Download - საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

Transcript
Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

სოდომის დასჯა

(დაბ. 19,1-28) საღამო იყო, როცა ორი ანგელოზი შევიდა სოდომში. ლოტი, ერთად-ერთი მართალი კაცი იყო მთელ იმ ქალაქში, წინ მიეგება მათ და გულითა სთხოვა, რომ ისინი მას სწვეოდნენ და ღამე მასთან გაეთიათ. ანგელოზები დათანხმდნენ და მივიდნენ ლოტის სახლში, რომელიც მათ მშვენივრად გაუმასპინძლდა. ამ დროს მათ კარს მიადგა ბიწიერი და აბეზარი სოდომელები და მოითხოვეს ლოტისგან, რომ მას მიეცა მათთვის სტუმრები შეურაცხყოფისთვის. ლოტმა ხვეწნა დაუწყო: ზმებო, ნუ უზამთ მათ ბოროტსა. მაგრამ სოდომელებმა მუქარით დაუყვირეს: როგორ, შენ უცხო კაცი ხარ, სხვა მხრიდან მოთრეული და ჭკუა ჩვენ უნდა გვასწავლო? ახლა გიჩვენებთ სეირს! _ სთქვეს ეს და გაექანნენ ლოტისაკენ, მაგრამ ანგელოზები მიეშველნენ, ლოტი გამოაცალეს ხელითგან ხალხსა, შეიყვანეს შინა და მოკეტეს კარები. სოდომელებს უნდოდათ, კარები შეემტვრიათ, მაგრამ ანგელოზებმა მათ სიბრმავე დამართეს. დაბრმავებულმა ხალხმა ვეღარაფერი გაიგო, კარებს ვერ მიაგნო და წავიდ-წამოვიდა. ამის შემდეგ ანგელოზებმა განუცხადეს ლოტსა: ჩვენ გამოგზავნილნი ვართ ღვთისაგან ამ უსჯულო და გარყვნილ ქალაქის აღმოსაფხვრელად. თუ შენ ნათესავები გყვანან, ჩქარა გაიყვანე ქალაქიდან. ლოტს სოდომში ჰყავდა დნიშნული სასიძონი თავის ქალებისათვის. შეატყობინა მათ ეს ამბავი და სთხოვა, რომ დაეტოვებინათ ქალაქი და გაქცეულიყვნენ, მაგრამ მათ არ დაუჯერეს თავიანთ სასიმამროსა და მასხრადაც აიგდეს. მეორე დღეს, სისხმზედ, მზის ამოსვლამდის, ანგელოზებმა უბრძანეს ლოტსა, რომ ის თავისი ცოლით და ქალებით საჩქაროდ გაქცეულიყო ქალაქიდან. რადგანაც ლოტი იგვიანებდა, ამიტომ ანგელოზებმა წაავლეს ხელი, გამოიყვანეს იგი სახლობით სოდომიდან და უთხრეს: უშველე ჩქარა თავსა, გასწი, უკან ნუღარ მოიხედავ და ნუ გაჩერდები ამ მინდორზედ, თორემ დაიღუპები!; ლოტმა გაუგონა ანგელოზებსა და გაიქცა თავის სახლობით. ამოვიდა თუ არა მზე, აი, რა საშინელი სასჯელი მიაყენა უფალმა სოდომსა და მის ახლო ქალაქებსა: ციდან წამოვიდა ცეცხლის წვიმა, მოედო ქალაქებსა, მათ გარშემო არემარესა და მთლად გადაბუგა, შემდეგ გასკდა დედამიწა, ქალაქი ჩავარდა ძირსა და მის ადგილას გაჩნდა საშინლად მტუტე და მწარე ზღვა. ლოტის ცოლმა არ აასრულა ღვთის ბრძანება, წინააღმდეგ ანგელოზის დარიგებისა, იგი გზაზედ გაჩერდა, მიიხედა უკან და თითქოს ნანობდა სოდომის დატოვებას. ამისთვის მასაც საშინელი სასჯელი მიადგა: მისი სხეული უცებ გადაიქცა მარილის სვეტად. აბრამმა თავის ბინიდან დაინახა უშველებელი სვეტი კვამლისა, რომელიც სოდომიდან მაღლა ადიოდა, და ამით გაიგო, რომ მართლმსაჯულ უფალს ვერ უპოვნია ამ წაბილწულ ქალაქში ის ათი მართალი კაცი, რომელთა გულისთვის მისი დაფარვა აღუთქვა აბრამს.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

ისაკის დაბადება და მსხვერპლად შეწირვა მისი

(დაბ. 21,1-3; 22,1-18) ბოლოს აღსრულდა უფლის აღთქმა. სარას, აბრამის ცოლს, მიეცა ძე, რომელსაც თანახმად ღვთის ნებისა, დაარქვესსახელად ისაკი. ეს მოხდა სწორედ უფლისგან დანიშნულ დროსა, მაშინ აბრამი იყო სრული ასი წლისა, სარა _ ოთხმოცდაათისა. გამოუთქმელ სიხარულს მისცა დედ-მამა ღვთის ამ მოწყალებამა, ახალშობილ ძეს შეჰხაროდნენ ისინი, როგორც უძვირფასეს საუნჯეს; ზრდიდნენ მას დიდი სიფრთხილით და ასწავლიდნენ კეთილმსახურებასა, ღვთის მორჩილებასა, კაცთმოვარებასა და დედ-მამის პატივისცემასა. თვით ისაკიც იყო მეტად საყვარელი ბავშვი: წყნარი, ხათრიანი, მორჩილი, უწყინარი და მეცადინე. მაგრამ ერთხელ უფალი გამოეცხადა აბრამსა და გამოსაცდელად მოსთხოვა ამისთანა მსხვერპლი: აბრამ, წაიყვანე ძე შენი საყვარელი, დედისერთა ისაკი, ადი ერთ მთაზედ, რომელსაც მე შენ გიჩვენებ, და იქ შემომწირე მე იგი მსხვერპლად. აბრამს ისე მტკიცედ უყვარდა ღმერთი, რომ ერთ წუთსაც არ შეყოყმანებულა ამ მოულოდნელი ბრძანების აღსასრულებლად. მეორე დილითვე ადგა აბრამი, შეკაზმა სახედარი, გაიყოლა თან ორი თავისი მონა, წაიყვანა ისაკი და გაუდგა გზასა. მესამე დღეს მივიდნენ მთასთანა, რომელიც უფალმა უჩვენა აბრამსა. თავისი ორი მონა, სახედრით, მთის ძირში დატოვა, ისაკს კი აჰკიდა ზურგზე მსხვერპლის დასაწვავი შეშა, თვითონ აიღო ხელში დანა და ცეცხლი და შეუდგა მთასა. გზაზედ ისაკმა ჰკითხა: მამილო, ეს მარტო ცეცხლი და დანა რომ მიგვაქვს მსხვერპლის შესაწირავადა, ბატკანი სადღაა?; ღმერთი თვითონ გვიჩვენებს შესაწირავ ბატკანსა, შვილო, _ უთხრა მამამა. ბოლოს ავიდნენ მთის წვერზე. აბრამმა ააშენა სამსხვერპლო, დააწყო ზედ შეშა, მერე შეჰკრა ისაკი და დასდო შეშაზე. მშვიდი კრავივით ისაკი მამას ყველაფრის ნებას აძლევდა. აბრამმა აიღო ხელში დანა და უნდა დაეცა შვილისათვის. ამ დროს ზეციდან მოისმა ანგელოზის ხმა: აბრამ, ნუ შეახებ ხელსა ყრმასა მაგას, ნურას დაუშავებ მას. ეხლა ცხადად გამოჩნდა, რამდენად გიყვარს შენ ღმერთი, რადგანაც არ დაიშურე მისთვის ერთადერთი საყვარელი ძე შენი. აბრამი სიხარულით ცას ეწია და მაშინვე ახსნა ისაკი. მიიხედ-მოიხედა აბრამმა და დაინახა იქვე ახლოს ცხვარი, რომელიც რქებით გახლართულიყო ჯაგებში, აიყვანა ეს ცხვარი აბრამმა და შესწირა მსხვერპლად უფალსა ისაკის მაგიერად, და მასთან გადაუხადა მხურვალე მადლობა უფალს, რომელმაც ისაკის დაბრუნებით დიდი მოწყალება უჩვენა მას. როგორც დიდი იყო სარწმუნოება და სიყვარული აბრამისა ღვთისადმი, ისეც დიდ ჯილდოს ეღირსა იგი ღვთისგან. აი, რა ხმა მოესმა ზეციდან აბრამს მსხვერპლის შეწირვის შემდეგ: რადგანაც შენ არ დაიშურე ჩემთვის შვილი შენი საყვარელი, ამიტომ გაკურთხებ შენ დიდითა კურთხევითა და ისე გავამრავლებ შთამომავლობასა შენსას, როგორც მრავალნი არიან ვარსკვლავნი ცისანი და ქვიშანი ზღვისანი. და ერთი შენი შთამომავლის მეოხებით მიიღებენ უფლის კურთხევას ყოველნი ერნი ქვეყანისანი.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

სარას სიკვდილი და ცოლის შერთვა ისაკისა

(დაბ. 23,1-20; 24,1-67; 25,1-10) უფალმა აბრამს და სარას დღეგრძელი ცხოვრება მიანიჭა. სარამ იცოცხლა ასოცდაშვიდი წელიწადი და მოკვდა ღრმა მოხუცებულებაში. აბრამმა რომ გამოიტირა თავისი ერთგული ცოლი, დაასაფლავა ერთ გამოქვაბულ კლდეში, მახლობლად იმ ადგილისა, სადაც იმან სტუმრად მიიღო უფალი სამი მოგზაური ანგელოზის სახითა. ეს გამოქვაბული გარშემო ადგილებით ეკუთვნოდა ახლო ქალაქის, ქებრონის, ერთ მცხოვრებელსა. აბრამმა ეს ადგილი თავის სასაკუთროდ იყიდა პატრონისაგან და მონიშნა საოჯახო სასაფლაოდ. სარას სიკვდილის შემდეგ აბრამმა დააჩქარა ისაკის ცოლის შერთვა, რადგან ქანაანელნი იყვნენ წარმართნი, ამიტომ მათგან ქალის თხოვნა არ ინდომა. მოუწოდა თავის ერთგულ მონას ელიეზერს და გაგზავნა იგი შუამდინარეთში, სადაც სცხოვრობდნენ შვილნი და შვილისშვილნი აბრამის ძმისა, და უბრძანა, რომ ამ გვარეულობაში ამოერჩია ისაკისთვის საცოლე. მონამ აასრულა თავისი ბატონის ბრძანება, შეკაზმა აქლემები და გაუდგა გზასა. კაი ხნის მოგზაურობის შემდეგ იგი მიახლოვდა საღამო ჟამზედ ნაქორის ქალაქსა, სადაც სცხოვრობდა ნათესაობა აბრამისა. ქალაქის გარეთ ელიეზერმა ნახა ჭა, სადაც წყლისთვის საღამოზედ ქალაქის ქალები გამოდიოდნენ, ჩამოხტა ამ ჭასთან და თავის გულში ღმერთს შეევედრა ამ ლოცვითა: უფალო, ღმერთო, გამოიხედე მოწყალე თვალით ჩემს ბატონზედ, მიჩვენე მე ის ქალი, რომელიც ისაკისთვის საცოლედ დაგინიშნია ამ სახითა: მე ვთხოვო მას, რომ წყალი დამალევინოს და მან ასე მიპასუხოს: შენც დალიე და შენს აქლემსაც ასვი. გაათავა თუ არა ეს ლოცვა, ჭას მიუახლოვდა ერთი ახალგაზრდა ქალი და წყლის ამოღება დაიწყო. ელიეზერი მივიდა მასთან და სთხოვა: შვილო, დამალევინე მე წყალი

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

დოქით. ამაზედ ქალმა მიუგო: შენც მიირთვი, ბატონო ჩემო, და შენს აქლემსაც დავალევინებ. ელიეზერი განცვიფრებაში მოვიდა, რა სწრაფად აუსრულა უფალმა თხოვნა. მან ქალს საჩუქრად მისცა ოქროს საყურები და ძვირფასი სამკაულები და ჰკითხა: ვისი ქალი ხარ? ქალმა უპასუხა: მე ვარ ასული ბათოელისა ნაქორის შვილისა. ხოლო ნაქორი იყო აბრამის ძმა. ელიეზერმაც უთხრა ქალს თავისი ვინაობა. მხურვალე მადლობა შესწირა ღმერთს ელიეზერმა, რომ მან პირდაპირ მოიყვანა აბრამის ნათესავებთანა და ცხადად უჩვენა ისაკის საცოლე. რებეკა გაიქცა შინ გახარებული და დედას უთხრა, აბრამის მონა ვნახე და ეს საჩუქრები მომცაო. მაშინვე ელიეზერს გაეგება რებეკას მამა და მიიწვია სახლში. ელიეზერმა დაწვრილებით უამბო, თუ რისთვის არის გამოგზავნილი და როგორ უჩვენა უფალმა რებეკა, როგორც მისგან არცეული საცოლე ისაკისათვის; ბოლოს ჰკითხა: თანახმანი ხართ, გამოუშვათ ჩემთა რებეკა, რათა გახდეს ცოლი ისაკისა? დედ-მამა მაშინვე დათანხმდა, თვითონ რებეკამაც გამოაცხადა ამაზედ თავისი თანხმობა. ამის შემდეგ დედ-მამამ დალოცა, აკურთხა თავისი შვილი რებეკა და გაისტუმრრა შორ გზაზე. როცა ქანაანის ქვეყანაში მივიდნენ, რებეკა გახდა ცოლი ისაკისა. ამის შემდეგ აბრამმა ცოტა ხანიღა იცოცხლა და გარდაიცვალა ასსამოცდათხუთმეტი წლისა, იგი დამარხა ისაკმა იმავე გამოქვაბულში, სადაც განისვენებდა სარას გვამი.

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

ესავი და იაკობი

(დაბ. 25, 20-34; 27,1-46; 28,1-5) ისაკი იყო ისეთივე კეთილმსახური კაცი, როგორც აბრამი. ღმერთს იგი თავის მფარველობის ქვეშ ჰყავდა და უმეორებდა იმ აღთქმებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მისცა აბრამსა, მაგრამ ისაკიც, თავის მამასავით, დიდხანს დარჩა უშვილოდ. ორმოცდასამი წლისა იყო, როცა მან რებეკა შეირთო, და მამა მხოლოდ მაშინ შეიქმნა, როდესაც სამოცი წლისა გახდა. ამ დროს რებეკას მიეცა ტყუპი ვაჟი. რომელიც პირველად იშვა, იმას ესავი დაარქვეს, მეორედ ნაშობს კი უწოდეს იაკობი. ესავი როცა მოიზარდა, მონადირეობა არჩია ხელობად, იაკობმა კი არ დააგდო კვალი მამა-პაპისა და გახდა მწყემსი. ესავი იყო გულსწრაფი, გულჩქარი და უზრუნველი თვისებებისა, ხოლო იაკობს ჰქონდა მშვიდი, ხათრიანი და უწყინარი ხასიათი. პირველი შვილი მამას მომეტებულად უყვარდა, რადგანაც ნადირის ხორცით ხშირად ასიამოვნებდა ხოლმე, მეორე კი _ დედას უფრო უყვარდა. ერთხელ ესავი, დიდი ხნის ნადირობის შემდეგ, მოვიდა შინ საშინლად დაღლილი და მშიერი. ამ დროს იაკობს წინ ედგა სავსე ჯამი ოსპის შეჭამანდისა. მოიტა, გამაძღე ერთი მაგ შენი შეჭამანდითა, უთხრა ესავმა იაკობს. შენი პირველობა ახლავე მე დამითმე და ბატონი ბრძანდები, უპასუხა იაკობმა. რა თავში ვიხლი პირველობას, როდესაც შიმშილითა ვკვდები, მოუფიქრებლად მიუგო ესვმა. ასე წინდაუხედავად დაუთმო ესავმა პირველობა თავის უმცროს ძმასა და შეჰფიცა კიდეცა, რომ მასში თავის დღეშიაც არ შეეცილება. ესავს, როგორც დაუდეგარ კაცსა, მალე დაავიწყდა ეს შემთხვევა და მოინდომა საპირველო კურთხევა. მაგრამ ეს კურთხევა ერგო მასზედ უფრო ღირსეულს _ იაკობსა. საქმე იაკობს გაურიგა რებეკამა, რომელსაც იგი თავიდანვე უყვარდა უფროს შვილზედ

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

მომეტებულადა. რებეკამ შეიტყო, რომ ისაკი აპირებდა ესავის დალოცვასა, ადგა და გააგზავნა იაკობი მამასთან კურთხევის მისაღებად, მაშინ, როდესაც ესავი სანადიროდ გაიგულა. ისაკი ამ დროს ძალიან მოხეცებული იყო და ვერაფერსა ხედავდა. როცა იაკობი შევიდა დალოცვის მისაღებად, ისაკს ეგონა, ესავიაო, აკურთხა იგი და დაულოცა უფროსობა ძმაზედ. ესავი მალე დაბრუნდა ნადირობიდან და რომ შეიტყო მამისაგან ძმის ოინი, საშინელი ყვირილი და ტირილი მორთო და დაუწყო ხვეწნა მამას, რომ მას თავისი ლოცვა-კურთხევა მისთვის მიეცა. მაგრამ ისაკმა დალოცვის შეცვლა აღარ ინდომა, რადგანაც იფიქრა: უთუოდ ღმერთს ნებავდა, რომ იაკობს მისცემოდა უფროსობაო. ამიტომ ესავი საშინლად გაცეცხლდა და იმუქრებოდა, მოკვდება თუ არა ისაკი, იაკობს ერთ დღესაც არ ვაცოცხლებო. რებეკამ გაიგონა ეს მუქარა, შეეშინდა საყვარელი ძის მოკვლის და უბრძანა იაკობსა, რომ იგი გაქცეულიყო მის ძმასთან, ლაბანთან, შუამდინარეთს და იქ ეცხოვრა ბიძასთან, სანამ ესავი გულს მოიბრუნებდა ძმაზე. იაკობი დათანხმდა. როცა მოხუცებული მამა კვდებოდა, უბრძანა იაკობსა, რომ მას ცოლი შუამდინარეთიდან მოეყვანა და ბოლოს უთხრა: და მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა ღმერთმა შენ და შენთა შთამომავალთ ის ლოცვა-კურთხევა, რომელიც მისცა აბრამსა, მამასა ჩემსა. იაკობმა ახსენა ღმერთი და გაუდგა გზასა.

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~

გაფორმება: კობა ქსოვრელის