დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. ·...

16
დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ელექტრონული პორტალით სარგებლობის ინსტრუქცია კადემიური პეროსნალისა და მასწავლებლებისათვის შინაარსი: ლიტერატურის დამატება სილაბუსში თემების დამატება თემების გაგზავნა დავალების შემოწმება ჯგუფის დავალებების ნახვა ვიდეო შეხვედრა

Transcript of დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. ·...

Page 1: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

დანართი 1

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ელექტრონული პორტალით სარგებლობის

ინსტრუქცია კადემიური პეროსნალისა და მასწავლებლებისათვის

შინაარსი:

ლიტერატურის დამატება სილაბუსში

თემების დამატება

თემების გაგზავნა

დავალების შემოწმება

ჯგუფის დავალებების ნახვა

ვიდეო შეხვედრა

Page 2: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 2, სულ 16 v1.06

თემა: ლიტერატურის დამატება სილაბუსში

სილაბუსი

ელექტრონულ ჟურნალში სალექციო მასალის (თემების) კონფიგურირება შეუძლია მხოლოდ

სილაბუსის ავტორს, თუ თქვენს გვერდზე არ არის დამატებული რომელიმე სილაბუსი, მოგვმართეთ

ელ. ფოსტაზე: [email protected]

ლიტერატურის დამატება

სალექციო მასალების ორგანიზებისათვის აუცილებელია სილაბუსში მითითებული

ლიტერატურის სრულყოფა.

ლიტერატურის რიგობითი ნომრის, ტიპის (ძირითადი, დამატებითი), ავტორის, დასახელების,

გამოცემის წლის, ქალაქის, გამომცემლობისა და URL-ბმულის (განვიხილავთ ქვემოთ) მითითების

შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ლიტერატურა.

უკვე არსებული ლიტერატურა შეგიძლიათ შეცვალოთ (ღილაკი - ) ან წაშალოთ (ღილაკი - )

URL-ბმულის მითითების შემთხვევაში ლიტერატურის რედაქტირების და წაშლის ღილაკების

გვერდით გაჩნდება ელექტრონული ვერსიის ნახვის სპეციალური ღილაკი -

წაშლა

შეცვლა

ელ. ვერსია

Page 3: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 3, სულ 16 v1.06

URL - ბმული

URL - ბმული წარმოადგენს ლიტერატურის ელექტრონული ვერსიის ინტერნეტ ბმულს,

მისამართს სადაც განთავსებულია მითითებული ლიტერატურის ელექტრონული ვერსია.

სილაბუსებში არსებულ ზოგიერთ ლიტერატურაზე აკადემიის ბიბლიოთეკის მიერ უკვე

დამატებულია შესაბამისი ელექტრონული ბმულები. თუ თქვენი ლიტერატურის გასწვრივ

მითითებულია აღმნიშვნელი ღილაკი - , გთხოვთ გადაამოწმეთ მიმაგრებული ფაილი,

უზუსტობის შემთხვევაში მიმართეთ ბიბლიოთეკას.

თუ ბმული არ არის დამატებული და თქვენ გაგაჩნიათ ლიტერატურის ელექტრონული ვერსია,

გთხოვთ მიაწოდოთ ბიბლიოთეკას.

თუ ლიტერატურა განთავსებულია ინტერნეტში ღია წვდომით, თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ

ლიტერატურის URL ბმული (მისამართი) და ლიტერატურის შეცვლის ღილაკის დახმარებით

მიუთითოთ შესაბამის ველში (როგორც წესი მისამართი უნდა იწყებოდეს http:// და ა.შ.)

Page 4: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 4, სულ 16 v1.06

თემა: თემების დამატება სილაბუსში

სილაბუსი

ელექტრონულ ჟურნალში სალექციო მასალის (თემების) კონფიგურირება შეუძლია მხოლოდ

სილაბუსის ავტორს, თუ თქვენს გვერდზე არ არის დამატებული რომელიმე სილაბუსი, მოგვმართეთ

ელ. ფოსტაზე: [email protected]

თემის დამატება

სალექციო მასალების დამატება ხდება სილაბუსის გვერდზე არსებული მენიუს - „თემები“-ს

საშუალებით.

„თემები“ მენიუს არჩევის დროს გამოჩნდება უკვე დამატებული თემები, რომელსაც მითითებული

ექნება დამატებული ლიტერატურის, მასალებისა და დავალებების რაოდენობა.

დამატებული თემის შიგთავსის ნახვა შეგიძლიათ - ღილაკის საშუალებით. ხოლო წაშლა

- ღილაკით

ახალი თემის დამატება შეგიძლიათ ღილაკის საშუალებით

დამატების ღილაკის გააქტიურების შემდეგ გამოდის შესაბამისი ფანჯარა, სადაც უნდა

მივუთითოთ: თემის ნომერი (რიგითობა), თემა (დასახელება), აღწერა, ლექცია - პრაქტიკული -

ლაბორატორიული (რაოდენობები), ლიტერატურა, დამატებითი მასალები, პრაქტიკული დავალებები,

კითხვები თვითშეფასებისათვის.

Page 5: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 5, სულ 16 v1.06

ლიტერატურა, დამატებითი მასალები და პრაქტიკული დავალებები შეგვიძლია დავამატოთ

შეუზღუდავი რაოდენობით, ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ღილაკი , ხოლო წაშლისათვის

ღილაკი.

Page 6: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 6, სულ 16 v1.06

ლიტერატურა

ლიტერატურის დამატების დროს ვირჩევთ ლიტერატურას სილაბუსში დამატებული

ლიტერატურის ჩამონათვალიდან და (სურვილის შემთხვევაში) ვუთითებთ შესაბამის გვერდებს.

დამატებითი მასალები

დამატებითი მასალების დამატების დროს ვუთითებთ:

ტექსტი (დამატებითი მასალის დასახელებას) - ამ ველის მითითება აუცილებელია;

URL - ინტერნეტში განთავსებული მასალის (ვიდეო ფაილის, ელექტრონული წიგნის) მისამართს;

ფაილი - შესაძლებელია კომპიუტერიდან მიუთითოთ რომელიმე ფაილი (მაგ. პრეზენტაცია,

რიდერი, ვიდეო ფაილი და ა.შ)

გთხოვთ გაითვალისწინოთ - ასატვირთი ფაილის ზომა არ უნდა იყოს 4mb-ზე მეტი.

დაშვებულია საოფისე პროგრამების, სურათების, დაარქივებული ფაილების ატვირთვა.

თუ გსურთ ვიდეო ფაილის ატვირთვა შესაძლოა გამოიყენოთ youtube-ს დახურული არხი (Chanel) ან დიდი

ფაილებისათვის Google Drive ან სხვა მსგავსი პროგრამები - ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ მასალის URL-

მისამართის მითითება

პრაქტიკული დავალება

პრაქტიკული დავალების დროს შესაძლებელია დავალება ჩავწეროთ ტექსტის ველში ან

მივამაგროთ სასურველი ფაილი, ფაილის შემთხვევაში მოქმედებს იგივე შეზღუდვები, რაც

დამატებითი მასალების ფაილებთან დაკავშირებით.

თუ დავალების ძირითადი ტექსტი ჩაწერილია ფაილში, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია რაიმე

ინფორმაცია შევიტანოთ ტექსტის გრაფაში (მაგალითად: „იხილეთ მიმაგრებული ფაილი“,

„შეასრულეთ მითითებული დავალება“ და ა.შ,)

გთხოვთ გაითვალისწინოთ - თემების გვერდზე დამატებული დავალებები სტუდენტებს

თემებთან ერთად არ დაეგზავნებათ ავტომატურად. თქვენ შეგეძლებათ თარიღების მიხედვით

აკონტროლოთ დასაგზავნი დავალებები.

კითხვები თვითშეფასებისათვის

თემას ასევე შეგიძლიათ დაამატოთ კითხვები თვითშეფასებისათვის. კითხვებს სტუდენტი ნახავს

გაგზავნილ თემასთან ერთად

Page 7: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 7, სულ 16 v1.06

თემა: თემების გაგზავნა სტუდენტებისათვის

სილაბუსში თემის დამატების შემდეგ აუცილებელია თემის სტუდენტებისთვის გაგზავნა.

გაგზავნის გარეშე დამატებული თემების მიწოდება სტუდენტებისათვის არ ხდება.

თემის გაგზავნა

თემის გაგზავნა ხდება ელექტრონული ჟურნალის მენიუს - „E-Learning → სალექციო მასალა“-ს

საშუალებით.

„სალექციო მასალა“ მენიუს არჩევის შემდეგ გამოჩნდება საგნები, რომელსაც მიმდინარე

სემესტრში ასწავლის პროფესორი. სასურველი საგნის დასახელების გვერდით უნდა ავირჩიოთ მენიუ -

„თემის გაგზავნა“ .

გაიხსნება „სალექციო მასალების გაგზავნის“ გვერდი.

Page 8: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 8, სულ 16 v1.06

განყოფილება „აირჩიეთ თემა“ - ვირჩევთ სასურველ თემას, მცირე ხნიანი დაყოვნების შემდეგ

შეივსება არჩეული თემის მონაცემები. (შეგვიძლია გადავამოწმოთ მითითებულია თუ არა

ლიტერატურა, თუ იხსნება დამატებითი მასალები).

„აირჩიეთ თემის გააქტიურების დრო“ განყოფილებაში შეგვიძლია მივუთითოთ როდის

გააქტიურდეს თემა სტუდენტებისათვის (შეგვიძლია ერთდროულად გავუშვათ რამოდენიმე

თემა შესაბამისი გააქტიურების ინტერვალების მითითებით).

„მიუთითეთ ჯგუფები“ განყოფილებაში ვუთითებთ ჯგუფებს, რომელი ჯგუფის

სტუდენტებსაც ვუგზავნით მითითებულ თემას (ავტომატურად მონიშნულია ყველა ჯგუფი)

„მიუთითეთ პრაქტიკული დავალებები“ განყოფილებაში ვუთითებთ სტუდენტებისათვის

გასაგზავნ დავალებებს (ავტომატურად მონიშნულია ყველა დავალება). სასურველია

გადამოწმდეს იხსნება თუ არა მიმაგრებული ფაილი ( არსებობის შემთხვევაში).

დავალების გაგზავნის დროს შესაძლებელია მიეთითოს დავალების სტუდენტისათვის ჩვენების

და დავალების შესრულების (Deadline) დრო.

მონაცემების შევსების შემდეგ ვირჩევთ ღილაკს. თემა გაგზავნილია

Page 9: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 9, სულ 16 v1.06

გაგზავნილი თემის ნახვა

გაგზავნილი თემების რაოდენობის ნახვა შესაძლებელია მთავარ გვერდზე (მენიუ „ჯგუფები“)

„თემა“ სვეტში

ასევე გაგზავნილი თემებს ნახვა თარიღების მიხედვით შესაძლებელია მენიუში: „ E-Learning →

სალექციო მასალა → გაგზავნილი თემები “. სადაც მოცემულია ცხრილი ჩვენს მიერ გაგზავნილი

თემების შესახებ.

Page 10: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 10, სულ 16 v1.06

თემა: დავალებების შემოწმება

დავალების შემოწმება ხდება ელექტრონული ჟურნალის მენიუს - „E-Learning → დავალების

შემოწმება“-ს საშუალებით.

„დავალების შემოწმება“ მენიუს არჩევის შემდეგ გამოჩნდება თქვენს მიერ შესამოწმებელი

დავალებების სია საგნის, თემის ნომრის, სტუდენტის და შესრულების თარიღის მითითებით.

დავალების შემოწმებისათვის სტუდენტის დასახელების გასწვრივ უნდა ავირჩიოთ ლინკი

„შემოწმება“. გამოჩნდება სტუდენტის დავალების შემოწმების გვერდი.

დავალების შემოწმების გვერდზე შეგვიძლია ვნახოთ სტუდენტისათვის გაგზავნილი დავალება,

სტუდენტის შესრულებული პახუხი (ასევე მიმაგრებული ფაილები).

Page 11: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 11, სულ 16 v1.06

დავალების შემოწმებისათვის:

ვირჩევთ შეფასებას (შესაძლოა ავირჩიოთ „შეფასების გარეშე“ ასეთ შემთხვევაში

სტუდენტს დაუფიქსირდება შეფასება „+”)

ვუთითებთ კომენტარს (სასურველია ყველა შეფასებას მიეთითოს კომენტარი)

ვაწვებით „შენახვა“ ღილაკს

Page 12: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 12, სულ 16 v1.06

თემა: ჯგუფის დავალებების ნახვა

დავალების შემოწმების შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს მიერ შემოწმებული დავალებები.

დავალებების ნახვა შეგვიძლია:

მენიუ „ჯგუფები“ → ჯგუფების ცხრილში სვეტი „ელ. დავალება“.

სადაც მოცემულია მონაცემები ჯგუფის სტუდენტებისათვის

გაგზავნილი დავალებების და ჯგუფის სტუდენტების მიერ

გამოგზავნილი პედაგოგის მიერ გასასწორებელი დავალებების

თაობაზე.

მითითებულ ნიმუშზე 35[10] -აღნიშნავს ჯგუფის

სტუდენტებისათვის გაგზავნილ 35 დავალებას. რომელთაგან 10

დავალება არის გასასწორებელი. გასასწორებელი დავალებების

აღმნიშვნელზე დაწკაპებით გაიხსნება ელექტრონული დავალებების გვერდი.

ელექტრონული დავალებების გვერდის ნახვა ასევე

შესაძლებელია საგნობრივი ჯგუფის მთავარი გვერდის

მენიუს: „ელექტრონული დავალებები“-ს საშუალებით

„ელექტრონული დავალებების“ გვერდზე მოცემულია ინფორმაცია ჯგუფში არსებული

სტუდენტების შესრულებული დავალებების, მიღებული შეფასებების შესახებ.

აღნიშვნები:

+ - ნიშნავს, რომ სტუდენტი შეფასებულია „შეფასების გარეშე“ შეფასებით

? - სტუდენტს გამოგზავნილი აქვს პასუხი, ჩვენ ჯერ-ჯერობით არ შეგვიფასებია

- თეთრი შეფერილობის უჯრა - სტუდენტს არ გამოუგზავნია პასუხი;

- წითელი შეფერილობის უჯრა - სტუდენტისათვის არ გვაქვს გაგზავნილი დავალება

(სტუდენტის ჯგუფში ჩასმა მოხდა ჯგუფისათვის დავალების გაგზავნის შემდეგ)

Page 13: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 13, სულ 16 v1.06

თემა: ვიდეო შეხვედრა

ვიდეო შეხვედრის დამატება

ვიდეო შეხვედრის დამატება ხდება ელექტრონული ჟურნალის მენიუს - „E-Learning → ვიდეო

შეხვედრა“-ს საშუალებით. გამოსულ გვერდზე ვირჩევთ ღილაკს.

გაიხსნება „ვიდეო შეხვედრის დანიშვნის გვერდი“

ლექტორი - მითითებულია თქვენი გვარი, სახელი

საგანი - ირჩევთ საგანს, რომლის ვიდეო შეხვედრის დანიშვნასაც აპირებთ

აირჩიეთ პერიოდი - პერიოდი შეიძლება იყოს „ერთჯერადი“ ან „მრავალჯერადი“:

ერთჯერადი - როდესაც შეხვედრას ნიშნავთ ერთჯერადად - კონკრეტულ თარიღში,

მაგალითად 31 მარტს

მრავალჯერადი - როდესაც შეხვედრას ნიშნავთ დღის მიხედვით. ამ შემთხვევაში უნდა

ავირჩიოთ სასურველი დღე და მივუთითო საწყისი და საბოლოო თარიღები.

მაგალითად თუ ავირჩევთ სამშაბათს და მივუთითებთ 01 აპრილი 2020 – 25 აპრილი 2020.

ამ შემთხვევაში პროგრამა დაამატებს 3 შეხვედრას: 7, 14 და 21 აპრილს.

Page 14: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 14, სულ 16 v1.06

სასურველი მონაცემების შევსების შემდეგ ვაჭერთ „არჩევა“ ღილაკს.

გაიხსნება ახალი გვერდი სადაც:

ვუთითებთ ვიდეო შეხვედრის დაწყების დროს (საათი - წუთი).

ვუთითებთ შეხვედრის ადგილს,

ვირჩევთ შეხვედრაზე მოსაწვევი ჯგუფების ნომრებს (სტანდარტულად მონიშნულია

ყველა ჯგუფი) - თითოეული ჯგუფის გასწვრივ მითითებულია არჩეულ თარიღში

ჯგუფისათვის დანიშნული ვიდეო შეხვედრები. თუ არჩეული გვაქვს მრავალჯერადი

შეხვედრა - მონაცემები გამოდის უახლოესი თარიღის მიხედვით.

მაგალითად - ზემოთ მითითებულ მაგალითში პროგრამა აჩვენებს ჯგუფის შეხვედრებს

7 აპრილის მდგომარეობით.

თუ ჯგუფს თქვენთვის სასურველ დროს უკვე აქვს დანიშნული ვიდეო შეხვედრა სხვა

პედაგოგთან, გთხოვთ აირჩიეთ სხვა დრო ან დაბრუნდით წინა გვერდზე და აირჩიეთ

სხვა თარიღი.

ვაჭერთ „დანიშვნა“ ღილაკს. ველოდებით შეტყობინებას „ვიდეო შეხვედრა დანიშნულია“.

დანიშნული ვიდეო შეხვედრა ავტომატურად აისახება სტუდენტების პირად გვერდზე.

ვიდეო შეხვედრის ძებნა

დამატებული ვიდეო შეხვედრების ძიება ხდება ელექტრონული ჟურნალის მენიუს - „E-Learning

→ ვიდეო შეხვედრა“-ს საშუალებით.

სტანდარტულად მითითებულია გასული 5 და მომდევნო 10 დღის მონაცემები, სურვილის

შემთხვევაში შეგვიძლია შევცვალოთ ძიების პარამეტრები და დავაჭიროთ „ძიება“ ღილაკს.

ვიდეო შეხვედრის სტატუსი

ვიდეო შეხვედრას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სტატუსი:

დაგეგმილი - ვიდეო შეხვედრის დაწყების დრო ჯერ არ არის გასული

დასადასტურებელი - ვიდეო შეხვედრის დაწყების დრო გასულია, მისათითებელია

ჩატარდა თუ არა შეხვედრა

ჩატარებული - ვიდეო შეხვედრა ჩატარდა

არ ჩატარებული - ვიდეო შეხვედრა არ ჩატარებულა

Page 15: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 15, სულ 16 v1.06

ვიდეო შეხვედრის სტატუსის შეცვლა

„დასადასტურებელ“ ვიდეო შეხვედრას სავალდებულოა მივუთითოთ ჩატარდა თუ არა.

ამისათვის საძიებო ცხრილში გამოსულ ვიდეო შეხვედრის გასწვრივ უნდა დავაწვეთ ღილაკს.

გაიხსნება „ვიდეო შეხვედრის რედაქტირების“ გვერდი.

ავირჩევთ „ვიდეო შეხვედრა ჩატარდა“ ან „ვიდეო შეხვედრა არ ჩატარდა“.

ვიდეო შეხვედრა ჩატარდა

ვუთითებთ რამდენი სტუდენტი დაესწრო (დაახლოებით)

რამდენი წუთს გაგრძელდა შეხვედრა

სურვილის შემთხვევაში ვირჩევთ შეხვედრის სქრინს და დამატებით ინფორმაციას

ვიდეო შეხვედრა არ ჩატარდა

ვუთითებთ მიზეზს

დადასტურებული ვიდეო შეხვედრები დაემატება ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი ჯგუფის

გასწვრივ „თემა“ სვეტში.

მონაცემების შევსების შემდეგ ვაჭერთ „შენახვა“ ღილაკს.

Page 16: დანართი 1 - Bsmabsma.edu.ge/upload/E-manual for academics.pdf · 2020. 4. 22. · დანართი 1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო

გვერდი 16, სულ 16 v1.06

შეხვედრის ადგილის შეცვლა

შეხვედრის ადგილის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ ვიდეო შეხვედრაზე, რომლის

სტატუსიც არის „დაგეგმილი“ (ჯერ არ ჩატარებული ვიდეო შეხვედრა).

ცვლილება შესაძლებელია ზემოთ მითითებული შეცვლის ღილაკის საშუალებით. გამოსულ

გვერდზე ვირჩევთ/ვცვლით შეხვედრის ადგილს

ასევე შესაძლებელია შეხვედრის ადგილი ერთდროულად შევუცვალოთ ყველა დაგეგმილ

შეხვედრას. ასეთ შემთხვევაში უნდა მოვნიშნოთ შესაბამისი ღილაკი.

ვაჭერთ „შენახვა ღილაკს.

ვიდეო შეხვედრის წაშლა

წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ ვიდეო შეხვედრისა, რომლის ჩატარების თარიღი ჯერ არ

გასულა (სტატუსი „დაგეგმილი“).

ვიდეო შეხვედრის წაშლა შესაძლებელია ღილაკის საშუალებით.