TS18

34
# 6 (18), dekemberi, 2011 Telavuri seriebi ის ვინც ცოტას ფიქრობს , დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს . gv. 17

description

kfhskfsk;sfksjfk

Transcript of TS18

#6 (18), dekemberi, 2011

Telavuri

seriebi

ის ვინც ცოტას ფიქრობს, დიდხანს

და ბედნიერად ცხოვრობს.

gv. 17

1 Telavuri seriebi, #2 (14), agvisto, 20119 Telavuri seriebi, #11, maisi, 2011

ulimito, ukabelo

interneti TveSi

30 larad!

wWw.TelNet.Ge577 59 80 80

#2 (14), agvisto, 2011, Telavuri seriebi 2

ulimito, ukabelo

interneti TveSi

30 larad!

wWw.TelNet.Ge577 59 80 80

3 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

Semqmnelebi

mTavari redaqtori

გიორგი ბეჟანიშვილი

konsultantiნელი ცქიტიშვილი

avtorebi

ფიქრია ყუშიტაშვილი

dizaini

ირინე ჯანდიერი

P.R. menejeri

თინიკო ხანჯალიაშვილი

stilist - koreqtori

ქეთი შავერდოშვილი

Art redaqtori

ზაზა კევლიშვილი

თინიკო ხანჯალიაშვილი

გიორგი ბეჟანიშვილი

ზაზა კოშკაძე

Toresa Mossy

პაატა ჩახვაშვილი

ია რჩეულიშვილი

kontaqti

[email protected]

redaqtorisgan

dekembris nomeri

გამარჯობა!

როგორ ხარ ძვირფასო მკითხველო?

თქვენს წინაშეა მორიგი “თელავური სერიები”. ახალი ნომერი, რომელიც დახუნძლულია საინტერესო სტატიებით.

ქვემოთ აღმოაჩენთ, რომ დიზაინში მცირედი ცვლილებებია. ჩვენმა ჯგუფმა ჟურნალის ყველა გვერდს ეგრედწოდებული “ჰედერი” და “ფუტერი” გავუკეთეთ. ვფიქრობთ ასე უფრო დახვეწილი და გამოკვეთილია ყველა რუბრიკის სახე. ამასთანავე ახალი დიზაინი აქვს უცნაურის გვერდს, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ჩვენთან თანამშრომლობს და როგორც ყოველთვის ახლაც საუკეთესო სტატიებით არის წარმოდგენილი. ასევე დავაბრუნეთ ისტორიის გვერდი, რომელსაც ბატონი გიორგი ჯავახიშვილი ამზადებს. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო თელავი უნის სტუდენტს თეონა მიქელაძეს, რომელიც სტატიების აკრეფაში მოგვეხმარა.

ორიოდ სიტყვით გუნდზე მოგახსენებთ.

წინა ნომრის მსგავსად კვლავ არ გვაქვს ჩვენი ძველი ავტორების ზაზა კევლიშვილის და Toresa Mossy-ს საავტორო გვერდი. სამწუხაროდ უკვე მეორე თვეა ჩვენი არტ რედაქტორები ვეღარ ახერხებენ სტატიების მომზადებას. ვიცი ეს დიდი დანაკლისია ჩვენი ჟურნალისათვის და მკითხველებიც ხშირად განაწყენებულები გვწერენ. მე როგორც რედაქტორი ამ შემთხვევაში უძლური ვარ, რადგან როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ვართ 100 %-იან ენთუზიაზმზე დაფუძვნებული ჟურნალი, რომელიც თვიდან თვემდე ცდილობს ჩვენი საზოგადოებისათვის საჭირბოროტო და საინტერესო საკითხებზე წეროს. თუმცა ავტორებს ვერაფერს ვუხდით, დღემდე ვერ მოხერხდა ფინანსების მოძიება. არ მინდა ვინმემ ზემოთ ნათქვამი წუწუნში ჩამომართვას. უბრალოდ ამით ვცდილობ გავამართლო ჩვენი ავტორები, რომელთათვისაც ზოგიერთ შემთხვევაში შემოსავლიანი საქმეები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჟურნალისათვის სტატიის უფასოდ მომზადება. სამწუხაროდ ასეთია დღევანდელი ვითარება, რომელიც თავისთავად ასახვას პოვებს ჟურნალის ხარისხსა და შინაარსზეც. ვიმედოვნებ მალე ყველა შევძლებთ უკეთეს პირობებში ცხოვრებას და მეტი დროც გვექნება ვწეროთ, ვიკითხოთ, შევქმნათ . რადგან ვთვლი რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ამ ქვეყნად მისი კეთილი საქმეები რჩება მხოლოდ. ამიტომ დროის დაკარგვა არ ღირს, ასევე არ ღირს ჟურნალის შეჩერება, იმის გამო, რომ ავტორები მოგვაკლადა. ხვალ უკეთესი დღე დადგება და ჟურნალიც კვლავ დაიბრუნებს ძველ იერსახეს. მე ამის მჯერა!

გემშვიდობებით კეთილი სურვილებით,

მომავალ ვირტუალურ შეხვედრამდე!

giorgi beJaniSvili

გიორგი ჯავახიშვილიზაზა კევლიშვილი

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 4

Sinaarsifiqria yuSitaSvili

paatas konlentalenta

zaza koSkaZe

5

World Events November

UCNAURI.COM

911

Tavisuflebisakenpirdapiri gzis ZiebaSi

1721

arasodes gauSvaTmsxverpli mosafsmelad

boloswina premierebi

mexris Wapani23

interviu John Lennon

istoria

27

Tavisuflebisakenpirdapiri gzis ZiebaSi

fiqria yuSitaSvili

saavtoro

„ბავშვის უფლებების კონვენციის“ თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ბავშვის უფლებათა ამგვარ ფართო აღიარებას მხოლოდ თეორიული საფუძველი არ გააჩნია. მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებები განმტკიცებულია კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროებში.

სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებას კი წარმოადგენს მოძებნოს ყველა ბავშვის წარმატებით სწავლების გზები.

ინკლუზიური განათლება, არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა სკოლის ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა და/ან სირთულეებისა სწავლის პროცესში. ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.

ინკლუზიური განათლება მოითხოვს მთლიანად სკოლის დაუღალავ შრომას იმისთვის, რომ გააძლიეროს და განავითაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევები, მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აქტიურად შეუწყოს ხელი მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.

ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელსაც თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით აქვს სიძნელეები სწავლის დროს და საჭიროებს დამატებით სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, როგორიცაა მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, გარემოს ადაპტირება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და სხვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრია. ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში, მუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა ახასიათებდეს: ფიზიკური ან გონებრივი განვითარების დარღვევა; მხედველობის ან სმენის დარღვევა; მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვიტარების დარღვევა; საჭიროებდეს გრძელვადიან მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას; წარმოადგენდეს ეროვნულ უმცირესობას და სასწავლო გარემო არ იტვალისწინებდეს მის კულტურულ, ენობრივ, და სხვა მახასიათებლებს, რის გამოც ექმნება სირთულეები სწავლაში; იყოს სოციალურად დაუცველი და ამის გამო ექმნებოდეს სირთულეები სწავლაში.

ინკლუზიური განათლება ძალზე მნიშვნელოვანია მთელს მსოფლიოში და არა მხოლოდ თელავში, სადაც ამ ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით.

ზოგადად ინკლუზია, ანუ მიმღეობა მათ მიმართ, ვინც სხვანაირად გამოიყურება, სხვანაირია... ინკლუზია, როგორც პირდაპირი გზა მიანიჭოს ადამიანს ( ამ შემთხვევაში მოსწავლეებს) საკუთარი ძალების რწმენა და მოტივაცია, განვითარებისა და შემდგომი სრულყოფისათვის, ძალზე აქტუალურია და პროგრესული. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მას პრიორიტეტული

5 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

uw

ადგილი უკავია, რაც ნათლად მეტყველებს ჩვენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სამოქალაქო საზოგადოების სწრაფვაზე, იყოს ტოლერანტული, მიმღები და მეტად თავისუფალი საკუთარ არჩევანში, პატივი სცეს და აღიროს ზოგდსაკაცობრიო დემოკრატიული ღირებულებანი. ეს პროცესები საქართველოში ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტეგრირებისათვის ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში მყარი და შეუვალი კედელი ჰქონდა აღმართული მსგავსი პრობლემებისა და მათ ბენეფიციართა მიმართ. საბედნიეროდ, „კედელმა“ ნგრევა იწყო და დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებს შეეცვალათ მზერის რაკურსი და ბევრს მომენტს უკვე სრულიად სხვაგვარად აღიქვამენ. უფრო მეტიც : დევიზი - „ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ბავშვები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იქცნენ!“ ბოლო დროს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის მამოძრავებელ ძალად მოგვევლინა, და ამ უმნიშველოვანეს საქმეში განსაკუთრებული წარმატებები თელავში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციამ“ მოიპოვა, რისი დასტურიც გახდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლის 30 ნოემბერს ჩატარებული ერთობლივი კონფერენცია „ინკლუზიური განათლება“ , რომლის მიზანი გახლდათ მუნიციპალიტეტში არსებული სკოლებისა და თელავის უნივერსიტეტის ჩართულობის,

აქტიურობის გაზრდის ხელშეწყობა ინკლუზიური განათლების დანერგვაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით გახსნა კონფერენცია, პროფესორ-მასწავლებლები, ჯანდაცვისა და პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები, თელავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების გუნდი.

საუნივერსიტეტო პროგრამა ინკლუზიურ განათლებაში; შეზღუდული შესაძლებლობა - არსი და განსაზღვრება; საზოგადოების დამოკიდებულება - ნეგატიური მიდგომები; ტერმინები, იარლიყები და სტერეოტიპები; „ინვალიდთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები“; ინფორმაცია დაწყებითი განათლების სპეციალობაზე ინკლუზიური სწავლების შესახებ; სპეციალური განათლება, ინკლუზიური განათლება, სკოლაში ინკლუზიური სწავლების და მომსახურების ფორმები; მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითრების პროცესი; კანონი ზოგადი განათლების შესახებ; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. რა შედის მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციებში. რა შემთხვევაში და როგორ შეუძლიათ მიმართონ სკოლებმა რეგიონის მხარდამჭერ გუნდს. რა ტიპის მხარდაჭერა შეუძლია აღმოუჩინოს სკოლებს გუნდმა; პედაგოგთა პრაქტიკული გამოცდილება. სწავლების შესახებ; სპეციალური განათლება, _ ეს

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 6

saavtoro

7 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

გახლავთ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც შეეხო მომხსენებლთა თემები, ათი განსხვავებული მომხსენებელი ატი განსხვავებული პრობლემითა და საკითხისადმი მიდგომით, რომელთაგან განსაკუთრებულად საინტერესო, შემეცნებითი და ორიგინალურად წარმოჩინდა უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის , ასოცირებული პროფესორის ნინო ნახუცრიშვილის მოხსენება „სასწავლო კურსი „ინკლუზიური განათლება“ დაწყებითი განათლების სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამაში, ჯანდაცვის ფაკულტეტის მეოთხე კურისი სტუდენტების ნონა რატიშვილისა და გიორგი სამადაშვილი თემები „შეზღუდული შესაძლებლობა - არსი და განსაზღვრება; საზოგადოების დამოკიდებულება - ნეგატიური მიდგომები; ტერმინები, იარლიყები და სტერეოტიპები; ისტორიული ექსკურსი“ და თელავის მეცხრე საჯარო სკოლის პედაგოგის ნინო პოპიაშვილის ემოციური მოხსენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის მიერ წარმატებულად დაძლეული გამოცდებისა და მოპოვებეული ატესტატის შესახებ.

კონფერენზიამ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა პროექტმა „ინკლუზიური განანთლების განვითარებამ საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში“, რომელმაც ხელი შეუწყო ამ მიმართულებით სპეციალური პედაგოგიური კადრების მომზადებას, და ამ მიზნით ჯერ კიდევ 2009 წლიდან ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც სამიზნე ჯგუფად პედაგოგიური ფაკულტეტის დაწყებითი განათლებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობების მე-3 კურსის სტუდენტები მოგვევლინნენ.

კონფერეციაზე ნაჩვენები იქნა ფილმი „როგორ ინგრევა კედელი“ , აგრეთვე კონფერენციის მონაწილეებმა გამოავლინეს მოსწავლეთა ნახატების გამოფენის „მე ვხედავ მზეს“ გამარჯვებულები:

პირველი ადგილი _ „დედა-შვილი“ - მე- 8 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი შარმიაშვილი, მეორე ადგილი - „ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზის“ ილუსტრაცია“ - მე- 8 საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლე მაკა ბექურაიძე, მესამე ადგილი - „შვლის ნუკრი“ - მე- 2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო კევლიშვილი.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2005 წლისათვის შშმ (შეზღუდულ სესაძლებლობათა მქონე) პირთა რიცხვი 231 – 280 შეადგენს. ხელი შევუწყოთ და

განვავავითაროთ თუნდაც ერთი შშმ მოზარდი, შთავუნერგოთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა და დავეხმაროთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვაში, უზარმაზარი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა და კიდევ, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ იქნებ სწორედ ჩვენ ვართ მათგან განსხვავებულნი, ჩვენ, რომელთაც თავი სამყაროს გვირგვინი გვგონია და ხშირად გვავიწყდება, რომ ერთმა წამმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება.

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 8

saavtoro

arasodes gauSvaTmsxverpli mosafsmelad

zaza koSkaZe

თუ არასდროს გიჭამია ადამიანის ხორცი, მაშ საიდან გეცოდინება როგორი გემრიელი შეიძლება იყო შენ?!

ერთი ამბავი მინდა მოვყვე, რახან პოსტია, პოსტი იყოს და ვიქნები მეც ეგოისტი და მოვყვები ჩემი ცხოვრებიდან. თუმცა არა მგონია უინტერესო გამოვიდეს.

ერთხელ მე და მამაჩემი მანიაკებმა მოგვიტაცეს. ეს იყო 90-იანი წლების შუაში, ზუსტად არ მახსოვს წელი. მაშინ ყოველი წელი, თვე და დღე ერთმანეთს გავდა. მამაჩემი ახალი დაბრუნებული იყო ჩასახლებიდან და ბევრს სვამდა. უცნაური “საძმო” ყავდა, მომწონდა ეგ ხალხი. ძალიან ხშირად მჩუქნიდნენ ფულს. არადა სროკები ქონდათ მოხდილი ძარცვებზე, ყაჩაღობებზე და რაზე აღარ. თუმცა უკვე დამშვიდებული და გალოთებულები იყვნენ და არავის აღარ უნდოდა ციხეში შებრუნება, იქ არსებული პირობების გამო. ამიტომ მუშაობდნენ და სჩადიოდნენ პატარა “სიკეთეებს”, როგორიცაა ჩემთვის ტკბილეულის ყიდვა და ფულის ჩუქება. ალბათ არა მარტო ჩემთვის.

სწორედ ამ პერიოდში მამაჩემმა ამოიჩემა ჩემი ტარება ყველგან სადაც წავიდოდა. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, უმეტესად დასალევად დადიოდა და მეც დავყავდი წინ და უკან. სანამ ისინი ღრეობდნენ, მე სხვა ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი და ვსვამდი ლიმონათს, სხვა ოთახში. ერთ-ერთ ასეთ დღეს მასპინძელმა გამოგვაცილა ტრასამდე. ვაზისუბანში ვიყავით. არ მახსოვს კონკრეტულად ვისთან. მაშინ რატომღაც მთელი ამათი სასტავი ტაქსის არასდროს ხმარობდა, ჩვეულებრივ პაპუტნი მანქანებს აჩერებდნენ და მიყვებოდნენ ხოლმე. ამ მასპინძელმაც პატივი გვცა და ერთ-ერთი მანქანა გააჩერა სადაც ორი ტიპი იჯდა. აუხსნა რო მის ძმას ავლაბრისკენ აწყობდა. იმათაც რა პრობლემააო და ჩავსხედით ათწუთიანი მტლაშა-მტლუშის მერე. წითელი 05 თუ 07 იყო, ვერ ვარჩევ მაგათ ერთმანეთისგან.

მანქანა დაიძრა. ორ წუთში მძღოლმა ჩვენი დაკითხვა დაიწყო. თითქმის ყველაფერი გამოგვკითხა. ჩახლეჩილი და მკაცრი ხმა ქონდა და შრამები სახეზე. პახოდუ აშკარად მთვრალი იყო, ან გაჩხერილში, არაფხიზელ მდგომარეობაში ყველა ვარიანტში. მეორე ტიპი ხმას არ იღებდა, მაგრამ არანაკლებ საშიში ჩანდა. ისეთი სტრაშნი თვალებით მომაშტერდა რო დღემდე არ ამომდის თავიდან. მიყურა ცოტა ხანს და მერე მძღოლს უთხრა მოკეტეო.

“შენი ხელი მათხოვე!” მითხრა მან. მამაჩემს შევხედე. ძაან მთვრალი იყო და ვერაფერს ხვდებოდა.

“ჩაურტყი ხელი კაცურად, მიდი!” მითხრა მან.მე ხელი ძალიან ძლიერად და სწრაფად ჩავარტყი მის

ხელს, მაგრამ მან მაინც მოასწრო ჩემი ხელის დაჭერა. გაუხარდა კიდეც რო მაგრად ჩავარტყი. უფრო სწორედ ესიამოვნა. რაღაც გაუგებარი იმედებით აენთო მთელი სახე.

“ყოჩაღ”, მითხრა მან და გააკეთა ისეთი ჟესტი, რომელმაც მამაჩემიც კი გამოაფხიზლა. ამ ტიპმა ხელი გადმომიტრიალა და მაჯაზე დამსუნა. ოღონდ რაღაც სტრაშნად. წყურვილით გათანგული ვამპირივით, ან მოშიებული ზომბივით. ძაან ღრმად ჩაისუნთქა, ისე რო ცხვირი არც

აუღია ჩემი მაჯიდან. მამაჩემი მიხვდა რომ პიზდეცი გვაქვს. როცა მე მისი სახე დავინახე მეც მივხვდი რომ პიზდეცი გვაქვს. იმ ორმა ხო საერთოდ ყველაზე ადრე იცოდა რომ პიზდეცი გვაქვს. მე ვიფიქრე რო კაციჭამიები იყვნენ. მასე მხოლოდ ზარიძეების ხინკალს უყურებდნენ და ეპყრობოდნენ იმდროინდელ საქართველოში, როგორც ისინი გვიყურებდნენ და გვეპყრობოდნენ. უზარმაზარი პირი ქონდა იმ ჩემისას. წითელქუდას მგელივით პირი. თან ძაან მსუქანი იყო.

დღემდე როცა ეს ისტორია მახსენდება ვერაფრით ვხვდები ვინ იყვნენ ისინი. მანიაკები რო იყვნენ გასაგებია, მაგრამ რა ტიპის მანიაკები? რა უნდოდათ?

ჩვენი სხეულით კერძის მომზადება და რომანტიული ვახშამი სანთლის შუქზე, მდედრ კანიბალკებთან ერთად?

უბრალოდ დახოცვა?გაუპატიურება და დახოცვა?იქნებ პირიქით, დახოცვა და მერე გაუპატიურება?არ ვიცი. თუმცა მე მაინც კანიბალებად მოვიხსენიებ,

ის აზრი უფრო მომწონს რო ვინმეს ჩემი შეჭმა უნდოდა, ვიდრე პროსტა მოკვლა ან ძალადობა.

ცოტა ხანში სადღაც გადაუხვიეს.ასეთი სიტუაციების პრევენცია არ არსებობს. არც-

ერთი ადამიანი არ ჯდება და არ იწყებს ფიქრს იმაზე თუ როგორ მოიქცეოდა მანიაკს რო გაეტაცებინა. როგორ იხსნიდა თავს. და თუ ვინმე ამაზე ფიქრობს აუცილებლად ფსიქიურად დაავადებული გონიათ. წარმოიდგინე მიდიხარ სადმე სტუმრად, ან გხვდება ნაცნობი რომელიც უცნაურ მოძარაობებს აკეთებს, შენ ეკითხები: რა გჭირს გიო(ან ბექა, ან რავი მე, მურთაზ)? და ის გპასუხობს: რავი შეჩემა ვვარჯიშობ რა.. შენ ეკითხები: რაში? ის გპასუხობს: აი, კანიბალისგან თავის დაღწევაში.. სერიოზული აბსურდია, სიამოვნებით გაესაუბრებოდა ასეთ ტიპს ფსიქიატრი. შეიძლება ფულიც კი არ აეღო ამაში ისეთი საინტერესო იქნებოდა მისთვის.

მოკლედ ძაან გამიგრძელდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ამ გარემოების და შესაბამისად მამაჩემიც და ბნეული იყო და ხმას ვერ იღებდა. არ ვიცი რა უტრიელებდა თავში, ალბათ გაქცევა.

“ჩვენ ახლა ცოტა ხნით სასაფლაოზე ავალთ.” თქვა მძღოლმა.

“მაშინ ჩვენ აქ ჩამოვალთ.” დრო იხელთა მამაჩემმა.მათ ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ.

მამაჩემს ცალი ხელით ჩემი ხელი ეჭირა, მეორეთი კარის სახელური ქონდა ჩაბღუჯული. გსაქცევად გამზადებული ადამიანის პოზაში.

“თქვენი სახელი გამიმეორეთ თუ შეიძლება?!” თქვა მძღოლმა.

“თამაზი.”“ბატონო თამაზ, ჩვენ ყველანი ერთად ავალთ

სასაფლაოზე, ახლავე!”მამაჩემი გაფითრდა და მე გადმომხედა.

9 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

“ნუ გეშინიათ ბატონო თამაზ, ბავშვს როგორმე მოვთაფლავთ და ჭკვიანად იქნება გზაში.”

შოკი იყო პირდაპირ. ბატონობით მიმართავდნენ და პახოდუ სასაფლაოზე მივყავდით, კაცმა არ იცის რისთვის.

მანქანა ისევ მოაბრუნეს და ტრასაზე გამოვედით. სადღაც მაღაზიასთან გააჩერეს. ეს ხდება დაახლოებით შავი ზღვის ქუჩაზე, თუ იქვე ახლოს. მძღოლი ჩემსკენ მობრუნდა.

“კანფეტები გიყვარს?”მე ისევ მამაჩემს გადავხედე როგორც ყოველთვის. ის

ჩუმად იჯდა. ურეაქციოდ. მე არაფერი არ მითქვამს.“მე ახლა კანფეტებს და შოკოლადებს გიყიდი. შენ ხო

მოიქცევი ჭკვიანად დღეს?”მე ისევ არაფერი მითქვამს.“აქ დარჩი.” უთხრა თავის ნაპარნიკს. მანქანიდან

გადავიდა და მაღაზიაში შევიდა. ამ დროს მამაჩემმა მანქანის კარი გახსნა. კანიბალი მობრუნდა.

“რას აკეთებ?”“ბავშვს ეფსია.” უპასუხა მამაჩემმა.“მოიცა.” წამოიძახა კანიბალმა. როგორც იმ რეკლამაში

ვაშლს რო დაუბანელ ხელს კიდებს ბავშვი(მას შემდეგ რაც ნაგავი გადაყარა და ათასი ბაქტერია მოიტანა სახლში).

მე უკვე ვტიროდი.“ვერ მოითმენს და ტირილს დაიწყებს აქ.” თქვა

მამაჩემმა. კანიბალმა აქეთ-იქით მიმოიხედა, მთვრალი და აგრესიული ხალხი მოძრაობდა, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე 90იანების საღამოს თბილისში. მე მივხვდი რო სწორად მოვიქეცი ტირილი რო დავიწყე, ამიტომ უფრო მოვუმატე. მათ ნამდვილად არ აწყობდათ ჩემი ისტერიკები და ყურადღების მიქცევა. მამაჩემი მანქანიდან გადმოვიდა და მეც გადმოვყევი. ის სქელტრაკა მანიაკი შეეცადა გადმოსვლას, მაგრამ სანამ ის გადმოეტეოდა ჩვენ ადგილიდან მოვხიეთ. გავიქეცით მთელი ძალით და ღონით. სქელტრაკა გამოგვეკიდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან გაბრუნდა. ალბათ პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა, იმიტომ რომ მანქანის გაბმული სიგნალის ხმა გავიგეთ სირბილის დროს.

ჩვენ დაღმართზე მოვრბოდით, იქამდე სანამ ქეთევან

წამებულის გამზირზე არ გამოვედით. მთელ ხმაზე ვიკივლე როცა დავინახე რო მამაჩემმა მანქანას ხელი დაუქნია. მანქანამ გააჩერა. მე ვყვიროდი მანდ არ ჩავჯდები მეთქი მაგრამ მაინც ჩამაგდო. მძღოლს აუხსნა რო მოგვდევდნენ. იმინაც გადაწყვიტა რო ზედ სახლის კარამდე მივეყვანეთ.

ახლა რო ვიხსენებ მეცინება. ბავშვობაში წარმომედგინა ხოლმე როგორ გამოდის ის ხმაჩახლეჩილი მანიაკი შოკოლადებით და სხვა ტკბილეულით ხელში მაღაზიიდან და ხედავს რომ ჩვენ აღარ ვართ. მოქვს საჭმელი თავისი საჭმელისთვის და ხედავს რო საჭმელი გაიქცა. ზოგჯერ კი წარმომედგინა რო მჭამდნენ ეგ ტიპები.

იმ დროისთვის მე ჯერ არ მქონდა ნაჭამი ადამიანის ხორცი ამიტომ ეს ძალიან დიდი საშინელება მეგონა.

სულ მაინტერესებდა, ადამიანი რომელი ორგანოთი იწყებს ადამიანის ჭამას?! ალბათ მანიაკებიც სხვადასხვა გემოვნებისანი არიან. მაგალითად ცხოველებს, კონკრეტულად ლომებს ყვერები ევასებათ. არა მარტო ყვერები, საერთოდ გენეტალიებს ანიჭებენ უპირატესობას (არასდროს მინახავს ქალს როგორ ჭამენ). დაჟე ვიდეო მაქვს ნანახი საკუთარი თვალით, სადაც ლომები ცოცხლად ჭამენ ტიპს რომელმაც გადაწყვიტა რომ მანქანიდან გადმოსულიყო და ფოტოები გადაეღო მშიერი ლომებისთვის. ეს ტიპი რა თქმა უნდა გაიგდეს ლომებმა. რომელმაც წააქცია ეგრევე გენეტალიების ჭამა დაიწყო. დანარჩენები მოვარდნენ და ატყდა ჩხუბი, არცერთ ლომს არ უნდოდა ადამიანის ჭამა ფეხიდან ან ხელიდან დაეწყო და ჩხუბობდნენ ყვერების გამო. ბოლოს მორიგდნენ და მსხვერპლის გარშემო განლაგდნენ. ყვერები მაინც იმას ერგო ვინც მოინადირა.

მე იმ დღის მერე მამაჩემს საქეიფოდ აღარ წავუყვანივარ. თქვენ კი კანიბალებო და სხვადასხვა ტიპის მანიაკებო სერიულო თუ არასერიულო მკვლელებო, ათასნაირი ფეტიშით რო ხართ გატენილი და ძეხორციელიც რო ვერ გამოიცნობს რაზე გიდგებათ. არასდროს გაუშვათ მსხვერპლი მოსაფსმელად. აი ასე.

ჭირი იქა, ლხინი აქა,ქატო იქა, ფქვილი აქა.

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 10

paatas kinolenta

11 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

paatas

kinolenta

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 12

boloswinapremierebi

როგორც სათაურში ხედავთ, წლის მიწურულს გამორჩეულ ფილმთა პრემიერების შესახებ მომიწევს წერა. როგორც წესი წელიწადის ეს პერიოდი საინტერესო კინოებითაა აღსანიშნავი ხოლმე.

ჩვეულებისამებრ ანიმაციური პრემიერით დავიწყებ. ფილმი Happy Feet Two გაგრძელებაა 2006 წლის ცნობილი ავსტრალიური ოსკაროსანი ანიმაციიისა - Happy Feet. მეორე ნაწილს პირველის მსგავსად წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ამ მიუზიკლი-მულტფილმის „ვოის ქასთიც“ საკმაოდ ცნობილია: რობინ უილიამსი, ელაიჯა ვუდი, პინკი, ბრედ პიტი, მეთ დეიმონი, უგო უივინგი და სოფია ვერგარა. ფილმის გმირი ფაფუკი კეთილი პინგვინების ხილვა კი უმცროსი თაობისთვისა და მულტიპლიკაციის მოყვარულთათვის მართლაც საამო საცქერი იქნება.

მორიგი პრემიერა კი ფანტასტიკაა, უფრო სწორად ზღაპრული ფანტაზია. ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე გადაღებული ფილმი - Immortals, რომლის ნახვის საშუალებაც ქართველ მაყურებელსაც მიეცა სამგანზომილებაში, ძალიან შორსაა კლასიკური ბერძნული მითისგან

(პერსონაჟების სახელებს თუ არ ჩავთვლით), უბრალოდ აქცენტი მთლიანად ვიზუალზეა გაკეთებული, ეს სეგმენტი კი უდავოდ ათიანზეა შესრულებული. ისევე როგორც რეჟისორ ტარსემ სინგჰის წინა ფილმებში, ახალი ნამუშევარიც შთამბეჭდავ სანახაობას ჰქმნის მაყურებელთა თვალში, ალბათ მეტი არც არაფრის აღნიშვნა შეიძლება ამ ფილმზე. ფანტაზიის ფანატებს კი თვალწარმტაცი სანახაობა ნამდვილად ელით.

ამავე პერიოდში მოხდა წლის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის გამოსვლა, მე-

paatas kinolenta

13 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

uw

20 საუკუნის ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული, იდუმალი და ოდიოზური ფიგურის, FBI-ის თავის, ჯეი ედგარ ჰუვერის შესახებ შექმნილი ბიოგრაფიული დრამა. გამოძიების ფედარული ბიუროს შეფის პირადი ცხოვრების (მოგეხსენებათ იგი მალული გეი იყო) დეტალები, განგსტერებთან კონფლიქტები, რამოდენიმე აშშ პრეზიდენტთა მართვის პერიოდის განმავლობაში მუშაობა რთულ თუ დაძაბულ დროებაში, ბევრი ცხოვრებისეული თუ პროფესიული დეტალი და მისი თითქმის 50 წლიანი მმართველობა ბიუროში, მკაფიოდ და თამამადაა ნაჩვენები რეჟისორ კლინტ ისტვუდის ბიოპიკში - J. Edgar. ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. სცენარის ავტორი ახალგაზრდა მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ოსკაროსანი (ფილმით - Milk) სცენარისტი დასტინ ლანს ბლექია. ფილმში ასევე მონაწილეობენ: არმი ჰემერი, ჯუდი დენჩი და ნაომი უოტსი.

ეს გამორჩეული როლი დიკაპრიოსთვის, არ შევცდები თუ ვიტყვი რომ ალბათ საოსკარე იქნება (დაუდგა დრო). ასევე ფილმი მრავალ კინოჯილდოსა და ნომინაციის მფლობელი უდავოდ გახდება, თუნდაც ძლიერი გადამღები ჯგუფისა და ძვირი დადგმის გამო.

მოკლედ ამ ერთობ საინტერესო პერსონის, რომლის შესახებ საუბარი დღემდეც არ წყდება ამერიკაში, კინობიოგრაფია აქედანვე შეიძლება შეირაცხოს წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად.

მორიგი ფილმის პრემიერაც ასევე ამერიკის ისტორიის გამორჩეული ადამიანის შესახებაა. ამჯერად უკვე ბრიტანულ დრამაში - My Week with Marilyn, ახალგაზდა კაცის თვალითაა დანახული მისი მერილინ მონროსთან ერთად გატარებული 7 დღე. მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლოს როლს ფილმში მიშელ უილიამსი ასრულებს, ასევე მონაწილეობენ: ედი რედმეინი, კენეტ ბრანა, ჯუდი დენჩი, დაგრეი სკოტი, ჯულია ორმონდი და ემა უოტსონი. ფილმი შექმნილია მერილინ მონროს თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორის, კოლინ კლარკის დაწერილი წიგნების მიხედვით, სადაც შესულია ავტორის შთაბეჭდილებები ულამაზეს ქალ მსახიობზე, როდესაც ის იმყოფებოდა მის ერთკვირიან გარემოცვაში. ფილმის რეჟისორი ნაკლებად ცნობილი საიმონ კერტისია. კინოსურათს კი კრიტიკამ არცთუ ისე ცუდი შეფასება მისცა. ფილმი მერილინ მონროს შესახებ მელოდრამის მოყვარულებს უდავოდ მიიზიდავს ეკრანებთან.

წლის კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი, რომელზეც მინდა სტატიაში დავწერო, არის ასევე რეალურ პერსონებზე შექმნილი დრამა თრილერი სახელად - A Dangerous Method. ფილმი ორი დიდი

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 14

ევროპელი დოქტორ-პროფესორის, კარლ იუნგისა და ზიგმუნდ ფროიდის შესახებ გვიამბობს. მათი ურთიერთობის, ფსიქოანალიზის დაბადებისა და მათი უჩვეულო პაციენტის ირგვლივ მომხდარი დახლართული დეტალები საკმაოდ შთამბეჭდავადაა ფილმში ნაჩვენები. ცნობილ კანადელ რეჟისორს, დეივიდ კრონენბერგს ნამდვილად ხელეწიფება დაძაბული და ჩამთრევი სიუჟეტის მქონე თრილერების შექმნა. ფილმი კი როგორც უკვე აღვნიშნე ამ მხრივ ნამვილად გამოირჩევა. სურათის გადაღებები ვენაში, ციურიხში, კონსტანცში, კიოლნსა და ბერლინში მიმდინარეობდა. კარგად კოსტიუმირებული, მდიდრულად გაფორმებული და ლამაზი მუსიკის მქონე ნამუშევარი კინომაყურებლისთვის უაღრესად საინტერესო საყურებელია. მთავარ როლებს საკმაოდ ცნობილი მსახიობები ასრულებენ: ვიგო მორტენსენი - ზიგმუნდ ფროიდი, მაიკლ ფასბენდერი - კარლ იუნგი, კირა ნაითლი - საბინა შპილრაინი, ვენსან კასელი - ოტო გროსი და სარა გეიდონი - ემა იუნგი. სცენარის

ავტორი ოსკაროსანი (ფილმით - Dangerous Liaisons ) სცენარისტი ქრისტოფერ ჰემპტონია, სიუჟეტი კი დაფუძნებულია 2002 წლის მისსავე პიესაზე - The Talking Cure. ფილმი უკვე ნახეს 2011 წლის აგვისტო-სექტემბერში ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალებზე, სადაც დადებითი კრიტიკა და შეფასებები მიეცა კინოსურათს. ფილმს ასევე უწინასწარმეტყველებენ წლის ბოლოს უამრავ კინოჯილდოზე, მათ შორის ოსკარებზე გამარჯვებას, სადაც ალბათ ბევრი ნომინაციით მოიწონებს თავს.

მორიგი პრემიერა კი, რომელზეც მინდა გიამბოთ, უკვე რამოდენიმე კინოჯილდოს მფლობელია. რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის ფრანგულ-ამერიკული რომანტიკული სურათი სახელად - The Artist, 2011 წლის კანის კინოფესტივალის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრიზით დაჯილდოვდა. ჯილდო ერგო მთავარი როლის შემსრულებელ, ფრანგ მსახიობ ჟან

დუჟარდენს. ფილმი საინტერესო და მიმზიდველი იმითაა, რომ იგი უხმო და შავ-თეთრია. მასში მოქმედება 20-იან წლების ჰოლივუდში ხდება და სიუჟეტიც მამაკაცი კინომსახიობის ირგვლივ ვითარდება. ასე რომ, ვისაც კინემატოგრაფიის გარიჟრაჟის პერიოდში დაბრუნება სურს, აღნიშნული ფილმი ნამდვილი მისწრებაა.

შემდეგი კინოსურათი კი კლასიკა იმადაა, რომ იგი დეტექტიური და უფრო მეტად შპიონური ჟანრის კლასიკოსი ავტორის, ინგლისელი მწერლის ჯონ ლე კარეს ნაწარმოებზე შექმნილი მორიგი ფილმია. ბრიტანული ჯაშუშური თრილერი სათაურით - Tinker Taylor Soldier Spy, საერთაშორისო შპიონაჟსა და პოლიტიკურ საიდუმლოებებზეა. ფილმის მთავარი გმირია გამოცდილი, უფროსი ასაკის აგენტი ჯორჯ სმაილი. აღნიშნული პერსონაჟი მწერლის უამრავ ნაწარმოებში გვხდება, ამ გმირის მონაწილეობით კი ეს ახალი ფილმი რიგით მეექვსეა. ჯორჯ სმაილის როლს ახალ ფილმში გარი ოლდმენი ასრულებს, ფილმში ასევე ბევრი ნაცნობი მსახიობია: კოლინ ფერტი, ტომ ჰარდი, ჯონ ჰარტი, ტობი ჯოუნსი, მარკ სტრონგი, ბენედიქტ კამბერბაჩი, კიარან ჰაინდსი და კონსტანტინ ხაბენსკი. რეჟისორი კი ტომას ალფრედსონია. ფილმის ჩვენება შედგა 2011 წლის ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც წილად ხვდა უაღრესად დადებითი კრიტიკა, საკმაოდ მაღალი შეფასება მიეცა გარი ოლდმენის მიერ შესრულებულ თამაშს. თავად რომანის ავტორს კი

paatas kinolenta

15 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

avtori: paata CaxvaSvili

ფილმი უზომოდ მოეწონა და აღნიშნა რომ იგი მის ნაწარმოებთა ეკრანიზაციებს შორის საუკეთესოა. ასე რომ აღნიშნული ფილმი შესაძლოა უკვე ოსკარების მაძიებელთა შორისაც ვიხილოთ.

ბოლო პრემიერად კი ერთ კეთილსა და ლამაზ ზღაპარზე გეტყვით ორიოდე სიტყვას. სათავგადასავლო დრამა სახელწოდებით - Hugo, არამარტო ბავშვებს, არამედ უფროსი ასაკის მაყურებელსაც მოხიბლავს. ფილმი დაფუძნებულია ბრაიან სელზნიკის წიგნზე - The Invention of Hugo Cabret. სამგანზომილებიანი თავგადასავალი ცოტა უჩვეულოა მის რეჟისორ მარტინ სკორსეზესთვის, მაგრამ კინოგურმანებს მართლაც თვალწარმტაცი სანახაობა ელის ვიზუალურად მდიდარ თავგადასავალში. ფილმში მოქმედება 30-იანი წლების პარიზში ხდება, სადაც ობოლი ბიჭუნა სახელად უგო (აზა ბატერფილდი) თავის მეგობარ გოგონა ისაბელთან (ქლოე გრეის მორეცი) ერთად დაუვიწყარ სამყაროში მოხვდება. უგო უცნაურ

მექანიზმს პოულობს, რომელსაც ის მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებელთან, ფრანგ რეჟისორ ჟორჟ მელიესთან (ბენ კინგსლი) მიჰყავს, საბოლოოდ კი უდიდეს საიდუმლოებებს აეხდება ფარდა...

ფილმში ბევრი ცნობილი სახე თამაშობს: საშა ბარონ კოენი, რეი უინსტონი, ჯიუდ ლოუ, ქრისტოფერ ლი და სხვ.

ამ ბოლო ფილმით მეც დაგემშვიდობებით. რადგან წინ ახალი წელია და ჟურნალის მორიგი სტატიაც უკვე ახალ წლიდან გველის, სულითა და გულით მივულოცავ ყველა კახელ კინომოყვარულსა და ჟურნალის უკლებლივ ყველა მკითხველს, საუკეთესო ოცნებების ახდენასა და კეთილი მიზნების ასრულებას ვუსურვებ.

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 16

სიკვდილამდე ათი წლით ადრე,1970 წელს, ჯონ ლენონი ესაუბრა ჟურნალ“ROLLING STONES”-მთავარ რედაქტორს,იან ვენერს.

ჯონი საუბობს საკუთარ გენიალურობაზე და ბითლზის დაშლაზე. მაშინ ამ ინტერვიუს „როკ ენ როლის ისტორიაში ყველაზე

სკანდალური“ უწოდეს.

interviu

John Lennon

ვენერი: მიიჩნევთ საკუთარ თავს გენიოსად?

ლენონი: კი,თუკი გენიოსები საერთოდ არსებობენ ,მე მათ მივეკუთვნები.თუ არა–მაშინ მიმიფურთხებია ამისათვის.

ვენერი: როდის გააცნობიერეთ საკუთარი გენიალურობა?

ლენონი: ოციწლის ასაკში.მაშინ მე ვფიქრობდი:“რასაკვირველია,მე გენიოსი ვარ,მაგრამ ამას ვერავინ ვერ ამჩნევს“.(იცინის)მე ან გენიოსი ვარ,ან შეშლილი.მაგრამ არა!შეშლილი არ უნდა ვიყო,სვაგვარად,დიდი ხნის წინ გამაქანებდნენ ფსიქიატრიულში,ამდენად–მე გენიოსი ვარ.გენიოსობა–ეს ფსიქიკური აშლილობის ერთერთი ფორმაა,ეს ყოველთვის ასე იყო.მაგრამ ამას ადრე ვერავინ ხედავდა.ბავშვობაში,როდესაც ვწერდი ლექსებს და ვხატავდი,მე უკვე ვხვდებოდი ამას.მე ვიყავი გენიოსი ყოველთვის,მთელი ჩემი ცხოვრება.მე არ გავმხდარვარ გენიოსი ბითლზთან ერთად,და არც მაშინ როცა ყველამ გაიგო ჩემს შესახებ.იცით ეს როგორი რთულია?მე ვფიქრობ ჩემნაირი ადამიანები ადრეულ ბავშვობაში,დაახლოვებით რვა წლის ასაკში აცნობიერებენ საკუთარ გენიალურობას.როდესაც სკოლაში ვსწავლობდი,ვერაფრით ვერ ვხვდებოდი,რატომ ვერ ხედავდა ვერავინ ,რომ მე გენიოსი ვარ,რომ მე ვარ ყველზე ერთად აღებულზე ჭკვიანი.ან ,ნუთუ მასწავლებელი ასეთი უტვინოა?ისიც ვერაფერს ხვდება?მახსოვს, მე ვუთხარი დეიდა მიმის:“შენ გადაყარე ჩემი ლექსები და როდესაც მე გავიზრდები,შენ ძალიან ინანებ ამას“.მე მას ვერასდროს ვაპატიებ ამას.ასევე ვერასდროს ვაპატიებ რომ ვერ დაინახა პატარა ბავშვში გენიოსი.რატომ არ მიმაბარეს სამხატვრო სკოლაში?რატომ არ მომცეს სავალდებულო განათლება?რატომ ცდილობდნენ ნათესავები, რომ გამოეყვანათ ჩემგან

ვიღაც გადარეულო ქავბოი.ზოგიერთი მასწავლებელი ხედავდა ჩემს ნიჭს,ისინი ამბობდნენ რომ მეტი უნდა მეხატა,გადმომეცა ჩემი განცდები და აზრები ნახატების საშუალებით.მაგრამ უმეტესობას სურდა გამოეყვანა ჩემგან სტომატოლოგი ან მასწავლებელი.არ შეიძლება ჩემი შეფასება მათემატიკის,ისტორიის ან ინგლისური ლიტერატურის ნიშნების მიხედვით.არასოდეს ვყოფილვარ სანიმუშო მოსწავლე,მე უნდა შემაფასოთ იმის მიხედვთ–თუ რას ვლაპარაკობ და ვსაქმიანობ.

ვენერი: და ისურვებდით ცხოვრების თავიდან დაწყებას?

ლენონი: თუკი შემეძლებოდა ვყოფილიყავი ვიღაც მუშა,მაშინ კი.თუკიშემეძლებოდა მეთქვა უარი იმაზე,რასაც ახლა სინამდვილეში წარმოვადგენ–მაშინ ვისურვებდი ამას.თქვენ იცით რომ არტისტის ცხოვრება ძალიან რთულია.მე ვკითხულობდი ვან

17 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

uw

სიკვდილამდე ათი წლით ადრე,1970 წელს, ჯონ ლენონი ესაუბრა ჟურნალ“ROLLING STONES”-მთავარ რედაქტორს,იან ვენერს.

ჯონი საუბობს საკუთარ გენიალურობაზე და ბითლზის დაშლაზე. მაშინ ამ ინტერვიუს „როკ ენ როლის ისტორიაში ყველაზე

სკანდალური“ უწოდეს.

გოგის,თუ ბეთჰოვენის ბიოგრაფიას,ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ მაგალითად ორივე ამ შეშლილის აღება შეიძლება–ისინი იტანჯებოდნენ თავის ხელოვნებაში.ხელოვანი მგრძნობიარე ნატურაა.ამ რამოდენიმე დღის წინ ერთ სტატიაში წავიკითხე ,რომ თუკი იმ დროს იარსებებდნენ ფსიქიატრები,ჩვენ არ გვეღირსებოდა გოგენის ბრწყინვალე შემოქმედების ხილვა.სულელურად ჟღერს,მაგრამ ყველას სურს მდიდრული,და არა ღარიბული ცხოვრება.ასევე საუკეთესო გამოსავალია–არ იფიქრო.ის ვინც ცოტას ფიქრობს,დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს.

ვენერი: როდის მიიღეთ პირველად ლსდ?

ლენონი: ეს მოხდა ერთერთ წვეულებაზე,რომელიც საკუთარ სახლში ერთმა ცნობილმა ლონდონელმა დანტისტმა მოაწყო.ის ჯორჯის მეგობარი,და ამასთანავე ჩვენი მკუენალი იყო.მან გადაანაწილა ლსდ ჩემს,ჯორჯის და ჩვენი მეუღლეების ჭიქებში,ისე რომ

ჩვენ ამის შესახებ არაფერი გვითხრა.როგორც ჩანს მან არ იცოდა როგორი ზემოქმედება ჰქონდა ამ ნარკოტიკს.ეს იყო ტიპიური“სვინგერული“ლონდონური გამოხტომა.დანტისტმა გამოაცხადა: “ყველანი ვრჩებით და ვათენებთ ღამეს“.ჩვენ მოგვეჩვენა რომ მას ორგიის მოწყობა უნდოდა.ისე მოხდა რომ წავედით ღამის კლუბ ad LIB–ში,სადაც „გაგვეხსნა“კიდეც.როდესაც კლუბიდან გამოვდიოდით,მოგვეჩვენა რომ შიგნით ხანძარი გაჩნდა,შეშლილებივით გამოვვარდით ქუჩაში და ვყვიროდით“მოდით,მინები ჩავამტვრიოთ!“შემდეგ აღმოვჩნდით რომელიღაც ლიფტში და ისევ მოგვეჩვენა რომ ლიფტის ჯიხურს ცეცხლი მოედო,სინამდვილეში ეს ავარიული გაჩერების პატარა წითელი ღილაკი ანათებდა ლიფტის კედელზე,ეს მაგარი ღადაობა იყო!ლიფტი გაჩერდა,ჩვენ ველურებივით გამოვვარდით იქიდან და ამ დროს აღმოჩნდა რომ ისევ კლუბში ვიყავით.დავსხედით მაგიდასთან და ის მაშინვე გადაყირავდა.მახსოვს გავიფიქრე: “თქვენი დედაც,ნუთუ ეს ყველაფერი რეალურად ხდება?“მთელი

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 18

ღამე შეშლილებივით ვიყავით.ჯორჯმა რაღაცნაირად მიგვიყვანა თავის მანქანამდე.მანქანა საათში 10 მილის სიჩქარით მოძრაობდა,ჩვენ კი გვეჩვენებოდა რომ ჯორჯი მიაქროლებდა მას.პეტი(ჰარისონის მეუღლე–ზ .კ)იხვეწებოდა: “მეგობრებო ,მოდით ვითამაშოთ ფეხბურთი!“. ხოლო ჯორჯი თავის მხრივ ემუდარებოდა ,მანქანის მართვაში ხელს ნუ მიშლიო.ამის შემდეგ ჯორჯთან მივედით.მე მომეჩვენა, რომ ჯორჯის სახლი დიდი წყალქვეშა ნავი იყო.ყველა წვიდა დასაძინებლად,მე კი მარტო დავრჩი გემბანზე.კედლის სიახლოვეს ვცურავდი.

ვენერი: აპირებთ ახალი ალბომის ჩაწერას ძველ მეგობრებთან,ბითლზებთან ერთად?

ლენონი: არა,ეს გამორიცხულია.მე აღარასოდეს ჩავწერ მათთან აღარცერთ სიმღერას.მე ვმუშაობ მხოლოდ იოკოსთან.ჩემს ხელოვნებაში არის ადგილი მხოლოდ მისთვის.ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ვინმესთან ჩაწერაში.მე მქონდა ჯგუფი,ვმღეროდი მასში,ვიყავი მისი ლიდერი.შემდეგ მოხდა შეხვედრა პოლთან და მე მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება–ამეყვანა თუ არა მუსიკოსი ,რომელიც სხვა წევრებზე ბევრად უკეთესად უკრავდა.გახდიდა ჯგუფს ეს უფრო ძლიერს?ხომ არ დავკარგავდი ამით ლიდერობას?შემდეგ მაკარტნიმ წარმიდგინა ჯორჯი,და მე და პოლს მოგვიწია გვემსჯელა გვჭირდება თუ არა ასეთი გიტარისტი.როდესაც ჯორჯი ჯგუფში მოვიდა,განსაკუთრებულ სიყვარულს მისადმი არ განნვიცდიდი,ის მე პატარა ბავშვად მეჩვენებოდა.სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ჯორჯი სულ თან დამდევდა...გავიდა წლები სანამ ჯორჯის ღირსებები შევაფასე,შევხედე როგორც თანასწორს.შემდეგ გამუდმებით გვეცვლებოდა დრამერები,იმიტომ, რომ ყველა ,ვისაც საკუთარი ინსტრუმენტი ჰქონდა ცხოვრობდა შორს,და როგორც წესი იყვნენ სრული იდიოტები.იმ დროისთვის დრამი ფუფუნებას წარმოადგენდა,რომელზედაც ხელი ყველას არ მიუწვდებოდა.ბოლოსდაბოლოს,ჰამბურჰში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ვიპოვეთ პიტ ბესთი.აქედან წარმოიქმნა მითი რომ პიტ ბესთი და სტიუარდ სატკლიფი იყვნენ ბითლზები.

ვენერი: და თქვენ ხართ ბითლზი?

ლენონი: არა,მე არ ვარ ბითლზი!მე–ეს მე ვარ!არცერთი ჩვენთაგანი ცალკე არ შეიძლება იყოს ბითლზი.პოლი–ასევე არაა ბითლზი.ბითლზი–ეს ჯგუფი ბითლზია.და საერთოდ,როგორ შეიძლება ვინმე იყოს ბთლზი?

ვენერი: როგორღაც თქვით:“ არ მჯერა ბითლზის“

ლენონი: მე არ მჯერა მითის,რომელსაც „ბითლზი“ ჰქვია.და საერთოდ,როგორ უნდა ფორმულირდეს ეს აზრი?მე არ მჯერა იმ ბითლზის,რომელიც ცხოვრობდა მილიონობით ადამიანის წარმოსახვებში,და ასევე ჩვენს წარმოსახვაშიც.ეს იყო სიზმარი,ოცნება,ილუზია.მე აღარ მჯერა ოცნებების.მაგრამ მყარად გადავწყვიტე აღარ ვილაპარაკო ამ განავალზე.

ვენერი: როგორ ფიქრობთ,რატომ არ უყვარს იოკო ბევრ ადამიანს?

ლენონი: იოკო არ ყოფილა ბითლზის დაშლის მიზეზი.და გინდაც ეს ასე ყოფილიყო,სულერთია–ეს

interviu

გვეხება მხოლოდ ჩვენ,ჯგუფის წევრებს,და არავის სხვას.სინმადვილეში საქმე სულ სხვა რამეშია–იოკო ქალია,იაპონელი ქალი.აქედანაა მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.ესაა რასობრივი და სქესობრვი დისკრიმინაციის საკითხი.ეს იციან ყველგან–პარიზში,მოსკოვში და გინდაც ჩინეთში.ძირითადი პრობლემა ის არის,რომ საკუთარი აზრის გამოხატვით იოკო ჭრილობას გაყენებთ.სწორედ ამის გამო ძალიან დიდხანს არ ღებულობდნენ ვან გოგს.სიმართლე–ეს ძალიან მტკივნეული რამაა.ამის გამო ადამიანები მზად არიან მოგკლან კიდეც!

ვენერი: როდისმე დაფიქრებულხართ საკუთარი პოპულარობის მიზეზებზე?

ლენონი: მე უბრალოდ წვეულების ცენტრში აღმოვჩნდი!მყავდა ბევრი ქალი,მქონდა ფული და სხვა ათასი სისულელე.მე მქონდა ძალაუფლება!გარშეო ყველა საუბრობდა თუ რა მაგარი იყო ჯონ ლენონი..მე ვერ ვახერხებდი აქედან გამოძრომას ,ამის დედაც!მაგრამ ასეთ ატმოსფეროში მუშაობაც აღარ შემეძლო.წვეულებები,გართობები,გლამური გითრევს,მათგან ასე მარტივად ვერ დაიძვრენ თავს,რაღაც მსხვერპლი აუცილებელია!მე დავიბადე და გავიზარდე ტრაკში..არასოდეს ვიცოდი ვინ იყო ვან გოგი..ჩვენ ყველა ვოცნებობდით ლონდონის დაპყრობაზე,მაგრამ ახლა ვიცი რომ ლონდონი –არაფერია.თავიდან მე ვფიქრობდი რომ დავიბადე,რათა ეს ჩათლახი სამყარო მემართა.!მე ვტკბებოდი ამ იდეით,მაგრამ მალევე გავხდი მისი ტყვე.

ვენერი: რას ფიქრობთ ამერიკაზე?

ლენონი: მე ერთდროულად მიყვარს და მძულს ამერიკა(იცინის)ეს შესანიშნავი ქვეყანაა.ნიუ იორკიც ასევე კარგი იყო,მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა.ძალიან ვწუხვარ რომ არ დავიბადე შტატებში,ისეთ ბოჰემურ რაიონში,როგორიც გრინვიჩ ვილიჯია.ყველა მიისწრაფის ცენტრისკენ,აი რატომ ვარ მე დღეს აქ,და ვსუნთქავ ამ ჰაერს,რომელიც კაცმა არ იცის რა ჯანდაბად მინდა!ეს ქალაქი კლავს..მაგრამ სწორედ ნიუ იორკში ხდება მსოფლიო მნიშვნელობის ყველა მოვლენა.ევროპაში შეიძლება წახვიდე დასასვენებლად,როგორც ქალაქგარეთ.შტატებმა ყველაფერი გადაყლაპა.ეს უზრმაზრი ქვეყანა გახდა,ხოლო ხალხი აგრესიულადაა განწყობილი.მე ეს მაშინებს.ჩემთვის აუცილებელია მშობლიურ ქალაქში,საკუთარ სახლში ყოფნა.ხშირად ვიხსენებ ინგლისს.ინგლისი მე მჭირდება როგორც ეს ჟანგბადი,ეს ხეები,ბალახი,ცა...

ვენერი:როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 64 წლის ასაკში?

ლენონი:ვიმედოვნებ რომ მე და იოკო ვიქნებით ლამაზი,სიცოცხლისუნარიანი წყვილი.გვექნება სახლი ირლანდიში,სადმე ზღვის პირას.საღამოთი გადავფურცლავთ ჩვენს საოჯახო ალბომს და გავიხსენებთ გიჟურ ახალგაზრდობას.

Targmani: zaza kevliSvili

19 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 20

November

World Events

21 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

avtori: Tiniko xanjaliaSvili

ნოემბერი (ლათ. November) არის გრიგორიანული კალენდრის მეთერთმეტე თვე. ნოემბერში 30 დღეა.

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem — ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.

ნოემბერში დაბადებულთა ქვებია ტოპაზი და ციტრინი, ხოლო ყვავილი - ქრიზანთემა.

ნოემბერი, 2011-ის მსოფლიო მოვლენების გადახედვისას სრულიად არასაიმედო და ნაკლებად სასიამოვნო თემების წამოწევის ხასიათზე დავდექი.

პირველ რიგში, გარემოს დაბინძურების კატასტროფულმა მაჩვენებლებმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომლის შესახებაც საერთაშორისო პრესაში ინფორმაცია 2011 წლის 4 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ირკვევა, აშშ-ს ენერგო დეპარტამენტის გამოთვლებით დღეისთვის დედამიწის ატმოსფეროს ნახშირორჟანგით დაბინძურება იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ყველაზე უარესი პროგნოზი, რაც ჩაიწერა 2007 წელს კლიმატის ცვალებადობაზე ექსპერტთა ანგარიშში (Intergovernmental Panel on Climate Change Report, 2007) .

აშშ-ს ენერგო დეპარტამენტის თანახმად, 2009-2010 წლებში მსოფლიოს მასშტაბით ნახშირორჟანგის გაჟონვა ატმოსფეროში მთელი 6% გაიზარდა, რაც ჯამში 560 მილიონ ტონას შეადგენს და ამ გაჟონვის ძირითადი წილი აშშ-ს, ჩინეთს და ინდოეთს ეკუთვნის. ტომ ბოდენი, ენერგიის დეპატრამენტის ნახშირორჟანგის კვლევის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამამად აცხადებს, რომ „თუ ვიმსჯელებთ გამონაბოლქვი ნახშირორჟანგის რაოდენობით, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაძლეულია“. იგი აღნიშნავს, რომ 2010 წელს მოსახლეობამ კვლავ აქტიურდ დაიწყო მოგზაურობა, გაიზარდა წარმოება და წიაღისეული საწვავის მოხმარება, რომელიც კლიმატური ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვავია და შესაბამისად, მსოფლიო კრიზისის დასასრულსაც მოასწავებს.

კლიმატური ცვლილებების პრობლემასთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩვენს ერთგულ მკითხველს აქვე ერთი საინტერესო ლინკის მისამართიც შევთავაზო:

გააჩუმა 5 წუთით“.

თუ ამ გოგონას გამოსვლას მოისმენთ, ნამდვილად დაგწყდებათ გული, რომ ძალიან ადვილია სწორად ცხოვრება და ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ ამას .

და კიდევ ერთი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო არის 2011 წლის 26 ნოემბერს ნატოს ვერტმფრენების მიერ პაკისტანში, პახტუნხვას პროვინციაში სასაზღვრო გამტარი პუნქტის დაბომბვა, რომელსაც 26 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა და 14 ჯარისკაცი დაიჭრა. ეს პროვინცია ავღანეთს უშუალოდ ესაზღვრება.

პაკისტანის რეაქცია მწვავე აღმოჩნდა შექმნილ ვითარებაში, რადგან პრემიერმა გილანიმ სასტიკად დაგმო ნატოს თავდასხმა პაკისტანზე და საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მუშაობა დაიწყო აშშ-სთან და ნატოსთან თანამშრომლობის გადახედვაზე.

თავის მხრივ, მომხდარით მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ნატოს მისიის ხელმძვანელი ჯონ ალენი, რომელიც აცხადებს, რომ საქმის გამოძიებით პირადად არის დაინტერესებული. აშშ-ს ელჩი პაკისტანში, კამერონ მუნტერი იმედს გამოთქვავს, რომ აშშ და პაკისტანი შეძლებენ ითანამშრომლონ გამოძიების სწორად წარმართვისათვის.

თუმცა, მსოფლიოსთვის ნათელია, რომ ეს ინციდენტი კიდევ უფრო გააუარესებს პაკისტანისა და აშშ-ს უკვე დაძაბულ ურთიერთობას. პაკისტანმა უკვე დახურა ორივე გზა, საიდანაც ნატოს და სხვა საერთაშორისო მისიებს ავღანეთში მიეწოდებოდათ საკვები და საწვავი სხვა მნიშვნელოვან მარაგებთან ერთად. პაკისტანში მთავრობასთან ერთად მომხდარით აღშფოთებულია ოპოზიციაც და ერს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, ეს არის 2008 წლის ივნისის შემდეგ მეორე ტრაგედია, როცა ნატოს საჰაერო ძალების საჰაერო იერიშმა იმავე პროვინციაში 11 ჯარისკაცი შეიწირა. მაშინ ამას მოჰყვა ოფიციალური ისლამაბადის მიერ აშშ-დან ელჩის გამოწვევა და მასობრივი პროტესტი.

ასეა თუ ისეა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახოთ, როგორი გაგრძელება ექნება მოვლენებს. ფაქტია, რომ აზიაში არასასიამოვნო ნიავმა დაჰბერა.

ახლა კი ბევრს აღარ გავაგრძელებ, დამდეგ ახალ წელს მოგილოცავთ და უფრო ბედნიერი 2012 წლის მოლოდინში დაგემშვიდობებით.

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 22

istoria

mexris

Wapani

23 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

მე–20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ მწერლობაში მოღვაწეობდა სამი ჩხეიძე და სამივე ფსევდონიმით. გიორგი ჩხეიძე–ქუჩიშვილი, დავით ჩხეიძე–თურდოსპირელი და დავით ჩხეიძე–დიაჩიანელი. ამ ფსევდონიმებს თავისი ისტორია აქვს და მათზე სიტყვას არ გავაგრძელებთ. ვიტყვით მხოლოდ, რომ მე–17 საუკუნიდან მოკიდებული დღემდე, ჩხეიძეების სახლიდან მოვიდა მრავალი საამაყო მამულიშვილი,რომელნიც ამშვენებდნენ და დღესაც ამკობენ ჩვენს მწერლობას,თეატრალურ თუ კინოხელოვნებას.

დიდმა ილიამ დაგვმოძღვრა, რომ „დიდის დანახვა ადვილია,საქმე ის არის,იმ ჩუმთა გუშაგთა უჩინარი ღვაწლი დაინახოს კაცმა, რომელთა ნაღვაწიც აცხოვრებს ქვეყანას და დედაბოძად უდგა თვით საზოგადოებასო“ ჭეშმარიტად! ბრძენმა მწერალმა კარგად იცოდა, რომ ღრმადმხვნელ ქართულ გუთანს გუთნისდედასთან ერთად უძღვება ღამისმეხრეც და სახრისმეხრეც. ასეა ყველგან, და მითუმეტეს - მწერლობაში. ზოგი გუთნისდედაა,ზოგი ღამის მეხრეა და ზოგიც სახრისმეხრე. ბედისწერამ ყველას თავისი წილი ბედის კვერი და სულის საოხი უსაგზლა.

ქართული მწერლობის გუთნეულში ჩაბმული ერთი მეხრის ჭაპანი არგუნა ბედმა დავით თურდოსპირელს.

იგი წელიწადის ყველაზე ლამაზ დროს-გაზაფხულზე დაიბადა,მაგრამ თავს შემოდგომის მიმწუხრზე დაბადებულად მიიჩნევდა, რადგან სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე კაეშნის აბლაბუდაში გაეხვია.ამ „ჭმუნვის აკვანში“ გაზრდილ ყმაწვილს, აკვალიანებს რევოლუციის ქარიშხალი...

დავით თურდოსპირელის მოთხრობების პირველ წიგნს, რომელიც გამოქვეყნდა 1906 წელს, ,,თავისუფლების მსხვერპლნი“ ჰქვია. ამ წიგნის ტირაჟის დიდი ნაწილი ჟანდარმერიამ ცეცხლს მისცა და ავტორი კი დააპატიმრა.

„თავისუფლების მსხვერპლნის“ დაბეჭდვიდან მეშვიდე წელს, თბილიში გამოვიდა დ.თურდოსპირელის ლექსებისა და ნოველების პატარა წიგნი სათაურით „სიმთა ქვითინი“. დროის დაღი აზის წიგნებში შესულ მოთხრობებსაც „მარტოობაში“, ,,აგონია“, ,,ასე მოთქვამდა ბულბული“, ,,შავი ფიქრები“, ,,ყარიბის ღაღადი“ და სხვა.

გამოიცა დავით თურდოსპირელის კიდევ ერთი წიგნი. 1919 წელს დაიბეჭდა მოთხრობების წიგნი სათაურით „გაწყვეტილი ზღაპარი“. ამ მოთხრობებში შეძლო ავტორმა

უფრო უკეთესად გამოემჟღავნებინა ნიჭიერება და ორიგინალობა.

მოთხრობა „გაწყვეტილი ზღაპარი“ საინტერესოდ ასახავს ერთი ქართველი მეზღაპრის ცხოვრებას,რომელიც შაჰ–აბასის კარზე იყო დატყვევებული. იგი სიკვდილს კარგმა მეზღაპრეობამ გადაარჩნა და ბედმა შაჰის სასახლეში მოახვედრა.

ერთ დღეს, ჩვეულებრივ, როცა მოიყვანეს გურჯი მეზღაპრე შაჰთან და დაიწყო საამო ,,ზღაპარი უკვდავ სიყვარულზე“, ყურებდაცქვეტილი უსმენდა თვითმპყრობელი. იგი დაატკბო კიდეც კეთილმა ქართულმა ზღაპარმა ისე, რომ „მის თვალებში აღარ ილეწებოდა სისასტიკის კალო“ და აი, უცაბედად, გურჯმა ზღაპარი შუაზე გაწყვიტა. განრისხდა შაჰი, ბრძანა მეზღაპრის დასჯა და სხვა მეზღაპრის მოყვანა, რომელიც გააგრძელებდა დაწყებულ ზღაპარს. ამაო იყო შაჰის ცდა: გურჯმა მეზღაპრემ შეჰბედა შაჰს:–„ვერც სხვა გეტყვის შემდეგს,დიდებულო, დედამიწის ყოველი კუთხიდან რომ შეჰკრიბო მგოსან–მეზღაპრენი, ვერც ერთი ვერ შეძლებს მის განგრძობას“...

შაჰი უარესად განცვიფრდა...ჰკითხა მიზეზი... გურჯმა აუხსნა:–

ეს ზღაპარი, უნაზესი სიყვარულის ყდით დაკაზმული, წინაპრებმა გვიანდერძეს ...დაგვავალეს, გავფრთხილებოდით, მტრისათვის არ ჩაგვეგდო ხელში...

ჩვენც ვინახავდით ... ბრძოლითა და პაექრობით თაობიდან თაობას გადავცემდით... მოწიწებით ვუკითხავდით მოზარდთ და მათ ვაფაქიზებდით... ვაქარვებდით მათ სულს... ვუსახავდით ცხოვრებას შევარდისპერებულს... ელვარედ მასხივებელს...

მაგრამ ერთხელ, შავდაუკუღმა იგი დრო... ერთხელ მტერი დაგვეცა... გაგვაჩანაგა... აგავფორიაქა... იავარგვყო... მოსპო საუნჯენი ფასდაუდებელნი ... მოჰსრა ლალ–იაგუნდის მოოჭვილი მხატვრობანი ... მიაგნო ამ ზღაპარსაც... ზედ დააკვირდა ალმას ჭაბუკნი, მოფხრიწ–მოფხრიწა წიგნი და ცეცხლს მისცა ნაფლეთები ... გადარჩა მხოლოდ ეს ნაწყვეტი“...

ამ სიტყვების მოსმენამ ჯერ გააცოფა საჰი, მაგრამ მეზღაპრის დამაჯერებელმა საუბარმა,ზღაპრის მიზან–ფუნქციის სწორმა ახსნამ მოალბო იგი და ათქმევინა: ,,ვინ, ვინ იყო ასეთი უღვთო... ისეთი უვარგისი... ვინ ჩადგა კაცობრიობის ცოდვაში... ვინ მოსპო ასეთი მშვენიერება? „ამის შემდეგ თითქოს დაუბრუნდაო ადამიანობა, შაჰმა იგრძნო

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 24

ქართული ზღაპრის სიბრძნე და ბრძანა საქართელოს განთავისუფლება. მეზღაპრემ იხსნა თავისი ჯადოსნირი ზღაპრით საქართველო დაღუპვისაგან.

მწერალი ყველაფერს ისე დამაჯერებლად ჰყვება, რომ ეჭვიც არ გვეპარება ლეგენდის სინამდვილეში, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ზღაპრის ფაბულას პარალელი ეძებნება „1001 ღამის სღაპრებთან“. ამავე კრებულშია დაბეჭდილი ნოველა „გულების სამრეცხაო“.

დავით თურდოსპირელი ყოველ ახალ წელს, მწერლისთვის აუცილებლად მიიჩნევს მკითხველთან საახალწლო მოთხრობით გასაუბრებას.

მწერალს ბავშობაში გაუგონია ასეთი ლეგენდა: ... შვიდ წელიწადში არაერთხელ უეცრად გაიხსნება ცა და ვინც ამ დროს მოასწრებს რისიმეს ნატვრას,აუცილებლად აუსრულდებაო“. მწერალს მტკიცედ სჯერა ამ ლეგენდის. ამიტომ ცხოვრების სხვადასხვა დროს ცის გახსნისას სხვადასხვა ნატვრა და იცნება სურდა, რომ შეეგებებინა მისთვის. კერძოდ,დავითს ცხოვრების გარიჟრაჟზე უნდოდა „ზურმიხტ–იაგუნდის კინძულზე“ მცხოვრები ქალწულის ხილვა და, როცა „მოვდღევნდიო“, ე.ი.შემოდგომის რთველმა თეთრად აუბზინა თმაზე, ჭაბუკური გატაცება გაუქრა, მაგრამ ცის გახსნისა მაინც სჯერა, უნდა გაიხსნას ცა და ასეთი ნატვრა ინატროს! „ამიშენე მე სამრეცხაო გულებისა, მომმადლე სამრეცხაო და შევიქმნები უბედნიერესი ადამინი“... მე ამ სამრეცხაოში გავრეცხ, ბროწი კაკალივით გავღვრეჭ ადამიანთა გაყაყიანებულ–გაყვინიზებულ გულებსო.

დავით თურდოსპირელს სურს, საახალწლო ნომერში დაბეჭდონ მისი ასეთი გაცხადება:

„ხალხო, საყვარელო ხალხო!..ყური დაუგდეთ სანატრელ ძახილს!..ახალ წელს ასე ნაღვლიანად, ასე

უღიმღამოდ იმიტომა ჰხვდები, რომ ტიალო ომის ალმურისგან შეტრუსულ–შეხანხლული გაქვს სიცოცხლე, მუხთალი ცხოვრებისაგან შეწყმენდილი გაქვს სასოება... ავყია ფიქრებისაგან დახავსებული გქვს ოცნება... ამის მოსაშორებლად და განსაკურნავად დ.თურდოსპირელმა გამოიგონა უბედური საშუალება...

დ.თურდოსპირელმა გაჰხსნა სამრეცხაო და იქ კაცობრიობის მიერ უწყალოდ დაფრქვეული ცრემლებით ირეცხება და ყალანქარივით

სპეტაკდება გამჭვარტლიანებული გულები...ხალხო, საცოდავო, ბეჩავო ხალხო! ახლა

მაინც შეჰხვდი ახალ წელიწადს გახალისებული გულით... ამ ახალ წელიწადს მაინც დააღწიე თავი ირაო კაეშანს.

წაიღე გულები თურდოსპირელის სამრეცხაოში... მუნ განსპტაკდებიან იგინი ცრემლთა ემბაზში და ეზიარებიან ზღაპრულ ცხოვრებას, რომელიც ჟამის დასაბამიდან ეზმანება კაცობრიობას და დღმდე ძე–ხორციელი ვერ მოსწრებია...

იჩქარე. იჩქარე, ხალხო, დაიწერე მეხსიერებაში ეს სიტყვები და მოყვარეთაც აცნობე სანატრელი ძახილი...“

საგულისხმოა, რომ დ.თურდოსპირელის ეს ნატვრა–განცხადება გამოქვეყნდა 1919 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს. ნოველა ასე მთავრდება: „იქნება ქუდ–ბედი მეწვიოს... იქნება მათლა გაიხსნას მაშვრალთა ცა და მართლა გამოჩნდეს დიდი ხნის სანუკვარი მეუფე ოცნებანი, რომელიც ამისრულებს ნატვრას და მომმადლებს სამრეცხაოს კაცთა შემჩვარტლული გულების გამაბროლებელ სამრეცხაოს.“

როგორც ჩანს, ეს არის ყველა დროის ბროლგულიანი ადამიანის ოცნება, რომ შემჭვარტლულგულიანი ადამიანებისათვის სამრეცხაო ააგოს და გაბროლოს ჭუჭყიანი ადამიანების ჭუჭყიანი გულები.

ოც–ოცდაათიან წლებში კვლავ გამოქვეყნდა დ.ტურდოსპირელის წიგნები ,რომლებშიც შესულია საინტერესო ნოველები, მოთხრობები, მემუარული ჩანაწრები, საბავშო ლექსები და მოთხრობები ისინი ერთად აკინძული. თუნდაც რჩეულის სახით, სამწუხაროდ, არ მისულა მკითხველამდე.

ორმოცი წლის წინ პოეტის მაყვალა მრევლიშვილის შესავალი წერილით დაიბეჭდა დავითის საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების წიგნი “არაზინდოს“სახელწოდებით მას შემდეგ აქა–იქ, საცნობარი ლიტერატურაში თუ გამოჩნდება ხოლმე ამ უღვთოდ დავიწყებული მწერლისა სა პედაგოგის სახელი.

ჩვენი საუკუნის 20–იანი წლებიდან თელავში განახლდა წიგნების გამოცემა. მაშინ აქ პედაგოგიურ სარბიელზე იყო დავით თურდოსპირელი და, ცხადია, ერთ –ერთ პირველს მოუწია თელავში თავისი წიგნები, რომელშიც შევიდა მოთხრობები თუ ნოველები რჩეული სახით.

დ.თურდოსპირელის ერთ–ერთი

istoria

25 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

ასეთი წიგნი დაიბეჭდა 1926წელს წიგნში შევიდა მწერლის გახმაურებული მოთხრობა „ცისფერთვალება“, სადაც მწერალს გადმოცემული აქვს თავისი ავტობიოგრაფიული ამბები. იგი საოცარი ფერებით ხედავს სტუდენტთა რევოლუციურ განწყობილებას.

ამ მოთხრობის გამო, გიორგი ქუჩიშვილი შენიშნავდა, რომ დ.თურდოსპირელს, როგორც მწერლის შემოქმედებითი სიახლოვე აკავშირებდა ჭოლა ლომთათიძესთან. აი,რას სწერს ძმას: ,,დათიკო, შენ, მეორე ჭოლა ხარ ქართულ ლიტერატურაში. არა ჭოლა კი არა,ეს ერთგვარი დამცირება თუ მიმდევრობა იქნებოდა, ვინაიდან შენ შენებური, ყოველმხრივი თავისებური, ორიგინალური ხარ, ჭოლას მხოლოდ გრძნობიერებაში ენათესავები.“

სხვათა შორის, არსებობს ერთი საგულისხმო ფაქტი, რომელიც ამ ორი მწერლის მხოლოდ შემოქმედებით ურთიერთობაზე როდი მეტყველებს:

დავითმა კიევის უნივერსიტეტის მეგობარ სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ასტრახანის ციხეში მყოფ ჭოლა ლომთათიძეს ფული სეუკრიბოს და გაუგზავნოს. მათ 25 მანეთის შეკრება შეძლეს და წერილთან ერთად მწერალს გაუგზავნეს. როგორც თურდოსპირელი გვატყობინებს: ,,ამხანაგების დავალებით წერილიც მივწერე, ვამხნევებდი და მადლობას ვუცხადებდი იმის გამო, რომ თავისი ნაწარმოებით მაღალ იდეალებს აღვიძებდა ახალგაზრდობის გულში“. კიეველმა ქართველმა სტუდენტებმა მალე მიიღეს ჭ. ლომთათიძესგან პასუხიც. როგორც დ. თურდოსპირელი იგონებს: ,,მე ვერ შევძლებ ოდნავადაც წერილის შთაბეჭდილებეის გადმოცემას. მარტო ერთი საყურადღებო საბიოგრაფიო ამბავს გავიხსენებ...

მიეღო მას ეს ფული თუ არა, ძალიან შეწუხებულიყო ... მეტადრე იმან შემაწუხაო, –გვწერდა,რომ გამოგზავნიდა იმათგან,ვისაც ჩემსავით შია და სცივა კიდეცაო... მაგრამ ამავე დროს უკან დაბრუნებასაც ვერ გავბედავ... ეს იქნებოდა ახალგაზრდობის დიდი შეურაცხყოფაო. დიდი მადლობა, ახალგაზრდა მეგობრებო, მაგრამ იცოდეთ, მე ფულით დახმრებას არავისგან ვღებულობ და არც არავისგან მივიღებ, მივიღე თქვენგან იმიტომ, რომ თქვენ სულ სხვანი ხართ, თქვენ ხართ ახალგაზრდებიო. ამას მოსდევდა ელეგია...ტკბილი დამყვავებელი ელეგია... ჩვენ ერთმანეთისაგან შორს, ძალიან შორსა ვართ, მეგობრებო, მაგრამ სიყვარულმა მანძილი და

სიგრძე არ იცისო...–არა,არ შემიძლია გაგრძელება. ეს

იქნება ჭოლას ბრწყინვალე აზრის და სტილის დასახიჩრება“.(ჟურნალი „ახალი გზა.“ 1925,#12) მოიგონებს ავტორი და აქვე გვაწვდის ცნობას, რომ ჭოლას ის ორი წერილი პოეტის იმ მშფოთვარე ხანაში დაღუპილა.

დ.თურდოსპირელმა მეორე მსოფიო ომის დროს, ჟურნალ „მნათობის“ (1944,#7–8,გვ16–17) ფურცლებზე გამოაქვეყნა პატრიოტული მოთხრობა „ორი ბექობი“, რომელშიც მოთხრობილია მწერლის მოგზაურობის ეპიზოდი სვანეთში, ლახამურის მიდამოებში, მან მოხუცი თანამგზავრი სვანისგან გაიგო ლეგენდა მათ წინ აღმართული ორი ბექობის შესახებ და მოთხრობაშიც გამოიყენა.

სვან ვაჟკაცებს დაუთქვამთ და ბრძოლაში წასვლის წინ მინდორზე თითოეულ მათგანს მიუტანია თითო ქვა. ისინი იმდენად როცხვმრავალნი ყოფილან, რომ ამ პატარა ბექობის ადგილზე დაბრუნებულ სვან ვაჟკაცებს დიდი ბექობი აღუმართავთ.

მაგრამ მოთხრობის დედააზრი ნათელია. ბრძოლაში ბევრი მიდის, მაგრამ იქიდან ყველა ვერ ბრუნდება. სამშობლოსთვის თავდადებულ მებრძოლთა თუ შინმოუსვლელთა ხსოვნა კი მარადიულია და ისე, როგორც სვანეთში არსებული ორი ბექობის ლეგენდა, ყველა მათგანი დაუვიწყარი იქნება ჩვენი ხალხისთვის.

როგორც ჩანს, დავით თურდოსპირელის ცხოვრება და მოღვაწეობა მონოგრაფიულად შესწავლას იმსახურებს. დროა, შეიკრიბოს მისი პოეტური, პროზაული თუ პუბლიცისტური მემკვადრეობა და გამოიცეს.

P.S ამ წყაროს დაწერისა და გამოქვეყნებიდან საკმაო ხნის გასვლის შემდეგ ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა თამარ გაგნიძემ 2006 წლის 14 მაისს პროფესორ გურამ ბენაშვილისა და ჩემი ხელმძღვანელობით წარმატებულად დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: ,,დაიცავით თურდოსპირელის ცხოვრება და შემოქმედება“

avtori: giorgi javaxiSvili

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 26

ucnauri.com

27 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 28

10 yvelaze saSiSi mcenare msoflioSimr_holms

ucnauri.com

მსოფლიოში მრავალი შხამიანი და საშიში მცენარეა, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ. ქვემოთ შეხვდებით

მათგან 10 ყველაზე საშიშს.

1. ყველაზე მოსახერხებელი გზა ვირთხის შესაჭმელად.გიგანტური კოკისებური მცენარე: Nepenthes attenboroughiiეს მცენარე ხარობს ვიქტორიას მთაზე, ფილიპინებში. იგი ხორცისმჭამლი მცენარეა და გამოყოფს ნექტრის მსგავს ნივთიერებას, რომელიც იზიდავს მსხვერპლს ფერმენტების და მჟავის მორევში. წებოვანი ნივთიერებების გროვების მეშვეობით შეუძლებელი ხდება მსხვერპლის მცენარიდან თავის დახწევა. ამ მცენარეს 30 სანტიმეტრიანი დიამეტრი აქვს, რაც მღრღნელების მახეში გაბმის საშუალებას იძლევა, მაგრამ Nepenthes attenboroughii-ის ჩვეულებრივი საჭმელი მაინც მწერებია. კოკისებური მცენარეები, რომელთა 600-მდე სახეობაა, იზრდებიან იმ ადგილებში, სადაც აზოტის დეფიციტია და ამის გამო ნუტრიენტები ასუსტებენ მცენარის მსხვერპლს.

2. ყველაზე მოსახერხებელი შხამიანი მცენარე, რომელიც შეგიძლია იყოს შენს ბაღში. კასტორის ცერცვი: Ricinus communis. კასტორის ცერცვის შეძენა შეიძლება ბაღებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს სასიკვდილო შხამს. ემი სტიუარტს, რომელიც მომწამვლელი მცენარეების ექსპერტია, აქვს შეხება ასეთ მცენარეებთან და რამდენიმე მათგანი მის ბაღშიც იზრდება. დაინტერესებულ მებაღეებს შეუძლიათ ამ მცენარის თესლის მოგლეჯა. მის გადამუშავების შედეგად გამოყოფილ შხამს იყენებენ სპეციალურ იარაღებში.

3. ყველაზე ძლიერი ტოქსიკური მცენარე ჩრდილოეთ ამერიკაში. დასავლეთის წყლის კონიო: Cicuta douglasii. ითვლება, რომ ეს მცენარე ყველაზე შხამიანი მცენარეა ჩრდილოეთ ამერიკაში. წყლის კონიო შეიცავს ტოქსიკანტ ციცუტოქსინს,რომელსაც შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა, რაც გამოიხატება ადამიანის კრუნჩხვებში ჩავარდნაში, კუნთების შეკუმშვაში და საბოლოო ჯამში ადამიანი კვდება. წყლის კონიო განსხვავდება შხამიანი კონიოსაგან, რომელიც სოკრატეს ცნობილი მკვლელია. ის ადამიანს კლავს სასუნთქი სისტემის პარალიზებით. ეს ორივე მცენარე თქვენ წარმოიდგინეთ სტაფილოს ოჯახს მიეკუთვნება.

4. მცენარე, რომელმაც მოკლა პრეზიდენტის დედა.თეთრი გველისძირა: Eupatorium rugosum. ამ მცენარით გარდაიცვალა აბრაამ ლინკოლნის დედა ნენსი ჰენქსი. მისმა ძროხამ შეჭამა (მცირე რაოდენიბით და ამიტომ გადარჩა) გველისძირა და რძე მოიწამლა, ამ რძის დალევის შემდეგ კი ნენსი ჰენქსი გარდაიცვალა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს უჯერ ალკოჰოლს ტრემეტოლს, რომელსაც შეუძლია პირუტყვის კუნთების შეკუმშვა, სანამ მოკლავს მას. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, ხალხი

ცდილობდა აეხსნა, თუ რით კვდებოდა მათი საქონელი. ეს ფაქტი ამოხსნელი იყო იქამდე, სანამ ა.შ.შ.-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ამოხსნა ეს ფაქტი და შემდეგ სწრაფად გაავრცელა მთელს მსოფლიოსი. დღეს თეთრი გველისძირა, კვლავ ფართოდ იზრდება, მაგრამ მისი გავრცელების კონტროლმა, თავიდან აიცილა მისი შხამით საქონლის მოწამვლა.

5. საუკეთესო მცენარე სტუმრის მოსაკლავად.აკონიტი: Aconitum napellus. ერთხელ სტიუარდს ჰკითხეს: რა იყო საუკეთესო მცენარე, რითაც შეიძლებოდა მოეკლათ სადილის დამსწრე სტუმარი. დიდი განხილვის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს მცენარე იყო აკონიტი. მან თქვა: თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაბეგვოთ ამ მცენარის ფესვები და დაუმატოთ მოშუშულ საკვებს. ღია იისფერი აკონიტი, ხშირად ხვდებათ ბაღების შემოგარენში. ის შეიცავს ტოქსიკურ ალკალიდს- აკონიტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ასფიქსია.

6. ყველაზე საზარელი მკვლელიCommon Bladderwort: Utricularia macrorhiza. ეს მცენარე წყლის პატარა ცხოველებს ჭამს. მისი რამდენიმე ბუშტუკი წყალშია ჩაძირული და იჭერს მსხვერპლს, როგორიცაა თავკომბალები და პატარა კიბოსნაირები. ამ მცენარის ჯაგარისებულ გამონაზარდებში ებმევა მსხვერპლი და შემდეგ ან შხამით ან შიმშილით კვდება. როცა მსხვერპლი დალპება და სითხედ გადაიქცევა, მცენარის კედლებზე განლაგებული ბუშტუკები შეიწოვს მას.

7. ცხოველების დიდი მოყვარულიVenus flytrap: Dionaea muscipula. ამ მცენარეს აქვს უნარი დაიხუროს ნახევარ წამში. მწერი მას უნდა შეეხოს ზედიზედ ორ თმაზე, იმისთვის, რომ რეაქცია მოახდინოს. მაგრამ მცენარის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. ამერიკის ბოტანიკური საზოგადოება აღნიშნავს ძველ თეორიებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ წყლის წნევის მოულოდნელი ცვლილება განაპირობებს ამ მცენარის რეაქციას, მაგრამ ამ თეორიას დღეს არავინ იზიარებს.

8. ადამიანის გვამად ქცევის საუკეთესო საშუალებაანგელოზის საყვირი: Brugmansia. დახრილი და თვალისმომჭრელი ანგელოზის საყვირის ყვავილი, ხარობს სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ის შეიცავს ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებების გროვებს, რომლებიც შეიცავს ათროპინს, ჰიოსკიამინს და სკოპოლამინს. კოლუმბიაში კრიმინალებმა ამ მცენარიდან გამოყვეს სკოპოლამინი და გამოიყენეს ძლიერი ნარკოტიკული მოქმედებისთვის. ამ ტოქსინის მეშვეობით მსხვერპლი აზრზე არ არის რას აკეთებს, მაგრამ ყველაფერს გააზრებულად (ბოლოს კი

29 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

კვდება). სკოპოლამინს კანი და ლორწოვანი გარსიც კი იწოვს და მისი სახეზე შეყრაც კმარა ადამიანის მოსაკლავად.

9. ყველაზე მაცდური საწამლავიოლეანდრი: Nerium oleander. ეს შესახედად ჩვეულებრივი მარადმწვანე ბუჩქი არის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე. ამ მცენარის ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გულის ამაჩქარებელ გლიკოზიდებს. მას რაღაც ოდენობით სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ, მაგრამ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებით ოლეანდრით მრავალი ადამიანი დაიყუპა. ხალხს ხშირად თვალს ჭრის ამ მცენარის სილამაზე და ფერები, მაგრამ მისი მოწყვეტა არ შეიძლება, იმდენად

საშიშია, რომ თუ მისი შხამი სხეულში მოხვდა გულს მომენტალურად აჩრებს.

10. სახლის დაცვის საუკეთესო საშუალება. მალა მუჯერი: Cnidoscolus angustidens. სტიუარტი აღწერს, რომ ეს ბაღის მცენარე უფრო მტიკვნეულია, ვიდრე შხამიანი. “მალა მუჯერ”: რომელიც იტთარგმნება, როგორც “ცუდი ქალი” ხარობს სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში და დაფარულია საშინელი ეკლებით. თუმცა რეალურად საშიში არის მწველი, რძის მაგვარი ნივთიერება. ეს ნივთიერება დამახასიათებელია ბევრი ეუფორბიას გვარის მცენარეებისთვის და შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული გაღიზიანება და ფერის შეცვლა, რაც კანის საზიზღარ შეხედულებას აძლევს.

fo

to

ebi d

alag

ebul

ia Tan

mim

devr

obiT

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 30

gigasis kodeqsiGrin

ucnauri.com

ანუ ე.წ. ეშმაკის ბიბლია

ეს არის ყველაზე დიდი და საიდუმლოებით მოცული ხელნაწერი წიგნი მსოფლიოში. იგი იწონის 75 კილოგრამს. ხის მასალის ყდაში ჩასმული 310 ფურცელი დამზადებულია 160 ვირის ტყავისაგან.

წიგნი დაწერილია ლათინურ ენაზე და შეიცავს ახალ და ძველ აღთქმას, იესოს სიბრძნეს, ებრაელთა ომებს, ბიბლიური თუ სხვა პერსონაჟების ცხოვრების აღწერილობებს, მონასტრის კანონებს, ყველაფერს, სამკურნალო რჩევებიდან დაწყებული, მაგიური ფორმულებითა და ოკულტური შელოცვებით დამთავრებული. სწორედ ამ წიგნშია მოცემული ეგზორცისტული სეანსების დროს

გამოყენებული შელოცვები, როდესაც შეპყრობილ ადამიანთა სხულიდან ბოროტ სულებს დევნიან.

თუმცა ეს ჩვეულებრივი ფაქტებია.აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მე–13 საუკუნეში, როდესაც ხელნაწერია შექმნილი, წიგნის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე გადამწერი, მხატვარი, ამკინძავი და თვით პროცესი თვეების და წლების განმავლობაშიც კი იწელებოდა. მაშ რამ დააინტერესა მეცნიერები, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ( სამდღიანი ნებართვის მიღება შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან, სადაც ამჟამად წიგნი მდებარეობს, საკმაოდ რთულია) დაწვრილებით შეისწავლიდნენ ხელნაწერს.

არსებობს მითი წიგნის შექმნის

31 Telavuri seriebi, #6 (18), dekemberi, 2011

შესახებ, რომლის მიხედვითაც, მე–13 საუკუნეში ბოჰემიის ბენედიქტის მონასტრის ერთ–ერთ განდეგილ ბერს – ჰერმანს მიესაჯა სიკვდილი საშინელი ცოდვის გამო, რომელიც ლეგენდაში გასაიდუმლოებულია. ბერი ემუდარებოდა წინამძღვარს, შეენარჩუნებინა მისთვის სიცოცხლე და სანაცვლოდ იგი დაწერდა წიგნს ერთ ღამეში, რომელიც სახელს გაუთქვამდა მონასტერს. მას ნება დართეს, გაეკეთებინა დაპირებული. მეორე დილით კი ან წიგნს ჩაიბარებდნენ, ან მის სიცოცხლეს. სასოწარკვეთილი ბერი წერას შეუდგა, მაგრამ რამდენიმე საათში მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო დილამდე დაემთავრებინა სამუშაო. და მაშინ, მან აღავლინა ლოცვა… არა ღმერთის… არამედ დაცემული ანგელოზის მიმართ…

მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ხელნაწერი და აღმოჩნდა, რომ იგი დაწერილია ერთი და იმავე მელნით. მეტიც, არ მოიძებნა არც ერთი მექანიკური თუ ორთოგრაფიული შეცდომა, არსად

არ არის შეცვლილი ასოების გრაფიკული მოხაზულობა, ანუ მთელი ხელნაწერი ე რ თ გ ვ ა რ ო ვ ა ნ ი ა, რის გამოც გამორიცხულია, რომ იგი სხვადასხვა ადამიანს დაეწერა, ანუ გამოდის, რომ მთელი წიგნი მართლაც ერთი პიროვნების მიერ არის შექმნილი. თუმცა, ასეთი მასიური წიგნის დაწერას ათწლეულები დასჭირდებოდა. ამ დროის მანძილზე კი დამწერს აუცილებლად უნდა შეცვლოდა კალიგრაფია, დაქვეითებოდა მხედველობა, სახსრების ტკივილსა და ხელის კანკალსგან ასოებიც უნდა შეცვლილიყვნენ, თუმცა არაფერი ამის მსგავსი ხელნაწერს არ ეტყობა. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ წიგნი ერთმა ადამიანმა დაწერა, მან ეს არაადამიანურად მოკლე დროში მოახერხა.

მეცნიერების ეს დასკვნა ორ კითხვას ბადებს:

რით მთავრდება ლეგენდა?ვინ დაწერა codex gigas?

#6 (18), dekemberi, 2011, Telavuri seriebi 32

noemberi 2011

Telavis socialuri qseli

www. telaveli. ge