tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის...

38
დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ პპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ - დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ პპპპპპპპპპ პპპპპპპპ - დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპ - დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ პპპპპპპპპ პპპპპპპპ - 360 ECTS დდდდდდდ (1 ECTS პპპპპპპ პპპპპ 30 პპპპპ). პპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ - 6 პპპპპპპპპპ პპპპ (12 პპპპპპპპ). პპპპპპპპპ პპპ: დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ პპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპპპპ პპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპ (პპპპპპპპპპ), პპპპპპპპ პპპპ პპპპპ პპპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპ. პპპპპპპპპპ პპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპ/პპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ. პპპპპპპ, პპპპპპპპპ პპპპ: პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპ პპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპპ; პპპპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპ პპ პპპპპპპპპ; პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპ პპპპპპპპპპპპ პპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ; პპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპ პპპპპპპპპპპპპპ. დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდ: პპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპ; პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპპპპ – პპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ.

Transcript of tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის...

Page 1: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის სახელწოდება - დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაგანათლების საფეხური - ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამამისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - დიპლომირებული მედიკოსიპროგრამის მოცულობა - 360 ECTS კრედიტი (1 ECTS კრედიტი უდრის 30

საათს).პროგრამის ხანგრძლივობა - 6 აკადემიური წელი (12 სემესტრი). სწავლების ენა: ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანიდიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მიზანია აღზარდოს

კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური ექიმები (მედიკოსები), რომლებიც მზად არიან დიპლომისშემდგომი განათლებისა და სპეციალური მზადებისათვის. სამედიცინო კადრი მზადდება ქვეყნის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნილებათა შესაბამისად.

ამდენად, პროგრამამ უნდა: ✓ უზრუნველყოს თანამედროვე სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიური

წინსვლის შესაბამისი სამედიცინო განათლება;✓ მომავალ ექიმებს გამოუმუშაოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის

უნარი და მოტივაცია; ✓ უზრუნველყოს სამედიცინო კადრების მზადება ახალი საინფორმაციო და

სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით;✓ სამედიცინო განათლება შეუსაბამოს ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის

მოთხოვნებს და შესაძლებლობებს.

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

✓ სრული საშუალო განათლების ატესტატი;✓ საქართველოს მოქალაქეებისათვის – ერთიანი ეროვნული გამოცდების

ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდებიმედიცინის ფაკულტეტზე სწავლების აუცილებელი პირობაა თეორიული და

პრაქტიკული სწავლების ინტეგრაცია, კლინიკური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება კლინიკური უნარების (ვირტუალური სიმულაციის) ცენტრში და

Page 2: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

კლინიკურ გარემოში. სწავლებისას უპირატესობა ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

სწავლება სტუდენტზე ორიენტირებულ მეთოდებზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესში სტუდენტის აქტიურ მონაწილეობას. სწავლების მეთოდები მოიცავს შემთხვევაზე დაფუძნებულ სწავლებას, დისკუსიებს, ემპირიულ სწავლებას, სემინარებსა და პროექტებს.

სწავლების პროცესში გამოყენებული სწავლების ფორმები:

● ინტერაქტიური ლექციები, სემინარები, კოლოქვიუმები;● კლინიკურ გარემოში სწავლება; ● სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენება;● პაციენტისა და ექიმის როლების შესრულება;● ლაბორტორიული სწავლება;● პრეზენტაციები;● სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობა;● სამუშაო პრაქტიკა.სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება უნივერსიტეტში დადგენილი წესის მიხედვით

და რეგულირდება შესაბამისი დოკუმენტებით.დიპლომირებულ მედიკოსს შეუძლია მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამოყენება კომპეტენციის ფარგლებში სამუშაოს დაგეგმვის, სათანადო დონეზე წარმართვისა და მზარდი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. უნარი შესწევს ყოველმხრივად, სათანადოდ და ზუსტად შეაფასოს პროფესიული დახმარების საჭიროება და უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება.

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსების/ დისციპლინების ჩამონათვალი

სასწავლო კურსის (დისციპლინის) დასახელება სასწავლო სემესტრი/ები

კრედიტების

რაოდენობა

(ECTS-ით)

ა/ ძირითდი დისციპლინები

1 ბიოფიზიკა და სამედიცინო ფიზიკა I, II 9 (5+4)

2 სამედიცინო ქიმია I, II 9

3 სამედიცინო ბიოლოგია I 4

4 სამედიცინო პარაზიტოლოგია II 4

Page 3: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

5 ადამიანის ნორმული ანატომია I, II, III 18

6 ჰისტოლოგია, ციტოლოგია და ემბრიოლოგია II, III 11

7 ფიზიოლოგია III, IV 11

8 სამედიცინო ბიოქიმია III, IV 9

9 მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკა III, IV 7

10 მიკრობიოლოგია IV, V 7

11 ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული

ქირურგია

IV, V 9

12 პათოლოგიური ანატომია (ზოგადი და კერძო) V, VI 9

13 პათოფიზიოლოგია (ზოგადი და კერძო) V ,VI 8

14 ფარმაკოლოგია V, VI 9

15 იმუნოლოგია V 4

16 ზოგადი ქირურგია V, VI 6

17 შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა V, VI 9

18 რადიოლოგია V, VI 3

19 შინაგანი სნეულებანი (ინტეგრაციული კურსი მოიცავს: კარდიოლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნეფროლოგია, რევმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია, პროფესიული პათლოგია, ჰენატოლოგია)

VII-X

24

20 კანისა და ვენეროლოგიური სნეულებანი VII ან VIII, 5

21 ნევროლოგია VII ან VIII 8

22 პედიატრია VII ან VIII 9

23 ინფექციური სნეულებანი IX ან X 6

24 ფტიზიატრია IX ან X 2

25 ქირურგიული სნეულებანი (ინტეგრაციული კურსი მოიცავს: კერძო ქირურგია, უროლოგია,

ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, VI-X 21

Page 4: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ბავშვთა ქირურგია, ონკოლოგია)

26 მეანობა-გინეკოლოგია VII ან VIII 6

27 ყელ-ყურ-ცხირის სნეულებანი VII ან VIII 4

28 თვალის სნეულებანი IX ან X 3

29 ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია IX ან X 2

30 კლინიკური ტოქსიკოლოგია IX ან X 2

31 ფსიქიატრია IX ან X 6

32 ფსიქოლოგიის საფუძვლები;

კლინიკური ფსიქოლოგია

III,

VIII

4

33 ჰიგიენა და სამედიცინო ეკოლოგია VI 4

34 პრევენციული მედიცინა VII 2

35 ეპიდემიოლოგია ბიოსტატისტიკით VII ან VIII 4

36 ჯანდაცვის ორგანიზაცია და მენეჯმენტი IX ან X 5

37 სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი IX ან X 5

38 კლინიკური უნარჩვევები

(კლინიკური უნარჩვევები 1,2,3,4)

IV, VI, VII-VIII,

XI-XII

8

39 კომუნიკაციური უნარჩვევები I, IV 4

40 უცხოური ენა (უცხოური ენა 1, 2 და 3) I, II, III 10

41 პროფესიული ლათინური ენა I 2

42 აკადემიური წერის საფუძვლები I 2

43 მედიცინის ისტორია I 2

44 ბიოეთიკა III 2

45 სამეცნიერო კვლევის საფუძვლები IV 3

კლინიკური წლის დისციპლინები XI-XII

46 თერაპია (ინტეგრაციული კურსი - შინაგან

დაავადებათა მართვა და გერიატრიის საფუძვლები; საოჯახო მედიცინა)

20

47 ქირურგია 7

Page 5: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

48 პედიატრია (ინტეგრაციული კურსი - ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა,ბავშვთა რევროლოგია, ბავშვთა ინფექციური სნეულებანი)

11

49 მეანობა-გინეკოლოგია 7

50 კლინიკური რადიოლოგია 3

51 რეაბილიტაცია და სპორტული მედიცინა 3

52 კურორტოლოგია ფიზიოთერაპიითა და სამკურნალო ტურიზმით

2

53 ნარკოლოგია 2

ბ/ არჩევითი დისციპლინები 4

1 ნეონატოლოგია IX - XII 2

2 ლაბორატორიული საქმე IX - XII 2

3 რეპროდუქციული ჯანმრთელობა IX - XII 2

4 სისხლძარღვთა ქურურგია IX - XII 2

5 პროქტოლოგია IX - XII 2

6 თავისა და ყბა-სახის ონკოლოგია IX - XII 2

7 რევმატოლოგია IX - XII 2

8 რადიაციული ბიოლოგია და ჯანმრთელობის რადიოგენური რისკი

IX - XII 2

9 საგანგებო სიტუაციების მართვა და

სამედიცინო რეაგირება

IX - XII 2

სულ 360

სასწავლო დისციპლინების მოკლე აღწერილობაბიოფიზიკა და სამედიცინო ფიზიკა

ფიზიკის ფუნდამენტური პრინციპების, ძირითადი ცნებების და ცოცხალ ორგანიზმში მოქმედი ფიზიკის კანონების ათვისება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია: ცოცხალ სისტემაში ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე (ქსოვილოვან, უჯრედულ, სუბუჯრეულ, მოლეკულურ, ატომურ) მიმდინარე იმ ფიზიკური და ფიზიკრ-ქიმიური პროცესების შესწავლა, რომლებიც საფუძვლად უდევს ორგანიზმის, როგორც მთლიანი სისტემის ფუნქციონირებას; ცოცხალ

Page 6: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ორგანიზმზე ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედების ბიოფიზიკური მექანიზმების შესწავლა; თანამედროვე სამედიცინო სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურის მოქმედების ფიზიკური და ბიოფიზიკური საფუძვლების შესწავლა; ბიოლოგიისა და მედიცინაში ინფორმაციული პროცესების (სენსორული სისტემების ბიოფიზიკა) საფუძლების შესწავლა. სწავლის შედეგი: სამედიცინო ფიზიკის და ბიოფიზიკის კურსის შესწავლისას სტუდენტები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ბიოლოგიური სისტემების ბიომექანიკის, ცოცხალ სისტემებში ბიოელექტრული მოვლენების, ცოცხალი ორგანიზმის რეგულაციური სისტემების, ბიოსენსორების, სასიგნალო სისტემების (მათი ბუნების, რეგისტრაციის, გამოთვლის, შენახვის და ანალიზის), მოლეკულური ბიოფიზიკის, უჯრედის, ქსოვილების და ორგანოების ბიოფიზიკის, ეკოლოგიური ბიოფიზიკის დარგში. სტუდენტები გაეცნობიან სადიაგნოსტიკო, თერაპიული, ვიზუალიზაციის მეთოდების ბიოფიზიკურ საფუძვლებს, სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკურ პრინციპებს, რაც მათ გაარკვევს თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებსა და მათ ეფექტურ გამოყენებაში. სტუდენტები მიიღებენ, აგრეთვე, ბიომეტრიის საბაზისო ცოდნას და შეიძენენ სხვადასხვა ფიზიკური პარამეტრის გაზომვის და მიღებული შედეგების დამუშავების პრაქტიკულ ჩვევებს.

სამედიცინო ქიმია

ქიმიური პროცესების მიმდინარეობის მექანიზმებისა და ძირითადი კანონზომიერებების შესახებ თანამედროვე წარმოდგენების ფორმირება ქიმიური თერმოდინამიკის და კინეტიკის საფუძველზე; ჩამოუყალიბოს სტუდენტს აუცილებელი ცოდნა მოლეკულურ დონეზე მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების მექანიზმებში გარკვევისათვის; გააცნოს მას ბიოგენური ელემენტები, მათი როლი სასიცოცხლო პროცესებში და ორგანიზმში არსებული დისპერსული სისტემების თვისებები; შეასწავლოს ცოცხალი მატერიის მნიშვნელოვანი კომპონენტების, პირველ რიგში ბიოპოლიმერებისა და დაბალმოლეკულური ბიორეგულატორების მოლეკულათა აღნაგობა და მათი ფუნქციონირების მექანიზმი; უზრუნველყოს საბაზისო ცოდნის ფორმირება ბიოქიმიის, ფარმაკოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ფიზიოლოგიის და სხვა სამედიცინო-ბიოლოგიური დისციპლინების თანამედროვე მეცნიერულ დონეზე ათვისებისათვის.

სამედიცინო ქიმიის კურსის შესწავლის შემდეგ სტუდენტმა უნდა შეძლოს ნივთიერებათა თერმოდინამიკური მახასიათებლების საფუძველზე ქიმიური პროცესების მიმდინარეობის მიმართულების განსაზღვრა; ხსნარის pH-ისა და pOH-ის გამოსათვლელად მარტივი გაანგარიშებების წარმოება; ხსნარების კონცენტრაციების გამოთვლა; მენდელეევის პერიოდული სისტემის გამოყენება ნივთიერებათა ფუძე-მჟავური და ჟანგვა-აღდგენითი თვისებების ცვლილებების პროგნოზირებისათვის; ბიოპოლიმერებისა და დაბალმოლეკულური ბიორეგულატორების მოლეკულათა აღნაგობის საფუძველზე მათი ფუნქციონირების მექანიზმის გარკვევა; ნაერთის ქიმიური ფორმულიდან და რეაქციისუნარიანობიდან გამომდინარე მისი თვისებების წინასწარმეტყველება; ორგანულ ნაერთთა ფუძე-მჟავური თვისებებისა და ქიმიური ქცევის შეფასება კონკრეტულ პირობებში.

სამედიცინო ბიოლოგია

Page 7: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

სასწავლო კურსის მიზანია: იმ ძირითადი ბიოლოგიური პროცესების შესწავლა, რომელსაც ეყრდნობა თეორიული და პრაქტიკული მედიცინის ძირითადი დარგები; ადამიანის ორგანიზმში მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე მიმდინარე ძირითადი ბიოლოგიური პროცესები და მათი მექანიზმები, რომლებშიც არსებული დარღვევები წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების წარმოშობის და განვითარების მიზეზს. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უჯრედი, როგორც სიცოცხლის სტრუქტურული, ფუნქციური და გენეტიკური ერთეული; უჯრედის უნივერსალური თვისებები და მასში მიმდინარე ნივთიერებათა ენერგიის ნაკადის ცვლის პროცესები. უჯრედის სტრუქტურული და ფუნქციური ორგანიზაცია, ასევე, მასში მიმდინარე პროცესების მოლეკულურ მექანიზმები ; ონტოგენეზისა და მრავალუჯრედიანი ორგანიზმის დიფერენცირების ბიოლოგიური კანონზომიერებები.

სამედიცინო ბიოლოგიის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა სწავლების ამ ეტაპზე მიიღებს ძირითადი საბაზისო თეორიულ და პრაქტიკული ცოდნას, რომელიც საშუალებას მისცემს უკეთ აითვისოს კლინიკური მედიცინის სხვადასხვა დარგები და იოლად ჩასწვდეს დაავადებათა პათოგენეზის ძირითად არსს.

სამედიცინო პარაზიტოლოგია სამედიცინო პარაზიტოლოგიის კურსი მოიცავს სამედიცინო ეკოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების შესწავლას ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებაზე. იგი შეისწავლის ანთროპო-ეკოლოგიური სიტემების წარმოშობის, არსებობისა და განვითარების კანონზომიერებებს. სამედიცინო პარაზიტოლოგიის შესწავლის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფებში გაერთიანებული პარაზიტების ბიოლოგიის ძირითადი საკითხები: მათი კლასიფიკაციის საფუძვლები, მორფოლოგიური თავისებურებანი, პარაზიტების ფუნქციონირების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური ასპექტები, მათი სასიცოცხლო ციკლი მასპინძელ ორგანიზმებში, მათ შორის, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისა და განვითარების გზები, ასევე პარაზიტების მიერ გამოწვეული დაავადებების განვითარების მექანიზმები. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული საკითხებისადმი თანამედროვე მიდგომა გულისხმობს მათ განხილვას მოლეკულური ბიოლოგიის უახლესი კვლევების საფუძველზე. საგნის შესწავლის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სტუდენტმა მიიღოს საბაზისო ცოდნა, რომლის საფუძველზეც იგი უფრო იოლად ჩაწვდება მომიჯნავე პრე- და კლინიკური საგნების არსს.

სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობების, კოლოკვიუმების, კონსულტაციების ჩატარების ფორმატით.

ადამიანის ნორმული ანატომია სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა ადამიანის ორგანიზმის

სისტემების და ორგანოების აგებულების შესახებ მათ ფუნქციასთან, ზრდა-ანვითარებასთან და გარემოს ზემოქმედებასთან კავშირში, ასაკობრივი, სქესობრივი და ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით. სტუდენტმა პასუხი უნდა გასცეს არა მარტო შეკითხვას ,,როგორ არის მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი?", არამედ კითხვასაც ”რატომ არის იგი ასე აგებული". ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ორგანოს ანატომიური თავისებურებანი განხილულ იქნება ფუნქციასთან კავშირში. ამ პრინციპზე დამყარებული თეორიული ცოდნა დაეხმარება მომავალ ექიმს სხვადასხვა დაავადების მექანიზმების სწორად ახსნასა და შესაბამის მკურნალობაში. სწავლის

Page 8: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

შედეგი: სტუდენტი შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც დაეხმარება ტოპოგრაფიული ანატომიის, პათოლოგიური ანატომიის და სხვა დისციპლინების საფუძვლიან ათვისებაში, რის შედეგად სტუდენტი უკვე შეძლებს სხვადასხვა დასკვნის გაკეთებას, საექიმო აზროვნების გამომუშავებას და კომუნიკაციის უნარის შეძენას, რაც დაეხმარება კოლეგებთან ურთიერთობაში, ხელს შეუწყობს სტუდენტს კლინიკური დისციპლინების ათვისებაში.

ჰისტოლოგია, ციტოლოგია და ემბრიოლოგიასაწავლო კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს მრავალუჯრედიანი ორგანიზმის აგებულება

სუბუჯრედულ, უჯრედულ, ქსოვილოვან და ორგანოთა დონეზე და ის ურთიერთობები, რაც ორგანიზმის სტრუქტურულფუნქციურ მთლიანობას უზრუნველყოფს, ჩამოუყალიბოს სტუდენტს მიღებული ცოდნის სინთეზისა და ანალიზის უნარი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასწავლო კურსის ამოცანას წარმოადგენს: მიკროსკოპთან მუშაობის, ვირტუალური მიკროსკოპის კომპიუტერული და მულტიმედიური პროგრამების გამოყენების გზით უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების აგებულების შესწავლა; უჯრედშორისი, ქსოვილთაშორისი და ორგანოთაშორისი ურთიერთობების მორფოლოგიური საფუძვლების შესწავლა; მიღებული ცოდნის საფუძველზე ორგანიზმში არსებულ სტრუქტურულფუნქციური კორელაციებში გარკვევა.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ეცოდინება ადამიანის ორგანოების უჯრედული და ქსოვილოვანი შენება და მათი სტრუქტურულ-ფუნქციური ინტეგრაციის მოლეკულური საფუძვლები; ადამიანის ემბრიონული განვითარების ძირითადი ეტაპები და პროცესები. სტუდენტს უნდა შეეძლოს სინათლის მიკროსკოპის გამოყენება ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების ჰისტოლოგიური პრეპარატების შესწავლისათვის და მათი დიფერენცირება. ჰისტოლოგიის შესწავლა სტუდენტს საფუძველს შეუქმნის ფიზიოლოგიის, პათოლოგიური ანატომიის, პათოფიზიოლოგიის, ფარმაკოლოგიის, იმუნოლოგიის შესწავლისათვის.

ფიზიოლოგია

ადამიანის (სამედიცინო) ფიზიოლოგია - თანამედროვე მედიცინის ფუნდამენტი - შეისწავლის მოლეკულის, ქსოვილის, უჯრედის, ორგანოს, ორგანოთა სისტემის და ფუნქციური სისტემის დონეზე მიმდინარე ყველა პროცესს და ფუნქციონირების კანონზომიერებებს ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის - გარემოსთან ურთიერთქმედების კონტექსტში და ინტეგრირებულად. ფიზიოლოგია, არსებითად, ექსპერიმენტული მეცნიერებაა; თუმცა, ცხოველების ორგანიზმზე დადგენილი ყველა კანონზომიერების სრული გადმოტანა ადამიანის ორგანიზმზე ყოველთვის მართებული არაა, რამეთუ ამ უკანასკნელის რიგი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციები განსხვავებულია როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად. ბოლო ათეული წელიწადია გაჩნდა შესაძლებლობა გამოკვლევათა საკმარისად ფართო სპექტრის ჩატარებისა ადამიანის ორგანიზმზე (მათი ჯანმრთელობისთვის აბსოლუტური უვნებლობის პირობის უცილობელი დაცვით). აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ფიზიოლოგიის, როგორც სამეცნიერო და აკადემიური სპეციალობის ეფექტური განვითარებისთვის. ადამიანის ფიზიოლოგიის შესწავლის ძირითად საგნად და მიზნად განიხილება ცოცხალი, ჯანმრთელი ორგანიზმის ფუნქციები, მათი ურთიერთკავშირი, ორგანიზმის ფუნქციონირების შეფასების პარამეტრები, სინჯები და კრიტერიუმები, ფუნქციების რეგულირება, შეგუება გარემოსთან, წარმოშობა და

Page 9: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ჩამოყალიბება ევოლუციისა და ინდივიდური განვითარების პროცესში, ასევე ფიზიოლოგიური პროცესების სუბუჯრედულ, უჯრედულ, ქსოვილურ, ორგანულ და სისტემურ დონეზე დარღვევის როლი პათოლოგიის ჩამოყალიბებაში. ფიზიოლოგიური ფუნქცია ორგანიზმის და მისი ნაწილების ცხოველქმედების გამოვლინებაა, რომელსაც ძირითადად შეგუებითი მნიშვნელობა აქვს, მიმართულია საერთოორგანიზმული სასარგებლო ეფექტის მისაღწევად და საფუძვლად უდევს ნივთიერებათა, ენერგიის და ინფორმაციის ცვლა. სწავლის შედეგი: ფიზიოლოგიის სწავლება წინ უძღვის პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების ათვისებას. ფიზიოლოგიის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი უნდა ფლობდეს და ეფექტურად იყენებდეს ინფორმაციას:

მთლიანი ორგანიზმის - ღია თერმოდინამიკური სისტემის - მორფოფუნქციური ელემენტების (უჯრედების, ქსოვილების, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების) მოქმედების/თანამოქმედების მექანიზმების, მათი ინტეგრირებულობის, რეგულირების შესახებ; ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისთვის აუცილებელი ინფორმაციული პარამეტრების შესახებ. ფლობდეს ადამიანის ჯანმრთელობის შეფასების (ჯანმრთელობის ხარისხის ინტერპრეტირების) საფუძვლებს.

სამედიცინო ბიოქიმია

უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში ბიოქიმიის სწავლებას თავისი სპეციფიკა გააჩნია, რის გამოც თავისი მიზნებითა და ამოცანებით მკვეთრად განსხვავდება ზოგადი ბიოქიმიის კურსისაგან. მოცემული სასწავლო კურსის მიზანია განიხილოს ის ბიოქიმიური კანონზომიერებანი, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესებისათვის. მისი ძირითადი ამოცანებია შეისწავლოს ჯანმრთელ და დაავადებულ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების არსი მოლეკულურ დონეზე. შეაფასოს ნივთიერებათა ცვლის მიმდინარეობა სხვადასხვა დაავადების დროს, რაც რაციონალური მკურნალობისას დარღვეული ნივთიერებათა ცვლის კორექციის საშუალებას იძლევა.

ბიოქიმიის კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება რთული მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში ნორმისა და პათოლოგიის დროს. კლინიკური კორელაციების განხილვით სტუდენტი ჩაწვდება სხვადასხვა დაავადების განვითარების პათოგენეზს, განუვითარდება კრიტიკული და ანალიზური აზროვნება, საკმარისი ცოდნა ექნება შემდგომში კლინიკური ბიოქიმიის შესასწავლად, რის გარეშეც შეუძლებელია წარმატებული კლინიცისტის ჩამოყალიბება.

მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკა

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ტერმინოლოგია და კონცეფციები; ადამიანის მემკვიდრეობითი ფაქტორების როლი სხვადასხვა პათოლოგიური სიმპტომებისა და ნიშნების აღმოცენებაში. ადამიანთან მიმართებაში განსაზღვრული გენეტიკური პრინციპებისა და ეუკარიოტული გენების ექსპრესიის მექანიზმების თავისებურებები; მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის იმ მეთოდური მიდგომების ძირითადი პრინციპების აღწერა, რომელიც დღეისათვის ფართოდ გამოიყენება ყველა ცივილიზებული ქვეყნის სამედიცინო კვლევით ცენტრში. სწავლის შედეგი: სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს უნდა

Page 10: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

შეეძლოს: მემკვიდრული დაავადებების ძირითადი ჯგუფების კლასიფიკაცია და დახასიათება; გენების სტრუქტურის, პრო-და ეუკარიოტული გენომების ორგანიზაციის, ცილის სინთეზისა და გენთა ექსპრესიის მექანიზმების, მობილური გენეტიკური ელემენტებისა და დნმ-ის ცვლილებების შესახებ შეძენილი თანამედროვე წარმოდგენის გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის (ონკოლოგია, იმუნოლოგია, პედიატრია და სხვ.) გავლის დროს. სტუდენტი კარგად უნდა ერკვეოდეს ადამიანის გენეტიკის კვლევის, როგორც კლასიკურ (ტყუპების, გენეალოგიური, ბიოქიმიური, პოპულაციურსტატისტიკური, სომატურ უჯრედთა ჰიბრიდიზაცია, ციტოგენეტიკური), ასევე თანამედროვე (PCR-ის, FICH-ის, რნმ-ის ექსპრესია) მეთოდებში. მან უნდა შეძლოს მიღებული მონაცემების სათანადო გამოყენება გენეტიკური რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად.

მიკრობიოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: ე.წ. გადამდები (ინფექციური) დაავადებების ბუნება _ თუ რომელი მიკროორგანიზმები და როგორ იწვევენ ამ დაავადებებს; მიკროორგანიზმების კლასიფიკაციის პრონციპები, მათი თვისებები, არსებობის პირობები; ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები, სპეციფიკური პროფილაქტიკის და ანტიმიკრობული მკურნალობის ეფექტური საშუალებები; არაინფექციური დაავადების ეტიოპათოგენეზის, პროფილაქტიკის და თერაპიის მიკრობიოლოგიური ასპექტები. სტუდენტმა უნდა იცოდეს ისეთი პრობლემების გადაწყვეტის გზები, როგორიცაა ინფექციური ავადობის შემცირება და ინფექციური დაავადებების ლიკვიდაცია, ე.წ. პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული შიგაჰოსპიტალური ინფექციების აღმოფხვრა.

სამედიცინო მიკრობიოლოგიის კურსით სტუდენტი მიიღებს მრავალმრხივ ინფორმაციას თვალით უხილავი მიკრობების სამყაროს შესახებ, რომელთანაც ადამიანს უწევს თანაარსებობა; გაეცნობა მიკროორგანიზმების კლასიფიკაციის პრონციპებს, მათ თვისებებს, არსებობის პირობებს. გაერკვევა ეკოლოგიური მიკრობიოლოგიის პრინციპებში; გაიგებს, თუ რა არის პათოგენობა, რაში მდგომარეობს ინფექციური აგენტის როლი ინფექციური დაავადების განვითარების პროცესში და რატომ არის შესაძლებელი, რომ დაავადება, გამოწვეული ერთი და იგივე სახეობის მიკროორგანიზმით, სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული კლინიკური ინტენსიობით ომდინარეობდეს; გაიგებს, თუ რა არის ნოზოკომიური ინფექცია, რატომ არის მისი წარმოშობა აკავშირებული პირველ რიგში ე.წ. პირობითპატოგენურ მიკროორგანიზმებთან და რატომ წარმოადგენს ის ასეთ დიდ პრობლემას ჯანდაცვის სისტემისათვის; მიიღებს ინფორმაციას მიკროორგანიზმების გენეტიკის შესახებ და გაიგებს, თუ როგორ უყალიბდებათ მათ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა. აითვისებს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საფუძვლებს, გაერკვევა ინფექციური დაავადებების სპეციფიკური პროფილაქტიკის და ანტიმიკრობული თერაპიის პრინციპებში, დაეუფლება მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური კვლევის შედეგების კლინიკური ინტერპრეტაციის საფუძვლებს. მიკრობიოლოგიის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა დაეხმარება სტუდენტს სხვადასხვა კლინიკური ისციპლინის სწორ და სიღრმისეულ ათვისებაში.

ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული

Page 11: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ქირურგია (1 და 2)

ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის I ნაწილში განიხილება ოპერაციული ქირურგიის ზოგადი საკითხები, მაგისტრალურ სისხლძაღვებთან და ნერვებთან მიდგომა და მათი ტოპოგრაფიულ-ანატომიური დასაბუთება, კიდურების, თავისა და კისრის ქირურგიული ანატომია და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის მეთოდები ამ მიდამოებში, კლინიკური სიმპტომებისა და სინდრომების ტოპოგრაფიულ-ანატომიური დასაბუთება. ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის II ნაწილში განიხილება გულმკერდის მიდამოს, მუცლის, რეტროპერიტონული სივრცისა და მენჯის ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციები, აგრეთვე გადაუდებელი ქირურგიული მანიპულაციების მეთოდები. კლინიკური სიმპტომებისა და სინდრომების ტოპოგრაფიულ-ანატომიური დასაბუთება თითოეული მიდამოს მიხედვით.

სწავლება მიმდიანრეობს ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

პათოლოგიური ანატომია (ზოგადი და კერძო)

ზოგადი პათოლოგიური ანატომიის შესწავლა მიზნად ისახავს ავადმყოფობისათვის დამახასიათებელი ზოგადი მოლეკულური, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების მექანიზმების ათვისებას და ზოგადი პათოლოგიური პროცესების გამოვლენის თავისებურებებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემაში.

კერძო პათოლოგიური ანატომიის შესწავლა მიზნად ისახავს ცალკეული ავადმყოფობისათვის დამახასიათებელი მოლეკულური, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების მექანიზმების ათვისებას.კურსის სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების, კოლოკვიუმების ფორმატით. სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისთვის შეთავაზებული ფორმების: მულტიმედიურ სასწავლო პროგრამებზე მუშაობა, სასწავლო-კვლევითი ნაშრომების შესრულება, ოპერაციული და ბიოფსიური მასალების დამუშავება-გამოკვლევაში მონაწილეობა. სასწავლო კურსი სრულდება გამოცდის ჩაბარებით.

პათოფიზიოლოგია (ზოგადი და კერძო)

სასწავლო კურსის მიზანია პათოლოგიური პროცესების და დაავადებების აღმოცენების, განვითარების, გამოსავლის მექანიზმების და ძირითადი კანონზომიერებების შესწავლა. კურსის ამოცანაა შეასწავლოს სტუდენტს დაავადების და პათოლოგიური პროცესის არსი, ბუნება, ორგანიზმის პათოლოგიური, დაცვითი და საკომპენსაციო რეაქციები, მათი მექანიზმი, ურთიერთკავშირი და მნიშვნელობა, ეტიოლოგიურ ფაქტორთა მოქმედების მექანიზმი, ტიპობრივი პათოლოგიური პროცესების არსი და პათოგენეზი, ნივთიერებათა ცვლის, ცალკეული ორგანოების და სისტემების ფუნქციის დარღვევათა ტიპობრივი ფორმები და მოამზადოს ის ეტიოტროპული და პათოგენეზური მკურნალობის, დაავადებათა პროფილაქტიკის პრინციპების შეთვისებისთვის.სწავლება მიმდინარეობს ლექციური და პრაქტიკული მეცადინეობების სახით.

ფარმაკოლოგია

Page 12: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ფარმაკოლოგიის სწავლების მიზანია ადამიანის ორგანიზმზე წამლის მოქმედების შესაძლო მექანიზმებისა და მისი ფარმაკოლოგიური ეფექტების, აგრეთვე, ორგანიზმში წამლის შეწოვის განაწილების, გარდაქმნისა და ორგანიზმიდან წამლის ექსკრეციის პროცესების შესწავლა, სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე და გლუვი კუნთების ტონუსზე მოქმედი წამლების ძირითადი კლასებისა და მათი ზოგიერთი წარმომადგენლის თვისებების თაობაზე ცოდნის შეძენა.

ზოგადი ფარმაკოლოგიის მიზანია ფარმაკოდინამიკასა და ფარმაკოკინეტიკის ზოგადი პრინციპების, ავტონომური ნერვული სისტემის ფარმაკოლოგიური მართვის და გლუვი კუნთების ტონუსის მარეგულირებელი საშუალებების თავისებურებების შესწავლა. კერძო ფარმაკოლოგიის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე, ენდოკრინულ სისტემაზე მოქმედი ფარმაკოლოგიური ჯგუფები, მათი ძირითადი წარმომადგენლები, ამ პრეპარატების ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა, თითოეული ჯგუფის პრეპარატების დახასიათება და თავისებურებები, გვერდითი და ტოქსიკური ეფექტები და მათი კორექციის შესაძლებლობები, წამლის შეყვანის გზები, გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები და წამალთაშორისი ურთიერთქმედებები. საგნის შესწავლის შემდეგ სტუდენტი უნდა იცნობდეს ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების პრინციპებს, ანტიბიოტიკოთერაპიასა და სინთეზური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობებს, მიკროორგანიზმების რეზისტენტობასა, მისი თავიდან აცილების გზებსკურსის სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების ფორმატით.

იმუნოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებისათვის იმუნოლოგიის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების სწავლება მისი კლინიკური გამოყენების ხაზგასმით; სტუდენტების მიერ დაავადებათა განვითარებაში იმუნური მექანიზმების როლის, როგორც ახალი სადიაგნოზო და თერაპიული სტრატეგიის საფუძვლის, გაგება. სწავლის შედეგი: კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ერკვეოდეს, თუ რა როლი ენიჭება იმუნურ სისტემას ნორმისა და პათოლოგიის დროს. მას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რა არის თანდაყოლილი და შეძენილი იმუნური პასუხი, იცოდეს იმუნური სისტემის უჯრედები და მათი პროდუქტები, კომპლემენტის სისტემა, ანტიგენების ბუნება და ანტისხეულები, იმუნური პასუხის რეგულაციის მექანიზმები და მათი დარღვევის შედეგები, ხედავდეს იმუნური დაავადებების კავშირს გენეტიკასთან, ესმოდეს იმუნოდიაგნოსტიკის და იმუნოთერაპიის როლი თანამედროვე მედიცინაში.

ზოგადი ქირურგია

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ქირურგიულ ავადმყოფთა კლინიკური გამოკვლევის მეთოდები, ქირურგიული მკურნალობის პრინციპები და ძირითადი ქირურგიული დაავადებების სემიოტიკა. სტუდენტებმა უნდა შეისწავლონ ასეპტიკა და ანტისეპტიკა, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები (ენდოსკოპია, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული კვლევა, დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია), სისხლდენა და მისი

Page 13: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

შეჩერების მეთოდები, სისხლის გადასხმა, სისხლის შემცვლელი ხსნარები, გაუტკივარებისა და რეანიმაციის საკითხები, ქირურგიული ოპერაციის სახეები და ეტაპები, აგრეთვე ტრავმატოლოგიის ზოგადი საკითხები, ნეკროზი, დამწვრობა, მოყინვა, ელექტროტრავმა, ჩირქოვანი ქირურგიის საკითხები, პარაზიტული დაავადებები, რომლებიც ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს, ზოგადი ონკოლოგია, განვითარების მანკები, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია და ტრანსპლანტოლოგია.

შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა

პროპედევტიკის შესწავლა სტუდენტებში განაპირობებს ავადმყოფის გამოკვლევის პროფესიულ უნარ-ჩვევების, კლინიკური აზროვნების, სამედიცინო ეთიკის და დეონტოლოგიის ელემენტების ჩამოყალიბებას. სტუდენტმა დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს ავადმყოფის სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევა, შეაფასოს კლინიკური და ლაბორატორიულინსტრუმენტული გამოკვლევებით მიღებული შედეგები და დასვას ყველაზე გავრცელებული შინაგანი დაავადების დიაგნოზი, შეადგინოს ავადმყოფობის ისტორია, განახორციელოს სინდრომული დიაგნოსტიკა.

რადიოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია სხივური დიაგნოსტიკის პრინციპების და ძირითადი დიაგნოსტიკური შესაძლებლობების შესწავლა; სხივურ მეთოდთა დიაგნოსტიკური ინფორმატიულობის შესწავლა სისტემებისა და ორგანოების მიხედვით; სხივური თერაპიის ძირითადი სახეების და ტიპების წარმოდგენა. სასწავლო კურსი სტუდენტს საშუალებას მისცემს: ანამნეზის და კლინიკური მონაცემების საფუძველზე განსაზღვროს სხივური კვლევის ჩვენება;გააფორმოს ავადმყოფის სხივურ გამოკვლევაზე მიმართვა და მოამზადოს ავადმყოფი შესაბამისი სხივური გამოკვლევისათვის; სხივურ დიაგნოზთან ერთად განსაზღვროს კვლევის მოცულობა და, საჭიროების შემთხვევაში, კვლევის მეთოდების თანმიმდევრობა (ალგორითმი); დამოუკიდებლად ამოიცნოს და შეაფასოს სხვადასხვა ორგანოს გამოსახულება, მიღებული სხივური დიაგნოსტიკის მეთოდების საშუალებით (რენტგენოგრამა, ექოგრამა და სხვ.).

შინაგანი სნეულებანი (ინტეგრაციული კურსი მოიცავს: კარდიოლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნეფროლოგია, რევმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია, პროფესიული პათლოგია, ჰენატოლოგია)

კურსის სწავლების მიზანია გავრცელებული ნოზოლოგიების ეტიოლოგიის, პათოგენეზის, კლასიფიკაციის, კლინიკური გამოვლინებების შესწავლა. ტიპიური მიმდინარეობის დაავადებათა მქონე პაციენტის დიაგნოზის ფორმირება, მკურნალობის სქემისა და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა დასახვა, ზოგიერთი ექსტრემალური მდგომარეობის დროს გადაუდებელი საექიმო დახმარების აღმოჩენა. ასევე აუცილებლად და სტუდენტისთვის სასარგებლოდ მიგვაჩნია, პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების გარდა სტუდენტებს გავაცნოთ ის სხვადასხვა საინტერესო და იშვიათი სინდრომები და დაავადებები, რომლებითაც მომართავენ კლინიკას ავადმყოფები. მთავარი მიზანია, სტუდენტს განვუვითაროთ

Page 14: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

კლინიკური აზროვნება – უნარი, გამოყოს მთავარი, ანუ დაავადებათა დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, შესძლოს ანამნეზის, ფიზიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგების მიხედვით დაასაბუთოს დიაგნოზი; აითვისოს შესასწავლი ნოზოლოგიების ფარგლებში დიფერენციული დიაგნოსტიკის მეთოდები.

ასევე, სამედიცინო დეონტოლოგიის საფუძვლების ფორმირება – მომავალი სპეციალისტის აღზრდა ავადმყოფისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით.

ენდოკრინოლოგიის სასწავლო კურსის მიზანია ენდოკრინული დაავადებების კლინიკური სურათის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპების ათვისება. მომავალმა ექიმმა უნდა იცოდეს, ერთი მხრივ, ენდოკრინოლოგიის საფუძვლები და ენდოკრინულ დაავადებათა კლინიკური პათოფიზიოლოგია.

ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტთათვის აუცილებელი თეორიული ცოდნის მიცემა ალერგიული დაავადებებისა და ძირითადი იმუნოპათოლოგიური მდგომარეობების განსაზღვრის, გავრცელების, რისკ-ფაქტორების, ეტიოლოგიის, პათოგენეზური მექანიზმების, დიაგნოსტიკის, დიფერენციული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მართვისა და პრევენციის შესახებ და იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლა-ათვისება, რომლებიც საჭიროა აღნიშნულის განსახორციებლად.

პროფესიული დაავადებების სასწავლო კურსის მიზანია საწარმოო მავნე ფაქტორებით გამოწვეული დაავადებების ეტიოლოგიის, განვითარების მექანიზმების, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პრევენციის პრინციპების შესწავლა.

სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების და ავადმყოფის საწოლთან სწავლების ფორმატში.

კანისა და ვენეროლოგიური სნეულებანი სასწავლო კურსის მიზანია კანისა და სქესობრივი გზით გადამდებ გავრცელებულ

დაავადებათა დიაგნოსტიკის მეთოდების და მკურნალობის პრინციპების სწავლება. ამ ამოცანის გადაჭრის გზები: სტუდენტების მიერ კანისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით ავადმყოფის გამოკვლევის მეთოდიკის ათვისება; გავრცელებული და მძიმე დერმატოზების დიფერენცირება; კლინიკურლაბორატორული გამოკვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია; ვენერული და კანის გადამდებ დაავადებათა დასნებოვნების დონის შესამცირებელი პროფილაქტიკური მეთოდების, სანიტარიულ-საგანმანათლებლო სამუშაოსა და საორგანიზაციო ღონისძიებათა ათვისება; დისპანსერული მეთვალყურეობის მეთოდების ათვისება.

ნევროლოგიასასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს: ნევროლოგიური ავადმყოფის

გამოკვლევის წესები, სიმპტომთა და სინდრომთა ინტერპრეტაციის, ტოპიკური და დიფერენციული დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმვის უნარები; კლინიკური ნევროლოგიის თეორიული საფუძვლები; პაციენტის ნევროლოგიური შეფასების, ნევროლოგიური გასინჯვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები; გადაუდებელი და ხშირი ნევროლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტირება და მართვა. სწავლის შედეგი: სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ უნდა შეეძლოს: ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტის ანამნეზის შეკრება და მისი პრეზენტაცია; სკრინინგული ნევროლოგიური გასინჯვის ჩატარება როგორც ნათელი, ასევე დათრგუნული ცნობიერების მქონე პაციენტისათვის; გამოიცნოს ნევროლოგიური დისფუნქციის არსებობა ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნებისმიერ ნაწილში;

Page 15: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

გამოავლინოს საბაზისო ცოდნა ნერვული სისტემის ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდების შესახებ და იმსჯელოს მათ სადიაგნოზო მნიშვნელობაზე; იცნობდეს გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობების (ინტრაკრანიული ჰიპერტენზია, ტოქსიურმეტაბოლური ენცეფალოპათია, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მენინგიტი, ენცეფალიტი, ეპილეფსიური სტატუსი, მწვავე ინსულტი, თავის ტრავმა, ზურგის ტვინისა და რაშის კუდის კომპრესია, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა, საფეთქლის არტერიიტი) დიაგნოსტიკა და მართვა; იცნობდეს შემდეგი ნევროლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკის, შეფასებისა და მართვის ძირითად პრინციპებს: ინსულტი, ეპილეფსია, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება, ესენციური ტრემორი, გაფანტული სკლეროზი, შაკიკი, ბელის დამბლა, კარპალური არხის სინდრომი, დიაბეტური პოლინეიროპათია, ტვინის სიკვდილი.

პედიატრიასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პედიატრიის, როგორც

მეცნიერების რაობა, მისი მიზანი და ამოცანები; პედიატრიის განვითარების ისტორია საქართველოში; ბავშვთა ასაკის პერიოდები, მისი დახასიათება, პერიოდიზაციის მნიშვნელობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის; ბავშვის ზრდა-განვითარების თავისებურებანი ასაკობრივ ასპექტში; ახალშობილთა დახასიათება, ადაპტაციური მდგომარეობანი, მათი დიფერენცირება პათოლოგიასთან, ახალშობილობის პერიოდის დაავადებების თავისებურებანი, მათი მართვის ძირითადი პრინციპები; ბავშვის კვება, სწორი კვების შეფასების პრინციპები; ჩვილისა და მოზარდის ქცევის თავისებურებები; ბავშვის მოვლის ძირითადი პრინციპები, გარემო და შიდა ფაქტორების როლი ბავშვის ნორმალური განვითარებისა და სოციალური ადაპტაციისათვის; ორგანოთა და სისტემების განვითარების ანატომიურფიზიოლოგიური თავისებურებები, ობიექტური გამოკვლევა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდები, ორგანოთა და

სისტემების დაზიანებების სემიოტიკა, უმთავრესი სინდრომები და მკურნალობის ძირითადი პრინციპები; ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

სწავლის შედეგი: პედიატრიის კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტმა უნდა იცოდეს და შეეძლოს: ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება; ჩამორჩენის მხრივ საშიშროების ნიშნების გამოვლენა და მისი შეფასება; მშობელთან საუბრის წარმართვა ჩამორჩენის კორექციის შესაძლო გზების შესახებ; ბავშვისათვის სწორი კვების დანიშვნა და კვების ტექნიკის შეფასება, საჭირო საკვების რაოდენობისა და კალორაჟის გაანგარიშება; მშობლისგან ანამნეზის შეგროვება, ბავშვის გასინჯვა, საშიშროების ნიშნების დადგენა; ახალშობილის გასინჯვა და შეფასება; სხვადასხვა ორგანოს და სისტემის უხშირესი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; იცოდეს პედიატრიაში წამლის დანიშვნის პრინციპები და თავისებურებები; შეიძინოს საჭირო დეონტოლოგიური უნარ- ჩვევები; შესძლოს ბავშვთან კომუნიკაციური და მშობლებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ინფექციური სნეულებანი

სასწავლო კურსის მიზანია მომავალი ექიმის მომზადება ინფექციურ დაავადებებსა და სამედიცინო პარაზიტოლოგიაში. პროგრამაში გათვალისწინებულია მოთხოვნები,

Page 16: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში დგას ექიმის წინაშე და ორიენტირებულია კურსდამთავრებულის მიერ მასზე

დაკისრებული მოვალეობის ოპტიმალურად შესრულებაზე: მწვავე და ქრონიკული გადამდები ინფექციური დაავადებებით ავადმყოფთა გამოვლენა; მათი პირველადი სინდრომული დიაგნოსტიკა; ინფექციური ავადმყოფისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტების ათვისება; ეტიოტროპული და პათოგენეზური მკურნალობის პრინციპების შესწავლა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დროს; საქართველოში გავრცელებული პარაზიტული დაავადებებისა და ჰელმინთოზების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპების შესწავლა.

ფტიზიატრიასასწავლო კურსის მიზანია თსსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები აღჭურვოს ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის აუცილებელი თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. აღნიშნული როგორც ზოგადი პროფილის, ისე სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის მომავალი ექიმების ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამაში ინტეგრირებას უზრუნველყოფს და ქვეყნის მასშტაბით ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზის შემთხვევის სწორ მართვას განაპირობებს. ფთიზიატრიის სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების და დამოუკიდებელი მუშაობის ფორმატით.

ქირურგიული სნეულებანი (ინტეგრაციული კურსი მოიცავს: კერძო ქირურგია 1 და 2, უროლოგია, ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, ბავშვთა ქირურგია, ონკოლოგია)

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ყველაზე გავრცელებული ქირურგიული დაავადებებისა და მათი გართულებების ეტიოლოგია, პათოგენეზი და ტიპური კლინიკური მიმდინარეობა; კლინიკური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების თანამედროვე მეთოდები; მკურნალობისა და პროფილაქტიკის პრინციპები. ძირითადიაქცენტი უნდა გაკეთდეს დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შერჩევაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ფართოდ დაინერგა კლინიკურ პრაქტიკაში და საგრძნობლად შეცვალა წარმოდგენა ამა თუ იმ ქირურგიული პათოლოგიის მკურნალობის საყოველთაოდ მიღებულ პრინციპებზე.უროლოგიის სასწავლო კურსის მიზანია დიპლომამდელი განათლების ეტაპზე მომავალი ექიმი აღიჭურვოს თანამედროვე ცოდნით ბავშვთა და მოზარდთა, ორივე სქესის საშარდე და მამაკაცის სასქესო სისტემის ორგანოთა ყველაზე გავრცელებულ ანომალიათა და დაავადებათა შესახებ. მიღებულმა ცოდნამ ფართო გამოყენება უნდა ჰპოვოს პირველადი ჯანდაცვის დახმარების ქსელში, ზოგადი პროფილის ექიმის და ოჯახის ექიმის კლინიკური აზროვნებისას, ავადმყოფთა კვლევის, დიაგნოსტიკის, განსაკუთრებით დიფერენციული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის განსაზღვრის დროს. მაღალ პროფესიულ დონეზე დაასაბუთოს კვლევის და მკურნალობის შემდგომი ეტაპის აუცილებლობა.

Page 17: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ნეიროქირურგიის სასწავლო კურსის მიზანია საბაზისო ცოდნის მიღება ნეიროქირურგიულიდაავადებების შესახებ, რაც გულისხმობს: ნეიროქირურგიული პათოლოგიების კლინიკურ და რადიოლოგიურ დიაგნოსტიკას, ნეიროქირურგიული დაავადებების მკურნალობის ძირითადი პრინციპების ცოდნას. ონკოლოგიის სასწავლო კურსის მიზანია მომავალი ოჯახის ექიმებს შევასწავლოთ: ზოგადიონკოლოგიის ძირითადი საფუძვლები; ეთიკის და დეონტოლოგიის საკითხები; ზოგად ონკოლოგიური დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის პრინციპები;ობლიგატური და ფაკულტატური კიბოსწინა დაავადებები, მათი ამოცნობის და მკურნალობის საფუძვლები; სიმსივნის ბიოლოგიური თავისებურებანი; ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკა და დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და მეთოდები; ნამკურნალები ავადმყოფების ამბულატორიული მონიტორინგი; დიაგნოსტიკის მეთოდებისროლი კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენაში; ოჯახში მყოფი IV კლინიკური ჯგუფის ინკურაბელური ავადმყოფის მოვლა და სიმპტომური მკურნალობა.ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ძირითადი დებულებები, ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმა _ ანთროპომეტრია, სახსარში მოძრაობის ამპლიტუდის განსაზღვრა და რეგისტრაცია; ძვალ-სახსროვანი პათოლოგიის გამოვლენა, დიაგნოსტიკა და დოკუმენტირება; პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი მეთოდების გაცნობა _ სატრანსპორტო იმობილიზაცია, ამოვარდნილობის ჩასწორება, მოტეხილი ფრაგმენტების პირველადი ერთმომენტიანი რეპოზიცია _ ფიქსაცია (არტაშანი, თაბაშირის ნახვევი); მოტეხილობათა მკურნალობის კონსერვატული და ოპერაციული მეთოდებისა და ვადების გაცნობა.სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების და

ავადმყოფის საწოლთან სწავლების ფორმატში.

მეანობა-გინეკოლოგიასასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ქალის ორგანიზმში მიმდინარე

პროცესები ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში; იმ პათოლოგიური პროცესების პროფილაქტიკის დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები, რომელსაც შეიძლება ადგილი ექნეს როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის და ლოგინობის ხანაში; ნაყოფისა და ახალშობილის პათოლოგიის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები; ქალის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში; ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები, მათი პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები; ბავშვთა და მოზარდთა ასაკის გინეკოლოგია (18 წლის ასაკამდე გოგონების ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესები); მენსტრუალური ციკლის მოშლილობები; ენდომეტრიოზი; ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები; ტროფობლასტური დაავადებები; ქალის სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები.

Page 18: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

სასწავლო კურსი სტუდენტს მისცემს საშულებას გამოიმუშავოს უნარ-ჩვევები: ორსულის და გინეკოლოგიური ავადმყოფის გამოკვლევა, საშვილოსნოს ფუძისა და გარშემოწერილობის გაზომვა, ნაყოფის გულისცემის მოსმენა, მენჯის გარეგანი ზომების გაზომვა; სამშობიარო მოქმედების ინტენსივობის შეფასება; ჭიპლარის დამუშავება; ახალშობილისთვის პირველი დახმარების გაწევა; პირველადი დახმარების გაწევა სხვადასხვა სამეანო პათოლოგიების დროს, მაგ. ეკლამფსიური გულყრა; გინეკოლოგიური ავადმყოფის ბიმანუალური გასინჯვა; ექტოპიური ორსულობის დიაგნოსტიკა და პირველი დახმარების გაწევა; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების მწვავე ფორმების დიაგნოსტიკა; ექსტრაგენიტალური დაავადებების დროს ორსულობის წინააღმდეგჩვენებების განსაზღვრა; ძირითადი გამოკვლევები ავთვისებიანი სიმსივნეების დროს,ავადმყოფის ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი მოვლა; სამეანომაშების, ვაკუუმ-ექსტრაქტორისა და ნაყოფის დამშლელი ოპერაციების წარმოება ფანტომზე. უნდა ერკვეოდეს ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებში, იცოდეს მათი შერჩევის კრიტერიუმები და შეეძლოს საშვილოსნოსშიდა საშუალებების ჩადგმა ფანტომზე.

ყელ-ყურ-ცხირის სნეულებანი

ყელ -ყურ-ცხვირის სნეულებების შესწავლის მიზნად და ძირითად საგნად განიხილება ლორ-ორგანოების კლინიკური ანატომია, ფიზიოლოგია და დაავადებათა დიაგნოსტიკის და მკურნალობის ძირითადი მეთოდები.

კურსის სწავლება მიმდინარეობს კურაციული სისტემით თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების და კოლოკვიუმის ჩატარების ფორმატით. სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისთვის შეთავაზებული ფორმებია: პრეზენტაციის მომზადება, სასწავლო-კვლევითი ნაშრომების შესრულება. სასწავლო კურსი სრულდება გამოცდის ჩაბარებით. სწავლების პროცესში დიდი ადგილი დაეთმობა ავადმყოფთან უშუალო კონტაქტს.

თვალის სნეულებანი

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს: მხედველობის ორგანოს კლინიკური ანატომია, გამოკვლევის და დიაგნოსტიკის მეთოდები, რომლებიც იძლევიან დაავადების დიაგნოსტიკის საშუალებას; პაციენტისათვის პირველადი, გადაუდებელი დახმარება და განსაზღვრონ მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა; შესძლონ ოფთალმოლოგიური სიმპტომატიკის გამოყენება სომატური დაავადებების დიაგნოსტიკაში; თვალის ადგილობრივი მოქმედების

პრეპარატების სწორი გამოყენება; თვალშიდა წნევის განსაზღვრა პალპატორული მეთოდით; თვალზე ნახვევის დადება. სწავლის შედეგი: მოცემული პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტმა უნდა იცოდეს მხედველობის ორგანოს ანატომია, ფიზიოლოგია, ფუნქციები, დაავადების ეთიოპათოგენეზი, კლინიკური სიმპტომები, მკურნალობის პრინციპები, ოფთალმოლოგიური გამოკვლევის მეთოდები. შეძენილი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარება სტუდენტს მომავალი პროფესიული საქმიანობისას სწორად წარმართოს პაციენტის კვლევა, განსაზღვროს ოფთალმოლოგიური სიმპტომების კავშირი სომატურ პათოლოგიასთან.

ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია

Page 19: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის, კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესწავლა. სტუდენტები შეისწავლიან გულის გაჩერებას და მის მიზეზებს, კლინიკური ნიშნებს, გულ-ფილტვის რეანიმაციას, მის ტექნიკას და ჩვენებებს, გულის ელექტრულ დეფიბრილაციას; სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან ასოცირებულ კრიტიკული მდგომარეობებს; ნერვული სისტემის დაავადებებთან ასოცირებულ კრიტიკულ მდგომარეობებს; სუნთქვის ფუნქციის დარღვევასთან ასოცირებულ კრიტიკულ მდგომარეობებს (ასთმური სტატუსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია); საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებთან ასოცირებულ კრიტიკულ მდგომარეობებს, ზონდით კვებას, პარენტერალურ კვებას, ღვიძლის მწვავე უკმარისობას, ჰემოსორბციას, პლაზმაფერეზს; თირკმლების მწვავე უკმარისობას, ჰემოდიალიზს.

კლინიკური ტოქსიკოლოგიასასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს თეორიული /ექსპერიმენტული/,

პროფილაქტიკური და კლინიკური ტოქსიკოლოგიის ძირითადი მიმართულებები; შხამებისა და მოწამვლების კლასიფიკაცია; შხამების ტოქსიკურობა და საშიშროება; ტოქსიკოლოგიის ძირითადი ცნებები, ტოქსიკომეტრიის პარამეტრები; შხამების ორგანიზმში შეღწევის გზები; ნივთიერების კუმულაციური თვისებების შესწავლა და შეფასება; ნივთიერების კომბინირებული და კომპლექსური მოქმედება; ნივთიერების კანზე გამაღიზიანებელი, რეზორბიციული და მასენსიბილიზებელი მოქმედება;ნივთიერების ორგანიზმზე ზემოქმედების შორეული შედეგები; შხამების ორგანიზმზე მოქმედების სახეები; დეტოქსიკაციის მეთოდები; აღდგენითი საშუალებების კლასიფიკაცია და გამოყენების პრინციპები; მოწამვლათა განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორები; შხამებისა და ორგანიზმის ურთიერთქმედება, ტოქსიკოკინეტიკა, ტოქსიკოდინამიკა; ძირითადი ტოქსიკოსინდრომები მწვავე ეგზოგენური მოწამვლების დროს; მწვავე მოწამვლათა (ფსიქოტროპული პრეპარატებით, მხუთავი აირით, ფოსფორორგანული ნივთიერებებით, მძიმე მეტალთა ნაერთებით) სიმპტომატოლოგია, დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და გადაუდებელი მკურნალობა; დიფერენციული დიაგნოსტიკა ფსიქოტროპული ნივთიერებებით მწვავე მოწამვლების დროს.

ფსიქიატრია

სასწავლი პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ფსიქიკურ აშლილობათა ეტიოლოგია, პათოგენეზი, ეპიდემიოლოგია, კლინიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, პროფილაქტიკა იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ზოგადი პროფილის ექიმისათვის, ან ვიწრო დარგის სპეციალისტისათვის (არაფსიქიატრისა და ნარკოლოგისათვის).

კურსის სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების, ავადმყოფის საწოლთან მეცადინეობის და სემინარების ფორმატით.

ფსიქოლოგიის საფუძვლები;

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, ფაქტები და თეორიები, ცხოვრებისეული და პროფესიული პრობლემების

Page 20: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

(კომუნიკაცია, ლიდერობა და მართვა, მოლაპარაკებები, სოციალური პერცეფცია, თვითრეგულაცია და ა.შ.) თავისებურებები და მათი გადაჭრის პრაქტიკული ხერხები.მეცადინეობა ტარდება სალექციო კურსისა და სემინარების სახით.

ჰიგიენა და სამედიცინო ეკოლოგია

პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს მომავალი ექიმი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი ცოდნით, რომლის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების – ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების – დაცვა.

პროგრამის ძირითადი მიზანია მომზადდეს სპეციალისტი, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება ისეთი პრობლემის გადაწყვეტაზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრების პირობებზე მისი უარყოფითი ზეგავლენის შემცირება ჯანმრთელობის საერთო გაუმჯობესების მიზნით. კურსის სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობების, სემინარების ჩატარებისა და ტესტური გამოკითხვის ფორმატით. სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისთვის შეთავაზებული ფორ¬მებია: ბიბლიოთეკაში დამატებითი ლიტერატურის გაცნობა, ინტერნეტში მუშაობის სრულყოფა, პრეზენტაციების მომზადება და მათი მოხსენება, სასწავლო-კვლევითი ნაშრომების შესრულება. სასწავლო კურსი სრულდება გამოცდის ჩაბარებით.

პრევენციული მედიცინა

სასწავლო კურსის მიზანია უზრუნველყოს მომავალი ექიმი ინფექციური და არაინფექციური ეტიოლოგიის დაავადებების პრევენციის საკითხების აუცილებელი ცოდნით; მომზადდეს სპეციალისტი, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება ისეთი პრობლემის გადაწყვეტაზე, როგორიცაა ცხოვრების წესის ცვლილება (ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევების უარყოფა, მავნე პროდუქტების გამოყენების შემცირება და მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის გაძლიერება).

ეპიდემიოლოგია ბიოსტატისტიკით

პრაქტიკული საქმიანობისა და კვლევითი მუშაობისათვის დიპლომირებული მედიკოსის მომზადება, მკურნალი ექიმის პრაქტიკული მოღვაწეობის თავისებურებების, გარკვეულ სიტუაციათა სისტემური ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტილებების შემოქმედებითი ძიების მნიშვნელობის გათვალისწინებით.

სწავლების ამოცანებია: ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის თეორიული, მეთოდური და ორგანიზაციული საფუძვლების დაუფლება; ავადობისა და სავარაუდო რისკის ფაქტორების შესახებ ინფორმაციის დაჯგუფება და სტატისტიკური შეჯერება; კორელაციური (სტატისტიკური), მიზეზ-შედეგობრივი (ფორმალურ-ლოგიკური) და ფუნქციური (ეპიდემიოლოგიური) კავშირების გამოვლენის საფუძველზე დაავადების განვითარების, ავადობის ფორმირების მექანიზმებისა და რისკის ფაქტორების შესახებ ჰიპოთეზის ჩამოყალიბება; შემუშავებული ჰიპოთეზის შესაფასებლად სტატისტიკური და ლოგიკური მეთოდური ხერხების თავსებადი გამოყენება. სტატისტიკური

Page 21: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

მაჩვენებლებისდამაჯერებლობის შეფასება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჯაჭვში იმ ცვლადების მოძიება, რომელზეც შესაძლებელია ზემოქმედება; სამკურნალო და პროფილაქტიკური პრეპარატების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება ეპიდემიოლოგიურიკვლევების საშუალებით; გადამდებ დაავადებათა პრობლემის შეფასება ეპიდემიური პროცესის შინაგანი და გარეგანი მარეგულირებელი მექანიზმების საფუძველზე; დაავადების განვითარების მიზეზებისა და პირობების შესახებ არსებული მეცნიერული მონაცემებისა და კვლევის შედეგების ეპიდემიოლოგიური შეჯერება; ექსტრემალური ვითარების შემთხვევაში მოსალოდნელი არასასურველი ეპიდემიოლოგიური შედეგებისაღმკვეთი ღონისძიებების განხორციელება.

ჯანდაცვის ორგანიზაცია და მენეჯმენტისასწავლო კურსის შესწავლის მიზანს წარმოადგენს - შეასწავლოს მომავალ ექიმს ჯანდაცვის ორგანიზაციის, მენეჯმენტისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი ელემენტები, პრიორიტეტების განსაზღვის მეთოდები და ფორმები, ახალი მოდელებისა და ფორმების შექმნის მეთოდიკა, მართვის თანამედროვე ეფექტური მოდელები, რათა მომავალში მათ შეძლონ M ახალი პრიორიტეტებისა და მართვის თანამედროვე მეთოდების ადაპტირება პრაქტიკულ ჯანდაცვაში.სწავლება მიმდინარეობს ლქციების, პრაქტიკულების და დამოუკიდებელი მუშაობის ფორმატით.

სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მიაწოდოს თანამედროვე ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო-ბიოლოგიურ საკითხის შესახებ, რომელიც აღიძვრება სამართალდამცავი ორგანოების წინაშე გამოძიების ან სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში სისხლის სამართლის ან სამოქალაქო საქმეების განხილვის დროს, რათა მან შეძლოს სწორად და კომპეტენტურად გააკეთოს ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში, სწორად და ზუსტად აღწეროს დაზიანებები და პათოლოგიური პროცესები, რითაც ხელს შეუწყობს შემდგომში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას და გამოძიებას.

კლინიკური უნარჩვევები (კლინიკური უნარჩვევები 1,2,3,4)

კურსის მიზანია კლინიკური უნარ-ჩვევების (მანიპულაციების) ტექნიკის სწავლება სტუდენტისთვის და სტუდენტის მიერ ჩვევების წარმოების უზრუნველყოფა მანეკენებსა და სიმულატორებზე, და შესაბამისი კლინიკური ვითარებების განხილვა

მოცემული სასწავლო კურსის სწავლება მიმდინარეობს პრაქტიკული მეცადინეობების სახით პრაქტიკულ მეცადინეობებზე ხდება კლინიკური ჩვევების დემონსტრირება მანეკენებსა თუ სიმულატორებზე და მიმდინარეობს სტუდენტების მიერ მათი შესწავლა და ჩატარება; ასევე წარმოებს სხვადასხვა კლინიკური სიტუაციების განხილვა. საგანი მთავრდება გამოცდით, რომელიც ტარდება OSCE-ის ტიპით.

Page 22: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

კომუნიკაციური უნარჩვევები

სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მომავალი პროფესიისადმი, მათ პაციენტთან დაახლოებას, გააცნოს სტუდენტებს ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ზოგადი სტრუქტურა, გამოუმუშაოს სტუდენტებს ზოგიერთი კომუნიკაციური უნარ-ჩვევა, რომელსაც ისინი მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

კურსის სწავლება მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში მუშაობის სახით, რომელიც მოიცავს დისკუსია, როლების გათამასებას, სიმულაციურ პაციენტთან მუშაობას. ოჯახის ექიმთან უკუკავშირის სესიების დროს სტუდენტი აკვირდება ექიმის საქმიანობას.

უცხოური ენა (უცხოური ენა 1, 2 და 3)

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უცხოური ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის სწავლება ევროგაერთიანების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მედიკოსების მიერ უცხოური ენის პრაქტიკულ ფლობას და პროფესიულ მოღვაწეობაში მის გამოყენებას. კურსის ამოცანაა საჯარო სკოლაში უცხოურ ენაში მიღებული ცოდნის სრულყოფა და სამედიცინო ტერმინოლოგიის შესწავლა, სამედიცინო თემებზე საუბრის, მოსმენილის გაგების, სამედიცინო ტექსტების კითხვა-გაგების და უცხოელ კოლეგებთან მიწერ-მოწერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, გარდა ამისა, სტუდენტთა ანალიზური აზროვნებისა და პროფესიული სრულყოფა უცხოური ენის საშუალებით.

პროფესიული ლათინური ენა

სასწავლო კურსის მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სამედიცინო ტერმინოლოგიის სწავლება ევროგაერთიანების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მედიკოსების მიერ ლათინური ენის პროფესიულ მოღვაწეობაში გამოყენებას. კურსის ამოცანაა: საერთაშორისო სამედიცინო ტერმინოლოგიის შესწავლა.

აკადემიური წერის საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია სამედიცინო უნივერსიტეტის

ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სამედიცინო ტერმინოლოგიის სწავლება ევროგაერთიანების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მედიკოსების მიერ ლათინური ენის პროფესიულ მოღვაწეობაში გამოყენებას. კურსის ამოცანაა: საერთაშორისო სამედიცინო ტერმინოლოგიის შესწავლა.

მედიცინის ისტორია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: სამედიცინო აზროვნების განვითარების ძირითადი ეტაპები და კანონზომიერებები; სხვადასხვა ქვეყნის და

Page 23: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ეპოქის ტრადიციული მედიცინის სამედიცინო_სააზროვნო სისტემის ზოგადი პრინციპები, წარმოშობის წინამძღვრები და მექანიზმები; მედიცინის ისტორიის პერიოდიზაცია; მედიცინის ისტორიის შესწავლის წყაროები: ძველი სამედიცინოდამწერლობითი ძეგლები, ხალხური მედიცინის ნიმუშები, არქეოლოგიური მასალა, აგიოგრაფიული, მხატვრული და ფოლკლორული მასალა, მედიცინის, მითოსის და რელიგიის ურთიერთმიმართება; მსოფლიოში არსებული სამედიცინო_სააზროვნო სისტემების (ჰომეოპათია, ანთროპოსოფია, ნატუროპათია, ჰოლისტიკური მედიცინა, იზოთერაპია, ჰომოტოქსიკოლოგია და სხვ.) და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული მედიცინის ძირითადი პრინციპები, ზოგადი თეორიული საფუძვლები; საქართველოს და მსოფლიოს სამედიცინო_ისტორიული ფაქტოლოგიური მასალა; ტრადიციული მედიცინის მეთოდების და საშუალებების აპრიორული შეფასების მეთოდები.

ბიოეთიკაკურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ბიომედიცინის სფეროში ახალი სამედიცინო

ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური,სამართლებრივი და რელიგიური პრობლემები, საკანონმდებლო ბაზა და საერთაშორისოდოკუმენტები, რომლებიც არეგულირებენ სამედიცინო საქმიანობას და ჯანდაცვის პოლიტიკას.სწავლის შედეგი: ბიოეთიკის კურსის გავლის შედეგად სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს სამედიცინოდახმარების სრულ სპექტრს: ჯანმრთელობის ხელშეწყობას და დაცვას,დაავადების პრევენციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, მოვლასა დარეაბილიტაციას. ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში ცენტრალური როლიუნდა მიენიჭოს პიროვნების პატივისცემისა და თანასწორობის პრინციპს,პაციენტის ინდივიდური არჩევანის უფლების წახალისებას, მისი შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობას. ბიოეთიკის ფუნდამენტურ წანამძღვარს წარმოადგენს იმის შეგნება, რომ ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის უფლება უნდა იყოს და არა პრივილეგია. სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ სფეროს პოლიტიკისათვის ფუძემდებლურ პრინციპია სამართლიანობა; 'სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს ეფექტური, კვალიფიციური, ხელმისაწვდომი, არადამამცირებელი, დაფუძნებულითანაგრძნობაზე და სოციალურად მისაღები; 'უნდა შემუშავდეს მექანიზმები,რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის გათვითცნობიერებულ მონაწილეობას ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების სფეროშიპოლიტიკის შემუშავებისას, საზოგადოება და ცალკეული მოქალაქეები ჩართული უნდა იყვნენ ჯანდაცვის საშუალებების არსისა და ხარისხის განსაზღვრაში.

სამეცნიერო კვლევის საფუძვლებიპროგრამის მიზანია სტუდენტებისთვის სამეცნიერო-კვლევითი უნარ_ჩვევების (სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა, ჩატარება, კრიტიკული მეცნიერული აზროვნება, შედეგების ინტერპრეტირება, სტუდენტის სამეცნიერო ინტერესის სფეროში ინფორმაციის მოძიება და ანალიზი) ჩამოყალიბება.

თერაპია (ინტეგრაციული კურსი - შინაგან დაავადებათა მართვა და გერიატრიის საფუძვლები; საოჯახო მედიცინა)

Page 24: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

მოახდინოს სწავლების წინა ეტაპებზე, კერძო პათოლოგიაში შეძენილი ცოდნის სინთეზი, სინდრომული დიაგნოსტიკის (სიმპტომიდან დიაგნოზამდე), DA დიფერენციული dიაგნოსტიკის საფუძვლების შესწავლა.; სასწავლო კურსში შემავალი დაავადებების ეტიოლოგიის, ეპიდემიიოლოგიის, პატოფიზიოლოგიის, კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებებისა და მრავალფეროვნების, მკურნალობისა და პრევენციის მეთოდების შესწავლა; დაავადების შესაბამისი მაღალი მგრძნობელობისა და მაღალი სპეციფიურობის მქონე სადიაგნოსტიკო ტესტების ცოდნა სიმპტომიდან დიაგნოზამდე მსვლელობის სწორად წარმართვის მიზნით; გერიატრიის საფუძვლების შესწავლა; ავადმყოფის გამოკვლევისა და გასინჯვის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლება; სინდრომული მკურნალობის საფუძველთა ათვისება; ავადმყოფის მონაცემთა შეკრების და ანალიტიკურ-კრიტიკული შეფასების უნარ-ჩვევების ათვისება.;სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების დაუფლება; მიაჩვიოს სტუდენტი კლინიკაში ექიმის მორიგეობის რეჟიმს; დაეხმაროს სტუდენტს სინთეზურისაექიმო აზროვნების ჩამოყალიბებაში;წინასწარი დიაგნოზისა და ფასთან მიმართებით ეფექტური გამოკვლევის გეგმის ჩამოყალიბება;თანამედროვე, კლინიკურ-ლაბორატორიული, მათ შორის იმუნოლოგიური და ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდების ცოდნა; თანამედროვე, კლინიკურ-ლაბორატორიული, მათ შორის იმუნოლოგიური და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების ინტერპრეტაციას.სწავლება მიმდიანრეობს:

1. ყოველდღიური პრაქტიკული მეცადინეობები, თემატიკის მიხედვით დაავადებათა გარჩევა, შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება;

2. სწავლებაავადმყოფისსაწოლთან3. ინტერაქტიური სემინარები4. კოლოქვიუმები5. პრეზენტაციები6. ავადმყოფის გარჩევა7. ეკგ, კოაგულოგრამის და სხვა პარაკლინიკური გამოკვლევის

შედეგების განხილვა და ინტერპრეტაცია8. პაციენტის ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევებზე დასწრება9. ეკგ გადაღების, სპირომეტრიისა და სხვა ფუნქციური გამოკვლევებისა

და პროცედურების ჩატარების დროს მონაწილეობის მიღება;10. კლინიკურ და თეორიულ კონფერენციებზე დასწრება;11. კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;12. კლინიკაში მორიგეობა;13. სამედიცინო დოკუმენტაციის შევსება;

საოჯახო მედიცინა სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს საოჯახო მედიცინის არსი,`ოჯახის ექიმის~, როგორც სპეციალობის თავისებურებები და ოჯახის ექიმის როლი პირველად ჯანდაცვასა და საერთოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში; დაანახოს მას ოჯახის ექიმის საქმიანობის ყოვლისმომცველობა და მრავალფეროვნება; ოჯახის ექიმის პრობლემების გადაჭრის სპეციფიკური უნარი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაავადებათა პრევენციასთან, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვასთან. ამასთან, კურსი მიზნად ისახავს შექმნას ოჯახის ექიმის დადებითი იმიჯი და გააღვიძოს სტუდენტებს შორის ამ სპეციალობისადმი ინტერესი.

Page 25: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

ქირურგია 3

სასწავლო კურსის მიზანია შედეგზე ორიენტირებული სწავლება დიპლომირებული ექიმის კომპეტენციის ფარგლებში. სილაბუსის სტრატეგიული შინაარსობრივი პრინციპი ემყარება განვლილ კურსებზე ზოგადსამედიცინო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების თეორიული ცოდნის სინთეზსა და შევსებას დაავადებების არასტანდარტული, ატიპიური ვარიანტების გაცნობით, საგნობრივი აკადემიური ცოდნის გამყარებას, ინფორმაციის მართვის, პრაქტიკაში გამოყენების უნარის, კლინიკური აზროვნების, პრაქტიკული და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ცოდნაზე (მე-2 დონე) ორიენტირებული განათლების ტრანსფორმირებას უნარსა და შემოქმედებით მიდგომაზე (მე-3 დონე), პროფესიული საქმიანობის ღირებულებების, სწავლის მენეჯმენტისა და მუდმივი სამედიცინო განვითარების აუცილებლობის, დამოუკიდებელი სწავლის პრიორიტეტის გაცნობიერებას. სასწავლო კურსის მიზანია ზოგადი პროფილის დიპლომირებული ექიმის კომპეტენციის ფარგლებში განუმტკიცოს სტუდენტს განვლილ კურსებზე ქირურგიის დარგში მიღებული ცოდნა; შეავსოს გამოვლენილი ნაკლოვანებები და ხარვეზები, დამატებით გააცნოს სტუდენტს დაავადების ატიპიური ვარიანტები, პარაკლინიკური გამოვლინებები, გამოუმუშავოს ცოდნისადმი სისტემური მიდგომა, სინდრომული დიაგნოსტიკის საფუძვლები; მწვავე და სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციების მართვის უნარ-ჩვევები პრე- და კლინიკურ ეტაპებზე; ხელი შეუწყოს სტუდენტური მენტალობის ტრანსფორმირებას ექიმის მენტალობაში; შექმნას მყარი ბაზისი პოსტდიპლომური განათლების (მე-2 და მე-3 ეტაპები) წარმატებით გასაგრძელებლად.

პედიატრია (ინტეგრაციული კურსი - ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა, ბავშვთა ნევროლოგია, ბავშვთა ინფექციური სნეულებანი)

სასწავლო კურსის მიზანი: მოამზადოს ზოგადი პრაქტიკის ექიმი, რომელსაც ეცოდინება პედიატრიის საფუძვლები, ექნება შესაბამისი ბაზისი, რათა გაიაროს რეზიდენტურა მისთვის სასურველ ნებისმიერ დარგში, შეეძლება ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა-განვითარების სწორი წარმართვა, უხშირესი დაავადებების მართვა, გადაუდებელი დახმარების გაწევა, გამოვლენა იმ დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების, რომელიც თხოულობს კონტროლს სამედიცინო დახმარების მეორე-მესამე დონეზე. სწავლის შედეგი: კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა უნდა იცოდეს: უხშირესი მწვავე და ქრონიკული დაავადებები და მათი მართვის პრინციპები ბავშვებსა და მოზარდებში; ახალშობილის შეფასება და ახალშობილობის პერიოდშიძირითადი პათოლოგიური მდგომარეობების მართვის პრინციპები; ბავშვებსა და მოზარდებში ავადობისა და სიკვდილობის ძირითადი მიზეზები; მოზარდთა ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქცევის ვარიანტები; ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები; იშვიათი და გენეტიკური დაავადებების მართვა; უხშირესი გადაუდებელი მდგომარეობების სიმპტომები და გადაუდებელი დახმარებისპრინციპები; ექიმის პაციენტთან ურთიერთობების თავისებურებები (ნდობა,კონფიდენციურობა, რჩევის მიცემა, გამოკითხვა).ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა სასწავლო კურსი სტუდენტს შეასწავლის ინფექციურ დაავადებათა დროული დიაგნოსტიკა, მათი გავრცელების თავიდან

Page 26: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

აცილება (პრევენცია). სტუდენტი დაეუფლება ზოგადი პროფილის ექიმის საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს – დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის ძირითად საფუძვლებს. მას შეეძლება მიღებული ცოდნა გამოიყენოს პირველად ჯანდაცვაში, ურგენტული მდგომარეობების დროს;ბავშვთა ინფექტოლოგიისთვის აქტუალური თანამედროვე ლაბორატორიული კვლევის შედეგების კლინიკური ინტერპრეტაციას,ბავშვთა ნევროლოგიის სასწავლო კურსი შეასწავლის სტუდენტს ბავშვთა ნევროლოგიური და ფსიქომოტორული განვითარების, ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსის შეფასებას, ნეიროოფთალმოლოგიური და ოტონევროლოგიური კვლევის მეთოდებს , ნერვული სისტემის სისტემური გამოკვლევის მეთოდებს , ბავშვთა ასაკის უხშირესი ნევროლოგიური დაავადებების (ინტრაკრანიული ჰიპერტენზია, მიროცეფალია, კრანიოსტენოზი, კუნთთა ჰიპოტონია, ქალატვინის ინერვაციის მოშლილობები, ინტრაკრანიული ჰემორაგიები, ბავშვთა ცერებრული დამბლა, თანდაყოლილი ინფექციები, ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები) დიაგნოსტიკა და მართვა.

მეანობა-გინეკოლოგია 2სასწავლო კურსის მიზანია ზოგადი პროფილის დიპლომირებული ექიმის კომპეტენციის ფარგლებში განუმტკიცოს სტუდენტს მეანობა-გინეკოლოგიაშ მიღბული ცოდნა, გაუღვივოს სტუდენტებს ინტერესი მეანობა გინეკოლოგიის ღრმად შესწავლისათვის. მომავალი პროფესიის არჩევის მიზნით. ამ პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტი რომელიც აირჩევს თავის პროფესიად სხვა სპეციალობებს, უნდა ფლობდეს მეანობა გინეკოლოგიაში გადაუდებელი დახმარების მეთოდებს.

სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიური პრაქტიკული მეცადინეობების სახით, რომლებიც ტარდება უშუალოდ ავადმყოფის საწოლთან. პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია პრე და პოსტ ტესტებისა და სიტუაციური ამოცანების გამოყენება.

კლინიკური რადიოლოგია

კლინიკური რადიოლოგიის შესწავლის მიზნად და საგნად განიხილება. მისი ორი ძირითადი მიმართულება, დიაგნოსტიკური რადიოლოგია, ანუ სხივური დიაგნოსტიკა და თერაპიული რადიოლოგია ანუ სხივური თერაპია. დიაგნოსტიკური რადიოლოგია ანუ სხივური დიაგნოსტიკა აერთიანებს და სწავლობს სხვადასხვა ბუნების სხივების გამოყენებას დიაგნოსტიკის მიზნით, ადამიანის ორგანოების და სისტემების მორფო-ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას, მათი კონკრეტული და კომპლექსური გზით გამოყენებას. სხივური დიაგნოსტიკის მეთოდებია: რენტგენოდიაგნოსტიკა, რადიონუკლიდური დიაგნოსტიკა, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, თერმოდიაგნოსტიკა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. თერაპიული რადიოლოგია ანუ სხივური თერაპია, სწავლობს სხივებისგამოყენებას მკურნალობის მიზნით. იგი აშუქებს და განიხილავს ისეთ საკითხებს როგორიცაა სხივების ბუნება, ბიოლოგიურ ობიექტზე მოქმედების თავისებურება, რადიაციული ტექნიკა , დოზიმეტრია, რადიომეტრია და სხვა. მკურნალობის მიზნით სხივების გამოყენებას საფუძვლად უდევს მათი თვისება გამოიწვიოს ცვლილებები ცოცხალ ორგანიზმში, მის უჯრედებში და ქსოვილებში. სხვადასხვა მაიონებელ სხივებს

Page 27: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

სხვადასხვა ხარისხის ბიოლოგიური მოქმედების ეფექტი აქვს. დღეისთვის შესაძლებელია, ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევაში დასხივების პირობების ინდივიდუალიზაცია. გამომდინარე ყოველივედან სამედიცინო რადიოლოგიის წარმატებული შესწავლა შესაძლებელია ორგანოების მიკრო და მაკროსტრუქტურის (ანატომია, ფიზიოლოგია) და ცოცხალ ქსოვილებში ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესების მიმდინარეობის (სამედიცინო ფიზიკა, ბიოფიზიკა, ბიოქიმია, ფიზიოლოგია, პათფიზიოლოგია) ცოდნის პირობებში.კურსის სწავლება მიმდინარეობს ლექციების, პრაქტიკულ-დიაგნოსტიკური მეცადინეობებით და კონსულტაციების ჩატარების ფორმატით.

რეაბილიტაცია და სპორტული მედიცინა

სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის, როგორც მულტიდისციპლინური საგნის სწავლების მიზანია მომავალ ექიმებს შეასწავლოს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ის ძირითადი პრინციპები და მეთოდები, რომელთა მიხედვითაც წარმოებს ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის, შემდეგ კი – შრომის უნარის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა სხვადასხვა დაავადებისა და ტრავმის დროს. ამასთან ერთად, სტუდენტები გაეცნობიან ჯანმრთელი და დაავადებული ადამიანის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რაც ფიზიკურ აქტივობასთანაა დაკავშირებული. სტუდენტები აითვისებენ ფუნქციური გამოკვლევის მეთოდებს დოზირებული ფიზიკური დატვირთვების დროს ჯანმრთელ და დაავადებულ პირებსა და სპორტსმენებში. სტუდენტები თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლიან მოძრაობის რეჟიმის განსაზღვრას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის შრომისუნარიანობის ამაღლებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. სპორტსმენთა გამოკვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების თავისებურებათა შესწავლა ტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ სპორტის სწორ გამოყენებას გამაჯანსაღებელი და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩასატარებლად.

კურორტოლოგია ფიზიოთერაპიითა და სამკურნალო ტურიზმით

კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების კლინიკურ მედიცინაში გამოყენების მიზანშეწონილობა; ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების ფიზიოლოგიური მოქმედების მექანიზმები;საქართველოს კურორტებზე არსებული ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორები; ფიზიოთერაპიული აპარატურის მუშაობის ზოგადი პრინციპები; ბალნეო- და ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარების ზოგადი ტექნიკა;

ნარკოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს მომავალ ექიმებს წამალდამოკიდებულების ბუნება, მისი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური საწყისები; ფსიქოაქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცია, მათი გამოყენების ხერხები და საშუალებები; ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული

Page 28: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

საერთაშორისო და ქვეყანაში არსებული სამართლებლივი ასპექტები; ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული სიმპტომები, სინდრომები და დაავადებები; ალკოჰოლის მავნედ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური დ ქცევითი აშლილობები, მათი დიგნოსტირების, მკურნალობისა და რეაბილიტაციიის ზოგადი პრინციპები; ოპოიდების და კანაბინოიდების მავნედ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილებები. წამალდამოკიდებულ ავადმყოფთა გამოკვლევის და დიაგნოსტიკის ზოგადი პრინციპები, სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებების თავისებურებები; სედატიური, საძილე საშუალებების და ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორების მავნედ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილებები, მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციიის ზოგადი პრინციპები; ჰალუცინოგენების და აქროლადი გამხსნელების (ინჰალანტების) მავნედ მავნედ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები, მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციიის ზოგადი პრინციპები; ნარკოლოგიური ექსპერტიზის საკითხები.

არჩევითი დისციპლინებითავისა და ყბა-სახის ონკოლოგია

სტუდენტებისთვის ყბა-სახის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების ეტიოლოგიური ფაქტორების, სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების კლინიკური თავისებურებების, დიაგნოსტიკისდა მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდების ძირითადიპრინციპების შესწავლა. სტუდენტები შეიძენენ ცოდნას თავისა და კისრის ონკოლოგიურ დაავადებებზე, რაც დაეხმარებათ მათ ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ და დროულ გამოვლენაში, ამ დაავადებების სწორ დიაგნოსტიკაში, ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე ავადმყოფთათვის ადეკვატური დახმარების აღმოჩენასა და პროფილაქტიკური ღონისძიებების დროულ განხორციელებაში. სტუდენტებს ეცოდინებათ თავის, კისრის და პირის ღრუს ორგანოების კიბოსწინარე დაავადებების და ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლინების საწყისი ფორმები, შესძლებენ მათ სწორ დიაგნოსტიკას

ლაბორატორიული საქმესასწავლო კურსის მიზანია მიაწოდოს სტუდენტებს ინფორმაცია ლაბორატორიული

სამსახურის მიზნებისა და დანიშნულების შესახებ, იმ კვლევების შესახებ, რომლებიც დღეს ფართოდ იხმარება ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებათა დიაგნოსტიკაში. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს ლაბორატორიული მედიცინის სხვადასხვა განხრის გაცნობასა და შესწავლას, როგორიცაა ჰემატოლოგიური გამოკვლევები, ზოგადკლინიკური გამოკვლევები (შარდის, განავლის, ნახველის, ლიქვორის, ექსუდატებისა და ტრანსუდატების და სხვა გამონაყოფების გამოკვლევა), კოაგულოლოგიური გამოკვლევები, ციტოლოგიური გამოკვლევები და სხვა. სწავლების პროცესში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება არა მხოლოდ დააკვირდნენ სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის შესრულებას, არამედ მიიღონ უშუალო მონაწილეობა გამოკვლევებში. ამავე დროს ყურადღება გამახვილდება ყოველი გამოკვლევის კლინიკურ მნიშვნელობაზე, მისი ჩატარების მიზანშეწონილობაზე, პრიორეტულობაზე ამა თუ იმ დაავადების დროს.

ნეონატოლოგია

Page 29: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს ჩამოუყალიბოს ნეონატოლოგიურ კლინიკაში მუშაობის საფუძველები, კლინიკური აზროვნება, შეასწავლოს მას ნეონატოლოგიაში კლინიკური პრაქტიკის უნარ-ჩვევები და მასთან დაკავშირებული თეორიული საკითხები. სტუდენტები შეისწავლიან დროული, დღენაკლი და ვადაგადაცილებული ახალშობილის დახასიათებას; აპგარისსკალას; ახალშობილთა რეანიმაციის საფეხურებს; ახალშობილთა თერმულ დაცვას; ახალშობილის კვებას; ფოტოთერაპიას; ახალშობილთა მოვლას;ტკივილის მართვას ნეონატოლოგიაში; ახალშობილთა ინფექციებს და ჰიპოქსიურ-იშემიურ ენცეფალოპათიას.

პროქტოლოგიასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ

პროქტოლოგიაზე, როგორც მედიცინის დამოუკიდებელ დარგზე, რომელიცაერთიანებს მსხვილი და სწორი ნაწლავის, პარარექტული და გავა-კუდუსუნის მიდამოს თანდაყოლილ, შეძენილ, პოსტრავმულ, კიბოსწინა და სიმსივნურ დაავადებათა დიდ რიცხვს.

რევმატოლოგიასასწავლო კურსის მიზანია სახსრების და ხერხემლის მრავალრიცხოვანი

რევმატული დაავადებების სუბკლინიკური და კლინიკური მახასიათებლების, დიაგნოსტიკური კრიტერიუმების, მკურნალობის, პრევენციის და რეაბილიტაციის ოპტიმალური მეთოდების ათვისება მტკიცებითი მედიცინის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რეპროდუქციული ჯანმრთელობასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამეანო-გინეკოლოგიური

სამსახურის სტრუქტურა, ძირითადი სამეანო-გინეკოლოგიური გამოკვლევები, პროცედურები, ოპერაციები.Aამ გინეკოლოგიური ჩარევების ჩვენებები, პირობები, ჩატარების მეთოდოლოგია. მიიღონ სადღეისოდ არსებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული თეორიული ცოდნა და გაეცნონ ზოგიერთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევას. შეისწავლონ: ქალის რეპროდუქციული სისტემა; ორსულის ანტენატალური მეთვალყურეობა, ვიზიტების შინაარსი; თუ როგორ ხდება მშობიარობის პერიოდის მართვა (ნაყოფის გულისცემის მოსმენა,საშვილოსნოს ყელის გახსნა, მშობიარის ზოგად მდგომარეობაზე დაკვირვება, პასიური და აქტიური მიდგომები).

საგანგებო სიტუაციების მართვა და სამედიცინო რეაგირებასასწავლო კურსის მიზანი: სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს გააცნოს

სტუდენტებს გადაუდებელი და ორგანიზაციული მედიცინის თავისებურებები საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს. ნებისმიერი სპეციალობის ექიმების პრაქტიკულ საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროულ ამოცნობას და გადაუდებელ დახმარებას.სისხლძარღვთა ქირურგია

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს მიაწოდოს ინფორმაცია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სისხლძარღვთა დაავადებების ეტიოლოგიის, პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის პრინციპებისა და მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ. სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტს

Page 30: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ანგიოლოგიური განყოფილების მუშაობის სპეციფიკას და პრაქტიკულად მიიღოს მასში მონაწილეობა.

რადიაციული ბიოლოგია და ჯანმრთელობის რადიოგენული რისკი

სასწავლო კურსის მიზანია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს გადასცეს უახლესი მონაცემები მაიონიზებელი რადიაციის ბიოლოგიურ ეფექტებზე და გააცნოს თანამედროვე წარმოდგენები რადიაციის დეტერმინირებული და სტოქასტური ეფექტების განვითარების მექანიზმებზე, რეციპიენტის ინდივიდუალური თავისებურებების მნიშვნელობაზე საბოლაო რადიობიოლოგიური ეფექტის ფორმირებაში; გააცნოს ჯანმრთელობის რადიოგენური რისკების შეფასების, სამედიცინო რადიოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებული „სარგებელი-რისკის“ ბალანსის შეფასებისა და მართვის (რისკების მენეჯმენტი) თანამედროვე მიდგომები და მეთოდები, გამოუმუშაოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დარგობრივი და სამეცნიერო უნარები, რათა მსმენელს მთლიანად ჰქონდეს გაცნობიერებული სამედიცინო რადიოლოგიურ პროცედურასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის საფრთხის დონე, გააჩნდეს რადიაციული უსაფრთხოების ახალი სტანდარტებითა და ეთიკური ნორმებით „პროფესიონალ“ მედიკოსზე დაკისრებული პასუხისმგებლობების შესაბამისი კომპეტენციები.

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დეპარტამენტები/მიმართულებები

მედიცინის ფაკულტეტი1. ნორმული ანატომიის დეპარტამეტი2. ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტი3. ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტი4. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტი5. ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი6. მედიცინის ისტორიისა და ბიეოთკის დეპარტამენტი7. ფსიქოლოგიის დეპარტამენტი8. პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი9. პათოლოგიური ანატომიის მიმართულება10. მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი11. იმუნოლოგიის დეპარტამენტი12. მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი13. სასამართლო მედიცინის დეპარტამენტი14. შინაგან დაავადებათა დეპარტამენტი # 115. შინაგან დაავადებათა დეპარტამენტი # 216. შინაგან დაავადებათა დეპარტამენტი # 317. ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი18. ალერგოლოგიისა და კლინიკურიიმუნოლოგიის დეპარტამენტი19. საოჯახო მედიცინის დეპარტამენტი20. ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტი21. ფტიზიატრიის დეპარტამენტი22. კანისა და ვენერიულ სნეულებათა დეპარტამენტი23. ქირურგიის დეპარტამენტი # 124. ქირურგიის დეპარტამენტი # 225. ქირურგიის დეპარტამენტი # 3

Page 31: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

26. ქირურგიის დეპარტამენტი # 427. უროლოგიის დეპარტამენტი28. თვალის სნეულებათა დეპარტამენტი29. ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტი30. კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის

დეპარტამენტი31. შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტი32. ქირურგიულ დაავადებათა პროპედევიკის დეპარტამენტი33. ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი34. ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტი35. მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი36. ნერვულ სნეულებათა პროპეევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის

დეპარტამენტი37. კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტი38. ფსიქიატრიის დეპარტამენტი39. ნარკოლოგიის დეპარტამენტი40. პედიატრიის დეპარტამენტი # 141. პედიატრიის დეპარტამენტი # 242. პედიატრიის დეპარტამენტი # 343. პედიატრიის დეპარტამენტი # 444. ბავშვთა და ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტი45. ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტი46. ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტი47. რადიოლოგიის მიმართულება

სტომატოლოგიის ფაკულტეტი48. თავისა და კისრის ონკოლოგიის დეპარტამენტი

ფარმაციის ფაკულტეტი49. სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტი50. ბიოქიმიის დეპარტამენტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი51. ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის

დეპარტამენტი52. ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი53. ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი54. გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის

დეპარტამენტი

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი

55. ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

56. ფიზიოლოგიის დეპარტამენტი57. სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი58. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტი

Page 32: tsmu.edu · Web viewდიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო ...

59. სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი

60. კურორტოლოოგიისა და ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი

სასწავლო ცენტრები

61. უცხოური ენების ცენტრი62. ქართული ენის ცენტრი63. სამეცნიერო უნარების ცენტრი