saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა...

23
1 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი I 2010 ბაკალავრიატი

Transcript of saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა...

Page 1: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

1

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი I

2010

ბაკალავრიატი

Page 2: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

2

სარჩევი

თეატრმცოდნეობა ------------------------------------------------------------------------- 3 კინომცოდნოება ---------------------------------------------------------------------------- 5 ხელოვნებათმცოდნეობა ------------------------------------------------------------------ 8 ტელემცოდნეობა -------------------------------------------------------------------------- 11 ტელე-რადიო ჟურნალისტიკა ----------------------------------------------------------- 13 მენეჯმენტი (კულტურის მენეჯმენტი) ------------------------------------------------- 16 მენეჯმენტი (კულტურული ტურიზმის მენეჯმენტი) -------------------------------- 18 დამატებითი სპეციალობის პროგრამები -------------------------------------------- 20 გიდი – კულტურული ტურების გამყოლი ----------------------------------------- 20 ტელე-რადიო რეპორტიორი ------------------------------------------------------------ 22

Page 3: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

3

I თეატრმცოდნეობა მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში (თეატრმცოდნეობა). კრედიტების რაოდენობა: 240 კრ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით ( ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა, ლიტერატურა) პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა • მსოფლიო და ქართული თეატრის ისტორიაში კულტურული და სოციალ-პოლიტიკური ასპექტის გათვალისწინებით, მის პრობლემატიკაში, სახეებში და კვლევის მეთოდებში. • გაარკვიოს თეატრალური კრიტიკის არსში, ძირითად პარამეტრებსა და თავისებურებებში. გააცნოს თეატრის კომპონენტები, დრამატურგიის საფუძვლები, ეპიზოდის ან გმირის ხასიათის, კონფლიქტის ბუნების მნიშვნელობა, მათი ადგილი სპექტაკლის მხატვრულ ქსოვილში. • გააცნოს თანამედროვე სათეატრო კრიტიკისა საფუძვლები. • წარმოდგენა შეუქმნას კრიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიისა და თეორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე, კონკრეტული პერიოდის ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და სათეატრო ხელოვნების ურთიერთობაზე. • გააცნოს ამ სფეროში საქართველოს, დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება, შეფასების კრიტერიუმები და თანამედროვე თეორიები. • ასწავლოს პრობლემურ მასალაზე მუშაობა, ჟურნალისტური ინტერვიუს, რეპორტაჟის მომზადება, კრიტიკული წერილის წერა და სპექტაკლის შეფასება. • მისცეს სტუდენტებს საშუალება აითვისონ მხატვრულ მოვლენებსა და ფაქტებში ორიენტაციისა და შესწავლა-ანალიზის, დისკუსიაში მონაწილეობის, წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარები; • ჩამოუყალიბოს სტუდენტებს უნარი მუდმივად განაახლონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება; სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს ეცოდინება • მსოფლიო და ქართული თეატრის ისტორია. • თეატრალური კრიტიკის ძირითადი პარამეტრები და თავისებურებები.

Page 4: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

4

• თეატრის კომპონენტები, დრამატურგიის საფუძვლები, რეჟისურის, ეპიზოდის ან გმირის ხასიათის, კონფლიქტის ბუნების მნიშვნელობა, მათი ადგილი სპექტაკლის მხატვრულ ქსოვილში. • კრიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიისა და თეორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპები; • კონკრეტული პერიოდის ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და სათეატრო ხელოვნების ურთიერთობა. • ამ სფეროში საქართველოს, დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება, შეფასების კრიტერიუმები. • ჟურნალისტური ინტერვიუს, რეპორტაჟის მომზადება, კრიტიკული წერილის წერა და სპექტაკლის შეფასება. • სპექტაკლის შესწავლა-ანალიზი, დისკუსიაში მონაწილეობის, წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარი; • კინოხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ზოგადი ისტორია. პროგრამის განვითარება შესაძლებელია შემდგომი აკადემიური ხარისხის მოპოვებით სამაგისტრო დონეზე. შეფასების წესი: (A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი. დასაქმების სფეროები: თეატრმცოდნის სამუშაო კომპეტენციაა პროფესიული შეფასებების გაცემა დაინტერესებული საზოგადოებისათვის და დამკვეთი მხარისთვის, ზოგადად - კულტურაში, კერძოდ კი თეატრალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების ანალიზის მიწოდება, თეატრმცოდნეობითი ხასიათის ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების გამოტანა და თეატრმცოდნეობითი ხასიათის კვლევების ჩატარება. ეს სამუშაო მათ შეუძლიათ შეასრულონ როგორც დამოუკიდებლად, ასევე - ჯგუფში. თეატრმცოდნე, რომელსაც გააჩნია ბაკალავრის ხარისხი, მუშაობს: • გამომცემლობებსა და რედაქციებში; • კულტურის მართვის ადგილობრივი და უწყებრივი დაქვემდებარების ორგანიზაციებში; • საზოგადოებრივ, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებში; • სამეცნიერო –კვლევით ინსტიტუტებში.

Page 5: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

5

II კინომცოდნეობა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში (კინომცოდნეობა). კრედიტების რაოდენობა: 240 კრ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით ( ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა, ლიტერატურა) პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა • მსოფლიო და ქართული კინოს ისტორიაში; • კინოს სახეობების - მხატვრული, დოკუმენტური (სამეცნიერო, ქრონიკა), მულტიპლიკაცია, სატელევიზიო ფილმი ისტორიასა და თავისებურებებში; • გაარკვიოს აუდიო-ვიზუალური რიგის ესთეტიკურ თავისებურებებში (აქ იგულისხმება ხმოვანი პარტიტურის ყველა პარამეტრი (მუსიკა, ხმაური, ხმა და ა.შ.) და ფილმის სახვით პარტიტურაში (კოსტიუმის შექმნის ხელოვნება, მხატვრული სახე-სიმბოლოების სტრუქტურული სახეობები, კომბინირებული გადაღებები, კომპიუტერული ტექნიკა, ციფრული ტექნიკა), ასევე სამსახიობო ხელოვნების მნიშვნელობასა და შეფასების პრინციპებში. • განუვითაროს ფილმის პროფესიულ აღქმის, მისი ანალიზის უნარი; • განუვითაროს მსჯელობის ტექნიკა და ჩვევები; • განუვითაროს წერის ტექნიკას და პუბლიკაციის სხვადასხვა სახეობები. • გააცნოს ამ სფეროში საქართველოს, დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება, შეფასების კრიტერიუმები და თანამედროვე თეორიები. • გააცნოს კინორეჟისორის, კინოოპერატორის, კინოდრამატურგის, კინომხატვრის, ხმის ოპერატორის საქმიანობის არსი; • წარმოდგენა შეუქმნას კინოპროცესის, კინოს ისტორიის და თეორიის, სპეციფიკის, ეროვნული თავისებურებების, გამომსახველობითი სისტემების და სხვა პარამეტრების შესახებ; • გაარკვიოს ფილმების რეცენზირებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მასალის შესასწავლის თვალსაზრისით; • მისცეს შესაძლებლობა შეითვისოს მასალის მოძიების (კინოლიტერეტურიდან და ხელოვნების მომიჯნავე დარგებიდანაც, აგრეთვე, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის კვლევებიდან) მისი დამუშავების, საკუთარ პოზიციასთან მისი შეჯერების უნარი; • მისცეს სტუდენტებს საშუალება აითვისონ მხატვრულ მოვლენებსა და ფაქტებში ორიენტაციისა და შესწავლა-ანალიზის, დისკუსიაში მონაწილეობის, წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარები;

Page 6: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

6

სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს ეცოდინება: • მსოფლიო და ქართული კინოს ისტორია. • კინოკრიტიკის ძირითადი პარამეტრები და თავისებურებები. • ისტორიისა და თეორიისათვის მნიშვნელოვანი მასალის მოძიება-გამოყენება; • კინოპროცესის, შემოქმედებითი მიმდინერეობების და სკოლების, ცალკეულ ხელოვანთა შემოქმედების, და ა.შ., შესახებ მსჯელობას, როგორც თვისობრივად, ისე დროის კონტექსტში; კურსდამთავრებულს შეეძლება: • პროფესიული ხედვით ფილმის აღქმა. • მსოფლიო და ქართული კინოს მნიშვნელობის და მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო კულტურისა და ცავილიზაციის სივრცეში. • ლოგიკური აზროვნება, ზეპირ-წერითი ინტელექტუალურ-ანალიტიკური აზროვნება და ურთიერთობები. • ლიტერატურის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურულოგიის, ფილოსოფიის, ესთეტიკის, ფსიქოლოგიის, და სხვა დარგებთან კავშირში აზროვნება და საკუთარი მოსაზრების გადმოცემისას ზემოჩამოთვლილი დარგების მეშვეობით აპელირება. • საკვლევ თემაზე მასალის მოპოვება (ლიტერატურა, არქივი) და მის საჭიროებისამებრ გამოყენება. • ფილმის რეცენზირება, სადაც შეძლებს მკითხველამდე ფილმის მხატვრული ფენომენის მიტანას, მისი ღირსებების გახსნა. • სხვადასხვა ჟანრის პუბლიკაციის წერა (საჟურნალო და საგაზეთო რეცენზია, ესე, შინაარსი, სარეკლამო ტექსტი, ფილმზე დასკვნა და ა.შ.) • მასალის შეგროვება, ტექსტის რედაქტირება, კინოსაკითხებში პროფესიულ ორიენტირება. პროგრამის განვითარება შესაძლებელია შემდგომი აკადემიური ხარისხის მოპოვებით სამაგისტრო დონეზე. შეფასების წესი: (A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი. დასაქმების სფეროები: კინომცოდნის სამუშაო კომპეტენციაა კინოკრიტიკოსის და რედაქტორის საქმიანობა, პროფესიული შეფასებების გაცემა დაინტერესებული საზოგადოებისათვის და დამკვეთი მხარისთვის, ზოგადად - კულტურაში, კერძოდ კი კინოხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ანალიზის მიწოდება, კინომცოდნეობითი ხასიათის ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების გამოტანა და კინომცოდნეობითი ხასიათის

Page 7: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

7

კვლევების ჩატარება. ეს სამუშაო მათ შეუძლიათ შეასრულონ როგორც დამოუკიდებლად, ასევე - ჯგუფში. კინომცოდნემ, რომელსაც გააჩნია ბაკალავრის ხარისხი, შეიძლება იმუშაოს: • კინო-ვიდეო-ტელესტუდიებში (კინოკრიტიკოსის და რედაქტორის საქმიანობა), • კულტურის მართვის ადგილობრივი და უწყებრივი დაქვემდებარების ორგანიზაციებში, მმართველობით სამსახურებში; • სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში; • საზოგადოებრივ, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში, გამომცემლობებსა და რედაქციებში.. კინო-ტელე და სხვა საეკრანო ხელოვნებათა სფეროში შემოქმედებითი და საორგანიზციო პროფილით მუშაობა და ა.შ.

Page 8: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

8

III ხელოვნებათმცოდნეობა მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში (ხელოვნებათმცოდნეობა). კრედიტების რაოდენობა: 240 კრ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით ( ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა, ლიტერატურა). პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა • მსოფლიო და ქართული სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიაში; • ხელოვნების დარგების – ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და არქიტექტურა თავისებურებებში; • შეასწავლოს ხელოვნების თეორია, ძირითადი სახელოვნებათმცოდნეო ტერმინოლოგია და მხატვრული ანალიზის საფუძვლები; • გაარკვიოს მშობლიური ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის არსში და მის თავისებურებებში; • ასწავლოს მხატვრული სტილების რაობა და განსხვავება მათ შორის; • გაარკვიოს ხელოვნებათმცოდნეობის პრობლემატიკაში და კვლევის მეთოდებში; • გაარკვიოს ხელოვნების მხატვრული მიმართულებების სპეციფიკაში; • განუვითაროს ხელოვნების ნაწარმოების პროფესიულ აღქმის, მისი ანალიზის უნარი; • გააცნოს ამ სფეროში საქართველოს, დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება, შეფასების კრიტერიუმები და თანამედროვე თეორიები. • ასწავლოს სპეციალური ლიტერატურის მოძიება და გამოყენება. • მისცეს სტუდენტებს საშუალება აითვისონ მხატვრულ მოვლენებსა და ფაქტებში ორიენტაციისა და შესწავლა-ანალიზის, დისკუსიაში მონაწილეობის, წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარები; • აღჭურვოს სტუდენტი იმ აუცილებელი საბაზო ცოდნით, რომელიც გულისხმობს ზოგად ჰუმანიტარულ განათლებას ხელოვნებათმცოდნეობის დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. • ჩამოუყალიბოს სტუდენტებს უნარი მუდმივად განაახლონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება;

Page 9: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

9

სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს ეცოდინება: • მსოფლიო და ქართული სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორია. • ათვისებული ექნება ძირითადი სახელოვნებათმცოდნეო ტერმინოლოგია, მხატვრული ანალიზის მეთოდი და მხატვრული კრიტიკის ელემენტები; • მხატვრული სტილების რაობა და განსხვავება მათ შორის; • ხელოვნების მხატვრული მიმართულებების სპეციფიკა; • გააცნოს ამ სფეროში საქართველოს, დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება, შეფასების კრიტერიუმები და თანამედროვე თეორიები. • ექნება აუცილებელი ზოგად ჰუმანიტარული საბაზო ცოდნა და ხელოვნების სხვა დარგების ისტორიის (თეატრის, კინოს, მუსიკის და ა. შ) ზოგადი ცოდნა. • გააცნობიერებს მშობლიური ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის რაობას, თავისებურებებს; • გაიაზრებს Mხატვრულ შემოქმედებას, როგორც ფასეულობას; კურსდამთავრებულს შეეძლება: • ხელოვნების ნაწარმოების სტილური შეფასება, ამ გზით შექმნის პერიოდის მიახლოებითი განსაზღვრა; • ხელოვნების ნაწარმოებების კლასიფიცირება, კვლევის ჩატარება, პროფესიული შეფასება; • ხელოვნების ნაწარმოების პროფესიული აღქმა, გაანალიზება, ნააზრევის ზეპირი და წერილობითი გადმოცემა; • შეეძლება სპეციალური ლიტერატურის მოძიება და გამოყენება. • ექნება მხატვრულ მოვლენებსა და ფაქტებში ორიენტაციისა და შესწავლა-ანალიზის, დისკუსიაში მონაწილეობის, წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარი; • მასალის შეგროვება, ტექსტის რედაქტირება, ხელოვნების ისტორიის საკითხებში პროფესიულ ორიენტირება. • თანამედროვე ხელოვნების მოვლენებზე ინფორმაციის შეგროვება, მისი პროფესიულად მოწოდება, შეფასებების გაცემა; პროგრამის განვითარება შესაძლებელია შემდგომი აკადემიური ხარისხის მოპოვებით სამაგისტრო დონეზე. შეფასების წესი: (A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი.

Page 10: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

10

დასაქმების სფეროები: ხელოვნებათცოდნის სამუშაო კომპეტენციაა ხელოვნების ისტორიკოსის და რედაქტორის საქმიანობა, პროფესიული შეფასებების გაცემა დაინტერესებული საზოგადოებისათვის და დამკვეთი მხარისთვის, ზოგადად - კულტურაში, კერძოდ კი სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის სფეროში, ასევე მიმდინარე სახელოვნებო პროცესების ანალიზის მიწოდება, ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების გამოტანა და კვლევების ჩატარება. ეს სამუშაო მას შეუძლია შეასრულოს როგორც დამოუკიდებლად, ასევე - ჯგუფში. ხელოვნებათმცოდნემ, რომელსაც გააჩნია ბაკალავრის ხარისხი, შეიძლება იმუშაოს: • მუზეუმებში, გალერეებში, ძეგლთა დაცვის ორგანიზაციებში; • საარქივო ორგანიზაციებში; • კულტურის მართვის ადგილობრივი და უწყებრივი დაქვემდებარების ორგანიზაციებში; • სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში; • საზოგადოებრივ- არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებში, • გამომცემლობებსა და რედაქციებში; • ტურიზმის სფეროში; • მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში, • ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი და საორგანიზციო პროფილით მუშაობა და ა.შ.

Page 11: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

11

IV ტელემცოდნეობა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში (ტელემცოდნეობა). კრედიტების რაოდენობა: 240 კრ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით ( ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა, ლიტერატურა) პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც შესძლებენ სატელევიზიო ნაწარმოებების ანალიზს. თანამედროვე ტელესამყარო მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ხშირად სატელევიზიო ნაწარმოებების სიუხვე არ განაპირობებს მათ ხარისხს. მომხმარებელს არც თუ იშვიათად მიეწოდება დაბალი გემოვნების და პროფესიულად გაუმართავი სატელევიზიო პროდუქცია. საქართველოში კი არ არსებობს კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც პროფესიულ შეფასებას გაუწევს და მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს სატელევიზიო პროდუქციის ხარისხზე. ასევე შეისწავლის სატელევიზიო ბაზრის მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების გათვალისწინებით მოახდენს კვლაიფიციურ ანალიზს ქართულ ტელესივრცეში მიმდინარე მოვლენებზე. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დღეს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობა სწორედ მედიაკრიტიკა და მასში შემავალი ტელეკრიტიკაა. ტელემცოდნეობა კი ტელეკრიტიკის გარდა ტელევიზიის ისტორიის და თეორიის შესწავლასც გულისხმობს. საქართველოში არ არსებულმა ამ სპეციალობამ სერიოზული ვაკუუმი შექმნა საქართველოს კულტურული და საზოგადოებრივი სფეროების კვლევის პროცესში. არ არსებობს საქართველოს ტელევიზიის ისტორიის საკითხებზე გამოცემული სრული კრებული, არ არსებობს ქართველი ავტორების მიერ ტელევიზიის თეორიის საკითხების მომცველი ფუნდამენტური ნაშრომები. არადა, დღეს ტელევიზია არის წამყვანი დარგი საზოგადოებრივი ცხოვრების, მას საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველაზე დიდი ძალა გააჩნია და, ამდენად, აუცილებელია იმგვარი სპეციალისტების არსებობა, რომლებიც შესძლებენ გაარკვიონ რამდენად სწორად მოქმედებს საზოგადოებაზე ტელევიზია, რამდენად მართებულად წარმართავს სატელევიზიო გადაცემები საზოგადოების გემოვნებას და აზროვნების სისტემას. კურსის ამოცანაა მომაზადოს მომავალი ტელემცოდნეები, რომლებიც იმუშავებენ როგორც ტელეკრიტიკაში,, ასევე ტელეთეორიის და ისტორიის საკითხებშიც. მომავალი ტელემცოდნეები ჩამოყალიბდებიან ტელეჟურნალისტური ნაწარმოებების ექსპერტებად.

Page 12: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

12

სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეეძლება: • სპეციალურ ლიტერატურაში ორიენტირება, • ტელეჟურნალისტური ნაწარმოებების პროფესიულ ანალიზი; • ტელევიზიის საკითხებზე თეორიული ნარკვევების და სხვადასხვა ტელეკომპანიების პროდუქციის ანალიზის შემცვალი ნაშრომების შექმნა; • ჟურნალისტიკის ისტორიისა და თეორიის საკითხები: • ექნება ტელეკრიტიკოსის უნარ-ჩვევები; • ტელევიზიის ისტორიის და განვითარების ეტაპებში სწორ ორიენტირება; • თანამედროვე ჟურნალისტიკის ჟანრების თავისებურებებში გარკვევა; • სატელევიზიო საქმის ექსპერტიზას; • მასმედიის მუშაობის ანალიზს; • პუბლიკაციებსათვის მასალის შეგროვება-დამუშავებას, გამოცემისათვის მომზადებას; ტელევიზიის სფეროში საგაზეთო ან საჟურნალე სტატიების მომზადება; • გამომცემელთან, რედაქტორთან, კორექტორთან, რესპოდენტებთან მუშაობა; პროგრამის განვითარება შესაძლებელია შემდგომი აკადემიური ხარისხის მოპოვებით სამაგისტრო დონეზე. შეფასების წესი: (A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი. დასაქმების სფეროები: ტელემცოდნე, იგივე ტელეკრიტიკოსი არის ტელეექსპერტი, საგაზეთო ან საჟურნალე პუბლიკაციების ავტორი. ბეჭდური მედიის რედაქციების, გამომცემლობების რედაქტორი, გამომცემელი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ავტორი. სპეციალიზაციით “სატელევიზიო კრიტიკა”, კურსდამთავრებული მომზადებული უნდა იყოს გამომცემლობებში, რედაქციებში, საინფორმაციო სააგენტოებში, სხვადასხვა ტელეკომპანიებში საქმიანობისათვის, ასევე დამოუკიდებელი საექსპერტო საქმინობისათვის, ტელევიზიის სფეროში სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

Page 13: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

13

V ტელე-რადიო ჟურნალისტიკა მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ტელე-რადიო ჟურნალისტიკაში. კრედიტების რაოდენობა: 240 კრ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით ( ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა, ლიტერატურა). პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიცირებული სპეციალისტები ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სფეროში, რათა მათ შესძლონ კულტურის ჟურნალისტიკაში პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობა. მრავალი სპეციალიზაცია, რომელიც მასმედიის სფეროს განეკუთვნება, დიდი ხანია არსებობს ჩვენს უნივერსიტეტში. დღეს, როდესაც კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალი ჟურნალისტების მომზადებამ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი კულტურის და ხელოვნების შენარჩუნებასა და პროპაგანდას, აუცილებელია ამ დარგის სპეციალისტების კომპლექსური მომზადება ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის საფუძველზე მასმედიის სხვა სპეციალობებთან მჭიდრო კონტაქტში. უნივერსიტეტში შესაძლებელია ბაკალავრების მომზადება კოორდინირებულად და შეთანხმებულად, ელექტრონული მედიის სხვა სპეციალობების შესწავლის და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის შედეგად. ჩვენს უნივერსიტეტში არის ის სპეციალობები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სატელევიზიო და რადიო სივრცეს, შესაბამისად, მათთან ერთად, მათ გვერდზე უნდა მომზადდეს ტელე-რადიო სივრცის მთავარი ფიგურა – ჟურნალისტი. ამ სპეციალობების სტუდენტებს მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტი მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას სწავლის პროცესში მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ პროექტებში, რაც სწავლის პერიოდშივე გამოუმუშავებს მათ შეთანხმებული მუშაობის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. მაგალითად: ტელე- რადიო რეჟისორების საკურსო ან სემესტრული ნაშრომების-გადაცემების ავტორები, წამყვანები, კორესპონდენტები, რეპორტიორები იქნებიან ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები. ამ გადაცემებს გადაიღებენ ტელესაოპერატორო სპეციალობის სტუდენტები, რომელთაც ხმოვან რიგს შესძენს ხმის რეჟისორთა სპეცილობის სტუდენტი და ა.შ. რამაც განაპირობა ყველა დისციპლინის მოთხოვნების გათვალისწინებით, ორიგინალური სასწავლო გეგმების და სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება. ამის შედეგად, ჩამოყალიბდა ტელე-რადიო სივრცეში მომუშავე ძირითადი სპეციალობების სპეციალისტთა სწავლების ერთობლივი სტრუქტურა, რაც მომავალ სპეციალისტს ყოველმხრივ მომზადებულს და კვალიფიცირებულს გაზრდის. ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობაზე უმთავრესი ყურადღება კულტურის ჟურნალისტიკის სფეროს გამაგრებას და მომძლავრებას დაეთმობა.

Page 14: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

14

სწავლის შედეგები: თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსდამთავრებულები შეავსებენ თანამედროვე ტელე-რადიო სივრცეში არსებულ პროფესიონალ ჟურნალისტთა დეფიციტს. ამ სპეციალობის კურსდამთავრებულები იქცევიან კვალიფიციურ მედია-ექსპერტებად კულტურის სფეროში, რაც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას ეთერიდან მოისმინონ ზუსტი და პროფესიულად გამართული შეფასებები კულტურასა და ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრები, რომლებსაც უნივერსიტეტის ეს სპეციალობა მოამზადებს, კულტურის პროპაგანდის საშუალებით, შესძლებენ საზოგადოების მორალური სახის დახვეწას, მასში ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური იდეების დამკვიდრებას და საზოგადოების ინტელექტუალური დონის ამაღლებას, მისი გემოვნების ფორმირებას. ამ სპეციალობის კურსდამთავრებულები უფლებამოსილნი იქნებიან შექმნან ქვეყნის კულტურული აუდიო-ვიდეო მატიანე და შთამომავლობას დაუტოვონ კულტურის და ხელოვნების მოღვაწეების მიერ შექმნილი ფასეულობები. კურსდამთავრებულები შეძლებენ: • ჟურნალისტიკის თეორიას და პრქტიკაში გარკვევას; • მოვლენის, ფაქტის, ანალიზს და ჟურნალისტურ შეფასებას; • ტელე-რადიო გადაცემების, პროგრამების, სიუჟეტების მომზადებას. • ტელე-რადიო ჟურნალისტის პროფესიულ საკითხებში ორიენტირებას; • ტელე-რადიო პროგრამების პირდაპირ ეთერში მუშაობას; • სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო ჟანრების პროგრამების წაყვანას; • ტელე-რადიო კომპანიებში ჟურნალისტად, წამყვანად, კორესპონდენტად, რეპორტიორად, კომენტატორად და მიმომხილველად მუშაობას; • რედაქტორთან, რესპოდენტთან, ინტერვიუერთან, რეჟისორთან, ოპერატორთან, პროდიუსერთან, წამყვანთან და სხვა სატელევიზიო და რადიო პერსონალთან მუშაობას; • თანამედროვე ტელე-რადიო ჟანრების თავისებურებებში ორიენტირებას • სპეციალურ ლიტერატურაში ორიენტირებას; • საინფორმაციო სააგენტოებთან, “PR სამსახურებთან”, პრეს ცენტრებთან თანამშრომლობას; • მედია მენეჯმენტში და მედიაპროდიუსინგში მუშაობას; • ტელე-რადიო სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობას; • სატელევიზიო და რადიო ბაზრის მოთხოვნილებებში ორიებტირებას; შეფასების წესი: (A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი.

Page 15: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

15

დასაქმების სფეროები: • ტელე-რადიო კომპანიები; • სარეკლამო სააგენტოები; • საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სამსახურები; • პრეს-ცენტრები; • საინფორმაციო სააგენტოები.

Page 16: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

16

ბიზნესისა და მართვის დეპარტამენტი

I მენეჯმენტი (კულტურის მენეჯმენტი)

მისანიჭებელი აკად. ხარისხი: ბიზნესისა და მართვის ბაკალავრი (კულტურის მენეჯმენტი) პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი. პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. იური მღებრიშვილი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით ( ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა, ლიტერატურა) მიზანი: პროგრამის მიზანია მომზადდეს სპეციალისტები ხელოვნების და კულტურის მენეჯმენტის სფეროში, რომლებიც იქნებიან მომზადებულები მმართველობითი საქმიანობისათვის საშუალო შტაბური ან წრფივი მენეჯმენტის თანამდებობებზე სამთავრობო და არასამთავრობო, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებში. შედეგები: საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს ზოგადპროფესიულ, პროფესიულ და ჰუმანიტარულ მომზადებას. კულტურის მენეჯმენტის სფეროში ბაკალავრმა უნდა: • იცოდეს სოციოლოგიის და ეკონომიკის ძირითადი კატეგორიები, გაიგოს სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების არსი, ფლობდეს სოციალური და ეკონომუკური ანალიზების მეთოდებს; • ესმოდეს ორგანიზაციის ფუნქციონირების კანონები, შეეძლოს ანალიზის გაკეთება და განახორციელოს მენეჯმენტის ძირითადი ფუნქციები; • ფლობდეს მენეჯერის პრაქტიკულ უნარებს (კომუნიკაციების განხორციელება, მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება, კონფლიქტების და სტრესების მართვა და ა.შ.) • იცოდეს თანამედროვე კულტურის მდგომარეობა და მოთხოვნები; • ფლობდეს აზროვნების კულტურას, შესწავლილი ჰქონდეს მისი კანონები და იყენებდეს მათ კვლევით, ანალიტიკურ და პედაგოგიურ მოღვაწეობაში; • ფლობდეს წერისა და ზეპირ მეტყველების ჩვევებს; • შეეძლოს ახალი, ზოგადი და პროფესიული ცოდნის შეძენა სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; • ფლობდეს ინფორმაციის შეგროვების, შენახვის და დამუშავების კომპიუტერულ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება მენეჯმენტის სფეროში. სწავლის გაგრძელების ასპექტში ბაკალავრი უნდა იყოს მომზადებული განათლების გაგრძელებისათვის მაგისტრატურაში კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით.

Page 17: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

17

შეფასების წესი: (A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი. დასაქმების სფეროები: • სახელმწიფო და არასახელმწიფო კულტურის ორგანიზაციები; • საპროდიუსერო სააგენტოები; • საინიციატივო ჯგუფის შექმნილი დამოუკიდებელი პროექტებში მონაწილეობა.

Page 18: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

18

I მენეჯმენტი (კულტურული ტურიზმის მენეჯმენტი)

მისანიჭებელი აკად. ხარისხი: ბიზნესისა და მართვის ბაკალავრი (კულტურული ტურიზმის მენეჯმენტი) პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი. პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. მალხაზ ღვინჯილია პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით ( ზოგადი უნარები, ქართული ენა, უცხო ენა, ლიტერატურა) მიზანი: პროგრამის მიზანია მომზადდეს სპეციალისტები კულტურული ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში, რომლებიც მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების რეალიზაციის საფუძველზე შეძლებენ კულტურული მემკვიდეობის ძეგლების, ეთნოგრაფიული და კონფენსიური თვითმყოფადობის ობიექტების პრომოუშენს. დამოუკიდებლად იმუშავებენ ტურისტულ სააგენტოებში, სასტუმროებისა თუ ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებში მმართველობით ორგანოებში, გიდ-ექსკურსიამძღოლებად კულტურულ ცენტრებში, შექმნიან და რეალიზაციას გაუკეთებენ კულტურულ ტურებს. შედეგები: • საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს • ზოგადპროფესიულ, პროფესიულ და ჰუმანიტარულ მომზადებას. • შეუძლია მიღებული ცოდნის საფუძველზე კულტურული ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში მიმდინარე პროცესების ოპტიმალური გადაწყვეტის პრინციპით შეცნობის მეთოდიკის შესწავლა. • აქვს ტურისტული ინდუსტრიის მმართველობის ფორმებისა და ტურისტული კომპანიების სეგმენტური ორგანიზაციის განვითარების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მახასიათებლების ანალიტიკური მიმოხილვისა და დინამიკური პროგნოზირების მეთოდიკის შესწავლის უნარი. • ფლობს კომპეტენციებს ტურიზმის მენეჯმენტში არსებული ბუნებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, ხელოვნებათმცოდნეობითი და ეკოლოგიური ფაქტორების ტურიზმზე ზეგავლენის ხარისხის ანალიზისათვის. • ტურიზმის მენეჯმენტის სტრატეგიული დაგეგმარების ცოდნა;

Page 19: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

19

• ტურიზმში მარკეტინგული კვლევის დაგეგმვისა და რეალიზაციის ცოდნა. • იყენებს ტურისტული ინდუსტრიის მენეჯმენტის სფეროში მიმდინარე პროცესების ექსპერტული შეფასების მეთოდიკას; ტურიზმის მენეჯმენტის სამეცნიერო მიმართულებებში აპრობირებულ მეთოდებს; • შეუძლია მიღებული კვლევის შედეგების მიზნობრივი ინტერპრეტაცია; • იყენებს კულტურული ტურიზმის მენეჯმენტში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების მეთოდებისა და ხერხების რეალიზაციის ასპექტების კომპეტენციის დადგენას და უზრუნველყოფს ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას; • ავლენს კულტურული ტურიზმის მენეჯმენტის სეგმენტურ კვლევებში ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების ზეგავლენის ხარისხის დადგენას ფინანსურ-ანალიტიკური მეთოდით. • კულტურულ ტურიზმში არსებული პრობლემების იდენტიფიკაციის უნარი; • ტურიზმში პროექტების მენეჯმენტის დაგეგმვის უნარი. შეფასების წესი: (A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი. დასაქმების სფეროები: • სახელმწიფო და არასახელმწიფო კულტურის ორგანიზაციები; • საპროდიუსერო სააგენტოები; • საინიციატივო ჯგუფის შექმნილი დამოუკიდებელი პროექტები.

Page 20: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

20

დამატებითი სპეციალობის პროგრამები

დამატრბითი სპეციალობა (minor)

გიდი _ კულტურული ტურების გამყოლი პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი. პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნატო გენგიური პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამის სპეციფკიდან გამომდინარე, პროგრამაზე დაიშვებიან ჰუმანიტარულ, სოციალურ, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები (ხელოვნებათმცოდნეობის, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობებიდან), რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა ძირითადი პროგრამით გათვალისწინებული არჩევითი საგნების ბლოკი სურვილისამებრ დაგეგმონ დამატებითი სპეციალობის საგნებით. პროგრამის სპეციფიკა: პროგრამა გათვლილია ძირითად სპეციალობასთან (ხელოვნებათმცოდნეობა, ტურიზმის მენეჯმენტი) დამატებითი სპეციალობის საგნების სინთეზირების შესაძლებლობაზე: დამატებითი სპეციალობის მოცემულ პროგრამაში ჩართული ზოგიერთი ძირითადი საგანი (მაგ. ხელოვნების ისტორია, ტურიზმის მენეჯმენტი), ძირითად პროგრამაში სავალდებულოდაა გაწერილი და იძლევა შესაძლებლობას სტუდენტმა არჩევით ბლოკი შეადგინოს დამატებითი სპეციალობის სპეციფიკური დისციპლინებით. მას შეუძლია წლიური 60 კრედიტის ზევითაც აიღოს საგანი, თუმცა არა უმეტეს 15 დამატებითი კრედიტისა წელიწადში. მიზანი: დამატებითი სპეციალობის მიზანია, სტუდენტებს შესძინოს კიდევ ერთი სპეციალობა, რომელიც მისცემს მათ დამატებით უნარებს და ხელს შეუწყობს შემდგომ დასაქმებაში, მათ შორის ტურისტულ სფეროში გიდის პოზიციაზე. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს შესძინოს ცოდნა, რომელიც კულტურული ტურიზმის და კერძოდ, გიდის მოღვაწეობის სფეროს უკავშირდება: ქართული ხელოვნება და კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმის მენეჯმენტის ძირითადი საკითხები, საბაზისო ცოდნა საექსკურსიო მოღვაწეობის სფეროში, ექსკურსიის ჩატარების მეთოდები, ტექნიკა, ტურის დროს ინფორმაციის გადაცემის სპეციფიკა. სტუდენტები თეორიული სწვლებისა და პრაქტიკული მეცადინეობების გზით შეისწავლიან ძველი ქართული არქიტექტურის ძეგლებს, რომელნიც, ჩვეულებრივ, ტურისტულ მარშრუტებშია ჩართული. სტუდენტები გაერკვევიან საექსკურსიო საქმიანობის მეთოდებსა და ტექნიკაში. შედეგები: დამატებითი სპეციალობა აისახება დიპლომის დანართში. პროგრამის ფარგლებში ბაკალავრი იძენს დამატებით კომპეტენციას. სწავლის შედეგად სტუდენტს შეეძლება: • ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; • ქართული არქიტექტურის ძირითად ტიპებში და რელიგიური მხატვრობაში, იკონოგრაფიაში გარკვევა;

Page 21: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

21

• აღნიშნულ სფეროში ლიტერატურის მოძიება და კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის შეგროვება; • ეცოდინებათ საექსკურსიო საქმიანობის მეთოდები და ტექნიკა; • ტურისტულ ჯგუფთან ინფორმაციის გადაცემის სპეციფიკა; • ექსკურსიის მომზადება და გაძღოლა; • ტურისტრიზმის მენეჯმენტის ძირითადი საკითხები; • საექსკურსიო ჯგუფთან მუშაობის პრინციპები; F შეფასების წესი:

(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი.

დასაქმების სფეროები: დამატებითი სპეციალობის პროგრამის დასრულება შეეძლებლობას აძლევს სტუდენტს შემდგომში იმუშაოს ტურისტულ და საექსკურსიო სააგენტოებში გიდად.

Page 22: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

22

დამატრბითი სპეციალობა (minor) ტელე-რადიო რეპორტიორი პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი. პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი ჩართოლანი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამის სპეციფკიდან გამომდინარე, პროგრამაზე დაიშვებიან ჰუმანიტარულ, სოციალურ, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები. უპირატესობა მიენიჭება გამართული მეტყველების მქონე სტუდენტებს. პროგრამის სპეციფიკა: სტუდენტის ძირითადი სპეციალობის პროგრამიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი სპეციალობის პროგრამის არჩევამ დაბადოს დამატებითი კრედიტების აკრეფის აუცილებლობა. ამ შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია წლიური 60 კრედიტის ზევითაც აიღოს საგანი, თუმცა არა უმეტეს 15 დამატებითი კრედიტისა წელიწადში. მიზანი: დამატებითი სპეციალობის ძირითადი მიზანია, სტუდენტებს შესძინოს კიდევ ერთი სპეციალობა, რაც გულისხმობს მასმედიის საშუალებებსა და ჟურნალისტიკის თორიასა და პრაქტიკაში გარკვევაში. სტუდენტები შეისწავლიან ჟურნალისტური ნაწარმოებების სახეებსა და ჟანრებს. ელექტრონული მედიის თავისებურებებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფორმებს. მათ კლასიფიკაციას. ტელე-რადიო მაუწყებლობების მუშაობის სპეციფიკას. გაერკვევიან რატომ უწოდებენ მასმედიას “მეოთხე ხელისუფლებას”. პროგრამის მიზანია მოამზადოს ტელე-ტადიო რეპორტიორები. რის გამოც სტუდენტები შეისწავლიან სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადების სპეციფიკას და ტელე-რადიო რეპორტიორის ოსტატობას, პირდაპირ ეთერში მუშაობის სპეციფიკას, პირდაპირი და არაპირდაპირი რეპორტაჟების მომზადებას, საეთერო მეტყველებას, ჟურნალისტური ლექსიკის კანონებს, აუდიო-რადიო ტექნიკათან ურთიერთობის უნარებს, ოპერატორის, რეჟისორის პროფესიის საფუძვლებს და ა.შ. პროგრამის უმთავრესი მიზანია კულტურის სფეროში მომუშავე ჟურნალისტების, რეპორტიორების მომზადებას, ამიტომ პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა კულტურის ჟურნალისტიკის სპეციფიკის შესწავლას, რისთვისაც ამ სპეციალობის სტუდენტები შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისტორიას, მხატვრული ნაწარმოების ანალიზს და ჟურნალისტურ შეფასებას. შედეგები: დამატებითი სპეციალობა აისახება დიპლომის დანართში. პროგრამის ფარგლებში ბაკალავრი იძენს დამატებით კომპეტენციას, რაც, თავის მხრივ,

Page 23: saganmanaTleblo programis katalogi · 1 . საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

23

სტუდენტის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბების გარანტიას წარმოადგენს. სწავლის შედეგად სტუდენტს შეეძლება: • ჟურნალისტიკის ისტორიისა და თეორიის საკითხებში გარკვევა; • კულტურის სფეროში ტელე-რადიო სიუჟეტების, რეპორტაჟების მომზადება, პირდაპირ ეთერში მუშაობა; • ტელე-რადიო ჟურნალისტის პროცესებში გარკვევა; • კულტურული მოვლენის, ფაქტის, ანალიზი და ჟურნალისტური შეფასება; • რედაქტორთან, რესპოდენტთან, ინტერვიუერთან, რეჟისორთან, ოპერატორთან, პროდიუსერთან, წამყვანთან მუშაობა; • თანამედროვე ტელე-რადიო ჟანრების თავისებურებებში ორიენტირება. კულტურისადმი მიძღვნილ პროგრამებში და არხებზე რეპორტიორად მუშაობა შეფასების წესი:

(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (ჩ) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ ჩაბარების უფლება. (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი.

დასაქმების სფეროები: კურსდამთავრებულს შეეძლება იმუშაოს ტელე-რადიო კომპანიების სხავადასხვა რედაქციაში როგორც რეპორტიორად, ასევე კორესპონდენტად.