XIX 60 – 70- 60-dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/3003/1/KartuliLiterat... · 2020. 7. 4. ·...

681
საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოძრაობა XIX საუკუნის 60 – 70-იან წლებში ქართველი ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სულიერი კულტურის განვითარებაში თავისი ისტორიული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გასული საუკუნის 60-იან წლებს. იგი მდიდარია არა მხოლოდ უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენებით, არამედ კულტურისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი განვითრებით, ერის ნაციონალური შეგნებისა და მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცოცხლებითა და მძლავრი დემოკრატიული აღმავლობით. ეს იყო დრო, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური სტრუქტურის შეცვლის გამო, არსებითი გარდატეხა მოხდა სოციალურ ძალთა განლაგებაში, რამაც მკვეთრი ასახვა პოვა იდეოლოგიურ ცხოვრებაში. ფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობის მწვავე კრიზისი, ბატონყმობის გაუქმება და ახალ ბურჟუაზიულ ურთიერთობათა განვითარება გახდა სტიმული იმ ისტორიული მობრუნებისა, რომელიც ამ დროს ჩვენს ქვეყანაში მოხდა და რასაც დიდი პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. საზოგადოებრივ-ისტორიულ სინამდვილეში მიმდინარე პროცესებთან ღრმა კავშირი ჰქონდა ეროვნული ენერგიის მძლავრ გამოვლინებას ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების სფეროში. იწყება ძლიერი აყვავება ქართული მწერლობისა, რომელიც სათავეში ჩაუდგება ხალხის ცხოვრებას და ახალი გზით წარმართავს მისი განვითარების ისტორიულ პროცესს. ამ განახლებული ცხოვრების იდეური შთამაგონებელნი და მედროშენი იყვნენ ქართველი სამოციანელები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე და სხვა თავდადებული მოღვაწენი, რომელნიც ქართული კულტურის ისტორიაში თერგდალეულთა სახელით არიან ცნობილი. თერგდალეულთა დაუცხრომელი მოღვაწეობით ახალი დემოკრატიულ- რადიკალური იდეები შეიჭრა ლიტერატურაში, კულტურის ყველა სფეროში, მძლავრი იმპულსი მიეცა სოციალური ცხოვრების პროგრესულ განვითარებას. სოციალური რადიკალიზმი და პატრიოტული სულისკვეთება დაეუფლა მოწინავე ლიტერატურას, რომელიც თავის მხრივ ხალხის ცხოვრების სასიცოცხლო ინტერესების გამომხატველი შეიქმნა. ეს ბუნებრივიც იყო. გერცენი წერდა: ხალხისათვის, რომელსაც წართმეული აქვს თავისუფლება, ლიტერატურა ერთადერთი ტრიბუნაა, საიდანაც მას შეუძლია ყველას გააგონოს თავისი აღშფოთებისა და თავისი სინდისის ხმა“.

Transcript of XIX 60 – 70- 60-dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/3003/1/KartuliLiterat... · 2020. 7. 4. ·...

  • საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოძრაობა XIX საუკუნის 60 – 70-იან წლებში

    ქართველი ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სულიერი კულტურის განვითარებაში თავისი ისტორიული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გასული საუკუნის 60-იან წლებს. იგი მდიდარია არა მხოლოდ უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენებით, არამედ კულტურისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი განვითრებით, ერის ნაციონალური შეგნებისა და მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცოცხლებითა და მძლავრი დემოკრატიული აღმავლობით. ეს იყო დრო, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური სტრუქტურის შეცვლის გამო, არსებითი გარდატეხა მოხდა სოციალურ ძალთა განლაგებაში, რამაც მკვეთრი ასახვა პოვა იდეოლოგიურ ცხოვრებაში. ფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობის მწვავე კრიზისი, ბატონყმობის გაუქმება და ახალ ბურჟუაზიულ ურთიერთობათა განვითარება გახდა სტიმული იმ ისტორიული მობრუნებისა, რომელიც ამ დროს ჩვენს ქვეყანაში მოხდა და რასაც დიდი პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა.

    საზოგადოებრივ-ისტორიულ სინამდვილეში მიმდინარე პროცესებთან ღრმა კავშირი ჰქონდა ეროვნული ენერგიის მძლავრ გამოვლინებას ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების სფეროში. იწყება ძლიერი აყვავება ქართული მწერლობისა, რომელიც სათავეში ჩაუდგება ხალხის ცხოვრებას და ახალი გზით წარმართავს მისი განვითარების ისტორიულ პროცესს. ამ განახლებული ცხოვრების იდეური შთამაგონებელნი და მედროშენი იყვნენ ქართველი სამოციანელები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე და სხვა თავდადებული მოღვაწენი, რომელნიც ქართული კულტურის ისტორიაში თერგდალეულთა სახელით არიან ცნობილი. თერგდალეულთა დაუცხრომელი მოღვაწეობით ახალი დემოკრატიულ-რადიკალური იდეები შეიჭრა ლიტერატურაში, კულტურის ყველა სფეროში, მძლავრი იმპულსი მიეცა სოციალური ცხოვრების პროგრესულ განვითარებას. სოციალური რადიკალიზმი და პატრიოტული სულისკვეთება დაეუფლა მოწინავე ლიტერატურას, რომელიც თავის მხრივ ხალხის ცხოვრების სასიცოცხლო ინტერესების გამომხატველი შეიქმნა. ეს ბუნებრივიც იყო. გერცენი წერდა: „ხალხისათვის, რომელსაც წართმეული აქვს თავისუფლება, ლიტერატურა ერთადერთი ტრიბუნაა, საიდანაც მას შეუძლია ყველას გააგონოს თავისი აღშფოთებისა და თავისი სინდისის ხმა“.

  • ქართველი ხალხის სულიერი შემოქმედების უდიდესი მონაპოვარია 60-იან წლებში ჩამოყალიბებული ქართული კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე სკოლა, რომელთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი სალიტერატურო ენის სწრაფი განვითარება, მისი დაახლოება ხალხურ მეტყველებასთან და გადასვლა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. კრიტიკულმა რეალიზმმა ყველაზე ღრმად და ცხოვლად ასახა იმ დროის ეროვნული სინამდვილე, ხალხის უტეხი ნებისყოფა და რწმენა განთავისუფლებისა და ნათელი მომავლისა. მოწინავე ქართული ლიტერატურა გადაიქცა საბრძოლო დროშად, რომელზედაც ქართველმა სამოციანელებმა წააწერეს ეპოქის პროგრესული იდეები. ამ მოწინავე დემოკრატიული იდეებით წარუძღვნენ სამოციანელები ხალხს ისტორიული წინსვლის გზაზე. 60-იანი წლები არა მხოლოდ ქართული მხატვრული ლიტერატურის აყვავების პერიოდია, ამ დროს მოქალაქეობრივ უფლებებს იმკვიდრებს და ფართოდ ვითარდება ქართული საზოგადოებრივი აზროვნება. ფილოსოფიური მოტივები ღრმად იჭრება დიდ ქართველ მწერალთა თხზულებებში, ვითარდება მებრძოლი პუბლიცისტიკა, მატერიალისტური კონცეფცია მთავარ როლს ასრულებს ქართულ ფილოსოფიურსა და ესთეტიკურ აზროვნებაში, რაც თეორიულ საფუძველს უქმნის ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებას. გონებრივი ცხოვრების ასეთი აყვავება, რა თქმა უნდა, იმ დროის ქართულ სინამდვილეში პოულობს ახსნას და, უწინარეს ყოვლისა, განსაზღვრულია ეროვნულ-ისტორიული, საზოგადოებრივი პირობებით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ქართულ მწერლობაზე და საზოგადოებრივ აზროვნებაზე მოწინავე რუსული რევოლუციურ-დემოკრატიული იდეოლოგიის კეთილმყოფელი ზეგავლენა. ბელინსკი და გერცენი, ჩერნიშევსკი და დობროლუბოვი ქართველ სამოციოანელთა იდეური შთამაგონებელნი იყვნენ. გერცენთან, ჩერნიშევსკისთან და დობროლუბოვთან ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდა ზოგ თერგდალეულს. ამ პერიოდის საქართველოს სულიერი ცხოვრების ისტორიკოსი გვერდს ვერ აუვლის, აგრეთვე, დასავლეთ ევროპის კულტურასა და განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ქართული მწერლობის და საზოგადოებრივი აზრის მჭიდრო კავშირს. მემკვიდრეობითი კავშირი არსებობდა XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული კულტურის ტრადიციებსა და თერგდალეულთა შორის. ქართველ სამოციანელთა მოძრაობა პრინციპულად ახალ, რადიკალურ-დემოკრატიულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ახალი თაობა ბევრ რამეს ღებულობდა მემკვიდრეობით პირველი ქართველი განმანათლებლის სოლომონ დოდაშვილის მოღვაწეობიდან და გენიალური პოეტისა და მოაზროვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის სულიერი მემკვიდრეობიდან. თერგდალეულთა ამ ორ დიდ წინაპარს ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც გასული საუკუნის 60-

  • იანი წლების დიდ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მოძრაობაზე ვლაპარაკობთ. მაგრამ, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, თერგდალეულთა მოღვაწეობაში მთავარია სახალხო იდეები. 60-იანი წლების იდეურ-პოლიტიკური მოძრაობის ძირები ღრმად იჭრებოდა ხალხში, გამოხატავდა ხალხის, კერძოდ მშრომელი გლეხობის, მისწრაფებას უკეთესი მომავლისაკენ. 60-იან წლებში ფეოდალურ არისტოკრატიას, როგორც კლასს, უკვე ეცლება ეკონომიური საფუძვლები. ეროვნული საზოგადოებრივი ცხოვრების დაკვირვებული მეთვალყურენი ჯერ კიდევ იმ დროს ამჩნევდნენ მისი ეკონომიური გაღარიბების პროცესს და ბურჟუაზიის მომძლავრებას. მართალია, თავად-აზნაურობას ჯერ კიდევ შერჩა ერთგვარი უფლებრივი უპირატესობანი, მაგრამ ცხოვრების ეკონომიური განვითარების ულმობელ კანონს იგი უკვე განწირული ჰყავდა. მომავალი ეკუთვნოდა არა მას, არამედ ბურჟუაზიას. ბურჟუაზიის გამოსვლას სამოქმედო ასპარეზზე თან სდევდა როგორც გლეხობის, ისე ქალაქის მშრომელი ფენის – ხელოსნების საშინელი ექსპლოატაცია და გაღარიბება. ფართო ხასიათს იღებდა გლეხთა აჯანყებები. ამ პერიოდის ისტორიული სინამდვილის ერთი უმნიშვნელოვანესი ტენდენცია ის იყო, რომ 60-იან წლებში საქართველოს ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ორგანულად იყო დაკავშირებული სოციალურ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან. „ოსმალეთის ომის დროიდან, - წერდა ნიკო ნიკოლაძე გერცენის „კოლოკოლში“ 1865 წელს, - გლეხთა განთავისუფლების საკითხმა ქართველი საზოგადოების ყოველი ელემენტი ააღელვა. და რადგან გლეხთა საკითხი, მიუხედავად რუსეთის ბატალიონების ენერგიული მოქმედებისა... საქართველოში იზრდებოდა არა დღეობით, არამედ საათობით, ამიტომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება რაღაც ათიოდე წლის განმავლობაში არაჩვეულებრივი ძალით განვითარდა და თავისი ბედ-იღბალი თანდათან გლეხთა საკითხის ასეთ თუ ისეთ გადაჭრას დაუკავშირა“[1]. ქართველი სამოციანელების მთელი შემოქმედება გამსჭვალული იყო საზოგადოებრივი ინტერესებით. თერგდალეულებს ასულდგმულებდა ხალხზე ფიქრი და ზრუნვა. ხალხი იყო ძირითადი თემა მთელი მაშინდელი ქართული ლიტერატურისა. ამით აიხსნება 60-იანი და 70-იანი წლების ქართული ლიტერატურის ღრმა იდეურობა და ხალხურობა. თერგდალეულთა მოღვაწეობა ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, საჭიროა გავითვალისწინოთ მათი იდეების შინაგანი კავშირი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ნაციონალური ისტორიის ძირითად მოვლენებთან. ქვეყნის წინსვლის დამაბრკოლებელი მიზეზი 60-იან წლებში იყო ბატონყმური ურთიერთობა, ხოლო მომდევნო პერიოდში – 70-იან წლებში – მისი გადმონაშთები. ლენინი თავის შრომაში „რა მემკვიდრეობაზე ვამბობთ უარს“ იძლევა რუსული განმანათლებლობის ბრწყინვალე ანალიზს და ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 60-იან წლებში „ყველა საზოგადოებრივი

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn1#_ftn1

  • საკითხი ბატონყმობისა და მისი ნაშთების წინააღმდეგ ბრძოლით განისაზღვრებოდა“[2]. ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობისა და მისი გადმონაშთების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში ეწეოდნენ განმანათლებლები, უპასუხებდა დროის პროგრესულ ტენდენციას. ლენინის კონცეფცია რუსეთის განმანათლებლების შესახებ ჩვენთვის წარმოადგენს უდიდესი მნიშვნელობის მეთოდოლოგიურ საყრდენს ქართველი განმანათლებლების – თერგდალეულთა მსოფლმხედველობის განხილვისას. ლენინი ხაზს უსვამს რუსული განმანათლებლობის სამ ძირითად თვისებას. პირველ დამახასიათებელ თვისებად ლენინი აღნიშნავს განმანათლებელთა მძაფრ სიძულვილს ბატონყმობის მიმართ, მეორე ძირითადი ნიშანი, ლენინის აზრით, არის განათლების, თვითმმართველობის და ცხოვრების ახალი ფორმების მხურვალე დაცვა, ხოლო მესამე დამახასიათებელი თვისება განმანათლებლობისა – ეს არის ხალხთა მასების ინტერესების დაცვა, უმთავრესად გლეხობისა (გლეხები არ იყვნენ იმ დროისათვის ჯერ კიდევ მთლიანად განთავისუფლებულნი), გულწრფელი რწმენა იმისა, რომ ბატონყმობის და მისი ნაშთების მოსპობა საერთო სიკეთეს მოუტანს მშრომელ მასებს. „ეს სამი თვისება, - წერს ლენინი, - შეადგენს სწორედ იმის არსს, რასაც ჩვენში „60-იანი წლების მემკვიდრეობას უწოდებენ“[3]. აღნიშნული სამი თვისება განსაზღვრავს ქართული განმანათლებლობის საზოგადოებრივ-იდეურ შინაარსსაც. რა თქმა უნდა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ქართული ცხოვრების და კულტურის მთელი რიგი თავისებურებანი, პირველ ყოვლისა, ეროვნულ-რევოლუციური მოძრაობა, რომელსაც ქართველმა სამოციანელებმა ორგანულად დაუკავშირეს სოციალური განთავისუფლების იდეა. 60-იანი და 70-იანი წლების ქართული მხატვრული ლიტერატურა, პირველ ყოვლისა, ქართული კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე ძეგლები – ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ („კაკო ყაჩაღი“), „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“[4], „აჩრდილი“ და აკაკი წერეთლის ლირიკული შედევრები – გვიხატავენ ბატონყმური მონობის შემაძრწუნებელ სურათებს. ამ პერიოდის დიდი ქართველი მწერლები თავიანთი ნაწერებით საზოგადოებას მოუწოდებდნენ ბატონყმობის წინააღმდეგ მედგარი ბრძოლისაკენ. ისინი ხედავდნენ, რომ მომავალი მშრომელი ხალხისა იყო. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის წინასწარმეტყველური სიტყვები: „შრომისა შვილო, მყოობადი მხოლოდ შენია“ („აჩრდილი“). ღრმა სოციალური შინაარსითაა აღსავსე ილია ჭავჭავაძის თხზულებანი 60-იანი და 70-იანი წლებისა. თავისი შემოქმედების მთავარი ძალა ილია ჭავჭავაძემ მოანდომა იმას, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა თავადაზნაურობის გადაგვარებული სახე, ბატონყმური სისტემის მთელი საშინელება და ცინიზმი. პოემაში „კაკო ყაჩაღი“ ი. ჭავჭავაძემ გამოხატა ყმა-გლეხის შეურიგებელი მებრძოლი სული. ამავე პოემაში გააიდეალა მან ქართველი გლეხების

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn2#_ftn2http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn3#_ftn3http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn4#_ftn4

  • დამცველი, სახალხო გმირი არსენა. აკაკის ლექსებში გამოთქმული იყო ყმაგლეხების ფიქრი და ოცნება. საყურადღებოა, რომ ანტ. ფურცელაძემ, პირველად ქართულ ლიტერატურაში (მოთხრობა „მართა“), ასახა გლეხობის თუმცა სუსტი, მაგრამ მაინც შეკავშირებული, კოლექტიური გამოსვლა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. ეს მოთხრობა 1865 წელს არის დაწერილი. ქართველი სამოციანელი მწერლების მხატვრულმა და პუბლიცისტურმა ნაწარმოებებმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი აზრის გამოფხიზლებას და მიმართა იგი ბატონყმური ინსტიტუტის წინააღმდეგ. ეს იყო გლეხთა მოძრაობის გამოხატულება იდეოლოგიაში. ბატონყმობის გადავარდნის წინ გლეხთა სოციალური მოძრაობის უდიდეს მნიშვნელობას ასე ახასიათებდა ნ. ნიკოლაძე 1865 წელს: „ჯერ კიდევ ცნობილ „რესკრიპტებამდე“, რომელთა პირველი სიები 1857 წლის დამლევს გამოჩნდა, ქართველმა გლეხებმა მანიფესტაციებს კი არ მიჰყვეს ხელი, არამედ იარაღით ამჟღავნებდნენ თავის უკმაყოფილებას ბატონყმობის მიმართ. სამეგრელოს აჯანყებამ, რომელიც 1857 წლის ზაფხულს მოხდა, მთავრობას საბაბი მისცა, სამთავროდან გაეძევებინა დედოფალი დადიანი და მის ნაცვლად შეექმნა „სამეგრელოს დროებითი მმართველობა“. გურიის, იმერეთის და ქართლ-კახეთის გლეხთა სხვა აჯანყებანი დააცხრეს ჯარისკაცებმა და აზნაურთა მილიციამ, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით შეადგინეს. გლეხები სრულებითაც არ მალავდნენ, რომ მათი აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი ბატონყმობა იყო, ხოლო ერთადერთი მიზანი მისი მოსპობა. 1858 წელს რომ გათავისუფლების ხმა გავარდა, ამ ამბავმა ცეცხლს ნავთი დაასხა და გლეხთა მოძრაობა უკიდურესად გაძლიერდა... გლეხთა აჯანყებებმა დააჩქარეს ბატონყმობის გადავარდნა“[5]. როგორც ცნობილია, ბატონყმობა აფერხებდა საწარმოო ძალების განვითარებას. გლეხთა რევოლუციურმა მოძრაობამ და ეკონომიური განვითარების ძალამ აიძულა ალექსანდრე მეორის ბიუროკრატიულ-პოლიციური ხელისუფლება გლეხთა განთავისუფლებას შესდგომოდა. ლენინი გვაძლევს საგლეხო რეფორმის და მისი შედეგების ბრწყინვალე ანალიზს. „სინამდვილეში კი, - წერს ლენინი, - ეს იყო გლეხთა განთავისუფლება მიწისაგან, იმიტომ რომ იმ ნადელებს, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში ფლობდნენ გლეხები, ვეებერთელა ნაკვეთები ჩამოაჭრეს, ხოლო მრავალი ასეული ათასი გლეხი სულ მთლად უმიწაწყლოდ დარჩა – მეოთხედი ანუ ღატაკური ნადელის ამარა. სინამდვილეში გლეხები ორმაგად გაძარცვეს. ის არ აკმარეს, რომ მიწები ჩამოუჭრეს, აიძულეს კიდეც „გამოსასყიდი“ ეხადათ მათთვის დატოვებული მიწისათვის... თანაც გამოსასყიდი ფასი დანიშნეს გაცილებით მაღალი მის ნამდვილ ფასზე. გლეხის ცხოვრება დაქვეითდა მათხოვრულ დონემდე“[6].

    „დიდი რეფორმა“ მებატონური რეფორმა იყო და არც შეიძლებოდა სხვანაირი ყოფილიყო, ვინაიდან მას მებატონეები ატარებდნენ. რა ძალამ აიძულა ისინი ხელი მოეკიდათ რეფორმისათვის? ყირიმის ომმა გამოააშკარავა

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn5#_ftn5http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn6#_ftn6

  • ბატონყმური რუსეთის სიდამპლე და უძლურობა. გლეხთა ამბოხებებმა, რომლებიც თანდათან ძლიერდებოდა, აიძულეს რუსეთის პირველი მემამულე, ალექსანდრე II, ეღიარებინა: უკეთესია გავათავისუფლოთ ზევიდან, ვიდრე ველოდოთ, ქვემოდან როდის დაგვამხობენო.

    მაგრამ მაშინაც (60-იან წლებში) იყვნენ რუსეთში რევოლუციონერები, რომელნიც გლეხების მხარეზე იდგნენ და რომელთაც ესმოდათ საგლეხო რეფორმის მთელი უბადრუკობა, მისი მებატონურ-ლიბერალური ხასიათი. ამ მცირერიცხოვანი რევოლუციონერების სათავეში იდგა ნ. ჩერნიშევსკი. 1861 წლის საგლეხო რეფორმას, რომელსაც ლიბერალები ჯერ ალამაზებდნენ და შემდეგ კიდეც ადიადებდნენ, ჩერნიშევსკიმ სისაძაგლე უწოდა, ვინაიდან ის ნათლად ხედავდა მის მებატონურ ხასიათს. 60-იანი წლების ლიბერალებს ჩერნიშევსკიმ „მოლაყბენი, მკვეხარები და რეგვენები“ უწოდა, ვინაიდან ის ნათლად ხედავდა ლიბერალთა შიშს რევოლუციისადმი და ქედის მოხრას ძლიერთა წინაშე. ქართული პროგრესული ინტელიგენცია და მწერლობა ბატონყმობის გაუქმების ცნობას (ბატონყმობის გაუქმება საქართველოში ძირითადად გატარდა 1864 წელს) აღფრთოვანებით მიეგება. მაგრამ საგლეხო რეფორმის შედეგებმა მალე გაუცრუა იმედები 60-იანი წლების პროგრესულ მოღვაწეებს; გლეხობა ეკონომიურად კვლავ ბატონის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ისევე როგორც ჩერნიშევსკი, ნიკო ნიკოლაძე საგლეხო რეფორმას სისაძაგლეს უწოდებდა და მას „მძარცველობისა და ყაჩაღობის დაკანონებად“ თვლიდა. იგი წერდა: „რუსეთის მთავრობამ... გლეხთა საკითხის გადაჭრა საქართველოში იმით დაამთავრა, რომ ყმაგლეხებს სახელი შეუცვალა და უწოდა მემამულეთა მიწებზე დასახლებული გლეხები... თუ მთავრობამ ამ მხრით ვისიმე მდგომარეობა გააუმჯობესა, ყოველ შემთხვევაში არა გლეხებისა, არამედ უფრო თავადაზნაურებისა... სტამბის მელანმა აიტანა და არ გაწითლდა, როცა დღის სინათლეზე გამოჰქონდა მძარცველობისა და ყაჩაღობის, სიყალბისა და დანაშაულობის დაკანონება! კიდევ გამოჩნდებიან სკეპტიკოსები და სასწაულს არ ირწმუნებენ!... კაცმა რომ იკითხოს, სადღაა აქ ბატონყმობის მოსპობა?“[7]. ქართველი გლეხობის ბრძოლა სოციალური სამართლიანობისათვის ზემოაღნიშნულ წერილში დაკავშირებულია საერთოდ მსოფლიოში წარმოებულ ბრძოლასთან შრომასა და კაპიტალს შორის. „ბოროტების ძირი, - წერს ნ. ნიკოლაძე, - არის არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიურიც. ეს არის მშრომელთა ბრძოლა კაპიტალის პრივილეგიების წინააღმდეგ... მშრომელ ღატაკთა სოციალური ბრძოლა მუქთახორათა სიმდიდრის წინააღმდეგ“[8]. 60-იან წლებში ილია ჭავჭავაძე იმავე სოციალურ იდეას ქადაგებდა თავისი მხატვრული თხზულებებით, რასაც ნ. ნიკოლაძე შემდეგ თავისი პუბლიცისტური წერილებით გამოხატავდა. ამის დასადასტურებლად საკმარისია სოციალურ თემაზე დაწერილი ილიას ლექსები შევადაროთ ნ.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn7#_ftn7http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn8#_ftn8

  • ნიკოლაძის 1865 წელს დაწერილ სტატიებს „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში“ და „ივნისის დღეები თბილისში“. დამახასიათებელია, რომ ამ უკანასკნელ წერილში, რომელიც გერცენის „კოლოკოლში“ დაიბეჭდა, ნიკო ნიკოლაძეს მოჰყავს სტრიქონი ილიას ლექსიდან „მუშა“ - „ბატონის მათრახს ვერ გაუძელ, გამოქცეულხარ“. სამოციანელთა შემეცნებაში სოციალური განთავისუფლების იდეასთან განუყოფლად იყო დაკავშირებული ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობა. ბატონყმობის წინააღმდეგ შეტევასთან ერთად თერგდალეულებმა გააჩაღეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. ისინი გახდნენ ამ მოძრაობის სულისჩამდგმელები, მედროშეები. გარკვეული მნიშვნელობით, თერგდალეულები იყვნენ ნამდვილი ბელადები ქართველი ხალხისა მთელი ამ ისტორიული მონაკვეთის მანძილზე. ეროვნული საკითხი მათი მოღვაწეობის ცენტრში მოექცა, რამაც თავისებური ელფერი მისცა თერგდალეულთა რევოლუციურ-დემოკრატიულ მსოფლმხედველობას და მთელს პრაქტიკულ მოღვაწეობას. ეროვნული საკითხის გარშემო გაიშალა რევოლუციური სულისკვეთებით გამსჭვალული ცხოველი საზოგადოებრივ-კულტურული მუშაობა. ეჭვს გარეშეა, ხალხის სულიერი ცხოვრების ასეთი მძლავრი გამოღვიძება, ლიტერატურის იდეური აღმავლობა, ახალი პოლიტიკური, სოციალური და ეთიკური იდეალების წამოყენება ორგანულად იყო დაკავშირებული ქართველი ხალხის ეროვნული ცხოვრების განვითარების ახალ ეტაპთან. XIX საუკუნის 60-იან წლებს, უპირველეს ყოვლისა, თვით თერგდალეულები თვლიდნენ ქართველი ხალხის ნაციონალური შეგნების გამოღვიძების წლებად. კერძოდ, ილია ჭავჭავაძე, როგორც ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადი, უკეთებს რა ანალიზს ქართველი ხალხის გათვითცნობიერების პროცესს, გარკვევით აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოფხიზლება ჩვენში იწყება 60-იანი წლებიდან. იგი წერს: „ზემოხსენებულთ წელთ შემდეგმა დრომ... მოიტანა თან სხვა ნიავი, გასწმინდა ცოტათ თუ ბევრათ [ქვეყნის დამაბნელებელი] ბურუსი, გადაჰყარა ღრუბლები და ჩვენი [ეროვნული] ცნობიერება გამოაფხიზლა. დიახ, დღეს ბევრსაც ერთიანად გვწამს ჩვენც ჩვენი ქვეყნის მომავალი“[9]. აკაკი წერეთელმა მხატვრული სურათით გადმოგვცა ქართველი ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრების გამოღვიძება. ჩვენი ეროვნული განთიადი 60-იან წლებში მან შეადარა გაზაფხულის მაცოცხლებელ ძალას: „გაზაფხულის პირად, სულ პირველ ხანებში... – წერს იგი, - ჯერ კიდევ ისევ გაცვრცვნილ მცენარეობას რაღაც სხვა ფერობა ეტყობა, თითქოს კარგს რასმე ეპირება და ღიმილი მოსდისო... რომ მერე, ერთთავად გამოხეთქოს, გამოაღვიძოს მიძინებული ბუნება. მაშინდელ ჩვენ ცხოვრებაშიაც სწორედ ამ გვარი დრო იყო“[10]. 60-იანი წლების ქართულ მწერლობაში, როგორც აღვნიშნეთ, ბატონყმობასა და მის ნაშთებთან ბრძოლა – სოციალური მოძრაობა –

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn9#_ftn9http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn10#_ftn10

  • ორგანულად არის დაკავშირებული ნაციონალურ-რევოლუციური განთავისუფლების პრობლემასთან. თერგდალეულები იბრძოდნენ ეროვნული შეგნების გაღვიძებისათვის ქართველ ხალხში, ქართველ სამოციანელებს კარგად ესმოდათ პატრიოტიზმის უდიდესი როლი ქვეყნის ისტორიული წინსვლის გზაზე. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ილია ჭავჭავაძის ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ ჭეშმარიტ თერგდალეულობას უწოდებს „სახალხო აღრეულობას“, რომელიც „ნაციონალობის“ საკითხს აყენებს. „ჩვენს დროში, - ვკითხულობთ „საქართველოს მოამბეში“, - ერთმა დიდმა აღრეულობამ იტალიისამ (იგულისხმება იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა – გ. ა.), რაღაც ნაციონალობის, ხალხობის აზრი წამოაყენა წინ, რომლის მოთხოვნილებასაც, მკითხველო, ჭეშმარიტი თერგდალეულობა ეტყობა. ყოველ საზოგადო სახალხო აღრეულობასა, საკვირველია, რომ უთუოდ ამგვარი რამე მოსდევს ხოლმე თანა“[11]. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ქადაგება რევოლუციური გზით ეროვნული განთავისუფლებისათვის ბრძოლისა. აქ ილიას ჟურნალი გარკვევით ამბობს, რომ იტალიის ხალხის აჯანყება მიზნად ისახავს ქვეყნის ნაციონალურ განთავისუფლებას, რომ საერთოდ ასეთ სახალხო აჯანყებებს თან სდევს ეროვნული განთავისუფლების საკითხის წამოჭრა და, ბოლოს, ჭეშმარიტი თერგდალეულობა იზიარებს სახალხო აღრეულობით ეროვნული თავისუფლების მოპოვების პრინციპს. 60-იან წლებში თერგდალეულებს, როგორც ვხედავთ, საქართველოს პოლიტიკური განთავისუფლება წარმოდგენილი აქვთ ეროვნულ-რევოლუციური ბრძოლის გზით. მათი განმათავისუფლებელი იდეების შემუშავებაზე, ეჭვს გარეშეა, ზემოქმედებას ახდენდა, როგორც რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული აზროვნება, ისე დასავლეთ ევროპის სოციალ-პოლიტიკური მოვლენები, კერძოდ, ძლიერი ტალღა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა. 1865 წელს გერცენის „კოლოკოლში“, მძლავრ სოციალურ პროტესტთან ერთად, გაისმა ქართველი პუბლიცისტის ნ. ნიკოლაძის გაბედული განცხადება: „ქართველი ხალხი დღითიდღე უფრო მეტად იმსჭვალება თავისი ეროვნული დამოუკიდებლობის იდეითო“. ანტონ ფურცელაძე, საქართველოს ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მოღვაწე, 1863 წელს ჟურნალ „ცისკარში“ აქვეყნებს ვრცელ წერილს იტალიის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელად გარიბალდიზე, უწოდებს მას კეთილშობილ გმირს და „კაცობრიობის სიმართლის დამცველს“. საერთოდ, ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე შესამჩნევი ადგილი დაიჭირა წერილებმა გარიბალდიზე, ამ „თავისუფლების ძველ მებრძოლზე“, როგორც მას ენგელსი უწოდებდა. აკაკი წერეთელი წერდა: „გარიბალდი და კოშუტი გახდნენ ყველა შეგნებული მამულიშვილის

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn11#_ftn11

  • იდეალათ“. მოწინავე ქართველი ახალგაზრდები ოცნებობდნენ გარიბალდის რაზმში ჩაწერაზე. 1861 წელს პეტერბურგიდან დაბრუნებულ ილია ჭავჭავაძეს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ეროვნული კონცეფცია და გათვალისწინებული – საბრძოლო პროგრამა, თავისი ეროვნული რწმენა ილია ჭავჭავაძემ გარკვევით გამოთქვა „მგზავრის წერილებში“ მოხევის პირით: „ადრიდა, ავად თუ კარგად, ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ“. ამ ფორმულაში ილიამ ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური განთავისუფლების იდეა. ამავე თხზულებაში განავითარა მან ბრძოლის და მოქმედების პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო მთელ მის მოღვაწეობას და რამაც მაღალმხატვრული გამოხატულება ბოლოს „აჩრდილის“ სოციალურ ოპტიმიზმში პოვა. ისტორიული პროგრესის საფუძველი, ილიას აზრით, ადამიანის მოქმედება და ძიებაა, უკეთესი იდეალისათვის ბრძოლაა, რომლის ძირი მუდამ რეალურ ცხოვრებაში არის ღრმად ჩამარხული. გავიხსენოთ „მგზავრის წერილებიდან“ თერგისა და მყინვარის, დღისა და ღამის პოეტური შედარებების კლასიკური ნიმუშები, რომლებშიც ილიამ ჩააქსოვა დაუცხრომელი მოქმედებისა და წინსვლის იდეა. საქართველოს კარიბჭეში, დარიალის ხეობის დიდებული ბურების გარემოცვაში, პოეტის თვალი წარუტაცია თერგის გაშმაგებულ სრბოლას. მას არ იზიდავს ცად აღმართული ცივი და უმოქმედო მყინვარი, რადგან მასში პოეტს უძრაობა და ცხოვრებისაგან განდგომა დაუნახავს. ილია შესტრფის მღვრიე თერგის ზარიან ხმას, კლდოვან ნაპირებთან ამ მოუსვენარი მდინარის ბრძოლაში პოეტი გვიხატავს ადამიანის მღელვარე ცხოვრების სახეს. ბრძოლისა და აქტივობის იდეას გამოხატავს და მძლავრ ემოციებს იწვევს ჩვენში ილიასეული მხატვრული გააზრება დღისა და ღამისა „დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?... მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე... არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა“. ილია ჭავჭავაძე „მგზავრის წერილებში“ მხატვრული სურათოვნებით სწვდება ცხოვრების დიალექტიკას და მთელ თაობას უსახავს მოქმედებისა და ბრძოლის ახალ პროგრამას. ი. ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა იმ სურვილით, რომ ის თითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება ყოველ კაცში არა ჟოლავდეს, ერთად შეეგროვებინა თავისი ქვეყნის გაციებული გულის გასათბობად[12]. ამ სურვილის განხორციელებას შეალია მან მთელი თავისი დიდი ტალანტი და გონების ძალა. პოეტმა 60-იან წლებშივე გარკვეული შეხედულება შეიმუშავა თავისი ქვეყნის მომავალზე. მისი აზრით, საქართველოს ხსნის მხოლოდ ერთი გზა აქვს – ეროვნულ-რევოლუციური

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn12#_ftn12

  • ბრძოლით მოიპოვოს თავისუფლება. თვითმპყრობელობის უღლის გადაგდება და საქართველოს ეროვნული დამოუიდებლობის მოპოვება რომ მხოლოდ ბრძოლით, ამბოხებით, ნაციონალური ცნობიერების გამოღვიძებით შეიძლება – ეს აზრი ილია ჭავჭავაძეს რელიეფურად აქვს გატარებული თავის ნაწერებში. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ილია ჭავჭავაძის დრამატული პოემა „ქართვლის დედა“ (სცენა მომავალი ცხოვრებიდან). ამ პოემაში მოცემულია სურათი საქართველოს ეროვნული განთავისუფლებისა ბრძოლის გზით. ნაციონალური გამოფხიზლებისა და საყოველთაო ეროვნულ-რევოლუციური მოძრაობის აუცილებელ პირობად, მისი გამარჯვების საწინდრად ქართველ სამოციანელებს მიაჩნდათ დემოკრატიული მასებიდან გამოსული სახალხო გმირის დაბადება. მათი რწმენით სახალხო გმირები წინ უნდა წაძღოლოდნენ ერს სოციალური და ეროვნული მონობის დასამხობად. ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი აღტაცებით დაგვიხატა ილიამ ქართველი მშრომელი ხალხის საყვარელი გმირი არსენა, რომლის სახელი ლეგენდასავით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ილია ჭავჭავაძე სვამს კითხვას: „ნუთუ მართლა გამოკეთების ძალნი თვითვე არა აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც ჰბადავს, ჰზრდის და წამოაყენებს ხოლმე მტკიცე ხასიათების კაცებს, გმირებს?!“[13]... იგი იხსენებს უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ისტორიულ გმირთა სახელებს და დაასკვნის: „ამისთანა კაცების აღმზრდელი და სულისჩამდგმელი ძალი დიდი ძალია და ამ ძალის მექონს საზოგადოებას ვერ ეთქმის, რომ ფესვი ცხოვრებისა შეუსუსტებია“[14]. განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი ილია ჭავჭავაძის გმირის იდეალის დემოკრატიულ ხასიათს. „კაკო ყაჩაღის“ ავტორის აზრით, გმირი დაიბადება მხოლოდ ხალხის წიაღში. გმირის ბედს ილია ჭავჭავაძე უკავშირებს ხალხის ბედ-იღბალს, გმირი უკვდავია, ხალხი სიმღერაში გააცოცხლებს გმირის სახელს:

    წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება!.. ნეტა ამ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება. მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა, შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს.

    აკაკი წერეთელიც ასევე ოცნებობს სახალხო გმირის დაბადებაზე და თავის ლექსებში და პუბლიცისტურ წერილებში ქართველ ხალხს უსახავს გმირის ნათელ იდეალს. საქართველოს წარსულის გმირული ეპიზოდების ჩვენებით თერგდალეულები ხშირად აყენებენ ეროვნული მთლიანობის იდეას.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn13#_ftn13http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn14#_ftn14

  • ეროვნული კონსოლიდაციის საკითხი ერთი მთავარი საკითხთაგანია ქართველ სამოციანელთა ნაციონალურ კონცეფციაში. ილია მწუხარებით აღნიშნავდა: „ქართველი – ჩვენის ტომის საერთო სახელი აღარ არის... განვთვითეულდით – ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასო დავიჭერით. იმერელი, გურული, ქართლელი, მეგრელი თითქოს განკერძოვდნენ ერთმანეთისაგან, მათი შემკრებლობითი ცნება – საქართველო – ხელიდან გვეცლება“[15]. ილია საზოგადოების ყურადღებას წარმართავს ეროვნული კონსოლიდაციის იდეისაკენ. თერგდალეულები აღვიძებენ ეროვნულ ცნობიერებას ხალხში და მტკიცედ ნერგავენ ეროვნულ ოპტიმიზმს. „ძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, - წერს ილია ჭავჭავაძე, - როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, განსაცდელი რამ, გულზე ხელს კი არ აკრეფინებს, როგორც იმედ გადაწყვეტილს, სასოება დაკარგულს, არამედ იმოდენად აღვიძებს, ძლიერ მისძრავ-მოსძრავს, რამდენადაც ძლიერია თვით მის თავზე მოსული უბედურება და განსაცდელი“. ეროვნული ოპტიმიზმის სულით არის გამსჭვალული აკაკი წერეთლის შემდეგი სიტყვებიც: „ისტორიულმა მსვლელობამ დაგვიმტკიცა, რომ ეს პატარა საქართველო ყოველგვარ განსაცდელსა და გასაჭირს გაუძლებს! და მართლაც, ის ერი, რომელმაც წარმოშობა: რუსთაველი, მთაწმინდელები, გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი სააკაძე და მათი მსგავსნი, განა სასიკვდილოა? არ გასულა საუკუნე, რომ ნიშანი სასიცოცხლო არ მოეცეს ჩვენთვის ცხოვრებას“[16]. თერგდალეულთა ეროვნული კონცეფციის დემოკრატიულ ბუნებაზე სრული წარმოდგენა არ გვექნება, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეროვნულ-რევოლუციური განთავისუფლება მათ დაკავშირებული აქვთ მთელი კავკასიის თავისუფლებასთან. ასე, მაგალითად, დრამატულ პოემაში „ქართვლის დედა“ ამიერკავკასიის ხალხთა განთავისუფლების იდეა რელიეფურად არის გამოხატული. გავიხსენოთ ამ პოემიდან დედის სიტყვები:

    ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება. ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ფიქრობს, და ეს ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება... დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება.

    ამრიგად, ქართველი სამოციანელები პირნათლად ემსახურებოდნენ საქართველოს ნაციონალურ-რევოლუციური განთავისუფლების საქმეს, როგორც მებრძოლი დემოკრატები.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn15#_ftn15http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn16#_ftn16

  • საქართველოს ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თერგდალეულები, მახვილს სცემდა რუსეთის მონარქიულ-ბიუროკრატიულ რეჟიმს. ქართველ სამოციანელთა მსოფლმხედველობა ეროვნულ-ისტორიულ ნიადაგზე აღმოცენდა, მისი მასაზრდოებელი ფესვები ღრმად იყო გადგმული საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ქართველ მოღვაწეთა ამ შესანიშნავი თაობის პირველი რევოლუციური ნათლობა მოხდა პეტერბურგში, სადაც ისინი უმაღლესი ცოდნის მისაღებად იყვნენ წასულნი. სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ძველი თაობის წარმომადგენლებმა დაცინვით თერგდალეულები, რამაც შემდგომ სულ სხვა, დადებითი, ისტორიული შინაარსი მიიღო. 60-იანი წლების პეტერბურგი მთელი რუსეთის რევოლუციური იდეოლოგიისა და მოწინავე გონებრივი მოძრაობის ცენტრი იყო. მძლავრ რევოლუციურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა ხალხის უფლებებისთვის მგზნებარე მებრძოლი ნ. გ. ჩერნიშევსკი, რომელთანაც ქართველ სტუდენტებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ დამყარებული. ამ დროის პეტერბურგის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1961 წლის სტუდენტთა არეულობა; მასში მონაწილეობა მიიღო ქართველმა სტუდენტობამ, რისთვისაც მათი უმეტესობა დააპატიმრეს. დაპატიმრებული იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, ბესარიონ ღოღობერიძე, არჩილ ჩოლოყაშვილი, პეტრე ალხაზიშვილი, გრიგოლ ჯავახიშვილი, დავით ღოღობერიძე, იაკობ ისარლიშვილი და სხვანი. როგორც კირ. ლორთქიფანიძის ერთი წერილიდან ჩანს, კრონშტადტის ციხეში იმ დროს 13 ქართველი სტუდენტი იყო დამწყვდეული. რუს და პოლონელ რევოლუციონერ სტუდენტებთან ერთად გატარებულმა დღეებმა ჯერ კრონშტადტისა და შემდეგ პეტრე-პავლეს ციხის საკნებში კიდევ უფრო გააძლიერეს ქართველ ახალთაობაში ბრძოლის წყურვილი. როგორც ბოლო ხანებში მოპოვებული საარქივო მასალებით ირკვევა, ქართველი სტუდენტობა მეტად აქტიურ და ახლო მონაწილეობას იღებდა პეტერბურგის და, საერთოდ, რუსეთის სხვა ცენტრების რევოლუციურ მოძრაობაში. 1861 წლის პეტერბურგის სტუდენტთა არეულობას სიხარულით გამოეხმაურა „კოლოკოლი“ წერილით „ბუმბერაზი იღვიძებს“. გერცენმა „კოლოკოლში“ მოათავსა სია რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილე სტუდენტებისა; სიაში ქართველებიც იყვნენ. ამან კიდევ უფრო აღაფრთოვანა და ფრთა შეასხა ქართველი რევოლუციონერი ახალგაზრდობის პირველ ფალანგას. თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1861 წლის სტუდენტთა ზემოთ მოხსენებულ „არეულობას“ რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში, კარგად ჩანს ლენინის სიტყვებიდან: „დემოკრატიული მოძრაობის გამოცოცხლება ევროპაში, - წერდა ლენინი, - მღელვარება პოლონეთში, უკმაყოფილება ფინეთში, პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნა მთელი

  • პრესის და მთელი თავადაზნაურობის მიერ, „კოლოკოლის“ გავრცელება მთელს რუსეთში, ძლიერი ქადაგება ჩერნიშევსკისა, რომელსაც ლეგალური სტატიებითაც კი შეეძლო ნამდვილი რევოლუციონერების აღზრდა, პროკლამაციების გაჩენა, მღელვარება გლეხებისა... სტუდენტების არეულობა – ასეთ პირობებში უაღრესად ფრთხილსა და ფხიზელ პოლიტიკოსსაც კი უნდა ეღიარებინა, რომ რევოლუციური აფეთქება სავსებით შესაძლო იყო და გლეხთა აჯანყება მეტად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა“[17]. ასეთ გავარვარებულ საზოგადოებრივ ატმოსფეროში მიმდინარეობდა ქართველ სამოციანელთა ახალგაზრდა თაობის საბრძოლო წრთობა და ყალიბდებოდა მისი მოწინავე მსოფლმხედველობა. სწორედ ამ თაობას ერგო წილად დიდი ისტორიული მისია – საქართველოს განახლებული ცხოვრების იდეური მესვეურობა. ახალი იდეები სინამდვილეში ყოველთვის ბრძოლისა და შეჯახების გზით იკაფავენ გზას. ასეთი პირველი ბრძოლა გაუმართა ძველ თაობას ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე სამოციანელთა მედროშემ ილია ჭავჭავაძემ. ილია ჭავჭავაძის პირველი გამოსვლა ლიტერატურული ბრძოლის ასპარეზზე დაუკავშირდა ქართული მწერლობისათვის დიდმნიშვნელოვან საკითხს. „ცისკრის“ 1861 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა რადიკალური პროგრესული სულისკვეთებით გამსჭვალული კრიტიკული წერილი ილია ჭავჭავაძისა „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“. ი. ჭავჭავაძის წერილმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველ საზოგადოებაზე. თუ, ერთი მხრივ, მან აღაფრთოვანა მოწინავე, პროგრესულად განწყობილი ახალი თაობა, მეორე მხრივ, უაღრესი შეშფოთება გამოიწვია „მამათა“ ბანაკში, რომლის წარმომადგენლებმა არ დააყოვნეს საპასუხო წერილები. პირველი სტატიები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ ეკუთვნოდათ – მწერალ ქალს ბარბარე ჯორჯაძეს, რევაზ ერისთავს და გ. ბარათაშვილს („ცისკარი“, 1861 წ.,№ 5 – 6). ძველი თაობის წარმომადგენლები უსუსური ბრალდებებით გამოვიდნენ თერგდალეულთა მესვეურის წინააღმდეგ. ილიას არგუმენტაციის სიძლიერე კიდევ უფრო მეტი სიცხადით გამოჩნდა „პასუხში“, რომელიც იმავე წლის „ცისკრის“ ივნისის ნომერში დაიბეჭდა. ილიამ კამათის ცენტრში, ძირითადად, მოაქცია ენის, ლიტერატურის, ესთეტიკის საკითხები, მაგრამ ფართო გაგებით ეს იყო დემოკრატიული იდეოლოგიის საბრძოლო პროგრამის წამოყენება და მისი დასაბუთება. ასე დაიწყო 60-იან წლებში იდეურ-საზოგადოებრივი ბრძოლა ორ მოპირდაპირე ბანაკს შორის. კრიტიკული რეალიზმისა და ახალი ქართული სალიტერატურო ენისათვის ბრძოლა, ილია ჭავჭავაძის გაგებით, დაკავშირებული იყო დემოკრატიულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან, ახალ ფილოსოფიურ-ესთეტიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL I/4/0.htm#_ftn17#_ftn17

  • ი. ჭავჭავაძეს, რომელმაც გაილაშქრა „მამების“ სქოლასტიკურ მსოფლმხედველობისა და დრომოჭმული ლიტერატურული იდეების წინააღმდეგ, მტკიცედ ამოუდგნენ მხარში ახალი თაობის საუკეთესო წარმომადგენლები. პეტერბურგიდან ილია ჭავჭავაძის თანამოსაგრეებმა, სამმა თერგდალეულმა, ცალ-ცალკე გამოგზავნეს „ცისკარში” ი.ჭავჭავაძის ლიტერატურული პოზიციების დამცველი სტატიები. კირილე ლორთქიფანიძის სტატია „წიგნი მიწერილი რედაქტორთან“ დაიბეჭდა 1862 წლის „ცისკრის“ მე-4 ნომერში. წერილის ავტორი ილაშქრებს „მამათა“ ბანაკის წინააღმდეგ და ილია ჭავჭავაძის საბრძოლო დროშის ქვეშ დგება. კირ. ლორთქიფანიძე განსაკუთრებით აღაშფოთა ექვთიმე წერეთლის წერილმა, რის გამოც იგი „ცისკრის“ რედაქტორს სწერდა პეტერბურგიდან: „ასე სისხლიანი ნაღველი გადაევლება ხოლმე ჩვენს გულს, როცა იმისთანა ცუდ სტატიებს ვამჩნევთ, როგორიც იყო ამ ნომერში („ცისკარი“ 1962 წ., № 2 – გ. ა.) უფ. ექვთ. წერეთლისა... როგორც გაუნათლებლობით და ფარისევლობით გაყინული აქვს თავი წერეთელს, ისეთი გაყინული აზრები უთქვამს. იპოვნის ნეტავი კაცი მის სტატიაში რამე აზრს? აი ასე შეწუხებულმა დავწერე თქვენი ჟურნალისათვის ორიოდე სიტყვა და ამ წიგნთან გიგზავნით“[18]. ძველ თაობასთან ბრძოლაში ილია ჭავჭავაძის პირველი თანამოსაგრე იყო აკაკი წერეთელი. მას ეკუთვნის ფსევდონიმი „მესამე თერგდალეული“. ასეთი ხელმოწერით აკაკიმ პეტერბურგიდან „ცისკარში“ გამოაგზავნა სტატია „ახირებული ფურცელი“[19]. აკაკი ბასრი სატირით დასცინის ძველი მიმართულების ლიტერატორებს, აგრეთვე იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც გადაგვარების გზას დაადგნენ. სტატია გამსჭვალულია ქართველი გლეხობისადმი გულწრფელი თანაგრძნობით. მასში ჩართული ორი სატირული ლექსი სტატიას მწვავე პოლემიკურ ტონს აძლევს. ახალი თაობა, იცავდა რა ილია ჭავჭავაძის პოზიციებს, „მამებს“ უკიჟინებდა იდეურ ჩამორჩენილობას, უპრინციპობას და რეტროგრადობას. თერგდალეულთა სტატიებმა განამტკიცეს ი. ჭავჭავაძის პოზიცია და დიდი ზემოქმედება იქონიეს საზოგადოებრივ აზრზე. ახალი თაობა ამ ბრძოლაში გამოვიდა მტკიცედ დარაზმული, საერთო დროშით. ყველაზე მკვეთრად, რა თქმა უნდა, ახალთაობის იდეური პრინციპები ჩამოყალიბებული იყო ი. ჭავჭავაძის პოლემიკურ სტატიებში. თავისი მეორე წერილით - „პასუხი“ – ილია ჭავჭავაძემ კიდევ უფრო მედგრად შეუტია „მამათა“ ბანაკს. ილია ჭავჭავაძე ეყრდნობოდა ბელინსკის ლიტერატურულ პრინციპებს და მზის სინათლეზე გამოჰქონდა „მამათა“ მოძველებული შეხედულებანი საზოგადოებრივ-ლიტერატურულ საკითხებზე. „მამათა“ და „შვილთა“ კამათი არსებითად ორი საწინააღმდეგო იდეურ-სოციალური ტენდენციის ბ