განაცხადის რეგისტრაციის ...2...

13
განაცხადის რეგისტრაციის სახელმძღვანელო იურიდიული პირებისათვის

Transcript of განაცხადის რეგისტრაციის ...2...

Page 1: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

განაცხადის რეგისტრაციის

სახელმძღვანელო

იურიდიული პირებისათვის

Page 2: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

2

რეგისტრაცია

1.შედიხართ ვებ-გვერდზე www.eauction.ge

2.ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს ,,რეგისტრაცია“:

3. აირჩიეთ იურიდიული პირი ,

შემდეგ რეზიდენტი ან არარეზიდენტი

Page 3: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

3

1. შეიყვანეთ ორგანიზაციის

საიდენტიფიკაციო კოდი. იურიდიული

ფორმა, ორგანიზაციის დასახელება და

მისამართი ავტომატურად შეივსება.

2. შეიყვანეთ საკონტაქტო ტელეფონის

ნომრები და ფოსტა. მიაქციეთ

ყურადღება ველების სისწორეს.

3. შეიყვანეთ პასუხისმგებელი პირის

პირადი ნომერი სახელი და გვარი.

4. შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და

დააჭირეთ ხელი „შემოწმებას“

5. შეიყვანეთ პაროლი. აუცილებელია

ლათინური ასოებისა და ციფრების

კომბინაცია. მინიმალური

სიმბოლოების რაოდენობა 6.

6. ამანათის მიღების მისამართშიც

შეგიძლიათ კვლავ იურიდიული

მისამართი მიუთითოთ.

7. მიუთითეთ ორგანიზაციის საბანკო

რეკვიზიტები.

8. გაეცანით წესებს და პირობებს და

ლოტის განთავსების წესებს და

პირობებს. მონიშნეთ დიახ თუ

ეთანხმებით და დააჭირეთ

რეგისტრაციას.

Page 4: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

4

საბანკო რეკვიზიტების დამატება

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ მითითებული საბანკო რეკვიზიტები აუცილებელია

დაამატოთ შემდეგნაირად.

შეამოწმეთ თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს

მითითებული ელ. ფოსტა სადაც მიიღებთ აქტივაციის

ბმულს. გადადით ბმულზე და შეიყვანეთ მობილურ

ტელეფონზე SMS-ით მოსული კოდი.

Page 5: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

5

ლოტის განთავსება

ავტორიზაციის წარმატებით გავლის შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული

ღილაკით “გაყიდე ქონება“ გადადიხართ ლოტის რეგისტრაციის ფანჯარაში.

განაცხადის რეგისტრაცია 4 ეტაპისგან შედგება.

Page 6: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

6

პირველი ეტაპია „გაყიდვის ტიპი“ სადაც უნდა მიუთითოთ იმ საქონლის

კატეგორია და ქვეკატეგორია, რომელსაც ყიდით და აირჩიოთ გაყიდვის 4 ფორმიდან

ერთ-ერთი.

თითოეულ გაყიდვის ფორმას გააჩნია განსხვავებული ვაჭრობის პროცესი.

1) ელექტრონული აუქციონი

აუქციონზე ვაჭრობა მიმდინარეობს დასრულების სავარაუდო თარიღამდე,

აუქციონის ბოლოს, ბოლო ბიჯიდან დროის ამოწურვამდე თუ განხორციელდა

ფასის დამატება, დარჩენილ დროს დაემატება +2 წუთი. ეს გაგრძელდება

მანამდე, სანამ არ შეწყდება ვაჭრობა. კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია

დამატებითი ველები. სავალდებულოა ყველა ის ველი, რომელიც წითლად არის

მონიშნული.

2) ელექტრონული მაღაზია

ელექტრონული მაღაზიის შემთხვევაში ხდება ლოტის ერთჯერადად ყიდვა.

სავალდებულოა ყველა ის ველი, რომელიც წითლად არის მონიშნული.

3) საჯარო აუქციონი

საჯარო აუქციონზე არ მიმდინარეობს online ვაჭრობა საიტზე, ეს არის

მხოლოდ ინფორმაციული სახის ლოტი, საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ.

სავალდებულოა ყველა ის ველი, რომელიც წითლად არის მონიშნული.

4) პროცენტით ვაჭრობა

პროცენტით ვაჭრობა ელექტრონული აუქციონის სახეობაა. რომლის დროსაც

აუქციონზე ვაჭრობა მიმდინარეობს არა თანხობრივად, არამედ პროცენტობით.

Page 7: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

7

ყველა აუცილებელი ველის შევსების შემდეგ გვერდის ბოლოში არსებულ

ტექსტურ ველებში „აღწერილობა“ და „მოკლე აღწერილობა“ და „პირობა“

შეგიძლიათ მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია გასაყიდი ქონების

მდგომარეობისა და თვისებებისა და აუქციონის პირობების შესახებ.

Page 8: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

8

ვაჭერთ ღილაკს „შემდეგი“ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც უნდა ატვირთოთ გასაყიდი

ქონების სურათები.

მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ღილაკით „ატვირთე“ ირჩევთ სურათებს თქვენი

კომპიუტერიდან. თითოეული სურათის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1 მეგაბაიტს.

(ასევე შესაძლებელია რაიმე ფაილის ატვირთვაც)

ვაჭერთ ღილაკს „შემდეგ“ სადაც თქვენი ანგარიშის ნომრებიდან ირჩევთ ერთ-

ერთს გადავდივართ ისევ შემდეგ გვერდზე.

Page 9: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

9

გადავდივართ სამუშაო სიაში სადაც ჩანს თქვენს მიერ შექმნილი განცხადებების

სია.

განცხადებების დასარედაქტირებლად ფანჯარა გაწიეთ მარჯვნივ, სადაც

თითოეული განცხადების ბოლოში იხილავთ შემდეგ კონტროლის ღილაკებს:

კონტროლის ღილაკები:

დათვალიერება

რედაქტირება

კლონირება

მზადაა დასადებად

ლოტის ავტორი

ცვლილების ისტორია

წაშლა

თუ თქვენი ლოტი მზადაა გამოსაქვეყნებლად დააჭირეთ ღილაკს „მზადაა

დასადებად“

Page 10: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

10

o მომსახურების საფასურის გადახდა

მომსახურების საფასურის გადახდა შეგიძლიათ გადაიხადოთ 3 მეთოდიდან ერთ-

ერთის საშუალებით:

1) პლასტიკური ბარათის მეშვეობით

აირჩევთ ბანკს და პლასტიკური ბარათის მეშვეობით შეგიძლიათ გადაიხადოთ

მომსახურების საფასური.

Page 11: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

11

გამოსულ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ ბარათის მფლობელი, ბარათის ნომერი,

ბარათის მოქმედების ვადა და CVV2/CVC2 სამნიშნა კოდი, რომელიც მითითებულია

Page 12: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

12

თქვენი პლასტიკური ბარათის უკანა მხარეს.

2) გადარიცხვით

იმ შემთხვევაში თუ მომსახურების საფასური გადახდა ხდება გადარიცხვით, ლოტის

რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ დათვალიერებით შევდივართ

განაცხადში, შემდეგ დანიშნულებაში და ვაჭერთ “კოპირების” ღილაკს, ვაკოპირებთ

დანიშნულების ტექსტს საგადახდო დანიშნულებაში.

3) ნაღდი ანგარიშსწორებით

იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ნაღდი

ანგარიშსწორებით, უნდა მიხვიდეთ ლიბერთი ბანკის ფილიალში და შესაბამისი

განაცხადის ნომრით გადაიხდით მომსახურების თანხას.

Page 13: განაცხადის რეგისტრაციის ...2 რეგისტრაცია 1.შედიხართ ვებ-გვერდზე 2.ზედა

13

მომსახურების თანხის გადახდის შემდეგ თქვენი განცხადება

გააქტიურდება; დააჭერთ ღილაკს „მზადაა დასადებად“ თქვენი

განაცხადი გაიგზავნება eauction.ge-ის ადმინისტრატორთან.

თქვენი განცხადება „სამუშაო სიიდან“ გადაინაცვლეს

„გატარებულ„ განაცხადებში ხოლო ადმინისტრატორის

დადასტურების შემთხვევაში _ ჩანართში „დადასტურებული“

o ახალი განცხადება ამ ველის მეშვეობით შეგიძლიათ ახალი განაცხადის

რეგისტრაცია

o ყველა ამ ჩანართში გამოჩნდება თქვენს მიერ შექმნილი ყველა განცხადება

o მომხმარებლის განაცხადი_ გამოჩნდება მხოლოდ ის განცხადებები, რომელიც

უკვე გადაუგზავნეთ ადმინისტრატორს და ჯერ არ არის დადასტურებული

o უარყოფილი _სიაში გვექნება ელექტრონული აუქციონის მენეჯერის მიერ

დაწუნებული ლოტების ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

o დადასტურებული _ გამოჩნდება ადმინისტრატორის მიერ დადასტურებული

განცხადებები.

o სამუშაო სია_ სიაში გამოჩნდება ის განცხადებები , რომლებიც ჯერ არ

გაგიგზავნიათ ადმინისტრატორისთვის.

o შედეგები_(ლოტის გამოქვეყნების შემდეგ არსებული სტატუსები გაყიდულია

(sold)(ჩატარებულია აუქციონი, რომელზეც ერთი ბიდი მაინც დაიდო

/გაყიდული მაღაზიის ლოტი) არ გაყიდული (closed)(არშემდგარი აუქციონი,

რომელზეც ერთი ბიჯიც არ დაიდო / არ გაყიდული მაღაზიის ლოტები)

eauction.ge-ის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს!!