rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური...

46
1 სსიპ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი (ორგანიზაციული კოდი - 32 13 03 42) 2010 წლის გეგმა სიმბოლოლოგიის საფუძვლები I. 2009 წელი -“მითოლოგიური არქეტიპი და სიმბოლოლოგია“; II. 2010 წელი-„რელიგიურ (საკრალურ) სიმბოლოთა ასპექტი და ლიტერატურული ცნობიერება“; III. 2011 წელი-„სიმბოლოთა ენის სპექტრი კულტუროლოგიაშიპროგრამის აღწერა:სამწლიანი სამეცნიერო თემა სიმბოლოლოგიის საფუძვლებიმიზნად ისახავს მისივე შემსრულებლების ავტორობით ახლახანს გამოცემულ სიმბოლოთა ენციკლოპედიაზედა უკვე არსებულ ცალკეულ გამოკვლევებზე დაყრდნობით პირველად ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში სიმბოლოლოგიის სისტემატური კურსის შექმნას, რომელიც მეთოდოლოგიურ საფუძველს გამოუძებნის მთელ ზემოაღნიშნულ მასალას. განხორციელების გზები: 2009 წელს შედგენილ იქნა მითოლოგიურ არქეტიპთა დიაპაზონი, მათი ტრანსფორმაცია სხვადასხვა ეთნოკულტურაში და გამოიკვეთა ზოგადი კულტუროლოგიური სპექტრი. რაც შეეხება 2010 წელს - (რელიგიურ სიმბოლოთა ასპექტი და ლიტერატურული ცნობიერება, რომელიც სამწლიანი პროგრამის მეორე ეტაპია), კვლევის საგანი იქნება საკრალურ (ქრესტომათიულ) სიმბოლოთა ლიტერატურული დიაპაზონის შესწავლა. სიმბოლოს დაფარული, შეუცნობელი ღვთიური საზრისიმისი არსებობის ფორმაა, რომელიც სრულყოფილ განზოგადებას უკვე ჭეშმარიტ რელიგიურ სიმბოლოდ გარდასახვისას იძლევა. სიმბოლოთა მთელი წყება (ტაძარი, ჯვარი, სანთელი, შარავანდედი...) ცნობიერებაში მხოლოდ რელიგიური სახისმეტყველებითაა დამკვიდრებული და, ერთგვარად,

Transcript of rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური...

Page 1: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

1

სსიპ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

(ორგანიზაციული კოდი - 32 13 03 42)

2010 წლის გეგმა

სიმბოლოლოგიის საფუძვლები

I. 2009 წელი -“მითოლოგიური არქეტიპი და სიმბოლოლოგია“;

II. 2010 წელი-„რელიგიურ (საკრალურ) სიმბოლოთა ასპექტი და ლიტერატურული

ცნობიერება“;

III. 2011 წელი-„სიმბოლოთა ენის სპექტრი კულტუროლოგიაში“

პროგრამის აღწერა:სამწლიანი სამეცნიერო თემა „სიმბოლოლოგიის საფუძვლები“

მიზნად ისახავს მისივე შემსრულებლების ავტორობით ახლახანს გამოცემულ

„სიმბოლოთა ენციკლოპედიაზე“ და უკვე არსებულ ცალკეულ გამოკვლევებზე

დაყრდნობით პირველად ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში სიმბოლოლოგიის

სისტემატური კურსის შექმნას, რომელიც მეთოდოლოგიურ საფუძველს გამოუძებნის

მთელ ზემოაღნიშნულ მასალას.

განხორციელების გზები: 2009 წელს შედგენილ იქნა მითოლოგიურ არქეტიპთა

დიაპაზონი, მათი ტრანსფორმაცია სხვადასხვა ეთნოკულტურაში და გამოიკვეთა

ზოგადი კულტუროლოგიური სპექტრი. რაც შეეხება 2010 წელს - (რელიგიურ

სიმბოლოთა ასპექტი და ლიტერატურული ცნობიერება, რომელიც სამწლიანი

პროგრამის მეორე ეტაპია), კვლევის საგანი იქნება საკრალურ (ქრესტომათიულ)

სიმბოლოთა ლიტერატურული დიაპაზონის შესწავლა.

სიმბოლოს დაფარული, შეუცნობელი „ღვთიური საზრისი“ მისი არსებობის ფორმაა,

რომელიც სრულყოფილ განზოგადებას უკვე ჭეშმარიტ რელიგიურ სიმბოლოდ

გარდასახვისას იძლევა.

სიმბოლოთა მთელი წყება (ტაძარი, ჯვარი, სანთელი, შარავანდედი...) ცნობიერებაში

მხოლოდ რელიგიური სახისმეტყველებითაა დამკვიდრებული და, ერთგვარად,

Page 2: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

2

წაშლილია მათი წინარე ბიოგრაფია. ამგვარ სიმბოლოთათვის საკრალურობა

ჭეშმარიტების ამსახველი, აბსოლუტური და უცდომელი ფორმაა, რის გამოც მათი

მითოლოგიური არქეტიპები ნაწილობრივ დაჩრდილულია.

ქრესტომათიული რელიგიური სიმბოლოების გარდა, საკრალური ასპექტი, როგორც

სრულყოფილებისა და ჭეშმარიტების “ზეხატი“ (კონკრეტულ სიმბოლოთა

შემთხვევაში მეტნაკლები გამომსახველობით), უმთავრესია სიმბოლოლოგიაში. ეს

ფენომენი განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ მწერლობაში, რომელიც,

ძირითადად, სწორედ ქრისტიანულ ცნობიერებაზეა აღმოცენებული. ასევე, ფრიად

საინტერესოა ქრისტიანული სახისმეტყველების, ანუ საკრალური სიმბოლოების

ტრანსფორმაცია მხატვრულ სივრცეში.

მოსალოდნელი შედეგი: 2011 წლის ბოლოს გამოიცემა წიგნი ”სიმბოლოლოგიის

საფუძვლები”, რომელიც თეორიული ხასიათის გამოკვლევა იქნება და უკვე არსებულ

’სიმბოლოთა ლექსიკონთან” ერთად, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს

სპეციალისტებს, სიმბოლოლოგიით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.

შედეგის შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები: კვლევის შედეგები დროდადრო

წაკითხული იქნება საერთაშორისო და ლოკალურ სამეცნიერო კონფერენციებზე, მისი

ცალკეული ნაწილები გამოქვეყნდება სტატიების სახით.

პროგრამის კოორდინატორია ფოლკლორის განყოფილების მთავარი მეცნიერი

თანამშრომელი ზაზა აბზიანიძე.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 6 384 (ექვსი ათას სამას ოთხმოცდაოთხ)

ლარს.

კულტურული გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში (სვანური მასალების

მიხედვით)

პრობლემის აღწერა კულტურული გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში

საგანგებოდ არავის გამოუკვლევია, მხოლოდ ცალკეული მოსაზრებები და

ვარაუდებია გამოთქმული, რომ ამირანი კულტურული გმირის ტიპს განასახიერებს.

Page 3: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

3

მან ზეციური ყამარი მოიტაცა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცეცხლის

მოტანის ტოლფასად არის მიჩნეული. კვლევა-ძიების დღევანდელ ეტაპზე ეს აზრი

ისევ გადასახედია... შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ამირანის კულტურული

გმირობის დამადასტურებელი ვარიანტები ჯერჯერობით მხოლოდ სვანურ

ზეპირსიტყვიერებაშია შემონახული. მათში ამირანი კულტურული გმირის ყველა

ნიშან-თვისებითაა წარმოდგენილი. მან ხთონურ ძალებს წარსტაცა ცეცხლი, ამოიტანა

სამზეოზე და ასწავლა ადამიანებს მისი გამოყენება, მასვე მიეწერება სამკურნალო თუ

საკვები მცენარეების მოპოვება და მთელი რიგი ფასეულობების დამკვიდრება მიწიერ

საუფლოში. იგი ეროვნულ ნიადაგზე ამოზრდილი ზოგადკაცობრიული შინაარსით

დატვირთული მარადჟამული გმირია, რომლის მუდმივი საზრუნავია ადამიანთა

საცხოვრისის გაწმენდა ბოროტი ძალებისაგან და ცხოვრების ახალი წესის დამყარება.

ამ აზრით ქართული ამირანი თავისი მოღვაწეობითა და ქმედებით წარსულთან

ერთად თანამედროვეობაცაა და მომავალიც კაცობრიობისათვის. იგი განსაკუთრებით

დღევანდელი თვალთახედვითაა საინტერესო მოვლენა, ვინაიდან მასში ადამიანზე

ზრუნვა, ადამიანთა ცხოვრების გაკეთილშობილებაა უმთავრესი და წამყვანი. ასე რომ,

ამირანში ყველა დროისა და ეპოქებისათვის დამახასიათებელი საჭირბოროტო

პრობლემებია წინა პლანზე წამოწეული. იგი ასეთად დარჩება მომავალი

თაობებისათვისაც.

პროექტის მიზანია - ქართული (სვანური) ამირანის ვარიანტების სრული სახით

შესწავლა, ტექსტების ურთიერთშეჯერება და უმთავრესი სტრუქტურული

კომპონენტების, ასევე, მითოსური ნაკადების წარმოჩენა.

მოსალოდნელი შედეგები ჩვენი პროექტი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი, შემდეგ

მოსამზადებელ ეტაპებს მოიცავს: ამირანზე დიდძალი მეცნიერული ლიტერატურა

მოგვეპოვება, ამიტომ 2010 წლის ბოლოსთვის დაიწერება გამოკვლევა: “ამირანის

კვლევის მოკლე ისტორია”.

2012 წლისთვის მომზადდება მონოგრაფია “კულტურული გმირის პრობლემა

ქართულ ფოლკლორში (სვანური მასალების მიხედვით)”, წიგნი II (ძირითადი

თემების და მოტივების ტოპოლოგია: იდეურ-მხატვრული სამყარო, ჟანრული

თავისებურება).

Page 4: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

4

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები პროგრამის მიმდინარეობის

შეფასება მოხდება განყოფილების სხდომებზე, ასევე ლოკალურ და საერთაშორისო

კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებებით. დაიწერება წერილები და

გამოქვეყნდება სამეცნიერო კრებულებში.

პროექტის კოორდინატორი - პროექტი ინდივიდუალურია, მისი კოორდინატორი და

შემსარულებელია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ

ონიანი.

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 2 832 (ორი ათას რვაას ოცდათორმეტ)

ლარს.

ორმაგობის პრინციპი ზღაპრულ ეპოსში

პრობლემის აღწერა: განურჩევლად იმისა, ზღაპრის მთავარი გმირი ერთია, სამი,

შვიდი, ცხრა თუ ა. შ., მასში დაპირისპირება ყოველთვის ორ ძალას, ორ გმირს, ორ

სამყაროს შორის ხდება. ე. ი. ზღაპრულ ეპოსში რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს

სამმაგობის პრინციპი, მასში არსებითი და მნიშვნელოვანი მაინც რიცხვი ორია,

რომლის წარმომადგენლებიც ძირითადად ურთიერთდაპირისპირებულები არიან.

თუმცა, რასაკვირველია, ორნი ხშირად ერთ-ერთ მხარესაც წარმოადგენენ, არიან რა

ძმები თუ ძმობილები. ისინი უმეტესად დადებით ძალას წარმოადგენენ და სიკეთის

გამარჯვებისათვის იბრძვიან ოპოზიციურ ძალთა დაპირისპირებისას. ამ

ოპოზიციური წყვილების არსებობა, ზღაპრული ეპოსის გარდა, ნიშანდობლივია

როგორც მითებისათვის, ასევე რიტუალებისათვის. ე. ი. ბინარულობა

მნიშვნელოვანია მთელი მითოსური აზროვნებისათვის და ამდენად მისი შესწავლა

აუცილებელია.

პროექტის მიზანია შესწავლილ იქნას ზღაპრული ეპოსის ის მითოსური ძირები,

რომლებისთვისაც დამახასიათებელია დუალისტური აღქმა, ბინარული წყვილები,

დადებით და უარყოფით ძალთა ოპოზიციური დაპირისპირება, რაც საბოლოო ჯამში

ერთ მთლიანობასა და სრულყოფილებას ქმნის.

Page 5: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

5

პროექტის განხორციელების გზად გვესახება: ზღაპრულ ეპოსსა და მითოსურ

სამყაროში დაიძებნოს სამყაროს დუალისტური ხედვის, ბინარული წყვილების

მაგალითები, დამუშავდეს საკითხთან დაკავშირებით არსებული სამეცნიერო

ლიტერატურა.

მოსალოდნელი შედეგები დაკავშირებული იქნება ამქვეყნიურ სამყაროსთან

დაპირისპირებული @”იმქვეყნიური” სამყაროს არსებობასთან, რის საფუძველზეც

ქვეყნიერება ორ ნაწილად არის გაყოფილი და რაც კარგად ჩანს ზღაპრის დასასრულის

ფორმულაში:

“ჭირი – იქა, ლხინი – აქა,

ქატო – იქა- ფქვილი – აქა”.

შედეგების შეფასება და მონიტორინგი მოხდება განყოფილების სხდომაზე, ასევე

საერთაშორისო და ლოკალურ კონფერენციებზე თემასთან დაკავშირებით

მოხსენებების წაკითხვით; ძირითადი დებულებები კი სტატიის სახით

გამოქვეყნდება.

პროექტის კოორდინატორია რუსუდან ჩოლოყაშვილი.

პროექტის ბიუჯეტი: შეადგენს წელიწადში 7104 (შვიდი ათას ას ოთხ ლარს.

“ქართული ჯადოსნური ზღაპრები, რომელთაც მსგავსება აქვს ჰომეროსის

“ოდისეასთან”

პროგრამის აღწერა: 2008-2009 წლებში, ჯადოსნური ზღაპრების კრებულზე მუშაობის

პროცესში, გამოიკვეთა ერთი ტიპის ზღაპრები, რომლებსაც სიუჟეტური მსგავსება

აქვთ “ოდისეასთან”. ამ ტიპის ზღაპრებში გმირი, რომლის სახელიც, ბუნებრივია,

უცნობია, ხვდება ისეთ მთაზე, სადაც ცხოვრობს მწყემსი დევი. ამ დევს თვალს

სთხრის ზღაპრის გმირი. ამის შემდეგ ანტაგონისტი მიემართება სხვა მხარეში. ამ

სიუჟეტს, შესაძლოა, სხვადასხვანაირი მიმდინარეობა ახასიათებდეს.

პროგრამის განხორციელების გზები: პროგრამის მიმდინარეობის ფარგლებში

შეგროვდება ამ ტიპის ზღაპრები. პროგრამის შემსრულებელი შეეცდება დაადგინოს,

Page 6: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

6

როგორ მოხვდა ამ ტიპის ზღაპარი ქართულ სინამდვილეში, ნასესხებია,

ლიტერატურული ნაწარმოების გახალხურებული ვარიანტია თუ ზღაპარია

პირველადი და ეყრდნობა სხვა წყაროს, რომელსაც დაესესხა ლიტერატურაც.

პროექტი განხორციელდება რამდენიმე ეტაპად:

1. ზღაპრების შეკრება, დაბეჭდვა-რედაქტირება;

2. კვლევის ჩატარება;

3. პუბლიკაციების მომზადება.

შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმი: პროექტის შედეგები აისახება

პუბლიკაციაში. ამას გარდა, პირველ ეტაპზე მოხდება ფოლკლორის განყოფილებაში

მიღებული შედეგების განხილვა ღია სხდომაზე. ამის შემდეგ მოხსენების სახით

გატანილ იქნება ლოკლალურ კონფერენციაზე.

მოსალოდნელი შედეგები: გამოქვეყნდება დასრულებული ნაშრომი, რომელშიც

გამოკვლეული და დადგენილი იქნება ერთი ტიპის ქართული ჯადოსნური

ზღაპრების სიუჟეტის ეტიმოლოგია, მათი შესაძლო კავშირები ანტიკურ

ლიტერატურულ ძეგლებთან.

პროგრამის კოორდინატორი: ინდივიდუალური პროგრამის კოორდინატორი და

შემსრულებელია ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნესტან რატიანი.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 2 832 (ორი ათას რვაას ოცდათორმეტ)

ლარს.

ბიბლიური შესაქმის ფოლკლორული ვერსია

პრობლემის აღწერა: ქრისტიანობისა და იუდაიზმის უპირველესი რელიგიური წიგნი

- ბიბლია - იმდენად უნივერსალურია, რომ მისი ისტორიულ-კულტურული და

ლიტერატურული ინტერპრეტაციების შესაძლებლობები ამოუწურავია. ბიბლიის

განხილვა ფოლკლორთან, ხალხურ სიტყვიერებასთან მიმართებაში კვლევის

უაღრესად საინტერესო სფეროა. ეს საკითხი აქტუალურ პრობლემად დგას როგორც

ბიბლიის, ასევე ფოლკლორის შემსწავლელთათვის.

Page 7: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

7

საუკუნეების განმავლობაში ბიბლია ცხოველ ინტერესს იწვევდა ხალხში. მორწმუნე

ადამიანების ამ ინტერესმა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებშივე იჩინა თავი.

მორწმუნის ცნობისმოყვარეობა ითხოვდა დაწვრილებით ინფორმაციას ძველი და

ახალი აღთქმის გაუგებარ და დაფარულ ადგილთა შესახებ. ამ მიზნით იქმნებოდა

ბიბლიის აპოკრიფული წიგნები.

ხალხური სიტყვიერება არ დარჩენილა ამ პროცესს მიღმა. აპოკრიფული

ლიტერატურის გვერდით იქმნებოდა ბიბლიურ სიუჟეტთა ხალხური ვარიანტები, ე.

წ. ბიბლიის ხალხური აპოკრიფები.

პროგრამის მიზანი: კვლევის მიზანია შესაქმის ბიბლიური სიუჟეტის გახალხურების

ქართული ვარიანტების წარმოჩენა, მათი მიმართება ლიტერატურულ წყაროსთან -

ბიბლიასთან, აპოკრიფებთან და, ამასთანავე, იმ ხალხური ინოვაციების ჩვენება, რაც

ბიბლიისგან დამოუკიდებლად, ხალხის წიაღში არის წარმოშობილი. აქედან

გამომდინარე, წამოიჭრება შემდეგი საკითხები:

1. რა ურთიერთობაა ბიბლიურ ტექსტსა და ხალხურ ტექსტს შორის?

2. როგორ გადადის ხალხში ბიბლიური სიუჟეტი?

3. რა ცვლილებებს განიცდის ფოლკლორიზაციის პროცესში ბიბლიის ტექსტი?

4. რა ინოვაციებს გვთავაზობს ქართული ფოლკლორი ბიბლიური სიუჟეტის

გახალხურებისას?

5. რით არის ქართულ ფოლკლორში შესაქმის ხალხური ვარიანტები ორიგინალური და,

ამასთან ერთად, რით ემსგავსება სხვა ხალხის ფოლკლორს.

მოცემული ამოცანების განხორციელება შეუძლებელია ებრაული ფოლკლორული

ტექსტების, ქრისტიანული აპოკრიფების და მოცემული საკითხის სხვადასხვა ერის

ფოლკლორში შესწავლის გარეშე.

პროგრამის განხორციელების გზები: ქართული ფოლკლორული ტექსტების მოძიება

არქივებში, მე-19 საუკუნის პერიოდულ გამოცემებსა და ფოლკლორულ კრებულებში;

სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება პირად და საჯარო, აგრეთვე სპეციალიზებულ (მაგ.

კლასიკური ფილოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ინსტიტუტის,

Page 8: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

8

აგრეთვე ებრაული კულტურული სახლის – ჯოინტის ბიბლიოთეკა) ბიბლიოთეკებში,

ინტერნეტ-რესურსებით ძიება (მაგ: www.apokrif.ru ; www.artbible.info და მსგავსი

ინტერნეტ-გვერდები) .

მოსალოდნელი შედეგები: ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად, შეძლებისდაგვარად,

ერთად შეიკრიბება ყველა ტექსტი, რომლებიც ბიბლიურ შესაქმეს უკავშირდება. მათი

ურთიერთ და სხვა ხალხის ფოლკლორთან შედარებით, აგრეთვე ბიბლიასთან, ებრაულ

ფოლკლორთან და ბერძნულ აპოკრიფებთან მიმართებაში ანალიზით გაირკვევა

ბიბლიის გახალხურების რა გზასთან უნდა გვქონდეს საქმე ქართულ ფოლკლორში;

ცხადი გახდება, ბიბლიის ფოლკლორიზაციის პროცესი; აიხსნება ხალხური

ცნობიერების დამოკიდებულება შესაქმისა და ცოდვით დაცემის მიმართ, შესწავლილი

იქნება მისი რელიგიური და ზნეობრივ-მორალური ასპექტები.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები: კვლევის შედეგები პერიოდულად

განიხილება ფოლკლორის განყოფილების სხდომებზე, წარმოდგენილი იქნება

მოხსენებების სახით კონფერენციებზე და გამოქვეყნდება პუბლიკაციების სახით.

პროგრამის კოორდინატორი: პროგრამა ინდივიდუალურია, მისი შემსრულებელია

ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი ეთერ ინწკირველი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 1200 (ათას ორას) ლარს.

”ქრისტიანულ-ზნეობრივი მრწამსი და ღვთისშვილის პორტრეტი”

პროექტის აღწერა: ხალხური რწმენა, იდეოლოგია აუცილებლად აისახება ხალხის

ფოლკლორში და, რა თქმა უნდა, ჩვენი 2000 -წლოვანი ქრისტიანული სულიერებაც

გარკვეულწილად კვალს ტოვებს ზეპირსიტყვიერებაზე. ამიტომ ქართული

მითოლოგიის კვლევა ამ კუთხით მეტად საინტერესოა;

პროექტის მიზანი: მითოლოგიაში არქაული აზროვნების შესწავლის მიზნით

მნიშვნელოვანია მითოსში არქაული აზროვნების თავისებურებისა და ქვეცნობიერის

ღირებულების გარკვევა;

პროექტის განხორციელების გზები:

Page 9: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

9

� მითოლოგიას განვიხილავთ როგორც სულიერი კულტურის ფორმას;

� ცალკეული კუთხეების მითებს გავიაზრებთ, როგორც ზოგადსაკაცობრიო

ასპექტების შემცველ ზოგადქართულ მოვლენას;

� აღვწერთ ღვთისშვილთა ზნეობრივ პორტრეტს;

� ურთიერთმიმართებაში განვიხილავთ მითოლოგიურ და ქრისტიანულ

მორალს.

მოსალოდნელი შედეგი: ქრისტიანული მრწამსისა და ღვთისშვილის პორტრეტის

საერთო ნიშნების შესწავლით გამოვლინდება მითოსში არქაული აზროვნების

ზნეობრივი პრინციპების თავისებურება და ქვეცნობიერის ღირებულება.

შედეგის შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები:

სამუშაოს მსვლელობისას, განყოფილების სხდომებზე მოხდება შედეგების განხილვა,

შენიშვნები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება შემდგომი კვლევისას,

შედეგები გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატიის სახით.

პროგრამის კოორდინატორი: პროგრამა ინდივიდუალურია, მისი კოორდინატორი და

შემსრულებელია ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ- თანამშრომელი ნინო

ბალანჩივაძე

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს წლიწადში 1200 (ათას ორას) ლარს.

სოლომონ ბრძენის სიბრძნისმეტყველების მეტაფორულობა

პროექტის აღწერა: სოლომონ ბრძენზე შექმნილ ხალხურ პროზაულ ნაწარმოებებს

ახასიათებთ რიტუალთან მჭიდრო კავშირი, დროის ციკლურობა, საგანთა და

მოვლენათა სიმბოლური .ბუნება და უმთავრესი – სიბრძნისმეტყველების

მეტაფორულობა.

საინტერესო იქნება კვლევა ნაწარმოებებში არსებული ფოლკლორული და ეთნიკური

პლასტებისა, რომლებშიც ცოცხლობს მითოლოგიური მსოფლშეგრძნება. ასევე

ადამიანური და ბუნებრივი ყოფის არქეტიპულ კონსტანტებზე – სახლი, პური, გზა,

Page 10: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

10

კერა, ბავშვობა, სიბერე, სიყვარული და ა.შ. - ორიენტირებული ფილოსოფიური

სიბრძნისმეტყველება.

პროექტის მიზანი: გაანალიზება, როგორც სოლომონ ბრძენის სახის ნაირგვარობის,

მისი სიბრძნისმეტყველების მეტაფორულობის, ასევე მითოსური სახის მქონე სხვა

არაერთი პერსონაჟისა (ზღვის ქალი, ზღვის კაცი, თევზი, ჭინკა, წყალი, კამეჩი ...) ამ

სიუჟეტის მქონე ხალხურ ნაწარმოებებში.

განხორციელების გზები: კვლევა განხორციელდება, როგორც გამოქვეყნებული, ასევე

ფოლკლორის არქივში დაცული გამოუქვეყნებელი მასალის

საფუძველზე.განხილული იქნება სოლომონ ბრძენზე შექმნილ ხალხურ

ნაწარმოებებში არსებულ საგანთა და მოვლენათა სიმბოლური ბუნება, სოლომონ

ბრძენის სიბრძნისმეტყველების ფილოსოფიურობა და მეტაფორულობა.

მოსალოდნელი შედეგი: სოლომონ ბრძენის სახის ნაირგვარობის, მისი

სიბრძნისმეტყველების მეტაფორულობის და ფილოსოფიურობის გაანალიზება

მითოსური სახის მქონე სხვა პერსონაჟებთან ერთად.

შედეგის შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები: მოხსენების სახით წაკითხული

იქნება განყოფილების სხდომაზე. გამოქვეყნდება სტატიის სახით.

პროგრამის კოორდინატორი: პროექტი ინდივიდუალურია, მისი კოორდინატორ-

შემსრულებელია ირმა ყველაშვილი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 2 400 (ორი ათას ოთხას) ლარს წელიწადში.

ფოლკლორული მოტივები თანამედროვე ქართულ პროზაში

პრობლემის აღწერა: თანამედროვე ქართული პროზის შესასწავლად და ღრმად

გასააზრებლად ძალზე მნიშვნელოვანია ფოლკლორული ძირების გამოვლენა. ამ

მხრივ საყურადღებო მასალას წარმოადგენს ხალხური ლეგენდები, გადმოცემები,

ლექსები, შელოცვები და ხმით ნატირლები. საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ რა

მიზნით იყენებს და რა დატვირთვა შეიძინა ამა თუ იმ თანამედროვე მწერლის

პროზაში ხალხურმა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებმა.

Page 11: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

11

პროექტის მიზანია: შესწავლილ იქნას უახლესი ქართული პროზისათვის

ლიტერატურული პროცესების დამახასიათებელი ნიშნები, ძველი თემების ახლებური

ინტერპრეტაცია და ფოლკლორული მოტივების გამოყენება პოსტმოდერნულ

ხელოვნებაში.

პროექტის განხორციელების გზად გვესახება თანამედროვე მწერლების მხატვრული

ტექსტების შედარება ფოლკლორულ წყაროებთან და პარალელების გავლება

თემატური და იდეური მიზანდასახულების თვალსაზრისით. საინტერესოა ის, თუ რა

მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები აღმოაჩინეს თანამედროვე

პროზაიკოსებმა.

მოსალოდნელი შედეგები: გამოვლინდება თანამედროვე ქართული პროზის

თავისებურებები და ზოგადად ქართული მხატვრული აზროვნების პროცესის

ჰომოგენურობა.

შედეგების შეფასება და მონიტორინგი განხორციელდება განყოფილების სხდომაზე,

ასევე ლოკალურ და საერთაშორისო კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებით,

ძირითადი დებულებები კი სტატიის სახით გამოქვეყნდება.

პროექტის კოორდინატორი: პროექტი ინდივიდუალურია, მისი შემსრულებელია

ფოლკლორის განყოფილების მეცნიერი-თანამშრომელი ეკა ჩხეიძე.

პროექტის ბიუჯეტი: პროექტის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 2400 ლარს.

თანამედროვე ქართული პოეზია და ფოლკლორი

პრობლემის აღწერა. თანამედროვე ქართული პოეზიის წარმომადგენელთა უდიდესი

ნაწილი: ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ელ. გოჩაშვილი, შოთა იათაშვილი, ცირა

ბარბაქაძე, ეთერ თათარაიძე და სხვები თავიანთ ნაშრომებში იყენებენ ფოლკლორს,

როგორც ქართულს, ასევე – ანტიკურს. იყენებენ როგორც ქართულ ხატოვან სიტყვა-

თქმებს, ასევე ანდაზებს, ზღაპრებს და რემინესცენციებს ანტიკური მითოსიდან. ეს

საკითხი სრულიად შეუსწავლელია და ჩვენს ინტერესს იმსახურებს.

Page 12: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

12

პროგრამის მიზანია - თავი მოუყაროს ფოლკლორის საფუძველზე შექმნილ

თანამედროვე ქართული პოეზიის ნიმუშებს და გაანალიზოს ისინი.

პროგრამის განხორციელების გზები - ამ მნიშვნელოვანი საქმისათვის გამოყენებული

იქნება როგორც ცალკეული პოეტური კრებულები, ასევე ქართულ ჟურნალ-

გაზეთებში გამოქვეყნებული ლექსები და პოემები. გამოიყოფა და განიხილება მათში

ფოლკლორის ელემენტები.

მოსალოდნელი შედეგები - წლიურ თემაზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ

მივიღებთ გამოკვლევას, რომელშიც თავმოყრილი და გაანალიზებული იქნება

ფოლკლორის ნიმუშების გამოყენების ცალკეული შემთხვევები თანამედროვე

ქართულ პოეზიაში (ზღაპრები, თქმულებები, გადმოცემები, ლეგენდები, შელოცვები,

სადიდებლები, მახვილსიტყვაობა).

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები - პერიოდულად მოხდება

მოძიებული მასალების განხილვა, სისტემატიზაცია და ჩატარებული სამუშაოს

შეჯამება განყოფილების სხდომებზე, კონფერენციებზე და ბოლოს თემის შედეგები

დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულებში.

პროგრამის კოორდინატორი - პროექტი ინდივიდუალურია. ხორციელდება ქართული

ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლის

დალილა ბედიანიძის მიერ.

პროგრამის ბიუჯეტი: შეადგენს 1 200 (ათას ორას) ლარს წელიწადში

ფოლკლორის არქივში დაცულ ხელნაწერთა აღწერილობა

ფოლკლორის არქივმა 2007 წელს დაიწყო პროექტის - „ფოლკლორის არქივში დაცულ

ხელნაწერთა აღწერილობა“ - განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა არქივში

დაცული ხელნაწერი მასალების აღწერას და მათ შესახებ არსებული მონაცემების

კატალოგიზაციას.

Page 13: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

13

პროექტის აქტუალობას განსაზღვრავდა შემდეგი ორი გარემოება: ერთის მხრივ,

არსებობდა ურთიერგამომრიცხავი წარმოდგენები არქივში დაცული ხელნაწერების

რაოდენობასთან დაკავშირებით;

1. ხოლო მეორეს მხრივ, სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი იყო

ინფორმაცია ზოგიერთი ხელნაწერის არსებობის შესახებ.

პროექტის შესაბამისად 2007-2008 წლებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები:

1. მოხდა დოკუმენტების დიდ მასივებად დაყოფა. მაგ., ადრინდელი ფონდი,

ახალი, ფონდი და ვარლამ მაცაბერიძის სახელობის ფონდი;

2. შემუშავდა და დაზუსტდა სისტემატიზაციის სქემა;

3. მოხდა ხელნაწერთა მოცემული სქემის მიხედვით აღწერა;

4. აღწერილი მასალა შევიდა კომპიუტერში;

5. მოხდა შეტანილი მასალის რედაქტირება;

6. მომზადდა და გამოიცა ბეჭდური კატალოგი (იხ. http://folklore.iatp.ge/).

პროექტის განხორციელებამ შესაძლებელი გახადა:

1. არქივში დაცულ ხელნაწერთა შესახებ ინფორმაციის სრულყოფა;

2. სამეცნიერო-საგამომცემლო მიზნებისათვის ხელნაწერთა გამოყენების

პირობების გაუმჯობესება;

3. მონაცემთა ელეტრონული ბაზების შემდგომი განვითარება.

2009 წელს ფოლკლორის არქივმა გააგრძელა პროექტზე მუშაობა. ზემოთ აღწერილი

სისტემატიზაციის შესაბამისად დამუშავდება პეტრე უმიკაშვილის ფოლკლორული

არქივი (იხ. დანართი 1) და სრულყოფილი სახით იანვარში დაიბეჭდება კატალოგი.

ფოლკლორულ მასალებთან ერთად დამუშავდა პეტრე უმიკაშვილის

ეპისტოლარული მემკვიდრეობა, რომლის საფუძველზეც შემუშავდა და დაზუსტდა

სისტემატიზაციის ახალი სქემა. შემუშავებული სქემის მიხედვით მოხდა პირადი

მიმოწერის აღწერა (იხ. დანართი 2).

Page 14: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

14

2010 წლისთვის ფოლკლორის არქივი აგრძელებს პროექტზე მუშაობას. დამუშავდება

და აღიწერება პეტრე უმიკაშვილის არქივის დაუმუშავებელი ხელნაწერები (ე. წ. არა

ფოლკლორული ტექსტები). შემუშავდება სისტემატიზაციის შესაბამისი სქემა, რის

საფუძველზეც მომზადდება და გამოიცემა კატალოგი.

პროექტის კოორდინატორი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის

ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი მარინე ტურაშვილი.

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 2 400 (ორი ათას ოთხას0 ლარს.

შიფრი

ერთეულ

თა

რაოდენობ

გვერდები

რაოდენო

ბა

ხელნაწერი

ტომი

მაქსიმალუ

რი ზომა

(სიმXსიგ) სმ

კარად

ხელნაწერის

მდგომარეობა

შენიშვნ

ფაუფ000

1 300 227 36X23 8

წიგნად

შეკრული

ფაუფ000

2 26 76 22,5X18 8 უყდო რვეული

ფაუფ000

3 2 8 22X17,5 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ000

4 126 48 22,5X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ000

5 1 12 22,5X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ000

6 2 16 22X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ000

7 3 20 22X18 8

ყდიანი

რვეული

Page 15: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

15

ფაუფ000

8 4 16 22X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ000

9 5 20 22,5X18,5 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ001

0 3 28 22,5X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ001

1 7 24 22,5X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ001

2 4 32 22,5X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ001

3 11 27 17,5X22,5 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ001

4 1 4 22X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ001

5 3 6 22,5X18 8 უყდო რვეული

ფაუფ001

6 2 14 21,5X17 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ001

7 7 78 22X18 8 უყდო რვეული

ფაუფ001

8 6 27 22,5X18,3 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ001

9 74 16 22X18 8

ყდიანი

რვეული

ფაუფ002 157 36 22X18 8 ყდიანი

Page 16: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

16

0 რვეული

ფაუფ002

1 2 8 20,5X17 8

ყდიანი

რვეული

ში

ფრ

ფუ

რც

ლებ

ის

რაო

დენ

ობა

ნა

წე

გვ

.

რა

დ.

ფუ

რც.

მაქ

ს.

ზო

მა

(სი

მXს

იგ.)

სმ

საწე

რი

მასა

ლა

ენა ვისგან ვის საიდა

ნ სად

შენიშ

ვნა

ფა

უმ

000

1

1 4

21X

26,

7

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

აბაზაძ

ე ნიკო

უმიკაშ

ვილ

პეტრე

მოსკ

ოვი 0

1

9 3

1

8

9

0

ფა

უმ

000

2

1 4

20,

5X2

6

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

აბაშიძ

ვლად.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

აბაშა 0 2

4

1

2

1

8

9

2

ფა

უმ

000

3

1 4

21,

7X2

9,5

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბერი

ვენედ

იქტე

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ათონ

იდან 0 0 0 0

ფა 2 4 27, ქაღ ქარ 0 უმიკაშ ათონ 0 0 0 0 აგზავ

Page 17: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

17

უმ

000

4

5X2

1.5

ალ

დი

თუ

ლი

ვილ

პეტრე

იდან ნის 26

კაცი

ფა

უმ

000

5

1 2 8,8

X14

ღია

ბარ

ათი

ქარ

თუ

ლი

ანდრი

აძე

ლეო

უმიკაშ

ვილ

პეტრე

0

თბ

ილ

ისშ

2 2

1

8

9

9

ფა

უმ

000

6

1 3

21X

26,

1

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ანდრი

აძე

ლეო

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ჭიათ

ური

დან

0 8 2

1

8

9

9

ფა

უმ

000

7

1 4

21X

26,

3

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ანდრი

აძე

ლეო

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ჭიათ

ური

დან

თბ

ილ

ისშ

5 1

1

1

8

9

9

გადამ

ისამა

რთებ.

.

ფა

უმ

000

8

1 2

20,

9X1

3,5

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ანდრო

ნიკაშვ

ილი მ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

0 0 6 5

1

8

8

4

ფა

უმ

000

9

1 1

13,

5X1

0,3

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ანთელ

ავა

ნიკ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

პეტე

რბურ

გიდა

0 2

1

1

0 0

ფა

უმ

001

0

1 1 9X1

4

ღია

ბარ

ათი

ქარ

თუ

ლი

ალელ

იშვილ

ი რ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ჭიათ

ური

დან

თბ

ილ

ისშ

2

4

1

0

1

8

9

7

Page 18: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

18

ფა

უმ

001

1

1 4

21X

26,

5

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბარკა

ლაია

ვ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

2

2 7

1

8

8

5

ერთვ

ის

ხატი

ფა

უმ

001

2

1 2

21,

3X2

6,3

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბარკა

ლაია

ვენ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ქუთა

ისიდ

ან

თბ

ილ

ისშ

1

5

1

2

1

8

7

9

ფა

უმ

001

3

1 1

21,

5X2

6,7

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბაქრაძ

ე დიმ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ბათუ

მიდა

თბ

ილ

ისშ

1

4 7

1

8

8

0

ფა

უმ

001

4

1 1

20,

7X2

7

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბაქრაძ

ე დიმ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ბათუ

მიდა

თბ

ილ

ისშ

4 1

0

1

8

8

0

ფა

უმ

001

5

1 1

21,

5X2

7,7

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბაქრაძ

ე დიმ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

2

1

1

2

1

8

8

1

ფა

უმ

001

6

1 2

21,

3X2

7

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბაქრაძ

ე დიმ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ბათუ

მიდა

1

8

1

0

1

8

8

0

ფა

უმ

001

1 1

21,

5X2

6,5

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბაქრაძ

ე დიმ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ბათუ

მიდა

2

9

1

0

1

8

8

Page 19: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

19

7 ს 0

ფა

უმ

001

8

1 2

21X

26,

5

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბაქრაძ

ე დიმ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

ფა

უმ

001

9

1 3 21X

26

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბედოე

ვი

გაბრ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

1

5 1

1

8

9

0

ფა

უმ

002

0

1 4

20,

5X2

6,5

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

ბიბილ

აშვილ

ი ვ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

გორი

დან 8

1

8

9

3

ფა

უმ

002

1

1 1

21,

3X2

5,2

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

მოცვაძ

ე ს.

გოგიჩა

იშვილ

ფილ.

თბი

ლისი

დან

2

7 1

1

9

3

7

ფა

უმ

002

2

1 4

20,

7X2

6,5

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

გაბაშვ

ილი

ეკატ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

2

5 1

1

8

9

5

ფა

უმ

002

3

2 8

21X

26,

7

ქაღ

ალ

დი

ქარ

თუ

ლი

გაბაშვ

ილი

ეკატ.

უმიკაშ

ვილ

პეტრე

1

2 2

1

8

9

4

ფა

უმ 1 4

20,

8X2

ქაღ

ალ

ქარ

თუ

გაბაშვ

ილი

უმიკაშ

ვილ

2

9

1

1

Page 20: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

20

002

4

6,5 დი ლი ეკატ. პეტრე

“შუშანიკის წამების” პრობლემატიკა

პრობლემის აღწერა. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის

ქართული ლიტერატურის განყოფილებაში 2008-2009 წლებში მომზადდა ორი

სამეცნიერო კრებული: “წმინდა ნინო და ქართლის მოქცევა” და “გიორგი

მთაწმინდელი”, რომლებიც გამოიცემა ინსტიტუტის ახალდაარსებული სერიით -

“ლიტერატურის ინსტიტუტის მეგზური”. 2010 წელს “მეგზურის” მომდევნო წიგნი

დაეთმობა ერთი თხზულების პრობლემატიკას. კრებულის საერთო სათაურია

“შუშანიკის წამება”.

“შუშანიკის წამება” ქართული ლიტერატურის გამორჩეული ძეგლია. მას უკავშირდება

რიგი საკითხებისა, რომელთა კვლევა ეროვნული ლიტერატურათმცოდნეობის

განვითარების ყოველ ეტაპზე ინარჩუნებს აქტუალობას. ამ ტექსტს უკავშირდება

მრავალი ისტორიული თუ ლიტერატურული ხასიათის პრობლემა,

მსოფლმხედველობრივი საკითხები, სახისმეტყველებითი კვლევა თხზულების

ქართულ-სომხურ რედაქციათა ურთიერთმიმართება და ა. შ.

წიგნში წარმოდგენილი იქნება როგორც წინარე პერიოდის გამოჩენილ მკვლევართა,

ისე თანამედროვე მეცნიერთა გამოკვლევები, მათ შორის, ამ გამოკვლევათა

მეცნიერული შეფასებებიც, ახლებური გააზრება რიგი საკითხებისა.

აღნიშნული პროექტი ერთწლიანია. 2010 წლის განმავლობაში განყოფილების

თანამშრომლები მოამზადებენ სათანადო სამეცნიერო ნაშრომებს, რომელთა

წინასწარი განხილვა მოხდება განყოფილების სხდომებზე.

პროგრამის მიზანი და ამოცანები. 2010 წლის ბოლოსთვის დასრულდება კრებულზე -

“შუშანიკის წამება” - მუშაობა და წიგნი მზად იქნება გამოსაცემად. მასში

შეძლებისდაგვარად წარმოჩნდება თანამედროვე თვალსაზრისები “შუშანიკის

წამებასთან” დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. ეს წიგნი დახმარებას გაუწევს

Page 21: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

21

სპეციალისტებსა და სტუდენტებს, ამასთანავე, იქნება გზამკვლევი საკითხით

დაინტერესებული მკითხველისათვის.

პროგრამის განხორციელების გზები გულისხმობს “შუშანიკის წამების” ტექსტის

შესწავლას, სამეცნიერო ლიტერატურის ახლებურ შეფასებას.

მოსალოდნელი შედეგები მთლიანობაში იქნება გააზრებული და წარმოდგენილი

იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამების” პრობლემატიკა, რაც ხელს შეუწყობს ამ

უძველესი თხზულების კვლევას თანამედროვე მეცნიერული აზროვნების

კონტექსტში და მის პოპულარიზაციას.

შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები.შედეგების შეფასება მოხდება სამეცნიერო

კონფერენციებზე, სესიებზე, პრეზენტაციებზე, ქართული ლიტერატურის

განყოფილების სხდომებზე და სხვ.

პროგრამის კოორდინატორია ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი

მეცნიერი თანამშრომელი დარეჯან მენაბდე.

პროექტის ბიუჯეტი. პროგრამის სახელფასო ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 17 184

(ჩვიდმეტი ათას ას ოთხმოცდაოთხ) ლარს

“ვეფხისტყაოსნის” ცნებათმეტყველებანი და სახისმეტყველებანი

პროექტის ზოგადი დახასიათება, თემის აქტუალობა და კვლევის სიახლე:

რუსთველოლოგიური კვლევების თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო აქტუალური

ხდება სოციოკულტურული ადაპტირების საკითხი, ამიტომ აუცილებელია ახალი

ხედვის, ახალი მიმართულებების, ახალი მიდგომების განსაზღვრა, რათა ხელი

შევუწყოთ ,,ვეფხისტყაოსნის” კულტურული შინაარსის დაბრუნებას

საზოგადოებრივი ინტერესების სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მუშაობა

მრავალი მიმართულებით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმედ მიგვაჩნია

ცნებათმეტყველებითი ბაზის შექმნა.

უნდა განხორციელდეს ,,ვეფხისტყაოსნის” როგორც ფუნდამენტური, ისე რიგითი

ტერმინების კვლევა, რომლის შედეგები თავს მოიყრის ერთიან კონცეფციურ

Page 22: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

22

სისტემაში, ამასთანავე მოხდება მრავალფეროვანი და ხშირად

ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციების დაახლოება-შეჯერება; დაიხვეწება და

დაზუსტდება ტრადიციული დეფინიციები. კვლევა მოიცავს ისეთ აქტუალურ

პრობლემებს, როგორებიცაა ესთეტიკური, ფილოსოფიური, თეოლოგიური,

ლიტერატურისმცოდნეობითი, ლინგვისტური, ისტორიული, პოლიტიკური,

იურიდიული, სოციალური და სხვა საკითხები.

პროექტის მიზანი:

ა) პროექტით გათვლისწინებულია შეიქმნას ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილი

იქნება “ვეფხისტყაოსნის” ტექსტიდან ამოკრეფილი ცნებათმეტყველებითი და

სახისმეტყველებითი რუსთველისეულ სიტყვახმარებათა შემცველი სტრიქონები.

ბ) ნაშრომში შესული “ბუდეები” წარმოდგენილი იქნება თემატურად.

გ) სხვადასხვა “ბუდეში” განთავსებული მასალა ერთმანეთს “გადაკვეთს”; მაგალითად:

“მზე” წარმოდგენილი იქნება პერსონაჟთა მეტაფორად, მაგრამ ის შევა შესაბამის

“ბუდეებში” როგორც საღვთო სიმბოლო, ამიტომ ნაშრომს უნდა დაერთოს სტროფთა

საძიებელი, რომელიც გვიჩვენებს სათანადო სტროფებს და ტაეპებს, რომლებშიც

მეორდება სიტყვახმარებანი.

დ) მასალათა ამოსაწერად გამოყენებული იქნება “ვეფხისტყაოსნის” მხოლოდ ერთი

რედაქცია: “ვეფხისტყაოსანი”, ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით, გამომცემლობა

“მეცნიერება”, 1966 წ.

ე) ნაშრომში გათვალისწინებული იქნება ლექსიკოლოგიური განმარტებანი (ა. შანიძის

მიერ შედგენილი “ვეფხისტყაოსნის” სიმფონია, ტექსტოლოგიური განმარტებანი

“ვეფხისტყაოსნის” ნ. ნათაძისეული გამოცემიდან, ს.-ს. ორბელიანის “სიტყვის კონა”

და სხვ.).

ვ) გასათვალისწინებელია რუსთველოლოგიის ტრადიციული და თანამედროვე

პრობლემატიკა, აგრეთვე უახლეს თეორიულ ლიტერატურათმცოდნეობაში

წარმოდგენილი ცნებათმეტყველებანი და მეთოდები (ქართულიც და უცხოურიც).

Page 23: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

23

ზ) გათვალისწინებული იქნება თანამედროვე მსგავსი გამოცემები და

რუსთველოლოგიურ სამეცნიერო კრებულებში წარმოდგენილი სისტემატიზაცია (გ.

იმედაშვილისა და სხვათა).

თ) მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, “ბუდეებში” არ შევა მოხმობილი ტექსტების

რუსთველოლოგიური ან სხვა სახის სამეცნიერო განმარტებანი. წარმოდგენილი

იქნება მხოლოდ “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონები (ან სტროფები), მთავარ სიტყვათა

ხაზგასმით.

ი) გამონაკლისის სახით ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება შევიდეს ამა თუ იმ სიტყვის

ლექსიკური განმარტება სათანადო ლიტერატურის მითითებით; მაგალითად, პოემის

პირველი სტრიქონიდან (ან სხვა ადგილიდანაც) რუსთველური სიტყვახმარებისას -

“სამყარო”: უმაღლესი ზეცა. გამონაკლისის სახით ცალკეულ შემთხვევაში დაერთვის

მითითებანი, თუ რა ადგილასაა პოემაში ჩვენ მიერ მოხმობილი სტრიქონები.

კ) ნაშრომი ვერ დაისახავს მიზნად მთლიანად ამოწუროს თავისი

მიზანდასახულობანი, მაგრამ იგი უთუოდ ხელს შეუწყობს მომავალ

რუსთველოლოგიურ ძიებებს და, საერთოდ, გააადვილებს ტექსტის უკეთ აღქმას.

ლ) ნაშრომი გამოადგება სპეციალისტ-ლიტერატურათმცოდნეებს, უმაღლეს

სასწავლებლებს, საშუალო სკოლას და ფართო მკითხველსაც.

პროექტის თემატიკა

1. ა) “ვეფხისტყაოსნის” საღვთისმეტყველო სიტყვახმარებანი;

ბ) ფილოსოფიური ცნებათმეტყველებანი

2. ა) პოეტიკურ-ესთეტიკური ცნებათმეტყველებანი

ბ) “ენის” ცნება რუსთველურ კონტექსტში

გ) “სახე”

დ) “ხატი”; “ქართული” (ენა)

3. ა) რუსთველური ცნობები (მეტაფორა, სიმბოლო და სხვანი)

ბ) პარადიგმული სახეები

Page 24: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

24

გ) ტარიელი

დ) ნესტანი

ე) ციური მნათობები

4. ა) მიჯნურობა

გ) რაინდობა

დ) ავთანდილი

ე) ფატმანი

5. ა) მითოსურ-ფოლკლორული კონტექსტები

ბ) ქაჯეთი, დევთა ადგილები, დავარი და სხვანი

გ) დულარდუხტი

დ) როშაქი

6. პერსონაჟები:

ა) როსტევანი

ბ) ფრიდონი

გ) სარიდანი

დ) ფარსადანი

ე) რამაზი

7. ა) ბუნება

ბ) ასმათი

გ) ნაშრომს დაერთვის გადამუშავებული სახით ა. შანიძის “ვეფხისტყაოსნის”

სიმფონიაში წარმოდგენილი საკუთარი სახელები, A. პირთა სახელები, გვ. 415-425, B.

გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები, გვ. 426-428)

დ) ნაშრომის კორექტურა

შესრულების ეტაპები

Page 25: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

25

I ეტაპი

ა) პროექტით წარმოდგენილი გეგმის საბოლოო განხილვა, კორექციები.

ბ) ძირითადი მასალის ამოწერა.

II ეტაპი

ა) ამოწერილი მასალის რედაქტირება.

ბ) “ბუდეების” შეჯერება.

გ) ნაშრომის სრტუქტურული სახის ჩამოყალიბება-რედაქტირება.

დ) ნაშრომის ელექტრონული ვერსიის შექმნა.

პროექტით გათვალისწინებული ნაშრომი დასრულდება 2011 წლის დეკემბერში. იგი

შექმნის საფუძველს შემდგომი მუშაობისათვის, კერძოდ, რათა შედგეს სრული

კრებული, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სიტყვარი “ვეფხისტყაოსნის”

ცნებათმეტყველებისა.

პროექტის კოორდინატორი - რუსთველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის

ხელმძღვანელი ივანე ამირხანაშვილი

პროექტის ავტორი და რედაქტორი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი რევაზ სირაძე

პროექტის ბიუჯეტი - პროექტის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 18912 (თვრამეტი

ათას ცხრაას თორმეტ ლარს).

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მომზადების დასრულება

პრობლემის აღწერა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემა შეივსება

ახალი მასალით, საქმიანი ქაღალდების ტომი ცალკე გამოიყოფა და დამატების სახით

მოჰყვება აკადემიურ გამოცემას.

მიზანი და ამოცანები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის

სასტამბოდ მომზადების დასრულება.

განხორციელების გზები

Page 26: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

26

1. საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის რარიტეტის განყოფილებიდან

ილია ჭავჭავაძის პირად ფონდში დაცულ წიგნებზე არსებულ მინაწერების აღნუსხვა-

გადმოწერა და XIX ტომში ჩასამატებლად მომზადება.

2. XX ტომის სასტამბოდ მომზადების დასრულება.

3. საქმიანი ქაღალდების დამატებითი ტომის გამოსაცემად მომზადება.

შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმი

1 გამოსაცემად მომზადებული XIX, XX და საქმიანი ქაღალდების დამატებითი ტომი.

2. ტომების სამეცნიერო აპარატის სისრულე და ხარისხი.

მოსალოდნელი შედეგები დასრულდება შოთა რუსთაველის ქართული

ლიტერატურის ინსტიტუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი - “ილია

ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური მრავალტომეულის” გამოსაცემად მომზადება.

პროგრამის კოორდინატორი პროგრამის კოორდინატორია ტექსტოლოგიის ცენტრის

ხელმძღვანელი მაია ნინიძე.

პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის სახელფასო ბიუჯეტია 4 428 ( ოთხი ათას ოთხას

ოცდარვა) ლარი წელიწადში.

აკაკი წერეთლის პოეტიკა

პროგრამის აღწერა: ნაშრომი შესრულდება ორ ნაწილად. პირველი ნაწილი

თეორიული ხასიათისა იქნება. მასში წარმოჩნდება ტროპის ადგილი და მნიშვნელობა

გამომსახველობით საშუალებათა შორის. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა

შედარებას, რადგან, როგორც ცნობილია, ყოველ ტროპს შედარება უდევს საფუძვლად

და, ამდენად, მისი გამოცალკევება ამა თუ იმ შემოქმედის მხატვრულ აზროვნებაში

ყოველმხრივ გამართლებული და აუცილებელიცაა.

აკაკი დიდ მრავალფეროვნებას იჩენს ტროპების გამოყენებისას. ჩვეულებრივ, როცა,

მაგალითად, შედარებას მიმართავენ, ტექსტში ჩართულია მაკავშირებელი სიტყვები:

ვით, როგორც, ისე, მსგავსად და მისთანანი. აკაკის, რა თქმა უნდა, მრავლად

Page 27: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

27

მოეპოვება ამ ტიპის მაგალითები, მაგრამ არც ისე იშვიათია შემთხვევები, როცა

შედარებები განხორციელებულია მაკავშირებელი სიტყვების გარეშე და ამ დროს

ეფექტი, შთაბეჭდილება გაცილებით დიდია. ასეთ შედარებებს, პირობითად,

შეფარულს ეძახიან და აკაკი აქაც წარმატებით იყენებს კონტრასტის უძველეს ხაზს.

Aასევე იქნება განხილული ტროპის სხვა სახეობები.

პროგრამის მიზნები და ამოცანები: აკაკის პოეტურ ხელოვნებას პროგრამის ავტორები

მრავალი წელია იკვლევენ. პროგრამის მიზანია საბოლოო სახით დაასრულოს ვრცელი

მონოგრაფია, რომელშიც აკაკი წერეთლის შემოქმედება მთელი სისრულით იქნება

შესწავლილი.

განხორციელების გზები: ნაშრომების წერისას ავტორები დაეყრდნობიან აკაკის

თხზულებების აკადემიურ თხუთმეტტომეულს, აგრეთვე სხვა მონაცემებს

(მაგალითად, “უცნობი აკაკი”), გამოავლენენ აკაკის შემომედებაში გამოყენებულ

ტროპის ყველა სახეობას, მათ თავისებურებასა და განსაკუთრებულობას.

შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმები: ნაშრომის ცალკეული მონაკვეთები

წაკითხული იქნება განყოფილების სხდომაზე, გამოთქმული შენიშვნები

გათვალისწინებული იქნება მომავალ მუშაობაში.

მოსალოდნელი შედეგები: გამოკვლევაში ცხადად იქნება ნაჩვენები, რა დიდ

ოსტატობას იჩენდა აკაკი ტროპების გამოყენებისას, რაც დღევანდელი

პოეზიისთვისაც სამაგალითოა. მონოგრაფია ქმედით დახმარებას გაუწევს როგორც

სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე უმაღლესი სასწავლებლების

სტუდენტებსა და პედაგოგებს.

პროგრამის კოორდინატორი: პროგრამის კოორდინატორია მთავარი მეცნიერი-

თანამშრომელი ემზარ კვიტაიშვილი.

პროგრამის ბიუჯეტი: პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 12 096 (თორმეტი

ათას ოთხმოცდათექვსმეტ) ლარს.

ტექსტოლოგიის ცენტრი

Page 28: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

28

აკაკი წერეთლის რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია

პრობლემის აღწერა აკაკი წერელის შემოქმედების კვლევას მრავალი მონოგრაფია და

ასობით სტატია ეძღვნება. არათუ რიგითი მკითხველისათვის,

სპეციალისტებისთვისაც კი შეუძლებელი ხდება თითოეული მათგანის გაცნობა.

ამიტომ მნიშვნელოვანია კვალიფიციურ მკვლევართა მიერ ანოტირებული

ბიბლიოგრაფიების შედგენა და გამოცემა. 2007 წელს შოთა რუსთაველის ქართული

ლიტერატურის ინსტიტუტმა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებულში დაბეჭდა

“ილია ჭავჭავაძის რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია” და სასურველია, რომ

აკაკი წერეთლის საიუბილეო წელს მომზადდეს მისი თხზულებების რჩეული

ანოტირებული ბიბლიოგრაფიაც.

მიზანი და ამოცანები პროექტის მიზანია მეგზურობა გაუწიოს მკვლევრებს,

სტუდენტებს, მოსწავლეებსა და აკაკი წერეთლის შემოქმედებით დაინტერესებულ

რიგით მკითხველებს ქართველი კლასიკოსის ნაწერებსა და მისი თხზულებების

შესახებ შექმნილ კრიტიკულ ლიტერატურაში.

განხორციელების გზები

1. შედგება მწერლის თხზულებათა გამოცემების და მის შემოქმედებაზე შექმნილი

გამოკვლევების ნუსხა.

2. ამ ნუსხიდან შეირჩევა პროექტზე მომუშავე ჯგუფისა და კონსულტანტების აზრით

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცემები, მონოგრაფიები, კრებულები და

ცალკეული სტატიები.

3. დამუშავდება ტექსტები და შედგება ანოტაციები.

4. რედაქტირება გავუკეთდება ანოტაციებს და მომზადდება გამოსაცემად.

შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმი

1. შედგენილი ნუსხის სისრულე.

2. შერჩეული მასალის ხარისხი.

3. ანოტაციების ლაკონურობა და ინფორმაციულობა.

Page 29: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

29

4. მასალის ორგანიზება.

მოსალოდნელი შედეგები

ქართველი მკითხველი მიიღებს ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას, რომელიც კარგ

მეგზურობას გაუწევს აკაკი წერეთლის ნაწერებსა და მათ შესახებ შექმნილ კრიტიკულ

ლიტერატურაში.

პროგრამის კოორდინატორი ტექსტოლოგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნანა

ფრუიძე.

პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის სახელფასო ბიუჯეტია 8 832 (რვა ათას რვაას

ოცდათორმეტი) ლარი წელიწადში.

“გრიგოლ რობაქიძე, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი და თეორეტიკოსი”

პროგრამის აღწერა: გრიგოლ რობაქიძე ქართული მოდერნიზმის მეტრი და, ამავე

დროს, ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე, ანალიტიკოსი და თეორეტიკოსი იყო.

მისი ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე შექმნილი თხზულებები საყურადღებო

მასალას გვთავაზობს როგორც ჩვენი, ისე უცხოელი მწერლების შემოქმედების

ირგვლივ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული და ნაკლებად შესწავლილია

რობაქიძის რუსულენოვანი ესეისტიკა და პუბლიცისტიკა. მეორე მხრივ,

მნიშვნელოვანია მწერლის ის თეორიული წერილები, რომლებიც მისი დროის

მსოფლიოს და ევროპის ლიტერატურულ პროცესებსა და მიმდინარეობებს ეძღვნება.

მიზანი და ამოცანები: ჩვენი კვლევის მიზანია გრ. რობაქიძის ქართულ, რუსულ და

გერმანულენოვან შემოქმედებაში გამოვავლინოთ და გავაანალიზოთ მისი ის

ძირითადი თხზულებები, რომლებშიც, ერთი მხრივ, განხილული და შეფასებულია

ქართველი თუ უცხოელი მწერლების ნააზრევი, მეორე მხრივ, წარმოდგენილია

გრიგოლ რობაქიძე, როგორც ლიტერატურის თეორეტიკოსი. კვლევისას გამოვიყენებთ

ჰერმენევტულ და, ნაწილობრივ, ინტეგრალურ მეთოდებს.

განხორციელების გზები: საკვლევი მასალის სრულად გამოვლენის მიზნით

გავეცნობით მწერლის სამენოვან შემოქმედებას, ცალკეულ გამოცემებს, პრესაში

Page 30: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

30

გამოქვეყნებულ თუ საარქივო მასალებს, ინტერნეტში განთავსებულ ტექსტებს. ასევე,

იმ სამეცნიერო გამოკვლევებს, რომლებიც აღნიშნულ თემატიკას ეძღვნება.

შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმი: პროექტის შედეგები ასახული იქნება

განყოფილების თუ საინსტიტუტო სამეცნიერო სხდომებზე წაკითხულ მოხსენებებში,

ცალკეულ სამეცნიერო პუბლიკაციებში.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შესრულების შემთხვევაში წარმოდგება გრიგოლ

რობაქიძის, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსისა და თეორეტიკოსის,

შეძლებისდაგვარად სრული პორტრეტი, რაც მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის

მნიშვნელოვანი მხარეა.

პროგრამის კოორდინატორი: ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი

მეცნიერი თანამშრომელი მანანა კვატაია.

პროგრამის ბიუჯეტი: შეადგენს წელიწადში 2 832 (ორი ათას რვაას ოცდათორმეტ)

ლარს.

“გალაკტიონოლოგია-5”

პროგრამის აღწერა: ცენტრი მუშაობს სამეცნიერო-ლიტერატურული კრებულის -

“გალაკტიონოლოგია” მრავალტომეულზე, რომლის პირველი სამი წიგნი

კომპლექსურად მოიცავს ზოგად და სპეციალურ კვლევებს გალაკტიონის

ლიტერატურული მემკვიდრეობისა და ბიოგრაფიის ამა თუ იმ პრობლემის შესახებ,

პუბლიცისტიკას და, ასევე, საარქივო-მემორიალურ მასალებს. მეოთხე წიგნიდან

მრავალტომეულის კონცეფცია შეიცვალა. გამოცემის კომპლექსური ხასიათი

შენარჩუნებულია შემდეგნაირად: წიგნის ძირითადი ხაზი ეთმობა ერთი

მაგისტრალური პრობლემის მონოგრაფიულ კვლევას, ხოლო დანარჩენი - ზოგადი

ხასიათის კვლევებს, ლიტერატურულ სტატიებსა და მემორიალურ მასალებს. ამ

პრინციპით გამოცემული მეოთხე წიგნის კვლევის ობიექტი იყო გალაკტიონის

ადრეული ლირიკა (1908-1914). ამჟამად, 2009-2010 სამეცნიერო-კვლევითი გეგმის

შესაბამისად, მზადაა გამოკვლევები გალაკტიონ ტაბიძის სიმბოლისტური პერიოდის

(1915-1919) შესახებ.

Page 31: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

31

პროგრამის მიზანი: კრებულის მონოგრაფიული კორპუსის მასალებზე სამეცნიერო

მუშაობის დასრულება, წიგნის რედაქტირება და გამოცემა.

განხორციელების გზები: პროგრამა ორწლიანია და მისი განხორციელება გასულ წელს

დაიწყო. გამოკვლევებით დადგინდა შესასწავლი ობიექტის პარამეტრები, მისი

გენეზისის, ტიპოლოგიისა და პოეტიკის ძირითადი მახასიათებლები. მათ ბაზაზე

შეიქმნა კრებულის - “გალაკტიონოლოგია-5” ძირითადი კორპუსი, რომლის შევსება-

გაფართოება მოხდება 2010 წელს ახალი გამოკვლევების მეშვეობით. დაგეგმილია

ასევე, 2001-2009 წლებში გამოქვეყნებული გალაკტიონოლოგიური მასალის

რეცენზირება, რაც დანართის სახით შევა წიგნში.

მოსალოდნელი შედეგი: გალაკტიონის შემოქმედებით დაინტერესებული მკითხველი

კიდევ ერთ საინტერესო წიგნს მიიღებს; ამასთან, გამოცემა საფუძველს განუმტკიცებს

გალაკტიონის პოეტური მემკვიდრეობის შემდგომ კვლევებს.

შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები. შედეგების შეფასება მოხდება სამეცნიერო

კონფერენციებზე, სესიებზე, პრეზენტაციებზე, გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო-

კვლევითი ცენტრის სხდომებზე და სხვ.

პროგრამის კოორდინატორია გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის

ხელმძღვანელი თეიმურაზ დოიაშვილი.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 20 496 (ოცი ათას ოთხას

ოთხმოცდათექვსმეტ) ლარს.

თანამედროვე ქართველ მწერალთა ბიბლიოთეკა

პრობლემის აღწერა მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნის ქართული ლიტერატურის

საკითხები საკმაოდ საფუძვლიანადაა შესწავლილი, დღემდე არ არის შექმნილი იმ

ტიპის სამეცნიერო თუ სამეცნიერო-პოპულარული გამოკვლევა, რომელიც სრულ

წარმოდგენას შეგვიქმნიდა XX საუკუნეში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე

და ამ პროცესებში მონაწილე მწერლებზე. დღევანდელი გადასახედიდან საჭიროა

ბევრი დამკვიდრებული მოსაზრების კორექტირება და ახალი მიდგომებისა და

Page 32: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

32

მეთოდოლოგიების გამოყენება მათ შესაფასებლად, კულტურულ პროცესებში მათი

ადგილისა და როლის განსაზღვრა. Eეს პრობლემა არ გადაწყდება ლიტერატურის

ისტორიის ჩარჩოებში, რამდენადაც შეუნიშნავი შეიძლება დარჩეს ინდივიდუალური

ფასეულობები და ტენდენციები, როგორც პროცესების, ისე პერსონალიებისა.

პროგრამის მიზანი და ამოცანები პროგრამის მიზანია ამ ხარვეზების შევსება და

თანამედროვე ქართველ მწერალთა ბიბლიოთეკის შექმნა, თავისებურებებისა და

განვითარების ტენდენციების მონიშვნა, იმ როლის გამოკვეთა, რომელიც მათ

შეასრულეს საერთო ლიტერატურული პროცესის განვითარების, ფორმალური და

სტილისტური სიახლეების დანერგვის და მხატვრული ენის სრულყოფის, დახვეწის

საქმეში.

პროგრამის განხორციელების გზები ბიბლიოთეკის სუბიექტები იქნებიან,

უპირატესად, XX საუკუნის II ნახევრის მწერლები: ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე,

მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე, არჩილ სულაკაური, ნოდარ დუმბაძე, გურამ

გეგეშიძე, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, ჭაბუა ამირეჯიბი,

ნაირა გელაშვილი, გოდერძი ჩოხელი, 80-იანი წლების სხვა, ნაკლებად შესწავლილი

მწერლები.

პროექტი ორწლიანია. 2010 წელს მომზადდება ნარკვევები თითოეული მწერლის

შემოქმედების შესახებ. მოხდება მათი საბოლოო რედაქტირება.Nნარკვევები

გამოიცემა ცალ-ცალკე წიგნაკებად და გამთლიანდება ერთ კონცეპტუალურ ჩარჩოში,

დაისტამბება მყარი, დადგენილი პერიოდულობით.

მოსალოდნელი შედეგები წიგნები დაეხმარება პედაგოგებს, სტუდენტებს,

მაგისტრებსა და დოქტორანტებს ამა თუ იმ მწერლი შემოქმედების მიმართ ერთიანი

მიდგომის ჩამოყალიბებაში, ცალკეული ნაწარმოების მიღმა არსებული მხატვრული

ფენის, კონტექსტის, სახეთა სისტემის გათვალისწინებაში.

შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები შედეგების შეფასება მოხდება სამეცნიერო

კონფერენციებზე, სესიებზე, პრეზენტაციებზე, ქართული ლიტერატურის

განყოფილების სხდომებზე და სხვ.

Page 33: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

33

პროგრამის კოორდინატორი: პროექტის კოორდინატორია მეცნიერებათა დოქტორი,

ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი მანანა კვაჭანტირაძე.

პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის წლიური სახელფასო ბიუჯეტია 29 520 (ოცდაცხრა

ათას ხუთას ოცი) ლარი.

თანამედროვე პოლიტტექნოლოგიები და მედიის დისკურსი (სამწერლო

გამოცდილება)

პრობლემის აღწერა: ჩვენ კაცობრიობის ისტორიის ახალი მეტამორფოზის ფაზაში

შევედით, როდესაც ძალადობაზე დამყარებული რადიკალური ტრანსფორმაციები

ახალთაობის რადიკალიზმმა შეცვალა. ინფორმაციული ტექნოლოგიები, ცნობიერების

მანიპულირებისა და მასობრივი პროპაგანდის მეთოდები მთავარ როლს ასრულებს

რევოლუციურ ტექნოლოგიებში, რაც, თავის მხრივ, მედიის ფუნქციონირებაზეც

აისახება (ვგულისხმობთ მის ტრანსპარანტულობას, ანგარიშვალდებულებას,

დიალოგურობასა და თანამონაწილეობის ფუნქციას) და მნიშვნელოვნად ცვლის მის

როლსა და მნიშვნელობას. საზოგადოებისთვის ფორუმის შემთავაზებლისა და

მეთვალყურის ფუნქციის აღმსრულებლის ნაცვლად დღეს მედიის

ინსტრუმენტალიზაციის მოწმენი ვხდებით.

თანამედროვე პოლიტტექნოლოგიათა ზემოქმედებით იცვლება კულტურული

ფასეულობები და წეს-ჩვეულებები. ამ ჭრილში განვიხილავთ პრობლემურ

თემატიკას: ჟურნალიზმისა და პოლიტიკური კომუნიკაციების ურთიერთობის

ფორმებს დემოკრატიზაციის ბოლოდროინდელ პროცესებში; საერთაშორისო მედიის

ე.წ. “დემონსტრირების ეფექტის” მნიშვნელობას; პრესის თავისუფლების

ინტერპრეტაციის ფორმებს ახალ დემოკრატიებში, ჰაბერმასისეული რაციონალური

დისკურსისა და მაკქუელის მედიის ნორმატიული თეორიის კონტექსტში.

საკითხი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით ვიკვლიეთ: 1) მასმედიის გავლენის

ზრდა კულტურულ პროცესებზე; 2) თანამედროვე ინტელექტუალურ-

ინფორმაციული პოლიტიკა მასკომუნიკაციისა და კულტუროლოგიის თეორიათა

Page 34: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

34

კონტექსტში; 3) პოლიტიკური ძალაუფლებისა და ინტელექტუალური ჰეგემონიის

კონფლიქტის პრობლემა თანამედროვე მწერლის პუბლიცისტიკაში.

პროგრამის მიზანი: ჩვენი მიზანია დისკუსულად წარმოვაჩინოთ თანამედროვე

მედიისა და პოლიტიკური კომუნიკაციების ურთიერთმიმართების პრობლემატიკა.

აქედან გამომდინარე, განვსაზღვროთ დემოკრატიზაციის პროცესზე მედიის გავლენის

ხარისხი; პოლიტიკურ მედიატექსტზე სიტყვიერი ზემოქმედების ფორმები.

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ამ მიმართებით სამწერლო

გამოცდილებას ეხება. გამოვავლინოთ საავტორო ჟურნალისტიკის ტენდენციები,

ზოგადად, თანამედროვე პოლიტიკური ჟურნალიზმის კრეატიულობა.

პროგრამის ამოცანები პროექტის ამოცანაა, განვსაზღვროთ დემოკრატიზაციის ეტაპზე

წარმოქმნილი დისკურსის თავისებურებები და მასთან მიმართებაში მასმედიის,

როგორც თანამედროვე პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

სუბიექტის როლი და მნიშვნელობა. ამ კუთხით ვითვალისწინებთ სამწერლო მედია

გამოცდილებას, როგორც ვირტუალური სოციოკულტურული რეალობის

ტირაჟირებით მოტივირებული მედიაგამოსვლების ალტერნატივას. თანამედროვე

მწერალი სულ უფრო აქტიურად მიმართავს პოლიტიკური ჟურნალისტიკის იმგვარ

ფორმებს, რომლებშიც მხატვრული ელემენტები დეტერმინებულია თვით

პუბლიცისტური დისკურსის გაშლის ლოგიკით. სამწერლო მედიაგამოცდილება

გვაინტერესებს არა როგორც მხოლოდ გარკვეული ტენდენცია ლიტერატურულ

პროცესში, არამედ როგორც ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების მნიშვნელოვანი მხარე,

- მწერლური პუბლიცისტიკა და პუბლიცისტურობა მხატვრულ პროზაში.

პროგრამის განხორციელების გზები: პროექტის განხორციელება შესაძლებელია

საავტორო ჟურნალიზმის გამორჩეულ ნიმუშთა მოხმობა-ანალიზის საფუძველზე,

რომლებიც მეტი სრულყოფილებით ასახავს, როგორც თანამედროვე მედიაკლიმატს,

ასევე მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესს. მასზე დაკვირვებითა და

ზოგადსაკაცობრიო კონტექსტში განხილვით საკითხს სიღრმისეულად წარმოვაჩენთ.

კვლევის ემპირიულ ბაზად მოვიაზრებთ ამ მიმართებით დასავლური მეცნიერული

აზრის უახლეს მიღწევებს. მათ შორის, კულტუროლოგიურ, პოლიტოლოგიურ,

კომუნიკოლოგიურ და ახალთაობის სხვა ჰუმანიტარულ დისციპლინათა კვლევებს,

Page 35: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

35

ფილოსოფიურ ნააზრევს (მაგ., ჯონ სტიუარტ მილის, Aანტონიო გრამშის, იურგენ

ჰაბერმასის, Hჰერბერტ მარკუზეს, რობერტ ალან დალის, უმბერტო ეკოს, მიხაილ

ბახტინის, პიერ ბურდიეს, ენტონი სმითის, ზბიგნევ ბჟეზინსკისა და სხვა ცნობილ

მკვლევართა ნაშრომებს).

მოსალოდნელი შედეგები: მედიის პოლიტიკური ფუნქციების განსაზღვრისას,

მოსალოდნელ შედეგთაგან ყველაზე თვალსაჩინოდ გვესახება მედიის

ინსტრუმენტალიზაციის ტენდენცია; ილუზორული, კონსტრუირებული რეალობის

შექმნის მიზნით საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მისი მანიპულირების უნარი.

შესაბამისად, აქცენტირებას ვაკეთებთ თანადროულობის მაკრიტიკებელი მწერლური

მედია გამოსვლების მამხილებელ პათოსზე, აქედან გამომდინარე საგულისხმო

დასკვნებით.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები: მონიტორინგი ხორციელდება

სამ თვეში ერთხელ, საინსტიტუტო სემინარზე, სადაც წაკითხული იქნება მოხსენება

კვლევითი სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ. ნაშრომის მიმართ გამოთქმული

შენიშვნების გათვალისწინებით, კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ,

განსახილველად წარმოვადგენთ პროგრამის საბოლოო ვარიანტს.

პროგრამის კოორდინატორი: პროგრამა ხორციელდება ინდივიდუალურად.

პროგრამის კოორდინატორია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის

ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

მანანა შამილიშვილი.

პროგრამის ბიუჯეტი: პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს წლიურ 2880 (ორი ათას რვაას

ოთხმოცი) ლარს.

ლიტერატურის თეორია. პრაქტიკული კვლევები

პრობლემის აღწერა: პროექტი “ლიტერატურის თეორია. პრაქტიკული კვლევები”

ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ გამოცემული კრებულის “ლიტერატურის

თეორია. XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და

მიმდინარეობებისთვის” დამხმარე კრებულის გამოცემას. მასში შევა ზემოხსენებულ

Page 36: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

36

კრებულში განხილული თეორიების თვალსაზრისით ქართული ლიტერატურის

კლასიკური ტექსტების ანალიზის ნიმუშები. მაგალითისთვის, რუსული

ფორმალიზმის თუ პრაღის სტრუქტურალისტთა ანალიზის მეთოდის მიხედვით

იქნება განხილული ნიკოლოზ ბარათაშვილის თუ ილია ჭავჭავაძის მხატვრული

ტექსტები.

პროექტის მიზანი: სტუდენტებს დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნული გზამკვლევი,

ვინაიდან მასში ილუსტრირებული იქნება კვლევის მეთოდის პრაქტიკული

გამოყენება. ამგვარი ანალიზის ნიმუში სტუდენტს კვლევის ამა თუ იმ მეთოდში

ორიენტირებაში დაეხმარება.

პროექტის ამოცანები: პროექტი “ლიტერატურის თეორია. პრაქტიკული კვლევები”

ითვალისწინებს კრებულისთვის “ლიტერატურის თეორია. XX საუკუნის ძირითადი

მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები” პრაქტიკული გზამკვლევის

შექმნას.

მოსალოდნელი შედეგები: შესრულებული ნაშრომები – კონკრეტული ქართული

ტექსტების დასავლური თეორიების მიხედვით ანალიზი ჰუმანიტარული

ფაკულტეტის სტუდენტებს ამა თუ იმ ნაშრომში წარმოდგენილი კონცეპტუალური

ტერმინების ათვისებასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაში დაეხმარება.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები: პროექტში მონაწილეობას

მიიღებს 8 ლიტერატურათმცოდნე. მუშაობის შედეგების განხილვა ერთი წლის

განმავლობაში, ყოველ სამ თვეში ერთხელ გაიმართება.

პროექტის კოორდინატორი: ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის

განყოფილების ხელმძღვანელი გაგა ლომიძე

პროექტის ბიუჯეტი: პროექტის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 18 840 (თვრამეტი

ათას რვაას ორმოც) ლარს.

პროექტი: კრებულის “ლიტერატურათმცოდნეობითი დისკურსი. თანამედროვე

კვლევები” რედაქტირება

Page 37: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

37

პრობლემის აღწერა: პროექტი “კრებულის “ლიტერატურათმცოდნეობითი დისკურსი.

თანამედროვე კვლევები” რედაქტირება” ითვალისწინებს ინსტიტუტის

მიერ,ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ტერმინების შესახებ მომზადებული

სტატიების რედაქტირებას ერთ წიგნად გამოსაცემად. მომზადებული ნაშრომები

რვეულების სახით უკვე გამოვიდა, მაგრამ ერთი კრებულის სახით გამოსაცემად

საჭიროა ნაშრომების სტატიებად გარდაქმნა და ამისთვის აუცილებელია

რედაქტირების პროცესი.

პროგრამის მიზანი: აღნიშნული გამოცემა იქნება ბოლო ათეული წლების მანძილზე

პირველი კრებული, რომელშიც განხილული იქნება ლიტერატურათმცოდნეობის

საბაზისო ტერმინები. კრებული დიდ დახმარებას გაუწევს არა მარტო ჰუმანიტარული

დარგის სტუდენტებს, არამედ სპეციალისტებსაც.

ამოცანები: პროექტი “კრებულის “ლიტერატურათმცოდნეობითი დისკურსი.

თანამედროვე კვლევები” რედაქტირება” ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ

ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ტერმინების შესახებ მომზადებული

სტატიების ერთ წიგნად გამოცემისთვის რედაქტირებას.

პროგრამის განხორციელების გზები: პროექტში ჩართული იქნება მკვლევართა 6-

კაციანი ჯგუფი, რომელიც რედაქტირებას გაუწევს მომზადებულ ნაშრომებს

იმისთვის, რომ ის კრებულის სახით გამოვიდეს.

მოსალოდნელი შედეგები: ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ტერმინების

შესახებ ანალიტიკური სტატიების რედაქტირების შედეგად, მზად იქნება კრებული,

რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰუმანიტარული დარგის სტუდენტებს და

სპეციალისტებს.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები: პროექტში მონაწილეობას

მიიღებს 6 ლიტერატურათმცოდნე. მუშაობის შედეგების განხილვა ერთი წლის

განმავლობაში, ყოველ სამ თვეში ერთხელ გაიმართება.

პროექტის კოორდინატორი: პროგრამის კოორდინატორია ლიტერატურის თეორიისა

და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი გაგა ლომიძე

Page 38: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

38

პროექტის ბიუჯეტი: პროექტის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 9 216 (ცხრა ათას ორას

თექვსმეტ ლარს)

კომპარატივისტიკის ანთოლოგიის მომზადება

პრობლემის აღწერა: პროექტი “კომპარატივისტიკის ანთოლოგიის მომზადება”

ითვალისწინებს თანამედროვე კომპარატივისტების ქრესტომათიული ნაშრომების

თარგმნას უცხო ენებიდან ქართულად.

პროგრამის მიზანი: აღნიშნული ანთოლოგია იქნება პირველი ამ სფეროში და

მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს არა მარტო ჰუმანიტარული პროფილის

სტუდენტებს, არამედ სპეციალისტებსაც.

პროგრამის ამოცანები: პროექტი “კომპარატივისტიკის ანთოლოგიის მომზადება”

გულისხმობს ევროპული ენებიდან (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული)

ქრესტომათიული მნიშვნელობის ტექსტების თარგმნას.

განხორციელების გზები: პროექტში ჩართული იქნება მკვლევართა 10-კაციანი ჯგუფი,

რომელიც კომპარატივისტიკის დარგში შექმნილ უცხოენოვან ტექსტებს თარგმნის.

მოსალოდნელი შედეგები: თარგმნილი ტექსტები ანთოლოგიის სახით გამოიცემა და

ის მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰუმანიტარული დარგის სტუდენტებს და

სპეციალისტებს.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები: პროექტში მონაწილეობას

მიიღებს 10 ლიტერატურათმცოდნე. მუშაობის შედეგების განხილვა ერთი წლის

განმავლობაში, ყოველ სამ თვეში ერთხელ მოხდება.

პროგრამის კოორდინატორი: ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის

განყოფილების ხელმძღვანელი გაგა ლომიძე

პროექტის ბიუჯეტი: პროექტის ბიუჯეტი შეადგენს წელიწადში 16176 (თექვსმეტი

ათას ას სამოცდათექვსმეტ) ლარს.

Page 39: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

39

უცხოენოვანი ტექსტოლოგიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ნაშრომების

თარგმანები

პრობლემის აღწერა ტექსტოლოგია ფილოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი

დარგია და აუცილებელია, რომ ქართულ ენაზე არსებობდეს როგორც დარგის

ფუნდამენტური ნაშრომები, ისე შემოქმედებითი პროცესის ამსახველი თანამედროვე

ტექსტები.

მიზანი და ამოცანები პროექტის მიზანია ქართულ ენაზე მიაწოდოს მკითხველს

ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტები, როგორებიცაა დიმიტრი ლიხაჩოვის

“ტექსტოლოგია” და უმბერტო ეკოს “მინაწერი ვარდის სახელის არშიაზე”.

განხორციელების გზები

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სტუდენტები ნანა ფრუიძის ხელმძღვანელობით რუსულიდან თარგმნიან დიმიტრი

ლიხაჩოვის სტატიებს.

2. ტექსტოლოგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მაია არველაძე

რედაქტირებას გაუკეთებს მათ თარგმანს და მოამზადებს გამოსაცემად.

3. ტექსტოლოგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი შარლოტა კვანტალიანი

თარგმნის და გამოსაცემად მოამზადებს უმბერტო ეკოს წიგნს.

შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმი

1. თარგმანების ადეკვატურობა.

2. თარგმანების პუბლიკაცია

მოსალოდნელი შედეგები ქართველ მკითხველს საშუალება ექნება მშობლიურ ენაზე

წაიკითხოს მნიშვნელოვანი უცხოენოვანი ტექსტები.

პროგრამის კოორდინატორი პროგრამის კოორდინატორია ტექსტოლოგიის ცენტრის

მეცნიერ-თანამშრომელი ნანა ფრუიძე.

პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის სახელფასო ბიუჯეტია 3 600 (სამი ათას ექვსასი)

ლარი წელიწადში.

Page 40: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

40

საერთაშორისო სიმპოზიუმი “ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები”

პრობლემის აღწერა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი წლების

განმავლობაში იკვლევს ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის

პრობლემებს და არაერთი კონფერენცია მიეძღვნა ამ საკითხების გაშუქებას. მაგრამ,

სამწუხაროდ, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი მოკლებული იყო აქტიურ

თანამშრომლობას უცხოეთის სამეცნიერო და ლიტერატურულ წრეებთან, რის გამოც

ინსტიტუტში არ ტარდებოდა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები. ინსტიტუტის

რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას დასავლეთის მსგავსი პროფილის

კვლევით ინსტიტუტებთან თუ საუნივერსიტეტო სივრცეებთან ურთიერთობის დამყარება,

გამოცდილებათა გაზიარება და საერთაშორისო კონფერენციების მოწყობა წარმოადგენს. ამ

მიზნით, ინსტიტუტში, 2007 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო

სიმპოზიუმი “ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები”. ვფიქრობთ, ამგვარი

სამეცნიერო კონტაქტები გაცილებით უფრო მეტად აინტერესებს უცხოელ მკვლევარებს,

მათთან ინტენსიური თანამშრომლობა კი, როგორც უკვე სამწლიანმა გამოცდილებამ

გვიჩვენა, მნიშვნელოვნად ეხმარება და აჩქარებს ქართული ფილოლოგიური სკოლის

ჰუმანიტარულ პროცესებში ინტეგრირებას.

მიზანი და ამოცანები პროგრამის მიზანია ინსტიტუტის სამეცნიერო პოტენციალი

მაქსიმალურად ჩაერთოს საერთაშორისო ლიტერატურულ კვლევებში, ქართველმა

მეცნიერებმა მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარონ უცხოელ მკვლევარებთან, დარგში

არსებული მეცნიერული მიღწევები გააცნონ უცხოელ კოლეგებს და, პირიქით,

ეზიარონ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების მიერ ამ სფეროში წლების

მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას.

განხორციელების გზები

1. სიმპოზიუმის თარიღის დადგენა.

2. სიმპოზიუმის თემისა და თემატიკის განსაზღვრა.

3. მოხსენებათა მასალების შეგროვება და წარმოდგენილ ნაშრომთაგან

საუკეთესოს შერჩევა;

Page 41: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

41

4. ადგილობრივ და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ და უცხოელ

მეცნიერებთან დაკავშირება და მათი მოწვევა;

5. სიმპოზიუმის დღის წესრიგის შემუშავება;

6. სიმპოზიუმის პროგრამის დაბეჭდვა-დაგზავნა;

7. უცხოელ მკვლევართათვის სასტუმროს ხარჯების განსაზღვრა და კვებით

უზრუნველყოფა;

8. სიმპოზიუმის მოხსენებათა თეზისების დაბეჭდვა.

შეფასება და მონიტორინგის მექანიზმი საერთაშორისო სიმპოზიუმის მზადების

პროცესში ინსტიტუტის დირექციას რეგულარულად წარედგინება სრული ანგარიში

გაწეული სამუშაოს შესახებ.

მოსალოდნელი შედეგები ამ პროექტის (საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარება)

განხორციელების შედეგად ქართული ლიტერატურული ინსტიტუტი გარდაიქმნება

ფილოლოგიური კვლევების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ორგანიზაციად,

ქართულ ფილოლოგიურ სკოლას საშუალება მიეცემა ინტეგრირდეს მსოფლიო

ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ პროცესებში; დაიბეჭდება ქართველ და უცხოელ

მეცნიერთა ნაშრომების თეზისები. კიდევ უფრო გაღრმავდება I საერთაშორისო

სიმპოზიუმზე დამყარებული სამეცნიერო კონტაქტები უცხოეთის კვლევით

ცენტრებთან.

პროგრამის კოორდინატორი - ფილოლოგიის დოქტორი მირანდა ტყეშელაშვილი

პროგრამის ბიუჯეტი - 10 000 (ათი ათასი) ლარი

ჟურნალი “სჯანი”

პრობლემის აღწერა XX საუკუნის ლიტერატურული სამყარო ლიტერატურის

თეორიის მიმდინარეობების სიუხვით გამოირჩა. ლიტერატურის თეორიამ, რომელიც

სერიოზულად დაინტერესდა მხატვრული ტექსტის მეცნიერული ანალიზის

პრობლემით, ცხადად გამოკვეთა თავისი მიმართება ისეთ მონათესავე ჰუმანიტარულ

დისციპლინებთან, როგორიცაა ფილოსოფია, ესთეტიკა, ლინგვისტიკა, ფსიქოლოგია.

Page 42: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

42

ამგვარი თანამშრომლობის შედეგად აღმოცენდა არა ერთი საინტერესო

ლიტერატურულ-თეორიული ინტერდისციპლინარული ხასიათის სკოლა, რომელმაც

გზა გაუხსნა ტექსტის კვლევის მრავალპლანიანი მოდელების დამკვიდრებას.

სამწუხაროდ, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ქართული ლიტერატურული

საზოგადოება მოკლებული იყო აქტიური თანამშრომლობის უფლებას დასავლურ

ლიტერატურულ წრეებთან. დღეს გახსნილი საზღვრების პირობებში, გარდაუვალ

საჭიროებას წარმოადგენს მსოფლიოს ლიტერატურულ თეორიულ გამოცდილებასთან

ზიარება, სხვადასხვა დროს ჩამოყალიბებული ლიტერატურის თეორიული

პრინციპებისა და დებულებების გაცნობა, ტერმინოლოგიური აპარატის ათვისება და

მიღებული ინფორმაციის გადააზრება ქართული ლიტერატურული სივრცის დონეზე.

სწორედ ამ ხარვეზთა აღმოსაფხვრელად დაარსდა 2000 წელს ჟურნალი “სჯანი”

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.

პროგრამის მიზანი და ამოცანები ჟურნალ “სჯანის” მთავარ მიზანს წარმოადგენს

ტექსტის კვლევის მრავალპლანიანი მოდელების დამკვიდრება. ჟურნალის ამოცანაა

ლიტერატურული პროცესების (როგორც ქართულის, ისე დასავლურის) წარმოჩენა

ინტერდისციპლინარულ და ინტერკულტურულ ჭრილში; უკვე დაგროვილი

ღირებულებების ჩვენება და ახალი ტენდენციების განვითარება.

პროგრამის განხორციელების გზები გამოცემის საიუბილეო, მეათე წლისთავზე

დაგეგმილია მორიგი XI ნომრის გამოცემა. ჟურნალი შედგება რუბრიკებისაგან,

რომლებიც მოიცავს ლიტერატურულ-თეორიული აზროვნების განსხვავებულ

ასპექტებს: ლიტერატურის თეორიის ზოგადი პრობლემები, პოეტიკისა და ესთეტიკის

საკითხები, ლექსმცოდნეობის პრობლემები პოეტიკისა და ესთეტიკის საკითხები,

მითოლოგიური აზროვნების საკითხები, თარგმნილი ქრესტომათიული ტექსტები.

შეფასება და მონიტორინგის მექანიზმი ჟურნალს ჰყავს სარედაქციო-საექსპერტო

საბჭო, რომლის წევრებიც იბარებენ შემოსულ მასალას და რედაქტორის პირველადი

განხილვის შემდეგ, ახორციელებენ კვალიფიციურ ექსპერტიზას; იწერება

რეცენზიები, როგორც მოწონებულ, ისე დაწუნებულ ნაშრომებზე.

Page 43: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

43

მოსალოდნელი შედეგები ჟურნალი “სჯანი” ატარებს არა კომპილაციურ, არამედ

ანალიტიკურ ხასიათს, რაც წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს მეცნიერ-

მკვლევართათვის და ლიტერატურიის თეორიით დაინტერესებული ფართო

მკითხველისათვის. “სჯანის” მასალები სწავლის პროცესში დაეხმარება როგორც

ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონის სტუდენტებს.

პროგრამის კოორდინატორი: ჟურნალის რედაქტორი, პროფესორი ირმა რატიანი

პროგრამის ბიუჯეტი: პროგრამის სახელფასო ბიუჯეტი შეადგენს 6720 (ექვსი ათას

შვიდას ოც) ლარს წელიწადში; საგამომცემლო საქმისთვის განსაზღვრულია 1000

(ათასი) ლარი ჟურნალის ერთ ნომერზე.

სამეცნიერო ჟურნალი “ლიტერატურული ძიებანი”

პროექტის აღწერა “ლიტერატურული ძიებანი” შოთა რუსთაველის ქართული

ლიტერატურის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კრებულია, რომელიც

თითქმის ინსტიტუტის დაარსების ხანიდან, გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან

გამოდის. კრებულში მუდმივად იბეჭდებოდა სამეცნიერო და ლიტერატურულ-

კრიტიკული ხასიათის წერილები ქართული ლიტერატურის სხვადასხვა პერიოდის,

ასევე ლიტერატურის თეორიის, ფოლკლორისა და ქართული ჟურნალისტიკის

საკითხებზე.

ვინაიდან უკანასკნელ წლებში გაღრმავდა კონტაქტები საზღვარგარეთულ

ლიტერატურულ სკოლებთან, ლიტერატურისმცოდნეობის დარგის

სპეციალისტებთან, ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი გახდა უახლესი

გამოკვლევები ლიტერატურის სფეროში, ქართულმა ფილოლოგიურმა მეცნიერებამ

ახლებურად შეხედა იმ პრობლემატიკას, რომელიც წლების განმავლობაში

აქტუალური იყო ამ დარგში. შესაბამისად, საჭიროა “ლიტერატურულ ძიებანში”

აისახოს თანამედროვე მეცნიერული კვლევის მეთოდთა გათვალისწინებით და

საკვლევი საკითხებისადმი კომპარატივისტული, ინტერდისციპლინარული

მეთოდებით მიდგომის საფუძველზე დამუშავებული ტრადიციული პრობლემატიკა.

Page 44: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

44

პროგრამის მიზნები და ამოცანები სამეცნიერო კრებულის მიზანია, დაინტერესებულ

მკითხველს ყოველწლიურად წარმოუდგინოს თანამედროვე ქართულ

ლიტერატურისმცოდნეობაში მიმდინარე პროცესები და გააცნოს ამ დარგში

არსებული სიახლეები. ვინაიდან “ლიტერატურულ ძიებანში” რუბრიკების სახით

წარმოდგენილია ინსტიტუტის სამივე სამეცნიერო განყოფილება და სამივე კვლევითი

ცენტრი, შესაბამისად, კრებული გააცნობს მკითხველს ინსტიტუტის ბოლო პერიოდის

სამეცნიერო კვლევების შედეგებს, რომლებიც ლიტერატურის სფეროში მომუშავე

მეცნიერებს საშუალებას მისცემს, თვალყური ადევნონ ამ დარგის უახლეს მიღწევებს.

პროგრამის განხორციელების გზები სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება როგორც

ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელთა, ასევე სხვა ლიტერატურისმცოდნეთა

მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე სტატიები. სტატიების შერჩევა მოხდება

საგამომცემლო ექსპერტთა საბჭოს მიერ გაცემული რეცენზიების საფუძველზე.

ლიტერატურის ინსტიტუტი ფართო კონტაქტებს ამყარებს დარგის უცხოელ

მკვლევარებთან, რაც საშუალებას მისცემს ფილოლოგიის საკითხებით

დაინტერესებულ მკითხველს, თარგმანში გაეცნოს ლიტერატურის დარგში წამყვან

მეცნიერთა უახლეს გამოკვლევებს.

მოსალოდნელი შედეგები მკითხველი მიიღებს “ლიტერატურული ძიებანის” მორიგ

31-ე ნომერს; კრებულში ვრცელი ინგლისურენოვანი ანოტაციებით დაბეჭდილი

სტატიები მრავალ საინტერესოსო გააცნობსარა მარტო ქართველ, არამედ ჩვენი

ლიტერატურით დაინტერესებულ უცხოენოვან მკითხველს. Gამოცემა კიდევ უფრო

გაამყარებს ქართველ და უცხოელ ლიტერატურათმცოდნეთა შორის დამყარებულ

საერთაშორისო კონტაქტებს.

შეფასება და მონიტორინგი კრებული დაიბეჭდება ყოველი წლის დეკემბერში.

მასალების შეგროვება მოხდება მთელი წლის განმავლობაში, რომელთა

განსახილველად და რეცენზირებისათვის იმუშავებს ექსპერტთა საბჭო სექტემბრიდან

ნოემბრის ჩათვლით. რეცენზიები განხილება კრებულის სარედაქციო კოლეგიის

სხდომაზე ნოემბრის ბოლოს.

პროგრამის კოორდინატორი: კრებულის რედაქტორი, პროფესორი მაკა ელბაქიძე.

Page 45: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

45

პროგრამის ბიუჯეტი: პროგრამის სახელფასო ბიუჯეტი შეადგენს 5040 (ხუთი ათას

ორმოც) ლარს წელიწადში. საგამომცემლო საქმისათვის 1000 (ათას) ლარს კრებულის

ერთ ნომერზე.

ალმანახი “კრიტიკა”

პროგრამის აღწერა ქართულ ლიტერატურულ სივრცეს დიდი ხნის განმავლობაში

აკლდა ჟურნალი, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის ანალიტიკურ ნიშას

შეავსებდა. მას შემდეგ, რაც პოსტსაბჭოთა ეპოქამ ახლებურად დააყენა

სოციოკულტურული და იდეოლოგიური ორიენტაციების პრობლემა, განსაკუთრებით

აქტუალური გახდა ამ ტიპის ჟურნალის დაარსების აუცილებლობა.

2006 დაარსებულმა ალმანახმა “კრიტიკამ” მიზნად დაისახა ლიტერატურის ფუნქციის

გამოვლენა ახალ კულტურულ პარადიგმასთან მიმართებაში, მწერლობის

დამოკიდებულების ჩვენება, როგორც ტრადიციასთან, ისე მოდასთან და

კონიუქტურასთან; ლიტერატურული გემოვნების, შეხედულებების, შემოქმედებითი

აზროვნების ცვალებადობის სურათის წარმოჩენა; ლიტერატურის მიმართების ასახვა

საზოგადოებრივი აზრსა და მასკულტურის გზით შემოსულ სტერეოტიპებთან.

გამოცემამ ხელი შეუწყო კრიტიკული დისკურსის, როგორც შემეცნებით-ენობრივი

მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი სფეროს გაფართოებასა და განვითარებას.

პროგრამის მიზანი და ამოცანები პროგრამის მიზანია ალმანახ “კრიტიკის” მორიგი,

2010 წლის გამოშვების მომზადება. ნომერი თემატური იქნება და ის ოთარ ჭილაძის

შემოქმედებას მიეძღვნება.

პროგრამის განხორციელების გზები 2010 წლის “კრიტიკისათვის” დაიწერება

გამოკვლევები მწერლის პოეტიკის, სტილის, კონცეპტუალურ პრობლემებზე. ამასთან,

მოპოვებული იქნება და ქართულ ენაზე ითარგმნება მწერლის შემოქმედების შესახებ

დაწერილი და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული გამოხმაურებები, რომელიც აქამდე

ქართულენოვანი მკითხველისათვის არ იყო ხელმისაწვდომი. გაზაფხულზე

ჩატარდება მწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია,

Page 46: rusTavelis qarTuli... · 2010 წლის გეგმა ... სიმბოლური ბუნება, ... თემატური და იდეური ...

46

სადაც წაკითხული იქნება პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგად

დაწერილი მოხსენებები.

მოსალოდნელი შედეგები ვფიქრობთ, “კრიტიკა” შეძლებს გამოკვეთოს ახალახანს

გარდაცვლილი მწერლის შემოქმედების ძირითადი ასპექტები, მთლიანობაში, უკვე

დასრულებული სახით წარმოუდგინოს ქართველ მკითხველს, თუ რამდენად

გაამდიდრა ქართული ლიტერატურა ოთარ ჭილაძის შემოქმედებითმა მოღვაწეობამ.

შეფასება და მონიტორინგის მექანიზმები ალმანახში დასაბეჭდად წარმოდგენილ

მასალას განიხილავს სარედაქციო საბჭო წელიწადში ორჯერ; შერჩეული სტატიები

გამოქვეყნდება.

პროგრამის კოორდინატორი: ალმანახის რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა

დოქტორი, ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი მანანა

კვაჭანტირაძე

პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის წლიური სახელფასო ბიუჯეტია 9 984 (ცხრა ათას

ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარი წელიწადში; დამატებით 500 (ხუთასი) ლარი

საგამომცემლო ხარჯებისათვის.