დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web...

54
პპპპპპპ სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს №---- 2016 სსსს ---------------- ს. სსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსსს, სსსსსსსს სს სსსსსსსსსსს სსსსსს, სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსსსსსს სს სსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსს 1. ,,ნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნ“ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნ-12 ნნნნნნნ ნნ ,,ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნ“ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნ-6 ნნნნნნ ნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნნნნნ, ნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნ ნნნნ. სსსსს 2. ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ---------. სსსსსსს-სსსსსსსს ს. სსსსსსსსსსსს 2015

Transcript of დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web...

Page 1: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

პროექტი

საქართველოს მთავრობისდადგენილება №----

2016 წლის ---------------- ქ. თბილისი

სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების აღწერის, მოძიების, მიღებისა და გამოყენების მიზნით, მეტამონაცემების შექმნის, განახლებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების აღწერის, მოძიების, მიღებისა და გამოყენების მიზნით მეტამონაცემების შექმნის, განახლებისა და შენახვის წესი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს ---------.

პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი

2015

Page 2: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების აღწერის, მოძიების, მიღებისა და გამოყენების მიზნით

მეტამონაცემების შექმნის, განახლებისა და შენახვის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოში სივრცითი მონაცემების

ნაკრებებისა და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების აღწერის, მოძიების და გამოყენების მიზნით მეტამონაცემების შექმნის, განახლების და შენახვის წესსა და პირობებს.

2. წინამდებარე წესი ვრცელდება სახელმწიფო ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებზე, მათი მმართველობის სფეროში შემავალ და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებზე, ასევე, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე (შემდგომში - სუბიექტი), რომელთა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სივრცითი მონაცემების შექმნა, შენარჩუნება, მომსახურებასა და განვითარებასთან.

3. წინამდებარე წესი ვრცელდება მეტამონაცემებზე, რომლებიც აღწერენ ყველა იმ რესურსს (სივრცით მონაცემთა ნაკრებები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისი),  რომლებიც არსებობენ ციფრულ ფორმატში და რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ვირტუალურ ქსელურ სტრუქტურას, რომელიც მოიცავს გეორეფერენცირებულ მონაცემებს, სივრცითი მონაცემების რესურსებს, მეტამონაცემების სისტემას, სივრცითი მონაცემების თემატურ ნაკრებებთან და მეტამონაცემებთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს და ტექნოლოგიებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ხელშეკრულებებს სივრცითი მონაცემების გაზიარების, წვდომისა და გამოყენების თაობაზე; კოორდინირებისა და მონიტორინგის მექანიზმებს, პროცესებს და პროცედურებს, რომელთა შექმნა, ამოქმედება და გამოყენება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული სივრცითი მონაცემების ეფექტურ თავმოყრას, მართვას, შენახვას, განახლებასა და გავრცელებას;

ბ) სივრცითი მონაცემი (გეოგრაფიული მონაცემი) - ნებისმიერი მონაცემი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალს;

გ) სივრცითი მონაცემების ნაკრები - ძირითადი საერთო მახასიათებლების მქონე სივრცით მონაცემთა იდენტიფიცირებადი ერთობლიობა;

დ) სივრცითი ობიექტი - რეალურ სამყაროში არსებული მოვლენის აბსტრაქტული გამოხატულება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ადგილმდებარეობასთან სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალთან;

2

Page 3: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

ე) მეტამონაცემები - სივრცითი მონაცემებისა და მასთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების აღწერილობის შემცველი ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელს ხდის მათ მოძიებას, აღწერასა და გამოყენებას;

ვ) სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისი - ოპერაცია ან ოპერაციების ერთობლიობა, რომელიც კომპიუტერული აპლიკაციის გამოყენებით შეიძლება განხორციელდეს სივრცით მონაცემებზე ან მასთან დაკავშირებულ მეტამონაცემებზე;

ზ) გეოპორტალი - ინტერნეტ რესურსი ან მისი ექვივალენტი, რომელიც უზრუნველყოფს მეტამონაცემებზე, სივრცითი მონაცემების ნაკრებებზე და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებზე წვდომას;

თ) ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელობა) - სივრცითი მონაცემების ნაკრებების კომბინირებისა და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული სერვისების ურთიერთკავშირის შესაძლებლობა, პერიოდული მექანიკური ჩარევების გარეშე მონაცემთა ნაკრებებისა და ელექტრონული სერვისების ხარისხის თანმიმდევრულად ზრდის მისაღწევად;

ი) სტანდარტი - კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისთვის, გარკვეულ სფეროში, ოპტიმიზაციის მიზნით, სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის, ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს;

კ) საქართველოს სტანდარტი სსტ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი;

ლ) საერთაშორისო სტანდარტი - პროდუქტების, სერვისების და სისტემების მსოფლიო დონის სპეციფიკაცია, რომელთანაც თავსებადობა უზრუნველყოფს ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობას;

მ) მეტამონაცემის ელემენტი - მეტამონაცემების განსაზღვრულ რესურსთან დაკავშირებული ცალკეული ელემენტი - „დისკრეტული ერთეული“ საქართველოს სტანდარტის სსტ ისო 19115-1:2014/2014-ის შესაბამისად;

ნ) ხარისხი - პროდუქტის მახასიათებლების ერთობლიობა, დაკავშირებული მის შესაძლებლობასთან დააკმაყოფილოს მოთხოვნილი და ნაგულისხმევი საჭიროებები საქართველოს სტანდარტის სსტ ისო 19101:2002/2014-ის შესაბამისად;

ო) სივრცითი მონაცემების რესურსი - სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული სერვისი;

პ) ელექტრონული ინფორმაციული რესურსი - ინფორმაციის წყარო, რომელიც მოცემულია ელექტრონულ ან კომპიუტერულ ფორმატში, რომლის მოძიება, წვდომა და გამოყენება შესაძლებელია ელექტრონული ქსელის ან ელექტრონული მონაცემების დამუშავების სხვა ტექნოლოგიის გამოყენებით;

ჟ) სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია (Spatial Data Set Series) - სივრცითი მონაცემების ნაკრებების ერთობლიობა, რომლებსაც გააჩნიათ პროდუქტის ერთი და იგივე სპეციფიკაციები (მაგალითად ერთი და იგივე მასშტაბის რასტრული გამოსახულებების სერია);

რ) დომენი - მონაცემთა თითოეული ატრიბუტისათვის დასაშვები მნიშვნელობების ნაკრები, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს სემანტიკური, ლოგიკური ან სხვა ტიპის სიმბოლოების კომბინაციას და თანმიმდევრობას;

ს) მართვადი ლექსიკონი - იგივეა რაც განმარტებითი ლექსიკონი, ცნობარი, თეზაურუსი, ენციკლოპედია, მასში მეცნიერების ამა თუ იმ დარგთან დაკავშირებული საკითხები ან

3

Page 4: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

ტერმინოლოგია არის სტრუქტურირებულად დალაგებული. საკითხების მარტივად მოძიების მიზნით, გამოყენებულია თემების ინდექსირების სქემები, კატეგორიებად დაყოფა, ტაქსონომია და ორგანიზების სხვა სისტემები;

ტ) GEMET - გარემოს ზოგადი, მრავალენოვანი, განმარტებითი ლექსიკონი/ცნობარი, სადაც გარემოსთან დაკავშირებული საკითხები ან ტერმინოლოგია არის წარმოდგენილი სისტემატიზებული და სტრუქტურირებული ფორმით;

უ) INSPIRE - ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს 2007 წლის 14 მარტის 2007/2/EC დირექტივა.

მუხლი 3. მეტამონაცემების შექმნა და განახლება

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ახლად შექმნილი ან განახლებული სივრცითი მონაცემების რესურსების აღმწერი მეტამონაცემების შექმნა/განახლება და მათზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის გეოპორტალზე განთავსება ასეთი მონაცემების შექმნიდან ან განახლებიდან 30 დღის ვადაში.

2. სუბიექტები პასუხისმგებლები არიან მათი კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სივრცითი მონაცემების და ელექტრონული სერვისების აღმწერი მეტამონაცემების რეგულარულ განახლებაზე, სისრულესა და ხარისხზე.

3. სუბიექტები ვალდებულნი არიან ციფრულ ფორმატში აწარმოონ მეტამონაცემების დარგობრივი რეესტრი - მეტამონაცემების კატალოგი.

4. მეტამონაცემები, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შემადგენელ ნაწილს უნდა შეიქმნას ამ წესის N1-N4 დანართების (დაფუძნებული სსტ ისო 19115:2014/2014 და სსტ ისო 19119:2005/2014 სტანდარტებზე), რამაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების ფუნქციური თავსებადობის მაღალი ხარისხი და უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსებით ეფექტური სარგებლობა.

5. სუბიექტები ვალდებულნი არიან, მათი კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სივრცითი მონაცემების და ელექტრონული სერვისების აღმწერი მეტამონაცემების პროგრამული კოდირების სქემები შეესაბამებოდეს სსტ ისო 19139:2007/2014 სტანდარტს.

დანართი N1

მეტამონაცემების ელემენტები და ქვეელემენტები

წინამდებარე დანართში აღწერილი მეტამონაცემების ელემენტების და ქვეელემენტების დომენის მნიშვნელობები განსაზღვრულია წინამდებარე წესის დანართ N3-ში.

4

Page 5: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

1. იდენტიფიკაცია

რესურსის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს მეტამონაცემების შემდეგი ელემენტები:

1.1. რესურსის სახელწოდება - რესურსს უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი და ხშირად უნიკალური, მარტივად იდენტიფიცირებადი სახელწოდება, რომლითაც ცნობილია რესურსი და რომელსაც მინიმუმამდე უნდა დაჰყავდეს სხვადასხვა რესურსების ერთმანეთში აღრევის რისკი.

1.2. რესურსის ალტერნატიული სახელწოდება - რესურსს შესაძლებელია გააჩნდეს ალტერნატიული სახელწოდება, აკრონიმი, აბრევიატურა, განსხვავებული სახელი ან დასახელება უცხო ენაზე, რაც, ძირითად სახელწოდებასთან ერთად, ხელს უწყობს რესურსის იდენტიფიცირებას.

1.3. რესურსის მოკლე მიმოხილვა - რესურსის არსის სრული და მოკლე აღწერა, რეზიუმე, მკაფიო, კონკრეტული და ზუსტი ინფორმაცია მონაცემების შესახებ. ტექსტი უნდა იყოს მარტივად ფორმულირებული, მონაცემების შეგროვების, დამუშვების, ხარისხის კონტროლის მეთოდების დეტალიზაციით და პოტენციური მომხმარებლების ინტერესის გათვალისწინებით რესურსთან მიმართებით.

1.4. რესურსის ტიპი - მეტამონაცემების საშუალებით აღიწერება სამი ტიპის რესურსი: სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცით მონაცემთა ნაკრებების სერია და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისი.

1.5. რესურსის სტატუსი - რესურსის სტატუსი მოიცავს ინფორმაციას რესურსის მზაობის შესახებ.

1.6. რესურსის ლოკატორი (ბმული) - ბმული, ლოკაცია (მისამართი) „ონლაინ“ წვდომისათვის რესურსთან ან/და რესურსის შესახებ დამატებით ინფორმაციასთან, რომელიც წარმოდგენილია რესურსების უნიფიცირებული მაჩვენებლით (URL - Uniform Resource Locator) ან სხვა მსგავსი სქემით. რესურსის ლოკატორი წარმოდგენილია ორი ქვეელემენტით:

1.6.1 რესურსის ლოკატორი: სივრცით მონაცემთა ნაკრებებისა და სივრცით მონაცემთა ნაკრებების სერიებისთვის;

1.6.2 რესურსის ლოკატორი: ელექტრონული სერვისებისთვის

1.7. რესურსის უნიკალური იდენტიფიკატორი - მეტამონაცემების აღნიშნული ელემენტი უზრუნველყოფს რესურსის იდენტიფიცირებას. იდენტიფიკატორის და მონაცემების მფლობელის მიერ მინიჭებული კოდის საშუალებით, კოდის სივრცის ფარგლებში შესაძლებელია კოდის კონტექსტის იდენტიფიცირება (მაგალითად: მონაცემების მფლობელი). რესურსის უნიკალური იდენტიფიკატორი არ უნდა შეიცვალოს. რესურსის უნიკალური იდენტიფიკატორი წარმოდგენილია ორი ქვეელემენტით:

1.7.1 რესურსის უნიკალური იდენტიფიკატორი: კოდი1.7.2 რესურსის უნიკალური იდენტიფიკატორი: კოდის სივრცე

1.8. წყვილი რესურსი - ელექტრონული სერვისის შესაბამის (სამიზნე) სივრცით მონაცემთა ნაკრებ(ებ)თან დამაკავშირებელი ელემენტი, რომელიც რესურსის უნიკალური იდენტიფიკატორის საშუალებით, მიუთითებს იმ მონაცემთა

5

Page 6: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

ნაკრებ(ებ)ს ან მონაცემთა ნაკრების სერიას ან სერიებს, რომლებზეც მუშაობს სერვისი.

1.9. რესურსის ენა - ინფორმაცია რესურსში გამოყენებული ენ(ებ)ის შესახებ. რესურსში ტექსტური ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში, მეტამონაცემების ელემენტის მნიშვნელობა განისაზღვრება სტანდარტით სსტ ისო 639-2:1998/2014, გამოიყენება ენის სამსიმბოლოიანი ბიბლიოგრაფიული კოდები.

1.10. რესურსის მიწოდება - ინფორმაცია რესურსის მიწოდებასთან დაკავშირებული პირობების და ტექნიკური პარამეტრების შესახებ. ელემენტი წარმოდგენილია ოთხი ქვეელემენტით:

1.10.1რესურსის მიწოდება: პროტოკოლი1.10.2რესურსის მიწოდება: ფუნქცია1.10.3რესურსის მიწოდება: ფორმატი1.10.4რესურსის მიწოდება: ფორმატის ვერსია

2. სივრცითი მონაცემების და სერვისების კლასიფიკაცია

2.1. სივრცითი მონაცემების თემების ძირითადი კატეგორიები ISO-ს მიხედვით - მონაცემების კლასიფიკაციის მთავარი დონე, რომელიც განაპირობებს სივრცითი მონაცემების რესურსების დაჯგუფებას და უზრუნველყოფს თემატიკაზე დაფუძნებული ძიების ფუნქციის განხორციელებას.

2.2. სივრცითი მონაცემების სერვისის ტიპი - კლასიფიკაცია, რომელიც საჭიროა სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების მოსაძიებლად. კონკრეტული სერვისის კატეგორიზაცია (კლასიფიკაცია) უნდა მოხდეს მხოლოდ ერთ კატეგორიაში.

3. საკვანძო სიტყვა

საკვანძო სიტყვა წარმოადგენს საზოგადოდ, ფართოდ გავრცელებულ სიტყვას (სიტყვებს), ოფიციალურ სიტყვას (სიტყვებს) ან ფრაზას (ფრაზებს), რომელიც გამოიყენება ობიექტის ან მოვლენის აღსაწერად.

მართვადი ლექსიკონიდან წარმოშობილი საკვანძო სიტყვის გამოყენებისას აუცილებელია წყაროს ციტირება.

თუ რესურსი წარმოადგენს სივრცითი მონაცემების სერვისს, აუციელებელია მიეთითოს ყველაზე მცირე ერთი სერვისების კლასიფიცირებული საკვანძო სიტყვა ამ დადგენილების დანართი N3-ის მე-13 პუნქტში მითითებული სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების კატეგორიების და ქვეკატეგორიების ნუსხიდან.

საკვანძო სიტყვა წარმოდგენილია შემდეგი ელემენტებით და ქვეელემენტებით:

3.1. ეროვნული სივრცითი მონაცემების თემები

3.1.1 ეროვნული სივრცითი მონაცემების თემები: საკვანძო სიტყვა3.1.2 ეროვნული სივრცითი მონაცემების თემების კატალოგი: სახელწოდება3.1.3 ეროვნული სივრცითი მონაცემების თემების კატალოგი: თარიღი

6

Page 7: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

3.1.4 ეროვნული სივრცითი მონაცემების თემების კატალოგი: თარიღის ტიპი

3.2. GEMET-INSPIRE თემები

3.2.1 GEMET- INSPIRE თემები: საკვანძო სიტყვა3.2.2 GEMET- INSPIRE თემები: სახელწოდება3.2.3 GEMET- INSPIRE თემები: თარიღი3.2.4 GEMET- INSPIRE თემები: თარიღის ტიპი

3.3. GEMET - ცნებები

თუ საკვანძო სიტყვის მნიშვნელობა წარმოშობილია მართვადი ლექსიკონიდან, აუცილებელია მართვადი ლექსიკონის ციტირება.

3.3.1 GEMET - ცნებები: საკვანძო სიტყვა3.3.2 GEMET - ცნებები: სახელწოდება3.3.3 GEMET - ცნებები: თარიღი3.3.4 GEMET - ცნებები: თარიღის ტიპი

3.4. სერვისების კლასიფიცირებული საკვანძო სიტყვა

3.5. თავისუფალი საკვანძო სიტყვა

4. სივრცითი რეფერენცირება

სივრცითი რეფერენცირება მოიცავს ინფორმაციას კოორდინატთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ათვლის სისტემების და პარამეტრების შესახებ. სივრცითი რეფერენცირება წარმოდგენილია შემდეგი ელემენტებით და ქვეელემენტებით:

4.1. საკოორდინატო-სარეფერენციო სისტემა - ინფორმაცია მონაცემთა რესურსების კოორდინატთა ჰორიზონტალური ათვლის სისტემის შესახებ:

4.1.1 საკოორდინატო-სარეფერენციო სისტემა: კოდი4.1.2 საკოორდინატო-სარეფერენციო სისტემა: კოდის სივრცე

4.2. მინიმალური და მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან - ინფორმაცია რესურსის ზღვის დონიდან სიმაღლის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობების შესახებ,

4.3. ვერტიკალური დატუმი - რესურსის კოორდინატების ვერტიკალური ათვლის ის სისტემა, რომლის მიხედვითაც არის მოცემული ზღვის დონიდან სიმაღლის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები:

4.3.1 ვერტიკალური დატუმი: კოდი4.3.2 ვერტიკალური დატუმი: კოდის სივრცე

7

Page 8: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

5. გეოგრაფიული მდებარეობა

ინფორმაცია რესურსის მიერ დაფარული გეოგრაფიული არეალის შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს გეოგრაფიული საზღვრების ჩარჩოს და რესურსის მიერ დაფარული გეოგრაფიული არეალის აღწერის სახით.

5.1. გეოგრაფიული საზღვრების ჩარჩო - რესურსის გავრცელების არეალის, გეოგრაფიულ სივრცეში მდებარეობის აღწერა გეოგრაფიული კოორდინატების საშუალებით, რომელიც გამოსახული უნდა იყოს დასავლეთ და აღმოსავლეთ გრძედით და სამხრეთ და ჩრდილოეთ განედით ათწილად გრადუსებში.

5.2. გეოგრაფიული არეალის ტექსტური აღწერა - რესურსის გეოგრაფიულ სივრცეში მდებარეობის მოკლე, მკაფიო და მარტივი ტექსტური აღწერა.

6. დროითი სარეფერენციო სისტემა

დროით სარეფერენციო სისტემაში აღწერილია ინფორმაცია რესურსთან დაკავშირებული თარიღ(ებ)ის შესახებ.

6.1. დროითი პერიოდი - განსაზღვრავს რესურსში არსებულ მონაცემებთან დაკავშირებულ დროის პერიოდს.

6.2. სარეფერენციო თარიღი - შეიცავს ინფორმაციას მონაცემთა რესურსთან დაკავშირებული თარიღების შესახებ. წარმოდგენილია ორი ქვეელემენტით:

6.2.1 სარეფერენციო თარიღი: კონკრეტული თარიღი6.2.2 სარეფერენციო თარიღი: თარიღის ტიპი

6.3. განახლების სიხშირე - ინფორმაცია მონაცემთა რესურსის ჩამოყალიბების შემდგომ მასში ცვლილებების და განახლებების შეტანის სიხშირის და პერიოდულობის შესახებ.

6.4. ინფორმაცია განახლების შესახებ - ინფორმაცია რესურსის მოვლა-შენარჩუნებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნების შესახებ.

7. ხარისხი და ვალიდურობა

სივრცითი მონაცემების ხარისხი და ვალიდურობა (უტყუარობა) უნდა აღიწეროს მეტამონაცემების შემდეგი ელემენტებით და ქვეელემენტებით:

7.1. წარმოშობა - ინფორმაცია სივრცითი მონაცემების ნაკრებთან დაკავშირებული პროცესების ისტორიის ან/და მთლიანობაში მონაცემთა ნაკრების ხარისხის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, მასში შესაძლებელია მოცემული იყოს ინფორმაცია მონაცემების ნაკრების დამტკიცების, მისი ხარისხის, ოფიციალური ვერსიის არსებობის (რამდენიმე ვერსიის არსებობის შემთხვევაში) და მონაცემების იურიდიული სტატუსის შესახებ.

7.2. სივრცითი გამოსახვის ტიპი - ინფორმაცია რესურსში არსებული გეოგრაფიული მონაცემების გამოსახვის მეთოდის (ფორმატი) შესახებ.

7.3. სივრცითი რეზოლუცია - ასახავს მონაცემების ნაკრების დეტალიზაციის დონეს, რაც შესაძლებელია გამოისახოს მასშტაბით და რეზოლუციის მანძილით:

7.3.1 სივრცითი რეზოლუცია: მასშტაბი7.3.2 სივრცითი რეზოლუცია: მანძილი

8

Page 9: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

8. შესაბამისობა

მონაცემების შესაბამისობის ხარისხის/დონის შეფასების შედეგის მითითება იმ ტექნიკურ სპეციფიკაციებთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც შეიქმნა მონაცემები. რესურსის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მითითებული უნდა იყოს ის ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელსაც შეესაბამება კონკრეტული რესურსი.

თუ რესურსი შეესაბამება რამდენიმე სხვადასხვა ტექნიკურ სპეციფიკაციას, აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტების ციტირება შემდეგი ელემეტებით და ქვეელემენტებით:

8.1. ხარისხი

8.2. შესაბამისობა სპეციფიკაციასთან

8.2.1 შესაბამისობა სპეციფიკაციასთან: სახელწოდება8.2.2 შესაბამისობა სპეციფიკაციასთან: თარიღი8.2.3 შესაბამისობა სპეციფიკაციასთან: თარიღის ტიპი8.2.4 შესაბამისობა სპეციფიკაციასთან: URL

8.3. შესაბამისობის აღწერა

9. წვდომასა და გამოყენებასთან დაკავშირებული პირობები და შეზღუდვები

რესურსზე წვდომასა და გამოყენებასთან დაკავშირებული პირობები და შეზღუდვები აღწერილი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტებით:

9.1. საჯარო წვდომის შეზღუდვები - წვდომის შეზღუდვა - მოქმედებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით ან/და რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა სპეციალური აკრძალვებით და შეზღუდვებით.

9.2. საჯარო წვდომის შეზღუდვები - სხვა შეზღუდვები - განსაზღვრავს რესურსის ან მეტამონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ წინაპირობებს.

9.3. საჯარო წვდომის შეზღუდვები - კლასიფიკაცია - ინფორმაცია რესურსზე არსებული შეზღუდვის კატეგორიის შესახებ, რაც დაფუძნებულია კლასიფიკაციის საერთო სისტემაზე.

9.4. წვდომასა და გამოყენებასთან დაკავშირებული პირობები - განსაზღვრავს სივრცითი მონაცემების ნაკრებების და ელექტრონული სერვისების წვდომისა და გამოყენების პირობებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამის საფასურს.

ელემენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რესურსზე წვდომისა და შესაბამისი საფასურის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან მოხდეს გადამისამართება რესურსის უნიფიცირებულ მაჩვენებელზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია საფასურის შესახებ.

შენიშვნა: თუ რესურსის წვდომისა და გამოყენების მიმართ არ მოქმედებს არავითარი პირობა, ან თუ პირობები უცნობია, ელემენტი უნდა მოიცავდეს შემდეგი ტიპის ჩანაწერს: „პირობები არ ვრცელდება“-ს ან „პირობები უცნობია“.

9

Page 10: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

10. სივრცითი მონაცემების ნაკრებების და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების შექმნაზე, მართვაზე და გავრცელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია

რესურსის შექმნაზე, მართვაზე, მოვლა-შენახვასა და გავრცელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის აღწერა/დახასიათება, რომელიც არეგულირებს სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და ელექტრონული სერვისების შექმნას, მართვას, მხარდაჭერასა და გავრცელებას. ამ თავში წარმოდგენილია ასევე, ინფორმაცია პასუხისმგებელი ორგანიზაციის ფუნქციის შესახებ მონაცემთა რესურსთან მიმართებით.

სივრცითი მონაცემების და ელექტრონული სერვისების რესურსებზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგი ელემენტებით და ქვეელემენტებით:

10.1. რესურსზე პასუხისმგებელი მხარე

10.1.1რესურსზე პასუხისმგებელი მხარე: ორგანიზაციის სახელწოდება10.1.2პასუხისმგებელი მხარე: უფლებამოსილი პირი10.1.3პასუხისმგებელი მხარე: საკონტაქტო ინფორმაცია

10.2. პასუხისმგებელი მხარის როლი

11. მეტამონაცემები მეტამონაცემების შესახებ

სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და სერვისებისათვის მეტამონაცემების შექმნის, ასევე, მეტამონაცემების რეგულარული განახლების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროა მეტამონაცემების შემდეგი ელემენტების და ქვეელემენტების არსებობა:

11.1. მეტამონაცემების სტანდარტი - მეტამონაცემების აღნიშნული ელემენტი შეიცავს იმ სტანდარტის ციტირებას, რომელსაც შეესაბამება მეტამონაცემები. ციტირება წარმოდგენილია ორი ქვეელემენტით:

11.1.1მეტამონაცემების სტანდარტის სახელწოდება11.1.2მეტამონაცემების სტანდარტის ვერსია

11.2. მეტამონაცემების თარიღი -

11.3. მეტამონაცემების ჩანაწერის შექმნის ან განახლების თარიღი.

11.3. მეტამონაცემების ენა - ინფორმაცია მეტამონაცემების დოკუმენტირებისას გამოყენებული ენის შესახებ. მეტამონაცემების ელემენტის მნიშვნელობა განისაზღვრება სსტ ისო 639-2:1998/2014 სტანდარტით და გამოიყენება ენის სამსიმბოლოიანი ბიბლიოგრაფიული კოდი.

11.4. მეტამონაცემების იდენტიფიკატორი - წარმოადგენს მეტამონაცემების უნიკალურ იდენტიფიკატორს.

11.5. მეტამონაცემების საკონტაქტო პირი - მეტამონაცემების შექმნასა და შენახვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის დასახელება, უფლებამოსილი პირის როლი და საკონტაქტო ინფორმაცია, წარმოდგენილია შემდეგი ქვეელემენტებით:

11.5.1 მეტამონაცემების საკონტაქტო პირი: ორგანიზაციის სახელწოდება11.5.2 მეტამონაცემების საკონტაქტო პირი: უფლებამოსილი პირი11.5.3 მეტამონაცემების საკონტაქტო პირი: საკონტაქტო ინფორმაცია

10

Page 11: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

11.6. მეტამონაცემების საკონტაქტო პირის როლი - მეტამონაცემებზე პასუხისმგებელი მხარის მიერ შესრულებული ფუნქცია.

11

Page 12: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

დანართი N2

მეტამონაცემების ელემენტების და ქვეელემენტების რაოდენობასთან და პირობებთან დაკავშირებული ინსტრუქცია

წინამდებარე დანართში მოცემულია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მეტამონაცემების ელემენტების და ქვეელემენტების რაოდენობასთან და პირობებთან დაკავშირებული ინსტრუქცია.მეტამონაცემების ეროვნული სტანდარტის შემადგენელი ელემენტები იყოფა ორ ჯგუფად სივრცითი მონაცემების რესურსის სახეობის მიხედვით:

ელემენტები სივრცითი მონაცემების თემატური ნაკრებებისა და მათი სერიებისთვის;

ელემენტები სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისებისთვის.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მეტამონაცემების ელემენტების და ქვეელემენტების აღწერა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

N - მეტამონაცემების ელემენტის ან ქვეელემენტის ნომერი ელემენტის სახელწოდება - მეტამონაცემების ელემენტის ან ქვეელემენტის

სახელწოდება რაოდენობა - ელემენტის ან ქვეელემენტის მნიშვნელობების დასაშვები

რაოდენობა.

მხოლოდ ერთი მნიშვნელობა - (1), რამდენიმე მნიშვნელობის არსებობისას - (0..* ან 1..*)

ვალდებულება - განსაზღვრავს ელემენტი ან ქვეელემენტი სავალდებულოა (M) თუ პირობითი (C).

შენიშვნა - დამატებითი შენიშვნა (კომენტარი)

ცხრილი 1: მეტამონაცემების ელემენტები და ქვეელემენტები სივრცითი მონაცემების ნაკრებების, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერიებისა და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული

სერვისებისთვის

N ელემენტის სახელწოდება რაოდენობა

ვალდებულება შენიშვნა

1.1. რესურსის სახელწოდება 1 M

1.2. რესურსის ალტერნატიული სახელწოდება 0..* C

1.3. რესურსის მოკლე მიმოხილვა 1 M

1.4. რესურსის ტიპი 1 M

1.5. რესურსის სტატუსი 1 M

1.6.1

რესურსის ლოკატორი მონაცემთა ნაკრებებისა და მონაცემთა ნაკრებების სერიებისათვის

0..* C

M - თუ ხელმისაწვდომია ბმული რესურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

არ გამოიყენება სერვისებისათვის.

1.6.2 რესურსის ლოკატორი: სერვისებისათვის

0..* C M - თუ არსებობს სერვისის ბმული.

არ გამოიყენება მონაცემთა ნაკრებებისა და მონაცემთა

12

Page 13: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

ნაკრებების სერიებისათვის.

1.7.1 რესურსის უნიკალური იდენტიფიკატორი: კოდი 1..* M არ გამოიყენება სერვისებისათვის.

1.7.2რესურსის უნიკალური იდენტიფიკატორი: კოდის სივრცე

1..* M არ გამოიყენება სერვისებისათვის.

1.8. წყვილი რესურსი 0..* C

M - თუ სერვისთან დაკავშრებული მონაცემთა ნაკრების ბმული ხელმისაწვდომია.

არ გამოიყენება მონაცემთა ნაკრებებისა და მონაცემთა ნაკრებების სერიებისათვის.

1.9. რესურსის ენა 0..* CM - თუ რესურსი შეიცავს ტექსტურ ინფორმაციას.

არ გამოიყენება სერვისებისათვის.

1.10.1 რესურსის მიწოდება:პროტოკოლი 1..* M

1.10.2 რესურსის მიწოდება: ფუნქცია 1..* M

1.10.3 რესურსის მიწოდება: ფორმატი 1..* M

1.10.4 რესურსის მიწოდება: ფორმატის ვერსია 1..* M

2.1.

სივრცითი მონაცემების თემების ძირითადი კატეგორიები სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO)-ს მიხედვით

1..* M არ გამოიყნება სერვისებისათვის.

2.2. სივრცითი მონაცემების სერვისის ტიპი 1 M

არ გამოიყენება მონაცემთა ნაკრებებისა და მონაცემთა ნაკრებების სერიებისათვის.

3.1.1ეროვნული სივრცითი მონაცემების თემები: საკვანძო სიტყვა

1..* M

3.1.2ეროვნული სივრცითი მონაცემების თემების კატალოგი: სახელწოდება

1..* M

3.1.3ეროვნული სივრცითი მონაცემების თემების კატალოგი: თარიღი

1..* M

3.1.4ეროვნული სივრცითი მონაცემების თემების კატალოგი: თარიღის ტიპი

1..* M

3.2.1 GEMET- INSPIRE თემები: საკვანძო სიტყვა 1..* M

3.2.2 GEMET- INSPIRE თემები: სახელწოდება 1..* M

3.2.3 GEMET- INSPIRE თემები: თარიღი 1..* M

3.2.4 GEMET- INSPIRE themes: თარიღის ტიპი 1..* M

3.3.1 GEMET-ცნებები: საკვანძო 1..* M

13

Page 14: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

სიტყვა

3.3.2 GEMET-ცნებები: სახელწოდება 1..* M

3.3.3 GEMET-ცნებები: თარიღი 1..* M

3.3.4 GEMET-ცნებები: თარიღის ტიპი 1..* M

3.4.სერვისების კლასიფიცირებული საკვანძო სიტყვა

1..* Mარ გამოიყენება მონაცემთა ნაკრებებისა და მონაცემთა ნაკრებების სერიებისათვის.

3.5. თავისუფალი საკვანძო სიტყვა 0..* C

4.1.1საკოორდინატო სარეფერენციო სისტემა: კოდი

1 Mსერვისი - C

M - გეოგრაფიული გამოსახვის მქონე სერვისებისთვის.

4.1.2საკოორდინატო სარეფერენციო სისტემა: კოდის სივრცე

1 Mსერვისი - C

M - გეოგრაფიული გამოსახვის მქონე სერვისებისთვის.

4.2. მინიმალური და მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 0..1 C

4.3.1 ვერტიკალური დატუმი: კოდი 0..1 C M - თუ შევსებულია მინიმალური და მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან

4.3.2 ვერტიკალური დატუმი: კოდის სივრცე 0..1 C M - თუ შევსებულია მინიმალური და

მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან.

5.1. გეოგრაფიული საზღვრების ჩარჩო 1..* M

სერვისი - C;

M - გეოგრაფიული გამოსახვის მქონე სერვისებისთვის.

5.2. გეოგრაფიული არეალის ტექსტური აღწერილობა 1 M

6.1. დროითი პერიოდი 1..* M

6.2.1 სარეფერენციო თარიღი: კონკრეტული თარიღი 1..* M

6.2.2 სარეფერენციო თარიღი: თარიღის ტიპი 1..* M

6.3. განახლების სიხშირე 1 M არ გამოიყენება სერვისებისათვის.

6.4. ინფორმაცია განახლების შესახებ 0..1 C არ გამოიყენება სერვისებისათვის.

7.1. წარმოშობა 1..* M არ გამოიყენება სერვისებისათვის.

7.2. სივრცითი გამოსახვის ტიპი 1 M არ გამოიყენება სერვისებისათვის.

7.3.1სივრცითი რეზოლუცია: მასშტაბი 0..1 C

M - თუ შეიძლება განისაზღვროს რეზოლუციის მასშტაბი ან მანძილი - შენიშვნა მონაცემთა ნაკრებებისა და მონაცემთა ნაკრებების სერიებისათვის.

M - როდესაც არსებობს შეზღუდვები სერვისის სივრცითი რეზოლუციისთვის - შენიშვნა სერვისებისათვის.

7.3.2 სივრცითი რეზოლუცია: მანძილი

0..1 C M - თუ შეიძლება განისაზღვროს რეზოლუციის მასშტაბი ან მანძილი - შენიშვნა მონაცემთა ნაკრებებისა და მონაცემთა ნაკრებების

14

Page 15: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

სერიებისათვის.

M - როდესაც მოქმედებს შეზუდვა სერვისებზე - შენიშვნა სერვისებისათვის.

8.1. ხარისხი 1 M

8.2.1შესაბამისობა სპეციფიკაციასთან: სახელწოდება

1..* M

8.2.2 შესაბამისობა სპეციფიკაციასთან: თარიღი 1..* M

8.2.3შესაბამისობა სპეციფიკაციასთან: თარიღის ტიპი

1..* M

8.2.4 შესაბამისობა სპეციფიკაციასთან: URL 0..* C

M - თუ მონაცემთა რესურსი შეესაბამება ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი წესების გარდა სხვა სპეციფიკაციებს.

8.3. შესაბამისობის აღწერა 1..* M

9.1. საჯარო წვდომის შეზღუდვები - წვდომის შეზღუდვა 0..* C

M - თუ სხვა შეზღუდვები ან კლასიფიკაცია არ არის დოკუმენტირებული.

9.2. საჯარო წვდომის შეზღუდვები - სხვა შეზღუდვები 0..* C

M - თუ წვდომის შეზღუდვა ან კლასიფიკაცია არ არის დოკუმენტირებული

9.3. საჯარო წვდომის შეზღუდვები - კლასიფიკაცია 0..1 C

M - თუ წვდომის შეზღუდვა ან სხვა შეზღუდვები არ არის დოკუმენტირებული

9.4. წვდომასა და გამოყენებასთან დაკავშირებული პირობები 0..* C

10.1.1რესურსზე პასუხისმგებელი მხარე: ორგანიზაციის სახელწოდება

0..* C M - თუ ცნობილია ორგანიზაცია.

10.1.2 რესურსზე პასუხისმგებელი მხარე: უფლებამოსილი პირი 0..* C

M - თუ რესურსზე პასუხისმგებელი მხარე: ორგანიზაციის სახელწოდება არ არის შევსებული.

10.1.3რესურსზე პასუხისმგებელი მხარე: საკონტაქტო ინფორმაცია

1..* M

10.2 რესურსზე პასუხისმგებელი მხარის როლი 1..* M

11.1.1 მეტამონაცემების სტანდარტის სახელწოდება 1 M

11.1.2 მეტამონაცემების სტანდარტის ვერსია 1 M

11.2. მეტამონაცემების თარიღი 1 M

11.3. მეტამონაცემების ენა 1 M

11.4. მეტამონაცემების იდენტიფიკატორი 1 M

11.5.1მეტამონაცემების საკონტაქტო პირი: ორგანიზაციის სახელწოდება

0..1 C M - თუ ცნობილია ორგანიზაცია.

11.5.2 მეტამონაცემების 0..1 C M - თუ მეტამონაცემების საკონტაქტო

15

Page 16: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

საკონტაქტო პირი: უფლებამოსილი პირი

რგოლი: ორგანიზაციის სახელწოდება არ არის შევსებული.

11.5.3მეტამონაცემების საკონტაქტო პირი: საკონტაქტო ინფორმაცია

1..* M

11.6. მეტამონაცემების საკონტაქტო პირის როლი 1..* M

16

Page 17: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

დანართი N3

დომენების მნიშვნელობები

1. რესურსის ტიპი

1.1. მონაცემთა ნაკრები - ინფორმაცია შეეხება მონაცემთა ნაკრებებს.1.2. მონაცემთა ნაკრების სერია - ინფორმაცია შეეხება მონაცემთა ნაკრებების სერიებს.1.3. სერვისი - ინფორმაცია შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც სერვისის

მიმწოდებელი ხდის ხელმისაწვდომს სერვისის მომხმარებლისთვის, რომელმაც სერვისით სარგებლობისთვის უნდა შეასრულოს გარკვეული მანიპულაციები.

2. რესურსის სტატუსი

2.1. დასრულებული - რესურსის შექმნა დასრულებულია.2.2. დაგეგემილი - მყარი თარიღი, როდესაც შეიქმნება ან განახლდება რესურსი.

2.3. მიმდინარე - ექვემდებარება განრგძობადად განახლებას.

2.4. განვითარების პროცესში - ამჟამად იმყოფება შექმნის პროცესში.

2.5. ისტორიული არქივი - ინახება ქსელისგარეშე ავტონომიურ საცავში.

3. ენა - ტექსტურ ჩანაწერებში გამოყენებული ენა ან ენები.

3.1. ქართული3.2. აფხაზური3.3. ინგლისური3.4. გერმანული3.5. ფრანგული3.6. რუსული3.7. სხვა

4. რესურსის მიწოდება: ფუნქცია

4.1. ჩამოტვირთვა - ონლაინ ინსტრუქციები მონაცემების საცავი ერთი მოწყობილობიდან მეორეში გადატანისათვის.

4.2. ინფორმაცია - ონლაინ ინფორმაცია რესურსის შესახებ.

4.3. ქსელის გარეშე (offline) წვდომა - ონლაინ ინსტრუქციები მიმწოდებლისაგან რესურსის მოთხოვნისათვის.

4.4. შეკვეთა - რესურსის მიღების ონლაინ მოთხოვნა.

4.5. ძიება - ონლაინ ძიების ინტერფეისი, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის შესახებ ინფორმაციის ძიების პროცესს.

4.6. დასრულებული მეტამონაცემი - სრული მეტამონაცემები.

17

Page 18: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

4.7. გრაფიკის დათვალიერება - გრაფიკის დათვალიერების შესაძლებლობა.

4.8. ატვირთვა - რესურსის ონლაინ ატვირთვის შესაძლებლობა.

4.9. ელ-ფოსტის სერვისი - ონლაინ ელექტრონული ფოსტის სერვისი.

4.10. დათვალიერება - ონლაინ დათვალიერების სერვისი.

4.11. ფაილზე წვდომა - ფაილზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობა.

5. სივრცითი მონაცემების თემების ძირითადი კატეგორიები ISO-ს მიხედვით.

შენიშვნა: 5.1 - 5.21 პუნქტებში მოცემული განსაზღვრებები განმარტებულია ISO 19115-1:2014-ის შესაბამისად.

5.1. ფერმერული საქმიანობა - ცხოველების მოშენება ან/და მცენარეების კულტივაცია.

5.2. ბიოტი - ფლორა ან/და ფაუნა ბუნებრივ გარემოში.5.3. საზღვრები - მიწის სამართლებრივი აღწერა, საზღვაო საზღვრები.5.4. კლიმატოლოგია/ მეტეოროლოგია /ატმოსფერო - ატმოსფერული პროცესები და

მოვლენები.5.5. ეკონომიკა - ეკონომიკური საქმიანობა, პირობები და დასაქმება.5.6. სიმაღლური მოდელი - სიმაღლეები ზღვის დონიდან ზევით ან ქვევით.5.7. გარემო - გარემოს რესურსები, დაცვა და კონსერვაცია.5.8. მეცნიერება დედამიწის შესახებ - დედამიწათმცოდნეობა.5.9. ჯანდაცვა - ჯანმრთელობა, სამედიცინო მომსახურება, საზოგადოებრივი

ეკოლოგია და უსაფრთხოება.5.10. გამოსახულება/ საბაზისო რუკა/ დედამიწის საფარი - საბაზისო რუკები5.11. თავდაცვა - შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზები, სტრუქტურები,

საქმიანობა.5.12. შიდა წყლები - შიდა წყლების ობიექტები, სადრენაჟე სისტემები და მათი

მახასიათებლები.5.13. ადგილმდებარეობა - ადგილდებარეობაზე დაფუძნებული ინფორმაცია და

სერვისები.5.14. ოკეანეები - მლაშე წყლის ბუნებრივი რეზერვუარების ობიექტები და მათი

მახასიათებლები (შიდა წყლების გამოკლებით).5.15. დაგეგმარება/კადასტრი - მიწის ნაკვეთების დანიშნულების, სამართლებრივი

მდგომარეობის, სამომავლო გამოყენების და სხვა მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებული აღწერა.

5.16. საზოგადოება - საზოგადოებისა და კულტურების მახასიათებლები.5.17. კონსტრუქცია (შენობა-ნაგებობა) - ადამიანის მიერ შექმნილი კონსტრუქციები.5.18. ტრანსპორტი - ადამიანისა და ტვირთის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული

საშუალებები.5.19. კომუნალური მომსახურება/კომუნიკაციები - ელექტრო ენერგიის, წყლისა და

ნარჩენების სისტემები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და სერვისები.5.20. კოსმოსი - სივრცე, რომელიც მდებარეობს დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-ზე

18

Page 19: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

მეტ სიმაღლეზე.5.21. სტიქიური კატასტროფა - სტიქიურ კატასტროფებთან დაკავშირებული

ინფორმაცია.

6. სივრცითი მონაცემების სერვისის ტიპი

6.1. ძიება (აღმოჩენა) - სერვისი შესაძლებელს ხდის შესაბამისი მეტამონაცემების შინაარსის საფუძველზე სივრცითი მონაცემების ნაკრებების და ელექტრონული სერვისების ძიებას (აღმოჩენა) და უზრუნველყოფს მეტამონაცემების ვიზუალიზაციას.

6.2. დათვალიერება - სერვისი, ყველაზე მცირე შესაძლებელს ხდის სივრცითი მონაცემების ნაკრებების დათვალიერებას, ნავიგაციას, მასშტაბირებას,

გადაადგილებას ან დათვალიერებადი სივრცითი მონაცემების ატრიბუტული ინფორმაციის ჩვენებას და შესაბამისი შინაარსის მქონე ნებისმიერი მეტამონაცემების დათვალიერებას.

6.3. ჩამოტვირთვა - ჩამოტვირთვის სერვისი, რომელიც შესაძლებელს ხდის სივრცითი მონაცემების ნაკრების ან მისი ნაწილის ასლის ჩამოტვირთვას და მათზე პირდაპირი წვდომის განხორციელებას.

6.4. ტრანსფორმაცია - ტრანსფორმაციის სერვისი შესაძლებელს ხდის სივრცითი მონაცემების ნაკრების ტრანსფორმირებას ფუნქციური თავსებადობის მისაღწევად.

7. ეროვნული სივრცითი მონაცემების თემები: საკვანძო სიტყვა

საყრდენ-სარეფერენციო გეოგრაფიული მონაცემების თემები

7.1. გეგმურ-სიმაღლური საფუძველი - სახელმწიფო გეგმურ-სიმაღლური საფუძველი,

რომელიც წარმოადგენს ყველა მასშტაბის ტოპოგრაფიული აგეგმვის მთავარ გეოდეზიურ საფუძველს და ქმნის ქვეყნის ტერიტორიაზე კოორდინატებისა და სიმაღლეების განვრცობის ერთიან სისტემას.

7.2. კოორდინატთა სისტემა - სახელმწიფო სარეფერენციო კოორდინატთა ათვლის სისტემა, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება კარტეზიანული (სამგანზომილებიანი X,Y,Z), გეოდეზიური (L გრძედი და N განედი) კოორდინატები და სიმაღლე (h ell), რომელიც მკაფიოდ დაკავშირებულია დედამიწის კოორდინატთა ათვლის საერთაშორისო სისტემასთან.

7.3. კარტოგრაფიული პროექცია და ბადე - სხვადასხვა მასშტაბის რუკების მათემატიკურ საფუძველი კილომეტრული ან გეოგრაფიული ბადით.

7.4. სიმაღლური მოდელი - დედამიწის ზედაპირის მოდელი, მიწის ან ბათიმეტრიული მონაცემები, რაც გამოსახავს დედამიწის მორფოლოგიას. სიმაღლური მონაცემები მოიცავს, როგორც მიწის, ასევე ზღვის ფსკერის ზედაპირებს (ბათიმეტრია და სანაპირო ზოლი), ასევე კვაზიგეოიდალურ სიმაღლურ მოდელს, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სიმაღლეები ქვეყანაში მოქმედ სიმაღლურ

19

Page 20: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

სისტემაში.

7.5. აერო და კოსმოსური გამოსახულებები - აერო ან კოსმოსური სურათების გეორეფერენცირებით მიღებული დედამიწის ზედაპირის გამოსახულების მონაცემები.

საბაზისო გეოგრაფიული მონაცემების თემები

7.6. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები - ადმინისტრაციულ ერთეულთან და მასში შემავალ დასახლებებთან დაკავშირებული გეოგრაფიული ინფორმაცია სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული და მუნიციპალიტეტების რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების საზღვრების შესახებ.

7.7. ტოპონიმები (გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები) - ბუნებრივი წარმონაქმნების ან ადამიანის მიერ შექმნილი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, რომლებიც წარმოადგენენ ისტორიულ-კულტურული ან საზოგადოებრივი ინტერესის საგანს ან/და რომლებიც დაცულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგში.

7.8. მიწის კადასტრი - საკადასტრო ნაკვეთები, რომლებიც წარმოადგენენ საკადასტრო კარტოგრაფიის ძირითად გეოგრაფიულ ობიექტს და განსაზღვრავენ მესაკუთრეთა ან მოსარგებლეთა უფლებას და საზღვრებს; ასევე მოიცავს კადასტრში აღრიცხულ სხვა უძრავ ქონებას, მათი საკადასტრო მახასიათებლებით.

7.9. მისამართები - სამისამართო გეოგრაფიული მონაცემები, რომელიც მოიცავს დასახლებების არსებული უბნების, ზონების, მასივების, კვარტლების,

მიკრო/რაიონების და სხვათა სახელწოდებას, ქუჩის სახელწოდებას, ქუჩის ტიპს,

ნაკვეთის ნომერს, შენობა-ნაგებობის ნომერს, ბინის ნომერს, საფოსტო ინდექსაციას და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებს.

7.10. სატრანსპორტო ქსელი - სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო ქსელი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო,

საწყალოსნო და საბაგირო ტრანსპორტის ქსელები, არასაავტომობილო გზები,

ბილიკები, საქონლის გადასარეკი გზები შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად.

7.11. ჰიდროგრაფია - ჰიდროგრაფიული მონაცემები, რომელიც მოიცავს ზედაპირული წყლის ობიექტებს (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, მყინვარები, ჭაობები,

ლაგუნები) ან/და სანაპირო წყლებს, მიწისქვეშა წყლებს, საზღვაო არეალებს,

ჰიდროგრაფიულ აუზებსა და ქვეაუზებს.

7.12. დაცული ტერიტორიები - სპეციალურ დაცვას ან რეგულირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე აკვატორიისა ან/და სახმელეთო ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი,

აღკვეთილი და სხვა), რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო, ევროპული თანამეგობრობის, ეროვნული ან ავტონომიური ერთეულის კანონმდებლობით.

20

Page 21: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

7.13. კულტურული მემკვიდრეობა - კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრებში დაცული ძეგლები და მათი დაცვის ზონები, ასევე, სხვა ისტორიულ-

კულტურული ძეგლები.

7.14. სტატისტიკური მონაცემები - სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენების ან გავრცელების ერთეულები დაკავშირებული ადგილმდებარეობასთან, რაც საშუალებას იძლევა მკაფიოდ იქნას წარმოდგენილი თითოეულ ერთეულთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, უნიკალური, სტაბილური იდენტიფიკატორების გამოყენებით.

7.15. დემოგრაფია - მონაცემები მოსახლეობის გეოგრაფიული გადანაწილების შესახებ,

მოსახლეობის მახასიათებლების და საქმიანობის დონეების ჩათვლით, რაც დაჯგუფებულია გეოგრაფიული ბადის, რეგიონის, ადმინისტრაციული ერთეულის ან სხვა რომელიმე ანალიტიკური ერთეულის მიხედვით.

7.16. შენობა-ნაგებობები - შენობა-ნაგებობები გეოგრაფიული მდებარეობის,

გეომეტრიული ფორმის, ფუნქციისა და დანიშნულების მიხედვით.

7.17. მიწის საფარი - დედამიწის ზედაპირის ფიზიკური და ბიოლოგიური საფარი, მათ შორის, ხელოვნური ზედაპირები.

7.18. მიწათსარგებლობა - ტერიტორიების არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი ფუნქციონალური ან/და სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულება, რაც ხასიათდება მათი დაგეგმვითი კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის, მიწათსარგებლობის სხვადასხვა ტიპების, დანიშნულების (მაგ.: საცხოვრებელი, ინდუსტრიული,

კომერციული, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, სარეკრეაციო) და გამოყენების შესაბამისად.

7.19. ნიადაგები - ნიადაგები და ქვენიადაგები, მათი კლასიფიკაცია, ზონალობა, სიღრმე,

ტექსტურა, ნაწილაკებისა და ორგანული მასალების სტრუქტურა, შემადგენლობა,

ქვიანობა, ეროზია (საჭიროების შემთხვევაში, საშუალო დახრილობა და მოსალოდნელი წყალტევადობა).

7.20. გეოლოგია - მიწის გეოლოგიური მახასიათებლები შედგენილობისა და სტრუქტურის შესაბამისად, რაც უნდა მოიცავდეს ძირითად ქანებს, წყალშემცველ ჰორიზონტებსა და გეომორფოლოგიას.

7.21. აგრო და აკვაკულტურები - აგრარული მეურნეობები (მცენარეული კულტურების,

შინაური ცხოველების, თევზის და სხვათა მოშენება, ასევე, მემცენარეობის,

მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის და სხვა წარმოების არეალები)

და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურები (სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, სათბურები, ფერმები, მოსავლის გადამამუშავებელი,

სასაწყობე მეურნეობები და სხვა ტიპის ობიექტები).

7.22. ენერგორესურსები - ენერგეტიკული რესურსები, რომელიც მოიცავს ნახშირის,

ნახშირწყალბადების, ჰიდროენერგეტიკული, ბიოენერგეტიკული, მზის, ქარის და სხვა ტიპის რესურსებს. ასევე, წარსულში ექსპლუატაციის გამო გამოფიტულ,

21

Page 22: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

მაგრამ მომავალში შესაძლო აღდგენილ წიაღისეული საწვავის რესურსებს:

ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირების, ლიგნიტის (მურა ნახშირი), ტორფის,

ურანის; განახლებად ენერგორესურსებს - ჰიდროენერგია; ბიო-ენერგეტიკულ რესურსებს: ტყის რესურსები, მარცვლეული და სასოფლო სამეურნეო ნარჩენები,

რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას ენერგეტიკული მიზნებით; ქარის ენერგიას (ქარის სიძლიერის გაზომვით და ტოპოგრაფიულ ინფორმაციასთან კომპლექსში); გეოთერმულ - ბუნებრივ სითბურ ნაკადებს (ენერგიის აღდგენადი და ეკოლოგიურად სუფთა წყარო) და სხვა.

7.23. სასარგებლო წიაღისეული - ბუნებრივად კონცენტრირებული სხვადასხვა მინერალური რესურსები (ლითონის მადნები, სამრეწველო მინერალები და სხვა),

რომლებიც წარმოადგენენ, ან შესაძლოა პოტენციურად წარმოადგენდნენ ეკონომიკური ინტერესის საგანს (მინერალური რესურსები არ მოიცავს ნახშირს,

ნავთობს, ბუნებრივ აირს და სხვა ენერგეტიკულ რესურსებს).

ზოგად-გეოგრაფიული მონაცემების თემები

7.24. სახელმწიფო და კომუნალური სერვისები - სახელმწიფოს ადმინისტრაციული,

კომუნალური, სოციალური და სხვა ტიპის დაწესებულებები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადო ინტერესის საგანს. ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურები (პოლიცია, სამაშველო, სასწრაფო დახმარება)

შესაბამისი ინფრასტრუქტურით, განათლების, ჯანდაცვის, სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები, და სხვა, ასევე, კომუნალური მომსახურების ქსელები:

ტელესაკომუნიკაციო, წყალმომარეგების (თერმული და სასმელი წყალი),

ენერგომომარაგების (ელექტროენერგიის, თბომომარაგების, ნავთობის, ბუნებრივი აირის, გადაცემა, განაწილება და სხვა), ჩამდინარე წყლების მყარი ნარჩენების მართვის, წყალგამწმენდი და სხვა ტიპის საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურათა ერთობლიობა (შესაბამისი ობიექტები, ქსელი და აღწერა).

7.25. მრეწველობა - წარმოების და სამრეწველო ობიექტები, ასევე, გარემოს დაბინძურების კონტროლის დანადგარები (წყლის, სამთო მრეწველობის ობიექტების, ნარჩენების დამარხვის და სხვა მსგავსი ტერიტორიების დაბინძურების პრევენციის მიზნით).

7.26. ტერიტორიების მართვა, შეზღუდვები - რეგულირების ზონები და ანგარიშგების ერთეულები (ტერიტორიები) შესახებ, რომლებიც იმართება, რეგულირდება ან გამოიყენება საერთაშორისო, ევროპულ, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე (ნაგავსაყრელები, სასმელი წყლის წყაროების მახლობლად აკრძალული ზონები, საბანაო წყლების ზონები, ნიტრატების მიმართ მგრძნობიარე ზონები, ზღვის ან დიდი შიდა წყლების რეგულირებადი ფარვატერები,

ნაგავსაყრელი ადგილები, ხმაურის შეზღუდვის ზონები, გეოლოგიური კვლევისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილები, მდინარის აუზის რაიონები,

შესაბამისი ანგარიშგების ერთეულები, სანაპირო ზონის მართვის პუნქტები), ასევე,

22

Page 23: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

სხვა ტერიტორიული და ურბანული დაგეგმვის ინსტრუმენტების მეშვეობით განსაზღვრული ზონები.

7.27. ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი დაავადებები, პათოლოგიები და სხვა ფაქტორები (ალერგია, სიმსივნური დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, ბიომარკერები, შობადობის დონის შემცირება, ეპიდემიები და სხვა) გავრცელების არეალები, რაც პირდაპირ (ჰაერის დაბინძურება, ქიმიკატები, ოზონის შრის შემცირება, ხმაური, მიწისზედა, საბანაო,

სარწყავი და სასმელი წყლის ხარისხი, ნიადაგისა და კლდეების გეოქიმია და სხვა)

ან ირიბად (საკვები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები და სხვა)

დაკავშირებულია გარემოს ხარისხთან.

7.28. გარემოს მონიტორინგის სისტემები - სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის სისტემები, საშუალებები (ადგილმდებარეობა და ფუნქციები),

რომელთა მეშვეობითაც შეისწავლება ან/და განისაზღვრება ატმოსფეროში გამონაბოლქვი, გარემოს კომპონენტები და ეკოსისტემის სხვა პარამეტრები (ბიომრავალფეროვნება, მცენარეული საფარის ეკოლოგიური მდგომარეობა და სხვა).

7.29. რისკის ზონები - ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკის ზონები, რომლებიც ხასიათდებიან სტიქიური კატასტროფებით (გეოფიზიკური, გეოლოგიური,

ჰიდროლოგიური ან ატმოსფერული მოვლენა), რასაც მათი ადგილმდებარეობის,

მასშტაბურობის, სიხშირის, ლოკაციის ან ინტენსიურობის გათვალისწინებით შეუძლია საზოგადოებაზე სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს (მეწყერი,

მიწისძვრა, ვულკანური ამოფრქვევა, წყალდიდობა, ტყის ხანძარი ან ანთროპოგენური საფრთხეები, როგორებიცაა რადიოლოგიური, ქიმიური და სხვა).

7.30. მეტეოროლოგია - მეტეოროლოგიურ-გეოგრაფიული მახასიათებლები,

მეტეოროლოგიური პირობები და მათი საზომი ერთეულები; ატმოსფერული ნალექები, ტემპერატურა, ევაპოტრანსპირაცია (ჯამური აორთქლება), ქარის სიჩქარე, მიმართულება და სხვა.

7.31. ატმოსფერო - ფიზიკური ატმოსფერული პირობები, რაც მოიცავს საზომ ერთეულებს, მოდელებს ან მათ კომბინაციებზე დაფუძნებულ მონაცემებსა და საზომი ერთეულების ადგილმდებარეობებს.

7.32. ბიო-გეოგრაფიული რეგიონები - არეალები, ტერიტორიები, სადაც ეკოლოგიური მდგომარეობა შედარებით ერთგვაროვანია და აქვთ საერთო მახასიათებლები.

7.33. ჰაბიტატები და ბიოტოპები - გეოგრაფიული ტერიტორიები, რომლებიც ხასიათდება სპეციფიკური ეკოლოგიური პირობებით, პროცესებით, სტრუქტურითა და სიცოცხლისათვის საჭირო ფუნქციებით. აღნიშნული მოიცავს ხმელეთისა და წყლის ადგილებს, რომლებიც განსხვავებულია თავისი გეოგრაფიული, აბიოტიკური და ბიოტიკური მახასიათებლებით, მიუხედავად მათი ბუნებრივი თუ ნახევრადბუნებრივი წარმოშობისა.

23

Page 24: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

7.34. სახეობების გავრცელება - ცხოველებისა და მცენარეების სახეობები გეოგრაფიული გავრცელების არეალები, რომლებიც დაჯგუფებულია გეოგრაფიული ბადის, რეგიონის, ადმინისტრაციული ერთეულის ან სხვა რომელიმე ანალიტიკური ერთეულის მიხედვით.

7.35. ზღვა და ზღვის რეგიონები - ზღვის, ზღვის რეგიონების, მლაშე წყლების ობიექტების ფიზიკური მდგომარეობა (დინება, სიმლაშე, ტალღების სიმაღლე და სხვა),

რომლებიც დაყოფილია რეგიონებად და ქვერეგიონებად საერთო მახასიათებლების მიხედვით.

7.36. სხვა გეოგრაფიული ობიექტები - სხვა ტიპის გეოგრაფიული ობიექტები (სპორტი,

ტურიზმი და სხვა) და მათი ინფრასტრუქტურები, რომლებიც არ მიეკუთვნება ზემოთაღწერილი გეოგრაფიული მონაცემების თემატური ნაკრებების არცერთ ჯგუფს და წარმოადგენენ საზოგადოების ინტერესის საგანს.

8. თარიღი

8.1. თარიღი/დრო - რესურსთან ან მეტამონაცემებთან დაკავშირებული ამა თუ იმ მოვლენის თარიღი.

9. დროითი პერიოდი

9.1. დროითი პერიოდი - რესურსის მიერ მოცული დროის პერიოდი.

10. თარიღის ტიპი

10.1. შექმნა - თარიღი, რომელიც განსაზღვრავს რესურსის წარმოშობის დროს.10.2. გამოქვეყნება - თარიღი განსაზღვრავს, თუ როდის გამოქვეყნდა რესურსი.10.3. გადამოწმება - თარიღი განსაზღვრავს, თუ როდის შემოწმდა ან განმეორებით

შემოწმდა ან გაუმჯობესდა ან შეიცვალა რესურსი.10.4. საბოლოო გადამოწმება - თარიღი განსაზღვრავს, თუ როდის განხორციელდა

რესურსის ბოლო გადამოწმება.

11. GEMET- INSPIRE თემები: საკვანძო სიტყვა

შენიშვნა: 11.1 - 11.34 პუნქტებში მოცემული განსაზღვრებები განმარტებულია INSPIRE დირექტივის შესაბამისად.

11.1. მისამართები - საკუთრების ადგილმდებარეობა მისამართის იდენტიფიკატორებიდან გამომდინარე, ჩვეულებისამებრ, ეს არის: გზის სახელწოდება, შენობის ნომერი, საფოსტო კოდი.

11.2. ადმინისტრაციული ერთეულები - ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებიც ყოფენ არეალებს, სადაც ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ იურიდიული უფლებები ადგილობრივი, რეგიონული ან ეროვნული მმართველობისათვის და რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით არის

24

Page 25: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

გამოყოფილი.

11.3. საკადასტრო ნაკვეთები - საკადასტრო რეესტრებით ან მათი ექვივალენტებით განსაზღვრული არეალი (ტერიტორია).

11.4. საკოორდინატო სარეფერენციო სისტემები - სისტემები, სივრცითი მონაცემების რეფერენცირებისათვის სივრცეში, კოორდინატების ერთობლიობის (x,y,z) ან/და გრძედის, განედისა და სიმაღლის სახით, რაც გეოდეზიურ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ორიენტირებზეა დაფუძნებული.

11.5. გეოგრაფიული ბადის სისტემები - ჰარმონიზებული მულტირეზოლუციური ბადე, საერთო საწყისი წერტილით, სტანდარტიზებული მდებარეობითა და ბადის უჯრედის ზომით.

11.6. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები - არეალების, რეგიონების, ადგილმდებარეობების, დიდი ქალაქების, გარეუბნების, ქალაქების ან დასახლებების ან ნებისმიერი საზოგადოებრივი ან ისტორიული ინტერესის მქონე გეოგრაფიული ან ტოპოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები.

11.7. ჰიდროგრაფია - ჰიდროგრაფიული ელემენტები, საზღვაო არეალები და ყველა სხვა წყალსატევი და მათთან დაკავშირებული ერთეულები მდინარეების აუზებისა და შენაკადების აუზების ჩათვლით. ევროპის პარლამენტის 2000 წლის 23 ოქტომბრის 2000/60/EC დირექტივის თანახმად, რომელიც ადგენს მოქმედების ჩარჩოს წყალსარგებლობის პოლიტიკის სფეროში.

11.8. დაცული ტერიტორიები - საერთაშორისო, თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ფარგლებში დადგენილი და რეგულირებადი ტერიტორია, რომლის მენეჯმენტის მიზანს მისი დაცვა წარმოადგენს.

11.9. სატრანსპორტო ქსელები - საგზაო, სალიანდაგო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტი ერთმანეთთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. ინფრასტრუქტურა მოიცავს, ასევე, ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს, რომელიც განსაზღვრულია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით (1692/96/EC) და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარების დირექტივების თაობაზე თანამეგობრობის საბჭოს 1996 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების მომდევნო რევიზიებით.

11.10. სიმაღლე ზღვის დონიდან - მიწის, ყინულის და ოკეანეების ზედაპირის ზღვის დონიდან სიმაღლის ციფრული მოდელები. მოდელები მოიცავს ზღვის დონიდან რელიეფის სიმაღლეს, ბათიმეტრიას და სანაპირო ზოლს.

11.11. გეოლოგია - გეოლოგიური მახასიათებლები კომპოზიციისა და სტრუქტურის მიხედვით. მოიცავს ძირითად ქანებს, წყალშემცველ ფენებს და გეომორფოლოგიას.

11.12. მიწის საფარი - დედამიწის ზედაპირის ფიზიკური და ბიოლოგიური საფარი ხელოვნური ზედაპირების, სასოფლო-სამეურნეო არეალების, ტყეების ბუნებრივი არეების, დატენიანებული მიწების, წყალსატევების ჩათვლით.

11.13. ორთოფოტო გამოსახულებები - დედამიწის ზედაპირის გეორეფერენცირებული გამოსახულების მონაცემები, რომლებიც

25

Page 26: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

თანამგზავრებიდან ან საჰაერო სენსორებიდან მიიღება.11.14. სასოფლო-სამეურნეო და აკვაკულტურული ობიექტები - სამეურნეო

აღჭურვილობა და წარმოების ობიექტები (მათ შორის სარწყავი სისტემები, სათბურები და საჯინიბოები).

11.15. ტერიტორიების მართვა/შეზღუდვები/რეგულირების ზონები და ანგარიშვალდებული ერთეულები - არეალები, რომელთა მართვა, რეგულაცია ან გამოყენება ხდება საერთაშორისო, ევროპულ, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ანგარიშვალდებულებისთვის. მოიცავს ნაგავსაყრელებს, შეზღუდულ არეებს სასმელი წყლის სათავეების სიახლოვეს, ნიტრატის მოწყვლად ზონებს, მოწესრიგებულ ფარვატერებს ზღვებსა და მსხვილ შიდა წყლებში, ნარჩენების ნაგავსაყრელებს, ხმაურის აკრძალვის ზონებს, კვლევისა და სამთო სამუშაოებისთვის დასაშვებ ტერიტორიებს, მდინარის ავზის ოლქებს, შესაფერის ანგარიშვალდებულ ერთეულებსა და სანაპირო ზონების მართვის არეებს.

11.16. ატმოსფერული პირობები - ატმოსფეროს ფიზიკური პირობები. მოიცავს გაზომვებზე, მოდელებზე ან მათ კომბინაციაზე დაფუძნებულ სივრცით მონაცემებს და გაზომვის ადგილმდებარეობებს.

11.17. ბიო-გეოგრაფიული რეგიონები - შედარებით ერთგვაროვანი პირობების მქონე ტერიტორიები საერთო მახასიათებლებით.

11.18. შენობა-ნაგებობები - შენობა-ნაგებობების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.

11.19. ენერგეტიკული რესურსები - ენერგეტიკული რესურსები, მათ შორის ნახშირწყალბადები, ჰიდროელექტრული ძალა, ბიოენერგეტიკა, მზის ენერგია, ქარის ენერგია და სხვა, სადაც მართებულია სიღრმის/სიმაღლის შესახებ ინფორმაციის ჩართვა რესურსის განფენილობის მიხედვით.

11.20. გარემოსდაცვითი მონიტორინგის ობიექტები - გარემოსდაცვითი მონიტორინგის ობიექტების ადგილმდებარეობა და მოქმედება მოიცავს გამონაბოლქვზე, ეკოლოგიურ მედიასა და სხვა ეკოსისტემურ პარამეტრებზე (ბიომრავალფეროვნება, მცენარეულობის ეკოლოგიური მდგომარეობა და ა.შ.) დაკვირვებასა და გაზომვას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი სახელით.

11.21. ჰაბიტატები და ბიოტოპები - გეოგრაფიული არეალები, რომლებიც ხასიათდება სპეციფიკური ეკოლოგიური პირობებით, პროცესებით, სტრუქტურით და (სიცოცხლისთვის საჭირო) ფუნქციებით, რაც ფიზიკურად ეხმარება იქ მცხოვრებ ორგანიზმებს. მოიცავს რელიეფის და წყლის არეალებს, რომლებიც გეოგრაფიული, აბიოტური და ბიოტური ნიშნებით გამოიყოფა, შეიძლება იყოს სრულიად ბუნებრივი ან ნახევრად ბუნებრივი.

11.22. ადამიანთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - დომინირებული პათოლოგიების გეოგრაფიული გადანაწილება (ალერგიები, სიმსივნური დაავადებები და სასუნთქი გზების ინფექციები და სხვა), ჯანმრთელობაზე

26

Page 27: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

(ბიომარკერები, ნაყოფიერების შემცირება, ეპიდემიები) მოქმედი ან მის კეთილდღეობაზე გავლენის მქონე მოვლენების ან ფაქტორების (დეპრესია, სტრესი) შესახებ ინფორმაცია, რაც პირდაპირ (ჰაერის დაბინძურება, ქიმიკატები, ოზონის შრის შემცირება, ხმაური და სხვა) ან არაპირდაპირ (საკვები, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და სხვა) უკავშირდება გარემოს ხარისხს.

11.23. მიწათსარგებლობა - ტერიტორია, რომელიც ხასიათდება თავისი მიმდინარე ან სამომავლო დაგეგმილი ფუნქციური განზომილებით ან სოციო-ეკონომიკური დანიშნულებით (მაგ,. საცხოვრებელი, საწარმოო, კომერციული, სასოფლო-სამეურნეო, სატყევე მეურნეობა, სარეკრეაციო).

11.24. მეტეოროლოგიური გეოგრაფიული ობიექტები - ამინდის პირობები და მათი გაზომვები; ნალექები, ტემპერატურა, წყლის ატმოსფეროში ჯამური აორთქლება (ევაპოტრანსპირაცია), ქარის სიჩქარე და მიმართულება.

11.25. მინერალური რესურსები - მინერალური რესურსები, მათ შორის ლითონის მადნები, სამრეწველო მინერალები და სხვა. რესურს(ებ)ის განფენილობა და სადაც შესაძლებელია ინფორმაცია სიღრმის/სიმაღლის შესახებ .

11.26. ბუნებრივი რისკის ზონები - დაუცველი არეები, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების მიხედვით ხასიათდება (ყველა ატმოსფერული, ჰიდროლოგიური, სეისმური, ვულკანური და ტყის ხანძრის მოვლენა, რომლებსაც ადგილმდებარეობის, სიმწვავისა და სიხშირის გამო საზოგადოებაზე სერიოზული გავლენის მოხდენის პოტენციალი გააჩნიათ), მაგ. წყალდიდობები, მეწყერები და გრუნტის ჩაწოლა, ზვავები, ტყის ხანძრები, მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევები.

11.27. ოკეანოგრაფიული გეოგრაფიული ობიექტები - ოკეანეების ფიზიკური პირობები (დინებები, მარილიანობა, ტალღის სიმაღლე და ა.შ.).

11.28. მოსახლეობის გავრცელება/დემოგრაფია - ხალხის გეოგრაფიული გავრცელება, მათ შორის მოსახლეობის მახასიათებლები და აქტივობის დონე, რომელიც თავმოყრილია ბადეების, რეგიონების, ადმინისტრაციული ერთეულების ან სხვა ანალიტიკური ერთეულის მიხედვით.

11.29. წარმოების და სამრეწველო ობიექტები - წყლის ამოქაჩვის საშუალებები, სამთო მრეწველობა, სასაწყობე ადგილები, სამრეწველო საწარმოო ადგილები ინსტალაციის ჩათვლით, რომლებიც რეგულირდება ევროპის კავშირის 1996 წლის 24 სექტემბრის 96/61/EC დირექტივის მიხედვით და შეეხება ერთიანი დაბინძურების თავიდან აცილებასა და კონტროლს.

11.30. ზღვის რეგიონები - საერთო თვისებების მიხედვით რეგიონებად და ქვერეგიონებად დაყოფილი ზღვებისა და მარილიანი წყლის ობიექტების (სხეულები) ფიზიკური პირობები.

11.31. ნიადაგი - ნიადაგები და ქვენიადაგები, რომელთა მახასიათებლებს წარმოადგენს სიღრმე, ტექსტურა, სტრუქტურა და ნაწილაკებისა და ორგანული მასალის შემცველობა, ქვიანობა, ეროზია შესაბამისი საშუალო დახრითა და სავარაუდო წყლის შემცველობით.

27

Page 28: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

11.32. სახეობათა გავრცელება - ცხოველების და მცენარეების სახეობების გეოგრაფიული გავრცელება, განაწილებული გეოგრაფიული ბადის, რეგიონის, ადმინისტრაციული ერთეულის ან სხვა ანალიტიკური ერთეულის მიხედვით.

11.33. სტატისტიკური ერთეულები - დისემინაციის ან სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენების ერთეულები.

11.34. კომუნალური და სახელმწიფო სერვისები - მოიცავს კომუნალურ მომსახურებებს, როგორიცაა საკანალიზაციო წყლების (წყალანარინები) და ნარჩენების მართვა, ენერგიისა და წყლის მიწოდება, ადმინისტრაციული, სოციალური და სამთავრობო სერვისები, როგორიცაა საჯარო ადმინისტრაციები, სამოქალაქო თავდაცვის ტერიტორიები, სკოლები და საავადმყოფოები.

12. GEMET- ცნებები: საკვანძო სიტყვა

შენიშვნა: 12.1 – 12.109 პუნქტებში მოცემული განსაზღვრებები განმარტებულია GEMET-ის შესაბამისად.

12.1. უბედური შემთხვევა - მოულოდნელი შემთხვევა, დაზიანება ან დანაკარგი ან რაც პოტენციურად საშიშია და ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს.

12.2. ადმინისტრაცია - საჯარო ან კერძო სექტორის, ბიზნესის ან სხვა ტიპის ორგანიზაციის მმართველობა (დირექცია) ან ხელმძღვანელობა.

12.3. სოფლის მეურნეობა - ადამიანისთვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების მოშენება, რაც დაკავშირებულია მიწის დამუშავებასთან, მემცენარეობასა და მეცხოველეობასთან.

12.4. ანალიზი - ექსპერტიზა და განსაზღვრა.12.5. მეცხოველეობა - სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შინაური

ცხოველების მოშენებასა და კვებასთან არის დაკავშირებული.12.6. ატმოსფერო - რამდენიმე ათასი კილომეტრი სისქის დედამიწის ჰაერის გარსი,

რომელიც გარს აკრავს დედემიწას.12.7. ბიოქიმიური პროცესი - ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ქიმიური პროცესები.12.8. ბიოსფერო - დედამიწის და ატმოსფეროს ის ნაწილი, სადაც შესაძლებელია

ცოცხალი ორგანიზმების არსებობა.

12.9. საზღვარი - გამყოფი ხაზი ან საზღვარი პოლიტიკურ ან გეოგრაფიულ რეგიონებს შორის.

12.10. შექმნილი გარემო - ადამიანების მიერ შექმნილი ფიზიკური გარემო, შენობები ან ნაგებობები, გზები, ხიდები ან ისითი მცირე ობიექტები, როგორებიცაა შუქნიშნები,

ტელეფონები ან საფოსტო ყუთები.

12.11. ბიზნესი - ვაჭრობასთან ან შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ადგილი,

პოზიცია ან საქმიანობა.

12.12. ქიმიკატი - ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება რეაქციებისთვის ან მიიღება რეაქციების შედეგად, რომელთა დროსაც ხდება ცვლილებები ატომებში

28

Page 29: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

და მოლეკულებში.

12.13. ქიმიური ელემენტი - ნივთიერება, რომელიც შედგება, ერთიდაიგივე რიგითი ნომრის მქონე ელემენტის ატომებისაგან, მაგალითად წყალბადი, ოქრო და რკინა და სხვა.

12.14. ქიმიური პროცესი - ქიმიკატის დასამზადებლად საჭირო სპეციფიკური ტექნოლოგია, რაც ჩვეულებრივ რამდენიმე ეტაპისაგან ან ოპერაციისაგან შედგება.

12.15. ქიმიური თვისებები - ნივთიერების თვისებები, რომლებიც დამოკიდებულია მოლეკულებში ატომების განლაგებაზე, მათ შორის ისეთი თვისებებიც,

როგორებიც არის ბიოსარგებლიანობა, დეგრადირების შესაძლებლობა,

მდგრადობა და სხვა.

12.16. კლიმატი - მსოფლიოს კონკრეტულ რეგიონში არსებული ბუნებრივი პირობების საშულო მაჩვენებლები. კლიმატზე მოქმედებს დედამიწის მრავალი გეოგრაფიული ფაქტორი. ეკვატორული და მასთან ახლოს მდებარე განედები უფრო ცხელია,

ვიდრე პოლარული, რადგან კუთხე, რომლითაც მზის სხივი ეცემა დედამიწას,

განსხვავებულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილისთვის. ეკვატორულ და პოლარულ ტემპერატურებს შორის სხვაობა მოქმედებს ჰაერის უზარმაზარი მასების გლობალურ ცირკულაციაზე. შედარებით გრილი ჰაერის მასები გადაადგილდება ეკვატორისკენ და პოლუსებისკენ განდევნის თბილი ჰაერის მასებს, რომელიც გაგრილდება და ისევ ეკვატორისკენ გადაადგილდება.

12.17. ხელობა - ხელსაქმის სახე ან პროფესია, რომელიც სრულდება გარკვეული მხატვრული ტექნიკით.

12.18. კულტურა (საზოგადოება) - გარკვეული რასისთვის ან სოციალური ჯგუფისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებების, რწმენის, ტრადიციების, სოციალურ-

მატერიალისტური თვისებების კომპლექსი.

12.19. დემოგრაფია - სტატისტიკური მონაცემების კვლევა, რომელიც დინამიკაში გამოსახავს მოსახლეობის რიცხოვნობას და სტრუქტურას.

12.20. სტიქიური უბედურება - ადამიანისა და გარემომცველი გარემოს ურთიერთქმდების შედეგად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ზიანის შედეგი, ისეთი სერიოზული და მოულოდნელი მასშტაბური მოვლენა (შესაძლებელია ხანგრძლივი დროის პერიოდში, როგორიცაა გვალვის შემთხვევაში), რომ თანამეგობრობა საჭიროებს დახმარებას, სპეციალური ზომების მიღებას შიდა ან საერთაშორისო რესურსების მოზიდვის გზით.

12.21. დაავადება - ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი, პათოლოგიური პროცესი, რომელიც გარკვეული ნიშნებით და სიმპტომების კომპლექსით ხასიათდება.

12.22. ეკონომიკა - აქტივობების და ადმინისტრირების სისტემა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება გამოიყენებს საკუთარ რესურსებს მატერიალური სიკეთის

29

Page 30: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

წარმოების და სიმდიდრის დაგროვების მიზნით.

12.23. განათლება - ცოდნის ან უნარ-ჩვევების გადაცემის ან მიღების პროცესი.

12.24. ზემოქმედება - ზემოქმედებაში იგულისხმება:

ა) ქმედებით გამოწვეული პირდაპირი ეფექტი, რომელიც ვლინდება იმავდროულად და იმავე ადგილზე.

ბ) კონკრეტული ქმედებით გამოწვეული არაპირდაპირი ეფექტი, რომელიც ვლინდება სხვა დროს, განსხვავებულ სივრცეში, მაგრამ გარკვეული ალბათობით პროგნოზირებადია.

12.25. ენერგია - მუშაობის შესრულების შესაძლებლობა გამოხატული ჯოულებში,

რომელიც მოიცავს თერმულ (სითბო), გამოსხივების (სხივი), კინეტიკურ (მოძრაობა)

ან ქიმიურ ენერგიას.

12.26. გარემო - ცნება, რომელიც მოიცავს კაცობრიობის საარსებო გარემო პირობების ყველა ასპექტს, რაც მოქმედებს ცალკეულ ინდივიდზე და ადამიანების ჯგუფზე.

ევროპის კავშირში დამკვიდრებული განმარტების მიხედვით „ეს არის ელემენტების კომბინაცია, რომელთა რთული ურთიერთკავშირები ქმნის გარემომცველ გარემოს, ცალკეული ინდივიდის და საზოგადოების საარსებო პირობებს ისეთი ფორმით სადაც ისინი არსებობენ ან აღიქმება რომ იარსებებენ“. ამრიგად, გარემო მოიცავს ბუნებრივ და ადამიანის მიერ შექმნილ გარემოს,

ბუნებრივ რესურსებს ჰაერის, მიწისა და წყლის ჩათვლით, ასევე, სამუშაო ადგილებზე არსებულ გარემოს და პირობებს.

12.27. გარემოსდაცვითი შეფასება - ეკოლოგიური ან ბუნებრივი რესურსების შეფასება ან განსაზღვრა.

12.28. გარემოსდაცვითი ინფორმირებულობა - გარემოსდაცვითი ინფორმირებულობა ბიოფიზიკურ გარემოსთან, კერძოდ ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებებთან და შედეგებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა, აღქმა და პრობლემისადმი გააზრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება. „ეკოლოგიური აზროვნება“ ან თვითშეგნება

12.29. გარემოსდაცვითი კონტროლი - გარემოს დაცვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის რეალიზების შედეგად, რაც გულისხმობს: ნარჩენების მართვას, ადამიანის მიერ შექმნილი გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, დაცული ტერიტორიების (ეროვნული პარკები, ნაკრძლები) შექმნას,

ფლორისა და ფაუნის დაცვას, ტყეების და ლანდშაფტის შენარჩუნებას და სხვა.

12.30. გარემოსდაცვითი მონაცემები - გარემოსთან ან მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

12.31. გარემოს დაცვის ეკონომიკის საკითხი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხი, მოიცავს როგორც ევროპული თანამეგობრობის ან ქვეყნის ფინანსური რესურსების მართვას, ასევე, ბუნებრივი რესურსების დაცვას.

12.32. გარემოზე ზემოქმედება - ეკოლოგიური პირობების ცვლილება ან ხელსაყრელი ან

30

Page 31: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

მავნე ახალი ეკოლოგიური პირობების სისტემის ჩამოყალიბება, რაც გამოწვეული იქნება დაგეგმილი ქმედებების შედეგად.

12.33. გარემოსდაცვითი მართვა - გარემოს დაცვის და შენარჩუნების მიზნით მიღებული კონტროლის მექანიზმები და ღონისძიებები. ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გადანაწილება, გამოყენება, საზოგადოებისა და გარემოს ურთიერთქმედების ოპტიმიზაცია, ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება და მომავალი თაობების კეთილდღეობაზე ზრუნვა.

12.34. გარემოსდაცვითი დაგეგმარება - ფიზიკური გარემოს სასურველი მდგომარეობის განსაზღვრა, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, და რეალიზაციისათვის აუცილებელი შესაბამისი პროგრამების და ადმინისტრაციული პროცედურების ჩათვლით.

12.35. გარემოსდაცვითი პოლიტიკა - სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კანონის საფუძველზე ოფიციალურად დეკლარირებული ნება, პრინციპები, მოსაზრებები,

ფასეულობები და მიზნები, რომლითაც ხელმძღავანელობენ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

12.36. გარემოსდაცვითი პრობლემის გადაწყვეტა - საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიურ და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ რთულ და პრობლემურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებას.

12.37. გარემოსდაცვითი ქმედებები - გარემოს ცოცხალი რესურსების მდგრადი განვითარების, ზიანის და განადგურების საპრევენციოდ მიმართული ღონისძიებები.

12.38. აღჭურვილობა - რაიმე საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მასალების,

მარაგების და დამონტაჟებული ან მობილური მოწყობილობების ერთობლიობა.

12.39. შეფასება12.40. ექსპერიმენტი - სამეცნიერო ჰიპოტეზის მართებულობის დასადგენად, ცნობილი

ფაქტის დასადასტურებლად ან რაიმეს ჭეშმარიტების დასადგენად კონტროლირებად პირობებში ჩატარებული ისეთი ცდა, რომელიც ადრე არ განხორციელებულა.

12.41. ფინანსები - ფულადი სახსრები ან სახელმწიფო, კომპანიის, ორგანიზაციის ან პიზიკური პირების ინდივიდუალური შემოსავალი.

12.42. ფირმა - ორი ან მეტი პირის კომერციული პარტნიორობის, მიზნით ოფიციალურად რეგისტრირებული კორპორაცია.

12.43. თევზჭერა - თევზის ჭერის გადამუშავების და გაყიდვის წარმოება.

12.44. სატყეო მეურნეობა - ბუნებრივი გარემოპირობების შენარუნების, ასევე ხის მასალის, საკვების, ველური ცხოველების, სასმელი წყლის სუფთა წყაროების და სარეკრეაციო მიზნებით ტყით დაფარული არეალების მართვა.

12.45. გეოლოგიური პროცესი - დედამიწის ზედაპირზე გრავიტაციის გავლენით ბუნებრივი ძალების მოქმედების შედეგად, მაგალითად ტემპერატურის

31

Page 32: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

ცვლილებით, ყინულის წარმოქმნით და დნობით, ქიმიური რეაქციებით, სეისმური რყევებით ან ქარის, წყლის, თოვლის და ყინულის მოქმედებით მიმდინარე დინამიური ცვლილებები ან მოვლენები იმ ადგილზე და იმ მომენტში, როდესაც ბუნებრივი ძალების მოქმედება აჭარბებს დედამიწის ქერქის ქანების წინააღმდეგობის ძალებს და ხდება დეფორმაციები, გადაადგილება და ქიმიური რეაქციები.

12.46. საშიშროება, საფრთხე - ფიზიკური ან ქიმიური აგენტი, რომელსაც შეუძლია პოტენციური ზარალი მიაყენოს ადამიანებს, ქონებას, ცხოველებს, მცენარეებს ან ბუნებრივ რესურსებს.

12.47. ჯანმრთელობა - გარემოსა და ორგანიზმს შორის დინამიკური წონასწორობის მდგომარეობა, როდესაც წესრიგშია ტვინისა და სხეულის ყველა ფუნქცია.

12.48. ჯანმრთელობის და გარემოს ურთიერთკავშირი - გარემოს ხარისხსა და ცალკეული ინდივიდების ჯანმრთელობას შორის არსებული ურთიერთკავშირი.

12.49. ჰიდროსფერო - დედამიწაზე არსებული წყალი, რომელიც არსებობს მთებში (ლითოსფერო), ცოცხალ ორგანიზმებში (ბიოსფერო), ჰაერში (ატმოსფერო), ასევე ოკეანეების, მდინარეების, ტბების და სხვა ტიპის წყალსატევებში არსებული ზედაპირული წყლები, თოვლის, ყინულის და მყინვარების სახით არსებული წყალი,

ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით ჰიდროსფეროს მიეკუთვნება ასევე, წყლის ორთქლი, ღრუბლები და ატმოსფეროში არსებული ნალექების ყველა ფორმა.

12.50. უარყოფითი ზემოქმედების წყარო - გარემომცველ გარემოზე ზიანის მიმყენებელი ქმედებების შემადგენელი ელემენტები.

12.51. სამრეწველო პროცესი12.52. მრეწველობა - მრეწველობა წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის

მიზნით არსებული საწარმოების ერთობლიობას, რომლებიც ერთი ან რამდენიმე მიმართულებით საქმიანობენ და აწარმოებენ პროდუქციას, რაც იყიდება დახარჯული საერთო ღირებულებაზე მეტი შემოსავლის მიღების მოლოდინით.

მრეწველობის ერთ დარგში შესაძლებელია იწარმოებოდეს სხვადასხვა ტიპის საქონელი.

12.53. ინფორმაცია - გადაცემული ან შეძენილი ცოდნა, ფაქტები, იდეები ან გონებრივი სამუშაოები, რომლებიც გადაიცა როგორც შეტყობინება, გამოქვეყნებული ან გავრცელებული იქნა ნებისმიერი ფორმატით ფორმალური ან არაფორმალური გზით.

12.54. ორგანიზაციის სტრუქტურა - ორმხრივად დაკავშირებული და დამოკიდებული ელემენტებისგან ან ნაწილებისგან შემდგარი რთული და კომპლექსური სისტემა,

რომელიც ექვემდებარება გარკვეული წესით მოწყობას.

12.55. საერთაშორისო ურთიერთობები - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა.

12.56. მართლმსაჯულება - კანონის მართებული გამოყენება თვითნებური ქმედებებისგან განსხვავებით.

32

Page 33: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

12.57. შრომა - წარმოების ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ცალკეული ადამიანების ნებისმიერი ტიპის ძალისხმევას, იქნება ეს ხელით შრომა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, გონებრივი, რაც მიმართულია მატერიალური სიკეთეების წარმოებისკენ.

12.58. მიწა - სპეციფიკური გეოგრაფიული რეგიონები დედამიწის ზედაპირზე, მასთან დაკავშირებული ყველა ელემენტით (სასარგებლო წიაღისეულის მდებარეობა, გეოლოგია, ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, ნიადაგები, ფლორა და ფაუნა) და ადამიანის საქმიანობის ისეთი ხარისხის შედეგებით წარსულში და მიმდინარედ, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ თანამედროვე და მომავალ თაობებზე.

12.59. რეგიონული დაგეგმარება - რეგიონული მიზნების, გეგმების და პროგრამების ფორმულირება და რეგიონული გავლენის ჰარმონიზაცია სექტორული გეგმარებისას.

12.60. სამართალი (კანონთა ერთიანობა) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული იურიდიული ძალის მქონე წესების, ქმედებების ერთობლიობა.

12.61. კანონი (ცალკეული) - კანონთა ერთობლიობაში შემავალი ერთ-ერთი კანონი.

12.62. ორგანიზაციების სამართლებრივი ფორმა - ინსტიტუციის ტიპი, სტრუქტურა ან მიზანი, რაც შესაბამისობაშია ეროვნულ და ადგილობრივ კანონებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სამართლებრივი აქტები აღნიშნული ორგანიზაციისთვის საგადასახადო სტატუსის ან პრივილეგიიის დასადგენად.

12.63. კანონშემოქმედება - ქმედება ან პროცესი კანონის მიღებისას.12.64. ლითოსფერო - დედამიწის საფარი, რაც ატმოსფეროსთან და

ჰიდროსფეროსთან შედარებით სიმყარით ხასიათდება.12.65. მართვა - მთავრობა, კონტროლი, განმგებლობა, ფიზიკური ან მანუალური

ინსტრუქციები, სამართავი აქტები, ადმინისტრირება მაგალითად ოჯახის, შინამეურნეობის მართვა და სხვა.

12.66. მასალა - ნივთიერება, რისგანაც შედგება ან დამზადებულია პროდუქტი.12.67. პრაქტიკული მედიცინა - მეცნიერების ან/და ხელოვნების დარგი, რომელიც

მკურნალობს და განკურნავს.12.68. მეთოდოლოგია - კონკრეტულ დისციპლინაში გამოყენებული მეთოდების

და პრინციპების სისტემა.12.69. სამხედრო მოქმედებები - შეიარაღებული ძალების მიერ

განხორციელებული ქმედებები ან გადაადგილება.12.70. სამხედრო ასპექტები12.71. მონიტორინგი - რეგულარული შემოწმება ხარისხის ან რაოდენობის

ცვლილების კონტროლის მიზნით.12.72. კვება - ცხოველებსა და მცენარეებში მიმდინარე პროცესი, რაც

დაკავშირებულია საკვები ნივთიერებების მიღებასთან და ნივთიერებების შემდგომ ასიმილაციასთან ქსოვილებში.

33

Page 34: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

12.73. საკანონმდებლო სისტემის ორგანიზება - სახელმწიფოს საშუალება, კონკრეტული მეთოდების, ფორმების და ინსტიტუტების მეშვეობით გამოსცეს, აღასრულოს, მოახდინოს კანონების ინტერპრეტაცია, რომ კანონები იყოს შესაბამისობაში და აღიქმებოდეს ერთ მთლიანობად.

12.74. თავსახური - ნიადაგის და ქვების ფენა, რომელიც ფარავს სასარგებლო წიაღისეულს და რაც უნდა იქნას მოცილებული, რომ მოხდეს შემდეგ საბადოს დამუშავება.

12.75. პარამეტრი - წარმოდგენილია ორი განმარტება:ა) მნიშვნელობა გამოსახულებაში, დამოუკიდებელი ცვლადების გარდა,

რომელიც აუცილებელია დაზუსტდეს, იმისთვის რომ დადგინდეს დამოკიდებული ცვლადები.

ბ) მნიშვნელობა, რომელიც მუდმივია მოცემულ პირობებში , მაგრამ სხვა პირობებში შეიძლება შეიცვალოს.

12.76. პედოსფერო - დედამიწის გარსი სადაც მიმდინარეობს ფესვწარმოქმნითი პროცესები.

12.77. ფიზიკური პროცესი - უწყვეტი მოქმედება ან რიგი ცვლილებები, რომლებიც ცვლიან მატერიის ფორმას.

12.78. ფიზიკური თვისება - ნაერთის თვისება, რაც შესაძლებელია შეიცვალოს ქიმიური შედგენილობის ცვლილების გარეშე.

12.79. ფიზიკურ-ქიმიური პროცესი - ნივთერების ფიზიკური თვისებების და ქიმიური სტრუქტურის ცვლილების პროცესი.

12.80. დაგეგმვა - დასახული მიზნის მისაღწევად დეტალური ღონისძიებების თანმიმდევრობის სქემის მომზადების პროცესი.

12.81. პოლიტიკა (სტრატეგია)12.82. პოლიტიკა - საზოგადოების ან სხვა პოლიტიკური ერთეულების მართვის

თეორიული ან პრაქტიკული უფლებამოსილება, რაც დაფუძნებულია, საზოგადოებრივ ფასეულობებზე, რესურსების სწორად გადანაწილებაზე, საზოგადოებრივ წესრიგზე და წესების დაცვის უზრუნველყოფაზე.

12.83. დამაბინძურებელი - ადამინის საქმიანობის შედეგად დარჩენილი ნებისმიერი ნივთიერება, რაც არასასურველ ზეგავლენას ახდენს გარემოზე.

12.84. დაბინძურება - გარემოს ისეთი დაბინძურება: ბიოლოგიური, თერმული, ფიზიკური ან რადიაქტიური, როდესაც არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის რეალური ან პოტენციური საფრთხე.

12.85. ნაწარმი - ადამიანის მიერ მექანიკური ან ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი.

12.86. რადიაცია - ბუნებრივი ან ტექნოგენური წარმოშობის ნებისმიერი გამოსხივება, როგორიცაა რადიოტალღები, მზის სხივები, სამედიცინო რენტგენის სხივები, ბირთვული იარაღისა და ენერგიის წარმოების ნარჩენების გამოსხივება. არსებობს ორი ტიპის გამოსხივება იონიზირებული და

34

Page 35: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

არაიონიზირებული. რადიოაქტიური გამოსხივება მიეკუთვნება იონიზირებული გამოსხივების ტიპს, ხოლო არაიონიზირებულ გამოსხივებას მიეკუთვნება თერმული გამოსხივება (სითბო), სინათლე, ასევე, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია უჯრედების და ქსოვილების დაზიანება, არ არის კავშირში რადიოაქტიურ გამოსხივებასას მიმდინარე იონიზაციის პროცესებთან.

12.87. დასვენება (რეკრეცია) - ისეთი აქტივობა, რომელიც დასვენების და გართობის გზით აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას.

12.88. კვლევა - ბუნების კანონების, ფაქტების მეთოდების გამოსავლენად და გამოსაყენებლად მიმართული სამეცნიერო კვლევები.

12.89. რესურსი - გარემოს ნებისმიერი კომპონენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ორგანიზმის მიერ.

12.90. რესურსის გამოყენება12.91. რისკი - კონკრეტული ბუნებრივი მოვლენის შემდეგ დაღუპული და

დაზარალებული ადამიანების, ქონების და მატერიალური ზიანის ოდენობა, ასეთი მოვლენის მოხდენის ალბათობა და ზარალის მოსალოდნელი მასშტაბი.

12.92. უსაფრთხოება - მეთოდები და ხერხები, პრეპარატები ან ღონისძიებები, უბედური შემთხვევების, საფრთხეების, ავადმყოფობის, ტრამვების ან რისკების თავიდან ასაცილებლად.

12.93. მეცნიერება - სამყაროს და მისი შემადგენელი ნაწილების შესწავლა ზუსტი დაკვირვების, გაზომვების და ექსპერიმენტების საშუალებით, ზოგადი ბუნებრივი კანონზომიერების დადგენის, დადასტურების ან ცვლილების მიზნით, რათა აიხსნას მათი ბუნება და მოქმედება.

12.94. მომსახურება - ადამიანური რესურსებით და ხელსაწყოების საშუალებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელზეც არსებობს მოსახლეობის მოთხოვნა.

12.95. საზოგადოება - მეტნაკლებად მცირე ან დიდი, ადამიანთა რთული ჯგუფი, რომელის გარკვეულ ნაწილებს გააჩნიათ საერთო ინტერესი და ხასიათდებიან იერარქიული ურთიერთობებით.

12.96. კოსმოსი - მზესა და მზის სისტემის პლანეტებს შორის არსებული სივრცე. პლანეტებსშორისი სივრცე არ არის ცარიელი, შეიცავს მტვერს, მზის ელექტრული და მაგნიტური ველით (პლანეტებსშორისი მაგნიტური ველი) დამუხტულ მყარ ნაწილაკებს.

12.97. ნივთიერების მდგომარეობა - ნივთიერების სამი მდგომარეობიდან (მყარი, თხევადი, აირადი) ერთ-ერთი მდგომარეობა.

12.98. სტატისტიკა - მათემატიკის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს რიცხვითი მონაცემების შეგროვებას, ანალიზს ინტერპრეტირებას და გამოსახვას.

12.99. საგანი12.100. ტექნიკური რეგულაცია - მთავრობის ან ხელისუფლების მიერ მიღებული

წესი, რომელიც შეიცავს კონკრეტული სტანდარტის მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ტექნიკურ პირობებს და ზუსტ, დეტალურ და მკაცრ

35

Page 36: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

მითითებებს.12.101. ტექნოლოგია - მეცნიერებასთან და ინჟინერიასთან მჭიდროდ

დაკავშირებული სისტემური ცოდნა, რომელიც გამოყენება საწარმოო პროცესებში.

12.102. ტურიზმი - ადამინების მიერ მუდმივი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილებიდან დროებითი გადაადგილება სხვა დანიშნულების პუნქტებში მოგზაურობის, დათვალიერების, გართობის და დასვენების მიზნით. ადამიანთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შექმნილი სერვისები (მარშრუტები, შენობები, პირობები).

12.103. ვაჭრობა (მომსახურება) - ქვეყნის ფარგლებში ან ქვეყნებს შორის, საქონლის ან სერვისის, საცალოდ ან საბითუმოდ, ყიდვის, გაყიდვის, გაცვლის პროცესი.

12.104. სავაჭრო საქმიანობა

12.105. მოძრაობა - წარმოდგენილია ორი განმარტება:ა) სატრანსპორტო საშუალებების, გემების, თვითმფრინავების, ადამიანების და სხვათა გადაადგილება გარკვეულ არეალში ან მარშრუტით.ბ) სატრანსპორტო საშუალებები, ადამიანების და სხვათა გადასაადგილებლად, რომლებიც გადაადგილდებიან გარკვეულ არეალში ან მარშრუტით.

12.106. ტრანსპორტირება - ქმედება ადამიანების ან საქონლის (ტვირთი) ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანა, რაც ხშირად მოიაზრებს რომელიმე ტიპის სატრანსპორტო საშულების გამოყენებას.

12.107. სატრანსპორტო საშუალება - ადამიანების ან საქონლის (ტვირთი) ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასაადგილებელი საშუალება.

12.108. ვიბრაცია - ელასტიური სხეულებისთვის დამახასიათებელი, მაღალი სიხშირის,

მცირე ამპლიტუდის პერიოდული რხევები.

12.109. ნარჩენები - ადამიანის მიერ წარმოებული ნებისმიერი საწარმოო,

გადამამუშავებელი, სოფლის მეურნეობის პროცესების შედეგად დარჩენილი,

პროცესის მიმდინარეობისას სახეცვლილი ან დაზიანებული მასალა, რაც არ არის გამოსაყენებლად ვარგისი.

13. სერვისების კლასიფიცირებული საკვანძო სიტყვა

13.1. გეოგრაფიული საზოგადოებრივი ურთიერთობის სერვისი:13.1.1. კატალოგის დათვალიერების სერვისი - კატალოგთან მუშაობის

სამომხმარებლო სერვისი, გეოგრაფიული მონაცემების ან გეოგრაფიული სერვისების მეტამონაცემების მოსაძიებლად, დასათვალიერებლად და სამართავად.

13.1.2. გეოგრაფიული დათვალიერების სერვისი - სამომხმარებლო სერვისი ობიექტების ერთი ან რამდენიმე ნაკრების ან დაფარულობის დასათვალიერებლად.

36

Page 37: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

13.1.3. გეოგრაფიული ელექტრონული ცხრილის დათვალიერების სერვისი - სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იმუშაოს რამდენიმე ობიექტზე ან მოითხოვოს არითმეტიკული გამოთვლების მსგავსი გამოთვლები, რომლებიც ვრცელდება გეოგრაფიულ მონაცემებზე.

13.1.4. სერვისის რედაქტორი - გეოგრაფიული დამუშვების (გეოპროცესინგი) სერვისების კონტროლის სამომხმარებლო სერვისი.

13.1.5. ჯაჭვური/თანმიმდევრული განმარტების რედაქტორი - უზრუნველყოფს მომხმარებლის თანმიმდევრულ ურთიერთობას განმარტების სერვისთან.

13.1.6. სამუშაო პროცესის ამოქმედების მენეჯერი - უზრუნველყოფს მომხმარებლის კავშირს სამუშაო პროცესის ამოქმედების სერვისთან.

13.1.7. გეოგრაფიული ობიექტების რედაქტორი - გეოგრაფიული ობიექტების სამომხმარებლო სერვისი, რომელიც მომხმარებელს მონაცემებთან მუშაობის (რედაქტირება) საშუალებას აძლევს.

13.1.8. გეოგრაფიული სიმბოლოების რედაქტორი - სიმბოლოების ბიბლიოთეკის შესარჩევი და სამართავი სამომხმარებლო სერვისი.

13.1.9. ობიექტების გენერალიზაციის რედაქტორი - სამომხმარებლო სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეცვალოს ობიექტ(ებ)ის ნაკრების კარტოგრაფიული მახასიათებლები, მნიშვნელოვანი პარამეტრის შენარჩუნებით და ვიზუალიზაციის გამარტივებით - გამარტივების სივრცითი ექვივალენტი.

13.1.10. გეოგრაფიული მონაცემების სტრუქტურის დათვალიერების სერვისი - შიდა სტრუქტურის დათვალიერების გზით, მონაცემებზე ან მონაცემთა ნაკრების ნაწილზე წვდომის სამომხმარებლო სერვისი.

13.2. გეოგრაფიული მოდელი/ინფორმაციის მართვის სერვისი:13.2.1. ობიექტზე წვდომის სერვისი - ობიექტების საცავზე წვდომის და მართვის

სამომხმარებლო სერვისი.

13.2.2. რუკაზე წვდომის სერვისი - გეოგრაფიულ გრაფიკაზე, გეოგრაფიულ გამოსახულებებზე და გეოგრაფიულ ობიექტებზე წვდომის სამომხმარებლო სერვისი.

13.2.3. დაფარულობის წვდომის სერვისი - დაფარულობების ნაკრებების საცავზე წვდომის და მართვის სამომხმარებლო სერვისი.

13.2.4. სენსორის დახასიათების (აღწერის) სერვისი - დაფარულობის სენსორის, მდებარეობისა და ორიენტაციის სენსორების, აგრეთვე გეომეტრიული, დინამიური და რადიომეტრული სენსორების მახასიათებლების აღწერის სერვისი, გეოგრაფიული დამუშავების მიზნებისთვის.

13.2.5. პროდუქტზე წვდომის სერვისი - გეოგრაფიული პროდუქტების საცავზე წვდომისა და მართვის სამომხმარებლო სერვისი.

13.2.6. ობიექტის ტიპის სერვისი - ობიექტების ტიპების განმარტებების საცავზე წვდომისა და მართვის სამომხმარებლო სერვისი.

13.2.7. კატალოგის სერვისი - ინსტანციების შესახებ მეტამონაცემების საცავში აღმოჩენის (გამოვლენა) და მართვის სერვისების განმახორციელებელი

37

Page 38: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

სამომხმარებლო სერვისი.

13.2.8. რეგისტრაციის სერვისი - ტიპოლოგიის შესახებ მეტამონაცემების საცავზე წვდომის სამომხმარებლო სერვისი.

13.2.9. გეოგრაფიული ცნობარის სერვისი - რეალური სამყაროს მოვლენების (ერთეულები) კლასის ან კლასების საცავზე წვდომის სამომხმარებლო სერვისი. შეიცავს მდებარეობის შესაბამის ინფორმაციას (გეოგრაფიული ცნობარი).

13.2.10. შეკვეთების განკარგვის სერვისი - პროდუქტის პროვაიდერთან შეკვეთის სამომხმარებლო სერვისი.

13.2.11. მუდმივი დავალების სერვისი - შეკვეთის განკარგვის სერვისი, რომელიც მომხმარებელს აძლევს პროდუქტის გეოგრაფიულ ზონაში გავრცელების მოთხოვნის შესაძლებლობას, როდესაც ის ხელმისაწვდომი იქნება.

13.3. გეოგრაფიული სამუშაო პროცესის/დავალებების მართვის სერვისები:13.3.1. ჯაჭვის (თანმიმდევრობის) განსაზღვრის სერვისი - სერვისი, რომელიც

განსაზღვრავს ჯაჭვს (თანმიმდევრობას) და ამოქმედდება სამუშაო პროცესის გაშვების სერვისის საშუალებით.

13.3.2. სამუშაო პროცესის ამოქმედების სერვისი - სამუშაო პროცესის ამოქმედების სერვისი ახორციელებს ჯაჭვის (თანმიმდევრობის) ინტერპრეტირებას და აკონტროლებს სერვისების ინსტანცირებას და ქმედებების თანმიმდევრობას.

13.3.3. გამოწერის სერვისი - რეგისტრაციის საშუალებით, სიახლეების შესახებ შეტყობინებების მიღების სამომხმარებლო სერვისი.

13.4. გეოგრაფიული სივრცითი დამუშავების სერვისი:13.4.1. კოორდინატთა გარდაქმნის სერვისი - კოორდინატების ტრანსფორმაციის

სერვისი, ერთი საკოორდინატო სისტემიდან მეორეში, ერთი და იგივე დატუმის ფარგლებში.

13.4.2. კოორდინატთა ტრანსფორმირების სერვისი - კოორდინატების ტრანსფორმაციის სერვისი, ერთი საკოორდინატო სარეფერენციო სისტემიდან მეორეში განსხვავებული დატუმების ფარგლებში.

13.4.3. დაფარულობის ვექტორის გარდაქმნის სერვისი - სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის გამოსახვის დაფარულობის თემის შეცვლას ვექტორული თემით და პირიქით.

13.4.4. გამოსახულების კოორდინატთა გარდაქმნის სერვისი - კოორდინატების ტრანსფორმაციის ან გარდაქმნის სერვისი გამოსახულების საკოორდინატო სარეფერენციო სისტემის შესაცვლელად.

13.4.5. რექტიფიკაციის სერვისი - გამოსახულების მუდმივ მასშტაბში პერპენდიკულარულ პარალელურ პროექციაში ტრანსფორმირების სერვისი.

13.4.6. ორთორექტიფიკაციის სერვისი - დედამიწის ზედაპირის სიმაღლით გამოწვეული, გამოსახულების გადახრის ან გადაადგილების კორექტირების სერვისი.

13.4.7. სენსორული გეომეტრიული მოდელის რეგულირების სერვისი - სენსორული 38

Page 39: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

გეომეტრიული მოდელის რეგულირების სერვისი, სხვა გამოსახულებებთან ან/და ადგილზე ცნობილ პოზიციებთან გამოსახულების შესაბამისობის გასაუმჯობესებლად.

13.4.8. გამოსახულების გეომეტრიული მოდელის გარდაქმნის სერვისი - სენსორული გეომეტრიული მოდელების სხვა, მაგრამ ექვივალენტურ სენსორულ გეომეტრიულ მოდელში გადაყვანის სერვისი.

13.4.9. ქვეპარამეტრების სერვისი - გეოგრაფიული მდებარეობის ან საკოორდინატო ბადის საშუალებით, უწყვეტ სივრცით რეგიონში შეყვანილი ინფორმაციიდან მონაცემის მიღების სერვისი.

13.4.10. ნიმუშების აღების სერვისი - გეოგრაფიული მდებარეობის ან კოორდინატთა ბადის საშუალებით, შესაბამისი შერჩევის გეგმის გამოყენებით, შეყვანილი ინფორმაციიდან მონაცემების ამოღების სერვისი.

13.4.11. მოზაიკის შეცვლის სერვისი - გეოგრაფიული (სივრცითი) მონაცემების მოზაიკის შეცვლის სერვისი.

13.4.12. განზომილების გაზომვის სერვისი - გამოსახულებაზე ან სხვა გეოგრაფიულ მონაცემებში ობიექტების განზომილებების გამოთვლის სერვისი.

13.4.13. ობიექტის მანიპულაციის სერვისი - ერთი ობიექტის რეგისტრაცია სხვა ობიექტის მახასიათებლების: გამოსახულების, მონაცემთა ნაკრებების სერიების, საკოორდინატო ნაკრებების საფუძველზე. თარგმანების მონაცვლეობა, როტაცია (ბრუნვა) და პერსპექტიული განსხვავებების კორექცია. ობიექტების ნაკრების თითოეული ობიექტის შესაბამისობის შემოწმება ტოპოლოგიური წესების შესაბამისად, შეცდომის იდენტიფიცირება ან/და კორექტირება.

13.4.14. ობიექტების შესაბამისობის სერვისი - სერვისი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემების მრავალი წყაროდან რომელი ობიექტი ან ობიექტების ნაწილი წარმოადგენს იმავე რეალურ ერთეულს. მაგალითად: საზღვრის გვერდების (ნაპირები) შესაბამისობა და შეზღუდული/ლიმიტირებული ინტეგრაცია.

13.4.15. ობიექტების გენერალიზაციის სერვისი - სერვისი, რომელიც ამცირებს განხვავებებს სივრცითი მონაცემების ნაკრების ობიექტებს შორის, მონაცემთა დამუშვებისას კავშირის ელემენტის გაზრდის შედეგად.

13.4.16. მარშრუტის განსაზღვრის სერვისი - სერვისი, რომელიც განსაზღვრავს ოპტიმალურ გზას ორ მითითებულ წერტილს შორის შეყვანილ პარამეტრებზე დაყრდნობით და ობიექტთა ნაკრებისთვის განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

13.4.17. მდებარეობის განსაზღვრის სერვისი - სერვისი მდებარეობის განსაზღვრის მოწყობილობისათვის, რომელიც იღებს, გამოიყენებს და იძლევა ზუსტ მონაცემებს მდებარეობის შესახებ, განსაზღვრავს რამდენად შეესაბამება რეზულტატი მომხმარებლის მოთხოვნებს.

13.4.18. მიახლოებითობის ანალიზის სერვისი - სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობის გათვალისწინებით, მოიძიოს ყველა ობიექტი ატრიბუტების განსაზღვრული ნაკრების გათვალისწინებით, რომლებიც გარკვეული ობიექტიდან ან პოზიციიდან მდებარეობენ მომხმარებლის მიერ მითითებული მანძილის დაშორებით.

39

Page 40: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

13.5. გეოგრაფიული სივრცითი დამუშავების სერვისი:13.5.1. გეოპარამეტრების გამოთვლის სერვისი - პროგრამაზე ორიენტირებული

რაოდენობრივი შედეგების მიღების სერვისი, იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია შედეგის მიღება საწყისი დაუმუშავებელი მონაცემებიდან.

13.5.2. თემატური კლასიფიკაციის სერვისი - თემატურ ატრიბუტებზე დაყრდნობით, გეოგრაფიული მონაცემების რეგიონების კლასიფიკაციის სერვისი.

13.5.3. ობიექტის გენერალიზაციის სერვისი - ობიექტთა ტიპების გენერალიზაციის სერვისი, ნაკრებში კავშირის ელემენტის გაუმჯობესებით, მონაცემთა დამუშვებისთვის არასასურველი ფაქტორების იგნორირებით.

13.5.4. ქვეპარამეტრების სერვისი - პარამეტრების მნიშვნელობების საფუძველზე, შეყვანილი ინფორმაციიდან მონაცემების ექსტრაქციის /მიღების სერვისი.

13.5.5. სივრცითი დათვლის სერვისი - გეოგრაფიული ობიექტების დათვლის სერვისი.

13.5.6. ცვლილებების აღმოჩენის სერვისი - დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ერთი და იგივე გეოგრაფიული არეალის ორ მონაცემთა ნაკრებებს შორის განსხვავების აღმოჩენის სერვისი.

13.5.7. გეოგრაფიული ინფორმაციის მიღების სერვისი - დისტანციური ზონდირების და სკანირებული გამოსახულების საფუძველზე, ობიექტების და რელიეფის შესახებ ინფორმაციის მიღების სერვისი.

13.5.8. გამოსახულების დამუშავების სერვისი - მათემატიკური ფუნქციის საშუალებით გამოსახულების თემატური ატრიბუტების მნიშვნელობების ცვლილების სერვისი.

13.5.9. შემცირებული რეზოლუციის გენერირების სერვისი - გამოსახულების რეზოლუციის შემცირების სერვისი.

13.5.10. გამოსახულების მანიპულირების სერვისი - გამოსახულების მნიშვნელობების მანიპულირების სერვისი: ფერისა და კონტრასტის ცვლილება, სხვადასხვა სახის ფილტრის გამოყენება, გამოსახულების რეზოლუციის ცვლილება, ხმაურის (თეთრი ხაზების) მოშორება, ზოლებად დაყოფა, სისტემურ-რადიომეტრული კორექტირებები, ატმოსფერული შესუსტება, ცვლელებები ადგილის განათებაში და ა. შ.

13.5.11. გამოსახულების აღქმის სერვისი - გამოსახულების ცვლილების ავტომატური აღმოჩენის სერვისი უზრუნველყოფს რეგისტრირებული გამოსახულების განსხვავების მნიშვნელობის ანალიზს და დიფერენცირებას არეალზე და მოდელებზე დაყრდნობით.

13.5.12. გამოსახულების სინთეზის სერვისი - კომპიუტერზე დაფუძნებული სივრცითი მოდელების გამოყენებით გამოსახულების გარდაქმნის ან შექმნის სერვისი პერსპექტიული ტრანსფორმირების და გამოსახულების მახასიათებლების მანიპულირების გზით უზრუნველყოფს ხილვადობის გაუმჯობესებას, რეზოლუციის გამძაფრებას და ღრუბლის ან ბურუსის ეფექტის შემცირებას.

13.5.13. მრავალდიაპაზონური (ფერადი კომპონენტების) გამოსახულების სერვისი - გამოსახულების ფერადი კომპონენტების გამოყენებით გამოსახულების ცვლილების მანიპულაცია.

40

Page 41: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

13.5.14. ობიექტების თემატური მოძიების სერვისი - რეალურ სამყაროში არსებული ობიექტების გამოსახულებაზე აღმოჩენის სერვისი.

13.5.15. კლასიფიკაციის (ანალიზის) სერვისი - მდებარეობაზე დაფუძნებული ათვლის სისტემებისათვის განკუთვნილი ტექსტური დოკუმენტების სკანირების სერვისი გეოკოდირების სერვისის მოსამზადებლად, როგორიცაა ადგილის სახელწოდებები, მისამართები, საფოსტო კოდები და ა.შ.

13.5.16. გეოკოდირების სერვისი - მდებარეობაზე დაფუძნებული ტექსტებისა და გეოგრაფიული კოორდინატებისა ან სხვა სივრცითი მახაიათებლების ურთიერთბმის სერვისი.

13.6. დროითი გეოგრაფიული დამუშავების სერვისი:13.6.1. დროის ათვლის სისტემის ტრანსფორმირების სერვისი - დროითი

მნიშვნელობის შეცვლის სერვისი, დროის ათვლის ერთი სისტემიდან სხვა სისტემაზე.

13.6.2. ქვეპარამეტრების სერვისი - მონაცემების უწყვეტ ინტერვალში შეყვანისას, მონაცემების ექსტრაქციის სერვისი დროითი პოზიციის მახასიათებელზე დაყრდნობით.

13.6.3. ნიმუშების აღების სერვისი - დროითი მდებარეობის სიდიდეზე დაყრდნობით, შეყვანილი ინფორმაციიდან მონაცემების ექსტრაქციის სერვისი, შესაბამისი შერჩევის გეგმის გამოყენებით.

13.6.4. დროითი მიახლოებითობის/ სიზუსტის ანალიზის სერვისი - დროითი ინტერვალის ან მოვლენის გათვალისწინებით, ყველა ობიექტის იმ ატრიბუტების საშუალებით მოძიების სერვისი, რომლებიც მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ დროით ინტერვალს ან მოვლენას შეესაბამებიან.

13.7. გეოგრაფიული დამუშავების სერვისი - მეტამონაცემები:13.7.1. სტატისტიკური გამოთვლების სერვისი - მონაცემთა ნაკრებისთვის სტატიკის

გამოთვლის სერვისი.

13.7.2. გეოგრაფიული ანოტაციის სერვისი - გამოსახულებაზე ან ობიექტზე ობიექტების კოლექციაში დამხმარე ინფორმაციის დამატების სერვისი.

13.8. გეოგრაფიული კომუნიკაციის სერვისი:13.8.1. კოდირების სერვისი - კოდირების წესის განხორციელების, ინტერფეისის

კოდირების და დეკოდირების ფუნქციონალის განსაზღვრის სერვისი.

13.8.2. ტრანსფერის სერვისი - „ონლაინ“ და „ოფლაინ“ მედია/საკომუნიკაციო საშუალებებით, ერთი ან რამდენიმე გადაცემის პროტოკოლის შესრულების, საინფორმაციო სისტემებს შორის მონაცემების გადაცემის სერვისი.

13.8.3. გეოგრაფიული შეკუმშვის სერვისი - სივრცითი მონაცემების ნაწილის კონვერტირების სერვისი შეკუმშული ფორმატიდან - ობიექტების კოლექციაში ან პირიქით ობიექტების კოლექციიდან - შეკუმშულ ფორმატში.

13.8.4. გეოგრაფიული ფორმატის კონვერტაციის სერვისი - გეოგრაფიული მონაცემების ერთი ფორმატიდან სხვა ფორმატში კონვერტაციის სერვისი.

13.8.5. შეტყობინებების გაგზავნის სერვისი - სერვისი, რომელიც მრავალ მომხმარებელს ობიექტის კოლექციის ერთდროულად დათვალიერების,

41

Page 42: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

კომენტარის გაკეთების და რედაქტირების მოთხოვნის შესაძლებლობას აძლევს.

13.8.6. დისტანციური ფაილი და (შესრულებადი) მართვა - სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას გეოგრაფიული ობიექტების მეხსიერების მეორად საცავზე ისე, როგორც ლოკალური მომხმარებლისთვის.

14. საკოორდინატო სარეფერენციო სისტემა

15.

ვერტიკალური დატუმი

16. განახლების სიხშირე:

16.1. განგრძობადი - მონაცემები მუდმივად ახლდება.16.2. ყოველდღიური - მონაცემები განახლდება ყოველ დღე.16.3. ყოველკვირეული - მონაცემები განახლდება ყოველკვირეულად.16.4. ყოველ ორ კვირაში - მონაცემები განახლდება ყოველ ორ კვირაში.16.5. ყოველთვიური - მონაცემები განახლდება ყოველ თვე.16.6. კვარტალში ერთხელ - მონაცემები განახლდება ყოველ სამ თვეში ერთხელ.16.7. ნახევარ წელიწადში ერთხელ - მონაცემები განახლდება წელიწადში ორჯერ.16.8. ყოველწლიური - მონაცემები განახლდება ყოველწლიურად.16.9. საჭიროებისამებრ - მონაცემები განახლდება განუსაზღვრელ ინტერვალებში,

რომელიც არ არის ზუსტად დადგენილი.16.10. არარეგულარული - მონაცემები განახლდება ისეთი ინტერვალებით,

რომელიც არ არის ზუსტი თავის ხანრგძლივობაში.

42

N კოდი კოდის სივრცე აღწერა

14.1 EPSG::32637 EPSG WGS 84 / UTM zone 37N

14.2 EPSG::32638 EPSG WGS 84 / UTM zone 38N

14.3 EPSG::2497 EPSG Pulkovo 1942 / Gauss-Kruger CM 39E

14.4 EPSG::2498 EPSG Pulkovo 1942 / Gauss-Kruger CM 45E

14.5 EPSG::2588 EPSG Pulkovo 1942 / 3-degree Gauss-Kruger CM 39E

14.6 EPSG::2589 EPSG Pulkovo 1942 / 3-degree Gauss-Kruger CM 42E

14.7 EPSG::2590 EPSG Pulkovo 1942 / 3-degree Gauss-Kruger CM 45E

14.8 EPSG::2591 EPSG Pulkovo 1942 / 3-degree Gauss-Kruger CM 48E

14.9 EPSG::2935 EPSG Pulkovo 1942 / CS63 zone A1

14.10 EPSG::2936 EPSG Pulkovo 1942 / CS63 zone A2

N კოდი კოდის სივრცე აღწერა

15.1 EPSG::5105 EPSG Baltic 1977 (Baltic Sea)

Page 43: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

16.11. არაგეგმიური - არ არსებობს მონაცემთა განახლების გეგმა.16.12. უცნობი - მონაცემთა განახლების სიხშირე უცნობია.16.13. პერიოდული - რესურსის განახლება ხორციელდება რეგულარული

პერდიოდულობით.16.14. თვეში ორჯერ - რესურსის განახლდება თვეში ორჯერ.16.15. ორ წელიწადში ერთხელ - რესურსი განახლდება ყოველ ორ წელიწადში

ერთხელ.

17. სივრცითი გამოსახვის ტიპი:

17.1. ვექტორი - ვექტორული მონაცემები გამოიყენება გეოგრაფიული მონაცემების გამოსახვისათვის.

17.2. ბადე - ბადის მონაცემები გამოიყენება გეოგრაფიული მონაცემების გამოსახვისათვის.

17.3. ტექსტური ცხრილი - ტექსტური ან ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემები, რომელიც გამოიყენება გეოგრაფიული მონაცემების გამოსახვისათვის.

17.4. ტინი - სატრიანგულაციო არარეგულარული ქსელი.17.5. სტერეომოდელი - სამგაზნომილებიანი გამოსახულება, რომელიც იქმნება

ურთიერთგადაფარული წყვილი გამოსახულების ჰომოლოგიური სხივების ჯვარედინად დაკავშირების შედეგად.

17.6. ვიდეო - სცენა ვიდეო ჩანაწერიდან.

18. საჯარო წვდომის შეზღუდვები - წვდომის შეზღუდვა:

18.1. საავტორო უფლება - უფლება, რომელიც ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

18.2. პატენტი - პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს.

18.3. პატენტი განხილვის პროცესში - წარმოებული ან გაყიდული ინფორმაცია ელოდება პატენტის მიღებას.

18.4. სასაქონლო ნიშანი - სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.

18.5. ლიცენზია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების

43

Page 44: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.

18.6. ინტელექტუალური საკუთრების უფლება - უფლება ეხება: ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს, მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს, გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, სამრეწველო ნიმუშებს, სასაქონლო ნიშნებს და სხვა უფლებებს, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროში.

18.7. შეზღუდულია - ამოღებულია ზოგადი ბრუნვიდან და გასაჯაროებიდან.18.8. სხვა შეზღდუვები - შეზღდუვები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი.18.9. შეუზღუდავი - არ არსებობს აკრძალვები.18.10. შეუზღუდავი ლიცენზია - რესურსის გამოყენებისათვის არ მოითხოვება

ოფიციალური ნებართვა.18.11. ლიცენზიის საბოლოო მომხმარებელი - ოფიციალური ნებართვა, რომელიც

საჭიროა პირისათვის ან დაწესებულებისათვის, რათა ისარგებლოს რესურსით და იგი შესაძლოა არ იყოს იგივე პირი, რომელიც მოითხოვს ან შეიძენს ლიცენზიას.

18.12. ლიცენზიის გამავრცელებელი - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის რესურსის გავრცელების ან კომერციული მიზნით გამოყენებისთვის საჭირო ოფიციალური ნებართვა.

18.13. პრივატული (პირადი) - ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯაროდ გავრცელებისაგან. იცავს პირებისა და დაწესებულებების უფლებებს სხვათა დაკვირვებისა, ჩარევისა და ყურადღებისაგან.

18.14. კანონისმიერი - კანონის შესაბამისად დადგენილი.18.15. საიდუმლო ინფორმაცია - საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე

საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

18.16. სენსიტიური მაგრამ არაკლასიფიცირებული - მიუხედვადა იმისა, რომ არის არაკლასიფიცირებული, მოითხოვს მკაცრ კონტროლს გავრცელებაზე.

18.17. კონფიდენციალურობის დაცვით - ინფორმაციის გავრცელებისგან დაცვით (ნდობით).

19. საჯარო წვდომის შეზღუდვები - კლასიფიკაცია:

19.1. არაკლასიფიცირებული - ზოგადი გასაჯაროებისთვის ხელმისაწვდომი.19.2. შეზღუდული სარგებლობისთვის - მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება

უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან

44

Page 45: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე. 

19.3. საიდუმლო - მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებს ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს.

19.4. სრულიად საიდუმლო - მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის. 

19.5. განსაკუთრებული მნიშვნელობის საიდუმლო ინფორმაცია - მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება არსებითად იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის. 

19.6. სენსიტიური მაგრამ არაკლასიფიცირებული - მიუხედავად იმისა, რომ არის არაკლასიფიცირებული, მოითხოვს გავრცელებაზე მკაცრ კონტროლს.

19.7. მხოლოდ ოფიციალური მოხმარებისთვის - არაკლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საჯარო მიზნებისათვის, რაც განსაზღვეულია შესაბამისი ორგანოს მიერ.

19.8. დაცული - საიდუმლო ინფორმაცია, რომლის გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზიანი.

19.9. შეზღუდული გავრცელება - გავრცელება შეზღუდულია შესაბამისი ორგანოს მიერ.

20. პასუხისმგებელი მხარის როლი

20.20. რესურსის მიმწოდებელი - მხარე, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის მიწოდებას.

20.21. მეურვე - მხარე, რომელიც ანგარიშვალდებულია და იღებს პასუხისმგებლობას რესურსზე და უზრუნველყოფს რესურსის სათანადო მოვლასა და შენარჩუნებას.

45

Page 46: დანართიgisappsn.reestri.gov.ge/4nsdi/Metadata Regulation Version... · Web viewპროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილება

20.22. მესაკუთრე - მხარე, რომლის საკუთრებაც არის რესურსი.20.23. მომხმარებელი - მხარე, რომელიც იყენებს რესურსს.20.24. გამავრცელებელი - მხარე, რომეცლი ავრცელებს რესურსს.20.25. ავტორი - მხარე, რომელმაც შექმნა რესურსი.20.26. საკონტაქტო პირი - მხარე, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის შეძენის

შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.20.27. მთავარი მკვლევარი - საკვანძო მხარე, რომელიც პასუხს აგებს

ინფორმაციის შეგროვებასა და კვლევის წარმართვაზე.20.28. დამმუშავებელი - მხარე, რომელიც ამუშავებს მონაცემებს ისე, რომ

რესურსი იცვლება.20.29. გამომქვეყნებელი - მხარე, რომელიც აქვეყნებს რესურსს.20.30. ავტორი - მხარე, რომელიც რესურსის ავტორია.20.31. სპონსორი - მხარე, რომელიც რესურსზე პასუხისმგებელი მხარის ნაცვლად

წარმოადგენს რესურსს.20.32. თანაავტორი - მხარე, რომელიც სხვასთან ერთად არის რესურსის ავტორი.20.33. თანამშრომელი - დამხმარე მხარე რესურსის გენერირების პროცესში,

გარდა მთავარი მკვლევარისა.20.34. რედაქტორი - მხარე, რომელმაც გადაამოწმა ან შეცვალა რესურსი

შინაარსის გასაუმჯობესებლად.20.35. მედიატორი - დაწესებულების კლასი, რომელიც შუამდგომლობს რესურსზე

წვდომის პროცესში და რომლისთვისაც განკუთვნილია ან გამოსადეგია რესურსი.

20.36. უფლებების მფლობელი - მხარე, რომელსაც გააჩნია ან რომელიც მართავს უფლებებს რესურსზე.

20.37. დამხმარე - მხარე, რომელსაც წვლილი შეაქვს რესურსში20.38. დამფინანსებელი - მხარე, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის ფინანსურ

მხარდაჭერას.20.39. მეწილე - მხარე, რომელსაც გააჩნია რესურსში ან მის გამოყენებაში

ინტერესი (პროცენტი).

46