TS-17

28
# 5(17),noemberi,2011 Telavuri seriebi ის რაც, ყველაზე მეტად გვაკლია და დიდი ხანია დავეძებთ, ერთმანეთისაკენ სავალი ბილიკებია! "gulis fskerze dasadebi fiqrebi" fiqria yuSitaSvili

description

This online magazine is published in Georgia and it is dedicated to the most beautiful of its regions, Kakheti with its ancient city of Telavi.

Transcript of TS-17

Page 1: TS-17

#5(17),noemberi,2011

Telavuri

seriebi

ის რაც, ყველაზე მეტად გვაკლია და დიდი ხანია დავეძებთ, ერთმანეთისაკენ სავალი ბილიკებია!

"gulis fskerze dasadebi fiqrebi"fiqria yuSitaSvili

Page 2: TS-17

1 Telavuri seriebi, #2 (14), agvisto, 20119 Telavuri seriebi, #11, maisi, 2011

ulimito, ukabelo

interneti TveSi

30 larad!

wWw.TelNet.Ge577 59 80 80

Page 3: TS-17

#2 (14), agvisto, 2011, Telavuri seriebi 2

ulimito, ukabelo

interneti TveSi

30 larad!

wWw.TelNet.Ge577 59 80 80

Page 4: TS-17

3 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

kontaqti

[email protected]

Semqmnelebi

mTavari redaqtori

გიორგი ბეჟანიშვილი

ზურაბ ძულიაშვილი

konsultantiნელი ცქიტიშვილი

avtorebi

ფიქრია ყუშიტაშვილი

dizaini

ირინე ჯანდიერი

P.R. menejeri

თინიკო ხანჯალიაშვილი

stilist - koreqtori

ქეთი შავერდოშვილი

Art redaqtori

ზაზა კევლიშვილი

თინიკო ხანჯალიაშვილი

გიორგი ბეჟანიშვილი

ზაზა კოშკაძე

Toresa Mossy

პაატა ჩახვაშვილი

ია რჩეულიშვილი

www.telaviseries.tel.ge

redaqtorisgan

giorgi beJaniSvili

[email protected]

გამარჯობა!როგორ ხარ ძვირფასო

მკითხველო?გავიგე საქართველოში

მოუთოვია და ნოემბერიც საკმაოდ სუსხიანი გამოდგა. საბერძნეთში კი მზიანი ამინდებია, თუმცა სუსხი აქაც იგრძნობა. ამ და სხვა ჩემს პირადულთან დაკავშირებულ თემებზე, შეგიძლიათ ბლოგიდან ამოიკითხოთ - http://mrutskho.blogspot.com/

ახლა რაც შეეხება ჟურნალს.ეს უკვე მეორე ნომერია,

რომელიც მზადდება ახალი სტილით. გუნდი ცალკეა და მე ცალკე. თუმცა ინტერნეტი ჩვენი დამაკავშირებელი ძაფია, მაგრამ მხოლოდ ინტერნეტზე მინდობაც არ შეიძლება ყოველთვის. მე სულ ვუჭერ მხარს იდეას, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ სკაიპთან თუ ჩატთან და მეტი დრო დაუთმონ უშუალო ურთიერთობებს, რეალურ ცხოვრებაში. ამაზე დისკუსიაც შეიძლება გაიმართოს. თუმცა მე, ადამიანებთან რომელთანაც საქმე მაკავშირებს, ყოველთვის უშუალოდ პირისპირ შეხვედრა და საუბარი მირჩევია. ალბად სწორედ ამ უშუალობის დეფიციტმა გამოიწვია ჩვენი ახალი ნომრის სეკვესტრირებული ვარიანტის გამოსვლა. სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი რუბრიკა და სტატია გვაკლია. მიზეზი კი კავშირის უქონლობაა. კიდევ ალბად დროის სიმცირე და ცოტა უყურადღებობაც. მოკლედ

რომ გითხრათ, ორი ავტორი დაგვეკარგა და დავეძებთ. ახლა ჩემი შედარება ბევრ ლიტარატურისა თუ კინოფილმის გმირთან შეიძლება. ეს თქვენთვის მომინდია. მე კი ჩემებურად გამოვეპასუხე ჩემს დაკარგულ მეგობრებს და ახალ რუბრიკას დავუდე სათავე. „Want-ed” - საკლასო ჟურნალის ჩვენი ჟურნალისებური ვარიანტია. აქ შეიძლება ამოიკითხოთ ვინ გააცდინა კონკრეტულად ეს „გაკვეთილი“ და ვის დავეძებთ ერთი სახუმარო სიმღერის თანხლებით.

ახლა უცბად ძველი „ვიდეოპატრული“ გამახსენდა: „ყურადღებით დააკვირდით მათ სახეებს“. თუ სადმე გადააწყდეთ, აუცილებლად შეგვეხმიანეთ და შეგვატყობინეთ როგორ არიან.

დანარჩენს კი უკვე შინაარსიდან ამოიკითვათ. მართალია თავის წინამორბედებთან შედარებით ის ყველაზე პატარა ზომისაა, მაგრამ როგორც ყოველთვის საინტერესოა.

გემშვიდობებით კეთილი სურვილებით,

მომავალ ვირტუალურ შეხვედრამდე!

Page 5: TS-17

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 4

Sinaarsifiqria yuSitaSvili

paatas konlentalenta

zaza koSkaZe

5

World Events August

UCNAURI.COM

911

gulis fskerze dasadebi fiqrebi

1319

Salaxos saZmo strip-barSi

zamTrispira premierebi

eSmakis xafangisafosto werili saiqioSi21

Wanted

Page 6: TS-17

fiqria yuSitaSvilis gverdi

gulis fskerze

dasadebi fiqrebi

saavtoro

5 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

„რა არის სიყვარული?

ისეთი არაფერი!

თვალებს დახუჭავ და მოვა!“

ეს მცირე ამონარიდი ერთი პატარა სალექსო კომპოზიციიდან ალბათ ვერ გამოხატავს სრულად იმას, რასაც ჰქვია სიყვარული! და მაინც...

დღეს ჩვენ, ყველას, ძალიან, ძალიან გვაკლია მისი უდიდებულესობა სიყვარული!

რაღაცნაირი პრაგმატულები, მერკანტილურები გავხდით, თქვენ როგორ ფიქრობთ?!

არადა რა მარტივია ყველაფერი, როცა გიყვარს!

როცა არ ფიქრობ, რას და რატომ განიცდი და აკეთებ_ უბრალოდ, განიცდი, აკეთებ და მორჩა!

ეხლა არავინ მითხრას, ეს არასდროს განმიცდიაო!

თუ ასეა, ბატონებო, ესე იგი, არ გიცხოვრიათ ამ ქვეყანაზე!

ამას წინათ, ერთი მიმტკიცებდა, სიყვარული არ არსებობს, ეს სისულელეები სულ ადამიანის გამოგონილია, რომ უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი გაეხადა ცხოვრებაო!

აი, ეგ კი, მართლაც, სისულელეა-მეთქი, _ გავიფიქრე, მაგრამ ვერ ვუთხარი: მაინც ვერ გაიგებდა!

რა ძნელია, როცა შენი არავის ესმის და რა მარტივი და იოლი, როცა უსიტყვოდ გიგებენ, თუ რატომ და რით სუნთქავ და

არსებობ!

იმ დღეს ჩემს ერთ მოსწავლეს მურმანის ლექსს ვაწონებდი - აი იმას „დილის ბინდში ვერის ხიდზე რომ მოვხვდით!“ და ჩემთვის ხელახლა აღმოვაჩინე, რა იოლია, გახადო ადამიანი ბედნიერი: ერთი ღერი პაპიროსი, ცოტა ღიმილი და ნახე, თუ არ დათბეს „გულის ფსკერზე!“ და მართლაც, თუ არსებობს ურთიერთობის საიდუმლო, აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს სარკმლის მიღმა ჩამონათოვს, რომელიც იმ წუთებში გალაკტიონის იისფერი თოვლის ქალწულებრივ ხიდიდან ფენას უფრო გაგახსენებს, ვიდრე იმას , რომ ნისიაზე მოტანილი ერთი „ტრანგალეტკა“ შეშის ფული არ გაქვს გადახდილი, არადა, ეს შეშაც რომ უკვე თავდება?!

შეშაზე გამახსენდა!

თოვლი მოვიდა თელავს, ბატონებო, პირველი თოვლი!

თან ერეკლეობას! 7 ნოემბერს!

არ ვიცი, რა იგრძნო დიდი მეფის - პატარა კახის სულმა საიქიოს, სააქაოს კი ფრიად მოილხინა თელავმა და ბევრი სადღეგრძელო შესვა პირველ თოვლზე შემწვარი მწვადის თანხლებითა და ჭიქიდან წამოქცეული საფერავის მუქლურჯა მელნის ნაკვალევით!

ალბათ, სიყვარულის სადღეგრძელოც არაერთი შეისვა:

ზოგმა განაზოგადა და იფილოსოფოსა, ზოგმა - „დამწვრისა“ თქვა, ზოგმაც - პოეტურ

Page 7: TS-17

uw

რატომ აღარ გვაოცებს „ვარსკვალავიანი ზეცა ჩვენს თავზე და ზნეობრივი კანონი

ჩვენში!“ იქნებ იმიტომ, რომ ეს კანონი ჩვენივე ხელით ამოვიგლიჯეთ ჩვენი

გულებიდან და ყვავ-ყორნების საჯიჯგნად დავაგდეთ უკაცრიელ გზებზე!

სტროფებს მოუხმო და, როგორც თელავში უყვართ თქმა,, „იგრე შესვა!“

გულმა გული იპოვა და სულმა სულს უხილავი ბილიკი გაუკვალა, რომ ხვალ ახალი დღე სიყვარულითა და ურთიერთზე ფიქრით დაწყებულიყო!

არადა, ის რაც, ყველაზე მეტად გვაკლია და დიდი ხანია დავეძებთ, ერთმანეთისაკენ სავალი ბილიკებია, რომელიც დროებამ თავისი დაუნდობელი ხელით წაშალა და ახლა, ურთიერთობის პატარა კენჭიც კი გვეძვირფასება, რადგან ერთი ციცქნა ნაბიჯით გვაახლოვებს ერთმანეთის გულებისაკენ..

არა რა! აშკარად რაღაც ვირუსი დაგვეძგერა და ვერ გვიპოვია სნეულების მიზეზი:

რატომ აღარ გვაოცებს „ვარსკვალავიანი ზეცა ჩვენს თავზე და ზნეობრივი კანონი ჩვენში!“ იქნებ იმიტომ, რომ ეს კანონი ჩვენივე ხელით ამოვიგლიჯეთ ჩვენი გულებიდან და ყვავ-ყორნების საჯიჯგნად დავაგდეთ უკაცრიელ გზებზე!

არის ასეთი შესანიშნავი რუმინელი მწერალი და დრამტურგი მიხაი სებასტიანი, რომელმაც დაწერა არაჩვეულებრივად ლირიკული და სათუთი პიესა „უსახელო ვარსკვლავი“, სადაც მთვარი პერსონაჟი პროვინციული ქალაქის უბრალო პედაგოგი მარინ მიროიუ სრულიად \შემთხვევით

გაცნობილ / ანუ ცხოვრების გზაზე ბედისწერის წყალობით შემოყრილ/ მშვენიერ ქალს ვარსკვალავინ ცას „აღმოაჩენინებს“ და უსახელო ვასკვლავს მის სახელს - მონას- დაარქმევს. რესპექტაბელური სამყროს ტიპიური პროდუქტი -ფუფუნებასა და კომფორტს მიჩვეული მონა კი წამით გატაცებული, დიდი და მცირე დათვის თანავარსკვლავედთა ხილვით, რაღაც მომენტში კი გაიბრძოლებს იმ სამყაროს წინააღმეგ , რასაც მისი პარტნიორი მდიდარი და წარმატებული გრიგი წარმოადგენს, მაგრამ რადგან ცხოვრებას თავისი კანონები აქვს და მონა გრიგთან უნდა დაბრუნდეს, ხოლო მარინი თავის ვარსკვალვებთან დარჩეს, ეს რომანტიული ისტორია, ისევე სევდიანად დასრულდება, როგორც იყო მოსალოდნელი... ჩვენც ხომ ყოველწამიერად ასეთ ისტორიათა გარემოცვაში ვცხოვრობთ: სულ უფრი იშვიათად ვიყურებით ვარსკვალვიანი ცისკენ და სულ უფრო მჭდროდ ვეჯაჭვებით მიწიერ სამყაროს, რომელსაც თავისი მკაცრი და დაუნდობელი კანონები აქვს...მიგვარბებნინეს, ღმერთმა უწყის , საითკენ, და მხოლოდ ერთი წამით შედგომაა საჭირო და ერთმანეთისათვის თვალებში ჩახედვა, რომ მიხვდე, რაშია, (როგორც თაგორი იტყოდა), „სამყაროს ცენტრალური ბგერა“...

რადგან ამ მკაცრ და დაუნდობელ კანონთა წინააღმდეგაც არსებობს ერთი მარტივი და არაჩვეულებრივი იარაღი-

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 6

Page 8: TS-17

7 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

saavtoro

სიყვარული, რომელსაც არ აქვს დრო, სივრცე, წონა და განფენილობა: ის ყოვლის მომცველია და ყოვლის გამრიგე!

„ეგ ხომ ძირითადი ინსტიქტიაო!“- ჩაიცინებდა ბიძია ფროიდი, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ „ძირითადი ინსტიქტი“ მხოლოდ შედეგია და არა მიზეზი, შედეგი ხორცია, მიზეზი _ სული, და რადგან ხორცი წარმავალია და სული მარადი, „სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროება!“

და მაინც-

„რა არის სიყვარული?

ისეთი არაფერი:

თვალებს დახუჭავ და მოვა!“

მოვა, აბა რას იზამს?!

ქართველებმა სხვაგვარი, რაღაცნაირად თავგანწირული სიყვარული ვიცით, იქნებ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტანჯული ქვეყნის ისტორიითაა ნაკარნახევი... სიყვარული მუდმივად გადაჯაჭვული იყო სამშობლოს განცდასთან: ეხლა სამშობლოს განცდა გაგვიუფერულეს და ახლა სიყვარულსაც ებრძვიან_ უნდათ, დაამიწონ და ჩვეულებრივი გახადონ: ამდენი შიშველი განცდა და ტრივიალური ურთიერთობანი, რაც ასე ძალუმად იღვრება ტელეეკრანებიდან და ყვითელი მედია სივრციდან, წალეკვით ემუქრება ადამიანთა სულებს, რომელთაც ძნელია აუხსნა, რატომ დაწერა პოეტმა:

„და სკამზე , როგორც ნანადირევი,

ჰკიდია შენი ხავერდის კაბა!“

Page 9: TS-17

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 8

რომელიც, მე თუ მკითხავთ უფრო მაგარი ეროტიზმის შემცველია ვიდრე „ჩვენი ძმა“ ჯო კოკერის ცნობილი ჰიტი ფილმიდან „9 1/2 “ კვირა, არადა, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჯო კოკერი გაცილებით მეტმა იცის, ოთარ ჭილაძე - გაცილებით ნაკლებმა!

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეს იმ უცოდინართა პრობლემაა და არა ბატონი ოთარ ჭილაძის!...

მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ადამიანები გათავისუფლდებიან თვალში ჩავრდნილი ყინულის ციცქნა ნასხვრევისაგან, როგორც ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარშია, და მიხვდებიან, რომ მამუკა ჩარკვიანისა არ იყოს: „ჩვენ რომ გვგონია, ისე არ არის, ისე არ არის, ჩვენ რომ გვგონია!“ ანუ

ფერები, რომელიც დააკლდა ჩვენს სულებს, ჩვენსავე გარემომცველ სამყაროშია, მხოლოდ ამ ფერებს დანახვა და ხელახლა აღმოჩენა სჭირდება, აღმოჩენას კი სიყვარულით მომზირალი თვალი და გული! ესაა და ეს!

და ბოლომდე ვერ იჯერებთ ჩემს ნაფიქრალს, თუ ვარ ან არ მეთანხმებით, სცადეთ პატარა ექსპერიმენტი: ქუჩაში აჩქარებით მიმავალნი წამით შესდექით, უცბობ გამვლელს თბილად გაუღიმეთ, თვალებში ჩახედეთ და დღე მშვიდობისა უსურვეთ! ნახეთ, მომენტალურად თუ არ დათბეს გულის ფსკერზე და ის ბედნიერღიმილიანი მზერა კიდევ დიდხანს არ გაგყვეთ საზრუნავითა და პრობლემებით დატვირთულებს!

Page 10: TS-17

?miTxar sad, sad, sad geZeboT?miTxar sad, sad, sad, sada xarT?ase rad, rad, rad mawvalebT?ugulod rad, rad, rada xarT?

WANTED

9 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

Page 11: TS-17

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 10

foto: gio beJaniSvili

Page 12: TS-17

11 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

zaza koSkaZis gverdi

saavtoro

Salaxos saZmo

strip-barSiიმ დღეს ჩვენ უბრალოდ ლუდი გვწყუროდა. თუმცა,

რაც შემდეგ მოხდა, სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ამბავი, რომელიც შეიძლება მოისმინო ან საკუთარ თავზე გამოსცადო.

მე და ჩემი ორი მეგობარი ხშირად ვიქცევით ასე – ვდგავართ რომელიმე ავტობუსის გაჩერებასთან და ვფიქრობთ საით წავიდეთ. იმ დღეს შევთანხმდით, წავსულიყავით ავტოგრაფში, კოსტავას ქუჩაზე.

ეს ადგილი ცნობილია, როგორც სტრიპ-ბარი, თუმცა ეს არც ბოლომდე სტრიპ-ბარია და არც რესტორანი. ინტერიერი რესტორნული აქვს, მაგიდებზე გაშლილი სუფრა, ხელსახოცში გახვეული დანა-ჩანგლით და შამპანურის ჭიქებით. ამ კლუბში მხოლოდ ლუდის დასალევად არავინ დადის. ჯერ ერთი, რომ შესვლა ფასიანია (შვიდი ლარი ღირს), მეორეც, მხოლოდ უცხოური ლუდი აქვთ და საკმაოდ ძვირი, 8 ლარი ღირს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ამ კლუბზე შევჩერდით, რადგან ვიცოდით, რომ იქ მოცეკვავე გოგოები ჰყავთ. თანაც ალექსა გამოგვიტყდა, რომ სტრიპ-ბარში არასოდეს ყოფილა და ჩვენ უფრო მეტად მოგვინდა მასთან ერთად წასვლა და მისი სიფათის ნახვა, როცა ერთ-ერთი მოცეკვავე ფეხებს გააშლევინებდა და მუხლით ყვერების მასაჟს გაუკეთებდა.

მე და შოთა რამდენჯერმე ვიყავით ამ ბარში ნამყოფები და მოცეკვავეები უკვე გვცნობდნენ, როგორც ჯიბეგაფხეკილ იზვრაშენცებს, რომლებსაც მარტო ქერაობა ევასებათ და სანაცვლოდ კაპიკს ვერ გააგდებინებ. მაგრამ ბარში ისეთი განათებაა, რომ გოგონები კლიენტებს გარკვევით ვერ ხედავენ. ისინი განათებულ სცენაზე გამოდიან, საიდანაც ჩაბნელებულ კუთხეებში მჯდარი კლიენტები არ ჩანან, სანამ ახლოს არ მივლენ და არ უცეკვებენ. ეს ნიშნავს, რომ მე და შოთას ყოველ მისვლაზე გვაქვს გარანტირებული ცეკვა, სანამ სახეზე გვიცნობენ.

მე მომწონს ეს სტრიპ-ბარი, მოცეკვავე გოგოები მას კაბარეს ეძახიან და შესაძლოა მართლებიც არიან, რადგან გარდა ინდივიდუალური ცეკვებისა ,რომელსაც კლიენტებთან ასრულებენ, მათ ერთობლივი საცეკვაო ნომრებიც აქვთ. ეს ცეკვები თემატურად არის კოსტუმირებული. მაგალითად სიმღერაზე სტიუარდესა პა იმინი ჟანა, ისინი ბორტგამცილებელთა ფორმებში გამოწყობილები გამოდიან: თეთრი პერანგი, ლურჯი პიჯაკი და ქვედა ბოლო აცვიათ. ზოგჯერ კანკანსაც ცეკვავენ. სხვათაშორის მშვენიერი სანახავია. პირადად მე ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს. მითუმეტეს, რომ ყოველი ასეთი ერთობლივი ცეკვის დროს, ისინი ერთობლივად იხდიან, როცა მუსიკა თავის კულმინაციურ ფაზას აღწევს ,რის შემდეგაც ლიფჩიკებით და ტრუსიკებით აგრძელებენ ცეკვას. როგორც კი მუსიკა მთავრდება და იწყება შემდეგი, ისინი მაგიდებთან მირბიან და კლიენტებზე იწყებენ მუშაობას. ეს ძალიან ეფექტურია.

რაც შეეხება სტრიპ-ბარებს, რომლებიც მე მინახავს (კიევში რიო და რედ ლაინი), იქ ძირითადად ბარზე მუშაობენ (კლიენტების ხარჯზე უკვეთავენ) და ქართული სტრიპ-ბარებისგან განსხვავებით ქორეოგრაფიაზე არ მუშაობენ. გამოდიან ლამაზძუძუებიანი გოგოები, რომლებიც ერთი-ორჯერ ტრუბაზე (ამ ჟარგონით მოიხსენიებენ ქართველი სტრიპტიზის მოცეკვავეები და სტრიპ-ბარის სტუმრები ძელს, რომელიც ცეკვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია) ჩამოსრიალდებიან, იხდიან ლიფს, ძალიან ნელა, რაც უფრო მეტ ეფექტს აძლევს თავად ამ პროცესს. შემდეგ გადახედავენ

დარბაზს და ირჩევენ მსხვერპლს, სხდებიან მის გვერდით, კერტებს ცხვირთან ახლოს უტრიალებენ და ამბობენ: გამარჯობა, მე რებეკა ვარ, შეგიძლია რამეზე დამპატიჟო! ან, მე ნიკოლი ვარ, რატომ ხართ ასეთი მოწყენილი? არ გინდა დავლიოთ? ყველამ იცის, რომ ისინი მხოლოდ ძვირფას კოქტეილებს სვამენ, რადგან შეკვეთის ათი პროცენტი მათია. შესაბამისად, რაც უფრო ძვირია კოქტეილი, რომელსაც კლიენტის ხარჯზე უკვეთავენ მით უფრო მეტია მათი შემოსავალი ბარიდან.

თბილისში ძუძუებით არავინ გაბამს რამეზე დაპატიჟო, ისინი ქორეოგრაფიულად ცდილობენ მოგხიბლონ და ორი სიმღერის მანძილზე გიქნევენ ტაკოს, რომ როგორმე გამოგტყუონ უკანასკნელი ათლარიანი, ან ასლარიანი, შენს შემოსავალს გააჩნია. პრინციპში ხუთლარიანებზეც არ ამბობენ უარს. აი კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მომწონს ეს ადგილი. თუ მაინც და მაინც ბოლომდე შიშველი გინდა ნახო რომელიმე მათგანი, არც ეგ არის პრობლემა, გადაიხადე ორასი ლარი და პრივატ-დენსი გარანტირებული გაქვს. (პრივატ-დენსი გულისხმობს მყუდრო კაბინაში განმარტოვებას და პირად დამკვეთისთვის შესრულებულ ცეკვას აბსოლუტურ გაშიშვლებამდე)

სტრიპ-ბარში იმ დღეს მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა დაგვხვდა, დარბაზის შესასვლელთან, მაგიდასთან, ოთხი მთვრალი ტიპი იჯდა. ბართან კიდევ ერთი, რომელიც (როგორც შემდეგში გაირკვა იგივე სუფრის თანამეინახე) ქერა თმიან მოცეკვავეს მუცელზე ეფერებოდა. ბოლოს ტრუსიკში ფული ჩაუცურა და ქერა ნაშაც მალევე შევიდა გასახდელში. (საერთოდ, როცა ვამბობ ნაშა, ვგულისხმობ ობივატელური ქცევებისა და გარეგნობის ქალებს, რომლებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოჩნდნენ კაფე-ბარებსა და კლუბებში, სიგარეტით ხელში, რომლებიც ძირითადად მდიდარ, სექსუალურ პარტნიორებს ეძებენ. თუმცა დღეს ამ სიტყვას თავისუფლად ხმარობენ ნებისმიერი ქალის მისამართით, რომელიც სექსუალური თვალსაზრისით მოსწონთ).

ჩვენ ბოლო მაგიდასთან დავსხედით. ჩვენს გვერდით მელოტი ტიპი იჯდა, სლავური წარმოშობის შავგვრემან ნაშასთან ერთად, რომელიც დროდადრო სასაცილო რეპლიკებს ისროდა მთვრალი ქართველების მისამართით. სცენაზე დაბალი და პუტკუნა მოცეკვავე გამოვიდა, რომელიც სავარაუდოდ ასაკოვანი იყო, ასე 40 წლის. შავად შეღებილი თმა ჰქონდა. პირბადეაფარებული არაბულ მელოდიაზე ცდილობდა მუცლის ცეკვის შესრულებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთვრალებთან მივიდა და უცეკვა. ბართან მჯდარი კეპიანი ტიპი ელოდა როდის შეტრიალდებოდა მოცეკვავე სახით მისკენ, რათა თვალი ჩაეკრა და საქერაოდ მიეხმო. მაგიდასთან მსხდომები, ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ჯიბიდან ფულის ამოღების ტრაკიც არ ჰქონდათ, რამდენიც არ უნდა ეცეკვა მათთვის. ერთმანეთს არ აცდიდნენ ხელი მოესვათ მოცეკვავისთვის, რომელიც ერთ-ერთ მათგანს კალთაში ეჯდა. ცოტა ხანში ქალი ადგა და ბართან მჯდომ კეპიან ტიპთან მივიდა. ბევრი ეხახუნა თუ ცოტა, ტიპს როგორც იქნა აუდგა და ჯიბისკენ გაიწია.

- ბიჭები მოშნად იწეწებიან, – ვეუბნები შოთას.ის იცინის.- წარმომიდგენია ამათი სიფათები ხვალ დილით,

პახმელიაზე ნაბეღლავის ფულიც რომ აღარ ექნებათ, – ვამბობ ისევ მე და ყველა ერთად ვიცინით.

Page 13: TS-17

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 12

მაგრამ დღეს დედამიწა მათ გარშემო ტრიალებდა, რადგან ამ კეპიანი ტიპის ჯიბეში, ორმოცდაათლარიანები და ოცლარიანები არ თავდებოდა. ჩვენ კი უბრალოდ ვისხედით და ვუყურებდით იმას, რაც შესვლისთვის გადახდილ 7 ლარში შეიძლება მიიღო.

ერთ-ერთმა მოცეკვავემ ჩვენთანაც იკადრა მოსვლა. ქერა ნაშა იყო, ეტყობოდა, რომ ლათინო-ამერიკულ ცეკვებზე გაიზარდა. როგორც დავასკვენი, ამ გოგოს მაინც და მაინც არ უყვარს ახლო კონტაქტში შესვლა კლიენტებთან. უბრალოდ მიდის და თვალებში უყურებს იმას, ვისთვისაც ცეკვავს .მაქსიმუმ ხელები დაგადოს მხრებზე. ჩვენ არაფერი მიგვიცია ამ გოგოსთვის. შოთაც და ალექსაც ცივად უყურებდნენ მის შიშველ მუცელს, ჭიპს, წელს და ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა დაგენახა ამ ქალში. ცოტა სრული გოგო იყო, თუმცა ცუდი ფიგურა ნამდვილად არ ჰქონდა. მე და შოთა დიდი ხანია შევთანხმდით, რომ აქ ყველაზე ლამაზი ოლიჩკაა, რომელიც პახოდუ ყველაზე საკაიფოდაც ცეკვავს. თხელი და გრძელი ფეხები აქვს, არც ტემპერამენტი აკლია. ამიტომ ყველას აღაგზნებს. თუ მოვიდა შენს მაგიდასთან, დაგენძრა. იმას ვგულისხმობ, რომ უეჭველი მოგინდება მადლობა გადაუხადო და ჯიბეში ქექვას დაიწყებ. რამდენადაც ვიცი, ყველაზე ხშირად მას უკვეთავენ პრივატს. ოლიჩკა არ ჩანდა. სეტი ისე დამთავრდა, რომ მას არ მოუწია გამოსვლა. დარბაზში მხოლოდ მუსიკა დარჩა. ამ დროს ალექსამ იკითხა:

- ეს კლავიში რა პონტში დგას სცენაზე?- მოიცადე ცოტა ხანს და ნახავ, – ვუპასუხე მე და შოთას

თვალი ჩავუკარი. აზრი არ ჰქონდა რამის თქმას, მაინც არ დამიჯერებდა, ზუსტად ვიცოდი. როგორ უნდა დაუჯერო ტიპს, რომელიც გეტყვის, რომ სტრიპ-ბარში მუზიკანტი ჰყავთ და როცა მოცეკვავეები ისვენებენ, ის ვარავსკოი სიმღერებს უბერავს? მაგას ჯობდა საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი.

მუზიკანტი მალევე გამოჩნდა სცენაზე. მივიდა თავის იამახასთან და დაიწყო… არ მახსოვს პირველი რა იმღერა, მაგრამ ჩემი თრიფის მთავარ გმირებს ეს იმდენად გაუსწორდათ, რომ ღრიალი დაიწყეს. ალექსამ პირი გააღო. უყურებდა და არ სჯეროდა, რასც საკუთარი თვალით ხედავდა. მე და შოთა ვიცინოდით. სიმღერა დამთავრდა თუ არა, კეპიანი ტიპი სცენაზე ავარდა და მუზიკანტს რაღაცა უჩურჩულა, თან შაბაშიც ჩაახუტა. მუზიკანტმა მიკროფონში იყვირა: ეს სიმღერა ეძღვნება ნაღდ ქართველ და ვაჟკაც ბიჭებს, ანდროს და გოგააააას… რის შემდეგაც ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, არც მეტი და არც ნაკლები, მისი აღმატებულება შალახო შეიყვანა. კი არ დაუკრა შეიყვანა. რაღაც კნოპკას მიაჭირა თავის ჯადოსნურ იამახაზე და მუსიკაც წავიდა. თვითონ იქვე, სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.

მე ალექსას გადავხედე, შოთაც ალექსას უყურებდა. ის გაოგნებული იყო. ამ დროს კეპიანი ტიპი, ანუ იგივე ანდრო (როგორც მერე შევიტყვეთ) ცეკვა-ცეკვით მიუახლოვდა თავის სუფრას და ძმაკაცები საცეკვაოდ გამოიპატიჟა. ისინიც წამოხტნენ და დაიწყო: ჩაცუცქვები, ადგილზე

დაბზრიალებები, ხელების ქვემოთ გაქანავება და სახესთან მიტანა, ადგილ-ადგილ მუხლებზე დახტომა და ტაშის კვრა.

ჩვენ გვერდით მჯდომი მელოტი ტიპი, შავგვრემან ნაშასთან ერთად, კინაღამ სიცილში გაიპარა. ვუყურებდი, როგორ გადაწვა სავარძელზე სიცილით და როგორ წამოწითლდა სახეზე.

შალახო 13-15 წუთს გაგრძელდა, როცა ცეკვა დამთავრდა, მუზიკანტი საკუთარ ინსტრუმენტთან მივიდა და რვეულის ფურცვლა დაიწყო, სადაც სავარაუდოდ სიმღერის ტექსტები ეწერა. ამ დროს ჩვენს გვერდით მჯდომმა, მელოტმა ტიპმა წამოიყვირა:

- ეხლა აჭარული.მან, რა თქმა უნდა, იხუმრა, თუმცა დღის გმირები

ნამდვილად არ ხუმრობდნენ. ამ წამოძახილის გაგონებაზე, მათ ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ ყველანი ანდროს მიაჩერდნენ დღეს ხომ ის იხდის. ანდრო მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, მუზიკანტთან მივიდა და კიდევ ერთხელ უჩურჩულა რაღაც, მუზიკანტი გაიბადრა, მით უმეტეს, რომ არც ამჯერად დარჩენილა შაბაშის გარეშე. თავი დაუქნია და იგივე ტექსტით დაიწყო:

- სიმღერა ეძღვნება ანდროს, გოგას და მათ საძმოოოოს…აჭარული საცეკვაო შეიყვანა. თვითონ ისევ უკან

ჩამოჯდა და ისევ სიგარეტს მოუკიდა. ამ ჰანგების გაგონებაზე, ჩვენს გვერდით მჯდომი მელოტი ტიპი აღარ იცინოდა, პირიქით. მე, არავინ მინახავს მსგავს სასოწარკვეთილებაში. თვალებდაჭყეტილი აქეთ-იქით იყურებოდამ მისი ბრუნეტკა ნაშა, ამ დროისთვის იმდენად მთვრალი იყო, რომ უკვე მის ხელს ძუძუებზე იდებდა და ისრესდა.

ამ დროს ისინი უკვე მაგიდაზე ცეკვავენ. ანდრო ისტერიულად უკვეთავს, ყველასთვის ნაცნობ შედევრებს, ქართული საცეკვაო რეპერტუარიდან და ცეკვავს თავის საძმოსთან ერთად. ხან მაგიდაზე, ხან სკამზე, ხან სცენაზე ტრუბასთან, წელს ზემოთ შიშველი, ხან სასმელით ხელში.

იმ დღეს მეც კი პირველად ვნახე, როგორ სვამს ხუთი ქართველი, გაურკვეველი ფერის კოქტეილს ვახტანგურად.

ეს არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის შერწყმა, იტყვის ვინმე. მე კი ვფიქრობ, რომ ქართული კულტურა დიდი ხანია გავიდა გაღმა, მარილზე. ჩვენი ცნობიერება ვერ გასცილდა სუფრის ფარგლებს, თამადის სადღეგრძელოებს. ყოველი ჩვენთაგანი იმისთვის ცხოვრობს, რომ როგორმე, ფეხზე წამომდგარი თამადის ჭიქაში აღმოჩნდეს როგორც ჭეშმარიტი ქართველი.

როცა ბარის კიბეებზე ამოვდიოდით ალექსას ვკითხე:- როგორი იყო?- კულტურული შოკი მივიღე, ბოიშ, – მიპასუხა მან.მე და შოთას კიდევ ერთხელ გაგვეცინა. ალექსაც აგვყვა.

ის არ იყო ერთადერთი შოკირებული, ვისაც კი ეს ისტორია მოვუყევი, ყველას ერთნაირი რეაქცია ჰქონდა.

- ატრაკებ კოშკა, შანსი არაა…დასასრულიპ.ს.ალექსა და შოთა ერთი ტაქსით წავიდნენ. მე

შემდეგი, გამვლელი ტაქსი გავაჩერე და სამ ლარად შევკერე პლეხანოვამდე. როცა სახლში მივედი, თამარა ლოგინში იწვა. ძალიან გაბრაზებული იყო. გამახსენდა, რომ მთელი საღამოს განმავლობაში, ტელეფონი გამორთული მქონდა. არადა თამარას კრუნჩხვები ეწყება, როცა ვერ მიკავშირდება.

- სად იყავი? – მკითხა მან.- არსად! – ვუპასუხე მე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე.

Page 14: TS-17
Page 15: TS-17

paatas

kinolenta

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 14

Page 16: TS-17

15 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

paatas kinolenta

zamTrispirapremierebi

შემოდგომის მობრძანება და რთველის დადგომა კინოსამყაროს ცხოვრებისეულ რიტმზე რამდენად აისახა ვერ გეტყვით, თუმცა ამ პერიოდში მართლაც გამორჩეული ფილმები რომ გამოვიდა დიდ ეკრანზე, იმაზე ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ.

დასაწყისისთვის ის ფაქტი მინდა გაუწყოთ, რომ ანიმაციურმა გიგანტმა „დისნეიმ“ მოიწადინა თავის უკვდავი „მეფე ლომის“ სამგანზომილებაში გადატანა და ხელახლა გაშვება კინოთეატრებში, რაც რაღა თქმა უნდა კომერციული სვლა იყო. დანატრებული მაყურებელიც კვლავ მრავლად მივიდა მულტიპლიკაციის სანახავად და 16 წლის შემდეგ კვლავ დატკბა მამაცი სიმბას (ამჯერად უკვე სამგანზომილებაში) ხილვით.

ახალ კინოსურათებზე თხრობას უაღრესად საინტერესო დრამა-თრილერით დავიწყებ, რომლის პრემიერაც 3 სექტემბერს, ვენეციის 68-ე ფესტივალზე შედგა. ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სტივენ სოდერბერგის ფილმში - Contagion, სიუჟეტი მსოფლიოში გავრცელებულ მომაკვდინებელ ვირუსთან პირისპირ აღმოჩენილ ადამიანთა ბედისა და ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ოსკაროსან რეჟისორს საქვეყნოდ ცნობილ კინოვარსკვლავთა ერთად თავმოყრა რომ მშვენივრად ხელეწიფება,

ტრადიციულად ანიმაციური პრემიერით დავიწყებ და გეტყვით რომ 28 ოქტომბერს პრემიერა შედგა DreamWorks Animation-ის მორიგი ფილმისა - Puss in Boots. ყველასათვის კარგად ნაცნობი შრეკის ძმობილი ჩექმებიანი კატის ცალკე ისტორია და თავგადასავალი შემქმნელებმა რაღა თქმა უნდა სამგანზომილებაში წარმოგვიდგინეს. ისევე როგორც შრეკის სერიებში, ახალ ანიმაციაში მოხერხებულ და მამაც კატას კვლავ ანტონიო ბანდერასი ახმოვანებს. ჰოდა კატებისა და ანიმაციის მოყვარულები ფრიად ისიამოვნებენ დაშნით ხელდამშვენებული ფაფუკი ცხოველის ეკრანზე ხილვით.

რადგან დაშნა, სიმამაცე და სამი განზომილება ვახსენე შემდეგ პრემიერაზე გადავალ, რომელიც

მთელს მსოფლიოში დიდი ხმაურით გაიმართა, და რომლის ქართულ პრემიერაზე მეც გახლდით. მოკლედ, ასჯერ ეკრანიზებულ და გადამღერებულ დიუმას კლასიკური ნაწარმოების, „სამი მუშკეტერის“ ახლებური ვარიაცია მართლაც საამო საცქერი გახლდათ 3D-ში. რეჟისორ პოლ ანდერსონის ჩანაფიქრმა მგონია რომ გაამართლა, ანუ გაფანტასტიკებულ-გაკომიქსებული მუშკეტერები ახლებური სახით დაანახა მსოფლიოს. რა თქმა უნდა ფილმი დიუმას გენიალური ნაწარმოების შედარება-შესაფასებლად არ გამოდგება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე შორს დგას სიუჟეტით რომანისგან. თუმცა თვალწარმტაცი გარემოთი, ულამაზესი კოსტიუმებითა და მკაფიო ეფექტებით დამშვენებული ფილმი, ნამდვილად მოსაწონი გახლდათ დიდ ეკრანზე. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: მილა იოვოვიჩი - მილედი დე ვინტერი, ქრისტოფ ვალცი - კარდინალი რიშელიე, ლოგან ლერმანი - დ’არტანიანი, ლიუკ ევანსი, მეთიუ მაკფადიენი, რეი სტივენსონი - სამი მუშკეტერი, ორლანდო ბლუმი - ბუკინგემის ჰერცოგი, მადს მიკელსენი - კაპიტანი როშფორი და ტილ შვაიგერი - კალიოსტრო.

ამგვარად ფანტასტიკისგან შორს არ წავალ და მორიგ ახალ ფილმზე გიამბობთ, თუმცა ამჯერად უკვე თანამედროვე დროის სამეცნიერო ექშენზე სახელწოდებით - Real Steel. ამ ახალ ფილმში მთავარ როლში ჰიუ ჯეკმენს ვიხილავთ, რომელიც გაადამიანებულ და რინგზე გამარჯვებისთვის

Page 17: TS-17

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 16

uw

ასულ რობოტთა მწვრთნელად მოგვევლინება. ანიმატრონიკით (რობოტთა მექანიკურ-ელექტრონული მოძრაობა) შექმნილ რკინის ბოქსიორთა რინგზე თავდაუზოგავი ბრძოლა კი მინიმუმ სპორტის მოყვარულებს ნამდვილად მიიზიდავს ეკრანებთან.

შემდეგი პრემიერაც ასევე სამეცნიერო ფანტასტიკა, თუმცა უფრო საშინელებათა თრილერია. ალბათ კინომოყვარულებისთვის ნაცნობია 1982 წელს გამოსული, რეჟისორ ჯონ კარპინტერის კლასიკური ჰორორი - The Thing. რომელშიც მოქმედება ანტარქტიკის ყინულებში ხდება, სადაც ადამიანთა ჯგუფს გადარჩენისთვის ბრძოლა არამიწიერ სტუმართან უწევს. ახალი ფილმიც ამ ძველი კინოსურათის „ტყუპისცალია“, იმ გაგებით რომ მასში მოქმედება სამი დღით ადრე ხდება, ვიდრე ძველ ფილმში. მოკლედ, ე.წ. პრიკველია, ანუ რა მოხდა მანამდე. მისასალმებელია ის ფაქტი რომ ახალი ვერსიის შემქნელებმა კლასიკურ და

საკულტო ჰორორად ქცეული ორიგინალი ფილმი არ გაარიმეიკეს (თავისთავად ხიბლიც არ დაუკარგეს) და სიუჟეტი საინტერესოდ მოუფიქრეს ახალ ფილმს. ასევე აღსანიშნავია რომ ახალი ფილმის სათაური შემქმნელებმა არ შეცვალეს და ძველი ფილმის საპატივსაცემოდ იგივე დატოვეს - The Thing. უშუალოდ ახალი ფილმის სიუჟეტზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას, 1982 წელს ნორვეგიელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ ანტარქტიდაზე აღმოჩენილ უცნობ ობიექტის შესასწავლად, ამერიკელი პალეონტოლიგისტი და მეცნიერებათა დოქტორი 100 000 წლის წინათ გაყინულ უცხოპლანეტელზე დაკვირვებას იწყებენ. თუმცა დროებით, რადგან უცნობი არსება ცოცხლდება და ნადირობას იწყებს მასპინძლებზე. იგი თავის უნიკალურ თვისებას ავლენს - იღებს ცოცხალი ობიექტის ფორმასა და სახეს, ისე რომ მისი გარჩევა ნამდვილისგან შეუძლებელია...

ფილმის რეჟისორია მატის ვან ჰეინინგენ უმცროსი, რომლისთვისაც სურათი სადებიუტოა. მთავარ როლებს კი მერი ელიზაბეტ უინსტედი, ჯოელ ეჯერტონი და ულრიხ ტომსენი ასრულებენ.

რადგან საშინელებათა თემაზე მომიხდა საუბარი, აქვე გეტყვით რომ შედგა პრემიერა გახმაურებული ფილმისა - Paranormal Activity 3. ამ ზებუნებრივ-პარანორმალურ ჰორორ-ფილმთა სერიას მაყურებელთა ორგვარი შეფასება აქვს, ზოგი საერთოდ არაფრად მიიჩნევს და აკრიტიკებს, ზოგი კი უძლიერეს ჰორორად თვლის. მე კი მხოლოდ იმას გეტყვით რომ მცირე ბიუჯეტის მიუხედავად სამივე ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, რადგან ფილმმა კინოთეატრებში ამოღებული თანხით ათმაგად შეძლო მოგების მოტანა. ალბათ ამანაც განაპირობა ფილმის ამგვარი სერიულობა.

Page 18: TS-17

17 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

paatas kinolentaმსგავსი ინფორმაციებით

ძალიანაც რომ არ დავითრგუნოთ, რადიკალურად განსხვავებულ ჟანრზე გადავალ და ორ კომედიურ პრემიერაზე შევაჩერებ თქვენს ინტერესს. 28 ოქტომბერს მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა ახალი კომედია სათაურით - The Rum Diary. ცნობილი ამერიკელი ავტორისა და ჟურნალისტის, ჰანტერ ს. თომპსონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილ ფილმში მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს, იგი მოხეტიალე თავგზააბნეული ჟურნალისტია, რომელიც გაზეთ The San Juan Star-ისთვის სტატიის დასაწერად პუერტო-რიკოში ჩადის. იქ კი ალკოჰოლით გაბრუებული ხიფათებითა და საინტერესო სიტუაციებით აღსავსე თავგადასავალს გაივლის...

რომანი, რომელზეც ფილმია შექმნილი, მიუხედავად იმისა რომ 60-იან წლებში დაწერა ავტორმა, 1998 წლამდე არ იყო გამოქვეყნებული. ასევე ცნობილია რომ 22 წლის ასაკში ჰანტერ ს. თომპსონი თავად იყო პუერტო-რიკოში ჩასული, სადაც მან აღნიშნული ნაწარმოები შექმნა. მოკლედ ამ ექსცენტრულ და ერთობ საინტერესო მწერლის ერთგვარი ისტორიაა ფილმში ნაჩვენები. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯონი დეპს ამ ავტორის მიერ შექმნილ სხვა ნაწარმოების ეკრანიზაციაში უკვე აქვს ნათამაშები - Fear and Loath-ing in Las Vegas, სადაც მსახიობი თავად ჰანტერ ს. თომპსონს ასრულებს. კომედიის ხილვა მაყურებელს ქართულ კინოთეატრებში უკვე შეუძლია. მე კი იმას დავძენ, რომ ჩემი შეფასებით ფილმი წლის ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა.

აქვე მეორე კომედიაზეც დავწერ, რომლის ქართული პრემიერაც ახლა შედგა. კარგად ნაცნობი

ბრიტანელი კომიკოსის, როუენ ატკინსონის მორიგი კომედია - Johnny English Reborn ქართველი მაყურებლისთვის „კომედი შოუმ“ გაახმოვანა. სხვა რა შეიძლება ითქვას ამ ფილმზე, თუ არა ის რომ ამ კომიკოსმა საყოველთაო მოსაზრებით საკუთარი თავი ამოწურა და მაყურებლისთვის რაიმე ახალის შეთავაზება ცოტა არ იყოს უჭირს.

ახალი სიტყვა კი თავისი ახალი ფილმით რეჟისორ როლანდ ემერიხს სურს გვითხრას. ისტორიული დრამა და დამაინტრიგებელი თრილერი სახელწოდებით - Anonymous, შექსპირის პერიოდის ინგლისში გვამოგზაურებს. ფილმის მთავარი თემა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და სადავო საკითხია ისტორიაში - იყო კი შექსპირი იმ ნაწარმოებთა ავტორი, რომლებსაც ჩვენ მის კალამს მივაწერთ, თუ უმრავლესობა მათგანი ანონიმური ავტორისაა და შექსპირის სახელის უკან სხვა დგას?!

მოკლედ ამ ერთობ საინტერესო ფილმში მაყურებელი იმედია თავად იპოვის პასუხებს. მე კი იმას დავძენ რომ რეჟისორისთვის ეს მეორე ისტორიული ჟანრის ფილმია „პატრიოტის“ შემდეგ, რადგან მას მაყურებელი ისეთი ფ ა ნ ტ ა ს ტ ი კ ა - ბ ლ ო კ ბ ა ს ტ ე რ -კატასტროფა ფილმებით იცნობს, როგორიცაა „უნივერსალური ჯარისკაცი“, „ვარსკვლავური კარიბჭე“, „დამოუკიდებლობის დღე“, „გოძილა“, „დღე ხვალის შემდეგ“, „10 000 წელი ჩვენს ერამდე“ და „2012“.

ბოლო სიტყვად კი წლის ერთ-ერთ გამორჩეულ დრამაზე გავამახვილებ ყურადღებას, საუბარია პოლიტიკური თრილერზე სახელწოდებით - The Ides of March, რომელიც დაფუძნებულია ბო უილიმონის 2008 წლის პიესაზე - Farragut North. სურათის რეჟისორი და მთავარი

Page 19: TS-17

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 18

avtori: paata CaxvaSvili

როლის შემსრულებელია ოსკაროსანი მსახიობი ჯორჯ კლუნი. იგი პენსილვანიის შტატის გუბერნატორსა და საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ კანდიდატს ასრულებს. ფილმში ნაჩვენებია კანდიდატისა და მისი ახალგაზრდა მენეჯერის (რაიან გოსლინგი) ერთობლივი ძალისხმევა საარჩევნო კამპანიისას, თანმხლები პრობლემები, ხრიკები და ურთიერთდაპირისპირება. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ: ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, პოლ ჯიამატი, მარისა ტომეი და ევან რეიჩელ ვუდი.

სცენარის ავტორი აგრეთვე ჯორჯ კლუნია გრანტ ჰესლოვთან ერთად, აღსანიშნავია რომ ამ დუეტისთვის მსგავსი პოლიტიკური დრამა პირველი არაა, მათი წინა ერთობლივი ფილმი სახელწოდებით - Good

Night and Good Luck, დადებითად იქნა შეფასებული კრიტიკისაგან და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც ჰპოვა. ასე რომ წინამორბედის მსგავსად, ამ ახალ ნამუშევარსაც წარმატებას აქედანვე უწინასწარმეტყველებენ. ფილმი უკვე ნახეს 2011 წლის ტორონტოსა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

დასასრულს კი პოლიტიკური სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, გვიან შემოდგომამდე დაგემშვიდობებით და ზამთრის დადგომისას ახალი პრემიერებით დაგიბრუნდებით.

Page 20: TS-17

World Events

19 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

Oqtober

Page 21: TS-17

avtori: Tiniko xanjaliaSvili

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 20

ოქტომბერი (ლათ. October) არის გრიგორიანული კალენდრის მეათე თვე. ოქტომბერში 31 დღეა.სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მერვე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად octem — რვა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. აღნიშნული თვის ძველქართული სახელწოდებაა ღვინობისთვე. ოქტომბრის თვეში დაბადებულების ქვად ოპალია მიჩნეული და იმასაც ამბობენ, რომ ოპალი იბზარება, თუ მას ატარებს ადამიანი, რომელიც ოქტომბერში არ არის დაბადებული. 2011 წლის ოქტომბრის თვე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებით, ამიტომ მეც მოკლედ შევეხები რამდენიმე მათგანს.

თავისთვად, გვერდს ვერ ავუვლით 2011 წლის 20 ოქტომბერს ლიბიელი დიქტატორის პოლკოვნიკ მუამარ გადაფის მკვლელობას მის მშობლირ ქალაქ სირტში. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ პოლკოვნიკი თავში მიყენებული სასიკვდილი ჭრილობების შედეგად დაიღუპა. გადაფის 42 წლიან ლიბიურ დიქტატურას ნამდვილად სისხლიანი და შემზარავი დასასრული ერგო. ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე „ისტერიული“ ინტერესით აიტაცა საზოგადოებამ და გადაფის მკვლელობის და მისი სხეულის შეურაცხყოფის მხეცური სცენები დიდხანს ტრიალებდა მსოფლიო ტელევიზიების ეკრანებზე. მსოფლიო საზოგადოების აზრი კი ისევ ორად არის გაყოფილი და, თუ ერთნი დემოკრატიის აყვავებას წინასწარმეტყველებენ სამოქალაქო ომის შედეგად გადათელილ ლიბიაში, მეორენი სინანულით იმ ფაქტზე მიუთითებენ, რომ დემოკრატია არ არის პანაცეა ყველა ნაციისთვის და ლიბიას უკუსვლის დასაწყისზე აკეთებენ აქცენტს.

მართალი გითხრათ, მეც ეჭვი შემეპარა აზიური დემოკრატიის რეალობაში, როცა ამოვიკითხე, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ირანელ მსახიობ ქალს, მარზი ვაფამერს, ირანის სასამართლომ 90 როზგი და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ავსტრალიურ ფილმში „იყიდება ჩემი თეირანი“ (My Tehran for Sale)

მონაწილეობისთვის. ამ ფილმის პრემიერა ორი წლის წინ შედგა ადელაიდის კინო ფესტივალზე, თუმცა იგი აკრძალულია ირანში. ირანელი მსახიობი მას შემდეგ გახდა პოლიციის ინტერესის საგანი, რაც ამ ფილმის „პირატულმა“ ვერსიებმა არალეგალურად გავრცელება დაიწყო ირანში. ფილმის შინაარსი კი ნამდვილად სენსიტიურ თემას ეხება და მოგვითხრობს ახალგაზრდა მსახიობ ქალზე, რომელის სასცენო მოღვაწეობას ხელს უშლიან ირანელი მაღალჩინოსნები.

მთლად იგივე თემის გაგრძელება არა არის, მაგრამ 2011 წლის 11 ოქტომბერს უკრაინის ყველაზე ცნობილ და გავლენიან ქალბატონ იულია ტიმოშენკოს შვიდ წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ. იგი დადანაშაულებულია ძალაუფლების გადამეტებაში, როცა 2009 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა გაზის მოწოდებაზე გარიგებას რუსეთთან, რომელიც აშკარად წამგებიანი იყო უკრაინისთვის. რუსეთი და ევრო-კავშირი ამ ვერდიქტით გამოწვეულ უკმაყოფილებას არ მალავენ, თავად ქალბატონი ტიმოშენკო კი მოსამართლის განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. ამ ამბავზე გამახსენდა ერთი ქართული სიბრძნე: „ცხოვრება კიბეა: ზოგი ადის და ზოგი ჩადის“. ერთ დროს იულია ვარსკვლავებს ეთამაშებოდა და ახლა კი 7 წლით პატიმრობა შეუფარდეს. იმედია, შესძლებს ქალბატონი ტიმოშენკო თავის გამართლებას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მის წინააღმდეგ სხვებთან ერთად ჩვენება მისცა ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ დროს მისმა თანამებრძოლმა ვიქტორ იუშენკომ.

„თელავური სერიებისთვის“ მომზადებულ ოქტომბრის თვის უმოკლეს და ძალიან სუბიექტურ მიმოხილვას ამით დავასრულებ და დეკემბრის ნომერში ნოემბრის თვის მიმოხილვით თავს ისევ შეგაწყენთ .

Page 22: TS-17

T O P

postebifromUCNAURI.COM

safosto gzavnili saiqioSi

eSmakis xafangi

21 Telavuri seriebi, #5 (17), noemmberi, 2011

Page 23: TS-17

safosto gzavnili saiqioSi

eSmakis xafangi

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 22

Page 24: TS-17

eSmakis xafangiCreaTive

23 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

ეშმაკის ხაფანგი – ერთ-ერთი ანომალიური ადგილია იტალიაში. ერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც გავრცელებულია ქალაქ ტაკონაში, კუნძულ სიცილიაზე არის ერთი იდუმალი და საშიში ადგილი, სადაც მეთვრამეტე საუკუნეში ადამიანები უჩინარდებოდნენ მოწმეების თვალწინ. ქალაქში ცხოვრობდა ერთი სოლიდური და პატივცემული კაცი, სახელად ალბერტო გორდონი. ერთხელ,1753 წლის 3 მაისს, თბილ დილას იგი თავის მამულში სეირნობდა. ამავე დროს, ეზოში მასთან ერთად იმყოფებოდნენ ალბერტოს ცოლი, მისი მეგობარი გრაფ ზენეტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. უეცრად, გარკვეულ ადგილამდე მისული ალბერტო გაოცებული პუბლიკის წინაშე გაქრა. ამის შემხედვარე ადამიანები განცვიფრებულები იყვნენ, ცოლმა შეძრწუნებისგან გონი დაკარგა. სანახაობით გასულელებულმა მოწმეებმა მთელი ეზო და გაუჩინარების ადგილი გადაქექეს, თუმცა ამ მოვლენის მიზეზი ვერ დაადგინეს.იმ ადგილას, სადაც გორდონი გაქრა, არათუ ჭა და ორმო, არამედ ერთი ჩაღრმავებული ადგილიც ვერ იპოვნეს – ადგილი იდეალურად სწორი იყო. ერთი სიტყვით, ყველასთვის სრულიად უცნობი დარჩა, თუ სად გაქრა ალბერტო. აღწერილი მოვლენებიდან 22 წელი გავიდა. და ერთ მშვენიერ დღესაც დაკარგული ალბერტო გორდონი იმავე ადგილას გაჩნდა, სადაც დაიკარგა, იგი უბრალოდ არსაიდან გაჩნდა, ისევე

როგორც გაქრა. გარშემომყოფები მაშინვე მიცვივდნენ და ეკითხებოდნენ, თუ სად იყო ის ამ ხნის განმავლობაში.ყველა კითხვაზე პასუხი იყო ის, რომ იგი არსადაც არ წასულა. ამიტომაც იგი საგიჟეთში მოათავსეს, სადაც შვიდი წელი გაატარა. საგიჟეთში ყოფნის შვიდი წლის თავზე გორდონის შეშლილთა კლინიკის ერთ-ერთმა დოქტორმა, მარიომ მოაკითხა და გადაწყვიტა გაუჩინარების თემაზე ესაუბრა მასთან. ალბათ გორდონიმ მას მოუყვა, რომ ოცდაცხრა წლის წინ ბნელ ტუნელში მოხვდა, რომელმაც იგი კაშკაშა და ბუნდოვან სინათლესთან მიიყვანა. მის წინ იყო სურათი, რომელიც მოფენილი იყო ვარსკვლავებითა და წერტილებით, რომლებიც პულსირებდნენ. იმ ადგილას, სადაც ალბერტო მოხვდა, არაფერი იყო, უცნაური დანადგარებისა და შეუცნობელი თმიანი არსების გარდა, რომელმაც მას უთხრა, რომ დროისა და სივრცის ნაპრალში იმყოფებოდა, საიდანაც გასვლა ძნელია. იქ ყოფნის დროს, ალბერტომ შეიტყო ხვრელებზე, რომლებიც ბნელში იხსნება; თეთრ წვეთებზე და სინათლის სისწრაფით სივრცეში მოგზაური ფიქრების შესახებ; უსხეულო სულებისა და უსულო სხეულების შესახებ; მფრინავი ქალაქების შესახებ, ახალგაზრდა და უკვდავი მაცხოვრებლებით. შემდეგ გორდონი სახლში დაბრუნდა და სჯეროდა, რომ ძალიან ცოტა ხნით გაუჩინარდა, სულ რამდენიმე საათით. დოქტორმა მას დაუჯერა და წაიყვანა

Page 25: TS-17

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 24

მომხდარის ადგილას, რომ კარგად გამოეკვლია. როდესაც ეზოში შევიდნენ და გაქრობის ადგილს მიადგნენ, კვლავ მოხდა უბედურება. ალბერტომ ერთი ნაბიჯი გადადგა და კვლავ გაუჩინარდა, მაგრამ ამჯერად სამუდამოდ. დოქტორმა მარიომ ირწმუნა ეშმაკის ხრიკების, იმ ადგილის გარშემო კედელი აღმართა. ხოლო იმ ადგილს ეშმაკის ხაფანგი დაერქვა და დღემდე შემოინახა ეს სახელი.

რაშია გაქრობის საიდუმლო ? არსებობს ძალიან ბევრი ამის ამხსნელი ჰიპოთეზა – როგორც მეცნიერული, ასევე მისტიკური. მათ შორისაა პარალელური სამყაროების არსებობის, დროის ჩავარდნების, სივრცით-დროითი ანომალიური ზონების, ქრონალურ ზონებში შავი ხვრელების არსებობის და ასტრალურ სამყაროში გადასვლის ჰიპოთეზები. ასეთი ადგილი ჩვენს პლანეტაზე ბევრია და ყველა ანომალიურ ზონად ითვლება. ასეთ ზონებში თავს წარმოაჩენენ ხოლმე სივრცისა და დროის ანომალიები. ანომალიები იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ამ ზონაში მოხვედრისას უეცრად სხვა დროში გასხლტება, იგი ვერ გრძნობს დროის მსვლელობას და თვლის, რომ რამდენიმე წამი გავიდა, არადა გარშემომყოფთათვის საათებია გასული. ჯერ კიდევ უძველეს ზღაპრებში იყო აღწერილი მოვლენები, როდესაც ფერიების ცეკვით მოჯადოებული ადამიანები თვლიდნენ, რომ ხუთი წუთი გავიდა, არადა თვეებსა და წლებს ჩაუვლია. ყოველ ასეთ ზღაპარში სიმართლის ნატამალი არის და ეს იმას ამტკიცებს, რომ ხალხმა უძველეს დროშიც იცოდა ასეთი ანომალიური ადგილების არსებობის შესახებ. მისტიკური მოვლენის კიდევ ერთი მაგალითი – ერთ კაცს სახლში მოჯადოებული ადგილი ჰქონდა, სადაც რეგულარულად იკარგებოდა

ყველაფერი. ერთხელ, როდესაც იგი ამ ადგილზე დაიხარა, მის გარშემო სქელმა ნისლიანმა ღრუბელმა დაიწყო გამოსახვა. მისმა მეგობარმა, რომელიც მისგან ოდნავ მოშორებით იდგა და ეს ღრუბელი დაინახა, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანა.გასაკვირი ისაა, რომ მხოლოდ მეგობარმა დაინახა ღრუბელი, ანომალიურ ზონაში მყოფმა კი ვერაფერი დაინახა და შეიგრძნო.

ყოველ ანომალიურ ზონას თავისი დამახასიათებელი პარადოქსები აქვს. პირველი მათ შორის ხალხის თვალწინ გაქრობას უკავშირდება. გამქრალი ხალხის ერთი ნაწილი საერთოდ ვერ ამჩნევს თავისსავე გაუჩინარებას,მეორე ნაწილს კი ეჩვენება,რომ უსაზღვროდ დიდხანს ეძებს თავის თანამგზავრებს. მეორე პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი შეხედვით პატარა მანძილის გავლას გაუჩინარებულები ზოგჯერ საათობით უნდებიან,ზოგჯერ კი ძალიან დიდ მანძილს რამდენიმე წუთში. მესამე პარადოქსი ისაა, რომ ზოგი გამქრალი ადამიანი დროში (წარსულში ან მომავალში) იკარგება, ზოგი კი – პლანეტის სხვა ადგილას ხვდება (უდაბნოში, ტყეში, ზღვის ნაპირას). ზოგი ჰიპოთეზის თანახმად, ჩვენ შეცდომას ვუშვებთ, თუ ვთვლით რომ დროის მსვლელობა ყველგან ერთნაირია. ზოგ ანომალიურ ადგილას დროის მსვლელობა დარღვეულია. ჩვენი გაგებით ამ ადგილებში დროის მსვლელობა აჩქარებული ან შენელებულია. ასეთ ადგილებს დარღვეული დროის ზონებად თვლიან. რა ადგილებია ეს? ეს ის ადგილებია, სადაც ჩამოვარდა ტუნგუსური მეტეორიტი, სადაც შემჩნეულია გამოუცნობი მფრინავი არსებების დაჯდომა, ბერმუდის სამკუთხედი, სატანის ზღვა, პოლიგონები ბირთვული ცდებისთვის და სხვა…

Page 26: TS-17

safosto gzavnili saiqioSiბექა ლაგვილავა

25 Telavuri seriebi, #5 (17), noemberi, 2011

ვერავინ იტყვის დაზუსტებით გარდაცვლილ ახლობლებს ესმით თუ არა ჩვენი, გრძნობენ თუ არა ჩვენს სიყვარულს. ალბათ მაინც კი… ისინიც ხომ გვევლინებიან სიზმრებში… თითქოს რაღაცას გვაგრძნობინებენ,გვაფრთხილებენ. ჩვენ კი მათთან გატარებული დროის ყველა წვრილმანს ვიხსენებთ, ისევ გვინდა მათი ნახვა, მათთან საუბარი… ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი კომპანიის თუ კერძო პირის შემოთავაზებას გარდაცვლილებთან დაკავშირების თაობაზე, უამრავი ადამიანი სიხარულით იღებს, რათა რაღაც ფორმით კვლავ იგრძნონ საყვარელი ადამიანების სიახლოვე…

1982 წელს 12 წლის ტყუპებმა კესიტმა და ბრენტმა მაგნიტოფონზე დედის და ბებიის საუბარი ჩაწერეს. ბებიის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მათ ამ ჩანაწერს მიაგნეს. ყველას გაუხარდა გარდაცვლილის ხმის მოსმენა. ტაილერების ოჯახმა გადაწყვიტა ამ ფაქტისთვის სხვა დატვირთვა მიეცათ და საოჯახო ბიზნესსაც დაედო საფუძველი.1998 წელს ტყუპებმა პირველი სასაფლაო – “Hollywood Memorial Park” იყიდეს, რომელიც კინოსტუდია “Paramount” -ის შორიახლოს მდებარეობს. შემდეგში ამ სასაფლაოს “Hollywood Forever” დაერქვა.დღესდღეობით კომპანიას “Forever Enterprises” აქვს ცხრა წარმომადგენლობა აშშ-ში და ასევე ინტერნეტშიც ვებგვერდი “Forever Network”. კომპანიის საკუთრებაშია ცენტრი, სადაც გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის მონტაჟი და გაფორმება ხდება.სასაფლაოზე და საერთოდ მსგავს მომსახურებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მაგრამ საინტერესოა ინფორმაცია “ციფრული” მემორიალური სამსახურის შესახებ. საბედნიეროდ ამ კომპანიის საქმიანობა არანაირ ზღვარს არ სცილდება. პირიქით, მისი წყალობით გარდაცვლილის ხსოვნა ძალზე დიდხანს გრძელდება. ამაზე მეტყველებს კომპანიის სახელწოდებაც, რაც თარგმანში “სამუდამო ხსოვნას” ან “მარადიულობის სიმბოლოს” ნიშნავს.“მრავალი ადამიანისთვის “უკვდავყოფა” – ეს არის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული სახელი და თარიღი. ჩვენი კომპანია კი ავსებს ადგილს დაბადების და გარდაცვალების თარიღებს შორის”.კომპანიას ჰყავს რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შემკვეთის სურვილისამებრ აგროვებენ და ამუშავებენ გარდაცვლილთან დაკავშირებულ ნებისმიერ მასალას. კომპანიის ვებგვერდზე უკვე განთავსებულია რვა ათასი Lifestories. მასალის გამოყენება და ჩვენება შესაძლებელია სასაფლაოზე არსებულ სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე. არის შემთხვევები, როცა საფლავს ადამიანი სიცოცხლეშივე იმზადებს და ცხოვრებისეულ, მისთვის მნიშვნელოვან დეტალებს კომპანიას თვითონ სთავაზობს. მსგავსი მომსახურების ღირებულება ჟურნალ “Wired” ის ინფორმაციით 395-იდან 4000 დოლარამდე აღწევს.

აი, კიდევ ერთი სამსახური, რომელიც საკმაოდ არაორდინალურ მომსახურებას გვთავაზობს – ფერწერა გარდაცვლილთა ნეშტის გამოყენებით.ალბათ, არავინ დაიჯერებს, რომ გარდაცვლილის ფერფლისგან ძვირფას თვლებს ამზადებენ, შესაძლებელია ფეიერვერკის შექმნა,

მარჯნის რიფების აშენება, ან მისი ფერწერაში გამოყენება…თუმცა არსებობს ასეთი მომსახურების კომპანიებიც. ერთ-ერთი მათგანია კომპანია “Jane’Us”, რომელიც გარდაცვლილი ახლობელი ადამიანების და საყვარელი შინაური ცხოველის ფერფლისგან ფერწერული ნამუშევრების დამზადებას გვთავაზობს.აი რას ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, მხატვარი ბეტი უოლსონი. ”დედაჩემი რამდენიმე წლის წინ დარდაიცვალა. ის უნდა დაგვეკრძალა საგვარეულო ნაკვეთზე კენტუკის შტატში. სასაფლაო ოჯახის ახლობლებისგან და მეგობრებისგან ძალზე შორს მდებარეობდა. გამიჩნდა იდეა და მისი სხეული ჩემებურად, ფერწერაში “უნიკალური და განუმეორებელი” სურათების შესაქმნელად გამოვიყენე”.სურათები “Jane’Us”-ის დამფუძნებელმა ნათესავებს საშობაო საჩუქრად უსახსოვრა. ნათესავები ამ წამოწყებით აღფრთოვანდნენ და კომპანიის ბიზნესიც შედგა.იგივე მოხდა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით: ”როცა ჩემი ძვირფასი კატა მოკვდა, არ მეგონა თუ ტკივილი ასეთი მწვავე იქნებოდა. კომპანია “Jane’Us”-ის დახმარებით კი ყველაფერი შეიცვალა”.დღესდღეობით კომპანიას შექმნილი აქვს 300-მდე მხატვრული ტილო.ზოგი ადამიანის, ზოგიც ცხოველთა ნეშტისგან.არანაკლებ მნიშველოვანია თუ რა იქნება გამოსახული ფერფლით შესრულებულ სურათზე. შეიძლება კომპანიას ენდოთ, ან შეავსოთ ანკეტა ფერებთან და გამოსახულებასთან დაკავშირებით.მემორიალური ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს სამი ზომის: 66×76 სმ-ზე (ფასი 700-900 $), 56×66 სმ-ზე (ფასი 700 $) და 43×50 (350-550$) ნახატის დამზადების დრო ექვსიდან რვა კვირამდე მერყეობს.კომპანიას გააჩნია შთაბეჭდილებების წიგნიც, სადაც მრავალი მისალმება და აღფრთოვანებაა დაფიქსირებული.

ინტერნეტში ვებგვერდის “AfterlifeTelegrams.com”-ის არსებობის იდეა ილინოისის შტატის ქალაქ აფინის მცხოვრებ პოლ კინზელეს ეკუთვნის. იგი განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების დახმარებით “იმ” ქვეყანაში ინფორმაციის გადაცემას გვთავაზობს. თითოეული სიტყვის ღირებულება ხუთი დოლარია. ”ფოსტალიონად” წოდებული ადამიანი სწავლობს თქვენი დეპეშის შინაარსს და სიკვდილის შემდეგ აცნობებს ადრესატს.კომპანია არ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას, რომ თქვენი დეპეშა დანიშნულების ადგილს მიაღწევს. ექიმის დიაგნოზის მერე უკურნებელი სენით დაავადებული “ფოსტალიონი” თუ ერთი წლის განმავლობაში არ გარდაიცვლება და გამოჯანმრთელებისკენ წავა, მაშინ კლიენტს დახარჯული ფული მთლიანად უბრუნდება.კომპანია იძლევა რჩევებს გასაგზავნი მესიჯის შინაარსთან დაკავშირებით:- გარდაცვლილს მიაწოდეთ ინფორმაცია ოჯახში მატებასთან დაკავშირებით;- ბოდიში მოუხადეთ მათ, ვისაც ცხოვრებაში აწყენინეთ;- მოელაპარაკეთ იმქვეყნად თქვენი გამგზავრების შემდეგ შეხვედრის თაობაზე;- მოუყევით მნიშვნელოვან ფაქტებზე,

Page 27: TS-17

#5 (17), noemberi, 2011, Telavuri seriebi 26

რომლებსაც ისინი ვერ დაესწრნენ;- უთხარით ყველაფერი, რაც გინდოდათ გეთქვათ.კომპანია აცხადებს, რომ თუ რეიკარნაციასთან დაკავშირებით არ გაჩნდა პრობლემები (რაც გულისხმობს იმას ,რომ გარდაცვლილი უკვე გარდაისახა და დაბრუნდა დედამიწაზე), დეპეშა მიაღწევს დანიშნულების ადგილს, თუმცა ამასთანავე აღნიშნავს, რომ:- იმქვეყნიური სიცოცხლე შესაძლოა იმდენად ქაოტური აღმოჩნდეს, რომ ადრესატის პოვნა გაჭირდეს;- შესაძლოა არ არსებობდეს “ცნობარი”, რისი მიხედვითაც შეიძლება ადრესატის მიგნება;- ადრესატს შეუძლია გამოიცვალოს გვარი და სახელი;- იმქვეყნად არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე. ”ფოსტალიონს” კი არ შეუძლია ზუსტად იქ მოხვდეს, სადაც ადრესატი იმყოფება.- შესაძლოა ადრესატი მოჩვენებად გადაიქცა და სადღაც დაფრინავს;- შესაძლოა ადრესატს არ უნდა თავის შეწუხება და “მოგზავნილთან” საუბარი და ა.შ.ვინ არიან “ფოსტალიონები?“ შეიძლება კი მათთან შეხვედრა?კომპანია აცხადებს, რომ ისინი ჯერჯერობით ძალზე ცოტანი არიან და ანონიმურობის დაცვას ითხოვენ.

აღმოჩნდა, რომ აშშ-ში “იმქვეყნიური ცხოვრება” ყურადღების ცენტრშია. ყოველ შემთხვევაში ასეთ დასკვნამდე მივიდნენ “ABC News”-ის ჟურნალისტები. მათ რამდენიმე შტატში ჩაატარეს გამოკითხვა.გამოკითხულთა ოცდათვრამეტმა პროცენტმა მიიჩნია,რომ იმქვეყნად წასული ადამიანები დედამიწას მოჩვენებების სახით მოევლინებიან, ოცდახუთ პროცენტს სჯერა, რომ გარდაცვლილ ადამიანებთან შესაძლებელია კონტაქტის დამყარება. აშშ-ში მეტად აქტუალურია ეს თემა და მასთან დაკავშირებით უამრავი წიგნი და ტელეგადაცემა არსებობს. ინტერესი კი 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ გაორმაგდა.არიზონას შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიზიოლოგმა გერიი შვარცმა თავის მეუღლესთან, ლინდა რასეკთან ერთად შექმნა ადამიანის ენერგეტიკული სისტემის შემსწავლელი

ლაბორატორია. მისი თეორიის თანახმად გარდაცვლილი ადამიანების ენერგია ამქვეყნიურ სივრცეში რჩება.”ადამიანები ვარსკვლავების პროტოტიპები არიან. ჩვენ განუწყვეტლივ გავცემთ უხილავ სხივებს, რომლებიც კოსმოსში მიდიან. ჩვენი ენერგია და ცნობიერება გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს არსებობას. თუ ჩვენს პროტოტიპებად ვარსკვლავებს მივიჩნევთ, გასაგებია რატომაც ანათებენ ისინი სულ”.კალიფორნიის სკეპტიკოსთა საზოგადოებიდან ფსიქოლოგ მაიკლ შერმერს შვარცის თეორია აბსურდად მიაჩნია. ამავე საზოგადოების მეორე ფსიქოლოგი სტიუარტ ბისი გარდაცვლილ ადამიანებთან კავშირს ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს და ამბობს: ”ჩვენ ქვეცნობიერად ვუკავშირდებით გარდაცვლილ ადამიანებს. მათი ყოველდღიური გახსენება კი სიახლოვის შეგრძნებას ბადებს”.ფილადელფიის სამეცნიერო უნივერსიტეტის ფიზიკოსი პოლ ჰელპერნი თვლის, რომ შვარცის თეორია საფუძველს მოკლებული არ არის: ”ენერგია ნამდვილად ინახება ყოველთვის. იგი არ იქმნება, არ ინგრევა, მხოლოდ ცვალებადობას განიცდის”.პროფესორი, თეოლოგი გერი ლეიდერმენი კი ამტკიცებს, რომ სპირიტული კავშირი ცოცხალსა და მკვდარს შორის საერთოდ არ არსებობს, და არც არის საჭირო, რადგან არსებობს რელიგია.თვით შვარცი კი ყველას პასუხობს, რომ კრიტიკა მხოლოდ დროებითი დაბრკოლებაა მისი თეორიისთვის “თქვენ მოგიწევთ კიდევ მრავალი ფაქტის დადება ჩემს წინაშე, რათა დამარწმუნოთ წინააღმდეგობაში”.

ადამიანების ერთი ჯგუფისთვის გარდაცვალება სულაც არ ნიშნავს სიკვდილს; სხვები იმქვეყნიურ ცხოვრებას სისულელედ და ადამიანის ფანტაზიის მორიგ ნაყოფად თვლიან; სკეპტიკოსები კი ამ მოსაზრებებს ეჭვის ქვეშ აყენებენ… ერთი კი ნათელია: უსაზღვროა ახლობელი ადამიანის დაღუპვით დამოწვეული ტკივილი, მათი ხსოვნის და სიყვარულის გასახანგრძლივებლად კი ამქვეყნად მცხოვრებნი ყველაფერზე “წამსვლელები” ვართ…

Page 28: TS-17

noemberi 2011

Telavis socialuri qseli

www. Telaveli. ge