Download - საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

Transcript
Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

ბედი იუდეველთა სამეფოსი

იუდეველთა სამეფოს ადვილად შეეძლო დაეცვა ერთგულება ღვთისა. აქ იყო დარჩენილი მთელი საღმრთო საგნები, რომლებიც ხალხს ყოველ ჟამს აგონებდნენ ღმერთს, წარსულში მის მფარველობას და მზრუნველობას. ამ სამეფოს მცხოვრებლებს თვალწინ ედგათ უმშვენიერესი ტაძარი სოლომონისა _ ბრწყინვალე და წმინდა სახლი ჭეშმარიტი ღვთის მსახურებისა. მასში ესვენა სჯულის კიდობანი, რომელიც ცხადად აგონებდა მათ ღვთის სჯულს. აქვე იყო ძველი კარავი კრებულისა, მოწამე მრავალი სიკეთისა და საკვირველი საქმისა, რომელნიც უფალმა უყო ისრაელთ ეგვიპტიდან გამოსვლის დროს და ჟამს უდაბნოში მოგზაურობისა. მაგრამ, საუბედუროდ, ამდენმა წმინდა სახსოვარმა ღვთისამ ხალხი ვერ დაიფარა უსჯულოებისგან. იგი არ დარჩა ერთგული ღვთისა და მიჰყო ხელი წარმართობას. ეს მოხდა იმიტომ, რომ ორად გაყოფამ ისრაელის ერი მარტო ღონით და შეძლებით არ დასცა ძირსა; ამ განცალკევებამ იგი დაბლა დასწია ჭკუითაც; შეუმცირა და დაასუსტა თვით გნებაცა; ხალხის დაცემულ გონებას მაღალი, უხილავი ღმერთის წარმოდგენა ეძნელებოდა და უადვილდებოდა სამსახური და თაყვანისცემა კერპებისა, რომელთაც იგი თვალითა ხედავდა. აი, რისთვის აქაც ჭეშმარიტი ღმერთი თანდათან დავიწყებას მისცეს და ჩაიფლნენ კერპთთაყვანისცემაში. უსჯულოება ხალხისა იქმდის მივიდა, რომ თვით უფლის ტაძარს ხშირად ბილწავდნენ კერპების დადგმით და მათი თაყვანისცემით.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

ზოგირთი მეფენი ცდილობდნენ ეს საძაგელი უსჯულოება მოესპოთ თავის სახელმწიფოში; ჰგზავნიდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლებს ხალხში, ჰყრიდნენ კერპებს იერუსალიმის ტაძრიდან და მართავდნენ სჯულიერ ღვთისმსახურებას. მაგრამ, საუბედუროდ, ამისთანა კეთილმსახურნი მეფენი ძალიან ცოტანი იყვნენ. რამდენიმე ასი წლის განმავლობაში სულ სამი მეფე გამოდგა ღვთისნიერი; ესენი იყვნენ იოსაფატი, ეზეკია და იოსია. სხვა მეფენი კი ყველანი წარმართობაში იყვნენ ჩაფლულნი და ხელს უმართავდნენ კერპთთაყვანისმცემლობას ხალხში. როგორც ისრაელის სამეფოში, ისე აქაც, ღმერთი ხმარობდა ყოველ ღონისძიებას, რომ ხალხი და მეფენი მოერჯულებინა, სწორე გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ტყუილად, ესენი ვერ მოაშორა უგუნურებას, გარყვნილებას და უსჯულოებას. მაშინ უფალმა გადაწყვიტა იმედი ამ ხალხის მოქცევისა, აიღო მასზედ ხელი და მისცა მტრებს. ბაბილონის მეფე, სახელად ნაბუქოდონოსორი, თავისი ჯარით შემოესია იუდეველთა სამეფოს, დაარბია, გააოხრა ქალაქები და სოფლები, სოლომონის ტაძარი სრულიად დაწვა, მისი ძვირფასი საღმრთო ნივთეულობა თან წაიღო და ხალხიც ტყვედ წაასხა ბაბილონში დასასახლებლად, მხოლოდ მცირეოდენნი მცხოვრებნი გადაურჩნენ დახოცვას და ტყვეობას, მაგრამ ამათაც ვეღარ გასძლეს თავის აოხებულ და ატიალებულ ქვეყანაში და აქეთ-იქით უცხო ქვეყნებში დაიქსაქსნენ. ასე სასტიკად დაისაჯა იუდეველთა სამეფო უსჯულოების და გარყვნილების გამო. წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველნი იყვნენ შუამავალნი ღმერთსა და ხალხს შორის. ისინი უქადაგებდნენ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სათნო ცხოვრებას, კეთილმსახურებას; არიდბდნენ ცუდ საქმეებს და უცხადებდნენ ნებას ღვთისას. ამ წმინდა თანამდებობისათვისუფალი ირჩევდა იმისთანა პირთ, რომელთაც მკიცედ სწამდათ იგი, ჰქონდათ წმინდა, უმანკო საქციელი და მხურვალე გულით უყვარდათ ხელი. თვით უფალი შთაგონებდა წინასწარმეტყველებს, რა და როგორესწავლებინათ ხალხისათვის და რა უნდა გამოეცხადებინათ მისთვის. წინასწარმეტყველნი ხალხს ცხადად უნტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ ელჩები ღვთისა და ქადაგებდნენ სული წმინდით ჩაგონებულს და არა თავის მოგონილსა. ყოველი მათი სიტყვა სრულდებოდა,, მათგან მომავალზედ ნათქვამი მუდამ აცხადდბოდა ხოლმე; თავისი ლოცვით იმისთანა საკვირველს საქმეებს ახდენდნენ, რომელნიც მარტო ღვთისთვის არის შესაძლები, და არა კაცისათვის. საკვირველ თავგანწირვას იჩენდნენ წინასწარმეტყველნი.

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

მათ თავისი თავი სრულიად დავიწყებული ჰქონდათ. იმათ არ ებადათ არც ბინა საკუთარი და არც სარჩო-საცხოვრებელი, ხშირად ითმენდნენ სიცივესაც და შიმშილსაც, მაგრამ გასაჭირს არაფრად აგდებდნენ. ღვთისმოყვარეობა და კაცთმოყვარეობა იყო უპირველესი საგანი მათი მზრუნველობისა. თავისი ხლხის გაუმჯობესებას, მათ ამაღლებას გონებით და ზნეობით და მის ბედნიერებას სწირავდნენ ისინი ყველაფერს. ყოველი მათი წუთი ეკუთვნოდა ხალხზედ მზრუნველობას, ყოველი მათი ნაბიჯი გადადგმული იყო ხალხის ამაღლებისათვის, თავის თავისთვის ისინი იყვნენ მკვდრები, ცოცხლობდნენ და მოქმედებდნენ მხოლოდ ხალხის სიკეთისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის. მათ არ ჰქონდათ საკუთარი დარდი და სიხარული, მათი დარდი და სიხარული იყო მხოლოდ ხალხი. ხალხის გონებით და ზნეობით დაცემა ავსებდა მათ გულს ვარამით, მისი ამაღლება და დიდება აძლევდა მათ სიხარულს. კიდეც ამ მხურვალე სიყვარულის გულისათვის მამულისადმი და ხალხისადმი იახლოებდა მათ ღმერთი და ირჩევდა თავის კაცებად. არავითარ ღონისძიებას არ ზოგავდნენ წინასწარმეტყველნი თავის ხალხის ამაღლებიათვის. ისინი მუდამ დადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, ქადაგებდნენ და ცდილობდნენ გაენათლებინათ ხალხის გონება ჭეშმარიტი სწავლით, რომ ეჩვენებინათ ხალხისათვის სარგებლობა ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულებისა, წინასწარმეტყველნი მისთვის ხშირად გამოსთხოვდნენ ხოლმე უფალს სხვადასხვა წყალობასა. როცა ხალხი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა უბედურების გამო, წინასწარმეტყველნი ამხნევებდნენ მას და უწინასწარმეტყველებდნენ მაცხოვრის მოსვლას, რომელსაც უნდა გამოეხსნა ისრაელის ერი ყოველგვარი ტანჯვისაგან და აემაღლებინა იგი როდესაც ხალხი, წინააღმდეგ წინასწარმეტყველთა ქადაგებისა, ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს და მისდევდა კერპთთაყვანისმცემლობას, ისინი უქადაგებდნენ მას ღვთის რისხვას და მძიმე სასჯელს და ცდილობდნენ შიშით ემოქმედათ ხალხზედ და მოერჯულებინათ იგი; როდესაც ხალხს უსჯულოების და გარყვნილობის გამო სასჯელი მიადგებოდა ხოლმე და სინანულში შეიყვანდა, წინასწარმეტყველნი თავის ლოცვით და შუამდგომლობით უფლის წინაშე აცილებდნენ მას თავიდან სასჯელს და აშორებდნენ უბედურებას. . .

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

ერთი სიტყვით, წინასწარმეტყველნი ზრუნავდნენ თავის ხალხზედ, ისე, როგორც მოსიყვარულე დედა ზრუნავს თავის ძვირფას შვილებზედ. ესენი იყვნენ აგრეთვე ხალხის მოსარჩლენი მეფეთა წინაშე. იმ მეფეებს, რომლებიც ხალხს ამდაბლებდნენ და რყვნიდნენ კერპთთაყვანისმცემლობით, ხშირად გამოეცხადდებოდნენ ხოლმე განრისხებული წინასწარმეტყველნი, დაურიდებლად ამხელდნენ მათ უსჯულოებას და უქადოდნენ სასჯელს ღვთისას. წინასწრმეტყველთ მეფენი ამისთანა პირდაპირობისათვის სტანჯავდნენ, ჰყრიდნენ საპყრობილეებში, ზოგს კიდევაც ჰკლავდნენ; მაგრამ ამით ისინი ვერ აშინებდნენ მათ. ტანჯვაში და სიკვდილის დროს წინასწარეტყველთ ანუგეშებდათ და ამხნევებდათ ის ნათელი აზრი, რომ მთელი თავისი სიცოცხლე მათ შესწირეს ღვთისა და ერის ერთგულებას. ეს საკვირველნი პირნი უმეტეს ნაწილად იყვნენ მდაბიო, უბრალო ხალხის შვილები და ამიტომაც იჩენდნენ ასეთ მხურვალე სიყვარულს ხალხისას. მათ შორის ერივნენ მეფის შთამომავალნიც, მაგრამ მათი რიცხვი უფრო მცირე იყო. წინასწარმეტყველნი უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ისრაელი ორ სახელმწიფოდ გაყოფის შემდეგ, რადგანაც ამ დროს ხალხს წარმართობა მოერია და უფრო საჭიროებდა წინასწარმეტყველთა ქადაგებას. (4 მეფ. 24,25)

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

ელია წინასწარმეტყველი

ყველაზე ძლიერი და დიდებული წინასწარმეტყველი იყო ელია, შვილი უბრალო კაცისა. იგი ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში. ამ დროს აქა მეფობდა აქაბი, მეტად უსჯულო და გარყვნილი მეფე. მისი ცოლი, ერთი წარმართი მეფის ქალი, ძალიან ცდილობდა თავისი წარმართი სარწმუნოება გაევრცელებინა ისრაელის ხალხში. მან კერპებს აუშენა ერთი დიდი და მშვენიერი საყდარი, დადგა შიგ კერპები, დააყენა ოთხაზედ მომეტებული ქურუმი და გამართა შიგ კერპთმსახურება. ხალხმა დაიწყო აქ სიარული, დაივიწყა სრულიად ჭეშმარიტი ღმერთი, სცემდა თაყვანს კერპებს და ირყვნებოდა. კეთილმორწმუნენი ცოტაღა დარჩნენ იმ სამეფოში; წინასწარმეტყველნი ბევრი აღადგინა უფალმა, რომ ხალხი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზედ, მაგრამ მეფე და ხალხი მათ არაფერს უგონებდნენ და წარმართი დედოფლის ჩაგონებით აწვალებდნენ, სტანჯავდნენ და ხოცავდნენ. ამ გარყვნილ და უსჯულო დროს წინასწარმეტყველება დაიწყო ელიამ, რომელსაც გულში უტრიალებდა ცეცხლივით მხურვალე სიყვარული ღვთისა და ერისა. იგი ხედავდა, რომ ხალხი გადააბირებული იყო და ამიტომ იფიქრა, რომ მხოლოდ სასტიკ დასჯას შეუძლია მოიყვანოს იგი გონზედ და მოაქციოს ჭეშმარიტ გზაზედ. ამიტომ უცებ გამოეცხადა აქაბსა და უფლის მაგიერ მრისხანედ უთხრა მას:

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

Eeg kaci Sena xar …

ცხოველ არს უფალი, ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაელისა, რომელსაც მე ვემსახურები! ამიერიდან შეიკვრის ცა და ვეღარ იხილავთ ვეღარც წვიმასა და ვეღარც ნამს ცისასა, ვიდრემდის ჩემი სიტყვა არ გახსის ცასა. წარმოსთქვა ეს მრისხანე სიტყვები, გამობრუნდა მაშინვე უკან და დატოვა აქაბი თავზარდაცემული. ელია გავიდა აქაბის სამეფოდან უდაბნოში და იქ დაბინავდა ერთი მთის ნაკადულთან. აქ უფალმა უბრძანა ყორანს, რომ ეზიდა ელიასათვის საჭმელი ყოველ დილიით და ყოველ საღამოთი. წინასწარმეტყველის მუქარა ასრულდა _ შეიკრა ცა და აღარ ეღირსა მთელ საისრაელოს არც წვიმა და არც ნამი დილისა. საშინელი გვალვისაგან დაშრნენ მდინარენი და ჩამოვარდა შიმშილობა. ბოლოს დაშრა მთის ის ნაკადულიც, რომლიდანაც ელია სვამდა წყალს.

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

მაშინ უფალმა უბრძანა ელიას, რომ იგი წასულიყო უცხო ქვეყანაში, სახელდობრ ქალაქ სარეფათში და იქ ეცხოვრა ერთ ღარიბ ქვრივთან. ელია მაშინვე გაუდგა გზას. როცა ქალაქის ალაყაფის კარებთან მივიდა, ელიამ დაინახა ქვრივი, რომელიც შეშას ჰკრეფდა. ელიამ სთხოვა ქვრივს, რომ წყალი გამოეტანა თავის სახლიდან და დაელევინებინა. ქვრივი წავიდა წყლის გამოსატანად. ამ დროს ელიამ კიდევ მიაძახა: ცოტაოდენი პურიც წამომიღე. ქვრივმა მოიხედა უკან დაუთხრა ელიას: ღმერთია მოწამე, რომ პური სრულიად არა მაქვს, მარტო ერთი მუჭა ფქვილი ამრჩენია საფქვილეში და ერთი ბეწო ერბო ქილაში. აი, ახლა უნდა მოვაგროვო ერთი იღლია შეშა და გამოვაცხო ხმიადი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, მერე კი შიმშილით უნდა დავიხოცნეთ. ელიამ უთხრა ქვრივს: ნუ გეშინიან, წადი, ჯერ ჩემთვის გამოაცხე პატარა ხმიადი და მომიტანე, შენთვის და შენი შვილისათვის გამოცხობას მერეც მოესწრები, ვინაიდან ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ისრაელისა: არ მოაკლდეს ფქვილი შენს საფქვილეს და არ გამოილიოს ერბო შენს ქილაში მანამ, სანამ შიმშილობა იყოს საისრაელოში. თუმცა ქვრივი წარმართი იყო, მაგრამ ღვთის კაცის სიტყვები დაიჯერა, მიართვა მას თავისი უკანასკნელი ლუკმა-პური, მიიღო თავის სახლში და ეფერებოდა, როგორც ძვირფას სტუმარს. ამიტომაც უფალმა არ გამოულია ამ კეთილი გულის ქვრივს არც ფქვილი საფქვილეში და არც ერბო ქოთანში მთელი წლის განმავლობაში, სანამ ელია მის სახლში ცხოვრობდა. უფალმა უფრო დიდი მოწყალება მოიღო ამ ქვრივზედ: მას გაუხდა ავად ერთადერთი შვილი და მოუკვდა. ქვრივმა მწარე ცრემლით შესტირა წინასწარმეტყველს და უთხრა: კაცო ღვთისაო, ეტყობა შენთან დამნაშავე ვარ, რომ შვილი ხელიდან გამომეცალა; მითხარ, ცუდი რა დამიშავებია შენთვის?! ელიას შეეცოდა საწყალი ქვრივი, გამოართვა ხელიდან მკვდარი შვილი, შეიტანა თავის ოთახში, დასდო ლოგინზედ და ასე შეევედრა ღმერთსა: უფალო, ნუთუ ამ საწყალ ქვრივსა არ ააცილებ ამ უბედურებას და წაართმევ ერთადერთ შვილსა? უფალო, შეიბრალე ეს უბედური, დედაკაცი და დაუბრუნე სული ამ ბავშვსა! უფალმა შეისმინა ლოცვა თავის წინასწარმეტყველისა და გააცოცხლა მკვდარი ბავშვი. სამ-წელიწად-ნახევარს იდგა საშინელი გვალვა მთელს საისრაელოში. შიმშილმა და წყურვილმა შეაწუხა ხალხი. ამ უბედურებამ და სასტიკმა სასჯელმა მოაგონა მას თავისი ღმერთი და ჩააგდო სინანულში. ხალხმა ამასთან დაიწყო ჩივილი და სამდურავი თავის მეფეზედ, რომელმაც კერპთთაყვანისმცემლობა გაავრცელა თავის სახელმწიფოში და გაარისხა ღმერთი. მაშინ უფალმა უბრძანა უბრძანა ელიას: წადი და უთხარი აქაბსა, რომ ახლა მოვიყვან ქვეყანაზე წვიმას-თქო. გზაზედ წინასწარმეტყველი შეხვდა მეფეს. დაინახა თუ არა აქაბმა ელია, დაუძახა: შენ ხარ, ხალხის გამრყვნელო?

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

. სულ შენგან მოგვდის ამდენი ამდენი უბედურება : , ელიამ მიუგო ჩემგან კი არა შენგან არის ჩავარდნილი

, ტანჯვაში მთელი ხალხი შენ დაავიწყე მას მცნებანი, , ღვთისა გამოუდექი კერპთაყვანისმცემლობას

. გარყვენი ხალხი და გაარისხე მასზე ღმერთი ბოლოს : ელიამ უთხრა აქაბსა რამდენ ხანს უნდა აცდინო შენი . , ხალხი წარმართობით თუ ჩემი ღმერთია ჭეშმარიტი

, მას უნდა ემსახუროთ და თუ უსულო კერპები მიგაჩნია , ნამდვილ ღმერთებად მათგან უნდა მოელოდე . შემწეობას და უბედურებისაგან დახსნას შეჰკრიბე , კარმელის მთაზედ ხალხი მოიყვანე იქ ყველა , მღვდელი შენი ცრუ ღმერთებისა მეც მოვალ იქ და

, . ვნახოთ ვინ მართალი გამოდგება და ვინ მტყუანი , აქაბს იმედი ჰქონდა მთელი ხალხის წინ შევარცხვენ

ელიასო და ამიტომ სიხარულით დათანხმდა მის, სიტყვას როცა დანიშნულ ადგილას შეგროვდა ხალხი

, : და ქურუმები და მოვიდა თვით მეფეცა ელიამ უთხრა , გამოვცადოთ და ვნახოთ რომელი ღმერთია

, , ჭეშმარიტი ღმერთი ის რომელსაც მე ვემსახურები თუ , ის მთავარი კერპი რომელსაც თაყვანს სცემთ თქვენ

? : ყველანი მერე მიუბრუნდა ქურუმებს და უთხრა თქვენ , ; ბევრნი ხართ მე კი ერთი ვარ დავამზადოთ

. მსხვერპლები და ვილოცოთ თქვენ შეევედრენით ; თქვენს კერპებს და მე შევეხვეწები ჩემს უფალს ვისიც

ღმერთმა გაიგონოს ლოცვა და ზეციდან გამოგზავნოს , ცეცხლი მსხვერპლის დასაწვავად იგი ვაღიაროთ

. . ჭეშმარიტ ღმერთად და მარტო მასა ვცეთ თაყვანი , ხალხმა რომ მოისმინა ელიას სიტყვები ერთხმად: , !; დაიძახა კარგი ასე იყოს ჯერ წარმართმა ქურუმებმა

მოამზადეს მსხვერპლი და მოჰყვნენ თავისი , , , ღმერთების ვედრებას დიდხანს ილოცეს უძახეს

,ურბინეს გარს შეწირულ მსხვერპლს

Page 11: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

, იცემდნენ გულში ხელებს ისერავდნენ დანებით ტანსა და ისისხლიანებდნენ ერთგულების

, , გამოჩენისათვის მაგრამ ვერას გახდნენ ვერაფერი პასუხი ვერ მიიღეს თავისი ცრუ

. ღმერთებისაგან მერმე შეუდგა მსხვერლის ; შეწირვას ელია მან საჩქაროდ გააკეთა

სამსხვერპლო თორმეტი ქვისაგან და ზედ დასდო დაკლული ხბო და მსხვერპლზე სამჯერ

, , გადაასხმევინა წყალი რომ არავის ეფიქრა იქნება . ცეცხლი ქვეშ ჩუმად იყო შედებულიო ბოლოს : , დაიჩოქა და ისე შეევედრა ღმერთსა უფალო

, ისმინე ლოცვა ჩემი მოავლინე ზეცით ცეცხლი და , აჩვენე ამ ხალხს რომ მარტო შენ ხარ ჭეშმარიტი

. , ღმერთი გაათავა თუ არა ელიამ ლოცვა უცებ , წამოვიდა ზეციდნ ცეცხლი დაეცა მსხვერლს და

. დასწვა იგი მაშინ შეშინებული ხალხი დაემხო : ! პირქვე და დაიძახა ჭეშმარიტ არს ელიას ღმერთი

ამ სასწაულის შემდეგ ელია ავიდა კარმელის მთის, , წვერზედ დაემხო პირქვე და ევედრებოდა ღმერთს

. რომ მას მოევლინა წვიმა ქვეყნად შემდეგ გაგზავნა , თავისი მსახური რომ ზღვაზედ გადაეხედა და, , შეეტყო გამოჩნდა ღრუბელი თუ არაო და შვიდჯერ

; ზედიზედ ილოცა ბოლოს გამოჩნდა პაწაწა, , ღრუბელი რომელიც ჩქარა გადიდდა გადაეკრა

, მთელ ცას დაეშვა ხშირი წვიმა და გვალვისაგან დამწვარ მიწაზედ და გააცოცხლა მთელი

. დედამიწა მაგრამ ხალხმა მალე დაივიწყა ღვთის, , რისხვაც თავისი სასჯელიც ელიას

სასწაულმოქმედებენიცა და მიეცა ისევ უწინდელ . უსჯულო ცხოვრებას თვითონ ელიაც მალე გახდა

, იძულებული გაქცეულიყო შორს ქვეყანაში , ისრაელის სამეფოდან რადგანაც მას მოსაკლავად

...სდევდა აქაბი

Page 12: საღმრთო ისტორია ~წიგნი 20~

გაფორმება: კობა ქსოვრელი