Download - სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარები

Transcript

სისხლის სამართალის კოდექსი

სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 1999 წლის 22 ივლისს და ამოქმედდა 2000 წლის 1 ივნისს. ეს კანონი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან და შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრონციპებსა და ნორმებს.

1999 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, ხოლო იმავე წლის 20 მაისიდან საქართველოში ამოქმედდა ადამიანის უფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენცია, როგორც მოქმედი კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი.

კოდექსის სტრუქტურა:

სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსი შედგება ზოგადი და კერძო ნაწილებისაგან. ზოგადი ნაწილი განსაზღვრავს სისხლის სამართლის ძირითად პრინციპებს მაგ: (კანონის მოქმედების ფარგლები, დანაშაულის ცნება და სახეები, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები, სასჯელის მიზნები და სახეები). კერძო ნაწილში მოცემულია კონკრეტული დანაშაულები და მათთვის განსაზღვრული სასჯელის სახეები (სანქცია). მაგ. (განზრახ მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა)

სისხლის სამართლის კოდექსის მიზანი:(მუხლი1)

სისხლის სამართლის ამოცანაა სამართლებრივ სიკეთეთა დაცვა. სამართლებრივი სიკეთის ცნება კი ლიტერატურაში სხვადასხვაგვარად არის ჩამოყალიბებული.

სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს იდეური ღირებულებები მასზე ქმედების დისპოზიციაში ყოველთვის არ არის კონკრეტულად მითითებული, თუმცა, კონკრეტული შემადგენლობები კერძო ნაწილის თავებში სწორედ ამ ნიშნით არის განაწილებული.

არსებობს ორი ჯგუფის სამართლებრივი სიკეთე 1. ინდივიდუალური (სიცოცხლე, ჯანმრტელობა, საკუთრება და ასე შემდეგ) 2. უნივერსალური ანუ საყოველთაო (კონსტიტუციური წესწყობილება, საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, საყოველთაო მშვიდობა და ასე შემდეგ). მაგალითად: განზრახ მკვლელობის (სსკ-ის 108-ე მუხლი) დროს ზიანდება ინდივიდუალური სიკეთე, ხოლო ხულიგნობის (სსკ-ის 239-ე მულიხ პირველი ნაილი) დროს საყოველთაო სამართლებრივი სიკეთე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს. მისი მიზანია დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

დანაშაულის ცნება: (მუხლი 7)

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ქმედება:

ქმედება ესე იგი პირის მიერ განხორციელებული რაიმე მოქმედება, ანუ ფიზიკური პირის მიერ სისხლის სამართლის კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთის დაზიანება ან მისთვის საფრთხის შექმნა. როგორც უკვე ავღნიშნეთ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთე არის ორი სახის ინდივიდუალური სიკეთე (სიცოცხლე, ჯამრთელობა საკუთრება დ.ა.შ.) და საყოველთაო სამართლებრივი სიკეთე (სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილება, საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი დ.ა.შ.)

ქმედება შეიძლება განხორციელდეს როგოც მოქმედებით, ისე უმოქმედობით მაგალითად:

თ.-მ მოკლა ბ. თავში აგურის ჩარტყმით. ქმედების შემადგენლობა განხორციელდა მოქმედებით.

თ.-მ ცეცხლმოკიდებული სახლიდან არ გამოიყვანა ბ. ქმედების შემადგენლობა განხორციელდა უმოქმედობით.

უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიაში გადის მაგალითდ: განსაცდელში მიტოვება (128-ე მუხლი), დაუხმარებლობა(129-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი).

ამდენად ენერგიის აქტიური დახარჯვა (სხეულის მოძრაობა) კანონიერ კავშირშია შედეგთან, მაშინ სახეზეა მოქმედებით ჩადენილი დელიქტი, ხოლო თუ ასეთს არ აქვს ადგილი მაშინ უმოქმედობით ჩადენილი დელიქტია.

მართლწინააღმეგობა:

მართლწინააღმდეგობა, ესე იგი პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება კულტურის ან მორალის ნორმებს.

ბრალეულობა (ბრალი):

სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ან ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტი.

დანაშაული შედგება ოთხი კომპონენტისგან ესენია 1. სუბიექტი 2. ობიექტი 3. სუბიექტური მხარე 4 ობიექტური მხარე.

სუბიექტია - დანაშაულის ჩამდენი პირი (ასაკი შერაცხაობა)

ობიექტია - ის სამართლებრივი სიკეთე რომელსაც აზიანებს ანადგურებს ან საფრთხეს უქმნის დამნაშვე

სუბიექტური მხარე - პირის ფსიქიკური დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებულუი ქმედებისას

ობიექტური მხარე - ქმედება, შედეგი, მიზეზობრივი კავშირი (ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის), დანაშაულის იარაღი, ხერხი, დრო ადგილი ვითარება.

სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში:

დანაშაულის ჩადენის დრო (მუხლი 2)

ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება იმ სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმდებდა მისი ჩადენის დროს . მაგ: 2000 წლის 1 ივნისამდე, ანუ ამ კანონის ამოქმედებამდე თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული, იგი პასუხს აგებს ძველი (1960 წლის) სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით.

მოცემული კანონი ქმედების ჩადენის დროთ მიიჩნევს პირის მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელების დროს და არა ამ ქმედების საფუძველზე დამდგარ შედეგს. ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროა ქმედების განხორციელების დრო. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არ აქვს. მაგ: დანაშაულის მსხვერპლს საწამლავი დაალევინეს 10 მაისს. იგი საწამლავის შედეგად მოკვდა 15 მაისს, დანაშაულის ჩადენის დროა 10 მაისი.

დანაშაულის მცდელობის დროს გამოიყენება ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულის მომზადების დროდ კი ჩაითვლება დანაშაულის მოსამზადებელი ქმედების ჩადენის დრო.

დანაშაულის ჩადენის ადგილი: (მუხლი 4)

იმ პირს რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.

დანაშაულის ჩადენის დროისაგან განსხვავებით, დანაშაულის ჩადენის ადგილი განისაზღვრება არა მხოლოდ ქმედების ჩადენის ადგილით, არამედ ერთობლივად - როგორც ქმედების ჩადენის ისე შედეგის დადგომის ადგილით. ამდენად, მოცემული კანონი დანაშაულის ჩადენის ადგილის განსაზღვრის დროს აღიარებს „საყოველთაობის“ თეორიას.

მოცემული თეორიის მიხედვით დანაშაულის ჩადენის ადგილია, როგორც ქმედების ჩადენის ადგილი, ისე შედეგის დადგომის ადგილი. მაგ: პირს საწამლავი დაალევინეს საქართველოში, იგი მეორე დღეს ამ მოწამვლისაგან გარდაიცვალა სომხეთში. დანაშაულის ჩადენის ადგილია ორივე სახელმწიფოს ტერიტორია, ანუ როგორც საქართველო ისე სომხეთი. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ ორივე სახელმწიფო თანაბრადაა უფლებამოსილი დამნაშავის მიმართ განახორციელოს თავისი სისხლის სამართლის იურისდიქცია ეგრეთწოდებული ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე. ამ ორი სახელმწიფოდან გაასამართლებს ის სახელმწიფო, რომლის ხელშიც აღმოჩნდება დამნაშავე და მას დამნაშავის გადაცემის სამართლებრივი ვალდებულება მეორე ქვეყნის მიმართ არ წარმოეშვება.

უმოქმედობის დროს დანაშაულის ჩდენის ადგილია ის, სადაც უნდა ემოქმედა პირს, ასევე სადაც უმოქმედობის შედეგი დადგა ან პირის წარმოდგენით უნდა დამდგარიყო.

კანონმდებლობის თანახმად დანაშაულის თანამონაწილის პასუხისმგებლობა დამოკიდებულია ამსრულებლის პასუხისმგებლობაზე, მაშინ როცა ამსრულებლის პასუხიმგებლობა თანამონაწილის პასუხიმგებლობისგან დამოუკიდებელია. ამ პრინციპით თანამონაწილისათვის დანაშაულის ჩადენის ადგილი არის აგრეთვე ამსრულებლის მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილი, ხოლო ამსრულებლისთვის პირიქით, დანაშაულის ჩადენის ადგილია არა თანამონაწილის ქმედების ადგილი, არამედ მის მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილი.

ამდენად დანაშაული საქართველოშია ჩადენილი, თუ იგი დაიწყო, გრძელდება, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოში.

საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევა ასევე საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით მცურავი ან მფრინავი ხომალდი. მაგ: ქართული გემი იმყოფება თურქეთის ნავსადგურში და მასზე მოხდა დანაშაული ამ ქმედების მიმართ გავრცელდება, როგორც საქართველოს ასევე თურქეთის იურისდიქცია. დამნაშავეს თავისი სისხლის სამართლის კანონის გამოყენებით გაასამართლებს ის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდება დამნაშავის დაკავება. ამდენად, საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით უცხოეთის ტერიტორიაზე მყოფ

ხომალდზე ვრცელდება როგორც ჩვენი, ასევე იმ ქვეყნის იურისდიქციაც. ანალოგიური წესი გამოიყენება იმ შემთხვეაშიც თუ დანაშაული მოხდა საელჩოს ტერიტორიაზე.

ამდენად ტერიტორიულობის პრინციპიდან გამომდინარე საქართველო ანხორციელებს თავის სისხლისსამართლებრივ იურისდიქციას მის ტერიტორიაზე ჩადენილ ნებისმიერ დასჯად ქმედებათა მიმართ, ვინც არ უნდა ჩაიდინოს იგი, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე, უცხოელი თუ მოქალაქეობის არ მქონე პირი. ამ საერთო წესიდან გამონაკლისია დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილი პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.

ამ პრინციპიდან არსებობს გამონაკლისი რომლის თანახმადაც ოთხი სახის დანაშულის 1. გენოციდი; 2. დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ; 3. ომის დანაშაული; 4. აგრესია; - ჩადენის შემთხვევაში არც შიდასახელმწიფოებრივი და არც დიპლომატიური იმუნიტეტი არ დააბრკოლებს სასამართლოს პირის მიმართ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასჯადობის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სად

იქნა ჩადენილი დანაშული ვინ იყო მისი ჩამდენი ან დანაშაულის მსხვერპლი. ამ პრინციპს უნივერასურობის პრინციპს უწოდებენ.

სისხლის სამართლის კანონის უკუძალა:( მუხლი 3)

სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა.

აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ დებულებას და ეფუძნება შემდეგ პრინციპს: იმ შემთხვევაში თუ ახალმა კანონმა მთლიანად გააუქმა რაიმე სახის ქმედების დასჯადობა ან შეამსუბუქა სასჯელის ზომა, ეს ნორმა უკუძალიდან გამომდინარე გავრცელდება ასევე მანამდე მოქმედ კანონზე.

ვთქვათ ახალმა კანონმა გააუქმა ქმედების დასჯადობა. მაგ: 2004 წლის 24 ივნისის კანონით, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა 148-ე მუხლი, (ცილისწამება). იმ შემთხვევაში თუ პირს ამ კანონის მიღებამდე ჩადენილი ქონდა 148-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უკუძალის პრინციპიდან გამომდინარე, იგი

სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა, ხოლო მიცემული პირის მიმართ შეწყდება დევნა.

თუ ახალი კანონი ამსუბუქებს იმ დანაშაულის სასჯელს, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, კანონს მიენიჭება უკუძალა და იგი უნდა შემცირდეს ახალი კანონის სასჯელის ფარგლებში. მაგ: ძველი კანონი დანაშაულებრივი ქმედებისთვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე. ახალი კოდექსით იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომა განისაზღვრა ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს და მას უკუქცევითი ძალა მიეცემა. ამ შემთხვევაში თუ პირს მისჯილი აქვს ძველი კოდექსით რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, კანონის უკუძალიდან გამომდინარე პირს სასჯელი უნდა შეუმცირდეს ახალი კანონის მიერ დაწესებული სასჯელის ფარგლებში.

ამავე დებულებიდან გამომდინარეობს უკუძალის შემდეგი პრინციპი:

სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არ გააჩნია.

მაგალითად: ძველი კანონის მიხედვით კონკრეტული მუხლისთვის გათვალისწინებული იყო სასჯელი ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ახალმა კანონმა სასჯელის ზომა გაზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამ შემთხვევაში უკუძალის პრინციპი არ გამოიყენება და იმ პირს ვისაც მანამდე (ახალი კანონის მიღებამდე) ჩადენილი ქონდა ეს დანაშაული სასჯელი არ დაუმძიმდება და მოსამართლე ვალდებული იქნება სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს მანამდე არსებული კანონის სანქციის ფარგლები (ორიდან ოთხ წლამდე ვადა).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უკუძალის პრინციპი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვეაში, თუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს ან საერთოდ აუქმებს რაიმე სახის დანაშაულს.

იმ შემთხვევასი თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

სამართლებრივ სივრცეში არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ხდება კონკრეტული ნორმის დეკრიმინალიზაცია თუმცა ეს ფაქტი არ უნდა იყოს პირდაპირ გაგბული. ეს მოვლენა შეიძლება ჩავთვალოთ სტრუქტურულ ცვლილებად. მაგალითად: 2004 წლის 11 ნოემბრის კანონით სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა 1821 - ე მუხლი (შავი და ფრადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) კანონმდებლის ეს ნაბიჯი არ ნიშნავს ასეთი ქმედების დეკრიმინალიზაციას არამედ სპეციალური შემადგენლბის ამოღებით მოხდა მისი დეპენალიზაცია. დღეს შავი და ფერადი ლითონის დაუფლება კვალიფიცირდება დატაცების ხერხის მიხედვით როგორც ქურდობა (177-ე მუხლი), ძარცვა (178-ე მუხლი).

თუ ახალმა კანონმა დააწესა ხანდაზმულობის ან ნასამართლობის გაქარწყლების ახალი ვადები ან განსხვავებული წესი, ახალ ნორმას ექნება უკუძალა, მიუხედავად იმისა, იგი აუმჯობესებს თუ აუარესებს პირის მდგომარეობას, რაც არ ეწინააღმდეგება ამ საკითხზე საერთაშორისო და ევროპულ მიდგომას.

აღნიშნული საკითხი გახდა სადაო, რაც გასაჩივრდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოში, რომლის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაში აისახა შემდეგი განმარტება - როცა კანონდებელი ისე ზრდის ხანდაზმულობის ვადებს, როდესაც ჯერ არ ამოწურულა ძველი კანონით დადგენილი ხანდაზმულობა, ეს შემთხვევა არ შეიძლება მივიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად. იგი არ მოდის წინააღმდეგობაში კანონის უკუძალის კონსტიტუციურ პრინციპთან და შესაბამისად სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის ფარგლებში არ მოიაზრება. მართალია ამ შემთხვევაშიც პირის უფლებრივი სფერო განიცდის გარკვეულ უარყოფით ზემოქმედებას იმით, რომ მის მიმართ ხანგრძლივდება სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ეს ნორმატიული სინამდვილე მართლდება სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესებით.

რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესულ განაჩნს მისი გადასინჟვა შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. ასეთ ერთ-ერთ გარემოებას კანონმდებლობა ითვალისწინებს ახალი კანონის მიღბას, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, მაგ: ძველი კანონი დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვილისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ათ წლამდე, ხოლო ახალი კოდექსით იმავე ქმედებითვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდ წლამდე.

კანონის უკუძალა ასევე ვრზელდება ამინისტიის აქტის გამოცემის ფარგლებშიც.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის:( მოქალაქეობის პრინციპი. მუხლი 5)

საქართველო თავის სისხლის სამართლის იურისდიქციას ახორციელებს ნებისმიერი იმ დასჯადი ქმედების მიმართ, რომელიც საკუთარი მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ იქნება ჩადენილი საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არ მქონე პირმა უცხოეთში ჩაიდინა დანაშაული, ხოლო ამის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 („საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლებითან გამომდინარე საქართველო არ გადასცემს ამ

პიროვნებას უცხო სახელმწიფოს და მის მიმართ სისხლისსამართლებრივ იურისდიქციას თვითონ განახორციელებს.მაგ:

საქართველოს მოქალაქემ დანაშაული ჩაიდინა ჩინეთში. ჩადენილი ქმედება იქ დასჯადია ჩვენთან არა. საქართველო ვერ დასჯის და ვერც გადასცემს უცხო სახელმწიფოს თავის მოქალაქეს.

საქართველოს მოქალაქემ დანაშაული ჩაიდინა ჩინეთში. ქმედება ორივე სახელმწიფოში დასჯადია. იგი დაისჯება ჩვენი კანონით, ჩინეთისთვის გადაცემის გარეშე, თუმცა ტერიტორიულობის პრონციპიდან გამომდინარე ამ შემთხვევაზე გავრცელდება ჩინეთის იურისდიქციაც, თუ დაკავება მოხდა მათ მიერ ჩინეთის ტერიტორიაზე.

საქართველოს მოქალაქემ დანაშაული ჩაიდინა ჩინეთში. ჩვენი კანონით ეს დანაშაული დასჯადია, ჩინეთში არა. დაისჯება ჩვენი კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ ქმედების ჩადენის დროს მოქმედებდა სახელმწიფოს ან მოქალაქის ინტერესების წინააღმდეგ. ამასთან ერთად ეს დანაშაული უნდა იყოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის.

p.s. დანაშაული სამი კატეგორისაა: ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე.

ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.

მძიმე კატეგორიას განეკუთვნება ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის ზომა ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მძიმე კატეგორიას ასევე განეკუთვნება გაუფრთხილებლობითი დანაშაული სანქციით 5 წელზე მეტი ვადით, თუნდაც მისი ოდენობა აღემატებოდეს 10 წელს.

განსაკუთრებით მძიმეს მიეკუთვნება დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის ზომა ითვალისწინებს 10 და მეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთასაც.

საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში,

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, (დაცვის პრინციპი) თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან და თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

ამრიგად, თუ უცხოელმა უცხოეთში ჩაიდინა დანაშაული, რომელიც ქმედების ჩადენის ქვეყანაში დასჯადია, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კოდექსით, თუ ჩადენილი ქმედება არის საქართველოს (სახელმწიფოს ან მოქალაქის, საქარჳელოში

მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის) ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთერბით მძიმე დანაშაული, მაგ: თუ უკრაინის მოქალაქემ კიევში ჩაიდინა საქართველოს მოქალაქის გაუფრთხილებლობითი მკვლელობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი), მისი ძარცვა (178-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ასე შემდეგ, იგი არ დაისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ვინაიდან მის მიერ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშული, მაგრამ საქართველოს მოქალაქის განზრახი მკვლელობის (108-ე მუხლი), დამამძიმებელ გარემოებებში თაღლითობის (180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები) და ასე შემდეგ ჩადენის შემთხვევაში, იგი ექვემდებარება საქართველოს სისხლის სამართლის იურისდიქციას, ვინაიდან სახეზე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

დამნაშავის გადაცემა და ექსტრადიცია (მუხლი 6)

საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება იყვნენ ექსტრადირებულნი სხვა სახელმწიფოში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დანასულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად შეიძლება ექსტრადირებულნი იყვნენ სხვა სახელმწიფოში ან გადაეცნენ საერთაშორისო სასამართლოს.

ამდენად არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს:

ა)საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი.

ბ)შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის

გ)ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება

დ)თუ სხვა სახელწიფოში სიკვდილით დასჯა დაწესებულია ამ დანაშაულისათვის.

მცირე მნიშვნელოვანი დანაშაული (მუხლი 7):

დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნიშნებს, მაგრამ მცირე

მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

მაგ: ბ, გ, და დ გადაძვრნენ თანასოფლელის ბაღში და მოიპარეს 1 კგ, ბალი. ამ შემთხვევაში ჩადენილია დამთავრებული ქურდობა თუმცა მისი მცირე მნიშვნელობის გამო იგი დანაშაულად ვერ იქნება შეფასებული.

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების მცირე მნიშვნელობა ზოგჯერ თვით ამვე კოდესის კერძო ნაწილის დისპოზიციაშია ასახული, როგორც ქმედების შემადგენლობის გამომრიცხველი. მაგალითად: სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება მხოლოდ მაშინ წარმოადგენს დანაშაულს, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 187-ე მუხლი), ხოლო რაც შეეხება მნიშვნელოვან ზიანის ოდენობას იგი განისაზღვრება შემდეგი პრინციპით - ნივთის ღირებულება უნდა შეადგენდეს 150 ლარზე მეტს.

დანაშაულის სახეები:

ჩადენის ფორმის მიხედვით არსებობს დანაშაულის რამდენიმე სახე:

1. შედეგიანი ანუ მატერიალური

2. შედეგგარეშე ანუ ფორმალური შემადგენლობა

3. შეკვეცილი შემადგენლობა.

შედეგიანი ანუ მატერიალური დანაშაული მოითხოვს ობიექტური შედეგის დადგომას. იგი შეიძლება გამოიხატოს სამართლებრივი სიკეთის განადგურებაში ან დაზიანებაში ან დაცული სამართლებრივი სიკეთის საფრთხის შექმნაში, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, მაგ: განზრახ მკვლელობა (108 მუხლი), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117 მუხლი), აფეთქება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (229 მუხლი) და ასე შემდეგ.

შედეგგარეშე ანუ ფორმალური დანაშაული დამთავრებულად ითვლება აქტიური მოქმედების ჩადენის ან შესაძლებელი მოქმედების ჩადენის ან შესაძლებელი მოქმედების შეუსრულებლობის მომენტიდან, მიუხედავად შედეგის დადგომისა. მაგ: ყაჩაღობა, ცრუ ჩვენების მიცემა (370 მუხლი), გადასახადებისგან თავის არიდება (218 მუხლი)

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს განზრახი დანაშაულის შემადგენლობებს, რომლებიც მომზადების ან მცდელობის სტადიაზე უკვე დამთავრებულ დანაშაულს წარმოადგენს, ანუ შკვეცილი ფორმისაა. მაგ: დამთავერული დანაშაულია აგრესიული ომის დაგეგმვა ან მომზადება (404 მუხლი);

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სპეციალურ სუბიექტებს. ისინი განსხვავდებიან სხვა სუბიექტებისგან და გააჩნიათ განხვავებული სპეციალური უფლებამოსილებანი. ესეთი სუბიექტები არიან მოხელეები (თანამდებობის პირები), ექიმები და სხვა. მაგ: ქრთამის აღება (338-ე მუხლ) მოცემული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ მოხელის მიერ. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავამდყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცო დახმარების გაუწევლობა (130-ე მუხლი) და ასე შემდეგ.

მიზეზობრივი კავშირი: (მუხლი 8)

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შედეგიან დანაშაულს, ანუ ქმედებამ უნდა გამოიწვიოს რაიმე შედეგი. მაგალითად:

გ.-მ დანა დაარტყა ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ამდენად თუ გ. არ დაარტყამდა ი.-ს დანას ეს შედეგიც (გარდაცვალება) არ დადგებოდა. რაც მიუთითებს მასზე, რომ გ.-ს მოქმედებამ გამოიწვია ი.-ს გარდაცვალება. ესე იგი გ.-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ამ შემთხვევასი ი.-ს გარდაცვალებასთან.

შედეგიან დანაშაულს განეკუთვნება - მკვლელობა, ჯამრთელობის დაზიანება, ქურდობა, ძარცვა, თაღლითობა დ.ა.შ.

ამ კატეგორიის დანაშაულებისათვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ ჩადენილ ქმედებასა და შედეგს ან ასეთის საფრთხეს შორის.

რაც შეეხება საფრთხის შექმნას, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა. მაგალითად: გ.-მ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღი ხუთჯერ ესროლა რ.-ს, რომელმაც მიიღო მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები. იგი ექიმთა კვალიფიციური და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. რ. დაზიანებების გამო

დაინვალიდდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი მდგომარეობს მასში, რომ გ.-ს ქმედებამ უშუალოდ გამოიწვია რ.-ს დაინვალიდება.

როგორც უკვე აღინიშნა, მიზეზობრივი კავშირის დადგენა აუცილებელია ყველა შედეგიანი დანაშაულისთვის, ვინაიდან ზუსტად დადგინდეს რა ქმედებამ გამოიწვია კონკრეტული შედეგი. განვიხილოთ ერთი მაგალითი:

დ.-მ მოკვლის მიზნით ე.-ს დაალევინა საწამლავი. საწამლავი არ აღმოჩნდა იმ რაოდენობის, რომ სიკვდილი გამოეწვია, თუმცა ე. ექიმების არაკვალიფიციური დახმარების აღმოჩენის შედეგად გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში დ.-ს ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. ეს შედეგი დადგა ექიმების ქმედებით.

მიზეზობრივი კავშირის დადგენა ასევე სავალდებულოა უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულისთვისაც. ამ შემთხვევაში გასარკვევია პირის უმოქმედობით დადგა თუ არა ეს შედეგი. მაგ:

ა. მანქანით დაეჯახა ლ.-ს იგი გადმოვიდა ა/მანქანიდან და ნახა, რომ დაზარალებულის მიმართ მას პირადი ინტერესი ქონდა. ა.-მ იცოდა, რომ თავისი მოქმედებით მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, შეგნებულად დატოვა იგი სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაში და წავიდა. ლ. დროული დახმარების აღმოუჩენლობის გამო დაიღუპა. ა.-ს რომ ლ. არ მიეტოვებინა და დახმარება აღმოეჩინა ლ. გადარჩებოდა.

უმოქმედობა იმ შმთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.

მიზეზობრივი კავშირის სახეებია: ალტერნატიული ანუ ორმაგი, კუმულაციური, ჰიპოთეტური, გაწყვეტილი და მრავალსაფეხურიანი „გამსწრები“ მიზეზობრიობა.

ალტერნატიული ანუ ორმაგი მიზოზობრიობა:

ალტერნატიული მიზეზობრიობა სახეზეა, როცა შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ, მაშინ როდესაც თითოეული ცალ-ცალკე აღებული იგივე შედეგს გამოიწვევდა. მაგ: თ-მ და ბ-მ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ისე, რომ არ იცოდნენ ერთმანეთის განზრახვის შესახებ, გადაწყვიტეს დ-ს მოწამვლა. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად

ჩაყარეს სასმელში სასიკვდილო დოზის ოდენობის საწამლავი. დ. გარდაიცვალა. ასეთ შემთხვევაში ორივეს დამოუკიდებლად ჩადენილი აქვს დამთავრებული დანაშაული, რადგან თითოეულის მოქმედება, ცალკე აღებული, სავსებით საკმარისი იყო შედეგის დასადგომად.

ამდენად ალტერნატიული მიზეზობრიობა გვაქვს მხოლოდ იმ შთხვევაში, როცა უტყუარად დადგინდება, რომ ორი ან მეტი ქმედებიდან თითოეული მათგანი ცალკე აღებული სავსებით საკმარისი პირობა იყო შედეგისთვის.

კუმულაციური მიზეზობრიობა:

კუმულაციური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა ქმედებამ, ანუ ქმედებათა ჯამმა, მაგრამ თითოეული ქმედების ჩამდენი პირის წარმოდგენით მის მიერ შესრულებული ქმედება სავსებით საკმარისი იყო შედეგის დასადგომად. ამასთან, მათ არ იცოდნენ ერთმანეთის მოქმედების შესახებ. მაგ: თ-მ. და ბ-მ. ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე, საწამლავი ჩაუყარეს დ-ს. რომელიც ამის შედეგად გარდაიცვალა. თითოეული მათგანის მიერ ჩაყრილი საწამლავი შედეგის დასადგომად საკმარისი არ იყო, მაგრამ ერთობლიობაში დადგა ეს შედეგი.

მიუხედავად ასეთი შედეგისა თითოეული პირი პასუხს აგერბს მკვლელობის მცდელობისთვის. ეს თვალსაზრისი დასაბუთებულია იმით, რომ მართალია მიზეზობრივი კავშირი არსებობს, მაგრამ შედეგი მხოლოდ ქმედებათა ერთობლიობით დადგა. ასეთ შემთხვევაში პირს არ შეიძლება ობიექტურად შეერაცხოს შედეგი, რომლის ავტორიც იგი ვერ იქნებოდა თუ არა მეორე პირის მოქმედება.

ჰიპოთეტური მიზეზობრიობა:

ჰიპოთეტური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ქმედებამ დააჩქარა შედეგი, რომელიც მოგვიანებით სხვა მიზეზით, რომელიც მესამე პირის მიერ არ იყო შექმნილი, მაინც დადგებოდა. მაგ: თ-მ მოწამლა ლ. რასაც მოჰყვა მისი სიკვდილი, მაგრამ დადგინდა, რომ ლ. ავად იყო და მაინც მოკვდებოდა დროის მცირე მონაკვეთში. მიუხედავად ამისა თ. აგებს პასუხს დამთავრებული დანაშაულისათვის, ვინაიდან მან ლ-ს ბუნებრივი სიკვდილი თუნდაც დროის მცირე მონაკვეთით დააჩქარა.

ამდენად, ის არგუმენტი, რომ მსხვერპლი მაინც მოკვდებოდა, არ არის საკმარისი სხვაგვარი დასკვნის გასაკეთებლად. სწორედ ამიტომ არის, რომ მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, ანუ როცა მომაკვდავი მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობა ხდება მისი დაჟინებული თხოვნითა და ნამდვილი ნების შესაბამისად სისხლის სამართლის 110-ე

მუხლით დასჯადია და აქ არგუმენტი, მსხვერპლი მაინც მოკვდებოდა შედეგის ობიექტურ შერაცხვას მაინც არ გამორიცხავს.

გაწყვეტილი მიზეზობრიობა:

გაწყვეტილი მიზეზობრიობა იმით განსხვავდება ჰიპოთეტური მიზეზობრიობისაგან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი ქმედებაც გამოიწვევდა შედეგს, მის დადგომამდე ჩადენილი იქნა სხვა ახალი მოქმედება, რომელმაც შედეგი მანამდე უშუალოდ გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს პირველი მოქმედების მიზეზობრივი კავშირი შედეგთან რადგან იგი გაწყდა. მაგ: თ-მ მოწამლა ლ. სანამ ეს უკანასკნელი მოკვდებოდა ლ-ს თავს დაესხა შეიარაღებული ბ. რომელმაც მოკლა პისტოლეტით. ლ-ს სიკვდილი დადგებოდა იმისდა მიუხედავად თ. მოწამლავდა თუ არა მანამდე ლ-ს. ესე იგი ბ-ს მოქმედების შედეგი არ იყო დამოკიდებული თ-ს ქმედებაზე. ამიტომ თ-ს ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში შედეგთან და პასუხს აგებს მცდელობითვის, ხოლო ბ. დამთავრებული დანაშაულისათვის. არგუმენტი მდგომარეობას შემდეგში: თ-ს რომ არ მოეწამლა, ლ-ს მაინც მოკლავდა ბ.

მრავალსაფეხურიანი „გამსწრები“ მიზეზობრიობა:

ასეთი სახის მიზეზობრიობისას უშუალო შედეგი ახალმა მოქმედებამ გამოიწვია, მაგრამ თავდაპირველი მოქმედების გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა. ესე იგი პირველი მოქმედებაც მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, რის გამოც შედეგი ობიექტურად მასაც შეერაცხება და არა მარტო იმას, ვინც ასეთი შდეგი უშუალოდ გამოიწვია. მაგ: ა-მ მოწამლა ლ. ისე რომ ამ ქმედებას მისი სიკვდილი უნდა მოჰყოლოდა თუმცა უცბათ არ მოკვდა და მოდუნდა. სასიკვდილო შედეგის დადგომამდე ლ-ს თავს დაესხა ბ. და მოახერხა მისი მოკვლა ვინაიდან ლ. მოდუნებული იყო და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია თავდამსხმელს.

ამ შემთხვევაში ორივე დამნაშავეს შეერაცხება შედეგი და პასუხს აგებენ დამთავრებული დანაშაულისათვის. თ-ს რომ არ მოეწამლა ლ. თავის დაცვას მოახერხებდა და შედეგი ამ ფორმით არ დადგებოდა, მიუხედავად იმისა რომ უფრო მოგვიანებით მოწამვლის შედეგად მაინც მოკვდებოდა.

სხვაგვარად უნდა გადაწყდეს საკითხი მიზეზობრივი კავშირის ჯაჭვიდან არსებითი გადახრის დროს. მაგ: ა-მ. ბ-ს. მოკვლის განზრახვით რამოდენიმეჯერ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რომლეიც არ იყო სასიკვდილო. საავამდყოფოში გადაყვანისას გზაში ავტოავარიის შედეგად იგი დაიღუპა. ამ შემთხვევაში ა-ს ქმედება ნაწილობრივ კი იყო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ

შედეგთან თუმცა ბ-ს სიკვდილი დადგა სხვა ქმედების შედეგად, რაც გამორიცხავს შედეგის ბ-თვის ობიექტურ შერაცხვას.

ობიექტური შერაცხვის ცალკეული პრობლემები:

რისკის შემცირების თეორია:

რისკის შემცირების თეორიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ პირმა მართალია თავისი მოქმედებით შექმნა რისკი, რომელმაც გამოიწვია სამართლებრივი სიკეთის დაზიანება, მაგრამ ამით მან იმავდროულად თავიდან აიცილა ამ სამათლებრივი სიკეთისათვის უფრო დიდი ზიანის მიყენების საფრთხე. მაგ: ა-მ. ბ. გადაარჩინა სიკვდილს, მაგრამ ამ დროს თავიდან ვერ აიცილა და თავისი მოქმედებით გამოიწვია მისთვის ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ: საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე ჩხუბისას ი-მ. აიღო ნაჯახი და მოკვლის განზრახვით მოუქნია ბ-ს. ამ დროს მეზობელმა ა-მ. თავისი მოქმედებით ხელი შეუშალა ი-ს. რის გამოც მოქნეული ნაჯახი ბ-ს. მოხვდა მხარში და მიიღო მხოლოდ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. მართალია ა-მ. თავისი მოქმედებით ბ-ს ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწივა რაც მიზოზობრივ კავშირშია (ის რომ არ ჩარეულიყო დაზიანებას ვერ მიიღებდა ბ.) თუმცა თავისი მოქმედებით მას არ გამოუწვევია ჯანმრთელობის დაზიანების სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე არამედ, სამართლებრივი სიკეთის უფრო დიდი დაზიანება აიცილა თავიდან, რაც გამორიცვას მისთვის ასეთი შედეგის შერაცხვას.

ზემოაღნიშნულიდან განსხვავებით შედეგის ობიექტურ შერაცხვას არ გამორიცხავს მაგალითად მატარებლის მეისრის ისეთი მოქმედება, რომელმაც მრავალი მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა რკინიგზის სადგურის ერთი ან რამდენიმე თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის ხარჯზე. მართალია ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში ადგილი აქვს ზიანის რაოდენობრივ შემცირებას, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული ნორმებიდან გამომდინარე ერთი სიცოცხლის გადარჩენა მეორის მოსპობის ხარჯზე გაუმართლებელ და დასჯად ქმედებად კვალიფიცირდება.

„უმოქმედობა მოქმედებით“ თეორია:

„უმოქმედობა მოქმედებით“ ყველაზე უფრო აქტუალური მაგალითია მკურნალობის ტექნიკური შეწყვეტის შემთხვევა, ანუ როდესაც ხდება სიცოცხლის გამახანგრძლივებელი აპარატურის გამორთვა. მაგ: ექიმმა ა-მ. გამორთო სიცოცხლის გამახანგრძლივებელი რეამინატორი და ამით გამოიწვია პაციენტის სიკვდილი. ექიმმა იცის პაციენტის ნება, რომ მას არ სურს ხელოვნურად სიცოცხლის გახანგრძლივება და უნდა სიკვდილი, რადგან არ აქვს გამოჯანმრთელების არანაირი შანსი. ექიმი სამართლებრივად არ არის ვალდებული პაციენტის ნების საწინააღმდეგიოდ ამყოფოს იგი იძულებით მკურნალობაში. ექიმს არ

აქვს პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მისი შემდგომი მკურნალობის არავითარი სამართლებრივი ვალდებულება. ექიმს პაციენტის შემდგომი გარდაცვალების შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება, ვინაიდან მისი ქმედება წარმოადგენს მკურნალობის შემდგომ შეჩერებას იმ ვითარებაში, როცა ასეთი მკურნალობის სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს. ტერმინი „უმოქმედობა მოქმედებით“ მომდინარებს იქიდან რომ შემდგომი მკურნალობის განხორციელების შეწყვეტა (უმოქმედობა) მოხდა აპარატურის გამორთვით (მოქმედებით) რასაც შედეგი მოჰყვა.

განზრახი დანაშაული: (მუხლი 9)

განზრახვა არის:

1. ცოდნა იმისა რასაც ვაკეთებ 2. სურვილი (ან შდეგის განხორციელების გარდაუვალობის შეგრძნება ან

შეგნებუილად დაშვება) იმისა, რომ შედეგი დადგეს3. მართლწინააღმდეგობის შეგნება.

განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

პირდაპირი განზრახვა:

ქმედება პირდაპირი განზრახვით არის ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის გახორციელების გარდაუვალობას.

პირდაპირი განზრახვისთვის აუცილებელია, რომ პირმა იცოდეს რას აკეთებს, სურდეს ის შედეგი რაც მოყვება მის ქმედებას ან დარწმუნებულია, რომ ეს შედეგი დადგება. მაგ:

გ.-მ შურისძიების მიზნით დანის გულმკერდის არეში დარტყმით მოკლა მეუღლე - თ.

ა.-მ ააფეთქა თავისი სუპერმარკეტი სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით. მაღაზიის ზედა სართულზე ცხოვრობს ლ. ა.-ს არ სურს ლ.-ს სიკვდილი რადგან მისი ახლობელია, მაგრამ ანგარების მოტივით (დაზღვევის თანხის მისაღებად) მან მაინც

ჩაიდინა ასეთი ქმედება. ამასთან ა. დარწმუნებული იყო ლ.-ს სიკვდილის გარდაუვალობაში.

არაპირდაპირი განზრახვა:

ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

არაპირდაპირი განზრახვის დროს პირმა იცის რას აკეთებს, არ სურს იმ შედეგის დადგომა რაც მოყვება მის ქმედებას, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. მაგ:

ა.-მ დაწვა თვისი მაღაზია, სადაზღვევო თანხის მისაღებად. ზედა სართულზე ცხოვრობს ლოგინად ჩავარდნილი ლ. ა. ფიქრობს, რომ იგი შეიძლება მეხანძრეებმა გადაარჩინონ. ა.-ს არ სურს ლ.-ს სიკვდილი, მაგრამ შეგნებულად დაუშვა მისი დადგომის შესაძლებლობა.

განზრახი ქმედების დასჯადობისათვის აუცილებელია, რომ პირს განზრახვა ქმედების ჩადენის დროს ჰქონდეს. არ არის საკმარისი ისეთი განზრახვა, რომელიც ქმედების ჩადენას წინ უსწრებს, ან რომელიც პირს ქმედების ჩადენის შემდეგ გაუჩნდება. მაგ:

ა.-მ გადაწყვიტა შურისძიების ნიადაგზე მოეკლა თავისი მეზობელი თოფით, მაგრამ როცა მას გაუარა შურისძიების გრძნობამ, იარაღი რომელსაც წმენდდა მისდამი დაუდევარი მოპყრობის შედეგად გაუვარდა და ეს მეზობელი მოკლა. ამ შემთხვევაში ა. არ დაისჯება განზრახი მკვლელობისთვის. იგი პასუხს აგებს მხოლოდ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის, ვინაიდან ა.-ს აღარ ჰქონდა მისი მოკვლის განზრახვა და იგი შემთხვევით გამოასალმა სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში ა.-ს განზრახვა წინ უსწრებს მის ქმედებას.

ა.-მ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად მოკლა ბ. მას შემდეგ, რაც მან თავისი მსხვერპლი ნახა, კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი სიკვდილით მემკვიდრეობას ღებულობდა. იგი ისედაც აპირებდა მეორე დღეს მის მოკვლას. ა. არ დაისჯება განზრახი მკვლელობისთვის, ვინაიდან ეს განზრახვა ქმედების ჩადენის შემდგომ აღეძრა.

როგორც ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან ჩანს აუცილებელია განზრახვა იყოს იმწუთიერი როდესაც პირი ქმედებას სჩადის, უარყოფით შემთხვევაში იგი ვერ დაკვალიფიცირდება განზრახვით.

სისხლის სამართალი ასევე იცნობს ალტერნატიულ განზრახვას, რომლის დროსაც ორი ან მეტი სამართლებრივი სიკეთიდან პირს განზრახული აქვს ერთ-ერთის ხელყოფა და სულერთია მისი ქმედებით თუ რომელი მათგანი იქნება ხელყოფილი.მაგ: ა. ტყვიას ისვრის იმ მიზნით, რომ მოკლას ლ. ან დ. თუ ტყვია მოხვდება ორივეს და ორივე მათგანი მოკვდება, გვექნება ერთი პირის მიმართ განზრახი დანაშაული, მეორეს მიმართ კი გაუფრთხილებლობა, ვინაიდან ა-ს. განზრახვა ჰქონდა მოეკლა მხოლოდ ერთი, ხოლო მეორეს სიკვდილის შემთხვევაში მის მიმართ ჩადენილი ქმედება იქნება სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

თანაბარი ღირებულების სამართლებრივი სიკეთის დროს, როცა პირს განზრახული აქვს ერთ-ერთი მათგანის ხელყოფა, ოღონდ სულერთია რომელი მათგანი იქნება ხელყოფილი, ჩადენილი ქმედება, რასაც ერთ-ერთი მათგანის დაზიანება ან განადგურება მოჰყვა, შეფასდება, როგორც დამთავრებული განზრახი დანაშაული, სხვა თანაბარი ღირებულების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის მცდელობაზე მითითების გარეშე.

არათანაბარი ღირებულების მატარებელი (მაგალითად ადამიანი და ცხენი) სიკეთეების ხელყოფისას შეფასება ხდება შემდეგი პრინციპით: თუ პირმა რეალურად ხელყო უფრო დიდი სამართლებრივი სიკეთე - ადამიანის სიცოცხლე, ხოლო უფრო ნაკლები სამართლებრივი სიკეთე - ცხენი დარჩა ხელშეუხებელი, ასეთ შემთხვევაში ალტერნატიული განზრახვის თეორიით შეფასდება როგორც დამთავრებული განზრახი მკვლელობა, სხვისი ნივთის განზრახ განადგურების ან დაზიანების მცდელობაზე მითითების გარეშე. ასეთ შემთხვევებში უფრო დიდი სამართლებრივი სიკეთე გადაფარავს უფრო მცირეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში თუ მოკვდა ცხენი და გადარჩა ადამიანი სამართლებრივი შეფასება მოხდება შემდეგნაირად: სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება, როგორც დამთავრებული დანაშაული და განზრახ მკვლელობის მცდელობა. თუ არცერთი სამართლებრივი სიკეთე არ იქნა დაზიანებული ან განადგურებული (ტყვია აცდა როგორც ცხენს, ისე ადამიანს) ქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც უფრო დიდი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა.

ალტერნატიული განზრახვისგან განსხვავდება კუმულაციური განზრახვა, რომლის დროსაც პირს განზრახული აქვს ორი ან მეტი სამსართლებრივი სიკეთის ხელყოფა. მაგ:ა. მოქმედებს იმ განზრახვითთ, რომ გამოიწვიოს ლ-ს. სიკვდილი და მისი ავტომანქანის განადგურება. თუ ერთ-ერთი სამართლებრივი სიკეთე გადარჩა, გადარჩენილი სამართლეწბრივი სიკეთის მიმართ გვექნება განზრახი დანაშულის მცდელობა, ხოლო მეორეს მიმართ დამთავრებული განზრახი დანაშაული, ვინაიდან ა. ორივე სამათლებრივი სიკეთის მიმართ მოქმედებდა განზრახვით.

ქმედების ფაქტობრივი შეცდომა:

ფაქტობრივი შეცდომა გამორიცხავს განზრახი დანაშაულის ქმედების შემადგენლობას და პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის. მაგ: მონადირეს ჰგონია, რომ კლავს დათვს, სინამდვილეში ტყვია ესროლა მეორე მონადირეს და მოლა იგი. ეს არის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

შეცდომა შეიძლება იყოს ასევე პიროვნებასა და ობიექტშიც. მაგ: ნ. რომელსაც უნდოდა შური ეძია მოსამართლეზე, რომელმაც მისი შვილის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, შევიდა მოსამართლის ეზოში. მან სიბნელეში ფანჯრის მიღმა მდგომი ადამიანის სილუეტი დაინახა. ვინაიდან მოსამართლე მარტო ცხოვრობდა, ეგონა, რომ სახლში მარტო იქნებოდა. მან ესროლა ადამიანის სილუეტს, მისი წარმოდგენით მოსამართლეს, რომელიც სინამდვილეში მოსამართლის მეგობარი ქალი აღმოჩნდა. მას მოხვდა ტყვია და გარდაიცვალა. მოსამართლე ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა. მიუხედავად შეცდომისა და არასასურველი პირის მოკვლისა ჩადენილი ქმედება შეფასდება, როგორც გაზრახ მკვლელობა მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანიობასთან დაკავშირებით. (სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით), ვინაიდან მოსამართლეც და მისი მეგობარიც თანაბარი სიკეთის მატარებელი ობიექტებია.

„აცდენილი ისრის“ თეორია:

ანუ მოქმედბა, რაც გამოიხატა მიზნის აცდენასა და გაუთვალისწინებელი ობიექტის ხელყოფაში. ასეთ შემთხვევაში ქართული სამართალი აღიარებს ორმაგ კვალიფიკაციას, კერძოდ თუ ვინმეს გადაწყვეტილი ჰქონდა განსაზღვრული პირის მოკვლა, მაგრამ მის მიერ გამოყენებული იარაღი ან საშუალება ამ პირს ასცდა და სხვა ადამიანს მოუსპო სიცოცხლე, პირის ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულის იდეალური ერთობლიობის წესით - ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდეობა და მეორე პირის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

გაუფრთხილებლობითი დანაშაული: (მუხლი10)

გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

თვითიმედოვნება:

ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

თვითიმედოვნება წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებული დარღვევაა. მაგალითად: აკრძალულია საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან საყოფაცხოვრებო ნივთის გადმოგდება, სამშენებლო ობიექტიდან სამშენებლო ნარჩენების გადმოყრა და ა.შ., ვინაიდან ამან შეიძლება დააზიანოს გამვლელი.

თვითიმედოვნების დროს პირი ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს (დარწმუნებულია), რომ შედეგს თავიდან აიცილებს. მაგ: ა.-მ ფანჯრიდან გაფუჭებული უთო გადმოაგდო, რომელიც თავზე დაეცა ბ.-ს და მოკვდა. ამ შემთხვევაში ა.-მ დაარღვია წინდახედულობის ნორმა. ამასთან იგი მოქმედებდა არა განზრახვით, არამედ თვითიმედოვნებით. ამ დროს პირმა იცის, რომ სჩადის აკრძალულ გასაკიცხ ქმედებას, თუმცა დარწმუნებულია რომ, რაიმე ცუდი შედეგი არ დადგება, რაც უსაფუძვლოა. იმ შემთხვევაში თუ პირი უშვებს შედეგის დადგომის შესაძლებლობას (შეიძლება დადგეს ან არა, ანუ უშვებს შედეგის დადგომის ვარაუდს) გვექნება არა თვითიმედოვნება არამედ არაპირდაპირი განზრახვა.

განვიხილოთ მეორე მაგალითიც: ა-მ ცეცხლი წაუკიდა სახლს, რათა სადაზღვევო კომპანიისგან მიიღოს თანხა. ამასთან მან იცის რომ სახლში იმყოფება ლოგინად ჩავარდნილი ბ. რომელიც ამ ხანძრისგან აუცილებლად დაიწვება. მართალია მას შინაგანად არ უნდა ბ-ს. სიკვდილი, მაგრამ განიხილავს როგორც სხვა მიზნის (თანხის მიღების) მიღწევის საშუალებას. ამ შემთხვევაში, რადგან ა. დარწმუნებულია სასიკვდილო შედეგის დადგომაში, მან პასუხი უნდა აგოს პირდაპირი განზრახვით ჩადენილი განზრახი მკველობისთვის. ამავე კაზუსის მიხედვით იმ შემთხვევაში თუ ა-ს. შედეგის დადგომა მხოლოდ შესაძლებლად მიაჩნია, რადგან იგი ფიქრობს, რომ ავამდყოფი შეიძლება მეზობელმა ან მეხანძრეებმა გადაარჩინონ, სახეზე გვექნება არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვა, ხოლო იმ შემთხვევაში, როზა ა. ფიქრობს, რომ ბ-ს. მეზობლები ან მეხანძრეები გადაარჩენენ, მაგრამ შედეგი მაინც დადგა, ვინაიდან იგი შეცდა, სახეზეა თვითიმედოვნება. ამდენად ის ვინც შედეგის დადგომის შესაძლებლობას უშვებს, მოქმედებს ევენტუალური განზრახვით, ხოლო ვინც შედეგის დადგომის შესაძლებლობას გამორიცხავს, მოქმედებს თვითიმედოვნებით.

დაუდევრობა:

ქმედება დაუდევრობით არის ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

დაუდევრობის დროს არ არსებობს ფსიქიკური კავშირი მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პირს გაცნობიერებული არ აქვს, რომ სჩადის წინდახედულობის ნორმით აკრძალულ ქმედებას და არ ითვალისწინებს უკანონო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას შეეძლო და ევალებოდა კიდეც. მაგ:

ა.-მ სამუშაო ოთახში აანთო სანთელი, შემდეგ დაავიწყდა, წავიდა სახლში, ანთებული სანთელი დარჩა და გაჩნდა ხანძარი. სახეზე გვაქვს დაუდევრობა. პირი სჩადის გასაკიცხ ქმედებას ვინაიდან იგი თავისი უყურადღებობით არ ითვალისწინებს ხანძრის გაჩენის შესაძლებლობას, მაგრამ შეეძლო და უნდა გაეთვალისწინებინა.

დედამ ბინაში მარტო დატოვა მძინარე ბავშვი და წავიდა მშობლებთან. იგი ფიქრობდა, რომ სანამ ბავშვი გაიღვიძებდა მამა სამსახურიდან დაბრუნდებოდა. იმ საღამოს მამა საერთოდ არ მივიდა სახლში. ბავშვს გაეღვიძა და ტირილისაგან დაიხრჩო. დედის მხრიდან სახეზეა გაუფრთხილებლობა სასიკვდილო შედეგისადმი. თუ დედა უშვებდა, რომ მამა შესაძლოა დროულად არ მისულიყო სახლში და ამით უბედური შემთხვევა შეიძლებოდა მომხდარიყო, დედის მხრიდან სასიკვდილო შედეგისადმი გვექნება არა გაუფრთხილებელი, არამედ არაპირდაპირი განზრახვა.

აღსანიშანავია ის გარემოება, რომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში. მაგ: 188-ე მუხლი - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით; 116-ე მუხლი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; 124-ე მუხლი - ჯამრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

p. s. ამრიგად, თუ ა-მ ოთახში აანთო სანთელი და დატოვა, ამასთან თუ ითვალისწინებდა ხანძრით ქონების გადაგურების გარაუვალობას, არის პირდაპირი განზრახვა.

იმავე მაგალითში თუ პირს სურს ხანძის გაჩენა, მაგრამ არ არის შედეგის დადგომის გარდაუვალობაში დარწმუნებული, ასევე სახეზეა პირდაპირი განზრახვა.

თუ პირს არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას, არის არაპირდაპირი განზრახვა.

თუ პირი უსაფუძვლოდ იმედოვნებს შედეგის თვიდან აცილებას, გვექნება თვითიმედოვნება.

იმავე მაგალითში, თუ პირი არ ითვალისწინებს შედეგის დადგომას, თუმცა მას შეუძლია და ევალება ამის გათვალისწინება, არის დაუდევრობა.

პასუხისმგებლობა თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული განზრახი დანაშაულისათვის (მუხლი 11)

მე-11 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზოგად წესს თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული განზრახი დანაშაულისათვის. ასეთ შემადგენლობებში შედეგის მიმართ პირს უნდა ჰქონდეს გაუფრთხილებლობა მაინც. მაგ: ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (117-ე მუხლის მეორე ნაწილი)

ამ შემთხვევაში იგულისხმება შედეგის გაუფრთხილებლობით გამოწვევა, ვინაიდან თუ შედეგის მიმართ პირს განზრახვა აქვს, მაშინ სახეზე იქნება განზრახი მკვლელობა.

თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული დანაშაული მთლიანობაში ითვლება განზრახ დანაშულად, რასაც მნიშვნელობა აქვს დანაშაულის კატეგორიებისადმი მიკუთვნების, სასჯელის დანიშვნისა და სხვა შემთხსვევებში.

თუ განზრახ ქმედებას შედეგი მოჰყვა არატიპურად, შემთხვევით მომხდარ გარემოებათა გამო, იმ ვითარებაში, როცა პირი არ ითვალისწინებდა და არც შეეძლო გაეთვალისწინებინა ასეთი დადგომის შესაძლებლობა, მას არ შეიძლება შეერაცხოს ასეთი შედეგი.მაგ: ა-მ. ც-ს. მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (დაჭრა არა მოკვლის, არამედ ჯანმრთელობის მძიემე დაზიანების განზრახვით). ც. მანქანით მიჰყავთ საავამდყუოფოში. გზაზე მოხდა ავტოავარია და ც. ამის შედეგად გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში ა. პასუხს აგებს მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ვინაიდან შედეგი ატიპიურად დადგა.

პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის (მუხლი111)

ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261-ებ 137-ე, 141-ე, 143-ე, 144-ე, 1443-ე 149-ე, 151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე, 2852-ე ნუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლოა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი, გერი, შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი, (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

უმოქმედობის პრიციპები:

როგორც უკვე აღინიშნა ქმედბა შეიძლება განხორციელდეს როგორ მოქმედებით ისე უმოქმედობით.

უმოქმედობა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც 1.პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა (სამართლებრივი გარანტის ფუნქცია). 2.პირს ჰქონდა ასეთი მოქმედბის შესაძლებლობა 3. სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.

უმოქმედობა ითვალისწინებს სამართლებრივი გარანტის ფუნქციას, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს, კანონიდან, კანონქვმდებარე ნორმატიული აქტიდან, ხელშეკრულებიდან, ახლო ნათესაური ურთიერთობიდან, ასევე პოლიციელის, მეხანძრის, ექიმის და სხვა სპეციალობის ადამიანთა პროფესიული მოვალეობიდან, დახმარება აღმოუჩინოს განსაცდელში მყოფ პირს. ასევე წინარე მოქმედებიდან (პირმა წყალში შეიყვანა მეორე პირი ცურვის შესასწავლად და მიატოვა, ავტოავარიის შედეგად მძღოლმა განსაცდელში მიატოვა დაზარალებული და ასე შემდეგ). მაგ: ა. ავტომანქანით გაუფრთხილებლობით დაეჯახა ლ-ს. იგი გადმოვიდა მანქანიდან და დაინახა, რომ დაზარალებული იყო პიროვნება, რომლის მიმართა მას პირადი შურისძიება ამოძრავებდა. იცოდა რა, რომ თავისი მოქმედებით მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, შეგნებულად დატოვა იგი სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაში და წავიდა. ლ. დროული დახმარებია აღმოუჩენლობის გამო გარდაიცვალა.

ამ მაგალითის თანახმად ა-ს. რომ ლ. არ მიეტოვებინა და დახმარება აღმოეჩინა ლ. გადარჩებოდა. ამ შემთხვევაში გვექნება არა განსაცდელში მიტოვება (128-ე მუხლი) არამედ უმოქმედობით ჩადენილი განზრახი მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ (109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ვინაიდან სახეზეა უმოქმედობის დასჯადობის სამივე პირობა: მოქმედების სპეციალური მოვალეობა (სამართლებრივი გარანტის ფუნქცია), მოქმედების შესაძლებლობა და ამ მოქმედებით შედეგის თავიდან აცილება.

სამართლებრივი გარანტის ფუნქცია გულისხმობს არა მხოლოდ განსაცდელში მყოფი პირის მიმართ მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობის შესრუილებას, არამედ აგრეთვე საფრთხის წყაროს მიმართ ასეთი მოვალეობის არსებობას. მაგ: მამა არის გარანტი თავისი 10 წლის ბიჭის მიმართ. ერთი მხრივ მას აკისრია მოვალეობა, დაიცვას თავისი შვილი განსაცდელისგან. ამასთან მას აქვს მოვალეობა თავისი შვილისგან დაიცვას სხვები, როცა ხედავს, რომ იგი სხვებს უქმნის საფრთხეს ანუ

წარმოადგენს საფრთხის წყაროს - თუ შვილი მეზობელს ფანჯრებს უმსხვრევს ან მოხუცს აყენებს ჯანმრთელობის დაზიანებას.

ანალოგიურია როდესაც ფსიქიატრიული საავამდყოფოს ხელმძღვანელი ვალდებულია დაიცვას არა მარტო ფსიქიკურად დაავადებული, არამედ ფსიქიკური ავამდყოფისგან სხვა პირები და სისხლის სამართლით დაცული სხვა სამართლებრივი სიკეტეები.

ერთიანი დანაშაულის სახეები

დენადი დანაშაული:(მუხლი 13)

დენადია ამ კოდექსის ერთი მუხლით, ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდგომ უწყვეტად გრძელდება. ასეთი სახის დანაშაულს განეკუთვნება სისხლის სამართლის კოდექსის (143-ე მუხლი) თავისუფლების უკანონო აღკვეთა;(236-ე მუხლი) ცეცხლსასროლი იაღაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; ( 389-ე მუხლი) დეზერტირობა. მაგ:

ა.-მ ცოლის მოყვანის მიზნით მოიტაცა ბ. რომელიც გამოკეტა სახლში და არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას მანამ, იგი არ დათანხმდებოდა მას ცოლობაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევასი ა.-მ ჩაიდინა დანაშაული იმ დროს, როდესაც ბ. მოიტაცა და გამოკეტა ბინაში, თუმცა მისი ეს ქმედება გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი, მანამ ბ. არ დათანხმდებოდა მას ცოლობას. ანუ დანაშაული გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

დენადი დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. ამ კონკრეტული მაგალითის გათვალისწინებით ბ.-ს განთავისუფლების მომენტიდან.

განგრძობადი დანაშაული: (მუხლი 14)

განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. მაგ:

ა.-მ გადაწყვიტა ერთი ოფისიდან სამი კომპიუტერის მოპარვა, რაც განახორციელა სხვადასხვა დღეს. ან მოლარემ სალაროდან ერთიანი განზრახვით, ერთი კვირის

განმავლობაში გაიტაცა 1000 ლარი. ეს ორივე დანაშაული ცალ-ცალკე აღებული დაკვალიფიცირდება როგორც ერთი განგრძობადი დანაშაული.

განგრძობადი დანაშაული დამთავრებულად ითვლება უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. ამ კაზუსების მიხევით პირველ შემთხვევაში სამივე კომპიუტერის დაუფლებიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში 1000 ლარის გატაცებიდან, უარყოფით შემთხვევაში სახეზე გვექნება ქურდობის მცდელობები.

არაერთგზისი დანაშაული: (მუხლი 15)

არაეთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ (ამ ნასამართლობის მოხნამდე ან გაქარწყლებამდე) ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მაგ. წინათ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვისთვის ნასამართლევმა პირმა კვლავ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება.

კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში. მაგ: სსკ-ის 177 მუხლის მეორე შენიშვნა - „ამ კოდექსის 177 – 188 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უძღოდა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელინმე დანაშაულის ჩდენა.“ ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა პირმა ჩაიდინა ქურდობა. მისი ქმედება დაქკვალიფიცირდება ქურდობა ჩადენილი არაერთგზის.

თუ პირი წინა დანაშაულისათვის უკვე ნასამართლევი იყო არაერთგზისობა არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ან თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

არაერთგზისობა სისხლის სამართლის კანონის თანახმად ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

დანაშაულთა ერთობლიობა: (მუხლი 16)

დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არცერთისთვის არ ყოფილა გასამართლებული. მაგ:

ა.-მ ჩაიდინა ყაჩაღობა (მუხლი 179) და გაუპატიურება (მუხლი 137).

ა.-მ სხვადასხვა პერიოდში ჩაიდინა ქურდობა (მუხლი177), ყაჩაღობა (მუხლი 179) და გამოძალვა (მუხლი181). ამასთან ერთად ა. არცერთი მათგანისთვის გასამართლებული არ ყოფილა.

ორივე შემთვევაში გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა.

დანასაულის რეციდივი: (მუხლი 17)

დანასაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ კვლავ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია. (ნასამართლობის განმარტება იხილეთ 79-ე მუხლში)

დანაშულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. მაგ: განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა პირმა ჩაინიდა ქურდობა ბიანში უკანონო შეღწევით. ამ დანაშაულისათვის სანქცია გათვალისწინებულია ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე გვაქვს რეციდივთან, დამნაშავის მიმართ შესაძლებელია საჯელი დაინიშნოს მაქსიმალურ ზღვარზე - 7 წელზე მეტი ვადითაც.

რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი (მუხლი171)

რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატიურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც 5 კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადები.

რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული

დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.

აღნიშნული ნორმა ბლანკეტურია და იგი გამომდინარეობს „ორანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონიდან. მოცემული კანონი მიღებული იქნა 2005 წლის 20 დეკემბეწრს. ამავე კანონის თანახმად რეკეტული ქონება არის რეკეტიდან მიღბული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღბული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

რეკეტული და ქურდული სამყაროს წევრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას იგი გადაეცემა მის კანონიერ მესაკუტრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში - სახელმწიფოს.

დაუმთავრებელი დანაშაული:

დაუმთავრებელ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება: დანაშაულის მომზადება, დანაშაულის მცდელობა, დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება.

განზრახი დანაშაულის ჩადენის პროცესმა შეიძლება გაიაროს რამდენიმე ეტაპი. როგორც წესი თავდაპირველად პირს წარმოეშვება დანაშაულის ჩადენის სურვილი (განზრახვის აღმოცენება) რომელიც არ არის დასჯადი სტადია. შემდეგი ეტაპია დანაშაულის მომზადება და მცდელობა. შედეგიანი დანაშაულის ბოლო ეტაპია შედეგის დადგომა, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის დამთავრებას. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დანაშაულის ფორმალიური სამართლებრივი დამთავრება და მისი საბოლოო რეალური დასრულება. ზოგჯერ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მათ შორის დროში იყოს განსხვავება. მაგ: მკვლელობა დამთავრებულია და იმავდროულად დასრულებულიც როცა დანაშაულის მსხვერპლი დანასაულის ადგილზე იქნება მოკლული. ყაჩაღობის დროს კი დანაშაული დამთავრებულია სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით თავდასხმის მომენტიდან, მაგრამ დასრულებულია მას შემდეგ, რაც მოხდება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.

დასჯადია ნებისმიერი შედეგიანი განზრახი დანაშაულის მცდელობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განსაკუთრებით მძიმე და მძიმე განზრახი დანაშაულების მომზადებისათვის, აგრეთვე 182-ე მუხლის პირველი ნაწილით(მითვიდება გაფლანგვა), 186-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (წინასწარი შცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) 202-ე მუხლის პირველი ნაწილით(კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება), 221-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (კომერციული მოსყიდვა), 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით(სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის მიცემა), 3391- მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ზეგავლენით ვაჭრობა), 365-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით), 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე) გათვალისწინებული დანაშაულების მომზადება.

დანაშაულის მომზადებისა და მცდელობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სსკ-ის 18 ან 19 მუხლზე მითითება. მაგ: 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა) 18,179-ე მუხლი (ყაჩაღობის მომზადება)

დანაშაულის მომზადება: (მუხლი 18)

დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისთვის პირობების განზრახ შექმნა. მაგ: რ.-მ განიზრახა ყაჩაღობის ჩადენა ამ დანაშაულის გაადვილების მიზნით მან ნაქსოვი ქუდისგან გააკეთა ნიღაბი, შეიძინა წებოვანი ლენტი და ხანჯალი. ამ საგნებით აღჭურვილი იგი დაკავებულ იქნა ქუჩაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირმა წინასწარ შექმნა ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად. იგი პასუხს აგებს ყაჩაღობის მომზადებისათბის.

დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებზე. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი არ არის.

დანაშაულის მცდელობა: (მუხლი 19)

დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

მცდელობა შეიძლება იყოს ორი სახის დამთავრებული და დაუმთავრებელი.

დაუმთავრებელია მცდელობა, როცა პირმა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყოლოდა, ხოლო დამთავრებული მცდელობის დროს, პირმა ბოლომდე ამოწურა დანაშაულებრივი ქმედების შინაარსი და მხოლოდ შედეგის დადგომას ელოდება. მაგალითად: ა.-მ ბ.-ს მოკვლის განზრახვით საწამლავი ჩაუყარა ღვინოში, მაგრამ ბ.-ს იგი ჯერ არ დაულევია. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს დაუმთავრებელი მცდელობა. ა.-მ ბ.-ს მოკვლის განზრახვით საწამლავი ჩაუყარა ღვინოში. ბ.-მ მოწამლული ღვინო დალია და გადარჩა. ანუ შედეგი არ დადგა და გვექნება დამთავრებული მცდელობა.

სისხლის სამართლის კანონმდებობა ასევე იცნობს უვარგისი საგნის გამოყენებით ჩადენილ მცდელობას. მაგ: ა.-ს უნდა მოკლას ც. ამ განზრახვით ჩაუყარა ც.-ს საწამლავი ღვინოში. საწამლავი სინამდვილეში ყოფილა სხვა ფხვნილი. ან: ა.-მ დაუმიზნა ც.-ს პისტოლეტი და გამოკრა ჩახმახს. იარაღში ტყვია არ აღმოჩნდა. მოცემულ ვითარებებში სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა უვარგისი საგნის გამოყენებით.

მცდელობათ დაკვალიფიცირდება ისეთი შემთხვევაც, როგორიც აღწერილია შემდეგ მაგალითში: ა.-მ გადაწყვიტა მოკლას ც. შედის მასთან და არტყამს დანას. ც. უკვე მკვდარი ყოფილა. ასეთ ქმედებას უვარგისი მცდელობა ეწოდება.

იმისათვის რომ გაგვიადვილდეს კონკრეტული ქმედება მომზადებათ თუ მცდელობად დავაკვალიფიციროთ შესაძლოა გამოვიყენოთ შემდეგი პრინციპი: თუ შედეგის დადგომის საფრთხე ჯერ კიდევ შორეული და აბსტრაქტულია, მაშინ სახეზე გვექნება დანაშაულის მომზადება, ხოლო თუ შედეგის დადგომის საფრთხე კონკრეტულია და შედეგთან ახლოს დგას დროში, მაშინ ჩადენილია დანაშაულის მცდელობა. მაგ: თუ მსხვერპლის მიერ განზრახ მოწამლული საკვებ-სასმელის მიღება დროით დიდად არის დაშორებული შედეგთან მაშინ სახეზეა დანაშაულის მომზადება, ხოლო მისი შდეგთან სიახლოვის შემთხვევაში - დანაშაულის მცდელობა.

პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება დაუმთავრებელი დანაშაულისათვის (მუხლი 20)

პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის, თუ მისი უმეცრების ან სხვა პიროვნული ნაკლის გამო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალებით არ შეიძლებოდა მიღწეულიყო შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება: (მუხლი 21)

თუ პირმა ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ნებაყოფლობით ხელის აღების დროს პირმა თავისი აქტიური მოქმედებით თავიდან უნდა აიცილოს შედეგი. მაგალითად: საწამლავის მიცემის შემდეგ დაზარალებული წაიყვანოს ექიმთან, გამოუძახოს ექიმს, და ასე შემდეგ. თუ პირმა მიუხედავად აქტიური დახმარებისა, თავიდან ვერ აიცილა შედეგი, (დაზარალებული ექიმთან მიიყვანა, მაგრამ მაინც ვერ გადარჩა) ის დაისჯება დამთავრებული დანაშაულისთვის.

ნებაყოფლობით ხელის აღების დროს, თუ პირის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს, იგი დაისჯება მხოლოდ ფაქტობრივად ჩადენილისათვის. მაგ: ა.-ს სურდა ბ.-ს განზრახ მკვლელობა, ამ მიზნით თავს დაესხა და დანა დაარტყა. მას შეეცოდა ბ. და ხელი აიღო მკვლელობის ჩადენაზე, ამ მიზნით ა.-მ აღარ დაარტყა ბ.-ს დანა თუმცა ამის შესაძლებლობა მას გააჩნდა. ბ.-მ მუცლის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად მიიღო ჯამრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ა. პასუხს არ აგებს მკვლელობის მცდელობისთვის იგი დაისჯება მხოლოდ ფაქტობრივად ჩადენილისათვის, ამ შემთხვევაში ჯამრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებისთვის.

ამდეენად, დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღება, როგორც წესი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შედეგის დადგომა ანუ სამართლებრივი სიკეთის დაზიანება, თავიდან იქნება აცილებული.

დანაშაულის ამსრულებლობა: (მუხლი 22)

ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული (უშუალო ამსრულებლობა) აგრეთვე ის ვინც სხვასთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში (თანაამსრულებლობა). გარდა ამისა ის პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (ასაკის. ფსიქიკური დაავადების ან სხვა გარემოების გამო). ასეთ შემთხვევას შუალობითი ამსრულებლობა ეწოდება. მაგალითად:

ა.-მ 11 წლის ბავშვი შეუშვა ბინაში გასაქურდად. რომელმაც ა.-ს ბინიდან ნაქურდალი ნივთები გადასცა. ან ა.-მ ფსიქიკურად დაავადებულ ბ.-ს მისცა თოფი კაცის მოსაკლავად, რომელმაც მართლაც მოკლა მსხვერპლი. (შუალობითი ამსრულებელი).

p.s. საქართველოს კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ანთავისუფლებს როგორც 14 წლის ასაკს მიუღწეველ ისე ფსიქიკურად დაავადებულ პირებს.

ქმედების ზუსტი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იყოს, რომ შუალობითი ამსრულებელის არჩევისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში წამქეზებლის ქმედება უნდა შევაფასოთ არა სუბიექტური არამედ ობიექტური თეორიით. მაგ: ა-მ. მეზობლის ბიჭი წააქეზა მკვლელობისათვის, წამქეზებლის წარმოდგენით ბიჭი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს - 14 წელს არ იყო მიღწეული. წამქეზებელი იმედოვნებდა, რომ ამ გზით მას შეეძლო თვითონ აეცილებინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფიქრობდა, რომ მცირეწლოვნობის გამო არც მკვლელობის ამსრულებელი დაისჯებოდა. წამქეზებელი შეცდა ბიჭის ასაკთან დაკავშირებით. იგი უკვე 15 წლის და ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო, რის გამოც სრულიად აცნობიერებდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას და ჰქონდა უნარი ემოქმედა სხვაგვარად.

მიუხედავას წამქეზებლის მიერ დაშვებული შცდომისა და სუბიექტური წარმოდგენისა დანაშულის ამსრულებლის შესახებ, იგი დაისჯება არა როგორც შუალობითი ამსრულებელი, არამედ როგორც თანამონაწილე კერძოდ: როგორც წამქეზებელი, ვინაიდან მან ობიექტურად წააქეზა შერაცხადი პირი განზრახი მკვლელობის ჩასადენად. ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს ობიექტური თეორიის მიხედვით და არა წამქეზებლის სუბიექტურუი წარმოდგენიდან გამომდინარე.

ანალოგიურად უნდა შევაფასოთ შემდეგი კაზუისი, ა-მ. მეზობლის 13 წლის ბიჭი გამოიყენა დანაშაულის იარაღად, კერძოდ: წააქეზა იგი მკვლელობის ჩასადენად. ამასთან წამქეზებელს ეგონა, რომ ბიჭი 14 წლის ასაკს გადაცილებული იყო. სინამდვილეში წამქეზებელმა შეცდომა დაუშვა და მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაადენინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ შეურაცხად პირს. აქაც წამქეზებელმა შეცდომა დაუშვა. მიუხედავად ამისა იგი პასუხს აგებს არა მისი სუბიექტური წარმოდგენიდან გამომდინარე, როგორც დანაშაულის წამქეზებელი, არამედ ობიექტური თეორიის მიხედვით, როგორც შუალობითი ამსრულებელი, ხოლო ბიჭის მოქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თანაამსრულებლობის დროს არ არის აუცილებელი ყველა თანაამსრულებელი ქმედების ობიექტურ შემადგენლობას სრულად ასრულებდეს, საკმარისია, რომ თითოეულმა მათგანმა შემადგენლობის ერთი ელემენტი მაინც შეასრულოს. მაგ: ორი პირი აკავებს მსხვერპლს, ხოლო მესამე აუპატიურებს. ამ შემთხვევაში სამივე პირი ითვლება თანაამსრულებლად მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი კავშირი მხოლოდ ერთმა დაამყარა.

სპეციალური სუბიექტის შემთხვევაში (მაგალითად მოხელე) თანაამსრულებელი ვერ იქნება სხვა არასპეციალური სუბიექტი იგი ჩაითვლება დანასაულის თანამონაწილეთ.

თანამონაწილეობა:( მუხლი 23-24)

დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში.

თანამონაწილეობის სუბიექტები არიან: ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე.

ორგანიზატორია ის ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას.

თანამონაწილეთა იერარქიაში ორგანიზატორი ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას. იგი ამავე დანაშაულის სხვა მონაწილეებთან შედარებით, როგორც წესი ყველაზე მკაცრად ისჯება.

დანაშაულის ჩადენის პროცესში ორგანიზატორი იმავდროულად შეიძლება იყოს ამავე დანაშულის უშუალო ამსრულებელი ან წამქეზებელი, თუმცა ორგანიზატორის ფიგურა გადაფარავს მას. ასევე არ არის სავალდებულო რომ ორგანიზატორი იმყოფებოდეს დანაშაულის ჩადენის ადგილზე, არამედ საკმარისია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი დანაშაულის ჩადენაში შეიტანოს მანამდე.

წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.

წამქეზებელი წააქეზებს ამსრულებელს, აღუძრავს მას დანაშაულის ჩადენის განზრახვას.

დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

სასამარლო პრაქტიკა განასხვავებს დახმარების ორ სახეს: ფიზიკურ და ფსიქიკურ დახმარებას.

ფიზიკური დამხმარე ეხმარება ამსრულებელს საშუალების მიცემით ან დაბრკოლების თავიდან აცილებით. მაგ: მკვლელობის ჩასადენად აძლევს პისტოლეტს.

ფსიქიკური დამხმარე განუმტკიცებს ამსრულებელს დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილებას რჩევა-დარიგებით. იგი განსხვავდება წამქეზებლისგან, რადგან არ უქმნის ამსრულებელს დანაშაულის ცადენის გადამწყვეტ მოტივს.

დახმარება არის დანაშაულში თანამონაწილეობის ყველაზე სუსტი ფორმა, რის გამოც იგი სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით უფრო მსუბუქად ისჯება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე არცერთი უშუალოდ არ ჩადის დანაშაულს. აქედან გამომდინარე, სამივესათვის აუცილებელია ამსრულებლის არსებობა. თანამონაწილეობის აქცესორული ბუნების თანახმად თანამონაწილის პასუხიმგებლობა დამოკიდებულია ამსრულებლის მიერ ჩადენილ განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებასა და შედეგზე.

ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა (მუხლი 25)

ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.

თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით და არ ჭირდება ამ მუხლის (25-ის) მითითება.

ორგანიზატორის, წამქეზებლის და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე (25-ის) მითითებით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.

როცა ამსრულწებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.

პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ან და ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.

ამ თეორიით, თუ ამსრულებელი გასცილდა საერთო დანაშაულებრივ განზრახვას რომლის შესახებაც არ იცოდნენ თანამონაწილეებმა მათ იგი არ შეერაცხებათ, ხოლო თუ იგი შეცნობილი ჰქონდათ, ამ შემთხვევაში შერაცხვა განხორციელდება.

ისეთი დანაშაულის თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს.

თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშულის მომზადებაში ან

დანაშულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად. მაგ: ა. აქეზებს ბ-ს. მოკლას ც. მაგრამ ვერ დაიყოლია - ა-ს. ქმედებაში არის დანაშაულის მომზადება და არა მცდელობა. რაც შეეხება უშედეგო დახმარებას ესაა დახმარების მცდელობა და არ ისჯება. მაგ: ა-ს. უნდა მოკლას ც. ბ-მ. იარაღი მიაწოდა, მან ეს არ გამოიყენა ეს არის დახმარების მცდელობა რაც არ ისჯება.

აქვე აღსანიშნავია, რომ თანამონაწილეს(ორგანიზატორს, წამქეზებელს დამხმარეს) არ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ მან ქვემოთჩამოთვლილი პირობებიდან განახორციელა ერთ-ერთი მაინც:

1. გადაარწმუნა ამსრულებელი, ან სხვაგვარად შეუშალა ხელი და არ მისცა დანაშულის ჩდენის საშუალება.

2. არ შეასრულა ამსრულებლისათვის შეპირებული ქმედება.3. დანაშაულის დამთავრებამდე დამხმარემ უკან დაიბრუნა დანაშულის ჩასადენად

გადაცემული საშუალება. 4. ამსრულებელმა არ გამოიყენა დამხმარის იარაღი ან სხვა საშუალება.

ამსრულებლის ექსცესი: (მუხლი26)

ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენას, რომელიც არ მოიცავდა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის განზრახვას. ექსცესებისათვის თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მაგ: ა. და ბ. წინაწარ შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ც.-ს ოჯახს. ყაჩაღობისას ა. სახლის პირველ სართულზე იმყოფებოდა, მეორე სართულზე მყოფმა ბ.-მ დანის გულმკერდის არეში ჩარტყმით მოკლა ც., ისე, რომ ა.-სთან ამის შესახებ წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. ა. პასუხს აგებს მხოლოდ ყაჩაღობისთვის, ხოლო ბ. ყაჩაღობით და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

ჯგუფური დანაშაული: (მუხლი 27)

ჯგუფური დანაშაული განსხვავდება თანამონაწილეობიაგან. იგი სამი სახისაა.

• დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეუთანხმებლადაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარი შეთანხმების გარეშე ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. მაგ: ა.-მ და ბ.-მ ჩაიდინეს ავტომანქანის ერთობლივად ყაჩაღურად

გატაცება, წინასწარ შეთანხმების გარეშე. ა.-მ ტაქსის მძღოლი იარაღის მუქარით გადაიყვანა მანქანიდან, ხოლო ბ.-მ უკანა სალონიდან საჭესთან გადმოინაცვლა და ასე გაიტაცეს ავტომანქანა. ისინი წინასწარ არ ყოფილან შეთანხმებულნი, არამედ დანაშაული ჩაიდინეს უეცრად აღძრული განზრახვის შედეგად.

• დანაშაული ჯგუფის მიერ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ორი ან მეტი ამსრულებელი. მაგ ა. და გ. წინასწარ შეთანხმდნენ გაექურდათ ბ.-ს ბინა, რაც ერთობლივად განახორციელეს კიდეც.

• დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განხორციელდა პირთა ჯგუფის მიერ, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად. ორგანიზებულ ჯგუფათ მიიჩნევა ისეთი დაჯგუფება, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც ზუსტად არის განაწილებული როლები მის წევრთა შორის. წევრობას უნდა ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. ორგანიზებული ჯგუფის მიზანია ფინანსური ან სხვა სარგებლის უკანონოდ მიღება. ასეთი დაჯგუფების შემქმნელს ან ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის. რაც შეეხება, ჯგუფის მონაწილეებს, ისინი პასუხს აგებენ იმ დანაშაულისთვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც თავად მონაწილეობდნენ.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები:

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია: აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრობა, უკიდურესი აუცილებლობა, მართლზომიერი რისკი.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების საფუძველზე პირის განთავისუფლება ნიშნავს მის გამართლებას, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოების საფუძველზე პირის გათავისუფლება ნიშნავს მისთვის მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების პატიებას.

აუცილებელი მოგერიება: (მუხლი 28)

აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. მომგერიებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა.

აუცილებელი მოგერიებისთვის საჭირო პირობებია:

1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო.

2. ხელყოფა უნდა იყოს რეალური.

3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი.

4. ხელყოფა უნდა იყოს სოციალურად მნიშვნელოვანი.

პირველი პირობის მაგალითი:

ა. თავს ესხმის გ.-ს მოსაკლავად. გ.-მ დაასწრო და მოკლა. გ. მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. შეურაცხადი ა. თავს ესხმის ც.-ს. ც.-მ დაასწრო და მოკლა შეურაცხადი პირი. ადამიანისგან წამოსული ნებისმიერი თავდასხმა (თუნდაც ასაკის სიმცირის ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეურაცხადისაგან) მართლსაწინააღმდეგოა და ამიტომ მისი მოგერიება იქნება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა. თუ პირს ცხოველი დაესხმება თავს, რომელსაც ის მოიგერიებს, მისი ქმედება უნდა შეფასდეს არა აუცილებელ მოგერიებად, არამედ უკიდურეს აუცილებლობად. ცხოველი არ არის ადამიანი და არც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის ავტორი შეიძლება იყოს.

მეორე პირობის მაგალითი:

ა.-მ მოკლა ც. რომელსაც უნდოდა ა.-ს მხოლოდ შეშინება, თუმცა მომგერიებლის წარმოდგენით ც. რეალურ თავდასხმას ანხორციელებდა (მოჩვენებითი მოგერიება). ასეთი შემთხვევა არ წარმოადგენს აუცილებელ მოგერიებას, ვინაიდან თავდასხა არ იყო რეალური, ობიექტური, არამედ მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში არსებობდა. მოჩვენებითი თავდასხმის მომგერიებელი არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა იყო მისატევებელი (თუ ნამდვილად რეალურად მიაჩნდა თავდასხმა). ხოლო თუ ა.-მ იცოდა, რომ ხუმრობით ან შეშინების მიზნით დაესხა თავს, ა.-ს ქმედება დაკვალიფიცირდება განზრახ მკვლელობად.

მესამე პირობის მაგალითი:

ა. თავს დაესხა ც.-ს. ც.-მ მოიგერია, ხოლო შემდეგ შურისძიებით მოკლა ა. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა აუცილებელი მოგერიება, არამედ განზრახ მკვლელობა ჩადენილი შურისძიების მოტივით. მოცემულ მაგალითში ც.-მ მოკლა ა. მოკლა მას შემდეგ, როდესაც ა. თავს აღარ ეხმოდა. აუცილებელ მოგერიებად არ ჩაითვლება ასევე ის შემთხვევა, როდესაც პირი წინასწარ კლავს იმას, ვისგანაც შესაძლოა განხორციელდეს თავდასხმა.

მეოთხე პირობის მაგალითი:

ა. გადაძვრა ბ.-ს ბაღში ვაშლის მოსაპარად. ბ.-მ მოკლა ა. ამ შემთხვევაში ა.-ს მოქმედება (ვაშლის მოპარვა) წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას მაგრამ არ იყო

რეველანტური, ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე, ამდენად ბ. დაისჯება განზრახ მკვლელობისთვის.

ა. თავს ესხმის ც.-ს გაუპატიურების მიზნით. ა.-ს კლავს ც., ან მის დასახმარებლად მისული ბ. ამ შემთხვევაში ც.-ს და ბ.-ს მოქმედებები მართლზომიერია, ვინაიდან აშკარა შეუსაბამობა თავდასხმისას არ გვაქვს.

ა.-მ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ც.-ს. ც. აღმოჩნდა მძიმე პირობებში და თავის დახსნის მიზნით მოკლა ა.. მოქმედება აქაც მართლზომიერია, მაგრამ თუ პირი ოთახში ჩაკეტეს მცირე ხნით, სადაც აუტანელი პირობები არ არის, ამ შემთხვევაში მოკვლა არ იქნება მართლზომიერი. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შევაფასოთ ჰქონდა თუ არა ადილი თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

აღსანიშნავია, რომ მართლსაწინააღმდეგო შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანის ქცევა. ცხოველისა და ბუნების მოვლენებისაგან მომდინარე საფრთხე, რომელსაც ადამიანის ან წინდახედულობის ნორმის დარღვევით გამოწვეული დაუდევრობის გარეშე გამოიწვია სისხლის სამართლით დაცული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, არ შიძლება წარმოადგენდეს მართლსაწინააღმდეგოს. თუ პირს ცხოველი დაესხმევა თავს მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება იქნება უკიდურესი აუცილებლობა, ვიანიდან ის არ არის ადამიანი და ამდენად არც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის ავტორი შეიძლება იყოს. ადამიანისგან, თუნდაც იგი ასაკის ან ფსიქიკური მდგოამრეობის გამო იყო შეურაცადი, მომდინარე თავდასხმა შეიძლება იყოს მართლსაწინააღმდეგო და ამირომ მისი მოგერიება შეიძლება აუცილებელი მოგერიეფით იქნეს გამართლებული.

საყურადღებოა ის ფაქტიც რომ თავდასხმის არარეალური (მოჩვენებითი) ხასიათი გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. მაგ: ა-მ მოკლა ც. რომელსაც სურდა ა-ს. მხოლოდ შეშინება, თუმცა მომგერიებლის წარმოდგენით იგი რეალურ თავდასხმას იგერიებდა. ასეთი შემთხვევა არ წარმოადგენს აუცილებელ მოგერიებას, ვინაიდან თავდასხმა არ იყო რეალური, ობიექტური, არამედ მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში არსებობდა. მოჩვენებითი თავდასხმის მომგერიებელი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ მაგრამ მისი ბრალი არ არსებობს იმ შემთხვევაში თუ შეცდომა იყო მისატევებელი. თუ შეცდომა მიტევებელია, მაშინ იგი დაისჯება მხოლოდ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის, ხოლო თუ შეცდომას არ უშვებს და იცის, რომ ც. ხუმრობით ან შეშინების მიზნით დაესხა თავს, მაგრამ ასეთ სიტუაციას იყენებს თავის სასარგებლოდ, ა-ს. ქმედებაში იქნება განზრახი მკვლელობის ნიშნები.

სისხლის სამართლის კანონმდებლობა იცნობს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების ინსტიტუტსაც. მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მკვლელობისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. პირმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს შეიძლება გადააცილოს შიშით, დაბნეულობით ან სხვა ექსტრემალური სიტუაციის გამო. თუ პირმა

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს განზრახ გადააცილა, გვექნება განზრახი მკვლელობა.

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. მაგ: რ. ცემის მიზნით თავს დაესხა ბ.-ს. ბ.-მ შეშინებულმა ამოიღო ჯიბიდან დანა და მისი გამოყენებით მოკლა რ. ამ შემთხვევაში ბ.-ს ქმედება შეიცავს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას.

ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

როგორც უკვე ავღნიშნეთ სამართლებრივი დაცვის ობიექტი შეიძლება იყოს, როგორც პიროვნება, ისე ქონებრივი სიკეთე. როცა თავდასმა ხდება ქონებრივ სიკეთეზე აუცილებელი მოგერიების ფარგლები შეზღუდულია ადამიანის უფლებათა 1950 წლის ევროპული კონვეციის მეორე მუხლით. რომის კონვენცია იცავს სიცოცხლის უფლებას და მის დაცვას სახელწიფოს ავალდებულებს. ამიტომ სახელწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ პირის გამიზნული განზრახი მკვლელობა ქონების გადარჩენის მიზნით, წარმოადგენს კონვენციით დაცული სიცოცხლის უფლების ხელყოფას. ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მაგალითად შვეიცარიის კანონმდებლობა არამართლზომიერად მიიჩნევს სიცოცხლის მოსპობას აუცილებელი მოგერიების დროს ქონებრივი სამართლებრივი სიკეთის გადასარჩენად მათ შორის კერძო პირის მიერ საკუთარი ქონების დაცვის მიზნით, მაშინ როდესაც გერმანული დოქტრინა შესაძლებლად მიიჩნევს ასეთი პირის მიერ აუცუილებელი მოგერიების დროს ქონებრივი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის მიზნით თავდამსხმელის სიცოცხლის მოსპობას, რადგან მიაჩნია, რომ კონვენციის მეორე მუხლით შებოჭილი არიან მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მოქმედი საჯარო მოხელეები და მოსამსახურეები და არა ჩვეულებრივი ფიზიკური პირები.

იმ შემთხვევაში როცა ქურდი გარბის მოპარული ნივთით, ქურდობა მართალია დამთავრებულია, მაგრამ თავდასხმა ჯერ კიდევ იმწუთიერია. ამდენად, ჯერ კიდევ არსებობს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა მანამ, სანამ ქონების დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ მოგვიანებით პატრონმა მიაგნო მოპარულ ნივთს, მას უფლება აქვს მიიღოს ზომები ამ ნივთის უკან დასაბრუნებლად, მათ შორის - ძალის გამოყენებით, მაგრამ მისი მოქმედება არ იქნება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით გამართლებული, თუმცა სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის ნორმებიდან გამომდინარე მისი მოქმედება ჩაითვლება მართლზომიერად სსკ-ის 38-ე მუხლის საფუძველზე (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება სხვა არაბრალეული ქმედების დროს)

აუცილებელი მოგერიება ორი კომპონენტის - ობიექტურისა და სუბიექტურის ერთობლიობაა. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. მაგ: ა-ს მოკვლის განზრახვით მიუახლოვდა ბ. ა-მ. ამის შესახებ არ იცოდა და ბ-ს. ხულიგნური ქვენაგრძნობით მოკლავს. ობიექტურად სახეზე გვაქვს თავდასხმის მოგერიება, მაგრამ სუბიექტურად ა-ს. არ ჰქონდა თავდაცვის მიზანი. ამიტომ ეს შემთხვევა წარმოადგენს არა აუცილებელ მოგერიებას, არამედ განზრახ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობით, ვინაიდან სახეზე არ არის აუცილებელი მოგერიების ორივე კომპონენტი, კერძოდ: პირს არ ჰქონდა თავდაცვის მიზანი(არ არის სუბიექტური კომპონენტი).

დამნაშავის შეპყრობა: (მუხლი 29)

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც შეიპყრობს და მ ნაშავეს, ამისათვის აუცილებელი ზომის გადაუცილებლად. ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და სხვა გარემოებებთან.

დამნაშვის შეპყრობა განსხვავდება დაკავებისაგან, რომელიც წამოადგენს საპროცესო მოქმედებას (სსსკ-ის 172-ე მუხლი) და მისი განხორციელების უფლება გააჩნია საჯარო სამსახურის მოხელეს, რომელიც წარმოადგენს გამოძიების ჩატარების უფლებამოსუილებით აღჭურვილ ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

დაკავებისგან განსხვავებით დამნაშავის შეპყობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს. არ არის აუცილებელი, რომ დამნაშავე შეიპყროს მაინც და მაინც იმ ფიზიკურმა პირმა, რომლის სამართლებრივ სიკეტესაც მიადგა ზიანი ან შეექმნა საფრთზე.

საინტერესოა, როგორ შეუძლია პირს ზუსტად განსაზღვროს, რომ მან შეიპყრო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირი. ამიტომ არსებობს პოზიცია, რომლის მიხედვითაც ამ ნორმით პირის გამართლება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა პირი დამნაშავედ არის ცნობილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით და ამის შესახებ იცის დამნაშავის შემპყრობმა პირმა. ანუ აუცილებელია, რომ დამკავებელმა იცოდეს, რომ მის მიერ შეპყრობილ პირს ჩადენი ჰქონდა დანაშაული. იმ შემთხვევაში თუ დამკავებლის ვარაუდი არ გამათლდა და მის მიერ შეპყრობილი პირი არ ყოფილა დანაშაულის ჩამდენი, ასეთ შემთხვევაში დამკავებლის ქმედებას ვერ გავამართლებთ დამნაშავის შეპყრობის ანუ სსკ-ის 29-ე მუხლით. მისი ქმედება შეიძლება შეფასდეს ამავე კოდექსიოს 32-ე მუხლის საფუძველზე (სისხლისსამართლებრივი ოპასუხისმგებლოსგან განთავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს)

კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს და დამნაშავის შეპყრობის შესაძლებლობას უშვებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტის მომენტში. ამ შემთხვევაში დამნაშავის

შეპყრობის ზომა შეუსაბამობაში არ უნდა მოდიოდეს დანაშაულის სიმძიმესთან. მაგალითად:

პირმა სუპერმარკეტიდან მოიპარა ორი ცალი ვაშლი და შეეცადა გაქცევას. იქვე მყოფმა მოქალაქემ მისი შეჩერების მიზნით დანა ამოიღო და ფეხში დაარტყა ქურდს. ამ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე აშკარად არ შეესაბამება დამკავებლის მიერ განხორციელებულ ქმედებას და იგი დანაშაულის შეპყრობის ნორმას ეწინააღმდეგება.

უკიდურესი აუცილებლობა: (მუხლი 30)

უკიდურესი აუცილებლობა ნიშნავს სხვის დაზიანებას იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად , რომელიც ემუქრება თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და დაზიანებული სიკეთე გადარჩენილზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო.

უკიდურესი აუცილებლობა ორი სახისაა: თავდაცვითი და თავდასხმითი.

თავდაცვითი უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა მესამე ძალას, არამედ თვით საფრთხის წყაროს და ამ დროს პირს სამოქალაქო სამართალწარმოების კუთხით ზიანის ანაზღაურება არ ეკისრება. მაგ:

მეზობელი წავიდა აგარაკზე და წყალი დარჩა მოშვებული. ქვედა სართულზე მცხოვრებს უფლება აქვს კარი შეუმტვრიოს თუ მას უფრო ნაკლები ზიანის მიყენებით არ შეუძლია საფრთხის თავიდან აცილება. ამასთან, მის მიერ მიყენებული ზიანი ნაკლები უნდა იყოს გადარჩენილზე.

ა.-ს თავს დაესხა მეზობლის ხარი და უპირებს რქებზე წამოგებას. ა.-მ ხარი მოკლა. ამისათვის ა. სამოქალაქო წესით პასუხს არ აგებს.

თავდასხმითი უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს სამოქალაქო წესით. ამ მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა ხელმყოფს, არამედ მესამე ძალას, რომელსაც არავითარი წვლილი არ შეუტანია შექმნილი საფრთხის წარმოშობაში. მაგ:

ტურისტულ ჯგუფს ტყეში გზა აებნა. შიმშილისგან ძალაგამოლეულებმა ნახეს სახლი, რომელშიც საჭმელ-სასმელი იყო. ტურისტებმა შეამტვრიეს კარი, დანაყრდნენ და თავი გადაირჩინეს. სახეზეა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა. ჯგუფის წევრები ვალდებულები არიან სამოქალაქო წესით აანაზღაურონ მესაკუთრისთვის მიყენებული ზიანი.

როგორც ამ მაგალითიდან ჩანს აგრესიული უკიდურესი აუცილებლობის დროს, პირი პასუხს აგებს მხოლოდ სამოქალაქო წესით და იგი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.

უკიდურესი აუცილებლობის დროს, სამართლებრივი სიკეთე იმყოფება იმწუთიერ საფრთხეში. მოცემული ნორმისთვის ობიექტი შეიძლება იყოს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, პატივი, საკუთრება და ასე შემდეგ.

უკიდურესი აუცილებლობის ძირითადი პირობაა ის, რომ დაზიანებული სიკეთე ნაკლებნიშვნელოვანი იყოს ვიდრე გადარჩენილი სიკეთე. პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით მხოლოდ მაშინ შეიძლება გამართლდეს, როცა დაცულია სამართლებრივ სიკეთეთა რანგირების პრინციპი: ყველაზე უფრო დიდ სიკეთედ ითვლება ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ შეიძლება გამართლებულ იქნეს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით. მაგ: არ შეიძლება პირის გამართლება, როდესაც სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ავადმყოფის ან ღრმა მოხუცის სიცოცხლეს ხელჰყოფენ. აღსანშნავია ის გარემოებაც, რომ უკიდურესი აუცილებლობის დროს ჯანმრთელობა და თავისუფლება უფრო მაღალი რანგის სამართლებრივი სიკეთეა, ვიდრე ქონება.

მართლზომიერი რისკი: (მუხლი 31)

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. რისკი გამართლებულია მაშინ, თუ მიზანი არ მიიღწეოდა რისკის გარეშე. მაგ:

ქარხნის აფეთქება გარდაუვალია. არის ორი ღილაკი. ერთზე დაჭერისას იგი გადარჩება, მეორეზე დაჭერისას აფეთქდება. ა.-მ გასწია რისკი და ერთ-ერთ ღილაკს დააჭირა ხელი შენობა აფეთქდა. მიუხედავად შენობის აფეთქებისა, რისკი იქნება გამართლებული, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ამ შემთხვევაში ქმედების მართლწინააღმდეგობა გამორიცხულია.

სისხლის სამართლის კოდექსი ასევე ითვალისწინებს საპატიებელი რისკის არსებობას, რომელიც სსკ-ის 38-ე საფუძველზე ბრალის გამომრიცხველი გარემოებაა. მაგ: მამამ შვილი ავტომანქნიდან გადააგდო ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ისეთ ვითარებაში, როცა მანქანა ხრამში იჩეხებოდა. სინამდვილეში მანქანა არ გადაიჩეხა, ხოლო ბავშვი მანქნიდან გადაგდების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად მძიმე შედეგისა მამა შეიძლება არ დაისაჯოს, ვინაიდან იგი იმყოფებოდა საპატიებელი რისკის მდგომარეობაში (თუ დადგინდა, რომ არსებობდა რისკის მაღალი ხარისხი მანქნის ხრაში გადავარნის თაობაზე) ამ შემთხვევაში გვექნებოდა არა მართლზომიერი რისკი, არამედ, ბრალის გამომრიცხველი რისკი ანუ საპატიებელი რისკი. (38-ე მუხლი).

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განთავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს: (მუხლი 32)

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების პირობებს.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონიერი გარემოებებია:

დაზარალებულის თანხმობა:

ა-მ. გადაწყვიტა ცხვირის ოპრეციის გაკეთება. ოპერაციის შემდგომ მას თავისი გარეგნობა არ მოეწონა და ექიმ ბ-ს. უჩივლა სასამართლოში. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ბ-ს. მოქმედებაში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემადგენლობა (ა-ს სახის განზრახ დამახინჯება). თუ სასამართლომ გამოარკვია, რომ ბ-მ. ოპერაცია სწორად გააკეთა ანუ სამედიცინო წესების სრული დაცვით და მას არავითარი განზრახვა არ ჰქონია დაემახინჯებინა ა-ს. სახე, იგი პასუხს არ აგებს მართლწინააღმდეგობის გამო, იმის მიუხედავა, რომ ა-ს. არ მოეწონა თავისი გარეგნობა ოპერაციის შემდეგ (დაზარალებულის თანხმობა)

სავარაუდო თანხმობა:

საავამდყოფოში მიიყვანეს მძიმედ დაჭრილი, გონდაკარგული ა. ექიმმა ბ-მ. ა-ს. ნებისგან დამოუკიდებლად (გონებადაკრგულობის გამო) გააკეთა სასწრაფო ოპერაცია და ა-ს. ფეხი მოკვეთა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაიღუპებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ა-მ. უჩივლა ბ-ს. ფეხის მოკვეთისათვის და განაცხადა, რომ უფეხობას სიკვდილი ერჩივნა. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ბ-მ. სწორი, გადაუდებელი სამედიზინო მკურნალობა ჩაატარა და მას არ ჰქონდა საშუალება ა-სგან. ნებართვა აეღო ბ-ს. ქმედება არ იქნება მართლსაწინააღმდეგო. (დაზარალებულის სავალდებულო თანხმობა)

მოვალეობათა კოლიზია:

ექიმი ერთდროულად გამოიძახეს ორ მძიმე ავამდყოფთან სხვადასხვა სოფელში. მას შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთს დახმარებოდა. ერთი გადაარჩინა მეორე კი დაიღუპა. ექიმის ეს მოქმედება მართლზომიერია, ვინაიდან იგი იმყოფებოდა მოვალეობათა კოლიზიის მდგომარეობაში. არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელ პაციენტზე შეაჩერა ყურადღება ექიმმა ბავშვსა თუ მოხუცსზე, პროფესორსა თუ მუშაზე. ექიმის ქმედება მხოლოდ მაშინ იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ მან შეგნებულად დახმარება აღმოუჩინა პაციენტს, რომლის ავამდყოფობის სიმპტომებიც არ იყო საგანგაშო იმ პაციენტთან

შედარებით, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. (მოვალეობათა კოლიზია)

ბრალი

სისხლის სამართლის კანონის მიხედვით არ შეიძლება სასჯელის დაკისრება ინდივიდუალური ბრალის დადგენის გარეშე. დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროში უარყოფილია ე.წ. კოლექტიური ბრალის პრინციპი.

ბრალი არის მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალური სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. ანუ ბრალი არის გაკიცხვა და არა პირის ფსიქიკური დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. ე. ი. ბრალი მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მოსამართლე დაადგენს პირის ბრალეულობას. გამოძიებაში პირისათვის ბრალდების წაყენება არის მხოლოდ ვარაუდი, რომ ბრალდებულს მოსამართლე სამართლებრივად გაკიცხავს.

ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებები:

ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია: შეურაცხადობა ასაკის გამო, შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო, შეზღუდული შერაცხაობა, შეცდომა, ბრძანების ან განკარგულების შეუსრულებლობა,

შეურაცხაობა ასაკის გამო: (მუხლი 33)

14 წლის ასკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ე. ი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნებისმიერი დანაშაულისათვის დგება 14 წლის ასაკიდან.

პირი არასრულწლოვანია 14-დან 18 წლამდე ასაკში.

შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო: (მუხლი 34)

ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ავამდყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

იმისათვის, რომ დადგინდეს პირს ფსიქიკური დაავადების დროს აქვს ჩადენილი თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, აუცილებელია დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სასამართლოს შეუძლია შეურაცხის მიმართ გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.

არ დაისჯება ის, ვინც დანაშაული შერაცხადმა ჩაიდინა, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯამრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.

შეზღუდული შერაცხადობა: (მუხლი 35)

შეზღუდული შერაცხადობა არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და არა გამომრიცხველი გარემოება.

შეზღუდული შერაცხადობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა და ეკონტროლებინა თავისი ქმედების ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

შეზღუდული შერაცხადობის დადგენა ხდება ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებით.

შეზღუდული შერაცხადობისთვის სრულწლოვანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება. იგი მხოლოდ იმოქმედებს სასჯელის დანიშვნის ზომაზე, როგორც ერთ-ერთ შემამსუბუქებელ გარემოებად. რაც შეეხება შეზღუდულ არასრულწლოვან შერაცხადს იგი შესაძლებელია განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან.

შეცდომა: (მუხლი 36)

ის, ვინც არ იცის რომ ქმედება, რომელსაც სჩადის აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდობა მისატევებელია. შეცდომა მისატევებელია მაშინ, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რომ ჩადიოდა დანაშაულს. თუ შეცდომა არ არის მისატევებელი, პირი დაისჯება გაუფრთხილებლობისათვის (თუ მის მიერ ჩადენილი ქმედების გაუფრთხილებლად ჩადენა დასჯადია). მაგ. მონადირეს ჰგონია, რომ კლავს დათვს, სინამდვილეში ტყვია ესროლა ადამიანს. სახეზეა სიცოცლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ვინაიდან ეს არ არის მისატევებელი შეცდომა.

ა. რომელიც საზღვარგარეთ რამოდენიმე წელი ცხოვრობდა საქართველოში დაბრუნებისას დააკავეს აეროპორტში იმ მოტივით, რომ მას ჩანთაში ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩნდა, რომელიც საზღვარგარეთ შეიძინა აფთიაქში და არ იცოდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ამ ნივთიერების შეძენა-შენახვა დანაშაულს წარმოადგენდა. ასეთ შემთხვევაში ვინაიდან პირს არა აქვს მართლწინააღმდეგობის შეგრძნება იგი არ დაისჯება.

ბრძანების ან განკარგულების შესრულება: (მუხლი 37)

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას, წინასწარი შეცნობის გარეშე დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ასეთი ბრძანების ან განკარგულების გამცემს. ეს არის სწორედ ის მისატევებელი შეცდომის სპეციალური შემთხვევა, რაც გათვალისწინებულია 36-ე მუხლში. მაგ:

ოფიცერი უბრძანებს ჯარისკაცს, მოკლას ვითომ „დივერსანტი“, რომელიც სინამდვილეში მისი ცოლის საყვარელია, რათა მასზე იძიოს შური. ჯარისკაცმა შეასრულა ბრძანება, რითაც დაუშვა მისატევებელი შეცდომა. ჯარისკაცი არ აგებს პასუხს მკვლელობისთვის. ჩადენილი დანაშაულისთვის დაისჯება ოფიცერი, რომელიც მოქმედებდა შუალობითი ამსრულებლის მდგომარეობაში.

იმ შემთხვევასი თუ ოფიცერმა უბრძანა ჯარისკაცს ცოლის საკვარელის მოკლა, ამასთან ჯარისკაცმაც იცის ამის შესახებ და მაინც ასრულებს ბრძანებას, ჯარისკაცი დაისჯება როგორც მკვლელობის ამსრულებელი, ხოლო ოფიცერი, როგორც წამქეზებელი.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განთავისუფლება სხვა არაბრაული ქმედების გამო: (მუხლი 38)

ამ ნორმას სამართლებრივ სივრცეში ტრაგიკულ კოლიზიასაც უწოდებენ. ეს მუხლი ითვალისწინებს ბრალის გამომრიცხველ ზეკანონიერი გარემოებების არსებობას. შეიძლება ესა თუ ის გარემოება კოდექსში სახელდებით არ იყოს მოხსენებული, მაგრამ თუ იგი აკმაყოფილებს ქმედების არაბრალეულობის პირობებს, პირი განთავისუფლდება პასუხისმგებლობიდან. ამდენად, ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს სამართლებრივი სიკეთის ნაწილის გადასარჩენად, როცა ეს სიკეთე მთლიანობაში დასაღუპად იყო განწირული. მაგ:

ნავზე იმყოფება ორი პირი. ორივეს გარდაუვალი დაღუპვა ემუქრება. ასეთ ვითარებაში, თუ ერთი გადაირჩენს თავს მეორის წყალში გადაგდებით გვექნება ბრალის გამომრიცხველი გარემოება, რადგან ორივე დასაღუპად იყო განწირული.

ოფიცერმა ჯარისკაცს უბრძანა, რომ მოეკლა თავისი ცოლის საყვარელი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ორივეს მოკლავდა. ჯარისკაცი იძულებული იყო ბრძანება შეესრულებინა. ჯარისკაცი იმყოფებოდა ტრაგიკულ კოლიზიის მდგომარეობაში.

ტრაგიკულ კოლიზიას ადგილი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი სიკეთის გადასარჩენად ხელყოფენ იმ სიკეთეს, რომელსაც დაღუპვა არ ემუქრება, მიუხედავად ამ სიკეთეებს შორის არსებული დიდი სხვაობისა. აქედან გამომდინარე დაუშვებელია მრავალი განწირული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა თუნდაც ერთი ისეთი ადამიანის გაწირვით, რომელსაც არაფერი ემუქრებოდა. (სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით ერთი ადამიანის სიცოცხლე და მრავალი ადამიანის სიცოცხლე ტოლფასია) მაგ:

ხალხით დატვირთულ ავტობუსს დაღმართში გაუფუჭდა მუხრუჭები. ხრამში ჩავარდნისაგან ანუ აუცილებელი დაღუპვისაგან გადარჩენის ერთადერთი ხსნაა ხრამის პირას მდგარი მსუბუქი ავტომანქანისათვის დაჯახება, რომელშიც ზის მძღოლი. ავტობუსის მძღოლი რათა გადაარჩინოს მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეჯახება მსუბუქ ავტომანქანას, რომლის მძღოლი იღუპება, თუმცა გადარჩა ავტობუსის მრავალი მგზავრი. ამ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ისეთ ტრაგიკულ კოლიზიას, რომელიც ბრალეულობას გამორიცხავს ავტობუსის მძღოლი პასუხს აგებს განზრახი მკვლელბისათვის.

სასჯელის მიზნები და სახეები:

სასჯელის მიზანი: (მუხლი 39)

სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. მაგ: განზრახ მკვლელობა (108 მუხლი) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.

სასამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, რა დროსაც იგი ითვალისწინებს არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას.

სასჯელის სახეები: (მუხლი 40)

სასჯელის სახებია:

ა) ჯარიმა

ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

გ) საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

დ) გამასწორებელი სამუშაო.

ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზრუდვა.

ვ )თავისუფლების შეზღუდვა.

ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ი) ქონების ჩამორთმევა.

ძირითადი და დამატებითი სასჯელები: (მუხლი 41)

გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით.

ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა.

ჯარიმა: (მუხლი 42)

ჯარიმა არის ფულადი გადასახადი. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. ჯარიმის მინიმალურ ოდენობასთან მიმართებაში არსებობს გამონაკლისიც - იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

ჯარიმის ოდენობას საზღვრავს სასამართლო დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანია და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს.

ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის.

თუ მსჯავრდებული თავს არიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასაჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშოს ან თავისუფლების შეზღუდვის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: დაკისრებული ჯარიმის 50 ლარი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოთხი საათი, გამასწორებელი სამუშოს ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე. ამასთანავე ჯარიმის ნაცვლად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის, გამასწორებელი სამუშოსათვის ან

თავისუფლების შეზღუდვისათვის ბოროტად თვის არიდების შემთხვევაში იგი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით.

თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა: (მუხლი 43)

თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.

თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად ინიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით.

თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშვის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

ძირითად სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას, აგრეთვე პირობითი მსჯავრის დროს დამატერბით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ძირითად სასჯელად თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან, ასევე ვრცელდება ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა: (მუხლი 44)

საზოგადოების ა თვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის თავისუფალ დროს უსასყიდლოდ შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. ეს სასჯელი ინიშნება ორმოცი საათიდან რვაას საათამდე ვადით. იგი არ გამოიყენება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების, ორსული ქალის, საპენსიო ასაკის პირის მიმართ, ასევე არ

შეიძლება ეს სასჯელი შეეფარდოს ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი და სამხედრო მოსამსახურეს. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდეაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.

თუ სმჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადიოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი - თავისუფლების შეზაღუდვის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

გამასწორებელი სამუშაო: (მუხლი 45)

გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულს ხელფასიდან სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაექვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არაუმეტეს ოცი პროცენტისა.

თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს აარიდებს გამასწორებელ სამუშოს, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზრუდვის ან თავისუფლების აღკვეტის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: გამასწორებელი სამუშოს ერთი დღე - თავსიუფლების შეზღუდვის ერთი დღე. გამასწორებერლი სამუშოს სამი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა: (მუხლი 46)

სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ენიშნება სამხედრო მოსამსახურეს, როგორც ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენისათვის, აგრთვე სხვა დანაშაულისათვის. ეს სასჯელი ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით და მსჯავრდებულს ხელფასიდან ყოველთვიურად ბიუჯეტის სასარგებლოდ ექვითება თანხა არაუმეტეს ოცი პროცენტისა. ამ სასჯელის მოხდს დროს არ შეიძლება მსჯავრდებულის დაწინაურება თანამდებობაზე, მისთვის სამხედრო წოდების მომატება. სასჯელის ვადა მას არ ჩაეთვლება ნამსახურების ვადაში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად.

თავისუფლების შეზღუდვა: (მუხლი 47)

თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის 14 წელს მიღწეული მსჯავრდებულის საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას სპეციალურ დაწესებულებაში - გამასწორებელ ცენტრში, მასზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. სასჯელი ინიშნება ნასამართლობის არ მქონე მსჯავრდებულს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით. სასჯელის ეს სახე არ გამოიყენება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების, ორსული ქალის, საპენსიო ასაკის პირის მიმართ, ასევე არ შეიძლება ეს სასჯელი შეეფარდოს ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი და სამხედრო მოსამსახურეს.

თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს არიდებს თავისუფლების შეზღუდვას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით განაჩენით დადგენილი სასჯელის ვადით. ამასთან დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: ერთი დღე - ერთ დღეთ.

ვადიანი თავისუფლების აღკვეთა: (მუხლი 50)

ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის არ შესრულებია თვრამეტი წელი მოთავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.

ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით. სასამართლო უფლაბამოსილია დანიშნოს ექვს თვეზე უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

ვადიაანი თავისუფლებისა ათკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასაჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული აღიარებს დანაშულს (თუ პირი არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩდენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩდენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანაშული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშულის ჩდენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისას - სასჯელის ნახევარი.

უვადო თავისუფლების აღკვეთა: (მუხლი 51)

უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ამ სახის სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის შეუსრულდა სამოცი წელი.

უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.

ქონების ჩამორთმევა: (მუხლი 52)

ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის, იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დანაშაულის საგნის, იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისთვის, იმ შემთხვევაში თუ ეს საგნები სახეზეა.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების (ყველა ნივთის, ასევე იურიდიული დოკუმენტის, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ექვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ყველა განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.

სასჯელის დანიშვნის ზოგადი წესი: (მუხლი 53)

სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და 60-ე მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემსამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას დანაშაულის შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათალისწინებულუი ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანისვნის დროს მხედველობაში არ მიიღბა.

სასჯელის დანიშვნა შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობისას: (მუხლი 54)

თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.

კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა: (მუხლი 55)

სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. მაგ: ა.-მ ჩაიდინა ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, რისთვისაც სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. იმ შემთხვევაში თუ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა მხარეებს შორის, ა.-ს მოქმედი კანონმდებლობით მინიმუმ (შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში) მიესჯება 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია ამ სასჯელის მინიმუმ ზღვარზე დაბალი ან უფრო მუბუქი სახის სასჯელის გამოყენებაც, (რა პირობებზეც მხარებს შორის მოხდება შეთანხმება).

სასჯელის დანიშვნა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის (მუხლი 56)

დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და ამსრულებლობისათვის (მუხლი 57)

დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულში ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე.

შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ერთ-ერთი თანამონაწილის ან ამსრულებლის პიროვნებას შეეხება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ თანამშრომლისათვის ან ამსრულებლისათვის სასჯელის დანიშვნის დროს.

სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს: (მუხლი 58)

დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშულის რეცივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღბა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს: (მუხლი 59)

დანაშაულთა ერთობლობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისთვის.

დანაშულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანისვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკარს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

დანაშულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკარს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავე წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდეელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობით მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან. განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანისნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

დანაშულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელის ზომა, თუ იგი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქია, არ უნდა აღემატებოდეს სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გატვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას.

დანაშულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გატვალისწინებულ მაქისმალურ ზღვარს.

სასჯელთა შეჯამება (მუხლი 61)

დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობილობის დროს სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთი დღეს შეესაბამება:

თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე

გამასწორებელი სამუშოს ან სამხედრო პირის სასმახურებრივი შეზღუდვის სამი დღე

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი

ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა თავისუფლების შეზღუდვასთან ან თავსიუფლების აღკვეთასთან მიმატების შემთხვევაში გამოიყენება დამოუკიდბლად.

სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა (მუხლი 62)

თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა - საათებით.

სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - თავსიუფლების აღკვეთის ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სასმახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი დღე.

საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, აგრეთვე განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის

მოხდილი დრო ამ კოდექსის მეექვსე მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულების მიზნით პირის გადაცემის შემთხვევაში ერთი დღე ჩაითვლება ერთ დღეთ.

თუ პირს, რომელსაც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძვლები: (მუხლი 63)

თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად მაგ: ა.-მ ჩაიდინა ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით (სანქცია 4-დან 7-დ წლამდე თავისუფლების აღკვეთა), გამოძიების პროცესში ა.-მ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამ საფუძვლით ა.- სა და პროკურატურას შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ა.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

იმ შემთხვევაში თუ მჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, ამასთან მსჯავრდებული ნასამართლევი არ უნდა იყოს განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. იმ შემთხვევაში თუ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის მსჯავრდებულს არ შესრულებია 18 წელი და მან პირველად ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მას ჩადენილი არ აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასამართლომ განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მაგ: პირმა ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად (179-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სანქცია 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) მან აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაასახელა ჯგუფის წევრები, აანაზღაურა ზიანი, რის გამოც მასთან დადებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მას დაენიშნა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი უნდა მოიხადოს

სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

გამოსაცდელი ვადა: (მუხლი 64)

პირობითი მსჯავრის დანიშვნისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას. ამ პერიოდში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას, გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას - არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულის ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას - არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.

მოვალეობის დაკისრება:(მუხლი 65)

პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვებელი ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის ტოქსიკომანიიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.

კონტროლი და დახმარება:(მუხლი 66)

პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.

ასეთ ფუნქციას პირობითი მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

გამოსაცდელ ვადაში სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობითი მსჯავრდებულის მიმართ, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობა ან დააკისროს მას ახალი მოვალეობა.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ქმედითი მონანიების, ვითარების შეცვლის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის და ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო.

პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება (მუხლი 67).

1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადით არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

პირობით მსჯავრდებულისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც. სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს (არა უმეტეს ერთი წლით) ან შეამციროს გამოსაცდელი ვადა.

თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განჩინებით დანიშნული სასჯელი.

თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაშ გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო.

თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამარლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

სამოქალაქო შეთანხმება (მუხლი 671).

პირობით მსჯავრდებულისათვის ამ კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, თუ პირობით მსჯავრდებულთან პროკურორს გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთანხმება და პირობით მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები,

პროკურორს შეუძლია, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს, სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები, ასევე დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა.

სამოქალაქო შეთანხმებით პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ბიურო, რომელიც პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ამ შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება ქმედითი მონანიების გამო: (მუხლი 68)

ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება ვითარების შეცვლის გამო: (მუხლი 70)

დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო. მაგ:

ა.-მ ცოლის მოყვანის მიზნით უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთა ბ.-ს.. ბ. შემდგომში დათანხმდა ა.-ს ცოლობაზე და გახდა მისი მეუღლე. ამ შემთხვევაში ვითარება აშკარად შეიცვალა.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის გამო: (მუხლი 701)

განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობების შექმნა, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გაანთავისუფლოს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო: (მუხლი 71)

პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება თუ გავიდა:

ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას.

ბ) ექვსი წელი სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

დ) თხუთმეთი წელი ამ კოდექსის 332-342 1 მუხლებით (სამოხელეო დანაშაულები) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, თუ ისინი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს.

ე) ოცდახუთი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისთვის. მაგ:

პირმა 2002 წლის 10 ივნისს ჩაიდინა ქურდობა (177-ე მუხლის პირველი ნაწილი) ამ მუხლის პირველი ნაწილის მაქსიმალური სასჯელია 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი. იმ შემთხვევაში თუ ეს პირი 2008 წლის 10 ივნისამდე არ მიეცემა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში, შემდეგ პერიოდში ამავე დანაშაულისთვის მას ბრალი ვეღარ წაეყენება.

სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება (მუხლი 72)

1. ის ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან თავისუფლების შეზღუდვა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვბეთა, იგი შეიძება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.

2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მსჯავრდებულს შეიძლება დაეკისროს ამ კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში.

3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.

4. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი სააღსრულებო ბიურო, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა - სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნშნული ორგანოების წარდგიმნებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი;ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

7. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.

8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

9. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის სახით

დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თავისუფლების შეზღუდვის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (მუხლი 73)

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).

2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში.

4. მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადით არანაკლებ ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მ უხლის მე-6 ნაწილის საფძველზე;

5. მსჯავრდებულს რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.

მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დენა იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან თავისუფლების შეზღუდვის მოხდის მომენტიდან. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას:ა) ჯიუტად თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, საზოგადებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო

შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

თუ მსჯავრდებულმა თავისუფლების შეზღუდვის მოხდისას:ა) ჯიუტად თავი აარიდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს თავისუფლების შეზღუდვა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, თავისუფლების სეზღუდვის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს თავისუფლების შეზღუდვას და უნოშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს თავისუფლების შეზღუდვას. გამონაკლის შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვა შეიძება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა თავისუფლების შეზღუდვის სახით, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად (მუხლი 731)

განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.

შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას - მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.

მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია ამ კოდექსის 1441, 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.

სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო (მუხლი 74)

სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობთ, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. პირს გამოჯანმრთელების შემთხვევაში შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.

სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი - 65 წლიდან, მამაკაცი 70 წლიდან) თუ მას მისჯილი არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.

6. სასჯელისაგან გათავისუფლების ამ მუხლით დადგენილი საფუძვლები არ ვრცელდება განაჩენიოთ ჩამორთმეულ ქონებაზე.

სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისათვის (მუხლი 75)

1. სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

2. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია ამ ორგანოს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

3. როდესაც შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ან/და მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

4. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გადავადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო (მუხლი 76)

1. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში:ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

2. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო.

3. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.

4. ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.

6. გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4 ფა მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების გნხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.

7. უცხო ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე თავის თანახმად საქართველოში აღსასრულებლად გადმოგზავნის შემტხვევაში საქართველოს შესაბამისი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია.

ამინისტია: (მუხლი77)

ამინისტიას აცხადებს საქარელოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. ამინისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან, ხოლო მსჯავდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს ამინისტიის აქტის საფუძველზე შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

შეწყალება(მუხლი 78)

შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირების მიმართ. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტის საფუძველზე შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

ნასამართლობა: (მუხლი 79)

მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტისას. მაგალითად:

მოცემული კანონი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ამ დანასჰაულისთვის ნასამარტლევი პირის მიერ. (მუხლი 273).

ნასამართლობა გაქარწყლდება:

ა) პირობიღი მსჯავრდებულისა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.

ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.

გ) ნაკლბად მძიმე დანაშაულისათვის თავიუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.

დ) მძიმე დანაშაულისათვის თავიუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.

ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავიუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.

თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული სანიმუშოდ იქცეოდა, მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას ნასამართლობა გაქარწყლების ვადის ამოწურვამდე.

არასრულწლოვანი დამნაშავის ასაკი (მუხლი 80)

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.

სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება არასრულწლოვნის მიმართ (მუხლი 81)

არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება დაენიშნოს სასჯელი ან აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება.

სასჯელის სახეები (მუხლი 82)

არასრულწლოვანი დამნაშავისათვის დასანიშნი სასჯელის სახეებია:

ჯრიმა;

საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

გამასწორებელი სამუშაო;

თავისუფლების შეზღუდვა;

ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

ჯარიმა (მუხლი 83)

არასრულწლოვანს ჯარიმა ენიშნება ამ კოდექსის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქმიანობის უფლების ჩამორთმევა (მუხლი 84)

არასრულწლოვანს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ენიშნება ერთიდან სამ წლამდე ვადით.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (მუხლი 85)

1. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება ორმოპციდან სამას ოც საათამდე ვადით, რომელსაც ის მოიხდის სწავლისაგან ან ძირითადი სამუშაოსაგან თავისუფალ დროს. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ეს სასჯელი გულისხმობს ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც ძალუძს არასრულწლოვანს. ამ სასჯელის ვადა თხუთმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში ოთხ საათს, ხოლო თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე რასრულწლოვნისათვის - დღეში ექვს საათს.

2. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს იმშემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.

გამასწორებელი სამუშაო (მუხლი 86)

არასრულწლოვანს გამასწორებელი სამშაო ენიშნება ორი თვიდან ერთ წლამდე ვადით.

თავისუფლების შეზღუდვა (მუხლი 861)

არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვა ენუშნება ოთხ წლამდე ვადით

ვადიანი თავისუფლების აღკვეთა (მუხლი 88)

1. თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს.

2. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს.

სასჯელის დანიშვნა (მუხლი 89)

არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის დროს ამ კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, ფსიქიკური განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხვა პიროვნული თავისებურებანი, მასზე ასაკით უფროსი პირის ზეგავლენა.

არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძების გამოყენებით. (მუხლი 90)

არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობისაგან, თუ მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორება მიზანშეწონილია აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით.

აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების სახეები (მუხლი 91)

1. სასამართლოს შეუძლია დანიშნოს შემდეგი აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება:ა) გაფრთხილება;ბ) საზედამხედველოდ გადაცემა;გ) ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება;დ) ქცევის შეზღუდვა;ე) სპეციალურ აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება.

2. არასრულწლოვანს ერთდროულად შეიძლება დაენიშნოს აღმზრდელობითი ზემოქმედების რამდენიმე იძულებითი ღონისძება. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ აღმზრდელობითი ზემოქმედების იძლებით ღონისძებათა გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ამ ღონისძიებათა დამნიშნავი ორგანო.

3. თუ არასრულწლოვანი სისტემატურად არღვევს აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიებით გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ ეს ღონისძება სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს წარდგინებით გაუქმდება და მასალები გადაიგზავნება არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად.

გაფრთხილება (მუხლი 92)

გაფრთხილება ნიშნავს არასრულწლოვნისათვის იმის განმარტებას, თუ რა ზიანი გამოიწვია მისმა ქმედებამ და რა შედეგი მოჰყვება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენას.

საზედამხედველოდ გადაცემა (მუხლი 93)

საზედამხედველოდ გადაცემა ნიშნავს მშობლისათის ან მისი შემცვლელი პირისათის ანდა სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოსათვის იმ მოვალეობის დაკისრებას, რომ მან აღმზრდელობითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე და კონტროლი გაუწიოს მის ყოფაქცევას.

ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება (მუხლი 94)

არასრულწლოვნისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრებისას სასამართლო ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას და შესაბამის შრომით ჩვევებს.

ქცევის შეზღუდვა (მუხლი 95)

1. არასრულწლოვანს შეიზლება აეკრძალოს:ა) განსაზღვრული ადგილის მონახულება;ბ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შინიდან გასვლა;გ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს ნებართვის გარეშე სადმე წასვლა;დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება.

2. არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს:ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განახლება;ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა სასამართლოს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია სხვაგვარად შეზღუდოს არასრულწლოვნის ქცევა.

სპეციალურ აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება (მუხლი 96)

1. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სასჯელისაგან, თუ მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები მიიღწევა მისი სპეციალურ აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსებით. ამ დაწესებულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ვადას.

2. არასრულწლოვნის სპეციალურ აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ყოფნა შეიძლება შეწყდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე, თუ სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დასკვნით მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის ამ ღონისძიების შემდგომი გამოყენება. არასრულწლოვნის სპეციალურ აღმზრდელობით ან სამკურნალო აღმზრდელობით დაწესებულებაში ყოფნის გაგრძელება ამ მუხლის პირველი ნაწილით

გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დასაშვებია მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიული მომზადების დასამთავრებლად.

სასჯელისაგან გათავისუფლება (მუხლი 97)

ნაკლებად მძიმე დანაშაულისათის მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სასჯელისაგან ამ კოდექსის 91-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძების გამოყენებით.

სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება (მუხლი 98)

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვანი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ შეიძლება პირობით ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისაგან, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არნაკლებ ორი მესამედი.

2. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი _ თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

3. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თავისუფლების შეზღუდვის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

ხანდაზმულობის ვადები (მუხლი 99)

არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან გათავისუფლებისას ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები განახევრდება.

ნასამართლობის გაქარწყლება (მუხლი 100)

იმას, ვინც დანაშაული თვრამეტ წლამდე ჩაიდინა, ნასამართლობა გაუქარწყლდება:

ა) პირობით მსჯავრდებისას -გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ;

გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;

დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;

ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ.

იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი (მუხლი 1071)

1. იურიდიულ პირზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. ამ კოდექსის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს მის უფლებამონაცვლეს.

2. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია

იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირი არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.

4. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დანაშაული ჩადენილია იურუდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, დადგენილია თუ არა დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირი.

41. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის მიერ ზედამხედველობისა და კონტროლის არაჯეროვნად განხორციელების გამო შესაძლებელი გახდა იურიდიული პირის დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის მიერ დანაშაულის ჩადენა იურიდიული პირის სასარგებლოდ.

5. პასუხისმგებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ წარმოადგენს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.

6. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს იმავე დანაშაულისათვის ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

7. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს დანაშაულის შედეგად მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ასევე მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის სხვა ზომების გამოყენებისაგან.

8. ფიზიკური პირის ქმედების მიმართ ბრალის ან მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დადგენის შემთხვევაში იურიდიული პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (მუხლი 1072)

იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით.

სასჯელის სახეები (მუხლი 1073)

1. იურიდიული პირი სასჯელის სახეებია:ა) ლიკვიდაცია;ბ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;გ) ჯარიმა;დ) ქონების ჩამორთმევა;

2. ლიკვიდაცია და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

3. ჯარიმა შეიძება დაინიშნოს, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.4. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.

ლიკვიდაცია (მუხლი 1074)

1. სასჯელის სახით ლიკვიდაციის დანიშვნისას სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს), რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირის ლიკვიდაციას, იურიდიული პირის ლიკვიდაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები გადაიხდება მსჯავრდებულ იურიდიული პირის მიერ.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ლიკვიდაციას, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები).

3. ლიკვიდაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა იურიდიული პირის შექმნის ძირითად მიზანს ან მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

4.

საქმიანობის უფლების ჩამორთმევა (მუხლი 1075)

1. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იურიდიული პირისათვის უვადოდ ან ერთიდან 10 წლამდე ვადით საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის აკრძალვას.

2. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება გავრცელდეს საქმიანობაზე, , რომლის განხორციელებისას ან რომლის განხორციელებასთან დაკავშირებით იქნა ჩადენილი დანაშაული.

3.

ჯარიმა (მუხლი 1076)

1. იურიდიული პირისათვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ამ კოდექსის 42-ე მუხლით ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას.

2. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულით მიღებული სარგებლისა და იურიდიული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებებით.

3. თუ იურიდიული პირისათვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.

4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლის შენიშვნაში ჯარიმა მითითებულია როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად, ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებისას დამატებით სასჯელად ჯარიმა არ გამოიყენება.

ქონების ჩამორთმევა (მუხლი 1077)

იურიდიული პირისათვის ქონების ჩამორთმევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნები.