PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

14
ნიუსლეთერი 4 პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR შინაარსი აპრილი.............................2 მაისი...............................3 ივნისი............................. 4 ივლისი.............................5 აგვისტო.............................8 სექტემბერი ......................... 10 პროექტები...........................12 დონორები და პარტნიორები............13 @NGOPHRkj WWW.PHR.GE აპრილი-სექტემბერი 2015 PHR.HumanRights PHR-ის მისია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების - მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა. ტრენინგი პანკისის ხეობაში ვიზიტი პოლონეთში საგანმანათლებლო ტრენინგი პრაქტიკოს ადვოკატებთან . მხარდაჭერის მიმღები პირების სამართლებრივი დახმარება მეტი მეტი მეტი მეტი

description

PHR- ნიუსლეთერი აპრილი-სექტემბერი

Transcript of PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

Page 1: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

ნიუსლეთერი №4 პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

1

PHR

შინაარსი

აპრილი.............................2

მაისი...............................3

ივნისი............................. 4

ივლისი.............................5

აგვისტო.............................8

სექტემბერი ......................... 10

პროექტები...........................12

დონორები და პარტნიორები............13

@NGOPHRkj WWW.PHR.GE

აპრილი-სექტემბერი 2015

PHR.HumanRights

PHR-ის მისია

სხვადასხვა სოციალური ჯგუფების - მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა.

ტრენინგი პანკისის ხეობაში ვიზიტი პოლონეთში

საგანმანათლებლო ტრენინგი პრაქტიკოს ადვოკატებთან

.

მხარდაჭერის მიმღები პირების სამართლებრივი დახმარება

მეტი

მეტი მეტი

მეტი

Page 2: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

2

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

2015 წლის 2 აპრილს, თბილისის ზღვაზე, PHR-ის წარმომადგენლის მარი კორკოტაძის ორგანიზებით, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, 40 აუტიზმის მქონე ბავშვსა და მათ მშობლებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სიმულაციური ჩვენებები (კოშკიდან დაშავებულის ჩამოყვანა, ხანძრის ქრობა, წყლის ფარდის გაშლა) და სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა. მაშველებმა და მეხანძრეებმა ბავშვები გაასეირნეს ბაზის ტერიტორიაზე სახანძრო და სამაშველო მანქანებით, კვადროციკლებით.

2015 წლის 23 აპრილს, PHR-ის ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით, საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაატარა თბილისში მომუშავე

ადვოკატებისთვის.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, ადვოკატთა გაძლიერება, რათა ეფექტურად აწარმოონ დისკრიმინაციის საქმეები, როგორც ეროვნულ ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დონეზე

გენდერული ძალადობა და დისკრიმინაცია

განქორწინებების გაზრდილი

სტატისტიკა.

ქრონიკა. ტელეიმედი. 1.04.2015

შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია PHR-ის წარმომადგენელი მარი კორკოტაძე ’’

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე.

საზოგადობრივი მაუწყებელი 08.01.2014 ანა არგანაშვილი ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ქალთა მოძრაობის რეკომენდაციების საპარლამენტო განხილვა 02.06.2015 PHR-ის წარმომადგენელი ანა აბაშიძე

საგანმანათლებლო ტრენინგი პრაქტიკოს ადვოკატებთან

Page 3: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

3

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ტრენინგი "ძალადობის იურიდიული ასპექტები"

2015 წლის 7 და 8 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ცენტრში PHR-ის წარმომადგენლებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სოციალური მომსსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ მუშაკებსა და იურისტებს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე-"ძალადობის იურიდიული ასპექტები". ტრენინგი ეხებოდა ძალადობის იურიდიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, უფრო კონკრეტულად კი განხილულ იქნა შემდეგი თემები: ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოძიების და რეაგირების საერთაშორისო სტანდარტი და რეგულაციები; სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ნორმები სოციალური მუშაკებისთვის რელევანტურ საკითხებზე; ევროპის საბჭოს სტამბულის კონვენცია, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განრიდება და მასში სოციალური მუშაკის როლი; ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა და ახალი საკანონმდებლო სისტემა; მონაწილეებს, ასევე, გაეცნოთ შშმ პირთა კონვენციის მოთხოვნების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგზე განიხილეს შემთხვევები პრაქტიკიდან. ტრენინგი განხორცილდა გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ

PHR-ისწარმომადგენელი ანა არგანაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში,

გადაცემაში კომუნიკატორი, მარიამ ფირცხალავას სიუჟეტი თემაზე - ქორწინება

ადრეულ ასაკში.

შვილად აყვანის სამართლებრივი რეგულირება

PHR-ის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში ,,შუა დღე’’

"ფაზლი, ეტლი, წინდა"-ანა არგანაშვილი მშობლის ჩართულობაზე

2015 წლის 31 მაისს "ექსპო ჯორჯიაში" წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა წიგნის "ფაზლი, ეტლი, წინდა" პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა PHR-ის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი, რომელმაც ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების როლზე, მათ ჩართულობასა და წვლილზე, რომელიც მათ შეიტანეს ცნობიერების დონის ამაღლებაში.

Page 4: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

4

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

შეხვედრა დევნილებთან 25.06.2015

2015 წლის 25 ივნისს, PHR-მა თბილისში მცხოვრები დევნილებისთვის სემინარი ჩაატარა. სემინარის თემა იყო სოციალური პროგრამები. დევნილებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ სოციალური დახმარების სახეებს; საარსებო შემწეობის მიღებასთან, შეჩერებასთან, შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს; სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ პროგრამებს. სემინარის მიმდინარეობისას, დევნილი ქალები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიის ნაწილში და ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე, ასევე, სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაზე. სემინარი ჩატარდა პროექტის ,,დევნილ ხანდაზმულ და დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა" ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია, დევნილ ხანდაზმულ და დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაციის იდენტიფიცირების და მათი ადვოკატირების გზით პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.

ტრეინინგი ადრეულ ქორწინებაზე

2015 წლის 11 ივნისს, PHR- მა ქალაქ თბილისის 216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარა სემინარი ადრეულ ასაკში ქორწინების და ადამიანის უფლებების შესახებ. სემინარი ჩატარდა სკოლის მოსწავლეების ინიციატივით და მასწავლებლების მხარდაჭერით. სემინარის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნენ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, ადრეული ქორწინების უარყოფით ასპექტებს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშაულის რეგულირებას და სხა საკითხებს. სკოლის მოსწავლეები ადრეული ქორწინების საკითხის განხილვისას აქტიურად იყვნენ ჩართული, სვამდნენ კონკრეტულ შეკითხვებს ადრეული ქორწინების პრობლემებთან დაკავშირებით, განიხილავდნენ მათ გარშემო არსებულ ადრეული ქორწინების შემთხვევებს. PHR მადლობას უხდის ქ. თბილისის 216-ე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ადრეული ქორწინების თემით დაინტერესებისთვის და მომავალში მსგავსი ტიპის ღონისძიებებში თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

ქალთა მოძრაობის პრესკონფერენცია ადრეულ ქორწინებაზე

PHR -ის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი პრესკლუბის სტუმარი

05.06.2015

Page 5: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

5

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

PHR-მა აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ABAთერაპიის დაფინანსება მოიპოვა

PHR-მა აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ABA თერაპიის დაფინანსება მოიპოვა

2015 წლის იანვარში PHR-ს სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა მ.კ.-მ, რომლის 7 წლის აუტიზმის მქონე შვილსაც 2012 წლის ნოემბერში შეეზღუდა ABA თერაპია დაფინანსების არქონის მიზეზით. დ.ფ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, რომელსაც პერმანენტულად ესაჭიროება ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიდგომით მომსახურება (ABA თერაპია). 2014 წლის 14 ნოემბერს აღნიშნული მომსახურების დაფინანსების მიზნით მ.კ.-მ მიმართა რეფერალური მომსახურების ფარგლებში გადაწყვეტილების მიმღებ კომისიას. ამავე წლის 15 დეკემბერს კი მშობელს რეფერალური მომსახურების კომისიამ წერილობით აცნობა, რომ დ.ფ.-ს ABA თერაპიის დაფინანსებაზე მისი მიმართვა არ

დაკმაყოფილდა. PHR-მა რეფერალური კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით 2015 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მოსამზადებელი სხდომების პერიოდში კომისიამ მოსარჩელის და PHR-ის მოთხოვნით ხელახლა განიხილა ABA თერაპიის დაფინანსების მოთხოვნა და სრულად დააკმაყოფილა ის, რითაც მ.კ.-ს საშუალება მიეცა არა მხოლოდ უკვე მიღებული სერვისის დავალიანების გადახდის არამედ, სამომავლო პროგრამაში დ.ფ-ს ბენეფიციარად დარეგისტრირებისა. მოსარჩელემ ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლოდან გამოიხმო იურიდიული ინტერესის სრულად დაკმაყოფილების გამო. PHR მიესალმება რეფერალური კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სპეციალური საჭიროების გათვალისწინებასთან დაკავშირებით.

საკანონდებლო

ცვლილებები

PHR-ის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე სახალხო დამცველის ინიციატივა საკანონმდებლო

ცვლილება.ტელეკომპანია მაესტრო.21.06.2015

საკანონდებლო

ცვლილებები

PHR-ის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ადევნების მუხლი - საკანონმდებლო

ცვლილება. ტელეკომპანია მაესტრო.21.06.2015

PHR-ის ტრეინინგი ბავშვთა, ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების თემაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის UN WOMEN ის მხარდაჭერით.

ტრენინგი სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსთვის

Page 6: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

6

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ტრენინგი შშმ პირთა თემაზე 12.07.2015

2015 წლის 12 ივლისს ქ.ბათუმში, PHR-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თოდრიამ ჩაატარეს ტრენინგი "გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია,როგორც უფლებების დაცვის მექანიზმი". ტრენინგი შეეხებოდა შშმ პირთა კონვენციის UN CRPD -ს არსსა და მიზანს, ძირითად პრინციპებს, შშმ პირთა უფლებების კონვენციისა და "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის შედარებით ანალიზს. დისკრიმინაციის არსს, თანაბარი მოპყრობის წესის დარღვევას და

შევიწროებას. ტრენინგი ხორციელდება ევროკავშირის პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში" ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები:"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი","პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი"“ და ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“.

ტრენინგი სოციალურ მუშაკებთან 17.07.2015

2015 წლის 17 ივლისს ქ.ბათუმში, PHR-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თოდრიამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "ქმედუნარიანობის ინსტიტუტის ახალი სისტემა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება-მოვალეობები". ტრენინგი შეეხებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვას, მხარდაჭერის ინსტიტუტთან მიმართებაში მზრუნველობის ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის ფორმებს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ძირითად კომპეტენციებს და ეფექტურ მონიტორინგს. ტრენინგი ხორციელდება ევროკავშირის პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში" ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი". მეორე დღეა მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე "ქმედუნარიანობის ინსტიტუტის ახალი სისტემა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება-მოვალეობები". ტრენინგი შეეხება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ზედამხედველობის ინტენსიურობას, მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას,წესს და ფორმებს,ზედამხედველობის შედეგებს,სამოქალაქო პროცესუალურ-სამართლებრივ საკითხებს. ტრენინგი ხორციელდება ევროკავშირის პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი,გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში" ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი","პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი"

PHR-ის მიერ ორგანიზებული

ტრენინგი შშმ პირთა

საკითხებზე. ტვ.25 12.07.2015

ტრეინინგი შშმ პირთა შესახებ

PHR-ის ხელმძღვანელი ანა

აბაშიძე ტრენინგი შშმ პირთა

თემაზე. ტელეკომპანია

აჭარა. 12.07.2015

ტრეინინგი შშმ პირთა შესახებ

Page 7: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

7

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

PHR-ის სემინარი FAD-ის წევრებისთვის

2015 წლის 31 ივლისს ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR" ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ-FAD" 17 წევრისათვის ჩაატარა სემინარი შემდეგ

საკითხებზე: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სტატუსის

მინიჭება,გადასინჯვა,შეწყვეტა 2. მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირად აღიარება და მხარდამჭერის უფლება მოვალეობები 3. სოციალური დაცვის სისტემა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები(საპენსიო პაკეტი, სოციალური პაკეტი და სხვა) 4. ჯანმრთელობის დაცვის სისტემა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 5. საყოველთაო დაზღვევა (36-ე დადგენილება და მისი ადმინისტრირების პროცედურები) 6. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები (308-ე დადგენილება) 7. რეფერალური მომსახურების პროგრამა, დაფინანსების მოპოვება (331-ე დადგენილება) სემინარს კითხულობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე თორია. სემინარის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება მათი უფლებების შესახებ, რათა მიეცეთ საშუალება დაიცვან როგორც შვილების, ასევე საკუთარი უფლებები.

PHR-ის ხელმძღვანელი ანა

აბაშიძე ქალთა მიმართ

ძალადობა და ქალთა

პოლიტიკური მონაწილეობა.

ტელეკომპანია მე-2

არხი.07.07.2015

ქალთა უფლებები

PHR-ის ხელმძღვანელი ანა

აბაშიძე ვიზა

ლიბერალიზაციის სამოქმედო

გეგმის შესრულების შესახებ-

სტუდია რე,07.07.2015

ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი

PHR-ის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში 20 ქმედუუნაროდ აღიარებული პირისათვის მხარდამჭერის დანიშვნის პროცედურები დაიწყო.

აღნიშნული მიზნით, 2015 წლის 30 ივლისს, განხორციელდა ვიზიტი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ქედელის სათემო ცენტრში. ვიზიტის მიზანი იყო ცენტრში მცხოვრები ქმედუუნაროდ აღიარებული პირების იდენტიფიცირება და ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად მათთვის მხარდამჭერების დანიშნვნისათვის საჭირო პროცედურების განსაზღვრა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ №2/4/532,533) საფუძველზე 2015 წლის 20 მარტს ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონებში ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ და ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“. ცვლილებების თანახმად გაუქმნდა პირის ქმედუუნაროდ აღიარების ძველი მიდგომა, მის ნაცვლად კი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებს ენიშნებათ მხარდამჭერი, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი უფლებებისა და ინტერესების რეალიზებაში.

მხარდაჭერის მიმღები პირების სამართლებრივი დახმარება

Page 8: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

8

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

PHR

8

1 აგვისტოს ქალთა მიმართ ძალადობისა და თანასწორობის

თემაზე ტრეინინგი პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა . შეხვედრის ძირითადი შინაარსი დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმებს, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დაცვის მექანიზმებს. ქალთა განათლებისა და გაძლიერების საკითხებს. შეხვედრა ჩატარდა პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს მიწვევით, პროექტის "ქალები ქალების სამსახურში" ფარგლებში.

ტრეინინგი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე პანკისში

PHR-მა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში 2015 წლის 29 აგვისტოს ვიზიტი განახორციელა ქ. გურჯაანში, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის ,,ხელი ხელს“ სათემო ცენტრებში. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად ქმედუუნაროდ აღიარებული პირებისათვის მხარდამჭერის დანიშვნისათვის საჭირო პროცედურების განსაზღვრა და ცენტრში მცხოვრები იმ ოჯახებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის დაწყება, რომლებიც დღემდე ვერ ახერხებენ შვილების თავად აღზრდას. ვიზიტი განხორციელდა DRI-ისა და PHR -ის ერთობლივი პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფების ინკლუზია საქართველოში“ ფარგლებში. USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით.

სათემო ცენტრებში მცხოვრები პირების სამართლებრივი დახმარება

1 აგვისტოს ქალთა მიმართ ძალადობისა და თანასწორობის

თემაზე ტრეინინგი პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა . შეხვედრის ძირითადი შინაარსი დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმებს, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დაცვის მექანიზმებს. ქალთა განათლებისა და გაძლიერების საკითხებს. შეხვედრა ჩატარდა პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს მიწვევით, პროექტის "ქალები ქალების სამსახურში" ფარგლებში.

"გაძლიერდი და შეცვალე" თიანეთში

Page 9: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

9

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

.

საჯარო დისკუსიები გურიაში

,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ორგანიზაციებთან "კონსტიტუციის "42-ე მუხლი" და "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ახორციელებს პროექტს: “შშმ პირთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში”.

პროექტის ფარგლებში 29-30 ივნისს გურიაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, დვაბზუში და ქ. ოზურგეთში 3 საჯარო დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის

მასწავლებლებმა.

პროექტი ხორციელდება ევროკომისიისა და ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

PHR-ის წარმომადგენლებმა, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის მიწვევით, პანკისი ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ორ-დღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაატარა თემებზე, ლიდერობა, ცვლილებების მოხდენა, წარმატებული დასაქმების სტრატეგიები.

ტრინინგი პანკისის ხეობაში

PHR-ის წარმომადგენელი ანა აბაშიძე ტელეკომპანია

“რუსთავი 2”-ის ეთერში

ტრეინინგი შშმ პირთა შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაიამ, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია "სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის” წარმოამდგენელს მაია ასაკაშვილს. "სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია" 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვების მშობლების მიერ. ორგანიზაციას სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროებოდა შენობა, რომელიც მან სახელმწიფოსგან უზუფრუქტით აიღო. შენობა მდებარეობს ქალაქ თბილისში, თემქაზე, ირემაშვილის N1. უზუფრუქტით გადაცემამდე ამ შენობაში ცხოვრობდა ლტოლვილი მოსახლეობა, რომლიც უარს აცხადებს შენობის დატოვებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად მათი გამოსახლებისთვის აუცილებელი მოქმედებები არ დაწყებულა. არასამთავრობო ორგანიზაიამ, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, სარჩელი აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა შენობაში უკანონოდ შესახლებული პირების გამოსახლება და მისი კანონიერი მესაკუთრისთვის გადაცემა.

სამართლებრივი კონსულტაცია

Page 10: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

10

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

PHR-ის წარმომადგენლები და საქართველოს პერემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-ფრანცისკოში.

ვიზიტის ფარგლებში, 25-26 აგვისტოს, შეხვედრები გაიმართა პროკურორებთან, პოლიციის თანამშრომლებთან, არასრულწლოვანთა საკითხებზე სპეციალიზებულ მოსამართლეებთან, სოციალურ მუშაკებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანია, ბავშვთა და ქალთა მიმართ სექსუალური და გენდერული ძალადობის იდენტიფიცირების, ინტერვენციის, გამოძიების სტანდარტებისა და სასჯელაღსრულების სისტემის გაცნობა, შტატში არსებული სერვისების მიმოხილვა.

დელეგაციას მასპინძლობს საერთაშორისო ორგანიზაცია "Global Alliance for Health".

ვიზიტი კალიფორნიის შტატში

ვიზიტი კალიფორნიის შტატში

PHR-ის წარმომადგენლები და საქართველოს პერემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კალიფორნიის შტატში.

ვიზიტის ფარგლებში, 27-31 აგვისტოს, შეხვედრები გაიმართა, ალამედას, სან-ფრანცისკოს და ნაპას ოლქების გენერალურ პროკურორებთან, პოლიციის თანამშრომლებთან, სახალხო დამცველთან, გენდერული ძალადობის და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ სამართალდამცავ უწყებებში არსებული სპეციალიზებული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა კალიფორნიის შტატში არსებული ოჯახების მხარდაჭერის ცენტრები, გამოძიების დროს არასრულწლოვანთა დაკითხვის სპეციალიზებული ორგანიზაციები და მათ მიერ მსხვერპლთათვის და არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის შეთავაზებული პროგრამები.

ვიზიტის მიზანი იყო, ბავშვთა და ქალთა მიმართ სექსუალური და გენდერული ძალადობის იდენტიფიცირების, ინტერვენციის, გამოძიების სტანდარტებისა და სასჯელაღსრულების სისტემის გაცნობა, შტატში არსებული სერვისების მიმოხილვა.

დელეგაციას მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაცია "Global Alliance for Health".

Page 11: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

PHR

11

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

PHR ის წარმომადგენელი მარი კორკოტაძე პოლონეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებით სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს შშმ პირთა სამთავრობო რწმუნებულის კაბინეტის როლზე და ამოცანებზე. ასევე შეხვედრა შედგა შშმ პირთა რეაბილიტაციის სახელმწიფო ფონდის- PFRON-ის ანალიზისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბატონ ქშიშტოვ კაცასთან, რომელმაც მონაწილეებს გააცნო შშმ პირების დასაქმებისა და ფონდის საქმიანობის შესახებ საკითხები. თუ, ორგანიზაციას აქვს 25 და მეტი ვაკანტური ადგილი, დასაქმებულებიდან 6% უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია იხდის ჯარიმას PFRON-ში. ჯარიმა შეადგენს 1400-1600 პოლონურ ზლოტს (დაახლოვებით 400-450 აშშ დოლარი). PFRON-ის წლიური ბიუჯეტი შეადგენს მილიარდ ევროზე მეტს. PFRON-ი თანხის ყველაზე დიდ ნაწილს ხარჯავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებაზე. ვიზიტი ხორციელდება ორგანიზაციის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" მხარდაჭერით

ვიზიტი პოლონეთში

ვიზიტი ვარშავის უნივერსიტეტში

PHR ის წარმომადგენელი მარი კორკოტაძე პოლონეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებით სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ვარშავის უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოფისის ხელმძღვანელს პაველ ვდუვიკს. ბატონმა პაველმა ისაუბრა გონივრულ მისადაგებაზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვები, სწავლობდნენ საჯარო სკოლებში, რადგანაც მხოლოდ საჯარო სკოლაშია შესაძლებელი გაითავისონ, თუ რა დონეზე იმყოფებიან მათი თანატოლები განათლების მხრივ, რათა უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ, არ შეექმნათ პრობლემა. მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც ამთავრებენ სპეც.სკოლებს დიდ პრობლემებს აწყდებიან უნივერსიტეტში სწავლის მხრივ. ვარშავის უნივერსიტეტში სწავლობენ, როგორც უსინათლო და სმენის არმქონე, ასევე აუტიზმის მქონე სტუდენტები.

ვიზიტი ხორციელდება ორგანიზაციის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" მხარდაჭერით

PHR-ის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი GDS 20/30. 24.09.2015

არასრულწლოვანთა ქორწინება

PHR-ის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე PHR-არასრულწლოვანთა ქორწინება(ნაწილი 1).GDS 20/30.24.09.2015

არასრულწლოვანთა ქორწინება

Page 12: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

12

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

PHR

12

როგორც პატარაიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ გამოსვლაში არ შეხებია ისეთ საკითხს, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საკითხი „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტულად შეეხო საკითხებს, რომელიც ქალთა ძალადობას და, ზოგადად, ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება საქართველოში და ძალიან ბევრი დაპირება გასცა. ჩვენ ამ დაპირებებს თვალყურს მივადევნებთ, რათა დაპირებები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს. მაგრამ საქართველოში რამდენიმე სერიოზული პრობლემა არსებობს ქალების წინაშე, მათ შორის, ქალთა ძალიან დაბალი პოლიტიკური წარმომადგენლობა. სხვადასხვა სახალხო გამოკითხვები ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის 70 % მხარს უჭერს იმას, რომ ქალები 30%-ით იყვნენ წარმოდგენილები პარლამენტში, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ შეხებია ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თემას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი საუბრობდეს ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარლამენტში არის საკანონმდებლო წინადადება შესული კვოტებზე“, - განაცხადა ბაია პატარაიამ. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელ ანა აბაშიძის განცხადებით კი, ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, სხვა პრობლემებიც არსებობს. ანა აბაშიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პრობლემებს პრემიერის ადმინისტრაცია და ყველა უწყება გაითვალისწინებს. „ხშირად ქვეყნის პირველი პირები საუბრობენ ძალიან დახვეწილად და მისასალმებლად გარკვეული შინაარსის წინადადებებს, როგორიცაა „გენდერული თანასწორობა და ჩვენი ხედვა ამ თანასწორობაზე“, თუმცა, რეალობაში ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც ამ ხედვას არ იზიარებს სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელი, მნიშვნელოვანი კომისიების მართველი ორგანიზაციები და ა.შ. ეს პრაქტიკა იყო დღემდე. ჩვენ გვსურს, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, იყოს გაზიარებული აბსოლუტურად ყველა დონეზე. მეორე პრობლემაა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. უამრავი ბარიერი უდგას ქალებს, გოგონებს, ბიჭებს, სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენლებს, მაგრამ ამ თემაზე კონკრეტული მსჯელობა არ დაწყებულა. დღეს უდიდესი ბარიერია ქალების წინაშე. ჩვენი სურვილია, პრემიერმა დააკონკრეტოს ამ მიმართულებით სახელმწიფოს გეგმები და განსაზღვროს კონკრეტული უწყებების კონკრეტული პასუხისმგებლობა. მესამე პრობლემაა ზოგადი, არაკონკრეტული სამოქმედო გეგმები. ამჟამად, ადამიანის უფლებათა 2016-17 წლის გეგმის წერის პროცესი მიმდინარეობს. გასულ წლებს თუ შევხედავთ, ცალსახად დავინახავთ მნიშვნელოვან პრობლემას, ესაა- არაკონკრეტული ღონისძიებები, არადაკონკრეტებული ინდიკატორები, რომლითაც სამოქალაქო საზოგადეოებას გვექნება შესაძლებლობა, შევასრულოთ ჩვენი როლი, ანუ კონკრეტულ უწყებებს მოვთხოვოთ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. დღეს არსებული გეგმები ამის საშუალებას არ გვაძლევს. აქედან გამომდინარე, ამ გეგმების წერის პროცესში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. 2016-17 წლის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა უნდა იყოს კონკრეტული და გაწერილი რესურსებით. რაც მთავარია, ქვეყანამ უნდა მოახერხოს, იყოს თვითკრიტიკული, რაც გულისხმობს მკაცრი მონიტორინგის სისტემა შექმნას", - აღნიშნა ანა აბაშიძემ.

„ქალთა მოძრაობის“ დამფუძნებელ ბაია პატარაიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ძალიან ბევრი დაპირება გასცა, რაც ქვეყანაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრში (CTC),გაიარა ორგანიზაციის მართვის სამ დღიანი ტრენინგი, სადაც დაეუფლა სამუშაო პროცესების აგების, ანალიზისა და ოპტიმიზაციის ტექნოლოგიას. მან შეიმუშავა ორგანიზაციის სისტმემური მოდელი. იმსჯელა პროცესების ინდიკატორებზე, ხარვეზებზე და მათი გადაჭრის საუკეთესო გზებზე. ასევე შექმნა ხარისხის მართვის სისტემა, განიხილა მომავალი გამოწვევები და შეისწავლა პროცესების მართვის საერთაშორისო სტანდარტები, რის შედეგადაც ჩამოაყალიბა 3 წლიანი სამოქმედო გეგმა. მოცემული გეგმის ფარგლებში მოახდინა ორგანიზაციის, როგორც შიდა, ასევე გარე, გამოწვევების იდენტიფიცირება, დროის სწორი დაგეგმარება და რესურსების ოპრიმალური გადანაწილება

ტრენინგი "ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმარება"

Page 13: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

13

PHR

13

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების მეინსტრიმინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

ეროვნულ სამოქმედო გეგმაში’’

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა, მათ შორის ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოვლენა, მართვა, სახელმწიფო პოლიტიკის სენსიტიზაცია და ქალთა ჯგუფების მობილიზაცია.

,,ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მცხოვრები და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა დაცვა ძალადობისაგან’’

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის ,,ქალთა ფონდი საქართველოში’’ მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა, მათ შორის ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა სამართლებრივი დახმარება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისსა და გორში. პროექტის მიზანია დევნილ ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაციის იდენტიფიცირების და ადვოკატირების გზით პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა.

"დევნილ ხანდაზმულ და დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა"

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის რეგიონებში. პროექტის მიზანია ქალთა შრომითი უფლებების დაცვა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველო’’ მხარდაჭერით, თბილისში, ქვემო ქართლსა და გურიის რეგიონებში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის გაძლიერება.

,,ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად’’

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლებისა და შესაძლებლობის რეალიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად’’

Page 14: PHR- ნიუსლეთერი # 4 აპრილი-სექტემბერი 2015

14

PHR

14

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

თბილისი 0193, ალექსიძის 1, კორპ. #5; ბ.17 ტელ: + 995 032 2 33 13 56 ელ. ფოსტა: [email protected]

WWW.PHR.GE

Partnership for Human Rights

Tbilisi 0193, Aleksidze 1; Block #5 , Apt. 17 Tel: + 995 032 2 33 13 56 E-mail: [email protected]

კონსტიტუციის

42 მუხლი

ძალადობისგან

დაცვის

ეროვნული

ქსელი

საქართველოს

ახალგაზრდა

იურისტთა

ასოციაცია

ხელმისაწვდომი

გარემო

ყველასთვის

დამოუკიდებელი

ცხოვრების

ახალგაზრდული

ცენტრი

Disability Rights International

პ ა რ ტ ნ ი ო რ ე ბ ი

ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში

გაეროს ქალთა ორგანიზაცია

დონორები