TS-16

40
# 4(16),oqtomberi,2011 Telavuri seriebi sasaciloa, rom adamiani, caSi mxolod maSin iyureba, roca amindi ainteresebs . . .

description

This online magazine is published in Georgia and it is dedicated to the most beautiful of its regions, Kakheti with its ancient city of Telavi.

Transcript of TS-16

Page 1: TS-16

#4(16),oqtomberi,2011

Telavuri

seriebi

sasaciloa,

rom adamiani,

caSi mxolod

maSin iyureba,

roca amindi

ainteresebs . . .

Page 2: TS-16

1 Telavuri seriebi, #2 (14), agvisto, 20119 Telavuri seriebi, #11, maisi, 2011

ulimito, ukabelo

interneti TveSi

30 larad!

wWw.TelNet.Ge577 59 80 80

Page 3: TS-16

#2 (14), agvisto, 2011, Telavuri seriebi 2

ulimito, ukabelo

interneti TveSi

30 larad!

wWw.TelNet.Ge577 59 80 80

Page 4: TS-16

3 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

kontaqti

[email protected]

Semqmnelebi

mTavari redaqtori

გიორგი ბეჟანიშვილი

ზურაბ ძულიაშვილი

konsultantiნელი ცქიტიშვილი

avtorebi

ფიქრია ყუშიტაშვილი

გიორგი ჯავახიშვილი

dizaini

ირინე ჯანდიერი

P.R. menejeri

თინიკო ხანჯალიაშვილი

stilist - koreqtori

ქეთი შავერდოშვილი

ნონა წინწალაშვილი

Art redaqtori

ზაზა კევლიშვილი

ზაზა კევლიშვილი

თინიკო ხანჯალიაშვილი

გიორგი ბეჟანიშვილი

ზაზა კოშკაძე

Toresa Mossy

პაატა ჩახვაშვილი

ია რჩეულიშვილი

www.telaviseries.tel.ge

redaqtorisgan

giorgi beJaniSvili

[email protected]

გამარჯობა!

როგორ ხარ?

მოგესალმებით მზიანი საბერძნეთიდან, სადაც ახლა კრიზისი და გაფიცვებია, თუმცა დამერწმუნეთ ეს არც ის კრიზისია, რა კრიზისშიც ჩვენი ქვეყანა უკვე წლებია და არც ბერძნული გაფიცვები წააგავს ქართულს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე საბერძნეთისა და ჩემი მეორე ქალაქის-სალონიკის შესახებ შეგიძლიათ ჩემი ბლოგიდან შეიტყოთ - http://mrutskho.blogspot.com/

ახლა რაც შეეხება ჟურნალს.

ესაა პირველი შემთხვევა სტაფში, როცა მისი ერთი წევრი ასე მოსწყდა ჟურნალს. ამან კი თავისთავად იქონია გავლენა მასზე, კერძოდ კი დაგვიანდა ნომრის გამოსვლა, ასევე არაა რამოდენიმე გვერდი - მუსიკალური და ლიტერატურული ვერტიგოები, ტორესას და მონსტრუეიშენის გვერდები. თუმცა აქვე შეამჩნევთ ახალ გვერდს - ინტერვიუ. ასე უბრალოდ დავარქვით. ესაა მსოფლიოს წამყვანი ჟურნალებიდან თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან ამოღებული ძალიან საინტრესო

ინტერვიუები. შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ ცნობილ ინტერვიუებს ხელოვანებთან, პ ო ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ თ ა ნ , ს პ ო რ ტ ს მ ე ნ ე ბ თ ა ნ , საზოგადოებისათვის ყველაზე ცნობილ ადამიანებთან, რომელთაც ინტერვიუ მართლაც ღირებულია და დროს გაუძლო. ამჯერად კი თანამედროვეობის მართლაც გამორჩეული რეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის ინტერვიუს გთავაზობთ.

ოქტომბრის ნომერი საკმაოდ მცირე გამოვიდა ზომაში. მაგრამ მე ყოველთვის ამ აზრზე ვარ-არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა საგანი, მთავარია რა დევს შიგნით J ასე რომ ნუ მიაქცევთ მის სითხელეს ყურადღებას, „ჩათბუნულები“ მიუსხედით კომპებს და უკვე მეთექვსმეტედ ,გადაშალეთ თქვენი საყვარელი ჟურნალი.

მე კი გემშვიდობებით

მომავალ ვირტუალურ შეხვედრამდე.

Page 5: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 4

Sinaarsifiqria yuSitaSvili

paatas konlentalenta

zaza koSkaZe

5

World Events August

UCNAURI.COM

istoria

9zaza kevliSvili

11

caSi axede(naxevradxumroba)

1319

2529

vasil barnovi da Telavi

patara mis msoflionaxalovkaSi

sarTvelo premierebi

magia

indigo bavSvebikanibalebi da vampirebi

23interviu Lans Von Trier

Page 6: TS-16

fiqria yuSitaSvilis gverdi

caSi axede

saavtoro

5 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

(ნახევრადხუმრობა) ,,ვიკილიქსი”: დედამიწას ორ თვეში უცხოპლანეტელები შემოესევიან:

კვლევითი ცენტრის SETI–ს ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწას უცხოპლანეტელთა სამი გიგანტური ხომალდი უახლოვდება. წინასწარი გამოთვლებით, ჩვენამდე ისინი დაახლოებით ორ თვეში მოაღწევენ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე მოიპოვეს, რისთვისაც ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს. ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ პრესაში სხვადასხვა ვერსია გაჩნდა. ასე მაგალითად, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ“.

„ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენ მათგან დიდი ცოდნის მიღება შეგვიძლია, ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, მაგრამ, თუ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ სულ იოლად დაგვიმონებენ, საკვებად გამოგვიყენებენ, უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ და ა.შ. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფუძველი გახდეს. “ – წერს The Guardian–ი.

როდესაცSETI–ს მკვლევარებმა ზემოთაღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეს, ექსპერტებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ ყველაფერს, უბრალოდ, მეცნიერთა ერთი ჯგუფის ფანტაზიის ნაყოფი უწოდეს. მათი თქმით, უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლა რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, დოკუმენტები და ფოტოები აუცილებლად უმაღლეს დონეზე იქნებოდა გასაიდუმლოებული. ამ შემთხვევაში კი, ისინი აუცილებლად ჩაუვარდებდა ხელთ „ვიკილიქსს“.

„ვიკილიქსმა“ უცხოპლანეტელთა დედამიწასთან მოახლოების ფაქტი, სულ რამდენიმე დღეში დაადასტურა. საიტის მიერ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, სკეპტიკოსი ექსპერტები ერთბაშად ჩაჩუმდნენ. საიტზე გამოქვეყნებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უცხო პლანეტელ მზვერავთა შემოსვლა უკვე დაწყებულია. საბრძოლო კოსმოსური ხომალდები ალიასკაზე დააფიქსირეს. სამი უზარმაზარი ხომალდის ჩამოსვლა კი, პირდაპირი შემოჭრა იქნება.

ინფორმაციას,რომ დედამიწის მიმართულებით, მართლაც, მოფრინავს უცხოპლანეტელთა სამი ხომალდი,სკანდალურობით განთქმული საიტი, სპეცსამსახურებისგან მალულად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ადასტურებს. / სპეციალურად „პრესა.გე - სათვის მასალები მოამზადა ნინო ვაშაკიძემ/

ეს რამდენიმე დღეა, კავკასიონზე ჩამოთოვა. მართალია, ნაადრევად აგვიცივდა, მაგრამ, ამბობენ, ეს დროებითია და წინ კვლავ თბილი და მზიანი დღეები გველის. ძალიანაც კარგი, თუ შემოდგომა, ტრადიციულად, თბილი და ხავერდოვანი იქნება, თორემ იმას რა ხანია, მივეჩვიეთ, რომ ადრეული გაზაფხულიდან პირდაპირ მხურვალე ზაფხულში გადავდივართ. იმასაც ამბობენ, ამინდის ასეთი კონტრასტები უცხოპლანეტელების მომავალი ვიზიტის პრელუდიააო... რა სასაცილოა ადამიანი? თითქოს ახლა დედამიწაზე აკლდეს პრობლემები, ერთთავად ცაში იყურება და იქ, დამატებით , (იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ), „დამამძიმებელ გარემოებებს“ დაეძებს... ამათ ჰგონიათ, რომ უცხოპლანეტელები რაღაც ძალიან განსხვავებული, მონსტრის გარეგნობის uw

Page 7: TS-16

სამი დიდი ხომალდი მოდის კიდევთურმე ჩვენი ხალხით გაძეძგილი და

იქნებ ეშველოს აქაურობას

Page 8: TS-16

7 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

saavtoro

რსებები არიან, ცალი თვალითა და ბევრი ხელ-ფეხით, ან პირიქით, ხუთი თავითა და კომპიუტერის მსგავსი ელექტრომოწყობილობიანი შიგთავსით. ყოველშემთხვევაში, სულ ასე გამოსახავენ თავიანთ უნიჭო ფილმებსა და წიგნებში, თუმცა ეხლა აქ წიგნებს ისე აღარ კითხულობენ, როგორც უწინ - ინტერნეტმა ჩაანაცვლა საინფორმაციო სფერო... ჰოდა, იქიდან რაღაც გასაოცარი არსებები იმზირებიან, აშინებენ საზოგადოებას, რომელიც მძაფრი შეგრძნებების ძიებაში მუდმივად ითხოვს ახალ-ახალი სენსაციით მოგვრილ ადრენალინს... რა იციან ამ ბედკრულებმა, რომ ჩვენ კარგა ხანია უკვე აქ ვართ, დედამიწაზე, მათ გვერდით და მათ შორის, უბრალოდ, მოკრძალებული ხალხი ვართ და ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი რომ არ შევქმნათ, პაპარაცების თავდასხმები და ცნობისმოყვარე ჟურნალისტთა ცინიკური ენის მწარე ისრები რომ ავიცილოთ, ჩვეულებრივი, რიგითი დედამიწელების იერი მივიღეთ და ვცხოვრობთ მშვიდად და აუღელვებლად, ყოველგვარი ემოციური აფეთქებებისა და ექსტრემის გარეშე... უჩუმრად ვაკეთებთ საკუთარ საქმეს, ვასრულებთ ჩვენ-ჩვენ უმნიშვნელოვანეს მისიას და თან მეტ-ნაკლებად ადამიანურ სისუსტეებსაც ვიჩენთ, რომ ძალიანაც განსხვავებულად არ გამოვჩნდეთ საერთო ფონზე... ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ყოფითი ყოველდღიურობით და თან აქაურებს ვაკვირდებით, ვსწავლობთ, როგორები არ უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც გადავრჩეთ და შთამომავლობასაც ავარიდოთ განსაცდელთა გარდუვალობა.

აქაური ადამიანი რომ სასცილოა, იქიდანაც ჩანს, რომ თავად იგონებს პრობლემებს და შემდეგ თავადვე იბრძვის მის დასამარცხებლად. მოიგონა რაღაც სახელმწიფო მანქანა - საშინელი მექანიზმი, რომელიც უკვე საუკუნეებია თავადვე აღრჩობს და სულს უხუთავს და ისიც დროდადრო ებრძვის, ომით, აჯანყებით, შეთქმულებით, რევოლუციით სახელმწიფო წყობის სისხლიანი და ხავერდოვანი გადატრიალებებით, ებრძვის, როგორც თავისუფლების შემზღუდავ ქიმერას, ხან - ჰუმანიზმის, ხან - დემოკრატიის სახელით, ხან - ადამიანთა უფლებების დაცვის ლოზუნგითა და სხვა ათასგვარი ამბის საბაბით, არადა, რომ იცოდნენ, რა კომიკურია, ებრძოდე იმას, რასაც იმავ დროს მთელი არსებით ემსახურები, რაც შენივე ფანტაზიისა და შრომის ნაყოფია და ის რომ არა, საერთოდ ვინ და სად იქნებოდი, ერთმა მამაზეციერმა უწყის.

მამაზეციერზე გამახსენდა ... ადამიანებმა სახელწიფოზე ადრე რწმენა შეიქმნეს და მას კაცთა სხვადასხვა მოდგმამ სხვადასხვა სახელი დაარქვა, მაგრამ აქაც სულის სიმცირე და უგუნურება გამოიჩინეს: დროდადრო ამ რწმენის სახელით დაერევიან ხოლმე ერთმანეთს და ანადგურებენ, რათა საკუთარ ღმერთთან ქულები ჩაიწერონ. მართლაც, და, ღმერთო ჩემო, ანუ, როგორც იტყოდა ჩვენი მინიმარკეტის ნოქრის ცირას მოხუცი დეიდა, ინგლისურის დამასხურებული მასწავლებელი ქალბატონი ჟუჟუნა: „ო, მაი, გად!“ რა სისულელეა?! დროა, მიხვდნენ, რომ მამაზეციერს სულაც არ სჭირდება ეს ამაო ფაფხური, ის ყველგან და ყველაფერშია ქრისტეს უწოდებ, ბუდას თუ ალაჰს... მთავარია, შენ თავად ვინ ხარ და რას აკეთებ, ანუ აკეთებ თუ არა სიკეთეს, რომელსაც არც დრო აქვს,

არც განზომილება, არც სქესი და არც ეროვნება: ის საყოველთაოა და ყოვლისმომცველი....

როცა ჩვენი ხომალდით დედმიწაზე მოვდიოდით, წინდაწინ გადავინაწილეთ არსებობისა და მოქმედების არეალი და მე „გეორგია“, ანუ საქართველო მერგო წილად. დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მანამდე ცოტა რამ ვიცოდი ამათ შესახებ, პტოლომემ მირჩია, საქართველოში თუ მოგიწევს მოხვედრა, კახეთში ჩადი, თელავშიო, უფრო სწორედ „თელედაშიო“, მაგარი კაცია ეს პტოლომე, ვერა და ვერ ეგუება ამ ახლებურ სახელწოდებებს და ისევ ისე მოიხსენიებს, როგორადაც პირველად ნახა პონტოსა და კასპიის ზღვების, ანუ აღმოსვლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი საქარავნო გზის დიდი სადგური : „თელევა -თელაიდა-თელედა-თელავი“, რომელიც ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში აცვიფრებდა მოგზაურებს და გამონაკლისი ვერც პტოლომე იქნებოდა. თავისი ჩანაწერები წამაკითხა და ისე მომანდომა თელავში ჩამოსვლა, რომ დიდხანს არც მიფიქრია, ჩვენს შტურმანს - ბორისოს მფრინავი ხომალდი ალაზნის ველზე დავასმევინე და ერთ წამში უკვე სახელგანთქმული თელავური ჭადრის ძირში აღმოვჩნდი. ამბობენ, ეს სქელვარჯიანი გაფოთლილი ხე 800 წელზე მეტი ხნისაა, კიდევ კარგად გაუძლო უსულგულო ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს არ უფრთხილდებიან და ბუნებაზე ხომ ზედმეტია, საუბარი... მიკვირს, როგორ გადაურჩათ ეს ჭადარი, რომელიც ახლახან გავიგე, ადგილობრივ მსახიობთა თავკაცს – დუტას (დემეტრე სხირტლაძე) თელავის თეატრის სიმბოლოდ უქცევია. დუტაც ჩემებურია, ანუ მესამე თაობის უცხოპლანეტელია და, როცა შევხვდით, მაშინვე მიხვდა, ვინც ვიყავი, თვალი ჩამიკრა, როგორც „ჯეოსელის “ რეკლამაში და სოლიდარობის ნიშნად, უსიტყვოდ მანიშნა, „ ვიცი, ვინცა ხარ, მაგრამ შენც - სუ და მეც -სუ!..“–ო.

როცა პირველად, ჩამოვედი, ჩემს გარეგნობაზე თავიდანვე ვიზრუნე, განსაკუთრებული ყურადღება რომ არ მიმეპყრო, ამ ბოლო დროს საქართველოში მომრავლებული უცხოელი ტურისტის სახე მივიღე და ფოტოაპარატგადაკიდებული სვენებით შევუყევი პატარა აღმართს, რომელსაც ცხენზე ამხედრებული კაცის ქვის გამოსახულება გადმოჰყურებს: მაშინვე ვიცანი - მეფე ერეკლე-პატარა კახი, რომ მოვდიოდი ტრენინგები, ანუ მასტერკლასები ჩამიტარა ცხენზე ჯირითსა და ხმლის ტრიალში, ღვინის სმასა და სადღეგრძელოებში. ისიც მითხრა, „როცა ჩვენი წეს-ტრადიციით გაწყობილ სუფრასთან აღმოჩნდები, სართულებად განფენილ კერძებს შორის გზამკვლევი დაგჭირდება, რომ უწინ რომელი დაგემოვნოო. ქართველი კაცი თავს მოიკლავს, თავად ლუკმას მოიკლებს და სტუმრის საპატივსაცემოდ იმგვარ სუფრას გაშლის, ჩიტის რძე რომ არ მოაკლდება, მაგრამ შენ მაინც ღვინოსთან ხორცეული უმარჯვე: თელავურ ხინკალსა და მწვადს ვერაფერი შეედრებაო“... პირველი ორი, რა გითხრათ, ჯერჯერობით არაფერში გამომდგომია, აი დანარჩენი ორი კი, - იცოცხლეთ, რამდენი მოქეიფე მასპინძლებში სუფრასთან ჩამჯდარი ღვინის განსხვავებულს მოვიმარჯვებ და სადღეგრძელოს დავაბიბინებ, რამდენი წურწურით ჩამივა პერანგის მანჟეტებში ოხშივარადენილი ხინკლის ქაფქაფა წვენი და ხახვის რგოლება გვირგინით მორთული, წალამზე შემწვარი მწვადით ასხმულ შამფურს მოვიმარჯვებ,

Page 9: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 8

იმდენი ჩემი მაესტრო მახსენდება: პატარა ტანის მკვირცხლთვალება თეთრწვეროსანი რაინდი, ტანზე მრავალი ჭრილობითა და ევროპა-აზიური სამოსის უცნაური ნაზავით შემკული, ახლა თავს იწონებენ ქართველები: დამინახეს და სალამი მითხრეს თუ არა, მაშინათვე ბატონის ციხის დასათვალიერებლად გამაცუხცუხეს. სხაპასხუპით მომიყვნენ საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ ბედს, კრწანისის ომის მარცხით განცდილ ტკივილს, და თან სხვათაშორის დასძინეს: „გინახავთ, ევროპელ მონარქთა მდიდრული და მეფური ბრწყინვალებით შემკული სასახლეები? თქვენი მეფეები ბედის ნებიერები იყვნენ, ჩვენი პატარა კახი კი, ამ პატარა და მოკრძალებულ, სადა და მკაცრ, ასკეტურად მორთულ პალატში დაიბადა და გარდაიცვალა, რადგან ფუფუნებისთვის და საკუთარი კეთილდღეობისათვის არასდროს ეცალა, მუდმივად ომში იყო ჩართული და ცხენის უნაგირიდან არ ჩამოსულაო!.“.. მინდოდა მეთქვა, უბადრუკი და მოღალატე გარემოცვა რომ არ ჰყოლოდა და შვილებიც მეტად გამოდგომოდნენ, ცოტა უკეთესად იქნებოდა თავადაც და ქვეყანაც-მეთქი, მაგრამ მივხვდი, სტუმრისაგან ეს ნათქვამი, თუნდაც სიმართლე, დიდ წყენას გამოიწვევდა და დროზე დავაჭირე ენას კბილი! ისე როგორ იქნება, ერთხელ კიდევ არ შევხვდეთ ერთმანეთს მე და პატარა კახი ?! სიამოვნებით მოვუყვები, თუ როგორ ახსოვთ და უყვართ დედამიწელებს, რამდენი სიმღერა და ლექსია მასზე გამოთქმული, როგორ ამაყობენ მისი საგმირო ლაშქრობებით, მართალია, ზოგი აუგადაც მოიხსენიებს, რუსეთს შეგვაერთა და დაგვღუპაო, მაგრამ მაგას ბრიყვნი ამბობენ, უმეცარნი და მშიშარანი, რომ საკუთარი დროის უბადრუკობა გადააბრალონ და თავის პრობლემათა მიზეზები შეახოცონ. ჰგონიათ, რომ მხოლოდ თავად არიან ბრძენნი. ერთი ჩვენი თვალით დაანახვათ საკუთარი თავები: ან რაზე დავობენ? ან რისთვის იბრძვიან? ან რა იციან? ან რისი გამკეთებლები არიან?

მაგათ არ იციან, თორემ მაშინაც და ახლაც, თუ ვინმე რამეს აკეთებდა და აკეთებს საქართველოში, სწორსა და სასარგებლოს, ქვეყნისათვის და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანსა და პროგრესულს, სულ ჩვენი ხალხია, მათაც დედამიწელების სახე აქვთ მიღებული და გათქვეფილნი არიან ადგილობრივებში. უბრალოდ, მუდამ ასე იყო, ცოტანი ვიყავით და ჯერჯერობით ისევ ცოტანი ვართ და არ ჰყოფნის ჩვენი ენერგეტიკა, რომ ის სისულეები და უმსგავსობანი დავაბალანსოთ, რასაც აქაურები სჩადიან და აკეთებენ... ახლა გავიგე, სამი დიდი ხომალდი მოდის კიდევ თურმე ჩვენი ხალხით გაძეძგილი და იქნებ ეშველოს აქაურობას, თორემ წალეკა ირგვლივ ყველაფერი შურმა, ბოროტებამ, გაუტანლობამ, ღალატმა, უზნეობამ და უმეცრებამ!

თელავს არაჩვეულებრივად საინტერესო და მომგებიანი გეოგრაფიულ-არქიტექტურული განლაგება და წყობა აქვს. ერთ რამედ ღირს მისი კაკლისა და ვაზის ხეივნებში გავლა, ძველი ქართული აგურით ნაშენი პატარა სვეტებიანი და ჩუქურთმიანი აივნებითა და წითელი კრამიტის სახურავებით დამშვენებული სახლების ხილვა, თუმცა აქაც ვერ ეყოთ ჭკუა დღევანდელებს და, რასაც თანამედროვეთა ხელი შეეხო, გააფუჭა და დაამახინჯა: უსახური კორპუსებით, თუნუქისა და მეტალოპლასტიკის სახურავებითა და კარ-ფანჯრებით და, რაც ყველაზე მძიმე

აღსაქმელია, გაურკვეველი გემოვნების შენობებით. იმ დღეს „ნადიკვარზე“ დამპატიჟეს და ყველაზე მეტად „ნადიკვართან“ ასვეტილმა არქიტექტურულმა წარმონაქმნმა გამაოცა და კიდევ ადგილობრივების იმ გულგრილობამ, რასაც ჩემი გაოცება შეეჯახა.

მე ზუზუმბოზე დავსახლდი. აქაურობა ამ ქალაქის მაცხოვრებელთ ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ დასახლებად მიაჩნიათ, მაგრამ მე სულ სხვა მოსაზრებით ამოვყავი თავი: აქედან ხელისგულივით მოჩანს ალაზნის ველი და კავკასიონი და ჩვენები რომ ჩამოვლენ, პირველი მე შევამჩნევ და სხვებსაც ვახარებ! ჩემი მეზობელი სასტუმროს მასპინძელი - გულღია და სტუმართმოყვარე ადამიანია, ზევსი ჰქვია, სასტუმრო „ოლიმპო“ აქვს და იმ უდარდელ დროს მაგონებს, ბერძენ ღმერთებთან რომ ვხალისობდი „ოლიმპიადებსა“ და „დიონისიებში“. ძველი ბერძნები - აი ვინ აშენებდა მყარად და გემოვნებით, აი ვინ იცოდა ბუნების, მშვენიერებისა და ჰარმონიის ფასი, აი, ვინ იყვნენ ,,მაგარი ტიპები!“ - ლამაზები, ჯიშიანები, ნიჭიერები, აბა, სულელი ხომ არ იყო მედეა, ჭაბუკ იაზონზე შეყვარებული ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით რომ გაჰყვა გულისსწორს?! ახლა ასეთებს ასე ხშირად ვეღარ შეხვდება კაცი... - ამბობს ჩემი მეზობელი, ოღონდ ბერძენ ღმერთებზე კი არა, თავის საყვარელ ძირძველ თელაველებზე. იმ დღეს სათითაოდ ჩამომითვალა და ზოგი დამამახსოვრდა: „სუფთა ჰაერის დირექტორი“ ფანცქალა სიდამონიშვილიო, იუმორით გაძეძგილი ჯონდო ზაალიშვილიო, მომღერალი კუსა ბატიაშვილიო, კოლორიტი და დარდიმანდი გეგე სულხანიშვილიო, კიდევ სხვა აუარება სახელი და გვარი მითხრა: ზოგი აწ გარდასული, ზოგიც ცოცხალი... მინდოდა, მეთქვა, ეგენი ძირძველი თელაველები კი არა, სულ ჩვენები არიან, ჩემი პლანეტიდან ჩამოსულები თქვენს გასაკეთილშობილებლად და სულიერად გასამდიდრებლად-მეთქი, მაგრამ მაინც არ დამიჯერებდა, ღვინოს დააბრალებდა და აღარაფერი ვუთხარი. ან რა უნდა მეთქვა; ვისითაც თავს იწონებდით და იწონებთ, სულ ჩვენებურები არიან-თქო? იქნება ერთი კარგა გვარიანად შემოეკრა ყბაში: „შენა, ბალღო, ფინთი ხო არ გიჭამიაო?“ არადა, ეს ძველებიცა და ახლებიც: და კიდევ სხვებიცა და სხვებიც, სუ ჩვენი ხალხია, ჩვენი დესანტია მოვლენილი, გინდა თელავში და გინდა სხვაგან. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით, უბრალოდ, სასაცილოა, რომ ადამიანი, ცაში მხოლოდ მაშინ იყურება, როცა ამინდი აინტერესებს... უფრო ხშირად და დაკვირვებით, რომ აიხედავდეს ვარსკვლავიანი ცის თაღზე, სულ იოლად დარწმუნდებოდა ამა სოფლის ამაოებაში და სიკეთისა და მშვენიერების მარადიულობაში, არც ამ სულელური პოლიტიკითა და არჩევნებით გამოილაყებდა ტვინს, არც უაზრო ამბიციას გადაყვებოდა და არც სისხლიანი ისტორიით წაიწყმედდა სულს, ფუჭად არ დაიხარჯებოდა ის ძვირფასი დრო და ენერგია, რამაც სიყვარულითა და სიკეთით ნასულდგმულევი სასწაულის დარი აღმოჩენები უნდა დაბადოს კაცთა შორის, თორემ კაცუნები ხომ ისედაც მრავლად არიან ამ წუთისოფელში...

Page 10: TS-16

mAGAGA a

zaza kevliSvilis gverdi

saavtoro

9 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

ალბათ ყველას გვსმენია და რაღაც ინფორმაციას ვფლობთ მაგიის ფენომენის შესახებ. იყო დრო როდესაც ადამიანებს მაგიის მიმდევრობისთვის ასამართლებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ამასთან უნდა დამწვარიყო და განადგურებულიყო თვით მაგის ნივთები და ტანსაცმელიც კი, რაგდან ისინი ბნელი ენერგეტიკის მატარებლად ითვლებოდა. ასევე იყო პერიოდიც, როდესაც მაგია რესპექტაბელურ ტერმინად იქცა. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ევროპაში და განსაკუთრებით ლონდონში მოდად იქცა მაღალი წრის ბანოვანების და ჯენტლმენების მონაწილეობა ოკულტურ - სპირიტუალურ რიტუალებში. მაგია ასოცირდებოდა წარმატების მიღწევის ძლიერ იარაღათან, ეს იყო საშუალება რომელსაც შეეძლო აეხდინა ისეთი ოცნებები, რაც თითქოს მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა. და როგორც ჰოიზინგა იტყოდა “მაგია წარმოადგენს იმის დაჯერების მცდელობას, რომ ადამიანს შეუძლია იმაზე მეტი, ვიდრე ეს აქამდე წარმოედგინა”. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მაგია ადრეული რელიგიურობის ერთგვარი ფორმა იყო ტოტემიზმთან. ფეტიშიზმთან და ანიმიზმთან ერთად. ეს დღემდე დისკუსიის და კვლევის საგანია და ზუსტი პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მაგია რელიგიური ფენომენი, ჯერ არ გაცემულა.

თუმცა არსებობს მისი განსაზღვრებები, რომლებსაც ამ სფეროში განსწავლული ადამიანები აკეთებენ. მაგალითად, ელიფას ლევი მიიჩნევს, რომ “მაგია ეს ტრადიციული მეცნიერებაა ბუნების საიდუმლოთა შესახებ”. ერთ - ერთი ცნობილი მაგის, პაპიუსის თანახმად

i a?“მაგია ეს არის ადამიანის დინამიზირებული ლტოლვა ბუნების მოვლენების სწრაფი განვითარებისაკენ”. კარლოს კასტანედა, გიორგი გურჯიევი, პარაცელსი, ჯონ დი, ალისთერ ქროული - ეს გვარები მჭიდროდ არის დაკავშირებული მაგიის ცოდნასთან და მის სპეციფიკასთან. შევეცადოთ გავერკვეთ რას ნიშნავს ეს ყბადაღებული შავი და თეთრი მაგია, რა კონცეპტუალური უთანხმოება აქვს მას ორთოდოქსალურ რელიგიებთან, რატომ სდევნიდნენ მას და რატომ იძლევა თვით ამ სიტყვის ხსენებაც კი მრავალ ჩვენთაგანში პირქუშ ასოციაციებს. რელიგიური ფილოსოფოსი, ნიკოლაი ბერდიაევი შეისწავლიდა მაგიის ფენომენს ოკულტურ წრეებთან ურთიერთობით და გააკეთა შემდეგი დასკვნა “მაგია არის ბუნებაზე ზემოქმედება და მასზე ბატონობა თავად ბუნების კანონების შესწავლის გზით”.

მკვლევარების აზრით მაგიის ფენომენი პირველად ვლინდება ზემო პალეოლითის ხანაში. იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში არ არსებობდა მკვეთრად გამოხატული როლი და ფუნქცია მაგის ან შამანისა, ყველა მონათესავე ტომს ჰქონდა საკუთარი რიტუალები რომლებიც სრულდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს, როგორიცაა დაბადება, ინიციაცია, ქორწილი, დაკრძალვა და ა.შ. რიტუალური მაგია თავიდან ისეთ ფორმებს ატარებდა, როგორიცაა კოლექტიური ცეკვა, ცხოველთა მსხვერპლად შეწირვა და ხის ან ქვის ღმერთების (ტოტემების) პატივსაცემად აღვლენილი რიტუალები. შვეიცარიელი ფსიქოლოგი, კარლ გუსტავ იუნგი ერთ - ერთ ლექციაში აღნიშნავდა, რომ მაგიური რიტუალების კვლევის დროს წააწყდა ფალოსისის კულტის არქეტიპულ გამოვლინებას. იუნგი

Page 11: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 10

i a

ამბობს, რომ უძველესი დროიდან (შუმერები, ხეთები, ქალდეები) ფალოსი იყო მამაკაცური ძლევამოსილების და განაყოფიერების სიმბოლო და ასეთი კვლევის დროს წააწყდა ერთ უცნაურ რიტუალს - ქრისტეშობამდე არსებულ ზოგიერთ ცივილიზაციაში მამაკაცები ერთად იკრიბებოდნენ დასათესად გამზადებულ ტერიტორიაზე, სადაც ჯგუფურად მასტურბირებდნენ, რადგან მიაჩნდათ რომ სპერმით მორწყული მიწა ათმაგად დიდ მოსავალს მოიტანდა. ჰომეროსის ტექსებში მკვლევარები აფიქსირებენ მაგიური რიტუალების ცოდნას, რასაც უთუოდ იყენებდნენ ძველი ბერძნებიც. ტექსტში, როდესაც ჰერმესი სჩუქნის ოდისევსს სამკურნალო მცენარეებს, აძლევს დარიგებას, რომელიც აშკარად შეიცავს მაგიურ ელემენტებს. ეს ტექსტები ადასტურებს, რომ ჰომეროსის ეპოქის ბერძნები კარგად ერკვეოდნენ მაგიურ რიტუალებში. ამავე პერიოდში გვხვდება ამულეტების და დამცავი თვლების დამზადების პრაქტიკაც.

შუასაუკუნეების ევროპაში მაგია უპირველესად თავს გვახსენებს იმით, თუ რა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა მას ინკვიზიციამ. ზოგიერთი მკვლევარი ასეთ პარადოქსალურ აზრსაც კი აყალიბებდა - რომ თითქოს ჯადოქრობა და მაგია თავად ინკვიზიციიდან იღებდა სათავეს, რასაც ცნობილმა მკვლევარმა მარგარიტ მიურეიმ ამომწურავად უპასუხა თავის ნაშრომში “ჯადოქრობის კულტი დასავლეთ ევროპაში” და მოიყვანა ძლიერი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ შუასაუკუნეობრივი ევროპული მაგია სათავეს იღებდა რომაული და კელტური ცივილიზაციებიდან. ასევე ცნობილი ბერძენი მეცნიერი მირჩა ელიადე გამოთქვამს აზრს რომ “შუასაუკუნეების ჯადოქრული პრაქტიკა იყო ერთგვარი პროტესტი იმდროინდელი რელიგიურ - სოციალური დოგმატების წინააღმდეგ და მისი განხილვა შეუძლებელია სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე”.

აღორძინების ხანამ თავისი კვალი დაატყო მაგიის განვითარებას ევროპაში. ამ პერიოდში მოღვაწეობდა ბევრი მეცნიერი, რომელთა შრომებმა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მაგიის შემდგომ განვითარებაში. ეს იყო ცნობილი ჰუმანისტი ჯოვანი მირანდოლა, ექიმი პარაცელსი. მათემატიკოსი და გეოგრაფი ჯონ დი, ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო, ასტროლოგი და უტოპისტი ტომაზო კამპანელა და სხვები. მირანდოლამ თავის ნაშრომებში წამოაყენა სენსაციური თეზისი, “ვერავითარი მეცნიერება ვერ ამტკიცებს ქრისტეს ღვთაებრივ წარმოშობას ისე უკეთესად, როგორც მაგია და კაბალა”. შემდეგში მირანდელას ამ ნაშრომებმა გამოიწვია სწავლულების დიდი დაინტერესება - კაბალათი.

ჯონ დის ნაშრომებმა ბიძგი მისცა ისეთი მიმდინარეობის განვითარებას, როგორიც არის ენოქიანური მაგია. ეს მიმდინარეობა ამტკიცებდა, რომ საჭირო ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო ანგელოზებისაგან. თავის დღიურში ჯონ დიმ შექმნა ენოქის ანბანი და ცხრილი, რომელიც შეესატყვისება ამ ანბანს. ჯონ დის ჩანაწერების მიხედვით ანგელოზებისათვის დედამიწა - ეს ქალღმერთია, “დაცემული “ არის ქრისტიანული სატანის ექვივალენტური და მისი მტკიცებით ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ “დაცემული” ხელს უშლის სულს მიაღწიოს ღმერთამდე და ამიტომ იბადება თავიდან ფიზიკურ სხეულში. აქ შეგვიძლია ზუსტი ანალოგი ვიპოვოთ ბუდიუსტურ რეინკარნაციის თეორიასთან.

მეჩვიდმეტე - მეთვრამეტე საუკუნეების პერიოდში ახალი დისციპლინების და მეცნიერებების დარგების განვითარების ფონზე მაგია ხდება ნაკლებად მნიშვნელოვანი და გადადის მეორე პლანზე. ამას ხელი შეუწყო ისეთი პიროვნებების სახელების მიწერამ

მაგიასთან, როგორებიც არიან ფრანც მესმერი, ალესანდრო კალიოსტრო, გრაფი სენ - ჟერმენი - მათი სახელი შემდგომში უფრო შარლატანებთან ასოცირდებოდა და ამან კიდევ უარყოფითად იმოქმედა მთლიანად ფენომენის იმიჯზე. მესმერმა მაგალითად დაამზადა “მესმერის ჯადოსნურ ბაკად” ცნობილი მოწყობილობა, გამოაცხადა ყველა დაავადების წამლად, ანუ პანაცეად. ფოკუსის არსი შემდეგში იყო - ბაკში მოთავსებული იყო დიდი რაოდენობის მაგნიტები, მესმერი სვამდა შიგნით ავადმყოფს და გარკვეული დროის შემდეგ ეუბნებოდა მას რომ სრულიად განკურნებული იყო. მოხდა ისე რომ მესმერისადმი რწმენა ძალიან გაიზარდა ჩვეულებრივ, გაუნათლებელ მოსახლეობაში და ისინი ეგრეთწოდებული თვითშთაგონების შედეგად უმალ ინკურნებოდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა რომ ფინანსური წარმატებით ფრთაშესხმულმა მესმერმა, რომელიც ხალხის რიგს ვეღარ აუდიოდა, თავის ეზოში მდგომი ხე “დამაგნიტებულად” გამოაცხადა და თქვა რომ ყველა, ვინც ხეს ხელით შეეხებოდა უმალ განიკურნებოდა. იზრდებოდა მესმერის კაპიტალი, მაგრამ მაგიამ შარლატანობის იარლიყი მიიწება და სამარცხვინო საქმედ - აფიორად იქცა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ინტერესმა მისტიკურ - ოკულტური ფენომენებისადმი კვლავ მოიმატა. შეიმჩნეოდა ასევე სწრაფვა რაღაც ერთიანი კონცეფციის შექმნისა. ამ მიმართულების მოთავედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ელიფას ლევი, ხოლო ძირითად მიმდინარეობად “ოქროს განთიადის” ორდენი (ბრიტანული მასშტაბით), ხოლო კონტინენტალური თვალსაზრისით ეს გახლდათ “პაპიუსის მარტინისტური” ორდენი. ორივე შტოს მიზანი იყო ოკულტურ - მაგიური ცოდნის აკუმულირება (როზენკრეიცერების, ალქიმიის, ტაროს, კაბალას, მასონიზმის, გრიმუარიზმის, ასევე ეგვიპტური და ბერძნული ცოდნის). თუმცა ოქროს განთიადის წევრებმა პრაქტიკაში მოახდინეს ინდური იოგის და ევროპული ოკულტიზმის შერწყმაც.

დღეს მაგიაში განასხვავებენ რამოდნიმე ფორმას. შევეცდები მოკლედ აღვწერო ისინი:

აგრესიული მაგია — ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა. თილისმის ტარებით ან მაგიური წამლის მოხმარებით.

ინიციური (დაწყებითი, ტრანსმისიონერული, ინიცეპციური მაგია ) - ასეთი მაგია ჯადოქრობისგან შორსაა.

პარციული ( კონტაგიოზური ) — ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა. შ.

იმიტარული ( ჰომეოპათიური, სიმილური ) — ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი.

ალბათ ყველას გინახავთ სთენლი კუბრიკის ფილმი “ფართოდ დახუჭული თვალები”, რომლის ფინალურ სცენაშიც სიდნი პოლაკის პერსონაჟი ეუბნება ტომ კრუზის გმირს : “შენ რომ იცოდე იმ ადამიანების გვარები (ხოლო მე გირჩევდი არ გაგეგო) ვინც იმ საღამოს მაგიურ რიტუალზე იყვნენ, ღამე ვეღარ დაიძინებდი ამის გამო, შენ გგონია აქ უბრალო, ჩვეულებრივი ამერიკელი მოსახლეობა დადის?” რასაკვირველია კუბრიკს იმის თქმა უნდოდა, რომ მაგია დღეს ისევ აქტუალური ფენომენია, რომელსაც ადამიანები საკუთარი კარიერის და კეთილდღეობის მისაღწევად იყენებენ…

აქ უნდა შევჩერდე და თუ თქვენი ინტერესი დაიმსახურა ამ სტატიამ. შემდეგ ნომერში კვლავ გავაგრძელებთ.

Page 12: TS-16

11 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

zaza koSkaZis gverdi

saavtoro

რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით ერთი ქალი გავიცანი და თითქოს დავუმეგობრდი კიდეც. რამდენჯერმე შევხვდით, საკმაოდ სექსუალური ქალი აღმოჩნდა, ძალიან ლამაზი მკერდით და სხვა უამრავი ღირსშესანიშნაობებით, თბილი, ყურადღებიანი და საინტერესო. შემდეგ ის მოულოდნელად გაქრა და მას მერე აღარ გამოსულა კონტაქტზე. ვწერ არ მპასუხობს, ვურეკავ ყურმილს არ იღებს, რაღაც მოხდა და ვერ გამიგია, თუმცა რაც არის-არის. დეტექტივს ნამდვილად ვერ დავიქირავებ სიტუაციაში გასარკვევად. გაქრა და გაქრა. ალბათ, ასე უფრო კომფორტულია მისთვის.

თუმცა, სანამ გაქრებოდა მისი წყალობით, რამდენიმე საინტერესო ადამიანსა და მოვლენასთან მომოწია შეხება. არ ვიცი თვითონ რამდენად აცნობიერებს ამას, მაგრამ მისი ცხოვრება, მისი გარემო, ძალიან საინტერესოა და ძალიან დიდი შთაგონების წყაროც შეიძლება გახდეს ნებისმიერი მწერლისთვის. მის გვერდით მცხოვრები ადამიანები თითქმის დასრულებული პერსონაჟები არიან, რომლებსაც ხელის შევლებაც კი აღარ სჭირდებათ, პირდაპირ შეგიძლია გადმოიწერო და წიგნად გამოსცე, რასაც ისინი ამბობენ და როგორც ისინი ცხოვრობენ.

თვითონ მხატვარია და თუ მისი მონაყოლიდან სწორად გავიგე, ექსტრასენსად მუშაობს ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ცენტრში. მასთან დადიან პაციენტები, რომლებსაც ფსიქიკური ან სხვა სახის პრობლემები აქვთ და ის მათ ეხმარება. დეტალურად ნამდვილად არ ვიცი რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. ორი შვილი ჰყავს, უფროსი ბიჭია, უმცროსი გოგო. ბიჭი ოცი წლისაა და ოკულტიზმით არის გატაცებული. გურჯიევი უყვარს და კიდევ ერთი ავტორი, მითხრა და დამავიწყდა რომელი.

მას ჰყავს მეგობარი, რომელიც გეია. ძალიან საინტერესო ადამიანია, მართლა. მე არასდროს მინახავს გეი, რომელსაც ამდენი ხატი ეკიდოს სახლში და იყოს ასეთი რელიგიური. ერთი სიტყვით, კონსერვატორი გეია, მე მართლა არ მეგონა, თუ ასეთ ვინმეს ოდესმე შევხვდებოდი. პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია, უამრავი შესანიშნავი იდეა უტრიალებს თავში.

ერთ მშვენიერ დღეს ამ ქალმა, დამპატიჟა რაღაც ივენთზე, რომელსაც მისი მეგობარი აწყობდა. მე წავედი ამ ივენთზე. წავედი და ძალიანაც მიხარია რომ წავედი. ახლავე გეტყვით რატომაც.

ეს ივენთი აღმოჩნდა, პატარა მის მსოფლიო 2011, რომელიც ნახალოვკაში გაიმართა. დადიანის 20-ში მდებარე „არტ-ჰოლში“. დიახ, პატარა მის მსოფლიო 2011 ნახალოვკაში გაიმართა და ამ ყველაფრის ორგანიზატორი, არც მეტი არც ნაკლები, მისი ყოფილი პაციენტი იყო.

ეს იყო მსხვილტუჩებიანი ბრაზიანი ქალი, ბუა ქალი, რომელიც თითქმის ყველაფერზე კიოდა მთელი ივენთის განმავლობაში. უკიოდა ბავშვებს და მათ მშობლებს, მაყურებელს, ყველას. ძალიან საინტერესო ის იყო, რომ ჟიურის ერთ-ერთ წევრად მან საკუთარი ქმარი დასვა. ამის მოსმენა გამაოგნებელი იყო, როცა ეს მითხრა მე პატარა პაუზა გავაკეთე და ახლადშეძენილ მეგობარს გადავუჩურჩულე,

„ეს იცი რას ნიშნავს?“„რა?“ – მკითხა მან.„ის რომ ქალი საკუთარ ქმარს სვამს ჟიურის წევრებში.“„რას ნიშნავს?“„ის ხალხს ამით იმას ეუბნება, რომ ლამაზია.“ „როგორ?“„ანუ, როცა ქალი სილამაზის შემფასებლად სვამს საკუთარ

ქმარს, ამით იმის თქმა უნდა, რომ თავად არის ლამაზი. ის ამბობს, რომ მისი ქმარი ერკვევა სილამაზეში და რადგან მან ის მოიყვანა ცოლად, ე.ი ლამაზია და იმიტომ მოიყვანა. მიხვდი?“

patara mis msoflio

naxalovkaSiის დაფიქრდა. თვალებში მომაშტერდა. „მართალი ხარ ისე ხო იცი?! მე არ მიფიქრია მაგაზე.“ეს ივენთი ხუთდღიანი იყო. ჩვენ, ამჯერად, გახსნაზე

ვსაუბრობთ, სადაც მონაწილეები მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები: ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, რა თქმა უნდა, უკრაინიდან და თქვენ წარმოიდგინეთ თვით ნიგერიიდან, რატომღაც.

გახსნას ნიგერიელმა წარმომადგენლებმა ვერ ჩამოუსწრეს, არ ვიცი რატომ, ორგანიზატორმა, რომელიც თავადვე იყო ივენთის წამყვანი, აგვიხსნა, რომ ნიგერია ძალიან შორსაა ჩვენგან და ამიტომ, მათ ვერ ჩამოასწრეს გახსნას.

გარდა მოწვეული ქვეყნებისა, რა თქმა უნდა, ჩვენებაში საქართველოც მონაწილეობდა, ძალიან ლამაზი ბავშვებით. ყველა მონაწილეს თავისი ტექსტი ჰქონდა მომზადებული და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ხშირად ავიწყდებოდათ. ყველაზე სასაცილო მომენტი ამასთან დაკავშირებით მაშინ შეიქმნა, როცა ერთი ქართველი მონაწილე, ცხრა წლის პატარა გოგო, გამოვიდა, დადგა მაყურებლის წინ და დაიწყო მომზადებული ინგლისურენოვანი ტექსტის მოყოლა.

„Hello. My name is … I live in Tbilisi, and I am virgin…“ და აქ შეჩერდა. ტექსტი დაავიწყდა. ორ წამში უკნიდან ნერვიული ჩურჩული მესმის, როგორც ჩანს მისი მშობლებისა, რომლებსაც, სავარაუდოდ, ეკუთვნოდათ ეს ტექსტი. ისინი ისტერიულად კარნახობდნენ სანამ არ გააგონეს.

„By horoscope, გოგო, By horoscope! რა დაგემართა?!“ „And I am virgin by horoscope“ – დაასრულა მან წინადადება

და დარბაზმაც შვებით ამოისუნთქა. ასე წარიმართა გახსნა. დასასრულს, პატარა ფეიერვერკები

გაუშვეს, სცენაზე რომ მაგრდება და ნაპერწკლებს რომ ყრის, შეიძლება არც ქვია ფეიერვერკი და სხვა რამე ჰქვია, მაგრამ მე არ ვიცი.

დახურვა ხუთ დღეში შედგა. შუალედში რა ხდებოდა არ ვიცი. მე მგონი არც არაფერი. გახსნა იმდენად უცნაური მეჩვენა, რომ გადავწყვიტე დახურვაც არ გამემაზა და მასზე დასასწრებად წავედი. დახურვა სხვა დარბაზში გაიმართა და სამი საათით დააგვიანა დაწყება, იმიტომ, რომ რეპეტიციებს გადიოდნენ. მაყურებელთა უმრავლესობა ამას ესწრებოდა და ამიტომ, სანამ „შოუ“ დაიწყებოდა უკვე ათჯერ მაინც გვქონდა ნანახი წინასწარ რაც ამ „შოუზე“ უნდა მომხდარიყო.

ბავშვები მართლა ლამაზები იყვნენ, თითქმის ყველანი გარდა ნიგერიელებისა, მე, რა თქმა, უნდა რასისტი არ ვარ და, როცა ვამბობ ლამაზები არ იყვნენ მათ კანის ფერს არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ეს პატარა მის მსოფლიო იყო და მე არ მჯერა, რომ ნიგერიაში მათზე ლამაზი ბავშვები არ არსებობენ. და-ძმანი იყვნენ და ორივე მონაწილეობდა ამ გასაოცარ „შოუში“, სახელწოდებით „პატარა მის მსოფლიო 2011“. ეგ კიდევ არაფერი, ბოლოს იცეკვეს და არა მარტო ბავშვებმა, არამედ მათმა მშობლებმაც, ანუ ნიგერიელმა მშობლებმა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დედის ცეკვა არასდროს დამავიწყდება, ეს იყო რაღაცა, მოვლენა. უგრანდიოზულესი ტრაკი ჰქონდა და არანორმალურად კარგად ფლობდა, დაახლოებით, ისე როგორც “50cent”-კლიპის ნაშები და პლიუს მკერდი, უზარმაზარი, მსხვილი კერტებით, მათაც მშვენივრად აქანავებდა. ცოტა ტელევიზორის წინ ნამეცადინებს ჰგავდა, თუმცა, როგორც იტყვიან, რაც კაია - კაიაა.

თავად შვილები კი საკმაოდ მსუქნები იყვნენ და ორივეს ღიპები ჰქონდათ. ყველგან წარმოიდგენდით მათ. ყველგან, მაგრამ არა პოდიუმზე მობაჯბაჯეებს. გარდატეხის ასაკში მყოფი ნიგერიელი და-ძმა, რომლებიც იმისთვისაც კი მსუქნები არიან, რომ შარვლები ეცვათ, არათუ მოკლე კაბა და შორტები.

ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი გამოსვლა პატარა ქუთაისურ ცეკვის ანსამბლს ჰქონდა, სადაც, დაახლოებით, ათ წლამდე

Page 13: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 12

პატარები ცეკვავდნენ. მათ შეასრულეს ცეკვა ბიონსეს კლიპიდან „All the single ladies”. თუ ეს კლიპი ნანახი გაქვთ და გინახავთ რა ცეკვაზეა საუბარი, მაშინ მიხვდებით, რა სანახავი იქნებოდა ეს ცეკვა 5-6 წლის პატარა ქუთაისელი გოგოების შესრულებით. შოკი! შოკი! და კიდევ ერთხელ შოკი! თუ არ გაქვთ ეს კლიპი ნანახი აუცილებლად ნახეთ და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

კიდევ ერთი გასაოცარი ნომერი იყო, ორგანიზატორის ქმრის (რომელსაც აღმოჩნდა, რომ საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს) მოდელების ჩვენება. რა ეცვათ ვერ აღგიწერთ, მაგის აღწერა შეუძლებელია. რამდენიმე გოგოს, მართლაც, არა უშავდა ტანზე, მაგრამ იყო რამდენიმე, ისეთიც, რომლებიც, როცა სცენაზე დააბიჯებდნენ დარბაზი ყანყალებდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იფიქრებდით, რომ სამოდელო სამყაროში ამ კაცმა ჭიდაობის ან კრივის ელემენტები შეიტანა და ამიტომ, მას სხვადასხვა წონით კატეგორიაში მართავს. მაგალითად:

ორმოცდაათ კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ამან.

ოთხმოც კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა იმან. ას კილოგრამზე მეტ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა

კიდევ ვიღაცამ. ხო, გარდა ამისა, ყველამ რაღაც ნიჭი გამოავლინა. ზოგმა

იცეკვა, ზოგმა იმღერა და ა.შ. მერე მშობლები დააჯილდოვეს. ძალიან სასაცილო ნომინაციებში. ბოლოს კი მოხდა, რასაც ისედაც ყველა ვეჭვობდით.

როცა ბავშვების დაჯილდოვების დრო მოვიდა, მათ

აბსოლუტურად ყველა ბავშვი დააჯილდოვეს. რაღაც-რუღაცებით. ხოლო მის მსოფლიოზე, მისტერ მსოფლიოც გამოავლინეს და ეს ბედნიერი ადამიანი ას კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიგერიელი ვაჟკაცი გახდა, რომელსაც არც მისი ეთქმოდა და არც მით უმეტეს პატარა. ამ მომენტში ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ჟიურის მაგიდაზე დაბეჭდილი სიგელები ელაგა, საიდანაც კითხულობდნენ სახელებს და გვარებს. ანუ წინასწარ იყო ცნობილი ვინ რომელ კატეგორიაში გაიმარჯვებდა და რეალურად ჟიური იქ არაფერს აკეთებდა და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დასკვნებია, რომლის საფუძველიც მაქვს.

ერთი სიტყვით ყველაფერს ისეთი სუნი ასდიოდა, რომ მდიდარმა დედიკოებმა და მამიკოებმა ფულები არ დაინანეს, აიღეს ვიზები, ,,ტუდა-აბრატნი“ ბილეთები თვითმფინავებზე, დაჯავშნეს სასტუმროები, საქართველოში ჩამოსულებმა იყიდეს გამარჯვებები და შვილებს დაუვიწყარი ერთი კვირა აჩუქეს, აქციეს რა ისინი მისტერ და მის მსოფლიოებად და სამყაროებად და ყველაფრებად, რასაც ისინი მოინდომებდნენ. არ ვიცი სხვაგან ხდება, თუ არა ასეთი რამეები, მაგრამ რადგან ისინი აქ ჩამოვიდნენ და არა სხვაგან, ალბათ, აქ ეს უფრო იაფად კეთდება, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

მე მგონი სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა ამ ყველაფერზე. ყოველ შემთხვევაში, ახლა მეტი არაფერი მახსენდება, შეიძლება ვერ მოვყევი ისე სასაცილოდ, როგორც საჭიროა, მაგრამ, მართლაც, ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი, დიდხანს ვგეგმავდი ამის დაწერას და აი, როგორც იქნდა მოვაბი თავი.

ჩემი მეგობარი კი არა და არ ჩანს.

Page 14: TS-16
Page 15: TS-16

paatas

kinolenta

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 14

Page 16: TS-16

15 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

paatas kinolenta

sarTvelopremierebi

შემოდგომის მობრძანება და რთველის დადგომა კინოსამყაროს ცხოვრებისეულ რიტმზე რამდენად აისახა ვერ გეტყვით, თუმცა ამ პერიოდში მართლაც გამორჩეული ფილმები რომ გამოვიდა დიდ ეკრანზე, იმაზე ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ.

დასაწყისისთვის ის ფაქტი მინდა გაუწყოთ, რომ ანიმაციურმა გიგანტმა „დისნეიმ“ მოიწადინა თავის უკვდავი „მეფე ლომის“ სამგანზომილებაში გადატანა და ხელახლა გაშვება კინოთეატრებში, რაც რაღა თქმა უნდა კომერციული სვლა იყო. დანატრებული მაყურებელიც კვლავ მრავლად მივიდა მულტიპლიკაციის სანახავად და 16 წლის შემდეგ კვლავ დატკბა მამაცი სიმბას (ამჯერად უკვე სამგანზომილებაში) ხილვით.

ახალ კინოსურათებზე თხრობას უაღრესად საინტერესო დრამა-თრილერით დავიწყებ, რომლის პრემიერაც 3 სექტემბერს, ვენეციის 68-ე ფესტივალზე შედგა. ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სტივენ სოდერბერგის ფილმში - Contagion, სიუჟეტი მსოფლიოში გავრცელებულ მომაკვდინებელ ვირუსთან პირისპირ აღმოჩენილ ადამიანთა ბედისა და ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ოსკაროსან რეჟისორს საქვეყნოდ ცნობილ კინოვარსკვლავთა ერთად თავმოყრა რომ მშვენივრად ხელეწიფება,

ეს მისი წინა ფილმებიდანაც კარგადაა ცნობილი. ფილმში არაა მთავარი როლი და პერსონაჟი, მასში ე.წ. ანსამბლ ქასთია: გვინეტ პელტროუ, მეტ დეიმონი, მარიონ კოტიარი, ჯიუდ ლოუ, კეიტ უინსლეტი, ლოურენს ფიშბერნი, ჯონ ჰოუკსი და სხვ. რომელთა კინოგმირების გზებიც სხვადასხვა სახით იკვეთება მსოფლიოს ქალაქებში გავრცელებული ვირუსის წინაშე. სხვა რა შეიძლება ითქვას ფილმზე, უამრავ კრიტიკოსსა და კინოექსპერტს თუ დავუჯერებთ, სოდერბერგისგან რასაც მაყურებელია შეჩვეული, ის უხვადაა მის ახალ ფილმშიც - დრამატიზმი, უხეში რეალობა და მშრალი სიმართლე, მძაფრი შეგრძნებები, მოვლენათა ხარისხიანი თანმიმდევრობა და ემოციური ფინალი. მოკლედ, მომაკვდინებელ ვირუსს თანდართულ ადამიანთა შიშის, ემოციისა და შეუპოვრობის ხილვა ქართველ მაყურებელს ჩვენებურ კინოთეატრებში ცოტა მოგვიანებით, 27 ოქტომბრიდან შეუძლიათ.

თრილერის თემას მორიგი პრემიერით გავაგრძელებ, საქვეყნოდ აღიარებული ირლანდიელი რეჟისორის, ჯიმ შერიდანის ფილმით - Dream House. მწერალი უილ ეიტენტონი (დანიელ კრეიგი) თავის მეუღლე ლიბისთან (რეიჩელ ვაისი) და ორ პატარა შვილთან ერთად ახალ სახლში ცხოვრობს.

Page 17: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 16

uw

გოგონები მალე სახლთან ახლოს უცხო ადამიანს ხედავენ, ცოლ-ქმარი კი სახლში მტკიცებულებას პოულობს, რომლითაც ისინი იგებენ რომ სახლის წინა მეპატრონეების ოჯახს უბედურება შეემთხვა - მოკლულ იქნა ქალი და ორი მცირეწლოვანი შვილი, რაშიც მთავარი ეჭვმიტანილი იყო ქმარი, ვინმე პიტერ უორდი. უილი გამოძიებას იწყებს მასალების შესაგროვებლად, რომელსაც ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰყავს, სადაც იგებს რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პიტერ უორდი თვითონაა...

ფილმში ასევე მონაწილეობენ ნაომი უოტსი, მარტონ ჩოკაში და ელიას კოტეასი. სცენარის ავტორია დეივიდ ლუკა. აღსანიშნავია

რომ კრიტიკამ საკმაოდ დაბალი შეფასება მისცა ფილმს, მსახიობებმა და თავად რეჟისორმა კი არ მოიწონეს ფილმის საბოლოო ფინალი, რის შესახებაც ინტერვიუებზეც კი უარი თქვეს. რეჟისორს ასევე უთანხმოებები ჰქონდა სტუდია Morgan Creek-თან. ასე რომ, ამ ყველაფრით იდუმალი თრილერის შეფასება თავად მაყურებელზეღაა დამოკიდებული.

კრიტიკა რადგან ვახსენეთ, ამჯერად კრიტიკისაგან მოწონებულ დრამა-ექშენზე გიამბობთ, რომლის სათაურიც ასე ჟღერს - Drive. ფილმის ხილვა მსოფლიო ეკრანებზე შემოდგომიდან გახდა შესაძლებელი, თუმცა სურათის პრემიერა ჯერ კიდევ ამა წლის

გაზაფხულზე, კანის ფესტივალზე შედგა, სადაც ფილმის დანიელმა რეჟისორმა, ნიკოლას ვინდინგ რეფნმა საუკეთესო რეჟისურაში განკუთვნილი პრიზი დაიმსახურა. კინოპლოტი ჰოლივუდის კასკადიორ მძღოლის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ბინძურ საქმეებშია ჩაფლული. მანქანით დევნა, განგსტერები, დიდი ფული და სისხლიანი ანგარიშსწორება მთავარი გმირის გარშემო ტორნადოსავით ტრიალებს. ფილმში როლებს ასრულებენ: რაიან გოსლინგი, კერი მალიგანი, ალბერტ ბრუკსი, ბრაიან კრენსტონი, ოსკარ

Page 18: TS-16

17 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

paatas kinolentaაიზეკი, ქრისტინა ჰენდრიკსი და რონ პერლმანი. საკმაოდ საინტერესო სცენარი ჰოსეინ ამინიმ დაწერა ჯეიმს სალისის ამავე სახელწოდების რომანზე ადაპტირებით. თუმცა შემქმნელებისავე თქმით ფილმის სიუჟეტზე გავლენა იქონია ისეთმა კინოკლასიკებმა, როგორიცაა Bullitt (1968), The Day of the Locust (1975) და The Driver (1978). ფილმში ასევე ბრწყინვალე საუნდტრეკებია, რომელიც მაყურებელს უემოციოდ არ ტოვებს.

მომდევნო პრემიერაც წლის ერთ-ერთი ხმაურიანი ექშენია, სადაც მეტნაკლებად უცნაურმა და მოულოდნელმა სამსახიობო ტრიომ მოიყარა თავი. ჯეისონ სტეტჰემი, კლაივ ოუენი და რობერტ დე ნირო ყოფილ აგენტებსა და ქილერებს თამაშობენ მძაფრსიუჟეტიან ფილმში - Killer Elite. ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, სცენარი კი შექმნილია ბრიტანელი მოგზაურის, გინესის რეკორდსმენის, სერ რანულ ფაინსის 1991 წელს შექმნილი რომანის, The Feather Men-ის მიხედვით. სხვა რა შეიძლება ითქვას ფილმზე, ვისაც სხვადასხვა კალიბრიანი იარაღები, გაშმაგებული აგენტები და თავბრუდამხვევი ექშენი უყვარს, ფილმი ნამდვილად მისწრებაა მათთვის. მოკლედ, როგორც ფილმის სლოგანი გვეუბნება - May the best man live!

რადგან მძაფრი სიუჟეტი და „მაგარი ბიჭები“ ვახსენეთ, ამ პერიოდში გამოსულ ერთ საინტერესო ფილმზეც მოგახსენებთ. სპორტულ დრამაში - War-rior, ორი ძმის ამბავია ნაჩვენები, რომლებიც წესების გარეშე ბრძოლის ტურნირში ებმებიან სხვადასხვა მიზეზითა და მიზნით. საბოლოოდ, ღვიძლ ძმებს

Page 19: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 18

ბედი პირისპირ ახვედრებს, სადაც გამარჯვება ერთ-ერთს უნდა დარჩეს...ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარდი და ჯოელ ეჯერტონი ასრულებენ, ფილმში ასევე ვიხილავთ ნიკ ნოლტს. სურათის რეჟისორი კი გევინ ო’კონორია (Comfortably Numb, Tumbleweeds, Miracle, Pride and Glory).

ბოლო პრემიერად კი დავასრულებ ასევე სპორტული დრამითა და ბიოგრაფიული ფილმით - Moneyball, სადაც ბრედ პიტი ბეისბოლის გუნდის, Oakland Athletics-ის მთავარ მწვრთნელს, ბილი ბინსს თამაშობს. ქართველი კინომოყვარულები ბეისბოლისადმი სიმპათიით დიდად რომ ვერ დაიკვეხნიან ცხადია, თუმცა ბრედ პიტის როლი, რომელიც ჩემი მოსაზრებით შეიძლება მსახიობისთვის საოსკარე ნომინაციაც გამოდგეს, უთუოდ იმსახურებს ყურადღებას. იგი მიზანმიმართულ მენეჯერს თამაშობს, რომელიც ფინანსური პრობლემების მიუხედავად ბრძოლისუნარიან გუნდს აყალიბებს. სცენარი დაფუძნებულია მაიკლ ლუისის ამავე სახელწოდების წიგნზე. რეჟისორი ბენეტ მილერია (Capote), სცენარის ავტორები კი, აარონ სორკინი და სტივენ ზაილიანი.

მეც ასე, გამარჯვებისადმი მუდმივად სწრაფვით აღტაცებულ-შთაგონებული დაგემშვიდობებით ჟურნალის მომავალ ნომრამდე და საუკეთესო კინოჩვენებებით მიღებულ სიამოვნებას გისურვებთ.

avtori: paata CaxvaSvili

Page 20: TS-16

19 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

interviu

Lans Von Trier

თაიმი: ფილმის გადაღებამდე თქვენ განაცხადეთ რომ ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი თქვენს კარიერაში. რატომ?

ტრიერი: ეს ფილმი გახლდათ ის, რასაც მე მივეჯაჭვე, როდესაც ვცდილობდი თავი დამეღწია დეპრესიითვის. ის აღმოჩნდა იარაღის სახეობა. არ ვიცი როდესმე გქონიათ თუ არა იმგვარი დეპრესია , როდესაც არ გინდათ საწოლიდან წამოდგომა და საათობით შესცქერით კედელს. უკეთესი იქნებოდა მსახიობებისთვის მეცქირა. (იცინის).

თაიმი: რამ გიბიძგათ ასეთი ფილმის გადაღებისკენ?

ტრიერი: მე მინდოდა გადამეღო ფილმი, რომელიც იქნებოდა კიდევ უფრო დეპრესიული, ვიდრე თავად მე ვარ. ეს იყო პროექტი რომელზეც ჯერ კიდევ დეპრესიამდე ვფიქრობდი. შემდეგ მქონდა ხანგრძლივი შესვენებები. ხოლო შემდეგ უკვე ვთქვი - “ახლა მე უნდა ვწერო მინიმუმ ათი ფურცელი დღეში”… იცით, ოჯახში ამას ტრაგიკულად აღიქვამენ… შენ დადიხარ, ჭამ, არსებობ, მაგრამ გონებით ხარ სხვაგან...

ანტიქრისტეს გადაღების წინ ტრიერმა განაცხადა რომ ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი მის კარიერაში. მაგრამ კანის ფესტივალზე მაყურებელი ფილმს შეხვდა სარკასტული სიცილით და უწოდა მას გულისამრევი, ხოლო კრიტიკამ დაახასიათა იგი “ოჯახისმოძულე” და “ცინიკურ” ფილმად. ამ ყველაფრის შემდეგ ტრიერი ინტერვიუს აძლევს “თაიმსს”, სადაც საუბრობს ფილმის შესახებ.

თაიმი: თქვენი ცოლი კმაყოფილი იყო როდესაც ფილმის გადაღება დაიწყეთ?

ტრიერი: კი, კი! ის ფიქრობს, რომ ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ - დიდებულია! მან მითხრა, “რა კარგია რომ შენ იღებ ამ დიდებულ, შესანიშნავ ფილმს!” მე კი ვუპასუხე “ძვირფასო შენ ხომ არც კი გინახია ის”. (იცინის) ჩემი მეუღლე ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულეა ჩემდამი.

თაიმი: ფილმში არის ძალიან სასტიკი კადრები. მაგალითად, როდესაც მთავარი გმირი ქალი უხვრეტს მეუღლეს ფეხს. მიგაჩნიათ რომ ეს თქვენი ყველაზე პირქუში ფილმია?

Page 21: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 20

uwტრიერი: დიახ, რასაკვირველია (პაუზა) რას გავაკეთებ ამის შემდეგ? აზრზეც არ ვარ…

თაიმი: სცენარის მიხედვით გინსბურის პერსონაჟი ახდენს საკუთარი კლიტორის მოკვეთის სიმულირებას. როგორ მოახერხეთ მისი დაყოლიება ამაზე?

ტრიერი : მე ვერ ვიტყოდი რომ ეს რაიმენაირად უსიამოვნო იყო მისთვის. მე ასე არ მომეჩვენა. საერთოდ, ის ძალიან მორცხვია პირად ურთიერთობებში. შეიძლება იჯდე მთელი საათი მასთან ვახშამზე და ერთი სიტყვაც კი არ თქვას. ერთხელ მე მას ვკითხე “როგორ შეგიძლია ასეთ უკიდურესად

მორცხვ ადამიანს მსგავსი სცენების თამაში? მან მიპასუხა “ნუთუ საინტერესო არ არის თავად მიმხვდარიყავით ამას?”… სიმართლე გითხრათ ამ კითხვას დღემდე ვერ გავეცი პასუხი.

თაიმი: თქვენ ერთხელ თქვით რომ შეგიძლიათ გადაიღოთ ფილმი ისე, რომ ჩადოთ მასში თვენი ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების მხოლოდ ნახევარი. ხომ არ დაგაკარგინათ ფილმმა იმაზე მეტი დრო,ვიდრე თქვენ გათვალეთ?

ტრიერი : ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის სანახევროდ ისეთი კარგი არ გამოვიდა,

Page 22: TS-16

21 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

interviu

როგორიც უნდა ყოფილიყო (იცინის). არსებობს რაღაცეები, რაც მე ძალიან მომწონს და არსებობს რაღაცეები, რაც საერთოდ არ მაინტერესებს... მაგრამ მე ვარ ძალიან კმაყოფილი მსახიობების თამაშით, ისინი ძალიან დამეხმარნენ და ამისთვის დიდად მადლიერი ვარ.

თაიმი: რაში გამოიხატა მათი დახმარება?

ტრიერი: ისინი ყოველთვის ჩემს სამსახურში იყვნენ (გადასაღებ მოედანზე) ხანდახან მე მჭირდებოდა განმარტოვება ძალების აღსადგენად და ისინი დიდი გაგებით ეკიდებოდნებ ამ ყველაფერს.

თაიმი: კმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორი გამოვიდა ფილმი?

ტრიერი: მე არ მიმაჩნია რომ გავამართლე ჩემი საუკეთესო იმედები. გადაღების მომენტებშიც მქონია დიდი უკმაყოფილების განცდა. მაგრამ რაც უფრო მეტად ვუყურებ მას - ხოლო მინდა გითხრათ რომ ვნახე ასზე მეტჯერ - მით უფრო მეხმარება იგი. მე ვფიქრობ რომ ზოგადი შთაბეჭდილება ფილმზე შეიძლებოდა ყოფილიყო გაცილებით მეტად მკაცრი. ფილმი უნდა ყოფილიყო გაკეთებული ორ მეტად სტილიზირებულ ნაწილად - პირველ ნაწილს უნდა გამოესახა მონუმენტალური სურათები. პირველი ნაწილი ჩვენ გამოგვივიდა და მე ის ძალიან მომწონს. მაგრამ ფილმის დანარჩენი ნაწილები შეიძლებოდა ყოფილიყო მეტად დოკუმენტალური.

თაიმი: კანის ფესტივალზე ბევრი

Page 23: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 22

სიძულვილით ლაპარაკობდა იმის გამო, რომ თქვენ ფილმში ჩართეთ ღია სექსუალური კადრები და აშკარა ძალადობა. თქვენის აზრით ისინი ფანატიკოსები არიან?

ტრიერი: არა, მე ვფიქრობ ეს დიდი უნარია - განიცადო შოკი და გამოხატო შენი სიძულვილი. მაგრამ რაც შემეხება მე, ამისთვის შემზადებული ვიყავი და მივიღე ყველაფერი ბუნებრივად.

თაიმი: ზოგიერთ კინობაზარზე ფილმის ყველაზე შთამბეჭდავი კადრები ამოჭრილი იქნება მის გამოსვლამდე, როგორ უყურებთ ამას?

ტრიერი: მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ფილმმა შეიძლება შექმნას პრობლემები

ცენზურის გამო და არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ამოჭრან სცენები, სანამ აუდიტორია არის საქმის კურსში, რომ ორიგინალში იყო სხვანაირად - მაგრამ ჩემი აზრით არ არსებობს რაიმე მიზეზი არ აჩვენო სექსი, თუკი მათ მართლაც ჰქონდათ სექსი.

თაიმი: განიცადეთ სიამაყე როდესაც შერლოტამ მიიღო ქალის მთავარი როლის ჯილდო? გაამართლა ამან ფილმი?

ტრიერი: მე იქ არ ვიყავი. მე მომიწია სამშობლოში გაქცევა. მე ვიცი რომ მისთვის ადვილი არ იყო სცენაზე მარტო დგომა, მაგრამ რას იზამ - ასეთია ცხოვრება…

Targmani: zaza kevliSvili

Page 24: TS-16

World Events

23 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

September

Page 25: TS-16

avtori: Tiniko xanjaliaSvili

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 24

სექტემბერი წელიწადის მეცხრე თვეა გრეგორიანული კალენდრის მიხედვით, თუმცა რომაული კალენდრის მიხედვით ის მეშვიდე თვე იყო და აქედან შემორჩა სახელწოდებაც: ‘septem’ რომაულად შვიდს ნიშნავს. ანგლო-საქსები ამ თვეს Haefest - ს უწოდებდნენ, რაც თანამედროვე ინგლისურში „ მოსავლის აღებას “ ნიშნავს (Harvest). რომაელებს სწამდათ, რომ სექტემბრის თვეს ღმერთი ვულკანი მფარველოდბა და სექტემბრის თვეს ვულკანურ ამოფრქვევებთან და მიწისძვრებთან აკავშირებდნენ. სექტემბრის თვეში დაბადებულთა ქვად რატომღაც საფირონი მიიჩნევა, რომელიც გარდა იმისა, რომ ერთ - ერთი ძვირადღირებული ქვაა, ამასთან, თურმე ნათელ გონებასთან ასოცირდება.

2011 წლის სექტემბერს ძირითადად მსოფლიო კულტურის და მეცნიერების მოვლენების მიმოხილვას მივუძღვნი, რადგან ეს თვე ნაკლებად პოლიტიზირებული და სისხლიანი აღმოჩნდა.

2011 წლის 16 სექტემბერს, Nasa - ს კეპლერის ტელესკოპმა აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც ერთდროულად ორი „ მზის “ გარშემო ტრიალებს. ამობებნ, რომ ეს პლანეტა ტატოიანის პლანეტას ფილმიდან „ ვარსკვლავური ომები“ ნამდვილად ჩამოჰგავს, თუმცა, ლუკ სკაივოკერი ან მისი მსგავსი სულიერი ნაკლებად რომ მოიძებნოს ამ პლანეტაზე. პლანეტა მოინათლა, როგორც კეპლერ - 16ბ, რომელიც სატურნის მსგავსად ცივი აირებისგან შექმნილი დაუსახლებელი გიგანტია. ახლად აღმოჩენილი ციური სხეული დედამიწიდან 200 სინათლის წლით არის დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ეჭვი ისეთი პლანეტების არსებობისა, რომლებიც ორ „ მზეს “ უვლიდნენ, კეპლერ - 16ბ ამის პირველი

დადასტურებაა. ორი „ მზის “ გარშემო ბრუნვა კი იმას ნიშნავს, რომ როცა კეპლერ - 16ბ - ზე ბინდდება ერთდროულად ორი „ მზის “ ჩასვლა ფიქსირდება პლანეტაზე. ეს ორივე „ მზე “ ჩვენს მზეზე პატარები არიან და პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა - 100 - დან - 70 გრადუს ცელსიუსამდეა. პლანეტა თავის ორივე „ მზის “ გარშემო ორბიტას 229 დღეში ერთხელ ჰკრავს და მათგან დაახლოებით იმ მანძილზეა დაშორებული, როგორც ვენერა მზიდან.

მთლად ვარსკვლავების თემის გაგრძელებაა არაა, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 12 სექტემბერი იღბლიანი აღმოჩნდა 25 წლის ანგოლელი ლეილა ლოპესისთვის, რომელმაც მის სამყარო 2011 - ის კონკურსზე მის სამყაროს შთამბეჭდავი ტიტული დაიმსახურა საო - პაოლოში (ბრაზილია) გამართულ მე - 60 - ედ ჩატარებულ ამ კონკურსზე.

თემის დასასრულს კი მეტად უცნაურ გამარჯვებულზე მოგიყვებით: 2011 წლის 4 სექტემბერს სონია ტომასმა (მეტსახელად შავი ქვრივი) მორიგი რეკორდი დაამყარა ქათმის ფრთის წიწკვნაში და 12 წუთში 183 ფრთა შემოეჭამა აშშ - ში გამართულ ქათმის ფრთის ჭამის ეროვნულ ჩემპიონატზე (Unit-ed States Chicken Wing Eating Champion-ship). ამბობენ, რომ ეს საოცრად უცნაური ჩემპიონატი ძალიან ბევრ მნახველს იზიდავს და შემოსული თანხები საქველმოქმედო ფონდებსა და ორგანიზაციებს გადაეცემათ. ნეტავ საქართველში თუ გაამართლებს ასეთი უცნაური შეჯიბრებე ბი, მაგ. მწვადის ან ხინკლის ჭამაში, ან თუნდაც ხაშის ხვრეპაში.

სექტემბრის თვის მიმოხილვას ამით დავასრულებ და ოქტომრის თვეში ახალი მოვლენებით დაგიბრუნდებით.

Page 26: TS-16

vasil barnovi da Telavi

istoria

25 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

Page 27: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 26

საუკუნის მეოთხედზე მეტმა განვლო, რაც დავიწყე მოგონებების ჩაწერა ვასილ ბარნოვის ნამოწაფრებისაგან. ისინი მაშინ საკმაოდ მრავლად იყვნენ და ხშირად ვხვდებოდი მათ ოჯახებში თუ საზოგადოების შეკრების ადგილებში. ხშირად ლაპარაკში შევიყოლიებდი ან წინასწარ გამიზნულ კითხვას ვაძლევდი და ასე ივსებოდა ჩემი უბის წიგნაკები სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდებით. ზოგმა მათგანმა კი წერილობით მომაწოდა თავიანთი მოგონებები და ძვირფასი განძი შემატა ჩემი მემუარების სკივრს.

ვასილ ბარნოვის ნამოწაფრებთან ჩემი დიალოგების დროს გამოვლინდა ბევრი საინტერესო მემუარული და იკონოგრაფიული მასალა და მწერლის მიერ შესწორებული სამოსწავლო რვეულიც კი. ამ ვიზუალურ მასალასაც დიდი სასოებით თან ვურთავ ამ წერილს იმის იმედით, რომ კიდევ გამოჩნდება მსგავსი ფოლიანტები და თანდისთანობით შეივსება მატიანე: “ვასილ ბარნოვი და თელავი”

1969 წლის ივნისი იყო. თვალსაჩინო ქართველი მხატვარი ელენე ახვლედიანი,

თეატრთმცოდნე პროფესორი ნათელა ურუშაძე, მწერალი გურამ ბათიაშვილი, თელაველი დრამატურგი დავით კეჟერაძე და ამ სტრიქონების ავტორი ერთად ვიყავით თელავის სახელმწიფო თეატრის რეპერტუარის შემსწავლელ კომისიაში. მაშინ სპექტაკლების შემდეგ, დროს ვიხელთებდი თუ არა სახელოვან მხატვარს თავისი ბავშვობის დროინდელი თელავის ირგვლივ ვეკითხებოდი . მისგანაც არ დამკლებია ამბები, ხალისით ყვებოდა ბევრ რამეს, მაგრამ ამჯერად ვასილ ბარნოვზე მოყოლილს მივაწვდი მკითხველს: “თელავში, ვახვახანთ ციხე-კოშკებით დამშვენებულ რომანტიკულ უბანში დავიბადე და კახთ მეფეთა სასახლეში მოთავსებულ წმინდა ნინოს სასწავლებელში ვისწავლე ანა-ბანა.

ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა; მამაჩემმა, დიმიტრი ახვლედიანმა, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვასილ ბარნოვთან, ერთხელ თურმე შესჩივლა ჩემი ბავშვური გატაცების ამბავი და ჩემს ნათლიას მიხეილ ელიზბარაშვილთან ერთად გაშინჯეს ჩემი ბავშვური ნაცოდვილარები. მათ ასეთი დასკვნა გამოუტანიათ: მიეცით გზა ელენეს, ხატვის, ეგების მაგის სახით საქართველოს მოევლინოს პროფესიონალი მხატვარიო...

მეორე დღეს, როდესაც კლასში შემოვიდა ვასილ ბარნოვი, ფეხზე ამაყენა და მთელი კლასის წინაშე ასე სთქვა: “ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილ-ამოქარგულიღა ვიცით. ზოგი სალომე იყო, ზოგი თამრო, მაკო, ლელა, მზია და სხვები. – შენ კი, ელენე, ხშირად ხატე... თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდებაო”...

მას შემდეგ სკოლაში ისე გამივარდა მხატვრის სახელი, რომ თანაკლასელები და უფროსკლასელებიც თავიანთ უბის წიგნაკებში სახსოვრად მახატვინებდნენ ხოლმე. ამას წინათ დარია აბელიშვილმა მაჩვენა თავის უბის წიგნაკი, სადაც ჩამიხატავს ზამთარი. ქვეშ მიწერილი ყოფილა “გიჟი ელიჩკა”... ეს ჩემი მეტსახელი მაგ შეჩვენებულს წაუშლია, აქაოდა დღეს სახელგანთქმული ქალიაო და მთხოვა, შენი ხელმოწერა გაუკეთეო. ჯერ გავებუტე და მერე სურათს მივაწერე მხოლოდ სახელისა და გვარის პირველი ასოები.

გავიდა ხანი. როცა ვასილ ბარნოვი თელავიდან თბილისში გადმოვიდა, იგი მამაჩემთან დადიოდა სამკურნალოდ. ხშირად კითხულობდა ჩემს ამბავს. ბევრჯერ მქონია ბედნიერება, რომ მასთან ერთად მესაუბრა და მესადილა კიდეც. იგი ყოველთვის მომწონდა, როგორც მხატვრის შთაგონება, ან წმინდანის იერსახე, მაგრამ, მე, მოგეხსენებათ, პორტრეტისტი არა ვარ და ვერა ვბედავდი დამეხატა. ეს საქმე ჩემზე უკეთესად ჩემს მეგობარს ქეთევან მაღალასვილს შეუძლია. მიუხედავად ამისა, მგონი 1922 წელს, შემოდგომის ერთ ლამაზ დღეს, შემხვდა ბატონი ვასილი, თბილისში, ოპერის თეატრის წინ, გამოვესაუბრეთ ერთმანეთს და მაშინვე ჩავხატე ფანქრით მისი სახე. ვწუხვარ, რომ ვეღარ მივუტრიალდი ვასილ ბარნოვის პორტრეტს, მაგრამ დახატული მაქვს მისი რომანების გმირები... მე მაინც ვალში ვარ ამ შესანიშნავი მწერლის წინაშე, თუმცა მისი შთაგონებით დავხატე ძველი თელავის და თბილისის უბნები და სახლები.”

თელავს ამშვენებდა ვასილ ბარნოვის ნამოწაფარი ქალბატონი დარია აბელიშვილი. იგი მრავალმხრივი მოღვაწე ქალი იყო. სპეციალობით ეკონომისტს

გული სავსე ჰქონდა მშობლიური ლიტერატურისა და ისტორიის სიყვარულით. მან ბევრი საინტერესო მოგონება დაგვიტოვა. მათში რამდენიმე ეპიზოდი ვასილ ბარნოვზეც შემოგვრჩა. აი, ისინიც. “ვასილ ბარნოვი თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში მასწავლიდა. იგი ყოველთვის საზეიმოდ ჩაცმული მახსოვს. გაკვეთილზე რომ შემოვიდოდა, ასე გვეგონა, ბიბლიის ფურცლებიდან გადმოვიდა და ამეტყველდაო.

დიალოგები ვასილ ბარნოვის ნამოწაფრებთან

ვასილ ბარნოვი ყველა გაკვეთილზე ახერხებდა საქართველოს ისტორიიდან რაიმე ამბის მოყოლას. გვესაუბრებოდა ახალ გამოსულ წიგნებზე და მეცნიერულ აღმოჩენებზე. გვირჩევდა იმხანად ახალგაზრდა მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის ნაშრომების წაკითხვა-შესწავლას. ეს იყო მე-20 საუკუნის 05-10-იანი წლები.

ვასილ ბარნოვის დავალებით ვკრებდით მოსწავლეები ფოლკლორულ მასალას. გვეტყოდა ხოლმე, როგორც იტყვიან თქვენი მოამბეები, ზუსტად ისე ჩაწერეთო. მისი ხელშეწყობით დავიწყე ჟურნალ “ნაკადულში” ზღაპრების გამოქვეყნება. ჩაწერის პრინციპებზე მისი საუბრები გამომადგა, როცა ვკრებდი თელავის ხელოსნობის მასალებს. მეამაყება, რომ ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა თავის თხზულებაში “ამქრის მშვენება”, რამდენიმე პასაჟი, ჩემი ჩაწერილი გამოიყენა.

ვასილ ბარნოვი გაკვეთილზე არასოდეს არ მინახავს აღელვებული. ისეთი დინჯი და ნათელი საუბარი იცოდა, რომ ჩვენი ბავშვური ცუღლუტობა გამორიცხული იყო. მიკვირს, რანაირად იტევდა ყველა კეთილ თვისებას, ეს საოცარი ადამიანი. მის ხელში ხშირად მინახავს გეორგ ებერსის “ეგვიპტის ისტორია”.

მაშინ თელავში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები. არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთი საღამო, რომელიც მიეძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილს. აქ წავიკითხე მე “მერანი” და კმაყოფილმა ვასილ ბარნოვმა მხოლოდ ღიმილით დამაჯილდოვა.

მე და ვასილ ბარნოვის ქალიშვილი ლელა ერთ კლასში ვსწავლობდით და ვმეგობრობდით. სულ ერთად ვმეცადინეობდით. ალბათ იმიტომაც, რომ ჩემი დედის მარიამ ლეონიძის დედმამისეულ ოჯახში ცხოვრობდა. მახსოვს რა გატაცებით ესაუბრებოდა იგი ჩემს დედ-მამას ჩვენი ერის ისტორიულ წარსულზე. მამაჩემს ბატონი ვასილი აყოლინებდა ტაო-კლარჯეთის ამბებს. იგი იქ მსახურობდა და მისი ორიოდე ფოტოც შემოგვრჩა თურქეთის ქართველებთან გადაღებული. მამაჩემის საუბრები თითქმის სიტყვა-სიტყვით აქვს ჩართული რომანში “ტრფობა წამებული”. მამაჩემს, როგორც კოლა-ოლთისში ნამსახურს, ზედმეტ სახელსაც კი ეძახდა: “აბელ კოლაელი მობრძანდაო”, “აბელ კოლაელმა მითხრაო”, ან “აბელ ოლთისელის ნაქონია თუ მოტანილიო”...

“ტრფობა წამებულის” გმირთა აროტოტიპებიც მახსოვს. ამას წინათ ვასილ ბარნოვის ქალიშვილებს ლელას და სარას გავახსენე, რომ შუერას სასიყვარულო ეპიზოდში დედაჩემის თავგადასავალი აქვს მოთხრობილი მეთქი. პაატაში იგულისხმება სოფელ კონდოლელი ავალო ავალიშვილი, რომელსაც მეც შევესწარი და სწორედ ასეთი იყო როგორც მწერალს აქვს დაწერილი. აშოტის ხატვის დროს მამაჩემის გარეგნული ნიშნები აქვს აღწერილი. ბარძიმი კი სოფელ ოჟიელი გიგლო ანდრონიკაშვილია.

ვასილ ბარნოვის მეუღლე ნინო ბენაშვილის ქალი სათუთი ადამიანი იყო. იგი დღენიადაგ ოჯახის წევრებზე ზრუნავდა. განსაკუთრებით კარგად ესმოდა თავისი მეუღლის საქმიანობა და მას ყველანაირად ხელს უწყობდა.

Mმახსენდება ერთი შემთხვევაც. თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში რუსულ

ენას გვასწავლიდა საუკეთესო აღმზრდელი ელენე შიუკაშვილი. შემოდგომის ერთ ღრუბლიან და ცივ დღეს იგი როგორც კი შემოვიდა სკოლის ეზოში, მოსწავლეები გავიკრიბეთ გარეთ, აქეთ-იქით წყვილ-წყვილად დავდექით და შუა გზაზე გამოვატარეთ. ეს იყო ჩვენი მასწავლებლისადმი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშანი. ვხედავთ ამ დროს ვასილ ბარნოვიც მობრძანდება. ეს ორივე ჩვენი სათაყვანებელი მასწავლებელი ასე საზეიმოდ გამოვატარეთ. სახელგანთქმულ მეცნიერ ივანებერიტაშვილთან შეხვედრების ბედნიერებაც მქონდა. პირველად 1962 წელს შევხვდი თელავის პირველი საშუალოსკოლის იუბილეზე. შემდეგ 1968 წელს ვეწვიე თბილისში. ამ შეხვედრებისა და ჩვენი დიალოგების ირგვლივ სხვაგანაცგვაქვს საუბარი. ახლა მოვიტანთ მხოლოდ ერთ წერილს, რომლის ადრესატია თელაველი მასწავლებელი მიხეილცაკაშვილი: „ბატონო მიხეილ! გიგზავნი ჩემს მოგონებას თელავის სასულიერო სასწავლებელზე. შეიძლება ყველაფერისაზეიმო სხდომაზე წასაკითხად არ გამოდგეს, მაგრამ ეს თქვენ იცით. საჯაროდ წასაკითხად ისე შეკვეცეთ, როგორცსაჭიროდ სცნობთ. ჩემის აზრით, ამ წერილში ყველაფერი საგულისხმოა და გამოდგება საჯაროდ წასაკითხავადაც.

ბავშვობის დროის პორტრეტი საზოგადოდ არა მაქვს, არც მასწავლებელთა და არც მოწაფეთა. პირველი ჩემი სურათისემინარიაში არის გადაღებული.

გიგზავნით აგრეთვე ავტობიოგრაფიას და ორ სურათს: ერთი მათგანი 10 წლის წინ არის გადაღებული, მეორე–ამრამდენიმე წლის წინ. პატივისცემით ი. ბერიტაშვილი, 30. XII–58“. დღეს ეს წერილი და დიდი მეცნიერის მოგონებანიდაცულია ბატონ მიხეილ ცაკაშვილთან. აი, სწორედ აქედან ამოღებული და ჩემს მიერ დაწერილი მოგონებები

Page 28: TS-16

27 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

istoriaვასილ ბარნოვზე, ვთავაზობთ მკითხველს.

„თელავის სასულიერო სასწავლებელში მე შევედი 1892 წელს და დავყავი 1899 წლამდე. მესამე კლასის დამთავრებისშემდეგ მე გადავედი თბილისის სასულიერო სასწავლებელში. თელავის სასწავლებელში იყო სულ 3 განყოფილება და 4კლასი. მასში სულ 1000–მდე მოსწავლე სწავლობდა. სასწავლებლის გამგედ იყო ქართველი, მგონი შიუკაშვილი. 1894წლიდან, როცა საწავლებელს გაუჩნდა ხანძარი, გამგედ ვინმე საგინოვი დანიშნეს. სასწავლებლის ადმინისტრაციასშეადგენდა, გამგის გარდა, ინსპექტორი და ორი ზედამხედველი.

ჩვეულებრივ, სასულიერო სასწავლებელი დახურულ სასწავლებლად ითვლებოდა. ბავშვების დიდი წილისასწავლებლის პანსიონში ცხოვრობდა, მაგრამ 1894 წელს თელავის სასწავლებელს პანსიონის სამზარეულოდან ხანძარიგაუჩნდა და იგი გადაიწვა. ამის შემდეგ სკოლის შენობა მალე აღადგინეს, მაგრამ პანსიონი არ გაუხსნიათ. ყველაშორიდან ჩამოსული მოწაფე თელავის მოქალაქეთა ბინაში ცხოვრობდა. მე მომიწია ცხოვრება თელავის იმ უბანში, სადაცახლოს ცხოვრობდა ჩვენი მასწავლებელი ვასილ ბარნოვი.

თელავის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიას გვასწავლიდა ვასილ ბარნოვი. მაშინ იგი ასე 40–45 წლისა უნდაყოფილიყო. ახოვანი ვაჟკაცი, მაღალი, მხარბეჭიანი, გრძელი, ქერა წვერებით, ჩვენ, ბავშვებზე დიდ შთაბეჭდილებასახდენდა. კლასში რომ შემოვიდოდა, დაჯდებოდა მაგიდასთან და დაიწყებდა გაკვეთილის ჩაწერას საკლასო ჟურნალში,კლასში სრული სიჩუმე უნდა ყოფილიყო. მას ჩვეულებად ჰქონდა, როცა გაკვეთილს გვიხსნიდა, დადგებოდა რომელიმემოუსვენარ მოწაფესთან, თავზე ხელს დაადებდა ალერსიანად და ისე განაგრძობდა ლაპარაკს. ვასილ ბარნოვი არკმაყოფილდებოდა გაკვეთილების მიცემით. მას მიჰქონდა ბროშურები გეოგრაფიიდან და საზოგადო ბუნებისმეტყველებიდან. იგი ზრუნავდა ზოგად განვითარებაზედაც. აძლევდა წასაკითხად ისეთ მოწაფეებს, რომელთაიმედი ჰქონდა, რომ შეეცდებოდნენ წაკითხვას და გაგებას. ასეთ მოწაფეთა შორის მეც მოვხვდი.

ძალიან კარგად მახსოვს, როცა ვასილ ბარნოვმა კლასში გაკვეთილის დროს გადმომცა წასაკითხავად პატარაპოპულარული ბროშურა კომეტებზე. მახსოვს თვით ბარნოვის პოზიცია ამ დროს, ბროშურის ფორმა, ყდა და ერთიანივარსკვლავის სურათიც.

გეოგრაფიიდან რომ რაიმე გაგვეგებოდა და ეს იქიდა ჩანს, რომ ახლაც კარგად მახსოვს ერთი მოწაფის სიტყვები,რომელიც მან თქვა ინგლისის მიერ ომის დაწყების შესახებ სამხრეთ აფრიკაში ბურების წინააღმდეგ. იგი გაკვირვებასგამოთქვამდა, რომ ინგლისის ხელშია მთელი ქვეყნის დიდი ნაწილი კოლონიების სახით და ამასთან ერთ–ერთ პატარამუჭა ხალხს ებრძვის საკოლონიო ტერიტორიის გასადიდებლადო. მე მახსოვს თვით მოწაფის სახე და ხელების გაქნევა,როდესაც ამას ამბობდა.

რევოლუციის შემდეგ მე ხშირად ვხვდებოდი ვასილ ბარნოვს რუსთაველის პროსპექტზე. საშინლად გამხდარი, მეტადმაღალი ბერიკაცი დიდი წვერებით სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ვიდრე 30–35 წლის წინ, როდესაც იგი თელავშიმასწავლებლობდა. 1930–31 წელს ხმა გავარდა, რომ ვასილ ბარნოვს დიდი მატერიალური გაჭირვება ახლავსო. მე იმზაფხულს სააგარაკოდ თელავში ვიყავი. იქ მე დამებადა აზრი ფულის შეკრებისა ვასილისათვის დასახმარებლად მისთელაველ პატივისმცემელთა შორის. თელავის მოქალაქე პაატაშვილის დახმარებით ცოტა რამ შევაგროვეთ. შეგროვილიფული და ერთი ხურჯინი ძღვენი მე, პირადად და თელავის საზოგადოების წარმომადგენელთან ერთად მივართვივასილს ბინაზე მართალია, დახმარება ფაქტიურად სულ მცირე იყო, მაგრამ სასიამოვნო იყო მისთვის, რომ რამდენიმეათეული წლის შემდეგ თელაველმა მოქალაქეებმა პატივისცემით გაიხსენეს იგი.

თელავის სასულიერო სასწავლებელში არსებობდა საუკეთესო პირობები ქართული ენის შესწავლისათვის. ქართულენას მასწავლიდა საუკეთესო მასწავლებელი ილია ზარაფიშვილი, რომლის გავლენით და ხელშეწყობით დავიწყელექსების წერა და თარგმნა. მას ჩემი ლექსები წაუკითხებია ვასილ ბარნოვისათვის და ერთხელ სახლშიაც მომიწვია. იქბევრი მელაპარაკა. მაშინ გავიგე, რომ ვასილ ბარნოვიც წერდა ლექსებს და მირჩია ბევრი მეკითხა ილიას, აკაკის დავაჟას ლექსები“.

ივანე ბერიტაშვილის მოგონებიდან განსაკუთრებით დაგვაინტერესა იმ ფაქტმა რომ, თელაველებმა ვასილ ბარნოვისსიცოცხლის დასალიერს კვლავ გამოიჩინეს დიდი ყურადღება და შემწეობა გაუწიეს მატერიალურად სივიწროვეში მყოფმწერალს. ამის შემდეგ ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენეს სახელგანთქმულმა თელაველმა მასწავლებლებმა გიორგიმელითაურმა, ნინო მაჭავარიანმა, ვალია მელაძემ, ნოე გურგენიძემ, ალექსანდრე მილორავამ და სხვებმა.

გავიდა კარგი ხანი და როცა გავეცანი ივანე პაატაშვილის არქივს, იქ შემხვდა სია იმ პირთა, ვინც გაიღო შემწეობავასილ ბარნოვისათვის. სიაში 38 კაცის გვარი და სახელია ფულის რაოდენობის მითითებით. აქ არიანთელაველებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები – ექიმები: ს. ქურციკაშვილი; ვ. მაისურაძე, ნიკოლოზ ზაუტაშვილი,გრიგოლ მათიაშვილი, მარიამ ალექსიძე, აკაკი ჯაფარიძე, ნიკო ჯავახიშვილი, ა. აბრამოვა და სერგო ოგანოვი.მასწავლებლები: გიორგი მელითაური, ნინო მაჭავარიანი, მიხეილ ელიზბარაშვილი, ალექსანდრე მამულაშვილი, კოტეგეგელიძე, მ. და. ნ. ბურჭულაძეები, პ ჯანელიძე, ა. მილორავა, ვ. მელაძე, ნ. გურგენიძე და სხვები. საგულისხმოა, რომ

ამ სიაშია მოხვედრილი სანდრო ახმეტელი, ივანე ბერიტაშვილი, მიხეილ შამანაური, ვანო პაატაშვილი, ლადო ხელაშვილი,ტიტო მგალობლიშვილი, შაქრო ბახუტაშვილი და სხვები. სიასთან ერთად დაცულია ის წერილი, რომლითაც მიმართესძვირფას მწერალს თელაველებმა. მოვიტანთ ნაწყვეტს ამ წერილის ტექსტიდან: „ძვირფასო ვასილ! ჩვენ, თქვენი ძველიმოწაფეები, მეგობრები და თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელნი მხურვალე სალამს მოგიძღვნით თქვენი საყვარელითელავიდან, სადაც გაატარეთ თქვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის საუკეთესო წლები...

თელავის საზოგადოება ყოველთვის ამაყობს თქვენით, როგორც მწერლით, რომლის შემოქმედების საუკეთესომომენტები მასთან არის დაკავშირებული. დღესაც, თქვენ, ძვირფასო ვასილ, ჩვენად გვეფიცებით და ყოველ თქვენსახალ ნაწარმოებს, ყველა ცნობას თქვენს შესახებ რაღაც თავისებურად განვიცდით. ეს არ არის „პარტიკულარიზმი“,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას თქვენ გვასწავლიდით. არამედ ეს სიყვარულია, რომელიც თქვენდამი გვაქვს და,რომელიც თქვენი შემოქმედების კუთხის ქვა არის.

თქვენდამი გრძნობით განმსჭვალულებმა, მხოლოდ ამ დღეებში გავიგეთ თქვენი მდგომარეობა, ავადმყოფობა, რამაცუზომოდ დაგვაღონა...“

წერილის ბოლოში ვკითხულობთ: „ მიიღეთ ჩვენო სასიქადულო მწერალო ეს ჩვენი გრძნობები, კვლავ აინთეთ იმცეცხლით, ურომლისოდაც ვასილ ბარნოვი ვერ წარმოგვიდგენია და კვლავ გაამდიდრეთ ჩვენი ლიტერატურა იმ„ფერად–ფანქრებით“ რომელსაც მხოლოდ თქვენა სწერთ და თქვენს მეტი ვერავინ. მიიღეთ ეს ჩვენი სალამი დაგისურვებთ მალე განკურნებას ჩვენი ლიტერატურის სადიდებლად და სასახელოდ.“

ამ წერილის ტექსტი , ვანო პაატაშვილის ცნობით, შეუდგენია ცნობილ ლიტერატორს ვახტანგ კოტეტიშვილს.

საგულისხმოა, კიდევ ერთი ცნობაც, რომელიც აქვე ჩაწერილია ივანე პაატაშვილის ხელით: „ 1933 წელს პროფესორიივ. ბერიტაშვილი ჩამოვიდა სააგარაკოდ თელავში. წამოსვლის წინ ენახა მწერალი ვასილ ბარნოვი. ბერიტაშვილისწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. მეც იქ ვსწავლობდი და ვასილ ბარნოვი ჩვენი მასწავლებელი იყო.ბერიტაშვილმა მიამბო ბარნოვის ავადმყოფობა და მოვილაპარაკეთ ავადმყოფისათვის მიგვემართა წერილით და ჩვენიწვლილი გაგვეგზავნა. მის მოწაფეებსა და პატივისმცემელთა შორის მოვაგროვეთ 808 მანეთი და როცა ბერიტაშვილიწავიდა ეს ფული და მისასალმებელი წერილი იმას გავატანეთ. ვ. პაატაშვილი“.

რაკი სიტყვამ მოიტანა, უნდა აღინიშნოს, რომ თელავში მოღვაწე სახელოვან მამულიშვილთაგან ერთ–ერთიმოკრძალებული ადგილი უკავია ვანო პაატაშვილს, რომელმაც მთელი 50 წელი იღვაწა ქალაქ თელავისკულტურულ–ლიტერატურულ ასპრეზზე. სწორედ მასთან დიალოგების დროს ჩავიწერე საინტერესო მოგონებები,სხვადასხვა სახის ამბები და ერთ–ერთი მათ შორისაა მოგონება ვასილ ბარნოვზე. ამ მოგონების ერთი ნაწილი თელავისრაიონულ გაზეთშიც იყო გამოქვეყნებული.

აი, ვანო პაატაშვილის მოგონებაც: „მე ბედმა მარგუნა ვასილ ბარნოვთან დაახლოვება. მთელი 15–20 წელიწადი მასთანახლო მეგობრული ურთიერთობა არ გამიწყვეტია. გარდა ამისა, ვასილი ჩემი ნათესავიც იყო. 4 წელი კი მასწავლიდამშობლიურ ლიტერატურას.

მე ქართული ლიტერატურა ძალიან მიყვარდა და კარგადაც ვსწავლობდი. უფროს კლასში სწავლის დროს ბარნოვმადამიწერა წლიური ნიშანი ოთხი, ხოლო გამოცდაზე ხუთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საშემოდგომო გამოცდაგამომაყოლა.

ზაფხული ჩამიმწარდა. თავს ვიკლავდი წიგნების კითხვით, მისივე რჩევით ვმუშაობდი ცალკეულ ნაწარმოებებზე.დადგა საშემოდგომო გამოცდების დღე. გამოვცხადდი სკოლაში, მაგრამ გამოცდები ისე დამთავრდა, რომ მე არავინგამომიძახა.

ბოლოს მივედი ბარნოვთან და მივმართე: ვასილ ზაქარიასძევ! დილას აქეთ ველოდები, მაგრამ არავინ გამომიძახაგამოცდაზე, ნუთუ არ მოვიდა ჩემი რიგი?

ვასილმა გამიღიმა, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა: ეგ ჩემი ფანდი იყო. მინდოდა უკეთესად გესწავლა მშობლიურილიტერატურა, ამასთან ვიცოდი, რომ მთელ ზაფხულს წიგნს ხელში არ აიღებდიო და „გამოცდა“ იმიტომ გამოგაყოლეო.

ბარნოვი მეტად უბრალოდ გვექცეოდა მოსწავლეებს. სხვა მასწავლებლებივით მას ზედმეტი სახელი ვერ შევარქვით,მაგრამ ხანდახან „ბასილას“ სახელით მოვიხსენიებდით ხოლმე. ბარნოვი მოსწავლეებთან გადამეტებულ საუბარსერიდებოდა, მაგრამ როცა გველაპარაკებოდა, ისე მახლობელი იყო, ისე მოსიყვარულე იყო, რომ ერთი წუთითაც ვერმოვარიდებდი თვალსა და ყურს.

თელავისა და რაიონის საგანმანათლებლო ცხოვრებაში თვალსაჩინო წვლილი აქვს შეტანილი სამსონ ისაკის ძეხურცაიძეს. მან 1917 წლიდან დაიწყო პედაგოგად მუშაობა და მთელი 40 წელი ეწეოდა ამ მძიმე ჭაპანს.

ს. ხურცაიძეს სიცოცხლის ბოლომდე შერჩა შრომისუნარიანი და იშვიათი მეხსიერება. ხშირად ვესტუმრებოდი ხოლმემას, რომ ჩამეწერა გარდასული ამბები. ჩაწერილი მაქვს მისი მოგონებები ვასილ ბარნოვზე. მან ჩვენი თხოვნით დაწერაქვემოთ მოტანილი მოგონებები, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს.

„მე ვსწავლობდი ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. ბედნიერებამერგო ორივე სასწავლებელში, რომ მასწავლებლად მყავდა ვასილ ბარნოვი.

Page 29: TS-16

avtori: giorgi javaxiSvili

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 28

1910 წელს როცა მე მესამე კლასში ვიყავი ვ. ბარნოვი გადაიყვანეს ქ. თბილისში. როცა მე 1913 წელს შევედი თბილისისსასულიერო სასწავლებელში და თელაველი მოსწავლეები გამოუთქმელ სიხარულს ვგრძნობდით როცა ბარნოვიდავინახეთ სკოლის ეზოში და გავიგეთ, რომ მას ჩვენთვის უნდა ესწავლებინა ქართული სიტყვიერების ისტორია.

ცხრილში შეტანილი იყო „ქართული ენა“, სასულიერო სასწავლებელში და სემინარიაში სწავლის რეჟიმი აუტანელიიყო. მასწავლებლები და მოსწავლეები შორს იყვნენ ერთმანეთისაგან. მასწავლებელს ვიცნობდით სახით, ტანით,ჩაცმულობით, გაკვეთილებზე ვხვდებოდით. დანარჩენი მათი ცხოვრების მომენტები ჩვენთვის უცნობი იყო. ასევე ვერვიცნობდით მათ პოლიტიკურ შეხედულებებს.

ზოგიერთ მასწავლებელს მოსწავლეები გამოცვლილ სახელს ეძახდნენ. ასე მაგალითად, დაწყებითი კლასებისმასწავლებელს აბაშიძეს „ეიშალიას“ უძახდნენ. ვასილ ბარნოვს არავითარი ხინჯი არ ჰქონდა და არც უძახდნენგამოცვლილ სახელს.

როცა ვ. ბარნოვს ქუჩაში დავინახავდით მოსწავლეები ვიცოდით ბარნოვი მოდის, ხელებს ჩამოვუშვებდით, ქუდსგავისწორებდით, ლაპარაკს შევწყვეტდით და სალამს მივცემდით ხოლმე. ბარნოვიც სერიოზულობით გვაძლევდა სალამს,რაც დიდ სიხარულს გვანიჭებდა.

სასწავლებელში თითქმის ყველა მასწავლებლის გვეშინოდა. მხოლოდ ბარნოვის არ გვეშინოდა. მისი გვქონდა ხათრიდა მორიდება. ბარნოვი მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ყველა მოსწავლეზე.

თელავის სასულიერო სასწავლებელში ბარნოვი გვასწავლიდა ბუნებისმეტყველებას, გეოგრაფიას და მათემატიკას. ჩვენმაშინ წარმოდგენა არ გვქონდა ბარნოვის მწერლობაზე. ახლა, როდესაც ვიხსენებთ მის შრომებს ცალკე საგნებისმიხედვით და მწერლობას, გაოცებული ვრჩებით, თუ როგორ ასწრებდა მწერლობას, საგნების ასეთ დაძაბულ სწავლებისდროს.

ბუნებისმეტყველების კაბინეტი ბარნოვს იშვიათად ჰქონდა მოწყობილი და მოვლილი. ცხადია, მას ცალკე ლაბორანტიარ ჰყავდა, ამიტომ იგი კაბინეტს თვითონ უვლიდა და აწესრიგებდა. შეგროვილი ჰქონდა ძვირფასი კოლექციები. ყველასსახელები ჰქონდა ჩაწერილი. კოლექციები განლაგებული იყო ისე, როგორც ბუნებისმეტყველების პროგრამა იყოჩამოყალიბებული.

გეოგრაფიის გაკვეთილი გლობუსის და რუკის გარეშე არ ჩაუტარებია.

მათემატიკას ბაურინინის სახელმძღვანელოდან გვასწავლიდა. ბარნოვი რამდენიმე ამოცანას კლასში გამოგვაყვანინებდა,უფრო მეტს კი სახლში გამოსაყვანად გვაძლევდა.

ძველი რეჟიმის დროს სწავლა სკოლაში რუსულ ენაზე წარმოებდა. ცხადია, მოსწავლეებს გვიჭირდა შინაარსებისგაგება. რასაც ვერ ვიგებდით, იმას ზეპირად ვიხსომებდით. ზოგი მასწავლებელი გვძულდა, რადგან გვცემდა,უფროსებთან გვაბეზღებდა. ვასილ ბარნოვი კი მოსწავლეს არც კი დაუყვირებდა ხოლმე. იცოდა მოსწავლის ცოდნისობიექტური შეფასება და სუსტიც რომ მიეღო მაინც კმაყოფილი იყო. ზოგიერთ მასწავლებელზე ლანძღვას გაიგებდით,ბარნოვზე კი ქების მეტს ვერაფერს. ვ. ბარნოვი თითქმის ყოველთვის ერთ ხასიათზე იყო, ყოველთვის დიდისერიოზულობით და ჩაფიქრებით დაიარებოდა შავ კოსტუმში, თავზე ეხურა შავი შლიაპა ცილინდრის ხასიათის.

კლასში რომ შემოვიდოდა, ფეხზე ავდგებოდით. მძიმედ თავს დაიქნევდა. ეს იმას ნიშნავდა, ნებას იძლეოდადასხდომაზე. მოსწავლეების ამოკითხვაზე კლასში იგი დროს არ კარგავდა. მორიგე მოსწავლე ასახელებდა მათ გვარებს,ვინც კლასში არ იყო. ბარნოვი კარგად სცნობდა ყველა მოსწავლეს გვარ–სახელით.

სამ მოსწავლეს გამოჰკითხავდა გაკვეთილს. არ მახსოვს, რომ ბევრი მოსწავლეებისათვის ეკითხოს გაკვეთილი, როგორცზოგმა მასწავლებელმა იცის.

მათემატიკის გაკვეთილი თუ ორმა მოწაფემ არ იცოდა, გამოიხმობდა მესამე ძლიერ მოწაფეს და ამოცანას იმასგააკეთებინებდა.

ვასილ ბარნოვმა წარამარა შენიშვნების მიცემა არ იცოდა. რატომღაც მის ყველა გაკვეთილზე სიჩუმე და პატივისცემასუფევდა. მოსწავლის არაწესიერი ჯდომა კლასში სასტიკად ეჯავრებოდა.

რით იმსახურებდა ბარნოვი მოსწავლეთა პატივისცემას? მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ სასულიეროსასწავლებლის I-IV კლასების მოსწავლეები 12–16 ასაკიანი ვიყავით. ამ ასაკის ყველა მოსწავლეთა სიყვარული დაპატივისცემა მასწავლებლებისადმი ცხადია შემთხვევით მოვლენად არ შეიძლება ჩაითვალოს. აქ პედაგოგის და ამშემთხვევაში ბარნოვის იმ თვისებებში და მოსწავლეთა მიდგომის უნარში უნდა ვეძიოთ, რომელიც მას გააჩნდა. ასევეთავის საგნების ღრმა ცოდნაში.

გაკვეთილების გამოკითხვის შემდეგ ახსნიდა იგი ახალ მასალას, გარკვევით ჩამოყალიბებულად, საინტერესოდ დამოკლედ. არც ერთ ზედმეტ სიტყვას არასოდეს არ იტყოდა. მისი პედაგოგიური ნიჭი და ხერხი იმაში მდგომარეობდა,რომ ყველა საგანში გაუგებარ მასალას მოსწავლეებისათვის გასაგებს გახდიდა.

სასულიერო სემინარიაში ბარნოვი უკვე თავის საყვარელ საგანს ქართულ ენას გვასწავლიდა. სემინარიაში ყველასაგანი რუსულად ისწავლებოდა, ხოლო ქართული ენა ქართულად. სასულიერო სასწავლებელში ყოფნის დროსმოსწავლეებს ვერ წარმოედგინათ თუ ბარნოვმა ქართული იცოდა, რადგან საგნებს რუსულად გვასწავლიდა.

მასთან სახლში არ დავიარებოდით, ქუჩაში კი ოფიციალურად ვხვდებოდით. ცხადია, იცოდა თუ არა ქართული, არგვეცოდინებოდა.

მხოლოდ სასულიერო სემინარიში როცა ბარნოვი ჩვენს კლასში პირველად შემოვიდა და გაკვეთილის ახსნა დაიწყოქართულად, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა; ვ. ბარნოვი ღრმად გვინერგავდა ქართველი ხალხის სულიერშემოქმედების სიყვარულს. დიდი ინტერესით და თანმიმდევრობით გადმოგვცემდა ხალხური ეპოსის, კლასიკური დაახალი მწერლობის შინაარსს.

ქართული ენის და ლიტერატურის სწავლეის თვითმპრყობელობის დროს ყველა სასწავლებელში, კერძოდ, სასულიეროსასწავლებელში (სემინარია) ყურადღებას არავინ აქცევდა. ამ საგნის მასწავლებლის სინდისზე იყო დამოკიდებული თუროგორ დააყენებდა მის სწავლებას. არ მახსოვს ბარნოვის წინ ვინ იყო სემინარიაში ქართული ენის მასწავლებლად.უფროსი კლასების მოსწავლეთა გადმოცემით ქართული ენის სწავლება მთლად აბუჩად ყოფილა აგდებული. 5–6მოსწავლე თუ ესწრებოდა ამ საგნის გაკვეთილებს. ბარნოვს ამ საგნის სწავლება მაღალ დონეზე ჰყავდა დაყენებული,რომ არცერთი საგანი მას არ შეედრებოდა.

არცერთი მოსწავლე, თუ განსაკუთრებული მიზეზით არ იქნებოდა, ბარნოვის გაკვეთილს არ გააცდენდნენ. ყველაზეშორს მცხოვრებიც კი არ იგვიანებდნენ ბარნოვის გაკვეთილებზე.

ზარი რომ დაირეკებოდა, ყველა მოსწავლე კლასში უნდა შევსულიყავით და ყველანი მერხებზე ვისხედითგაჩუმებული, ისეთი სიწყნარე იყო ბარნოვის შემოსვლამდე, კლასში რომ გინდაც არ მოსულიყო, ვერავინ შეამჩნევდა,რომ კლასში მასწავლებელი არ იყო. თუმცა სიტყვიერად არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა, მაგრამ მოსწავლეთაწესიერება და დისციპლინა ძალიან უყვარდა. თუ რომელიმე მოსწავლე ადგილზე არ იქნებოდა, ან ვისმეელაპარაკებოდა, ბარნოვი საკლასო ოთახის კარებთან გაჩერდებოდა, მხოლოდ წესიერების შემდეგ მივიდოდაკათედრასთან, რაც ნიშანი იყო იმისა, რომ ჩვენ დავმსხდარიყავით.

ექვს წელზე მეტი ვსწავლობდი ბარნოვის ხელში და არასდროს არ მახსოვს მას მოსწავლისთვის ეთქვა: „გაჩუმდი“, „ჭკვიანად იყავ“ და სხვა. ქართული ენის გაკვეთილებზე სმენად ვიყავით გადაქცეულები და ვუსმენდით მისქანდაკებასავით გამოკვეთილ სახეს. სანამ რომელიმე მწერლის შემოქმედებას გაგვაცნობდა, მანამდე ფილოსოფიურდასაბუთებას მისცემდა და შემდეგ შეუდგებოდა მის ნაწარმოებათა გარჩევას. მაგ: ნ. ბარათაშვილის შესწავლას რომშევუდექით, ჯერ პესიმისტური ფილოსოფია გაგვაცნო, შემდეგ მის ნაწარმოებათა გარჩევაზე გადავიდოდა.

ბარნოვი დიდ ყურადღებას აქცევდა მოსწავლეებში შემოქმედებითი მუშაობის დანერგვას. ამ მხრივ დიდ როლსაკუთვნებდა ძველი სკოლა და ამ შემთხვევაში ვ. ბარნოვიც განყენებულ აკადემიურ თემებს წერდა. მაგ: გვაძლევდაასეთ თემას: შოთა რუსთაველის რელიგიური მსოფლმხედველობა. შემოდგომა სოფლად, რთველი და სხვა. ჩვენს მიერდაწერილი თემა 3 ნაწილისგან უნდა შემდგარიყო: შესავალი, შინაარსი და დასკვნა. ამასთან ერთად აზრთა ლოგიკურთანმიმდევრობას დიდ ყურადღებას აქცევდა. თუ რომელიმე მოსწავლეს უადგილოდ ჰქონდა დაწერილი შენიშვნასგააკეთებდა, მოსწავლის გვარს დაასახელებდა და სიცილით იტყოდა: ეს წინადადება ამ წინადადებასთანშეუფერებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ ხალათს საკერებელი დააკერო. ყველა შენიშვნებს, რასაც ჩემი კლასისმოსწავლეებს აძლევდა, სამართლიანი იყო. ერთხელ ეს შენიშვნა მეც მივიღე. თემა მქონდა „რთველი“. ერთ ალაგასვწერდი: ყურძნის კრეფის დროს ურმის ხმა მომესმა, შევხედე და ჩვენი ნათლიმამა ყოფილიყო. ბარნოვმა წაიკითხა თემადა სიცილით მითხრა: აბა, სამსონ, თურმე თქვენი ურემი ნათლიმამა ყოფილაო. მე მაშინვე მივხვდი ჩემს შეცდომას დასხვისთვისაც გასაგები იყო. ერთ მოსწავლეს, გვარად მაჭარაშვილს, დაეწერა თავის თემაში: დილით რომ ავდექი, მზესაცყურები ამოეყო. ბარნოვმა შენიშვნა გააკეთა: „გაიგეთ მაჭარაშვილიანთ სოფელში მზესაც ყურები ჰქონიაო“. ასე მოკლედგააკეთებდა შენიშვნას, რომ ყველას წარუშლელად გვამახსოვრდებოდა შეცდომები და შემდეგ თემებს დაკვირვებითვწერდით.

არ შემიძლია არ გავიხსენო მომენტი, როდესაც „ვეფხისტყაოსანს“ არჩევდა და სხვადასხვა კრიტიკოსებისშეხედულებებს გვაცნობდა. კრიტიკოს მწერლებს დიდი თავაზიანობით იხსენებდა. არასდროს არ იტყოდა შოთარუსთაველი, ყოველთვის ამბობდა: ჩვენი დიდი მასწავლებელი შოთა რუსთაველიო. ზოგიერთი კრიტიკოსისშეხედულებას, რომელნიც პედაგოგიური თვალთახედვით სწორედ არ მსჯელობდნენ, კულტურულად აკრიტიკებდა.

დიდი პედაგოგის და ლიტერატორის სიტყვები და სახე ღრმად არის ჩაბეჭდილი ჩემს მეხსიერებაში.

ვასილ ბარნოვის ნამოწაფრებთან ჩვენი დიალოგების ერთი ნაწილი ფირზეც გვაქვს ჩაწერილი. ეს მემუარული მასალა,ვფიქრობთ დიდი მწერლის ცხოვრება–მოღვაწეობა დაინტერესებულ მკითხველსა და მკვლევარს გარკვეულ სამსახურსგაუწევს.

Page 30: TS-16

T O P

postebifromUCNAURI.COM

kanibalebi da vampirebi

indigo bavSvebi

29 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

Page 31: TS-16

kanibalebi da vampirebi

indigo bavSvebi

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 30

Page 32: TS-16

indigo bavSvebikate_alukard

31 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

ინდიგოს ბავშვების დაბადების პერიოდი

კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.

ვინ არიან ინდიგოს ბავშვებიამ კითხვაზე პასუხი არაერთმნიშვნელოვანია.

ინდიგოს ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგოს ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.

ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც.

ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ.

ინდიგოს ბავშვები — ტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები”). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი “ინდიგოს ბავშვები”. “ინდიგოს ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `”ათასწლეულის ბავშვებს”, ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE”-ს (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს.

თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება “ინდიგოს ბავშვებს”.

თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.

მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.

გარდა ამისა, “ინდიგო ბავშვები” ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით “ინდიგო ბავშვების” კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება

Page 33: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 32

და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.

ინდიგოს ბავშვები და კომპიუტერი

უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამოდენიმეჯერ გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ “ინდიგოს ბავშვებისთვის”.

კომპიუტერული თამაშებისადმი უზომო მიდრეკილება სხვათა შორის ერთ-ერთი შტრიხია, რომელიც ახასიათებთ “ინდიგოს ბავშვებს”. ქვემოთაც ვისაუბრებ მეცნიერების მიერ მიღებულ პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც ეხება “ინდიგოს ბავშვებთან” ურთიერთობაში მყოფ მშობლებსა და პედაგოგებს, თუმცა ერთ რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბავშვები

ვერ იტანენ სიცარიელეს და ასე ვთქვათ, უძრაობას. ისინი ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში მოძებნონ დინამიკა, მოვლენების სწრაფი ცვალებადობა და რაც მთავარია ჰქონდეთ ტექნიკასთან ურთიერთობება, რაც ასე მნიშვნელოვანია “ინდიგოს ბავშვებისთვის”.

მშობლებმა მოზარდს კი არ უნდა აუკრძალონ კომპიუტერთან სიახლოვე, არამედ ამას პრაქტიკული ფორმები უნდა მისცენ. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს ნაკლები თავისუფალი დრო, უნდა მოიძებნოს მისი ინტერესების სფერო, დავუშვათ ეს უცხო ენის სწავლა იყოს – რეკომენდებულია მან უცხო ენა შეისწავლოს კომპიუტერის დახმარებით, ან კომპიუტერი დამხმარე საშუალება გახდეს მის საქმიანობაში. თუნდაც, ისწავლოს რთული კომპიუტერული პროგრამები და ა. შ.

ინდიგოს ბავშვების გარკვეული თავისებურებანიისინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ

კარგად იციან, რა უნდათ.

Page 34: TS-16

33 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად

ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვა და სხვა სახის ტექნიკას – სულ ერთია ეს მობილური ტელეფონია,

კომპიუტერი თუ სხვა რამ.

მიხეილ ცაგარელი: 2000 წელიწადში ერთხელ ცის კაბადონზე შავ და

თეთრ ძალებს შორის სერიოზული ბრძოლები იმართება. შესაბამისად, შემდეგი 2000 წელი გამარჯვებული ძალის ხელშია. 2000 წლის წინ ბნელმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომელთაც შეეძლოთ, რომ სამყარო დაენგრიათ. ეს რომ არ მომხდარიყო, დიდი მესიის, ანუ იესოს მოსვლა და მისი მსხვერპლშეწირვა მოხდა. 2000 წლის შემდეგ ისევ მოხდა ამ ძალთა შორის ბრძოლა და ნათელმა ძალებმა გაიმარჯვეს. სანამ ისინი ძალაუფლების ზონაში შევლენ, იქამდე არმაგედონის ზონა უნდა გავიაროთ. შავი ძალები თანდათან შესუსტდებიან, მაგრამ მანამდე რაღაც პერიოდია გასავლელი. ეს პერიოდი კი 1999 წლის 11 აგვისტოდან დაიწყო და 2020 წლამდე გასტანს. პიკს 2012–13 წლების

კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.

არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.

საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, ვთქვათ ასე.

იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა

იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით.რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და

იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.

თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ

შეგრძნება და მათი არავის არ ესმით.ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის

დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს “მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს”).

როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.

გასაყარზე მიაღწევს.სტატისტიკას თუ

დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ 2000 წლიდან მსოფლიო მასშტაბით კატაკლიზმები გახშირდა. ახალი, აქამდე უცნობი დაავადებები გაჩნდა. მსოფლიოში ფინანსური კრიზისია. საზოგადოების ცხოვრების ნორმებიდან გადახრები შეიმჩნევა და ა. შ. ჩვენი სამყარო ახლა სერიოზულ აპოკალიფსურ პერიოდს გადის. თუმცა ამას ნგრევა და ჩვენი, ანუ თეთრი რასის, განადგურება არ მოჰყვება. თეთრმა რასამ დაიმსახურა, რომ ცხოვრება გააგრძელოს. სამყარომ გადაწყვიტა, რომ სხვა თანავარსკვლავედიდან შემოეყვანა სულთა გარკვეული ჯგუფი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სახით, რომელთაც “ინდიგო” ბავშვებს ვუწოდებთ. მათი ენერგია წინა თაობებთან შედარებით გაცილებით სუფთაა და ღვთიურ კანონებს ემორჩილებიან. მათი სუფთა ენერგია ნეგატიურს გააწონასწორებს. სამყარო სწორედ მათი მეშვეობით გადარჩება.

– რა თვისებებით გამოირჩევიან “ინდიგო” ბავშვები?

Page 35: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 34

– ამ ბავშვებს შიშის გრძნობა არ გააჩნიათ, ავტორიტებებს არ აღიარებენ, კერპები არ ჰყავთ, არავის ბაძავენ და მხოლოდ საკუთარი თავისა და ძლიერების სჯერათ. ისინი ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როცა ატყუებენ და მცირე სიყალბესაც კი ვერ ეგუებიან. ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვთ. თავდაჯერებულნი, მაგრამ მოუსვენრები და სულსწრაფები არიან. მხოლოდ იმას აკეთებენ და სწავლობენ, რაც აინტერესებთ. ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი, რაც მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის, კომპიუტერის ან ენციკლოპედიების საშუალებით იღებენ. მათი ინტელექტის მაჩვენებელი 130–160 ქულაა, რაც მათ წინამორბედ თაობებში მხოლოდ 10 ათასში ერთ ადამიანს თუ გააჩნიაა. ისინი ყველანაირ ინფორმაციას ისრუტავენ. ყველაფრის შესახებ გააჩნიათ საკუთარი აზრი და მათი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია.

– სახელი “ინდიგო” საიდან მოდის ან იისფერ რასას რატომ უწოდებენ?

– 1982 წელს ექსტრასენსული თვისებებით დაჯილდოებულმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ნენსი ენ ტეპმა გამოსცა წიგნი, სადაც წერდა, რომ ბავშვების ენერგეტიკული მაჩვენებლების შესწავლის დროს აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობის აურა, ანუ ენერეგიტკული ველის ნათება, რომელიც სხეულის გარშემო შეინიშნება, ლურჯი, ულტრამარინის ფერისაა, რომელსაც მეორენაირად ინდიგოს უწოდებენ. ამ ფერის აურა გონიერების აღმნიშვნელია. ზოგიერთი მეცნიერი მათ “ახალი ათასწლეულის რასას”, “სინათლის ბავშვებს” უწოდებს.

– “ინდიგო” ბავშვებზე ჩატარებული კვლევის შედეგები როგორია?

– დადგინდა, რომ მათი ელექტრომაგნიტური რხევების დიაპაზონი 3.222.000–დან 11.350.000 ჰერცამდე მერყეობს, რაც ჩვეულებრივი ადამიანის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ეზოთერულ მეცნიერებაში “მაღალი ვიბრაცია” გასხივოსნებულობის მაჩვენებელია. ამიტომაც ამ ბავშვებს ინეტელექტთან ერთად ინტუიციაც ძლიერად აქვთ განვითარებული. ბევრი თვლის, რომ ისინი უფრო მეტს გრძნობენ და ხედავენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. მომავლის ჭვრეტის უნარიც აქვთ. ეს ისე არ უნდაგავიგოთ, რომ ყველა მათგანი წინასწარმეტყველი იქნება.

– ამბობენ, რომ ამ ბავშვებს დნმ–იც შეცვლილი აქვთ.

– კი, სწორედ ასეა. ათი წლის წინ დაიბადა ბავშვი, რომელიც შიდს–ის ვირუსით იყო დაინფიცირებული. მას გამოკვლევები მუდმივად უტარდებოდა. რაც უნდა საოცრად მოგეჩვენოთ, 6 წლისას შიდს–ის კვალი სრულიად

გაუქრა. ამ საოცრებამ მეცნიერულ წრეებში დიდი გაკვირვება გამოიწვია. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვს ლურჯი ფერის აურა ჰქონდა. შემდეგ თანდაყოლილი შიდს–ით დაავადებულ რამდენიმე ბავშვზეც აწარმოეს დაკვირვება და ისევ გასაოცარი შედეგი მიიღეს – ბავშვები მძიმე სენისგან განიკურნენ. უფრო დაწვრილებითი გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მათი დნმ–ი ჩვეულებრივი ადამიანების დნმ–ისგან განსხვავდებოდა. საერთოდ, დნმ–ში 4 ნუკლეომჟავა სამ–სამად ერთდება და ქმნის 64 კომბინაციას, რომლებსაც კოდებს უწოდებენ. ამ კოდებიდან 20 აქტიურია, დანარჩენი – არააქტიური. ამ ბავშვების შემთხვევაში კი აქტიური 24 კოდი აღმოჩნდა, ანუ ჩვეულებრივ ადამიანზე 4–ით მეტი. სწორედ ეს განაპირობებს ისეთი დაავადებებისადმი მდგრადობას, როგორიცაა შიდს–ი, კიბო და სხვა. დღეისათვის დარეგისტრირებულმა ახალი დნმ–ის მქონე ადამიანების რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში განუკურნებელი დაავადებები აღარ იარსებებს. მათ საკუთარი თავის განკურნება შეუძლიათ, ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ და ინფექციების მიმართ შეუვალები არიან.

– შეიძლება თუ არა, რომ მათი ენერგია და პოტენციალი ვინმემ ბოროტად გამოიყენოს?

– “ინდიგოს” ბავშვებში იქნებიან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგიის მატარებელნი. თუ მძიმე ოჯახში დაიბადა, შეიძლება მისი ენერგია არასწორად განვითარდეს და საზოგადოებისთვის საზიანოდ გამოიყენოს. კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის ბრძოლები გაგრძელდება, მაგრამ სასიკეთო ცვლილებები ყველა შემთხვევაში მოხდება. მე ვიცნობ მესამეკლასელ ქართველ გოგონას, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. მას მასწავლებელმა ლექცია წაუკითხა მორალზე. ბავშვმა უთხრა, გუშინ უცხო მამაკაცთან იწექი და მორალზე როგორ მელაპარაკებიო. აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებელს საყვარელი მართლაც ჰყავდა. ბავშვი ლამის სკოლიდან გარიცხეს. დაკითხვა მოუწყეს, ეგონათ, რომ ეს ყველაფერი მას ვინმემ უთხრა. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ნათელმხილველობის ნიჭი აქვს. თუ ამ უნარს ჩავკლავთ, მაშინ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს. მათთან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. ესენი სხვანაირი, დიდი პოტენციალის მქონე ბავშვები არიან, მათ განვითარების საშულება უნდა მივცეთ.

Page 36: TS-16

kanibalebi da vampirebitako85tako

35 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ კანიბალებზე და ვამპირებზე. შესაძლოა ზოგიერთ მათგანზე რაღაც ინფორმაცია უკვე დევს, მაგრამ მე მაინც ჩემებურ ხედვასაც შემოგთავაზებთ. წინასწარ გეუბნებით, რომ ქვემოთ მოყოლილი ისტორიები სუსტი გულის მქონე ხალხისთვის არ არის განკუთვნილი!

2001 წელი, გერმანია, როდენბერგი. 41 წლის არმინ მაივისმა სადილად დაპატიჟა ბერნდ ბრანდესი, რომელიც ინტერნეტში გაიცნო. მენიუში შედიოდა: წითელი ღვინო, ხილი, სადილი კი იყო ბრანდისის ხორცი. მაივისმა მოკლა, დაანაკუწა ბრანდისი და მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში იკვებებობოდა იმით. ტრაპეზისთვის ყოველ ჯერზე განსაკუთრებულად ემზადებოდა, ყოველთვის შესაფერის ღვინოს არჩევდა. რა იწვევს ადამიანში სურვილს მოკლას მეორე ცოცხალი არსება გაუგებარია, მაგრამ კანიბალიზმი-ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. თუმცა ფსიქიატრები შეეცადნენ

გარკვეულიყვნენ ამ საკითხშიც. კანიბალიზმი ყველაზე საშინელ დანაშაულად ითვლება, რადგანაც ცივილიზებული მსოფლიოს ნორმებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. არმინ მაივისმა გზა კანიბალიზმისაკენ ბავშვობიდან აირჩია. 1969 წელს არმინ მაივისს ჯერ კიდევ მშვენიერი ბავშვობა ჰქონდა, თამაშობდა და ერთობოდა ძმებთან ერთად, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. მას შემდეგ რაც მარვინი 6 წლის გახდა, მამამ ოჯახი მიატოვა, მალე მისი ძმები მამასთან გადაბარგდნენ. არმინი სასოწარკვეთილი იყო, რადგან დედამისი საკმაოდ მკაცრი ქალი ბრძანდებოდა და ბავშვს აიძულებდა მთელი ბინძური სამუშაო შეესრულებინა. ამასთან, უშლიდა მეზობლის ბავშვებთან თამაშს და აიძულებდა სკოლაში ევლო ტრადიციული ბავარიული შორტებით, 70-იან წლებში კი ეს ჩასაცმელი დიდი ხნის წინათ გავიდა მოდიდან. რა თქმა უნდა თანაკლასელები დასცინოდნენ არმინს, შესაბამისად არ ჰყავდა მეგობრები. დროთა განმავლობაში მაივისს არმინ მაივისი

ბერნდ ბრანდესი

Page 37: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 36

ჩამოუყალიბდა საკმაოდ მძიმე ხასიათი. ის ამტვრევდა თოჯინებს ნაწილებად და წვავდა ცეცხლში. უკვე პატარა ასაკშივე გაუჩნდა მას ფანტაზიები, თუ როგორ შეიძლებოდა დაენაწევრებინა ადამიანის სხეული, ინტერესდებოდა როგორი გემო ექნებოდა მის ხორცს. მაივისი გაიზარდა, მაგრამ დედა მაინც აკონტროლებდა მას. პაემნებზეც კი დაყვებოდა. ამის გამო მაივისს არ ჰყავდა შეყვარებული. მარტოობამ იძულებული გახადა ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით დაემყარებინა ხალხთან. ნელნელა მან აღმოაჩინა, რომ ჰომოსექსუალური იყო. ის საათობით ეძებდა ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერ მამაკაცს, რომელთანაც ჯერ დაწვებოდა, შემდეგ კი შეჭამდა.1999 წელს, როდესაც მაივისი იყო 37 წლის, დედამისი მოკვდა. როგორც იქნა თავი თავისუფლად იგრძნო და ბავშვობის ოცნების განხორციელებას შეუდგა. ინტერნეტში გამოაქვეყნა განცხადება და მოხალისე მსხვერპლის გამოხმაურებას ელოდა. იმეილში გამოყენებული ჰქონდა სიტყვა-ანტროპოფაკი-ძველ ბერძნულად კანიბალი. ფსიქიატრების აზრით მაივისს უბრალოდ ხალხთან ურთიერთობა აკლდა და სურდა რომელიმე მათგანი მისი ნაწილი გამხდარიყო. პირდაპირი მნიშვნელობით.2 წლიანი ძიების შემდეგ მის განცხადებას გამოეხმაურა

43 წლის ბერნდ ბრანდესი. (უნდა აღინიშნოს, რომ მას დაახლოებით 430 პასუხი მიუვიდა, მაგრამ რატომ მაინცდამინც ის, არავინ იცის) მისი პასუხი ასეთი იყო: ”I hope you’ll find me tasty”, „იმედია გემრიელად ჩამთვლი”.2001 წლის 9 მარტს ბერნდ ბრანდესი ესტუმრა მაივისს თავისი ნებით, ასევე თავის ნებით მიიღო ძილის წამალი, ხველების სიროფი და გაითიშა. მაივისმა ჯერ აკოცა თავის მოხალისე მსხვერპლს, შემდეგ კი ნაკუწებად აქცია. 20 კგ. ხორცი საყინულეში შეინახა. რამოდენიმე თვე ეყო. ხოლო დამთავრების შემდეგ დაიწყო მორიგი მსხვერპლის ძიება. 5 თვის შემდეგ ინტერნეტში გამოაქვეყნა განცხადება, თან ჩატებში ყვებოდა თუ რა გააკეთა. ვიღაცა ნორმალურმა წაკითხვისთანავე პოლიციაში დარეკა. მაივისი დააპატიმრეს. ჩხრეკისას ადამიანის ნარჩენები და მკვლელობის ვიდეო ამოიღეს. კადრები ისეთი სისასტიკით გამოირჩეოდა, რომ გამომძიებლები, რომლებიც ამ საქმეს უძღვებოდნენ, მისი ნახვის შემდეგ ფსიქოლოგებს მიმართეს. 2006 წელს მაივისს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ჯეფრი დამერი ამერიკაში ყველაზე ცნობილი კანიბალი იყო. მილოუკი, ვისკონსისნის შტატი. 1978 წელს 17 წლის ჯეფრი უნებლიე მოწმე იყო მისი მშობლების მტკივნეული გაყრისა. ზუსტად იმ წელს

ჯეფრი დამერი

Page 38: TS-16

37 Telavuri seriebi, #4 (16), oqtomberi, 2011

მან მანქანაში ჩაისვა უცნობი და მოკლა. ახსნა იმით, რომ არ უნდოდა სადმე გაეშვა. მომდევნო 13 წლის განმავლობაში დამერმა გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა დაახლოებით 15 მამაკაცი. ხანდახან ნარჩენებს მაცივარში ინახავდა. მსხვერპლის სხეულებს კი უცნაურ პოზებში ტოვებდა, სამკუთხედის ფორმას აძლევდა…1991 წლის 22 ივნისს დამერს ერთ-ერთი მსხვერპლი გაექცა. პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი და საშინელი სურათი ნახა. აღმოაჩინეს ადამიანის ნარჩენები, რამოდენიმე თავი და ნახევრადგახრწნილი გვამები მჟავიან ჭურჭელში. მსხვერპლების ზუსტი რიცხვი უცნობია. დამერს მთლიანობაში 937 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2 წლის შემდეგ ერთ-ერთმა პატიმარმა სიცოცხლეს გამოასალმა. დამერის შესახებ გადაღებულია ფილმი ”Dahmer”, რეჟისორია დეივიდ ჯეიკობსონი, სამწუხაროდ ეს ფილმი არ მაქვს ნანახი, ვერ გეტყვით როგორია.

1978 წელს კალიფორნიის შტატში მოკლეს ორსული ქალი საკუთარ სახლში. გვამი სისხლისგან მთლიანად დაცლილი იყო. 1 თვის შემდეგ კიდევ იპოვნეს 3 გვამი, აქაც სისხლის გარეშე, რამოდენიმე ორგანოც აკლდათ. მალე პოლიციამ დააკავა 27 წლის რიჩარდ ჩეიზი, მან ყველაფერი აღიარა, მაგრამ

ირწმუნებოდა, რომ ადამიანის სისხლის გარეშე მოკვდებოდა. როგორც ყველა მანიაკს, ჩეიზსაც თავისი დემონები ჰყავდა თავში. დაიბადა 1950 წლის 30 მაისს საკრამენტოში. საკმაოდ კარგ რაიონში, მაგრამ უბედურ ოჯახში. მამა ძალიან მკაცრი ჰყავდა, ხოლო დედა ფსიქიურად გაუწონასწორებელი. ორივე, დედაც და მამაც, შინაგან დისკომფორტს პატარა რიჩარდზე ანთხევდნენ. დედა აიძულებდა შვილს საჭმელი ძალით ეჭამა. რიჩარდის საქციელში ანომალიები შეიმჩნეოდა. ის აწამებდა ცხოვლებს, კლავდა, ანაკუწებდა მათ გვამებს და მარხავდა ეზოში. ეს უკვე აშკარა გამოვლინება იყო მისი სადიზმისა და წინამორბედი იმ საქციელისა, რაც მომავალში ჩაიდინა. ჩეიზის ზრდასთან ერთად პროგრესს განიცდიდა მისი ფსიქიური დაავადებაც. მან დაიწყო ნარკოტიკების მიღება. ამის შედეგად მას ეგონა, რომ ვიღაც გამუდმებით უთვალთვალებდა. ეგონა, რომ ყველას მისთვის ზიანის მიყენებდა უნდოდა. თავის დასაცავად საკუთარი სახლის კარებზე და ფანჯრებზე ფიცრები დააჭედა. ფსიქიატრებსაც კი მიმართა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი დახმარება.

მას ეჩვენებოდა, რომ დედამისი ნაცისტებთან იყო შეკრული და მისი მოწამვლა უნდოდა, ამ შხამის ზემოქმედების ქვეშ კი მისი სისხლი ორთქლდებოდა და ძალების აღსადგენად კლავდა ცხოველებს და სვამდა მათ სისხლს. ერთხელ მან ვენაშიც კი შეიყვანა კურდღლის სისხლი და მოხვდა საავადმყოფოში. სადაც დაუსვეს დიაგნოზი-შიზოფრენია და სომატური ბოდვა. სომატური ბოდვის დროს პაციენტები ძირითადად ხედავენ და გრძნობენ რაღაც არარეალურს, ხშირ შემთხვევებში დაუჯერებელ დაავადებებს, რიჩარდ ჩეიზს სჯეროდა, რომ მისი მოწამლული სისხლი ორთქლდებოდა. ეს მისი მანია იყო. 6 თვის შემდეგ ჩეიზი გამოწერეს საავადმყოფოდან. ფსიქოლოგებმა ჩათვალეს, რომ რიჩარდი არც საკუთარი თავისთვის და არც გარშემო მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. საავადმყოფოდან გამოწერისთანავე, რამდენიმე დღეში ჩეიზს მიჰყავდა სახლში ცხოველები, რომლებიც შემდგომ აღარავის უნახავს. შიზოფრენია ნელნელა კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ამაზე ნარკოტიკებმა უდიდესი გავლენა მოახდინა. ჩეიზი ატყობდა, რომ ცხოველების ორგანოები და სისხლი აღარ შველოდა და ახალი გზის ძიებას შეუდგა. 1977 წლის 22 დეკემბერს ჩეიზმა ესროლა თავის

რიჩარდ ჩეიზი

Page 39: TS-16

#4 (16), oqtomberi, 2011, Telavuri seriebi 38

პირველ ადამიან-მსხვერპლს.მის თავში მობინადრე ხმები დაჟინებით მოითხოვდნენ მორიგ მსხვერპლს. 1 თვის შემდეგ წინა შემთხვევისგან, პოლიციამ ჩეიზის სახლთან ახლოს კიდევ 3 გვამი აღმოაჩინა. ერთ-ერთი მათგანი იყო დანაწევრებული და სისხლისგან დაცლილი. ქალი მსხვერპლი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სიკვდილამდე და სიკვდილის შემდგომაც გაუპატიურებულ იქნა. დანაშაულის სისასტიკემ პოლიციის თანამშრომლები შეძრა. გამოძიებაში ჩაერთო ფედერალური ბიურო. მეზობლებმა მათ მოუყვეს ჩეიზის უცნაური ჰობის შესახებ, თან დანაშაულის ადგილას ხელის და ფეხის მკაფიო ანაბეჭდი იყო დატოვებული. ასე რომ, რიჩარდი დააპატიმრეს და ბრალი ექვს მკვლელობაში დასდეს. ჩეიზს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, მაგრამ 1 წელიც არ იჯდა ციხეში, მან მიიღო ფსიქოტროპული წამლების ჭარბი დოზა და თავი მოიკლა.

ფლორიდა, იუსტისი, 1996 წლის ნოემბერი. 17 წლის ჯენიფერ ლივ ვენდოლფმა სახლში მოკლული მშობლები აღმოაჩინა. მათი გვამები ისე იყო დამახინჯებული, ვერც კი იცნობდი. რამოდენიმე დღეში პოლიციამ დააკავა მოზარდების ჯგუფი ამ მკვლელობისათვის. ისინი ვამპირიზმით იყვნენ გატაცებულნი და ლიდერად ჰყავდათ გაუწონასწორებელი 16 წლის როდერიკ ფერელი. მან დანაშაული დაუყოვნებლივ აღიარა და განაცხადა, რომ ვამპირია. დაიბადა 1980 წელს, ფლორიდაში. მშობლები

არასრულწლოვნები იყვნენ. ის სხვადასხვა სახლებში იზრდებოდა, ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას. როდერიკი ამტკიცებდა, რომ მისი ნათესავები სატანისტები იყვნენ და ბავშვობაში ესწრებოდა სატანისტურ რიტუალებს, რომლებზეც ხალხს მსხვერპლად სწირავდნენ.ფერელი ნელნელა ფანტაზიის სამყაროში იძირებოდა, თამაშობდა სხვადასხვა თამაშებს ვამპირებზე, კითხულობდა წიგნებს ზებუნებრივ ძალებზე, ხშირად დადიოდა სასაფლაოებზე და ყველას ეუბნებოდა, რომ მისი სული შორეული წარსულიდან იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას თანამოაზრეები გამოუჩნდა. ისინი ”ვამპირობანას” თამაშობდნენ, სვამდნენ ერთმანეთის სისხლს. ჰიზერ ვენდერმა, მისმა ერთ-ერთმა თანამოაზრემ, როგორღაც საუბარში ახსენა, რომ მშობლები ძალიან ზღუდავენ. 1996 წლის 25 ნოემბერს ფერელი და მისი მეგობრები მივიდნენ რიჩარდ ვენდოლფის სახლში, ოჯახის უფროსს ტელევიზორთან ეძინა, ფერელმა მას ლომი 20-ჯერ ჩაარტყა, შემდეგ კი სცემა და მოკლა მისი ცოლიც. დაკითხვისას მან აღიარა, რომ მკვლელობის მომენტში გრძნობდა ადრენალინის მოზღვავებას. 1998 წლის თებერვალში ნაფიცმა მსაჯულებმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ფერელს, მაგრამ შემდეგ ის სამუდამო პატიმრობით შეცვალეს. სულ რამოდენიმე წლის წინ აღებულ ინტერვიუში ფერელი იხსენებს იმ წელს, როდესაც მკვლელობა ჩაიდინა. სულაც არ ნანობს. დღემდე სჯერა რომ ვამპირია...

როდერიკ ფერელი

Page 40: TS-16

oqtomberi 2011

Telavis socialuri qseli

www. Telaveli. ge

Telavi internetSi