Download - სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსების მეგზური

Transcript
Page 1: სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსების მეგზური

ანაგა

ვაქირიმაშნაარი

წნორი

ასანურიერისიმედიჯუგაანი

ტიბაანიქვემომაჩხაანი

ძველი ანაგაქვემო ბოდბე

ქვემო მაღარომაღარო

ულიანოვკა

ჭოტორი

ნუკრიანი

ზემო ბოდბეზემო მაღარო

საქობო

ფანიანი

ბოდბისხევი

ყარაღაჯი

ხორნაბუჯიხირსა

სიღნაღი

ანაგა

ვაქირიმაშნაარი

წნორი

ასანურიერისიმედიჯუგაანი

ტიბაანიქვემომაჩხაანი

ძველი ანაგაქვემო ბოდბე

ქვემო მაღარომაღარო

ულიანოვკა

ჭოტორი

ნუკრიანი

ზემო ბოდბეზემო მაღარო

საქობო

ფანიანი

ბოდბისხევი

ყარაღაჯი

ხორნაბუჯიხირსა

სიღნაღი

1.სანდროახმეტელისმუზეუმი(სოფ.ანაგა)

2.კეკელათანდაშვილისდუქანი(სოფ.ანაგა)

3.ბოდბისწმინდანინოსმონასტერი

4.ბოდბისღვთისმშობლისშობისმამათამონასტერი

5.ხატიაშვილებისსაგვარეულოსახლი (სოფ.ვაქირი)

6.ვასოგოძიაშვილისმემორიალურიმუზეუმი(სოფ.ვაქირი)

7.ხალხთამეგობრობისმუზეუმი (სოფ.ილიაწმინდა)

8.მერაბბაიდოშვილისსახელოსნო (სოფ.მაღარო)

9.მაჩხაანისთეატრი(სოფ.ქვემომაჩხაანი)

10.სავაჭროდუქანი(სოფ.ქვემომაჩხაანი)

11.ფორემოსულიშვილისსახლ-მუზეუმი (სოფ.ქვემომაჩხაანი)

12.ნადირაშვილებისსახლი(სოფ.ქვემომაჩხაანი)

13.ნუკრიანისსახელოსნოები

14.ზვიადნადირაშვილისრკინისსახელოსნო (სოფ.ნუკრიანი)

15.ეთნოგრაფიულიეზო,,ქიზიყი“(სოფ.ნუკრიანი)

16.ვაჟამოსულიშვილისმუზეუმი(ქ.წნორი)

17.ვანოსარაჯიშვილისმუზეუმი(ქ.სიღნაღი)

18.მუსიკალურისკოლა(ქ.სიღნაღი)

19.„მარანიფიროსმანზე“(ქ.სიღნაღი)

20.სიღნაღისმუზეუმი

21.სანდრომირიანაშვილისმუზეუმი(ქ.სიღნაღი)

22.ხირსისმონასტერი(სოფ.ტიბაანი)

ალტრენატიულიტური„სიღნაღისმუნიციპალიტეტისკულტურისრესურსები“გამოცემულიასათემოგანვითარებისცენტრისმიერ,პროექტის„სათემოინიციატივებისმხარდაჭერაკახეთისრეგიონში“ფარგლებში,ორგანიზაცია„პურიმსოფლიოს“მხარდაჭერით.

სიღნაღისმუნიციპალიტეტისკულტურისრესურსებისპირველადიაღწერაგანხორციელდასათემოგანვითარებისცენტრის(CDC),კონსულტაციისადატრენინგისცენტრის(CTC)დასათემოკავშირინუკრიანის(CUN)ერთობლივიპროექტის„სიღნაღიკულტურისათვის“ფარგლებში,2014წელს,EWMI/G-PACფინანსურიმხარდაჭერით.

რუკაშიასახულიამუნიციპალიტეტისკულტურისრესურსებისმხოლოდმცირედინაწილი.

მეგზურისშედგენაზემუშაობდნენ:ანამარგველაშვილი,თამარამაშუკელი,ქეთევანგოგობერიშვილი,მაიაბიძინაშვილი

ფოტო:ანამარგველაშვილი,მაიაბიძინაშვილი,თორნიკემახარაშვილი,დიანაკაკაშვილი

ტექსტზემუშაობდა:დიანაკაკაშვილი

ინფორმაციისთვისდაგვიკავშირდით[email protected] www.satemo.ge

სიღნაღის მუნიციპალიტეტისკულტურის რესურსები

მეგზური

ნეში აშენებული სამრეკლო.მონასტერი არა მარტო სასულიერო,

არამედ კულტურულ-საგანმანათლებ-ლო კერასაც წარმოადგენდა. მე-17 სა-უკუნიდან აქ ფუნქციონირება დაიწყო სასულიერო სასწავლებელმა, სადაც ღვთისმეტყველებასთან ერთად საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდნენ. აქვე იყო უმდიდრესი წიგნთსაცავი.

ეგზარქოსების მიერ ბოდბის ეპარ-ქიის გაუქმებამდე აქ მამათა მონასტე-რი იყო. დედათა მონასტერი კი იმპე-რატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით გაიხსნა 1889 წელს.

4 ბოდბისღვთისმშობლისშობისმამათამონასტერი

ეკლესია მდებარეობს საგინაანთ უბანში, რომელიც მოქმედი დასახლე-ბული ცენტრი იყო მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე. სტიქიურმა მოვლენებ-მა განაპირობა მისი გაუკაცრიელება.

მე-18 ს-ში მეფე ერეკლე მეორემ სიღ-ნაღის ეკონომიკური განვითარების მიზ-ნით სომეხი ვაჭრები ჩამოასახლა. მათი გარკვეული ნაწილი სიღნაღში დასახლ-და, ნაწილი კი – მიმდებარე სოფლებში.

3 ბოდბისწმინდანინოსმონასტერიბოდბის წმინდა ნინოს სახე-

ლობის დედათა მონასტერი ქართ-ველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგე-ბული. ამდენად, იგი ოდითგანვე წარ-მოადგენდა ქართველ მეფეთა და დიდებულთა საზრუნავ ადგილს. შუა საუკუნეებში აქ იკურთხებოდნენ კახ-თა მეფეები. ეკლესია აქ ძველთაგანვე არსებობდა, მაგრამ სამნავიანი ბაზი-ლიკის სახე მან VIII-IX საუკუნეებში მიიღო. მღვდელმთავარი იოანე ბოლ-ნელის ღვაწლით კი 1823 წელს ტაძა-რი მოიხატა, გაკეთდა ახალი კანკელი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. კომპლექსში ასევე შედის XIX საუკუ-

1სანდროახმეტელისმუზეუმი(სოფ.ანაგა)რეჟისორი და თანამედროვე

ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემ-დებელი სანდრო ახმეტელი 1886 წელს სოფელ ანაგაში დაიბადა; წლების განმავლობაში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1937 წელს დააპატიმ-რეს მავნებლური საქმიანობის ბრალ-დებით და მიუსაჯეს დახვრეტა.

მუზეუმში შესაძლებელია რეჟისო-რის ცხოვრებასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთების: წერილების, პუბლიკაციებისა და ფოტოსურათების, ასევე სპექტაკლების ფოტომასალის ნახვა.

2 კეკელათანდაშვილისდუქანი(სოფ.ანაგა)

ქვრივ კეკელა თანდაშვილს თავისი ნაშრომ-მონაგარით 1907 წელს აუშენე-ბინებია სავაჭრო დუქანი სამი ვაჟისათ-ვის, სამ ნაწილად გაუყვია და ანდერძიც დაუტოვებია. ქვის ფილაზე ამოკვეთილი ანდერძი კი შენობის ფასადზე განუთავ-სებია, სადაც მისი ხილვა ყველას შეეძ-ლო. ,,1907 წ. თიბათვესა გავაკეთე ესე შენობა ქვირივი კეკელა თანდაშვილმა ჩემის მონაგარით 70 თუმანი დავხარჯე. მინამ ცოცხალი ვარ მე, თავისუფლება მაქვს. სიკვდილის შემდეგ ჩემ 3 შვილს ეკუთნის“ ვკითხულობთ ანდერძში. ქიზი-ყურ დიალექტზე შესრულებული წარწე-რის ხილვა დღესაც შესაძლებელია.

ღვთისმსახურებისა და საეკლესიო რი-ტუალების აღსრულება მათ საგინაანის ეკლესიაში დაიწყეს, რომელიც წმინ-და ნინოს მიძინების სახელობისა იყო. შეიცვალა მისი არქიტექტურული იერი და მე-18 ს-დან აქ მონოფიზიტური ეკ-ლესია ამოქმედდა. მოგვიანებით ბოდ-ბეში (საგინაანში) მცხოვრები სომხები უმეტესწილად წნორსა და სიღნაღში გადასახლდნენ, მცირედი ნაწილი – დე-დოფლიწყაროში. 1986 წლიდან მონო-ფიზიტების შეკრება ამ ეკლესიაში აღარ ხდებოდა. 2012 წელს მისი რესტავრა-ცია დაიწყო და იგი მართლმადიდებელ ეკლესიას დაექვემდებარა.

ხალხის მეხსიერებაში საგინაანთ უბნის ეკლესიას დღესაც ნასომხარი ეწოდება.

Page 2: სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსების მეგზური

19,,მარანიფიროსმანზე“ (ქ.სიღნაღი)მარანი XIX ს-ის ავთენტურ

გარემოშია გაწყობილი და ამ დროის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი გამორ-ჩეულია – თაღიანი შესასვლელით, ინ-ტერიერში აგურის ულამაზესი წყობითა და ორი ბუხრით; აქვეა გამოფენილი მეღვინეობის ინვენტარი, ქართული სასმისები და სხვა ეთნოგრაფიული ნივთები. ვიზიტორებს აქ ტრადიციული ქართული კერძებითა და ღვინით მას-პინძლობენ წინასწარი შეკვეთის სა-ფუძველზე.

20სიღნაღისმუზეუმისიღნაღის მუზეუმში წარმოდ-გენილია არქეოლოგიური,

ეთნოგრაფიული, ნუმიზმატური კო-ლექცია და უმდიდრესი ფოტო და დოკუმენტური მასალა. აქვეა ფიროს-მანის ნახატების მუდმივმოქმედი ექს-პოზიცია.

ფონდებში დაცულია სიღნაღის ყო-ფისათვის დამახასითებელი ნივთები – ხელოსნობის სხვადასხვა დარგის ნიმუშები, საკრავები და სხვ. მუზეუმის ნუმიზმატური კოლექციის ნიმუშთა შო-რისაა თამარის, ლაშა-გიორგის, ერეკ-ლე მეორის მიერ მოჭრილი მონეტები.

არქეოლოგიური კოლექციიდან აღ-სა ნიშნავია ენეოლითური, მტკვარ-არაქსული, მარტყოფული, ალაზან-ბედენური, თრიალეთური და გვიანი ბრინჯაოს ხანის საკულტო და ყოფითი დანიშნულების მასალები.

6ვასოგოძიაშვილისმემორიალურიმუზეუმი(სოფ.ვაქირი)

თეატრისა და კინოს მსახიობი ვასო გოძიაშვილი დაიბადა 1905 წელს სოფ. ვაქირში. 1924 წლიდან იყო ჯერ თბილისის შოთა რუს-თაველის სახელობის თეატრის, შემდეგ კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი როლები შემ-დეგ სპექტაკლებში: ,,კაცია – ადა-მიანი?!“ – ლუარსაბ თათქარიძე; ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ – ავე-ტიკა; „რიჩარდ III“; ნ. გოგოლის ,,რევიზორი“ და სხვ. აღსანიშნავია მის მიერ დადგმული სპექტაკლი ,,ძველი ვოდევილები“, სადაც თა-ვადვე თამაშობდა. გარდაიცვალა 1976 წელს. დაკრძალულია დიდუ-ბის საზოგადო მოღვაწეთა პან-თეონში.

მუზეუმში გამოფენილია ვასო გოძიაშვილის მემორიალური ნივ-თები, თეატრალური ესკიზები, სას ცენო სამოსი, ფერწერის, გრა-ფიკის, სკულპტურისა და გამოყე-ნებითი ხელოვნების ნიმუშები, ყო-ფისა და ეთნოგრაფიული მასალა და ფოტოდოკუმენტები.

7ხალხთამეგობრობისმუზეუმი (სოფ.ილიაწმინდა)

ილიაწმინდა მალაკნებისა და ბოშე-ბის ადგილსამყოფელს წარმოადგენ-და მეცხრამეტე საუკუნიდან მეოცე სა-უკუნის 90-იან წლებამდე. მალაკნები – რუსეთში აღმოცენებული რელიგი-ური მიმდინარეობის ეთნოგრაფიული ჯგუფია. 1830 წლიდან იწყება მალაკ-ნების წარმომადგენელთა გადმოსახ-ლება რუსეთიდან ამიერკავკასიაში; სწორედ ამ დროს ჩნდებიან ისინი ილიაწმინდის ტერიტორიაზე. 90-იანი წლებში კი მათ დატოვეს საქართვე-ლო და სამშობლოში დაბრუნდნენ.

1980-იან წლებში სოფელში მოეწ-ყო ,,ხალხთა მეგობრობის მუზეუმი“, ხოლო 90-იანი წლებიდან ამ შენობაში სოფლის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლო ფუნქციონირებს. აქ დღემდე შე-საძლებელია საინტერესო და ძვირ-ფასი ფოტომასალის ხილვა, რომელიც ასახავს მალაკნების ყოფა-ცხოვრე-ბას, მათ მონაწილეობას სახალხო დღესასწაულებსა და საზოგადოებრი-ვი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში.

8მერაბბაიდოშვილისსახელოსნო(სოფ.მაღარო)

მერაბ ბაიდოშვილი ქართული ხალ-ხური საკრავების ოსტატია. მისი სახე-ლოსნო ქიზიყში თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ დაესწ-როთ ფანდურის, ჩონგურის, სალამუ-რისა და სხვა ტრადიციული საკრავე-ბის შექმნის პროცესს, უფრო ახლოს გაეცნოთ მათ ისტორიას, დამზადების პრინციპებს, მოისმინოთ ჟღერადობა და შეიძინოთ კიდეც ნებისმიერი მათ-განი.

10სავაჭროდუქანი (სოფ.ქვემომაჩხაანი)ძნელია, მოიძებნოს სავაჭრო-

სახელოსნო დუქნებით მდიდარი მე-ორე ისეთი სოფელი, როგორიც ქვემო მაჩხაანია. ადგილობრივთა გადმოცე-მით, აქ 100-მდე დუქანი ყოფილა, სა-დაც შეიძლებოდა მოსახლეობისათვის საჭირო ყოველგვარი პროდუქტისა თუ ნივთის ყიდვა. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ 1895 წელს სოფელში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი სავაჭრო სახელოსნო დეპო, შემდეგ კი ,,სახალხო ბანკი“.

დუქანთა შენობების ნაწილი დღესაც შემორჩენილია სოფლის მთავარ ქუ-ჩაზე. დუქნები ასეთი არქიტექტურული სახისაა: ორსართულიანი შენობის პირ-ველი სართული გახსნილია ფართო თაღებით, რომლებშიც მაშინ დახლები იყო განთავსებული; მეორე სართულზე კი ან სახელოსნო იყო გამართული, ან საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ყო-ველ მათგანს ხის ჭვირულორნამენტი-ანი აივანი ჰქონდა. მოცემულ ნაგებო-ბას ყველაზე კარგად აქვს შემონახული დუქნის თავდაპირველი სახე.

11ფორემოსულიშვილისსახლ-მუზეუმი (სოფ.ქვემომაჩხაანი)

დაიბადა სოფელ ქვემო მაჩხაანში; ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს წითელ არმიაში (1939 წ.). 1941 წელს მძიმედ დაჭრილი ფორე გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა და გადაიყვანეს პოლონეთში, სიმკაცრით განთქმულ კრუშინოს ტყვეთა ბანაკ-ში, 1943 წელს კი – საფრანგეთში. 1944 წელს სხვა ტყვეებთან ერთად აღმოჩ-ნდა იტალიაში, ქალაქ სტრეზაში. იქი-დან მან თავის დახსნა მოახერხა და შეუერთდა იტალიელ პარტიზანებს. 1944 წელს, გერმანელებთან შეტაკების დროს, მტრისთვის დანებებას სიკვდი-ლი არჩია და თავი მოიკლა მათ თვალ-წინ – ამით სიცოცხლე შეუნარჩუნა თა-ნამებრძოლებს. 1970 წელს იტალიის მთავრობამ ის ,,მხედრული მამაცობის-თვის“ დააჯილდოვა.

სახლ-მუზეუმი განთავსებულია ფო-რეს სახლისგან შემორჩენილ მარნიან პირველ სართულზე. აქ შესაძლებელია მისი მემორიალური ნივთებისა და წე-რილების ნახვა. მუზეუმის გვერდით განთავსებულია მე-2 მსოფლიო ომის გმირთა მემორიალი.

12 ნადირაშვილებისსახლი(სოფ.ქვემომაჩხაანი)

ნადირაშვილების საგვარეულო სახ-ლი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახე-ვარშია აშენებული და სავარაუდოდ, სოფელში ყველაზე ძველი ნაგებობაა. იგი ეკუთვნოდა დიმიტრი მაჩხანე-ლის (ნადირაშვილის) ძმას ბასიკო ნადირაშვილს, რომელიც სოფლის ბოქაული იყო. ადგილობრივთა მეხ-სიერებას იგი ყოველმხრივ დადებით პიროვნებად შემორჩა. გადმოცემით, მან სოფელი სამჯერ გადაარჩინა ეგზე-კუციას. დიმიტრი მაჩხანელი კი მოთა-ვე იყო იმ დიდი აღმშენებლობისა და საზოგადოებრივი მოძრაობისა, რომე-ლიც XIX ს-ის ბოლოს ქვემო მაჩხაან-ში მიმდინარეობდა. სახლის პირველი სართული მთლიანად მარანს უკავია, რომელიც გამორჩეულია თავისი არ-ქაული არქიტექტურული იერსახით, ფასადზე გვიანი შუა საუკუნეების სა-კულტო არქიტექტურისათვის დამა-ხასიათებელი აგურის წყობით გამოყ-ვანილი ორნამენტებით. ინტერიერი შეისრული თაღებითაა დანაწევრებუ-ლი, ამავე ფორმის თაღითაა დაგვირ-გვინებული ბუხარიც. მეორე სართული ანფილადური ტიპისაა, ყოველ ოთახში მოხვედრა მთელ ფასადზე გაშლილი შუშაბანდიდანაა შესაძლებელი, გა-სათბობად აქაც ბუხარია გამართული. აქვეა თანადროული თახჩები და გან-ჯინები. საყურადღებოა, რომ მარანი უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე სახ-ლის მეორე სართული.

13ნუკრიანისსახელოსნოები (სოფ.ნუკრიანი)

სოციალური საწარმო, სადაც დასაქ-მებული არიან სოფლის მაცხოვრებე-ლი ქალები. ძირითადი აქცენტი ხალ-ხურ რეწვაზე კეთდება – ნივთები და სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარები იქმნება თექისაგან. აქვე იწარმოება ქვილთიც (ფერადი ნაჭრებით შედგე-ნილი კომპოზიცია), რომელიც ფერთა და ორნამენტთა ორიგინალურ სინ-თეზს წარმოადგენს. ამ ტექნიკით ძი-რითადად საყოფაცხოვრებო ნივთები მზადდება – სუფრები, საწოლის გადა-საფარებლები, ბალიშისპირები.

ნუკრიანის სახელოსნოებში შესაძ-ლებელია, როგორც ნივთების შექმ-ნის უაღრესად საინტერესო პროცესზე დაკვირვება, ისე მათი შეძენა.

14ზვიადნადირაშვილისრკინისსახელოსნო (სოფ.ნუკრიანი)

რკინის სახელოსნო ნუკრიანში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. ძირითად სა-მუშაო მიმართულებას ეთნოდიზაინით შექმნილი ინტერიერის აქსესუარები წარმოადგენს. მზადდება ორიგინალუ-რი მაგიდები, სკამები, თაროები, ჭაღე-ბი, სანათები და ა.შ. მასალად უმთავ-რესად ხე და ლითონი გამოიყენება, აგრეთვე – პოლიესტერი. სახელოსნო-ში შესაძლებელია სამუშაო პროცესზე დასწრება და მასში ჩართვა. სურვილი-სამებრ, გიმასპინძლებენ აქვე დამზა-დებულ მაყალზე შემწვარი მწვადითა და სახლში დაყენებული ღვინით.

15ეთნოგრაფიულიეზო,,ქიზიყი“(სოფ.ნუკრიანი)„ქიზიყი“ ვიზიტორებს ალაზ-

ნის ულამაზესი ველის ფონზე აცნობს ქართულ ტრადიციებს და მასპინძ-ლობს ადგილზე მოყვანილი და დამ-ზადებული პროდუქტით – პურით, მწვა-დით, კახური ღვინით, არყითა და სხვა. ეზოში მაქსიმალურად არის შექმნილი ეთნოგრაფიული გარემო, რაც არაჩ-ვეულებრივ სინთეზს ქმნის ალაზნის ველის ხედთან. მნახველს ერთგვარ ,,სოფლის ფესტივალს“ უწყობენ და თვალწინ უცოცხლებენ სოფლის ტრა-დიციულ ყოფას. მსურველებისათვის აქვეა საოჯახო სასტუმროც.

17ვანოსარაჯიშვილისმუზეუმი(ქ.სიღნაღი)ოპერის მომღერალი, ქართუ-

ლი პროფესიული ვოკალის ერთ-ერ-თი ფუძემდებელი ვანო სარაჯიშვი-ლი (1879-1924) დაიბადა ქ. სიღნაღში. სახლ-მუზეუმში შესაძლებელია მომ-ღერლის ცხოვრებასთან დაკავშირე-ბული სხვადასხვა მემორიალური ნივ-თის, პუბლიკაციის და ფოტომასალის ნახვა, რომლებიც ვანო სარაჯიშვილის მოღვაწეობას ასახავს. თბილისის სა-ხელმწიფო კონსერვატორია დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

9 მაჩხაანისთეატრი (სოფ.ქვემომაჩხაანი)

1899 წელს ქვემო მაჩხაანში საზე-იმოდ გაიხსნა თეატრი. განხორციელ-და საზოგადოების დიდი ხნის სურ-ვილი. შენობის ასაშენებლად თანხა დიდხანს გროვდებოდა ადგილობრივ-თა მიერ: იმართებოდა სპექტაკლები, რომელსაც ქიზიყის ყველა სოფლიდან ესწრებოდნენ მაყურებლები, შემოსუ-ლი თანხა კი მთლიანად ინახებოდა თეატრის შენობის ასაგებად. პირველი სპექტაკლი ალ. ცაგარელის „ხანუმა“ იყო: ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წარმოდგენას თბილისიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სანდრო ახმეტელი (რომელიც ქვემო მაჩხაანთან ახლოს, სოფელ ანაგაში დაიბადა) თავის პირ-ველ სპექტაკლებს სწორედ ქვემო მაჩ-ხაანში მართავდა.

თეატრის შენობა თითქმის უცვლე-ლადაა შემონახული.

5ხატიაშვილებისსაგვარეულოსახლი (სოფ.ვაქირი)

ტრადიციული სტილის საცხოვ-რებელი 1900 წელს აუშენებია ნოდარ ხატიაშვილს. ავეჯი და სა-ჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები საფრანგეთიდან ამავე ხანებში ჩამოუტანია და ოჯახთან ერთად დასახლებულა. აგურის ოთხკუთხა სვეტებზე დაყრდნობილმა, ულა-მაზესმა, საუკუნეზე მეტი ხნის ჭვი-რულორნამენტიანმა ხის აივანმა დღემდე უცვლელად მოაღწია. ხე-ლუხლებლადაა შემონახული სახ-ლის ინტერიერი და ნივთებიც, რაც საუკუნის წინანდელ ქიზიყურ ყო-ფაზე თვალნათელ წარმოდგენას გვიქმნის. აქ დღეს უმცროსი ნო-დარ ხატიაშვილი ცხოვრობს, უვ-ლის წინაპრების სახლს და მსურ-ველებს სიხარულით უზიარებს ისტორიას წინაპრებისა და საგვა-რეულო სახლის შესახებ.

21სანდრომირიანაშვილისმუზეუმი(ქ.სიღნაღი)

კომპოზიტორი ალექსანდრე (სან დრო) მირიანაშვილი 1914 წ. ქ. სიღნაღში დაიბადა. იგი ვაჟა-ფშაველასა და ვანო სარაჯიშ-ვილს მოუნათლავთ. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისსა და პეტერბურგში. მისი შემოქმედე-ბის უმთავრეს ნაწილს რომანსები შეადგენს. ასევე ქმნიდა მუსიკას სპექტაკლებისთვის. სანდრო მი-რიანაშვილი ფლობდა მდიდარ სა-ბიბლიოთეკო და ეთნოგრაფიულ კოლექციებს, რომლებიც სიცოცხ-ლეშივე გადასცა სახელმწიფოს, ამჟამად კი მის მუზეუმშია გამო-ფენილი. აქვეა განთავსებული კომპოზიტორის მიერ შესრულებუ-ლი რამდენიმე მხატვრული ტილო, ნოტები, მუს. საკრავები, მე-19 ს-ის ქართული, რუსული და ბერძნული ხატები და სხვა მემორიალური ნივთები.

22ხირსისმონასტერი (სოფ.ტიბაანი)

ხირსის სტეფანწმინდის მონასტე-რი VI საუკუნეში ასურელ მამათა-გან ერთ-ერთმა – ღირსმა სტეფა-ნემ დააარსა. აქვე ასვენია მისი წმინდა ნაწილები. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: ტაძარს, გალავანს (რო-მელიც ლევან კახთა მეფის დროს განახლდა), სამრეკლოს და ბერთა საცხოვრებელს. მთავარი – სტე-ფანწმინდის სახელობის ტაძარი თავდაპირველად ბაზილიკის სა-ხით აიგო. მე-10 საუკუნეში კი კა-ხეთის ქორეპისკოპოსის კვირიკეს ბრძანებით, იგი გუმბათოვნად გა-დააკეთეს (დღევანდელი გუმბათი XVI საუკუნისაა). ტაძარი შემდ-გომშიც არაერთხელ დაინგრა და განახლდა, რაც მკაფიოდ ემჩნე-ვა როგორც ფასადებს, ისე ინტე-რიერს.

ტაძრის ფასადები სადაა, თით-ქმის შეუმკობელი. მხოლოდ სამხრეთ ფასადზე გვხვდება აყ-ვავებული ჯვრის რელიეფი ასომ-თავრული წარწერით და სარკ-მლის აქეთ-იქით ამოკვეთილი ჯვრები (XI ს).

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქ მამათა მონასტერი ფუნქციონი-რებს.

16ვაჟამოსულიშვილისმუზეუმი(ქ.წნორი)მხატვარ-კერამიკოსი ვაჟა

მოსულიშვილი 1961 წ. ქ. წნორში და-იბადა. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხე-დავად (იგი 24 წ. ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა), ასამდე საინტერესო ნამუ-შევრის შექმნა მოასწრო. იმ პერიოდის პრესა მასზე წერდა, როგორც ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედზე. 1984 წელს მას საქართველოს დამსახურე-ბული სახალხო ოსტატის წოდებაც მი-ენიჭა. მის ნამუშევრებში ძირითადად ზღაპრული, ფანტასტიკური და მითო-ლოგიური სამყაროა ასახული. ნამუ-შევრების ხილვა შესაძლებელია ვაჟა მოსულიშვილის სახელოსნოში, რო-მელიც წნორში, სკოლის ქუჩაზე მის მშობლიურ სახლში მდებარეობს.

18მუსიკალურისკოლა (ქ.სიღნაღი)შენობა მეოცე საუკუნის დასაწ-

ყისში აუგიათ, როგორც საცხოვრებელი სახლი. ოცდაათიან წლებში იგი ბაქო-დან გადმოსახლებულ ხელოსანს, ნი-კოლოზ ჩიგინოვს, უყიდია, მაგრამ იგი მალევე გაუკულაკებიათ, შენობაში კი ფარმაცევტული ლაბორატორია გაუხ-სნიათ. 2007 წლიდან აქ მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებს. განსაკუთრე-ბულ ყურადღებას იქცევს ორსართუ-ლიანი ნაგებობის ფასადი, რომლის მთელი არე სარკმლებისა და კარების შეისრული თაღებითა და პილასტრე-ბითაა დანაწევრებული. ინტერიერში შემორჩენილია საუკუნის დასაწყისის ორი ბუხარი.