rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/20181030145831gadaudebelimedic... · Web view29....

259
გგგგგგგგგგგ გგგგგგგგ 1. გგგ-გგ გგგგგგგგგგგ T გგგგგგგ, გგგგგ QRS გგგგგგგგგგგ, გგგგგგგგგგ P გგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგგგგგ PR გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგგგ: *გ) გგგგგგგგგგგგგ გ ) გგგგგგგგგგგგ გ ) გგგგგგგგგგგგგგ გ ) გგგგგგგგგგგგგ 2. გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგ გგგგგგ გგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგ. გგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგ, გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ, გგგგგგგგგ გგგ გგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგ ~ 3 გგგგ გგგ. გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ T/A 90/60mmHg, გგგგგგგგგ 150, გგგგგგგგ გგგგგგგ 36. გგგგგგ გგგგგგგგგ გგგ გგგგგ გგგგგგ გგგგ, გგგგგგგ გგგგგგგ გგ გგგგ გგგგგგგგ გგ გგგგგგგგ. გგ გგგგ გგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგ? გ ) გგგგგგგგ გგგგგ გგ გგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ, გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგ გგგგგგ 15 გგგგ გ ) გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგ გგ გგგგგგ გგგ გგგგგგგ გგგგგგგგგ. გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგ გ ) გგგგგგ გგგგგგგგ გგგგ გგ გგგ გგგგგ გგგგ გგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგ *გ) გგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგ, გგგგგ გგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ. 3. 45 გგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგ, გგგგგგგგგ გგგგგგგ გგ გგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ. გგგგგგგგგგ ABCs–გგ გგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგ: გ ) გგგ. გგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგ

Transcript of rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/20181030145831gadaudebelimedic... · Web view29....

გადაუდებელი მედიცინა

1. ეკგ-ზე ჰიპერმწვავე T კბილები, ფართო QRS კომპლექსები, ინვერსიული P კბილები და გახანგრძლივებული PR ინტერვალი ყველაზე მეტად შეესაბამება:

*ა) ჰიპერკალემიას

ბ ) ჰიპოკალემიას

გ ) ჰიპერკალცემიას

დ ) ჰიპოკალცემიას

2. პაციენტი მოთავსდა კლინიკაში მეგობრის მიერ მუცლის არეში მოვლითი ხასიათის ტკივილების გამო. გოგონას აღენიშნება სისხლიანი გამონადენი საშოდან, პაციენტი ფერმკრთალია, აღნიშნავს რომ ბოლო მენსტრუალური ციკლი ჰქონდა ~ 3 თვის წინ. სასიცოცხლო პარამეტრებია T/A 90/60mmHg, გულისცემა 150, სუნთქვის სიხშირე 36. გოგონა აღნიშნავს რომ ჰყავს მხოლოდ დედა, რომელიც მუშაობს და მისი შეწუხება არ შეიძლება. რა არის ყველაზე მისაღები შემდეგი ნაბიჯი?

ა ) დაურეკეთ დედას და აიღეთ ნებართვა მკურნალობაზე, ვინაიდან პაციენტი არის მხოლოდ 15 წლის

ბ ) თხოვეთ პაციენტს დაურეკოს დედას და უთხრას რომ მოსულია კლინიკაში. შეაჩერეთ ყველანაირი მკურნალობა მშობლის მოსვლამდე

გ ) კითხეთ პაციენტს არის თუ არა ვინმე სხვა ვისაც შეიძლება შეეხმიანოთ მკურნალობაზე ნებართვის მისარებად

*დ) დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა, სანამ ექთანი ეცდება მშობელთან დაკავშირებას.

3. 45 წლის მამაკაცს სამსახურში წინამხარზე შეესხა უცნობი ქიმიური ნივთიერება, აღნიშნავს ტკივილს და ქავილს დაზიანებული ადგილის. ემერჯენსში ABCs–ის შემდეგ პირველი ქმედება:

ა ) ფიზ. ხსნარში დასველებული საფენით დავფაროთ დაზიანებული უბანი

*ბ) დაზიანებული უბნის ირიგაცია წყლით

გ ) მკვდარი ქსოვილების მოცილება დაზიანებული უბნიდან

დ ) ქიმიური ნივთიერების განეიტრალება ანტიდოტით

4. ტრავმული ჰიპემა..

ა ) ჩვეულებრივ ასოცირებულია აფერენტულ გუგის დეფექტან

ბ ) მკურნალობაა ზურგზე მწოლიარე პოზიცია და ოკულომოტორული ვარჯისები

გ ) სესაზლოა ასპრინი გამოვიყენოთ ტკივილის მართვისათვის

*დ) სისხლდენის განმეორებით სესაძლოა გართულდეს

ე ) ისვიათად საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას

5. რომელია მართებული ტემპორო-მანდიბულურ სინდრომთან მიმართებაში

ა ) სახის მიდამოში ტკივილის ძალიან იშვიათი მიზეზია

*ბ) ახალგაზრდა ქალები იმყოფებიან მაღალი რისკის ჯგუფში

გ ) ტკივილი ჩვეულებრივ ბილატერალურია

დ ) მიორელაქსანტები ნაკლებად ეფეტქურია

ე ) მყარი საკვების აკრძალვა იშვიათად არის საჭირო

6. პაციენტს აღენიშნება ქვემოთ მოყვანილი ეკგ. რომელია ყველაზე სავარაუდო პათო-ფიზიოლოგიური მექანიზმი:

ა ) რე-ენთრი

ბ ) ავტომატიზმის გაძლიერება

გ ) ავ-ბლოკადა

*დ) ნაადრევი აგზნება

ე ) ინფარქტი

7. გულის იშემიური დაავადებასთან მიმართებაში მართალია

ა ) აშშ ში მეორე ადგილზეა სიკვდილის მიზეზად

ბ ) ქალებში სიკვდილობის მეორე მიზეზია ძუძუს კიბოს შემდეგ

*გ) სიკვდილობის შემცირება დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის გამო სიკვდილიანობის შემცირებასთან

დ ) ერთ მეოთხედზე ნაკლები ინფარქტისა მოდის 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

ე ) მხოლოდ 5% უეცარი სიკვდილისა მოდის ჰოსპიტალს გარეთ განვითარებულ ინფარქტებზე

8. 70 წლის მამაკაცი შემოვიდა ემერჯენსში ტემპერატურით და ყურის ტკივილით. ყურის ტკივილი აწუხებს რამოდენიმე კვირაა და სხლში მკურნალობდა შემთბარი მინერალური ზეთით. ანამნეზში დიაბეტი და არტ. ჰიპერტენზია გლიკემიის მაღალი ციფრები ბოლო რამოდენიმე კვირაა. ფიზიკალური გამოკვლევა ნორმის ფარგლებში, მხლოდ ყურადღებას იპყრობს გრანულაციური ქსოვილი გარეთა სასმენი მილის ფსკერზე. ყველაზე სავარაუდო გამომწვევიაა.

ა ) Aspergillus species

ბ ) Candida species

*გ) Pseudomonas aeruginosa

დ ) Staphylococcus epidermidis

ე ) Streptococcus pneumoniae

9. ბაქტერემია ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფში

*ა) ნეონატალურში

ბ ) ჩვილებში

გ ) ახალშობილებში

დ ) მოზარდებში

10. ეკგ-ზე ST სეგმენტის დეპრესია, მოკლე QT ინტერვალები და ბრტყელი და ინვერტირებული T კბილები ყველაზე შესაბამისი აღწერაა:

*ა) დიგიტალისის ეფექტის

ბ ) ჰიპერკალცემიის

გ ) დიგიტალისური ინტოქსიკაციის ნიშნების

დ ) ჰიპოკალემიის

11. 2 თვის ბავშვი მოყვანილია კლინიკაში ახალგაზრდა მშობლების მიერ. მათი განცხადებით ბავშვი „ძალიან ავად არის“. ის ტიროდა მთელი ღამე და დილით ვერ გააღვიძეს კვების მისაღებად. ბავშვის სასიცოცხლო პარამეტრებია t-35,4, სუნთქვის სიხშირე 72, გულისცემა 192, კიდურები ცივია, რადიალურ არტერიაზე პულსაცია არ აღინიშნება. რა არის ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი?

ა ) პნევმონია

ბ ) საშარდე სისტემის ინფექცია

*გ) სეფსისი

დ ) გასტროენტერიტი

12. 65 წლის მამაკაცი ანამნეზში დიაბეტით აღნიშნავს პროგრესირებად სისუსტეს და უძილობას ბოლო 1 თვეა, დღეს სისუსტეს თან დაერთო ცივი ოფლი. ვიტალური ნიშნები და ფიზიკალური გამოკვლევა ნორმის ფარგლებში. 10 დღის წინ ნანახი ყავს ოჯახის ექიმს და მისი ფიზ. გამოკვლევა, სსა, "TSH" , და "basic metabolic panel" -ი იყო ნორმაში. შემდეგი ქმედება ემეჯენსში:

ა ) გულმკერდის კტ

*ბ) ეკგ. და კარდიალური მარკერები

გ ) ამბულატორიული ვიზიტის დანიშვნა დეპრესიის სამკურნალოდ

დ ) გაიმეორეთ "TSH"

13. რომელი მედიკამენტი გამოიყენება მთის დაავადების პრევენციისათვის

ა ) პროპრანოლოლი

*ბ) აცეტაზოლამიდი

გ ) ფუროსემიდი

დ ) კოფეინი

ე ) ნიფედიპინი

14. რომელია არჩევის პრეპარატი კლასტერული თავის ტკივილის პრევენციისათვის

ა ) ლითიუმი

*ბ) ვერაპამილი

გ ) ვალპროატი

დ ) ტოპირამატი

ე ) სუმატრიპტანი

15. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობაა:

ა ) ლიდოკაინი

ბ ) ადენოზინი

გ ) კარდიოვერსია

*დ) დამოკიდებულია პაციენტის ჰემოდინამიკურ სტაბილურობაზე

16. პეისმეიკერით მკურნალობის ჩვენებაა ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) მედიკამენტური მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდია

ბ ) ტაქიდისრიტმიების მკურნალობა

*გ) ასიმპტომური ბიფასციკულური და ტრიფასციკულური ბლოკადა

დ ) მობიც II AV ბლოკადა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს

17. პაციენტებში A ჰემოფილიით რა არის სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი:

ა ) სეპტიური შოკი

ბ ) მიოკარდიუმის ინფარქტი

გ ) გასტრო-ინტესტინური სისხლდენა

*დ) ინტრაკრანიული ჰემორაგია

ე ) გულის შეგუბებითი უკმარისობა

18. რა არის განმასხვავებელი სიმპტომი სიმპათომიმეტიკური კრიზისა და ანტიქოლინერგული კრიზის

ა ) ტაქიკარდია

ბ ) მიდრიაზი

*გ) დიაფორეზი

დ ) კრუნჩხვა

ე ) სეცვლილი ცნობიერების დონე

19. რადიაციული დაზიანების შემდეგ რომელი ანალიზის პასუხია ყველაზე კარგი ინდიკატორი რადიაციული დაზიანების გავრცელების ხარისხისაა.

ა ) თრომბოციტოპენია

ბ ) ანემია

*გ) ლიმფოპენია

დ ) ლეიკოპენია

20. 3 კვირის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში დედის და ბებიის მიერ ღებინების გამო. გუშინ ბავშვი კარდაგ იყო, მარგამ დღეს ბევრი იტირა, კლინიკაში მოსვლამდე 2 საათით ადრე კი ჰქონდა ღებინების რამდენიმე ეპიზოდი. ტრიაჟში პაციენტმა აღებინა უხვი პირნაღები მასებით. ბავშვის ცნობიერება ნათელია ასაკის შესაბამსად. გულისცემის სიხშირე 190, კანი მშრალია. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია

ა ) ინვაგინაცია

ბ ) საკვების აუტანლობა

*გ) შემოგრეხა

დ ) პილოროსტენოზი

21. რა არის ახალშობილის სამშობიარო სახლიდან ადრე გაწერის შემდეგ კლინიკაში ხელახალი მიღების ყველაზე ხშირი მიზეზი

*ა) სიყვითლე

ბ ) ღებინება

გ ) გამონაყარი

დ ) ტირილი

22. ტეტანუსის პროფილაქტიკის სწორი სქემაა.

ა ) 16 წლის პაციენტი დიდი ზომის ჭრილობა წინამხარზე შუშით გაკეთებული აქვს 2 ტეტანუსის აცრა წარსულში, ეხლა სჭირდება მხოლოდ "tetanus toxoid"

ბ ) 32 წლის პაციენტი დააბიჯა ლურსმანს, ჩატარებული აქვს სრული იმუნიზაცია ბავშვობაში და ბოლო ტეტანუსის აცრა გაკეთებული აქვს 8 წლის წინ სჭირდება მხოლოდ "tetanus toxoid" და "tetanus toxoid"

*გ) 46 წლის პაციენტი ჭრილობა შუბლზე ავარიის შემდეგ ბოლო ტეტანუსის აცრა 4 წლის უკან, ახლა არ სჭირდება აცრა

დ ) 22 წლის პაციენტი ჭრილობით და უცხო სხეულით წინამხრის არეში ბავშვობაში ჩატარებული აქვს სრული იმუნიზაცია საჭიროებს "tetanus toxoid" და "tetanus immunoglobulin".

23. 28 წლის მამაკაცი უჩივის პროგრესულ თავის ტკივილს და ცხელებას ერთი დღეა ფიზიკალურად პაციენტი ტოქსიური, კონფუზირებული ცხელებით და მენინგეალური ნიშნებით. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი არის მეტად მართებული პაციენტი მკურნალობაში.

ა ) თავის კტ კონტრასტის გარეშე

ბ ) თავის კტ კონტრასტით

გ ) ლუმბალური პუნქცია

დ ) ცეფტრიაქსონი

*ე) ცეფტრიაქსონი და დექსამეტაზონი

24. რომელი ვითარდება ხიდში დაზიანების ლოკალიზაციის დროს:

ა ) იპსილატერალური ოკულომოტორული ნერვის დამბლა კონტრალეტერალური ჰემიპარეზით

ბ ) ზედა მზერის დამბლა დაძაბვის ნისტაგმით

*გ) იპსილატერალური სახის ნერვის დამბლა კონტრალატერალური ჰემიპარეზით

დ ) იპსილატერალური ლატერალური მზერის დამბლა იპსილატერალური ჰემიპარეზით

ე ) ენის დევიაცია დაზიანების მხარეს და კონტრალატერალური ჰემიპარეზი

25. რიტმის წამყვანის ფუნქციის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) ბატარეის გახარჯვა

*ბ) ჰიპერსენსიტიურობა

გ ) გამტარის დაზიანება

დ ) ჰიპოსენსიტიურობა

26. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ზუსტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზთან მიმართებაში?

ა ) გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში კადიული მარკერების ერთჯერადად განსაზღვრა საკმარისია მიოკარდიუმის ინფარქტის გამორიცხვისთვის

ბ ) ანტაციდების მიღებაზე დადებითი პასუხი ეფექტურად გამორიცხავს მიოკარდიუმის ინფარქტს

*გ) CPK-MB შესაძლებელია არ მოაღწიოს პიკს 18 საათში

დ ) ნორმალური ეკგ გამორიცხავს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზს

27. პაციენტებში ბოტულიზმით ყველაზე ხშირი ჩივილებია:

ა ) აღმავალი სიმეტრიული ანესთეზია

ბ ) გულისრევა, ღებინება და ქვედა კიდურების სისუსტე ტოქსინის მიღებიდან 1-2 საათში

*გ) დაღმავალი სიმეტრიული დამბლა

დ ) ანტიქოლინერგული სინდრომი: ყაბზობა, კანის სიმშრალე, თვალების სიმშრალე, შარდის შეკავება

ე ) ცნობიერების შეცვლა

28. რომელი არის მინიმალური დოზა აცეტამინოფენით ინტოქსიკაციისა, რომელსაც ესაჭიროება N-acetylcysteine მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში

ა ) 5 გრ

*ბ) 7,5 გრ

გ ) 15 გრ

დ ) 50 გრ

ე ) 100 გრ

29. მანამდე ჯანმრთელი ქალი რომელსაც ახლო წარსულში არ უმოგზაურია 2 დღეა აღნიშნავს პროფუზულ წყლიან დიარეას crampy მუცლის ტკივილით, 10 დღის წინ აღნიშნავდა ასეთივე სიმპტომებს და ოჯახის ექიმმა გამოუწერა ამოქსიცილინი ინფექციური დიარეის გამო. სიმპტომები წამლის მიღებისთანავე გაუმჯობესდა დაამთავრა 7 დღიანი კურსი და წინა საღამოს კურსის დამთავრებამდე დაეწყო ახალი სიმპტომები, ეხლა ითხოვს ამოქსიცილინის გამოწერას თავიდან რადგან ის ასე ძალიან მოუხდა ადრე, შენი ქმედებაა.

ა ) "Amoxicillin-clavulanate" -გამოწერა 10 დღით

ბ ) ციპროფლოქსაცინი 3 დღით და გააგზავნე განავალი ანალიზზე.

გ ) "Loperamide"

*დ) მეტრონიდაზოლიდა განავლის ანალიზი "Clostridium difficile" -ზე

ე ) ამოქსიცილინის 10 დღიანი კურსი

30. 1 კვირის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში დედის მიერ. მშობლის განცხადებით ბავშვი ცუდად იკვებება ბოლო 12 სათის განმავლობაში. დილით ჰქონდა ნაწლავთა მოქმედება სისხლიანი განავლოვანი მასებით. ბავშვი დაიბადა დაგეგმილზე 1 თვით ადრე, დაბადებისას იწონიდა 2კგ და 700გ; სამშობიაროდან გაწერეს მესამე დღეს. გუშინ ბავშვი ბევრს ტიროდა და მიიღო საკვების მხოლოდ ნახევარი. გასინჯვისას ბავშვი

ლეთარგიულია, მუცელი დაჭიმული. განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე დადებითია და არის pneumatosis intestinalis. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია

ა ) ინვაგინაცია

*ბ) მანეკროზებელი ენტეროკოლიტი

გ ) ჰირშპრუნგის დაავადება

დ ) ანალური ნაპრალი

31. ყველაზე მეტად გულის რომელი თანდაყოლილი პათოლოგია გამოიწვევს ციანოზს

ა ) ღია ბოტალის სადინარი

ბ ) აორტის კოარქტაცია

*გ) ფალოს ტეტრადა

დ ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი

32. "DKA" და ჰიპერგლიკემიური ჰიპეროსმოლარული სინდრომის დროს სითხის დეფიციტის შევსება ელექტროლიტური დისბალანსის გამოსწორების გარეშე იწვევს შემდეგ გართულებებს

ა ) ჰიპერკალემია

*ბ) ტვინის შეშუპება

გ ) ჰიპონატრემია

დ ) ნაწლავის ინფარქტი

33. რომელია მართებული ლაიმის დაავადებასთან მიმართებაში

ა ) გამომწვევია გრამ უარყოფითი ბაცილა

ბ ) ყველაზე ხშირი ნევროლოგიური ნიშანია სახის ნერვის პარეზი

*გ) ლაიმის მენინგიტი კლინიკურად არ განსხვავდება ბაქტერიული მენინგიტისაგან

დ ) არჩევის მედიკამენტია კლინდამიცინი

34. პროსთეტული გულის სარქველების არსებობისას პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის ჩვენებებია

*ა) ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია

ბ ) ენდოტრაქეული ინტუბაცია

გ ) ნორმალური მშობიარობა

დ ) საშვილოსნოს გამოფხეკა

ე ) ადგილობრივი ანესთეზია

35. ST სეგმენტის ელევაცია I, aVL da V1-V6 განხრებში რეციპროკული ST სეგმენტის დეპრესიით II, III და aVF განხრებში ახასიათებს:

ა ) ქვედა კედლის მიოკარდიუმის ინფარქტს

ბ ) უკანა კედლის მიოკარდიუმის ინფარქტს

გ ) მიოკარდიტს

*დ) წინა კედლის მიოკარდიუმის ინფარქტს

36. ჩამოთვლილთაგან ყველა მედიკამენტი შეიძლება შევიყვანოთ ენდოტრაქეულ მილში, გარდა:

*ა) ნატრიუმის ბიკარბონატი

ბ ) ატროპინი

გ ) ეპინეფრინი

დ ) ნალოქსონი

37. 49 წლის ქალი ჰიპერტენზიის ანამნეზით მოყვანილია ახლობლების მიერ. მათი გადმოცემით 5 საათის წინ დაეწყო გაურკვეველი მეტყველება, ლუღლუღი და სისუსტე მარჯვენა ხელ-ფეხსა და სახის არეში. თავის ტვინის კტ კვლევით არ აღინიშნება სისხლდენა, ჩანს ინფარქტული უბანი მარცხენა ჰემისფეროში. კტ კვლევიდან გამოსვლისას არტერიული წნევა არის 200/105. რომელია მოცემულ პაციენტთან არტერიული წნევის მართვის ტაქტიკა?

ა ) ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ივ ინფუზია, ტიტრაცია, სამიზნე სისტ. წნევა 160

ბ ) მიეცით ჰიპოტენზიური საშუალება, რომელსაც პაციენტი იღებს მუდმივად ჩვეული დოზით

გ ) 5-10მგ ლაბეტალოლი 10-20 წთ-ში ერთხელ, სანამ სისტ. წნევა არ გახდება 140-160

დ ) ნიმოდიპინი 60მგ პო, რადგან აქვეითებს წნევას და ამცირებს ვაზოსპაზმის რისკს

*ე) არტერიული წნევის მონიტორირება მედიკამენტების გარეშე

38. რომელი ორგანო ზიანდება მეტად ბავშვებში მუცლის დახურული ტრავმის დროს.

ა ) ღვიძლი

*ბ) ელენთა

გ ) თირკმელი

დ ) წვრილი ნაწლავი

ე ) მსხვილი ნაწლავი

39. 29 წლის ქალი ჭინთვებით გასინჯვით აღენიშნება ვაგინალურად პროლაბირებული მოპულსირე ჭიპლარი, შენი ქმედებაა:

*ა) ნაყოფის სხეული აწიე პლორაბირებული ჭიპლარისაგან და დაელოდე გინეკოლოგს

ბ ) სთხოვე პაციენტს რომ გაიჭინთოს რათა მალე გაჩნდეს ბავშვი

გ ) სტერილური ვაგინალური გამოკვლევა რომ გაარჩიო პროლაბირებული ჭიპლარის მდებარეობა

დ ) აბდომინალური ექოსკოპია ნაყოფის პოზიციის დასაზუსტებლად

ე ) პროლაბირებული ჭიპლარი შესწიე უკან ვაგინალურად და დაელოდე გინეკოლოგს

40. რომელია ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირი დისრითმია

ა ) სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკი

ბ ) წინაგულტა თრთოლვა

გ ) ვენტრიკულური ტაქიკარდია

*დ) სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია

41. შუა ყურის ანთების მკურნალობის დროს შერჩევის მედიკამენტია

ა ) Ceftriaxone

*ბ) Amoxicillin

გ ) Azithromycin

დ ) Amoxicillin-clavulanate

42. 24 წლის ქალი ჰიპოგასტრიუმში ტკივილის 2 დღიანი ანამნეზი< რომელია სწორი

ა ) თუ მენსტრუაცია რეგულარულია ფეხმძიმობის ტესტი არ სჭირდება

ბ ) საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი ნაკლებია რადგან ვიტალური ნიშნები სტაბილურია

*გ) დადებითი ფეხმძიმობის ტესტის შემთხვევაში სჭირდება ექოსკოპია

დ ) თუ "bHCG>6000" ექოსკოპიურად არაფერი არ გამოჩნდება

44. 34 წლის შიზოფრენიით დაავადებული მამაკაცი მოყვანილია ახლობლების მიერ, მათი გადმოცემით ის არ აქცევს მათ ყურადღებას, როდესაც ცდილობენ მისთვის რისპერიდონის მიცემას, ეთიშება გარემოს რამდენიმე წუთით და არ აქცევს მათ ყურდღებას. ბრუნდება რამდენიმე წუთში და უკეთ არის შემდეგ საუბრამდე. ახლობლებს უნდათ ფსიქიატრთან დალაპარაკება მედიკამენტის შეცვლასთან დაკავშირებით. პაციენტს აქვს სტაბილური ვიტალური პარამეტრები, ნორმალური ფიზიკალური გასინჯვა, მედიკამენტის ხსენებისას ბრაზდება და აშტერდება ჭერს. რამდენიმი წუთში კვლავ შემოდის კონტაქტში. რა არის თქვენი მოქმედება

ა ) გაწერეთ ბინაზე და დაიბარეთ ფსიქიატრთან ამბულატორიულად

ბ ) ფსიქიატრის კონსულტაცია ალპრაზოლამის დანიშვნასთან დაკავშირებით

გ ) ჰალოპერიდოლი 5მგ იმ

დ ) ლორაზეპამი 2მგ იმ

*ე) ბენზტროპინი 1მგ იმ

45. ფილტვების მწვავე შეშუპების დროს შესაბამისი საწყისი თერაპია შეიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:

ა ) ჟანგბადი

*ბ) დიგიტალისი

გ ) ნიტროგლიცერინი

დ ) ფუროსემიდი

46. რომელია გულის შეგუბებითი უკმარისობის ყველაზე ადრეული რენტგენოლოგიური ნიშანი?

*ა) პულმონური სისხლძარღვოვანი რედისტრიბუცია ფილტვების ზედა სეგმენტებში

ბ ) ინტერსტიციული შეშუპება

გ ) კარდიომეგალია

დ ) ალვეოლარული შეშუპება

47. პაციენტებში Hyperemesis gravidarum-ით აღინიშნება ლაბორატორიული მაჩვენებლების შემდეგი ცვლილება:

ა ) ჰიპერკალიემია

*ბ) ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება

გ ) თრომბოციტოპენია

დ ) ჰიპერგლიკემია

ე ) ედს-ის მომატება

48. 22 წლის ქალმა მოგვმართა ანტიქოლინერგული კრიზით. ის აგზნებულია , შეცვლილი ცნობიერების დონით და საჭიროებს სედაციას. ქვემოთ მოყვანილი მედიკამენტებიდან რომელია მეტად ნაჩვენები

ა ) ტორაზინი

ბ ) ფლუპენაზინი

*გ) ლორაზეპამი

დ ) ეტომიდატი

ე ) კეტამინი

49. პაციენტი მესამე ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენით

ა ) ვაგინალურად სისხლდენის რაოდენობა პირდაპირპროპორციულია პლაცენტიდან ჰემორაგიის რაოდენობისა

ბ ) თუ პაციენტი "Rh" უარყოფითია არ სჭირდება "Rh" იმუნოგლობულინი ფეხმძიმობის გვიან ეტაპზე

გ ) პლაცენტა პრევია ფეხმძიმობის ამ ვადაზე იშვიათია, უფრო ხშირია ადრეულ ხანაში ფეხმძიმობის

*დ) სისხლდენის მიზეზია პლაცენტალ "placental abruption" ან "placenta previa" ორივე მდგომარეობა ემერჯენსია

50. ნეონატალებში რა არის კონიუქტივიტის ყველაზე ხშირი მიზეზი

*ა) Chlamydia trachomatis.

ბ ) Streptococcus pneumoniae.

გ ) Staphylococcus aureus.

დ ) Haemophilus influenzae.

51. 9 წლის გოგონა მოყვანილ იქნა კლინიკაში დედის მიერ მარცხენა თვალის შეშუპების გამო. ბავშვს ერთი კვირის წინ ჰქონდა „ვირუსული დაავადება“. გუშინ აღენიშნა სიწითლე თვალის ირგვლივ. დილით გამოეხატა შეშუპება. მაღალი ტემპერატურული რეაქცია და მხედველობის გაუარესაბა გამოხატული არა არის. ბავშვი უარყოფს ტრავმას. გასინჯვისას არენისნება პერიორბიტული არის შეშუპება. აქვს პროპტოზი და ექსტრაოკულური კუნთების მოძრაობის შეზღუდვა. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია

ა ) ალერგიული რეაქცია

ბ ) პერიორბიტული ცელულიტი

გ ) ტრავმა

*დ) ორბიტული ცელულიტი

52. კრიკოთირეოტომიის უკუჩვენებებია

ა ) სასუნთქი გზების მწვავე ობსტრუქცია

ბ ) ასაკი 5 წელზე ნაკლები

*გ) აპნოე

დ ) ორალური ინტუბაციის შეუძლებლობა

ე ) სახის მძიმე ტრავმა

53. რომელია ყველაზე ხშირი ბოტულიზმის ფორმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან

ა ) კვებითი

*ბ) ჩვილთა

გ ) ჭრილობის

დ ) სასუნთქი სისტემის

ე ) კარდიალური

54. 67 წლის ქალი ანამნეზში ჰიპერლიპიდემიით, ჰიპერტენზიით, კად-ით მოყვანილია სასწრაფოს მიერ მწვავედ განვითარებული ვერტიგოს, ატაქსიის, მარცხნივ გადავარდნის, გულისრევისა და ღებინების სიმტომებით. ტინიტუსი და სმენის დაქვეითება არ აღენიშნება. გასინჯვით - მსუბუქი დიზართრია, არ შეუძლია დგომა წონასწორობის დარღვევის გამო; მარჯვენა ხელით ვერ ასრულებს დავალებებს, მარცხენა ხელი - ნორმა; ახლობლების გადმოცემით ჩვეულებრივ წონასწორობის დარღვევას არ უჩივის, 2 კვირის წინ დაეცა, თუმცა გონება არ დაუკარგავს. რა ცვლილება არის მოსალოდნელი მისი თავის კტ კვლევისას

ა ) მარჯვენა თხემის წილის ინფარქტი

*ბ) მარჯვნივ ნათხემის ინფარქტი

გ ) ლაკუნარული ინფარქტი ბაზალურ განგლიაში

დ ) მარცხენა ჰემისფეროს დიდი ინფარქტი

ე ) მარჯვენა ბაზალური განგლიის ინფარქტი

55. რომელია ყველაზე ეფექტური ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიასთან ასოცირებული სტენოკარდიის მკურნალობისთვის?

ა ) ნიტროგლიცერინი

ბ ) დიგიტალისი

*გ) ბეტა ბლოკერები

დ ) მორფინი

56. პერიკარდიტთან ასოცირებული სეპარაციის გამოვლენისთვის არჩევის დიაგნოსტიკური პროცედურაა-

ა ) გულმკერდის რენტგენოგრაფია

ბ ) ეკგ

გ ) რადიონუკლეური სკანირება

*დ) ექოკარდიოგრაფია

57. რომელია მართებული პარადოქსულ პულსთან მიმართებაში

ა ) ექსტრაკარდიული მიზეზებიდან ყველაზე ხშირი მიზეზია დაჭიმული პნევმოთორაქსი

ბ ) 15მმ-მდე პარადოქსული პულსი ნორმალურია

*გ) პარადოქსი ნიშნავს: გულის ტონები ისმის, მაგრამ ამ დროს პულსი არ ისინჯება

დ ) პაციენტებში ასთმის მძიმე გამწვავებით ფართო პარადოქსული პულსი იშვიათია

ე ) არც ერთი

58. რომელია უფრო ხსირი მიზეზი კრუნჩხვისა ახალსობილებში

*ა) ჰოპოქსია

ბ ) ჰიდროცფალია

გ ) ინტრაცრანიალური ჰემორაგია

დ ) იდიოპათიური

ე ) ჰიპოგლიკემიური

59. საშვილოსნოს გარე ურსულობის შესახებ სწორია

ა ) პაციენტების უმრავლესობას არ აღენიშნება სისხლდენა და ჰემოდინამიკურად სტაბილურნი არიან

ბ ) "Rh" უარყოფითი ქალები საჭიროებენ "Rh" იმუნოგლობულინს თვითნებური აბორტის დროსმაგრამ არა საშვილოსნოსგარე ორსულობისას

გ ) საშვილოსნოსგარე ორსულობის დასადგენად საჭიროა ან "bHCG" დონის განსაზღვრა ან ექოსკოპია, მაგრამ არა ორივე

*დ) ყველა პაციენტი დიაგნოსტირებული საშვილოსნოსგარე ორსულობით საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას

60. 4 კვირის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში გაციების გამო. მშობლის გადმოცემით ბოლო ორი დღის განმავლობაში აქვს გამონადენი მარჯვენა თვალიდან და ხველა. ეხლა უარესად არის, სუნტქავს უფრო ხშირად. საკვებს იღებს ნორმალურად, არ სიცხიანობს. გასინჯვისას ბავშვი აქტიურია, მარჯვენა კონიუქტივა ინიცირებულია, არენიშნება საშუალო რაოდენობით მუკოპურულენტური გამონადენი. აქვს ხველის ხანმოკლე, გარდამავალი ეპიზოდები. აუსკულტაციით გაფანტული მშრალი და სველი ხიხინები. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ფილტვები გადაბერილია, გამოხატულია დიფუზური ინტერსტიციური ინფილლტრატები. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი არის

ა ) Bordetella pertussis.

ბ ) Staphylococcus aureus.

გ ) Mycobacterium tuberculosis.

*დ) Chlamydia trachomatis.

61. ბაქტერიული პნევმონიით დაავადებული ბავშვების უმეტესობა შეიძლება ნამკურნალები იყოს სახლის პირობებში. მკურნალობის არცევანი დამოკიდებულია

ასაკობრივ ჯგუფში პნევმონიის გამომწვევზე. 3 თვიდან 5 წლის ასაკამდე ბავშვებში ბაქტერიული პნევმონიის სამკურნალოდ გამოიყენება

*ა) Amoxicillin.

ბ ) Trimethoprim sulfate.

გ ) Amoxicillin-clavulanate.

დ ) Cephalexin.

62. პაციენტს პრე ეკლამფსიით აღენიშნება

*ა) თავის ტკივილი, პროტეინურია, ჰიპერტენზია, ჰიპერრეფლექსია

ბ ) მუცლის ტკივილი, ჰიპორეფლექსია, "cramps"

გ ) ვაგინალური სისხლდენა, მუცლის ტკივილი, აბნორმალური ექოსკოპიური კვლევა

დ ) არცერთი, პაციენტები ხშირად ასიმპტომურნი არიან

63. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან უფრო ხშირი გვერდითი ეფექტი შაკიკის დიჰიდროერგოტამინით მკურნალობისას

ა ) დიარეა

ბ ) სუნთქვის გაძნელება

*დ) გულისრევა

ე ) ტკივილი გულმკერდში

64. რომელია მართებული მწვავე პანკრეატიტის დროს ამილაზასა და ლიპაზასთან მიმართებაში

*ა) ლიპაზა უფრო სპეციფიურია ვიდრე ამილაზა

ბ ) ამილაზა უფრო სენსიტიურია ვიდრე ლიპაზა

გ ) ამილაზა პიკს აღწევს უფრო ადრე და უფრო დიდხანს რჩება მომატებული

დ ) ამილაზას და ლიპაზას მომატების ხარისხი დაავადების სიმძიმის პროპორციულია

ე ) ამილაზა/ლიპაზას თანაფარდობა გვეხმარება პანკრეატიტის ეტიოლოგიის დადგენაში

65. კისრის ვენების შეშუპების და ჰიპოტენზიის დიფერენციული დიაგნოსტიკა მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:

ა ) დაჭიმული პნევმოთორაქსი

ბ ) პრიკარდიუმის ტამპონადა

*გ) მიოკარდიტი

დ ) ფილტვების მწვავე შეშუპება

66. პულმონური ემბოლიების უმრავლესობის წარმოქმნის ადგილია:

ა ) წვივის ვენები

ბ ) ზედა კიდურები

*გ) ქვედა კიდურები და მენჯი

დ ) გული

67. რომელია მართებული კუჭის შემოგრეხასთან მიმართებაში

ა ) ჩვეულებრივ ასოცირებულია დიდი ზომის ჭიპის თიაქართან

ბ ) ჩვეულებრივ ვითარდება დიდი სიმრუდის მცირე სიმრუდეზე კუჭის მოკლე ღერძის გარშემო

გ ) ხშირია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში

*დ) უმეტეს შემთხვევებში ნაზო-გასტრული ზონდის კუჭში გატარება ვერ ხერხდება

ე ) კუჭის ინფარქტი და სიკვდილი ვითარდება 80%-ში თუ დროულად არ მოხდა დიაგნოსტიკა და მკურნალობა

68. წითელით პაციენტებში უფრო ხშირად სად ვლინდება კოპლიკის ლაქები

ა ) მაგარ სასაზე

ბ ) რბილ სასაზე

გ ) ტონზილებზე

დ ) ენაზე

*ე) ლოყის ლორწოვანზე

69. 17 წლის ბიჭი შაქრიანი დიაბეტით 1 ტიპი, აღენიშნება დიაბეტური კეტოაციდოზი, ვენური სისხლით pH7.09. ნატრიუმის ბიკარბონატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რომელი გართულება

ა ) CSF alkalosis

*ბ) Hypokalemia

გ ) Hypotonicity

დ ) Increased work of breathing

ე ) Rightward shift of the oxyhemoglobin dissociation curve

70. ასთმა არის ბავშვთა ასაკში საკმაოდ გავრცელებული დაავადება. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიკვდილიანობას ასთმით დაავადებულ ბავსვებში

ა ) ასაკი < 2 წელი

*ბ) სამედიცინო დაწესებულებამდე მისვლის შეზღუდული პირობები

გ ) პნევმონიის ისტორია

დ ) ალერგია მედიკამენტების მიმართ

71. 7 წლის ბიჭი მოყვანილ იქნა კლინიკაში იმის გამო, რომ „ვერ სუნთქავს“. ბავშვი აჟიტირებულია, ლაპარაკობს, წამოთქვამს ცალკეულ ფრაზებს. გულისცემის სიხშირე 114, სუნთქვის სიხშირე 46. სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე მუსკულატურა, გამოხატულია სუპრასტერნალური რეტრაქციები. აუსკულტაციით დიფუზურად აღენიშნება ბრონქოსპაზმი. ბავშვის სიმძიმე ფასდება, როგორც

ა ) მსუბუქი

*ბ) საშუალო

გ ) მძიმე

დ ) სუნთქვის გაჩერება გარდაუვალია

72. 20 წლის ქალი გულყრით 033-ის მანქანაში, 7 თვის ფეხმძიმეა, პრენატალური პატრონაჟი არ ჩატარებია. პაციენტის დედამ დაუძახა 033 დახმარებას რადგან არ მოეწონა მისი შვილის “ქცევა". Er-ში Bp 180/90, p-97 RR-13 სატურაცია 99% ჟანგბადზე, პაციენტს ვერ აფხიზლებ, შენი ქმედება.

ა ) Lorazepam 1mg IV

*ბ) Magnesium 6 gram IV

გ ) Nifedipine 10 mg PO

დ ) Phenobarbital 1g IV

ე ) Phenytoin 1 g IV

73. 25 წლის მამაკაცი ანამნეზით მწვავე ლეიკემია მომართა კლინიკას ძლიერი სისუსტის გამო. მან მიიღო პირველი ქიმიოთერაპია 3 დრით ადრე) ქვემოთ ცამოთვლილთაგან რომელი ლაბორატორიული დარღვევა მეტად სავარაუდოა)

*ა) ჰიპერკალემია

ბ ) ჰიპერკალცემია

გ ) ჰიპოფოსფატემია

დ ) ჰიპონატრემია

ე ) ჰიპომაგნეზემია

74. ფსევდო-პოდაგრის ყველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) ჰიპერპარათირეოზი

ბ ) ჰემოქრომატოზი

გ ) ჰიპომაგნეზემია

დ ) ჰიპოთირეოზი

*ე) იდიოპათიური

75. აორტის მწვავე დისექციის შეფასებისას აორტოგრაფიის გამოყენებასთან მიმართებაში სწორია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) დისექცია შეიძლება გამოგვრჩეს, თუ ცრუ სანათურში თრომბია

ბ ) ეს კვლევა დიაგნოსტიკური ოქროს სტანდარტია

*გ) 100%-ით საიმედო კვლევაა

დ ) კონტრასტით კტ კვლევისგან განსხვავებით აორტოგრაფია აფასებს აგრეთვე აორტის სარქვლებს და ტოტებს.

76. ტიპი III Debakey აორტის დისექციასთან მიმართებაში სწორის ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ამ ტიპის დისექციის საწყისი მართვა მედიკამენტურია

ბ ) ეკვივალენტია Stanford B ტიპის დისექციისა

*გ) დისექციის ყველაზე გავრცელებული ტიპია

დ ) ამ ტიპის დისექციის ხანგრძლივი მართვა ჩვეულებრივ მედიკამენტურია

77. 62 წლის ქალი ანამნეზში კუჭის წყლულოვანი დაავადებით, უჩივის ყავის ნალექით ღებინებას და შავი ფერის განავალს. ვიტ. მონაცემები: პულსი - 105, სისტ. წნევა 115. ანამნეზში ჰიპერტენზია არ არის. საწყისი ჰემოგლობინი 9.6 გ/დლ. რომელი ტაქტიკაა მართებული

ა ) ფამოტიდინის ხანგრძლივი ინფუზია

ბ ) ბლექმორის ზონდის ჩადგმა

გ ) ევალდის ზონდის ჩადგმა

დ ) ოქტრეოტიდის ხანგრძლივი ინფუზია

*ე) პანტოპრაზოლის ხანგრძლივი ინფუზია

78. რომელი ქვემოთ ჩამოთვლითაგან არის დამახასიათებელი პნევმოცისტური პნევმონიისათვის

ა ) მომატებული ტრანსამინაზები

ბ ) რესპირატორული აციდოზი

გ ) პლევრალური გამონაჟონი

დ ) არტერიული ლაქტატი მომატებული

*ე) მომატებული ლაქტატდეჰიდროგნაზა

79. რომელი ნიშანია ცენტრალური ვერტიგოს მახასიათებელი უფრო მეტად ვიდრე პერიფერიულისა.

ა ) სმენის დაქვეითება და ტინიტუსი

*ბ) თავბრუ ნაკლებ ინტენსიურია და მუდმივი

გ ) სპონტანური ნისტაგმი რომელიც მზერის ფიქსაციით ქრება

დ ) სხვა ნევროლოგიური სიმპტომების არარსებობა

80. 20 თვის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში „გულყრის“ გამო. ბავშვს ადრე რაიმე პრობლემა არ ჰქონია. გუშინ აღენიშნა სურდო და ხველა. ძილის დროს დედას მოესმა უცნაური ხმა და დაინახა ბავშვი კრთოდა და ჰქონდა ე.წ. „გადატრიალებული“ თვალები. T-39.8 ბავშვი იყო ლეთარგიული. კლინიკაში ტრანსპორტირებისას გავშვი გახდა აქტიური. გასინჯვისას პაციენტი ადეკვატურია ასაკის შესაბამისად, ზის დედის კალტაში, ცოტა შეშინებულია. T-39.4, გულისცემა 138, სუნთქვის სიხშირე 32, სატურაცია ოტახის ჰაერზე 98%. რა არის ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი

ა ) იდიოპათური გულყრა

ბ ) მენინგიტი

*გ) ფებრილური გულყრა

დ ) რეაქცია დიდი დოზით ტემპერატურის დამწევ მედიკამენტზე

81. 5 წლის ბავშვს გულყრების გამო 1 თვის წინ მისცეს ახალი ანტიკონვულსანტი. დღეს მოყვანილ იქნა კლინიკაში შეცვლილი ქცევისა და ლეთარგიულობის გამო. ბოლო 2 დღეა აქვს ღებინება. ლაბ. მონაცემებში არენიშნება გაზრდილი ღვიძლის ენზიმები და ჰიპერამონემია. ყველაზე მეტად რომელია ახალი ანტიკონვულსანტი?

*ა) Valproic acid

ბ ) Phenobarbital

გ ) Lorazepam

დ ) Diazepam

82. 65 წლის კაცს უკბინა ბზიკმა, აღენიშნება, მსტვინავი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, მოჭერის შეგრძნება ხახაში, ანამნეზში არტ. ჰიპერტენზია, დიაბეტი, ღებულობს ათენოლოლს, გაუკეთდა ეპინეფრინი და სტეროიდი, ახლა მისი BP 85/45, რომელი მედიკამენტი უნდა გაკეთდეს შემდეგა.

ა ) Ranitidine

ბ ) Epinephrine

*გ) Glucagon

დ ) Insulin

ე ) Metoprolol

83. 20 წლის მამაკაცი უჩივის მზარდ ტკივილს გულმკერდის არეში, სისუსტეს, მიალგიას და ქოშინს დატვირთვაზე) ერთი კვირით ადრე იგი აღნისნავს გრიპის მაგვარ მდგომარეობას. იგი უარყოფს რაიმე მედიკამენტის მოხმარებას, არც ოჯახური ანამნეზია გულის დაავადების. ფიზიკალურად ცხელება 38,6, პულსი 125, სუსტად გამოხატული სველი ხიხინი ორივე ფილტვში. ეკგ სინუსური ტაქიკარდია) გულმკერდის რენტგენზე კარდიომეგალია, ლაბორატორიული მონაცემები ნორმა გარდა მომატებული ტროპონინისა) რომელი ქვემოთ ჩამოთვლილია მართებული.

ა ) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

ბ ) აორტის დისექცია

*გ) ვირუსული ინფექცია

დ ) ინსულტი

ე ) დიაბეტური კეტოაციდოზი

84. 4 კვირის ბიჭი მოყვანილია მშობლების მიერ, აღენიშნება პროგრესული, ძლიერი ჭავლისებრი არა-ნაღვლოვანი ღებინება. ჩაედგა პვკ, ლაბ. კვლევები, გაიგზავნა

ექოსკოპიაზე - ჰიპერტროფიული პილორუსი და ჩატარდა კონსულტაცია ქირურგთან პილოროსტენოზის გამოსარიცხად. რა ცვლილებებია მოსალოდნელი ლაბ. კვლევებით:

ა ) ჰიპოქლორემია, ეუკალიემია, მეტაბოლური აციდოზი

ბ ) კომპენსატორული რესპირატორული ალკალოზი

*გ) ჰიპოქლორემია, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური ალკალოზი

დ ) ჰიპერქლორემია, ჰიპერკალიემია, მეტაბოლური აციდოზი

ე ) მეტაბოლური აციდოზი განიერი ანიონური შუალედით

85. აორტის დისექციის მედიკამენტური მკურნალობის მიზანია განშრევებაზე მოქმედი ფაქტორების კონტროლი. ამ მიზნისთვის პირველი რიგის მედიკამენტი ან მედიკამენტების კომბინაციაა:

*ა) ბეტა ბლოკერები და ნიტროპრუსიდი

ბ ) ბეტა ბლოკერები და ნიტროგლიცერინი

გ ) მხოლოდ ნიტროპრუსიდი

დ ) ტრომეტაფანი

86. 30 წლის ქალი შემოსულია ჩივილებით: უეცრად დაწყებული გულის ფრიალი და შფოთვა. უარყოფს მედიკამენტების მიღებას და მსგავს ჩივილებს წარსულში. ეკგ-ზე აღინიშნება არარეგულარული ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდია (QRS=0,13secs), გულისცემის სიხშირე-250 წუთში. ტორსადეს ტიპის არიტმია არ აღინიშნება) სავარაუდო დიაგნოზია:

*ა) ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი

ბ ) მიტრალური სარქვლის პროლაფსი

გ ) კოკაინის მიღება (ანამნეზის მიუხედავად)

დ ) შფოთვა

87. 56 წლის მამაკაცი ხანგრძლივი ჰიპერტენზიისა და თირკმლის მსუბუქი უკმარისობითს ანამნეზით, უჩივის საერთო სისუსტეს. ქვემოთ მოყვანილია მისი ეკგ. რა არის მისი მკურნალობის შემდეგი ნაბიჯი:

ა ) ალბუტეროლი ნებულაიზერით

ბ ) ინსულინი

*გ) კალციუმის ქლორიდი

დ ) კოაქსილატი

ე ) ფუროსემიდი

88. ელექტრული დენის მიმართ რომელ ქსოვილს აღენიშნება მეტი რეზისტენტობა

ა ) ნერვული ქსოვილი

ბ ) სისხლი

*გ) ცხიმი

დ ) კანი

ე ) კუნთი

89. 65 წლის ქალი დაუცდა ფეხი და დაეცა აბაზანაში დაიზიანა მენჯის მარჯვენა ნახევარი, არ შეუძლია სიარული. Er -ში რენტგენი მენჯის და ბარძაყის ნეგატიურია მაგრამ აწუხებს ტკივილი პალპაციისას და ვერ დადის, მოძრაობა ბარძაყის შეზღუდულია ტკივილის გამო, შემდეგი ქმედება

ა ) რეაბილიტაციის განყოფილებაში ჰოსპიტალიზაცია physical therapy-თვის

ბ ) Order inlet and outlet views of the pelvis

*გ) "MRI" მარჯვენა ბარძაყის

დ ) მენჯის რენტგენი

ე ) ტკივილგამაყუჩებელი და კასტილები და ტრავმატოლოგთან ამბულატორიული ვიზიტი

90. კლინიკაში მოიყვანეს 19 თვის ბავშვი დიარეის 3 დღიანი ანამნეზით. ბავშვს აქვს დაბალი ტემპერატურული რეაქცია, განავლოვან მასებში სისხლის კვალი არ აღინიშნება. მშობელი ბამოყოფილი შარდის რაოდენობას ვერ აკონკრეტებს – ბავშვი სარგებლობს პამპერსით. პაციენტი აქტიურია და ირებს სითხეებს. გასინჯვისას აფებრილურია, გულისცემა 124, სუნთქვის სიხშირე 24, ტირის ცრემლებით. კანი მშრალია, ტურგორი

შენარჩუნებული, კაპილარული ავსება 1–2 წამი. რა არის ამ პაციენტისათვის ყველაზე შესაფერისი თერაპია?

ა ) ი/ვ ფიზ. ხსნარის ინფუზია 20მლ/კგ ბოლუსით, ელექტროლიტების განსაზღვრა და განმეორებითი შეფასება

ბ ) პერიფ. ვენის კათეტერიზაცია, 20მლ/კგ ფიზ. ხსნარის ინფუზია და განმეორებითი შეფასება

*გ) p.o. 50მლ/კგ სითხის მიცემა 4 საათის განმავლობაში და განმეორებითი შეფასება

დ ) p.o. 20მლ/კგ სიტხის მიცემა 24 საათის დანმავლობაში და განმერებითი შეფასება

91. 6 კვირის ახალშობილი მოყვანილ იქნა კლინიკაში არა სისხლიანი, წყლისმაგვარი დიარეის 2 დღიანი ანამნეზით. მშობლის გადმოცემით, ბავშვს ნაწლავთა მოქმედება აექვს ყოველ 15–30 წუთში. T-37.0; გულისცემა 198, სუნთქვის სიხშირე 40; ბავშვი მოთენთილია და არ ტირის მტკივნეული გაღიზიანების საპასუხოდ. ყიფლიბანდი ჩავარდნილია, პირი მშრალი, კაპილარული ავსება 4 წმ, კანი ნაოჭდება. ექთანმა ვერ მოახერხა პერიფ. ვენის კათეტერიზაცია. რა არის თქვენი შემდეგი ქმედება?

*ა) დააყენეთ ძვალშიდა კატეთერი და გადაასხით ფიზ. ხსნარი 20მლ/კგ ბოლუსით 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ განმეორებით შეაფასეთ

ბ ) ჩაატარეთ ქირურგის კონსულტაცია ვენასექციის ჩასატარებლად

გ ) მიეცით სითხე p.o. 50მლ/კგ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ განმეორებით შეაფასეთ

დ ) დააყენეთ ძვალშიდა კათეტერი და გადაასხით 20მლ/კგ ბოლუსი ფიზ. ხსნარისა და 5% დექსტროზის ნაზავისა 1 საათის განმავლობაში, შემდეგ განმეორებით შეაფასეთ.

92. რომელია კუჭის წყლულის განვითარების ყველაზე ხშირი რისკ ფაქტორი

ა ) ასპირინი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები

ბ ) თამბაქო

გ ) ალკოჰოლი

დ ) შოკური მდგომარეობა

*ე) Helicobacter pylory

93. 35 წლის პაციენტი მოყვანილია ახლობლების მიერ ფსიქიატრიული შემოწმებისათვის. რომელია ფსიქიატრიული მიზეზებიდან ჰოსპიტალიზაციის ჩვენება

ა ) ანამნეზში შიზოფრენია

ბ ) ანამნეზში დეპრესია

გ ) ეთანოლით მწვავე ინტოქსიკაცია

*დ) ოჯახის წევრებზე ძალადობის იდეები

ე ) დეპრესია სუიციდური აზრების გარეშე

94. მიტრალური სარქვლის პროლაფსთან ასოცირებული ატიპური ტკივილის მკურნალობისას ნაჩვენებია:

ა ) ნიტროგლიცერინი

*ბ) ბეტა ბლოკერები

გ ) მორფინი

დ ) ჟანგბადი

95. ეკლამპსიასთან ასოცირებული ჰიპერტენზიის მკურნალობის არჩევის პრეპარატია:

*ა) მაგნიუმის სულფატი და ჰიდრალაზინი

ბ ) დიურეტიკები

გ ) ნიტროპრუსიდი

დ ) ლაბეტოლოლი

96. რომელი ვასკულიტის სინდრომი შეესაბამება კლინიკურ მანიფესტაციას?

*ა) კვანძოვანი პოლიარტერიტი - პერიფერიული ნეიროპათია და ნაწლავის იშემია

ბ ) ტაკაიასუს არტერიიტი - პირის ღრუს და გენიტალური წყლულები

გ ) ვეგენერის გრანულომატოზი - მიოკარდიუმის იშემია

დ ) ბეჰჩეტის დაავადება - სინუსიტი, ოტიტი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება

ე ) ჩურგ-შტრაუსის სინდრომი - გლომერულონეფრიტი

97. პაციენტი სპინალური სტენოზით:

ა ) უფრო ხშირად აღენიშნება რადიკულოპათია, რომელიც უარესდება სიარულისას

ბ ) მწოლიარე მდგომარეობასი ჩივილები მცირდება

გ ) ხშირად წელის სხვადასხვა დონის რადიკულოპათია ახასიათებს

დ ) აღმართზე ასვლა უფრო იოლია ვიდრე ჩამოსვლა

*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორეა

98. 3 წლის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში დიარეით, ლეთარგიული და შარდის გამოყოფის შემცირებით. ბოლო განავლოვანი მასები იყო სისხლიანი. გასინჯვისას T/A 122/76mmHg, გულისცემა 150, ფერმკრთალია. ლაბ. მონაცემებით შარდოვანა 36 mg/dL, კრეატინინი 3.4mg/dL, Hb-7,1 g/dL, PLT-60,000. შარდის ანალიზში არის სისხლი და ცილა. სისხლის ნაცხი აჩვენებს ჰემოლიზის ნიშნებს. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია

ა ) როტავირუსი

ბ ) ბაქტერემია მეორადად "Streptococcus pneumonia"–ის გამო

გ ) შონლეინ–ჰენოხის პურპურა

*დ) ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი

99. 1 თვის ბავშვი მოიყვანეს მშობლებმა. ლეთარგიულია, ძნელად აფხიზლებ, HR-260, კაპილარული ავსება 4 წამი, არტ წნევის გაზომვა და პვკ-ს ჩადგმა გაძნელებულია, შემდეგი ქმედებაა.

ა ) დეფიბრილაცია 1J/kg

ბ ) ცვკ და ადენოზინი

*გ) კარდიოვერსია 1J/kg

დ ) პვკ თავზე და ადენოზინი

100. სუპრაკონილარული მოტეხილობის შესახებ რომელი მტკიცებულებაა სწორი

ა ) გამოწვეულია პირდაპირი დარტყმით იდაყვზე

ბ ) წინა ვოლარული კომპარტმენტი თუ რბილია და პულსაცია შენარჩუნებულია, მოტეხილობები ცდომით შეიძლება გაწერილი იყვნენ ბინაზე ტრავმატოლოგთან ამბულატორიული ვიზიტის დანიშვნით

გ ) "ulnar nerve"- შეიძლება დაზიანდეს ცდომით მოტეხილობისას

*დ) დამახასიათებელი სადიაგნოსტიკო ნიშნებია რენტგენზე "posterior fat pad da a anterior sail sign".

101. 12 წლის ბიჭი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1–ით მოყვანილ იქნა კლინიკაში რებინების 12 საათიანი ეპიზოდით. მას დღეს არაფერი უჭამია, სითხეებს ვერ ირებს. დილით ინსულინი არ გაუკეთებია. აღნიშნავს ზოგად საერთო სისუსტეს და თავის ტკივილს. სასიცოცხლო პარამეტრები შემდეგია: გულისცემა 130, T/A 96/60mmHg, სუნთქვის სიხშირე 32, T-36.8; ლაბ მონაცემებით 840მგ/დლ, 3+ კეტონურია, ვენური PH – 7.22. ექთანი გეკითხებათ, გადაასხას თუ არა ნატრიუმის ბიკარბონატი. ამ პაციენტთან მიმართებაში რა არის მართებული ბიკარბონატთან დაკავშირებით

ა ) ის ნაჩვენებია DKA-ის დროს აციდოზის კორექციის მიზნით

*ბ) ბიკარბონატის გამოყენება ამ პაციენტთან საშიშია

გ ) ეს გაზრდის პაციენტთან კალიუმის დონეს

დ ) ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გამოიწვევს ალკალოზს

102. რომელი ნევროლოგიური ფუნქცია არის შესუსტებული ხერხემლის წინა სვეტის სინდრომისას

ა ) ვიბრაციული მგრძნბელობა

*ბ) ტემპერატურული მგრძნობელობა

გ ) პოზიციური მგრძნობელობა

დ ) ექსტრაოკულარული მოტორული ფუნქცია

103. აივ-დადებით პაციენტებში პნევმოცისტური პნევმონიით და ალერგიით სულფა ჯგუფის პრეპარატებზე (ბაქტრიმი), რომელია ამბულატორიული მკურნალობის მისაღები რეჟიმი

*ა) პრიმაქვინი და კლინდამიცინი

ბ ) ლევოფლოქსაცინი

გ ) ალბენდაზოლი და ტრიმეტოპრიმი

დ ) პენტამიდინი

ე ) დოქსიციკლინი

104. ჰიპერტენზიულ სასწრაფო და გადაუდებელ მდგომარეობებს შორის პირდაპირი განსხვავებაა ის, რომ გადაუდებელი მდგომარეობისას:

ა ) დიასტოლური არტერიული წნევა > 130mmHg

ბ ) პაციენტი ანამნეზში არ აღნიშნავს არტერიულ ჰიპერტენზიას

გ ) პაციენტი, ჩვეულებრივ, იღებს ორალურ მედიკამენტებს

*დ) პაციენტს აღენიშნება სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები

105. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მართებული?

ა ) კაპილარული ავსება >2 წმ ადგილი აქვს, როდესაც სითხის მოცულობის დეფიციტი >15%-ზე

ბ ) მოზრდილებში სისხლის მოცულობაა 70მლ/კგ

*გ) ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი საიმედოდ განსაზღვრავს მოცულობის სტატუსს პაციენტებში მარჯვენა პარკუჭის უკმარისობით.

დ ) მოზრდილებში ტაქიკარდია >120 შეესაბამება მოცულობის დეფიციტს 30-40%.

106. რომელია მართებული აორტის ტრავმულ გახეთქვასთან მიმართებაში

ა ) დისპნეა ყველაზე ხშირი სიმპტომები

ბ ) ნორმალურიგულ-მკერდის რეტგენი გამორიცხავს ამ დიაგნოზს

*გ) კტ-აორტოგრაფია უფრო სენსიტიურია ვიდრე ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია

დ ) პრე-ოპერაციულდ არტ. წნევის მონიტორინგი არ არის მნიშვნელოვანი

ე ) აღმავალი აორტა ყველაზე ხშირად ზიანდება

107. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებთ დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინებს

ა ) პირდაპირი ტრომბოციტების ინჰიბიტორი

ბ ) მეორე ფაქტორის ინჰიბიტორი(თრომბინი)

*გ) მეათე ფაქტორის ინჰიბიტორი

დ ) ვონ ველბრანდის ფაქტორის ინჰიბიტორი

ე ) მეცამეტე ფაქტორის ინჰიბიტორი

108. კლინიკაში მოიყვანეს 18 თვის ლეთარგიული ბავშვი. ბავშვი გუშინ იყო კარგად, სიცხე არ ჰქონია, ტრავმას არ აღნიშნავენ. ის ნახეს ოთახში იატაკზე მძინარე, მშობლებმა ვერ გამოაღვიძეს. წინა საღამოს სახლში იყო გაშლილი სუფრა, ალკოჰოლური სასმელების ნარჩენებით. სასიცოცხლო პარამეტრები ვარირებს ნორმის ფარგლებში, დათვალიერებით ტრავმის ნიშნები გამოხატული არ არის. პერიფერიული ვენის კათეტერიზაციის და ლაბ. სკრინინგის ჩატარებისას ექთანი გაცნობებთ, რომ პაციენტის გლიკემია არის 24; რა არის ჰიპოგლიკემიის მიზიზი?

ა ) ამოქსაცილინის მიღება

ბ ) სეფსისი

*გ) ეთანოლის მიღება

დ ) ბავშვზე ძალადობა

109. პაციენტი რომელსაც არენიშნება T-38.8 C, რესპირაცია 30, BP 88/60, შენი მიზანია "Early Goal Directed therapy"-ის მიხედვით.

ა ) Goal MAP >90

*ბ) Goal CVP of 8-12

გ ) Goal UOP 2cc/kg/hr

დ ) Goal O2 sat >90

110. 50 წლის მამაკაცი 3-4 დღის ანამნეზი: დისკომფორტი კისრის არეში ტემპერატურა, სხვა მხრივ თავს ჯანმრთელად თვლის, ახლახანს ამოიღო რამოდენიმე კბილი კარიესის გამო. წინ გადახრა აუარესებს კისრის არეში დისკომფორტს. მიუხედავად სტომატოლოგის მიერ გამოწერილი ანალგეტიკების და ანტიბიოტიკების მიღებისა სიმპტომები გაუარესდა. T-38.6C,ტკივილი მოძრაობისას და პალპაციისას ხერხემლის კისრის ნაწილში. მენინგეალური ნიშნები დადებითია, სისუსტე ზედა კიდურებში გამოხატულია, სხვა ფოკალური ნევროლოგიური ცვლილებები არ აღენიშნება. სპინალურ ეპიდურულ აბსცესზეა ეჭვი. ყველაზე შესაფერისი შემდეგი პროცედურა:

ა ) ძვლის სკანირება

ბ ) ხერხემლის კისრის ნაწილის რადიოგრაფია

გ ) CT myelography

დ ) Lumbar puncture

*ე) MRI

111. კლინიკაში მოიყვანეს ბავშვი ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტით. შუნტი ჩაყენებულ იქნა 3 თვის ასაკში თანდაყოლილი ჰიდროცეფალის გამო. პაციენტს ჰქონდა ღებინება ორი დღის განმავლობაში. დღეს გახდა ლეთარგიული. თქვენ მიიტანეთ ეჭვი შუნტის პრობლემაზე. რომელი კვლევა დაგეხმარებათ სპეციფიურად დიაგნოზის დასმაში.

ა ) სსა

ბ ) თავის გარშემოწირულობის გაზომვა

გ ) ლუმბალური პუნქცია

*დ) თავის ტვინის CT

112. რომელი დებულებაა მართებული გიენ-ბარეს სინდრომთან მიმართებაში

*ა) კლინიკური სურათი უფრო მძაფრია ასაკოვან პაციენტებში

ბ ) პაციენტებს სწრაფად განვითარებული სიმპტომბით გამოსავალი უფრო საიმედოა

გ ) პაციენტებს რომელთაც უსწრებდათ გასტროენტერიტი გამოწვეული Campilobacter jejuni -ით მეტად კეთილსაიმედო გამოსავალი აქვთ.

დ ) შარდის სეკავება, გაუვალობა, სინუსური ტაქიკარდია, პოსიციური ჰიპოტენსია ისვიათად ახასიათებს გიენ-ბარეს სინდრომს.

ე ) სუნთქვის უკმარისობა, რომელიც საჭიროებს მექანიკურ ვენტილაციას ვითარდება 75%-ში

113. ნორმალური ერთნაყოფიანი ორსულობის დროს, რომელია მართებული:

ა ) თავით წინმდებარეობის დროს, მინიმალური თავის დიამეტრი აღინიშნება თავის მაქსიმალური გაშლის მდგომარეობაში

*ბ) მხოლოდ ნაყოფის სიგრძივი მდებარეობისას შესაძლებელია ვაგინალური მშობიარობა

გ ) მდებარეობა - ნაყოფის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯში

დ ) "station" - მანძილი ნაყოფის წინამდებარე ნაწილსა და საშოს შესავალს შორის

ე ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

114. დროებითი პეისმეიკერის კათეტერის წვეროს იდეალური მდებარეობაა:

ა ) მარჯვენა წინაგული

ბ ) ზემო ღრუ ვენა

*გ) მარჯვენა პარკუჭის მწვერვალი

დ ) არცერთი ჩამოთვლილი

115. დროებითი პეისმეიკერის წარმატებული იმპლანტაციისას მონიტორზე უნდა დავაკვირდეთ-

ა ) ST სეგმენტის დეპრესიას

*ბ) ST-ს ელევაციას

გ ) მცირე დადებით P კბილებს და ნორმალურ QRS კომპლექსებს

დ ) ინვერტირებულ P კბილებს და მცირე ამპლიტუდის უარყოფით QRS კომპლექსებს

116. აშშ-ში მოზრდილებში მწვავე დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზია

*ა) ვირუსები

ბ ) ნაწლავის ჩხირი

გ ) კაპილობაქტერია

დ ) ჯიარდია ლამბლია

ე ) ოქროსფერი სტაფილოკოკი

117. მწვავე მეზენტერიალური იშემიის ყველაზე ხშირი მიზეზია

ა ) Superior Mesenteric Artery თრომბოზი

ბ ) მესენტერიალური ვენების თრომბოსი

გ ) არაოკლუსირებული მესენტერიალური ვასკულარული დაავადებები

*დ) Superior Mesenteric Artery ემბოლისმი

118. 10 წ გოგონა მოყვანილ იქნა კლინიკაში მას შემდეგ, რაც დაეცა გაშლილ ხელზე. შემოსვლისას კიდური იმობილიზირებულია. ძვლის რომელი დაზიანება არის ასოცირებული მწვავე სისხლძაღვოვან დაზიანებასთან?

ა ) ლავიწის შუა მესამედის მოტეხილობა

ბ ) სხივისა და იდაყვის ძვლების დიტალური ნაწილის მოტეხილობა ცდომის გარეშე

*გ) მხრის ძვლის სუპრაკონდილური მოტეხილობა

დ ) სკაფოიდური ძვლის მოტეხილობა

119. რეფრაქტერული გულყრის ყველაზე მეტად შესაფერისი მკურნალობა იზონიაზიდის დოზის გადაჭარბების გამო მოიცავს.

ა ) Thiamine (B1)

*ბ) Pyridoxine (B6)

გ ) Magnesium sulfate

დ ) Lorazepam.

120. 24 წლის კაცს დაეჯახა ტრანსპორტი მარცხენა გვერდში, როდესაც ის გადადიოდა ქუჩაზე, ვიტალური ნიშნებია BP 130/78, P 110, R 18, ის გონზეა, საუბრობს ნორმალურად, გონების კარგვის მომენტი არ ჰქონია. სასწრაფოს გადასხმული აქვს 500მლ-ზე ნაკლები ხსნარი. გასინჯვით აღენიშნება მუცელში ტკივილი, მარცხენა ზედა კვადრატში და მენჯის ძვლის ზემოთ. რენტგენზე მენჯის ძვლის მოტეხილობაა. რა იქნება შემდგომი კვლევა მუცლის ტკივილის მიზეზის დასადგენად

ა ) მუცლის კტ

ბ ) დიაგნოსტიკური პერიტონეალური ლავაჟი

გ ) დიაგნოსტიური ლაპარატომია

*დ) FAST

ე ) რეტროგრადული ურეთროგრაფია

121. 15 წლის მოზარდი მოყვანილ იქნა კლინიკაში ძირითადი ჩივილით საერთო სისუსტე, გონების კარგვის შეგრძნება. ანამნეზიდან რა გაფიქრებინებთ ჩივილების სერიოზულ მიზეზზე?

ა ) თაბრუსხვევა დაიწყო სკამზე საათების განმავლობაში ჯდომის შემდეგ ადგომის შედეგად

ბ ) პაციენტმა არ ისაუზმა და გამოეხატა საერთო სისუსტე

*გ) პაციენტი არის სკოლის საკალათბურთო გუნდის ახალწვეული და უჩივის გულმკერდის არეში ტკივილს ფიზიკური დატვირთვის დროს

დ ) პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში იდგა ფეხზე სასკოლო წარმოდგენის დროს

122. ქრონიკული გულის უკმარისობით პაციენტებში სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზი

*ა) არითმია

ბ ) საშარდე გზების ინფექციები

გ ) პნევმონია

დ ) ინსულტი

ე ) პულმონური ემბოლიზმი

123. შიდსით დაავადებულ პაციენტებში კრიპტოსპორიდიული დიარეით სიმპტომების შესამცირებლად ყველაზე ეფექტურია

ა ) ლოპერამიდი

*ბ) მაღალი აქტივობის ანტირეტროვირუსული თერაპია

გ ) აზიტრომიცინი

დ ) მეტრონიდაზოლი

ე ) ოქტრეოტიდი

124. 31 წლის მამაკაცი მოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ სინკოპეს ეპიზოდის შემდეგ, რაც განვითარდა კალათბურთის თამაშის დროს. გასინჯვით ვლინდება სწრაფი ბიფაზური კაროტიდული პულსი და გამოხატული სისტოლური შუილი მკერდის ძვლის მარცხენა კიდის გასწვრივ და მწვერვალზე. თქვენ ვარაუდობთ ჰიპერტროფული კარდიომიოპათიას, სთხოვთ პაციენტს ვალსალვას მანევრის შესრულებას, რა დროსაც უსმენთ გულის ტონებს. თქვენი დიაგნოზის მართებულობის შემთხვევაში,შუილის ინტენსივობა:

*ა) გაიზრდება

ბ ) შემცირდება

დ ) დარჩება უცვლელი

დ ) გაქრება

125. ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიასთან მიმართებაში მართებულის ჩამოთვლილთაგან ყველა, გარდა:

ა ) დაავადება მემკვიდრულად გადაეცემა >50%-ში

ბ ) დამახასიათებელია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (ხშირად ასიმეტრიული) პარკუჭის დილატაციის გარეშე

*გ) დაავადების მართვისას ყველაზე მეტად ნაჩვენებია დიგიტალისის და ვაზოდილატატორების გამოყენება

დ ) ამ დაავადებისას განვითარებული ვენტრიკულური დისრიტმიების არჩევის პრეპარატია ამიოდარონი

126. რომელია მართებული ღვიძლის აბსცესთან მიმართებაში

ა ) პიოგენური აბსცესები უფრო ხშირია ვიდრე ამებური

ბ ) პიოგენური აბსცესების უმეტესობა ვითარდება არანამკურნალევი აპენდიციტის შემდეგ

გ ) პიოგენური აბსცესები ძირითადად გამოწვეულია ერთი ორგანიზმით

დ ) პიოგენური აბსცესის ფონზე ბილიარული დაავადებები იშვიათია

*ე) არც ერთი

127. რომელია მართებული შუა ყურის ანტების მკურნალობასთან მიმართებაში.

ა ) ზოგი შემთხვევები ანტიბიოტიკის გარეშე იკურნება სპონტანურად

ბ ) ორალურად ანტიბიოტიკები მეტად მისარებია ვიდერე იმტარმუსკულარული მკურნალობა

გ ) მაღალი დოზის ამოქსიცილინი (80 მგ/კგ/დღე) უნდა იყოს გამოყენებული ორ წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

*დ) შუა ყურის ანთება ამბულატორიულად ანტიბიოტიკოთერაპიის ყველაზე ხშირი მიზეზია აშშ ში

128. თქვენ მკურნალობთ 25კგ ბავშვს ეჭვით მწვავე აპენდიციტზე. პაციენტი მცირედ დეჰიდრატირებულია, ელექტროლიტები ნორმაშია. პაციენტი ვერაფერს მიირებს p.o ოპერაციამდე. რა არის ყველაზე შესატყვისი ინფუზიური ტერაპიის გეგმა?

*ა) საწყისი ბოლუსი 500მლ ფიზ.ხსნარი, შემდეგ 6 საათის განმავლობაში 5% გლუკოზისა და ფიზ. ხსნარის ნარევისა და 20 მექვ K+ ის ინფუზია.

ბ ) საწყისი ბოლუსი 500მლ 5% გლუკოზის ხსნარისა და ფიზ. ხსნარის ნაზავისა + 20 მექვ K; შემდეგ იგივე ხსნარი + 20 მექვ K 67მლ/სთ მოცულობით

გ ) ფიზ. ხსნარის ბოლუსი 100მლ, შემდეგ ფიზ.ხსნარისა და 5% გლუკოზის ნარევისა და 20მექვ K-ის ინფუზია 67მლ/სთ მოცულობით ინფუზია

დ ) ფიზ. ხსნარის 500 მლ ბოლუსი, შემდეგ ფიზ. ხსნარისა და 5% გლუკოზის ნარევისა და 20 მექვ K-ის ინფუზია 67მლ/სთ ინფუზია

129. 24 წლის კაცი ჩხუბობდა, მოხვდა სახეში და თვალში , აღნიშნავს სახის მარჯვენა ნახევარში ტკივილს, აღენიშნება კანქვეშა ემფიზემა მარჯვენა ქუთუთოზე, მარჯვენა ლოყის დაბუჟება, ზემო კბილების და ზემო ტუჩის დაბუჟება, გონების კარგვა არ ყოფილა, რომელ კვლევას და რომელი დაზიანების გამოსარიცხად, შეუკვეთავდით

ა ) თავის კტ. ოქციპიტალური ჰემატომას გამოსარიცხად

ბ ) თავის კტ. ტემპორალური ძვლის დაზიანების გამოსარიცხად

გ ) სახის კტ, ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამოსარიცხად

*დ) სახის კტ წინა ორბიტალური მოტეხილობის გამოსარიცხად

ე ) სახის კტ მანდიბულარული მოტეხილობის გამოსავლენად

130. 32 წლის კაცი მოყვანილია ნაკვეთი ჭრილობით მუცლის მარცხენა ნახევარში, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები აღენიშნება, მაგრამ FAST უარყოფითია, შემდგომი ნაბიჯი

ა ) ლოკალურად ჭრილობის რევიზია და ობსერვაცია

*ბ) საოპერაციოში შეყვანა ჭრილობის რევიზიის მიზნით

გ ) ექოსკოპიის განმეორება 6 საათში

დ ) ჭრილობის გაკერვა და ანტიბიოტიკების დაწყება

131. კლინიკაში მოიყვანეს ბავშვი თირკმელების ქრ. უკმარისობით, რომელსაც ყოველდღიურად უტარდება პერიტონეალური დიალიზი. რაიონში ყოფნის გამო, ბავშვს ვერ ჩაუტარდა დიალიზის 2 სეანსი. პაციენტი უჩივის საერთო სისუსტეს და შრატის K არის 8.1მექ/ლ; რა არის ჰიპერკალემიის მანიფესტაციის საგანგაშო ნიშანი?

ა ) საერთო სისუსტე

ბ ) მაღალი და წვეტიანი T კბილები

*გ) QRS კომპლექსის გაგანიერება

დ ) პარესტეზიები

132. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული სპონტანურ პნევმოთორაქსთან მიმართებაში.

ა ) უმეტესობა პაციენტებს ემართებათ პნევმოთორაქსი ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას

ბ ) ექსპირატორულ ფაზაში გულმკერდის რენტგენი აუცილებელია დიაგნოსტირებისათვის

გ ) სპონტანური პნევმოთორაქსი ნაკლებად სასიშია ვიდრე პნევმომედიასტინუმი

*დ) თამბაქო ერთერთი რისკფაქტორია

133. 45 წლის ქალი ანამნეზში არანამკურნალევი ჰიპერთირეოზით უჩივის მარცხენა ტერფის მწვავე ტკივილს. გასინჯვით - ნორმალური ვიტალური პარამეტრები, არითმია, ფილტვები - ნორმა, მარცხენა ტერფი პულსი არ არის, კაპ. ავსება გახანგრძლივებულია, კიდური ციანოზურია, თითების დამბლა. რომელია მკურნალობის შემდეგი ნაბიჯი

*ა) ანტიკოაგულაცია და გადაუდებელი ემბოლექტომია

ბ ) ანტიკოაგულაცია და გადაუდებელი შუნტირება

გ ) მხოლოდ ანტიკოაგულაცია

დ ) წელის სიმპათექტომია

ე ) ჰიპერბარული ოქსიგენაცია

134. ჩამოთვლილთაგან რომელია პულმონური ემბოლიზმის იშვიათი, თუმცა ძალიან სენსიტიური რენტგენოლოგიური ნიშანი?

ა ) ელევირებული დიაფრაგმა

ბ ) ატელექტაზი

გ ) პლევრალური გამონაჟონი

*დ) Hampton-ის ნიშანი

135. პულმონური ემბოლიზმის შემთხვევაში პაციენტების ყველაზე ხშირი ჩივილია დისპნეა და:

*ა) პლევრალური გულმკერდის ტკივილი

ბ ) ჰემოფტიზი

გ ) შფოთვა

დ ) სინკოპე

136. რომელი ტოქსინია ყველაზე ხშირად ასოცირებული გულყრებთან

ა ) კოკაინი

*ბ) ალკოჰოლი

გ ) ოპიატები

დ ) ექსტაზი

ე ) ეფედრა

137. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული წყლულოვანი დაავადებით გამოწვეულ სისხლდენასთან მიმართებაში.

ა ) პაციენტებს ნორმალური კუჭნაწლავის ტრაქტის ანატომიით ჰემატოქეზია არ განუვითარდებათ

*ბ) სისხლდენის სპონტანურად გაჩერება შესაძლებელია 70-80 % ში

გ ) პაციენტთა უმეტესობას აღენისნება იზოლირებული მელენა

დ ) პეპტიური წყლულით სისხლდენისას სიკვდილობა 25 %-ია

ე ) პერფორაცია შეიძლბა ახლდეს სისხლდენის შემთხვევათა 50 %- ს

138. კლინიკაში მოყვანილ იქნა 18 თვის ბავშვი ლარინგოტრაქეობრონქიტის კლინიკური ნიშნებით. ბოლო კვლევების საფუძველზე რომელი მედიკამენტების გამოყენება ამცირებს პაციენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას?

ა ) Levoalbuterol

*ბ) Dexamethasone

გ ) დატენიანებული ჟანგბადი.

დ ) Albuterol

139. თქვენ დააინტუბირეთ ტრავმა პაციენტი შეცვლილი მენტალური სტატუსის გამო. მისი სუნთქვითი მახასიათებლები კარგია და მას არ აღენიშნება გულმკერდის ტრავმა. რა საწყის სიდიდეებს დააყენებთ აპარატზე?

ა ) Mode

ბ ) Respiratory rate

გ ) Tidal volume

დ ) Fi02

*ე) PEEP

140. 43 წლის კაცი მოყვანილია ავარიის შედეგად, ის ბლუკუნებს და ვერ ასრულებს დავალებას, აქვს ცივი კიდურები და ორმხრივი ღია ბარძაყის მოტეხილობა, ტქვენი პირველი ქმედება

ა ) ჟანგბადის მიწოდება, კიდურებზე იმობილიზაცია, წნევის გაზომვა და ინტუბაცია

ბ ) ჟანგბადის მიწოდება, კაპილარული ავსების შემოწმება დაზიანებულ კიდურებზე, ჭრილობების შეხვევა და არტ. წნევის გაზომვა

*გ) პაციენტის ინტუბირება, მილის მდებარეობის შემოწმება, ვიტალური მაჩვენებლების შემოწმება

დ ) წნევის გაზომვა, ჟანგბადის მიწოდება, კიდურების იმობილიზაცია

141. რა არის ნამგლისებრუჯრედიანი ანემიით დაავადებულ ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი?

ა ) ელენთის მწვავე სეკვესტრაცია

ბ ) აპლაზიური კრიზი

გ ) მწვავე კორონარული სინდრომი

*დ) სეფსისი

142. პაციენტები 85 წელზე ზევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ძირითადად ვლინდება შემდეგი სიმპტომით

ა ) ტკივილი გულმკერდში

*ბ) დისპნეა

გ ) სინკოპე

დ ) გონების დაბინდვა

ე ) ცხელება

143. რომელია მართებული ასთმით დაავადებული პაციენტის ფიზიკალურ გასინჯვასთან მიმართებაში

ა ) ციანოზი ხშირი ნიშანია

*ბ) სუნთქვის სიხშირე არ არის კორელაციაში ასთმის გამწვავების სიმძიმესთან

გ ) პარადოქსული პულსი აღინიშნება მძიმე ასთმით დაავადებული პაციენტების 90%-ში

დ ) პაციენტებში მძიმე რეფრაქტორული ასთმით, რომლებსაც უვითარდებათ ასთმური სტატუსი აღინიშნება პროგრესული, მსტვენავი ხიხინი

ე ) მსუბუქი ასთმის გამწვავების დროს აღინიშნება დამატებითი სასუნთქი კუნთების ჩართვა

144. ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშნის საფუძველზე შეგვიძლის საიმედოდ გამოვრიცხოთ პულმონური ემბოლიზმი?

ა ) ნორმალური PO2

ბ ) ნორმლური გულმკერდის რენტგენოგრაფია

გ ) ნორმალური A-a გრადიენტი

*დ) არცერთი ჩამოთვლილი

145. ბაქტერიული ენდოკარდიტის ანტიბიოტიკებით პრევენციული მკურნალობა მაღალი რისკის პაციენტებში ნაჩვენებია, როდესაც შესრულებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) აბსცესის გაკვეთა და დრენირება

*ბ) ჭრილობის გაკერვა

გ ) ცხვირის ტამპონადა

დ ) ღრძილებიდან სისხლდენასთან ასოცირებული დენტალური პროცედურები

146. 47 წლის ქალი ქრ. დაავადებების გარეშე, ბოლო რამდენიმე დღეა უჩივის პროგრესირებად ტკივილს მარცხენა თვალის არეში, ბუნდოვან მხედველობას და სიწითლეს. გასინჯვით მარცხენა თვალში მხედველობის სიმახვილე უმნიშვნელოდ დაქვეითებულია. მარჯვნივ გუგის შემოწმებისას სინათლე აძლიერებს ტკივილს მარცხენა თვალში. მარცხენა გუგა შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე მინიმალურია, პერილიმბურად აღინიშნება კონიუქტივის შეშუპება. გამონადენი არ არის. რომელი მკურნალობის ტაქტიკა არის მართებული

ა ) ადგილობრივად ანტიბიოტიკები

ბ ) ჰიპერტონული თვალის წვეთები

გ ) ივ მანიტოლი

დ ) თვალის კაკლის მასაჟი

*ე) ადგილობრივი ციკლოპლეგიური მიდრიაზული საშუალებები

147. ასთმის შეტევის სიმძიმის შეფასებისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი კვლევის მეთოდია

ა ) არტერიული სისხლის გაზები

*ბ) პიკური ამოსუნთქვის ნაკადი

გ ) გულმკერდის რენტგენოგრაფია

დ ) კარდიალური მონიტორინგი

ე ) ფორსირებული ამოსუნთქული მოცულობა

148. ჩამოთვლილთაგან რა არ არის კავასაკის დაავადების კრიტერიუმი?

ა ) გამონაყარი

*ბ) ლეიკოციტოზი

გ ) კონიუქტივიტი

დ ) მარწყვისებრი ენა

149. დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების მიზეზებია, გარდა:

ა ) ინსულინის დეფიციტი

ბ ) ინფექცია

გ ) ინსულტი

*დ) ინსულინის ჭარბი დოზირება

150. დიაბეტური კეტოაციდოზის კლინიკური სურათის მანიფესტაცია დამოკიდებულია შემდეგ მეტაბოლურ დარღვევებზე, გარდა:

ა ) ჰიპერგლიკემია

ბ ) ჰიპოვოლემია

*გ) ჰიპერვოლემია

დ ) აციდოზი

151. ბავშვთან ეჭვი არის მიტანილი სხივის თავის ქვეამოვარდნილობაზე. ნაცადი იქნა სუპინაციისა და მოხრის ტექნიკა – უშედეგოდ. რა არის შემდეგი ალტერნატიული ტექნიკა ქვეამოვარდნილობის ლიკვიდაციისათვის?

*ა) ჰიპერპრონაცია

ბ ) ლონგიტუდინალური ტრაქცია

გ ) ჰიპერსუპინაცია

დ ) ჰიპერფლექსია

152. 23 წლის ქალმა მომართა კლინიკას ტკივილით მარჯვნივ გულმკერდის არეში, მოჰყვა ავტო საგზაო შემთხვევაში. მტკივნეულია მეხუთე ნეკნი უკანა ახილარულ ხაზზე, რომელი ქმედებაა სწორი პაციენტის სემდგომი კვლევისათვის.

*ა) გულმკერდის რენტგენოგრაფია

ბ ) ნეკნების რენტგენოგრაფია

გ ) კტ მუცელი/მენჯი

დ ) კტ თავის

ე ) კისრისრადიოგრაფია

153. პაციენტებში ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემიით რომელია სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი

ა ) მიოკარდიუმის ინფარქტი

ბ ) ინსულტი

*გ) სეფსისი

დ ) აპლასტიური კრიზი

ე ) ელენთის სეკვესტრაცია

154. ენდოკარდიტის ანტიბიოტიკებით პრევენციული მკურნალობა ნაჩვენებია ყველა ჩამოთვლილ შემთხვევებში, გარდა:

ა ) ანამნეზში ბაქტერიული ენდოკარდიტი

*ბ) მიტრალური სარქვლის პროლაფსი შუილის (რეგურგიტააციის) გარეშე ან სარქვლის კარედების გასქელება

გ ) გულის რევმეტული დაავადება

დ ) პროთეზირებული სარქველი

155. პროთეზირებულ სარქველთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) მექანიკურ სარქველებისას ნაჩვენებია ხანგრძლივი სისტემური ანტიკოაგულაცია

ბ ) თრომბის წარმოქმნის გამო მეორადად გავნოთარებული სარქვლის დისფუნქციისას პაციენტს აღენიშნება მწვავე გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია და სარქვლის ხმიანობის დაქვეითება

გ ) ენდოკარდიტი უნდა ვივარაუდოდ ყველა პაციენტში, ვისაც აღენიშნება ცხელება, განსსაკუთრებით, ახალი შუილი

*დ) ბიოსარქველებს, მექანიკურისგან განსხვავებით, ახასიათებს მეტი ჰემოლიზის და თრომბოგენული ეფექტი

156. რომელია მართებული ტრავმულ ირიდოციკლიტთან მიმართებაში

ა ) ჩვეულებრივ უმტკივნეულოა

ბ ) გასინჯვით აღინიშნება მიდრიაზული, ფიქსირებული გუგა

*გ) მკურნალობა - ხანგრძლივი მოქმედების ციკლოპლეგიური აგენტები

დ ) სტეროიდები არ არის ეფექტური

ე ) გამოჯანმრთელება ხდება სიმპტომების დაწყებიდან 1 თვეში

157. კრონისა და გარიზიანებულ ნაწლავს შორის განმასხვავებელია

*ა) ნოქტურული დიარეა

ბ ) ყურყური

გ ) წონის კლება

დ ) სპაზმური აბდომინალგია

ე ) ღებინება ნაღვლის შიგთავსით

158. მოზარდი ბიჭი მოყვანილ იქნა კლინიკაში 6 საათის ხანდაზმულობის მარცხენა სატესლე ჯირკვლის ტკივილის გამო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია დამახასიათებელი სათესლე ჯირკვლის შემოგრეხასთან?

ა ) ლურჯი წერტილის ნიშანი

*ბ) კრემასტერის რეფლექსის არ არსებობა

გ ) Prehn–ის ნიშანი

დ ) პალპაციით მას ეფექტი სათესლე ჯირკვლის ზედა ნაწილში

159. დიაბეტური კეტოაციდოზის სიმპტომებია, გარდა:

ა ) ცნობიერების შეცვლილი დონე

ბ ) პოლიურია

გ ) პოლიდიფსია

*დ) ცივი ოფლი

160. დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობის ძირითადი პრინციპებია, გარდა:

ა ) სითხის დეფიციტის შევსება

ბ ) ინსულინოთერაპია

გ ) ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია

*დ) დეჰიდრატაციული თერაპია

161. რა არის ყველაზე ასოცირებული მდგომარეობა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში?

ა ) გასტროინტესტინალური ატრეზია

*ბ) გულის თანდაყოლილი დაავადება

გ ) გულყრითი აშლილობა

დ ) ატლანტოაქსიალური არასტაბილურობა

162. რომელი ორგანოს სიმსივნე იწვევს უმეტესად ზემო ღრუ ვენის სინდრომს.

ა ) ძუძუ

*ბ) ფილტვები

გ ) სათესლეები

დ ) მსხვილი ნაწლავი

ე ) ფარისებრი

163. პოსტ-პარტუმ ჰემორაგიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია

ა ) პლაცენტის ნაწილების ჩარჩენა

ბ ) საშოს ან ვულვის ნახეთქები

*გ) საშვილოსნოს ატონია

დ ) პლაცენტა აკრეტა

ე ) საშვილოსნოს გასკდომა

164. Janeway დაზიანებების შესაბამისი აღწერაა:

ა ) ბადურის სისხლჩაქცევა

*ბ) უმტკივნეულო ერითემატოზული მაკულები თითებზე, ხელის და ფეხისგულებზე

გ ) მტკივნეული ერიტემატოზული კვანძები თითისწვერების ვოლარულ ზედაპირზე

დ ) უმტკივნეულო ერითემატოზული კვანძები თითისწვერების დორსალურ ზედაპირზე

165. ენდოკარდიტის დიაგნოსტირების ყველაზე საიმედო ტესტია:

*ა) სისხლის კულტურა

ბ ) ედსი

გ ) ეკგ

დ ) სისხლის საერთო ანალიზი

166. 35 წლის მამაკაცი მოყვანილია მძიმე თავის ტრავმით, ჩაარტყეს თავში ბეიზბოლის ჯოხი. ვიტალური პარამეტრებია: წნევა-82/45, პულსი-135; სუნთქვის სიხშირე -20. რომელია მისი ჰიპოტენზიის ყველაზე სავარაუდო მიზეზი

ა ) ეპიდურული ჰემატომა

ბ ) სუნდურული ჰემატომა

გ ) სუბარაქნოიდული ჰემორაგია

დ ) თავის ტვინის კონტუზია

*ე) ექსტრაკრანიული მიზეზი

167. ყველაზე ხშირი ეკგ ცვლილებაა პაციენტებში მზის დაკვრით.

ა ) სინუსური ბრადიკარდია

ბ ) წინაგულთა ფიბრილაცია

*გ) QT ინტერვალის გახანგრძლივება

დ ) ვენტრიცულური ფიბრილაცია

ე ) სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია

168. 5 წლის ბიჭი დაეცა გაშლილ ხელზე. უჩივის ტკივილს იდაყვის არეში. ყველაზე მეტად რისი მოტეხილობა არის მოსალოდნელი?

ა ) სხივის ძვლის თავი

ბ ) ოლეკრანონი

გ ) ლატერალური კონდილა

*დ) სუპრაკონდილარული

169. Anion-GAP აციდოზის გამომწვევი მიზეზებია, გარდა:

ა ) დიაბეტური კეტოაციდოზი

ბ ) ალკოჰოლური კეტოაციდოზი

*გ) აცეტამინოფენით ინტოქსიკაცია

დ ) ურემია

170. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციებია გარდა:

ა ) კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სეკრეცია

ბ ) მინერალკორტიკოსტეროიდული ჰორმონების სეკრეცია

*გ) კატექოლამინების სეკრეცია

დ ) ანდროგენული ჰორმონების სეკრეცია

171. კანის რომელი ინფექცია იკურნება ეფექტურად პენიცილინით ან მისი დერივატებით?

ა ) Impetigo contagiosa

ბ ) Erysipelas

*გ) Mycoplasma ინფექცია

დ ) ქუნთრუშა

172. დივერტიკულოზის ყველაზე ხსირი გართულებაა,

ა ) ნაწლავის პერფორაცია

ბ ) სისხლდენა

გ ) ობსტრუქცია

*დ) დივერტიკულიტი

ე ) არცერთი ჩამოთვლილი

173. რომელია მართებული შარდის ანალიზთან მიმართებაში

ა ) დიპსტიკ ტესტის სენსიტიურობა მიკროჰემატურიის დიაგნოსტიკაში 99%-ია

ბ ) ერითროციტების კასტების არსებობა მიუთითებს ინტერსტიციულ ცისტიტზე

*გ) ლეიკოციტების კასტების არსებობა მიუთითებს რენული პარენქიმის ანთებაზე

დ ) ტრანზიტორული უჯრედების არსებობა მიუთითებს შარდის ბუშტის კიბოზე

ე ) შარდის ნორმალური PH - 9-11

174. მარჯვენამხრივი ენდოკარდიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია:

ა ) Staph. Epi

*ბ) Staph. Aureus

გ ) Strep. Viridans

დ ) Enterococci

175. მიტრალურ სტენოზთან მიმართებაში რომელია ყველაზე ნაკლებად სავარაუდო?

ა ) შემთხვევების უმეტესობა გულის რევმატული დაავადების შედეგია

ბ ) ხშირი სიმპტომებია დატვირთვის დისპნეა და ჰემოპტიზისი

გ ) ხშირი ეკგ ნიშანია მარცხენა წინაგულის დილატაცია და წინაგულების ფიბრილაცია

*დ) ყველაზე ხშირი გართულებაა ინფექციური ენდოკარდიტი

176. რომელია მართებული რევმატოიდულ ართრიტთან მიმართებაში

ა ) დისტალური ინტერფალანგეური სახსრები ყველაზე ხშირად ზიანდება

ბ ) ართრიტი როგორც წესი მოიცავს ბევრ სახსარს და ასიმეტრიულია

*გ) პაციენტების 15%-ში რევმატოიდული ფაქტორი უარყოფითია

დ ) დაავადება ერთნაირი სიხშირით გვხვდება ორივე სქესის პაციენტებში

ე ) ხერხემლის ჩართვა პროცესში იშვიათია

177. რომელი მიდამოს ტრავმული დაზიანებაა სიკვდილის ძირითადი მიზეზი ბავშვებში

*ა) თავის

ბ ) გულმკერდის

გ ) მუცლის

დ ) მენჯის

ე ) მარძაყის

178. რა არ არის გულის პირდაპირი მასაჟის წარმოების ჩვენება?

ა ) გულის გაჩერება გულმკერდის შემავალი ჭრილობის დროს, გფრ<5წთ

ბ ) გულის გაჩერება გულმკერდის დახურული ტრავმის დროს, პაციენტს ER-ში მოყვანისას აღენიშნებოდა სასიცოცხლო ნიშნები

გ ) გულის გაჩერება მძიმე ჰიპოთერმიის დროს

*დ) გულის გაჩერება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

179. პირველადი ადრენალური უკმარისობის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) პნევმონია

ბ ) დიაბეტური კეტოაციდოზი

გ ) ტუბერკულოზი

*დ) ადისონის დაავადება

180. მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია:

*ა) სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება

ბ ) დიაბეტური კეტოაციდოზი

გ ) ტუბერკულოზი

დ ) ადისონის დაავადება

181. 2 წლის გოგონა მოყვანილ იქნა მშობლის მიერ უგონო მდგომარეობაში. მშობლის გადმოცემით, ბავშმა დაკარგა გონება თამაშის დროს. პაციენტს ტრავმის მიშნები არ აღენიშნება. მონიტორზე გულისცემა 88, რითმი სინუსური. დაწყებულის გფრ, პირველი ცდით პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია ვერ ხერხდება (გულმკერდის მოძრაობა არ აღინიშნება). გფრ გრძელდება >9წთ. რომელი შემდეგი ნაბიჯი არის მართებული?

ა ) ნემსით ორმხრივი თორაკოსტომია

ბ ) ვენის კათეტერიზაცია

*გ) პირდაპირი ლარინგოსკოპია

დ ) გფრ–ს შეწყვეტა

182. მეთანოლით ინტოქსიკაციის შემთხვევაში რომელი მკურნალობა ითვლება საკმარისად?

ა ) კობალამინი

*ბ) ფოლატი

გ ) ნიაცინი

დ ) ვიტამინი D

ე ) ვიტამინი K

183. 24 წლის მამაკაცი უჩივის პლევრულ ტკივილს და დისპნეას, რომელიც დაეწყო 10 დღის წინ, დისპნეამ დინამიკაში მოიმატა. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ აღმოაჩინეთ 40% მარჯვენამხრივის პნევმოთორაქსი, ჩაიდგა დრენაჟი, შეერთდა საქაჩთან. საწყისი გაუმჯობესების შემდეგ 1 საათში პაციენტს კვლავ დაეწყოს ხველა, დისპნეა, ტაქიპნეა. თუ ვივარაუდებთ, რომ პნვემოთორაქსმა არ მოიმატა, რომელია ამ მდგომარეობის შესაძლო მიზეზი

ა ) ჰემოთორაქსი გამოწვეული ინტერკოსტალური არტერიის ლაცერაციით

ბ ) ემპიემა

გ ) პროცედურით პროვოცირებული ასთმის გამწვავება

*დ) ფილტვის გაშლით გამოწვეული ფილტვის შეშუპება

ე ) პულმონური ემბოლია

184. ბერიბერის დაავადების დროს გულის შეგუბებითი უკმარისობა ხასიათდება:

ა ) მარცხენა პარკუჭის უკმარისობა მცირე წუთმოცულობით

*ბ) მარცხენა პარკუჭის უკმარისობა დიდი წუთმოცულობით

გ ) მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა მცირე წუთმოცულობით

დ ) მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა დიდი წუთმოცულობით

185. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისას ST სეგმენტის ელევაციასთან შედარებით პერიკარდიტის დროს ST ელევაცია:

ა ) უფრო დიფუზურია

ბ ) კონკორდანტულია

გ ) რეციპროკული ცვლილებების გარეშეა

*დ) ყველა ჩამოთვლილი

186. რომელია ტონურ-კლონური გულყრის ტიპიური ხანგრძლივობა

ა ) 15 წამი

ბ ) 30 წამი

*გ) 1 წუთი

დ ) 2 წუთი

ე ) 3 წუთი

187. კრისტალები შარდში რომელი ჩამოთვლილი ნივთიერების მიღების მაჩვენებელია?

*ა) ეთილენგლიკოლი

ბ ) მეთანოლი

გ ) იზოპროპანოლი

დ ) სალიცილატები

ე ) აცეტამინოფენი

188. ნორმალური ორსულობის დროს დედის ფიზიოლოგიასთან მიმართებაში რა არის სიმართლე?

*ა) მოცირკულირე სისხლის რაოდენობა იზრდება

ბ ) ჟანგბადის მოხმარება მცირდება

გ ) გულის წუთმოცულობა თანდათან იზრდება

დ ) საშუალო არტერიული წნევა იზრდება

189. ადრენერგული კრიზის ძირითადი სიმპტომებია, გარდა:

ა ) არტერიული ჰიპოტენზია

ბ ) ჰიპოგლიკემია

*გ) ჰიპერნატრემია

დ ) ჰიპერკალემია

190. ადრენერგული კრიზის მკურნალობის ძირითადი კომპონენტებია, გარდა:

ა ) კრისტალოიდების ინფუზია

ბ ) კორტიკოსტეროიდების ჩანაცვლება

*გ) ინსულინოთერაპია

დ ) ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია

191. 52 წლის ჭარბი წონის მამაკაცი მოყვანილ იქნა კლინიკაში სუნთქვის გაძნელებით. პაციენტის ზემო სასუნთქი გზების შეფასებისას, პირის ფართოდ გაღების დროს თქვენ ხედავთ ენასა და მაგარ სასას. ნაქი არ ვიზუალიზირდება. მალამპატის სქემის მიხედვით, პაციენტი შეესაბამება, შემდეგ კლასს

ა ) I

ბ ) II

გ ) III

*დ) IV

192. დიარეის ყველაზე ხშირი ბაქტერიული გამომწვევია:

*ა) კამპილობაქტერია

ბ ) სალმონელა

გ ) შიგელა

დ ) ეშერიხია

ე ) იერსინია

193. 55 წლის პაციენტი გულის ფრიალის 1 კვირიანი ანამნეზით. ოჯახის ექიმის მიერ გადაღებული ეკგ მოყვანილია ქვემოთ. გაიგზავნა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში შესაფასებლად. რომელია პაციენტის მკურნალობის შემდეგი ნაბიჯი

ა ) დილთიაზემი 20მგ ივ

ბ ) ესმოლოლი 500მკგ/კგ/წთ ივ

*გ) ენოქსაპარინი 1მგ/კგ კანქვეშ

დ ) ამიოდარონი 150მგ ივ

ე ) ადენოზინი 6 მგ ივ

194. პერიფერიულ თავბრუსხვევასთან მიმართებაში მართებულის ყველა ჩამოტვლილი, გარდა:

*ა) იწყება თანდათანობით

ბ ) ნისტაგმი ჰორიზონტალურია

გ ) ასოცირებული სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, სმენის დაკარგვა ან შუილი ყურებში

დ ) ჩვეულებრივ ლაგდება თავისით

195. შუა ყურის მწვავე ანთების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია:

ა ) ერითემატოზული დაფის აპკი

ბ ) ცხელება

*გ) პნევმატური ოტოსკოპიით დაფის აპკის მობილურობის დაქვეითება

დ ) დანაწიბურებული და გამობურცული დაფის აპკი

196. 85 წლის ქალს აღენიშნება უმტკივნეულო მოცულობითი წარმონაქმნი კისრის მარჯვენა ნახევარში. პირველად შეამჩნია წარმონაქმნი 3 დღის წინ კბილების გახეხვისას და გადაწყვიტა დალოდებოდა რამდენიმე დღე. ბოლო კვირაა აღენიშნება მარჯვენა ყურის ტკივილი. უარყოფს ცხელებას, წონაში კლებას, უცხოეთში მოგზაურობას, ღამის ოფლიანობას, მოწევას. ასევე არ აღენიშნება დისფაგია, ოდინოფაგია, სტრიდორი, ბურთის ყელში არსებობის შეგრძნება. გასინჯვით 4 სმ/2სმ-ზე მკვრივი, უმტკივნეულო, ფიქსირებული წარმონაქმნი მარჯვენა მკერდ-ლავიწ-დვრილისებური კუნთის

ლატერალურად ფარისებრი ხრტილის დონეზე. მარჯვენა დაფის აპკი გამობერილია, აღინიშნება სეროზული გამონაჟონი. რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი

ა ) ვირუსული ლიმფადენიტი

ბ ) ბაქტერიული ლიმფადენიტი

გ ) მწვავე შუა ყურის ანთება და რეაქტიული ლიმფადენიტი

დ ) კეთილთვისებიანი სიმსივნე

*ე) კიბო

197. რომელია როტავირუსული ინფექციის პიკური სეზონი?

ა ) გაზაფხული

ბ ) ზაფხული

გ ) შემოდგომა და ზაფხული

*დ) გაზაფხული და ზამთარი

ე ) ზაფხული და ზამთარი

198. ჩამოთვლილთაგან რომელს ესაჭიროება გადაუდებელი თორაკოსტომია?

ა ) 76წ. პაციენტი მოყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა, მოძრაობდა მაღალი სიჩქარით. გასინჯვისას პულსაცია არ აღენიშნება

ბ ) 27 წლის მამაკაცი სიმაღლიდან ვარდნით, წნევა 90/60mmHg, ულტაბგერით სითხე მორისონის ღრუში

გ ) 25 წლის ქალბატონი გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ცეცხლსასროლი ჭრილობით. წნევა 40/0 mmHg, აუსკულტაციით მარჯვნივ სუნთქვითი ხმიანობა არ აღენიშნება

*დ) 40 წლის მამაკაცი გულმკერდის მარცხენა ნახევრის ცივი იარაღით მიყენებული წრილობით. პაციენტს აღენიშნა გულის გაჩერება 3 წუთით ადრე. ჩატარებული აქვს ნემსით ორმხრივი დეკომპრესია

199. თირეოტოქსიკოზის განვითარების ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორებია, გარდა:

ა ) გრეივსის დაავადება

ბ ) მულტინოდალური ტოქსიური ჩიყვი

*გ) ჰაშიმოტოს ჩიყვი

დ ) ტოქსიური ადენომა

200. გრეივსის დაავადების ძირითადი სიმპტომებია, გარდა:

ა ) ტაქიკარდია

ბ ) ეგზოფტალმი

გ ) ტრემორი

*დ) სხუელის წონის მომატება

201. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილ იქნა 4 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. თვითმხილველთა გადმოცემით პაციენტს დაეჯახა მანქანა. შემოსვლისას წნევა 68/43mmHg, გულისცემა 200. მუცელი დაჭიმულია. წნევის მართვასთან მიმართებაში რომელი ქმედება არის მართებული

ა ) 800მლ ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზია, შემდეგ 400მლ სისხლის გადასხმა

ბ ) 400მლ ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზია, შემდეგ 200მლ სისხლის გადასხმა

გ ) 400მლ ფიზიოლოგიური ხსნარის სამჯერ გადასხმა, შემდეგ 400მლ სისხლის გადასმა

*დ) 400მლ ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა, შემდეგ 200მლ სისხლის გადასხმა.

202. ბავშვებში პანკრეატიტის ყველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) სანაღვლე გზების დაავადებები

*ბ) ტრავმა

გ ) ალკოჰოლი

დ ) კოქსაკის ვირუსული ინფექციები

ე ) ერითრომიცინით ინტოქსიკაცია

203. რომელი ინტოქსიკაცია არის ასოცირებული ნორმალურ ანიონურ შუალედთან

ა ) სალიცილატები

ბ ) მეთანოლი

*გ) იზოპროპანოლი

დ ) ეთილენგლიკოლი

ე ) იზონიაზიდი

204. ჩამოთვლილთან რომელია მართებული ავთვისებიან გარე ოტიტთან მიმართებაში?

ა ) გარე ოტიტის ხშირი გართულებაა სხვა მხრივ ჯანმრთელ პაციენტებში

ბ ) მკურნალობა: ბინაზე ორალური ანტიბიოტიკებით

*გ) გამომწვევია ფსევდომონა

დ ) პაციენტი ჩვეულებრივ აფებრილურია, ტკივილის ინტენსივობა მცირეა

205. ჩამოთვლილთაგან რა ახასიათებს კრუპს ყველაზე ნაკლებად?

ა ) მყეფავი ხველა

*ბ) მაღალი ცხელება

გ ) საშარდე გზების ინფექცია ანამნეზში

დ ) უეცარი დასაწყისი

206. რომელია მართებული აორტის დისექციასთან მიმართებაში

*ა) მრტ უფრო სპეციფიურია ვიდრე კტ ან ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია

ბ ) გულ-მკერდის რენტგენი უმეტეს შემთხვევებში ნორმალურია

გ ) ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია გვეხმარება დიაგნოზის დასმაში

დ ) აორტოგრაფია საუკეთესო სკრინინგული კვლევაა

ე ) ეკგ-ს აქვს ძალიან მაღალი სპეციფიურობა

207. რომელია ერხემლის კომპრესიით პაციენტებში ყვალაზე ხშირი სიმპტომი?

ა ) შარდის შეკავება

ბ ) შორისის მიდამოს ანესთეზია

*გ) მოტორული დეფიციტი

დ ) უნებლიე დეფეკაცია

ე ) აღმავალი პარესთეზია

208. პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ტემპერატურა 39,2. 2 ლიტრი ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიის შემდეგ წნევა არის 90/40. სისხლი აღებულია ლაბ. ანალიზებისათვის, ჩატარებული აქვს გულმკერდის რენტგენოგრაფია. რა არის შემდეგი ნაბიჯი?

ა ) დააინტუბირეთ, ჩადგით ნაზოგასტრული ზონდი და ფოლეის კათეტერი

*ბ) ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული თერაპია, არტერიული სისხლის გაზები, ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი

გ ) გადაასხით სისხლი და დაიწყეთ დოპამინის ინფუზია

დ ) სასწრაფოდ გადაიყვანეთ რეანიმაციის განყოფილებაში

209. თირეოიდული შტორმის განვითარების ძირითადი მიზეზებია, გარდა:

*ა) ტოტალური სტრუმექტომია

ბ ) ინფექცია

გ ) დიაბეტური კეტოაციდოზი

დ ) თიროიდული ჰორმონის მიღება

210. თიროიდული შტორმის ძირითადი სიმპტომებია, გარდა:

ა ) დიარეა

ბ ) ტაქიკარდია

გ ) შეცვლილი ცნობიერების დონე

*დ) სინუსური ბრადიკარდია

211. ხანდაზმულ პაციენტებში ტრავმის დროს კისრის რენტგენოლოგიური კვლევის ჩვენებებია ყველა, გარდა

ა ) კისრის უკანა შუა ნაწილის მტკივნეულობა

ბ ) ნევროლოგიური დეფიციტის არსებობა

*გ) ინტოქსიკაციის არ არსებობა

დ ) კლინიკურად მნიშვნელოვანი გადატანითი ტკივილი

212. 42 წლის მამაკაცი, გადმოსროლილიმატარებლიდან დამუხრუჭებისას, მოყვანილია გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. პაციენტს აღენიშნება ჰიპოტენზია, თუმცა არ ვლინდება ჰემოთორაქსი და მენჯის მოტეხილობა, შუასაყარი ნორმალურია) FAST-ით ვლინდება სისხლი მუცლის ღრუში. რომელი ორგანოა დაზიანებული მეტი ალბათომით?

*ა) ელენთა

ბ ) თირკმელები

გ ) ღვიძლი

დ ) დიაფრაგმა

ე ) პანკრეასი

213. რომელია მართებული იბუპროფენით ინტოქსიკაციასთან მიმართებაში

ა ) სწრაფი პროგრესირება კომისაკენ და სიკვდილი ვითარდება პირველ 24 საათში

ბ ) სპეციფიური ანტიდოტის დროული შეყვანა მნიშვნელოვნად ამცირებს ავადობას და სიკვდილიანობას

გ ) 50%-ში საჭიროა ჰემოდიალიზი

დ ) ტოქსიურობის შესამცირებლად ეფექტურია შარდის გატუტიანება

*ე) მკურნალობის გარეშეც კი მიმდინარეობა კეთილთვისებიანია

214. ტემპორალურ არტერიიტთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ასოცირდება ედსის მნიშვნელოვან მატებასთან

ბ ) შეიძლება განვითარდეს უეცარი, უმტკივნეულო უნილატერალური მხედველობის დაქვეითება

გ ) მკურნალობენ სტეროიდებით

*დ) არასეგმენტური ვასკულიტია

215. GABH Strep ფარინგიტის შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია ამცირებს შესაძლებლობას ან თავიდა გვაცილებს ჩამოთვლილ გართულებებს, გარდა:

ა ) რევმატული ცხელება

*ბ) გლომელურონეფრიტი

გ ) ხახის ინფექციები

დ ) ინფექციის გავრცელება

216. რომელია მართებული სახსრის პათოლოგიასთან მიმართებაში

ა ) ანთებითი და ინფექციური ართრიტის დროს სინოვიური სითხის სიბლანტე იზრდება

ბ ) ოსტეოართრიტი ჩვეულებრივ აზიანებს მეტაკარპაფალანგეურ და პროქსიმალურ ინტერფალანგეურ სახსრებს

*გ) პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა ართრალგიის ფონზე მიუთითებს სისტემურ მგლურაზე

დ ) ხელის ან ფეხის თითების სოსისის ტიპის შესიება მიუთითებს ფსევდოპოდაგრაზე

ე ) განზიდული, გარეთ როტირებული ბარძაყი ახალშობილებში მიუთითებს ფარულ მოტეხილობაზე

217. ძილის რომელი პოზიციაა საუკეთესო ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის შემცირებისთვის?

ა ) მუცელზე

*ბ) გულაღმა

გ ) გვერდზე

დ ) დამდგარი

ე ) თავით ქვევით

218. 6 წლის პაციენტი მოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. სასწრაფო დახმარების ექიმის გადმოცემით, პაციენტს შემთხვევის ადგილზე აღენიშნებოდა მგრძნობელობის დაქვეითება ქვემო კიდურების არეში. ამჟამად პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, ნეიროვასკულარული სტატუსი კომპრომიტირებული არ არის. რენტგენოლოგიურ კვლევებზე პათოლოგია ნანახი არ იქნა. რა არის ამ პაციენტთან მართებული ტაქტიკა

*ა) ნორმალური რენტგენოგრამების გათვალისწინებით, საჭიროებს გადაუდებელ მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარებას

ბ ) 6 საათიანი დაკვირვების შემდეგ, შესაძლებელია პაციენტის გაწერა კლინიკიდან სათანადო რეკომენდაციებით

გ ) იოგოვანი აპარატის დაზიანების გამოსარიცხად საჭიროა მოხრა–გაშლით პროექციაში რენტგენოგრამების გადაღება

დ ) კისრის CT უნდა ჩატარდეს რბილი ქსოვილების შეშუპების ხარისხისა და მიზეზის დასადგენად

219. თიროიდული შტორმის მკურნალობის ძირითადი პრინციპებია, გარდა:

ა ) კრისტალოიდური სითხეების ინფუზია

*ბ) თიროიდული ჰორმონის ეფექტის დათრგუნვა ბეტა-მიმეტური საშუალებებით

გ ) თიროიდული ჰორმონის სინთეზის ბლოკირება

დ ) თიროიდული ჰორმონის პერიფერიული გარდაქმნის პრევენცია

220. ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დაზიანების სიმპტომებია, გარდა:

ა ) არეფლექსია

ბ ) პრიაპრიზმი

გ ) ბრადიკარდია, ჰიპოტენზია

*დ) ანალური სფინქტერის ტონუსის შენარჩუნება

221. რა არის მართებული ორსულ ტრავმა პაციენტთან მიმართებაში

ა ) პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სითხით რესუსტიკაცია, იგივე მოცულობით, როგორც არა ორსულ პაციენტს

ბ ) პლაცენტის მოცილების ნიშნების არ ქონის შემთხვევაში ანტი–რეზუს იმუნოგლობულინის გამოყენება ნაჩვენები არ არის

*გ) პერიტონეალური ლავაჟის საჭიროებისას მანიპულაცია წარმოებს ღია წესით და წარმოებს სუპრაუმბლიკარულ არეში

დ ) პაციენტის ვაგინალური გასინჯვა სახიფათოა პლაცენტის წინმდებარეობის გამო

222. რომელს შეუძლია ცენტრალური თავბრუსხვევის გამოწვევა?

ა ) ბაზილარული არტერიის შაკიკს

ბ ) ვერტებრობაზილარული უკმარისობას

გ ) გაფანტული სკლეროზს

დ ) ნათხემის ალკოჰოლური დეგენერაციას

*ე) ყველა ჩამოთვლილს

223. რომელი მედიკამენტი არის მოწოდებული ჰიპერტონული კრიზის დროს წნევის სწრაფი და ადვილად კონტროლირებადი დაქვეითებისათვის

ა ) ნიფედიპინი

ბ ) იზოპროტერენოლი

გ ) ფენოქსიბენზამინი

*დ) ნიტროპრუსიდი

ე ) ჰიდროქლორთიაზიდი

224. ფარინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია:

ა ) GABH Strep

ბ ) მიკოპლაზმა

*გ) ვირუსები

დ ) გონორეა

225. GABH Strep ფარინგიტებთან მიმართებაში არასწორია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ კლინიკური მონაცემების საფუძველზე

ბ ) ჩვეულებრივ ავადდებიან 3 წლამდე ასაკის ბავშვები

*გ) თანმხლები ჩივილები: მუცლის ტკივილი, ღებინება და თავის ტკივილი ხშირია ბავშვებში

დ ) კლასიკური ნიშნებია კისრის უკანა ლიმფური კვანძების ჰიპერტროფია, ცხელება და ექსუდაციური ტონზილიტი

226. აშშ-ში რომელია სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზი

ა ) კატარაქტა

ბ ) გლაუკომა

გ ) დიაბეტური რეტინოპათია

*დ) მაკულური დეგენერაცია

ე ) ბადურის აცლა

227. რომელია ქოლედოქოლითიაზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი?

ა ) მუცლის კტ ი/ვ და ორალური კოსტრასტით

ბ ) ექოსკოპია

გ ) ქოლესცინტიგრაფია

*დ) ენდოსკოპური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია

ე ) მუცლის კტ მხოლოდ ი/ვ კონტრასტით

228. რა არ არის სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომის კრიტერიუმი?

*ა) გულისცემის სიხშირე >100

ბ ) ლეიკოციტები >12.000, <4.000 ან ნეოტროფილები >10%

გ ) ტემპერატურა >38 ან<36

დ ) სუნთქვის სიხშირე >20 ან PaCO2<32

229. რომელი კრიტერიუმებით შეგვიძლია, უსაფრთხოდ გამოვრიცხოთ ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დაზიანება ?

ა ) NEXUS კრიტერიუმით

*ბ) კისრის მალების კანადური ალგორითმით

გ ) TIMI შკალით

დ ) სან-ფრანცისკოს კრიტერიუმებით

230. კისრის მალების კანადური ალგორითმით პაციენტის შეფასება შესაძლებელია ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:

*ა) დაბინდული ცნობიერება

ბ ) გლაზგოს კომის შკალა 15 ქულა

გ ) პაციენტი, სხეულის სხვა ნაწილების მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე

დ ) საშუალო არტერიული წნევა > 90 mmHg

231. სეპტიური შოკის დროს ადრეული მიზანმიმართული თერაპიის მიზნებია ყველა, გარდა

ა ) MAP>65mmHg

*ბ) ცენტრალური ვენური წნევა – 10–12მმ.ვწყ.

გ ) ლაქტატი <4

დ ) შარდის გამოყოფა 0,5–1მლ/კგ/სთ

232. რომელია მართებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან მიმართებაში?

ა ) მამაკაცებში, ქალებთან შედარებით, ხშირია

*ბ) ამ პათოლოგიასთან ასოცირებული ტკივილი დეფეკაციის შემდეგ იხსნება

გ ) პედიატრიული დიაგნოზია

დ ) უმეტესად დაუდგენელი კვებისმიერი ალერგიის შედეგია

ე ) ყველა ჩამოთვლილი

233. 27 წლის არაორსული ქალი უჩივის ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში. ექოსკოპიით - 4სმ კისტოზული წარმონაქმნი მარჯვენა დანამატის არეში. სავარაუოდო მიზეზია:

ა ) ყვითელი სხეულის კისტა

ბ ) დერმოიდული კისტა

გ ) თეკა-ლუთეინური კისტა

*დ) ფოლიკულური კისტა

ე ) საკვერცხის ფიბრომა

234. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ნერვის ბლოკადაა მიზანშეწონილი სახის შუა ანესთეზიისთვის?

ა ) ქვედა ალვეოლური ნერვი

*ბ) ინფრაორბიტული ნერვი

გ ) სუპრაორბიტული ნერვი

დ ) უკანა ზედა ალვეოლური ნერვი

235. Ellis II მოტეხილობასთამ მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) მოიცავს ორივე შრეს-ემალი და დენტინი

ბ ) ასოცირებულია ცხელის და ცივის მიმართ სენსიტიურობასთან

*გ) კბილიდან სისხლდენა დამახასიათებელია

დ ) მიზანშეწონილია 24 საათის განმავლობაში სტომატოლოგთან ვიზიტი

236. რომელია მართებული უცხო სხეულის ასპირაციასთან მიმართებაში

ა ) ასპირირებული უცხო სხეულების უმეტესობა რენტგენოკონტრასტულია

ბ ) ბავშვებში 12 წლამდე უფრო ხშირია გვიანი სიმტომები

გ ) უცხო სხეულების უმეტესობა არის ტრაქეაში და არა უფრო დისტალურად

*დ) ობსტრუქციული ემფიზემა ყველაზე ხშირი რადიოლოგიური ნიშანია

ე ) პერსისტული ხველა ყველაზე ინფორმატიული ნიშანია

237. ორსულებში საშვილოსნოს პერფორაციის პირდაპირი რისკ ფაქტორია:

*ა) ფიზიოლოგიური მშობიარობა, წინა ორსულობისას საკეისრო კვეთის ანამნეზი

ბ ) დიაბეტი

გ ) დიდი წონის ნაყოფი

დ ) ოქსიტოცინის ხანგრძლივი გამოყენება

ე ) დედის კოლაგენური ვასკულარული დაავადება

238. რისი კარგად ნახვის საშუალება არის FAST–ის გაკეთების დროს?

ა ) პანკრეასის დაზიანება

ბ ) ღრუ ორგანოს დაზიანება

*გ) ჰემოთორაქსი

დ ) რეტროპერიტონეალური ჰემატომა

239. კისრის მალების რენტგენოლოგიური კვლევა ხორციელდება შემდეგ ძირითად პროექციებში, გარდა :

ა ) პირდაპირი

ბ ) გვერდითი

*გ) ირიბი

დ ) ოდონტოგენური

240. ნეიროგენული შოკის მკურნალობის ძირითადი პრინციპებია, გარდა:

ა ) კრისტალოიდური სითხეების ინფუზია

ბ ) ადექვატური ვენტილაცია

გ ) ატროპინი, ვაზოპრესორები

*დ) ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია

241. 43წ პაციენტი მოყვანილ იქნა კლინიკაში სასწრაფო დახმარების განყოფილების ექიმის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. პაციენტს გულმკერდის წინა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები. ფიზიკალური გასინჯვით, FAST-ით და რენტგენოლოგიური კვლევით პათოლოგია გამოვლენილ არ იქნა. როგორი იქნება თქვენი მოქმედების ტაქტიკა

ა ) შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა, გულმკერდის რენტგენოგრამა, ეკგ და 4 საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ გაეწეროს ბინაზე

ბ ) შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა და 6–8 საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ გაეწეროს ბინაზე

*გ) შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა, ეკგ, განისაზღვროს ტროპონინი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გაეწეროს ბინაზე

დ ) შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა, განისაზღვროს ტროპონინი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გაეწეროს ბინაზე

242. გადაყლაპვის შემთხვევაში რომელი აზიანებს მნიშვნელოვნად საყლაპავი მილის ლორწოვან გარსს?

ა ) ამოქსიცილინი

*ბ) კალიუმის ქლორიდი

გ ) მეტოპროლოლი

დ ) ლოვასტატინი

ე ) ჰიდროქლორთიაზიდი

243. ანუსის ქავილის ყველაზე ხშირი მიზეზია

*ა) არასაკმარისი ჰიგიენა

ბ ) ანალური ნაპრალი

გ ) ბუასილი

დ ) სკლეროზული ლიქენი

ე ) დიაბეტი

244. თუ ამოვარდნილი მუდმივი კბილის დაუყოვნებელი რეიმპლანტაცია შეუძლებელია, საუკეთესო შუალედური ტრანსპორტია:

ა ) ნერწყვი

ბ ) რძე

გ ) წყალი

*დ) Hank-ის ხსნარი

246. რომელია პერიტონზილარული აბსცესის შესაძლო გართულება

ა ) სპონტანური რუპტურა და ასპირაცია

ბ ) სასუნთქი გზების ობსტრუქცია

გ ) მედიასტინიტი

დ ) ლუდვიგის ანგინა

*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

247. 6 თვის ჩვილი მოყვანილის დედის მიერ 4 დღის ხანგრძლივობის დიარეით. ბავშვი ზომიერად დეჰიდრატირებულია) რომელია სავარაუდო მეტაბოლური დარღვევა ამ შემთხვევაში?

ა ) მეტაბოლური აციდოზი გაზრდილი იონური გეპით

*ბ) მეტაბოლური აციდოზი ნორმალური გეპით

გ ) მეტაბოლური ალკალოზი

დ ) რესპირატორული აციდოზი

ე ) რესპირატორული ალკალოზი

248. რა არის დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიის დადებითი მხარე?

ა ) ღრუ ორგანოს დაზიანების ადრეული იდენტიფიცირება

ბ ) რეტროპერიტონიალური სივრცის დაზიანების იდენტიფიცირება

*გ) დიაფრაგმის დაზიანების იდენტიფიცირება

დ ) ორგანოთა დაზიანების სრულყოფილად შაფასება

249. პულმონური ემბოლიზმის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორებია, გარდა:

ა ) ქვედა კიდურების ღმა ვენების თრომბოზი

ბ ) ავთვისებიანი სიმსივნე

გ ) იმობილიზაცია>48სთ.

*დ) ამბულატორული ქირურგიული ჩარევა

250. პულმონური ემბოლიზმის სიმპტომებია, გარდა:

ა ) დისპნოე

*ბ) არტერიული ჰიპერტენზია

გ ) გულმკერდის ტკივილი

დ ) ტაქიკარდია

251. გადაუდებელი დახმარების დეპ-ში სასწრაფოს ბრიგადის მიერ მოყვანილია 75 წლის პაციენტი დათრგუნული ცნობიერებით, ახლობლებისა და ექიმის გადმოცემით, სახლში იპოვეს უგონო მდგ-ბაში, ანამნეზში - დიაბეტური ნეფროპათია, პაციენტი გეგმიურად იღებს დიგოქსინს და დოზას ვერ იხსენებს, ოჯახის წევრების გადმოცემით, ბოლო რამოდენიმე დღის გან-ში შეუმცირდა შარდის რ-ბაც. ელექტოლიტების ანალიზში K – 6,7 mmol/l. რომელი სახის ჩარევაა ყველაზე პრიორიტეტული მოცემულ შემთხვევაში?

ა ) გლუკოზა 40% იანი 10მლ - ივ ინფუზიით, თიამინი 100მკგ ივ ინექცია, ნალოქსონი 4მგ ივ ინექცია და 2მგ/სთ-ში -ში ხანგრძლივი ინფიზია

ბ ) თავის ტვინის კტ კვლევა

გ ) გლუკოზა -ინსულინით, კოაქსილატი, კალციუმის ქლორიდი, ბეროდუალის ინჰალაცია, ფუროსემიდი ივ ინფუზია

*დ) გლუკოზა - ინსულინით, ფუროსემიდის ივ ინექცია, ბეროდუალის ინჰალაცია, კოაქსილატი per os

252. დედის მიერ მოყვანილია 9 დღის აფებრილური ჩვილი გულყრით. ორსულობა და მშობიარობა მიმდინარეობდა გართულების გარეშე) რომელია გულყრის სავარაუდო მიზეზი?

ა ) ჰიპოკალემია

*ბ) ჰიპონატრემია

გ ) ჰიპოკალცემია

დ ) ჰიპომაგნეზემია

ე ) არცერთი

253. 35 წლის ჯანმრთელ ქალს აღენიშნება მტკივნეული, წითელი წარმონაქმნი მარჯვენა ხელზე, 3 დღის წინ აღნიშნავს მწერის ნაკბენს ამ მიდამოში. უარყოფს ცხელებას, აქვს ალერგია პენიცილინზე. ვიტ. პარამეტრები ნორმალურია. გასინჯვით 6 x 10 სმ2 ფართობის წითელი, თბილი, მტკივნეული, მკვეთრი დემარკაციის მქონე უბანი. აქსილარული ლიმფადენოპათია არ აღენიშნება. თქვენ დაუსვით ცელულიტის დიაგნოზი. რომელია არჩევის ანტიბიოტიკი

ა ) გენტამიცინი

*ბ) დოქსიციკლინი

გ ) დიკლოქსაცილინი

დ ) ლინეზოლიდი

ე ) მეტრონიდაზოლი

254. ჩამოთვლილთაგან ყველა მართებულია უკანა ეპისტაქსისთან მიმართებაში (მკურნალობის ჩათვლით), გარდა:

ა ) წინა ეპისტაქსისთან შედარებით იშვიათია

*ბ) ყველაზე ხშირია ბავშვებში და მოზარდებში

გ ) უკანა ტამპონადის შესაძლო გართულებაა ჰიპოქსია და ჰიპერკარბია

დ ) პაციენტებთან უკანა ტამპონადით ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია

255. სტრეპტოკოკული ხახის ინფექციების არჩევის მკურნალობაა:

*ა) პენიცილინი

ბ ) ერითრომიცინი

გ ) ცეფალოსპორინები

დ ) ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი

256. 38 წლის ქალი ანამნეზში უნაყოფობით, უჩივის მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს. ცოტა ხნის წინ დაფეხმძიმდა ინვიტრო განაყოფიერების გზით. გასინჯვით მცირე მტკივნეულობა, მოცულობითი წარმნონაქმნი არ ისინჯება, ყელი დახურულია, ბიმანუალური გასინჯვით-ნორმა. ექოსკოპიით, საშვილოსნოს ღრუში ისახება სანაყოფე პარკი, რომელიც შეესაბამება ვადას, აღინიშნება ასევე მარცხენა საკვერცხის გადიდება. მოცემულ პაციენტთან როგორია ჰეტეროტოპიური ორსულობის რისკი

ა ) 0.25%

*ბ) 1%

გ ) 10%

დ ) 25%

ე ) 50%

257. რომელი იწვევს მწდიკამენტურ ეზოფაგიტს?

*ა) ალენდრონატი

ბ ) კალიუმის ქლორიდი

გ ) ასპირინი

დ ) დოქსიციკლინი

ე ) კაპტოპრილი

258. რომელი სახის არითმია ვითარდება ყველაზე ხშირად დიგოქსინით ინტოქსიკაციის დროს?

ა ) მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი

ბ ) SVT პაროქსიზმი

*გ) პარკუჭოვანი ექსტარისისტოლია

დ ) მეორე ხარისხის AV ბლოკადა

259. რომელი ლაბორატორიული კვლევით არის შესაძლებელი პულმონური ემბოლიზმის გამორიცხვა დაბალი რისკის მქონე პაციენტებში?

*ა) D-Dimer უარყოფითი მაჩვენებელი

ბ ) D-Dimer დადებითი მაჩვენებელი

გ ) კოაგულოგრამა

დ ) არტერიული სისხლის გაზები

260. პულმონური ემბოლიზმის დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდია:

ა ) გულმკერდის რენტგენოგრაფია

*ბ) კონტრასტული კტ ანგიოგრაფია

გ ) ექოკარდიოსკოპია

დ ) ქვედა კიდურების ვენების ულტრაბგერითი კვლევა

261. გადაუდებელი მედიცინის დეპ-ში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა პაციენტი უგონო მდგ-ში, რომელსაც აქვს მეორე ტიპის დიაბეტი და უკეთდება ლანტუსი, დაფიქსირდა შაქარი 32 მგ/დლ. პაციენტს ანამნეზში აქვს ასევე ციროზი და ასციტი. შესაბამისი მკურნალობის შემდგომ 16 სთ-ის შემდეგ პაციენტი კონტაქტურია, ადექვატური და შაქარი სისხლში არის 110მგ-დლ. როგორია დისპოზიციის შემდგომი ტაქტიკა?

*ა) პაციენტს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია.

ბ ) 23სთ-იანი ხანგრძლივობის ობსერვაციის შემდგომ სრულად უსაფრთხოდ შესაძლებელია ამ პაციენტის სახლში გაწერა.

გ ) 16სთ-იანი ობსერვაციის შემდგომ აღებული შაქარი ნორმაში იმას ნიშნავს, რომ პაციენტი შესაძლოა უსაფრთხოდ გაეწეროს გადაუდებელი მედიცინის დეპ-დან.

დ ) პაციენტს საერთოდ არ ესაჭიროება ობსერვაცია და გლუკოზის ინფუზიის შემდგომ შაქრის ნორმალური რიცხვების მიღწევისას შესაძლოა გაეწეროს კლინიკიდან.

262. რომელია სამწვერა ნევრალგიის ტკივილისთვის დამახასიათებელი?

ა ) უფრო ხშირად ბილატერალურია

ბ ) შეტევა გრძელდება 30 წუთი

გ ) გასინჯვით ვლინდება სახის ნაწილობრივი პარეზი

*დ) ჩვეულებრივ მოიცავს სახის ნერვის V2 და V3 ტოტებს

ე ) პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ თანმხლები კბილის დაავადებები

263. 44 წლის მამაკაცი ალკოჰოლიზმით ანამნეზში მოყვანილია გულისრევით და ღებინებით. 2 დღეა გადაბმულად სვამს, გასინჯვით ნორმა, მსუბუქი ინტოქსიკაცია, ძალიან მშრალი კანი და ლორწოვანი გარსები. შარდში დადებითი კეტონები. ლაბ. კვლევებში: "Na 134 mEq per L", "K 4.0 mEq per L", "Cl 92 mEq per L", "HCO3 18 mEq per L", "BUN 32 mg/dL", "Creatinine 1.6 mg/dL", "Glucose 114 mg/dL" რომელია მართვის შემდეგი ნაბიჯი?

ა ) ბიკარბონატი

ბ ) ინსულინი

*გ) გლუკოზა

დ ) კალიუმი

ე ) მაგნეზია

264. ყველა ჩამოთვლილი მართებულია გლომერულონეფრიტთან მიმართებაში, გარდა:

*ა) GABH Strep ინფექციის ჩირქოვანი გართულებაა

ბ ) GABH Strep ინფექციის როგორც ხახის, ასევე კანის ფორმის შედეგია

გ ) დაავადება იწყება 1,5-3 კვირის ხანგრძლივობის ლატენტური პერიოდის შემდეგ

დ ) შარდის ანალიზი ყველაზე ინფორმატული ლაბ) ტესტია

265. რევმატულ ცხელებასთან მიმართებაში მართებულია ყველა დებულება, გარდა:

ა ) ჯონსის კრიტერიუმები გამოიყენება დიაგნოსტირებისთვის

*ბ) GABH Strep ინფექცია+ერთი დიდი და ერთი მცირე კრიტერიუმი ზრდის დიაგნოზის ალბათობას

გ ) პაციენტებს აღენიშნებათ სახსრების მიგრატორული ტკივილი

დ ) ავადობა მჭიდრო კავშირშია კარდიტების და სარქვლოვანი დაზიანების განვითარებასთან

266. კოჭ-წვივის ღრძობის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება შემდეგი ლიგამენტი

*ა) წინა თალო-ფიბულარული

ბ ) კალკანეო-ფიბულარული

გ ) უკანა თალო-ფიბულარული

დ ) წინა ქვედატიბიო-ფიბულარული

ე ) დელტოიდი

267. 35 წლის ქალი შემოსულია ავტოავარიის შემდეგ გლაზგოს შკალით 3 ქულიანი კომით, დაინტუბირებული. დამატებითი კვლევებით არ ვლინდება გულმკერდის, მუცლის და

მენჯის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება) სასიცოცხლო მაჩვენებლები და კტ ნორმის ფარგლებშია) რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

ა ) ეპიდურული ჰემატომა

ბ ) სუბდურული ჰემატომა

*გ) დიფუზური აქსონური დაზიანება

დ ) თავის ტვინის შერყევა

ე ) ინტრაპარენქიმული ჰემატომა

268. გადაუდებელი მედ-ცინის დეპ-ში კატასტროფის ამბულანსით შემოყვანილია პაციენტი, რომელიც არ შემოდის კონტაქტში, აღენიშნება ხმაურიანი და გაძნელებული სუნთქვა, პერიფერიაზე პულსი არ ისინჯება, ABC-ის მოწესრიგების შემდგომ გადაღებულია ეკგ, რომელზეც გამოვლინდა LBBB, ადრე გადაღებული ეკგ პაციენტს არ აქვს, კარდიოლოგიური ანამნეზი უცნობია, ცხელება არ აღენიშნება, პაციენტი დაინტუბირდა და გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. რომელია ყველაზე მიზანშეწონილი ნაბიჯი ამ პაციენტის მართვაში?

ა ) დათრგუნული ცნობიერების და კომატოზური მდგ-ბის გამო თავის ტვინის კტ კვლევა.

ბ ) ტრანსეზოფაგეალური ექოკარდიოგრაფია დისსექციის გამოსარიცხად.

*გ) ასპირინი 300მგ, ჰეპარინი 5000ერთ ივ ინექცია და კატლაბში პაციენტის ტრანსპორტირება;

დ ) გულმკერდის კტ ანგიოგრაფია.

269. პულმონური ემბოლიზმის მკურნალობის ძირითადი კომპონენტებია, გარდა:

ა ) ანტიკოაგულაციური თერაპია

ბ ) ფიბრინოლიზური თერაპია

გ ) კრისტალოიდების ინფუზია, ვაზოპრესორები

*დ) ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია

270. პაციენტს, რომელიც მოყვანილია სველი ხიხინით, ტაქიპნოეთი, დაქვეითებული სატურაციით და პერიფერიული შეშუპებით, შეესაბამება შემდეგი დიაგნოზი:

ა ) მიოკარდიუმის ინფარქტი

ბ ) პნევმონია

გ ) ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ფილტვების

*დ) გულის უკმარისობა

271. პაციენტი, რომელიც თვითდინებითაა მოყვანილი ოჯახის წევრების მიერ გადაუდებელი მედიცინის დეპ-ში, უჩივის კანის ჰიპერემიას, ცხელებას 40 -41°C, სპონტანურ კლონუსებს ოთხივე კიდურში, დიაფორეზსა და ჰიპერტენზიას. ანამნეზში აღნიშნავს ანტიდეპრესანტების მაღალი დოზებით მკუნრალობას. რომელია ყველაზე მაღალი ალბათობით ამ პაციენტის დიაგნოზი?

ა ) ანტიქოლინერგული სინდრომი;

ბ ) ავთვისებიანი ჰიპერთერმია;

*გ) სეროტონინული სინდრომი.

დ ) ნეოროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი.

272. ყველაზე ხშირი ინტრაკრანიული სიმსივნეა

ა ) მენინგიომა

ბ ) ასტროციტომა

გ ) მედულობლასტომა

*დ) მეტასტაზები

ე ) ჰიპოფიზის ადენომა

273. გულ-მკერდის რენტგენოგრაფიის რომელი ნიშანია დიაგნოსტიკური პულმონური ემბოლიის დროს

ა ) ატელექტაზი

ბ ) ჰამპტონის ნიშანი

გ ) დიაფრაგმის გუმბათის აწევა

დ ) ვესტმარკის ნიშანი (ოლიგემია)

*ე) არც ერთი

274. ბაქტერიული ტრაქეიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია:

ა ) H. influenza

ბ ) Strep. pneumoniae

*გ) Staph. aureus

დ ) GABH Strep

275. სინუსიტის დიაგნოზთან მიმართებაში ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული?

ა ) უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ინსტრუმენტული კვლევა

ბ ) ნორმალური რენტგენოლოგიური სურათი გამორიცხავს დიაგნოზს

გ ) რენტგენოლოგიური კვლევა უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება სფენოიდური და ეთმოიდური სინუსიტების დიაგნოსტირებისთვის

*დ) სინუსიტები და მათი გართულებების დიაგნოსტირების „ოქროს სტანდარტია“ კტ კვლევა

277. რომელია მსხვილი ნაწლავის ობსტრუქციის ყველაზე ხშირი მიზეზი?

*ა) სიმსივნეები

ბ ) სიგმოიდური ნაწლავის შემოგრეხვა

გ ) შეხორცებები

დ ) დივერტიკულიტი

ე ) კოპროსტაზი

278. ახალგაზრდა მამაკაცი გადაუდებელი მედ-ის დეპ-ში მოყვანილია პოლიციის ბადრაგის მიერ, მათი გადმოცემით ჩხუბის შემდგომ. აღენიშნება სახის ასიმეტრია, სახის მარჯვენა ნახევრის შებრტყელების ფონზე, ცხვირიდან სისხლდენა, ტკივილი სახის არეში, გონების კარგვის ეპიზოდი, ღებინება არ ჰქონია.FAST კვლევა, გულმკერდისა და კისრის რენდგენოგრაფია - ნორმის ვარიანტია. რომელია შემდეგი ყველაზე ურგენტული კვლევა ამ პაციენტისათვის?

ა ) თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;

ბ ) ქალასარქველის რენდგენოგრაფია;

გ ) კისრის რბილი ქსოვილების რენდგენოგრაფია გვედით პროექციაში.

*დ) სახის ძვლების კტ კვლევა.

279. რომელია ყველაზე უფრო შესაფერი დიაგნოსტიკური ტესტი 45 წლის ქალისათვის, რომელიც მოყვანილია ოჯახის წევრების მიერ ერთი დღის ანამნეზის შეცვლილი მენტალური სტატუსით, ტემპერატუა 38,4, პულსი 112, წნევა 110/60, სუნთქვა 12:

ა ) სისხლის კულტურა

ბ ) სისხლის საერთო

გ ) გულ-მკერდის რენტგენი

*დ) ზურგის ტვინის პუნქცია

280. 57 წლის თირკმლის უკმარისობიანმა პაციენტმა გამოტოვა ჰემოდიალიზის პროცედურა, რა რის ყველაზე საშიში მოსალოდნელი გართულება:

ა ) დაბალი კალიუმი, სინკოპე

*ბ) მაღალი კალიუმი, რესპირატორული დისტრესი

გ ) დაბალი კალციუმი, რესპირატორული დისტრესი

დ ) მაღალი კალციუმი, სინკოპე

281. ახალგაზრდა მამაკაცი გადაუდებელი მედ-ის დეპ-ში არის ნარკოტიკული საშუალებების რეგულარული მომხმარებელი და ბარძაყ-საზარდულის საზღვარზე აღენიშნება პოსტინექციური ნაწიბურები და ამავე ადგილას მოცულობითი წარმონაქმნი კრატერული ზედაპირით, საიდანაც მოჟონავს სეროზული სითხე. მისი თქმით, უჩიოდა

ძლიერ ტკივილს ბარძაყ-საზარდულის არეში 2 დღის წინ, მაგრამ მას შემდეგ რაც საზარდულის შებერილი მიდამო გაიხსნა და გაჩნდა ე.წ. კრატერი, ტკივილი შეწყდა. კიდური გასინჯვით სრულიად ინტაქტურია, კრატერი დამუშავდა ანტისეპტიკებით, პაციენტი დროსა, ადგილსა და გარემოში ორიენტირებულია, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია და ცხელება არ აღენიშნება. როგორია შემდგომი მართვის ტაქტიკა?

ა ) პაციენტის გაწერა კლინიკიდან, შეხვევები დღეგამოშვებით. ქირურგის განმეორებითი კ-ცია სამ დღეში.

ბ ) კანის დეფექტის გაკერვა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედ-ბი, ცივი საფენები ადგილობრივად, დტ ვაქცინაცია.

გ ) პაციენტისათვის ემპირიული ივ ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა სეროზული სითხის ბაქტერიოლოგიის პასუხამდე და დისპოზიცია სტაციონარში.

*დ) ღრმა ვენების დოპლეროგრაფია.

282. რეტროფარინგული აბსცესის დამადასტურებელი საწყისი კვლევაა ლატერალური რენტგენოგრაფია) ცრუ დადებითი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, კვლევა უნდა ჩატარდეს:

ა ) ამოსუნთქვის ფაზაში კისრის უკან გადაწევით

ბ ) ამოსუნთქვის ფაზაში კისრის მოხრით

*გ) ჩასუნთქვის ფაზაში კისრის უკან გადაწევით

დ ) ჩასუნთქვის ფაზაში კისრის მოხრით

283. რომელის დიზურიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი?

*ა) ბაქტერიული ინფექციები

ბ ) ვირუსული ინფექციები

გ ) სოკოვანი ინფექციები

დ ) პარაზიტები

ე ) ალერგიული ურეთრიტი

284. სომატიზაციის სინდრომის მქონე პაციენტებში ყველაზე ხშირია პიროვნების შემდეგი ცვლილება

*ა) ჰისტრიუნული

ბ ) ანტისოციალური

გ ) შიზოიდური

დ ) შიზოტიპური

ე ) ნარცისული

285. 38 წლის ქალი უჩივის ტკივილს ხელისა და თითების არეში; ტკივილი ძლიერდება სიცივის ზემოქმედებით. პირველად შეამჩნია როდესაც იღებდა რაღაცას საყინულედან. თითი გაფერმკრთალდა, წვერი გალურჯდა და აღენიშნებოდა ტკივილი. რომელია შესაძლო მიზეზი

ა ) სისტემური წითელი მგლურა

ბ ) რევმატოიდული ართრიტი

*გ) სკლეროდერმია

დ ) კვანძოვანი პოლიარტერიიტი

ე ) ნაწლავის ანთებითი დაავადება

286. რომელია ციკლოსპორინით ინტოქსიკაციასთან ყველაზე ხშირად ასოცირებული?

ა ) ჰიპერურიკემია და ნიკრისის ქარი

ბ ) ჰიპერლიპიდემია

*გ) ნეფროტოქსიურობა

დ ) ჰეპატოტოქსიურობა

ე ) ჰიპერტენზია

287. კრუპის (ლარინგოტრაქეობრონქიტის) ყველაზე ხშირი გამომწვევია:

ა ) RSV (რესპირატორული სინციტიალური ვირუსი)

*ბ) პარაგრიპის ვირუსი

გ ) ადენოვირუსი

დ ) გრიპის ვირუსი

288. 2 წლის ბიჭუნა მოყვანილია გადაუდებელ დეპ-ში, და დედის გადმოცემით, მან ჩაყლაპა დიდი რ-ბით დედის აბები, რომლენიც შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს და განკუთვნილია ორსულთათვის. პაციენტს აღენიშნება ღებინება, პერიოდულად სისხლიანი მინარევით ფაღარათი, მუცლის ტკივილი. რომელი ანტიდოტით მკურნლაობა ყველაზე მიზანმიმართული ამ შემთხვევაში?

ა ) დიგი ფაბი;

ბ ) ნალოქსონი;

გ ) ატროპინი;

*დ) დიფეროქსამინი.

289. სასწრაფოს მიერ მოყვანილია ჰიპოტენზიური, ჰიპოქსიური და ტაქიკარდიული პაციენტი. პირველი ქმედებაა:

ა ) ვენის კათეტერის ჩადგმა და 1ლ იზოტონური ხსნარის გადასხმა

*ბ) სასუნთქი გზების შემოწმება და ჟანგბადის მიწოდება

გ ) შეისწავლით პაციენტს თავიდან ბოლომდე

დ ) გადაიღებთ ეკგ-ს

290. რომელი შოკის სახე არის უფრო შესაფერად აღწერილი?

*ა) კარდიოგენული შოკია: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია არა, სითხეების გადასხმაზე ცუდი პასუხი

ბ ) ჰიპოვოლემიური შოკია: ურტიკარია, ანგიოედემა, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია

გ ) სეპტიური შოკია: ცხელება, პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია, ცუდი პერიფერიული პერფუზია

დ ) ანაფილაქსიური შოკია: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სისხლის დანაკარგი

ე ) ნევროგენული შოკია: პულმონური შეშუპება, აბდომინალური ხმიანობა, პერიფერიული შეშუპება, ცივი კიდურები

291. წინა კომპართმენთის სინდრომის ადრეული ნიშანია:

*ა) ტკივილი ტერფის პასიური მოხრისას

ბ ) მგრძნობელობის მოშლა ტერფის ლატერალურ ზედაპირზე

გ ) ტკივილი მუხლის პასიური მოძრაობისას

დ ) ქომფართმენთის წნევა 20 მმHგ

292. 3 წლის ბავშვი მოყვანილია ყელის ტკივილით, ცხელებით, ანორექსიით და ხმის ტემბრის შეცვლით. გასინჯვით ვლინდება უნილატერალური ხახის კედლის გამობურცვა, კისრის წინა ლიმფური კვანძების ჰიპერტროფია და მტკივნეულობა, T-38,9C. სავარაუდო დიაგნოზია:

*ა) რეტროფარინგული აბსცესი

ბ ) პერიტონზილარული აბსცესი

გ ) ლუდვიგის ანგინა

დ ) საღეჭი კუნთის სივრცის აბსცესი

293. 2 წლის ბიჭს აღენიშნება სხეულზე გამონაყარი. გასინჯვით ვლინდება ვარდისფერი მაკულოპაპულური გამონაყარი გულმკერდზე, კისერზე და კიდურებზე) ამ ეტაპზე აფებრილურია, თუმცა წინა დღეს განუვითარდა ფებრილური გულყრა) რომელის სავარაუდო დიაგნოზი?

*ა) ჩვილთა როზეოლა

ბ ) რუბეოლა

გ ) წითურა

დ ) Erythema infectiosum

ე ) ქუნთრუშა

294. 55 წლის ქალბატონი უჩივის სახისა კუნთების და ენის უნებლიე მოძრაობებს. შიზოფრენიის გამო 25 წელია იღებს ანტიფსიქოტურ საშუალებებს. რომელია მართებული მის მდგომარეობასთან მიმართებაში

*ა) პაციენტები თანმხლები დეპრესიით იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ

ბ ) სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის პირველ კვირაში

გ ) თუ მედიკამენტის მიღება შეწყდება 100%-ით შექცევადია

დ ) ახალგაზრდა კაცები იმყოფებიან მაღალი რისკის ჯგუფში

ე ) მკურნალობა ანტი-ქოლინერგული საშუალებებით ჩვეულებრივ ეფექტურია

295. 9 თვის ბიჭი მოყვანილია მშობლების მიერ, საფენის შეცვლისას შეამჩნიეს მოცულობითი წარმონაქმნი მუცლის არეში. გასინჯვით ბავშვი აქტიურია, არ აღენიშნება ინტოქსიკაციის ნიშნები. პალპაციით 4#6 სმ-ზე უმტკივნეულო წარმონაქმნი რამდენიმე სმ-ით ჭიპის ლატერალურად და ზემოთ. რომელი კვლევა დაგვეხმრება დიაგნოზის დასმაში

ა ) ნაღვლის ბუშტის ექოსკოპია

ბ ) სათესლეების ექოსკოპია

*გ) თირკმლის ექოსკოპია

დ ) შარდის ანალიზი

ე ) მეკელის ნიშანი

296. რა დროის შემდეგ არის თრომბოზული ჰემოროიდის გაკვეთა უეფექტო?

ა ) 12 საათის

ბ ) 24 საათის

*გ) 48 საათის

დ ) 96 საათის

ე ) 1 კვირის

297. ოროფარინგული დისფაგიის ყველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) ობსტრუქციული დაზიანება

ბ ) სპაზმი

*გ) ნერვკუნთოვანი და ანთებითი დაავადებები

დ ) კარცინომა

298. რომელია მართებული ოტტავას წესთან მიმართებაში:

ა ) კოწ-წვივის რეტგენი საჭიროა თუ პაციენტს შეუძლია მხოლოდ 4 ნაბიჯისგადადგმა

*ბ) კოჭ-წვივის და ტერფის რენტგენი საჭიროა თუ აღინიშნება ტკივილი მედიალური და ლატერალური გოჯისა და მე-5 მეტატარსალური ძვლის ფუძისა და ნავისებური ძვლის პროექციაზე

გ ) ტერფის რენტგენი საჭიროა მხოლოდ თუ არ აღინიშნება ტკივილი მედიალურ გოჯის პროექციაზე, მაგრამ მტკივნეულია მე-2 მეტატარსალური ძვლის ფუძე

დ ) კოჭ-წვივის რეტგენი საჭიროა ყოველთვის, თუ აღინიშნება ტერფის შიგნით გადაბრუნება, რათა გამოირიცხოს ატკეჩილი მოტეხილობა

299. ეკგ-ზე მაღალი წაწვეტებული T კბილები, ფართო QRS კომპლექსები, გადასწორებული P კბილები და გახანგრძლივებული PR ინტერვალი უფრო მეტად დამახასიათებელია:

*ა) ჰიპერკალემია

ბ ) ჰიპოკალემია

გ ) ჰიპერკალცემია

დ ) ჰიპოკალცემია

300. სუპრავენტრიკულური პაროქსიზმის მკურნალობაა:

ა ) კალციუმის ანტაგონისტები

ბ ) ადენოზინი

გ ) კარდიოვერსია

*დ) დამოკიდებულია ჰემოდინამიკურ სტაბილობაზე

301. ქუსლის ძვლის მოტეხილობები:

ა ) არის გამოწვეული დაბალი ენერგიით და კარგად ხორცდება 2-3 კვირაში, თუ პაციენტი არ ეყრდნობა ფეხს

*ბ) შეიძლება იყოს ბილატერალური და ასოცირებული წელის მალების დაზიანებასთან

გ ) დიაგნოზის დასმა ხდება თუ ბოჰლერის კუთხე მეტია 20-ზე

დ ) როგორც წესი ვითარდება ტერფის გადაბრუნების შედეგად

302. Boerhaave-ს სინდრომთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ჩვეულებრივ უეცარი, მძლავრი, მრავალჯერადი ღებინების შედეგია

*ბ) საყლაპავი მილის კედლის ნაწილობრივი დაზიანებაა

გ ) ფიზიკალური გასინჯვით ვლინდება კანქვეშა ემფიზემა და შუასაყარის ე.წ. Hamman-ის ხმიანობა

დ ) რენტგენოლოგიური მონაცემებია: მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი, პლევრალურ გამონაჟონი, შუასაყარის ემფიზემა და გაფართოებული შუასაყარი.

303. რომელია წინა ეპისტაქსისის ყველაზე ხშირი წყარო?

ა ) წინა ეთმოიდური არტერია

ბ ) უკანა ეთმოიდური არტერია

*გ) კისელბახის წნული

დ ) სფენოპალატინური არტერიის ნაზოპალატინური ტოტი

ე ) ზედა ლაბიალური არტერიის სეპტალური ტოტი

304. სუბარაქნოიდული ჰემორაგიის დროს სიკვდილიანობის დაახლოებითი მაჩვენებელია

ა ) 5%

ბ ) 15%

გ ) 30%

*დ) 50%

ე ) 75%

305. რომელია მართებული ჰერპეს-სიმპლექსით გამოწვეულ ენცეფალიტთან მიმართებაში

ა ) ახასიათებს ბილატერალურად შუბლის წილების დაზიანება

ბ ) მოზრდილებში ხშირია "HSV-2"

*გ) აციკლოვირი ამცირებს სიკვდილიანობას

დ ) პაციენტების უმეტესობა ჯანმრთელდება ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე

ე ) ლიქვორის კულტურის სენსიტიურობა 90%-ია

306. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში პარაფარინგული აბსცესის დიაგნოსტიკის არჩევის კვლევაა:

ა ) კისრის ლატერალური რენტგენოგრაფია

ბ ) კისრის წინა-უკანა რენტგენოგრაფია

*გ) კისრის კტ

დ ) კისრის MRI

ე ) კისრის ექოსკოპია

307. მოზრდილ პაციენტებში საყლაპავის უცხო სხეულის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა:

ა ) აორტის რკალი (T4)

ბ ) კრიკოფარინგული კუნთი (C6)

*გ) საყლაპავის ქვედა სფინქტერი (T10-T11)

დ ) ტრაქეის ბიფურკაცია (T6)

308. ფეხბურთელი თამაშის დროს ფეხის გადაბრუნების შემდეგ უჩივისტკივილს, გადაღებულია ტერფის 3 პროექცია:

ა ) პირველი და მეორე მეტატარზალური ძვლების ფუძეებს შორის სივრცის გაფართოება მიუთითებს ლიგამენტების მძიმე დაზიანებაზე და შესაძლოა საჭიროებდეს ოპერაციულ ჩარევას

ბ ) პირველი და მეორე მეტატარზალური ძვლების ფუძეებს შორის სივრცის გაფართოება ნორმალურია თუ არ არის მოტეხილობა

*გ) მე-2 მეტატარზალური ძვლის მოტეხილობას ეწოდება ლის-ფრანკის მოტეხილობა და ხორცდება 4 კვირაში, თუ პაციენტი არ დადის

დ ) მე-2 მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა, სავარაუდოდ მიუთითებს პირველი მეტატარზალური ძვლის მოტეხილობაზე

309. ST სეგმენტის ელევაცია I, AVL და V1-V6 განხრებში და რეციპროკული ცვლილებები ST დეპრესიის სახით II, III და AVF განხრებში დამახასიათებელია:

ა ) ქვედა ინფარქტი

ბ ) უკანა ინფარქტი

გ ) მიოკარდიტი

*დ) წინა ინფარქტი

310. ფილტვების შეშუპების დროს პირველი არჩევის თერაპიაა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ჟანგბადი

*ბ) დიგოქსინი

გ ) ნიტროგლიცერინი

დ ) ფუროსემიდი

311. პაციენტები უნილატერალური წელის ტკივილით, რომელიც ირადირებს ფეხში, მუხლის ქვემოთ და დაბუჟებით ტერფის ლატერალურზე და პირზე საჭიროებენ:

ა ) წოლითი რეჟიმი 1-2 დღე, აასს, და ადრეული ფიზიკური აქტივობა

*ბ) წოლითი რეჟიმი 1-2 კვირა, აასს, და შედარებით გვიანი გააქტივება

გ ) ადრეული ქირურგის კონსულტაცია, რადგან სავარაუდოა ზურგის ტვინის კომპრესია

დ ) ადრეული სტეროიდებით მკურნალობა ზურგის ტვინისკომპრესიის გამო

312. რომელია საყლაპავ მილში მოხვედრილი ბატარეის შესაბამისი მართვა:

ა ) ობსერვაცია

ბ ) ფოლეის კათეტერის საშუალებით ამოღება

გ ) ი/ვ გლუკაგონი

*დ) ამოღება ენდოსკოპიურად

313. რომელია სწორი გონოკოკურ სეპტიურ ართრიტთან მიმართებაში?

ა ) საჭიროა ქირურგიული დრენირება

ბ ) მამაკაცებში უფრო ხშირია

გ ) პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ გენოტოურინული სიმპტომები

*დ) სინოვიალური სითხის გრამის წესით შეღებილი ტესტი უფრო ხშირად არის დადებითი, ვიდრე ბაქტერიოლოგიური ტესტი

ე ) ყველაზე ხშირად ზიანდება მენჯ-ბარძაყის სახსარი

314. აცეტამინოფენით ინტოქსიკაციის დროს, გარდა აცეტამინოფენის დონისა სისხლში, რომელი კვლევა გამოიყენება ინტოქსიკაციის სიმძიმის დასადგენად

ა ) ლიპაზა

ბ ) ამილაზა

გ ) გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზა

*დ) ასტ

ე ) ტუტე ფოსფატაზა

315. ხანდაზმულებში ტრავმის ყველაზე ხშირი მექანიზმია

*ა) დაცემა

ბ ) ავარია

გ ) ცეცხლნასროლი ჭრილობა

დ ) ნაკვეთი ჭრილობა

ე ) ძალადობა

316. დეკომპრესიული დაავადების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ზიანდება:

ა ) კოჭ-წვივი და ტერფი

ბ ) მუხლი

გ ) ბარძაყის ძვალი და ხერხემალი

*დ) მხრის და იდაყვის ძვლები

ე ) მაჯა და მტევანი

317. რომელია სავარაუდო დიაგნოზი პაციენტების, რომელთაც აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, რაც აღვიძებს ღამით და ლაგდება საკვების ან ანტაციდების მიღებით?

*ა) 12-გოჯა ნაწლავის წყლული

ბ ) მიოკარდიუმის იშემია

გ ) კუჭის წყლული

დ ) პერფორირებული პეპტიური წყლული

318. რომელი მიუთითებს მონტეგიას მოტეხილობის დროს იდაყვის ნერვის დაზიანებაზე:

*ა) თითების აბდუქციის შეუძლებლობა, წინააღმდეგობის მიმართ

ბ ) ვერ შლის თითებს

გ ) ვერ აკეთებს მუშტს

დ ) ვერ ხრის თითებს

319. გადაუდებელ და სასწრაფო ჰიპერტენზიებს შორის პირველი განმასხვავებელი ნიშანია:

ა ) დიასტოლური წნევა მეტი 130-ზე

ბ ) პაციენტს არ აქვს ანამნეზში ჰიპერტენზია

გ ) პაციენტებს ჩვეულებრივ მკურნალობენ ორალური მედიკამენტებით

*დ) პაციენტს აღენიშნება სამიზნე ორგანოების დისფუნქცია ან დაზიანება

320. რა რის უფრო სავარაუდო დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომელთაც აღვიძებთ ღამით მუცლის ტკივილი და ტკივილი ეხსნებათ საჭმლის მიღების და ანტაციდების ფონზე:

*ა) 12-გოჯას წყლული

ბ ) მიოკარდიუმის იშემია

გ ) კუჭის წყლული

დ ) პეპტიური წყლულის პერფორაცია

321. პაციენტს 2 საათისგანმავლობაში ჰქონდა ფეხი მოყოლილი მეტალის მძიმე ბოძის ქვეშ. აღინიშნება ქვემო კიდურის რბილი ქსოვილების მნიშვნელოვანი დაზიანება, სხვა დაზიანებები არ არის. ანამნეზში დიაბეტი და თქუ. რენტგენზე მოტეხილობა არ არის; Hb 14, UA- ნორმალ, CPKის 467. როგორია მკურნალობის გეგმა:

ა ) სრული გამოკვლევა როგორც ტრავმა პაციენტის, გაწერა უარყოფითი რენტგენისა და ტკივილის კუპირების შემდეგ

*ბ) ჰოსპიტალიზაცია ივ ხსნარები, CPK განმეორებით ანალიზი, დინამიკაში კიდურის გასინჯვა

გ ) ჰოსპიტალიზაცია ივ ანტიბიოტიკები და ანალგეზია

დ ) ტრავმატოლოგის კონსულტაცია და სასწრაფო ამპუტაცია

322. სტრესულ წყლულთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

*ა) მდებარეობაა ზედა გასტროინტესტინული ტრაქტი

ბ ) პეპტიურ წყლულთან შედარებით უფრო ზედაპირულია

გ ) ჩვეულებრივ ლოკალიზებულია კუჭის ფუძესა და სხეულზე

დ ) ასოცირებულის Cushing-ის ან Curling-ის წყლულთან

323. რომელის თირკმლის ქვების განვითარების რისკ-ფაქტორი?

ა ) მდედრობითი სქესი

ბ ) ჰიპოპარათირეოიდიზმი

*გ) კრონის დაავადება

დ ) ჰიპერთიროიდიზმი

ე ) შაქრიანი დიაბეტი

324. მოზრდილებში რომელი არის ასოცირებული ცისტიტთან

*ა) ჰემატურია

ბ ) წელის ტკივილი

გ ) ცხელება

დ ) შემცივნება

ე ) ღებინება

325. პაციენტებში ეთილენგლიკოლით ინტოქსიკაციით, რომელი გამოიყენება როგორც დამხმარე მკურნალობა

ა ) ფოლიუმი და ნიაცინი

*ბ) თიამინი და პირიდოქსინი

გ ) ვიტამინი D და ვიტამინი K

დ ) კობალამინი და ვიტამინი A

ე ) კალიუმი და სელენიუმი

326. რიტმის რომელი დარღვევა გვხვდება პედიატრიულ პაციენტებში ყველაზე ხშირად?

ა ) წინაგულების ფიბრილაცია

ბ ) წინაგულების თრთოლვა

გ ) სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა

*დ) პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია

ე ) პარკუჭოვან ტაქიკარდია

327. დადასტურებული ფაქტორები, რაც განაპირობებს პეპტიკური წყლულებისადმი განწყობის მომატებას, არის ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ალკოჰოლის მიღება

ბ ) თამბაქო

*გ) პირველი ჯგუფის სისხლი

დ ) აასს-ის და ასპირინის გამოყენება

328. ქიმიური დამწვრობების უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის პირველი ნაბიჯია:

ა ) ქიმიური აგენტის მოცილება და მშრალად შეხვევა

ბ ) არ შეეხოთ ჭრილობას, დააფარეთ სტერილური საფენი

*გ) ABCs და არასტაბილური ვიტალური მაჩვენებლების კორექცია

დ ) ირიგაცია ფიზ. ხსნარით ან რინგერით

329. ორგანოთა სისტემა რომელიც ყველაზე ადრე იძლევა სიმპტომებს მაიონიზებული რადიაციის ზემოქმედებისას არის:

ა ) ჰემოპოეტური

ბ ) კუჭ-ნაწლავი

*გ) ცნს

დ ) რეპროდუქტიული

330. ვარფარინით ქრონიკული მკურნალობისას, მკურნალობის ადექვატურობის შესაფასებელი ტესტია:

ა ) PT

ბ ) PTT

*გ) INR

დ ) PI

ე ) D-dimer

331. რომელის მართებული სუკრალფატთან მიმართებაში?

ა ) ანეიტრალებს კუჭის წვენს

ბ ) უფრო ეფექტურია pH-4,5 პირობებში

გ ) თრგუნავს ლორწოს სეკრეციას

*დ) აინჰიბირებს პეპსინს, ახდენს ნაღვლის მჟავების ადსორბციას და ზრდის ლორწოვანი გარსის მიერ პროსტაგლანდინის პროდუქციას

332. რომელია სწორი ნაწლავის ანთებით დაავადებებთან მიმართებაში?

ა ) კრონის დაავადებისას წყლულოვან კოლიტთან შედარებით ტოქსიური მეგაკოლონი უფრო ხშირად ვითარდება

ბ ) პერიანალური გართულებები კრონის დაავადებისას მეტია

*გ) კრონის დაავადება ყოველთვის მოიცავს სწორ ნაწლავს

დ ) კვანძოვანი ერითემა გვხვდემა მამაკაცებში წყლულოვანი კოლიტით

პ ) პაციენტებში კრონის დაავადებით ანალური ნაპრალი ლოკალიზდება უკანა შუა ხაზზე

333. რომელია მართებული ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ ანტიბიოტიკებთან მიმართებაში

ა ) მალამოების მოქმედება უფრო ხანმოკლეა ვიდრე წვეთების

ბ ) მალამოები უფრო კარგად შეიწოვება ვიდრე წვეთები

*გ) შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები

დ ) ბავშვებში უპირატესობა ენიჭება წვეთებს

ე ) კონიუქტივიტის დროს დადებითი კულტურის გარეშე ანტიბიოტიკი არ ინიშნება

334. პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია

ა ) ჰიპერკალცემია

*ბ) ჰიპერკალიემია

გ ) ჰიპერმაგნეზემია

დ ) ჰიპერნატრემია

ე ) ჰიპერფოსფატემია

335. 42 წლის ქალი უჩივის მარჯვენა მტევნის დაბუჟებას, მეხუთე თითის ვოლარული ზედაპირის მგრძნობელობა დაქვეითებულია) რომელი ნერვის დაზიანებას ახასიათებს აღნიშნული სიმპტომები?

ა ) სხივის ნერვის

ბ ) C5 ნერვის ფესვის

*გ) იდაყვის ნერვის

დ ) შუათანა ნერვის

ე ) C6 ნერვის ფესვის

336. ნაწლავთა გაუვალობის ყველაზე ხშირი მიზეზია

ა ) სიმსივნეები

ბ ) თიაქრები

*გ) შეხორცებები

დ ) ქოლელითიაზი

337. ნიტროგლიცერინით გამოწვეული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ ყველაზე შესაფერი მედიკამენტია:

*ა) IV სითხეები

ბ ) დოპამინი

გ ) დობუტამინი

დ ) ნორეპინეფრინი

ე ) ამრინონი

338. სითბური დაკვრის დროს აქტიური გაგრილება უნდა შეწყდეს, როცა პაციენტის სხეულის ტემპერატურა მიაღწევს:

ა ) 36 C

ბ ) 38 C

*გ) 40 C

დ ) 42 C

339. რომელი არ მიგვითითებს ზემო სასუნთქი გზების დამწვრობაზე:

ა ) ხმის შეცვლა

ბ ) ხანძარში მოხვდრა

*გ) გულ-მკერდის დამწვრობა

დ ) მუქი ფერის ნახველი

340. ნაზოგასტრული მილი:

ა ) შეძლებისდაგვარად არ უნდა ჩაიდგას იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ გასტრო-დუოდენალური სისხლდენა

ბ ) უნდა ჩაიდგას იმ პაციენტებში მხოლოდ რომელთაც უწყვეტი ჰემატომეზესი აღენიშნებათ

*გ) უნდა ჩაიდგას იმ პაციენტებში, რომელთაც დაუზუსტებელი ლოკალიზაციის რექტალური სისხლდენა აღენიშნებათ

დ ) ვეცადოთ არ ჩავდგათ ეზოფაგული ვარიკოზების შემთხვევაში

341. ნაწლავთა შემოგრეხვასთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

ა ) დაავადება გვხვდება ყველა ასაკში, თუმცა ალბათობა მეტია 20-30 წლის პერიოდში

ბ ) ნაწლავის შემოგრეხვა მარყუჟის სანათურის ობლიტერაციაა

გ ) სიგმოიდური ნაწლავის შემოგრეხვა ვითარდება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე ყაბზობა; ხანდაზმულ, მწოლიარე პაციენტებში თანმხლები დაავადებებით და ფსიქიატრიულ პაციენტებში ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში

*დ) ბრმა ნაწლავის შემოგრეხვა უფრო ხშირია, ვიდრე სიგმოიდურის

342. რომელია პანკრეასის სიმსივნის განვითარების გარემოებითი რისკ-ფაქტორი?

ა ) ალკოჰოლის გამოყენება

ბ ) ცხიმიანი საკვები

გ ) დიდი რაოდენობით ყავის მიღება

დ ) ცივ გარემოში ცხოვრება

*ე) თამბაქო

343. ამ ასოციაციებიდან რომელია სწორი

ა ) "მალეტის" თითი - თითის ღრმა მომხრელი კუნთის მყესის გაგლეჯა

ბ ) "ბენეტის" მოტეხილობა - ცერის მეტაკარპალური ძვლის ფუძის ექსტრა-არტიკულური მოტეხილობა

გ ) "ტრიგერის" თითი - ვოლარული ფირფიტის ჩაჭედვა

*დ) "ჯერსის" თითი - ხელის მე-4 თითის პირველადი დაზიანება

ე ) "amekeeper's" თითი - რადიალური კოლატერალური ლიგამენტის დაზიანება

344. 19 წლის ქალი მოყვანილია წყალში ჩავარდნის შემდეგ. გადმოცემით სვამდა მეგობრებთან ერთად წყლის პირას, როდესაც შემთხვევით ჩავარდა. იმყოფებოდა წყალქვეშ 1 წუთი, ამოყვანისას ახველებდა, არ საჭიროებდა გფრ-ს. მის სისხლში ალკოჰოლის დონე - 120 მგ/დლ, სატურაცია ოთახის ჰაერზე 94%. საწყისი რენტგენი - ნორმა. თუ დაუშვებთ რომ არ აღენიშნება ტრავმის ნიშნები და გასინჯვის მონაცემები ნორმალურია, ამ პაციენტის მართვის ტაქტიკაა

ა ) ჰოსპიტალიზაცია და დილამდე დაკვირვება

*ბ) დაკვირვება 4 საათი, თუ ასიმპტომურია და სატურაცია >94% ოთახის ჰაერზე გაწერა ბინაზე

გ ) გაიმეორეთ გულ-მკერდის რენტგენი 6 სთ-ში, თუ ასიმპტომურია და სატურაცია >94% ოთახის ჰაერზე გაწერა ბინაზე

დ ) პო სტეროიდი და გაწერა სტეროიდის მოკლე კურსზე ინტერსტიციული პნევმონიტის პრევენციის მიზნით, დაკვირვება არ არის საჭირო

ე ) მიეცით პო ანტიბიოტიკი და სტეროიდი, დაუნიშნეთ კურსი ბინაზე და გაწერეთ ობსერვაციის გარეშე

345. რომელია არაგონორეული ურეთრიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი?

ა ) ურეაპლაზმა

ბ ) ტრიქომონა

გ ) ჰემოფილუს დაკრი

*დ) ქლამიდია

ე ) ჰერპეს სიმპლექს ვირუსი

346. წყლულოვან კოლიტთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

*ა) ანთება მოიცავს ნაწლავის ყველა შრეს და მეზენტერიულ ლიმფურ კვანძებს

ბ ) პაციენტებში წყლულოვანი კოლიტით უფრო ხშირად გვხვდება კოლინჯის სიმსივნე სხვა პოპულაციასთან შედარებით

გ ) კლინიკურად ხასიათდება მუცლის სპაზმური ტკივილით და სისხლიანი დიარეით

დ ) გართულებებია ნაწლავის ჰემორაგია და ტოქსიური მეგაკოლონი

347. "D"-დიმერ დონე შეიძლება მომატებული იყოს:

ა ) ასაკიან პაციენტებში

ბ ) ფეხმძიმეებში

გ ) ბლაგვი პოლიტრამვების შემთხვევაში

დ ) პოსტოპერაციულ პაციენტებში

*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში

348. რომელი არ არის NEXUS კრიტერიუმის ნაწილი?

ა ) არ არის ინტოქსიკაციის ნიშნები

ბ ) არ არის ნევროლოგიური დეფიციტი

გ ) არ არის ტრავმის საშიში მექანიზმი

*დ) არ არის სხვა მტკივნეული დაზიანებები

349. რომელი შეწყვილება არ არის სწორი:

ა ) ოსტეოართრიტი – ხრტილის დეგენერაცია

ბ ) გონოკოკური ართრიტი - >50,000 WBC სინოვიურ სითხეში

გ ) ბავშვები – ტრანზიტორული სინოვიტი

*დ) პოდაგრა – პოლიართრიტი

350. გლაზკო კომის შკალა გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილის შეფასებას, გარდა:

ა ) თვალების გახელა

*ბ) გუგების რეაქცია

გ ) სიტყვიერი პასუხი

დ ) მოტორული პასუხი

351. კრონის დაავადების ფონზე განვითარებული წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის მკურნალობა სხვა შემთხვევებში განვითარებულისგან განსხვავებით საჭიროებს:

ა ) ანტიბიოტიკის დანიშვნას

ბ ) ნაზოგასტრული მილით ასპირაციას

*გ) სტეროიდების დანიშვნას

დ ) ი/ვ ჰიდრატაციას და ელექტროლიტური დისბალანსის კორექციას

352. რომელია Bordatella pertussis ინფექციის პოტენციური გართულება?

ა ) პნევმონია

ბ ) კონიუნქტივის სისხლჩაქცევა

გ ) პნევმოთორაქსი

დ ) შუა ყურის ანთება

*ე) ყველა ჩამოთვლილი

353. რომელი ფიზიოლოგიური ცვლილებებია მოსალოდნელი პაციენტთან ჰიპოთერმიით

*ა) ჰემოკონცენტრაცია

ბ ) ჰიპოგლიკემია

გ ) მეტაბოლური ალკალოზი

დ ) ოლიგურია

ე ) გულყრა

354. რომელია მართებული სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობასა და პროგნოზთან მიმართებაში

ა ) რემისია მკურნალობის ფონზე ან მის გარეშე იშვიათია

ბ ) ანტიჰერპეს ვირუსული პრეპარატები და სტეროიდები ამცირებენ ტკივილის ხანგრძლივობას და რეციდივების რისკს

*გ) გარდა მედიკამენტური თერაპიისა ყველა პაციენტი უნდა გაიგზავნოს ნევროლოგთან მრტ კვლევის ჩასატარებლად

დ ) პაციენტების 50%-ში საჭირო ხდება სამწვერა ნერვის ნეიროქირურგიული აბლაცია

ე ) ყველა პაციენტს უნდა მიეცეს ფენიტოინის დატვირთვითი დოზა და დაენიშნოს ბინაზე

355. რომელია პედიატრიული აირგამტარი გზების ყველაზე ვიწრო ადგილი?

ა ) ცხვირხახა

ბ ) პირხახა

გ ) ვოკალური ქორდები

დ ) ფსევდოქორდები

*ე) ბეჭდისებური ხრტილი

356. ფსევდომემბრანულ კოლიტთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

ა ) ვითარდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ (ცეფალოსპორინები ან ამპიცილინი), რაც მოქმედებს ნაწლავის ფლორაზე

ბ ) სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება ანტიბიოტიკების მიღებიდან 7-10 დღეში, შესაძლებელია მოგვიანებითაც

*გ) დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა განავლის ტესტი კლოსტრიდიაზე

დ ) ეფექტური მკურნალობაა ორალური მეტრონიდაზოლი და ვანკომიცინი

357. ტრანსფუზიის გართულებებს წარმოადგენს ყველა, გარდა:

ა ) მწვავე ინტრავასკულარული ჰემოლიზური რეაქცია;

ბ ) მწვავე ექსტრავასკულარული ჰემოლიზური რეაქცია;

გ ) ფებრილური არაჰემოლიზური რეაქცია;

დ ) ალერგიული რეაქცია;

*ე) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

358. 26 წლის ქალი უჩივის გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, თავბრუსხვევას. ლაბ. კვლევებით: sodium 129 mEq/L, potassium 3.1mEq/L, bicarbonate, 6 mEq/L, chloride 98 mEq/L, glucose, 467 mg/dL, BUN 26 mg/dL, creatinine 1mg/dL, pH 7.02, pCO2 12 mmHG and PO2 86 mmHg. გარდა სითხის ივ ინფუზიისა კიდევ რომელი მედიკამენტის მიცემა ქვემოთ ჩამოთვლილი და არის ყველაზე მეტად ნაჩვენები:

ა ) Bicarbonate

ბ ) Calcium

გ ) Dextrose

დ ) Phosphate

*ე) Potassium

359. 36 წლის ქალი საჭიროებს ერითროციტული მასის გადასხმას გასტრო-დუოდენალური სისხლდენის გამო. მისი მეუღლე გეკითხებათ რა ინფექციის რისკი ახლავს თან სისხლის გადასხმას. ამ ინფექციებიდან რომელი ინფექციის რისკია ყველაზე მაღალი?

ა ) გრამ უარყოფითი სეფსისი

*ბ) Hepatitis B

გ ) Hepatitis C

დ ) HIV-1 infection

ე ) მალარია

360. მასიური ჰემოტრანსფუზია არის:

ა ) 24სთ-ში 5ერთ. სისხლის ტრანსფუზია

*ბ) 24სთ-ში 10ერთ. სისხლის ტრანსფუზია

გ ) 24სთ-ში 15ერთ, სისხლის ტრანსფუზია

დ ) 24სთ-ში 20ერთ სისხლის ტრანსფუზია

361. პაციენტი მოყვანილია გადაუდებელ დეპარტამენტში მუცლის ტკივილით და დიარეით მძაფრსუნიანი მასებით. აღნიშნავს შებერილობას, 9 დღის წინ დაბრუნდა მოგზაურობიდან კოლორადოს შტატში, სადაც სვამდა წყაროს წყალს. დიარეის სავარაუდო მიზეზია:

*ა) Giardia lamblia

ბ ) Vibrio parahemolyticus

გ ) Aeromonas hydrophilia

დ ) Vibrio cholera

362. ღვიძლის მწვავე უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზია:

*ა) აცეტამინოფენით ინტოქსიკაცია

ბ ) იდიოპათიური

გ ) B ჰეპატიტის ვირუსი

დ ) Amanita phalloides მიღება

ე ) რეიეს სინდრომი

363. 65 წლის მამაკაცს აღენიშნება მწვავედ განვითარებული წელის ტკივილი და სისუსტე ორივე ფეხში. ცოტა ხნის წინ დაესვა ბიოფსიით პროსტატის კიბოს დიაგნოზი, ონკოლოგთან ჯერ არ ყოფილა. გასინჯვით ძალა ქვედა კიდურებში 3/5-დან. წელის მიდამო პალპაციით მტკივნეულია. მრტ კვლევით აღინიშნება ეპიდურული ზურგის ტვინის წელის ნაწილის კომპრესია მეტასტაზით. რომელი კონსულტანტის გამოძახება არის პირველ რიგში საჭირო

*ა) სხივური თერაპიის ონკოლოგი

ბ ) ზოგადი ქირურგი

გ ) უროლოგი

დ ) ნევროლოგი

ე ) რეაბილიტოლოგი და ფიზიკური თერაპიის სპეციალისტი

364. 22 წლის ქალბატონი მოყვანილის ციანოზით. უჩივის ჰაერის უკმარისობა, თავის ტკივილს, მეტყველების გაძნელებას. მეგობრების გადმოცემით იღებდა „წამალს“ ნარკოტიკული თრობის მიზნით, ვერ ასახელებენ სახელს. სატურაცია 85%, მიუხედავად აგრესიული ოქსიგენოთერაპიისა, სისხლის ნიმუშის აღებისას, სისხლი ძალიან მუქი ფერისაა. რომელ მედიკამენტს იღებდა სავარაუდოდ პაციენტი

ა ) ლორაზეპამი

ბ ) დექსტრომეტორფანი

*გ) ამილნიტრატი

დ ) დიფენჰიდრამინი

ე ) კეტამინი

365. საყლაპავი მილის პერფორაციის ყველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) ტუტეების მიღება

ბ ) ბოერჰაავეს სინდრომი

გ ) ტრავმა

*დ) იატროგენული

ე ) საყლაპავის სიმსივნე

366. პაციენტს აღენიშნება მსუბუქი ჰემატოქეზია და ინტენსიური ტკივილი სწორი ნაწლავის არეში, ნაწლავების მოქმედების გაძნელება) სავარაუდო დიაგნოზია:

ა ) შიდა ჰემოროიდები

*ბ) ანალური ნაპრალი

გ ) გარეთა ჰემოროიდების თრომბოზი

დ ) პერირექტალური აბსცესი

367. სწორია თუ არა დებულება:

*ა) სისხლის მწვავე დანაკარგის შემთხვევაში ტრანსფუზიის ურგენტული ჩვენებაა "HB/Hct"-ის დონეზე მეტად პაციენტის კლინიკური სტატუსია.

ბ ) ტრანსფუზიის ურგენტული ჩვენება კლინიკურ სტატუსზე მეტად "HB/Hct"-ის დონეა

გ ) ტრანსფუზიის ურგენტული ჩვენებაა HB – 90, Hct -30%.

დ ) ტრანსფუზიის ურგენტული ჩვენებაა T/A -100/70, Pulse-110.

368. 60 წლის მამაკაცი ფილტვის კიბოს ანამნეზით, შემოდის შეცვლილი მენტალური სტატუსით. მეუღლის გადმოცემით აღენიშნებოდა სისუსტე, რომელმაც მოიმატა, გაძლიერებული წყურვილი, ხშირი შარდვა, და გაბრუება ბოლო 2 კვირისგანმავლობაში.VS BP 160/95, pulse 82, respiratory rate of 16, და temperature of 37 degrees C. ნევროლოგიური გასინჯვით ტონუსის დაქვეითება, სიმეტრიულად შესუსტებული ღრმა მყესოვანი რეფლექსები. ეკგ - შემოკლებული QT interval. რა არის საწყისი მენეჯმენტი?

ა ) IV ანტიბიოტიკები

ბ ) IV Thiamine

*გ) IV სითხეები

დ ) კორტიკოსტეროიდები

ე ) შარდმდენები

369. 64 წლის მამაკაცი ანამნეზში ფქოდ უჩივის ხველას და საერთო სისუსტეს. BP არის 148/88, HR 89, RR არის 16, Temp 38, Sa 93%. დაესვა მარჯვენამხირივი შუა წილის პნევმონიის დიაგნოზი. 2 თვის წინ მკურნალობდა ჰოსპიტალში მოციმციმე არითმიის გამო. მის შვილს აღენიშნებოდა გაციების მსგავსი სიმპტომები 2 კვირის წინ. რომელი დებულებაა მართებული?

*ა) ანტიბიოტიკები უნდა ფარავდეს ფსევდომონას

ბ ) ნაჩვენებია ანტიბიოტიკები და ანტივირუსული პრეპარატები

გ ) ანტიბიოტიკის შერჩევა უნდა მოხდეს სისხლისა და ნახველის კულტურის შედეგების მიხედვით

დ ) ანტიბიოტიკები უნდა ფარავდეს საზოგადოებაში შეძენილ methicillin resistant Staph aureus

370. რას წარმოადგენს მასიური ჰემოთორაქსი?

ა ) 500მლ სისხლის ასპირაცია პლევრის ღრუდან.

*ბ) 1500მლ სისხლის ასპირაცია პლევრის ღრუდან.

გ ) 500მლ/6სთ-ში

დ ) 150მლ/12სთ-ში

371. დაავადების გამოწვევის პირველადი მექანიზმია ტოქსინის ექსკრეცია ყველა ჩამოთვლილის შემთხვევაში, გარდა:

ა ) Staphylococcus aureus

ბ ) Bacillus cereus

გ ) Clostridium difficile

*დ) Yersinia enterocolitis

372. რომელი რიტმი გვხვდება ყველაზე ხშირად პაციენტებში პულმონური ემბოლიზმით?

*ა) ნორმალური სინუსური რიტმი

ბ ) წინაგულების ფიბრილაცია

გ ) წინაგულების თრთოლვა

დ ) პარკუჭოვანი ტაქიკარდია

ე ) სინუსური ტაქიკარდია

373. რომელია მიტრალური სტენოზის ყველაზე ხშირი გართულება

*ა) მოციმციმე არითმია

ბ ) ენდოკარდიტი

გ ) გულის შეგუბებითი უკმარისობა

დ ) მიოკარდიუმის ინფარქტი

ე ) პნევმონია

374. რომელია მართებული ფილტვის აბსცესთან მიმართებაში

ა ) ყველაზე ხშირი გამომწვევია "Streptococcus pneumonia"

ბ ) პაციენტებს ანაერობული აბსცესით დაავადება ეწყებათ მწვავე ტკივილით, ხველით, ცხელებით

*გ) ვითარდება ძირითადად პაციენტებში, რომლებიც ვერ იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას

დ ) მკურნალობის ქვაკუთხედია თორაკოტომია და აბსცესის დრენირება

ე ) ძირითადად ვითარდება როგორც ბავშვებში პნევმონიის გართულება

375. რომელია შესაბამისი ტესტი პაციენტისთვის, რომელიც მიეკუთვნება PE-ს Wells-ის კრიტერიუმებით საშუალო ალბათობის ჯგუფს?

ა ) ფილტვების ვენტილაციურ/პერფუზიული სკანირება

ბ ) დი-დიმერი

*გ) კტ ი/ვ კონტრასტით

დ ) ქვედა კიდურების ვენების დუპლექს-ექოსკანირება

ე ) არტერიული სისხლის აირები

376. პაციენტია მოზარდი ცხელებით, სპაზმური მუცლის ტკივილით და დიარეით წყლისებრი მასებით. ფიზიკალური გასინჯვით ვლინდება მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის მტკივნეულობა, განავალში ლეიკოციტები. სავარაუდო გამომწვევია:

*ა) Yersinia enterocolitica

ბ ) Shigella

გ ) Clostridium perfringens

დ ) Vibrio parahemolyticus

377. ფილტვის ქსოვილის ცვლილებები ასპირაციული პნევმონიის დროს არ ვლინდება:

*ა) 12-24 სთ-ში

ბ ) 72სთ-ში

გ ) 56სთ-ში

დ ) 30სთ-ში

378. 62 წლის ქალი მოყვანილია კომატოზურ მდგომარეობაში, პულსი 52, რექტალური ტემპერატურა - 30.3. სასწრაფოს გადმოცემით, პაციენტის საწოლთან იპოვეს თიროქსინის ბოთლი. გასინჯვით – კისრის მიდამოში ნაწიბური. თქვენი შემდეგი ნაბიჯია:

ა ) პასიური გათბობა

ბ ) არტერიული სისხლის გაზების აღება

გ ) ლევოთიროქსინი ივ

*დ) გლუკოზის გაზომვა

379. 42 წლის ქალი ანამნეზში მკერდის კიბოთი უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევას, ღებინებას. 6 დღის წინ ჩაიტარა ქიმიოთერაპიის კურსი. სახლში აღენიშნა ცხელება 38.6. BP 110/78, HR, 91, RR 16, temp of 38.0 SpO 96% (ოთახის ჰაერზე). გულმკერდის რენტგენოგრაფია – N, Hct 29%,ლეიკოციტი 0.6, თრომბოციტი 99,000, შსა – N, potassium 3.1. როგორია პაციენტის მენეჯემენტი?

ა ) სისხლის კულტურა, ჰოსპიტალიზაცია, ანტიბიოტიკების დაწყება კულტურის შედეგების მიხედვით

ბ ) სისხლის კულტურა, გაწერა, მეორე დღეს ამბულატორიულად დაბარება

გ ) სისხლის კულტურა, ანტიბიოტიკის მიცემა, გაწერა და მეორე დღეს დაბარება

*დ) სისხლის კულტურა, ანტიბიოტიკის მიცემა ER ში, ჰოსპიტალიზაცია

380. ყველაზე ხშირი პარაზიტული დაავადება მსოფლიოში არის:

ა ) ლეიშმანიოზი;

*ბ) მალარია;

გ ) ღორის სოლიტერი;

დ ) ხარის სოლიტერი;

381. მოგზაურთა დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევია:

ა ) Salmonella

ბ ) ინვაზიური E. coli

გ ) Giardia lamblia

*დ) Enterotoxigenic E. coli

382. რომელია მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების ყველაზე მძლავრი რისკ-ფაქტორი?

ა ) ასაკი >50 წელზე

ბ ) ჭარბი წონა

გ ) მდედრობითი სქესი

დ ) ჰიპერტრიგლიცერიდემია

*ე) პირველი თაობის ნათესავი იგივე დიაგნოზით

383. ჰიპერნატრემია

*ა) თითქმის არასდროს ვითარდება ცნობიერებაზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც არა აქვთ დარღვეული წყურვილის აღქმა

ბ ) შეიძლება განვითარდეს გააქტივებული ნახშირის რამდენიმე დოზის მიცემის შემდეგ

გ ) მიზეზია ორგანიზმში ნატრიუმის მარაგის გაზრდა

დ ) მკურნალობა ძირითადად ტარდება ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმით

ე ) თუ არ ჩატარდა მკურნალობა 72 სთ-ის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს ხიდის ცენტრალურუ მიელინოლიზი

384. რომელია ჰიპერკალციემიის ყველაზე ხშირი მიზეზი

ა ) ავთვისებიანი სიმსივნე

ბ ) პეჯეტის დაავადება

*გ) ჰიპერპარათირეოზი

დ ) თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

ე ) თიაზიდური თერაპია

385. გულის რომელი დაავადება იწვევს ციანოზს ბავშვებში?

ა ) მიტრალური სტენოზი

ბ ) აორტის კოარკტაცია

*გ) მსხვილი სისხლძარღვების ტრანსპლანტაცია

დ ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი

ე ) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი

386. განავალში ლეიკოციტების არსებობა ანამნეზურ მონაცემებთან ერთად გვეხმარება დიარეის მწვავე ეპიზოდის მიზეზის დადგენაში, აგრეთვე შესაბამისი მკურნალობის დანიშვნაში. ლეიკოციტოზი ჩვეულებრივ თან ახლავს ყველა ჩამოთვლილი ორგანიზმით გამოწვეულ ინფექციას, გარდა:

ა ) Clostridium difficile

*ბ) ვირუსები

გ ) ინვაზიური E. coli

დ ) სალმონელა

387. ბეკის ტრიადის შემადგენელია ყველა, გარდა:

ა ) ჰიპოტენზია

ბ ) კისრის ვენების დაბერვა

გ ) მოყრუებული გულის ტონები

*დ) ფტოზი

388. ამ პაციენტებიდან რომელთან არის მოსალოდნელი ეს ლაბ. ანალიზები: pH 7.18, PCO2 18, PO2 80, Na 134 mEq/L, potassium 3.5mEq/L, chloride 118 mEq/L, HCO3 7 mEq/L?

ა ) აგზნებული პაციენტი, რომელიცჰიპერვენტილირებს

ბ ) პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, რომელიც 2 დღეა სვამს

გ ) ლეთარგიული პაციენტი ფქოდ და რესპირატორული დისტრესით

დ ) თინეიჯერი ღებინების 2 დღიანი ანამნეზით

*ე) მოგზაური მძიმე დიარეის 3 დღიანი ანამნეზით

389. 23 წლის პაციენტი მოყვანილ იქნა სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ. ის ბლუკუნებს, აქვს ხმაურიანი სუნთქვა, მტკივნეულ გაღიზიანებაზე თვალებს არ ახელს, კიდურს ხრის ვენის კათეტერიზაციის დროს. რა არის მისი GCS?

ა ) 4

ბ ) 5

გ ) 6

*დ) 7

ე ) 8

390. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარაზიტული დაავადების დიაგნოსტიკაში:

ა ) ოჯახური ანამნეზი;

*ბ) ზოგადად, ანამნეზი

გ ) ფიზიკალური გამოკვლევა;

დ ) კომპიუტერული ტომოგრაფია;

391. ტრანსფუზიის შემდგომი ჰეპატიტის ყველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) ჰეპატიტი A

ბ ) ჰეპატიტი B

*გ) ჰეპატიტი C

დ ) ჰეპატიტი D

392. რომელი კლასის პრეპარატები ითვლება პირველი რიგის თერაპიად შფოთვითი სინდრომის მკურნალობისას?

ა ) ბეტა-ბლოკერები

ბ ) ნეიროლეპტიკები

*გ) სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები

დ ) ტრიციკლური ანტიდეპრესანტები

ე ) განწყობის სტაბილიზატორები

393. ამ პაციენტებიდან რომელს აქვს ცელულიტის განვითარების მაღალი რისკი

ა ) 27 წლის ივ ნარკომანი, რომელის პერიოდულად ისერავს ხელებს

ბ ) 46 წლის დიაბეტიკი

გ ) 60 წლის ქალი ანამნეზში მარცხენამხრივი მასტექტომიით

დ ) 53 წლის მამაკაცი კორონარული შუნტირების შემდეგ, საჩინო ვენის გრაფტით

*ე) ყველა

394. რომელია მართებული თვალის უცხო სხეულთან "rust ring" მიმართებაში

ა ) მოცილება უნდა მოხდეს გადაუდებელი მედიცინის ექიმის მიერ

ბ ) იწვევს ძირითადად სპილენძის შემცველი უცსო სხეულები

გ ) ადგილობრივად უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი

დ ) რეკომენდირებულია თვალის მრტ კვლევა უცხო სხეული შესაფასებლად

*ე) განმეორებითი ვიზიტი ოფთალმოლოგთან 48 საათის განმავლობაში

395. 22 წლის მამაკაცი მოყვანილია მეგობრების მიერ მუცლის არეში რამდენჯერმე მიყენებული დანის ჭრილობის გამო. სავარაუდოდ რომელი ორგანოა დაზიანებული?

ა ) ღვიძლი

*ბ) წვრილი ნაწლავი

გ ) ელენთა

დ ) მსხვილი ნაწლავი

ე ) დიაფრაგმა

396. ე.წ. „ფანჯრის“ განმავლობაში, HBsAg-ის გაქრობასა და anti-HBs-ის გამოჩენას შორის შრატში B ჰეპატიტის ერთადერთი მარკერია:

ა ) HBeAg

ბ ) Anti-HBe

*გ) Anti-HBc

დ ) HBcAg

397. ზემოთჩამოთვლილი მართებულია ინტრაკრანიულ ჰიპერტენზიასთან მიმართებაში გარდა:

ა ) ქალასშიდა წნევის მომატებას

ბ ) იწვევს თავის ტვინის იშემიას

გ ) ინტრაკრანიული წნევა მეტი 25მმ-ზე საჭიროებს მკურნალობას

*დ) ინტრაკრანიული ჰიპერტენზია შეუქცევადი პროცესია

398. ქვემოთ ჩამოთლილიდან რომელი წარმოადგენს San Francisco Syncope Rules–ის მიხედვით ცუდი გამოსავლიანობის პრედიქტორს:

ა ) სისტოლური არტერიული წნევა>100

*ბ) ანამნეზში გულის უკმარისობა

გ ) ტკივილი გულ-მკერდის არეში

დ ) მომატებული ტროპონინი I ან T

ე ) ანამნეზში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი

399. უსიმპტომო პაციენტი სინუსური ბრადიკარდიით (გულისცემის სიხშირე 36) და არტერიული წნევით 114/72; თქვენი ქმედებაა:

*ა) პაციენტის მონიტორირება და მეთვალყურეობა

ბ ) ინტრავენური რიტმის წამყვანის ჩაყენება

გ ) ტრანსკუტანეული პეისინგის წარმოება

დ ) ატროპინის შეყვანა

ე ) 150 მგ ამიორდარონის შეყვანა IV და შემდგომ ინფუზია

400. ინტრაკრანიული ჰიპერტენზიის კლასიკური სიმპტომებია:

*ა) თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება

ბ ) ჰემიპარეზი

გ ) კრანიალური ნერვების დამბლა

დ ) ქვემო კიდურების დაბუჟება

401. რომელია ფილტვის ტუბერკულოზის ყველაზე ხშირი სიმპტომი?

*ა) წონაში კლება

ბ ) ღამის ოფლიანობა

გ ) სუნთქვის გაძნელება

დ ) ტკივილი გულმკერდში

ე ) სისხლიანი ნახველი

402. 75 წლის მამაკაცი ანამნეზში მოციმციმე არითმიით უჩივის სისუსტეს, გულისრევას, ხედავს წრეებს. ანამნეზში აქვს დეპრესია და სუიციდის მიზნით მიიღო რამდენიმე ტაბლეტი. პლაზმასი დიგოქსინის დონე მომატებულია. რომელია დიგიბაინდის გამოყენების ჩვენება

ა ) წინაგულების ფიბრილაცია, პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე 120

*ბ) კალიუმი კონცენტრაცია 6 მექვ/ლ

გ ) დიგოქსინის კონცენტრაცია 3 ნგ/მლ

დ ) 3მგ-ზე მეტი დიგოქსინის მიღება

ე ) მაგნიუმის კონცენტრაცია 3 მექვ/ლ

403. 19 წლის მამაკაცს აღენიშნება ცხელების, შემცივნების, საერთო სისუსტის, გამონაყარის 5 დღის ანამნეზი. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა კემპინგიდან. აღენიშნება მაკულური გამონაყარი მაჯებზე, კოჭ-წვივზე, ხელისა და ფეხის გულებზე. ლაბ. კვლევები, მათ შორის ლუმბალური პუნქცია - ნორმაშია. რომელი მედიკამენტის დანიშვნაა ყველაზე მიზანშეწონილი

ა ) პენიცილინი ჯ

*ბ) დოქსიციკლინი

გ ) აციკლოვირი

დ ) კლინდამიცინი

ე ) ბაქტრიმი

404. რომელია გულის ბლაგვი დაზიანების კლინიკურად მნიშვნელოვანი გართულების ყველაზე სენსიტიური მარკერი?

ა ) CK-MB

ბ ) ტროპონინი I

გ ) ტროპონინი T

*დ) ეკგ

ე ) დატვირთვის ტესტი

405. კუშინგის ტრიადის შემადგენლობაში შედის ყველა გარდა:

ა ) ჰიპერტენზია

*ბ) ტაქიკარდია

გ ) სუნთქვის დარღვევები

დ ) ბრადიკარდია

406. 55 წლის ქალი განყოფილებაში მოყვანილია მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით. პაციენტს ჩივილები აღენიშნებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ანამნეზში ყველაზე სავარაუდო ტიპის პროდორმული ჩივილი უნდა იყოს:

ა ) ტკივილი გულ-მკერდის არეში

ბ ) დისპნოე

გ ) ქვემო კიდურის ტკივილი

*დ) ზოგადი სისუსტე

407. მნიშვნელოვანი ეოზინოფილია ტიპურია პაციენტებში, სადაც გამომწვევია:

*ა) Necator americanus

ბ ) Enterobius vermicularis

გ ) Giardia lamblia

დ ) ყველა ჩამოთვლილი

408. 50 წლის ალკოჰოლიზმით დაავადებული მამაკაცი უჩივის სისხლიან ღებინებას, რაც განვითარდა მძლავრი განმეორებითი ღებინების შემდეგ) პაციენტს აღენიშნებოდა ტკივილი ყლაპვის დროს, რაც ალაგდა სპონტანურად) პაციენტის შესაფასებლად არჩევის დიაგნოსტიკური მეთოდია:

ა ) გულმკერდის რენტგენოგრაფია

ბ ) სალაპავის კვლევა ბარიუმით

გ ) გულმკერდის კტ

*დ) ენდოსკოპია

409. პაციენტის კვლევის დროს, რომელ ქვემოაღნიშნულ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ D-Dიმერ-ის გამოყენება მიზანშეწონილად:

ა ) 38 წლის ქალი ანამნეზში ფილტვის სიმსივნით და უნილატერალურად ქვემო კიდურის შეშუპებით

*ბ) 55 წლის მამაკაცი მსუბუქად გამოხატული ბილატერალური ქვემო კიდურების შეშუპებით ნორმალური სხვა ფიზიკალური მონაცემებით და ნორმალური ანამნეზით

გ ) 30 წლის მამაკაცი გულ-მკერდის არეში ტკივილით და დისპნოეთი ხანგრძლივი ფრენის შემდეგ

დ ) 65 წლის მამაკაცი სუნთქვის გაძნელებით და ანამნეზში DVT

ე ) ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში

410. ინტრაკრანიული ჰიპერტენზიის მკურნალობა გულისხმობს:

ა ) თავის ელევაცია 30 გრადუსით

ბ ) ჰიპერვენტილაცია

გ ) მანიტოლი ივ

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

411. რომელია ჰიპერკალცემიის ეკგ ცვლილებები?

ა ) ST სეგმენტის დეპრესია

ბ ) QT ინტერვალის შემოკლება

გ ) T კბილის გაფართოება

დ ) ბრადიკარდია

*ე) ყველა ჩამოთვლილი

412. 44 წლის პაციენტი ანამნეზში კიბოთი და ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნეიტროპენიით კონსულტირდება ონკოლოგის მიერ ცხელების გამო (38.6). რომელია ემპირიული არჩევის საწყისი ანტიბიოტიკი ამ პაციენტთან

ა ) დოქსიციკლინი

*ბ) ცეფეპიმი

გ ) კლინდამიცინი

დ ) მეტრონიდაზოლი +გენტამიცინი

ე ) მეტრონიდაზოლი + აზტრეონემი

413. სუბარაქნოიდული ჰემორაგიის ეჭვის გამო ჩატარდა ლუმბალური პუნქცია, ეჭვი გაქვთ, რომ ლიქვორში სისხლი შერეულია პუნქციის გამო. ლიქვორის რომელი მაჩვენებლია გვეხმარება არ ორი მდგომარეობის დიფერენცირებაში

ა ) ლიქვორში შედარებითი ლეიკოციტოზი მიუთითებს სუბაქნოიდულ ჰემორაგიაზე

*ბ) ქსანტოქრომია მიუთითებს სუბაქნოიდულ ჰემორაგიაზე

გ ) ერითროციტების 2 ან მეტჯერ მომატება პირველი სინჯარიდან მეოთხემდე თითქმის ყოველთვის მიუთითებს ტრავმატულ პუნქციაზე

დ ) დადებითი შედედების ტესტი მიუთითებს ტრავმატულ პუნქციაზე

ე ) ყველა თანაბრად ინფორმატიულია

414. ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაშია მოსალოდნელი დი-დიმერის ელევაცია?

ა ) ხანდაზმულ პაციენტებში

ბ ) ორსულებში

გ ) პაციენტებში პოლიტრავმით

დ ) პოსტოპერაციულ პაციენტებში

*ე) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში

415. მოზრდილთა ასაკში მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია:

*ა) S. Pneumoniea; N. Meningitidis

ბ ) ვირუსები

გ ) გრამ-უარყოფითი მიკრობები

დ ) ტუბერკულოზის მიკობაქტერია

416. სინკოპის შემთხვევის ფონზე, რომელი ქვემოთ მოყვანილი არ არის ასოცირებული ცუდ გამოსავალთან:

ა ) გულისუკმარისობა

ბ ) ასაკი

*გ) დიაბეტი

დ ) ანომალური ეკგ

417. 8 წლის პაციენტი უჩივის უცხო სხეულის შემგრძნებას მონეტის შემთხვევით გადაყლაპვის შემდეგ. PA რენტგენოგრაფიით ვლინდება მონეტის ბრტყელი ზედაპირი. მონეტის მდებარეობაა:

*ა) საყლაპავი მილი

ბ ) ტრაქეა

გ ) მოცემული ინფორმაციით განსაზღვრა შეუძლებელია

418. ვირუსული ჰეპატიტების ჩამოთვლილთაგან ყველა ტიპი ასოცირდება ქრონიკული დაავადების განვითარებასთან, გარდა:

ა ) ჰეპატიტი A

ბ ) ჰეპატიტი C

გ ) ჰეპატიტი delta

*დ) ჰეპატიტი E

419. 88 19 წლის მამაკაცი მოყვანილია ED-ში სინკოპეს ეპიზოდის შემდეგ, რაც აღენიშნა ფიზიკური დატვირთვის ფონზე. ამჟამადVS სტაბილურია, თავს კომფორტულად გრძნობს, ჩივილი არ აღენიშნება. ეკგ-ს გადაღების შემდეგი ეტაპია:

ა ) გულ-მკერდის x-ray

ბ ) სისხლის საერთო ანალიზი

*გ) ექოკარდიოსკოპია

დ ) გულ-მკერდის კტ

ე ) თავის ტვინის კტ

ვ ) თავისტვინის MRI

ზ ) ტროპონინი

420. ბაქტერიულ მენინგიტს ახასიათებს ყველა გარდა:

*ა) თანდათანობითი დაწყება

ბ ) მაღალი ცხელება

გ ) გულისრევა, ღებინება

დ ) თავის ტკივილი

421. რომელი ოპიატი იწვევს სეროტინინის სინდრომს?

ა ) ფენტანილი

*ბ) მეპერიდინი

გ ) პროპოქსიფენი

დ ) ჰიდროკოდონი

ე ) მორფინი

422. რომელი ლაბ. მაჩვნებელი იქნება ნორმაში პაციენტთან "დვს" სინდრომით

ა ) პროთრომბინის დრო

ბ ) ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო

გ ) თრომბოციტები

*დ) ჰემოგლობინი

ე ) ფიბრინოგენი

423. რომელი სახსრები ზიანდება ყველაზე ხშირად სეპტიური ართრიტის დროს

ა ) მენჯ-ბარძაყის

*ბ) მუხლის

გ ) კოჭ-წვივის

დ ) სხივ-მაჯის

ე ) მხრის

424. რომელია შესაბამისი მასალა პირის ლორწოვანი გარსის ჭრილობის გაკერვისთვის?

ა ) 6-0 ნეილონი

ბ ) 6-0 ვიკრილი

გ ) 4-0 ნეილონი

*დ) 4-0 ვიკრილი

ე ) 2-0 სილქი

425. მენინგიტის დიაგნოსტიკისათვის ყველაზე ინფორმატიულია:

ა ) თავის ტვინის კტ კვლევა

ბ ) თავის ტვინის მრტ კვლევა

*გ) ლუმბალური პუნქცია და ლიქვორის გამოკვლევა

დ ) სისხლის კულტურა

426. აორტის დისექციის მკურნალობის თვალსაზრისით უპირატესია:

*ა) ნიპრუსი+ესმოლოლი ან ლაბეტოლოლი

ბ ) კალციუმის ანტაგონისტი

გ ) ნიტროპრუსიდი

დ ) ჰიდრალაზინი

ე ) ჰეპარინი

ვ ) თრომბოლიზისი

427. Helicobacter pylori-სთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

ა ) გრამუარყოფითი სპირალური ფორმის ბაქტერიაა, რაც კოლონიზდება კუჭის ლორწოვან გარსზე

ბ ) ასოცირდება პეპტიკური წყლულის განვითარებასთან (მათ შორის, 12-გოჯა ნაწლავის)

გ ) ამ ინფექციის აღმოფხვრა ეფექტურად კურნავს წყლულს

*დ) მონოთერაპია ბისმუტით ან ამოქსიცილინით ძალიან ეფექტურია გამომწვევის ელიმინაციისთვის

428. 38 წლის ქალი შემოსულია რამდენიმე საათიანი ტკივილით ეპიგასტრიუმში, რაც დაეწყო ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღების შემდეგ) წარსულში აღნიშნავს მსგავს ეპიზოდებს ნაკლები ხანგრძლივობით. პაციენტს არენიშნება ჭარბი წონა, ჰიპერქოლესტეროლემია, რისთვისან ირებს მედიკამენტს. ანამნეზურად სხვა დაავადებებს, ქირურგიულ ჩარევებს უარყოფს. გასინჯვით ვლინდება მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის მტკივნეულობა, აფებრილურია, რექტალური გასინჯვით-ნორმა, პაციენტის საწყისი შეფასების ყველაზე ინფორმატული ტესტია:

ა ) მუცლის კტ

ბ ) სანაღვლე გზების სკანირება (HIDA, DISIDA)

*გ) მუცლის ექოსკოპია

დ ) მუცლის რენტგენოსკოპია

429. სასწრაფო და გადაუდებელი ჰიპერტენზიის ძირითადი განმასხვავებელი მახასიათებელია:

ა ) დიასტოლური წნევა =130 მმ.Hგ

ბ ) ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია

გ ) პაციენტის მკურნალობა peros მედიკამენტებით

*დ) სამიზნე ორგანოების დისფუნქციის ან დაზიანების არსებობა

430. ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობაში პირველი რიგის ანტიბიოტიკია:

ა ) გენტამიცინი

ბ ) ვანკომიცინი

*გ) ცეფტრიაქსონი

დ ) ამპიცილინი + მეტრონიდაზოლი

431. ჩვილებში ყველაზე გავრცელებული ანორექტული დაავადებაა:

*ა) ანალური ნაპრალი

ბ ) ჰემოროიდები

გ ) ფისტულა

დ ) იშიორექტული აბსცესი

ე ) პილონიდალური კისტა

432. 35 წლის მამაკაცი უჩივის პროგრესირებად ტკივილს მარჯვენა ფეხის არეში და შეშუპებას, ტრავმა მიიღო 3 დღის წინ ფეხბურთის თამაშისას, ჩაარტყეს ფეხში. გასინჯვით, მტკივნეული, დაჭიმული წინა კომპარტმენტი, მგრძნობელობის დაქვეითება. პერიფერიული პულსი +2. თქვენ ეჭვი მიიტანეთ ქომფართმენთ სინდრომზე, თუმცა ორთოპედი ტელეფონით გეუბნებათ, რომ ეს გამორიცხულია, რადგანაც არის პერიფერიული პულსი, გირჩევთ გაწეროთ პაციენტი ბინაზე და დაიბაროთ 1 კვირაში. რომელია მართვის ყველაზე სწორი ტაქტიკა

ა ) გაწერა და დაბარება 1 კვირაში

ბ ) დაბარება 2 კვირაში

გ ) მრტ კვლევა

დ ) კოჭწვივ-ბრაქიალური ინდექსის განსაზღვრა, გაწერა თუ >0.9

*ე) განმეორებით შეეხმიანოთ ორთოპედს რომ ნახოს პაციენტი

433. 23 წლის მამაკაცს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების შეცვლა და პეტექიური გამონაყარი. წინა დღეს მოიტეხა ფეხი ჩხუბში, დარტყმის შედეგად. რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი

ა ) მენინგოკოკცემია

*ბ) ცხიმოვანი ემბოლია

გ ) პულმონური ემბოლია

დ ) პნევმოთორაქსი

ე ) პნევმონია

434. რომელ მედიკამენტი წარმოადგენს რისკს ასთმით პაციენტებში?

ა ) ნაპროქსენი

ბ ) მეტოპროლოლი

გ ) ენალაპრილი

დ ) ასპირინი

*ე) ყველა ჩამოთვლილი

435. ბაქტერიული მენინგიტის დროს, რომელმა პრეპარატმა აჩვენა გართულებებისა და სიკვდილიანობის შემცირება:

ა ) მანიტოლი

*ბ) დექსამეტაზონი

გ ) დიაზეპამი

დ ) ფუროსემიდი

436. სავარაუდო არასტაბილური აორტის ანევრიზმის დისექციის შემთხვევაში რა წარმოადგენს კვლევის თვალსაზრისით საუკეთესო არჩევანს:

ა ) კტ

ბ ) აორტის ანგიოგრაფია

*გ) ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია

დ ) MRI

437. მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოზის დადასტურებისთვის ყველაზე ინფორმატული ტესტია:

ა ) მუცლის კტ

*ბ) სანაღვლე გზების სკანირება (HIDA, DISIDA)

გ ) მუცლის ექოსკოპია

დ ) მუცლის რენტგენოსკოპია

438. ანალურ სიმსივნეებთან მიმართებაში ჩამოთვლილთაგან მართებულია ყველა, გარდა:

ა ) ასე ეწოდება სიმსივნეებს დაკბილული ხაზის ქვემოთ

ბ ) სიმპტომებია: რექტალური სისხლდენა, განავლის მასების კალიბრის შემცირება, ყაბზობა და წონაში კლება

გ ) შეადგენს ანორექტული სიმსივნეების 80%-ს

*დ) აღენიშნება მცირე მეტასტაზირების უნარი და მალიგნიზაციის პოტენციალი

439. რომელი ანალიზის რიცხობრივი მაჩვენებელია თირკმლის ფუნქციის განმსაზღვკრელი?

ა ) კრეატინინი

*ბ) გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე

გ ) შარდოვანა

დ ) შარდოვანა/კრეატინინის ფარდობა

440. ვირუსული ენცეფალიტის კლინიკაში დომინირებს:

ა ) მაღალი ცხელება

ბ ) მენინგიალური ნიშნები

გ ) ძლიერი თავის ტკივილი

*დ) ფსიქიატრიული სიმპტომები

441. რომელია HELLP სინდრომის ლაბორატორიული მაჩვენებელი?

*ა) ჰემოგლობინის დონის შემცირება

ბ ) გახანგრძლივებული PT

გ ) დაქვეითებული ფიბრინოგენი

დ ) მომატებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო

ე ) ყველა ჩამოთვლილი

442. პლაცენტის აცლის ყველაზე დიდი რისკია

*ა) პრეეკლამფსია

ბ ) თამბაქოს მოხმარება

გ ) სანაყოფე ბუშტის ადრეული გახეთქვა

დ ) კოკაინის მოხმარება

ე ) ტრავმა

443. რომელია სწორი სინუსიტის დროს დიაგნოსტიურ კვლევებთან მიმართებაში?

ა ) რენტგენოგრაფია უფრო აკურატულია ფრონტალური და ეთმოიდური სინუსიტის დიაგნოსტირებისას ვიდრე მაქსილარული სინუსიტის დროს

ბ ) მაქსილარული სინუსიტის ყველაზე სენსიტიური ტესტია რენტგენოგრაფია "Water's" პროექციაში

გ ) კომპიუტერული ტომოგრაფიით დიფერენციაციას ვახდენთ მწვავე ბაქტერიულ და ვირუსულ სინუსიტებს შორის

დ ) სინუსიტის დიაგნოსტირებისას კომპიუტერული ტომოგრაფია გამოირჩევა მაღალი სენსიტიურობით და მაღალი სპეციფიურობით

*ე) ხშირად იმ პაციენტებს რომელთაც აქვთ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია კომპიუტერულ ტომოგრამაზე აღენიშნებათ ცვლილებები

444. რომელი მონაცემი გვხვდება შარდის ანალიზში პიელონეფრიტის, მაგრამ არა ცისტიტის შემთხვევაში?

ა ) ლეიკოციტოზი

*ბ) ლეიკოციტული კრისტალები (casts)

გ ) ნიტრიტები

დ ) ლეიკოციტ ესტერაზა

ე ) ბაქტერია

445. რომელი დებულებაა მართებული თავის ტვინის აბსცესთან მიმართებაში:

ა ) ძირითადი გამომწვევებია გრამუარყოფითები და ანაერობები

ბ ) სიმპტომები ძირითადად არასპეციფიურია

გ ) დიაგნოზის დასმა ხდება თავის ტვინის კტ ან მრტ კვლევით

*დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი სწორია

446. HIV –ის მქონე პაციენტებში PPD-ის რა ზომის ინდურაცია განიხილება, როგორც დადებითი?

ა ) 3mm

*ბ) 5mm

გ ) 10mm

დ ) 15mm

447. მწვავე დიარეის უმრავლესობის გამომწვევია:

*ა) ვირუსები

ბ ) ენტეროტოქსინის მწარმოებელი ბაქტერია

გ ) ინვაზიური ბაქტერია

დ ) პარაზიტები

448. შიდსით დაავადებულ პაციენტებში დიარეასთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

ა ) პაციენტების ამ ჯგუფში დიარეის ორი უხშირესი გამომწვევია ციტომეგალოვირუსი და კრიპტოსპორიდიუმი

ბ ) 25% შემთხვევებში გამომწვევი რამდენიმეა

გ ) ასეთ პაციენტებში დიარეა თავისით არ ლაგდება

*დ) ემპირიული ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს დაუყოვნებლივ

449. 56 წლის პაციენტი მუცლის არეში ტკივილის, ღებინების და გულისრევის ერთი დღის ანამნეზით. პირველად გამოვლენილი სიმპტომებია და ოჯახშიც არავინ ყოფილა ავად. ანამნეზშია აღენიშნება დიაბეტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, 12 წლის წინ მუცლის შემავალი ნაკვეთი ჭრილობა. მუცელი დიფუზურად მტკივნეულია. ამ პაციენტთან მიმართებით მართებულია:

ა ) თუ მუცლის რენტგენოლოგიური კვლევა ნორმალურია, ეს საკმარისია მუცლის საშიში პათოლოგიების გამოსარიცხად

ბ ) ასეთი პაციენტებისათვის არჩევის მეთოდია მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა

გ ) ანალგეტიკები არ უნდა იქნას გამოყენებული დიაგნოზის დასმამდე, ვინაიდან შეიძლება წაშალოს კლინიკური სურათი

*დ) თუ მუცლის რენტგენი აჩვენებს სითხე/აირის დონეებს ნაწლავების მარყუჟებში და სწორ ნაწლავში არ აღენიშნება ჰაერი, ეს საკმარისია დიაგნოზის დასასმელად

450. ნევრიტის სიმპტომია ყველა ქვემოთჩამოთვლილი გარდა:

ა ) პარესთეზია

ბ ) ტკივილი

*გ) კანის ტემპერატურის დაქვეითება

დ ) პარეზი

451. მწვავე დელირიუმით პაციენტის სედაციისთვის არჩევის პრეპარატია:

*ა) ჰალოპერიდოლი

ბ ) დიაზეპამი

გ ) დიფენჰიდრამინი

დ ) მორფინი

ე ) პრომეთაზინი

452. 18 წლის ქალს პირველი ორსულობა 35 კვირის აღენიშნება მუცლის ტკივილი, ვაგინალური გამონადენი, სუბფებრილიტეტი. ჩივილები დაეწყო 2 დღით ადრე როდესაც დახველების დროს შეამჩნია საშოდან სითხის მცირე რაოდენობით გამოდინება, რაც თავიდან ეგონა შარდი. ამჟამად ტემპერატურა 38.5, პულსი 108, ფიზიკალური გასინჯვით საშოდან მოყვითალო ფერის გამონადენი, საშვილოსნო მტკივნეული. რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

ა ) პლაცენტის აცლა

ბ ) მენჯის ღრუს ორგანოების ანთება

გ ) ტრიქომონა

დ ) პიელონეფრიტი

*ე) ქორიოამნიონიტი

453. რომელ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს აქვთ გულის მწვავე უკმარისობის დროს პრედატვირთვაზე ყველაზე სწრაფი ეფექტი?

ა ) მორფინი

ბ ) ენალაპრილატი

გ ) დიგოქსინი

დ ) ფუროსემიდი

*ე) ნიტროგლიცერინი

454. რომელია ფილტვის არტერიის ემბოლიზმის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი?

*ა) ქოშინი

ბ ) ტკივილი გულმკერდში

გ ) უნილატერალური ქვედა კიდურის შეშუპება

დ ) გულის ფრიალი

ე ) სისხლიანი ნახველი

455. ნევრიტის გამომწვევი მიზეზებია:

ა ) ინფექცია

ბ ) ტრავმა

გ ) რადიაცია

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

456. 19 წლის ქალი ინსულინდამოკიდებული საქრიანი დიაბეტის ანამნეზით მოყვანილია სასწრაფოს მიერ 2 დღიანი გულისრევა/ღებინების ანამნეზით.გასინჯვისას ის ლეტარგიულია, წნევა 104/66, სუნთვის სიხშირე 28, გლიკემია 468, ბიკარბონატი 17, ანიონგაპი 26, რა უნდა ვივარაუდოთ K –თან მიმართებაში?

ა ) აციდოზის დროს K შედის უჯრედში, ამგვარად ანალიზმა უნდა აჩვენოს მარალი კალიუმი

ბ ) K შეიძლება იყოს დაბალი, ამიტომ კარგი უნდა იყოს ინსულინის დაწყება ბიოქიმიის პასუხის მირებამდე

გ ) ინსულინის დაწყება შეჩერებულ უნდა იქნას იმ პაციენტებში, რომელთაც K აქვთ 5.3

*დ) K უნდა მიეცეს იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშებათ DKA და 3.5–ზე ნაკლები კალიუმი

457. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ნაკლებად სარწმუნო საყლაპავის სპაზმით გამოწვეულ გულმკერდის ტკივილთან მიმართებაში?

ა ) ხშირად იწყება ემოციურ ფონზე

ბ ) წინ უსწრებს ძალინ ცივი ან ცხელი სასმელის მიღება

გ ) შესაძლო სიმპტომებია: დისკომფორტი, ზეწოლის ან მოჭერის შეგრძნება შუა გულმკერდის გასწვრივ

*დ) საყლაპავის სპაზმით განპირობებული ტკივილის დიფერენცირება მიოკარდიუმის იშემიის ტკივილისგან ხდება ნიტროგლიცერინის სუბლინგვალურ მიღებაზე რეაქციის მიხედვით: საყლაპავის სპაზმი არ იხსნება ნიროგლიცერინით

458. მუცლის რენტგენოლოგიური რომელი მონაცემით ვვარაუდობთ მეზენტერიული ინფარქტის დიაგნოზს?

ა ) ილეუსი

*ბ) ნაწლავების პნევმატოზი

გ ) აირებისგან თავისუფალი მუცელი

დ ) Sentinel loop

459. პაციენტი DVT-გამო ღებულობს ვარფარინს ამჟამად აღენიშნება მზარდი ჰემატურია. მისი INR-9.2; რა არის შესაბამისი მართვა?

ა ) ერთი დღით შეჩერდეს ვარფარინი

ბ ) შეჩერდეს ვარფარინი და მიეცეს ჰეპარინი

გ ) შეჩერდეს ვარფარინი და გადაესხას აგპ

*დ) შეჩერდეს ვარფარინი და მიეცეს ვიტ. K

460. ნევრიტის მკურნალობა გულისხმობს:

*ა) სიმპტომურ მკურნალობას, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი დაავადებიდან

ბ ) ანტიბიოტიკოთერაპიას

გ ) ქირურგიული ჩარევას

დ ) ენდოვასკულარულ ჩარევას

461. რომელი ამცირებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გამოწვეულ სიკვდილობას?

ა ) მეტოპროლოლი

*ბ) ასპირინი

გ ) ნიტროგლიცერინი

დ ) აბციქსიმაბი

ე ) მორფინი

462. რომელი ქვემოთჩამოთვლილია სწორი კანდიდიაზთან მიმართებაში?

ა ) კუტანეური კანდიდიაზი ინფექციის ყველაზე ხშირი მანიფესტაციაა

*ბ) "Candida" ნორმალური ორალური ფლორის ნაწილია

გ ) ნადები ენაზე ჯანმრთელ არ საჭიროებს მკურნალობას

დ ) "Candida" ყველაზე ხშირი გამომწვევია "tinea cruris"

ე ) მაცერაცია და ლიქენიფიკაცია ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია კუტანეური კანდიდიაზის

463. 85 წლის ქალს მოხუცთა თავშესაფარიდან აღენიშნება მაღალ ტემპერატურა და წნევის ვარდნა , 1 დღით ადრე გახდა ლეთარგიული და არ ამდგარა საწოლიდან. დიარეას, ხველას, სუნთქვის გაძნელებას, გამონყარს, თავის ტკივილს არ აღნიშნავს. ტემპერატურა 38.8, პულსი 122, რესპირაცია 22, სატურაცია 95%(ოთახის ჰაერზე), არტ. წნევა 72/44 . სისხლი გაგზავნილია ლაბ. კვლევებისათვის. რომელი ანტიბიოტიკით დავიწყოთ ემპირიულად მკურნალობა?

ა ) ამპიცილინი

ბ ) ამპიცილინი და გენტამიცინი

*გ) ვანკომიცინი და პიპერაცილინ ტაზობაქტამი

დ ) ვანკომიცინი პიპერაცილინ ტაზობაქტამი და მეტრონიდაზოლი

ე ) ვანკომიცინი, პიპერაცილიონ ტაზობაქტამი და კლინდამიცინი

464. ოთახის ტემპერატურაზე კიდურის იშემიის („თბილი იშემიის“) ფონზე შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება:

ა ) 1 საათში

ბ ) 3 საათში

*გ) 6 საათში

დ ) 12 საათში

ე ) 24 საათში

465. დადებითი გაშლილი აწეული ფეხის ტესტი მიუთითებს:

ა ) ზურგის ტვინის დაზიანებაზე

*ბ) მალთაშუა დისკის დაზიანებაზე

გ ) მიოპათიაზე

დ ) პერიფერიული ნერვების დაზიანებაზე

466. რომელი ქვემოთ მოყვანილი არ არის თრომბოზული ტრობმოციტოპენიური პურპურის გამოვლინება?

ა ) ცხელება

ბ ) თირკმელების დაავადება

გ ) ჰემოლიზური ანემია

*დ) CNS სიმპტომატიკა

ე ) ლეიკოციტოზი

467. ხანდაზმულ პაციენტს ძლიერი მუცლის ტკივილით დაუდგინდა არაოკლუზიური მეზენტერიული იშემიის დიაგნოზი, პერიტონიტი, ნაწლავეის ნეკროზი არ აღინიშნება) პაციენტისთვის საბოლოო მკურნალობა შედგება:

ა ) სისტემური ჰეპარინიზაცია

ბ ) უროკინაზას ინფუზია

*გ) პაპავერინის ინტრაარტერიული ინფუზია

დ ) ლაპაროტომია

468. Ranson-ის კრიტერიუმების მიხედვით რომელი ლაბ.მონაცემებია ასოცირებული ყველაზე მაღალ სიკვდილობასთან?

ა ) ამილაზა-800, SGOT-300, WBCs-3,000

ბ ) ლიპაზა 1100, SGPT-200, გლუკოზა-50

გ ) LDH-300, SGPT-200. გლუკოზა-50

*დ) LDH-400, გლუკოზა-400, WBCs-18,000

469. 30 წლის ქალი წარმოადგენს ჩივილს: უეცრად დაწყებული გულისფრიალი და შფოთვის შეგრძნება. პაციენტი არ ღებულობს რაიმე მედიკამენტს. ჩივილები პირველად არის აღმოცენებული. ექთანი გაწვდით ეკგ–ს სადაც ჩანს 250/წთ სიხშირის ფართო კომპლექსიანი არარეგულარული ტაქიკარდია. ეკგ–ზე არ არის გამოხატული ტორსადეს ნიშნები. ამ რითმის ყველაზე სავარაუდო მიზეზია:

*ა) WPW

ბ ) მიტრალური სარქვლის პროლაფსი

გ ) კოკაინის მოხმარება (ანამნეზის მიუხედევად)

დ ) ემოციური ფაქტორი

470. პერიფერიულ ნეიროპათიებს ახასიათებს:

ა ) სისუსტე

ბ ) მგრძნებელობის დარღვევა

გ ) სიმეტრიულად ცვლილებები, რომლებიც დისტალურად უფრო მეტადაა გამოხატული

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

471. რომელია ბავშვებზე ძალადობის გამო განვითარებული სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი?

ა ) რეტროპერიტონეული სისხლჩაქცევა

ბ ) ჰემოთორაქსი

*გ) ინტრაკრანიული სისხლჩაქცევა

დ ) დამწვრობა

ე ) დახრჩობა

472. "Ottawa"-ს კოჭ-წვივის სახსრის წესის მიმარტებაში რომელია სწორი?

ა ) იმ პაციენტებს რომელიც არ აკმაყოფილებს Ottawa-ს კოჭ-წვივის სახსრის წესის კრიტერიუმებს არასოდეს არ აღენიშნებათ კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა

*ბ) "Ottawa"-ს კოჭ-წვივის სახსრის წესის გამოყენება არ ხდება მწვავე ინტოქსიკაციის მქონე პაციენტებში

გ ) "Ottawa"-ს კოჭ-წვივის სახსრის წესი მოიცავს დადებით „ მოჭერის“ ტესტს

დ ) "Ottawa"-ს კოჭ-წვივის სახსრის წესის გამოყენება შესაძლებელია 8 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში

ე ) "Ottawa"-ს კოჭ-წვივის სახსრის წესის სპეციფიურობა დაახლოებით 90%-ია

473. 47 წლის ალკოჰოლიკ მამაკაცს აღენიშნება სიყვითლე, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატში, სუბფებრილიტეტი. ბოლოს ალკოჰოლი მიიღო დილით. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილია სწორი?

ა ) მისი "ALT"და "AST" იქნება 10ჯერ უფრო მომატებული

ბ ) ის საჭიროებს სასწრაფოდ ღვიძლის ტრანსპლანტაციას

გ ) ტემპერატურის არსებობა მიუთითებს დაავადების ინფექციურ გენეზზე

დ ) რეაქტული ლეიკოპენია ყველაზე ხშირია ამ დროს

*ე) ჰეპატომეგალია ყველაზე ხშირად გვხვდება ასეთ პაციენტებში

474. ჩამოთვლილთაგან რომელი გვხვდება ყველაზე ხშირად პაციენტებში ენდოკარდიტით?

ა ) იშემიური ინსულტის სიმპტომები

ბ ) თითების დაბოლოებებზე მტკივნეული კანქვეშა კვანძები

*გ) შუილები

დ ) სპლენომეგალია

ე ) პეტექიები

475. დიფტერიის პათოგნომიური სადიაგნოსტიკო ნიშანია:

ა ) მწვავე დაწყება

*ბ) აფთოზური ფარინგიტი, ნადების მოცილებისას სისხლმდენი

გ ) მოტორიკის დარღვევები

დ ) ფტოზი

476. ბაქტერიული ენდოკარდიტის ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა ნაჩვენებია გარკვეული პროცედურების წინ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჩამოთვლილი პათოლოგია, გარდა:

ა ) ბაქტერიული ენდოკარდიტი ანამნეზში

*ბ) მიტრალური სარქვლსი პროლაფსი სუილის გარეშე ან გასქელებული სარქვლის კარედების გარეშე

გ ) რევმატიული კარდიული პათოლოგია

დ ) ხელოვნური სარქველი

477. ჰეპატიტი D-ს გამომწვევია:

ა ) An RNA virus

*ბ) A defective RNA virus

გ ) A DNA virus

დ ) A defective DNA virus

478. რომელი ლაბ. მონაცემი არ შეესაბამება ალკოჰოლური ჰეპატიტის დიაგნოზს?

ა ) AST>ALT

*ბ) AST და ALT მომატებულია ათასებამდე

გ ) PT გახანგრძლივებულია

დ ) ბილირუბინის და ALP-ს ელევაცია

479. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელმა აჩვენა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს სიკვდილიანობის შემცირება:

ა ) ბეტა–ბლოკერები

ბ ) კალციუმის ანტაგონისტები

*გ) ასპირინი

დ ) მორფინი

ე ) გლიკოპროტეინ IIb/IIIaინჰიბიტორები

480. ტეტანუსს ახასიათებს:

ა ) ბრადიკარდია, ჰიპოტენზია

ბ ) ცნობიერების შეცვლა

*გ) ტრიზმი, ტეტანია

დ ) მგრძნებელობის მოშლა

481. რომელია გულყრის პრევენციის პირველი რიგის პრეპარატი პაციენტებში თავის ტრავმით?

ა ) პენტობარბიტალი

ბ ) ფენობარბიტალი

*გ) ფენიტოინი

დ ) ვალპროატი

ე ) კარბამაზეპინი

482. რომელი მედიკამენტი გამოიყენება ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მკურნალობისათვის

ა ) დიგიტალისი

ბ ) იზოპროტერენოლი

გ ) ფუროსემიდი

დ ) ფენილეფრინი

*ე) მეტოპროლოლი

483. "Salter-Harris" მოტეხილობის რომელი ტიპი ხასიათდება ყველაზე ცუდი პროგნოზით

ა ) ტიპი 1

ბ ) ტიპი 2

გ ) ტიპი 3

დ ) ტიპი 4

*ე) ტიპი 5.

484. 10 წლის ბიჭი უჩივის ტკივილს გულმკერდში. რომელია ყველაზე სავარაუდო მიზეზი?

ა ) გული

ბ ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

გ ) ფსიქოგენური

*დ) ძვალსახსროვანი სისტემა

ე ) ენდოკრინული

485. ტეტანუსის მკურნალობა გულისხმობს:

ა ) ცეფტრიაქსონის გამოყენებას

ბ ) ანტიტანური ვაქცინის გამოყენებას

*გ) ანტიტეტანური იმუნოგლობულინისა და მეტრონიდაზოლის გამოყენებას

დ ) პენიცილინის გამოყენებას

486. სისტოლური წნევის რომელი მაჩვენებელი განსაზღვრავს გადაუდებელი ჰიპერტენზიის არსებობას?

ა ) 160mmHg

ბ ) 180mmHg

გ ) 200mmHg

*დ) არ არსებობს ზუსტი ციფრობრივი მაჩვენებელი

487. აცეტამინოფენით ინტოქსიკაციის შემთხვევაში ღვიძლის ნეკროზის გამომწვევია:

ა ) APAP- mercapturate და ცისტეინი

ბ ) APAP-sulfate

გ ) APAP-glucuronide

*დ) NAPQI

488. საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონიის ყველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) Group A strep

ბ ) Hemophilus influenza

*გ) Strep pnevmoniae

დ ) Klebsiella pnevmoniae

489. რა წარმოადგენს გახეთქილი მუცლის აორტის ანევრიზმის ყველაზე ხშირ სიმპტომს?

ა ) ჰემატურია

*ბ) სინკოპე

გ ) ცნობიერების შეცვლა

დ ) ტკივილი

490. რომელი დებულება არის მართებული გილენ-ბარეს სინდრომთან მიმართებაში:

ა ) ახასიათებს ჰემიპარეზი

*ბ) არის აღმავალი განივი მიელიტი

გ ) ახასიათებს კრანიალური ნერვების დამბლა

დ ) უმეტეს შემთხვევაში ბაქტერიული ეტიოლოგისაა

491. ქალებში ნიკრისის ქარი:

ა ) ძალიან იშვიათია

ბ ) უფრო ბავშვობის ასაკში გვხვდება

გ ) უფრო მოზრდილ ასაკში გვხვდება

*დ) პოსტმენოპაუზის პერიოდში უფრო ხშირია

ე ) უფრო ხშირად ზიანდება მენჯ-ბარძაყის სახსარი

492. 60 წლის მამაკაცს აღენიშნება შარდის მწვავე შეხუთვა, ბოლო 10 საათია ვერ შარდავს, აღნიშნავს დისკომფორტს, ძლიერ ტკივილს ჰიპოგასტრიუმის არეში. ფიზიკალური გასინჯვა ნორმის ფარგლებშია გარდა დიდი არამტკივნეული წინამდებარე ჯირკვლისა და გადაბერილი ჰიპოგასტრიუმის არისა

ა ) მუცლის ღრუს მაგნიტორეზონანსული კვლევა

ბ ) კომპიუტერული ტომოგრაფია

გ ) საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია

დ ) სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი

*ე) ფოლეის კათეტერის ჩადგმა

493. რომელია ეკგ-ზე ყველაზე ადრეული ნიშანი მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტისა?

*ა) მაღალი T კბილი

ბ ) ST სეგმენტის ელევაცია

გ ) ST სეგმენტის დეპრესია

დ ) T-კბილის ინვერსია

ე ) Q- კბილი

494. რომელია ცენტრალური ბადურის არტერიის ოკლუზიის რისკ-ფაქტორი?

ა ) ჰიპერტენზია

ბ ) სისტემური წითელი მგლურა

გ ) წინაგულების ფიბრილაცია

დ ) შაქრიანი დიაბეტი

*ე) ყველა ჩამოთვლილი

495. ბოტულიზმის ყველაზე ადრეული ნიშანია:

ა ) პირის სიმშრალე

ბ ) სასუნთქი კუნთების დამბლა

*გ) დიპლოპია, ფოტოფობია, ბუნდოვანი მხედველობა

დ ) დისფაგია

496. ქვემოთ მოყვანილი ტკივილის მახასიეთებლებიდან რომელი არ არის ტიპიური აორტის დისექციის დროს განვითარებული ტკივილისათვის?

ა ) ლოკალიზაციის ცვლილება

*ბ) ნელი და თანდათანობითი მატება

გ ) მძაფრი ხასიათი

დ ) უეცრად დაწყებული

497. ნახველში აღმოჩენილი კაპსულირებული გრამდადებითი ლანცეტის ფორმის დიპლოკოკი შეესაბამება:

ა ) Staph. aureus

ბ ) Hemophilus influenza

გ ) Mycoplasma pneumoniae

*დ) Strep. Pneumonia

498. ჩამოთვლილთაგან პნევმონიის რომელ გამომწვევთან ასოცირდება აბსცესის ფორმირება, რაც ზოგადად იშვითად გვხვდება:

ა ) Klebsiella pneumoniae

*ბ) Strep pneumoniae

გ ) Pseudomonas aeruginosae

დ ) Staph aureus

499. 65 წლის ქალი მოყვანილია ცოტა ხნის წინ (რამდენიმე დღე) განვითარებული ვერტიგოთი და სიარულის დროს წონასწორობის დაცვის პრობლემებით. ანამნეზში აღენიშება ჰიპერტენზია და ჰიპოთირეოიდიზმი. სიმპტომები სხეულის პოზიციის ცვლილებაზე არ რეაგირებს, ზოგჯერ აღენიშნება გულისრევა. გასინჯვით სმენა მორმალურია, აქვს ვერტიკალური ნისტაგმი, რომბერგის ტესტი დადებითია, აქვს ატაქსია. ამ სიმპტომების ყველაზე უფრო სავარაუდო ეტიოლოგია არის

ა ) კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო

*ბ) ცერებერალური ინფარტქი

გ ) ცერებელო–პონტინური კუთხის სიმსივნე

დ ) მერვე კრანიალური ნერვის დაზიანება

ე ) ოტოტოქსიურობა

500. სუიციდის რისკ ფაქტორებია:

ა ) ფსიქიატრიული დაავადება

ბ ) სუიციდის ოჯახური ანამნეზი

გ ) სტრესი

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

501. 3 წლის ბავშვმა გადაყლაპა 5 თეთრიანისხელა ბატარეია. რენტგენოგრაფიით ბატარეა საყლაპავშია. პაციენტის მართვის რომელი მეთოდია ყველაზე მართებული?

ა ) მოლოდინი და დაკვირვება

*ბ) ენდოსკოპიურად მისი ამოღება

გ ) ღებინების გამოწვევა თერაპიული გზით

დ ) აქტივირებული ნახშირი

ე ) ნაწლავის გაწმენდა ოყნით

502. შეყვანის რომელი გზა განაპირობებს კოკაინის ყველაზე სწრაფი მოქმედების ეფექტს

ა ) ინტრანაზალური

ბ ) სუბლინგვალური

გ ) ორალური

*დ) ინჰალაციური

ე ) ტრანსდერმალური

503. ვერტიგოს ახასიათებს ყველა გარდა:

*ა) სწრაფი დაწყება

ბ ) ვერტიკალური ნისტაგმი

გ ) ნევროლოგიური სიმპტომები

დ ) პაციენტები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას

504. მოზრდილებში მენინგიტის ვარაუდის დროს, რომელი ქვემოთ მოყვანილი კლინიკური მახასიათებელი ხდის სავარაუდოს CT-ს ანომალურ მაჩვენებლებს?

ა ) ცხელება

ბ ) თავის ტკივილი

*გ) იმონოკომპრომიტირებული მდგომარეობა

დ ) ფოტოფობია

ე ) კისრის კუნთების რიგიდობა

505. წლამდე ასაკის ბავშვებში RSV-ით (რესპირატორული სინციტიური ვირუსი) გამოწვეული მძიმე პნევმონიის და ბრონქიოლიტის სამკურნალო ანტივირუსული პრეპატატია:

ა ) რიმანტადინი

*ბ) რიბავირინი

გ ) ადენოზინ არაბინოზიდი

დ ) ამანტადინი

506. 55 წლის მწეველი მამაკაცი შემოსულია აგვისტოს თვეში ატიპური პნევმონიის კლინიკური ნიშნებით, ზომიერი ბრედიკარდიით და გასტროინტესტინული ჩივილებით. მედიკამენტურ მკურნალობას ატ იტარებს. პნევმონიის სავარაუდო გამომწვევია:

ა ) Mycoplazma pneumoniae

ბ ) Pasteurella (Francisella) tularensis

*გ) Legionella pneumophiliae

დ ) Coxiella burnetii

507. ქვემოთ მოყვანილი მეთოდებიდან რომელი იძლევა ყველაზე სწრაფ ეფექტს მომატებული ინტრაკრანიული წნევის დროს?

ა ) მანიტოლი

ბ ) ფუროსემიდი

*გ) ჰიპერვენტილაცია

დ ) სტეროიდები

ე ) ბარბიტურული კომა

508. რომელი დებულებაა მართებული პერიფერიულ ვერტიგოსთან მიმართებაში:

ა ) ახასიათებს სმენის დაკარგვა, ყურებში შუილი

ბ ) სწრაფი დაწყება, ხანმოკლეა

გ ) ახასიათებს გულისრევა, ღებინება

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

509. 27 წლის ქალი, ორსულობა 33 კვირა, აღენიშნება კოაგულოპატია და ტკივილი ღვიძლის საპროექციო არეში, სავარაუდო დიაგნოზია

ა ) ფეხმძიმობით გამოწვეული ცხიმოვანი ჰეპატოზი "Acute fatty liver of pregnancy"

*ბ) პრეეკლამპსია

გ ) ჰეპატიტი

დ ) ქოლეცისტიტი

ე ) ფეხმძიმობით გამოწვეული ინტრაჰეპატური ქოლესტაზი 'Intrahepatic cholestasis of pregnancy".

510. ჰიპოთირეოიდოზით გამოწვეული კარდიოვასკულარული დაავადებების დროს რომელი არითმიაა ყველაზე ხშირი?

ა ) წინაგულების ფიბრილაცია

ბ ) გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი

გ ) Junctional escape rhythm

დ ) სინუსური რითმი ჰისის კონის მარჯვენა ან მარცხენა ფეხის ბლოკით

*ე) სინუსური ბრადიკარდია

511. მწვავედ განვითარებული ტკივილი გულის არეში გულისხმობს:

ა ) უეცარი დაწყება (<24 სთ)

ბ ) ლოკალიზაცია გულ-მკერდის წინა ზედაპირზე

გ ) ტკივილი ან შემაწუხებელი დისკომფორტი

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

513. ყველა ჩამოთვლილი მართებულია კლებსიელათი გამოწვეულ პნევმონიასთან მიმართებაში, გარდა:

*ა) ნახველის ანალიზი ავლენს წყვილ კაფსულირებულ გრამდადებით ორგანიზმებს

ბ ) ნახველი სქელია, ყავისფერი და ჟელესებური

გ ) ჩვეულებრივ გვხვდება ალკოჰოლიზმით, დიაბეტით და ფქოდ-ით დაავადებულებში

დ ) გულმკერდის რენტგენოგრაფია ჩვეულებრივ ავლენს მარჯვენა ზედა წილის ნეკროზულ ინფილტრაციას

514. რომელია მართებული ტუბერკულოზის კანის ტესტთან მიმართებაში?

ა ) ტუბერკულოზური მენინგიტით პაციენტების 100%-ში დადებითია

*ბ) დადებითი ტესტი ადასტურებს ინფექციის არსებობას, მაგრამ არა აუცილებლად აქტიური დაავადების არსებობას

გ ) ყოველთვის დადებითია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირების შემთხვევაში

დ ) ტესტის ინტერპრეტაციის კრიტერიუმები იდენტურია ყველა პაციენტისთვის დამოუკიდებლად ანამნეზისა

515. LeFort III მოტეხილობა მოიცავს

ა ) პირამიდალური მოტეხილობა, ზედა ყბა, ცხვირის ძვლები, საცრემლე ძვალი, ორბიტის მედიალური ნაწილი

ბ ) ზედა ყბის ჰორიზონტალური მოტეხილობა ცხვირის ფოსოს დონეზე.

*გ) ზედა ყბა, ყვრიმალი, ცხვირის ძვლები, ეთჰმოიდალური ძვლები, ქალას ფუძე

დ ) . ზიგომატიკუსის რკალს, ზიგომატიკოფრონტალურ ნაკერს

ო ) ორბიტის ქვედა ფუძეს და ტოტს

516. თუ პაციენტი შემოსვლისას უჩივის ტკივილს გულის არეში და აღენიშნება არასტაბილური სასიცოცხლო მაჩვენებლები, პაციენტის საწყისი მართვა გულისხმობს:

ა ) ენდოტრაქეულ ინტუბაციას

*ბ) მონიტორირებას, ჟანგბადის მიწოდებას, პვკ ჩადგმას, ეკგ-ს გადაღებას

გ ) ნიტრატის მიცემას

დ ) ნარკოტიკული ანალგეტიკის მიცემას

517. რითია გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა?

ა ) სარკოიდოზით

ბ ) ჰემორაგიით

გ ) ჰიპოფიზის უკმარისობით

*დ) იდიოპატიურია

ე ) რკინის დაგროვებით

518. ატიპიური ტკივილი გულის არეში ხშირად ვითარდება:

ა ) ქალებში

*ბ) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

გ ) ალკოჰოლიკებში

დ ) ივ ნარკომანებში

519. თირკმლის დაზიანება II ხარისხი მოიცავს

*ა) ჰემატომა არაგაფართოებადი პერირენალურად შემოსაზღვრული,ლაცერაცია<1სმ, მხოლოდ ქერქია დაზიანებული, არ აღინიშნება ურინარული ექსტრავაზაცია

ბ ) კონტუზია, ჰემატურია, ნორმალური ლაბ. ტესტები, ჰემატომა სუბსკაპულური არაგაფართოებადი, არ აღინიშნება ლაცერაცია

გ ) ლაცერაცია>1 სმ, კოლექტორული სისტემა ინტაქტური, არ აღინიშნება შარდის ექსტრავაზაცია მხოლოდ ქერქია დაზიანებული

დ ) ლაცერაცია ქერქოვანი, ტვინოვანი ნაწილი, კოლექტორული სისტემა ვასკულარული: თირკმლის მთავარი არტერიის/ვენის დაზიანება - შემოფარგლული

520. ტუბერკულოზის მკურნალობა იზონიაზიდით ასოცირდება ჩამოთვლილ გართულებებთან. რომლის პრევენციაა შესაძლებელი პირიდოქსინის დანიშვნით?

ა ) ფენიტოინით ინტოქსიკაცია

ბ ) ჰეპატიტი

გ ) ჰიპერსენსიტიული რეაქცია

*დ) პერიფერიული ნევრიტი

521. რომელი რაკურსით ვლინდება მეტი ალბათობით მცირე პლევრალური გამონაჟონი?

ა ) ზურგზე მწოლიარე

ბ ) PA

*გ) ლატერალური decubitus

დ ) ლატერალური

522. ურეთრის ტრამვა ტიპი 3 - ხასიათდება

*ა) ნაწილობრივი ან სრული გახევა დიაფრაგმის ქვემოთ

ბ ) გახევა შარდის ბუშტის ყელთან

გ ) მთავარი არტერიის და ვენის დაზიანება

დ ) ნაწილობრივი ან სრული გახევა დიაფრაგმის ზემოთ და ქვემოთ

523. 60 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს გულის არეში, საწყისი ეკგ – იშემიური ცვლილებების გარეშე. ტროპონინი – უარყოფითია. თქვენი შემდეგი ქმედებაა:

ა ) სტრესს ტესტის ჩატარება

ბ ) პაციენტის გაწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე

გ ) კორონაროგრაფიის ჩატარება

*დ) დინამიკაში ეკგ-ს კონტროლი და განმეორებით ტროპონინის განსაზღვრა 6 საათში

524. იშემიური ტკივილის ექვივალენტი შეიძლება იყოს:

ა ) ქოშინი

ბ ) სისუსტე, თავბრუსხვევა

გ ) ტკივილი მარცხენა კიდურში

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

525. წლის ქალს ავტოავარიის შემდეგ აღენიშნება ქვედა ყბის მოტეხილობა ცდომის გარეშე, როგორია თქვენი ტაქტიკა

ა ) ურგენტულად ყბა სახის ქირურგის კონსულტაცია

*ბ) თხიერი დიეტა, ანალგეზია, ყბასახის ქირურგთან მიმართვა ამბულატორიულად 1-2 დღეში

გ ) ოპერაციული მკურნალობა

დ ) ანალგესია, ანტიბიოტიკოთერაპია, საოპერაციოდ მომზადება

526. ყველა ჩამოთვლილი მისაღებია ასპირაციული პნევმონიის გადაუდებელი მკურნალობისთვის, გარდა:

*ა) სტეროიდების და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების დანიშვნა

ბ ) ჟანგბადი

გ ) ბრონქოსკოპია დიდი ზომის ნაწილაკების ამოსაღებად

დ ) CPAP-ის გამოყენება

527. უცხო ნივთიერების ასპირაციით გამოწვეული პნევმონიის სიმძიმე ფასდება ყველა ჩამოთვლილი ფაქტორით, გარდა:

ა ) ბაქტერიული კონტამინაციის არსებობა

ბ ) ასპირირებული სუბსტანციის pH და მოცულობა

გ ) წვრილი ნაწილაკების არსებობა

*დ) ასპირაციის მომენტში პაციენტის პოზიცია

528. პაციენტს, რომელიც მოყვანილია სველი ხიხინით, ტაქიპნოეთი, დაქვეითებული სატურაციით და პერიფერიული შეშუპებით, შეესაბამება შემდეგი დიაგნოზი:

ა ) მიოკარდიუმის ინფარქტი

ბ ) პნევმონია

გ ) ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ფილტვების

*დ) გულის უკმარისობა

529. არტერიული სისხლის ნორმალური pH მაჩვენებელია:

ა ) 7.10-7.22

ბ ) 7.22-7.25

*გ) 7.35-7.45

დ ) 7.50-7.55

530. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის გადახრას მჟავიანობისაკენ ეწოდება:

ა ) ალკალოზი

ბ ) ჰიპოქსია

გ ) ჰიპერკაპნია

*დ) აციდოზი

531. რომელია ყველაზე უფრო შესაფერი დიაგნოსტიკური ტესტი 45 წლის ქალისათვის, რომელიც მოყვანილია ოჯახის წევრების მიერ ერთი დღის ანამნეზის შეცვლილი მენტალური სტატუსით, ტემპერატუა 38,4, პულსი 112, წნევა 110/60, სუნთქვა 12:

ა ) სისხლის კულტურა

ბ ) სისხლის საერთო

გ ) გულ-მკერდის რენტგენი

*დ) ზურგის ტვინის პუნქცია

532. რომელ პოზიციაში ვლინდება რენტგენოლოგიურად მცირე პნევმოთორაქსი ჰიპოტენზიურ პაციენტებში?

ა ) ინსპირაციის დროს

ბ ) ამოსუნთვისას

გ ) მოხრილ

*დ) ზურგზე მწოლიარე

533. დაჭიმული პნევმოთორაქსის ნიშნები და სიმპტომებია ყველა ჩამოტვლილი, გარდა:

ა ) საუღლე ვენების შებერვა, ციანოზი და დისპნეა

*ბ) ჰიპერტენზია

გ ) პერკუსიით ჰიპერრეზონანსი და სუნთქვის ხმიანობის არარსებობა დაზიანებულ მხარეს

დ ) ტრაქეის დევიაცია კონტრალატერალურ მხარეს

534. 57 წლის თირკმლის უკმარისობიანმა პაციენტმა გამოტოვა ჰემოდიალიზის პროცედურა, რა რის ყველაზე საშიში მოსალოდნელი გართულება:

ა ) დაბალი კალიუმი, სინკოპე

*ბ) მაღალი კალიუმი, რესპირატორული დისტრესი

გ ) დაბალი კალციუმი, რესპირატორული დისტრესი

დ ) მაღალი კალციუმი, სინკოპე

535. რესპირატორულ აციდოზს ახასიათებს:

*ა) დაბალი pH და მაღალი CO2

ბ ) მაღალი pH და მაღალი CO2

გ ) დაბალი pH და დაბალი CO2

დ ) მაღალი pH და დაბალი CO2

536. ანიონური შუალედი ეწოდება:

ა ) სხვაობას არტერიული და ვენური გაზების მაჩვენებლებს შორის

ბ ) სხვაობას სისხლისა და პლაზმის ცილებს შორის

*გ) სხვაობას სისხლის დადებითად და უარყოფითად დამუხტულ იონებს შორის

დ ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

537. სასწრაფოს მიერ მოყვანილია ჰიპოტენზიური, ჰიპოქსიური და ტაქიკარდიული პაციენტი. პირველი ქმედებაა:

ა ) ვენის კათეტერის ჩადგმა და 1ლ ისზოტონური ხსნარის გადასხმა

*ბ) სასუნთქი გზების შემოწმება და ჟანგბადის მიწოდება

გ ) შეისწავლით პაციენტს თავიდან ბოლომდე

დ ) გადაიღებთ ეკგ-ს

538. პაციენტებში ასთმით ობსტრუქციის ხარისხი ფასდება:

ა ) ABGs

*ბ) PFTs (PEFR ან FEV1)

გ ) პულსოქსიმეტრია

დ ) გულმკერდის რენტგენოგრაფია

539. ასთმის საწყისი მკურნალობის არჩევის პრეპარატია:

ა ) კორტიკოსტეროიდები

ბ ) ატროპინი

*გ) საინჰალაციო ბეტა-ადრენერგული აგენტები

დ ) კანქვეშა ბეტა-ადრენერგული აგენტები

540. რომელი შოკის სახე არის უფრო შესაფერად აღწერილი?

*ა) კარდიოგენული შოკია: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია არა, სითხეების გადასხმაზე ცუდი პასუხი

ბ ) ჰიპოვოლემიური შოკია: ურტიკარია, ანგიოედემა, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია

გ ) სეპტიური შოკია: ცხელება, პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია, ცუდი პერიფერიული პერფუზია

დ ) ანაფილაქსიური შოკია: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სისხლის დანაკარგი

ე ) ნევროგენული შოკია: პულმონური შეშუპება, აბდომინალური ხმიანობა, პერიფერიული შეშუპება, ცივი კიდურები

541. კრიკოთირეოტომიის ჩვენებებია:

ა ) წარუმატებელი ენდოტრაქეული ინტუბაცია

ბ ) სახის ტრავმა

გ ) მასიული ტრაქეო-ბრონქული ჰემორაგია

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

542. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი არის:

ა ) მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა

ბ ) კარდიალური ასთმა

*გ) არაკარდიოგენური ფილტვების შეშუპება

დ ) ფქოდ გამწვავება

543. ეკგ-ზე მაღალი წაწვეტებული T კბილები, ფართო QRS კომპლექსები, გადასწორებული P კბილები და გახანგრძლივებული PR ინტერვალი უფრო მეტად დამახასიათებელია:

*ა) ჰიპერკალემია

ბ ) ჰიპოკალემია

გ ) ჰიპერკალცემია

დ ) ჰიპოკალცემია

544. მძიმე ასთმის შეტევის ინდიკატორია ყველა ჩამოთვლილი. გარდა:

*ა) მსტვინავი ხიხინის არსებობა

ბ ) დამატებითი კუნთების ჩართვა სუნთქვის აქტში

გ ) დიაფორეზის და ციანოზის არსებობა

დ ) >12mmHg პარადოქსული პულსი

545. ბეტა-აგონისტებთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

*ა) ახასიათებს პირდაპირი მოქმედება ფართო ცენტრალურ აირგამტარ გზებზე

ბ ) ბრონქოდილატაციას იწვევს ციკლური AMP-ის გაზრდის გზით

გ ) მოქმედება იწყება <5წთ დროში

დ ) უპირატესობა ენიჭება ბეტა2 სელექტიურ აგენტებს

546. სუპრავენტრიკულური პაროქსიზმის მკურნალობაა:

ა ) კალციუმის ანტაგონისტები

ბ ) ადენოზინი

გ ) კარდიოვერსია

*დ) დამოკიდებულია ჰემოდინამიკურ სტაბილობაზე

547. მწვავე რესპირატორული სინდრომის ყველაზე ხშირი გამომწვევია:

ა ) ასთმა

ბ ) ვირუსული ინფექცია

გ ) თრომბოზი

*დ) სეპტიური შოკი

548. მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს ახასიათებს:

ა ) ტაქიპნოე, ქოშინი

ბ ) მოსმენით სველი ხიხინები

გ ) რენტგენოლოგიურად ნორმალური ზომის გული

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

549. შთ სეგმენტის ელევაცია I, AVL და V1-V6 განხრებში და რეციპროკული ცვლილებები ST დეპრესიის სახით II, III და AVF განხრებში დამახასიათებელია:

ა ) ქვედა ინფარქტი

ბ ) უკანა ინფარქტი

გ ) მიოკარდიტი

*დ) წინა ინფარქტი

550. როგორია სტეროიდების როლი PCP პნევმონიის მართვაში?

ა ) არ გამოიყენება

*ბ) გამოიყენება დამატებითი სახით საშუალო და მძიმე PCP პნევმონიების დროს

გ ) გამოიყენება დამატებითი სახით მსუბუქი PCP პნევმონიების დროს

დ ) უნდა დავნიშნოთ პირველადად ყველა პაციენტში PCP პნევმონიით

551. დამხრჩვალ პაციენტებში ხშირი მეტაბოლური დარღვევებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ჰიპოქსემია

ბ ) აციდოზი

*გ) ელექტროლიტური დარღვევები

დ ) ჰიპერკაპნია

552. ფილტვების შეშუპების დროს პირველი არჩევის თერაპიაა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ჟანგბადი

*ბ) დიგოქსინი

გ ) ნიტროგლიცერინი

დ ) ფუროსემიდი

553. ბაქტერემია ეწოდება:

*ა) პათოლოგიური მიკრობის არსებობას სისხლში

ბ ) მიკრობის ორგანიზმში შეჭრას

გ ) მიკრობის ორგანიზმში გამრავლებას

დ ) ტოქსინის არსებობას სისხლში

554. სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომში შედის:

ა ) ტემპერატურა >38 ან <36

ბ ) გულისცემის სიხშირე >90

გ ) სუნთქვის სიხშირე >20

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

555. გადაუდებელ და სასწრაფო ჰიპერტენზიებს შორის პირველი განმასხვავებელი ნიშანია:

ა ) დიასტოლური წნევა მეტი 130-ზე

ბ ) პაციენტს არ აქვს ანამნეზში ჰიპერტენზია

გ ) პაციენტებს ჩვეულებრივ მკურნალობენ ორალური მედიკამენტებით

*დ) პაციენტს აღენიშნება სამიზნე ორგანოების დისფუნქცია ან დაზიანება

556. არაკარდიოგენული ფილტვის შეშუპების მიზეზებია ყველა, გარდა:

ა ) ცხიმოვანი ემბოლია

*ბ) სითხით გადატვირთვა

გ ) მედიკამენტის ჰიპერდოზირება

დ ) პოლიტრავმა

557. არაკარდიოგენულ ფილტვების შეშუპებასთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

ა ) გულის ზომები მცირეა ან ნორმალური

*ბ) ფილტვის არტერიის ჩაჭედვის წნევა გაზრდილია

გ ) გულმკერდის რენტგენოგრაფიით ვლინდება ბილატერალური პულმონური ინფილტრატები

დ ) ფილტვების compliance მცირდება

558. რა რის უფრო სავარაუდო დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომელთაც აღვიძებთ ღამით მუცლის ტკივილი და ტკივილი ეხსნებათ საჭმლის მიღების და ანტაციდების ფონზე:

*ა) 12-გოჯას წყლული

ბ ) მიოკარდიუმის იშემია

გ ) კუჭის წყლული

დ ) პეპტიური წყლულის პერფორაცია

559. ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიისათვის მოწოდებულია:

ა ) კლინდამიცინი

ბ ) ამოქსიკლავი + მეტრონიდაზოლი

*გ) პიპერაცილინ-ტაზობაქტამი + ცეფოტაქსიმი + ამინოგლიკოზიდი

დ ) ცეფტრიაქსონი + ვანკომიცინი

560. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევია:

ა ) ადენოვირუსი

*ბ) S. Pneumoniae

გ ) სტაფილოკოკი

დ ) ანაერობები

561. ასთმიანი პაციენტის მკურნალობისას პირველი არჩევის მედიკამენტია:

ა ) კორტიკოსტეროიდი

ბ ) ატროპინი

გ ) კანქვეშ ბეტა-ადრენერგული საშუალება

*დ) ბეტა-ადრენერგული საშუალებით ინჰალაცია

562. პნევმონიის ჩამოყალიბების ყველაზე ხშირი გზაა:

ა ) ჰემატოგენური

ბ ) გამომწვევის უშუალოდ პლევრასა და ფინტვში მოხვედრა

*გ) ოროფარინგული სეკრეტების ასპირაცია

დ ) არცერთი ჩამოთვლილი

563. პნევმოკოკურ პნევმონიასთან მიმართებაში ყველა ჩამოთვლილი დებულება მართებულია, გარდა:

ა ) პაციენტს აღენიშნება ერთჯერადი შემცივნებით ცხელების ანამნეზი, რასაც მოსდევს პროდუქტიული ხველა ჟოლოსფერი ნახველით

*ბ) ლეიკოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ <12,000-ზე

გ ) 25%-ში არინიშნება პლევრალური გამონაჟონი

დ ) პენიცილინი რჩება არჩევის პრეპარატად

564. ვარფარინით ქრონიკული მკურნალობისას, მკურნალობის ადექვატურობის შესაფასებელი ტესტია:

ა ) PT

ბ ) PTT

*გ) INR

დ ) PI

ე ) D-dimer

565. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობა ამბულატორიულად (თუ პაციენტი ჯანმრთელია და წინა 3 თვეში ანტიბიოტიკი არ მიუღია) გულისხმობს:

ა ) ცეფტრიაქსონი

ბ ) ამოქსიკლავი

*გ) აზიტრომიცინი

დ ) ვანკომიცინი

566. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობა ამბულატორიულად (თუ პაციენტს აქვს თანმხლები დაავადებები ან წინა 3 თვეში მიღებული აქვს ანტიბიოტიკი) გულისხმობს:

ა ) ვანკომიცინი

ბ ) ამოქსიკლავი

*გ) აზიტრომიცინი + ამოქსიკლავი

დ ) აზიტრომიცინი + ცეფტრიაქსონი

567. ნიტროგლიცერინით გამოწვეული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ ყველაზე შესაფერი მედიკამენტია:

*ა) IV სითხეები

ბ ) დოპამინი

გ ) დობუტამინი

დ ) ნორეპინეფრინი

ე ) ამრინონი

568. H.influenza-ს რომელი სეროტიპია პასუხისმგებელი ადამიანებში ინფექციის 95%-ზე?

ა ) ტიპი a

*ბ) ტიპი b

გ ) ტიპი c

დ ) ტიპი d

569. ატიპური პნევმონია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) უეცარი დასაწყისი

ბ ) საშუალო ცხელება

გ ) კონსტიტუციური სიმპტომების არსებობა

დ ) არაპროდუქტიული ხველა

570. ნაზოგასტრული მილი:

ა ) შეძლებისდაგვარად არ უნდა ჩაიდგას იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ გასტრო-დუოდენალური სისხლდენა

ბ ) უნდა ჩაიდგას იმ პაციენტებში მხოლოდ რომელთაც უწყვეტი ჰემატომეზესი აღენიშნებათ

*გ) უნდა ჩაიდგას იმ პაციენტებში, რომელთაც დაუზუსტებელი ლოკალიზაციის რექტალური სისხლდენა აღენიშნებათ

დ ) ვეცადოთ არ ჩავდგათ ეზოფაგული ვარიკოზების შემთხვევაში

571. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობა ჰოსპიტალში (თერაპიულ განყოფილებაში) გულისხმობს:

*ა) ცეფტრიაქსონი + აზიტრომიცინი ან ლევოფლოქსაცინი

ბ ) მაღალი დოზით აუგმენტინი

გ ) ვანკომიცინი

დ ) კლარითრომიცინი

572. რომელი დებულება არის მართებული ასპირაციულ პნევმონიასთან მიმართებაში:

ა ) ვითარდება სასუნთქ გზებში უცხო ნივთიერების მოხვედრის შედეგად

ბ ) რისკ ფაქტორია უგონო მდგომარეობა, ღებინება

გ ) ახასიათებს ჰიპოქსია, სუნთქვის უკმარისობა

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

573. D- dimer დონე შეიძლება მომატებული იყოს:

ა ) ასაკიან პაციენტებში

ბ ) ფეხმძიმეებში

გ ) ბლაგვი პოლიტრამვების შემთხვევაში

დ ) პოსტოპერაციულ პაციენტებში

*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში

574. ზოომაღაზიის თანამშრომელი უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, მიალგიას, საერთო სისუსტეს და ხველას. გასინჯვით ვლინდება მაღალი ცხელება, ჰეპატოსპლენომეგალია, ბრადიკარდია, რენტგენოლოგიურად პერიჰილარული ინფილტრაცია, ლაბ) ტესტები: ღვიძლის ფუნქციური სიმჯების ელევაცია და პროტეინურია) პნევმონიის სავარაუდო გამომწვევია:

ა ) Coxiella burnetii

ბ ) Francisella tularensis

გ ) Hantavirus

*დ) Chlamydia psittaci

575. ზოომაღაზიის თანამშრომელი უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, მიალგიას, საერთო სისუსტეს და ხველას. გასინჯვით ვლინდება მაღალი ცხელება, ჰეპატოსპლენომეგალია, ბრადიკარდია, რენტგენოლოგიურად პერიჰილარული ინფილტრაცია, ლაბ) ტესტები: ღვიძლის ფუნქციური სიმჯების ელევაცია და პროტეინურია) არჩევის სამკურნალო პრეპარატია:

*ა) ტეტრაციკლინი

ბ ) პენიცილინი

გ ) ქლორამფენიკოლი

დ ) რიბავირინი

576. გლაზკო კომის შკალა გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილის შეფასებას, გარდა:

ა ) თვალების გახელა

*ბ) გუგების რეაქცია

გ ) სიტყვიერი პასუხი

დ ) მოტორული პასუხი

577. პლევრული გამონაჟონის - ტრანსუდატის მიზეზია ყველა გარდა:

ა ) გულის შეგუბებითი უკმარისობა

ბ ) ციროზი

*გ) პნევმონია

დ ) კონსტრიქციული პერიკარდიტი

578. რომელი დებულება არის მართებული ჰემოპტოესთან მიმართებაში:

ა ) უმეტეს შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიშია

*ბ) არის სისხლდენა ტრაქეო-ბრონქული ხიდან

გ ) მასიურია თუ დანაკარგი მეტია 2ლ-ზე დღე-ღამეში

დ ) მკურნალობა ყოველთვის ქირურგიულია

580. დამხრჩვალ პაციენტებთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

*ა) მარილიან წყალში დახრჩობა მტკნარ წყალთან შედარებით უფრო ხშირია

ბ ) მამაკაცების რაოდენობა მეტია ყველა ასაკობრივ ჯგუფში

გ ) ყველაზე ხშირია 5 წლამდე ბავშვებში და თინეიჯერებში

დ ) ორივე „სველი“ და „მშრალი“ დახრჩობის შედეგია ჰიპოქსემია

581. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ყველაზე ხშირად ასოცირდება:

ა ) ასპირაციასთან

ბ ) ტრავმასთან

*გ) სეფსისთან

დ ) სისხლის მასიურ ტრანსფუზიასთან

582. 65 წლის ქალი მოყვანილია 2 საათის ტკივილით მუცლის არეში. ტკივილი ძლიერია, დიფუზური და თანაც პროგრესირებადი. არტერიული წნევაა 150/90, მუცლის პალპაციით აღინიშნება პულსირებადი მასა. კტ-ზე გამოიხატა რუპტურირებული ანევრიზმა. რომელია სწორი ქმედება:

ა ) წნევის დაქვეითება უნდა მოხდეს 100-მდე და დაბლა

*ბ) პაციენტისთვის შეკვეთილი უნდა იქნას 10 ერთეული სისხლი და შემოწმდეს შეთავსებაზე

გ ) ექოსკოპია დაგვეხმარება ანაოტმიის უკეთ შეფასებაში

დ ) ანგიოგრაფიით შეიძლება შემცირდეს ქირურგიული მკურნალობის საჭიროება

ე ) მთლიანობა დარღვეულია აორტით სტაბილური პაციენტი შესაძლოა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ სიმპტომების გაუარესებამდე

583. სპონტანური პნევმოთორაქსს ახასიათებს:

ა ) ხშირია ქალებში

ბ ) ხშირია ხანდაზმულებში

*გ) ხშირად ვითარდება ახალგაზრდა, ჯანმრთელ მწეველ მამაკაცებში

დ ) რეციდივები იშვიათია

584. საშუალო სიმძიმის სპონტანური პნევთორაქსის მკურნალობა გულისხმობს:

ა ) თორაკოსტომიას

ბ ) დინამიკაში დაკვირვებას

გ ) ინტუბაციას

*დ) ნემსით ასპირაციას და საკონტროლო რენტგენოგრაფიას

585. მკვეთრად მომატებული არტერიული ჰიპერტენზიის და მწვავე კორონარული იშემიის მქონე პაციენტებში ყველაზე კარგი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტია:

ა ) ნიფედიპინი

*ბ) ლაბეტალოლი

გ ) კლონიდინი

დ ) ენალაპრილი

ე ) ჰიდროქლორთიაზიდი

586. დაკარგული სისხლის უმცირესი მოცულობა, რაც განაპირობებს არტერიული წნევის დაქვეითებას:

ა ) <15%-ზე სისხლის დანაკარგი

ბ ) 15-30%

*გ) 30-40%

დ ) >40%-ზე

587. I კლასის სისხლდენასთან მიმართებაში მართებულია ჩამოთვლილთაგან ყველა, გარდა:

ა ) სისხლის დანაკარგი 15%-მდეა

ბ ) ტრავმით პაციენტებში მკურნალობა ტარდება კრისტალოიდებით

*გ) კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია

დ ) ასოცირდება გულისცემის სიხშირის ზომიერ მომატებასთან (<100)

589. დაჭიმული პნევმოთორაქსის გადაუდებელი მკურნალობა გულისხმობს:

*ა) ნემსით ასპირაციას მედიოკლავიკულურ ხაზზე

ა ) ინტუბაციას

გ ) ქირურგიულ ჩარევას

დ ) რენტგენოგრაფიას და დაკვირვებას

590. რომელი დებულება არის მართებული ფილტვის აბსცესთან მიმართებაში:

ა ) ძირითადად პოლიმიკრობულია

ბ ) ახასიათებს ცხელება და ხველა დიდი რაოდენობის მყრალი სუნის ნახველით

გ ) რენტგენზე ღრუ სითხისა და ჰაერის დონით

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

591. 22 წლის დიაბეტიანი მამაკაცი მოყვანილია კლინიკაში 1 დღის ანამნეზით. ერთი დღის წინ მიღებული აქვს ჭრილობა ველოსიპედით სეირნობის დროს. ჭრილობა ლოკალიზებულია მარცხ. მხარზე. აღენიშნება ძლიერი ტკივილი კიდურზე ზომიერი სიწითლითა და შეშუპებით. ასევე აღინიშნება ჭრილობა მარჯ. წინამხარზე. მისი კიდური

მტკივნეულია გასინჯვით, არ არის კრეპიტაცია. რენტგენზე არის სუბკუტანეული ემფიზემა. რა არის შაუკეტესო ნაბიჯი პაციენტის შემდგომი მართვის თვალსაზრისით:

ა ) სტერილური ხსნარით ჭრილობის ირიგაცია

*ბ) ქირურგის კონსულტაცია

გ ) ჭრილობის დამუშავება და დრენირება გადაუდებელში

დ ) კიდურის კტ

ე ) კიდურის მრტ

592. პაციენტებში ტრავმის სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია:

*ა) თავის დაზიანება

ბ ) ზურგის ტრავმა

გ ) მუცლის ტრავმა

დ ) გულმკერდის ტრავმა

593. გულის ტამპონადასთან მიმარტებაში რომელია მცდარი?

*ა) უფრო ხშირია გულმკერდის ბლაგვი ტრავმის დროს

ბ ) კლინიკური ნიშნებია: ჰიპოტენზია, შემცირებული პულსური წნევა, საუღლე ვენების გადაბერვა, პარადოქსული პულსი და გულის ტონების მოყრუება

გ ) საწყისი მართვაა ი/ვ სითხე და პერიკარდიოცენტეზი

დ ) შეიძლება გამოვლინდეს უპულსო ელექტრული აქტივობით

594. 20 წლის მამაკაცი მოყვანილია კინიკაში ტბაში წყლის ქვეშ 1-2 წუთის განმვალობაში ჩაძირვის შემდეგ. იგი წყალზე ცურავდა წყლის მოტოციკლეტით როდესაც დაკარგა წონასწორობა და გადმოვარდა. შემდგომ უკვე სახით იწვა წყალზე უმოძროად. იგი არ სუნთქვადა, როდესაც მისმა მეგობარმა წყლიდან ამოაყოფია თავი, მაგრამ ჩPღ-ის ჩატარებისთანავე აღადგინა სუნთქვა. გადაუდებელში ის სომნოლენტურია, მაგრამ სუნთქავს სპონტანურად. ოთახის ჰაერზე სატურაცია 95% და აქვს სპონტანური მოძრაობის უნარიც. შემდგომი მართვის თვალსაზრისით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

ა ) ი.ვ. ანტიბიოტიკები

ბ ) სწრაფი თანმიმდევრული ტიპის ინტუბაცია

გ ) ი.ვ. დექსამეტაზონი

*დ) კისრის რენტგენი

ე ) თორაკოტომია

595. ბრონქული ასთმის შეტევის მკურნალობაში პირველი რიგის პრეპარატია:

ა ) სტეროიდები

ბ ) მაგნეზია

*გ) ბეტა-2 აგონისტები

დ ) ეუფილინი

596. ტრავმა პაციენტის შეფასება გულისხმობს:

ა ) პირველადი დათვალიერება

ბ ) რეანიმაცია

გ ) მეორადი დათვალიერება

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

597. 28 წლის მამაკაცი მოყვანილია კლინიკაში მწვავე პროგრესირებადი თავის ტკივილის და ცხელებით. აქვს ერთი დღის ანამნეზი. გასინჯვით ინტოქსიკაციის ნიშნებია, მცირედ არეულია, აქვს ცხელება და მენინგიზმი. რომელია ყველაზე უფრო შესაფერის ნაბიჯი შემდგომი მართვის თვალსაზრისით:

ა ) თავის კტ კონტრასტის გარეშე

ბ ) თავის კტ კონტრასტით

გ ) ლუმბალური პუნქცია

დ ) ცეფტრიაქსონი

*ე) ცეფტრიაქსონი და დექსამეტაზონი

598. პაციენტიგულმკერდის ტრავმით უჩივის სუნთქვის გაძნელებას. გასინჯვით ვლინდება საუღლე ვენების გადაბერვა, ტრაქეის დევიაცია და სუნთქვის ხმიანობის შემცირება, პერკუსიით ჰიპერრეზონანსი იგივე მხარეს. გარდა ოქსიგენაციის, ი/ვ ინფუზიის და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგისა, რომელია შესაბამისი საწყისი თერაპია?

ა ) პერიკარდიოცენტეზი

ბ ) ტორაკოსტომია

გ ) ინტუბაცია

*დ) ნემსით დეკომპრესია

599. ბეკის ტრიადის კომპონენტებია ყველა, გარდა:

ა ) გულის ტონების მოყრუება

*ბ) პარადოქსული პულსი

გ ) ჰიპოტენზია

დ ) საუღლე ვენების შებერილობა

600. რა არის ის მინიმალური მწვავე ტოქსიური დოზა აცეტამინოფენის მიღებისას, რომელიც საჭიროებს მკურნალობას აცეტილცისტეინით (ზრდასრული პაციენტები)

ა ) 5 გ

ბ ) 7,5 გ

გ ) 15 გ

დ ) 50 გ

ე ) 100 გ

601. კისრის მალების დაზიანებაზე ეჭვისას სასუნთქი გზების გახსნის რეკომენდირებული მეთოდია:

ა ) თავის უკან გადაწევა

*ბ) ქვედა ყბის წინ წამოწევა თავის გადაწევის გარეშე

გ ) თავის უკან გადაწევა და ნიკაპის წინ წამოწევა

დ ) არც ერთი მეთოდი არ გამოიყენება

602. ეჭვი უნდა მივიტანოთ კისრის მალების დაზიანებაზე თუ:

ა ) აღინიშნება ბლაგვი ტრავმა ლავიწებს ზემოთ

ბ ) შეცვლილი ცნობიერება

გ ) პოლიტრავმა

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

603. 62 წლის ქალბატონი ფქოდ-ის ანამნეზით, რომელიც ჟანგბადდამოკიდებულია, მოყვანილია გადაუდებელში ძირითადი ჩივილით: დისპნოე და ხველა ნახველით. ნახველი მოყვითალოა. პაციენტი სახლში იმყოფებოდა 2 ლ 02-ზე. პაციენტი ცუდად გამოიყურება, აღენიშნება დისპნოე და ლაპარაკობს ცალკეული ფრაზებით, ანუ უჭირს ლაპარაკი. მისი Po 85% და ის არის 4ლ 02-ზე ნაზალური კანულით. გინდათ რომ გაზარდოთ 02-ის დოზა, მაგრამ გეშინიათ არ დათრგუნოთ პაციენტის სუნთქვის ცენტრი. საუკეთესო შემდგომი ნაბიჯია:

ა ) სასწრაფო ინტუბაცია სწრაფი თანმიმდევრული ტიპის ინტუბაცია

ბ ) 02-ის გაზრდა 6ლ-მდე

*გ) 02-ის შემცირება (მის საწყის მაჩვენებლამდე) 2ლ-მდე

დ ) არტერიული გაზების განსაზღვრა და შემდეგ გადაწყვეტა ჟანგბადის დოზის

ე ) დავტოვოთ 02 4ლ-ის დონეზე

604. მუცლის ბლაგვი ტრავმის შემთხვევებში ყველაზე ხშირად ზიანდება:

*ა) ელენთა

ბ ) ღვიძლი

გ ) პანკრეასი

დ ) თირკმელი

605. ყველა ჩამოთვლილი მისაღებია მიოგლობინურიის მკურნალობისას, გარდა:

ა ) შარდის გატუტიანება

ბ ) ი/ვ მანიტოლი

*გ) შარდის გამჟავიანება

დ ) შარდის გამოყოფის გაზრდა ( ი/ვ სითხის მოცულობის გაზრდა)

607. სისხლდენის შეჩერების მიზნით ლახტის გამოყენების ჩვენებებია:

*ა) სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა, თუ სხვა მეთოდებით სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება

ბ ) გამოიყენება როგორც პირველი რიგის ღონისძიება

გ ) საერთოდ აღარ გამოიყენება

დ ) შეიძლება გამოყენებული იქნას მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში

608. პირველადი დათვალიერების დროს ნევროლოგიური სტატუსის შემოწმება ხდება:

ა ) გლაზგოს კომის შკალის მიხედვით

*ბ) AVPU სქემის მიხედვით

გ ) ნევროლოგიური შემოწმება არ ხდება

დ ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

609. 33 წლის მამაკაცი მოყვანილია ძლიერ აგიტირებულ მდგომარეობაში, ფსიქოზით და აგრესიულობით. ფიზიკალური გასინჯვით აღმოჩნდა ვერტიკალური ნისტაგმი. რა აქვს პაციენტს სავარაუდოდ მიღებული:

ა ) კოკაინი

*ბ) ფენციკლიდინი

გ ) LSD

დ ) ჰეროინი

ე ) მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი (MDMA)

610. დახრჩობასთან მიმართებაში ყველა ჩამოთვლილი მართებულია, გარდა:

ა ) მტკნარ წყალში დახრჩობის შემთხვევები მარილიანთან შედარებით ხშირია

ბ ) დახრჩობების 10-15% მშრალია

*გ) დამხრცვალი პაციენტების საწყისი მართვა მოიცავს დახრჩობის ტიპის განსაზღვრას (მშრალი, სველი, მარილიან, მტკნარ წყალში)

დ ) სიკვდილის მიზეზი ცვეულებრივ ჰიპოქსიაა

611. ტრავმით ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია ოქსიგენაცია) FIO2 უნდა იყოს:

*ა) >85

ბ ) >60

გ ) >50

დ ) > 40

612. 65 წლის ქალი დიაბეტისა და ჰიპერტენზიის ანამნეზით მოყვანილია 5 საათის ტკივილით გულ-მკერდის არეში. წნევა 100/55, საუღლე ვენები დაჭიმულია, ჰეპატომეგალიაა. ხიხინები არ ფიქსირდება. ეკგ-ზე წინა განხრებში ST დეპრესიაა. თქვენ სავარაუდოდ ფიქრობთ მარჯ ინფარქტზე. თქვენ ექთანს მიუთითებთ დაადოს რV4:

ა ) მარჯ IV ნეკნთაშუა არეში, შუა-კლავიკულურ ხაზზე

*ბ) მარჯ. V ნეკნთაშუა არეში, შუა-ცლავიკულურ ხაზზე

გ ) მარჯ. VI ნეკნთაშუა არეში, შუა-კლავიკულურ ხაზზე

დ ) მარჯ. IV ნეკნთაშუა არეში, მარჯ. სტერნალურ ხაზზე

ე ) მარჯ. V ნეკნთაშუა არეში, მარჯ. სტერნალურ ხაზზე

613. რომელი დებულება არის მართებული სახის ტრავმებთან მიმართებაში:

ა ) შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია

ბ ) საეჭვოა კისრის მალების დაზიანება, საჭიროა კისრის მალების იმობილიზაცია

გ ) თუ დაზიანებულია სახის შუა ნაწილი, არ შეიძლება ნაზო-გასტრული ზონდის ჩადგმა

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

614. მენჯის ტრავმების დროს, თუ პალპაციით მენჯი არასტაბილურია, რეკომენდირებულია:

ა ) ქირურგიული ჩარევა

*ბ) მენჯის დაფიქსირება - შეკვრა ზეწრით

გ ) ანალგეტიკების მიცემა

დ ) ფოლეის კათეტერის ჩადგმა

615. ყველა ჩამოთვლილი რენტგენოლოგიური ნიშანი შეესაბამება აორტის ტრავმულ რუბტურას, გარდა:

ა ) შუასაყარის გაფართოება

ბ ) აპიკალური პლევრალური cap

გ ) ტრაქეის მარჯვნივ დევიაცია

*დ) მარცხენა მთავარი ბრონქის ელევაცია

616. ჩამოთვლილთაგან რომელი საშუალებით ფასდება უკეთესად რეტროპერიტონეალური ორგანოები (მაგ) პანკრეასი, 12-გოჯა ნაწლავი)

ა ) ფიზიკალური გასინჯვით

ბ ) დიაგნოსტიკური პერიტონეალური ლავაჟით

*გ) კომპიუტერული ტომოგრაფიით

დ ) ყველა ჩამოთვლილი თანაბრად ინფორმატულია

617. მენჯის ტრავმების დროს თუ დათვალიერებით აღინიშნება სისხლდენა ურეთრის ხვრელიდან:

*ა) არ არის რეკომენდირებული ფოლეის კათეტერის ჩადგმა გადაუდებელ განყოფილებაში

ბ ) დაუყოვნებლივ უნდა ჩაიდგას ფოლეის კათეტერი

გ ) საჭიროა უროლოგის კონსულტაცია

დ ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

618. სხივის ძვლის თავის ამოვარდნილობას ახასიათებს:

ა ) ხშირია ბავშვთა ასაკში

ბ ) ვითარდება ხელის მოქაჩვის შედეგად

გ ) ჩასწორება ხდება სუპინაციით და ერთდროული მოხრით

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

619. რომელია ენდოტრაქეული მილის პოზიციის შეფასების ყველაზე საიმედო მეთოდი?

ა ) ფილტვების აუსკულტაცია

ბ ) გულმკერდის რენტგენოგრაფია

გ ) end-tidal CO2 მონიტორინგი

*დ) მილის ჩადგმისას მბგერავი იოგების ვიზუალიზაცია

620. ტრავმით პაციენტის ნევროლოგიური შეფასებისას არ აღინიშნება პასუხი თვალის გახელით, ვერბალურად და მოძრაობით. პაციენტის გლაზგოს კომის შკალაა:

ა ) 0

*ბ) 3

გ ) 4

დ ) 5

621. მხრის ძვლის სუპრაკონდილური მოტეხილობის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ნიშანია:

*ა) Fat Pad Sign – ცხიმოვანი ბალიშის ნიშანი

ბ ) ცდომა

გ ) მოტეხილობის ირიბი ხაზი

დ ) იალქნის ნიშანი

622. მხრის ძვლის თავის ამოვარდნილობა:

ა ) უმეტეს შემთხვევაში არის წინა

ბ ) არსებობს ჩასწორების სხვადასხვა მეთოდები

გ ) ჩასწორების შემდეგ საჭიროა ხელის ჩამოკიდება 3-4 კვირის განმავლობაში

*დ) ყველა პასუხი სწორია

623. ეპიდურალურ ჰემატომებთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოტვლილი, გარდა:

ა ) ხშირია თანმხლები პარიეტული ან ტემპორალური ქალას მოტეხილობა

ბ ) კტ-ზე ვლინდება ლინზისებური, ბიკონვექსიური დაზიანება

გ ) სიმპტომები და ნიშნები განპირობებულია არტერიული სისხლდენის მასის ეფექტით

*დ) გუგის დილატაცია დაზიანების კონტრალატერალურ მხარესაა

624. ქალას ფუზის მოტეხილობასთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ნაზოგასტრული მილის ჩადგმა და ნაზოტრაქეული ინტუბაცია უკუნაჩვენებია

*ბ) ქალას რენტგენოლოგიური კვლევა კლინიკურ მონაცემებზე ეფექტურია

გ ) კლინიკური სიმპტომებია: ცერებროსპინალური სითხის რინორეა და ოტორეა, ჰემოტიმპანუმი, ენოტის, ღამურას ნიშნები.

დ ) საჭიროა ნეიროქირურგის კონსულტაცია და ჰოსპიტალიზაცია

625. მხრის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობის მკურნალობა გულისხმობს:

ა ) ხელის ჩამოკიდებას

*ბ) ოპერაციულ მკურნალობას

გ ) ჩასწორებას

დ ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

626. ბეჭის ძვლის მოტეხილობები:

*ა) ხშირად ასოცირებულია სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებთან

ბ ) საკმაოდ ხშირია

გ ) ფრაგმენტული მოტეხილობები საჭიროებს იმობილიზაციას

დ ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორია

627. ჩამოთვლილია კისრის ხერხემლის დაზიანებები და მათი მექანიზმები. რომელია შეუსაბამო?

ა ) ჯეფერსონის მოტეხილობა-ვერტიკალური კომპრესია

*ბ) ჰენგმანის მოტეხილობა-ფლექსიური მექანიზმი

გ ) ქლეი-შოველერის მოტეხილობა-ფლექსია ან პირდაპირი დარტყმა

დ ) უნილატერალური ფასეტის დისლოკაცია-ფლექსიურ-როტაციული დაზიანება

628. ჯეფერსონის მოტეხილობის საუკეტესო რენტგენოლოგიური რაკურსია:

*ა) ღია პირით ოდონტოიდური

ბ ) ლატერალური

გ ) AP

დ ) ირიბი

629. კოჭ-წვივის სახსრის პირველი ხარისხის ღრძობა:

ა ) საჭიროებს თაბაშირით იმობილიზაციას

*ბ) საჭიროებს ცივის დადებას, კიდურის ელევაციას, წოლით რეჟიმს

გ ) ოპერაციულ ჩარევას

დ ) ყველა პასუხი სწორია

630. კოჭ-წვივის ორგოჯოვანი მოტეხილობა განიხილება როგორც:

*ა) არასტაბილური

ბ ) ფრაგმენტოვანი

გ ) სტაბილური

დ ) ხაზოვანი

631. ფილტვის კონტუზიასთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ჩვეულებრივ გულმკერდის ბლაგვი ტრავმის შედეგია

ბ ) შეიძლება ახლდეს ნეკნების მოტეხილობა

*გ) გულმკერდის რენტგენოლოგიური მონაცემები ტიპურად დიფუზურია და ვლინდება მოგვიანებით (დაზიანებიდან 24-72 საათში)

დ ) პნევმონია ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი გართულებაა

632. გულის კონტუზია ყველაზე ხშირად მოიცავს:

ა ) მარცხენა პარკუჭს

*ბ) მარჯვენა პარკუჭს

გ ) მარცხენა წინაგულს

დ ) მარჯვენა წინაგულს

633. მუხლის ტრავმების დროს ყველაზე ხშირად ზიანდება:

ა ) კვირისთავი

*ბ) წინა ჯვარედინი იოგები, მედიალური გვერდითი იოგი და მედიალური მენისკი

გ ) ბარძაყის ძვალი

დ ) უკანა ჯვარედინი იოგები

634. მუხლის ამოვარდნილობის გადაუდებელი მკურნალობა გულისხმობს:

ა ) ოპერაციულ ჩარევას

ბ ) ანგიოგრაფიის ჩატარებას

*გ) დახურულ ჩასწორებას

დ ) ტრავმატოლოგის კონსულტაციას

635. კომპარტმენტ სინდრომის ყველაზე ადრეული კლინიკური ნიშანია:

*ა) ტკივილი

ბ ) პარალიზი

გ ) პალპაციით მტკივნეულობა

დ ) პულსის არარსებობა

636. სიფილითან, შანკროიდთან, ლიმფოგრანულომა ვენერიუმთან და გენიტალურ ჰერპესთან მიმართებაში რომელია სწორი?

ა ) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა უნდა დავიწყოთ ლაბორატორიული დადასტურების შემდეგ

ბ ) ყველა ჩამოთვლილის მართვისას დოქსიციკლინი არჩევის პრეპარატია

გ ) ეს პაციენტები უჩივიან საშოდან ან პენისიდან გამონადენს

*დ) ჩამოთვლილი დაავადებები ხასიათდება გენიტალური წყლულებით და/ან საზარდულის ლიმფადენოპათიით

637. ბარძაყის ამოვარდნილობები:

ა ) 90% არის უკანა

ბ ) ფეხი დამოკლებულია და როტირებულია შიგნით

გ ) საჭიროებს სასწრაფო ჩასწორებას

*დ) ყველა პასუხი სწორია

638. ბარძაყის ყელის მოტეხილობის დროს:

ა ) ფეხი როტირებულია შიგნით

ბ ) ფეხი დაგრძელებულია

*გ) ფეხი დამოკლებულია და როტირებულია გარეთ

დ ) ფეხი განზიდულია

639. მდედრობითი სქესის პაციენტი უჩივის ქავილს და სუნიან მოყვითალო-მონაცრისფრო გამონადენს საშოდან. გასინჯვით საშოს ლორწოვანი არაერთგვაროვანია, pH-6,0. პაციენტი 5 კვირის ორსულია) რას დაუნიშნავთ?

*ა) მეტრონიდაზოლი 2 გ PO ერთჯერადად

ბ ) საშოს გამორეცხვა

გ ) კლოტრიმაზოლის ვაგინალური სანთლები

დ ) საშოს გამორეცხვა ძმრიანი ხსნარით

640. პაციენტია ორსული პირველ ტრიმესტრში, რომელიც უჩივის სუნიან გამონადენს საშოდან. გასინჯვით ვლინდება საშოს დიფუზური ერითემა, ქაფიანი ნაცრისფერ-ყვითელი გამონადენი. შესაბამისი დანიშნულებაა:

*ა) მეტრონიდაზოლი

ბ ) დოქსიციკლინი

გ ) კლოტრიმაზოლის მალამო ან სანთელი

დ ) კლინდამიცინი

641. რომელია მენჯის ანთებითი დაავადების რისკ-ფაქტორი?

ა ) სპირალის გამოყენება

*ბ) ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება

გ ) მრავალი სქესობრივი პარტნიორი

დ ) მოზარდი ასაკი

642. კოლეჯის სტუდენტებს შორის ყველაზე გავრცელებული მენჯის ანთებითი დაავადების გამომწვევია:

*ა) ქლამიდია

ბ ) ნეისერია გონორეა

გ ) ანაერობული ბაქტერია

დ ) გენიტალური ტრაქტის მიკოპლაზმა

643. ორსულებში დასაშვებია ყველა ჩამოთვლილის დანიშვნა, გარდა:

ა ) ტეტანუსის ანატოქსინი

ბ ) პენიცილინი/ცეფალოსპორინები

გ ) ერითრომიცინი

*დ) წითელას ვაქცინა

644. ორსულებში თრომბოემბოლიურ დაავადებასთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

ა ) ორსულებში (და პოსტპარტუმ პერიოდში) თრომბოემბოლიზმის რისკი 5-6-ჯერ მეტია

ბ ) პულმონური ემბოლიზმის გამორიცხვის საწყისი არჩევის ტესტია ვენტილაციურ/პერფუზიული სკანირება

*გ) ღრმა ვენების თრომბოზის გამორიცხვის საწყისი არჩევის ტესტია ვენოგრაფია

დ ) მკურნალობენ ჰეპარინით

645. ახალგაზრდა სქესობრივად აქტიური ქალი შემოსულია რამდენიმე საათის ხანგრძლივობის მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილით. ბოლო მენსტრუალური

პერიოდი-6 კვირის წინ, რაც მისთვის არ არის უჩვეულო. სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, თუმცა პაციენტი უჩივის დისკომპორტს. მუცლის გასინჯვით მარჯვენა ქვედა კვადრანტი მტკივნეულია, მენჯის გასინჯვით ვლინდება მარჯვენა დანამატის მტკივნეულობა) რომელი დიაგნოზია ნაკლებად სავარაუდო?

ა ) ექტოპიური ორსულობა

*ბ) მენჯის ანთებითი დაავადება

გ ) ჰემორაგიული corpus luteum კისტა

დ ) დანამატის შემოგრეხვა

646. ახალგაზრდა სქესობრივად აქტიური ქალი შემოსულია რამდენიმე საათის ხანგრძლივობის მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილით. ბოლო მენსტრუალური პერიოდი-6 კვირის წინ, რაც მისთვის არ არის უჩვეულო. სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, თუმცა პაციენტი უჩივის დისკომპორტს. მუცლის გასინჯვით მარჯვენა ქვედა კვადრანტი მტკივნეულია, მენჯის გასინჯვით ვლინდება მარჯვენა დანამატის მტკივნეულობა) რომელი ლაბ) ტესტია ნაკლებად გამოსადეგი დიაგნოზის დადგენისთვის?

*ა) სისხლის საერთო ანალიზი

ბ ) კულდოცენტეზი

გ ) ბეტა-ქორიონული გონადოტროპინი

დ ) მენჯის ექოსკოპია

647. დედიდან ნაყოფზე წითურას გადადების ალბათობა ყველაზე მაღალია:

*ა) ორსულობის პირველ თვეში

ბ ) ორსულობის მეორე თვეშ

გ ) ორსულობის მესამე თვეში

დ ) ორსულობის პირველ სამ თვეში ერთნაირია

648. FDA-ს მიხედვით, ორსულობის პერიოდში უსაფრთხო მედიკამენტებია:

ა ) X კატეგორიის

ბ ) D კატეგორიის

გ ) C კატეგორიის

*დ) A კატეგორიის

649. ორსულებში ღვიძლშიდა ქოლესტაზის დიაგნოზთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:

ა ) პაციენტები ჩვეულებრივ შემოდიან მესამე ტრიმესტრში ჩივილებით; ქავილი და მსუბუქი სიყვითლე

*ბ) ლაბორატორიული მონაცემებით ვლინდება 7-10-ჯერ მომატებული ტუტე ფოსფატაზა და მნიშვნელოვნად მომატებული ტრანსამინაზები

გ ) მკურნალობენ ქოლესტირამინით

დ ) ასოცირებულია ნაადრევი მშობიარობის და ნაყოფის დაზიანების რისკთან

650. რომელი არ არის პლაცენტის აშრევების რისკ ფაქტორი?

ა ) ჰიპერტენზია

ბ ) მუცლის ტრავმა

*გ) პირველი მშობიარობა

დ ) თამბაქოს მოწევა

651. სასწრაფომ მოიყვანა ორსული პაციენტი, რომელსაც მაღაზიაში დაეწყო გენერალიზებული გულყრა) გლუკოზა სისხლში-120მგ/დლ, წარსულში მსგავსი ჩივილები არ ჰქონია) პაციენტი გარეგნული შეფასებით დაახლოებით 17 წლის ასაკის და მინიმუმ 8 თვის ორსულია) ლეთარგიულია, აღინიშნება ჰიპერრეფლექსია( +3/4), არტერიული წნევა-170/100 mmHg. შესაბამისი საწყისი მედიკამენტია:

ა ) ჰიდრალაზინი

ბ ) ვალიუმი

გ ) ლაზიქსი

*დ) მაგნიუმის სულფატი

652. მაგნიუმის სულფატით ინტოქსიკაციის ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ღრმა მყესოვანი რეფლექსების გაქრობა

ბ ) რესპირატორული დეპრესია

*გ) ალმური

დ ) ბრადიდისრიტმიები

653. მესამე ტრიმესტრში ორსულს აღენიშნება სისხლდენა საშოდან. შესაბამისი საწყისი მართვა მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:

ა ) ნაყოფის გულისცემის შეფასება

*ბ) ვაგინალური გასინჯვა

გ ) სისხლის საერთო ანალიზი, ჯგუფი და რეზუსი, კოაგულოგრამა

დ ) ექოსკოპია

654. 34 კვირის ორსული უჩივის რამდენიმე საათის ხანგრძლივობის მარჯვენა ზედა კვადრანტის ტკივილს, ცხელებას. ლაბ) ტესტები: ლეიკოციტები სისხლში: 17,000, ტუტე ფოსფატაზა და ღვიძლის ფუნქციური ტესტები ნორმის ფარგლებშია, შარდში აღინიშნება პიურია ბაქტერიურიის გარეშე. შესაბამისი დიაგნოზია:

ა ) პიელონეფრიტი

ბ ) სალპინგიტი

*გ) აპენდიციტი

დ ) ქოლეცისტიტი

655. 4 დღის წინ ნამშობიერებ პაციენტს არენიშნება სისხლდენა საშოდან. გასინჯვით ვლინდება ცხელება, ჩირქოვანი გამონადენი და საშვილოსნოს მტკივნეულობა) სისხლდენის სავარაუდო მიზეზია:

ა ) პლაცენტის ნაწილის დარჩენა

*ბ) ენდომეტრიტი

გ ) საშვილოსნოს ატონია

დ ) გენიტალური ტრაქტის სამშობიარო ტრავმა

656. პაციენტს აღენიშნება თირკმლის მწვავე უკმარისობა) შარდის ხვედრითი წონაა 1,025, აღინიშნება ცილინდრები, სხვა მონაცემები ნორმალურია) შარდში ნატრიუმი <20-ზე, ნატრიუმის ფრაქციული ექსკრეცია <1%-ზე და თირკმლის უკმარისობის ინდექსი (RFI) <1%-ზე. რომელი ტიპის თირკმლის უკმარისობა აღენიშნება პაციენტს?

*ა) პრერენული აზოტემია

ბ ) რენალური აზოტემია

გ ) პოსტრენული აზოტემია

დ ) ინფორმაცია არ არის საკმარისი განსაზღვრისთვის

657. რენული აზოტემიის ყველაზე ხშირი მიზეზია

ა ) გლომერულონეფრიტი

ბ ) ავთვისებიანი ჰიპერტენზია

*გ) მწვავე ტუბულარული ნეკროზი (ATN)

დ ) ვასკულიტი

658. თირკმლის მწვავე უკმარისობის გართულებაა ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ჰიპერკალემია

ბ ) სითხის მოცულობით გადატვირთვა

გ ) ჰიპოკალცემია

*დ) ჰიპომაგნეზემია

659. რაბდომიოლიზის დიადნოსტირების ყველაზე სენსიტიური ტესტია:

ა ) შარდში მიოგლობინი

ბ ) შრატში მიოგლობინი

*გ) შრატის კრეატინკინაზა

დ ) ყველა თანაბრად სენსიტიურია

660. რომელია სიცოცხლისთვის საშიში ყველაზე ხშირი ინფექცია პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით?

ა ) ჰეპატიტი B

ბ ) ტოქსოპლაზმოზი

*გ) ციტომეგალოვირუსი

დ ) Strep pneumoniae

661. ყველა ჩამოთვლილი თირკმლის ქვა ექოკონტრასტულია, გარდა:

ა ) ცისტინი

*ბ) შარდმჟავა

გ ) მაგნიუმის ამიაკის ფოსფატი

დ ) კალციუმის ოქსალატი

662. ყველა ჩამოთვლილი გამომწვევი ასოცირდება პენისის წყლულთან, გარდა:

ა ) მარტივი ჰერპესი

ბ ) შანკროიდი

*გ) გონორეა

დ ) სიფილისი

663. ანამნეზში ჯანმრთელი 24 წლის ქალი შემოსულია ხშირი შარდვით, შეუკავებლობით და დიზურიით, რაც დაეწყო 2 დღეა) პაციენტი აფებრილურია, აღენიშნება მსუბუქი ბოქვენზედა მტკივნეულობა) შარდის ანალიზით ვლინდება პიურია და ბაქტერიურია) ამ პაციენტისთვის ყველაზე შესაბამისი ანტიბიოტიკია:

ა ) აუგმენტინი

ბ ) ციპროფლოქსაცინი

გ ) ამოქსიცილინი

*დ) ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი

664. 28 წლის ბისექსუალი მამაკაცი შემოსულია სწორი ნაწლავის ქავილით და გამონადენით. გასინჯვით ვლინდება ანთება და ჩირქოვანი გამონადენი. შესაბამისი საწყისი მკურნალობაა:

ა ) ცეფტრიაქსონი 250მგ ი/მ

ბ ) დოქსიციკლინი 100მგ PO 2-ჯერ დღეში 10 დღე

*გ) ცეფტრიაქსონი 125მგ ი/მ + დოქსიციკლინი 100მგ PO 2-ჯერ დღეში 7 დღე

დ ) ერითრომიცინი 500მგ PO 4-ჯერ დღეში 7 დღე

665. ყველა ჩამოთვლილი კლასის მედიკამენტები ასოცირდება შარდის შეკავებასთან, გარდა:

*ა) სიმპათოლიტიკები

ბ ) ალფა-ადრენოსტიმულატორები

გ ) ციკლური ანტიდეპრესანტები

დ ) ანტიჰისტამინები

666. ხანდაზმული მამაკაცი გამოგზავნილია მოხუცთა სახლიდან მუცლის შებერილობით და დისკომფორტით. გასინჯვით ვლინდება მნიშვნელოვნად გადაბერილი შარდის ბუშტი. ჩაიდგა ფოლეის კათეტერი, მიღებულია საწყისი 2000მლ და შემდეგი 3 საათის განმავლობაში 900მლ შარდი. პაციენტის შესაბამისი მართვაა:

ა ) გაწერა მოხუცთა სახლში კათეტერით

ბ ) კათეტერის ამოღება და დაბრუნება მოხუცთა სახლში

*გ) ჰოსპიტალიზაცია ი/ვ სიტხეების დანიშვნის და ელექტროლიტური დისბალანსის კორექციისთვის

დ ) არცერთი ჩამოთვლილი

667. მხრის ძვლის წინა ამოვარდნილობასთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ყველაზე გავრცელებულია სუბკორაკოიდული დისლოკაცია

*ბ) თანმხლები ნეიროვასკულარული დაზიანებები არ გვხვდება

გ ) Hill-Sach -ის დეფორმაცია შეადგენს წინა ამოვარდნილობების 50%-ს

დ ) მკურნალობაა ჩასწორება და მხრის სარტყლის იმობილიზაცია

668. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული მხრის უკანა ამოვარდნილობებთან მიმართებაში?

*ა) ყველაზე უკეთ ჩანს აქსილარული და “Y" სკაპულარული რაკურსით

ბ ) ხშირად ასოცირდება იღლიის ნერვის დაზიანებასთან

გ ) მხრის ამოვარდნილობის ყველაზე ხშირი ტიპია

დ ) ხშირად ასოცირდება გლენოიდული რკალის მოტეხილობასთან

669. ჩამოთვლილთაგან რომელია rotator cuff-ის შემადგენელი?

ა ) ბეჭზედა კუნთი

ბ ) სუპრასპინატუსი

გ ) ინფრასპინატუსი

*დ) Teres major

670. Rotatot cuff-თან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) აკონტროლებს განზიდვას და მხრის გარეთა და შიგნითა როტაციას

ბ ) მყესების მიმაგრების ადგილია მხრის ძვლის დიდი და მცირე ბორცვები

გ ) მხრის წინა დისლოკაციის დროს შეიძლება მობრუნდეს

*დ) ყველა დაზიანებას სჭირდება ქირურგიული ჩარევა

671. ყველა ჩამოთვლილი მართებულია მხრის ძვლის მოტეხილობებთან მიმართებაში, გარდა:

ა ) მხრის ძვლის სხეულის მოტეხილობა ხშირად ასოცირდება რადიალური ნერვის დაზიანებასთან

ბ ) მხრის ძვლის ზედა მოტეხილობების კლასიფიკაცია ხდება Neer კლასიფიკაციის მიხედვით

*გ) მხრის ქირურგიული ყელის მოტეხილობა ასოცირდება მხრის თავის ავასკულარულ ნეკროზთან

დ ) მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობის მართვა განისაზღვრება ცდომის ხარისხით

672. როკზედა მოტეხილობებთან მიმართებაში ყველა მართებულია, გარდა:

ა ) ძირითადად გაშლილი ხელით დაცემის შედეგია

*ბ) მოზრდილებში უფრი ხშირია ვიდრე ბავშვებში

გ ) ასოცირდება Volkmann-ის იშემიური კონტრაქტურის ჩამოყალიბებასთან

დ ) თანმხლებია შუათანა ნერვის დაზიანება

673. დისტალური სხივის მოტეხილობას დისტალურ სხივ-იდაყვის დისლოკაციასთან ერთად ეწოდება:

*ა) გალეაცის მოტეხილობა

ბ ) მონტეგიას მოტეხილობა

გ ) Nightstick motexiloba

დ ) Maisonneuve მოტეხილობა

674. სხივის ნერვთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) გადის Guyon-ის არხში

ბ ) ფუნქციის დაზიანების შედეგია „მარწუხისებრი ხელის“ ტიპის დეფორმაცია

გ ) ახდენს ინტეროსეული კუნთების ინერვაციას

*დ) ხშირად თანმხლებია იდაყვის წინა დისლოკაციისა

675. ადამიანის ნაკბენის შედეგად განვითარებული მეტაკარპალური სახსრის მომცველი ცელულიტის ემპირიული ანტიბიოტიკების დანიშვნით გადაფარული უნდა იქნას ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ანაერობული სტრეპტოკოკი

ბ ) ოქროსფერი სტაფილოკოკი

გ ) ეიკინელა კოროდენსი

*დ) პასტურელა მულტოციდა

676. გაშლილი ხელით დაცემისას ყველაზე ხშირად ზიანდება:

ა ) Lunate

ბ ) ტრაპეციული

*გ) ნავისებული

დ ) Triquetrum

677. ნავისებური ძვლის მოტეხილობასთან დაკავშირებული ავასკულარული ნეკროზი უმეტესად ეხება:

ა ) ნავისებური ძვლის ბორცვს

ბ ) ძვლის დისტალურ ნაწილს

გ ) შუა ნაწილს

*დ) პროქსიმალურ ნაწილს

678. ჩამოთვლილ დაზიანებათაგან რომელი ასოცირდება „მაჯის გვირაბის სინდრომთან“?

ა ) პერილუნატური დისლოკაცია

*ბ) მთვარისებრი ძვლის დისლოკაცია

გ ) სკაფოიდურ-ლუნატური დისლოკაცია

დ ) არცერთი ჩამოთვლილი

679. ყველა ჩამოთვლილი დაზიანება გაშლილი ხელით დაცემის შედეგია) რომლის მექანიზმია განსხვავებული?

ა ) Rotator cuff-ის დაზიანება

ბ ) მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობა

*გ) სხივის თავის სუბლუქსაცია (ქვეამოვარდნილობა)

დ ) როკზედა მოტეხილობა

680. მენჯის მოტეხილობით პაციენტებში სიკვდილის ძირითადი მიზეზია:

*ა) სისხლდენა

ბ ) თანმხლები დაზიანებები

გ ) დიაფრაგმის რუპტურა

დ ) სეფსისი

681. ბარძაყის წინა დისლოკაციასთან მიმართებაში სწორია ყველა, გარდა:

ა ) შეადგენს დისლოკაციების საერთო რაოდენობის 80-90%-ს

ბ ) მოგვიანებითი გართულებაა ავასკულარული ნეკროზი

*გ) კიდური განზიდულია, გარეთ როტირებული და მოხრილი

დ ) დაზიანების მექანიზმია მოხრილ მუხლზე პირდაპირი ზემოქმედება

682. ყველა ჩამოთვლილი მენჯის მოტეხილობის ნიშანია, გარდა:

ა ) Destot-ის ნიშანი

ბ ) Earle-ის ნიშანი

*გ) McMurray-ის ნიშანი

დ ) Roux-ის ნიშანი

683. რომელია ლატერალური მუხლის სტაბილიზატორი?

ა ) ლატერალური Vastus და ბარძაყის სწორი კუნთი

ბ ) სემიმემბრანული კუნთი და მადიალური კოლატერალური იოგი

*გ) ილიოტიბიალური ბმული და ბარძაყის ორთავა კუნთი

დ ) ჯვარედინი იოგები

684. მუხლის დისლოკაციასთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) თანმხლები პოპლიტეური არტერიის დაზიანება გვხვდება 30-40%-ში

*ბ) თბილი ტერფი და პულსაციის არსებობა გამორიცხავს პოპლიტეური არტერიის დაზიანებას

გ ) ტერფის დორსალური ნაწილის ანესთეზია და მოხრის შეუძლებლობა თანმხლები პერონეული ნერვის დაზიანების ნიშანია

დ ) არტერიოგრაფია მიზანშეწონილია ყველა პაციენტთან ამ დაზიანებით

685. რომელი არ არის წინა კომპარტმენტის ადრეული ან საიმედო ნიშანი?

ა ) ტკივილი ტერფის აქტიური მოხრის დროს

ბ ) ტერფის პირველი თითის არეში მგრზნობელობის დაკარგვა

*გ) ტერფზე პერიფერიული პულსის არარსებობა

დ ) ტკივილი პასიური მოხრისას

686. რომელი ნიშანი შეესაბამება კოჭ-წვივის სახსრის მესამე ხარისხის ღრძობას?

ა ) ზომიერი შეშუპება

ბ ) სიარულის შესაძლებლობა

*გ) დადებითი სტრეს ტესტი

დ ) ფუნქციების საშუალო ხარისხის მოშლა

687. ქუსლის მოტეხილობასთან მიმართებაში სწორია ყველა, გარდა:

ა ) გვხვდება წელის მალების მოტეხილობების 10%-ში

ბ ) ზოგადად კომპრესიული დაზიანების შედეგია (ვარდნა)

*გ) ტერფის მეორე ყველაზე ხშირად დაზიანებადი ძვალია

დ ) <20%-ზე ბოჰლერის კუთხე შეესაბამება ქუსლის ძვლის სხეულის დეპრესიულ მოტეხილობას

688. წინა ტერფის შუასგან გამომყოფი სახსარია:

ა ) ჩარკოს

*ბ) ჩოპარტის

გ ) ლისფრანკის

დ ) ბოჰლერის

689. 28 წლის ათლეტი შემოსულია მუხლის ტკივილით. 2 საათის წინ ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო პირდაპირი დარტყმით ლატერალურ მუხლზე. რენტგენოგრამაზე მოტეხილობა არ აღინიშნება) გასინჯვით ვლინდება ჰემართროზი, იოგების არასტაბილურიბა ვალგუსის სტრეს ტესტით 30 გრადუსით მოხრით. სხვა ტესტები უარყოფითია, სავარაუდო დიაგნოზია:

ა ) წინა ჯვარედინი იოგის რუპტურა

*ბ) შუა კოლატერალული იოგის რუპტურა

გ ) შუა კოლატერალური იოგის რუპტურა წინა ჯვარედინი იოგის და უკანა კაპსულის პოტენციურ დაზიანებასთან ერთად

დ ) ლატერალური კოლატერალური იოგის რუპტურა

690. 60 წლის ქალი უცივის 1 დღის ხანგრზლივობის მუხლის ტკივილს. ტრავმის და მსგავსი ჩივილების ანამნეზს უარყოფს. გასინჯვით მუხლი მტკივნეულია, ცხელი და ერიტემატოზული. სახსრის ასპირაციით მიღებული სითხე მღვრიეა, 10,000 ლეიკოციტით

(>75%-ზე PMNs), ნორმალური გლუკოზა და რომბისებური ფორმის კრისტალები. სავარაუდო დიაგნოზია:

ა ) ოსტეოართრიტი

ბ ) რევმატოიდული ართრიტი

გ ) ნიკრისის ქარი

*დ) ფსევდო ნიკრისის ქარი

691. 40 წლის ქალი უჩივის წელის ტკივილს, შარდვის და დეფეკაციის შეუკავებლობას. გასინჯვით დაქვეითებულია შორისის მგრძნობელობა და ანუსის ტონუსი. მართვის ყველაზე შესაბამისი ტაქტიკაა:

ა ) წოლითი რეჟიმი 2 დღის განმავლობაში, შესაბამისი ანალგეზია, მიორელაქსანტები და ორთოპედის კონსულტაცია 2 დღეში

ბ ) წოლითი რეჟიმი 2 კვირა, სათანადო ანალგეზია, მიორელაქსანტები და ორთოპედის კონსულტაცია 2 კვირაში

*გ) ნეიროქირურგის გადაუდებელი კონსულტაცია დისკის დეკომპრესიის მიზნით

დ ) წოლითი რეჟიმი 2 დღე, შესაბამისი ანალგეზია, მიორელაქსანტები და ნეიროქირურგის კონსულტაცია 2 დღეში

692. 62 წლის ქალი დაცემის შემდეგ უჩივის ძლიერი ინტენსივობის მხრის და მხრის სარტყლის ტკივილს. რენტგენოლოგიურად აღინიშნება მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობა) მცირე ბორცვი გადაადგილებულია 1 სმ-ზე მეტად) Neer-ის მიხედვით ეს მოტეხილობაა:

ა ) ერთნაწილიანი

*ბ) ორნაწილიანი

გ ) სამნაწილიანი

დ ) ამ მოტეხილობის შესაბამისი Neer-ის კლასიფიკაციით არ არსებობს

693. 62 წლის ქალი დაცემის შემდეგ უჩივის ძლიერი ინტენსივობის მხრის და მხრის სარტყლის ტკივილს. რენტგენოლოგიურად აღინიშნება მხრის ძვლის პროქსიმალური

მოტეხილობა) მცირე ბორცვი გადაადგილებულია 1 სმ-ზე მეტად) რომელი ჩამოთვლილი თანმხლები მოტეხილობა ასოცირდება ამ დაზიანებასთან?

ა ) ლავიწის მოტეხილობა

*ბ) მხრის ძვლის უკანა ამოვარდნილობა

გ ) მხრის ძვლის წინა და უკანა ამოვარდნილობა

დ ) მხრის წინა ამოვარდნილობა

694. კონპარტმენტ სინდრომთან მიმართებაში მართებულია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) შეიძლება იყოს ქრაშ დაზიანებების, მოტეხილობების, მჭიდრო ნახვევების ან თაბაშირის შედეგი

ბ ) ყველაზე ხშირი კონპარტმენტია წვივის წინა და წინამხრის ვოლარული ნაწილის

*გ) კომპარტმენტის ნორმალური წნევაა 10-20 mmHg

დ ) საწყისი მართვა გულისხმობს მჭიდრო ნახვევების (თუ არის) მოხსნა

695. რომელია ამპუტირებული თითის რეიმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენება?

ა ) ერთი თითის ამპუტაცია (არა ცერის)

ბ ) სერიოზული თანმხლები სისტემური დაავადება

გ ) მნიშვნელოვნად დაზიანებული ან დაბინძურებული ნაწილი

*დ) არასტაბილური პაციენტი სიცოცხლისთვის საშიში სხვა დაზიანებებით

696. რეიმპლანტაციისთვის სისხლძარღვთა ქირურგის ლოდინის განმავლობაში ამპუტირებული ნაწილის შენახვის საუკეთესო მეთოდია:

ა ) კონტეინერის 10%-იან ბეტადინის ხსნარში მოთავსება და ყინულიან წყალში შენახვა

*ბ) ირიგაცია კრისტალოიდებით მსხვილი ნაწილაკების მოსაშორებლად, შეხვევა NS-ში დასველებულ სტერილურ დოლბანდში, სტერილურ კონტეინერში მოთავსება და ყინულიან წყალში შენახვა

გ ) ირიგაცია კრისტალოიდებით, სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებულ დოლბანდში შეხვევა და ყინულზე მოთავსება

დ ) 10%-იანი ბეტადინით ირიგაცია, ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებულ სტერილურ დოლბანდში შეხვევა და ორ ყინულის პაკეტს შორის მოთავსება

697. ბეჭის ძვლის მოტეხილობასთან მიმართებაში სწორია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ჩვეულებრივ მაღალი ენერგიით ტრავმის შედეგია

ბ ) 98%-ში ადგილი აქვს თანმხლებ სიცოცხლის ან კიდურისთვის საშიშ დაზიანებებს

გ ) ყველაზე ხშირი თანმხლები დაზიანებებია იფსილატერალური ფილტვის დაზიანება, ნეკნების და ლავიწის მოტეხილობა

*დ) ბეჭის ძვლის მოტეხილობების უმრავლესობას სჭირდება ორთოპედის კონსულტაცია ჩასწორების და ფიქსაციის მიზნით

698. დიდი იოგებიდან მუხლის ტრავმის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება:

ა ) მადიალური კოლატერალური იოგი

ბ ) ლატერალური კოლატერალური იოგი

*გ) წინა ჯვარედინი იოგი

დ ) უკანა ჯვარედინი იოგი

699. 48 წლის მამაკაცი უჩივის მუხლის ტკივილს დაცემის შემდეგ) გასინჯვით გამოვლინდა მნიშვნელოვანი ჰემართროზი, ასპირაციის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა) ასპირაციულ სითხეში ცხიმოვანი ნაწილაკების აღმოჩენა ნიშნავს:

ა ) წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებას

ბ ) პერიფერიული მენისკის დაზიანებას

*გ) მოტეხილობას

დ ) არცერთ ჩამოთვლილს

700. მტევნის საკუთარი კუნთების ინერვაცია ხდება:

*ა) საშუალო და იდაყვის ნერვებით

ბ ) იდაყვის და სხივის ნერვებით

გ ) საშუალო და სხივის ნერვებით

დ ) მედიანური, სხივის და იდაყვის ნერვებით

701. რომელი პათოლოგიის დიაგნოსტიკაში გვეხმარება ეფლის და მაკ მიურეის ტესტი?

ა ) კვიტისთავის ქონდრომალაცია

*ბ) მენისკის დაზიანება

გ ) წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება

დ ) უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება

702. ერითემა მულტიფორმეს განვითარებას ხელს უწყობს ყველა ქვემოთჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა:

ა ) მედიკამენტები;

ბ ) ინფექციური დაავადებები;

გ ) ავთვისებიანი პროცესი (ლიმფომა, კარცინომა)

*დ) ტრავმა

703. დამახასიათებელი დაზიანების კერები ერითემატოზული ფოლაქი მუქი ცენტრითა და ღია მოჭითალო არშიით ხელის გულებასა და ტერფძირის ზედაპირზე კლასიკურად ტიპიური დამახასიათებელია შემდეგი დერმატოლიური მდგ-ბისათვის:

*ა) Erythema multiforme

ბ ) მეორადი სიფილისი

გ ) დისემინირებული გონოკოკური დაავადება

დ ) ვარდისფერი პიტირიაზი

704. დადებითი "ნიკოლსკის ნიშანი" დამახასიათებელია კანის იმ დაზიანებისათვის, რომელიც ტიპიურად ასოცორებულია:

ა ) ტოქსიური შოკის სინდრომთან;

ბ ) Herpes Zoster - ინფექცია

*გ) ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი;

დ ) კონტაქტური დერმატიტი;

705. ცანკის ნაცხი ინფორმატიულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგ-ბების სადიაგნოსტიკოდ, გარდა:

ა ) მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექცია (ტიპი 1 და ტიპი 2)

ბ ) ვარიცელა (ჩუტყვავილა)

*გ) Erythema multiforme

დ ) Herpes Zoster

706. წითელ ქართან მიმართებაში სწორია ყველა დებულება, გარდა:

ა ) ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია სახესა და ქვედა კიდურებზე;

*ბ) ინფექციის გამომწვევია Staph. Aureus

გ ) წარმოადგენს ცელულიტის სახეობას.

დ ) გასინჯვით აღინიშნება მტკივნეული, მგრძნიობიარე მოჭითალო ფოლაქი, რომელიც კანის ზედაპირიდან ამოწეულია და დემარკაციული საზღვერები გააჩნია)

707. ვარდისფერ მოწითალო მაკულოპაპულარული გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და სწრაფად ვრცელდება ტორსსა და კიდურებზე და ასოცირებულია ლიმფადენოპათიასთან (ჩვეულებრივ პოსტარურიკულარული, სუბოქციპიტალური და უკანა ცერვიკალური მიდამოები) ყველაზე მეტად დამახასიათებელია:

*ა) წითურა;

ბ ) Roseola;

გ ) წითელა

დ ) Varicella;

708. ყველა დებულება მართებულია "კოპლიკის ლაქებთან" მიმართებაში, გარდა:

ა ) ისინი ვითარდება ლოყის ლორწოვანზე;

*ბ) ისინი პათოგნომურია წითურასათვის;

გ ) ეს არის თეთრი პაპულები ერითემატოზურ ფუძეზე;

დ ) ისინი ჩნდება გამონაყარის გან-მდე 1-2 დღით ადრე.

709. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პათოლოგიისათვისაა ყველაზე მეტად დამახასაიათებელი სპეციფიური ლაქა:

ა ) ფსორიაზი;

ბ ) ექსფოლიაციური დერმატიტი;

გ ) ტოქსიური შოკის სინდრომი;

*დ) ვარდისფერი პიტირიაზი;

710. რომელი ქვემოთ ჩამოთვლიოლი მდ-ბისათვის არაა დამახასიათებელი ლორწოვანი გარსების ჩართულობა პათოლოგიურ პროცესში?

ა ) სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

ბ ) Erythema multiforme;

გ ) ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი;

*დ) სტაფილოკოკური კანის აქერცვლის სინდრომი;

711. მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციის ორალური აციკლოვირით მკ-ბასთან მიმართებაში, რომელი ყველა დებულებაა მართებული:

ა ) მკ-ბის ეს მეთოდი რეკომენდირებულია პირველადი დაინფიცირების დროს, მაგ) უროგენიტალური ინფექციების შემთხვევაში;

ბ ) ამცირებს ვირუსის გავრცელების დიაპაზონს ორგანიზმში, აჩქარებს გამოჯანმრთელებას და სიმპტომების ხანგრძლივობას ამცირებს.

გ ) ძალზე ხშირი რეკურენსული შემთხვევების დროს ის შესაძლოა გამოყენებული იქნას პროფილაქტიკის მიზნითან.

*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

712. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი უწყობს ხელს სტაფილოკოკური კანის აქერცვლის სინდრომისა და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის დიფერენცირებას, გარდა:

*ა) დადებითი "ნიკოლსკის ნიშნის" არსებობა;

ბ ) პაციენტის ასაკი;

გ ) ლორწოვანი გარსის ჩართულობა პათოლოგიურ პროცესში;

დ ) ანამნეზში ახლახან გადატანილი საშარდე გზების ინფექცია ან ჩირქოვანი კონიუქტივიტი;

713. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგ-ბა კლასიკურად იწვევს პათოლოგიური დაზიანების უბნების წარმოშობას ხელისა და ფეხის გულებზე, გარდა:

ა ) Erythema multiforme;

*ბ) ჩუტყვავილა;

გ ) მეორადი სიფილისი;

დ ) კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ე.წ. მე-5 დაავადება, ან ხელ-ფეხ-სახის დაავადება;

714. იმუნოკომპრომეტირებული პაციენტი შემოვიდა კლინიკაში მტკივნეული ვეზიკულური გამონაყარით, რომელსაც აქვს დერმატომული ტიპის გავრცელება) რომელია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მიზანშეწონილი მართვა ამ პაციენტისათვის?

ა ) ორალური აციკლოვირი;

ბ ) ანალგეზია და მშრალი კომპრესები;

გ ) სისტემური კორტიკოსტეროიდები;

*დ) ივ აციკლოვირი და ჰოსპიტალიზაცია;

715. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დებულება მართებულია დისემინირებულ გონოკურ ინფექციასთან მიმართებაში, გარდა:

*ა) უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში;

ბ ) დაზიანები უბები ვითარდება, როგორც მტკივნეული მოჭითალო პაპულები ან პეტექიები, რომელნც გადადის პუსტულებში და ვეზიკულებში "წითელი რკალით" და

მონაცრისფრო ნეკროზული ცენტრით.

გ ) დაზიენბის კერები ძირითადად განლაგებულია პერიარტიკულარულ არეებჭში კიდურების დისტალურ ნაწილებში.

დ ) ცხელება, შემცივნება და მიგრაციული პოლიართრალგიების ხშირია)

716. Impetigo contagiosa-ს გართლებებს წარმოადგენს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) გავრცელება ლოკალურად;

ბ ) კონტაგიოზურობა;

გ ) მწვავე პოსტსტერეპტოკოკული გლომერულონეფრიტი;

*დ) რევმატიული ცხელება;

717. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დებულება Herpes Zoster-თან მმიმართებაში სწორია, გარდა:

ა ) ესა კომუნიკაციური დაავადება;

ბ ) დაზიანების კერა ცხვირის წვერის მიდამოში მაჩვენებელია თვალის პროცესში ჩართვის.

*გ) ცერვიკალური დერმატომები ყველაზე ხშირადაა ჩართული პათოლოგიურ პროცესში.

დ ) პოსტჰერპესული ნევრალგია, როგორც ინფექციის გართულება, ვითარდება 40%-ზე მეტი რ-ბის პაციენტებში ,როემლთა ასაკი აღემატება 60 წელს.

718. კვანძოვანი ერითემისათვის დამახასიათებლი დაზიანების უბნები როგორც წესი, ტიპიურად ლოკალიზებულია:

ა ) ხელებზე;

ბ ) სახეზე;

*გ) ქვედა კიდურებზე;

დ ) ტორსზე;

719. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი არის დამოკიდებული K ვიტამინზე, გარდა:

ა ) II

ბ ) VII

გ ) IX

*დ) XI

720. კოაგულოგრამაში იზოლირებულად PT-ს მომატება აღინიშნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგ-ბის დროს, გარდა:

ა ) პაციენტები, რომლენიც იტარებენ მკ-ბას ვარფარინით;

ბ ) პაციენტები ღვიძლის დაავადებით;

გ ) პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ K ვიტამინის დეფიციტი.

*დ) პაციენტები, დაავადებულნი ჰემოფილიით.

721. გარეგანი სისხლის შედედების სისტემის შესაფასებლად საუკეთესო ტესტია:

ა ) სისხლის შედედების დრო;

*ბ) პროთრომბინის დრო;

გ ) თრომბინის დრო:

დ ) პარციალური ვთრომბოპლასტინის დრო;

722. ყველა ჩამოთვლილი ლაბ. მონაცემი გვხვდება დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების დროს, გარდა:

*ა) მომატებული ფიბრინოგენის დონე;

ბ ) თრომბოციტების რ-ბის შემცირება;

გ ) ფრაგმენტირებულ ერითროციტები და ანემია;

დ ) ფიბრინის დაშლის პროდუქტების მომატება;

723. ლაბორატირიული ტესტი, რომელიც განასხვავებს A და B ჰემოფილიას ფონ ვილენბრანდის დაავადებისაგან, არის:

ა ) PTT;

*ბ) სისხლდენის დრო;

გ ) PT;

დ ) თრომბოციტების რ-ბა;

724. რომელი მათგანია ეფექტური ჰემოფილია A, B და ფონ ვილენბრანდის ფაქტორის სამკურნალოდ (თუმცა არა არჩევის თარაპიული მეთოდი):

ა ) კრიოპრეციპიტატი;

ბ ) DDAVP -დესმოპრესინი;

გ ) პროთრომბინის კომპლექსი;

*დ) აგპ (ახლად გაყინული პლაზმა)

725. სისხლის შედედების ლაბილური ფაქტორებიდან გამსაკუთრებით რომლის რ-ბაა შემცირებული შენახულ სისხლში?

ა ) ფაქტორები VIII და I

*ბ) ფაქტროები VIII და V

გ ) ფაქტორები VII და V

დ ) ფაქტორები IX და XI

726. კრიოპრეციპიტატთან მიმართებაში სწორია ყველა, გარდა:

ა ) ის ეფექტურია ფონ ვილენბრანდის დაავადების ყველა ტიპის მკ-ბის დროს.

*ბ) შეიცავს დიდი რ-ბით I, VIII და IX ფაქტორებს.

გ ) მისი გამოყენება დაკავშირებულია შიდსისა და ჰეპატიტის ვირუსების ტრანსმისიასთან.

დ ) ეფექტურია ჰემოფილია A-ს სამკურნალოდ, თუმცა არ წარმოადგენს არჩევის თერაპიას.

727. ყველა დებულება შედედების დროსთან მმართებაში სწორია, გარდა:

ა ) საუკეთესო ტესტია თრომბოციტების ფუნქციის შესაფასებლად;

*ბ) ნორმალური მაჩვენებელი 10-12წთ.

გ ) შესაძლებელია იყოს გახანგრძლივებული პაციენტებში, რომელნიც იღებენ ასპირინსა და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედ-ბს.

დ ) გახანგრძლივებულია რენდიუ-ვებერ-ოსლერის დაავადების დროს.

728. ცენტრალური ციანოზი შესაძლოა გამოწვეული იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილის მიერ, გარდა:

ა ) სიმაღლის დაავადება;

ბ ) მეტჰემოგლობინემია;

*გ) გულის შეგუბებითი უკმარისობა;

დ ) ანატომიური შუნტები;

729. ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემიით დაავადებულ პაციენტებში აპლასტიურ კრიზთან მიმართებაში მართებულია ყველა დებულება, გარდა:

ა ) ხშირად ხელშემწყობი ფაქტორია ინფექცია;

*ბ) პაციენტები უჩივიან მუცლის ტკივილს და ფიზიკალური გასინჯვით ვლინდება სპლენომეგალია)

გ ) დიაგნოზი დგინდება რეტიკულოციტების რ-ბის შემცირებითა და დაბალი ჰემოგლობინით.

დ ) პაციენტები ჩვეულებრივ შოკურ მდგ-ში იმყოფებიან, ჟანგბადდამოკიდებულნი, ესაჭიროებათ ფოლის მჟავა, ივ ინფუზია, და ტრანსფუზია)

730. ყველაზე ზუსტი ტესტი ანტიკოაგუაციის ადექვატურობის შესაფასებლად იმ პაციენტებში, როემლნიც ქრონიკულად იღებენ კუმადინს, არის:

ა ) PT;

ბ ) PTT;

*გ) INR

დ ) PT და INR თანაბარი მნიშვნელობისაა და შესაძლოა მათუი მონაცვლეობით გამოყენება)

731. 7 წლის პაციენტი შემოყვანილია გადაუდებელი მედ-ის დეპ-ში თავისა და მუხლის შემთხვევითი ტრავმით (30 წთ-ის წინ). ცნობილია, რომ პაციენტი დაავადებულია ჰემოფილია A-თი და კვლევების შედეგად დაუდგინდა ფრონტალური მიდამოს კანქვეშა ჰემატომა და ჰემართროზი მარცხენა მუხლის არეში. თქვენ გადაწუვიტეთ დაიწყოთ მკ-ბა VIII ფაქტორის კონცენტრატით, რადგან ეჭვობთ ინტრაკრანიალურ სისხლდენას, თანაც პაციენტი უფრო ლეთარგიულია, ვიოდრე უშუალოდ ტრავმის მიღების შემდგომ პერიოდში. ყველაზე შესაფერისი დოზირება VIII ფაქტორისა არის:

ა ) 18ერთ/კგ;

ბ ) 26ერთ/კგ;

*გ) 50ერთ/კგ;

დ ) შეუძლებელია დოზირების განსაზღვრა მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით.

732. 40 წლის ქ-ნი შემოვიდა გადაუდებელი მედ-ის დეპ-ში ღრძილებიდან სისხლდენის ჩივილით კბილების ხეხვის დროს, ასევე აღენიშნება მენორაგია) ფიზიკალური გასინჯვით გამოვლინდა მრავლობითი პურპურები, განსაკუთრებით ქვედა კიდურებზე, თუმცა აქტიური სისლხდენა პაციენტს არ აღენიშნება) ლაბ) კვლევამ გამოავლინა თრომბოციტების რ-ბა 25000, შედედების დრო 11წთ, HB -12,8 და შარდოვანა და კრეატინინი შესაბამისად 15/0,8 და PT/PTT ნორმალური მაჩვენებლები.ყველაზე მიზანშეწონილი საწყისი თერაპია ამ პაციენტისათვის არის:

ა ) თრომბოციტების ტრანსფუზია;

*ბ) პლაზმაფერეზი;

გ ) კრიოპრეციპიტატის ტრანსფუზია

დ ) სასწრაფო სპლენექტომია;

733. ავთვისებიანი პროცესის გამო განვითარებული ექსუდაციური პერიკარდიტის შედეგად ტამპონადასთან მიმართებაში სწორია ყველა, გარდა:

ა ) ეკგ-ზე QRS-ის დაბალი ვოლტაჟი კორელირებს ამ დიაგნოზთან;

ბ ) ფიზიკალური გასინჯვით ჰიპოტენზიაა, დაბალი პულსური წნევა, გადაბერილი საუღლე ვენები და მოყრუებული გულის ტონები;

*გ) დამხმარე თერაპია გულისხმობს სითხეებით ფრთხილ დატვირთვას და პრესორების გამოყენებას.

დ ) დიაგნოზის დადასტურება ხდება ექოკარდიოგრაფიით ან სვან-განცის კათეტერიზაციით.

734. ზედა ღრუ ვენის ობსტრუქციასთან მიმართებაში სწორია ყველა, გარდა:

ა ) პაციენტებს აქვთ თავის ტკივილი, სახისა და ზედა კიდურების შეშუპება და ქოშინი.

ბ ) ძირითადი მიზეზია ფილტვის სიმსივნე და ლიმფომა)

გ ) აუცილებელი თერაპიული ღონისძიებაა ჟანგბადი, დიურეტიკები და კორტიკოსტეროიდები.

*დ) დასაწყისში, სიმპტომები ვითარდება საღამოობით.

735. ეკგ მონაცემი, რომელიც მიუთითებს ჰიპერკალცემიის არსებობაზე არის შემდეგი:

*ა) QT ინტეტვალის შემცირება;

ბ ) QT ინტერალის გახანგრძლივება;

გ ) PR ინტერვალის გახანგრძლივება;

დ ) მაღალი და წვეტიანი T კბილები.

736. რომელი სიმპტომები არ მიუთითებს ჰიპერკალციემიაზე?

ა ) ცნობიერების დაქვეითებულ დონე/ლეთარგია

*ბ) ჰიპოტენზია;

გ ) ყაბზობა;

დ ) ანორექსია/ღებინება/გულისრევა

737. პატიენტი შემდეგი ტრიადით - აუხსნელი სტუპორი ან კომა, ანემია და თრომბული სვეტის წარმოშობა პერიფერიული სისხლის ნაცხში მი?თითებს მაღალი ალბათობით:

ა ) მწვავე ადრენალური უკმარისობა;

ბ ) ჰიპერკალცემია;

*გ) ჰიპერვისკოზური სინდრომის გან-ბა;

დ ) ზედა ღრუ ვენის სინდრომი;

738. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი არ მიუთითებს ადრენალური უკმარისობის დიაგნოზს?

ა ) ჰიპერკალემია;

ბ ) ჰიპოტენზია;

გ ) ჰიპონატრიემია;

*დ) ჰიპერგლიკემია;

739. ლეპტომენინგეალური კარცინომატოზისათვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია:

*ა) თავის ტკივილი;

ბ ) შარდის შეუკავებლობა;

გ ) წელის ტკივილი;

დ ) სახის ნერვის პარეზი;

740. ჰიერვისკოზური სინდრომის ეტიოლოგიაა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია;

*ბ) ლიმფომა;

გ ) მიელომური დაავადება;

დ ) ვალდენშტრომის მაკროგლობულინემია;

741. მალიგნიზაციით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობის ყველაზე მიზანშწონილი თერაპიაა:

ა ) გლუკოკორტიკოიდების დანიშვნა;

ბ ) პლიკამიცინის (მიტრამიცინი) დანიშვნა;

*გ) სითხეების ინფუზია (ფიზიოლოგიური ხსნარი) და შემდგომ ფუროსემიდის დანიშვნა)

დ ) კალციტონინით მკურნალობა)

742. კიბოთი დაავადებულ პაციენტში ინფექციის გამომწვევიაძირითადად:

ა ) ვირუსი;

*ბ) ბაქტერია;

გ ) სოკო;

დ ) პროტოზოა;

743. სიმსივნით დაავადებული პაციენტისათვის, რომლის ძირითადი ჩივილია ცხელება, მუცლის ტკივილი, ასოცირებული პერიტონიტი, ყველაზე მიზანშეწონილი ანტიბიოტიკოთერაპიის რეჟიმი არის:

ა ) ანტიპსევდომონური ამინოგლიკოზიდი პლუს ანტიფსევდომონური პეინიცილინი;

ბ ) ფტორქინილონი და ანტიფსევდომონური ამინოგლიკოზიდი პლუს ანტიპსევდომონური მესამე თაობის ცეფალოსპორინი;

გ ) მეტრონიდაზოლი ან კლინდამიცინი;

*დ) ა+გ და ბ+გ

744. ახალშობილი, რომელიც გაჩნდა სახლის პირობებში და არ ჰქონდა ჩატარებული პერინატალური მეთვალყურეობა, მოყვანილ იქნა მშობიარობიდან მე-12-ე დღეს გადაუდებელი მედიცინის დეპ-ში. პაციენტს აღენიშნება ჩირქოვანი გამონადენი თვალიდან და ხველა) გამომწვევი მიკროორგანიზმი მაღალი ალბათობით არის:

ა ) ოქროსფერი სტაფილოკოკი;

ბ ) ადენოვირუსი;

*გ) Chlamydia trachomatis

დ ) Neisseria gonorrhea;

745. 20 წლის მამაკაცი უჩივის მარჯვენა თვალის სიწითლეს და გაღიზიანებას გამონადენით. კონიუქტივა ინიცირებულია და აღინიშნება დიდი რ-ბით ჩირქოვანი გამონადენი. მხედველობის სიმახვილე და გუგის ფოტორეაქცია შენახულია) მაღალი ალბათობით გამომწვევი ორგანიზმია:

*ა) Neisseria gonorrhea;

ბ ) Herpes simplex;

გ ) Adenovirus;

დ ) ვირუსული კონიუქტივიტი;

746. Neisseria gonorrhea-თი გამოწვეული კონიუქტივიტის ყველაზე მიზანშეწონილი მკურნალობაა:

ა ) პაციენტის სახლში გაწერა ერითრომიცინისა და ტეტრაციკლინის თვალის მალამოთი;

ბ ) სახლში გაწერა ტობრამიცინის თვალისწვეთებით ან მალამოთი.

გ ) ჰოსპიტალიზაცია ივ ან იმ ცეფტრიაქსონის დანიშვნით.

*დ) ჰოსპიტალიზაცია ივ ან იმ სეფტრიაქსონითა და ერითრომიცინის ან ტეტრაციკლინის თვალის მალამოს დანიშPულებით პლუს per os ერითრომიცინი ან ტეტრაციკლინი.

747. ტკივილის გარეშე მხედველობის სიმახვილის დაქვეითების ან სიბრმავის მიზეზია ყველა, გარდა:

ა ) რეტინელური არტერიის ოკლუზია;

*ბ) მწვავე ირიტი;

გ ) რეტინის აშრევება;

დ ) რეტინელური ვების ოკლუზია;

748. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზია დაკავშირებული პერიფერიული მხედველობის ტკივილის გარეშე დაკარგვასთან?

*ა) პირველადი ღია კუთხოვანი გლაუკომა;

ბ ) მწვავე ირიტი;

გ ) რეტრობულბარული ნევრიტი;

დ ) დამწვრობა;

749. 77 წლის პაციენტი (ქალბატონი) უჩივის თავის ტკივილს, მხედველობის უეცარ დაკარგვას მარცხენა თვალში. გასინჯვით ვლინდება თვალში სინათლის აღქმა, გუგი რეაქცია ნორმაშია, ინტაქტური რქოვანა) ედსი - 60. ყველაზე მიზანშეწონილი მკურნალობა ამ პაციენტისათვის არის:

ა ) თვალში პილოკარპინის წვეთები.

ბ ) თვალის სტეროიდის წვეთები და მალამო;

გ ) ოფთალმოლოგთან ვიზიტი 3-4 დღეში.

*დ) მაღალი დოზით ივ სტეროიდები;

750. ორბიტის დამსხვრეული მოტეხილობის ნიშნებია ყელა ქვემოტ ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) ინფრაორბიტალური ანესთეზია;

*ბ) პულსირებადი ეგზოფთალმი;

გ ) კანქვეშა ორბიტაური მიდამოს ემფიზემა;

დ ) ტკივილი და დიპლოპია ზემოთ ხედვის დროს;

751. გადაუდებელი მედიცინის დე-ში შემოვიდა პაციენტი ზედა ქუთუთოს ჭრილობით. დათვალიერებიტ აღენიშნება ჰორიზონტალური ჭრილობა და ასოცირებული ფტოზი. თვალის კაკალი დაზიანებული არაა) ასეთი დაზიანების დროს ასოცირებული ტიპიური დაზინაებაა:

ა ) საცრემლე არხის;

ბ ) ორბიტის ძგიდის;

*გ) ქუთუთოს ამწევი კუნთის;

დ ) ყვრიმალის ძვლის;

752. თვალის კაკლის გახეთქვაზე მიუთითებს ყველა ქვემოტ ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

ბ ) მინისებრი სხეულის ჰემორაგია;

*გ) ეგზოფტალმი;

დ ) თვალის ქუთუთოს პენეტრირებული ჭრილობა;

753. მარკუს-გუნის გუგა გამოკვლევის დროს მიუთითებს:

ა ) ინფექციას;

*ბ) მხედველობის ნერვის დაზიანებას;

გ ) ენცეფალიტს;

დ ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

754. 70 წლის ქალბატონი შემოვიდა კლინიკაში მწვავე დახურულ კუთხიანი გლაუკომის ნიშნებითა და სიმპტომებით. ანამნეზში აღსანიშნავია ცუდად კონტროლირებული გულის შეგუბებითი უკმარისობა) ყველა ქვემოტ ჩამოთვლილი მედ-ტი მიზანშეწონილია ამ პაციენტისათვის, გარდა:

ა ) პილოკარპინის ვალის წვეთები 2% ხსნარი.

ბ ) გლიცეროლის 50% ხსნარი;

*გ) თიმოლოლის 0,5% ხსნარი;

დ ) აცეტაზოლამიდი;

755. პერიორბიტალურ ცელულიტთან მიმართებაში სწორია ყველა დებულება, გარდა:

ა ) 3 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები ავადდებიან ძირიტადად;

ბ ) პაციენტებს აღენიშნებათ ერითემა, სიმხურვალე და შეშუპება ან ორივე ან ერთი ქუთუთოსი მაინც.

*გ) პაციენტები უჩივიან ტკივილს თვალის კაკლის მოძრაობის დროს ან აღენიშნებათ ოფტალმოპლეგია)

დ ) ცხელება არ არის იშვიათი.

756. რომელი ქვემოტ ჩამოთვლილი პათოლოგია არ იწვევს კლასიკურად მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას?

ა ) თვალის ბროლის ტრავმული დისლოკაცია;

ბ ) რეტრობულარული ჰემატომა;

*გ) პერიორბიტალური ცელულიტი;

დ ) რეტრობულბარული ნევრიტი;

757. 25 წლის პაციენტი უჩივის უცხო სხეულის შეგრძნებას მარცხენა თვალში, ფოტოფობიას. მხედველობის სიმახვილეა 20/30, თვალის კაკალი დიფუზურად წითელია, რქობანის მგრძნობელობა დაქვეითებულია, ფლუორესცეინით დადგინდა დენდრიტული დაზიანების კერა რქოვანაზე. რომელი ქვემოტ ჩამოთვლილი მედიკამენტი არ უნდა დანიშნოს კატეგორიულად გადაუდებელი დახმარების ექიმმა?

ა ) თვალში ჩასაწვეთებელი ანტიბიოტიკი;

*ბ) თვალის სტეროიდი;

გ ) ანტივირუსული თვალის წვეთები;

დ ) მიდრიაზული მედიკამენტი თვალის წვეთების სახით.

758. პაციენტი, რომელიც პერმანენტულად იყენებს თვალის ლინზებს, უჩივის ფოტოფობიას, თვალის ტკივილს, მხედველობის დაბინდვას, და ჩირქოვან გამონადენს

თალიდან. გასინკვით ვლინდება რქოვანის წყლული.რომელი ორგანიზმია გამომწვევი ყველაზე მაღაილ ალბათობით?

ა ) Neisseria gonorrhea;

ბ ) Klebsiella;

გ ) Adenovirus;

*დ) Pseudomonas;

759. ოფთალმოლოგის გადაუდებელი კონსულტაცია, ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა მიზანშეწონილია ყველა ქვემოტ ჩამოთვლილი მდგ-ბების დროს, გარდა:

ა ) ორბიტალური ცელულიტი;

*ბ) Herpes Zoster ophthalmitis

გ ) რქოვანის წყლული;

დ ) მწვავე დახურულ კუთხიანი გლაუკომა;

760. თვალის ქიმიურ დამწვრობასთან მიმართებაში რომელი დებულებაა არასწორი?

ა ) ტუტეებით დამწვრობა უარესია, ვიდრე მჟავეებით;

ბ ) ტუტეებით დამწვრობა იწვევს თხელი ნეკროზის წარმოქმნას და ღრმა დაზიანებას.

*გ) გამანეიტრალებელი რეაგემტი უნდა იქნეს გამოყენებული თვალის ირიგაციისათვის.

დ ) ირიგაცია უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ კონიუქტივის არ გახდება ნეიტრალური.

761. ყველაზე მიზანშეწონილი თნამიმდევრობა თვალის ფუძეებით ან მჟავით დამწვრობის დროს არის:

ა ) თვალის დეტალური გამოკვლევა, მხედველობის სიმახვილის შეფასება, უხვი ირიგაცია, PH შეფასება;

ბ ) მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა, უხვი ირიგაცია, PH-ის შეფასება, თვალისდეტალური გამოკვლევა;

გ ) PH-ის შეფასება, უხვი ირიგაცია, მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა, თვაკლის დეტალური გასინჯვა;

*დ) უხვი ირიგაცია, PH-ის შეფასება, მხედველობის სიმახვილის შეფასება, თვალის დეტალური გამოკვლევა;

762. პაცეინტი AIDS და CD4 რ-ბა 100-ზე ნაკლებია, უჩივის მხედველობის დაქვეითებას მარცხენა თვალში. ფუნდოსკოპიით გამოვლინდა პერივასკულარული რეტინალური დაზინაების კერები, ასოცირებული მცირე სისხლჩაქვევებთან. ამ პაცეინტის მიზნშწონილი მართვა ოფთალმოლოგის სასწრაფო კნსუოლტაციასთან ერთად მოიცავს ასევე:

ა ) ივ ავიკლოვირს;

ბ ) ივ სტეროიდებს;

*გ) ივ განციკლოვირს და ფოსკარნეტს;

დ ) თვალის (ტოპიკურ) სტეროიდებს;

763. კონიუქტივიტის უველაზე ხშირი მიზეზია:

ა ) Staph. Aureus

ბ ) Chlamydia trachomatis;

გ ) Neisseria gonorrhea;

*დ) ვირუსი;

764. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დებულება ვირუსულ კონიუქტივიტთან მიმართებაში სწორია, გარდა:

ა ) ადენოვირუსია ყველაზე ხშირი გამომწვევი;

ბ ) კონსტიტუციური სიმპტომები თან ახლავს კონიუქტივიტს 50% პაციენტებში;

გ ) პრეაურიკულარული ადენოპათია ძირითადად თან ახლავს ამ პათოლოგიას;

*დ) ასოცირებული გამონადენი თვალიდან ძირითადად არის ლორწოვან-ჩირქოვანი.

765. ღია კუთხოვანი გლაუკომით პაციენტის საწყისი მართვა გუოლისხმობს:

*ა) თვალში ჩასაწვეთებლი მედ-ბი ინტრაოკულარული წნევის შესამცირებლად;

ბ ) ორალური მედიკამენტები ინტრაოკულარული წნევის შესამცირებლად;

გ ) ლაზერული ან ქირურგიული თერაპია;

დ ) ობსერვაცია და განმეორებითი კონსულტაცია მხოლოდ, სანამ სიმპტომები განვითარდება)

766. პაციენტს, რომელიც დამწვრობით შემოვიდა კლინკაში, აღენიშნება მეორე ხარისხის დამწვრობა მარჯვენა ხელისა მთლიანად, ტორსის წინა ნაწილი, და მარჯვან ფეხის ნახევარი. "ცხრიანის წესის" თანახმად, სხეულის რამდენი პროცენტია დამწვარი?

ა ) 27%;

ბ ) 31,5%

*გ) 36%;

დ ) 54%

767. რომელია არჩევის საინფუზიო ხსნარი დამწვარი პაციენტისათვის?

ა ) D5/0,45NS

ბ ) D5/LR

*გ) LR

დ ) კოლოიდები

768. დამწვარი პაციეტის შეფასების დროს ორგანიზმის რომელ ქსოვილს აქვს ყველაზე ნაკლები რეზისტენტობა?

*ა) ნერვული ღეროები, სისხლძარღვები;

ბ ) ძვლები და მყესები;

გ ) ცხიმოვანი ქსოვილი;

დ ) კანი;

769. ელექტროტრავმებთან მიმართებაში რომელი დებულება არაა სწორი?

ა ) ცვალებადი დენი ძირითადად იწვევს უარეს დაზიანებას, ვიდრე იგივე ვოლტაჟის მუდმივი დენი.

*ბ) მუდმივი დენით გამოწვეული დიზრითმია უმეტეს შემთხვევაში არის პარკუჭთა ფიბრილაცია;

გ ) მუდმივი დენიტ ზემოქმედებიტ გამოწვეული გამოსასვლელი ჭრილობა ძირითადად შედგება გაფანტული, ერთმანეთისაგან გამოცალკევებული ჭრილობებისაგან

დ ) მეხის დარტყმა მოქმედებს, როგორც მუდმივი დენის მოქმედება;

770. მეხის დაცემა დაზიანებას იწვევს ყველა ქვემოტ ჩამოთვლილი მექანიოზმით, გარდა:

ა ) ყრუ ტრავმა;

ბ ) ნიადაგში გადასული დენების უკუმოქმედება;

გ ) ძლიერი თერმული ზემოქმედება;

*დ) მოყინვა;

771. გაყინული კიდურის გათბობის დროს გათბობის პროცესი მიმდინარეობს გამდინარე წყალში, როლის ტემპერატურაა:

ა ) 38-40

*ბ) 40-42

გ ) 42-44

დ ) 44-46

772. ჰიპოთერმიის დროს შესაძლოოა გამოვლინდეს შემდეგი ეკგ ცვლილებები, გარდა:

ა ) ოსბორნის ტალღები;

*ბ) წვეტიანი P და U კბილები;

გ ) T კბილის ინვერსია;

დ ) გახანგრძლივებული PR, QRS, QT ინტერვალები;

773. ე.წ. "კატის ნაკაწრით გამოწვეული დაავადების" გამომწვევია:

ა ) გრამ-დადებითი კოკები;

*ბ) გრამ -უარყოფითი ბაქტერია;

გ ) ვირუსი;

დ ) გამომწვევი ორგანიზმი უცნობია;

774. პაციენტს აღენიშნება კატის ნაკბენი ჭრილობა ხელზე. რომელი ბაქტერიაა ყველაზე ხშირად ასოცირებული ასეთ ჭრილობასთან?

ა ) Staph. Aureus

ბ ) ანაერობები;

გ ) Eikenella corrodens;

*დ) Pasteurella multocida;

775. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გამოიყენება ადამიანის ნაკბენი ჭრილობის სამკურნალოდ, გარდა:

ა ) Dicloxacillin + ampicillin ან PCN

ბ ) Augnentin

გ ) Cefuroxime;

*დ) Clindamycin

776. ზამთრის სეზონზე ტოქსიური სიკვდილობის პირველი მიზეზია აშშ-ში:

ა ) ციანიდი;

ბ ) წყალბადის სულფიდი;

*გ) CO

დ ) ფოსგენის აირი;

777. რომელი ორგანოთა სისტემაა ყველაზე რეზისტენტული იონიზირებული რადიაციის მიმართ?

ა ) გასტროინტესტინალური ტრაქტი;

*ბ) ცნს

გ ) ჰემოპოეზზე პასუხისმგებელი სისტემა;

დ ) რეპროდუქციული სისტემა;

778. რომელი ღონისძიება არაა სასარგებლო სითბური დარტყმის ეფექტების სამკურნალოდ?

ა ) პაციენტის გამოყვანა სითბური ზემოქმედების არიდან და მისი გაშიშვლება;

ბ ) ატომიზირებული წყლის ჭავლის გამოყენება კანის გადაგრილების მიზნით და პაციენტი მოთავსება ოთახშ?, სადაც ჰაერის განიავება ხდება)

*გ) ანტიპირეტიკების დანიშვნა (ასპირინი, იბუპროფენი და ა)შ.)

დ ) კანკალის კონტროლი ბენზოდიაზეინიტა და ქლორპრომაზინით.

779. სითბური დარტყმის მართვის დროს გაგრილება უნდა შეჩერდეს მაშინ, როცა სხეულის ტემპერატურა მიაღწევს:

ა ) 36

ბ ) 37

გ ) 38

*დ) 39

780. Pasteurella multocida-ს მკურნალობის დროს არჩევის ანტიბიოტიკია:

*ა) PCN;

ბ ) Cephalexin

გ ) Erythromycin

დ ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

781. მეხის დარტყმის შედეგად განვითარებული დამწვრობა ტიპიურად არის:

ა ) ხაზოვანი ფორმის;

ბ ) ნაჩხვლეტი;

*გ) დატოტვილი;

დ ) თერმული;

782. 38 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში ძაღლის ნაკბენი ჭრილობით (კბენიდან 48სთ-ის შემდგომ). ძაღლი აცრილია და ჯანმრთელია, პაციენტი სეპტიურია, 6 წლის წინ აქვს გაკეთებული სპლენექტომია ტრავმისა გამო. ჭრილობის ბაქტერიოლოგიური კვლევიტ დადგინდა გრამ-ნეგატიური ბაქტერიის არსებობა) რომელი ქვემოტ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმია მაღალი სიხშირით ჭრილობის ინფექციის გამომწვევი?

ა ) Eikenella corrodens;

ბ ) Pasteurella multocida;

*გ) Capnocytophaga canimorsus

დ ) Rochalimaea henselae

783. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკი ეფექტურია წინა შეკითხვაში აღწერილი ჭრილობის ინფექციის მკურნალობის დროს, გარდა:

ა ) PCN;

ბ ) Cephalosporin

გ ) Erythromycin

*დ) Aminoglycoside

784. ბავშვებში ლაიმის კარდიტის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა ანტიობიოტიკი, გარდა:

ა ) PCN;

*ბ) Tetracycline;

გ ) Amoxacillin;

დ ) Ceftriaxone;

785. ქვემოთ ჩამოთვლილ ცხოველთა რომელი ჯგუფია ყველაზე ხშირად ცოფის გადამტანი აშშ-ში?

ა ) მღრღნელები, კატები;

*ბ) სკუნსი, ღამურა, ენოტი;

გ ) კატები, ძაღლები, მელიები;

დ ) მსხილფეხა რქოსანი პირუტყვი, მელიები და კურდღლები;

786. რომელი ქვემოტ ჩამოთვლილი არ წარმოადგენს ანტიფსიქოტური მედიკამენტების გვერდით ეფექტს?

ა ) ჰიპოტენზია;

*ბ) ბრადიკარდია;

გ ) დისტონიური რეაქცია;

დ ) კრუნჩხვითი აქტივობის დაბალი ზღურბლი;

787. დეპრესიით შეპყრობილი 20 წლის ქალბატონი შემოვიდა კლინიკაში ჩივილით თავის ტკივილზე, დისკომფორტზე გულმკერდის არეში, გულის ფრიალზე. გამოკვლევიტ დადგინდა ტაქიკარდია, ჰიპერტენზია და დიაფორეზი. პაციენტი იღებს დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტს, მაგრამ სახელს ვერ იხსენებს. ჩივილები დაეწყო იმის შემდეგ, რაც გაციებისა გამო დაიწყო ცხვირში ჩასაწვეთებელი დეკონგესტანტის მიღება) მოცემული სიტუაცია შესაძლოა იყოს პოტენციურად ლეტალური შედეგის მქონე ორი მედეკამნეტის ურთიერთქმედების შედეგი, თი ანტიდეპრესანტი არის:

ა ) ბენზოდიაზეპინი;

ბ ) SSRI (სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი);

*გ) მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორი;

დ ) ტრიციკლური ანტიდეპრესანტი.

788. რომელ ქვემოტ ჩამოთვლილ მედიკამენტს აქვს დეპრესია როგროც გვერდითი ეფექტი?

*ა) მეთილდოპა, პროპრანილოლი

ბ ) ფუროსემიდი, ნიტროგლიცერინი

გ ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები;

დ ) დიფენილჰიდრამინი;

789. რომელ ქვემოთ ჩამოთვლილი არ არის რისკ ფაქტორი სუიციდის მცდელობის?

*ა) ახლახან გადატანილი ქირურგიული ჩარევა;

ბ ) ნარკოტიკულ და ალკოჰოლ დამოკიდებულება;

გ ) ქრონიკული ტკივილი;

დ ) სუიციდის ოჯახური ანამნეზი;

790. არჩევის ფარმაკოლოგიური მედიკამენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გადაუდებელი მედ-ის დეპ-ში აჟ?ტირებული პაციენტის დასამშვიდებლად, არის შემდეგი:

ა ) დიაზეპამი და ქლორპრომაზინი;

*ბ) ჰალოპერიდოლი და ლორაზეპამი;

გ ) მიდაზოლამი;

დ ) ფლუფენაზინი და ლორაზეპამი;

791. ფსიქოზისათვის დამახასიათებელია უმეტესად შემდეგი ტიპის ჰალუცინაციები:

ა ) ტაქტილური;

*ბ) აუდიტორული;

გ ) მხედველობითი

დ ) ოლფაქტორული;

792. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი არ წარმოადგენს დეპრესიის სიმპტომს?

ა ) დაბალი თვითშეფასება და დანაშაულის შეგრძნება;

*ბ) წალესილი მეტყველება;

გ ) ძილის დარ[ევები;

დ ) წონის დაკლება, ან წონის მატება, მადის ცვლილება;

793. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილია დამახასიათებელი უფრო მეტად მხოლოდ ნევროზული ანორექსიისათვის, ვიდრე ნევროზული ანორექსიისა და ბულიმიური ნევროზისათვის ერთად?:

ა ) გადაჭარბებული შფოთვა სხეულის წონასთან და სხეულის ფორმებთან დაკავშირებით;

*ბ) პათოლოგიური შიში წონის მომატებასთან დაკავშირებით;

გ ) დიზრითმიები;

დ ) წონის კლება>15%.

794. ცნობიერების ცვლილება არაკეტონური ჰიპეროსმოლარული კომის დროს ყველაზე ხშირად ასოცირებულია

ა ) შრატში ბიკარბონატის დონესთან

*ბ) შრატის ოსმოლალობასთან

გ ) პლაზმის pH-თან

დ ) თავზურგტვინის სითხის pH-თან

795. ნიტროპრუსიდის ტესტი კეტონებისათვის ყველაზე აკურატულად რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების არსებობას გვიჩვენებს

ა ) აცეტონი

*ბ) აცეტოაცეტატი

გ ) ბეტა–ჰიდროქსიბუტირატი

დ ) ყველა ზემოთჩამოთვლილის თანაბრად

796. რომელი ქვემოთჩამოთვლილი ნივთიერებები არ იწვევს მედიკამენტასოცირებულ ჰიპოგლიკემია

ა ) ალკოჰოლი

ბ ) ასპირინი

*გ) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები

დ ) ინსულინი

797. ალკოჰოლური კეტოაციდოზისათვის ყველა დამახასიათებელია გარდა:

ა ) მაღალი ანიონური გეფის აციდოზი

*ბ) შრატში გლუკოზის დონის მკვეთრი მატება (>300)

გ ) ნიტროპრუსიდის ტესტი სუსტად დადებითია

დ ) ძალიან დაბალი, ან უარყოფითი ალკოჰოლის დონე სისხლში

798. ალკოჰოლური კეტოაციდოზის დროს ი. ვ.ინფუზია უნდა მოხდეს:

ა ) ფიზიოლოგიური ხსნარით (0.9% NaCl ან 0.45% NaCl)

ბ ) 5% გლუკოზა

*გ) 5% გლუკოზა და 0.9% NaCl ან 5% გლუკოზა და 0.45% NaCl

დ ) ხსნარის სახეობას არ აქვს მნიშვნელობა)

799. ალკოჰოლური კეტოაციდოზის დროს აციდოზი ძირითადად განპირობებულია

*ა) ბეტა–ჰიდროქსიბუტირატით

ბ ) აცეტოაცეტატით

გ ) აცეტონით

დ ) ლაქტატით

800. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილის პერორალური მიღება იწვევს მაღალი ანიონური გეფის აციდოზს, გარდა

ა ) ეთილენ გლიკოლი

ბ ) პარალდეჰიდი

გ ) ასპირინი

*დ) იზოპროპილ ალკოჰოლი

801. რომელი მედიკამენტი არ უნდა გამოვიყენოთ თირეოიდული შტორმის და მისი გართულებების (გულის უკმარისობა, წინაგულების ციმციმი) მკურნალობის დროს?

*ა) ასპირინი

ბ ) პროპრანოლოლი

გ ) დიგოქსინი/დიურეტიკი

დ ) ტილენოლი

802. პროპილთიოურაცილის როლი თირეოიდული შტორმის მკურნალობაში:

ა ) აინჰიბირებს T3 –ის T4 – ად გარდაქმნას

ბ ) ანელებს თირეოიდული ჰორმონის გამოყოფას

*გ) აბლოკირებს თირეოიდული ჰორმონის სინთეზს

დ ) არცერთი ზემოთჩამოთვლილი არ არის სწორი

803. ყველა ქვემოთჩამოთვლილი დებულება მართებულია ჰიპოთირეოზთან მიმართებაში, გარდა

ა ) პირველადი ჰიპოთირეოზი უფრო ხშირია ვიდრე მეორადი

*ბ) მეორადი ჰიპოთირეოზის დროს TSH-ის დონე მომატებულია

გ ) გრეივსის ( Grave's ) დაავადების მკურნალობა ყველაზე ხშირი მოზეზია პირველადი ჰიპოთირეოიდიზმის მოზრდილებში

დ ) ლითიუმი და ფენილბუტაზონი იწვევს პირველად ჰიპოთირეოიდიზმს

804. პირველადი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისათვის დამახასიათებელია ყველა გარდა:

ა ) ჰიპონატრემია

ბ ) ჰიპოგლიკემია

გ ) ჰიპერკალემია

*დ) ჰიპოკალცემია

805. ყველაზე ზუსტად რომელი ტიპის რეაქციად კლასიიცირდება ტუბერკულინის კანის ტესტი?

ა ) ტიპი 1 ალერგიული რეაქცია

ბ ) ტიპი 2 ალერგიული რეაქცია

გ ) ტიპი 3 ალერგიული რეაქცია

*დ) ტიპი 4 ალერგიული რეაქცია

806. ტიპი 1 ალერგიული რეაქცია განპირობებულია

ა ) IgE ან IgG

ბ ) IgG ან IgM

*გ) IgM

დ ) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი

807. მულტიფორმული ერითემული გამონაყრისათვის ყველა დებულება სწორია გარდა

ა ) ტიპიურად ისინი არიან წითელი, მულტიფორმული კანის ზედაპირიდან ამოწეული ცენტრში თეთრი ლაქებით (target lesions)

ბ ) ისინი შესაძლოა გახდნენ ბულოზური

*გ) მათთვის ყოველთვის დამახასიათებელია ქავილი

დ ) კლასიკური ლოკალიზაციაა ხელის და ფეხის გულები, ტერფები, მტევნის დორსალური ზედაპირი, კიდურების გამშლელი ზედაპირი

808. ჯარიშ-ჰერსჰეიმერის (Jarisch-Herxheimer) რეაქციისათვის ყველა დამახასიათებელია გარდა

ა ) ფებრილური რეაქციაა პარაზიტული ან ბაქტერიული ანტისხეულების მიმართ რომლებიც გამოთავისუფლდნენ სხვადასხვა ორგანიზმების განადგურების შედეგად

ბ ) ყველაზე ხშირად გვხვდება სპიროქეტული ინფექციის მკურნალობისას

გ ) ძირითადად ვითარდება 2-12 საათში ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან

*დ) თითქმის ყოველთვის სიცოცხლისათვის საშიში რეაქციაა

809. პაციენტს რომელსაც 30 წთ-ის წინ უკბინა კრაზანამ ემერჯენსში მოყვანისას აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დისტრესი, ჰიპოტენზია) გასინჯვით მსტვინავი ხიხინი, პერიორბიტალური და პერიორალური შეშუპება, კანი ცივი და ნამიანი. პაციენტი აყვანილია მონიტორზე, ეძლევა ჟანგბადი ნიღბით. ჩაიდგა დიდი კალიბრის ი.ვ. კათეტერი, არჩევის მედიკამენტია

ა ) ადრენალინი 0.01 ml/kg კანქვეშ

ბ ) დიმედროლი 1მგ/კგ ი.ვ.

გ ) სალბუტამოლი ინჰალაციური გზით

*დ) ადრენალინი 0.01მლ/კგ ი.ვ.

810. ყველა ქვემოთჩამოთვლილი იწვევს ანაფილაქტოიდურ რეაქციას გარდა

ა ) საკონტრასტო ნივთიერებები

ბ ) ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები

*გ) ტილენოლი

დ ) კოდეინი

811. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მიეკუთვნება ქოლინერგულ ტოქსიდრომებს გარდა

ა ) ორგანოფოსფატები

ბ ) პილოკარპინი

*გ) ციკლური ანტიდეპრესანტი

დ ) კარბამატები

812. ლითიუმით ინტოქსიკაცია ეკგ-ზე რომელ ცვლილებას იწვევს?

*ა) QT ინტერვალის გახანგრძლივება

ბ ) ფართო QRS კომპლექსი

გ ) მოკლე QT ინტერვალი

დ ) ვიწრო QRS კომპლექსი

813. გასტროდუოდენალური სისხლდენა რომელი ნივთიერების ტოქსიური დოზით მიღების დროს არის დამახასიათებელი

ა ) ლითიუმი

*ბ) რკინა

გ ) ფოსფორი

დ ) არსენიკი

814. რკინით ინტოქსიკაციის დროს ანტიდოტია

ა ) დიმერკაპროლი

*ბ) დეფეროქსამინი

გ ) N-აცეტილცისტეინი

დ ) Calcium disodium edetate (EDTA)

815. სალიცილატებით ინტოკსიკაციისას (სისხლში სალიცილატის დონე 100mg/dL - ზე მეტი) საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას, რომელ პრეპარატს ან მკურნალობის მეთოდს აირჩევდით?

ა ) N-აცეტილცისტეინი

ბ ) შარდის აციდიფიკაცია (გამჟავიანება)

გ ) ნახშირი

*დ) ჰემოდიალიზი

816. ციკლური ანტიდეპრესანტებით მძიმე ინტოკსიკაციისათვის დამახასიათებელია ყველა გარდა:

ა ) პარკუჭოვანი დისრითმია

ბ ) ფართე QRS კომპლექსი

გ ) AV ბლოკი

*დ) ჰიპერტენზია

817. ლითიუმით ინტოკსიკაციის მკურნალობა ემყარება ორგანიზმიდან მის ექსკრეციას, ის თითქმის სრულად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად, სად ხდება მედიკამენტის შეწოვა?

*ა) ტუბულარული მილაკების პროქსიმალურ ნაწილში

ბ ) ჰენლეს მარყუჟის აღმავალი ტოტი

გ ) ტუბულარული მილაკების დისტალურ ნაწილში

დ ) არცერთ ზემოთჩამოთვლილში

818. ბარბიტურატებით ინტოქსიკაციის კლასიკური ნიშანია:

ა ) კუტანეური ბულები

ბ ) რქოვანას და ღრმა რეფლექსების გაქრობა

*გ) გუგის სინათლის რეფლექსი

დ ) ციანოზი და რესპირატორული დეპრესია

819. ფენოთიაზიდებით გამოწვეული ინტოქსიკაციის დროს პარკუჭოვანი დისრითმიების მკურნალობის მეთოდია

ა ) შარდის აციდიფიკაცია (გამჟავიანება)

ბ ) შარდის ალკალინიზაცია (გატუტიანება)

*გ) ფენიტოინი

დ ) პროკაინამიდი

820. ოპიატებით ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი ნევროლოგიური გართულებაა

ა ) კრუნჩხვა

*ბ) ტრავმული მონონევრიტი

გ ) ტვინის აბსცესი

დ ) ტრანსვერს მიელიტი

821. ეტანოლის აბსტინენციის ადრეული ნიშნებია

*ა) ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გაღიზიანებადობა

ბ ) დიაფორეზი და დეჰიდრატაცია

გ ) ჰიპერტენზია, ტაქიკარდია და ცხელება

დ ) ვიზუალური ჰალუცინაციები და პარანოიდული იდეები

822. კოკაინით ინტოქსიკაციის გამო გამოწვეული კარდიალური დისრითმიების სამკურნალოდ გამოიყენება ყველა გარდა:

ა ) ბენზოდიაზეპინები

ბ ) ნატრიუმის ბიკარბონატი

გ ) კალციუმის არხების ბლოკატორი

*დ) ბეტა ბლოკერი.

823. მოხუცი პაციენტს რომელსაც აღენიშნება აუხსნელი ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია და არტერიულ გაზებში შერეული მჟავა ტუტოვანი დარღვევა სავარაუდო დიაგნოზია:

ა ) სალიცილატებით მწვავე ინტოქსიკაცია

ბ ) აცეტამინოფენით ინტოქსიკაცია

*გ) სალიცილატებით ქრონიკული ინტოქსიკაცია

დ ) რკინით ინტოქსიკაცია

824. სალიცილატებიტ ინტოქსიკაციის მწვავე ფორმის დროს ჰემოდიალიზის ჩვენებაა ყველა გარდა:

ა ) მძიმე მჟვა-ტუტოვანი დარღვევა

ბ ) აგრესიული თერაპიის მიუხედავად ასპირინის დონის მატება სისხლში

*გ) ასპირინის დონე სისხლში 60-80mg/dL და სიმპტომების გაუარესება

დ ) ასპირინის დონე სისხლში 100 mg/dL -ზე მეტი და სიმპტომების გაუარესების არ ქონა

825. რკინით ინტოქსიკაციის რომელ სტადიაში აღარ გვხვდება, გასტროინტესტინალური სიმპტომები?

ა ) პირველი სტადია

*ბ) მეორე სტადია

გ ) მესამე სტადია

დ ) მეოთხე და მეხუთე სტადია

826. კაუსტიკური საშუალებებით მოწამვლისას დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილზე გარდა:

ა ) მიღებული ნივთიერების ტიპზე - მჟავაა თუ ტუტე

*ბ) საყლაპავი მილის ტონუსზე

გ ) მიღებული ნივთიერების რაოდენობაზე და კონცენტრაციაზე

დ ) კუჭში საკვების არსებობაზე

827. დილუტანტის (წყალი ან რძე) გამოყენების პირდაპირი ჩვენებაა

*ა) მყარი ტუტე ნივთიერების მიღება პეროს

ბ ) თხევადი lye მიღება პეროს

გ ) მჟავას მიღება პეროს

დ ) არცერთი ზემოთჩამოთვლილი

828. სისხლში ქოლინესთერაზას რომელი დონე მიანიშნებს ორგანოფოსფატებით მძიმე ინტოქსიკაციას?

*ა) 10%

ბ ) 20%

გ ) 30%

დ ) 40%

7. გადაუდებელი მედიცინა

1. Tintinalli's Emergency Medicine: A Comprehensive Study Guide. Tintinalli, Kelen, & Stapczynski 2. Emergency Medicine Manual. Ma, Cline, Tintinalli, Kelen, & Stapczynski3. Emergency Medicine Procedures. Reichman & Simon4. Emergency Ultrasound. Ma, Mateer, & Blaivas5. Pediatric Emergency Medicine. Strange, Ahrens, Lelyveld, & Schafermeyer6. Obstetric and Gynecologic Emergencies: Diagnosis and Management. Pearlman, Tintinalli, & Dyne7. Emergency Orthopedics. Simon, Sherman, & Koenigsknecht8. Atlas of Emergency Medicine. Knoop, Stack, & Storrow9. Fitzpatrick's Color Atlas and Synopsis of Clinical Dermatology. Wolff, Johnson, & Suurmond10. Atlas of Pediatric Emergency Medicine. Shah & Lucchesi11. Goldfrank's Manual of Toxicologic Emergencies. Hoffman, Nelson, Howland, Lewin, Flomenbaum,

& Goldfrank12. Infectious Diseases: Emergency Department Diagnosis & Management. Slaven, Stone, & Lopez13. Emergency Radiology: Case Studies. Schwartz14. Rosen's Emergency Medicine: Concepts and Clinical Practice15. Harwood-Nuss' Clinical Practice of Emergency Medicine