informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის...

38
1 informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis Sesaxeb saqarTvelos parlamentis sabiujeto ofisi Tbilisi, 2011

Transcript of informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის...

Page 1: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

1  

informacia

saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis

Sesaxeb

saqarTvelos parlamentis sabiujeto ofisi

Tbilisi, 2011

Page 2: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

2  

საქართველოს 2010 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები

I. ეკონომიკის რეალური სექტორი

მთლიანი შიდა პროდუქტი*

მსოფლიო საფინანსო და ეკონომიკური კრიზისის შედეგების გათვალისწინებით, 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა თავდაპირველად პროგნოზირებული იყო მხოლოდ 2 პროცენტით. თუმცა, კრიზისის გამოწვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირების შედეგად, კერძოდ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის განხორციელებით, ქვეყნის ეკონომიკა გამოვიდა კრიზისული მდგომარეობიდან და შესაძლებელი გახდა ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი ტემპის მიღწევა – წინა წელთან შედარებით, 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მით უფრო, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2009 წელს, წინა წლის მიმართ, ქვეყნის ეკონომიკა 3.8 პროცენტით იყო შემცირებული.

2010 წლის პირველივე კვარტალში გამოიკვეთა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, როდესაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 3.9 პროცენტით გაიზარდა. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა მთელი წლის მანძილზე, თუმცა ზრდის მაღალი ტემპით განსაკუთრებით მეორე კვარტალი იყო გამორჩეული, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მან 8.7 პროცენტი შეადგინა.

2010 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 20,791.3 მილიონი ლარით განისაზღვრა, ანუ 2,805.3 მილიონი ლარით (15.6 პროცენტით) მეტი წინა წელთან შედარებით.

დასახელება  2010 წ.  2009 წ. მშპ‐ის რეალური ზრდა,%  6.4  ‐3.8 

ნომინალური მშპ       

            მლნ ლარი  20,791.3  17,986.0 

            მლნ აშშ დოლარი  11,663.4  10,767.1 

ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე       

            ლარი   4,686.5  4,101.3 

            აშშ დოლარი  2,629.0  2,455.2 

ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 2010 წელს 4,686.5 ლარს (2,629.0 აშშ დოლარს) მიაღწია, რაც 585.2 ლარით (173.8 აშშ დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

Page 3: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

3  

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში 2010 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ხვედრითი წილით წარმოდგენილი იყო: მრეწველობა (16.9 პროცენტი), ვაჭრობა (16.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (13.0 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11.6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8.4 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (6.6 პროცენტი). დანარჩენი დარგების წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში 26.9 პროცენტი შეადგინა, რომელთაგან აღსანიშნავია: მშენებლობა (6.3 პროცენტი), განათლება (4.8 პროცენტი), უძრავი ქონებით ოპერაციები, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (4.5 პროცენტი), სხვადასხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება (4.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (3.0 პროცენტი) და სხვა.

2010 წელს, წინა წელთან შედარებით, რეალური ზრდა მაღალი მაჩვენებლებით აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკის მთელ რიგ დარგებში, განსაკუთრებით კი დამამუშავებელ მრეწველობაში (20.3 პროცენტი), საფინანსო საქმიანობაში (14.7 პროცენტი), ვაჭრობაში (14.1 პროცენტი), ტრანსპორტში (13.1 პროცენტი), სასტუმროებსა და რესტორნებში (12.9 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (10.4 პროცენტი).

0

1000

2000

3000

4000

5000

2005 2006 2007 2008 2009 2010

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2005‐2010 წლებში, ლარი

მრეწველობა, 16.9

ვაჭრობა, 16.6

სახელმწიფომმართველობა, 13ტრანსპორტიდა

კავშირგაბმულობა, 11.6

სოფლის მეურნეობა, 8.4

ჯანდაცვა დასოციალურიდახმარება, 

6.6

დანარჩენი დარგები, 26.9

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტისდარგობრივი სტრუქტურა 2010 წელს , %

Page 4: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

4  

ამ დარგების გარდა, 2010 წელს ზრდა ასევე დაფიქსირდა შინამოსამსახურისა და შინამეურნეობების საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის (9.5 პროცენტი), უძრავი ქონებით ოპერაციებში, იჯარასა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევაში (8.6 პროცენტი), მშენებლობაში (7.6 პროცენტი), კავშირგაბმულობაში (6.5 პროცენტი), სამთომოპოვებით მრეწველობაში (4.7 პროცენტი), ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებაში (3.1 პროცენტი), განათლებაში (2.3 პროცენტი) და ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში (2.1 პროცენტი). 2010 წელს შემცირება აღინიშნა მხოლოდ შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებაში (3.7 პროცენტით) და სოფლის მეურნეობაში (1.7 პროცენტით).

2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვაჭრობამ (1.8 პროცენტით), დამამუშავებელმა მრეწველობამ (1.4 პროცენტით) და მშენებლობამ (0.4 პროცენტით), მაშინ როდესაც 2009 წელს ამ დარგებში კლება აღინიშნა და შესაბამისად ისინი რეალურ მშპ–ში უარყოფითი წილით ხასიათდებოდნენ. ამ დარგების გარდა, 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, რეალური მშპ–ის ზრდაზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ტრანსპორტისა და საფინანსო საქმიანობის სექტორებმა (შესაბამისად, 0.8 და 0.4 პროცენტით).

სამომხმარებლო ფასები*

2010 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ (2010 წლის დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან შედარებით) 11.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასებმა ძირითადად სამომხმარებლო კალათის ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე მოიმატა, როგორიცაა: სურსათი, უალკოჰოლო სასმელები და ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (მხოლოდ სურსათმა და უალკოჰოლო სასმელებმა ფასების დონე 9.5 პროცენტით გაზარდა). ამ ჯგუფების გარდა, ფასების შედარებით დაბალი მატება აღინიშნა აგრეთვე: სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე, ტრანსპორტზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, სახლის მოვლა-შეკეთებაზე და სხვა. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე და დასვენება-გართობასა და კულტურაზე.

2010 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ, წინა წლის საშუალო წლიურთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა. ფასები უმთავრესად განათლებაზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაიზარდა. ფასების შედარებით ნაკლები ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე და სხვა ჯგუფებზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, კავშირგაბმულობაზე, დასვენება–გართობასა და კულტურაზე, აგრეთვე ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლა-შეკეთებაზე.

მსოფლიო ბაზარზე 2010 წელს სურსათზე (განსაკუთრებით მარცვლეულზე), აგრეთვე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებამ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამომხმარებლო ფასების დონეზე. 2010 წლის ბოლოს საქართველოში დაწყებული ინფლაციის მაჩვენებლების ზრდა ძირითადად ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენით იყო გამოწვეული.

მსოფლიო ბაზარზე სურსათზე ფასების მატების გარდა, მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ საქართველოში სამომხმარებლო კალათაში მაღალია სურსათის ხვედრითი წილი (40 პროცენტზე მეტი). ამიტომ, იგი ორიენტირებულია ძირითადად სასურსათო საქონელზე, რომელშიც მნიშვნელოვანი

Page 5: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

5  

ადგილი იმპორტირებულ პროდუქციას უკავია. 2010 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში ფასები გაიზარდა იგივე სასაქონლო ჯგუფებზე, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მეტ-ნაკლებად გაძვირდა. მაგრამ, იმის გამო, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა განსხვავებულია (სასურსათო საქონელს ამ ქვეყნების სამომხმარელო კალათაში საქართველოსთან შედარებით გაცილებით ნაკლები ხვედრითი წილი უკავია), ამიტომ, ცხადია, რომ სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა განსხვავებულად აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე ამ ქვეყნებში და საქართველოში.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად***, 2010 წლის ბოლოსათვის სურსათზე მსოფლიო ფასების ინდექსმა 2007-2008 წლების სასურსათო კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სურსათზე ფასების დონე 1.0 პროცენტით გაიზარდა 2008 წლის ივნისთან შედარებით, როდესაც დაფიქსირდა სურსათზე ფასების მაქსიმალური მაჩვენებელი.

ცალკეული სასურსათო კატეგორიების მსოფლიო ფასების დინამიკა 2008–2010 წლების დეკემბერში

(2002–2004=100)

დასახელება

2010 წელი 2009 წელთან 2010 წელი 2008 წელთან

პროცენტული ცვლილება პროცენტული ცვლილება

მთლიანად სურსათი 24.60% 49.80% ხორცი 18.40% 16.70% რძის ნაწარმი -3.40% 46.70% მარცვლეული 38.80% 36.30% ზეთი 55.30% 108.10%

შაქარი 19.30% 139.00%

აღნიშნული ორგანიზაციის მიხედვით, 2010 წლის დეკემბერში, 2009 წლის დეკემბერთან შედარებით, სურსათზე მსოფლიო ფასებმა 24.6 პროცენტით მოიმატა, ხოლო 2008 წლის დეკემბერთან შედარებით უფრო მეტად - 49.8 პროცენტით. სურსათის ცალკეული სახეობების მიხედვით, 2010 წლის დეკემბერში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა აღინიშნა: ზეთზე (55.3 პროცენტით), მარცვლეულზე (38.8 პროცენტით), შაქარზე (19.3 პროცენტით) და ხორცზე (18.4 პროცენტით).

კიდევ უფრო მოიმატა მსოფლიო ფასებმა 2010 წლის დეკემბერში 2008 წლის დეკემბერთან შედარებით, განსაკუთრებით კი: შაქარზე (139.0 პროცენტით), ზეთზე (108.1 პროცენტით) და რძის ნაწარმზე (46.7 პროცენტით). ამ პერიოდში მთლიანად სურსათი 49.8 პროცენტით გაძვირდა.

2010 წელს მსოფლიო ბაზარზე ფასების თავდაპირველი ზრდა დაფიქსირდა მარცვლეულ კულტურებზე, განსაკუთრებით - ხორბალზე. მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არახელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა, რის შედეგადაც 2010 წელს მარცვლეულის წარმოება 2.1 პროცენტით შემცირდა წინა წლის დონესთან შედარებით. 2010 წელს მსოფლიო სასურსათო კალათის ფასების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შაქარიც გახდა, რომლის

Page 6: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

6  

ფასმა ბოლო 30 წლის მანძილზე მაქსიმუმს მიაღწია. შედარებით შეკავებული იყო ხორცზე მსოფლიო ფასების ზრდა, მაშინ როდესაც რძის პროდუქტებიდან განსაკუთრებით კარაქი გაძვირდა. წინა წლებთან შედარებით, 2010 წელს მსოფლიო ბაზარზე აღინიშნება თევზზე ფასის მკვეთრი ზრდა. მოუსავლიანობის გამო 2010 წელს ასევე გაძვირდა ყავა, კაკაო და სხვა სასურსათო საქონელი.

მსოფლიო ბაზარზე სასურსათო პროდუქციის ღირებულების ზრდაზე 2010 წელს მნიშველოვანი ზეგავლენა მოახდინა აგრეთვე ენერგომატარებლებზე ფასების მომატებამ, რადგან ტრანსპორტირების ხარჯები, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის საწვავთან ერთად, სასურსათო პროდუქციის ღირებულებაში მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

საგარეო ვაჭრობა*

1. საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოკლე მიმოხილვა

მსოფლიო ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლისა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, 2010 წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები. კერძოდ, საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), წინა წელთან შედარებით, 1,117.8 მილიონი აშშ დოლარით (21 პროცენტით) გაიზარდა და 6,678.5 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან, რეგისტრირებული ექსპორტი 1,583.4 მილიონი დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), რეგისტრირებული იმპორტი კი 5,095.1 მილიონი დოლარი (17 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო ვაჭრობის განმაზოგადებელი მაჩვენებლები 2003–2010 წლებში*

(მლნ აშშ დოლარი)

   2003  2004  2005  2006  2007  2008  2009  2010 

ექსპორტი 461.4  646.9  865.5  936.4  1232.1  1495.3  1133.6  1583.4 

იმპორტი  1141.2  1845.6  2490  3674.8  5212.2  6301.5  4366.1  5095.1 

საგარეო სავაჭრო ბრუნვა  1602.6  2492.5  3355.5  4611.2  6444.3  7796.8  5499.7  6678.5 

სალდო  ‐679.8  ‐1198.7  ‐1624.5  ‐2738.4  ‐3980.1  ‐4806.2  ‐3232.5  ‐3511.7 

ექსპორტის წილი ბრუნვის მოცულობაში,%  28.8  26.0  25.8  20.3  19.1  19.2  20.6  23.7 ექსპორტით იმპორტის დაფარვის კოეფიციენტი,%  40.4  35.1  34.8  25.5  23.6  23.7  26.0  31.1 

*არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე

2010 წელს საგარეო საქონელბრუნვა 138 ქვეყანასთან განხორციელდა (წინა წელთან შედარებით საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა სია 7 ქვეყნით გაიზარდა). მათგან 106 ქვეყანასთან საქართველოს სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო ჰქონდა (3,746.1 მილიონი დოლარი), ხოლო 32 ქვეყანასთან – დადებითი სავაჭრო ბალანსი (234.4 მილიონი დოლარი), მათ შორის მილიონ დოლარზე მეტი დადებითი სალდო 14 ქვეყანასთან: სომხეთთან, კანადასთან, ერაყთან, აშშ–თან, ეგვიპტესთან, ლიბანთან, ზიმბაბვესთან, მექსიკასთან, მოზამბიკთან, მოლდოვასთან, მაროკოსთან, ტაჯიკეთთან, ყირგიზეთთან და პანამასთან.

Page 7: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

7  

წინა წელთან შედარებით, 2010 წელს გაუმჯობესდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის განმაზოგადებელი მაჩვენებლები, კერძოდ, ექსპორტის წილი საგარეო საქონელბრუნვის მთლიან მოცულობაში 3.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.7 პროცენტი შეადგინა. ექსპორტით იმპორტის დაფარვის კოეფიციენტმა კი 5.1 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 31.1 პროცენტს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის ოდენობა ყველაზე მაღალი იყო. მაგალითად, ეს მაჩვენებელი 88.1 მილიონი დოლარით (6 პროცენტით) აღემატებოდა 2008 წლის მონაცემს, როდესაც წინა წლების მანძილზე საქართველოდან ექსპორტის მაქსიმალური ოდენობა (1,495.3 მილიონი დოლარი) დაფიქსირდა.

‐6000

‐4000

‐2000

0

2000

4000

6000

2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010

საქართველოს საგარეო ვაჭრობისდინამიკა 2003–2010 წლებში, მლნ აშშ დოლარი

ექსპორტი

იმპორტი

სალდო

010002000300040005000600070008000

2004 2005 2006 2007 2008 2009 2010

საქართველოს ექსპორტისა და იმპორტისთანაფარდობის მაჩვენებლები 2004–2010 წლებში, მლნ აშშ დოლარი

იმპორტი ექსპორტი

Page 8: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

8  

2010 წლის ცალკეული თვეების მიხედვით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ანალიზი უჩვენებს, რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან შედარებით, გაცილებით აქტიური იყო. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში საგარეო საქონელბრუნვის მოცულობამ მხოლოდ 2,947.7 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ნახევარში კი 3,728.7 მილიონი დოლარი, ანუ 781.0 მილიონი დოლარით მეტი. მათ შორის, ექსპორტის ოდენობა წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 720.7 მილიონი დოლარი იყო, ხოლო მეორეში – 862.7 მილიონი დოლარი, ანუ 142.0 მილიონი დოლარით მეტი. 2010 წლის დეკემბერში დაფიქსირდა წლის მანძილზე როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები (შესაბამისად, 188.6 მილიონი და 606.1 მილიონი დოლარი).

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2010 წლის მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, 13 პროცენტით გაიზარდა და 1,735.9 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის, ექსპორტის ოდენობა 296.6 მილიონი დოლარის ოდენობით დაფიქსირდა (25 პროცენტით მეტი), იმპორტის ოდენობა კი – 1,439.3 მილიონი დოლარით (10 პროცენტით მეტი). როგორც ჩანს, 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის

0

5

10

15

20

25

30

2004 2005 2006 2007 2008 2009 2010

საქართველოდან ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2004–2010 წლებში, %

0

200

400

600

800

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2010 წელს, მლნ აშშ დოლარი

სავაჭრო ბრუნვა ექსპორტი იმპორტი

Page 9: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

9  

ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად გაუსწრო ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტის ზრდის ტემპს. 2010 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან საგარეო საქონელბრუნვაში 26 პროცენტი იყო, აქედან, ექსპორტის მიხედვით 19 პროცენტი, იმპორტის მხრივ კი - 28 პროცენტი.

2010 წელს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებში ევროკავშირის ყველა ქვეყანა მონაწილეობდა. წინა წელთან შედარებით, 2010 წელს სავაჭრო ბრუნვა მათგან მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან შემცირდა (ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები და შვედეთი), დანარჩენებთან კი გაიზარდა. საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით, ამ ქვეყნებიდან 2010 წელს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გერმანია იყო (361.8 მილიონი დოლარი) და მის წილად მოდიოდა საქართველოს ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის 21 პროცენტი. ექსპორტის მოცულობის მხრივ, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას ბულგარეთი წარმოადგენდა (62.1 მილიონი დოლარი, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის 21 პროცენტი), იმპორტის ოდენობის მიხედვით კი - გერმანია (330.0 მილიონი დოლარი, ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტის 23 პროცენტი).

საქართველოდან ევროკავშირში 2010 წელს ექსპორტირებული პროდუქცია ძირითადად წარმოდგენილი იყო: ფეროშენადნობებით, აზოტოვანი სასუქებით, მანგანუმის ოქსიდებით, იზოტოპებით, სპილენძის მადნებით, უალკოჰოლო სასმელებით, თხილით, ღვინით, სპირტითა და სპირტიანი სასმელებით, მინერალური წყლებით, ხილისა და ბოსტნეულის წვენებით, ვაშლის კონცენტრატებით, სოჭის თესლით და სხვა.

2010 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციიდან აღსანიშნავია მსუბუქი ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები, ელექტრული სატელეფონო აპარატები, თამბაქოს ნაწარმი და სხვა.

დსთ-ის წევრ ქვეყნებთან საქონელბრუნვამ 2010 წლის მდგომარეობით 2,195.4 მილიონი დოლარი შეადგინა (წინა წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით 31 პროცენტით მეტი). აქედან, ექსპორტი 644.5 მილიონი დოლარი იყო (55 პროცენტით მეტი), იმპორტი კი - 1,550.9 მილიონი დოლარი (24 პროცენტით მეტი), ანუ 2010 წელს დსთ–ში საქართველოდან ექსპორტის ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად გაუსწრო დსთ–დან იმპორტის ზრდას. დსთ–ის ქვეყნების წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 33 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტის მიხედვით 41 პროცენტი, ხოლო იმპორტის

33%

26%

41%

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2010 წელს ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, %

დსთ

ევროკავშირი

დანარჩენი ქვეყნები

Page 10: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

10  

მხრივ - 30 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო საქონელბრუნვა დსთ–ის წევრ ყველა ქვეყანასთან გაიზარდა.

საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით, დსთ-ის წევრი ქვეყნებიდან 2010 წელს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორს აზერბაიჯანი წარმოადგენდა (708.1 მილიონი დოლარი, საქართველოს დსთ-თან საქონელბრუნვის 32 პროცენტი). საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ასევე აზერბაიჯანი იყო (244.0 მილიონი დოლარი, საქართველოდან დსთ-ში ექსპორტის 38 პროცენტი). რაც შეეხება საქართველოსათვის უმსხვილეს იმპორტიორ დსთ-ის წევრ ქვეყანას, იგი უკრაინა იყო (558.9 მილიონი დოლარი, ანუ საქართველოში დსთ-დან იმპორტის 36 პროცენტი).

2010 წელს საქართველოდან დსთ–ის ქვეყნებში ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა: მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტის სახით), ფეროშენადნობები, ელმავლის სათადარიგო ნაწილები, საფრენი აპარატის ნაწილები, ფოლადის წნელები, ღვინო, სპირტი და სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, უალკოჰოლო სასმელები, ციტრუსები, ხილის წვენები, ავეჯი და სხვა.

დსთ–ის წევრი ქვეყნებიდან 2010 წელს საქართველოში იმპორტირებული საქონელი ძირითადად წარმოდგენილი იყო: ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით, ნავთობის აირებით, ხორბლით, ფქვილით, სამკურნალო საშუალებებით, მანგანუმის მადნებით, შაქრით, ზეთით, საკვები პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმით და სხვა.

დანარჩენ ქვეყნებთან (ევროკავშირისა და დსთ–ის წევრი ქვეყნების გარდა – 100 ქვეყანა) საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ, 2010 წლის მონაცემებით, წინა წელთან მიმართებით, 12 პროცენტით მოიმატა და 2,747.1 მილიონი დოლარი შეადგინა (საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი მოცულობის 41 პროცენტი). მათ შორის, ექსპორტი 642.3 მილიონი დოლარი იყო (მთლიანი ექსპორტის 40 პროცენტი), ხოლო იმპორტი 2,104.8 მილიონი დოლარი (მთლიანი იმპორტის 41 პროცენტი).

ქვეყნების ამ ჯგუფიდან, სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით, 2010 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი (1,104.7 მილიონი დოლარი), ჩინეთი (358.6 მილიონი დოლარი), აშშ (353.9 მილიონი დოლარი) და სხვა. საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მხრივ, ამ ჯგუფიდან მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენდნენ: თურქეთი (216.0 მილიონი დოლარი), აშშ (180.5 მილიონი დოლარი) და კანადა (86.7 მილიონი დოლარი). ამავე პერიოდში, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ოდენობის მიხედვით, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი (888.6 მილიონი დოლარი), ჩინეთი (334.3 მილიონი დოლარი), აშშ (173.4 მილიონი დოლარი) და სხვა ქვეყნები.

2010 წელს საქართველოდან ქვეყნების ამ ჯგუფში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებს შეადგენდა: ფეროშენადნობები, შავი და ფერადი ლითონების ჯართი, დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, აზოტოვანი სასუქები, ღვინო, მინერალური წყლები, თხილი და სხვა.

ქვეყნების ამ ჯგუფიდან საქართველოში 2010 წელს ძირითადად იმპორტირებული იყო: მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ელექტრული სატელეფონო აპარატები, შაქარი, ფოლადის

Page 11: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

11  

წნელები, მანგანუმის მადანი, სხვადასხვა დანიშნულების ქაღალდი, ლითონკონსტრუქციები, ცემენტი, სამშენებლო მასალები და სხვა.

2. საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით, 2010 წელს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი (1,104.7 მილიონი დოლარი, საქართველოს მთლიანი საგარეო საქონელბრუნვის 16.5 პროცენტი), აზერბაიჯანი (708.1 მილიონი დოლარი, 10.6 პროცენტი) და უკრაინა (662.2 მილიონი დოლარი, 9.9 პროცენტი). საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში აღნიშნული ქვეყნების ხვედრითმა წილმა 37.0 პროცენტი შეადგინა.

2010 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის (თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები) წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 66.6 პროცენტით განისაზღვრა. მომდევნო ათი ქვეყნის (რუმინეთი, ნიდერლანდები, ბრაზილია, საბერძნეთი, იტალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ყაზახეთი, იაპონია, საფრანგეთი) წილმა კი 16.6 პროცენტი შეადგინა. სულ, 2010 წელს აღნიშნული ოცი ქვეყნის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 83.2 პროცენტი იყო.

ექსპორტის ოდენობის მიხედვით, 2010 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: აზერბაიჯანი (244.0 მილიონი დოლარი, მთლიანი ექსპორტის 15.4 პროცენტი), თურქეთი (216.0 მილიონი დოლარი, 13.6 პროცენტი) და აშშ (180.5 მილიონი დოლარი, 11.4 პროცენტი).

საყურადღებოა რომ, წინა წელთან შედარებით, 2010 წელს მნიშვნელოვნად – 143.6 მილიონი დოლარით, ანუ თითქმის 5–ჯერ გაიზარდა საქართველოდან აშშ–ში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება (ძირითადად ფეროშენადნობების ხარჯზე, რომლის წილმაც საქართველოდან აშშ–ში მთლიანი ექსპორტის 91 პროცენტი შეადგინა).

წინა წელთან შედარებით, 2010 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის ოდენობა ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა: აზერბაიჯანში (78.4 მილიონი დოლარით), სომხეთში (71.4 მილიონი

თურქეთი17%

აზერბაიჯანი11%

უკრაინა10%

გერმანია5%

ჩინეთი5%

აშშ5%

რუსეთი5%

სომხეთი3%

ბულგარეთი3%

არაბთა საემიროები3% დანარჩენი ქვეყნები

33%

საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნები სავაჭრო ბრუნვის მიხედვით 2010 წელს , %

Page 12: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

12  

დოლარით), ყაზახეთში (27.5 მილიონი დოლარით), უკრაინაში (19.4 მილიონი დოლარით), ესპანეთში (17.3 მილიონი დოლარით), რუსეთში (13.2 მილიონი დოლარით) და სხვა ქვეყნებში.

2010 წელს ექსპორტის მთლიან მოცულობაში საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, სომხეთი, უკრაინა, კანადა, ბულგარეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ესპანეთი) ხვედრითმა წილმა 73.8 პროცენტი შეადგინა. მომდევნო ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის (გერმანია, რუმინეთი, არაბთა საემიროები, ბელგია, ჩინეთი, იტალია, ბელორუსი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და თურქმენეთი) წილი კი 14.7 პროცენტით განისაზღვრა. სულ, აღნიშნული ოცი ქვეყნის წილად მოდიოდა საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 88.5 პროცენტი.

იმპორტის მოცულობის მხრივ, 2010 წელს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შეადგენდნენ: თურქეთი (888.6 მილიონი დოლარი, მთლიანი იმპორტის 17.4 პროცენტი), უკრაინა (558.9 მილიონი დოლარი, 11.0 პროცენტი) და აზერბაიჯანი (464.1 მილიონი დოლარი, 9.1 პროცენტი).

საქართველოში 2010 წელს განხორციელებული იმპორტის მოცულობის მიხედვით ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის (თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ჩინეთი, გერმანია, რუსეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუმინეთი და იტალია) წილად მოდიოდა საქართველოში მთლიანი იმპორტის 67.9 პროცენტი. მომდევნო ათი იმპორტიორი ქვეყნის (ბულგარეთი, ნიდერლანდები, ყაზახეთი, იაპონია, ბრაზილია, საბერძნეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქმენეთი, ჩეხეთი) წილმა კი იმპორტის მთლიან მოცულობაში 17.3 პროცენტი შეადგინა. სულ, 2010 წელს ოცი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის წილად საქართველოში განხორციელებული იმპორტის 85.2 პროცენტი მოდიოდა.

აზერბაიჯანი15% თურქეთი

14%

აშშ11%

სომხეთი10%

უკრაინა7%

კანადა6%

ბულგარეთი4%

ყაზახეთი3%

რუსეთი2%

ესპანეთი2%

დანარჩენი ქვეყნები26%

საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ექსპორტის მიხედვით 2010 წელს , %

Page 13: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

13  

თურქეთი - 2010 წლის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო. საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული საქონელი წარმოდგენილი იყო უმთავრესად შავი ლითონების ჯართით (89.0 მილიონი დოლარი), ფეროშენადნობებით (24.4 მილიონი დოლარი), აზოტოვანი სასუქებით (16.9 მილიონი დოლარი), მსუბუქი ავტომობილებით (რეექსპორტის სახით, 16.7 მილიონი დოლარი), ელექტოენერგიით (10.4 მილიონი დოლარი) და 58.7 მილიონი დოლარის ღირებულების სხვა საქონლით.

2010 წელს თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციიდან აღსანიშნავია: სამკურნალო საშუალებები (38.0 მილიონი დოლარი), სხვადასხვა დანიშნულების ქაღალდი (27.5 მილიონი დოლარი), პლასტმასის მილები (23.8 მილიონი დოლარი), შავი ლითონის კონსტრუქციები (19.5 მილიონი დოლარი), ცემენტი (19.5 მილიონი დოლარი) და 760.4 მილიონი დოლარის ღირებულების დანარჩენი საქონელი. გასული წლების მსგავსად, 2010 წელსაც, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საიდანაც იმპორტი კონცენტრირებული იყო რამდენიმე საქონელზე, თურქეთიდან შემოსული პროდუქცია მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

აზერბაიჯანი - 2010 წელს განხორციელებული საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით, საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენდა. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი უმთავრესად წარმოდგენილი იყო: მსუბუქი ავტომობილებით (რეექსპორტის სახით - 104.3 მილიონი დოლარი), საფრენი აპარატების ნაწილებით (25.3 მილიონი დოლარი), ფოლადის წნელებით (18.4 მილიონი დოლარი), ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვით (15.0 მილიონი დოლარი) და სამკურნალო საშუალებებით (11.4 მილიონი დოლარი). დანარჩენი ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 69.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებულ ძირითად სასაქონლო ჯგუფებს შეადგენდნენ: ნავთობი და ნავთობპროდუქტები (297.7 მილიონი დოლარი), ნავთობის აირები (77.9 მილიონი დოლარი), აგრეთვე შაქარი (9.8 მილიონი დოლარი), ანჰიდრიტი და ბათქაში (1.0 მილიონი დოლარი), მზესუმზირის ზეთი (6.6 მილიონი დოლარი) და 65.3 მილიონი დოლარის ოდენობის სხვა პროდუქცია.

თურქეთი17%

უკრაინა11%

აზერბაიჯანი9%

ჩინეთი7%

გერმანია6%რუსეთი

6%აშშ3%

არაბთა საემიროები3%

რუმინეთი3%

იტალია3%

დანარჩენი ქვეყნები32%

საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იმპორტის მიხედვით 2010 წელს ,%

Page 14: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

14  

უკრაინა - 2010 წლის მონაცემების თანახმად, მესამე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენდა, სადაც საქართველოდან უმთავრესად ექსპორტირებული იყო ისეთი სასაქონლო ჯგუფები, როგორებიცაა: სპირტი და სპირტიანი სასმელები (25.4 მილიონი დოლარი), ყურძნის ნატურალური ღვინოები (18.0 მილიონი დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (16.1 მილიონი დოლარი), ფეროშენადნობები (15.4 მილიონი დოლარი) და ციტრუსები (8.6 მილიონი დოლარი). რუსეთის მიერ საქართველოსათვის 2006 წელს შემოღებული სავაჭრო ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, მინერალური და მტკნარი წყლების, ციტრუსების მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტი უკრაინაში ხორციელდება.

უკრაინიდან საქართველოში 2010 წელს იმპორტირებულ პროდუქციაში ძირითადი სასაქონლო ჯგუფები იყვნენ: სიგარეტები (66.6 მილიონი დოლარი), ფოლადის წნელები (50.4 მილიონი დოლარი), მზესუმზირის ზეთი (37.9 მილიონი დოლარი), ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი (23.9 მილიონი დოლარი), ხორბალი (19.2 მილიონი დოლარი) და 354.8 მილიონი დოლარის ღირებულების სხვა მრავალფეროვანი პროდუქცია.

3. საქართველოდან ექსპორტის ძირითადი სასაქონლო ჯგუფები

2010 წელს, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებულმა მსუბუქმა ავტომობილებმა (რეექსპორტის სახით, 148.8 მილიონი დოლარით), ფეროშენადნობებმა (134.0 მილიონი დოლარით, ანუ მისი ექსპორტი გაორმაგდა), შავი ლითონების ჯართმა (45.8 მილიონი დოლარით), სპილენძის ჯართმა (22.7 მილიონი დოლარით), აზოტოვანმა სასუქებმა (11.9 მილიონი დოლარით), სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა (8.8 მილიონი დოლარით), სპირტმა და სპირტიანმა სასმელებმა (0.6 მილიონი დოლარით) და სხვა პროდუქციამ. ამავე დროს, აღნიშნულ პერიოდში შემცირდა, მაგალითად, დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს (30.4 მილიონი დოლარით), თხილისა და კაკლის (5.9 მილიონი დოლარით) და სხვა საქონლის საზღვარგარეთ გატანა.

2010 წლის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელებულ ექსპორტში ძირითად სასაქონლო ჯგუფებს წარმოადგენდნენ: ფეროშენადნობები (263.9 მილიონი დოლარი, მთლიანი ექსპორტის 16.7 პროცენტი), მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტის სახით - 227.3 მილიონი დოლარი, 14.4 პროცენტი), შავი ლითონების ჯართი (109.4 მილიონი დოლარი, 6.9 პროცენტი) და სხვა.

საქართველოდან 2010 წელს განხორციელებული ექსპორტის მთლიან მოცულობაში ათი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფის (ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, შავი ლითონების ჯართი, დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო, აზოტოვანი სასუქები, სპილენძის მადნები, თხილი და კაკალი, სპირტი და სპირტიანი სასმელები, სპილენძის ჯართი, ნატურალური ღვინოები) წილმა 65.0 პროცენტი შეადგინა.

2010 წელს საქართველოდან ექსპორტის ოდენობის ზრდასთან ერთად, გარკვეულწილად შეიცვალა მისი სასაქონლო სტრუქტურაც – თუ წინა წლებში უფრო შავი და ფერადი ლითონების ჯართი ჭარბობდა, ამჟამად გამოირჩევა მთელი რიგი ისეთი სასაქონლო ჯგუფები, რომლებიც ადრე ან საერთოდ არ იყვნენ, ან შედარებით ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი, მაგალითად: ელექტროენერგია (37 მილიონი დოლარი), ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ახალი სამრეწველო პროდუქცია – ფოლადის წნელები, ე. წ.

Page 15: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

15  

არმატურა (36 მილიონი დოლარი, ანუ წინა წელთან შედარებით მისმა ექსპორტმა 12–ჯერ მოიმატა), მედიკამენტები (30 მილიონი დოლარი), თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები (21 მილიონი დოლარი) და სხვა. ასევე მოიმატა ცალკეული სამრეწველო საქონლის (მანგანუმის ოქსიდები, ქვანახშირი, ფოლადის ნაგლინი, ავეჯი), საფეიქრო ნაწარმის (კოსტუმები, პიჯაკები, ბლუზები), ზოგიერთი სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის (თევზი, ხილკენკროვანი პროდუქცია, სანელებლები, ხილის წვენები, სოჭის თესლი და სხვა) ექსპორტმა.

წინა წელთან შედარებით, 2010 წელს საზღვარგარეთ გატანილი ქართული ღვინის ოდენობა 7.3 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 39.3 მილიონი დოლარი შეადგინა (საქართველოდან მთლიანი ექსპორტის 2.5 პროცენტი). შედარებისათვის, რუსეთის მიერ საქართველოსათვის დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების შემდეგ – 2007 წელს უცხოეთში ღვინის ექსპორტმა მხოლოდ 29.2 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამასთან, გაფართოვდა ღვინის ექსპორტის გეოგრაფიული არეალი, იგი უფრო დივერსიფიცირებული გახდა. ამჟამად, ქართული ღვინო მსოფლიოს დაახლოებით 70 ქვეყანაში იყიდება, ძირითადად: უკრაინაში (საქართველოდან საზღვარგარეთ გატანილი ღვინის მთლიანი ოდენობის 45.8 პროცენტი), აგრეთვე ყაზახეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, აშშ–ში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში და სხვა.

საქართველოდან ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლის განაწილება დანიშნულების ქვეყნების მიხედვით უჩვენებს, რომ 2010 წელს:

– ფეროშენადნობების უდიდესი ნაწილი (62.2 პროცენტი) გავიდა აშშ–ში, აგრეთვე თურქეთსა (9.2 პროცენტი) და უკრაინაში (5.8 პროცენტი);

– მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ძირითადად განხორციელდა აზერბაიჯანსა (45.9 პროცენტი) და სომხეთში (23.9 პროცენტი);

– შავი ლითონების ჯართის იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ თურქეთი (81.3 პროცენტი) და არაბთა გაერთიანებული საემიროები (9.6 პროცენტი);

– ოქროს ექსპორტი მთლიანად კანადაში განხორციელდა; – მინერალური სასუქების მნიშვნელოვანი ნაწილი გავიდა თურქეთში (23.5 პროცენტი),

ბულგარეთში (14.2 პროცენტი), ესპანეთში (10.6 პროცენტი), საფრანგეთსა (8.0 პროცენტი) და აშშ–ში (6.0 პროცენტი);

– სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტირება განხორციელდა ბულგარეთში (71.7 პროცენტი) და ესპანეთში (28.3 პროცენტი);

– თხილისა და კაკლის ექსპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ქვეყნების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელი იყო, რომელთაგან აღსანიშნავია ევროკავშირის წევრი ქვეყნები: გერმანია (20.6 პროცენტი), იტალია (9.5 პროცენტი), ესპანეთი (2.8 პროცენტი), აგრეთვე ერაყი (10.7 პროცენტი), ჩინეთი (6.2 პროცენტი), აზერბაიჯანი (6.2 პროცენტი), უკრაინა (4.1 პროცენტი) და სხვა;

– სპირტისა და სპირტიანი სასმელების მნიშვნელოვანი ნაწილი გავიდა უკრაინაში (46.5 პროცენტი), აგრეთვე აზერბაიჯანში (11.0 პროცენტი), ყაზახეთში (9.5 პროცენტი), ბელორუსში (9.0 პროცენტი), ნიდერლანდებში (7.6 პროცენტი);

– სპილენძის ჯართის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა ჩინეთში (27.4 პროცენტი), არაბთა გაერთიანებულ საემირობში (18.5 პროცენტი), თურქეთსა (15.1 პროცენტი) და აშშ–ში (8.1 პროცენტი);

Page 16: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

16  

– ქართული ღვინის მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: უკრაინა (45.8 პროცენტი), ყაზახეთი (15.1 პროცენტი), ბელორუსი (10.0 პროცენტი), ასევე აზერბაიჯანი (2.6 პროცენტი), აშშ (2.5 პროცენტი), ჩინეთი (1.8 პროცენტი), გერმანია (1.4 პროცენტი) და სხვა.

4. საქართველოში იმპორტის ძირითადი სასაქონლო ჯგუფები

წინა წელთან შედარებით, 2010 წელს საქართველოში გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (139.3 მილიონი დოლარით), ხორბლის (67.6 მილიონი დოლარით), მსუბუქი ავტომობილების (54.9 მილიონი დოლარით), მანგანუმის მადნებისა და კონცენტრატების (47.9 მილიონი დოლარით), ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელის სატელეფონო აპარატების (31.8 მილიონი დოლარით), შაქრის (23.8 მილიონი დოლარით), სიგარეტების (21.6 მილიონი დოლარით), ფოლადის წნელების (21.3 მილიონი დოლარით), სამკურნალო საშუალებების (13.2 მილიონი დოლარით) და სხვა საქონლის იმპორტი. მეორე მხრივ, 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა ნავთობის აირების (18.3 მილიონი დოლარით) და სხვა პროდუქციის შემოტანა.

2010 წელს საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შეადგენდნენ: ნავთობი და ნავთობპროდუქტები (694.6 მილიონი დოლარი, საქართველოში განხორციელებული იმპორტის მთლიანი მოცულობის 13.6 პროცენტი), მსუბუქი ავტომობილები (309.6 მილიონი დოლარი, 6.1 პროცენტი), სამკურნალო საშუალებები (188.4 მილიონი დოლარი, 3.7 პროცენტი) და სხვა.

2010 წელს ათი ძირითადი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის (ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ნავთობის აირები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელის სატელეფონო აპარატები, სიგარეტები, შაქარი, ფოლადის წნელები, მანგანუმის მადნები) ხვედრითი წილი საქართველოში განხორციელებული იმპორტის მთლიან მოცულობაში 36.8 პროცენტი იყო. ხოლო მომდევნო ათი საიმპორტო პროდუქციის (ნავთობის კოქსი, გამომთვლელი მანქანები, შავი ლითონების ჯართი, ფრინველის ხორცი, მცენარეული ზეთი, სატვირთო ავტომობილები, შოკოლადის ნაწარმი, ქვანახშირის კოქსი, ქაღალდის ნაწარმი, ავეჯი) წილმა 9.1 პროცენტი შეადგინა. ჯამურად,

ფეროშენადნობები, 263.9

მსუბუქი ავტომობილები, 227.3

შავი ლითონების ჯართი, 109.4

ოქრო, 85.8აზოტოვანი სასუქები, 72.1

სპილენძის მადნები, 70.7

თხილი და კაკალი, 64

სპირტი და სპირტიანისასმელები, 54.6

სპილენძის ჯართი, 41.7

ღვინო, 39.3დანარჩენი, 554.7

საქართველოდან ექსპორტის ძირითადი სასაქონლოჯგუფები 2010 წელს ,  მლნ აშშ დოლარი

Page 17: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

17  

საქართველოში იმპორტირებულმა აღნიშნულმა ოცმა ძირითადმა პროდუქციამ 2010 წლის მთლიან იმპორტში 45.9 პროცენტი დაიკავა.

2010 წელს საქართველოში ათი უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ექსპორტიორი ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

– ნავთობი და ნავთობპროდუქტები ძირითადად მოწოდებული იქნა აზერბაიჯანიდან (42.9 პროცენტი), აგრეთვე რუმინეთიდან (17.1 პროცენტი), ბულგარეთიდან (12.4 პროცენტი), თურქმენეთიდან (8.3 პროცენტი), საბერძნეთიდან (6.0 პროცენტი) და იტალიიდან (4.1 პროცენტი);

– მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა უმთავრესად აშშ–დან (27.1 პროცენტი), გერმანიიდან (23.1 პროცენტი) და იაპონიიდან (22.0 პროცენტი), აგრეთვე არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (5.7 პროცენტი), ბელგიიდან (3.7 პროცენტი), ნიდერლანდებიდან (3.5 პროცენტი) და სხვა;

– საკმაოდ ვრცელი იყო სამკურნალო საშუალებების ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაგან აღსანიშნავია: თურქეთი (20.2 პროცენტი), გერმანია (8.8 პროცენტი), საფრანგეთი (7.5 პროცენტი), უკრაინა (5.6 პროცენტი), ბულგარეთი (4.2 პროცენტი), ნიდერლანდები (3.6 პროცენტი), აშშ (3.1 პროცენტი) და სხვა;

– ხორბალი შემოზიდული იყო ძირითადად ყაზახეთიდან (40.5 პროცენტი), რუსეთიდან (38.9 პროცენტი) და უკრაინიდან (11.2 პროცენტი);

– ნავთობის აირი მოწოდებული იყო აზერბაიჯანიდან (58.3 პროცენტი) და რუსეთიდან (33.2 პროცენტი);

– ელექტრული სატელეფონო აპარატების იმპორტი განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (26.0 პროცენტი), ჩინეთიდან (23.5 პროცენტი), გერმანიიდან (12.8 პროცენტი), თურქეთიდან (8.3 პროცენტი) და სხვა ქვეყნებიდან;

– თამბაქოს ნაწარმი ძირითადად იმპორტირებული იყო უკრაინიდან (84.3 პროცენტი) და ბულგარეთიდან (4.5 პროცენტი);

– შაქრის მომწოდებელი ქვეყნები იყვნენ ბრაზილია (60.9 პროცენტი) და აზერბაიჯანი (13.2 პროცენტი);

– ფოლადის წნელები უმთავრესად უკრაინიდან (89.2 პროცენტი) და თურქეთიდან (10.2 პროცენტი) შემოვიდა;

– მანგანუმის მადნების იმპორტი განხორციელდა ავსტრალიიდან (53.8 პროცენტი), ყაზახეთიდან (6.8 პროცენტი), ბრაზილიიდან (3.5 პროცენტი) და სხვა ქვეყნებიდან.

Page 18: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

18  

საგადასახდელო ბალანსი∗∗    

2010 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1,116.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 93.5 მილიონი დოლარით (7.7 პროცენტით) ნაკლები იყო. ასეთი გაუმჯობესება ძირითადად განპირობებული იყო მომსახურებისა და მიმდინარე ტრანსფერტების ბალანსების დადებითი სალდოს მატებით, მიუხედავად იმისა, რომ საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლის ბალანსების დეფიციტი შედარებით გაიზარდა. წინა წლების მსგავსად, 2010 წელსაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მნიშვნელოვანწილად მაინც საქონლით საგარეო ვაჭრობა განსაზღვრავდა – წლების მანძილზე მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს დინამიკა თითქმის იმეორებს სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ტენდენციას.

2010 წელს საქონლით ვაჭრობის (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლით) ბალანსის უარყოფითმა სალდომ 2,567.1 მილიონი დოლარი შეადგინა (168.2 მილიონი დოლარით, ანუ 7.0 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით). საქონლის ექსპორტი 2,459.8 მილიონი დოლარი იყო (566.2 მილიონი დოლარით, ანუ 29.9 პროცენტით მეტი), საქონლის იმპორტი კი - 5,026.9 მილიონი დოლარი (734.3 მილიონი დოლარით, ანუ 17.1 პროცენტით მეტი). როგორც ჩანს, 2010 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის ზრდის ტემპი წინ უსწრებდა საქართველოში იმპორტის ზრდის ტემპს.

ნავთობიდანავთობპროდუქტები, 694.6

მსუბუქი ავტომობილები, 309.6

სამკურნალო საშუალებები, 188.4

ხორბალი, 171.7

ნავთობის აირები, 133.6

სატელეფონო აპარატები, 110.4

სიგარეტები, 78.9

შაქარი, 74.2

ფოლადის წნელები, 56.4

მანგანუმის მადანი, 55.9

დანარჩენი , 3221.1

საქართველოში იმპორტის ძირითადი სასაქონლო ჯგუფები 2010 წელს , მლნ აშშ დოლარი

Page 19: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

19  

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (მლნ აშშ დოლარი)

2009 2010

დასახელება I კვ IIკვ III კვ IV კვ სულ I კვ IIკვ III კვ IV კვ სულ

მიმდინარე ანგარიში

-401.0 -284.3 -188.7 -336.0 -1,210.1 -181.1 -324.1 -236.7 -374.7 -1,116.5

ა. სავაჭრო ბალანსი

-604.6 -512.3 -572.6 -709.5 -2,399.0 -509.8 -639.6 -657.6 -760.1 -2,567.1

საქონლის ექსპორტი

362.5 488.6 516.1 526.3 1,893.6 540.0 587.9 584.0 747.9 2,459.8

საქონლის იმპორტი

-967.1 -1,001.0 -1,088.7 -1,235.8 -4,292.6 -1,049.8 -1,227.5 -1,241.6 -1,508.0 -5,026.9

ბ. მომსახურების ბალანსი

38.3 78.3 132.4 90.7 339.7 87.3 91.8 209.1 146.2 534.4

მომსახურების ექსპორტი

264.9 313.3 382.4 353.0 1,313.6 304.5 355.0 493.1 449.0 1,601.6

მომსახურების იმპორტი

-226.6 -235.0 -250.0 -262.3 -973.9 -217.1 -263.2 -284.0 -302.8 -1,067.2

გ. წმინდა ფაქტორული შემოსავალი

-15.6 -37.3 -9.7 -55.1 -117.6 -38.2 -8.9 -65.0 -70.9 -182.9

დ. წმინდა მიმდინარე ტრანსფერები

180.8 187.1 261.1 337.8 966.8 279.5 232.6 276.8 310.2 1,099.2

კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში

408.6 295.5 157.6 297.7 1,159.3 175.2 337.3 226.5 340.5 1,079.5

კაპიტალის ანგარიში

31.8 35.5 44.0 71.2 182.5 26.2 41.4 52.6 85.4 205.7

ფინანსური ანგარიში

376.7 260.0 113.7 226.5 976.8 148.9 295.9 173.9 255.0 873.8

აქედან:

პირდაპირი ინვესტიციები

114.2 178.6 173.4 193.3 659.5 75.9 192.7 159.3 115.0 542.9

საერთაშორისო რეზერვების ცვლილება

-59.8 19.7 -467.5 -108.8 -616.4 -138.9 259.2 -154.6 -173.7 -208.0

წმინდა შეცდომები და გამოტოვებები

-7.6 -11.2 31.1 38.4 50.8 5.9 -13.3 10.2 34.2 37.0

Page 20: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

20  

წინა წელთან შედარებით, 2010 წელს მნიშვნელოვნად – 194.6 მილიონი დოლარით (57.3 პროცენტით) მოიმატა მიმდინარე ანგარიშის მომსახურების დადებითმა ბალანსმა და იგი 534.4 მილიონ დოლარს გაუტოლდა. საყურადღებოა, რომ საანალიზო პერიოდში მომსახურების ექსპორტმა 1,601.6 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 288.0 მილიონი დოლარით (21.9 პროცენტით) მეტი იყო წინა წელთან შედარებით. მომსახურების იმპორტმა კი 1,067.2 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ 93.3 მილიონი დოლარით (9.6 პროცენტით) მეტი წინა წლის მიმართ. 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, საქონლით ვაჭრობის მსგავსად, მომსახურებით ვაჭრობის შემთხვევაშიც, აღინიშნა ექსპორტის წინმსწრები ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით.

მომსახურებით ვაჭრობიდან, 2010 წლის მონაცემების თანახმად, მნიშვნელოვანი დადებითი ბალანსით განსაკუთრებით ტურისტული მომსახურება გამოირჩეოდა (460.2 მილიონი დოლარი), რომელიც წინა წელთან შედარებით 165.7 მილიონი დოლარით (56.3 პროცენტით) გაიზარდა. ასევე, დადებითი იყო სატრანსპორტო (142.2 მილიონი დოლარი), კავშირგაბმულობის (15.5 მილიონი დოლარი), სამთავრობო მომსახურების (12.6 მილიონი დოლარი), აგრეთვე დაზღვევისაგან განსხვავებული საფინანსო მომსახურების (3.2 მილიონი დოლარი), სამშენებლო (1.5 მილიონი დოლარი), პირადი, კულტურული და გასართობი მომსახურების (1.8 მილიონი დოლარი), კომპიუტერული და საინფორმაციო (0.7 მილიონი დოლარი) და სხვა სახის მომსახურების ბალანსები. ამავე დროს, 2010 წელს უარყოფითი იყო, მაგალითად, სადაზღვევო მომსახურების ბალანსი (81.6 მილიონი დოლარი), თუმცა ეს მაჩვენებელი 11.0 მილიონი დოლარით (11.9 პროცენტით) შემცირდა წინა წელთან შედარებით.

საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვან დადებით ნაწილს 2010 წელს, წინა წლების მსგავსად, მიმდინარე ტრანსფერტები წარმოადგენდა. წმინდა მიმდინარე ტრანფერტების მოცულობამ 1,099.2 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 132.3 მილიონი დოლარით (13.7 პროცენტით) მეტი იყო წინა წელთან შედარებით. მათ შორის, სამთავრობო სექტორის ტრანსფერტებმა 175.1 მილიონი დოლარი შეადგინა (წმინდა მიმდინარე ტრანსფერების მთლიანი მოცულობის 16 პროცენტი), ხოლო სხვა სექტორის ტრანსფერებმა - 924.0 მილიონი დოლარი (84 პროცენტი).

2010 წელს საგადასახდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშის დადებითი სალდო (რის ხარჯზეც ხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება) 1,079.5 მილიონი დოლარით განისაზღვრა, ანუ 79.8 მილიონი დოლარით (6.9 პროცენტით) ნაკლები, ვიდრე წინა წელს. მათ შორის, კაპიტალის ანგარიში 205.7 მილიონი დოლარი იყო (23.2 მილიონი დოლარით, ანუ 12.7 პროცენტით მეტი), ფინანსური ანგარიში კი 873.8 მილიონი დოლარი (103.0 მილიონი დოლარით, ანუ 10.5 პროცენტით ნაკლები).

Page 21: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

21  

კაპიტალის ანგარიშის ნაწილში აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, კაპიტალური ტრანსფერტების მოცულობამ 23.2 მილიონი დოლარით (12.7 პროცენტით) მოიმატა და 205.7 მილიონი დოლარით განისაზღვრა. კაპიტალურ ტრანსფერტებში სამთავრობო სექტორის წილმა 92.1 პროცენტი (189.4 მილიონი დოლარი) შეადგინა, სხვა სექტორების წილმა კი 7.9 პროცენტი (16.2 მილიონი დოლარი).

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2010 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში წმინდა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 542.9 მილიონი დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან სააქციო კაპიტალის ოდენობა 394.0 მილიონი დოლარი იყო, რეინვესტირებული შემოსავალი 100.8 მილიონი დოლარი, ხოლო სხვა სახის კაპიტალი 54.0 მილიონი დოლარი.

2010 წელს პორტფელის ინვესტიციების მოცულობა (წმინდა) 267.1 მილიონი დოლარით განისაზღვრა, რაც 255.0 მილიონი დოლარით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს.

საანალიზო პერიოდში ფინანსური წარმოებულების ოდენობამ (წმინდა) 764.3 მილიონი დოლარი შეადგინა (წინა წელთან შედარებით 196.9 მილიონი დოლარით მეტი), რომელიც მთლიანად ბანკებზე მოდიოდა.

2010 წელს სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ 271.0 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც წინა წელთან შედარებით 650.1 მილიონი დოლარით შემცირდა.

2010 წლის მონაცემებით სარეზერვო აქტივები 208.0 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2010 წელს გარკვეულწილად გაუმჯობესდა საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა. კერძოდ, შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანაფარდობის მაჩვენებელი მშპ–ის მიმართ და მან მხოლოდ 9,6 პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც, წინა წლებში ეს მონაცემი გაცილებით მაღალი იყო, მაგალითად, 2009 წელს – 11.3 პროცენტი, ხოლო 2008 წელს – 22.8 პროცენტი.

‐5000‐4000‐3000‐2000‐1000

01000200030004000

2005 2006 2007 2008 2009 2010

საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის, საქონლით სავაჭრო ბალანსისდაკაპიტალისადა ფინანსური ანგარიშისდინამიკა 2005–2010 წლებში, მლნ აშშ დოლარი

მიმდინარე ანგარიში საქონლით სავაჭრო ბალანსი კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში

Page 22: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

22  

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები*

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო სექტორის მდგომარეობაზეც, პირველ რიგში კი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე აისახა. 2010 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 553.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ცალკეული კვარტალების მიხედვით, 2010 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციები შემდეგნაირად განაწილდა: I კვარტალში - 75.7 მილიონი დოლარი, II კვარტალში - 196.9 მილიონი დოლარი, III კვარტალში - 160.4 მილიონი დოლარი და IV კვარტალში - 120.0 მილიონი დოლარი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 2010 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 174.7 მილიონი დოლარი შეადგინა (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ოდენობის 31.6 პროცენტი), დსთ-ის წევრი ქვეყნებიდან - 68.5 მილიონი დოლარი (12.4 პროცენტი), ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან - 259.6 მილიონი დოლარი (46.9 პროცენტი).

საყურადღებოა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში საქართველოში დაბანდებული პირდაპირი ინვესტიციების ზრდა, რომელიც პირველად 2006 წელს განხორციელდა 8.7 მილიონი დოლარის ოდენობით (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.7 პროცენტი). 2007 წელს მისმა მოცულობამ 14.3 მილიონი დოლარი შეადგინა, 2008 წელს - 23.7 მილიონი დოლარი, 2009 წელს - 30.7 მილიონი დოლარი, ხოლო 2010 წელს 50.2 მილიონი დოლარი (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9.1 პროცენტი).

2010 წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ: ნიდერლანდები (143.2 მილიონი დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.9 პროცენტი), აშშ (108.4 მილიონი დოლარი, 19.6 პროცენტი), რუსეთი (51.3 მილიონი დოლარი, 9.3 პროცენტი), საერთაშორისო ორგანიზაციები (50.2 მილიონი დოლარი, 9.1 პროცენტი), აზერბაიჯანი (46.6 მილიონი დოლარი, 8.4 პროცენტი), არაბთა გაერთიანებული საემიროები (39.9 მილიონი დოლარი, 7.2 პროცენტი), თურქეთი (37.5 მილიონი დოლარი, 6.8 პროცენტი). აღნიშნული მსხვილი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2010 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86,3 პროცენტი შეადგინა. დანარჩენი ინვესტორი ქვეყნებიდან აღსანიშნავია: ვირჯინიის კუნძულები (ბრიტანეთი) – 26.1 მილიონი დოლარი (მთლიანი პირდაპირი

31.6

12.49.1

46.9

2010 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიქვეყნების ჯგუფების მიხედვით, %

ევროკავშირი

დსთ

საერთაშორისო ორგანიზაციები

დანარჩენი

Page 23: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

23  

უცხოური ინვესტიციების 4.7 პროცენტი), ლიხტენშტეინი - 18.7 მილიონი დოლარი (3.4 პროცენტი), ეგვიპტე - 18.0 მილიონი დოლარი (3.3 პროცენტი), იაპონია - 17.6 მილიონი დოლარი (3.2 პროცენტი), გერმანია - 10.8 მილიონი დოლარი (2.0 პროცენტი) და სხვა.

საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიხედვით, 2010 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში - 193.9 მილიონი დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 35.1 პროცენტი), მრეწველობაში - 90.8 მილიონი დოლარი (16.4 პროცენტი), საფინანსო სექტორში - 89.5 მილიონი დოლარი (16.2 პროცენტი), უძრავ ქონებაში - 84.4 მილიონი დოლარი (15.3 პროცენტი). ამ დარგებზე მოდიოდა საქართველოში დაბანდებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83 პროცენტი. ინვესტიციების დანარჩენი ნაწილი განხორციელდა ძირითადად სხვადასხვა მომსახურებაში (განათლება, ჯანდაცვა, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება) – 61.2 მილიონი დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 11.1 პროცენტი), აგრეთვე ენერგეტიკაში - 20.9 მილიონი დოლარი (3.8 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში - 10.6 მილიონი დოლარი (1.9 პროცენტი).

ნიდერლანდები, 25.9

აშშ, 19.6

რუსეთი, 9.3საერთაშორისო

ორგანიზაციები, 9.1

აზერბაიჯანი, 8.4

არაბთა საემიროები, 7.2

თურქეთი, 6.8დანარჩენი, 13.7

2010 წელს საქართველოში განხორციელებულ პირდაპირუცხოურ ინვესტიციებშიუმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი,%

Page 24: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

24  

II. მონეტარული მაჩვენებლები და საბანკო სექტორი

ფულადი აგრეგატები ** 2010 წლის დეკემბრის თვის ბოლოსათვის ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული M0 აგრეგატმა 1,372.99 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.7 პროცენტით ანუ 143.5 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო ნოემბრის თვის მონაცემზე 92.97 მილიონი ლარით მეტია.

2010 წლის ბოლოს სარეზერვო ფულის მასამ 2 081.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემთან შედარებით 106.1 მილიონი ლარით ანუ 5.4 პროცენტით მეტია, ხოლო 2009 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 206.2 მილიონი ლარით ანუ 11.99 პროცენტით აღემატება.

M1 ფულის მასის აგრეგატის მაჩვენებელმა 2010 წლის დეკემბერში შეადგინა 2,325.9 მილიონი ლარი, რაც 2009 წლის ანალოგიურ მონაცემს 25.1 პროცენტით ანუ 465.5 მილიონი ლარით მეტია, ხოლო ნოემბრის თვის მაჩვენებელს კი 92.1 მილიონი ლარით ანუ 4.1 პროცენტით აღემატება.

ფართო ფულის აგრეგატი M2, 2010 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით შეადგენდა 2,738.6 მილიონ ლარს, აღნიშნული მაჩვენებელი 2009 წლის მონაცემს 28.0 პროცენტით ანუ 599.2 მილიონი ლარით, ხოლო ნოემბრის თვის მაჩვენებელს კი 122.7 მილიონი ლარით ანუ 4.7 პროცენტით აღემატება.

2010 წლის დეკემბრის თვის ბოლოსათვის, M3 ფართო ფულის აგრეგატმა 6,275.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის შესაბამის მაჩვენებელს 1,618.9 მილიონი ლარით ანუ 34.8 პროცენტით აღემატება, ხოლო ნოემბრის თვის ანალოგიურ მონაცემზე 419.4 მილიონი ლარით ანუ 7.2 პროცენტით მეტია.

1,100

1,150

1,200

1,250

1,300

1,350

1,400

1,600

1,800

2,000

2,200

2,400

2,600

2,800

მილიო

ნილარ

ი(M

0)

მილიო

ნილარ

ი(M

1; M

2)

თვეები

მონეტარული აგრეგატების (M0, M1, M2) დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

M1 M2 M0

Page 25: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

25  

მონეტარული მაჩვენებლები დასახელება 2010 წლის დეკემბერი 2009 წლის დეკემბერი

ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული M0 (მლნ ლარი) 1,373 1,229 M1 ფულადი აგრეგატი (მლნ ლარი) 2,326 1,859 M2 -ფართო ფული (მლნ ლარი) 2,739 2,139 M3 - ფართო ფული (მლნ ლარი) 6,276 4,657

დოლარიზაციის კოეფიციენტი M2–თან, % 72.15 73.45 ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები (მლნ აშშ დოლარი)

2,263.9

2,110.4

საბანკო სექტორი დასახელება 2010 წლის დეკემბერი 2009 წლის დეკემბერი

დეპოზიტების მოცულობა (მლნ.ლარებში) 4,902.7 3,427.3 სესხების მოცულობა (მლნ. ლარებში) 6,328.9 5,253.9

2010 წლის მეოთხე კვარტალში ფულის ბრუნვის საშუალო სიჩქარემ M2 ფულად აგრეგატთან მიმართებაში პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 6.95, რაც 0.75 პროცენტული პუნქტით ანუ 9.9 პროცენტით ჩამორჩება 2010 წლის მესამე კვარტლის მონაცემს, ხოლო 2009 წლის მეოთხე კვარტლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.44 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

სავალუტო კურსი ** 2010 წლის განმავლობაში ძირითადად შენარჩუნებულ იქნა სტაბილური სავალუტო კურსი, დეკემბრის თვის ბოლოსათვის ნომინალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 1.7728 ლარი შეადგინა, რაც შეეხება ლარის საშუალო ნომინალურ თვიურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან მიმართებაში, იგი 1.7632 დონეზე დაფიქსირდა.

4,600

4,800

5,000

5,200

5,400

5,600

5,800

6,000

6,200

6,400

მილიო

ნილარ

თვეები

მონეტარული აგრეგატი (M3) დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

M3

Page 26: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

26  

2010 წლის ბოლოსათვის ლარის კურსმა 2.35 ლარი შეადგინა ერთ ევროზე, ხოლო ლარის საშუალო თვიურმა კურსმა კი 2.33 ლარი/ევროსთან ნიშნულს მიაღწია, საშუალო წლიური კურსის თვალსაზრისით ლარი ევროსთან 2.36 ნიშნულს გაუტოლდა.

საბანკო დეპოზიტები და სესხები დეპოზიტები ** (ბანკთაშორისო და სამთავრობო დეპოზიტების გარეშე)

საბანკო სისტემაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ (ბანკთაშორისი და სამთავრობო დეპოზიტების გარეშე) 2010 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 4,902.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 43.05 პროცენტით ანუ 1475.4 მილიონი ლარით მეტია, ხოლო ნოემბრის თვის მაჩვენებელზე კი 326.8 მილიონი ლარით ანუ 7.1 მილიონი ლარით მეტი.

1.65

1.7

1.75

1.8

1.85

1.9

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

ლარ

ისკუ

რსი

აშშდოლარ

თან

თვეები

ლარის ოფიციალურის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსის დინამიკა აშშ‐ისდოლართან მიმართებაში 2009  წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

ლარის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან

Page 27: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

27  

დეპოზიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 2010 წლის დეკემბრის ბოლოსათვის წინა თვესთან შედარებით 124.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 1,365.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 455.6 მილიონი ლარით ანუ 50.1 პროცენტით მეტია, ხოლო ნოემბრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტით აღემატება.

ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების სტრუქტურაში 69.8 პროცენტი (952.9 მილიონ ლარი) მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ დეპოზიტებზე მოდის, რაც შეეხება ვადიანი დეპოზიტების მოცულობას ეროვნულ ვალუტაში, ის 405.4 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ნოემბრის მაჩვენებელზე 9.1 პროცენტით ანუ 33.8 მილიონი ლარით მეტია, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 48.3 პროცენტით აღემატება.

ეროვნულ ვალუტაში გადასახდელმა პროცენტებმა დეკემბრის თვის მდგომარეობით 7.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის დეკემბრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია.

დეპოზიტების მოცულობამ უცხოურ ვალუტაში 2010 წლის დეკემბრის თვის ბოლოსათვის ეროვნულ ვალუტაში გამოსახულებით 3,537.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 296.6 მილიონი ლარით ანუ 9.1 პროცენტით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40.5 პროცენტით აღემატება.

უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე ანგარიშებზე 2010 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 1084.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 137.9 მილიონი ლარით ანუ მხოლოდ 13.7 პროცენტით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2010 წლის დეკემბერში გაიზარდა დეპოზიტების მოცულობა უცხოურ ვალუტაში ვადიან ანგარიშებზეც და მან 2397.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 160 მილიონი ლარით ანუ 7.1 პროცენტით აღემატება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2009 წლის მაჩვენებელზე 31.4 პროცენტით მეტს წარმოადგენს.

უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე გადასახდელ პროცენტების მოცულობამ დეკემბრის თვის ბოლოსათვის 54.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2.4 პროცენტით ნაკლებია წინა თვის

3,3003,5003,7003,9004,1004,3004,5004,7004,9005,100

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

მილიო

ნილარ

თვეები

საბანკო სექტორში განთავსებულიდეპოზიტების დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

დეპოზიტები

Page 28: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

28  

მაჩვენებელზე (56.0 მილიონი ლარი), ხოლო 2009 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებელზე 15.8 პროცენტით მეტია.

ფიზიკური პირების მიერ საბანკო სისტემაში განთავსებული მთლიანი დეპოზიტები

2010 წლის დეკემბრის თვის ბოლოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნულ ვალუტით განთავსებულმა დეპოზიტების მოცულობამ 477.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 50.9 მილიონი ლარით ანუ 11.9 პროცენტით მეტია, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 118.2 მილიონი ლარით ანუ 32.9 პროცენტით მეტი. აღნიშნული კატეგორიის დეპოზიტების 65.1 პროცენტი (310.8 მილიონი ლარი) მოთხოვნამდე დეპოზიტებზე მოდის (2009 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 66.2 პროცენტს შეადგენდა), ხოლო 34.9 პროცენტი (166.2 მილიონი ლარი) ვადიან დეპოზიტებზე, რაც თავის მხრივ 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37.1 პროცენტით აღემატება.

კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულმა დეპოზიტების მოცულობამ 2010 წლის დეკემბრის თვის ბოლოსათვის 2,164.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 79.4 მილიონი ლარით ანუ 3.8 პროცენტით მეტია, ხოლო 2009 ანალოგიურ მაჩვენებელს 418.8 მილიონი ლარით ანუ 24.0 პროცენტით აღემატება. აღნიშნული კატეგორიის დეპოზიტების 28.98 პროცენტი (627.2 მილიონი ლარი) დეპოზიტებზე მოთხოვნამდე შეტანილ თანხებზე მოდის (2009 წლის ანალოგიური მაჩვენებელი კი 31.0 პროცენტი იყო), ხოლო 69.0 პროცენტი კი (1,537.2 მილიონი ლარი) ვადიანი დეპოზიტებს უჭირავს.

0

500

1,000

1,500

2,000

2,500

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

მილიო

ნილარ

თვეები

ფიზიკური პირების მიერ საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში

Page 29: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

29  

იურიდიული პირების მიერ საბანკო სისტემაში განთავსებული მთლიანი დეპოზიტები

2010 წლის დეკემბერის ბოლოსათვის იურიდიული პირების მიერ საბანკო სექტორში ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 1,445.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე მხოლოდ 2.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53.4 პროცენტით აღემატება. აღნიშნული სახის დეპოზიტების 85.4 პროცენტი (1,235.4 მილიონი ლარი) მოთხოვნამდე დეპოზიტებზე მოდის (2009 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 88.8 პროცენტი იყო), ხოლო ვადიან დეპოზიტებზე 14.6 პროცენტი (210.3 მილიონი ლარი), რაც წინა თვის მაჩვენებელზე 32.9 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2009 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელს 99.2 პროცენტით აღემატება.

2010 წლის დეკემბერში იურიდიული პირების მიერ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში განთავსებულმა სახსრებმა 1,730.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემზე 164.6 მილიონი ლარით ანუ 10.5 პროცენტით მეტია, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 603.3 მილიონი ლარით აღემატება. აღნიშნული დეპოზიტების 65.8 პროცენტი ანუ 1,138.4 მილიონი ლარი მოთხოვნამდე დეპოზიტების ანგარიშებზე მოდის, ხოლო 34.2 პროცენტი (592.2 მილიონი ლარი) კი ვადიან ანგარიშებზე ნაწილდება, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 16.9 პროცენტით მეტია, ხოლო 2009 წლის დეკემბრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 154.5 მილიონი ლარით ანუ 35.3 პროცენტით აღემატება.

კომერციულ ბანკებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ვადიანი დეპოზიტების განაწილება მოცულობის მიხედვით

2010 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოსათვის (საანგარიშო პერიოდში) დეპოზიტების მოცულობამ 3020.5 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1080.2 მილიონი ლარი) 179.6 პროცენტით ანუ 1940.3 მილიონი ლარით მეტია, ხოლო მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 26 პროცენტით მეტი, დეპოზიტების რაოდენობამ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში 309.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 67.1 ათასი ერეულით ანუ 27.7 პროცენტით მეტია 2009

0

200

400

600

800

1,000

1,200

1,400

1,600

1,800

2,000

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

მილიო

ნილარ

თვეები

იურიდიული პირების მიერ საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში

Page 30: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

30  

წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2010 წლის მესამე კვარტლის მონაცემს 23.5 პროცენტით აღემატება.

დასახელება

lVკვ., 2010 lIIკვ., 2010 IV კვ., 2009 2010 წლის IV კვარტალი 2009

წლის IV კვარტალთან 2010 წლის IV კვარტალი

2010 წლის III კვარტალთან lVკვ., 2010

თანხა

, მი

ლიო

ნი ლ

არი

დეპოზიტ

ების

რაო

დენობა

(ათასი

ერ

თეუ

ლი)

თანხა

, მი

ლიო

ნი ლ

არი

დეპოზიტ

ების

რაო

დენობა

(ათასი

ერ

თეუ

ლი)

თანხა

, მი

ლიო

ნი ლ

არი

დეპოზიტ

ების

რაო

დენობა

(ათასი

ერ

თეუ

ლი)

თანხა

დეპოზიტ

ების

რაო

დენობა

თანხა

დეპოზიტ

ების

რაო

დენობა

შეფარ

დება თანხო

ბრივ

ჭრილ

ში

პროცე

ნტებში

შეფარ

დება დეპოზიტ

ების

რაო

დენობრ

ივ

ჭრილ

ში პროცე

ნტებში

ფარ

დობა

პროცე

ნტებში

მილიო

ნი ლ

არი

ფარ

დობა

პროცე

ნტებში

სხვაობა

ფარ

დობა

პროცე

ნტებში

მილიო

ნი ლ

არი

ფარ

დობა

პროცე

ნტებში

სხვაობა

სულ 3020.5 309.1 2397.9 285.6 1080.2 242.0 279.6% 1940.3 127.7% 67.1 126.0% 622.6 108.2% 23.5 100.0% 100.0%

აქედან:

1-1000 23.5 240.9 22.5 221.3 22.4 193.4 104.9% 1.1 124.6% 47.5 104.2% 1.0 108.9% 19.6 0.8% 78.0%

1001-5000 74.9 37.7 73.9 35.4 57.8 26.1 129.6% 17.1 144.5% 11.6 101.3% 1.0 106.3% 2.2 2.5% 12.2%

5001-25000 237.2 23.2 233.8 22.1 181.8 17.0 130.4% 55.3 136.7% 6.2 101.4% 3.3 105.0% 1.1 7.9% 7.5%

25001-50000 124.3 3.8 118.0 3.5 102.0 3.0 121.8% 22.3 123.6% 0.7 105.4% 6.4 107.1% 0.2 4.1% 1.2%

50001-100000 110.6 1.7 114.2 1.7 96.0 1.4 115.2% 14.6 122.4% 0.3 96.8% -3.6 101.9% 0.0 3.7% 0.6%

100001-250000 150.8 1.0 123.4 0.8 105.1 0.7 143.4% 45.7 145.7% 0.3 122.2% 27.4 122.3% 0.2 5.0% 0.3%

250001-500000 79.2 0.3 62.3 0.2 66.1 0.2 119.8% 13.1 128.4% 0.1 127.0% 16.9 133.9% 0.1 2.6% 0.1%

500001-1000000

91.9 0.1 101.9 0.1 66.3 0.1 138.6% 25.6 135.8% 0.0 90.2% -10.0 98.5% 0.0 3.0% 0.0%

1000000-ზე მეტი

2128.2 0.4 1547.8 0.4 382.6 0.1 556.2% 1745.5 363.5% 0.3 137.5% 580.3 99.5% 0.0 70.5% 0.1%

საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე

2010 წლის დეკემბრის განმავლობაში დეპოზიტების საბაზრო საპროცენტო წლიურმა სარგებელმა 7.9 პროცენტი შეადგინა, რაც ნოემბრის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტული პუნქტით მეტს შეადგენს. ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები ნოემბრის თვესთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 10.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე განაკვეთმა 7.6 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით.

სესხები ** 2010 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით კომერციული ბანკებისადმი ეკონომიკის დავალიანებამ ანუ კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკაში განთავსებულმა სესხების მოცულობამ 6,328.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1074.9 მილიონი ლარით ანუ 20.5 პროცენტით მეტია, ხოლო ნოემბრის თვის მონაცემზე 240.8 მილიონი ლარით ანუ 3.9 პროცენტით მეტი.

Page 31: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

31  

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა და 1,645.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18.7 მილიონი ლარით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 428 მილიონი ლარით ანუ 35.1 პროცენტით აღემატება. აღნიშნული სესხების 42.1 პროცენტი (692.2 მილიონი ლარი) მოკლევადიან სესხებზე მოდის, ხოლო 53.1 პროცენტს (874.6 მილიონი ლარი) გრძელვადიანი სესხები შეადგენს.

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობამ დეკემბრის თვის ბოლოსათვის 4,683.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 222 მილიონი ლარით ანუ 5.0 პროცენტით მეტია. აღნიშნული სესხების 17.98 პროცენტი (842.1 მილიონი ლარი) მოკლევადიან სესხებზე მოდის, ხოლო 78.4 პროცენტს (3,673.4 მილიონი ლარი) გრძელვადიანი სესხები შეადგენს, რაც 118.3 მილიონი ლარით აჭარბებს ნოემბრის თვის მონაცემს.

სულ 2010 წლის დეკემბრის თვის ბოლოსათვის ეკონომიკისადმი მთლიანად გაცემული ვადიანი სესხების მოცულობამ 6,082.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 264.2 მილიონი ლარით აღემატება. მ.შ. მოკლევადიანი სესხების მოცულობამ 1,534.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო გრძელვადიანი სესხების მოცულობამ კი 4,548.0 მილიონი ლარი, რაც ეკონომიკისათვის გაცემული სესხების 74.8 პროცენტს შეადგენს და ნოემბრის თვის მაჩვენებელს 112.1 მილიონი ლარით აღემატება.

საკრედიტო რესურსების განაწილება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მიხედვით

2010 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით საკრედიტო რესურსების განაწილება ეროვნულ ვალუტაში ქვეყნის ეკონომიკის სექტორებს შორის უჩვენებს, რომ კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან (632.0 მილიონი ლარი) მრეწველობაში დაბანდებულ იქნა 145.8 მილიონი ლარი (23.1 პროცენტი), მშენებლობაში 77.2 მილიონი ლარი (12.2 პროცენტი), ვაჭრობაში 268.9 მილიონი ლარი (42.5 პროცენტი), ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში 32.5 მილიონი ლარი (5.1 პროცენტი), სხვა სექტორებში (სასტუმროები და რესტორნები, ფინანსური შუამავლობა, ოპერაციები უძრავი ქონებით), 107.6 მილიონი ლარი (17.0 პროცენტი).

ანალოგიურ პერიოდში იურიდიულ პირებზე საკრედიტო რესურსების (2,978.4 მილიონი ლარი) განაწილება უცხოურ ვალუტაში ქვეყნის ეკონომიკის სექტორებს შორის შემდეგია: მრეწველობა 630.3 მილიონი ლარი (21.2 პროცენტი), მშენებლობა 307.3 მილიონი ლარი (10.3 პროცენტი), ვაჭრობა 1598.5 მილიონი ლარი (53.7 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 55.5 მილიონი ლარი (1.9 პროცენტი), სხვა დანარჩენი სექტორები 386.7 მილიონი ლარი (12.98 პროცენტი).

Page 32: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

32  

2010 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა სესხებზე (ბანკთაშორისო სესხების გარეშე) 17.7 პროცენტი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათ შორის ეროვნულ ვალუტით გაცემულ სესხებზე განაკვეთმა 22.6 პროცენტი შეადგინა, რაც 1.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი 14.9 პროცენტი და იგი 0.8 პროცენტით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მრეწველობა21.5%

მშენებლობა10.6%

ვაჭრობა51.7%

ტრანსპორტი დაკავშირგაბმულობა

2.4%

ეკონომიკის სხვასექტორები

13.7%

კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების სტრუქტურა2011  წლის 1 იანვრის მდგომარეობით

5,200

5,400

5,600

5,800

6,000

6,200

6,400

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

მილიო

ნილარ

თვეები

კომერციული ბანკების სესხების დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

სესხები

Page 33: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

33  

კომერციული ბანკების მიერ საანგარიშო პერიოდში გაცემული სესხების განაწილება მოცულობების მიხედვით

2010 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს გაცემული სესხების მოცულობამ 2943.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 65.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო მესამე კვარტლის მონაცემთან შედარებით 18.8 პროცენტითაა მეტი. აღსანიშნავია, რომ აგრეთვე გაიზარდა სესხების რაოდენობა, რომელთა საერთო რაოდენობამ 1317.6 ათას ერთეულს მიაღწია, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 208.7 ათასი ერთეულით მეტია.

დასახელება

lVკვ., 2010 lIIკვ., 2010 IV კვ., 2009

2010 წლის IV კვარტალი 2009 წლის IV კვარტალთან

2010 წლის IV კვარტალი 2010 წლის

III კვარტალთან lVკვ., 2010

თანხა

, მილ

იონი

ლარ

სესხ

ების

რაო

დენობა

(ათასი ერ

თეუ

ლი)

თანხა

, მილ

იონი

ლარ

სესხ

ების

რაო

დენობა

(ათასი ერ

თეუ

ლი)

თანხა

, მილ

იონი

ლარ

სესხ

ების

რაო

დენობა

(ათასი ერ

თეუ

ლი)

თანხა

სესხ

ების

რაო

დენობა

თანხა

სესხ

ების

რაო

დენობა

შეფარ

დება თანხო

ბრივ

ჭრილ

ში

პროცე

ნტებში

შეფარ

დება დეპოზიტ

ების

რაო

დენობრ

ივ

ჭრილ

ში პროცე

ნტებში

ფარ

დობა

პრ

ოცე

ნტებში

მილიო

ნი ლ

არი

ფარ

დობა

პრ

ოცე

ნტებში

სხვაობა

(ათასებში

)

ფარ

დობა

პრ

ოცე

ნტებში

მილიო

ნი ლ

არი

ფარ

დობა

პრ

ოცე

ნტებში

სხვაობა

(ათასებში

)

სულ 2943.4 1317.6 2194.4 1130.1 1779.2 1108.9 165.4% 1164.2 118.8% 208.7 134.1% 749.0 116.6% 187.5 100.00% 100.00%

აქედან:

1-1000 325.4 1152.2 268.7 992.2 224.9 1009.8 144.7% 100.6 114.1% 142.4 121.1% 56.7 116.1% 160.0 11.06% 87.44%

1001-5000 272.4 139.8 231.2 114.7 162.6 83.2 167.5% 109.8 168.0% 56.6 117.8% 41.2 121.8% 25.1 9.26% 10.61%

5001-25000 182.9 18.1 165.3 16.4 110.6 11.2 165.4% 72.3 162.1% 6.9 110.7% 17.6 110.4% 1.7 6.21% 1.37%

25001-50000 103.6 2.9 96.5 2.7 61.6 1.8 168.1% 42.0 161.0% 1.1 107.4% 7.1 107.8% 0.2 3.52% 0.22%

50001-100000 148.3 2.1 130.7 1.8 86.6 1.2 171.4% 61.8 165.0% 0.8 113.5% 17.6 114.0% 0.3 5.04% 0.16%

100001-250000 222.8 1.4 214.8 1.3 131.3 0.8 169.8% 91.6 164.9% 0.5 103.7% 8.0 104.9% 0.1 7.57% 0.11%

250001-500000 208.2 0.6 186.3 0.5 130.9 0.4 159.1% 77.4 157.9% 0.2 111.8% 21.9 112.2% 0.1 7.07% 0.05%

500001-1000000 244.1 0.3 220.4 0.3 171.4 0.2 142.4% 72.7 141.7% 0.1 110.8% 23.7 113.2% 0.0 8.29% 0.03%

1000000-ზე მეტი 1235.5 0.3 680.4 0.2 699.4 0.2 176.7% 536.1 118.7% 0.0 181.6% 555.1 118.2% 0.0 41.97% 0.02%

უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები

2010 წლის დეკემბერში უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების მოცულობამ 2,866.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელს 20.5 მილიონი ლარით, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს10.8 პროცენტით ანუ 277.1 მილიონი ლარით აღემატება.

2010 წლის დეკემბერში უძრავი ქონების უზრუნველყოფით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობამ 425.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ

Page 34: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

34  

5.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (387.3 მილიონი ლარი) 9.9 პროცენტით აღემატება, რაც შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოურ ვალუტით სესხების მოცულობას იგი დეკემბერში 2441.2 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელზე მხოლოდ 1.9 პროცენტით მეტია, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44.6 მილიონი ლარით აღემატება.

ვადაგადაცილებული სესხები ** 2010 წლის დეკემბრის თვის ბოლოსათვის ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 173.97 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელზე 29.1 მილიონი ლარით ნაკლებია ანუ 14.4 პოცენტით ნაკლებია, ხოლო 2009 წლის დეკემბრის თვის მონაცემზე კი 14.1 მილიონი ლარით ანუ 8.9 პროცენტით

მეტი.

2,750

2,800

2,850

2,900

2,950

3,000

3,050

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

მილიო

ნლარ

ებში

თვეები

კომერციული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის დინამიკა 2009  წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

იპოთეკური სესხები

150

160

170

180

190

200

210

220

230

240

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

მილიო

ნლარ

ებში

თვეები

კომერციული ბანკების მიერ გაცემული ვადაგადაცილებული სესხების დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

ვადაგადაცილებული სესხები

Page 35: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

35  

კომერციული ბანკების საქმიანობის ეფექტურობის ანალიზი ** 2010 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების შემოსავლიანობამ აქტივებზე (ROA) 1.7 პროცენტი შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო კომერციული ბანკების შემოსავლიანობამ კაპიტალზე (ROE) 9.6 პროცენტი შეადგინა და იგი 1.1 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2010 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 156.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით (158.6 მილიონი ლარი), 2.3 მილიონი ლარით ანუ 1.5 პროცენტით ნაკლებია.

‐1

‐0.5

0

0.5

1

1.5

2

2.5

‐6

‐4

‐2

0

2

4

6

8

10

12

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

შემო

საავლიანო

ბააქტივ

ებზე

პროცე

ნტებში

შემო

სავლ

იაონო

ბაკაპი

ტალ

ზე

პროცე

ნტებში

თვეები

კომერციული ბანკების აქტივებსა და კაპიტალზე შემოსავლიანობის დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

შემოსავლიანობა კაპიტალზე შემოსავლიანობა აქტივებზე

‐100

‐50

0

50

100

150

200

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

მილიო

ნლარ

ებში

თვეები

კომერციული ბანკების მიერ მიღებული წმინდა მოგების დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

წმინდა მოგება

Page 36: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

36  

დოლარიზაციის კოეფიციენტი ** 2010 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით დოლარიზაციის კოეფიციენტმა M2 - თან 72.15 პროცენტი შეადგინა, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო წინა თვის მონაცემზე (70.81) 1.34 პროცენტული პუნქტით მეტი.

ელექტრონული ფულადი გზავნილები ** 2010 წლის დეკემბერში, უცხოეთიდან წმინდა ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობამ 89.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18.4 პროცენტით ანუ 13.9 მილიონი აშშ დოლარით მეტია, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.97 პროცენტით ანუ 1.7 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

70

71

72

73

74

75

76

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

პროცე

ნტები

თვეები

დოლარიზაციის კოეფიციენტის ზრდის დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

დოლარიზაციის კოეფიციენტი

48,000

53,000

58,000

63,000

68,000

73,000

78,000

83,000

88,000

93,000

12.09 1.09 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

ათას

აშშდოლარ

ებში

თვეები

ელექტრონული ფულადი გზავნილების (წმინდა) დინამიკა2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით

ფულადი გზავნილები

Page 37: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

37  

დსთ–ს 7 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი) წმინდა უცხოურმა ელექტრონული ფულადი გზავნილების მთლიანმა მოცულობამ დეკემბრის თვეში 59.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში განხორციელებული ელექტრონული გზავნილების 65.8 პროცენტს შეადგენს და წინა თვესთან შედარებით 10.1 მილიონი აშშ დოლარით ანუ 20.6 პროცენტით მეტია, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტით ანუ 1.3 მილიონი აშშ დოლარით აჭარბებს.

ევროგაერთიანების 12 ქვეყნიდან (ავსტრია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი და საფრანგეთი) შემოსულმა წმინდა უცხოური ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობამ 18.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნოემბრის თვეში გადმორიცხული წმინდა უცხოური ელექტრონული გზავნილებზე მეტია (2.5 მილიონი აშშ დოლარით ანუ 15.96 პროცენტით), ხოლო 2009 წლის დეკემბრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 207 ათასი ლარითი ანუ მხოლოდ 1.1 პროცენტით ჩამორჩება.

აშშ–ის ხვედრითმა წილმა მთლიან წმინდა ელექტრონულ ფულად გზავნილებში 2010 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით 7.1 პროცენტი შეადგინა და იგი ნოემბრის თვის შესაბამის მონაცემს 12.5 პროცენტით ანუ 705 ათასი ლარით აღემატება. აღნიშნული ქვეყნიდან წმინდა ელექტრონული ფულადი გზავნილების აბსოლუტურმა მოცულობამ დეკემბრის თვეში 6.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დანარჩენი ქვეყნების (არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, ისრაელი, კანადა, შვეიცარია და სხვა) ხვედრითი წილმა მთლიან წმინდა ელექტრონულ ფულად გზავნილებში 6.8 პროცენტი შეადგინა, რაც აბსოლუტურ გამოსახულებაში 6.1 მილიონ აშშ დოლარს წარმოადგენს.

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები **

2010 წლის დეკემბერში ოფიციალურმა საერთაშორისო რეზერვებმა 2,263.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით მეტია, ხოლო ნოემბრის თვის მონაცემს 0.9 პროცენტით ანუ 20.8 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. საერთაშორისო რეზერვების მიმდინარე სტრუქტურაში 2,041.4 მილიონი აშშ დოლარი მოდის უცხოური ვალუტის რეზერვებზე, მათ შორის 966.9 მილიონი აშშ დოლარი ფასიან ქაღალდებზე, ხოლო 1074.4 მილიონი აშშ დოლარი ნაღდ უცხოურ ვალუტასა და დეპოზიტებზე.

Page 38: informacia saqarTvelos 2010 wlis ekonomikuri maCveneblebis ... · რომ წლის მეორე ნახევარი, პირველ ნახევართან

38  

* წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ∗∗ წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

*** www.fao.org/index_en.htm

                                                            

18001850190019502000205021002150220022502300

12.09 1.10 2.10 3.10 4.10 5.10 6.10 7.10 8.10 9.10 10.10 11.10 12.10

მილიო

ნიაშშდოლარ

ები

თვეები

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებისდინამიკა2009 წლისდეკემბრიდან 2010 წლისდეკემბრიდან ჩათვლით

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები

0

500

1,000

1,500

2,000

2,500

2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010

მილიო

ნიაშშდოლარ

წლები

ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების დინამიკა2003–2010 წლებში