Download - პრეზენტაცია (2)

Transcript
Page 1: პრეზენტაცია (2)

თემა: თამარ მეფე

მასწავლებელი: ეკატერინე ნადირაძე

Page 2: პრეზენტაცია (2)

მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი მეფის მმართველობას; მის წვლილს ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში.

test
test
Page 3: პრეზენტაცია (2)

პირველი ქალი მეფე თამარი“ ”წმინდანად შერაცხული

1184-1213წწ

Page 4: პრეზენტაცია (2)

თამარ მეფე ბაგრატიონთა დინასტია

წინამორბედი: გიორგი III

საქართველოს მეფე

1184-1213წწ

შემდეგი: გიორგი IV ლაშა

Page 5: პრეზენტაცია (2)

ცხოვრების ადრეული წლები

გეგუთის ციხე-დარბაზის ნანგრევები:გიორგი III-ისა და თამარის სამეფო სასახლე.

Page 6: პრეზენტაცია (2)

გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა.1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი თამარი.

მან იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლი ყოფილა და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი თავის მამიდასთან იზრდებოდნენ.

Page 7: პრეზენტაცია (2)

მეფობის ადრეული წლები

თამარ მეფის,ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის მეფობის ფრესკები ბეთანიის მონასტრის ჩრდილოეთ ფასადზე

Page 8: პრეზენტაცია (2)

თამარი მამამ გიორგი III-მ თანამოსაყდრედ გაიხადა. 1179 წ.

იგი ფიქრობდა რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ქალს არავინ

გაამეფებდა

გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ (1184 წ) დიდებულებმა თამარი ხელმეორედ აკურთხეს მეფედ

Page 9: პრეზენტაცია (2)

საშინაო პოლიტიკა

თამარმა მნიშვნელოვანი საშინაო პოლიტიკა აწარმოა, ქვენის ერთიანობისთვის, ამიტომაც ეწოდა მისი მეფობის პერიოდს “ოქროს ხანა” თამარი ყველაფერთან ერთად ღრმად მორწმუნეც იყო იგი გამუდმებით ლოცულობდა , კითხულობდა წმინდა სახარებას. რისთვისაც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული

Page 10: პრეზენტაცია (2)

მეფის მნიშვნელოვანი პოლიტიკური

გადაწყვეტილებები

მწიგნობართუხუცეს- ჭყონდიდელის

ინსტიტუტის დაარსება.

ვაზირის თანამდებობაზე

დაინიშნა: ანტონი

ამირსპასალარის ინსტიტუტის დაარსება.

დაინიშნა: სარგის ჯაყელი

Page 11: პრეზენტაცია (2)

თამარის ქორწინება1)გიორგი რუსი(იგორი ბოგოლიუფსკი)

2)დავით სოსლანი

1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს.

მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს რუსუდან დედოფლის სურვილით ოსთა უფლისწულზე

 დავით სოსლანზე. რომელიც ბაგრატიონთა შთამომავალი იყო. ქორწინების შემდეგ საგარეო და საშინაო ქვექნის საქმეებს ისინი ერთად განაგებდნენ.

ამ ქორწინებიდან თამარს ლაშა-გიორგი და რუსუდანი შეეძინა.

Page 12: პრეზენტაცია (2)

საგარეო პოლიტიკათამარი ცდილობდა ღირსეულად გაეგრძელებინა მამის გიორგი III-ის და დავით IV აღმაშენებლის როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკური კურსი. ამ პერიოდში თურქები შევიწროებული იყვნენ და ისინი მდგომარეობამ აიძულა შეექმნათ კოალიციური ლაშქარი მათ განზრახული ჰქონდათ საქართველოში ლაშქრობა, დახმარებისთვის მიმართეს ბაღდადის ხალიფას, იგი მუსლიმანური სამყაროს მეთაურად თვლიდა თავს და დიდი თანხა გამოყო ლაშქრობისათვის,რითაც ისარგებლა ირანის მმართველმა აბუ-ბექრმა და დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი რომელიც პირველად შირვანისაკენ გაემართა. შემდეგი ბრძოლა თამარმა გარეშე მტერთან ბასიანის ველზე აწარმოა.

მუსლიმი მეზობლები

Page 13: პრეზენტაცია (2)

შამქორის ბრძოლა1195 წელს ციხე-ქალაქ შამქორთან დიდი ბრძოლა გაიმართა, ქართველთა ლაშქარს დავით სოსლანი მეთაურობდა. ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და დიდძალი ნადავლიც იგდეს ხელთ, რომლის დათვლა შეუძლებელი იყო. შალვა ახალციხელმა ხელთ იგდო ბაღდადის ხალიფას მიერ აბუბექრისადმი გაგზავნილი დროშა, რომელიც მეფე თამარმა ხახულის მონასტერს შესწირა. ამ პერიოდში ქართველებმა ისტორიული სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქები ანისი და დვინი შემოიერთეს.

1195 წელი

Page 14: პრეზენტაცია (2)

ბასიანის ბრძოლაბასიანის ბრძოლა1203 წელს გაიმართა. სადაც ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. რუმის სულთანს რუქნ ად-დინს საქართველოს სწინააღმდეგობის დაძლევა სურდა. ბასიანის ბრძოლაში სიმამაცით თავი გამოიჩინეს: დავით სოსლანმა, ზაქარია მხარგრძელმა,შალვა ახალციხელმა და სხვა სარდლებმა. სიმდიდრესთან ერთად ქართველებმა ხელთ იგდეს რუქნ ად-დინის დროშა.

1203 წელი

Page 15: პრეზენტაცია (2)

თამარ მეფის დროშა

ვარძია,რომლის მშენებლობა გიორგი III –მ დაიწყო და თამარმა დაასრულა.

Page 16: პრეზენტაცია (2)

; ოქროს ხანა ეკონომიკამეფე თამარის და დავით სოსლანის

სახელით მოჭრილი მონეტები.

Page 17: პრეზენტაცია (2)

ხუროთმოძღვრება

XIII ს შუა ხანებში შეიქმნა საქართველოს. მნიშვნელოვანი ტაძრები.

განათლება და კულტურაXII-XIII სკ-ში საქართველოს

განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია.

თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან

არსებობდა.

ეკონომიკა

თამარის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა ეკონომიკა,

სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობლებთან, არაბებთან,

ბიზანტიასთან

Page 18: პრეზენტაცია (2)

იკორთა ქართლში

ფიტარეთიქვემო ქართლში

ლამაზი საყდარი ხრამის ხეობასი

აგურით ნაშენი ორი ტაძარი

ტიმოთისუბანი და ყინწვისი

წუღრუღაშენიქვემო ქართლში

ბეთანიავერეს ხეობაში

ქვათახევი ქართლში

ლურჯი მონასტერითბილისში

გუდარეხი ქვემო ქართლში

და სხვა მრავალი

Page 19: პრეზენტაცია (2)

მწერლობა

XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”,რომელიც წყაროთა ცნობით დიდმა პოეტმა თამარს მიუძღვნა.

თამარ მეფე და შოთა რუსთაველი

Page 20: პრეზენტაცია (2)

გარდაცვალება დადაკრძალვა

ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, როცა მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ ჯერ თბილისში შემდეგ კი თბილისის მახლობლად  „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს. ასევე, არსებობს მოსაზრება მეფე თამარის ნეშტის გელათიდან  იერუსალიმში გადასვენების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეფის საფლავის მტრებისგან დაცვა ყოფილა. საფუძველი ამგვარ ვარაუდს ფრანგი რაინდის გ. დებუას წერილმა დაუდო.  მატიანეები ასე გადმოგვცემენ ამ მოვლენას:

გელათის მონასტერი:თამარ მეფის საფლავის სავარაუდო ადგილი.

Page 21: პრეზენტაცია (2)

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:“და წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხსა პატიოსანსა და დაუტევა ძეს თავისსა ლაშასა.

“ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა”„აღმოიყარნეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.“

“ლაშა-გიორგის მემატიანე” „მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნიდა მეფენი... დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.]

Page 22: პრეზენტაცია (2)

მადლობთ

ყურადღებისთვის