gba.ge - ECtHR.pdf · 2020. 12. 1. · პუბლიკაციის...

124
კრებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებები საქართველოს წინააღმდეგ (2005-2019) www.gba.ge

Transcript of gba.ge - ECtHR.pdf · 2020. 12. 1. · პუბლიკაციის...

  • კ რ ე ბ უ ლ ი

    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებები საქართველოს წინააღმდეგ (2005-2019)

    www.gba.ge

  • პუბლიკაციის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

    This publication is made possible by the support of the American People through the United States Agency for International Development (USAID). The contents of this publication are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of East West Management Institute, USAID or the United States Government.

  • 3

    წინასიტყვაობაადამიანის უფლებათა ევროპული დაცვის სისტემა საქართველოში აქტუალურია 1999 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე გახდა. დღემდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განვითარებული აქვს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პრაქტიკა საქართველოსთან მიმართებით. საქართველოში იურიდიული პროფესიის სხვადასხვა წარმომადგენლებს (მოსამართლეებს, ადვოკატებს, სამართალდამცავებს, საკანონმდებლო მუშაობის ექსპერტებს, მეცნიერებს, მკვლევარებს, უფლებადამცველებს და სხვ.) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას სულ უფრო და უფრო მეტად სჭირდებათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა, მეტადრე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გათვითცნობიერება საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში.

    წინამდებარე პუბლიკაციაში თავმოყრილია საქართველოს მიმართ 2005-2019 წლებში გამოტანილი განჩინებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-18 მუხლების, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის და მე-7 ოქმის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე. თითოეული განჩინება მომზადებულია ისეთი ფორმატით, რომ მკითხველს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ძალიან მოკლე დროში; აგრეთვე, განჩინებები დალაგებულია თემატურად და ქრონოლოგიურად. ამ გზით პუბლიკაცია უადვილებს პროფესიონალებს საქართველოს მიმართ განვითარებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოძიებას, საფუძვლიანად გაცნობას და, რაც მთავარია, ეფექტიან გამოყენებას პროფესიულ საქმიანობაში. მომდევნო წელს იგეგმება მეორე გამოცემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის განჩინებები, რომლებიც დანარჩენ მუხლებს (მე-2, მე-3, მე-5, და ა.შ) ეხება.

  • 4

    მუხლი 6 § 1სასამართლოს ხელმისაწვდომობა

    სასჯელის ათვლის თარიღის დაზუსტება მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე: დარღვევა

    კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ / Kereselidze v. Georgia 39718/09 .................................................... 7

    სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივრის დაუშვებლობა: არ არის დარღვევა

    ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ / Kuparadze v. Georgia 30743/09 .......................................................... 9

    საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმა სასამართლო ბაჟის გადაუხდელობის გამო:

    დარღვევა

    საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ / FC Mretebi v. Georgia 38736/04 .................. 10

    სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ბაჟის გადაუხდელობის გამო:

    დარღვევა

    აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ / Apostol v. Georgia 40765/02............................................................ 12

    მოსარჩელისთვის სარჩელზე ხარვეზის დადგენის შეუტყობინებლობა: დარღვევა

    ქიძინიძე საქართველოს წინააღმდეგ / Kidzinidze v. Georgia 69852/01 .......................................................... 13

    კანონის საფუძველზე შექმნილი ტრიბუნალი საქმის განხილვა კოლეგიის მიერ, რომლის შემადგენლობა არ ყოფილა განსაზღვრული კანონის

    საფუძველზე: დარღვევა

    გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ / Gorgiladze v. Georgia 4313/04 ....................................................... 15

    ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Panjikidze and others v. Georgia 30323/02 ................... 16

    მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხის განხილვა ზემდგომ

    ინსტანციაში ნაწილობრივ იმავე შემადგენლობის მიერ: დარღვევა

    გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ / Gabaidze v. Georgia 13723/06 .............................................................. 19

    სტურუა საქართველოს წინააღმდეგ / Sturua v. Georgia 45729/05 ................................................................... 20

    დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალიმოსამართლეების სავარაუდო მიკერძოება სამივე ინსტანციის სასამართლოში სატელევიზიო

    კომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე: არ არის დარღვევა

    სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / LTD Rustavi 2 and others v.

    Georgia 16812/17 ................................................................................................................................................... 21

    მხარეთა შეჯიბრებითობაჩხრეკის კანონიერების გასაჩივრების ეფექტიანი შესაძლებლობის არქონა: დარღვევა

    კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Kobiashvili v. Georgia 364516/06 .................................................. 24

    დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო: დარღვევა

    ბართაია საქართველოს წინააღმდეგ / Bartaia v. Georgia 10978/06 ................................................................ 26

    დანაშაულის პროვოკაციის შესახებ განაცხადის არასათანადო განხილვა: დარღვევა

    ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ / Tchokhonelidze v. Georgia 31536/07 ........................................... 28

    დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როდესაც არ არის მიღებული საკმარისი ზომები

    უწყების ჩასაბარებლად: დარღვევა

    გახარია საქართველოს წინააღმდეგ / Gakharia v. Georgia 30459/13 .............................................................. 29

    სარჩევი

  • 5

    დავის განახლება საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მხარის

    მონაწილეობის გარეშე: დარღვევა

    ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ / Tchitchinadze v. Georgia 18156/05 ..................................................... 31

    სასამართლოს მიერ ერთი მხარის არახელსაყრელ პირობებში ჩაყენება მეორე მხარესთან

    შედარებით: დარღვევა

    დონაძე საქართველოს წინააღმდეგ / Donadze v. Georgia 74644/01 ............................................................... 34

    გონივრული ვადის მოთხოვნაადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების

    გაჭიანურება: დარღვევა

    კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ / Kvitsiani v. Georgia 16277/07 .................................................................... 36

    სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების გაჭიანურება: დარღვევა

    კობელიანი საქართველოს წინააღმდეგ / Kobelyan v. Georgia 40022/05 ........................................................ 37

    სამოქალაქო საქმის განხილვის გაჭიანურება: დარღვევა

    ხარიტონაშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Kharitonashvili v. Georgia 41957/04 ...................................... 38

    ქიძინიძე საქართველოს წინააღმდეგ / Kidzinidze v. Georgia 69852/01 .......................................................... 39

    ზეპირი მოსმენაშემცვლელი მოსამართლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოწმეთა უშუალოდ

    მოსმენის გარეშე: დარღვევა

    სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ / Svanidze v. Georgia 37809/08 ............................................................. 40

    საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა: არ არის დარღვევა

    მუმლაძე საქართველოს წინააღმდეგ / Mumladze v. Georgia 30097/03 .......................................................... 41

    გოგოლაძე საქართველოს წინააღმდეგ / Gogoladze v. Georgia 4683/03 ......................................................... 42

    ოგანოვა საქართველოს წინააღმდეგ / Oganova v. Georgia 25717/03 ............................................................. 43

    რიჟამაძე საქართველოს წინააღმდეგ / Rizhamadze v. Georgia 2745/03 ......................................................... 44

    საქმის სამართლიანი განხილვაწამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენების დაუშვებლად ცნობა და წამების შემდეგ,

    განმეორებით მიცემული აღიარებითი ჩვენების დაშვება: დარღვევა

    მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ / Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia 21571/05 ....46

    მთლიანი სამართალწარმოების სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენება: არ არის დარღვევა

    გოლოშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Goloshvili v. Georgia 45566/08 ..................................................... 48

    გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Goginashvili v. Georgia 47729/08 ............................................... 49

    მგელაძე საქართველოს წინააღმდეგ / Mgeladze v. Georgia 74909/01 ............................................................ 50

    სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაგამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობა: დარღვევა

    როსტომაშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Rostomashvili v. Georgia 13185/07 ......................................... 52

    ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ / Tchankotadze v. Georgia 15256/05.................................................. 53

    სამოქალაქო სამართლებრივ დავაზე სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა:

    დარღვევა

    ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ / Jgarkava v. Georgia 7932/03.............................................................. 55

  • 6

    სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა რეგისტრაციის ორგანოს მიერ მასში

    შესწორების შეტანის მოთხოვნის გამო: დარღვევა

    დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ / Dadiani and Machabeli v. Georgia 8252/08 ................ 57

    ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ გამოტანილი

    გადაწყვეტილების აღუსრულებლობა: დარღვევა

    ამატ.ჯი და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Amat.ge LTD and Mebaghishvili v. Georgia 2507/03 ... 58

    შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ /„IZA“ LTD and Makrakhidze v. Georgia ...................... 60

    მუხლი 6 § 2უდანაშაულობის პრეზუმფცია

    ხელისუფლების მიერ განმცხადებლის „მამხილებელი“ დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერის

    გავრცელება: დარღვევა

    ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Batiashvili v. Georgia 8284/07 ...................................................... 62

    მაღალი თანამდებობის პირის საჯარო კომენტარი განმცხადებლის დაკავებასთან დაკავშირებით:

    არ არის დარღვევა

    ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ / Natsvlishvili and Togonidze v. Georgia 9043/05 .........63

    მუხლი 6 § 3 (დ)მოწმეების დაკითხვა თანაბარ პირობებში

    გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება სასამართლოს სხდომაზე გამოუკვლეველ

    მტკიცებულებაზე: დარღვევა

    ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ / Kartsivadze v. Georgia 30680/09 ...................................................... 66

    სასამართლოს უარი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე: დარღვევა

    ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ / Bregvadze v. Georgia 49284/09 ......................................................... 68

    ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Kartvelishvili v. Georgia 17716/08......................................... 70

    დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გაუთვალისწინებლობა: არ არის

    დარღვევა

    ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ / Kuparadze v. Georgia 30743/09; 21.09.2017 .................................... 71

    მუხლი 7არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე

    სასაუბრო გამოთქმის გამოყენება დანაშაულის შემადგენლობის განსაზღვრისას: არ არის

    დარღვევა

    აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ / Ashlarba v. Georgia 45554/08 ............................................................. 72

    მუხლი 8 პირადი ცხოვრებისა და საცხოვრისის პასტივისცემა

    თბოელექტროსადგურის საქმიანობის ზემოქმედება ახლომდებარე შენობის მაცხოვრებლებზე:

    დარღვევა

    ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Jugheli and Others v. Georgia 38342/05 ............................ 74

  • 7

    რეპუტაციამინისტრის მიერ სხვა პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვა ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე:

    დარღვევა

    ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ / Jishkariani v. Georgia 18925/09 ...................................................... 75

    მოწმის სახით დასაკითხი პირის ფოტოს გამოქვეყნება ძებნილთა დაფაზე: დარღვევა

    ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Nikolaishvili v. Georgia 37048/04 ............................................. 77

    ღირსებისა და პატივის შელახვისგან დაცვის ეფექტიანი საშუალების არარსებობა: დარღვევა

    გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ / Gurgenidze v. Georgia 71678/01 ...................................................... 79

    ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასასამართლოს ბრძანება ბავშვების ნების საწინააღმდეგოდ, მათი მამასთან დაბრუნების შესახებ:

    დარღვევა

    ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / N. T.S. and Others v. Georgia 71776/12 .................................... 81

    ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მისი საუკეთესო ინტერესების

    გაუთვალისწინებლად: დარღვევა

    გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ / G.S. v. Georgia 12361/13 .............................................................................. 83

    მუხლი 9რელიგიის თავისუფლება

    იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებელი ორგანოების რეაგირების

    არარსებობა: დარღვევა

    ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Tsarttsidze and Others v. Georgia 18766/04 ..................... 86

    ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Begheluri and Others v. Georgia 28490/02 ................... 89

    იეჰოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ / 97

    Members of The Gldani Gongregation of Jehovah’s Witnesses and 4 Others v. Georgia 71156/01 ..................... 90

    მუხლი 10მედიის თავისუფლება

    მედიის პასუხისმგებლობა პოლიტიკოსის ქონებრივ მდგომარეობის შესახებ კრიტიკული სტატიის

    გამო: დარღვევა

    გორელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Gorelishvili v. Georgia 12979/04 ............................................... 93

    მუხლი 11 შეკრების თავისუფლება

    უნივერსიტეტის პროფესორების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რექტორის კაბინეტში

    შეჭრის გამო: არ არის დარღვევა

    ტუსკია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Tuskia and Others v. Georgia 14237/07 ............................... 96

    ხელისუფლების ორგანოების წარუმატებლობა მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფასა და

    მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვაში: დარღვევა

    იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Identoba and Others v. Georgia 73235/12 ..................... 98

    სასამართლოს ეზოში მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაპატიმრება: დარღვევა

    კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Kakabadze and Others v. Georgia 1484/07 ...................... 99

  • 8

    მუხლი 18 უფლების შეზღუდვის ფარგლები

    ოპოზიციის ლიდერის წინასწარი პატიმრობის კანონიერი მიზნის შეცვლა სხვა უპირატესი მიზნით:

    დარღვევა

    მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ / Merabishvili v. Georgia 72508/13 .............................................. 102

    1-ლი ოქმის 1-ლი მუხლისაკუთრების უფლება

    ქონების ექსპროპრიაციის გამო კომპენსაციის გამოთვლის მეთოდის სამართლიანობა: დარღვევა

    ხიზანაშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ / Khizanishvili and Kandelaki v. Georgia

    25601/12 .............................................................................................................................................................. 107

    ბრალდებულისთვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა: არ არის დარღვევა

    გოგიტიძე საქართველოს წინააღმდეგ / Gogitidze v. Georgia 36862/05 ......................................................... 109

    უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრის პენსიის ოდენობის განსაზვრის წესის ცვლილება: არ

    არის დარღვევა

    ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ / Khoniakina v. Georgia 17767/08..................................................... 112

    იძულებით გადაადგილებული პირების ძალის გამოყენებით გამოსახლება სახელმწიფოს მიერ

    გადაცემული საცხოვრებლიდან: დარღვევა

    საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Saghinadze and Others v. Georgia 18768/05 ................ 114

    პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ კომპენსაციის გაუცემლობა შესაბამისი

    ნორმატიული აქტის არარსებობის გამო: დარღვევა

    კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ / Klaus and Yuri Kiladze v. Georgia 7975/06 ........ 117

    ოქმი 7; მუხლი 2სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება

    საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ხარვეზები და გასაჩივრების შეუძლებლობა: არ არის

    დარღვევა

    ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ / Natsvlishvili and Togonidze v. Georgia 9043/05 .... 119

    ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრების შეუძლებლობა: დარღვევა

    კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ / Kakabadze and Others v. Georgia 1484/07 .................... 119

  • 9 მუხლი 6§1

    სასამართლოს ხელმისაწვდომობა

    კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ1

    KERESELIDZE V. GEORGIA№ 39718/09; 28.03.2019

    სასჯელის ათვლის თარიღის დაზუსტება მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე: დარღვევა

    ფაქტები: 2006 წლის 12 აპრილს განმცხადებელი ირაკლი კერესელიძე მსაჯვრდებულად ცნო სასამართლომ პენიტენციური დაწესებულე-ბიდან გაქცევის მცდელობისა და ოფიციალური დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისა კუთ-რების გამო; ამისთვის შეუფარდა 4 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ დროი-სათვის ის უკვე იყო მსჯავრდებული დამამ ძი-მებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის გამო და სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. პირველი

    1 https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22fulltext%22:[%22\%-22CASE%20OF%20KERESELIDZE%20v.%20GEOR-GIA\%22%22],%22languageisocode%22:[%22ENG%22],%22doc-umentcollectionid2%22:[%22JUDGMENTS%22],%22itemid%22:[%22001-191909%22]}

    ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განა-ჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლა დაიწყებოდა მეორე დანაშაულის ჩადენის დღიდან.

    ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შეი-ცვალა სისხლის სამართლის კოდექსის დებუ-ლება, რომელიც არეგულირებდა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დადგენის წესს და განისაზღვრა, რომ საბოლოო სასჯელი აითვლე-ბოდა ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან. შესწორებული კანონი პირდაპირ არ ითვალის-წინებდა მისი უკუძალის საკითხს.

    პარალელურად, 2007 წლის 20 აპრილს განმ-ცხადებლის მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონში შესული სხვა ცვლილების შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ გან მც -ხადებლის პირველი მსჯავრდებისთვის განსა-

    მუხლი 6§1

    საქმის სამართლიანი განხილვის უფლება

    „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის

    წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია

    გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის

    საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო

    გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე

    პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის,

    საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც

    ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა,

    რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების

    არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს“.

  • 10 მუხლი 6§1

    ზღვრული სასჯელის ვადა შეამცირა 15 წლით თავი სუფლების აღკვეთამდე. უზენაეს სასა მარ-თლოს არ გაუკეთებია მითითება მეორე მსჯა ვრ-დებასა და საბოლოო სასჯელის ათვლის დროზე.

    2008 წლის 8 თებერვალს, ასევე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, უზენაესმა სასამართ-ლომ დააზუსტა, რომ საბოლოო სასჯელის - 8 წლისა და 6 თვის - ათვლა დაიწყებოდა მეორე და ნა შაულის ჩადენის დღიდან და მისი ვადა ამოი წურებოდა 2010 წლის 29 სექტემბერს.

    2008 წლის 3 დეკემბერს, უზენაესი სასამარ-თლოს ზემოთ აღნიშნული განჩინებების გათ-ვა ლისწინების გარეშე, თბილისის სააპე ლაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა განმ ცხა-დებლის მეორე მსჯავრდება და დარ ჩენილი სასჯელის ვადა განსაზღვრა ცამეტი წლითა და ექვსი თვით, რომლის ათვლის თარიღად მიუთითა დანაშაულის ჩადენის დღე. ამ წესით სასჯელის ვადა დასრულდებოდა 2015 წლის 29 სექტემბერს. აღნიშნული გადა წყვეტი-ლება განმცხადებელმა გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. ამ უკანასკნელის მიერ საჩივ-რის განხილვამდე სააპელაციო სასა მართ-ლომ, წერილობითი პროცედურის შედე გად და მხარეთა მონაწილეობის გარეშე, სისხ ლის სამართლის კოდექსის 615-ე მუხლზე დაყრ-დნობით, მიიღო განჩინება განაჩენში უზუს-ტობის აღმოფხვრის შესახებ. შესწორების შედე-გად, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის დაწყების დროდ განისაზღვრა მეო-რე მსჯავრ დებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრის დრო. უზენაესმა სასამართლომ განმცხადებლის საჩივრის განხილვის შედეგად გამოიტანა განჩინება - გაითვალისწინა წინა განჩინებით მის მიერ შემცირებული სასჯელის ვადა პირვე-ლი მსჯავრდებისთვის, ასევე, შეამცირა მეორე მსჯავრ დებისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა და დაადგინა, რომ ხელახლა დაანგარიშებული საბოლოო სასჯელის ვადა აითვლებოდა მეორე დანაშულისთვის სასჯელის განსაზღვრის დღი-დან ანუ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას. შესა-ბამისად, სასჯელი ამოიწურებოდა 2013 წლის 12 აპრილს. განმცხადებლის მოთხოვნა, შეტანილიყო ცვლილება უზენაესი სასამართლოს განჩინებაში სასჯელის ათვლის დროის განსა ზღვრის ნაწილში, უარყოფილ იქნა. საბო ლოოდ განმცხადებელი გაათავისუფლეს 2013 წლის იანვარში ამნისტიის შედეგად.

    სამართალი - მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი: ბატონმა კერესელიძემ ევროპული სასამართლოს წინაშე გაასაჩივრა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა, იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა, უშუალო მონაწილეობა მიეღო პროცესში. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მხო-ლოდ უზენაესი სასამართლოს საბოლოო გან -ჩინებით გახდა მისთვის ცნობილი გადაწყვე-ტილებაში არსებული უზუსტობის აღმო ფხვრის შესახებ; ეს შესწორება ეწინააღმ დეგებოდა უზე-ნაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის საბოლოო განჩინებას, რომლითაც დადგინდა მისი განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯე ლის ათვლის განსხვავებული თარიღი, სახელდობრ, 2010 წლის 29 სექტემბერი. განმცხადებელმა, ასევე, მიუთითა, რომ მისი სააპელაციო საჩი-ვარი იყო სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ერთადერთი საფუძველი; სასჯელის ათვლის ნა წილში ცვლილების შეტანა კი ზრდიდა მისი სასჯელის ხანგრძლივობას. აღნიშნული ვითა -რება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის პირ ველ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფდა სამარ თალწარმოებაში მსჯავრდებულის მდგო-მარეობის გაუარესებისაგან დაცვას, პროკურა-ტურის მხრიდან საჩივრის არარსებობის პირო-ბებში.

    ევროპული სასამართლოს შეფასებით, გან მც-ხადებლის საჩივარი შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების კუთხით ან საქმეზე ზეპირი მოსმენის უფლების ჭრილში; თუმცა, რომელი პერსპექტივიდანაც არ უნდა შეფასდეს, საქმის მთავარი არსი, ნებისმიერ შემთხვევაში, მდგომარეობს იმაში, რომ განმ-ცხადებელთან მიმართებით ცვლილებები გან-ხორ ციელდა ისეთი გზით, რომ მას არ მიეცა შე სა ძლებლობა, ზეპირად ან წერილობით წარე-დ გინა საკუთარი არგუმენტები განაჩენთა ერთო-ბლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, რითაც სისხლის სამართალწარმოება გახდა უსამართლო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გაგებით.

    დასკვნა: კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი: დარღვევა;კონვენციის 41-მუხლი: 1 ევრო.შენიშვნა: აგრეთვე, არ დადგინდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.

  • 11 მუხლი 6§1

    ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ2

    KUPARADZE V. GEORGIA№ 30743/09; 21.09.2017

    სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივრის დაუშვებლობა: არ არის დარღვევა

    ფაქტები: განმცხადებელი გვანცა ყუფარაძე დაიბადა 1992 წელს. 2007 წლის 12 ივნისს თბი-ლისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშა-ვედ ცნო თანაკლასელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. სამართალწარმოებისას გან მცხა-დებელი ამტკიცებდა, რომ ოთხი ახალ გაზრდა მამაკაცი სკოლის ეზოში შემოი პარა, ორი მათ-განი თავს დაესხა დაზარა ლებულს და ორი დანის გამოყენებით დაჭრა. დაზარა ლებული კი აცხადებდა, რომ მას თავს დაესხა განმცხადებელი, რომელმაც ხელები გაუკავა და შემდეგ რამ-დენჯერმე დანა ჩაარტყა. დაზარალებულმა მოახერხა სკოლის საკალათ ბურთო მოედანზე გაქცევა, სადაც ის იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტს სხვა თვითმხილველი არ ესწრებოდა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა დაზარალებულის ჩვენებასა და რამდენიმე ექსპერტიზის დასკვ ნას; მათ შორის, ერთ-ერთი დასკვნა ადგენდა, რომ მსხვერ-პლის ტანსაცმლის ქსოვილი განმცხადებლის ტანსაცმელზე აღმოაჩინეს. განმ ცხადებელს შეუფარდეს ხუთი წლით თა ვისუფლების აღ-კვეთა და ხუთი წლით პირო ბითი მსჯავრი. მან საჩივარი შეიტანა საა პელაციო სასამართლოში და წარადგინა ორი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომ ლის მიხედვით, დაზარალებულის მიმართ გამოი ყენეს არა ერთი, როგორც ამას თავად ამტ კიცებდა, არამედ ორი დანა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ალტერნა-ტიული ექსპერტიზის დასკვნები იმ საფუძვლით, რომ ისინი სპეკულაციურ ხასიათს ატარებდა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2008 წლის 12 სექტემბერს უზე ნაესმა სასამართლომ, ზეპირი განხილვის გარეშე, დაუშვებლად ცნო განმცხადებლის საჩი-ვარი. ევროპული სასამართლოს წინაშე გან-მცხადებელმა გაასაჩივრა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ორი ალტერნატიული ექსპერტი-

    2 https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22fulltext%22:[%22\%-22CASE%20OF%20KUPARADZE%20v.%20GEOR-GIA\%22%22],%22languageisocode%22:[%22ENG%22],%22doc-umentcollectionid2%22:[%22JUDGMENTS%22],%22itemid%22:[%22001-177074%22]}

    ზის დასკვნის ადეკვატურად შეუფასებლობა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, აგრეთვე, უზენაესი სასა მარ-თლოს მიერ მისი საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

    სამართალი - კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი: ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლოს უფლება“, რომლის ერთ-ერთი ასპექტიც არის სასამართლოსადმი ხელ-მისაწვდომობა, არ არის აბსოლუტური უფლება; დასაშვებობის კრი ტე რიუმების განსაზღვრის ნაწილში სახელმ წიფოს აქვს შეფა სების ფარ-თო არე; ამას თან, სასამართლო სადმი ხელ-მისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს იმ ხარის-ხით, რომ დაირღვეს უფლე ბის არსი; ასე თი შეზღუდვა უნდა ემსახურებო დეს ლეგი ტიმუ-რი მიზნის მიღწევას და უნდა იყოს ამ მიზ-ნის პროპორციული. განსახილველ საქმე ში შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანია მართ ლ მსა-ჯულების ჯეროვნად განხორციელება. სა ქარ -თველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტან-ციების სასამართლოებისგან განსხვა ვე ბით, საქმეს არსებითად არ განიხილავს და მი სი როლი შემოიფარგლება სპეციფიკური სამარ-თლებრივი საკითხების გადაწყვეტით. ასეთ ვი-თარებაში, ევროპული სასამართლო იმეო რებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართ ლო უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე შესაბამისი სა-მარ თლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნების თვის. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე უარის თქმის გა-მო, სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობის უფ ლება არ დარღვეულა.

    ვინაიდან განმცხადებლის საჩივარი ეხებო-და ეროვნული სასამართლოების მიერ მტკი-ცებულებების შეფასებას და მთელი სამართალ-წარმოების შედეგს, ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ კონვენციის მე-19 მუხლის მი ხე დვით, მისი ვალდებულებაა, შეამოწმოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ კონ-ვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით ნა-კისრი ვალდებულებების შესრულება. მისი ფუნქ ცია არ არის ეროვნული სასამართლოების მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი საკით-ხების შეფასებისას დაშვებული შეცდომების გას წორება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამან გამოი წვია კონვენციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

  • 12 მუხლი 6§1

    ევროპული სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება განმცხადებლის მიერ მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსიის გასამყარებლად წარმო-დგენილი ორი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის გაუთვალისწინებლობის შესახებ, ღიაა გარკვეული კრიტიკისთვის; განსაკუთრებით, გადაწყვეტილებაში გამოხატული მოსაზრება, რომ მითითებული დასკვნები არ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდა; თუმცა, სასამართ-ლოს გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ნათ-ლად ჩანს, რომ მან განიხილა აღნიშნული ექს-პერტიზის დასკვნები, შეაფასა ეროვნული კანონ მდებლობის შესაბამისად და მიიჩნია, რომ მათ არ ჰქონდა ღირებულება საქმისათვის. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ უპა-სუხა განმცხადებლის არგუმენტს იმის შესახებ, რომ დაზარალებული ცემა და დაჭრა ორმა ახალ გაზრდა მამაკაცმა; კერძოდ, დაადგინა, რომ აღნიშნული ჩვენება არ დასტურდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო დას-კვნა გამორიცხავდა ცემის ფიზიკურ ნიშნებს. დამატებით, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდა ექსპერტის დასკვნას, რომლის ავთენტურობა და სიზუსტე არ გამხ-დარა სადავო სამართალწარმოების რომე ლიმე ეტაპზე. შესაბამისად, აღწერილი გარე მოებების გათვალისწინებით, განმცხა დე ბელი სარგებლობდა შეჯიბრებითი სამართალ წარ მოებით.

    დასკვნა: კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ცალკე ან მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან ერთობლიობაში: არ არის დარღვევა.კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის ნაწილში: არ არის დარღვევა.

    საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგFC MRETEBI V. GEORGIA № 38736/04; 31.07.2007

    საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმა სასამართლო ბაჟის გადაუხდელობის გამო: დარღვევა

    ფაქტები: 1992 წლის 11 ივლისს განმცხადებელმა- საფეხურთო კლუბ „მრეტებმა“ დადო ხელშეკრუ-ლება საფეხბურთო კლუბ „დინა მოსთან“ ფეხბურ-თელ გიორგი ქინქლაძის ტრანსფერის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში, ფეხბურთელის „დინამოდან“ საზღვარგარეთ ტრანსფერის შემთხვევაში, განმცხადებელი მიიღებდა ანაზღაურების 50%-ს. 1995 წელს ბატონი ქინქლაძე შეუერთდა ინგლისურ კლუბ „მანჩესტერ სითის“. სანაცვლოდ „დინამომ“ მიიღო 1,820,000 ევრო; თუმცა, განმცხადებლისთვის წილის გადახდის პირობა არ შეასრულა. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის წარმოება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში. საბო-ლოოდ, „დინამოს“ „მრეტების“ სასარგებლოდ დაეკისრა 236 000 ევროს გადახდა. ვინაიდან მოსალოდნელი ანაღაურების მხოლოდ ნაწილი მიიღო, განმცხადებელმა სარჩელით მიმართა ადგილობრივ სასამართლოს. როგორც პირველ, ასევე, მეორე ინსტანციაში განმცხადებელმა გა-დაი ხადა 5000 ლარი. ორივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ „მრეტების“ მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. საკასაციო ეტაპზე განმცხადებელმა ვერ შეძლო იმავე ოდენობის ბაჟის გადახდა. 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ მას უარი უთხრა ბაჟისგან სრულად ან ნაწილობრივ განთავისუფლებაზე და, 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. განმცხადებელმა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.

    სამართალი - კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი: აღნიშნული დებულება ყველასთვის უზრუნველყოფს უფლებას, ნებისმიერი საჩივრით მიმართოს სასამართლოს საკუთარი სამოქა-ლაქო უფლებებისა და მოვალეობების დასა-ცა ვად. კონვენციის მაღალ ხელშემკვრელ მხა-რეებს მოეთხოვებათ, თავიანთი იურისდიქციის ფარგ ლებში, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი სათვის უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური

  • 13 მუხლი 6§1

    გარან ტიები როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, ზემდგომ ინსტანციებში. შესაბამისად, უდავოა, რომ განმცხადებელს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით მინი-ჭებული ჰქონდა უფლება – მისი საქმე განე ხილა უზენაეს სასამართლოს, მაგრამ ამ უკანას კნელის გადაწყვეტილებებით, ეს უფლება შეეზღუდა.

    ევროპულმა სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ამ შეზღუდვით ხომ არ დარღვეულა განმცხადებ-ლის უფლების არსი. სამოქალაქო საქმეებზე ბაჟის გადახდის მოთხოვნა, როგორც პროცესის ინიცირების წინაპირობა, თავისთავად არ არის შეუთავსებელი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტთან; თუმცა, ასეთი ბაჟის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის ინდივიდუალური გარე-მოებების მიხედვით, მათ შორის, განმ ცხა-დებლის გადამხდელუნარიანობისა და სამარ-თალწარმოების სტადიის გათვალის წინებით; უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელ მისაწვდომობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეესაბამება ლეგიტიმურ მიზანს და გამოყენებული საშუა ლებები დასახული მიზნის პროპორციულია.

    განსახილველ საქმეში განმცხადებელმა ორჯერ გადაიხადა სასამართლო ბაჟი – 5 000 ლარი, მაგრამ მისი მესამადაც გადახდა ბოლო ინს-ტან ციაში ვეღარ შეძლო. ევროპული სასა მართ-ლოს შეფასებით, მთავრობის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში „უღარიბეს საფეხ-ბურ თო კლუბსაც“ კი შეუძლია გაიღოს ასეთი ხარჯები, არის ჰიპოთეტური მსჯელობა და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. საქმის მასალების მიხედვით, განმცხადებელი გაკოტ-რებული იყო, იმდენად, რომ ეროვნულ ჩემპიო-ნატში მონაწილეობისგანაც თავი შეიკავა, რადგან მონაწილეობის გადასახადს ვერ იხდიდა.

    ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ მთავ-რობის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექ-სის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითი თება, რომელიც მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაბ-რად აკისრებს მტკიცების ტვირთს, შეუსაბამოა. წარმოდგენილ საქმეში პრობლემა არსებობს არა მხარეთა შორის, არამედ მხარესა და მართლ-მსაჯულებას შორის. თუკი სასამართლო მხარის განცხადებას გაკოტრების თაობაზე მიიჩნევს საე-ჭვოდ ან არასაკმარისად, უნდა მოსთხოვოს მას დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთან, საგუ ლისხმოა, რომ უზე-ნაეს სასამართლოს არ მიუთითებია, რომ მოწო-

    დებული ინფორმაცია არასაკამარისი იყო. მისი გადაწყვეტილებები ცალსახად მიუთითებდა, რომ არ არსებობდა სასამართლო ბაჟისგან განთავისუ-ფლების საფუ ძველი. ასეთ ვითარებაში, უზენაე სი სასამარ თლოს უარი არის სასამართლოს ხელმისა-წვდომობის უფლების თვითნებური შეზ ღუდვა.

    ევროპული სასამართლოს შეფასებით, განმცხა-დებელი არა მარტო სასამართლო ბაჟისგან გან თავისუფლებას ითხოვდა სრულად ან ნაწი-ლობრივ, არამედ, ასევე, გამოხატავდა მზაო-ბას, თანხა გადაეხადა განწილვადებით ან სასა მართლო მოსმენის შემდეგ; მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანე-ლა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გაზრ დის ინტერესით და განმცხადებლის მოთ-ხოვნა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარ ყო. დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ფი-ნან სურ ხასიათს ატარებდა და არ ყოფილა დაკავშირიბული საჩივრის გარემობებთან ან მოგების პერსპექტივასთან. ასეთი შეზღუდვა, მართლ მსაჯულების ინტერესებიდან გამომდი-ნარე, საჭიროებს ძალიან კრიტიკულ გამოკვლევას.

    ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანი-ჭებს იმ ფაქტს, რომ გარდა „მართლმსაჯულების სამართლიან და ეფექტიან განხორციელებაზე“ აბსტრაქტული მინიშნებისა, მთავრობას არ წარმოუდგენია ფინანსური შეზღუდვის რაიმე კონკრეტული, ლეგიტიმური მიზანი; მაგალითად, არ ჩანს, რომ ბაჟის მოთხოვნა ემსახურებოდა მეორე მხარის დაცვას აუნაზღაურებელი სასა-მართლო ხარჯებისაგან ან სასამართლო სის-ტემის დაცვას აშკარად დაუსაბუთებელი საჩივ-რებისაგან. შესაბამისად, ამ საქმეში არ იკვეთება რაიმე საჯარო ინტერესის არსებობა.

    ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ეროვ-ნულმა სასამართლომ ვერ დაიცვა ბალანსი გო-ნივ რული ბაჟის უზრუნველყოფის სახელმწიფო ინტერესსა და განმცხადებლის ინტერესს შორის, დაეცვა საკუთარი პოზიცია სასამართლოსთვის მიმართვის გზით. შესაბამისად, სახეზეა სასამარ-თლოს ხელმისაწვდომობაზე გაუმართ ლებე ლი უარი.

    დასკვნა: კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი: დარღვევა;კონვენციის 41-ე მუხლი: მოთხოვნა უარყოფილია.

  • 14 მუხლი 6§1

    აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგAPOSTOL V. GEORGIA№ 40765/02; 28.11.2006

    სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სასამართლო ბაჟის გადაუხდელობის გამო: დარღვევა

    ფაქტები: განმცხადებელმა ლეონიდ აპოსტოლ-მა სამოქალაქო სარჩელით მიმართა სასამართ-ლოს კერძო პირის წინააღმდეგ. 2001 წლის 21 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მოვალეს დააკისრა დავალიანების – 2 000 აშშ დოლარის და სასამართლო ხარჯების – 100 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

    მოვალემ სასამართლო გადაწყვეტილების აღს-რულებაზე უარი განაცხადა. ბატონმა აპოს ტოლ მა სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვ ნით მიმართა აჭარის ავტონომიური რეს პუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. ამ უკანას კნელმა 2002 წლის 27 ნოემბრის წერილით გან მ ცხადებელს აცნობა, რომ ეკისრებოდა აღს რუ ლების საშუალე-ბებთან დაკავშირებული წინას წარი ხარჯების ანაზღაურების ვალდე ბულება.

    განმცხადებელს სააღსრულებო წარმოების ხარ-ჯების გაწევა არ შეეძლო, ვინაიდან მის შემო-სავალს მხოლოდ პენსია – 45 ლარი შეა დგენდა. მან მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუ-ბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოვალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გადაწყვე-ტილების აღსრულების მოთხოვნით, მაგრამ – უშედეგოდ. აღნიშნულმა ორგანოებმა უპასუხეს, რომ ისინი ვერ ჩაერეოდნენ სამართალ წარ მოე-ბის პროცესში. განმცხადებელმა სასა მართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღ ვევა ევრო-პულ სასამართლოში გაასაჩივრა.

    სამართალი: მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი:

    დასაშვებობა: მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებელს არ ამოუწურავს მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებები; კერძოდ, თუ თანხის გადახდის ვალდებულება სააღს-რუ ლებო წარმოების დაწყებამდე არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით

    მინი ჭებულ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფ ლებას, განმცხადებელს საკონსტიტუციო სასა მართლოსთვის უნდა მიემართა და „სააღს-რულებო წარმოებათა შესახებ“კანონის 26-ე მუხლის გაუქმება მოეთხოვა.

    ევროპულმა სასამართლომ ეს მოსაზრება არ გაიზიარა. მისი შეფასებით, საქართველოს საკონ სტიტუციო სასამართლო არ არის უფლე-ბამოსილი, გააუქმოს საჯარო უწყებების ან საერთო სამართლოების მიერ გამოტანილი ინ-დი ვიდუალური გადაწყვეტილებები, რომლე-ბიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსარჩელის უფლებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სა-კონსტიტუციო სასამართლოს არ შეუძლია მიუ-თითოს კომპეტენტურ უწყებებს, აღასრულონ გადაწყვეტილება, ზუსტად შეუძლებელია იმის ცოდნა, გამოიწვევდა თუ არა კონსტიტუციური სამარ თალწარმოება აღუსრულებლობის პრობ-ლემის სწრაფ და პირდაპირ გადაწყვეტას. შესა-ბამისად, საქართველოში ამჟამად არსებული სა კონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმარ თვის სისტემა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების აღუს რულებლობის საფუძველზე წამოყენებული საჩივრის დაკმაყოფილების სათანადო საშუალებას.

    არსებითი განხილვა: სასამართლოსადმი მი-მარ თვის უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეი ძლება შეიზღუდოს კიდეც, ვინაიდან ეს უფ -ლე ბა თავისი ბუნებით, მოითხოვს სახელმ წი-ფოს მხრიდან მოწესრიგებას; თუმცა, ევრო პული სასა მართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოყე-ნებული შეზღუდვა არ არის იმ ზომის, რომ ინდი-ვიდისათვის მინიჭებული უფლება შეიზ ღუდოს ან შემცირდეს იმ ხარისხით ან სახით, რომ დაირღვეს უფლების არსი.

    ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ „სააღს რულებო წარმოებათა შესახებ“ საქართ-ველოს კანონის 26-ე მუხლზე დაყრდნობით, კომპეტენტურმა ოფიციალურმა პირებმა, „წი-ნას წარი ხარჯების“ გადახდის ვალდებულების ფორ მით, განმცხადებელს ფინანსური შეზღუდ ვა დააკისრეს. აღნიშნული „წინასწარი ხარჯე ბი“, რომ ლებიც ზღუდავს სააღსრულებო წარ მოე-ბაზე ხელმისაწვდომობას, იმ წესს მოგვაგონებს, რომლის მიხედვით, სამოქალაქო სასამართ-ლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა სასამართ-ლო ბაჟის გადახდაზეა დამოკიდებული.

    იმისათვის, რათა განისაზღვროს, ისარგებლა თუ არა პირმა ხელმისაწვდომობის უფლებით, მოთ-

  • 15 მუხლი 6§1

    ხოვნილი თანხების ოდენობა უნდა შეფას დეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების შესა-ბამისად, მათ შორის, განმცხადებლის გადა მხ-დელ უნარიანობისა და პროცესის იმ ეტაპის გათ-ვალისწინებით, რომელზეც შეზღუდვა დაწესდა.

    განსახილველ საქმეში სადავო ფინანსური შეზღუდვა განმცხადებლის მიმართ არ და-წესებულა სასამართლო განხილვის ეტაპზე და ამდენად, არ უკავშირდება მისი საჩივრის არსს, ან წარმატების პერსპექტივას, რასაც შეეძლო სასამართლოსათვის მი