UNDP-Final Report Geo

66
რაოდენობრივი კვლევის ანგარიში მომზადებულია კომპანია ეისითი კვლევისმიერ “UNDP”სათვის ოქტომბერი, 2010 თბილისი, საქართველო მიკროაფინანო ბარივლევა

Transcript of UNDP-Final Report Geo

Page 1: UNDP-Final Report Geo

რაოდენობრივი კვლევის ანგარიში მომზადებულია კომპანია „ეისითი კვლევის“ მიერ “UNDP”სათვის ოქტომბერი, 2010 თბილისი, საქართველო

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა

Page 2: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

2/66

შინაარსი 1. მოკლე ანოტაცია ______________________________________________________ 3

2. ძირითადი მიგნებები და დასკვნები_______________________________________ 4

3. კვლევის მეთოდოლოგია ___________________________________________________ 9

4. კვლევის შედეგები____________________________________________________ 13

4.1 მიკროსაფინანსო ბაზრის საკანონმდებლო გარემოს ანალიზი _______________________13

4.2 ბიზნესი_______________________________________________________________________16

4.2.1 არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონება ____________________________________________________ 16 4.2.2 აქტიური ბიზნესი________________________________________________________________________ 16 4.2.3 ბიზნესის ძირითადი ფინანსური მახასიათებლები __________________________________________ 20 4.2.4 ბიზნესის ტენდენციები __________________________________________________________________ 30

4.3 საკრედიტო გამოცდილება და არსებული საკრედიტო ბაზრის მახასიათებლები ______31

4.3.1 სესხით სარგებლობის გამოცდილება_______________________________________________________ 31 4.3.2 ბოლო სესხთან დაკავშირებული საკრედიტო გამოცდილება__________________________________ 34

4.3.3 კმაყოფილება სესხის პირობებითა და წყაროებით ________________________________39

4.4 მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ცნობადობა _____________________________________42

4.5 საკრედიტო ბაზრის კონკურენტული ანალიზი ___________________________________45

4.6 მოთხოვნა კრედიტზე და პოტენციური ბაზრის მახასიათებლები ____________________49

4. 7 ინფორმაციის ძირითადი წყაროები______________________________________________55

4.8 დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები ___________________57

4.8.1 ოჯახის დემოგრაფიული მახასიათებლები _________________________________________________ 61 4.8.2 ოჯახის ეკონომიკური მახასიათებლები ____________________________________________________ 61

Page 3: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

3/66

1. მოკლე ანოტაცია  

მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს “მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევის” საბოლოო ანგარიშს, რომელიც მომზადებულია „ეისითი კვლევის“ მიერ „გაეროს განვითარების პროგრამისთვის.“

კვლევა მიმდინარეობდა 2010 წლის 30 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა რაიონში.

წინამდებარე კვლევის ძირითადი მიზანს წარმოადგენდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არსებული და პოტენციური კლიენტების სამომხმარებლო ქცევის შესწავლა.

კვლევის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, ”ეისითი კვლევამ” შეიმუშავა ოპტიმალური კვლევითი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ბაზრის ანალიზი რაოდენობრივი კვლევის მეთოდებით განხორციელდა.

რაოდენობრივ კვლევაში განისაზღვრა შემდეგი სამიზნე ჯგუფი – (1)

შემოსავლის მომტან აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული პირები და/ან (2) რაიმე ტიპის არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონების მფლობელნი, რომელთაც შეუძლიათ ეს ქონება მომავალში შემოსავლის მომტანი საქმიანობის ფარგლებში აამოქმედონ. სულ ჩატარდა 4000 ინტერვიუ.

  

Page 4: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

4/66

2. ძირითადი მიგნებები და დასკვნები ქვემოთ მოცემულია მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევის ანალიზის ძირითადი შედეგები:

ბიზნესის ძირითადი მახასიათებლები და ტენდენციები

კვლევის სეგმენტის ძირითადი ნაწილი შემოსავლის მომტან სამეწარმეო საქმიანობას სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობაში ეწევა. ამასთან, ბიზნეს სექტორებს შორის სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია ხულოს ზონაში, ხოლო ვაჭრობის ხვედრითი წილი - ყვარლის ზონაში.

აქტიური ბიზნესის მწარმოებელთა უმრავლესობა არარეგისტრირებულ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. რაც შეეხება სამართლებრივ ფორმას, ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულია ინდივიდუალური საწარმო.

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ პირთა 26%-ის ბიზნესი საქმიანობის დაწყებიდან მოცემულ მომენტამდე საგრძნობლად ან თუნდაც მცირედ გაიზარდა, ხოლო 43%-ის ბიზნესი საგრძნობლად ან თუნდაც მცირედ შემცირდა.

სამიზნე ჯგუფის ის ნაწილი, რომლის ბიზნესის მოცულობაც გაიზარდა საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, ამის ძირითად მიზეზებად ასახელებს:

1. მაღალი ხარისხის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებას; 2. რეინვესტიციებს;

3. კარგ ადგილმდებარეობას.

ამის საპირისპიროდ, კვლევის სეგმენტის ის ნაწილი, ვინც ბიზნესის მოცულობის შემცირებას უჩივის, სამეწარმეო საქმიანობის წარუმატებლობას ძირითადად შემდეგი ფაქტორებით ხსნის:

1. დანაკარგები/ზარალი; 2. თავისუფალი თანხების სიმცირე; 3. მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა; 4. არასტაბილური/დაბალი მოთხოვნა პროდუქტზე/მომსახურებაზე; 5. ფინანსური კრიზისი.

კვლევის სეგმენტის 34% აპირებს მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებას, 15% - ახალი ბიზნესის დაწყებას. სამიზნე ჯგუფის 38% არც ამჟამინდელი საქმიანობის გაფართოებას და არც ახალი ბიზნესის წამოწყებას

 

Page 5: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

5/66

არ გეგმავს, ხოლო 14% ჯერ არ ჩამოყალიბებულა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამჟამინდელი სამეწარმეო საქმიანობის გაფართოების / ახალი ბიზნესის დაწყების მთავარ გზად კვლევის სეგმენტის ძირითად ნაწილს (66%) კრედიტის აღება ესახება, თუმცა ნაწილი (37%) საკუთარი ან პარტნიორის თავისუფალი პირადი სახსრების გამოყენებასაც გეგმავს. ამასთან, ეს ორი კატეგორია ურთიერთგამომრიცხველი არაა.

• ახალქალაქისა და ქვემო ქართლის ზონების გარდა, ყველა დანარჩენ ზონაში უპირატესობას კრედიტის აღებას ანიჭებენ. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით კრედიტის აღება, როგორც ბიზნესის დაწყების/გაფართოების პოტენციური წყარო, თუშეთისა და მარტვილის ზონებში სარგებლობს. ახალქალაქისა და ქვემო ქართლის ზონებში კი არჩევანი ძირითადად საკუთარ ან პარტნიორის თავისუფალ პირად სახსრებზე კეთდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი ტერიტორიული ზონა მეტწილად ეროვნული უმცირესობებითაა დასახლებული, მათი სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ეროვნული უმცირესობებისთვის კრედიტის აღება ბიზნესის დაწყების/გაფართოების შედარებით უფრო ნაკლებად მისაღები ხერხია, ვიდრე ქართველი მოსახლეობისთვის.

სამიზნე ჯგუფის ის ნაწილი, რომელიც არ გეგმავს სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებას ან ახალი ბიზნესის დაწყებას, ამის ძირითად მიზეზებად ასახელებს არასაკმარის პირად თავისუფალ სახსრებსა და არასაკმარის მოთხოვნას პროდუქციაზე/მომსახურებაზე. ამასთან, არასაკმარის პირად თავისუფალ სახსრებს განსაკუთრებით უჩივიან შიდა ქართლის ზონაში.

საკრედიტო გამოცდილება და არსებული საკრედიტო ბაზრის მახასიათებლები

კვლევის სეგმენტის უდიდეს ნაწილს (69%) ბოლო სამი წლის განმავლობაში სესხის აღების მცდელობაც არ ჰქონია. სესხის არ აღების ძირითად მიზეზებად კვლევის სეგმენტი შესაბამისი საჭიროების არ ქონასა და არახელსაყრელ საკრედიტო პირობებს ასახელებს. კრედიტის გამოტანის საჭიროებას ყველაზე მეტად ზუგდიდის, ქუთაისისა და რაჭა-ლეჩხუმის ზონებში ვერ ხედავდნენ, ხოლო არახელსაყრელ საკრედიტო პირობებს განსაკუთრებით ყვარლის ზონაში უჩიოდნენ.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სამიზნე ჯგუფის 15%-ს უსარგებლია სესხით, ხოლო 11%-ს აქვს მიმდინარე სესხი. კრედიტის მომხმარებელთა 70%-ისთვის სესხის წყაროა ბანკი, ხოლო 26%-ისთვის - საკრედიტო და საანაბრო ასოციაციები/ორგანიზაციები. ბანკი, როგორც კრედიტის წყარო, ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ზონებში, ხოლო საკრედიტო ორგანიზაციები - მარტვილისა და ხულოს ზონებში. უნდა აღინიშნოს, რომ რაჭა-ლეჩხუმის ზონაში საკრედიტო

 

Page 6: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

6/66

ორგანიზაციებისგან სესხის აღების პრეცედენტი კვლების ფარგლებში საერთოდ არ დაფიქსირებულა.

სამიზნე ჯგუფის იმ ნაწილმა, რომელმაც სესხის ასაღებად ბანკს ან საკრედიტო ორგანიზაციას მიმართა, ბოლო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ერთხელ ან ორჯერ აიღო კრედიტი. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით შეინიშნება თითოეულ ჯერზე უფრო ნაკლები მოცულობის სესხის აღების ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აღებული სესხის საშუალო მოცულობა სხვადასხვა ზონებში მეტ-ნაკლებად თანაბარია, რასაც ვერ ვიტყვით შედარებით ადრე გატანილ კრედიტზე.

ბანკებიდან/საკრედიტო დაწესებულებებიდან კვლევის სეგმენტის მიერ გამოტანილი ბოლო სესხი ძირითადად ინდივიდუალური ტიპის კრედიტი იყო. ჯგუფური სესხის ამღებთა ხვედრითი წილი სამიზნე ჯგუფში მხოლოდ 6%-ია. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფური სესხი შედარებით გავრცელებული ხულოსა და თუშეთის ზონებშია.

უკანასკნელ პერიოდში სესხის გატანის ყველაზე გავრცელებული მოტივი საბრუნავი კაპიტალის შევსებაა, რასაც მოჰყვება გრძელვადიანი და მოკლევადიანი აქტივების შეძენის განზრახვა.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად სამიზნე ჯგუფზე საშუალოდ 5000 ლარიანი კრედიტები გაიცემა. ამასთან, შედარებით დიდი მოცულობის სესხები ფიქსირდება ბათუმისა და დუშეთის ზონებში, ხოლო შედარებით მცირე - ხულოს ზონაში.

დადგინდა, რომ სესხის ზომით კრედიტის მომხარებელთა უმრავლესობა კმაყოფილია, რაც განსაკუთრებით ეხება ზუგდიდისა და რაჭა-ლეჩხუმის ზონებს. სესხის ზომით უკმაყოფილების დონე შედარებით მაღალი ხულოს ზონაშია.

სესხის ვადით კმაყოფილების დონე ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ მაღალია, რითაც განსაკუთრებით გამოირჩევა ზუგდიდის ზონა. სესხის ვადით უკმაყოფილოთა ხვედრითი წილი შედარებით მაღალია ბათუმის ზონაში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მსესხებელთა უმრავლესობას თავის კრედიტორ ბანკში/საკრედიტო დაწესებულებაში პირველ რიგში მოსწონს მომსახურების მაღალი დონე (ოპერატიულობა/შეფერხების გარეშე მუშაობა), ხოლო უკმაყოფილების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია. ამასთან, საპროცენტო განაკვეთით უკმაყოფილების დონე შედარებით მაღალია ბათუმის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ხულოს ზონებში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ცნობადობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ცნობადობის მიხედვით პირველ ადგილზე დგას კრედო (48%), რომელსაც მოჰყვება კონსტანტა (43%), ფინკა

   

Page 7: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

7/66

(35%), კრისტალი (21%), ლაზიკა კაპიტალი (13%), ალიანსი (9%) და ფინაგრო (4%). დანარჩენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ცნობადობა ძალიან დაბალია.

საკრედიტო ბაზრის კონკურენტული ანალიზი

საკრედიტო ბაზარზე სამომხმარებლო წილის თვალსაზრისით ლიდერობს კრედო (25%), რომელსაც მოსდევს პროკრედიტ ბანკი (20%), საქართველოს ბანკი (15%) და ფინკა (10%). კონკურენტული თვალსაზრისით სხვა ბანკები და საკრედიტო ორგანიზაციები მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ზონაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამომხმარებლო წილი ძალიან დაბალია და საკრედიტო ბაზრის უდიდესი ნაწილი ბანკებს აქვთ ათვისებული.

მოთხოვნა კრედიტზე და პოტენციური საკრედიტო ბაზრის მახასიათებლები

სესხის ოპტიმალური პირობების შეთავაზების შემთხვევაშიც კი კვლევის სეგმენტის 54% არ აპირებს ბიზნეს კრედიტის აღებას. ოპტიმისტური გათვლებით, ბიზნეს სესხზე პოტენციური მოთხოვნა აქვს სამიზნე ჯგუფის 46%-ს, ხოლო პესიმისტური პროგნოზით - 21%-ს. ოპტიმისტური პროგნოზით, ყველაზე მაღალია მოთხოვნა მარტვილის ზონაში, ხოლო პესიმისტურით - ქუთაისის ზონაში. აღსანიშნავია, რომ როგორც ოპტიმისტური, ისე პესიმიტური პროგნოზით ყველაზე ნაკლები პოტენციური მოთხოვნა კრედიტზე ახალქალაქის ზონაშია.

როგორც უკვე აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში სესხის არ აღების ძირითად მიზეზს მისი საჭიროების არ არსებობა წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, პოტენციური მოთხოვნა მაინც გაცილებით მეტია, ვიდრე სესხის მიმდინარე მოხმარება, რაც ქვეყნის მასშტაბით კრედიტის საჭიროების ზრდაზე მიანიშნებს. ამ დასკვნას ამყარებს ის ფაქტიც, რომ კვლევის სეგმენტის დიდ ნაწილს ბიზნესის დაწყების/გაფართოების მთავარ გზად სესხის აღება ესახება. მართალია, სამიზნე ჯგუფის გარკვეული სეგმენტი არც აპირებს ბიზნესის დაწყებას/გაფართოებას, მაგრამ მოტივაციის არ ქონას სწორედ პირადი თავისუფალი სახსრების უკმარისობით ხსნის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კრედიტის საჭიროებას ქვეყანაში.

სესხის აღების მსურველთა უდიდესი ნაწილი (94%) ინდივიდუალურ კრედიტს ანიჭებს უპირატესობას.

სესხის პოტენციურ წყაროდ კვლევის სეგმენტის ძირითადი ნაწილი (79%) ბანკს განიხილავს. საკრედიტო დაწესებულებებიდან სესხის გამოტანის მსურველთა ხვედრითი წილი ბევრად დაბალია (18%). საკრედიტო დაწესებულების, როგორც სესხის პოტენციური წყაროს, პოპულარობით

 

Page 8: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

8/66

ყველაზე მეტად გამოირჩევა რაჭა-ლეჩხუმის ზონა, ხოლო ყველაზე ნაკლებად - ქვემო ქართლის ზონა.

კვლევის სეგმენტში ბიზნეს სესხის სასურველი ზომა საშუალოდ 7000 ლარია, თუმცა ბათუმის, დუშეთისა და ქვემო ქართლის ზონებში ბევრად უფრო დიდი მოცულობის სესხზე ფიქსირდება მოთხოვნა.

გირაოს ყველაზე ოპტიმალური ტიპი არის სახლი/ბინა და საკუთარი მიწა, ხოლო სესხის ყველაზე ოპტიმალური ვადა 19-24 თვეა.

ტერიტორიული ზონების შედარება კრედიტუნარიანობის თვალსაზრისით

სამიზნე ჯგუფში მაღალშემოსავლიან ოჯახთა ხვედრითი წილის მიხედვით გამოირჩევა ბათუმის, ზუგდიდისა და ქუთაისის ზონები, ხოლო თუშეთის, ახალქალაქისა და დუშეთის ზონებში ასეთ ოჯახთა ხვედრითი წილი დანარჩენ ზონებთან შედარებით ყველაზე დაბალია.

მატერიალური აქტივების საერთო ღირებულების მიხედვით ლიდერობს ბათუმისა და დუშეთის ზონები, ხოლო თუშეთისა და გურიის ზონებში ამ მხრივ ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაა.

მაღალშემოსავლიან ოჯახთა ხვედრით წილსა და მატერიალური აქტივების საერთო ღირებულებაზე გამოტანილი დასკვნების შეჯერების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის ზონა ყველაზე კრედიტუნარიანია, ხოლო თუშეთის ზონა - ყველაზე ნაკლებ კრედიტუნარიანი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ძირითადი საინფორმაციო წყაროები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას კვლევის სეგმენტის უდიდესი ნაწილი (73%) ძირითადად სახელმწიფო ტელევიზიიდან ღებულობს. ამასთან, სახელმწიფო ტელევიზია ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ სამიზნე ჯგუფის 70%-ს მიაჩნია, ხოლო ყველაზე სასურველ წყაროდ - 62%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ტელევიზიის, როგორც მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის წყაროს, მიმართ ნდობა თვალშისაცემად დაბალია ახალქალაქის ზონაში.

 

 

 

Page 9: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

9/66

3. კვლევის მეთოდოლოგია კვლევის ამოცანები

მიკროსაფინანსო ბაზრის წინამდებარე კვლევა შემდეგი ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად:

მიკროსაფინანსო ბაზრის საკანონმდებლო გარემოს აღწერა მიკროსაფინანსო ბაზრის შედარებითი ანალიზი რეგიონების მიხედვით არსებული/პოტენციური ბაზრის სეგმენტების იდენტიფიკაცია კვლევის სეგმენტის სამეწარმეო საქმიანობის/ბიზნესის მახასიათებლების

შესწავლა სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლების ანალიზი სამიზნე ჯგუფის საკრედიტო გამოცდილების აღწერა მიკროსაფინანსო პროდუქტების მიწოდების ანალიზი (აქცენტით

შემოსავლის მომტან სესხებზე და არა სამომხმარებლო კრედიტზე) მიკროსაფინანსო პროდუქტებზე მოთხოვნის ანალიზი არსებული პროდუქტებით კრედიტის მომხმარებელთა კმაყოფილების

დონის განსაზღვრა და შეთავაზებული მომსახურებით სარგებლობის მოტივაციის დადგენა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ცნობადობის ანალიზი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მათი პროდუქტების შესახებ

ყველაზე მეტად გამოყენებადი/სასურველი საინფორმაციო წყაროების განსაზღვრა

მომხმარებელთა მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმების შესწავლა

მეთოდი და ინსტრუმენტი

დესკრიპტული (აღწერითი) რაოდენობრივი კვლევა სხვა კვლევითი მეთოდებისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს საკვლევი ცვლადების შესახებ სტატისტიკურად სანდო ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება კვლევის ინდიკატორების გაზომვა (სიხშირეები, კორელაციები, სხვ.) და რელევანტური დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევაში გამოყენებული იყო პირისპირ ინტერვიუირების ტექნიკა. ინტერვიუები ჩაატარეს “ეი-სი-თი”-ს პროფესიონალმა ინტერვიუერებმა, სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. მიკროსაფინანსო ბაზრის საკანონმდებლო გარემოს შესახებ ინფორმაციის მოძიებისათვის გამოყენებულ იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდი.

 

Page 10: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

10/66

საველე სამუშაოების დამთავრების შემდგომ მიღებული შედეგების შეყვანა და დამუშავება მოხდა სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამაში (SPSS 15.0). შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომზადდა კვლევის საბოლოო ანგარიში.

საპილოტო კვლევა

კითხვარების ტესტირებისა და საბოლოო ვერსიების შემუშავების მიზნით, ჩატარდა საპილოტო კვლევა (სულ 20 ინტერვიუ). ყოველი საპილოტო ინტერვიუს ჩატარების შემდგომ ინტერვიუერები ავსებდნენ საპილოტო კვლევისთვის სპეციალურად შემუშავებულ ფორმას, სადაც აღნიშნავდნენ კითხვართან დაკავშირებულ ყველა შენიშვნას. ინტერვიუერთა შენიშვნების საფუძველზე მოხდა კითხვარების საბოლოო რედაქტირება.

სამიზნე ჯგუფი და კვლევის არეალი

კვლევის პირველ ეტაპზე ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, როგორც კვლევის დაინტერესებული მხარის, წარმომადგენლებთან. მათი ინიციატივით, თავდაპირველი გეგმა 3000 შინამეურნეობისა და 1000 კორპორატიული კლიენტის გამოკითხვის შესახებ შეიცვალა და გადაწყდა, რომ 4000-ვე ინტერვიუ შინამეურნეობებთან ჩატარდებოდა. ეს გადაწყვეტილება აიხსნა იმ მიზეზით, რომ მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მომხმარებელთა უმრავლესობა რეგისტრირდება როგორც ინდივიდუალური მსესხებელი და სამიზნე ჯგუფში კორპორატიულ კლიენტთა ჩართვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

სამიზნე ჯგუფი განისაზღვრა ორი ნიშნით: (1) შემოსავლის მომტან აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული პირები და/ან (2) რაიმე ტიპის არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონების მფლობელნი, რომელთაც შეუძლიათ ეს ქონება მომავალში შემოსავლის მომტან საქმიანობად აქციონ.

ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა კორექტივები შეიტანეს სამიზნე ჯგუფის ტერიტორიული დაყოფის თვალსაზრისითაც. სამუშაო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ყველაზე გამოსადეგი ინფორმაციის მოძიების მიზნით ქვეყნის ტერიტორია დაიყო 13 ზონად (ცხრილში მოცემულია თითოეულ ტერიტორიულ ზონაში ჩატარებულ ინტერვიუთა რაოდენობაც):

 

Page 11: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

11/66

ცხრილი 1. ტერიტორიული ზონები1 და ჩატარებულ ინტერვიუთა რაოდენობა ტერიტორიული ზონა 

ჩატარებულ ინტერვიუთა რაოდენობა 

მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ,  ზემო სვანეთი (მარტვილის ზონა)  310 

ზუგდიდი, სენაკი, ხობი, აბაშა, სამტრედია, ხონი (ზუგდიდის ზონა) 310 

ზესტაფონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, ტყიბული, ჭიათურა, თერჯოლა,ქუთაისი, საჩხერე (ქუთაისის ზონა) 

310 

გურია (გურიის ზონა) 310 

ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი (ბათუმის ზონა) 310 

ხულო, ქედა, შაუხევი (ხულოს ზონა)  310 

ადიგენი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა (ახალქალაქის ზონა)  310 

შიდა ქართლი, მცხეთის რაიონი (შიდა ქართლის ზონა)  310 

დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი, ხევსურეთი (დუშეთის ზონა)  300 

თუშეთი, ახმეტა (თუშეთის ზონა)  300 

ლაგოდეხი, გურჯაანი, თელავი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ყვარელი (ყვარლის ზონა) 

310 

ქვემო ქართლი ჯამში (ქვემო ქართლის ზონა)  310 

რაჭა‐ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი (რაჭა-ლეჩხუმის ზონა)  300 

შერჩევის დიზაინი

შერჩევის ბაზად გამოყენებული იქნა საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. განხორციელდა ორსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. სტრატიფიკაციის პირველ ნიშანს წარმოადგენდა ზონები. თითოეულ ზონაში შემავალი მუნიციპალიტეტების მიკუთვნება განისაზღვრა ტერიტორიული და მიკროსაფინანსო აქტივობისთვის ფუნქციური სიახლოვით. სტრატიფიკაციის მეორე ნიშნად გამოყენებული იქნა დასახლების ტიპი (ქალაქი/სოფელი). თითოეული ზონა შესაბამისად დაიყო ორ ქვესტრატად.

პირველადი შერჩევის ერთეულს (PSU) წარმოადგენდა სააღწერო უბანი (კლასტერი). სააღწერო უბნები აღებული იქნა იმ საზღვრებით, რაც განისაზღვრა მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის დროს. სააღწერო უბნების შერჩევა განხორციელდა მათში შინამეურნეობების რაოდენობის პროპორციულად.

მეორადი შერჩევის ერთეულს წარმოადგენდა (SSU) შინამეურნეობა. თითოეულ კლასტერში გამოკითხული იქნა 15 შინამეურნეობა. შინამეურნების შესარჩევად გამოყენებული იქნა შემთხვევითი ხეტიალის პრინციპი. ამისათვის თითოეულ კლასტერში შეირჩა საწყისი წერტილი და ყოველი მომდევნო შინამეურნეობის შერჩევა განხორციელდა ფიქსირებული ბიჯის მეშვეობით. ინტერვიუერებისათვის დარიგებული იქნა სპეციალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ემოძრავათ კლასტერის შიგნით. ინსტრუქციები მოიცავდა ვიზუალურ მასალას, რომელიც ასახავდა ყველა სავარაუდო სიტუაციას ადგილზე.

                                                            1 ფრჩხილებში მოცემულია ტერიტორიული ზონების პირობითი დასახელებები, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე კვლევაში. 

 

 

Page 12: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

12/66

საბოლოო რესპონდენტს წარმოადგენდა შინამეურნეობის შიგნით სასურველი კრიტერიუმების მქონე პირი. თუ ასეთი პირი იყო რამდენიმე, არჩევანი კეთდებოდა იმ რესპონდენტზე, ვისაც ბოლოს ჰქონდა დაბადების დღე.

დადგინდა, რომ ზონების მიხედვით შერჩევის მოცულობები უნდა ყოფილიყო 300-310 ინტერვიუ და ჯამური შერჩევის მოცულობა განისაზღვრა 4000 დასრულებულ ინტერვიუთი.

თითოეული მხარისთვის განსაზღვრული შერჩევის მოცულობა ქალაქ/სოფლის მიხედვით გადანაწილდა მათში სამიზნე ჯგუფის რაოდენობის პროპორციულად.

კვლევის მიმდინარეობისას დაფიქსირებული იქნა არგამოპასუხება კატეგორიების მიხედვით. ისინი დაჯგუფდნენ ორ გამსხვილებულ კატეგორიაში (არ აკმაყოფილებს სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს და უარი განაცხადა ინტერვიუზე). არგამოპასუხების მაჩვენებელი გამოყენებული იქნა რეალურად სამიზნე ჯგუფის მოცულობის განსასაზღვრად და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მონაცემთა შეწონვაში.

მონაცემთა აგრეგაციის მიზნით განხორციელდა წონითი კოეფიციენტების გაანგარიშება. წონით კოეფიციენტებში გათვალისწინებული იქნა სამიზნე ჯგუფის შეფასება, რომელიც დაეყრდნო აღწერის ფურცლებს.

ველის ხარისხის კონტროლი

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საველე სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ჯამში განხორციელდა შემდგარი ინტერვიუების 25% კონტროლი, მათ შორის:

სატელეფონო კონტროლი: ჩატარებულ ინტერვიუთა 15% გაკონტროლდა ტელეფონის საშუალებით.

კონტროლი ვიზიტით: ჩატარებულ ინტერვიუთა 10% გაკონტროლდა გამოკითხულ რესპონდენტთან განმეორებითი ვიზიტის საშუალებით.

 

Page 13: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

13/66

4. კვლევის შედეგები

4.1 მიკროსაფინანსო ბაზრის საკანონმდებლო გარემოს ანალიზი

კანონმდებლობა ”საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” ძალაშია 2006 წლის 27 ივლისიდან და არეგულირებს მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ფუნქციონირებას. კანონის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება. ამ ორგანიზაციას უფლება აქვს:

გასცეს მიკროსესხები (როგორებიცაა სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური და სხვა ტიპის სესხები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე

დააბანდოს თანხები საჯარო და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში განახორციელოს ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ოპერაციები შეასრულოს სადაზღვევო სააგენტოს ფუნქცია გასწიოს კონსულტაცია მიკროსესხების გაცემასთან დაკავშირებით მიიღოს კრედიტები რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და

ფიზიკური პირებისგან ფლობდეს იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილებს, რომელთა

მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ინსტიტუტის საწესდებო კაპიტალის 15%-ს

განახორციელოს სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები, რომელთაც განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა - მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქებისა და ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და მათთან დაკავშირებული ოპერაციები

მიკროსაკრედიტო ორგანიზაციის საქმიანობას არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სახის შეზღუდვებიც:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასტარტო კაპიტალი სულ მცირე 250000 ლარს მაინც უნდა შეადგენდეს.

ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდს 50000 ლარს.

 

Page 14: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

14/66

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ არის ნებადართული მიიღოს დეპოზიტები არც ფიზიკური და არც იურიდიული პირებისგან.

მიკროსესხის გაცემის პირობები

მიკროსესხების გაცემის წესებისა და პირობების დადგენა თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პრეროგატივაა. ამასთან, იგი თავად ღებულობს გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთის ოდენობასთან, საკომისიო გასამრჯელოსა და მოსმახურების გადასახდელთან დაკავშირებით. მის მიერ გაცემული კრედიტი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური. გაიცემა, როგორც საბლანკო2, ასევე მყარი აქტივით უზრუნველყოფილი სესხები.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია კონტროლი გაუწიოს მსესხებლის მიერ კრედიტის წინასწარ დადგენილი მიზნით გამოყენებას, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ინსტიტუტს შეუქმნას ამგვარი კონტროლის განხორციელების ყველა საჭირო პირობა.

კანონმდებლობის სუსტი მხარეები3

დღეისათვის ქართულ მიკროსაკრედიტო ბაზარზე საკმაოდ მრავლადაა ისეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც ჩართულნი არიან მიკროსაკრედიტო საქმიანობაში, მაგრამ იურიდიულად არ წარმოადგენენ მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებს. მათზე არ მოქმედებს მიკროსაკრედიტო ინსტიტუტებზე დაწესებული შეზღუდვები და, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, არ კონტროლდებიან ეროვნული ბანკის მიერ. აქედან გამომდინარე, ეს ორგანიზაციები მიკროსაკრედიტო ინსტიტუტებთან შედარებით უფრო მომგებიან მდგომარეობაში იმყოფებიან. თუ კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებს შესაბამისი მოტივაციით (საშეღავათო პირობების დაწესებით, მაგალითად) გააგრძელონ საქმიანობა მოცემული სახით, არსებობს რისკი, რომ ბევრმა მათგანმა უარი თქვას მიკროსაკრედიტო ინსტიტუტის სტატუსზე, გადაკეთდეს ჩვეულებრივ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად და ასე განაგრძონ საქმიანობა. ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაციები ეროვნული ბანკის კონტროლის ფარგლებს გარეთ მოექცევიან.

ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კანონმდებლობის მიხედვით უფლება არ აქვთ პრობლემური სესხების შესაძლო დანაკარების დასაფარავად შექმნილი სარეზერვო ფონდის თანხები შეიტანონ ხარჯებში მოგების დაბეგვრამდე. შესაბამისად, მიკროსაკრედიტო ინსტიტუტებს ბანკებთან შედარებით უარეს პირობებში უწევთ მუშაობა. ისინი ორიენტირებულები არიან, რომ საერთოდ არ შექმნან სარეზერვო ფონდი. ამ უკანასკნელის არარსებობა კი ნაკლებად მიმზიდველს ხდის

                                                            2 ხელფასით უზრუნველყოფილი 3 ინფორმაცია მოწოდებულ იქნა საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის მიერ. 

 

Page 15: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

15/66

მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებს უცხოელი ინვესტორებისთვის. შესაბამისად, იაფი საკრედიტო რესურსების მოზიდვა რთულდება, რაც აისახება მიკროკრედიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საკრედიტო რესურსის მოზიდვას ურთულებს სხვა ფაქტორებიც. კერძოდ, კანონის მიხედვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ ნება დართული მიიღონ ანაბრები და დეპოზიტები მაშინ, როდესაც ბანკებს მსგავსი შეზღუდვა არ გააჩნიათ და მათთან განთავსებულ ანაბრებსა და დეპოზიტებზე არ ხდება საპროცენტო განაკვეთის სახით გაცემული თანხის დაბეგვრა. მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ აიღონ კრედიტები ფიზიკური პირებიდან ან კომერციული ორგანიზაციებიდან, მაგრამ საპროცენტო განაკვეთის სახით გაცემული თანხა 5%-ით იბეგრება.

აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციულ სტრუქტურაზე გაცემულ კრედიტებზე პროცენტის სახით დარიცხული (მათ მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშებზე პროცენტის სახით შემოსატანი) თანხა იბეგრება 5%-ით და აკლდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროცენტის (სარგებლის) სახით შემოსავლებში მისაღებ თანხას, მაშინ როდესაც რეზიდენტი ბანკებისთვის კრედიტზე პროცენტის სახით გადახდილი თანხა არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

ამგვარად, შესაბამის საკანონმდებლო აქტებსა და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანამ შესაძლოა გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და მისცეს საქმიანობის გაფართოების საგრძნობლად მეტი სტიმული.

 

Page 16: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

16/66

4.2 ბიზნესი

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა სამიზნე ჯგუფის სამეწარმეო საქმიანობა, მისი მახასიათებლები, ბიზნესის განვითარების მაჩვენებლები, პერსპექტივები, ხელისშემშლელი ფაქტორები და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ არა მხოლოდ აქტიურ ბიზნესში ჩართული პირები, არამედ რაიმე ტიპის არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონების მფლობელნიც. ასეთი ქონება მომავალში ბიზნესის დაწყების/აღდგენის პოტენციური საფუძველია და, აქედან გამომდინარე, ეს სეგმენტიც მიკროსაფინანსო ბაზრის შემადგენელი ნაწილია.

4.2.1 არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონება

კვლევის სეგმენტის 39.8% ფლობს არამუშა მდგომარეობაში მყოფ გარკვეული ტიპის აქტივებს, მაგალითად უძრავ ქონებას, კერძო ბიზნესს, მანქანა დანადგარებს, მიწის ნაკვეთს/პირუტყვს და ა.შ. იმ პირთა ხვედრითი წილი, რომლებიც ასეთი ტიპის ქონებას ფლობენ აქტიური ბიზნესის წარმოების პარალელურად, შეადგენს მთელი სამიზნე ჯგუფის 26.4%-ს, ხოლო მხოლოდ არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონების მეპატრონეთა პროცენტული მაჩვენებელი უტოლდება 13.4%-ს.

არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონების პროცენტული განაწილება სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ასეთია4:

ცხრილი 2. არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონების პროცენტული განაწილება არამუშა მდგომარეობაში მყოფი ქონების ტიპი ხვედრითი წილი მიწის ნაკვეთი, სათიბი/საძოვარი, ვენახი და ა.შ. 72.6% კომერციული ფართი 16.1% ტრანსპორტი 13.1% არამუშა მდგომარეობაში მყოფი საწარმო/ცეხი/საამქრო 5.2% გაჩერებული ფერმა თავისი შენობა/ნაგებობებით 5.1% არამუშა მდგომარეობაში მყოფი მომსახურების ობიექტი 2.4%

4.2.2 აქტიური ბიზნესი

ბიზნესის დარგობრივი სტრუქტურა

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდ ბიზნეს სექტორს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (57%), რომელსაც მოსდევს ვაჭრობა როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ასევე ყველა სხვა სახის საქონლით (24.1%). ყველა სხვა სექტორის ხვედრითი წილი ცალ-ცალკე საკმაოდ მცირეა და ჯამში 18.9%-ს აღწევს.

                                                            4 შესაძლებელია არამუშა მდგომარეობაში მყოფი ორი ან მეტი ტიპის აქტივის ფლობაც. 

 

 

Page 17: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

17/66

უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიული ზონების ჭრილში სურათი დარგობრივი სტრუქტურის თვალსაზრისით საკმაოდ არაერთგვაროვანია და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. კერძოდ, ხულოს ზონაში სოფლის მეურნეობის პროცენტული წილი 92%-მდეც კი ადის, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი თუშეთის ზონაში 27.1%-ს არ სცდება. სამაგიეროდ, თუშეთის ზონაში განსაკუთრებით მაღალია ვაჭრობის წილი (45.7%). ვაჭრობის ხვედრითი წონის მიხედვით ლიდერობს ყვარლის ზონა (50.6%), ხოლო ყველაზე ნაკლებად ეს სექტორი ხულოს ზონაშია წარმოდგენილი (4.7%).

საკუთრების ფორმა

აქტიურ სამეწარმეო პროცესში ჩართულთა უმრავლესობა (83.5%) საკუთარი ბიზნესის ერთადერთი მფლობელია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით დამახასიათებელია ბათუმის, თუშეთის და ყვარლის ზონებისთვის - შესაბამისი მაჩვენებელი სამივე ზონაში 94%-ს უდრის. თანამფლობელობა შედარებით გავრცელებულია ზუგდიდისა (32.7%) და ქვემო ქართლის (30.1%) ზონებში.

ბიზნესის სამართლებრივი ფორმა

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ აქტიური ბიზნესის მწარმოებელთა უმრავლესობა (78.3%) არარეგისტრირებულ (ოჯახურ ან ინდივიდუალურ) სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

რაც შეეხება სამართლებრივ ფორმას, ყველაზე დიდი პროცენტული წილი (19.8%) ამ მხრივ ინდივიდუალურ საწარმოს აღენიშნება. ყველა დანარჩენი სამართლებრივი ფორმა ნაკლებადაა წარმოდგენილი ბიზნეს სექტორში.

ინტერესს იწვევს ის გარემოება, რომ ხულოს ზონისთვის ერთდროულად დამახასიათებელია არარეგისტირებული სამეწარმეო საქმიანობის ყველაზე დიდი (96.5%) და ინდივიდუალურ საწარმოთა ყველაზე მცირე (3.1%) ხვედრითი წონა. ასეთი ტენდენცია გასაკვირი არაა, ვინაიდან ხულოს ზონა, როგორც უკვე აღინიშნა, ლიდერობს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირთა რაოდენობით და ამ სექტორისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია არარეგისტრირებული საქმიანობა.

ბიზნესის წარმოების ხანგრძლივობა

სამეწარმეო საქმიანობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 8 წელიწადს, თუმცა ტერიტორიული ზონების მიხედვით სურათი არაჰომოგენურია და საშუალო მონაცემებს შორის სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. ყველაზე ხანგრძლივი ბიზნეს საქმიანობა რაჭა-ლეჩხუმის ზონისთვისაა დამახასიათებელი (საშუალოდ 13.2

 

Page 18: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

18/66

წელიწადი), ხოლო ყველაზე ხანმოკლე - თუშეთის ზონისთვის (საშუალოდ 4.5 წელიწადი). (იხ. გრაფიკი 1)

გრაფიკი 1. ბიზნესის საშუალო ხანგრძლივობა წლების მიხედვით

ბიზნესის სეზონურობა

აქტიურ ბიზნესში ჩართულ მეწარმეთა 54.7% სეზონურ ბიზნეს საქმიანობას ეწევა, თუმცა ზონების მიხედვით მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. კერძოდ, ყველაზე მეტად სეზონური სამეწარმეო საქმიანობა ახასიათებს ახალქალაქის (82.8%), ხულოსა (76.8%) და გურიის (71.7%) ზონებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად - მარტვილის (33%), თუშეთისა (35.2%) და ყვარლის (38.5%) ზონებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ პირთა ყველაზე დიდი ნაწილი (78.8%) შემოსავლებს ღებულობს შემოდგომაზე, ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი - ზამთარში (13.6%).

ბუნებრივია, რომ სეზონები მნიშვნელოვნად განსხვავდება შემოსავლიანობის მიხედვით. კერძოდ, აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულთა 57.3%-ისთვის ყველაზე

შემოსავლიანი შემოდგომაა, ხოლო 30.9%-ისთვის - ზაფხული. დანარჩენი სეზონების შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად ნაკლებია.

სანდო სტატისტიკურ სხვაობაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორიული ზონები შემოსავლიანობის მიხედვით მკვეთრად არაერთგვაროვანია:

შემოდგომა ყველაზე შემოსავლიანი მარტვილის ზონაშია, სადაც ამ სეზონს მოცემული ნიშნის მიხედვით აქტიურ ბიზნესში ჩართულ პირთა 90.9% გამოარჩევს, მაშინ როდესაც დუშეთის ზონაში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ

 

Page 19: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

19/66

17.1%-ს შეადგენს. საკმაოდ დაბალია შემოდგომის შემოსავლიანობა ქუთაისის ზონაშიც (24.9%).

რაც შეეხება ზაფხულს, ამ პერიოდში შემოსავლიანობა ყველაზე მაღალი დუშეთის (55.5%), ქუთაისისა (54.8%) და ქვემო ქართლის (52.5%) ზონებშია, ყველაზე დაბალი კი - მარტვილისა (4.5%) და ახალქალაქის (6.9%) ზონებში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში თითოეული სეზონისთვის ჩამოთვლილია ყველაზე მაღალი შემოსავლიანობის მქონე პირველი სამი ტერიტორიული ზონა კლებადი თანმიმდევრობით:

ცხრილი 3. სეზონების კატეგორიზაცია ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტერიტორიული ზონების მიხედვით. გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი 1. დუშეთის ზონა დუშეთის ზონა მარტვილის ზონა ახალქალაქის ზონა 2. თუშეთის ზონა ქუთაისის ზონა ახალქალაქის ზონა შიდა ქართლის ზონა 3. ქუთაისის ზონა ქვემო ქართლის ზონა ყვარლის ზონა გურიის ზონა

თანამშრომელთა რაოდენობა

საწყის ეტაპზე, საერთო მონაცემებზე დაყრდნობით, სამეწარმეო საქმიანობაში დასაქმებული იყო საშუალოდ 1 ან 2 მუდმივი თანამშრომელი და საშუალოდ 1 ან არც ერთი დროებითი თანამშრომელი.

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით, მუდმივ თანამშრომელთა რიცხვი ყველაზე მაღალი ახალქალაქის ზონაში იყო (2.71), ხოლო დროებით თანამშრომელთა რიცხვი - ყვარლის ზონაში (0.54).

თანამშმრომელთა რაოდენობის მიხედვით ზოგადი სურათი ფაქტიურად არ შეცვლილა ბიზნესის დაწყებიდან მოცემულ მომენტამდე - საწყის და მიმდინარე პერიოდებში თანამშრომელთა საშუალო რაოდენობის წყვილური შედარების შედეგად სანდო სტატისტიკური სხვაობა არ დადგინდა. თუმცა ტერიტორიული ზონების ჭრილში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები ტენდენციების თვალსაზრისით: ამჟამად მუდმივ თანამშრომელთა საშუალო რაოდენობით ლიდერობს ხულოს ზონა (2.56), ხოლო დროებითი თანამშრომლების რაოდენობით - გურიის ზონა (0.78).

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, შემდგომი სამი წლის შემდეგ ზოგადად ნავარაუდევია როგორც მუდმივ, ასევე დროებით თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა საშუალოდ მაქსიმუმ 1 ადამიანით.

მუდმივ თანამშრომელთა განსაკუთრებით შესამჩნევი ზრდა შესაძლოა მოხდეს თუშეთის ზონაში (1.065), ხოლო დროებით თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ზრდა - გურიისა (0.47) და დუშეთის (0.46) ზონებში.

                                                            5 იგულისხმება დასაქმებულთა რაოდენობის საშუალო ზრდა.  

 

Page 20: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

20/66

4.2.3 ბიზნესის ძირითადი ფინანსური მახასიათებლები

საწყისი კაპიტალი

კვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო სასტარტო კაპიტალი მთელი ქვეყნის მასშტაბით უტოლდება 4623 ლარს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ზონის გარდა დანარჩენ 12 ზონაში საშუალო სასტარტო კაპიტალის ოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რასაც ადასტურებს სტატისტიკური სხვაობის არასანდოობა. ბათუმის ზონაში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად სცდება ძირითად ტენდენციას და 24668 ლარს აღწევს. (იხ. გრაფიკი 2)

გრაფიკი 2. საშუალო სასტარტო კაპიტალი

 

Page 21: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

21/66

2009 წლის წლიური ბრუნვა

2009 წლის საშუალო წლიური ბრუნვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 4442 ლარს წარმოადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ თუშეთის ზონაში შესაბამისმა ოდენობამ არსებული ტენდენცია საგრძნობლად დაარღვია და 11195 ლარს მიაღწია. ამასთან ერთად, საშუალო წლიური ბრუნვა დანარჩენ ზონებშიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რაზეც მათ შორის სხვაობის სტატისტიკური სანდოობა მეტყველებს. წლიური ბრუნვის ყველაზე დაბალი ოდენობა დაფიქსირდა ახალქალაქის ზონაში (2485 ლარი), ხოლო თუშეთის ზონის შემდეგ ყველაზე მაღალი - ბათუმის ზონაში (7062 ლარი). (იხ. გრაფიკი 3).

გრაფიკი 3. 2009 წლის საშუალო წლიური ბრუნვა

 

Page 22: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

22/66

საბრუნავი კაპიტალი მოცემული მომენტისთვის

მოცემული მომენტისთვის ბიზნესის საბრუნავი კაპიტალის საშუალო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 3492 ლარია.

ისევე როგორ საწყის კაპიტალში, ბათუმის ზონა საბრუნავ კაპიტალშიც უხვევს ზოგადი ტენდენციიდან და მისი საშუალო ოდენობა 11943 ლარამდე ადის. (იხ. გრაფიკი 4). მას მოჰყვება ყვარლის ზონა, თუმცა რაოდენობრივად მნიშვნელოვნად ჩამორჩება წინამორბედს (3950 ლარი). ყველაზე ნაკლები საბრუნავი კაპიტალი კი შიდა ქართლის ზონაში ფიქსირდება (1771 ლარი). უნდა აღინიშნოს, რომ ზონების მიხედვით მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან (მათ შორის იმ ზონების მონაცემებიც, რომელთა საბრუნავი კაპიტალი 1771-3950 ლარიან ინტერვალშია მოქცეული), რასაც ცხადყოფს სანდო სტატისტიკური სხვაობა.

გრაფიკი 4. საშუალო საბრუნავი კაპიტალი ტერიტორიული მიმდინარე ეტაპზე

 

Page 23: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

23/66

საშუალო თვიური შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან

სამეწარმეო საქმიანობიდან საშუალო თვიური შემოსავალი ქვეყნის მასშტაბით 449 ლარს შეადგენს.

თუ არ გავითვალისწინებთ ბათუმისა და მარტვილის ზონებს, სადაც შესაბამისი მაჩვენებლები უდრის 939 და 616 ლარს, ტერიტორიული ზონების მიხედვით საშუალო თვიური შემოსავლის მონაცემები სტატისტიკურად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. (იხ. გრაფიკი 5)

გრაფიკი 5. საშუალო თვიური შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან მიმდინარე ეტაპზე

 

 

Page 24: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

24/66

საშუალო თვიური ხარჯი სამეწარმეო საქმიანობიდან

სამეწარმეო საქმიანობიდან საშუალო ყოველთვიური დანახარჯი ზოგადი სურათის მიხედვით 196 ლარს შეადგენს.

ზონების მიხედვით საერთო ტენდენციიდან თვალშისაცემი გადახრა არ ფიქსირდება, თუმცა, სანდო სტატისტიკური სხვაობიდან გამომდინარე, საშუალო ხარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება მარტვილის ზონაში (407 ლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - ხულოს ზონაში (44 ლარი). (იხ. გრაფიკი 6)

გრაფიკი 6. საშუალო თვიური ხარჯი სამეწარმეო საქმიანობიდან მიმდინარე ეტაპზე

 

Page 25: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

25/66

მოგების მარჟა

საშუალო თვიური შემოსავლებისა და ხარჯების მეშვეობით შესაძლებელი ხდება მოგების მარჟის დათვლა. კვლევის სეგმენტში აქტიური სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ პირთა საშუალო მოგების მარჟა შეადგენს 253 ლარს.

ზონების მიხედვით ცალსახად ლიდერობს ბათუმის ზონა, სადაც საშუალო მოგების მარჟა 546 ლარს უტოლდება. ყველაზე მცირე კი ეს მაჩვენებელი ახალქალაქის ზონაშია და უდრის 83 ლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის ზონა აქაც ამოვარდნილია საერთო ტენდენციიდან, რადგან ყველა დანარჩენ ზონაში შესაბამისი მონაცემი დაახლოებით 100-300 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გრაფიკი 7. საშუალო მოგების მარჟა

  

Page 26: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

26/66

თანხების რეინვესტირება სამეწარმეო საქმიანობაში

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, სამეწარმეო საქმიანობაში მოგებიდან საშუალოდ 13.4%-ის რეინვესტირება ხდება.

ზონების მიხედვით სურათი ცალსახად არაჰომოგენურია. კერძოდ, დუშეთისა და შიდა ქართლის ზონებში რეინვესტირების დონე გაცილებით მაღალია სხვა ზონებთან შედარებით - 36.5% და 35.1%, შესაბამისად. ხულოსა და მარტვილის ზონებში კი შესაბამისი მაჩვენებლები ყველაზე დაბალია - 3.9% და 4.8%, შესაბამისად. (იხ. გრაფიკი 8). აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი ზონის გამორიცხვის შემდეგაც კი სტატისტიკური სხვაობა სანდოა, რაც ადასტურებს ზონების მიხედვით რეინვესტირების საშუალო დონის მნიშვნელოვან განსხვავებას.

გრაფიკი 8. მოგების სამეწარმეო საქმიანობაში რეინვესტირების საშუალო დონე

 

 

Page 27: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

27/66

მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შეფასება

აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულთა მხოლოდ 15.4% აფასებს თავისი ბიზნესის ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას როგორც მყარს. დაახლოებით თანაბარია იმ პირთა ხვედრითი წილი, რომლებიც მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას აფასებენ როგორც მეტ-ნაკლებად მყარს და როგორც არა მყარს - შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებია 42.9% და 41.7%.

მატერიალური აქტივების ღირებულება

როგორც მუშა, ასევე არამუშა მდგომარეობაში მყოფი მატერიალური აქტივების საშუალო ღირებულებათა განაწილება ზოგადი სურათის მიხედვით ასეთია:

ცხრილი 4. მატერიალური აქტივების საშუალო ღირებულება

მატერიალური აქტივი საშუალო ღირებულება (ლარებში) შენობა/ნაგებობა/ფართი 3234 მიწა/სათიბ-საძოვარი 3166 სასაქონლო მარაგი 1204 მანქანა-დანადგარი, ტექნიკა 869 ფრინველი, ღორი, ცხვარი, ძროხა და ა.შ. 568 ნაღდი ფული 366

ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ არც სასაქონლო მარაგებისა და არც შენობების/ნაგებობების/ფართების საშუალო ღირებულება ზონების მიხედვით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება - სხვაობა არ არის სტატისტიკურად სანდო. რაც შეეხება დანარჩენ მატერიალურ აქტივებს, აქ სხვაობა ზონების მიხედვით სტატისტიკურად სანდოა და მნიშვნელოვანი ტენდენციები შემდეგია:

მიწა/სათიბ-საძოვრის საშუალო ღირებულების მიხედვით პირველ ადგილზეა ბათუმის ზონა (15825 ლარი), რომელსაც საგრძნობლად ჩამორჩება მეორე ადგილზე მდგომი ხულოს ზონა (3840 ლარი). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ზუგდიდის ზონას აქვს (846 ლარი).

მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკის საშუალო ღირებულებით წამყვან პოზიციაზე ქუთაისის ზონაა (1753 ლარი), ხოლო ყველაზე ნაკლები ღირებულება ამ მიმართულებით გურიის ზონაში ფიქსირდება (329 ლარი).

შინაურ ფრინველთა/ცხოველთა (ქათამი, ღორი, ცხვარი, ძროხა და ა.შ.) საშუალო ღირებულების სიდიდით გამოირჩევა დუშეთის ზონა (1966 ლარი), ხოლო ყველაზე ნაკლები ეს ღირებულება ბათუმისა (74 ლარი) და გურიის (78 ლარი) ზონებშია.

ნაღდი ფულის საშუალო ღირებულებით ლიდერობს ბათუმის ზონა (829 ლარი), ხოლო ბოლო პოზიციაზე ამ მხრივ რაჭა-ლეჩხუმის ზონაა (81 ლარი).

  

Page 28: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

28/66

ზონების მიხედვით მატერიალური აქტივების საერთო ღირებულებათა საშუალო მაჩვენებლები ასე ნაწილდება: გრაფიკი 9. მატერიალური აქტივების საშუალო ღირებულება

მიმდინარე ბიზნესის ხელისშემწყობი ფაქტორები

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ პირთა 26%-ის ბიზნესი საქმიანობის დაწყებიდან მოცემულ მომენტამდე საგრძნობლად ან თუნდაც მცირედ გაიზარდა.

ზონების მიხედვით კი სურათი ასეთია: ბიზნესის მოცულობის ზრდა განსაკუთრებით აღინიშნება მარტვილის ზონაში (სადაც აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულთა 49.6%-ის ბიზნესი გაიზარდა მცირედ ან საგრძნობლად), ხოლო ყველა ნაკლები ზრდა ფიქსირდება ახალქალაქისა (13%) და ქვემო ქართლის (14.7%) ზონებში.

 

Page 29: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

29/66

სეგმენტი, რომლის ბიზნესიც მცირედ ან საგრძნობლად გაიზარდა, ბიზნესის მოცულობის ზრდის შემდეგ სამ ძირითად მიზეზს ასახელებს (კლებადი მნიშვნელოვნების თანმიმდევრობით):

1. მაღალი ხარისხის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება (34.1%) 2. რეინვესტიციები (მოგების ჩაბრუნება ბიზნესში) (31.3%) 3. კარგი ადგილმდებარეობა (15.2%)

დანარჩენ მიზეზთა ხვედრითი წილი ცალ-ცალკე საკმაოდ უმნიშვნელოა. ზემოთდასახელებულ მთავარ მიზეზთა მნიშვნელოვნება ტერიტორიული ზონების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. კერძოდ, მაღალი ხარისხის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებას ბიზნესის ზრდის მთავარ მიზეზად ყველაზე მეტად მარტვილისა (64.3%) და გურიის (63%) ზონებში აფიქსირებენ, რეინვესტიციებს - დუშეთის ზონაში (57.3%), ხოლო კარგ ადგილმდებარეობას - ზუგდიდის ზონაში (27.4%). მიმდინარე ბიზნესის ხელისშემშლელი ფაქტორები

კვლევის შედეგების მიხედვით, აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ პირთა 42.5%-ის ბიზნესი საქმიანობის წამოწყებიდან დღემდე საგრძნობლად ან თუნდაც მცირედ შემცირდა.

ტერიტორიული ზონების ჭრილში ამგვარი ვითარებაა: ბიზნესის მოცულობის შემცირება განსაკუთრებით აღინიშნება შიდა ქართლისა (სადაც აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულთა 55.4%-ის ბიზნესი შემცირდა მცირედ ან საგრძნობლად) და ახალქალაქის (სადაც აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულთა 54.1%-ის ბიზნესი შემცირდა მცირედ ან საგრძნობლად) ზონებში, ხოლო ყველაზე ნაკლებად შემცირება ზუგდიდის ზონაში დაფიქსირდა (სადაც აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულთა მხოლოდ 26.7%-ის ბიზნესი შემცირდა მცირედ ან საგრძნობლად).

სეგმენტი, რომლის ბიზნესიც მცირედ ან საგრძნობლად შემცირდა, ბიზნესის მოცულობის შემცირების შემდეგ ხუთ ძირითად მიზეზს აფიქსირებს (კლებადი მნიშვნელობის თანმიმდევრობით):

1. დანაკარგები/ზარალი (23.4%) 2. თავისუფალი თანხების სიმცირე (20.9%) 3. მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა (16.8%) 4. არასტაბილური/დაბალი მოთხოვნა პროდუქტზე/მომსახურებაზე (13.4%) 5. ფინანსური კრიზისი (12%)

დანარჩენ მიზეზთა ხვედრითი წილი ცალ-ცალკე საკმაოდ უმნიშვნელოა. ბიზნესის მოცულობის შემცირების ზემოთდასახელებულ მთავარი მიზეზთა მნიშვნელოვნება ტერიტორიული ზონების მიხედვით ცალსახად არაერთგვაროვანია. კერძოდ, დანაკარგებს/ზარალს ბიზნესის შემცირების მთავარ მიზეზად ყველაზე მეტად

  

Page 30: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

30/66

მარტვილის ზონაში ასახელებენ (68%), თავისუფალი თანხების სიმცირეს - შიდა ქართლის ზონაში (38.9%), მოსახლეობის დაბალ მსყიდველუნარიანობას - თუშეთის ზონაში (40.8%), არასტაბილურ/დაბალ მოთხოვნას პროდუქტზე/მომსახურებაზე - გურიის ზონაში (33.1%), ხოლო ფინანსურ კრიზისს - კვლავაც თუშეთის ზონაში (22.1%).

4.2.4 ბიზნესის ტენდენციები

ბიზნესის დაწყების/გაფართოების პოტენციური გზები

კვლევის სეგმენტის 33.7% აპირებს მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებას, ხოლო 15% - ახალი ბიზნესის დაწყებას.

ამჟამინდელი საქმიანობის გაფართოების/ახალი ბიზნესის დაწყების ძირითად გზებად კვლევის სეგმენტის 66.1%-ს კრედიტის აღება ესახება, 36.8%-ს - საკუთარი ან პარტნიორის თავისუფალი პირადი სახსრების ჩართვა. სხვა მეთოდების მიმდევართა ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად ნაკლებია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის დაწყების/გაფართოების მსურველთა გარკვეული ნაწილი რამდენიმე მეთოდის ერთდროულად გამოყენებას გეგმავს.

ახალქალაქისა და ქვემო ქართლის ზონების გარდა, ყველა დანარჩენ ზონაში უპირატესობას კრედიტის აღებას ანიჭებენ. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით კრედიტის აღება, როგორც ბიზნესის დაწყების/გაფართოების პოტენციური წყარო, თუშეთისა (80%) და მარტვილის ზონებში (79.3%) სარგებლობს. ახალქალაქისა და ქვემო ქართლის ზონებში კი არჩევანი ძირითადად საკუთარ ან პარტნიორის თავისუფალი პირად სახსრებზე კეთდება (58% და 55.1%, შესაბამისად). გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი ტერიტორიული ზონა მეტწილად არაქართული ეროვნების ხალხითაა დასახლებული, მათი სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ არაქართველი მოსახლეობისთვის კრედიტის აღება ბიზნესის დაწყების/გაფართოების შედარებით უფრო ნაკლებპრიორიტეტული ხერხია, ვიდრე ქართველი მოსახლეობისთვის.

მომავალში ბიზნესის დაწყების/გაფართოების შემაფერხებელი ფაქტორები

სამიზნე ჯგუფის 38.1% არც ამჟამინდელი საქმიანობის გაფართოებას, არც ახალი ბიზნესის წამოწყებას არ აპირებს, ხოლო 14.1% ჯერ არ ჩამოყალიბებულა ამ საკითხთან მიმართებაში.

სამიზნე ჯგუფის ის ნაწილი, რომელიც არ გეგმავს სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებას ან ახალი საქმიანობის/ბიზნესის დაწყებას, ამის ძირითად მიზეზებად ასახელებს არასაკმარის პირად თავისუფალ სახსრებს (59.8%) და არასაკმარის მოთხოვნას პროდუქციაზე/მომსახურებაზე (15.1%). ბანკიდან სესხის აღების სირთულეს 9.2% აფიქსირებს, ხოლო საკრედიტო ორგანიზაციიდან - მხოლოდ 1.2%.

 

Page 31: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

31/66

ტერიტორიული ზონების მიხედვით, არასაკმარის პირად თავისუფალ სახსრებს განსაკუთრებით უჩივიან შიდა ქართლის ზონაში (71.8%), არასაკმარის მოთხოვნას პროდუქციაზე/მომსახურებაზე - ქუთაისის (21.5%), რაჭა-ლეჩხუმისა (21.1%) და ქვემო ქართლის (20.6%) ზონებში, ბანკიდან სესხის აღების სირთულეს - ხულოს ზონაში (13.7%), ხოლო საკრედიტო ორგანიზაციიდან სესხის აღების სირთულეს კი - ახალქალაქისა (2.5%) და ყვარლის (2.3%) ზონებში.

ბიზნესის განვითარების ძირითადი პრობლემები

ბიზნესის განვითარების პირველი რიგის პრობლემად სამიზნე ჯგუფის 73.2% პირადი კაპიტალის უქონლობას მიიჩნევს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მარტვილისა (89.1%) და დუშეთის (87.5%) ზონები.

კვლევის სეგმენტში უმრავლესობა (27.5%) ბიზნესის განვითარების მეორე რიგის პრობლემად ძირითადად სესხის აღების სირთულეს/ხელმიუწვდომლობას ასახელებს, რაც განსაკუთრებით მწვავედ გამოიხატება დუშეთისა (48.1%) და შიდა ქართლის (43%) ზონებში.

სამიზნე ჯგუფში უმრავლესობას (25.1%) ბიზნესის განვითარების მესამე რიგის პრობლემად სესხის არახელსაყრელი პირობები ესახება. ეს საკითხი გამორჩეულად პრობლემატურია დუშეთის ზონაში, სადაც მოცემული მაჩვენებელი 50.2%-ს უტოლდება.

4.3 საკრედიტო გამოცდილება და არსებული საკრედიტო ბაზრის მახასიათებლები

4.3.1 სესხით სარგებლობის გამოცდილება

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამიზნე ჯგუფის 15%-ს უსარგებლია სესხით ბოლო სამი წლის განმავლობაში, ხოლო 11%-ს აქვს მიმდინარე სესხი. ამასთან, ეს ორი კატეგორია არ არის ურთიერთგამომრიცხველი.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სესხით სარგებლობის განსაკუთრებით მაღალი დონე ფიქსირდება ბათუმისა (22.6%) და ზუგდიდის (21%) ზონებში, ხოლო ყველაზე ნაკლებად ამ მხრივ გამოირჩევა დუშეთისა (2.3%) და რაჭა-ლეჩხუმის (2.4%) ზონები6.

მოცემულ მომენტისათვის ყველაზე მეტი სესხი აღებული აქვთ ყვარლის ზონაში (17.9%), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა (3%) და დუშეთის (3.8%) ზონებში.

                                                            6 აქ არ იგულისხმება მიმდინარე სესხები. 

 

Page 32: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

32/66

კვლევის სეგმენტის 6.1%-ს ჰქონია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჰქონია სესხის აღების მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი დუშეთისა (12.3%) და რაჭა-ლეჩხუმის (11.3%) ზონებშია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის სეგმენტის უმრავლესობას, კერძოდ 68.6%-ს, მცდელობაც არ ჰქონია ბოლო სამი წლის განმავლობაში სესხის აღების. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი ზონები:

თუშეთის ზონა (83.8%) რაჭა-ლეჩხუმის ზონა (83.7%) დუშეთის ზონა (81.7%) ხულოს ზონა (81.1%)

ზემოთმოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარეობს საინტერესო ფაქტი: რაჭა-ლეჩხუმისა და დუშეთის ზონებში მნიშვნელოვნად მაღალია კვლევის სეგმენტის იმ ნაწილის ხვედრითი წილი, რომელსაც კრედიტის გამოტანის მცდელობაც არ ჰქონია და, ამასთან ერთად, ყველა დანარჩენ ზონასთან შედარებით განსაკუთრებით მაღალია იმ პირთა პროცენტული მაჩვენებელი, ვისთვისაც სესხის აღების მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.

სესხის არ აღების მიზეზები

კვლევის სეგმენტის ის ნაწილი, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფული არ უსესხია, კრედიტის არ აღების შემდეგ ორ ძირითად მიზეზს ასახელებს: შესაბამისი საჭიროების არ ქონასა (42.7%) და არახელსაყრელ საკრედიტო პირობებს (34.6%).

კრედიტის გამოტანის საჭიროებას ყველაზე მეტად ზუგდიდის (53.7%), ქუთაისისა (53.1%) და რაჭა-ლეჩხუმის (50.3%) ზონებში ვერ ხედავენ. ხოლო არახელსაყრელ საკრედიტო პირობებს განსაკუთრებით ყვარლის (52.4%) ზონაში უჩივიან.

საინტერესოა ის გარემოება, რომ არახელსაყრელი საკრედიტო პირობები ყველაზე ნაკლებად პრობლემატური რაჭა-ლეჩხუმის ზონაშია (15.8%), სადაც, ამავდროულად, განსაკუთრებით დიდია (დანარჩენ ზონებთან მიმართებაში) იმ პირთა ხვედრითი წილი, ვისზეც ბანკმა თავად არ გასცა სესხი (10.5%) (შედარების მიზნით, ამ კატეგორიის საშუალო ხვედრითი წილი მთელ კვლევის სეგმენტში 6.1%-ია).

სამიზნე ჯგუფის მხოლოდ 3.3%-მა არ იცის, თუ საიდან და როგორ უნდა აიღოს სესხი. ამასთან, სხვა ზონებთან შედარებით არაინფორმირებულთა ყველაზე დიდი წილი რაჭა-ლეჩხუმის ზონას აქვს (9.3%).

  

Page 33: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

33/66

ძირითადი საკრედიტო წყაროები ბოლო სამი წლის მანძილზე

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კრედიტის მომხმარებელთა 70.3%-ისთვის სესხის წყარო იყო ბანკი, ხოლო 26.2%-ისთვის - საკრედიტო და საანაბრო ასოციაციები/ორგანიზაციები. გაცილებით ნაკლებია იმ პირთა ხვედრითი წილი, ვინც კრედიტის აღების მიზნით ნათესავებს/მეგობრებს/ნაცნობებს (6.6%) ან მევახშეებს (1.3%) მიმართავენ.

ბანკი, როგორც კრედიტის წყარო, ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს გურიისა (98.4%) და რაჭა-ლეჩხუმის (92.7%) ზონებში, ხოლო ყველაზე ნაკლებით - ახალქალაქისა (52.1%) და მარტვილის (55.7%) ზონებში.

საკრედიტო ორგანიზაციებისგან სესხს ყველაზე მეტად მარტვილისა (44.3%) და ხულოს (40.3%) ზონებში იღებენ, ყველაზე ნაკლებად კი - გურიისა (3.2%) და ქვემო ქართლის (5.2%) ზონებში. განსაკუთრებული შემთხვევაა რაჭა-ლეჩხუმის ზონა - აქ საკრედიტო ორგანიზაციებისგან სესხის აღების პრეცედენტი საერთოდ არ ფიქსირდება.

ერთადერთი ზონა, სადაც ნათესავების/მეგობრების/ნაცნობებისგან უფრო მეტია სესხის აღების შემთხვევები, ვიდრე საკრედიტო ორგანიზაციიდან, არის ქვემო ქართლის ზონა. შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი 22.2%-ს უტოლდება.

სესხის აღების სიხშირე

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კვლევის სეგმენტის იმ ნაწილმა, რომელმაც სესხის ასაღებად მიმართა ბანკს ან საკრედიტო ორგანიზაციას, ბოლო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ერთხელ ან ორჯერ აიღო კრედიტი. ზონების მიხედვით სურათი საკმაოდ ერთგვაროვანია, რასაც სხვაობის სტატისტიკური არასანდოობა ადასტურებს.

სესხის ზომა კრედიტის აღების თითოეულ ჯერზე

ქვეყნის მასშტაბით შეინიშნება თითოეულ ჯერზე უფრო ნაკლები მოცულობის სესხის აღების ტენდენცია. კერძოდ, პირველ ჯერზე საშუალოდ გამოტანილ იქნა 4405 ლარის კრედიტი, მეორე ჯერზე - 3711 ლარის კრედიტი, ხოლო მესამე ჯერზე - 3701 ლარის კრედიტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც მეორე და არც მესამე ჯერზე აღებული კრედიტის მოცულობის საშუალო მაჩვენებლებს შორის ზონების მიხედვით სხვაობა არ არის სტატისტიკურად სანდო, რასაც ვერ ვიტყვით პირველ ჯერზე გამოტანილ სესხთან დაკავშირებით. პირველ ჯერზე სესხის საშუალოდ ყველაზე მაღალი მოცულობით გამოირჩევა ბათუმისა (9920 ლარი) და დუშეთის (7349 ლარი) ზონები.

 

Page 34: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

34/66

ზემოთხსენებულის საფუძველზე შეგვიძლია დავასვკნათ, რომ ბოლო პერიოდში გაძლიერდა დაახლოებით თანაბარი ზომის სესხების აღების ტენდენცია, რომელიც არ შეინიშნება შედარებით ადრე გატანილ კრედიტებთან მიმართებაში.

დაჯარიმება სესხის პროცენტის დაფარვის დაგვიანებაზე

სესხის პროცენტის დაფარვის დაგვიანების გამო დაჯარიმებულთა ხვედრითი წილი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ დაბალია და შეადგენს მხოლოდ 6.1%-ს. თუმცა ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია ისეთ ზონებში, როგორებიცაა დუშეთის (20.7%), ბათუმისა (13.1%) და ახალქალაქის (12.1%) ზონებში.

4.3.2 ბოლო სესხთან დაკავშირებული საკრედიტო გამოცდილება

სესხის ტიპი

ბანკებიდან/საკრედიტო დაწესებულებებიდან გამოტანილი ბოლო სესხი ძირითადად ინდივიდუალური ტიპის კრედიტი იყო - მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ მსესხებელთა პროცენტული წილი, რომელთაც ამგვარი კრედიტი აიღეს, 94.2%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გურიის, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის ზონებში 100%-ს უტოლდება. ჯგუფური სესხი ყველაზე გავრცელებული არის ხულოსა (49.7%) და თუშეთის (40.3%) ზონებში. დანარჩენ ზონებში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია.

სესხის მიზნობრიობა

ბოლო სესხის გამოტანის ყველაზე გავრცელებული მოტივი საბრუნავი კაპიტალის შევსებაა - ამ მიზეზს ასახელებს მსესხებელთა 71.9%. მას მოჰყვება გრძელვადიანი აქტივების (შენობა-ნაგებობები, ოფისები, მანქანა-დანადგარები და სხვა) შეძენისა (15.5%) და მოკლევადიანი აქტივების (კომპიუტერები, ტექნიკა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი/საქონელი და სხვა) შეძენის (8.8%) განზრახვა. საერთო სურათში სხვა მოტივები მხოლოდ უმნიშვნელოდაა წარმოდგენილი.

საბრუნავი კაპიტალის შესაძენად ბოლო სესხი ყველაზე მეტად ყვარლის ზონაშია გატანილი (89.1%), გრძელვადიანი აქტივების შესაძენად - ქუთაისის ზონაში (26.7%), ხოლო მოკლევადიანი აქტივების შესაძენად - ხულოსა (22.9%) და დუშეთის (22.2%) ზონებში.

 

 

Page 35: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

35/66

სესხის ზომა

ბოლოს გამოტანილი სესხის საშუალო ზომა ქვეყნის მასშტაბით არის 4622 ლარი. აქ მოიაზრება კრედიტი გატანილი როგორც ლარში, ასევე დოლარში (რომელიც მოცემული კვლევის ფარგლებში კონვერტირებულია ლარში). ამასთან, ბანკიდან გამოტანილი სესხის საშუალო ზომაა 7125 ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან - 2009 ლარი და ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა სტატისტიკურად სანდოა.

ზონების მიხედვით საშუალო მაჩვენებლები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. კერძოდ, ყველაზე მაღალი საშუალო სესხის ზომა არის ბათუმის ზონაში (10168 ლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - ხულოს ზონაში (2139 ლარი). უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად მაღალია ეს მაჩვენებელი დუშეთის ზონაშიც (8117 ლარი) (იხ. გრაფიკი 10)

გრაფიკი 10. სესხის საშუალო ზომა

 

Page 36: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

36/66

სესხის ვადა

ბოლოს აღებული სესხის საშუალო ვადა ზოგადი სურათის მიხედვით წარმოადგენს დაახლოებით 17 თვეს. აღსანიშნავია, რომ, ერთის მხრივ, ბანკებიდან და, მეორეს მხრივ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოტანილი სესხების საშუალო ვადა განსხვავდება ერთმანეთისგან და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. კერძოდ, ბანკიდან გამოტანილი სესხის საშუალო ვადაა 19.3 თვე, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზადიიან აღებული კრედიტის - 13.8.

ზონების ჭრილში სესხის საშუალო ვადები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან (სხვაობა სტატისტიკურად სანდოა). საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, ბოლოს ყველაზე ხანგრძლივი კრედიტი გამოტანილ იქნა დუშეთისა (24.5 თვე) და ბათუმის (23.1) ზონებში, ხოლო ყველაზე ხანმოკლე - ხულოსა (12.3 თვე) და მარტვილის (13.8 თვე) ზონებში. (იხ. გრაფიკი 11)

გრაფიკი 11. საშუალო სესხის ვადა

 

Page 37: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

37/66

საშეღავათო პერიოდი

საშუალო საშეღავათო პერიოდი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ დაბალია და 0.22 თვეს (დაახლოებით ერთ კვირას) უტოლდება. ბანკიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოტანილ სესხებზე საშეღავათო პერიოდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან (0.21 და 0.24 თვე, შესაბამისად) და სხვაობა არ არის სტატისტიკურად სანდო.

ზონების მიხედვით საშუალო საშეღავათო პერიოდის მაჩვენებლები სტატისტიკურად განსხვავდება ერთმანეთისგან (სხვაობა სტატისტიკურად სანდოა), რაც ზოგადი სურათის არაერთგვაროვნებაზე მეტყველებს. ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი დუშეთის ზონაშია (1.5 თვე), ხოლო ყველაზე დაბალი - ქვემო ქართლის ზონაში (0.6 თვე).

საპროცენტო განაკვეთი

საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი საერთო სურათის მიხედვით 27.4%-ია. კვლევის შედეგების თანახმად, ბანკები საშუალოდ უფრო მეტ საპროცენტო განაკვეთს აწესებენ, ვიდრე მიკროსაკრედიტო ორგანიზაციები და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა - შესაბამისი მაჩვენებლებია 28.1% და 26.6%.

ზონების მიხედვით ვითარება საკმაოდ არაჰომოგენურია და სხვაობაც სტატისტიკურად სანდოა. ყველაზე მაღალი საშუალო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირდება ხულოს ზონაში (33.8%), ხოლო ყველაზე დაბალი კი - დუშეთის ზონაში (19.7%). (იხ. გრაფიკი 12)

გრაფიკი 12. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი

 

Page 38: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

38/66

გადახდის სიხშირე

როგორც ზოგად სურათში, ასევე ზონების ჭრილში მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევთ საშუალოდ თვეში ერთხელ. ტერიტორიული ზონების შესაბამის მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ არის სტატისტიკურად სანდო. გადახდის სიხშირე სტატისტიკურად არ განსხვავდება იმის მიხედვითაც, სესხი ბანკიდანაა გამოტანილი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან.

გირაოს ტიპი

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მსესხებელთა 43.6%-ის მიერ გამოტანილ კრედიტზე გირაო საერთოდ არ მოითხოვება. ქვეყნის მასშტაბით გირაოს ყველაზე გავრცელებული ფორმა კი არის სახლი/ბინა (20.5%). გირაოს დანარჩენი ტიპები გაცილებით ნაკლებადაა წარმოდგენილი ზოგად სურათში.

გირაოს გარეშე გაცემული სესხების ხვედრითი წილით გამოირჩევა დუშეთის (68.2%), შიდა ქართლისა (66.8%) და ყვარლის (63.8%) ზონები.

უნდა აღინიშნოს, რომ ზონები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება ტენდენციების მიხედვით. კერძოდ, ქვემოთ თითოეული ზონისთვის მოყვანილია ყველაზე მეტად გავრცელებული გირაოს ტიპები7:

მარტვილის ზონა - ავეჯი (23.3%), სახლი/ბინა (16.3%), საოჯახო ნივთები (10.1%) ზუგდიდის ზონა - სახლი ბინა (21.2%), შენობა/ნაგებობა8 (16.9%), ავეჯი (12.6%) ქუთაისის ზონა - სახლი ბინა (28%), მანქანა/ტრაქტორი/მიკროავტობუსი (13%),

შენობა/ნაგებობა (10%) გურიის ზონა - სახლი/ბინა (20.4%) ბათუმის ზონა - სახლი/ბინა (24.3%), შენობა/ნაგებობა (14%) ხულოს ზონა - სახლი/ბინა (14.5%), ოქრო (11.2%) ახალქალაქის ზონა - სახლი/ბინა (31.1%), ოქრო (22%) შიდა ქართლის ზონა - სახლი/ბინა (14.9%) დუშეთის ზონა - სახლი/ბინა (20.7%) თუშეთის ზონა - შენობა/ნაგებობა (12.7%), სახლი/ბინა (12.3%),

მანქანა/ტრაქტორი/ მიკროავტობუსი (10.7%) ყვარლის ზონა - შენობა/ნაგებობა (14.1%) ქვემო ქართლის ზონა - ოქრო (16.2%), სახლი/ბინა (15.9%),

მანქანა/ტრაქტორი/მიკროავტობუსი (10.4%) რაჭა-ლეჩხუმის ზონა - სახლი/ბინა (31.5%), შენობა/ნაგებობა (20.4%)

                                                            7 მოყვანილია გირაოს მხოლოდ ის ტიპები, რომელთაც მსესხებელთა 10%-ზე მეტი ასახელებს 8 კაფე, სალონი, რესტორანი, მაღაზია, სასტუმრო, აფთიაქი, სათბური, წისქვილი, ბენზინგასამართი სადგური 

 

 

 

Page 39: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

39/66

ჯგუფის წევრების რაოდენობა

ჯგუფური სესხების შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა 2-დან 5-მდე მერყეობს. ყველაზე გავრცელებულია 3-წევრიანი ჯგუფები. ზონების მიხედვით ეს მონაცემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

4.3.3 კმაყოფილება სესხის პირობებითა და წყაროებით

კმაყოფილება სესხის ზომით

კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ სესხის ზომით ზოგადად მსესხებელთა 61.3% კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია, ხოლო უკმაყოფილოთა ან ძალიან უკმაყოფილოთა ხვედრითი წილი მხოლოდ 14.7%-ია. მსესხებელთა 24% ნეიტრალურ პოზიციას იკავებს სესხის ზომით კმაყოფილების მიმართ.

ზონების მიხედვით სურათი არ არის ერთგვაროვანი, რაზეც სანდო სტატისტიკური სხვაობა მეტყველებს. განსაკუთრებით კმაყოფილნი სესხის ზომით არიან ზუგდიდისა (88.9%) და რაჭა-ლეჩხუმის (83.8%) ზონების მსესხებლები. სესხის ზომით უკმაყოფილების დონე ყველაზე მაღალია ხულოს ზონაში (23.5%). საინტერესო შედეგია ქვემო ქართლის ზონაში: აქ მსესხებელთა 50% ნეიტრალურადაა განწყობილი და, ამასთან, სესხის ზომით კმაყოფილების დონეც, სხვა ზონებთან შედარებით, ყველაზე დაბალია (35.8%).

კმაყოფილება საპროცენტო განაკვეთით

საპროცენტო განაკვეთით კმაყოფილების მიხედვით ზოგად სურათში ცალსახა ტენდენცია არ იკვეთება: კმაყოფილთა და უკმაყოფილოთა ხვედრითი წილი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით თანაბარია - 35% და 35.5%, შესაბამისად.

ზონების მიხედვით სურათი ამგვარია (ზონების შესაბამის მაჩვენებლებს შორის სხვაობა სტატისტიკურად სანდოა):

საპროცენტო განაკვეთის დონით უკმაყოფილოთა ხვედრითი წილით განსაკუთრებით გამოირჩევა ბათუმის (49%), გურიის (47.7%), რაჭა-ლეჩხუმისა (47.7%) და ხულოს (46.4%) ზონა.

საპროცენტო განაკვეთის დონით კმაყოფილთა ხვედრითი წილით ლიდერობენ ზუგდიდის (52.7%) და ახალქალაქის (46.4%) ზონები.

 

 

Page 40: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

40/66

კმაყოფილება სესხის ვადით

სესხის ვადით კმაყოფილების დონე ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ მაღალია - 66.3%, უკმაყოფილოთა ხვედრითი წილი კი მხოლოდ 11.7%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ ზონების მიხედვით სურათი განსხვავებულია და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. სესხის ვადით განსაკუთრებით კმაყოფილნი არიან ზუგდიდის ზონაში, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 93.7%-ს აღწევს. უკმაყოფილოთა ხვედრითი წონა შედარებით მაღალია ბათუმის ზონაში, თუმცა აქაც კი შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი 28.2%-ს არ სცდება.

გირაოს ზომით9 კმაყოფილება

გირაოს ზომით კმაყოფილთა ხვედრითი წილი ზოგად სურათში 56.6%-ია, ხოლო უკმაყოფილოთა - 21.1%.

ზონების მიხედვით მაჩვენებლები სტატისტიკურად განსხვავდება ერთმანეთისგან და შედეგები ასეთია: გირაოს ზომით კმაყოფილთა პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა

ზუგდიდისა (87.3%) და დუშეთის (85%) ზონები, ხოლო უკმაყოფილოთა ხვედრითი წონით - ბათუმის ზონა (34.9%). თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბათუმის ზონაში ყველაზე მეტად გირაოს ზომის მიმართ ნეიტრალური პოზიციის მქონე მსესხებლები გვხვდებიან (38.6%).

კმაყოფილება ჯგუფის წევრების რაოდენობით

როგორც ვახსენეთ, ჯგუფური სესხების ამღებთა ხვედრითი წილი საკრედიტო ბაზარზე საკმაოდ დაბალია. ამ კატეგორიის მსესხებელთა სიმცირის გამო სტატისტიკურად სანდო მაჩვენებლების დადგენა არ არის მიზანშეწონილი და შეგვიძლია მხოლოდ გარკვეულ ტენდენციებზე ვისაუბროთ.

ჯგუფის წევრთა რაოდენობით მსესხებლები10 ძირითადად კმაყოფილნი არიან (68.5%). უკმაყოფილოთა და ნეიტრალური პოზიციის მქონეთა ხვედრითი წილი დაახლოებით თანაბარია - 15.8% და 15.7%, შესაბამისად.

მონაცემთა სიმცირის გამო ზონების მიხედვით შედარებითი ანალიზის განხორციელება არ არის შესაძლებელი.

                                                            9 შესაბამისი მაჩვენებლები გამოყვანილ იქნა მხოლოდ იმ რესპოდენტთა მონაცემების საფუძველზე, რომელთაც გირაოში გარკვეული ტიპის ქონება ჰქონდათ/აქვთ ჩადებული 

10 იგულისხმებიან მხოლოდ ჯგუფური კრედიტის ამღები მსესხებლები 

 

Page 41: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

41/66

დამოკიდებულება კრედიტის კრედიტის წყაროს მიმართ

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მსესხებელთა უმრავლესობას (59.4%) თავის კრედიტორ ბანკში/საკრედიტო დაწესებულებაში პირველ რიგში მოსწონს მომსახურების მაღალი დონე (ოპერატიულობა/შეფერხების გარეშე მუშაობა). ზონების მიხედვით სურათი არაერთგვაროვანია და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. ამ მახასიათებლით განსაკუთრებით მაღალია კმაყოფილება მარტვილისა (78.9%) და ქვემო ქართლის (73.2%) ზონებში.

მეორე რიგში მსესხებელთა 38.2%-ს მოსწონს სესხის აღების სიმარტივე/არაბიუროკრატიულობა, ხოლო 28.7%-ს თანამშრომლების პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, კონსულტაციის ხარისხი, პუნქტუალობა, თავაზიანობა,ყურადღება, გულისხმიერი დამოკიდებულება/დახმარება/კეთილგანწყობა. სესხის აღების სიმარტივეს ყველაზე მეტად დუშეთის ზონაში (67.9%) უსვამენ ხაზს, ხოლო თანამშრომელთა პროფესიონალიზმს - ხულოს (45.6%), გურიის (43.5%), ქვემო ქართლისა (40.8%) და ქუთაისის (40.5%) ზონებში.

ცალსახა უპირატესობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოსწონთ მსესხებლებს კრედიტორ ბანკში/საკრედიტო დაწესებულებაში მესამე რიგში, არ იკვეთება - 26.2%-ისთვის ეს მახასიათებელი თანამშრომელთა პროფესიონალიზმია, 25.5%-ისთვის - ნდობის ფაქტორი კლიენტსა და ბანკს/საკრედიტო დაწესებულებას შორის, 14.2%-ისთვის - სესხის პირობები (საპროცენტო განაკვეთი, თანხა, ვადა, გრაფიკი, საშეღავათო პერიოდი), 13.1%-ისთვის - კონფიდენციალური/კომფორტული გარემო, 10.1%-ისთვის - სესხის აღების სიმარტივე11.

გარდა პოზიტიური მახასიათებლებისა, კვლევის ფარგლებში აგრეთვე დადგინდა ის საკითხები, რომლებიც კრედიტის მომხმარებელთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს. განისაზღვრა, რომ პირველ რიგში ყველაზე დიდი უკმაყოფილების წყაროა სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი (43.9%). ამასთან, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რაჭა-ლეჩხუმის ზონაში, სადაც შესაბამისი უკმაყოფილების მაჩვენებელი 67.1%-ს აღწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზონების მიხედვით სხვაობა სტატისტიკურად სანდო არ არის, ამიტომ მნიშვნელოვან განსხვავებებზე ვერ ვიმსჯელებთ.

მეორე რიგში დაახლოებით თანაბარ უკმაყოფილებას იწვევს დიდი გირაო/გირაოს ფორმა და ჯარიმა სესხის წინასწარ გადახდაზე - შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებია 25.5% და 24.2%. ამასთან, ზონების მიხედვით სხვაობა სტატისტიკურად სანდოა და მნიშვნელოვანი განსხვავებებიც შეინიშნება. კერძოდ, გირაოს ზომა/ფორმა ყველაზე პრობლემატურია ბათუმისა (35.4%) და ქუთაისის (32.8%) ზონებში, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ფაქტიურად 0%-მდეც კი დადის. რაც შეეხება ჯარიმას სესხის წინასწარ გადახდაზე, ამ პრობლემას განსაკუთრებით უჩივიან ზუგდიდის ზონაში (41.4%).

                                                            11 დასახელებულია მხოლოდ ის პოზიტიური მახასიათებლები, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი 10%-ს აღემატება. 

  

Page 42: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

42/66

რაც შეეხება მესამე ყველაზე პრობლემატურ საკითხს (ანუ რა არ მოსწონთ კრედიტის მომხმარებლებს კრედიტორ ბანკში/საკრედიტო დაწესებულებაში მესამე რიგში), ამ მხრივ განსაკუთრებით რთულია ცალსახა პასუხის გაცემა და პროცენტული მაჩვენებლების მხრივ შემდეგი სურათი ისახება: მსესხებელთა 22.5% მესამე რიგის პრობლემად სესხის არადამაკმაყოფილებელ მოცულობას ასახელებს, 19.7% - არადამაკმაყოფილებელ ვადებს, 13% - სესხის გრაფიკს/გრაფიკით დაფარვას, 12.9% - გირაოს ზომას/ფორმას, 11.9% - თავდებობას, პირადი ქონების დაგირავებას12.

4.4 მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ცნობადობა

ცნობადობის ანალიზი განხორციელდა შემდეგი სამი ტიპის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დასადგენად: 1. ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც რესპონდენტებს ახსენდებათ პირველად (TOM). 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც რესპონდენტებს ახსენდებათ სპონტანურად. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც რესპონდენტები იხსენებენ დახმარებით.

პირველად დასახელებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხვედრითი წილი კვლევის სეგმენტში ასე ნაწილდება (იხ.გრაფიკი 13):

გრაფიკი 13. პირველად დასახელებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (პროცენტული გადანაწილება)

                                                            12 დასახელებულია მხოლოდ ის პრობლემატური მახასიათებლები, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი 10%-ს აღემატება. 

Top of Mind (TOM) - პირველად დასახელებული

Page 43: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

43/66

როგორც ვხედავთ, სამიზნე ჯგუფის ყველაზე დიდ ნაწილს (36.48%-ს) უჭირს შეკითხვისთანავე დაასახელოს რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ხოლო 18.64% ასახელებს არამიკროსაფინანსო ორგანიზაციას (ბანკი, შპს, ეროვნული ბანკი).

ცნობადობის მიხედვით ლიდერობს კრედო (21.66%), ხოლო დასახელებულ მიკროორგანიზაციებს შორის ცნობადობის თვალსაზრისით ყველაზე დაბალ პოზიციაზე დგას ოქსფამი (0.01%).

ზონების მიხედვით სურათი მნიშვნელოვნად განსხვავდება და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. იმ პირთა ხვედრითი წონა, რომლებიც ვერც ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ვერ ასახელებენ შეკითხვისთანავე, მკვეთრად მაღალია გურიისა (73.8%) და რაჭა-ლეჩხუმის (69.8%) ზონებში.

თითოეული დასახელებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიხედვით ამგავრი ვითარებაა:

კრედოს ყველაზე მაღალი ცნობადობა ამ მხრივ აქვს ბათუმისა (49.9%) და ახალქალაქის (47.6%) ზონებში, ხოლო ყველაზე დაბალი - გურიისა (4.2%) და რაჭა-ლეჩხუმის (4.3%) ზონებში.

კონსტანტას ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს შიდა ქართლის ზონაში (21.3%), ხოლო ყველაზე დაბალი - თუშეთის ზონაში (0%).

ფინკას ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ხულოს ზონაში (35.5%), ხოლო ყველაზე დაბალი - ახალქალაქის (0.3%), გურიისა (0.6%) და დუშეთისა (0.6%) ზონებში.

ლაზიკა კაპიტალის ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ზუგდიდის ზონაში (25.3%), ყველაზე დაბალი კი - ახალქალაქისა (0%) და დუშეთის (0%) ზონებში.

კრისტალს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ზუგდიდის ზონაში (11.8%), ყველა დანარჩენ ზონაში ცნობადობა ძალიან დაბალია და მაჩვენებლები საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან.

არც ალიანსის და არც ოქსფამის ცნობადობა არ აღწევს 1%-მდეც კი არც ერთ ტერიტორიულ ზონაში.

საკმაოდ განსხვავებულია ცნობადობასთან დაკავშირებით ჯამური სურათი - აქ იგულისხმება როგორც სპონტანურად, ასევე დახმარებით გახსენებული ორგანიზაციები ჯამში. (იხ. გრაფიკი 14).

 

Page 44: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

44/66

გრაფიკი 14. დახმარებით გახსენებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (პროცენტული გადანაწილება)

მაშასადამე, დასახელებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ისევ და ისევ კრედოს (48.12%), ყველაზე დაბალი კი - ნიკეს (0.08%), იმერკრედიტსა (0.03%) და ოქსფამს (0.01%).

ზონების მიხედვით ამგვარი მდგომარეობაა:

კრედოს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ბათუმისა (76.3%) და ახალქალაქის (75.2%) ზონებში, ყველაზე დაბალი - გურიის ზონაში (16.1%).

კონსტანტას ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს შიდა ქართლის ზონაში (69.9%), ხოლო ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმისა (13.3%) და თუშეთის (13.6%) ზონებში.

ფინკას ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ხულოს ზონაში (61%), ხოლო ყველაზე დაბალი - გურიის ზონაში (6.3%).

კრისტალს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ზუგდიდის ზონაში (60.3%), ხოლო ყველაზე დაბალი - ყვარლისა (2.6%) და ახალქალაქის (2.9%) ზონებში.

ლაზიკა კაპიტალს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ზუგდიდისა (56.9%) და მარტვილის (41.9%) ზონებში, დანარჩენ ზონებში ცნობადობა მკვეთრად დაბალია.

ალიანსს შედარებით ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს ქუთაისის ზონაში (17.6%), ყველაზე დაბალი კი - ყვარლის ზონაში (1%).

დანარჩენი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში ცალსახა ტენდენციები არ იკვეთება.

  

Page 45: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

45/66

4.5 საკრედიტო ბაზრის კონკურენტული ანალიზი

ბოლოს აღებული სესხის შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა საკრედიტო ბაზარზე სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთა სამომხმარებლო წილების დადგენა, რაც იძლევა კონკურენტული თვალსაზრისით მათი შედარების საშუალებას. ქვეყნის მასშტაბით მიკროკრედიტის გამცემ ორგანიზაციათა (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არამიკროსაფინანსო სტატუსის მქონე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები) სამომხმარებლო წილების გადანაწილება ამგვარია:

გრაფიკი 15. საკრედიტო ბაზარზე სამომხმარებლო წილების გადანაწილება

 

Page 46: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

46/66

სამომხმარებლო წილების თვალსაზრისით მკვეთრი განსხვავებები ფიქსირდება ტერიტორიული ზონების მიხედვით და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. ქვემოთ თითოეული ზონისთვის ჩამოთვლილია ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური ინსტიტუტები სამომხარებლო წილის კლებადი თანმიმდევრობით13:

მარტვილი ზონა - ლაზიკა კაპიტალი (39.4%), პროკრედიტ ბანკი (18.5%), საქართველოს ბანკი (13.8%), კრედო (10.7%), კრისტალი (9%), ფინკა (6%)

ზუგდიდის ზონა - ლაზიკა კაპიტალი (28.4%), პროკრედიტ ბანკი (20.2%), ფინკა (14%), საქართველოს ბანკი (13.9%), კრედო (7%)

ქუთაისის ზონა - კრედო (36.7%), პროკრედიტ ბანკი (23.2%), საქართველოს ბანკი (10.4%), კონსტანტა (6.2%), ფინკა (6.1%)

გურიის ზონა - პროკრედიტ ბანკი (60.4%), საქართველოს ბანკი (13.9%) ბათუმის ზონა - პროკრედიტ ბანკი (31.2%), საქართველოს ბანკი (24.1%), კრედო

(18.9%), თი ბი სი ბანკი (6%), ფინკა (5.8%) ხულოს ზონა - ფინკა (55.3%), საქართველოს ბანკი (17.3%), ლიბერთი ბანკი

(12.8%), ტაოპრივატ ბანკი (5.6%) ახალქალაქის ზონა - კრედო (64%), საქართველოს ბანკი (19.7%), კონსტანტა

(6.5%) შიდა ქართლის ზონა - კრედო (35.4%), საქართველოს ბანკი (14.7%), პროკრედიტ

ბანკი (14.1%), კონსტანტა (10.5%), თი ბი სი ბანკი (6.1%), ლიბერთი ბანკი (6.1%) დუშეთის ზონა - კრედო (22.2%), საქართველოს ბანკი (15.9%), პროკრედიტ ბანკი

(15.9%), ლიბერთი ბანკი (12.7%), თი ბი სი ბანკი (11.1%), ბანკი რესპუბლიკა (11.1%), კრისტალი (11.1)

თუშეთის ზონა - ფინკა (40.7%), პროკრედიტ ბანკი (19.3%), საქართველოს ბანკი (15.3%), ლიბერთი ბანკი (7%), კრედო (5.3%)

ყვარლის ზონა - ფინკა (34.6%), საქართველოს ბანკი (12.8%), პროკრედიტ ბანკი (10.3%), კრედო (9%), ტაოპრივატ ბანკი (9%), კონსტანტა (8.6%)

ქვემო ქართლის ზონა - პროკრედიტ ბანკი (21.9%), კრედო (17.9%), ფინკა (13.3%), ვი თი ბი ბანკი (12.6%), თი ბი სი ბანკი (9.1%), საქართველოს ბანკი (8.9%), ლიბერთი ბანკი (6.3%)

რაჭა-ლეჩხუმის ზონა - საქართველოს ბანკი (47.7%), ლიბერთი ბანკი (36.1%), პროკრედიტ ბანკი (12%)

ამ შედეგებიდან ჩანს, რომ გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ზონაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამომხმარებლო წილი ძალიან დაბალია და საკრედიტო ბაზრის უდიდესი ნაწილი ბანკებს აქვთ ათვისებული. სხვა ზონებში კონკურენცია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის მეტ-ნაკლებად მაღალია.

კვლევის მონაცემები საშუალებას იძლევა, დადგინდეს სესხის მომხმარებელთა დამოკიდებულება კრედოს, ფინკას, ლაზიკა კაპიტალის, კონსტანტას და მათ მიერ შეთავაზებული საკრედიტო პირობების მიმართ14.

                                                            13 მოყვანილია მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა სამომხმარებლო წილი 5%-ს აღემატება. 

 

Page 47: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

47/66

სესხის ზომით ყველაზე მეტად ლაზიკა კაპიტალის მომხმარებლები არიან კმაყოფილნი (80.1%), კრედოს, ფინკას და კონსტანტას მომხმარებელთა კმაყოდილების დონე კი დაახლოებით თანაბარია. (იხ. გრაფიკი 16)

გრაფიკი 16. სესხის ზომით კმაყოფილება

სესხზე საპროცენტო განაკვეთით კმაყოფილების დონე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება კრედოს, ფინკასა და ლაზიკა კაპიტალის მომხმარებლებში, თუმცა ამ უკანასკნელის მიმართ შედარებით მაღალია უკმაყოფილების დონეც. ამასთან, სამივე კომპანიის შემთხვევაში კმაყოფილთა ხვედრითი წილი სჭარბობს უკმაყოფილოთა ხვედრით წილს. რაც შეეხება კონსტანტას, აქ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების დონე დაახლოებით თანაბარია (33.6% და 34.4%, შესაბამისად). (იხ. გრაფიკი 17)

გრაფიკი 17. სესხზე საპროცენტო განაკვეთით კმაყოფილება 

                                                                                                                                                                                                            14 მონაცემთა სიმცირის გამო სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის კმაყოფილების დონის განსაზღვრა სტატისტიკურად არ არის მიზანშეწონილი.  

 

Page 48: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

48/66

სესხის ვადით კმაყოფილების დონე გამორჩეულად მაღალია ლაზიკა კაპიტალის მიმართ (92.5%), ხოლო უკმაყოფილოთა ხვედრითი წილი უმნიშვნელოა (მხოლოდ 1.4%). შედარებით დაბალია კამყოფილების დონე ფინკას მომხმარებლებში, თუმცა აქაც კი ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე უკმაყოფილების მაჩვენებელი (62.5% და 10.8%, შესაბამისად). (იხ. გრაფიკი 18)

გრაფიკი 18. სესხის ვადით კმაყოფილება

ქვემოთ განხილულია კრედოს, ფინკას, ლაზიკა კაპიტალისა და კონსტანტას მომხმარებელთა შეხედულებები ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძლიერ და სუსტ მხარეებთან დაკავშირებით.

ძლიერი მხარეები

კრედოს მომხმარებლებს ამ ორგანიზაციაში პირველ რიგში მოსწონთ მომსახურების მაღალი დონე (55.8%), მეორე რიგში - სესხის აღების სიმარტივე (45.2%), ხოლო მესამე რიგში - თანამშრომლების პროფესიონალიზმი (27.4%).

ფინკას მომხმარებლებს ამ ორგანიზაციაში პირველ რიგში მოსწონთ მომსახურების მაღალი დონე (61.4%), მეორე რიგში - სესხის აღების სიმარტივე (34.7%), ხოლო მესამე რიგში - თანამშრომლების პროფესიონალიზმი (30.4%) და ნდობის ფაქტორი კლიენტსა და დაწესებულებას შორის (28.1%).

ლაზიკა კაპიტალის მომხმარებლებს ამ ორგანიზაციაში პირველ რიგში მოსწონთ მომსახურების მაღალი დონე (77.2%), მეორე რიგში - სესხის აღების სიმარტივე (59.4%), ხოლო მესამე რიგში - თანამშრომლების პროფესიონალიზმი (35.8%).

კონსტანტას მომხმარებლებს ამ ორგანიზაციაში პირველ რიგში მოსწონთ მომსახურების მაღალი დონე (71%), მეორე რიგში - სესხის აღების სიმარტივე (59.9%), ხოლო მესამე რიგში - თანამშრომლების პროფესიონალიზმი (35.1%).

 

Page 49: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

49/66

სუსხი მხარეები

კრედოს მომხმარებლებს ამ ორგანიზაციაში პირველ რიგში არ მოსწონთ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი (32.9%), მეორე რიგში - დიდი გირაო/გირაოს ფორმა (25.4%) და ჯარიმა სესხის წინასწარ გადახდაზე (21.9%), ხოლო მესამე რიგში - სესხის არადამაკმაყოფილებელი ვადები (22.6%).

ფინკას მომხმარებლებს ამ ორგანიზაციაში პირველ რიგში არ მოსწონთ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი (33.7%), მეორე რიგში - ჯარიმა სესხის წინასწარ გადახდაზე (26.5%) და სესხის არადამაკმაყოფილებელი ვადები (20.1%), ხოლო მესამე რიგში - სესხის თანხის არადამაკმაყოფილებელი მოცულობა (32.8%).

ლაზიკა კაპიტალის მომხმარებლებს ამ ორგანიზაციაში პირველ რიგში არ მოსწონთ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი (35.8%), მეორე რიგში - ჯარიმა სესხის წინასწარ გადახდაზე (47.7%), ხოლო მესამე რიგში - სესხის გრაფიკი/გრაფიკით დაფარვა (45.9%).

კონსტანტას მომხმარებლებს ამ ორგანიზაციაში პირველ რიგში არ მოსწონთ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი (38.2%), მეორე რიგში - დიდი გირაო/გირაოს ფორმა (49.2%), ხოლო მესამე რიგში - სესხის არადამაკმაყოფილებელი ვადები (31.8%).

ყურადღებას იქცევს შემდგომი ფაქტიც: საკმაოდ დიდია იმ მომხმარებელთა ხვედრითი წილი, ვისაც საერთოდ არაფერი მოსწონთ ფინაგროსთან მიმართებაში (67.1%).

4.6 მოთხოვნა კრედიტზე და პოტენციური ბაზრის მახასიათებლები

მოთხოვნა ბიზნეს სესხზე

სესხის ოპტიმალური პირობების შეთავაზების შემთხვევაშიც კი კვლევის სეგმენტის 54.2% არ აპირებს კრედიტის აღებას. ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი ახალქალაქის ზონაშია და 71.6%-ს აღწევს.

კრედიტზე პოტენციური მოთხოვნა განხილულია როგორც ოპტიმისტური, ისე პესიმისტური პროგნოზით. პესიმისტური პროგნოზი მოიაზრებს სამიზნე ჯგუფის იმ ნაწილს, რომელიც ნამდვილად აპირებს სესხის ოპტიმალური პირობების შეთავაზების შემთხვევაში კრედიტის აღებას, ხოლო ოპტიმისტური პროგნოზი ამ კატეგორიის გარდა მოიცავს იმ პირებსაც, რომლებიც სავარაუდოდ აიღებენ სესხს და იმათაც, ვინც გადაწყვეტილებას სესხის პირობებიდან გამომდინარე მიიღებს.

ოპტიმისტური გათვლებით, კრედიტზე პოტენციური მოთხოვნა აქვს კვლევის სეგმენტის 45.8%-ს, ხოლო პესიმისტური პროგნოზით - 21%-ს.

ტერიტორიული ზონების მიხედვით სურათი განსხვავებულია. ოპტიმისტური თვალსაზრისით, ყველაზე დიდი მოთხოვნა კრედიტზე ფიქსირდება მარტვილის (57.1%) ზონაში, ხოლო ყველაზე მცირე - ახალქალაქის ზონაში (28.4%). რაც შეეხება პესიმისტურ პროგნოზს, ამ მხრივ მოთხოვნის სიდიდით გამოირჩევა ქუთაისისა (34.8%) და დუშეთის

 

Page 50: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

50/66

(33.1%) ზონები, ხოლო ბოლო პოზიციაზე დგას ახალქალაქის ზონა (4.8%). (იხ. გრაფიკი 15 და გრაფიკი 16 ). მაშასადამე, ახალქალაქის ზონაში პოტენციური მოთხოვნა ყველაზე ნაკლებია როგორც ოპტიმისტური, ისე პესიმისტური გათვლებით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან კვლევის სეგმენტში ბიზნეს სესხის აღების მსურველთა 2%-ს მოთხოვნა აქვს 50000 ლარზე მეტ კრედიტზე, რის გამოც მათი ჩართვა მოთხოვნის შემდგომ ანალიზში აღარ მოხდა.

მოთხოვნა სამომხმარებლო სესხზე

მოთხოვნა სამომხმარებლო სესხზე კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ბიზნეს სესხზე. კერძოდ, ოპტიმალური პირობების შეთავაზების შემთხვევაშიც კი კვლევის სეგმენტის მხოლოდ 22.7% აიღებდა კრედიტს, ისიც ოპტიმისტური პროგნოზით. პესიმისტური პროგნოზით კი მოთხოვნა სამომხმარებლო კრედიტზე სამიზნე ჯგუფის სულ 7.5%-ს აქვს.

ოპტიმისტური გათვლებით, მოთხოვნის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აქვს ბათუმის ზონას (32%), ხოლო ყველაზე დაბალი - გურიისა (15.1%) და ყვარლის (15.2%) ზონებს. პესიმისტური პროგნოზით კი, შედარებით ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ქუთაისის ზონაში (13.1%), ყველაზე დაბალი კი - ახალქალაქის ზონაში (1%).

გრაფიკი 19. მოთხოვნა ბიზნეს სესხზე (ოპტიმისტური პროგნოზი)

  

Page 51: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

51/66

გრაფიკი 20. მოთხოვნა ბიზნეს სესხზე (პესიმისტური პროგნოზი)

სესხის სასურველი ტიპი

სესხის აღების მსურველთა 93.9% უპირატესობას ინდივიდუალურ სესხს ანიჭებს, 4.4% - ჯგუფურს, ხოლო 1.7% ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყველაზე მეტად ჯგუფურ სესხზე მოთხოვნა ფიქსირდება ქვემო ქართლის ზონაში (10.5%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მარტვილისა (0.6%) და შიდა ქართლის (0.7%) ზონებში.

სესხის სასურველი წყარო

კვლევის სეგმენტში კრედიტის პოტენციურ მომხმარებელთა 78.8%-ისთვის სესხის სასურველი წყაროა ბანკი, ხოლო 18.1%-ისთვის - საკრედიტო და საანაბრო ასოციაციები/ორაგანიზაციები. საკმაოდ დაბალია იმ პირთა ხვედრითი წონა, ვინც

   

Page 52: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

52/66

სესხის აღებას ნათესავებისგან/მეგობრებისგან/ნაცნობებისგან (4.5%) ან უცხო კერძო პირისგან (0.4%) აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღების მსურველთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აღინიშნება რაჭა-ლეჩხუმის ზონაში (45.4%), ხოლო ყველაზე დაბალი - ქვემო ქართლის ზონაში (1.9%).

სესხის სასურველი ზომა

ქვეყნის მასშტაბით ბიზნეს სესხის საშუალო სასურველი ზომაა 7053 ლარი. გამორჩეულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ბათუმის (11889 ლარი), დუშეთისა (11842 ლარი) და ქვემო ქართლის (9383 ლარი) ზონებში. (იხ.გრაფიკი 21). ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამი ზონის გარდა დანარჩენი ზონების საშუალო მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ არის სტატისტიკურად სანდო.

გრაფიკი 21. ბიზნეს სესხის სასურველი ზომა (საშუალო მაჩვენებლების მიხედვით)

სამომხმარებლო სესხის საშუალო სასურველი ზომა ქვეყნის მასშტაბით არის 3938 ლარი და, ამასთან ერთად, ზონების მიხედვით საშუალო მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ არის სტატისტიკურად სანდო. ამიტომ განსხვავებული ტენდენციები ზონებს შორის არ იკვეთება.

 

Page 53: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

53/66

სესხის სასურველი ვადა

საერთო სურათის მიხედვით, ბიზნეს სესხის საშუალო სასურველი ვადა არის 31.9 თვე, ხოლო სამომხმარებლო სესხის - 27.4 თვე. ზონების მიხედვით განსხვავება სტატისტიკურად სანდოა ორივე ტიპის სესხის შემთხვევაში: ბიზნეს სესხის შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დუშეთის ზონას (51.4 თვე), ხოლო ყველაზე დაბალი - ახალქალაქის ზონას (20.1 თვე); სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლავაც დუშეთის ზონას (57.3 თვე), ყველაზე დაბალი კი - ხულოს ზონას (17.4 თვე).

სესხის სასურველი საშეღავათო ვადა

საშუალოდ ყველაზე სასურველი საშეღავათო ვადა ბიზნეს სესხზე არის 6 თვე, ხოლო სამომხმარებლო სესხზე - 4.6 თვე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ზონებს შორის სტატისტიკური სხვაობა (საშუალო მაჩვენებლებს შორის) სანდო არაა, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნეს სესხთან დაკავშირებით. ყველაზე ხანგრძლივი საშეღავათო ვადა სურთ მარტვილის ზონაში (საშუალოდ 12.5 თვე), ხოლო ყველაზე ხანმოკლეზე თანახმანი არიან ყვარლისა (საშუალოდ 3.3 თვე) და ახალქალაქის (საშუალოდ 3.6 თვე) ზონებში.

სასურველი საპროცენტო განაკვეთი სესხზე

ბიზნეს და სამომხმარებლო სესხზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლები საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან - 1.3% და 1.4% შესაბამისად. მართალია ორივე ტიპის სესხის შემთხვევაში სხვაობა ზონების შესაბამის მაჩვენებლებს შორის სტატისტიკურად სანდოა, მაგრამ თავად მნიშვნელობები მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და განსაკუთრებული ტენდენციები არ იკვეთება.

ოპტიმალური გირაოს ტიპი

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ პოტენციური საკრედიტო ბაზრის 29.8%-ისთვის საერთოდ არანაირი ფორმის გირაო არ არის მისაღები. ისინი კი, ვისაც შეუძლიათ გარკვეული ქონების გირაოში ჩადება, უპირატესობას ძირითადად ანიჭებენ: სახლს/ბინას (22.7%) და საკუთარ მიწას (22%).

ზონების მიხედვით სურათი საკმაოდ განსხვავებულია და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. ყველაზე მეტად გირაოს ნებისმიერი ფორმა მიუღებელია დუშეთის ზონაში (52.2%). სახლზე/ბინაზე არჩევანს ყველაზე მეტად ხულოს ზონაში აჩერებენ (47.5%), ხოლო საკუთარ მიწაზე - რაჭა-ლეჩხუმის ზონაში (40.3%).

 

Page 54: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

54/66

სესხის ყველაზე ოპტიმალური ვადა

ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში ნაჩვენებია კრედიტის პოტენციურ მომხმარებელთა კუმულაციურად რამდენი პროცენტითვის იქნება თითოეული სესხის ვადა საკმარისზე მეტი (იხ. გრაფიკი 22) ან საკმარისზე ნაკლები (იხ. გრაფიკი 23).

კუმულაციური ჯამის ყველაზე დიდი მატება საკმარისზე მეტი სესხის ვადის დადგენის შემთხვევაში შეინიშნება 25-36 თვის ვადიან სესხზე, რაც გვაჩვენებს, რომ შედარებით ყველაზე დიდია იმ პირთა წილი, ვისთვისაც 19-24 თვე იქნებოდა საკმარისი. ანალოგიურად, ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა საკამარისზე ნაკლები სესხის შემთხვევაში შეინიშნება 13-18 თვის სესხებზე, რაც მიანიშნებს, რომ შედარებით დიდია იმ პოტენციურ მსესხებელთა ხვედრითი წონა, ვისთვისაც 19-24 თვე იქნებოდა საკმარისი. აქედან გამომდინარეობს, რომ სესხის ყველაზე ოპტიმალური ვადა არის 19-24 თვე.

გრაფიკი 22. საკმარისზე მეტი ვადა

0.0 

20 . 0 

40.0 

60.0 

80.0 

100.0 

120 . 0 

4-6  7-9  10-12  13 ‐ 18 19 ‐ 24 25‐36 37‐48 49‐60 61 > არ ვიცი

 

Page 55: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

55/66

გრაფიკი 23. საკმარისზე ნაკლები ვადა

ოპტიმალური საპროცენტო განაკვეთი

სამიზნე ჯგუფში კრედიტის პოტენციურ მომხმარებელთა 81.7% აღნიშნავს, რომ 1%-ზე დაბალი საპროცენტი განაკვეთი იქნებოდა მისაღებზე უფრო დაბალი, რაც ნიშნავს, რომ მათთვის ყველაზე მისაღებია საპროცენტო განაკვეთი 1% - 1.5% ინტერვალში.

ამასთან ერთად, შედარებით მაღალია იმ პირთა ხვედრითი წილი (28.4%), ვისთვისაც 1.5%-2% შუალედში საპროცენტო განაკვეთი იქნებოდა მისაღებზე უფრო მაღალი.

ამ ორმხრივი ანალიზიდან ჩანს, რომ საპროცენტო განაკვეთის ყველაზე ოპტიმალური შუალედი არის 1% - 1.5%.

4. 7 ინფორმაციის ძირითადი წყაროები

ინფორმაციის ძირითადი წყაროები ზოგადად

კვლევის მონაცემების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული საინფორმაციო წყარო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ არის სახელმწიფო ტელევიზია (89.5%). კვლევის სეგმენტის საკმაოდ დიდი ნაწილი ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ ასახელებს მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებსა და მეზობლებს (38.4%), ადგილობრივ ტელევიზიასა (26.7%) და სახელმწიფო გაზეთებს (20.9%).

რაც შეეხება ინფორმაციის ძირითად წყაროს, ამ მხრივ სახელმწიფო ტელევიზიის როლი (79.7%) მნიშვნელოვანწილად ჩრდილავს ყველა დანარჩენ საინფორმაციო წყაროს - გავრცელებულობის მიხედვით მეორე ადგილზე მდგომი ადგილობრივი ტელევიზიის ხვედრითი წილი მხოლოდ 7.6%-ს შეადგენს. ცალსახა გამონაკლისს

 

Page 56: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

56/66

წარმოადგენს ახალქალაქის  ზონა, სადაც სახელმწიფო ტელევიზიის, როგორც ძირითადი საინფორმაციო წყაროს, პროცენტული წილი 38.7%-ია, ხოლო ადგილობრივი ტელევიზიისა - 40.2%. გასაკვირი არაა კიდევ ერთი გარემოებაც - ქვემო ქართლის ზონაში სახელმწიფო ტელევიზიის შემდეგ ძირითად საინფორმაციო წყაროს უცხოური არხები წარმოადგენს (21.9%), რაც ამ ზონაში ეთნიკური უმცირესობების საკმაოდ დიდი წილით შეიძლება აიხსნას.

იგივე ტენდენცია ფიქსირდება ყველაზე სანდო საინფორმაციო წყაროს დადგენისას - აქაც სახელმწიფო ტელევიზია იკავებს წამყვან პოზიციას (72.6%), რომელსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ადგილობრივი ტელევიზია (7.6%). უნდა აღინიშნოს, რომ სანდოობის თვალსაზრისით ინტერნეტის რეიტინგი შედარებით მაღალია ბათუმისა (9%) და შიდა ქართლის (8.2%) ზონებში, ხოლო უცხოური არხებისადმი ნდობა კვლავაც ქვემო ქართლის ზონაშია ყველაზე თვალშისაცემი (15.2%).

მიკროსაფინანსო ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას კვლევის სეგმენტის უდიდესი ნაწილი (69.3%) ზოგადად სახელმწიფო ტელევიზიიდან იღებს.

მიკროსაფინანსო ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროებია სახელმწიფო ტელევიზია (73%) და მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები და მეზობლები (13.3%).

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ სანდო წყაროდ სამიზნე ჯგუფის 58.4% კვლავაც სახელმწიფო ტელევიზიას მიიჩნევს. განსაკუთრებით დაბალია ამ უკანასკნელისადმი ნდობა ახალქალაქის ზონაში (21.1%), სადაც კვლევის სეგმენტის 17.3% მიკროსაფინანსო ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის სანდო წყაროდ მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებსა და მეზობლებს ასახელებს, ხოლო 15.6% - თანამშრომლებს.

საინტერესოა, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლევის სეგმენტის 16%-მა არ იცის, რომელი წყაროდან უნდა მიიღოს ყველაზე სანდო ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ. განსაკუთრებით მაღალი ეს მაჩვენებელი არის რაჭა-ლეჩხუმისა (40.4%) და ქვემო ქართლის (30.5%) ზონებში.

კვლევის მონაცემებიდან გამომდინარე, სამიზნე ჯგუფის 62.3%, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ყველაზე სასურველ საინფორმაციო წყაროს, სახელმწიფო ტელევიზიას მიანიჭებდა უპირატესობას, ხოლო მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებსა და მეზობლებს - მხოლოდ 9.2%. აღსანიშნავია, რომ კვლევის სეგმენტის 14.9% ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა მიკროსაფინანსო ინსტიტუტების შესახებ სასურველ საინფორმაციო წყაროსთან მიმართებაში.

   

Page 57: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

57/66

4.8 დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები

სქესი

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სამიზნე ჯგუფში ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა ცალსახად არათანაბარია. ქალთა რაოდენობა სჭარბობს მამაკაცთა რაოდენობას - ქვეყნის მასშტაბით კვლევის სეგმენტის 60.7% ქალია, ხოლო 39.3% - მამაკაცი.

ანალოგიური ტენდენციაა ტერიტორიული ზონების უმრავლესობაში. ქალთა რაოდენობრივი უპირატესობით გამოირჩევა გურიის ზონა, სადაც მათი პროცენტული წილი 73.7%-ს შეადგენს. საპირისპირო ვითარება აღინიშნება ხულოს ზონაში, სადაც მამაკაცთა წილი 67.4%-ს აღწევს. ყველაზე თანაბარი სურათია მარტვილის ზონაში – აქ ქალთა და მამაკაცთა პროცენტული თანაფარდობაა 49.8% და 50.2%, შესაბამისად.

ასაკი

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით განაწილების ზოგადი სურათი ასეთია: სამიზნე ჯგუფში ყველაზე გავრცელებული ასაკობრივი ინტერვალია 45-54 წელი (27%), რომელსაც მოსდევს 35-44 წლიანი ინტერვალი (23%) და 55-64 წლიანი ინტერვალი (19%). საკვლევ სეგმენტში ყველაზე ნაკლებად წარმოდგენილია 18-24 წლის ადამიანები (5%). (იხ. გრაფიკი 24)

გრაფიკი 24 . ასაკობრივი კატეგორიების პროცენტული განაწილება

კვლევის სეგმენტში საშუალო ასაკი ზონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაზეც სხვაობის სტატისტიკურად მაღალი სანდოობა მეტყველებს. ზუგდიდის, ქუთაისის, დუშეთის, თუშეთის, ყვარლის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის ზონებში ყველაზე ხშირად 45-54 წლის ადამიანები გვხვდებიან, გურიის ზონაში - 55-64 წლის ადამიანები,

 

Page 58: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

58/66

ხოლო ბათუმის, ხულოს, ახალქალაქისა და შიდა ქართლის ზონებში - 35-44 წლის ადამიანები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 18-24 წლის ადამიანები ყველაზე ხშირად გვხვდება ქვემო ქართლის ზონაში (8%), ისევე როგორც 25-34 წლის წლის ადამიანები (17.1%). რაც შეეხება 65 და მეტი წლის ადამიანებს, მათი წილი განსაკუთრებით მაღალია რაჭა-ლეჩხუმისა (28.2%) და მარტვილის (27.3%) ზონებში.

სამუშაო სტატუსი

ზოგადი სურათის მიხედვით, თვითდასაქმებულთა კატეგორია სამიზნე ჯგუფში ერთმნიშვნელოვნად დომინანტია სხვა სამუშაო სტატუსის მქონეთა შორის - მისი პროცენტული წილი 56.2%-ს შეადგენს.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ცამეტივე ტერიტორიულ ზონაში თვითდასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ტიპის სამუშაო სტატუსის მქონე პირთა წილს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით

მკაფიოდ ჩანს ყვარლის ზონაში, სადაც თვითდასაქმებულები შეადგენენ სხვადასხვა სამუშაო სტატუსის მქონე პირთა 66.5%-ს.

დასაქმებულთა კატეგორიაში თვითდასაქმებულთა შემდეგ ყველაზე გავრცელებულ

სამუშაო სტატუსს წარმოადგენს პროფესიული მუშაკები, როგორებიც არიან ექიმები, მასწავლებლები, იურისტები და ა.შ. (7.3%).

ზონების მიხედვით, ამ კატეგორიის ხვედრითი წილი ვარირებს 4.6%-დან (ზესტაფონის ზონა) 14.4%-მდე (თუშეთის ზონა) და, დასაქმებულთა სხვა კატეგორიებთან შედარებით, ყველაზე მეტი ვარიაციით გამოირჩევა.

რაც შეეხება არადასაქმებულთა კატეგორიას, პენსიონერთა საშუალო ხვედრითი წონა კვლევის სეგმენტში შეადგენს 12.4%-ს, ხოლო უმუშევართა საშუალო წილი - 18.1%-ს.

ზონების მიხედვით, პენსიონერთა წილი სამიზნე ჯგუფში ყველაზე მაღალია რაჭა-ლეჩხუმისა ზონაში (28.2%), ხოლო უმუშევართა წილი - ბათუმის ზონაში (27.5%).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც პენსიონერთა, ასევე უმუშევართა უმრავლესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენელია - სქესობრივი გადანაწილების პროცენტული მაჩვენებლებია 71.6% და 73.4%, შესაბამისად.

ოჯახური მდგომარეობა

ოჯახური მდგომარეობის მიხედვით კვლევის სეგმენტში მნიშვნელოვნად ჭარბობს დაოჯახებულთა კატეგორია (75.8%), ხოლო დაქვრივებულებსა და დაუქორწინებლებს დაახლოებით თანაბარი ხვედრითი წილი უკავიათ - 12% და 10.2%, შესაბამისად. განქორწინებულთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ უმნიშვნელოა (2.1%).

 

Page 59: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

59/66

ზონების მიხედვით, დაქორწინებულთა ხვედრითი წონა მერყეობს 69.9%-დან (დუშეთის ზონა) 86.5%-მდე (ხულოს ზონა). დაუქორწინებელთა პროცენტული წილით ლიდერობს დუშეთის ზონა (19.2%), ხოლო დაქვრივებულთა წილით - ზუგდიდისა (17.7%) და რაჭა-ლეჩხუმის (17.2%) ზონები.

განათლება

კვლევის სეგმენტში სრული საშუალო განათლების მქონეთა ხვედრითი წილი მონაცემების მიხედვით ყველაზე მაღალია და შეადგენს საშუალოდ 36.9%-ს.

საშუალო განათლების მქონე პირთა სიმრავლით გამოირჩევა ხულოს ზონა, სადაც ზემოთხსენებული მაჩვენებელი 53.3%-ს აღწევს.

საშუალო სპეციალური განათლების პირთა წილი ზოგადად სამიზნე ჯგუფში უტოლდება 28.7%-ს.

რაც შეეხება სრული უმაღლესი განათლების მქონე პირთა ხვედრით წონას, ის საშუალოდ 25.5%-ს შეადგენს და განსაკუთრებით მაღალია ბათუმის ზონაში (36.7%),

რომელსაც მოჰყვება თუშეთისა (34.4%) და ყვარლის (32.7%) ზონები.

აღსანიშნავია, რომ არასრული უმაღლესი განათლების მქონეთა პროცენტული წილი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სრული უმაღლესი განათლების მქონე პირთა ხვედრით

წონას ზოგად სურათში (2.4% და 25.5% შესაბამისად), რაც იმაზე მეტყველებს, რომ უმაღლესი განათლების სასწავლებლებში სწავლის დანებების ტენდენცია საკმაოდ

დაბალია.

პირადი შემოსავალი

ყოველთვიური პირადი შემოსავლების რაოდენობრივი კლასიფიკაციის მიხედვით

ზოგადი სურათი ასეთია: სამიზნე ჯგუფის 39.9%-ის შემოსავალი 101-300 ლარიან ინტერვალშია მოქცეული, 27.1%-ისა – 0-100 ლარიან ინტერვალში, ხოლო 12.8%-ისა კი 301-500 ლარიან ინტერვალში. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 501-5000

ლარიან ინტერვალში მოქცეულია კვლევის სეგმენტის სულ 11.8%-ის შემოსავალი.

ტერიტორიული ზონების მიხედვით სამიზნე ჯგუფის პირადი ყოველთვიური შემოსავლები მნიშვნელოვნად განსხვავდება, რასაც ადასტურებს სტატისტიკური სხვაობის სანდოობა. ყველაზე მაღალი საშუალო თვიური შემოსავლით გამოირჩევა ბათუმის ზონა (421 ლარი), ხოლო ყველა ნაკლებით - რაჭა-ლეჩხუმის ზონა (202 ლარი)

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტერიტორიული ზონები შესაძლებელია შედარდეს მაღალშემოსავლიან პირთა რაოდენობის მიხედვით. ამ მხრივ, საინტერესოა იმ პირთა პროცენტული წილი, რომელთა პირადი ყოველთვიური შემოსავლები აღემატება 300 ლარს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე დაბალი

   

Page 60: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

60/66

მაჩვენებლები აქვს ხულოსა (13.7%) და რაჭა-ლეჩხუმის (13.9%) ზონებს, ხოლო ყველაზე მაღალშემოსავლიან ზონას კი განეკუთვნება ბათუმის ზონა (40.9%). (იხ. ცხრილი 5)

ცხრილი 5. მაღალშემოსავლიან პირთა და ოჯახთა ხვედრითი წილი სამიზნე ჯგუფში

ტერიტორიული ზონა <300 ლარიანი შემოსავლის

მქონე პირთა ხვედრითი წილი

<300 ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახთა ხვედრითი

წილი მარტვილის ზონა  20.1% 59.8% ზუგდიდის ზონა 25.9% 62.6% ქუთაისის ზონა  21.7% 61.7% გურიის ზონა 16.7% 42.1% ბათუმის ზონა 40.9% 67.7% ხულოს ზონა  13.7% 43.9% ახალქალაქის ზონა  15.0% 35.1% შიდა ქართლის ზონა  34.6% 50.9% დუშეთის ზონა  20.8% 38.9% თუშეთის ზონა  26.6% 34.9% ყვარლის ზონა  26.4% 48.8% ქვემო ქართლის ზონა  34.0% 55.4% რაჭა-ლეჩხუმის ზონა  13.9% 42.0%

მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისთვის უფრო ინფორმატიულია იმ ოჯახთა ხვედრითი წილის დადგენა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 300 ლარს. ამ მხრივ სურათი ასეთია: ყველაზე მაღალშემოსავლიანად კვლავაც ბათუმის ზონა რჩება (67.7%), მაგრამ ყველაზე დაბალი მაჩვებენებლებით თუშეთის (34.9%), ახალქალაქისა (35.1%) და დუშეთის (38.9%) ზონები გამოირჩევა.

ძირითადი საქმიანობის სექტორი

კვლევის მონაცემების მიხედვით, სამიზნე ჯგუფის ძირითად საქმიანობის სექტორს წარმოადგენს ოჯახური/საკუთარი არარეგისტრირებული ბიზნესი (64%), რასაც მნიშვნელოვნების მიხედვით მოსდევს კერძო ბიზნესი (ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სხვა) (24.9%) და სახელმწიფო საწარმო (10%).

ოჯახური/საკუთარი არარეგისტრირებული ბიზნესი ყველაზე მეტად გავრცელებულია ქვემო ქართლისა (76.7%) და ახალქალაქის (75.6%) ზონებში ხოლო კერძო ბიზნესი - ყვარლისა (43.3%) და თუშეთის (38.3%) ზონებში. სახელმწიფო საწარმო, როგორ ძირითადი საქმიანობის სექტორი, ყველაზე მეტად გვხვდება ხულოს (21.3%), რაჭა-ლეჩხუმისა (20.7%) და თუშეთის (19.6%) ზონებში.

Page 61: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

61/66

4.8.1 ოჯახის დემოგრაფიული მახასიათებლები

ოჯახის დემოგრაფიული სტრუქტურა

კვლევის მონაცემების მიხედვით, კვლევის სეგმენტში ოჯახში საშუალოდ 4-5 ადამიანი ცხოვრობს, მათგან საშუალოდ 2 ზრდასრული მამაკაცია, 2 ზრდასრული ქალი და 1 ბავშვი.

ზონების მაჩვენებლებს შორის სტატისტიკურად სანდო სხვაობა იმაზე მეტყველებს, რომ ყველაზე დიდი ოჯახებით ხულოს ზონა ხასიათდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ოჯახების ხვედრითი წილი, სადაც არცერთი ზრდასრული მამაკაცი არ არის, განსაკუთრებით მაღალია თუშეთის ზონაში (10.3%).

ოჯახის წევრთა ეკონომიკური აქტიურობა

სამიზნე ჯგუფში ოჯახში საშუალოდ 2 ეკონომიკურად აქტიური წევრია. აქედან საშუალოდ მხოლოდ ერთს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო და ორს - რეგულარული შემოსავალი.

ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ტერიტორიული ზონების მიხედვით (სხვაობის სტატისტიკური სანდოობის თვალსაზრისით) - ყველაზე მეტი ეკონომიკურად აქტიური წევრი ხულოს ზონის ოჯახებშია (საშუალოდ 2.57). ანაზღაურებადი სამუშაოს მქონე ოჯახის წევრთა რაოდენობით გამოირჩევა ბათუმის ზონა (1.38), ხოლო რეგულარული შემოსავლის მქონეთა რაოდენობით - ზუგდიდის ზონა (1.97).

4.8.2 ოჯახის ეკონომიკური მახასიათებლები

დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლების გარდა, კვლევაში შესწავლილ იქნა მეწარმეთა ოჯახების ეკონომიკური პარამეტრებიც, კერძოდ ოჯახების შემოსავლები და დანახარჯები.

ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროები15 და ზომა

კვლევის შედეგების მიხედვით, ძირითადი საშემოსავლო წყაროები აღმოჩნდა:

1. ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (საშუალოდ 341 ლარი) 2. სესხად აღებული ფული (საშუალოდ 130 ლარი) 3. ოჯახის წევრების მიერ მოწეული სურსათის გაყიდვიდან/გაცვლიდან მიღებული

თანხა (ან მისი ექვივალენტი) (საშუალოდ 121 ლარი).

                                                            15 წინამდებარე კვლევაში შემოსავლის წყარო მიჩნეულია ძირითად წყაროდ, თუ ფულადი ოდენობა აღემატება 100 ლარს. 

 

Page 62: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

62/66

თუმცა შემოსავლების სტრუქტურა ტერიტორიული ზონების თვალსაზრისით არაიდენტურია როგორც შემოსავლის წყაროების, ასევე მისი ზომის თვალსაზრისით. ქვემოთ მოყვანილია ყველაზე მნიშვნელოვანი საშემოსავლო წყაროები ზონების მიხედვით (დალაგებული პრიორიტეტულობის შესაბამისად) და შემოსავლის საშუალო ზომა:

მარტვილის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (288 ლარი), ოჯახის წევრების მიერ მოწეული სურსათის გაყიდვიდან/გაცვლიდან მიღებული თანხა (ან მისი ექვივალენტი) (141 ლარი)

ზუგდიდის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (319 ლარი), სესხად აღებული ფული (232 ლარი), ოჯახის წევრების მიერ მოწეული სურსათის გაყიდვიდან/გაცვლიდან მიღებული თანხა (ან მისი ექვივალენტი) (167 ლარი)

ქუთაისის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (343 ლარი), სესხად აღებული ფული (118 ლარი), დანაზოგების გამოყენება (115 ლარი)

გურიის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (244 ლარი) ბათუმის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (548 ლარი) ხულოს ზონა - ოჯახის წევრების მიერ მოწეული სურსათის

გაყიდვიდან/გაცვლიდან მიღებული თანხა (ან მისი ექვივალენტი) (213 ლარი), ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (180 ლარი)

ახალქალაქის ზონა - სესხად აღებული ფული (350 ლარი), ოჯახის წევრების მიერ მოწეული სურსათის გაყიდვიდან/გაცვლიდან მიღებული თანხა (ან მისი ექვივალენტი) (223 ლარი), ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (202 ლარი)

შიდა ქართლის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (401 ლარი), ოჯახის წევრების მიერ მოწეული სურსათის გაყიდვიდან/გაცვლიდან მიღებული თანხა (ან მისი ექვივალენტი) (131 ლარი), სესხად აღებული ფული (108 ლარი)

დუშეთის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (308 ლარი) თუშეთის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (310 ლარი) ყვარლის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (349 ლარი) ქვემო ქართლის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (371

ლარი), სესხად აღებული ფული (210 ლარი), ოჯახის წევრების მიერ მოწეული სურსათის გაყიდვიდან/გაცვლიდან მიღებული თანხა (ან მისი ექვივალენტი) (163 ლარი)

რაჭა-ლეჩხუმის ზონა - ხელფასი/ყოველგვარი სამუშაოს ანაზღაურება (177 ლარი), ასაკობრივი ინვალიდობის პენსია/ვეტერანების ან სტუდენტების დახმარება (101)

ზემოთნახსენები სამი საშემოსავლო წყაროდან დათვლილ საშუალო მაჩვენებლებს შორის სხვაობა სტატისტიკურად სანდოა, რაც ადასტურებს, რომ ტერიტორიული ზონების მიხედვით საშუალო შემოსავლები ძირითადი წყაროებიდან მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

  

Page 63: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

63/66

ოჯახის მთლიანი ყოველთვიური შემოსავალი ზონების მიხედვით თვალშისაცემად განსხვავდება ერთმანეთისგან და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. კერძოდ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ აქვს ზუგდიდის ზონას (993 ლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - თუშეთის ზონას (435 ლარი). (იხ. გრაფიკი 25) გრაფიკი 25. ოჯახის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი ლარებში, შემოსავლის ყველა წყაროს გათვალისწინებით

შემოსავლის ცვლილება ბოლო სამი წლის განმავლობაში

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შემოსავლის დინამიკის დასადგენად გამოყენებულ იქნა მეწარმეთა სუბიექტური შეფასებები, ვინაიდან ობიექტური მონაცემები ამ საკითხთან მიმართებაში არ არის ხელმისაწვდომი. კვლევის სეგმენტში ყველაზე დიდია იმ ოჯახთა წილი, რომელთა შემოსავლებიც შემცირდა (43.7%). ოჯახთა 34.5%-ის შემოსავლები ბოლო სამ წელიწადში იგივე დარჩა, ხოლო 21.8%-ისა - გაიზარდა.

ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი ცხადყოფს, რომ ტერიტორიულ ჭრილში სურათი საკმაოდ განსხვავებულია. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლების შემცირებას ყველაზე მეტად შიდა ქართლისა და ახალქალაქის ზონებში აღნიშნავენ, ხოლო შემოსავლების ზრდას - მარტვილის ზონაში.

 

Page 64: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

64/66

გრაფიკი 26. შემოსავლების ცვლილება ბოლო სამ წელიწადში

ოჯახის ძირითადი ხარჯები16 და მათი ზომა

ოჯახური ხარჯების ყველაზე დიდი წილი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდის შემდეგ კატეგორიებზე:

1. საკვები (საშუალოდ 244 ლარი) 2. წამლები/სამედიცინო მომსახურება (საშუალოდ 76 ლარი) 3. ტანსაცმელი (საშუალოდ 65 ლარი).

ძირითადი ხარჯები და მათი ზომა საგრძნობლად განსხვავდება ტერიტორიული ზონების ჭრილში. ქვემოთ მოყვანილია ზონების მიხედვით პრიორიტეტულობის

                                                            16 წინამდებარე კვლევაში დანახარჯის კატეგორია მიჩნეულია ძირითად ხარჯად, თუ ფულადი ოდენობა აღემატება 60 ლარს. 

 

Page 65: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

65/66

თვალსაზრისით დალაგებული ძირითადი ხარჯების ჩამონათვალი და მათი საშუალო ზომა:

მარტვილის ზონა - საკვები (176 ლარი) ზუგდიდის ზონა - საკვები (244 ლარი) ქუთაისის ზონა - საკვები (234 ლარი), წამლები/სამედიცინო მომსახურება (119

ლარი), ტანსაცმელი (67 ლარი), რიტუალებთან/დღესასწაულებთან დაკავშირებული თანხები (ქელეხი, ქორწილი, დღესასწაული) (64 ლარი)

გურიის ზონა - საკვები (223 ლარი), წამლები/სამედიცინო მოსმახურება (60 ლარი)

ბათუმის ზონა - საკვები (313 ლარი), სახლის შეკეთება/რემონტი (98 ლარი), ტანსაცმელი (70 ლარი), წამლები/სამედიცინო მოსმახურება (69 ლარი), რიტუალებთან/დღესასწაულებთან დაკავშირებული თანხები (ქელეხი, ქორწილი, დღესასწაული) (67 ლარი)

ხულოს ზონა - საკვები (180 ლარი), წამლები/სამედიცინო მოსმახურება (62 ლარი), ტანსაცმელი (62 ლარი)

ახალქალაქის ზონა - საკვები (185 ლარი), ტანსაცმელი (121 ლარი), წამლები/სამედიცინო მოსმახურება (115 ლარი), რიტუალებთან/დღესასწაულებთან დაკავშირებული თანხები (ქელეხი, ქორწილი, დღესასწაული) (65 ლარი)

შიდა ქართლის ზონა - საკვები (290 ლარი), წამლები/სამედიცინო მოსმახურება (80 ლარი), ტანსაცმელი (64 ლარი),

დუშეთის ზონა - საკვები (209 ლარი) თუშეთის ზონა - საკვები (149 ლარი) ყვარლის ზონა - საკვები (152 ლარი) ქვემო ქართლის ზონა - საკვები (314 ლარი), ტანსაცმელი (102 ლარი), სახლის

შეკეთება/რემონტი (90 ლარი), წამლები/სამედიცინო მომსახურება (78 ლარი) რაჭა-ლეჩხუმის ზონა - საკვები (155 ლარი)

როგორც ვხედავთ, დუშეთისა და თუშეთის ზონების სტრუქტურა შემოსავლის წყაროების, დანახარჯების მიმართულებებისა და შემოსავალ/ხარჯის ზომის მიხედვით საკმაოდ ახლოს დგას ერთმანეთთან.

ზემოთნახსენები სამი ძირითადი ხარჯის ჭრილში ზონების მიხედვით დათვლილ საშუალო მაჩვენებლებს შორის სხვაობა სტატისტიკურად სანდოა, რაც ცხადყოფს, რომ ძირითადი ხარჯების საშუალო ოდენობა ( თითოეულ კატეგორიაში ცალ-ცალკე) ტერიტორიული ზონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ოჯახის მთლიანი ყოველთვიური დანახარჯების ტერიტორიული ზონების მიხედვით ვარირება შემოსავლების ვარირებასთან შედარებით ნაკლებია, თუმცა სურათი ზონების ჭრილში მაინც განსხვავდება და სხვაობა სტატისტიკურად სანდოა. ყველაზე მაღალი საშუალო ხარჯი აქვს ქვემო ქართლის ზონას (812 ლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - ყვარლის ზონას (297 ლარი). (იხილეთ გრაფიკი 27)

  

Page 66: UNDP-Final Report Geo

 

მიკროსაფინანსო ბაზრის კვლევა ოქტომბერი, 2010  

66/66

გრაფიკი 27. ოჯახის ყოველთვიური საშუალო ხარჯი ლარებში, შემოსავლის ყველა წყაროს გათვალისწინებით

ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის სუბიექტური შეფასება

კვლევითი სეგმენტის სუბიექტური შეფასებები საშუალებას იძლევა, დავადგინოთ ტერიტორიული ზონების მიხედვით რა ტიპის საქონელზე ხდება მნიშვნელოვანწილად ფულის დაზოგვა ან სესხის აღება.

ისეთ ოჯახთა ხვედრითი წონა, რომელთაც ძლივს ყოფნით ფულადი სახსრები საკვების შესაძენად, ყველაზე მაღალია გურიის, ხულოს, ახალქალაქის, შიდა ქართლისა, დუშეთისა და თუშეთის ზონებში. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა გურიაშია, სადაც მსგავს ოჯახთა პროცენტული წილი 56.5%-ს აღწევს.

იმ ოჯახთა სიხშირით, რომელთაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან იაფფასიანი მობილურებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების საყიდლად უწევს ფულის დაზოგვა ან სესხის გამოტანა, გამოირჩევა ქუთაისის, ყვარლისა და ქვემო ქართლის ზონები. ქვემო ქართლის ზონაში შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია (45%).

შედარებით უფრო შეძლებულია მარტვილის ზონა, სადაც სამიზნე ჯგუფში ოჯახთა 39.3%-ს საკმარის სახსრებს ფლობს ზემოთხსენებული საქონლის შესაძენად და სესხის გამოტანა ან ფულის დაზოგვა უკვე ძვირადღირებული ტანსაცმლის, მობილურების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის საყიდლად ესაჭიროება.