adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web...

26
აააააა ააააააააააა ააააააააააა აააააააააა, ააააააააა აა ააააააა ააააააააააა ააააააააააა/აააააააააააააა 2015 აააა აააააააააა ა ა ა ა ა ა ა ა ა აააააააააა აააააააააა აააააა ააააააააააა ააააააააააა აააააააააააა აააააააააა, ააააააააა აა ააააააა ააააააააააა 2015 აააა ააააააააააა ააააა ააააააააააა 37 733 873 ააააა, აააა აააააააა ააააააააა აააააააა 35 755 712 აააა, ააა აააააა აააააააააა 94,8 ააააააააა. ააააა ააააა 37733873 35,755,712 ააააააააა ააააა ააა ააააა აააააააა ააააა: 15572913 6584824 6933 8 1414 87 10744321 2558994 83834 აააააა ააააააააააა აააააააა აა აააააააააააა აააააააააა ააააააააა აააააააააააა აააა ააააააა აააააააააააა აააააააა აააააააააააა ააააა აააააააააააა ააააააააააა, ააააააააააა ააააააააააა ააააააააააა, აააა აააააა ააააააააა ააააააააააააა აააააა აააააააააა აა აააააა აააააააა აა ააააააააააააა ააააააა ააააააააააააა ააააააააააა 2015 აააა აააააააააა აააააააა.

Transcript of adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web...

Page 1: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების/ქვეპროგრამების

2015 წლის შესრულებისა ნ გ ა რ ი შ ი ს დამატებითი ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 37 733 873 ლარით, ხოლო ფაქტიური შესრულება შეადგინს 35 755 712 ლარს, რაც გეგმის შესრულების 94,8 პროცენტია.

გეგმა ხარჯი

37733873

35,755,712

შესრულებაგეგმა

მათ შორის ფაქტიური ხარჯი:

15572913

6584824

69338

141487

10744321

2558994 83834 შრომის ანაზღაურება

საქონელი დამომსახურეობა

სუბსიდიები

სოციალურიუზრუნველყოფა

სხვა ხარჯები

არაფინანსური აქტივები

ვალდებულების კლება

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაგიმარტავთ სამინისტროს პროგრამების, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის პროგრამების 2015 წლის შესრულების ანგარიშს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2015 წელს განათლების მიმართულებით ახორციელებს სამ პროგრამას: საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და

Page 2: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ინვენტარით აღჭურვა, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

პროგრამა- საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა

მოიცავს ოთხ ქვეპროგრამას.

N ქვეპროგრამის დასახელებადაზუსტებულ

იგეგმა

ფაქტი შესრულების %

1 საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 4 108 142 3 779 732 92,0 %

2 საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა 1 587 446 1 533 793 96,6 %

3 საჯარო სკოლების ინვენტარითა და ლაბორატორიებით აღჭურვა 244 620 236 216 96,6 %

4 სპორტის განვითარების ხელშეწყობა 350 000 331 595 94,7 %

სულ ჯამი: 6 290 208 5 881 336 93,5%

ქვეპროგრამა - საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 4 108 142 ლარს, საკასო ხარჯი 3 779 732 ლარს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:

2015 წელს დასრულდა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლა (2014-2015 წელი) მშენებლობა;

13 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორის: 1. სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლა;2. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა; 3. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებას საჯარო სკოლა;4. სსიპ ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლა (რეკონსტრუქცია); 5. სსიპ ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის

საჯარო სკოლა; 6. სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლა; 7. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლა (ფასადის

რეაბილიტაცია); 8. სსიპ ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლა (პირვ. სართულის რეაბილიტაცია შშმ

მოსწავლეებისათვის); 9. სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ხიხაძირის საჯარო სკოლა (გათბობის სისტ.); 10. სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა (სპორტული დარბაზის სახურავი და სკოლის

ფასადი);11. სსიპ ქალაქ ბათუმის N27 საჯარო სკოლა (შენობის ფასადი);12. სსიპ ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა; 13. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლა);მიმდინარეობს გეგმით გათვალისწინებულ ვადებში 3 სკოლის მშენებლობა (სსიპ შუახევის

მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა (2015-2016 წელი), სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა ჭარნალის საჯარო სკოლა (2015-2016 წელი), სსიპ ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი ( 2015-2016 წწ.) და ერთი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები (სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (2015-2016 წწ.), რომლებიც დასრულდება 2016 წელს.

Page 3: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

შესყიდულია 6 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

ქვეპროგრამაში გადახრა გეგმასა და ხარჯს შორის შეადგენს 328 410 ლარს, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით, კერძოდ:

*სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მშენებლობის დასრულება დაგეგმილი იყო 2015 წელს, მიმწოდებლის მიერ (ი/მ გოჩა აბაშიძე) ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყდა 2015 წელს ხელშეკრულება. ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2014 წელს, რომელზეც გახარჯულია 653 467 ლარი (2014 წელს 219 219 ლარი და 2015 წელს 434 248 ლარი). აღნიშნულ თანხაში დასრულებულია მხოლოდ კონსტრუქციული სამუშაოები;

* დაგეგმილი იყო სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო (საბაზო) სკოლის შენობის შესყიდვა, ობიექტის შესყიდვა ვერ განხორციელდა იმ მიზეზის გამო, რომ მესაკუთრის მიერ მითითებულ ფასსა და ექსპერტიზის მიერ შეფასებულ ფასს შორის იყო შეუსაბამობა, ხოლო მეორე მესაკუთრემ უარი განაცხადა ობიექტის გაყიდვაზე;

*საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისათვის გათვალისწინებული თანხის აუთვისებელობა გამოწვეულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მიწის ნაკვეთის შესყიდვის პროცედურის გაგრძელების გამო;

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 92,0 %

ქვეპროგრამა - საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 1 587 446 ლარს, ხოლო საკასო ხარჯი 1 533 793 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების სააღმზრდელო მომსახურების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულებულია სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის საპანსიონო კორპუსის მშენებლობა (2014-2015 წელი) და სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაიუბნის N2 საჯარო სკოლის საპანსიონო კორპუსის რეაბილიტაცია და მათი ინვენტარით აღჭურვა.

აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია ყველა საჯარო სკოლა რომლებიც ახორციელებს საპანსიონო მოსახურებას.

ქვეპროგრამაში გადახრა გეგმასა და ხარჯს შორის შეადგენს 53 653 ლარს, რაც გამოწვეულია ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით.

პროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 96,6 %

ქვეპროგრამა - საჯარო სკოლების ინვენტარითა და ლაბორატორიებით აღჭურვა

Page 4: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 244 620 ლარს, ხოლო საკასო ხარჯი 236 216 ლარს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სს ,,თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკას“ შორის 2015 წლის 01 ივნისს გაფორმებული N206 ხელშეკრულების ფარგლებში პროგრამით განსაზღვრულ საჯარო სკოლებში შეტანილია 128 618 ლარის ღირებულების ინვეტარი (მოსწავლის ერთადგილიანი მერხი და სკამი, საკლასო კარადა, მასწავლებლის მაგიდა და სკამი და სამასწავლებლოს ინვენტარი).

ინვენტარით უზრუნველყოფილი იქნა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების აგარის, დიდაჭარისა და ძირკვაძეების საჯარო სკოლები, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების ოქტომბრის საჯარო სკოლა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ცეცხლაურის N1, ცეცხლაურის N2, ქვედა სამებისა და ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლები. ასევე, ზემოთ აღნიშნულ სკოლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს ,,პირამიდას“ შორის 2015 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული N341 ხელშეკრულების ფარგლებში შეტანილ იქნა 15 635 ლარის ღირებულების 80 ერთეული სასკოლო დაფა.

სამინისტროსა და შპს ,,ჯეო დეკორს“ შორის 2015 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული N304 ხელშეკრულების ფარგლებში ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიების კომპლექტი შეტანილი იქნა პროგრამით განსაზღვრულ საჯარო სკოლებში, თანხით 91 963 ლარი:

1. სსიპ ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლა;

2. სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა;3. სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა;4. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლა;5. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა;

ქვეპროგრამაში გეგმასა და ხარჯს შორის გადახრა 8 404 ლარის ეკონომია შექმნილია ტენდერის შედეგად.

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 96,6 %

ქვეპროგრამა - სპორტის განვითარების ხელშეწყობა სკოლებში

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 350 000 ლარს, ხოლო საკასო ხარჯი - 331 595 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:2015 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 (შვიდი) აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე

არსებული საჯარო სკოლის სპორტული დარბაზს, კეძოდ:* სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლა;* სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა;* სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა;* სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა;* სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა; * სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლა;* სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა;შეძენილია 5 (ხუთი) საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის საპროქტო - სახარჯთაღრიცხვო

დოკუმენტაცია, რომლის მშენებლობა - რეაბილიტაცია განხორციელდება 2016 წელს.* სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა;

Page 5: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

* სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარ სკოლა;*სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლა;* სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლა;* სსიპ ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლა.

18 405 ლარი გადახრა გეგმასა და ხარჯს შორის გამოწვეულია ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით.

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 94,7%

პროგრამა - განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა

N ქვეპროგრამის დასახელებადაზუსტებულ

იგეგმა

ფაქტი შესრულების %

1 ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის 130 350 117 614 90,2 %

2 საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარება 76 582 76 582 100,0 %

3 სტუდენტთა დახმარება 925 000 923 350 99,8 %

4 უმაღლესი განათლების ხელშეწყობა 224 500 174 394 77,7 %

5 უცხოეთში სტაჟირება 12 150 6 650 54,7 %

სულ ჯამი:1 368582 1 298 589 95,0%

მოიცავს ხუთ ქვეპროგრამას:

ქვეპროგრამა - ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის

2015 წლის საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 130 350 ლარს, საკასო ხარჯი 117 614 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:”ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის” ქვეპროგრამაში განხორციელდა მაღალმთიანი

აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში არსებული სხვადასხვა საგნის მასწავლებლის დეფიციტის შევსება და სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის წესით, რომელიც შედგება ორი ეტაპისაგან (ტესტირება და გასაუბრება), შეირჩა და დასაქმდა სხვადასხვა საგნის (ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფი) 30 მასწავლებლი 23 საჯარო სკოლაში. ქედის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში - 8 მასწავლებელი; 7 ინგლისურ ენაში და 1 - მათემატიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში - 10; 8 -

Page 6: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ინგლისურ ენაში და 2 მათემატიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში - 12 მასწავლებელი, 5 მათემატიკაში, 1 ქიმიაში და 6 ინგლისურ ენაში.

გეგმასა და ფაქტს შორის გადახრა 12 736 ლარის აუთვისებლობის ძირითადი რესურსი დარჩენილია 2015 წლის იანვრის თვიდან ივნისის თვის ჩათვლით ნაცვლად 36 მასწავლებლისა 29 მასწავლებლის დასაქმებით.

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 90,2 %

ქვეპროგრამა - საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარება

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 76 582 ლარს, საკასო ხარჯი 76 582 ლარს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს ,,ელვა.ჯი“-ს შორის 2015 წლის 6 მაისს დადებული N161 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელმა შეასრულა 76581.5 (სამოცდათექვსმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაერთი) ლარის მომსახურება.

2015 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში 25 საჯარო სკოლაში შეტანილ იქნა 76 582 ლარის ღირებულების 10 100 ერთეული კლასგარეშე ლიტერატურა. აღნიშნული ლიტერატურით უზრუნველყოფილი იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის, ქვედა მახუნცეთის, კოკოტაურის, ვაიოსა და გოგიაშვილების საჯარო სკოლები; შუახევის მუნიციპალიტეტის ჯაბნიძეების, გოგინაურის, ბარათაულის, დაბა შუახევისა და ჩანჩხალოს საჯარო სკოლები; ხულოს მუნიციპალიტეტის წაბლანის, ოქრუაშვილების, ბეღლეთის, ირემაძეებისა და მეკეიძეების საჯარო სკოლები; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1, ახალსოფლის, ერგეს, ფერიისა და მახოს საჯარო სკოლები; ქობულეთის მუნიციპალიტეტის გორგაძეების, ლეღვას N1, ჩაქვის N1 , ქობულეთის N2 და ქობულეთის N3 საჯარო სკოლები.

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 100%ქვეპროგრამა - სტუდენტთა დახმარება

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 925 000 ლარს, საკასო ხარჯი 923 350 ლარს.

2014-2015 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრში დაფინანსდა 451 სტუდენტი;2015-2016 სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში დაფინანსდა 469

სტუდენტი; 2015 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 920 სტუდენტი. ქვეპროგრამის განხორციელების მხარდაჭერის მიზნით ორჯერ დამზადდა სარეკლამო

რგოლი.

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე. შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 100 %

ქვეპროგრამა - უმაღლესი განათლების ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 224 500 ლარს, საკასო ხარჯი 174 394 ლარს.

Page 7: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება გაუგრძელდათ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ორ სტუდენტს. კერძოდ:

1. ანა ქასრაშვილი - დაფინანსდა ესპანეთში ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ფილმების, სატელევიზიო და ვიდეო თამაშების მუსიკის სამაგისტრო პროგრამაზე 2014-2015 წლის გაზაფხულის სემეტრის (მეორე სემესტრი) სწავლის ხარჯები 12 500 ლარის ოდენობით და 2014-2015 წლის ზაფხულის სემეტრის (მესამე სემესტრი) სწავლის ხარჯები 12 500 ლარის ოდენობით;

2. ერეკლე მუჯირი - დაფინანსდა იტალიაში ჯონ კაბოტის უნივერისტეტში საბაკალავრო პროგრამაზე 2014-2015 წლის გაზაფხულის სემეტრის (მეორე სემესტრი) სწავლის ხარჯები 12 500 ლარის ოდენობით და 2015-2016 წლის შემოდგომის სემეტრის (მესამე სემესტრი) სწავლის ხარჯები;

2015 წლის 27 ივლისის N6 სხდომის ოქმის საფუძველზე „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ფარგლებში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 4 გამარჯვებული აპლიკლანტი. კერძოდ:

1. დავით დათუნაიშვილი - სამინისტროსაგან მიიღო დაფინანსება 12 500 ლარის ოდენობით ნეომას ბიზნესის სკოლაში საერთაშორისო პროექტების განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის (პირველი სემესტრი) სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.

2. ბიძინა ბოლქვაძე - სამინისტროსაგან მიიღო დაფინანსება 12 500 ლარის ოდენობით გერმანიაში, მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტში სამკურნალო საქმის სამაგისტრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხარჯების (პირველი სემესტრი) დაფარვის მიზნით.

3. ნონა დავითაია - სამინისტროსაგან მიიღო დაფინანსება 12500 ლარის ოდენობით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხარჯების (პირველი სემესტრი) დაფარვის მიზნით.

4. თორნიკე ჯაშია - სამინისტროსაგან მიიღო დაფინანსება 12 500 ლარის ოდენობით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხარჯების (პირველი სემესტრი) დაფარვის მიზნით.

2015 წლის 8 ივნისის N2 სხდომის ოქმის საფუძველზე „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 5 გამარჯვებული აპლიკანტი. კერძოდ:

1. ვლადიმერ ღლონტი - დაფინანსდა 2500 ლარის ოდენობით ესპანეთის სამეფოს, ქალაქ ბილბაოში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებაში - „მე-12 საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკის განვითარება“ მონაწილეობის მიზნით (25.06.2015 - 26.06.2015);

2. ირინე გოშხეთელიანი - დაფინანსდა 2500 ლარის ოდენობით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებაში - „საერთაშორისო კონფერენცია აკადემიურ დისციპლინებში“ მონაწილეობის მიზნით (30.06.2015 - 03.07.2015);

3. თამარ დოლიძე - დაფინანსდა 2500 ლარის ოდენობით ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღაში გამართულ ხელოვნებისა და მეცნიერებათა საერთაშორისო ჟურნალის (IJAS) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით (14.07.2015-17.07.2015).

4. დალი დობორჯგინიძე - დაფინანსდა 2500 ლარის ოდენობით ესპანეთის სამეფოს ქალაქ გრანადაში გამართულ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის „МАПРЯЛ“ - ის მე-13 კონგრესში მონაწილეობის მიზნით (13.09 - 20.09.2015).

Page 8: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

5. ლელა თავდგირიძე - დაფინანსდა 2500 ლარის ოდენობით ესპანეთის სამეფოს ქალაქ გრანადაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის „МАПРЯЛ“ - ის მე-13 კონგრესში მონაწილეობის მიზნით (13.09.2015 - 20.09.2015).

„კვალიკაციის ამაღლების“ კომპონენტში კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი გამოცხადდა 2015 წლის 2 მარტიდან პირველი მაისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი - პირველი ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით.

2015 წელს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტში სამინისტროში სულ წარმოდგენილ იქნა 3 საკონკურსო განაცხადი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ წარმოდგენილ განაცხადებს შორის გამოავლინა 2 გამარჯვებული აპლიკანტი. კერძოდ:

1. ნინო სამნიძე - დაფინანსდა 5000 ლარის ოდენობით ლონდონში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონის საერთაშორისო სახლის ორგანიზებით გამართული კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯების დაფარვის მიზნით (06.07.2015 – 31.07.2015).

2. ლაშა ბაჟუნაიშვილი - დაფინანსდა 5000 ლარის ოდენობით პოლონეთის რესპუბლიკაში, ლოძის უნივერისტეტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯების დაფარვის მიზნით (10.09.2015 – 30.09.2015);

საზაფხულო სკოლის მოწყობის კომპონენტში მინისტრის 2015 წლის 25 თებერვლის N56 ბრძანებით დამდკიცებულ ვადებში სამინისტროში 2015 წლის 2 მარტიდან 1 ივნისამდე ჩათვლით სულ წარმოდგენილ იქნა 5 განაცხადი.

2015 წლის 11 ივნისის N3 სხდომის ოქმის საფუძველზე „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ფარგლებში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 2 გამარჯვებული პროექტი. კერძოდ :

1.სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - „ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოს დაცვითი განათლება“;

2.სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელქტრონული დოკუმენტაცია“.

კონფერენციის ორგანიზების კომპონენტში მინისტრის 2015 წლის 25 თებერვლის N56 ბრძანებით დამდკიცებულ ვადებში სამინისტროში 2015 წლის 2 მარტიდან 1 ივლისამდე ჩათვლით სულ წარმოდგენილ იქნა 3 განაცხადი.

2015 წლის 20 ივლისის N5 სხდომის ოქმის საფუძველზე „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ფარგლებში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 2 გამარჯვებული პროექტი. კერძოდ :

1. სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ - „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები“.

2. სსიპ “ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“ -„კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“.

2015 წელს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საჯარო ლექციების მოწყობის კომპონენტში საჯარო ლექციების დაფინანსების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში სულ წარმოდგენილ იქნა 17 (ჩვიდმეტი) პროექტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ წარმოდგენილ პროექტებს შორის გამარჯვებულად გამოავლინა 12 (თორმეტი) პროექტი. გამომდინარე იქედან, რომ წარმოდგენილი პროექტები არ ითხოვდენენ გათვალისწინებული თანხის სრულ ოდენობას (2 500 ლარი), კომპონენტში შექმნილი ეკონომიის ხარჯზე შესაძლებელი გახდა დაფინანსებულიყო 12 პროექტი.

ქვეპროგრამაში თანხის აუთვისებლობა 50 106 ლარი გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზების გამო, კერძოდ,

Page 9: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

* სწავლება საზღვარგარეთ - ბენეფიციარი ანა ქასრაშვილის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად, რის გამოც მოხდა ჩარიცხული თანხის ნაწილის დაბრუნება;

* კვალიფიკაციის ამაღლება - 3 აპლიკანტის შერჩევის ნაცვლად, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია მხოლოდ 2 აპლიკანტს;

* კონფერენციაში მონაწილეობა - 3 აპლიკანტის შერჩევის ნაცვლად, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია მხოლოდ 2 აპლიკანტს; აღნიშნული 2 პროექტი დაფინანსდა ფაქტიური ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით;

* საზაფხულო სკოლა - დაფინანსდა 2 პროექტი, რომელიც დაფინანსდა ფაქტიური ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 77,7 %

ქვეპროგრამის - უცხოეთში სტაჟირება

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 12 150 ლარს, საკასო ხარჯი 6 650 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:2015 წლისათვის აჭარის რეგიონიდან უცხოეთში სტაჟირებაზე გაიგზავნა 7 სტაჟიორი

სხვადასხვა სექტორში: 1. ქეთევან არჯევანიძე - სტაჟირება გაიარა საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში, 2015 წლის

26 იანვრიდან 2015 წლის 26 ივნისამდე, რადიო ,,შალომ’’-ში ჟურნალისტის კვალიფიკაციით. სტაჟირების ხანგრძლივობა იყო 5 თვე.

2. ბექა თოიძე - სტაჟირება გაიარა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, 2015 წლის 27 აპრილიდან 2015 წლის 25 ოქტომბრამდე, არქიტექტორთა ბიუროში, არქიტექტორის კვალიფიკაციით. სტაჟირების ხანგრძლივობა იყო 6 თვე.

3. სალომე კაპანაძე - სტაჟირებას გადის იტალიის ქალაქ პერუჯაში, 2015 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე, შპს ,,თიმ დევ’’-ში , საერთაშორისო კომუნიკაციების ასისტენტის კვალიფიკაციით. სტაჟირების ხანგრძლივობაა 5 თვე.

4. თინათინ მენაბდე - სტაჟირება გაიარა საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, 2015 წლის 4 მაისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე., ახალგაზრდობის სასტუმროში, სასტუმროს მიმღების კვალიფიკაციით. სტაჟირების ხანგრძლივობა იყო 6 თვე.

5. ქეთევან ვაზაგაშვილი - სტაჟირებას გადის ესპანეთის ქალაქ ჩივაში, 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტამდე, სააქციო საზოგადოება ,,ინფორტისა’’-ში, ექსპორტის განყოფილების უფროსის ასისტენტის პოზიციაზე. სტაჟირების ხანგრძლივობაა 5 თვე.

6. გიორგი შოთაძე - სტაჟირებას გადის საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, 2015 წლის 30 ნოემბრიდან 2016 წლის 30 აპრილამდე, ახალგაზრდობის სასტუმროში, სასტუმროს მიმღების კვალიფიკაციით. სტაჟირების ხანგრძლივობაა 5 თვე.

7. თეონა ბაკურიძე - სტაჟირებას გადის საფრანგეთის ქალაქ მენუირში, 2015 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 29 აპრილამდე, სასტუმრო ,,კლარინსის’’ რეზიდენციაში, სასტუმროს მიმღების კვალიფიკაციით.

5500 ლარის ეკონომია დარჩენილია შემდეგი მიზეზების გამო:ევროოდისეას მხარემ ვერ შეარჩია კანდადატი, რომელიც საქართველოში გაივლიდა 3

თვიან სტაჟირებას და ევროოდისეას მხარემ ვერ მოახერხა 2 კანდიდატისათვის შესაფერის სტაჟრებაზე დროულად უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

Page 10: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 55,0 %

პროგრამა - განათლების ხარისხის გაუმჯობესება

N ქვეპროგრამის დასახელებადაზუსტებულ

იგეგმა

ფაქტი შესრულების %

1 სასკოლო კლუბების ხელშეწყობა 34 700 33 234 95,8 %

2 კონკურსები და ოლიმპიადები 95 900 85 922 89,6 %

სულ ჯამი: 130 600 119 156 91,2 %

მოიცავს ორ ქვეპროგრამას.ქვეპროგრამის - სასკოლო კლუბების ხელშეწყობა საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 34 700 ლარს, საკასო ხარჯი 33 234 ლარს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ფარგლებში დაფიანასდა 14 სასკოლო კლუბის

ინიციატივა. დაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენს 3 000 (სამი ათასი) ლარს. 1466 ლარის ეკონომია გამოწვეულია ფაქტიური ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის

წარმოდგენის საფუძველზე.ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 95,8 %

ქვეპროგრამის - კონკურსები და ოლიმპიადები

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 95 900 ლარს, საკასო ხარჯი 85 922 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში 15 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.• საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდა ექვს საგანში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

ინგლისურ ენაში; მათემატიკაში; ფიზიკაში; ქიმიასა და ბიოლოგიაში. ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად და მასში მონაწილეობა მიიღო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII-XII კლასის მოსწავლეებმა.

გამოვლიდა I, II და III საპრიზო ადგილებზე გასული 29 მოსწავლე, რომლემაც მიიღეს დიპლომები და პორტატული კომპიუტერები, ხოლო 51 მოსწავლე, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დასაჩუქრდნენ სიგელებითა და წიგნებით.

ასევე, იმ 5 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთაც ყავთ ყველაზე მეტი საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლე გადაცეათ თითოეულს 1041 ლარის ღირებულების კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა,

• ლიტერატურული მარათონის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 7-12 კლასების 1133 მოსწავლემ.

Page 11: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ლიტერატურული მარათონის კომისიის მიერ შერჩეული სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა, წინასწარ რამოდენიმე თვით ადრე გადაეცათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს. აღნიშნული ლიტერატურის საფუძველზე მომზადებული კითხვებით გამოვლინდა მეორე ტურში გადასული 66 მოსწავლე, ხოლო ფინალში გამარჯვება მოიპოვა I, II და III საპრიზო ადგილებზე გასულმა 6 მოსწავლემ.

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომებთან ერთად გადაეცათ ადგილების შესაბამისად 200 -250 და 300 ლარიანი ვაუჩერები მხატვრული ლიტერატურის შესაძენად.

• დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა კონკურსში ქართულ ენაში მონაწილეობა აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 89 გუნდი, მათემატიკაში - 88 გუნდი. პირველი ტურის მინიმალური კომპენტენციის ზღვარი გადალახა ქართულში - 10 გუნდმა, მათემატიკაში - 8 გუნდმა.

გამოვლინდა I, II და III საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. სულ გამოვლინდა 6 გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებული გუნდების მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და ვაუჩერები წიგნების შესაძენად.

• ხატვის კონკურსში სულ მონაწილეობდა აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 5- 6 და 7-9 კლასების 909 მოსწავლე. მეორე ტურში გადავიდა 238 მოსწავლე.

ორივე კატეგორიაში გამოვლინდა 6 გამარჯვებული მოსწავლე. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და ვაუჩერები წიგნების შესაძენად.

მადლობის სიგელები გადაეცათ I, II და III საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეების შესაბამისი საგნების მასწავლებლებს. დაფინანსდა 147 ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ექსკურსია.

9978 ლარის ეკონომია გამოწვეული ტენდერების (წიგნები, კომპიუტერები, ექსკურსიები) გამოცხადების ხარჯზე.

ქვეპროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 89,6 %

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2015 წელს კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაციის მიმართულებით ახორციელებს ოთხ პროგრამას.

N ქვეპროგრამის დასახელებადაზუსტებულ

იგეგმა

ფაქტი შესრულების %

1 საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობა 193 945 180 548 93,1%

2აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა 240 000 237 166 98,8%

3 ფოლკლორის ხელშეწყობა 170 000 169 152 99,5%

4კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია 1 606 478 1 566 449 97,5%

ა ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელსეწყობა და

1 551 478 1 511 449 97,4%

Page 12: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

პოპულარიზაცია

ბკულტურული ცხოვრების ხელშეწყობა სოფლად 55 000 55 000 100%

სულ: 2 210 423 2 153 315 97,4 %

პროგრამის - საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობა საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 193 945 ლარს, საკასო ხარჯი - 180 548 ლარს.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:1)აუდიტორიის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი; 2) აუდიტორიის განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელების პრაქტიკა და

კონსულტაციები (4 ბრიტანელი ექსპერტი 4 კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად მუშაობდა პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებთან);

3) პროფესიული განვითარების მიზნით აჭარის კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ვიზიტი და მონაწილეობა ედინბურგის ფესტივალზე კულტურულ - საგანამანათლებლო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც დამყარდა კონტაქტები და დაიგეგმა 2016 წლის შემოქმედებითი ღონისძიებები;

4) 2015 წლის შემოქმედებითი ღონისძიების ფარგლებში შეიქმნა ბრიტანულ-ქართული ერთობლივი სპექტაკლი (კო-პროდუქცია):

ბრიტანულ თეატრალურ კომპანიასთან ,,Unicorn” პარტნიორობით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეიქმნა ერთობლივი სპექტაკლი ,,ზამთრის ზღაპარი", პრემიერა შედგა ნოემბერში.

აუთვისებლობა 13 397 ლარი განპირობებულია კოორდინატორის ვაკანტური შტატის გამო და შემოქმედებითი ღონისძიების ფარგლებში შექმნილი ეკონომიებით.

პროგრამა დაბრკოლებების გარეშე განხორციელდა.პროგრამის შესრულების პროცენტი: 93,1%

პროგრამის - აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 240 000 ლარს, საკასო ხარჯი 237 166 ლარს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:1) 2015 წელს აჭარის რეგიონში განხორციელდა 1 სრულმეტრაჟიანი ( ,,აღლუმი" - შპს

ახალი ქართული ფილმი), 1 დოკუმენტური (,,ჯარა" - შპს ეკო ფილმსი) და 2 მოკლემეტრაჟიანი (,,მსხვერპლშეწირვა" - შპს მიფასი ფილმი და ,,ანდრო" - შპს პანსიონატი) ფილმის გადაღებები. ფილმის ავტორებმა ჩაატარეს 4 მასტერკლასი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

Page 13: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

2)საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი "კინო სკოლაში", აჭარის ავტონმიური რესპუბლიკის 15 სკოლაში გაიმართა 330 კინოჩვენება/დისკუსია. პროექტში საშუალოდ ჩართული იყო 270 ბავშვი აჭარის სკოლებიდან.

განხორციელდა პროექტი „ბათუმის კინოსკოლა (ალტერნატიული ტალღა)“ - სექტემბერის პერიოდში ბათუმის კინოფესტივალის (BIAFF) დროს ჩატარდა პრაქტიკული ხასიათის ვორქშოფები შემდეგი მიმართულებით:

* ქროს-მედია/ტრანს-მედია - კონცეფცია და თანამედროვე ტენდენციები, მიმართულებები; * ფილმების ონლაინ დისტრიბუცია/მარკეტინგი - სოციალური მედიის, ინტერენტის

გამოყენება, სხვადასხვა ვებ-პლატფორმები და ა.შ; * ონლაინ ფანდ-რაიზინგი, ფინანსირების მოპოვების ინოვაციური მიდგომები (ონალინ,

ინტენეტ პლატფორმები და ა.შ.); * მონაწილეების იდეების, პროექტების განხილვა. * ჩატარდა ზაზა ურუშაძის საჯარო ლექცია ხელოვნების უნივერსიტეტში ზაზა ურუშაძის მიერ

საჯარო ლექციები;*იტალიაში, ჯიფონის კინოფესტივალზე გაემგზავრა ერთი ბათუმელი მოსწავლე;* მოხდა პროექტის "კინო სკოლაში" დახურვის ცერემონიაზე ქ. თბილისში აჭარის

სკოლებიდან პროექტში მონაწილე მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა.3) გაიმართა „ანიმაციური ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“

საკონკურსო პროგრამის ჩვენებები ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, და ქედის მუნიციპალიტეტებში.

ჩატარდა 6 ვორკშოპი ანიმაციაში, სადაც ძირითადი მონაწილეები ბავშვები იყვნენ. პირველად ფესტივალის ისტორიაში ანიმაციის განვითარების ფონდის ეგიდით თბილისის სტუდიის და საქართველოს რეგიონებში მოქმედი ანიმაციურის სტუდიების ახალგაზრდა ანიმატორებმა მოაწყვეს ანიმაციური პროექტების წარდგენა (ე.წ. პიტჩები).

აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შპს „მილიმეტრ ფილმთან“ და შპს „ალამდართან“ 2015 წლის 4 და15 მაისს გაფორმებული იყო №158 და №181 ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებდა გამარჯვებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების „ნელსონი“ და „ხიბულა“ აჭარის რეგიონში წარმოებას. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიები ვერ ახერხებდნენ აღებული ვალდებულების მითითებულ ვადებში შესრულებას, აღნიშნული ხელშეკრულებები შეწყდა, შესაბამისად გაუქმდა ბრძანებები თანხების გამოყოფის შესახებ. აუთვისებელ თანხაზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი, თუმცა შემოსული განაცხადებიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს, შესაბამისად არ გამოვლენილა გამარჯვებული და არ განხორციელებულა მათი დაფინანსება.

პროგრამაში 2 834 ლარის აუთვისებლობა გამოწვეულია პროექტებში საბოლოო ანგარიშსწორების დროს შექმნილი ეკონომიებთ.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 98,8 %

პროგრამის - ფოლკლორის ხელშეწყობა

Page 14: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 170 000 ლარს, საკასო ხარჯი 169 152 ლარს.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს

ფოლკლორული ანსამბლები. ანსამბლების უმეტესობას არ აქვს სასცენო ჩაცმულობა, ან სარგებლობენ მოძველებული სასცენო კოსტუმებით და აქსესუარებით. ყოველწლიურად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა. აღნიშნული ოლიმპიადის შედეგად გამოვლენილია აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გამარჯვებული 14 ანსამბლი. თუმცა, აღნიშნული ანსამბლების შემოქმედებითი ზრდის ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს სასცენო ჩაცმულობის უქონლობა, შესაბამისად 2015 წლის პროგრამის ფარგლებში სასცენო კოსტიუმებით აღჭურვილია აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში გამარჯვებული 13 ფოლკლორული ანსამბლი.

პროგრამა დაბრკოლებების გარეშე განხორციელდა.შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 99,5 %

პროგრამის - კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია მოიცავს ორ ქვეპროგრამას - ,,ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ და ,, კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა სოფლად“

ქვეპროგრამა - ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 1 551 478 ლარს, საკასო ხარჯი 1 511 449 ლარს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა ისეთი მასშტაბური და წარმატებული

პროექტები, როგორიცაა ,,შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი", Batumi street art festival, სახელოვნებო პროექტი ,,ბათუმის ეზოს ამბები", ფესტივალი ,,აღდგომიდან ამაღლებამდე", ოჯახში დამზადებული ღვინის Vlll ფესტივალი, ,,ოდესა/ბათუმი ფოტო დღეები 2015", ,,მეგობრობის პალიტრა", ,,ბათუმის ფრთები", ,,თეატრი კედელთან", მის საქართველო 2015 და სხვა.

ტურისტულ სეზონზე გაიმართა ,,ქალაქური სიმღერის საღამო", ჯგუფების ,,ეგარი", ,,ცისფერი ტრიო" ,,თეატრონი" კონცერტები, ასევე ფოლკლორული საღამო. ახალი წლის დღეებში გაიმართა სხვადასხვა ჟანრისა და მასშტაბის საახალწლო ღონისძიებები.

ჩატარდა მასტერკლასები სცენური ხალხური ცეკვის, საორკესტრო მიმართულების განვითარების ხელშეწყობის, სამუზეუმო მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებით.

სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოსა და საერთაშორისო გამოფენებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 25 -ზე მეტმა შემოქმედებითმა ჯგუფმა და ინდივიდუალურმა შემსრულებელმა.

კონკურსის გზით დაფინანსდა 7 თავისუფალი პროექტი და ახალი ინიციატივა.

Page 15: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემოქმედებითი კავშირების (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაცია, მხატვართა ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირი, ა(ა)იპ აჭარის თეატრალური საზოგადოება) ღონისძიებების დაფინანსება.

გეგმასა და ფაქტიურ შესრულებას შორის სხვაობა 40,0 ათასი ლარი წარმოადგენს სხვადასხვა პროექტში შექმნილი ეკონომია, ძირითადად 2015 წლის საახალწლო გალა კონცერტებისათვის გათვალისიწნებულ ხარჯებში შეიქმნა ეკონომია, შპს ,,მიმოდრამის თეატრის" მიერ უკან დაბრუნდა აუთვისებელი თანხა.

ქვეპროგრამა დაბრკოლებების გარეშე განხორციელდა.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 97,4 %ქვეპროგრამა - კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა სოფლად

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 55 000 ლარს, საკასო ხარჯი 55 000 ლარს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა აჭარის რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის

რესურსებისა (ადამიანური და მატერიალური) და საჭიროებათა კვლევა, კვლევის შედეგების საფუძველზე შეიქმნა კვლევისა და რეკომენდაციების დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, საჭიროებების, რესურსების შესწავლის და სოფლად კულტურის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვის თვალსაზრისით.

პროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 100,0 %

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“ 2015 წელს ახორციელებს ქვეპროგრამას - კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარებისქვეპროგრამას.

ქვეპროგრამის საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 1 453 600 ლარს, საკასო ხარჯი 1209 981 ლარს.

დაგეგმილი იყო შემდეგი აქტივობების განხორციელება: - ხიხანის ციხის მესამე კოშკისა და სასახლის რეაბილიტაცია-კონსერვაცია, პეტრას ციხისა და ხაბელაშვილების ხიდის რეაბილიტაცია, ავარიულ მდგოამრეობაში არსებული 2 სახლისა და ბათუმში მდებარე მეჩეთის სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა, გონიოს ციხის განვითარება;

არქეოლოგიური ექსპედიციების მოწყობა და არქეოლოგიური გათხრების შესახებ წიგნის გამოცემა;

Page 16: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ბათუმში, ხულოს ქ.N10-ში მდებარე შენობის 2/3 რეაბილიტაცია და ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის განვითარების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.

2015 წელს დასრულდა პეტრას ციხისა (97,9 ათასი ლარი) და ხაბელაშვილების ხიდის (59,6 ათასი ლარი) სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხით 157,5 ათასი ლარი , შესყიდულ იქნა ავარიულ მდგომარეობაში არსებული 2 სახლისა და ბათუმში არსებული მეჩეთის რეაბილიტაციის პროექტები 87,1 ათას ლარად;

შესყიდულ იქნა გონიოს ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები 520,6 ათასი ლარის ღირებულების;

მოეწყო 6 არქეოლოგიური ექსპედიცია თამხით 85,2 ათასი ლარი და დაიბეჭდა წიგნი არქეოლოგიური გათხრების თაობაზე 14,0 ათასი ლარის ღირებულების;

დასრულებულია ბათუმში, ხულოს ქ. N10-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციის 2/3 (325,6 ათასი ლარი) და შესყიდულ იქნა ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის განვითარების მიზნით საპროექტო დოკუმენტაცია თანხით 20,0 ათასი ლარი.

ქვეპროგრამაში გეგმასა და ფაქტიურ ხარჯს შორის სხვაობა 243 619 ლარი წარმოქმნილია ხიხანის ციხის მესამე კოშკისა და სასახლის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერის ორჯერ ჩავარდნის გამო.

* ბათუმში, ხულოს ქ.N10-ში მდებარე შენობის 2/3 რეაბილიტაციიდან სახელშეკრულებო ეკონომია შეადგენს 74,4 ათას ლარს;

* გონიოს ციხის განვითარების აქტივობიდან სატენდერო ეკონომიამ შეადგინა 39,4 ათასი ლარი;

* ხიხანის ციხის მესამე კოშკისა და სასახლის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერის ორჯერ ჩავარდნის გამო ეკონომია შეადგენს 122,6 ათას ლარს;

* არქეოლოგიური ექსპედიციებიდან სახელშეკრულებო ეკონომია შეადგენს 4,8 ათას ლარს;

* პეტრას ციხის რეაბილიტაციიდან სატენდერო ეკონომია შეადგენს 1,1 ათას ლარს;* საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვიდან ეკონომია სეადგენს 0,9

ათას ლარს;* ხაბელაშვილების ხიდის რეაბილიტაციიდან სატენდერო ეკონომია შეადგენს 0,4 ათას

ლარს.შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 83,2 %

სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს ხელშეწყობის მიზნით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს სამ პროგრამას: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს მართვას, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხარჯებს, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობის პროგრამებს.

N ქვეპროგრამის დასახელებადაზუსტებულ

იგეგმა

ფაქტი შესრულების %

Page 17: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

1 სპორტული ღონისძიებები 1 315 354 1 264 735 96,1 %

2

აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა, მთავარ და პირად მწვრთნელთა მიერ მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად ერთჯერადი ფულადი ჯილდოები

367 720 366 820 99,8 %

3სათამაშო სახეობათა

განვითარების ხელშეწყობა 424 365 420 507 99,1 %

4

აჭარის სპორტის სახეობათა ნაკრები გუნდების მზადება ,,ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი – 2015”

154 752 154 748 100,0 %

5მწვრთნელთა, მსაჯთა და

სპორტსმენთა სოციალური მხარდაჭერა და წახალისება 107 000 105 100 98,2 %

6 სპორტული ინვენტარის შეძენა 199 610 - 0 %

სულ ჯამი: 2 568 801 2 311 910 90,0 %

პროგრამის - სპორტის ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება ექვსი ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამის - სპორტული ღონისძიებები

საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული გეგმა შეადგენს 1 315 354 ლარს, საკასო ხარჯი 1 264 735 ლარს.

ქვეპროგრამით დაფინანსდა აჭარის ჩემპიონატების, პირველობებისა და სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკურ ტურნირებში აჭარის გუნდებისა და სპორტსმენების მონაწილეობა.

საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, პირველობებზე, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებზე აჭარის ნაკრების წევრებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოიპოვეს ჩემპიონობა და პრიზიორობა.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 33 სპორტული ფედერაცია 1 081,4 ათასი ლარით, დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო სპორტის სფეროს მუშაკები და ჟურნალისტები 18,0 ათასი ლარით, დაფინანსდა სხვადასხვა ხარჯები (გაუთვალისწინებელი ღონისძიებები არაუმეტეს 9 000 ლარისა) 60,3 ათასი ლარის ღონისძიებები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხიდან გაწეულია ხარჯი:

1. 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის საორგანიზაციო ხარჯების გასაწევად - 75,0 ათასი ლარი.

2. ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის ორგანიზებისათვის - 30,0 ათასი ლარი.ქვეპროგრამაში დაბრკოლებებს წარმოქმნის ის გარემოება, რომ ყოველი წლის დასაწყისში

ეროვნული ფედერაციების მიერ იქმნება სპორტული კალენდრები, რომელსაც აჭარაში მოქმედი ფედერაციები წარმოადგენენ დეპარტამენტში. წარმოდგენილი ინფორმაციების საფუძველზე დეპარტამენტის მიერ დგება კალენდარული გეგმა. კალენდარული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები არაპროგნოზირებადია და ცვალებადი. ნაწილი ვერ

Page 18: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ტარდება ან ხდება მათი ჩანაცვლება სხვა ღონისძიებებით, ხოლო ნაწილის ჩატარების დრო იცვლება, რადგანაც ხდება საერთაშორისო და ეროვნული ფედერაციების კალენდარული გეგმების ცვლილება. შესაბამისად წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ჩაუტარებლობის გამო მოხდა თანხების აუთვისებლობა. დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა ათვისებული 50 619 ლარი, რადგან აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაციამ წლის განმავლობაში არ წარმოადგინა კალენდარული გეგმა, ფედერაციისთვის გათვალისწინებული 20 000 ლარი დარჩა აუთვისებელი. ასევე აჭარაში არსებული 33 ფედერაციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში წლის განმავლობაში ეკონომიამ შეადგინა 30 619 ლარი.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 96,1 %

ქვეპროგრამის - აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა, მთავარ და პირად მწვრთნელთა მიერ მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად ერთჯერადი ფულადი ჯილდოები

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 367 720 ლარს, საკასო ხარჯი 366 820 ლარს.

ქვეპროგრამის თანახმად დაგეგმილი იყო 33 სპორტული სახეობის წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გადაცემა.

წლის განმავლობაში სხვადასხვა რანგის ჩემპიონატებსა თუ პირველობებში მიღწეული იქნა წარმატებები და გაცემული იქნა 399 სპორტსმენსა და მწვრთნელზე ერთჯერადი ფულადი ჯილდო.

პროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 99,8 %

ქვეპროგრამის - სათამაშო სახეობათა განვითარების ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 424 365 ლარს, საკასო ხარჯი 420 507 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:ქვეპროგრამა ითვალისწინებდა სპორტის შვიდი სახეობის ხელშეწყობას, კერძოდ:

ხელბურთის, ფრენბურთის, წყალბურთის, ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთისა და ინდორ ჰოკეის შემდგომი პოპულარიზაციას და განვითარებას, სადაც მონაწილეობას ღებულობს ჩამოთვლილი სპორტის სახეობის ნაკრები გუნდების არანაკლებ 190 სპორტსმენი, 13 მწვრთნელი და 7 კოორდინატორი.

წლის განმავლობაში ჩატარდა 24 სასწავლო-საწვრთნო შეკრება და 26 სამატჩო შეხვედრა ფეხბურთში, კალათბურთში, ინდორ ჰოკეიში, ფრენბურთში, რაგბში, ხელბურთსა და წყალბურთში. სპორტსმენები ღონისძიებების პროცესში უზრუნველყოფილი იყვნენ ტრანსპორტით, სასტუმროთი და კვებით, ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო დარბაზებით. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო სპორტის 7 სახეობის გუნდების საქართველოს ჩემპიონატებსა და პირველობებში კიდევ უფრო მეტი წარმატებების მიღწევაში.

ქვეპროგრამაში დარჩენილი ეკონომია 3 858 ლარი გამოწვეულია ერთი სასწავლო საწვრთნო შეკრებისა (ხელბურთი) და ერთი საკონტროლო მატჩის (კალათბურთი) ჩაუტარებლობის გამო.

პროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 99,1 %

Page 19: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ქვეპროგრამის - აჭარის სპორტის სახეობათა ნაკრები გუნდების მზადება „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი – 2015“

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 154 752 ლარს, საკასო ხარჯი 154 748 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი იყო 2015 წელს ივნისის თვეში თბილისში გასამართ

ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალისათვის „თბილისი - 2015“ აჭარის ნაკრები გუნდებისთვის შესაბამისი კანდიდატების შერჩევა და სპორტის შვიდ სახეობაში (ველოსპორტი, ჩოგბურთი, კალათბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ფრენბურთი, ხელბურთი) გუნდის წევრების მომზადება, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების და საკონტროლო შეხვედრების ჩატარება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. სახეობების მიხედვით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების ზედამხედველობისა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით აყვანილია 7 კოორდინატორი. მწვრთნელებისა და კოორდინატორებისათვის გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური ანაზღაურება.

ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა 14 სამატჩო შეხვედრა და 13 სასწავლო საწვრთნო შეკრება, სპორტსმენები ღონისძიებების პროცესში უზრუნველყოფილი იყვნენ ტრანსპორტით, სასტუმროთი და კვებით, ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო დარბაზებთ. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად სამი სპორტსმენი მოხვდა საქართველოს ნაკრებში და მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში „თბილისი - 2015“.

პროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 100,0 %

ქვეპროგრამის - მწვრთნელთა, მსაჯთა და სპორტსმენთა სოციალური მხარდაჭერა და წახალისება

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 107 000 ლარს, საკასო ხარჯი 105 100 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:40 ბენეფიციარს გაეწია ყოველთვიური 187,50 ლარიანი დახმარება, რაზეც გაწეული იქნა

ხარჯი 78 000 ლარის ოდენობით, ასევე არასაპენსიო ასაკის საქართველოს დამსახურებულ 8 მწვრთნელზე გაცემული იქნა 187,50 ლარიანი დახმარება 6 000 ლარის ოდენობით. იუბილეებისა და სხვა ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით მატერიალური მხარდაჭერა გაეწია 33 ბენეფიციარს, თანხით 18 100 ლარი და საპენსიო და არასაპენსიო ასაკის სპორტის მუშაკთა, სპორტის დამსახურებულ მუშაკთა, მოღვაწეთა და მწვრთნელთა გარდაცვალების შემთხვევაში 3 ოჯახს გადაეცა ერთჯერადი დახმარება 3 000 ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამაში დარჩენილი 1 900 ლარი გამოწვეულია იუბილეებისა და სხვა ღირსშესანიშნავ თარიღებთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობის გამო.

პროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 98,2%

ქვეპროგრამის - სპორტული ინვენტარის შეძენა

Page 20: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 199 610 ლარს, დაფინანსება არ განხორციელებულა.

2015 წელს ქვეპროგრამის თანახმად დაგეგმილი იყო სპორტის ცხრა სახეობის 16 დასახელების 139 ერთეული ინვენტარის შეძენა.

დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ინვენტარის შესაძენად სამჯერ იქნა გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც არ შედგა. ზემოაღნიშნულ ტენდერებში არც ერთ პრეტენდენტს არ მიუღია მონაწილეობა. შესაბამისად ქვეპროგრამით გათვალისწინებული ინვენტარის შეძენა ვერ განხორციელდა.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 0 %

პროგრამის - ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 411 020 ლარს, საკასო ხარჯი 408 737 ლარს.

ახალგაზდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს 2015 წლის განმავლობაში 10 ღონისძიების ორგანიზებას.

საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა შემდეგი ღონისძიებები: 1. ფორუმი რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი - ღონისძიებაში ჩართული

იყო და მონაწილეობდა აჭარის უმაღლესი სასწავლებლების 50 სტუდენტი , რომელთაც 3 დღის განმავლობაში ჩაუტარდათ ტრენინგ სემინარები და გადაეცათ სერტიფიკატები თანხით 22000 ლარი;

2. ინტელექტუალური თამაშები - (აჭარის სასკოლო ჩემპიონატი, ბათუმის სასკოლო ჩემპიონატი, აჭარის სტუდენტური ჩემპიონატი, სტუდენტური და მუნიციპალური ჩემპიონატი, საერთაშორისო ჩემპიონატი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა 12320 ლარი საერთაშორისო ფესტივალი შავი ზღვის მეოთხე ღია თასის ორგანიზების მხარდაჭერის მიზნით) - სულ გაწეულია ხარჯი 37 048 ლარის ოდენობით;

3. მხიარული რეგიონი - ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ერთი მოსამზადებელი ეტაპი და ერთი ფინალური თამაში, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80 ახალგაზრდამ და 800 ზე მეტმა დამსწრემ. გაწეულია ხარჯი 16 500 ლარი.

4. ერთჯერადი თავისუფალი პროექტების პუნქტიდან დაფინანსდა 20 პროექტი:ა. ,,ევროკავშირის მოდელირება" - 6018,37 ლარი;ბ. ,,ლეგენდების გზამკვლევი" - 6819,94 ლარი; გ. შპს „Eredelis Art“-ის პროექტი „იგრძენი ბათუმის გულისცემა“ - 5195 ლარი;დ. ბათუმის ღია ჩემპიონატი კომპიუტერულ ფეხბურთში - 6557,50 ლარი;ე. ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ -ის პროექტი „ერთად ვითანამშრომლოთ

უკეთესი მომავლისათვის “ - 6440,27 ლარს;ვ. ა(ა)იპ „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“-ს პროექტი „ოდესა ბათუმი ფოტო

დღეები“ - 4477,33 ლარი; ზ. შპს „მაკრო სტუდიო “ -ს პროექტი „ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით“ -

7000 ლარს.თ. ა(ა)იპ ,,აბროგაცია" წიგნი და წიგნიერება 1737 ლარი. ი. ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია“ პროექტი „ბანაკი-

ოცნების ქალაქი“ - 7352,80 ლარი; კ.ააიპ აბროგაცია -პროექტი "ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში"-7000 ლ.ლ.შპს ერედელი- Black Sea Sound -6002,21 ლ.მ.ა(ა)იპ შშმ პირთა უფლებებისათვის -ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე -1657 ლ.ნ. ა(ა)იპ ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია- სამეწარმეო აზროვნებისა და ლიდერული

უნარჩვევების განვითარება-6790,53 ლ.

Page 21: adjara.gov.geadjara.gov.ge/.../Publics/8f3783b12a1e4645a38ef65153ac.docx · Web viewაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,

ო.(ა)აიპ ახალგაზრდა მოქალაქე -NGO-მენეჯმენტი-8000 ლ.პ. ა(ა)იპ ,,პრესკაფე"-ს პროექტი ,,სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება

ახალგაზრდებში" 6575,05 ლარი ჟ.ა(ა)იპ კავკასიონის პროექტი ლიტერატურული ქალაქი - 6550 ლ.რ. ა(ა)იპ იდეა ლაბის პროექტი ,,პროექტი პროექტისთვის" 6500 ლ;ს. აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია- პროექტი ,,ინტერნეტ

ტელევიზია DSY - TV ორგანიზება - 8000 ლ;ტ. ა(ა)იპ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ფედერაცია -ს პროექტი ქართული

საბრძოლო ხელოვნება"6500 ლ;უ. ა(ა)იპ წმინდა თევდორე აჭარელის სახელობის საკვირაო სკოლა - საკვირაო სკოლა

ბათუმელი ახალგაზრდებისთვის - 4650 ლ.5. უცხოეთში სხვადასხვა ტრენინგ სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილე სტუდენტ

ახალგაზრდების მხარდაჭერის ფარგლებში დაფინანსდა 46 სტუდენტის მგზავრობის ხარჯი. გაწეულია ხარჯი 51 000 ლარი;

6.ახალგაზრდობის კლუბების მხარდაჭერის პუნქტიდან გაწეულია შემდეგი ხარჯები: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კლუბი (7975 ლარი);ბ) გამომგონებელთა კლუბი (7000 ლარი); გ) ლიტერატურული კლუბი (18000 ლარი); დ) ხელოვანთა კლუბი (12000 ლარი);ე) სადისკუსიო კლუბი - (9190 ლარი). სულ გაწეულია ხარჯი 54165 ლარი.7. სტუდენტური დღეები - ჩატარდა სპორტული და შემეცნებითი ტიპის ღონისძიებები

ჩართული იყო 1000 მდე მაყურებელი და 500 მონაწილე. გაწეულია ხარჯი 33 000 ლარი;8. ,,მან სან კანის შავი ზღვის ლიგა" - ღონისძიებაში მონაწილეობდა 10 გუნდი, 100

მონაწილე და 4500 მდე მაყურებელი - გაწეულია ხარჯი 27 000 ლარი;9. ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი - ბანაკის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა

თემატიკის ტრენინგ-სემინარები, ასევე კულტურულ-შემოქმედებით და სპორტული ღონისძიებები - გაწეულია ხარჯი 36 500 ლარი;

10. ქალაქური თამაშები-ღონისძიება განხორციელდა 3 ეტაპად; თამაშებში ჩართული იყო 10-მდე გუნდი და მოხალისეები; ღონისძიებაში ჩართული იყო 500-ზე მეტი ახალგაზრდა - გაწეულია ხარჯი 11 700 ლარი.

პროგრამაში ეკონომია 2 283 ლარი შექმნილია გეგმიურსა და ფაქიურ შესრულებას შორის გამოწვეულ სხვაობით.

პროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე.

შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 99,4 %