განვითარების სტრატეგია...

68
1 ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, საქართველო

Transcript of განვითარების სტრატეგია...

1

ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, საქართველო

2

სარჩევი სიტყვათშემოკლებათა ინდექსი ............................................................................................................ 3

1. ძირითადი დებულებები ................................................................................................................. 4

2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზოგადი მიმოხილვა ................................................ 5

2.1. მუნიციპალიტეტის ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა .............................................. 5

2.2. დემოგრაფიული პროფილი ........................................................................................................ 6

2.3. განათლება და უნარები ............................................................................................................... 8

2.4. ინფრასტრუქტურა და კომუნალური მომსახურება ............................................................... 8

2.5. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ................................................................................. 9

2.6. სოფლის მეურნეობა .................................................................................................................... 11

2.7. ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა ......................................................................... 13

2.8. ჯანდაცვა ....................................................................................................................................... 15

2.9. ადგილობრივი ხელისუფლება ................................................................................................. 15

2.10. განვითარების მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოება ............................................ 16

2.11. გარემო და კატასტროფების რისკების შემცირება ............................................................. 17

3. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია ................................................................................. 18

3.1. ზოგადი მონაცემები ................................................................................................................... 18

3.2. სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტების გამოვლენა და ინტერვენციების სფეროები ................................................................................................................................................ 19

3.3. რეგიონალური და ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტაცია ............................................. 19

3.4. განხილვის სფეროს ექსპერტები ............................................................................................... 20

3.5. ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი მნიშვნელოვან სექტორებში .................................................................................................................. 22

3.6. ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზის შემაჯამებელი ცხრილი: ........................................................................................................................ 22

3.7. დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი ..................................................... 28

3.8. ხედვის განაცხადი ....................................................................................................................... 29

3.9. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნები .......................................................... 30

3.10. უმთავრესი პრიორიტეტების ჩამონათვალი და ინტერვენციის სფეროები ................. 31

3.11. ინტერვენციის სფეროები ....................................................................................................... 31

4. ღონისძიებების პრეზენტაცია ................................................................................................... 35

დანართი I ............................................................................................................................................. 60

3

სიტყვათშემოკლებათა ინდექსი

LAG ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი

GA (ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის) გენერალური ასამბლეა

B (ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის) საბჭო

CSP (ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის) პროექტთა შერჩევის კომიტეტი

CFA (ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის) ფინანსებისა და აუდიტის კომიტეტი

AC (ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის) ადმინისტრაციული განყოფილება

FICC ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი

MoA საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

KRDS კახეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგია

SAD სასოფლო-სამეურნეო განვითარების სტრატეგია

TDA ტურიზმის განვითარების სააგენტო

RDS სოფლის განვითარების სტრატეგია

NBSAPG საქართველოს ეროვნული ბიო-მრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

GEOSTAT საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სააგენტო (საქსტატი).

4

1. ძირითადი დებულებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-

აღმოსავლეთით. იგი წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მესამე და ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონს სასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ სულ მოსახლეზე. მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მდებარეობს 500-800 მეტრზე ზღვის დონიდან. რეგიონი ხასიათდება მშრალი სუბტროპიკული კლიმატით, გრძელი და მშრალი ზაფხულით და შედარებით ცივი ზამთრით. რეგიონში არ არის საკმარისი ჰიდროლოგიური ქსელი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 21,000 მოსახლეს და ეს რაოდენობა თანდათანობით მცირდება ემიგრაციის, დაბერებისა და დაბალი შობადობის გამო. ეროვნული უმცირესობა რეგიონში შეადგენს 11%-ს.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტი რეგიონში. დედოფლისწყაროს შრომისუნარიანი მოსახლეობის 29% უმუშევარია, რაც იწვევს სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობის ზრდას: ოფიციალურად, მოსახლეობის 20%-ის საარსებო წყაროს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური დახმარება.

მუნიციპალიტეტის დამატებითი ღირებულების პროდუქტში უდიდესი წვლილი შეაქვს: კირქვის მოპოვების მრეწველობას (57%); ვაჭრობას (10%); და მომსახურებას (8%). სოფლის მეურნების სექტორის წამყვანი სფეროებია: მსხვილფეხა საქონლის (ცხვარი, ძროხები) მოშენება, მარცვლეულის (ხორბალი, ქერი) და მზესუმზირის მოყვანა. ამრიგად, ისეთი საკვები პროდუქტი, როგორიცაა ხორცი და ზეთი, იწარმოება დიდი მოცულობით. სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ფართობის გათვალისწინებით, სექტორის წილი საკმაოდ მოკრძალებულია. სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი პრობლემებია: სარწყავი წყლის ნაკლებობა, ხანგრძლივი გვალვები, ქარსაცავი ზოლების ფაქტიური არარსებობა, ეფექტური ჰერბიციდების ნაკლებობა, ვეტერინარული მომსახურების არაეფექტურობა, მიწის არაეფექტური მართვა და ა.შ.

მუნიციპალიტეტს აქვს უდიდესი და მრავალფეროვანი, თუმცა არარეალიზებული ტურისტული პოტენციალი, რაც განპირობებულია ვაშლოვანის ეროვნული პარკის უნიკალური ლანდშაფტით, ასევე ნიკო ფორისმანის სახელმწიფო მუზეუმით, ხორნაბუჯის ციხესიმაგრითა და ბრინჯაოს ხანის ნარჩენებით მდინარე იორის მიმდებარედ. ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისად განვითარებული. ცოტაოდენო გამონაკლისის გარდა, ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზები არ არის დაფარული ასფლატით.

5

2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზოგადი მიმოხილვა

2.1. მუნიციპალიტეტის ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მდებარეობის საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ისტორიულად და გეოგრაფიულად, იგი ეკუთვნის კახეთის რეგიონს და განთავსებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტს (ჩრდილოეთითა და დასავლეთით) და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის (სამხრეთით და აღმოსავლეთით).

მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 2.532 კვადრატულ კილომეტრს, ანუ კახეთის რეგიონის 22%-ს და წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მესამე მუნიციპალიტეტს (ხოლო კახეთის რეგიონში კი სიდიდით პირველ მუნიციპალიტეტს) მთიანი მესტიისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების შემდეგ. ამის მიუხედავად, იგი ყველაზე მცირედ დასახლებული მუნიციპალიტეტია კახეთის რეგიონში.

მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ყველაზე მწირი ტყიანი ადგილებით საქართველოში, სადაც სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ტყის საფარი შეადგენს ტერიტორიის მხოლოდ 1%-ს; თვალსაჩინოებისათვის - ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით ტყის საფარი შეადგენს 43.2%. იმავდროულად, დედოფლისწყარო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუნიციპალიტეტია სასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ სულ მოსახლეზე, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ მხოლოდ საძოვრებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ხასიათდება მშრალი სუბტროპიკული კლიმატით, გრძელი, მშრალი ზაფხულით და შედარებით ცივი ზამთრით. ტერიტორიაზე არ არის საკმარისი ჰიდროლოგიური ქსელი. არსებული მდინარეები ძირითადად წარმოდგენილია მდინარეებით ალაზანი და იორი, რომლებიც ძირითადად მიედინება მუნიციპალიტეტის საზღვრებთან, რის გამოც მუნიციპალიტეტის ძირითადი ტერიტორია სარწყავი წყლის გარეშე რჩება, რადგან ტერიტორიაზე არის მხოლოდ რამოდენიმე მცირე ტბა დაბლობებზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობა საქართველოში (მონიშნულია მწვანე ფერით)

6

მუნიციპალიტეტის მაღლობები მერყეობს 100-დან 1000 მეტრამდე ზღვის დონიდან, თუმცა, უმეტესი მათგანი მდებარეობს ზღვის დონიდან 500-800 მეტრზე.

მუნიციპალიტეტში, წლიური საშუალო ნალექიანობა შეადგენს 400-600 მმ. თუმცა, შირაქის ველზე ნალექი აღწევს 540 მმ, ხოლო ქალაქ დედოფლისწყაროში 650 მმ, მაშინ როდესაც მშრალ ელდარის ველზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთით, თავისი ნახევრად გაუდაბნოებული ტერიტორიით, მოდის მხოლოდ 250-300 მმ ნალექი.

დასახლებული ტერიტორია გადაჭიმულია ტერიტორიის ჩრდილოეთით, ხოლო მშრალი ფართო ცენტრალური და სამხრეთ დაბლობები ძირითადად ხასიათდება თვალწარმტაცი მდელოებით, ნახევრად გაუდაბნოებული მიწებითა და ველებით.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილები მდიდარია შავი ნიადაგით და ხასიათდება ყავისფერი და წაბლისფერი ნიადაგებით (მშრალ ველებზე).

2.2. დემოგრაფიული პროფილი 2016 წელს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენდა 21,000, 100-

ით ნაკლებს 2015 წელთან შედარებით. 2004 წლის შემდეგ (2004 წელს ჩატარდა ბოლო მოსახლეობის აღწერა), 11,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა მუნიციპალიტეტი ძირითადად განათლების მისაღებად ან დასაქმების მიზნით (ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ).

შემცირების ტენდენცია უთანაბრდება კახეთის რეგიონში პოპულაციის მთლიანი გადაადგილების ტენდენციას. მოსახლეობის ერთი მესამედი, ანუ თითქმის 6,000 ადამიანი, ცხოვრობს ქალაქ დედოფლისწყაროში. დანარჩენი მოსახლეობა განაწილებულია 13 თემში. ამ 13 თემიდან თითქმის ყველა განლაგებულია მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით საზღვრის გასწვრივ, სადაც დედოფლისწყარო ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტს, და უფრო შორს, აღმოსავლეთით, სადაც დედოფლისწყარო ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკას. მირზაანი ერთადერთი სოფელია, რომელიც მოშორებით მდებარეობს, იორის პლატოზე. ვრცელი, მშრალი ცენტრალური და სამხრეთ ველები და ყველაზე აღმოსავლეთი და სამხრეთ საზღვრის მდინარის ხეობები მოკლებულია მუდმივ მაცხოვრებლებს.

7

2016 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 20%-ს ახალგაზრდობა შეადგენდა, 42%-ს - შუა ხნის მაცხოვრებლები, ხოლო 38%-ს კი 65 წელს გადაცილებული ადამიანები. შედარებისათვის, იმავე წელს ქვეყნის მასშტაბით საშუალო ინდექსი შეადგენდა 25%, 61% და 14%. მოცემული ასაკობრივი ნიმუში მეტნაკლებად იდენტურია კახეთისა და სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტების მაჩვენებლისა. ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების პროცესი უფრო აჩქარებულია სოფლად ახალგაზრდებისა და შუა ხნის მოსახლეობის მუდმივი მიგრაციის გამო

თბილისში და ქვეყნის გარეთ.

2014 წელს, მოსახლეობის 53%-ს ქალები შეადგენდნენ. ქვეყნის საშუალო მაჩვენებელიც თითქმის იგივა - 52% იმავე წლისათვის. ეს ნიშნავს, რომ ემიგრაციის პროცესები თანაბრად ამცირებს ადგილობრივ პროდუქტიული ასაკის მდედრობითი და მამრობითი მაცხოვრებლების რესურსებს.

ეთნიკური უმცირესობები - ძირითადად რუსები, აზერბაიჯანელები და სომხები - შეადგენენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 11%-ს. ეთნიკური უმცირესობები მეტნაკლებად თანაბრად არიან განაწილებულნი და შეადგენენ უმრავლესობას მხოლოდ ორ სოფელში: სოფელ საბათლოში, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზანთან მუნიციპალიტეტის ყველაზე აღმოსავლეთ მხარეს, რომელიც ესაზღვრება აზერბაიჯანს (სომხური უმრავლესობა), და სოფელ ჭოეთში, რომელიც მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს შესასვლელთან (აზერბაიჯანელი უმრავლესობა).

მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 1,500 ეკო-მიგრანტი აჭარიდან, დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რეგიონიდან, რომლებიც გადმოადგილდნენ 1980 წელს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოშობით საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან არის (ძირითადად, თუშეთიდან, ანუ, ახმეტის მუნიციპალიტეტიდან). აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე შორს განლაგებული სოფელი (სოფ. კასრისწყალი) ადმინისტრატიულად განეკუთვნება კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტს (ახმეტის მუნიციპალიტეტს) იმ საქონლის გადასარეკი მარშრუტების გამო, რომლებიც კავკასიის ალპურ ზაფხულის საძოვრებს (ახმეტა) აკავშირებს ზამთრის შირაქის ველის საძოვრებთან (დედოფლისწყარო). სოფელი კასრისწყლის ქართული მოსახლეობა წარმოშობით თუშეთიდანაა.

დასახლებების ადგილმდებარეობა მუნიციპალიტეტში

8

2.3. განათლება და უნარები მუნიციპალიტეტის

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გააჩნია არც ტექნიკური და არც უმაღლესი განათლება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არ არსებობს რაიმე უმაღლესი საგანმანათლებლო ან პროფესიული სასწავლებელი გარდა ერთი ვეტერინარული კოლეჯისა. უმაღლესი საგანმანათლებლო და ტექნიკური სასწავლებლები ასევე არ არის ხელმისაწვდომი მეზობელ სიღნაღის მუნიციპალიტეტში. რეალურად, რეგიონის უმაღლესი და პროფესიონალური განათლების ცენტრს წარმოადგენს ქალაქი თელავი, რომელიც თითქმის 100 კმ-ითაა დაშორებული დედოფლისწყაროდან. დედოფლისწყაროს ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი გააჩნია - კოლეჯ „აისის“ ფილიალი. მაშასადამე, ფაქრობრივად, მუნიციპალიტეტის მთელი ახალგაზრდობა თბილისში მიდის უმაღლესი ან ტექნიკური განათლების მისაღებად, სადაც მათ ეძლევათ სპეციალობების ფართო არჩევანი, უფრო მეტი შესაძლებლობები დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის. ამ მანძილის გამო - 150 კმ, სტუდენტებს, წარმოშობით დედოფლისწყაროდან, ყოველთვის ურჩევნიათ იცხოვრონ ქირით ან ნათესავებთან დედაქალაქში, და, შემდეგ, თანდათან დაუკავშირონ საკუთარი ცხოვრება დედაქალაქს (ქვეყნის სხვა რეგიონების სოფლის ახალგაზრდობის მსგავსად). გასაკვირი არაა, რომ მუნიციპალიტეტში არ არსებობს არც მრეწველობა ან რაიმე სექტორული მიმდინარეობა, რომელიც უმაღლესდამთავრებულ ადგილობრივ ახალგაზრდობას სტაბილური დასაქმებისა და ანაზღაურების შესაძლებლობას შესთავაზებდა. ადგილობრივ მრეწველობასა და მომსახურებაში ძალიან დაბალი მოთხოვნაა განათლებულ ან დამწყებ ახალგაზრდა პროფესიონალებზე. პარადოქსია, რომ პროფესიონალებზე ეს სუსტი მოთხოვნა არ არის დაკავშირებული დაბალ ხელფასებთან. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროს მოსახლეობის 32%-ს უმაღლესი ან ტექნიკური განათლება აქვს, მუნიციპალიტეტში მაინც არ არის საკმარისი რაოდენობის პროფესიული კადრები თითქმის ყველა სფეროში: მშენებლობა, ნავთობი და გაზი, სოფლის მეურნეობა და ა.შ. რეალურად, მუნიციპალიტეტში ყველა ვაკანსია არაფორმალურად არის დაკავებული.

მუნიციპალიტეტში არის 15 საჯარო და ერთი კერძო სკოლა, რომლებიც საშუალო განათლებას 2,625 ბავშვს აძლევს. იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტში 17 ბაგა-ბაღი გათვლილია 6 წლამდე ასაკის 930 ბავშვისათვის, ერთ კერძო საბავშვო ბაღში დადის 80 ბავშვი.

2.4. ინფრასტრუქტურა და კომუნალური მომსახურება შიდა მუნიციპალური გზების მთლიანი სიგრძე შეადგენს 128 კმ.-ს. დედოფლისწყაროს

მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა განუვითარებელია. სოფლის შიდა გზებისაგან

15%

17%

68%

EDUCATION BACKGROUND

People with highesteducation

People withtechnical education

People withEducation <12 years

9

განსხვავებით, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია, რეგიონალური და მუნიციპალური გზები უკვე განახლდა ან განახლების პროცესშია. ქუჩის განათებაც მხოლოდ ქალაქ დედოფლისწყაროშია უზრუნველყოფილი.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული და მუნიციპალიტეტი უმდიდრესია ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მხრივ, ფერმებთან მისასვლელი გზები არ არსებობს. იგივე ეხება ტურისტული დანიშნულების ადგილებამდე მისასვლელ გზებსაც. განახლდა მხოლოდ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიამდე (24.000 ჰექტარი) და ელიას მთის ეკლესიამდე მისასვლელი გზები.

მგზავრთა სარკინიგზო გზა არ ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ კახეთის რეგიონში. როდესაც ფუნქციონირებდა, იგი შედგებოდა მხოლოდ ერთი ხაზისაგან: წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედი.

შესაბამისად, ასევე არ არსებობს კომერციული ან ჩარტერული თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მომსახურება დედოფლისწყაროს მიმართლებით და არც სადესანტო საჰაერო ხაზი. თუმცა, არის ამჟამად გაუქმებული საჰაერო ხაზი ყოფილ საბჭოთა ბაზაში შირაქში.

მუნიციპალიტეტი სრულად გაზიფიცირებულია, გარდა სოფლებისა გამარჯვება, ოზაანი და არბოშიკი. მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებას აქვს მუდმივი ელექტრო მომარაგება.

ქალაქ დედოფლისწყაროს და სოფელ გამარჯვების საკაბელო ინტერნეტ კავშირს/სატელევიზიო/სატელეფონო მომსახურებას უზრუნველყოფს ერთი მთავარი ეროვნული საკომუნიკაციო კომპანია. სხვა სოფლებში, საკომუნიკაციო მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ ქვეყნის მობილური საკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერების გზით.

მოსახლეობა სასმელ წყალს იღებს დაახლოებით 50 არტეზიული ჭიდან, რომლებიც სახელმწიფომ გაჭრა ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს წყალი გამოიყენება ასევე ადგილობრივი ბაღების მოსარწყავად და შინაური ცხოველების დასაწყურებლად. თუმცა, იგი არ არის საკმარისი სასოფლო-სამეურნეო პლანტაციების საირიგაციოდ.

და, ბოლოს, მუნიციპალიტეტში არ არის საკმარისი ნარჩენების განსათავსებელი ობიექტები და საკანალიზაციო სისტემა.

2.5. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საქსტატის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში დღესდღეობით ცხოვრობს 9,000 20-65

ასაკის და შრომისუნარიანი პირი. მათგან, დაახლოებით 2,600, ანუ 29%, მიჩნეულია უმუშევრად. ეს იმაზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ოფიციალური საშუალო

განახლებული გზა ელიას მთისაკენ

10

მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით - 11-12%. მეტიც, 2,600, ანუ 29%, მიიჩნევა თვითდასაქმებულად (ძირითადად, სოფლის მეურნეობაში), დაახლოებით 2,000, ანუ 22%, კი სახელმწიფო ანაზღაურებად სამსახურშია, ხოლო დანარჩენი 20% დასაქმებულია კერძო სექტორში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 38% პენსიაზეა, ხოლო 20% (940 კომლი) მიიჩნევა სოციალურად დაუცველ ფენად და წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დახმარების ბენეფიციარებს. მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია რეგიონში. 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურა, რომელიც შეადგენდა 5.915 მილიონ ლარს, შედგენილია მიწისა და ქონების გადასახადებისაგან (3.750 მილიონი ლარი, ანუ 63%), ასევე

სახელმწიფო სუბსიდიებისაგან (0.8 მილიონი ლარი, ანუ 13.5%), ადგილობრივი ჯარიმებისა და მუნიციპალური მომსახურების შემოსავლებისაგან (სულ, 0.145 მილიონი ლარი, ანუ 2.5%). მხოლოდ დარჩენილი ნაწილი - 21% - შეადგენს პირდაპირ კონტრიბუციას ბიზნეს საქმიანობიდან საშემოსავლო გადასახადებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოსაკრებლების სახით.

მიწისა და ქონების გადასახადის დიდი წილი ადგილობრივ ბიუჯეტში აიხსნება მუნიციპალიტეტის მიწის უზარმაზარი რესურსებით, რის გამოც მუნიციპალიტეტი პირველ ადგილს იკავებს ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მიხედვით. ბიუჯეტის სტრუქტურა ასახავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ სტრუქტურას, სადაც ვაჭრობისა და წარმოების წილი შეადგენს 20%-ს.

მუნიციპალიტეტის დამატებითი ღირებულების პროდუქტში უდიდესი წვლილი შეაქვს კირქვის მოპოვების მრეწველობას (57%), რასაც მოჰყვება სოფლის მეურნეობა (14%), ვაჭრობა (10%), მომსახურება (8%) და მშენებლობა (5%). დარჩნილი 6% მოდის ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ნავთობმოპოვების მრეწველობაზე (მირზაანში და შირაქში) და ა.შ.

თუმცა, მოპოვების შემდეგ, ნავთობი უკვე აღარ წარმოადგენს ქვეყნის და არც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მთავარ აქტივს. ხელმისაწვდომი რესურსები იძლევა

სოფლის მეურნეობა

71%

წარმოება11%

ვაჭრობა10%

ჯანდაცვა2%

ეკონომიკური სტრუქტურა

კირქვის წარმოება ქალაქ დედოფლისწყაროს მახლობლად

11

მხოლოდ მცირე წარმოების შესაძლებლობას. მის ზენიტშიც კი, ქვეყნის ნავთობწარმოება არასოდეს აკმაყოფილებდა ქვეყნის მოთხოვნის 15%-ზე მეტს.

2.6. სოფლის მეურნეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გადაჭიმულია 2,532.000 ჰექტარზე, სადაც 181.690

ჰექტარი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწას. დედოფლისწყარო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუნიციპალიტეტია სახნავი მიწების მიხედვით. სახნავი მიწების 24% სრულად გამოიყენება. ბუნებრივია, რომ სოფლის მეურნეობა მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგია. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნიადაგის 85% საშუალო ან მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. თუმცაღა, მიწის არაეფექტური მართვის გამო ადგილობრივი ფერმერების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მიწები მნიშვნელოვნად დეგრადირდა ხარისხისა და მოსავლიანობის მხრივ. დღესდღეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 8.000 ჰექტარი (4%) უკვე ფუჭია ეროზიის გამო.

დედოფლისწყაროში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ფორმალიზაციის დონე დაბალია. დაქირავებული შრომა არ წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას. ამგვარი მიწათმოქმედების კონცეფცია ხელს უშლის კაპიტალურ დაბანდებებს და ტექნიკური მოდერნიზაციის შესაძლებლობებს და, განსაკუთრებით, მოწყვლადია კლიმატის ცვლილებებისადმი.

დარგის წამყვანი მიმართულებებია მსხვილფეხა საქონლის (ცხვარი, ძროხა) მოშენება, მარცვლეულის (ხორბალი, ქერი) და მზესუმზირის მოყვანა. ამრიგად, ისეთი საკვები პროდუქცია, როგორიცაა ხორცი და საჭმელი ზეთი, დიდი რაოდენობით იწარმოება. ზოგიერთი ფერმერი ცდილობს, ააღორძინოს უძველესი ქართული ხორბლის სახეობები, თუმცა საკულტივაციო მიწები შეზღუდულია.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ვენახები მოშენებული იყო დედოფლისწყაროს მიწის 13.600 ჰექტარზე, თუმცა შემდეგ, განადგურდა და გაიძარცვა საირიგაციო არხები. დღესდღეობით, მიწის მხოლოდ 1.500 ჰექტარია დათმობილი ვენახებისათვის.

მებაღეობის განვითარებას მრავალი პრობლემა უშლის ხელს: სარგავი მასალის დაბალი ხარისხი, სარწყავი წყლის ნაკლებობა, გვალვები, ქარსაცავი ზოლების არარსებობა, ეფექტური ჰერბიციდების ნაკლებობა და ა.შ. სარწყავი წყლის ნაკლებობის გამო, ფერმერები მხოლოდ მცირე ბაღებსა და ბაღჩებს უვლიან - ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისათვის. შედეგად, მუნიციპალიტეტი ხილისა და ბოსტნეულის იმპორტირებას ძირითადად მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან აწარმოებს.

ცნობილია, რომ მხოლოდ ერთ ადგილას მოყავთ საზამთრო - სოფელ საბათლოში.

12

საზამთროს ბაღის მეპატრონე მიწის ნაკვეთს რწყავს მდინარე ალაზანიდან, რომელიც შედარებით ახლოს მიედინება.

მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, სრულად გამოიყენონ კომერციული საკულტივაციო მომსახურება შ.პ.ს. „მექანიზაციის“ ადგილობრივი ფილიალიდან, აღნიშნული კომპანიისათვის მცირე მიწიანი ფერმერები არ წარმოადგენენ პრიორიტეტს.

ასე რომ, ზოგიერთი მსხვილი ფერმერი ირჩევს შ.პ.ს. „მექანიზაციას“, ხოლო სხვები უფრო იაფ ალტერნატივას მიმართავენ მცირე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მომსახურების პროვაიდერების სახით, რომლებიც ხმოლოდ ერთეულ ტრაქტორებსა და კომბაინებს ფლობენ შეზღუდული და მოძველებული აგრეგატებითა და ფუნქციებით.

მუნიციპალიტეტში არ არსებობს სრულყოფილი ცენტრალური საირიგაციო სისტემა. გეო-ფიზიკური და ეკონომიკური ფაქტორების გამო, საეჭვოა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება უახლოეს მომავალში. ამჟამად, თავად ის ფერმერები, რომლებიც ფლობენ მდინარე ალაზნის ან მდინარე იორის პირას მდებარე მიწებს, თავად აწყობენ მარტივ სარწყავ სისტემებს. ალაზანი (ჩრდილო-აღმოსავლეთით) და იორი (სამხრეთ-აღმოსავლეთით) ერთადერთი მდინარეებია მუნიციპალიტეტში იმ მცირე შენაკადი მდინარეების გარდა, რომლებიც არასოდეს შრება. მიწისქვეშა წყლის საცავების ზედაპირი ნელ-ნელა სიღრმეში მიიწევს და აღარ წარმოადგენს სარწყავი წყლის ნაკლებობის მწვავე პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტას.

2016 წელს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 122.000 ჰექტარ საძოვარს ფლობდა. მათგან 67.000 ჰექტარი ზამთრის საძოვრები იყო, რომლებიც უშუალოდ დედოფლისწყაროს განკარგულებაში მდებარეობდა, ხოლო დანარჩენი (55,000 ჰექტარი) ახმეტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს გადაეცა დროებით სარგებლობაში მათი მრავალრიცხოვანი ცხვრის ფარების გამოსაკვებად. არც ცხვრის გადასარეკ მარშრუტებს, რომელთა საერთო სიგრძე 150 კმ. შეადგენს და არც საძოვრებს, არ ექცევა სათანადო ყურადღება. შედეგად, ფართოდ არის გავრცელებული საძოვრების გათელვის პრობლემა, ზოონოზური აფეთქებები, ეროზია, გაუდაბნოება და საქონლის შობადობის შემცირება.

ადგილობრივი საძოვრები არ არის საკმარისი იმ საქონლისათვის, რომელსაც ფლობს მუნიციიპალიტეტი, თუმცა, ძოვა არ კონტროლდება. საქონლის ზოგადი ნაყოფიერება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უფრო დაბალია, ვიდრე საბჭოთა პერიოდში და უფრო დაბალი, ვიდრე დასავლეთის საშუალო მაჩვენებელი. პრობლემა გამომდინარეობს ისეთი ფაქტორებიდან, როგორიცაა მსხვილფეხა საქონლის სპეციალისტებისა და ვეტერინარული მომსახურების ნაკლებობა, მიწის რეგისტრაციის საკითხები და ა.შ.

ცხვრის ფერმა სოფელ ქვემო ქედში

13

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ორი სასაკლაო და სამი რძის შემგროვებელი პუნქტი, რომლებიც მცირე ფერმერებს უზრუნველყოფენ მომსახურებითა და დახმარებით.

უახლოესი ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის სისხლის ანალიზის ჩატარებას, მდებარეობს საკმაოდ შორს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ლაბორატორია წარმოადგენს იმ ლაბორატორიათა ქსელის ნაწილს, რომელსაც მართავს სსიპ სოფლის მეურნების სამინისტროს ლაბორატორია.

2.7. ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა დედოფლისწყაროს

მუნიციპალიტეტი საქართველოს ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტია, რომელსაც აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი. ადგილობრივებს აქვთ გამოთქმა, რომ „მზე საქართველოში დედოფლისწყაროდან ამოდის“.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია იყო საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის - კამბეჩოვანის ნაწილი, რომელიც პირველად წერილობით წყაროებში მოხსენებული იყო ბერძენი ისტორიკოსის, სტრაბონის მიერ (I საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე - ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნე). XI საუკუნის დასაწყისში, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, იგი გახდა კახეთის სამეფოს ცენტრი. მისი დღევანდელი ისტორიული დასახელება არის ქიზიყი.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი წარსულში არასდროს ყოფილა კარგად ჩამოყალიბებული ტურისტული დანიშნულების წერტილი, მას უდიდესი და მრავალფეროვანი დაუფასებელი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ეს პოტენციალი ეფუძნება მის ძლიერ მხარეებს: მატერიალური მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა და ისეთი ბუნებრივი საოცრებები, როგორიცაა:

- ვაშლოვანის ეროვნული პარკის უნიკალური ლანდშაფტი, ჭაჭუნას აღკვეთილი და არწივის კანიონი;

- ორი ტბა, რომლებიც შეიცავს 18 სახეობის სამკურნალო მარილებს; - 40-ზე მეტი ისტორიული არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა, მაგალითად,

ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე, ბოსტანაანთ კოშკი, ზედა მაჩხაანის მთავარანგელოზის ტაძარი, ლომისის წმ. გიორგის ეკლესია და ა.შ.;

- ისეთი მთელი რიგი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა გოხების სამლოცველო, რომელიც თარიღდება პირველი ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, კოდისხევის საფლავი, რომელიც თარიღდება მეორე

ელიას მთა და სამლოცველო

14

ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბრინჯაოს ხანის ნაქალაქარი მდინარე იორის მახლობლად და ა.შ.;

- პალეონტოლოგიური ძეგლები; - ისეთი მუზეუმები, როგორიცაა ნიკო ფიროსმანიშვილის სახელმწიფო მუზეუმი და

დედოფლისწყაროს მეგობრობის მუზეუმი.

არამატერიალური ტურისტული პოტენციალი წამოდგენილია უნიკალური ტრადიციული კერძებით (დედას პური, ქიზიყური ფუნთუშეული, ხარჩოს პური და ა.შ.), სამოსით, ნაკეთობებით, ფოლკლორის ფესტივალებით (ელიაობა, ფიროსმანობა და ა.შ.) და კახური მეღვინეობის ტრადიციით.

მუნიციპალიტეტის ყველაზე პოპულარული შიდა და გარე ტურისტული დანიშნულების ადგილია ვაშლოვანის ეროვნული პარკი, მისი ძირითადი ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურით (სასტუმრო, საინფორმაციო ცენტრი). ტურისტებს კიდევ უფრო იზიდავთ ფიროსმანის (ნახატები) მუზეუმი, XI საუკუნის ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე და ელიას მთა თავისი VI-XI საუკუნეების წმ. ილიას სამლოცველოთი, რომელიც ალექსანდრე დიუმამ ახსენა საკუთარ დღიურში მისი კავკასიაში მოგზაურობის დროს 1858 წელს.

არ არსებობს რაიმე სანდო მონაცემები ტურისტთა რაოდენობაზე, რომლებიც სტუმრობენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და კონკრეტულ ადგილებს, გარდა ვაშლოვანის ეროვნული პარკისა. სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 6,000 ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ჩავიდა და იხილა ვაშლოვანის ეროვნული პარკის უმშვენიერესი ლანდშაფტი 2016 წელს. ამ მხრივ, ვაშლოვანის პარკს მეთერთმეტე ადგილი უკავია სხვა საუკეთესო ტურისტული დანიშნულების პუნქტებს შორის. ტურისტების მიერ მონახულებულ პარკებს შორის იყო პრომეთეს მღვიმე, რომელიც 45,000 ტურისტმა მოინახულა. კახეთის რეგიონის კიდევ ერთი პარკი - ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალი მასპინძლობს თითქმის 14,000 ტურისტს. თუკი გავითვალისწინებთ ტურისტთა გაზრდილ რაოდენობას ქვეყნის მასშტაბით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩასული ტურისტების რაოდენობა ასევე პოზიტიური უნდა იყოს. თუმცა, ზრდის რეიტინგი მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს მუნიციპალიტეტების მიხედვით. აშკარაა, რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკს შეუფასებელი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. შესაძლებელია, ქართველმა ხალხმა ისიც კი იცის, რომ ვაშლოვანის ეროვნული პარკი, რომელიც ცნობილია მთვარისებრი ლანდშაფტით, ასევე მოიცავს რეალურ, ენდემიურ ტყეს არწივის ხეობაში, ასევე მდინარისპირა ტყეებს (ჯუმას ყურე მდინარე ალაზნის დაქანებაზე) და განსაკუთრებული ტალახის ვულკანი, რომლიდანაც ამოიფრქვევა ტალახი, ნავთობი და გაზი).

ტურისტული პოტენციალის რეალიზაციას ხელს მთელი რიგი ფაქტორები უშლის: სრულიად განუვითარებელი ტურისტული ინფრასტრუქტურა (არასაკმარისი ასფალტის საფარი გზებზე, ღამის გასათევი ადგილების, კაფეების, რესტორნების, დასასვენებელი პარკების, ბენზინგასამართი სადგურების ნაკლებობა და ა.შ.), პროფესიონალური ადგილობრივი გიდების არარსებობა, დაბალი ცნობიერება და პოპულარიზაციის არარსებობა სახელმწიფო ან კერძო ტურისტული სააგენტოების მიერ, მუნიციპალიტეტის მდებარეობა ქვეყნის ძირითადი გზებიდან და ტურისტული მარშრუტებიდან მოშორებით, შედარებით გრძელი მანძილი თბილისიდან და სხვა ტურისტული ადგილებიდან და ა.შ.

15

ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აღნიშვნის ღირსია ისეთი არქეოლოგიური აღმოჩენები, როგორიცაა ბრინჯაოს ხანის ნაქალაქევი მდინარე იორის მახლობლად (საჰაერო ტური:

http://bit.ly/2z4PAoZ) და ბოლოდროინდელი (2017 წლის შემოდგომაზე) ჩატარებული სარეაბილიტაციო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული დანიშნულების ადგილებზე წვდომისა და პოტენციალის გაძლიერებას.

2.8. ჯანდაცვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არის

ერთი სახელმწიფო ცენტრალური საავადმყოფო (ქალაქ დედოფლისწყაროში) და 11 სოფლის ამბოლატორიული პუნქტი სხვადასხვა სოფლებში, სადაც სულ 50 ექიმი და 35 პარამედიკოსია დასაქმებული (1-2 ექიმი და 1-2 პარამედიკოსი ყოველ

ამბოლატორიულ პუნქტზე). ქალაქში ასევე არის ერთი მრავალფუნქციონალური კერძო დიაგნოსტიკური ცენტრი, ერთი კერძო სამედიცინო ლაბორატორია, ორი სტომატოლოგიური კაბინეტი და ექვსი აფთიაქი. ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტში პარამედიკოსების რაოდენობა ნაკლებია ექიმების რაოდენობაზე, მეტყველებს დარგის დეფიციტურობაზე. 2009-2013 წლის მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება მუნიციპალიტეტში საკმაოდ მწირი ბიუჯეტით სარგებლობდა, რომელიც არ აღემატებოდა მთლიანი მუნიციპალური ბიუჯეტის 2%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების უმეტესობა მიზნად ისახავს კონკრეტული დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცოფი ჯერ ისევ უდიდესი გამოწვევაა რეგიონისათვის.

აღნიშნული დარგი ხშირად დგება დაბალი ანაზღაურებისა და დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის წინაშე. მეორე საკითხია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თვითმკურნალობის ფაქტები, რაც უდავოდ მეტყველებს სიღარიბის მაღალ დონეზე.

2.9. ადგილობრივი ხელისუფლება სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის

ადგილობრივ ხელისუფლებას სათავეში უდგას გამგებელი, რომელსაც უშუალოდ ირჩევს საკრებულო - ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო. მოქმედი გამგებელი თანამდებობაზე 2017 წლის ბოლომდე იქნება. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებიც ზედამხედველობენ რვა დეპარტამენტს: ადმინისტრაციას, სახელმწიფო ქონების მართვისა და განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტებს, ასევე, ისეთ ექვს განყოფილებას, როგორიცაა კომუნიკაციები ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჯანდაცვა და

ფიროსმანის მუზეუმის შიდა ხედი

16

სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში გამგებელი ნიშნავს რწმუნებულს - სპეციალურად შერჩეულ პირს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ ხელისუფლებას კონკრეტულ სოფელში.

საინტერესოა, რომ მუნიციპალიტეტში არ არსებობს ცალკე მიმართულება სოფლის მეურნეობისათვის. ამის მაგივრად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ფორმალურად კურირებს სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტი, თუმცა, რეალურად, ამ სექტორს მართავს თელავის მუნიციპალიტეტის ფერმერთა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი - ცენტრალური ხელისუფლების (სოფლის მეურნეობის სამინისტროს) დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურა. თელავის მუნიციპალიტეტის ფერმერთა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს კახეთის რეგიონალური მუნიციპალიტეტის ფერმერთა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი რანგში. დედოფლისწყაროშიც ასევე არსებობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფერმერთა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი.

აშკარაა, რომ სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მარგინალური ადგილობრივი ბიუჯეტის გათვალისწინებით (უხეშად, 5 მილიონი ლარი), ადგილობრივ ხელისუფლებას შეზღუდული არჩევანი გააჩნია მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმარებისა და რეალიზაციის ეფექტური განხორციელებისათვის. იმ განვითარების დახმარების პროგრამების წარმატების დონე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ, ხელს უწყობს აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან. თუმცა, ხშირად ეს თანამშრომლობა შეიძლება გულისხმობდეს კონკრეტულ ფინანსურ ან სხვა სახის მატერიალურ დახმარებას ხელისუფლების მხრიდან, რომელიც, ხშირ შემთხვევებში, რთულად ვითარდება ზემოთხსენებული მწირი ბიუჯეტის გამო.

2.10. განვითარების მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოება უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო და რეგიონალურმა

ორგანიზაციებმა მთელი რიგი აქტივობები განახორციელეს, რომლებიც ძირითადად მიმართული იყო გარემოს დაცვისა და კატასტროფების რისკების შემცირებისაკენ, ასევე, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი დემოკრატიული განვითარებისაკენ.

მუნიციპალიტეტში დაარსებულია და ფუნქციონირებს დაახლოებით 16 არასამთავრობო ორგანიზაცია. ექვსი მათგანი ადგილობრივი ორგანიზაციებია, რომლებიც ფოკუსირდებიან საკუთარ დასახლებებზე და ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა ქალაქი დედოფლისწყარო, სოფელი ხორნაბუჯი, სოფელი ფიროსმანი, სოფელი სამთაწყარო, სოფელი შირაქი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი. ოთხი ორგანიზაცია ორიენტირებულია ქალთა უფლებებზე და შესაძლებლობებზე. საბოლოო ჯამში, ადგილობრივი საზოგადოებისა და თემის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები არ არის საკმარისად ძლიერი და ვიბრანტული მწირი დაფინანსებისა და მოსახლეობის მცირე რიცხვის გამო.

17

2.11. გარემო და კატასტროფების რისკების შემცირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მდებარეობს ამაღლებულ პლატოზე (500-800

მეტრი ზღვის დონიდან) მდინარე ალაზანსა და მდინარე იორს შორის. ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მცირე რაოდენობის ნალექი მოდის, რომელიც

ზოგადად ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მოედინება. იორის პლატო, მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილი, ერთ-ერთი ყველაზე მშრალი მონაკვეთია ქვეყანაში (300 მმ.). ნალექის უმეტესობა მოდის გაზაფხულის სეზონზე.

თბილი და მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზედაპირი ზოგადად არასაკმარისი მუდმივი მდინარეებით ხასიათდება. ჰიდროლოგიური ქსელი განვითარებულია მხოლოდ ზოგიერთ ადგილას და ძირითადად წარმოდგენილია მშრალი ხეობებითა და ხევებით. მდინარე იორი მიედინება მხოლოდ სამხრეთ საზღვართან, ხოლო მდინარე ალაზანი მიედინება აღმოსავლეთ საზღვართან. მუნიციპალიტეტში ასევე არის რამოდენიმე ტბა. თებერვლიდან აპრილამდე ქრის ძლიერი ქარი.

კონტინენტალური კლიმატის გამო, ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა ყველაზე მაღალია საქართველოს მასშტაბით და შეადგენს 250C.

მუნიციპალიტეტი მიჩნეულია, როგორც კლიმატის ცვლილებებისადმი მგრძნობიარე ტერიტორია. მკვლევართა ხანგრძლივმა დაკვირვებებმა გამოავლინა ზომიერი და დაბალი ზრდა წლიურ საშუალო ტემპერატურაში (0.60C-მდე), ასევე 1955-2005 წლებში ყველაზე მაღალი წლიური ტემპერატურა (2.10C-მდე).

საინტერესოა, რომ დაკვირვებებმა ასევე გამოავლინა 6%-იანი ზრდა წლიურ ნალექებში (და, ამრიგად, შესაბამისი ტენიანობა) 1955-1970 წლებში 1990-2005 წლებთან შედარებით. თუმცა, აღნიშნული ზრდა აშკარა იყო გვიანი შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის სეზონებისათვის, ხოლო ივლისში და აგვისტოში იმაზე ნაკლები ნალექი მოვიდა, ვიდრე 1955-1970 წლებში. ეს ნიშნავს ზაფხულის ძლიერ გვალვებს და სიცხის ტალღებს, რომლებსაც შეუძლია გაანადგუროს მთელი მოსავალი. ეს ფაქტი დადასტურებულია უჩვეულოდ გრძელი სიცხის ხანგრძლივობთა და გვალვებით, რომლებიც მთელ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ზაფხულს. ადგილობრივი მოსახლეობა ასევე მიუთითებს მიწისქვეშა წყლების დონის მუდმივ შემცირებაზე.

90-იან წლებში, როდესაც შიდა ელექტრო მომარაგების სისტემა მთელს ქვეყანაში დაიშალა, მრავალი ათასი ჰექტარი მიწა მუნიციპალიტეტში ქარის ეროზიას დაექვემდებარა ქარსაცავი ზოლების ინტენსიური გაჩეხვის გამო, რომელსაც მოსახლეობა ზამთარში შეშისთვის ჩეხავდა.

დალის ტბა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში

18

მუნიციპალიტეტი ასევე დგას წყლის დეგრადაციის წინაშე, ძირითადად მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე (მარცხენა სანაპირო უმთავრესად განეკუთვნება აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომელსაც ეფექტურ სანაპიროს ფორტიფიკაციის პროგრამას ახორციელებს ადგილზე).

სხვა საფრთხეები დაკავშრებულია ძლიერ ქარებთან, რომლებიც განსაკუთრებით ხშირი და მწვავეა კონკრეტულ სეზონებზე გაუტყევარების გამო. საბჭოთა პერიოდში, ეფექტური ქარსაცავი ზოლები 74,000 ჰექტარს იცავდა, თუმცა, დღესდღეობით, ეს ქარსაცავები თითქმის აღარ არსებობს.

კირქვის გადამამუშავებელი ღუმელები, რომლებიც კირქვის საბადოებთან არის დამონტაჟებული (ქალაქ დედოფლისწყაროს სიახლოვეს), გამონაბოლქვის ემისიით ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის ჯანმრთელობის საფრთხეს.

3. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია აღნიშნული ადგილობრივი განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს ხელსაყრელი დირექტივების შემუშავებას დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფისათვის მათ მიერ საქმიანობის ეფექტურად შესრულებისათვის და იმ პოზიტიური ცვლილებების გატარებისათვის, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი განვითარებისაკენ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დედოფლისწყაროს ბიზნეს ოპერატორების ფართო სპექტრთან, თვითმმართველობასა და კონკრეტულად ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. მისი განხორციელება დაეკისრა დედოფლისწყაროს ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს.

3.1. ზოგადი მონაცემები „ლიდერი“ გახლავთ ინტეგრირებული განვითარების პროცესი, რომელიც შეიქმნა ადგილობრივი საზოგადოების საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში ჩართულობის, რესურსიებისა და გაძლიერების მიზნით.

ამ პროცესში მოცემულია სამი საერთო და ურთიერთდაკავშირებული ელემენტი, რომლებიც არსებითია საზოგადოების მიერ განსახორციელებელი ადგილობრივი განვითარების მიდგომებისათვის: ადგილი ან ტერიტორია; პარტნიორობა; და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. ერთად აღებული ეს ფაქტორები ცნობილია, როგორც ადგილობრივი ტერიტორიული განვითარების „სამეული“.1:

1 „ლიდერი“, ადგილობრივი განვითარების სტრატეგია - ინსტრუქცია 2016 წლისათვის, ევროპული ქსელი სოფლის განვითარებისათვის.

19

3.2. სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტების გამოვლენა და ინტერვენციების სფეროები

ამ ნაწილში განხილულია ის მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტების გამოვლენისა და ინტერვენციების სფეროების განსაზღვრის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მეთოდოლოგია ეფუძნება მონაწილეობრივ მიდგომას და ინფორმაციას, რომელიც მოძიებულია შემდეგი წყაროებიდან:

• რეგიონალური და ეროვნული სტრატეგია და პოლიტიკა; • განსახილველი დარგის ექსპერტები; • ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზის

შეხვედრა; • სემინარები ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წევრებისათვის.

ზემოთ მოცემული კვლევის ინსტრუმენტები და წყაროები გამოყენებული იქნა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიმართულებებისა და პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით.

3.3. რეგიონალური და ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტაცია ქვემოთ მოცემულია ის დოკუმენტაცია, რომელიც წარმოადგენდა ინფორმაციის ძირითად წყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში:

• კახეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისათვის; • სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის; • ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2014-2020 წლებისათვის; • სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2025 წლებისათვის; • საქართველოს ეროვნული ბიო-მრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

2014-2020 წლებისათვის;

20

• დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები, რომელიც შემუშავდა გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ.

სტრატეგიული დოკუმენტაცია გაანალიზდა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისობა რეგიონალურ და ეროვნულ სტრატეგიასა და პოლიტიკასთან.

3.4. განხილვის სფეროს ექსპერტები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სათანადოდ შემუშავების მიზნით, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების სემინარებში ჩართულნი იყვნენ განხილვის სფეროს ექსპერტები სოფლის მეურნეობისა და ბიზნეს განვითარების თემებზე. ექსპერტები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და მათ მიერ პროცესში შეტანილმა წვლილმა ხელი შეუწყო სემინარში მონაწილე ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წევრების მიერ „სმარტ“ მიზნების შემუშავებას.

ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზის შეხვედრები

ძლიერ და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზის შეხვედრებზე ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წევრებმა განახორციელეს ძირითადი მიგნენების შემოწმება სემინარებზე. სემინარების შემდეგ, ძლიერ და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზის ანგარიშში შეტანილი იქნა გარკვეული კორექტივები.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სემინარის ხელშეწყობა

თავდაპირველად, სემინარზე მოწვეულ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წევრებს წარუდგინეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სექტორისა და ყველა შეხვედრის ძირითადი მიგნებების შესახებ. მოგვიანებით, მონაწილეებმა ხელი შეუწყვეს ქვემოთ მოცემული ინტერვენციის ლოგიკის შემუშავებას:

სტრატეგიული მიზნები

პრიორიტეტები

ინტერვენციის

სფეროები ღონისძიებები

შედეგების მაჩვენებლები

21

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოვლენილი სტრატეგიული მიზნები შეესაბამება „სმარტ“ კონვენციას2, რომელიც მიზნებს განსაზღვრავს შემდეგნაირად:

• სპეციფიური - მკაფიოდ განსაზღვრავს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიმართულებებს და ჩასატარებელ ღონისძებებს;

• გაზომვადი - ტექნიკურად შესრულებადი ამოცანა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებების მასშტაბისა და მოცულობის გათვალისწინებით;

• მიღწევადი - ტექნიკურად შესრულებადი ამოცანა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებების მასშტაბისა და მოცულობის გათვალისწინებით;

• რეალისტური - მიღწევადი ამოცანა, რესურსების, დროისა და ინტერვენციის სფეროს გათვალისწინებით;

• დროში გაწერილი - თარიღის განსაზღვრა, რომლისთვისაც დასახული მიზნები უნდა იქნას მიღწეული.

ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზის სემინარები და საჭიროებების შეფასება

ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების მეთოდის გამოყენებით ანალიზის ინსტრუმენტის სახით, ჩვენ ვსახავთ ძირითად ძლიერ და სუსტ მხარეებსა და შესაძლებლობებსა და რისკებს, რის შემდეგადაც შესაძლებლობა გვეძლევა, განვსაზღვროთ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი. ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზის შედეგები ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს დაეხმარება ისეთი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც გააძლიერებს განვითარებასა და კეთილდღეობას იმ ტერიტორიაზე, რომელიც განეკუთვნება დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის საქმიანობას.

2 „სმარტი“ - წერილობითი ინსტრუქციები 2016 წლისათვის, ვირჯინიის უნივერსიტეტი, http://bit.ly/1blnykT

22

ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა იმგვარად, რომ ძლიერი და სუსტი მხარეები გამოხატავს მუნიციპალიტეტის რეალურ ცხოვრებას.

შესაძლებლობები გამოხატავს არსებულ ან შესაძლო რესურსებს, ღონისძიებებს, სიტუაციებს და იმ საკვანძო ელემენტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას სუსტი მხარეების გავლენის შესასუსტებლად და/ან მათ ძლიერ მხარეებად გადასაქცევად.

3.5. ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი მნიშვნელოვან სექტორებში

შემდეგ ძირითად სექტორებში ჩატარდა ოთხი ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი:

• სოფლის მეურნეობა და საბაზრო სისტემა; • ბიზნესის დივერსიფიკაცია; • ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა; • გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების გავლენა.

იმ ანალიზის შედეგები, რომლებიც ინტერვენციის სფეროებისათვის ჩატარდა, მოცემულია ინტეგრირებულ ცხრილში, რომელიც განსაზღვრავს იმ შესაბამის ასპექტებს, რომლებიც მოცემული უნდა იყოს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში.

3.6. ძლიერი და სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზის შემაჯამებელი ცხრილი:

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები

ეკო

ნომი

კურ

• სხვადასხვა რესურსები: ნაყოფიერი ნიადაგი, საძოვრები, მესაქონლეობის საბჭო;

• წვდომა მესაქონლეობასა და თესვაზე;

• სოფლის მეურნეობის ტრადიცია: იმ მოტივირებულ ფერმერთა საბჭო, რომელთაც

• ცუდი მისასვლელი ინფრასტრუქტურა სამეურნეო მიწებზე;

• ინფორმაციის ნაკლებობა კლიმატის ცვლილებების შემცირების შესაძლებლობებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობაზე, ეკონომიკურ ცოდნაზე, ღირებულების დამატებაზე პროდუქციისათვისა და მარკეტინგზე;

23

გააჩნიათ უდიდესი გამოცდილება მოსავლის წარმოებაში;

• ბაზრისა და ფასების სტაბილურობა სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის: რძე, ხორცი და დერივატივები;

• საკვების გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა: მომხმარებლის მიერ შეფასებული ხორცისა და რძის პროდუქტები;

• არაჩვეულებრივი ლანდშაფტი ეკო-ტურიზმისათვის: ბუნებრივი რელიეფის ფორმირება, პარკები;

• იაფი და ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა;

• სტუმართმოყვარეობის გრძნობა: ადამიანები სტუმართმოყვარე, ღია და თბილნი არიან.

• სოფლის მეურნეობის პრაქტიკის ნაკლებობა: ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა მდგრადი საქმიანობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, სასუქის, ნარჩენების მართვისა და სხვა ასპექტების შესახებ;

• გაუმართავი ინფრასტრუქტურა საქონლის კეთილდღეობისათვის: ვეტერინარული მომსახურების ნაკლებობა;

• გაუმართავი სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა: საწყობების, საცავების, გადამამუშავებელი ობიექტებისა და სპეციალიზირებული გასაყიდი პუნქტების ნაკლებობა;

• ფერმერთა კვალიფიკაციის ნაკლებობა: იყენებენ მოძველებულ მეთოდებს სოფლის მეურნეობაში და მესაქონლეობაში;

• თანამშრომლობის ნაკლებობა შესაბამისი სფეროების მოთამაშეებს შორის: არ არის საკმარისი ასოციაციის ფორმები, მცირე ფერმერებს არ სურთ ერთმანეთთან თანამშრომლობა;

• ინოვაციების ნაკლებობა: ბიო-პროდუქტები, ბიო-ტექნოლოგიები და ა.შ.;

• მომსახურების სექტორის არაეფექტურობა: სამრეცხაოები, სახლის დალაგება, ავტო-მომსახურება და რეცხვა; საყოფაცხვორებო ტექნიკის შეკეთება, სილამაზის სალონები და ა.შ;

• განუვითარებელი სამშენებლო სექტორი და შესაბამისი მომსახურება;

24

• განუვითარებელი სასტუმრო ინდუსტრია და ტურისტული მომსახურება;

• არასაკმარისი თანამშრომლობა ტურისტული სექტორის განვითარებისათვის.

Soci

al

• მდიდარი კულტურული, არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობა და ნიშანწყლები: ეკლესიები, კოშკები, საცხოვრებლები, მუზეუმები და ა.შ.;

• მრავალკუტურული ტრადიციები;

• უდიდესი მოტივაცია და ლტოლვა ევოლუციისა და განვითარებისაკენ;

• ყოველდღიური ცხოვრების შედარებითი სტაბილურობა.

• მოსახლეობის დაბერება: ადგილობრიბი მოსახლეობის მხოლოდ 42% იმყოფება აქტიურ პერიოდში;

• უარყოფითი მიგრაცია: ახალგაზრდობა ტოვებს მუნიციპალიტეტს უკეთესი ცხოვრების პირობების საძიებლად;

• გენდერული დისბალანსი თითქმის ყველა სექტორში: ქალთა მონაწილეობა ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში დაბალია;

• მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის ნაკლებობა ყველა მხრივ აქტივების შეფასებისა და ინვესტორების მოზიდვისათვის;

• არასაკმარისი ყურადღება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მემკვიდრეობისადმი, აქტივები არ არის სათანადოდ შეფასებული და პოპულიზირებული;

• გაუმართავი სოციალური ინფრასტრუქტურული ობიექტები, განსაკუთრებით მოხუცთა და უუნაროთათვის;

• საზოგადოებრივი ორგანიზაციების პასიურობა;

• განათლებისა და ტრენინგების დაბალი დონე, მოქალაქეთა დაბალი

25

თანამონაწილეობა სოციალურ ცხოვრებაში;

• ცუდი პირობები ან არასაკმარისი რეკრეაციული ადგილები, რაც აიძულებს ადგილობრივ ახალგაზრდობას, სხვაგან ეძიონ მსგავსი შესაძლებლობები და დაწესებულებები.

გარ

ემო

• ბუნებრივი მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილები უნიკალური ლანდშაფტით: ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ჭაჭუნას აღკვეთილი, არწივის ველი;

• ბიომრავალფეროვნება: სხვადასხვა ნაირსახეობის ფრინველები, ხვლიკები, მწერები, ცხოველები და ა.შ.

• ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიის არასასურველი ეკოლოგიური სიტუაცია;

• გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების დაბალი დონე;

• ახალგაზრდობის დაბალი მოტივაცია ეკო-აქტიურობაში ჩართვაზე;

• სამოქალაქო შეგნების დაბალი დონე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური აქტივობის მხრივ;

• ტბების სავალალო მდგომარეობა - მიტოვებულია;

• ეკოლოგიური ქცევის ნაკლებობა, განსაკუთრებით ნარჩენებთან მიმართებაში;

• მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა ინოვაციური მიდგომების მოძიებაში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირებისათვის.

შესაძლებლობები რისკები

26

ეკო

ნომი

კურ

ი • სამთავრობო სუბსიდიები

სოფლის მეურნეობასა და სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაში;

• ადგილობრივი და ეროვნული ბაზრები, რომლებიც გვთავაზობენ კომპლექსურ შესაძლებლობებს საბაზრო ხარისხის პროდუქციისათვის;

• ინვესტიციების წახალისება ყველა დონეზე;

• ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვთავაზობს მხარდაჭერას და ფინანსირებას სხვადასხვა სფეროში;

• სასოფლო მეურნეობა სარგებელობს პროგრამების მხარდაჭერით;

• მზარდი მოთხოვნა ბიო პროდუქციაზე;

• „ლიდერის“ მიდგომა ადგილობრიბი სამოქმედო ჯგუფთან თანამშრომლობით ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებს შორის განვითარების მიზნით;

• მზარდი მოთხოვნა ტურისტული მომსახურებისა და პროგრამებისათვის;

• მზარდი მოთხოვნა სხვადასხვა მომსახურებაზე;

• მზარდი ცნობიერება მეწარმეობასა და წარმოებაზე.

• შეზღუდული წვდომა ფინანსებზე; • სუსტი სახელისუფლებლო მხარდაჭერა:

უნდა გადაწყდეს მორწყვის პრობლემა და წყლის მომარაგებაზე წვდომა;

• ბაზრის გაურკვევლობა ხარისხობრივი და რაოდენობრივი ევოლუციის მხრივ;

• ცვლილებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება;

• მიგრაციისა და დეპოპულაციის ტენდენციები;

• დაუფარავი ფინანსური რისკები; • კლიმატის ცვლილებები

არაპროგნოზირებადი შედეგებით; • ცხოველთა/მცენარეთა დაავადებების

პრობლემა.

27

სოცი

ალუ

რი

• ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის პარტნიორობა (საჯარო-კერძო-სამოქალაქო საზოგადოება), რომელსაც სურს იმოქმედოს სოციალური განვითარების გაძლიერებისათვის ქვეყნის დონეზე.

• უპატივისცემლობა და/ან დაუდევრობა ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების მიმართ; თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკის არარსებობა;

• ტრადიციებისა და სოციალური ჩვევების კარგვა, მოსახლეობის დაბერება;

• მიგრაცია და დაცარიელების ტენდენციები, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში.

გარ

ემო

• იურიდიული ჩარჩოს არსებობა, რომელიც ფოკუსირდება იმ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებზე, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე;

• შესაძლებლობები ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის და ბიო-მრავალფეროვანი რესურსების მდგრადი გამოყენებისათვის;

• ეკო-განათლების პროგრამების გაუმჯობესება.

• არასათანადო ნარჩენების მართვის პოლიტიკა;

• ლანდშაფტის დეგრადაცია კლიმატის ცვლილებების გამო: ტბების დაშრობა, გაუტყევარება, ნიადაგის ეროზია და ა.შ.;

• ეკოლოგიური კატასტროფები და ბუნებრივი მოვლენები;

• არასათანადო ინტერვენცია ადამიანების მიერ.

3.7. დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი მონაწილეობრივი სოფლის განვითარების პროექტის ერთ-ერთი მთავარ ასპექტს წარმოადგენს „ლიდერის“ მიდგომის განხორციელება. ეს არის მეთოდი, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები უფრო ეფექტური და ქმედითია, თუკი ისინი შემუშავდება და განხორციელდება ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი მოთამაშეების მიერ.3

დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი

3 „ლიდერის“ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია - ინსტრუქციები 2016 წელს განსახორციელებლად, ევროპის სოფლის განვითარების ქსელი;

28

დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მთავარი სამოქმედო სფეროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების (შემდგომში, „პარტნიორობის ტერიტორია“) მდგრადი განვითარება ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარებითა და კანონმდებლობის შესაბამისად. ქმედებები გულისხმობს ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობის გაძლიერებას სოფლისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, ეკონომიკური გარემოს განვითარებასა და ადგილობრივი სოფლების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მიზნებია:

ა) მონაწილეობა „PROCEED“-ის პროექტის ფარგლებში და მისი მიზნების ეფექტური განხორციელება „ლიდერის“ მიდგომის საფუძველზე;

ბ) დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განხორციელება ადგილობრივი განვითარების გეგმაში მოცემული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

გ) პროექტების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა ადგილობრივი განვითარების გეგმაში მოცემული კონკრეტული პრიორიტეტების საფუძველზე; დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა;

დ) ნოუ-ჰაუს ტრადიციული ფორმების ინოვაციისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა და ახალი მიდგომების გამოყენება სოფლის მდგრადი განვითარების საკითხებისადმი;

ე) ადგილობრივი რესურსების დაბალანსებული შეფასების მხარდაჭერა;

ვ) ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაცია სხვადასხვა აქტივობებისა და ალტერნატიული შემოსავლების გენერირების მიზნით; სტარტაპების მხარდაჭერა;

ზ) სხვადასხვა აქტივობების განხორციელება შესაძლებლობებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების გზით;

თ) ლანდშაფტის ეკოლოგიური რეკონუსტრუქცია და ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე;

ი) ტრადიციული კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია, ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გაუმჯობესება;

კ) დემოკრატიისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპების პოპულარიზაცია;

29

ლ) ინვესტიციების სტიმულირება, მაღალხარისხოვანი მომსახურების პოპულარიზაცია ტურიზმის სფეროში;

მ) ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული განვითარება და სხვა შესაბამისი აქტივობები.

ასოციაციის ორგანოებია:

ა) გენერალური ასამბლეა;

ბ) საბჭო;

გ) პროექტთა შერჩევის კომიტეტი;

დ) ფინანსებისა და აუდიტის კომიტეტი;

ე) ადმინისტრაციული კომიტეტი - პირველ ეტაპზე, კომიტეტი შედგება პროექტ „PROCEED“-ის ექსპერტებისაგან.

3.8. ხედვის განაცხადი მოსამზადებელი პერიოდის დროს - დიაგნოსტიკური ანალიზისა და საჭიროებების ანალიზის დასრულება და მდგრადი განვითარების ვადები საკვანძო ასპექტებად დაისახა. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფისა და მისი ადგილობრივი სამოქმედო სტრატეგიის ხედვა შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:

დედოფლისწყაროს მოსახლეობისათვის 2020 წლისათვის მდგრადად განვითარებად მუნიციპალიტეტში ცხოვრების უზრუნველყოფა.

3.9. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნები გამომდინარე დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ხედვიდან, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიის მდგრადი განვითარება.

მდგრადობა ხასიათდება სამი მძლავრი სვეტით - ინსტრუმენტით, რომლებითაც განისაზღვრება მდგრადობის საკითხები. იგი შედგება არანაკლებ ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებებისაგან. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანი სუსტია, მაშინ მთლიანი სისტემა ხდება არამდგრადი.

30

მდგრადი განვითარების ხედვისა და პრინციპების გათვალისწინებით, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფისა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისათვის დაისახა სამი განსხვავები სტრატეგიული მიზანი:

სტრატეგიული მიზანი 1: ინოვაციური და დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;

სტრატეგიული მიზანი 2: მუნიციპალიტეტის გარდაქმნა სოციალური და კულტურული კეთილდღეობის ადგილად;

სტრატეგიული მიზანი 3: მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა და ტურისტთათვის შესაძლებლობის მიცემა, შენიშნონ და შეაფასონ ბუნება პირველივე ჩამოსვლაზე.

3.10. უმთავრესი პრიორიტეტბის ჩამონათვალი და ინტერვენციის სფეროები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სემინარების დასკვნები მოცემულია შემდეგ განვითარებაში:

- პირველი სტრატეგიული მიზნის: „ინოვაციური და დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა“, გათვალისწინებით, რომ იგი წარმოადგენს ერთობ პროდუქტიულ და რთულ მიზანს, ადგილობრივმა სამოქმედო ჯგუფმა განიხილა რამოდენიმე შესაძლო პრიორიტეტი, თუმცა, უახლოესი მომავლისთვის (სამი წელი), სტრატეგიულ მიზანთან დაკავშირებული უმთავრესი პრიორიტეტებია:

31

პრიორიტეტი 1.1: მეწარმეობისა და წარმოების მდგრადი განვითარება;

პრიორიტეტი 1.2: ტურიზმის მდგრადი განვითარება.

- მეორე სტრატეგიული მიზნის: „მუნიციპალიტეტის გარდაქმნა სოციალური და კულტურული კეთილდღეობის ადგილად“, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დროის ჩარჩოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია:

პრიორიტეტი 2.1: ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფში კულტურული და რეკრეაციული ცხოვრების ინოვაციური მიდგომა;

პრიორიტეტი 2.2: ეფექტური საჯარო-კერძო-სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა.

- მესამე სტრატეგიული მიზნის: „მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა და ტურისტთათვის შესაძლებლობის მიცემა, შენიშნონ და შეაფასონ ბუნება პირველივე ჩამოსვლაზე“ გათვალისწინებით, მისი პრეტენზიული ფორმულირების გარდა, განისაზღვრა კიდევ ერთი პრიორიტეტი:

პრიორიტეტი 3.1: გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესება და/ან კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირება.

3.11. ინტერვენციის სფეროები იმისათვის, რომ უკეთესად განისაზღვროს ის ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თითოეული პრიორიტეტისათვის განისაზღვრა ინტერვენციის სფეროები.

ინტერვენციის სფერო 1: რესურსების ეფექტური გამოყენება სამეწარმეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერისათვის პრიორიტეტი 1.1-ის შესაბამისად: მეწარმეობისა და ბიზნესის მდგრადი განვითარება.

ინტერვენციის სფერო 2: ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მოდერნიზაცია ტურიზმის სფეროში პრიორიტეტი 1.2-ის შესაბამისად: ტურიზმის მდგრადი განვითარება.

ინტერვენციის სფერო 3: კულტურული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება პრიორიტეტი 2.1-ის შესაბამისად: ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფში კულტურული და რეკრეაციული ცხოვრების ინოვაციური მიდგომა.

ინტერვენციის სფერო 4: საჯარაო-სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის განვითარება სოციალური ინფრასტრუქტურისა და სხვა ქმედებებისათვის პრიორიტეტი 2.2-ის შესაბამისად: ეფექტური საჯარო-კერძო-სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა.

32

ინტერვენციის სფერო 5: ინოვაციური ქმედებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირების მიზნით პრიორიტეტი 3.1-ის შესაბამისად: გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესება და/ან კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირება.

ინოვაცია მდებარეობს იმაში, რომ უნდა მოიძებნოს ყველაზე მარტივი, ეფექტური, შესაბამისი და უახლესი მიდგომა იმ ყველა პროექტისათვის, რომლებიც დაფინანსდება ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის თანახმად.

33

სტრატეგიული მიზანი 1: ინოვაციური და დივერსიფიცირებული ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება.

პრიორიტეტი 1.1 მეწარმეობისა და წარმოების მდგრადი განვითარება.

ინტერვენციის სფერო 1: რესურსების ეფექტური გამოყენება სამეწარმეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერისათვის.

ღონისძიება M1 – ღონისძიება მიმართულია ბიზნესის შექმნის, განვითარებისა და დივერსიფიკაციისაკენ ახალგაზრდების (ქალების) გათვალისწინებით.

შედეგის ინდიკატორი: # ინოვაციური ინიციატივები; # ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები; # ახალგაზრდობა და ქალები ბენეფიციარების რანგში.

პრიორიტეტი 1.2 ტურიზმის მდგრადი განვითარება

ინტერვენციის სფერო 2 ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მოდერნიზაცია ტურიზმის სფეროში

M2 – ტრადიციული და ინოვაციური ტურისტული ბიზნესის შექმნა და განვითარება ახალგაზრდობის (ქალების) გათვალისწინებით.

# ახალი ბიზნესები; # მოდერნიზირებული ობიექტები; # ახლად შექმნილი # ახალგაზრდობა (ქალები) ბენეფიციარების რანგში

სტრატეგიული მიზანი 2: მუნიციპალიტეტის გარდაქმნა სოციალური და კულტურული კეთილდღეობის ადგილად

პრიორიტეტი 2.1 ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფში კულტურული და რეკრეაციული ცხოვრების ინოვაციური მიდგომა;

ინტერვენციის სფერო 3 კულტურული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

M3 – ღონისძიება მიმართულია კულტურული და რეკრეაციული ასპექტების განვითარების ხელშეწყობისაკენ ქმედებებისა და ინვესტიციების გზით.

# მოდერნიზირებული ინფრასტრუქტურა; # ინოვაციური ქმედებები; # მონაწილე მხარეები.

34

პრიორიტეტი 2.2 ეფექტური საჯარო-კერძო-სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა

ინტერვენციის სფერო 4 საჯარაო-სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის განვითარება სოციალური ინფრასტრუქტურისა და სხვა ქმედებებისათვის

M4 – ღონისძიება მიმართულია სოციალური და სხვა მხარდამჭერი ქმედებების ინოვაციური განვითარებისაკენ.

# ქმედებები; # მონაწილეები.

სტრატეგიული მიზანი 3: „მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა და ტურისტთათვის შესაძლებლობის მიცემა, შენიშნონ და შეაფასონ ბუნება პირველივე ჩამოსვლაზე.

პრიორიტეტი 3.1 გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესება და/ან კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირება.

ინტერვენციის სფერო 5 ინოვაციური ქმედებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირების მიზნით

M5 –

ღონისძიება მიმართულია ინვესტიციებისა და/ან ტექნოლოგიების გადაცემაზე, ინოვაციური ქმედებებისაკენ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების პრობლემების გადასაწყვეტად.

# ბიზნესის მონაწილეობა; # განხორციელებული ქმედებები; # ინვესტიციების ღირებულება.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 35

4. ღონისძიებების პრეზენტაცია

M1. ღონისძიება მიმართულია ბიზნესის შექმნის, განვითარებისა და დივერსიფიკაციისაკენ ახალგაზრდების (ქალების) გათვალისწინებით.

ღონისძიების ტიპი: ინვესტირება

1. ღონისძიებების ზოგადი აღწერილობა, მათ შორის ინტერვენციის ლოგიკისა და სტრატეგიის, ინტერვენციის სფეროების, ტრანსვერსული მიზმებისა და კომპლემენტარულობის პრიორიტეტების ხელშეწყობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად

ამ ღონისძიების განხორციელება აუცილებელია ბიზნეს გარემოს სტიმულირებისათვის სოფლიდან იმ მეწარმეების ფინანსური მხარდაჭერის გზით, რომლებიც ქმნიან, ანვითარებენ სამეწარმეო საქმიანობას და/ან ახდენენ მის დივერსიფიკაციას დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე. ღონისძიება ხელს უწყობს: ინოვაციურ მიდგომებს ბიზნესის შექმნის, განვითარებისა და დივერსიფიკაციისადმი; მეწარმეობისა და ბიზნესის მდგრად განვითარებას; არსებული სამუშაო ძალის დასაქმებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობისა და ქალების; სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლისა და ცხოვრების სტანდარტის ამაღლებას; სოციალური გამონაკლისების შემცირებას.

დიაგნოსტიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ სხვადასხვა მეწარმეობის სფეროებს შორის უდიდესი შეუსაბამობა არსებობს. ამ მხრივ, გატარებული ზომები შესაძლებელს გახდის ინვესტირებას შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა; მომსახურება; მშენებლობა; ტრანსპორტი; ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზანი (მიზნები)

აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს პირველ სტრატეგიულ მიზანს: ინოვაციური და დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.

ჩასატარებელი ღონისძება ასევე ხელს უწყობს შემდეგი კონკრეტული მიზნების განხორციელებას:

- ინოვაციური მიდგომების განვითარება; - სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, სოფლის ეკონომიკური

განვითარება და სიღარიბის დაძლევა; - მომსახურების განვითარება მოსახლეობისა და ბიზნესისათვის და სხვა

ეკონომიკური საქმიანობისათვის; - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 36

წინამდებარე ღონისძიება ხელს უწყობს პრიორიტეტს 1.1: მეწარმეობისა და ბიზნესის მდგრადი განვითარება, რომელიც მოცემულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში.

აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ინტერვენციის პირველ სფეროს - რესურსების ეფექტურ გამოყენებას სამეწარმეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერისათვის.

ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ტრანსვერსიულ მიზნებს, მოიაზრებს რა მდგრადი განვითარების სამ სხვა მიმართულებას. ყველა პროექტი ყველა აღნიშნულ საქმიანობის სფეროებში, გულისხმობს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილების საკითხების გულდასმით შესწავლას. პროექტებით დაკმაყოფილდება თანაბარი შესაძლებლობების მოთხოვნა ქალებისა და ახალგაზრდებისათვის, რადგან ისინი წარმოადგენენ ძირითად პოტენციურ ბენეფიციარებს. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე სახის იძულება მომავალი ბენეფიციარების შერჩევაში. თავად ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებს საკუთარი მომავალი პერსონალის შერჩევისას აუცილებლობის შემთხვევაში. ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველა პროექტი მოიცავს ახალ და განახლებულ ტექნოლოგიებს, დანადგარებს, აღჭურვილობას, რათა არსებული სამეწარმეო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განახდლეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე. იმავდროულად, ინოვაციები განხორცილედება იმ სფეროებში, სადაც საჭიროებებისა და პროექტების მსგავსების დიდი პროცენტულობა ფიქსირდება, თუკი პოტენციური ბენეფიციარები ითანამშრომლებენ კონკრეტული საჭიროებების მოსაგვარებლად.

კომპლემენტარულობა მდგრადი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად: აღნიშნული ღონისძიებიდან სარგებელს ჩვენი ტერიტორიის ყველა მაცხოვრებელი მიიღებს.

2. ღონისძიებების დამატებითი ღირებულება

დამატებითი ღირებულება და ინოვაცია ვლინდება იმ ფაქტით, რომ განხილული უნდა იყოს მარტივი და ეფექტური გადაწყვეტილებები, ახალი ტექნოლოგიები და დანადგარები, ახალი და ინოვაციური საქმიანობის სფეროები. იმავდროულად, ახალი სფეროები გათვალისწინებული იქნება დასაფინანსებლად და ამრიგად, შეიქმნება ბიზნესები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა ან არ იყო ფუნქციონალური. ასევე აღსანიშნავია, რომ მომსახურების სფეროები განვითარდება, რაც ახალ ღირებულებას დაამატებს ადამიანთა ცხოვრებას ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 37

3. უშუალო/ირიბი ბენეფიციარები (მიზნობრივი ჯგუფი)

უშუალო ბენეფიციარები არიან:

• რეგისტრირებული კომპანიები ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე, არსებული ან ახლად დაარსებული (სტარტაპები) მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ან ქალაქ დედოფლისწყაროდან, რომლებმაც განავითარეს ან განავითარებენ ინვესტირებისათვის აუცილებელ საქმიანობიას;

• ფერმერები და კოოპერატივები; • სამეწარმეო ორგანიზაციები კანონმდებლობის თანახმად; • ბიზნეს ასოციაციები კანონმდებლობის თანახმად; • საზოგადოებრივი მომსახურების პროვაიდერები კანონმდებლობის

თანახმად; • კოოპერაციის ფორმები კანონმდებლობის თანახმად; • სხვა სახის ბენეფიციარები, რომლებსაც დააარსებს საბჭო კანონმდებლობის

თანახმად.

ირიბი ბენეფიციარები არიან:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც სარგებელს იღებს გაუმჯობესებული მომსახურებიდან და პროდუქტიდან, ასევე ის პირები, რომლებსაც სურთ დასაქმება.

5. დახმარების ტიპი

ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს აღნიშნული აქტივობების ხარჯების დაფარვას.

6. დაშვებული და დაუშვებელი აქტივობების ტიპები

არსებობს შემდეგი დაშვებული აქტივობების ტიპები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი:

• ინვესტირება ინოვაციური საქმიანობისა და პროდუქციის შექმნის, განვითარებისა და დივერსიფიკაციისათვის;

• ინვესტირება აღჭურვილობის, ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიებისათვის ბიზნესისთვის;

• ინვესტირება აღჭურვილობასა და დანადგარებში მომსახურების გაწევის მიზნით მოსახელობისა და ბიზნესისათვის;

• ინვესტირება ინოვაციურ არამატერიალურ აქტივებში: პროგრამული უზრუნველყოფა, პატენტები, ვებგვერდები და ა.შ.;

• ინვესტირება ახალ სამუშაო ადგილებში; • სხვა სახის საქმიანობა საბჭოს მიერ.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 38

დაშვებული ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთხსენებულ აქტივობებთან არის:

• იმ შენობების მშენებლობა, გაფართოება და/ან მოდერნიზაცია და/ან განვითარება, რომლებიც შექმნილია ბიზნეს საქმიანობისათვის;

• ახალი აღჭურვილობის, დანადგარების, ინსტრუმენტებისა და ა.შ. შესყიდვა და დამონტაჟება;

• ინოვაციური ტექნოლოგიების, პროდუქციული გადაწყვეტილებებისა და ა.შ. შესყიდვა და/ან შექმნა;

• არამატერიალური ინვესტირება: პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა ან განვითარება და/ან პატენტების, ლიცენზიების, ინტელექტუალური საკუთრების, სავაჭრო ნიშნების შესყიდვა;

• ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გაღებული ხარჯები.

არსებობს არა-დაშვებული ხარჯები:

• გადასახადები; • ნატურით შეტანილი წვლილი (გარდა ადგილობრივი საზოგადოებისათვის

განკუთვნილი პროექტებისა); • მიმდინარე ოპერაციული ხარჯები, მათ შორის ტექნიკური

უზრუნველყოფისა და იჯარისათვის.

7. დაშვებადობის პირობები

განხორციელებული ქმედებები ხელს უნდა უწყობდეს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც მოცემულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

დაშვებადობის მიზნით, პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

• აპლიკანტი უნდა იყოს დაშვებული ბენეფიციარების კატეგორიას მიკუთვნებული;

• აპლიკანტი არ უნდა იყოს გადახდისუუნარო ან ქმედითუუნარო; • ეკონომიკურ-ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა უნდა დადასტურდეს

ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის საფუძველზე; • ინვესტირება მოქცეული უნდა იყოს იმ მხარდაჭერის ჩარჩოში, რომელიც

უზრუნველყოფილია ზემოთხსენებული ღონისძიებებით; • ინვესტირება უნდა შეესაბამებოდეს გარემოსდაცვის კანონს;

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 39

• აპლიკანტი ვალდებულია, დაამტკიცოს კერძო თანადაფინანსების შესაძლებლობა;

• სხვა პირობები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

8. შერჩევის კრიტერიუმები

ქვემოთ მოცემულია ადგილობრივი შერჩევის კრიტერიუმები:

- ინოვაციური პროდუქტის, მომსახურების და/ან ტექნოლოგიების შექმნა ან განვითარება;

- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; - ინოვაციური ბიზნეს საქმიანობის (პროდუქციის/მომსახურების) შექმნა ან

განვითარება; - თანამშრომლობის ფორმები; - სხვა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

შერჩევის კრიტერიუმები ეფუძნება თანაბარ დამოკიდებულებას აპლიკანტებთან, ფინანსური რესურსების ეფექტურ გამოყენებას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებით განსაზღვრულ ღონისძებებზე ფოკუსირებას.

9. მოქმედი თანხა და მხარდაჭერის მაჩვენებელი

ინფორმაცია თანხებისა და მხარდაჭერის დონის თაობაზე დეტალურად არის მოცემული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანართში N1 - გრანტების განაწილების მექანიზმი. 10. მონიტორინგის ინდიკატორები

# ინოვაციური ინიციატივები # თანამშრომლობა # ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები # ახალგაზრდობა და ქალები ბენეფიციარების რანგში. M2 –ტრადიციული და ინოვაციური ტურისტული ბიზნესის შექმნისა და განვითარების მხარდაჭერა ახალგაზრდობის (ქალების) გათვალისწინებით

ღონისძიების ტიპი: X ინვესტირება

X მომსახურება

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 40

1. ღონისძიებების ზოგადი აღწერილობა, მათ შორის, ინტერვენციის ლოგიკისა და სტრატეგიის, ინტერვენციის სფეროების, ტრანსვერსული მიზმებისა და კომპლემენტარულობის პრიორიტეტების ხელშეწყობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად

აღნიშნული ღონისძიების გატარება მნიშვნელოვანია ტურისტული ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მდგრადი განვითარებისათვის დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე. ინვესტირება და მომსახურება მოქმედებს მხოლოდ დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე. ასევე, გაეწევათ ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს, რომლებიც ქმნიან, ანვითარებენ ბიზნესს და ახდენენ მის დივერსიფიცირებას ტურიზმის სფეროში ტურისტული პროდუქტიისა ან მომსახურების ინოვაციის, მდგრადობისა და განახლების გზით. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს: მაღალხარისხოვანი პროდუქციისა და მომსახურების განვითარებას ტურიზმის სფეროში; ახალი მომსახურებისა და პროდუქციის დაარსებას; აღნიშნული დარგის მდგრად განვითარებას; ტურისტული რესურსების შეფასებას; შემოსავლების გაზრდას მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდას.

დიაგნოსტიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ტურიზმის სექტორი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის და იმავდროულად, მისი ისტორიული, კულტურული, ბუნებრივი და ანტროპოლოგიური რესურსების შეფასებისა და დაცვისათვის, სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე. აგრეთვე, მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურის (დასახლება, საკვები, რელაქსაცია, სუვენირები და ა.შ.) და მაღალხარისხოვანი მომსახურების (სასტუმროები, კვების ობიექტები, საინფორმაციო მხარდაჭერა და ა.შ.) საჭიროება.

მუნიციპალიტეტში დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც გულისხმობს ინოვაციურ მიდგომებს და ინოვაციურ და მდგრად მეთოდებს აღნიშნულ სფეროში: სასტუმროების ინფრასტრუქტურის მშენებლობა/გაფართოება/მოდერნიზაცია, ტურისტული პროგრამები, ტურების (მარშრუტების) დასახვა ტურისტული დანიშნულების ადგილებამდე; კვების ობიექტების (ტრადიციული სამზარეულოს რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები ბუნებრივი ინგრედიენტებით, სენდვიჩების სარეალიზაციო პუნქტები და ა.შ.) მშენებლობა/დაარსება; საინფორმაციო ცენტრების შექმნა და ა.შ.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზანი (მიზნები)

აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს პირველი სტრატეგიული მიზნის შესრულებას: ინოვაციური და დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 41

ღონისძიება ასევე ხელს უწყობს შემდეგი კონკრეტული მიზნების შესრულებას: - სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, სოფლის ეკონომიკური

განვითარება და სიღარიბის დაძლევა; - მდგრად ტურიზმთან დაკავშირებული ცნობიერების, ქმედებებისა და

საქმოანობის განვითარება; - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

ღონისძება ხელს უწყობს პრიორიტეტს 1.2: ტურიზმის მდგრადი განვითარება, რომელიც განსაზღვრულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში. აღნიშნული ღონისძიება ასევე ხელს უწყობს ინტერვენციის მეორე სფეროს: ინსფრასტრუქტურისა და მომსახურების მოდერნიზაცია ტურიზმის სფეროში. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ტრანსვერსიულ მიზნებს, გულისხმობს რა მდგარდი განვითარების სხვა ქვაკუთხედებს. ყველა პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების საკითხების გულდასმით შესწავლას. პროექტებით ასევე შესრულდება ქალებისა და ახალგაზრდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ მთავარ, პოტენციურ ბენეფიციარებს. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე სახის იძულება სამომავლო ბენეფიციარების შერჩევაში. ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ თაბანარი შესაძლებლობების პრინციპებს საკუთარი პერსონალის შერჩევისას აუცილებლობის შემთხვევაში. ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნება ახალი მომსახურება ტურისტებისათვის, ასევე შეიცვლება აღქმა აღნიშნული მომსახურების ტურისტებისათვის მიწოდების მხრივ. იმავდროულად, ასაშენებელი ინფრასტრუქტურა თავიდანვე გაითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომებს მოდერნიზებული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის. გათვალისწინებული იქნება ასევე თანამშრომლობის ფორმები (ასოციაციები და ა.შ.) ტურისტული მომსახურების პროვაიდერებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ტურიზმის მდგრადი განვითარება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე. კომპლემენტარულობა მდგრადი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად: აღნიშნული ღონისძიება შესაბამისობაშია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან. ეს კომპლიმენტარულობა მდგომარეობს იმაში, რომ ტურიზმთან დაკავშირებული ყველა საკითხი ასევე ეხება მთლიან ეკონომიკასა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა სოციალურ ცხოვრებას. ტურიზმი ასევე დაკავშირებულია სამეწარმეო ინფრასტრუქტურასთან სხვადასხვა სახის პროდუქციისა და მომსახურების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობისა და სხვა ასპექტებისათვის. ყველა ეს ფაქტორი ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამის სოციალურ საზოგადოებასა და ცხოვრებაში. და ბოლოს, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირება ასევე მნიშვნელოვანია ყველასათვის.

2. ღონისძიებების დამატებითი ღირებულება

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 42

დამატებითი ღირებულება და ინოვაცია ვლინდება იმ ფაქტით, რომ ტურიზმის სფეროში უნდა შეიქმნას ინოვაციური გადაწყვეტილებები ტრადიციული ასპექტების თანამედროვე მოთხოვნებთან შერწყმის მიზნით; ასევე რესურსების ტურიზმის სფეროსთან დაკავშირების მიზნით და შესაბამისი პირებისა და სოციალური ასპექტების ტურიზმის თანამედროვე ფუნქციონირებასთან დაკავშირების მიზნით. ეს გაცილებით დიდი გამოწვევაა, რადგან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმი ჯერ ისევ საწყის ეტაპზეა და იგი სწრაფად უნდა განვითარდეს ინოვაციურ, ეფექტურ და მომგებიან სფეროდ.

3. უშუალო/ირიბი ბენეფიციარები (მიზნობრივი ჯგუფი)

უშუალო ბენეფიციარები არიან:

• რეგისტრირებული კომპანიები ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე, არსებული ან ახლად დაარსებული (სტარტაპები) მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ან ქალაქ დედოფლისწყაროდან, რომლებმაც განავითარეს ან განავითარებენ ინვესტირებისათვის აუცილებელ საქმიანობიას;

• ფერმერები და კოოპერატივები; • სამეწარმეო ორგანიზაციები კანონმდებლობის თანახმად; • ბიზნეს ასოციაციები კანონმდებლობის თანახმად; • საზოგადოებრივი მომსახურების პროვაიდერები კანონმდებლობის

თანახმად; • კოოპერაციის ფორმები კანონმდებლობის თანახმად; • სხვა სახის ბენეფიციარები, რომლებსაც დააარსებს საბჭო კანონმდებლობის

თანახმად.

ირიბი ბენეფიციარები არიან:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც სარგებელს იღებს გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური განვითარებიდან, რომელიც წარმოიშვება სამოქმედო არეალში შემოსავლის მომტანი ტურისტული აქტივობების შედეგად

5. დახმარების ტიპი

ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს აღნიშნული აქტივობების ხარჯების დაფარვას.

6. დაშვებული და დაუშვებელი აქტივობების ტიპები

არსებობს შემდეგი დაშვებული აქტივობების ტიპები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი:

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 43

• ინვესტირება ტურიზმსა და აგრო-ტურიზმის აქტივობებში: საუჯახო სასტუმროები, სასტუმროები, მოტელები, ჰოსტელები, შალეები, დასასვენებელი სოფლები, აგრო-პენსიები, განსახლების ოთახები სოფლის ფერმებში;

• ინვესტირება მომსახურებაში: ტრადიციული სამზარეულის რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, გიდები და საინფორმაციო ცენტრები, აღჭურვილობის იჯარა, სუვენირების შექმნა და წარმოება და ა.შ.;

• ინვესტირება ინოვაციურ ტურისტულ აქტივობებში; • ინვესტირება პოპოულარიზაციისა და სარეკლამო საქმიანობის

განვითარებაში; • ინვესტირება მომსახურების მომწოდებელი კომპანიების

შესაძლებლობების განვითარებაში; • სხვა სახის საქმიანობა საბჭოს მიერ.

დაშვებული ხარჯები ზემოთხსენებულ აქტივობებთან დაკავშირებით არის:

- შესაბამისი ობიექტების მშენებლობა, გაფართოება და/ან მოდერნიზაცია; - ინვესტირება აღჭურვილობაში, დანადგარებში, ინსტრუმენტებსა და

ტექნიკაში, რაც აუცილებელია ტურისტული აქვივობებისათვის; - ინვესტირება არამატერიალურ აქტივებში: შესაბამისი პროგრამული

უზრუნველყოფის შესყიდვა, შექმნა ან განვითარება; პატენტების, ლიცენზიების, ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა;

- ინვესტირება ინოვაციური ტურისტული საპოპულარიზაციო ქმედებების, პროდუქციისა და/ან მომსახურების შექმნასა და/ან განვითარებაში;

- ინვესტირება მომსახურების პროვაიდერთა ინსტიტუციონალურ განვითარებაში.

ყველა ზემოთხსენებული ელემენტი უნდა იყოს ახალი! არსებობს არა-დაშვებული ხარჯები:

• გადასახადები; • ნატურით შეტანილი წვლილი (გარდა ადგილობრივი საზოგადოებისათვის

განკუთვნილი პროექტებისა); • მიმდინარე ოპერაციული ხარჯები, მათ შორის ტექნიკური

უზრუნველყოფისა და იჯარისათვის.

7. დაშვებადობის პირობები

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 44

განხორციელებული ქმედებები ხელს უნდა უწყობდეს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც მოცემულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

დაშვებადობის მიზნით, პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

• აპლიკანტი უნდა იყოს დაშვებული ბენეფიციარების კატეგორიას მიკუთვნებული;

• აპლიკანტი არ უნდა იყოს გადახდისუუნარო ან ქმედითუუნარო; • ეკონომიკურ-ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა უნდა დადასტურდეს

ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის საფუძველზე; • ინვესტირება მოქცეული უნდა იყოს იმ მხარდაჭერის ჩარჩოში, რომელიც

უზრუნველყოფილია ზემოთხსენებული ღონისძიებებით; • ინვესტირება უნდა შეესაბამებოდეს გარემოსდაცვის კანონს; • აპლიკანტი ვალდებულია, დაამტკიცოს კერძო თანადაფინანსების

შესაძლებლობა; • სხვა პირობები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

8. შერჩევის კრიტერიუმები

ქვემოთ მოცემულია ადგილობრივი შერჩევის კრიტერიუმები:

- ინვესტირება წარმოადგენს ტურიზმის მდგრადობისადმი ინტეგრირებული მიდგომის ნაწილს;

- ინვესტირება უნდა განხორციელდეს ბიზნეს კომპანიებს შორის თანამშრომლობის გზით;

- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; - ინვესტირება ახდენს ინფრასტრუქტურისა და აქტივობების

პოპულარიზაციის ინტეგრირებას; - სხვა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

შერჩევის კრიტერიუმები ეფუძნება თანაბარ დამოკიდებულებას აპლიკანტებთან, ფინანსური რესურსების ეფექტურ გამოყენებას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებით განსაზღვრულ ღონისძებებზე ფოკუსირებას.

9. მოქმედი თანხა და მხარდაჭერის მაჩვენებელი

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 45

ინფორმაცია თანხებისა და მხარდაჭერის დონის თაობაზე დეტალურად არის მოცემული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანართში N1 - გრანტების განაწილების მექანიზმი. 10. მონიტორინგის ინდიკატორები

# ახალი კომპანიები # მოდერნიზებული ობიექტები # ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები # ახალგაზრდობა და ქალები ბენეფიციარების რანგში.

M3 – ღონისძიება მიმართულია კულტურული და რეკრეაციული ასპექტების განვითარებისათვის აუცილებელი აქტივობებისა და ინვესტირებისაკენ

ღონისძიების ტიპი: X ინვესტირება

X მომსახურება

1. ღონისძიებების ზოგადი აღწერილობა, მათ შორის, ინტერვენციის ლოგიკისა და სტრატეგიის, ინტერვენციის სფეროების, ტრანსვერსული მიზმებისა და კომპლემენტარულობის პრიორიტეტების ხელშეწყობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება ხელს შეუწყობს კულტურული და რეკრეაციული ცხოვრების მდგრად და ინოვაციურ განვითარებას ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე. ყველა ინვესტირება და მომსახურება უნდა მოქმედებდეს დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

დიაგნოსტიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ გადასადგამია გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ განვითარდეს კულტურული ცხოვრება და გაუმჯობესდეს რეკრეაციული ინფრასტრუქტურა და პროგრამები. დიაგნოსტიკურმა კვლევამ გამოავლინა, რომ ახალგაზრდობას (მათ შორის ბავშვებსა და ქალებს) არ აქვთ შესაძლებლობა, სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო, არ აქვთ შესაძლებლობა, ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად და ჰქონდეთ ინტეგრირებული ცხოვრება. მათ სჭირდებათ სპორტული ობიექტები, კულტურული ინფრასტრუქტურა, მათზე მორგებული პროგრამები მათი ასაკისა და განვითარების გათვალისწინებით.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 46

მუნიციპალიტეტში დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც გულისხმობს ინოვაციურ მიდგომებს და ინოვაციურ და მდგრად მეთოდებს აღნიშნულ სფეროში: კულტურული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაცია; კულტურული და რეკრეაციული ღონისძიებების მხარდაჭერა, ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბება და განვითარება კულტურული და გასართობი ღონისძიებების თაობაზე და ა.შ.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზანი (მიზნები)

აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მეორე სტრატეგიული მიზნის შესრულებას: მუნიციპალიტეტის გარდაქმნა სოციალური და კულტურული კეთილდღეობის ადგილად. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს შემდეგი კონკრეტული მიზნების შესრულებას:

- სოციალური, კულტურული და რეკრეაციული ურთიერთობის განვითარება საზოგადოებაში;

- ადგილიდან მოსახლეობის მიგრაციის შემცირება. ღონისძება ხელს უწყობს პრიორიტეტს 2,1: ინოვაციური მიდგომა კულტურული და რეკრეაციული ცხოვრებისადმი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ტერიტორიაზე. აღნიშნული ღონისძიება ასევე ხელს უწყობს ინტერვენციის მესამე სფეროს: კულტურული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურისა და ცხოვრების გაუმჯობესება. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ტრანსვერსიულ მიზნებს, გულისხმობს რა მდგარდი განვითარების სხვა ქვაკუთხედებს. ყველა პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების საკითხების გულდასმით შესწავლას. პროექტებით ასევე სრულდება ქალებისა და ახალგაზრდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების პრინციპები მთავარი პოტენციური ბენეფიციარების გათვალისწინებით. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე სახის იძულება სამომავლო ბენეფიციარების შერჩევაში. ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ თაბანარი შესაძლებლობების პრინციპებს საკუთარი პერსონალის შერჩევისას აუცილებლობის შემთხვევაში. ინოვაცია მდგომარეობს იმაში, დაიწყება ახალი აქტივობები მიზნობრივი ჯგუფებისათვის, რომლებსაც გავლენა ექნება ასევე ცხოვრების ხარისხზე ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე. კომპლემენტარულობა მდგრადი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად: აღნიშნული ღონისძიება შესაბამისობაშია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან. ეს კომპლიმენტარულობა მდგომარეობს იმაში, რომ სოციალურ, კულტურულ და რეკრეაციულ ასპექტებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ასევე ეხება მთელი მუნიციპალიტეტის ცხოვრებას. ადგილობრივების ცხოვრებას უნდა ჰქონდეს მტკიცე კულტურული განზომილება და უნდა არსებობდეს რეკრეაციული შესაძლებლობები ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯანსაღი სხეულისა და გუნების შესანარჩუნებლად.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 47

2. ღონისძიებების დამატებითი ღირებულება

დამატებითი ღირებულება და ინოვაცია ვლინდება იმ ფაქტით, რომ აღნიშნული სფერო საერთოდ არ იყო შესწავლილი აღნიშნულ მომენტამდე და, შესაბამისად, არსებობს მრავალი საკითხი და პრობლემა, რომლებიც უნდა გადაწყდეს კომპლექსური მეთოდებით. ამისათვის აუცილებელია ინოვაციური მიდგომები. ღონისძიება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

3. უშუალო/ირიბი ბენეფიციარები (მიზნობრივი ჯგუფი)

უშუალო ბენეფიციარები არიან:

• რეგისტრირებული კომპანიები ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე, არსებული ან ახლად დაარსებული (სტარტაპები) მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ან ქალაქ დედოფლისწყაროდან, რომლებმაც განავითარეს ან განავითარებენ ინვესტირებისათვის აუცილებელ საქმიანობიას;

• ფერმერები და კოოპერატივები; • სამეწარმეო ორგანიზაციები კანონმდებლობის თანახმად; • ბიზნეს ასოციაციები კანონმდებლობის თანახმად; • საზოგადოებრივი მომსახურების პროვაიდერები კანონმდებლობის

თანახმად; • კოოპერაციის ფორმები კანონმდებლობის თანახმად; • ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები; • ადგილობრივი ხელისუფლება და/ან მათი უწყებები; • სხვა სახის ბენეფიციარები, რომლებსაც დააარსებს საბჭო კანონმდებლობის

თანახმად.

ირიბი ბენეფიციარები არიან:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომლებიც მიიღებენ უკეთეს კულტურულ და სოციალურ განვითარებას, შესაბამის ინფრასტრუქტურასა და პროგრამებს, რომლებიც იქმნება სპეციალურად მათთვის.

5. დახმარების ტიპი

ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს აღნიშნული აქტივობების ხარჯების დაფარვას.

6. დაშვებული და დაუშვებელი აქტივობების ტიპები

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 48

არსებობს შემდეგი დაშვებული აქტივობების ტიპები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი:

• ინვესტირება კულტურული ღონისძებებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნაში, რეაბილიტაციაში და მოდერნიზაციაში;

• ინვესტირება მომსახურებაში: კულტურული ღონისძიებებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეფასებასთან დაკავშირებული მომსახურების შექმნა;

• ინვესტირება კონკრეტულ პროგრამებსა და ღონისძიებებში; • სხვა სახის საქმიანობა საბჭოს მიერ.

დაშვებული ხარჯები ზემოთ ხსენებულ აქტივობებთან დაკავშირებით არის: - რეკრეაციული ობიექტების მშენებლობა, გაფართოება და/ან

მოდერნიზაცია; - ინვესტირება აღჭურვილობაში, დანადგარებში, ინსტრუმენტებსა და

ტექნიკაში, რაც აუცილებელია ტურისტული აქვივობებისათვის; - ინვესტირება არამატერიალურ აქტივებში: შესაბამისი პროგრამული

უზრუნველყოფის შესყიდვა, შექმნა ან განვითარება; პატენტების, ლიცენზიების, ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა;

- აღჭურვილობის, დანადგარებისა და სხვა ინსტრუმენტების შესყიდვა, რომლებიც განსაკუთრებით აუცილებელია პროექტის განხორციელებისათვის;

- სხვა ხარჯები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

არსებობს არა-დაშვებული ხარჯები:

• გადასახადები; • ნატურით შეტანილი წვლილი (გარდა ადგილობრივი საზოგადოებისათვის

განკუთვნილი პროექტებისა); • მიმდინარე ოპერაციული ხარჯები, მათ შორის ტექნიკური

უზრუნველყოფისა და იჯარისათვის.

7. დაშვებადობის პირობები

განხორციელებული ქმედებები ხელს უნდა უწყობდეს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც მოცემულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 49

დაშვებადობის მიზნით, პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

• აპლიკანტი უნდა იყოს დაშვებული ბენეფიციარების კატეგორიას მიკუთვნებული;

• აპლიკანტი არ უნდა იყოს გადახდისუუნარო ან ქმედითუუნარო; • ინვესტირება მოქცეული უნდა იყოს იმ მხარდაჭერის ჩარჩოში, რომელიც

უზრუნველყოფილია ზემოთხსენებული ღონისძიებებით; • ინვესტირება უნდა შეესაბამებოდეს გარემოსდაცვის კანონს; • აპლიკანტი ვალდებულია, დაამტკიცოს კერძო თანადაფინანსების

შესაძლებლობა; • სხვა პირობები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

8. შერჩევის კრიტერიუმები

ქვემოთ მოცემულია ადგილობრივი შერჩევის კრიტერიუმები:

- პროექტის დამტკიცებული დამატებითი ღირებულება; - აქტუალურობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის თანახმად; - შესაძლებლობები შემდგომი პროექტებისა და პროგრამების

შექმნისათვის; - სხვა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

შერჩევის კრიტერიუმები ეფუძნება თანაბარ დამოკიდებულებას აპლიკანტებთან, ფინანსური რესურსების ეფექტურ გამოყენებას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებით განსაზღვრულ ღონისძებებზე ფოკუსირებას.

9. მოქმედი თანხა და მხარდაჭერის მაჩვენებელი

ინფორმაცია თანხებისა და მხარდაჭერის დონის თაობაზე დეტალურად არის მოცემული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანართში N1 - გრანტების განაწილების მექანიზმი.

10. მონიტორინგის ინდიკატორები

# მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა # ინოვაციური აქტივობები # პროექტის მონაწილეები.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 50

M4. ღონისძიება მიმართულია სოციალური და სხვა სახის მხარდაჭერის ინოვაციური განვითარებისაკენ

ღონისძიების ტიპი: ინვესტირება

მომსახურება

1. ღონისძიებების ზოგადი აღწერილობა, მათ შორის, ინტერვენციის ლოგიკისა და სტრატეგიის, ინტერვენციის სფეროების, ტრანსვერსული მიზმებისა და კომპლემენტარულობის პრიორიტეტების ხელშეწყობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება აუცილებელია ახალი ცნობიერების შექმნისათვის იმ სოციალური საკითხებისადმი, რომლებიც აქტუალურია დედოფლიწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტროიაზე. ღონისძიება ხელს უწყობს სოციალური საკითხებისადმი ინოვაციური მიდგომების განვითარებასა და იმ მყარი შედეგის მიღებას, რომლებიც გულისხმობს საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტას. ღონისძიება ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების (მათ შორის ქალებისა და ახალგზარდობის) ჩართულობას სოციალური პრობლემების, სოციალური შეუსაბამოებებისა და სხვა პრობლემების მოგვარებაში.

დიაგნოსტიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი შეუსაბამოებები არსებობს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ პრობლემების აღმოფხვრას ყველა მოთამაშის ჩართულობა სჭირდება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფიდან და ადგილობრივი ხელისუფლებიდან იმ აქტივობებში, რომლებითაც ჩამოყალიბდება ინტეგრირებული მიდგომა სოციალური საკითხებისადმი ეფექტური პარტნიორობის გზით მოთამაშეებს შორის.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზანი (მიზნები)

აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მეორე სტრატეგიული მიზნის შესრულებას: მუნიციპიალიტის გარდაქმნა სოციალური და კულტურული კეთილდღეობის ადგილად. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს შემდეგი კონკრეტული მიზნების შესრულებას:

- ინოვაციური მიდგომების, პარტნიორობისა და გადაწყვეტების ჩამოყალიბება;

- ინოვაციური მიდგომები და სოციალური საკითხების გადაწყვეტა ინტეგრირებული აქტივობებით;

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 51

- მომსახურებების განვითარება ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოწყვლადი კატეგორიებისა და ასევე ქალთა და ახალგაზრდობის გათვალისწინებით;

- უწყვეტი პარტნიორობის უზრუნველყოფა სოციალურ მოთამაშეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის;

- ინვესტირება სოციალურ სექტორში.

ღონისძება ხელს უწყობს პრიორიტეტს 2.2: ეფექტური საჯარო-კერძო-სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება ასევე ხელს უწყობს ინტერვენციის მეოთხე სფეროს: საჯარო-სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის განვითარება სოცილაური ინფრასტრუქტურისა და სხვა აქტივობებისათვის. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ტრანსვერსიულ მიზნებს, გულისხმობს რა მდგარდი განვითარების სხვა ქვაკუთხედებს. ყველა პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების საკითხების გულდასმით შესწავლას. პროექტებით ასევე სრულდება ქალებისა და ახალგაზრდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების პრინციპები მთავარი პოტენციური ბენეფიციარების გათვალისწინებით. სოციალურ საკითხების მოგვარებით, პროექტები ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ეკონომიკური ცხოვრების ეფექტურ გაუმჯეობესებას. იმავდროულად, საჭიროების შემთხვევაში და იმ სფეროებში, სადაც პროექტები ხასიათდება მსგავსების მაღალი პროცენტით, გათვალისწინებული იქნება ინოვაციები, თუკი პოტენციური ბენეფიციარები გაერთიანდებიან კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად. კომპლემენტარულობა მდგრადი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად: აღნიშნული ღონისძიებიდან სარგებელს მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელი მიიღებს.

1. ღონისძიებების დამატებითი ღირებულება

დამატებითი ღირებულება და ინოვაცია ვლინდება იმ ფაქტით, უნდა განხორცილედეს მარტივი და ეფექტური ქმედებები, რადგან სოციალურ საკითხებს იშვიათად ექცევა ყურადღება სხვადასხვა მიზეზების გამო. სოციალურ მოთამაშეთა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უწყვეტი კომუნიკაციის გზით, პროექტებით განვითარდება საკითხებისადმი ახალი მიდგომა.

2. უშუალო/ირიბი ბენეფიციარები (მიზნობრივი ჯგუფი)

უშუალო ბენეფიციარები არიან:

• ბიზნეს ასოციაციები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად ჩართულნი არიან სოციალურ პასუხისმგებლობაში;

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 52

• საზოგადოებრივი მომსახურების პროვაიდერები კანონმდებლობის თანახმად;

• კოოპერაციის ფორმები კანონმდებლობის თანახმად; • ადგილობრივი ხელისუფლება და/ან მათი კონკრეტული უწყებები; • ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ სოციალურ

გარემოში (პროფკავშირები, ქალთა და ახალგაზრდათა ორგანიზაციები, ხანშისესულთა ასოციაციები და ა.შ.);

• სხვა სახის ბენეფიციარები, რომლებსაც დააარსებს საბჭო კანონმდებლობის თანახმად.

ირიბი ბენეფიციარები არიან:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც სარგებელს იღებს გაუმჯობესებული მომსახურებიდან და პროდუქტიდან, ასევე ის პირები, რომლებსაც სურთ დასაქმება.

5. დახმარების ტიპი

ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს აღნიშნული აქტივობების ხარჯების დაფარვას.

6. დაშვებული და დაუშვებელი აქტივობების ტიპები

არსებობს შემდეგი დაშვებული აქტივობების ტიპები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი:

• ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების ჩამოყალიბება შესაბამისი სოციალური მოთამაშეებისაგან, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა სოცილაურ საკითხებს ინოვაციური და მყარი გადაწყვეტილებებისა მისაღებად;

• აქტივობები საქმიანობის შედეგების ეფექტურობისა და გავრცელებისათვის; • სტრუქტურების (ორგანიზაციების) შექმნა და განვითარება, რომლებიც

ორიენტირებულნი იქნებიან დაფინანსებისა და დონორთა მოძიებაზე სოცილაური აქტივობებისათვის;

• ინვესტირება ინოვაციურ არამატერიალურ აქტივებში: ვებგვერდები და ა.შ.; • ინვესტირება საჯარო სექტორსა და სოციალურ ინფრასტრუქტურაში; • ინვესტირება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; • სხვა სახის აქტივობები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

დაშვებული ხარჯები ზემოთხსენებულ აქტივობებთან დაკავშირებით არის:

• საკონფერენციო სივრცეების იჯარის ხარჯები, ტექნიკური ხარჯები ორგანიზაციის შეხვედრებისათვის;

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 53

• ინფორმაციული ტექნოლოგიების აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა საქმიანობის განსახორციელებლად;

• არამატერიალური ინვესტირება: შესაბამისი ვებგვერდების შექმნა და ფუნქციონირება;

• შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება საქმიანობასთან დაკავშირებით: კვლევები, კატალოგები, ბუკლეტები და ა.შ.;

• აღჭურვილობის, დანადგარების, მოწყობილობების შესყიდვა საჯარო სექტორსა და სოციალურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისათვის;

• სხვა სახის ხარჯები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

არსებობს არა-დაშვებული ხარჯები:

• გადასახადები; • ნატურით შეტანილი წვლილი (გარდა ადგილობრივი საზოგადოებისათვის

განკუთვნილი პროექტებისა); • მიმდინარე ოპერაციული ხარჯები, მათ შორის ტექნიკური

უზრუნველყოფისა და იჯარისათვის.

7. დაშვებადობის პირობები

განხორციელებული ქმედებები ხელს უნდა უწყობდეს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც მოცემულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

დაშვებადობის მიზნით, პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

• აპლიკანტი უნდა იყოს დაშვებული ბენეფიციარების კატეგორიას მიკუთვნებული;

• აპლიკანტი არ უნდა იყოს გადახდისუუნარო ან ქმედითუუნარო; • აქტივობები მოქცეული უნდა იყოს იმ მხარდაჭერის ჩარჩოში, რომელიც

უზრუნველყოფილია ზემოთხსენებული ღონისძიებებით; • აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს გარემოსდაცვის კანონს; • აპლიკანტი ვალდებულია, დაამტკიცოს კერძო თანადაფინანსების

შესაძლებლობა; • სხვა პირობები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 54

8. შერჩევის კრიტერიუმები

ქვემოთ მოცემულია ადგილობრივი შერჩევის კრიტერიუმები:

- ეფექტური შედეგების მიღწევა და განვითარება; - ინოვაციური მიდგომებისა და სტრუქტურების შექმნა და განვითარება; - თანამშრომლობის ფორმები პრობლემების გადასაწყვეტად; - სხვა სახის კრიტერიუმები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

შერჩევის კრიტერიუმები ეფუძნება თანაბარ დამოკიდებულებას აპლიკანტებთან, ფინანსური რესურსების ეფექტურ გამოყენებას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებით განსაზღვრულ ღონისძებებზე ფოკუსირებას.

9. მოქმედი თანხა და მხარდაჭერის მაჩვენებელი

ინფორმაცია თანხებისა და მხარდაჭერის დონის თაობაზე დეტალურად არის მოცემული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანართში N1 - გრანტების განაწილების მექანიზმი. 10. მონიტორინგის ინდიკატორები

# აქტივობები # მონაწილეები

# ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები

# ბენეფიციარები - ახალგაზრდობა და ქალები.

M5. ღონისძიება მიმართულია ინვესტირებისა და/ან ტექნოლოგიების გადაცემისაკენ, ინოვაციური ქმედებებისაკენ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გადასაჭრელად

ღონისძიების ტიპი: ინვესტირება

1. ღონისძიებების ზოგადი აღწერილობა, მათ შორის, ინტერვენციის ლოგიკისა და სტრატეგიის, ინტერვენციის სფეროების, ტრანსვერსული მიზმებისა და კომპლემენტარულობის პრიორიტეტების ხელშეწყობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად

ყველა აქტივობა უნდა განხორცილედეს ამ ღონისძიების ფარგლებში დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 55

აღნიშნული ღონისძიების განხორციელება აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე და ასევე კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად. ღონისძიება ხელს უწყობს: ინოვაციურ მიდგომებს ინვესტირებისათვის და/ან ტექნოლოგიების გადაცემას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების მიმართებით.

დიაგნოსტიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, განსაკუთრებით კლიმატის სფეროში: ძლიერი სეზონური ქარები, ბიზნეს საქმიანობის წყალმომარაგების არაეფექტურობა, ნათესების რწყვის პრობლემა და ა.შ.

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზანი (მიზნები)

აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მესამე სტრატეგიული მიზნის შესრულებას: მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა და ტურისტების მიერ შესანიშნავი ბუნების შეფასება პირველივე ჩამოსვლაზე. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს შემდეგი კონკრეტული მიზნების შესრულებას: - ინოვაციური მიდგომების განვითარებას; - შესაძლო გადაწყვეტილებების დივერსიფიკაციას აღნიშნულ საკითხზე

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით; - კონკრეტული მომსახურების განვითარება მოსახლეობისა და ბიზნესისათვის

და სხვა ეკონომიკური საქმიანობისათვის; - ინვესტირება კონკრეტულ აღჭურვილობასა და დანადგარებში.

ღონისძება ხელს უწყობს პრიორიტეტს 3.1: გარემოსდაცვითი საშუალებებისა და/ან აქტივობების გაუმჯობესება კლიმატის ცვილებების გავლენის შემცირების მიზნით, რაც განსაზღვრულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში. აღნიშნული ღონისძიება ასევე ხელს უწყობს ინტერვენციის მეხუთე სფეროს: ინოვაციური ქმედებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირებისათვის. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ტრანსვერსიულ მიზნებს, გულისხმობს რა მდგარდი განვითარების სხვა ქვაკუთხედებს. ყველა პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების საკითხების გულდასმით შესწავლას. პროექტებით ასევე სრულდება თანაბარი შესაძლებლობების პრინციპები. ამასთან, არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა პროექტებთან და პროგრამის სხვა კომპონენტებთან წვდომაზე. ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ პროექტები ითვალისწინებს ახალ და განახლებულ ტექნოლოგიებს, დანადგარებს,

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 56

აღჭურვილობას შესაძლო აქტივობების განსახორციელებად ღონისძიებით გათვალისწინებული ზოგადი მიზნების მიღწევის მიზნით. იმავდროულად, გათვალისწინებულია ტექნოლოგიების გადაცემა აუცილებლობის შემთხვევაში უფრო ეფექტურო აქტივობებისათვის. იმ სფეროებში, სადაც ფიქსირდება პროექტების მაღალი მსგავსება, გათვალისწინებული იქნება ინოვაციები, თუკი პოტენციური ბენეფიციარები გაერთიანდებიან აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის მიზნით. კომპლემენტარულობა მდგრადი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან ერთად: აღნიშნული ღონისძიება შესაბამისობაშია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სხვა ღონისძიებებთან.

2. ღონისძიებების დამატებითი ღირებულება

დამატებითი ღირებულება და ინოვაცია ვლინდება იმ ფაქტით, რომ იმ საკითხებისადმი განხორციელდება ინოვაციური მეთოდები, რომლებიც მიჩნეულია სერიოზულ ტვირთად ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისათვის. აღნიშნულ საკითხებს არ მიექცა სათანადო ყურადღება სხვა ორგანიზაციების ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიზეზის გამო, ძირითადად მწირი დაფინანსების მიზეზით. არსებული მიდგომა ითვალისწინებს სამეწარმეო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთქმედებას, რაც თავდაპირველადვე წარმოადგენს დამატებით ღირებულებას.

3. უშუალო/ირიბი ბენეფიციარები (მიზნობრივი ჯგუფი)

უშუალო ბენეფიციარები არიან:

• რეგისტრირებული კომპანიები ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე, არსებული ან ახლად დაარსებული (სტარტაპები) მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ან ქალაქ დედოფლისწყაროდან, რომლებმაც განავითარეს ან განავითარებენ ინვესტირებისათვის აუცილებელ საქმიანობიას;

• ფერმერები და კოოპერატივები; • სამეწარმეო ორგანიზაციები კანონმდებლობის თანახმად; • ბიზნეს ასოციაციები კანონმდებლობის თანახმად; • საზოგადოებრივი მომსახურების პროვაიდერები კანონმდებლობის

თანახმად; • კოოპერაციის ფორმები კანონმდებლობის თანახმად;

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 57

• სხვა სახის ბენეფიციარები, რომლებსაც დააარსებს საბჭო კანონმდებლობის თანახმად.

ირიბი ბენეფიციარები არიან:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც სარგებელს იღებს გაუმჯობესებული ცხოვრების პირობებიდან, ტურისტები და ბიზნესი, ასევე თავად საზოგადოება.

5. დახმარების ტიპი

ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს აღნიშნული აქტივობების ხარჯების დაფარვას.

6. დაშვებული და დაუშვებელი აქტივობების ტიპები

არსებობს შემდეგი დაშვებული აქტივობების ტიპები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი:

• ინვესტირება ინოვაციური აქტივობებისა და პროდუქციის შექმნის, განვითარებისა ან დივერსიფიკაციისათვის;

• ინვესტირება აღჭურვილობაში, ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებში ბიზნესისათვის მის შესაბამის საქმიანობაში;

• ინვესტირება აღჭურვილობასა და დანადგარებში, რომლებიც წარმოადგენს ტექნოლოგიების გადაცემის შედეგს, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე ღონისძიებების გატარების მიზნით;

• ინვესტირება ინოვაციურ არამატერიალურ აქტივებში: პროგრამული უზრუნველყოფა, პატენტები, ვებგვერდები და ა.შ.;

• ინვესტირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის; • სხვა სახის საქმიანობა საბჭოს მიერ.

დაშვებული ხარჯები ზემოთხსენებულ აქტივობებთან დაკავშირებით არის: • იმ არსებული სტრუქტურების მშენებლობა, გაფართოება და/ან

მოდერნიზაცია, რომლებიც შექმნილია გარემოს დაცვისა და/ან კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების მიზნით;

• აღჭურვილობის, დანადგარებისა და ინსტრუმენტების შესყიდვისა და დამონტაჟების ხარჯები;

• ინოვაციური ტექნოლოგიების, პროდუქციისა და ა.შ. შესყიდვისა და შექმნის ხარჯები;

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 58

• არამატერიალური ინვესტირება: პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა ან განვითარება და/ან პატენტების, ლიცენზიებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა;

• ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხარჯები. არსებობს არა-დაშვებული ხარჯები:

• გადასახადები; • ნატურით შეტანილი წვლილი (გარდა ადგილობრივი საზოგადოებისათვის

განკუთვნილი პროექტებისა); • მიმდინარე ოპერაციული ხარჯები, მათ შორის ტექნიკური

უზრუნველყოფისა და იჯარისათვის.

7. დაშვებადობის პირობები

განხორციელებული ქმედებები ხელს უნდა უწყობდეს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც მოცემულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში დედოფლისწყაროს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

დაშვებადობის მიზნით, პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ტერიტორიაზე.

• აპლიკანტი უნდა იყოს დაშვებული ბენეფიციარების კატეგორიას მიკუთვნებული;

• აპლიკანტი არ უნდა იყოს გადახდისუუნარო ან ქმედითუუნარო; • ეკონომიკურ-ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა უნდა დადასტურდეს

ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის საფუძველზე; • ინვესტირება მოქცეული უნდა იყოს იმ მხარდაჭერის ჩარჩოში, რომელიც

უზრუნველყოფილია ზემოთხსენებული ღონისძიებებით; • ინვესტირება უნდა შეესაბამებოდეს გარემოსდაცვის კანონს; • აპლიკანტი ვალდებულია, დაამტკიცოს კერძო თანადაფინანსების

შესაძლებლობა; • სხვა პირობები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

8. შერჩევის კრიტერიუმები

ქვემოთ მოცემულია ადგილობრივი შერჩევის კრიტერიუმები:

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 59

- ინოვაციური პროდუქტის, მომსახურების და/ან ტექნოლოგიების შექმნა და განვითარება;

- ინვესტირებამ უნდა მოაგვაროს გარემოსდაცვითი პრობლემები და კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირების საკითხები;

- ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მთელ ტერიტორიაზე რეპლიკაციის შესაძლებობა მსგავსი შედეგებით;

- ადაპტაციის შესაძლებლობა ადგილზე არსებული სიტუაციის შესაცვლელად; - სხვა კრიტერიუმები, რომლებსაც განსაზღვრავს საბჭო.

შერჩევის კრიტერიუმები ეფუძნება თანაბარ დამოკიდებულებას აპლიკანტებთან, ფინანსური რესურსების ეფექტურ გამოყენებას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებით განსაზღვრულ ღონისძებებზე ფოკუსირებას.

9. მოქმედი თანხა და მხარდაჭერის მაჩვენებელი

ინფორმაცია თანხებისა და მხარდაჭერის დონის თაობაზე დეტალურად არის მოცემული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანართში N1 - გრანტების განაწილების მექანიზმი. 10. მონიტორინგის ინდიკატორები

# ბიზნესის ჩართულობა # განხორციელებული აქტივობები # ინვესტირების ღირებულება # სამუშაო ადგილების შექმნა.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 60

დანართი I გრანტების განაწილების მექანიზმი (გგმ)

1. საინფორმაციო პროცესი გრანტის განაცხადის დაწყების პროცესამდე უნდა განხორცილდეს ამომწურავი საინფორმაციო პროცესი, რომლითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფართო აუდიტორიას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია გამოქვეყნდება და მისი ასლები ხელმისაწვდომი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალურ ოფისებში და ყოველო სოფლის საკრებულოში. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემოკლებული ვერსია, რომლითაც მოცემული იქნება ინფორმაცია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ, ასევე ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება საჯარო საინფორმაციო შეხვედრები კონკრეტულ დღეებში ყოველ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ, საბოლოო ვადების, პროექტის წარდგენისა და შეფასების შესახებ და ა.შ. აღნიშნულ შეხვედრებზე, მონაწილეებს ასევე განუმარტავენ კონცეფციის ფორმების შევსების წესებს. პროექტის „PROCEED“ გუნდი უზრუნველყოფს იმ აპლიკანტების მხარდაჭერას, რომელთაც არ გააჩნიათ შესაძლებლობა, ელექტრონულად შეავსონ ან ელექტრონული ფოსტით გააგზავნონ კონცეფციის ფორმები მოთხოვნის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ შეხვედრებზე. ინფორმაცია გრანტების შესაძლებლობაზე ასევე გამოქვეყნდება ადგილობრივ მედიაში ფართო აუდიტორიისათვის.

2. საგრანტო პროექტის ფონდები და თანადაფინანსება გრანტის ფინანსები ხელმისაწვდომი იქნება წარმატებული პროექტების მხარდასაჭერად. დაფინანსების ის მინინალური ოდენობა, რომელზეც შესაძლებელია განაცხადის გაკეთება, შეადგებს 1,000 ევროს (გაცემის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის თანახმად ეროვნულ ვალუტაში), ხოლო მაქსიმალური თანხა კი 60,000 ევროს (გაცემის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის თანახმად ეროვნულ ვალუტაში), შესაბამისად, დაფინანსების საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 20,000 ევროს (გაცემის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის თანახმად ეროვნულ ვალუტაში). სასურველია თანადაფინანსება მოხდეს ნაღდი ფულით აპლიკანტის მიერ, რისი ოდენობაც დამოკიდებული იქნება აპლიკანტის სტატუსსა და პროექტის ჯამურ თანხაზე. დაფინანსება ნატურით არ არის დაშვებული გარდა ადგილობრივი

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 61

საზოგადოებისათვის. თანადაფინანსება სავალდებულოა შემდეგი აპლიკანტებისათვის4:

• კომერციული ერთეულები (შპს, სს და ა.შ.) - მინიმალური 40%; • მუნიციპცალური და სამთავრობო უწყებები - მინიმალური 25%; • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები - მინიმალური 25%; • არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და სხვა სახის ორგანიზაციები

- მინიმალური 10%; • ადგილობრივი საზოგადოება და პარტნიორობა მუნიციპალიტეტთან -

მინიმალური 10% პლუს 20% ნატურით; • ინდივიდები (სტარტაპები) 40,000 ლარამდე (ჯამური ბიუჯეტი) – 25%.

თანადაფინანსების პროცენტი ითვლება ჯამური ბიუჯეტიდან, მაგალითად, თუკი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 40,000 ლარს, 25% უდრის 10,000 ლარს. თანადაფინანსება შეიძლება განხორციელდეს აპლიკანტის საკუთარი ფონდიდან ან სხვა დონორი სააგენტოდან. თანადაფინანსება, რომელიც ხორციცელდება აპლიკანტის ფონდიდან, ირიცხება ანგარიშვალდებული ორგანოს ანგარიშზე და გამოიყენება საგრანტო თანხებთან ერთად პროექტის განაცხადში მოცემული ნივთების შესასყიდად (იხ. ნაწილი 6.4).

3. განაცხადის წარდგენა და შერჩევის პროცესი ყოველმა აპლიკანტმა უნდა გაიაროს სამი ეტაპი პროექტის წარდგენის მიზნით და გრანტის დაფინანსების მისაღებად. ყოველი ეტაპის დროს განხორციელდება შერჩევის პროცესი, ხოლო თითოეული პროექტი საბოლოოდ დამტკიცდება ან უარყოფილი იქნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წევრების უმრავლესობის მიერ, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან საბჭოს მიერ. ეს სამი ეტაპია: ეტაპი 1: კონცეფციის ფორმის წარდგენა; ეტაპი 2: სრული აპლიკაციის წარდგენა; ეტაპი 3: ტექნიკური შეფასება ეტაპი 1: კონცეფციის ფორმის წარდგენა; კონცეფციის ფორმა გახლავთ ის მარტივი ფორმა, რომელშიც აპლიკანტი წარმოადგენს საკუთარი პროექტის იდეას. აღნიშნულ ფორმაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება იმის შესაფასებლად, იქნება თუ არა აპლიკანტი შერჩეული სრული განაცხადის წარდგენის ეტაპისათვის.

4 დეტალური გრაფა იმ საკუთარი კონტრიბუციების თაობაზე, რომლებიც დაკავშირებულია ჯამურ ბიუჯეტთან, მოცემულია კონცეფციის ტენდერისათვის და წარმოდგენილი იქნება საჯარო შეხვედრებზე.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 62

1. აპლიკანტის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია

იმ ინდივიდის, ორგანიზაციის ან კომპანიის დასახელება ან სახელი, რომელიც განაცხადს წარადგენს გრანტის მისაღებად, მათ შორის სრული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა.

2. იურიდიული სტატუსი

აპლიკანტის რეგისტრაცია (აუცილებლობის შემთხვევაში)

3. პროექტის დასახელება

პროექტის მოკლე დასახელება (მაქსიმუმ 10 სიტყვა)

4. პროექტის ლოკაცია

დედოფლისწყაროს თემი/სოფელი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი

5. პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის განხორციელების ვადა (დასაწყისი-დასასრული)

6. კავშირი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან

იმის განმარტება, თუ პროექტის რომელ მიზანს/პრიორიტეტს შეესაბამება იგი

7. პროექტის მოკლე აღწერილობა

ინფორმაცია პროექტის, მიზნისა და ბენეფიციარების/სარგებელის შესახებ (მაქსიმუმ 200 სიტყვა)

8. უშუალო და ირიბი ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა

ინფორმაცია იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც მიიღებენ უშუალო ან ირიბ სარგებელს პროექტისაგან

9. პროექტის სავარაუდო ხარჯები

პროექტის დაახლოებითი ჯამური ხარჯი

10. პროექტით მოთხოვნილი თანხები

დაფინანსების ჯამური თანხა

11. საკუთარი წვლილი

საკუთარი წვლილით დაფინანსებული ჯამური თანხა.

აპლიკანტი ვალდებულია, შეავასოს ფორმის ყველა ველი და წარადგინოს იგი საბოლოო ვადის დადგომამდე. კონცეფციის ყველა ფორმა წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected] - ხელნაწერი ვერსიები არ მიიღება. ნებისმიერი ფორმის განაცხადი, რომელიც წარდგენილი იქნება საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ, არ მიიღება განსახილველად. აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას მათი განაცხადის მიღების შესახებ.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 63

კონცეფციის ფორმის შეფასება კონცეფციის ფორმის განაცხადი გაანალიზდება და შეფასდება პროექტის „PROCEED“ გუნდის მიერ და წარედგინება პროექტიების შესარჩევ კომიტეტს დასამტკიცებლად. პროექტის „PROCEED“ გუნდი შეაფასებს პროექტის მიერ ყველა საკვანძო კრიტერიუმთან შესაბამისობას. კონცეფციის ფორმა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• გეოგრაფიული მდებარეობა: პროექტი უნდა მდებარეობდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრებში;

• გრანტის თანხა: გრანტის თანხა არ უნდა იყოს 1,000 ევროზე (გაცემის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის თანახმად ეროვნულ ვალუტაში) ნაკლები და 60,000 ევროზე (გაცემის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის თანახმად ეროვნულ ვალუტაში) მეტი;

• პროექტის ვადა: პროექტის დასრულება შესაძლებელი უნდა იყოს 2019 წლის 30 ივნისამდე;

• თანადაფინანსება: თანადაფინანსების თანხა უნდა შეესაბამებოდეს იმ თანხას, რომელიც მოთხოვნილია აპლიკანტის სტატუსის მიხედვით (იხ. ნაწილი 6.2);

• კავშირი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან: განაცხადი უნდა განსაზღვრავდეს იმას, რომ პროექტი შეესაბამება ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის არანაკლებ ერთ მიზანს და არანაკლებ ერთ პრიორიტეტს. შესაძლებელია, იგი შეესაბამებოდეს ერთზე მეტ მიზანსა და პრიორიტეტს.

• ბენეფიციარები: იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც პროექტიდან მიიღებენ უშუალო ან ირიბ სარგებელს.

• აპლიკანტის იურიდიული სტატუსი: კომერციული, არა-მომგებიანი პროექტებისათვის, აპლიკანტი უნდა იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი. არაკომერციული პროექტებისათვის, აპლიკანტი შეიძლება იყოს რეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუკი აპლიკანტს უარი ეთქვა საბჭოს მიერ, მას წარედგინება წერილობითი შეტყობინება მისი პროექტის დაწუნების მიზეზის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი კონცეფციის ფორმას საბჭო მიიღებს, აპლიკანტი გადადის შემდეგ ეტაპზე და წარადგენს სრულ განაცხადს.

შენიშვნა: კონცეფციის ფორმის მიღება აღნიშნულ ეტაპზე არ წარმოადგენს დაფინანსების გარანტიას. ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს გააჩნია სრული მოქმედების თავისუფლება აპლიკაციის დაფინანსების განსაზღვრაში. ეტაპი 2: სრული განაცხადი კონცეფციის ფორმის მიღების შემდეგ, აპლიკანტს მოიწვევენ სააპლიკაციო სემინარზე დასასწრებად. სემინარზე აპლიკანტს მიეწოდება ინფორმაცია განაცხადის წარდგენის პროცესის, განაცხადის ფორმის შევსებისა და აპლიკაციის ბიუჯეტის შესახებ. მას ასევე მიეწოდება ინფორმაცია სრული განაცხადის ფორმის

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 64

წარდგენის საბოლოო ვადების შესახებ. განაცხადის ფორმის შინაარსი მოცემულია ცხრილში: სრული განაცხადის შინაარსი

სრული განაცხადის ფორმის შინაარსი

შენიშვნები

ველები 1-დან 5-მდე იგივა, რაც კონცეფციის ფორმაში

შემდეგი ინფორმაცია: აპლიკანტის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, იურიდიული სტატუსი, პროექტის დასახელება, ადგილმდებარეობა და ხანგრძლივობა

6. ზოგადი ინფორმაცია აპლიკანტის შესახებ

აპლიკანტის გამოცდილების დახასიათება კონკრეტული აქცენტით იმ გამოცდილებაზე, რომელიც დაკავშირებულია პროექტის მიზნებთან.

7. კავშირი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან

დეტალური განმარტება იმის თაობაზე, თუ რა წვლილი შეაქვს პროექტს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში და აკმაყოფილებს თუ არა მის მიზნებს, პრიორიტეტებს და ღონისძიებებს.

8. პროექტის დასაბუთება განმარტებები არსებულ სიტუაციაზე და იმაზე, თუ რა საჭიროებებს ან მოთხოვნებს აკმაყოფილებს პროექტი, ვინ მიიღებს მისგან სარგებელს და რა სახით, რა სახის კონსულტაციები და კვლევები ჩატარდა ამ საჭიროებების/მოთხოვნების გამოსავლენად.

9. პროექტის დეტალური აღწერილობა

განმარტებები იმაზე, თუ რა აქტივობები იგეგმება პროექტით და როგორ განხორციელდება ისინი.

10. პროექტის სამუშაო გეგმა სამუშაო გეგმის ცხრილი უნდა შეივსოს იმგვარად, რომ გადმოსცემდეს განსახორციელებელ აქტივობებს, განხორციელების დროსა და პერიოდს.

11. პროექტის გავლენა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს პროექტი და ვინ მიიღებს მისგან სარგებელს.

12. გადაადგილება/დამახინჯება

განმარტებები იმის შესახებ, თუ რა უარყოფით გავლენას არ მოახდენს პროექტი არსებულ აქტივობებზე ან ბიზნესზე ან არ დაამახინჯებს ბაზარს.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 65

13. მდგრადობა განმარტებები იმის შესახებ, თუ რა სახით დაფინანსდება პროექტი მომავალში და ვინ იქნება პასუხიმსგებელი მის ზედამხედველობაზე.

გარდა სრული განაცხადის ფორმისა, აპლიკანტმა ასევე უნდა შეავსოს დეტალური ბიუჯეტის ფორმა, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება მის მიერ შესასყიდი ნივთების სია და ასევე, მოცემული იქნება რეალისტური ხარჯები. ბიუჯეტის ფორმა ასევე უნდა მოიცავდეს აპლიკანტის თანადაფინანსების წვლილს.

იმ შემთხვევაში, თუკი აპლიკანტი წარმოადგენს კომერციულ ერთეულს, მაშინ ბიზნეს რეგისტრაციის დოკუმენტების ასლები თან უნდა დაერთოს განაცხადს. შესაბამისად, თუკი აპლიკანტი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას ან ასოციაციას, მაშნ რეგისტრაციის დოკუმენტაცია და დებულება თან უნდა დაერთოს განაცხადს.

შენიშვნა: ამასთან, აპლიკანტი არ არის ვალდებული, წარადგინოს ისეთი მხარდამჭერი დოკუმენტაცია, როგორიცაა ბიზნეს გეგმა ან ფულადი ნაკადების ცხრილები (ბიზნეს განაცხადისათვის) ან სამუშაოთა მასშტაბი და ტექნიკური გეგმა (სამშენებლო პროექტისათვის) ან სხვა ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იქნება მესამე ეტაპზე.

ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით კონკრეტულ ელ.ფოსტის მისამართზე საბოლოო ვადის ამოწურვამდე. იმ შემთხვევაში, თუკი აპლიკანტი განაცხადს წარადგენს ვადის ამოწურვის შემდეგ, განაცხადი მიიჩნევა ძალადაკარგულად და გაუქმებულად და არ მიიღება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მიერ განსახილველად.

სრული განაცხადის შეფასება განაცხადის დოკუმენტაციის შეჯერებასა და ორგანიზებას ახდენს პროექტის „PROCEED“ გუნდი. პროექტის გუნდი ეწვევა თითოეული პროექტის აპლიკანტსა და ადგილმდებარეობას მეტი ინფორმაციის მისაღებად პროექტის იდეის შესახებ და განაცხადის ან ბიუჯეტის ბუნდოვანი ნებისმიერი საკითხის გასარკვევად. ამ ვიზიტების შემდეგ, პროექტის გუნდი შეადგენს მოკლე ანგარიშს,5 რომელიც უნდა წარედგინოს პროექტების შესარჩევ კომიტეტს პროექტის შეფასებისა და რეკომენდაციების გაცემისათვის საბჭოსათვის. პროექტების შესარჩევი კომიტეტი

5 შენიშნვა: პროექტის „PROCEED“ გუნდი არ წარმოადგენს შერჩევის პროცესის ნაწილს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დამატებით ინფორმაციას წარუდგენს პროექტების შესარჩევ კომიტეტს შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 66

აფასებს თითოეულ პროექტს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით6:

• წარდგენილი პროექტის კავშირი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის

მიზნებთან და პრიორიტეტებთან; • აპლიკანტის გამოცდილება და ზოგადი ინფორმაცია პროექტის

განხორციელების თაობაზე; • იმის დასაბუთება, რომ აღნიშნული პროექტისათვის არსებობს საჭიროება და

მოთხოვნა; • პროექტის აღწერილობა და მისი განხორციელების ზუსტი ვადა; • პროექტის გავლენის აღწერა; • მდგარდობის გეგმა; • კარგად გათვლილი და რეალისტური ბიუჯეტი; • ქალთა და ახალგაზრდათა ჩართულობა პროექტში; • შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა; • უშუალო და ირიბი ბენეფიციარების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში, თუკი პროექტების შესარჩევი კომიტეტი დაადგენს, რომ განაცხადს თან არ ახლავს საკმარისი ინფორმაცია შეფასებისათვის, კომიტეტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აპლიკანტთან ვიზიტის თაობაზე ან მოითხოვოს აპლიკანტისაგან კომიტეტში შეხვედრა და პროექტის უფრო დეტალური განმარტება.

სრული განაცხადის შერჩევა საბჭო იწვევს სპეციალურ შესარჩევ სხდომას, რომელზეც პროექტების შესარჩევი კომიტეტი წარმოადგენს რეკომენდაციებს მიღებული და შეფასებული პროექტების შესახებ. საბჭო კენჭისყრას მართავს თითოეულ პროექტზე და საბჭოს უფლებამოსილ წევრთა ხმათა უმრავლესობით საგულდაგულოდ ირჩევს პროექტს. იმ შემთხვევაში, თუკი საბჭოს წევრები გადაწყვეტენ, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება პროექტების შესარჩევი კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე, ისინი უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ შეხვედრა აპლიკანტთან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ყველა დაწუნებული აპლიკანტი მიიღებს წერილობით შეტყობინებას პროექტის გუნდის მიერ, რომელშიც მოცემული იქნება საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველი პროექტის უარყოფის შესახებ. ყველა შერჩეული აპლიკანტი - აუცილებელობის შემთხვევაში - გადადის მესამე ეტაპზე ტექნიკური განაცხადის წარსადგენად. ის განაცხადები, სადაც პროექტი არ ექვემდებარება ტექნიკურ შეფასებას,

6 კრიტერიუმები განისაზღვრება თითოეული კონკურსისთვის.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 67

დაუყოვნებლივ გაეგზავნება ანგარიშვალდებულ ორგანოს7 (იხ. ნაწილი 6.4) საბოლოოდ დასამტკიცებლად ქვე-გრანტის ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

ეტაპი 3: ტექნიკური შეფასება ტექნიკური შეფასების ეტაპი სავალდებულოა შემდეგი აპლიკანტებისათვის:

1. ბიზნეს სტარტაპები ან გაფართოების პროექტები; 2. სამშენებლო ან სარეაბილიტაციო პროექტები.

ბიზნეს სტარტაპები ან გაფართოების პროექტები

ის აპლიკანტები, რომლებიც წარადგენენ ბიზნეს განვითარების პროექტს, ვალდებულნი არიან, საბჭოს წარუდგინონ სრული ბიზნეს გეგმა, რომელშიც მოცემული იქნება ფულადი ნაკადების განაცხადი და ყველა ფინანსური პროექცია. ის ბიზნესები, რომლებიც აღნიშნულს განახორციელებენ მხარდაჭერის გარეშე, უფლებამოსილნი არიან, წარადგინონ საკუთარი ბიზნეს გეგმა დაუყოვნებლივ. იმ ბიზნესებს, რომლებსაც დამატებითი მხარდაჭერა ესაჭიროებათ, ჩაუტარდებათ უფასო ბიზნეს დაგეგმარების ტრენინგები, რომელთა შემდეგაც აპლიკანტს მიეცემა კონკრეტული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია შეავსოს გეგმა და წარადგინოს იგი. ყველა ბიზნეს გეგმა შეფასდება დამოუკიდებელი ბიზნეს კონსულტანტების მიერ, ხოლო მათი რეკომენდაციები გეგმის ეფექტურობის შესახებ წარედგინება საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამშენებლო ან სარეაბილიტაციო სამუშაოები ის აპლიკანტები, რომლებიც წარადგენენ სამშენებლო ან სარეაბილიტაციო პროექტებს, ვალდებულნი არიან, საბჭოს წარუდგინონ ამომწურავი საპროექტო დოკუმენტაცია და ანგარიშფაქტურა. გარდა ამისა, აპლიკანტი ვალდებულია, წარადგინოს საბუთი მიწის მფლობელობის შესახებ და სხვა აუცილებელი სამშენებლო ნებართვები. ყველა დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს აპლიკანტის ხარჯით და იმ კონკრეტულ ვადებში, რომელსაც განსაზღვრავს საბჭო. დოკუმენტაცია წარედგინება ინჟინერ-კონსულტანტს, რომელიც საბჭოს/პროექტის სახელით წარადგენს საკუთარ რეკომენდაციებსა და ანალიზს. იმ შემთხვევაში, თუკი ყველა პროექტი და დოკუმენტაცია მიღებულია, პროექტი მტკიცდება საბჭოს მიერ.

4. ხელშეკრულების ხელმოწერა და შესყიდვის პროცესი საბჭოს მიერ პროექტის განაცხადის მიღების შემდეგ, ისინი პროექტის გუნდის მიერ წარედგინება ანგარიშვალდებულ ორგანოს საბოლოო გადასინჯვისათვის იმის

7 ანგარიშვალდებული ორგანო წარმოადგენს პროექტის „PROCEED“ ნაწილს და წარმოდგენილი იქნება პროექტის დირექტორის მიერ.

Local Development Strategy (LDS) Dedoplistskaro Grand Distribution Mechanism

page 68

უზრუნველსაყოფად, რომ ყველა პროცედურა სათანადოდ იქნა დაცული. ამ მხრივ, თუკი ანგარიშვალდებული ორგანო აღმოაჩენს რაიმე სახის დარღვევას ზემოთხსენებულ პროცედურებში ან რაიმე ინტერესთა კონფლიქტს, იგი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ქვე-გრანტის ხელშეკრულების ხელმოწერაზე. იმ შემთხვევაში, თუკი განაცხადი და შესარჩევი დოკუმენტაცია წესრიგშია, წარმატებული აპლიკანტი ხელს აწერს ქვე-გრანტის ხელშეკრულებას (ქგხ) ანგარიშვალდებულ ორგანოსთან. აღნიშნული ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს პროექტის განხორციელებისა და დაფინანსების თაობაზე, და ასევე ხელშეკრულების ვადებსა და პირობებს.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, აპლიკანტი ვალდებულია, თანადაფინანსება გადასცეს ანგარიშვალდებულ ორგანოს. აღნიშნული თანადაფინანსების თანხები გრანტის თანხებთან ერთად მოხმარდება აპლიკანტის ბიუჯეტში მოცემული ნივთების შესყიდვას. შესყიდვები უნდა განხორციელდეს აპლიკანტის სახელით ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ აპლიკანტთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული შესყიდვები ეხება სამშენებლო ან სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ანგარიშვალდებული ორგანო და აპლიკანტი იწყებენ კონკურსის პროცესს სამშენებლო კომპანიის მომსახურების უზრუნველსყოფად.

შესყიდვებისა და სამშენებლო საქმიანობის დასრულების შემდეგ, ყველა აქტივი, ობიექტი და ინფრასტრუქტურა გადაეცემა აპლიკანტს, რომელიც პასუხისმგებელია მათ სამომავლო გამოყენებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე.

5. შერჩევის გამჭვირვალობა და საჩივრების მექანიზმი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია განაცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, უნდა წარედგინოს შესაბამის აპლიკანტს. ყველა წარმატებული განაცხადი და პროექტის აღწერილობა, რომელიც ექვემდებარება დაფინანსებას, გამოქვეყნდება ჩვეულებრივი ფორმით. ყველა დაწუნებული განაცხადის შესახებ აპლიკანტი მიიღებს შეტყობინებას პროექტის გუნდისაგან წერილობითი სახით, რომელშიც მოცემული იქნება განაცხადის დაწუნების დეტალური საბაბი. ნებისმიერი აპლიკანტი, რომელიც ჩათვლის, რომ მათი პროექტი არასამართლიანად დაიწუნეს, ან გადაწყვეტს რომ მოცემული პროცედურები არ იყო სათანადოდ დაცული, უფლებამოსილია, დაუკავშირდეს ანგარიშვალდებულ ორგანოს და წარუდგინოს საჩივარი, რომელსაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი ინფორმაცია აპლიკანტისათვის წარსადგენად. იმ შემთხვევაში, თუკი საჩივარი ეფუძნება მტკიცე საფუძველს, მაშინ ანგარიშვალდებული ორგანო ვალდებულია, შეხვდეს საბჭოს და განიხილოს აღნიშნული საკითხები და განსაზღვროს გასატარებელი ღონისძებები დაწუნებული განაცხადის ხელახლა მისაღებად პროგრამაში.