ივნისის დიასპორული საინფორმაციო...

19
ივნისის დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესრულდა ცნობილი ქართული ხალხური ჰანგები და ინგლისურენოვანი სიმღერები. მიღებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა, დიანა ჟღენტმა, ისაუბრეს საქართველო- ამერიკის ურთიერთობის მნიშვნელობაზე და აშშ-ს როლზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ღონისძიება ამერიკული კომპანია „Eristavi Winery“ - ის მარანში გაიმართა, რომლის დამფუძნებელი, 2 ივნისს, ქ. სან ფრანცისკოში, საქართველოს საელჩომ და ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ერთობლივად უმასპინძლეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელსაც კალიფორნიის შტატის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს ამერიკელი მეგობრები, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა და სახელოვანი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დაესწრნენ. ამერიკაში ცნობილი ქართული გვარის - ერისთავების გამგრძელებელი ვიქტორ ერისთავი წარმოადგენს. პროფესიით ქიმიკოსი 2006 წელს კალიფორნიაში ღვინის ბიზნესში ჩაერთო და ღვინის პირველი პარტია 2009 წელს ჩამოასხა. 2018 წელს, თბილისში გამართულ WinExpo Georgia“-ღვინის მე–10 საერთაშორისო კონკურსზე მან წარმატებით მიიღო მონაწილეობა და ჯილდოებიც დაიმსახურა. მიღების დროს ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებსა და წარმატებებს უახლოეს ისტორიაში. ასევე ისაუბრეს ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე საქართველოს განვითარების პროცესისათვის. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი სან ფრანცისკოში

Transcript of ივნისის დიასპორული საინფორმაციო...

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

შესრულდა ცნობილი ქართული

ხალხური ჰანგები და

ინგლისურენოვანი სიმღერები.მიღებაზე ამერიკის შეერთებულ

შტატებში საქართველოს საგანგებო და

სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით

ბაქრაძემ და საქართველოსგენერალურმა კონსულმა, დიანა

ჟღენტმა, ისაუბრეს საქართველო-

ამერიკის ურთიერთობისმნიშვნელობაზე და აშშ-ს როლზე

საქართველოს დემოკრატიული

განვითარების პროცესში. ღონისძიება

ამერიკული კომპანია „Eristavi Winery“ -

ის მარანში გაიმართა, რომლის

დამფუძნებელი,

2 ივნისს, ქ. სან ფრანცისკოში,

საქართველოს საელჩომ და ნიუ

იორკში საქართველოსგენერალურმა საკონსულომ

ერთობლივად უმასპინძლეს

საქართველოს პირველი

დემოკრატიული რესპუბლიკისდაარსების 100 წლისთავისადმი

მიძღვნილ მიღებას, რომელსაც

კალიფორნიის შტატის ქართულიდიასპორის წარმომადგენლები,

საქართველოს ამერიკელი

მეგობრები, ჩრდილოეთ ამერიკის

ეპისკოპოსი, მეუფე საბა დასახელოვანი ქართველი

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია

დაესწრნენ.

ამერიკაში ცნობილი ქართული

გვარის - ერისთავების

გამგრძელებელი ვიქტორ ერისთავიწარმოადგენს. პროფესიით ქიმიკოსი

2006 წელს კალიფორნიაში ღვინის

ბიზნესში ჩაერთო და ღვინის

პირველი პარტია 2009 წელსჩამოასხა. 2018 წელს, თბილისში

გამართულ „WinExpo Georgia“-ს

ღვინის მე–10 საერთაშორისოკონკურსზე მან წარმატებით მიიღო

მონაწილეობა და ჯილდოებიც

დაიმსახურა.

მიღების დროს ხაზი გაესვასაქართველოს მიღწევებსა და

წარმატებებს უახლოეს ისტორიაში.

ასევე ისაუბრეს ქართულიდიასპორის მნიშვნელობაზე

საქართველოს განვითარების

პროცესისათვის.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი სან ფრანცისკოში

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

3 ივნისს, ნიუ იორკში, ბრუკლინში

ახალი ქართული კულტურის

ცენტრის "საუნჯე" ოფიციალურიგახსნის ცერემონიალი შედგა. მისი

დამფუძნებელი და სამხატვრო

ხელმძღვანელია, ცნობილი

ქართველი ხელოვანი ნიკონადირაშვილი. კულტურის

ცენტრის პარტნიორია “დიანა

ბაგრატიონის საქველმოქმედოფონდი". გახსნას ქართული

დიასპორის წარმომადგენლებთან

ერთად ესწრებოდნენ, ნიუ იორკის

მერიის წარმომადგენელი დამოწვეული სტუმრები. „ლენტი

გაჭრა“ ნიუ იორკის წმ. ნინოს

სახელობის ქართულიმართლმადიდებლური ეკლესიის

მოძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე

თანდილაშვილმა. ქართულიკულტურის პოპულარიზაციასთან

ერთად, ცენტრს დაანონსებული

აქვს ა.წ. სექტემბერში,

"ემიგრანტული" ქართული რადიოს"საუნჯე"-ს მაუწყებლობის დაწყება

ამერიკის შეერთებული

შტატებიდან პირდაპირ ეთერში, 24საათის განმავლობაში.

„მამულის“ სოლო კონცერტი თესალონიკში

3 ივნისს, ქ. თესალონიკში, თეატრ „ანეტონში,“

საქართველოს გენერალური საკონსულოს ეგიდით,

გაიმართა თესალონიკის ქართული ანსამბლის -„მამულის“ სოლო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და

საქართველოს პირველი დემოკრატიული

რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.ანსამბლმა, რომელსაც ხელმძღვანელობენ

ქორეოგრაფები - ზაზა გიუნაშვილი და ნათია

ამირანაშვილი და რომელიც არსებობის ხუთ წელსითვლის, წარმოადგინა ქართული ეროვნული

ცეკვები. კონცერტში, ასევე, მონაწილეობდნენ

თესალონიკის ქართული თეატრალური დასის

წევრები, რომლებმაც შეასრულეს ქართულისიმღერები და სხვადასხვა თეატრალური ნომრები.

საღამოს ორგანიზატორი იყო დასის

ხელმძღვანელი - მალხაზ რაზმაძე, ხოლოთესალონიკში მოღვაწე ქართველმა პოეტმა - ნანა

ჩხაიძემ წაიკითხა ლექსები საკუთარი

შემოქმედებიდან. კონცერტმა, რომელსაცესწრებოდნენ თესალონიკის ქართული

დიასპორის წევრები და ადგილობრივი ბერძენი

მაყურებელი, საყოველთაო მოწონება და მაღალი

შეფასება დაიმსახურა.

ნიუ იორკში ახალი ქართული კულტურის ცენტრი "საუნჯე" დაარსდა

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

8 ივნის, ქ. ფრანკფურტში საქართველოს

გენერალური საკონსულოსა და დოქტორ

თამარა კირშკეს ორგანიზებით გაიმართაშეხვედრა თემაზე „ქართულ-გერმანული

ურთიერთობები და საქართველოს პირველი

დემოკრატიული რესპუბლიკა.“

მომხსენებელმა, თამარა კირშკემ ისაუბრაგერმანულ-ქართულ ისტორიულ კავშირებზე,

პირველ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და

საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული

დიასპორის წარმომადგენლები.

„ქართული ჭიდაობის კლუბის“ გამარჯვება ნიუ იორკში

6 ივნისს, ქ. ნიუ იორკში, ცნობილი ქართველი

ფალავანის დავით ფრანგიშვილის

ხელმძღვანელობით დაარსებულმა „ქართულიჭიდაობის კლუბმა“ მონაწილეობა მიიღო

ბრუკლინში ჩატარებულ კლუბურ ჩემპიონატში -

„Brooklyn Cup, 2018“. კლუბის ექვსმა წევრმა 5

ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.ახალბედა ძიუდოისტებმა დამაჯერებლად

იასპარეზეს. მოჭიდავეებმა, სოლომონ ჯოჯუამ და

ბექა ვიბლიანმა პირველი ადგილები მოიპოვესთავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში. აღსანიშნავია,

აგრეთვე, დავით ბასარიას, სანდრო ბოგვერაძეს და

ნიკო ნიკოლაიშვილის გამარჯვებები.

"Georgian Wrestling Club"-ში ქართველი დაამერიკელ სპორტსმენები მეგობრულ გარემოში

ვარჯიშობენ. კლუბს ხელმძღვანელობენ დავით

ფრანგიშვილი და მისი უფროსი ვაჟი გიორგიფრანგიშვილი, რომელიც აშშ-ის ნაციონალური

ნაკრების წევრია და მონაწილეობა აქვს მიღებული

2012-2015 წლებში სამბოს და ძიუდოს მსოფლიოჩემპიონატებში. 2017 წელს ის პან-ამერიკის

თამაშების ჩემპიონი გახდა და ლონდონში

ჩატარებული სამბოს „პრეზიდენტის თასის“

ვერცხლის მედალი მოიპოვა.

9 ივნისს, ესტონეთის ქართული სათვისტომოს

- „ქართული სახლი“ საფეხბურთო გუნდმა

ამხანაგური შეხვედრა გამართა დანიის სავაჭროპალატის გუნდთან. თამაში ქართული გუნდის

დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მიმდინარე წელს ქართული სათვისტომოს

გუნდმა უკვე მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება.საფეხბურთო მატჩს ქალაქ ტალინში

მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ,

რომლებიც გუნდს აქტიურადგულშემატკივრობდნენ.

„კლუბის ქართველ და ამერიკელ პატარა

სპორტსმენებზე მზრუნველობა ამერიკული Net-

Cost Market -ის გენერალურმა მენეჯერმა ედვარდშნაიდერმა ითავა, რაზედაც დიდ მადლობას

ვუხდით. ასევე, მოხარულები ვიქნებით, თუ

ქართველი ბიზნესმენები დაუდგებიან კლუბს

გვერდში, რადგან ჩვენი მომავალი ჩვენსშვილებშია, მათ სჭირდებათ გვერდით დგომა!“ -

ამბობს დავით ფრანგიშვილი.

ქართულ-გერმანული ურთიერთობები და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

ესტონეთის სათვისტომოს საფეხბურთო გუნდის მორიგი გამარჯვება

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიუნხენში

10 ივნისს, ქ. მიუნხენში, გერმანიის ქართულმა

სათვისტომომ საქართველოს პირველი

დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100წლის თავი და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

საზეიმოდ აღნიშნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ NATO-ს მტკიცე

მხარდაჭერის მისიაში მონაწილე მე-2 ქვეითიბრიგადის დაზვერვის ასეულის წევრები

საქართველოდან, რომელთა მიერ გადმოცემული

საქართველოს დროშა მიუნხენში მცხოვრებმაპატარა ქართველებმა გერმანიის და ევროკავშირის

დროშების გვერდით აღმართეს. დაზვერვის

ასეული სათვისტომოს თავმჯდომარემ საპატიო

სიგელით და ბავარიული ლუდის კათხებითდაასაჩუქრა.

მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას

დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და

მიესალმნენ გერმანიის ქართული სათვისტომოსთავმჯდომარე ლერი დათაშვილი, საქართველოს

საპატიო კონსული მიუნხენში, პროფესორი კლაუს

ჰიპი, საქართველოს დესპანი გერმანიაში, ლევან

დიასამიძე, საქართველოს კონსული ბავარიასა დაბადენ-ვიურტემბერგში, ზაზა მეგრელიშვილი და

მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობის

ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე.

საქართველოს სახელმწიფოებრივი

დამოუკიდებლობის ისტორიასა

და მნიშვნელობაზე, ასევეევროპულ გზასა და გამოწვევებზე

მოხსენებები წაიკითხეს ევროპის

ადამიანის უფლებათა

სასამართლოს მოსამართლემ,პროფესორმა ლადო ჭანტურიამ და

მიუნხენის ტექნიკური

უნივერსიტეტის პროფესორმა, გიახუბუამ. მოხსენებების შემდეგ

გაიმართა დისკუსია, რომელის

ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტი

საინტერესო კონტურიგამოიკვეთა.

წელსაც ისევე როგორც წინა წლებში გამოვლინდნენ და

დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ქართველი

სტუდენტები გერმანიაში. წლის საუკეთესოსტუდენტის წოდება და ფულადი ჯილდო ორ

წარმატებულ ახალგაზრდას, ბამბერგის

უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა

ფაკულტეტის სტუდენტს მანანა გულუას და აახენისუნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის

სტუდენტს, თამთა კობახიძეს ერგოთ. ერთი პრიზი

სრულად გასცა რესტორანმა „საბატონომ“, ხოლომეორე პრიზის სპონსორები მიუნხენის ვახტანგ

გორგასლის სახელობის ეკლესია, გალერეა „მაკოვსკი“,

ფირმა „LSS GmbH“ და გერმანიის ქართული

სათვისტომო გახლავთ.ღონისძიებას ცეკვით და სიმღერით ანსამბლები

„იბერისი“ და „Geo-Mix“-ი ალამაზებდნენ.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

12 ივნისს, ქ. ციურიხში „შვეიცარიაში

საქართველოს მეგობართა გაერთიანების“ 30

წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრება

გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას

მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს

საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავითჯალაღანიამ. ელჩმა მიმოიხილა საქართველო-

შვეიცარიის ურთიერთობები და ხაზი გაუსვა ორი

ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებშიხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას.

ელჩმა ამ მხრივ დადებითად შეაფასა

ორგანიზაციის „შვეიცარიაში საქართველოს

მეგობართა გაერთიანება“-ს საქმიანობა და მადლობაგადაუხადა ორგანიზაციის წევრებს გაწეული

ძალისხმევისთვის.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვესმზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ

საელჩოსთან საქართველო-შვეიცარიის

ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხში.ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს

შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ

საქართველოს პირველი დემოკრატიული

რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილექსპოზიციას.

აღნიშნული ორგანიზაცია შვეიცარიის მოქალაქეებს

და ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაერთიანებს.

ქართული სათვისტომოს დამაარსებლის იუბილე ერევანში

10 ივნისს, ქ. ერევანში, სომხეთის ქართულ

სათვისტომო „ივერია“-ს ორგანიზებით გაიმართა

სათვისტომოს დამაარსებლის და პირველიპრეზიდენტის აკადემიკოს თინათინ ასათიანის 100

წლისთავთან დაკავშირებული ხსოვნის საღამო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თინათინ

ასათიანის ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათებიდა მისი მოღვაწეობის საინტერესო ფაქტები.

სათვისტომოსთან არსებული ვოკალური ანსამბლ

„ციცინათელა“-ს მიერ შესრულებულ იქნარამდენიმე სიმღერა, სათვისტომოს ვიცე-

პრეზიდენტებმა ნინო სპანდერაშვილმა და ეთერი

ცომაიამ დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს

ლექსები, რომლებიც თავის ცხოვრებაში ძალიანუყვარდა თინათინ ასათიანს.

მოწვეულ სტუმრებს შორის ღონისძიებას

ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის

პრეზიდენტის აპარატთან არსებული ეროვნულუმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს

თავჯდომარე ნარა გულიანი, სომხეთის

რესპუბლიკაში „ქართულ-სომხური კულტურული

საზოგადოების“ თავმჯდომარე, საერთაშორისოკლუბ „თბილისელების“ პრეზიდენტი ედუარდ

ედიკისილოვი და საქართველოს საელჩოს

მხრიდან კონსული სოზარ კვინჩია და მრჩეველიგელა გელაშვილი.

„შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანება“

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლევილში

16 ივნისს, ეროვნული

დამოუკიდებლობის გამოცხადებისა

და საქართველოს დემოკრატიულირესპუბლიკის დაარსებიდან 100

წლისთავის აღსანიშნავად,

ლევილის ქართულ მამულში

გაიმართა საზეიმო ღონისძიებასაქართველოს მთავრობის

წარმომადგენლების, საფრანგეთში

საქართველოს ელჩის, მეგობარიქვეყნების დიპლომატების და

ქართული სათვისტომოს

მონაწილეობით.

15 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ვანვში გაიხსნა 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა. ცერემონიას, ნოე

ჟორდანიას ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში,

ეკატერინე სირაძე-დელონე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძე, საქართველოს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე და

ქალაქ ვანვის მერი, ბერნარ გოდუშო.

ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა საფრანგეთში

მათ, თავდაპირველად ყვავილებით შეამკეს პირველი

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და

დამფუძნებელი საბჭოს წევრების და პოლიტიკურიემიგრაციის წარმომადგენელთა საფლავები, შემდეგ, კი

ჩატარდა საფრანგეთში მოქმედი ქართული დიასპორული

ასოციაციების, ხელოვანების, ფოლკლორული ჯგუფებისა და

ანსამბლების ერთობლივი კონცერტი.კონცერტის დასასრულს გაიმართა მიღება.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

16 ივნისს, ქ. პარიზში ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზმა" მიიღო მონაწილეობა ,,ღია კარის დღეზე"

რომელიც ყოველ წელს იმართება პარიზის მერიისა და ასოციაციების სახლის მხარდაჭერით.

„ღია კარის დღე“ პარიზში

17 ივნისს, ქ. სტრასბურგში ჩატარდა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100

წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეოკონცერტი, რომელსაც სტრასბურგის და

გერმანიის ქ. კარლსრუეს ქართულ

დიასპორასთან ერთად ესწრებოდნენ ჩვენი

უცხოელი მეგობრებიც. კონცერტშიმონაწილეობენ: გერმანიის ქალაქ

კარლსრუეს ქართულ სათვისტომოსთან

არსებული სკოლა "ფესვები", სტრასბურგისხალხური სიმღერების გუნდი "სადარისი",

სტრასბურგში ახლად დაარსებული საბავშვო

მუსიკალური სტუდია "მთიები",

ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივწარმომადგენლობასთან არსებული

სტრასბურგის საკვირაო სკოლა და

სტრასბურგში მოღვაწე ჩვენი უფროსითანამემამულენი. ჟღერდა მხოლოდ

ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები -

სიმღერები, მელოდიები, ლექსებიშესრულებული პატარებისა თუ უფროსების

მიერ. ღონისძიების შემდეგ საკვირაო

სკოლის მოსწავლეებმა მხატვარ შოთა

ლელაძის ხელმძღვანელობით გამოფინესთავიანთი ნახატები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სტრასბურგში

17 ივნისს, ნიუ იორკში ქართული

კულტურის ცენტრის „Dancing Crane

Company - Georgian Cultural Center“-ისმიერ დადგმული მიუზიკლის „ოპა“-ს

პრემიერის პრეზენტაცია შედგა.

სცენარის ავტორია ლიკა სირელსონი-

ბახტურიძე, მუსიკალურიხელმძღვანელი თენგიზ შაუთიძე.

აგრეთვე, ქართული კულტურის

ცენტრში არსებულმა ბავშვთა თეატრმა,ვაჟა-ფშაველას "ბუნების მგოსნების"

მიხედვით სპექტაკლი "ბულბულის

იუბილე" წარმოადგინა. რეჟისორი ცუცა

კაპანაძე.

მიუზიკლი „ოპა“ ნიუ იორკში

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 ივნისს, ქ. ბარსელონაში, დასავლეთ ევროპისმიტროპოლიტის მეუფე აბრაამის (გარმელია)კურთხევით, ბარსელონას „წმიდა ნინოს"სახელობის სამრევლოსთან არსებული „წმიდაგიორგის" სახელობის ქართულიმართლმადიდებლური ასოციაციისა დასულიერების, განათლებისა და კულტურისცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ქართულიკულტურის საღამო „მე, შენ და საქართველო".კონცერტზე მონაწილეობდნენ: მუსიკალურისტუდია "გამა"- ხელმძღვანელი მაია გუბელაძე,ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ჯორჯიანფოლკი"- ხელმძღვანელი ირაკლი დევდარიანი,ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "იბერიონი"-ხელმძღვანელი ანა ლობჟანიძე და ქართულიხალხური ცეკვის სტუდია „ქართველო"-ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი.საღამო ხელმძღვანელობდა საკვირაო სკოლისპედაგოგი მაია გუბელაძე.კონცერტის ბოლოს გაიმართა ახალგაზრდაწარმატებული ემიგრანტების დასაჩუქრება.საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროს დიაპორასთანურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორირატი ბრეგაძე, საქართველოს კონსულიბარსელონაში ქეთევან გოგოლაშვილი, ვიცე-კონსული ლიკა ახალბედაშვილი, ქუთაისის მე-17საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაიაპედაგოგებთან ერთად და ქართველები სამხრეთსაფრანგეთიდან.

„მე, შენ და საქართველო“ ბარსელონაში

19 ივნისს, შოტლანდიაში, ქ. გლაზგოში,

შოტლანდიაში ქართული ცენტრის დირექტორის -

მაია გიგიბერიას, დიდ ბრიტანეთში საქართველოსსაელჩოსა და ღვინის ექსპერტ - სარა ებოტის

ორგანიზებით და ერთობლივი ძალისხმევით,

პირველად გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციის

საღამო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 30დასახელების ქართული ღვინო, ქართული

სამზარეულო და ქართული ფოლკლორული სიმღერა,

ანსამბლ „სკოტების“ შესრულებით.ღონისძიებას დაესწრნენ შოტლანდიის პარლამენტის

წევრი, ივან მაქკი, საკრებულოს წევრი, ლორა

დოჩერტი, საკრებულოს წევრი, ალან ქასეი,

შოტლანდიის მმართველი პარტიის მდივანი, ანგუს

მაქლეონი, იტალიის საპატიო კონსული, რონი კონვეი.

ქართული ღვინო შოტლანდიაში

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ღვინის სამშობლო შტუტგარტის მუზეუმში

20 ივნისს, ქ. შტუტგარტში, ქართული კულტურისსახლის და ვიურტემბერგის ეროვნული მუზეუმისორგანიზებით გაიმართა საღამო, სახელწოდებით„ღვინო და კულტურა - საქართველო, ღვინისსამშობლო“. საღამოზე დამსწრე საზოგადოებასჰქონდა საშუალება დაეგემოვნებინა ქართულიღვინო, კერძები და მოესმინა ქართული ხალხურისიმღერა, ანსამბლ „მძლევარის“ შესრულებით.საღამოზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოსეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებული ღვინისბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ბესარიონბაჯელიძე. განსაკუთრებული როლი ღონისძიებისჩატარებაში მიუძღვის ქართული კულტურისცენტრის დამფუძნებლებს ნინო იასეშვილს დათენგიზ დალალიშვილს. მიღებას დაესწრო ქ.მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურიკონსული, იოსებ ჩხიკვიშვილი.

20 ივნისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული

რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების

ფარგლებში, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,საბერძნეთის ისტორიის მუზეუმში გაიმართა ფოტო-გამოფენა.

გამოფენა გახსნა საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ

ქ-ნმა თამარ ჟვანიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინათბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო

უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის მხარდაჭერით მომზადებული პუბლიკაცია „პირველიდემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის საკანონმდებლო და

აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო სფეროს, მედიის,

ქ. ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა დაქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების

დასასრულს საელჩომ უმასპინძლა მცირე მიღებას.

ფოტო-გამოფენა საბერძნეთის ისტორიის მუზეუმში

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართული ლიტერატურული მარათონი ფრანკფურტში

20 ივნისს ფრანკფურტის უნივერსიტეტშიქართული კულტურის ფორუმმა გამართაუჩვეულო ლიტერატურული საღამო:ლიტერატურული მარათონი 50 ენაზე.ღონისძიება მიეძღვნა რამდენიმესაიუბილეო თარიღს: საქართველოსდამოუკიდებელი რესპუბლიკისგამოცხადების 100 წლისთავს დათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისდაარსების 100 წლისთავს.ლიტერატურული მარათონის ჩატარებისიდეა ეკუთვნის ფრანკფურტისუნივერსიტეტის პროფესორს, მანანათანდაშვილს, რომელიც თითქმის 20წელია ფრანკფურტის უნივერსიტეტშიხელმძღვანელობს კავკასიოლოგიას.პროექტი განხორციელდა ფრანკფურტისწიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარიქვეყნის სტატუსის ფარგლებში და მასაფინანსებდა ქართული წიგნის ეროვნულიცენტრი. ლიტერატურულ მარათონშიმონაწილეობას იღებდნენ ფრანკფურტისგოეთეს სახელობის უნივერსიტეტისა დათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისსტუდენტები, რომლებმაც 50 ენაზე

წაიკითხეს ფრაგმენტები გენიალურიქართველი პოეტის შოთა რუსთაველისუკვდავი პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“, მათშორის გერმანულად, ინგლისურად,ფრანგულად, ესპანურად, ბასკურად,ჩინურად, იაპონურად, კორეულად,ყირგიზულად, ყაზახურად, მეგრულად,სვანურად, ჩეჩნურად, აფხაზურად,ლატვიურად, ლიტვურად, ბელარუსულად,უკრაინულად, სომხურად,აზერბაიჯანულად და ა.შ. ლიტერატურულმარათონში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვეფრანკფურტის ქართული საკვირაოსკოლის მოსწავლეებმა.ლიტერატურული მარათონი გახსნა დაგერმანული და ქართულიუნივერსიტეტების თანამშრომლობისშესახებ ისაუბრა ფრანკფურტისუნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმაპროფესორმა რალფ ფან დიკმა. შოთარუსთაველისა და პოემის ხელნაწერებისშესახებ ისაუბრა ცნობილმა გერმანელმაქართველოლოგმა, გელათის მეცნიერებათააკადემიისა და თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა,პროფესორმა იოსტ გიპერტმა.ლიტერატურული საღამო მუსიკალურადგააფორმა ქართულმა ეთნო ჯგუფმაGeoTRAIN ზურა გაგნიძისხელმძღვანელობით. საღამოს ესწრებოდნენთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისრექტორი პროფ. გია შარვაშიძე დასაქართველოს გენერალური კონსულიფრანკფურტში ბატონი იოსებჩხიკვიშვილი.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნინო ბაქრაძის კონცერტი ერევანში

21 ივნისს, ქ. ერევანში, საქართველოსსაელჩოსა და სომხეთის რესპუბლიკისკულტურის სამინისტროსორგანიზებით, საქართველოსპირველი დემოკრატიულირესპუბლიკის 100 წლისადმიმიძღვნილი ღონისძიებებისფარგლებში, კომიტასის სახელობისკამერული მუსიკის სახლში ჩატარდაწარმატებული ქართველი პიანისტის,არაერთი საერთაშორისო კონკურსისგამარჯვებულის, მუსიკის დოქტორისნინო ბაქრაძის კონცერტი.სპეციალურად ამ ღონისძიებასთანდაკავშირებით იგი ამერიკიდან ეწვიაერევანს. პროგრამაში იყო ჰაიდნის,შოპენის, ლისტის, გაბუნიასა დალაღიძის ნაწარმოებები. სტუმრებსშორის იყვნენ სომხეთისრესპუბლიკის კულტურის მინისტრი,ლილით მაკუნცი, პრემიერ მინისტრისმრჩეველი, არსენ ხარატიანი,სომხეთში აკრედიტებული ელჩები დადიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლები, სომხეთშიქართული საქველმოქმედოსათვისტომო „ივერიას“ წევრები.

ღონისძიებასთან დაკავშირებით,სპეციალური რეპორტაჟი, სახელწოდებით„ნინო ბაქრაძე ერევანშია“, მოამზადასომხეთის საზოგადოებრივიმაუწყებლობის პირველმა არხმა, რომელიციმავე დღესვე გადაიცა ეთერით.სატელევიზიო არხმა „შოღაკათმა“,რომელიც კულტურის სიახლეებს აშუქებს,ნინო ბაქრაძისგან აიღო სპეციალურიინტერვიუ. მათ მიერ მომზადებულიმასალა გაშუქდება გადაცემაში, სადაცასახული იქნება მ.წ. ივნისი თვეში,კულტურის სფეროში გამართულისაუკეთესო ღონისძიებები. გარდა ამისა,ზემოაღნიშნული კონცერტისსაინფორმაციო მხარდამჭერი აშშ-ისარიზონას უნივერსიტეტის PR ჯგუფი იყო.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

კარატე ქართულად კანადაში

21-23 ივნისს, კანადის ქალაქტორონტოში ჩატარდა საერთაშორისოტურნირი კარატეში - Open Toronto,რომელშიც მონაწილეობას იღებდაკანადის ყველა პროვინციის კლუბებიდა უცხოელი სპორტსმენები.ჩემპიონატზე იმსაჯა, კანადაშიმოღვაწე არაერთგზის ჩემპიონმა,ქართველმა კარატისტმა ზაალფაჟავამ. აღსანიშნავია ასევე, რომშეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა დაპირველი ადგილი აიღო ლუკამეტრეველმა, რომელიც უკვერამდენიმე წელია კანადაში ცხოვრობსდა ვარჯიშობს.საქართველოდან მიწვეული იყო,საქართველოს კარატეს ეროვნულიფედერაციის წარმომადგენელი,საერთაშორისო ლიცენზიის მქონემსაჯი გოგიტა დარციმელია,რომელიც არსებული 12 ტატამიდანერთ-ერთი ტატამის ხელმძღვანელადდაინიშნა. იგი მსოფლიო ჩემპიონიაwko წესებით და არაერთისაერთაშორისო ტურნირისგამარჯვებული და პრიზიორი.

აღსანიშნავია, რომ 21- 23 ივნისს, კანადის სამ ქალაქში:ტორონტოში, ბრანდფორდში და ჰამილტონში ჩატარდამსაჯთა და მწვრთნელთა საერთაშორისო სემინარები,რომელსაც ხელმძღვანელობდა შიტორიუ კარატე-დოსპანამერიკის პრეზიდენტი და მსოფლიო შიტორიუკარატე დოს ტექნიკური დირექტორი - ცნობილიკანადელი ოსტატი კიოში ალლენ ტანზადე. სემინარზეასევე მიწვეული იყო საერთაშორისო ლიცენზიისმქონე მსაჯი გოგიტა დარციმელია, რომელმაც თავისმხრივ გაუზიარა ევროპული გამოცდილება. ქართველკარატისტებს დიდი დახმარება გაუწია, კანადაშიმოღვაწე ქართველმა ბიზმესმენმა გიორგი ცხვიტაიამ.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 ივნისს, მადრიდში, ანტონიო მაჩადოსსახელობის კულტურის ცენტრში, საკვირაოსკოლა „აისი“-ს დირექტორის, თამარმეტრეველი-ჩადუნელის, ასოციაცია „UNIVERSALATENEO“-ს და ესპანეთში საქართველოსსაელჩოს ორგანიზებით საქართველოსდამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმიმიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.კონცერტში მონაწილეობა მიიღეს, ქართველმადა ესპანელმა მომღერლებმა, კომპოზიტორებმადა შემსრულებლებმა, წმ. გიორგის სახელობისქართულ ეკლესიასთან არსებული, ქართულისაკვირაო სკოლა „აისი“-ის და სკოლის ბაზაზედაარსებულმა ქორეოგრაფიული ანსამბლის„GEORGIA“-ს მოსწავლეებმა.კონცერტის პრეზენტაცია ქართულ და ესპანურენაზე მიმდინარეობდა.ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი დაესპანელი, მოწვეული სტუმრები, საქართველოსსაელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები,საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ბ-ნიილია გიორგაძე.შესავალ სიტყვაში, მოკლედ მიმოხილულ იქნასაქართველოს სახელმწიფოს ისტორიულიწარსული და ახლანდელი მდგომარეობა,წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვები დაპოეზია, შესრულდა ქართველ კომპოზიტორთასიმღერები, კლასიკური ნაწარმოებებისმუსიკალური კომპოზიციები.

საზეიმო კონცერტი მადრიდში

24 ივნისს, ქ. ერევანში სომხეთის

ქართულ სათვისტომო „ივერია“-ს

ორგანიზებით გაიმართაღონისძიება სახელწოდებით

„მშობლიური ჰანგები“.

პროგრამა შედგებოდა ორი

ნაწილისაგან: პირველი ნაწილი:„ანბანის დღესასწაული“ საკვირაო

სკოლის მოსწავლეების

მონაწილეობით; მეორე ნაწილი:ვოკალური ანსამბლი

„ციცინათელა“-ს 5 წლის

საიუბილეო კონცერტი.

სათვისტომოსთან არსებულისაკვირაო სკოლის მოსწავლეების

მიერ წაკითხულ იქნა ქართული

ლექსები და შესრულებულ იქნაქართული ცეკვები და სიმღერები.

მშობლიური ჰანგები ერევანში

ასევე წარმოდგენილ იქნა საქართველოს მოტივებზე შესრულებული მოსწავლეების ნახატები.

სათვისტომოსთან არსებული ვოკალური ანსამბლ „ციცინათელა“-ს მიერ შესრულებულ იქნა რამდენიმე

სიმღერა ქართულ და სომხურ ენებზე.ღონისძიების ჩატარების შემდგომ სათვისტომოში 2018 წლის სექტემბრამდე გამოცხადდა არდადეგები.

მოწვეულ სტუმართა შორის ღონისძიებას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო

და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე ეკატერინე ბაქრაძე, საელჩოს კონსული სოზარ კვინჩია, მრჩეველი

გელა გელაშვილი და რეფერენტი ანი ასტატურიანი.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნიუ ჯერსელი „იბერიელები“ სამშობლოში

25 ივნისს, საქართველოს გასტროლებით ეწვია აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატის ქ. მეინვილში „წმინდაგრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან არსებული,ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერიელები“,ქორეოგრაფ გოჩა მაღლაკელიძისხელმძღვანელობით.ანსამბლი „იბერიელები“ 5 წლის წინ დაფუძნდა

ქართული დიასპორის წარმომადგენლების აქტიური

მოთხოვნით და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის,მეუფე საბას მხარდაჭერით. მისი მიზანია ამერიკის

შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა

ბავშვებმა შეისწავლონ ქართული კულტურა,

ფოლკლორული ცეკვა და შეინარჩუნონ ქართულიეროვნული იდენტობა. დღესდღეობით ანსამბლის

შემადგენლობაში 60 ქართველი ბავშვია, რომლებიც

მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ფარგლებშიგამართულ ფესტივალებში, საქველმოქმედო

კონცერტებში და ქართულ დიასპორულ

ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებში.

ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეები, ანსამბლ„იბერიელების“ წევრები, რომელთაგან ბევრი

პირველად იმყოფებოდა სამშობლოში მოინახულეს

საქართველოს რეგიონები, შეხვდნენ მისუწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს და

საქართველოს პრეზიდენტს, ჰქონდათ შეხვედრა

ამერიკის საელჩოში.

29 ივნისს, ანსამბლმა წარმატებით ჩაატარაკონცერტი რუსთაველის თეატრის სცენაზე,რომელსაც დაესწრო საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძე.კონცერტის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებასსიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობისდეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,ვარლამ ბაძაღუამ.

„იბერიელების“ ქორეოგრაფმა, გოჩამაღლაკელიძემ მადლობა გადაუხადასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსმხარდაჭერისთვის და გადასცა მადლობისსიგელი.ანსამბლების წევრებს გადაეცათ საგარეო საქმეთასამინისტროს სამახსოვრო საჩუქრები.ანსამბლი გასტროლებით ეწვია დუშეთს,ზესტაფონს, ქობულეთს და ბათუმს, სადაც მათმონაწილეობა მიიღეს ფოლკლორის საბავშვო დაახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალში„კავკასია 2018“.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ზაზა უჯმაჯურიძის მუსიკალური ალბომი კოპენჰაგენში

25 ივნისს, საქართველოს საელჩოში გაიმართა დანიაშიმოღვაწე ქართველი ექიმი-ონკოლოგის, ზაზა უჯმაჯურიძისმუსიკალური ალბომის - „The Red Dust of Ekachakra“ და მისმიერ შესრულებული ქართული პოეზიის ინგლისურითარგმანების პრეზენტაცია. საღამოს ესწრებოდნენ დანიაშიმცხოვრები თანამემამულეები. მოწვეული სტუმრებისათვისმოეწყო მცირე მიღება.

ივნისის თვე კვიპროსის ქართულისათვისტომოს ბავშვთა ფოლკლორულიანსამბლი აჭარაში იმყოფებოდა. ანსამბლისწევრები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესსტუმრობდნენ და კონცერტს დაესწრნენ.ანსამბლის წევრებს აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროსკულტურის დეპარტამენტის უფროსი თეაჭანტურიშვილი მიესალმა.კვიპროსის ქართული სათვისტომოსფოლკლორულ ანსამბლში პონტოელი ბერძნებიდა ქართველები ერთად ეზიარებიან ცეკვისხელოვნებას და უწევენ ქართულ კულტურასპოპულარიზაციას.კვიპროსის ქართული სათვისტომოს ბავშვთაფოლკლორულ ანსამბლს აჭარის მოსწავლეახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თამარმესხიძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.ანსამბლმა ქობულეთში საერთაშორისოფოლკლორულ ფესტივალში მიიღომონაწილეობა. მოსწავლე ახალგაზრდობისსასახლის ფოლკლორულმა ანსამბლმა„იბერიონი“ აჭარის განათლების, კულტურისადა სპორტის სამინისტროს დაფინანსებითმონაწილეობა მიიღო კვიპროსში გამართულკონცერტში, რომელიც საქართველოსდამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.

კვიპროსელი „იმედი“ სტუმრად აჭარაში

24 ივნისს, ქ. ნიუ იორკში საქველმოქმედო ფონდ„თამარიანი“-ს საიუბილეო საღამო ჩატარდა. ფონდი 3წელია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა მისიდამფუძნებლის, საოპერო მომღერლის ბექა გოგინაშვილისხელმძღვანელობით.ფონდ „თამარიანს“ გვერდში უდგანან ქართველიემიგრანტები არამხოლოდ ამერიკაში არამედ სხვადასხვაქვეყნებიდან, მათი უმრავლესობა ამერიკაში მცხოვრებიქართველები არიან.ფონდის მეშვეობით განვლილი წლების პერიოდში, ნიუ-იორკში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში ქართველიემიგრანტების მიერ შეგროვილი ტანსაცმელისაქართველოში გამოიგზავნა და უკიდურესად გაჭირვებულრამდენიმე ოჯახს დაურიგდა; ფონდ „თამარიანის“ხელშეწყობით სამ საგანში მზადება დაიწყო ახალგორიდანდევნილმა ლაშა ბედოევმა, რომელიც უსინათლო დედასთანერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.ასევე დახმარება აღმოუჩინეს გურჯაანის რაიონის სოფელჩუმლაყში მცხოვრებ გველუკაშვილების ოჯახს და სხვა.

ნიუ-იორკის საქველმოქმედო ფონდი „თამარიანი“ 3 წლისაა

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართულ-ესპანური დიასპორული ურთიერთობების ახალი ხედვა

28 ივნისიდან 2 ივლისამდე ესპანეთისდედაქალაქ მადრიდში, შედგა დიასპორისჩართულობის შეფასებითი მისია. მისიაშიმონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროს დიასპორასთანურთიერთობის დეპარტამენტმა, ასევემიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისსამდივნოს და საერთაშორისო ორგანიზაციაICMPD-ის წარმომადგენლებმა.

ჩატარდა ინდივიდუალური ინტერვიუები

დიასპორის თითოეულ წარმომადგენელთან, რის

შემდეგ გაიმართა ჯგუფური სამუშაოები ყველამხარის ერთიანი ჩართულობით, სადაც ძირითადი

ფოკუსი გაკეთდა მათ მიზნებსა და მათი

საქმიანობისათვის აუცილებელ საჭიროებებზე.

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტისდირექტორმა, თავის მხრივ, დიასპორის

წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აუხსნა ის

ძირითადი ხედვა და კონკრეტული სტრატეგია,რითაც დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე,

რომლებიც ხორციელდება და სამომავლოდ

განხორციელდება. რატი ბრეგაძემ ხაზგასმითაღნიშნა, რომ სახელმწიფო და დიასპორა არის

ერთიანობა. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს

ვემსახურებით და ყოველ ჩვენთაგანს საკუთარი

წვლილი შეაქვს ეროვნული თვითმყოფადობისშენარჩუნებაში და ჩვენი ქვეყნის

პოპულარიზაციაში. მან ასევე განიხილა ის

საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაცსაქართველოს ისტორიაში პირველად ტერმინი

„დიასპორა“ კონსტიტუციაში ჩაიწერა. შეხვედრის

დასასრულს, გამოითქვა მზაობა მუდმივი

ურთიერთთანამშრომლობისა დაურთიერთმხარდაჭერის.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრებიესპანეთის საგარეო საქმეთა და კოოპერაციისსამინისტროში, ორტეგა ი გასეტის სახელობისკვლევით ინსტიტუტში პროფესორ ხოაკინარანგოსთან და საქართველოს საელჩოში,საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანელჩთან ესპანეთში, ილია გიორგაძესთან, სადაცგანხილვის საკვანძო საკითხი იყო ესპანეთშიმცხოვრები ქართული დიასპორის საჭიროებები დათანამემამულეებისთვის საგანგებოდ შედგენილიგზამკვლევი, რომელიც დამუშავების პროცესშია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დიასპორასთანურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის,რატი ბრეგაძის შეხვედრები ესპანეთში მცხოვრებქართული დიასპორის აქტიურ წევრებთან,რომლებსაც ესწრებოდნენ დიასპორის 12წარმომადგენელი. შეხვედრის ფარგლებში

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

30 ივნისს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ„კავკასია“-ს ორგანიზებით და „ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანების“ხელშეწყობით, ქ. ათენის მთავარ მოედანზე „სინტაღმა"გაიმართა კულტურულ-საინფორმაციო ღონისძიება -„გაიცანი ჩემი ქვეყანა - საქართველო"!მსგავსი ღონისძიებები ტრადიციულად წელიწადშიორჯერ იმართება, საქართველოს დამოუკიდებლობისდღის აღსანიშნავად, 26 მაისის ახლო თარიღებში დააგვისტოში, 2008 წლის ტრაგიკული დღეებისსაპატივცემულოდ.ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და „კავკასიის“სასწავლო-შემოქმედებითი სტუდიის აღსაზრდელთამშობლები საქართველოს შესახებ არსებულისაინფორმაციო მასალის დარიგებასთან ერთად,„სინტაგმაზე“ შეკრებილ ბერძნებსა და უცხოელებსაცნობდნენ საქართველოს კულტურასა და ისტორიას.ღონისძიების დაწყებისთანავე გაჟღერდა საქართველოსსახელმწიფო ჰიმნი, ისმოდა პოპულარული ქართულისიმღერები და მელოდიები.ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა ქართულიეროვნული ცეკვის ზეიმი, ათენის განათლებისა დაკულტურის ცენტრ „კავკასიის" მეორე და მესამე თაობისმონაწილეობით.საბერძნეთში მცხოვრები და დაბადებული ქართულიემიგრაციის ყველაზე პატარა თაობის ახალგაზრდებიიზრდებიან ჭეშმარიტად ქართული ფასეულობებით, მათიყველა მოქმედება გაჟღენთილია პატრიოტულიგრძნობებით, ქართული გულისცემით. ამის შესანიშნავიმაგალითი იყო ეს დღეც და, ასევე, წლების მანძილზე მათმიერ ჩატარებული არაერთი ღონისძიება.

გაიცანი ჩემი ქვეყანა - ათენის ქუჩებში

29 ივნისს რეიკიავიკში, ისლანდიისპრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართაქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის,გრიგოლ მაჭავარიანის ღირსების ორდენითდაჯილდოების საზეიმო ცერემონია. მოწვეულსტუმრებს სიტყვით მიმართეს ისლანდიისრესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნიიოჰანესონმა, საქართველოს პრეზიდენტისადმინისტრაციის უფროსმა, გიორგიაბაშიშვილმა და საქართველოს ელჩმა, გიგიგიგიაძემ.გრიგოლ მაჭავარიანს განსაკუთრებულიწვლილი მიუძღვის ისლანდიაში ქართულიკულტურისა და ლიტერატურისპოპულარიზაციის პროცესში. ის დღემდე რჩებაერთადერთ ქართველ მთარგმნელად, რომელიცსრულყოფილად ფლობდა ისლანდიურ ენას დაისლანდიურად თარგმნიდა როგორც ქართულმხატვრულ ლიტერატურას, ასევეჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს.თავის მისასალმებელ სიტყვაში ისლანდიისპრეზიდენტმა გაიხსენა მისი პირადი მეგობრობაისლანდიაში ყველასთვის კარგად ცნობილ,ქართველ ლინგვისტთან და სტუმრებს წაუკითხაამონარიდი გრიგოლ მაჭავარიანის მიერ, გასული

გრიგოლ მაჭავარიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია რეიკიავიკში

საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მისთვისისლანდიურ ენაზე მიწერილი წერილიდან, სადაცის ისლანდიისა და ისლანდიური ენისადმიგანსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიცგანსაკუთრებით თბილ გარემოში გაიმართა,ღირსების ორდენი გადაეცა გრიგოლ მაჭავარიანისმეუღლეს, ქალბატონ ირმა მაჭავარიანს.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

10 მაისს, ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოსსაელჩომ მწერალ დათო ტურაშვილის ლიტერატურულშეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში ასევემონაწილეობა მიიღეს საქართველოდან კომპანია ეთნოტურის მოგზაურებმა და ჩვენმა თანამემამულეებმა.7 მაისიდან 12 მაისამდე, დათო ტურაშვილი, ეთნო ტურისმოგზაურებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოშირომანის - „სხვა ამსტერდამი“ გზას გადის და სხვადასხვაქალაქებსა თუ პროვინციებში საკუთარ ნაწარმოებსაცოცხლებს. რომანი „სხვა ამსტერდამი“ მეორე მსოფლიოომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიურიშთაბეჭდილებების ნაკრებია.ღონისძიებაზე საქართველოს ელჩი კონსტანტინესურგულაძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. მანმწერლის ნაწარმოების შესახებ ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა,რომ 19 თებერვალს, ბერლინალეს კინოფესტივალისა დაფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივ პროექტზეBooks at Berlinale რომანი „სხვა ამსტერდამი“ იყოწარდგენილი. ეს ნაწარმოები პირველი ქართული წიგნია,რომელიც ამ ფესტივალზე წარსდგა.საელჩოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე დათოტურაშვილმა საკუთარი ნაწარმოებების შესახებ ისაუბრა.დღემდე, ნიდერლანდურად ნათარგმნია მწერლის სამირომანი „ჯინსების თაობა“, „ტყეების მეფე: ლეგენდებიდავით აღმაშენებელზე“ და „სხვა ამსტერდამი“.ღონისძიების ბოლოს საქართველოს ელჩმა, კონსტანტინესურგულაძემ, დათო ტურაშვილს დაბადების დღემოულოცა. მწერლის 52-ე დაბადების დღის აღსანიშნავად,საელჩომ სიურპრიზი მოუწყო დათო ტურაშვილს დასპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი მიართვა.

დათო ტურაშვილის „სხვა ამსტერდამი“

26 აპრილს, ნიდერლანდების სამეფოში,საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,დიასპორის წარმომადგენლებისათვისქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილიმხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“-სჩვენება გაიმართა. რეალურ ამბავზედაფუძნებული ფილმი რეჟისორმა ნიკოლოზხომასურიძემ გადაიღო.ფილმის დაწყებამდე საქართველოს ელჩი,კონსტანტინე სურგულაძე, მიესალმა მოწვეულსტუმრებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანიაფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ქართულიდიასპორისათვის ჩვენება, ვინაიდან ფილმიქართული ემიგრაციის ცხოვრებასაც ეხმიანება.კონსტანტინე სურგულაძემ ასევე, აღნიშნა, რომ2018 წელს საქართველოს რესპუბლიკისგამოცხადებიდან 100 წლის იუბილე სრულდება.ეს თარიღი უმნიშვნელოვანესიასაქართველოსათვის, სწორედ ამიტომ 2018 წელსსაელჩოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები ამღირსშესანიშნავ თარიღს მიეძღვნება.

ექვთიმე ღვთისკაცი ნიდერლანდებში

ტექნიკური ხარვეზის გამო, სამწუხაროდ, აპრილის და მაისის „დიასპორულ ბიულეტენებ“-ში ვერ გაშუქდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს და დიასპორული ორგანიზაციების

ერთობლივი ძალებით განხორციელებული ღონისძიებები, რისთვისაც დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სახელით ინფორმაციის მომწოდებელს ბოდიშს ვუხდით და ღონისძიებების შესახებ

სტატიებს, დაგვიანებით, ივნისის თვის „დიასპორულ ბიულეტენ“-ში ვაშუქებთ.

სპეციალურად ჩვენებისათვის, საქართველოდანმოწვეულმა რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემფილმის და გადაღების პროცესის შესახებისაუბრა. ფილმში ექვთიმე თაყაიშვილის როლსრეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ფილმის სიუჟეტი1921-1945 წლებში საფრანგეთში ვითარდება,როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციაში იყო.

ივნისის დიასპორულისაინფორმაციო ბიულეტენი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო