ანა ფიცხელაური - · PDF file 1 ანა...

Click here to load reader

  • date post

    22-Jul-2020
  • Category

    Documents

  • view

    0
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of ანა ფიცხელაური - · PDF file 1 ანა...

  • 1

     

    ანა ფიცხელაური

    სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების ეროვნული ნომენკლატურული

    და კოდიფიკაციის სისტემის დამუშავება

    წარმოდგენილია დოქტორის აკადემიური ხარისხის

    მოსაპოვებლად

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისი, 0175, საქართველო

    2012

    საავტორო უფლება © 2012, ანა ფიცხელაური

  • 2

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

    ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

    ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი ვადასტურებთ, რომ გავეცანით ანა ფიცხელაურის მიერ შესრულებულ სადისერტაციო ნაშრომს დასახელებით: “სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების ეროვნული ნომენკლატურული და კოდიფიკაციის სისტემის დამუშავება” და ვაძლევთ რეკომენდაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში მის განხილვას დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

    ხელმძღვანელი: ირინე გოცირიძე

    ______________________

    ______________________

    რეცენზენტი: ______________________

    რეცენზენტი: ______________________

  • 3

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

    ავტორი: ანა ფიცხელაური

    დასახელება: სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების ეროვნული

    ნომენკლატურული და კოდიფიკაციის სისტემის

    დამუშავება

    ფაკულტეტი: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების

    ფაკულტეტი

    აკადემიური ხარისხი: დოქტორი

    სხდომა ჩატარდა: …. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    ინდივიდუალური პიროვნებების ან ინსტიტუტების მიერ

    ზემოთმოყვანილი დასახელების დისერტაციის გაცნობის მიზნით მოთხოვნის

    შემთხვევაში მისი არაკომერციული მიზნებით კოპირებისა და გავრცელების

    უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

    ავტორის ხელმოწერა

    ავტორი ინარჩუნებს დანარჩენ საგამომცემლო უფლებებს და არც მთლიანი

    ნაშრომის და არც მისი ცალკეული კომპონენტების გადაბეჭდვა ან სხვა რაიმე

    მეთოდით რეპროდუქცია დაუშვებელია ავტორის წერილობითი ნებართვის

    გარეშე.

    ავტორი ირწმუნება, რომ ნაშრომში გამოყენებული საავტორო უფლებებით

    დაცულ მასალებზე მიღებულია შესაბამისი ნებართვა (გარდა იმ მცირე ზომის

    ციტატებისა, რომლებიც მოითხოვენ მხოლოდ სპეციფიურ მიმართებას

    ლიტერატურის ციტირებაში, როგორც ეს მიღებულია სამეცნიერო ნაშრომების

    შესრულებისას) და ყველა მათგანზე იღებს პასუხისმგებლობას.

  • 4

    რეზიუმე

    მედიცინა წარმოადგენს მეცნიერებას ადამიანის დაავადებათა, მათი მკურნალობისა და თავიდან აცილების შესახებ. მედიცინის ძირითადი მიზანია მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის შემთხვევათა მაქსიმალურად შემცირება. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაავადებათა პროფილაქტიკასა და პრევენციას. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში სულ უფრო მეტი ყურადღება ენიჭება ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ე.წ. Health Information Technologies (HIT) და ახალი კლასის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო ხელსაწყოების გამოყენებას. ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა ეროვნული ნომენკლატურული და კოდიფიკაციის სისტემის დამუშავება, შესაბამისი კლასიფიკატორის შექმნა, გარკვეული წესის მიხედვით.

    ზემოაღნიშნული სისტემის შექმნის ძირითადი მიზნებია:  საავადმყოფოს გარემოში გამოყენებული მოწყობილობების იდენტიფიკაცია;  კონტროლი ექსპლუატაციაზე;  კონტროლი ინვესტირების, ,,შეცვლის” პროგრამებზე და ტესტები

    უსაფრთხოებაზე;  სამედიცინო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის მარტივად გაცვლა;  საავადმყოფოების რეესტრების მენეჯმენტის შესაძლებლობა;  ადმინისტრაციული მიზნებისათვის სტატისტიკური მაჩვენებლების

    განვითარება;  ცენტრალიზებული დაგეგმვის მიზნებისათვის ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის

    სხვადასხვა დაწესებულებებში სამედიცინო აპარატურის განაწილება;  სტატუსის შერჩევა და გამოყენების დონის განსაზღვრა;  და სხვა.

    სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გამო, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა სამედიცინო სფეროში გამოყენებული სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების რაოდენობა. თანამედროვე ლიტერატურის მონაცემებით, საერთაშორისო სამედიცინო ბა