ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universiteti · ivane javaxiSvilis saxelobis...

552
ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universiteti ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საერთაშორისო ბიზნესის კათედრა გლობალიზაცია, საერთაშორისო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების ტენდენციები საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 6-7 აპრილი, 2012 წელი gamomcemloba universaliTbilisi 2012

Transcript of ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universiteti · ivane javaxiSvilis saxelobis...

  • ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universiteti

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

    საერთაშორისო ბიზნესის კათედრა

    გლობალიზაცია, საერთაშორისო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების ტენდენციები

    საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 6-7 აპრილი, 2012 წელი

      

    gamomcemloba „universali“ Tbilisi 2012

  • 2

  • 3

    Ivane Javakhishvili Tbilisi State University

    Faculty of Economics and Business

    Department of International Business

    Globalization, Contemporary Problems of International Business and Development Trends

    International Scientific – Practical Conference April 6-7, 2012

    Publishing House “UNIVERSAL”

    Tbilisi 2012

  • 4

    გლობალიზაცია, საერთაშორისო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების პერსპექტივები საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები. თბ., 2012. 2010 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”საერთაშორისო ბიზნე-

    სის” კათედრამ, მოლდოვის, პრაღის, ოდესის, ბუქარესტის უნივერსიტეტების შესაბამისი პროფილის კათედ-რებთან გააფორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. ამ ხელშეკრულების ჩარჩოებში 2011 წლის 27 სექ-ტემბერს მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ”საერთაშორისო ტურიზმი მსოფლიო ბიზნესის ფენომენი,” რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კათედრის წევრებმა. 2011 წლის 15 აპრილს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ოდესის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში ”თანამედრო-ვე მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება”: 2011 წლის სექ-ტემბერში ოდესის, თბილისის, ვარშავის, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორების მიერ გამოიცა ერთობლივი სახელმძღვანელო საერთაშორისო ეკონომიკაში (რედაქტორები პროფ. ი.კოზაკი და თ. შენგელია), 2012 წლის თებერვალში ბუქარესტის, თბილისის, მოლდოვის, ოდესის უნივერსიტეტების ბაზაზე, საერთაშორისო ბიზნესის პრობლემატიკის ერთობლივი კვლევის მიზნით შეიქმნა სამეცნიერო კონსორციუმი და განისაზღვრა საკვლევი პროექტი: ”ეკონომიკური ბიზნესციკლების პროგრამების მოდერნიზაცია, ჰარმონიზაცია და შესაბამისობა ევროკავშირის პოლიტიკასთან.” ამ პროექტს თსუ-ს მხრიდან ხელი მოაწერა რექტორმა ბ-მა ა. კვიტაშვილმა, ბუქარესტის უნივერსიტეტიდან რექტორმა ბ-მა ი. სპანილესკუმ, მოლდოვის უნივერსიტეტიდან რექტორმა პროფ. ა გალბენმა, ოდესის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტიდან პროფ. მ.ზვერიაკოვმა, დამ-ფინანსებელი მხარე ევრაზიიის ფონდია. ამ პროექტის რეალიზაციაში თსუ-ს მხრიდან მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ბიზნესის კათედრა. ამ ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ლოგიკური გაგრძელებაა ივ. ჯავა-ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრის მიერ 6-7 აპრილს ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ”გლობალიზაცია, საერთაშორისო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების ტენდენციები”. წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების კვლევები ამ სფეროში, რომლებიც განსხვავებულ ჭრილში წარმოგვიდგენენ საერთაშორისო ბიზნესის აქტუალურ პრობლემატიკას.

    Globalization, Contemporary Problems of International Business and Development Trends International Scientific – Practical Conference, April 6-7, 2012 The Compendium of reports was prepared for an international scientific - practical conference on the to-

    pic “Globalization, Contemporary Problems of International Business and Development Trends”. The conference was organized by International Business Department of Ivane Javakhishvili Tbilisi State University and was held on April 6-7, 2012. The conference included researches of Georgian and foreign scientists on the relevant business topics. This Compendium included the following topics: Economic Problems of International Business and Globa-lization; Development of International Trade under the Conditions of Global Crisis; Financial and Monetary Rela-tions in International Business; As well Investment Policy during the Conditions of Globalization; Socio-cultural Environment of International Business; Problems of International Marketing and Management; Investment and Innovation Policy; Statistical, Mathematical Methods and Models in International Business. © ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universiteti, 2012

    gamomcemloba `universali~, 2012

    Tbilisi, 0179, i. WavWavaZis gamz. 19, : 2 22 36 09, 5(99) 17 22 30 E–mail: [email protected] ISBN 978-9941-17-598-5

  • 5

    კონფერენციის საორგანიზაციო საბჭო:

    1. აკაკი ხელაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ. შ. 2. თეიმურაზ შენგელია - თსუ-ს სრული პროფესორი, „საერთაშორისო ბიზნესის“

    კათედრის ხელმძღვანელი; 3. იაკობ მესხია - თსუ-ს სრული პროფესორი 4. რამაზ ფუტკარაძე - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი 5. ეკა ლეკაშვილი - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი 6. დავით სიხარულიძე - თსუ- ს ასოცირებული პროფესორი 7. შოთა შაბურიშვილი - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი 8. ჟანა თოლორდავა - თსუ- ასოცირებული პროფესორი 9. ლეილა ქადაგიშვილი - თსუ-ს ასისტენ პროფესორი 10. რუსუდან მაისურაძე - პროფესორის ასისტენტი

    სარედაქციო კოლეგია: 1. თეიმურაზ შენგელია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის

    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელი

    2. იაკობ მესხია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახე-ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

    3. ალექსანდრე გრიბინჩა - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კათედრის გამგე

    4. იური კოზაკი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ოდესის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კათედრის გამგე

    5. იური მაკაგონი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, კათედრის გამგე

    6. მარიე გეროდესი - პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტის ( Ph.D) პროფესორი 7. ტატიანა ბორზდოვა - ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბელორუსიის

    სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, კათედრის გამგე 8. მარინა ბარანოვსკაია - ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ოდესის

    სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის დოცენტი 9. აშხენ იაცენკო - ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დონეცკის ეროვნული

    ეკონომიკური უნივერსიტეტის დოცენტი 10. ლეილა ქადაგიშვილი - თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, პასუხისმგებელი მდივანი

  • 6

    Organizational Team of the Conference

    1. Akaki Kheladze – Dean of the Faculty of Economics and Business of Tbilisi State

    University 2. Teimuraz Sengelia – Full Professor of Tbilisi State University, Chair of International

    Business Department 3. Jakob Meskhia – Full Professor of Tbilisi State University 4. Ramaz Futkaradze – Associate Professor of Tbilisi State University 5. Eka Lekashvili -– Associate Professor of Tbilisi State University 6. Davit Sikharulidze – Associate Professor of Tbilisi State University 7. Shota Shaburishvili – Associate Professor of Tbilisi State University 8. Jana Tolordava – Associate Professor of Tbilisi State University 9. Leila Kadagishvili – Assistant Professor of Tbilisi State University 10. Rusudan Maisuradze – Professor’s Assistant of Tbilisi State University

    Editorial Board

    1. Teimuraz Shengelia – Doctor of Economic Sciences, Iv.Javakhishvili Tbilisi State University, Full Professor, Chair of the Department.

    2. Jakob Meskhia – Doctor of Economic Sciences, Iv. Javakhishvili Tbilisi State University, Full Professor.

    3. Alexandre Gribincea – Doctor of Economic Sciences, State University of Moldova, Professor, Chair of the Department.

    4. Iuri Makagon - Doctor of Economic Sciences, Doneck National University, Professor, Chair of the Department.

    5. Iuri Kozak - Doctor of Economic Sciences, State University of Economics of Odessa, Chair of the Department.

    6. Marie Gerodes – Prague University of Economics, Full Professor 7. Tatiana Borzdova - Belorussian state University. Institute of Management and Social

    technologies. Candidate of economic science. Chair of the Department. 8. Marina Baranovskaia – Candidate of Economic Sciences, Docent of Odessa State

    Economics University 9. Ashen Iacenko - Candidate of Economic Sciences, Docent of Doneck National University 10. Leila Kadagishvili – Assistant Professor of Tbilisi State University, Secretary of the

    Editorial Board.

  • 7

    თეიმურაზ შენგელია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

    სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

    გლობალიზაცია და საერთაშორისო ბიზნესის გარემო საქართველოში

    გლობალური პროცესები გამოირჩევა თავიანთი ობიექტური ხასიათით, ამიტომ ლოგი-

    კურია ის რომ ისინი თვითდინებით ვითარდება და ანგარიშს არ უწევს ქვეყნის შესაძლებლო-ბებს, მის თვითმყოფადობას, უნიკალურობას და რესურსების გამოყენების ჩვენეულ ხედვას, რაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილში ბადებს მათდამი ნიჰილისტურ განწყობას. საქართველოს ვალდებულებაა, გაითვალისწინოს გლობალიზაციის ზოგადი კანონზომიერე-ბანი, ჩაერთოს გლობალური პროცესების მართვის არეალში, თავი დაიმკვიდროს მსოფლიო სა-ერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში. ეს ვალდებულება ვრცელდება არა მარტო განვი-თარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებზეც. 2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ცხადყო, რომ საერთო მსოფლიო გლობალური პროცესების გათვალისწინების გარეშე არ არსებობს ეროვნული ეკონომიკის პროგრესი. ამიტომ, გლობალურ კანონზომიერებათა შეცნობა, მათი გათვალისწინება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვ-ნელოვანია ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა. ამდენად, განვითარების თანამედროვე ეტაპზე საქართველოს მიზანია მსოფლიოს ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რაც მიიღწევა ბიზნეს-გარემოს ჰარმონიზაციით ამ სფეროში მსოფლიოს ძირითად მოთხოვნებ-თან. ისტორიის გაკვეთილები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში უმუშევრობისა და შესაბამისად სიღა-რიბის დაძლევის ძირითადი გზა არის ინსტიტუციური რეფორმები, ინვესტიციური აქტიუ-რობის გადიდება. ამ თვალსაზრისით ადგილობრივი კაპიტალის შესაძლებლობები მოკრძა-ლებულია. ამიტომაც არის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი პრიორიტეტული ამოცანების რიცხვში უმთავრესია უცხოური კაპიტალის მოზიდვა, რაც მეტად რთული ამოცანაა, რადგანაც საქარ-თველოს მცირე ოდენობით გააჩნია ის სტრატეგიულ ენერგეტიკული რესურსები (ნავთობი, გაზი), რომლებიც მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის. ამითაა მოტივირებული ის, რომ ქვეყანა მიმართავს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს იმ ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებიც XX-ს 60-იანი წლებიდან განვითარების მაღალი ტემპებით გამოირჩევიან. იგულისხმება ,,აზიური ვეფხვები” - ტაილანდი, სინგაპური, ჰონგკონგი, რომელ-თა ეკონომიკური წარმატების საწინდარია ღია ეკონომიკური პოლიტიკა და მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნა. ცხადია ისიც, რომ ყველა წარმატებული კონვერგენცია არა უბრალოდ საბაზრო ეკონომიკის, არამედ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხდება. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ რეალობის გათვალისწინება, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში ტრას-ფორმაციის ეტაპზე, ქვეყანაში ინსტიტუციური რეფორმების დარგში, რაც უნდა გახდეს საქარ-თველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარების საწინდარი.

    ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიზმის დასადგენად სხვადასხვა საერ-თაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოიყენება ეკონომიკური ინდექსები. ინდექსების გამოყე-ნება განსაკუთრებით აქტუალური გახდა გლობალიზაციის ფონზე, როდესაც მსოფლიო ეკონო-მიკაში სრულიად ახალი კონკურენტული ვითარება ჩამოყალიბდა. საერთაშორისო ორგანიზა-ციები სახელმწიფოების მთავრობებს სთავაზობენ სხვადასხვა ინდექსებით შეაფასონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა. მათი გამოყენება არ ცვლის ცხოვრების დონის ან ცხოვრების ხარისხის შეფასების ფუნდამენტალურ მაჩვენებლებს, ისეთებს როგორებიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე ან ადამიანის განვითარების ინდექსი და სხვა. ამ ინდექსების არსებობა პირველ რიგში აიხსნება სურვილით დაანახონ სხვადასხვა სახელმწიფო-ებს მათი რეალური პრობლემები და ამდენად, პოლიტიკური ნება და ძალისხმევა მიმართული იქნას სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე. სხვა საკითხია თუ როგორ დასკვნებს გააკეთებენ სხვადასხვა სახელმწიფოები და როგორი მიმართულებით წარმართავენ თავიანთ ძალისხმევას.

  • 8

    ბიზნესის გარემოს შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაანალიზება. აღნიშნული ინდექსი არის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი, რომელსაც ადგენენ საერთაშორისო სტრუქტურები სახელმწიფოს სტრუქტურებთან და სხვადასხვა ინსტიტუტებთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც დგინდება ქვეყნებს შორის სხვაობა ეკონომიკური თავისუფლების ცალკეული ინდიკატორების მიხედვით.

    ფრეზერის ინსტიტუტის 2010 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენების მიხედვით, საქართველო, წინა წელთან შედარებით 22 პოზიციით დაწინაურდა და 141 ქვეყანას შორის 23 ადგილზე (7,47 ქულით) იმყოფება. აღნიშნული დაწინაურება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ქვეყანაში სახელმწიფო დანახარჯების წილის შემცირება; მდგრად ვალუტაზე ხელმისაწვდომობის ზრდა (ფულის მოცულობის ზრდა ეკონომიკაში და დაბალი ინფლაციის სტანდარტული გადახრა); საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა, სავაჭრო ბარიერების, ბიზნესის რეგულირების ბიუროკრატიული დანახარჯებისა და პროცედურების შემცირება, ბიზნესის დაწყების გამარტივება და სხვა [10. გვ. 32].

    Heritage Foundation - ის მიერ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაანგარიშება ემყარება 10 მაჩვენებლის განსაზღვრას: ბიზნესის თავისუფლება; ვაჭრობის თავისუფლება; ფისკალური თავისუფლება; სახელმწიფოსგან თავისუფლება; მონეტარული თავისუფლება; სა-ინვესტიციო თავისუფლება; ფინანსური თავისუფლება; საკუთრების უფლება; კორუფციისგან განთავისუფლება; შრომის თავისუფლება. ¹1 დიაგრამა წარმოგვიდგენს საქართველოში 2011 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს. Heritage Foundation–ი ინდექსის მიხედვით, ქვეყნებს 5 ჯგუფად ჰყოფს: 1. თავისუფალი (80-100%); 2. უპირატესად თავისუფალი (70-79.9%); 3.ზომიერად თავისუფალი (60-69.9%); 4. უპირატესად არათავისუფალი (50-59.9%); 5. რეპრე-სიული (0-49.9%) [13, გვ.51] .

    დიაგრამა ¹1 ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი საქართველოში 2011 წელს

    2011 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა „ძირითადად თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი, ვინაიდან ეკონომიკური თავისუფლების მთლიანი ინდექსი საქართველოში არის 70,4. აღნიშნული მაჩვენებლით იგი მსოფლიოში 29-ე, ხოლო ევროპის რეგიონის 43 ქვეყნიდან მე-11 ადგილზეა. მისი მთლიანი მაჩვენებელი (70,4) მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე (59,7) მაღალია. რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ეკონომი-კური კრიზისის გავლენის მიუხედავად, ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში განიცდის სა-შუალოდ 4,8%-იან წლიურ ზრდას. Heritage Foundation - ის მიერ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაანგარიშება ემყარება 10 მაჩვენებლის განსაზღვრას: ბიზნესის თავისუფლება; ვა-ჭრობის თავისუფლება; ფისკალური თავისუფლება; სახელმწიფოსგან თავისუფლება; მონეტა-რული თავისუფლება; საინვესტიციო თავისუფლება; ფინანსური თავისუფლება; საკუთრების უფლება; კორუფციისგან განთავისუფლება; შრომის თავისუფლება [13, გვ. 26]. ¹2 დიაგრამაზე წარმოდგენილია საქართველოში 1995-2011 წლებში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ცვლილების დინამიკა.

  • 9

    დიაგრამა ¹2 საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დინამიკა 1995-2011 წლებში

    ცხრილი ¹1

    საქართველოს ადგილი ბიზნესის სიმარტივის მიხედვით 2011 წელს

    183 ქვეყანას შორის

    აღმ.ევროპისა და ცენტ.აზიის რეგიონში

    ბიზნესის დაწყების სიმარტივე 7 2 ლიცენზიის მიღება 4 1 თანამშრომელთა დაქირავება 89 8 ქონების რეგისტრაცია 1 1 კრედიტის მიღება 8 2 ინვესტორთა დაცვა 17 4 გადასახადების გადახდა 42 5 საგარეო ვაჭრობა 54 5 კონტრაქტების აღსრულება 41 8 ბიზნესის დახურვა 109 19 ბიზნესის კეთება (საერთო ინტეგრირებული ინდექსი)

    16 1

    წყარო: [12. გვ. 56]. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ მონაცემთა ბაზა უზრუნველყოფს ბიზნესის

    რეგულირებისა და ბიზნესგარემოს ობიექტურ შეფასებასა და ამ შეფასების შედეგად შესაბამისი ინდიკატორების მიღებას. 2011 წლის ივნისში მოხდა 183 ქვეყნის ეკონომიკის გრადაცია ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით. აღნიშნულ გრადაციაში საქართველომ მსოფლიოში მე-16, ხოლო რეგიონში 1-ლი ადგილი დაიკავა [12. გვ. 48].

    ამავე ფონდის შეფასებით, კვლავინდებურად დაბალია ქვეყანაში კერძო საკუთრების დაცვის მაჩვენებელი. უცხოელი და ქართველი ინვესტორები კვლავაც ეჭვის თვალით უყურებენ სასამართლოს უნარს, რომ ის დაიცავს კერძო საკუთრებას და კონტრაქტებს, სუსტია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ კანონის აღსრულება. მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ბიზნესის სიმარტივის მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილზეა, თუმცა დგას მისი შენარჩუნების პრობლემა, რადგან ძლიერი პოლიტიკური რისკების პირობებში ძალიან იოლია ბიზნესის დაკარგვა. ამ კვლევაში არის ნეგატიური მომენტებიც, მაგალითად, მსოფლიო ბანკის რეიტინგი უარყოფითად აფასებს გაკოტრების პროცედურას და ამ მხრივ საქართველო 109-ე ადგილზეა.

    საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში ასე გამოიყურება: “ბიზნესის კეთების სიადვილე” (Doing Business) – 2006 წელს 112-ე ადგილიდან 2011 წელს

    მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. (გაუმჯობესება 101 ადგილით);

  • 10

    “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” (Heritage Foundation) – 1997 წელს 125-ე ადგილიდან 2011 წელს 26-ე ადგილზე გადაინაცვლა (გაუმჯობესება 99 ადგილით)

    “კორუფციის აღქმის ინდექსი ” (Transparency International) – 2005 წელს 130-ე ადგილიდან 2011 წელს 66-ე ადგილზე გადაინაცვლა (გაუმჯობესება 64 ადგილით);

    “შიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების ინდექსი” (UNCTAD მსოფლიო ინვესტიციების ანგარიში) – 1995 წელს 119-ე ადგილიდან 2011 წელს მე-30 ადგილზე გადაინაცვლა (გაუმჯობესება 89 ადგილით);

    “ბერტელსმანის გარდაქმნის ინდექსი 2011” (BertelsmannFoundation): მენეჯმენტის ინდექსი – 42-ე ადგილი, ხოლო სტატუსის ინდექსით – 52-ე ადგილი დაიმკვიდრა [10, გვ 92].

    2011-2012 წლის ანგარიშის “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” მიხედვით საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 93-ე პოზიციიდან 88-ე პოზიციაზე გადმოინაცვლა [8, გვ 42].

    2003 წლის ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე საქართველოს სახელისუფლებო შტოების-თვის სიმპტომატური მოვლენა იყო კორუფცია. მომდევნო პერიოდში ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიღწევა იყო სისტემური კორუფციის დაძლევა, შეიზღუდა ჩრდილოვანი ეკონომიკის წილიც. საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში ამ თვალსაზრისით მიმდინარე პროცესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამაზე მეტყველებს ის, რომ:

    საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალური პატიოსნების“ 2011 წლის ანგარიშში აღნიშნულია რომ „საქართველო ამოღებულია მასშტაბური კორუფციის ქვეყნების სიიდან“. ამ სიიდან ქვეყნის ამოღება ხდება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს „გლობალური ინდექსის“ სამ მაჩვენებელს: პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გამჭვირვალეობა; სახელმწიფო საწარმოების მენეჯმენტი და მათი მართვის გამჭვირვალეობა; მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული წესები. ამ მაჩვენებლების მიხედვით საქართველომ მიიღო 100-დან 73 ქულა [ 8, გვ. 54]. 2010 წლის მოხსენებაში - «ანტიკორუფციუ-ლი გარდაქმნა», მსოფლიო ბანკი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ანტიკორუფციულ პროცესებს; მსოფლიო ბანკი და EBRD თავის მოხსენებაში აღნიშნავენ, რომ ფირმების დონეზე კორუფცია დაეცა 60-დან 5 %-მდე. ათასწლეულის ცვლილებების მილენიუმის პროგრამით, 2011 წლის კორპორაციების უფლებამოსილების ინდიკატორები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა აკმაყოფილებს კორუფციის კონტროლის მაჩვენებლებს. საქართველოს, მისი ჯგუფის, ქვეყნებში ამ თვალსაზრისით აქვს მაღალი ქულები; აშშ-საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევით, გამოკითხული მოსახლეობის 95% ადასტურებს იმას, რომ მათ 2011 წელს არ გადაუხდიათ ქრთამი [ 4, გვ. 94].

    მიუხედავად ამისა, „გლობალური პატიოსნების“ შეფასებით ამ თვალსაზრისით საქარ-თველოში არის პრობლემებიც ესენია: კანონების განხორციელების; ძალაუფლების, აღმასრუ-ლებელ შტოში თავმოყრის პრობლემა. რაც შეეხება ელიტურ კორუფციას ის ელიტური იმიტო-მაა, რომ ძნელად აღმოსაჩენია, და ნაკლებად ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ორგანიზა-ციებისათვის. „გლობალური პატიოსნების“ ექსპერტის ნათანელ ელერის გამოკვლევის შედე-გებით: „ საქართველოს კონტექსტში ამ პრობლემის გარკვეული ნიშნები მართლაც შეიმჩნევა,“ საზოგადოდ, მისი ერთ ერთი ნიშანი მჟღავნდება იმაში, რომ არ არის ის მექანიზმი, რომელიც მაღალი რანგის ჩინოვნიკს არ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ გადადგომის შემდეგ წავიდეს იმ ბიზნესში, რომელსაც ის კურირებდა[4, გვ. 78].

    საქართველოში არსებული მძიმე სოციალური პრობლემები (უმუშევრობა, საარსებო მინიმუმი, დაბალი მსყიდველობითი უნარი, ფასების ზრდა და სხვა) ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, რამოდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინდექსში მაღალი ადგილების დაკავება, საერ-თაშორისო ორგანიზაციების ოპტიმისტური შეფასებები, აშკარად ქმნის გარკვეულ დაბნეუ-ლობას და ხშირად გამოიხატება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ ამ ინდექსებისადმი დაბალ ნდობაში.

    დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავეა და ლოგიკურია, რომ ის იკავებს პირველ ად-გილს ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში. ეკონომიკურმა კრიზისებმა, ტერიტორიების

  • 11

    ოკუპაციამ და ამის შედეგად რუსეთთან კონფრონტაციამ ზეგავლენა მოახდინა დასაქმების დი-ნამიკაზე. 1990 წელთან შედარებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შეადგენს 71%-ს აქედან დასაქმებულია 59%. 2003 წლიდან უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 43% და-საქმებულთა საერთო რიცხვი შემცირდა 12.5%-ით.

    აღსანიშნავია, რომ უმუშევართა აღნიშნული დონე ეფუძნება ორ სტატისტიკურ-მეთო-დოლოგიურ დაშვებას, რომლებიც ამცირებენ პრობლემის სიმწვავეს: უმუშევრებს არ მიეკუთვ-ნება თვითდასაქმებულები; უმუშევრობის დონე განისაზღვრება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით ანუ უმუშევარს განეკუთვნება 15 წელს ზემოთ პირი რომელიც არ მუშაობს გამოკითხვის მომენტიდან წინა შვიდი დღის განმავლობაში 1 საათის განმავლობაშიც კი და ეძებს სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის მანძილზე.

    დასაქმებულთაგან 621 ათასი ეწევა დაქირავებულ შრომას. აქედან, სახელმწიფო სექტორ-ში 300 ათასი კაცი. მილიონზე მეტი კი თვითდასაქმებულია. ამ კატეგორიიდან 4/5 ეკონომიკის აგრარულ სექტორშია დასაქმებული, სადაც ერთ სულზე წარმოებული დამატებული ღირებუ-ლება საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. აღნიშნულის ერთ ერთი ძირითადი მიზეზი ინვესტიციუ-რი ნაკადების არასწორი რეგულაცია, მათი დასაქმებაზე არაორიენტირებული გადანაწილება და ქვეყანაში ამ მხრივ არსებული რეგულაციების სისუსტეა. რაც თავის მხრივ არ იწვევს ბიზნეს სექტორის დასაქმებაზე ორიენტაციას. აშშ-ი მოსახლეობის 70 % მცირე ბიზნესშია დასაქმე-ბული საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 16 % შეადგენს, რაც 3-4ჯერ ჩამორჩება განვი-თარებულ ქვეყნებს. დასაქმებულთა 63 % მსხვილ ბიზნესშია დაკავებული. ევროკავშირში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 39%. ამ მიზეზების გამო გაიზარდა შრომითი მიგრაცია. ამჟამად საქართველოდან გასული ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შეადგენს 1 მლნ 300 ათასს. რომ არა ეს ფაქტორი უმუშევრობის დონე საქართველოში არა 16-17 პროცენტი არამედ 65% იქ-ნებოდა. ასაკობრივ ჯგუფებში ჭარბობს უმუშევრობა ახალგაზრდებში 25 წლამდე ასაკში მხოლოდ 37%-ია დასაქმებული. ახალგაზრდების დასაქმებასაც აქვს თავისი სპეციფიკა თავი იჩინა ე.წ. «ეიჯიზმის» სინდრომმა მმართველობითი ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებო-ბებზე ახალგაზრდების მასობრივმა დასაქმებამ, რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სხვა ასაკობრივ ჯგუფებს [3].

    ბოლო წლებში გაიზარდა ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა. თუ 2003 წელს საშუალო ხელფასით შესაძლებელი იყო 22 კგ ხორცის ყიდვა 2010 – 72კგ-სა ხოლო 2011-ში 48 კგ-ს. მიუხედავად ამისა ამჟამინდელი ხელფასი საკმარისია საშუალო, ოთხსულიანი ოჯახის სოციალური სიღარიბის ნიშნულის მხოლოდ 65%-ის გადასაფარად. საშუალო ხელფასი აშშ-ის დონის მხოლოდ 10.6 %-ია შესაბამისად ეს შეადგენს 608 ლარს და 3260 დოლარს. დასაქმებულ-თა ხელფასის მაჩვენებელი საქართველოში ამერიკულის 3,5%-ს შეადგენს მსყიდველობითი უნარის პარიტეტი კი 6,9%-ს. რეალურად საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში აშშ-ზე თითქმის 15-ჯერ დაბალია. ამავდროულად ფასების დინამიკით საქარ-თველო გაუტოლდა ევროპას ზოგიერთი პროდუქციის ფასით კი გაუსწრო კიდევაც [ 10, გვ 64].

    ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური საკითხი საარსებო მინიმუმთან არის დაკავშირე-ბული.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით საქართველოში შრომისუ-ნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 155 ლარია, საშუალო მომხმარებლის – 137 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის – 260 ლარი. საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.

    საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის განსაზღვრა ხდება პროდუქტებზე არსებული სეზო-ნური ფასების და ადამიანის მოთხოვნილების აუცილებელი დღიური ნორმის მიხედვით. დადგენილი დღიური ნორმა 2300 კილოკალორიის მიღებას გულისხმობს, რასაც 40 სახეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტი ადგენს. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია სასა-ქონლო ნომენკლატურის გაზრდა, რიგი საქონლის, თუ მომსახურების დამატებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის არამარტო ფიზიკური არსებობისთვის, არამედ მისი ინტელექტუა-ლური შესაძლებლობების და უნარების განვითარებისთვის.

  • 12

    თუ საქართველოში არსებულ საარსებო მინიმუმს და ფასების დონე შევადარებთ მაგალითისათვის, თუ ავიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატების ანალოგიურ მონაცემებს დავინახავთ, რომ იქ საარსებო მინიმუმი ერთ სულზე წელიწადში 10.830 ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო ოთხსულიან ოჯახზე - 22.050 ამერიკულ დოლარს - ანუ დაახლოებით 3091 ლარი თვეში, როცა საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმ 260 ლარით განისაზღვრება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის თანაფარდობა ამერიკულთან შედარებით, დაახლოებით 8%-ია.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში ამერიკასთან შედარებით საერთო შეწონილი ფასების დონე 55%-ია, ხოლო «ბიგმაკის» ინდექსის თანახმად 85%-ია. ჩვენთან ფასები, მაგალითად, ბენზინზე 40%-ით უფრო მაღალია ვიდრე აშშ-ში, ფრინველის ხორცზე 30%-ით, ბანანზე 70%-ით, ასევე 25%-ით ძვირია საქონლის ხორცი და რიგი სხვა პროდუქტები. გამოდის, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმი ნამდვილად არ უნდა იყოს ასეთ დაბალ დონეზე, ამერიკულ საარსებო მინიმუმთან შედარებით [10, გვ 72].

    თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინსტიტუციური რეფორმები და მისი შედეგები დროში ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგანაც რეფორმები ორიენტირებულია გრძელვადიან პერსპექტივაზე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გააზრებული თანმიმდევრული პოლიტიკა ინსტიტუციური რეფორმების დარგში, შეიძლება საქართველოს შემდგომი განვითარების თუ ეკონომიკური წინსვლის საწინდარი გახდეს.

    გამოყენებული ლიტერატურა: 1. შენგელია თ., საერთაშორისო მენეჯმენტი. თბ., «ახალი საქართველო», 2012. 734 გვ. 2. შენგელია თ., გლობალური ბიზნესი. თბ., „ახალი საქართველო“. 2011. 640 გვ. 3. ემა ტუხიაშვილი., «შიში და შიმშილი ინვესტიციებში“, „კვირის პალიტრა“, №42 (202) 21-27

    ნოემბერი, 2011. გვ. 23-26. 4. საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, 2009 წ. 5. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2012-2015 წლებისათვის. საქართვე-

    ლოს მთავრობა, თბ., 2011. 6. www. heritage foundation bec.ge/images/doc/information 7. www.geostat.ge 8. www.economy.ge 9. www.nbg.gov.ge 10. http://germany.mfa.gov.ge/index.php?lang–id=GEO&sec–id=

    http://www.osgf.ge/files/publications/2011/ Report–GEO.pdf 11. http://www.resonancedaily.com/index.php?id–rub=3&id–artc=1948 12. http://www.doingbusiness.org/rankings 13. http://www.heritage.org/index/country/georgia

    Teimuraz Shengelia Iv. Javakhishvili Tbilisi State University,

    Doctor of Economics Sciences. Full Professor

    Globalization and International Business Environment in Georgia Summary

    Globalization is inevitable and the only way of world economic development. Ongoing

    integration processes in the world makes it clear that it has no other alternative. Counter way of globalization is destined to economic autarkies and regress of society. Small Countries like Georgia has no another way of development than rational and gradual integration in global environment. This thesis is supported by the recent history of Georgia. Georgia must search the most rational ways of integration

  • 13

    in world economic globalization processes and by that way ensure its own place in the world economy. To determine the rate of economic development of our country is used different economic

    indexes by the international organizations. The role of indexes in analyzing the countries performance became especially active with the advance of globalization processes. The letter has triggered to create new competitive environment for international business. Using the international indexes does not change the fundamental approaches of measuring the living standards. Active use of international index is first of all determined by the fact that analysts want to see the real problems in different countries and by that way which is directed towards the activization of real problems to create political will for solving these problems. Another aspect of this question is that how governments would react to these information and possible steps may be taken to address these problems.

    Poor social conditions in Georgia (Unemployment, low incomes, low purchasing power of social benefits, rise in price levels etc.) on one hand and advance of countries position in a number of international indexes on the other created some misunderstanding for the citizens and as result they have low confidence and trust to those indexes.

    იაშა (იაკობ) მესხია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

    სახელმწიფო უნივერსტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

    გლობალური კორუფცია თანამედროვე მსოფლიო

    ეკონომიკასა და ბიზნესში

    საერთაშორისო ბიზნესის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ერთ-ერთ ძლიერ მუქა-რას წარმოადგენს კორუფცია, რომელიც უკანასკნელ წლებში თავისი გამოვლენის მრავალფე-როვნებით და დინამიურობით ხასიათდება. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის გლობალი-ზაციის გაღრმავების პროცესს თან ახლავს კორუფციის, როგორც რთული სოციალური ფენო-მენის, ინტერნაციონალიზაცია, რაც მის ექსპორტში და, შესაბამისად, სივრცით-გეოგრაფიულ გაფართოებაში გამოიხატება. ამაზე მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაცია «Transparenty International»-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში «მსოფლიო კორუფციის ბარომეტრი», რომლის თანახმად 2011 წელს მსოფლიოში ყოველი მეოთხე ადამიანი ქრთამს იღებდა. დღეისათვის დედამიწაზე კოროფციის გარეშე არ არსებობს არც ერთი ქვეყანა. გაეროს სტატისტიკის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად კორუფციულ გარიგებებში ექცევა ერთ ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი, რაც მსოფლიოს მშპ-ს თითქმის 2 პროცენტს შეადგენს.

    კორუფციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და მასთან ბრძოლის სტრატეგიები დიდი ხანია მეცნიერული კვლევის საგანია, თუმცა გლობალური კორუფციის კომპლექსური შესწავლის კუთხით სამეცნიერო კვლევები ჯერჯერობით საწყის სტადიაზეა. წინამდებარე მოხსენების მიზანია საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში და კერძოდ, საერთაშორისო ბიზნესში კორუფციის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზის, შეფასებისა და განზოგადების საფუძველზე პრობლემის აქტუალურობის წინა პლანზე წამოწევის მცდელობა და გლობალურ კორუფციასთან ბრძოლის ზოგიერთი მეთოდური და პრაქტიკული ხასიათის წინადადებების შემოთავაზება.

    კორუფციის ცნების გაგების სხვადასხვა კონცეფციები არსებობს. კლასიკური გაგებით კორუფცია განმარტებულია როგორც სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად. ჩვენი აზრით, ეს ყველაზე მშრალი, დღეისათვის მოძველებული განმარტებაა. კორუფციამ, როგორც უკანონო ქმედებამ ახალი თვისებები და ფორმები შეიძინა, შეიძლება ითქვას, იგი გლობალიზაციის პარალელურად განვითარდა, უფრო

  • 14

    «სრულყოფილი» და მრავალწახნაგოვანი გახდა. მიგვაჩნია, რომ ყველა ის ქმედება, რომელიც მიმართულია დაუმსახურებელი, უკანონო ნებისმიერი სახის ეკონომიკური და ინტელექტუა-ლური სარგებლის მიღებასთან კორუფციად უნდა ჩაითვალოს. ასეთ ქმედებებად უნდა იქნას მიჩნეული ქრთამის აღება და მიცება, ნეპოტიზმი, ანგარებითი ლობიზმი, ამომრჩეველთა ხმე-ბის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსება, გამოძალვა, სახელმწიფო მოხე-ლეებზე შეღავათიანი კრედიტების გაცემა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ნეპო-ტიზმის ნიშნით, ბიუჯეტის გაუმჭვირვალობა და სხვა ქმედებები, რომლითაც შესაძლებელია არაკანონიერი მატერიალური, ინტელექტუალური და სხვა სახის სარგებლის მიღება.

    დღეისათვის კორუფციის ოთხ ძირითად სახეს განიხილავენ: საყოფაცხოვრებო კორუფ-ცია, საქმიანი კორუფცია, უმაღლესი ხელისუფლების (ელიტარული) კორუფცია, პოლიტიკური კორუფცია. ჩვენი აზრით, კორუფციის მოცემული კლასიფიკაცია შემდგომ სრულყოფას და ტრანსფორმაციას საჭიროებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე ტრანსნაციონალიზაციის ანუ ჭარბი კაპიტალის მქონე ქვეყნებიდან მის დეფიციტურ ქვეყანებში გადაადგილებას თან სდევს ორივე მხარის სწრაფვა მაქსიმალური მოგების მიღებისაკენ. ეს ჩვეულებრივი და მისაღები პროცესია, თუმცა მისი პრაქტიკული რეალიზაცია დაკავშირებულია სხვადასხვა ეგზოგენურ და ენდოგენურ წინააღმდეგობრივ ფაქტორებთან და პირობებთან, რომლის გადასაჭრელად ხშირ შემთხვევაში ორივე მხარე მზადაა მიმართოს კორუფციულ გარიგებებს.

    საერთაშორისო ორგანიზაციები ცალკეულ ქვეყნებს და სხვა სუბიექტებს რესურსებს უნაწილებენ მათში დასაქმებული ჩინოვნიკების მეშვეობით, რომლებიც არ არიან ამ რესურსების მესაკუთრეები. ამავე დროს საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუროკრატიაზე არაა დაწესებული ისეთი ძლიერი და მუდმივი მონიტორინგი, როგორც ნაციონალურ ორგანიზაციებზე, რადგან არ არსებობს მათი სპეციალური საერთაშორისო მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო, არსებული საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუციები, რომელთა ფუნქციას შეადგენს მათ მიერ განაწილებული რესურსების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი, ან ვერ უმკლავდებიან ამ კუთხით საქმიანობას, ან თავად არიან ჩაფლული კორუფციულ გარიგებებში. ყოველივე ეს იწვევს ინტერნაციონალური ხასიათის კორუფციის მასშტაბების ზრდას. ჩვენი აზრით, კორუფციას, რომლის ექსპორტირება ხდება საერთაშორისო საფინანსო–ეკონომიკური ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების საქმიანობის შედეგად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, შეი-ძლება ვუწოდოთ გლობალური კორუფცია. იგი ვლინდება უცხოური კაპიტალის მონაწი-ლეობით ისეთ საქმიანობებში როგორიცაა: ერთობლივი საწარმოების შექმნა, ინვესტიციური პროექტების რეალიზაცია და სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, საბანკო ტრანზაქციე-ბის განხორციელება, გარიგებები ოფშორებიდან გადასახადების რეპატრიაციაზე, ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვება და შენარჩუნება, ლობისტური ჯგუფების საქმიანობა, საერთაშორისო დახმარებებისა და გრანტების განაწილება და სხვა საერთაშორისო დონის საქმიანობები. გლობალურ-ინტერნაციონალური ხასიათისაა ცალკეული ქვეყნების ლიდერების და პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებისა და ტოპ-მენეჯერების მიერ კო-რუფციული გზით მოპოვებული ფულის მსხვილ საერთაშორისო ბანკებში შენახვა და ა.შ. საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე არც ერთი ქვეყანა არაა დაცული გლობალური კორუფ-ციისაგან. ამ პრობლემის აქტუალურობა მსოფლიო თანასაზოგადოებამ ცხადად დაადასტურა უკანასკნელ წლებში GG-8 და GG-20–ის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო სამიტებზე. წინამდებარე მოხსენების ფორმატის შეზღუდულობის გამო მოკლედ მიმოვიხილოთ საერთა-შორისო ეკონომიკურ საქმიანობებში გლობალური კორუფციის გავრცელების შესაძლებლობები და სქემები.

    • კორუფცია ტრანსეროვნულ კომპანიებში. იგი დიდ საფრთხეს უქმნიან მსოფლიო ეკონომიკას. ტრანსეროვნული კორუფცია ვლინდება თანამდებობრივი პირების მოსყიდვაში, რომლის მიზანია შესაძლებლობების მიღება განახორციელონ ან გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა რომელიმე ქვეყანაში, ან მიიღოს გარკვეული არაკანონიერი უპირატესობები.

  • 15

    ექსპერტების შეფასებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (Organization for Economic Co-operation and Development – OECD) შემავალ ქვეყნებში, სადაც იწარმოება მსოფლიო მთლიანი შიგა პროდუქტის დაახლოებით 60%, ყოველწლიურად უცხოელი ჩინოვნიკების მოსასყიდად იხარჯება 30 მილიარდამდე დოლარი, ხოლო იარაღით საერთა-შორისო ვაჭრობისას ქრთამის სახით გაიცემა 2,5 მილიარდ დოლარამდე.1

    • კორუფცია პოლიტიზებულ ბიზნესში. ტრანსნაციონალური კომპანიები თანდათანო-ბით შეეზარდნენ სახელმწიფოს. წარმოიქმნა «პოლიტიკური ბიზნესმენების» კასტა, რომლებიც მმართველი პარტიებისათვის არჩევნებში თანადგომისა და ფულადი დახმარების სანაცვლოდ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი მხრიდან სარგებლობენ სხვადასხვა სახის პრეფე-რენციებით და ლოიალური დამოკიდებულებით.

    • ელიტარული კორუფცია. იგი გავრცელდა სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს ეშელონებში და მიიღო საერთაშორისო ხასიათი.. ელიტარული კორუფციის უამრავი მაგალი-თებია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნაში. დღეისათვის ყველაზე კორუმპირებულად ითვლება რუსეთი და ჩინეთი. საერთაშორისო გახმაურებული მსხვილი ინტერნაციონალური კორუფციის ფაქტორების უბრალო ჩამოთვლაც კი ტექნიკურად შეუძლებელია. სულ ახლახან კორუფციასთან დაკავშირებით გამოწვეული ხმაურის გამო თანამდებობიდან გადადგა გერმანიის პრეზიდენტი ქრისტიან ვულფი. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაქი გაასამართლეს ქ. პარიზის მერობის დროს მისი კორუფციული საქმიანობისათვის, ხოლო უკრაინის ექს-პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო გასამართლდა კორუფციული გარიგებისათვის. კორუფციის უნიკალურ მაგალითად უნდა იქნას მიჩნეული აშშ-ს ისტორიაში უდიდესი ფინანსური პირამიდის შემქმნელი ბერნარდ მედოფი, რომელსაც მიესაჯა 150 წლიანი პატიმრობა. მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული 10 ლიდერის ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება2:

    სახელი და გვარი თანამდებობრივი მდგომარეობა მითვისებული თანხა (მიახლოებითი, აშშ

    დოლარში) მუჰამედ სუჰარტო ინდონეზიის პრეზიდენტი (1967-1998) 15-35 მილიარდი ფერდინანდ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტი (1972-1986) 5-10 მილიარდი მობუტუ სესე-სარკო ზაირის პრეზიდენტი (1965-1977) 50 მილიონი სანი აბაჩა ნიგერიის პრეზიდენტი (1993-1998) 2-5 მილიარდი სლობოდა მილოშევიჩი სერბეთის პრეზიდენტი (1989-2000) 100 მილიონი ჟაკ-კლოდ დევლიე ჰაიტის პრეზიდენტი (1971-1986) 300-900 მილიონი ალბერტო ფუხიმორი პერუს პრეზიდენტი (1990-2000) 60 მილიონი პავლე კაზარენკო უკრაინის პრემიერ მინისტრი (1996-1997) 114-200 მილიონი არნოლდო ალემანი ნიკარაგუას პრეზიდენტი (1997-2002) 100 მილიონი ჟოზეფ ესტრადა ფილიპინების პრეზიდენტი (1998-2001) 78-80 მილიონი

    • კორუფცია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებში. საერთაშორისო რეიტინგები-სადმი ნდობის ხარისხი დაბალია. საერთაშორისო სარეტინგო სააგენტოების მონოპოლიურ მდგომარეობაზე და მათში საქმიანობის მეთოდოლოგიურ ხარვეზებზე და კორუფციულ სქემებზე ეჭვი სულ უფრო იზრდება მთელ მსოფლიოში3. მონოპოლისტი “დიდი სამეული“ სარეიტინგო კომპანიის საქმიანობა გლობალური კრიზისის შემდგომ პერიოდში ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და აშშ დაპირისპირების მიზეზი გახდა, რის გამოც ევოკავშირმა სულ

    1 Corrupnion, Global Securety, and Wold order/Robert J. Rotberg(ed), Washington: BrooKings Institution, 2009. 2 http://www.10samih.ru/lyudi/top-10-samyx-korrumpirovannyx-chinovnikov-mira.html 3 მესხია ი. საერთაშორისო სარეიტინგო ბიზნესი და ფინანსური კრიზისები, ჟ., `ეკონომიკა და ბიზნესი~, 2011, #5.

  • 16

    ახლახან დაარსა ახალი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, რომელიც მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებარება.

    • კორუფცია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში. «მსხვილმასშტაბიანი» კორუფ-ციის ერთ-ერთი ფართო ასპარეზია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სახელმწიფოთა ფინანსური და ტექნიკური დახმარებები. რიგი კლეპტოკრატიული (ქურდების ხელისუფლება) სახელმწიფოები ბლოკავენ ისეთ პროექტებს, რომლებიც გათვლილია მოსახლეობის ღარიბი ფენისათვის და პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებენ თავისუფალი კონკურენციის არსებობას. ამავე დროს არიან სახელმწიფოები, რომლებიც მიღებულ დახმარე-ბებს იყენებენ თავიანთი ძალაუფლების გასაძლიერებლად და საკუთარი მოქალაქეების ექს-პლუატაციისათვის. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ასეთ ქვეყნებს არ უნდა გაეწიოს დახმარება1. კორუფციის სერიოზულ გამოვლინებებს აქვს ადგილი საერთაშორისო საბანკო სისტემაში., მაგ., აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მსხვილ ბანკებში. საეჭვო ბანკების სიაში მოხვდა ვატიკანის ბანკიც, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა «ფულის გათე-თრების» ოპერაციებს.

    • კორუფცია ლობისტურ ინსტიტუტებში. ლობიზმის ინსტიტუტი ზოგადად გულისხმობს იმ კანონშემომქმედებზე ზეწოლას, რომლებიც მუშაობენ სამართლებრივი აქტის მომზადებაზე. ამგვარი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების მთავარი პრობლემა მდგომარეობს პატიოსან ლობისტურ აქციასა და მოსყიდვა�