shesc.files.wordpress.com · Web viewსაქართველოს...

18
1

Transcript of shesc.files.wordpress.com · Web viewსაქართველოს...

შპს „საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯი“

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ფინანსები

სასწავლო კურსის სახელწოდება: ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები

სასწავლო კურსის სტატუსი: თავისუფალი არჩევითი

კურსის კოდი: BAF02E

სემესტრი: -

სასწავლო კურსის ფორმატი: ECTS კრედიტი: 5, საკონტაქტო 51 საათი, მათ შორის ლექცია 20 საათი, ჯგუფში მუშაობა 25 საათი, პრეზენტაცია 2 საათი, შუალედური გამოცდა 2 საათი, დასკვნითი გამოცდა 2 საათი. დამოუკიდებელი 74 საათი.

პროფესორი /მასწავლებელი

საკონტაქტო ინფორმაცია

კონსულტაცია

ოფისი

ალექსანდრე კვაშილავა

2394973; 599144973

[email protected]

კვირაში ორი საათი გრაფიკის მიხედვით

ალ.ყაზბეგის 45

1. დისციპლინის აღწერილობა

დისციპლინის შინაარსი

კურსი წარმოადგენს ფინანსების აკადემიური პროგრამის თავისუფალ არჩევით დისციპლინას. კურსის ფარგლებში განხილულია შემდეგი საკითხები: ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი საფუძვლები, სამეწარმეო საქმიანობის მომწესრიგებელი ჩარჩო სამართლებრივი ნორმა /ზოგადი ნაწილი/, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებიდან გამონაკლისები, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის მექანიზმები, კონკურენცია და ანტიმონოპოლიური რეგულირება, დაზღვევის სამართლებრივი რეგულირების ასპექტები, საბანკო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო ნორმები, ფასიანი ქაღალდების ბაზრების რეგულირების საფუძვლები და საგადასახადო კანონმდებლობა.

სწავლის წინაპირობები

კურსის შესწავლა განსაკუთრებული წინაპირობების არსებობას არ საჭიროებს.

დისციპლინის მიზნები

სასწავლო კურსის მიზნები:

კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ მეწარმეობის (ბიზნესის) სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები, აღიჭურვონ სამეწარმეო, საფინანსო და საგადასახადო სფეროში სამართლებრივი აქტების (საკანონმდებლო, ნორმატიული, კანონქვემდებარე) გამოყენების სპეციალური ცოდნით.

სწავლის მოსალოდნელი შედეგები, დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციები

დარგობრივი კომპეტენციები:

1. ცოდნა და გაცნობირება - სტუდენტს ეცოდინება:

· სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული რეალიზაციის ხერხები და საშუალებები.

2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - სტუდენტი შეძლებს:

· დააფუძნოს მისთვის მისაღები საზოგადოებები

· ჩასწვდეს ფასიანი ფაღალდების, საბანკო და სადაზღვევო სფეროების სპეციფიკას და რეგულირების საფუძვლებს

3. კომუნიკაციის უნარი - სტუდენტი შეძლებს:

· სამეწარმეო, საფინანსო და საგადასახდო სფეროებში მოქმედი სამართლებრივი ნორმების ეფექტურობის ანალიზს და შესაბამისი ანგარიშის წარდგენას აუდიტორიისათვის.

4. ღირებულებები – სტუდენტი შეძლებს:

· პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას

ზოგადი კომპეტენციები - სტუდენტი შეძლებს:

· პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი არსის ჩამოყალიბებას, პრობლემის გადაწყვეტის თეზისის განვითარებას და ადეკვატური გზის შერჩევას;

სწავლა-სწავლების ფორმატი და მეთოდები

სწავლებისა და სწავლის მეთოდები: სტუდენტის მასალაზე ჩართულობის გათვალისწინებით, სწავლება განხორციელდება ლექცია/პრეზენტაციისა და ჯგუფში მუშაობის ფორმატში. გამოყენებულ იქნება დისკუსია/დებატების, ახსნა-განმარტებითი, დემონსტრირების, წერითი და წიგნზე მუშაობის მეთოდი.

დისკუსია/დებატები – ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს. სემესტრის განმავლობაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ისარგებლოს კონსულტაციით. დისკუსიის შემდეგ შეკითხვების დასმით უზრუნველყოფილ იქნება საკითხების ამოწურვა და სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრაცია.

ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. მასალის გადმოცემისას მოყვანილი იქნება კონკრეტული მაგალითი (ამოცანა), რომლის დაწვრილებით განხილვაც/ამოხსნა ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. შესასწავლი მასალის დემონსტრირება განხორციელდება როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ პრაქტიკული მუშაობის პროცესში მინი პრეზენტაციის სახით, ხოლო სემესტრში ერთხელ ჯგუფური პრეზენტაციის სახით. ეს მეთოდი სტუდენტს დაეხმარება თვალსაჩინო გახდეს სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური; დამოუკიდებელ მუშაობას სტუდენტი განახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მეთოდის გამოყენებით.

წერითი და წიგნზე მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა.

მატერიალურ-ტექნიკური რესურსები

კურსის სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება პერსონალური კომპიუტერი და პროექტორი, სტუდენტები ისარგებლებენ კოლეჯის ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კლასით და ასლგადამღები ტექნიკით.

2. ცოდნის შეფასება

შეფასების სისტემა

დადებითი შეფასება:

(A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი

(B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%

(C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%

(D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%

(E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%

უარყოფითი შეფასება:

(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება

(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასება 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

შეფასების კომპონენტები:

ლექციაზე დასწრება _ 5 ქულა

ჯგუფში მუშაობა _ 20 ქულა

პრეზენტაცია _20 ქულა

შუალედური გამოცდა _25 ქულა

დასკვნითი გამოცდა _ 30 ქულა

დასწრება_ 5 ქულა, აფასებს მხოლოდ ლექციაზე დასწრებას.

ჯგუფში მუშაობა: თითოეულ მეცადინეობაზე თემის გარშემო კონკრეტული სიტუაციის-გარჩევა, დისკუსიაში მონაწილეობა.

პრეზენტაციის წარდგენა ხდება სემესტრში ერთხელ, მეჩვიდმეტე კვირას, გამოყენებული იქნება კომპიუტერი პროექტორით, წარმოდგენილი პრეზენტაცია შეფასდება მაქსიმუმ 20 ქულით, თემებს განვლილი მასალიდან ირჩევს სტუდენტი ან თუ პრეზენტაცია ჯგუფურია, შესაძლოა საკითხის გარშემო სტუდენტებს შორის გადანაწილდეს მოხსენების თემები და ჯგუფური პრეზენტაციის შემთხვევაში თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური ქულა საძიებო საკითხის სისრულის გათვალისწებით.

შუალედური გამოცდა _ (სავალდებულო კომპონენტი), ტარდება მერვე კვირას და მოიცავს მერვე კვირამდე, შუალედურ გამოცდამდე გავლილ მასალას. წერილობით გამოცდაზე (ტესტირება) სტუდენტს მიეცემა 5 დახურული ტესტი, (თითოეული 2 ქულით), 15ღია ტესტი (თითოეული 1 ქულით). შუალედური გამოცდის შედეგი დადებითად ჩაითვლება თუ სტუდენტი მიიღებს მინიმუმ 10 ქულას.

დასკვნითი გამოცდა _ (სავალდებულო კომპონენტი) დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი გადის კურსის დასრულების შემდეგ და ტარდება მეთვრამეტე კვირიდან, შეთავაზებული იქნება 5 დახურული ტესტი (თითოეული 2 ქულით), 20 ღია ტესტი (თითოეული 1 ქულით). დასკვნითი გამოცდის ტესტი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მასში მიღებული აქვს მინიმუმ 15 ქულა.

შეფასების მეთოდები: წერილობითი, ტესტირება, ზეპირი გამოკითხვა, წერითი გამოკითხვა, პრეზენტაცია

შეფასების კრიტერიუმები:

ლექციაზე დასწრების შეფასების კრიტერიუმები:

13-დან 15 ლექციაზე დასწრება 5 ქულა

10-დან 12 ლექციაზე დასწრება 4 ქულა

6-დან 9 ლექციაზე დასწრება 3 ქულა

3-დან 5 ლექციაზე დასწრება 2 ქულა

1-დან 2 ლექციაზე დასწრება 1 ქულა.

0–დან 0 ლექციაზე დასწრება 0 ქულა.

ჯგუფში მუშაობა (ყოველკვირეული აქტივობის) შეფასების კრიტერიუმი:

24-30 აქტივობაში მონაწილეობა 20 ქულა.

16-23 აქტივობაში მიიღო მონაწილეობა 15 ქულა

10-15 აქტივობაში მიიღო მონაწილეობა 10 ქულა

4-9 აქტივობაში მიიღო მონაწილეობა 5 ქულა

0 -3 აქტივობა 0 ქულა

შუალედური და დასკვნითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები:

ღია შეკითხვა: თუ პასუხი სწორია ფასდება 1 ქულით, თუ პასუხი არასწორია ფასდება 0 ქულით.

დახურული შეკითხვა: თუ პასუხი სწორია ფასდება 2 ქულით, თუ პასუხი არასწორია ფასდება 0 ქულით.

პრეზენტაციის კრიტერიუმები:

15-დან 20 ქულა თუ საპრეზენტაციო თემა არგუმენტირებულია და თანმიმდევრულადაა შესრულებული, მოყვანილია მაგალითები და აზრი გამართულია. აქვს მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის ადეკვატურად გადმოცემის უნარი, ლოგიკურად და თანმიმდევრულად მსჯელობის უნარი, მასალის დამუშავებაში აქვს გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, მასალა მრავალფეროვანია, საინტერესო და ლოგიკურად ჩამოყალიბებული. სტუდენტი საუბრობს გამართულად, თავდაჯერებულია, საკითხს ღრმად ფლობს; შეკითხვაზე აქვს ამომწურავი და ზუსტი პასუხის გაცემის უნარი

10-14 ქულა თუ საკითხი არგუმენტირებულია და თანმიმდევრულადაა შესრულებული და მაგრამ არ არის მოყვანილი მაგალითები. სტუდენტს აკლია თავდაჯერებულობა, დაბნეულად საუბრობს, თუმცა საკითხზე საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია აქვს მოპოვებული;

5-9 ქულა, აზრი არ არის გამართული, არგუმენტები სუსტია, მაგალითები მწირია, თუმცა საკითხი გაგებულია სწორად.

0-4 ქულა როცა თემა ვერ პასუხობს მოთხოვნებს, არ არის გამართული, არ არის ლოგიკური, არ არის არგუმენტირება. ან საერთოდ არ არის ჩართული მუშაობის პროცესში;

შენიშვნა: დასკვნით გამოცდაზე დაიშვება სტუდენტი, რომელსაც წინასაგამოცდო 70 ქულიდან დაგროვილი აქვს მინიმუმ 21 და ასევე გადალახული აქვს შუალედური გამოცდების წინასწარ განსაზღვრული ზღვარი.

სტუდენტს უფლება აქვს გადააბაროს შუალედური და დასკვნითი გამოცდა მხოლოდ ერთხელ შესაბამისი ცხრილით განსაზღვრულ დროს - შუალედური გამოცდის გადაბარება შესაძლებელია სწავლების XVII კვირას შუალედური გამოცდის ცხრილით განსაზღვრულ დროს; დასკვნითი გამოცდის გადაბარება ((FX) შეფასების მიღების შშემთხვევაში) შესაძლებელია იმავე სემესტრში დასკვნით გამოცდაზე გასვლიდან არანაკლებ 10 დღის შემდეგ, დასკვნითი გამოცდის ცხრილით.

საბოლოო შეფასების აღწერა

ECTS

შეფასება

შეფასების 100 ქულის

შეფასების აღწერა

A

91 _100

ფრიადი. სასწავლო კურსის ყველა კომპონენტის მოთხოვნა ზედმიწევნით არის შესრულებული. სტუდენტი ავლენს საგნის ღრმა ცოდნას, ერუდირებულია, გააჩნია გამორჩეული ლოგიკური და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარი.

B

81 –90

ძალიან კარგი. სასწავლო კურსის ყველა კომპონენტის მოთხოვნა კარგად არის შესრულებული (მცირე ხარვეზებით). სტუდენტი ავლენს საგნის კარგ ცოდნას, ლოგიკურად და დამოუკიდებლად მსჯელობს.

C

71 _ 80

კარგი. სასწავლო კურსის ყველა კომპონენტის მოთხოვნები ძირითადად შესრულებულია. სტუდენტი ავლენს საგნის საკმაოდ კარგ ცოდნას, უმნიშვნელო შეცდომებს უშვებს დამოუკიდებლად მსჯელობისას.

D

61 _ 70

დამაკმაყოფილებელი. სასწავლო კურსისმოთხოვნების შესრულების ხარისხი დამაკმაყოფილებელია (მნიშვნელოვანი ხარვეზებით). სტუდენტი ავლენს საგნის საშუალო დონის ცოდნას. შეზღუდულია შესაბამისი თემატიკის ირგვლივ დამოუკიდებელი მსჯელობისას. .

E

51 _ 60

საკმარისი. სასწავლო კურსის მოთხოვნები შესრულებულია მინიმალურად. სტუდენტი ავლენს საგნის ცოდნას საკმაოდ შეზღუდულ ფარგლებში. დამოუკიდებლად მსჯელობისას უშვებს ბევრ უზუსტობას.

FX

41 _ 50

ვერ ჩააბარა. სასწავლო კურსის მოთხოვნები შესრულებულია მინიმალურად. სტუდენტი ვერ ავლენს საგნის თეორიულ ცოდნას. პრაქტიკულად ვერ მსჯელობს საგნის საკითხების შესახებ.

F

0 _ 40

ჩაიჭრა. მიუხედავად გამოცდაზე დაშვებისა (დაგროვილი აქვს სილაბუსით განსაზღვრული წინასაგამოცდო ქულა)სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს სასწავლო პროგრამა.

3.სასწავლო ლიტერატურა და ინფორმაციის წყაროები

სავალდებულო ლიტერატურა

[1] ფეტელავა ს. “ბიზნესის სამართლებრივი გარემო”, (ლექციების კურსი), თბილისი, ,,ლოი“, 2009 წ.

[2] საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წლის 24 აგვისტო.

[3] ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, 1994 წლის 28 ოქტომბერი, #557-Iს.

[4] ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, 2005 წლის 24 ივნისი, #1775-რს.

[5] ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, 1998 წლის 24 დეკემბერი, #1745–რს.

[6] ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი, 1997 წლის 2 მაისი, #690 – IIს.

[7] ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 1996 წლის 23 თებერვალი, #121- IIს.

[8] ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2005 წლის 3 ივნისი, #1550- Iს.

[9] ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2009 წლის 24 სექტემბერი, #1676- IIს.

[10] ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონი, 1996 წლის 17 მაისი, #242- IIს.

[11] საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წლის 22 დეკემბერი, #692-რს.

დამხმარე ლიტერატურა და ინფორმაციის წყაროები

[12] გამსახურდია თ, ფეტელავა ს, ენერგო და ეკო სამართალი (ლექციების კურსი), თბილისი, ,,ლოი“, 2010 წ.

[13] ამილახვარი გ. ამილახვარი ზ. წერეთელი ნ. „ბიზნესის სამართალი“ (სახელმძღვანელო) 2010

[14] ამილახვარი გ. ამილახვარი ზ. „საერთაშორისო ბიზნესის სამართალი“ (სახელმძღვანელო) 2006

[15] ფეტელავა ს, მსჯელობა საქართველოს საკონკურენციო (ანტიმონოპოლიური) სამართლის სრულყოფის საკითხებზე, თბილისი, ,,ლოი“, 2007 წ.

[16] ჭანტურია ლ, ნინიძე თ, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები, მესამე გამოცემა, თბილისი, ,,სამართალი“, 2002 წ.

[17] ნადარაია ლ. როგავა ზ. რუხაძე კ. ბოლქვაძე ბ. „საქრთველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები“, წიგნი I, 2012 (CD)

[18] ნადარაია ლ. როგავა ზ. რუხაძე კ. ბოლქვაძე ბ. „საქრთველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები“, წიგნი II 2012 (CD)

[19] „ბიზნესის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის და პრაქტიკის კვლევა“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 2012 (CD)

[20] www.Parliament.ge

]21] www.nbg.gov.ge

[22] www.mof.ge

[23] www.matsne.gov.ge

4. კურსის შინაარსი

პერიოდი

მეცადინეობის ფორმატი

სწავლა-სწავლების მეთოდები და სასწავლო თემატიკა

1 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი საფუძვლები

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

დისკუსია თემაზე: ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ასპექტები. ბიზნესისა და მეწარმეობის არსი, მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. ბიზნესის ძირითადი სუბიექტები და მათი უფლებაუნარიანობა. იურიდიული პირის რაობა და სახეები. მარკეტინგის როლი ბიზნესის განვითარებაში.

ლიტერატურა: [1] გვ. 5-11; [12] თავი 4, გვ. 76-92; [13] გვ.5–16; [21] გვ. 4-22

2 კვირა

ლექცია (2 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: სამეწარმეო საქმიანობის მომწესრიგებელი ჩარჩო სამართლებრივი ნორმა

ჯგუფში მუშაობა

(1 სთ.)

(აქტივობა)

სასწავლო მასალის ზეპირი პრეზენტაცია, თემა: ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები; ბიზნესის გარემოს ცნება და დახასიათება.

ლიტერატურა: [1] გვ. 12-25; [2] თავი 2, გვ. 11; [3] I ზოგადი ნაწილი, მუხლი 1-ლი მუხლიდან მე-6 მუხლამდე; [12] თავი 3, 61-68; [13] გვ.17–35; [18] გვ. 5-92; [19] გვ. 1-96; [22] www.parliament.ge

3 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: სამეწარმეო საქმიანობის მომწესრიგებელი ჩარჩო სამართლებრივი ნორმა

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

დისკუსია თემაზე: მეწარმეობის თავისუფლება და მისი ფარგლები. ბიზნესის სუბიექტები და ბიზნესზე მოქმედი ფაქტორები. პასუხისმგებლობა. საწარმოთა რეგისტრაცია და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. რედომიცილება. ბიზნესის მენეჯმენტისა და მარკეტინგის სამართლებრივი საფუძვლები.

ლიტერატურა: [1] გვ. 25-37; [2] თავი 2, გვ. 11; [3] I ზოგადი ნაწილი, მუხლი 6-33; [12] თავი 3, 68-72; [13] გვ. 35–52; [18] გვ. 5-92; [19] გვ. 97-227; [22] www.parliament.ge

4 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: მეწარმეობის თავისუფლების ზოგადი წესიდან გამონაკლისები; სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის მექანიზმები

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

კომბინირებული ტესტი: გავლილი ორი თემის შეჯამება

ლიტერატურა: [1] გვ. 58-80; [4] თავი 1-12, მუხლი 1-44; [13] გვ. 53–83; [22] www.parliament.ge

5 კვირა

ლექცია (2 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: კონკურენცია და ანტიმონოპოლიური რეგულირება

ჯგუფში მუშაობა

(1 სთ.)

დისკუსია თემაზე: ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პრინციპები. საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის ზოგადი წესი. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე და პასუხისმგებლობა.

ლიტერატურა: [1] გვ. 93-102; [8] თავი 1-7, მეხლი 1-16; [12] თავი 9, გვ. 173-185; [14] გვ. 9-17; 41-59; [16] გვ. 98-119; 131-245; [17] გვ. 30-42; [22] www.parliament.ge

6 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: საბანკო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო სამართლებრივი ნორმა

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

(აქტივობა)

პრობლემაზე დაფუძნებული დისკუსია თემაზე: ანტიმონოპოლიური რეგულირების შემაფერხებელი გარემოებები, მოსალოდნელი შედეგები და მათი გადაწყვეტის გზები საქართველოში (კაზუსის ამოხსნა)

ლიტერატურა: [10] თავი I – თავი VI; [22] www.Parliament.ge; [23] www.nbg.gov.ge; [24] www.mof.ge

7 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: საბანკო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო სამართლებრივი ნორმა /გაგრძელება/

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

დისკუსია თემაზე: ეროვნული ბანკის ფუქნციები; ეროვნული ბანკის მმართველობა; საფინანსო დებულებები; ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო ფუნქციები და ოპერაციები; გადახდის საშუალებები; საერთაშორისო რეზერვები.

ლიტერატურა: [10] თავი VII – თავი XI; [22] www.Parliament.ge; [23] www.nbg.gov.ge; [24] www.mof.ge

8 კვირა

შუალედური გამოცდა

(2 სთ.)

წერითი გამოცდა – კითხვარი

9 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: კომერციული ბანკების სამქიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

დისკუსია თემაზე: ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; საფინანსო სექტორის ზედამხედველობა; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური; ეროვნული ბანკის ანგარისები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება. ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებები და ძირითადი აკრძალვები.

ლიტერატურა: [7] თავი I – თავი VII; [22] www.Parliament.ge; [23] www.nbg.gov.ge; [24] www.mof.ge

10 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: ფასიანი ქაღალდების ბაზარი

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

(აქტივობა)

სასწავლო მასალის ზეპირი პრეზენტაცია, თემა: საბანკო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო ნორმები

ლიტერატურა: [5] თავი I – თავი V; [22] www.Parliament.ge; [23] www.nbg.gov.ge; [24] www.mof.ge

11 კვირა

ლექცია (2 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: ფასიანი ქაღალდების ბაზარი

ჯგუფში მუშაობა

(1 სთ.)

დისკუსია თემაზე: ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება; ანგარიშვალდებული საწარმოები; საჯარო ვაჭრობა; ლიცენზირება.

ლიტერატურა: [5] თავი VI – თავი IX; [22] www.Parliament.ge; [23] www.nbg.gov.ge; [24] www.mof.ge

12 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: სადაზღვევო სექტორის რეგულირების საკითხები

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

კომბინირებული ტესტი. გავლილი ბოლო ორი თემის შეჯამება.

ლიტერატურა: [6] თავი I – თავი III; [22] www.Parliament.ge; [23] www.nbg.gov.ge; [24] www.mof.ge

13კვირა

ლექცია (2 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: სადაზღვევო სექტორის რეგულირების საკითხები

ჯგუფში მუშაობა

(1 სთ.)

დისკუსია თემაზე: დაზღვევის ურთიერთობის მონაწილენი; მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა.

ლიტერატურა: [6] თავი IV – თავი VI1; [22] www.Parliament.ge; [23] www.nbg.gov.ge; [24] www.mof.ge

14 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

(აქტივობა)

სასწავლო მასალის ზეპირი პრეზენტაცია, თემა: სადაზღვევო სექტორის რეგულირების საკითხები

ლიტერატურა: [11] თავი 1-9, მუხლი 1-73; [20] თავი 1-7, გვ. 15-115; [22] www.parliament.ge; [24] www.mof.ge

15 კვირა

ლექცია (2 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ჯგუფში მუშაობა

(1 სთ.)

დისკუსია თემაზე: საქართველოს საგადასახადო სისტემა. გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები; გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა; გადასახდის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება; საგადასახადო ორგანოთა უფლებები, ვალდებულება და ანგარიშგება.

ლიტერატურა: [11] თავი 8-16, მუხლი 57-122; [20] თავი 8-16, გვ. 116-198; [22] www.parliament.ge; [24] www.mof.ge

16 კვირა

ლექცია (1 სთ.)

ლექცია პრეზენტაცია. თემა: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ჯგუფში მუშაობა

(2 სთ.)

კომბინირებული ტესტი. გავლილი ცხრა თემის შეჯამება.

ლიტერატურა: [11] თავი 30-42; [20] თავი 17-20; გვ. 119-235; [22] www.parliament.ge; [24] www.mof.ge

17 კვირა

პრეზენტაცია 2სთ.

დამატებითი შუალედური გამოცდა

პრეზენტაცია პოვერ-პოინტში

18 კვირა

დასკვნითი გამოცდა

2 სთ.

წერითი გამოცდა – კითხვარი

19-20 კვირა

დამატებითი დასკვნითი გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში)

წერითი გამოცდა – კითხვარი

5. დისციპლინის თემატური შინაარსი

თემა 1. ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი საფუძვლები: დისციპლინის შესავალი; ბიზნესის ცნება, ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები; ბიზნესის გარემოს ცნება და დახასიათება; ბიზნესის მენეჯმენტისა და მარკეტინგის სამართლებრივი საფუძვლები.

თემა 2. სამეწარმეო საქმიანობის მომწესრიგებელი ჩარჩო სამართლებრივი ნორმა /ზოგადი ნაწილი/: ,,მეწარმეობის შესახებ“საქართველოს კანონის გამოყენების სფერო; სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის გამიჯვნის პრაქტიკული მნიშვნელობა; მეწარმეობის თავისუფლება და მისი ფარგლები; მეწარმე სუბიექტები და მათი დაფუძნება; პარტნიორის ცნება და სახეები; პასუხისმგებლობა, შესატანი, ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლებები; მეწარმე სუბიექტების რეგისტრაცია; რეგისტრაციის პირობები; სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილებების რეგისტრაცია; საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები; საწარმოს რედომიცილება; საფირმო სახელწოდება; რეესტრის საჯაროობა; ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; პარტნიორთა საერთო კრება; გენერალური სავაჭრო მინდობილობა /პროკურა/ და იურიდიული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება - პროკურის ზოგადი მიმოხილვა და მნიშვნელობა; პროკურის გაცემა; პროკურის ფარგლები და მოცულობა; სავაჭრო წარმომადგენელი, დამოუკიდებელი მოვაჭრე და კომისიონერი; ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა); ხანდაზმულობა, გასაჩივრების ვადები; საწარმოს ფილიალი.

თემა 3. მეწარმეობის თავისუფლების ზოგადი წესიდან გამონაკლისები და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის მექანიზმები: ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფერო; ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პრინციპები; ტერმინთა განმარტება; ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოები; ლიცენზიის სახეები; საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი; საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი; საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და უარის გასაჩივრება; ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები; სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი; კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე და მის დარღვევაზე პასუხისმგებლობა; ლიცენზიის გაუქმება; ნებართვების სახეები; ნებართვების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია; ნებართვის გაცემის ზოგადი წესი; ნებართვების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და უარის გასაჩივრება; ნებართვების გამცემის უფლება-მოვალეობები; სანებართვო მოწმობა; ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა; კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე; ნებართვების გაუქმება; უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრი; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; პასუხისმგებლობა. სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი; მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრი.

თემა 5. კონკურენცია და ანტიმონოპოლიური რეგულირება: კონკურენციული ურთიერთობებისა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მიზანი, ამოცანები და ძირითადი მიმართულებები; ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების სფერო და მიზანი; კონკურენციის შეზღუდვის აკრძალვა; სახელმწიფო დახმარება და მიზნობრივი პროგრამები; რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები; თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო; მისი საქმიანობის ძირითადი მოვალეობები; თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მთავრობისაგან დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბების ვალდებულება.

თემა 6. საბანკო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო სამართლებრივი ნორმა: საქართველოს ეროვნული ბანკი; ეროვნული ბანკის ამოცანები, ფუნქციები და დამოუკიდებლობა; ეროვნული ბანკის ორგანიზება და მმართველობა; საფინანსო დებულებები; ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო ფუქნციები და ოპერაციები; გადახდის სასუალებები და საერთაშორისო რეზერვები; ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; საფინანსო სექტორის ზედამხედველობა; ფინანსური მონიტორინგის სამსახური; ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება; ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებები და ძირითადი აკრძალვები.

თემა 7. კომერციული ბანკების სამქიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა: ზოგადი დებულებანი; ლიცენზირება; საკუთრების უფლება და მართვა; საოპერაციო მოთხოვნები; ანგარიშები, აუდიტი, ანგარიშგება და ინსპექცია; დარღვევები და სანქციები; დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია.

თემა 8. ფასიანი ქაღალდების ბაზარი: ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება; ანგარიშვალდებული საწარმოები; ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა; ლიცენზირება; ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილენი; ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დარღვევისათვის.

თემა 9. სადაზღვევო სექტორის რეგულირების საკითხები: ძირითადი ცნებები; დაზღვევის ურთიერთობის მონაწილენი; მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა; სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება; პასუხისმგებლობა დაღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის; მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია, ლიკვიდაცია და გაკოტრების საქმის წარმოება.

თემა 10. საქართველოს საგადასახადო კოდექსი: საქართველოს საგადასახადო სისტემა; გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები; გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა; გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება; საგადასახადო ორგანოთა უფლებები და ვალდებულება, ანგარიშგება; საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება; საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა; საგადასახადო კონტროლი; საგადასახადო შემოწმება; საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა; საგადასახადო შეთანხმება და საგადასახადო დავები.

სილაბუსის ავტორი __________________________ /ალექსანდრე კვაშილავა/

დეკანი_____________________________________ /გიორგი სახოკია/

დამტკიცებულია

რექტორი _____________________/მარინა იზორია/

შეთანხმებულია

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან

სამსახურის უფროსი _________________ /ანა კუჭუხიძე/

1