Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  ·...

12
ქქქქქქქ ქქქქქქქქქ Slow-Food ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქ 2017 ქქქ, ქქქქქქ ქქქქქქქქქქ 15-18,2017 ყყყყყყ ყყყყყყყყყ ყყყყყ, ყყყყყყ ქქქქქქქქ

Transcript of Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  ·...

Page 1: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

ქართული დელეგაცია Slow-Food ღონისძიებაზე

ყველის ფესტივალი 2017

ბრა, იტალია

სექტემბერი 15-18,2017

ყველის ფესტივალი ბრაში, იტალია

ანგარიში

Page 2: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

შინაარსი1. ყველის ფესტივალის ანგარიში, ბრა, იტალია.............................................................3

15.09.2017...................................................................................................................316.09.2017...................................................................................................................417.09.2017...................................................................................................................418.09.2017...................................................................................................................6

2. გასათვალისწინებელი საკითხები...............................................................................63. რეკომენდაციები........................................................................................................6დანართები....................................................................................................................... 7

დანართი 1. მონაწილეთა სია........................................................................................7დანართი 2. ვიზიტის პროგრამა.....................................................................................8

2

Page 3: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

1. ყველის ფესტივალის ანგარიში, ბრა, იტალია Slow FoodInternational-მა ქართული დელეგაცია მოიწვია ყველის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართა 15-18 სექტემბერს იტალიის ქალაქ ბრაში.სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-სა და ელკანას წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდა ყველის ხუთი მწარმოებელი, მათ შორის, Cheese Guild-ის წარმომადგენელი. ქართული დელეგაციის მონაწილეთა სია ანგარიშს თან ერთვის - დანართი 1.

Slow Food-ის მიერ გამართულ ყველის ფესტივალს, სადაც გამოფენილი იყო 23 ქვეყნიდან მოწვეული 300 მწარმოებლის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ყველი, 270 000 ადამიანი დაესწრო. ფესტივალზე გამოფენილი იყო ნედლი რძისგან და ბუნებრივი კვეთით დამზადებული ტრადიციული ყველის სახეობები, რომლებიც ტრადიციულად კვლავ ხელით მზადდება. პარალელურ რეჟინმში ფესტივალის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობდა დეგუსტაციები, პრეზენტაციები და კონფერენციები. ქართული დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა აქტივობებში (იხ. ღონისძიების პროგრამა - დანართი 2).

ქართული დელეგაციის ყველის ფესტივალზე მონაწილეობის ძირითადი მომენტები წარმოდგენილია ქვემოთ:

15.09.2017 Slow Food-ის მიერ გამართულ ინაუგურაციაზე, კოოპერატივ „ალაზნისთავის“

წარმომადგენელმა, კახა აბულიძემ, მიიღო Casearia Resistance-ის ჯილდო, რადგან თუშური გუდის ყველი მზადდება პრობლემურ და რთულ გარემოში. დაჯილოდოებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოწვეული სტუმრები, მწარმოებლები, ორგანიზატორები, სხვადასხვა ორგანიზაციები და მასმედია.

3

ქართული დელეგაცია დეგუსტაციაზე

კახა აბულიძე ჯილდოსთან ერთად

Page 4: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

ღონისძიებაზე - “გავეცნოთ მსოფლიოს ყველის 80 სახეობით”- გაიმართა ქართული ყველის პრეზენტაცია. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ თურქეთის, ირანის, ინდოეთის და საქართველოს ტრადიციული ყველის მწარმოებლები. მათ ისაუბრეს საკუთარ ტრადიციულ ყველის სახეობების, დამზადების ტექნოლოგიისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ტრადიციული ყველის მწარმოებლები აწყდებიან. საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ანა მიქაძემ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა სულგუნის, ტენილი ყველისა და თუშური გუდის ყველის დეგუსტაცია.

16.09.2017 კონფერნციაზე - “არის თუ არა ადგილწარმოშობის დასახელებების (PDO) მომავალი

წარმოების გიგანტების ხელში?” - ერთ-ერთი სპიკერი იყო სულგუნის მწარმოებელი ნინო კაჭიური (კომპანია NRG, კახეთი), რომელმაც ისუბრა საქართველოში არსებულ პრობლემებზე, კერძოდ იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან ფართო მასშტაბიან წარმოებასთან კონკურენციისას.

გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა „Srorico Ribelle“-ს ყველის მწარმოებელთან პიემონტის რეგიონიდან. შეხვედრის დროს იტალიელმა ყველის მწარმოებლებმა ქართველ მწარმოებლებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. მოხდა კონტაქტების გაცვლა. გუდის ყველის მწარმოებელმა გიორგი ქარსამაულმა გამოთქვა სურვილი იტალიაში, ამ საწარმოში ვიზიტის სურვილი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

4

ნინო კაჭიური საუბრობს კონფერენციაზე გიორგი ქარსამაული ჟურნალისტებთან

Page 5: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

17.09.2017 გაიმართა შეხვედრა ესპანელ ყველის მწარმოებლებთან. შეხვედრის დროს, ესპანელმა

მეწარმეებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, თუ რა პოლიტიკით დააღწიეს თავი ბრუცელოზს. 30 წლის წინ მოხდა ბრუცელოზით დაავადებული ყველა საქონლის განადგურება. ფერმერებმა სახელმწიფოსგან მიიღეს სუბსიდიები თითოეულ განადგურებულ ცხოველზე. მას შემდეგ ყოველთვიურად ცხოველები მოწმდებიან ბრუცელოზზე. ხარჯების 30 %-ს ანაზღაურებს ფერმერი, ხოლო 70%-ს სახელმწიფო. ესპანეთში, თავდაპირველად, ყველა ტიპის წარმოება (ტრადიციული, საოჯახო ტიპის, მცირე,საშუალო და დიდი საწარმო)ერთი კანონმდებლობით კონტროლდებოდა. შედეგად, თითქმის გაქრნენ მცირე ტრადიციული საწარმოები, რადგან ვერ აკმაყოფილებდნენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და არ იყვნენ იმდენად მძლავრი, რომ მოლაპარაკება ეწარმოებინათ სახელმწიფოსთან კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით.ეს პრობლემა გადაიჭრა ყველის მწარმოებლებთა ასოციაციის დაარსებით, რომელმაც გააერთიანა მცირე მწარმოებლები სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ასოციაციამ დაიცვა მცირე, ტრადიციული ფერმერების უფლებები და აიძულა სახელმწიფო, შეემუშავებინა მცირე/ტრადიციული წარმოების საჭიროებებზე მორგებული კანონი, რომელიც მათ განვითარების შესაძლებლობას მისცემდა.

შვეიცარული გამოცდილება განხილული იყო შვეიცარიელ ყველის მწარმოებელთან შეხვედრის დროს, რომელიც ყველს მაღალმთიან რეგიონში აწარმოებს. დღესდღეობით შვეიცარიის მაღალმთიან რეგიონებში ცხოველთა ინვაზიური და ინფექციური დაავადებები პრობლემებს აღარ ქმნიან. თითოეულ ფერმერს აქვს იზოლირებული საძოვარი და არ ხდება მათი პირუტყვის სხვა ცხოველებთან კონტაქტი. საკვებად გამოიყენება მხოლოდ მწვანე საკვები(საძოვარი), მშრალი საკვები (თივა) და მარილი. არ ხდება სილოსის და სხვა საკვები დანამატების გამოყენება, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს რძისა და შემდგომ ყველის ხარიხსა და საგემოვნო თვისებებზე.

გაიმართა შეხვედრა Slow food –ის წარმომადგენლებთან (პრეზიდია). გამომსვლელები იყვნენ ადგილობრივი ფერმერები რომლებმაც ისაუბრეს მცირე მწარმოებლების გაძლიერებაზე, რადგან ინდუსტრიულ წარმოებამ მთლიანად ან ნაწილობრივ გააქრო მცირე/ტრადიციული საწარმოები. ყველის დასამზადებლად ფერმერები მხოლოდ ნატურალური ფერმენტებს (კვეთს) იყენებენ. ყველის საგემოვნო თვისებების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საძოვარი და მასზე არსებული ბალახების მრავალფეროვნება, რომელიც ყველის დაგემოვნების დროსაც კი უნდა იგრძნობოდეს.

5

შეხვედრა ყველის მწარმოებლებთან

Page 6: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

18.09.2017 ტრენინგი “დეგუსტაციის ოსტატი”: ყველი შეფასებული იყო პიერო სარდოს (President

of the Slow Food Foundation for Biodiversity, პრეზიდენტი)მიერ - შეხვედრაზე მოხდა ქართული ყველის დეგუსტაცია, ყველის თითოეულ სახეობაზე მწარმოებლებმა პიერო სარდოსგან მიიღეს რეკომენდაციები და შეფასებები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია მოხდეს გუდის ყველში გამოყენებული მარილის რაოდენობის შემცირება, საჭიროა ამ საკითხზე მუშაობის დაწყება. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

-დაგემოვნების ტექნიკა- ვიზუალური შემოწმება- სუნის შემოწმება- გემოს შემოწმება- შეხების შეგრძნებები.

2. გასათვალისწინებელი საკითხები სასწავლო ვიზიტი ძალიან კარგ სამუშაო და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. დელეგაციის ყველა წევრი, განსაკუთრებით ფერმერები, მეტად აქტიურ მონაწილეობას იღებდა. საქართველოდან ჩამოსულ ყველის მწარმოებლებს სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან გამოცდილების გაცვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ და შეძლეს ბევრი რამ ესწავლათ.

თუმცა, იყო გარკვეული საკითხებიც, რომლებიც შემდგომში გათვალისწინებას საჭიროებს:

სამინისტროს მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება იმის თაობაზე,რომ ფესტივალზე მონაწილეობამდე მათ არ ქონდათ ინფორმაცია Slow Food-ის და მათი საქმიანობის შესახებ. ასევე, არ იყვნენ ინფორმირებული დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონიის შესახებ და ამიტომ, სათანადოდ ვერ მოემზადნენ.

ქართველი მწარმოებლები ენის ბარიერის გამო პირდაპირ კონტაქტს ვერ ამყარებდნენ ფესტივალზე მონაწილე ადგილობრივ მწარმოებლებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ქართველ მწარმოებლებს არ ჰქონდათ სავიზიტო ბარათები და საინფორმაციო ბროშურები დასარიგებლად.

15.09 -ში გამართულ ქართული ყველის პრეზენტაციაზე არ მოხდა პრეზენტაციის სრულყოფილი ჩვენება და დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ქართული ყველის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია იყო არასრული.

3. რეკომენდაციები კომუნიკაციის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა

სამთავრობო სტრუქტურებთან. სასწავლო ტურებისათვის შეძლებისდაგვარად იმ ფერმერების შერჩევა, რომლებსაც

შეუძლიათ სხვა ენაზე (ენებზე) საუბარი; ელკანამ უნდა განიხილოს პროფესიონალი თარჯიმნის დაქირავების საკითხი ან ჯგუფს გააყოლოს შტატის თანამშრომელი, რომელიც თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე.

6

Page 7: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

ელკანამ უნდა იფიქროს მარტივი სავიზიტო ბარათების დაბეჭდვაზე იმ ფერმერებისთვის, რომლებიც მიდიან სასწავლო ტურზე ან ფესტივალზე, ან გააფრთხილოს მაინც ისინი, რომ იქონიონ საკონტაქტო ინფორმაცია და ერთ-გვერდიანი ინფორმაცია მათი საწარმოს და პროდუქციის შესახებ.

ღონისძიებებზე, რომლებიც ელკანას პასუხისმგებლობით ტარდება, ელკანას წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს პრეზენტაცია, ან უზრუნველყოს მაინც საპრეზენტაციო მასალის სრულად წარდგენა.

დანართებიდანართი 1. მონაწილეთა სია

N სახელი, გვარი ორგანიზაცია საკონტაქტო ინფორმაცია1 თენგიზ

კალანდაძესოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

237 80 22 (extension 11 03)[email protected]

2 მარიამ გორდაძე სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი

[email protected]

3 კატერინა პობერეჟნა

FAO 599 11 10 [email protected]

4 კახა აბულიძე კოოპერატივი „ალაზნისთავი“, გუდის ყველი

596454242

5 გიორგი ქარსამაული

საოჯახო მეურნეობა, გუდის ყველი 598831594

6 რუსლან ინასარიძე

ინდმეწარმე, ტენილი ყველი 558977282 / 595381884

7 ნინო კაჭიური კომპანია NRG, სულგუნი 5954058008 ანა მიქაძე Cheese Guild 596452323

[email protected] თამარ

ნონიაშვილი ელკანა, მეცხოველეობის ექსპერტი 598370751

[email protected]

7

Page 8: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

დანართი 2. ვიზიტის პროგრამა

ბრა, 15-18 სექტემბერი 2017პროგრამა საქართველოს დელეგაციისთვის

სექტემბერი 15, პარასკევი

15/0910:30-12:30

მისალმება ! 2017 წლის გამოშვების საზეიმო გახსნა!

Caduti per la Libertà- ს მოედანი

15/0913:30-15:00

შეხვედრა "გავეცნოთ მსოფლიოს ყველის 80 სახეობით" (ქართული ყველის პრეზენტაცია)http://cheese.slowfood.it/en/event/around-the-world-in-80-cheeses/

CASA DELLA BIODIVERSITÀ - VIA MARCONI

15/0914:30-18:00

კონფერენცია - ნედლი რძის მდგომარეობაhttp://cheese.slowfood.it/en/event/the-state-of-raw-milk/

TEATRO POLITEAMA BOGLIONE

15/0915:30-18:30

ექსკურსია: ყველის ბაზარი - დათვალიერება დაშეხვედრა მწარმოებლებთან

16/0918:30-20:00

ნატურალური აპერიტივი : შეხვედრა ყველის მწარმოებლებთან

CASA DELLA BIODIVERSITÀ - VIA MARCONI

16 სექტემბერი, შაბათი

16/0909:30-12:30

ექსკურსია: ყველის ყველის ბაზარი - დათვალიერება და საუბარი მწარმოებლებთან

16/0914:30-16:00

კონფერენცია არის თუ არა ადგილწარმოშობის დასახელებების (PDO) მომავალი წარმოების გიგანტების ხელში?http://cheese.slowfood.it/en/event/the-future-of-pdo-in-the-hands-of-giants/

AUDITORIUM FONDAZIONE CRB

16/0916:30-18:30

შეხვედრა მწარმოებლეთა წარმომადგენლებთან (პრეზიდია) (ჯერ არ დადასტურებულა)

17 სექტემბერი, კვირა

8

Page 9: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

17/0910:30-12:00

კონფერენცია ტერუარი (ტერიტორიასთან დაკავშირებული ნიშან-თვისებები, რომლებიც პროდუქტის ხარისხს განსაზღვრავენ) თეფშზე: ახალი სახის სოფლის მეურნეობაა საჭირო უფრო ჯანმრთელი სურსათის წარმოებისთვის http://cheese.slowfood.it/en/event/terroir-on-the-plate-a-new-agriculture-is-necessary-for-healthier-food/

CINEMA IMPERO

17/0910:30-12:00

კონფერენცია პროდუქციის ბუნებრივობის გამოწვევები http://cheese.slowfood.it/en/event/the-natural-challenge/

PIAZZA MARTIRI LIBERTÀ

17/0911:30-13:00

კონფერენცია კარგი რძე ბალახიდან მოდის http://cheese.slowfood.it/en/event/good-milk-comes-from-the-grass/

17/0914:30-16:00

კონფერენცია კლიმატის მუდმივ ცვლილებასთან ერთად იცვლება წარმოების მოდელები http://cheese.slowfood.it/en/event/the-climate-is-changing-and-so-must-our-production-models/

AUDITORIUM FONDAZIONE CRB

17/0916:00-17:30

შეხვედრა SLOW FOOD -ის წარმომადგენლებთან (პრეზიდია): სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა! http://cheese.slowfood.it/en/event/slow-food-presidia-nice-to-meet-you-3/

CASA DELLA BIODIVERSITÀ - VIA MARCONI

17/0919:00-20:30

გემოს ლაბორატორია ნატურალური პეკორინო http://cheese.slowfood.it/en/event/naturally-pecorino/

CORTILE DELLE SCUOLE MASCHILI

18 სექტემბერი, ორშაბათი

9

Page 10: Rapid Rural Appraisal in Village Utsera - Elkana€¦ · Web view2017/09/18  · საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

18/0910:30-12:00

კონფერენცია როგორ უნდა გავზომოთ ტძისა და ყველის ხარისხი http://cheese.slowfood.it/en/event/how-do-we-measure-the-quality-of-milk-and-cheese/

CINEMA IMPERO

18/0911:30-13:00

კონფერენცია საერთო სასოფლოსამეურნეო პოლიტიკიდან (CAP) ჰიგიენურ ნორმებამდე: მცირე მწარმოებლების საჭიროებები ევროკავშირში http://cheese.slowfood.it/en/event/from-the-cap-to-hygiene-rules-needs-and-reccomendations-of-small-scale-producers/

CASA DELLA BIODIVERSITÀ - VIA MARCONI

18/0912:30-14:00

ტრეინინგი დეგუსტაციის ოსტატი: ყველით მომარაგება უზრუნველყოფილია პიერო სარდოს, SLOW FOOD-ის ბიომრავალფეროვნების ფონდის პრეზიდენტი, მიერ - დაგემოვნების ტექნიკა- ვიზუალური შემოწმება- სუნის შემოწმება- გემოს შემოწმება- შეხების შეგრძნებები- ყველის 4 სახეობის დაგემოვნება

Slow Food Terrace Piazza XX Settembre,

5

10