ინტელექტუალური საკუთრების...

49
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზი თბილისი 2018

Transcript of ინტელექტუალური საკუთრების...

Page 1: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების

სფეროს ანალიზი

თბილისი

2018

Page 2: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

კვლევის ავტორი:მარიამ ბეგიაშვილი

წინამდებარე კვლევა მოამზადა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS)ხელძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია:სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

© საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. 2018

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“

wyaroebze imuSaves, teqsti Seadgines da daamuSaves:

lela xoferiamelene CxeiZem

wignis dizaini: melano koplataZe

gamomcemloba: petiti

wigni moamzada saqarTvelos strategiuli kvlevebisa da ganviTarebis

centrma proeqtis „samoqalaqo sazogadoebis ganviTarebis iniciativa“

farglebSi, romelsac axorcielebs konsorciumi konrad adenaueris

fondis (KAS) xelmZRvanelobiT. konsorciumSi aseve Sedis oTxi qarTuli

organizacia: samoqalaqo sazogadoebis instituti (CSI), saqarTvelos

strategiuli kvlevebisa da ganviTarebis centri (CSRDG), konsultaciisa

da treningis centri (CTC), ganaTlebis ganviTarebis da dasaqmebis centri

(EDEC). proeqti dafinansebulia evrokavSirisa da germaniis ekonomikuri

TanamSromlobisa da ganviTarebis federaluri saministros mier.

© saqarTvelos strategiuli kvlevebisa da ganviTarebis centri. 2018

Page 3: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

3

შინაარსი

მოკლე შინაარსი .................................................................................................................... 5

Summary .................................................................................................................................. 7

შესავალი ................................................................................................................................. 8

საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები ............................. 9

ევროკავშირი .......................................................................................................................... 1

უფლების რეგისტრაციის პროცესი ............................................................................. 15

აქტორები საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში ................. 17

სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული

ცენტრი – ,,საქპატენტი“ ................................................................................................. 17

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ................. 18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ......................... 18

საავტორო უფლებათა ასოციაცია ................................................................................ 18

სამოქალაქო საზოგადოება ............................................................................................ 19

ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგია ........................................................... 19

საქართველოში არსებული შიდა საკანონმდებლო ბაზა ............................................. 21

სამოქმედო გეგმა და შესრულების ანგარიშის ანალიზი ............................................. 23

საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი ..................................................................... 26

სასაზღვრო ღონისძიებები ............................................................................................ 26

სასაქონლო ნიშანი .......................................................................................................... 27

პატენტი ............................................................................................................................ 28

დიზაინი ........................................................................................................................... 30

გეოგრაფიული აღნიშვნები ........................................................................................... 31

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშები ................................................................... 32

საავტორო და მომიჯნავე უფლებები .......................................................................... 32

Page 4: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

4

საპროცესო კოდექსი ....................................................................................................... 36

სასამართლოსთვის მიმართვიანობა............................................................................ 38

დასკვნა ................................................................................................................................. 40

რეკომენდაციები ................................................................................................................. 42

წყაროები ............................................................................................................................... 45

Page 5: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

5

მოკლე შინაარსი

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხი საერთაშორისო დონეზე დიდ მნიშვნელობას ატარებს და გამონაკლისი არც საქართველოა. ამჟამად მიმდინარე ევროკავშირთან დაახლოების პროცესი უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს საქართველოს, რომ ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველომ აიღო არაერთი ვალდებულება, მათ შორის იყო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს დახვეწა და განვითარება, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის, აგრეთვე, კანონის პრაქტიკაში ეფექტური აღსრულების მექანიზმების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

კვლევის საგანს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სფეროს ანალიზი, როგორც საერთაშორისო კონტექსტში, რაც მოიცავს სახელმწიფოთაშორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის ანალიზს, აგრეთვე, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, განხორციელებულ რეფორმებსა და შესაბამისად, ამ ცვლილებების შედეგად მოქალაქეთა მიერ, ახლად შეძენილი უფლებების არსსა და მათი გამოყენების მდგომარეობას.

ნაშრომში აღწერილია 2010­2018 წლების განმავლობაში, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. განსაკუთრებით გამოკვეთილია საქართველოს საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც მიმართულია აღსრულების საპროცესო ნორმების დანერგვისაკენ. თითოეულ კანონში დაკონკრეტდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე ექსკლუზიური (ე.წ. განსაკუთრებული) უფლების დაცვის მექანიზმები. ამასთან, განისაზღვრა ფულადი კომპენსაციის დაკისრებისთვის საჭირო პირობები, მიყენებული ზიანის ოდენობის დათვლის ტექნიკა და სხვა დეტალები, რაც უზრუნველყოფს უფლების ეფექტურად დაცვას.

საბოლოო ჯამში, საქართველოს მიერ განხორციელებული ცვლილებები ევროკავშირის მიერ დადებითად ფასდება. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობა, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, ჰარმონიზებულია საერთაშორისო და ევროპულ კანონმდებლობასთან. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კვლევა წარმოაჩენს არაერთ ხარვეზს, რაც დაკავშირებულია კანონის პრაქტიკაში აღსრულებასთან, როცა საქმე ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას ინტერნეტსივრცეში, საზოგადოების სასამართლოსადმი უნდობლობის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების არსებობასთან. მოსახლეობას არ აქვს გაცნობიერებული ის სარგებელი, რასაც სხვა ქვეყნები იღებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტურად დაცვის შედეგად. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემა არა კანონმდებლობაში, არამედ მისი აღსრულების მექანიზმებშია.

ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში გამოვლენილ ხარვეზებს და თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. აღნიშნული რეკომენდაციები მოუწოდებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში მომუშავე სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს, რათა კანონის აღსრულების პრობლემის აღმოსაფხვრელად გააძლიერონ კოორდინირებული თანამშრომლობა, მეტი ძალისხმევა გასწიონ ინტელექტუალური საკუთრების დაცვით მიღებული სარგებლის

Page 6: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

6

შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, უზრუნველყონ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, ხელი შეუწყონ სასამართლოსა და მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებას, ინტერნეტსივრცეში უფლებების დაცვის რეგულირებასა და სხვა ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან.

ნაშრომის შემუშავებისას გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები და განხილულია როგორც პირველადი, ისე მეორადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.

Page 7: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

7

Summary

Protection of Intellectual Property rights is an important matter worldwide and Georgia is no ex­ception to it. Georgia has to undertake more actions due to the current European integration pro­cess, to bring the national legislation and practice in accordance with the international standards.

By signing the Association Agreement Georgia has agreed to take upon various responsibilities. Improving and developing the legislation and practical implementation of Intellectual Property Rights (IPR) is one of those responsibilities.

The objective of the following research is to review the international background including ana­lyzing international and European IPR protection mechanisms. In addition, the research discuss­es obligations and reforms undertaken by Georgia after the signature of the Association Agree­ment and accordingly provides analysis of the newly granted IP rights and use of these rights among the Georgian citizens.

The research describes legislative amendments adopted between 2010 and 2018 in the field of intellectual property rights. The emphasis is made on amendments to the Procedural Code of Georgia that are directed towards introducing procedural implementation norms. Within each law, the protection mechanisms of respective IP rights were introduced and specified. In addi­tion, the legislator determined the cases where it is possible to order monetary compensation and adopted tools to calculate monetary damages, as well as other features that contribute to the effective protection of IP rights.

Overall, reforms undertaken by the Georgian government are being positively evaluated by the European Union. Nowadays, Georgian IP legislation is in accordance with the international and European laws. Nevertheless, the following research identifies various gaps that challenge the practical implementation of the law in relation to the copyright protection within the internet, and cause public’s mistrust for the judiciary and apathetic attitude towards the IP rights’ protec­tion. The public is not aware of the benefits other countries receive through the protection of in­tellectual property. Various international studies demonstrate that the issue is not the law, rather than the existence (or lack thereof) of practical tools for its implementation.

The research provides a number of recommendations that address the identified gaps and reflect the international best practices. The below recommendations are directed towards the actors within the field of IPR for them to strengthen cooperation to address the lack of implementation mechanisms, raise public’s awareness of potential benefits derived from the protection of IPRs, promote the active engagement of private sector on every level of decision­making, support the capacity building of judiciary, regulate IPRs in the internet, and take other actions that will en­hance Georgia’s ties with the EU.

The study is based on qualitative research methods and discusses both primary and secondary sources of information.

Page 8: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

8

შესავალი

საქართველომ ევროკავშირის პრინციპებთან, კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის პროცესს საფუძველი ჩაუყარა 2010 წელს, როდესაც დაიწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესახებ მოლაპარაკებათა მოსამზადებელი ეტაპი. DCFTA უკვე დღევანდელი ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ხელი 2014 წელს მოეწერა.1

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა 2017 წელს, როდესაც განხორციელდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ევროკავშირის მხრიდან ეს ნაბიჯი საქართველოს მიერ არჩეული სწორი კურსის დამადასტურებელი იყო და ახალი რეფორმების განხორციელებას დაუდო საფუძველი.

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, მოსამზადებელი ეტაპისა და უკვე ხელმოწერის შემდგომ პერიოდში, ევროკავშირის მოთხოვნებზე დაყრდნობით, საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა. ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა ევროკავშირის მიერ შერჩეული 4 ძირითადი სფეროდან (ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და კონკურენციის პოლიტიკა) გამოიკვეთა როგორც ერთ­ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, სადაც საჭირო იყო საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა.2

ინტელექტუალური საკუთრების კუთხით საქართველოში, 2010 წელთან შედარებით, განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. ამას ადასტურებს საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი. 2017 წლის მონაცემებით საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის (International Property Rights Index) მიხედვით, რომელიც შედგენილია „საკუთრების უფლების ალიანსი“ (Property Rights Alliance) მიერ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვით საქართველო 91­ე ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც 2013 წელს იგი 112­ე ადგილს იკავებდა.3

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2014­2017 წლების სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავდა აღნიშნული შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი მიზნების და აქტივობების ნუსხას. ამ დოკუმენტზე დაფუძნებით, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ საკანონმდებლო აქტებში განხორციელდა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება. ყველაზე მასშტაბური ცვლილებები კანონმდებლობამ განიცადა 2017 წელს, თუმცა ამ ცვლილებების მომზადება მათ მიღებამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. აღნიშნული ცვლილებები მიმართულია ინტელექტუალური უფლებების დაცვის გამარტივებისკენ. ცვლილებები ძირითადად ეხება იმ სამართლებრივი მექანიზმების შემოღებას და დახვეწას, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ხელყოფის პრევენციას, აღკვეთასა და ადეკვატური სანქციების გატარებას.

1 ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო http://www.economy.ge/index.php?page=economy&s=7

2 ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასება, 2014. იხ. http://www.epfound.ge/wp­content/uploads/2016/10/report_2013__geo.pdf

3 საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი, იხ. https://www.internationalpropertyrightsindex.org/country/georgia

Page 9: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

9

საერთაშორისო ხელშეკრულებებითაღებული ვალდებულებები

ინტელექტუალური საკუთრების სფერო რეგულირდება საერთაშორისო დონეზე ხელშეკრულებების მეშვეობით, რომლებიც ხელმომწერი სახელმწიფოებისთვის ზოგად სტანდარტებსა და პრინციპებს აწესებენ.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დამფუძნებელი კონვენცია (1967) მიზნად ისახავს: (ა) ხელი შეუწყოს მსოფლიოს მასშტაბით ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და (ბ) უზრუნველყოს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ადმინისტრირებული შეთანხმებების მიხედვით შექმნილ კავშირებს შორის ეფექტური თანამშრომლობა. ისმო­ს ერთ­ერთი ფუნქციაა პატენტებთან, სასაქონლო ნიშნებთან და დიზაინთან დაკავშირებული საერთაშორისო აპლიკაციების მიღება და რეგისტრაცია.

სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (1883) არეგულირებს სამრეწველო საკუთრების საკითხებს, როგორიცაა გამოგონება, დიზაინი, სასარგებლო მოდელი, გეოგრაფიული აღნიშვნები, სასაქონლო სახელწოდებები. ასევე მნიშვნელოვანია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ ბერნის კონვენცია (1886) და შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ რომის კონვენცია (1961). ორივე კონვენცია ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში.

საქართველო არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეა, იგი ასე­ვე გაწევრიანებულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ინტე­ლექტუალური საკუთრების საკითხებზე მუშაობს. საქართველომ ამ სფეროში საერთაშორისო დონეზე პირველი ვალდებულებები აიღო 1991 წელს, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დამფუძნებელ კონვენციას შეუერთდა. ამავე წელს ხელი მოაწერა სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციას და ხელშეკრულებას საპატენტო კოოპერაციის შესახებ. ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ ბერნის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები საქართველომ იკისრა 1995 წელს. ამ და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაკისრებული ვალდებულების წყალობით მოხდა ინტელექტუალური საკუთრების დარგში შიდა კანონმდებლობის ჩამოყალიბება 1999 წელს. საქართველო შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ რომის კონვენციის წევრია 2004 წლიდან. ასევე მნიშვნელოვანი იყო 2005 წელი, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)4. ეს შეთანხმება აწესებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ ინტელექტუალური საკუთრების დარგის რეგულირების მინიმუმ სტანდარტებს. TRIPS­ის შეთანხმება დღემდე ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი ყველაზე სრულყოფილი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. სწორედ ამ შეთანხმებამ დანერგა საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ნორმები საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში.

არსებობს ორი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც გასცდა ზოგადი სტანდარტებით დადგენილ პრაქტიკას და უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს კერძო პირებს,

4 საინფორმაციო ბიულეტენი „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა საქართველოში“, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, იხ. https://www.gca.ge/uploads/files/leaflet_on_IRP_protec­tion_­_FINAL­GEO.pdf

Page 10: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

10

რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი უფლებების საერთაშორისო დონეზე დაცვა. ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმება და მისი ოქმი (საქართველო წევრია 1998 წლიდან) საფუძველს უყრის სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხდება ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაცია. ეს პროცედურა განმცხადებელს ანიჭებს უფლებას პარალელურ რეჟიმში მოახდინოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სასურველი ნიშნის რეგისტრაცია და შესაბამისად, ამ ქვეყნებში ისარგებლოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით.

მეორე ასეთი შეთანხმებაა სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმება (ჟენევის აქტი) (საქართველო წევრია 2003 წლიდან). შეთანხმება ეფექტურად აყალიბებს საერთაშორისო სისტემას – ჰააგის სისტემას – რაც საშუალებას იძლევა, სამრეწველო ნიმუშების დაცვა უზრუნველყოფილ იქნეს რამდენიმე ქვეყანაში ან რეგიონში მინიმალური ფორმალური პროცედურების გამოყენებით.5

საქართველო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე უკვე არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე იყო, თუმცა, არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის წევრიც საქართველო ჯერჯერობით არ გამხდარა. ერთ­ერთი ასეთი ხელშეკრულებაა შეთანხმება საპატენტო სამართლის შესახებ (The Pat­ent Law Treaty – PLT) რომელიც მიღებულია 2000 წელს და ძალაში შევიდა 2005 წელს. სულ 39 ქვეყანაა მისი მონაწილე6. აღნიშნული შეთანხმების მიზანია გაამარტივოს პატენტის მიღების ფორმალური პროცედურები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე და მოახდინოს ამ პროცედურების ჰარმონიზაცია, რათა მორგებული იყოს განმცხადებელზე. იგი მოიცავს ისეთ ასპექტებს როგორიცაა სტანდარტიზებული მოთხოვნები განაცხადის გაკეთების თარიღთან დაკავშირებით, რადგან, ყველაზე ხშირად სწორედ ზუსტი თარიღის გამოტოვების შედეგად ექმნება პატენტზე გამცხადებელს პრობლემები. ასევე შეიქმნა სტანდარტიზებული საერთაშორისო ფორმები, რომლებიც უნდა მიიღონ ყველა ხელმომწერი ქვეყნის საპატენტო ოფისებმა. ამ შეთანხმებამ ასევე მოიცვა საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები7.

შემდეგი ხელშეკრულება, რომლის ნაწილსაც არ წარმოადგენს საქართველო, არის 1994 წლის შეთანხმება სასაქონლო ნიშნის სამართლის შესახებ (Trademark Law Treaty – TLT). დღეს მისი წევრია 54 ქვეყანა. შეთანხმების მიზანია ეროვნული და რეგიონული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურების სტანდარტიზაცია და გამარტივება. ეს მიიღწევა ამ პროცედურების გარკვეული მახასიათებლების გამარტივებით და ჰარმონიზაციის გზით, რითაც სასაქონლო ნიშნის განაცხადებისა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ადმინისტრირება ნაკლებად კომპლექსური და უფრო პროგნოზირებადი გახდება.

საქართველო ასევე არ არის მიერთებული შემდეგ შეთანხმებებს8: ­ საერთაშორისო პატენტების კლასიფიკაციის შესახებ სტრასბურგის შეთანხმება

(1971), რომელიც ადგენს საერთაშორისო პატენტის კლასიფიკაციას და ტექნოლოგიას ყოფს რვა სექციად, თავისი 70,000 ქვედანაყოფით.

­ ნიშნების ფიგურულ ელემენტთა საერთაშორისო კლასიფიკაციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ვენის შეთანხმება (1973).

­ სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო კლასიფიკაციის ჩამოყალიბების შესახებ ლოკარნოს შეთანხმება (1968).

5 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, http://www.wipo.int/treaties/en/ 6 ისმო, ხელშეკრულებები, http://www.wipo.int/treaties/en/ShowResults.jsp?lang=en&treaty_id=4 7 ისმო, http://www.wipo.int/treaties/en/ip/plt/ 8 იქვე.

Page 11: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

11

ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა EFTA – (Eu­ropean Free Trade Association) თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის ოთხ არაწევრ ქვეყანასთან: შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდია. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა და ძალაში შევიდა 2018 წლის მაისიდან9. ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხითაც. მისი XV დანართი მთლიანად მიძღვნილია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისადმი. აღნიშნული დანართის მუხლი 2 (2) საქართველოს ავალდებულებს 2019 წლამდე მოახდინოს შემდეგი საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირება, შუერთდეს მათ თუ არ წარმოადგენს მხარეს და აღნიშნული წლისთვის დაიცვას ამ შეთანხმებების არსებითი დებულებები10 (აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე მიერთებულია ჩამოთვლილ ხელშეკრულებებს):

• ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომში „WIPO“) 1996 წლის 20 დეკემბრის შეთანხმება საავტორო უფლებების შესახებ ­> საქართველო წევრია 2002 წლიდან;

• ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 1996 წლის 20 დეკემბრის შეთანხმება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ (WPPT) ­> საქართველო წევრია 2002 წლიდან;

• მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის 1991 წლის საერთაშორისო კონვენცია, თუ შესაბამისი მხარე ამ დროისთვის უკვე არ არის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის მონაწილე მხარე ­> საქართველო წევრია 2008 წლიდან.

EFTA­ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიჩინოს გონივრული ძალისხმევა, რომ მოახდინოს 2012 წლის 24 ივნისის აუდიო­ვიზუალური შესრულების შესახებ პეკინის შეთანხმების რატიფიცირება ან მასთან მიერთება, რომლის წევრიც საქართველო ჯერჯერობით არ არის.11

საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ქ­ნი მანანა ფრუიძე აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მიერთებულია ყველა იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ადგენს ძირითად სტანდარტებს ინტელექტუალური უფლებების დაცვის კუთხით. მისი განცხადებით, სხვა ხელშეკრულებებთან მიერთება ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან არ შედის საქართველოს ინტერესებში. ამჟამად, საქართველო ყველა იმ საერთაშორისო ინსტრუმენტის წევრია, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირთან და EFTA­ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხებით.12

9 „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება EFTA­სთან მაისიდან ამოქმედდება“, მედია ბიზნესისთვის, 2018, იხ. https://m2b.ge/post/188096­tavisufali­vawrobis­setanxmeba­efta­stan­maisidan­amoqmeddeba

10 თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დანართი XV, მითითებული მე­7 მუხლში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ნაწილი 1 – ზოგადი დებულებები, გვ. 2, იხ. http://www.economy.ge/uploads/files/2017/foreign_trade/efta/geo/ge_annex_xv_ipr.pdf

11 იქვე., პუნქტი 312 ინტერვიუ მანანა ფრუიძესთან, საქპატენტის, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,

16.04.2018

Page 12: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

12

ევროკავშირი

აღსანიშნავია საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიერ ამ სფეროს რეგულირების პროცესი. უმრავლეს შემთხვევებში, საერთაშორისო შეთანხმება მიმართულია ხელმომწერი ქვეყნების მიმართ, რომელთაც უწესებს საკანონმდებლო სტანდარტებს და შემდეგ თავად ქვეყნები ახორციელებენ ამ სტანდარტებზე დაფუძნებით ინტელექტუალური საკუთრების სფეროს რეგულირებას ეროვნულ დონეზე. ხსენებული საერთაშორისო ნორმები ზოგადი ხასიათისაა შიდა კანონმდებლობასთან შედარებით და არ არეგულირებენ მოქალაქეების ქცევას. თუმცა არსებობს გამონაკლისები და ეს გამონაკლისია ევროკავშირის კანონმდებლობა, სადაც ხშირად ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა მიმართულია კონკრეტულად მოქალაქეების მიმართ და მოქმედებს ისე, როგორც ქვეყნის ეროვნული კანონი. ასეთი საკანონმდებლო სისტემის მიზანია მოახდინოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ჰარმონიზაცია, რათა უზრუნველყოს აღნიშნული უფლებების კოორდინირებულად დაცვა ყველა წევრი ქვეყნის ფარგლებში.13

ევროკავშირში ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს არაერთი დირექტივა თუ რეგულაცია აწესრიგებს. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე: პატენტები – დირექტივა ბიოტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ (1998), დირექტივა სასაქონლო ნიშნების შესახებ (1998/2008/2015), დირექტივა დიზაინის შესახებ (1993), დირექტივა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ (2004).14

ევროპის ქვეყნებში ინტელექტუალურ საკუთრებას განიხილავენ როგორც მექანიზმს, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციას და კრეატიულობას. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები საშუალებას აძლევს ავტორებს, ხელოვანებს, დიზაინერებს, გამომგონებლებსა და სხვა ბენეფიციარებს, რომ მათ სარგებელი მიიღონ თავიანთი შემოქმედებიდან თუ გამოგონებიდან. იქედან გამომდინარე, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ტერიტორიული ხასიათისაა, ევროკავშირისთვის, რომელიც დაფუძნებულია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილების პრინციპზე, მნიშვნელოვანი იყო, მოეხდინა ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. თუმცა, ეს არცთუ ისე მარტივი პროცესია. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა საავტორო უფლებების დაცვა, რაც არ საჭიროებს უფლების წინასწარ რეგისტრაციას. 15

ევროკავშირში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოაქვს წევრი ქვეყნებისათვის. ანგარიში, რომელიც იკვლევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით მოსარგებლე სექტორების ზეგავლენას ევროკავშირის ეკონომიკაზე (2016)16, ასკვნის, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით მოსარგებლე სექტორი:

• ქმნის მთლიანი სამუშაო ადგილების რაოდენობის 28%–ს;• აწესებს საშუალოდ 46%­ით უფრო მაღალ ხელფასს ვიდრე სხვა ინდუსტრიები;

13 J Pila and P Torremans, European Intellectual Property Law (2016) 14 ისმო, ევროკავშირის კანონმდებლობა, http://www.wipo.int/wipolex/en/profile.jsp?code=EU 15 EU Intellectual Property Law and Policy, Elgar European Law series, (2016), იხ. https://www.e­elgar.com/shop/

eu­intellectual­property­law­and­policy 16 ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება, https://euipo.europa.eu/ohimportal/en/web/obser­

vatory/ip­contribution#ip­contribution_1

Page 13: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

13

• იკავებს ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 42% (5.7 ტრილიონი ევრო).

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტელექტუალური სამართალი და მისი აღსრულების მექანიზმები საკმაოდ განვითარებულია, მაინც არსებობს ეკონომიკური დანაკლისები. სათამაშოების მწარმოებელი კომპანიები და თამაშების სექტორი ყოველწლიურად დაახლოებით 1,4 მილიარდ ევროს კარგავს შემოსავლის სახით, რაც გამოწვეულია ბაზარზე გაყალბებული პროდუქციის შემოტანით. ასეთივე სურათია ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და აქსესუარების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებით, სადაც ყალბი საქონელი იწვევს დაახლოებით 43,3 მილიარდი ევროს დანაკლისს, რაც თავისთავად ზეგავლენას ახდენს სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი კი დაახლოებით 8 მილიარდი ევროს დანაკლისს განიცდის. 2016 წელს, საბაჟო ორგანოებმა 41,3 მილიონი შემოსული საქონელი დააკავეს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის საფუძველზე. მათი საერთო ღირებულება წარმოადგენდა 672 მილიონ ევროს.17 სწორედ ამიტომ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ევროკავშირში ერთ­ერთი პრიორიტეტული როლი უკავია. ევროპის ქვეყნები მომართულნი არიან უფლებების დაცვის ჰარმონიზირებული მექანიზმების შემოღებისა და დახვეწისაკენ, დაუზოგავად ებრძვიან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დამრღვევებს.

ევროკავშირში არსებობს შემდეგი ტიპის ინტელექტუალური საკუთრება18:

17 ევროკომისია, პრესრელიზი: Intellectual property: Protecting Europe’s know­how and innovation leadership“, (2017), იხ. http://europa.eu/rapid/press­release_IP­17­4942_en.htm

18 Factsheet – The protection of Intellectual Property, European Commission – Press release, 29 November 2017 http://europa.eu/rapid/press­release_IP­17­4942_en.htm

• ესაა ექსკლუზიური უფლება, რომელიც ენიჭება ტექ ნიკური გამოგონების მფლობელს. პატენტის მფლობელს აქვს უფლება ანაზღაურების სანაცვლოდ თავისი პატენტი გადასცეს სხვა პირს, რომელსაც სურს ამ გამოგონებიდან სარგებლის მიღება მისი დუბლირებით;

პატენტი

• სიტყვა, ლოგო ან სიმბოლო, რომლის გამოყენების უფლება არ აქვთ მოწინააღმდეგე კომპანიებს, მას შემდეგ რაც მოხდება ნიშნის რეგისტრაცია

სასაქონლო ნიშანი (ბრენდი)

Page 14: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

14

აქვე აღსანიშნავია, რომ კომერციული საიდუმლოს (kow­how ან trade secrets) შესახებ ევროკავშირის დირექტივა 2016/94319 თვით ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც ახალი მექანიზმია, რომელიც ქვეყნებს ავალდებულებს 2018 წლის 9 ივნისისთვის კანონმდებლობა წესრიგში მოიყვანოს ამ დირექტივის აღსასრულებლად.

19 ევროკავშირის დირექტივა 2016/943, იხ. https://eur­lex.europa.eu/legal­content/EN/TXT/?uri=CELEX­:32016L0943

• ავტორებს, შემსრულებლებს, ხელოვანებს, ფილმის პროდიუსერებს და სხვა შემქმნელებს ანიჭებს უფლებას მიიღონ აღიარება, ანაზღაურება, და დაცული იყოს მათ მიერ შექმნილი წიგნები, ფილმები, ნახატები, მუსიკალური ნაწარმეობი და ა.შ.

საავტორო უფლება

• პროდუქტის გარეგანი სახე, მაგ. ტელეფონის ფორმადიზაინი

• პროდუქტთან დაკავშირებული გეოგრაფიული ლოკაცია, რაც იმის გარანტიაა, რომ კონკრეტული პროდუქტი კონკრეტულ ადგილას იწარმოება, რიგ შემთხვევებში ტრადიციული რეცეპტებზე და პრაქტიკაზე დაყრდნობით

გეოგრაფიული აღნიშვნა

• ეს არის „ნოუ ჰაუ“ და მნიშვნელოვანი კომერციული ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია, რადგან ეს ინფორმაცია კომპანიას აძლევს კონკურენტულ უპირატესობას სხვა კომპანიებთან მიმართებაში.

კომერციული საიდუმლო

Page 15: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

15

უფლების რეგისტრაციის პროცესი

ევროკავშირის ფარგლებში პატენტის დარეგისტრირება შესაძლებელია ევროპის საპატენტო რეგიონალური (EPO) ან ეროვნული უწყებების და ასევე, მათი ვებგვერდების მეშვეობით. ამჟამად გამომგონებელს შეუძლია დაარეგისტრიროს პატენტი, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ევროპის მაშტაბით. ევროპის საპატენტო უწყება განაცხადებს განიხილავს ცენტრალურ დონეზე, რაც გამომგონებელს თავიდან არიდებს პარალელური აპლიკაციების გაკეთების საჭიროებას. აღნიშნული ცენტრალური სისტემა ევროკავშირისთვის საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ეს საკმაოდ ძვირადღირებული და რთული პროცესია. პატენტის დამოწმება და შენარჩუნება ხდება იმ ქვეყნებში ინდივიდუალურად, სადაც პატენტმა უნდა იმოქმედოს. ყველა ქვეყანას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, რაც ართულებს პროცესს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი მოწადინებულია, რომ დანერგოს ახალი სისტემა, რომელიც უფრო ცენტრალიზებულს გახდის რეგისტრაციის პროცესს. სისტემის ამოქმედება უკვე 2018 წლიდან იგეგმება. უნიფიცირებული საპატენტო სისტემა (Unitary Patent) ბევრად გაამარტივებს რეგისტრაციის პროცესს. ამას თან ერთვის ერთიანი საპატენტო სასამართლოს (UPC) არსებობა, რომელიც არის საერთაშორისო სასამართლო და შექმნილია 25 წევრი სახელმწიფოს მიერ, რათა მოხდეს ორივე – უნიფიცირებული პატენტისა და ევროპის პატენტების დარღვევაზე რეაგირება. მისი განკარგულება ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე, რომელმაც მოახდინა ერთიანი საპატენტო სასამართლოს შესახებ შეთანხმების (UPC შეთანხმება) რატიფიცირება. ახალი სისტემის შემოღება ერთ­ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის ქვეყნებისათვის20.

სასაქონლო ნიშანს გააჩნია ტერიტორიული შეზღუდვა. ეს იმას ნიშნავს რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა მისი რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია ხდება სამ დონეზე და დამოკიდებულია მარეგისტრირებელი ორგანოს ბიზნესინტერესებზე. ეს დონეებია ეროვნული, ევროკავშირის და მსოფლიოს მასშტაბით. ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უწყებები ახდენენ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას ქვეყნის შიგნით. რაც შეეხება ევროკავშირის მასშტაბით რეგისტრაციას, ამაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება EUIPO (2016 ცნობილი იყო როგორც შიდა ბაზრის ჰარმონიზაციის ოფისი), სადაც ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ხდება სასაქონლო ნიშნის დაცვა მთელი ევროპის მასშტაბით21. უფრო ფართო მოცვა შესაძლებელია მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის მეშვეობით (მადრიდის სისტემა), რაც 100­ზე მეტ ქვეყანაში ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას. თითოულ ქვეყანაში ცალკე ხდება უტყუარობის შემოწმების პროცედურა, ამიტომ სასაქონლო ნიშანი ზოგ ქვეყანაში შეიძლება დარეგისტრირდეს და ზოგში – არა. თითქმის იგივე მდგომარეობაა დიზაინის რეგისტრაციის შემთხვევაში. აქ საერთაშორისო რეგისტრაცია ხორციელდება ჰააგის სისტემის მიხედვით და მოქმედებს 65 ქვეყანაში22. დიზაინის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.

საავტორო უფლებები არ საჭიროებს რეგისტრაციას. საავტორო უფლების აღსრულებისთვის საკმარისია, უფლების მფლობელმა წარმოადგინოს ავტორობის დამამტკიცებელი ჩანაწერი და ნამუშევრის შექმნის თარიღი. გეოგრაფიული აღნიშვნების ევროკავშირის დონეზე რეგისტრაცია კი ხორციელდება ევროპის კომისიის მეშვეობით.

20 საერთო საპატენტო სასამართლო, http://www.epo.org/law­practice/unitary/upc.html#tab1 21 ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება, https://euipo.europa.eu/ohimportal/en/about­euipo 22 Your Guide to IP in Europe, The European IPR Helpdesk, 2017 https://www.iprhelpdesk.eu/sites/default/

files/documents/EU­IPR­Guide­IP­in­Europe.pdf

Page 16: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

16

დაცული უფლებაუფლების

გამოყენებაგამონაკლისები

საავტორო უფლება: გამოქვეყნებული ან

არგამოქვეყნებული საავტორო ნაშრომი ­ არ საჭიროებს

რეგისტრაციას

პატენტი:გამოქვეყნებული გამოგონება ­

საჭიროებს რეგისტრაციას

სასაქონლო ნიშანი: კომერციული მიზნის მატარებელი ნიშანი ­

საჭიროებს რეგისტრაციას

დიზაინი: გამოქვეყნებული პროდუქტის

დიზაინი ­ რეგისტრაცია ნებაყოფლობითია

გამოქვეყნება, გამრავლება, ა.შ. ­ავტორის სიცოცხლეში +

70 წელი

გამოყენება, მომარაგება, ა.შ. ­მაქსიმუმ 20 წელი

კომერციული გამოყენება ­ დროის განუსაზღვრელად

გამრავლება, მომარაგება, ა.შ. ­ 3 წელი დაურეგისტრირებელი

დიზაინის და 20 წელი დარეგისტრირებული

დიზაინის შემთხვევაში

საგანმანათლებლომიზნით, ა.შ.

კვლევა, ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ა.შ.

საკუთარი სახელის გამოყენება,

ა.შ.

კერძო და არაკომერციული მიზნით გამოყენება

Page 17: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

17

აქტორები საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში

საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების კუთხით პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში არაერთი აქტორია ჩართული:

სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – ,,საქპატენტი“

საქპატენტის დაარსების დღიდან (1992), ამ ორგანიზაციამ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა მრავალი კანონის, კანონქვემდებარე აქტის და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადებაში, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს არეგულირებენ.23 საქპატენტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების გლობალურ სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისათვის მან არაერთ შეხვედრაზე თუ კონფერენციაზე წარმოადგინა საქართველო და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებში. საქპატენტმა შექმნა ძლიერი ლოკალური ავტომატიზებული ქსელი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით არის შექმნილი და უზრუნველყოფს ერთიანი სისტემისა და ბაზის ფუნქციონირებას, ასევე აძლევს საშუალებას მომხმარებელს, რომ ელექტრონულად მიიღოს საქპატენტში არსებული სერვისები. 2015­2016 წლებში, საქპატენტმა მოახდინა მონაცემთა ბაზების ინტეგრირება, რაც გულისხმობს წინასწარი საძიებო სისტემების შექმნას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთ, უნიკალურ ფორმატში მიიღოს ინფორმაცია სისტემაში ჩართული ეროვნული უწყებების მიერ რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ, როგორიცაა სასაქონლო ნიშანი, პატენტი და დიზაინი, ასევე უცხოელ მოქალაქეს აცნობს საქართველოში რეგისტრირებული უფლების შესახებ ინფორმაციას.

საქპატენტი ფუნქციონირებს მისი დებულების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს მის ძირითად ამოცანებს/ფუნქციებს, უფლებამოსილებას, ქონებასა და შემოსავლებს, ორგანიზაციის მართვის ძირითად სპეციფიკას.24

2015 წელს საქპატენტის ინიციატივით შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის დანერგვას, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციასა და ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრას. საბჭოს შემადგენლობაში შედიან იმ უწყების წარმომადგენლები, რომლის ფუნქციები დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და აღსრულებასთან (საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სხვა).

23 საქპატენტი, ჩვენს შესახებ, იხ. http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/17/24 საქართველოს მთავრობის დადგენილება N181 (2010) „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ,

იხ. http://sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=313

Page 18: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამხახური იცავს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებს, რომელიც შეტანილია „შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში“. რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ,,ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. სამსახური ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებების დაცვას ამავე კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებების მეშვეობით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო­ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

სამსახურის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189­ე მუხლით (საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა) 2017 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე. თუმცა ამ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2016 წელს რაც შეეხება, აღნიშნული კატეგორიის დანაშაული არ გამოვლენილა. ამავე ანგარიშში მოცემულია სტატისტიკა სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196­ე მუხლით (სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება) 2017 წელს გამოძიება სისხლის სამართლის 18 საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. 2016 წელს საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 6 ფაქტი გამოავლინა.25

საავტორო უფლებათა ასოციაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზიების დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 17 თებერვლის #585 ბრძანების საფუძველზე კოლექტიური მართვის ორგანიზაციის სტატუსი26 აქვს მინიჭებული.

25 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში (2017), იხ. http://is.ge/images/File/wliuri­angarishi­2017­Geo.pdf

26 განმარტება: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ (საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 63).

Page 19: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

19

ასოციაციის ერთ­ერთი მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვისა და გამოყენების ერთიანი სისტემის დანერგვა და განვითარება საქართველოში.

სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების როლი საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში საკმაოდ მცირეა. სხვა სფეროში (მაგ. გენდერი, ჯანდაცვა, განათლება) თუ არაერთი არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია მუშაობს, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კვლევებიც კი საკმაოდ მცირე რაოდენობით ხორციელდება. 2014 წლის იანვრის ანგარიშში მომზადებული ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ნათქვამია რომ „საკმაოდ მწირია არალიცენზირებულ და მეკობრულ პროდუქციასთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკური კვლევები და მონაცემები, რაც სიტუაციის შეფასებას ართულებს“27. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფერო პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციაზე მუშაობენ, თავისთავად მოიცავენ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებსაც.

ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგია

ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების სტრატეგია28, რომელიც მიმართულია ინოვაციის, პროდუქტის ბრენდირების და ექსპორტზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის შემუშავებულია 2015 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის მიერ და ამჟამად მიმდინარეობს სტრატეგიის ქართულ ენაზე რედაქტირება. აღნიშნული სტრატეგია, რომლის შექმნაზე მუშაობა დღემდე გრძელდებოდა, ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული. იგი უნდა დამტკიცდეს კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს29 მიერ. აქედან გამომდინარე, დოკუმენტში მითითებული თარიღები პირობითია და დამტკიცების შემდგომ მოხდება მათი განახლება. სტრატეგიაში ვრცლად არის აღწერილი ინოვაციების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის როლი ინოვაციების წახალისებაში, რაც სავსებით შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას.

სტრატეგიის აღმასრულებელი ორგანოა საქპატენტი. სტრატეგიის ხედვაა, რომ საქართველომ 2025 წლამდე საფუძველი ჩაუყაროს ინოვაციაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ სისტემას.

27 ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში, იხ. http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016­08/1471528962_re­port_2013­_geo_1.pdf

28 A Strategy for Developing an Intellectual Property System Supporting Innovation, Product branding, and Export led Economic Growth 2015­2018, Ron Marchant CB FRSA (2015).

29 საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია მეცნიერების განვითარების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით.

Page 20: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

20

სტრატეგიის მიზნებია:

­ ბიზნესის ინოვაციური შესაძლებლობების ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესების მიერ ბიზნესის სტრატეგიაში ინტელექტუალური საკუთრების საკითხების აღიარება და გათვალისწინება;

­ უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანოების მიერ განხორციელებულ კვლევებზე კომერციული სარგებლის მიღების წახალისება და ხელშეწყობა;

­ მწარმოებლების დახმარება ბრენდინგის გზით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლების ჩათვლით;

­ ნოვატორებისთვის ხელმისაწვდომი იურიდიული მომსახურების გაუმჯობესება; ­ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ფინანსურ მხარდაჭერაზე

ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; ­ მეკობრეობასთან და ყალბი პროდუქციის გავრცელებასთან მებრძოლი

სააგენტოების დაკავშირება და მჭიდრო თანამშრომლობა; ­ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის განვითარება; ­ მეწარმეობის, ინოვაციისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში

განათლებისა და სწავლების განვითარება; ­ ინტელექტუალური საკუთრების დაცვით მიღებული სარგებლის და ამ უფლე­

ბების დარღვევით გამოწვეული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება; ­ საქპატენტის უნარებისა და კომპეტენციის შემდგომი განვითარება; ­ სამომავლო ინოვაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის

შემუშავების მიზნით სამთავრობო მექანიზმის შექმნა.

სტრატეგია განსაზღვრავს იმ წარმატების ინდიკატორებს, რაც უნდა იქნეს მიღწეული წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ეს პერიოდი განისაზღვრება სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ. სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ წარმატების შეფასებისთვის აუცილებელია ზოგადი ეკონომიკური შედეგების შეფასება და არა მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების სტატისტიკის ანალიზი. მაგალითისთვის, სტრატეგიის მიერ შემოთავაზებული ინდიკატორები მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესების მიერ ინოვაციური პროდუქტის ან პროცესის დანერგვის პროცენტულ მაჩვენებელს, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პუბლიკაციებს ერთ მილიონ მოსახლეზე, საზღვარგარეთიდან ლიცენზიისა და პატენტის ხარჯზე მიღებულ შემოსავლებს მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით, და ა.შ. სტრატეგიის მიღების შემდეგ, აუცილებელი იქნება აღნიშნული ინდიკატორების ანალიზისთვის შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების შემოღება. ამ ეტაპზე, საქპატენტის წლიური ანგარიშები აღნიშნული ინდიკატორების ანალიზს არ მოიცავს.

Page 21: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

21

საქართველოში არსებული შიდა საკანონმდებლო ბაზა

საქართველოში დღეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სფეროს შემდეგი საკანონმდებლო აქტები არეგულირებს, რომლებიც ძირითადად 1999 წლიდან მოქმედებენ:

� საპატენტო კანონი (მიღებულია 1999 წელს); � „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონი (მიღებულია 1999 წელს);

� „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონი (მიღებულია 1999 წელს); � „დიზაინის შესახებ“ კანონი (მიღებულია 2010 წელს); � „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ კანონი (მიღებულია 2010 წელს);

� „ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ“ კანონი (მიღებულია 1999 წელს);

� „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონი (ახალი კანონი მიღებულია 2017 წელს).

ევროკავშირის კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის დროს გამოვლინდა ეგრეთ წოდებული „ნოუ­ჰაუ“ ანუ კომერციული საიდუმლოს დაცვის მექანიზმები. საქართველოში საწარმოო­კომერციული საიდუმლოს დაცვა რეგულირდება ძირითადად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ასევე სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც განსაკუთრებულ უფლებას ანიჭებენ მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო­კომერციულ საიდუმლოებას („ნოუ­ჰაუს“). ეს არის ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით. სავარაუდოდ, მომავალში საქართველო გაითვალისწინებს და პრაქტიკაში განახორციელებს ევროპული დირექტივის მოთხოვნებს ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად, თუმცა ამ ეტაპზე ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს ეს ვალდებულება არ აქვს აღებული.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების რეგულირების სფეროში არსებული კანონები თავიდანვე იმგვარად შეიქმნა, რომ ინტელექტუალურ სფეროში არსებულ საერთაშორის პრინციპებთან შესაბამისი ყოფილიყო. თუმცა, მაინც წარმოიშვა ხარვეზები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული აღსრულების მიმართულებით, რასაც განსაკუთრებით გაესვა ხაზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესახებ მოლაპარაკებათა მოსამზადებელი ეტაპის დროს. რაც შეეხება ხელმოწერის შემდგომ პერიოდს, ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს დაევალა არაერთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, მათ შორის ცვლილების განხორციელება:

­ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში, რომელიც გულისხმობს შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებების მოქმედების ვადის გაზრდას იმ დროს არსებული 50 წლიდან 70 წლამდე;

­ საქართველოს საპატენტო კანონში, სადაც მოთხოვნილია მცენარეთა დაცვის

Page 22: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

22

პროდუქტებზე დაცვის დამატებითი ვადით სარგებლობის შესაძლებლობის შემოღება. 2013 წლის კანონით, დამატებითი ვადით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ ფარმაცევტულ პროდუქტებს ენიჭებოდათ, შესაბამისად, ასეთი პრივილეგიით ვერ სარგებლობდნენ მცენარეთა დაცვის პროდუქტები. ასევე, ცვლილებების განხორციელების საჭიროება დადგა იმ სამედიცინო პროდუქტების დაცვის ვადებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩაუტარდა პედიატრიული კვლევები. ასეთი სახის პროდუქტებზე ასოცირების შეთანხმებით მოთხოვნილია, რომ დადგინდეს დაცვის ვადის დამატებით 6 თვით გაგრძელების შესაძლებლობა;

­ სხვადასხვა კანონში ცვლილებების განხორციელების საჭიროება გამოვლინდა სამედიცინო პროდუქტების კუთხით, რომელიც საჭიროებდა ამ პროდუქტების ბაზარზე განთავსების ნებართვებისთვის წარსადგენი ინფორმაციის კონფი­დენციალურობის უზრუნველყოფას კონკრეტული პერიოდის განმავლობაში;30

­ საბაჟო საკითხებთან დაკავშირებულ კანონებში, რადგან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხში საბაჟოს როლის დაუზუსტებლობა და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული პროცედურების არარსებობა საკმაოდ ართულებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას31. ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საბაჟოს მიერ აღსრულების თაობაზე“ ევროპარლამენტის და საბჭოს 2013 წლის 12 ივნისის (EU) №608/2013 რეგულაციასთან დაახლოების შესახებ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს უკვე კონკრეტულ სამ წლიან სამოქმედო გეგმას დაუდო საფუძველი, იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციისთვის კონკრეტული მიზნების და აქტივობების დასახვა და მონიტორინგი.

30 ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული სტანდარტები, EUGBC, 2014, იხ. http://eugbc.net/wp­content/uploads/2014/12/Sophie­Panjikidze­IPR­Final.pdf

31 ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოში 2011 წელს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასება (2012), იხ. http://www.epfound.ge/wp­content/uploads/2016/10/report_geo_2011.pdf

Page 23: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

23

სამოქმედო გეგმა და შესრულების ანგარიშის ანალიზი

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ, საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებისათვის, რომელიც მოიცავს 2014–2017 წლების პერიოდს32. ეს დოკუმენტი წარმოადგენს სტრატეგიულ დოკუმენტს და ადგენს ზოგად მიზნებს, რომლის დაკონკრეტებაც და გავრცობაც უკვე შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს დაევალათ.

დღეს, სამი წლის შემდეგ, უკვე შესაძლებელია განხორციელდეს აღნიშნული გეგმის შესრულების ანგარიშის და სამომავლო გეგმების ანალიზი.

2014 წელს დაიგეგმა მრავალი მიმართულებით მუშაობა, მათ შორის ერთ­ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარება33:

� ინტელექტუალური საკუთრების უფლების მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფის და ამ უფლებების დაცვისათვის შესაბამისი მექანიზმების შემოღების მიზნით დაი გეგმა ინტელექტუალური საკუთრების მარე გულირებელ საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება, რაც აღ ნიშნულ კანონმდებლობას დაახლოებდა ევროპულ სამართალთან. ამ ცვლილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებაა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.

� სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რათა გარანტირებულ იქნეს უფლების მფლობელებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სანქციების ეფექ ტური იმპლემენტაცია, დაიგეგმა მოსამარ­თლეებისათვის ინტელექტუალური სა კუთ რების უფლებებთან დაკავშირებულ სა კით ხებზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღო ნისძიებების განხორციელება. საქპატენტთან ერთად, აღნიშნული მიზნის შესრულების პასუხისმგებლობა იკისრა სსიპ იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ.

� ინტელექტუალური საკუთრებისა და სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, დაიგეგმა არაერთი სემინარის, ტრენინგის, სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და ასევე საინფორმაციო დოკუმენტაციის საჯაროდ გავრცელება.

� საბაჟო აღსრულების პროცედურების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის დაიგეგმა საბაჟო კანონმდებლობის გადახედვა და ცვლილებების შეტანა, ასევე ოპერატიული პროცედურების შემუშავება, რათა უფრო ეფექტურად განხორციელებულიყო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა სახელმწიფო საზღვარზე.34

2014 წლიდან, წლიური სამოქმედო გეგმა ყოველწლიურად მუშავდება და ხდება მისი

32 საქართველოს სამოქმედო გეგმა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებისათვის 2014 – 2017 წწ., იხ. http://www.economy.ge/uploads/dcfta/DCFTA_action_plan_GEO.pdf

33 იქვე. 34 იქვე. პუნქტი 21

Page 24: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

24

კონკრეტიზაცია. ეს არის მექანიზმი იმისა, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს სამუშაოს დაგეგმვა და შემდეგ უკვე მიღწეული მიზნების მონიტორინგი.

2015 წლის სამოქმედო გეგმაში35 უკვე გაწერილი იყო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ცვლილებები დაიგეგმა შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: „საქართველოს საპატენტო კანონი“; „საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ“; „საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; „საქართველოს კანონი დიზაინის შესახებ“; „საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“; „საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“.

ცვლილებებზე მუშაობა მართლაც დაიწყო, თუმცა, როგორც უფრო დეტალურად მორიგ თავში ვიხილავთ, 2017 წლის ბოლომდე ძირეული ცვლილებები აღნიშნულ კანონებში არ განხორციელებულა.

2016 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა აღნიშნულ კანონებში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების აღსრულების ეფექტური მექანიზმების არსებობას უზრუნველყოფდა. 2016 წლის ბოლოს საქპატენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება დასასრულს მიუახლოვდა და გადაეცა პარლამენტს განსახილველად 2017 წლისთვის. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, რაც სამოქმედო გეგმის ერთ­ერთი პრიორიტეტი იყო, არაერთი აქტივობა განხორციელდა. საქპატენტში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარა მრავალმა მოსამართლემ. საქპატენტთან არსებულ სასწავლო ცენტრში კვალიფიკაცია აიმაღლა, საქპატენტის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.36

საკანონმდებლო ცვლილებების მხრივ, უმნიშვნელოვანესი იყო 2017 წლის ბოლო. თითქმის ყველა კანონში, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საკუთრებასთან განხორციელდა ცვლილება და გამარტივდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა. ცვლილებები შევიდა საპროცესო კოდექსშიც, სადაც ინტელექტუალურ საკუთრებას მიეძღვნა ცალკე კარი. ამ წლის სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების შესახებ მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობაზე (ფაქტების კონსტატაცია) საზოგადოებრივი

ცნობიერების ამაღლებას, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს ეფექტურად ასახოს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობა. მაგალითისთვის,

35 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმა და შესრულების ანგარიშები, იხ. http://www.dcfta.gov.ge/ge/implementation

36 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2014­2017 სამოქმედო გეგმა, 2016 წლის ანგარიში, იხ. http://www.dcfta.gov.ge/ge/implementation

Page 25: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

25

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უნდა აცნობიერებდეს თავის უფლებას და შესაძლებლობას, რომ მისი შუამდგომლობით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განჩინება მტკიცებულებათა შენარჩუნების მიზნით, თუ არსებობს მათი განადგურების საფრთხე. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისებში გავრცელდა ფაქტების კონსტატაციის შესახებ საინფორმაციო ბროშურები, ბიზნესსექტორისა და ადვოკატებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, გაიმართა საინფორმაციო სემინარები უნივერსიტეტებში და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან. წლის მანძილზე, საქპატენტი აქტიურად თანამშრომლობდა ადვოკატებთან და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო აქტორთან ცოდნის გაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი ინტელექტუალური უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, როდესაც მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. 37

2018 წლის სამოქმედო გეგმას რაც შეეხება, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი აქტორები კვლავ გეგმავენ ევროკავშირის პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლების, მოსამართლეებისა და ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას, გაძლიერდება თანამშრომლობა საერთაშორისო მასშტაბით, დაგეგმილია მუშაობის გაგრძელება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით, ასევე ყურადღება მიექცევა მონაცემების შეგროვებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით.38

37 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2014­2017 სამოქმედო გეგმა, 2017 წლის ანგარიში, იხ. http://www.dcfta.gov.ge/ge/implementation

38 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, იხ. http://www.dcfta.gov.ge/ge/implementation

Page 26: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

26

საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი

2017 წლის ბოლოს ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: “საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ”, „საქართველოს საპატენტო კანონი“, „საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, „საქართველოს კანონი დიზაინის შესახებ“, „საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, „საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ და „საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“. ნაშრომში აღწერილია რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც იძლევა საერთო სურათის ანალიზის შესაძლებლობას.

სასაზღვრო ღონისძიებები

სამოქმედო გეგმის შესაბამისად39, ინტელექტუალურ საკუთრების დაცვის საბაჟო აღსრულებასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, 2017 წლის 13 დეკემბერს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონში, რის შემდეგაც, 1999 წლის კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა და ამოქმედდა ახალი კანონი. ამასთან, დასამტკიცებლად მომზადდა საზღვარზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით საბაჟო აღსრულებასთან დაკავშირებული ოპერატიული პროცედურების პროექტები. აღნიშნული ცვლილებები დაფუძნებულია ევროკავშირის რეგულაციის N 608/2013 დებულებებზე, რომლებიც არეგულირებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საბაჟო აღსრულების საკითხებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის.

ახალი კანონი არაერთ სიახლეს მოიცავს. კანონის რეგულირების სფერო გაფართოვდა და საავტორო და მომიჯნავე, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის, დიზაინზე, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებებთან ერთად მოიცვა პატენტები, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები. ასევე, ცვლილებების განხორციელებამდე არსებული მდგომარეობით საბაჟო სამსახურების მიერ მხოლოდ იმპორტირებული და ექსპორტირებული საქონელი კონტროლდებოდა და ისეთი ოპერაციები, როგორიცაა რეექსპორტი, დროებით შემოტანა და ა.შ. კონტროლს მიღმა რჩებოდა. ახალი კანონი ადგენს საქართველოს როგორც საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისა და ექსპორტის, ისევე საწყობის, თავისუფალი ზონისა და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (რეგისტრაციის) შესახებ განაცხადი როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად, სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან

39 ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2017 წლის სამოქმედო გეგმა და შესრულების ანგარიში, იხ. http://www.dcfta.gov.ge/public/filemanager/impli­mentation/GE_%20Report_2017_DCFTA.pdf

Page 27: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

27

სხვა პროცედურის განხორციელების შეჩერება და უფლების მფლობელის უფლებების დაცვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს მიეცა შეჩერებული საქონლის შემოწმების შესაძლებლობა და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ დადგინდა შემოსავლების სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის საფუძვლიანობა, განმცხადებელი ვალდებულია აუნაზღაუროს საქონლის მფლობელს საქონლის შეჩერების გამო მისთვის მიყენებული ზიანი.

სიახლეს წარმოადგენს უფლების რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შესაძლებლობა (ე.წ. ex officio პრინციპით კონტროლი), რასაც წინა კანონი არ ითვალისწინებდა. თუ შემოსავლების სამსახურს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცული ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში, სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების თაობაზე. ასევე, სამსახურს მიენიჭა უფლება გაუშვას საქონელი ვადაზე ადრე საქონლის მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად, თუ დასრულებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და საქონლის მფლობელი წარადგენს აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ გარანტიებს.

ცვლილებების მიხედვით, სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, რაც შეიძლება მოიცავდეს უფლების მფლობელის მიერ სასამართლოში საქმის წარმოების დასაწყებად და საქმის წარმოებისათვის, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ა.შ.40

სასაქონლო ნიშანი

2017 წლის ბოლოს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ, მე­2 მუხლს დაემატა „პ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის დეფინიცია. ასეთი საქონელი ან პროდუქტი უნდა შეიცავდეს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს, ან მასზე დატანილი იყოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან მას ჰქონდეს რეგისტრირებული მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა. ამასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი საქონლის წარმოება, შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან/და ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება უნდა იწვევდეს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას. ეს ქვეპუნქტი მნიშვნელოვანია იმით, რომ კონკრეტულად განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში არსებობს საფუძველი იმისა, რომ სასაქონლო ნიშანზე უფლების მქონე პირმა ან ორგანიზაციამ შეძლოს სასამართლოში იდაოს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

ცვლილება შევიდა კანონის მე­14 მუხლში, რომელიც ეხება არსობრივ ექსპერტიზას, რის მიხედვითაც დგინდება, არსებობს თუ არა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის

40 საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“, (2017), იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3936688#DOCUMENT:1;

Page 28: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

28

თქმის საფუძვლები. არსებული მუხლი მარეგისტრირებელ ორგანოს ავალდებულებდა მიეღო გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ საჭიროებდა დასაბუთებას, ხოლო 2017 წლის ცვლილების შემდგომ, უკვე აუცილებელია ეს გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქპატენტის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ­სამართლებრივ აქტს; შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილებები ყოველთვის გამოიცემოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების თანახმად და შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას და იყო არგუმენტირებული. აღნიშნული ცვლილებით მხოლოდ დაზუსტდა ამგვარი ვალდებულება სპეციალური კანონითაც.

ამ კანონში სახეზე გვაქვს ცვლილებების პაკეტი, რომელიც დაკავშირებულია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვის მექანიზმებთან. ამ დრომდე, 45­ე მუხლი ძალიან ზოგადად განსაზღვრავდა ამ მექანიზმებს, როგორიც იყო უფლების დამრღვევის ქმედების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სასაქონლო ნიშნის შემცველი ან ნიშნის დამამზადებელი პროდუქციის განადგურება. განხორციელებული ცვლილებებით ბევრად უფრო დაკონკრეტებულია ჩამოთვლილი მექანიზმები. კერძოდ, განსაზღვრულია ფულადი კომპენსაციის დაკისრებისთვის საჭირო პირობები, მიყენებული ზიანის ოდენობის დათვლის ტექნიკა, მესამე პირის პასუხისმგებლობა, „რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ანდა გამოიყენებოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის“41. ზიანის ოდენობის გამოთვლის ტექნიკა ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:

� სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი; � სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული

შემოსავალი; � სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული

ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი; � ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა სასაქონლო ნიშანზე

განსაკუთრებული უფლების მფლობელი სასაქონლო ნიშნის მართლზომიერად გამოყენებით.

პატენტი

საპატენტო კანონში ცვლილებების სამი ტალღა განხორციელდა. ცვლილებების პირველი პაკეტი შევიდა 2010 წელს, როდესაც საქართველომ ევროინტეგრაციის მიზნით დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. ამ წელს მრავალი ძირეული საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში, მაგალითად, პატენტის მფლობელს მიეცა მისი უფლების დაგირავების შესაძლებლობა გირავნობის ხელშეკრულების საქპატენტში დარეგისტრირების გზით. ასევე ცვლილებები განიცადა საპატენტო ტერმინოლოგიამ, გახანგრძლივდა პატენტის ვადა, სასარგებლო მოდელებს კანონში მიეძღვნა ცალკე თავი, შემოვიდა ინტერესთა კონფლიქტის ცნება და ა. შ.42. 2010 წლის ცვლილებები შეადგენს დღევანდელი საპატენტო კანონის დიდძალ ნაწილს. როგორც აღინიშნა, 2013 წელს კანონმა კიდევ ერთხელ განიცადა ცვლილება, თუმცა ამ შემთხვევაში, ცვლილება

41 საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ (1999), მუხლი 45 (3)42 დავით ძამუკაშვილი, სამეცნიერო შრომების კრებული – “ცვლილებანი საქართველოს ინტელექტუალური

საკუთრების სამართალში” (2010)

Page 29: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

29

შედარებით უმნიშვნელო იყო და ეს გამოწვეული იყო საქართველოში საკონსტუტიციო ცვლილებებით. საქპატენტის თავმჯდომარეს, თუ მანამდე თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი, ახლა უკვე ეს ფუნქცია დაევალა საქართველოს პრემიერ­მინისტრს43.

2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პირდაპირ კავშირშია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან. გაფართოვდა სამედიცინო პროდუქტის ცნება: „ფარმაცევტულ პროდუქტად მიიჩნევა აგრეთვე ზემოაღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი აქტიური ინგრედიენტი და ამ პროდუქტის გამოსაყენებლად საჭირო დიაგნოსტიკური საშუალება“44. ამ ცვლილების შედეგად, ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის განკუთვნილ პროდუქტზე პატენტის მოპოვებასთან ერთად, უკვე შესაძლებელია ამ პროდუქტში შემავალ ინგრედიენტზე ან დიაგნოსტიკურ საშუალებაზე პატენტის რეგისტრაცია. შესაძლებელია, ძირითადი ინგრედიენტი ან დიაგნოსტიკური საშუალება განმცხადებლისთვის ისეთივე მნიშვნელობის იყოს, როგორც თვით პროდუქტი და საჭიროებდეს დამატებით დაცვას, რასაც განმცხადებელი განახორციელებს ახალი კანონით.

ცვლილებებამდე დამატებითი ვადის განსაზღვრა ხდებოდა მხოლოდ ფარმაცევტულ პროდუქტზე, ხოლო ახალი მდგომარეობით უკვე მცენარეთა დაცვის საშუალებები45, რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, ასევე ექცევა დამატებითი ვადით დაცვის ქვეშ. შესაბამისად, ევროკავშირის მოთხოვნა, რომ ფარმაცევტული პროდუქტები და მცენარეთა დაცვის საშუალებები თანაბარი პირობებით სარგებლობდნენ პატენტის ვადის მოქმედების კუთხით, საქართველომ უკვე დააკმაყოფილა. დამატებითი ვადით გაგრძელება ხდება დამატებითი დაცვის მოწმობის მიღების შემდგომ, რომელიც პატენტის მოქმედების ვადას აგრძელებს იმ ვადით, რომელიც განისაზღვრება საქპატენტისთვის განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასული პერიოდით, და რომელსაც აკლდება 5 წელი. ასევე შესრულდა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება იმ სამედიცინო პროდუქტებთან მიმართებაში, რომლებმაც გაიარეს პედიატრიული კვლევები. ამ შემთხვევაში, დაცვის დამატებითი მოწმობით განსაზღვრული დამატებითი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 6 თვით. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემას ახორციელებს საქპატენტი, შესაბამისად, პროცედურები განისაზღვრება საქპატენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციით.

2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შემოღებული იქნა სავალდე­ბულო ლიცენზიის მექანიზმი. კანონის ცვლილებამდე პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ ითვლებოდა თუ გამოგონების გამოყენება მოხდებოდა სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან სხვა საგანგებო

43 საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (20.09.2013), იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2027150#DOCUMENT:1;

44 საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 2, პუნქტი „რ“45 ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და

მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის, საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 2, პუნქტი „ს“

Page 30: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

30

ვითარების დროს46. დღეს უკვე პატენტთან დაკავშირებული განსაკუთრებული უფლებების გამოყენება სავალდებულო ლიცენზირების ფარგლებში, პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე, შესაძლებელია სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის, თავდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დროს. აღნიშნული მექანიზმი ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში სასიცოცხლოდ აუცილებელ წამლებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის და მისი საქართველოში დანერგვა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების უზრუნველყოფას.

ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, პატენტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა „ა) პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან აღნიშნული პროდუქტის სხვაგვარად გამოყენება; ბ) გამოგონების კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ აღნიშნული ქმედების მიზანი არ არის ეკონომიკური საქმიანობა; გ) გამოგონების უცხო ქვეყნის საზღვაო ხომალდზე ან საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის; დ) გამოგონების ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის გამოყენება; ე) პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დასაშვებად საჭირო კვლევების ჩატარება და სხვა პროცედურების განხორციელება, თუ აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი პატენტის ვადის გასვლამდე არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის.“47 ამ მუხლზე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების პრინციპების გავლენა დიდია, რადგან სწორედ ევროკავშირი, ინოვაციების კვლევის განვითარების მიზნით, უფლებას აძლევს მესამე პირებს ისარგებლონ პატენტთან დაკავშირებული უფლებებით შეზღუდვის გარეშე, როცა ამ პროცესით არ ხდება ეკონომიკური სარგებლის გამომუშავება.

კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საპატენტო კანონში პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვის მექანიზმების განსაზღვრა. პატენტის მფლობელისთვის გაიწერა მთელი რიგი ღონისძიებები, რაც საშუალებას მისცემს მას სასამართლოს მეშვეობით ეფექტურად აღკვეთოს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები დარღვევის პრეცედენტი. ასევე, განისაზღვრა ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა გზები და ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი პირობები. ეს მუხლი დიდ წვლილს შეიტანს საპატენტო უფლებების ეფექტურად აღსრულებაში, რადგან უკვე კონკრეტულადაა კანონში აღსრულების მექანიზმებზე მითითება და შესაბამისად, დარღვებზე რეაგირებაც მოხდება ადეკვატურად.

დიზაინი

დიზაინის შესახებ კანონი მისი მიღებისას, 2010 წელს, უკვე საკმაოდ ახლოს იდგა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამავე წელს შევიდა რამდენიმე ცვლილება, რომელიც უფრო სარედაქციო ხასიათის იყო. ამ კანონის ხარვეზს, ისევე როგორც ეს დამახასიათებელია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი კანონებისთვის, წარმოადგენს უფლების დაცვის კონკრეტული ნორმების არარსებობა. ამ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2017 წლის დეკემბერში, დიზაინის შესახებ კანონს დაემატა ახალი მუხლი დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვის მექანიზმების შესახებ. ეს

46 იქვე. მუხლი 52 1 , პუნქტი 747 იქვე. მუხლი 52

Page 31: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

31

მუხლი კონკრეტულად აყალიბებს დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებამოსილებებს უფლების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, დიზაინზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა ან ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის მიღება48.

გეოგრაფიული აღნიშვნები

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ კანონი მიღებული იქნა 1999 წელს. კანონის მიხედვით, ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მოიპოვებს ან გადაამუშავებს ნედლეულს, ან რომელსაც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში აქვს რეგისტრირებული მოქმედი საწარმო და ამასთან, წარმოებული საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები შეესაბამება რეესტრში დაფიქსირებულ ხარისხს და თვისებებს, შეუძლია საქპატენტში წარადგინოს განაცხადი რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირად დასარეგისტრირებლად. მინიჭებული უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნულ კანონში არ განხორციელებულა ძირეული ცვლილებები. 2011 წელს განხორციელდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შესწორებები.

კანონთან ერთად გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულირების სფეროში დიდი ადგილი უჭირავს პრეზიდენტის 2002 წლის ბრძანებულებას საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ49 საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე. აღნიშნულ ბრძანებულებას თან ერთვის დებულებები, რომლებშიც გაწერილია ქართული ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის წესები და პირობები. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2014 წელს მინისტრის ბრძანების გამოცემა, რომელიც განსაზღვრავს უკვე ღვინის და მინერალური წყლის გარდა სხვა სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესებს50.

ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საზღვარგარეთ შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ასეთად იქნება აღიარებული ან რეგისტრირებული საქართველოში. ამისათვის არსებობს რამდენიმე გზა, რაც მოიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანას უშუალოდ იმ ქვეყანაში, სადაც განმცხადებელს სურს უფლების აღიარება, საერთაშორისო რეგისტრაციას „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმებაზე“ დაყრდნობით ან შესაძლებელია უფლების დაცვის განხორციელება ქვეყნებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე,

48 საქართველოს კანონი დიზაინის შესახებ (2010), მუხლი 30149 საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანებულება №88 „საქონლის ადგილწარმოშობის

დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე, იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/115540

50 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №2­41, იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2204873

Page 32: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

32

რაც მოიცავს წინასწარ აღიარებული გეოგრაფიული აღნიშვნების და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხას.

ბოლო წლების განმავლობაში საქპატენტი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებაზე, რომლებიც მიმართულია გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახლებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვისკენ. სწორედ ასეთი შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის 2018 წლის მაისში51.

ეს პროცესი ითვალისწინებს მხარეების მიერ ნაცვალგების წესით გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების ურთიერთაღიარებას, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მათი უფლებების დაცვისა და გამოყენების საკითხების დარეგულირებასა და უზრუნველყოფას. ასეთი შეთანხმებები საშუალებას იძლევა უფრო აქტიურად მოხდეს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოაშკარავება. მსგავსი შემთხვევები მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის ევროკავშირშიც, და მოხდა ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება, რაც უზრუნველყოფს უფლების მფლობელების სათანადოდ დაცვას.

2016 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII­C დანართსა და XVII­D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებას სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით მოხდა ევროკავშირში უკვე დაცული 18 ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებისთვის სხვა ქართული ადგილწარმოშობის

დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დამატება (მაგ. „სულგუნი“, „ჩურჩხელა“) და შესაბამისად დაცული პროდუქტების ნუსხა გაიზარდა52.

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშები

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ კანონში, რომელიც მიღებულია 2010 წელს, ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. განხორციელდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შესწორებები, როგორიცაა პასუხისმგებელი სამინისტროს სახელწოდების ცვლილება.53 ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესს, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელებას, შეწყვეტასა და აღდგენის წესს და იძულებითი ლიცენზიის გაცემას არეგულირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის ბრძანება54. დადებითი ნაბიჯია ის, რომ საქპატენტმა წინა წლებთან შედარებით გაამარტივა ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების მოთხოვნით განაცხადის შეტანის შესაძლებლობა ელექტრონული განაცხადის პროცედურის მეშვეობით, რომელიც განკუთვნილია მცენარეთა ახალი ჯიშების განაცხადების მომზადებისა და სასურველი ქვეყნების შესაბამის უწყებებში ელექტრონულად გადაგზავნისთვის.

51 „ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები შვეიცარიის კონფედერაციაში დაცულია“, საქპატენტი, 2018, იხ. http://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/157/

52 საქპატენტის 2016 წლის ანგარიში, გვ. 37, იხ. http://www.sakpatenti.gov.ge/media/publication_pdf/Annu­al_2016.pdf

53 საქართველოს კანონი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3888740

54 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2–133, 2007, იხ. http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_files/cxovelis_axali_jishis_instruqcia_2011.pdf

Page 33: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

33

საავტორო და მომიჯნავე უფლებები

2005 წლის ივნისში ცვლილებები და დამატებები შევიდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში. აღნიშნული ცვლილებებით კანონში აისახა ევროკავშირის რამდენიმე დირექტივის (91/250/EEC, 92/100/EEC, 93/98/EEC, 2001/29/EC, 2001/84/EC, 93/83/EEC, 96/9/EC) მოთხოვნები.55 ცვლილებები ძირითადად უკავშირდებოდა მომიჯნავე უფლებების მარეგულირებელ ნორმებს.

ცვლილებების შემდეგი ნაკადი ჩვენს მიერ ხსენებულ კანონს შეეხო 2010 წელს. ამ დროისთვის, საქართველო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთავარი პრობლემა კანონმდებლობის აღსრულებაშია და არა მის შინაარსში. საავტორო უფლებათა განხორციელების და დაცვის უფრო ეფექტური და ქმედითი მოდელის ჩამოყალიბების მიზნით ცვლილება შეეხო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ ნორმებს, კერძოდ მათ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.56

ცვლილება შეეხო საქპატენტში ნამუშევრის დეპონირებას, 2010 წლამდე კანონის მე­9 პრიმა მუხლით საავტორო უფლების მფლობელს უფლება ჰქონდა ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განეხორციელებინა „საქპატენტში“, თუმცა დეპონირების შედეგად „საქპატენტის“ მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებდა მხოლოდ ნაწარმოების დეპონირების ფაქტს და არ წარმოშობდა საავტორო უფლებებს. წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ 2010 წლიდან დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ასევე განხორციელდა ცვლილება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკუთვნის საავტორო უფლება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის წარმოშობილი დავისას, როდესაც საქმე ეხება სამსახურებრივი მოვალეობას ან შეკვეთის შესრულებას. 2010 წლამდე ქონებრივი უფლებები ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამუშაოს მიმცემის უშუალო სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით, ეკუთვნოდა სამსახურებრივი ნაწარმოების ავტორს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. გამონაკლისს წარმოადგენდა სამსახურებრივი დავალების შედეგად შექმნილი კომპიუტერული პროგრამა, რომელზეც ყველა ქონებრივი უფლება ეკუთვნოდა სამუშაოს მიმცემს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.57

2017 წლის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული ცვლილებების ნაკადი აღნიშნულ კანონსაც შეეხო. გაიზარდა ფონოგრამის სახით ჩაწერილ შესრულების დაცვის ვადები. სხვა კანონებისგან განსხვავებით, სადაც საერთოდ არ იყო გაწერილი უფლების დაცვის მექანიზმები, საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონში გამოყოფილი იყო ცალკე მუხლი, რომელიც მოიცავდა უფლების დაცვის მექანიზმებს, როგორიცაა უფლების აღიარება, ზიანის ანაზღაურება, შემოსავლის ჩამორთმევა და ა.შ. 2017 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეს მექანიზმები და დაცვის ობიექტები უფრო კონკრეტულად განსაზღვრა.

კანონი ანიჭებს საავტორო უფლების მფლობელ პირს შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი უფლება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურ საფუძველზე.

55 „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ და საქართველოს სოციალურ­ეკონომიკური პოლიტიკა, 2011, გვ.30, იხ. http://eap­csf.ge/images/doc/publikaciebi/EaP_CIESR­Ge.pdf

56 კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ (1999), მუხლი 63 (3)57 იქვე. მუხლი 16 (1)

Page 34: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

34

უფლების ინდივიდუალურად დაცვის შემთხვევაში, პირი ვალდებულია თვითონვე აკონტროლოს თავისი უფლების დარღვევის ფაქტები და შემდეგ იდაოს სასამართლოში. ასეთი კონტროლი არარეალური და არაზუსტია, რადგან შეუძლებელია ერთმა ინდივიდმა აკონტროლოს ტელე/რადიო სივრცეში გასული თითოეული მისი კომპოზიცია თუ სხვა ნამუშევარი. ამ მიზნით საქართველოს ბაზარზე შეიქმნა ისეთი კერძო ორგანიზაციები, როგორიცაა „ჯი ემ აი“ (GMI Rights Management)58. ესაა პირველი ქართული მუსიკალური გამომცემელი, რომელიც უზრუნველყოფს საავტორო უფლებების ასოციასთან თანამშრომლობით საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვასა და სამართლებრივ წარმომადგენლობას დავების განხილვისას. ასეთი ორგანიზაციების მეშვეობით კერძო პირებს და ორგანიზაციებს ბევრად უმარტივდებათ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ეფექტური მართვა და სარგებლობენ ჰონორარების განაწილების გამჭვირვალე სისტემით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტელექტუალური უფლებების დაცვისას მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეგულირება ხდება ევროპის სტანდარტებთან შესაბამისად, თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობის და პრაქტიკის ხარვეზად ჯერ ისევ რჩება საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტსივრცეში. ინტერნეტის ყოველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს, გაავრცელოს, ცვლილებები შეიტანოს საავტორო უფლებით დაცულ შემოქმედებაში. ამ ფაქტს, კანონმდებლობაზეც რომ არ ვიმსჯელოთ, კონტენტის მომწოდებლების ინტერესებზე უარყოფითი ეკონომიკური გავლენა გააჩნია. ინტერნეტკონტენტი ზედმეტად ხელმისაწვდომი და დაუცველია ისეთი არალეგალური მასალებისგან, როგორიცაა მოპარული პროგრამები, მუსიკა და კინო. დღევანდელი კანონმდებლობით, საავტორო უფლების მქონე სუბიექტი, რომლის უფლებას დაირღვა ინტერნეტსივრცეში, უფლებამოსილია სასამართლოს გზით იდაოს, მაგალითად, კონკრეტული ვებგვერდის წინააღმდეგ, რომელმაც გაავრცელა საავტორო უფლების ობიექტი. თუმცა, ეს დავა შეიძლება წლები გაგრძელდეს და დამრღვევმა, ფიზიკურმა პირმა ვერც შეძლოს მიყენებული ზიანის სრულყოფილად ანაზღაურება, არასაკმარისი ფინანსური შესაძლებლობების გამო.

საავტორო უფლებების დარღვევა ინტერნეტსივრცეში მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და ინტერნეტის ბუნებიდან გამომდინარე ბოლომდე ამის გაკონტროლება შეუძლებელია. საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული პროდუქციის გადმოწერასთან და თვით გავრცელების პრაქტიკასთან საბრძოლველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერტებმა შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც მხარს უჭერს ინტერნეტსერვისის მომწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხს. კონკრეტულად, საავტორო უფლების დარღვევის ფაქტზე პასუხისმგებელი ხდება ინტერნეტსერვის პროვაიდერი, რომლის მომხმარებელმაც დაარღვია ეს უფლება. ამ იდეის დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტპროვაიდერს უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ აკონტროლოს მისი მომხმარებლის მიერ ჩადენილი ქმედებები, და თუ ახლა ყურადღებას არ ამახვილებს ასეთ ფაქტებზე, როდესაც პასუხისმგებლობა მასზე გადმოვა, იძულებული გახდება, რომ ყველა ღონე იხმაროს დარღვევების აღმოსაფხვრელად. რა თქმა უნდა, იმას არავინ ითხოვს, რომ ასეთმა ორგანიზაციამ თითოეული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ან ნანახი მოპარული ფილმი თუ გადმოწერილი სიმღერა გააკონტროლოს, აქ საუბარია საავტორო უფლებების დარღვევით მასიურად გავრცელებული პროგრამების, ფილმების და მუსიკის მომწოდებლებზე. ამ იდეას თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ინტერნეტსერვის პროვაიდერი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ

58 შპს „ჯი ემ აი“, იხ. http://gmi.ge/

Page 35: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

35

დარღვევაზე, რაც მისმა მომხმარებელმა ჩაიდინა, რომ ინტერნეტის მიწოდება არ მოიცავს თავის თავში საავტორო უფლების დარღვევას. ამასთან, ინტერნეტსერვის პროვაიდერმა იმის შიშით, რომ არ დაჯარიმდეს, შეიძლება გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას და დაუბლოკოს მის მომხმარებელს ინტერნეტკონტენტი, რომელზეც საავტორო უფლება არ ირღვევა ან სადაოა დარღვევის ფაქტი.59

საქპატენტი მოწადინებულია, რომ სწორედ ზემოთ აღწერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკა განავითაროს საქართველოში. საქპატენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გოგილიძე, 2016 წელს ინტერნეტგამოცემა „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტსერვის პროვაიდერზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. მისი თქმით: “უფლების მფლობელი მისწერს კონკრეტულ პროვაიდერს, რომ შენს სერვერზე ჩემი საავტორო უფლებები ირღვევა. სერვის პროვაიდერს ექნება არჩევანი: ან მაშინვე დაბლოკავს ამ ვებ­გვერდს და მისი პასუხისმგებლობა მოიხსნება, ან არ დაბლოკავს და საავტორო უფლებების მფლობელს საშუალება ექნება სასამართლოში უჩივლოს არა ვებ­გვერდის პატრონს, არამედ ინტერნეტ სერვის პროვაიდერს, რომელსაც ფულიც აქვს და შესაბამისად, მისგან ჯარიმის ამოღებაც რეალურია“60.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავჯდომარე გიგა კობალაძე აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში შეინიშნება გარკვეული პროგრესი, კერძოდ, ინფორმაცია უფლებების დაცვის მექანიზმებზე და საჭიროებაზე უკვე მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს. ეს არის შედეგი იმ საინფორმაციო კამპანიების, ტრენინგების და საერთაშორისო კონფერენციების, რასაც ასოციაცია და საქპატენტი ახორციელებენ. შესაბამისად უფლებების დარღვების შემცირების ტენდენციებიც სახეზეა. მისი თქმით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქალაქეების ცნობიერება ყველაზე მაღალია ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტებთან შედარებით.61

ბატონი გიგა კობალაძე აღნიშნავს, რომ ერთ­ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რაც მომავალი წლიდან ამოქმედდება, ეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონს. სიახლე შეეხება ავტორიზაციის ვალდებულებას, რომელიც მიენიჭებათ გამოძახებითი აუდიო­ვიზუალური მომსახურების (video on de­mand) მომწოდებლებს. ავტორიზაციის მისაღებად კინოსა და მუსიკის მომწოდებელ ვებგვერდებს დაეკისრებათ ვალდებულება წარმოადგინონ საავტორო უფლების მქონე პირებთან და ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც მათ ანიჭებთ უფლებას გააშუქონ კონკრეტული ფილმი ან გააჟღერონ მუსიკალური ნაწარმოები.62 აღნიშნული ცვლილება საგრძნობლად შეამცირებს ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებების დარღვევის შესაძლებლობას.

საქართველოში განსაკუთრებით პრობლემატურია ინტერნეტმედიის რეგულირების საკითხი. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მედიასაშუალება არღვევს სხვა მედიასაშუალების საავტორო უფლებას, იყენებს მის მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას, ფოტო/ვიდეო მასალას, და არ უთითებს წყაროს, რითაც სხვის შემოქმედებას ითვისებს. კანონში, რომელიც საავტორო უფლებებს იცავს, არაფერია ნათქვამი ამ სფეროს რეგულაციაზე. ზოგადად, მედიის საავტორო უფლებები რეგულირებულია

59 ALFRED C. YEN, Internet Service Provider Liability for Subscriber Copyright Infringement, Enterprise Liability, and the First Amendment (2000), გვ. 2­6, იხ. https://www2.bc.edu/~yen/ISPLiab.pdf

60 “ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ახალი კანონი ექნება”, Commersant.ge, (2016), იხ. https://commersant.ge/index.php?view=post&id=90965&lang_id=ge

61 ინტერვიუ გიგა კობალაძესთან, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავჯდომარე, 20.04.2018

62 იქვე.

Page 36: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

36

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის მე­14 მუხლით, სადაც ნათქვამია, რომ „დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოებების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გამოცემის, გამომცემლის ავტორის თანხმობის გარეშე”. კანონმდებელი იქვე აღნიშნავს, რომ „პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა“. ლეგიტიმურია დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმება „სხვა პერიოდულ გამოცემაში“, რაშიც მაღალი ალბათობით სწორედ რომ ინტერნეტმედია იგულისხმება, თუმცა ამის გამამყარებელი არგუმენტები პრაქტიკაში არ მოგვეპოვება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო და ვერც ერთი კონკრეტული უწყება ვერ გააკონტროლებს სათითაოდ, მედიაინტერნეტსივრცეში საავტორო უფლების დარღვევის ფაქტებს. ეს მთლიანად მედიასაშუალების პასუხისმგებლობაა, რომ მან თვითონ აღმოაჩინოს დარღვევის ფაქტი. არიან მედიასაშუალებები, რომლებიც საავტორო უფლების დარღვევის ფაქტებს თავისი ძალებით ებრძვიან, უფრო კონკრეტულად, იმ ვებგვერდზე სადაც სტატიაა (ან სხვა ნამუშევარი, რომელიც საავტორო უფლებითაა დაცული) განთავსებული, ითიშება მაუსის მარჯვენა ღილაკი, რაც შეუძლებელს ხდის სტატიის პირდაპირ მონიშვნას და ასლის გაკეთებას. ეს ხერხი არაა პრობლემის მოგვარების გზა, თუმცა საგრძნობლად ამცირებს საავტორო უფლების დარღვევის ფაქტებს.

შედარებით უკეთესი სიტუაციაა ინტერნეტში განთავსებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს პრეცედენტები, როდესაც საქართველოს ავტორთა საზოგადოების მეშვეობით კომპენსაცია მიუღიათ იმ პირებს, ვისი ფოტოებიც უკანონოდ იყო გამოყენებული. 63

საპროცესო კოდექსი

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა საპროცესო ნორმების არარსებობა (მაგ. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები), რასაც უნდა მოეცვა სამართალწარმოების ის თავისებურებანი, რაც თან ახლავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეებს. 2017 წლის ბოლოს წარმოდგენილი ცვლილებებით, რომლებიც უკვე 2018 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, განისაზღვრა ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე დავის წარმოებისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული საქმის სამართლიანად გადაწყვეტისთვის.

კერძოდ, ხსენებული ცვლილებების შედეგად სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე კარი მიეძღვნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებებს. დაკონკრეტდა თუ რას წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონელი და რა შემთხვევაში გვაქვს სახეზე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევის ფაქტი. შემუშავდა ინტელექტუალური

63 მიხეილ სამხარაძე და ფარმაცევტული კომპანია „აზფარმა“, იხ. http://www.media.ge/ge/portal/arti­cles/40515/

Page 37: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

37

საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკი­ცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც კონკრეტულად განსაზღვრავს სასამართლოს უფლება­მოვალეობებს აღნიშნული ტიპის საქმის განხილვისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ამ ღონისძიებების საშუალებით უნდა მოხდეს ნიმუშის აღება ან დეტალურად აღწერა და დოკუმენტირება იმ საქონლის, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ ის არღვევს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლებას. ასევე, აღიწეროს „წარმოებისათვის/რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის განკუთვნილი დანადგარის/მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტები ან/და სავარაუდო კანონდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია“64. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია პროდუქციის და მასალის დაყადაღებაც. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე განჩინება მოსამართლემ 5 სამუშაო დღეში უნდა გამოიტანოს.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების განსაზღვრაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის კუთხით. ასეთი ღონისძიებები გამოიყენება გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისთვის და იცავს

მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემ­თხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების განსაზღვრისას სასამართლო უფლებამოსილია კომერციული მასშტაბით განსაკუთრებული უფლების დარღვევაში ეჭვმიტანილ პირს დაუყადაღოს ქონება, აუკრძალოს ის ქმედება, რომლის მეშვეობითაც ხდება უფლების დარღვევა, ან მოითხოვოს გარკვეული გარანტიების წარმოდგენა.65

იურიდიული ფირმა „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ ანალიტიკური მიმოხილვის მიხედვით, საპროცესო კოდექსის ახალი მუხლი ინფორმაციის მიღების უფლების შესახებ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უფლების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოანგარიშებას, რაც ყოველთვის პრობლემატურ საკითხს წარმოადგენდა დავების განხილვისას. მოსამართლეს უფლება აქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის თანაზომიერი და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მოითხოვოს სავარაუდო დამრღვევისგან „იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონლის წარმოშობის ან/და გასაღების ქსელის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე კანონდარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას“66. ანალიტიკური მიმოხილვის მიხედვით: „წინამდებარე ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, თუმცა სასამართლო ხშირად უარს ამბობდა მსგავსი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან კომერციული საიდუმლოება მეტად დაცულ სფეროდ განიმარტებოდა...{ახალი კანონით} ერთის მხრივ გამარტივდა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად თვლადი გახდეს მიყენებული ზიანი, ხოლო მეორეს მხრივ დაცულია კომერციული საიდუმლოება, ვინაიდან მიღებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მოსამართლეს მიენიჭა“67.

64 საქართველოს სამოქალო საპროცესო კოდექსი, მუხლი 36327 (2)65 იქვე. მუხლი 36329 (1)66 იქვე. მუხლი 363 28 (1)67 „კაიკაციშვილი და ადვოკატები“, იხ. http://www.kbarristers.ge/ge/news/index/74

Page 38: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

38

სასამართლოსთვის მიმართვიანობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, სასამართლოსადმი მიმართვიანობა სამოქალაქო საქმეებზე, რაც მოიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან და სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაც გულისხმობს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ პერიოდს, არ გაზრდილა. თუმცა თუ შევადარებთ, მაგალითად 2010 წლის მონაცემებს, შემოსულ საქმეთა რაოდენობა გაორმაგებულია, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კანონმდებლობის დახვეწისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების შედეგია. 2009 წელთან შედარებით კი, ეს ციფრი თითქმის გაათმაგებულია. 68

გრაფიკი 1

სასამართლო საქმეების ასეთ ზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის საავტორო უფლებათა ასოციაციას, რომელიც უჩენს იურიდიულ დახმარებას იმ პირებს, ვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები დაირღვა. ასოციაცია წარმართავს სასამართლო დავებს მოსარგებლეებთან, რომლებიც ნებართვის გარეშე იყენებენ საავტორო უფლებით დაცულ ნაწარმოებებს. ასევე, საქმეს აწარმოებს ისეთი მოსარგებლეების წინააღმდეგ, რომლებიც არ ასრულებენ საავტორო უფლებით დაცული ლიცენზიის პირობებს. 2017 წელს ასოციაციამ ინიცირება გაუკეთა 137 საქმეს69, რაც, როგორც მოცემულ გრაფიკ 1­დან გამომდინარეობს, 2017 წელს სამოქალაქო სასამართლოში შესული საქმეების უმრავლესობას წარმოადგენს.

68 თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკა, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, იხ. http://tcc.gov.ge/in­dex.php?m=534&newsid=179

69 საავტორო უფლებათა ასოციაციის 2017 წლის ანგარიში, გვ. 9, იხ. http://www.gca.ge/uploads/files/GCA___2017.pdf

Page 39: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

39

გრაფიკი 2

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ძირითადად ყველა დავა ეხებოდა სასაქონლო ნიშნებს. როგორც ვხედავთ გრაფიკზე, სამოქალაქო დავებისგან განსხვავებით აქ შეინიშნება შემოსულ საქმეთა კლება.70 აღსანიშნავია, რომ საქპატენტის დავები ძირი თადად მცხეთის რაიონულ სასამართლოში განიხილება, აქედან გამომდინარე საქპატენტის სტატისტიკა განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სტა­ტისტიკისგან. თუმცა, მცხეთის სასამართლოში შესულ საქმეთა თანმიმდევრული კლება ინტელექტუალური საკუთრების დარგში აღნიშნულ სასამართლოშიც სახეზეა. მაგალითისთვის, 2017 წელს საქპატენტის ექსპერტიზისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უწყების წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა 35 სარჩელი. 2014 წელს ასეთი სარჩელის რაოდენობა 42 იყო, ხოლო 2013­ში საქპატენტის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა 50 სარჩელი.71

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების და სამართლის განვითარების მიზნით, უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს გამოსცა სამოქალაქო საქმეთა კრებული, რომელიც პირად არაქონებრივ და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ეხება. აღსანიშნავია, რომ პირველად გამოეყო ცალკე თავი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში წარმოშობილ დავებს, რაც ხაზს უსვამს ერთგვაროვანი პრაქტიკისა და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების საჭიროებას. აღნიშნული საქმეები ეხებოდა სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, პატენტის ბათილად ცნობას, საავტორო უფლებების დაცვას, ჯამში რვა საქმე. 72

70 თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკა, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, იხ. http://tcc.gov.ge/index.php?m=534&newsid=179

71 საქპატენტის წლიური ანგარიშები, იხ. http://www.sakpatenti.gov.ge/ka/publications/ 72 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სამოქალაქო საქმეებზე, 2017, #8, იხ. http://

www.supremecourt.ge/files/upload­file/pdf/2017w­samoqalaqo­krebuli8.pdf

Page 40: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

40

დასკვნა

ნაშრომში აღწერილია 2010–2018 წლების განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში. განსაკუთრებით გამოკვეთილია საქართველოს საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც მიმართულია აღსრულების საპროცესო ნორმების დანერგვისაკენ. თითოეულ კანონში დაკონკრეტდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დაცვის მექანიზმები. ამასთან, განისაზღვრა ფულადი კომპენსაციის დაკისრებისთვის საჭირო პირობები, მიყენებული ზიანის ოდენობის დათვლის ტექნიკა, და სხვა დეტალები, რაც უზრუნველყოფს უფლების ეფექტურად დაცვას. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობის კუთხით, კერძოდ, გამოიკვეთა საბაჟო სამსახურების როლი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში და ამოქმედდა უფლების რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების ex officio მექანიზმი.

საქპატენტის ინფორმაციით,73 საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზების პროცესი დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ძირითადი პრინციპების დონეზე, საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა გაგრძელდება მომავალშიც, რათა მოხდეს კანონმდებლობის სრულყოფა უკვე დეტალებზე ორიენტირების გზით. ამასთან, ინტელექტუალური საკუთრების სფერო მუდმივად განიცდის ცვლილებებს და საჭიროა კანონმდებლობის მუდმივად განახლება ამ ცვლილებების ასახვის მიზნით.

საქპატენტმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების გლობალურ სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით არაერთ შეხვედრაზე თუ კონფერენციაზე წარმოადგინა საქართველო და მუდმივად აწარმოებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს და ხდება ცოდნისა და პრაქტიკის ურთიერთგაზიარება. საქპატენტმა შექმნა ძლიერი ლოკალური ავტომატიზებული ქსელი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდობით არის შექმნილი და უზრუნველყოფს ერთიანი სისტემის და ბაზის ფუნქციონირებას, ასევე აძლევს საშუალებას მომხმარებელს, რომ ელექტრონულად მიიღოს საქპატენტში არსებული სერვისები, როგორიცაა წინასწარი საძიებო სისტემები და ელექტრონული განცხადებების პლატფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდეროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია, მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა და საკანონმდებლო ცვლილებების მიღება წინგადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირის მხრიდან დადებით შეფასებას იღებს, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომლებიც კანონის პრაქტიკაში აღსრულებასთანაა დაკავშირებული.

ისმო–ს 2002 წლის კვლევის მიხედვით74, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისთვის მთავარი გამოწვევა არა სრულფასოვანი კანონმდებლობის არსებობაა, არამედ პრობლემა სამართლებრივი დაცვის საშუალებების და ადეკვატური სანქციების არარსებობაშია. აღსრულების სისტემების არაეფექტურობა ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია საჯარო უწყებებში ადამიანური რესურსების, დაფინანსების, და პრაქტიკული გამოცდილების არარსებობის გამო. ასეთი სისტემური პრობლემების მიზეზად ხშირად გვევლინება არამჭიდრო თანამშრომლობა ეროვნულ უწყებებს შორის

73 ინტერვიუ მანანა ფრუიძესთან, საქპატენტის, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, 16.04.2018

74 “Guidebook on enforcement of intellectual property rights”, Queen Mary Intellectual Property Research Insti­tute, 2005, იხ. http://trade.ec.europa.eu/doclib/docs/2005/april/tradoc_122641.pdf

Page 41: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

41

თუ საერთაშორისო დონეზე.საქართველოსთვის ერთ­ერთ გამოწვევას მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე ევროინტეგრაციის კუთხით, რაზეც აქტიურად მუშაობენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი აქტორები. აგრეთვე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინტერნეტსივრცე, სადაც კვლავ გრძელდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა. მიუხედავად არსებული კანონმდებლობისა საავტორო უფლებების დაცვის სფეროში, მაინც ვერ ხორციელდება დამნაშავეების დასჯა და დაჯარიმება, როდესაც საქმე ეხება ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას. მესამე გამოწვევაა სასამართლო სისტემა. სასამართლოს და მოსამართლეების როლი მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებაში ამაღლდეს სასამართლოს ნდობა და შესაბამისად, გაიზარდოს სასამართლოს მიმართ მიმართვიანობა, რაც ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია.

Page 42: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

42

რეკომენდაციები

• ამ ეტაპზე, როცა საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უკვე ჰარმონიზებულია საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს კანონის პრაქტიკაში აღსრულებას. კანონის ეფექტურად აღსრულების პრობლემის აღმოსაფხვრელად, საჭიროა სხვადასხვა სამინისტროსა და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევა და კოორდინირებული თანამშრომლობა. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საბჭოში შედიან ისეთი უწყებები, როგორიცაა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ასევე, საგამოძიებო სამსახური, რომელთა წვლილი ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში უდაოდ დიდია. თუმცა როგორც აღინიშნა, 2017 წელს მხოლოდ 3 საქმეზე მოხდა გამოძიების დაწყება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით. საჭიროა საქართველოს ფინანსთა და შინაგან სამინისტროების აქტიურობა განსაკუთრებით ამ კონკრეტული მიმართულებით, რათა შეიქმნას პრეცედენტები და დამრღვევებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა. საქპატენტი და საავტორო უფლებათა ასოციაცია ყოველწლიურად არაერთ აქტივობას ახორციელებს, სადაც ჩართულნი არიან ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი აქტორები. მნიშვნელოვანია ამ აქტორებმა განაგრძონ და გააუმჯობესონ კოორდინირებული საქმიანობა. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აქტიური მუშაობაა საჭირო სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც ვალდებულები არიან აღასრულონ კანონი და შექმნან იმის პრეცედენტი, როდესაც უფლების დამრღვევები სათანადოდ ისჯებიან, რომ ეს იყოს მაგალითი პოტენციური დამნაშავეებისთვის;

• მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა მათ სრულად გაითავისონ კანონის მიერ მათზე მინიჭებული უფლებები, ასევე პრიორიტეტია მომავალი წლების განმავლობაში. საქპატენტი და საავტორო უფლებათა ასოციაცია აქტიურად მუშაობენ ამ საკითხებზე და ცდილობენ შესაბამისი ცოდნა მიანიჭონ მცირე და საშუალო საწარმოებს, ავტორებს, შემსრულებლებს, რომ მათ დაინახონ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების დაცვის სარგებლიანობა უფლების რეგისტრაციისა თუ სასამართლოს მეშვეობით უფლების დარღვევის აღკვეთის გზით. საბოლოო ჯამში, მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების როლი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მოსახლეობაა საავტორო უფლებათა დარღვევით გავრცელებული მასალის და პროდუქციის მომხმარებელი და თავისთავად ეს ახალისებს უფლების დამრღვევებს. ასეთი დარღვევების წინააღმდეგ მიმართული კამპანიები საჭიროა მოიცავდეს ისეთ მესიჯებს, რომლებიც პირდაპირ აკავშირებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ჩადენილ დანაშულსა და მოსახლეობის მიერ დაკარგულ შემოსავალს/სამსახურს, და ასევე ცნობიერებას ამაღლებდეს იმ შესაძლო მავნე ზეგავლენაზე, ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების კუთხით, რაც შეიძლება მოყვეს საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული პროდუქციის გამოყენებას;75

• დღესდღეისობით, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სასამართლო საქმეთა რაოდენობა ცოტაა. აქედან გამომდინარე, მოსამართლეები ვერ

75 იქვე., გვ. 41­42

Page 43: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

43

ახერხებენ საკმარისი პრაქტიკისა და გამოცდილების დაგროვებას. არ არსებობს სპეციალიზებული სასამართლო, რომელიც მხოლოდ ამ ტიპის დავების განხილვით იქნებოდა დაკავებული. საჭიროა მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლება და ევროკავშირის მოსამართლეების გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარება. ასევე, შესაძლებელია რამდენიმე მოსამართლეს დაეკისროს ამ ტიპის დავების განხილვა, მოხდეს მათი გადამზადება. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ მოსამართლეებს უკვე მიეცემათ საშუალება გარკვეული პრაქტიკა დაამკვიდრონ და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განიხილონ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული დავები.76 ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა განაგრძონ და დახვეწონ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესი საჯარო პუბლიკაციების გამოქვეყნების გზით, სადაც აღწერილია და გაანალიზებული შემოსული საქმეების თავისებურებანი. დამატებით რეკომენდირებულია სასამართლოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საავტორო უფლების დარღვევის ფაქტის დასადგენად, IT ექსპერტის ჩართვა და სხვა ქმედებები, რაც მოსარჩელეს ნდობით განმსჭვალავს სასამართლოს მიმართ;

• საავტორო უფლებათა ასოციაციას დიდი წვლილი მიუძღვის საავტორო უფლებების დაცვასა და დახვეწაში. საჭიროა კერძო და არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა და მათი ჩართულობა კამპანიებში, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის და თანამშრომლობის კარგი მაგალითია 2000 წელს ჩინეთში შექმნილი ხარისხიანი ბრენდების დაცვის კომიტეტი, რომელიც აერთიანებს ჩინეთში ინვესტიციების მქონე 76 უცხოურ კომპანიას. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ადმინისტრაციულ უწყებებთან, რათა ერთად აღმოფხვრან ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დარღვევის ფაქტები. კომიტეტი ხშირად აჯილდოებს უფლების დარღვევის წინააღმდეგ განხორციელებულ საუკეთესო ინიციატივებს;77

• ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით საჭიროა სახელმწიფომ იპოვოს ისეთი გამოსავალი, რომელიც შეძლებისდაგვარად სოციალურად უმტკივნეულოდ იქნება მიღებული, თუმცა სავარაუდოდ, რომელიღაც ეტაპზე, ევროპული ქვეყნების მსგავსად საქართველოს მოსახლეობასაც დაეკისრება გარკვეული გადასახადის გადახდის ვალდებულება კინოსა და მუსიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად. სფეროს რეგულირებისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ახალი კანონის მიღება, რომელიც ნაშრომში არის აღწერილი და ინტერნეტპროვაიდერებს აკისრებს უფლების დაცვის ვალდებულებას. აღნიშნული კანონის ძირფესვიანად შეცვლის საქართველოს მოსახლეობის მიერ ინტერნეტით სარგებლობის მდგომარეობას და დანერგავს ახალ სტანდარტებს.

• EFTA­ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიჩინოს გონივრული ძალისხმევა, რომ მოახდინოს 2012 წლის 24 ივნისის აუდიო­ვიზუალური შესრულების შესახებ პეკინის შეთანხმების რატიფიცირება ან მასზე მიერთება, რომლის წევრიც საქართველო

76 ინტერვიუ ზურაბ ბეჟაშვილთან, GMI Management – ის დირექტორი, (19.04.2018)77 იქვე.

Page 44: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

44

ჯერჯერობით არაა. აღნიშნული შეთანხმება შემსრულებლებს დამატებითი ეკონომიკური უფლებებით აღჭურავს აუდიო­ვიზუალურ პროდუქციასთან მიმართებაში საერთაშორისო დონეზე და დაიცავს შემსრულებლების უფლებებს ვირტუალურ სივრცეში. საქპატენტის მიხედვით: „{შეთანხმება} უზრუნველყოფს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებში შემსრულებელთა ქონებრივ უფლებების ძლიერ დაცვას და უზრუნველყოფს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, ასევე, შემსრულებლებს მიანიჭებს უფლებას, მოითხოვონ პროდიუსერებისგან საერთაშორისო დონეზე აუდიო–ვიზუალური პროდუქციის გამოყენებით მიღებული შემოსავლების განაწილება.“78

• არსებული სტატისტიკური კვლევები და მონაცემები არაა საკმარისი ინტელექტუალური სფეროს სრული ანალიზისთვის. საჭიროა არასამთავრობო სექტორის და კვლევითი ინსტიტუტების აქტიურობა, რათა შემუშავდეს საჭირო კვლევები, სასურველია კონკრეტული ქეისების სახით, დადგინდეს კანონის აღსრულების ხარვეზები და მათი გამოსწორების გზები; ასევე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კუთხით კვლევების განხორციელება, სადაც განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების დაცვით მიღებული თანხობრივი სარგებელი როგორც ინდივიდუალურად, ასევე სახელმწიფო ეკონომიკის დონეზე. სასურველია, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ რეფორმებზე მოხდეს იმის ანალიზი, თუ რა კონკრეტული მატერიალური თუ სოციალური შედეგი მოიტანა ამ რეფორმამ ქვეყნის მოსახლეობისთვის.

• 2015 წელს შემუშავებული ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის ანალიზისას, სადაც ვრცლად არის აღწერილი ინოვაციების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის როლი ინოვაციების წახალისებაში, ხაზი გაესვა არაერთ ამბიციურ მიზანს, რასაც სტრატეგია ითვალისწინებს და ამ მიზნების განხორციელების ინდიკატორებს. აღნიშნული დოკუმენტი ჯერ დამტკიცებული არაა, შესაბამისად, სტრატეგიის მიერ შემოთავაზებული ინდიკატორების ანალიზი არცერთ დოკუმენტში არ გვხვდება. სასურველია, უახლოეს მომავალში განხორციელდეს დოკუმენტის გადახედვა და მიღება, ხოლო მიღების შემდგომ, აუცილებელი იქნება აღნიშნული ინდიკატორების ანალიზისთვის შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების შემოღება. ამ ეტაპზე, საქპატენტის წლიური ანგარიშები აღნიშნული ინდიკატორების ანალიზს არ მოიცავს. რეკომენდებულია, სტრატეგიაში აღწერილი ინდიკატორების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინება, მონიტორინგი და შეფასება. დამტკიცებამდე საჭირო იქნება აღნიშნული დოკუმენტის გადახედვა, რათა გათვალისწინებულ იქნეს ის შედეგები, რასაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ პერიოდში საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების შედეგად.

78 საქპატენტის 2015 წლის ანგარიში, იხ. http://www.sakpatenti.gov.ge/media/publication_pdf/annual_re­port2015_geo.pdf

Page 45: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

45

წყაროები

ელექტრონული წიგნები:

• ALFRED C. YEN, Internet Service Provider Liability for Subscriber Copyright Infringe­ment, Enterprise Liability, and the First Amendment (2000), https://www2.bc.edu/~yen/ISPLiab.pdf

• “Guidebook on enforcement of intellectual property rights”, Queen Mary Intellectual Property Research Institute, (2005), http://trade.ec.europa.eu/doclib/docs/2005/april/tra­doc_122641.pdf

• დავით ძამუკაშვილი, სამეცნიერო შრომების კრებული – „ცვლილებანი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“ (2010), http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi­bin/library.exe?e=d­01000­00­­­off­0ekonomik­­00­1­­­­0­10­0­­­0­­­0prompt­10­­­4­­­­­­­0­1l­­11­ka­50­­­20­about­­­00­3­1­00­0­0­11­1­0utfZz­8­00&cl=CL4.2&d=HASHfdfa9fd570df09c458b7b5.2.3&gc=1

• EU Intellectual Property Law and Policy, Elgar European Law series, (2016) https://ww­w.e­elgar.com/shop/eu­intellectual­property­law­and­policy

• J Pila and P Torremans, European Intellectual Property Law (2016)

ინტერვიუები:

• ინტერვიუ გიგა კობალაძესთან, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, (20.04.2018)

• ინტერვიუ ზურაბ ბეჟაშვილთან, GMI Management­ის დირექტორი, (19.04.2018)• ინტერვიუ მანანა ფრუიძესთან, საქპატენტის, თავმჯდომარის მოადგილის

მოვალეობის შემსრულებელი, (16.04.2018 )

ანგარიშები:

• „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ და საქართველოს სოციალურ­ეკონომიკური პოლიტიკა, (2011) http://eap­csf.ge/images/doc/publikaciebi/EaP_CIESR­Ge.pdf

• ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასება, (2014), http://www.epfound.ge/wp­content/uploads/2016/10/report_2013__geo.pdf

• ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოში 2011 წელს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეფასება (2012), იხ. http://www.epfound.ge/wp­content/uploads/2016/10/report_geo_2011.pdf

• თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკა, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, http://tcc.gov.ge/index.php?m=534&newsid=179

• თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკა, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, http://tcc.gov.ge/index.php?m=534&newsid=179

• „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა საქართველოში“,

Page 46: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

46

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, • https://www.gca.ge/uploads/files/leaflet_on_IRP_protection_­_FINAL­GEO.pdf• საავტორო უფლებათა ასოციაციის 2017 წლის ანგარიში, http://www.gca.ge/uploads/

files/GCA___2017.pdf• საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სამოქალაქო საქმეებზე,

2017, #8, http://www.supremecourt.ge/files/upload­file/pdf/2017w­samoqalaqo­krebuli8.pdf

• საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში (2017) http://is.ge/images/File/wliuri­angarishi­2017­Geo.pdf

• საქპატენტის 2015 წლის ანგარიში http://www.sakpatenti.gov.ge/media/publication_pdf/annual_report2015_geo.pdf

• საქპატენტის 2016 წლის ანგარიში http://www.sakpatenti.gov.ge/media/publication_pdf/Annual_2016.pdf

• Your Guide to IP in Europe, The European IPR Helpdesk, 2017 https://www.iprhelpdesk.eu/sites/default/files/documents/EU­IPR­Guide­IP­in­Europe.pdf

ელექტრონული სტატიები და პრესრელიზები:

• ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავში­რებული სტანდარტები, EUGBC (2014),

http://eugbc.net/wp-content/uploads/2014/12/Sophie-Panjikidze-IPR-Final.pdf • ევროკომისია, პრესრელიზი: Intellectual property: Protecting Europe’s know­how and

innovation leadership“, (2017), http://europa.eu/rapid/press-release_IP-17-4942_en.htm• „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება EFTA­სთან მაისიდან ამოქმედდება“, მედია

ბიზნესისთვის, (2018), https://m2b.ge/post/188096-tavisufali-vawrobis-setanxmeba-efta-stan-maisidan-amoqmeddeba• „ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ახალი კანონი

ექნება”, Commersant.ge, (2016), https://commersant.ge/index.php?view=post&id=90965&lang_id=ge• მიხეილ სამხარაძე და ფარმაცევტული კომპანია „აზფარმა“, http://www.media.ge/ge/portal/articles/40515/• „ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები შვეიცარიის კონფედერაციაში დაცულია“,

საქპატენტი, (2018), http://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/157/ Factsheet – The protection of Intellectual Property, European Commission – Press release, (29 November 2017) http://europa.eu/rapid/press-release_IP-17-4942_en.htm

კანონმდებლობა:

• A Strategy for Developing an Intellectual Property System Supporting Innovation, Product branding, and Export led Economic Growth 2015­2018, Ron Marchant CB FRSA (2015).

• ევროკავშირის დირექტივა 2016/943 • საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ (1999) • საქართველოს კანონი დიზაინის შესახებ (2010)• საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ

Page 47: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

47

სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ (2017)• საქართველოს საპატენტო კანონი (1999)• საქართველოს სამოქალო საპროცესო კოდექსი (1997)• საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ (1999)• საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და

გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ (1999)• საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის ბრძანებულება №88

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე

• საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №2­41 სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

• საქართველოს კანონი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

• საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2–133, 2007ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_files/cxovelis_axali_jishis_instruqcia_2011.pdf• თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დანართი XV, მითითებული მე­7

მუხლში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, http://www.economy.ge/uploads/files/2017/foreign_trade/efta/geo/ge_annex_xv_ipr.pdf

• საქართველოს მთავრობის დადგენილება N181 (2010) „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ, http://sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=313

• საქართველოს სამოქმედო გეგმა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებისათვის 2014 – 2017 წწ.

• საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმა და შესრულების ანგარიშები, იხ. http://www.dcfta.gov.ge/ge/implementation

• საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2014­2017 სამოქმედო გეგმა, 2016 წლის ანგარიში, იხ. http://www.dcfta.gov.ge/ge/implementation

• საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2014­2017 სამოქმედო გეგმა, 2017 წლის ანგარიში, იხ. http://www.dcfta.gov.ge/ge/implementation

• საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, იხ. http://www.dcfta.gov.ge/ge/implementation

Page 48: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

48

ორგანიზაციების ვებგვერდები:

• ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება https://euipo.europa.eu/ohimportal/en/web/observatory/ip­contribution#ip­contribution_1• ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია http://www.wipo.int/treaties/en/• საკუთრების უფლების ალიანსი https://www.internationalpropertyrightsindex.org/country/georgia• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

http://www.economy.ge/index.php?page=economy&s=7• საერთო საპატენტო სასამართლო http://www.epo.org/law­practice/unitary/upc.html#tab1• საქპატენტი http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/17/ • შპს „ჯი ემ აი“ http://gmi.ge/• კაიკაციშვილი და ადვოკატები http://www.kbarristers.ge/ge/news/index/74

Page 49: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროს ანალიზიasocireba.ge/files/Mariam-Begiashvili-IPR-2018.pdf ·

49

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრითბილისი, დელისის I შესახვევი 5ა

ტელ.: 2399018/19

This research has been produced with the assistance of the European Union.Its contents are the sole responsibility of Center for Strategic Research and

Development of Georgia (CSRDG) and do not necessarily reflect the views of the European Union.

ეს კვლევა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვლევის შინაარსი აუცილებლად ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისადა განვითარების ცენტრი”.