leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება...

96
leqsebi rostom rostiaSvili

Transcript of leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება...

Page 1: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

leqsebi

rostom rostiaSvili

Page 2: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

2

avtori: rostom rostiaSvili

ydis dizaini: eTo gziriSvili

gamomcemloba ,,georgika~

Page 3: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

3

* * *

ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას,მიმართულებას წყლისა და ქარის,ვინ გეკითხება ქონა – არქონას,ან შენ რა გესმის ღიმილის ქალის. ვინ გეკითხება ტყუილს და მართალს –ჭურჭელში ერთში ასხია ორივ,მხოლოდ ის უთქვამს თეთრწვერა ნათანს –ერთი და ერთი იქნება ორი. ვინ გეკითხება კოსმოსის სხივი,უსასრულობას სადამდე უწევს,ან ევას ხელი მაჯაში მსხვილი,ჩვილს მუხის აკვანს როდემდე ურწევს. ვინ გეკითხება კაენს და აბელს,გასაყოფი რა დაურჩათ ბოლოს,ან სისხლიანი ბალახი ამ ველს,მოსცილდება კი ბოლოს და ბოლოს! ვინ გეკითხება გაავლო ხაზი,კეთილებსა და ბოროტებს შორის,შენ რა გგონია ღიმილი ნაზი,ორკაპა ენას არ მალავს ჭორის? ვინ გეკითხება ფოთლების ცვენის,მაინც რა არის მთავარი აზრი,ან ხმას ბედისა მათრახის ცემის,კარის ჭრიალის ხმას როგორ ადრი.

Page 4: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

4

ვინ გეკითხება ბალახის მწვანედ,აბიბინებას ზაფხულის პირას,დიდი შანსია მოტყუვდე მწარედ,თუ ელოდები ხვალ დილით კვირას. ვინ გეკითხება მიმინო სერი,რატომ ბრდღვნის ჭრელ ჩიტს – ბარტყების დედას,ან ბალახებში ბრტყელთავა გველი,რას ასისინებს გაყოფილ ენას. ვინ გეკითხება რა მიაქვს სახლში,განაცრისფრებულ მომცრო მინდვრის თაგვს,იქნებ შემთხვევით იპოვა დახლშიდა იქნებ მეტიც არაფერი აქვს. ვინ გეკითხება ვარსკვლავი ცისკრის,მარჯვნივ თუ მარცხნივ ტრიალებს ცაში,ვინ გეკითხება საითკენ მიჰქრის,თავაწყვეტილი უბელო რაში. ვინ გეკითხება კარგის და ცუდის,დაადგინეო საზღვრების კიდე,რატომ ვერ ხედავ ეშმაკის კუდისაქიცინებას კიდევ და კიდევ! ვინ გეკითხება სიცოცხლის საწყისს –ახტომას მაღლა საკუთარ თავზე,ან შენ რა იცი სიკეთის არწყვის,მარტო ხარ ზღვაში გახვრეტილ ნავზე …

Page 5: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

5

,,ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება“

ქართველის ნათქვამი

“განა სამუდამოდ ვიშენებთ სახლებს?”უთანაფიშთი

* * *გილგამეშივით მე არსად წავალ,ჩემს სახელმწიფოს ვერ მივატოვებ,საცალფეხოზე მე მარტო გავალ,ღმერთო, თუ ცოტას კიდევ მადროვებ.

გილგამეშ ძმაო, რამ შეგაშინა,სიკვდილის სუნმა როგორ დაგთრგუნა,პირველი იყავ გარეთ თუ შინა,მეფის ტიტული ღმერთმა გარგუნა.

ყველა სიამე ამქვეყნიური,მიიღე სხვებზე მდიდარმა კაცმა,მაგრამ გრძნობები შენში ღვთიური,ელოდებოდა სულიერ ჯვარცმას.

დიდო მეფეო, მე მესმის შენი,რატომ დასტირი მეგობრის ცხედარს,გადაანგრიე სიმწუხრის ბჭენიდა ჩაეხუტე ასწლოვან კედარს…

ხუთი ათასი გვაშორებს წელი,უახლოესო წინაპართაგან,ეს დაშორება წამია გრძელი,და დღეს გაიღო ყველა – კართაგან.

მე შენი სული ჩამსახლებია,ერთი შეხვედრით გაგიგე მიტომდა რაც კი ქვეყნად გამხარებია,კარგად არ ვიცი, იყო კი ვითომ?!

Page 6: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

6

ნუთუ იმიტომ გაჭერი სივრცე,ნუთუ იმიტომ ახვედი ცამდე,რომ ცისკრის ვარსკვლავს სალამი მისცედა მიაღწიო უკვდავებამდე!

ბოლოს ქვესკნელის სიღრმეებს გასცდი,(მისაშველებლად ხელს არვინ გახლებს)და უიმედო პასუხსაც ჩასწვდი –“ან სამუდამოდ ვიშენებთ სახლებს?”.

გაუგონარი, ჯერ არ სმენილი,გილგამეშ ჩემო, საქმე გიქნია,უკვდავებაა მარად ძებნილი,დროის რაშები მიტომ მიჰქრიან.

ჯერ ამ რაშებზე არავინ მჯდარადა უნაგირიც უცხოა მათთვის,ამისათვის კი ისიც არ კმარა,შესძლო გაწირვა საკუთარ თავის.

ერთი გზა არის უკვდავებამდე,ჩემო გილგამეშ, იქნება ვცდები –საცალფეხოა ერთი იქამდე,მე ჩემი ჭკუით რასაცა ვხვდები:

სიკვდილს მივყავართ უკვდავებამდე,გასაკვირალიც რაოდენ იყოს,შავი მერანი მიდის იქამდე,დაუჯერებლად მოსჩანს ეს თითქოს…

მაგრამ მე გნახავ შენ, ჩემს წინაპარს,უკვდავებაში უკვე გარდასულს,შენ დამახვედრებ ანთებულ ლამპარსდა ხელს გადავხვევ დაკარგულ წარსულს.

შენ გამიღიმებ – ასეა მგონი,დამიდასტურებ ჩემს ეჭვებს ალბათ,გაჩერებული იქნება დრონი –უკვდავება კი ესაა ნაღდად!

Page 7: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

7

მე იმ ქვეყნის სანახავად წავედი

* * * (ეპიტაფია)

იცოდეთ, რომ იმ ქვეყნის სანახავად წავედი,კარგად ვხედავ: გზა მოკლეა, ამავე დროს გრძელი.ლურჯი სიმწვანე მელოდება, როგორც ხავერდიდა მე ახალი წელთაღრიცხვის დაწყება მელის. უკან მომყვება უჩინო-უშნო, ურჯულო, სამთითა.ისე ადვილად ვიშლები, როგორც ნაწერი ცარცითა.მთიელთა სისხლი მიყივის, ფრენა მომინდა არწივთა,არ გეგონოთ, რომ ლექსს ვამბობ, სადღეგრძელოს ვსვამ ყანწითა. მივდივარ, გადაუხდელი მრჩება ამ ქვეყნის ვალები.ამბრმა, უმბრმა და არაბმა დამთხარეს ორთავ თვალები.ვეცადე, ვერ შევაჩერე ამქვეყნიური წამები.სევდა მიმყვება და დიდი დაუწურავი დარდები. წავალ გარდასულ დროში, სამყაროს საზღვრებს ვნახავ.რად გავჩნდი, რისთვის მოველ, პასუხს მივიღებ ალბათ.სწორედ ამიტომ ვფიქრობ: შევკაზმო ჩემი ლაფშა –შავი, კუპრივით შავი და დავარღვიო აღთქმა.(იმედი მაქვს რომ უფალს, მე უფრო ახლოს ვნახავ). ჩამომეხსნება ეშმა, გულის ფიცარის მღრღნელი,სუფთა გულითა მოვალ, ვიცი, რომ ძლიერ მელით.დამარცხებული მოვალ, ვერ გავიმარჯვე ომში,ვებრძოდი დროის სრბოლას და დავიკარგე დროში. დამარცხებული მოვალ და მოგიყვებით მალე:ვერ გავაცალე თიხას, შავი ბალღამი მწარე, ვეღარ ვარჩევდი ვერა, საწუთროს დღეს და ღამეს,ვხვდებოდი, რაცა სტანჯავდათ მუშნის, იუდას, კაენს. მრჩება, აქ მრჩება სურათი, სასწაულებით სავსე:მზე, ვარსკვლავები მტირალნი, ხალებიანი მთვარე,მიწის სურნელი გაზაფხულს, მინდვრად ჯეჯილი მწვანე,ფიქრით დაღლილი ხეები, რასაც დავკარგავ მალე…

Page 8: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

8

მერცხლის ჭიკჭიკი განთიადს, ფოთლების ცვენა ტყეში,ჭიანჭველათა არმიას თავზე დასხმია თქეში…ბალახს – უსიტყვოს, თავმდაბალს, არ უყვარს ყოფნა სხვებში,ღრუბელი წამით შეჩერდა და დაისვენა კლდეში.(აგერ სურათი სხვაგვარი – განასხვავებენ ბევრში): ქალის ღიმილის სითბო – შემჩერებელი წამის,ღვთით ბოძებული ნიჭი, რომ მაგიჟებდა ლამის,სიკეთით სავსე გული, ერთგულება და ძმობა,რომ ვერ შევძელი მათთვის დამონება და ყმობა. რომ ვერ გავიგე რატომ, რატომ ამოდის ია,რატომ ეცლება ფერი, სირცხვილით ადამიანს,რატომ ქუხს, რატომ ელავს – რას გვანიშნებენ ამით?!რატომ ტრიალებს მიწა – არა ჩერდება წამით. შეხედეთ იქით: გოგონა გვირილას ყვავილს აცლის –შეყვარებულთა ღიმილი გამოირჩევა ასში.წამია წუთისოფელი? – რასაც უფალი გვაცლის.როგორ გავერკვე მითხარ, ამა ცხოვრების არსში. შემომესევა დროდადრო, კითხვის ნიშნების ჯარი,მარტო ვარ, ხელში მიჭირავს გადატეხილი ხმალი.უნდა გავიქცე ლაჩრულად, ცხენი მჭირდება მალი,ანდა ზღვით უნდა წავიდე, გამიმზადენით ნავი. ვერ შევიპყარი უღონომ: ვეფხვი გამექცა ხელიდან.ვერ ვხოცე ნადირ-ფრინველი – არცა ყოფილა ჩვენიდან,ვერც შეველ ქაჯეთის ციხეს – ნედლი არ ჩნდება ხმელიდან.ვერ მოვკალ მონა, წავიდა – არა გამოვა ჩემიდან. დამღალა გამეორებამ – გაერთფერადდნენ დღეები,გაღმაურებთან მივდივარ, სად არ იცვლება თვეები,( სიძულვილითა სიყვარულს ვერ დავუმოკლე ხელები)წავალ, ეგ არაფერია, არ გახმებიან ხეები. დამღალა პირველობამ და ვერცხლის ყვარობამ ქართველთა,თუ დამიჯერებთ, იცოდეთ: ასე ვერ გავზრდით მართვესა!

Page 9: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

9

არ ვიცი, რაღა გვიშველის თუ გზები ასე ვხლართეთა!რა პასუხს გავცემთ ღვთისმშობელს, ვისიც სიცოცხლეც გვმართებსა…

ერთი სურათიც მეძახის, თუ მაქვს მათი მაქვს ვალები,თავში დგას პატარა ბიჭი, ლურჯად უბრწყინავს თვალები,ვერ დავუტოვე ვერავის – ოქრო, ვერცხლი და ლალები,სადაც არ უნდა წავიდე, მე მათ ვერ დავემალები… რაც შენთვის უნდა მეთქვა, ბრიყვმა – ვუთხარი სხვას,რაც ჩემთვის უნდა გეთქვა, ვერავინ მითხრა სხვამ,(მაშინ გამიხმა ენა, ახლა „საწუხარ არს“)მე კი პირიქით მსურდა – თითქოს უბრალო რამ… ეს გაუმარჯოს იმას, რაც არ ყოფილა ცხადში,რაც ფიქრის გროვა იყო და გაიფანტა ქარში,ვინაც ვიყავით მართლა და არ გვეგონა რაიც,ეს გაუმარჯოს იმ დროს, რომ გვიხაროდა მაინც. გაფანტულ ფიქრებს ვაგროვებ, დავეძებ მთა და ბარში,ჩემი, მე უნდა წავიღო, ვერა, ვერ გავცვლი სხვაში.ნეტა ყველას კი ვიპოვი?! – გაცივდებიან ქარში,რომელსაც ვერ გავიხსენებ – შეერეოდა დარდში. მივდივარ: ბუნებრივია – წარმავალია ყოველი,ვნახე, რაც სანახავია, ახალს არაფერს მოველი,თუ გამაცილებთ – დავლიოთ ღვინო ყოველთა მთრობელი,როგორც იტყვიან – გავლიე მე ჩემი წუთისოფელი… ..წავედი კარგად იყავით, ბევრნი მიყვარხათ აქ მყოფი.ჩემზე არც არა იდარდოთ, საგზალი მიმაქვს სამყოფი.სადაც არ უნდა წავიდე, რადაც არ უნდა ვიქცე,მომენატრება სამშობლო , მე გამოგივლით ისევ,მოვალ ქარში და წვიმაში, იქნება თქვენ ვერც მიხვდეთ,დაგლოცავთ და გაგეყრებით – რომ არც ვყოფილვარ ისე.

Page 10: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

10

* * *

ქალაქში იყო ბიჭი,ცხოვრობდა, როგორც ყველა,ჰქონდა ოცნების ნიჭი,გზას მიჰყვებოდა ნელა.

უყვარდა მთაც და ბარიც,ზეცაც – მოლურჯო ფერის,ნაკადულიც და მტკვარიც,საძმოც – ბიჭები ვერის.

უნდოდა, როგორც ყველას –ოჯახი, ცოლი, შვილი,იცნობდა მთელი ვერა –უყვარდა მჟავე ხილი.

გავიდა წლები სწრაფად,ბიჭსაც აუხდა ფიქრი,ნამდვილად ღირდა ნახვად –გამარჯვებული ფიქრის!

კიდევ გავიდა წლები,რამოდენიმე მგონი,მკითხველო ალბათ ხვდები –რა მუხთალია დრონი!

წამით შეჩერდა დროდა ჩამოეშვა ფარდა,უნდა ვიფიქროთ, რომ –ბიჭი უფალთან წარსდგა…

ვერ შეატყობდი ქალაქსუბედურების იერს,ის განაგრძობდა ლაქლაქსთანამცხოვრებთა მიერ.

Page 11: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

11

არ ეტყობოდა ქუჩას,ვერც შეატყობდი სხვას,არ ეტყობოდა ცაცხვს –ბიჭის ქუჩაზე მდგარს…

გავიდა კიდევ წლები,რამოდენიმე მგონი,ბინაში იყვნენ სხვებისულ სხვას ფიქრობდა ორნი:

სახინკლე გახსნა ორმა,ბინაში – ჩვენი ბიჭის,შემომეყარა ბოღმარისი, ამის თქმა მიჭირს.

იქნებ იმიტომ მიჭირს,რომ ოცნებები კვდება,რომ ვეღარ ვხედავ ბიჭებს,რომ მეძალება სევდა,ყელში სიბრაზე მიჭერსდა ჩემს მომავალს ვხედავ.

ხილვად მიდგება თვალწინ,ბიჭის ღიმილი მკრთალი,მქონია ხშირად უწინ,როცა ვყოფილვარ მთვრალი.

ღიმილი მეტყვის წყნარად,პასუხად, თუმცა ირიბით:“ასე ყოფილაო მარად,შეიძლებოდა ყოფილიყო სულმთლად პირიქით!”

… ქალაქში იყო ბიჭი,ცხოვრობდა როგორც ყველა,ჰქონდა ოცნების ნიჭიგზას მიჰყვებოდა ნელა…

Page 12: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

12

* * *სამოცი წელი ბევრია უკვე,ვერც კი დაითვლი რამდენი წამი,გარდასულ დროთა აჩრდილებს ვუხმე,რომ აეხილათ გონების თვალი.

სამოცი წელი ბევრია უკვე,ვერც კი დაითვლი, რამდენი წამი,ზოგისთვის იყო ცხოვრება მსუყე,ზოგს აწუხებდა სულ მუდამ ვალი.

ზოგისთვის იყო გზა აღმავალი,სხვა კი სიმშვიდეს ეძებდა მრევლში,ზოგმა იარა გზა დაღმავალი,ეცადა, ვეღარ გასწორდა წელში.

ზოგმა იფრინა, ვითარცა მართვემ,ზოგი კი შეძვრა სოროში მალვით,იცხოვრა კაცმა – სიკეთით სავსემდა მოიწამლა გველგესლის შხამით.

ზოგს გაუმართლა, ზოგს ჩაუმწარდა,გახარებულიც ყოფილა ბევრი,ზოგი ბრძოლაში ტყვედაც ჩაბარდა,კი, იყო ცოტა – ბუნებით ქველი.

ზოგსაც აუხდა ყველა ოცნება,ზოგმა იცხოვრა მხოლოდ ოცნებით,სხვას აჯილდოვებს ზოგჯერ ცხოვრება,უკმაყოფილო სხვაა ცხოვრებით…

სამოცი წელი ბევრია უკვე,ვერც კი დაითვლი რამდენი წამი,ვეღარ გავიგე რა დღეა უქმე,სურნელი მინდა გავიგო ნამის.

სხვები ავიდნენ მაღალ მწვერვალზე,ბევრს კი ასვლისას გაუწყდა თოკი,

Page 13: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

13

ბევრმა იცხოვრა თავის ნებაზე –მრავალჟამიერს ერჩივნა როკი.

ზოგს სიყვარულით აევსო გული,ბევრს არ ეღირსა უფლის წყალობა,ცოტას ახსოვდა სიტყვა – „მამული“ცოტას ესმოდა შაშვის გალობა.

ზოგმა უდაბნო ფეხით გალია,სხვამ კი წალკოტში დაიდო ბინა,ზოგმა ზედაშე თასით დალია,ზოგს კი სუფრაზე ჩამოეძინა…

სიყვარულიც კი ხელში მოგვიკვდაგვიკვდება გრძნობა, გვიკვდება ვნება,დავტირით იმას, რაც არ ყოფილაარცა ყოფილა უფალის ნება.

და უკან რჩება ცუდიც და კარგიც,იღუპებიან წარსულთან ერთად,გვავიწყდებიან ფიქრიც და ცხადიც,დარდმა დაგვიპყრო და სევდამ მეტად…

ბოლოს კი შევხვდით ყველანი ერთადგადასახედზე – გადაღმა მხარეს,და გვეჩვენება სამყარო ღმერთად,დაგვავიწყდება წარსული მწარე.

უკლებლივ ყველას ფიქრი გვღრნის ერთი,მარადიული ყოფილა მართლა _რა ახლოს, ახლოს ყოფილა ღმერთირა ცოტა დაგვრჩა, რა ცოტა დაგვრჩა!

სამოცი წელი ბევრია უკვე,ვერც კი დაითვლი რამდენი წამის,მადლობა უფალს – რაც იყო უკვე,მადლობა უფალს – რაც არის ხვალის!

Page 14: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

14

* * *

შენზე ვფიქრობდი დიდხანს,დაბადებიდან თითქმის,არც არავისთვის მითქვამს –თითქოს ადვილად ითქმის.…

მე კი შენით ვარ მხოლოდსიცოცხლის ნიშან – წყალით,შენ იმედი ხარ ბოლო,ნავსაყუდელი – ნავით!

შენა ხარ წვიმის წვეთიდა საახალწლო თოვა,შენ მდინარე ხარ ერთი –თავის დახრჩობის ნდომა!

შენა ხარ თეთრი სხივიგამოტყორცნილი მზიდან,აკრძალული ხარ ხილი,მოსაწყვეტი ხარ ხიდან.

შენ ელვაცა ხარ ჩემთვის,ჭექა-ქუხილთან ერთად,იებს რომ ვკრეფდი შენთვის,ჩიტები სტვენდნენ ერთხმად.

შენა ხარ ცეცხლის სითბო –წიფლის ხეების ალით,შორიდან ვთბები ვითომ,ვცოცხლობ იმედით-ხვალით,

აღელვებული ზღვა ხარ,ცურვა ვისწავლო მინდა,გაკვირვებული რად ხართავსაც მოვიკლავ გინდა!

Page 15: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

15

შენ სიმღერა ხარ ლაღი,სევდანარევი ტონით,შუბლზე მატყვია დაღი –არ არსებული კოცნით.

შენ ნიავი ხარ გრილიზაფხულის თეთრი ღამის,გული მაქვს გამოხრილისისხლიც გამიშრა ლამის.

თუ წამოხვედი ჩემსკენ,თუ მომასწარი კიდევ,მესმის – ზარები რეკენიქნებ ვიცოცხლო ისევ…

ყოველ წამს ვფიქრობ შენზერით დაგიმტკიცო რითი !წარსული გდია სხვენზე –დავიწყებული ნივთი…

შენ დარდიცა ხარ ჩემი –უცრემლო ფიქრის გორა,თუ გსურს შეხვედრა ჩვენი,გამომიგზავნე მონა !

შენა ხარ ცაც და მიწაც,ყველაფერი ხარ თითქმის,შენ აზრიცა ხარ, რითაცსამყარო წამებს ითვლის!

თაიგული ხარ დიდი –მინდვრის ყვავილთა წყება,მიმზერს თვალები მშვიდიდა სასწაული ხდება:

ყვავილებიდან ქალი,გადმოდის გნოლის ტანით,

Page 16: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

16

ფართოდ გავუღე კარი,სახლი გავუთბე ცეცხლით,

ღიმილი ჰქონდა ღმერთის,ვერ ვნახე სხვაგან ვერსად,შემომხედა კი ერთი –და გადაიქცა ლექსად.

ამ ღიმილს ვეძებ ყველგან –სადაც არ არის იქაც !იმედი მინდა შენგან –უნდა ვიცოცხლო რითაც !

შენზე ვფიქრობდი დიდხანს,დაბადებიდან თითქმის,არც არავისთვის მითქვამს –თითქოს ადვილად ითქმის….

* * *ახალს ვერაფერს გეტყვით, ახალს არაფერს ვამბობ,არ დაიჯერებთ ნებით – სამშობლოს ბედზე ვდარდობ…არ დაიჯერებთ, რადგან მეც არა მჯერა მყარად –მოწამლული ვართ რისგან, გასარკვევი გვაქვს სწრაფად!

ტყუილი გვიჯობს მართალს, ბოროტება კი კეთილს,შიში ადვილად გვმართავს, რწმენა არა გვაქვს ღმერთის!ეშმაკი გვაზის მხრებზე, სრულიად ნათლად ვხედავთ,შეჩვეული გვყავს ხელზე, მასთან დაწოლას ვბედავთ!

ერთ დიდ ტყუილში ვცხოვრობთ, პატარა და თუ დიდი,ნეტა რისთვისღა ვცოცხლობთ, ვართღა – ლეგენდით, მითით.კი იყო მართლაც ხალხი – გმირები ლეგენდისა,ტანზე ემოსათ თალხი, გულზე – ნათელი მზისა!

Page 17: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

17

ღირსება იყო მათთვის – მადლი მაღალი ღმერთის,პატიოსნება მნათის და სიყვარული ერთის!მაგრამ ეს იყო ადრე, სულ, სულ სხვაა ახლა –ბნელეთს ანათებს მთვარე, მზე დაიკარგა მართლა.

სასაცილოა ჩვენთვის – კაცის ულვაშის ღერი,ფასი ფიცის და სიტყვის და გულში ჩანამღერი.არ გვეშინია ღმერთის – არ გვიხარია შობა,სასაცილოა ჩვენთვის – ერთგულება და ძმობა.

სასაცილოა ბოლოს – სიკეთით სავსე გული,ჩვენი ფიქრია მხოლოდ – ფული, ფული და ფული.ყველა სხვადასხვა მხარეს ! ყველანი ქვენა გრძნობით !თავზე დაგვნათის მთვარე, ერთმანეთს ვჯობნით ომით…

ეზოს ვერაფრით გასცდა, თვალსაწიერი ჩვენი,ყველას მიზნები ასცდა – მათი, ჩემი და შენი.დაგვირბის ეშმა თმებში, გულზე მაწვება ლოდი,ნუთუ მართლაა ჩვენში, თვითგანადგურების კოდი !

‘’დროის ბრალიაო ალბათ, მსოფლიო გავსო შეშლილს,’’ერთნი წრუპავენ შარბათს, ბევრნი ებრძვიან შიმშილს.(დიდ საჭადრაკო დაფას, არ მოვაცილოთ თვალი,‘’ჯობია ვჭამდეთ ფაფას, ვიდრე ავიღოთ ვალი’’.)

იცინის ომის ღმერთი, სისხლით დამთვრალი მღერის,სიმართლე არის ერთი, ეს არავის არ ესმის.დროის გაწელვა გვმართებს, ნუ ვჩქარობთ უფსკრულისკენ,სხვისი არცარა გვმართებს, ვიყუროთ მხოლოდ მზისკენ.

ერთურთს გავუგოთ მინდა : ვიცი იცვლება დრონი –ვიცი ვერ მოვქსოვთ წინდას, ვერც ფეხით ვივლით მგონი…

Page 18: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

18

არც მე არ ვიცი კარგად, ეს რა ჭირია ჩვენს თავს,ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად, არ დავენახოთ ავ-თვალს.უნდა მოვიდეთ გონზე, არ ჩავიქნიოთ ხელი,იქნებ სჯობია დროზე, ფონი მოვძებნოთ თხელი,

იქნება ახლაც ხალხი – მომავალ ლეგენდისა,დავატრიალოთ ჩარხი, ბაზალეთისა ტბისა.იქნებ ძალიან ვცდები, (სანთელს ნიავი მიქრობს),იქნებ ვეღარცა ვხვდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ:

მარადიული არის – ღვთისაგან დაწერილი –სიბრძნე მთისა და ბარის, ჩვენ გულში ჩაწერილი.არ ეშველება გასულს, უნდა ავუგოთ ხიდი,მომავალსა და წარსულს, ღმერთის შიშით და რიდით!ახალი ვერ გითხარით, ახალს ვერაფერს ვამბობ,არ დაიჯერებთ ნებით – სამშობლოს ბედზე ვდარდობ…

P.s. თავზე დაგვჩხავის ყორანი –ბედისწერათა მმართველი…… ნაპირზე მოსჩანს ბორანი,ღვთისმშობლის სხივით ნათელი!

Page 19: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

19

* * *

ჩამომათალეთ გული,წაიღეთ იგი თან და:თითქოსდა გავხდი ნული –სიცარიელის განცდა.

ნახევარ გულითაღა ვარ,ინვალიდობის გრძნობით,ამ ქვეყნად თქვენ აღარა ხართ,მე რას გიშველით გლოვით.

ხილვები მოწმობს ჩემი:აქაცა ხართ და იქაც,სამყარო არის თქვენი,უსასრულობის ნიშაც.

აქაც მაჯობეთ ისევ:და დამასწარით წასვლა,ყველაფრის ცოდნა, კიდევ –მაღალი ღმერთის ნახვა!

ასეა მართლაც თითქოს –სიმართლე არის დიდი,მაგრამ სხვაგვარად ფიქრობს –გულის და გონის ხიდი:

მაშ რატომ არის ბინდი,რატომ იმარჯვებს სევდა,როცა ყვავილობს შვინდი,იმედი რატომ კვდება…

Page 20: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

20

რათ დამიმძიმდა სული,მგლოვიარე ვარ რითაც,სიბნელე არის სრული,თითქოს მაყრია მიწაც!

მინდა პასუხის პოვნა:საით სჯობია მაინც,იქნებ ზეცაში ყოფნა –მარადიულია რაიც !

მინდა გავიგო რა არის –წუთისოფელის არსი,ნათება მზის და მთვარის,რა მანძილზეა მარსი…

ნუგეში არის ერთი:კვლავაც შევხვდებით მალე,(სასწორით მიცდის ღმერთი!)დღეს იქნება თუ ხვალე…

Page 21: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

21

ბედისწერას ნასვამი არ ესტუმრო(სუფრაზე ნათქვამი)

* * *ჰეი, ბედისწერავ გამოიხედე,რად მემალები, რისი გრცხვენია,მე მოველ შენთან და გამომხედე –სტუმარი ღვთისააო გამიგონია.

მოდი ჩამოვჯდეთ სუფრასთან ერთად,ჩემსას მე ვიტყვი, შენა თქვი შენი,მე დასამალი არა მაქვს ქვეყნადარაფერი და არც ვალი თქვენი.

დაბადებიდან გიცნობდი თითქმის,მესმოდა შენი იდუმალი ხმა,მეუბნებოდი იმას რაც ითქმის,მე ვერ გითხარი – ენა გამიხმა.

ეხლა კი მინდა გაუწყო ერთი –რაზეც ვფიქრობდი დიდიხანია,რა კავშირში ხართ შენა და ღმერთი,დღემდე ვერაფრით ვერ გამიგია.

„ან კი მეგობრობთ“? – (გულის ფრიალით),მაშ ვინ გარგუნა ძალა ამხელა,ხშირად მესმოდა შენი შრიალი,ვერა ვბედავდი ვერსად გამხელას.

ორი გვერდი გაქვს – შავიც და თეთრიც,ვინ სად სწერია, კაცმა არ იცის,მოდი და კიდევ დავლიოთ ერთიც,უკვე ბახუსი მწარედ იცინის.

Page 22: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

22

მოდი და მითხარ, მითხარ რა მელის,ვერას დამაკლებს ეხლა ავთვალი,თუ მე მაბრალებ ცოდვას კაენის,პირდაპირ გეტყვი – არ ხარ მართალი!

დავლიოთ ერთიც, ხმა ამოიღე,მეგობარი ვარ ეხლა მე შენი,სხვა დროს სასმელი შენ წამოიღე,სადღეგრძელოსთვის – ჩვენი და თქვენი.

რატომ არ ამბობ, რატომ გაჩუმდი,იქნება იყო შეცდომა შენი,იქნებ გეგონე ავი მანქურთი,იქნებ გინდოდა ძვირფასი ძღვენი.

ვერ გავაკეთებ ვერაფერს ასეთს,ეტყობა ესეც ბედისწერაა,მე ვეღარ წავშლი დროის მონაკვეთს,დანარჩენი კი ღმერთის ნებაა…

… ღიმილსღა ვხედავ (მგონია უფლის),არცთუ დამცინავს, თითქოსდა კეთილს,სუფრას გავხედე თანამესუფრისჭიქას არ ეკლდა, არც ერთი წვეთი.

პასუხად ვუსმენ კითხვების ჩივილს:(ყველა ჩვენგანის გოლგოთის თხემი) –„რატომ ვერ ვხედავ იესოს ტკივილს ,რატომ მაწუხებს ტკივილი ჩემი“…

Page 23: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

23

* * *

ქუჩაში ჯოხით მოხუცი მიდის,მოკლე ნაბიჯით, ხელის კანკალით,ფოთლები ცვივა, ჯანღია ნისლის,პარკი უჭირავს სავსე კაკალით.

უკან მიჰყვება ძაღლი პატარა,შორიდან მოსჩანს ძალზე გამხდარი,მოხუცს ეტყობა – მხრებით ატარამძიმე ჯვარიც და ფიქრიც წამხდარი…

მიდის მოხუცი თვალებჩამქრალი,ყველა გზა მისთვის სულერთი არის,მოგონებებიც არის გამქრალი,ძველი ამბებიც – მთისა და ბარის.

მიდის მოხუცი, უჭირს და მიდის,თითქოს მკვდარ წარსულს მიათრევს ძალით,იქვე ვიღაცა სიგარეტს ყიდის,ვიღაც დამთვრალა მაგარი არყით.

მაგრამ ცალკეა ეს ყველაფერი,ცალკე მოხუცი, ცალკე ცხოვრება,ამას ვერ შეცვლის ვერც ვერაფერი,სხვა აზრი სწრაფად, სწრაფად ქროლდება…

იმავ ქუჩაზე გადმოდის წყვილი –ლამაზი გოგო, მაღალი ბიჭი,ხელში უჭირავთ სათუთად ჩვილი,ორივესა აქვთ სიცილის ნიჭი.

Page 24: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

24

მოხუცს ჩაესმა გოგოს კისკისიდა გაუნათდა წამით გონება,სითბო შეიგრძნო – არ იცის რისი,ცხადს აღარ უნდა გამოგონება:

ხედავს სუფრაზე თვითონ თამადობს,მოკლე ყანწით და ტკბილი სიტყვებით,თამადის სიტყვა სხარტად თამაშობს,თუ მის ნააზრევს სწრაფად მივყვებით.

ხედავს მაღალ სახლს დიდი აივნით,აივანზე კი ქალს მოციმციმეს,ეზოში – ბავშვებს ძველი ჩაიდნით,ბუხარში წიფლის ხეს მოგიზგიზეს.

ხედავს ყველანი ერთად არიან,(გარდაცვლილები მკრთალი ღიმილით)ვიღაც იძახის – „გოგო მარიან!“სხვა იყურება თითქოს ჩივილით.

ვაზები მოსჩანს მამის ჩარგული,გამხმარან უკვე, როგორც ეტყობა,ხეებიც ხმება თავის დარგული,გაზაფხულამდე რომ შეეტყობა.

მოსჩანს მთა-ველი უკიდეგანო,მდინარეები – თავ-თავისი გზით,ვირზე შემჯდარა ვიღაც ბოგანო,კმაყოფილია ბედნიერებით.

გვრიტებსა ხედავს თავის ბუდესთან,ლაპარაკობენ თითქმის ჩურჩულით,

Page 25: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

25

ბაყაყი ტირის ახლოს გუბესთან,მიიპარება მელა ჩუმ-ჩუმით.

ეს ყველაფერი ერთ წამში მოხდადა ყველაფერი გაქრა ერთ წამში,მოხუცს მხოლოდღა ოხვრა აღმოხდადა მოერია ცრემლები თვალში.

ვეღარ გაეგო ცოცხალი იყო –თუ ყველაფერი იყო სიზმარი,ირგვლივ რაც არის, იქნებ არც იყო,ეჩვენებოდა დღეც კი ცისმარი.

წაიჩურჩულა – ღმერთო მიშველე!ნელა ჩამოჯდა იქვე კიბეზე,ქარმა მაშინვე: ღმერთო უშველე –თითქოს გაიკრა ხელი ჯიბეზე…

* * *

მოდი ძმაო გამანებე თავი,სულ არ მინდა შენი გამარჯობა,სულერთია წითელი ხარ, შავი,არ გეგონოს მქონდეს შენი მტრობა…

მე უბრალოდ დავიღალე ძმაო,სად ვარჩიო კარგია თუ ცუდი,ვერც გაარჩევ – მეუბნევა ხმაო:ბოროტებას არც ჰქონია კუდი.

მოდი ძმაო გამანებე თავი,გაიარე ვითომც არც ვყოფილვარ,

Page 26: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

26

ძაღლიც ყმუის ჩემს ეზოში ავი,დავიღალე – შორიდან მოვდივარ.

არ გეწყინოს, გამანებე თავი,გზაზე ღმერთმა მოგიმართოს ხელი,ვერა ხედავ ? – მხარზე მაზის ყვავი,არც მცალია – ბედისწერას ველი…

არ იფიქრო ცუდი არაფერი,მე უბრალოდ დავიღალე ძმაო,თითქოს, ადრე ვნახე ყველაფერი,აღარ მინდა აღარაფრის ცდაო.

წადი ძმაო, გამანებე თავი,სულ არ მინდა გამარჯობა შენი,ვიშრომე და დამეღალა მკლავი,მისალმება მეზარება თქვენი…

არ გეგონოს ვინმე მეჯავრება,არ გეგონოს რომ არავინ მიყვარს,არც იფიქრო – ყველაფერი ქრება,არ იფიქრო რომ არ ველი ცისკარს.

მე უბრალოდ დავიღალე ძმაო,მძიმე არის ამ ცხოვრების ტვირთი,ეკლიანიც გავლილი მაქვს გზაო,თავზე მადგას სეტყვის ღრუბლის ბირთვი.

არ გეწყინოს, გამანებე თავი,გზაზე ღმერთმა მოგიმართოს ხელი,ვერა ხედავ? – მხარზე მაზის ყვავი,არც მცალია – ბედისწერას ველი…

Page 27: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

27

* * *

წარსული მოკვდა და გავაცილე,ნათელში იყოს იმისი სული…ყველა გასროლა შორს ავაცილე,ახლაც დგას ირგვლივ იმ დენთის სუნი.

მოგონებებმა ფერი დაკარგა,კადრები მოსჩანს თეთრი და შავი,ფიქრი ფიქრებშიც კი ჩამეკარგა,მორევში დიდში ტრიალებს ნავი…

როგორ არ მახსოვს, განა დავბერდი,ყველა წვრილმანიც კი მახსენდება,მიტრიალებდა ირგვლივ ავბედი,ეხლა არ მინდა ეს გახსენება…

მაგრამ სად გაქრა ის სიხალისე,რითაც ვიყავით შეპყრობილები,ვერაფრით რომ ვერ მოვინაკლისე,საით წავიდნენ “შერეკილები”…

სადღაც არიან აქ უეჭველი,დასანანია მე რომ ვერ ვხედავ,(ხელოვნებაა სულის საჭმელი –ამას პირველად მე არა ვბედავ).

საით წავიდნენ სათნო ქალები,კეთილშობილი გამოხედვებით,თითქოსდა მახსოვს მარწყვის ლალები,თითქოს თვალებიც – უცხო ფერებით.

Page 28: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

28

სად დაიკარგნენ ჩვენი ბიჭები,“რატომ არ სჩანან – დაიგვიანეს,”იქნებ ტყუილად დღესაც ვირჯები,მგონი ამ ლექსაც ვწერ უგვიანესს.

რად გაფერკმრთალდა სალამი ღვთისა,რად ჩაიკეტა ყველა ნაჭუჭში,დაპატარავდა მწვერვალი მთისა,ყველანი ზიან საკუთარ ჭურში.

რატომ ჭიხვინებს ლაფშა უმხედრო,რატომ წყვეტს ლაგამს, რას მიგვანიშნებს,აღარ არიან ხალხი სა-მხედრო?მტრის გამოჩენას ხომ არ გვანიშნებს!

ხომ არ ვიცვლებით უარესისკენ,ხომ არ დავკარგეთ ადათ – წესები,იმის მაგივრად, ვიყუროთ ცისკენ!ფეხზე გვაკრია თითქოს რელსები…

მირაჟი არის აწმყო – გასული,რადგან წამები არა ჩერდება,წამში ცხოვრება ხდება წარსული,გამეორება აღარ ხერხდება…

და რაღა მრჩება – მომავალიო?!მომავალია ძალზე საეჭვო –როგორ იქნება ხვალე მსოფლიო,ზეცას რაკეტა ფილტვში გაერჭო…

ყველაფერს ამას მოგითხრობთ გული,ეხლა გონებას დავატან ძალას:

Page 29: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

29

ქვეყანა არის მარადიული,ახალგაზრდობა გვჯობია მართლაც!

რაც დამეკარგა მათია ეხლა,და გაგრძელდება მარადისობა,ტყუილი არის ჩვენს შორის შეხლა,დაბრალება კი უნამუსობა…

ასე ყოფილა, ასეც იქნება,სამყარო არის უკუნისამდე,ღმერთმა შექმნა და კვლავაც იქმნება –საზღვარს ვერ ვნახავთ, არის სადამდე…

* * *

ავტობუსი ყვითელი,ახალგაზრდა ქალი,კაბით წითელით,ღიმილით ძალით:

მთავაზობს ადგილს –სკამს ტყავგადაკრულს,ამ ამბავს-ადვილს,მივუხვდი მზაკვრულს:

გულის გახეთქვაუნდოდა ჩემი,რაც უნდა მეთქვა –ფიქრია თქვენიც…

Page 30: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

30

* * *

შენ არ იფიქრო – იმგვარად,მე შემოგხედე სხვაგვარად,ეს ღმერთმა იცის რაგვარად,მართლაც ასეა – ამგვარად!

* * *

ისე ლაპარაკობენ ღმერთზე –თითქოს მართლა იცოდნენ რამე,მგონი ჯობია შევთანხმდეთ ერთზე:ეს დღე იქნება თუ ღამე,მხოლოდ ვიფიქროთ ღმერთზედა არ ვილაპარაკოთ რამე…

* * *

თევზის ჭერაა აზარტი დიდი,ტირიფის ძირში, მდინარის პირას…მგონი საჭირო არაა ხიდი,ალბათ ჯობია დღე იყოს კვირა.

სულ სხვანაირად საქმეა თევზის,ანკესზე ვხედავ ჩამოკიდებულს,მას დიდი რისხვა დაატყდა ზევსის,ვეღარ აკოცებს ჩანჩქერს კიდებულს…

Page 31: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

31

* * *საოცარია, მართლაც მარიან !არავის ახსოვს ფაქტი, არავის :ასი წლის შემდეგ, დღეს ვინც არიან,არ იქნებიან მათგან არავინ.

ეს რომ გვახსოვდეს კარგი იქნება,და სიცოცხლესაც ტკბილად გავლევდით,(‘’მშვიდობა თქვენდა’’ – ღმერთმა ინება,)ერთმანეთის სისხლს აღარ დავლევდით…

* * *უგემურია ამინდი – ჟინჟღლით,სიგარეტიც კი თავისით იწვის,ჩემი მანქანა გაივსო ფიქრით –იქნებ მთავარი აზრია : ვინ-ვის !

იქნებ სიმდიდრე, იქნებ სახელი,იქნებ კაიფი, იქნებ ჭამა-სმა,იქნებ სამყარო – ზეცა ნათელი,ან ყველაფრისთვის ხაზის გადასმა !

იქნებ უბრალოდ გამრავლებაადა მერე დინჯად, მშვიდი სიკვდილი,ნუთუ სიცოცხლე იმის ცნებაა,რაც არავისთვის არის ცნობილი…

უგემურია ამინდი – ჟინჟღლით,აღარც მგონია გამოიდაროს,დაფარულია ჯერ ფიქრი ღინღლით –უჭირს, რომ აზრი გამოიტანოს…

Page 32: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

32

* * *

სასწაულს ნუ ელოდებით,სასწაულები არ ხდება,მსგავსი რამ მხოლოდ ზღაპრებითდა ლეგენდებით ხერხდება –

ასე ამბობენ ბევრნი,ამ აზრისაა ცოტაც:სასწაულს ხედავენ ხელნი –„ ვისაც აკლია ცოტა“…

მე გეუბნებით გადაჭრით:სასწაულს შეხვდებით ლამის –თუკი ეცდებით ფიქრით,შესძლოთ გაჩერება წამის…

წამის გაჩერებაა რთული,(შრომას წააგავს მწყემსის)სუფთაა საჭირო გული……ეს სხვა თემაა ლექსის.

* * *

თუ სიჩუმეში ხმაური გესმის,თუ სიბნელეში სინათლეს ხედავ,ხანდახან ციდან ხმები ჩაგესმის,თუკი ამბობენ – ‘’რა მოსდის ნეტავ’’,

თუ ტყუილს ჩუმად, ღიმილით ხვდები,თუ შეგიძლია გაჩუმდე დიდხანს,

Page 33: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

33

ორ სიტყვაშიაც თუ მიმიხვდები,და თუ შორს ასცდი საერთო მიზანს…..

თუ შეგიძლია შეხედო ცისკარს,როგორც დასაბამს კაცობრიობის,თუ კი იცი, რომ ნამდვილად გიყვარს,და გძულს უღელი მართლაც მონობის,

თუ შეგიძლია გაიგო რატომ,რატომ იღვრება ცრემლები გულში,თუ შეგიძლია უფუნჯოდ ხატო,ან თუ გიტაცებს ჩაძრომა სულში…

თუ გესმის ფიქრი დიდი ცაცხვის ხის,რას ლაპარაკობს ბუხარში ცეცხლი,რითი საზრდოობს ფესვები მუხის,და რა ღირს მართლა იუდას ვერცხლი,

თუ იცი, როგორ ამოდის ია,ან რას გვიყვება დინჯად იორი,იქნება არც შენ არ გაგიგია –იქნებ ბევრს ფიქრობს უფრო რიონი,

იქნებ იცოდე რად მეღიმება,შოლტივით ქალის ახლოს მხედვარეს,ან ეს ღიმილი რა ეღირება,თუ არ შევჩივლე იმ ღამეს მთვარეს.

თუ უკვირდები ცაში ნავარდით,რა მიზანი აქვს არწივის ფრენას…ნეტა ამ დღეში რატომ ჩავვარდით,რა გვათმენინებს ცოფიან კბენას,

Page 34: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

34

იქნებ ჯობია მგლობა ნამდვილი,იქნებ დანდობა სისუსტისაა,ბოროტებაა იქნებ ადვილი,ხოლო სიკეთე მხოლოდ ღვთისაა…

თუ შეგიძლია სძლიო სიხარბეს,თუ შეგიძლია გაუძლო ტკივილს,ცოტნე თოკით რომ წარსულს მიაბეს,ჟრუანტელივით ეხლა თუ გივლის,

თუ გახსენდება ხალხი მართალი,ვინც არი უკვე ლეგენდასავით,ან ამირანი კლდისგან ნათალი,თუ გინდა იყო სალი მასავით,

თუ შეგიძლია გაუგო კაცებს,რომ აპატიო, თუ შეგიძლია,თუკი სხვასავით არ მისდევ ვაცებს,მარტოობისთვის თუ გაგიძლია,

თუ იცი ეხლა რა ხდება ჩემს თავს,თუ იცი ამ ლექსს რა მაწერინებს,უხილავია ის ვინც მე მმართავსთითქოსდა ვწერდე ბოლო წერილებს…

თუ იცი მართლა ეს ყველაფერი,მოდი მითხარი და დამასვენე,მეტი არ მინდა არც არაფერი,დავიკრეფ ხელებს და გამასვენე…

Page 35: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

35

* * *

ყველაფერი ძველებურად მიდის,ყველაფერი ისევ ისე ხდება,კოლა ისევ შუშა კიტრსა ყიდის,დღეში სადღაც ათ ლარამდე რჩება.

ისევ ისე მიდის ყველაფერი,მზე ამოდის ისევ იმ მხარიდან,არ შეცვლია ცასაც ლურჯი ფერი,კაცსაც ტვირთი არ მოხსნია მხრიდან.

იგივეა თითქმის ყველაფერი,ხალხის ფუსფუსს არ ჰქონია ზღვარი,ყველასა ჰყავს თავ-თავისი მტერი,ისევ ისე მოდუდუნებს მტკვარი…

ისევ უყვართ, რომ უყვარდათ ადრე,ისევე სძულთ, იქნებ უფრო მეტად,ვერ გასწორდა მენახირის სახრე,მართალს ისევ აცხადებენ ცეტად.

გაზაფხული მოდის ყვავილებით,წიწილებსაც შემოდგომით თვლიან,ყველა იბრძვის ისე გახელებით,თითქოს მერე იქნებაო გვიან.

არაფერი არ შეცვლილა თითქმის,ბებერი კლდე ისევ გადმოგვყურებს,ფიქრობს ალბათ იმას, რაც არ ითქმის,არ კადრულობს მკვახე საყვედურებს.

ისეთივე ღიმილი აქვს მდიდარს,ღარიბი კი მოღუშული დადის,იგი მუდამ ელოდება ავდარს,მდიდარი კი ტკბება სუნით ვარდის.

Page 36: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

36

მაგრამ ისე, თითქმის ერთგვარია,მდიდრების და ღარიბების სევდა,სულერთია კაცი რა გვარია,ყველას აქვს საკუთარი ხედვა.

წელსაც ისევ აყვავილდა ნუში,მდელოები შეიმოსა მწვანედ…ვანო გაძღა კამეჩივით გუშინდა აგინა თავის ცოლ-შვილს მწარედ…

ისევ კოხტად მისეირნობს წყვილი,ეჩქარებათ სახლში მისვლაც მალე,საღამოა გაზაფხულის თბილი,არც ფიქრობენ რა იქნება ხვალე.

ქეიფობენ რესტორანში ძმები,ჰგონიათ, რომ აჯობებენ ყველას,აერიათ ერთმანეთში ხმები,მგონია, რომ ბახუსს სთხოვენ შველას.

ისევ ისე ომებია ქვეყნად,ცხოველივით ერთურთს ჭამენ კაცნი,გასაკვირი არის უფრო მეტად,რას ფიქრობენ ამა ქვეყნის ვაცნი.

ისევ ისე იბადება ბიჭი,ისევ ისე იბადება გოგოც,დაიკარგა თოფის სროლის ნიჭი,უწინ ამ დროს აკეთებდნენ როგორც.

ტყუილს ისევ ფეხები აქვს გრძელი,სიცრუეა თითქოს ჰქონდეს მოკლე,პატიოსანს მუცელი აქვს თხელი,კომბალს აწყობს სხვენში ისევ კომბლე…

ყველაფერი ძველებურად მიდის,ჩვენ არა ვართ ამ ქვეყანას მხოლოდ,

Page 37: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

37

უკან წასვლის არ არსებობს ხიდი,სამწუხაროდ არ ვითვლებით ბოლოდ…

P.S.ჩვენ რომ იმ ქვეყნად წავედით,დროცა გვქონდა და ნიშანიც,იმ აზრამდენაც ავედით –წყალნიც წავლენ და ქვიშანიც…….

* * *მე თქვენ გიხსენებთ თავის მკვლელებო,დავიწყებულნი ხართ უსამართლოდ,რამ, რამ გიბიძგათ მკვლელის ხელებო,რას, რას გვანიშნებთ უმისამართოდ.

ყველა გაურბის თქვენზე საუბარს,თითქოსდა იყოთ ვინმე უბირნი,ჩვენ თითქოს ვგავართ მდორე საგუბარს,თქვენ გაარღვიეთ მისი ჯებირნი,

თქვენ გაექეცით შურს თქვენი მტრისა,ვერ აიტანეთ სიცრუის ტალღა,ახვედით ქედზე – მწვერვალზე მთისა,და აისროლეთ ქუდები მაღლა!

ადამიანი გეგონათ ღმერთი,აი ეს არის თქვენი შეცდომა,გწამდათ ამ ქვეყნად სიმართლე ერთი,სიმართლისათვის მტერთან შეკვდომა.

ვერ აიტანეთ ბრჭყალი ეშმაკის,ვეღარ გაუძლო გულმა ამ ტკივილს,ცხადში ძნელია ხილვა კოშმარის,ვერვინ ხედავდა თვალებით ჩივილს…

Page 38: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

38

სიამაყეა, სიამაყე მთავარი მაინც:ჩვეულებრივზე მეტად იყავით,თუ ჩვენი მალე იშლება კვალიც,თქვენ შორსა ჩანხართ მცურავნი ნავით,

არ მოგცათ ნება ამაყმა სულმა,გეხუჭათ თვალი სიბინძურეზე,სხვაც ვერაფერი ვერ გითხრათ გულმა,და თქვენი ბედი გაჩნდა მთვარეზე.

იქნებ ღალატი ვერ აიტანეთ,რაც თქვენთვის იყო უცხო მთლიანად,ხნული ბოლომდე ვერ გაიტანეთ,სიტყვაც ვერა თქვით ენაწყლიანად.

სიყვარულიც კი იქნებ მოგიკვდათ,ვეღარ უყურეთ კუბოს სარკიანს,ყველა გრძნობებიც მასთან ჩაგიკვდათ,ვერც გაუძელით შრომას ხარკიანს.

იქნებ ფიქრობდით ჯიუტად ცნობილს:ყველაფერი და ან არაფერი.იქნება ერთხელ უმუხთლეთ ძმობილს –თავზე დაგემხოთ მაღალი ჭერი.

ვერ გადაუსვით ხაზი ყველაფერს,ვერ დაიკიდეთ ფეხებზე ყველა,ვერ შეეგუეთ თქვენთვის უცხო ფერს,ვეღარ მიჰყევით ცხოვრებას ნელა…

იქნებ სიბერე, დაძაბუნება,მარტოობა და სასოწარკვეთა,ასეთი არის კაცის ბუნება –ყველა ვერ იტანს თავის განკვეთას,

Page 39: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

39

იქნება მოხდა ისეთი რამე,რისი ატანაც ვეღარ შესძელით,გაუქმდა თქვენთვის ყოველი ღამე,უძილობისგან ვეღარ გაძელით.

თქვენ დაიბადეთ ნაზი სიმებით,უხეშმა ხელმა დაწყვიტა ერთად,ვეღარ დაწერეთ ლექსი რითმებით,სიყვარული კი აქციეთ ღმერთად.

არ გაგიმართლათ იქნებ ძალიანდა არ იყავით კუთვნილის ღირსი,ვერ დაივიწყეთ სიტყვა – „მარიან“,ვერ შეეგუეთ, რომ იყო სხვისი…

იქნება ფუძე არსებობს სულ სხვა:ამაოების ჩაწვდით შინაარს,შორს დაინახეთ მარმარილოს ქვა,და დაასწარით წამით ზენაარს…

თქვენ კარგად იცით საზღვრების ფასი,მაგრამ აღმოჩნდით საზღვრების იქით,უსაზღვროების გაიგეთ არსი,ჩვენ კი გიგონებთ ბურთიან ჭიქით.

მაგრამ ეს თქვენი არჩევანია,ჩვენ ვეღარაფერს ვერ შევცვლით ამით,ჩვენი რა არის – არადანია?(კითხვა კარგია – ნათქვამი კალმით…)

Page 40: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

40

* * *

მოდი ძამიკო დავლიოთ ერთი,მოკლე ჯაჭვით ვარ მიბმული კედელს,(როცა ვსვამ, მაშინ ახლოა ღმერთი),იქნება ჯაჭვიც ცოტა დაგრძელდეს.

სულ ერთი წუთით მალაპარაკეთ,სულ ერთი წუთით გაჩუმდით ყველა,თქვენ რომ უჩუმრად ჩაარაკრაკეთ,ჯერ კიდევ დღეა, ხომ არა ბნელა.

გასაგებია : თქვენ ხართ ლოთები,კარგი ბატონო: მეც თქვენი მსგავსი,უკვე დაცლილი ყრია ბოთლები,მგონი გათენდა დღე ერთი – ნავსი.

დაასხით ერთიც, რა მოგივიდათ,ხელს არ შეგიშლით სადღეგრძელოში,ეს რა დღეში ვართ, რა მოგვივიდა,არ გვეკადრება საქართველოში.

დაასხით ერთიც, იქნებ გავწყვიტო,შებმული ჯაჭვი, ოხერ-ტიალი,ძველებურადაც რომ ავიწყვიტო,და გამიჩერდეს გულის ფრიალი.

თქვენ არაფერი იცით დალევის,შეიძლება რომ კაცი გაშტერდეს,თქვენი ფიქრია – დროის გალევის,ჩემი მიზანი – წამი გაჩერდეს!

მადლობელი ვარ, დაასხით ერთიც,თავისუფლება მწყურია მხოლოდ,

Page 41: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

41

დღეს ჩემსკენაა კაციც და ღმერთიც,ეს სადღეგრძელოც ჩათვალეთ ბოლოდ.

დაგვიწყებიათ, მეგობრებო დაგვიწყებიათ,ოთხი ყოფილა სახარება და არა სამი,წუხელის რაღაც საშინელი დაგსიზმრებიათ –მოგჩვენებიათ გახრწნილი გვამი…

დაასხით კიდევ, მე მიყვარს თრობა,რასაც თან ახლავს თავდავიწყება,თითქოს გამქრალა ამ ქვეყნად მტრობა,ბედნიერებაც ეხლა იწყება.

მოდი ეს სუფრა მივუძღვნათ იმათ,ვინც იყო უკვე და აღარ არის,სხვაგვარი იყო ცხოვრება წინათ,ცოტაა ეხლა იმათი გვარის.

ვერც იმათ შეძლეს დროს გაჩერებადა აჰყვნენ ტრიალს ბედისა ბორბლის,უყვარდათ მხრებით ბავშვის ტარება,და სუნი, სუნი ახალი ხორბლის…

ვისაც არაყი უყვარდა მართლაც,ვინც კაცი იყო და არა ბლეფი,კიდევ არიან კაცები ახლაც,ხასიათი აქვთ კეთილი მეფის.

ნიკალა იყო კაცი ნამდვილი,და სუფთა იყო – წყარო ანკარა,ხატავდა სურათს დარდით დაღლილი –და აჩერებდა წამებს ამგვარად…

ნათელში იყოს იმათი სული,ვინც ვერ დაატყო ცხოვრებას კვალი,

Page 42: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

42

ვისაც უდროოდ ასტკივდა გულიდა განგებ არაყში ჩაიხრჩო თავი…

… ეჰ, არაფერი იცით დალევის,შეიძლება რომ კაცი გაშტერდეს,თქვენი აზრია – დროის გალევის,ჩემი მიზანი – წამი გაჩერდეს!

* * *

რომ გამოვარდეს ხვალ გიჟი ვიღაცდა დაგვიმტკიცოს გაუგონარი –“არ არსებობსო სულიო”, რითაც _ადამიანი კაცი რომ არი!

რომ დაგვიმტკიცოს, მერე რაღა ვქნათ,რომ დაგვაჯეროს, სად დავიმალოთ.იქნებ ცხოვრება ჩვენი გარდავქმნათ,ან იქნებ ჯობდეს სულ წავიშალოთ…

ხომ დავდაყირა დადგა ქვეყანა,ხომ აირია სულ მონასტრები,უკვე მომკილი დაგვხდება ყანა,აღარ იფრენენ ცაში მტრედები.

აღარ იქნება ქვეყნად სიკეთე,და სიყვარულიც დაგვავიწყდება,მტრად გაგვიხვდება ყველა მოკეთე,ნაკადულებიც კი დაგვიწყდება.

Page 43: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

43

დაიკარგება პატიოსნება,ვერც ვაჟკაცობას გაიგებს ვინმე,გაბატონდება ეშმაკის ნება,აღარ იქნება ნუგეში რითმე…

და ვეღარ დაწერს ლექსებს ვერავინ,ვერც დახატავენ ვერაფერს ახალს,იოცნებებენ? – მგონი არავინ,ჯვარს გააკრავენ (ისევე) მართალს!

გაქრება სევდა, დარდიც გაქრება,მთავარი აზრი გახდება ჭამა,ყველა სანთელი ერთად ჩაქრება,ჩამობნელდება სოფელსა ამა…

გახმება ცაცხვი, გახმება მუხა,უსიყვარულოდ მზეც არ ანათებს,საბედისწეროდ თუ დაიქუხა,ელვა გადაწვავს ამ ჩემს ბარათებს…

ეტყობა ვხედავ ცუდ სიზმარს ცხადში,ეს ფიქრი დიდხანს, ძლიერ მაწუხებს,სიმარტოვეა საკუთარ სახლში,ეშმაკი მიჭერს თავის მარწუხებს…

თუმცა რას ვდარდობ, რად მეშინია,გიჟი გიჟია, სხვა არაფერი,გიჟმა არ იცის ფილოსოფია,და აღარც ახსოვს ოცნების ფერი…

Page 44: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

44

* * *

იყო და არა იყო რა,იყო სიბნელე უკუნი,ჯერ იყო ხარი ნიკორა,შემდეგ ადამის თიკუნი.

ქაოსი იყო მანამდე,შემდეგ დღე-ღამე გაიყო,ნეტა მზის სხივი სადამდე,მთვარის ნათება რა იყო.

წყალში თევზები გამრავლდა,შემდეგ ფრინველთა ირაო.შაბათს გვირგვინი დამთავრდა,უქმად გაცხადდა კვირაო.

ვერ აიტანა ადამმა,სამოთხის კარის სასრულიდა დიდმა წარღვნამ ალაგმა,ცხოვრება ზღვარგადასული…

იყო და იქნებ არც იყო,ნოე მართალი კაცთაგან,მისი ფიქრები გაიყო –რას დაუჯეროს ამათგან:

მივიდეს გააგებინოს,მეზობელს ანდა მოკეთეს,თუ თავი გადაირჩინოს,სანამ სხვებმა არ მოჰკვეთეს.

ბოლოს მაინც ქნა საქნელიდა თავი გადაირჩინა,

Page 45: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

45

მაშინ დაანთო სანთელი,როცა ღვთის სიტყვა ისმინა…

იყო და არა იყო რა…ისე, რამდენი რამ იყო –რამდენმა წელმა იგორა,რამდენი წყალმა წაიღო.

იმარჯვა კაცმა რამდენმა,დამარცხდა კიდევ რამდენი,რაც დააწესა გამჩენმა,ვეღარ შევძელით ამდენი.

რამდენი წიგნი დაიწვა,სიტყვა დავკარგეთ რამდენი,რამდენი ზვავი ჩამოწვა,ნეტა ვინ იყო ჩამდენი…

მთავარი მაინც ის არის :რა შეიცვალა აქამდე –ერთია ძენი ადამის,წარღვნის შემდეგ და წარღვნამდე.

იყო და იქნებ არც იყო,იქნებ ყოფილა როდესმე,არ დაგვავიწყდეს რაც იყო,რაც გვიფიქრია ოდესმე…

გამრავლდა მოდგმა ადამისიბადებოდა რამდენი…მაგრამ წესია ბუნების,კვდებოდა ზუსტად ამდენი.

იყო რამდენი ღალატი,იყო დასმენა რამდენი,

Page 46: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

46

შტერს ეცვა მეფის ხალათი,ძალაუფლებაც მაგდენი,

სულ, სულ ადვილად ხოცავდნენდა გრძელდებოდა ომები,თითქოსდა ვინმეს ლოცავდნენ,ისე წყდებოდნენ ტომები…

ამ სისხლის ზღვაშიც უყვარდათ,კეთილნიც იყვნენ მრავალნი,იმათზე ფიქრი უხარდათ,დღეს ვინც არიან მავალნი.

კი იყო გამონათება –იყვნენ ჭკვიანი თავებით,ბოროტსა წვავდა ნათება,გენიოსების თვალებით,

საოცრებები შექმნა რა,ადამიანის გონებამ,მთვარეზე ფეხი შედგა რა,იქვე მიიღო ცხონება…

… მაგრამ მთავარი ის არის,რა შეიცვალა აქამდე –ერთია ძენი ადამის,წარღვნის შემდეგ და წარღვნამდე.

Page 47: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

47

* * *

“სულ ერთი არის თითქმის,აზრი არა აქვს მაინც,”ხანდახან ასე ითქმის –გაცვეთილია რაიც.

მაგრამ ამ გაცვეთილ ნათქვამს,დიდი აზრი აქვს დიდი!შეიძლება, რომ ვიღაცამ სხვა თქვას –მას არ ჰქონია უფროსის რიდი.

ან შეიძლება კიდეც აქვს რიდი,მაგრამ ვერ ხედავს ამაოების საზღვარს,ჯერ არ უნახავს უსაზღვროების ხიდიდა ვეღარ არჩევს უბრალოსა და მთავარს…

… იქნებ არცაა საჭირო დიდად –უფსკრულის ფსკერის დანახვა შავად:არა ჯობია ზეცას უყურო მშვიდად,და მიაფურთხო ეშმაკს – მომზირალს ავად!

Page 48: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

48

* * *

გზაზე კაცი მიდიოდა,მოშვებული ჰქონდა წვერი,თბილად ეცვა, არ სციოდა,სახეს ჰქონდა თეთრი ფერი.

დასაველეთით იგი მიდის,მიზანია – ქვეყნის კიდე,თითქოს დახლზე ნამუსს ყიდის,მიაყოლებს ჯიგარს კიდევ.

ამ კაცს სული მოკვდომია,პროცესიას მისდევს მარტო,ჭირისუფალს არც სდომია,ბედი შავად დაგვიხატოს.

სული მოკვდა, ხორცი დარჩა,კაცი მიდის უსულგულოდ,გადააგდო გზაზე ბოხჩა,ქუდიღა აქვს შავი მხოლოდ.

სული ჰქონდა ხორცზე მეტი,მძიმე იყო უფრო მეტად,ვერ მოძებნა ის თორმეტი,თვითონ დარჩა, ერთი კენტად.

სული მოკვდა, მიიცვალა,ღალატით და ჩაფურთხებით,ეშმამ ისე მიითვალა,თითქოს ჰქონდა საკუთრებით…

უსულგულოდ მიდის კაცი,მიზანია ქვეყნის კიდე,

Page 49: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

49

აღარ არის ის ვაჟკაცი,ამდენ ამბის გადამკიდე.

იქნებ ასეც უნდა მოხდეს,სული მიდის უფრო ადრე:გზაზე მარცხი რომ არ დახვდესდა მივიდნენ ადგილამდე.

იქნებ სული ვეღარ უძლებს,დიდხანს ყოფნას ხორცთან ერთად,იქნებ კაცსაც გული უგებსდა ვერ ამბობს ამას ვერსად…

იქნებ ასეც უნდა იყოს,ტყუილადღა გლოვობს კაცი,ნეტა გზები არ გაიყოს,ერთად ნახონ კარისკაცი.

იქნებ ასეც, იქნებ არა,ვეღარ ხვდება მგლოვიარე,ნუთუ სევდა არა კმარა –ვერ გაიგო მჯდომიარემ…

ნეტა გიჟი ხომ არ იყო,თორემ ვის სად გაუგია –სულ – სხეული რომ გაიყოს,თქვენ პირადად გაგიგიათ?

იქნებ კაცი გიჟი იყო,მიდიოდა ქვეყნის კიდეს,ჩემი ნაღდად არა იყო –რად მეტკინა გულის ძგიდე…

Page 50: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

50

* * *

სიტყვაა ერთი კარგი ძალიან,დავიწყებული რომ არის ჩვენ დროს,ერთხელაც გითხარ მგონი მარიან,არ დაგავიწყდეს სიტყვა – არასდროს:

არასდროს ვიტყვი ბოროტ სიცრუეს,არასდროს ავწევ თეთრ ალამს მტერთან,ყოველთვის ვარჩევ ბნელეთს სინათლეს,არ ვიმეგობრებ არასდროს გველთან.

არ ველოდები, არა ახალ დროს,არ ვუღალატებ სიყვარულს ჩემსას,არ ვუღალატებ ძმობას არასდროს,არასოდეს და არასდროს სამშობლოს ჩვენსას…

ახლა კი ვხვდები რა ხდება ჩვენ თავს,რატომ ვაღმერთებთ ყოველთვის სხვა დროს,შური და ბოღმა რატომაც გვმართავს –რომ გვავიწყდება სიტყვა – არასდროს…

* * *თუ ჩავფიქრდებით ღრმად და ძალიან –გონიერება გრძნობებს განკარგავს,გახსოვს? (გითხარი ჩემო მარიან:)სულ ყველაფერი აზრსაც დაკარგავს!

ადრე ჩავფიქრდი მგონი ძალიან,ფიქრმა გრძნობები მალე განკარგა,გეუბნებოდი? (ჩემო მარიან:)სულ ყველაფერმა აზრი დაკარგა…

Page 51: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

51

* * *

არ მინდა აღარაფრის თქმა –აღარც ჩემი და არც სხვისი,სიტყვა არ მინდა, აღარც ხმა,სულერთი არის ვისი!

სიჩუმე მინდა მხოლოდ:ბევრს მეუბნება უფრო,ნეტა ეს არის ბოლო,თუ ჩარტყმული მაქვს ურო!

* * *

აუცილებლობა,ვალდებულება,წამებულობა,სხვათა გუნება…

პატივისცემა,გვერდით დადგომა,ჩუმად თვითგვემა,წყალში ჩადგომადადაღლილობა…

* * *მაინც რა არის საინტერესო?პირველი არის ჩვენი საწყისი,შემდეგში, შემდეგ რაღა არისო?-გამონაკლისი, გამონაკლისი!

Page 52: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

52

* * *

იქნება არც ხარ,გეძებ ტყუილად,იქნება ცა ხარ –სივრცე სრულიად…

* * *

რა ძმები, რის ძმები –ვისაც წაუგია ბევრი,მოგების ესმის ხმები –არ იყო მისი ხვედრი!

* * *

წამოდი ჩემთან!მე შენ გაჩვენებაღმოსავლეთს და დასავლეთს ერთად!წამოდი ჩემთან!

ბედნიერების დიდ ნისლში გაგხვევ,თავდავიწყების სივრცეში მცურავს,გულის ჭრილობებს დავადებ ნახვევს,ჩემი სიტყვები ყველაფერს კურნავს!

მე დაგანახვებ ჰორიზონტს იქით,ადამს და ევას იმ ვაშლის ხესთან,წამოდი ჩემთან!ჩვენ გადავსერავთ თეთრი ცხენებით,ზეცას და იქით რაც არის კიდევ,

Page 53: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

53

ჩაგეჭიდები ორთავ ხელებით,აღარ დაგკარგავ (არასდროს) ისევ!მე გაგაკვირვებ ხალასი გრძნობით,თუ შემადარებ ძალიან ბევრთან,წამოდი ჩემთან!

დაგავიწყდება სევდაც და დარდიც,და გაგეხსნება გულის კარები,გამომიგზავნე შიკრიკი მარდი,მე გზისკენა მაქვს მუდამ თვალები…

მე გადაგიშლი ლოგინად იებს,ყაყაჩოებს და გვირილებს ერთად,წამოდი ჩემთან!მე გაპოვნინებ რაც შენ დაკარგე,ან ვერ იპოვე ამ ქვეყნად ვერსად,

იმას, რაც მხოლოდ ფიქრით დაქარგერაც ვერ აქციე ცხოვრების წესად…მე შენ გასწავლი ფიქრს სიჩუმეში,დაგაახლოვებ ჭეშმარიტ ღმერთთან,წამოდი ჩემთან!

მოვინახულებთ ოკეანის ფსკერს,მარჯნის ყვავილის გვირგვინს დაგაწნავ,პოსეიდონი თუ მომთხოვს შენს ხელს,ხელთათმანებით სილას გავაწნავ,მე შენ გაცხოვრებ თეთრ ჩალის ქოხში,სიყვარულთან და სითბოსთან ერთად.წამოდი ჩემთან!

Page 54: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

54

ვერ დავბრუნდები ხელცარიელი,დაგელოდები იმ მაღალ ხესთან,ჩემთან გიცდიან სახლში ყოველი –ძაღლიც კი ძაღლიც, წამოდი ჩემთან!

მიმოვილოცოთ ადგილნი წმინდა,მივიდეთ ერთად გოლგოთის თხემთან,ესაა ბოლო, რაც კი მე მინდა,წამოდი ჩემთან! წამოდი ჩემთან!

* * *

ძველი ალბომი ფოტოსურათის,ინახებოდა ყველა ოჯახში,ყდაზე ეხატა წვერი გუმბათის,გამოსაჩენად იდო ოთახში…

პირველ გვერდიდან, უინტერესოდ,გაყვითლებული ფოთლებივით ვადაგასულნი,მიმზერდნენ წყნარად და უალერსოდპიროვნებები უკვე წასულნი…

ამაოების და სიკვდილის სუნით,გაქვავებული დარდის ლოდებით,გადაღლილი და ნატკენი გულით,მიმზერს სურათი თითქოს გოდებით.

გადავსებულნი არყოფნის სევდით,უკურნებელი სენით მშფოთვარე,მეორედ მოსვლას ჩვენ აღარ ველით,მათი მეგზური ეხლაა მთვარე…

Page 55: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

55

აღარსად არ სჩანს მათი ფიქრები,არც სიხარული, არც სიყვარული…მათი ნუგეში მე ვერ ვიქნები –თავში ტრიალებს ფიქრთა მარული…

შემდეგ გვერდებზე თითქოს ნათდება:შუქი და სითბო ირგვლივ ვრცელდება,მზე და შავი ზღვა – ფიქრი ცხადდება,მათი ღიმილით ზღვაც კი ღელდება –

მომავლის რწმენით, დღით ხვალინდელით,ასეთი არის შემდეგი გვერდიც,სახლს იშენებენ საკუთარ ხელით,ფეხზე ჰკიდიათ ის ეფრემ – ვერდიც!

ამ დაწყველილი წინათგრძნობებით,მე მომეჩვენა ყვითელი ფერი,როგორ მოიწევს თითქოს ომებით,პირველ გვერდიდან, როგორაც გველი…

ცუდ სიზმარს ვხედავ და მეჩვენებავეღარ ვაჩერებ სრიალა მცურავს,თითქოს ხელს მიჭერს ეს მოჩვენება,(ხელს), რომელიც ალბომს სასწრაფოდ ხურავს!

Page 56: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

56

* * *

იმ დღეს კახეთში, სოფლის ბირჟაზე,სალაპარაკო თემა გამხდარა –გაიგე ბიჯო, გუშინ სუფრაზე,ჭრელაანთ მიხა უცებ მამკვდარა.

რა მოუვიდა იკითხა ერთმა –დაკარგულიყოს თითქოს ციკანი,არაფერიო, იცისო ღმერთმა –მეორემ მოსვა დინჯად „ლიკანი“.

რამდენი წლისა – დაურთო ბიჭმაჩამომჯდარიყო იქვე მორებზე,სამის არისო – იხუმრა ნიჭმადა მიანიშნა ტიღა მოზვერზე.

ასე ღიმილით, უდარდელობითსოფელი შეხვდა გარდაცვალებას,ხუმრობენ სავსე გულახდილობით,გზას ულოცავენ გადაბარგებას.

სოფელს ეტყობა, რომ სჯერა რწმენის:მიხა, რომ მიდის თავის საგზალით,რომ სანახავად მიდის იმ ქვეყნისდა არ სჭირდება ამ დროს ვაგზალი…

მაგრამ იქნება ესეც პოზაა,იმ სირაქლემის კომპლექსის ნაშთი,(შიშის თვალები დიდი როცაა,მაშინ გვახსენებს თავს უფლის კვართი…).

იქნება ისე, იქნება ასე,მე რად მაწუხებს სოფლის აზრები…(ხომ გაგეღიმათ?) – სჯობია მასე,რომ დავივიწყოთ ჩვენი დარდები…

Page 57: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

57

* * *

შიში მაქვს შენი –შენთან შეხვედრის,

სირცხვილიც არის, ახლა მე მჯერა,

ნიჭიცა მქონდა ამის მიხვედრის –

ვერ გაგიმართლე, ვერა და ვერა!

შენ შემხვდი ეხლა, მზის გადასვლისას,

რასაც ვნატრობდი საუკუნის წინ,

არ მომესალმე ჩემთან მოსვლისას,

როგორც ხდებოდა ეს ადრე – უწინ,

რა საჭიროა ეს მისალმება,

რა საჭიროა სიტყვა – პასუხი,

ცოტათი თუკი გაგვეღიმება,

თუ შემიხსენი ფრთხილად ჰალსტუხი…

თუ მაპატიებ, რომ ვერ მოგძებნე,

თუ მაპატიებ, რაც ჩემს გამო გჭირს.

თუ დამიჯერებ, მე ბევრი გძებნე

და თუ მიხვდები ჩემს ამ გასაჭირს –

მაშინ იცოდე მზე აღარ ჩავა,

და შეჩერდება დრონი წამიერ,

ცხოვრება ჩემი მალე არ გავა

და ვიტყვი გულში მრავალჟამიერ!

Page 58: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

58

* * *

მე აქაც ვარ და იქაც,

ცოცხალიცა ვარ მკვდარიც,

იმიტომა ვარ ვითარც –

(ამბობენ) ცოცხალ – მკვდარი…

* * *

რამდენი უნდა ითმინოს კაცმა,რამდენჯერ უნდა დახაროს თავი,ვიღაცისათვის ეს არის ჯვარცმა,სხვებისათვის კი ცხოვრების ნავი.

რამდენი უნდა ითმინოს კაცმა,როდემდე უნდა დახუჭოს თვალი,ჩვენ გვიყვარს დილით ტყუილის ჩაცმა,რომ მოვაჩვენოთ ვიღაცას თავი.

როდემდე უნდა ვითმინოთ მართლაც,სამშობლოს ბედით ვაჭრობა დახლში,ნუთუ არ გვესმის! გავჩუმდეთ ახლაც?მტერი შემოგვდის საკუთარ სახლში.

საკუთარ სახლში, საკუთარ სულში,ჩვენ ვითმენთ წყნარად ასპიტის ბუდეს,ისე, რომ ხინჯიც არა გვაქვს გულშიდა არც იგრძნობა რამით რომ წუხდეს!

არც ახალია, ყოფილა ადრეც,როცა ვყოფილვართ დამონებულნი,თავზე რომ გვეჯდა მოლაც და პადრეცდა დაგვცინოდნენ გახარებულნი.

Page 59: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

59

მაგრამ დღეს უკვე სხვა მასშტაბია,სხვა დიდი წარღვნა ქვეყნად ტრიალებს,სხვისას თუ პანტას ვაშლი აბია,ჩვენი ოქროც კი აღარ პრიალებს.

სწორედ ამიტომ – როდემდე მაინც,როდემდე უნდა ითმინოს კაცმა,რატომ არ ვამბობთ გვაწუხებს რაიც,როდემდე უნდა გვათრიოს ვაცმა!

ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია,მოთმინება გვაქვს ზღვარგადასული,ხომ ვიცით კარგად – ჩვენი ვალია,მტერი შევიცნოთ სტუმრად მოსული.

როგორ არ ვიცით – ძალიან კარგად,და უფრო მეტიც – უფრო სხვაც ვიცით,კეთილდღეობის ჟინი გვჭირს მარად,და თავს ვიღუპავთ ჩვენივე ნიჭით.

რატომ არ გვახსოვს, რად გვავიწყდება,მარადიული სულის ცხონება,რომ ყველაფერი მოგვეკითხება,რომ წუთი არის ჩვენი ცხოვრება.

რატომ არ გვახსოვს, ვინ გველოდება,იმ მარადიულ სასუფეველში,ან გვავიწყდება რისთვის შენდებატაძრები ირგვლივ ამა სოფელში?

უნდა მოვაშთოთ ჩვენს არსებაში,ეშმაკეულის ბოროტი თავი,არ გვინდა ჯდომა ხელმწიფის ნავში,მოსახდელი გვაქვს ამ ქვეყნის ვალი.

Page 60: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

60

თუ ვერ ვაჯობეთ საკუთარ თავებს,თუ დაგვეზარა სხვის მიშველება,ისევ თუ წყნარად მოვუსმენთ ყვავებს,არც არაფერი არ გვეშველება!

* * *

კაცი ბჭობდაო, იცინოდაო ღმერთი –ნათქვამთა შორის უდიადესი!ფილოსოფიის აქვს ორივ გვერდი –ზემოქმედება – ხომ უდიდესი!

* * *

გრძობების მეტი რა ჰქონდა ადამს,არც კი მოსწონდა დიდი ვაშლის ხე,რომ გასცნობოდა ჭირსა და ვარამს,სიყვარულისთვის დათმო სამოთხე!

* * *

სამშობლო იქცა ცარიელ სიტყვად,მიკროფონისთვის მხოლოდ სათქმელი,პასუხი მოდის ზეციდან სეტყვად,ჩვენი დარდია კვლავაც საჭმელი…

* * *

ეჭვით ვუყურებ საწნახელს –ფეხით გათელვას ყურძნისა,ჩაკიდებულნი ხელი – ხელსკაცნი მგონია სულთნისა…

Page 61: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

61

* * *

დილით ბუნკერში ნაგავს ყრის ქალი,ჩაცმული არის თხლად და გულღიად,მივუახლოვდი, (გამექცა თვალი)სუნი გაუქრა ნაგავს სრულიად…

ლოგინის სუნი გამოჰყოლოდა,ქალს – ახლადამდგარს, ჩაცმულს გულღიად,თითქოსდა სითბოც ჩამოჰყოლოდა,სუნი ფარავდა ყველას სრულიად…

* * *

გვიანიაო თითზე კბენანი –წინაპარს უთქვამს მოკლედ, ლამაზად,ვეღარ უშველის ყეფა-ღრენანი,იმას, რაც ეხლა მოსჩანს მარაზმად!

მანამდე იყო ეტყობა თქმული:“ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”,ვერ გავატარე სწორეზე ხნული –მიწას მერჩივნა ღრუბლის ნაჭერი…

* * *არასოდესო არის გვიანი –უთქვამს ვიღაცას ეტყობა სხვა დროს,მე გეუბნებით თვალებწყლიანი –ისემც რა ვუთხარ მაგ სიტყვის პატრონს!

Page 62: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

62

* * *

ყველაფერს არ ეშველება,თუ გინდათ დავდოთ ნიძლავი!ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლება,ლოქოს დავასხათ ქინძმარი…

* * *

ნისლში დამალულან მთები,რა აქვთ სასირცხვილო ნეტავ,მგონი რაღაცას კი ვხვდები,თქმას კი ხმამაღლა ვერ ვბედავ.

ვხედავ ჩაუცვიათ შავი,იყვნენ აღკვეცილნი ბერად,იქნებ აღარა აქვთ თავიყოფნის, როგორც იყვნენ ძველად.

იქნებ დაიღალნენ დგომით,ერთი მიდამოს მცველად,უკვდავებისაგან კვდომითდა გაჭრა უნდათ ველად.

მგონი ამბოხია მთებში,დაძვრას ფიქრობენ ერთად,ერთურთს ამომდგარნი მხრებში,თავი შეუცვნიათ ღმერთად.

მაგრამ იფანტება ნისლიდა მზე მთების ამბოხს ახშობს…რა კარგი არის ფიქრი –გულის კუნჭულებს ათბობს…

Page 63: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

63

* * *მახსოვრობაში ღრმად ჩამრჩა,ოდესღაც ერთხელ ნანახი,თითქოს ბავშვობაც იქ დამრჩა,(ირგვლივ მწვანობდა ბალახი)

საინტერესო რამ იყო,შეჯიბრი მწევარ ძაღლების,(ჯიშის მიხედვით დაიყო)ფიქრიც არ ჰქონდათ წაგების.

მათ წინ მირბოდა სამიზნე –მექანიკური კურდღელი,ვიცით, ძაღლს აქვს ავი ზნე –სუსტს გადაყლაპავს პუდელი…

ცხადზე ცხადია, ვერასდროს,ძაღლი ვერ აღწევს მიზანსდა მაინც ელის იმ დროს –სხვას ვერაფერს ვერ იზამს .

მთელ ამ ამბავში მთავარი,არა ძაღლები, სულ სხვაა –ჩვენი ცხოვრებაც ამგვარი,სამიზნე კურდღლის დევნაა…

წრეზე მოძრაობს მიზანი,მე კი გავედი წრიდან,ტრიბუნაზე ვარ ხიზანი,შარში ვარ ყველა მხრიდან…

Page 64: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

64

* * *სულის და ხორცის ორთაბრძოლაში,გამარჯვებული ხშირად ხორცია,და ამოდენა დროის რბოლაში,სული ყოველთვის ხორცზე მორცხვია,

სხვა შემთხვევებიც არის ხანდახან,სული და ხორცი ერთად მიდიანდა გამოჩნდება ნათლად თანდათან,მიმართულება – საით მიჰქრიან…

მარჯვნივ უფალი, მარცხნივ ეშმაა,მემარცხენეთა არმია დიდი,მათი მეგზური ღამით ელვაადა ერთმანეთის არა აქვთ რიდი.

გულით კეთილი ნახულობს უფალს,თუმცა გზა არის ეკლებით სავსე,ღმერთი მიიღებს კაცს თავისუფალსდა ხელს დაადებს მას დახრილ თავზე.

ერთი გზაც არის , გზა პირდაპირი –დაკარგულთა და გზააბნეულთა,(წინა და უკან ვით ბირდაბირი)ავადმყოფთა და სულით სნეულთა…

და თუკი ხორცი და ჩვენი სული,ერთად მოზილა მაღალმა ღმერთმა,გზის არჩევანი ჩვენია გულის?თუ გადაწყვიტა თვითონ მან ერთმა!

Page 65: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

65

* * *

ნეტა რა მოხდა შაბათს –ღმერთს საქმე ჰქონდა დიდი,(ეშმაკი სვამდა შარბათს,ღიმილი ჰქონდა ფლიდი.)

თიხის ზელვაში გართულს,დაღლილს ადამზე ფიქრით,შესაქმის სიღრმეს ჩაფლულს,უფალის ფიქრი მიჰქრის…

ამ დროს იხელთა ეშმამ –უჩინმაჩინის ქუდით,თიხას უკბინა ეშვმა,დრო კი გაჩერდა წუთით!

და შეერია თიხას,ბოროტება და შური,(სიმართლე უნდა ითქვას,ზოგმა წაისვა მური.)

საქმე განაგრძო ღმერთმა –თიხას ჩაჰბერა სული,თვალთ აეხილა ადამს,აძგერდა კაცის გული!

დასრულდა საქმე დიდი –დღე – სასწაულთა ტოლის,მაშინ გაიდო ხიდი,ქვეყნად ყველაფერს შორის,

გაჰკვირვებია ეხლა,ადამიანთა მოდგმას,საკუთარ ჭირთან შეხლა,დაუჯერებლად მოსჩანს.

Page 66: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

66

იქნებ არც იყოს ბრალი,ბოღმა პირადად ჩვენი,ვერ გამოვდივართ მშრალი –წყლიდან ამოვალთ სველი.

სულ აღარ გვახსოვს ეშმა,გული, რომ ჰქონდა ქვისგან,როგორ მოგვწამლა ეშვმა –დაწყევლილნი ვართ მისგან…

* * *ნეტავი რისთვის ბრძოლობენ,ან და რისთვისღა იღწვიან,თან დღე და ღამე შრომობენ,განა სადამდე ივლიან…

რას უყურებენ მირაჟებს –გამოდევნებას ნიავის,(რაში სჭირდებათ ჟირაფებს,ქონა აზიურ თრიაქის).

კადრულობენ რა ყველაფერს,კონკურენციის ეგიდითდა სულ არ ნიშნავს არაფერსთუ გიღალატებს შეგირდი…

მიზანისათვის ამართლებს,საშუალება ყოველიდა ჯოჯოხეთსაც ანათებს,ქრთამი – გონების მთრობელი.

მაგრამ მიზანი რა არის,ერთი ეგ გამაგებინა,რა ფერია და სად არის,გინდ სახლი წამაგებინა…

Page 67: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

67

* * *

გუშინწინ ვნახე ცალფეხა ბავშვი,თითქოს უჩანდა თვალების ფსკერი,იქვე ეზოში დახტოდა შაშვი,ორივესათვის მშობლიური სახლია სკვერი…

* * *

საოცარია! უკვირთ ბოზების,ალბათ ჰგონიათ, რომ მათი ნება,სურვილი არის მხოლოდღა ხორცისდა ავიწყდებათ – სულიერი მოთხოვნილება!

* * *

იმ თაგვს ხომ ხედავთ, ხაფანგთან ახლოს,მაგიდის მარჯვნივ, იქ ზემოთ დახლში,გაგვახსენდება? რომ შორიახლოს,ცოლ-შვილი უცდის საკუთარ სახლში!

* * *

თუკი მოხუცის სურათს აიღებთ,გვერდზე დაუდებთ ბავშვობის სურათს,მოდით და გულზე ხელი დაიდეთ –გაიხსენებდით დიდ ტაძრის გუმბათს?

* * *

მიზანის იქით, კიდევ მიზანი,დაუსრულებლად, დაუსრულებლად…და საკუთარი თავი ვიცანი –არ ღირებულა, არა ყურებად!

Page 68: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

68

* * *

ვერ გამიგებო შენ მეუბნები –გათენებული ღამით ნაწუხებს,ვერც გაგიგებო, მე გეუბნები –ჩვენ ხომ სხვადასხვა რამე გვაწუხებს…

* * *

სხვაგან ნუ ვეძებთ თავისუფლებას,მის ირგვლივ დიდი უღრანი ტყეა,ნუ გადავუხვებთ უფალის ნებას –თავისუფლება ზნეობის ტყვეა…

* * *

თოვლით დაიფარა მიწა,უცბად გადათეთრდა შავი,თითქოს იმედია, რითაცუნდა დავიმშვიდოთ თავი.

თეთრი მიგვანიშნებს გულისსისუფთავესა და მართალს,რომ არ ჩაგკვდომია სული,მალე ჩვენ ვაჯობებთ ავთვალს.

თოვლი იმედია ხვალის,იგი დაგვავიწყებს წარსულს –უკან დარჩენილი კვალისდა დროს უაზროდ გასულს,

Page 69: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

69

თითქოს თავიდან ვიწყებთ,პირველ ნაბიჯს ვდგამთ ვითომ,და პირობასაც მივცემთ,რომ არ ვუღალატებთ – მიტომ,

მიწა გადაიტანს ზამთარს,თუმცა აკანკალდა ცხადად,თოვლი მოგვაგონებს საბანს,მიწა რომ არ გახდეს ავად…

იქნებ დაჭრილია მიწა,თეთრი სახვევი აქვს თოვლის –უნდა შეუწყდეს რითაცსისხლი – სიმწრისაგან მოსდის…

ჩვენ არა გვტკივა მიწის,გვაქვს ჩვენი თავის დარდი…… ვინც თოვლის ხიბლი იცის –თითქოს “სილაშია ვარდი”…

* * *დილით ამოსვლა მზისდა საღამოთი ჩასვლა,ერთი ციკლია გზის –ჩვენი ცხოვრების გავლა…

დილით ვიბადებით დიდნი,სიკვდილს მიაგავს ღამე,ამას ვაკეთებთ მშვიდნი,თითქოს არც მომხდარა რამე.

Page 70: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

70

იქნება ჯობდა დღე ერთს,რომ არ შევხედოთ მტრულად,მადლობა ვუთხრათ ღმერთსდა წუთით ვიყოთ ჩუმად.

იქნებ შევხედოთ დღეს,როგორც სამყაროს ნაწილსდა არა როგორც თვეს –შინაარსისგან დაცლილს…

მთავარი მაინც ალბათ,ეს არის ამ საქმეში,(რომ არ გამოჩნდეს ყალბად,რაც ცოტა არის ლექსში…)

გეტყვით თქმა მინდა რისი:დღე, თუნდაც იყოს თარსი,არ არსებობსო მისიგანმეორების შანსი…

* * *

დასრულდა დიდი ზღაპარი,მე რაც მეგონა ნამდვილი,მკრთალად ანათებს ლამპარი,დასასრულია ადვილი.

ის რაც იყო და არ იყო,მახსოვრობაში რაც ჩამრჩა,წვრილ ფრაგმენტებად დაიყო,სულ ეს ყოფილა რაც დამრჩა.

Page 71: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

71

შევაგროვე და დავაწყე,შემთხვევითობის ნიშანით,ერთი ფარდაგი ავაწყე,როგორც წყალშია ქვიშანი.

კედელზე მინდა დავკიდო,როგორც სურათი წარსულის,ვით შემოდგომის აკიდო,როგორც ცხოვრება გასული.

ანდა იქნება არც ღირდეს –არიან ამის გამგებნი?მგონია კაცნი გახშირდეს,ხმლისა ქარქაშში ჩამგებნი…

დიდი ზღაპარი დასრულდა,ამბავი თითქოს მართალიდა ისე კი არ გასრულდა,როგორც ბებიის ნათქვამი –

დევებთან დარჩა ყამარი,კარი ვერ შევხსენ ციხისა,ცხენი ვერ ვნახე ფრთამალი,უნაგირს ვიჯექ ვირისა.

ტბა ვერ გავცურე ფარავნის,შიგ შუაგულში დავიხრჩე,კარი ვერ ვნახე გალავნის,იმედო იქნებ დამირჩე…

მაგრამ არც შენი პასუხიდა არც კითხვები არ მესმის,ეშმაკის მიჭერს მარწუხიდა ნუთუ ჩემი არ გესმის…

Page 72: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

72

ჩანს რომ დამთავრდა ზღაპარი,და ყველაფერი დასრულდა,მკრთალად ანათებს ლამპარი,ვატყობ ცხოვრებაც გასრულდა.

ვინა ვარ, რისთვის მოვედი,ვისი და რატომ მემართა,ამბის გამგებად წავედი,პასუხი გავცე ყველათა…

სათაური

საქმე ვერ ვნახე მარჩინოს,არც პოეტებში ვითვლები:ლექსებს კი არ ვწერ საჩინოს –ამბებს გიყვებით რითმებით….

* * *

დინჯი ნაბიჯით, ქუჩაში ძაღლი,ვეება ტორებს მოათრევს თითქოს,არ დაუფასეს ეტყობა მადლი,არც არავისგან არაფერს ითხოვს.

ფინიის ყეფას ძაღლად არ აგდებს,ათვალიერებს გარემოს ზანტად,ცხადია, ცხადი – სხვა რამ ადარდებს,ირგვლივ ყველაფერს აღითქვამს ლანდად.

მშიერიც არის, წყურვილსაც ვერ გრძნობს,დროის შეგრძნების დაკარგა ძალაც,გადაწყვეტილად გაჩენის დღეს გმობს,ასე იქნება – დღესაც და ხვალაც…

Page 73: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

73

* * *

მინდა სურათი დავხატო,გაჩერებული წამისა,სანახავი, რომ გავხადო-ტბის პირას ქოხი ჩალისა,

იქვე მოხუცი მუხლებზე,ჩამჯდარა თავის ფიქრებით,მზეც ჩამომჯდარა ღრუბლებზე,ყურებით ვეღარ იღლებით…

მზე ჩადის, დაისი დგება,არ არსებული ფერებით,მოხუცის ცრემლი, რომ ლღვება –ჩამოიწმინდავს ხელებით.

იმ წამში გაერთიანდა,ჩვენი მოხუცი დაისთან,(აღარ იქნება შეხვედრამომავალი წლის მაისთან…)

ვეღარ დავხატე ღიმილი,ყოველთა სევდის შემცველი,ან იქნებ იყო ყვირილი –ვით გოდებისა შემცვლელი…

ვერ დავხატე და დავწერე,ნიჭი არ მაქვს ხატვისა,ლექსიც კი ვეღარ გავწელე –თვალ ვერ ვიპოვე ნატვრისა..

Page 74: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

74

* * *

მოდი თუ ძმა ხარ გაჩერდი,იქნებ ჩამოვსხდეთ ცოტა ხანს,იქნება მართლა დაბერდი,იქნებ აქედან კარგად ჩანს…

იქნება დროის ბორბალი,არც არასოდეს ტრიალებს,თუ არ დათესე ხორბალი –უნდა ელოდო ხვიარებს.

ჩვენი ხლაფორთი იქნება,დროის ტრიალი გვგონია,თუკი სასმისი ივსება –ოჯახში ღვინო გვქონია.

ხოდა ცოტა ხნით გავჩერდეთ,სიჩუმეს ყური დავუგდოთ,იქნება აღარც დავბერდეთდა დროსაც წესი ავუგოთ…

* * *საფლავის კიდეს ჩამომჯდარაკაცი ვეება,გადავსებული საფერავითუჭირავს ჭიქა,

ხაშლამის ნაჭერს,როგორც მგელი ისე შეებადა გაახსენდა საყვარელი –მდივანი ლიკა…

Page 75: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

75

* * *

ამ უაზრობის ჭაობში ჩამხრჩვალს,მეუბნები, რომ ვიცხოვრო ისე,როგორც ეკუთვნის მტყუანს ან მართალს,გავიმეორე ყველაფერი რაც იყო ისევ!

არც მტყუანი ვარ და არც მართალი,მიმძიმს ორივეს ერთად ატანა,მკვდარსაც მაწუხებს გულის ფართხალიდა წუთისოფლის მიჭირს გატანა…

ალბათ ეშმაკის ფერი მაცხია,ანდა არ მესმის არსი ქაოსისდა იქნებ მართლა დიდი მარცხია –ფეხზე მკიდია ხალხი ლაოსის!

ორომტრიალის არ მესმის აზრი,არანაირი არ მაქვს მიზანიდა როცა ჩემს თავს ადრეულს ვადრი,თითქოს ყოველთვის ვიყავ ხიზანი…

* * *სრულიად ნათელია, სრულიად ნათელია –დროის გამრიგე თავად ღმერთია,წუხელ ამ აზრმა ღამე გაათია –ეხლა სულერთია, ეხლა სულერთია,რომელი საათია, რომელი საათია..

Page 76: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

76

* * *

მე რაც მინდოდა ვთქვი,ეხლა შენ უნდა თქვა..(შიშო, რატომა მგვრი,ხვალე რა უნდა ვქნა…)

* * *

კაცი ეპარება თოფით –ხეზე შემომჯდარა ჩიტი,კაცი დაღლილია ყოფით,ხეზე – მეოცნებე გვრიტი.

კაცმა კი არ იცის ალბათ,ვისაც ელოდება გვრიტი,კაცი ჩაისუნთქავს ხარბად,ხეზე შეტოკდება ჩიტი.

თითქოს ხმაც არ იყო თოფის,თითქოს გაიელვა ციდან,კაცმა სუნი იგრძნო ოფლის,ჩიტი ჩამოვარდა ხიდან…

* * *

საზღვარზე ყოფნა – არყოფნის,ვიწრო ქუჩაა ერთი,ცუდია – სმენა არ მყოფნის,ისმის მოცარტი, ვერდი.

Page 77: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

77

შორი-შორსა დგას სახლები,თუმცა პატარა ეზოთი,მგონი მოსულან ახლები,მათი ხმა მესმის ექოთი.

ხეები დგანან დიდრონი,ხელოვნურობის ნიშანით,წყალი მოდის თუ მირონი,მაგრამ არ მოსდევს ქვიშანი.

არცა დღეა და არც ღამე,არცა ცივა და არც ცხელა .არც გუშინ არის, არც ხვალე,მზეც უცნაური – ცალხელა,

აქ მდგმურებია სუყველა,საცალფეხოზე თუ გავლენ,და წერამ თუ არ უყელათ,ღმერთმა იცოდეს სად წავლენ…

* * *

ყველაფერს ვყიდი მუქთად,რაც სიმდიდრეა ჩემი,დღეებს ვატარებ უქმად,ვატყობ სულ მარტო ვრჩები.

არ იყიდება გული –დაწრეტილია თურმე,არ იყიდება სული –ფერი არა აქვს მრუმე.

Page 78: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

78

ლექსიც არავის უნდა,აუქციონზე გამაქვს,თუ კი მომთხოვეს ხურდა,ხურდაზე მეტი რა მაქვს.

„გამარჯობასაც“ ვყიდი,აღარ მჭირდება მგონი,ურთიერთობის ხიდის,ბევრსაც არა აქვს შნონი

გავიგო მინდა ერთი –დავრჩები ბოლოს რაღად,თუ გამიწყრება ღმერთიდა ნიშნის მომცემს ცხადად

ჩამოწვა ირგვლივ ბნელიმიჭირს სინათლის პოვნა,ძნელი ყოფილა ძნელი,ადამიანად ყოფნა.

* * *

თითქოს შორს არისო შორს,არადა ახლოა აქვე,ყველა იჩემებს სწორს,არადა, არ არის ასე…

Page 79: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

79

* * *

სერიალია ფილმის უბრალოდ,დოკუმენტური- უცხო ტიტრებითრეჟისურაა მხოლოდ უზადოდდა მთავარ გმირად ჩვენვე ვითვლებით

მხატრული ფილმის ნიშნებიცა აქვს,ფერადიცაა, არის შავ-თეთრიც,ძნელია მიხვდე ჩვენ ჩვენ რა როლი გვაქვს,თუნდა იფიქრო ძალიან ბევრიც,

ზოგი ფილმია რომანტიკული,სიუჟეტია მეტწილად ორზე,ხან მთავარია კიტრის პიკული,ხან კი სიცოცხლეს ვაგდებთ სასწორზე.

მორგებული გავაქვს ჩვენივე როლი,გულმოდგინებით ვასრულებთ მართლა,და როგორც ცეცხლის თავშია ბოლი,აღარ გამოვა როლიდან გასვლა.

ყველა ფილმი გავს მაინც ერთმანეთსდა სევდიანი ამბები ხდება,არა ჰქონია მნიშვნელობა გრძივსა და განედსმთავარი გმირი სულ ბოლოს კვდება…

Page 80: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

80

* * *

შენ როგორ ფიქრობ ეხლა –დრო გაჩერდება შენთვის?თუ პლანეტათა შეხლა,ახალ სამყაროს შეჰქმნის.

მორჩილად მიჰყევ საბელს,ნუ იხედები უკან,ღმერთთან კავშირის კაბელს,ნუ ეძებ უბან – უბან..

გადახდილი გაქვს ვალი?არ გაჩერდება შენთვის.აღმა ასულა წყალი?მდინარე ხომ ზღვას ერთვის…

…მაშინ გაწყვიტე ღვედითუკი ძალი გაქვს ამის,თუ გონება გაქვს ბნედიდა თუ გიჟი ხარ ლამის..

* * *

სხვანაირად ხომ არ ჯობდა,ხშირად მესმის, თანაც ბევრგან,მაგრამ კაცი სადაც ბჭობდა,ღმერთი იცინოდა ყველგან..

Page 81: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

81

* * *

ფიქრები ბარდნის,გონებაში მგონი დაზამთრდა,გაყინავს ალბათ-ზამთარის პირი უჩანს ასეთი,

როგორც ჩანსშემოდგომა უკვე დამთავრდადა ჩუმად მიხმობს ასასვლელადმაღლა მარსეთი..

* * *

ისე გაქრება ეს ყველაფერი(ასე ყოფილა უწინაც რაკი),თითქოს არც იყო არც არაფერი,როგორც ბევრი რამ ყოფილა არც კი..

* * *

ხვალ წავალ სამსახურში?საქმე მაინც არ მაქვს,ასე ფიქრობდნენ ურში?რა მნიშნელობა აქვს.

იქნებ დავლიო ერთიცდავიწყებული მაქვს,იქნებ ვიცვალო გვერდიც,რა მნიშვნელობა აქვს,

Page 82: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

82

ვისთან წავიდე ვისთან,საყვარელიც არ მყავს,თევზი მოდისო ხიდთან,რა მნიშნელობა აქვს,

დღე კი თანდათან იკლებს –ბევრი საერთო გვაქვს,ვერ გავექეცი სიტყვებსრა მნიშვნელობა აქვს,

რა მნიშვნელობა აქვს,ვიცოცხლო კიდევ დიდხანს,ასეთი შეგრძნება მაქვს,რაც არაერთხელ მითქვამს …

* * *

გადავსებული სტადიონი მრისხანებს სიტყვით,ლობიოს ქვაბი თუხთუხებს როგორც,მერე რააო – თქვენ ალბათ იტყვით,შეკრებილია ბიჭიც და გოგოც. საქმეც ეგ არის – ბიჭიც და გოგოც,ბედნიერია რატომღაც ბრბოში,სასამართლოზე ამბობენ როგორცრომელი არის მართალი ორში – მასების ქვენა გრძნობებით სავსე,სტადიონების თუხთუხის არსი,თუ – წყალწაღებულის ჩივილი ხავსზე,ან მარტოხელა მტირალი მარსი.

Page 83: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

83

მთლად ნუ ენდობით სამართლის სასწორს,ორატორები გვაბნევენ სიტყვით,პატიოსნება დაემსგავსა ძუ ლომის ნაწოლს,მერე რააო – თქვენ ალბათ იტყვით …

* * *

გთხოვ ნუ მოწყვიტავ, მინდვრად ყვავილებსდა ნუ უყურებ როგორც ზვარაკი,ნამდვილად ვიცი: მინდვრის ნაილებს,სულ არ სჭირდება შენი ლარნაკი …

* * *

არ არის საქმე შენი,ფილოსოფიური ხედვა,გააგდე შავი ცხენიდა მუქი მსოფლიო სევდა.

* * *

მე მეგონა ნაჩუქარი,სიცოცხლე, ვარსკვლავთ ციალი,ყოფილა კი ნათხოვარი,ეხლა არისო გვიანი. გეთქვა უფალო თავიდან,ხვნაში პირობა სჯობია,მეცოდინება ხვალიდან,(განა ვარ რისმე მგმობია …)

Page 84: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

84

გიბრუნებ უკან სიცოცხლეს,სხვა ელოდება – რიგშია,ნეტავი როგორ ვიცოცხლე,ვერა ვხედავდი ბინდშია … * * *

კაცი ეპარება თოფით,ხეზე შემომჯდარა ჩიტი,კაცი დაღლილია ყოფით,ხეზე მეოცნებე გვრიტი. კაცმა არც კი იცის ალბათ,სატრფოს ელოდება გვრიტი,კაცი ჩაისუნთქავს ხარბად,ხეზე შეტოკდება ჩიტი … თითქოს ხმაც არ იყო თოფის,თითქოს გაიელვა ციდან,კაცმა სუნი იგრძნო ოფლის,ჩიტი ჩამოვარდა ხიდან … * * *

-„ ეგრე არ არის თაყაო,შენ რო მამული გაყაო “– მა როგორ არის ბაყაო– ისეა შენ რო გაყაო?

იქნება მე ვარ მართალისხვამ კიდევ ვინმემ ნახაო?!

Page 85: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

85

* * *

ცუდად წამივიდა საქმე,არ ღირს მოსაყოლად მგონი,ყველგან მე მხვდებოდა სახრედა არ იცვლებოდა დრონი. ამ დროს უძლურია ლექსიც,ამ ტვირთს ვერა ზიდავს ისიც,თარსი დღე მხვდებოდა ექვსი,ექვს დღეს – მეშინოდა რისიც. ვფიქრობ სიჩუმე სჯობს ალბათ,იგი უძიროა სკივრი,სკივრი შეინახავს ამბად,განა სადამდეღა ვივლი …

* * *

დაკრძალულია ცოცხალი კაცი,ალუბლის ყვავილს აყრის ნიავიდა ვერ გაიგო ამქვეყნად რაც კი,ეხლა უთარგმნის შავი ქლიავი …

* * *

რა უნდა უკვირდეს კაცს –ქვეყნად ყველაფერი ხდება,უშნოდ მოიღრუბლა ცაც,დღესაც ვიღაცა კვდება.

Page 86: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

86

რაც უნდა უკვირდეს კაცს,მხოლოდ წამია შვებადა მიფიქრია რაც –ფიქრიც, ფიქრიც კი კვდება …

* * *

ქარი ქროდა და რა ქარი!ქალი იყო და რა ქალი!წვიმა იყო და რა წვიმა!გულზე ცრემლები მაწვიმა!თვალები ჰქონდა რა თვალი!ქალი იყო და რა ქალი!

* * *მწვანეთვალება კატა,მიეპარება ჩიტებს,რატომ, რისთვის და რათა!ერთ – ერთს უეჭველ იჭერს …

* * *

სიმართლე გითხრა მინდა,მაგრამ არა ღირს მგონი,მართალი იყო გინდა,ამას გვიჩვენებს დრონი …

* * *

დღე მოკვდა გუშინდელი,დღევანდელი კი გადის,ხოლო დღე ხვალინდელი –ამოწურვაა ვადის …

Page 87: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

87

* * *

ცხოვრების გზაზე ყაჩაღი გვძარცვავს,ყაჩაღი არის თვითონ ცხოვრებადა გამუდმებით ფიქრები მტანჯავს,რამ დამიბნელა ასე გონება – რომ ვერ გავიგე სად დამეკარგა,იმედი ხვალის, იმედი სხვისი,გასაკვირია? რომ არ ვარ კარგად,გადავაბრალო? ბრალია ვისი !

* * *სამართალი ურმით დადის,ამბობენ, რომ მოვა გვიან,დრო კი სწრაფად, სწრაფად გადის,მართალს პირში ბურთსა სჩრიან. კი, ურემი მოვა გვიან,ჩამოივლის სადაც ვდგავარ,მაგრამ გვიან, მართლაც გვიან,ადამიანს აღარ ვგავარ!

* * *ძმაკაცის მონაყოლს გეუბნებით,არ მომატყუებდა მილიონად,ამას ვიხსენებ ჩვეულებით,ტვინში, რომ დაფრინავს კვირიონად. კუკიის შესასვლელთან მუშაობდა,გოგია ერქვა, იყო დალაქი,

Page 88: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

88

ძველ ვარანცოველივით გულაობდა,გრაფინით ედგა ჭაჭის არაყი. ამოატარებდნენ მიცვალებულს,გოგია კარებს კეტავდა,ერთ კენჭს ჩააგდებდა ქეთლში – მიფარებულს,თითქოს ვერავის ვერ ხედავდა. წლის ბოლოს თვლიდა დაგროვილ კენჭებს,იშველიებდა დუსიას – დამლაგებელს,თვალს შეავლებდა მის მაღალ კანჭებს,თან საყვედურობდა აზრთა დამრიგებელს – „ ამ წელში მეტი, პროცენტით ათით,იმატა მკვდარმა ცოცხლების ხარჯზე “,ოფლს მოიწმინდავს გოგია თათით,ჭიქას მიარტყამს ლობიოს ჯამზე … გავიდა წლები, ძმაკაცი ჩემი,სადალაქოში შესულა – ისე,ჩამომჯდარიყო დუსია ჩვენი,ქეთლიც კუთხეში, თავღია ისევ … მიმოიკითხა ძმაკაცმა ჩემმა:საით არისო გოგია, დუსი!ხომ არ გაგკაწრათ სიკვდილის ცელმა,ან ცოცხალია ვანია რუსი? პასუხი მოკლე – „ გოგია კ (ქ)ეთლში “ყველაფრის მთქმელი, პასუხი სრული –გათავებულა დუსიას ხელში,რომ ამოსვლია გოგიას სული …

Page 89: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

89

* * *

„ ამას თუ ყოფნა ჰქვია ! “გაგონილი მაქვს ხშირად,„ ეხლა მე კაცი მქვია? –დავბადებულვარ ვირად!“

ირგვლივ წუწუნი გვესმის,უკმაყოფილო კაცთა,კი, განა მე არ მესმისგაჭირვებულთა ვაცთა,

მაგრამ არიან სხვანიც –სიღრმისეულად იგებს,ვყოფილვართ მართლა რანიცდა ხმასაც აღარ იღებს …

* * *

დავიწყებული მყავდი,მოსვენებული ვიყავ,სცენაზე ასულს ჰგავდი,ჩემზე მაღალი იყავ. ერთად არ ვმჯდარვართ მერხზე,არც მეგობრობა გვქონდა,ფეხის გადადება ფეხზე –რა ცუდი ჩვევა გქონდა …

Page 90: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

90

* * *

გულგასახეთქი ის არის,მტრისგან კი არა – მოყვრისგან,ზურგში ნასროლი ისარი,გავაჭრებული ნოქრისგან.

გულდასაწყვეტი ის არის,მტრისგან კი არა მოყვრისგან,სულ არ მჭირდება მისანი,ნათქვამი იყო მოგვისგან.

აღარსად არის ნუგეში,ორგულ გამოდგა ნასყიდა –გველმა გაზრდილმა უბეში,ოცდაათ ვერცხლად გაგყიდა!

გულჩასაწყვეტი ის არის,შენივე ხალხი წამოდგა,ჯვარი რომელიც ხის არის,ტყვიაზე მძიმე გამოდგა.

ხალხი, რომელიც გუშინწინ,ტაშის გრიალით გხვდებოდა,იძახდა – „ სისხლი სისხლის წილ “,ბრბოზე სასტიკი ხდებოდა…

კიდევ სხვაც იყო ღალატი –ურწმუნო თომას ეჭვებით,სიმონი მამლის ხალათით,ეჭვები – მომცრო ეშვებით.

Page 91: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

91

როგორ ითმინე უფალო,რომ არ გადასწვი ნაგრამი,რომ არ დატოვე უკვალოდ,იმ ხალხის ფეხის ნადგამი!

ალბათ ხედავდი ცრემლების,მალვით მოწმენდას სახიდან,ჩრდილი ფარავდათ ტყემლების,სხვა – ვერ გავიდა სახლიდან.

მაგრამ ცოტაა რჩეულნი,ნამუსის ქუდი ეხურათ,ვისაც ვერ მისწვდნენ გრძნეულნი,ვისაც მირონი ესხურათ.

ამ მოთმინებამ, ყვარებამ,მტრისა და ჩვენი მოკეთის,სულის და ხორცის წვალებამდა არა თავის მოკვეთის.

გაგვაძლებინა აქამდედა დავრჩით ადამიანად,მაგრამ როდემდე, სადამდე,უნდა ვიცხოვროთ ჭკვიანად…

ერთადერთი ხარ უფალო,ჩვენ როგორ მოვალთ შენამდე,როგორ დავბრუნდეთ უკანო,შურით სავსე ვართ ყელამდე…

მოდი ერთხელაც უფალო,თორემ ურევენ ქვეყანას,ოჯახებს ქმნიან უქალოს,ცოლი შეურთავს მზექალას…

Page 92: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

92

გულგასახეთქი ის არის,მტრისგან კი არა – მოყვრისგან,ღალატისა და ტყუილისდა ამით სევდის მოგვრისგან.

გულდასაწყვეტი ის არის,მტრისგან კი არა – მოყვრისგან,გულში ნასროლი ისარი,კარზე მომდგარი ხონთქრისგან…

ხომ არ ავიღოთ მახვილი,გულის თქმამ ასე ინება,იქნება ხალხის ნახირი,მოვატრიალოთ იქნება!

Page 93: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

93

სარჩევი

* * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, ............................................................... 3* * * გილგამეშივით მე არსად წავალ, ............................................................... 5* * * იცოდეთ, რომ იმ ქვეყნის სანახავად წავედი, ....................................... 7* * * ქალაქში იყო ბიჭი, ......................................................................................... 10* * * სამოცი წელი ბევრია უკვე, ........................................................................... 12* * * შენზე ვფიქრობდი დიდხანს, ...................................................................... 14* * * ახალს ვერაფერს გეტყვით, ახალს არაფერს ვამბობ, ............................... 16* * * ჩამომათალეთ გული, .................................................................................... 19* * *ბედისწერას ნასვამი არ ესტუმრო ................................................................ 21* * * ქუჩაში ჯოხით მოხუცი მიდის, .................................................................. 23* * * მოდი ძმაო გამანებე თავი, ............................................................................ 25* * * არ გეწყინოს, გამანებე თავი, ........................................................................ 26* * * წარსული მოკვდა და გავაცილე, ................................................................. 27* * * ავტობუსი ყვითელი, ..................................................................................... 29* * * შენ არ იფიქრო – იმგვარად, ......................................................................... 30* * * ისე ლაპარაკობენ ღმერთზე – ...................................................................... 30* * * თევზის ჭერაა აზარტი დიდი, ..................................................................... 30* * * საოცარია, მართლაც მარიან ! ...................................................................... 31* * * უგემურია ამინდი – ჟინჟღლით, ................................................................. 31* * * სასწაულს ნუ ელოდებით, ........................................................................... 32* * * თუ სიჩუმეში ხმაური გესმის, ..................................................................... 32* * * ყველაფერი ძველებურად მიდის, ............................................................... 35* * * მე თქვენ გიხსენებთ თავის მკვლელებო, .................................................. 37* * * მოდი ძამიკო დავლიოთ ერთი, .................................................................. 40* * * რომ გამოვარდეს ხვალ გიჟი ვიღაც ............................................................ 42* * * იყო და არა იყო რა, ........................................................................................ 44* * * “სულ ერთი არის თითქმის, ........................................................................ 47* * * გზაზე კაცი მიდიოდა, ................................................................................... 48* * * სიტყვაა ერთი კარგი ძალიან, ...................................................................... 48* * * თუ ჩავფიქრდებით ღრმად და ძალიან – .................................................. 50* * * არ მინდა აღარაფრის თქმა – ........................................................................ 51* * * აუცილებლობა, ............................................................................................... 51* * * მაინც რა არის საინტერესო? ......................................................................... 51* * * იქნება არც ხარ, ............................................................................................... 52* * * რა ძმები, რის ძმები – .................................................................................... 52* * * წამოდი ჩემთან! ............................................................................................. 52

Page 94: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

94

* * * ძველი ალბომი ფოტოსურათის, ................................................................. 54* * * იმდღეს კახეთში, სოფლის ბირჟაზე, .......................................................... 57* * * შიში მაქვს შენი –შენთან შეხვედრის, ......................................................... 58* * * მე აქაც ვარ და იქაც, ....................................................................................... 59* * * რამდენი უნდა ითმინოს კაცმა,.................................................................... 59* * * კაცი ბჭობდაო, იცინოდაო ღმერთი – ........................................................ 60* * * გრძობების მეტი რა ჰქონდა ადამს, ............................................................ 60* * * სამშობლო იქცა ცარიელ სიტყვად, ............................................................ 60* * * ეჭვით ვუყურებ საწნახელს – ...................................................................... 60* * * დილით ბუნკერში ნაგავს ყრის ქალი, ....................................................... 61* * * გვიანიაო თითზე კბენანი – .......................................................................... 61* * * არასოდესო არის გვიანი – ............................................................................ 61* * * ყველაფერს არ ეშველება, .............................................................................. 62* * * ნისლში დამალულან მთები, ....................................................................... 62* * * მახსოვრობაში ღრმად ჩამრჩა, ..................................................................... 63* * * სულის და ხორცის ორთაბრძოლაში, ........................................................ 64* * * ნეტა რა მოხდა შაბათს – ............................................................................... 65* * * ნეტავი რისთვის ბრძოლობენ, .................................................................... 66* * * გუშინწინ ვნახე ცალფეხა ბავშვი, ............................................................... 67* * * საოცარია! უკვირთ ბოზების, ...................................................................... 67* * * იმ თაგვს ხომ ხედავთ, ხაფანგთან ახლოს,............................................... 67* * * თუკი მოხუცის სურათს აიღებთ, ............................................................... 67* * * მიზანის იქით, კიდევ მიზანი, ..................................................................... 67* * * ვერ გამიგებო შენ მეუბნები – ...................................................................... 68* * * სხვაგან ნუ ვეძებთ თავისუფლებას, ........................................................... 68* * * თოვლით დაიფარა მიწა, .............................................................................. 68* * * დილით ამოსვლა მზის ................................................................................. 69* * * დასრულდა დიდი ზღაპარი, ....................................................................... 70* * * სათაური ......................................................................................................... 72* * * დინჯი ნაბიჯით, ქუჩაში ძაღლი, ............................................................... 72* * * მინდა სურათი დავხატო, ............................................................................. 73* * * მოდი თუ ძმა ხარ გაჩერდი, ......................................................................... 74* * * საფლავის კიდეს ჩამომჯდარა ................................................................... 74* * * ამ უაზრობის ჭაობში ჩამხრჩვალს, ............................................................. 75* * * სრულიად ნათელია, სრულიად ნათელია – ............................................. 75* * * მე რაც მინდოდა ვთქვი, ................................................................................ 76* * * კაცი ეპარება თოფით – ................................................................................. 76

Page 95: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

95

* * * საზღვარზე ყოფნა – არყოფნის, .................................................................. 76* * * ყველაფერს ვყიდი მუქთად, ........................................................................ 77* * * თითქოს შორს არისო შორს, ......................................................................... 78* * * სერიალია ფილმის უბრალოდ, ................................................................... 79* * * შენ როგორ ფიქრობ ეხლა – .......................................................................... 80* * * სხვანაირად ხომ არ ჯობდა, ......................................................................... 80* * * ფიქრები ბარდნის, ......................................................................................... 81* * * ისე გაქრება ეს ყველაფერი ........................................................................... 81* * * ხვალ წავალ სამსახურში? ............................................................................. 81* * * გადავსებული სტადიონი მრისხანებს სიტყვით, ..................................... 82* * * გთხოვ ნუ მოწყვიტავ, მინდვრად ყვავილებს .......................................... 83* * * არ არის საქმე შენი, ........................................................................................ 83* * * მე მეგონა ნაჩუქარი, ...................................................................................... 83 * * * კაცი ეპარება თოფით, ................................................................................... 84* * * -„ ეგრე არ არის თაყაო, ................................................................................. 84* * * ცუდად წამივიდა საქმე, ............................................................................... 85* * * დაკრძალულია ცოცხალი კაცი, .................................................................. 85* * * რა უნდა უკვირდეს კაცს – ............................................................................ 85* * * ქარი ქროდა და რა ქარი! ............................................................................... 86* * * მწვანეთვალება კატა, ..................................................................................... 86* * * სიმართლე გითხრა მინდა, ........................................................................... 86* * * დღე მოკვდა გუშინდელი, ............................................................................ 86* * * ცხოვრების გზაზე ყაჩაღი გვძარცვავს, ...................................................... 87* * * სამართალი ურმით დადის, ......................................................................... 87* * * ძმაკაცის მონაყოლს გეუბნებით, ................................................................. 87* * * „ ამას თუ ყოფნა ჰქვია ! “ .............................................................................. 89* * * დავიწყებული მყავდი, .................................................................................. 89* * * გულგასახეთქი ის არის, ............................................................................... 90

Page 96: leqsebi - bilball.files.wordpress.com · 3 * * * ვინ გეკითხება ყოფნა – არყოფნას, მიმართულებას წყლისა

96