემდეგ კიდევ რამოდენიმე წელმა განვლო, ანა გაიზარდა, დაქალდა და დასერიოზულდა. ის თითქმის არც კი შორდებოდა წალკოუტს. მართალია ქვეყანაც გამოიცვალა და ხელისუფლებაც, მაგრამ ტბის ცხოვრებას არავინ შეხებია. პირიქით, მისი სანაპირო უკეთესობისაკენ შეიცვალა. ძველი კოტეჯები დაინგრა და მის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები აშენდა. დამსვენებელთა ნაკადმაც იმატა, ხალხიც გამოვიდა იმ შეხედულებიდან, რომ ყველა ნახევრად გახდილი ქალი უწესო როდი იყო.ერთ დღესაც სირინოზების დედოფალმა ურჩია ანას: ნუ გამოიკეტები საკუთარ თავში, გული მიკვდება ასეთს რომ გხედავ, შენმა მეგობარმა სიომაც მოიწყინა, დღე და ღამ შენს გამოჩენას ელის. მას შენთან რაღაც აქვს სათქმელი.- ვის, სიოს. ნუთუ ისიც ცოცხალი არსებაა? არადა ვამჩნევდი რაღაცის თქმას რომ აპირებდა.ანა წალკოტის წინ მდებარე წყალში თავით გადაეშვა და რამოდენიმე წუთში ჩალებში ამოყო თავი. სიომაც არ დააყოვნა და მის გარშემო დაიწყო ქროლვა, ხან სუსტ კუდიან ქარად გადაიქცა, წყალი დააბზრიალა და მის გარშემო დაიწყო ტრიალი, შემდეგ მთლად გაჩერდა.- სად წახვედი, აქ ხარ?სიო დუმდა- რის თქმას აპირებ? მოიცა შევეცდები გავიგო. თუ შეიძლება ჩემს წინ დადექი.ანამ გველის სიბრძნეს მოუხმო და ამის საშუალებით და უჩინარ არსებასთან კონტაქტი დაამყარა.- აუზს კითხე ჩემი ამბავი, ის აუცილებლად გაჩვენებს ჩემს წარსულს.- მერედა რომ გაყინულია?- ერთი წვეთი ცრემლიც კი საკმარისა რომ მისი ყინული სარკეედ იქცეს და სურვილები შეგისრულოს. დანახვა თუ გინდა ფერიებს სთხოვე მანათობელი ფხვნილი, თავზე მომაბნიე და ჩემს სახესაც დაინახავ. ეს იმ შემთხვევაში თუ ფერიებმა ვერ გაბედეს და არ წამოგყვნენ.სიომ ჩალები აათამაშა. ეს იმის ნიშანი იყო რომ მან იქაურობა დატოვა. ანამ ბევრი უტრიალა აუზს თითქოს ვეღარც ტირილს ახერხებდა და თვალზე ცრემლი გაშრობოდა. შემდეგ მოიგონა ზურას დაღუპვის ამბავი და ცრემლები თავისთავად გადმოგორდნენ ლოყებზე. ანამ თითით ჩააგდო ერთი წვეთი ცრემლი გაყინულ აუზში და აუზიც სარკისებურ წყლად იქცა.- ბრძენო აუზო, გთხოვ უხმე წარსულის ჩრდილებს და სიოს ამბავი მაჩვენე.აუზმა სიოს დაბადება, გაზრდა და შემდეგ მისი დასჯა აირეკლა. აჩვენა თუ როგორ დაბადა მზეთუნახავმა, როგორ იზრდებოდა თეოსის სასახლეში. - ნუთუ თეოსის შვილია, დედა, დედა რა ქნა. - ანას ფიქრები და კითხვები ერთიანად მოეძალა. - როგორ შეუყვარდა ადამიანი და როგორ დასაჯა თეოსმა. დედა კი სულების ხეთ იქცა და დარჩენილი უკვდავობის სიცოცხლე სხვა სულების გადარჩენას შესწირა. ასე აღიმართა სიოს წინაშე წყლის ბარიერი და საკუთარ სასახლეს სამუდამოდ დაშორდა. აუზი გაიყინა და ისევ დადუმდა. ანამ ფერიებს სთხოვა რომ სიოს სახის დასანახად ფხვნილი ესაჭიროვებოდა, რაზედაც უარი მიიღო. მაშინ გადაწყვიტა თვითონ სიო ჩამოეყვანა წალკოტში და იქ შეეცადა ფერიების დაყოლიებას. ასეც მოიქცევა. პოლიეთილენის ბოთლში მოათავსებს სიოს და წალკოტში გამოუშვებს. ფერიები უარს ვეღარ ეტყვიან ანას და სიოს თავზე ფარფატს დაიწყებენ. მანათობელ ფხვნილმა თვალნათლივ გამოაჩინა ნამდვილი პრინცესას სხეული. სწორედ ამ დროს გამოჩნდა განრისხებული თეოსი.- უყურე ერთი ამათ!ფერიები მიიმალნენ, სიომაც თავი ყვავილებს შეაფრა. განრისხებულ თეოსს კი პირისპირ

Page 21: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

ანა შემორჩა.- ხომ გითხარი ცხვირს იქ ნუ ყოფ სადაც ჩასაყოფი არ არის! შენც გინდა სიოთ ყოფნა კეთილი.თეოსი გამყარდება ხელიდან ბროლის ჯოხს გამოუშვებს და ანას მიმართულებით მიმართავს.- დაე იქეცი სიოთ!სად იყო და სად არა, მის წინ ნამდვილი დედოფალი გაჩნდება, ხელში სარკე ეჭირა და ჯოხიდან გამოტყორცნილი სხივი თეოსის მიმართულებით მიმართა. სხივი პატრონს დაუბრუნდა, სიმხურვალემ კი ის წყლად აქცია. დედოფალი ანას მიუახლოვდა.- შენ მართლაც გაბედული გოგო ყოფილხარ.სიოც გამოძვრა ყვავილებიდან და ფერიების ფხვნილის დახმარებით თავი აღიდგინა. გულში ჩაეკრა დიდი ხნის უნახავ დედას, სირინოზები მათი ყურებით ცრემლებით იღვრებოდნენ.- ახლა კი ღირსი არ არის თეოსი წარსულის აუზს მივაბარო, სამუდამოდ. - თქვა დედოფალმა.-მაგრამ მე მასავით დაუნდობელი და სასტიკი როდი ვარ. დაუბრუნებ ტბის წყალს სადაც ის ძალებს აღიდგენს და იმედია ცოტა მაინც შეიცვლება.მართლაც წყლად ქცეულ თეოსს ტბის წყალს დაუბრუნებენ თვითონ კი თავთავიაანთ ადგილებს დაუბრუნდებიან.რამდენიმე დღეში თეოსმა სრული ძალები აღიდგინა და ანას ეწვია.- ბოდიშს მოგიხდი, შენმა გამბედაობამ გული მომილბო დაე ღმერთებმა გადაწყვიტონ შენი და სიოს ბედი. გთხოვ მეტი არაფერი შემეკითხო.თეოსი წყალში გაუჩინარდა ანა დაუმეგობრდა სიოს და ფერიების დახმარებით ისინი ერთ ამბავში იყვნენ. სიომ კიდევ ერთი გვირაბი გახსნა და ანას თავის სასახლე აჩვენა. თეოსი ამას შორიდან უყურებდა, ხან გაიღიმებდა მათ საქციელზე, ხანაც შავი ღრუბელივით შეკრავდა ხოლმე კოპებს. ანა მას შემდეგ შეყვარებულების მფარველად იქცა. ტბის სანაპიროზე ბევრი შეყვარებული წყვილი შეარიგა, ბევრსაც შეაყვარა ერთმანეთი. მაინც ,,გულჩათხრობილი ერთობ ლამაზი, სიყვარულისთვის მონა მორჩილი” ხალხთან ურთიერთობამ ვერ დაავიწყა ზურიკო,რომელსაც ღმერთმა უწყის კიდევ რამდენი წელი უნდა ელოდოს. თეოსიც წუხდა და ყოველთვის ანას დაეძებდა. ტბის ღელვას დღესაც რომ დაუგდო ყური, გარკვევით გაიგონებთ ტალღებიდან წამოსულ ხმას, ანა, ანა. . .  ეს იმის ნიშანია, რომ ანამ ტბა დატოვა და დარდის გასაქარწყლებლად ხალხში დადის. უფრო ხშირად კი ტურისტულ კომპლექსს სტუმრობს. შეყვარებულ წყვილებში ასეთი ხმა გავრცელდა: თუ ღელვისას ანას ხმას გაიგონებთ და ტბას ათ ან ოც თეთრიანს შესწირავთ ყველა საუკეთესო სურვილი აგიხდებათ. მართლაც თვითელი ასეთი თეთრიანი ხვდება აუზში იქედან წამოსული ნეგატიური ენერგია დადებითად მოქმედებს სურვილის ჩამფიქრებელზე.ერთ დღესაც ტბის ნაპირს მხატვარი ესტუმრება. მოიმარჯვებს საღებავებს და ჩამავალ მზეს ტბასთან ერთად დახატავს. ანა ამ პროცესს ტბიდან აკვირდებოდა, სიო გარს უვლიდა მხატვარს და ცდილობდა ხელი არ შეეშალა. ანა სამალავიდან გამოვა, მხატვარი თვალებს არ დაუჯერებს, არც მისი შეშინება უნდოდა და ხატვას განაგრძობდა. ანამ გართულ ხელოვანს გარს შემოუარა.- ნახეთ, როგორ ყურადრებას არ მაქცევს, ნუთუ ვერ შემამჩნია. რას ხატავსასე გულმოდგინედ-ფიქრობდა ანა.- ღმერთო ჩემო, ნუთუ ტბიდან გამოსული სულია, ან იქნებ ეშმაკეულია. . . არადა რა ლამაზია. რა იქნება ცოტახანს ჩემთვის  იპოზიოროს.მხატვარი შეპარვით უთვალთვალებდა მის გარშემო მოტრიალე ლამაზმანს.მყუდროვება ისევ მხატვარმა დაარღვია და უცხო ქალს ვინაობა ჰკითხა.ანამ პასუხი არ დაუბრუნა და წყალში შევიდა. მხატვარს ეგონა გოგო იხრჩობაო და უკან ცურვით გაეკიდა. ბევრი იყურყმელავა მხატვარმა, ეძებდა უცხო გოგოს, რომელმაც მასში

Page 22: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

მუზა აღძრა.ანა კი ამ დროს ნაპირზე იდგა და სურათს ათვალიერებდა.- ნახეთ, რა ხელი ჰქონია. ნახატს გადაახვევს და წყალში შევა. მხატვარი ნაპირისაკენ გამოცურავს, მაგრამ უცხო ისევ დაუსყლდება ხელიდან.დიდხანს გაჰყურებდა მხატვარი ტბას იმ იმედით, რომ კარგად მოცურავე გოგონა სადმე ამოჰყოფდა თავს, მაგრამ მისი იმედები გაცრუვდა.- არა ნამდვილად არამიწიერი არსება იყო, დასწყევლოს ღმერთმა. კინაღამ არ შემაცდინა და თავი დამაკარგვინა. იმეორებდა მხატვარი.გამოქვაბულში მისულ ანას კი ცარიელი ფურცელი შერჩება ხელში. წყალს ჯერ კიდევ გაუშრობი საღებავი მთლად ჩამოერეცხა.ორი დღე უშედეგოდ უცდიდა ანა მხატვარს. მესამე დღეს კი მართლაც გამოჩნდება ტბის ნაპირას მხატვარი. გააწყობს ხელსაწყოებს და ხატვას შეუდგება. მხატვარი ცდილობდა მეხსიერებაში აღედგინა რამოდენიმე დღის წინ ნანახი ანგელოზი თუ ხვთის რისხვა.ანა საგანგებოდ გამოეწყო და წყლიდან როგორც პრინცესა ისე ამოვიდა და მის წინ ქანდაკებისავით აღიმართა. მხატვარმა კიდევ ერთხელ ჩახედა მის მომაჯადოვებელ თვალებში, რომლებიც სიყვარულს და სიკეთეს ერთდროულად  ასხივებდნენ.- მოდი, ნახე შენი თავი, თუ ისევ ჩემი გაბრიყვება გინდა. ანა მიხვდა რომ შუახანს გადაცილებულ ხელოვანთან ბავშური ოინები აღარ გაუვიდოდა და მასთან მივიდა. ანამ ყველა ღირსებასთან ერთად წალკოტის მომაჯადოვებელი სურნელიც ამოიყოლა.- შენ რა, ჯადოქრობაც შეგიძლია, როგორ დახატე ასე ლამაზად. მაჩვენე ერთი შენი ჯადოსნური თითები. . . მხატვარმა მორცხვად გაუწოდა ხელი.- ოჰო, რა ძლიერი ხელები გქონია.მხატვარი ნახატს ცელოფანში გაუხვევს და ისე მიაწვდის.- თუ სურვილი გექნება ხატვას გასწავლი.ანას სიხარულს საზღვარი არ ქონდა - სად შეგვიძლია ვიმეცადინოთ, იქნებ წამომყვეთ წყალში. - ამას კი აღარ მოელოდა მხატვარი.- არა, ვერ გამაბრიყვებ. აქ, ზუსტად ამ ადგილას ავაშენებ შესაბამის ზღაპრულ ციხე-კოშკებს და იქ მესტუმრე. მხატვარი მართლაც რამოდენიმე დღეში წამოიწყებს მშენებლობას, მას არამიწიერი არსების სიყვარული გულში ჩაუვარდა. ანამ კი თავის სურათი ქოხში ჩამოკიდა, რითაც დიდად იწონებდა თავს.მხატვარმა პირველი გაკვეთილი ჯერ კიდევ დაუსრულებელ შენებოში ჩაატარა. ანამ ახალი გასართობი იპოვა. დღე და ღამ მარმარილოს ფილებზე შავი ნახშირით ხატავდა. ის მხატვრის სახის დახატვას ცდილობდა. ხან თვალები ვერ გამოსდიოდა, ხანაც ბლანჟე მოსდიოდა ცერად, ხანაც ცხვირი გაუმრუდდებოდა.- არა, ნამდვილდა ჯადოქარია ის კაცი. - ფიქრობდა ანა. რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ ანა წალკოტს და ოქროს აკვანს დახატავს. მხატვარი რომ დაინახავს გაიცინებს: ფანტაზიის დიდი უნარი გქონიაო.ანა იწყენს.- ეს ფანტაზია არ არის, ეს რეალობაა.- ვიხუმრე, აკი ჩვენი უსაყვარლესი მწერალი უმღეროდა ამ წალკოტს.        ,, ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო,        და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო.”- გთხოვ მასწავლე ეგ ლექსი თავიდან ბოლომდე, სამაგიეროდ ჩემგან ძვირფას საჩუქარს მიიღებ.ილია ჭავჭავაძის ლექსით შთაგონებულმა და რეალობასთან შეჯახებულმა მხატვარმა თავის ციხე-კოშკებს ოქროს აკვანი უწოდა.მეორე დღეს ანამ შადრევანი დახატა სირინოზებთან ერთად. მხატვარმა კიდევ გაიკვირვა. მასეთ შადრევანს კიდევ გავაკეთებ ჩემ ციხე-კოშკში, სირინოზების კი რა

Page 23: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

მოგახსენო.ანამ გაიცინა და მხატვარს უთხრა: შენ შადრევანი გააკეთე და სირინოზები ჩემზე იყოსო.- მე რაც დავხატე რეალობაა, არც ისე შორს არის ის დრო, როცა საქართველო გაბრწყინდება და ძველ დიდებას დაიბრუნებს.მხატვარს ესიამოვნა ბოლო სიტყვები და დაამატა: ღმერთმა გისმინოსო.მას შემდეგ ხშირად ხედავენ გამვლელები ზღაპრულ კოშკის გალავანზე თმაგაშლილ ლამაზ ქალს, რომელიც ტბას სევდიანი თვალებით გაჰყურებს.ანამ ძალიან მალე აუღო ალღო მხატვრობას. ბოლოს მან ბაზალეთის ტურისტული კომპლექსის ბაღი დახატა, მოსეირნე წყვილით.ნახატზე მხატვრის შეფასება ასეთი იყო: ყოჩაღ, კი მაგრამ ეს შენ ხარ, მეორე ახალგაძრდა ვინღაა.- ის ჩემი შეყვარებულია, რომელსაც მთელი ჩემი სიცოცხლე უნდა ველოდო. . .- მე კი ტყუილად ვიიმედებდი თავს. -სიტყვას გააწყვეტინებს მხატვარი.- შენ ჩემი მეგობარი და მასწავლებელი ხარ, თუ არ გაკმაყოფილებს ეს გარემოება, საერთოდ დაგშორდები.ტბა აღელდა, თითქოს მხატვარმაც გაიგონა ,,ანა” ძახილი, ანამ სასწრაფოდ გახვია სურათი და კოშკი დატოვა, ტბის ტალღებს შეუყვა და მასში დაიკარგა.ბოლო დროს ანა და თეოსი ხშირად კამათობდნენ ის ზურას დაბრუნებას ითხოვდა.- როდის უნდა დამიბრუნო ზურა? თუ ის ჩემს სატყუარად გამოიყენე, რომ აქედან არ წავიდე?. . . თეოსმა ჩაიცინა და სიცილით მიუგო.შენ ღმერთების რჩეული ხარ, რა გინდა ადამიანებთან, რისი კეთება შეუძლიათ ჩეულებრივ მოკვდავ ადამიანებს.- კარგი რა, ღმერთებს გშურთ ადამიანების, გამოიკეტეთ თქვენ, თქვენ სამყაროებში და იქედან განაგებთ ადამიანების ბედ-იღბალს. იქნებ ჯობდეს თავი დაანებოთ და მისცეთ თვით განვითარების საშუალება. სიმდიდრემ და ფუფუნებამ დაგიბრმავათ თვალები. ნუთუ მარტო თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ღვთაებრივი სილამაზე. მიიხედ-მოიხედე, თვალი მოავლე ცხვირწინ შექმნილ ზღაპრულ სილამაზეს. . . - რა გინდა, რას მოითხოვ ჩემგან, რა გაკლია?! სიმდიდრე თავზე საყრელი გაქვს, პრინცესად გაქციე, ახლა კი ჭკუას მარიგებ. როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, ნუთუ ამისთანა წალკოტის შექმნა შეუძლიათ ადამინებს?- როგორც ჩანს ღმერთებიც ბერდებიან, როგორ შეიძლება სიმდიდრე ბედნიერებაში აურიო? რამდენი წელია ადამიანებში არ გასულხარ? გამოდი შენი სამყაროდან და დატკბი მათი ნახელავით. . . მარტო ერთ რამედ ღირს თეთრ სასტუმროებში ჩაფლული ამპითეატრის ნახვა, რომელიც ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს, ღმერთების სამყაროსა და ჩვეულებრივ მოკვდავთა სამყაროს შორის. გზების გასაყართან, საიდანაც მთელი დიდებით წარსდგება თვალწარმტაცი ტბის პეიზაჟი, წინ გვეგებება ლურჯი შადრევანი, რომელსაც სილამაზესა და ხელოვნებას შორის სიმბოლური დატვირთვა აქვს. თვითოეულ სასტუმროს, საქართველოს კუთხე-კუნჭულების სახელები ქვია. შენ კი ყოველთვის მეუბნებოდი ისინი სასტიკები არაინო. მოძველდა შენი შადრევანი, მართალია, მარმარილოს ბილიკები არ მიუყვება ვერცხლისფერ ნაძვების ხეივანს, მაგრამ ლამაზად მოხატული ქვის ფილები ერთგვარ სიამოვნებას გგვრის, როცა მათ ეხები და მათი მრავალფეროვნებით ტკბები.მწვანეში ჩაფლული ღვთაებრივი ბზები, რომლებიც ჯარისკაცებივით ამოსდგომიან ბილიკებს, თეთრ ლამპიონებთან ერთად განუმეორებელ შეგრძნებებს გიტოვებენ. ყელმოღერებული ვარდები, რომლებსაც არც სიცხის ეშინიათ და არც სიცივის. . .- კმარა, აღარ დაიღალე!- დისკოთეკა. . . 

Page 24: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

- როგორ, იქაც მოასწარი შესვალა?!- სადაც სიყვარულია და ადამიანებს უხარიათ მეც იქ ვარ.- სიყვარული? აღარ გახსოვს, შენი დაუდევრობით როგორ დაღუპე შენი სიყვარული, კმარა! უკვე ვნანობ შენ შვილად აყვანას.ანა საკუთარ ანკესზე წამოეგო ზურას ხსენებამ ძველი მოგონებები აუშალა, დაღონდა და თვალებზე ცრემლი მოადგა.- კარგი რა, მამუჩკა - ასე ეძახდა მოფერებით წყლის მბრძანებელს, როცა ცუდ ხასიათზე დააყენებდა.- გაილღვე ყინულის გული და ჩემთან ერთად წამოდი ადამიანებთან.- ეგ არ მოხდება, გამორიცხულია! ხომ გითხარი სასტიკები არიან-მეთქი. იცი, რამდენი სისხლი მაქვს ნანახი მათ მიერ დაღვრილი, რამდენმა დაჭრილმა განიბანა ჭრილობა ჩემს წყალში. ის კი არ ნახე, შენს ზღაპრულ ხეივანში რამდენი ათასი მოძმე განისვენებს ძმათა სასაფლაოზე, აკი ხალხმა მათ სასაფლაოს ნაცარ გორა უწოდა. . . იქნებ სამკურნალო ტალახების საიდუმლო გასცე, ან კიდევ მათ ჭაბურღილებს უკვდავების წყალი მიუერთო.- ის დრო აღარ არის.ანა ადამიანების დაცვას ცდილობდა.- ხმლების და მეფეების დრო წარსულს ჩაბარდა.- საიდან იცი ამდენი? ეგ სულ სირინოზების დედოფლის მონაჩმახი უნდა იყოს. მაგისთვის ფეხები კუდათ კი არა ხეთ უნდა მექცია.თეოსმა თვალები დააბრიალა და თვალის გუგებიდან ცივი გამჭოლი მზერა გამოაბრწყინა, ხელში ბრძოლის ჯოხი შეათამაშა და განაგრძო.- სიმართლე გითხრა, მე ზღაპრული ციხე-კოშკები უფრო მომწონს.- გემოვნებაზე არ დაობენ, ახლავე წავიდეთ და სასტუმროებს დაგათვალიერებინებ. ანა იქნებ ღმერთები დაეშვან ციდან და კონფერენცია ჩაატარონ საკონფერენცოი დარბაზში.- ეგ კარგი აზრი მომაწოდე, შენი და ჩემი ურჩი შვილის ბედი სწორედ მანდ გადაწყდება.- იქნებ შენი დაბადების დღე ლურჯ აუზთან აგვეღნიშნა, ან იქნებ რესტორანში დაგვეგემოვნებინა შვედური მაგიდა.- კარგი, კარგი დამიყოლიე, ამ ზაფხულს ვესტუმროთ ადამიანებს.- ზაფხულამდე ბოულინგის დარბაზი , დიდი აუზი და საუნაც ამუშავდება.- საიდან იცი ამდენი ნამდვილად უნდა შევხვდე მეპატრონეს და შენი მთავარ მენეჯრად დანიშვნა ვთხოვო. ახლა კი წავიდეთ, დავიღალე შენი მოსმენით!- მოიცა, მოიცა, ბევრი სიახლე დამრჩა შენთვის სათქმელი. იქნებ საკაბელო ტელევიზია გამოგვეყვანა ტბაში, იქნებ საბილიარდო მაგიდები გადმოგვეტანა, იქნებ ტრენაჟორები მოგვეწყო ჩემს ქოხში. იქნებ ინტერნეტი. . . ამ დროს კი თეოსი გამოქვაბულის წინ მდებარე წყალში გაუჩინარდა. იქედან კი ექოსავით გაისმა ხმა: შენთვის არ მცალია სანადიროდ მივდივარ.ანას სიხარულს საზღვარი არ ქონდა, შევარდა თავის ქოხში და გულაღმა დაეშვა საწოლში. გაკვირვებულმა ფერიებმა კი მის გარშემო დაიწყეს ფარფატი, მათ ხომ ასეთი გახარებული და ბედნიერი ანა კარგა ხანია არ ენახათ.- რა მოგივიდა რა გჭირს, ზურა გაცოცხლდა?- უკეთესი.- მაგაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო?- თეოსი დავიყოლიე ადამიანებთან შეხვედრაზე.ფერიებმა სიცილ-კისკისით თავზე წრე დაარტყეს და მანათობელი ფხვნილითავზე მოაყარეს.- ეგ არ მოხდება, ათასწლეულია თეოსის სახე სულიერს არ უნახავს თუ ნახა საბოლოოდ.- ვნახოთ, ვნახოთ. . . 

Page 25: ბაზალეთის ტბის ლეგენდა

ანამ მთქნარება დაიწყო და მანათობელი ფხვნილით გაბრუებულს მალე ჩაეძინა. მის გარშემო კი წალკოტის ბინადრები შეიკრიბნენ.- მართალია, მეც გავიგე მათი საუბარი. - ამტკიცებდა ანაზე ყურებამდე შეყვარებული სირინოზი.- თქვე ბრიყვებო, ალბათ არ უნდოდა შვილობილისათვის გული ეტკინა და ტყუილი დაპირება მისცა. არც მიკვირს როგორ შეიძლება ამისთანა ანგელოზს გული ატკინო. - სირინოზების დედოფალი ანას თავზე ხელს გადაუსვავს და ქოხში მყოფთ ხელით ანიშნებს, იქაურობა დაეტოვათ. დარჩა ანა თავის სიზმრებთან და ფერიებთან ერთად და ტკბილ ძილს მიეცა. სიზმარში კი თეთრ- წვერა ღმერთები საკონფერენციო დარბაზში ზურიკოს დაბრუნებას განიხილავდნენ.     ეს ამბავი მოგონილი არ გეგონოთ. მართალია წარმართ ლეგენდის დასაწყისს უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფს. შეიძლება ყველამ ვერ ნახოს პრინცესა ანა, მაგრამ მხატვრის მიერ შექმნილი კოშკები და ბაზალეთის ტურისტული კომპლექსის სიყვარულის შადრევანთან ერთად დღესაც აკვირვებს მნახველებს.თუ გინდა რომ სურვილები აგიხდეს, მოინახულე ბაზალეთის ტბა, მის ტალღებს გაანდე გულის ნადები და აუცილებლად აგიხდებათ. თუ ბედმა გაგიღიმათ და ანასაც წააწყდით, სიყვარულს ნუ შეეფიცებით, ნურც შებმას დაუწყებთ; უბრალოდ, გულის საიდუმლო გაანდეთ და ის აუცილებლად აგიხდებათ.