Download - ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

Transcript
Page 1: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა
Page 2: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

1

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“

სადამფუძნებლო დეკლარაცია

თბილისი, 21 თებერვალი, 2012

ჩვენი ქვეყნისათვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია - ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში რეალურად უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება.

ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის.

საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ დამკვიდრებისთვის აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრე-ბულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

სწორედ ამ გამარჯვების უზრუნველსაყოფად შეიქმნა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“. კოალი-ცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს.

არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“:

1. დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკ-რატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტი-ტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირე-ბის მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას;

2. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოთა და-ბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარ-ტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონ-სტიტუციურ რეფორმას;

3. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვი-საც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგი-ონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში;

4. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთ-ლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დი-ალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან, საერ-თაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მო-ლაპარაკებებში;

5. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხე-ლისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არ-ჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართ-ვაში, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახა-ლისებს სამოქალაქო ინიციატივებს;

6. უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისათ-ვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკუ-რი ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავი-სუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან;

Page 3: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

2

7. არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთ-ვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან;

8. დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდ-რისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთ-რებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინ-ტეგრირებას;

9. დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გა-ნათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვისაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მო-ქალაქეზე ორიენტირებულ, გააზრებულ რეფორ-მებს;

10. შეუქმნის შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვ-რების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკ-ვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოსა და განავითარებს სოციალური სოლიდარობის სის-ტემას;

11. ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრი-რებას;

12. იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკ-ვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათ-ლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერ-ნიზაციას, რითაც დაძლევს, ერთი მხრივ, ბრმა მიმბაძველობის, ხოლო, მეორე მხრივ, ფსევდო-პატრიოტული კარჩაკეტილობის ტენდენციებს.

ძლიერი, დემოკრატიული,

ერთიანი საქართველოსთვის

ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში!

Page 4: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

3

თავი 1. დემოკრატია და სამართალი 4

თავი 2. საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები 20

თავი 3. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები 23

3.1. ძირითადი მიდგომები და კონცეპტუალური საკითხები 23

3.2. ოჯახი და ინდივიდი 28

3.3. ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა 31

3.4. სოფლის მეურნეობის განვითარება 35

3.5. ბიზნესგარემო და კონკურენციის პოლიტიკა 39

3.6. მაკროეკონომიკური პოლიტიკა 45

თავი 4. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება 53

თავი 5. კონფლიქტების მოგვარება 56

თავი 6. თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები 60

თავი 7. განათლება და მეცნიერება 63

თავი 8. კულტურა და სპორტი 69

შინაარსი

Page 5: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

4

თავი 1. დემოკრატია და სამართალი

საქართველო 20 წელზე მეტია იბრძვის დემოკრატი-ული და სამართლიანი სახელმწიფოს ასაშენებლად, მაგრამ სანაცვლოდ მიიღო ერთპიროვნული და ცუდი მმართველობა, ოკუპირებული ტერიტორიები, უსა-მართლობა და ადამიანების ღირსების შელახვა.

სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში ამჟამად მეტად მძიმეა. იგი საერთო სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ნაწილი და ბუ-ნებრივი გამოხატულებაა. ეს კრიზისი რამდენიმე გა-რემოებითაა გამოწვეული, კერძოდ:

y სამართლის ერთადერთი წყარო, მისი შემკვეთი და მომხმარებელი უნდა იყოს ხალხი. ამის ნაცვ-ლად, დღევანდელ საქართველოში ფაქტობრივად მმართველი პოლიტიკური ძალაა მისი წყაროც, შემკვეთიცა და მომხმარებელიც, ხალხის სამართ-ლებრივი და უფლებრივი ინტერესი კი უგულებელ-ყოფილია. ყოველივე ეს ხორციელდება საყოველ-თაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების, შესაბამისი პროცედურული მოთ-ხოვნების უცერემონიო დარღვევით;

y ხელისუფლების თვითნებობის აღკვეთის საშუალე-ბად დემოკრატიულ საზოგადოებაში საყოველ-თაოდ მიჩნეულია სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც სამართლის უზენაესობა არის აბსო-ლუტურად ხელშეუვალი მოთხოვნა და პრინციპი. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს სამართალს – როგორც ინდივიდი, ისე ხელისუფლება. საქართველოში ეს პრინციპი დარღვეულია;

y ხელისუფლებამ მრავალჯერ შეცვალა კონსტიტუ-ცია და კანონმდებლობა საკუთარ სურვილებზე მო-სარგებად. მაგრამ ამასაც არ სჯერდება და გამუდ-მებით არღვევს კონსტიტუციასა და თავის მიერვე მიღებულ კანონებს;

y ჩვენი კონსტიტუციით საქართველო აღიარებულია სამართლებრივ სახელმწიფოდ. ფაქტობრივად კი მოქმედი კანონები გამოიყენება შერჩევით, ცალ-მხრივად, როგორც მმართველი პოლიტიკური ძა-ლისათვის არასასურველ პირთა დათრგუნვისა და სასურველ პირთა მხარდაჭერის მარჯვე საშუალე-ბა;

y სასამართლო მხოლოდ ფორმალურად არის და-მოუკიდებელი, რეალურად კი მის საქმიანობას მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკური ხელი-სუფლება და უპრინციპო მოსამართლეთა ხელში სასამართლო ხშირად გვევლინება მისი უსამართ-ლო სურვილების შემსრულებლად. ამიტომ სუფევს სასამართლო ხელისუფლებისადმი საფუძვლიანი უნდობლობა;

y 2004 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლების გან-შტოებათა შორის აღარ მოქმედებს მათი გამიჯვ-ნა-განცალკევების, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპი. ამან გამო-იწვია მმართველობის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, რომლის სათავეშიც ქვეყნის პრე-ზიდენტი დგას;

y ამ რეჟიმის მთავარი საყრდენი უაღრესად პოლი-ტიზებული პროკურატურა და პოლიციაა. ისინი, ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდნენ სამართ-ლის დაცვას, იქცნენ ხელისუფლების რეპრესიული მანქანის მამოძრავებელ ძალად, ხოლო სასამარ-თლო - პროკურატურის დანამატად;

y საქართველოში მოქმედებს ფაქტობრივად ერთ-პარტიული პარლამენტი, რომელიც მცირერიცხო-ვანი მმართველი პოლიტიკური გუნდის ნების მორ-ჩილი აღმსრულებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია უსამართლო საარჩევნო სისტემა, ხოლო შედეგია საზოგადოებასთან შეუთანხმებლად მი-ღებული მრავალი გადაწყვეტილება (კონსტიტუ-ციური ცვლილებები და სხვა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ნოვაციები), რომლებიც არა ჩვე-ნი სამშობლოს, არამედ ამ გუნდის მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება;

y პრეზიდენტი და მთავრობა ტოტალურ კონტროლს ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ყველა ორგანოზე, მეტ-ნაკ-ლებად მნიშვნელოვან ყველა ბიზნესსუბიექტზე, ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ტელეკომპანიებზე; შეუზღუდავია მათი თვითნებობა ადამიანის უფლე-ბათა სფეროში;

y ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ სა-ხელად შერჩა თვითმმართველობა, ფაქტობრივად კი მისი უფლებამოსილება უკიდურესად შემცირდა;

Page 6: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

5

მას დღემდე არა აქვს თავისი ბიუჯეტის შევსების ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებე-ლი წყაროები; სოფლების, თემებისა და ქალაქების თვითმმართველობის გაუქმების გამო თვითმმარ-თველობა იმდენად დაშორდა მოსახლეობას, რომ ვეღარ ახერხებს თუნდაც იმ მცირე მომსახურების გაწევას, რისი უფლებაც და ვალდებულებაც ჯერ კიდევ შემორჩა; თვითმმართველობებს, რეალუ-რად, არა ხალხის მიერ არჩეული, არამედ პრეზი-დენტის მიერ დანიშნული გუბერნატორი მართავს, რომელიც პრეზიდენტის და არა ხალხის ნების აღმ-სრულებლად გვევლინება;

y რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევ-ნების ჩატარება. საარჩევნო კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს გაყალბების გარეშე არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან არ არსებობს სათანადო საარჩევნო გარემო (თავისუფალი სასამართლო, ხელმისაწვდომი სატელევიზიო სივრცე და სხვ.);

y საზოგადოებაში სუფევს ყოვლისმომცველი უსა-მართლობის მძაფრი განცდა. ამის უმთავრესი მი-ზეზებია:

� ხელისუფლების მიერ თავის მოწინააღმდეგე-თა მტრად შერაცხვა; � უსამართლო კანონების შემოღება; � კანონის შერჩევითი გამოყენება – ისჯება ყველა, ვინც არ არის ხელისუფლების მომხ-რე, ხოლო დაუსჯელი რჩება ან მინიმალურად ისჯება ხელისუფლების წარმომადგენელი და ხელისუფლების მხარდამჭერი; � პროკურატურის უფლებამოსილების გაუმართ-ლებელი გაზრდა (ფართო დისკრეცია), რამაც თვითნებობის დიდი შესაძლებლობები გააჩი-ნა; � საჯარო სამსახურიდან ოპოზიციის მომხრეთა დათხოვნა; � საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა და ბიზ-ნესის მონოპოლიზაცია; � სასჯელთა შეკრების უაღრესად მძიმე წესი; � ადამიანთა უსამართლოდ დასჯა – ყოველ 100 000 მოსახლეზე მოდის 539 პატიმარი (ამ მაჩვენებლით ჩვენ ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მე-4 ადგილზე ვართ); � ადვოკატთა უსამართლო დევნა – დაუსაბუთე-ბელი ბრალდებით ამჟამად პატიმრობაში იმ-ყოფება 200-მდე ადვოკატი; � გამამართლებელ განაჩენთა უკიდურესად მცი-რე რაოდენობა (დაახლოებით 0,04 პრო ცენტი);

y უმძიმესი მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში (გამოვლენილია წამების, ცემისა და ღირსების შელახვის საშინელი ფაქტები; არ არის უზრუნ-ველყოფილი პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრ-თელობის უფლება; კატასტროფულად მაღალია გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა). ადამი-ანის უფლებათა დარღვევის, არაადამიანურობისა და სისასტიკის ფაქტებისა და სახელისუფლებო და-ნაშაულის დასაფარავად მაქსიმალურად იზღუდება დაცვის უფლება;

y „საპროცესო შეთანხმების“ ინსტიტუტის გამო-ყენება გასცდა ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს, იქცა იძულების მექანიზმად და შეუნიღბავად ემ-სახურება მართლსაწინააღმდეგო მიზნებს - არა-სასურველ პირებთან ანგარიშსწორებას გაუმარ-თლებლად დიდი თანხების გადახდევინებით ან, პირიქით, მავანთათვის უსამართლო შეღავათების მიცემას;

y მოქალაქეთა დევნა-შევიწროება თუ დაშინება ხში-რად პოლიტიკური მოტივით, მათ შორის, პოლი-ტიკური კუთვნილების მიხედვით ხორციელდება – საქართველოში პოლიტპატიმართა რაოდენობა 100-ს გადასცდა;

y აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევ-ნილთა მძიმე მდგომარეობა; მათი ნაწილის იძუ-ლებითი, ზოგჯერ ძალადობრივი ჩასახლება ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ცხოვრებისა და საქ-მიანობის ელემენტარული პირობები; ათასობით დევნილი ჯერ კიდევ ელოდება კუთვნილი სტატუ-სის მინიჭებას (მათი რიცხვი სადღეისოდ 4 500-ს აღემატება); სოციალური შეღავათების შეწყვეტა კონფლიქტის ზონებსა და მის მიმდებარე სასაზღვ-რო ზონებში მცხოვრებთათვის.

საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობა

ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა უამრავი, მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური პრობლემის სათავე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გა-ნუვითარებლობა და საკუთრივ დემოკრატიის მწვავე დეფიციტია. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ავტორი-ტარული (ერთპიროვნული ან ერთპარტიული) რეჟი-მის დამყარება, „კონსტიტუციური დემოკრატია“ სამ აუცილებელ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:

უმრავლესობის პოლიტიკური ნება + მისი გა-წონასწორება ოპოზიციის პოლიტიკური ნებით +

Page 7: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

6

ხელისუფლების (მმართველთა) აუცილებელი მო-ნაცვლეობა გონივრული ხანგამოშვებით, რაოდენ ეფექტიანიც არ უნდა იყოს იგი.

ამ მიზნის მისაღწევად თავიდანვე აუცილებელია, სულ მცირე, კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილის შეცვლა და საქართველოსთვის სახელმწიფო მმარ-თველობის სათანადო მოდელის შემოღება, რაც სა-ზოგადოებასთან ფართო კონსულტაციების საფუძ-ველზე უნდა განხორციელდეს. „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს საპარლამენტო მმართველობას. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური მოწყო-ბის თაობაზე მიღებული იქნება ფართო სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა გონივრული მო-საზრება და ინტერესი.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული მმართველობის მო-დელი, სხვა მოდელებთან შედარებით, მეტად უწ-ყობს ხელს ეროვნულ კონსოლიდაციას, ეკონომიკურ განვითარებას, საზოგადოებრივი ცხოვრების ლი-ბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებზე თანდათან გადაყვანას და მდგრადი პარტიული სისტემის ჩამო-ყალიბებას. ეს მოდელი შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაებას ყველა რეალური სოციალურ-პოლიტიკური ძალა, სრულად იქნეს დაცული ხელისუფლების დანაწილების პრინ-ციპი, რაც გულისხმობს ხელისუფლების განშტოება-თა შორის უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას, ქმედით ურთიერთკონტროლს (ურთიერთშეკავებას) და გაწონასწორებას, და რაც, თავის მხრივ, მყარი გა-რანტიაა იმისა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს ხელისუფლების მიტაცებას და ავტორი-ტარული რეჟიმის დამყარებას.

კონსტიტუციით უნდა დადგინდეს მმართველობის ისეთი მოდელი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველ-ყოფს მთავრობის სტაბილურობას (უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის შემოღებით, ოღონდ არა ისეთი დამახინჯებული სახით, როგორც ეს დღევან-დელ ხელისუფლებას აქვს შემოღებული), ხოლო, მე-ორე მხრივ, პოლიტიკურ ოპოზიციას მისცემს რეალურ ბერკეტებს ხელისუფლების საქმიანობის ქმედითი და დროული კონტროლის განსახორციელებლად. ამასთან, აუცილებელია ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღება, რომელიც მოგვცემს ამომრჩეველთა ნე-ბის შესატყვისი შედეგის მიღებისა და, შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების პარლამენტში წარმოდგენის შესაძლებლობას.

სახელმწიფო მოწყობის რეფორმის უმთავრესი საკითხები

პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა

ამ მოდელის მიხედვით:

y პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმო-მადგენლობითი ორგანო, რომელიც, სახალხო სუვერენიტეტიდან გამომდინარე, ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ქმნის მთავრობას და აღჭურვი-ლია მთავრობისათვის უნდობლობის გამო ცხადე-ბის რეალური შესაძლებლობით, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ახორცი-ელებს საპარლამენტო კონტროლს და სხვა უფ-ლებამოსილებებს. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემის პოლი-ტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობის შემთხვევა-ში, ამ პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ორპალატიან სისტემა-ზე გადასვლა;

y პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. იგი განასახიერებს ქვეყნის ერთიანობას, წარმო-ადგენს საქართველოს სახელმწიფოს და ასრუ-ლებს კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებულ მოვალეობას. პრეზიდენტს არა აქვს მთავრობის საქმიანობაში ჩარევის უფლება, მაგრამ მას აქვს საკმარისი უფლებამოსილება, რათა უზრუნ-ველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილუ-რი საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად. ამ მიზნით იგი ახორციელებს არბიტრის ფუნქციას სახელმწიფო ხელისუფლების განშტოებათა შო-რის, აგრეთვე სახელმწიფოსა და საზოგადო-ებას შორის. მაგალითად, პრეზიდენტს უფლება ექნება, დაითხოვოს პარლამენტი, თუ მან ვერ შეძლო მთავრობის შექმნა, აგრეთვე, თუ პრე-მიერ-მინისტრის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის დასმის შემდეგ, პარლა-მენტმა ვერ გამოუცხადა უნდობლობა კონსტრუქ-ციული ვოტუმის წესით, ხოლო იგი ვალდებული იქნება, დაითხოვოს პარლამენტი, თუ მან საბი-უჯეტო წლის დაწყებიდან 60 დღის განმავლო-ბაში ვერ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და არც მთავრობას გამოუცხადა უნდობლობა. პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს, უფლება ექნე-ბა, მოიწვიოს და უხელმძღვანელოს მთავრობის სხდომას ქვეყნის თავდაცვის საკითხთა განსა-

Page 8: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

7

ხილველად, აგრეთვე საგანგებო და ომის მდგო-მარეობის დროს;

y მთავრობა არის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგ-ლებში წარმართავს და ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ხელმძღვანელობს სამოქა-ლაქო და სამხედრო უწყებებს. პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს მთავრობას და პასუხისმგებე-ლია მისი საქმიანობის გამო პარლამენტის წინაშე. მინისტრები კოლეგიურად არიან პასუხისმგებელი მთავრობის საქმიანობის გამო პარლამენტის წინა-შე, ხოლო პიროვნულად – თავისი უწყების საქმი-ანობისათვის პრემიერ-მინისტრის წინაშე და ანგა-რიშვალდებული – პარლამენტის წინაშე.

პარლამენტის წევრად და პრეზიდენტად არჩევის ცენზები (მოქალაქეობის, ასაკობრივი, ბინადრობის, მორალური) მხოლოდ კონსტიტუციით განისაზღვრე-ბა, რათა არ მოხდეს მიმდინარე კონიუნქტურული მო-საზრებით მათი იარაღად გამოყენება არასასურველ პირთა არჩევნებიდან ჩამოსაშორებლად.

იმისათვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ თავის სურვილებს არ მოარგოს პარლა-მენტის რეგლამენტი, იგი უნდა მიიღებოდეს ისეთი წესით, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციასთან შეთანხმებას.

პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცი-აა მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი. კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რომელიმე მნიშვნელოვან მოვლე-ნასა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მოქმე-დებაში კანონის დარღვევის ნიშნების არსებობისას. იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლე-სობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვე-ულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმ-ნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენ-ტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი. ამასთან, დროებით კომისიაში საპარლა-მენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა მის წევრ-თა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავ-მჯდომარე არ უნდა წარმოადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობას.

კონტროლის მეორე მძლავრი მექანიზმია პარლა-მენტის მიერ დანიშნული საგანგებო პროკურორის ინსტიტუტის შემოღება. დანაშაულის გამოძიებისას წამყვან როლს ასრულებს პროკურატურა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია. იმ შემთ-ხვევაში კი, როდესაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდე-ბობის პირთა მოქმედებაში, შესაძლებელია გაჩნდეს მიკერძოებულობის საფრთხე. ამიტომ პარლამენტს უფლება უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაში, აგრეთვე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელო-ბის საკითხის გამოსაძიებლად, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, დანიშნოს საგანგებო პროკუ-რორი, რომელიც დამოუკიდებელი და ანგარიშვალ-დებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ობიექტუ-რობის გასაძლიერებლად საგანგებო პროკურორის დანიშვნა უნდა მოხდეს ისეთი წესით, რომელიც უზ-რუნველყოფს ოპოზიციასთან შეთანხმებას.

ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევათა უმრავლესობა, როგორც წესი, ხელისუფლების მოქ-მედებას უკავშირდება. ასევე ხშირია ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მოთხოვ-ნების უგულებელყოფა. ამიტომ, იმისათვის, რომ მმართველმა უმრავლესობამ ბოროტად არ გამო-იყენოს ძალაუფლება, კონსტიტუციით დადგინდება ადამიანის უფლებათა და პეტიციის საკითხთა კომი-ტეტების შექმნის ვალდებულება, რომელთა თავმ-ჯდომარეები და წევრთა უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან.

ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო ოპოზიციის როლს და საპარლამენტო უმრავლესობას აიძულებს მასთან თანამშრომლობას, რაც მკვეთრად შეამცირებს პო-ლიტიკური დაპირისპირებისა და ოპოზიციის მოსაზ-რებათა იგნორირების ხარისხს.

გამარტივდება პრეზიდენტისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის წესით თანამდე-ბობიდან გადაყენების პროცედურა.

კონსტიტუციას დაემატება დებულება, რომლის თანახმად, საჯარო ხელისუფლების მიერ დადგენი-ლი ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, ხოლო მისი იურიდიული შედეგები – ინდივიდისათვის იოლად განჭვრეტადი (განსაზღვრულობის პრინციპი). კონსტიტუციით გა-ნისაზღვრება საკანონმდებლო აქტების სახე, იერარ-ქია, მათი მიღებისა და ამოქმედების წესი, კანონქვემ-დებარე ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის

Page 9: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

8

უფლებამოსილი პირები, რათა აღიკვეთოს ის თვით-ნებობა, რაც დღეს ხდება.

კონსტიტუციას დაემატება დებულება, რომლის თანახმად, საჯარო ხელისუფლების ნებისმიერი აქტი, რომელიც დაკავშირებულია ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვასთან, უნდა ემსახურებო-დეს ლეგიტიმურ მიზანს, უნდა იყოს აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და შეესაბამე-ბოდეს იმ ინტერესების მნიშვნელობას, რომელთა დაცვასაც იგი ისახავს მიზნად (თანაზომიერების პრინციპი).

კონსტიტუციით დადგინდება, რომ მთავრობის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კა-ნონით, იმ პირობით, რომ აკრძალულია იმ უწყებათა შერწყმა ან სხვაგვარი გაერთიანება, რომლებიც პასუ-ხისმგებელი არიან სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროებისა და პოლიციის გამო. ეს აკრძალვა უაღ-რესად მნიშვნელოვანია საზოგადოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების, განსაკუთრებით, ხელისუფლების უზურპირების ცდის აღკვეთის უზრუნველსაყოფად. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის ორგანული კანონით განსაზღვრა კი ხელს შეუწყობს სტრუქტურის სტაბილურობას.

პროკურატურის რეფორმა

დღეს პროკურატურა დამოუკიდებელი არ არის. იგი პრეზიდენტისა და მთავრობის მარწუხებშია მოქცე-ული და მას სრულად აკონტროლებს იუსტიციის მი-ნისტრი. ამჟამად პროკურატურა არის ხელისუფლე-ბის რეპრესიული მანქანის მამოძრავებელი ძალა, რომლის დანამატადაც იქცა სასამართლო ხელისუფ-ლება.

ზემოაღნიშნულის აღსაკვეთად პროკურატურის ფუნქცია და ადგილი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოთა სისტემაში უნდა განისაზღვროს კონსტი-ტუციით, ხოლო მისი უფლებამოსილება, მოწყობა და საქმიანობის წესი - ორგანული კანონით.

პროკურატურა ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ სამართალდაცვის ორგანოდ იუსტიციის სამინისტ-როს სისტემაში და მას უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი. მთავარ პროკურორს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადით (სულ ცოტა, 5 წლით), პარლამენტის თანხმობით, თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრე-ზიდენტი, ხოლო თანამდებობიდან მისი ვადამდე

გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით ან საქართველოს პრეზიდენტის დასაბუთე-ბული გადაწყვეტილებით, პარლამენტის თანხმობის საფუძველზე.

პროკურატურის ფუნქცია იქნება საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან, ბრალდებულისა და მსჯავ-რდებულის, აგრეთვე დაზარალებულის კანონიერ უფლებათა დაცვა და საგამოძიებო ორგანოთა მარ-თლზომიერი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის ზედამხედველობით.

სასამართლო ხელისუფლება

ხელისუფლების დანაწილების, ხელისუფლების განშ-ტოებათა ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორე-ბის პრინციპის, ადამიანის უფლებათა და თავისუფ-ლებათა დაცვის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული და შეუცვლელი ფუნქცია ეკისრება სასამართლო ხე-ლისუფლებას.

ხალხის ნდობით აღჭურვილი სასამართლო ხე-ლისუფლების შექმნისა და დამოუკიდებელი, მი-უკერძოებელი და კომპეტენტური მართლმსაჯულე-ბის განსახორციელებლად აუცილებელია როგორც მოსამართლის პიროვნული, ისე სასამართლოს ინ-სტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამასთანავე, სავალდებულოა სასამართლოს დამო-უკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების დაბა-ლანსება.

ამ მიზნის, ანუ პოლიტიკური ხელისუფლების ზე-მოქმედებისაგან სასამართლოს გათავისუფლების, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯუ-ლებისა და ქმედითი საკონსტიტუციო კონტროლის მიღწევას ემსახურება სასამართლო რეფორმის ჩვენი კონცეფცია, რომლის მთავარი კომპონენტები ქვემო-თაა წარმოდგენილი.

მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებ-ლობა და პროფესიონალიზმი

ა) მოსამართლის შერჩევისას მხედველობაში იქნე-ბა მიღებული არა მარტო მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, არამედ პირადი თვისებები, პა-ტიოსნება, პრინციპულობა და შეუვალობა;

ბ) გაიზრდება მოსამართლედ გამწესებისათვის აუცილებელი ასაკობრივი ცენზი: პირველი ინს-ტანციის მოსამართლისათვის – 30 წელი, სააპე-ლაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – 35

Page 10: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

9

წელი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართ-ლოების მოსამართლისათვის – 40 წელი;

გ) დაწესდება ნამსახურობის ცენზი სხვადასხვა ინს-ტანციის სასამართლოს მოსამართლედ გასამ-წესებლად: პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლისათვის – სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლედ მუშა-ობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის – სააპელა-ციო სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის სულ ცოტა 4 წლის გამოცდილება;

დ) მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის ასამაღლებლად დადგინდება სამოსამართლო უფლებამოსილების შემდეგი ვადები: პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლისთვის – 10 წელი (ამასთან, მოსამართლედ პირველად გამწესებისას – 5 წელი), სააპელაციო სასამარ-თლოს მოსამართლისთვის – 15 წელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის – 20 წელი ან უვადო (უვადოდ გამწესდებიან მხოლოდ სა-ყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტის მქონე მოსამართლეები, რომლებმაც თავიანთი ცხოვ-რებითა და საქმიანობით დაადასტურეს მართლმ-საჯულებისა და სამოსამართლო ეთიკის პრინცი-პებისადმი ერთგულება);

ე) მოსამართლეობისა და ზემდგომ ინსტანციაში მოსამართლედ გასამწესებელ კანდიდატებს შეარჩევს მთლიანად დეპოლიტიზებული მართ-ლმსაჯულების საბჭო, რომლის შემადგენლობის ნახევარზე მეტს მოქმედ და ყოფილ მოსამართ-ლეთაგან აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო დანარჩენ წევრებს – პარლამენტი, სულ ცოტა 15-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადვოკატებისა და სწავლული იურისტებისა-გან, რომლებიც საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში პატივისცემით სარგებლობენ;

ვ) მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფ-ლების საფუძველი გახდება მხოლოდ დანაშაულის ჩადენა, განზრახ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა ან/და სამოსამართლო ეთიკის უხეში ან სისტემატური დარღვევა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შე-საძლებელი გახდება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით;

ზ) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილ-

ველი საკითხების სპეციფიკურობის გამო, საკონ-სტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გასამ-წესებელ პირთა წრე შეიზღუდება უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების მქონე პირებით, სულ ცოტა 15-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადვოკატებითა და სწავლული იურისტებით.

სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა

სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციასა და მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას განახორციელებს თავად სასამართლო ხელისუფ-ლება. მოსამართლეთა კონფერენცია რეალურ მო-ნაწილეობას მიიღებს სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესში, შექმნის და დააკომპ-ლექტებს წარმომადგენლობით ორგანოებს, ასევე სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობას.

უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს ინსტი-ტუციური დამოუკიდებლობა, მათ შორის, სასამართ-ლოს ფინანსური დამოუკიდებლობითაც.

სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების პროცესის გამჭვირვალობა

უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო ხელისუფ-ლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭ-ვირვალობა და მართლმსაჯულების მთელი პროცესის საჯაროობა. დადგინდება საქმის განხილვის ღიაობის მკაფიო წესი და პროცესის გაშუქების უფლება. მო-წესრიგდება სასამართლოში დაცული მასალების დამუშავებისა და დაუბრკოლებლად გაცემის წესი კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების გზით. განისაზღვრება მოსამართლის მიმართ დისციპლინუ-რი სამართალწარმოების ღიაობა.

სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეფორმა

ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანობის გაზ-რდის მიზნით ძირეული ცვლილებები გატარდება როგორც საერთო სასამართლოების სისტემაში, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში.

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება და შეიქმნება ადამიანის უფლება-თა დაცვის ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი მექა-ნიზმი. გარდა არსებულისა, საკონსტიტუციო სასამარ-თლო უნდა წყვეტდეს აგრეთვე დავებს:

Page 11: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

10

� არა მხოლოდ კანონის, არამედ ნებისმიერი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შესა-ხებ; � საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათ-ხოვნისა და კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა თანამდებობაზე გამწე-სებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების კონსტიტუციურობის შესახებ; � კონსტიტუციით დადგენილი პროცედურების დარღვევის შესახებ; �რეფერენდუმისა და არჩევნების დანიშვნის და მათი შედეგების კონსტიტუციურობის შესახებ; � სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ, თუ დავის სა-ფუძველი სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმის ან/და მისი ინტერ-პრეტაციის კონსტიტუციურობაა (ეს ნორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართ-ლოს გადაწყვეტილებათა ხარისხისა და შესა-ბამისად ადამიანის უფლებათა დაცვის მდგო-მარეობის გაუმჯობესებას); � მკვეთრად ჩამოყალიბებული ადმინისტრაცი-ული პრაქტიკის კონსტიტუციურობის გამო, თუ პირს მიაჩნია, რომ ამგვარი პრაქტიკა ზღუ-დავს, აკნინებს ან არაფრად აგდებს მის ამა თუ იმ ძირითად უფლებასა და თავისუფლებას.

ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შესაძლებელი იქნება საერთო სასამართ-ლოების სისტემაში ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოწურვის შემთხვევაში. საერთო სასა-მართლოების გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შემოწმების უფლებამოსილება მკვეთრად გაზრდის ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს.

საკონსტიტუციო სასამართლო შეასრულებს ერთ-გვარი ფილტრის ფუნქციას ადამიანის უფლებათა ევ-როპულ სასამართლოსთან მიმართებით. იგი გახდება ეგრეთ წოდებული „პატარა სტრასბურგი“ ადამიანის უფლებათა დასაცავად და, თავის მხრივ, დაეფუძნე-ბა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამარ-თალს.

ახალი მოდელი მნიშვნელოვნად შეამცირებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შე-ტანილ საჩივართა რაოდენობას. იმავდროულად, დადგინდება გონივრულად მოკლე ვადა (მაგა-ლითად, ერთი წელი) კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვისათვის.

ბ) საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამო-სილება და არასრულწლოვანთა საქმეების სასა-მართლო

საერთო სასამართლოების სისტემა შედგება სამი ინსტანციისაგან. ამასთან, ბრალდებულისათვის უზ-რუნველყოფილი იქნება მინიმუმ ორი სასამართლო ინსტანციის უფლება.

იუვენალური მართლმსაჯულების ფორმით საერ-თო სასამართლოთა სისტემაში შემოღებული იქნება არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული სა-სამართლო.

საპროცესო იძულებით ღონისძიებათა შეფარდე-ბის სფეროში დამკვიდრდება „თავისუფლების მოსა-მართლის“ ინსტიტუტი.

საერთო სასამართლოების სისტემაში იარსებებს შემდეგი ინსტანციები:

y ადგილობრივი სასამართლო. ნაფიც მსაჯულთა სა-სამართლო და თავისუფლების მოსამართლე

ადგილობრივი (რაიონული, საქალაქო) სასამარ-თლო პირველი ინსტანციით განიხილავს ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის კატეგორიის საქმეებს. ამ კატეგორიის საქმე, ბრალდებულის მოთხოვნით, შეიძლება განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართ-ლომ.

შემოღებული იქნება „თავისუფლების მოსამართ-ლის“ ინსტიტუტი, რომელიც განიხილავს და გადა-წყვეტილებას მიიღებს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვისა და იძუ-ლებით ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძი-ებო მოქმედებების ჩატარების საკითხების შესახებ.

რეგიონალური სასამართლო და არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი იუვენალური სასამართლო

რეგიონალური (საოლქო) სასამართლო სააპელა-ციო, ხოლო ზოგ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოა. სასამართლო, სამი მოსამართლის შემადგენლობით, პირველი ინსტანციით განიხილავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ხოლო აპელა-ციის წესით – ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებს.

საოლქო სასამართლოს „თავისუფლების მოსა-

Page 12: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

11

მართლესთან“ გასაჩივრდება ადამიანის კონსტიტუ-ციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებებთან დაკავშირებულ გადა-წყვეტილებათა კანონიერება.

სააპელაციო სასამართლოში ყველა საქმე განი-ხილება სრული მოცულობით, სასამართლო გამო-ძიების შეკვეცის გარეშე. გამონაკლისი იქნება საქმის შეკვეცილი წარმოება მხოლოდ მხარეთა თანხმობით.

რეგიონალურ დონეზე შეიქმნება იუვენალური (არასრულწლოვანთა) სასამართლოები, რომლე-ბიც იუვენალური მართლმსაჯულების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების სრული დაცვით, პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს.

უზენაესი სასამართლო (საკასაციო ინსტანცია)

უზენაესი (საკასაციო) სასამართლო შედგება სა-მოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლი-სა და არასრულწლოვანთა საქმეების სენატებისაგან. ასევე იმოქმედებს დისციპლინური პალატა. სენატები და პალატა, სამი/ხუთი მოსამართლის შემადგენლო-ბით, მეორე ინსტანციით, გაფართოებული კასაციის წესით განიხილავენ საქმეებს. სისხლის სამართლის საქმეთა სენატი განიხილავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე შეტანილ საკასაციო საჩივარს, ხოლო საჩივრის დასაშვებობის შემთხვევაში, საკასა-ციო წესით განიხილავს აგრეთვე ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებს.

უზენაესი სასამართლოს არასრულწლოვანთა საქმეების სენატი განიხილავს რეგიონალური სასა-მართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრებს.

საკასაციო სასამართლოს შემადგენლობაში გან-საკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს განიხილავს დიდი სენატი.

ზემოთ წარმოდგენილი სისტემის შემოღება შე-საძლებელს გახდის ადამიანის უფლებათა რეალურ დაცვას ეროვნულ დონეზე, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის დაუშვებლობის ან დაუკ-მაყოფილებლობის შემთხვევაში, ხელშეუხებელს ტოვებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართ-ლოსათვის მიმართვის უფლებას.

სისხლის სამართლის პოლიტიკა

მხოლოდ სასამართლო სისტემის რეფორმა საკმა-რისი არ არის ქვეყანაში სამართლიანობის დასამკ-

ვიდრებლად. ამისათვის აუცილებელია აგრეთვე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირება და არსებული უსამართლო თუ არაეფექტიანი წინასწარი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სამართალწარმოების კატასტროფულად მძიმე შედე-გების აღმოფხვრა.

ა) სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა

ქვემოთ წარმოდგენილია ყველაზე უფრო მნიშვ-ნელოვანი, საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული რამდენიმე პრობლემის გადაჭრის გზები:

�რეალურად განხორციელდება სამართლიანი სასჯელის პოლიტიკა, გამოირიცხება დანა-შაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით და გათვალისწინე-ბული იქნება სამართლიანი სასჯელის დანიშვ-ნის საუკეთესო მოდელები; � დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულა-დი ჯარიმის ზედა ზღვარი; � გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუ-ხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუ-ალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შე-ძენის ან/და შენახვისათვის; � საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, კერძოდ, მაქსიმალურად იქ-ნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები. საპროცესო შეთანხმების დადე-ბის დროს გაიზრდება მოსამართლის როლი და უფლებები. ამასთან, გადამწყვეტი იქნება არა ის, რომ ფულის გადახდით შეივსოს სა-ხელმწიფო ბიუჯეტი, არამედ ის, რომ მოხდეს ორგანიზებული თუ სხვა სახის დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების ხელშეწყობა. აიკრძალება საპროცესო შეთანხმების დადება არასრულწლოვანთა საქმეებზე და უპირატე-სობა მიენიჭება აღდგენით მართლმსაჯულება-სა და რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორ-ციელებას; � პირობითი მსჯავრის გამოყენება მოხდება არა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების და-დებისას, არამედ სასამართლოს მიერ მძი-მე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი დამნაშავის მიმართ, კანონმდებლობით გან-საზღვრული სამართლიანი საფუძვლებით. პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნას გადაწყვეტს მხო-ლოდ სასამართლო; � განრიდება და/ან მედიაცია გამოიყენება ნაკ-

Page 13: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

12

ლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ არა მხოლოდ პროკურორის, არამედ პოლიციისა და სასამართლოს მიერაც; � შეიზღუდება პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილება. გამოძიებისა და სისხლის-სამართლებრივი დევნის ეტაპზე ბრალდებუ-ლისა და დაზარალებულის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება შემაჯამებელი საპ-როცესო დოკუმენტების სასამართლოში გასა-ჩივრებით; � გაძლიერდება ადვოკატურის ინსტიტუტი, რათა სრულად ამოქმედდეს შეჯიბრებითობის პრინ-ციპი და ბოლო მოეღოს პროკურორის დიქ-ტატს გამოძიების ეტაპზე და სამართალწარმო-ების პროცესში; � უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის მოხდის რეჟიმის შესაბამისობა საერთაშორისო სტან-დარტებთან და ადამიანის უფლებათა სრული დაცვა.

ბ) უკანონო, დაუსაბუთებელ და უსამართლო გადა-წყვეტილებათა შედეგების აღმოფხვრა

ათასობით უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვა-დებში გადაისინჯება მათი საქმეები.

სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)

სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ინსტიტუტი დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელო-ვანი შემადგენელი ნაწილი და ქმედითი მექანიზმია ხელისუფლების საქმიანობის (ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით) მუდმივი კონტროლის გან-სახორციელებლად. ამიტომ მისი უფლებამოსილება კონსტიტუციაში უნდა აისახოს. ასევე კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს ამ ინსტიტუტის ფორმირების წესი და საქმიანობის პრინციპები. კონსტიტუციამ უნდა დაადგინოს, სახალხო დამცველთან ერთად, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ერთი ან რამდენიმე სახალხო დამცველის თანამდე-ბობის კანონით შემოღების შესაძლებლობა სპეცი-ალურ პრობლემათა მიხედვით (მაგ., სახალხო დამ-ცველი არასრულწლოვანთა საკითხებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა საკითხებში), ამ პრობ-ლემებზე სასწრაფო რეაგირებისა და მათი მოგვარე-ბისათვის.

სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნ-ველყოფის მიზნით კონსტიტუციით უნდა განისაზღვ-როს, რომ:

� სახალხო დამცველი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია პარ-ლამენტის წინაშე; � სახალხო დამცველი სარგებლობს ისეთი-ვე იმუნიტეტით, როგორითაც საქართველოს პარლამენტის წევრი; � სახალხო დამცველი ქმნის თავის სამსახურს; მას შეუძლია თავისი უფლებამოსილების ნაწი-ლი დროებით გადასცეს სახალხო დამცველის სამსახურის თანამშრომელს. ამ პერიოდში ის ისარგებლებს სახალხო დამცველის უფლებე-ბითა და იმუნიტეტით, გადაცემული უფლება-მოსილების ფარგლებში; � პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სა-პარლამენტო ფრაქციას, უფლებადამცველ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულ-ტაციების შემდეგ; � სახალხო დამცველად შეიძლება აირჩეს მხო-ლოდ 30 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეწევა საზოგადოებრივ, შემოქმედებით, სამეცნიერო, პედაგოგიურ ან უფლებადაცვით საქმიანობას, ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ყოფილა რომელიმე პო-ლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან საჯარო მოსამსახურე და ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში; � სახალხო დამცველი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა. თუ კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მაშინ მას პარლამენტისთვის წარდ-გენილ კანდიდატთაგან ხმათა უმრავლესობით ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართ-ველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯ-დომარე და საქართველოს უზენაესი სასამარ-თლოს თავმჯდომარე; � პარლამენტი ვალდებულია, სახალხო დამც-ველის ანგარიშის წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, პირველივე პლენარულ სხდომაზე დებატების ფორმით განიხილოს და შეაფასოს სახალხო დამცველის ანგარიში და მისი თი-თოეული რეკომენდაციის განხორციელების მიზანშეწონილობა; � სახალხო დამცველს უფლება აქვს, დასვას სა-ჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გადა-ყენების საკითხი, თუ საქმე ეხება ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევას, აგრეთვე კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს სა-კონსტიტუციო სასამართლოს კანონის ან სხვა

Page 14: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

13

ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თა-ობაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბი-უჯეტის მიღებისას პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთპასუხისმგებლობის საკითხი. ამ საკითხში პირველი სიტყვა მთავრობას, ხოლო საბოლოო სიტ-ყვა პარლამენტს უნდა ეკუთვნოდეს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტის წარდგენის უფლება მხოლოდ მთავრობას ექნება და მისი თანხმობის გარეშე ვერ მოხდება ბიუჯეტის პროექტში ისეთი ცვლილების შე-ტანა, რომელიც იწვევს სახელმწიფოს ხარჯის ზრდას ან შემოსავლის შემცირებას. მეორე მხრივ, მთავრო-ბას უფლება არ ექნება, პარლამენტის თანხმობის გა-რეშე აიღოს სახელმწიფო სესხი ან რამე ფინანსური ვალდებულება, აგრეთვე, გადაიტანოს ხარჯი ბიუჯე-ტის ერთი ნაწილიდან მეორეში.

თუ პარლამენტმა მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოახერხა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება, მთავრობას უფლება ექნება, ხარჯი გასწიოს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად და მხოლოდ წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.

თუ პარლამენტმა საბიუჯეტო წლის დაწყების შემ-დეგ, კონსტიტუციით განსაზღვრულ 60-დღიან ვადაში ვერც სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო და ვერც მთავრო-ბა შეცვალა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს.

პარლამენტს უფლება ექნება, გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სიითი შემადგენლობის უმრავლესო-ბის გადაწყვეტილებით შეაჩეროს შესაბამისი ხარ-ჯის გაწევა.

თუ სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო პარლამენტმა არ დაამტკიცა სახელმწიფო ბი-უჯეტის შესრულების ანგარიში, მთავრობა უნდა გადადგეს.

კონტროლის პალატა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური)

პარლამენტი სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწი-ფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას აკონტროლებს კონტროლის პალატის მეშვეობით.

რადგან სახელმწიფო სახსრების ძირითადი მხარჯ-ველი არის მთავრობა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს, ობიექ-ტური კონტროლის უზრუნველსაყოფად, მისი მაკონტ-როლებლის შექმნისას გადამწყვეტი სიტყვა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას არ უნდა ეკუთვ-ნოდეს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კონტროლის პალატა იყოს 5-წევრიანი კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 5 წლის ვადით. მის თავ-მჯდომარეს ირჩევს პარლამენტი თავის წევრთა სულ ცოტა 1/5-ის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან. არ-ჩევისათვის სავალდებულო უნდა იყოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, იმ პირობით, რომ მას მხარს უნდა უჭერდეს საპარლა-მენტო ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობაც.

ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს კონტროლის პა-ლატის თავმჯდომარის პოლიტიკურ ნეიტრალურობას და მიუკერძოებლობას. რაც შეეხება პალატის წევ-რებს, ისინი, სათანადო დონის პროფესიონალთაგან, უნდა აირჩიოს პარლამენტმა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ 2 წევრის არჩევას მაინც მხარს უჭერდეს საპარლამენტო ოპოზიციაც. კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად თანამდებო-ბიდან მათი ვადამდე გათავისუფლება უნდა შეიძლე-ბოდეს მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური

სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის საჭი-როა ქვეყნის მდგომარეობის ობიექტური შეფასება. ამისათვის კი, სხვა მონაცემებთან ერთად, აუცილე-ბელია ობიექტური სტატისტიკური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საჭიროა აგრეთვე მთავრობის საქმი-ანობის ქმედითი საპარლამენტო კონტროლის განსა-ხორციელებლად. ამ ამოცანის შესრულება მხოლოდ მაღალპროფესიულ, მიუკერძოებელ, მთავრობისა-გან დამოუკიდებელ, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ სტატისტიკის სამსახურს ძალუძს, რო-გორიც ამჟამად აღარ გვაქვს. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ სტა-ტისტიკის სახელმწიფო სამსახური არის დამოუკი-დებელი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დაწესებულება, რომლის დირექტორსაც 5 წლის ვა-დით, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავ-ლესობის, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დიდი მნიშ-

Page 15: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

14

ვნელობის გამო აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კონს-ტიტუციით განისაზღვროს ასეთი აღწერის ვალდებუ-ლება სულ ცოტა 10 წელიწადში ერთხელ.

ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა და თვითმმართველობა

ხელისუფლების ზოგადი, ოპტიმალური ორგანი-ზაციის პრობლემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ტერიტორიული თვითმმართველობის სა-კითხი. ხელისუფლების ვერტიკალური დანაწილება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობის სისტემის ფუნქციონირების აუცილე-ბელი პირობაა.

თვითმმართველობის ორგანოთა უმთავრესი ფუნ-ქციაა მოსახლეობისათვის მომსახურების გაწევა, მისი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილე-ბა. ამისი აუცილებელი პირობა კი მოსახლეობასთან სიახლოვე და შესაბამისი უფლებამოსილებებისა და რესურსების არსებობაა. საქართველოში ამჟამად ჩამოყალიბებულია არაეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს სამართლებ-რივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპების რეალიზებას. მმართველობის სისტემის ფიქტიური დე-ცენტრალიზაცია ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი და დასაყრდენია. დღეს ადგი-ლობრივი თვითმმართველობა ფაქტობრივად ფიქციაა და ყველაფერი წყდება ცენტრალური ხელისუფლებისა და მის მიერ დანიშნული გუბერნატორების მიერ.

დეცენტრალიზაციის ფიქტიურობას განაპირობებს შემდეგი ძირითადი გარემოებები:

y ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის უფლებამოსილე-ბები არ არის განაწილებული სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, სა-ჯარო უფლებამოსილებები, როგორც წესი, უნდა განახორციელოს ხელისუფლების იმ ორგანომ, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოქალაქესთან. ძალზე შეზღუდულია თვითმმართველი ერთეულე-ბის უფლებამოსილება, რის გამოც ადგილობრივი ინფრასტრუქტურა ვითარდება და მოსახლეობას საზოგადოებრივ მომსახურებათა უდიდესი უმრავ-ლესობა მიეწოდება არა ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების მიერ. შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობას არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს მოსახლეობის ელემენ-ტარული ინტერესები და საჭიროებები;

y მოსახლეობა უკიდურესად დაშორებულია ად-გილობრივი ხელისუფლებისგან. არ არის და-ნერგილი საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ქმედითი მექანიზმები;

y ძალზე დაბალია ფისკალური დეცენტრალიზაციის ხარისხი. ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსულო-ბების სიმწირე შეუძლებელს ხდის მუნიციპალური განვითარების დაგეგმვას და მუნიციპალური გან-ვითარების მიზნების რეალიზებას;

y ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთრებაში გადაცემული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების (მათ შორის, ბუნებრივი რესურსების) მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, რაც ასევე ართულებს მუნიციპალური განვითარების დაგეგმვას და მუნიციპალური განვითარების მიზ-ნების რეალიზებას;

y საქართველოს რეგიონებში მოქმედებს გუბერ-ნატორის ინსტიტუტი, რომელიც მმართველი ოლიგარქიის რეგიონალურ განშტოებად ჩამო-ყალიბდა. საჯარო უფლებამოსილებები, ფაქტობ-რივად, არ არის დეკონცენტრირებული რეგიონის დონეზე - რეგიონები არ სარგებლობენ ტერი-ტორიული ერთეულის სტატუსით, ხოლო გუბერ-ნატორებს კანონით მინიჭებული აქვთ მხოლოდ უმნიშვნელო უფლებამოსილება. იმავდროულად, გუბერნატორები სცდებიან კანონის ფარგლებს და ისინი, რეალურად, უხეშად იჭრებიან ადგილობ-რივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა სფეროში. შედეგად, დღეს მხარეებში ფუნქციონი-რებს მოსახლეობის მხრიდან უკონტროლო გუბერ-ნატორის ინსტიტუტი, როგორც ცენტრალიზებული ვერტიკალის ნაწილი, რომელსაც არა აქვს ბიუჯეტი და კონკრეტული პასუხისმგებლობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.

სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპების რეალიზებისა და ქვეყნის სტაბილური და შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ შექმნის დემოკრატიულ და ეფექტიან მმარ-თველობის სისტემას. მოქალაქეთა ინტერესების ასახვა სახელმწიფოს მართვაში ძლიერი თვითმმარ-თველობის არსებობას დაეფუძნება, რის უზრუნველ-საყოფადაც:

y თვითმმართველობის ორგანოებს უნდა გადა-ეცეთ შესაბამისი თავისი (ექსკლუზიური) უფლე-

Page 16: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

15

ბამოსილება, ფინანსები და საკუთრება, მათ უნდა ჰყავდეთ არჩევითი წარმომადგენლობითი და აღ-მასრულებელი ორგანოები. ცენტრალიზებული, ერთპიროვნული და გაუაზრებელი პროექტების ნაცვლად, სწორედ თვითმმართველობის ორგანო-ები უზრუნველყოფენ თითოეული მოქალაქის სა-ჯარო მომსახურების ძირითად ნაწილს, ყოფით და ინფრასტრუქტურულ გარემოს (ყოველ თვითმმარ-თველ ერთეულში გაიხსნება მომსახურების ცენტ-რი, რომელსაც ექნება მოქალაქისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ფუნქციები). მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, უშუალო მონაწილეობა მიიღონ თავიანთი თემისა თუ ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში, აგრეთვე მიიღონ ადეკვატური მომ-სახურება მაქსიმალურად ახლოს მდგომი ხელი-სუფლებისაგან. თვითმმართველობა თითოეული მოქალაქის საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტ-რუქტურის შექმნაზე იქნება ორიენტირებული და არა ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებებზე;

y რამდენჯერმე გაიზრდება თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლები. ფისკალური დეცენტ-რალიზაცია უზრუნველყოფს მუნიციპალური გან-ვითარების პროცესის ეფექტიან წარმართვას და მუნიციპალური განვითარების შეუქცევადობას;

y თვითმმართველ ერთეულებს საკუთრებაში გადა-ეცემათ ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმ-წიფო ქონება, მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არაპრივა-ტიზებული როგორც სასოფლო–სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დიდი ნაწილი;

y პირველ ეტაპზე განისაზღვრება ყოველი დასახ-ლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), როგორც იურიდიული პირის, სტატუსი. მათ საკუთრებაში გადაეცემათ არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი მიწა (სავარგულები, საძოვრები, ტყე), წყალი, უძრავი ქონება. ადგილობრივ მოსახ-ლეობასთან თანამშრომლობით მოხდება რესურ-სულად მეტ-ნაკლებად თვითკმარი თემების შექმ-ნა ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ქალაქებში, ხოლო თემების შექმნის კვალობაზე – თემებში, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით, შეიქმნება ადგილობრივი თვითმმართველობა პირდაპირი წესით არჩეული საკრებულოებისა და მერების/გამგებლების სახით; ყოველ სოფელს ეყოლება არა დანიშნული, არამედ მის მიერ არჩე-ული მამასახლისი;

y რეფორმისას მაქსიმალურად იქნება შესწავლი-ლი ადგილობრივი ადამიანური და მატერიალური რესურსები, სოფლების ურთიერთთავსებადობა თემის შესაქმნელად და სხვა ფაქტორები, რომელ-თა გაუთვალისწინებლად რეფორმა წარმატებული ვერ იქნება;

y შეიქმნება პირობები სამხარეო თვითმმართველო-ბის ჩამოყალიბებისათვის, გარდამავალ ეტაპზე კი მოხდება: მხარეებისათვის ტერიტორიულ-სამარ-თლებრივი სტატუსის მინიჭება, მათთვის რეალუ-რი უფლებამოსილების გადაცემა და რესურსული უზრუნველყოფა, მმართველობის დემოკრატიული ფორმებისა და მექანიზმის ჩამოყალიბება. უზრუნ-ველყოფილი იქნება ხელისუფლების ავტორიტარუ-ლი მართვის სისტემის რეგიონალურ განშტოებად ჩამოყალიბებული გუბერნატორის ინსტიტუტის ჩანაცვლება ადგილობრივი მოსახლეობის ინ-ტერესებზე დაფუძნებული ქმედითი სამხარეო ხელისუფლების სისტემით. რეგიონს მიენიჭება ტერიტორიული ერთეულის სტატუსი, იგი უზრუნ-ველყოფილი იქნება სტაბილური საბიუჯეტო შე-მოსავლებითა და უფლებამოსილებით. შედეგად, რეგიონები განვითარდება არა ცალკეული პოლი-ტიკოსის მიერ დედაქალაქში მიღებული თვითნე-ბური და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მი-ხედვით, არამედ ხელისუფლების რეგიონალური ორგანოების მიერ, მოსახლეობის მონაწილეობი-თა და მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად შე-მუშავებული განვითარების გეგმების საფუძველზე;

y ჩამოყალიბდება თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების ქმედითი სისტემა და უზრუნველყოფი-ლი იქნება მოხელეთა უწყვეტი მომზადება, გადა-მზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

y საქართველოს მაღალმთიანი ზონის განვითარები-სათვის დაწესდება ფინანსური სტიმულირების სის-ტემა.

ქვეყნის ჰარმონიულ განვითარებას გამოიწვევს ხელისუფლების რეალური გადანაწილება ადგილებ-ზე და არა დედაქალაქიდან პარლამენტისა და სახელ-მწიფო ორგანოების მექანიკური და გაუაზრებელი გადატანა.

მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული თვითმმართ-ველი ერთეულებისათვის რეალური ფინანსური და ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემითაა შესაძ-ლებელი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.

Page 17: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

16

ყოველივე ამის უზრუნველმყოფი ნორმები აისა-ხება კონსტიტუციაში, რაც შექმნის ზემოაღნიშნულის განხორციელების სამართლებრივ გარანტიას.

კონსტიტუციის სტაბილურობის უზრუნველყოფა

იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს კონსტიტუციის ხშირ ცვლილებებს მმართველი პარტიის პოლიტიკური თუ მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და სახელმწიფოს თანამიმდევრული განვითარების სა-ფუძვლის შესაქმნელად, კონსტიტუციის ახალი რედაქ-ციის მიღების შემდეგ არსებითად უნდა გართულდეს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკონსტიტუციო ცვლილე-ბების განხორციელება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე:

y კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციირების უფლება უნდა მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს პარლა-მენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ერთ მესამედსა და 200 ათას ამომრჩეველს;

y კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წა-რედგინება საქართველოს პარლამენტს, რომე-ლიც ქმნის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მას გადასცემს განსახილველად. კომისიაში თა-ნაბრად უნდა იქნეს წარმოდგენილი ყველა საპარ-ლამენტო პარტია, აგრეთვე იმ პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებიც იღებენ დაფინან-სებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომისიაში მიწვე-ული უნდა იყვნენ ასევე კონსტიტუციური სამართ-ლის აღიარებული სპეციალისტები იმ პირობით, რომ მათი რაოდენობა არ აღემატებოდეს კომი-სიის დანარჩენ წევრთა 1/4-ს. გარდა ამისა, უზ-რუნველყოფილი უნდა იყოს კომისიის მუშაობაში არასამთავრობო სექტორის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ასევე რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტების მონაწი-ლეობა. ამის შემდეგ კომისია აქვეყნებს პროექტს საყოველთაო სახალხო განხილვისათვის, რომე-ლიც 1 თვე მაინც უნდა გაგრძელდეს. კომისია სა-ჯარო განხილვის გათვალისწინებით მომზადებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტს და საჯაროდ აქვეყნებს კომისიის შექმნიდან არა უადრეს 2 და არა უგვიანეს 3 თვისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება დასკ-ვნის გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ;

y კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ორი მოსმენით მხარს დაუჭერს

საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენ-ლობის სულ ცოტა 2/3;

y კონსტიტუციის ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას უცვლელად, ზემოაღნიშნუ-ლი ხმათა უმრავლესობით, ერთი მოსმენით მო-იწონებს შემდეგი მოწვევის პარლამენტიც. ასეთი წესი დაგვაზღვევს ვიწროპარტიული ინტერესებით გამოწვეული კონსტიტუციური ცვლილებებისაგან და უზრუნველყოფს კონსტიტუციის მდგრადობას;

y კონსტიტუციაში ცვლილება შეიძლება შევი დეს ერთი მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტი ლები-თაც, მაგრამ მხოლოდ პარლამენტის სრული შე-მადგენლობის 5/6-ის უმრავლესობით. კონსტიტუ-ციით უნდა განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აუცილებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციის პროცე-სის შეუფერხებლად წარმართვისათვის, შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული პროცედურით – ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ, სრული შე-მადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით;

� საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო წესით უნდა განიხილოს კონს-ტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებ-თან კონსტიტუციური კანონის პროექტის გადა-სინჯვის პროცედურის შესაბამისობის საკითხი. წინააღმდეგობის დადგენის შემთხვევაში, კა-ნონპროექტის განხილვა წყდება, ხოლო მიღე-ბული კანონი ბათილად ცხადდება; � საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიენიჭოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პრევენციული კონტროლისა და მისი კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენის უფ-ლებამოსილება. შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება კანონპროექ-ტის პირველი მოსმენით განხილვამდე პე-რიოდში უნდა მიენიჭოს საქართველოს პრე-ზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონპროექტის კონსტიტუციონალიზმის ფუნ-დამენტურ პრინციპებთან შეუსაბამობის დად-გენის შემთხვევაში, მისი განხილვა შეწყდება; � უნდა განისაზღვროს კონსტიტუციის ეგრეთ წოდებული დაცული ნორმები, რომლებიც არ დაექვემდებარება გადასინჯვას.

მართალია, წარმოდგენილი მოდელი არ არის „ჯადოსნური კვერთხი“, რომლის ერთი შეხებაც საკმარისი აღმოჩნდება ჩვენი პრობლემების მოსაგ-

Page 18: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

17

ვარებლად, მაგრამ სახელმწიფოს მოწყობის ეს სის-ტემა, სხვებისაგან განსხვავებით, საშუალებას იძლე-ვა, კონსტიტუციის ფარგლებში და მის საფუძველზე, თავად სისტემის შიგნით უკეთ გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და მინიმალური დანა-კარგებით გამოვიდეთ შესაძლო პოლიტიკური კრიზი-სებიდან.

სამართლებრივი რეფორმის ზოგიერთი საკითხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა

ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა მხოლოდ საპოლიციო და უშიშროების სამსახურებ-თან არის გაიგივებული. საპოლიციო და სახელმ-წიფო უშიშროების სამსახურების შერწყმით შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც, ფაქტობრივად, არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. გამჭვირვალეა მხოლოდ პოლიციის შუშის შენობები, თავად სისტემა კი - გაუმჭვირვალე. შინაგან საქმეთა მინისტრი უშუალოდ ერევა საპოლი-ციო და უშიშროების ფუნქციების განხორციელებაში, რის გამოც ეს სამსახურები მმართველი გუნდის პო-ლიტიკურ წნეხსა და დიქტატს განიცდიან.

აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და სა-მოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც მმართველობას განახორციელებს საშინაო პოლი-ტიკის მნიშვნელოვან სფეროებში. აუცილებელია პო-ლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფა.

პოლიციის დეპოლიტიზების მიზნით ერთმნიშვნე-ლოვნად უნდა განისაზღვროს პოლიციისა და საშინაო საქმეთა სამინისტროს ურთიერთდამოკიდებულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს პოლიციის დამოუკი-დებლობა და მისი დაცვა პოლიტიკური ზეგავლენი-საგან. საშინაო საქმეთა სამინისტროს პოლიციასთან მიმართებით განსაზღვრული ექნება შემდეგი ძირი-თადი კომპეტენციები: მან უნდა დასახოს პოლიციის განვითარების, საორგანიზაციო, სამართლებრივი და საკადრო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, მოამზადოს ყოველწლიური სა-ბიუჯეტო გეგმა და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; უზრუნველყოს პოლიციის ძალების ეფექტიანი საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მომსახურება და სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა. სამინისტრო, როგორც სა-

მოქალაქო სტრუქტურა, მხოლოდ მმართველობის სტრატეგიულ დონეზე უნდა მოქმედებდეს და მას არ უნდა ჰქონდეს ოპერატიულ დონეზე უშუალო პოლი-ციური ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება. პოლიცია უნდა იყოს საშინაო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დეპარტამენტის სახით არსებული სამარ-თალდაცვის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სა-ზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

რაც შეეხება პოლიციის საქმიანობის ოპერატიულ დონეს, კანონმა ამ დონეზე პოლიციის ისეთი ფუნქცი-ების დეტალური რეგლამენტაცია უნდა მოახდინოს, როგორიცაა: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლე-ბების დაცვა; საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრ-თხოების უზრუნველყოფა; დანაშაულისა და სხვა სა-მართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება, მათი გამოვლენა და გამოძიება; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონტროლი და პოლიციის სხვა, კა-ნონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება.

შსს-ს სისტემის რეორგანიზაციის შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს პოლიციის ფუნქციის მქონე 2 მნიშ-ვნელოვანი დეპარტამენტი (დღეს შსს-ს სისტემის ფარგლებში 16 დეპარტამენტია): პოლიციის დეპარ-ტამენტი, რომელშიც შედის ორი მნიშვნელოვანი ქვესტრუქტურა - საპატრულო და კრიმინალური პო-ლიცია, და საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტა-მენტი. რაც შეეხება უშიშროების სამსახურებს, ისინი შსს-ს სისტემას უნდა გამოეყონ.

მართლწესრიგის უზრუნველყოფა უნდა იყოს საშინაო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, რაც ნიშნავს იმას, რომ საშინაო საქმეთა მინისტრს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის არის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსი-ლება, მითითებები მისცეს პოლიციისა და მართ-ლწესრიგის ორგანოებს. საშინაო საქმეთა მინისტრს აქვს სამსახურებრივი და საგნობრივი ზედამხედ-ველობის განხორციელების უფლებამოსილება, რაც გულისხმობს კონტროლს, პოლიციის მხრიდან სა-კუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას მათი ეფექტიანობის შემოწმებას. საგნობრივი ზე-დამხედველობის უფლებამოსილება ასევე გულისხ-მობს სამართლებრივ ფარგლებში პოლიციის ორ-განოებისათვის მითითების მიცემას, განახორციელონ გარკვეული ღონისძიებები ან თავი შეიკავონ გარკ-ვეული ღონისძიებების განხორციელებისაგან. მი-ნისტრს ასევე შეუძლია გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მოაწესრიგოს პოლიციის ორგანოების ორგანიზაციული მოწყობისა და უფ-ლებამოსილების გამიჯვნის საკითხები.

Page 19: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

18

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამო-იყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქ-ტურითა და ფორმით, ოპტიმალური რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის საკადრო შემადგენლობით, რომელიც გარკვეულ სამოქალაქო კონტროლს დაექ-ვემდებარება. მნიშვნელოვანია აღნიშნული სამსახუ-რის საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რაც, პირველ რიგში, მისი ხელმძღვანელის დანიშვნის წესში უნდა გამოიხატოს – სახელმწიფო უსაფრთხო-ების სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს სახელმწიფოს უმაღლესი პირის წარდგენით. ამ სამსახურის საქმიანობა უნდა იყოს სა-იდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატი-ზაცია და მისი რეალიზაცია. სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფ-ლებამოსილება არ უნდა იყოს.

პოლიციელები გათავისუფლდებიან პოლიტიკური წნეხისაგან და შეიქმნება მათი საქმიანობის ხელ-შეუხლებლობის სამართლებრივი გარანტიები.

მართლწესრიგის უზრუნველმყოფი ორგანოების დეპოლიტიზება და მათი დამოუკიდებლობა არის მო-ქალაქეების, მათ შორის, ამ ორგანოების თანამშრო-მელთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია.

საჯარო სამსახურის რეფორმა

კარგა ხანია საჯარო სამსახური პოლიტიკურ ზეგავ-ლენას განიცდის. სახელისუფლებო გუნდი საჯარო მოხელეებს პირადი ერთგულების ნიშნით აფასებს. საჯარო მოხელე არ არის სამართლებრივად დაცუ-ლი – სამსახურიდან მისი გათავისუფლება, განსა-კუთრებით პოლიტიკური ნიშნით, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. საჯარო სამსახური უნდა გა-თავისუფლდეს პოლიტიკური ინტერესებისაგან და მიუკერძოებელ სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამო-ყალიბდეს.

ეს მიზანი მიიღწევა საჯარო სამსახურის ისეთი მოდელის შექმნით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება დამოკიდებული არ იქნება პოლიტიკაზე, კერძოდ კი პოლიტიკური თანამდებობის პირის სუბიექტურ ნებაზე.

აუცილებელია კანონით განმტკიცდეს პროფესი-ული საჯარო მოხელის საქმიანობის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა უვადოდ დანიშვნა, პოლი-ტიკური მიუკერძოებლობა, კარიერის პრინციპი, სა-

ხელმწიფოს მხრიდან ზრუნვის ვალდებულება, სამსა-ხურიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვა, სოციალური გარანტიები და სხვ.

კადრების სტაბილურობა არის პროფესიული საჯა-რო მოხელის ინსტიტუტის ქვაკუთხედი. ხელისუფლე-ბის შეცვლა არ უნდა იწვევდეს საჯარო სამსახურიდან კადრების დათხოვნას. კანონით ზუსტად უნდა განი-საზღვროს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები.

საჯარო სამსახურის ბირთვს უნდა ქმნიდნენ უვა-დოდ დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები. საჯარო მოხელის გვერდით კი საჯარო სამსახურს, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, აგ-რეთვე უნდა ახორციელებდეს შტატით გათვალისწი-ნებულ თანამდებობაზე დამხმარე მუშაკი და შტატგა-რეშე თანამდებობაზე დაქირავებული მუშაკი.

ზემოაღნიშნული კონცეფციის, როგორც სახელ-მწიფოებრივი მოწყობის უმნიშვნელოვანესი კომ-პონენტის, განხორციელება საფუძველს ჩაუყრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის შექმნას.

პარტიების დაფინანსების სისტემის რეფორმა

პარტიების დაფინანსების სისტემა შეიცვლება ისე, რომ რეალურად არსებულ პირობებში უზრუნველ-ყოფილი იყოს პარტიების საქმიანობა და საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვა.

y სიტყვისა და გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიქმნება საკანონმდებლო გარანტიები მედიაზე პოლიტიკური გავლენისა და მედიის მონოპოლი-ზაციის აღსაკვეთად, მისი დამოუკიდებლობისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად;

y შეიქმნება იურისტებისა და ეკონომისტებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავ-ლის საკუთრების უფლების ტოტალური დარღვე-ვის შედეგად შექმნილ ვითარებას და მისი გამო-სწორების გზებს, ქვეყნის რეალური ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით.

y შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის საქარ-თველოში ბოლო წლებში გავრცელებული „ელი-ტარული კორუფციის“ მასშტაბებსა და მექანიზმებს და დასახავს მისი აღმოფხვრის გზებს.

Page 20: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

19

ჩვენი მიზანი არ არის შურისძიება – ჩვენი მიზანია სამართლიანი წესრიგის დამყარება. ჩვენ გავათავი-სუფლებთ სასამართლოს პოლიტიკური ზეგავლენი-საგან. ყველა თანამდებობის პირი, რომელსაც ჩადე-ნილი აქვს დანაშაული, პასუხს აგებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

ჩვენ ვიმოქმედებთ სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ რესურსების სრული მობილიზებით, რათა აღვადგინოთ სამართალი იქ, სადაც ეს შესაძლე-ბელია, და არ დავუშვათ ახალი უსამართლობა მომავალში.

სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა

საქართველოში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში არ-სებული სირთულეები. სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისა და ეროვნული უმცირესობების უფლე-ბების დაცვის ხელშემშლელი ფაქტორია სახელმ-წიფო ენის ცოდნის ნაკლებობა, ეთნოსებს შორის თანამშრომლობის, აგრეთვე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ნეგატიური სტერეოტიპები და სხვა საკითხები.

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქარ-თული ოცნების“ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავ-შირებული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:

y ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები აქ-ტიურად უნდა იყვნენ ჩაბმული ქვეყანაში მიმდინა-რე მოვლენებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

y ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული ყვე-ლა სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობით;

y სახელმწიფო ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირე-სობების კულტურის, ენის, ტრადიციების, ღირებუ-ლებების დაცვასა და პოპულარიზებას;

y სადაც ამისი საჭიროება და მოთხოვნა იარსებებს, სახელმწიფო დანერგავს მრავალენოვანი განათ-ლების სისტემას;

y ყველა სახელმწიფო უწყება ეროვნული უმცირე-სობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობას ინფორმაციას უნდა აწვდიდეს მათთვის გასაგებ ენაზე;

y სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული ენის შეს-წავლის პროცესს – ყველა მსურველს (როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში) მიეცემა ქართული ენის შესწავლის საშუალება;

y ეროვნული უმცირესობების თვითმყოფადობის შე-ნარჩუნების მიზნით საჭიროა ისტორიული ძეგლე-ბისა და მუზეუმების დაცვა და განვითარება, კულ-ტურის პოპულარიზება;

y ინფორმაციის მიღების უფლების რეალიზებისათ-ვის, საჭიროა საზოგადოებრივი და სხვა ეროვნუ-ლი არხებით გადაიცეს საინფორმაციო გადაცემები ეროვნული უმცირესობების ენებზე და ხელი შეეწ-ყოს რეგიონალური ტელეარხების განვითარებას. ეროვნულ უმცირესობებს ადეკვატური მასშტაბის, ქრონომეტრაჟისა და შინაარსის ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს საქართველოში მიმდინარე მოვ-ლენების შესახებ. ქართულ მედიაში რეგულარუ-ლად უნდა შუქდებოდეს ეროვნული უმცირესობე-ბის წარმომადგენელთა პრობლემები, მიღწევები, კულტურა, ტრადიციები და სხვა მნიშვნელოვანი თემები;

y ხელი უნდა შეეწყოთ იმ ორგანიზაციებს, რომლე-ბიც ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა-სა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე მუშაობენ;

y უმნიშვნელოვანესია ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი ჩაბმა და აქტიური მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრება-ში. სახელმწიფომ, მედიამ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყონ ეროვნული უმცირესობების ჩაბმას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირე-ბულ დისკუსიებში. ჩვენი თანამოქალაქე ეროვნუ-ლი უმცირესობები უნდა მონაწილეობდნენ ქვეყა-ნაში მიმდინარე ყველა პროცესში.

y სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანო, სა-მოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგულარულად უნდა აწარმოებდეს დიალოგს ეროვნული უმცირესობების ლიდერებთან.

Page 21: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

20

თავი 2. საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები

არსებული ვითარების ზოგადი შეფასება

დღეს საქართველო თავისი უახლესი ისტორიის ურ-თულეს პერიოდში იმყოფება. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმა ცხადად გამოავლინა სახელმწიფო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღმასრულებელი სისტემების სისუსტე. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორი-ები, დანაწევრდა, რადიკალურად გაუარესდა მისი უსაფრთხოების მდგომარეობა, გამწვავდა სოციალუ-რი და ეკონომიკური პრობლემები. ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობა და და-სავლეთის საიმედო, პროგნოზირებადი პოლიტიკის მქონე პარტნიორის რეპუტაცია.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ურთიერთობები ჯერ კიდევ განიცდის „ცივი ომის“ პერიოდის დეს-ტრუქციულ გავლენას, ხდება ამ ურთიერთობების გადაწყობა, არსებულ რეალობასთან მისადაგება და ადაპტირება, ახალი სტრატეგიული პარადიგმების ჩამოყალიბება.

უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის თანამშრომლობის განვითარების პერს-პექტივა წინააღმდეგობებით არის შეზღუდული მთელ რიგ სტრატეგიულ, მათ შორის, კავკასიისა და, კერ-ძოდ, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის წარმართვისას უგულე-ბელყო ეფექტიანი საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმები და გაეროს უშიშროების საბჭოს გაფ-რთხილებები. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საფრთხეები და თავისი საგარეო პოლიტიკა რუ-სეთთან პერმანენტული დაპირისპირების რიტორი-კაზე ააგო. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან ვერ განაპირობა დასავლეთის მხრიდან იმ დონის ეფექ-ტიანი დახმარება, რომელიც საქართველოს რუსე-თის აგრესიისაგან დაიცავდა. ასეთი პოლიტიკის არარეალისტურობა დაადასტურა 2008 წლის აგვის-ტოს ომმა, რომლის შედეგადაც რუსეთმა მოახდინა რეგიონების ოკუპაცია და ისინი დამოუკიდებელ სა-ხელმწიფოებად აღიარა.

ომის შემდეგ ხელისუფლებას აღარ დარჩა ვითა-რების მოგვარების რესურსი. საქართველო-რუსე-თის ურთიერთობა შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის მძევლად იქცა. „რუსულ საფრთხესთან ბრძოლა“ - ეს

არის ხელისუფლების ერთადერთი პასუხი საზოგა-დოებაში არსებულ მწვავე შეკითხვებზე ნებისმიერ საკითხთან, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფე-როებში არსებულ პრობლემებთან მიმართებით.

არ არის უზრუნველყოფილი ევროპულ და ევ-როატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ისეთი მთავარი პრინციპები, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლო, მედიის დამოუკიდებლობა, მთავრო-ბის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, გამოხატვის თავისუფლება, ლოიალურობა განსხ-ვავებული აზრის მიმართ. დემოკრატიული ინსტიტუ-ტების აშკარა სისუსტემ განაპირობა ავტორიტარული მართვის სტილზე გადასვლა. საქართველომ დაკარგა პოზიციები ევროპულ ასპარეზზე და მასთან ინტეგრა-ციის ტემპი.

საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის მიერ საქართველო განიხილება რუსეთ-და-სავლეთის ურთიერთობათა პრობლემურ, ნეგატიური მუხტის მატარებელ კომპონენტად. კონფლიქტების მოგვარების პროცესების განვითარება არ დგას და-სავლეთის ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში.

დღეს საგარეო პოლიტიკა არის სახელისუფლებო პროპაგანდის დანამატი, ერთგვარი პიარინსტრუ-მენტი. ხელისუფლება ახდენს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოსათვის დახმარების გაწევის არსის ინტერპრეტაციას - თითქოს ეს დახმარება ხე-ლისუფლების მიმართ პოლიტიკური სიმპათიით და არა მთლიანად საქართველოს განვითარების ხელ-შეწყობის სურვილით იყოს განპირობებული. შედე-გად, ხელისუფლების ხშირი, არაპოპულარული მოქ-მედებები ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაჩენას უწყობს ხელს.

ხელისუფლებას არ გააჩნია მწყობრი კავკასიური პოლიტიკა. რეგიონალურ ლიდერობასა თუ პოლიტი-კურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკე-თებულმა განცხადებებმა გამაღიზიანებელი ტრაბახის სახე მიიღო.

არაეფექტიანია საგარეო ურთიერთობების სფე-როში გადაწყვეტილებების მიღების არსებული პრაქ-ტიკა. უმნიშვნელოვანესი საგარეო–პოლიტიკური

Page 22: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

21

გადაწყვეტილებები, საზოგადოებრივი განხილვით მიღწეული კონსენსუსის შედეგად კი არა, არამედ სპონტანურად, ვიწროსახელისუფლებო ჯგუფის ან სულაც ქვეყნის ლიდერის ერთპიროვნული შეხედუ-ლების საფუძველზე მიიღება.

საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ აქვს საგარეო ურთიერთობების განვითა-რების მწყობრი სტრატეგია. მისი პროგრამა ეყრდ-ნობა რეალიზმის ანუ არსებული ვითარების რეალის-ტურად შეფასებისა და პრაგმატიზმის პრინციპებს. კერძოდ:

1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურ-სი უნდა განისაზღვრებოდეს საქართველოს სა-შინაო ინტერესებიდან გამომდინარე. მთავარი ამოცანაა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა. საარჩევნო ბლო-კის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანი - ევ-როპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნ-ველყოფისა და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზანს;

2. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატების ძირითადი წინაპირობაა დემოკრა-ტიული ღირებულებების უპირობო დანერგვა, ინსტიტუციური დემოკრატიის შექმნა, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება საერთაშორისო სა-მართლის პრინციპებიდან გამომდინარე და არა ცალკეული პირების ნების შესაბამისად;

3. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შე-თანხმების ორგანიზაციაში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფოს დემოკრატიული მართვისა და ადამიანის უფლე-ბათა სფეროში დამკვიდრებული ღირებულებე-ბის გაზიარებას და არა საომარი რიტორიკის და, მით უმეტეს, ომისათვის მზადების გააქტიურებას;

4. საქართველო სრულად უნდა იზიარებდეს მო-ვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძო-ლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერა-ციებში წვლილის შეტანა უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და არა ნაც-ვალგებითი შენატანი პოლიტიკური მხარდაჭე-რის მისაღებად;

5. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იქ-ნება სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი წი-ნაპირობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთო-ბების განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე შიდაპო-ლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებასა და კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას;

6. უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირ-თან ასოცირებასთან დაკავშირებით. აგრეთ-ვე, განავითაროს თანამშრომლობა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით, კერძოდ: დემოკრატია და ადა-მიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლო-ება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები;

7. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრო-ბისათვის საიმედო და პროგნოზირებად პარტ-ნიორად უნდა იქცეს. მისი პოლიტიკა არ იქნება მიმართული მსოფლიო და რეგიონალური მასშ-ტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულები-საკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდვე-ლი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხა-სიათით და არა აგრესიულობით;

8. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სა-ქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერ-თობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირო-ბების თანახმად. ქარტიას, ისევე როგორც ევრო-კავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას, საქართვე-ლო უნდა განიხილავდეს როგორც ვალდებულე-ბას, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოების წინაშე;

9. საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის და-სავლეთისაგან მიღებული ფინანსური და პო-ლიტიკური მხარდაჭერით უპასუხისმგებლო სარგებლობაზე, პოლიტიკურ სპეკულაციასა და არატრანსპარანტულობაზე, რამაც სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობა და პოლიტიკური

Page 23: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

22

პრობლემების გაღრმავება განაპირობა, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობათა სფე-როში. მოკავშირეებისაგან მიღებულ დახმარე-ბას საქართველო უპასუხებს დემოკრატიულობის გაზრდილი ხარისხით და პროგრესით საგარეო და საშინაო პრობლემების მოგვარების საქმეში;

10. საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობ-დეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმ-დეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება;

11. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთო-ბის განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლო-ბისა და მჭიდრო კულტურული თანამშრომლო-ბის ისტორიულ გამოცდილებასა და ტრადიციებს, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული რუ-სეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად;

12. დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინ-ტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლა-პარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვ-ნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერ-

ბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყ-ნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლი-ტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად;

13. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელ-საყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათ-ვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლი-ტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ურთიერთობების განვითარება კას-პიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებ-თან;

14. საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქ-ტიუროს საქმიანობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მიმარ-თულებით;

15. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად საქართვე-ლო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპ-ლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმო-მადგენლებს. ამასთან, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის აკადემიური და საექს-პერტო რესურსები, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემა.

Page 24: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

23

თავი 3. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები

შესავალი

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები მოიცავს საარჩევნო ბლოკის „ბიძი-ნა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კონცეპტუალურ ხედვას ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკუ-რი პრობლემების, მათი მოგვარების გზებისა და შემ-დგომი განვითარების თაობაზე.

ჩვენი ხედვა ეფუძნება თავისუფალი საბაზრო ეკო-ნომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს. ამასთან, იგი ითვალისწინებს სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდას, უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას რო-გორც სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პო-ლიტიკის უმთავრეს მიზნებს.

ამ დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაცია ოფიცი-ალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ამდენად, ზოგიერთი მათგანი, ჩვენი შეფასებით, არ ასახავს რეალურ ვი-თარებას (უმუშევრობა, ინფლაციის დონე და სხვ.). დოკუმენტი ეყრდნობა ასევე საარჩევნო ბლოკის წევ-რი პოლიტიკური პარტიების ხედვებს და მათი წევრე-ბის გამოცდილებას.

პროგრამა შემუშავებულია საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებთან, მეცნიერებთან, ექსპერტებთან და პრაქტიკოსებთან კონსულტაციის გზით. პროგრა-მის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო აგ-რეთვე ფართო საზოგადოებრიობამ.

3.1. ძირითადი მიდგომები და კონცეპტუალური საკითხები

ხელისუფლების პოლიტიკის ძირითადი პრობლემები

საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, გონივრული და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის დე-ფიციტი ქართულ სახელმწიფოს მუდმივად თან სდევს. 20 წლის განმავლობაში დაუსრულებელი „რეფორმე-ბის“ ფონზე მხოლოდ ერთი შედეგი მივიღეთ - მსოფ-ლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო 2010 წლი-სათვის ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური მოცულობით 1990 წლის

მაჩვენებელს 25%-ით ჩამორჩება, რაც მას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც კი გამოარჩევს (ამავე პერიოდ-ში ესტონეთში, 1990 წელთან შედარებით, ზრდამ შეადგინა 63%, ლატვიაში - 28%, ლიტვაში - 24%, სომხეთში - 66%, აზერბაიჯანში - 87%). მშპ საქართ-ველოში 1997 წლიდან 2003 წლის ჩათვლით გაიზარ-და 70%-ით, ხოლო 2004-დან 2010 წლის ჩათვლით - მხოლოდ 36%-ით.

2004 წლის არჩევნებში, როდესაც საზოგადოება ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლე-მების წინაშე იდგა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეკონომიკის სწრაფი აყვავების ლოზუნგითა და მნიშ-ვნელოვანი სოციალური პაკეტის შეთავაზებით გა-იმარჯვა. თუმცა, კურსი მალევე შეცვალა და დაიწყო ეკონომიკური ექსპერიმენტის განხორციელება ფსევ-დოლიბერტარიანიზმის დევიზით (რომელიც ძალიან შორს აღმოჩნდა ნამდვილი ლიბერტანიანიზმისაგან) და უარი თქვა სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმ-გებლობაზე.

„ლიბერტარიანული სასწაული“ საქართველოში ვერ მოხდა და ვერც მოხდებოდა, მით უფრო, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ამის პრეცედენტი არ არსებობს. 2004 წლიდან დღემდე, სრულფასოვანი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა არ განხორციელებულა.

საზოგადოებრივი ნდობის კრედიტის ამოწურ-ვასთან ერთად, ხელისუფლებამ სულ უფრო ხშირად დაიწყო ძალადობრივი ღონისძიებების განხორცი-ელება და დასავლელ პარტნიორებთან ამ მოქმედე-ბების გასამართლებლად წამოიწყო პროპაგანდა, რომ ქართული საზოგადოება არ არის მზად დემოკ-რატიისა და რეფორმებისათვის. ამიტომ, ხელისუფ-ლება იძულებულია იმოქმედოს მმართველობის ავტოკრატიული ფორმით (სინგაპურის მაგალითი). შესაბამისად, ცხადია, რომ დეკლარირებული ევ-როინტეგრაციის მიღმა „სინგაპურიზაციის“ სურვილი არის სწრაფვა სწორედ ავტოკრატიისაკენ და არა ლი-ბერალური ეკონომიკური მოდელისაკენ. სინგაპურს, როგორც ქალაქ-სახელმწიფოს, ეკონომიკის სრუ-ლიად განსხვავებული სტრუქტურა აქვს და ამიტომ იგი ვერასოდეს გახდება ქართული ეკონომიკის გან-ვითარების სამიზნე მოდელი.

Page 25: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

24

საბოლოოდ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ სა-ქართველოსათვის ყველაზე კომფორტულია ტრადი-ციული, ოლიგოპოლიური ეკონომიკური მოდელი, რომლის გაკონტროლება ავტორიტარული მმართ-ველობის ფონზე მარტივია, და ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა ელიტარული კორუფციისათვის. ამ მოდე-ლის „წარმატებას“ საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების - საკვების, საწვავის, მედიკამენ-ტების, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა კომუნა-ლური მომსახურების შეძენისას. ოლიგოპოლიურმა მოდელმა, რომელიც „საბაზრო ფუნდამენტალიზმის“ ეგიდით ჩამოყალიბდა, გამოიწვია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გაღარიბება. ამიტომ, სოციალუ-რი უკმაყოფილების შემცირების მიზნით, მთავრობა იძულებული გახდა დაეწყო „სიღარიბის დაძლევის“, „დასაქმების“, „ბიზნესის ხელშეწყობისა“ და სხვა პო-პულისტური პროგრამები, რომლებიც ორიენტირებუ-ლი იყო მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზე და არა შედეგზე.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდის ყველა წინასაარჩევნო დაპირება არჩევნების შემდეგ მხოლოდ დაპირებად დარჩა:

� უმუშევრობის პრობლემის მოგვარება; � საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; � საქართველო სიღარიბის გარეშე; � ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა; � პენსია 100 აშშ დოლარის ოდენობით; � საქართველოს გადაქცევა მსოფლიო ფინან-სურ ცენტრად; � და სხვა მრავალი დაპირება.

ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა მთლი-ანი შიდა პროდუქტის მოცულობა, მაგრამ რეალური ეკონომიკური განვითარება ვერ მოხდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა კვლავ კატასტროფუ-ლად დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის სტი-მულირებისათვის დიდი რაოდენობით კრედიტები იქნა აღებული, გაიზარდა საგარეო ვალდებულებები და გაიყიდა სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმ-წიფო ქონება.

პერმანენტულად უარესდება ვითარება დასაქმე-ბის სფეროში, იზრდება უმუშევრობა და კრიტიკულ ნიშნულს აღწევს ფარული უმუშევრობა. ოფიციალური სტატისტიკით, სოფლის მცხოვრებნი თვითდასაქმებუ-ლებს მიეკუთვნებიან. ამიტომაც, სოფლად სტატისტი-კურად უმუშევრობის ხელოვნური - 6,5%-იანი მაჩვე-

ნებელი გვაქვს, მაშინ როცა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 27 პროცენტამდეა. სტატისტიკურად, საქართველოში დაქირავებულთა რაოდენობა 600.000 არ აღემატება, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა მილიონზე მეტია, - მათგან 90 პროცენტი სოფლის მცხოვრებია. მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 15 წელია არც სოფ-ლის მეურნეობა ვითარდება ტექნოლოგიურად და არც ეკონომიკის სხვა სექტორებში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ამასთან, უკვე მრავალი წლის განმავლო-ბაში მკვეთრად ჩამოყალიბდა საქართველოდან სამუ-შაო ძალის გადინების სახიფათო ტენდენცია. სხვადას-ხვა ქვეყნებში გასული სამუშაო ძალის აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულია დაბალკვალიფიციური და დაბალანაზღაურებადი შრომით და ძალიან მცირე ნაწილია დასაქმებული მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე.

ეროვნული დანაზოგები - ეკონომიკის განვითა-რების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო - სულ უფრო და უფრო მცირდება იმპორტზე ორიენტაციის გამო. წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლე-ობა იძულებული იყო იმაზე მეტი დაეხარჯა, ვიდრე გამოიმუშავებდა - დანაზოგების წილი მშპ-თან მი-მართებით, 2003 წელს დაფიქსირებულ 16%-იან მაჩვენებელთან შედარებით, ყოველ მომდევნო წელს მცირდებოდა. 2010 წელს, რესურსების ამოწურვის ფონზე იგი 2,2%-მდე შემცირდა.

მოსახლეობისათვის, მით უფრო დაბალშემოსავ-ლიანი ფენებისათვის, სერიოზულ პრობლემად იქცა ინფლაცია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, პირ-ველადი მოხმარების პროდუქტების ფასების ზრდაზე აისახა. სახელმწიფო პოლიტიკა, უცხოური ინვესტი-ციები და კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო დაფინანსება სოფლის მეურნეობის განვითარები-საკენ არ იყო მიმართული. სურსათის მოხმარებაში შემცირდა სამამულო პროდუქციის წილი, ხოლო იმ-პორტირებული პროდუქციის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველოს მოსახლეობისათვის განსაკუთრე-ბით შემაშფოთებელია ქვეყანაში ბოლო წლებში გან-ხორციელებული პრივატიზაციის პროცესი. საქართ-ველოს მთავრობა სახელმწიფო ქონებას ასხვისებდა გაუმჭვირვალედ და ხშირად საზოგადოებისათვის ფარულად. მსხვილი ობიექტების, მათ შორის, სტრა-ტეგიული მნიშვნელობის ობიექტების დიდი ნაწილის პრივატიზაცია გამჭვირვალედ კი არ მოხდა, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით (აუქციონის გა-რეშე) და სახელმწიფო ინტერესების სრული იგნორი-რებით.

Page 26: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

25

ხელისუფლებაში განსაკუთრებული „პოპულარო-ბით“ სარგებლობს საპრივატიზაციო ობიექტების სიმ-ბოლურ ფასად (1 ლარად) გასხვისება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. მსოფ-ლიოში არსებული გამოცდილებით, ეს გამართლე-ბულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი ან კომპანია, რაც სა-ქართველოში პრაქტიკულად არ მომხდარა.

სამწუხაროდ, ასეთი გარიგებების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ხელისუფლების მხრიდან „ელიტარული კორუფციის“ წყარო, ხშირ შემთხვევაში, ნეპოტიზმის კლასიკური ნიშნებით. ხელისუფლება არ ახდენს ინ-ვესტორებთან დადებული ხელშეკრულებების პირო-ბების მონიტორინგს და არ მიმართავს სანქციებს ნა-კისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას.

მთლიანად, საქართველოს მთავრობის მხრიდან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში გამჭვირვალე პოლიტიკის არქონამ, გაუაზრებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებამ უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც საზოგადოების, ისე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კვლავ ანალოგიური მეთოდე-ბით აგრძელებს პრივატიზაციის პროცესს, რომელიც ორიენტირებულია მოკლევადიან ფისკალურ ეფექტ-ზე და ემსახურება ხელისუფლებაში მყოფი მაღალი რანგის ჩინოვნიკების პირად ინტერესებს.

მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ სახელმწიფომ „საბაზრო ფუნდამენტალიზმის“ ეგიდით უარი განაცხადა საზო-გადოების ინტერესებზე ორიენტირებულ ისეთ ორგა-ნულ ფუნქციებზე, როგორიცაა:

� ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა; � სოციალური პასუხისმგებლობა; � საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.

იგნორირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი რესურსების თა-ვისუფალი წვდომისა და სახელმწიფოს, მთელი რიგი სხვა, საყოველთაოდ აღიარებული ფუნქციები.

ამავე დროს ქვეყანამ არა თუ ვერ შეძლო ეკონო-მიკაში ძირეული გარდატეხის შეტანა, არამედ „სი-ღარიბის ხაფანგში“ მოხვედრის საფრთხის წინაშე დადგა. ამ საფრთხის თავიდან აცილებისა და დღეს შექმნილი ვითარების გამოსწორებისთვის საჭიროა

სასწრაფო და გადამჭრელი ზომების მიღება.

ვინაიდან 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგები ნათლად აჩ-ვენებს, რომ მას არ შესწევს უნარი, არსებითად შეცვა-ლოს შექმნილი ვითარება, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ მზად არის პასუხის-მგებლობა აიღოს განვითარების თვისებრივად ახალ კურსზე, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ინ-ტერესებსა და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას.

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესობები

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ეკონომიკური პო-ლიტიკა ითვალისწინებს და ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომ-ლებიც გამოკვეთს სახელმწიფოს როლს სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური უსაფრთხოების უზ-რუნველყოფის საქმეში.

საქართველოში განვითარების გრძელვადიანი და სტაბილური პროცესის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ:

y ეკონომიკური პოლიტიკა დაეფუძნოს მდგრადი განვითარების მოდელს;

y სისტემური ტრანსფორმაციის პროცესში საკვან-ძო როლი მიენიჭოს სახელმწიფოს, რომელმაც უნდა განსაზღვროს განვითარების სტრატეგია უმთავრესი მიზნებისა და შესაბამისი ინდიკატო-რების დონეზე;

y განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განისაზ-ღვროს ყველა ის ფუნქცია, რომელთა არსებობა აუცილებელია სტაბილური განვითარებისა და სა-ზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის;

y მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზება საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკუ-რენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, რაც დაემ-ყარება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების გონივრულ გამოყენებას. განხორციელდეს ექს-პორტის სტიმულირება და იმპორტის ჩანაცვლება, რაც სტრუქტურული მოდერნიზაციის განუყოფელი ნაწილია;

Page 27: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

26

y სახელმწიფომ უზრუნველყოს სამართლიანი, თა-ვისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნა;

y ხელი შეეწყოს თანამედროვე და მოქნილი ინფ-რასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელზეც თა-ნაბრად მიუწვდება ხელი ყველა ეკონომიკურ სუ-ბიექტს.

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის განვითარე-ბის ერთადერთი მიზანი და ინდიკატორი. მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა ინტერესდება არა მხოლოდ მშპ-ის, არამედ კეთილდღეობის მაჩვენებლებით - რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა საბინაო პი-რობებით, შემოსავლების დონითა და მათი გადა-ნაწილებით, სამსახურით, საცხოვრებელი ინფრასტ-რუქტურით, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხით, მმართველობის ეფექტიანობით.

მშპ-ის ზრდა თავისთავად არ განაპირობებს საზო-გადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

ამიტომ, ჩვენი პოლიტიკის განხორციელების შე-დეგად:

y საჯარო ფინანსების მართვაში დამკვიდრდება ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის თანამედრო-ვე სტანდარტები;

y გაიზრდება სასოფლო–სამეურნეო წარმოება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შრომითი რესურ-სების მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შე-მოსავალს, აგრეთვე საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენ-ციალის ზრდას;

y მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უზ-რუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას, უმუშევრობის შემცირებას, სიღარიბის დაძლევასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებას, მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას;

y ბაზარი გათავისუფლდება ხელოვნური მონოპო-ლიებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ მეწარმეობას და ითვისებენ შინამეურნეობების შე-მოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე არა-რეალურად მაღალი ფასების დაწესებით;

y მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები დაიხარჯება მიზნობრივად და გამჭვირვალედ;

y დაიძლევა შემოსავლების განაწილებაში არსებუ-ლი დიდი უთანაბრობა და ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას.

მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად სა-ხელმწიფოს გაუქმებული ფუნქციების აღდგენა, ისევე როგორც არსებული და არასრულყოფილი ფუნქცი-ების ოპტიმიზაცია, შეუძლებელია ძირეული ინსტიტუ-ციური რეფორმის გარეშე. ჩვენ პრინციპულად მიგ-ვაჩნია, რომ საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოთ კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღების უფლება. იმისათვის, რომ მივაღწიოთ საჯარო სამსახურის სა-ზოგადოებრივი სარგებლიანობის ზრდას, საჭიროა მოხდეს სტიმულირება იმისა, რომ სწორედ საჯარო მოხელეებმა მიიღონ ინფორმირებული, კომპეტენტუ-რი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.

დღევანდელი საგანგაშო რეალობისაგან განსხ-ვავებით, ინსტიტუციური რეფორმის ჩვენეული ხედვა ნიშნავს ევროპული ტიპის სახელმწიფო ინსტიტუტე-ბისაკენ სწრაფვას.

ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენი-ლი ქონების მართვა მოხდება გონივრული მეთოდე-ბის გამოყენებით. განხორციელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების სრული ინვენტარი-ზაცია; განისაზღვრება პრიორიტეტები და სახელმწი-ფო პოლიტიკა პრივატიზაციის კუთხით; აუცილებლად გადაიხედება სტრატეგიული ობიექტების დეფინი-ცია და მომზადდება მათი ახალი ჩამონათვალი; შე-საბამისი უწყება დააწესებს ინვესტორთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უმკაცრეს კონტროლს; პრივატიზაციის პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, უპირატესად, აუქციონების გამართ-ვის გზით.

ჩვენი მიზანია ქვეყნის გლობალური კონკურენტუ-ნარიანობის ზრდა. ამ თვალსაზრისით, ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების დეფიციტი, რაც განათლე-ბის სისტემის არათანამიმდევრულმა რეფორმირებამ და სამეცნიერო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულმა შეტევამ განაპირობა, ქვეყანას „ინტელექტის გადი-ნების“ უპრეცედენტო რისკის წინაშე აყენებს. მსოფ-ლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ერთ-ერთ უმთავ-რეს პრობლემად სამუშაო ძალის დაბალ კომპეტენ-ციას ასახელებს.

Page 28: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

27

უმაღლესი განათლების, ინოვაციებისა და სამეც-ნიერო კვლევების კუთხით, ტრადიციულად, არასა-ხარბიელო მდგომარეობა გვაქვს. ამ პრობლემების სწრაფად მოგვარების ღონისძიებები მოიცავს რო-გორც საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ინტელექტუალუ-რი პოტენციალის დაბრუნების პირობების შექმნას, ისე საქართველოში არსებული კადრების ფართო-მასშტაბიანი გადამზადების პროცესს.

არსებული ეკონომიკური პოლიტიკისაგან განს-ხვავებით, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს რისკების მართვის სრულფასოვანი მექანიზმის შექმნას, რომე-ლიც ეფუძნება ინდიკატორთა სისტემას და რომლის მიზანია როგორც შიდა, ისე საგარეო შოკების პრე-ვენცია-პროფილაქტიკა.

სახელმწიფო სტიმულირების პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტები

საბაზრო ეკონომიკა სხვა ეკონომიკურ სისტემებთან შედარებით ყველაზე წარმატებული, ეფექტიანი და კეთილდღეობის ზრდასთან დაკავშირებული მოდე-ლია. თანამედროვე პირობებში სახელმწიფოს მხრი-დან ამ სისტემის ხარვეზების გამოსწორებისა და სხვა ცალკეული ინტერესების გათვალისწინების მიზნით მასში გონივრული ჩარევის საჭიროება კვლავ რჩება.

ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლე-მების არსებითი ანალიზი აჩვენებს, რომ უმთავრესი ამოცანა ოპტიმალური, დემონოპოლიზებული სა-ბაზრო სისტემის ფორმირებაა. თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ჩვენეული ხედვა ითვა-ლისწინებს, რომ:

1. ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის გაივლოს მკვეთრი ზღვარი და მოხდეს მათი რე-ალური ფუნქციური გამიჯვნა;

2. საჯარო სექტორის მონაწილეობა იყოს მინიმა-ლური, ხოლო მისთვის განსაზღვრული ფუნქცი-ების რეალიზაციისას - ადეკვატური და ეფექტი-ანი;

3. ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს კერძო სექტორს, ბაზარს და კონკურენტულ გარემოს, რომლებსაც განმსაზღვრელი ფუნქცია ენიჭებათ კეთილდღეობის ზრდის საქმეში.

ზემოაღნიშნული მიდგომების მკაცრი და უკომპ-რომისო განხორციელება აუცილებლად გამოიწვევს საგრძნობ ეკონომიკურ ზრდას. ზრდის ფაქტორები

იქნება მნიშვნელოვანი და მდგრადი. ამასთან, საარ-ჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოც-ნების“ ხედვა ითვალისწინებს ეკონომიკის შერჩეულ სექტორებში აქცენტირებული პოლიტიკის ელემენ-ტებს.

სახელმწიფოს აქტიური მიზნობრივი პოლიტიკი-სათვის შერჩეულია შემდეგი სფეროები:

1. სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო მე-წარმეობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი წარმოება. პოლიტიკის ინს-ტრუმენტებად მოცემულია ირიბი სუბსიდირების მექანიზმები და ამ დარგებში სხვა დარგებიდან რესურსების გადანაცვლების სტიმულირება;

2. სოციალური სფერო - საპენსიო რეფორმა, ჯან-მრთელობის დაცვის სფეროს რეფორმა, უმწეო მდგომარეობაში მყოფთა დახმარების სისტემა. ამ სფეროებში პროგრამით გათვალისწინებუ-ლი რეფორმა გულისხმობს პირად პასუხისმგებ-ლობაზე დაფუძნებული სოციალური სისტემების ჩამოყალიბებას, რეფორმის პირველ წლებში სახელმწიფოს აქტიური ჩარევით.

ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა. ნებისმიერი ქვეყნისათვის ინვესტიციები ეკონომიკური განვითა-რების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია პრივატიზაციას-თან, კერძო აქტივების მესაკუთრეთა ხშირ შეცვლას-თან და ნაკლებად უკავშირდება ახალი საწარმოო აქტივების შექმნას მრეწველობასა და სოფლის მეურ-ნეობაში. სახელმწიფომ ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას როგორც შიდა, ისე უცხოური ინვესტიციების-თვის, რაც გულისხმობს ინვესტიციების დაცულობას, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნას. უცხოური ინვესტიციების წახალისების პარა-ლელურად იგივე პირობები უნდა გავრცელდეს შიდა ინვესტიციებზე, უნდა იზრდებოდეს დანაზოგები და რეინვესტირება.

საგარეო-ფინანსური დახმარებები და სხვა ინიექ-ციები ქვეყანას დროებით შეღავათებს აძლევს, მაგრამ ვერ ახდენს ადგილობრივი კაპიტალის არა-საკმარისად დაგროვების კომპენსირებას. ჩვენი პო-ლიტიკა, მოხმარებაზე ორიენტირებული ეკონომიკის ნაცვლად, მიმართული იქნება დანაზოგებისა და კაპი-ტალიზაციის ზრდაზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე, რამაც გრძელვადიანი მდგრადი განვითარების განმ-საზღვრელი როლი უნდა შეასრულოს.

Page 29: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

28

დაგროვების სტიმულირების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:

� საპენსიო დაზღვევის სისტემების დაგროვები-თი ფუნქცია; � სოფლის მეურნეობის ფონდის აქტიური მონა-წილეობა გრძელვადიანი კაპიტალის ფორმი-რებაში; �რეალური დეცენტრალიზების როლი შემოსავ-ლების განაწილების ნორმალიზაციაში რეგი-ონების მიხედვით; � საგადასახადო გარემოს გაუმჯობესება და მისი გამოკვეთილი როლი დაგროვების ხელშეწყო-ბაში; � ახალი საერთაშორისო ბაზრების გახსნისა და ძველ ბაზრებზე სრულფასოვანი დაბრუნების მნიშვნელობა ქვეყანაში მეტი მაღალშემოსავ-ლიანი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; � ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მოხ-მარების მასტიმულირებელი როლის გაძლი-ერება; � სახელმწიფოს მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობა, რათა საქართველოს მეტ მოქალაქეს ჰქონდეს სტიმული საკუთარ ქვეყანაში განათავსოს და-ნაზოგები და არა საზღვარგარეთ; � დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მნიშვნე-ლობა დანაზოგების უსაფრთხოების გარანტი-რებისათვის.

თანამედროვე ეკონომიკის პირობებში შეუძლე-ბელია ვილაპარაკოთ ქვეყნის განვითარებასა და მო-სახლეობის კეთილდღეობაზე სხვა ქვეყნებთან მჭიდ-რო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრაციის გარეშე. სახელმწიფოს სპეციფიკური ფუნქცია ექს-პორტის სტიმულირების საქმეში არის სხვადასხვა სა-ხელმწიფოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების, შეღავათიანი და თავისუფალი რეჟიმების მოპოვებისა და იმ ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის ხელშეწყო-ბა ქვეყნის შიგნით, რომელიც ქართველ ექსპორტი-ორებს გაუადვილებს სხვა ქვეყნების რეგულაციურ ჩარჩოებთან შესაბამისობას და ექსპორტის მუდმივ ზრდას. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია საექსპორტო საბაზრო არეალების მნიშვნელოვანი გაფართოება, ევროკავშირსა და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ამოქმედება, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა.

3.2. ოჯახი და ინდივიდი

ცენტრალური ზრუნვის ობიექტი - ოჯახი და ინდივიდი

ოფიციალური სტატისტიკაც კი ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ საქართველოში შემოსავლების უთანაბრობა პერმანენტულად იზრდება. შედარებით მაღალშემო-სავლიანი პირები ძალიან ვიწრო სეგმენტში არიან კონცენტრირებული, ხოლო ოჯახების უმეტესობა სი-ღარიბის ზღვარს მიღმაა.

შინამეურნეობა, რომელიც თავისი არსით ახლოს არის ოჯახთან, ეკონომიკის საბაზო ერთეულია. მი-უხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსა-ხური მთელ რიგ კვლევებს სწორედ შინამეურნეობის მიხედვით აწარმოებს, მოქმედი ეკონომიკური პოლი-ტიკა მაინც არ ცნობს ოჯახის როლს, არ ინტერესდება მისი პრობლემებითა და საჭიროებებით. მრავალშვი-ლიანი დედებისათვის დაწესებულ შეღავათებს თუ არ გავითვალისწინებთ, ოჯახის ინსტიტუტის სტიმული-რების სხვა პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს.

განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე დიდი ხანია აღი-არეს ოჯახის არა მარტო სოციალური, არამედ ეკონო-მიკური მნიშვნელობა - სრულფასოვანი ოჯახი უფრო მდგრადია რისკების მიმართ, აგრეთვე დაგროვების მეტი სტიმული და, ოჯახის ერთ წევრზე გათვლით, ნაკლები სამეურნეო ხარჯი აქვს. ერთი ოჯახის დო-ნეზე ეს ეფექტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ მაკროდონეზე ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ამასთან, ოჯახი მყარი პლატფორმაა მცირე საწარმო-ებისათვის, რომელთა მხარდაჭერა საარჩევნო ბლო-კის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

განვითარების ახალი სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ითვალისწინებს ოჯახის როლის გააქტიურებას.

ოჯახის ხელშეწყობის ფარგლებში, ჩვენ მიერ მომზადებული განვითარების სტრატეგია მოიცავს:

� მცირე ბიზნესის დაწყებაში ოჯახის ჩაბმულო-ბის მხარდამჭერ ღონისძიებებს; � საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზაში გამოქვითვის სისტემის დანერგვას; � მრავალშვილიანობის სტიმულირების სისტე-მურ და არა ერთჯერად შეღავათებს; � მოქალაქეებისათვის თავიანთი შესაძლებლო-ბების მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალე-

Page 30: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

29

ბის მიცემას; � საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაციასა და ოპტიმიზაციას.

დასაქმება

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა ხელი-სუფლებამ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ერ-თჯერადი „პროგრამებით“ გადაწყვიტა მოსახლეობის დასაქმება, რამაც სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ხელისუფლებას არასდროს ჰქონია დასაქმების სტრა-ტეგია და, შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებუ-ლი ღონისძიებები ქაოსური იყო. ბოლო 8 წლის გან-მავლობაში ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობა გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა 170.000 კაცით შემცირ-და. მხოლოდ დამსაქმებელზე მორგებული შრომის კოდექსის მოქმედების შედეგად, მასობრივი ხასიათი მიიღო ადამიანების სამსახურიდან დათხოვნამ. მრა-ვალი პრობლემისა და წნეხის პირობებში ბიზნესში ვერ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. საზღვარ-გარეთ გასული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავ-ლესობა არ მუშაობს სპეციალობით და მათი 80%-ზე მეტი საკუთარ კვალიფიკაციასთან სრულიად შეუფე-რებელ სამუშაოს ასრულებს.

განსხვავებით ხელისუფლების პოლიტიკისაგან, ჩვენი პოლიტიკა დასავლურ ღირებულებებზე - ადა-მიანის უფლებების დაცვის, შრომის თავისუფლებისა და ღირსეული საარსებო პირობების შექმნის პრინცი-პებზეა აგებული.

დასაქმების უზრუნველსაყოფად მცირე და საშუ-ალო ბიზნესის განვითარების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმო-ების ხელშეწყობის, განათლებისა და კვალიფიკაციის ზრდის საშუალებები ჩვენ მიერ მომზადებულ შესაბა-მის სტრატეგიებშია ასახული. თითოეული მიმართუ-ლებით სავსებით კონკრეტული გზებია დასახული.

ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის თითო-ეული თეთრის გაკონტროლების სურვილმა განაპი-რობა ელექტრონული ფულის ცნობილი და მრავალ ქვეყანაში აპრობირებული საანგარიშსწორებო სის-ტემების ფაქტობრივი დაბლოკვა საქართველოში. საქართველო დღემდე იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებშიც მოქალაქეებს არა აქვთ საშუალება გამოიყენონ „PayPal” და სხვა ანა-ლოგიური ელექტრონული ანგარიშსწორების სისტე-მები.

სამაგიეროდ, საქართველოში გამოჩნდა არა ერთი კომპანია, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს გადახდების სისტემა „PayPal“-ით ტრანზაქციების განხორციელებას მაღალი საშუამავლო ტარიფებით.

ჩვენ მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგებს იგრძნობს თითოეული ადამიანი:

y იგი მოძებნის თავისი კვალიფიკაციისა და გამო-ცდილების შესაბამის სამუშაო ადგილს და შეძლებს საკუთარი ცოდნისა და უნარის რეალიზაციას;

y გაუჩნდება დამატებითი შემოსავლები და გაუმჯო-ბესდება მისი სოციალური მდგომარეობა;

y შემცირდება მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ;

y შემცირდება სოციალური სიდუხჭირის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი;

y გაუმჯობესდება დემოგრაფიული მაჩვენებლები.

სამუშაო ადგილების შექმნისათვის მნიშვნელო-ვანია ეკონომიკის რეალური განვითარება და ინვეს-ტიციები კონკრეტულად იმ სფეროებში, რომლებმაც უნდა გააჩინონ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა. ჩვენი ხედვები ორიენტირებულია ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე, რათა სამუშაო ძალა თანამედროვე ტექნოლოგიური მოთხოვნები-სა და ინოვაციური განვითარების ადეკვატური იყოს. საქართველოში ეკონომიკური განვითარების ვექ-ტორი განსაკუთრებით ბოლო 8 წლის განმავლობაში არ ემსახურებოდა ეკონომიკის რეალური სექტორის ორი მნიშვნელოვანი მიმართულების, სოფლის მეურ-ნეობისა და მრეწველობის, განვითარებას. ეკონო-მიკური ზრდა ძირითადად კონცენტრირებული იყო ფინანსურ სექტორზე, უძრავ ქონებაზე (მათ შორის, მშენებლობაზე), მომსახურებასა და ვაჭრობაზე. ამას-თან, არც აღნიშნულ სფეროებში ჩამოყალიბებული სურათი იძლეოდა სამუშაო ძალაზე მოთხოვნის გაზ-რდის შესაძლებლობას. სახელმწიფოს მიერ განხორ-ციელებული დასაქმების პროგრამები არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ მოკლევადიან პოლიტი-კურ მიზნებს ემსახურებოდა.

დასაქმებაზე ორიენტირებული პოლიტიკა გულის-ხმობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეალურ განვითა-რებას. ეკონომიკურმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველ-ყოს: სოფლის მეურნეობის, მასთან დაკავშირებული გადამმუშავებელი დარგების, მცირე და საშუალო

Page 31: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

30

ბიზნესის განვითარება; მთლიანად შრომის ბაზრის სტრუქტურაში დაქირავებით მომუშავეთა რიცხვის განუხრელი ზრდა; ასევე, თვითდასაქმებულთა წი-ლის შემცირება ცალკეულ სექტორებში (ძირითადად აგრარული სექტორი) კოოპერაციის, კომერციალი-ზაციის დონის ზრდისა და ტექნოლოგიური განვითა-რების შედეგად.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. შრომის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებ-ლობასთან ჰარმონიზაცია ამ ამოცანის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია. კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირებისათვის საჭიროა:

y შრომის ახალი კანონმდებლობის შემუშავება და მიღება;

y შრომის კანონმდებლობის რეფორმირება ეკო-ნომიკაში შრომითი რესურსების ეფექტიანი გან-თავსებისა და გამოყენებისათვის, დასაქმებულთა ძირითადი უფლებების მკაცრი დაცვით (შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება, შრომის შესაბამისი პირობების უფლება, სამუშაოდან და-უსაბუთებელი დათხოვნისაგან დაცვის უფლება, გაფიცვის უფლება და სხვ.);

y უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნა, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გადა-მზადება და შესაბამისი სამუშაოს შეთავაზება;

y სახელმწიფოს მხრიდან უმუშევართა მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდა;

y სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნი-ორობის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა.

კომუნალური მომსახურების ტარიფები

კომუნალური გადასახდელების ტარიფები საქართ-ველოში 2004 წლიდან ყველა მიმართულებით გეგმა-ზომიერად მკვეთრად იზრდებოდა და 2012 წლისათ-ვის ტარიფების სიდიდით საქართველომ არა მარტო დსთ-ის ქვეყნებს, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანასაც კი გაუსწრო. ტარიფების ზრდითა და კომუნალური გადასახდელების ამოღების არაცივილიზებული ხერ-ხების გამოყენებით მკვეთრად გაზრდილი კომუნა-ლური ხარჯები ისედაც ღარიბ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი-სათვის 2004 წლის შემდეგ კომუნალური ხარჯები

საშუალოდ 3-4-ჯერ გაიზარდა. ელექტროენერგიის, გაზის, წყლის მიწოდებასა და ნარჩენების გატანას საქართველოში ერთი საერთო რამ აქვს - თითოე-ული ამ მომსახურების საფასური არაადეკვატურად მაღალია. ამის მიზეზი მთავრობისა და მარეგული-რებელი კომისიების მიერ დაკანონებული უსამართ-ლო მოქმედებაა. ამ მხრივ განსაკუთრებით 2007 და 2010 წლები გამოირჩეოდა, როდესაც დაპირებებისა და მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ტარიფები მკვეთრად გაიზარდა.

თბილისში წყლის ტარიფი 2003 წელთან შედარე-ბით 160%-ით გაიზარდა: 2007 წელს იგი გაორმაგდა, ხოლო 2010-ში კიდევ ერთხელ გაიზარდა. არც ერთი დაპირება (24-საათიანი მომარაგება, წყლის ხარის-ხის გაუმჯობესება, ტარიფის დიფერენცირება და სხვ.) არ შესრულებულა და ფაქტობრივად მოტყუებულმა მოსახლეობამ გაცილებით ძვირად იგივე, უფრო მე-ტიც, ხშირად უარესი მომსახურება მიიღო.

თითქმის გაორმაგდა ბუნებრივი აირის ფასი. იგი ძალიან მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წი-ნაპირობა არსებობს ბუნებრივი აირის ტარიფის საგრ-ძნობლად შემცირებისათვის (საქართველო არსებული მაგისტრალური და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსა-დენით გაზის ტრანზიტისათვის უფასო გაზს იღებს; ბუ-ნებრივი აირის ხარისხი მაღალი არ არის და ა.შ.).

ელექტროენერგიის ტარიფი იმავე პერიოდში დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დაწესებული დიფერენცირებული ტარიფიც სო-ციალურად უსამართლოა.

2004 წლიდან კომუნალური მომსახურების ტარი-ფების განსაზღვრის მიზნით გატარებული უსამართლო პოლიტიკა დაგვირგვინდა თბილისში საყოფაცხოვრე-ბო ნარჩენების გატანის საფასურის ელექტროენერ-გიის მოხმარებაზე მიბმით. ეს გადაწყვეტილება გამო-ირჩევა თავისი უსამართლობითა და ალოგიკურობით და ცხადყოფს, რომ მთავრობის მიზანია, უბრალოდ, მაქსიმალური ოდენობის თანხების ამოღება და არა რეალური ტარიფის გაანგარიშება.

სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს დანაკარგების შემცირება, ეკონომიკურად მომგები-ანი ინფრასტრუქტურის წახალისება და ტარიფების გაანგარიშების მექანიზმების სრულყოფა. ამ გზით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ტარიფების ოპ-ტიმიზაცია და მათი სტაბილურობა. ერთ-ერთი მნიშვ-ნელოვანი მიმართულება უნდა იყოს მომხმარებელსა და ოპერატორს შორის ინდივიდუალური ხელშეკ-

Page 32: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

31

რულების გაფორმება, რომელშიც მკაფიოდ იქნება გათვალისწინებული ორმხრივი, მათ შორის, ოპერა-ტორის მხრიდან მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის ხარისხთან და შესაბამის პასუხისმგებლო-ბასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომუნალური ტარიფები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ გათვლებს, შეესაბამე-ბოდეს გაწეული მომსახურების ხარისხს და ხელმი-საწვდომი იყოს ქვეყნის მოქალაქეებისათვის. აქედან გამომდინარე:

y უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარი-ფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით;

y არ დავუშვებთ ტარიფების ზრდას სუბიექტური, უსა-მართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე;

y არ დავუშვებთ ბიზნესისათვის კაბალურ ტარიფებს, რაც აძვირებს პროდუქციას და ხელს უშლის ბიზნე-სის განვითარებას;

y გამოირიცხება კოლექტიური მრიცხველები, სხვა-დასხვა კომუნალური გადასახდელების ერთმანეთ-ზე მიბმა და სხვა ნებისმიერი მექანიზმი, როდესაც უპირატესობა ენიჭება მომსახურების საფასურის ამოღებას და არა მომხმარებელთა ინდივიდუ-ალურ პასუხისმგებლობას.

ტრანსპორტი

საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარე-ობით, მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით მიმზიდველია მძლავრი სატერმინალო ქსელის – ლო-გისტიკური ცენტრების შესაქმნელად. სამხრეთ კავ-კასიის რეგიონი ერთნაირად ახლოს არის როგორც ევროპის უკვე ჩამოყალიბებულ საერთო ბაზართან, ისე კასპიისპირა რეგიონის სწრაფად განვითარებად ცენტრებთან. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ფუნქციის ქვეყნად, ჩამოყალიბება, ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, რეგიონის სტაბილურობას, მეორე მხრივ კი, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო/ენერ-გეტიკული დერეფნების განვითარებას და მათი უსაფ-რთხოების განმტკიცებას.

ტრანსპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვანი სა-კითხია რეგულირების სისტემის არსებობა, რომელიც განახორციელებს მთლიანად საზოგადოებრივი ტრან-სპორტის დარგის უსაფრთხოების რეგულირებას.

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ის ძირითადად უნდა ეფუძნებოდეს კერძო სექტორს, გარდა საქართველოს რკინიგზის, სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული ინფ-რასტრუქტურის და თბილისის მეტროპოლიტენისა. ავტობუსების, სამარშრუტო მიკროავტობუსების, ტაქსების სფეროში სახელმწიფოს როლი უნდა იყოს მხოლოდ რეგულირება, მარშრუტების სქემების/ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფა-სის ზედა ზღვრების (გარდა ტაქსებისა) დაწესების კუთხით. ამასთან, სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქცია ხელს კი არ უნდა უწყობდეს ამ სფეროში მონოპოლიზებას ან ცალკეული ოპერატორების ძა-ლაუფლების გაზრდას, არამედ უნდა უზრუნველყოფ-დეს კონკურენციის ზრდას და ფასების ფორმირების პროცესში უპირატესად საბაზრო მექანიზმების არსე-ბობას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სარკინიგზო სექ-ტორში, გარდა უშუალოდ სარკინიგზო მაგისტრალის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სამგზავრო და სატვირ-თო გადაზიდვების სფეროში კერძო სექტორის როლი პრივატიზაციის, ბარიერების შემცირებისა და კონკუ-რენციის ჩამოყალიბების გზით. თბილისის მეტროპო-ლიტენთან დაკავშირებით მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩ-ნია მისი მართვის უფლებით კერძო კომპანიისთვის გადაცემა, პრივატიზაციის გარეშე. საჯარო რეგული-რება სატრანსპორტო მომსახურების მასშტაბებისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით უნდა იქნეს გადა-ნაწილებული მუნიციპალურ, რეგიონალურ და ცენტ-რალურ ხელისუფლებას შორის.

3.3. ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ სოციალური პოლიტიკა იქნება მიზანმი-მართული და დღევანდელი კამპანიური, არასისტემუ-რი მიდგომის ნაცვლად, სრულყოფილი და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემების შექმნას დაეფუძნე-ბა. ჯანდაცვასა და სოციალურ პოლიტიკაში გამო-ყენებული იქნება 4 ძირითადი პრინციპი:

1. ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევისა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სისტემა;

2. სავალდებულო დაგროვებითი ასაკობრივი სა-პენსიო და სახელმწიფო სპეციალური საპენსიო სისტემა;

Page 33: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

32

3. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფულა-დი დახმარების სისტემა;

4. სოციალური მომსახურება.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემა

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული გაუაზრებელი „რეფორმების“ შედეგად, საქართველოს მოსახლე-ობის 70%-ზე მეტი სამედიცინო მომსახურების გა-რეშეა დარჩენილი. გაუმართლებლად მაღალია მე-დიკამენტების ფასები. მოსახლეობის უმრავლესობა ოჯახის ბიუჯეტის დიდ ნაწილს წამლების შეძენისა და ექიმებთან კონსულტაციებისათვის ხარჯავს, ბევრს კი საერთოდ არ გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო სახსრები.

ჯანდაცვის სისტემაში დღემდე არ შემუშავებულა ჯანდაცვის ხარისხისა და სტანდარტიზაციის ერთი-ანი ეროვნული პოლიტიკა, აგრეთვე სახელმწიფო დონეზე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმები; სისტემა არ არის დაყოფილი რეგიონალური და ფუნქციური პრინციპით და დონეების მიხედვით. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული თითოეული მათგანის უფლება-მოვალეობები, ანგარიშვალდებულება, სადაზღვევო კომპანიებისათვის არ არსებობს სა-ზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე ანგარიშ-ვალდებულების სისტემა, თითქმის არ გამოიყენება ქცევის რეგულაციის ისეთი ფორმები, როგორიცაა თანამედროვე სტანდარტები/გაიდლაინები და პრო-ტოკოლები, უწყვეტი სამედიცინო განათლება და განვითარება.

სახელმწიფოს როლი და ძირითადი პრინცი-პები. სახელმწიფო ზრუნავს თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და იღებს პასუხიმგებლობას სამე-დიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. სა-ხელმწიფოსთან ერთად მოსახლეობას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ინდივიდუალურად თუ კოლექტი-ურად მიიღოს მონაწილეობა თავისი ჯანმრთელობის დაცვის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამო-ცანა იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის მუდმივად გაუმჯობესება. ამ ამოცანის გადაწყვეტა მოითხოვს ყველა მონაწილე მხარის (მომსახურების მიმწოდე-ბელი, გადაწყვეტილების მიმღები, დამფინანსებელი) ერთობლივ ძალისხმევას.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მახასიათებ-ლები იქნება:

y ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების საყოველ-თაო და თავისუფალი ხელმისაწვდომობა;

y სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ბაზისური კა-ლათით ოპერირება;

y სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი;

y დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებული პირ-ველადი ჯანდაცვის ქსელით ოპერირება;

y სახელმწიფო და კერძო სისტემებისათვის კონკუ-რენტული გარემოს შექმნა;

y დამატებითი მომსახურების თავისუფალი არჩევა-ნის უზრუნველყოფა.

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯანდაც-ვის სისტემის რეფორმირების პირველივე ეტაპზე, სა-ქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქ-ნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით. ეს პაკეტი უზრუნველყოფს ხარისხიანი სამე-დიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსუ-რი რისკებისაგან დაცვას, დაავადებათა პრევენციასა და საბაზისო პაკეტით გათვალისწინებულ მკურნალობას.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინან-სების ორგანიზაცია და მართვა. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსების გაუმჯობესებისათვის შემოღებული იქნება მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები. შეიქმნება არასახელმწიფო არამომ-გებიანი ინსტიტუტი, რომელიც მოახდენს თანხების ადმინისტრირებას, მიმწოდებლების (სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოები) შერჩევასა და და-ფინანსებას. მისი საბჭო დაკომპლექტდება სახელმ-წიფოს, პაციენტების, სამედიცინო პერსონალის, სა-დაზღვევო და არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის, პროფკავშირების) წარმომადგენლებისაგან.

ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციებად განისაზღ-ვრება საკანონმდებლო ინიციატივები, ინსტიტუტის მუშაობის მონიტორინგი, ბაზისური კალათის გან-საზღვრა-განფასება, მარეგულირებელი აქტივობები (ლიცენზირება, სერტიფიცირება, ხარისხის კონტრო-ლი, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა), საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დაფინან-სება და მართვა.

Page 34: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

33

გამიჯნული იქნება ცენტრალური და ადგილობრი-ვი ხელისუფლების ფუნქციები. ცენტრალურ დონეზე შემუშავდება სისტემის დაფინანსების პოლიტიკა, განხორციელდება ფარმაცევტული რეგულაციები, ექიმთა და სამედიცინო დაწესებულებათა (სახელმწი-ფო, კერძო) ლიცენზირება და ჯანდაცვის პოლიტიკის კოორდინაცია, აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო ტექნოლოგიების შეფასების (კალიბრი-რება, მეტროლოგია) სისტემის ფუნქციონირება.

ადგილობრივ დონეზე შეიქმნება საზოგადოებ-რივი ჯანდაცვის დეპარტამენტები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური კვლევების საშუალებით გა-ნახორციელებენ ლოკალური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესწავლასა და ანალიზს, პრობ-ლემების იდენტიფიცირებას და ცენტრალური ხელი-სუფლებისათვის მიწოდებას; მათ დაქვემდებარებში შევლენ პირველადი ჯანდაცვის ლოკალური ქსელე-ბი, რომლებიც ჩაბმული იქნებიან როგორც ჩვეული და ხშირი დაავადებების მკურნალობის, ისე რეგიონ-ში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშა-ვებასა და განხორციელებაში.

შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სისტემის საჭიროებათა რეალისტური გაანალიზება, დაგეგმვა, ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის წარმართვა და სწორი ინტერვენციების განხორციელება.

კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაბმული იქნებიან დამატებითი, ბაზისური კალათით გათვალისწინე-ბულზე მეტი, მომსახურების გაწევაში.

საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი წარმო-დგენილი იქნება სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო ჰოსპიტლებით.

ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება. ჯანდაცვის სისტემის სახელმწიფო დაფინანსების მოდელი და-ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

y განისაზღვრება სტანდარტიზებული ბაზისური სარ-გებლობის კალათა, რომელიც ერთიანი იქნება მთელი მოსახლეობისათვის;

y შემავსებელი და დამატებითი მომსახურების გაწე-ვის უფლება მიეცემათ კერძო სადაზღვევო კომპა-ნიებს;

y ხელი შეეწყობა კონკურენციას შემავსებელი და

დამატებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით;

y ბაზისური კალათისათვის პრემიუმების ფასის წარმოებას მოახდენს სახელმწიფო და არ იქნება დაკავშირებული ინდივიდუალურ ჯანმრთელობის რისკთან.

სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ და დაფინან-სებულ ბაზისური სარგებლის კალათაში შევა ის მომ-სახურებები, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით სრულად დაფინანსდება:

� ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის/სოფ-ლის ექიმი და სპეციალისტები); � მოსახლეობის პროფილაქტიკური გამო-კვლევები (სკრინინგი) და იმუნიზაცია (აცრა); � სასწრაფო სამედიცინო დახმარება; � ჰოსპიტალური მომსახურება (მათ შორის გუ-ლის სისხლძარღვთა სტენტირება, შუნტირება); �ორსულთა მოვლა და მშობიარობა; � უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა; �ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა (მათ შორის სხივური თერაპია, ქიმიოთერა-პია); � გადაუდებელი სტომატოლოგია; � მედიკამენტები - პირველადი მოხმარების (ესენციური) მედიკამენტები 50%-იანი ფას-დაკლებით.

ამასთან ერთად, გაგრძელდება ჯანდაცვის სპეცი-ალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფი-ნანსება, კერძოდ:

y დიაბეტის პროგრამა (ბიუჯეტიდან დაფინანსება გაორმაგდება);

y ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა (ბიუჯეტი-დან დაფინანსება გაორმაგდება);

y ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) დახმარე-ბის პროგრამა (ბიუჯეტიდან დაფინანსება გაორ-მაგდება);

y უსაფრთხო სისხლის პროგრამა (ბიუჯეტიდან და-ფინანსება გაორმაგდება);

y ტუბერკულოზის პროგრამა;

y აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამა;

y დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა;

Page 35: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

34

y ნარკომანიის მკურნალობის პროგრამა;

y ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროგრამა;

y ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნვე-ლობის პროგრამა;

y იშვიათი დაავადების მქონე ავადმყოფთა მკურნა-ლობის პროგრამა;

y პროფესიულ დაავადებათა პრევენციის პროგრამა;

y უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვლევების ხელშეწყობის პროგრამა;

y შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველობის პროგრამა.

სამედიცინო მომსახურების მიწოდება და ხა-რისხი. სამედიცინო მომსახურება თანაბრად გადა-ნაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მო-სახლეობას მიეცეს საშუალება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსა-ხურება.

სამედიცინო მომსახურების ხარისხი უზრუნველ-ყოფილი იქნება შიდა და გარე აუდიტის, ხარისხის მართვის ოფისების, ხარისხის კონტროლის პროგ-რამების, შეფასების ინდიკატორების, აკრედიტაციის სტანდარტების, პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარ-ტებისა და რისკების მართვის სტანდარტებით. პერ-სონალი გაივლის სწავლებას ტექნიკური უსაფრთხო-ების მეთოდოლოგიების გამოყენებით.

უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკური, ფინანსური, ხარისხობრივი ხელმისაწვდომობა, მოხდება დასაბუ-თებული გადაწყვეტილებებით ოპერირება და დაცუ-ლი იქნება სამედიცინო მომსახურების ეთიკის ნორ-მები.

საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალური საოჯახო დახმარება

ქვეყანას არ გააჩნია არც სახელმწიფო (სავალდე-ბულო) და არც კერძო (ნებაყოფლობითი) საპენსიო დაზღვევის ერთიანი სისტემა. 2004 წლიდან საქარ-თველოში გაუქმებულია სოციალური დაზღვევის კანონმდებლობა და სოციალური (საპენსიო) დაზღ-ვევის შენატანი. ამიტომ არ გაგვაჩნია სახელმწიფო პენსიის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი განმარტებაც კი და ის გაიგივებულია ხანდაზმულ-

თათვის სახელმწიფო შემწეობასთან. დღეს სახელმ-წიფო პენსიის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნება-სურვილზე, ყო-ველი უმნიშვნელო მატება ემთხვევა პოლიტიკურ კალენდარს და იღებს ხელისუფლების „წყალობის” ფორმას.

უფრო მეტიც, „წყალობის“ გამცემი ხელისუფ-ლება, როგორც წესი, სანაცვლოდ საარჩევნო ხმებს ითხოვს პენსიონერებისაგან. ასეთი სისტემა სხვა არაფერია, თუ არა საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩე-ველთა მოსყიდვა, პოლიტიკური კორუფცია და, რაც სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით საშიშია, ავტო-რიტარიზმის სოციალურ-ფინანსური საფუძველი.

პოლიტიკური ნების არარსებობის გამო სრულად არ ამოქმედდა არასახელმწიფო დაზღვევისა და უზ-რუნველყოფის შესახებ კანონი.

არსებული სისტემის პირობებში პენსია უშუალოდ ბიუჯეტიდან გაიცემა, რაც ბიუჯეტის მუდმივად ზრდად დანახარჯებს იწვევს და არ იძლევა შესაფერისი ოდე-ნობის პენსიების გაცემის საშუალებას. დემოგრაფი-ული ტენდენციის გათვალისწინებით, აღნიშნული გა-რემოება სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

საჭიროა ჩამოყალიბდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლითაც მოქალაქის მიერ პენსიის მიღე-ბის საფუძველი იქნება მისი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრები.

საქართველოში ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმ-წიფო საპენსიო დაზღვევის უნიფიცირებულ კანონმ-დებლობაზე დაფუძნებული ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც თანდათანობით გავხდებით ევროპის სოციალური სივრცის ორგანული შემადგენელი ნა-წილი. ახალი სისტემის საფუძველი არის მსოფლიოში აღიარებული ისეთი პრინციპები, როგორიცაა სამარ-თლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა.

საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართუ-ლი ოცნება“ პირველ ეტაპზე ვალდებულებას იღებს, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენ-სიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბა-მისი კანონით იქნება გარანტირებული.

საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომე-ლიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, დაეფუძნება სავალდებულო სა-

Page 36: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

35

პენსიო დაზღვევას. რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს კერძო საპენსიო ინსტიტუტები შეასრულებენ. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქ-ნება სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე. სახელმწიფოს ექნება გამოკვეთილი მა-რეგულირებელი ფუნქცია, რათა სისტემამ შეინარჩუ-ნოს სტაბილურობა. გარდა ამისა, არასრული სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეებს და-ენიშნებათ (ან შეევსებათ) სოციალური პენსია.

საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარჩენალდა-კარგულთა, პოლიტრეპრესირებულთა, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა, ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და სხვა სპეციფიკური კონტინგენტის სახელმწიფო პენ-სია; აღმოიფხვრება 2005 წელს ძალოვანი სტრუქტუ-რებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაცია და მოხდება მათი პენსიის გადაანგარიშება დღეს მოქმე-დი ნორმატივების საფუძველზე.

არსებული საპენსიო დანამატები „დამსახურების“ მიხედვით გაიზრდება ძირითადი პენსიის მატების პროპორციულად.

იმ პირობებში, როდესაც სრულყოფილად არ ფუნ-ქციონირებს ასაკობრივი და სპეციალური საპენსიო სისტემა, აგრეთვე ჯანდაცვის უზრუნველყოფის სის-ტემა, სოციალური დაცვის პრიორიტეტულ სფერო-ებად უნდა განიხილებოდეს სოციალური დახმარება ფულადი ფორმით და სოციალური მომსახურება. სოციალური დახმარების სისტემამ უნდა მოიცვას სა-ზოგადოების ყველა ის ფენა, რომელიც რეალურად საჭიროებს ასეთ დახმარებას. სოციალური მდგომა-რეობის შეფასებისათვის გამოყენებული უნდა იყოს მრავალფაქტორიანი მოდელი, რომელიც შეიქმნება საქართველოში უკვე მოქმედი სოციალურად გაჭირ-ვებული ოჯახების შეფასების სისტემის ბაზაზე, მისი შემდგომი სრულყოფის გზით.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზა, შე-ფასების სისტემის გათვალისწინებით, დიფერენცი-რებული იქნება კატეგორიებად და, შესაბამისად, ამ კატეგორიებისათვის დახმარებაც დიფერენცირებუ-ლი იქნება; გაორმაგდება უკიდურესად გაჭირვებულ-თათვის სოციალური დახმარების ოდენობა; გაიზრ-დება დახმარების მიმღებთა რაოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დახმარების

სისტემა იქნება ფედერალური და უნიფიცირებული, ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ პირთა შეფასების, მომსახურებისა და ადმინისტრირების ფუნქციები მუნიციპალურ ორგანოებს ექნებათ დე-ლეგირებული.

სოციალური მომსახურების მნიშვნელოვანი შე-მადგენელი ნაწილი იქნება სპეციალიზებული დაწე-სებულებები - მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა, მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლები და დღის სტაციონარები, აგ-რეთვე სხვა სპეციალიზებული დაწესებულებები.

სოციალური მომსახურების დაწესებულებათა ქსელის განვითარება დაემყარება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპს. მათი დაფინანსებისა და ადმინისტრირების ფუნქცია, როგორც ექსკლუზი-ური უფლებამოსილება, გადაეცემა რეგიონალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებას.

3.4. სოფლის მეურნეობის განვითარება

ხელისუფლების მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის უარყოფითმა შედეგებმა ყველაზე ნათლად სოფლის მეურნეობაში იჩინა თავი. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეს სექტორი ერთმნიშვნელოვნად ეკონომი-კურ ჩამორჩენილობასთან ასოცირდება და სისტე-მატურად ხდება მისი საჭიროებების იგნორირება. მთავრობამ ვერ შეძლო აგრარული სექტორის განვი-თარების სტრატეგიის შემუშავება, რამაც პროცესების პრაქტიკულად თვითდინებაზე მიშვება განაპირობა. გატარებული პოლიტიკა მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯებითა და დერეგულირების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებით შემოიფარგლე-ბა. სოფლის მეურნეობის წილი როგორც საბიუჯეტო ასიგნებებში, ისე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებ-ში 1–1,5%-ის ფარგლებში მერყეობს. ამ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების ადმინისტ-რაციულ, ერთჯერად, არაეფექტიან და პოპულისტურ აქციებს ხმარდება. ქვეყანას, სადაც მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და აგროსასურსათო წარმოებასთან არის დაკავშირებული, ხელისუფლე-ბის პოლიტიკამ, რომ „სოფელს დახმარება არ სჭირ-დება, რასაც ვერ ვაწარმოებთ, უცხოეთიდან შემოვი-ტანთ“, კატასტროფული შედეგი მოუტანა:

y მკვეთრად შემცირდა აგრარული სექტორის ძირი-თადი მაჩვენებლები. 2004–2011 წლებში ნათესი ფართობი განახევრდა. შემცირდა მემცენარეობის პროდუქციის წარმოება, მათ შორის, კარტოფილის,

Page 37: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

36

ხილისა და ყურძნის მოსავალი - 50%-ით, ბოსტნე-ულისა და ბაღჩეულის - 60%-ით, სიმინდის - 70%-ით, ხორბლისა - 80%-ით. შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, ღორისა და ფრინვე-ლის სულადობა. თითქმის 50%-ით ნაკლები ხორცი და 25%–ით ნაკლები რძე იქნა წარმოებული. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით თითქმის 5-ჯერ ნაკლები ხორბალი იქნა მოყვანილი. აგრარულ სექტორში არ იზრდება მოსავლიანობა, ხოლო ზო-გიერთი კულტურის შემთხვევაში, მოსავლიანობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო;

y გაუარესდა ქვეყნის სურსათით თვითუზრუნველ-ყოფის მდგომარეობა. სურსათის ძირითად სახე-ობებზე შემცირდა თვითუზრუნველყოფის კოეფი-ციენტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ხორბალი, რომლის იმპორტი 3,7-ჯერ გაიზარდა. ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენ-ტი 24%-დან 8%-მდე შემცირდა. საქართველოს მოსახლეობა ერთ სულზე გაანგარიშებით 2011 წელს მოიხმარდა უფრო ნაკლებ პურს, ხორცსა და ხორცის პროდუქტებს, რძესა და რძის ნაწარმს, კვერცხს, ხილს, ბოსტნეულს, თაფლს, შოკოლადს და კვების სხვა პროდუქტებს, ვიდრე 2003 წელს;

y მნიშვნელოვნად შემცირდა მწარმოებლურობი-სა და კონკურენტუნარიანობის ისედაც დაბალი დონე. დიდ საწარმოო დანახარჯებთან შედარებით დაბალი საბაზრო ფასები განაპირობებს იმას, რომ სამამულო წარმოების პროდუქცია სათანადო კონ-კურენციას ვერ უწევს იმპორტულ პროდუქციას. 2004-2011 წლებში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო ექს-პორტი – მხოლოდ 2,5-ჯერ. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 15-ჯერ გაიზარდა. ყოველივე ამის გამო, ადგილობრივ ბაზარზეც კი ქართული აგრარული პროდუქციიის ადგილი უცხოურმა იაფფასიანმა, ხშირ შემთხვევაში, უხარისხო პროდუქციამ დაიკა-ვა. შედეგად, საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული აგროსასურსათო პროდუქციის 80%–მდე იმპორტირებულია;

y არსებულმა მდგომარეობამ კიდევ უფრო გააღრ-მავა უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემა და განაპირობა სოფლად მისი დონის ზრდა. საქართ-ველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს. ამასთან, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში გაცილებით მოკრძალებულია და მხოლოდ 8%-ს შეადგენს. ქვეყანაში სამუშაო ძალის 54% სოფლის მეურნეობაშია „დასაქმებული“. ოფი-ციალური სტატისტიკის მიხედვით, მათი უმეტესი

ნაწილი „თვითდასაქმებულია“, ფაქტობრივად მათი უმრავლესობა კი - უმუშევარი. შედეგად, ამ სექტორში „დასაქმებულთა“ 64% საარსებო მინი-მუმის ზღვარზე და მის ქვემოთ იმყოფება, აქედან 23% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ადგილზე დასაქმებისა და საარსებოდ საჭირო შემოსავლის მიღების შეუძლებლობა მასობრივ მიგრაციას გა-ნაპირობებს, რაც, თავის მხრივ, სოფლის დაცარი-ელების მიზეზი გახდა.

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები

y საქართველოში განხორციელებულმა მიწის რე-ფორმამ წარმოშვა სავარგულების ფრაგმენტაციის პრობლემა. გლეხებს არ გააჩნიათ მიწის საკუთრე-ბის სამართლებრივი გარანტიები და საკუთრების დაცულობის განცდა;

y არ ვითარდება აგროსასურსათო პროდუქციის შემ-ნახველ-გადამმუშავებელი წარმოება და კვების მრეწველობა. მძიმე ვითარებაა სოფლის ინფრას-ტრუქტურის თვალსაზრისით. არ იქმნება სტაბი-ლური და შემოსავლიანი სამუშაო ადგილები;

y სექტორის დეგრადაცია მნიშვნელოვანწილად გან-პირობებულია ინფრასტრუქტურის მოშლითა და მომსახურების ხელმიუწვდომლობით - მოშლი-ლია საირიგაციო-სადრენაჟო სისტემები, სახეზეა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობა, ვერ ხდება ხარისხიანი სასუქებით, პესტიციდებითა და ქიმიკატებით უზრუნველყოფა, პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს სათესლე და სანერგე მეურნე-ობების, ჯიშთა გამოცდისა და განახლების სისტე-მები; პრობლემაა ტექნოლოგიური ჩამორჩენა; ვერ ვითარდება ამ სექტორზე ორიენტირებული მეცნიერება და განათლება, საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება, ექსტენცია;

y ფინანსური რესურსების დაბალი ხელმისაწვდო-მობა. 2004-2010 წლებში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. აქედან მხოლოდ 20% გაიცა რე-გიონებში რეგისტრირებული კომპანიებისათვის. სოფლის მეურნეობის წილი გაცემული კრედიტე-ბის საერთო მოცულობაში წლიურად საშუალოდ 1-2%-ს არ აღემატებოდა. კრედიტების დაბალი ხელმისაწვდომობა გამოწვეულია აგრარული წარმოების მაღალი რისკებით, ლიკვიდური გი-რაოს უქონლობითა და სოფლად სადაზღვევო სისტემის არარსებობით. უმნიშვნელოა სოფლის

Page 38: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

37

მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უც-ხოური ინვესტიციების აბსოლუტური მოცულობა – წლიურად მხოლოდ 10-20 მლნ აშშ დოლარი. სექტორის წილი უცხოური ინვესტიციების საერთო ოდენობაში მხოლოდ 1-2%-ის ფარგლებშია;

დაბალი ეკონომიკური აქტიურობა რეგიონებ-ში და მოსახლეობის შემოსავლების სიმცირე. სოფლის მეურნეობაში დაქირავებით მუდმივად და-საქმებულია მხოლოდ 7 ათასამდე ადამიანი, რაც ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რა-ოდენობის 1,9%-ია. აგრარულ სექტორში დაბალია კომერციალიზაციის დონე. საქართველოს სასოფ-ლო-სამეურნეო წარმოება სულ უფრო მეტად იღებს ნატურალური მეურნეობის ხასიათს: შინამეურნეობე-ბის მიერ წარმოებული პროდუქციის მხოლოდ ერთი მეოთხედი იღებს სასაქონლო სახეს, დანარჩენი კი ადგილზე მოიხმარება.

სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებები

საარჩევნო ბლოკის „ ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული აგრარული პოლი-ტიკის მიზანია სოფლის ეკონომიკური გაძლიერება, გლეხის (ფერმერის) შემოსავლების ზრდა და ცხოვ-რების დონის ამაღლება. აგრარული სექტორის მო-დერნიზებამ და ინტენსიურმა განვითარებამ უნდა უზრუნველყოს სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა და რეგიონალური ეკონომიკის წინსვლა.

აგროსასურსათო სექტორის განვითარების ძირი-თადი ამოცანებია: სასოფლო-სამეურნეო პოტენცი-ალის სრულად და ეფექტიანად ათვისება; აგროსასურ-სათო სექტორთან დაკავშირებული მომსახურების სხვადასხვა სახეობის განვითარება; აგროსამრეწ-ველო პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა; სექტორის რენტაბელურობის ზრდა და კონკურენ-ტუნარიანი წარმოების განვითარება; გრძელვადიან პერიოდში მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა; აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენცი-ალის გაძლიერება; სასურსათო უსაფრთხოების უზ-რუნველყოფა; სურსათის უვნებლობა და აგრობიომ-რავალფეროვნების შენარჩუნება.

სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის რეალურ პრიორიტეტად იქცევა, რისი უპირველესი გარანტიაც მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული და რეგიონალური პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების რამდენჯერმე გაზრდა იქნება.

სოფლის მეურნეობის დაფინანსების წყაროები უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში იქნება სახელ-მწიფო ბიუჯეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების სესხები და გრან-ტები, კერძო ინვესტიციები (ადგილობრივი და უცხო-ური). დაფინანსების სტრუქტურაში თანდათან მნიშვ-ნელოვნად გაიზრდება კერძო ინვესტიციების წილი სხვა სახის დაფინანსების შემცირების ხარჯზე.

შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარე-ბის“ 1 მილიარდიანი ფონდი. ფონდი დააფინანსებს სოფლის მეურნეობის პროგრამებს, თავისი ფულადი სახსრებით თანამონაწილეობას მოახდენს გლეხე-ბისათვის (ფერმერებისათვის) შეღავათიანი კრედი-ტების გაცემის უზრუნველყოფაში, ასევე აგრარულ დაზღვევაში.

აღნიშნულ ფონდში ფულადი სახსრების აკუმული-რება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსების და სხვა მო-ზიდული ინვესტიციების ხარჯზე.

სტრატეგიის განხორციელება და მოსალოდნელი შედეგები

აგრარული და რეგიონალური პოლიტიკის სტრატე-გიის განხორციელების შედეგად:

y დარეგულირდება მიწათსარგებლობის საკითხე-ბი. შეიქმნება მიწაზე საკუთრების დაცულობის მკაფიო გარანტიები. მოწესრიგდება სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების სამართლებრი-ვი და ტექნიკური ასპექტები. ჩატარდება მიწების პასპორტიზაცია. ხელი შეეწყობა არსებული ბუ-ნებრივი რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას როგორც ექსტენსიური (ფართობების სრული მოცვა), ისე ინტენსიური (პროდუქციისა და მოსავლიანობის ზრდა) ფაქტორების გათვალისწი-ნებით. შემუშავდება მიწათსარგებლობის სისტემის მარეგულირებელი ნორმები, ჩამოყალიბდება სა-კონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურების ქსელი. იმისათვის, რომ დაძლეულ იქნეს მიწების ფრაგმენტაციით გამოწვეული არაეფექტიანობა, შეიქმნება სავარგულების გამსხვილების სხვადას-ხვა ეკონომიკური სტიმული. ამ სფეროში გატარე-ბული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება კოოპერაციის ხელშეწყობა და მისი განვითარების წახალისება;

y სასოფლო-სამეურნეო სექტორი უზრუნველყო-ფილი იქნება მომსახურებითა და ნედლეულით.

Page 39: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

38

გლეხი (ფერმერი) შეძლებს სარწყავი და სადრე-ნაჟე სისტემებით, ტექნიკით, ვეტერინარული მომ-სახურებით, აგრეთვე მოსავლის აღების შემდეგ საჭირო ტექნოლოგიებით (გადამუშავება, შენახვა, დაფასოება) სარგებლობას, ხარისხიანი სათეს-ლე-სანერგე მასალების, სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და პირუტყვის საკვების გამოყენებას. მომსახურების გაწევისა და მასალა-საშუალებების მიწოდების დროს გათვალისწინე-ბული იქნება როგორც კომერციალიზაციის, ისე ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვა სახელმ-წიფოს მხარდაჭერით, ცალკეული რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიქმნება სასოფ-ლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრები;

y შეიქმნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბიოაგროწარმო-ების განვითარებას. მხარს დავუჭერთ პროგრამის მონაწილე გლეხური მეურნეობების მიწების ბი-ომეურნეობებად რეგისტრაციასა და ბიომეურნე-ობათა ასოციაციების შექმნას. განვახორციელებთ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელ საწარმოებში ბიოსტანდარტის დასამკვიდრებლად. განვიხილავთ სასოფლო-სა-მეურნეო სავარგულებისა და ტყეების ბიოწამლე-ბით დამუშავების შესაძლებლობას.

y მცირე და საშუალო ფერმერები უზრუნველყოფი-ლი იქნებიან ხელმისაწვდომი ფინანსებით. აგრო-სასურსათო სექტორის საჭიროებების გათვალის-წინებით შემუშავებული პოლიტიკა შეამცირებს სექტორის რისკიანობას და უფრო მიმზიდველს გახდის მას საკრედიტო ინსტიტუტებისათვის. სა-ხელმწიფოს უშუალო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები იქნება მიზნობრივი, გაითვალისწი-ნებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტი-ანობის ზრდის, ტექნოლოგიური განვითარებისა და კაპიტალიზაციის ამოცანებს;

y გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება. აგრარული პოლიტიკა ორიენტირებული იქნება სასოფლო-სამეურნეო სექტორში პროდუქციის წარმოების მოცულობის მკვეთრ ზრდაზე. სოფ-ლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა უშუალოდ უნდა აისახოს სურსათის წარმოების ზრდაზე. ქართულმა აგროსასურსათო საწარმოებ-მა, მათ შორის, გადამმუშავებელმა მრეწველობამ უნდა შექმნას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის (როგორც რაოდენობრივი, ისე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით) საფუძველი;

y გაიზრდება აგრარულ სექტორში მწარმოებლუ-რობა, რენტაბელურობა და კონკურენტუნარი-ანობა. აგრარული სექტორის ფუნქციონირების ხარისხობრივი მაჩვენებლები თანდათან გახდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხოლო წარმოებული პროდუქცია - კონკურენტუნარიანი;

y გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან მიღებული შემოსავლები. აგრარული სექტორის განვითარება უშუალოდ აისახება მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე. გაიზრდება კომერციალი-ზაციის დონე და ბრუნვა;

y ჩამოყალიბდება აგრარული განათლებისა და მეც-ნიერების, კონსულტირებისა და ექსტენციის თა-ნამედროვე სისტემა. შეიქმნება გლეხების (ფერ-მერების) საკონსულტაციო-საინფორმაციო და ექსტენციის სისტემები. აგრარული მეცნიერებისა და განათლების სისტემის განვითარება უზრუნ-ველყოფს კვალიფიციური ადამიანური რესურსე-ბის მომზადებასა და სექტორისთვის მიწოდებას. გლეხების (ფერმერების) მხარდაჭერის (მათ შო-რის, ფინანსური) პროგრამებში პრიორიტეტული იქნება ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და ინო-ვაციების შემცველი პროექტები;

y ქართული პროდუქცია დაბრუნდება შიდა ბაზარ-ზე. აგრარული სექტორის განვითარების შედეგად გაიზრდება სამამულო წარმოების წილი შიდა მოხ-მარებაში და, შესაბამისად, ქვეყნის თვითუზრუნ-ველყოფის მაჩვენებელი. იმპორტის შემცირების საფუძველი გახდება აგროსასურსათო პროდუქციის კონკრეტული სახეობების საბაზრო კონკურენტუნა-რიანობის მნიშვნელოვანი ზრდა. ჩამოყალიბდება სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემა;

y საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე. ხარისხიანი და კონ-კურენტუნარიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება შექმნის საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას. ჩამო-ყალიბდება ისეთი ინსტიტუციური სისტემები, რომ-ლებიც აგროსასურსათო პროდუქციის სამამულო მწარმოებლებს დაეხმარება უცხოეთის ქვეყნების არასატარიფო ბარიერების გადალახვაში. სახელ-მწიფოს საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის პრიორი-ტეტი იქნება პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მოპოვება უცხოეთის ქვეყნებთან, უპირველესად, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ევროკავშირ-სა და აშშ-თან, ასევე რუსეთისა და სხვა ტრადი-ციულ ბაზრებზე დაბრუნება;

Page 40: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

39

y გაიზრდება რეგიონალური და ადგილობრივი ხე-ლისუფლების როლი. მართვის დეცენტრალიზა-ციის შედეგად, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების როლი განსაკუთრებით გაიზრდე-ბა იმ საჯარო მომსახურების/ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და მიწოდებაში, რომელიც ადგილობ-რივი ბიზნესის მწარმოებლურობისა და კონკურენ-ტუნარიანობის ზრდას განაპირობებს. გაიზრდება თვითმმართველობის როლი აგროსასურსათო სექტორის, ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებ-რივი რესურსების გამოყენების, მცირე და საშუ-ალო ბიზნესისთვის ადეკვატური ინფრასტრუქტუ-რული გარემოს შექმნაში;

მოხდება რეგიონებში ბიზნესგარემოს გაჯანსა-ღება და სტიმულირება. კონკურენტუნარიანი პირ-ველადი აგრარული პროდუქციის წარმოების გაზრ-დის საფუძველი გახდება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული წარმოებისა და მომსახურების გა-ფართოება და განვითარება. ხელი შეეწყობა ისეთი ინფრასტრუქტურული კომპონენტების განვითარე-ბას, რომლებიც ორიენტირებული იქნება აგრარუ-ლი პროდუქციის წარმოების შემდეგ ეტაპებზე, და რომლებიც წარმოადგენს დასაქმებისა და მთლი-ანად რეგიონალური განვითარების მნიშნელოვან ფაქტორს. პრიორიტეტული იქნება როგორც შიდა, ისე უცხოეთის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სა-სურსათო და კვების მრეწველობის პროდუქციის წარმოება. აგროსასურსათო სექტორის და მასთან დაკავშირებული ბიზნესკომპონენტების განვითარე-ბამ უნდა შეასრულოს მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ძირითადი გენერატორის ფუნქცია, რაც შემ-დეგ, თავის მხრივ, აისახება არასასოფლო წარმო-ებისა და მომსახურების განვითარებაზე. ყოველივე ეს განაპირობებს მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნის, აგრეთვე დანაზოგებისა და საინვესტი-ციო რესურსების ზრდას;

გაუმჯობესდება რეგიონებში ცხოვრების პირობე-ბი. სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური ეკონო-მიკური განვითარების ჩვენი პოლიტიკის წარმატების მაჩვენებელი იქნება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება და სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანების საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესება, ადგილებზე ღირსეული ცხოვრებისა და საქმიანობის შესაძლებლობების შექმნა, რამაც მიმზიდველი უნდა გახადოს სოფლად ცხოვრება და განაპირობოს უცხოეთსა და დედაქალაქში ეკონომი-კური სიდუხჭირის მიზეზებით მიგრირებული მოსახ-ლეობის უკან დაბრუნების ტენდენცია.

ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად, უახ-ლოეს წლებში, აგროსასურსათო სექტორში შეიქმ-ნება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი დაქირავებით დასაქმებულთათვის; გაიზრდება თვით-დასაქმებულთა კეთილდღეობა, მათი შემოსავლები საარსებო მინიმუმს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, შემცირდება ფარული უმუშევრობა სოფლად.

3.5. ბიზნესგარემო და კონკურენციის პოლიტიკა

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზ-ნესის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავ-რესი პრიორიტეტული მიმართულებაა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრაქტიკა მოწმობს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის, უმუ-შევრობის დაძლევის, ცხოვრების დონის ზრდის, სო-ციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და შენარჩუნების საქმეში. მიუხედავად ამისა, საქარ-თველოში დღემდე არ არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული სა-ხელმწიფო პოლიტიკა, ხოლო ბიზნესი მძიმე საგადა-სახადო ადმინისტრირებისა და წნეხის პირობებშია. ასეთი ვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას. მაგალი-თისათვის, ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა, გამოშვებული პროდუქციის მოცულობა და დასაქმება მთლიანი მაჩვენებლების 60%-ზე მეტია, მაშინ რო-დესაც საქართველოში ამ სექტორის როლი გაცილე-ბით მოკრძალებულია.

ქართველ მეწარმეთა დიდი ნაწილი მასობრივად ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას საკუთარ ქვეყა-ნაში და ცდილობს თავისი კაპიტალი და ინტელექტუ-ალური შესაძლებლობები საზღვარგარეთ გაიტანოს.

მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება და მისი წილობრივი მონაწილეობა ეკონომიკაში ძალიან მცირეა, ასევე დაბალია მისი ფინანსური მაჩვენებლე-ბი, კერძოდ:

y მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა, გამო-შვებული პროდუქციის მოცულობა და დამატებული ღირებულება მთლიანი ბიზნესის მაჩვენებლების 20%-ს არ აღემატება;

Page 41: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

40

y ინვესტირება მცირე და საშუალო ბიზნესში (კაპი-ტალის შექმნა) 10%-ზე ნაკლებია;

y მცირე საწარმოთა დიდი ნაწილი საბალანსო წელს ზარალით ხურავს ან მიზერული მოგება აქვს. შესა-ბამისად, ვერ ხდება ფულადი სახსრების რეინვეს-ტირება და ბიზნესის გაფართოება;

y თუ საწარმოს უფიქსირდება მაღალი მოგება, ის აუცილებლად ხვდება ხელისუფლების თვალთა-ხედვის არეში, რასაც მოჰყვება მაკონტროლებელი ორგანოების მიერ მისი მუდმივი შემოწმება;

y ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო სესხი მაღა-ლი საპროცენტო განაკვეთით (16-20%-მდე) და მთელი მათი ძალისხმევა ხმარდება მხოლოდ აღე-ბული სესხის შეუფერხებელ მომსახურებას.

მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ხელისუფ-ლების პრიორიტეტებში არ ხვდება. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ამ სეგმენტის ბიზნესის მეტ-ნაკლებად ადეკვატური დეფინიციაც კი არ არსებობს და სექტორის არანაირი ხელშეწყობა არ ხორციელ-დება. 2011 წლის 1 იანვრიდან შემოღებულმა ახალმა საგადასახადო კოდექსმა მიკრო- და მცირე ბიზნესის მდგომარეობა არათუ ვერ გააუმჯობესა, არამედ პი-რიქით, ამგვარი საწარმოების საგადასახადო ტვირთი უფრო გაზარდა.

საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შემ-ცირდა, მიუხედავად მშპ-ის ზრდისა. დასაქმების მაჩ-ვენებლების გაუმჯობესება არც ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დასაქმების „პროგრამებს“ მოჰყო-ლია, არადა ამ „პროგრამებზე“ სახელმწიფო ბიუჯეტი-დან რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ კუთხით პრობლემა იყო ის, რომ ძირითადად ერთჯე-რადი ხასიათის პროგრამები ემსახურებოდა წინასაარ-ჩევნოდ მოკლევადიანი ეფექტის მიღებას.

ქვეყანაში ბიზნესის დაწყების ცდა ხშირად კრახით მთავრდება.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ბევ-რი სახელმწიფოს მხრიდან ემსახურება ორ მთავარ მიზანს - უმუშევრობის შემცირებასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებას. აღნიშნულის შედეგად სახელ-მწიფოს უმსუბუქდება სოციალური დაცვის ღონისძი-ებების ტვირთი, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება გამოთავისუფლებული სახსრების სხვა სექტორების-კენ მიმართვა.

ჩვენ დავიწყებთ საქართველოში სოციალური პრობლემების გადაჭრას არატრადიციული, მაგრამ მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული, თანამედ-როვე მიდგომებით.

ეს მიმართულება არის სოციალური ბიზნესის განვითარება საქართველოში, რაც ითვალისწინებს საზოგადოების თანამონაწილეობას და ბიზნესინსტ-რუმენტების გამოყენებას, სამუშაო ადგილების შექმ-ნასა და უკიდურესი სიღარიბის დაძლევის შესაძლებ-ლობას.

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართუ-ლი ოცნების“ მიერ ინიციირებული იქნება სახელმწი-ფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის იმგვარი წახალისება, რომელიც უზრუნველყოფს ამ სექტორში ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდას. ასეთი შე-დეგის მიღწევა შესაძლებელი გახდება კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებით:

y მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელ-შეწყობის პოლიტიკის გამოცხადება ქვეყნის ეკო-ნომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრი-ორეტულ მიმართულებად;

y საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონ-დის შექმნა;

y დანახარჯების შემცირების უზრუნველმყოფი რე-ფორმების განხორციელება, ანუ ნედლეულსა და რესურსებზე მონოპოლიური ფასების შემცირება თავისუფალი კონკურენციის პრინციპის განუხრე-ლი დაცვის საფუძველზე;

y სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ბიზნესგარე-მოში არსებული რისკების შემცირებისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის კუთხით;

y საბანკო სექტორში კარტელური შეთანხმებების შეზღუდვით კონკურენტული გარემოს შექმნა (რაც საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და კრედი-ტების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს), რათა მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს წარმატებუ-ლი ფუნქციონირება და ბიზნესის გაფართოება;

y საკუთრებისა და გარიგების დაცულობა, მათი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა სამართლიანი სასამართლო სისტემის საშუალებით;

y საგადასახადო პროცედურების გამარტივება (გა-და სახადების გამოანგარიშების წესები და გადა-

Page 42: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

41

ხდის პროცედურების გამარტივება, ინსტრუქცი-ების კანონში ასახვა);

y ბიზნესინკუბატორებისა და სხვა მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ინსტიტუტების შექმნა და ხელშეწ-ყობა;

y მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომად გენლები-სათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსა-ხურების გაწევა მთელი ქვეყნის მასშტაბით;

y საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშა ობის გააქტიურება, რათა გადაიხედოს გა მო-ყოფილი მიზნობრივი საკრედიტო ხაზების გა მოყე-ნების პირობები და საკრედიტო ხაზები რეალურად გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარე-ბის სტიმულირების მექანიზმი, რასაც განსაკუთრე-ბული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

ერთი მხრივ, სამართლიანი კონკურენციის პოლი-ტიკა და, მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმო-თა მხარდაჭერა უზრუნველყოფს მათ მიერ წარმო-ებული პროდუქციის მოცულობისა და შემოსავლის ზრდას. ეს კი ამ სექტორში დასაქმების მაჩვენებლე-ბის ზრდას გამოიწვევს, რაც სოციალური მდგომარე-ობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საფუძველი იქნება.

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების უზრუნველყო-ფის ძირითადი წყარო სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა. ამ პოლიტიკის წარმატე-ბით განხორციელების მთავარი შედეგი იქნება მრა-ვალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამო-ყალიბება როგორც საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტისა.

საკუთრებისა და გარიგების დაცულობა

მეწარმის საკუთრების დაუცველობა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მისი ხელყოფა ბიზნესის გან-ვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტო-რია. კერძოდ:

y სახელმწიფო, საგადასახადო სამსახურის მეშ-ვეობით, გვევლინება უპირატესი კრედიტორის როლში. ამით ირღვევა სამართლიანობის პრინცი-პი და ხდება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწი-ლე პირების არათანაბარ პირობებში ჩაყენება;

y მოსამართლის ბრძანების გარეშე გადამხდელის

საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდ-გენა და სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება ანტი-კონსტიტუციური ღონისძიებაა;

y არასამართლიანია გადასახადის გადამხდელის ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა, რადგანაც აუქციონზე პოტენციურად ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ქონება მაღალ ფასად გაიყიდოს.

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2011 წლის ინდექსით, საქართველო 142 ქვეყანას შორის საკუთ-რების უფლების დაცვის კუთხით 120-ე ადგილზეა და ჩამორჩება ყველა მეზობელ ქვეყანას.

საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა:

y არსებობდეს სამართლიანი, დეპოლიტიზებული, დამოუკიდებელი სასამართლო;

y უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს სისტე-მის ეფექტიანობა და დროულად მოხდეს გადა-წყვეტილებების მიღება;

y აღმოიფხვრას „ელიტარული“ კორუფცია;

y გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა სახელმ-წიფო ორგანოების ზეგავლენისაგან;

y შეიქმნას ისეთი პირობები, როდესაც შეუძლებელი იქნება სამართლიანად მოპოვებული საკუთრების კონფისკაცია.

ინვესტორთა სამართლებრივი დაცვის გარანტი-ების უზრუნველყოფა ჩვენი პირველი რიგის ამოცა-ნაა. ინვესტორთა სამართლებრივი დაცვის უზრუნ-ველსაყოფად საჭიროა:

y არ დაიშვას დისკრიმინაცია როგორც კანონმდებ-ლობით, ისე სხვადასხვა ადმინისტრაციული პრო-ცედურის განხორციელებით;

y ჩამოყალიბდეს საკუთრების დაცვის მყარი ინსტ-რუმენტები;

y გაიზარდოს სასამართლო სისტემის ქმედითობა ადმინისტრაციულ პალატაში სპეციალიზებული მოსამართლეების დანიშვნის გზით, რათა კვალი-ფიციურად იქნეს განხილული და გადაწყვეტილი ინვესტორთა და მეწარმეთა დავები;

Page 43: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

42

y კანონმდებლობით განისაზღვროს კერძო არბიტ-რაჟის ინსტიტუტის როლი სახელმწიფოსა და მე-წარმეთა შორის დავის გადაწყვეტის საქმეში.

კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა

კონკურენციის განვითარება აღიარებულია ეკონომი-კური წინსვლის უმთავრეს პირობად და მისი ხელშეწ-ყობა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. ეს ამოცანა ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შემზღუდავი მოქმედე-ბების გამოვლენასა და აღმოფხვრას.

2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა „ანტიმონოპოლიური“ კანონმდებლობა და სახელმ-წიფო რეგულირების გარეშე დატოვა კონკურენციის შემზღუდავი ისეთი მოქმედებები, როგორიცაა:

y ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობის სა-კუთარი ინტერესებისათვის გამოყენება - მსხვილი მოთამაშეების მიერ ფასების ხელოვნურად დადგე-ნა;

y კარტელური გარიგებები - ბაზრის მსხვილ მოთა-მაშეებს შორის ხელოვნურად გაზრდილ ფასსა და არასამართლიან პირობებზე შეთანხმება;

y მსხვილი საწარმოების შერწყმა, რაც იწვევს ბა-ზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას.

ამ „რეფორმის“ შედეგად, ნავთობპროდუქტების, ფარმაცევტულ და სხვა ბაზრებზე საგანგაშო ვითარე-ბა შეიქმნა. რეალურად რამდენიმე მსხვილი მოთამა-შე აწესებს ფასებს და ზღუდავს ბაზარზე კონკურენ-ტების შემოსვლას. ეს მოთამაშეები დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან და ზემოგებით მიღებული თანხები არაპირდაპირი გზებით (ბიუჯეტის გვერდის ავლით) მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას და ჩინოვნიკების პირადი კეთილდღეობის ზრდას ხმარდება.

კარტელური გარიგებების ნათელი მაგალითია საწვავის ფასები და მისი ცვლილების დინამიკა. ყო-ველგვარი შენიღბვის გარეშე, საქართველოში საწვა-ვის ფასების ცვლილება მსხვილ მოთამაშეებს შორის ერთდროულად ხორციელდება. მსგავსი შეთანხმე-ბული პოლიტიკა განვითარებულ ქვეყნებში დასჯადი მოქმედებაა. საქართველოში კი მსხვილი მოთამაშე-ების მიერ ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე შეთანხ-მება არ ითვლება კანონდარღვევად, რაც ხელისუფ-

ლებამ 2005 წლიდან დააკანონა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაუქმებით.

საწვავი საქართველოში მთლიანად იმპორტირე-ბულია და მისი ფასი მსოფლიო ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ ფასზეა დამოკიდებული. მსოფლიო ფასების ზრდა მყისიერად და სრულად აისახება საქართველოში არსებულ ფასებზე, ხოლო კლება - დაგვიანებით და გაცილებით ნაკლები მოცუ-ლობით. ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში შეზ-ღუდულია კონკურენცია. შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები, რაც მომხმარებელზე (ძი-რითადად სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე) მკვეთრად უარყოფითად აისახება.

ევროპაში კონკურენციაზე ორიენტირებული პო-ლიტიკის უმთავრესი მიზანია მომხმარებლის კეთილ-დღეობის ზრდა. საქართველოში კი მომხმარებლის ინტერესის იგნორირების ხარჯზე ხდება ხელისუფ-ლებასთან დაახლოებული ბიზნესწრეების კეთილდ-ღეობის სწრაფი ზრდა.

საქართველოს საბანკო სისტემაში კომერციული ბანკები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული. წლების განმავლობაში ხელისუფლება მიზანმიმართუ-ლად ახდენს ცალკეულ მსხვილ კომერციულ ბანკებში როგორც მუნიციპალური პროექტების, ისე სხვა სა-ხის მიზნობრივი დანიშნულების საბიუჯეტო თანხების გარკვეული ვადით აკუმულირებას, რის შედეგადაც გაუმართლებლად იზრდება ბანკის მიმდინარე ლიკ-ვიდურობა, რაც ცალკეულ ბანკებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. შესაბამისად, მათ საშუალე-ბა ეძლევათ სხვა ბანკებთან შედარებით ნაკლებად იფიქრონ დამატებითი ფულადი სახსრების (მათ შო-რის, დეპოზიტების გზით) მოზიდვაზე. ასეთ ვითარე-ბაში ბანკი არაკონკურენტუნარიანს ხდის სხვა ბანკებს.

სახელმწიფოს მხრიდან პრივილეგირებული ბან-კები გადაქცეული არიან სახელმწიფო ინტერესების გამტარებელ საფინანსო ინსტიტუტებად და ვალდებუ-ლი ხდებიან შეასრულონ ხელისუფლების ნებისმიერი მითითება. საბოლოოდ, ასეთი კომერციული ბანკები იმდენად დამოკიდებული ხდებიან ეროვნულ ბანკზე, რომ ამ უკანასკნელმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბანკის ბიზნესგადაწყვეტილებებზეც კი. ამ ვითარებაში კომერციული ბანკი კარგავს ფინან-სურ დამოუკიდებლობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს საბანკო კანონმდებლობით. საბან-კო სისტემაში უცხო არ არის სახელმწიფო და კორ-პორაციულ ინტერესთა კონფლიქტი და სხვა ისეთი ფაქტორები, რომელთა ერთობლიობა უარყოფითად

Page 44: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

43

მოქმედებს საბანკო დაწესებულებების მიმართ ნდო-ბის ზრდასა და ზოგადად საბანკო სისტემის მდგრა-დობაზე.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა თანამედრო-ვე ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბაზრების გან-ვითარებამ ხელი შეუწყო საქონლისა და მომსახურე-ბის ისეთი მრავალფეროვნების შექმნას, რომ მომხ-მარებელი თავად ვეღარ იცავს ბაზარზე საკუთარ უფლებებს მომწოდებლების, წარმოებისა და რე-ალიზაციის კარგად ორგანიზებული, ძვირადღირებუ-ლი სქემების პირობებში. შედეგად, მომხმარებელი, რომლის უფლებებსაც სახელმწიფო სათანადოდ არ იცავს, იმთავითვე უთანასწორო მდგომარეობაშია.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში მი-ღებულ ბევრ სხვა გაუაზრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, პრაქტიკულად გაუქმდა სახელმწიფოს მხრი-დან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზ-მები. მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა მხოლოდ ბაზარმა უნდა მოაწესრიგოს და სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლის მოტყუ-ებისაგან დამცავი დამატებითი გარანტიები საჭირო არ არის. მსგავსი მიდგომა არა მარტო რადიკალუ-რად ეწინააღმდეგება თანამედროვე განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას, არამედ საკმაოდ მნიშვნელო-ვან რისკებსაც შეიცავს. ასეთი პოლიტიკის პირო-ბებში ბიზნესსექტორს თავისუფლად შეუძლია მომხ-მარებლის შეცდომაში შეყვანა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება სხვადასხვა სახის უკიდურესად მძიმე შე-დეგები გამოიწვიოს.

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, საქარ-თველოში ეს საკითხი პრაქტიკულად იგნორირებუ-ლია. ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიზნით მხო-ლოდ ფორმალურად გაკეთებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც დღეს სურსათის ხარისხის კონტროლი პრაქტი-კულად არ ხდება. ამ თვალსაზრისით მომხმარებელი სრულიად დაუცველია და არაკეთილსინდიერი ბიზ-ნესი დაუშვებელი გზებით მდიდრდება, რაც სრულად ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პოლიტიკას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური გარემოს შექმნა, რომელიც დაემყარე-ბა სამართლიანობის პრინციპს და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

2010 წელს ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთ-ხოვნის საფუძველზე დაიწყო კონკურენციის პოლი-ტიკის ფორმალურად აღდგენის პროცესი, რომელსაც დროში აჭიანურებს. ანტიმონოპოლიური კანონმდებ-ლობის აღდგენა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის-მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპა-რაკების პროცესში უმთავრესი თემაა.

2011-2012 წლებში ხელისუფლებამ შეიმუშავა და დაამტკიცა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენ-ციის“ შესახებ ახალი კანონი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. რეალურად ხე-ლისუფლება კვლავ არ აპირებს კონკურენციის შემ-ზღუდავი მოქმედებების გამოვლენას, სათანადოდ რეაგირებასა და აღმოფხვრას.

განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა:

y შეიქმნება რეალურად დამოუკიდებელი კონკუ-რენციის სააგენტო (დღეს ეს სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 9 ადამიანით არის წარმოდგენილი და მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად მცირდება);

y სააგენტოს კანონით განესაზღვრება სათანადო ფუნქციები (დღეს სააგენტოს მიერ განსახორ-ციელებელ მოქმედებებს არა კანონი, არამედ მთავრობა განსაზღვრავს და საბოლოო გადა-წყვეტილების მიღება სააგენტოს დამოუკიდებლად არ შეუძლია);

y სააგენტოს მიენიჭება ბაზრის მონიტორინგის ფუნ-ქცია, რაც შესაბამისი კვლევების განხორციელებას გულისხმობს (დღეს მოქმედი კანონით სააგენტო მხოლოდ საჩივრებსა და განცხადებებზე უნდა რე-აგირებდეს და ისიც მხოლოდ იმ სფეროებში, რომ-ლებიც მთავრობამ განუსაზღვრა);

y მნიშვნელოვნად გაიზრდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური გარიგებების კონტროლის არეალი (დღეს მოქმედი კანონით მსგავსი გარი-გებების დიდი ნაწილი რეგულირების სფეროში არ ხვდება, რაც ევროკავშირის მოდელს არ შე-ესაბამება);

y აღდგება სახელმწიფოს მიერ კონკურენციის შემზ-ღუდავი მოქმედებების კონტროლი (დღეს მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების მართვის დროს არ ხდება სახელმწიფო

Page 45: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

44

შესყიდვების და კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინება);

y გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო პრაქ-ტიკაში არსებული საუკეთესო გამოცდილება, რის შედეგადაც საქართველოში მომხმარებლების უფ-ლებების დაცვა საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე იქნება გარანტირებული;

y საქართველოს ეროვნული ბანკი დააწესებს მკაცრ კონტროლს, რათა არ იქნეს დაშვებული კომერცი-ული ბანკების არაკონკურენტულ გარემოში ჩაყე-ნება და ინტერესთა კონფლიქტი.

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქარ-თული ოცნების“ პოლიტიკის განხორციელების შედე-გად:

y მოხდება საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მიიღწევა და რასაც მოსახ-ლეობა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ იგრძნობს;

y მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცემათ დღეს მათთვის ხელოვნურად დახურულ სფეროებში ოპერირების შესაძლებლობა, რაც და-დებითად აისახება როგორც ბიზნესაქტიურობაზე, ისე მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებელზე;

y გამჭვირვალე გახდება ბიზნესსექტორსა და სახელ-მწიფოს შორის ურთიერთობა, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებზე;

y საკვები პროდუქტებისა და მომსახურების შეძენა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში არ იქნება;

y მნიშვნელოვნად შემცირდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები.

საგადასახადო პოლიტიკა

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებუ-ლი ხშირი ცვლილებები ცხადყოფს, რომ ხელისუფ-ლებამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ვერ მოახერხა გააზრებული საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება.

ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და არამდგ-რადი საგადასახადო სისტემა ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

ახალმიღებულ საგადასახადო კოდექსში, მისი ამოქმედებიდან დღემდე, რამდენიმე ათეული კანო-ნით იქნა ცვლილებები შეტანილი, რომელიც შეეხო კოდექსის 800-ზე მეტ პუნქტს. ამ მხრივ წინა წლებ-თან შედარებით მდგომარეობა გაუარესდა.

მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ახერხებს ხშირი საკანონმდებლო ცვლილებების მყისიერად გააზ-რებას, ვინაიდან არა აქვს მაღალანაზღაურებადი კადრების დაქირავებისა და ცვლილებების ოპერა-ტიულად გაცნობის საშუალება; შესაბამისად, ძალიან დაბალია საგადასახადო რეგულაციებთან დაკავში-რებით მეწარმეთა ინფორმირების დონე; ხშირი სა-კანონმდებლო ცვლილებები მეწარმეთა ინფორმი-რებულობის დეფიციტს და მათ დაჯარიმებას იწვევს, რაც მეწარმეობის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

გადასახადების ადმინისტრირების რთული სისტე-მა მნიშვნელოვნად აფერხებს ბიზნესის განვითარე-ბას და მშვიდ გარემოში საქმიანობას უშლის ხელს:

გამოქვითვის ბუნდოვანი სისტემა, ზოგიერთ ნა-წილში მაღალი და გაუმართლებელი ჯარიმები, საგა-დასახადო სუბიექტივიზმი და სხვა ფაქტორები იწვევს მეწარმეთა უსამართლო დაჯარიმებასა და დასჯას;

საგადასახადო კოდექსის მიხედვით მტკიცების ტვირთი მეწარმეს აქვს დაკისრებული, რაც იმას ნიშ-ნავს, რომ შემოწმებისა და დამატებითი გადასახადის დაკისრების შემდეგ მეწარმეს უწევს ამტკიცოს თა-ვისი უდანაშაულობა. ამასთან, მან მაინც უნდა გადა-იხადოს უკანონოდ დარიცხული გადასახადები და იმ შემთხვევაში, თუ თავი გაიმართლა, უნდა იზრუნოს მათ მომდევნო გადასახდელებში ჩათვლაზე;

საგადასახადო ორგანოებს სურვილისამებრ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნო-ბით, შეუძლიათ დააყადაღონ გადამხდელის საბანკო ანგარიშები და ქონება, რითაც ახდენენ მათი საქმი-ანობის პარალიზებას;

საგადასახადო დავების გადაწყვეტის რთული სის-ტემა და სახელმწიფოს დომინანტური როლი ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების შემაფერხებელი მნიშვნელო-ვანი ფაქტორებია;

საგადასახადო დავები არც ფინანსთა სამინისტ-როს სისტემაში და არც სასამართლოში, როგორც წესი, გადასახადის გადამხდელთა სასარგებლოდ არ წყდება;

Page 46: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

45

მოსამართლეთა დაბალი კვალიფიკაცია ხელს უშ-ლის ეკონომიკური (მათ შორის, საგადასახადო) და-ვების განხილვის დროს სამართლიან გადაწყვეტას;

სასამართლო ბაჟის ოდენობა (სამივე ინსტანციაში ჯამურად სადავო თანხის 12%) საკმაოდ მძიმე ტვირ-თია გადასახადის გადამხდელისათვის და სასამართ-ლოს ხელმისაწვდომობის პრობლემას წარმოშობს.

ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელო-ვანი წინაპირობა, დაბალ საგადასახადო განაკვეთებ-თან ერთად, არის სწორედ საგადასახადო პოლიტი-კის სტაბილურობა, რაც პოტენციურ ინვესტორებს გრძელვადიანი დაგეგმვისა და რისკების გათვლის საშუალებას აძლევს. მთავრობის ჩამოუყალიბებელი საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო კოდექს-ში განხორციელებული ხშირი ცვლილებები ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან შემაფერხე-ბელ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ.

საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განა-ხორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

y უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპზე და-ფუძნებული დაბეგვრის მექანიზმებს;

� ყოველწლიურად დაადგენს საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავ მინიმუმს, რომელიც არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ასე-ვე, შემოიღებს ფიზიკური პირებისათვის გამო-ქვითვის გონივრულ სისტემას (ჯანდაცვასთან, დაზღვევასა და პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები); � მოაწესრიგებს მოგების გადასახადში გამო-ქვითვების სისტემას; � გადახედავს აქციზური საქონლის ნომენკლა-ტურას და დაბეგრავს ძირითადად ფუფუნების საგნებს; � გააუქმებს ქონების გადასახადში აფასების სის-ტემას და შეინაჩუნებს რეალურ 1%-იან განაკ-ვეთს;

y შექმნის დაბეგვრის სტაბილურობის გარანტიებს (შექმნის სტაბილურ საგადასახადო გარემოს და არ დაუშვებს საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირ ცვლილებებს);

y კანონით არ დაუშვებს ახალმიღებული ცვლილებე-ბის მყისიერად ამოქმედებას და დააწესებს გონივ-რულ ვადას მათი მიღებიდან ამოქმედებამდე;

y მოაწესრიგებს საგადასახადო კანონმდებლობაში ბუნდოვან და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებ-ლობის მომცემ დებულებებს, გაამარტივებს საგა-დასახადო ნორმებს და მეწარმის სასარგებლოდ გადაწყვეტს სადავო ნორმებს;

y შეამცირებს საგადასახადო დავების განხილვაში სახელმწიფოს დომინანტურ როლს და დანიშნავს ადმინისტრაციულ პალატაში სპეციალიზებულ მო-სამართლეებს;

y შექმნის მცირე ბიზნესის დაბეგვრის ოპტიმალურ მოდელს მარტივი აღრიცხვა-ანგარიშგების წესე-ბით და დაბეგვრის ალტერნატიულ მექანიზმებს;

y მოახდენს საგადასახადო სისტემაში ცალკეული დარღვევების დეკრიმინალიზაციას;

y შეამცირებს და გონივრულ ფარგლებში მოაქცევს საგადასახადო და ადმინისტრირების სფეროში ჯა-რიმებსა და საურავებს;

y სანქციების დაწესების შემთხვევაში, არ განხორ-ციელდება კომპანიის მარაგების დალუქვა და არ შეიზღუდება მისი ბიზნესაქტივობა;

y შეამცირებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურების საფასურსა და ბაჟს;

y დაარეგულირებს კანონქვემდებარე აქტებით (ბრძანებები, ინსტრუქციები) საგადასახადო ადმი-ნისტრირებასთან დაკავშირებულ მხოლოდ ტექნი-კურ საკითხებს.

3.6. მაკროეკონომიკური პოლიტიკა

უცხოური ინვესტიციები და საგადამხდელო ბალანსი

უკანასკნელ წლებში უცხოური ინვესტიციების მოცუ-ლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, ინვეს-ტიციების შემოსვლამ ვერ განაპირობა ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ვერ უზრუნველყო შრომის ბაზრის გაფართოება და სამუშაო ადგილების გაზრ-და. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არ მოჰყოლია ტექნოლოგიების შემოტანა და, შესაბამისად, შრომის მწარმოებლურობის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადამხდე-ლო ბალანსის მიმდინარე ანგარიში მკვეთრად დეფი-ციტურია. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვ-

Page 47: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

46

ნული წარმოების კონკურენტუნარიანობა დაბალია. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს თითქმის ყველა ძირითად პარტნიორთან. იმპორტი თითქმის 4-ჯერ აღემატება ექსპორტს. ის ძირითადი პროდუქცია კი, რომელიც საზღვარგარეთ გადის, არ არის საქართველოში წარმოებული. ექსპორტის თით-ქმის ერთი მეოთხედი მოდის უცხოეთში წარმოებული იმპორტირებული პროდუქციის - ავტომობილების ექ-სპორტზე. საქართველო არ არის არც რკინის მომპო-ვებელი ქვეყანა, მაგრამ შავი ლითონის ჯართის ექ-სპორტს საექსპორტო პროდუქციაში ბოლო წლებში სტაბილურად ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საექსპორტო სასაქონ-ლო პოზიციებში ნაკლებია საბოლოო პროდუქტი, ანუ ძირითადად ხორციელდება დაუმუშავებელი ნედლე-ულის ექსპორტი, რაც, საბოლოოდ, ქვეყანას ძვირი და, ხშირ შემთხვევაში, დაბალხარისხიანი იმპორტუ-ლი პროდუქციის სახით უბრუნდება უკან.

საქართველოს წლების განმავლობაში უარყოფი-თი სავაჭრო ბალანსი აქვს, თუმცა საგარეო ვაჭრობის დეფიციტის პრობლემა ბოლო წლებში განსაკუთრე-ბით გაღრმავდა და, შედეგად, საქართველო იმპორ-ტზე ორიენტირებულ ქვეყნად იქცა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტა-ბილურობას. მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ზეგავლენის მოხდენის მაღალი რისკის შემცველია საგარეო ფაქტორები. მსოფლიოში არსებული სისტე-მური ფინანსური კრიზისის ფონზე დიდია იმის შესაძ-ლებლობა, რომ საქართველოს რომელიმე მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გაღრმავდეს ფინან-სური კრიზისი, რასაც მოჰყვება იმპორტის გაიაფება და საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვის მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, რაც გამოიწვევს უცხოური ვალუტის მასშტაბურ გადინებას ქვეყნიდან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ცალკეული გაუაზრებელი პროგრამების მეშვეობით გაეზარდა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, წარუ-მატებელი აღმოჩნდა. ამის ნათელი დასტურია „ჰიბ-რიდული სიმინდის“ პროექტი, რომლის მიხედვითაც 2011 წელს იგეგმებოდა სიმინდის მოსავლის ისეთი რაოდენობის მიღება, რომელიც საშუალებას მისცემ-და ქვეყანას საექსპორტოდ გაეტანა ეს პროდუქტი. შედეგი მივიღეთ სრულიად საპირისპირო - სიმინდის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 2,7-ჯერ შემცირდა.

რაც შეეხება ავტომობილების ექსპორტს (უფრო ზუსტად, რეექსპორტს), აღნიშნულ სეგმენტში, სომ-

ხეთისა და აზერბაიჯანის გარდა, მაღალი აქტიურო-ბით ცენტრალური აზიის ქვეყნები გამოირჩეოდნენ (კერძოდ, ყაზახეთი). 2011 წლის შემოდგომაზე ყა-ზახეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ავტო-მობილების იმპორტზე დაბეგვრის ახალი გაზრდილი განაკვეთის შემოღების შესახებ, რაც იმის მანიშნე-ბელია, რომ 2012 წელს საქართველოდან ყაზახეთში ავტომანქანების ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნე-ლოვნად შემცირდება. უკვე შეიმჩნევა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სწრაფი ფულადი გზავნილების მკვეთრი შემცირება და სამომავლოდ ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

ხელისუფლების მხრიდან ხშირად გვესმის, რომ ექსპორტის მოცულობა წინა წლებთან შედარებით იზრდება, თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, რომ იმ-პორტის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტის ზრდის ტემპს.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს უთანას-წორო სავაჭრო ურთიერთობები: პარტნიორი ქვეყ-ნები მიმართავენ პროტექციონისტულ პოლიტიკას და ახდენენ საექსპორტო პროდუქციის სუბსიდირებას (მაგალითად, თურქეთი უზრუნველყოფს სუბსიდი-ებით ადგილობრივი მარცვლეულის წარმოებას), რის შედეგადაც მნიშვნელოვნად მცირდება საქართვე-ლოს მეწარმეების კონკურენტუნარიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაიწყო სავაჭ-რო ბარიერების გაუქმება და დაიდო რეგიონალური და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები, ბოლო პერიოდში ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი უცვლე-ლია, ხოლო იმპორტი და საშუალო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბალანსის დე-ფიციტის ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა. 2006-2010 წლებში სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა 1,4-ჯერ, მიმ-დინარე ანგარიშის დეფიციტი კი - 3,5-ჯერ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უცხოეთ-ში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმო-რიცხული თანხები (რომლებიც წლიდან წლამდე იზრდება და 2011 წელს 1,26 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა) არასაკმარისია იმისათვის, რომ უარ-ყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს კომპენსირება უზრუნველყოს. ხელისუფლება იღებს ვალს, რომ-ლის მოცულობაც უკანასკნელ წლებში დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. მთლიანად საგარეო ვალის მიმდი-ნარე მოცულობა 11,5 მლრდ აშშ დოლარია და აქედან ერთ მესამედზე მეტი სახელმწიფოს ვალია.

საქართველო კვლავ რჩება მაღალი რისკის მქონე

Page 48: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

47

ქვეყნად, სადაც საკუთრების უფლების დარღვევები, პოლიტიკური ხელისუფლების გაუთვალისწინებელი მოქმედებები და გამწვავებული გეოპოლიტიკური ურთიერთობები აიძულებს ინვესტორებს, თავი შე-იკავონ კაპიტალის დაბანდებისაგან ან გაყინონ და-ბანდებული კაპიტალი და ხელსაყრელ დროს დაელო-დონ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ბოლო წლებში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის, ინვესტიციების მოზიდვისა და საგადამხ-დელო ბალანსის მდგომარეობის გამოსწორების მიზ-ნით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“:

y შეუქმნის ინვესტორებს სტაბილურ სამართლებრივ გარემოს;

y ინვესტორებს გაათავისუფლებს ხელისუფლების ზეგავლენისაგან და შეუქმნის მათ საკუთრების დაცვის მყარ გარანტიებს;

y გაათავისუფლებს მეწარმეებს „ვალდებულებისა-გან“, დააფინანსონ ხელისუფლების ღონისძიებები და გაწიონ ხელისუფლების მიერ იძულებით თავს მოხვეული „ქველმოქმედება“;

y გაააქტიურებს მუშაობას ევროკავშირსა და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად. ამ მიზნით, საერთაშორისო მოთხოვ-ნების შესაბამისად, განახორციელებს ცვლილე-ბებს შრომის კოდექსში, შემოიღებს კონკურენციის შესახებ რეალურ კანონმდებლობას და რეგული-რების მექანიზმებს, უზრუნველყოფს სტანდარ-ტიზაციისა და სერტიფიცირების მექანიზმების დანერგვას და სურსათის უსაფრთხოებას, რაც ამ შეთანხმებების დადების აუცილებელი წინაპირო-ბებია;

y სტიმულს მისცემს დივერსიფიცირებულ ექსპორტ-ზე ორიენტირებული ეკონომიკის ზრდას, ასეთი საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და გააუმჯობესებს საგარეო სავაჭრო ბალანსის სტრუქტურას;

y უხარისხო საქონლისა და დემპინგური ფასებისა-გან დაიცავს ადგილობრივ ბაზარს, მსოფლიოს სა-ვაჭრო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა (ეკონომიკის სამინისტრო) განახორციელებს იმპორ-

ტისა და შიდა სავალუტო ბაზრის სისტემურ ანალიზს.

გაცვლითი კურსი და ინფლაცია

საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა ცალკეულ შემთხვევებში მაღალ დიაპაზონში ფიქსირდებოდა და იგი არ იყო დაკავშირებული ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხანგრძლივ სტრატეგიულ მიზნებთან. ეს ძირითადად გამოიხატებოდა იმით, რომ უცხო-ური კაპიტალის შემოდინებისა და მისი „შიმშილის“ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკი ცალმ-ხრივი ან ორმხრივი ინტერვენციებით ცდილობდა ეროვნული ვალუტის მკვეთრი რყევების შემცირებას. საქართველოს მოსახლეობამ და მეწარმე სუბიექტებ-მა არა ერთხელ განიცადეს ფულადი დანაკარგები ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფართო-მასშტაბიანი ორმხრივი სავალუტო ინტერვენციების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა სა-ქართველოში დამკვიდრდა როგორც ძირითადი სა-გადამხდელო საშუალება, მან სრულფასოვნად მაინც ვერ შეიძინა დაგროვების ფუნქცია, რასაც თავისი მი-ზეზები აქვს. კერძოდ ის, რომ წლების განმავლობაში ფასები პერმანენტულად იზრდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ლარის გაცვლითი კურ-სის მკვეთრი ვარდნა უცხოური ვალუტის მიმართ (ე.წ. „მინიშოკები”), მუდმივად იწვევს ლარის, როგორც დაგროვების საშუალების, მიმართ მოსახლეობის უნდობლობას. ეროვნული ვალუტისადმი ნდობის და-ბალ ხარისხს მიგვანიშნებს ისიც, რომ კომერციული ბანკების მიერ ვადიან დეპოზიტებზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარით 17-18%-ს შეადგენს, იმ დროს, როდესაც უცხოური ვალუტით ანალოგიური ვადიანობის დეპოზიტებზე განაკვეთის ოდენობა 8-9%-ს არ აღემატება და ისიც წლიდან წლამდე მცირდება.

მონეტარულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის ინფლაცია, რომელიც მაღალი რყევებით გამოირჩევა და პერიოდულად ორნიშნა ციფრს აღწევს. ეს კი მო-სახლეობას სერიოზულ ტვირთად აწევს. ხელისუფ-ლებამ შეცვალა ინფლაციის გამოსათვლელი ფორ-მულა და 2012 წლიდან სამომხმარებლო კალათში სასურსათო პროდუქციის წილი (რომლის ფასები მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა) 40%-დან 30%-მდე შეამცირა (მოსახლეობის მოხმარების სტრუქტუ-რაში სურსათის წილი თითქმის ორი მესამედია). ამ გზით ხელისუფლება ცდილობს შეარბილოს ფასების მკვეთრი ზრდის გამომხატველი მაჩვენებელი და ხე-

Page 49: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

48

ლოვნურად შექმნას ინფლაციის შემცირების ტენდენ-ცია.

ქვეყანაში ვერ ხერხდება ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რაც მონეტარული პოლიტიკის მარეგუ-ლირებელი სტრუქტურის უმთავრესი ფუნქციაა.

მონეტარული სისტემისა და პოლიტიკის სტაბილუ-რობისათვის, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემ-დეგ“:

y ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას მიმართავს გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირების შემო-ღებისაკენ;

y ამ მიზანს დაუქვემდებარებს სახელმწიფო ბიუჯე-ტის ხარჯვას;

y განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს. ფულის მასა იქნება ეროვნული შემოსავლის ზრდის შესაბამისი;

y მონეტარული პოლიტიკის ძირითად ორიენტი-რად გაიხდის საბანკო სისტემის სტაბილურობას და ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას;

y გრძელვადიან ორიენტირად გაიხდის თარგეთირე-ბული ინფლაციის მართვას;

y ეროვნულ ბანკს მისცემს რეკომენდაციას, რომ აქ-ტიურად გამოიყენოს მონეტარული რეგულირების ინსტრუმენტები როგორც ფულის მიწოდების, ისე მისი სტერილიზაციის მიმართულებით;

y ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდო-ბის გაზრდას და უზრუნველყოფს დოლარიზაციის მასშტაბების შემცირებას;

y ეროვნულ ბანკს გაათავისუფლებს პოლიტიკური წნეხისა და იმ ფუნქციებისაგან, რომლებიც ეწი-ნააღმდეგება მონეტარული პოლიტიკის მიზნებსა და ინსტრუმენტებს (მაგალითად, სადაზღვევო საქ-მიანობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგუ-ლირება);

y ხელს შეუწყობს კომერციულ ბანკებს შორის ჯანსა-ღი კონკურენციის არსებობას;

y დანერგავს დეპოზიტების დაზღვევის სისტემას,

რომელიც დანაზოგების ზრდისა და დაბანდების სტიმულირების საიმედო მექანიზმი გახდება.

ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების უმთავრესი შედეგი, საბანკო და სა-ფინანსო სისტემის მდგრადობასთან ერთად, გახდება ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.

კრედიტების ხელმისაწვდომობა

საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებშიც საბანკო კრედიტები ძალიან ძვირია და ეკონომიკის დაფინანსება კრედიტების ხარჯზე და-ბალია. თუ 2003 წლის დეკემბერში ეროვნული ვა-ლუტით სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 25%-ს, 2011 წლის დეკემბერში იგი შემ-ცირდა მხოლოდ ორი პროცენტული პუნქტით (საცა-ლო დაკრედიტებაში), ხოლო 2011 წელს საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2005 წლის დო-ნეზე დარჩა. სესხებით ხდება ეროვნული ეკონომიკის მხოლოდ მესამედის დაფინანსება.

საბანკო სესხის აღებასთან დაკავშირებული სირთულეები, საბანკო სექტორის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიუხედავად, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბარიერია ბიზნესის განვითარებისათვის. მაღალი საპროცენტო განაკვე-თები ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის პო-ტენციური შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. მცირე მეწარმეების უმრავლესობას და მსხვილი კომ-პანიების ნახევარზე მეტს არ მიუწვდებათ ხელი და არასდროს არ მიუღიათ ბანკიდან კრედიტი.

სესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთების არ-სებობა ასევე განპირობებულია ზოგადად ბიზნესს-ფეროში არსებული მაღალი რისკებით, რომელთა შემცირებისათვის სახელმწიფოს ქმედითი ღონისძი-ებები წლების განმავლობაში არ განუხორციელებია. უძრავი ქონების ორგანიზებული ბაზრის (ბირჟის) არარსებობის გამო, ძალიან აქტუალურია სესხის უზ-რუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი უძრავი ქონე-ბის შეფასებისა და, აგრეთვე, სესხის არდაბრუნების შემთხვევაში, მისი რეალიზაციის საკითხი. სახელმწი-ფოს მიერ ამა თუ იმ ბიზნესსფეროში რეგულაციების მუდმივი და გაუაზრებელი ცვლილებების განხორ-ციელება, პოლიტიკური და სხვა სახეობის რისკები, ერთობლივად, საკმაოდ პესიმისტურ პერსპექტივას გვისახავს მოკლევადიან პერიოდში სესხების საპრო-ცენტო განაკვეთების შემცირების კუთხით.

ამასთან ერთად, უმუშევრობის ზრდა და მოსახ-

Page 50: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

49

ლეობის რეალური შემოსავლების კლება საბანკო სესხების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ამცირებს, რაც მოსახლეობას აიძულებს სესხი აიღონ კერძო იპოთეკარებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცი-ებიდან, სადაც საპროცენტო განაკვეთები წლიური 36%-დან 42%-მდე მერყეობს.

მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა და მკაცრმა საკრედიტო პირობებმა გააუარესა სოციალური გა-რემო და მრავალი ადამიანი იძულებული გახადა სეს-ხის დასაფარავად საკუთარი უძრავი ქონება გაეყიდა.

ხელისუფლება არ ზრუნავს მსესხებლის უფლე-ბების დაცვისათვის. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში მაქსიმალურად გამარ-ტივებული და დაცულია მხოლოდ გამსესხებლის უფ-ლებები. ამასთან, სესხის დაუბრუნებლობის შემთხ-ვევაში, მსესხებელს მარტივად უყიდიან იპოთეკით დატვირთულ ქონებას. იმ შემთხვევაში, თუ სესხის უზრუნველყოფის რეალიზაციის შედეგად ვერ მოხ-და სესხის სრულად დაფარვა, გამსესხებელს უფლე-ბა აქვს განუსაზღვრელი ვადით ჰქონდეს მოთხოვნა დაუფარავ ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში მსესხებელი მუდმივად რჩება მოვალე-თა რეესტრში, „კრედიტინფოს“ ბაზაში და უწესდება სხვადასხვა სახეობის შეზღუდვები.

კრედიტების ხელმისაწვდომობის საკითხი გან-საკუთრებით საგანგაშოა შინამეურნეობებისთვის. სოფლის მეურნეობის წილი საბანკო სესხებში მინი-მალურია და იგი დაახლოებით ერთ პროცენტს შეად-გენს. რეალურ სექტორში ბანკების მხრიდან დაბალი აქტიურობა განპირობებულია მაღალი რისკფაქტო-რებითა და ამ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობით. კომერციული ბანკების მხრიდან ხორ-ციელდება ძირითადად მოკლე- და საშუალოვადიანი ბიზნესპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია ძირითადად იმპორტის ოპერაციების დაკრედიტება, რაც მათ რისკებს უმცირებს და საშუალებას აძლევს მოკლე დროში მიიღონ დიდი მოგება.

კომერციული ბანკები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა დამო-კიდებულია არა მარტო საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაზე, არამედ ხელისუფლების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არ არის საჯარო და გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ, სესხების დიდი ნაწილი უცხოური ვალუტით გაიცემა, ხოლო ლარით გაცემული სესხები ე.წ. „ჰეჯირების მეთოდით“ მიბმულია უცხოური ვალუტის კურსთან (ეროვნული ვალუტით სესხების გაცემა ხდება ორ

წლამდე ვადით ან მაღალი საპროცენტო განაკვე-თით). ასეთი ვითარება ბანკებს უბიძგებს დაიზღვიონ თავი და მკაცრად შეაფასონ პოტენციური რისკები.

საქართველოში, მაღალ ინფლაციასთან ერთად, მაღალი საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად ზღუდავს ეკონომიკის დაკრედიტებას და სამეწარმეო საქმიანობა საკმაოდ მაღალი რისკის პირობებში მიმ-დინარეობს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ საქართველოში ბიზნე-სისათვის საუკეთესო საინვესტიციო გარემოა შექმნი-ლი, არარეალურია.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში საბან-კო სესხებზე მაღალია საპროცენტო განაკვეთები, სწორედ ისაა, რომ საქართველოში არ არის გან-ვითარებული კაპიტალის ბაზარი, რომელიც თანა-მედროვე მსოფლიოში ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით კაპიტალის მიმწოდებელსა და მომხმა-რებელს შორის დამაკავშირებელი სეგმენტია.

1999 წელს საქართველოში ფასიანი ქაღალდე-ბის ორგანიზებული ბაზრის შექმნის მიზნით დაარსდა საქართველოს საფონდო ბირჟა, რომელიც დღემდე ჩანასახის სტადიაშია. საფონდო ბირჟა ვერ გადაიქცა ქმედით ინსტიტუტად კაპიტალის ბაზარზე.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე განხორცი-ელებული გარიგებების მოცულობა წლების განმავ-ლობაში სტაბილურად დაბალია, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია სააქციო საზოგადოებების არა-დამაკმაყოფილებელი ფინანსური მაჩვენებლებით და მათი დაბალი რეიტინგით, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ამ სფეროში პოლიტიკის არქონით.

კრედიტების ხელმისაწვდომობისათვის საარჩევ-ნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება“:

y უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება მეტწილად დაფუძნებული იყოს ად-გილობრივი წარმოების განვითარებასა და დანა-ზოგების სტიმულირებაზე;

y სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტი-კა ხელს შეუწყობს საბანკო სექტორსა და ბიზნეს-სტრუქტურებს შორის პარტნიორულ თანამშრომ-ლობას;

y პრიორიტეტულს გახდის სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური აგრარული ფონდის შექმნას, რომე-

Page 51: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

50

ლიც მოემსახურება სასოფლო-სამეურნეო სექ-ტორს და განახორციელებს მის მხარდაჭერას;

y უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან სპეცი-ალური ფონდის შექმნას, რომელიც მხარს და-უჭერს საოჯახო, მცირე და საშუალო ბიზნესს;

y განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ბიზნესის დაწყებასა და იმ ახალგაზრდებისათვის კრედიტე-ბის ხელმისაწვდომობას, რომლებსაც სურთ წამო-იწყონ ბიზნესი;

y მოამზადებს საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებებს, რომელთა მიხედვით განსაკუთრებული ყურად-ღება მიექცევა მსესხებლის უფლებების დაცვას, ხოლო მათ მიმართ გამსესხებლის მიერ განხორ-ციელებული სანქციები და შეზღუდვები საერთა-შორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმების შესაბამისი გახდება;

y კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების გან-ხორციელებით გაზრდის სააქციო საზოგადოებების შემოსავლებს და მათი აქციები ინვესტორთა მხრი-დან რეალურად მოთხოვნადი გახდება;

y მაღალლიკვიდური და ინვესტორებისათვის მიმ-ზიდველი აქციების საფონდო ბირჟაზე გამოტანით უზრუნველყოფს მოთხოვნისა და გარიგებათა რა-ოდენობის გაზრდას.

საბიუჯეტო პოლიტიკა და პრიორიტეტები

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა, თუმცა შემოსავლების ზრდამ სოციალური მაჩვენებლების საგრძნობი გაუმჯობე-სება არ გამოიწვია. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ მკვეთრად გაზარდა ბიუროკრატიის ხარჯები.

დღეისათვის ქვეყანაში გატარებული საბიუჯეტო პოლიტიკა უამრავ ნაკლოვანებას შეიცავს. ხარჯები, რომელთა დაკანონებაც ბიუჯეტით ხორციელდება, დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალეა. სრულფასოვა-ნი საბიუჯეტო პროგრამების არარსებობა მთავრობას საშუალებას აძლევს დიდი ოდენობით დაუსაბუთებე-ლი და მოსახლეობისათვის მიუღებელი, არაპრიორი-ტეტული ხარჯები გაწიოს.

ვინაიდან ქვეყანაში არსებული ბიუჯეტების ფორ-მატი მოსახლეობისათვის გაუგებარია, ხოლო მთავ-რობის მხრიდან მათი განსაჯაროებისათვის თითქმის არაფერი კეთდება, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი

ნაწილი მოწყვეტილია საბიუჯეტო პროცესებს და იძუ-ლებულია ბრმად ენდოს და დაეთანხმოს ხელისუფ-ლების მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ ბიუჯეტს, ვინა-იდან მისი რეალური შინაარსი მისთვის დაფარული და ბუნდოვანია.

ჩვეულ პრაქტიკად იქცა საბიუჯეტო წლის გან-მავლობაში ბიუჯეტში ხშირი ცვლილებების შეტანა. მაგალითად, 2011 წელს საქართველოს საბიუჯეტო სისტემაში შემავალ ადგილობრივ ბიუჯეტებში გან-ხორციელდა 500-მდე ცვლილება. ამ რაოდენობით ცვლილებების შეტანის პირობებში მთავრობა ად-ვილად ახორციელებს ნებისმიერ სასურველ ხარჯს, იმის შეუფასებლად, თუ რა გავლენას ახდენს ყოვე-ლივე ეს მთლიანად ბიუჯეტზე.

ბიუჯეტი არის მთავრობის ფინანსური გეგმა და მასში უამრავი ცვლილების განხორციელება წლის განმავლობაში დაგეგმვის უუნარობას მიუთითებს. ტრადიციად იქცა წლის ბოლოს ბიუჯეტში მასშტაბური ცვლილებების შეტანა, როდესაც პრაქტიკულად წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა არამიზ-ნობრივი და გაუთვალისწინებელი ხარჯი კანონიერ სახეს იღებს.

სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით გან-ხორციელებული რეფორმა არასრულყოფილია. შემსყიდველი სუბიექტები არ ასაბუთებენ საქონ-ლის/მომსახურების შესყიდვის აუცილებლობას, რაც იწვევს საჯარო ფინანსების ხარჯვის არაეფექ-ტიანობას. ასევე, პრობლემატურია შესაძენი სა-ქონლის მომსახურების (ექსპლუატაციის) ხარჯების გაუთვალისწინებლობა. აღსანიშნავია, რომ ელიტა-რული კორუფცია განსაკუთრებით სწორედ სახელ-მწიფო შესყიდვების დროს იჩენს თავს, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი და იგივე კომპანიები მუდმივად „იგებენ“ მრავალმილიონიან კონტრაქტებს.

ზოგადად, დიდი როლი შეიძლება ითამაშოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექ-ტიანობის ამაღლებასა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივად გამოყენების საქმეში კონტროლის პალატამ (სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა), რომლის უშუალო ფუნქციაა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მუდმივი მონიტორინგის განხორციელება. კონტროლის პალატა (სახელმწიფო აუდიტის სამსა-ხური) არ უნდა ახდენდეს მხოლოდ დარღვევებისა და ფაქტების კონსტატაციას, არამედ აქცენტს უნდა აკეთებდეს პრევენციული ღონისძიებების გატარე-ბაზე, რათა ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღმოჩენილი

Page 52: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

51

და შესწორებული იყოს ის შესაძლო ხარვეზები, რომლებიც შემდგომში გაუთავებელ ცვლილებებ-სა და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას გამოიწვევს. ასევე, კონტროლის პალატა (სახელმ-წიფო აუდიტის სამსახური) უნდა გახდეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის შემფასებელი და არა მხოლოდ საბუღალტრო დოკუმენტაციის მაკონ-ტროლებელი ორგანო.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობის ზრდით, არამიზნობრივი ხარჯების გაუქმებით, ადმი-ნისტრაციული ხარჯებისა და ჩრდილოვანი ეკონომი-კის მასშტაბების შემცირებით შესაძლებელია ბიუჯეტ-ში მნიშვნელოვანი თანხების მოძიება, რომლითაც დაფინანსდება პრიორიტეტული მიმართულებები - ეს არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გა-ნათლება და სოფლის მეურნეობა.

საბიუჯეტო რეფორმა წარიმართება შემდეგი მი-მართულებებით:

y შემუშავდება საბიუჯეტო პრიორიტეტების დადგე-ნის ქმედითი მექანიზმი, რომელიც საზოგადოების პრობლემების იდენტიფიცირებაზე იქნება ორიენ-ტირებული;

y ბიუჯეტი გამოქვეყნდება გამარტივებული ფორმა-ტით და მოხდება მისი საჯარო განხილვა;

y გაუშიფრავი ე.წ. „სხვა ხარჯების“ წილი ბიუჯეტში შემცირდება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამი-სად;

y საბიუჯეტო პოლიტიკისა და ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გახდება ურ-თიერთშესაბამისი;

y მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზება;

y შემუშავდება საჯარო მოხელეების დაცვის ქმედი-თი მექანიზმები;

y შემუშავდება საბიუჯეტო ფონდების ფორმირებისა და განკარგვის ქმედითი, ასევე გამჭვირვალე მექა-ნიზმები;

y მოხდება საბიუჯეტო შემოსავლების ბიუჯეტშორისი განაწილების სისტემის სრულყოფა და ფისკალური დეცენტრალიზება;

y საქართველოს კონტროლის პალატა (სახელმწიფო

აუდიტის სამსახური) რეალურად გახდება საბიუჯე-ტო პროცესის აქტიური მონაწილე. მისი ძირითადი საქმიანობა იქნება ფინანსური შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტი.

განხორციელებული რეფორმების შედეგად:

y ბიუჯეტის ოპტიმიზების საშუალებით გამოთავი-სუფლდება სოლიდური თანხები;

y ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებლის შემცირე-ბით გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი;

y შესაძლებელი გახდება მოსახლეობის კეთილდ-ღეობის ზრდაზე ორიენტირებული პროგრამების დაფინანსება;

y მოსახლეობის მონაწილეობით მოხდება საბიუჯე-ტო პრიორიტეტების დადგენა.

სახელმწიფო ვალის მართვა

სახელმწიფო ვალი, მისი სტრუქტურა, ხელისუფლე-ბის მიერ ამ კუთხით გატარებული პოლიტიკა მნიშვნე-ლოვანწილად განაპირობებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია პერიოდულად ამტკიცებს, რომ ქვეყნის საგა-რეო ვალი საკმაოდ მცირეა და ამ მხრივ საგანგაშო არაფერია, ვალის მართვის კუთხით განხორციელე-ბული პოლიტიკა სწორედ რომ საგანგაშოა.

ხელისუფლების განცხადებები, რომ ჩვენს ქვეყა-ნას ამ მხრივ პრობლემები არა აქვს, ემყარება ზო-გიერთ ცნობილ ინდიკატორს (მთლიანი შიდა პრო-დუქტის 60 პროცენტი და ექსპორტის 110 პროცენტი). მხოლოდ ის, რომ ყველა ინდიკატორს კრიტიკულ დონემდე არ მიუღწევია, არ იძლევა ვალის ზრდის ტემპის დადებითად შეფასების საფუძველს.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს საგა-რეო ვალი 11,5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, საიდანაც 4,5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი სახელ-მწიფო ვალია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელ-მწიფო საგარეო ვალი 2004-2006 წლებში ოდნავ შემცირდა, 2007 წლიდან იწყება მისი ყოველწლიური მკვეთრი ზრდა.

2008 წელს ევროობლიგაციების გამოშვება, რო-დესაც, როგორც ხელისუფლება ამბობს, თითქოსდა

Page 53: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

52

ბიუჯეტის პროფიციტი გვქონდა, ალოგიკური იყო. ამასთან, არ შესრულდა დაპირება და ქვეყანას ეს თანხები გაზსაცავის ან მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების მშენებლობისთვის რეალურად არ გამოუყენებია. აღნიშნული თანხის გადაფარვის მიზნით, მთავრობამ 2011 წელს ახალი ევროობლიგა-ციები გამოუშვა, რომლებიც 2021 წელს უნდა დაფა-როს. ხელისუფლების ამ უგუნური პოლიტიკის გამო, 500 მლნ დოლარის სესხებისთვის მომავალ თაობას დამატებით ჯამში 435 მლნ დოლარამდე პროცენტის გადახდა მოუწევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მომავალი თაობებისათვის დიდი ოდე-ნობით ვალების დატოვების არსებულ პოლიტიკაზე უარის თქმა და კრედიტების მხოლოდ გონივრულად და, რაც მთავარია, გამჭვირვალედ, დასაბუთებული საინვესტიციო პროექტებისათვის გამოყენება. აქე-დან გამომდინარე:

y გატარდება ვალების მართვის ეფექტიანი პოლიტი-კა, რომელიც გაითვალისწინებს თაობათა შორის სამართლიანობას და უზრუნველყოფს მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობას;

y დაკანონდება ვალების მხოლოდ კაპიტალურ და ქვეყნის მოსახლეობისათვის მომგებიან პროექ-ტებში გამოყენება, რაც გამორიცხავს ვალების მიმდინარე, ხელოვნურად გაზრდილი ხარჯების არაეფექტიანად გამოყენებას;

y სწორი პოლიტიკის განხორციელებით უზრუნველ-ყოფილი იქნება ვალების ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება და მართვა, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ბოლო 20 წლის განმავლობაში არ არსებობდა სახელმწიფო პოლიტიკა საშინაო ვალების მიმარ-თულებით. სხვადასხვა პერიოდში საქართველოს სახელმწიფომ აღიარა ან არ აღიარა მოქალაქეთა მიმართ ცალკეული დავალიანებები როგორც შიდა ვალი. მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა ვერც პრი-ორიტეტების განსაზღვრა და ვერც საშინაო ვალის მომსახურების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება.

აქედან გამომდინარე, დავიწყებთ მუშაობას იმი-სათვის, რომ მოხდეს სახელმწიფო შიდა ვალის ინ-ვენტარიზაცია და დაფარვის რეალური მექანიზმის შექმნა.

Page 54: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

53

თავი 4. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონა-ლურად გამოყენება საქართველოს ბუნებრივი მემკ-ვიდრეობის, როგორც ეროვნული და გლობალური ფასეულობის შენარჩუნების, ადამიანთა ჯანმრთე-ლობისა და სიცოცხლის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკო-ნომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით არის განსაზღვრული, ხოლო ჯანმრ-თელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმ-წიფოს ვალდებულებაა.

საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ რე-ალურ პრიორიტეტად დაისახა არა ოფიციალურად დეკლარირებული მდგრადი ეკონომიკური გან-ვითარება, არამედ ერთჯერადი ფინანსური, მათ შორის, კორუფციული, რესურსების მობილიზე-ბა, კერძოდ, ბუნებრივი რესურსების მტაცებლუ-რი ექსპლუატაციისა და გარემოს განადგურების „დაკანონების” გზით. ამ მიზნის მიღწევისათვის განხორციელდა გაუაზრებელი და ხშირ შემთხვე-ვაში დანაშაულებრივი ხასიათის რადიკალური სა-კანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც ქვეყანაში მკვეთრად შესუსტდა გარემოს კომპონენტების (წყლის რესურსების, ატმოსფერული ჰაერის, მიწის რესურსების, ბიომ-რავალფეროვნების) დაცვისა და რაციონალურად გამოყენების მექანიზმები; თითქმის მთლიანად მოიშალა მონიტორინგის სისტემა, რის გამოც ვერ ხერხდება გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული მონაცემების შეგ-როვება, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე მოქალაქეთა სათანადო ინფორმი-რება; მოუწესრიგებელია იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებსაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა სჭირდება, ხოლო თავად გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა არაეფექტიანი და უსუსურია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართვე-ლოში გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საგანგა-შო ვითარება შეიქმნა, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის დაბალი ხარისხის საწვავისა და სურსათის მოხმარება; სამთომომპო-ვებელი, გადამმუშავებელი და სხვა საწარმოების მიერ გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარ-

ტების დაუცველობა, ნაგავსაყრელი პოლიგონების ზედამხედველობის არარსებობა და სხვ.

სავალალო მდგომარეობაშია სატყეო სექტორი. ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდ მასშტაბს მიაღ-წია ტყის მასივებისა და სხვა ეკოსისტემების, ასევე დასახლებული პუნქტების რეკრეაციული ზონების განადგურებამ. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დაცულ ტერიტორიებს, ფლორისა და ფაუნის მრავალი (მათ შორის - ენდემური) სახეობა კი გადაშენების პირამ-დეა მისული. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანა-ში მკვეთრად გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები, რომლის მიზეზი არა მხოლოდ გლობალური ცვლი-ლებები, არამედ ადამიანების მიერ ბუნებაში უხეში ჩარევა და ინფრასტრუქტურის დაუგეგმავი განვითა-რებაა.

დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა ეფუძნებო-დეს მდგრადი განვითარების პრინციპს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ისეთ განვითარებას, რომლის დროსაც დაბალანსებული იქნება გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური საკითხები.

საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქარ-თული ოცნება“ გარემოსდაცვით სფეროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აცხადებს და მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ ამ დარგისათვის გაღებული ფინანსური რესურსები არის არა დანახარჯი, არამედ ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართვე-ლოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, აგ-რეთვე სახელმწიფოს მდგრად ეკონომიკურ განვითა-რებას. აღნიშნული მიზნების მიღწევისათვის გარემოს დაცვის სფეროში, პირველ რიგში, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

y ევროგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისი გა-რემოსდაცვითი სტანდარტებისა და სამართლებ-რივ-ნორმატიული ბაზის შემუშავება;

y საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრი-ვი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება;

y გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებისა

Page 55: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

54

და შესაძლებლობების გაძლიერება; სამინისტრო-სათვის ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფერო-ში ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის, ასევე სივრცითი დაგეგმარების ფუნქციების გადაცემა;

y გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასე-ბის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისა და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის თანა-მედროვე პრინციპებზე აგებული სისტემის შექმნა; გარემოს დაბინძურების კონტროლის მექანიზ-მების ამოქმედება ისეთი საქმიანობის მოსაწეს-რიგებლად, რომელსაც ნებართვა არ სჭირდება; გარემოსდაცვითი ნორმებისა და ინდიკატორების ჰარმონიზება საერთაშორისო სტანდარტებთან, გარემოს მონიტორინგის თანამედროვე სტანდარ-ტების შესაბამისი სისტემის ორგანიზება, მონიტო-რინგის არსებული ქსელის გაფართოება და შესა-ბამისი მონაცემთა ბაზების შექმნა; საწარმოების მიერ თვითმონიტორინგის ხელშემწყობი მექანიზ-მების შემუშავება;

y ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკ-ვირვების ქსელის გაფართოება და მოდერნიზე-ბა (საქართველოს ქალაქებში არანაკლებ ერთი სადგურისა ასი ათას მოქალაქეზე), საწარმოების, საავადმყოფოებისა და შესაბამისი ტიპის ობიექტე-ბის ირგვლივ სანიტარიული ზონების შექმნა/აღდ-გენა, სახელმწიფო პროგრამების განხორციელება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საწვავის ხარისხისა და ავტოპარკის, ასევე საწარმოების საქმიანობის შესაბამისობა ადამიანისა და გარე-მოს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდატებთან;

y ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რაოდენობ-რივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუ-ნება/გაუმჯობესება, წყლის სააუზო მართვის პრინ-ციპების დანერგვისა და შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფის გზით; ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობების ეტაპობრივი რე-აბილიტაცია/მშენებლობა; შავი ზღვის დაბინძურე-ბისგან დაცვა;

y ნიადაგისა და მიწის რესურსების მდგრადი გამო-ყენების მექანიზმების შემუშავება ეროზიების შემ-ცირების, გაუდაბნოების თავიდან აცილებისა და ნაყოფიერი ფენის შენარჩუნების მიზნით;

y ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა კომ-პლექსის განხორციელება, ასევე რაციონალური ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, ფლორისა და

ფაუნის სახეობათა და პოპულაციათა რეალუ-რი მდგომარეობის დამდგენი სრულმასშტაბიანი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით;

y დაცული ტერიტორიების ფარგლებში ფლორისა და ფაუნის სახეობების შენარჩუნების, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე არსებული სხვადასხვა ობიექ-ტის დაცულობის უზრუნველყოფა, მათი ფართო-ბის მნიშვნელოვნად გაზრდა; ბუნების ძეგლებისა და სხვა დაცული ტერიტორიების ინვენტარიზაცია, პოპულარიზაცია და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

y ტყეების გარემოსდაცვითი და რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნების პრიორიტეტად აღიარე-ბა, მერქნული რესურსების მოპოვების შეზღუდვა, ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ტყის რესურსების სრული ინვენტარი-ზაცია და ტყეთმოწყობის სამუშაოების განხორცი-ელება, ხანძარსაწინააღმდეგო, პარაზიტებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის სრულმასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება, ტყითსარგებ-ლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელთა საქ-მიანობის შესწავლა, კანონმდებლობასა და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

y გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების (თესლეულისა და სანერგე მასალის) იმპორტისა და გამოყენების აკრძალვა (საქართველოს გენე-ტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გავრ-ცელებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება); გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალ-დებულო მარკირების სისტემის შემოღება, ასევე ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუ-ნება-გამოყენების ხელშეწყობა; ბიოლოგიური მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა;

y ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამო-ყენების საყოველთაოდ აღიარებული, თანამედრო-ვე პრინციპების დანერგვა, ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად;

y უახლესი და საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექ-ნოლოგიების, მათ შორის, ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა; სამ-თომომპოვებელ და გადამმუშავებელ, ასევე სხვა მსხვილ საწარმოებთან დროში გაწერილი შეთან-ხმების გაფორმება ნარჩენების უსაფრთხო გან-თავსებისა და ტექნოლოგიური გადაიარაღების შესახებ, მათთან გაფორმებული საპრივატიზაციო

Page 56: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

55

ხელშეკრულებების გადახედვა, ამ ხელშეკრულე-ბების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დად-გენის მიზნით;

y სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინე-ბით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგუ-რების მშენებლობის აკრძალვა; ენერგიის ალტერ-ნატიული და განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობა, მოსახლეობაში ამ სახის ინდივიდუ-ალური სისტემების გავრცელების მხარდაჭერა, ენერგოეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; ქვე-ყანაში ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდისა და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, მიკრო- და მცირე ჰესების მშე-ნებლობის, აგრეთვე არსებული ჰიდროელექტრო-სადგურების რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

y საქართველოს ყველა რეგიონში მყარი მუნიცი-პალური ნარჩენების თანამედროვე სტანდარტე-ბის შესაბამისი ე.წ. „სანიტარიული პოლიგონის“ მოწყობა, ასევე სხვადასხვა სახის სახიფათო ნარ-ჩენების საცავების შექმნა, სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელების, ასევე გარემოსდაცვით და სა-ნიტარიულ სტანდარტებთან შეუსაბამო ლეგალუ-რი ნაგავსაყრელი პოლიგონების კონსერვაცია; ამავდროულად, ქალაქებში ნარჩენების განცალ-კევებითი (სეპარაციული) შეგროვებისათვის სა-ჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამ სისტემით სარგებლობის პოპულარიზაცია და წახალისების ეკონომიკური მექანიზმების გამოყენება;

y ქვეყნის ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნარჩე-ნების, ასევე მაიონიზებელი გამოსხივების სხვა წყაროების იმპორტისა და ტრანზიტის აკრძალვა, არსებული წყაროების გამოვლენა და უსაფრთხო განთავსება თანამედროვე სტანდარტების სათანა-დო საცავებში;

y სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და მო-სახლეობის დროული გაფრთხილების სისტემის შექმნა, აგრეთვე ეფექტიანი პრევენციული ღონის-ძიებების დაგეგმვა და განხორციელება; სასოფ-ლო-სამეურნეო კულტურების დაცვის ინდივიდუ-ალური ტექნიკური საშუალებების გამოყენების მხარდაჭერა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

y შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეების ნა-

პირების დაცვა-აღდგენითი მასშტაბური და ეფექ-ტიანი სამუშაოების განხორციელება;

y ეფექტიანი მექანიზმების შექმნა გარემოს მდგო-მარეობის შესახებ მოსახლეობის სრულად ინ-ფორმირებისა და გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მო-ნაწილეობის უზრუნველსაყოფად;

y სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმა-ნათლებლო დაწესებულებებისათვის სათანადო ეროვნული პროგრამების შემუშავება/გაუმჯობე-სება და დანერგვა; გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული კამპანიების განხორ-ციელება და არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა;

y თანამშრომლობის გაღრმავება სამეცნიერო სექ-ტორსა და გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის და-წესებულებებს შორის, რათა მიღებულ იქნეს მეც-ნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები; კვლევითი პოტენციალის გაზრდა გარემოს დაცვის, აგრეთვე საბუნებისმეტყველო და სხვა მომიჯნავე დარგებში;

y გარემოსდაცვითი საკითხების სავალდებულო გათვალისწინება ურბანული დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში; სარეკრეაციო ინფ-რასტრუქტურის განვითარება/გაუმჯობესება და გამწვანებული ტერიტორიების ფართობის ზრდა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებულ მაჩვენებლამდე; გამწვანებულ ტერიტორიებზე მშენებლობისა და მწვანე ნარგავების ხელყოფის აკრძალვა; ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება; საშენი მასა-ლების უვნებლობის, ასევე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების, მტვრისა და სხვა ფიზიკური ფაქტორების ჯანმრთელობისათ-ვის უსაფრთხო მაჩვენებლების უზრუნველყოფა; მაწანწალა ცხოველების რაოდენობის რეგული-რების ჰუმანურ და ეფექტიან მეთოდებზე დამყა-რებული სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;

y სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის სფეროში კანონმდებლობის ევ-როგაერთიანების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მონიტორინგის ეფექტიანი სის-ტემის შექმნა.

Page 57: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

56

თავი 5. კონფლიქტების მოგვარება

არსებული ვითარების ზოგადი შეფასება

საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში საქართვე-ლოში შიდა კონფლიქტების წარმოქმნა მნიშვნელო-ვანწილად განაპირობა რუსეთის დაინტერესებამ, შეენარჩუნებინა რეგიონალური გავლენა. რუსეთი ხელს უწყობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დაპირისპირების განვითარებას, რაც შეი-არაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა. რუსეთის ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული დაჯგუ-ფებები, ისევე როგორც არმიის ქვედანაყოფები უშუ-ალოდ მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში. რუსეთის მონაწილეობამ ფაქტობრივად განაპირობა სამხედრო-პოლიტიკური შედეგები და კონფლიქტის რეგიონების წარმოქმნა, სადაც თავადვე დამკვიდ-რდა როგორც სამშვიდობო ოპერაციების მთავარი წარმმართველი ძალა.

კონფლიქტების წარმოქმნისა და დამდგარი შედე-გების არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი იყო საქარ-თველოს პოლიტიკური ჩამოუყალიბებლობა, ხელი-სუფლებების და პოლიტიკური ძალების შეცდომები, შინააშლილობა და დაპირისპირებები.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განსაკუთრებით ნათლად აისახა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იგი სამხედრო ძალებით შემოიჭრა საქარ-თველოს ტერიტორიაზე, მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ტერიტორი-ების ოკუპაცია, აღიარა მათი დამოუკიდებლობა და გააფორმა ორმხრივ ურთიერთობათა აქტები, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში თა-ნამშრომლობის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვერც აგრესიის პრევენცია და ვერც მისი მოგერიება, რაც შესაძლებელი იყო, რომ არა მის მიერ დაშვებული მძიმე სტრატეგიული შეცდომები. კერძოდ, ხელისუფ-ლების გაუაზრებელმა მოქმედებებმა და რიტორი-კამ გამოიწვია საერთაშორისო ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესების ჩაშლა; ხელიდან გაუშვა ის უპირატესობა, რასაც სამშვიდობო პროცესებში მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური და პოლი-ტიკური მონაწილეობა იძლეოდა; პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არაკომპეტენტური გადა-წყვეტილებები იქნა მიღებული უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყებისა და განვითარების დროს.

არსებული ვითარების გამომწვევი გარემოებები ასახულია აგვისტოს ომის წინა, ასევე მისი შემდგომი პერიოდის ისეთ საერთაშორისო დოკუმენტებში, რო-გორიცაა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებე-ბი, უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ევროკავში-რის მიერ შექმნილი ფაქტების დამდგენი საერთაშო-რისო მისიის ანგარიში.

ომის შედეგად რუსეთს საშუალება მიეცა მოეხ-დინა თავისი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელოვანი მიმართულებების რეალიზაცია. რუ-სეთმა გაიმყარა პოზიციები რეგიონში, მნიშვნელოვა-ნი წინააღმდეგობები შეუქმნა ევროპულ და ევროატ-ლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივას, სამხედრო ბაზები განალაგა კასპიისა და შუა აზიის რეგიონების ევროპასთან დამაკავში-რებელი ალტერნატიული ენერგორესურსების დე-რეფნის, აგრეთვე საქართველოს სატრანსპორტო მაგისტრალებისა და საზღვაო პორტების უშუალო სიახლოვეს; ზურგი გაუმაგრა საკუთარ პოლიტიკას არასტაბილურ ჩრდილოეთ კავკასიაში.

ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების მიტაცე-ბის და რუსიფიკაციის პროცესი. საგანგაშოა ოკუპი-რებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო პოტენცი-ალის გაძლიერება. საქართველოს მიმართ აგრესიის გაგრძელება ნებისმიერ დროს შეიძლება განაპირო-ბოს სხვადასხვა სახის საშინაო და საგარეო ფაქტორმა.

ინტენსიურად მიმდინარეობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებების ურთიერთ-გაუცხოების პროცესს. ამ ტენდენციას ხელს უწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგი-ონის საზოგადოებათა უნდობლობა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რასაც რუსული პროპაგანდა ადვილად აღრმავებს ოფიციალური თბილისის აგრე-სიული რიტორიკისა და პროვოკაციული მოქმედებე-ბის ფონზე.

ომის შედეგების მძევლად დარჩენილი და კონფ-ლიქტების მოგვარების სტრატეგიის არმქონე საქარ-თველო დასავლეთისათვის კარგავს ეფექტიანი მო-კავშირის ფუნქციას. საფრთხე შეექმნა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას.

Page 58: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

57

მრავალმხრივი პრობლემის სიმძაფრე ძირითა-დად მოსახლეობაზე აისახება. როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმეა დევნილებისა და „ადმინის-ტრაციული გამყოფი ხაზების“ მიმდებარე ტერიტო-რიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა. მოუგვარებელი კონფლიქტების გამო დამკვიდრე-ბული დაძაბული ფსიქოლოგიური ატმოსფერო ერთ-ნაირი სიმძაფრით იგრძნობა როგორც ქართულ, ისე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში.

არასტაბილური სამხრეთი კავკასია, მათ შორის, საქართველოში არსებული ვითარება ძირს უთხრის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, მიაღწიოს რეგიონალური ეკონომიკური პროექტე-ბის რეალიზაციას და უზრუნველყოს უსაფრთხოება ევროატლანტიკური სივრცის - „ფართო სამხრეთის განზომილების“ რეგიონში.

დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნილი უკიდურესად ნეგატიური ურთიერთო-ბები ვითარების სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია. ამასთანავე, ხელისუფლება საერთოდ უარყოფს რე-გიონებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას; მას არ შესწევს უნარი ხორცი შეასხას საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას კონფლიქტების დი-ალოგის გზით მოგვარების აუცილებლობის თაობაზე; ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი სტრატეგია „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, ისევე რო-გორც მის საფუძველზე ჩამოყალიბებული „სამოქმე-დო გეგმა“, არ შეესაბამება შექმნილ ვითარებას.

საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ აქვს კონფლიქტების მოგვარების პროცე-სის განახლებისა და სრულმასშტაბიანი მოგვარების მწყობრი სტრატეგია. ამ მიმართებით მისი პოლიტი-კის ძირითადი პრინციპები და სამოქმედო პროგრამა შემდეგია:

1. კონფლიქტების მოგვარების საკითხი საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების პრობლემატიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენ მიერ არ-ჩეული მშვიდობიანი კურსი შეესაბამება საერთა-შორისო თანამეგობრობის პოლიტიკას და, რაც მთავარია, პასუხობს საქართველოს საზოგადო-ების ინტერესებსა და შეხედულებებს;

2. კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარე-ბის საფუძვლის მოსამზადებლად აუცილებელია მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეჩე-

რება, სტაბილური უსაფრთხო გარემოს შექმნა, პროვოკაციების საფრთხის პრევენციის მყარი მექანიზმის ჩამოყალიბება, უსაფრთხოების გა-რანტირების პროცესში საერთაშორისო ორგა-ნიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა;

3. საგანგებო მნიშვნელობის ამოცანაა გაბათილ-დეს არგუმენტი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ფიზიკური დაცვა გარე სამხედრო ძალებითაა აუცილებელი;

4. ამასთან, ტერმინები - „ქართულ-აფხაზური კონ-ფლიქტი“ და „ქართულ-ოსური კონფლიქტი“ ასახავს პოლიტიკური უთანხმოების ნიადაგზე წარმოქმნილი შეიარაღებული დაპირისპირებე-ბის შედეგს და დღეისათვის არსებულ დაპირის-პირებას მხარეთა ხელისუფლებებს შორის. ეს ტერმინები არ უნდა ვრცელდებოდეს მხარეთა საზოგადოებებზე;

5. ქართველი, აფხაზი და ოსი ეთნოსები აგრძე-ლებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას მხარეთა ადმინისტრაციების კონტროლქვეშ მყოფ ტერი-ტორიებზე (აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში/ცხინ-ვალის რეგიონში, საქართველოს დედაქალაქ-ში თუ მის სხვა რეგიონებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში) და უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური ტერმინები არ ასახავს მათ ურთიერთგანწყობას;

6. კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების სა-კითხებთან დაკავშირებულ პოზიციათა პრინცი-პული განსხვავების მიუხედავად, ქართველმა, აფხაზმა და ოსმა საზოგადოებებმა ერთად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც რეგიონის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხოებისათვის, საერთო ლოზუნგით – „ავარიდოთ შვილებს ომის საფრთხე“;

7. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რე-გიონში გამართული არჩევნები, ისევე როგორც არჩეული სახელისუფლებო სტრუქტურების არსებობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კა-ნონმდებლობას, საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მიუხედავად ამი-სა, კონფლიქტების მოგვარების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს დე-ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისათვის;

Page 59: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

58

8. ქართულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი უნდა გასცეს წინადადებას უსაფრთხოების გარანტი-ების საკითხზე რეგიონებთან მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობის თაობაზე. ანგარიში უნდა გაეწიოს საერთაშორისო თანამეგობრო-ბის პოზიციას, აფხაზური და ოსური მხარეების და მათი საზოგადოებების მოსაზრებებს. მნიშ-ვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე. გზა უნდა გაეხსნას საზოგადოებრივ ურთიერთობებს, სახალხო დიპლომატიას, ადგი-ლობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით;

9. აფხაზურ და ოსურ დელეგაციებთან მოლაპა-რაკებები უნდა იმართებოდეს როგორც კონფ-ლიქტების მხარეებთან, 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოყენებული პრაქტიკის შესაბამისად. ქართული მხარე მზად უნდა იყოს გონივრული კომპრომისებისათვის, რომლებიც უზრუნველ-ყოფს უსაფრთხოებას, შექმნის სამშვიდობო პროცესების განვითარების პირობებს და იგივე მიდგომა უნდა მოითხოვოს დაინტერესებული მხარეებისაგან;

10. საომარი მოქმედებების განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მოლა-პარაკებებთან დაკავშირებით, ქართული მხარის მიერ კომპრომისის დაშვება უნდა მოხდეს დასავ-ლელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძ-ველზე. ეს ერთადერთი გზაა ურთიერთობების ახალი ფორმატის შესაქმნელად, გარანტორთა მექანიზმის ასამოქმედებლად;

11. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეთანხ-მებების შესრულების გარანტიის მექანიზმი უნდა შეიქმნას ეუთოს ან გაეროს ფორმატში. შესაბა-მისად, მათ საშუალება ექნებათ დანიშნონ საგან-გებო წარმომადგენელი და პროცესების მონი-ტორინგისათვის შექმნან საგანგებო მისია;

12. რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება ჩვეულ, მწვავე კონფრონტაციის რეჟიმში კონტრპ-როდუქტიულია. რუსეთის მიერ ძალის გამო-უყენებლობა, არა მისი ცალმხრივი განცხადე-ბით, არამედ მოლაპარაკებების პროცესებში მისი ჩართვით უნდა იქნეს გარანტირებული. საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის კონსტრუქციული მოლაპარა-კებების ფორმატში მოქცევას;

13. საწყის ეტაპზე აუცილებელია ვითარებაზე გავ-ლენის მქონე მხარეების შეთანხმება სამშვიდო-ბო პროცესის განვითარებისათვის მნიშვნელო-ვან რამდენიმე მთავარ პრინციპზე, როგორიცაა უსაფრთხოება, საზოგადოებების ურთიერთობე-ბის ხელშეწყობა და ეკონომიკური პროექტების რეალიზაცია. ეს პრინციპები შეიძლება აისახოს რელევანტური საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაციაში;

14. ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვნად უნდა გააფართოონ არასამთავ-რობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭე-რა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა პოლი-ტიკური ექსპერტების დიალოგს, ბიზნესმენების, ჟურნალისტების, ფერმერების, ეკოლოგების, მედიცინის მუშაკების, სტუდენტებისა და სხვა „ინტერესთა ჯგუფების“ შექმნას;

15. ასეთმა ჯგუფებმა უნდა შეიმუშაონ ინიციატივები ტრანსსასაზღვრო ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების, „გამყოფი ხაზების“ გადაკვეთის ლიბერალიზაციის, წყლის რესურსების მართ-ვის, ჯანდაცვის მომსახურების, ადამიანის უფ-ლებათა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების, ბიზნესპროექტების განხორციელებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატ-ში მოხდეს ყოველი ასეთი პროექტის აღრიცხვა, კლასიფიცირება, ანალიზი, ფინანსური და პოლი-ტიკური პატრონაჟი;

16. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ყვე-ლაზე მეტად სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ. ჩვენი ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა ამ რეგიონების სოციალურ-ეკონომი-კურ აღორძინებაზე ზრუნვა და უმოკლეს დროში მათი განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად შეიქ-მნება კონფლიქტის ზონების მიმდებარე რეგი-ონების რეაბილიტაციისა და განვითარების სპე-ციალური ფონდი. ჩვენი ამ პოლიტიკით აფხაზი და ოსი ძმები უნდა დარწმუნდნენ, რომ ერთად, ერთიან სახელმწიფოში მათ შეუძლიათ მიიღონ თანაბრად ის სიკეთეები, რაც მოაქვს ქვეყნის გამთლიანებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას;

17. დღეს საქართველოს კონტროლირებად ტერი-ტორიებზე ჯანდაცვის სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია, მაგრამ კიდევ უფრო სავა-

Page 60: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

59

ლალო მდგომარეობაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ისეთივე სამედიცინო მომსახურე-ბას უზრუნველვყოფთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის, როგორსაც ვთავა-ზობთ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვ-რებ მოქალაქეებს. ხშირია შემთხვევები, როდე-საც აფხაზებისა და ოსებისთვის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში დახმარება ქართ-ველ ექიმებს აღმოუჩენიათ, მაგრამ ეს არ არის სისტემური. სამეგრელოსა და შიდა ქართლში შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების რე-გიონალური სამედიცინო ცენტრები და მათთან არსებული სამედიცინო სკოლები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობის მომსახურებასთან ერთად, ორიენტირებული იქნება საგანგებო პროექტების რეალიზაციასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მომსახურებაზე;

18. საჭიროა წახალისდეს ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც ინარჩუ-ნებს „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ნებისმიერი შეღავათითა და მომსახურებით თავისუფალი სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეთ საქართ-ველოს მთელ ტერიტორიაზე;

19. მხარეთა საზოგადოებებს შორის არსებული საქ-მიანი ურთიერთობების გაფართოება უნდა მოხ-დეს საქართველოს ბიზნესწრეების ფინანსური და ინტელექტუალური დახმარებითაც. კომპა-ნიებმა პირდაპირი დონორული დახმარება უნდა გაუწიონ ადგილობრივ და საერთაშორისო ორ-განიზაციებს, რომლებიც ეფექტიან პროექტებს განახორციელებენ;

20. უნდა შეიცვალოს თბილისში მოქმედი აფხა-ზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების მთავრობების საქმიანობა. საჭიროა მათთ-ვის დევნილებთან დაკავშირებული ყველა საკითხის მართვის გადაცემა ცენტრალური სტრუქტურებიდან, აგრეთვე დევნილთა წარმო-მადგენლობითი ორგანოების არჩევნების გზით დაკომპლექტება საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე;

21. კონფლიქტების ტრანსფორმაციისაკენ მიმარ-თული ძალისხმევის წარმატებისათვის გადა-მწყვეტი იქნება პრინციპულ საკითხებზე ში-დაეროვნული თანხმობა. ასეთი თანხმობის მიღწევის შესაძლებლობა პირდაპირაა დაკავ-შირებული დემოკრატიული ინსტიტუტების მშე-ნებლობასა და არჩევნების სამართლიან, საერ-თაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში ჩატარებასთან.

Page 61: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

60

თავი 6. თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები

წლების განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხო-ების სისტემაში მომხდარმა ქაოსურმა ცვლილებებმა შეუქცევადი გახადა სისტემის რღვევის პროცესი, რაც ნათლად აისახა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებ-ზე. ამის უმთავრესი მიზეზი სისტემის განვითარების ერთიანი ხედვისა და პოლიტიკის არარსებობა იყო.

ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ზოგადი განწყობითა და რეიტინგებით მანიპულირების გზით ჯარს პოზიტიური იმიჯი შესძინოს, გაამართლოს ომის პერიოდში დაშვებული საბედისწერო შეცდომები, სამხედრო ძალების განვითარებისათვის გაღებული მილიარდობით საბიუჯეტო დანახარჯები და საბო-ლოოდ თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა სწრაფი დამარცხებისა და მსხვერპლის გამო.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის დაბალი ხარისხი, გამჭვირვალობისა და საზოგადო-ების წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხები. სა-პარლამენტო კონტროლი ფაქტობრივად მოიშალა და ის დაექვემდებარა სახელისუფლებო, პოლიტიკურ შიდა დისციპლინას, რომლის მიზანია საზოგადოებამ არაფერი იცოდეს ამ სისტემაში არსებულ პრობლე-მებზე და პიარკამპანიებით შეიქმნას პოზიტიური იმი-ჯი. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტი იყო ყველაზე დიდი, ხელისუფ-ლება თავს არიდებდა ანგარიშგებას, ხოლო სამოქა-ლაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს არ ეძლეოდათ ინფორმაციის მიღების საშუალება.

კრიტიკულია მთლიანად უსაფრთხოების სექტო-რისა და კერძოდ შეიარაღებული ძალების პოლი-ტიზების დონე, რაც გამოიხატება შეიარაღებული ძალების ვიწროპოლიტიკური კონტროლით. სამ-ხედრო მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი ხშირად ხდება მათი თავისუფალი აზრის გამოხატვა ან პოლიტიკური სიმპათიები. არჩევნები სამხედრო ნაწილებში არაოფიციალური ბრძანების ფარგლებში ტარდება, რაც გულისხმობს სამხედრო-ების იძულებას გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მისცენ მმართველ პოლიტიკურ ძალას. სამხედრო პოლიცია, რომელსაც თავისი ფუნქციით სამხედრო დანიშნულება აქვს, დღესდღეობით მინისტრს ექვემ-დებარება და ნაცვლად დისციპლინის უზრუნველყო-

ფისა, ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

წლების განმავლობაში თავდაცვის სისტემაში გა-ტარდა არა ერთი რეფორმა. აღსანიშნავია, ამ რე-ფორმების შემუშავებისას დასავლეთის ექსპერტული მხარდაჭერის მნიშვნელობა. თუმცა, ხელისუფლება, საჭირო რეკომენდაციების გათვალისწინების მაგივ-რად, გაუაზრებელი, პროფესიონალიზმს მოკლებუ-ლი გადაწყვეტილებების მიღებით სპობდა სისტემის განვითარების შესაძლებლობებს.

y თავდაცვის მინისტრების ხშირ შეცვლასთან ერ-თად იცვლებოდა სისტემის მართვისა და განვითა-რების ხედვები, სამეთაურო შემადგენლობა, რაც, როგორც წესი, მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ხდებოდა. ათასობით პროფესიონალი სამხედრო იქნა დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი ბევრად აღემატებოდა მათი ხელმძღვანელობის ცოდნასა და პროფესიონალიზმს, აგრეთვე იმის გამო, რომ საკუთარი კრიტიკული აზრი გამოთქვეს არასწორ რეფორმებთან დაკავშირებით.

y წლების განმავლობაში განხორციელებულმა ქაოსურმა და გაუაზრებელმა „რეფორმებმა“ საბოლოოდ მოშალა შეიარაღებული ძალების მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის მექა-ნიზმები, მათ შორის, გაუქმდა მთელი რიგი ისეთი სისტემებისა (საჰაერო და საზღვაო ძალები და მრავალი სხვა), რომლებსაც საარსებო მნიშვნე-ლობა ჰქონდა შეიარაღებული ძალების ეფექტი-ანად ფუნქციონირებისა და მათი განვითარების პერსპექტივებისათვის.

დღესდღეობით თავდაცვის სისტემა იმდენად მოშლილია (სისტემური გაგებით), რომ ნებისმიერი, თუნდაც პოზიტიური, რეფორმის განხორციელებას შედეგი არ მოაქვს. აბსოლუტურად გაუაზრებელი და გაუგებარია არსებული სამხედრო სარეზერვო სისტე-მა. ეს სისტემა თავისი არსით, ფაქტობრივად, არაფ-რით განსხვავდება 2008 წლის ომამდე არსებული-საგან, რომელმაც გამოავლინა თავისი კრიტიკულად უარყოფითი მხარეები. თუმცა, მისი შემდგომი დახ-ვეწისა და რეფორმირების ნაცვლად, ხელისუფლებამ

Page 62: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

61

შეიმუშავა ნებაყოფლობითი სარეზერვო სისტემა, რომელმაც ისედაც არაეფექტიანი სისტემა სრულ ქაოსში გახვია.

y კრიტიკას ვერ უძლებს სამხედრო მოსამსახურე-თა სოციალური და კარიერული პირობები, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობა. დღეს სამ-ხედრო დისციპლინას ხელმძღვანელობა იყენებს ფინანსურ სადამსჯელო ღონისძიებად და ისედაც რთულ სოციალურ გარემოში ამძიმებს სამხედრო მოსამსახურეთა ყოფას. სამხედრო მოსამსახურის კონტრაქტი არის კაბალური და ითვალისწინებს მხოლოდ თავდაცვის უწყების ინტერესებს. ფაქ-ტობრივად, ნებისმიერ დროს შესაძლებელია სამ-ხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა და მისთვის კოლოსალური ჯარიმების დაკისრე-ბა. ხელისუფლებამ წლების განმავლობაში თავი აარიდა სამხედროებისათვის მიცემული დაპირე-ბების შესრულებას, მათ შორის, მათი ბინით უზ-რუნველყოფის თვალსაზრისით.

y დაბოლოს, თავდაცვის უწყებაში იმდენად ბევრია პრობლემა, რომ რთულია მათ შესახებ ამომწუ-რავად საუბარი და ყველა ხარვეზის აღნიშვნა. მთავარი პრობლემა მაინც არის ის, რომ სისტემა დღესდღეობით აბსოლუტურად გაუმართავია და საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას.

შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითა-დი მიმართულებები:

1. საჭიროა დაინერგოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვისა და ეროვნული უსაფ-რთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავ-ლური სტანდარტები და მეთოდები;

2. უნდა დაიხვეწოს სამხედრო ძალების საზოგა-დოებრივი კონტროლის მექანიზმი, გაიზარდოს პარლამენტის მონაწილეობა შეიარაღებული ძა-ლების განვითარებისა და კონტროლის საქმეში. საპარლამენტო ნდობის ჯგუფში დაცული უნდა იყოს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმო-მადგენლობითი ბალანსი. სავალდებულო უნდა გახდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პარ-ლამენტისათვის საჯარო ანგარიშების წარდგენა, მათ შორის, ფინანსურ საკითხებზე;

3. თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნება „სამოქალაქო ზედამხედველობის მრჩეველთა საბჭო“, რომელიც იქნება გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელო-

ვანი საზომი. მედიასთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული იქნება შესა-ბამისი სტრატეგია და დამკვიდრდება თანამედ-როვე სტანდარტები;

4. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თავდაცვის სა-მინისტროს სრული დეპოლიტიზება, სამხედრო ძალების საკადრო უზრუნველყოფა მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით;

5. მოწინავე საერთაშორისო სტანდარტების გათ-ვალისწინებით უნდა მოხდეს ფუნქციების განა-წილება თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანე-ბულ შტაბს შორის, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სამხედრო საქმე და სამოქალაქო პოლიტიკური ფუნქციები;

6. საჭიროა ჩამოყალიბდეს მართვის, კოორდინა-ციისა და კონტროლის მექანიზმები შესაბამისი კონკრეტული ფუნქციებითა და მოვალეობებით. მნიშვნელოვანია პოლიტიკური ვერტიკალის ისე შექმნა, რომ ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში მაქსიმალურად მონაწილეობდეს ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, რამდენადაც ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პარტიის ვიწ-რო ვალდებულება ან ინტერესი;

7. აღსადგენია საჰაერო და სანაპირო თავდაცვის ძალები. ეს უკანასკნელი უნდა დაუბრუნდეს შე-ირაღებულ ძალებს და მჭიდროდ იქნეს ინტეგ-რირებული სახმელეთო სანაპირო თავდაცვის სისტემასთან. მკვეთრად უნდა გამოიყოს „ოპე-რაციათა მართვის ცენტრის“ ფუნქციები. იგი მშვიდობიანობის დროს ანგარიშვალდებული იქნება სხვა ძალოვან უწყებებთან კოორდინა-ციის, ერთობლივი წვრთნისა და მომზადების სა-კითხებზე, ხოლო საომარი მოქმედებების დროს, მისი ფუნქცია იქნება არსებული ძალების მართ-ვა სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე. აუცი-ლებელია უზრუნველყოფილ იქნეს კრიზისების დროს პოლიტიკური პირების მხრიდან მის საქმი-ანობაში ჩაურევლობა.

8. ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამო-წვევები პირდაპირ მიგვანიშნებს ძლიერი სამხედრო სარეზერვო სისტემის არსებობის აუცილებლობაზე. საჭიროა სამხედრო სავალ-დებულო სამსახურის სრული რეფორმირება და მისი სარეზერვო სამსახურის პოტენციად გარდა-

Page 63: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

62

ქმნა, რომელშიც უმთავრეს როლს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი შეასრულებს;

9. რეზერვი სამხედროსამსახურგავლილმა და არა რამდენიმედღიანი მომზადების მქონე, გამო-უცდელმა კონტინგენტმა უნდა შეადგინოს. სამხედრო სავალდებულო სამსახური გახდება 6-8-თვიანი. შესაბამისად, მოხდება ორჯერ მეტი წვევამდელის გაწვევა და მათი პოტენციურ სამ-ხედრო რეზერვისტებად მომზადება;

10. საჭიროა სამოქალაქო თავდაცვის ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც მთლიანად ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემადგენელი ნა-წილი უნდა იყოს და მასში აქტიურად უნდა მონა-წილეობდეს ადგილობრივი თვითმმართველო-ბის ორგანოები;

11. შემუშავდება სამოქალაქო თავდაცვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც მთლიანად ქვეყნის უსაფრთ-ხოების სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნება;

12. საჭიროა საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტ-რინის შექმნა, რომელიც დაეყრდნობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითად პრინცი-პებს და მოახდენს ამ პრინციპების განვითარებას საინფორმაციო სფეროსთან მიმართებით;

13. მნიშვნელოვანი ამოცანაა სამხედრო მოსამსა-ხურეთათვის, ერთი მხრივ, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, მეორე მხრივ კი, მათთვის და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ადეკ-ვატურ სოციალურ გარანტიებზე ზრუნვა. გარან-ტირებული უნდა იყოს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევაც;

14. შესაქმნელია დასავლური ტიპის სამხედრო კა-რიერული სისტემა. მნიშვნელოვანი ყურადღება

მიექცევა ჯარში გენდერული ბალანსისა და თა-ნაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სა-კითხებს. კონტრაქტები თანაბრად გაითვალის-წინებს როგორც სახელმწიფოს, ისე სამხედრო მოსამსახურის უფლებებსა და მოვალეობებს;

15. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სამ-ხედრო განათლება და კვალიფიკაციის ამაღ-ლება. თავდაცვის ეროვნული აკადემიის გან-ვითარება და მისი ნატოს სტანდარტების დონის უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბება უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სა-ხელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამხედრო-ების მიერ თანამედროვე პროფესიებისა და უნარ-ჩვევების დაუფლება. სამხედრო სამსახუ-რის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს სამხედრო პირების პროფე-სიული გადამზადება მათი შემდგომი დასაქმე-ბის მიზნით;

16. ძირეული რეფორმა უნდა განხორციელდეს სამ-ხედრო და ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფის სისტემაში. იგი უნდა ითვალისწინებდეს სოციალური დახმარე-ბის, პროფესიული კვალიფიცირებისა და დასაქ-მების კომპონენტებს;

17. საჭიროა შეიქმნას სამხედრო ომბუდსმენის ინს-ტიტუტი, გადახედილ იქნეს სამხედრო მოსამსა-ხურეთა უფლებების დარღვევის ყველა საქმე, გადაისინჯოს პრეტენზიები პენსიების დანიშვნის კანონიერების საკითხებზე;

18. დაბოლოს, ნატოში ინტეგრაციის პრიორიტეტუ-ლობის გათვალისწინებით, უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშ-რომლობა შესაბამისი რეკომენდაციების უზრუნ-ველსაყოფად.

Page 64: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

63

თავი 7. განათლება და მეცნიერება

ხელისუფლების მიერ განხორციელებული განათლე-ბის სისტემის რეფორმა მათივე განცხადებით მიზნად ისახავდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის შექმნას, მაგრამ არაპროფესიონალური, ნაჩქარევი, უპასუხისმგებლო, ფასადური და სუბიექ-ტურ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის გან-ხორციელების შედეგად ქვეყანა უმწვავესი პრობლე-მების წინაშე აღმოჩნდა.

განათლების სისტემა პოლიტიზებულია და ის პო-ლიციური რეჟიმის პირობებში ფუნქციონირებს.

y უკიდურესად შეზღუდულია საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტონომია; პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე ინიშნებიან/აირ ჩევიან პირები საგანმანათლებლო დაწესე-ბულებათა საკვანძო თანამდებობებზე; საგანმა-ნათლებლო დაწესებულებები (როგორც ადმი-ნისტრაციული, ისე აკადემიური თანამდებობის პირები) სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედების პი-რობებში საქმიანობენ;

y პოლიტიკური ლოიალურობის საფუძველზე გან-ხორციელებული საკადრო პოლიტიკის შედეგად, მთელ რიგ შემთხვევებში, საგანმანათლებლო და-წესებულების მიღმა დარჩნენ მაღალი კვალიფიკა-ციის მქონე (მათ შორის - ახალგაზრდა) პედაგო-გები;

y მმართველი პოლიტიკური ძალის ზემოქმედების ერთ-ერთი ინსტრუმენტის, მანდატურის ინსტიტუ-ტის ამოქმედებით, სკოლა პოლიციური რეჟიმის პირობებში ფუნქციონირებს;

y სკოლა გადაიქცა (დირექტორები, მასწავლებლე-ბი) ხელისუფლების ხელში არჩევნების გაყალბე-ბის ინსტრუმენტად;

y შეზღუდულია სტუდენტთა მონაწილეობა გადა-წყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების პროცესში; სტუდენტური თვითმმართველობები ფაქტობრივად არიან მმართველი პოლიტიკური ძალის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმო-მადგენლობები.

არაეფექტიანია განათლების სისტემის მართვა.

y განათლების მიმდინარე რეფორმა არ ითვალისწი-ნებს ქვეყნის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს;

y არ არსებობს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესი-ული და უმაღლესი განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები;

y სამართლებრივი რეგულაციების მყისიერი და ხში-რი ცვლა არ იძლევა ნორმალური და ხარისხიანი სწავლის, სწავლების, კვლევისა და მართვის საშუ-ალებას;

y სისტემა უკიდურესად ცენტრალიზებულია; ფორ-მალურია საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ფუნქციონირება; მწირია და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისაგან მკაფიოდ არ არის გამიჯნული განათლების სფე-როში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულე-ბის კომპეტენციები.

მწირია განათლების დაფინანსება.

y განათლება ხელისუფლებისთვის ნაკლებად პრი-ორიტეტული სფეროა, მცირეა საბიუჯეტო დაფი-ნანსება; დაბალია განათლების სფეროში დასაქმე-ბულთა საშუალო თვიური ხელფასი;

y საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინან-სების არსებული მოდელი და სკოლების ბრენ-დირების ჩატარების წესი ქმნის არაჯანსაღ კონ-კურენტულ გარემოს და განათლების მიღების არათანაბარ შესაძლებლობებს.

დაბალია განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

y უკიდურესად არათანაბარი და შეზღუდულია სკო-ლამდელი აღზრდა-განათლების, ზოგადი პრო-ფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვ-დომობა როგორც ტერიტორიული და ფინანსური, ისე ხარისხიანი განათლების მიღების თვალსაზ-რისით;

y განათლებას ვერ იღებს ბევრი ბავშვი და ახალგაზ-რდა; ხშირ შემთხვევაში, განათლების ხარჯების

Page 65: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

64

დასაფარავად მოსახლეობას მისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი ხარჯების შემცირება უწევს;

y საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ უზრუნ-ველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულფასოვან ინტეგრაციას.

y არ არის უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო პირობები - პედაგოგებსა და აკადემიურ პერსო-ნალს არა აქვს სათანადო კვალიფიკაცია, დაბალი ხარისხისაა და მაღალი ფასი აქვს სახელმძღვანე-ლოებს.

არაეფექტიანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობა. უმწ-ვავესი პრობლემაა უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანესი მექა-ნიზმის - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია; დღეისათვის ეს პროცესი ქაოსურად მიმდინარეობს და არ არის შედეგზე ორიენტირებუ-ლი. არაეფექტიანი და გაუმჭვირვალეა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის მექანიზმები/პროგრამები.

განათლების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები

განათლება ჩვენი საარჩევნო ბლოკისთვის პრიორი-ტეტული მიმართულება იქნება.

განხორციელდება განათლების სისტემის დეპოლიტიზება და აღმოიფხვრება პოლიციური რეჟიმის გავლენა.

y განათლების სისტემა დაეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს და გათავისუფლდება ოლიგარქი-ული ავტორიტარული მმართველობისა და პირად ერთგულებაზე დაფუძნებული მართვის პრინციპე-ბისაგან;

y კანონმდებლობით გარანტირებული იქნება სა-განმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიის მა-ღალი დონე;

y შეიცვლება მანდატურის ინსტიტუტის შინაარსი; მანდატური, როგორც სკოლის თანამშრომელი, დაიცავს სკოლის უსაფრთხოებას, სკოლის დებუ-ლებისა და ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;

y გაუქმდება გადამისამართების (რეფერალის) წესი და შესაბამისი ინსტიტუტები, რაც გამორიცხავს რთულად აღსაზრდელი ბავშვების სოციალური ჯგუფების ხელოვნურად შექმნას; შეიქმნება ყველა პირობა, რომ რთული ქცევის ბავშვებმა განათლე-ბა სკოლაში მიიღონ;

y აღიკვეთება სტუდენტურ თვითმმართველობებზე ზემოქმედების მექანიზმები ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად; უზრუნველ-ყოფილი იქნება სტუდენტური თვითმმართველო-ბების საქმიანობა კანონისა და თავიანთი დებულე-ბების ფარგლებში.

შეიქმნება განათლების სისტემის ეფექტიანი მართვის მექანიზმები.

y განათლების სისტემის მართვა არა ფასადურ, არა-მედ თანამიმდევრულ და შედეგებზე ორიენტირე-ბულ მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სტრა-ტეგიულ დაგეგმვას დაეფუძნება;

y გადაისინჯება და დადგინდება განათლების სფე-როში სახელმწიფო ორგანოების (მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს) უფლებებისა და მოვალეობების გონივრული და ეფექტიანი თანაფარდობა;

y გაიზრდება და ცენტრალური ხელისუფლების ორ-განოებისაგან მკაფიოდ გაიმიჯნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები განათლების სფეროში; მმართველობის სისტემის დეცენტრა-ლიზაციის პროცესის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია იქნება სკო-ლების დაარსება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად (შემდგომში - სსიპ), ასევე მათი დაფი-ნანსება და კონტროლი; რეგიონს გადაეცემა უფ-ლებამოსილებები (დაფუძნება, დაფინანსება, კონ-ტროლი) პროფესიული განათლების სფეროში;

y კანონმდებლობით განისაზღვრება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სა-განმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების უფლებამოსილება მხოლოდ სსიპ-ის ფორმით; გაუქმდება რეგენტთა საბჭო; გაუქმდება სკოლების ბრენდირების წესი; სკოლების წარმატებული ფუნ-ქციონირება, მასწავლებლის კვალიფიკაციის მუდ-მივ ამაღლებასთან ერთად, დაეფუძნება ზოგადი განათლების სფეროში ადგილობრივი ხელისუფ-ლების როლის გაძლიერებასა და თემის აქტიურ მონაწილეობას; შეიქმნება როგორც სკოლებს, ისე

Page 66: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

65

მასწავლებელთა შორის ეფექტიანი თანამშრომ-ლობისა და გამოცდილების გაზიარების მექანიზ-მები;

y შეიქმნება ობიექტური, გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმები საგანმანათლებლო დაწესებულებებ-ში კვალიფიციური კადრების შესანარჩუნებლად/მოსაზიდად როგორც ადმინისტრაციულ თანამ-დებობებზე, ისე აკადემიურ და სხვა პოზიციებზე; დაცული იქნება მასწავლებლის, პროფესორის, მეცნიერის შრომის უფლება და მათ ვერავინ გა-ათავისუფლებს/გადაირჩევს პირადი თუ პოლიტი-კური მოტივების გამო;

y განათლების სტრატეგიის განხორციელების შედე-გად დაიწყება საზღვარგარეთ ე.წ. „გადინებული ტვინების“ უკან დაბრუნების პროცესი;

y კანონით დადგინდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს უნდა ჰქონ-დეთ პედაგოგიური, აკადემიური და/ან სამეცნი-ერო გამოცდილება; სკოლის დირექტორი იქნება არა მხოლოდ მენეჯერი, არამედ ამავე სკოლის მასწავლებელიც. ეს უზრუნველყოფს მის მიმართ მასწავლებელთა ნდობის ამაღლებას და მათ ეფექ-ტიან თანამშრომლობას; სკოლის დირექტორს აირჩევს პედაგოგიური საბჭო; უმაღლესი საგანმა-ნათლებლო დაწესებულების რექტორს რეალურად აირჩევს აკადემიური საბჭო სრული პროფესორე-ბისაგან;

y უზრუნველყოფილი იქნება მშობლების (მშობელ-თა საბჭოს მეშვეობით) ეფექტიანი მონაწილეობა სასკოლო გეგმის შემუშავებაში, სკოლის საქმი-ანობის ანგარიშის განხილვასა და შეფასებაში;

y ხელი შეეწყობა მშობელთა კომიტეტების შექმ-ნას ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე და მათ ეფექტიან ფუნქციონირებას; სა-ხელმწიფოსთან ერთად, ბავშვის უფლებების (მათ შორის განათლების უფლების) უპირველესი დამც-ველი იქნება მშობელი;

y განხორციელდება განათლების სისტემის ობიექ-ტური და სანდო სტატისტიკის წარმოება, დაინერ-გება შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკა და მე-თოდოლოგიები;

y უზრუნველყოფილი იქნება განათლების პროგრა-მული ბიუჯეტის შედგენა;

y შემუშავდება საგანმანათლებლო დაწესებულებე-ბის სტრატეგიული გეგმების შედგენისა და საქმი-ანობის ანგარიშის მომზადების ერთიანი მეთოდო-ლოგიები;

y განხორციელდება განათლების სისტემის მი-უკერძოებელი ყოველწლიური მონიტორინგი და შეფასება; უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დოკუმენტების საჯაროობა. განათლების სისტემის მონიტორინგი და შეფასება მიმართული იქნება არა სისტემაში სადამსჯელო ღონისძიებების განხორ-ციელების, არამედ ხარვეზების გამოსწორებისა და განვითარების მიმართულებების დასახვისაკენ;

y შეიქმნება და განხორციელდება რეფორმის პრო-ცესში ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობის მექანიზმები; ინფორმაცია განათ-ლებისათვის გამოყოფილი ხარჯებისა და საგან-მანათლებლო სისტემის დაწესებულებების საქმი-ანობის შესახებ გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისათვის.

შეიქმნება განათლების დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმები.

y განათლების დაფინანსების წესი, ფორმები და ოდენობა შექმნის ადამიანური რესურსების უწყვე-ტი განვითარებისა და განათლების სისტემის პრი-ორიტეტულობის, მდგრადობის, განვითარების, ეფექტიანობისა და განათლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს;

y გაიზრდება სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით;

y განათლების საერთო ხარჯების ზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნე-ლოვნად მოიმატებს დასაქმებულთა შრომის ანაზ-ღაურება, ამაღლდება მათი სოციალური სტატუსი და პრესტიჟი; მასწავლებელს ექნება ღირსეული ცხოვრების პირობები;

y გადაიხედება განათლების დაფინანსების „ვაუჩე-რული“ წესი (როგორც დაფინანსების ძირითადი წყარო) და იგი შეივსება საგანმანათლებლო დაწე-სებულებების დაფინანსების სხვა კომპონენტებით;

y სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს მაღა-ლი სტანდარტის საყოველთაო ზოგად განათლებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

Page 67: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

66

y გაიზრდება სკოლამდელი აღზრდა-განათლები-სათვის, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლებისათვის გამოყოფილი ხარჯები; შესაბა-მისად, გაიზრდება განათლების ხელმისაწვდომო-ბა ყველა საფეხურზე;

y სახელმწიფო განახორციელებს როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულებების იმ დოქტორანტთა მხარდაჭერის (წახა-ლისების) პროგრამებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული მიღწევებით.

გაიზრდება განათლების ხელმისაწვდომობა.

y განათლების უფლების რეალიზაცია ქვეყნის თი-თოეულ მოქალაქეს მისცემს განვითარების რე-ალურად თანაბარ შანსს, რაც გააჩენს საზოგა-დოებაში არსებული უთანასწორობის დაძლევის შესაძლებლობას;

y შემუშავდება და დამტკიცდება სათანადო (მათ შო-რის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის) სტან-დარტები; საგანმანათლებლო დაწესებულებათა შექმნა/რეორგანიზაცია განხორციელდება არა სუბიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ ამ სტანდარტების გათვალისწინებით;

y ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველ-ყოფენ ქართულ ენაზე სკოლამდელი აღზრდა-გა-ნათლების ხელმისაწვდომობას;

y სოფლებისა და ქალაქებისათვის დაწესდება სკო-ლის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის სტან-დარტები; სტანდარტის შეუსრულებლობის შემ-თხვევაში, მოსწავლეებს ექნებათ შეღავათები ტრანსპორტით სარგებლობისას; სახელმწიფო განსაკუთრებულად იზრუნებს მაღალმთიანი რე-გიონების მცირეკონტინგენტიანი სკოლების ფუნქ-ციონირებაზე;

y შეიქმნება (ასევე, ითარგმნება) და მოსწავლეები-სათვის/სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი იქნე-ბა მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები ქარ-თულ ენაზე;

y პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის შემუშავ-დება და განხორციელდება განათლების ფინანსუ-რი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა მექანიზმები (სსიპ-ების საბაზო დაფინანსებასთან ერთად, სტუ-

დენტთა გრძელვადიანი დაკრედიტება, მისამარ-თული ეფექტიანი სოციალური დახმარებისა და და-საქმების პროგრამების განხორციელება, საერთო საცხოვრებლებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და სხვ.); განისაზღვრება სტიპენდიების გაცემის წესი;

y ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისა და ამ პროფე-სიით დასაქმების თითოეული მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული განათლება; უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული განათ-ლების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა;

y ჩამოყალიბდება შრომის ბაზრის რეგულარული კვლევისა და საზოგადოების ინფორმირების სის-ტემა;

y უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული უმცირე-სობებისათვის ქართული ენის სწავლება და, კა-ნონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სრულად იქნება რეალიზებული მათთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება;

y განხორციელდება შედეგზე ორიენტირებული მიზ-ნობრივი პროგრამები, რაც შექმნის თითოეული სპეციალური საჭიროების მქონე პირისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ე.წ. „ქუჩის ბავშვების“) განათლების ხელმისაწვდომობის რეალურ გარანტიებს;

y საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების შესაძლებლობა; ხელი შეეწყობა ელექტ-რონული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნობრივი პროგრამების გან-ხორციელებას.

ამაღლდება განათლების ხარისხი.

y განათლების ხარისხი დაეფუძნება ქართულ ისტო-რიულ, დასავლურ სტანდარტებსა და გამოც დილე-ბას;

y კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იქნება გა-ნათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა ცენტრალური მართ-ვის ორგანოებისაგან; ეროვნული ცენტრის ფუნქ-ცია იქნება ხარისხის გარე შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა/უზრუნველყოფა (უკი-

Page 68: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

67

დურეს შემთხვევაში, ავტორიზაცია/აკრედიტაციის გაუქმება);

y არსებითად გადაისინჯება ავტორიზაციისა და აკ-რედიტაციის მოქმედი წესი; ავტორიზაცია/აკრედი-ტაციისას უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი გაზომვადი და ობიექტური ინდიკატორების გამო-ყენება, ასევე დარგობრივი და შინაარსობრივი მხარის შეფასება;

y განათლების ხარისხის განვითარება უზრუნველ-ყოფილი იქნება სამი აუცილებელი კომპონენტის თანაარსებობით:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმა/საგანმანათლებ-ლო პროგრამები (დარგობრივი მახასიათებლე-ბი);

ბ) პედაგოგიური/აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შესაბამისი კვალიფიკაცია;

გ) ხარისხიანი სახელმძღვანელოები.

y სკოლამდელი დაწესებულებებისათვის შემუშავ-დება და დაინერგება საგანმანათლებლო-სააღმ-ზრდელო გეგმა და პროგრამები; უზრუნველყო-ფილი იქნება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა სათანადო კვალიფიკაცია;

y არსებითად გადაისინჯება ეროვნული სასწავლო გეგმა, აგრეთვე ამ გეგმით განსაზღვრული რო-გორც სწავლა-სწავლებისა და საათობრივი განა-წილების ძირითადი პრინციპები, ისე საგნობრივი პროგრამები; სკოლას დაუბრუნდება აღმზრდე-ლობითი ფუნქცია; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქართული ენის, როგორც ცალკე საგნის, სწავლებას; სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რა-ოდენობად განისაზღვრება არა უმეტეს 25 მოსწავ-ლისა;

y შეიქმნება კვალიფიკაციის ამაღლების მდგრადი და ეფექტიანი სისტემა - უზრუნველყოფილი იქ-ნება მასწავლებლების/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობა საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ მოთხოვნებ-თან; განხორციელდება მასწავლებელთა კვალი-ფიკაციის ამაღლების მიზნობრივი პროგრამები; ხელი შეეწყობა მასწავლებლის მოტივაციისა და შესაძლებლობების გაზრდას, იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

ამაღლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულებების სამეცნიერო პოტენციალი.

y შეიქმნება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერე-ბის ინტეგრაციის ხელშემწყობი ეფექტიანი სამარ-თლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური მექანიზ-მები;

y განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმნიშვნელოვანესი როლის საკანონმდებლო რეგლამენტაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების სფეროში;

y სათანადო პროგრამები/ღონისძიებები გათვალის-წინებული იქნება სხვადასხვა შესაბამის სახელმ-წიფო სტრატეგიაში; ამ სტრატეგიებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შედეგები გაანალიზდება სწავლებისა და კვლევის შეფასების საერთაშორი-სო ინდიკატორების შესაბამისად;

y განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებ-ლო დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის საბაზო დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა; ამ დაფინანსების ფარგლებში უმაღლეს საგანმა-ნათლებლო დაწესებულებას ექნება სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის უფლებამოსილება, გაიზრდება მეცნიერთა შრომის ანაზღაურება;

y სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის/ფონდების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულებების მეცნიერთა პროექტების საგრანტო დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს პრიორიტეტების შესაბამისად, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასებისა და დაფინანსების წესის საფუძველზე;

y შემუშავდება და განხორციელდება უმაღლესი სა-განმანათლებლო დაწესებულებების მიერ სამეც-ნიერო კვლევებისა და თანამედროვე ტექნოლო-გიების დანერგვის ეფექტიანი მექანიზმები.

მეცნიერება

არსებული ხელისუფლების პირობებში ქართული მეცნიერება და მისი განვითარება არ არის პრიორი-ტეტული. მეცნიერებისადმი არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება მხოლოდ მისი მწირი დაფინან-სებით არ შემოიფარგლება. წლების განმავლობაში სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები მიზანმიმარ-თულად დაიხურა, მკვეთრად შემცირდა მეცნიერების დაფინანსება. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოხვდა არა ერთი სამეცნიერო და კვლევითი დაწე-სებულება, რომელთა გასხვისებას მოჰყვა მეცნიერ-

Page 69: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

68

თანამშრომელთა უმუშევრად დარჩენა და ქვეყნის ინტელექტუალური ძალის საზღვარგარეთ გადინება. გაწყვეტილია კავშირი მეცნიერებს შორის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კატასტროფუ-ლად მცირეა იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც აკადემიურ კარიერას ირჩევენ. სახელმწიფომ თით-ქმის სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა ქვეყანაში მეცნიერების განვითარებაზე.

მოიშალა მეცნიერული ცოდნის ფორმირების ინტეგრირებული სისტემა. ახალი სისტემის ჩამო-ყალიბების გარეშე შეუძლებელია ცოდნის განახ-ლება, გაზიარება, მისი აკუმულირება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა. ამ მიზნებისთვის საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება.

მეცნიერების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

y შემუშავდება სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერები-სა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქ-მიანობის კუთხით;

y მეცნიერება გახდება ცოდნაზე დაფუძნებული ეკო-ნომიკის საფუძველი;

y ჩვენ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძ-ველზე მნიშვნელოვნად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება;

y მოხდება ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევა-თა ორგანიზებისა და მხარდაჭერის ახალი, ევრო-პული ტიპის სისტემის ფორმირება;

y თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი სამეც-ნიერო კვლევების უზრუნველსაყოფად შეიქმნე-ბა ქმედითი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენ-ციალის მაქსიმალურ რეალიზებას, მეცნიერების მუდმივ განვითარებას და მის ინტეგრაციას ერთიან სამეცნიერო სივრცეში;

y უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო ინფრას-ტრუქტურის განვითარება, კვლევების ხარისხის ამაღლება, ახალგაზრდობის ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ქვეყნის მეცნიერების ინ-ტეგრირება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში;

y შეიქმნება მეცნიერების სფეროში შედეგზე ორიენ-ტირებული საგრანტო დაფინანსების სისტემა;

y სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერე-ბისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო და აკა-დემიურ სივრცეში, მათ შორის, ერთობლივ კვლე-ვით საქმიანობას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის ფორმით;

y მეცნიერების სისტემა უნდა დაეფუძნოს არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პოტენ-ციალს. ამ დაწესებულებების მართვაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ ამ დაწესებულებების წარმომადგენელები;

y ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად გამო-ცხადდება ნიჭიერი ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა.

Page 70: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

69

თავი 8. კულტურა და სპორტი

კულტურა ქვეყნის მსოფლიო ცივილიზაციასთან და-მაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და იგი საგანგებო სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგა-ნი უნდა გახდეს.

დღეს უკიდურესად მცირეა ბიუჯეტიდან კულტუ-რისათვის გამოყოფილი თანხა. მოუწესრიგებელია კულტურის საკანონმდებლო ბაზა.

დღევანდელი ხელისუფლების კულტურის პოლი-ტიკა ძირითადად იდეოლოგიზებული და პოლიტიზე-ბულია.

კულტურის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

კულტურის სფეროში გასატარებელი ღონისძიებე-ბის შედეგად საქართველო თანამედროვე სამყაროს ღირსეული წევრი უნდა გახდეს. ამ მიზნით უნდა შე-მუშავდეს კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ისეთი პრინციპები, როგორიცაა:

� საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი საქმიანობა კულტურის სფეროში და შემოქ-მედებით პროცესში ხელისუფლების ჩაურევ-ლობის უზრუნველყოფა. უნდა გამოირიცხოს ხელისუფალთა მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები; � ქართული კულტურული სივრცის მსოფლიოს კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწ-ყობა; � კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მსოფლი-ოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესი უნდა მიმდინარეობ-დეს საერთაშორისო სტანდარტების, იუნესკო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით; � კულტურის სფეროში დაფინანსების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნების ნიმუშის მიხედვით; � კულტურის სფეროში ეფექტიანი საკანონმდებ-ლო ბაზის შემოღება – უნდა დაწესდეს საგა-დასახადო პრივილეგიები კულტურაში ინვეს-ტირების მსურველთათვის, რაც განაპირობებს დაფინანსებაში სახელმწიფო და კერძო სექტო-რის თანამონაწილეობას; � საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცი-

რესობების კულტურათა წახალისება, მათი ჩაბმა ერთიანი კულტურის პოლიტიკის გან-ხორციელებაში; � კულტურის სფეროში სახელმწიფო კონკურსე-ბის დაფუძნება და კომპეტენტური სახელმწიფო კომისიების შექმნა.

სახელმწიფო ენა

დღევანდელმა ხელისუფლებამ 2003 წლის შემდეგ გააუქმა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისია. გაუქმდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს დაქ-ვემდებარებული საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა და საქართველოს პარლამენტის სახელმწი-ფო ენის ქვეკომიტეტი. დაიხურა საგანგებოდ ენობ-რივი პრობლემებისადმი მიძღვნილი ტელე- და რა-დიოგადაცემები. ყოველივე ამის შედეგად ქართული ენის კონსტიტუციურ სტატუსთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა შექმნილი.

შესამჩნევად დაიწია ქართული ენის სწავლების დონემ საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებ-ლებში.

თვითდინებაზეა მიშვებული მართლმეტყველე-ბისა და სალიტერატურო ნორმათა დაცვის საკითხი. არ არსებობს დადგენილ ნორმათა დამკვიდრების მე-ქანიზმი. არ ხდება ახალ ნორმათა დადგენა სახელმ-წიფო დონეზე. უყურადღებოდაა მიტოვებული ტერმი-ნოლოგიური საქმიანობა.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მედიის ენა. გან-საკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობაა სარეკ-ლამო და ქალაქის გაფორმების საქმეში.

სახელმწიფო ენის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

საგანგებო ღონისძიებებია გასატარებელი ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დასაცავად. ამჟა-მად ამ საკითხის კონტროლი ევალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაგრამ მათი კომ-პეტენცია და შესაძლებლობები არ არის საკმარისი.

სახელმწიფო ენაზე ზრუნვა კვლავ უნდა იკისროს სახელმწიფომ, რათა გარანტირებული იყოს ქართული

Page 71: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

70

ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა. უნდა შემუშავ-დეს და ამოქმედდეს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ.

არაქართულენოვან მოსახლეობასთან მიმარ-თებით შესამუშავებელია სათანადო პოლიტიკა და ღონისძიებები. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არაქართულენოვანი მოსახლეობის ჩაბმას საერთო სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, რათა მათ ქართული სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი.

სპორტი

საერთაშორისო სარბიელზე ბოლო წლების განმავ-ლობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორ-ტსმენების მიღწევების, მწვრთნელებისა და სპორტის სპეციალისტების მიერ ამ საქმეში შეტანილი მნიშვ-ნელოვანი წვლილის, მათი პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის მიუხედავად, უნდა აღინიშ-ნოს, რომ საქართველოში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების დონე ჯერჯერობით კვლავ ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.

ფინანსური პრობლემების, სუსტი მატერიალური ბაზისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სასწავლო-საწვრთნელი მუშაობის ხარის-ხი ყველა ტიპის სპორტულ სკოლასა და სპორტულ კლუბში საკმაოდ დაბალია.

გარდა ამისა, ქვეყანაში სპორტის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორებია:

1. არათავისუფალი, დაუცველი და არაკონკურენ-ტული გარემო;

2. თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ინვენტარის არარსებობა;

3. წვრთნისა და შეჯიბრების პროცესში თანამედ-როვე მიღწევების არასათანადოდ გამოყენება;

4. მწვრთნელებისა და სპორტსმენების სამედიცინო უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის არა-საკმარისი ხარისხი;

5. ფიზიკური განათლებისადმი არათანამიმდევრუ-ლი მიდგომები და სხვ.

სპორტის რეფორმის ძირითადი პრიორიტეტებია:

� სპორტის შესახებ ახალი კანონის მომზადება; � სპორტის დეპოლიტიზება და დეცენტრალიზე-ბა; � პირობების შექმნა იმისათვის, რომ სპორტში ჩაბმა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის ყველა ფენისათვის; � სპორტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება; � უმაღლესი აკადემიური და საშუალო სპორტუ-ლი განათლების, აგრეთვე სპორტის მეცნი-ერების განვითარება; � სპორტული მედიცინის განვითარება; � სპორტში თანამედროვე ტექნოლოგიების და-ნერგვა.

ქვეყანაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მოდელის შექმნა უზრუნველყოფს სპორტის მარ-თვის სისტემის გაუმჯობესებას და განვითარებას, კონკურენტუნარიანობისა და იმიჯის გაზრდას მსოფლიოში.

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მიერ წარმო-დგენილი საარჩევნო პროგრამა განსაზღვრავს იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელთა განხორციელების შედეგად ქვეყანაში დაიწყება ფართომასშტაბიანი რეფორმები. ამ პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვლება საკანონმდებლო ბაზა, ასევე განისაზღვრება ქვეყნის უახლოესი, საშუალო- და გრძელვადიანი განვითა-რების პოლიტიკა. ამ პროგრამის ძირითადი მახასიათებლები აისახება სახელმწი-ფო ბიუჯეტში და გახდება ქვეყნის მასშტაბით ძირეული რეფორმების გატარების წინაპირობა.

Page 72: ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა