წინასიტყვაობა - NewVision · 6 2. მე-7 მუხლის...

705
1 წინასიტყვაობა კონკურენციის სამართალი იცავს მეტოქეობის ჯანსაღ პროცესს კერძო და სახელმწიფო ჩარევებისგან, რაც უზრუნველყოფს მწარმოებელთა მხრიდან მუდმივ თვითგაუმჯობესებაზე ზრუნვასა და მომხმარებელთა გრძელვადიანი ინტერესების დაცვას. კონკურენცია ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესსა და საერთო კეთილდღეობის ზრდას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლით, საქართველო სამართლებრივი და ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს უნიკალური შესაძლებლობა, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და სამართლებრივი დაახლოების ინტენსიური პროცესის მეშვეობით, ინტეგრირდეს ევროკავშირის სავაჭრო სივრცეში და საქართველოს მოქალაქეებს მისცეს ხსენებული ბაზრის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამ ყველაფრის წინაპირობა კი, ევროკავშირის კანონმდებლობის ქვაკუთხედების, მათ შორის, კონკურენციის წესების, ზედმიწევნით ცოდნა და პრაქტიკაში დანერგვაა. სწორედ ამიტომ, სამართლის ხსენებული მიმართულება ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო ევროპასთან უფრო მეტად დაახლოება, არამედ ეროვნული ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაც. თუმცა, კონკურენციის სამართლის ხსენებული მნიშვნელობა საქართველოს ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად არის ცნობილი. ეს გასაკვირი არაა: ამ მიმართულებით 1990-იან წლებში მიღებული კანონმდებლობის განვითარება

Transcript of წინასიტყვაობა - NewVision · 6 2. მე-7 მუხლის...

  • 1

    წინასიტყვაობა

    კონკურენციის სამართალი იცავს მეტოქეობის ჯანსაღ

    პროცესს კერძო და სახელმწიფო ჩარევებისგან, რაც

    უზრუნველყოფს მწარმოებელთა მხრიდან მუდმივ

    თვითგაუმჯობესებაზე ზრუნვასა და მომხმარებელთა

    გრძელვადიანი ინტერესების დაცვას. კონკურენცია ხელს უწყობს

    ეკონომიკურ პროგრესსა და საერთო კეთილდღეობის ზრდას.

    საგულისხმოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების

    ძალაში შესვლით, საქართველო სამართლებრივი და ეკონომიკური

    განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. დღესდღეობით, ჩვენი

    ქვეყნისთვის არსებობს უნიკალური შესაძლებლობა, შესაბამისი

    სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და სამართლებრივი

    დაახლოების ინტენსიური პროცესის მეშვეობით, ინტეგრირდეს

    ევროკავშირის სავაჭრო სივრცეში და საქართველოს მოქალაქეებს

    მისცეს ხსენებული ბაზრის სიკეთეებით სარგებლობის

    შესაძლებლობა. ამ ყველაფრის წინაპირობა კი, ევროკავშირის

    კანონმდებლობის ქვაკუთხედების, მათ შორის, კონკურენციის

    წესების, ზედმიწევნით ცოდნა და პრაქტიკაში დანერგვაა.

    სწორედ ამიტომ, სამართლის ხსენებული მიმართულება

    ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: მისი მეშვეობით

    შესაძლებელია არა მარტო ევროპასთან უფრო მეტად დაახლოება,

    არამედ ეროვნული ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი

    გაუმჯობესებაც. თუმცა, კონკურენციის სამართლის ხსენებული

    მნიშვნელობა საქართველოს ფართო საზოგადოებისათვის

    ნაკლებად არის ცნობილი. ეს გასაკვირი არაა: ამ მიმართულებით

    1990-იან წლებში მიღებული კანონმდებლობის განვითარება

  • 2

    ხანგრძლივი ჩავარდნებით ხასიათდება, რაც ქვეყნის ეკონომიკური

    პოლიტიკის ცვლადი დისკურსით იყო განპირობებული.

    შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სტანდარტების

    შესაბამისი კონკურენციის სამართალი საქართველოში 2014

    წლიდან ამოქმედდა. შესაბამისად, მას ჯერ კიდევ უწევს ქართულ

    სამართლებრივ სივრცეში „თავის დამკვიდრება“ და საკუთარი

    მნიშვნელობის ჩვენება.

    წინამდებარე ნაშრომი სწორედ ზემოხსენებული

    მნიშვნელობის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ის ქართულ ენაზე

    შესრულებულ კონკურენციის სამართლის პირველ

    სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელშიც მოცემულია როგორც

    კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საფუძვლების,

    მიზნებისა და გამოწვევების ზოგადი ახსნა, ასევე საქართველოს

    კონკურენციის სამართლით გათვალისწინებულ მთელ რიგ

    საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა. ნაშრომი ასევე მოიცავს

    არსებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ჩარჩოს

    ხარვეზების ანალიზს. ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე,

    შემოთავაზებულია მათი გამოსწორების გზებიც.

    სახელმძღვანელოს მეშვეობით, მკითხველს შეეძლება

    საქართველოს კონკურენციის სამართლისთვის მნიშვნელოვან

    საკითხებზე მეტ-ნაკლებად სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა.

    ნაშრომი ჩვენს ქვეყანაში კონკურენციის სამართლის შესახებ

    ცნობიერების ამაღლების მიზნით, pro bono საწყისებზე შეიქმნა და

    მისი ელექტრონული ვერსია ნებისმიერი დაინტერესებული

    პირისთვის უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.

    დაუღალავი შრომისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდით

    ნაშრომის თანაავტორებს: ნინა ჟვანიას, ნინო კობაძეს, ზურაბ

    გველესიანს, მედეა აკოლაშვილს, ნიკა სერგიასა და სოფიო

    მომცელიძეს.

    დიდი მადლიერებით გვსურს, აღვნიშნოთ, ევროპის კოლეჯის

    (ბრიუგე, ბელგია) ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტისა და

    ოქსფორდის უნივერსიტეტის (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი)

    სამართლის ფაკულტეტის, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა

    სახელმძღვანელოზე მუშაობის თითქმის ორწლიან პროცესში.

  • 3

    განსაკუთრებული მადლობა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და მის

    ხელმძღვანელს, პროფესორ დავით კერესელიძეს, სახელმძღვანელოს

    გამოქვეყნების იდეის მყისიერი გაზიარებისა და შესაბამისი

    ხარჯების სრულად დაფარვისათვის. აღნიშნულის გარეშე ეს

    ნაშრომი დღის სინათლეს, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს ვერ

    იხილავდა.

    საბოლოოდ, მადლობას გიხდით თქვენ, მკითხველებს:

    ექსპერტებს, დამწყებ სპეციალისტებს, სტუდენტებსა თუ ჩვენი

    ნაშრომით დაინტერესებულ ნებისმიერ სხვა პირს. ეს

    სახელმძღვანელო თქვენთვის იქმნებოდა. ვიმედოვნებთ, რომ ის

    უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით საქართველოს კონკურენციის

    სამართალზე და გაგიჩენთ ამ სფეროსთან დაკავშირებით ცოდნის

    გაღრმავების სურვილს. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ხსენებული

    სახელმძღვანელოს პირველი და უკანასკნელი გამოცემა არაა. ამ

    მხრივ, მივესალმებით მისი შევსება-გაუმჯობესების მიზნით

    თქვენგან გამოთქმულ შენიშვნებსა და კომენტარებს.

    პატივისცემით,

    ქეთი ზუკაკიშვილი

    ლიანა ჯაფარიძე

  • 4

    სარჩევი

    I. კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საფუძვლები -------- 12 1. შესავალი ------------------------------------------------------------ 12

    2. თეორია -------------------------------------------------------------- 13 2.1. ტერმინოლოგია --------------------------------------------------------------- 14

    2.2. სრულყოფილი კონკურენცია და მონოპოლია - შედარება ------------- 22

    ა) სრულყოფილი კონკურენცია ---------------------------------------------- 23

    ბ) მონოპოლია ------------------------------------------------------------------ 25

    2.3. კონკურენცია და საბაზრო მექანიზმის თვითრეგულირებადი ბუნება

    პრაქტიკაში: რატომ გვჭირდება კონკურენციის სამართალი/პოლიტიკა? 28

    ა) სახელმწიფო ჩარევა --------------------------------------------------------- 30

    ბ) ბაზრის მონაწილეთა ქმედებები ------------------------------------------ 31

    გ) რიგი ბაზრების სპეციფიკა ------------------------------------------------- 32

    2.4. კონკურენციის სამართლის/პოლიტიკის რეგულირების საგანი ------- 33

    3. ისტორია ------------------------------------------------------------ 35 3.1. XIX საუკუნის პირველი ნახევარი - საწყისები --------------------------- 37

    ა) დიდი ბრიტანეთი - კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის სკოლა 37

    ბ) ამერიკის შეერთებული შტატები - სახელმწიფო მონოპოლიები,

    დერეგულირების პოლიტიკა და ტრასტების წარმოშობა ---------------- 40

    3.2. XIX საუკუნის მეორე ნახევარი - საწყისი თეორიების დაზუსტება და

    პირველი სამართლებრივი ჩარჩო ----------------------------------------------- 43

    ა) ევროპა - ინდუსტრიალიზაციის გამოწვები და ნეოკლასიკური

    მიდგომა ------------------------------------------------------------------------- 43

    ბ) ამერიკის შეერთებული შტატები - ინდუსტრიალიზაცია და

    კონკურენციის კანონმდებლობა --------------------------------------------- 47

    3.3. XX საუკუნის პირველი ნახევარი - სამართლებრივი და ეკონომიკური

    ჩარჩოს განვითარება -------------------------------------------------------------- 49

    ა) ადმინისტრაციული ჩარჩო ------------------------------------------------- 49

    ბ) არასრულყოფილ კონკურენციასთან დაკავშირებული ეკონომიკური

    მოდელები ----------------------------------------------------------------------- 52

    გ) ბაზრის მექანიზმი და ემპირიული კვლევები - ჰარვარდის სკოლა - 55

    დ) კონკურენციის სამართლის კონსტიტუციონალიზაცია - ფრაიბურგის

    სკოლა ---------------------------------------------------------------------------- 58

    3.4. XIX საუკუნის II ნახევარი - კონკურენციის სამართლისა და

    პოლიტიკის გლობალიზაცია ---------------------------------------------------- 63

    ა) ევროპა - კონკურენცია და ერთიანი ბაზარი----------------------------- 64

    ბ) აშშ - კონკურენცია და ჩიკაგოს სკოლა ----------------------------------- 69

    გ) კონკურენცია და დანარჩენი მსოფლიო ---------------------------------- 75

    3.5. XXI საუკუნე - კონკურენციის სამართლის ჩარჩოთა დაახლოვება --- 80

    ა) ევროკავშირი და აშშ -------------------------------------------------- 80 ბ) სამართლებრივი ტრანსპლანტები ---------------------------------------- 82

  • 5

    გ) საერთაშორისო თანამშრომლობა ----------------------------------------- 83

    3.6. კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის განვითარება

    საქართველოში -------------------------------------------------------------------- 86

    4. მიზნები---------------------------------------------------------------------- 92 4.1. კატეგორიები და იერარქია -------------------------------------------------- 94

    4.2. პრობლემატიკა ---------------------------------------------------------------- 96

    4.3. კონკურენციის სამართლის მიზნები საქართველოში ------------------- 99

    5. გამოწვევები ------------------------------------------------------- 101 5.1. გამოწვევების სახეები სახელმწიფოთა ჯგუფების მიხედვით -------- 102

    5.2. გამოწვევები საქართველოში ----------------------------------------------- 106

    კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საფუძვლები -

    მნიშვნელოვანი საკითხების შეჯამება ------------------------------- 109

    ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------- 112

    II. შესაბამისი ბაზარი --------------------------------------------------- 123 1. შესაბამისი ბაზრის რაობა და მისი მნიშვნელობა

    კონკურენციის სამართალში ------------------------------------------- 123

    2. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის ეკონომიკური საფუძვლები --

    ---------------------------------------------------------------------- 126 2.1. მოთხოვნის კანონი და მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით

    -------------------------------------------------------------------------------- 127

    2.2. მიწოდების კანონი და მიწოდების ელასტიკურობა ------------------ 129

    3. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის კრიტერიუმები ------------ 132 3.1. ბაზრის ანალიზის ძირითადი პრინციპები და ინფორმაციის წყარო --

    -------------------------------------------------------------------------------- 133

    3.2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრები ---------------------- 135

    ა) ურთიერთჩანაცვლებადობა მომხმარებლის თვალსაზრისით ------- 136

    ბ) ურთიერთჩანაცვლებადობა მწარმოებლის/მიმწოდებლის

    თვალსაზრისით --------------------------------------------------------------- 143

    გ) მომხმარებლისა და მიმწოდებლის თვალსაზრისის გამოყენების

    პრაქტიკული დატვირთვა --------------------------------------------------- 149

    3.3. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები ----------------------- 153

    3.4. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო ------------------------------------- 156

    4. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის არაპრეცედენტული ხასიათი;

    სასამართლო კონტროლი ---------------------------------------------- 158

    5. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის ახალი გამოწვევები -------- 160

    შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა - მნიშვნელოვანი საკითხების

    შეჯამება ----------------------------------------------------------------- 162

    ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------- 164

    III. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები ------------------- 167 1. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აკრძალვის მიზანი

    და ეკონომიკური საფუძვლები --------------------------------------- 167

  • 6

    2. მე-7 მუხლის სტრუქტურა და რეგულირების სფერო------------ 171 2.1. მე-7 მუხლით დადგენილი აკრძალვა და მისი შედეგები -------------- 171

    2.2. აკრძალვის მოქმედების სფერო -------------------------------------------- 174

    ა) ტერიტორიული მოქმედების სფერო, ექსტრატერიტორიულობა --- 174

    ბ) შემთხვევები, რომლებზეც არ ვრცელდება მე-7 მუხლი -------------- 176

    გ) თანაკვეთა მე-6 მუხლთან ------------------------------------------------- 177

    3. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვის

    ელემენტები ------------------------------------------------------------- 178 3.1. ეკონომიკური აგენტი, ეკონომიკურ აგენტთა გაერთიანებები -------- 178

    ა) ერთზე მეტი ეკონომიკური აგენტი -------------------------------------- 181

    ბ) „ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის“ დოქტრინა --------------------- 182

    გ) სავაჭრო წარმომადგენლობა ---------------------------------------------- 186

    დ) ეკონომიკურ აგენტთა გაერთიანებები/ასოციაციები ---------------- 186

    3.2. შეთანხმება, შეთანხმებული ქმედება და გადაწყვეტილება ----------- 187

    ა) შეთანხმება ------------------------------------------------------------------ 188

    ბ) შეთანხმებული ქმედება --------------------------------------------------- 191

    გ) ეკონომიკურ აგენტთა (ასოციაციების) გადაწყვეტილება ------------ 197

    დ) ერთიანი, განგრძობადი ხასიათის ქმედება ---------------------------- 199

    3.3. კონკურენციის შეზღუდვის, აკრძალვის ან/და დაუშვებლობის

    მიზანი/შედეგი -------------------------------------------------------------------- 201

    3.4. კონკურენციის შეზღუდვა და მე-8 მუხლით დადგენილი

    გამონაკლისები ----------------------------------------------------------- 208

    4. კონკურენციის შეზღუდვის შემთხვევები ჰორიზონტალურ

    შეთანხმებებში ---------------------------------------------------------- 209 4.1. კონკურენციის აშკარა დარღვევები/კარტელური შეთანხმებები ----- 210

    4.2. კარტელის მდგრადობის ელემენტები და შეთანხმებისკენ მიდრეკილი

    ბაზრის მახასიათებლები -------------------------------------------------------- 213

    4.3. სპეციალური შემთხვევები ------------------------------------------------- 219

    ა) ფასისა და სხვა სავაჭრო პირობების ფიქსირება ----------------------- 219

    ბ) წარმოების, მიწოდების წყაროების, ბაზრების, ტექნოლოგიური

    განვითარების და ინვესტიციების შეზღუდვა ---------------------------- 232

    გ) ბაზრის ან მიწოდების წყაროების განაწილება ------------------------- 238

    დ) სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული პირობებით მონაწილეობა

    - სატენდერო მანიპულაციები ----------------------------------------------- 244

    ე) გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ

    ტრანზაქციებზე განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების

    გამოყენება ---------------------------------------------------------------------- 259

    ვ) გარიგების პირობად მხარისთვის საგნობრივად და კომერციულად

    დაუკავშირებელი დამატებითი ვალდებულების დაკისრება --------- 261 4.4. გაცნობიერებული პარალელიზმი და „ოლიგოპოლიის პრობლემა” - 262

    ა) ოლიგოპოლიური ბაზრის მახასიათებლები და გაცნობიერებული

    პარალელიზმი ----------------------------------------------------------------- 263

  • 7

    ბ) პირდაპირი ან არაპირდაპირი კომუნიკაციის არსებობა, როგორც

    დარღვევის აუცილებელი ელემენტი--------------------------------------- 265

    4.5. ჰორიზონტალური თანამშრომლობის ხელშეკრულებები - ზღვარი

    კონკურენციის შემზღუდველ და კონკურენციისთვის სასარგებლო

    შეთანხმებებს შორის ------------------------------------------------------------- 266

    ა) ინფორმაციის გაცვლა ------------------------------------------------------ 268

    ბ) სპეციალიზაციის ხელშეკრულება --------------------------------------- 277

    გ) საერთო კვლევების წარმოების შესახებ ხელშეკრულება ------------- 279

    დ) ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულება ------------- 280

    5. კონკურენციის შეზღუდვის შემთხვევები ვერტიკალურ

    შეთანხმებებში ---------------------------------------------------------- 281 5.1. ვერტიკალური ინტეგრაცია ------------------------------------------------ 284

    5.2. სავაჭრო წარმომადგენლობა ----------------------------------------------- 285

    5.3. კონკურენციის შემზღუდავი მიზნის და შედეგის მქონე ვერტიკალური

    შეზღუდვები ---------------------------------------------------------------------- 287

    ა) სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება/ფიქსირება ვერტიკალურ

    შეთანხმებებში ----------------------------------------------------------------- 292

    ბ) ექსკლუზიური შესყიდვები ---------------------------------------------- 296

    გ) ექსკლუზიური დისტრიბუცია ------------------------------------------- 298

    დ) შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემა --------------------------------- 300

    ე) ფრენშაიზინგი/ლიცენზიის ხელშეკრულებები ------------------------ 302

    6. მტკიცების სტანდარტი და მტკიცების ტვირთი ------------------ 304 6.1. მტკიცების სტანდარტი ----------------------------------------------------- 304

    6.2. პირდაპირი და არაპირდაპირ მტკიცებულებები ----------------------- 306

    6.3. პარალელური ქმედებები და „პლუს ფაქტორები“ ---------------------- 308

    6.4. მტკიცების ტვირთის გადასვლა ------------------------------------------- 314

    კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები - მნიშვნელოვანი

    საკითხების შეჯამება --------------------------------------------------- 316

    ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------- 327

    IV. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებიდან გამონაკლისები ---------------------------------------------------------------------------- 340

    1. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებიდან

    გამონაკლისები – სამართლებრივი ტრანსპლანტის ევოლუცია

    ქართულ სამართალში ------------------------------------------------- 340 1.1. სამართლებრივი ტრანსპლანტი ევროკავშირიდან --------------------- 342

    1.2. გამონაკლისების არსი ევროკავშირის სამართალში -------------------- 344

    1.3. გამონაკლისების მარეგულირებელი ნორმის ევოლუცია ქართულ

    სამართალში ----------------------------------------------------------------------- 345

    1.4. განსხვავებები გამონაკლისების მარეგულირებელ ქართულ და

    ევროკავშირის ნორმებს შორის ------------------------------------------------- 348

    ა) გათვალისწინებული ინტერესები/სარგებელი ------------------------- 348

  • 8

    ბ) ინდივიდუალური და ჯგუფური გამონაკლისები -------------------- 353

    გ) მომხმარებლის როლი გამონაკლისების ანალიზისას ----------------- 357

    2. გამონაკლისების ოთხი კუმულატიური წინაპირობა ------------ 361 2.1. ეფექტიანობის ზრდა -------------------------------------------------------- 362

    2.2. მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდა ---------------------------------- 365

    ა) მომხმარებლის ცნება საქართველოს კონკურენციის სამართალში -- 366

    ბ) მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდის შეფასება -------------------- 368

    2.3. კონკურენციის შეზღუდვის გარდაუვალობა ---------------------------- 370

    2.4. კონკურენციის აღკვეთის აკრძალვა --------------------------------------- 372

    3. ჯგუფური გამონაკლისები – საქართველოს მთავრობის

    დადგენილება №526 ---------------------------------------------------- 373

    4. მტკიცების ტვირთი და პროცედურა ------------------------------ 376

    5. დასკვნა ---------------------------------------------------------------- 378

    კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებიდან გამონაკლისები –

    მნიშვნელოვანი საკითხების შეჯამება ------------------------------- 380

    ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------- 382

    V. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ----------- 392 1. ისტორიული კონტექსტი ---------------------------------------- 392

    2. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების

    აკრძალვის არსი და ეკონომიკური საფუძვლები ------------------- 396

    3. დომინანტური მდგომარეობა და მისი განსაზღვრა ---------- 398 3.1. კანონდარღვევის სუბიექტი ------------------------------------------------ 399

    3.2. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა ------------------------------------------- 404

    3.3. საბაზრო ძალაუფლების შეფასება ----------------------------------------- 405

    ა) საბაზრო წილი -------------------------------------------------------------- 406

    ბ) ბაზარზე შესვლის ბარიერები -------------------------------------------- 410

    გ) მყიდველის დამაბალანსებელი ძალაუფლება ------------------------- 412

    4. დომინატური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება --------- 413 4.1. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტის

    დადგენასთან დაკავშირებული ზოგადი წესები----------------------------- 415

    ა) დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სხვადასხვა

    კატეგორიები ------------------------------------------------------------------- 415

    ბ) რელევანტური ეკონომიკური ტესტები --------------------------------- 417

    გ) ობიექტური გამართლება ------------------------------------------------- 419

    4.2. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კონკრეტული

    სახეები ----------------------------------------------------------------------------- 423

    ა) არასამართლიანად მაღალი ან დაბალი ფასები ------------------------ 423

    ბ) არასამართლიანი სავაჭრო პირობები და ექსკლუზიური გარიგებები

    ----------------------------------------------------------------------------------- 431

    გ) მიწოდებაზე უარი---------------------------------------------------------- 442

    დ) მარჟის შეზღუდვა --------------------------------------------------------- 449

  • 9

    ე) ფასისმიერი დისკრიმინაცია ---------------------------------------------- 452

    ვ) მიბმა და დაჯგუფება ------------------------------------------------------ 455

    5. პასუხისმგებლობა და სასამართლო კონტროლი -------------- 463 5.1. ჯარიმები და დროებითი ღონისძიებები -------------------------------- 463

    5.2. ზომები ------------------------------------------------------------------------ 468

    5.3. პირობითი გადაწყვეტილება ----------------------------------------------- 470

    5.4. კერძო აღსრულება – ზიანის ანაზღაურება ------------------------------ 473

    6. სამომავლო გამოწვევები ----------------------------------------- 476

    დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება –

    მნიშვნელოვანი საკითხების შეჯამება ------------------------------- 480

    ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------- 487

    VI. კონცენტრაციების კონტროლი ------------------------------------ 496 1. კონცენტრაციების კონტროლის საფუძვლები და ისტორიული

    მიმოხილვა -------------------------------------------------------------- 496

    2. კონცენტრაცია და მისი განხორციელების გზები ------------- 501 2.1. კონცენტრაცია ---------------------------------------------------------------- 501

    2.2. კონცენტრაციის განხორციელების გზები -------------------------------- 502

    ა) შერწყმა ----------------------------------------------------------------------- 503

    ბ) კონტროლის მოპოვება ---------------------------------------------------- 504

    გ) ერთობლივი საწარმო ------------------------------------------------------ 510

    დ) სხვადასხვა მმართველ ორგანოებში მონაწილეობა ------------------ 513

    ე) გამონაკლისები ------------------------------------------------------------- 514

    3. პროცედურა-------------------------------------------------------- 518 3.1. შეტყობინების ვალდებულება --------------------------------------------- 519

    ა) პირველი ტიპის ზღვარი – წლიური ბრუნვა --------------------------- 520

    ბ) მეორე ტიპის ზღვარი – აქტივების ჯამური ღირებულება ----------- 521

    გ) შეტყობინების პრაქტიკული მნიშვნელობა, მხარეები და ვადა ----- 522

    3.2. კონცენტრაციის განხილვის ვადა ----------------------------------------- 526

    3.3. კონცენტრაციის განხილვის ეტაპი ---------------------------------------- 529

    4. კონცენტრაციის შინაარსობრივი შეფასება --------------------- 531 4.1. აკრძალული კონცენტრაციები --------------------------------------------- 533

    4.2. კონცენტრაციის სახეები და მათი კონკურენციული ეფექტი --------- 536

    4.3. კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტის შეფასება ----------------- 542

    ა) შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები და მათი გამოვლენა ----- 544

    ბ) შესაბამისი ბაზრის მოცულობის განსაზღვრა და ეკონომიკურ

    აგენტებზე წილობრივი გადანაწილება ------------------------------------ 544

    გ) შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე-------------------------- 547 დ) კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტი ---------------------------- 549

    ე) ჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების სპეციალური

    კრიტერიუმები ---------------------------------------------------------------- 552

  • 10

    ვ) არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების სპეციალური

    კრიტერიუმები ---------------------------------------------------------------- 555

    ზ) ერთობლივი საწარმოს შეფასების სპეციალური კრიტერიუმები --- 561

    4.4. სააგენტოს მიერ გათვალისწინებული დამატებითი პარამეტრები --- 562

    ა) გაუმჯობესებები (ტექნიკურ-ეკონომიკური პროგრესი) -------------- 562

    ბ) პოტენციური კონკურენტების შემოსვლა ბაზარზე ------------------- 564

    გ) მყიდველის დამაბალანსებელი ძალაუფლება ------------------------- 567

    დ) მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ------------------------------------------ 567

    ე) კონკურენციის მიღმა - სოციალურ-ეკონომიკური მიზნები --------- 568

    5. სააგენტოს გადაწყვეტილება და მისი შემდგომი ეტაპები --- 570 5.1. პირობითი ვალდებულებები/ზომები ------------------------------------ 571

    5.2. კონცენტრაციის ცვლილება სააგენტოს დასკვნის შემდეგ ------------- 571

    5.3. კანონდარღვევით განხორციელებული კონცენტრაციის შედეგები -- 572

    5.4. გადაწყვეტილების გამოქვეყნება და სასამართლო კონტროლი ------ 573

    5.5. კონცენტრაციის შემდგომი კონტროლი ---------------------------------- 575

    6. სამომავლო გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობა - 576 კონცენტრაციების კონტროლი – მნიშვნელოვანი საკითხების

    შეჯამება ----------------------------------------------------------------- 579

    ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------- 581

    VII. კონკურენციის სამართლის მოქმედება სახელმწიფო ორგანოების მიმართ ------------------------------------------------------------------- 588 1. შესავალი -------------------------------------------------------------- 588

    2. სახელმწიფო ორგანოების კონკურენციის შემზღუდველი

    ქმედებები --------------------------------------------------------------- 590 2.1. სახელმწიფო ორგანოების კონკურენციის შემზღუდველი

    ქმედებების სახეები და მათგან არსებული გამონაკლისები --------------- 592

    ა) საქართველო ---------------------------------------------------------------- 592

    ბ) ევროკავშირი ---------------------------------------------------------------- 595

    2.2. სახელმწიფო ორგანოების კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების

    კონტროლის მექანიზმები და პროცედურა ევროკავშირის რიგ ქვეყნებსა

    და საქართველოში --------------------------------------------------------------- 598

    2.3. სააგენტოს პრაქტიკა სახელმწიფო ორგანოების კონკურენციის

    შემზღუდველი ქმედებების შესწავლის მიმართულებით ------------------ 602

    ა) შემოსავლების სამსახურის საქმე ----------------------------------------- 602

    ბ) „ოპტიმალ გრუპ +“-ის საქმე ---------------------------------------------- 606

    გ) „ინტერტექნიკსის“ საქმე -------------------------------------------------- 609

    დ) ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის საქმე ----------------- 612

    ე) სასკოლო ავტობუსების საქმე --------------------------------------------- 615

    ვ) ბათუმის მერიის საქმე ---------------------------------------------- 619 ზ) დაზღვევის საქმეები ------------------------------------------------------ 622

    2.4. შუალედური შეჯამება ------------------------------------------------------ 629

  • 11

    3. სახელმწიფო დახმარება --------------------------------------------- 630 3.1. სახელმწიფო დახმარების გაცემისა და რეგულირების მიზეზები ---

    ----------------------------------------------------------------------------- 632

    3.2. სახელმწიფო დახმარების ცნება და სახეები ------------------------ 634

    ა) ევროკავშირი – „სახელმწიფო დახმარება“ ------------------------------ 635

    ბ) ევროკავშირისეული „სახელმწიფო დახმარება“ და ვაჭრობის

    მსოფლიო ორგანიზაციისეული „სუბსიდია“ – მსგავსებები და

    განსხვავებები ------------------------------------------------------------------ 647

    გ) საქართველო – სახელმწიფო დახმარება/სუბსიდია ------------------- 650

    3.3. გამონაკლისები სახელმწიფო დახმარების შეთანხმების

    ვალდებულებისგან -------------------------------------------------------------- 654

    ა) ევროკავშირი ---------------------------------------------------------------- 654

    ბ) საქართველო ---------------------------------------------------------------- 657

    3.4. სახელმწიფო დახმარების შეთანხმების პროცედურა ------------- 659

    ა) ევროკავშირი ---------------------------------------------------------------- 660

    ბ) საქართველო ---------------------------------------------------------------- 665

    3.5. კონკურენციის სააგენტოს პრაქტიკა სახელმწიფო დახმარების

    შეთანხმების მიმართულებით -------------------------------------------------- 670

    ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმეები ----------------------------- 670

    ბ) „ჰუმანითი ჯორჯიას“ საქმე ---------------------------------------------- 673

    3.6. შუალედური შეჯამება ------------------------------------------------- 674

    4. კანონმდებლობის კონკურენციული ეფექტის კონტროლი -- 675 4.1. კონკურენციული ეფექტის კონტროლის კონსტიტუციური

    საფუძვლები ----------------------------------------------------------------------- 675

    4.2. კონკურენციის სააგენტოს მიერ კანონმდებლობის

    კონკურენციული ეფექტის წინასწარი კონტროლის მექანიზმი ----------- 678

    ა) „ფორმალური“ წინასწარი კონტროლი---------------------------------- 678

    ბ) „არაფორმალური“ წინასწარი კონტროლი ----------------------------- 680

    4.3. კონკურენციის სააგენტოს მიერ კანონმდებლობის

    კონკურენციული ეფექტის შემდგომი კონტროლის მექანიზმი ----------- 682

    ა) კერძო დაცვითი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის

    შეფასება ------------------------------------------------------------------------ 683

    ბ) სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის

    კონკურენციული ეფექტის შეფასება --------------------------------------- 687

    4.4. შუალედური შეჯამება ------------------------------------------------- 689

    5. დასკვნითი კომენტარები ---------------------------------------- 690

    კონკურენციის სამართლის მოქმედება სახელმწიფო ორგანოების

    მიმართ – მნიშვნელოვანი საკითხების შეჯამება -------------------- 692

    ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------- 698

  • 12

    I. კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საფუძვლები

    ლიანა ჯაფარიძე*

    1. შესავალი

    კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა თანამედროვე

    მსოფლიოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განუყოფელი

    ნაწილია. დღესდღეობით, ის არსებობს დედამიწის ყველა

    კონტინენტზე, 130-ზე მეტ ქვეყანაში. 1 ამ ქვეყნებს მიეკუთვნება

    როგორც დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ამერიკის

    შეერთებული შტატები (შემდგომში - აშშ), ისე ევროკავშირი და

    მისი ყველა წევრი სახელმწიფო, აზიისა და ლათინური ამერიკის

    იურისდიქციები ე.წ. სწრაფგანვითარებადი ეკონომიკით (emerging

    economies), 2 პოსტსაბჭოთა ქვეყნები, აფრიკისა და ოკეანეთის

    როგორც დიდი, ისე მცირე სახელმწიფოები და ა.შ.3

    ხსენებული იურისდიქციები განხვავდებიან არა მარტო

    სიდიდით, განვითარების დონითა და ეკონომიკური სიძლიერით,

    არამედ მათში კონკურენციის სამართლის არსებობის

    ხანგრძლივობითაც. მაგალითად, აშშ-ში ამ მიმართულებით

    * მკვლევარი-დოქტორანტი, კონკურენციის სამართლის ტუტორი, ოქსფორდის

    უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი). 1 ავტორის შენიშნვნა: კონკურენციის სამართლის მქონე იურისდიქციების შესახებ

    საინტერესო ინფორმაციას შეიცავს კონკურენციის საერთაშორისო ქსელის ვებგვერდი.

    ხსენებულ ორგანიზაციაში, რომელიც კონკურენციის ეროვნულ მარეგულირებელთა

    ყველაზე მასშტაბურ ვირტუალურ ქსელს წარმოადგენს, ამჟამად გაწევრიანებულია თითქმის

    ყველა ის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია კონკურენციის მარეგულირებელი

    კანონმდებლობა. ქსელის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის იხილეთ

    https://www.internationalcompetitionnetwork.org/members/, 31.03.2019 (ქვემოთ მოყვანილ

    ყველა ინტერნეტრესურსზე უკანასკნელად წვდომის თარიღი, თუ სხვაგვარად არ არის

    მითითებული). 2 ავტორის შენიშვნა: სწრაფგანვითარებადს უწოდებენ ბაზარს, თუ მას გააჩნია

    განვითარებული ბაზრის გარკვეული მახასიათებლები, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე

    განვითარებული არ არის. იხ.:

    https://www.msci.com/documents/1296102/1330218/MSCI_Market_Classification_Framework.pdf/d

    93e536f-cee1-4e12-9b69-ec3886ab8cc8. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე (04.04.2019) ვერ მოვნახე

    ტერმინი „emerging economies“ ზუსტი ქართული თარგმანი. შესაბამისად, ტერმინი

    „სწრაფგანვითარებადი“ ჩემეული თარგმანია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეკონომიკურ

    ლიტერატურაში უკვე არსებობდეს განსხვავებული თარგმანი - შესაბამისად, სწორი იქნება

    სწორედ ის უკანასკნელი. 3 Whish, Richard and Bailey, David, Competition Law, 9th ed., Oxford University Press, 2018, pp. 1-2.

    https://www.internationalcompetitionnetwork.org/members/https://www.msci.com/documents/1296102/1330218/MSCI_Market_Classification_Framework.pdf/d93e536f-cee1-4e12-9b69-ec3886ab8cc8https://www.msci.com/documents/1296102/1330218/MSCI_Market_Classification_Framework.pdf/d93e536f-cee1-4e12-9b69-ec3886ab8cc8

  • 13

    შემოღებული პირველი კანონი - ე.წ. შერმანის აქტი4 - 1890 წლით

    თარიღდება, ევროკავშირს შესაბამისი მიმართულების

    კანონმდებლობა 1957 წლიდან აქვს, საქართველომ (სხვა

    პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად) კონკურენციის

    მარეგულირებელი პირველი აქტი 1990-იანი წლების დასაწყისში

    მიიღო, 5 ხოლო ფილიპინებში ეს კანონმდებლობა მხოლოდ 4

    წლისაა. 6 თუმცა საერთოა პრობლემა, რომლის გადაჭრასაც

    კონკურენციის სამართალი ცდილობს - კერძოდ, თუ როგორ უნდა

    მოხდეს ამა თუ იმ იურისდიქციაში ჯანსაღი და კონკურენტული

    საბაზრო გარემოს შექმნა და შენარჩუნება.

    იმისთვის, რომ გვესმოდეს, თუ როგორ ახერხებს

    კონკურენციის პოლიტიკა ზემოხსენებული პრობლემის გადაჭრას,

    პირველ რიგში, საჭიროა გავიგოთ მისი შინაარსი და დანიშნულება.

    ამისთვის კი სასურველია როგორც კონკურენციის საბაზისო

    თეორიისა და განვითარების ეტაპების, ისე მისი მიზნებისა და იმ

    გამოწვევების ცოდნა, რომლებთან გამკლავებაც უწევს სამართლის

    აღნიშნულ მიმართულებას თანამედროვე ეპოქაში.

    ამ თავის მიზანია ჩამოთვლილი საკითხების ზოგადი

    მიმოხილვა და შედეგად, დღეს არსებულ რეალობაში

    კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის მნიშვნელობის ჩვენება,

    როგორც გლობალურ ჭრილში, ისე საქართველოსთან მიმართებით.

    2. თეორია

    კონკურენციის სამართალსა და პოლიტიკასთან მიმართებით,

    ერთ-ერთი პირველი თვალშისაცემი საკითხი მათი ეკონომიკურ

    მეცნიერებებთან გადაჯაჭვულობაა. ეს ლოგიკურიცაა: სამართლისა

    და პოლიტიკის ხსენებული მიმართულება ბაზრის

    კონკურენტულობასა და სიჯანსაღეს ემსახურება. ეს უკანასკნელნი

    კი, თავის მხრივ, მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრებით

    4 Sherman Act of July 2, 1890, Ch. 647, 26 Stat. 209. 5 დაწვრილებით იხ. ქვეთავი 3.6. „კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის განვითარება

    საქართველოში“. 6 Whish, Richard and Bailey, David, Competition Law, 9th ed., Oxford University Press, 2018, გვ. 1.

  • 14

    იზომება. შედეგად, ბაზრის რეგულირებისას სამართლებრივი და

    ეკონომიკური ანალიზის თანაკვეთა გარდაუვალია.

    ხსენებული თანაკვეთის უკეთ აღსაქმელად აუცილებელია

    როგორც კონკურენციასთან დაკავშირებულ ზოგად სამართლებრივ

    და ეკონომიკურ ტერმინოლოგიაში (ქვეთავი 2.1), ისე საბაზრო

    კონკურენციის რიგ თეორიულ მოდელებსა (ქვეთავი 2.2) და ბაზრის

    რეგულირების პრობლემატიკაში (ქვეთავი 2.3) გარკვევა. მსგავსი

    მიდგომა ასევე დაგვეხმარება იმის აღქმაში, თუ რატომ

    არეგულირებს კონკურენციის სამართალი ამა თუ იმ კონკრეტულ

    საბაზრო თუ ბაზართან დაკავშირებულ ქმედებას (ქვეთავი 2.4).

    2.1. ტერმინოლოგია7

    ეკონომიკაში, ბაზარი8 ეწოდება კონკრეტული საქონლისა თუ

    მომსახურების გამყიდველთა და მყიდველთა ერთიანობას, 9

    რომელთა ურთიერთზემოქმედების შედეგად დგინდება

    ხსენებული საქონლის/მომსახურების ფასი. 10 ამ შემთხვევაში,

    გამყიდველი გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე სამოქალაქო

    სამართალში ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე. ეს

    ცნება მოიცავს (1) მიწის/რესურსების მესაკუთრეებს, რომლებიც

    კომპანიებს (მწარმოებლებს) გადასცემენ ამ მიწას (მაგალითად,

    იჯარით) ან წარმოებისთვის საჭირო სხვა რესურსებს; (2) მუშახელს,

    რომელიც გარკვეულ მომსახურებას სთავაზობს სხვას (ანუ „ყიდის“

    მომსახურებას); (3) კომპანიებს, რომლებსაც ბაზარზე გააქვთ

    7 ავტორის შენიშვნა: კონკურენციის სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიის

    დეტალური განმარტებისათვის იხილეთ European Commission, DG COMP, Glossary of terms used in EU competition policy, Antitrust and control of concentrations, 2002, https://publications.europa.eu/en/publication-detail/-/publication/100e1bc8-cee3-4f65-9b30-

    e232ec3064d6 და OECD, Khemani, R. S. and Shapiro, D. M., Glossary of Industrial Organisation Economics and Competition Law, 1993, http://www.oecd.org/regreform/sectors/2376087.pdf. 8 ავტორის შენიშვნა: კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკისათვის, განსაკუთრებით

    მნიშვნელოვანი ტერმინია „შესაბამისი ბაზარი“, რომლის დეტალური განმარტებაც

    მოცემულია წიგინს II თავში („შესაბამისი ბაზარი“). 9 მენქიუ, გრეგორი, ეკონომიკის პრინციპები, გამომცემლობა „დიოგენე“, 2000, გვ. 84. 10 Pindyck, Robert S. and Rubinfeld, Daniel L., Microeconomics, 6th ed., Pearson Education International, 2005, გვ. 7. ავტორის შენიშვნა: ტექსტის სიმარტივისათვის, ამ თავში ფრაზა

    „საქონლისა და მომსახურების“ ნაცვლად გამოიყენება მხოლოდ ტერმინი „საქონელი“.

    ამავდროულად, ტერმინ „საქონელის“ გამოყენებისას იგულისხმება, რომ განსახილველი

    საკითხი ეხება როგორც საქონელს, ისე მომსახურებას.

    https://publications.europa.eu/en/publication-detail/-/publication/100e1bc8-cee3-4f65-9b30-e232ec3064d6https://publications.europa.eu/en/publication-detail/-/publication/100e1bc8-cee3-4f65-9b30-e232ec3064d6http://www.oecd.org/regreform/sectors/2376087.pdf

  • 15

    საკუთარი საქონელი. 11 ასევე ფართოდ განიმარტება ტერმინი

    მყიდველი. ეს უკანასკნელი მოიცავს (1) კომპანიებს, რომლებიც

    იძენენ საქონლის წარმოებისთვის საჭირო რესურსებს; (2) საქონლის

    პირადი მოხმარებისათვის შემძენ პირებს. 12

    მყიდველთა სურვილსა და შესაძლებლობას, გაიღონ

    გარკვეული საფასური კონკრეტული საქონლის ან მომსახურების

    შეძენის სანაცვლოდ, ეწოდება (საბაზრო) მოთხოვნა.13 გამყიდველთა

    სურვილი და შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ ხსენებული

    მოთხოვნა, მოიხსენიება როგორც (საბაზრო) მიწოდება. 14 სწორედ

    აღნიშნული ტერმინიდან მომდინარეობს სამართალში

    გავრცელებული ცნება მიმწოდებელი, რომელიც გამყიდველის

    სინონიმად გამოიყენება. თავის მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ

    მყიდველები იძენენ საქონელს ან მომსახურებას ბიზნესში ან

    პირადი მოხმარების მიზნით, ამ უკანასკნელთ მომხმარებლებადაც

    მოიხსენიებენ.15

    მაგალითი:

    კომპიუტერული კომპანია - მიმწოდებელი თუ მომხმარებელი?

    დღესდღეობით, მსოფლიოში პერსონალური

    კომპიუტერების მწარმოებელი მრავალი კომპანიაა - Sony,

    Acer, HP, Lenovo, Dell და ა.შ. ამ კომპანიებს კომპიუტერების

    საწარმოებლად ესაჭიროება არაერთი დეტალი: მაგალითად,

    მიკროჩიპები, რომლებზეც კომპიუტერის გამართული

    ფუნქციონირებისთვის საჭირო პროგრამები უნდა ჩაიწეროს.

    როგორც წესი, კომპიუტერული კომპანიები მსგავს

    11 Pindyck, Robert S. and Rubinfeld, Daniel L., Microeconomics, 6th ed., Pearson Education International, 2005, გვ. 7. 12 იქვე. 13 იხ. https://www.investopedia.com/terms/d/demand.asp; ასევე იხ. მენქიუ, გრეგორი, ეკონომიკის პრინციპები, გამომცემლობა „დიოგენე“, 2000, გვ. 84, 86 და 90. 14 შეად. https://www.investopedia.com/terms/s/supply.asp; ასევე იხ. მენქიუ, გრეგორი,

    ეკონომიკის პრინციპები, გამომცემლობა „დიოგენე“, 2000, გვ. 84 და 95. 15 ავტორის შენიშვნა: სამართალში ასევე ცნობილია საბოლოო მომხმარებლის ცნება - ესაა

    მომხმარებელი, რომელიც საქონელს/მომსახურებას იძენს არა შემდგომი

    წარმოების/გასაღების, არამედ პირადი მოხმარების მიზნით.

    https://www.investopedia.com/terms/d/demand.asphttps://www.investopedia.com/terms/s/supply.asp

  • 16

    მიკროჩიპებს (და სხვა მრავალ დეტალს) თვითონ არ

    აწარმოებენ. ამის ნაცვლად, ისინი თანამშრომლობენ

    მიკროჩიპების მწარმოებელ კომპანიებთან და მათგან იძენენ

    საჭირო სახისა და ფორმის ჩიპებს.

    სამართლებრივი და ეკონომიკური გაგებით, ხსენებულ

    შემთხვევაში არსებობს ორი განსხვავებული ბაზარი:

    მიკროჩიპებისა და პერსონალური კომპიუტერების. (1)

    მიკროჩიპების ბაზარზე, გამყიდველ/მიმწოდებელ მხარეს

    წარმოადგენენ მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიები, ხოლო

    მყიდველს/მომხმარებელს - კომპიუტერული კომპანიები. (2)

    პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე,

    გამყიდველის/მიმწოდებლის ფუნქციას კომპიუტერული

    კომპანიები ასრულებენ, ხოლო მყიდველის/მომხმარებლის

    როლშია პერსონალური კომპიუტერის შეძენის სურვილისა და

    საშუალების მქონე ყველა პირი. როგორც ამ მაგალითიდან

    ჩანს, ერთი და იგივე პირი (კომპიუტერული კომპანია)

    შესაძლოა ერთ ბაზარზე მყიდველი/მომხმარებელი იყოს, ხოლო

    მეორეზე - გამყიდველი/მიმწოდებელი.

    ბაზარი აძლევს გამყიდველებსა და მყიდველებს ამა თუ იმ

    საქონელთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელების

    საშუალებას.16 ხსენებული ტრანზაქციებით თავისუფალ ბაზარზე17

    ხდება კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისი მიწოდებით

    დაკმაყოფილება, რასაც არეგულირებს ბაზრის მექანიზმი - ფასის

    ცვლილების საშუალებით მოთხოვნილი და მიწოდებული

    საქონლის რაოდენობის გათანაბრების ტენდენცია.18 ეს მექანიზმი

    უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მოთხოვნის (ანუ ყველა

    მომხმარებლის) დაკმაყოფილებისათვის საჭირო საქონლის

    თანაფარდი რაოდენობით მიწოდებას. ხსენებული მექანიზმის

    16 Pindyck, Robert S. and Rubinfeld, Daniel L., Microeconomics, 6th ed., Pearson Education International, 2005, გვ. 8. 17 ავტორის შენიშვნა: ამ კონტექსტში, ბაზრის თავისუფლება გულისხმობს საბაზრო

    მოქმედებებში სახელმწიფოს ჩაურევლობას. 18 Pindyck, Robert S. and Rubinfeld, Daniel L., Microeconomics, 6th ed., Pearson Education International, 2005, გვ. 19 and 24.

  • 17

    გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია თავისუფალი

    საბაზრო კონკურენციის არსებობა.

    სამართალმცოდნეთათვის, კონკურენცია ეწოდება მეტოქეობას

    მიმწოდებლებს (ანუ ე.წ. ეკონომიკურ აგენტებს 19 ) შორის,

    რომლებიც მომხმარებლებისთვის შეძლებისდაგვარად უკეთესი

    საქონლის ან დაბალი ფასის შეთავაზების გზით იბრძვიან ბაზარზე

    უპირატესობის მოსაპოვებლად. 20 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,

    კონკურენცია არის პროცესი, რომელიც საზოგადოებაში

    კონკრეტულ საქონელზე არსებულ მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის

    საპასუხო მიწოდებას არეგულირებს ბაზრის მექანიზმის

    მეშვეობით. 21 სწორედ ამით განსხვავდება თავისუფალი საბაზრო

    (ანუ კაპიტალისტური) ეკონომიკა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი

    (ანუ სოციალისტური) ეკონომიკისგან - ამ უკანასკნელში

    მოთხოვნასა და მიწოდებას არეგულირებს სახელმწიფო

    დაგეგმარების პროგრამა და არა თავისუფალი ბაზარი.22

    ბაზარზე კონკურენციის არსებობის გარანტირებისათვის

    ყალიბდება კონკურენციის პოლიტიკა - ეკონომიკური პოლიტიკის

    მიმართულება, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს ბაზარზე

    ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა და შენარჩუნება, 23

    კონკურენციის შეზღუდვის საზოგადოებისთვის საზიანო სახეების

    დაუშვებლობის გზით. 24 რაც შეეხება კონკურენციის სამართალს -

    ესაა ნორმათა ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ხდება

    კონკრეტულ იურისდიქციებში არსებული კონკურენციის

    პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელება.25

    როგორც ზემოთ აღინიშნა, ბაზრის მექანიზმი ფუნქციონირებს

    ფასების ცვლილების მეშვეობით. საქონლის ფასს, რომელიც

    19 ავტორის შენიშვნა: ტერმინ „ეკონომიკური აგენტის“ დეტალური განმარტებისათვის იხ.

    თავი 3 („კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები“). 20 Whish, Richard and Bailey, David, Competition Law, 9th ed., Oxford University Press, 2018, გვ. 4. 21 იქვე. იხ. ასევე, Jones, Alison and Sufrin, Brenda, EU Competition Law: Text, Cases and Materials, 6th ed., Oxford University Press, 2016, გვ. 2. 22 იქვე. 23 http://ec.europa.eu/competition/consumers/what_en.html. 24 Motta, Massimo, Competition Policy: Theory and Practice, Cambridge University Press, 2004, გვ. 30. 25 Jones, Alison and Sufrin, Brenda, EU Competition Law: Text, Cases and Materials, 6th ed., Oxford University Press, 2016, გვ. 2.

    http://ec.europa.eu/competition/consumers/what_en.html

  • 18

    დგინდება ამ მექანიზმის საფუძველზე, მოთხოვნისა და მიწოდების

    ზემოთ აღწერილი გათანაბრების (ანუ საბაზრო წონასწორობის 26

    მიღწევის) შედეგად, ეწოდება წონასწორული/საბაზრო ფასი,27 ხოლო

    ხსენებულ ფასზე (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ზეგავლენის

    მოხდენის უნარს - საბაზრო ძალაუფლება.28 ბაზარზე კონკურენციის

    დონე დგინდება სწორედ საბაზრო ძალაუფლების ხარისხთან

    მიმართებით.

    ამ მხრივ, სპექტრის ერთ მხარესაა ბაზრები, რომლებზეც

    არსებობს სრულყოფილი კონკურენცია - სიტუაცია, როდესაც

    ბაზრის ვერც ერთი მონაწილე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს

    საბაზრო ფასზე (ანუ არა აქვს საბაზრო ძალაუფლება) და

    იძულებულია, მიიღოს საბაზრო მექანიზმის მოქმედების შედეგად

    დადგენილი ფასი;29 სპექტრის მეორე მხარეს კი არის მონოპოლია -

    მდგომარეობა, როდესაც ბაზარზე მხოლოდ ერთი მიმწოდებელია.30

    ეს კი გულისხმობს, რომ ამ უკანასკნელს გააჩნია აბსოლუტური

    საბაზრო ძალაუფლება და თავად ადგენს საქონლის ფასს.

    უმრავლეს შემთხვევაში, ბაზრის მონაწილეებს გააჩნიათ

    გარკვეული საბაზრო ძალაუფლება. ამ მხრივ, კონკურენციის

    სამართლისა და პოლიტიკის სფ�