Download - საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

Transcript
Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

რისხვა უფლისა ელის ოჯახზე

დიდი სასჯელი მიაყენა უფალმა ელის სახლობასა. ეს სასჯელი მოხვდა ყველა სხვა ისრაელთაცა, რადგანაც მათ შორის ამ დროს ბევრი უსჯულო საქმეები ხდებოდა. საისრაელოს დაეცნენ მტერნი. პირველ ბრძოლაშივე დამარცხდნენ ისრაელნი. იმის მაგივრად, რომ ღმერთს შევედრებოდნენ შემწეობასა და შველას, ისრაელთ გაგზავნეს სელომში კაცები და მოითხოვეს კიდობანი სჯულისა; ეგონათ, რომ ეს წმინდა ნივთი თვითონ დაუმარცხებდათ მტრებსა. ღმერთი უფრო გაუწყრა მათ ამ უკუღმართობაზედ და საშინელი უბედურება მიაყენა. როცა ელიმ კიდობანი სჯულისა გაისტუმრა ომში, დაჯდა კრებულის კარვის წინ და გულის თრთოლვით ელოდა ომიდან ამბავსა, უცებ მოვარდა მოამბე შემოფლეთილი პერანგითა და თავზედ მიწაგადაყრილი (ეს ებრაელთა შორის ნიშანი იყო მწუხარებისა). რას იტყვი, შვილო, ჩემო, რა ამბავია? _ იკითხა ელიმ. ისრაელის ჯარი საშინლად დამარცხდა; შენი ორივე შვილი მოჰკლეს; სჯულის კიდობანი წარმართებს ჩაუვარდათ ხელში. ეს რომ გაიგონა მოხუცებულმა ელიმ, ელდისაგან გადმოვარდა სავარძლიდან, ხერხემალი გაიტეხა და იქვე მოკვდა. წარმართმა ჯარმა თან წაიღო სჯულის კიდობანი. მაგრამ ჩქარა იძულებული შეიქმნა უკანვე დაებრუნებინა ისრაელთათვის, რადგანაც, საცა კი მიიტანეს სჯულის კიდობანი, ყველგან უბედურება გაჩნდა: ზოგან ავადმყოფობა დაერია ხალხსა, ზოგან ნახნავ-ნათესი თაგვებით გაივსო, ზოგან კერპები ჩამოცვივდა ტაძარში და დაიმსხვრა.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

ბოლოს დაუდეს კიდობანი სჯულისა, ერთ ურემზე, შეაბეს ორი დეკეული და გაუშვეს ღვთის ანაბარად. თუმცა ამ დეკეულებს შინ დაბმული ხბორები ჰყავდათ, მაგრამ მაინც გასწიეს პირდაპირ საისრაელოში და მიიტანეს სჯულის კიდობანი. ისრაელნი სიხარულით ცას ეწივნენ, ჩამოიღეს კიდობანი და შეიტანეს კარავში; დეკეულები დაჰკლეს და შესწირეს უფალს მსხვერპლად, თვითონ ურემი კი შეშად იხმარეს მსხვერპლის დასაწველადა. ამ დამარცხების შემდეგ ისრაელნი ოცი წელიწადი თავისი მტრების მონობაში იყვნენ. მაგრამ ბოლოს უფალმა შეიცოდა და სამოელის თაოსნობით მიანიჭა მათ გამარჯვება მტერზედა. სამოელი მართავდა ისრაელთა, როგორც მსაჯული და როგორც წინასწარმეტყველი. მას მხურვალედ უყვარდა თავისი ხალხი, სურდა, რომ იგი ყოფილიყო ღვთის მოშიში, ერთობის მოყვარე, ცუდს მორიდებოდა და სათნო ცხოვრება ჰქონოდა. იგი იყო სასტიკი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული. ამიტომ მთელ ხალხს დიდი ხათრი და პატივისცემა ჰქონდა სამოელისა. (1 მეფ. 4,1 _18; 5,1 _12; 6,1 _ 14; 7,7 _ 16)

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

საულის ამორჩევა მეფედ

სამოელი რომ დაბერდა, მსაჯულებად დაიყენა თავისი ორი შვილი, მაგრამ მისი შვილები მამასავით არ იქცეოდნენ: უსამართლობა უყვარდათ, ქრთამებს იღებდნენ, მართლებს ამტყუნებდნენ და მტყუანებს ამართლებდნენ ფულის გულისათვის. ბოლოს ხალხი გაჯავრდა, მივიდნენ სამოელთან და უთხრეს: შენ მოხუცდი და შენი შვილები შენსავით სამართლიანად არ იქცევიან. დაგვიყენე მეფე, როგორც ყველა სხვა ხალხებსა ჰყავთ; იგი იქნება ჩვენი მსაჯულიცა და წინამძღოლიც მტერთან ომის დროსა. სამოელს არ მოეწონა ხალხის ეს სურვილი, რადგან მეფის ყოლა სხვა ხალხებს დაამსგავსებდა ისრაელთ და ბევრი ურჩია მათ, რომ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზედ, მაგრამ ხალხმა თავისი მაინც არ დაიშალა. მაშინ ღმერთმა უბრძანა სამოელსა, რომ დაჰყოლოდა ხალხის ნებასა. სამოელმა გამოუცხადა შეკრებილ ხალხს, რომ იგი აასრულებდა მათ სურვილს, დაიმედებული ხალხი დაიშალა. მალე უფალმა თვითონ უჩვენა სამეფო კაცი ისრაელთათვის. ერთ ებრაელს სახედრები დაეკარგა, საძებნელად გაგზავნა თავისი შვილი საული და თან მოჯამაგირეც გაატანა. დიდხანს ეძებეს, ბევრი ადგილი დაიარეს და ბოლოს მივიდნენ იმ ქალაქში, სადაც სამოელი იყო, მოჯამაგირემ უთხრა საულსა: აქა ცხოვრობს კაცი ღვთისა, ყოველი იმისი სიტყვა მართლდება, მივიდეთ მასთან და იქნება გვითხრას, სად უნდა ვეძებოთ ჩვენი დანაკარგი. საულმა გაუგონა მოჯამაგირეს და გზას გაუდგა. გზაზე შეხვდა მათ სამოელი. ამ დროს უფალმა უთხრა სამოელსა: აი, მომავალი მეფე ისრაელისა. სამოელი დაპატიჟებული იყო და მიდიოდა საზოგადო სადილზედ, რომელიც დღესასწაულის გამო ხალხსა ჰქონდა მომზადებული. ვერ მიმასწავლი წინასწარმეტყველსა? _ ჰკითხა საულმა სამოელსა. მე თვითონა ვარ წინასწარმეტყველი, _ მიუგო სამოელმა, და დაუმატა, _ დღეს ჩემთან სადილად წამოდი, ხვალ გეტყვი, რაც საჭიროა, სახედრების ჯავრი სულაც ნუღარ გექნება, ისინი ეხლა ნაპოვნი ჰყავთ შენს შინაურებს.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

სადილზე სამოელმა საული დასვა პირველ ადგილზედ და უბრძანა, რომ თავი საჭმელი მისთვის მიერთმიათ. საულს უკვირდა ამისთანა პატივი. სადილის უკან სამოელმა წაიყვანა თავისთან საული ღამის გასათევად და მეორე დილაზედ გასაცილებლად გაჰყვა. ქალაქის გარეთ რომ გავიდნენ, სამოელმა საულის მოჯამაგირე წინ გაისტუმრა, თვითონ საული კი შეაჩერა, დაასხა თავზედ ნაკურთხი მირონი, აკოცა საულსა და უთხრა: აი, უფალი გხდის შენ თავისი ხალხის მეფედა. საული გახდა ცხებული უფლისა. მის თავზედ დასხმული მირონი ნიშნავდა, რომ სული წმინდა აძლევს მას მეფობის უფლებას და მიანიჭებს ძალას და გონებას ხალხის სამართავად. საული რომ შინ დაბრუნდა, არავის არ ეუბნებოდა, რაც მას გადახდა. არც სამოელმა გამოამჟღავნა ეს ამბავი. მას სურდა, ხალხისათვის ცხადად დაენახვებინა, რომ თვითონ იმან კი არ ამოირჩია თავისი ნებით მეფე, თვით ღმერთი იყო ამომრჩეველი. ამიტომ შეკრიბა ხალხი და ყარა წილი. წილში მეფობა ერგო საულს. საული ამ დროს იქ არ იყო, როცა იგი იპოვნეს და მოიყვანეს ხალხის წინაშე და როცა წარმოსადეგი ვაჟკაცი ისრაელთ დაინახეს, სიხარულით აღივსნენ და შესძახეს: გაუმარჯოს ჩვენს მეფეს! მართალია, ზოგნი ამბობდნენ: რა შეუძლია, როგორი მეფე უნდა იყოს ვიღაც უბრალო ტეტიას შვილიო, მაგრამ საულმა მათ ბოდვას ყურიც არ ათხოვა და ჩქარა ყველას დაუმტკიცა, რომ ღვთის შეწევნით მას ხალხის მართვაც კარგად შეეძლო და მტრებისათვის პასუხის გაცემაც. ჩქარა საული შეიქმნა ხალხის საყვარელი მეფე. საქმეების გარჩევაში მან დაამკვიდრა სიმართლე, ქრთამი სრულიად ამოკვეთა; მამულის მტრები ყველანი დაამარცხა; მართლაც დიდი ხანი იყო, რაც ხალხს ასე მშვიდობიანად აღარ ეცხოვრა. მაგრამ საუბედუროდ საულმა თავისი ბედნიერება ვერ შეიშნოვა, თავი დიდ რამედ ჩათვალა და გაამპარტავნდა, ხალხზე ზრუნვის მაგიერ თავის ნებას ასდევდა. მაშინ სამოელმა გამოუცხადა საულსა: როგორც შენ უარჰყავ ნება ღვთისა, ისე იგი უარგყოფს შენა. იგი გართმევს შენ მეფობას და აძლევს შენზე უკეთესს. მაგრამ საული ამის შემდეგ არამც თუ არ შეიცვალა, უფრო კერპი და თავმოყვარე შეიქმნა, ამიტომ მადლმა ღვთისამან სრულიად (1 მეფ. 8,1 _ 10; 9,1 _ 27; 10,1 _ 27)

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

მეფედ მირონცხება დავითისა

სამოელი ჯავრობდა საულზედ. იგი ბევრს სტიროდა თავის ხალხის ბედზედ, რომელსაც პირველივე მეფემ უღალატა; მერმე უფალმა გამოეცხადა მას და უთხრა: სამოელ, რამდენი უნდა იტირო შენ საულზედ? აიღე მირონი და წადი ბეთლემში იესესთანა; მე ამოვარჩიე სამეფოდ ერთი იმის შვილთაგანი; მე გიჩვენებ შენ მას და შენ სცხებ მირონსა. სამოელი მივიდა ბეთლემში და მოხუცებულთა მათ ქალაქისათა უთხრა: მე მოვალ აქა იმ განზრახვით, რომ თქვენთან ერთად მსხვერპლი შევსწირო ღმერთსა; შეიკრიბენით და მოუწოდეთ იესეს და მის შვილებს. როცა ყველანი შეიკრიბნენ და სამოელმა დაინახა იესეს უფროსი შვილი, რომელიც იყო ტანოვანი და მშვენიერი, იფიქრა, უთუოდ ეს უნდა იყოს მომავალი მეფეო, მაგრამ უფალმა უთხრა; ნუ უყურებ მის პირისახის სილამაზეს, ეგ არ არის ჩემი ამორჩეული; მე ადამიანებივით პირისახეს როდი ვუცქერი, მე ვუყურებ სულს კაცისას. იესემ, სამოელის სურვილის თანახმად, რიგ-რიგობით წარუდგინა მას ყველა თავისი შვილი, მაგრამ უფალი თითოეულზედ ეუბნებოდა: ეგ არ არის ჩემი ამორჩეულიო. სამოელმა ბოლოს ჰკითხა იესეს: სულ ესენი არიან შენი შვილებიო? იესემ მიუგო: ერთი კიდევა მყავს, ყველაზედ უმცროსი, რომელიც ეხლა მეცხვარედ არის მინდორში, გაგზავნე და ახლავე მოაყვანინე, _ უთხრა სამოელმა. ამ უმცროს შვილს იესესას ერქვა სახელად დავითი. შესდგა თუ არა დავითმა ფეხი სახლში, უფალმა უთხრა სამოელსა: სცხე მას მირონი, ეგ იქნება მეფე. სამოელმა დაუძახა დავითს თავისთან და თავზედ დაასხა მირონი. მაშინვე სული წმინდა ჩამოვიდა მასზედ და ამ დროიდან იმფოფებოდა დავითთან. რასაკვირველია, ჯერ სრულიად არავინ იცოდა, თუ დავითი მეფედ იყო ღვთისგან დანიშნული, არც საულმა, არც სხვებმა და არც დავითის ნათესავებმა. სამოელმა არავის უთხრა, თუ რისთვის სცხო მირონი დავითსა. ვინც მირონცხება ნახა, იმათ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ სამოელმა დანიშნა დავითი წინასწარმეტყველად, რადგან ზოგჯერ წინასწარმეტყველება მირონცხებით ეძლეოდათ ღვთისმოყვარე პირებს ისრაელთა შორის. ხორცით მშვენიერი დავითი იყო მშვენიერი სულითაც.

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

იგი იყო მომთმენი, თავმდაბალი, უწყინარი, ყველასათვის სიკეთის მოსურნე და მორიდე ბოროტისა, მაგრამ ყველაზედ მომეტებულად იგი იყო ერთგული ლოცვისა. ვედრება ღმრთისა, მის წინაშე ამოთქმა თავისი სიხარულისა და დარდისა, თხოვნა ყველასათვის სიკეთისა იყო ყველაზედ საყვარელი და სასიხარულო საქმე დავითისათვის. ღმერთმა ამიტომ განსაკუთრებით შეიყვარა დავითი. მწყემსობის დროს დავითმა მოიგონა შვიდსიმიანი საკრავის, ქნარის გაკეთება და მშვენივრად ისწავლა მასზე დაკვრა. თავის ვედრებას უფალთან დავითი ლექსადა სთხზავდა და უკრავდა ამ საკრავზედ. ამ ლექსებიდან შესდგა "დავითნი” ანუ "ფსალმუნნი”. დავითი იყო შვილისშვილისშვილი ბოოსია და რუთისა, იაკობის შვილის, იუდას შთამომავლობიდან, რომლისგანაც, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, უნდა გამოსულიყვნენ მეფენი; ჯერ მანამ ისრაელის ერის მეფობას ჩააბარებდა ღმერთი დავითსა, იგი გახდა გამოჩენილი კაცი საულისა და ერისა. ღმერთმა შემდეგ მას გამოაცდევინა არაერთი უბედურება და თავგადასავალი, რომ უფრო კარგად მოემზადებინა იგი მეფობისათვის და ერის სამართლიანი მართვისათვის. (1 მეფ. 16,1 _ 13; 16; 18)

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~

გაფორმება: კობა ქსოვრელი