Download - ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

Transcript
Page 1: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ისტორიული გეოგრაფია

და ისტორიული კარტოგრაფია

Page 2: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ისტორიული გეოგრაფია —

გეოგრაფიისა და ისტორიის დარგი, რომელიც შეისწავლის ამ თუ იმ ქვეყნის ან ტერიტორიის

1. ფიზიკურ2. ეკონომიკურ 3. პოლიტიკურ

გეოგრაფიას ისტორიულ წარსულში.

Page 3: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

მიზანი: 1.დაადგინოს ამა თუ იმ ქვეყნის ძველი საზღვრები2. პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა3. ძველი ქალაქებისა და სოფლების მდებარეობა4. გზათა ქსელი5. ციხესიმაგრეთა და საკულტო ნაგებობათა განლაგება 6. მოქმედების არე7. მეურნეობის მდგომარეობა8. ხალხთა მიგრაცია9. ამბოხებანი10. ლაშქრობათა გზები11. სავაჭრო და კულტურული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან12. ადამიანის ზეგავლენა ბუნებაზე (ტყის გაკაფვა, გზებისა და არხების გაყვანა) 13. ბუნებრივი მოვლენების (მიწისძვრა, კლდეზვავი, წყალდიდობა და სხვ.) ზეგავლენა ადამიანის ყოფაზე

Page 4: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ისტორიული გეოგრაფია ემყარება

1. კარტოგრაფიულ, 2. წერილობით, 3. არქეოლოგიურ წყაროებს. 4. ტოპონომიკას.

იგი საფუძველს უმზადებს ისტორიული რუკების შედგენას.

Page 5: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ისტორიული გეორაფიის ჩამოყალიბება დაიწყო აღორძინებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში (XV-XVI სს.).

რუსეთსა და საქართველოში ისტორიული გეოგრაფიის განვითარება დაიწყო XVIII ს. I ნახევარში

Page 7: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ფლამანდიელი კარტოგრაფი აბრაჰამ ორტელიუსი

აბრაჰამ ორტელიუსი (Abraham Ortelius; 2 აპრილი, 1527 - 28 ივნისი, 1598), კარტოგრაფი და გეოგრაფი, საზოგადოდ აღიარებული, როგორც პირველი თანამედროვე ატლასის შემქმნელი.

დაიბადა ანტვერპენში, ამჟამად ბელგიაში. აუგსბურგში გავლენიანი ორტელიუსების ოჯახის წევრი, ის ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. განსაკუთრებით ცნობილია ჩვიდმეტ პროვინციაში მოგზაურობით; სამხრეთ, დასავლეთ, ჩრდილო და აღმოსავლეთ გერმანიაში (1560, 1575-76), საფრანგეთში (1559-60), ინგლისსა და ირლანდიაში (1576) და იტალიაში (1578 და სავარაუდოდ 1550 და 1558).

დამწყებმა რუკის გრავიორმა ანტვერპენის წმ. ლუკას გილდიაში დაიწყო მუშაობა, როგორც აფსეტერ ვან კარტენმა. მისი ადრეული კარიერა მეწარმეობასთან იყო დაკავშირებული და მის მოგზაურობათა უმრავლესობა 1560 წლამდე კომერციულ მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა 1560 წელს მერკატორთან ტრიერში, ლორნსა და პუატიეში მგზავრობისას მას ცნობისმოყვარეობა გაუღვივდა, მერკატორის ზეგავლენით, მეცნიერული გეოგრაფიისადმი. სწორედ ამის შემდეგ მიუძღვნა მან თავი, მისი მეგობრის რჩევით, ატლასის ან "მსოფლიოს თეატრის" (Theatrum Orbis Terrarum) შექმნას, რითაც მან შემდეგ სახელი გაითქვა.

1564 წელს ორტელიუსმა დაასრულა ე. წ. "mappemonde", რვაფურცლიანი მსოფლიოს რუკა, რომელიც შემდგომში გამოჩნდა შეკვეცილი ფორმით "თეატრშიც". ამ უნიკალური რუკის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ასლი დაცულია ბაზლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (cf. Bernoulli, Ein Karteninkunabelnband, Basle, 1905, გვ. 5). მან ასევე გამოაქვეყნა ეგვიპტის ორგვერდიანი რუკა 1565 წელს, ნიდერლანდის სანაპიროზე ბრიტენბურგის ციხესიმაგრის გეგმა 1568 წელს, აზიის რვაფურცლიანი რუკა 1567 წელს და ესპანეთის ექვსფურცლიანი რუკა მისი განთქმული მსოფლიოს ატლასის გამოცემამდე.

Page 8: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

THEATRUM ORBIS TERRARUM (მსოფლიოს თეატრი)

1570 წელს (20 მაისს) გამოიცა ჟილს კოპენს დე დისტის მიერ ანტვერპენში ორტელიუსის THEATRUM ORBIS TERRARUM (მსოფლიოს თეატრი), პირველი თანამედროვე ატლასი (53 რუკისგან შემდგარი). მისი სამი ლათინური გამოცემა (ჰოლანდიური, ფრანგული და გერმანული გამოცემების პარალელურად) გამოჩნდა 1572 წლამდე; ხოლო 1598 წელმს ორტელიუსის გარდაცვალებამდე სულ ოცდახუთი გამოცემა დაიბეჭდა. შემდეგ კიდევ სულ რამდენიმე გამოცემა დაიბეჭდა, ვინაიდან 1612 წლამდე ამ ატლასზე დიდი მოთხოვნა იყო. რუკათა უმრავლესობა რეპროდუქციები უნდა ყოფილიყო (პირველ თეატრუმში 87 ავტორის სახელია მოყვანილი, რაც 183-მდე გაიზარდა 1601 წელს გამოშვებულ ლათინურ ვარიანტში), და მათში მრავალი შეცდომაა გაპარული. შეცდომები იყო როგორც ზოგად რუკებში, ისე დატალებშიც; ასე მაგალითად, სამხრეთ ამერიკა თავდაპირველად სრულიად შეუსაბამო ფორმისაა პირველ გამოცემაში, მაგრამ გასწორებულ იქნა 1587 წელს ფრანგულ ვარიანტში, ხოლო შოტლანდიის რუკაზე გრამპიანსი მდებარეობს ფორტსა და კლაიდს შორის. თუმცა ზოგადად, ეს ატლასი მისი თანმხლები ტექსტითურთ საუცხოო ერუდიციისა და შრომის ნიმუშია. მისი წინამორბედი და პროტოტიპი იყო ოცდათვრამეტი რუკის კოლექცია, რომელშიც შედიოდა ევროპის მიწები, აზია, აფრიკა, თათრეთი და ეგვიპტე. ეს რუკები შეკრებილი იყო ორტელიუსის მეგობრისა და პატრონის ჟილს ჰოოფტმანისა და მისი აგენტების მიერ. მათი უმრავლესობა რომში იყო დაბეჭდილი, და მხოლოდ ცხრა მათგანი იყო ბელგიაში შექმნილი.

Page 9: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ორტელიუსის რუკა

Page 10: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონი (დ. 1696, თბილისი — გ. 1757, მოსკოვი) თავისი დროისთვის ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ერთ-ერთ უგანათლებულეს ადამიანად ითვლებოდა. ქართულის გარდა ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ და სომხური ენებს.

Page 11: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონი (დ. 1696, თბილისი — გ. 1757, მოსკოვი) — გეოგრაფი,ისტორიკოსი, კარტოგრაფი.

ავტორი სამეცნიერო თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.

აღწერს დარგებს: 1. გეოგრაფიას (კლიმატოლოგიას, ხმელეთის ჰიდროლოგიას, ნიადაგების გეოგრაფიას, სპელეოლოგიას, კარტოგრაფიას, ისტორიულ გეოგრაფიას, ტოპონომიკას, ეკონომ გეოგრაფიას, მ.შ. მოსახლეობასა და სოფლის მეურნეობას), 2. გეოლოგიას (მინერალოგიას, ჰიდროგეოლოგიას), 3. ბოტანიკას (ფიტოგეოგრაფიას), 4. ზოოლოგიას (ზოოგეოგრაფიას), 5. ისტორიოგრაფიას, 6. ეთნოგრაფიასა, 7. ანთროპოლოგიას.

Page 12: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ვახუშტი ბატონიშვილმა

თავის მთავარ შრომაში აღწერა 800-მდე ოროგრაფიული ერთეული, მ.შ. ქედები, მასივები, ხეობები, ხევები და ვაკეები. აღწერა 440 მდინარე და 22 ტბა; რიგი მინერალი და მტკნარი წყარო. შრომაში კარგად არის აღწერილი ჰიდროგრაფიული ქსელი, განსაკუთრებით კი ქართლისა.

განიხილავს საქართველოს ტბებს.

შრომაში აღწერილია ქალაქები და სოფლები, ასევე მრავალი ნასოფლარ-ნაქალაქარი. ვახუშტიმ შრომაში დეტალურად განიხილა საქართველოს ბუნებრივი პირობები, მოსახლეობა, ეკონომიკა და კულტურა. მის რუკებზე კი დაწვრილებით აისახა ჰიდროქსელი, რელიეფი და სხვ.

„აღწერაში“ შემონახულია მნიშვნელოვანი ცნობები მინერალებისა და ქანების შესახებ. სულ 300-მდე სახის მინერალი მოიხსენიება. გარდა ამისა, იგი მეცნიერულ დონეზე აღწერს მინერალურ წყლებს.

ვახუშტიმ პირველმა შეისწავლა ქართული გერბები და დაიტანა იგი თავის სახელგანთქმულ ატლასში. ატლასში შეტანილია ერთიანი საქართველოს, ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების გერბები. წმინდა გიორგი გამოსახულია საქართველოს სამეფო სახელმწიფო დროშაზე. ატლასში შეტანილია კახეთის, ქართლის, ოდიშის, იმერეთის სამეფო გერბები, მოთავსებულია სვანეთის, გურიის, აფხაზეთის გერბები და სხვ. ამრიგად, ვახუშტიმ ისტორიის დამხმარე დარგის — ჰერალდიკის შესწავლაც მოახერხა და ამით ამაგი დასდო ამ დარგის განვითარებას საქართველოში.

Page 13: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

XIX საუკუნის ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი მარი ბროსე შენიშნავს და წერს:„ ვახუშტიმ ისე აღწერა თავისი სამშობლო, როგორც არც ერთი აზიური ქვეყანა, გარდა ჩინეთისა, არ ყოფილა აღწერილი... “

Page 14: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

მიუხედავად იმისა, რომ ვახუშტის მთავარ შრომას - „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ - 2010 წლისათვის 265 წელი შეუსრულდა, თხზულება მაინც ინარჩუნებს თავის მეცნიერულ ღირებულებას.

ოჯახთან ერთად გადასახლების გამო, თავის თხზულება ვახუშტიმ 1745 წელს, რუსეთში დაასრულა.

იუნესკოს ეგიდით, 1997 წელს საზეიმოდ აღინიშნა ვახუშტის დაბადების 300 წლისთავი და ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მისი თხზულება და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული „საქართველოს ატლასი“, რომელიც მტკიცედ შევიდა მსოფლიო კულტურის საგანძურში.

Page 15: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ვახუშტის რუკა რუსულ მართლმადიდებლურ საიტზე

Page 16: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

ვახუშტის მიერ შექმნილი ევროპის რუკა...

Page 17: ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია.

თბილისის ვახუშტისეული გეგმა