Presentation of a CSA
-
Upload
ucha-iakobidze -
Category
Documents
-
view
217 -
download
0
description
Transcript of Presentation of a CSA
![Page 1: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/1.jpg)
საგანმანათლებო ინიციატივების ქართული
ასოციაცია
Junior Chamber International
![Page 2: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/2.jpg)
რა არის CSA?
Community Supported Agriculture
![Page 3: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/3.jpg)
მასიური მოხმარების საზოგადოებამ და მასიური წარმოების ინდუსტრიამ, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა, ნათლად დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით სვლის გაგრძელება აუცილებლად მიგვიყვანს ეკოლოგიურ-სოციალურ და ეკონომიკურ კრახამდე.
მომხმარებლებს სთავაზობენ დაბალი ხარისხის საკვებს, რომლის წარმოება და ტრანსპორტირება ადვილი და იაფია.
ზოგადი კონტექსტი
![Page 4: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/4.jpg)
ეს სიტუაცია აზიანებს:
გარემოს - ტრანსპორტირებისთვის ნავთობის გადამეტებული მოხმარებით და ნიადაგში უამრავი პესტიციდის გამოყენებით.
ჩვენს ჯანმრთელობას - დაბალხარისხიანი და ერთფეროვანი საკვების შედეგად.
![Page 5: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/5.jpg)
საქართველოში
ადგილობრივი სოფლის მეურნეობა შემდეგი
საფრთხეების წინაშეა:
- ინფორმაციის ნაკლებობა ბაზართან დაკავშირებით
- ფინანსური დაუცველობა (რთული წვდომა სესხებზე)
- მასიურად იმპორტირებული პროდუქტი
საქართველოში სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი, საკვების წარმოების ტრადიცია და ხალხის სოლიდარობა გვაძლევს საშუალებას ვირწმუნოთ, რომ დღესდღეობით და მომავალშიც შესაძლებელია რომ არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ
![Page 6: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/6.jpg)
CSA არის კონცეფცია, რომელიც გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და უკვე 20
წელია ვითარდება:
Community Supported Agriculture
აქედან გამომდინარე მსოფლიოში
უფრო და უფრო მეტი ხალხი
ცდილობს იპოვოს წარმოების და
მოხმარების ალტერნატიუ-
ლი გზები, რომლებიც დაეყრდნობა
ხალხისა და გარემოს პატივისცემას.
![Page 7: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/7.jpg)
მოკლე ისტორია:
1960-იან წლებში იაპონიაში, ვერცხლისწყლით დაბინძურების შემდეგ, ქალების ჯგუფმა გადაწყვიტა დაედო კონტრაქტი ადგილობრივ ფერმერებთან.
ისინი მისგან შეიძენდნენ პროდუქტებს რეგულარულად , მაგრამ სანაცვლოდ მას უნდა მიწეოდებინა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
ამ იდეიდან წარმოიშვა და განვითარდა CSA
![Page 8: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/8.jpg)
Community (საზოგადოება)
წევრები:
ადგილობრივი ფერ-
მერები და ქალაქელი
მომხმარებლები
![Page 9: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/9.jpg)
Supported (მხარდაჭერა)
დაფუძნებბული სოლიდარობასა და სამართლიან ვაჭრობაზე
მომხმარებლები და ფერმერები ინაწილებენ პროდუქციის მოყვანისას და შემდგომ გაყიდვისას წარმოქმნილ რისკებს (ბუნებრივი რისკი, კონკურენცია ბაზარზე და სხვ.)
![Page 10: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/10.jpg)
Agriculture (სოფლის მეურნეობა)
ადგილობრივი და ტრადიციული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე
![Page 11: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/11.jpg)
კონკრეტულად?
მყარდება შეთანხმება მომხმარებელსა და
მიწათმოქმედს შორის:
ხოლო ფერმერი რეგულარულად
მიაწვდის მას ახალ, ხარისხიან,
ადგილობრივ და მრავალფეროვან
პროდუქტებს.
მომხმარებელი ფერმერს
გადაუხდის თანხას წინასწარ
![Page 12: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/12.jpg)
მაგალითი
4 კვირის საფასურის წინასწარი გადახდა
1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 ვირა
პროდუქტის მიტანა ხდება დათქმულ
დროსა და ადგილზე
4 კვირის
საფასურის
წინასწარი
გადახდა
![Page 13: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/13.jpg)
ერთ-ერთი დისტრიბუციის მაგალითი
დღეს
1კგ პომიდორი
1კგ კარტოფილი
1 საზამთრო
1კგ მსხალი
1კგ ვაშლი
1 ყველი
ფერმერი აცხადებს
კალათის შესაძლო
შემადგენლობას, და
თითოეული
მომხმარებელი იღებს
საკუთარ წილს
![Page 14: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/14.jpg)
მომხმარებლის ვალდებულებები
- მომავალი მიწოდებისათვის საფასურის წინასწარ გადახდა.
- მიიღოს რასაც სთავაზობენ
- მომხმარებლები ვალდებულნი
არიან ფერმერთან ერთად
გაიზიარონ ადმინისტრაციული
და ტექნიკური
პასუხისმგებლობები
![Page 15: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/15.jpg)
მიმწოდებლის ვალდებულებები
რეგულარულად მიაწოდოს პროდუქტი ქალაქს მიაწოდოს ახალი,
მრავალფეროვანი და
ხარისხიანი პროდუქტი
![Page 16: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/16.jpg)
დამატებითი საქმიანობა
- ერთობლივი “მოსავლის მიღების დღე”: დამეგობრების და საგანმანათლებლო ღონისძიება.
- „დავიწყებული“ ჯიშების წარმოდგენა
კალათაში
- ერთმანეთი ს
თვის რეცეპტების გაზიარება
![Page 17: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/17.jpg)
მომხმარებლის უპირატესობები
- ჯანმრთელი პროდუქტი
- რეგულარული მოწოდება
- საკვების წარმომავლობის გამჭვირვალობა
- ბიუჯეტის დაცულობა საკვებზე საბაზრო ფასის ცვლილების შემთხვევაშიც
![Page 18: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/18.jpg)
ფერმერის უპირატესობები
- რეგულარული შემოსავალი
- წარმოების გრძელვადიანი დაგეგმვა
- სამართლიანი
ფასი პროდუქტზე
- ნაკლები დანაკარგები
- მარაგების შემცირება
![Page 19: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/19.jpg)
უპირატესობები საზოგადოებისათვის
- ტრადიციული და ორგანული საკვების მხარდაჭერა
- ადგილობრივი პროდუქტის მხარდაჭერა:
- ნაკლები ტრანსპორტირება - კარგია გარემოსთვის
- ეროვნული ეკონომიკის წახალისება
- ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება
- ადგილობრივი ფერმერების ხარდაჭერა
![Page 20: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/20.jpg)
აუცილებელი წინაპირობა
საიმედოობა: ნდობა
მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ წინასწარ.
ფერმერებმა უნდა აწარმოონ საკმარისი რაოდენობის ხარისხიანი პროდუქტი.
ორივე მხარე უნდა გამოცხადდეს დათქმულ დროსა და ადგილზე.
![Page 21: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/21.jpg)
როგორ გვსურს ამის განხორციელება?
- რეგულარული მიწოდება თბილისში (კვირაში ერთხელ ან ორჯერ)
- მომხმარებლები მოვლენ საკუთარი კალათებით
(ეკოლოგიური მიზეზების გამო)
ფერმერები თბილისთან ახლოს
მდებარე სოფლებიდან
(1,2 ან 3)
![Page 22: Presentation of a CSA](https://reader034.fdocuments.net/reader034/viewer/2022042703/568bde421a28ab2034b8d598/html5/thumbnails/22.jpg)
შემოგვიერთდით !!