NellcorTM პორტატული SpO2 პაციენტის...

48
Nellcor TM პორტატული SpO 2 პაციენტის მონიტორინგის სისტემა PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

Transcript of NellcorTM პორტატული SpO2 პაციენტის...

NellcorTM

პორტატული SpO2 პაციენტის მონიტორინგის სისტემა PM10N

სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

დახმარება 1.800.635.5267 2 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

© 2014 Covidien. COVIDIEN, COVIDIEN ლოგოთი, Covidien ლოგო და Nellcor წარმოადგენენ კომპანია Covidien llc.-ის აშშ-ში და საერთაშორისო მასშტაბით რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს.

წინამდებარე დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით. ყველა უფლება დაცულია. აკრძალულია მოცემული დოკუმენტის რეპროდუცირება, ადაპტაცია ან თარგმნა კომპანიის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, გარდა საავტორო სამართლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შინაარსი

1 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ..............5

2 ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ .........7

3 მონიტორინგის სისტემის დაყენება .........11

4 პაციენტის მონიტორინგი ...........................17

5 შეცვალეთ სენსორი.....................................35

6 მონიტორინგის სისტემის და სენსორის გაწმენდა ....................................37

7 აქსესუარები ................................................41

სიტყვარი/ტერმინები ........................................43

ინდექსი ..............................................................46

დაწერეთ აქ თქვენი კლინიცისტის საკონტაქტო ინფორმაცია.

დახმარება 1.800.635.5267 3 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

შენიშვნები:

დახმარება 1.800.635.5267 4 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

დახმარება 1.800.635.5267 5 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია ავადმყოფის მომვლელი პირისთვის, რომელიც უვლის

პაციენტს სახლში, აკვირდება Nellcor™-ის პორტატული SpO-ს2 მონიტორინგის სისტემის (PM10N) მეშვეობით. მონიტორინგის სისტემის გამოყენებამდე წაიკითხეთ ეს სახელმძღვანელო თავიდან ბოლომდე.

რას აკეთებს მონიტორინგის სისტემა?მონიტორინგის სისტემა ზომავს პაციენტის პულსის სიხშირეს და ჟანგბადის სისხლში მიმოქცევის პროცენტს (ფუნქციონალური ჟანგბადის გაჯერება). როდესაც პაციენტის პულსის სიხშირე ან ჟანგბადის პროცენტი იკლებს ან იმატებს დაყენებული საგანგაშო სიგნალის ზღვართან შედარებით, მონიტორინგის სისტემა გაფრთხილებთ საგანგაშო სიგნალის გაჟღერებით, ინდიკატორის ეკრანზე გამოყვანით და რიცხვის ციმციმით.

მონიტორინგის სისტემის გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკის პაციენტებისთვის - ახალშობილთათვის, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. თქვენი კლინიცისტი დაგეხმარებათ OxiMax-ის სათანადო სენსორის შერჩევასა და გამოყენებაშიTM პაციენტის წონისა და ასაკიდან გამომდინარე.

რა არის თქვენი, როგორც მომვლელის როლი?კლინიცისტი ჩაგიტარებთ ინსტრუქტაჟს შემდეგ საკითხებში: • მონიტორინგის სისტემის

ჩართვა და გამორთვა • პაციენტზე სენსორის მიმაგრება

• საგანგაშო სიგნალებზე რეაგირება

• კლინიცისტთან დაკავშირება შეკითხვებით ან პრობლემებით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება1

დახმარება 1.800.635.5267 6 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

რას არის კლინიცისტის როლი?კლინიცისტი არის მომზადებული ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, რომელიც:

• უკვეთავს მონიტორინგის სისტემას და სენსორებს თქვენს სახლში გამოყენებისთვის

• აყენებს თქვენთვის მონიტორინგის სისტემას • გეხმარებათ პაციენტის მონიტორინგში და

პასუხობს თქვენს შეკითხვებზე • ამოწმებს მონიტორინგის შედეგებს და პაციენტის

მდგომარეობას • უზრუნველყოფს მონიტორინგის სისტემის

სათანადოდ მუშაობას • რეგულარულად მოდის თქვენთან, რათა

დარწმუნდეს, რომ მონიტორინგის სისტემა აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ სახელმძღვანელოში მოყვანილი ინფორმაციის შესახებ, კითხეთ თქვენს კლინიცისტს.

დახმარება 1.800.635.5267 7 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

საფუძვლიანად გადაიკითხეთ ეს თავი. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში,

დაუკავშირდით კლინიცისტს.

უსაფრთხოების სიმბოლოებიგაფრთხილება

გატყობინებთ პაციენტისთვის, მომხმარებლისთვის ან გარემოსთვის მოსალოდნელი სერიოზული შედეგების შესახებ (სიკვდილი, დაჭრა ან სხვა გვერდითი მოვლენები).გაფრთხილება

განსაზღვრავს პირობებს ან მოქმედებებს, რომელმაც შესაძლოა ტექნიკის ან სხვა ქონების დაზიანებამ გამოიწვიოს.

გაფრთხილებები

• აფეთქების საშიშროება - ნუ გამოიყენებთ მონიტორინგის სისტემას აალებადი ნივთიერებების გვერდით.

• შოკის საშიშროება - გამოიყენეთ მხოლოდ AA ზომის ბატარეები. ნუ გამოიყენებთ სხვადასხვა ტიპისა თუ მოდელის ბატარეებს, როგორიცაა: მშრალი ბატარეები, ნიკელ-ლითონჰიდრადული ბატარეები ან ლითიუმ-იონურ ბატარეებს ერთად.

• შოკის საშიშროება - მყარად დახურეთ ბატარეების თავსახური იმისათვის, რომ თავიდან აარიდოთ სინოტივის მოხვედრა მონიტორინგის სისტემაში.

ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ2

დახმარება 1.800.635.5267 8 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

• შოკის საშიშროება - არ გამოიყენოთ მონიტორინგის სისტემა მოხდილი ან გახსნილი ბატარეების თავსახურით.

• შოკის საშიშროება - არ მოათავსოთ სენსორი სითხეში და ეცადეთ, რომ სითხე არ მოხდეს სენსორზე.

• პაციენტის მოთმინების დაკარგვის ან სტრანგულაციის რისკის შესამცირებლად, კაბელი უნდა გავიყვანოთ დიდი სიფრთხილით.

• თხევად-კრისტალური (LCD) პანელი მოიცავს ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს. ნუ შეეხებით გატეხილ LCD პანელებს.

• არ გამოიყენოთ მრავალჯერ სენსორი, რომელიც არის განკუთვნილი ერთჯერადი გამოყენებისთვის. თუ რამეში გეპარებათ ეჭვი, კითხეთ თქვენს კლინიცისტს.

• ქსოვილის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იქნეს პულსური ოქსიმეტრიის სენსორის

არასათანადო გამოყენებით. არ მოათავსოთ სენსორი ზედმეტად მჭიდროდ ან გადაჭარბებული ზეწოლის გამოყენებით. არ შეახვიოთ სენსორი, არ გამოიყენოთ დამატებითი ზონარი და არ დატოვოთ ერთ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში.

• არ გადააფაროთ და არ შეაფერხოთ დინამიკის ნახვრეტები, არ დააპაუზოთ და არ შეამციროთ ხმოვანი განგაშის სიგნალის ხმა, თუ კი ამის გამო პაციენტის უსაფრთხოება არ იქნება დაცული.

• არ გამოიყენოთ მოიტორული დაკვირვების სისტემა ან სენსორი, რომელიც ჩანს რომ დაზიანებულია.

• პულს-ოქსიმეტრის მაჩვენებლებზე და პულსის სიგნალებზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს პაციენტის მდგომარეობამ, მისმა გადაჭარბებულმა მოძრაობამ, სენსორის პროგრამის შეცდომებმა, და გარემოს გარკვეულმა პირობებმა.

დახმარება 1.800.635.5267 9 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

• იმისათვის, რომ მივიღოთ ზუსტი გაზომვის მაჩვენებლები ძლიერი განათების დროს, გადააფარეთ პულს-ოქსიმეტრის სენსორს შუქშეუღწევადი ნაჭერი.

• პროდუქტის ეფექტურობისა და მისი გაზომვის სიზუსტისათვის გამოიყენეთ მხოლოდ Covidien-ის მიერ მოწოდებული და რეკომენდირებული მოწყობილობები. გამოიყენეთ აქსესუარები შესაბამისი გამოყენების ინსტრუქციების მიხედვით.

• არ დაახვიოთ პულს-ოქსიმეტრის კაბელი, რამაც შესაძლებელია მისი დაზიანება გამოიწვიოს.

• მონიტორული დაკვირვების სისტემის შიგნით მომხმარებლის მიერ ტექნიკური მომსახურების გაწევა შესაძლებელია მხოლოდ ოთხ AA ზომის ბატარეაზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ ბატარეების თავსახურის ახდა მათი გამოცვლის მიზნით, მხოლოდ კვალიფიცირებულ პერსონალს შეუძლია ამ თავსახურის მოხსნა ან

წვდომა შიდა კომპონენტებთან ნებისმიერი სხვა მიზეზით. არ შეცვალოთ მონიტორინგის სისტემის არცერთი კომპონენტი.

• დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არ მოისროლოთ, დაარტყათ, მოუჭიროთ და არ დააწვეთ ბატარეებს.

• შეინახეთ მონიტორინგის სისტემა და ბატარეები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

• გაწმენდის წინ ამოიღეთ ბატარეა მონიტორული დაკვირვების სისტემიდან.

დახმარება 1.800.635.5267 10 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გაფრთხილებები

• მონიტორინგის სისტემა შესაძლოა არ მუშაობდეს სათანადოდ, თუ იგი მუშაობს ან დასაწყობებულია ისეთ პირობებში, რომელიც აღნიშნული სახელმძღვანელოს პირობებს არ შეესაბამება, ან თუ მასზე ზეგავლენას ახდენს გადაჭარბებული ელექტრობა ან ელექტრობის ვარდნა.

• გაითვალისწინეთ, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შეფერხებას ელექტრომაგნეტური წყაროებიდან, როგორიც არის მობილური ტელეფონები, რადიო მიმღებები, ძრავები, ტელეფონები, ნათურები, ელექტროქირურგიული ცალკეულები, დეფიბრილატორები, და სხვა სამედიცინო მოწყობილობები. თუ პულს-ოქსიმეტრის

მაჩვენებლები არ შეესაბამება პაციენტის მდგომარეობას, მოაშორეთ შესაძლებელი შეფეხების წყაროები.

• მითითებულის ნაცვლად, სხვა მოწყობილობების, სენსორებისა თუ კაბელების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მონიტორინგის სისტემის არაზუსტი მაჩვენებლები, გაზრდილი გამოსხივება და/ან მონიტორინგის სისტემის შემცირებული ელექტრომაგნიტური იმუნურობა.

• მოკლე ჩართვის თავიდან ასაცილებლად ნუ მოახდენთ ბატარეის კონტაქტს ლითონის ობიექტებთან, განსაკუთრებით ტრანსპორტირების დროს.

• გაითვალისწინეთ ადგილობრივი მთავრობის განკარგულებები და ინსტრუქციები მონიტორინგის სისტემის და მისი კომპონენტების გადაგდების და გადამუშავების შესახებ, ბატარეების და აქსესუარების ჩათვლით.

დახმარება 1.800.635.5267 11 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

პაციენტზე მონიტორინგის სისტემის გამოსაყენებლად შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

• მონიტორინგის სისტემის ნაწილების იდენტიფიცირება

• ბატარეების ჩასმა • მონიტორინგის სისტემის ჩართვა • სენსორის მონიტორინგის სისტემაზე და

პაციენტზე მიმაგრება

სამუშაო გარემომონიტორინგის სისტემის საიმედოობის უზრუნველსაყოფად, სისტემა უნდა იყოს გამოყენებული შემდეგ ტემპერატურებზე: 5ºC-დან 40º C-მდე (41ºF-დან 104º F-მდე), ტენიანობა 15%-დან 95%-მდე (არაკონდენსირებადი) და შემდეგ სიმაღლეებზე - 390-დან 5.574 მ-მდე (-1280-დან 18.288 ფ-მდე).

მონიტორინგის სისტემის ნაწილები1 ეკრანი (Display)2 ზემოთ გადასვლის ღილაკი

(Up button)3 უკან დაბრუნების ღილაკი

(Return button)4 OK (შერჩევა) (Select) ღილაკი5 საგანგაშო სიგნალის

დაპაუზების ღილაკი (Alarm Pause button)

6 ქვევით გადასვლის ღილაკი (Down button)

7 კვების ჩართვის ინდიკატორი (Power-On indicator)

8 კვების ჩართვა/გამორთვის ღილაკი (Power On/Off button)

9 მენიუს ღილაკი (Menu button)

მონიტორინგის სისტემის დაყენება3

დახმარება 1.800.635.5267 12 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ბატარეების ჩასმა1. გამოიყენეთ 4 ლითიუმის AA ზომის ბატარეები.

2. დარწმუნდით ყველა ბატარეის ჩასმის სისწორეში.

მონიტორინგის სისტემის (Monitoring System) ჩართვა1. დააჭირეთ კვების (power) ღილაკს დაახლოვებით

ერთი წამის განმავლობაში.

2. დარწმუდით, რომ თქვენ გაიგონებთ მოკლე სიგნალს (ეს არის საგანგაშო სიგნალის ხმის ტესტი) და, რომ მონიტორინგის სისტემის მთავარი ეკრანი გამოჩდება.

შუქი კვების ღილაკის გვერდით განათდება მწვანედ.

დახმარება 1.800.635.5267 13 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მონიტორინგის სისტემის (Monitoring System) გამორთვა1. დააჭირეთ კვების (power) ღილაკს და დაიკავეთ

დაჭერილ მდგომარეობაში დაახლოვებით ერთი წამის განმავლობაში.

2. დარწმუდით იმაში, რომ გამოირთვება ეკრანი და მწვანე შუქი.

დამაკავშირებლების იდენტეფიცირება1. სენსორის დამაკავშირებელი (Sensor Connector)

2. სერვისის დამაკავშირებელი (Service Connector) (არ გამოიყენოთ, თუ მის გამოყენებას არ გირჩევთ კლინიცისტი). 1.

2.

დახმარება 1.800.635.5267 14 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მიამაგრეთ სენსორი პაციენტს1. მიამაგრეთ სენსორი სათანადო ადგილას პაციენტს

(მაგალითად, თითზე, შუბლზე, ცხვირზე, ან ფეხზე).

თუ სენსორი არ არის მიმაგრებული პაციენტზე, თქვენ დაინახავთ ამ გამოსახულებას ეკრანზე.

დახმარება 1.800.635.5267 15 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მიამაგრეთ სენსორი მონიტორინგის სისტემაზე1. მყარად შეიყვანეთ სენსორის დამაკავშირებელი.

2. თუ თქვენ იყენებთ დამაგრძელებელს, დარწმუდით, რომ ის მყარადაა დაკავშირებული სენსორის ჩამრთველთან.

თუ სენსორი ან გამაგრძელებელი არ არსებობს, ან არ არის მყარად მიერთებული, თქვენ დაინახავთ ამ გამოსახულებას ეკრანზე.

დახმარება 1.800.635.5267 16 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გადაამოწმეთ მუშაობა1. შეხედეთ ეკრანს და დააკვირდით არის თუ

არა მასზე მოყვანილი ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელი (SpO2 %) და პულსის სიხშირის მაჩვენებელი მოსალოდნელი მასშტაბით.

2. თუ თქვენ არა ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით თქვენს კლინიცისტს.

დახმარება 1.800.635.5267 17 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

დაყენების დასრულებისთანავე, თქვენ მზად ხართ პაციენტის მონიტორინგისთვის.

პაციენტის მონიტორინგის დროს, თქვენ უნდა შეასრულოთ შემდეგი დავალებები:

• გააცნობიერეთ, თუ როგორ გამოიყურება ეკრანი ნორმალურ პირობებში

• დარწმუნდით იმაში, რომ მონიტორინგის სისტემა იღებს ძლიერ სიგნალს სენსორიდან

• იდენტიფიცირება გაუკეთეთ საგანგაშო სიგნალებს, შეტყობინებებს და ინდიკატორებს

• სურვილისამებრ, შეცვალეთ მონიტორინგის სისტემის პარამეტრები, როგორიც არის სიკაშკაშე და ხმა

• იხილეთ და გააკეთეთ მოხსენება მონიტორინგის ისტორიაზე კლინიცისტის მოთხოვნის შესაბამისად

პაციენტის მონიტორინგი4

დახმარება 1.800.635.5267 18 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მთავარი ეკრანის კომპონენტების იდენტიფიცირება1. სახლში სამედიცინო დახმარების რეჟიმის

ინდიკატორი

2. SatSeconds ინდიკატორი (საჭიროების შემთხვევაში, თქვენი კლინიცისტი აგიხსნით ამ ფუნქციას)

3. ბატარეის სიმძლავრის დონე

4. თარიღი და დრო

5. მიმდინარე SpO2 % (ჟანგბადი) შემადგენლობა

6. SpO2 % სიგნალის ზედა და ქვედა საზღვრები

7. პულსის ინდიკატორი (ნიშნების ზოლი)

8. ამჟამინდელი პულსის მაჩვენებლი (დარტყმა წუთში, BPM)

9. პულსის მაჩვენებლის (BPM) სიგნალის ზედა და ქვედა საზღვრები

დახმარება 1.800.635.5267 19 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

პაციენტისგან მოცილებული სენსორის იდენტიფიცირება1. დააბრუნეთ სენსორი უკან პაციენტზე (თითი, შუბლი, ან

ცხვირი).

2. თუ თქვენ გაგიჭირდებათ ამის გაკეთება, დაუკავშირდით თქვენს კლინიცისტს.

მონიტორული დაკვირვების სისტემიდან გამორთული სენსორის იდენტიფიცირება1. მტკიცედ შეიყვანეთ სენსორის შემაერთებელი მონიტორინგის

სისტემის ზედა მხარეს განლაგებულ სპეციალურ ჩამრთველში.

2. თუ თქვენ გაგიჭირდებათ ამის გაკეთება, დაუკავშირდით თქვენს კლინიცისტს.

დახმარება 1.800.635.5267 20 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

პულსის სიხშირის სიგნალის იდენტიფიცირებამაღალი ან დაბალი პულსის მაჩვენებელი

დაუკავშირდით თქვენს კლინიცისტს.

SpO2 საგანგაშო სიგნალის იდენტიფიცირებამაღალი ან დაბალი SpO2 %

დაუკავშირდით თქვენს კლინიცისტს.

დახმარება 1.800.635.5267 21 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

დაპაუზებული სიგნალის იდენტიფიცირებაღილაკზე სიგნალის დაპაუზება (Alarm Paused) დაჭერით დროებით დააპაუზეთ სიგნალი.

სიმბოლო სიგნალის დაპაუზება (Alarm Paused) ჩდება ეკრანზე და მასში მოყვანილია დარჩენილი დრო, სანამ საგანგაშო სიგნალი არ გაჩუმდება.

სიგნალის შეფერხების იდენტიფიცირება1. გამორთეთ სხვა ახლომდებარე ელექტრონული

მოწყობილობები.

2. დაითანხმეთ პაციენტი იმაზე, რომ ის გაჩერდეს ერთ პოზიციაში და არ იმოძრაოს.

3. თუ შეფერხების სიმბოლო მკვლავ იქნება გამოსახული ეკრანზე, დაუკავშირდით თქვენს კლინიცისტს.

დახმარება 1.800.635.5267 22 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ბატარეეის სიმძლავრის დაბალი დონის იდენტიფიცირებაბატარეა OK

ნაკლები ხაზები ნიშნავს ნაკლებ სიმძლავრეს.

დაბალი სიმძლავრის მქონე ბატარეის სიმბოლო (Low Battery symbol)

უწყვეტად გამოჩენის შემთხვევაში, გამოცვალეთ ბატარეები 15 წუთის განმავლობაში. შერჩევითი შემოწმების დროს აღმოჩენისას, გამოცვალეთ ბატარეები შემდეგ მოხმარებამდე.

კრიტიკულად დაბალი სიმძლავრის მქონე ბატარეის სიმბოლო (Critically Low Battery symbol)

გამოცვალეთ ბატარეები დაუყოვნებლივ.

დახმარება 1.800.635.5267 23 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მუშაობის ღილაკები (Operate Buttons)

1. კვება (Power): დააჭირეთ და დაიკავეთ დაჭერილ მდგომარეობაში იმისათვის, რომ ჩართოთ (on) ან გამორთოთ (off) მონიტორინგის სისტემა.

2. ხმოვანი განგაშის სიგნალის შეჩერება (Alarm Audio Pause): სიგნალის ხმის დროებით გამოსართავად, დააჭირეთ ღილაკს ხმის გამორთვა (alarm sound).

3. მენიუ (Menu): დააჭირეთ ერთხელ იმისათვის, რომ იხილოთ ხელმისაწვდომი პარამეტრების ჩამონათვალი.

4. უკან დაბრუნება (Return): დააჭირეთ ერთხელ იმისათვის, რომ დაბრუნდეთ წინა ეკრანზე.

5. ქვევით/ზევით(Up/Down): დააჭირეთ ერთხელ იმისათვის, რომ ახვიდეთ ზევით ან ჩამოხვიდეთ ქვევით მენიუში ან იმისათვის, რომ გაზარდოთ ან შეამციროთ მაჩვენებელი ერთით. მენიუში სწრაფად გადასაადგილებლად, ან მაჩვენებლის ერთზე მეტით გასაზრდელად ან შესამცირებლად, დააჭირეთ და დაიკავეთ დაჭერილ მდგომარეობაში.

6. OK: მენიუს ობიექტის ან მაჩვენებლის ამოსარჩევად დააჭირეთ ერთხელ. მონიტორინგის ისტორიის ეკრანზე, დააჭირეთ იმისათვის, რომ შეცვალოთ მაჩვენებლების ინტერვალი, რომლებიც მოყვანილია ყოველ 1, 5, 100, ან 500.

დახმარება 1.800.635.5267 24 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მენიუს ობიექტების (Menu Items) იდენტიფიცირებამანათობელი ნიშნის (Spot Reading) შენახვა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დააფიქსიროთ ამჟამად შერჩეული მაჩვენებელი.

ხმის პარამეტრები (Sound Settings) გაძლევთ ხმის დარეგულირების საშუალებას საგანგაშო, პულსის და ღილაკების სიგნალებისთვის.

სიკაშკაშის პარამეტრი (Brightness Setting) გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დაარეგულიროთ ეკრანის სიკაშკაშე.

სკრინსეივერი (Screen Saver) გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დააყენოთ დროის ინტერვალი, რომლის ამოწურვის შედეგად ეკრანი გამუქდება, თუ გარკვეული დროის ინტერვალის განმავლობაში არ მოხდება მონიტორინგის სისტემის ღილაკებზე დაჭერა.

მონიტორინგის ისტორია (Monitoring History) გაძლევთ შენახული მაჩვენებლების ნახვის საშუალებას.

დახმარება 1.800.635.5267 25 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მანათობელი ნიშნის (Spot Reading) შერჩევა1. დააჭირეთ მენიუს (Menu) ღილაკს.

მანათობელი ნიშნის (Spot Reading) შერჩევა (ზედა ნიშანი) არის განათებული.

2. დააჭირეთ ღილაკს OK, მანათობელი ნიშნის (Spot Reading) შერჩევის მიზნით.

3. გამოჩნდება შეტყობინება "მანათობელი ნიშნის შერჩევა" ("Spot Reading Saved").

დახმარება 1.800.635.5267 26 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ხმის დარეგულირება1. დააჭირეთ მენიუს (Menu) ღილაკს.

2. დააჭირეთ ქვედა ისარს (Down Arrow) მანამ, სანამ ხმის პარამეტრები არ განათდება.

3. დააჭირეთ ღილაკს OK, ხმის პარამეტრების (Sound Settings) ამოსარჩევად.

4. ამოირჩიეთ ის ხმის პარამეტრი, რომლის შეცვლა გსურთ. მაგალითისთვის, შემდეგ გვერდზე ნაჩვენებია საგანგაშო სიგნალის ხმა.

დახმარება 1.800.635.5267 27 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

საგანგაშო სიგნალის ხმის (Alarm Volume) მაგალითი

მაგალითად, საგანგაშო სიგნალის ხმის დასარეგულირებლად:

1. დააჭირეთ OK-ს როდესაც საგანგაშო სიგნალის ხმა (Alarm Volume) არის განათებული.

2. ხმის დასარეგულირებლად, დააჭირეთ ზემო (Up Arrow) ან ქვემო (Down Arrow) ისარს.

3. ხმის ამოსარჩევად დააჭირეთ OK-ს.

შენიშვნა: თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაარეგულიროთ პულსის ხმა (Pulse Volume) ქვემო (Up Arrow) და ზემო ისრების (Down Arrow) დაჭერით, როდესაც გამოყვანილია მთავარი მონიტორინგის ეკრანი.

დახმარება 1.800.635.5267 28 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სიკაშკაშის (Brightness) დარეგულირება1. დააჭირეთ მენიუს (Menu) ღილაკს.

2. დააჭირეთ ქვედა ისარს (Down Arrow) მანამ, სანამ სიკაშკაშის პარამეტრი (Brightness Setting) არ განათდება.

3. სიკაშკაშის პარამეტრის (Brightness Setting) ამოსარჩევად, დააჭირეთ ღილაკს OK.

4. სიკაშკაშის თქვენის სურვილისამებრ დასარეგულირებლად,

დააჭირეთ ზემო (Up) ან ქვემო ისარს (Down Arrow).

5. სიკაშკაშის პარამეტრის (brightness setting) ამოსარჩევად, დააჭირეთ ღილაკს OK.

დახმარება 1.800.635.5267 29 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სკრინსეივერის (Screen Saver) დაყენება1. დააჭირეთ მენიუს (Menu) ღილაკს.

2. დააჭირეთ ქვედა ისარს (Down Arrow) მანამ, სანამ სკრინსეივერი (Screen Saver) არ განათდება.

3. სკრინსეივერის (Screen Saver) ამოსარჩევად დააჭირეთ ღილაკს OK.

4. ამოირჩიეთ ორი პარამეტრიდან:

• დააჭირეთ ზემო ისარს (Up Arrow) იმისათვის, რომ მონიშნოთ "არასოდეს" (Never) და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK.

დახმარება 1.800.635.5267 30 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

• ან, დააჭირეთ ღილაკს OK, უმოქმედო დროის წუთების რაოდენობის შესაცვლელად, სკრინსეივერის (Screen Saver) გააქტიურებამდე.

- წუთების რაოდენობის შესაცვლელად, დააჭირეთ ქვემო (Up) ან ზემო ისარს (Down Arrow).

- ეკრანზე გამოტანილი წუთების რაოდენობის შესარჩევად, დააჭირეთ ღილაკს OK.

დახმარება 1.800.635.5267 31 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

იხილეთ მონიტორინგის ისტორია (Monitoring History)1. დააჭირეთ მენიუს (Menu) ღილაკს.

2. დააჭირეთ ქვედა ისარს (Down Arrow) მანამ, სანამ მონიტორინგის ისტორია (Monitoring History) არ განათდება.

3. მონიტორინგის ისტორიის ამოსარჩევად, დააჭირეთ ღილაკს OK.

4. ამოირჩიეთ ეკრანის მონაცემების ხილვა (View Spot Data) ან

უწყვეტი მონაცემების ხილვა (View Continuous Data).

5. დააჭირეთ ღილაკს OK.

დახმარება 1.800.635.5267 32 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

6. უწყვეტი მონაცემების (Continuous Data) ხილვის დროს, დააჭირეთ ხელახლა OK-ს იმისათვის, რომ დაარეგულიროთ მოყვანილი მაჩვენებლების ინტერვალების დრო ყოველ 1, 5, 100, ან 500 მონაცემების ქულებზე.

დახმარება 1.800.635.5267 33 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სტატუსის კოდების განმარტებასტატუსი აღწერა

LM პულსის, პაციენტის მოძრაობის უნარის დაკარგვა

LP პულსის დაკარგვა

CB კრიტიკულად დაბალი ბატარეის სიმძლავრე

LB ბატარეის დაბალი დონე

SO სენსორის გამორთვა, პაციენტი

SD სენსორი გამორთული იყო მონიტორინგის სისტემიდან

AO ხმოვანი განგაშის სიგნალი გამორთულია

AS განგაშის სიგნალი შეჩერებულია

MO სიგნალის შეფერხება, პაციენტის მოძრაობა

PS პულსის ძებნა

დახმარება 1.800.635.5267 34 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

შენიშვნები:

დახმარება 1.800.635.5267 35 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

თქვენი კლინიცისტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ როდის სჭირდება სენსორს

შეცვლა ან პაციენტის სხეულის სხვა ნაწილზე გადაადგილება. პაციენტზე დამაგრებული სენსორის გარშემო მოძებნეთ ქვემოთმოყვანილი ნიშნები, რომლებიც შესაძლოა აღმოაჩნდეს პაციენტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში: • პაციენტს უჩდება სიმშრალე, სიწითლე, ან

ტკივილები კანზე სენსორის ქვეშ. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს კლინიცისტს, და შეუცვალეთ სენსორს ადგილი.

• სენსორის წებოვანი ნივთიერება არ მაგრდება სათანადოთ.

• სენსორი ადვილად ვარდება (არ ჩერდება გარკვეულ და სასურველ ადგილას), ან დაუყოვნებლივ ვარდება პაციენტზე მიმაგრების მერე.

სენსორის დამაგრების მაგალითები

შეცვალეთ სენსორი5

დახმარება 1.800.635.5267 36 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ინფორმაცია სენსორის შესახებზოგიერთი სენსორი მოთავსებულია სტერილურ შეფუთვაში, და ზოგიერთი არა. პაცეინტთან გამოსაყენებელ სენსორთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს კლინიცისტს.

დახმარება 1.800.635.5267 37 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

თქვენ შეგიძლიათ მონიტორინგის სისტემის პერიოდულად გასუფთავება, რათა გამოიყურებოდეს

განახლებულად და შეუფერხებლად შეძლოთ ეკრანის დანახვა. ამასთანავე, თუ ეკრანზე რაიმე ტიპის სითხეა დასხმული, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გაწმინდოთ ის.

რეკომენდირებული გაწმენდის საშუალებები • რბილი ჩვარი/ტილო • ონკანის წყალი • იზოპროპილის სპირტი • წინასწარ დასველებული ხელსახოცი (კითხეთ თქვენს

კლინიცისტს) მონიტორინგის სისტემის გაწმენდა1. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლებელი

შოკი, მოაცილეთ სენსორი პაციენტს, გამორთეთ მონიტორინგის სისტემა, და გამოიღეთ ბატარეები.

მონიტორინგის სისტემის და სენსორის გაწმენდა6

დახმარება 1.800.635.5267 38 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

2. დაასველეთ რბილი ჩვარი ონკანის წყლით ან იზოპროპილის სპირტით. თუ ჩვარი გაიჟღენთება სითხით, დაიწყეთ ხელახლა მშრალი ტილოთი.

ან, გამოიყენეთ თქვენი კლინიცისტის მიერ რეკომენდირებული წინასწარ დასველებული ხელსახოცი.

3. ნაზად გადაწმინდეთ მონიტორინგის სისტემის ყველა საფარი.

4. დააცადეთ მონიტორინგის სისტემას გაშრობა.

გაწმინდეთ სენსორი

1. თუ სენსორი არის განმეორებითი გამოყენებისთვის ვარგისი, კითხეთ თქვენს კლინიცისტს თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ის.

2. თუ სენსორი არის ერთჯერადი, პერიოდულად გადააგდეთ ის და შეცვალეთ ახლით.

თქვენი კლინიცისტი მოგცემთ ინსტრუქციას მისი შეცვლის სიხშირის შესახებ.

3. განმეორებითი გამოყენებისთვის ვარგისი სენსორის გაწმენდის შემდეგ, მიეცით მას გაშრობის საშუალება.

დახმარება 1.800.635.5267 39 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მონიტორინგის სისტემის (Monitoring System) გადატვირთვა1. ჩართეთ მონიტორინგის სიტემა. დარწმუნდით იმაში,

რომ ის ირთვება სათანადოთ.

2. დაელოდეთ ხმოვან სიგნალს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმა მუშაობს.

3. შეხედეთ ეკრანს და დარწმუნდით იმაში, რომ ის ირთვება და რომ თქვენ ხედავთ SpO-ს2 და პულსის სიხშირის ზონებს.

4. თუ მონიტორინგის სისტემა სწორად მუშაობს, მიამაგრეთ სენსორი მონიტორინგის სისტემაზე და შემდეგ პაციენტზე.

5. ჩვეულებისამებრ განახორციელეთ პაციენტის მონიტორინგი.

დახმარება 1.800.635.5267 40 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

შენიშვნები:

დახმარება 1.800.635.5267 41 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მონიტორული დაკვირვების სისტემას აქვს რამოდენიმე აქსესუარი. კითხეთ თქვენს კლინიცისტს, აქვს თუ არა

თქვენთვის თავისუფალი დრო.

გამაგრძელებელი(დეკ-4)

დამცვავი საფარი

აქსესუარები7

დახმარება 1.800.635.5267 42 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გადატანის ჩანთა

დახმარება 1.800.635.5267 43 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სიტყვარი/ტერმინებიგარემოს განათება

განათება პაციენტის სენსორის არეში. გარემოს განათების ძლიერმა წყაროებმა, როგორიცაა ბილირუბინის ნათურა, ფლუორესცენტული სინათლე, ინფრაწითელი ნათურა და მზის პირდაპირი სინათლე, შეიძლება SpO2 სენსორის მოქმედებას ხელი შეუშალოს.

გულისცემის სიხშირე

გულის დარტყმების რაოდენობა, ჩვეულებრივ, წუთის მანძილზე.

ექიმი-კლინიცისტი

ჯანდაცვის სათანადოდ მომზადებული მუშაკი, რომელიც პაციენტის მეთვალყურეობასა და მონიტორინგის სისტემის სახლის პირობებში გამოყენებაში გეხმარებათ. ეს პირი შეიძლება იყოს ექიმი, მედდა, რომლებიც პაციენტს მკურნალობენ, ან სხვა სათანადოდ მომზადებული ჯანდაცვის მუშაკი.

დახმარება 1.800.635.5267 44 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მომვლელი პირი, რომელიც პაციენტს აკითხავს და მონიტორინგის სისტემის მაჩვენებლებს და სენსორის მდებარეობას ამოწმებს.

მონიტორინგის- სისტემა

სახლის პირობებში სარგებლობის მოცემულ სახელმძღვანელოში აღწერილი მოწყობილობა, რომელიც პაციენტის SpO2-ის და პულსის გასაზომად გამოიყენება.

პულსის BPM პულსის სიჩქარე. გულის დარტყმების რაოდენობა წუთის მანძილზე. პულსის სიჩქარეს, ასევე, ეწოდება გულისცემის სიხშირე, დარტყმა წუთში ან BPM.

ჟანგბადით გაჯერება (გაჯერება)

სისხლში მოცირკულირე ჟანგბადის პროცენტული მაჩვენებელი. ასევე, გამოისახება როგორც %SpO2.

სენსორი აქსესუარი, რომელიც პაციენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და მონიტორინგის სისტემისთვის გადაცემისთვის გამოიყენება. სენსორის ერთი ბოლო პაციენტის ხელის ან ფეხის თითზე, ყურის ბიბილოზე ან შუბლზე მაგრდება, ხოლო მეორე ბოლო - მონიტორინგის სისტემას უერთდება.

დახმარება 1.800.635.5267 45 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სენსორის უბანი სენსორის მიერ მაჩვენებლების მოპოვება პაციენტის პულსის სიჩქარის და სისხლში ჟანგბადის პროცენტული შემცველობის აღქმითა და ამ ინფორმაციის მონიტორინგის სისტემისთვის გადაცემით ხდება.

ადგილი პაციენტის სხეულზე, სადაც სენსორია დამაგრებული, მაგალითად, თითი, შუბლი ან ცხვირი.

BPM იხილეთ პულსის BPM.

SpO2 (%SpO2) ჟანგბადით გაჯერების დონე მონიტორინგის სისტემის მიხედვით.

დახმარება 1.800.635.5267 46 PM10N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ააქსესუარები 41

ბბატარეები 12, 22

გგარემო პირობები 11გაფრთხილებები 7-9გაფრთხილებები 9-10

დდაბრუნების ღილაკი 11, 23დაყენება 11-16

ეეკრანი, მონიტორინგის

სისტემა 18

ზზედა ისრის ღილაკი 11, 23

თთარიღი და დრო 18

იინფორმაცია

უსაფრთხოების შესახებ 7-10

ისრების ღილაკები 11, 23

კკლინიცისტის როლი 6

მმენიუს ღილაკი 11, 23მომვლელის როლი 5

მონიტორინგის სისტემის აღწერა 5

მონიტორინგის სისტემის ნაწილები 11

მონიშვნის (OK) ღილაკი 11, 23

პპულსის (BPM)

მაჩვენებელი 18

ჟჟანგბადის (SpO2 %)

შემცველობა 18

სსაგანგაშო სიგნალები 20-21საგანგაშო სიგნალის

დაპაუზების სიმბოლო 21საგანგაშო სიგნალის

დაპაუზების ღილაკი 11, 23

სენსორი 14-15, 19, 35-36, 38სიმაღლე, ოპერაციის

პროცესი 11

ინდექსი

შენიშვნები:

ნაწილის ნომერი 10006284 Rev B (A7370-2) 2014-05

COVIDIEN, COVIDIEN ლოგოთი და Covidien-ის ლოგო არის შეერთებულ შტატებში და საზღვარგარეთ Covidien AG-ს დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

სხვა ბრენდები და სავაჭრო ნიშნები, რომლებიც ეკუთვნის Covidien-ის კომპანიას.

© 2014 Covidien. Covidien llc, 15 ჰემპშირის ქუჩა,

მენსფილდი, მასაჩუსეტსის შტატი, 02048 ამერიკის შეერთებული შტატები.

Covidien-ი ირლანდია ლიმიტიდი.IDA ბიზნესის და ტექნოლოგიის პარკი, ტულამორი.

www.covidien.com0123