ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი...

11
შეხვედრა ერთ სოფელში პატარა გოგონა ცხოვრობდა. მას ძალიან უყვარდა ცხოველები, მაგრამ არ ჰყავდა არც ძაღლი და არც კატა. ერთხელ მინდორში პატარა ლეკვი შეხვდა. გოგონას ძალიან მოეწონა ლეკვი. ისიც გაფაციცებით უყურებდა გოგოს, თითქოს ფიქრობდა, ნეტავ მისი ლეკვი ვიყოო. გოგონამაც იგივე გაიფიქრა: ნეტავ ჩემი ლეკვი იყოსო...ეს ოცნება რომ ამხდარიყო, ჩაიხუტა გულში ლეკვი, სახლში წაიყვანა და ცხოვრობდნენ ერთად თამაშში და ლხინში.

Transcript of ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი...

Page 1: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

შეხვედრა

ერთ სოფელში პატარა გოგონა ცხოვრობდა. მას ძალიან უყვარდა ცხოველები,

მაგრამ არ ჰყავდა არც ძაღლი და არც კატა. ერთხელ მინდორში პატარა ლეკვი

შეხვდა. გოგონას ძალიან მოეწონა ლეკვი. ისიც გაფაციცებით უყურებდა გოგოს,

თითქოს ფიქრობდა, ნეტავ მისი ლეკვი ვიყოო. გოგონამაც იგივე გაიფიქრა:

ნეტავ ჩემი ლეკვი იყოსო...ეს ოცნება რომ ამხდარიყო, ჩაიხუტა გულში ლეკვი,

სახლში წაიყვანა და ცხოვრობდნენ ერთად თამაშში და ლხინში.

Page 2: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

პატარა გოგონას ამბავი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგო. სულ სეირნობდა. ერთხელ

გადაწყვიტა ტყეში წასულიყო. თან ძალიან დიდი თოვლი იყო.

შეაგვიანდა, დაღამდა... სახლს ვეღარ აგნებდა. უცებ ტოტს დაეჯახა,

რომელზეც ჩიტი იჯდა. გოგომ ჩიტს ჰკითხა:

-აქ რა გინდა, აქ ხომ გაიყინები?

ჩიტმა უთხრა:

-დავიკარგე და ბუდეს ვეღარ ვაგნებ!

- მეც დავიკარგე!- უთხრა გოგომ.

ისინი დამეგობრდნენ და ერთად გაუდგნენ გზას თავიანთი სახლების

საპოვნელად.

Page 3: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

ნატვრა

გაზაფხულის ღამე იდგა. ერთი ღარიბი ბიჭი ტყეში კენკრის დასაკრეფად

წავიდა. იარა, იარა, მაგრამ კენკრას ვერ მიაგნო. უცებ ერთ მინდორზე

აღმოჩნდა. მას გაგონილი ჰქონდა, რომ თუ ჩამოვარდნილ ვარსკვლავს

ხელში დაიჭერდა და სურვილს ჩაიფიქრებდა, ეს სურვილი აუცილებლად

აუსრულდებოდა. ბიჭმა ცას შეხედა და ღმერთს სთხოვა, ერთი

ვარსკვლავი ჩამომიგდეო. უცებ დაინახა, რომ მის წინ ვარსკვლავი

დავარდა. ბიჭს სახე გაუბრწყინდა, აიღო ვარსკვლავი და გზა განაგრძო.

მერე გაახსენდა, რომ სურვილი უნდა ჩაეფიქრებინა. არ იფიქროთ, რომ

გამდიდრება ინატრა. მას ისე შიოდა, რომ კენკრა სთხოვა ვარსკვლავს!

ვარსკვლავი გაფერადდა და გაქრა. ისევ ცაში აიჭრა და იქაურობა გაანათა.

ბიჭმა დაბლა დაიხედა და რას ხედავს: ნანატრი კენკრის ბუჩქი!

გახარებულმა დაკრიფა და შეჭამა. მერე კალათაც აავსო.

კალათაში კენკრა ვარსკვლავივით ბრწყინავდა.

Page 4: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

ბიჭი და ღამე

იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო. ჩაალაგა საგზალი

და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა ტყეს. რომ შეხედა, ადგილზე

გაშეშდა: ლამაზი ყვავილები, სოკოები, ბუჩქები... ძალიან მოეწონა ტყე,

შევიდა ღრმად, ღრმად.. აგროვებდა სოკოებს და კალათში ყრიდა. ამ დროს

შემოაღამდა. ბიჭს ღამე არ ენახა არასოდეს. უცებ ვარსკვლავი ჩამოვარდა.

-კიდევ კარგი, ამას მოვესწარი!-ჩაილაპარაკა ბიჭმა და ვარსკვლავი ხელში

აიღო.

-მაინც არ მესმის, რა არის ღამე...-თქვა და ჩაეძინა.

ვარიკო და თოვლი

იყო ერთი ბიჭი, ვარიკო ერქვა. თოვლი არასოდეს ენახა… იმიტომ რომ დედა

ზამთარში არც სკოლაში უშვებდა და არც ეზოში სათამაშოდ. დადგა ზამთარი.

ვარიკოს დედა აფრიკაში წავიდა ორი თვით. ვარიკომ იფიქრა, მაინც არ

მიყურებს და გავალ გარეთო. ხედავს, თეთრი ვარსკვლავების ცვენაა, აიღო

კალათა და დაიწყო შეგროვება. გაავსო და შევიდა სახლში. სანამ შინ

შევიდოდა, ნახა, რომ კალათაში აღარაფერი იყო. ხელი რომ ჩაყო, სისველე

იგრძნო: ფიფქები დამდნარიყო.

ასე გაიცნო ვარიკომ თოვლი.

Page 5: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

მოულოდნელი სიხარული

იყო ერთი გოგო და ძალიან უნდოდა ძაღლი.

ერთ მშვენიერ დღეს გოგო ცრემლებს ღვრიდა, უეცრად ყეფა მოესმა. დაეჭვდა,

მერე კარი გამოაღო და რას ხედავს: პატარა ლეკვი!

და დაიყვირა:

ვაშა!!!

Page 6: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

ხეზე

ერთხელ, ზამთარში, და-ძმა პურის საყიდლად წავიდა. პური იყიდეს და

სახლში წამოსულებს მშიერი და გაყინული ძაღლი შემოხვდათ. პურის

დანახვაზე ძაღლმა იფიქრა, იქნებ ცოტა მაჭამონო და და გაეკიდა. ბავშვებს

ძალიან შეეშინდათ. უცებ ხეზე მიდგმული კიბე დაინახეს, გაუხარდათ და ხეზე

ავიდნენ. მშიერი ძაღლი ხეს გარშემო უვლიდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.

ბავშვებს ძალიან უხაროდათ, რომ ძაღლს თავი დააღწიეს. ისინი ერთმანეთს

მოეხვივნენ, რომ ძაღლის წასვლამდე გამთბარიყვნენ. ძაღლი მალევე წავიდა.

მათ კი არაფერი გაუგიათ. ძალიან ბედნიერები იყვნენ...

Page 7: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

წერილი

იყო ერთი ბავშვი, თათუკა ერქვა. სულ წერილის მიღებაზე ოცნებობდა.

ფიქრობდა:

-რატომ არ ვუყვარვარ არავის? რატომ არ მწერს არავინ?

მეორე დღეს თათუკამ გასეირნება მოინდომა. გარეთ რომ გავიდა, დაინახა,

რომ კნუტმა ჩიტი დაიჭირა. თათუკა მივარდა, კატა გააგდო, ჩიტი ხელში

აიყვანა და სახლში წაიყვანა. ჩიტს ფრთა ჰქონდა მოტეხილი. ბავშვმა ჩიტს ბუდე

გაუკეთა, მერე კი დაწვა და დაიძინა. საოცარი რამ დაესიზმრა : ნახა, რომ

წერილი მისწერეს. რომ გაიღვიძა, ბალიშის ქვეშ წერილი იპოვა. ჩიტი კი

აღარსად იყო. წერილში ეწერა:

„ მადლობა, თათუკა, რომ გადამარჩინე. კატამ კინაღამ შემჭამა. მე კი შენ

სურვილი აგისრულე. წერილი მოგწერე.

ჩიტუნა“

თათუკას გაუხარდა, ფანჯარასთან დაკიდა წერილი და სიხარულით

უყურებდა.

Page 8: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

ბებიასთან

ერთ დღეს პატარა გოგონამ მოიწყინა.იფიქრა: მოდი, ბებიასთან წავალ, ის

გამამხიარულებს. მოემზადა და გზას გაუდგა. მიადგა ბებიას სახლს, დააკაკუნა.

ბებიამ იკითხა, ვინ არისო.

-მე ვარ, მე, შენი შვილიშვილი, ნინო!

ბებიამ კარი გაუღო. ნინომ უთხრა:

-ბებია, ძალიან მოწყენილი ვარ , იქნებ შენ გამამხიარულო?

ბებიამ უთხრა:

-მოდი, ერთ ზღაპარს მოგიყვები, რომელიც ყველას ამხიარულებს.

ბებიამ დაიწყო ზღაპრის მოყოლა. ნინომ თავი კალთაში ჩაუდო, ზღაპარი არც

გაუგია, მალევე ჩაეძინა და ტკბილ-ტკბილ სიზმრებს გაჰყვა.

Page 9: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

არ დაუჯერეს

იყო ერთი გოგონა. მას ძალიან უყვარდა სწავლა. ერთხელ დილით ადგა და

სკოლისთვის მოემზადა. გარეთ რომ გავიდა, ძალიან შესცივდა, მაგრამ მაინც

მიდიოდა. გოგონა იყინებოდა. უცებ დაინახა, რომ უკან ანგელოზი მიჰყვებოდა.

მან თამამად განაგრძო სიარული.

ეს ამბავი გაკვეთილების მერე კლასელებს უამბო, მაგრამ არავინ დაუჯერა.

Page 10: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

პატარა გოგო და თეთრი ყვავილი

ერთ ოჯახში ცხოვრობდა პატარა გოგონა, რომელსაც საქმიანი მშობლები

ჰყავდა. ერთ დღეს, მშობლები რომ საქმეზე წავიდნენ, გოგონა ბებიასთან

დატოვეს.. გოგონას მოსწყინდა სახლში ჯდომა და იფიქრა: ამ პატარა ქალაქში

დედას და მამას როგორ ვერ ვიპოვიო? ბებოს სთხოვა გაშვება, მაგრამ უარი

მიიღო. გოგონა დიდხანს ელოდა დედ-მამას, მაგრამ ისინი აგვიანებდნენ.

ამასობაში ბებიას ჩაეძინა.. გოგონა ჩუმად გაიპარა სახლიდან. იარა გოგონამ

იარა, იარა.. ქუჩაში უამრავი საქმიანი ადამიანი დადიოდა. უცებ თვალში

მოხვდა ულამაზესი თეთრი ყვავილი, გზაზე ამოსული. შესცქეროდა ლიზი

თეთრ ყვავილს და სახლში წაღება უნდოდა. ამ დროს გოგონას მშობლები

სახლში დაბრუნდნენ. ნახეს, რომ ბებიას ეძინა და ბავშვი შინ არ იყო.

ინერვიულეს, ბებია გააღვიძეს. ბებიამ უთხრა, გარეთ გასვლას მთხოვდაო.

მშობლები მიხვდნენ, სადაც იქნებოდა მათი შვილი და წავიდნენ თავიანთი

სამსახურის ქუჩაზე. ლიზი მართლაც იქ დახვდათ. გოგონა მშობლებს ჩაეხუტა,

მერე იკითხა:

-შეიძლება ეს ყვავილი სახლში წავიღო?

Page 11: ნატვრა · 2014-02-08 · ბიჭი და ღამე იყო ერთი ბიჭი. ერთხელ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო.

სკივრი

იყო ერთი ღარიბი გოგონა. მას ძალიან უნდოდა, რომ ბალერინა გამოსულიყო.

მის სახლში იყო ერთი ოთახი, იქ შესვლას რატომღაც უკრძალავდნენ. გოგონა

ჩუმად შეიპარა და სკივრი დაინახა. გახსნა და რას ხედავს: ბალერინას

ტანსაცმელი! ჩაიცვა და აქეთ-იქით დახტოდა. მერე ყოველდღე შედიოდა,

ტანსაცმელს იცვამდა და ცეკვავდა. ერთხელ მშობლებმა შემოუსწრეს. გოგონამ

უთხრა: ნახეთ, ცეკვა ვისწავლეო და იცეკვა. მშობლებს ძალიან მოეწონათ და

შვილს აკოცეს.

ის გოგო ცნობილი ბალერინა გახდა.

maka
Записка
მოთხრობები შექმნეს მესამეკლასელებმა ქართული ენის გაკვეთილებზე (ჯგუფური სამუშაო ) ნინო ჩაკვეტაძის ნახატების მიხედვით. პედაგოგი: მაკა ინაშვილი
maka
Записка
Marked установлено maka