Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში...

16
BSPN Savi zRvis samSvidobo qseli http://www.bspn.gfsis.org/ mrgvali magida - mSvidobis xelSewyoba saqarTveloSi 2011 წლის 15 დეკემბერს შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტთა საბჭოს წევრების, საქართველოს მთავრობისა და უცხოელი ექსპერტებისა და დიპლომატების მონაწილეობით თბილისში, სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე `მშვიდობის ხელშეწყობა საქართველოში~. შეხვედრა ორგანიზებული იყო მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლევის ფონდის მიერ, ამ ორგანიზაციებში მიმდინარე ორი პროექტის ფარგელბში: კაჭრეთის დიალოგები: მრგვალი მაგიდა კარგი მმართველობის შესახებ შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი ღონისძიებას მხარდაჭერა აღმოუჩინეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ევროპული ინიციატივების ფონდმა (ბრიუსელი) და კრიზისების მართვის ინიციატივამ (ჰელსინკი). დისკუსიის მინაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს შიდა სტაბილურობის უზრუნველყოფის, კონფლიქტის გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების პოტენციალის, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ Sinaarsi: __________________________ Sexvedrebi da movlenebi მრგვალი მაგიდა - მშვიდობის ხელშეწყობა საქართველოში შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის მე-15 შეხვედრა ____________________________ Savi zRvis samSvidobo qselis statiebi ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი შედეგი, . პაპავა საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლო თანამ- შრომლობის ზოგიერთი მიმართულებები, . ფხალაძე რუსეთ-საქართველოს დიალოგის დინამიკა, . შარაშენიძე საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში, . შენგელია წინასაარჩევნო პერიოდი სამხრეთ ოსეთში, . მებუკე სამხრეთ კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქ- ტები, . ხუციშვილი საქართველო-თურქეთის ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე, . ჟღენტი ევროკავშირი და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში, . გოგოლაშვილი ianvari 2012 biuleteni # 7 gv. 1 gv. 4 gv. 5 gv. 6 gv. 7 gv. 7 gv.11 gv.13 gv.14 gv.15

Transcript of Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში...

Page 1: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

BSPN Savi zRvis samSvidobo qseli

http://www.bspn.gfsis.org/

mrgvali magida - mSvidobis xelSewyoba saqarTveloSi

2011 წლის 15 დეკემბერს შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტთა საბჭოს წევრების, საქართველოს მთავრობისა და უცხოელი ექსპერტებისა და დიპლომატების მონაწილეობით თბილისში, სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე `მშვიდობის ხელშეწყობა საქართველოში~. შეხვედრა ორგანიზებული იყო მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლევის ფონდის მიერ, ამ ორგანიზაციებში მიმდინარე ორი პროექტის ფარგელბში:

• კაჭრეთის დიალოგები: მრგვალი მაგიდა კარგი მმართველობის შესახებ

• შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი ღონისძიებას მხარდაჭერა აღმოუჩინეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ევროპული ინიციატივების ფონდმა (ბრიუსელი) და კრიზისების მართვის ინიციატივამ (ჰელსინკი). დისკუსიის მინაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს შიდა სტაბილურობის უზრუნველყოფის, კონფლიქტის გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების პოტენციალის, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ

Sinaarsi: __________________________ Sexvedrebi da movlenebi

მრგვალი მაგიდა - მშვიდობის ხელშეწყობა საქართველოში შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის მე-15 შეხვედრა

____________________________ Savi zRvis samSvidobo qselis statiebi

ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი შედეგი, ვ. პაპავა

საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლო თანამ- შრომლობის ზოგიერთი

მიმართულებები, თ. ფხალაძე რუსეთ-საქართველოს დიალოგის დინამიკა, თ. შარაშენიძე საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში, ზ. შენგელია წინასაარჩევნო პერიოდი სამხრეთ ოსეთში, მ. მებუკე სამხრეთ კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქ-ტები, გ. ხუციშვილი

საქართველო-თურქეთის ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე,

კ. ჟღენტი ევროკავშირი და კონფლიქტები სამხრეთ

კავკასიაში, კ. გოგოლაშვილი

ianvari 2012 biuleteni # 7

gv. 1

gv. 4

gv. 5

gv. 6

gv. 7

gv. 7

gv.11

gv.13

gv.14

gv.15

Page 2: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

2

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

ჩატარებული არჩევნები და ხაზი გაუსვას სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ალა ჯიოევას, როგორც დემოკრეტიული პროცესის ნაწილის, მხარდაჭერას (მოხსენება იხ. ქვემოთ, გვ.13). ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის “უსაფრთხო მსოფლიო” წარმომადგენელმა ჯეფ გროტონმა ისაუბრა მისი ორგანიზაციის მიერ აფხაზეთში ჩატარებული ანალიზის შედეგებზე. მის აზრით, პოლტიკა უნდა ვითარდებოდეს “ადამიანზე მიმართულად”. ასევე მნიშვნელოვანია თემთა პრობლემებზე ორიენტირებული მიდგომა. საჭიროა უსაფრთხოების ადგილობრივი გაგების კარგად გააზრება და მუშაობისას ამით ხელმძღვა-ნელობა. ორგანიზაცია მუშაობს თემებს შორის დიალოგისა და მათი ქსელების განვითარებაზე, რის შედეგადაც მარტივდება ცერემონიებზე დასწრება, სხვა კონტაქტები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანური უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბებას. მან ხაზი გაუსვა ჩართულობის სახელმწიფო გეგმის ამ მიმართულებით განხორციელების შესაძლებლობებს. აფხაზეთში 2012 წლის ზაფხულში ჩატარებული “საპრეზიდენტო არჩევნების” შესახებ ილაპარაკა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ შენგელიამ . ის არჩევნების დროს თავად იმყოფებოდა აფხაზეთში და თვითმხილველი იყო, მისი შეფასებით, ძალზე საინტერესო პროცესებისა. ზ. შენგელიას მონათხრობის მიხედვით, სოხუმში აღარ იგრძნობა სიძულვილი ქართველების მიმართ, იქაურები ქართულად გამოლაპარაკებასაც კი ცდილობდნენ. თავად საარჩვენო პროცესში საქართვლოს თემა საერთოდ არ ფიგურირებდა და თითქოსდა ხელოვნურად იყო ტაბუდადებული. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აფახზეთის მოსახლეობა აღარ ენდობა რუსეთს, რომ რუსეთთან ურთიერთობების თემასთან დაკავშირებით მრავალი “შიდასახელმწიფოებ-რივი” (აფხაზური) მნიშვნელობის საკითხი დომინირებდა. დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობებს და არსებულ საერთაშორისო ფორმატებში

საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების საკითხებზე. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო 2008 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ შიდა კონფლიქ-ტების მართვისა და მოგვარების სფეროში არსებული ინიციატივების მიმოხილვას და მათი განხორციელების შესახებ მსჯელობას, კერძოდ, განიხილეს:

• კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; მთავრობის დადგენილება `საქართველოს ოკუპირებულ

ტერიტორიებზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის წესების წარმართვის შესახებ;“

• სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ _ ჩართულობა თანამშრომლობის გზით; ჩართულობის სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის პირველმა გამომსვლელმა, თამარ ქოჩორაძემ (რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი), ვრცლად ისაუბრა ჩართულობის სამოქმედო გეგმის მიხედვით მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და დაასახელა ე.წ. სამოკავშირეო ოფისის გახსნა სოხუმსა და თბილისში, აფხაზი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სფეროში გაწეული სხვადასხვა სახის დახმარება, ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა, ახალგაზრდული შეხვედრებისა და ბავშვთა ბანაკების ორგანიზება, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ქართულ-აფხაზური შეხვედრები. მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ე.წ. ნდობის ფონდის ამოქმედების თაობაზე. გიორგი ხუციშვილმაც (კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი) ილაპარაკა ჩართულობის პოლიტიკაზე, ოღონდ დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიციიდან. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო დახმარების ოფისისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ჩატარდა შესაბამისი კვლევა, რომელმაც უჩვენა, რომ ჩართულობის პოლიტიკას აქვს რეალური პოტრენციალი, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ გამოყენებული. მისი აზრით, ასევე აუცილებელია საქართველომ შეაფასოს სოხუმში

Page 3: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

3

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს, კერძოდ, საუბარი შეეხო ჟენევის დისკუსიებსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად რუსეთ-საქართველოს შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედგებს. შემდეგ კი ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრეს ამ ურთიერთობებში ჩრდილო კავკასიის ფაქტორზე. პირველ თემაზე მოხსენებებით გამოვინენ თამარ კოვზირიძე (საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი) და ვლადიმერ პაპავა (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი). თ . კოვზირიძემ წარმოადგინა სრული ინფორმაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესის შესახებ. მისი მტკიცებით, რუსეთს არ აინტერესებდა საქართველოსთან მოლაპარაკებებში ჩართვა და ცდილობდა აშშ-ისა და ევროკავშირის ჩართვით ზემოქმედება მოეხდინა ჩვენი ქვეყნის პოზიციაზე. მიუხედავად მცდელობისა, ორივე ჩვენმა პარტნიორმა უარი უთხრა რუსეთს ასეთი სახით ქმედებაზე და ურჩიეს, თვითონ მოეგვარებინა ურთიერთობები საქართველოსთან. საქართველოს პოზიციები ამ მოლაპარაკებებში არ შეცვლილა და მიღწეული შედეგიც სრულად ასახავს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტბსა და ინტერესებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით ლ . პაპავას პოზიცია დაემთხვა მთავრობის წარმომადგენლის აზრს, მის თქმით, საქართველომ მხოლოდ მოიგო იმ შეთანხმებიდან, რომელსაც რუსეთთან მიაღწია (მოხსენება იხ. ქვემოთ, გვ.5). შემდეგ საუბარი გაიმართა საქართველო-რუსეთის

ურთიერთობების სხვა ასპექტებზე. ძირითად თემას ჩრდილო კავკასია წარმოადგენდა. ამ საკითხზე ისაუბრეს გია ნოდიამ (მშვიდობის, დემოკრატი-ისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი), თენგიზ ფხალაძემ (გეოპოლიტი-კური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი) და თორნიკე შარაშენიძემ (სააზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი). გია ნოდიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ცივი ომის მგდომარებაში ყოფნის ობიექტური მიზეზი ორი ქვეყნის სრულიად შეუთავსებელი ინტერესებია. რუსეთი ცდილობს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის აღდგენას, ხოლო საქართველო კი - დასავლეთის სტრუქტირებში გაერთიანებას. ასევე განსხვავებული ინტერსები გვაქვს ჩრდილო კავკასიაში. ჩვენი ინტერესია, რომ ახალი ომი არ დაიწყოს, ხოლო რუსეთისა - ხელი შეუწყოს იქ სიტუაციის არევას. თიორნიკე შარაშენიძეს აზრით, რუსეთმა ვერ მიაღწია საქართველოს დაშლას ვერანაირი მეთოდით და ამჟამად უბრალოდ არ იცის, რა ქნას. ჩვენი ამოცანაა გამოვიყენოთ ჩვენი რბილი ძალა, რომელიც ჩვენი ღირებულებების ექსპორტში უნდა აისახოს. ასევე საჭიროა სამეცნიერო კონტაქტების და მედიასივრცის მაქსიმალური გამოყენება (მოხსენება იხ. ქვემოთ, გვ. 7). თ . ფხალაძემ განაცხადა, რომ მოცემულ ვითარებაში ქვეყნებს შორის ფართომასშტაბიანი პარტნიორული ურთიერთობები ძნელად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, არსებობს სფეროები, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია და შედეგიანი იქნება საქართველოსათვის: კულტურული და სამეცნიერო კონტაქტები; ექსპერტული და მედია დიალოგები; საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ ორი სახელმწიფოს ინტერესების ფარგლებს სცილდება. ამგვარი პროცესების დასაწყებად საჭიროა პოლიტიკური ნება (მოხსენება იხ. ქვემოთ, გვ. 6). მრგვალი მაგიდის მესამე ნაწილი დაეთმო საერთაშორისო აქტორების მონაწილეობას საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, აშშ-ის, ნატოსა და თურქეთის როლზე. კახა გოგოლაშვილმა , საქართველოს სტრატეგი- ისა და საერთაშორისო ურთიერთობების

Page 4: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

4

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, ისაუბრა კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის ჩართულობის პრობლემებზე. მან განაცხადა, რომ ევროკავშირის როლი ამ მიმართულებით იზრდება მისი ინტეგრაციული ამბიციის ზრდის პარალელურად. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობის თვალსაზრისით ჯერჯერობით ვერ ახერხებს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებას და მოკლევადიანი პროექტებით შემოიფარგლება, რაც უკან დასახევი გზის დატოვების შთაბეჭდილებას ტოვებს (მოხსენება იხ. ქვემოთ, გვ. 15). გიორგი მუჩაიძემ , საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ილაპარაკა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებში ამ ორგანიზაციის როლის გაძლიერების პერსეპექ-ტივაზე. ევროპის უსაფრთხოების პრობლემა ამ ალიანსის აღმოსავლეთ ევროპაში და შავი ზღვის რეგიონში უფრო აქტიურ პოლიტიკას მოითხოვს. საქართველოს გაწევრიანება ნატოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საკითხია და ის ამას აუცილებლად მიაღწევს, მაგრამ არსებობს სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის, რუსეთთან კონფრონტაციის შიში, საქართველოს ევროპულ ცივილიზაციად არაღქმა. დევიდ სმიტმა , საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უსართხოების საკითხების ცენტრის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა დასავლეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის არადამაკმაყოფილებელ დონეს. მისი აზრით, რუსეთი და მისი ხელისუფლება სულ უფრო გამომწვევად იქცევა და საჭიროა გადატვირთვის პოლიტიკის სერიოზული გადახედვა. აშშ და საქართველო კი „განწირული“ არიან თანამშრომლობისათის. თურქეთის პოლიტიკასა და ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა კონსტანტინ ჟღენტმა ( საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში). მან ხაზი გაუსვა თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სიმყარეს და თურქეთის პოზიტიურ როლს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში. თურქეთი ყალიბდება „რეგიონულ

სუპერსახელმწიფოდ“ და ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მშვიდობასა და განვითარებაზე შავი ზღვის რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი არ დაჰყვეს რუსეთის თამაშს, რომელსაც უნდა გამოიყენოს მისი მზარდი ამბიციები და ალიანსი შექმნას, რომელიც ბუნებრივად დასავლეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ყოველი სესიის ბოლოს გაიმართა საინტერსო დისკუსია, რაშიც აქტიურად იყო ჩართული დამსწრეთა უმრავლესობა (მოხსენება იხ. ქვემოთ, გვ. 14). Savi zRvis samSvidobo qselis wevrebis me-15 Sexvedra 2011 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მე-15 შეხვედრა. შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი თემა იყო არჩევნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეხვედრა გახსნა კახა გოგოლაშვილმა, პროექტის შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის დირექტორმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტუმარი - დიმიტრი მედლევი , ორგანიზაცია არაძალადობრივი მშვიდობისმყოფელების (Nonviolent Peaceforce ) (ბრიუსელი, ბელგია) რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში. დ. მედლევმა ილაპარაკა თავისი ორგანოზაციის შესახებ, რომელიც შემოვიდა საქართველოში და აპირებს იმუშაოს საზღვრისპირა დასახლებებში, საზღვრის ორივე მხარეს, რათა შეუმსუბუქოს

Page 5: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

5

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

ყოფა იქაურ მაცხოვრებლებს. დ. მედლევმა ილაპარაკა ორგანიზაციის დამკვიდრება-მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მან დამსწრე საზოგადოებასაც სთხოვა, რომ სიამოვნებით მიიღებდა და მოისმენდა კითხვებსა და რჩევებს. დ. მედლევს მსმენელებმა დაუსვეს კითხვები მისი ორგანიზაციის მანდატის, თანამშრომლების უსაფრთხოების, მონიტორინგის მექანიზმის, მუშაობის ფორმებისა და მეთოდების თაობაზე. შეხვედრის მეორე მომხსენებლმა - ზურაბ შენგელიამ (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი) აუდიტორიას გააცნო მოხსენება საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში . ზ. შენგელია თავად იმყოფებოდა აფხაზეთში 2011 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, და მისი მოხსენებაც ამ თემატიკას შეეხებოდა. მან საზოგადოებას გაუზიარა ის ინფორმაცია, რომელიც თავად მოიძია და შთაბეჭდილებები, რაც, როგორც თვითმხილველმა, მიიღო (მოხსენება იხ. ქვემოთ, გვ. 9). მოხსენების მიმართ დამსწრე საზოგადოებამ დიდი დაინტერესება გამოხატა, დაისვა ბევრი კითხვა, გამოითქვა სხვადსხვა მოსაზრება და შეხედულება, კითხვები შეეხებოდა არჩევნებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ნდობას, პასპორტიზაციას, რუსეთ-აფხაზურ ურთიერთმიმართებებს, აფხაზური ენის მდგომარეობას. შეხვედრის მესამე გამომსვლალმა, მანანა მებუკემ (ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი), მოხსენებაში წინასაარჩევნო პერიოდი სამხრეთ ოსეთში მოკლედ მიმოიხილა ის ვითარება, რაც იმ დროისათვის (2011 წლის 13 ოქტომბრამდე), საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შეინიშნებოდა სამხრეთ ოსეთში. მანანა მებუკეს მოხსენების შემდეგ დასმული კითხვები ძირითადად საპრეზიდენტო კანდიდატებსა და ამასთან დაკავ-

შირებულ დეტალებს შეეხებოდა (მოხსენება იხ. ქვემოთ, გვ. 13).

qarTul-rusuli dialogis morigi Sedegi: saqarTvelo-ruseTis SeTanxmeba ruseTis msoflio savaWro organizaciaSi gawevrianebis Sesaxeb

vladimer papava

2011 წლის 10 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. შეთანხმების პროექტი ინიცირებული იყო შუამავალი მხარის – შვეიცარიის მიერ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთ-საქართველოს საზღვრზე მდინარე ფსოუსთან და როკის გვირაბთან არსებულ, ასევე ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რუსეთის ტერიტორიაზე განთავსდებიან შვეიცარიელების მიერ შერჩეული ფირმის წარმომადგენლები, რომლებიც დააკვირდებიან და აღრიცხავენ საქონლის გადაკვეთას საზღვრზე. ამ შეთანხმებით თბილისმა მიაღწია აშკარა წარმატებას, რადგანაც მოსკოვმა პრაქტიკულად “დააკნინა” მის მიერ აფხაზ-ეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო-ებრივი დამო-უკიდებლობის აღიარების დონე, რადგანაც მათ-თან ვაჭრობაში დაუშვა უცხო-ელი დამკვირ-ვებლები. მოსკოვის ამ ნაბიჯმა გააღი-ზიანა სოხუმიცა და ცხინვალიც, რადგან მათთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მოსკოვი მათ წინასწარ არ მოეთათ-

ვლადიმერ (ლადო ) პაპავა –

ეკონომიკურ მეცნიერებათა

დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-

კორესპონდენტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო

ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-

თანამშრომელი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის

მთავარი მეცნიერ-თანამშრო-მელი, ჯონს ჰოპკინსის უნივერ-სიტეტის (აშშ) ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის

კვლევისა და პოლიტიკის ტრან-სატლანტიკური გაერთიანებული ცენტრის ასოცირებული უფროსი

მეცნიერ-თანამშრომელი.

Page 6: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

6

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

ბირა. მოსკოვის ეს ნაბიჯი უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან გაკვეთილად, ერთი მხრივ, სოხუმისა და ცხინვალისათვის, ხოლო, მეორე მხრივ კი – თბილისისათვის, რომ ოფიციალური რუსეთი ყოველთვის არ და ვერ გაითველის-წინებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესებს. მოცემული შეთანხმება ეხება მხოლოდ სახმელეთო საზღვარს და ის არ ვრცელდება საზღვაო და საჰაერო საზღვარზე, რაც გარკვეულ “შეღავათს” უქმნის აფხაზეთს. რუსეთის გაწევრიანებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რეგიონის ქვეყნების უმრავლე-სობა (თურქეთი, საქართველო, სომხეთი და ახლო მომავალში - რუსეთიც) იქნება ამ ორგანიზაციის წევრი, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში არსე-ბული პრობლემების გადაჭრას. რაც შეეხება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დაბრუნე-ბას რუსულ ბაზარზე, ეს თავად ფირმების ამოცანაა და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ქართულ კომპანიებს, შესაბამისი ინტერესის პირობებში, ექნებათ მეტი შესაძლებლობა წარმატებას მიაღწიონ ამ სფეროში. saqarTvelosa da ruseTs Soris SesaZlo TanamSromlobis zogierTi mimarTuleba Tengiz fxalaZe

არსებულ ვითერებაში ქვეყნებს შორის ფართომასშტაბიანი პარტნიორული ურთიერ-თობები ძნელად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, არსებობს სფეროები, სადაც თანამშრომ-ლობა შესაძლებელია და შედეგიანი იქნება საქართველოსათვის: კულტურული და სამეცნიერო კონტაქტები _ შეიძლება კარგი პლატფორმა აღმოჩნდეს საკამათო და ჯერაც შეუსწავლელი ისტორიული საკითხების გამოსაკვლევად. რუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის შესწავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელო-ბის მქონე უამრავი დოკუმენტი. ერთობლივი

კვლევები ხელს შეუწყობდა როგორც ისტორიული პროცესების და ცალკეული ფაქტების დადგენას და შეფასებას, ისე ზოგიერთი საკამათო და მტკივნეული საკითხის დეპოლიტიზაციას. ექსპერტული და მედია დიალოგები -საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლა წარმოად-გენს ერთ-ერთ იმ გზათაგანს, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკურ დიალოგამდე მიდის. ამგვარი კონტაქტები ხელს შეუწყობს რეალობის დანახვას, ალტერნატიული აზრის პატივისცემას და რუსეთის საზოგადოებაში დღეისათვის არსებული სტერეოტიპების დაძლევას. საკითხები , რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ ორი სახელმწიფოს ინტერესების ფარგლებს სცილდება - ამგვარი საკითხები შეიძლება იყოს შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგია, სხვადასხვა დაავა-დებისა და ეპიდემიის პრევენცია და პროფილაქტიკა, ასევე საერთაშორისო ტერორიზმი, ორგანი-ზებული დანაშაული, იარაღით არალეგა-ლური ვაჭრობა, ნარ-კოტიკების არალე-გალური ბრუნვა, ტრეფიკინგი და ა.შ. ამგვარი პროცესების დასაწყებად საჭიროა პოლიტიკური ნება. თანამშრომლობასთან შეიძლება მხოლოდ საერთო ინტერესებმა მიგვიყვანოს. აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება რუსეთის დასავლეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ეს პოზიტიურად აისახება რუსულ-ქართულ ურთიერ-თობებზე და შეიძლება ონსტრუქციული მოლაპარაკების პროცესის დასაწყისამდე მიგვიყვანოს.

თენგიზ ფხალაძე - გეოპოლიტი-კური კვლევე-

ბის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე. არის საქარ-თველოს საზოგადოებრივ

საქმეთა ინსტიტუტის სამარ-თლისა და პოლიტიკის

სკოლის მოწვეული პროფე-სორი. თ. ფახალაძეს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა

სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის იყო საქართველოს

პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

მცხეთა-მთიანეთის მხარეში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პროტოკოლის

სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს კონსული

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

Page 7: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

7

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

ruseT-saqarTvelos dialogis

dinamika

Tornike SaraSeniZe

რუსეთის მხრიდან იგრძნობა საქართველოსთან დიალოგისათვის მზადყოფნა. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მთელი რიგი ნაბიჯები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებად აღიარება და სააკაშვილის მთავრობასთან ურთიერთობაზე უარის თქმა, აიხსნებოდა ერთი გათვლით - ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ საქართველოში შიდა პოლიტიკური არეულობა დაისადგურებდა და მთავრობა თავად დაემხობოდა. ახლა, როცა დრო გადის და აშკარა ხდება, რომ ეს გათვლა მცდარი იყო, ოფიციალური მოსკოვი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ისინი უკვე დაინტერე-სებული არიან დიალოგი არაოფიციალურ დონეზე მაინც გაიმართოს და საამისოდ უკვე უბიძგებენ შესაბამის ორგანიზაციებს. ასეთი დიალოგები უკვე გაიმართა, სადაც მონაწილეობა მე და ჩემმა კოლეგებმაც მივიღეთ. ამ შეხვედრების დროს

გამოიკვეთა, თუ რაოდენ დიდი და სერიოზულია საქართველოზე ინფორმაციის დეფიციტი რუსეთის საექსპერ-ტო წრეებში. ამ მიზეზით ეს დიალოგები რუსებისათვის მოულოდნელი სცენარით მიდიოდა და მათი მხრიდან ხშირად გაისმოდა რეალობას მოწ-ყვეტილი პროგ-ნოზები და შეფასებები. მოუხედავად ამისა, თუნდაც ჩემი გამოცდილებიდან

გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დიალოგს აქვს მომავალი. რუსეთი დიდი სახელმწიფოა და იქ ძალიან ბევრია გონიერი და ადეკვატური ადამიანი. ამის წყალობით, ჩემი აზრით, რუსეთთან დიალოგს გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე აფხაზებთან დიალოგს. ჩვენ უკვე გვაქვს ქართულ-რუსული კონსტრუქ-ციული მოლაპარაკების შედეგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თაობაზე მიღწეული გარიგების სახით. ასევე ფაქტია, რომ რუსეთმა შეწყვიტა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე (საქმეში ჩახედული და საღად მოაზროვნე ადამიანებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ ტერააქტების უკან ვერავინ იდგებოდა, თუ არა რუსული სპეცსამ-სახურები). ეს დადებითი ტენდენციების მანიშ-ნებელია. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ წამყვან რუსულ გაზეთში მეტად სერიოზულმა რუსმა მიმომხილველმა ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა რუსეთმა თავის დროზე კავკასიაში მცდარი პოლიტიკა აირჩია. მართალია, მან იქვე დაუმატა, რომ ეს პოლიტიკა მაინც ბოლომდეა მისაყვანი, მაგრამ თუნდაც ასეთი აღიარება, ალბათ, ძალიან ბევრს ნიშნავს. საქართველოსა და რუსეთს არც ისე ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, მაგრამ ასეთი ინტერესები მაინც არსებობს თუნდაც მშვიდობიანი ჩრდილო კავკასიის სახით და ეს შესაძლოა თანამშრომლობის დასაწყისად იქცეს.

saprezidento arCevnebi afxazeTSi zurab Sengelia

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში გაიმართა 2011 წლის 26 აგვისტოს - რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს. პრეზიდენ-ტობის კანდიდატები იყვნენ მთავრობის მეთაური სერგეი შამბა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ექსპრემიერი რაულ ხაჯიმბა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი. მათი პოლიტიკური მრწამსი პირობითად შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: შამბა - ოდნავ ზედ-მეტად პრორუსული, ხაჯიმბა - ოდნავ ზედმეტად ნაციონალისტური და ანქვაბი - გამოკვეთილად სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი.

თორნიკე შარაშენიძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტი-

ტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთა-შორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმომხილ-ველად წამყვან ქართულ გაზეთებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგა-რეო პოლიტიკის საკითხებში და საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად.

Page 8: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

8

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

წინამდებარე მოხსენებას ფონად გასდევს რამდენიმე ასპექტი. ესენია: ა) ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სპეციფიკა, ბ) რუსულ-აფხაზური ურთიერთობები (განსაკუთრებით _ 2008 წლის შემდეგ) და გ) აფხაზური საზოგადოებისათვის ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტაცია პრეზიდენტ ბაღაფშის უეცარი გარდაცვალებისა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი სპეციფიკურია: ერთი მხრივ, ამ კონფლიქტის საფუძველი არ არის რელიგიური დაპირისპირება _ აფხაზები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და ამის აფიშირებით ხაზგასმა ხდება რუსეთთან ერთმორწმუნეობისა, რაც ფაქტობრივად პოლიტიკის რანგშია აყვანილი; მეორე მხრივ, კონფლიქტს ასევე არ უდევს საფუძვლად რომელიმე მხარის ტერიტორიული პრეტენზიები _ ქართველებს მიაჩნიათ, რომ აფხაზებს სხვა სამშობლო არა აქვთ და ამ ტერიტორიაზე მკვიდრი მოსახლეობაა, ზუსტად ასევე აფხაზები მიიჩნევენ, რომ ქართველები აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობაა და პრეტენზია მხოლოდ მათ რაოდენობაზე აქვთ. რაც, მათი აზრით, მიგრაცი-ული პროცესების გარდა, კომუნისტური იდეოლოგიის შედეგად ხელოვნურად გაიზარდა.

ამასთან, ქართველებიც და აფხაზებიც მიიჩნევენ, რომ ეს ორი ეთნოსი კულტურულად ყველაზე მეტად ენათესავება ერთმანეთს. არც აფხაზებსა და არც ქართველებს კულტურულად უფრო ახლო სხვა ეთნოსი არა ჰყავთ. მთელი არჩევნების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან პირდაპირ ჩარევა არ ხდებოდა, ნათლად იგრძნობოდა რუსეთის ფაქტორის აქტუ-ალობა. როგორც ჩანს, რუსეთის ძირითადი ინტერესი იყო სოჭის ოლიმპიადის ჩატარებისათ-ვის კომფორტული გარემოს შექმნა და ნაკლებად იგრძნობოდა (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად) რომელიმე კანდიდატისადმი აშკარა პოლიტიკური მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ მოსკოვს მეორე ტურის იმედი ჰქონდა. მეორე ტური რომ შემდგარიყო, შესაძლოა მაშინ უფრო ცხადად გამოჩენილიყო კრემლის სიმპათიები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რიგგარეშე არჩევნების მოულოდნელად დანიშვნამ გაამარ-თლა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად არც ერთ კანდიდატს სრულფასოვანი საარჩევნო პროგრამა არ წარუდგენია ელექტორატისათვის. პროგრამის ელემენტები ვრცელდებოდა განცხა-დებების, მიმართვებისა და ინტერვიუების სახით. საპრეზიდენტო კანდიდატების კონცეფცია . თანამედროვე აფხაზეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტის, ვ. არძინბას, დამსახურებად აფხაზურ საზოგადოებას მიაჩნდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მოპოვება, მეორე პრეზიდენ-ტის ბაღაფშის დამსახურებად კი _ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება რუსეთის მიერ. და აი, მესამე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ახალი მიზნის (ამოცანების) ჩამოყალიბება საკმაოდ რთული ჩანდა. შამბა, როგორც გამოცდილი დიპლომატი, მიზნად ისახავდა საგარეო პრიორიტეტების განვითარება-დამკვიდრებას. კერძოდ: რუსეთთან კავშირის გაღრმავებას და აღიარების პროცესის დაჩქარებას; ხაჯიმბას იდეოლოგია იმეორებდა შამბას იდეოლოგიას, მხოლოდ დამატებით აქცენტირე-ბული იყო ეროვნული ღირებულებების განვითა-რება. რაც შეეხება ანქვაბს, მან, ალბათ, როგორც უფრო გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ჩამოაყალიბა მიზანი _ სახელმწიფოს შექმნა. მან მკაფიოდ და მოურიდებლად დასვა ამოცანა - პირველ

ზურაბ შენგელია - ივ. ჯავახიშვილის სახ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-

კვლევითი ცენტრის დირექტორი. 1992-1995 წწ-ში საქართველოს პარლამენტის

წევრი, სასკოლო განათლების ქვეკომისიის ხელმძღვანელი. 1996-1998 წწ-ში განათლების რეფორმის პროექტის განათლების რეფორმის სამართლებრივი

საფუძვლები ხელმძღვანელი.1998 წლიდან ქართულ-აფხაზურ

ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი. ზ. შენგელია წლების განმავლობაში ასწავლიდა თსუ-ის

ფიზიკის ფაკულტეტზე.

Page 9: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

9

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

რიგში საჭიროა შეიქმნას სრულყოფილი, დამო-უკიდებელი სახელმწიფო. არსებული მდგომა-რეობა (მას მხედველობაში ჰქონდა კორუფცია, კრიმინალური სიტუაცია, სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები) არ იძლევა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არა თუ განვითარების, არამედ არსებობის საშუალებასაც კი აფხაზეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ანქვაბის იდეოლოგია და მიზანი, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, უფრო მისაღები იყო საზოგადო-ებისათვის. პიარკამპანიები . ძალიან საინტერესო იყო არჩევნებში მონაწილე სამივე კანდიდატის საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა და რეკლამა. წინასაარჩევნო აგიტაცია ყველაზე ძლიერად სერგეი შამბამ ჩაატარა; ეტყობოდა, რომ მას დამხმარე გუნდში რუსი პიარტექნოლოგები ჰყავდა. შამბას წინასაარჩევნო კამპანია ძალიან ჰგავდა პუტინის კამპანიას, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ადრეც და ახლაც, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ეწევა. თუ პუტინი ძიუდოისტია და კიმონოში გამოდის, ილეთებს ატარებს, თავის სპორტულ და მამაკაცურ ღირსებებს ხაზს უსვამს, შამბა კარატისტი აღმოჩნდა და შამბასადმი მიძღვნილ თითქმის ყველა გადაცემასა და კლიპში, რომელიც სატელევიზიო ეთერში საკმაოდ ბევრი, ნაჩვენები იყო, თუ როგორ ვარჯიშობს შამბა და როგორ აკეთებს კარატეს ილეთებს. გარდა ამისა, შამბა იყო ერთადერთი კანდიდატი, რომლის პლაკა-ტებით და ბანერებით მთელი აფხაზეთი იყო მოფენილი. არც ანქვაბსა და არც ხაჯიმბას არც ერთი ბანერი და პლაკატი არ ჰქონიათ. მე აფხაზეთში, ქალაქების გარდა, ოჩამჩირის რაიონის ორ სოფელში, მოქვსა და აძიუბჟაში, ვიყავი და ანქვაბისა და ხაჯიმბას ბანერები და პლაკატები არსად შემხვედრია. მედიაშიც შამბას ძალიან დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი. ასე რომ, თუ არჩევნების ვიზუალურ და პროპაგან-დისტულ მხარეზე ვისაუბრებთ, შამბას უპირატე-სობა აშკარად ჩანდა. ხაჯიმბას ჰქონდა ნაციონალისტური რიტორიკა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტობისთვის კენჭს იყრიდა არძინბას ქვრივი, სვეტლანა ჯერგენია. შამბას ვიცე-პრეზი-დენტობის კანდიდატი კი შამილ აძინბა იყო –

აჭარიდან გადმოსული აფხაზი. დაგეგმილი იყო ტელედებატები ღია სატელევიზიო ეთერში, მაგრამ არ ჩატარდა, რადგან სწორედ იმ დღეს შამბა ავარიაში მოყვა და დანარჩენმა ორმა კანდიდატმა უარი თქვა შამბას გარეშე ტელედებატებში მონაწილეობაზე. რაც შეეხება სატელევიზიო გამოსვლის ფორმებს, ძალიან საინტერესოა, რომ ანქვაბს ჰქონდა ძალიან ლაკონური, მარტივი და ძალიან პირდაპირი, ხშირად არადიპლომატიური ფორმულირებებით გაჯერე-ბული გამოსვლები. შეიძლება ითქვას, რომ მისი გამოსვლები ბევრისათვის საკმაოდ გამაღიზი-ანებელი იყო. ის არ მალავდა, მაგალითად, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის სფერო ისე არ უნდა ვითარდებოდეს, როგორც ვითარდება. არადა ცხადი იყო, რომ ამ ბიზნესის უკან ხელისუფლების წარმომადგენელები იდგნენ. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას შამბა იყენებდა ძალიან ბევრ ტრაფარეტულ ფრაზას, რასაც, როგორც ჩანს, იქაური საზოგადოება დიდი ხანია იცნობს და მათი ფასი კარგად იცის. საარჩევნო კამპანიამ ნათ-ლად აჩვენა, რომ, კონკურენტებთან შედარებით, ხაჯიმბას დონე უდავოდ დაბალი იყო. საინტერესოა ისიც, რომ შამბას მომხრეები იყვნენ ძირითადად ახალგაზრდები. ადგილობრივთა აზრით, ეს, შესაძ-ლოა, იმით იყო განპირობებული, რომ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული შამბას ვაჟი, რომელიც საკმაოდ აქტიური ფიგურაა და ხელისუფ-ლებასთან დაახლოებული ახალგაზრდა ბიზნესმე-ნებსა და მოკრიმინალო ელემენტებს მფარველობს. კანდიდატთა პროგრამების შესახებ . როგორც უკვე აღინიშნა, სრულყოფილი პროგრამული დოკუმენტი საზოგადოებისათვის არც ერთ კანდი-დატს არ წარუდგენია. მაგრამ გავრცელებულ წინასაარჩევნო მასალებში პროგრამულ საკითხებზე მათი აზრი ჩანდა. პირველი პრობლემა, რაც მათი წინასაარჩევნო იდეოლოგიიდან გამომდინარეობდა, იყო ხელისუფლების სტრუქტურა და ეფექტურობა. ანქვაბი ბევრს საუბრობდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტისა და ვიცე-პრემიერების პოსტების გაუქმე-ბაზე; იმაზე, რომ საჭირო არ არის პრეზიდენტის აპარატისა და მთავრობის აპარატის ცალ-ცალკე არსებობა. მათგან უნდა ჩამოყალიბდეს ერთი აპარატი, რომელიც ორივეს მოემსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანქვაბი თითქმის ანახევრებდა სახელისუფლებო სტრუქტურებს. ანქვაბის ეს

Page 10: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

10

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

ერთადერთი. ანქვაბს კი განსხვავებული აზრი ჰქონდა. მისი აზრით, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითი გვიჩვენებს, კოალიციური მთავრობა პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი არ არის, ამიტომ მთავრობაში მხოლოდ პროფესიონალები და, როგორც თავად აღნიშნავდა, ჭკვიანები უნდა იყვნენ. არჩევნების ორგანიზაციული მხარე . აღსანიშნავია, რომ არჩევნების ორგანიზაციის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა როგორც სამივე კანდიდატი, ასევე საზოგადოებაც. თუნდაც რად ღირს ის, რომ არჩევნების ორგანი-ზაციაში შეტანილ იქნა ეთნიკურ-ეთნოგრაფიული ელემენტები. მაგალითად: ხაჯიმბას მომხრეებმა, თითქოს უხუცესთა საბჭოსთან შეთანხმებით, მოითხოვეს, რომ სამივე კანდიდატს თავისი ქვეყნის მიმართ ერთგულების ფიცი დაედო გუდაუთაში, საკულტო ნაგებობა დიდრიფშ-ნხასთან. ეს წარმართული აფხაზური რიტუალია, როცა რომელიმე სალოცავზე ხდება ფიცის დადება. საინტერესოა, რომ ამ იდეას უყოყმანოდ დაენთანხმნენ ხაჯიმბა და შამბა, ხოლო ანქვაბის წარმომადგენელმა, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრმა, ლეონიდ ლაკერბაიამ ამ რიტუალს ატავიზმი უწოდა, მკაცრად გააკრიტიკა და დემონსტრაცი-ულად განაცხადა უარი. როგორც შემდეგ აღმოჩ-ნდა, ასეთმა დამოკიდებულებამ საზოგა-დოების მოთხოვნის მიმართ ანქვაბის რეიტინგზე გავლენა ვერ მოახდინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას საარჩევნო სიების მიმართ. მაგალითად, ხაჯიმბას მიაჩნდა, რომ შსს-ის სავიზო-საპასპორტო დეპარ-ტამენტმა გასცა 167000-ზე მეტი პასპორტი, საიდანაც 5000-ზე მეტი გაიცა 14-დან 18 წლამდე მოზარდებზე, რომელთაც ჯერ საარჩევნო უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ, მისი აზრით, ამომრჩეველთა სიაში უნდა ყოფილიყო 162000 ადამიანი. იგი სვამდა შეკითხვას: რატომ შეიცავდა ამომრჩეველთა ოფიციალური სია 144000 კაცს, სად გაქრა ის 18000 პასპორტი? საარჩევნო სიებით უკმაყოფილო იყო შამბაც. იგი თხოულობდა ამომრჩეველთა მარკირე-ბას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ანქვაბი იმ მოტივით, რომ ამ შემთხვევაში ჯერ პარ-ლამენტს უნდა მოეხდინა საკანონმდებლო ცვლი-ლება. გაუგებრობას იწვევდა აგრეთვე პასპორტის მქონე იმ დაახლოებით 8000 მოქალაქის ბედი

განცხადება, რევოლუციურის გარდა, არჩევნების წინ სარისკოც იყო. არ იყო გამორიცხული, რომ ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ყველა ხელისუფალი სხვადასხვა დოზით იყენებს არჩევნებზე, დაკარგულიყო. “აფხაზეთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ პრობლემები მასშტაბური აქვს. თუ სახელმწიფო ბიუჯეტი ძირითადად ფორმირ-დება მცირე ბიზნესის ხარჯზე, მაშინ აღმას-რულებელი ხელისუფლების სტრუქტურა უნდა იყოს მოქნილი, ეფექტური და არ უნდა აწვებოდეს ტვირთად მცირე ბიზნესს,” - ღიად აცხადებდა ანქვაბი. ხაჯიმბა ძირითადად ეთანხმებოდა თეზისს ხელისუფლების სტრუქტურის შეცვლის შესახებ, ოღონდ არა ასეთი დოზით შემცირებას. მას მიაჩნდა, რომ ეს პროცესი დროში უნდა გაწელი-ლიყო. რაც შეეხება შამბას, მისი აზრით, ამ ისტორიულ პერიოდში ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ როდესღაც შესაძ-ლებელი გახდებოდა ნაკლებად რადიკალური ცვლილება ამ მიმართულებით. შემდეგი საპროგრამო საკითხი იყო უძრავი ქონების მიყიდვის უფლება უცხოელებზე. შამბას აზრით, არამოქალაქეებისათვის უძრავი ქონების მიყიდვა დასაშვები შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ახალმშენებლობების შემთხვევაში. ხაჯიმბას მიაჩნდა, რომ საკითხი ორად უნდა გაიყოს – მოქალაქეობის საკითხი და ქონების შეძენის შესაძ-ლებლობა. არ გავყიდოთ არ შეიძლება, ამიტომ, რადგანაც ეს მაინც ხდება არალეგალურად, მაშასადამე უნდა დავაკანონოთ – ასეთი იყო მისი აზრი. რაც შეეხება ანქვაბს, ანქვაბის აზრით, ცუდია, რომ ეს პროცესი არალეგალურად მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა ჯერ კარგად მოვიფიქროთ და მივიღოთ რაციონალური გადაწ-ყვეტილება, არსებული სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. აღმასრულებელი სტრუქტურის შესახებ შამბას მიაჩნდა, რომ აუცილებელია კოალიციური მთავრობის შექმნა, რადგანაც ეს ერთადერთი გზაა საზოგადოების კონსოლიდა-ციისა. გარდა ამისა, მას მიაჩნდა, რომ უნდა მოხ-დეს აღმასრულებელი ხელისუფლების რადიკა-ლური გაახალგაზრდავება ამჟამად მოქმედ ახალგაზრდა ბიზნესმენთა ხარჯზე. ხაჯიმბას აზრით, კოალიციური მთავრობა ერთ-ერთი ხერხია ხალხის შემდგომი გაერთიანებისა და არა

Page 11: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

11

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

რომლებიც, როგორც კანდიდატები აღნიშნავდნენ, ჩაწერილები არ იყვნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ზოგადად არჩევნებზე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იგი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგი-ლებულ პირთა გარეშე ჩატარდა, პრაქტიკულად ექსცესები არ მომხდარა. დამკვირვებლებს, რომელთა შორის უმთავრესად რუსეთის წარმომადგენლები იყვნენ, არ დაუფიქ-სირებიათ სერიოზული დარღვევები. არჩევნების შედეგები აგრეთვე არ გაუპროტეს-ტებია არც ერთ კანდიდატს, იმდენად აშკარა იყო ანქვაბის უპირატესობა. არჩევნების შედეგი . ა) გაიმარჯვა ალექსანდრე ანქვაბმა – 55%; ბ) სერგეი შამბა – 21%; გ) რაულ ხაჯიმბა – 19%. დასკვნა . არჩევნებში გაიმარჯვა არა მოჩვენებითი პატრიორიზმის იდეამ, როგორიც არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშ-ორისი აღიარების პროცესი, არამედ საზოგადო-ების მოთხოვნილებამ ქვეყანაში ძირეულ ცვლილებზე - კრიმინალური სიტუაციის გამოს-წორების, კორუფციასთან ბრძოლის თუნდაც დაწყების, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების და ა.შ. მიმართულებით.

winasaarCevno periodi samxreT oseTSi

manana mebuke

წინასაარჩევნო პერიოდი სამხრეთ ოსეთში სრულიად განსხვავებულად და საკმაოდ დაძა-ბულად მიმდინარეობდა. საპრეზიდენტო არჩევ-ნებისათვის სამხრეთ ოსეთში შეიცვალა კონსტი-ტუცია და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატა-რებლად შემოიღეს შემდეგი სამი კრიტერიუმი: • საპრეზიდენტო კანდიდატის ასაკი უნდა იყოს

35 წლის ზემოთ; • საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლო ათი წელი

მუდმივად უნდა ცხოვრობდეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე;

• საპრეზიდენტო კანდიდატისათვის აუცილებელია ოსური ენის, როგორც სახელმწიფო ენის, ცოდნა.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა სტანის-ლავ კოჩიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში საპ-რეზიდენტო არ-ჩევნები ჩატარ-დება 13 ნოემ-ბერს და ამავე დღეს ჩატარდება რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: „თა-ნახმა ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთში, ოსურ-თან ერთად, სახელმწიფო ენად რუსულიც გამოცხადდეს“. არჩევნების წინ შეიცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და კომისია ახალი შემადგენლობით ჩამოყალიბდა. საპრეზიდენტო მარათონი სამხრეთ ოსეთში დაიწ-ყო აგვისტოდან. ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად იზრდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატთა რიცხვი. 2011 წლის 3 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამთავრდა საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია. იმ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა 28 საინიციატივო ჯგუფმა და ორმა პოლი-ტიკურმა პარტიამ. წარდგენილი იყო 30 საპრეზი-დენტო კანდიდატი. საკმარისო იყო, ამა თუ იმ პირს მოსახლეობიდან მოეგროვებინა ორი ათასი ხელმოწერა და მას უკვე შეეძლო წამოეყენებინა საკუთარი კანდიდა-ტურა. 2011 წლის 13 ოქტომ-ბრისათვის ცენტ-რალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგის-ტრირა თერთმეტი საპრეზიდენტო კანდიდატი, სამ კანდიდატს კი უარი უთხრა. სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტობის მთავარ კანდი-დატად მოიაზრებოდა გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი, რომელიც კოკოითის მემკვიდ-რედაც ითვლებოდა, სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი კი სარეზერ-ვო კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად ანატოლი ბიბილოვისკანიდატურა წამოიწია წინ.

მანანა მებუკე - ორგანიზაცია ინვალიდ

მეომართა და დაღუპულ მებ-

რძოლთა მეუღ-ლეთა კავშირის დამფუძნებელი და თავმჯდო-მარე, ასევე, ქალთა მოძრაობის «ქალები მშვიდობისა და უსაფ-რთხოებისათვის” ლიდერი და

«წმ. თამარ მეფის ორდენის» ერთ-ერთი დამფუძნებელი. მანანა მებუკე მუშაობდა პედაგო-გად თბილისის დამოუკ-იდებელ ტექნიკურ ინსტიტუტში.

Page 12: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

12

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინის-ტრაცის უფროსმა, სერგეი ნარიშკინმა, კრემლში მიიღო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი. შემდეგ საინ-ფორმაციო სააგენტო „რეგნუმმა“ კრემლის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამინდელ საგანგებო სიტუაციების მინისტრს ანატოლი ბიბილოვს დაუჭერს მხარს. სააგენტოს ინფორმაციით, მის მხარდასაჭერად ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელ-მძღვანელი სერგეი ნარიშკინი და საგანგებო სიტუაციების მინისტრი სერგეი შოიგუ ჩავლენ, ხოლო პიარკამპანიას რუსეთში ცნობილი სააგენტოები „ნიკოლო-ემი“ და „იმა კონსალ-ტინგი“ ჩაატარებენ. ოპოზიციის კანდიდატად მოიაზრებოდა რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლად თედეევი. ოპოზიციის ლიდერები ოს ხალხს ჰპირდებიან, რომ მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კოკოითს აუცილებლად დასჯიან არაერთი ჩადენილი დანაშაულისათვის, მათ შორის, რუსუ-ლი ფინანსების მითვისებისთვის, მიტაცებულ თანხას კი ხალხს დაუბრუნებენ. ხალხი შეიკრიბა ძლიერი პიროვნების გარშემო, რადგან მიიჩნევენ, რომ ჯ. თედეევს შეუძლია კრიზისიდან გამოიყვანოს ცხინვალი და სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებით, კოკოითს დაუპირისპირდეს. ჯამბოლად თედეევი არის თავისუფალ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და გარდა ამისა არის იმ „ბიზნეს-სპორტული გუნდის“ წარმატებული წევრი, რომლის ხელმძღვანელია რუსეთის საჭიდაო სახეობათა ფედერაციის თავმჯდომარე მიხეილ მამიაშვილი. მისი ახლობლობა პუტინთან ყველასთვის ცნობილია და თედეევიც ამ გუნდში მოიაზრება. კრემლში მხარდამჭერები მასაც ჰყავს. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ცხინვალში შესვლა აუკრძალა ყველას, ვინც კი ჯამბოლად თედეევის მხარდამჭერია. ცხინვალის „შავ სიაში“ თედეევთან ერთად მოხვდნენ თავდაცვის ექსმინისტრი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ბარანკევიჩი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

მიხაილ მამიაშვილი, „ფე-ეს-ბეს“ ავიაციის ყოფილი ხელმძღვა-ნელი ნიკოლაი გავრილოვი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში არტურ ტაიმაზოვი, რომელსაც 2008 წელს პეკინის ოლიმ-პიადაზე გამარჯვებისთვის კოკოითმა გმირი უწოდა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ბრძანებით ცხინვალში შესვლის ნება არ დართეს ასევე ჯამბოლად თედეევის მეგობრებს ბესიკ ხუდუკოვსა და ხაჯიმურად გაცალოვს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ოპოზიციის კანდიდატს ჯამბოლად თედეევს და მისი კანდიდატურა რეგისტრაციაში არ გაატარა. ამის გამო ჯამბოლად თედეევმა უზენაეს სასამარ-თლოში იჩივლა. სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება. ჯამბოლად თედეევს უარი უთხრეს იმის გამო, რომ 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ უცხოვრია. ჯამბოლად თედეევი ამბობს, რომ განსახლების ცენზის მიხედვით მას ყველაფერი წესრიგში აქვს, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში მიიტანა დოკუმენტები, მეზობლების ხელმოწერით, რომ ის ნამდვილად ცხინვალში ცხოვრობს. როგორც ამბობს, მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის გამო მიემგზავრება ხან მოსკოვსა და ხან საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში. „ნახეს, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, რის მერეც ჩემთან პრეზიდენტის დაცვის უფროსი მოვიდა და გამაფრთხილა, თუ სამხრეთ ოსეთიდან მეგობრულად არ წახვალ, გაგაძევებთო. ახლა საარჩევნო კანონის შეცვლაც დაიწყეს. მაგალითად, მითხრეს, რომ თუ პირი წელიწადის განმავლობაში ერთი თვე ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მას კენჭისყრის უფლება არ აქვს“, -ამბობს თედეევი რუსულ მედიასთან ინტერვიუში. ჯამბულად თედეევთან დაპირისპირებას ერიდე-ბიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადენლებიც. დაახლოებით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა განცხადებაც კი დაწერა წასვლის თაობაზე. სიტუაცია სამხრეთ ოსეთში არ არის ერთგვაროვანი. თუ რამდენი საპრეზიდენტო კანდიდატი დარჩება, ეს გაირკვევა 19 ოქტომბერს, როცა ცენტრალური სა-არჩევნო კომისია გამოქვეყნებს საპრეზიდენტო

Page 13: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

13

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

იყო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის კონსოლიდაციისკენ, შედეგი ვერ გამოიღო. მდგომარეობა რაც უფრო დიდხანს რჩება ჩიხში, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა საქართველოს მიერ გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს შეცვლა. საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უახლოეს მომავალში უნდა შეიმუშაოს ახალი, უფრო რეალისტური მიდგომები და შექმნას ქმედით მექანიზმებსა და რეალისტურ შეფასებებზე დაფუძნებული პლატფორმა. - აუცლებელია ევროკავშირმა, როგორც

მთავარმა მაკოორდინირებელმა სტრუქტურამ, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მიმართ თავისი პოლიტიკა უფრო ეფექტიანი გახადოს. აღმოსავლეთის პარტნიორობისა და სხვა პლატფორმების არაეფექტიანობის გათვალის-წინებით უნდა შეიმუშაოს რეგიონის განვითა-რების შესაძლებლობები და ახალი სტრატეგი-ები, რომლებიც დაეფუძნება არსებული მდგომარეობის რეალისტურ შეფასებებს.

- მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საქართველომ უნდა დაიწყოს დიალოგი რუსე-თის ფედერაციასთან, რაც საჭიროებს სტრატე-გიულ მიდგომას, რომელიც დაეფუძნება ორი-ვე მხარის კეთილ ნებას, და წარმოადგინოს ახლადგანსაზღვრული ინკლუზიური პოლი-ტიკა გამოყოფილი ტერიტორიების მიმართ.

- უნდა წახალისდეს სამოქალაქო საზოგადოებ-ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ნდო-ბის ჩამოყალიბების მექნიზმების განვითარე-ბისკენ.

- მაშინ, როცა “ჩართულობა აღიარების გარეშე” რჩება უალტერნატივო პოლიტიკად, ამან არ უნდა დაბლოკოს ნდობის ჩამოყალიბების ქმედითი პროცესები და მდგრადი თანამშრომ-ლობის მექნიზმები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პიროვნების უსაფრთხოება, ოჯახების გამთლიანება, ადმინისტრაციული საზღვრისპირა ვაჭრობა, მოქალაქეთა ინტერე-სებზე დაფუძნებული ურთიერთობები, საგან-მანათლებლო პროგრამები, ინფორმაციის გაცვლა, კულტურა, სპორტი და ა.შ.

უნდა განვითარდეს ჯანსაღი რეგიონული სამე-ზობლო პლატფორმა. ამავე დროს აუცილებელია უფრო მისაღები რეგიონული პოლიტიკის წარმარ-თვა, რომელიც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს თუ სომხეთსა და თურქეთს შორის (აზერბაიჯანის

კანდიდატების საბოლოო სიას. ოს მოსახლეობას 13 ნოემბერს მოუწევს მძიმე გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ უნდა აირჩიოს “რეს-პუბლიკის“ პრეზიდენტად. samxreT kavkasiis konfliqtebi: procesebi, SesaZleblobebi da “CarTuloba” CarTulobis gareSe

giorgi xuciSvili

სამხრეთ კავასიის სამივე გადაუჭრელი კონფლიქტი – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის – არსებითად განსხვავდება ერთმანეთის-გან, თუმცა გარკვეული თვისებები, რაც დამახასი-ათებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონ-ფლიქტისათვის, შესაძლოა მთიანი ყარაბაღის პრობლემასაც მიესადაგოს. სამივე კონფლიქტს გაყინული კონფლიქტის სტატუსი მიენიჭა, რაშიც წვლილი ყველა დაინტერესებულმა მხარემ შეიტანა და მოხდა მათი ტრანსფორმაციის პროცესის სტაგნაცია, შენარჩუნდა დაპირისირების

გამძაფრების შიში, ათასო-ბით იძულე-ბით გადაად-გილებული პირი კვალვაც შინ დაბრუნე-ბის მოლოდინ-შია, ხოლო საერთაშორისო შუამავლობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ისევ არ აქვს შედეგი. საქარ- თველოსა და მისი პარტნიორების ძალისხმევამ, რომელიც მიმართული

გიორგი

ხუციშვილი - პოლიტოლოგი და კონფლიქტების მოგვარების ექ-

სპერტი, კონფლიქ-ტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის

დამაარსებელი და დირექტორი, პროგრამის გლობალური

პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისათვის

კოორ-დინატორი სამხრეთ კავკასიაში. წლების მანძილზე ასწავლიდა საერთაშორისო

სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამჟამად არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

Page 14: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

14

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

შეხედულებების გათვალისწინებით), ტრანსნაცი-ონალური პროექტების წახალისება (სასურველია ამერიკის მონაწილეობით), თანამშრომლობის განვითარება თურქეთთან, როგორც მზარდ საერ-თაშორისო აქტორთან რეგიონში, საერთო-რეგიონული ბიზნესსტრუქტურის შექმნა და სამოქალაქო თანამშრომლობის გააქტიურება. - შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად,

საქართველომ შესაძლოა შეასრულოს მედი-ატორის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

- სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების გრძელ-ვადიანი გამოსავალი მდგომარეობს რეგიონში ინტეგრაციული პროცესების განვითარებაში.

saqarTvelo-TurqeTis urTierTobebi Tanamedrove etapze konstantine JRenti

გასული საუკუნის მიწურულს საქართველოს დამო-უკიდებლობის აღდგენის დღიდან თურქეთი საქარ-თველოს კეთილ მეზობლად და მოკავშირედ რჩება. ამ ურთიერთობების ჩამოყალიბება იმთავითვე იყო განპირობებული, ერთი მხრივ, ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვით და ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვა-ნი ეკონომი-კური თუ პოლიტიკური ინტერესების თანხვედრით, ხოლო, მეორე მხრივ, თურქეთის, რო-გორც ნატოს წევრი სახელმწიფოს როლით საქარ-თველო-ნატოს ურთიერთობებში. ოფიციალური თურქეთი მუდამ იყო და არის საქართველოს

დამოუკიდებ-ლობისა და ტერიტორი-ული მთლიანო-ბის პრინციპე-ბის განუხრელ აღიარებაზე დაფუძნებული ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკუ-რი ურთიერ-თობების განვითარების ერთგული,

ამის დასტური იყო ის დახმარებაც (ეკონომიკურისა და პოლიტიკურის ჩათვლით), რაც თურქეთმა საქართველოს სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების პროცესში გაუწია. ერთადერთი საკითხი, რაც ზოგჯერ კითხვებს აჩენდა ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობაში, იყო თურქეთის აფხაზური და ჩრდილოეთკავკასიური დიასპორის, ასევე თურქული ფირმებისა და კომპანიების აქტიურობა სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სტაბილური და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთთან პრაგმატული და საკმაოდ წარმატებული ურთიერთობების განვითარების (განსაკუთრებით ეკონომიკური) მიუხედავად, თურქეთი მუდამ ახერხებდა, რომ ამ ურთიერთობებს არ გამოეწვია პრობლემები მის ურთიერთობებში როგრც საქართველოსთან, ისე თავის ნატოელ მოკავშირეებთან. გასული რამდენი-მე წლის განმავლობაში თურქეთის მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა მიღწევებმა, ასევე მისმა პოლიტი-კურმა გააქტიურებამ არაბული სამყაროს (ე.წ. არაბული “ფერადი რევოლუციების” შემდეგ) მიმართულებით, სადაც ის ცდილობს ახალი არაბული რეჟიმები დაარწმუნოს თურქული სეკულარული სახელმწიფოებრივი მოდელის (ე.წ. “ისლმური დემოკრატია”) უპირატესობაში და გარკვეულ წარმატებებს აღწევს ამ მიმართულებით. აგრეთვე მისმა აქტიურობამ ირანსა და დასავლეთს შორის მედიატორის, ხოლო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში მნიშვნელოვანი როლის შესრულების თვალსაზრისით მსოფლიოში და, განსაკუთრებით, დასავლეთში შექმნა წარმოდგენა, რომ თურქეთს უნდა ე.წ. “რეგიონული სუპერსახელმწიფოს” როლის შესრულება არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ მთლიანად მახლობელი აღმოსავლეთის რეგიონში. ამ სურვილში ცუდი არაფერია, მაგრამ თურქეთის ინტერესების ამგვარი გაფართოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს შავი ზღვის რეგიონში მისი ყურადღებისა და როლის თუნდაც ფორმალურად ან დროებით შესუსტების ხარჯზე. მით უმეტეს, რომ რუსეთი ცდილობს მსოფლიო და განსაკუთრებით დასავლეთი (ნატო და ევროკავშირი) “შეაგუოს” იმ ე.წ. “ახალ რეალო-ბებს”, რომლებიც წარმოიშვა რეგიონში საქართვე-ლოს წინააღმედეგ მისი აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. “დამოუკიდებლობის აღიარების” შემდეგ. თურქეთთან ურთიერთო-

კოსტანტინე ჟღენტი -

აღმოსავლეთმცოდ-ნე, თბილისის შავი ზღვის საერთაშო-რისო უნივერსიტე-

ტის პროფესორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული

უსაფრთხოების ინსტიტუტისა (SCIR) და რუსეთის კვლევის

ინსტიტუტის (GIRS) ექსპერტი. 2004-2006 წწ-ში კ. ჟღენტი იყო საქართველოს საგანგებო და

სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთის რესპუბლიკაში.

Page 15: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

15

Bbiuleteni # 7 ianvari 2012

ბებში კი რუსეთი ცდილობს გამოიყენოს თურქეთის გარკვეული წრეებისა და მოსახლეობის უკმაყო-ფილება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესის გაჭიანურებით და მისი ურთიერთობების გაუარესებით აშშ-თან (ისრაელთან და სომხეთთან არსებული პრობლემებიდან გამომდინარე), რათა ჩამოაყალიბოს ახალი ურთიერთობები თურქეთ-თან, მათ შორის “დასავლეთის გავლენისაგან თავისუფალ” შავი ზღვის რეგიონში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თურქეთის ხელისუფლება რეალურად შეაფასებს რუსეთის ამ ცდებს და არ დაარღვევს “ინტერესთა ბალანსს” შავი ზღვის რეგიონში, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს აქ არსებული პრობლემები, მოუგვარებელი კონფლიქტების ჩათვლით. evrokavSiri da konfliqtebi samxreT kavkasiaSi

kaxa gogolaSvili

ევროკავშირის მიდგომა სამხრეთ კავკასიის კონ-ფლიქტების მოგვარებაში ჩართვასთან დაკავშირე-ბით წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ბუნებრი-ვია, ამ საქმიანობას არ აქვს ევროკავშირის პოლიტი-კის სხვა მიდგომების მსგავსი ფორმატი, არც ზოგა-დად ევროკავშირის საერთო პოლიტიკურ ჩარჩოს ნაწილს წარმოადგენს და არც რომელიმე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი უჭერს მხარს, რომელსაც ევროკომისია აკონტროლებს. ევროკავშირის საქმი-ანობა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების გადაწყვე-ტის პროცესებში რჩება ცალკე მდგომ საკითხად, რომლის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტი-ურად არიან ჩართული გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოები. თითოეული შემთხვევისათვის ინდივიდუალურად ხდება გადაწყვეტილების მიღე-ბა, რაც წარმოუდგენლად ართულებს გრძელვადი-ანი გეგმის შემუშავებას. გარდა ამისა, ამგვარი მიდ-გომა პარტნიორ ქვეყნებში ბადებს ეჭვს ევროკავშირ-ის მიზნების მნიშვნელობასა და მათ ჭეშმარიტებაში და ასუსტებს მათ ენთუზიაზმსა და ნდობას ორგანი-ზაციისადმი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაძლებლობათა სისუსტე წევრი ქვეყნების პარალელური ქმედებებიდან მომდინარე-ობს. ევროკავშირის მთლიანი დიპლომატიური რე-სურსი ბევრად აღემატება როგორც ამერიკის ისე რუსეთის პოტენციალს. ამავდროულად, გადაფარვისა და

კოორდინაციის პრობლემების გამო მისი ეფექტი-ანობა ძალიან დაბალია. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურმა სამსახურებმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იმოქმედონ ევროკავშირის განსაკუთრებულ წარმომადგენელთან შეთანხმებული და კოორდინირებული გეგმის თანახმად. ევროკავშირის სამხრეთ კავკასიული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს გრძელი და საშუალოვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის მიდგომას. რეგიონში ევროკავშირის საქმიანობაში ჩართული უნდა იყოს როგორც კომისიაზე ისე ნაწილობრივ საბჭოზე დამოკიდებული ევროპული საგარეო საქმეთა სამსახური. წევრმა სახელმწიფოებმა ევროპულ საგარეო საქმეთა სამსახურს უნდა მიანიჭონ როგორც სამოქმედო ისე გადაწყვეტილების მიღების უფლება და შესაძლებლობები, მეტი მოქნილობა თავად წევრი სახელმწიფოების მიერ საშუალო ვადაზე გათვლილი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში. აღმოსავლური პარტნიორობის თანამშრომლობის ფორმატი სრულად შეეფარდება მთავრობებს შორის ევროკავშირში არსებული საკითხების გადაჭრის იმ მექანიზმებს, რომლებსაც განსაზღვრავს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და ევროკავ-შირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პო-ლიტიკა. შესაბამისად, შესაძლებელია მისი წარმატე-ბით გამოყენება პარტნიორ სახელწმიფოებთან მის სამეზობლოში, რომლებსაც აწუხებთ სტაბილურობის თემა, ეფექტიანი დიალოგისთვის. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღმოსავლური პარტნიორობის წარმატებისთვის, რამდენადაც კონფლიქტები სამხრეთ კავ-კასიაში (და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც) აფერხებს და ასუსტებს მისი, რო-გორც რეგი-ონალური თანამშრომ-ლობისა და ინტეგრაციისეფექტიანი პოლიტიკის შესაძლებ-ლობებს.

კახა გოგოლაშვილი - საქართეველოს სტრატე-გიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლე-ვის ფონდის ევროპული

კვლევების ცენტრის დირექტორი. მი-სი ხელმძღვანელობით განხორცი-ელებული პროექტები ეხება კვლე-ვით, შესაძლებლობათა ზრდის, ევ-როპული ინტეგრაციისა და მშვიდო-ბის მშენებლობის სფეროებს. იკვლევ-და და ასწავლიდა ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებას წამყვან აკადემიურ და სამეცნიერო ინსტიტუ-ტებში. იგი იყო ევროკავშირში წარმო-მადგენლობის ხელმძღვანელის მო-ადგილე და საგარეო საქმეთა სამი-ნისტროში ევროკავშირთან ურთიერ-თობის დეპარტამენტის დირექტორი.

Page 16: Savi zRvis samSvidobo qseli - gfsis.org · PDF fileრუსულ არქივებში ინახება უახლესი ისტორიის ... საკითხები

kontaqti GFSIS

3a Sio CitaZis quCa Tbilisi, 0108

GEOsaqarTvelo tel: (995 32) 2473555

Ffaqsi: (995 32) 2985265 www.bspn.gfsis.org/ [email protected]

misia - Savi zRvis samSvidobo qseli (BSPN)

პროექტი შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი წარმოადგენს პირველ მცდელობას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის რეგიონის კონფლიქტების მოგვარებაში. პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (Crisis Management Initiative-CMI) თანამშრომლობით. პროექტი მოიცავს შავი ზღვის რეგიონის იმ შვიდ ქვეყანას, სადაც არსებობს შიდაეთნიკური პრობლემები, და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდას, რომ აწარმოოს დიალოგი და შეასრულოს შუამავლის როლი კონფლიქტების ეფექტურად მოსაგვარებლად. პროექტის მიზანია, ასევე, ადგილობრივ თემებსა და რეგიონებს შორის მშვიდობიანი დიალოგის განვითარება კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე ახალი და განსხვავებული მიდგომებით ზემოქმედების საშუალებით. ამასთან, შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმმა საფუძველი ჩაუყარა ფართო ინიციატივას, რომ სამშვიდობო განვითარებისათვის შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული პლატფორმები, სადაც გაერთიანდებიან ეროვნული ფორუმები. ამ ინიციატივის საშუალებით შესაძლოა ერთმანეთს დაუკავშირდნენ უკვე ჩართული და ამის მოსურნე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, ეროვნულ ფორუმებს შეუძლიათ მეტი ინიციატივა გამოიჩინონ კრიზისების მართვის დარგში და რეგიონული შუამავლის ფუნქციის შეძენით არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო კავშირი უზრუნველყონ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს, როგორც კრიზისების მართვის ინიციატივის ადგილობრივ პარტნიორს, ევალება იმუშაოს საქართველოში ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის შექმნაზე და მოაწყოს შეხვედრები დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის. პროექტი ხორციელდება რამდენიმე კომპონენტის სახით. კერძოდ, ითვალისწინებს:

- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ექსპერტთა საბჭოს რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას, სადაც წარმოადგენენ შესაბამის პრეზენტაციებს, იმართება დებატები და მუშავდება ანგარიშები.

- ვებგვერდს, სადაც განთავსდება ინფორმაცია შეხვედრებზე გამოთქმული აზრებისა და მონაცემების შესახებ.

- „შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის“ პროექტის ბიულეტენის მეშვეობით ფართო საზოგადოება ეცნობა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ანალიტიკურ წერილებს კონფლიქტების მოგვარების, სამშვიდობო განვითარების, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, აგრეთვე, სამშვიდობო განვითარებაში ევროკავშირის წვლილისა და როლის შესახებ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობით გავზრდით საზოგადოების ინტერესს კონფლიქტების პრევენციის, მართვის, ტრასფორმაციისა და მშვიდობიანი გზით შემდგომი მოგვარების საკითხებში, წვლილს შევიტანთ აღნიშნულ თემებზე დებატების ფართოდ გაშლაში და ხელს შევუწყობთ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე დიალოგის წარმოებას ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.

proeqtis gundi

proeqtis direqtori: kaxa gogolaSvili

proeqtis koordinatori: rusudan margiSili

mrCevelTa sabWo: giorgi volski,

naira Bbepievi, iulia KxaraSvili,

naTela saxokia, Aaleqsandre rusecki,

aleqsandre kuxianiZe