collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი...

41
ა(ა) აა აააააააააა ააააააა „ააააააააა“ აააააააააა ააააააააააააააა ააააააააააა აააააააააა აააააააა აააააააა

Transcript of collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი...

Page 1: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

ა(ა) იპ პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“პროფესიული საგანმანათლებლო

პროგრამების აღწერილობაკატალოგი

ოზურგეთი

2014

ინფორმაცია კოლეჯის შესახებ

Page 2: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია გურიის რეგიონში,ჩვენთან სწავლობენ როგორც ადგილობრივი სტუდენტები,ასევე ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მიმდებარე სოფლებიდან.პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი“  სამართალმემკვიდრეა მახარაძის #53 საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასაწავლებლის,რომელიც დაარსდა 1967 წლის 3 ოქტომბერს.    1989 წლიდან სასწავლებელი გარდაიქმნა ოზურგეთის #53 საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლად.    2005 წელს მის ბაზაზე შეიქმნა ოზურგეთის პროფესიული ლიცეუმი.    2007 წელს პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციიას შედეგად ჩამოყალიბდა ოზურგეთის პროფესიული სწავლების ცენტრი.   2011 წელს მის ბაზაზე დაფუძნდა ს.ს.იპ პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი“ .

2012 წლისდან გარდაიქმნა ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტად“.

ამჟამად კოლეჯი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ,ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

კოლეჯი ამ ეტაპზე ახორციელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ II, III საფეხურის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრარული,

და ხელოვნების მიმართულებით.

კოლეჯი ახორციელებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს: ელექტრიკოსი - III საფეხური; გიდი - III საფეხური; სასტუმრო საქმისმწარმოებელი - III საფეხური; სარესტორნო

საქმისმწარმოებელი - III საფეხური; მზარეული - II, III საფეხური; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი - III საფეხური; სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი - III საფეხური; საკერავი მანქანების ოპერატორი - III საფეხური; სავალი ნაწილის ტექნიკოსი- III საფეხური; ბუღალტერი - III საფეხური; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი - III საფეხური;მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი - III საფეხური; შემდუღებელი - III საფეხური; მეტყევე - III საფეხური; სტილისტი- III საფეხური; ტრაქტორისტ - მემანქანე - III საფეხური;

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი საფეხურის

პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

კოლეჯი დარეგისტრირებულია იურიდიულ მისამართზე: ქ.ოზურგეთი,რუსთაველის N 8.

კოლეჯს გააჩნია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი მატერიალურ-

ტექნიკური ბაზა, სწავლების ხარისხს უზრუნველყოფენ კვალიფიციური, პრაქტიკული გამოცდილების მქონე პედაგოგები

გიდისაგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.)

Page 3: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

პროფესიული სპეციალიზაცია

გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.) 020551

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

გიდის (გეოტურიზმის და ა.შ.) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია/ადგილობრივი გიდი (ობიექტის, ქალაქის, რაიონის)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 24 კრედიტი-600 საათი, ეთმობა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას და 60% - 36 კრედიტი,900 საათი, ეთმობა თეორიას. სულ 1500 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 10 თვე, 41 კვირა. 35 კვირა ეთმობა თეორიასა და სასწავლო პრაქტიკას, 2 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,4 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება და ასაკი - 18 წელი და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლებაზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სრული ზოგადი განათლება

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში გიდის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება გიდის (გეოტურიზმის და ა.შ.) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია/ადგილობრივი გიდი (ობიექტის, ქალაქის, რაიონის), კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს გიდის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით. გიდის დასაქმების არეალი: გიდის საქმიანობა უკავშირდება დამსაქმებელს ან ინდივიდუალურია. იგი შესაძლოა დასაქმდეს ტურისტულ სააგენტოში, ტუროპერატორ კომპანიაში, მუზეუმში, ნაკრძალების/დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიურ ან არქიტექტურულ ძეგლებთან არსებულ საექსკურსიო ბიუროებში, მუზეუმ-ნაკრძალებში, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, თვითდასაქმებით, მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად. ასევე, მას შეუძლია ასწავლოს სტუდენტს პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს ადგილობრივი გიდი, რომელსაც ეცოდინება დაგეგმილი ტურის ფარგლებში სამუშაოს დაგეგმვა-ორგანიზების თანმიმდევრობა და წესები; უცხო კულტურის თვისებების მქონე ადამიანების მომსახურების სპეციფიკა; ტურის ჩატარების შესახებ ანგარიშის მომზადების თანმიმდევრობა და ფორმები;დეტალური ცოდნა იმ რეგიონის,რაიონის,ობიექტის,სადაც ატარებს ექსკურსიას.ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების მეთოდიკა.

Page 4: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული გიდის (გეოტურიზმის და ა.შ.) პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის გიდისათვის (გეოტურიზმის და ა.შ.) საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია: საექსკურსიო ტექსტის მომზადება ადგილობრივი ტურისტული მარშრუტისათვის; ექსკურსიის ჩატარება, ტურის განხორციელება წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად; რუკის გამოყენება; დაგეგმილ მარშრუტზე ამომწურავი ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა და შესაბამისი ახსნა-განმარტება; ადგილობრივ ღირშესანიშნაობებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება; უსაფრთხოების წესებისა და ეთიკის ნორმების დაცვა; ტურისტთა დროულად გაფრთხილება; ტურის ჩატარების შესახებ ანგარიშის მომზადება; ტუროპერატორ კომპანიასთან მუშაობის კოორდინაცია/ტურის მსვლელობაში მოულოდნელი ცვლილების შეტანის აუცილებლობის განხილვა დამკვეთთან; მარშრუტის დეტალების, ფაქტების, სტატისტიკური ინფორმა ციის, რუკების, სატრანსპორტო მარშრუტებისა და მოძრაობის გრაფიკების შესახებ ინფორმაციის დამახსოვრება და გამოყენება; უსაფრთხოების წესების დაცვა და პირველადი/ექიმამდელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; მრავალფეროვან სიტუაციებში, მათ შორის სტრესულ, სახიფათო, კრიტიკულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში ემოციური სტაბილურობისა და ადექვატური ქმედების უნარის შენარჩუნება ტურის მსვლელობის ხარისხის კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების ალტერნატიული საშუალებების გამოძებნასთან დაკავშირებით აუცილებელი ცვლილებების დამკვეთთან შეთანხმება; რუკის კითხვა და საჭიროების შემთხვევაში რუკის ეფექტურად გამოყენება; სხეულის, ხმის და ემოციების ფლობა; მიკროფონის, სხვა აუდიო-ვიდეო ტექნიკის სწორად და მიზნობრივად გამოყენება; სპეციალური ფორმების და ცხრილების შევსება და ანგარიშისათვის გამოყენება;

პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის ადგილობრივი გიდის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება გიდის (გეოტურიზმის და ა.შ.) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია/ადგილობრივი გიდი (ობიექტის, ქალაქის, რაიონის) და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

მეტყევე

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) პროფესიული სპეციალიზაცია

მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) 010551 მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მეტყევის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

Page 5: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

50 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 50% - 25კრედიტი- 625 საათი, ეთმობა თეორიას და 50% - 25 კრედიტი, 625 საათი, ეთმობა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას. სულ 1250 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 10 თვე, 40 კვირა. 35 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას,2 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს, 2,5 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლებაზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში მეტყევის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება მეტყევის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია. კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს მეტყევის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

მეტყევის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) დასაქმების სფეროს წარმოადგენს ტყის მეურნეობის სხვადასხვა ტიპის ობიექტები, სადაც ტარდება/ან ჩატარდება/ტყის ტაქსაციური აღრიცხვითი, საინვენტარიზაციო, ტყეკაფითი და ტყის განაშენიანების სამუშაოები.

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) რომელმაც

უნდა იცოდეს ტყის კვლავწარმოებისათვის საჭირო სარგავი მასალის გამოყვანა; ტყის დანიშნულება,როგორც ეკონომიკური მიზნებისთვის,ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის; ფლობდეს ტყეკაფის გამოყოფის ელემენტებს;იცოდეს ხე-ტყის ათვისებისათვის საჭირო მექანიზმების გამოყენება;იცოდეს ხე-ტყის ზომების დადგენა,როგორც მოჭრილი,ასევე ზეზე მდგომი.

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული მეტყევის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის მეტყევისათვის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგები

Page 6: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

კურსდამთავრებულს შეუძლია: სამუშაო ობიექტის მომზადება;ხეტყის დამზადების დაწყებისათვის მასალების მომზადება მისი ჯიშების ასორტიმენტის და სხვა ტაქსაციური მონაცემების გათვალისწინებით;ხეების ჯიშების და ხარისხების გარჩევა;სანიტარული ნორმების დაცვით ობიექტის მომზადება;იზრუნოს მომუშავეთა შრომითი პირობების შექმნისათვის;ხეტყის განლაგება ზედა საწყობში ასორტიმენტის მიხედვით;ჭრის ადგილების გაწმენდა ხეტყის ნარჩენებისაგან;მომხმარებლის მოთხოვნით დასამორი ხეტყის სორტიმენტებად დანაწევრება;საჭიროების შემთხვევაში ტყის სამუშაოების სატრანსპორტო მექანიზმების გამოყენება.პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის მეტყევის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მეტყევის (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსისაგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი პროფესიული სპეციალიზაცია

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი 010159 მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

60 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 24 კრედიტი-600 საათი, ეთმობა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას და 60% - 36 კრედიტი,900 საათი, ეთმობა თეორიას. სულ 1500 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 10 თვე, 42 კვირა. 37 კვირა ეთმობა თეორიასა და სასწავლო პრაქტიკას, 1 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,2,5 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

Page 7: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია, კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის დასაქმების სფეროებია: სოფლის მეურნეობის ნებისმიერი დარგის საწარმო-ფერმერული მეურნეობები, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები, მცენარეთა დაცვის სარეალიზაციო მაღაზიები, ნიადაგის, მცენარისა და პროდუქტთა ექსპერტიზის ლაბორატორიები, აგრარულ ბაზრებში განთავსებულ პროდუქტთა ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები, სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის ცენტრები.

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი,რომელსაც ეცოდინება დაავადებული მცენარის ,მავნებლის და დაავადებების გამომწვევი ორგანიზმებისა და სარეველების, ბიოლოგიისა და ეკოლოგიის შესწავლა; დაავადებულ და მავნებლის მიერ დაზიანებულ მცენარეებში მიმდინარე შინაგანი და გარეგანი ცვლილებების დადგენა; მავნებლებისა და პარაზიტების სახეობათა დადგენა, მათი და მკვებავი მცენარეების ურთიერთ დამოკიდებულება; ავადმყოფობების გამომწვევი ორგანიზმების, მავნებლებისა და სარეველების ხელშემწყობი და ხელშემშლელი პირობების შესწავლა; მცენარეთა გამძლეობის შესწავლა და ყველა ამ საკითხებზე მიღებულ მონაცემთა საფუძველზე მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებათა სისტემის აგება.

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის მცენარეთა დაცვის ტექნიკოსისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები

სწავლის შედეგი:

შეუძლია მცენარეთა მავნე ორგანიზმების მიერ მიყენებული ზიანის ამოცნობა,

დაზიანების სიმპტომების და ხარისხის აღწერა, გარემო პირობების გავლენის

შეფასება და ამ მიმართულებით პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება

Page 8: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

პროფესიული სპეციალიზაცია

სარესტორნო საქმისმწარმოებელი 020554

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მესამე საფეხურის სარესტორნო საქმისმწარმოებლის კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

45 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 18 კრედიტი-450 საათი, ეთმობა თეორიას და 60% - 27 კრედიტი,675 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1125 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 8 თვე, 33 კვირა. 27 კვირა ეთმობა თეორიასა და სასწავლო პრაქტიკას,2 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,4 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლებაზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

Page 9: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნა

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში სარესტორნო საქმისმწარმოებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სარესტორნო საქმისმწარმოებლის მესამე საფეხურის კვალიფიკაცია, კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს სარესტორნო საქმისმწარმოებლის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

სარესტორნო საქმისმწარმოებლის დასაქმების არეალია სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები: რესტორნები, კაფეები, ბარები, სწრაფი კვების ობიექტები, სასაუზმეები, ბუნგალოები; დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სახლები, საკურორტო კომპლექსები, გასართობი კომპლექსები, კლუბები, კაზინოები; საკრუიზო გემები; დიდი სუპერმარკეტები და სხვა ობიექტები, სადაც არის კვებითი მომსახურება.

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს სარესტორნო საქმის სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტების მუშაობის ორგანიზება, მომხმარებლის მიღება, კონსულტირება, მომსახურება და მაგიდის სერვირება დადგენილი ნორმების მიხედვით. სარესტორნო საქმის უმცროსმა სპეციალისტმა ასევე უნდა შეძლოს რამოდენიმე კაცისაგან შემდგარი გუნდის ზედამხედველობა და მართვა, კურსდამთავრებული პროფესიისათვის საჭირო ცოდნის გარდა სწავლის პროცესში გამოიმუშავებს სარესტორნო საქმის სპეციალისტისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული სარესტორნო საქმისმწარმოებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის სარესტორნო საქმისმწარმოებლისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგი

კურსდამთავრებულს შეუძლია:ინსტრუქციების დაცვით რესტორნის დარბაზისა და სამუშაო არეალის მომზადება;დადგენილი წესების მიხედვით ავეჯის განლაგება;დარბაზის დალაგება დასუფთავება;უსაფრთხო სამუშაო გარებმოს ორგანიზება;ვენტილაციის რეჟიმის, სანიტარულ ჰიგიენური ნორმებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;რესტორნის დანადგარების , აპარატების და ინსტრუმენტების დანიშნულებისამებრ გამოყენება,მოვლა და შენახვა;რესტორნის სუფრებისა და ხელსახოცების გამოყენება,მოვლა და შენახვა;რესტორნის ჭურჭლის ,ჭიქების და დანა ჩანგლისდა სხვააქსესუარებისდანიშნულებისამებრ მოხმარება,მათი წინასწარი მომზადება,მოვლა და შენახვა;

Page 10: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

სარესტორნო მომსახურება „ ა ლა კარტე’’;საუზმის, სადილის და ვახშმის მომსახურება;სწრაფი კვების ობიექტების მომსახურება;მომხმარებლის დახვედრა, მიღება და მაგიდასთნ მიცილება;მენიუს წარდგენა;საფირმო და დღის კერძების გაცნობა;აპერიტივის შეთავაზება;ღვინის ბარათის გაცნობა;ღვინის კონსულტირება;სტუმრის კონსულტირება კერძებისა და სასმელების შერჩევაში;

პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის სარესტორნო საქმისმწარმოებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება სარესტორნო საქმისმწარმოებლის მესამე საფეხურის კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

პროფესიული სპეციალიზაცია

სასტუმრო საქმისმწარმოებელი 020553

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

სასტუმრო საქმისმწარმოებლის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

60 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 24 კრედიტი-600 საათი, ეთმობა თეორიას და 60% - 36 კრედიტი,900 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1500 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 10 თვე, 42 კვირა. 36 კვირა ეთმობა თეორიასა და სასწავლო პრაქტიკას,2 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,4 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

Page 11: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნა

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში სასტუმრო საქმისმწარმოებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სასტუმრო საქმისმწარმოებლის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია, კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს სასტუმრო საქმისმწარმოებლის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

სასტუმრო საქმისმწარმოებლის დასაქმების არეალი სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტები: სასტუმრო ბრენდები, დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სახლები, სანატორიუმები, საკურორტო კომპლექსები, საკრუიზო გემები

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს სასტუმრო საქმის სპეციალისტი, რომელსაც ეცოდინება სასტუმროს როგორც ერთიანი ორგანიზმის სტრუქტურა და მისი სამსახურების ფუნქციონირება და მუშაობა; კურსდამთავრებულებს მუშაობა შეეძლებათ სასტუმროს ადმინისტრატორებად, რესტორნის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებად.

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული სასტუმრო საქმისმწარმოებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის სასტუმრო საქმისმწარმოებლისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის სასტუმრო საქმისმწარმოებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება სასტუმრო საქმისმწარმოებლის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

ბუღალტერისაგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

ბუღალტერი

პროფესიული სპეციალიზაცია

ბუღალტერი 020151

Page 12: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია/ბუღალტერ-მოანგარიშე. პროგრამის მოცულობა კრედიტებში

30 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 60% - 18 კრედიტი-450 საათი, ეთმობა თეორიას და 40% - 12 კრედიტი, 300 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 750 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 5 თვე, 22 კვირა. 18 კვირა ეთმობა თეორიასა და სასწავლო პრაქტიკას,1 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს, 3 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლებაზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნა

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში ბუღალტრის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია/ბუღალტერ-მოანგარიშე. კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს ბუღალტრის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დაიკავოს ბუღალტერ-მოანგარიშის პოზიცია კერძო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო დაწესებულებების სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო სამსახურში.

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის ბუღალტერ- მოანგარიშე, რომელსაც აქვს სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენის, დოკუმენტირებული სამეურნეო მოვლენის საბუღალტრო ანგარიშებში ჩაწერის, საბუღალტრო ანგარიშებში ნაშთების გამოთვლის, საცდელი ბალანსის შედგენის, საგადასახადო სისტემის ზოგადი პრინციპებისა და პროცესების, ასევე ბიზნესის სამართლისა და ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა. რომელიც აღნიშნული ცოდნის გამოყენებით შეძლებს: პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას, პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კრეფსითი უწყისების შედგენას, ბუღალტრულ გატარებასა და ბუღალტრულ ანგარიშებში მინიშნებული ოპერაციებისა და ტიპიური/გამეორებადი ოპერაციების დამოუკიდებლად ასახვას, საბუღალტრო პროგრამებში (ORIS, ინფო) სამეურნეო ოპერაციების

Page 13: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

შეტანას, ოპერაციების კორექტირებას, საცდელი ბალანსის შესადგენი ნაშთების მომზადებას, ცალკეულ საბურალტრო ანგარიშებში თავმოყრილი ინფორმაციის დაჯგუფებას და მათ ბაზაზე ოპერატიული ხელმძღავნელობისათვის აუცილებელი პერიოდული ანგარიშგების მომზადებას ცალკეული სააღრიცხვო ობიექტებისა და თემატიკის მიხედვით.

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული ბუღალტრის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის ბუღალტრისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგი

შეუძლია: დათვლა, აღწერა, გაზომვა და გამოთვლითი სამუშაოების შესრულება;პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა;პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კრეფსითი უწყისების შედგენა;ბუღალტრული გატარება მინიშნებული ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში;ტიპიური/გამეორებადი ოპერაციების დამოუკიდებლად ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში;დანერგილ საბუღალტრო პროგრამებში სამეურნეო ოპერაციების შეტანა, ოპერაციების კორექტირება;საცდელი ბალანსის შესადგენი ნაშთების მომზადება;პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

მესამე საფეხურის ბუღალტრის პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია/ბუღალტერ-მოანგარიშე და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

ელექტრიკოსისაგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

ელექტრიკოსი პროფესიული სპეციალიზაცია

ელექტრიკოსი 040557 მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ელექტრიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

Page 14: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

60 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 24 კრედიტი-600 საათი, ეთმობა თეორიას და 60% - 36 კრედიტი,900 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1500 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 10 თვე, 42 კვირა. 37 კვირა ეთმობა თეორიასა და სასწავლო პრაქტიკას,1 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს ,4 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნადასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში ელექტრიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება ელექტრიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია. კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს ელექტრიკოსის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

ელექტრიკოსი არის დამხმარე ტექნიკური პერსონალი, რომელიც მუშაობს ელექტროენერგიის მწარმოებელ, გადამცემ, გამანაწილებელ და მომხმარებელ ობიექტებზე ინჟინერ-ენერგეტიკოსის (მორიგე ინჟინრის, ცვლის უფროსის) უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ და ფლობს ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟის, დიაგნოსტიკის, რემონტისა და სწორი ექსპლუატაციის უნარ-ჩვევებს. პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის ელექტრიკოსი,რომელმაც უნდა იცოდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ,გადამცემ,გამანაწილებელ და მომხმარებელ ობიექტებზე გამოყენებული ელექტროდანადგარებისა და ელექტრომოწყობილობების მოქმედების პრინციპის თეორიული საფუძვლები. იგივე ობიექტებზე გამოყენებული დანადგარების მონტაჟის,ექსპლუატაციისა და რემონტის თეორიული საფუძვლები და უნდა ფლობდეს შესაბამის პრაქტიკული უნარ-ჩვევებს. უნდა იცოდეს ელექტრული მოწყობილობების მონტაჟის,ექსპლუატაციის და რემონტის პროცესში გამოყენებული ელექტრული მასალების

Page 15: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

თვისებები და მათი სწორი გამოყენება,ელექტროსამონტაჟო იარაღების ნაირსახეობა და მათი გამოყენების წესები ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად.

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხისგანვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბრძანებით დამტკიცებული

ელექტრიკოსის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის ელექტრიკოსისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის

გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლისშედეგი:

შეუძლია სარემონტო სამუშაოების წინ მოამზადოს ინსტრუმენტები,სამარჯვები, მექანიზმები, მასალები და სათადარიგო ნაწილები.ელექტროენერგეტიკულ მოწყობილობებზე, დანადგარების ცალკეულ დეტალებსა და მარტივ კვანძებზე წინასწარ განსაზღვრული დავალებების

მიხედვით საკონტროლო–საზომი ხელსაწყოებისა და სამონტაჟოინსტრუმენტების, ძირითად მეთოდებისა და მასალების გამოყენებით ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობებისა და დანადგარების მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური მეთოდების და უნარების

ფართო სპექტრით მანიპულირება.პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

მესამე საფეხურის ელექტრიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ელექტრიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

მზარეული (II საფეხური) საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

მზარეული პროფესიული სპეციალიზაცია

მზარეული 010463 მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მზარეულის მეორე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

Page 16: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

45 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 18 კრედიტი-450 საათი, ეთმობა თეორიას და 60% - 27 კრედიტი,675 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1125 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 8 თვე, 33 კვირა. 26 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას, 2 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს, 5 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლებაზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნა

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში მზარეულის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მეორე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება მზარეულის მეორე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია. კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს მზარეულის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

მზარეულის მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროა: სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები: რესტორნები, კაფეები, ბარები, სწრაფი კვების ობიექტები, სასაუზმეები, საზაფხულო ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტები; დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები და სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სახლები, საკურორტო კომპლექსები, გასართობი კომპლექსები, კლუბები, კაზინოები; გემები; დიდი სუპერმარკეტები და სხვა ობიექტები, სადაც არის კვებითი მომსახურება.

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლოს მზარეულის უშუალო ხელმძღვანელობით სამუშაო არეალის მომზადება და ორგანიზება; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით სამუშაო არეალის დასუფთავება; ყველანაირი საკვები პროდუქტის ადგილობრივი და უცხოური სახეობების ერთმანეთისაგან გარჩევა, მათი პირველადი დამუშავება და დაბინავება ტემპერატურული ნორმების გათვალისწინებით;სამზარეულოს ტექნიკის, მანქანა-დანადგარების და სამუშაო ინსტრუმენტების უსაფრთხო და დანიშნულებისამებრ გამოყენება და მათი მოვლა; პროდუქტების დამუშავება - კერძისათვის საკვები მასალის სათანადო მომზადება გასუფთავების, დაჭრის, დაქუცმაცების, გატარების ან დაფქვის გზით; კერძისათვის საჭირო მასალის თბური დამუშავება; ნახევარფაბრიკატებისა და კერძის ცალკეული მარტივი კომპონენტების მომზადება; მასალის, ნახევარფაბრიკატების და მზა კერძების შენახვა ტემპერატურული ნორმების ზუსტი დაცვით.

Page 17: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბრძანებით დამტკიცებული მზარეულის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მეორე საფეხურის მზარეულისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგი:

შეუძლია სტაბილურ გარემოში გარკვეული დამოუკიდებლობით შეასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაო სამიშაო არეალის მომზადება და ორგანიზება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმრბის დაცვით სამუშაო არეალის დასუფთავება. სამზარეულოს ტექნიკის, მანქანადანადგარების და სამუშაო ინსტრუმენტების უსაფრთხო და დანიშნულისამებრ გამოყენება და მათი მოვლა. პროდუქტების დამუშავება კერძისათის საჭირო ინგრედიენტის სათანადოთ მომზადება, გასუფთავების , გარეცხვის, დაჭრის, დაქუცმაცების, გატარების ან დაფქვის გზით. კერძისათვის საჭირო მასალის თბური დამუშავება.დიეტური და კულტურული საჭიროებების გათვალისწინებით მარტივი კერძების მომზადება.

მენიუს და რეცეპტურის საფუძველზე ტექნოლოგიური ბარათის გამოყენებით მზარეულის უშუალო ხელმძღვანელობით ნახევარფაბრიკატებისა და კერძის ცალკეული მარტივი კომპონენტების მომზადება.მასალის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა კერძების შენახვა ტემპერატურული ნორმების ზუსტი დაცვით.

პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

მეორე საფეხურის მზარეულის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მზარეულის მეორე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

მზარეული III საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

მზარეული პროფესიული სპეციალიზაცია

მზარეული 010463 მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მზარეულის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

45 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 18 კრედიტი-450 საათი, ეთმობა თეორიას და 60% - 27 კრედიტი,675 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1125 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

Page 18: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

სწავლების ხანგძლივობა 8 თვე, 32 კვირა. 26 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას, 2 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს, 5 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

მზარეულის სპეციალისტის მეორე საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მზარეულის სპეციალისტის მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარება. სასწავლებლის მიერ დადგენილი შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხი ტესტირების გავლა;

მინიმალური განათლებამესამე საფეხურის ,,მზარეული” პროფესიულ პროგრამაზე სასწავლებლად დაშვების მინიმალური პირობაა საბაზო განათლება და მზარეულის სპეციალისტის მეორე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

კვალიფიკაცია

მზარეულის მეორე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნადასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

მზარეულის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს რესტორანში, კაფეში, ბარში, სწრაფი კვების ობიექტებში, დიდ და მცირე სასტუმროებში,საკურორტო კომპლექსებში და სხვა ობიექტებში სადაც არის კვებითი მომსახურება.

მესამე საფეხურის მზარეულის პროფესიული დიპლომის მფლობელს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს მეოთხე საფეხურის შესაბამის პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამაზე.პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის მზარეულის კვალიფიკაციის მფლობელი, რომელმაც იცის საკვები პროდუქტების ხარისხიანი მასალის შერჩევა, საკვები პროდუქტების მიღება, მათი აღრიცხვა, პირველადი აღრიცხვიანობის დოკუმენტების წარმოება, მატერიალური ბაზის ინვენტარიზაციის ჩატარების პროცედურები; იცნობს სურსათის უვნებლობის პრინციპებს, საფუძვლიანად ფლობს მუშაობის ტექნიკას და მომზადების მეთოდებს. იცნობს მენიუს სახეებს, სტრუქტურას და მენიუს შედგენის პრინციპებს; ახალი რეცეპტების შედგენის მეთოდებს; საფუძვლიანად ფლობს ნაციონალური კერძების მომზადების ხელოვნებას. იცნობს მსოფლიო კულინარულ ხელოვნებას და სხვადასხვა ქვეყნის (ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის) სამზარეულოებს და მათ თავისებურებებს. იცის მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნის სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება

Page 19: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

რეცეპტურის საფუძველზე. იცის ტურიზმისა და მომსახურების სფეროს არსი და დანიშნულება; სტუმერმასპინძლობის ძირითადი პრინციპები; კვების ინდუსტრია და სარესტორნო ბიზნესი; კვების ობიექტებისა და სასტუმროს რესტორნების მუშაობის სპეციფიკა.ყველანაირი საკვები პროდუქტის ადგილობრივი და უცხოური სახეობების ხარისხიანი შერჩევა, მათი მიღება, აღრიცხვა, პირველადი დამუშავება და დაბინავება ტემპერატურული ნორმების გათვალისწინებით;

სწავლის შედეგი:

პირველადი აღრიცხვიანობის დოკუმენტაციის წარმოება;მენიუსა და რეცეპტურის საფუძველზე,ტექნოლოგიური ბარათის გამოყენებით, მზარეულისადა შეფ-მზარეულის მინიმალური კონტროლის ქვეშ, ან მის გარეშე დამოუკიდებლად ნაციონალური და მსოფლიო სამზარეულოს კერძების მომზადება და გაფორმება.მარტივი მენიუს შედგენა ან ამა თუ იმ რესტორნის არსებულ მენიუში დამატებებისა და ცვლილებებისშეტანა; შეუძლია შექმნას ახალი რეცეპტი; კერძების მოსამზადებლად განსაზღვრავს მასალის ოდენობას და ღირებულებას; მომზადების პროცესში ამოწმებს კერძის ხარისხს,ზომასა და ნორმას; იყენებს თანამედროვე მანქანა-დანადგარებსდა ინსტრუმენტებს; კერძებისგაფორმება მიზანპლასის კანონებისდაცვით;იყენებს შემოქმედებითობას - შეუძლია კერძისორიგიანლური გაფორმება; ახალი იმპროვიზირებულირეცეპტის შექმნა; კერძების მომზადება კვების სხვადასხვა ობიექტებისადა ღონისძიებებისათვის მათი სპეციფიკის და მომხმარებლისმოთხოვნის გათვალისწინებით; სარესტრონომომსახურება და სერვისი.

პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

მესამე საფეხურის მზარეულის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მზარეულის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

პროფესიული სპეციალიზაცია

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი - 080360

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის მესამე საფეხურის კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

60 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 24 კრედიტი-600 საათი, ეთმობა თეორიას და 60% - 36 კრედიტი,900 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1500 საათი

Page 20: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 10 თვე, 44 კვირა. 37 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას,2 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,4 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური,გავლილი აქვს სასწავლებლის მიერ ჩატარებული შიდა კონკურსი, გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

შიდა შესარჩევი კონკურსის წესი და პირობები

დირექტორის მიერ შემუშავებული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით;

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნა

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია. კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის დასაქმების არეალია მოდის დიზაინის კომპანიები, მცირე და მსხვილი სამკერვალო საწარმოები, ფაბრიკები, მოდის ატელიეები.

შრომის ბაზრის ნაწილი თვითდასაქმებულთა სეგმენტზე მოდის: ინდივიდუალური კერვა, ინდივიდუალური მეწარმეობა, კერძო/მცირე ბიზნესი.

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი – ინდივიდუალური სამკერვალო ნაწარმის ხელოსანი, რომელმაც უნდა იცოდეს ადამიანის ფიგურის ზომითი მახასიათებლები და ფიგურის ზომებიდან ტანსაცმელზე გადასვლის პრინციპები, ტანსაცმლის ზომები და ფორმა, სილუეტური, კონსტრუქციული, დეკორატიული ხაზების დახასიათება; უნდა შეეძლოს – მოდელირებული თარგის მიხედვით მასალაში შესრულებისათვის

Page 21: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

საჭირო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით დამოუკიდებლად შეასრულოს ნაწარმი (გამოჭრა-კერვა) და მიიყვანოს დასრულებულ სახემდე.

სწავლის შედეგი:

ძირითადიმასალებისადა ინსტრუმენტების გამოყენებით ნაწარმის ხელისადა მანქანური გვირისტების შესრულება, მზა ტანსაცმლის დაზიანებული ადგილების ხელით რესტავრაცია და ა.შ. სამკერვალო ნაწარმის სხვა და სხვა ასორტიმენტისათვის საჭირო ცალკეულიკვანძებისა და დეტალების ტექნიკურად შესრულება, როგორიცაა ჯიბე, სახელო, მანჟეტი, საყელოდაა.შ.; ინდუსტრიული სამკერვალო ნაწარმის დამუშავებისათვის საჭირო ტექნოლოგიური მოწყობილობების (უნივერსალური, სპეციალური, ავტომატური და ნახევრად ავტომატური საკერავი მანქანები, თბურ-დანამვით დამუშავების მოწყობილობები, მცირე მექანიზაციისსა შუალებები) გამოყენება, დარეგულირება, თბურ-დანამვითი სამუშაოების შესრულება, უსაფრთხოების წესების დაცვა. ასევე, შეუძლია პრაქტიკაში გამოიყენოს კერვის სპეციფიკური თეორიული ცოდნისა და ტექნიკური უნარ-ჩვევების ფართო სპექტრი, კერძოდ, შეარჩიოს მოდელისმიხედვით ბაზისური თარგი, ან მოდელირებული თარგის მიხედვით მასალაში შესრულებისათვისსაჭირო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით დამოუკიდებლად შეასრულოს ნაწარმი ( გამოჭრა-კერვა) და მიიყვანოს დასრულებულ სახემდე ინდივიდუალური მოთხოვნისშესაბამისად.

პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

საკერავი მანქანების ოპერატორი

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

საკერავი მანქანების ოპერატორი

პროფესიული სპეციალიზაცია

საკერავი მანქანების ოპერატორი (040961)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საკერავი მანქანების ოპერატორის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა:

30 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 42% - 13 კრედიტი-325 საათი, ეთმობა თეორიას და 58% - 17 კრედიტი,425 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 750 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

Page 22: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

სწავლების ხანგძლივობა 6 თვე, 23 კვირა. 16 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას, 1 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,5 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ქართული ენის საბაზო ცოდნის დონე.

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

საკერავი მანქანების ოპერატორის დასაქმების სფეროს წარმოადგენს მსუბუქი მრეწველობის სამკერვალო საწარმოები, მოდისა და დიზაინის კომპანიები, მცირე და კერძო ბიზნესის სამკერვალო საწარმოები და ყველა ის სფერო, სადაც ხდება სამკერვალო ნაკეთობათა გამოშვება. პროფესიული პროგრამის მიზნები

საკერავი მანქანების ოპერატორის (მესამე საფეხური) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. კურსდამთავრებული თავისი კომპეტენციების საფუძველზე შეძლებს დასაქმებას მსუბუქი მრეწველობის სამკერვალო საწარმოებში, მოდისა და დიზაინის კომპანიებში, მცირე და კერძო ბიზნესის სამკერვალო საწარმოებში.პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის საკერავი მანქანების ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს ნაწარმის კერვისას სხვადასხვა სირთულის ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულებას სპეციფიკური ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით. პროგრამის მიზანია პროფესიულ სტუდენტებს შეაწავლოს ორძაფიან, სამძაფიან და ხუთძაფიან საკერავ მანქანებზე გვირისტულების პრაქტიკულად განხორციელება, ტექნოლოგიური ციკლის დამოუკიდებლად წარმართვა, კერვის პროცესში წუნის აღმოჩენა და სწრაფად რეაგირება, ტანსაცმლის კონსტრუქციის დადგენა და მათ თანმიმდევრულად შეერთება, ტანსაცმლის ნაწილების შესაერთებლად საჭირო ხერხების და საშუალებების გამოყენება, ნაწარმის ცალკეული კვანძების დამზადება - აწყობა, უნივერსალური და სპეციალური დანიშნულების საკერავი მანქანების ძაფებით გაწყობა, ნემსების შერჩევა და მანქანაზე დამაგრება, ძაფის დაჭიმულობის დარეგულირება, ღილების მიმკერებელ და ღილკილოების ამომხვევ საკერავ მანქანებზე ნებისმიერი ფორმის ღილკილოების შესრულება, მანქანებზე მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვა. პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 27 ივნისის #466 ბრძანებით დამტკიცებული საკერავი მანქანების ოპერატორის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული

Page 23: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

მესამე საფეხურის საკერავი მანქანების ოპერატორისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგი

შეუძლია ორძაფიანი, სამძაფიანი და ხუთძაფიანი მანქანების ძაფით გაწყობა;შეუძლია უნივერსალურ და სპეციალური დანიშნულების მანქანებში ძაფის დაჭიმულობის რეგულირება, დამწოლი თათის რეგულირება, ნემსების შერჩევა და დამაგრება მანქანაზე;შეუძლია უნივერსალური დანიშნულების მანქანის მართვა სავარჯიშო ფურცლების გამოყენებით ნორმირებული დროის დაცვით;შეუძლია საკერავ მანქანებზე სტანდარტული გვირისტულების პრაქტიკულად განხორციელება;შეუძლია სპეციალური დანიშნულების საკერავი მანქანების სწორად მართვა ნორმირებული დროის დაცვით;შეუძლია კერვის პროცესში დანის მექანიზმის სწორად გამოყენება;შეუძლია ნაწარმის კონსტრუქციის დადგენა და მათი თანმიმდევრული შეერთება;შეუძლია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მართვა; პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის საკერავი მანქანების ოპერატორის პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება საკერავი მანქანების ოპერატორის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

სავალი ნაწილის ტექნიკოსისაგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

სავალი ნაწილის ტექნიკოსი

პროფესიული სპეციალიზაცია

სავალი ნაწილის ტექნიკოსი - 040769

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

სავალი ნაწილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

60 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 60% - 36კრედიტი- 900 საათი, ეთმობა თეორიას და 40% - 24 კრედიტი, 600 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1500 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

Page 24: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

სწავლების ხანგძლივობა 9 თვე, 37 კვირა. 30 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას,1 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,6 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნა

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში სავალი ნაწილის ტექნიკოსის სპეციალობაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სავალი ნაწილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია. კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლს გააგრძელოს სავალი ნაწილის ტექნიკოსის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

სავალი ნაწილის ტექნიკოსის დასაქმების სფეროს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომობილების სერვისცენტრები და ანალოგიური საწარმოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის გამართულ ტექნიკურ მდგომარეობას

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი, რომელმაც უნდა შეისწავლოს სავალი ნაწილის სარემონტო საქმიანობის ძირითადი პრინციპები,დაზიანებების დიაგნოსტიკა ავტომობილებში, ავტომობილების ტექნიკური მომსახურეობის და რემონტის ტექნოლოგიური პროცესი, ავტომობილის დაშლა, დეტალების და აგრეგატების კონტროლი და სორტირება, აწყობა და გამოცდა, დეტალების რემონტი, უსაფრთხოების ტექნიკის საერთო წესები.

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის სავალი ნაწილის ტექნიკოსისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგი

შეუძლია ავტომობილის სავალი ნაწილის დაშლილი აგრეგატებისა და მექანიზმების სათანადო კონტროლი, მათი ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა, მომზადება და დამოუკიდებლად აწყობა

Page 25: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

ტექნოლოგიური რუკების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების შესაბამისად. აგრეთვე, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად

პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის სავალი ნაწილის ტექნიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება სავალი ნაწილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

სტილისტი

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

სტილისტი(ქალი,მამაკაცი)

პროფესიული სპეციალიზაცია

სტილისტი(ქალი,მამაკაცი) - 080368

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

სტილისტ-პარიკმახერის /ქალი,მამაკაცი/ მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

45 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 18 კრედიტი-450 საათი, ეთმობა თეორიას და 60% - 27 კრედიტი,675 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1125 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 8 თვე, 32 კვირა. 24 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას,2 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,6 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური,გავლილი აქვს სასწავლებლის მიერ ჩატარებული შიდა კონკურსი, გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება შიდა შესარჩევი კონკურსის წესი და პირობები

დირექტორის მიერ შემუშავებული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით;

Page 26: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნადასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში სტილისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სტილისტ-პარიკმახერის /ქალი,მამაკაცი/ მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს სტილისტ-პარიკმახერის /ქალი,მამაკაცი/ მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

სტილისტის /ქალი, მამაკაცი/ დასაქმების სფეროს წარმოადგენს სილამაზის სალონები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, იმიჯ და სარეკლამო სტუდიები, კინო, თეატრი, ტელევიზია. სტილისტი /ქალი, მამაკაცი/ შეიძლება იყოს თვითდასაქმებული. პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის სტილისტი/ქალი, მამაკაცი/,რომელმაც უნდა იცოდეს: ადამიანის თავის კანის და თმების მოვლის პროფილაქტიკა,თმის შეჭრა,შეღებვა,ფერის შეცვლა,დახვევა,დასწორება,წვერ-ულვაშის შესწორება.

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული სტილისტის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის სტილისტის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.სწავლის შედეგი

შეუძლია სამუშაო ადგილის ორგანიზება, თმის ტესტირება, მასაჟი, დაბანა, თმის პროფილაქტიკური მოვლა, თმის კლასიკური მოდური შეჭრის, დაწყობის,დახვევის და ვარცხნილობის შესრულება კლიენტის თავის სახის ფორმების და თანამედროვე მოდური ტენდენციების გათვალისწინებით.შეუძლია საღებავების შერჩევა ფერთა სპექტრის მიხედვით,თმის შეღებვა, მელირება, პროპორციების და ხარჯების გაანგარიშება,სამუშაოს მიმდინარე და შემაჯამებელი კონტროლი, შეფასება და კორექტირება, თმის პროფილაქტიკური მოვლის რეკომენდაციების მიცემა.

პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის სტილისტის(ქალი,მამაკაცი) საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება სტილისტ-პარიკმახერის /ქალი,მამაკაცი/ მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

Page 27: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

ტრაქტორისტ-მემანქანე

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

ტრაქტორისტ-მემანქანე

პროფესიული სპეციალიზაცია

ტრაქტორისტ-მემანქანე - 041551 მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ტრაქტორისტ-მემანქანის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

40 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 50% - 20 კრედიტი-500 საათი, ეთმობა თეორიას და 50% -20 კრედიტი,500 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1000 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 6 თვე, 27კვირა. 21 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას,1 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,5 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლებაზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნა

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში ტრაქტორისტ-მემანქანის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება ტრაქტორისტ-მემანქანის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია. კურსდამთავრებულს აქვს უფლება შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

ტრაქტორისტ-მემანქანის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელი საქმდება მექანიზატორად მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერულ და სასათბურე მეურნეობებში, სარწყავი სისტემების დარგობრივ საწარმოებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახ და გადამამუშავებელ კომპანიებში, სპეციალიზირებული მანქანების ტექნიკური სერვისის სადგურებში და სარემონტო საწარმოებში, დილერული მომსახურების პუნქტებში.

Page 28: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის ტრაქტორისტ-მემანქანე,რომელმაც უნდა იცოდეს სასოფლო- სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის,მეცხოველეობის საკვების დამზადების და მოსავლის აღების საქმიანობასთან დაკავშირებული აგროტექნიკური და სამანქანო ტექნოლოგიები.მანქანები ნიადაგის ძირითადი დამუშავებისათვის; ნიადაგის ზედაპირის დამუშავების მანქანები; თავთავიანი კულტურების ასაღები მანქანები; მცენარეთა ქიმიური დამცავი მანქანები; ბალახეული კულტურის ასაღები მანაქანები; ტრაქტორის აგებულება; ტრაქტორის კლასიფიკაცია ზოგადი მოწყობილობა; ტრაქტორის ძირითადი ნაწილები ტრაქტორის ძრავები; ტრაქტორის წევითი თვისებებები; ტრაქტორის ელექტრო მოწყობილობა; პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული ტრაქტორისტ-მემანქანის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის ტრაქტორისტ-მემანქანისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგი

კურსდამთავრებულს შეუძლია: ტრაქტორის ძრავას მომზადება გასაშვებად, ზამთარში და ზაფხულში ძრავას გაშვების თავისებურებანი, ტრაქტორების (თვლიანი; მუხლუხა) და თვითმავალი შასების მართვა; საგზაო მოძრაობის წესების სრული დაცვით მოძრაობა; ტრაქტორის მისვლა მისაბმელ და საკიდ სასოფლო-სამეურნეო მანქანასთან, მათი მიერთება ტრაქტორთან;დამოუკიდებლად შეუძლია სამუშაო ორგანოს აწყობა და რეგულირება, აგრეგატის სამუშაოდ გამზადება და მუშა ორგანოების რეგულირება; აგრეგატის ტექნიკური მომსახურების ჩატარება სტანდარტული მეთოდიკის მიხედვით;სატრაქტორო აგრეგატების საშუალებით მექანიზებული სამუშაოების შესრულება აგროტექნუკური მოთხოვნების სრული დაცვით; მუშაობის დროს აგრეგატის უწესივრობის აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა. პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

მესამე საფეხურის ტრაქტორისტ-მემანქანის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ტრაქტორისტ-მემანქანის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

პროფესიული სპეციალიზაცია

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი ( 040959)

Page 29: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

პროგრამის მოცულობა: 45 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 41% - 18 კრედიტი-450 საათი, ეთმობა პრაქტიკას და 59% - 27კრედიტი,675 საათი, ეთმობა თეორიას. სულ 1125 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 8 თვე, 32 კვირა. 24 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას, 1 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს, 6 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა. მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ქართული ენის საბაზო ცოდნის დონე.

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის პროფესიული განათლება არის ერთსაფეხურიანი. III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და კურსდამთავრებული ასრულებს სწავლას სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით. მას შეუძლია შეძენილი კვალიფიკაციის გაღრმავება თვითგანვითარებით. ასევე, შეუძლია განსაზღვროს მონათესავე სპეციალობის მიმართულებით, მაღალ საგანმანათლებლო საფეხურებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები.

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეცილისტი შეიძლება დასაქმდეს მსუბუქი მრეწველობისა და სერვისის სამკერვალო საწარმოებში, მოდისა და დიზაინის კომპანიებში, სამეცნიერო და კვლევითი ორგანიზაციების ლაბორატორიებში, ყველა იმ სამკერვალო საწარმოში, სადაც იქმნება სამკერვალო ნაწარმი.

პროფესიული პროგრამის მიზნები

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის (მესამე საფეხური) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. კურსდამთავრებული დასაქმდება თავისი კომპეტენციების საფუძველზე.პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნის საფუძველზე ნაწარმის კერვის ყველა ეტაპზე ხარისხის კონტროლს, შედეგების გაანალიზებას, სტანდარტულ მაჩვენებლებთან შედარებასა და

Page 30: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

ხარისხის ასამაღლებლად წინადადებების შემუშავებას. შეძლებს იმ სამუშაოების და პროცესების ხარისხის მართვის კონტროლს, რომელიც აუცილებელია დამკვეთის მოთხოვნის გათვალისწინებით სტანდარტული სახის ნაწარმის მისაღებად. პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრი, რომელიც გამოავლენს სტანდარტიდან გადახრის მიზეზებს და ტექნოლოგიურ პროცესში აქტიურად ჩარევის გზით გამოასწორებს აღმოჩენილ ხარვეზებს, გასწევს რეკომენდაციებს ხარისხიანი შესაკერი მასალების და ფურნიტურის, მანქანებისა და დამატებითი მოწყობილობების შესარჩევად. პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგი:

შეუძლია ნაწარმის ხარისხის განსაზღვრა უახლოესი მეთოდების გამოყენებით; ქსოვილის, ფურნიტურისა და სხვა მასალების ხარისხიანობის დადგენა;ქსოვილის, ფურნიტურის, ძაფების და ნემსების სწორად გამოყენების შეცნობა; სამკერვალო ნაწარმის და მასში გამოყენებული მასალების ხარისხის შემოწმება როგორც საწარმოო პროცესების სტადიების მიხედვით, ასევე სავაჭრო ქსელში გატანის შემთხვევაში; სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვისა და კონტროლისათვის სტატისტიკური მეთოდების გამოყენება, პისტოგრამისა და პარეტოს დიაგრამის აგება; პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის შემოწმება სერთიფიკაციით მიღებულ მაჩვენებლებთან ; ოპერატორისა და მექანიკოსის მიერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით მათი კვალიფიკაციის შემოწმება ;მანქანის სიჩქარის ცვლილებებით გამოწვეული გვირისტულის ბიჯის ხარვეზების ამოცნობა; მიღებული ცოდნის გამოყენებით დამოუკიდებლად შესასრულებელი სამუშაოების შეფასება, პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი შესაბამისი ხელსაწყოების და მოწყობილობების გამოყენება; დასმული ამოცანის შედეგების შესაფასებლად მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებისა და და სანდო ინფორმაციის წყაროების გამოყენება; შეუძლია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მართვა.

პროგრამის დასრულების დამადასტურებებლი დოკუმენტი

მესამე საფეხურის სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი პროფესიული სპეციალიზაცია

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი 040154 მისანიჭებელი კვალიფიკაცია

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის მესამე საფეხურის კვალიფიკაცია.

პროგრამის მოცულობა კრედიტებში

Page 31: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

45 კრედიტი(1საათი 25 კრედიტი),აქედან 40% - 18 კრედიტი-450 საათი, ეთმობა თეორიას და 60% - 27 კრედიტი,675 საათი, ეთმობა პრაქტიკას. სულ 1125 საათი

სწავლების ხანგრძლივობა

სწავლების ხანგძლივობა 8 თვე, 31 კვირა. 26 კვირა ეთმობა თეორიასა დ სასწავლო პრაქტიკას,1 კვირა ეთმობა დასკვნით გამოცდებს,4 კვირა ეთმობა საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გადალახული აქვს გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა.

მინიმალური განათლება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო განათლება

ქართული ენის ფლობის დონე პროგრამის გავლის მსურველთათვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბაზო ცოდნა

დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პროფესიულ კოლეჯში კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს მესამე საფეხურზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია. კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან შეძენილი კვალიფიკაცია გაიღრმავოს თვითგანვითარებით.

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს კომპიუტერულ სერვის ცენტრებში ქსელური პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად; ნებისმიერ ორგანიზაციაში, სადაც ფუნქციონირებს მცირე და საშუალო მასშტაბის კომპიუტერული ქსელი სისტემებისა და ქსელის სპეციალისტის თანამდებობაზე, პროფილურ ან დიდი მასშტაბის ინფოსაკომუნიკაციო ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინსიტრატორის ასისტენტის თანამდებობაზე.

პროფესიული პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მესამე საფეხურის კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი ,რომელმაც უნდა იცოდეს თანამედროვე კომუნიკაციის სახეები, მათი გამოყენების არეალი და მისცეს შესაბამისი ცოდნა რომ დამოუკიდებლად შეძლოს მცირე ზომის მარტივი ქსელის აგება ადმინისტრირება და პრობლემების აღმოფხვრა. ოპერაციული სისტემების მუშაობის ზოგადი პრინციპები, თანამედროვე ოპერაციული სისტემების არქიტექტურა და მუშაობის პრინციპები, ოპერაციული სისტემების ექსპლოატაცია, ადმინისტრირება და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება

Page 32: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

პროგრამის ძირითადი მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მესამე საფეხურის კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსისათვის საჭირო ზოგადი ცოდნა, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარი, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები.

სწავლის შედეგი:

შეუძლია: აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა,წარმოქმნილი პრობლემების მიზეზის დადგენა და მის კვლიფიციურაღმოფხვრა;ააგოს, მართოს და ადმინისტრირება გაუწიოს მცირე და საშუალო მასშტაბის (150–300 კომპიუტერი) კომპიუტერულ ქსელს;დანერგოს და დააკონფიგურიროს თანამედროვე დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლები; დანერგოს ქსელში სამდონიანი იერარქიული მოდელი, რომელიცაუცილებელია ქსელის საიმედოდ, დაცულად და ოპტიმიზირებულად

მუშაობისთვის; დანერგოს სერიალური გადაცემის ინკაფსულაციის პროტოკოლები,

საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს წვდომები კონკრეტული მისამართების და სერვისების დონეზე; სხვადასხვა სერვერების ინსტალირებასა და მართვას;კატალოგების მართვის სისტემის - Active Directory-ის ამუშავებას და ორგანიზაციის შიდა ქსელური რესურსების მართვას;ოპერაციული სისტემის Windows Server 2008 სერვერზე დაყენებასა ორგანიზაციისთვის საჭირო ყველა ძირითადი სერვისის გამართვას;

ინფორმაციის საიმედოდ შენახვისათვის სხვადასხვა ტიპის დისკური მასივების განსაზღვრასა და დაკონფიგურირებას საჭიროების შესაბამისად

პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

მესამე საფეხურის კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის მესამე საფეხურის კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი.

პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა(დატვირთვა)

პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა(დატვირთვა) მოიცავს:

• ლექციაზე დასწრება/სამუშაო ჯგუფში მუშაობას;

• პრაქტიკულ მეცადინეობას;

• დამოუკიდებელ მეცადინეობას;

• სასწავლო, საწარმოო პრაქტიკას;

Page 33: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

• საწარმოო პრაქტიკის პროექტზე მუშაობას;

• შუალედური და შემაჯამებელი შეფასებებისათვის მომზადებას და ჩაბარებას;

პროფესიულ სტუდენტთა შეფასების სისტემა

1. კოლეჯში მოქმედებს საკრედიტო სისტემა;

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების განაწილება

ხდება სასწავლო კურსებს შორის. თითოეულ სასწავლო კურსს მინიჭებული აქვთ შესაბამისი

კრედიტი ( 1კრედიტი–25 ასტრონომიული საათი), რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტის მიერ ერთი სასწავლო კურსის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას(დატვირთვას);

3. პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა) თეორიის კომპონენტის

ფარგლებში მოიცავს ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ

მეცადინეობასა და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში –

პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდის ჩაბარებას;

4. პროფესიული სტუდენტის საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებულია მის მიერ მთელი

სასწავლო კურსის დროს ნაჩვენები შედეგები (შუალედური შეფასება) და დასკვნით გამოცდაზე

მიღწეული წარმატება (დასკვნითი გამოცდის შეფასება);

5. შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც ითვალისწინებს:

ა). შუალედურ შეფასებას – მაქსიმუმ 60 ქულა;

ბ). დასკვნითი გამოცდის შეფასებას – მაქსიმუმ 40 ქულა.

გ). შუალედური შეფასებების მიზნით თითოეულ სასწავლო კურსში ტარდება შუალედური

შეფასებები/ გამოცდები (მინიმუმ 2, მაქსიმუმ – 12 კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით).

დ). შუალედური შეფასებების/გამოცდების ქულები გაწერილია სილაბუსებში და იგი შეადგენს

შუალედური შეფასებისათვის განსაზღვრული ქულის განაყოფს შუალედური

შეფასებების/გამოცდების რაოდენობაზე.

ე) საწარმოო პრაქტიკის დროს პროფესიული სტუდენტის შეფასების წესი გამომდინარეობს

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან და იგი ინდივიდუალურად გაწერილია

შესაბამისი პროგრამის საწარმოო პრაქტიკის სილაბუსში.

6. შუალედური და დასკვნითი გამოცდების შეფასების მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები

Page 34: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

განსაზღვრულია ინდივიდუალურად სილაბუსებში;

7. სასწავლო კურსის დასკვნით გამოცდაზე დაიშვება პროფესიული სტუდენტი, რომელსაც

დაგროვებული აქვს შუალედური შეფასების მინიმუმ 11 ქულა;

8. საწარმოო პრაქტიკის დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასების 60

ქულიდან მინიმუმ 31 ქულის მიღება ( 60–ის 51%). შესაბამისად, პროფესიულ სტუდენტი

ვალდებულია დასკვნით გამოცდაზე მიიღოს 40 ქულიდან მინიმუმ 21 ქულა ( 40– ის 51%).

9) დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების (FX) პროფესიული სტუდენტს უფლება

აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე, არანაკლებ 10 დღეში.

10) პროფესიულ სტუდენტთა საბოლოო შეფასება მათი მიღწევების მიხედვით განისაზღვრება

შეფასების სისტემის შემდეგი სქემის მიხედვით

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს

ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით

გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) ( F ) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული

სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი ახლიდან აქვს

შესასწავლი;

11. პროფესიული სტუდენტისათვის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველს

წარმოადგენს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა სასწავლო კურსის კრედიტების

ათვისება.

Page 35: collegehorizonti.files.wordpress.com  · Web viewპროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი კოლეჯია

12. დასკვნითი გამოცდების კომისიის თავმჯდომარე სასწავლო კურსების დასკვნითი გამოცდების შედეგების საფუძველზე დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს პროფესიული სტუდენტებისათვის შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ.

პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება

1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №82/ნ 2012 წლის 17 აპრილი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად ,,ჰორიზონტი” რეორგანიზაციის შესახებ;

2. დამფუძნებელთა შეთანხმება არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ დაფუძნებაზე.