Download - სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

Transcript
Page 1: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

ანდრო ბარნოვი

წინამდებარე ნაშრომი მომზადდა ამერიკელი

ხალხის დახმარებით, რომელიც გაწეული იყო

ამერიკის შეერთებული შტატების

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს

(USAID) საშუალებით. ნაშრომის შინაარსზე

პასუხისმგებლები არიან საქართველოს

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA),

პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი

(PMCG) და ნაშრომის ავტორები. ნაშრომი

შესაძლებელია არ ასახავდეს USAID-ს ან

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის

ხედვას.

2010 wlis seqtemberi

Page 2: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

2

Page 3: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

3

შინაარსი

საქართველოს უსაფრთხოების გარემო ................................................................................................................................... 8

შიდაპოლიტიკური და სოციალური გამოწვევები ...................................................................................................................... 8

დასკვნები ახლო წარსულიდან .................................................................................................................................................. 9

ტოტალური თავდაცვის სისტემა ................................................................................................................................................ 9

საქართველოს აგრეგირებული ძალის პარამეტრები .............................................................................................. 13

1. რაოდენობრივი პარამეტრები ........................................................................................................................................ 13

მოსახლეობის რაოდენობა .......................................................................................................................................................... 13 მოსახლეობის სტრუქტურა ........................................................................................................................................................... 14 „ცოცხალი ძალა“ ........................................................................................................................................................................... 15 მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა .................................................................................................................................. 16

2. ფუნქციური პარამეტრები ................................................................................................................................................ 18

განათლება ..................................................................................................................................................................................... 18 სოციალური კაპიტალი ................................................................................................................................................................. 21 ეკონომიკის მოცულობა ................................................................................................................................................................ 22 ბუნებრივი რესურსები ................................................................................................................................................................... 23 ტექნოლოგიური ბაზა .................................................................................................................................................................... 23 სამხედრო მზადყოფნა .................................................................................................................................................................. 24 თავდაცვის დაფინანსების პარამეტრები ..................................................................................................................................... 26

3. ინფორმაციული პარამეტრები ........................................................................................................................................ 29

საერთო-ეროვნული იდენტობა .................................................................................................................................................. 29 დისკურსები ..................................................................................................................................................................................... 31 სოციალური სამართლიანობა ..................................................................................................................................................... 31 მოთხოვნა ლიდერზე .................................................................................................................................................................... 32

4. ფიზიკური პარამეტრები .................................................................................................................................................. 33

მდებარეობა და საგარეო რისკები .............................................................................................................................................. 33 რელიეფი და სამხედრო რისკები ............................................................................................................................................... 33

დასკვნა ...................................................................................................................................................................................... 35

შეზღუდვები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის სისტემისათის ............................................................................... 35

არსებული და პოტენციური მოწინააღმდეგეები ........................................................................................................ 36

რუსეთის ინტერესის, ძალისა და მოსალოდნელი ოპერაციების ტიპის შესახებ ................................................................... 37

Page 4: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

4

რეგულარული ჯარი......................................................................................................................................................... 44

ტერიტორიული ძალები .................................................................................................................................................. 44

რეზერვი ............................................................................................................................................................................. 45

პროფესიული რეზერვი ............................................................................................................................................................ 46

ტერიტორიული რეზერვი ......................................................................................................................................................... 46

ტერიტორიული თავდაცვა და პარტიზანული ომი .................................................................................................................... 47

სამოქალაქო თავდაცვა, განათლება და სპორტი ...................................................................................................... 49

სპორტი ..................................................................................................................................................................................... 50

სამოქალაქო განათლება და უნარების განვითარება ............................................................................................................ 51

წახალისების ფორმები ............................................................................................................................................................. 51

სამოქალაქო თავდაცვა ............................................................................................................................................................ 51

პროფესიული განათლება ....................................................................................................................................................... 51

პასიური რეზერვი ...................................................................................................................................................................... 52

სამოქალაქო თავდაცვისა და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის დაკომპლექტება .................................... 52

რეზერვის პერსპექტიული გეგმა ................................................................................................................................... 52

ეკონომიკური უსაფრთხოება ......................................................................................................................................... 53

სოციალური უსაფრთხოება ............................................................................................................................................ 54

ინფორმაციული უსაფრთხოება ..................................................................................................................................... 55

ცხრილების საძიებელი ................................................................................................................................................... 57

გრაფიკების საძიებელი .................................................................................................................................................. 57

Page 5: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

5

მოკლე შინაარსი

უსაფრთხოების უმძიმეს გარემოში საქართველოს დაუსრულებელი სახელმწიფოებრიობით უწევს ცხოვრება:

ქვეყანა მნიშვნელოვანი შინაგანი გარდაქმნების ფაზაში იმყოფება, ეს პროცესი კი გასაგები სოციალური

დაჭიმულობით ხასიათდება.

ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ერთპოლუსიანი სამყარო და საქართველოს დასავლური ორიენტაცია

განაპირობებდა წინა წლებში ჩამოყალიბებულ რწმენას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებდა

საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის წარმოებას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის

შემდეგ დავრწმუნდით, რომ საქართველოს სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტიანი თავდაცვის კონცეფცია და

შესაბამისი თავდაცვის სისტემა.

2010 წლის 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა

ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნისა და და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების აუცილებლობაზე და

რეზერვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ტოტალური თავდაცვის მიზანია საზოგადოების სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური და

ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მეორე მხრივ, ტოტალური თავდაცვა ნიშნავს საზოგადოების

ყველა რესურსის გაერთიანებას თავდაცვის მიზნით. წინამდებარე ნაშრომი განიხილავს საქართველოს

დემოგრაფიულ, ინფორმაციულ, ფუნქციურ და ფიზიკურ პარამეტრებსა და რესურსებს, რათა გამოავლინოს

ამათუიმ სფეროში არსებული გამოწვევები და მოხაზოს მათი გადაწყვეტის გზები - ტოტალური თავდაცვის

სისტემის მშენებლობის მიზნიდან გამომდინარე.

საქართველოს მოსახლეობა არის მცირერიცხოვანი, დაბერებული, ეთნიკურად მრავალფეროვანი და სუსტად

ინტეგრირებული; საერთო-ეროვნული იდენტობა სუსტია და ძირითადად ეთნიკური ქართველების ისტორიულ

და ენობრივი ერთიანობის რწმენას ეფუძნება; მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განათლების დონე დაბალია,

ტექნიკური განათლების დონე კი რეგიონში ერთ-ერთი უდაბლესი; სოციალური კაპიტალი დეგრადირებულია,

ამ მხრივ არსებული ტენდენციები კი - სახელმწიფოებრიობისათვის თითქმის უსარგებლო; ქვეყნის ურბანიზაციის

ხარისხი ძალიან დაბალია, სოფლების 1/3 ძალიან მცირერიცხოვანი; სოფლის მოსახლეობის ნაწილში

იგრძნობა ხელისუფლების ნაწილობრივი ვაკუუმი და სოფლად თემებში არ არსებობს გადაწყვეტილების

მიღების ეფექტიანი ლეგიტიმური მექანიზმი;

საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით, ბოლოდან მეორე

ადგილზე - მშპ-ს რეალური მოცულობით, მრეწველობა განუვითარებელია და დოვლათის 90% დიდ

საწარმოებზე მოდის, მცირე და საშუალო ბიზნესი უკიდურესად განუვითარებელია, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი

უარყოფითია, ტექნოლოგიური ბაზა - ძალიან მწირი, ბუნებრივი რესურსები კი - უმნიშვნელო მოცულობის;

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების წყალობით საქართველო ერთ-ერთი

ყველაზე დინამიური ეკონომიკაა და სწრაფი განვითარების კარგ შანსებს ინარჩუნებს, ქვეყნის ეკონომიკის

მდგრადობა ომის შემთხვევაში ძალიან დაბალი იქნება.

ნაშრომი საქართველოს ძირითად მტრად რუსეთს განიხილავს და არ აკეთებს თეორიულ გათვლებს ყველა

პოტენციური მოწინააღმდეგის გათვალისწინებით. სამხედრო აგრესიის ტიპისა და თავდაცვის გეგმების

უპირატესობების გამოსარკვევად ნაშრომი ყურადღებას აქცევს საქართველოს რელიეფის თავისებურებებს,

სადაც მთები და მთათაშორისი ბარი ხელსაყრელ რელიეფს ქმნის პარტიზანული ტიპის საბრძოლო

მოქმედებებისთვის. ამის მიუხედავად, აშკარაა რომ დაბალი ინტენსივობის ომში წინააღმდეგობისათვისთვის,

ანდა მოსახლეობის გასაწრთვნელად ამგვარი ომისათვის, საჭიროა ინფრასტრუქტურის დამატებით მომზადება;

Page 6: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

6

რეგულარული ჯარისთვის ყველაზე რეალისტურ გამოწვევად გამოიყურება სანაპირო ზოლში მტრული

რეიდების აღკვეთა. შეიარაღებული ძალების სუსტი მზადყოფნის შემთხვევაში კი მტერმა შეიძლება მცოცავი

ანექსიის გაგრძელება სცადოს. შესაბამისად, მტრისგან მოსალოდნელია:

- საზოგადოების დემორალიზების მცდელობა

- ჯარის დემორალიზების მცდელობა

- სამხედრო ძალების გამოყენება შიდაპოლიტიკური ესკალაციის ბიძგისათვის, რაც სავარაუდოდ ნიშნავს

უკვე დაკავებულის მონაპირე ტერიტორიებზე შეტევას და დაპყრობას

- ფარულ სამხედრო დახმარებას შიდაპოლიტიკური ძალებისათვის იმ შემთხვევაში თუ ისინი

მოახერხებენ პოლიტიკური ესკალაციის სასურველ ფაზამდე მიყვანას

რუსების ნებისმიერი ქმედების საბოლოო მიზანი იქნება საქართველოს ხელისუფლების დამხობა და

მარიონეტული ხელისუფლების დასმა. ეს განისაზღვრება როგორც რუსეთის პოლიტიკური და არა -

ტერიტორიული ინტერესი საქართველოს მიმართ.

საქართველოს თავდაცვის სისტემის დაგეგმვისის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დღემდე ვერ

მოვახერხეთ, სრულყოფილად გაგვეთვალისწინებინა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - რომ

საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა ვერ იქნება კონვენციური შესაძლებლობების იმედად. ტოტალური

თავდაცვის სისტემაში, რომელიც ამ მხრივ მართლაც სწორი გამოსავალია, უდიდეს როლს რეზერვის

ორგანიზება ასრულებს.

ნაშრომში შემოთავაზებულია რეზერვის დაყოფა პროფესიულ, ტერიტორიულ და სამოქალაქო რეზერვად,

შესაბამისად - პროფესიული ჯარის, ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო თავდაცვის

ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად. ამასთან, ტერიტორიული თავდაცვის ძალებში გადამწყვეტ როლს

სწორედ რეზერვის კომპონენტი შეასრულებს.

შემოთავაზებულია, რომ სამოქალაქო რეზერვის ორგანიზების ფუნქცია სხვა აუცილებელ ვალდებულებებთან

ერთად აიღოს ე.წ. სათემო განვითარების ცენტრებმა, რომლებიც შეიძლება იქცნენ სახელმწიფოსა და

საზოგადოების საქმიანი ინტერაქციის ძირითად ლოკუსად.

ნაშრომში გაკეთებულია ზოგიერთი საორიენტაციო გათვლა შემოთავაზებული სისტემის პროგრამული ფაზების

მიმდინარეობის, ხანგრძლივობისა და სავარაუდო დანახარჯების შესახებ.

Page 7: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

7

დეფინიციები

თავდაცვის სისტემა: სახელმწიფო ინსტიტუტთა და ინსტრუმენტთა ერთობლიობა,

რომლებიც მონაწილეობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის

უზრუნველყოფაში. უსაფრთხოების სისტემისაგან განსხვავებით,

თავდაცვის სისტემის ნაწილი არ არის ინსტიტუტთა და ინსტრუმენტთა

ის ნაწილი, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს თავდაცვის

სისტემის ფორმირებაზე. ტოტალური თავდაცვის სისტემა

მნიშვნელობით უახლოვდება უსაფრთხოების სისტემის ცნებას

სამხედრო ხასიათის საფრთხე: საფრთხის სცენარი, სადაც სამხედრო კომპონენტი ძირითად ან

დამხმარე როლს ასრულებს

სტრატეგიული საკითხები: სისტემის ან მისი ნაწილის პერსპექტიული ფუნქციების განსაზღვრება

სისტემური საკითხები: სისტემის ფუნქციონირების წინაპირობების დადგენა ან აღწერა

ინფორმაციული საკითხები: საინფორმაციო სფეროს საკითხები, ანუ საინფორმაციო პოლიტიკა,

საზოგადოების იდენტობა, არსებული დისკურსები და საზოგადოების

განწყობები

რესურსული საკითხები: სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რესურსების დადგენა

ან/და აღწერა

Page 8: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

8

წინასიტყვაობა

თავდაცვის სისტემა იმდენად ვრცელი თემაა, რომ როდესაც მასზე მთლიანობაში ვმსჯელობთ, იძულებულნი

ვხდებით, დეტალებს გვერდი ავუაროთ. ამჟამად ჩვენი ინტერესია, დავინახოთ ის ძირითადი ფაქტორები,

რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოს თავდაცვის სისტემის ფორმირებაზე, შევაფასოთ ამჟამინდელი

სისტემის ადეკვატურობა, გამოვავლინოთ არსებული ძირითადი პრობლემები და მოვხაზოთ განვითარების

სასურველი მიმართულებები.

„თავდაცვის სისტემა“ ძალიან ფართო ცნებაა, მაგრამ მაინც შედარებით ვიწრო, ვიდრე - „უსაფრთხოების

სისტემა“. თავდაცვის სისტემის ამოსავალია თავდაცვის ფიზიკური, ინფორმაციული თუ სოციალური

ინფრასტრუქტურა, მაშინ როცა უსაფრთხოების სისტემა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების

მთელ ერთობლიობას მოიცავს. ის, რაც ფაქტორია თავდაცვის სისტემის ფორმირებისათვის, ზრუნვის ობიექტია

უსაფრთხოების სისტემისათვის. მაგალითად, განათლების ხარისხი თავდაცვის სისტემისთვის ფაქტორია,

უსაფრთხოების სისტემისთვის კი - სამუშაო სფერო, ეკონომიკის მდგომარეობა თავდაცვის სისტემისთვის

ფაქტორია, უსაფრთხოების სისტემისთვის კი - ზრუნვის ობიექტი და ა.შ.

ამისგან განსხვავებით, ტოტალური თავდაცვის სისტემა მოიცავს სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკურ,

სოციალურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტებს და მასშტაბით უსაფრთხოების სისტემის გაგებას უახლოვდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, თავდაცვის სისტემა უსაფრთხოების სისტემის უმნიშვნელოვანესი ფიზიკური

შემადგენელია.

საქართველოს უსაფრთხოების გარემო

დღეს საქართველოს უსაფრთხოება დარღვეულია: ტერიტორიები ოკუპირებულია, მეზობელი ბირთვული

სახელმწიფოს ოფიციალური პირები კი ახალი ტერიტორიების ოკუპაციითა და სახელმწიფოებრიობის

გაუქმებით გვემუქრებიან.1 გარდა ამისა, რეგიონის უსაფრთხოების გარემო ძალიან ცვალებადი და

არასტაბილური გახდა, საკუთრივ საქართველოს შიდა კონფლიქტების გარდა რეგიონში არსებობს კიდევ

რამდენიმე აქტიური კონფლიქტი, რეგიონის დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია კი უფროდაუფრო

მძაფრდება და არსებობს საფრთხე, რომ უმართავი ხასიათი მიიღოს. ამ ყველაფერს ემატება არატრადიციული

საფრთხეები, როგორიცაა ტერორიზმი, ექსტრემიზმი და ორგანიზებული დანაშაული. შეიძლება ითქვას, რომ

დღეს არ არსებობს სამხედრო მუქარის ტიპი, რომლისგანაც საქართველო მთლიანად დაცულად შეიძლება

ჩაითვალოს. პირიქით, ყველა რისკი სავსებით რეალურია და მათთან გამკლავება სათანადო მომზადებას

მოითხოვს.

შიდაპოლიტიკური და სოციალური გამოწვევები

უსაფრთხოების აღწერილ უმძიმეს გარემოში საქართველოს დაუსრულებელი სახელმწიფოებრიობით უწევს

ცხოვრება: ქვეყანა მნიშვნელოვანი შინაგანი გარდაქმნების ფაზაში იმყოფება, ეს პროცესი კი გასაგები

სოციალური დაჭიმულობით ხასიათდება, სადაც თავად ამ დაჭიმულობის ტიპიც ცალკე გამოწვევაა.

დღეს საქართველოში მხოლოდ სოციალური რევოლუცია არ ხდება. სინამდვილეში საქმე გვაქვს

სახელმწიფოებრივი და ეროვნული, სახელმწიფოებრივი იდენტობის ფორმირების პროცესთან, რაც კიდევ

1 კოკოითიმ და ბაგაფშმა უკვე რამდენჯერმე გაახმიანეს „ტერიტორიული პრეტენზიები“ საქართველოს მიმართ, ხოლო

რუსეთის დუმის დეპუტატები ღიად უჭერენ მხარს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას. მაგ: სერგეი მარკოვი:

ქართველი ერის მთავარი მტერი ქართული სახელმწიფოა - დ. ავალიშვილის ინტერვიუ, 04/08/2010, PRIME TIME

Page 9: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

9

უფრო ამწვავებს შიდა დაძაბულობას. საინტერესოა, რომ ჩვენთან ეს პროცესი მაშინ მიმდინარეობს, როცა

გლობალური მასშტაბით ნაციონალური იდენტობების დევალვაციის პროცესს ვაკვირდებით. ცხადია, ეს

გარემოებაც ასუსტებს ნაციის გამაერთიანებელ ტენდენციებს.

უსაფრთხოების თვალსაზრისით იდენტობის სისუსტე ორ ტენდენციაზე აისახება. ის ერთი მხრივ სერიოზული

დაბრკოლებაა ძლიერი რეზერვისა და ტერიტორიული დაცვის სისტემის შესაქმნელად, მეორე მხრივ კი -

ნოყიერი ნიადაგი მანიპულაციისათვის უცხო სახელმწიფოს მხრიდან.

შეუძლია საქართველოს სახელმწიფოს, რომ თავდაცვის სოლიდური სისტემა ჩამოაყალიბოს ხსენებული

სისუსტეების აღმოფხვრის გარეშე? რა ალტერნატივები არსებობს? როგორი უნდა იყოს თავად თავდაცვის

სისტემა? ამ კითხვებზე პასუხი ქვაკუთხედური მნიშვნელობისაა უსაფრთხოების კონცეფციისა და თავდაცვის

სისტემის ინსტიტუციური მოწყობის მიმართულებების განსაზღვრისათვის. დილემის გადასაჭრელად კი

აუცილებელია სწორად შეფასდეს ის ფაქტორები, რაც ზოგადად გავლენას ახდენს სისტემის ფორმირების

მიმართულებებზე.

დასკვნები ახლო წარსულიდან

დამოუკიდებლობის ოცწლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს დრამატული, თუმცა საკმარისი

გამოცდილება დაუგროვდა იმისათვის, რომ განვითარების სამომავლო გზები მეტი სიზუსტით განვსაზღვროთ.

წლების განმავლობაში თავდაცვის სისტემა იქმნებოდა იმ რწმენით, რომ თუ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი

მტრის რამდენიმედღიანი შეკავების უნარზე გავიდოდა, ამის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევას

საკმარისი ეფექტი ექნებოდა მტრის აგრესიის შესაკავებლად. ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული

ერთპოლუსიანი სამყარო და საქართველოს დასავლური ორიენტაცია ამტკიცებდა იმის რწმენას, რომ

საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებდა საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის

წარმოებას.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის თავდახმისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ ეს რწმენა შეირყა.

მართალია, დასავლეთმა მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფუნქცია მართლაც შეასრულა, მაგრამ ისიც ცხადი

გახდა, რომ ბრუსელმა და ვაშინგტონმა ვერ შესძლეს, ჩვენთვის თავიდან აეცილებინათ რუსული აგრესია და

ახალი ტერიტორიების ოკუპაცია, ვერც საბრძოლო მოქმედებების შემდეგ მიაღწიეს რუსეთის ომამდელ

პოზიციებზე დაბრუნებას და ომის შემდეგ ორი წლის განმავლობაში ვერ აღწევენ რუსეთის იძულებას, რომ

შეასრულოს მის მიერვე ხელმოწერილი ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

ეს გარემოებები ცხადყოფს, რომ საქართველოს სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტიანი თავდაცვის კონცეფცია

და შესაბამისი თავდაცვის სისტემა. მომავალში მტრის 4-5 დღიანი შეკავება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს

საზოგადოების გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, მით უმეტეს, რომ გლობალურ

პოლიტიკაში მიმდინარე უკანასკნელი ტენდენციები საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მეტი

ქაოტურობის ტენდენციაზე მიუთითებს.

ტოტალური თავდაცვის სისტემა

2010 წლის 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა2

ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნისა და და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების აუცილებლობაზე და

რეზერვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ თემაზე პრეზიდენტს ადრეც ულაპარაკია და ჩემთვის

2 „უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის სამინისტროში“, 28/07/2010: საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ოფიციალური ვებ-გვერდი

Page 10: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

10

აგრეთვე ცნობილია თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, სურვილი და მცდელობა, რომ

რეალურად მოხერხდეს საქართველოში ხსენებული სისტემის ამუშავება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს არის

საკმაოდ რთული ამოცანა და მის შესრულებას დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება. რაც მთავარია, ამ

სისტემის მშენებლობას სჭირდება საქართველოს ფიზიკური, რაოდენობრივი, ფუნქციური და ინფორმაციული

პარამეტრების ღრმა და საფუძვლიანი გააზრება.

საქართველოს სტრატეგიული და ფიზიკური პარამეტრები შეიძლება მეტ-ნაკლებად შეედაროს შვეიცარიის,

დანიის, სინგაპურის, ისრაელის, ფინეთის პარამეტრებს. ყველა ეს სახელმწიფო თავდაცვის დილემაზე პასუხს

ტოტალური თავდაცვის სისტემაში ნახულობს. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ეს აზრი

საქართველოშიც მომწიფდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დოქტრინული ბაზა და პროგრამები ჯერ არ არის

მისადაგებული ახალი ხედვისათვის, ახალი ჩამოყალიბებული კონცეფცია ჯერაც არ არსებობს.

ტოტალური თავდაცვა ნიშნავს მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაერთიანებას ამათუიმ

საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს შეიძლება იყოს უცხო სახელმწიფოს სრულმასშტაბიანი

შეიარაღებული აგრესია, გლობალური ტერორიზმი ან, თუნდაც, ეპიდემია. მთავარი პრინციპი აქ არის მთელი

საზოგადოების, ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების ერთი მიზნისათვის გაერთიანება.

ტოტალური თავდაცვის მიზანია საზოგადოების სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური და

ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს თავდაცვის სისტემის ისეთ მოწყობას, რომ მასში

ინტეგრირდეს საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების, სოციალური სოლიდარობის, ცხოვრების წესის,

კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების გრძნობის განვითარებისა და დაცვის ამოცანები.

ცხადია, თავდაცვის სისტემა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს არ ნიშნავს. მასში

ამათუიმ ფორმით მოიაზრება სახელმწიფოსა და საზოგადოების თითოეული ინსტიტუტი და მათ შორის

კოორდინირებისა და ურთიერთქმედების მექანიზმები. ამის მიუხედავად, იმის გამო, რომ წინამდებარე კვლევა

ძირითადად სამხედრო საფრთხეებიდან მომდინარე გამოწვევებს ეხება, მასში შემოვიფარგლებით იმ

ფაქტორებისა და ტენდენციების ანალიზით, რაც შეიარაღებული ძალებისა და მხარდამჭერი ინსტიტუტების

ფორმირებაზე ახდენს გავლენას.

Page 11: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

11

მოდელი 1: ურთიერთ-გავლენა სოციალური სივრცის ფარგლებში

შესავალი

თავდაცვის სისტემა, ისევე როგორც

მთლიანად სახელმწიფოს ინსტიტუტი

თუ სხვა ნებისმიერი სოციალური

სისტემა, გარემოს გამოწვევებზე

სუბიექტის რეფლექსიის ნიმუშს

წარმოადგენს.

თავდაცვის სისტემა რთული სისტემაა.

ის ებმის სოციალური სივრცის

პრაქტიკულად ყველა სხვა შემადგენელ

სისტემას, თუმცა განსაკუთრებულად

რამდენიმე მათგანზეა დამოკიდებული.

ესენია:

1. საზოგადოების შემადგენლობა და სტრუქტურა, დემოგრაფია

2. ცხოვრების წესი, სამოქალაქო კულტურა

3. ეკონომიკა (რესურსები, ტექნოლოგიები, ხედვა, პერსპექტივები)

4. საზოგადოების სოციალური ქსოვილი

5. საზოგადოების იდენტობა, ადგილი გარესამყაროში

ცხადია, სოციალური სისტემა არ შეიძლება იყოს ინსტინქტური რეფლექსია რაიმე გამაღიზიანებელზე. სისტემა,

და მით უმეტეს სოციალური სისტემა, არის რაციონალური პროცესის შედეგი და როდესაც სოციალური სისტემის

შექმნას ან შეფასებას ვცდილობთ, ყველა ეს სეგმენტი უნდა გავითვალისწინოთ.ეს ნიშნავს, ვიკითხოთ:

1. ვინ ქმნის სისტემას და როგორ აღიქვამს ეს სუბიექტი გარემოს?

2. რა მოტივაცია აქვს მას ამ სისტემის შესაქმნელად?

3. რა რესურსებზე მიუწვდება ხელი?

4. რა ტიპის რეფლექსია შეუძლია?

5. როგორია მისი საარსებო გარემო და რა ურთიერთობაშია სხვა სუბიექტებთან?

Page 12: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

12

თავი 1: საქართველო თავდაცვის დამგეგმავის

თვალით „თუ საკუთარ თავს და მტერს კარგად იცნობ, ასი ბრძოლისაც ნუ შეგეშინდება“

სუნ ძი „ომის ხელოვნება“– III, 17

იმისათვის, რომ თავდაცვის სისტემის პარამეტრები შეფასდეს ან დაიგეგმოს, საჭიროა, შეიქმნას გარკვეული

კონცეპტუალური ჩარჩო თავდაცვის სუბიექტისა და მისი საარსებო გარემოს შესახებ, საჭიროა ერთგვარი

საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი თვითშემეცნება, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედება

გადაწყვეტილებებს თავდაცვის სისტემის ტიპის, ინსტიტუციონალიზაციის, სტრატეგიისა და დოქტრინის შესახებ.

ეს ჩარჩო შეეხება სუბიექტის ინფორმაციულ (იდენტობა), რაოდენობრივ (დემოგრაფია, ჯარის რიცხოვნობა),

კვალიტატურ/ფუნქციურ (განათლება, ეკონომიკა, სოციალური კაპიტალი...) და ფიზიკურ (ტერიტორია,

რელიეფი) პარამეტრებს. ანუ ეს ნიშნავს განვსაზღვროთ, თუ ვინ ვართ, რა მიზნები გვაქვს, რა ტიპის რესურსები

მოგვეპოვება, რა ხარისხისა და ფუნქციისაა ეს რესურსები, რა გარემოში გვიწევს მოღვაწეობა და რა

დაბრკოლებებს ვაწყდებით. იგივე ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ პოტენციური მოწინააღმდეგეების შესახებ და

მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი, რომ ეფექტურად დავგეგმოთ მიზნის მიღწევის ამოცანები.

საქართველოს მოწინააღმდეგე არაერთი შეიძლება ყავდეს მომავალში, თუმცა დღეს განსაკუთრებულ

ყურადღებას რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმები იმსახურებენ. ყველა სუბიექტის დეტალურ

აღწერას სპეციალური მუშაობა სჭირდება, ამ მიმოხილვაში მხოლოდ ზოგადი შტრიხების მოხაზვას შევეცდებით.

ამ მიმოხილვაში ცალკ-ცალკე თავები აქვს დათმობილი ჩვენთვის საინტერესო რაოდენობრივი,

ინფორმაციული, ფუნქციური და ფიზიკური პარამეტრების მოკლე მიმოხილვას. რაოდენობრივ პარამეტრებად

განვიხილავთ ქვეყნის ზოგად დემოგრაფიულ მონაცემებს და მის გავლენას თავდაცვის დაგეგმვაზე, ფიზიკურ

პარამეტრად - ქვეყნის რელიეფს, გეოპოლიტიკურ რეალობასა და მათ გავლენას თავდაცვის სისტემის

მოდელზე, ინფორმაციულ პარამეტრებად - მოსახლეობის იდენტობასა და კულტურას, არსებულ დისკურსებს,

საზოგადოების შეკრულობას და საბრძოლო სულისკვეთებას, ხოლო ხარისხობრივ პარამეტრებად

განვიხილავთ ეკონომიკის, განათლების, სამხედრო მზადყოფნის მდგომარეობას და შესაბამის გავლენას

თავდაცვის დაგეგმვაზე.

Page 13: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

13

1. რაოდენობრივი პარამეტრები

„სამხედრო საქმეში პირველია ზომის ერთეული, მეორე - რაოდენობის შეფასება, მესამე - გამოთვლა, მეოთხე - შანსების დაბალანსება, მეხუთე კი -

გამარჯვება“ -IV, 17 სუნ ძი „ომის ხელოვნება“

მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში სიდიდით 117-ესახელმწიფოა, რომლის 4,6

მილიონიანი მოსახლეობიდან:3

15,8% არის 14 წლამდე ასაკის მოსახლეობა,

68,0% არის 15-დან 64 წლამდე. აქედან:

1,3 მილიონი მამაკაცი და

1,5 მილიონი ქალი

16,2% არის 65+ ასაკის

სამხედრო სამსახურისთვის ვარგისია(16-49 წლის):4

1,09 მილიონი მამაკაცი

1,14 მილიონი ქალი

ურბანული მოსახლეობა მთელის მხოლოდ 53%-ს შეადგენს და კონცენტრირებულია 70-მდე

დაბასა და ქალაქში. რეალურად, ამის ნახევარი თავმოყრილია თბილისში, დანარჩენი კი

ძირითადად 4-5 ქალაქში ნაწილდება. დანარჩენი დაბებისა და პატარა ქალაქების

მოსახლეობის რაოდენობა 20-30 000-ს არ სცილდება.

სოფლების რაოდენობა (მოსახლეობის 47%) 3600-ს აღემატება. თუმცა, მხოლოდ 2100-ია იმ

სოფლების რიცხვი, სადაც მოსახლეობა 500-ზე მეტია.

დემოგრაფიული დინამიკა უარყოფითია და -0,3% შეადგენს. დემოგრაფიის თვალსაზრისით

საუკეთესო წლებშიც კი ზრდის მაჩვენებელი ნულოვან მაჩვენებელს იშვიათად გაცდენია.

გრაფიკი 1: საქართველოს მოსახლოების რაოდენობის ცვლილება, 1989-2005

3 საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები 4 საქართველოში სამხედრო ვალდებულება კანონმდებლობით განსაზღვრულია 18 წლიდან, თუმცა აქ ვითვალისწინებთ არა

სამხედრო ვალდებულების, არამედ - საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტის მიხედვით სამხედრო სამსახურისთვის

ვარგისად მიჩნეული ასაკობრივი ჯგუფის მოცულობას

Page 14: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

14

თავდაცვის დაგეგმვის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ე.წ. „ცოცხალი ძალის“ რესურსის ცოდნა,

არამედ - დემოგრაფიული პარამეტრების მეზობელ სახელმწიფოებთან შედარება:5

გრაფიკი 2: მოსახლეობის რაოდენობა რეგიონის სახელმწიფოებში

გრაფიკი 3: მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის დინამიკა რეგიონის სახელმწიფოებში

გრაფიკი 4: მოსახლეობის სტრუქტურა რეგიონის სახელმწიფოებში (ასაკისა და სქესის მიხედვით)

საქართველოში მოსახლეობა უფრო დაბერებულია, ვიდრე რეგიონის რომელიმე სხვა სახელმწიფოში. თუ

გავითვალისწინებთ, რომ 14 წლამდე მოსახლეობის რაოდენობით რეგიონში ბოლო ადგილზე ვართ, ამ მხრივ

სასიკეთო ძვრები არც ახლო მომავალშია მოსალოდნელი.

5 მონაცემები მოტანილია აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით

Page 15: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

15

სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად (16-49 წლის) ითვლება 2,23 მილიონი მოქალაქე,6 მათ შორის:

1,09 მილიონი მამაკაცი

1,14 მილიონი ქალი

უფრო მკაცრი კრიტერიუმით, ამ კატეგორიაში შეგვიძლია გავაერთიანოთ 15-64 წლამდე მამაკაცები, რომელთა

რაოდენობა საქართველოში მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის 32,8%, ანუ 1,5 მილიონია და მეზობელ

სახელმწიფოებთან შედარებით საკმაო უარყოფით სხვაობას გვიჩვენებს.

გრაფიკი 5: 15-64 წლის მამაკაცების წილი რეგიონის სახელმწიფოთა მოსახლეობაში (2009)

გრაფიკი 6: 15-64 წლის მამაკაცთა რეალური რაოდენობა რეგიონის სახელმწიფოებში (2009)

ზღვრული სტანდარტის თანახმად, რეგულარულ ჯარში მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის 1%-ზე მეტის

ყოლა მიზანშეწონილად არ ითვლება, ეს კი ჩვენს შემთხვევაში 46 ათას სამხედრო მოსამსახურეს ნიშნავს. ასევე

თეორიულად, რეზერვში ამაზე 10-ჯერ მეტი შეგვიძლია გვყავდეს, საიდანაც ვიღებთ, რომ სხვა პირობების

არსებობის შემთხვევაში ეს ციფრი თითქმის ნახევარ მილიონს შეიძლება გაუტოლდეს. დღევანდელი

ოფიციალური მონაცემები დაახლოებით ამის ნახევარია.

დაახლოებით 100 ათასამდეა 18-45 წლამდე ასაკის მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც სხვადასხვა დროს

გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური.

6 საქართველოში სამხედრო ვალდებულება კანონმდებლობით განსაზღვრულია 18-დან 55 წლამდე, თუმცა აქ

ვითვალისწინებთ არა სამხედრო ვალდებულების, არამედ - საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტის მიხედვით სამხედრო

სამსახურისთვის ვარგისად მიჩნეული ასაკობრივი ჯგუფის მოცულობას

Page 16: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

16

მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა მნიშვნელოვანი შტრიხია იმისათვის, რომ შემდეგ შევხედოთ ამ

პარამეტრის გავლენას სამოქალაქო ერთობის ხარისხზე, ანდა - განვსაზღვროთ უცხო სახელმწიფოთა მხრიდან

საქართველოს მოსახლეობის მანიპულირების შანსები, შესაძლო თემები და ა.შ.

გრაფიკი 7: საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური კომპოზიცია, 1979-2002 7

ეთნიკური კომპოზიცია გვიჩვენებს ეთნიკური ქართველების წილობრივ ზრდას საერთო მაჩვენებელში, თუმცა

მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა კლებულობს. ეთნიკური ჯგუფების ერთიან ეროვნულ ორგანიზმში

ინტეგრირების ხარისხი ინფორმაციული სფეროს თემაა და ცალკე შევეხებით.

გრაფიკი 8: არაქართველი მოსახლეობის ცვლილების დინამიკა, 1979-2002

ეს გრაფიკები გვიჩვენებს, რომ:

7 პ. გუგუშვილი, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკითხები, თბილისი 1973

Page 17: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

17

- საქართველოში მოსახლეობა უფრო დაბერებულია, ვიდრე რეგიონის რომელიმე სხვა

სახელმწიფოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ 14 წლამდე მოსახლეობის რაოდენობით რეგიონში

ბოლო ადგილზე ვართ, ამ მხრივ სასიკეთო ძვრები არც ახლო მომავალშია მოსალოდნელი.

- ბრძოლისუნარიანი მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობასთან შეფარდებით ასევე საქართველოშია

ყველაზე დაბალი. აბსოლუტური მაჩვენებლით ის გაცილებით მცირერიცხოვან სომხეთსაც კი

ჩამოუვარდება;

- მოსახლეობის ზრდის დინამიკა უარყოფითია და ამ მხრივ რეგიონში მხოლოდ რუსეთს აქვს უარესი

მაჩვენებელი. სამაგიეროდ, რეგიონის ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფოს მაჩვენებელი დადებითია;

- ურბანული მოსახლეობის წილი ძალიან დაბალია

- მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადი ოთხი ჯგუფიდან ორი

(აზერბაიჯანელები და სომხები) მეზობელი სახელმწიფოების ტიტულური ეთნიკური ჯგუფებია, ერთი

(ოსები) - მეზობელი ავტონომიური რესპუბლიკის ტიტულური ეთნოსი, და ერთიც (აფხაზები) -

საქართველოს ძირძველი მოსახლეობა, რომლის დიდ ნაწილს მიღებული აქვს რუსეთის

მოქალაქეობა.

Page 18: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

18

2. ფუნქციური პარამეტრები

„ბრძენი ლიდერი მტრის ჯარს უბრძოლველად დაიმორჩილებს, ქალაქებს ალყის გარეშე აიღებს, სამეფოებს დაიქვემდებარებს ხანგრძლივი

ოპერაციების გარეშე“ – III, 6 სუნ ძი „ომის ხელოვნება“

განათლების დონით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. აქ ტექნიკური განათლების

დონე უკიდურესად დაბალია, ხოლო ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში მუდმივად ქვეითდება ზოგადი

საშუალო განათლების დონეც, რაც სამომავლო პერსპექტივებს კიდევ უფრო პესიმისტურს ხდის. თუ

გავითვალისწინებთ ტექნოლოგიების არნახულად მზარდ როლს სამხედრო ორგანიზაციებისათვის,

მოსახლეობის განათლების საშუალო დონე პირდაპირ აისახება ჯარის პროფესიონალიზმისა და განვითარების

ხარისხზე: თანამედროვე ჯარში ნებისმიერი რანგის სამხედრო მოსამსახურეს უწევს რთულ ტექნიკასთან შეხება

და ძალიან დაბლაა დაწეული გადაწყვეტილების მიღების ხარიხა, რაც არა მარტო ტექნოლოგიების ცოდნას,

არამედ - რაციონალურ და შემოქმედებით აზროვნებასაც მოითხოვს. კარგ ჯარისკაცს აუცილებლად სჭირდება

როგორც რაციონალური აზროვნების უნარი, ასევე - სწრაფი გადაწყვეტილების უნარი, მიზნის ღრმა გააზრება,

მტკიცე ღირებულებები და ა.შ., სერჟანტებისა და ოფიცრებისთვის ასევე ძალიან მნიშვნლოვანია მართვის

დახვეწილი უნარების გამომუშავება, რაც ასევე განათლების ხარისხთან არის დაკავშირებული.

UNESCO-ს შეფასებით8 საქართველოში წერა-კითხვა 15-24 წლის ახალგაზრდების 99.7%-მა იცის, თუმცა

დაწყებითი განათლების პრობლემებზე ისიც მეტყველებს, რომ სკოლების მძიმე მდგომარეობა ჩვენი

ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. წელს 10 000 მასწავლებლიდან სასერტიფიკაციო გამოცდა 89%-მა ვერ

ჩააბარა9, ხოლო აბიტურიენტთაგან მხოლოდ 34%-მა მოახერხა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა. ამასთან,

ყველაზე ცუდი შედეგები საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საგნებში აჩვენეს. ყველაზე უარესი მაჩვენებელი

გვაქვს ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესების მხრივაც. მაგალითად, წელს 14 ათასი

აბიტურიენტიდან ფიზიკა აირჩია მხოლოდ 81-მა აბიტურიენტმა, მისაღები გამოცდის ჩაბარება კი მხოლოდ 47-

მა მოახერხა. ქიმიის გამოცდა 465-დან ჩააბარა მხოლოდ 160-მა და ა.შ. და ა.შ.10

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, უფროსი თაობის ხარჯზე აქ ჯერ კიდევ გარკვეული ფორმალური სიმაღლე

გვიჭირავს, მაგრამ ეს სიმაღლე რეალურ მდგომარეობას ნაკლებად ასახავს. რაც მთვარია, განათლების

სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ის არ ასახავს ახლო მომავლის სურათს. ასეა თუ ისე,

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყნებისა და დარგების მიხედვით სურათი შემდეგნაირად

გამოიყურება:11

ცხრილი 1: მკვლევართა რაოდენობა ქვეყნებისა და დარგების მიხედვით

ჰუმანიტარული მეცნიერებები

სოციალური მეცნიერებები

სოფლის მეურნეობა

მედიცინა და ჯანდაცვა

ინჟინერია და ტექნოლოგიები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სულ, მკვლევარი

სომხეთი 227 261 420 250 940 2016 4114

აზერბაიჯანი 1690 656 825 743 2584 4782 11280

საქართველო 1548 761 919 803 1213 2380 7624

ირანი - 15920 10056 12748 18180 9724 66628

რუსეთი 9489 13740 13743 15907 244475 94668 392022

თურქეთი 8383 15122 5631 21269 18943 7762 77110

8UNESCO: National literacy rates for youths (15-24) and adults (15+)

9 10 000 მასწავლებელიდან სასერტიფიკაციო გამოცდა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა, „ახალი 7 დღე“, 25/08/2010 10 ლანა ბერიზე: გამოცდებისშედეგები სამარცხვინოა, სასკოლო განათლების დონე - კატასტროფული, „რეზონანსი“, 05/08/2010 11UNESCO: Researchers by fields of science

Page 19: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

19

გარდა აბსოლუტური მონაცემებისა, საინტერესოა რელატიური მოდელები, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელ

მეცნიერებებზე არიან ორიენტირებული ამა თუ იმ ქვეყნის სამეცნიერო წრეები.12 თუ ასეთ მოდელს რეგიონის

სახელმწიფოებისთვის ავაგებთ (იხ. ფიგურა 1), ვნახავთ, რომ რეგიონის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შედარებით

უკეთესად არის განვითარებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, თუმცა მათ შორის საქართველო ბოლო

ადგილზეა, რუსეთი და სომხეთი კი ლიდერობენ. საქართველო გამოკვეთილი ლიდერია ჰუმანიტარული

მეცნიერებების სფეროში, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგში კი კვლავ ბოლო ადგილზე დგას.

რელატიური მოდელის მიხედვით, რეგიონის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობს

სოციალური მეცნიერებების სფეროშიც, სოფლის მეურნეობაშიც, და მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროშიც.

გრაფიკი 10: მკვლევართა საერთო რაოდენობა, რეგიონის ქვეყნების მიხედვით

12Ibid

გრაფიკი 9: მკვლევართა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, ქვეყნებისა და დარგების მიხედვით

Page 20: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

20

გრაფიკი 11: მკვლევართა რაოდენობის შეფარდება მოსახლეობის რაოდენობასთან

გრაფიკი 12: მკვლევარები ინჟინერიასა და ტექნოლოგიების სფეროში

გრაფიკი 13: მკვლევარები საბუნებისმეტყველო სფეროში

Page 21: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

21

ამ გრაფიკებიდან ჩანს, რომ რელატიური მოდელის თვალსაზრისით რეგიონის ქვეყნების ფონზე

საქართველოში ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა აბსოლუტური ციფრების მიხედვით რეგიონის დიდ

სახელმწიფოებს კონკურენციას ვერ გავუწევთ. ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო საგრძნობლად

ჩამორჩება საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დარგების განვითარების მხრივ. ბუნებისმეცნიერებებისა და

ტექნოლოგიური და საინჟინრო ცოდნის დაბალი დონე განაპირობებს, რომ ამ ნაკლის გამოსწორებამდე

საქართველოს ვერ ექნება მეტ-ნაკლებად ავტონომიური სამხედრო მრეწველობის განვითარების პერსპექტივა.

საზოგადოების შეკრულობის გასაზომად სოციალური კაპიტალი გადამწყვეტი მნიშვნელობის ცნებაა. თავის

მხრივ, საზოგადოების სიმკვრივე გადამწყვეტი საზომია ტოტალური თავდაცვის სისტემის წარმატებისათვის.

სოციალური კაპიტალი ისეთივე საზომია საზოგადოებისათვის, როგორიც ფიზიკური კაპიტალი (მაგ. მაგიდა ან

თვითმფრინავი) ან ადამიანური კაპიტალი (განათლება და ჯანმრთელობა) და აღნიშნავს ბმების ხარისხს

სოციალური ქსელის შიგნით, ან ასეთ ქსელებს შორის13.

სოციალური კაპიტალის მდგომარეობას კარგად ასახავს ნებაყოფლობითი ასოციაციების კულტურა, რაც

საქართველოში ძალიან პრობლემატური საკითხია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასოციაციების მომრავლება

მოსახლეობის მიგრაციის მატებასთან ერთად ხდება - მიგრანტები თავის ირგვლივ ახალი სამყაროს შექმნას,

ახალი სოციალური ბმების ჩამოყალიბებას ცდილობენ, რაც საზოგადოებას უფრო დინამიურს და უფრო

შეკრულს ხდის.14 ამიტომ, ასოცირების განმაპირობებელი ფატორებია ინდუსტრიალიზაცია, ურბანიზაცია,

ამათუიმ მიზეზით გამოწვეული ფართომასშტაბიანი მიგრაცია. საინტერესოა აგრეთვე, რომ ტრადიციულად

ცნობილი ასოციაციებისა თუ კლუბების ძირითადი სახეობები რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებია.

სწორედ ეს ორგანიზაციები ქმნიან ყველაზე საფუძვლიან სოციალურ კაპიტალს, თუმცა ცნობილია ასევე

პროფესიული კავშირები, ბიზნეს-გაერთიანებები, მიწათმოქმედთა ასოციაციები, სხვადასხვა ტიპის საძმოები,

ქალთა ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სხვა. ამ ორგანიზაციათა სიმრავლე საზოგადოების

შეკრულობაზე, დინამიურობაზე და სიცოცხლისუნარიანობაზე მიუთითებს.

საქართველოში ყველაზე თვალშისაცემია ეკლესიების მრევლის ძალიან სწრაფი ზრდა, რაც გარკვეულ

პრობლემას კი ქმნის (იმ აზრით, რომ ხშირად სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის გამომწვევ

ფაქტორად განიხილება), მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოებრიობის

განმტკიცებისათვის ძალიან საინტერესო რესურსი აღმოჩნდეს. მაგალითად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ

დღეს სოციალური კაპიტალის ყველაზე მყარ ფორმას სწორედ ეკლესია ქმნის. სამწუხაროდ, ეს რესურსი არ

მიიმართება სახელმწიფოებრიობის განმტიცების მიმართულებით, რაც ფლანგვას ნიშნავს. ამ თემაზე

აუცილებელია მეტი მუშაობა როგორც ეკლესიასთან, ასევე - საზოგადოებრივ აზრზე. საჭიროა ეკლესიის

სოციალური ფუნქციის სინქრონიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტებთან.

ასევე ძალიან საინტერესო ჯგუფია დევნილები და იძულებით გადაადგილებული პირები. აქაც, ჩვენ შეიძლება

საზოგადოების ყველაზე დინამიური ნაწილის დაბადების მოწმე გავხდეთ - სწორედ იმ მიზეზების გამო, რაზეც

ზემოთ ვისაუბრეთ.

საინტერესო ჯგუფია, აგრეთვე, ე.წ. „სამოქალაქო სექტორი“, რადგან ეს არის მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი

ღირებულებების ადამიანთა წრე. თუმცა, ნებაყოფლობითობის ელემენტი ამ ჯგუფში ძალიან დაბალია.

სამაგიეროდ საკმაოდ ხშირია საქმისადმი ანგარიშიანი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, „ნჯო-

პროფესიონალიზაცია", რაც ჯგუფის სიცოცხლისუნარიანობის თვალსაზრისით ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

13 მაგ: John Field, Social Capital, Routledge, London and New York, 2008 14 მაგ: Robert D. Putnam, The Growth of voluntary Associations in America, 1840-1940, Journal of Interdisciplinary History, Vol.29, pp. 511-557

Page 22: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

22

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ამ აზრით ყურადღებას იმსახურებს, ესაა ე.წ. ინტელექტუალ-ლიბერალთა წრე,

რომელიც თითქმის ისეთივე მობილობითა და სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა, როგორითაც -

რელიგიური ჯგუფები. მართალია, უკანასკნელთან შედარებით ეს ჯგუფი შეუდარებლად მცირერიცხოვანია,

მაგრამ ცნობადობა და ლიდერობის უნარი მათ დიდ პოტენციურ ძალას ანიჭებს.

სხვა ჯგუფები, როგორიცაა პროფესიული კავშირები, ბიზნეს ორგანიზაციები და მისთ. ჯერ-ჯერობით

სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტიული არ არის. მათი გააქტიურება ეკონომიკის მკვეთრ ზრდასთან ერთად

არის მოსალოდნელი.

თავდაცვის სისტემის დაგეგმვისათვის ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. საქართველოს

საზოგადოების ყველა ნაწილი დღეს არ არის თანაბრად მზად სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში წვლილის

შესატანად პირველ რიგში იმიტომ, რომ სუსტია სოციალური ბმები, ხოლო სადაც შედარებით ძლიერია

(რელიგიური ჯგუფები), იქ დიდია გაუცხოება სახელმწიფოს ინსტიტუტისადმი. სახელმწიფოებრიობისა და

დემოკრატიის მყარი საფუძვლის ჩაყრა შეუძლებელი იქნება სოციალური კაპიტალის ცნებაზე სათანადო

ყურადღების გარეშე.

მოსახლეობის საბრძოლო სულისკვეთება მიუღწეველი იქნება სოციუმის შეკვრის, ადგილობრივ დონეებზე

თანაცხოვრების მკაფიო წესების დადგენის, გაზიარებულ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების გარეშე.

თავდაცვის თვალსაზრისით ყოვლად გადამწყვეტია, რომ თემში გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმური

მექანიზმი არსებობდეს. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტოტალური თავდაცვის სისტემისათვის, რაც

მოსახლეობის მაღალ ავტონომიურობას, შეკრულობას და მობილობას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში ეკონომიკა რეკორდულ ტემპში გაიზარდა, სასტარტო პოზიცია

იმდენად სავალალო იყო, რომ კიდევ არაერთი ათწლეული იქნება საჭირო განვითარებული ქვეყნების

მაჩვენებლებთან მისაახლოებლად. დღეის მდგომარეობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით რეგიონში

ბოლო ადგილზე ვართ და ოდნავ ჩამოვრჩებით სომხეთს, 0,5ჯერ - აზერბაიჯანს, 2,5ჯერ - თურქეთს,

ამდენივეჯერ - ირანს და 3ჯერ - რუსეთს.

მშპ-ს აბსოლუტური მოცულობით კი რეგიონში მხოლოდ სომხეთს ვუსწრებთ და ჩამოვრჩებით აზერბაიჯანს

4ჯერ, ირანს - 42ჯერ, თურქეთს - 43ჯერ, რუსეთს კი - 104ჯერ.

გრაფიკი 14: მშპ-ს მოცულობა რეგიონის სახელმწიფოებში, აშშ და ევროკავშირთან შედარებით

- საქართველოს სავაჭრო ბალანსი უარყოფითია, იმპორტ/ექსპორტის შეფარდებით დაახლოებით 1/4

- მრეწველობა განუვითარებელია

- სოფლის მეურნეობა განუვითარებელია

Page 23: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

23

- მრეწველობის ბრუნვის საერთო მოცულობა 4 მილიარდს ოდნავ აჭარბებს, რაც ძალიან დაბალი

მაჩვენებელია

- მცირე და საშუალო ბიზნესის წილი წარმოებაში კატასტროფულად დაბალია

ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით საქართველო ასევე არ არის განსაკუთებულად მდიდარი ქვეყანა.

მრავალფეროვნების მიუხედავად, საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე მცირე მოცულობისაა და ქვეყნის

ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის საინტერესო არ არის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ენერგორესურსები, რომელიც ომის შემთხვევაში დიდი მოცულობით

მოიხმარება. საქართველო უმნიშვნელო მოცულობის ენერგორესურსებს ფლობს. ამიტომ, ომის შემთხვევაში

თითქმის მთლიანად აზერბაიჯანის იმედზე მოგვიწევს ყოფნა. ეს გარემოება გვიჩვენებს, რომ აზერბაიჯანთან

საიმედო პარტნიორობის მიუხედავად, საკუთარი მარაგების შექმნა აუცილებელია: გარკვეულ პირობებში ბაქომ

შეიძლება უბრალოდ ვერ შესძლოს საჭირო რესურსის მოწოდება.

ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით საქართველო ძალიან ჩამორჩენილია. ქვეყანაში არსებობს

ტექნოლოგიური განვითარების საკმაოდ შეზღუდული ადგილობრივი პოტენციალი, საერთაშორისო ბაზრები

(განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში) რთულად არის ხელმისაწვდომი და ეკონომიკური მდგომარეობაც არ

იძლევა იმის საშუალებას, რომ ამბიციური შესყიდვები განხორციელდეს.

თუმცა უნდა აღინიშნოს ის მცირე, მაგრამ შედარებით ხარისხიანი პოტენციალი, რაც ნამდვილად გვაქვს. ეს არის

ე.წ. საავიაციო ქარხანა და მის ბაზაზე არსებული პროფესიონალთა პერსპექტიული გუნდი, ასევე რამდენიმე

სამხედრო პროფილის საწარმო (პირველ რიგში - ტანკშემკეთებელი ქარხანა). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ

არსებულ სიმძლავრეთა პოტენციალი დეტალურად შეფასდეს და მისი გამოყენების საშუალება მიეცეს როგორც

ჩვენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, ასევე ემიგრანტ მეცნიერებს ან თუნდაც უცხოელებს.

***

აღწერილი ვითარება გვეუბნება, რომ საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობა ადვილი მისაღწევი არ არის.

განათლების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის ადეკვატურად განვითარების გარეშე საქართველო ვერც

საარსებო რესურსს მოიპოვებს და ვერც თავდაცვის დამოუკიდებელ შესაძლებლობებს განავითარებს.

ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკამ თვითკმარობის კრიტიკული

ზღვარი მაინც თუ არ დააკმაყოფილა, გახანგრძლივებული კონფლიქტს ვერ გავუძლებთ. ამიტომ

აუცილებელია ისეთ პროდუქტებზე ფიქრი, რომლის დამარაგება შეუძლებელია, თუმცა განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია წარმოებისა და სავაჭრო გზების დივერსიფიცირება და წარმოების ამუშავება, რადგან

მაგალითად, თუ დავუშვებთ რომ ომი რუსეთთან გვაქვს, მაშინ საარსებო წყაროს თურქეთ-აზერბაიჯანის

მოსაზღვრე ტერიტორიებიდან ვიღებთ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ამ ტერიტორიებზე წარმოება

განვითარებული იყოს.

ასევე, აღწერილი მდგომარეობა გვეუბნება, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ

მნიშვნელოვანია წარმატებული დიპლომატია და საგარეო მოკავშირეები. ქვეყანას უბრალოდ

არა აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ მეზობელთა სამხედრო აგრესიის შემთხვევაში

ხანგრძლივად აწარმოოს თავდაცვითი ომი.

Page 24: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

24

იმის მტკიცებას, რომ საქართველოს ჯარის შეიარაღება და აღჭურვილობა სასურველი რაოდენობისა და

ხარისხის არ არის, ციფრები ნამდვილად არ სჭირდება. თუმცა საქმე მხოლოდ შეიარაღებისა და

აღჭურვილობის ამჟამინდელი რაოდენობა და ხარისხი არაა. 90-იანი წლების დასაწყისის დაღმავალი

ტენდენციის შემდეგ დეკადის მეორე ნახევრიდან მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შეინიშნებოდა სამხედრო

ხარჯების შესამჩნევი ზრდა, 2009 წელს კი ამ ციფრმა ცივი ომის უკანასკნელი პერიოდის მაჩვენებლებს გაასწრო.

გრაფიკი 15: მსოფლიოს სამხედრო დანახარჯები, 1988-2009

თვით რუსეთშიც კი, რომელმაც ამ პერიოდში 1998 წლის კრიზისი გამოიარა, 1996-დან 2005 წლამდე სამხედრო

ხარჯები 48%-ით გაიზარდა, 50%-ით გაიზარდა აშშ-ს დანახარჯები, ჩინეთისა კი - 165%-ით და ზრდას

განაგრძობს.

გრაფიკი 16: სამხედრო დანახარჯების ზრდა, 1996-2005

ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი მთელი დეკადის განმავლობაში შესამჩნევად გვისწრებდნენ

სამხედრო ხარჯების მოცულობით - რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთსა და ირანზე, თუმცა ვარდების

რევოლუციის შემდეგ სამხედრო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა და უკვე 2004 წელს სომხეთს გავასწარით კიდეც:

Page 25: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

25

სამხ. ხარჯები 2003 ($ მლნ) სამხ. ხარჯები 2009 ($ მლნ)

საქართველო 92 (1.1%) 665 (8.5%)

სომხეთი 183 (2.7%) 405 (3.3%)

აზერბაიჯანი 382 (2.2%) 1 434 (3.8%)

ირანი 7195 (2.9%)* 9174 (2.7%)*

თურქეთი 19155 (3.4%) 19009 (2.2%)

რუსეთი 40600 (4.3%) 61000 (3.5%)

გრაფიკი 17:სამხედრო ხარჯების დინამიკა 2003-2009 წლებში(SIPRI)

ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველოს ჯარი მხოლოდ ფორმალურად

თუ ყავდა. ის 20-იოდ მილიონი დოლარი, რომელსაც გაჭირვებით იმეტებდნენ თავდაცვის უწყებისთვის,

დიდწილად ადმინისტრაციულ ხარჯებს ხმარდებოდა, ხშირად კი კორუფციულ გარიგებებში ქრებოდა.

გრაფიკი 18: სამხედრო ხარჯების დინამიკა 2003-2009 წლებში, სამხრეთ კავკასია (SIPRI)

2003 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის დანახარჯები რეალურად გაიზარდა და უკვე 2004 წლიდან

სომხეთს გადაუსწრო კიდეც. ამის მიუხედავად, წინა წლების უმოქმედობამ თავისი გააკეთა - ხარჯების სწრაფმა

ზრდამ ჯარი სწრაფად ვერ შექმნა. 2008 წლის ომისა და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ კი იძულებულნი

გავხდით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი თითქმის გაგვენახევრებინა. ამას დაემატა ძველი პარტნიორების ნაწილის

Page 26: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

26

თავშეკავება იარაღის საქართველოსთვის მიყიდვაზე, რის გამოც ქართული ჯარის აღჭურვილობა დღეს

მინიმალურად, მაგრამ მაინც ახლდება.15

საერთოდ, სამხედრო ხარჯები ოთხ ძირითად მიმართულებაზე ნაწილდება. ესენია:

- ოპერაციები და მხარდაჭერის ხარჯები (O&M)

- ინფრასტრუქტურის ხარჯები (I)

- პირადი შემადგენლობის ხარჯები (P)

- შესყიდვები (PR)

მოდელი 2: ქართული ჯარის მოდელი, 2007 VS 2010

უკანასკნელ წლებამდე პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა ოპერაციებზე 2-3ჯერ ნაკლებს ხარჯავდა, ვიდრე -

პირადი შემადგენლობის შენახვაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ძირითადად პირადი შემადგენლობის

ხელფასებს იხდიდნენ, წრთვნებისა და ტექნიკის ხარჯები კი დაუფინანსებელი რჩებოდა. ცხადია, განვითარებულ

ქვეყნებში საქმე ამის შებრუნებულად იყო და არის - ოპერაციებზე იმაზე მეტიც კი იხარჯება, ვიდრე პირად

შემადგენლობაზე. ეს - რაც შეეხება მოდელს, თუმცა აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მნიშვნელობა აქვს

მოდელის ზომასაც: განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში პირადი შემადგენლობის ხელფასებში თუ

ოპერაციების ხარჯების რეალურ ციფრებში უზარმაზარი სხვაობაა.

აქვე საინტერესოა იმის შენიშვნა, რომ საქართველოს არმიის

მოდელს მთლიანად აკლია ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი,

როგორიცაა „კვლევა და განვითარება“ (R&D, გრაფიკი 17).

მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა ობიექტური

მიზეზებითაა განპირობებული, მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ

R&D კომპონენტის გარეშე თავდაცვის სისტემის

ავტონომიურობის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება. როგორც

# 20 გრაფიკზე ჩანს, R&D პარამეტრი აშშ თავდაცვის ბიუჯეტის

საკმაოდ მნიშვნელოვან წილს ითვისებს.16 ძალიან

15 ოფიციალური მონაცემების თანახმად, თავდაცვის ბიუჯეტის შესყიდვების კოეფიციენტი დაახლოებით 108 მილიონია,

რომლის დიდი ნაწილი შეიარაღებაზეა გათვალისწინებული. 16 ანდრო ბარნოვი, თავდაცვის ეკონომიკა და არჩევანის ფილოსოფია - სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის შრომები,

17/04/2003. ბმული: http://barnovi.blogspot.com/2010/04/blog-post_17.html

გრაფიკი 19: აშშ თავდაცვის ბიუჯეტის 4 პარამეტრი (2009)

Page 27: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

27

მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტრომ ნელ-ნელა დაიწყოს თავდაცვაზე ორიენტირებული

გამოგონებების დაფინანსება.17

გრაფიკი 20: აშშ თავდაცვის ბიუჯეტის მოდელი, 5 პარამეტრი (2009)

გრაფიკი 21: შეიარაღებული ძალების მოდელის ცვლილება (რეალური მოცულობებით)

გრაფიკი 22: ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილება 2005-2010 წწ.

17 თავდაცვის სამინისტროში სრუმრობისას პრეზიდენტმა ეს თემაც ცალკე აღნიშნა.

Page 28: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

28

გრაფიკი 23: თავდაცვის ბიუჯეტის პარამეტრების პროცენტული ცვალებადობა მთლიან ბიუჯეტში 2005-2010 წწ

გრაფიკი 24: ბიუჯეტის ცვლილება 2005-2010 წწ. (1000 $)

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღევანდელი მოდელი

არაადეკვატურია: პატარა ქვეყანა, რომელიც პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის იმედად ვერ იქნება,

რიცხოვნობაზე მეტს არ უნდა ხარჯავდეს, ვიდრე მის ხარისხზე. ასეთი მიდგომა არცთუ რაციონალურია.

მეორე დასკვნა ის არის, რომ ტექნოლოგიების თანამედროვე განვითარების პირობებში შეუძლებელია, რომ

პატარა ქვეყანამ კონვენციური საშუალებებით დაიცვას თავი. საქართველოს თავდაცვის ეფექტიანი

ორგანიზებისათვის აუცილებელია უპირატესობის მინიჭება არაპირდაპირი მოქმედებების სტრატეგიისა18 და

არარეგულარული ომის19 მოდელისათვის. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს

თავდაცვის სისტემა და მათ შორის შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებები.

18 არაპირდაპირი მოქმედებების სტრატეგია გულისხმობს მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეჯახების თავის არიდებას,

მოტყუებისა და მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებას და მოწინააღმდეგის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბალანსის

დარღვევას. უფრო კონკრეტულად, ეს ნიშნავს მოწინააღმდეგის განლაგებაში ყველაზე სუსტი წერტილის იდენტიფიცირებას

და მასზე ზეწოლას, ასევე - დარტყმას იმ დროს და იმ ადგილას, სადაც მოწინააღმდეგე ყველაზე ნაკლებად ელის.

პირდაპირი მოქმედებით გამარჯვება ურთულესი მისაღწევია არამარტო მცირე, არამედ - დიდი სახელმწიფოებისთვისაც.

პირდაპირი მოქმედებებით მტერი შეიძლება უკუაგდო მისსავე ბაზაზე ან მისსავე ქვეყანაში, თუმცა მისი ძალის საფუძვლიანი

შერყევა და მისი დამარცხება ამ მიდგომით თითქმის შეუძლებელია. პირდაპირი მოქმედებებისას საკუთარი რესურსი თითქმის

იმდენივე იხარჯება, რამდენიც - მოწინააღმდეგისა. გარდა იმისა, რომ რესურსის უანგარიშო ხარჯვა ნებისმიერ შემთხვევაში

გაუმართლებელია, პატარა ქვეყანას ასეთი რესურსი არ მოეპოვება. ეს გარემოება თავდაცვის დაგეგმისას აუცილებლად

გასათვალისწინებელია. 19 არარეგულარული ომი ფართო ცნებაა. ამ ტერმინით აღნიშნავენ არაკონვენციური სამხედრო მოქმედებების,

ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების, სადაზვერვო და ანტიტერორისტული ოპერაციების, ტერორისტთა

მოქმედებებისა თუ ამბოხებულთა სპორადული ოპერაციების ერთობლიობას.

-

100,000

200,000

300,000

400,000

500,000

600,000

700,000

800,000

900,000

1,000,000

2005 2006 2007 2008 2009 2010

I

PR

O&M

P

Page 29: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

29

3. ინფორმაციული პარამეტრები

ამ ნაწილში შედის ე.წ. მენტალიტეტი, კულტურა, იდენტობა, დისკურსები და ა.შ. ამჟამად ეს ყველაფერი

სამოქალაქო ერთობისა და სამხედრო სულისკვეთების ჭრილში გვაინტერესებს. ეს პარამეტრები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტოტალური თავდაცვის სისტემისათვის და პირდაპირ ახდენს გავლენას მისი

მოდელის განსაზღვრაზე.

„გზა ის არის, როცა ხალხის და მმართველის აზრი ერთიანია, როცა ხალხი მზადაა მასთან ერთად მოკვდეს, მასთან ერთად იცოცხლოს, როცა მან არ

იცის შიში და ეჭვი“ - I.5 „სრულყოფილი ლიდერი გზას ამკვიდრებს და მკაცრად მიჰყვება მას;

ამგვარად მის ხელთაა წარმატების კონტროლი“ - IV.16 სუნ ძი „ომის ხელოვნება“

საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას, მით უმეტეს ასეთ გარემოცვაში, თავდაცვის მოდელის შერჩევისას დიდი

არჩევანი არა აქვს. ერთი მხრივ, რისკებთან გასამკლავებლად საქართველოს სჭირდება ძალიან ძვირი

ტექნოლოგიები, მცირე პროფესიული არმია და კარგად ორგანიზებული რეზერვი, თუმცა ამ პირობების

არარსებობისა და არარეალისტურობის შემთხვევაში თეორიული გამოსავალია ტოტალური თავდაცვისათვის

მომზადებული ერთ მუჭად შეკრული და კარგად ორგანიზებული მოსახლეობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა,

რომელიც არ ეგუება ოკუპაციას და მტრის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძვის. სამწუხაროდ, ჩვენ არც ეს პირობა

გვაქვს რეალიზებული.

კარგი დამგეგმავი ყოველთვის მყარ, გრძელვადიან გადაწყვეტას ეძებს. მოდელი, რომელიც აუცილებლობით

მოითხოვს საერთაშორისო თანადგომას, ასეთი გადაწყვეტა ვერ იქნება. ამიტომ, უპირატესობა ისეთ მოდელს

უნდა მიენიჭოს, რომელიც ადგილობრივი უნარების განვითარებას ეყრდნობა და სარწმუნო თავდაცვის

შესაძლებლობებს ავითარებს. ცხადია, ეს არ არის იოლი ამოცანა.

საქართველოს მოსახლეობას, მისი ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ჯგუფების უმრავლესობას სუსტად

აერთიანებს დღევანდელი გენერალური დისკურსები. საზოგადოების სოციალური ქსოვილი დანაწევრებულია

და ჯერაც საერთო მნიშვნელის ძიების პროცესს ვაკვირდებით. ამ მხრივ იკვეთება ორი ძირითადი ტენდენცია,

რომელთაგან ერთს სათავეში უდგას საერო, მეორეს კი - სასულიერო ხელისუფლება. ბუნებითი

დაპირისპირების მიუხედავად, თეორიულად შესაძლებელია რომ ამ ორმა ტენდენციამ ურთიერთ-შემავსებელის

როლი ითამაშოს საერთო-ეროვნული იდენტობის ფორმირების საქმეში, თუმცა დღეს ორივე ცენტრი ლიდერის

როლს იჩემებს და ამიტომ ჯერ კიდევ დუღილის პროცესს ვაკვირდებით.

როდესაც ტოტალური თავდაცვის სისტემაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სისტემის

ეფექტიანობისათვის აუცილებელია ან ძალიან დიდი ზომის პროფესიული არმია (საქართველოს შემთხვევაში

სავარაუდოდ 100 ათასზე მრავალრიცხოვანი) ან - მტკიცედ შეკრული და სათანადოდ მომზადებული

მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია სწრაფად მობილიზება და აქვს წინააღმდეგობის სათანადო რესურსი და

უნარი. ორივე სისტემა საკმაოდ რესურს-ტევადია, თუმცა მოსახლეობასთან მუშაობა მაინც უფრო

გამართლებულია როგორც შედარებითი სიიაფის, ასევე იმის გამოც, რომ საზოგადოებასთან მუშაობას

მრავალი სხვა ირიბი დადებითი ეფექტი აქვს, რაც საბოლოოდ საზოგადოების მრავალმხრივ ჯანსაღ

განვითარებას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, მრავალრიცხოვანი პროფესიული არმიის შენახვა დღევანდელ

პირობებში შეუძლებელი ჩანს როგორც ფინანსური, ასევე - პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, თავდაცვის

20 საქართველოში ამ თემაზე მეტ-ნაკლებად სრულყოფილი კვლევა ჩემთვის უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე

გამოკვლევა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესახებ. მათგან გამოვყოფდი ქალბატონი მარინა მუსხელიშვილის

ნაშრომს „სამოქალაქო საზოგადოება: შედარებითი ანალიზი“, რომლის მეორე ნაწილი მთლიანად საქართველოს

სამოქალაქო საზოგადოების პრობლემატიკას ეძღვნება

Page 30: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

30

დამგეგმავს ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა უწევს საქართველოში თემის სოციალური ორგანიზაციის,

არსებული დისკურსების, იდენტობისა და საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი

ფუნქციონირების საკითხებისადმი.

*** სოციოლოგები და პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარები ალბათ დამეთანხმებიან,

რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ჩამოუყალიბებელია. ამ

მდგომარეობის განმაპირობებელი ფაქტორები ისტორიულია, მათი შეცვლა კი დროს

მოითხოვს. რაც შეეხება კერძო გამოხატულებას, ესაა ურბანიზაციის დაბალი დონე და

მოკრძალებული მოცულობისა და შესაძლებლობების „საშუალო ფენა“, მცირე ბიზნესის

განუვითარებლობა, უფსკრული მმართველობის ტრადიციულ და ლეგალურ ინსტიტუტებს შორის, სერიოზული

პრობლემები საზოგადოების სოციალიზაციის ნაწილში.

ჯერ რუსეთის იმპერიისა და შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში დამოუკიდებელი განვითარების

შეუძლებლობამ საზოგადოების ორგანული მთლიანობის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა და ამის შედეგებს

დღეს ვიმკით - როდესაც საკუთარი თავის იმედად გვიწევს ყოფნა.

რაც შეეხება ე.წ. „სამოქალაქო სექტორს“, ამ სფეროს მეტ-ნაკლებად სერიოზული ინსტიტუციონალიზება ჯერაც

ვერ ხერხდება. თვითორგანიზება და თვითკმარობა, რაც ამ სფეროს ორი აუცილებელი მახასიათებელი უნდა

იყოს, ჩანაცვლებულია დონორული ინექციებითა და/ან პოლიტიკური სატელიტობით, რაც იმაზე მიუთითებს,

რომ სექტორი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ცხადია, ეს გარემოება

ხელს კი არ უწყობს სექტორის განვითარებას, არამედ - ხელს უშლის. ამასთან,

სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ კლასს შორის ბუნდოვანი განსხვავება

მოსახლეობის ნიჰილიზმსა და უნდობლობას იწვევს, რაც კიდევ უფრო ართულებს

არსებულ ვითარებას.

მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის ერთიანი იდენტობა ეფუძნება ძირითადად ეთნიკური

ქართველების ისტორიული და კულტურული ერთიანობის რწმენას. სხვა ეთნიკური ჯგუფები ცუდად არიან

ინტეგრირებულნი ამ ზოგად ნარატივშიც კი. შედეგად, მრავალეთნიკური მოსახლეობის მზადყოფნა

ერთობლივი თავდაცვისათვის დაბალი ჩანს. ამას გარდა, ეს მზადყოფნა მაღალი არ არის ეთნიკურ ქართველ

მოსახლეობაშიც, რისი მიზეზიც უნდა იყოს სოციალური კაპიტალის კრიზისული

მდგომარეობა. ეს ყველაზე კარგად ჩანს მიკრო-დონეზე, სადაც ერთი პატარა

სოფლის ფარგლებშიც კი საერთო აზრსა და მიზანზე ჩამოყალიბება პრაქტიკულად

შეუძლებელია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიისწრაფის მაქსიმალური

ავტონომიურობისაკენ, სოციალიზაციის ხარისხი კი ზოგადად ძალიან დაბალია.

ამ მიზეზთა გამო, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სუსტი გამაერთიანებლებია

ისტორიული მეხსიერება და, მით უმეტეს, სამოქალაქო ღირებულებები: საკმაოდ დიდია გაუცხოების ხარისხი

არამარტო ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის, არამედ - უკიდურესად სუსტია

სამოქალაქო ინტეგრაციის დონეც და ძალიან დაბალია მოსახლეობის თვითორგანიზების უნარი. საერთო

იდენტობის წყაროდ საერთო საფრთხის საკმაოდ ბუნდოვანი შეგრძნება რჩება, რომლიც ნეიტრალიიზებაც,

ალბათ, საერთო ეკონომიკურ ინტერესადაც შეიძლება გავიგოთ.

Page 31: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

31

ინფორმაციულ სივრცეში დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო, რომელიც ცდილობს, დანერგოს

დამოუკიდებლობის, სუვერენულობის, პროგრესისა და თავისუფლების გენერალური დისკურსები. ამის

მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში ეს დისკურსები მოსახლეობისთვის უცხოდ რჩება - რის მიზეზად ალბათ უნდა

მოვიაზროთ რთული სოციალური და ეკონომიკური ფონი, რაც საშუალო ფენისა და რაციონალური

დისკურსების განვითარებას ხელს უშლის.

ინფორმაციულ სივრცეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესიაც, რომელიც ერთი მხრივ მოსახლეობის

დიდი ნაწილის შემაკავშირებელია, მეორე მხრივ კი, ერთმორწმუნეობის დისკურსის გავლენით, დღეს ქვეყნის

ძირითად მტერთან, რუსეთთან, მკვეთრი მენტალური დაპირისპირების რესურსს ამცირებს. ამასთან, ეკლესია

კონკურენციას უწევს სახელმწიფოს სოციალური ლეგიტიმაციის კომპონენტში. სამწუხაროდ, მარადიული

ღირებულებების უპირატესობა ეკლესიასა და მოსახლეობაში ხშირად გაიგება როგორც სახელმწიფოს

ინტერესების უარყოფა.

საქართველოს საზოგადოებას ახასიათებს საკმაოდ ძლიერად გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც

ამ შემთხვევაში ნიშნავს არა პოლიტიკური პრეფერენციების სხვადასხვაობას, არამედ - შეუთანხმებლობას

თავად სახელმწიფოს იდეასთან დაკავშირებით. ეს მდგომარეობა ასევე პრობლემატურია ერის ერთიანობის

თვალსაზრისით. პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი ეგოისტური ამბიციების

დასაკმაყოფილებლად ზოგიერთი ჯგუფი ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმზეც მიდის.

ლიბერალური და დემოკრატიული დისკურსები როგორიცაა თავისუფლება, შემწყნარებლობა, ადამიანის

უფლებები და ა.შ. ხშირად მარგინალიზებულია და, 2-3 ქალაქს თუ არ ჩავთვლით, საზოგადოების ცხოვრებაში

დიდ როლს არ ასრულებს.

სამაგიეროდ, საკმაოდ პოპულარულია მემარცხენე პოლიტიკური დისკურსები, რომლებიც ერთი მხრივ „დიდ“

სახელმწიფოსა და დაჩაგრულთა პატრონობას ქადაგებს, მეორე მხრივ კი - „პატარა“, შეუმჩნეველ

სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეებს „ზედმეტი“ წესებით არ აწუხებს. მოსახლეობის დაბალი სოციალური და

ეკონომიკური განვითარების გამო რელიგიური და მემარცხენე პოლიტიკური დისკურსები წამყვან როლს

ასრულებს საქართველოს მოსახლეობაში.

თვალშისაცემია ისიც, რომ მოსახლეობაში უკიდურესად დაბალია სოციალური სამართლიანობის შეგრძნება და

ადამიანები სამართლად მიიჩნევენ იმას, რაც პირადად მათთვის ან მათი ვიწრო წრისთვის არის მომგებიანი. ეს

განსაკუთრებით მართალია სოფლის მოსახლეობისთვის, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ურბანულ

მოსახლეობას მეტად ჩამოუყალიბდა სამოქალაქო ღირებულებებისა და სოციალური სამართლიანობის

განცდა. ეს გარემოებები მიუთითებს, რომ თვითმმართველობის პერსპექტივა საქართველოში ჯერ-ჯერობით

უკიდურესად პესიმისტურია: ჩვენ საქმე გვაქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პრაქტიკულ

უუნარობასთან, რომ თანაცხოვრების ელემენტარულ წესებზე შეთანხმებას მიაღწიოს.

ამ სიტუაციაში ძალიან რთულია იმაზე ფიქრი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობა

ერთობლივი წინააღმდეგობის უნარს შეინარჩუნებს. ამის იმედი რომ არ უნდა გვქონდეს,

დღესვე ჩანს თვითმმართველობის მაგალითზე: მაგალითად, იმ სიტუაციაში, როდესაც

სოფლებში თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს და უამრავი პრობლემა კი

მოუგვარებელია, ჩვენ ვერ ვაკვირდებით ახალი არაფორმალური ინსტიტუტების შექმნის პროცესს - მაშინ როცა

ამას ხელს არაფერი უშლის. სოფლის ე.წ. „ბირჟებიც“ კი უმრავლეს შემთხვევაში გადაქცეულია არა სოფლის

პრობლემებზე მსჯელობისა და ერთობლივი გადაწყვეტის ადგილად, არამედ - უსაქმურების თავშესაყარად.

Page 32: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

32

ნებისმიერი საზოგადოება ძალით იმართება. ძალა ზოგჯერ ინდივიდს ეკუთვნის, ზოგგან კი კოლექტიურია.

ძალაზე უფლებას, ძალის გამოყენების ექსკლუზივს ჩვენ ლეგიტიმაციას ვეძახით. შესაბამისად, ლეგიტიმაციაც

არსებობს პერსონიფიცირებული ან კოლექტიური. პერსონიფიცირებულია ლეგიტიმაცია, თუ ის ეკუთვნის

ქარიზმატულ ან კვაზი-კრიმინალურ ლიდერს, კოლექტიური ლეგიტიმაცია კი გარკვეული წესების ერთიანობას,

ამ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს და ის შეიძლება იყოს ან ტრადიციული, ანდა - ლეგალური (თუმცა,

ლეგალურიც ტრადიციულის კერძო შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ).

იმის გამო, რომ პროვინციებში ქარიზმატული ან კვაზი-კრიმინალური ლიდერები არ/აღარ

არსებობენ, ძალიან სუსტია სოციალური სამართლიანობის გაგება და ტრადიციული

სოციალური ლეგიტიმაციის ინსტიტუტები მოშლილია, მოსახლეობის ამ სეგმენტში

სრულიად აშკარად იგრძნობა ხელისუფლების ნაწილობრივი ვაკუუმი, რაც სერიოზულ

საფრთხეს წარმოადგენს როგორც უცხო გავლენების გავრცელების თვალსაზრისით, ასევე იმიტომ, რომ

სრულიად აშკარად, არ არსებობს მოსახლეობის გამაერთიანებელი, მაორგანიზებელი ფაქტორი.

თვითმმართველობის არსებული სისტემა ამ პრობლემას ვერ წყვეტს, რადგან ის არ წარმოადგენს ტრადიციული

ინსტიტუტების განვითარების შედეგს, არ ეფუძნება ფართო კონსენსუსს და მოსახლეობისთვის ხშირად

გაუგებარი რჩება თვითმმართველობის როლი და ფუნქციები.

სამაგიეროდ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დღემდე მოკრძალებითაა განწყობილი

ძალის ფენომენის მიმართ. იმ პირობებში, როცა თავად სამართალს ვერ წარმოშობენ,

ისინი მზად არიან, დაემორჩილონ ნაკარნახებ წესებს, მიიღონ ძალა როგორც

სამართალი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური სამართლიანობის ცნება აქ ჯერ ცოტას

აინტერესებს და მოსახლეობა ლიდერს ითხოვს.

Page 33: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

33

4. ფიზიკური პარამეტრები

ქვეყნის ბუნებრივი ფორმა ჯარისკაცის საუკეთესო მეკავშირეა - X. 22 სუნ ძი „ომის ხელოვნება“

საქართველო მდებარეობს ერთი მხრივ ევროპისა და ცენტრალური აზიის, მეორე მხრივ კი - რუსეთისა და

ახლო აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას ურთულესი გეოპოლიტიკური

მდებარეობა აქვს.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას აქცევს არამარტო რეგიონული ძალების, არამედ -

გლობალური ძალების კონკურენციის არეალად, რაც ჩვენ გვაყენებს თითქმის შეუძლებელი ამოცანების წინაშე -

რომ შევქმნათ მაქსიმალურად მოქნილი და ამასთანავე - ძალიან მტკიცე საზოგადოებრივი და სახელმწიფო

ინსტიტუტები, უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და განვითარება.

სამხრეთ კავკასიის მდებარეობა და შიდა კონფიგურაცია ისეთია, რომ სხვა თანაბარ პირობებში რუსეთ-

სომხეთი, თურქეთ-აზერბაიჯანი და ირან-საქართველო ბუნებრივ ალიანსებს უნდა ქმნიდნენ. მიუხედავად იმისა,

რომ დღეს არსებული ვითარება სხვა სურათს გვიჩვენებს, წმინდად გეოგრაფიული თვალსაზრისით,

საქართველოსთვის თეორიულ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთი და თურქეთი, ანუ უშუალო მეზობელი დიდი

სახელმწიფოები. სხვა თვალსაზრისით, იგივე სახელმწიფოები საქართველოსთვის ერთმანეთის ალტერნატიულ

ზურგს წარმოადგენენ. ეს არის მუდმივი გეოგრაფიული ფაქტორები, რომლებიც გავლენას იქონიებს

საქართველოს მიერ წარმოებულ ნებისმიერ საგარეო პოლიტიკურ კურსზე.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის სპეციფიკა ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურად დახვეწილ და

დაბალანსებულ დიპლომატიას, რომელიც უპირველეს ყოვლისა რეგიონული ბალანსის ჩვენს სასარგებლოდ

გამოყენებაზე უნდა იყოს მიმართული. ამასთან, საქართველოსთვის მუდმივ პრიორიტეტად დარჩება

დაშორებულ გლობალურ ძალებთან პარტნიორობა, რადგან ასეთი ურთიერთობები რეგიონში საქართველოს

პოზიციის გაძლიერებას ნიშნავს.

საქართველოს რელიეფი ქვეყანას ბუნებრივ ციხე-სიმაგრედ აქცევს. საქართველოს რელიეფის თავისებურებანი

შეტევისა თუ თავდაცვით სტრატეგიებზე, სამხედრო ოპერაციების ტიპსა და საბრძოლო იარაღის შერჩევაზე

პირდაპირ აისახება. იგივე კომპონენტი განსაზღვრავს ზოგადად სამხედრო კონფლიქტების ხასიათს და მათ

შესაძლო გავლენას ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

გარდა მთაგორიანობისა, სამხედრო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა საქართველოს მთათაშორისი ბარი,

რომელიც გრძელ ზოლად გასდევს მთელს ქვეყანას და ლიხის ქედით შუაზეა გაყოფილი. სამხედრო გზა,

რომელიც მთათაშორისი ბარის გასწვრივ გადის, ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა და მისი ფუნქცია

აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების დაგეგმვისას.

საქართველოს მთათაშორისი ბარი ერთადერთი კომუნიკაციაა, რომელიც დიდი რაოდენობით სამხედრო

ტექნიკისა და ჯარის ადვილად გადაადგილების საშუალებას იძლევა. თავდასხმის შემთხვევაში მტერი შეეცდება,

ეს კომუნიკაცია ერთი მხრივ სათავისოდ გამოიყენოს, მეორე მხრივ კი - ჩაკეტოს და აღმოსავლეთ და

დასავლეთ საქართველოს გათიშვა გამოიწვიოს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, განვავითაროთ

სათადარიგო და ფარული გადასასვლელები, მეორე მხრივ კი - ამ ძირითადი კომუნიკაციის მთელ პერიმეტრზე

მოვაწყოთ თავდაცვის ზღუდეები და მტრის თავისუფლად გადაადგილება არ დავუშვათ.

Page 34: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

34

თავდასხმის შემთხვევაში მტრის ძირითადი ძალები ამ გზის გასწვრივ გადაადგილდებიან, სათანადო ზღუდეების

შექმნის შემთხვევაში კი მთიანეთის სიღრმეში შეღწევას ვერ შეძლებენ. ამას გარდა, კავკასიონისა და

თრიალეთის ფერდების სათანადო მომზადების შემთხვევაში მტერი მუდმივად ჩვენი თავდაცვის ძალების

ცეცხლ-ქვეშ აღმოჩნდება.

შედეგად, რა ძალისაც უნდა იყოს მტერი, მას მოუწევს სამხედრო გზის გასწვრივ რამდენიმე ადგილზე

ლოკალიზება, ბაზირების ძლიერი ინფრასტრუქტურის შექმნა და თავდაცვით ტაქტიკაზე გადასვლა. მაგრამ ჯერ

ერთი, ჩვენი სათანადო მომზადების შემთხვევაში ამ ინფრასტრუქტურის შექმნა ძალიან გაუჭირდება და დიდ

დანაკარგს ნახავს, და ამას გარდა, მტერი ბაზის დატოვებას უდანაკარგოდ უბრალოდ ვერ მოახერხებს. მათ

მოუწევთ დიდი ძალებით და გრძელი კოლონებით გადაადგილება და ამ დროს განსაკუთრებით მოწყვლადნი

იქნებიან. თანაც, არ იქნება აუცილებელი ჩასაფრებების მოწყობა მტრის მარშრუტის მახლობლად.

საქართველოს რელიეფი საშუალებას იძლევა, რომ მტერზე იერიში მოშორებული ადგილებიდანაც

განხორციელდეს.

რაც შეეხება ლოგისტიკის ნაწილს, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, მტერი შეეცდება, რომ მაქსიმალურად თავი

აარიდოს სახმელეთო გადაადგილებებს. ამიტომ, პრიორიტეტი მიენიჭება ან საჰაერო კომუნიკაციას და ან

(მეზობლების მიერ აგრესიის შემთხვევაში) - ე.წ. „მცოცავ ანექსიას“, სადაც ზურგი მუდმივად დაცული იქნება

მტრის ტერიტორიის მხრიდან.

შესაბამისად, რუსეთის შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ შეეცდებიან, შექმნან

უწყვეტი კომუნიკაციის ზოლი და ქვეყნის შიგნით ბაზირების ცენტრები საკუთარ ტერიტორიას მიაბან. ამის

მოხერხება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ასეთ ბაზებად ახალგორისა და ენგურის მიმდებარე

ტერიტორიებს მოვიაზრებთ (თუმცა, გიუმრის ბაზის მდებარეობისა და სომხეთის სუსტი პოზიციის

გათვალისწინებით, უკიდურეს შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავთ სომხეთის მოსაზღვრე ტერიტორიებსაც).

სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ბაზების აშენება რუსებს აღარ სჭირდებათ,

თუმცა ეს ნიშნავს, რომ მათი სამხედრო ოპერაციები მომავალში ცალკეული რეიდების ხასიათს მიიღებს.

ასე რომ, თუ საქართველოს თავდაცვა ადეკვატურად იქნება ორგანიზებული, ოკუპანტებისგან ძირითადად

ცალკეული რეიდების მსგავს გამოხტომებს შეიძლება ველოდოთ. მაგრამ თუ თავდაცვის სისტემა სათანადოდ

მომზადებული არ იქნება, მაშინ მტერმა შეიძლება მცოცავი ანექსიის გაგრძელება სცადოს. ნებისმიერ

შემთხვევაში, ძირითადი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ის ტერიტორიები, რომლებიც მტრის მიერ უკვე

კონტროლირებადი ტერიტორიების მიმდებარედ მდებარეობს.

საქართველოს რელიეფის უპირატესობის დაძლევას მტერი საცეცხლე ძალითა და ტექნოლოგიებით შეეცდება.

ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, რომ თავდაცვის სწორი ორგანიზების საშუალებით ეს უპირატესობა ხელიდან არ

გავუშვათ. გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ვცადოთ

ძალების კონცენტრირებისა და პირდაპირი შეტაკების თავიდან აცილება მანამ, სანამ წერტილოვანი

დარტყმებით მტრის პოზიციებში დისბალანსს არ შევიტანთ და გადამწყვეტი დარტყმისათვის არ მოვემზადებით.

ძირითადი ბაზირებიდან ადგილიდან მტრის მოწყვეტა და განადგურება - მტრის შემდგომი გადაადგილების

შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია.

ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს სჭირდება მებრძოლი მოსახლეობა და მობილური, მანევრირებადი,

საუკეთესოდ აღჭურვილი და ძალიან სწრაფად გადაადგილებადი რეგულარული ქვედანაყოფები,

ცენტრალიზებული მართვისა და ავტონომიური მოქმედების შესაძლებლობებით.

Page 35: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

35

დასკვნა

საქართველოს მოსახლეობა მცირერიცხოვანი და დაბერებულია, ეთნიკურად მრავალფეროვანი და სუსტად

ინტეგრირებული;

საერთო-ეროვნული იდენტობა სუსტია და ძირითადად ეთნიკური ქართველების ისტორიულ და ენობრივი

ერთიანობის რწმენას ეფუძნება;

მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განათლების დონე დაბალია, ტექნიკური განათლების დონე კი რეგიონში

ერთ-ერთი უდაბლესი;

სოციალური კაპიტალი დეგრადირებულია, ამ მხრივ არსებული პოზიტიური ტენდენციები კი -

სახელმწიფოებრიობისათვის თითქმის უსარგებლო;

ქვეყნის ურბანიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია, სოფლების 1/3 ძალიან მცირერიცხოვანი (500-ზე დაბლა);

სოფლის მოსახლეობის ნაწილში იგრძნობა ხელისუფლების ნაწილობრივი ვაკუუმი და სოფლად თემებში არ

არსებობს გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი ლეგიტიმური მექანიზმი;

საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დარგებში განათლების დონით რეგიონში ბოლო ადგილი გვიჭირავს

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა ფარდობითი მოცულობით რეგიონში მეორე ადგილზე ვართ. დაწყებითი

განათლების დონე სავალალოა და უმაღლესი განათლების დინამიკა - უარყოფითი;

საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით, ბოლოდან მეორე

ადგილზე - მშპ-ს რეალური მოცულობით, მრეწველობა განუვითარებელია და დოვლათის 90% დიდ

საწარმოებზე მოდის, მცირე და საშუალო ბიზნესი უკიდურესად განუვითარებელია, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი

უარყოფითია, ტექნოლოგიური ბაზა - ძალიან მწირი, ბუნებრივი რესურსები კი - უმნიშვნელო მოცულობის;

ამის მიუხედავად, ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების წყალობით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე

დინამიური ეკონომიკაა და სწრაფი განვითარების კარგ შანსებს ინარჩუნებს;

საქართველოს მთები და მთათაშორისი ბარი ხელსაყრელ რელიეფს ქმნის პარტიზანული ტიპის საბრძოლო

მოქმედებებისთვის, თუმცა დაბალი ინტენსივობის ომში წინააღმდეგობისათვისთვის, ანდა მოსახლეობის

გასაწრთვნელად ამგვარი ომისათვის ინფრასტრუქტურა სავარაუდოდ მზად არ არის;

რეგულარული ჯარისთვის ყველაზე რეალისტურ გამოწვევად გამოიყურება სანაპირო ზოლში მტრული

რეიდების აღკვეთა. შეიარაღებული ძალების სუსტი მზადყოფნის შემთხვევაში მტერმა შეიძლბა მცოცავი

ანექსიის გაგრძელება სცადოს.

რეზერვის ძალების განვითარებისათვის უახლოესი პერიოდისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იმ 18-45

ასაკის მოქალაქეთა რესურსი, რომლებსაც წინა პერიოდში გავლილი აქვს სამხედრო სამსახური და გარკვეულ

უნარებს დღესაც ინარჩუნებს.

საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისთვის აუცილებელია რეზერვის კომპონენტის განვითარების დეტალური

გეგმის შემუშავება. ეს გეგმა სრულ თანხმობაში უნდა იყოს თავდაცვის დოქტრინასთან და თავდაცვის სისტემის

განუყოფელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.

Page 36: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

36

თავი 2: საქართველოს უსაფრთხოების გარემო

და სამხედრო რისკები

საქართველო ცდილობს, რომ ურთულეს გეო-სტრატეგიულ გარემოში დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.

ქართული სახელმწიფო არ ფლობს განსაკუთრებული მოცულობის რესურსებს და არც სხვა სახელმწიფო იღებს

ჩვენი დაცვის ვალდებულებას. ამ პირობებში ქვეყანას უწევს, რომ ყველა ტიპის სამხედრო საფრთხის

გამკლავებაზე იფიქროს. ესენია:

- სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია

- დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი

- ტერორიზმი და დივერსიები

- კრიმინალური ელემენტების შეიარაღება სხვა ქვეყნების მხრიდან

- კონფლიქტების გადმოდინება მეზობელი ქვეყნებიდან

- სახელმწიფო გადატრიელების მცდელობები (დადგმული სამოქალაქო ომი, სადაც შეიძლება რუსეთმა

შენიღბული მონაწილეობა მიიღოს)

როგორც ვთქვით, სამხრეთ კავკასიის მდებარეობა და შიდა კონფიგურაცია ისეთია, რომ სხვა თანაბარ

პირობებში რუსეთ-სომხეთი, თურქეთ-აზერბაიჯანი და ირან-საქართველო ბუნებრივ ალიანსებს უნდა ქმნიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ირანის ალიანსი დღეს არ მუშაობს, აშშ-ის გავლენის შესუსტებისთანავე

აშკარა გახდა ტენდენცია, რომ ამ მიმართულებამ გააქტიურება დაიწყო.

საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს თურქეთთან, რაც თურქეთის ინტერესითაცაა განპირობებული: იმ

დროს, როდესაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, თურქეთისთვის საქართველო

ერთადერთ ხიდად რჩება კასპიისა და ტრანს-კასპიური სივრცისაკენ.

აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებიც შესანიშნავია და რაიმე სერიოზული საფრთხე არ

დაემუქრება მანამ, სანამ თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირი ძალაშია. თავის მხრივ, საქართველოს ინტერესია,

რომ აზერბაიჯანის სახით საიმედო ზურგი ყავდეს რეგიონში - მრავალი თვალსაზრისით: იქნება ეს ენერგეტიკის

საკითხები, ეკონომიკა, სტრატეგიული პარტნიორობა თუ სხვა.

პოზიტიური ურთიერთობებია საქართველო-სომხეთს შორისაც. აზერბაიჯანსა და თურქეთთან კომუნიკაციის

არარსებობის პირობებში საქართველო ერთადერთი სახმელეთო კავშირია გარესამყაროსთან (თუ არ

ჩავთვლით მოკრძალებულ კავშირს ირანთან, რასაც რუსეთი გადაჭრით ეწინააღმდეგება).

რუსეთი ერთადერთი მეზობელია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

მისთვის პრობლემაა. გარდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები მიიტაცა და სამხედრო ბაზებს აშენებს,

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ტოტალური

კონტროლი მოიპოვოს. რუსეთის ძირითადი მიზანია სწორედ პოლიტიკური სისტემის დამხობა და არა -

ტერიტორიების მიტაცება. ამიტომ, ნებისმიერი სამხედრო მოქმედება რუსეთის მხრიდან საქართველოს

პოლიტიკური სისტემის დამხობის მიზნით იქნება მოტივირებული. ასე რომ, დღეს ქვეყნის უსაფრთხოების

უპირველესი მიზანი სწორედ რუსეთთან გამკლავებაა, ეს კი პოტენციურად სომხეთის მიმართულებასაც

გულისხმობს21. რუსეთის ზეწოლა ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით შეიძლება განხორციელდეს.

21 თუ კრემლმა მოქმედება აუცილებლად ჩათჩალა, გიუმრის ბაზაზე განთავსებული რუსული კონტინგენტი, დიდი ალბათობით, ერევანის შეხედულებებს არ გაითვალისწინებს

Page 37: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

37

მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, პროცესები იმგვარად განვითარდეს, რომ საქართველოს

ნებისმიერი მხრიდან დაემუქროს სამხედრო საფრთხე. ამ სცენარების ჩამოთვლა და ანალიზი ცალკე

მიმოხილვის თემად დავტოვოთ, ისევე როგორც დანარჩენ მოთამაშეთა აღწერა.

უამრავი საკუთარი პრობლემის მიუხედავად, რუსეთი საქართვლოსთან შეუდარებლად ძლიერი სახელმწიფოა.

ცოცხალი ძალის რესურსით რუსეთი დაახლოებით 27-ჯერ აღემატება საქართველოს, მაგრამ ეს მოსკოვის

მთავარი უპირატესობა მაინც არ არის. კრემლის მთავრი უპირატესობაა ტექნოლოგიები, რომლის წყალობითაც

კრემლი ერთი მხრივ იმას აღწევს, რომ დიდი სახელმწიფოები მასთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ შედიან

(ბირთვული იარაღის გამო), მეორე მხრივ კი - საჰაერო რეიდებისა და შორი მანძილიდან ზუსტი დაბომბვებით

საქართველოს მოსახლეობისა და ჯარის დემორალიზება შეუძლია გამოიწვიოს. რუსეთის ჯარის სუსტი

წერტილია გაუმართავი ტექნიკა და ძალიან ცუდად გაწრთვნილი ჯარისკაცები, ცუდი დისციპლინა და

ჯარისკაცების ცუდი ჯანმრთელობა, თუმცა რაოდენობისა და ტექნოლოგიების ეფექტით დღემდე ამ დეფექტის

გადაფარვას ახერხებდნენ.

რუსეთის მოტივაცია, რომ საქართველოსთან დაპირისპირება განაგრძოს, ძალიან მაღალია. ძირითადად, ეს

გამოწვეულია გეოპოლიტიკური მიზნებით, რაც მოსკოვის მიზნების გრძელვადიანობას განაპირობებს. თუმცა

გეოპოლიტიკურის გარდა არსებობს წმინდად ცივილიზაციური და კულტურული, წმინდად პოლიტიკური და

პირადული მიზეზებიც კი.

ამ ფონზე საყურადღებოა, რომ დღეს რუსეთის შემაკავებელი ფაქტორები ძალიან შესუსტებულია. აშშ-ს

გავლენა რეგიონში ადრინდელთან შედარებით სუსტია, თურქეთი სრულფასოვანი კონკურენტის როლს ჯერ

ვერ ასრულებს, ირანის პოტენციის გამოყენებაში კი საქართველოს ხელს უშლის როგორც ირანთან

ცივილიზაციური დაშორება, ასევე - თეირანის ბირთვული პროგრამების გამო არსებული საერთაშორისო

კონიუნქტურა. ამრიგად, მართალია, რუსეთს დღეს ამერიკისა და ევროპის საერთო ძალისხმევით

შეთავაზებული ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა აკავებს, მაგრამ ეს შეკავება ძალიან მყიფეა. პრაქტიკულად

ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ რუსეთმა აშშ და ევროპასთან ურთიერთობებს ანგარიში არ გაუწიოს, ან

ირწმუნოს, რომ საქართველოს გამო მასთან უთიერთობებს მაინც არ გაიფუჭებენ და წამოიწყოს ახალი აგრესია,

ამჯერად მთლიანად ქვეყნის დამორჩილების სურვილით.

ცხადია, რუსეთს აქვს შეზღუდვები და მათი გათვალისწინებაც აუცილებელია. პირველ რიგში ესაა

საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი, რომლის გაუქმებაც

რუსეთის გარდა ვინმეს ინტერესში არ შედის. თუნდაც მხოლოდ ამის გამო რუსებს არ გამოუვათ საქართველოში

იმავე სცენარის განხორციელება, რაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. რაც

უნდა დამანგრეველი იყოს რუსეთის თავდასხმები, მათ მაინც მოუწევთ

სამოქალაქო ცხოვრებაში ჩარევიდან უკან დახევა და ფორმალურად ქვეყნის

დამოუკიდებლობის აღიარება. ამასთან, ქართველების საზოგადოებრივი აზრის

გამო ისინი ვერ აკრძალავენ საქართველოს ურთიერთობას სხვა

სახელმწიფოებთან და ერთ დღეს ისევე მოუწევთ ქვეყნის დატოვება, როგორც ეს

უკვე გააკეთეს 1999 წლის სტამბულის სამიტზე აღებული ვალდებულებების

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესრულებას ზუსტად 8 წელი

მოანდომეს.

Page 38: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

38

სხვა არგუმენტებთან ერთად,22 ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით რუსებისთვის სამხედრო

ოპერაციას ღირებულება მინიმალური აქვს და სერიოზული დანაკარგების შიშის შემთხვევაში შეიძლება

კრემლმა მასზე არც კი იფიქროს. რუსების საბოლოო მიზანი საქართველოში პრორუსული ხელისუფლების

დასმაა და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალებს განიხილავენ როგორც დამხმარე საშუალებას.

მოსკოვისთვის ძალიან დიდი რისკი იქნება სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთხელ წამოწყება

თუ გარანტირებულად დარწმუნებულნი არ იქნებიან, რომ ამას ხელისუფლების შეცვლა და მარიონეტული

მთავრობის დასმა მოყვება.

ალოგიკური იქნებოდა დაშვება, რომ საქართველოს სათანადო წინააღმდეგობის შემთხვევაში რუსები მთელი

საქართველოს ტერიტორიაზე მოახერხებენ საკონტროლო პუნქტების დაყენებას და წლობით დატოვებას. მათ

უბრალოდ ამისი რესურსი არ ეყოფათ, გარდა იმისა, რომ ასეთი ქცევით დანაკარგებს გაიასმაგებენ - როგორც

პირადი შემადგენლობის, ასევე - მატერიალურს და სავარაუდოდ მთელ დასავლეთს, თურქეთსა და ირანს

ერთად გადაიმტერებენ. ამიტომ, რუსების მიერ საქართველოს ტოტალური სამხედრო კონტროლის მიზანი

სამხედრო გზით მოკლევადიან პერსპექტივაშიც არარეალისტური ჩანს.

ამრიგად, რუსეთის მიზანი, თუნდაც სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, უცვლელია: დაამხოს არსებული

ხელისუფლება და დასვან მარიონეტული ხელისუფლება, დანიშნონ საკუთარი მინისტრები და მართონ ქვეყანა

მათი ხელით. ამისათვის მათ სჭირდებათ არა უბრალოდ წარმატებული სამხედრო ოპერაცია, არამედ - ჯარისა

და მოსახლეობის ნებისა და წინააღმდეგობის უნარის გატეხვა.

ამ მიზნის მისაღწევად კრემლი იყენებს და გამოიყენებს როგორც სამხედრო, ასევე - ეკონომიკურ,

საინფორმაციო და დიპლომატიურ ბერკეტებს.

აფხაზეთშიც და ცხინვალშიც განთავსებულია რუსეთის სრულად აღჭურვილი და დაკომპლექტებული

მოტომსროლელი ბრიგადები, რომლებიც საჰაერო მხარდაჭერისა და საერსაწინაღო საშუალებებით არის

გაძლიერებული. ჩრდილო კავკასიაში კი რუსებს განზრახული აქვთ, რეფორმის შემდეგ დატოვონ 1 სატანკო და

7 მოტომსროლელი ბრიგადა და თითო სამთო ბრიგადა ჩეჩნეთში, დაღესტანსა

და ყარაჩაიში. კრასნოდარში დისლოცირებული სარაკეტო ბრიგადა კი

ისკანდერის ტიპის რაკეტებით აღიჭურვება.23 ასევე საყურადღებოა გიუმრის

ძალიან ძლიერი ბაზა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში რუსები აუცილებლად

გამოიყენებენ იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ერევანის პოზიცია.

ამ ძალთა განლაგებისა და კონცენტრაციის საფუძველზე შეგვიძლია

ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მომავალი სამხედრო ოპერაციები მცირედ განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც

2008 წლის აგვისტოში ვიხილეთ. ეს იქნება აქცენტი საცეცხლე ძალაზე, ქართული ჯარის დემორალიზების

მცდელობა და შეძლებისდაგვარად სწრაფად წაწევა წინ. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ქალაქების

დაბომბვაც ძალიან მოსალოდნელია. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოიყენებენ გაცილებით მეტ

საცეცხლე ძალას, ვიდრე 2008-ში შესძლეს. თუმცა, ჩვენი სათანადო მომზადების

შემთხვევაში რუსები ქვეყნის სიღრმეში შემოსვლას ალბათ ვერ გაბედავენ და

ოკუპირებული ტერიტორიების შორიახლოს დარჩებიან იმის შიშით, რომ

მიუღებლად დიდი დანაკარგი არ ნახონ. ასე რომ, ძირითადი დარტყმები კვლავ

ჰაერიდანაა მოსალოდნელი, თუმცა სათანადო მომზადება ნებისმიერ შემთხვევაში

შესაძლებელია.

22 ხანგრძლივი ომის დიდი ეკონომიკური ფასი, გართულებული საერთაშორისო ურთიერთობები, ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის მეტად დამძიმების რისკი და ა.შ. 23კავკასიური დღიური, რეფორმები რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, 23/12/2009. ბმული:

http://www.kavkasia.ge/index.php?action=more&id=76&lang=geo

Page 39: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

39

საყურადღებოა აგრეთვე, რომ სიღრმისეული ოპერაციებისა და ზურგის მოშიშვლების შიშის გამო რუსები

აქცენტს გააკეთებენ უკვე დაკავებული ტერიტორიების მოსაზღვრე რაიონებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი

მხრიდან ძალიან სერიოზული სამუშაოები უნდა ჩატარდეს სწორედ ამ ტერიტორიებზე მტრის წინსვლის

შესაჩერებლად. ოკუპირებული ტერიტორიების უშუალო სამეზობლოში წარმატების გარანტიის გარეშე რუსები

ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

შესაბამისად, რუსებისგან მოსალოდნელია:

- საზოგადოების დემორალიზების მცდელობა (როგორც საინფორმაციო ომის, ასევე - ფიზიკური

უსაფრთხოებისადმი მუქარით)

- ჯარის დემორალიზების მცდელობა

- სამხედრო ძალების გამოყენება შიდაპოლიტიკური ესკალაციის ბიძგისათვის, რაც სავარაუდოდ ნიშნავს

უკვე დაკავებულის მონაპირე ტერიტორიებზე შეტევას და დაპყრობას

- ფარულ სამხედრო დახმარებას შიდაპოლიტიკური ძალებისათვის იმ შემთხვევაში თუ ისინი

მოახერხებენ ესკალაციის სასურველ ფაზამდე მიყვანას

- გამოსარიცხი არ არის საქართველოს გახლეჩის მცდელობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად

- რუსების ნებისმიერი ქმედების საბოლოო მიზანი იქნება საქართველოს ხელისუფლების დამხობა და

მარიონეტული ხელისუფლების დასმა

ამ გარემოებათა გააზრება შესაძლებელს ხდის თავდაცვის სისტემის ძირითადი პარამეტრების დაგეგმვას,

განვითარების სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრას და სამოქმედო გეგმების შედგენას.

Page 40: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

40

თავი 3: საქართველოს შეიარაღებული ძალები

დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალები ტრანსფორმაციის პროცესშია. ტრანსფორმაცია შეეხება

უპირველეს ყოვლისა, ოპტიმიზაციის მიმართულებას. უქმდება ზედმეტი ადმინისტრაციული რგოლები, სახეზეა

მცდელობა, რომ ჯარის მართვა მაქსიმალურად მარტივი სქემით მოხდეს. სავარაუდოდ, გვეყოლება მხოლოდ

ერთი სარდლობა და გენერალური შტაბი, საჰაერო და საზღვაო კომპონენტებს ექსკლუზიურად მხარდამჭერი

ფუნქცია მიენიჭება.

სამხედრო განათლების ტვირთს დღეს კისრულობს თავდაცვის ეროვნული აკადემია (სადაც ძირითადად

სახლემეთო და საჰაერო ძალების ოფიცერთა და ენობრივი მომზადების კურსები ფუნქციონირებს), კრწანისის

სასწავლო ცენტრი და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს შტაბის

ოფიცრების სათანადო მომზადების შეუძლებლობა, თუმცა სერჟანტთა საჭირო რაოდენობის მომზადებაც

გვიჭირს. ივლისის თვეში თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგეგმება

კადეტთა სკოლის აღდგენა და ასევე, თავდაცვის ეროვნული აკადემია გახდება 4 წლიანი.24

რაც შეეხება ეროვნულ გვარდიას, 2008 წლის ომის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ეროვნული გვარდიის მიერ

რეზერვის მომზადების სისტემაში სერიოზული ცვლილებები უნდა შესულიყო. ამ მიზნით შეიქმნა გარკვეული

კონცეფცია, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, თუმცა საბოლოო კონცეფცია ჯერ კიდევ

ჩამოუყალიბებელი ჩანს. არსებობს ერთი ძირითადი კითხვა, რაც პასუხგაუცემელი რჩება: რა უნდა იყოს

რეზერვის დანიშნულება? თუ რეზერვმა შეიარაღებული ძალების „სათადარიგო სკამის“ როლი უნდა

შეასრულოს, მაშინ ამჟამად განსაზღვრული 3000 კაციანი რეზერვი ამ მიზნისათვის საკმარისად ვერ ჩაითვლება.

ამასთან, გაუგებარია, რა სტრატეგიით უნდა იხელმძღვანელოს 3000-იანი რეზერვით ზურგ-გამაგრებულმა

30000-იანმა შეიარაღებულმა ძალებმა? კონვენციური ომის საწარმოებლად რეგულარული ძალების ეს

ოდენობა საკმარისი ნამდვილად არ არის, ხოლო ტოტალური თავდაცვის სისტემის ასაშენებლად საკმარისი არ

არის რეზერვის ეს მოცულობა.

როგორც ზევითაც ვთქვით, ტოტალური თავდაცვა გულისხმობს სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა

ინსტიტუტის, ყველა რესურსის მობილიზებას თავდაცვის მიზნებისთვის. ტოტალური თავდაცვის სისტემაში

შეიარაღებული ძალები არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მოქმედი სუბიექტი, თუმცა მისი როლი, ცხადია,

განსაკუთრებულია. ასევე ცხადია, რომ როცა სახელმწიფო ტოტალურ თავდაცვაზე იღებს ორიენტაციას,

ეროვნული გვარდიის როლი მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ, ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოა

გასაწევი.

იგივე შეეხება შეიარაღებას, სადაც წინა წლებთან შედარებით დიდი წინსვლა გვაქვს. თუმცა, რამდენადაც მე

შემიძლია ვიმსჯელო, წლების განმავლობაში იარაღის შესყიდვა შესაბამისი მკაფიო კონცეფციის გარეშე

მიმდინარეობდა. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ შემუშავდეს შეიარაღების კონცეფცია და მიესადაგოს

სამხედრო დოქტრინას.

სრულიად ცხადია, რომ რუსების სამხედრო ძალას საქართველო კონვენციური ძალებითა და ფრონტალური

დაპირისპირებით ვერ გაუმკლავდება. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი საფრთხის

გასანეირტალებლად აუცილებელია, უპირატესობა მივანიჭოთ არაპირდაპირი მოქმედებების სტრატეგიასა25 და

24 „უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის სამინისტროში“, 28/07/2010: საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ოფიციალური ვებ-გვერდი 25 არაპირდაპირი მოქმედებების სტრატეგია გულისხმობს მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეხვედრის თავის არიდებას,

მოტყუებისა და მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებას და მოწინააღმდეგის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბალანსის

დარღვევას. უფრო კონკრეტულად, ეს ნიშნავს მოწინააღმდეგის განლაგებაში ყველაზე სუსტი წერტილის იდენტიფიცირებას

და მასზე ზეწოლას, ასევე - დარტყმას იმ დროს და იმ ადგილას, სადაც მოწინააღმდეგე ყველაზე ნაკლებად ელის.

Page 41: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

41

არარეგულარული ომის26 საშუალებების განვითარებას. ძალები სწორედ ამ სტრატეგიის შესაბამისად უნდა

დაიგეგმოს.

ამის გარდა, ქვეყნის წინაშე არსებული სხვა სამხედრო საფრთხეები როგორიცაა სეპრატიზმიდან მომდინარე,

კავკასიური კონფლიქტების პროეცირების საფრთხე და ისეთი გამოწვევა, როგორიცაა ამბიცია ნატოს

წევრობაზე, გვკარნახობს, რომ გვჭირდება კარგად გაწრთვნილი და აღჭურვილი, მცირე, მობილური, უმაღლეს

დონეზე კოორდინირებული რეგულარული სამხედრო ძალები, მაგრამ ამის გარდა აუცილებლად გვჭირდება

საუკეთესოდ მომზადებული რეზერვი, რაც პრაქტიკულად იგივე უნდა იყოს, რაც ბრძოლისუნარიანი

მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს თავდაცვის ქვაკუთხედი შეიძლება იყოს მხოლოდ კარგად

მომზადებული რეზერვი და სამოქალაქო თავდაცვის ძლიერი სისტემა. ქვეყნის თავდაცვის ამოცანა ვერ

ჩაითვლება მეტ-ნაკლებად გადაჭრილად, სანამ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება.

რეზერვის თემაზე საუბრისას ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ განვიცდით

კვალიფიციური სერჟანტების ნაკლებობას და არავინაა, ვინც რეზერვისტებს სათანადოდ

გაწრთვნიდა. ამ საკითხისადმი საჭიროა პროგრამული მიდგომა და 2 წლის დახარჯვა

დოქტრინულ საკითხებსა და სერჟანტების ტრენინგზე, პარალელურად კი პროგრამის

ძირითადი ფაზის თანდათან გაფართოება, რაც უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ „სათადარიგო სკამის“

მომზადებას მცირერიცხოვანი რეგულარული ჯარისათვის, არამედ - ერთი მხრივ სამოქალაქო თავდაცვის

სისტემის შექმნას და მოსახლეობის ამისთვის გადამზადებას, მეორე მხრივ კი - ერთგვარი სახალხო ლაშქრების

ჩამოყალიბებას ტერიტორიული პრინციპის მიხედვით.27

უმნიშვნელოვანესია სპეციალური მარტივი ინფრასტრუქტურის საკითხები, სასროლეთების, იარაღის საცავების,

საფარების მოწყობა, წყლის, მედიკამენტებისა და მშრალი საკვების მარაგების შექმნა და ა.შ. და ა.შ.

საქართველოს იმისთვის სჭირდება ჯარი, რომ კონკრეტული საფრთხეების განეიტრალება მოახერხოს. ამიტომ,

შეიარაღებული ძალების თითოეული კომპონენტი კონკრეტული საფრთხეების შესაბამისად უნდა დაიგეგმოს. ეს

ტენდენცია გარკვეულწილად უკვე შეინიშნება თუნდაც ოპტიმიზაციის მაგალითზე, რაც ზემოთ ვახსენე. თუმცა,

მიუხედავად იმისა, რომ დოქტრინული ბაზა დღეს ფორმალურად სრულყოფილია, მისი ხარისხი და

ადეკვატურობა ხშირად საეჭვოა და დამატებით სერიოზულ მუშაობას მოითხოვს.

პირდაპირი მოქმედებით გამარჯვება ურთულესი მისაღწევია არამარტო მცირე, არამედ - დიდი სახელმწიფოებისთვისაც.

პირდაპირი მოქმედებებით მტერი შეიძლება უკუაგდო მისსავე ბაზაზე ან მისსავე ქვეყანაში, თუმცა მისი ძალის საფუძვლიანი

შერყევა და მისი დამარცხება ამ მიდგომით თითქმის შეუძლებელია. პირდაპირი მოქმედებებისას საკუთარი რესურსი თითქმის

იმდენივე იხარჯება, რამდენიც - მოწინააღმდეგისა. გარდა იმისა, რომ რესურსის უანგარიშო ხარჯვა ნებისმიერ შემთხვევაში

გაუმართლებელია, პატარა ქვეყანას ასეთი რესურსი არ მოეპოვება. ეს გარემოება თავდაცვის დაგეგმისას აუცილებლად

გასათვალისწინებელია. 26 არარეგულარული ომი ფართო ცნებაა. ამ ტერმინით აღნიშნავენ არაკონვენციური სამხედრო მოქმედებების, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების, სადაზვერვო და ანტიტერორისტული ოპერაციების, ტერორისტთა მოქმედებებისა თუ ამბოხებულთა სპორადული ოპერაციების ერთობლიობას. 27 ამ საკითხზე უფრო გაშლილად იხ. დასკვნით ნაწილში

Page 42: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

42

თავი 4: სტრატეგიული დოკუმენტები დღეს

ბოლო წლებში საგრძნობი წინსვლა შეიმჩნევა სახელმწიფოს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების

კუთხით. კერძოდ, ქვეყანას აქვს:

2005 წელს შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის განახლებაზე ამჟამად

მუშაობა მიმდინარეობს

საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტი, რომელიც, როგორც ამბობენ, დასრულებულია, თუმცა

როგორც ჩანს, გადაწყვეტილია მისი სრულად დახურვა

2005 წელს შემუშავებული ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომელიც, გარკვეული პუნქტების აშკარა

მოძველების მიუხედავად ძირითდად ნორმალური დოკუმენტია

2010 წელს შემუშავებული ეროვნული სამხედრო დოქტრინა, რომელიც ზოგადად ასევე კარგ

შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სრულიად აშკარა სერიოზული ხარვეზებიც სახეზეა.

ვისაც ახსოვს, სულ რამდენიმე წლის წინ რა სიტუაცია იყო თავდაცვის დოქტრინულ ბაზასთან დაკავშირებით,

დამეთანხმება, რომ ამ მხრივ დაუჯერებლად წინ ვართ წასულები. თუმცა, ჩემი აზრით, არის აშკარა ხარვეზები,

რომლებსაც სასწრაფოდ გამოსწორება სჭირდება.

როდესაც საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტებს კითხულობ, აშკარად გრძნობ, რომ ისინი წარმოადგენენ

ძალიან კარგი თეორიული ცოდნისა და არა - რეალობის საქმიანი გააზრების შედეგს. ეს გარემოება ძალიან

მნიშვნელოვან დეტალებში იჩენს თავს.

მაგალითად, ეროვნული სამხედრო დოქტრინაც და სამხედრო სტრატეგიაც აცხადებს, რომ საქართველოს

შეიარაღებული ძალების ძირითადი დანიშნულება არის ქვეყნის დაცვა გარე საფრთხეებისაგან, რაშიც

მოიაზრება საქართველოს ტერიტორიის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვა. მაგრამ როგორია

კონცეფცია ქვეყნის თავდაცვის სისტემის მოწყობის შესახებ, დოკუმენტებში არ ჩანს.

მაგალითად, ომის ხასიათზე საუბრისას დოქტრინა ძირითადად იფარგლება ზოგადი ხასიათის მსჯელობით და

არაფერს ამბობს სამხედრო საფრთხეების ხასიათზე, რომელიც საქართველოს რეალურად შეიძლება

დაემუქროს, დოკუმენტში თითქმის არ არის მსჯელობა კონკრეტული გარემოსა და ჩვენი რესურსებისა და

შესაძლებლობების შესახებ.

საბრძოლო სულისკვეთებაზე საუბრისას დოქტრინა გულისხმობს ქვედანაყოფების სულისკვეთებას და

არაფერია ნათქვამი მოსახლეობის, საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერაზე - მაშინ როცა ეს შეიძლება

გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს თავდაცვის ორგანიზებისას.

მობილურობაში დოქტრინა გულისხმობს ძალთა სწრაფად განლაგების, გამოყენებისა და მანევრირების

საშუალებას, თუმცა არაფერია ნათქვამი ქვედანაყოფთა ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობების

შესახებ.

დეცენტრალიზებული მოქმედების უნარი ნახსენებია მოქნილობაზე საუბრისას, იქვეა ნახსენები მართვისა და

კონტროლის სისტემა, თუმცა არ არის გაშლილი, შეიძლება თუ არა, რომ აქ ვიგულისხმოთ ტერიტორიული

თავდაცვის პრინციპი და ქვედანაყოფთა ავტონომიური მოქმედებების უნარი.

ასევე საყურადღებო და სასწრაფოდ გამოსასწორებელია ისიც, რომ დოქტრინა და სტრატეგია პრაქტიკულად

იდენტური დოკუმენტებია იმ განსხვავებით, რომ მათ შორის ფორმალური განსხვავება იმთავითვე გასაგებია:

დოქტრინა უნდა აყალიბებდეს შეიარაღებული ძალების გრძელვადიან, ფუნდამენტურ ხედვას, სტრატეგია კი

უფრო კონკრეტულ შინაარსს უნდა ატარებდეს და შძ მიზნებსა და ამოცანებს უნდა განსაზღვრავდეს. დოქტრინა

Page 43: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

43

უნდა შეიცვალოს მაშინ, როდესაც ჩნდება ახალი ფაქტორები როგორიცაა მაგალითად ახალი ტექნოლოგიები

ან ტერორიზმის საფრთხე. სტრატეგია კი იცვლება თუნდაც პოლიტიკური მიზნების შესაბამისად.

ამ მხრივ ჩვენ ჯერ კიდევ დიდი პრობლემები გვაქვს, რადგან როგორც ვთქვი, დოქტრინასა და სტრატეგიას

შორის ძალზე უმნიშვნელო განსხვავებაა.

დაბოლოს, მოკლედ შევეხოთ ერთ საკითხს, რომელიც რამდენიმე ათეულჯერ არის ნახსენები სტრატეგიაშიც

და დოქტრინაშიც. ესაა სტრატეგიული გარემოს ზუსტად შეფასების უნარი, რაშიც იგულისხმება სადაზვერვო

შესაძლებლობების განვითარება ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე. ცხადია, ეს ძალიან

მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ აქაც - თუ არ იარსებებს პარალელური დამოუკიდებელი პროცესი,

საზოგადოება რეალობას მოწყდება და ჯარს არ ექნება გარანტირებული საკუთარი ხალხის მხარდაჭერა.

ამიტომ, საჭიროა ფიქრი იმაზეც, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებსა და მეცნიერებთან მეტი, საქმიანი და

სასარგებლო თანამშრომლობა განვითარდეს.

უკანასკნელი საკითხი, რასაც მოკლედ მინდა შევეხო, ეს არის რეზერვის სისტემა, რომლის კონცეფციაც

პრაქტიკულად დღემდე არ არსებობს. სტრატეგიაში წერია, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სამხედრო

მიზნებს, სამხედრო მიზნები კი 20-მდე პუნქტითაა განსაზღვრული სადაც შეუძლებელია გაარჩიო, რა არის

რეზერვისთვის განკუთვნილი და რა - რეგულარული ჯარისთვის. ამიტომ, თუ გავიხსენებთ, რომ დოქტრინაში

რეზერვს ექსკლუზიურად მხარდამჭერი ფუნქცია ენიჭება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მხარდაჭრა ოცივე

მიმართულებაზე უნდა გავრცელდეს, რაც აბსურდია.

Page 44: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

44

თავი 5: დასკვნა და რეკომენდაციები

ჩემი აზრით, საქართველოს თავდაცვის სისტემის დაგეგმვისის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დღემდე

ვერ მოვახერხეთ, სრულყოფილად გაგვეთვალისწინებინა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - რომ

საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა ვერ იქნება კონვენციური შესაძლებლობების იმედად. დღემდე არსებული

მიდგომა ეფუძნებოდა რწმენას, რომ აგრესიის შემთხვევაში საგარეო მხარდაჭერა საკმარისი იქნებოდა მის

შესაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომმაც კი ამ დაშვების საფუძვლიანობა ნაწილობრივ

გაამართლა, ისიც აშკარა გახდა, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს საგარეო მხარდაჭერის იმედად ყოფნა.

როგორც რამდენიმეჯერ სამართლიანად არის აღნიშნული თავდაცვის სტარტეგიულ დოკუმენტებში, მტრის

ყველაზე კარგი შემაკავებელი ჩვენი მზადყოფნაა. თუმცა, პრობლემები სწორედ აქ გვაქვს - არა იმიტომ, რომ

იარაღი გვაკლია ან ჯარისკაცები არ არიან მომზადებულნი, არამედ იმიტომ, რომ დღეს არსებული

დოქტრინული ბაზა სუსტად შეესაბამება იმ რეალობას, სადაც ცხოვრება და გადარჩენა გვიწევს.

დღევანდელ სიტუაციაში აუცილებელია, ვიფიქროთ ტოტალური თავდაცვის სისტემის რეალურად შექმნაზე. ამ

თემაზე უკვე რამდენჯერმე ღიად განაცხადა თავად პრეზიდენტმა,28 მაგრამ ამ ხედვის საქმედ გარდაქმნა

დღემდე ვერ ხერხდება. მიზეზი ბევრია, უპირველესი კი ორი - კადრების (ტრნერების) სიმცირე და

საზოგადოების დაბალი მზადყოფნა ამ სისტემის მისაღებად.

სახმელეთო ძალების ძირითადი ამოცანა უნდა იყოს მტრის საზღვართან შეჩერება და მტრის საჰაერო შეტევების

ნეიტრალიზება, მტრის ქვეყნის სიღრმეში შემოჭრის შემთხვევაში კი - მცირე ჯგუფებად დაშლა და

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი (ან გადამწყვეტი) დარტყმისთვის მომზადება. დღევანდელ სიტუაციაში ეს

პირველ რიგში ნიშნავს იმ გზებისა და მარშრუტების წინასწარ მომზადებასა და კონტროლს, საიდანაც რუსეთმა

შეიძლება ანექსიის გაგრძელება სცადოს, ან პროვოკაციული რეიდები განახორციელოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართვისა და კონტროლის სისტემა მუშაობდეს გამართულად; რომ სამხედრომ

მკაფიოდ იცოდეს - ვისგან უნდა მიიღოს ბრძანება და როგორ იმოქმედოს, სად გადის მისი კომპეტენციისა და

პასუხისმგებლობის ზღვარი; დიდი ყურადღებაა მისაქცევი კომუნიკაციის სისტემებისადმი. ასევე, რამდენადაც

ჩემთვის ცნობილია, სერიოზული პრობლემები გვაქვს შტაბის ოფიცრების მომზადების საკითხში, რისი

აღმოფხვრაც ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნება ახლო მომავალში. ამიტომ აქ გამოსავალია აუცილებელი

რაოდენობის ნიჭიერი ახალგაზრდა ოფიცრების საზღვარგარეთ გაგზავნა, სრულად დაფინანსება და იმის

უზრუნველყოფა, რომ ისინი აუცილებლად ჯარს დაუბრუნდებიან. ასევე, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა

თავდაცვის ეროვნული აკადემიის სრულყოფისათვის.

როგორც ვთქვით, რეგულარული ჯარის ფუნქცია მტრის ძირითადი ძალების შემოტევისა და საჰაერო

თავდასხმების ნეიტრალიზება უნდა იყოს. მართალია, თავდასხმის შემთხვევაში მტრის ძირითადი მიზანი

პოლიტიკური რეჟიმის ცვლა იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ რეჟიმის შეცვლა მხოლოდ

დედაქალაქის აღებით არ ხდება. მაგალითად, თეორიულად შესაძლებელია შიდა პოლიტიკური ესკალაციის

დაგეგმვა, მარიონეტი პოლიტიკოსების სამხედრო ძალით დახმარება და ორხელისუფლებიანობის დამყარება,

შემდეგ კი სამოქალაქო ომში შენიღბულად ჩართვა და სამხედრო უპირატესობის გარდა, მოსახლეობის დიდი

ნაწილის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ მტრის გამარჯვებას მოიტანს. მაგალითისთვის

შეგვიძლია შორს არ წავიდეთ. დაახლოებით ასეთი რამ უკვე მოხდა საქართველოს ისტორიაში, როცა არჩეული

28 „უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის სამინისტროში“, 28/07/2010: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი

Page 45: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

45

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჯერ დედაქალაქიდან განდევნეს, მერე კი - დასავლეთ საქართველოში

დაამარცხეს, სადაც რუსები უკვე ღიად ეხმარებოდნენ ე. შევარდნაძეს, რომელიც ლეგიტიმურ მმართველად

აღიარეს.

ასე რომ, თავდაცვის სისტემის მონოლითურობა ეფექტიანი თავდაცვის ერთადერთი წინაპირობაა. სისტემა უნდა

ეფუძნებოდეს ერთიან კონცეფციას და მოიცავდეს მთელ ქვეყანას. თავდაცვის პრიორიტეტების დაშვება

მხოლოდ ტაქტიკური თვალსაზრისით არის შესაძლებელი.

ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა არ უნდა დაუშვას ქვეყნის სიღრმეში მტრის გადაადგილება. ეს უნდა იყოს

კარგად მომზადებული, სათანადოდ აღჭურვილი და მოტივირებული ძალა, თითოეული რეგიონისათვის

გამზადებული უნდა იყოს ტაქტიკური გეგმები.

ტერიტორიული ძალების პროფესიული კომპონენტი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სამეთაურო რგოლით,

დანარჩენი კი სპეციალურად გაწრთვნილი, ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული რეზერვი უნდა

იყოს.

მშვიდობიანობის დროს უნდა მუდმივად მიმდინარეობდეს სათანადო ინფრასტრუქტურის მომზადება, რაც

მოიცავს ბუნკერებს და თავშესაფრებს საჰაერო შეტევებისგან თავდასაცავად. სადაც შესაძლებელია, უნდა

გამოვიყენოთ ბუნებრივი ქვაბულები, შევქმნათ წყლის, მშრალი საკვების, ტყვია-წამლის მარაგები. ეს

აუცილებელი იქნება საჰაერო იერიშების შემთხვევაში როგორც მოსახლეობის დასაცავად, ასევე -

წინააღმდეგობის ორგანიზებისათვის.

ტოტალური თავდაცვის სისტემაში რეზერვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რეზერვს მრავალი

ამოცანის შესრულება შეუძლია, იქნება ეს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, სამოქალაქო მოსახლეობის

დახმარება, ზურგის ორგანიზება, ძალების დაცვის ფუნქცია, პარტიზანული ომი და სხვა. პატარა სახელმწიფო

ვერ იქნება მხოლოდ პროფესიული ჯარის ან მხოლოდ რეზერვის იმედად, ისევე როგორც ვერ დაეყრდნობა

მხოლოდ კონვენციური ან მხოლოდ პარტიზანული ბრძოლის მეთოდებს. პატარა სახელმწიფო ყველა ძალას

უნდა აერთიანებდეს თავის დასაცავად, რაც თავდაცვის სისტემის სპეციფიურ მოწყობას გულისხმობს.

„რეზრვის“ ცნება მისი სემანტიკიდან გაიგება და ნიშნავს არსებული ფუნქციების მხარდაჭერის ძალებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ქვეყანას ყავს პროფესიული ჯარი, ტერიტორიული თავდაცვის ძალები და აქვს

სამოქალაქო თავდაცვა, რეზერვს ფუნქცია ყველა ამ კომპონენტში ექნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია

თავდაცვის სისტემის კონცეფციის ჩამოყალიბება იმისათვის რომ რეზერვის სისტემის სწორი კონსტრუირება

მოხდეს.

შესაბამისად, რეზერვი კონცეპტუალურად შეგვიძლია დავყოთ როგორც (1) პროფესიული რეზერვი, (2)

ტერიტორიული რეზერვი, და (3) სამოქალაქო რეზერვი.

ჩემი აზრით, რეზერვის კონცეფციის ქვაკუთხედური პუნქტები შემდეგი უნდა იყოს:

- რეზერვში სამსახური სავალდებულოა ყველასათვის (18-45 წწ)

- „პროფესიული“ რეზერვი არის ხელფასიანი და ნებაყოფლობითი სამსახური, უპირატესად შედგება

ინდივიდუალური რეზერვისაგან29

- რეგულარული ჯარის „სათადარიგო სკამს“ პროფესიული რეზერვი წარმოადგენს

- პროფესიული რეზერვი იწრთვნება რეგულარულ ჯართან ერთად

- ტერიტორიული რეზერვი წარმოადგენს ტერიტორიული დაცვის საყრდენს

29 ინდივიდუალური რეზრვი აღნიშნავს იმ პირებს, ვისაც უკვე აქვთ სამხედრო სამსახურის გამოცდილება და ასაკობრივი და ფიზიკური მონაცემებით აკმაყოფილებენ რეზერვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს

Page 46: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

46

- ის შედგება როგორც სავალდებულო (18-45 წლის მამაკაცები), ასევე - ნებაყოფლობითი სამსახურისგან30

- სამოქალაქო რეზერვი პასუხისმგებელია სპორტისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებზე

- ასევე, თითოეული მოქალაქე მიწერილია რომელიმე ტერიტორიული რეზერვის რომელიმე დანაყოფზე, სადაც

უკიდურესი საჭიროების დროს მოუწევს სამსახური

- სამოქალაქო რეზერვში წევრიანდებიან ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ან ჯანმრთელობის შეზღუდვის გამო

- აქვე ხვდება მდედრობითი სქესის მოქალაქეთა უმრავლესობა

პროფესიული რეზერვი

იმის გათვალისწინებით, რომ ტოტალური თავდაცვის სისტემაში ძირითად ნაწილს ტერიტორიული თავდაცვის

ძალები შეადგენს, შეგვიძლია დავუშვათ, რომ პროფესიული რეზერვის რაოდენობა რეგულარული ჯარის

რიცხოვნობაზე თუნდაც 3-ჯერ ნაკლები იქნება. ამ შემთხვევაში ეს ციფრი დაახლოებით 10-12 ათას რეზერვისტს

გაუტოლდება.

ყოველწლიურად 1-თვიანი საწრთვნელი პერიოდის გათვალისწინებით ეს ნიშნავს ერთდროულად

დაახლოებით 1,000 რეზერვისტის, ან წელიწადში სამი ბრიგადის გამტარიანობას უდრის.

პროფესიული რეზერვისტი მიიღებს მუდმივ სახელფასო დანამატს ვთქვათ, 250 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს,

რომ წრთვნის ხარჯების გარდა, ბიუჯეტს ეს დაუჯდება დაახლოებით 36 მილიონი ლარის სახელფასო დანამატი.

თუ თავდაცვის ამჟამინდელი ბიუჯეტის პერსონალის, ოპერაციებისა და მხარდაჭერის ხარჯებს გამოვაკლებთ

სახელფასო ფონდს და მიღებულ თანხას გავყოფთ ჯერ სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობაზე,

შემდეგ კი შემდეგ - 365 დღეზე, მივიღებთ, რომ ერთი სამხედრო მოსამსახურის შენახვა ერთ დღეში საშუალოდ

დაახლოებით 19 ლარი ჯდება. რეალურად ეს ციფრი უფრო დაბალი იქნება, მაგრამ მიახლოებითი

ანგარიშისთვის მას დავეყრდნობით. შესაბამისად, გამოვა, რომ წრთვნებზე და რეზერვისტთა ცხოვრებაზე

დაიხარჯება 6,85 მილიონ ლარამდე წელიწადში.

პროფესიული რეზერვის ჯამური წლიური ხარჯი დაახლოებით 43 მილიონს შეადგენს.

ტერიტორიული რეზერვი

ყველაზე რთული ამოცანა ტერიტორიული თავდაცვის ძალების შექმნაა, თუმცა, არსებული პრობლემების

მიუხედავად, ეს პრობლემა პერსპექტივაში გადაჭრადია და, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, აქ გამოსავალი

საკითხისადმი პროგრამული მიდგომაა. უნდა გამოიყოს გარკვეული პერიოდი - ჩემი წინასწარი გამოთვლით -

დაახლოებით 2 წელიწადი, რომელიც საჭირო რაოდენობის კარდების გაწრთვნას მოხმარდება,

პარალელურად უნდა დეტალურად დამუშავდეს როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური გეგმები, დაიწყოს

აუცილებელი მარტივი ინფრასტრუქტურის მომზადება ადგილებზე, გაიმართოს მართვისა და კონტროლის

სამოქალაქო თუ სამხედრო გეგმები და, რაც მთავარია, შემუშავდეს ძალიან ღრმად გააზრებული და

გათვლილი გეგმა იმისათვის, რომ მოვახდინოთ თვითმმართველობის ელემენტების ინტეგრაცია ეროვნული

გვარდიის ფუნქციებში და გავზარდოთ ადგილებზე მოსახლეობის ეროვნული სულისკვეთება და

წინააღმდეგობის უნარი. ეს უნდა იყოს მარტივი ფუნქციები, რომელიც არ მოითხოვს ზედმეტ დანახარჯებს და

მხოლოდ იმ ფუნქციას ასრულებს, რომ პროვინციებში ამცირებს ხელისუფლების ვაკუუმს, აშკარა სარგებელს

აძლევს მოსახლეობას - რადგან ემსახურება წესრიგს, სამართლიანობას და კანონიერებას, ერთ მუშტად კრავს

თემს და აყალიბებს ადგილებზე თანაცხოვრებისა და ფუნქციების განაწილების წინაპირობებს.

30 ნებაყოფლობით შეიძლება მსახურობდნენ 18-45 წ. ასაკის ქალები და 15 / 45 წელზე უფროსი მოქალაქეები

Page 47: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

47

ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზება ნიშნავს არა მთელი მოსახლეობის ჯარში გაწვევას, არამედ -

ტერიტორიული პრინციპით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თავდაპირველ შედარებით ხანგრძლივ და

შემდეგ უფრო მოკლე ყოველწლიურ წრთვნებს. რეზერვისტმა უნდა იცოდეს პარტიზანული ბრძოლის ანბანი,

შეეძლოს კომუნიკაციის მრავალფეროვანი არხების გამოყენება, უნდა შეეძლოს როგორც დამოუკიდებლად

მოქმედება, ასევე - ცენტრალიზებული ბრძანებების მიღება, გაგება და შესრულება.

ამ ტიპის რეზერვის მომზადება ალბათ ყველაზე რთული ამოცანა იქნება დღეს. ამის მიუხედავად, აუცილებელია,

რომ მუშაობა დღესვე დავიწყოთ შესაბამისი ინსტრუქტორებისა და ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად.

ეს უნდა იყოს საყოველთაო ვალდებულების პრინციპით დაკომპლექტებული ძალები. პროგრამის

დასრულებისას საქართველოს მინიმუმ 2100 სოფელსა და 70-მდე დაბასა და ქალაქში უნდა არსებობდეს

მარტივი სავარჯიშო და საასპარეზო ინფრასტუქტურა (რაც მუნიციპალიტეტებმა უნდა გადაწყვიტონ) და 160

ათასამდე რეზერვისტი ფიზიკურად მომზადებული და გაწრთვნილი როგორც ტერიტორიული თავდაცვის, ასევე

- პარტიზანული ომის საწარმოებლად. ასევე, სრულად უნდა დაკომპლექტდეს ტერიტორიული თავდაცვის

ძალების სერჟანტთა და ოფიცერთა შემადგენლობა. ეს უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად, პროგრამული

მიდგომიდან გამომდინარე.

Page 48: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

48

საორიენტაციო გათვლები: 2010 წლის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 20-49 ასაკის 774 ათასი

მამაკაცი და 825 ათასი ქალი,31 ანუ მთელი მოსახლეობის 21,6% არის 20-49 ასაკის მამაკაცი და 23,7% არის ამავე

ასაკის ქალი. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს პროპორცია ნამდვილია საქართველოს ნებისმიერი ნაწილისათვის,

მაშინ შემდეგ სურათს მივიღებთ:

ცხრილი 2: 20-49 წლის მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა, რაიონების მიხედვით (ათსი)

სულ მამაკაცი ქალი

თბილისი 1,153 249 261

აჭარის არ 387 84 88

გურია 140 30 32

იმერეთი 700 151 159

კახეთი 405 87 92

მცხეთა-მთიანეთი 109 23 25

რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი 48 10 11

სამეგრელო/ზემო სვანეთი 474 102 107

სამცხე/ჯავახეთი 211 46 48

ქვემო ქართლი 500 108 113

შიდა ქართლი 311 67 70

სულ 4,436 958 1005

შესაბამისად, რეზერვში გასაწვევი მთლიანი რესურსი დღეს შეადგენს 0,958 მილიონ მამაკაცს.

ტერიტორიულ ჯარში ყველა რეზერვისტი ვერ იქნება. სერჟანტებისა და ოფიცრებისთვის ეს იქნება ისეთივე

მუდმივი სამსახური, როგორც რეგულარულ ჯარში. სავარაუდო პროპორციები იქნება 1 ოფიცერი 8-10

სერჟანტზე და 1 სერჟანტი 30-40 რეზერვისტზე (თითო ოცეულზე).

პროგრამის პირველი ეტაპი: პირველი რიგის ამოცანა იქნება საჭირო რაოდენობის სერჟანტების მომზადება

ტერიტორიული თავდაცვის სისტემის ნელ-ნელა გასაშლელად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, პირველ

რიგში შესაქმნელია ადგილობრივი ბირთვი მუნიციპალიტეტების დონეზე - ისე, რომ სისტემის სრულყოფამდეც

ამ ბირთვმა დაიწყოს მინიმალურად აუცილებელი ფუნქციების შესრულება. მომავალი სერჟანტები სისტემაში

რიგითებად ჩაერთვებიან.

შესაბამისად, საწყის ეტაპზე ვიღებთ თითო ოცეულს თითო მუნიციპალიტეტზე, რაც ჯამში უდრის სულ რაღაც 3-4

ათას რეზერვისტს, რომლებიც მომავალში უნდა იქცნენ ტერიტორიული თავდაცვის ძალების ბირთვად

(მომავალ სერჟანტებად, რომლებიც უხელმძღვანელებენ ტერიტორიული რეზერვის მომზადებას).

3-4 ათასი ახალწვეული შეადგენს საერთო ასაკობრივი რესურსის 0,3%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად

საუკეთესო კადრის მოძებნა არ უნდა გაგვიჭირდეს. ჩვენ ეს ადამიანები უნდა გავწრთვნათ იმ გათვლით, რომ

პროგრამის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ისინი სერჟანტები გახდებიან და სათვეში ჩაუდგებიან

თითოეული სოფლის მოსახლეობის ტრენინგსა და ამ სოფლების დაცვის ორგანიზებას.

სერჟანტი ყველა სოფელში: თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში სულ 3600 სოფელია, ხოლო

აქედან 500 და მეტი მოსახლეობით მხოლოდ 2100-ია, მივიღებთ, რომ პროგრამის პირველი ფაზის დროს

ტერიტორიული ნიშნით შერჩეული და გაწრთვნილი სერჟანტების რაოდენობა სრულიად საკმარისი იქნება

ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შემდგომი ეტაპის საკადრო რესურსით დაკომპლექტებისათვის. ყველა

31 საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ასაკისა და სქესის მიხედვით (1 იანვრის მდგომარეობით), სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები

Page 49: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

49

სოფელში ერთი სერჟანტი - ეს შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი

აუცილებელი ამოცანა.

სამეთაურო რგოლი: ამ ყველაფრის გარდა, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მშენებლობის დასაწყებად

თავიდან საჭირო იქნება 100-მდე სერჟანტი და 30-40 ოფიცერი, ანუ დაახლოებით თითო სერჟანტი თითო

მუნიციპალიტეტზე და ამას დამატებული თითო ოფიცერი თითო რაიონზე (5-10 სერჟანტზე), პლუს აუცილებელი

იერარქია. ბიუჯეტს ეს დაუჯდება წლიურად დაახლოებით 500 ათასი ლარი.

პროგრამის დასაწყებად საჭირო იქნება:

1. 40-მდე ოფიცრის შერჩევა/მომზადება საქართველოს მასშტაბით ტერიტორიული თავდაცვის ძალების

სამეთაურო კომპონენტის დასაკომპლექტებლად. თითოეულ ოფიცერს უნდა ესმოდეს ოპერატიული

დაგეგმვის საკითხები, ან შეეძლოს ცენტრალურ შტაბთან მჭიდრო კოორდინაცია ამ ოპერატიული

გეგმების შედგენისათვის

2. 100-მდე სერჟანტის შერჩევა ტერიტორიული ნიშნით. მათი პასუხისმგებლობა იქნება მომავალი

სერჟანტების აღზრდა (3-4 ათასი რეზერვისტი, რომელიც შემდეგ გადაინაცვლებს მუდმივ არასრულ

კონტრაქტზე, შესაბამისი სახელფასო დანამატით)

3. თითოეულ მუნიციპალიტეტში მარტივი საწრთვნელი ინფრასტრუქტურის მოწყობა (სასროლეთები,

ბილიკები მოკლე და გრძელ მანძილზე სირბილისთვის, აუცილებელი სავარჯიშო მოწყობილობა,

ბარაკები, ჰიგიენის, კვების ორგანიზება)

პროგრამა პირველ ეტაპზე დაჯდება დაახლოებით 2,7 – 3 მილიონი ლარი, საბოლოო დაკომპლექტების შემდეგ

კი - 150-200 მილიონი ლარი.

პროგრამის დასრულების შემდეგ ტერიტორიულ რეზერვში იქნება 160 ათასი რეზერვისტი, რომლებიც

გაწრთვნილნი იქნებიან როგორც ტერიტორიული თავდაცვის, ასევე - პარტიზანული მოქმედებებისათვის.

პროგრამის სრულად განხორციელებას დასჭირდება 4-5 წელიწადი, თუმცა 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება

პროგრამული ნაწილის ყველა კომპონენტის ამუშავება ისე, რომ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღოს.

პროგრამის დასაწყის ფაზაში რეზერვის სისტემის ასამუშავებლად საჭირო იქნება ჯამში დაახლოებით 50

მილიონი ლარი, პროგრამის დასრულების შემდეგ კი - 200-250 მილიონი ლარი ყოველწლიურად.

როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში არსებობს სათემო განვითარების ცენტრების ძალიან

საინტერესო ფენომენი,32 რომელსაც აქტიურად უჭერენ ხოლმე მხარს საერთაშორისო ორგანიზაციები. ასეთი

ორგანიზაციები ჩვენთანაც არსებობს, თუმცა მათი არსებითი ნაკლი ისაა, რომ ისინი ექსკლუზიურად დონორულ

დაფინანსებაზე მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მაშინ როცა სიცოცხლისუნარიანი

ინსტიტუტები არჩევითი და ნებაყოფლობითი ორგანიზაციები უნდა იყოს. სათემო განვითარების ცენტრების

სპეციფიკა საშუალებას იძლევა, რომ ეს ორგანიზაციები მრავალი სასარგებლო პროფილით დაიტვირთოს.

ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს:

- სპორტული ღონისძიებებისა და ინტელექტუალური თამაშობების ორგანიზება,

- ცხოვრების ჯანმრთელი წესის პროპაგანდა,

- სამოქალაქო განათლება,

- პროფესიული განათლება,

32 სათემო განვითარების საბჭო არის აპრობირებული ინსტიტუტი ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში. ეს არის არჩევითი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ელემენტარულ სამოქალაქო და ეკონომიკურ განათლებას ემსახურება და ამასთან, განკარგავს თემის მიერ (თემისთვის) მოზიდულ მიზნობრივ ფონდებს.

Page 50: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

50

- სამოქალაქო თავდაცვა

სამოქალაქო განათლების ცენტრები მჭიდრო კოორდინაციაში უნდა იყოს ეროვნულ გვარდიასთან,

პოლიციასთან და განათლების სამინისტროსთან. ასევე - ე.წ. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან -

თუ ეს სტრუქტურა არსებული ფორმით შენარჩუნდება.33

ცხრილი 3: სათემო განვითარების ცენტრის ფუნქციები

სპორტი

ისევე როგორც, მაგალითად, სინგაპურში ან შვეიცარიაში, სპორტი და სამოქალაქო თავდაცვა მჭიდრო კავშირში

უნდა იყოს რეზერვის სისტემასთან.34 რეზერვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის

ინტეგრაცია სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს სექტორში - რასაც წარმოადგენს ქვეყნის

თავდაცვის სისტემა. ეროვნული გვარდია უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების სოციალიზაციის, ჯანმრთელი

ცხოვრების წესის, სამოქალაქო ერთობისა და სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრების უმნიშვნელოვანეს

წყაროს. ამიტომ, მთლიანად მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ საქართველოში სპორტის პოლიტიკა დიდწილად

სწორედ ქვეყნის თავდაცვის მიზნებს მიესადაგოს და ეს საქმე თავდაცვის სამინისტრომ, კერძოდ კი ეროვნულმა

გვარდიამ ჩაიბაროს. ცხადია, ეს სფერო მთლიანად განსხვავდება პროფესიული სპორტის სფეროსაგან, სადაც

სახელმწიფოს მინიმალური ან არანაირი როლი უნდა ჰქონდეს.

შესაძლებელია ამ სისტემის ისე ორგანიზება, რომ ის არ იყოს დაკავშირებული დიდ დანახარჯებთან.

საყოველთაო სპორტული ღონისძიებები უნდა განვიხილოთ არა როგორც პროფესიონალური სპორტული

ღონისძიებები, არამედ - როგორც ეროვნული დანიშნულებისა და ასევე გამაჯანსაღებელი ღონისძიებები,

რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ისაა, რომ ნიჭერი ახალგაზრდები გამოავლინოს და შეჯიბრებითობის

33 ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს უწყება სტრუქტურული ერთეულის სახით შეუერთდეს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს ან - პირდაპირ თავდაცვის სამინისტროს. მაგალითად, შვეიცარიაში თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურაა ე.წ. „სპორტის ფედერალური ოფისი“, მთლიანად დეპარტამენტს კი ეწოდება თავდაცვის, სამოქალაქო უსაფრთოებისა და სპორტის დეპარტამენტი. 34 ცნობისთვის: შვეიცარიაში თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურაა ე.წ. „სპორტის ფედერალური ოფისი“, მთლიანად დეპარტამენტს კი ეწოდება თავდაცვის, სამოქალაქო უსაფრთოებისა და სპორტის დეპარტამენტი.

Page 51: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

51

დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. თემი, რაიონი და ეროვნული დონე - ეს იქნება ამათუიმ სახეობაში შეჯიბრებათა

ჩატარების სამი დონე, რისთვისაც უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებაც შეიძლება.

პირველ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება საჭირო რაოდენობის ინსტრუქტორების იდენტიფიცირება

თემების დონეზე, თუმცა ჭიდაობა, სირბილი, მკლავჭიდი - ეს ის სახეობებია, სადაც ინსტრუქტორის მოძებნა

სავარაუდოდ არ გაჭირდება. თემმა თავად უნდა აირჩიოს ერთი ან რამდენიმე სახეობა. თუმცა შეიძლება, რომ

მაგალითად გრძელ დისტანციაზე სირბილი სავალდებულო სახეობადაც შემოვიღოთ.

სამოქალაქო განათლება და უნარების განვითარება

მიზანშეწონილია, რომ საკუთრივ სპორტული სახეობების გარდა, ყურადღება დაეთმოს ინტელექტუალურ

თამაშებსა და შეჯიბრებებს. ეს ალბათ უნდა გაკეთდეს განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით,

დაწყებითი და საშუალო სკოლების აქტიური ჩართვის, მათთან კოორდინაციის მეშვეობით. სათემო

განვითარების ცენტრებმა ძირითადად საკოორდინაციო ფუნქცია უნდა შეინარჩუნოს.

წახალისების ფორმები

საერთოდ სასურველია, რომ შეჯიბრობითობა გახდეს საქართველოს მოქალაქეთა

ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.

სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულები თანდათან უნდა ჩაერთონ

საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში. ეს უნდა გაკეთდეს ღიად, მაგრამ

ფორმალიზების გარეშე - უნდა დამკვიდრდეს როგორც ტრადიცია.

სამოქალაქო თავდაცვა

რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვას, ამ სისტემამ მოქალაქეები უნდა მოამზადოს შემდეგი მიზნებისთვის:

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები

მოქმედება საგანგებო მდგომარეობისას

ეს უნდა იყოს სასკოლო მეცადინეობებისა და საველე წრთვნების ერთობლიობა, რომელიც სავალდებულო

იქნება ყველასთვის გარკვეულ ასაკამდე, შემდეგ კი წრთვნას გააგრძელებენ ის მოქალაქეები, რომლებიც არ

გადავლენ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვში.

პროფესიული განათლება

სათემო განვითარების ცენტრებმავე უნდა ითავონ პროფესიული განათლების კომპონენტის განვითარება.

გარდა იმისა რომ ადამიანებს ახალ გარემოში საკუთარი ადგილის პოვნაში დაეხმარება, ეს გაზრდის სათემო

განვითარების ცენრების კონკრეტული სარგებლიანობის შეგრძნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სათემო განვითარების ცენტრების მიერ ჩატარებული პროფესიული განათლების სემინარები შეიძლება

მოიცავდეს ფინანსურ მენეჯმენტს, პროექტების მართვას, ტურიზმის ინფრასრუქტურის საკითხებს, მარკეტინგს,

სასუვენირე ბიზნესისთვის საინტერესო ხელსაქმის დაუფლებას და ა.შ.

Page 52: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

52

პასიური რეზერვი

ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელთა ჩართვა არ მოხდება პროფესიული, ტერიტორიული თუ აქტიური

სამოქალაქო რეზერვის რიგებში, უნდა შემუშავდეს სპეციალური ინსტრუქციები საგანგებო სიტუაციებში

მოქმედებებისათვის. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს ვინ არის პასუხისმგებელი პირი და ვის მითითებებს უნდა

მიყვნენ საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში. ეს ინსტრუქციები უნდა გავრცელდეს როგორც სათემო

განვითარების ცენრების, ასევე - საშუალო სკოლების მეშვეობით.

სათემო განვითარების ცენტრები 12-18 წლის მოქალაქეებს ჩართავენ საყოველთაო სპორტულ და

ინტელექტურლურ შეჯიბრებებში. 19 წლის ასაკიდან ახალგაზრდები გადანაწილდებიან ტერიტორიული

თავდაცვის ან სამოქალაქო თავდაცვის რეზერვში. 26 წლის ასაკიდან მოქალაქე გადაინაცვლებს სამოქალაქო

თავდაცვის მეორე კატეგორიის რეზერვში და ინდივიდუალური რეზერვის მეორე კატეგორიაში. ეს უკანასკნელი

წარმოადგენს პროფესიული რეზერვის სამომავლო რესურსს. 45 წელს გადაცილებული მოქალაქე პასიურ

(ნომინალურ) რეზერვად ჩაითვლება.

ცხრილი 4: სამოქალაქო და ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტება

იმის მიუხედავად, რომ აღწერილი გეგმის განხორციელება მთლიანად მიზანშეწონილად მიმაჩნია, ისიც ცხადია,

რომ გეგმის განხორციელებამდე ჯარისა და რეზერვის გარეშე ვერ დავრჩებით. ამიტომ, გარდამავალ

პერიოდში საარმიო რეზერვის შესაქმნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ 100 ათასამდე ყოფილი სამხედრო

მოსამსახურის რესურსი, თუმცა პარალელურად მუშაობა უნდა დავიწყოთ საშუალოვადიანი და გრძელვადიანი

გეგმების სისრულეში მოსაყვანად.

Page 53: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

53

ცხრილი 5: რეზერვის ფორმირების პერსპექტიული გეგმა

როგორც ამ ცხრილზეც ჩანს, საარმიო რეზერვი მოკლევადიან პერიოდში შეიძლება დაკომპლექტდეს იმ 100

ათასი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის რესურსით, რომელიც ამ ნაშრომის დასაწყისში ვახსენეთ.

მოკლევადიან პერიოდში რეზერვის რაოდენობა ალბათ არ უნდა გასცდეს 5-10 ათასს.

როდესაც პროგრამა დაიწყება და ახალი რეზერვისტების წრთვნა აქტიურ ფაზაში შევა, ყოფილი „საარმიო

რეზერვი“ გადაიქცევა „პროფესიულ რეზევვად“ (ანუ ინდივიდუალური რეზერვის პირველ კატეგორიად).

სხვაგვარად თუ ვიტყვით, მომავალში ინდივიდუალური რეზერვის პირველი კატეგორია პროფესიულ რეზერვს

დააკომპლექტებს.

ინდივიდუალური რეზერვის მეორე კატეგორია შეიქმნება ტერიტორიული რეზერვის პირველი კატეგორიის

მოსამსახურეთაგან, რომელიც მეორე ასაკობრივ კატეგორიაში გადავიდნენ და, ასევე, პროფესიული რეზერვის

მოსამსახურეთაგან, რომლებიც ასევე ასაკობრივი ბარიერის გამო დატოვებენ პროფესიული რეზერვის რიგებს.

ტერიტორიული რეზერვის მესამე კატეგორიას შეადგენს იგივე რესურსი - მესამე ასაკობრივი ბარიერის

გადალახვის შემდეგ.

თავდაცვის სისტემის გადმოსახედიდან, ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს ეკონომიკის ისეთ მოწყობას,

რომელიც ხანგრძლივი ომისას საზოგადოებისა და სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის

ფუნქციონირების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ომის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის

შიგნით წარმოებულ დოვლათს, რადგან სერვისის სექტორი ამ დროს კატასტროფულ დაცემას განიცდის და

საეჭვოა, რომ ტურიზმმა, რესტორნებმა და თუნდაც საბანკო ბიზნესმა ამ ტიპის კრიზისს გაუძლოს. სამაგიეროდ,

ისტორიაში გვაქვს იუგოსლავიის ძალიან საინტერესო მაგალითი, თუ როგორ გაუძლო ეკონომიკამ ხანგრძლივ

ომს ძირითადად იმის გამო, რომ წარმოებები პრაქტიკულად არ გაჩერებულა. ხშირად პერსონალი იარაღით

ხელშიც კი იცავდა საწარმოებს, რადგან ესმოდათ - ეს საწარმოები მათი და მათი ოჯახების ძირითადი საარსებო

წყარო იყო. ომის შედეგად იუგოსლავიის ეკონომიკა განახევრდა - ნაწილობრივ სანქციების, ნაწილობრივ კი -

საწარმოთა ფიზიკური ნგრევის გამო, თუმცა რაც გადარჩა, იმას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

ცხადია, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში გადამწყვეტი იქნება ისევდაისევ

საგარეო კავშირები, მაგრამ აუცილებელია, რომ ეკონომიკის კრიტიკულ თვითკმარობაზე ზრუნვა დღეიდანვე

Page 54: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

54

დაიწყოს - განსაკუთრებით ეს შეეხება კვების პროდუქტებს, ენერგეტიკას და, რაც განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიების სფეროს. გამოსავალი ამ მხრივ ერთადერთია - ხელი უნდა შეეწყოს

როგორც, ერთი მხრივ, ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებას, ასევე - სიღრმისეულ სტრატეგიულ და

მარკეტინგულ კვლევებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბაზრების მოძიებისათვის. შესაბამისი

პროგრამები და კონცეფციები უკვე არსებობს და მათი ამუშავება არ არის ძნელი ან ხანგრძლივი საქმე.

რაც შეეხება ზოგად ეკონომიკურ მოდელს, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს ე.წ.

„განმავითარებელი ქვეყნების“35 გამოცდილების გარკვეულწილად გაზიარება, რაც გულისხმობს ბაზრების

სტრატეგიულ ხედვას და შესაბამისად სტრატეგიულ ჩარევას ეკონომიკის განვითარების მიმართულებებში. ეს

ნიშნავს ეკონომიკის ცალკეული, სტრატეგიულად მიჩნეული, დარგების წახალისებას, ექსპორტის ადგილობრივი

წარმოებით ჩანაცვლებას და ა.შ.36 ისტორიულად, ასეთ ქვეყნებს შორის იყვნენ იაპონია, ტაივანი, სამხრეთ

კორეა, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ფინეთი, გერმანია და ა.შ. განმავითარებელი სახელმწიფოს წარუმატებელ

მოდელს წარმოადგენს, მაგალითად, ინდოეთი; ნაწილობრივ წარმატებული მოდელები აქვთ ჩინეთს,

თურქეთს, ბრაზილიას და სხვა. მსგავსი ეკონომიკური აზროვნების სრულიად აშკარა ნიშნები დღეს უკვე გვაქვს

საქართველოში, თუმცა თუ მიდგომა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მკაფიო იქნება, შედეგსაც შესაბამისად

უკეთესს მივიღებთ.

ქვეყნის სოციალური ქსოვილის სიმტკიცე მთლიანად სოციალურ კაპიტალზეა დამოკიდებული, რაზეც ზემოთ

საკმაოდ ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რეზერვის იმგვარად ორგანიზება, რაც ამ მიმოხილვით არის შემოთავაზებული,

მხოლოდ ხელს შეუწყობს სოციალური ქსოვილის განმტკიცებას.

ამას გარდა, აუცილებელია მუშაობა ეკლესიასთან და, ასევე, კომპეტენტურ საჯარო დისკურსში გამოტანა ისეთი

თემებისა, როგორიცაა ეკლესიის სოციალური როლი, თემის ფუნქციები, თვითმმართველობის რაობა და სხვა.

საჭიროა მეტი მუშაობა საზოგადოებასთან, დისკურსების დანერგვა, მეტი საგანმანათლებლო სამუშაო

არამარტო სკოლაში, არამედ - სპეციალური კლუბების მეშვეობითაც. მაგალითისთვის გამოდგება ე.წ. სათემო

განვითარების ცენტრები, რომლებიც ნებაყოფლობითი, არჩევითი ინსტიტუტია და სადაც წევრები იძენენ ცოდნას

როგორც დემოკრატიის, თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ცნებების შესახებ, ასევე

- კონკრეტულ უნარებს, რაც მათ ეხმარება ფინანსების დაგეგმვასა და განკარგვაში, თემის რესურსების

აღრიცხვაში, დონორული დაფინანსების მოძიებაში, პროექტების შედგენასა და მართვაში და სხვა. სათემო

განვითარების ცენრების არჩეული ლიდერები ხშირად თვითმმართველობის არაფორმალურ ფუნქციებს

კისრულობენ და კარგადაც ართმევენ თავს.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ახალი დისკურსების ისე მიწოდება, რომ საზოგადოება მათ

მისაღებად მზად იყოს. ამის გარეშე მოსახლეობის ხელისუფლებისგან გაუცხოებას მივიღებთ. ახალი

დისკურსების დანერგვა უნდა მოხდეს ინტენსიური ახსნა-განმარტებების, ლექციების, ადგილებზე

მოქალაქეებთან მუშაობის შედეგად. რაც უნდა რთული იყოს ეს ამოცანა, ის მაინც უფრო ადვილია ვიდრე ის

შედეგი, რაც საზოგადოების სოციალური ქსოვილის რღვევას შეიძლება მოყვეს. ეს საფრთხე სავსებით

რეალური იქნება თუ მოსახლეობაში ნიჰილიზმმა, აპათიამ, დაბნეულობამ, ეჭვმა, უნდობლობამ დაისადგურა.

ასეთი მოსახლეობა ქვეყანას ვერ დაიცავს.

35 სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული ტერმინია „Developmental State” 36 ანდრო ბარნოვი, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოდელი გვიანი განვითარების ქვეყნებში, 12/02/09. ბმული:

http://barnovi.blogspot.com/2009/02/blog-post_12.html

Page 55: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

55

ამიტომ, ალბათ კარგი გამოსავალი იქნება ე.წ. „სათემო განვითარების ცენტრებზე“37 ფიქრი, რომელთა

ორგანიზება საკმაოდ იაფად შეიძლება (წლიური 5-7 მილიონი) და ეფექტი კი რეალურად ძალიან დიდი

შეიძლება ჰქონდეს.

დაბოლოს, აუცილებელია ფოკუსირება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საზოგადოების თვითორგანიზების

უნარი ძალიან დაბალია. ადგილებზე ლიდერების გამოკვეთის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის იმედად ყოფნა,

რომ მოვახერხებთ ტოტალური თავდაცვის სისრულეში მოყვანას, ან საჭიროების ვაწარმოებთ პარტიზანულ ომს,

ან რომ თუნდაც ადგილებზე მოხდება სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება. ლიდერების სამომავლო რესურსი

კი შეიძლება მოგვცეს სწორედ იმ პროგრამებმა, რომელსაც ეროვნული გვარდია განახორციელებს.

ამ შემთხვევაში ინფორმაციული უსაფრთხოება ნიშნავს საზოგადოების დაცვას ისეთი გარე მანიპულირებისაგან,

რაც საზოგადოების დემორალიზაციასა და დეზინტეგრაციას იწვევს. ეს მიიღწევა ორი ზოგადი გზით,

რომელთაგან ერთია გარე ძალების კონტროლი, მეორე კი - მაინტეგრირებელი ტენდენციების გაძლიერება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ წყაროთა იდენტიფიცირება, რომლებიც დესტრუქციული დისკურსების გენერირებას

ახდენენ, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია მუშაობა ძირითადი დისკურსების გასაძლიერებლად და ფართო

საზოგადოებამდე დასაყვანად.

სახელმწიფო მოხელეები, ეკლესია, რელიგიური დაჯგუფებები, ლიბერალური ჯგუფები, ეთნიკური

უმცირესობები, უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მედია, ბიზნესმენები და პოლიტიკური ჯგუფები - ეს ალბათ

არასრული სიაა საზოგადოების იმ სეგმენტებისა, რომელზე ზემოქმედებაც შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, უცხო

ძალის ინტერესი, მეორე მხრივ კი - რომელთა სამოქალაქო ინტეგრაციაზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ.

ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ღია დისკუსიების გახსნა სატელევიზიო ეთერში ისეთი თემების

გარშემო, რომლებიც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფუნქციონირების ძირითად ასპექტებს უკავშირდება.

ბოლო დროს ასეთი გადაცემები ძალიან გვაკლია, თემები კი საკმარისზე მეტია დაგროვილი.

დაბოლოს, ისევ განათლების პროგრამების შესახებ. ზემოთ ნახსენები „სათემო განვითარების ცენტრებს“

ინფორმაციული უსაფრთხოების კომპონენტშიც ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ისინი

შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტიტუტად როგორც სამოქალაქო საზოგადოების აღზრდის,

ასევე - რეალური თვითმმართველობის სამომავლო რესურსის განსავითარებლად.

37 სათემო განვითარების ცენტრი არის აპრობირებული ინსტიტუტი როგორც განვითარებულ ასევე - განვითარებად ქვეყანებში. ეს არის არჩევითი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ელემენტარულ სამოქალაქო და ეკონომიკურ განათლებას ემსახურება და ამასთან, განკარგავს თემის მიერ (თემისთვის) მოზიდულ მიზნობრივ ფონდებს.

Page 56: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

56

ბოლოსიტყვაობა

პატარა და კლებადი მოსახლეობა საქართველოსა და მისი თავდაცვისათვის მთავარი გამოწვევაა. მოსახლეობა

ერის მთავარი სიმდიდრეა. მოსახლეობის მოცულობა, ჯანმრთელობა, განათლება, ღირებულებები, ხედვა,

ენერგია და ძალა ამ ერის ფუნქციები და მისი რეალიზების შედეგებია.

კლებადი მოსახლეობა იმის ნიშანია, რომ ამ ფუნქციების კრიზისთან გვაქვს საქმე. საქმე მხოლოდ სოციალური

და ეკონომიკური მდგომარეობა არაა, ეს ასევე შეეხება ერის ცხოვრების მენტალურ და ფიზიკურ პარამეტრებს.

ტრადიციულად, ბევრი ფიქრობს, რომ მთავრობის საქმე ჩეკების ანაზღაურებაა: განათლების, ჯანმრთელობის

და ა.შ. მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობა სინამდვილეში ისაა, რომ ასახოს არა ერის სენტიმენტები, არამედ -

მისი პრობლემები, და შეეძლოს ამ პრობლემებზე ადეკვატური პასუხის გაცემა. ამიტომ, ძირითადი კითხვა იმას

შეეხება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად.

მთავრობის დანახარჯები უნდა იყოს აუცილებლად სტრატეგიული, მაგრამ არა აუცილებლად პოპულარული.

პრობლემა ისაა, რომ არაპოპულარული ნაბიჯები მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს, ეს კი მთავრობებს

ზედმეტი დანახარჯებისაკენ უბიძგებს ხოლმე. სამწუხაროდ, ასეთი კომპრომისი ისევ ერს აზიანებს და მის

სტაგნაციას იწვევს. ასე რომ, კარგი მთავრობაა ისაა, რომელიც საზოგადოების ფუჭ სენტიმენტებს

გაუმკლავდება.

უკეთესი მომავლის შექმნა მხოლოდ გრძელვადიან გადაწყვეტებს შეუძლია. ისეთს, რომელიც ერის ძირითად

შემადგენელზე, მოსახლეობის გაუმჯობესებაზე ახდენს ფოკუსირებას. განვითარება ფუნქციების განვითარებითაა

შესაძლებელი, თუმცა ეს უნდა მოხდეს მის ფუნდამენტში და არა - ზედაპირზე ამოსული პრობლემების

მენეჯმენტით. უსაფრთხოება და განვითარება არ იარსებებს შესაბამისი ავტორის გარეშე, ეს ავტორი კი

საზოგადოება უნდა იყოს.

ეს ყველაფერი ნამდვილია პირველ რიგში თავდაცვის სისტემისთვის. განსაკუთრებით, ტოტალური თავდაცვის

სისტემა ვერ შეიქმნება საზოგადოების აქტიური მხარდაჭერის გარეშე. ნაშრომის საშუალებით ვცადეთ

გამოგვევლინა პრობლემები, რომლებიც ერთი მხრივ გვიჩვენებს, რომ საქართველოში ტოტალური თავდაცვის

სისტემის მშენებლობა ტიტანური მასშტაბის ამოცანაა, თუმცა მეორე მხრივ ისიც აშკარაა, რომ მისი

ალტერნატივა რეალურად არ არსებობს. ახლო წარსულის მცდელობებმა, რომ მოსახლეობის დიდ მასას

იარაღის არ შეშინებოდა, რეზერვის სისტემა ვერ შექმნა და შეუძლებელი იყო, შეექმნა. სამომავლო მიდგომები

უნდა იყოს მრავალ-მიზნიანი და პროგრამული, თუმცა ამოცანები ყველა ეტაპზე ინტეგრირებული უნდა იყოს

ერთ მკაფიო ხედვაში ჩვენი ერისა და მისი მომავლის შესახებ.

ანდრო ბარნოვი

21 სექტემბერი, 2010

Page 57: სამხედრო ხასიათის საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს თავდაცვის

სისტემური, სტრატეგიული, ინფორმაციული და რესურსული საკითხები

57

ცხრილი 1: მკვლევართა რაოდენობა ქვეყნებისა და დარგების მიხედვით ................................................................. 18 ცხრილი 2: 20-49 წლის მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა, რაიონების მიხედვით (ათსი) ................................. 48 ცხრილი 3: სათემო განვითარების ცენტრის ფუნქციები .................................................................................................. 50 ცხრილი 4: სამოქალაქო და ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტება .................................................................. 52 ცხრილი 5: რეზერვის ფორმირების პერსპექტიული გეგმა ............................................................................................ 53

გრაფიკი 1: საქართველოს მოსახლოების რაოდენობის ცვლილება, 1989-2005 ....................................................... 13 გრაფიკი 2: მოსახლეობის რაოდენობა რეგიონის სახელმწიფოებში .......................................................................... 14 გრაფიკი 3: მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის დინამიკა რეგიონის სახელმწიფოებში ....................................... 14 გრაფიკი 4: მოსახლეობის სტრუქტურა რეგიონის სახელმწიფოებში (ასაკისა და სქესის მიხედვით) ...................... 14 გრაფიკი 5: 15-64 წლის მამაკაცების წილი რეგიონის სახელმწიფოთა მოსახლეობაში (2009) ................................ 15 გრაფიკი 6: 15-64 წლის მამაკაცთა რეალური რაოდენობა რეგიონის სახელმწიფოებში (2009) .............................. 15 გრაფიკი 7: საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური კომპოზიცია, 1979-2002 ........................................................... 16 გრაფიკი 8: არაქართველი მოსახლეობის ცვლილების დინამიკა, 1979-2002 ............................................................. 16 გრაფიკი 9: მკვლევართა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, ქვეყნებისა და დარგების მიხედვით ......................... 19 გრაფიკი 10: მკვლევართა საერთო რაოდენობა, რეგიონის ქვეყნების მიხედვით ..................................................... 19 გრაფიკი 11: მკვლევართა რაოდენობის შეფარდება მოსახლეობის რაოდენობასთან ............................................ 20 გრაფიკი 12: მკვლევარები ინჟინერიასა და ტექნოლოგიების სფეროში ..................................................................... 20 გრაფიკი 13: მკვლევარები საბუნებისმეტყველო სფეროში ............................................................................................ 20 გრაფიკი 14: მშპ-ს მოცულობა რეგიონის სახელმწიფოებში, აშშ და ევროკავშირთან შედარებით ......................... 22 გრაფიკი 15: მსოფლიოს სამხედრო დანახარჯები, 1988-2009 ....................................................................................... 24 გრაფიკი 16: სამხედრო დანახარჯების ზრდა, 1996-2005 ................................................................................................ 24 გრაფიკი 17:სამხედრო ხარჯების დინამიკა 2003-2009 წლებში(SIPRI) .......................................................................... 25 გრაფიკი 18: სამხედრო ხარჯების დინამიკა 2003-2009 წლებში, სამხრეთ კავკასია (SIPRI) ....................................... 25 გრაფიკი 19: აშშ თავდაცვის ბიუჯეტის 4 პარამეტრი (2009) ............................................................................................ 26 გრაფიკი 20: აშშ თავდაცვის ბიუჯეტის მოდელი, 5 პარამეტრი (2009) ........................................................................... 27 გრაფიკი 21: შეიარაღებული ძალების მოდელის ცვლილება (რეალური მოცულობებით) ...................................... 27 გრაფიკი 22: ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილება 2005-2010 წწ. .................................................................................... 27 გრაფიკი 23: თავდაცვის ბიუჯეტის პარამეტრების პროცენტული ცვალებადობა მთლიან ბიუჯეტში 2005-2010 წწ . 28 გრაფიკი 24: ბიუჯეტის ცვლილება 2005-2010 წწ. (1000 $) ................................................................................................ 28