ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2....

26
ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო (ბიზნეს-სამართლებრივი გარემო საქართველოში) ადაპტირებული სახელმძღვანელო არაიურისტებისთვის თემა N2 კერძო სამართლის სუბიექტები თბილისი 2019

Transcript of ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2....

Page 1: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო

(ბიზნეს-სამართლებრივი გარემო საქართველოში)

ადაპტირებული სახელმძღვანელო

არაიურისტებისთვის

თემა N2

კერძო სამართლის სუბიექტები

თბილისი

2019

Page 2: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

2. კერძო სამართლის სუბიექტები ...................................................................................................................... 3

2.1. ფიზიკური პირები .................................................................................................................................. 3

2.1.1. ფიზიკური პირის ცნება ...................................................................................................................... 3

2.1.1.1. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა ....................................................................................... 3

2.1.1.1.1. უფლებაუნარიანობის დასაწყისი ............................................................................................. 4

2.1.1.1.2. ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა .............................................................................. 4

2.1.1.1.3. უფლებაუნარიანობის დასასრული ........................................................................................ 5

2.1.1.1.3.2. გარდაცვალება .................................................................................................................... 5

2.1.1.1.3.3. პირის გამოცხადება გარდაცვლილად............................................................................. 5

2.1.1.1.3.4. პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ........................................................... 7

2.1.1.2. ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა ............................................................................................. 7

2.1.1.2.1. ქმედუუნარობა ............................................................................................................................... 7

2.1.1.2.2. შეზღუდული ქმედუნარიანობა .............................................................................................. 9

2.2. იურიდიული პირები ................................................................................................................................. 11

2.2.1. იურიდიული პირის ცნება და ნიშნები .................................................................................................. 11

2.2.1.1. იურიდიული პირი, როგორც ორგანიზებული წარმონაქმნი ..................................................... 11

2.2.1.2. განსაზღვრული მიზანი ..................................................................................................................... 11

2.2.1.3. საქმიანობის ვადა ............................................................................................................................... 12

2.2.1.4. საკუთარი ქონების ქონის უნარი ..................................................................................................... 12

2.2.1.5. დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა ......................................................................... 12

2.2.1.6. საკუთარი სახელი .............................................................................................................................. 12

2.2.1.7. სახელმწიფო რეგისტრაცია ............................................................................................................... 12

2.2.2. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ...................................................... 13

2.2.3. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ......................................................................... 14

2.2.4. სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები ......................................................................... 15

2.2.4.1. სამეწარმეო იურიდიული პირები ................................................................................................... 15

ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სპს................................................................. 15

ბ) კომანდიტური საზოგადოება - კს ........................................................................................................ 16

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს ................................................................... 16

დ) სააქციო საზოგადოება - სს აქციის სახეები ჩაიწეროს .................................................................... 17

ე) კოოპერატივი ........................................................................................................................................... 17

2.2.4.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები........................................................... 18

2.3. იურიდიული პირის სტატუსის არმქონე გაერთიანებები ....................................................................... 19

2.3.1. არარეგისტრირებული კავშირი .............................................................................................................. 19

2.3.2. ამხანაგობა ................................................................................................................................................... 20

2.4. უცხოელის სამართლებრივი სტატუსი საქართველოში .......................................................................... 21

2.4.1. უცხოელის ცნება და სამართლებრივი მდგომარეობა......................................................................... 21

2.4.1.1. ცნება ..................................................................................................................................................... 21

2.4.1.2. უცხოელის მიმართ მოქმედი ძირითადი შეზღუდვები .............................................................. 22

2.4.2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელის ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები ...................... 23

2.4.2.1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლა .................................................................. 23

2.4.2.2. საქართველოში ბინადრობის ნებართვა ......................................................................................... 24

2.4.2.3. უცხოელის საქართველოდან გასვლა .............................................................................................. 24

2.4.3. საქართველოს მოქალაქეობის მიღება .................................................................................................... 25

2.4.4. უცხოელის ქონებრივი უფლებები ......................................................................................................... 25

Page 3: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

2. კერძო სამართლის სუბიექტები

2.1. ფიზიკური პირები

სამართალში ტერმინი “პირები” გამოიყენება იმ სუბიექტთა აღსანიშნავად, რომლებიც

არიან გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების მატარებელნი - ე.წ.

სამართალსუბიექტები. სწორედ პირები წარმოადგენენ სამართლის ძირითად

ელემენტს, უფრო კონკრეტულად კი სამართლის არსებობის უმთავრეს საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი1 ერთმანეთისგან განასხვავებს ფიზიკურ და

იურიდიულ პირებს.

2.1.1. ფიზიკური პირის ცნება

ცნება ფიზიკური პირი იდენტურია ცნებაა - ადამიანის. ფიზიკური პირი - ადამიანი

არის სამართალსუბიექტი, უფლებებისა და მოვალეობების მატარებელი. ადამიანის

მიჩნევა ფიზიკურ პირად დამოკიდებული არ არის მის ასაკსა თუ ჯანმრთელობის

მდგომარეობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს რა შემთხვევაში

წარმოიშობა ფიზიკურ პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

2.1.1.1. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა გულისხმობს პირის უნარს, ჰქონდეს

სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები.2 უფლებაუნარიანობის მოცემული

განმარტება მკაფიოდ გამოხატავს აღნიშნული უნარის შეუცვლადობას და

თითოეული ადამიანის თანასწორ უფლებაუნარიანობას.3 იმისათვის, რომ ფიზიკური

პირი იყოს უფლებაუნარიანი არ არის საჭირო იგი რაიმე ფორმალურ თუ

არაფორმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. უფლებაუნარიანობა

დამოუკიდებელია პირის ამა თუ იმ ნიშან-თვისებისგან (მოქალაქეობა, პროფესია,

წარმომავლობა, სქესი, ასაკი, სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა). ყველა ქვეყნის

სამართალში უდავოდ არის აღიარებული, რომ პირს უფლებაუნარიანობა არ ენიჭება

და არ ერთმევა სახელმწიფოს მიერ.4 შესაბამისად, არ არსებობს ადამიანი

უფლებაუნარიანობის გარეშე.

1 სსკ, 1997 წლის 26 ივნისი, პარლამენტის უწყებანი, №31, რეგისტრაციის №786.

https://matsne.gov.ge/ka/document/download/31702/90/ge/pdf 2 სსკ-ის მე-11 მუხლი, 1997 წლის 26 ივნისი, პარლამენტის უწყებანი, №31, რეგისტრაციის №786. 3 Prütting, Hanns/Wegen, Gerhard/Weinreich, Gerd, (Hrsg.), BGB Kommentar, 8. Auflage, Köln, 2013, Rn.7. 4 Prütting, Hanns/Wegen, Gerhard/Weinreich, Gerd, (Hrsg.), BGB Kommentar, 8. Auflage, Köln, 2013, Rn.7.

აღნიშნული განმტკიცებულია სსკ-ის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილში, „არ შეიძლება ფიზიკურ პირს

წაერთვას უფლებაუნარიანობა.”

Page 4: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

2.1.1.1.1. უფლებაუნარიანობის დასაწყისი

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა იწყება დაბადების დასრულებით.5 დაბადება

დასრულებულია, როდესაც ნაყოფი ბუნებრივი თუ ხელოვნური გზით სრულად

გამოეყოფა დედის ორგანიზმს.6 იმისათვის, რომ დაბადება დასრულებულად

ჩაითვალოს არ არის აუცილებელი ჭიპლარის გადაჭრა.7 შემდგომი სამართლებრივი

შედეგებისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომ ნაყოფმა, თუნდაც ცოტა ხნით,

იცოცხლა.8 იცოცხლა თუ არა ახალშობილმა წყდება სამედიცინო მეცნიერებაში

აღიარებული პრინციპების შესაბამისად. კერძოდ, ამის დასადასტურებლად

საკმარისია სიცოცხლის ისეთი ნიშნების არსებობა, როგორიცაა - გულისცემა, პულსი,

ბუნებრივი ამოსუნთქვა. ზემოთ დასახელებული ნიშნებიდან თუნდაც ერთ-ერთის

არსებობა საკმარისია იმისათვის, რომ ახალშობილი ჩაითვალოს ცოცხლად

დაბადებულად, შესაბამისად, უფლებაუნარიანად. უფლებაუნარიანად ითვლებიან

აგრეთვე ნაადრევად დაბადებული ბავშვები.

2.1.1.1.2. ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა

საინტერესოა უფლებაუნარიანობის საკითხი ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვის.

დაბადებამდელი ბავშვის სტატუსი მეცნიერთა შორის დისკუსიის საგანია. ჩანასახის

სამართლებრივი სტატუსი ბუნდოვანია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო

კანონმდებლობაში.9 სამართლის სხვადასხვა დარგში ჩანასახის სამართლებრივი

დაცვის ფორმა განსხვავებულია. სამოქალაქო სამართალში ჩანასახი ყურადღებას

იმსახურებს ქონებრივი უფლებების ჭრილში. კერძოდ, როდიდან ვრცელდება

სამოქალაქო სამართლით გათვალისწინებული დაცვა. მართალია, პირის

უფლებაუნარიანობა დაბადების ფაქტს უკავშირდება, თუმცა კანონმდებლის მიერ

ჯერ კიდევ არდაბადებული, მაგრამ ჩასახული ნაყოფისთვის მემკვიდრედ ყოფნის

უფლების მინიჭება, მიუთითებს უფლებაუნარიანობის ელემენტის არსებობაზე.

თუმცა, ეს უფლებაუნარიანობა არის შეზღუდული და ამასთან პირობითი.10 კერძოდ,

უფლებაუნარიანობა ვრცელდება მხოლოდ მემკვიდრედ ყოფნის უფლებაზე, ხოლო

გახდება თუ არა ჯერ არდაბადებული ნაყოფი მემკვიდრე, დამოკიდებულია მის

5 Prütting, Hanns/Wegen, Gerhard/Weinreich, Gerd, (Hrsg.), BGB Kommentar, 8. Auflage, Köln, 2013, Rn.13. 6 Bamberger Heinz Georg/Roth, Herbert; BGB, 39. Auflage, §1 Rn. 18-19. 7 MüKoBGB/Schmitt Rn. 15; Palandt/Ellenberger Rn. 2 8 Bamberger Heinz Georg/Roth, Herbert; BGB, 39. Auflage, §1 Rn. 18-19. 9 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად იხ.: გელაშვილი ი., ჩანასახის სამართლებრივი

მდგომარეობა, 2012, 6. 10 გელაშვილი ი., ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა, 2012, 33.

Page 5: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ცოცხლად დაბადებაზე.11 ჩანასახი შეიძლება იყოს როგორც კანონით, ისე ანდერძით

მემკვიდრე.

2.1.1.1.3. უფლებაუნარიანობის დასასრული

2.1.1.1.3.2. გარდაცვალება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით,

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება პირის გარდაცვალებით. სიკვდილის

ფაქტის დასადგენად საჭიროა სამედიცინო-ბიოლოგიური დასკვნა. დამკვიდრებული

პრაქტიკის თანახმად, გარდაცვალების მომენტად მიჩნეულია ის დრო, როდესაც

თავის ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას.12 საქართველოს კანონმდებლობაში

გაზიარებულ იქნა აღნიშნული პრაქტიკა და სსკ-ის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის

თანახმად, გარდაცვალების მომენტად განისაზღვრა თავის ტვინის ფუნქციონირების

შეწყვეტა.

გარდაცვალების მომენტის დადგენა და შესაბამისად, უფლებაუნარიანობის შეწყვეტა,

თავისთავად დაკავშირებულია ბევრ სამართლებრივ შედეგთან. გარდა

მემკვიდრეობისა, მას შესაძლოა უკავშირდებოდეს ვალდებულებითსამართლებრივი,

საოჯახოსამართლებრივი და სხვა ტიპის ურთიერთობები. მედიცინის

განვითარებასთან ერთად კერძოდ, ორგანული ტრანსპლანტაციის დანერგვასთან

ერთად კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა პირის გარდაცვალების ზუსტი

მომენტის დადგენამ.1314

ადამიანის გარდაცვალება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, იწვევს

ადამიანის უფლებაუნარიანობის შეწყვეტას.

2.1.1.1.3.3. პირის გამოცხადება გარდაცვლილად

უფლებაუნარიანობის შეწყვეტის ერთადერთი საფუძველი, როგორც აღინიშნა, პირის

გარდაცვალებაა. გარდაცვალების შემდეგ გაიცემა გარდაცვალების მოწმობა და

კეთდება სათანადო ჩანაწერი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში გარდაცვალების

11 სსკ-ის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი, 1997 წლის 26 ივნისი, პარლამენტის უწყებანი, №31,

რეგისტრაციის №786. 12 Palandt/Ellenberger Rn. 3; Weber/Stefanie Lejeune NJW 1994, 2392, 2393 f.; Walter FamRZ 1998, 201, 205;

Heun JZ 1996, 213; OLG Köln NJW-RR 1992, 1481; OLG Frankfurt NJW 1997, 3099; krit. Bavastro ZRP 1999,

114 ff. Bamberger Heinz Georg/Roth, Herbert; BGB, 39. Auflage, §1 Rn. 20-21. 13 ჭანტურია ლ., შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თავი პირველი,

1997, §6, 149-150. 14 „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად -

ადამიანი გარდაცვლილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დადგინდება თავის ტვინის სიკვდილი

ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა.

Page 6: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ფაქტის დადგენა რთული და დროში გაწელილი პროცესია, მაგალითად, როდესაც

პირის საცხოვრებელ ადგილას, მისი ადგილსამყოფელის შესახებ დიდი ხნის

განმავლობაში ცნობები არ მოიპოვება. მსგავსი შემთხვევა დარეგულირებულია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის

თანახმად, პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ

მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ

პირის ადგილსამყოფელის შესახებ, აგრეთვე თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ

გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა

რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ

მოიპოვება. პირის გარდაცვლილად გამოცხადება მხოლოდ სასამართლოს

პრეროგატივაა. ამასთან, ზემოაღნიშნული სამი საფუძვლიდან ერთ-ერთის არსებობა

საკმარისია იმისათვის, რომ პირი გამოცხადდეს გარდაცვლილად. კანონი

გარდაცვლილად გამოცხადებისთვის ადგენს ხუთწლიან ვადას, როდესაც პირის

შესახებ ცნობების არ არსებობს, თუმცა ამ წესიდან უშვებს გამონაკლისს, რომლის

დროსაც შესაძლებელია ხუთწლიანი ვადის დაუცველად მოხდეს პირის გამოცხადება

გარდაცვლილად. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-

უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო

წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი

მოქმედების დამთავრების დღიდან.

პირის გარდაცვლილად გამოცხადებას თან სდევს მთელი რიგი სამართლებრივი

შედეგები, როგორც ვალდებულებითსამართლებრივი, ისე საოჯახოსამართლებრივი

თვალსაზრისით. სწორედ აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობისაა პირის

გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა. სსკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის

თანახმად, პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად

გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის

თარიღი. ე.ი ივარაუდება, რომ გარდაცვლილად გამოცხადებულმა სწორედ ამ

დრომდე იცოცხლა.15 იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი

ცოცხალი აღმოჩნდება, იგი კვლავ იბრუნებს სრულად, იმ უფლება-მოვალეობებს, რაც

მას გარდაცვლილად გამოცხადებამდე ჰქონდა. მას უფლება აქვს უკან დაიბრუნოს

ქონება, რომელიც მესამე პირებს უსასყიდლოდ გადაეცათ. რაც შეეხება სასყიდლით

გადაცემულ ქონებას, აქ უპირატესობა ენიჭება კეთილსინდისიერი შემძენის

ინტერესს. საოჯახოსამართლებრივი თვალსაზრისით ერთ-ერთი მეუღლის

გარდაცვლილად გამოცხადება ქორწინების შეწყვეტის საფუძველია.16 თუმცა,

გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იქნება

მეუღლეების სურვილი, მათ შეუძლიათ აღადგინონ ქორწინება.

15 Bamberger Heinz Georg/Roth, Herbert; BGB, 39. Auflage, §1 Rn. 22-23. 16 სსკ-ის 1122-ე მუხლი.

Page 7: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

2.1.1.1.3.4. პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

პირის გარდაცვლილად გამოცხადებას, უმრავლეს შემთხვევაში, წინ უსწრებს მისი

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება. სასამართლოს მიერ პირის უგზო-უკვლოდ

დაკარგულად აღიარებისთვის აუცილებელია ორი გარემოების არსებობა, პირის

ადგილსამყოფელი უცნობი უნდა იყოს და ორი წლის მანძილზე იგი არ უნდა იყოს

თავის საცხოვრებელ ადგილას გამოჩენილი. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად

აღიარება ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სასამართლო

გადაწყვეტილებით. უგზო-უკვლოდ დაკარგულად პირის აღიარებას თან სდევს

მთელი რიგი სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, მის კანონით მემკვიდრეებს

უფლება ეძლევათ, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მართონ, როგორც

მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის უფლება აქვთ მიიღონ სარგებელი ამ

ქონებიდან.

ხშირია შემთხვევები, როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი

ბრუნდება. ასეთ დროს უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების

მართვის შესახებ და უბრუნდება თავისი ქონება. მას არ აქვს უფლება მოითხოვოს იმ

სარგებლის ანაზღაურება, რომელიც მისმა კანონით მემკვიდრეებმა მიიღეს

მეურნეობის სათანადო გაძღოლის გზით.17

2.1.1.2. ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა

2.1.1.2.1. ქმედუუნარობა

უფლებაუნარიანობისაგან განსხვავდება ქმედუნარიანობა, რომელიც საქართველოს

სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლით რეგულირდება. კოდექსის თანახმად

ქმედუნარიანობა ეს არის პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული

მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და

მოვალეობები.

განსხვავებით უფლებაუნარიანობისაგან, რომელიც პირის დაბადებისთანავე

წარმოიშობა, ქმედუნარიანობა გარკვეული გარემოებების დადგომას უკავშირდება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მსგავსად ევროპული ქვეყნების

კანონმდებლობისა, ფიზიკურ პირთა ქმედუნარიანობას ასაკობრივი საფეხურების

მიხედვით ყოფს.

17 სსკ-ის 21-ე მუხლი, 1997 წლის 26 ივნისი, 1997 წლის 26 ივნისი, პარლამენტის უწყებანი, №31,

რეგისტრაციის №786.

Page 8: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

პირის ქმედუნარიანობა წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.

სრულწლოვანი არის პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.18 შესაბამისად,

ამ დროიდან პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად და შეუზღუდავად გახდეს ამა თუ

იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროა,19 ხოლო

შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.20

აქვე აღსანიშნავია ორი შემთხვევა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ პირი არ

აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ სრული ქმედუნარიანობისთვის დადგენილ

ასაკობრივ კრიტერიუმს, იგი მაინც მიიჩნევა ქმედუნარიანად. კერძოდ, ემანსიპაციის

ინსტიტუტი.

ემანსიპაციის პირველი შემთხვევა უკავშირდება ქორწინებას. სამოქალაქო კოდექსის

მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანია პირი, რომელიც იქორწინებს

თვრამეტი წლის ასაკამდე. გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობა

აღარ ითვალისწინებს არასრულწლოვნის ქორწინების შესაძლებლობას.

სრულწლოვანების მიღწევამდე ქორწინება დასაშვები იყო 2017 წლის 01 იანვრამდე,

გარდამავალი ნორმების მოქმედების პერიოდში, როდესაც 17 წელს მიღწეულ პირს

ორსულობის მიზეზით შეეძლო რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა, სსკ-ის

ახალი ცვლილებების ამოქმედებამდე.

ემანსიპაციის მეორე შემთხვევა განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის

მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი შეიძლება

მიჩნეულ იქნეს ქმედუნარიანად, თუ კანონიერი წარმომადგენელი მას მიანიჭებს

საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში

პირის ქმედუნარიანობა მხოლოდ საწარმოს მართვის პროცესით შემოიფარგლება

(მაგ. საწარმოს დაფუძნება, ლიკვიდაცია, შრომითი ურთიერთობები და სხვ.), თუმცა

ის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში

კვლავ შეზღუდულ ქმედუნარიანად ითვლება.

18 სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი, 1997 წლის 26 ივნისი, პარლამენტის უწყებანი, №31,

რეგისტრაციის №786. 19 სსკ-ის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილი, 1997 წლის 26 ივნისი, პარლამენტის უწყებანი, №31,

რეგისტრაციის №786. 20 სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი, 1997 წლის 26 ივნისი, პარლამენტის უწყებანი, №31,

რეგისტრაციის №786.

Page 9: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

2.1.1.2.2. შეზღუდული ქმედუნარიანობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამოყოფს

ქმედუნარიანობის სამ ფორმას: ქმედუუნარო პირი, შეზღუდულ ქმედუნარიანი პირი

და ქმედუნარიანი.

ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით

სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და

მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. სრულწლოვანია

პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია.

ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ –

მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური,

გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა

დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ

ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში,

თუ ეს პირი არის 18 წლის ან ქორწინების საფუძველზე მოიპოვა ემანსიპაცია,

ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე

მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას

და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ

განსაზღვრულ სფეროში.21

პირებს, რომელთაც აქვთ გონივრული განსჯის საფუძველზე გადაწყვეტილების

მიღების უნარი, თუმცა ჯერ არ მიუღწევიათ სრულწლოვანი ასაკისთვის,

კანონმდებელი აძლევს უფლებას, შეზღუდულად მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ

სამართლებრივ ურთიერთობაში. კერძოდ, სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის

თანახმად, შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული

ქმედუნარიანობის მქონეა.

ასაკობრივი ნიშნით ქმედუნარიანობის შეზღუდვის გარდა, სამოქალაქო კოდექსი

ითვალისწინებს ქმედუნარიანობის შეზღუდვას იმ სრულწლოვანი პირისთვის,

რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს. კერძოდ,

სსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ

მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად

იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე

მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.

21 მხარდაჭერის მიმღებად სასამართლომ შეიძლება ცნოს აგრეთვე არასრულწლოვანი იმ ფარგლებში,

რომლებშიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას თავისი უფლება-მოვალეობების

განხორციელებისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ სჭირდება - იხ. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-

5 ნაწილი.

Page 10: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლი განსაზღვრავს, რომ

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება სრულწლოვანი, რომელსაც

სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. ასეთი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე

პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.

ქმედუნარიანობის შეზღუდვის ზემოაღნიშნული საფუძვლები არის ამომწურავი და

დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.

იმისათვის რომ, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირმა, დადოს გარიგება,

აუცილებელია, მისი კანონიერი წარმომადგნლის თანხმობა. ქმედუუნარობის და

შეზღუდული ქმედუნარიაონობის განმასხვავებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

კრიტერიუმი სწორედ ეს არის. კერძოდ, თუ ქმედუუნარო პირისათვის

სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ისეთი გარიგება, რომელიც დადებულია

წარმომადგენლის მიერ მათი სახელით, შეზღუდული ქმედუნარიანობის

შემთხვევაში, გარიგებას დებენ უშუალოდ შეზღუდული ქმედუნარიაობის მქონე

პირები წარმომადგენლის თანხმობით.22 ამასთან, განსხვავებით ქმედუუნარო

პირისაგან, შეზღუდული ქმედუნარინობის მქონე პირს კანონმდებელი ცალკეულ

შემთხვევებში აძლევს უფლებას დამოუკიდებლად დადოს გარიგებები და ასეთი

გარიგება მიიჩნევა ნამდვილად, თუ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი

გარიგებით იღებს სარგებელს.23 მაგ. 15 წლის თათიას ბებია ჩუქნის მობილურ

ტელეფონს (ჩუქების ხელშეკრულება). ხელშეკრულების საფუძველზე თათიას

წარმოეშვა მხოლოდ უფლებები შესაბამისად ასეთი გარიგებით ის იღებს სარგებელს

და მისი ნამდვილობისთვის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ არის საჭირო.

ამასთან, ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ

კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი

არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა

შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა

წარმომადგენლებმა, ან - ამ წარმომადგენლების თანხმობით - მესამე პირებმა ამ

მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.24

ხელშეკრულების მხარის კეთილსინდისიერება და რწმენა იმისა, რომ იგი

ხელშეკრულებას დებს სრულწლოვანთან, კანონმდებლის მიერ არ არის დაცული, იმ

შემთხვევაშიც კი თუ ხელშეკრულების დადების დროს არასრულწლოვანი ცრუოდა

22 ჭანტურია ლ., შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თავი პირველი,

1997, $7, 156. 23 ჭანტურია ლ., შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თავი პირველი,

1997, $7, 157 და სსკ-ის მე-15 მუხლი. 24 სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილი.

Page 11: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

თავისი ასაკის შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმებს აქვს როგორც დამცავი, ისე

აღმზრდელობითი ფუნქცია.25

2.2. იურიდიული პირები

2.2.1. იურიდიული პირის ცნება და ნიშნები

ქართულ მართლწესრიგში იურიდიული პირი წარმოადგენს პირთა ორგანიზებულ

გაერთიანებას.26 კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა გაერთიანება მოხდეს

როგორც პირთა ასევე ქონების დონეზე. ამგვარი გაერთიანებების სხვადასხვა ფორმა

არსებობს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. იურიდიული პირის საკანონმდებლო

დეფინიცია მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლში, რომლის

თანახმადაც „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად

შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი

ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა

და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს

მოსარჩელედ და მოპასუხედ.“ სწორედ ამ დეფინიციიდან გამომდინარეობს

იურიდიული პირის ნიშნები. ესენია:

2.2.1.1. იურიდიული პირი, როგორც ორგანიზებული წარმონაქმნი

ყველა იურიდიული პირი წარმოადგენს ორგანიზებულ წარმონაქმნს.27 კერძო

სამართალში მოქმედებს ე.წ. numerus clausus-ის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ

იურიდიული პირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონით

განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. იურიდიულ პირს უნდა

გააჩნდეს კანონით დადგენილი სავალდებულო საორგანიზაციო სტრუქტურები,

რომელთა მეშვეობითაც ის ახორციელებს საკუთარ საქმიანობას.

2.2.1.2. განსაზღვრული მიზანი

თითოეული იურიდიული პირი იქმნება წინასწარ განსაზღვრული მიზნის

მისაღწევად.28 აღსანიშნავია, რომ მიზნის არსებობას მბოჭავი ძალა აქვს პარტნიორთა

შიდა ურთიერთობისათვის და არა გარე ურთიერთობებისათვის.29

25 Prütting, Hanns/Wegen, Gerhard/Weinreich, Gerd, (Hrsg.), BGB Kommentar, 8. Auflage, Köln, 2013, $106,

Rn. 1. 26 ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 215. 27 იქვე, 218. 28 კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 167. 29 ბურდული ი., ეგნატაშვილი დ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2017, 24-ე მუხლი, 6,

http://www.gccc.ge/ (25.01.2017).

Page 12: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

2.2.1.3. საქმიანობის ვადა

იურიდიული პირის მიზანი არ უნდა იყოს ერთჯერადი და მის საქმიანობას უნდა

ქონდეს განგრძობადი ხასიათი.30 საკანონდებლო დათქმა, თუ მინიმუმ ან მაქსიმუმ რა

პერიოდის განმავლობაში შეიძლება საქმიანობდეს იურიდიული პირი არ არსებობს.

საქმიანობის ვადა დიდწილად დამოკიდებულია მიზნის სახესა და საქმიანობის

არსზე.

2.2.1.4. საკუთარი ქონების ქონის უნარი

საკუთარი ქონების ქონა არ არის იურიდიული პირის სავალდებულო ნიშანი.

აღნიშნული ნიშნის ამოსავალი წერტილია არა ფაქტობრივად საკუთარი ქონების

ქონა, არამედ მისი შეძენის შესაძლებლობა. იურიდიული პირის ქონება

დამოუკიდებელია ინსაიდერების ქონებისაგან და არ არის ერთმანეთის იდენტური.31

2.2.1.5. დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა

დამოუკიდებელი ქონების არსებობიდან, მისი შეძენის უნარიდან გამომდინარეობს

დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. იურიდიული პირის

მიმზიდველობა დიდ წილად სწორედ მის მიერ დამოუკიდებელი ქონებრივი

პასუხისმგებლობის პრინციპითაა გამოწვეული. ზოგადი მოცემულობით

იურიდიული პირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს საკუთარი ქონებით. თუმცა

არსებობს გამონაკლისები როდესაც პასუხისმგებლობა შესაძლებელია გავრცელდეს

იურიდიული პირის პარტნიორებზე.32

2.2.1.6. საკუთარი სახელი

სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობის მისაღებად თითოეულ იურიდიულ პირს

სჭირდება განსხვავებული სახელი, რითაც იგი გახდება უნიკალური და

შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება. საკუთარი სახელის არსებობა არა

მხოლოდ მისი უფლება, არამედ მოვალეობაა.33

2.2.1.7. სახელმწიფო რეგისტრაცია

კერძო სამართლის იურიდიული პირი არ არსებობს მანამ, სანამ მისი რეგისტრაციის

შესახებ შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

30 ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 220. 31 ბურდული ი., ეგნატაშვილი დ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2017, 24-ე მუხლი, 6,

http://www.gccc.ge/ (25.01.2017). 32 ბურდული ი., ეგნატაშვილი დ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2017, 24-ე მუხლი, 9,

http://www.gccc.ge/ (25.01.2017). 33 იქვე, 10.

Page 13: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2.2.2. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის ცნება დამოკიდებულია იმაზე, კერძო

სამართლის იურიდიულ პირს ეხება საქმე თუ საჯარო სამართლის იურიდიულ

პირს.34 კერძო სამართლის იურდიულ პირებთან მიმართებით არსებობს ზოგადი

უფლებაუნარიანობის ცნება, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან

მიმართების - სპეციალური უფლებაუნარიანობის ცნება.

კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებაუარიანობა იწყება იურიდიული

პირის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის დასრულებისთანავე და წყდება

მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციით.35 ზოგადი უფლებაუნარიანობა საშუალებას

აძლევს კერძო სამართლის იურიდიულ პირს „განახორციელოს ნებისმიერი ქმედება

რომელიც არ არის დაკავშირებული ადამიანის თვისებებთან და კანონით

აკრძალული არ არის.“36

საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა დამოკიდებულია

საჯარო ფუნქციის განხორციელებაზე, რომლისთვისაც შეიქმნა ესა თუ ის საჯარო

სამართლის იურიდიული პირი.37 კანონმდებლობის თანახმად საჯარო სამართლის

იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს „მხოლოდ მისი სადამფუძნებლო

დოკუმენტებით გათვლისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა“.38

გარდა ამისა, კანონმდებლობის დადგენილი სპეციალური მიზნების მისაღწევად

იურიდიულ პირს შეიძლება სჭირდებოდეს საქმიანობისათვს ლიცენზიის მოპოვება,

რაც ასევე სპეციალური უფლებაუნარიანობის გამოვლინებაა, ლიცენზიის გარეშე

იურიდიული პირი საქმიანობას ვერ განახორციელებს.39

34 ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 230. 35ბურდული ი., ეგნატაშვილი დ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2017, 25-ე მუხლი, 6,

http://www.gccc.ge/ (25.01.2017). 36 კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 173. 37 იქვე, 174. 38 სსკ-ის 25-ე მუხლი, ასევე იხილეთ „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“

საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, იხ. კერესელიძე დ., 175. 39 სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი, დეტალურად საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და

ნებართვების შესახებ“, იხ. ასევე ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 233,

ბურდული ი., ეგნატაშვილი დ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2017, 25-ე მუხლი, 5,

http://www.gccc.ge/ (25.01.2017).

Page 14: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ბუნებრივია იურიდიულ პირს თავად არ შეუძლია მოქმედებების განხორციელება,

განსხვავებით ფიზიკური პირისაგან.40 იგი მოქმედებს საკუთარი ორგანოების

მეშვეობით. ქმედუნარიანობასთან მიმართებით საინტერესოა თუ რომელი ორგანო

ახორციელებს იურიდიული პირის სახელით საქმიანობას, ვინ იღებს

გადაწყვეტილებებს, ვის აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ა.შ.41 ამ

საკითხებს ძირითადად არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

ფიზიკური პირისაგან განსხვავებით იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და

ქმედუნარიანობა წარმოიშობა ერთდროულად, იურიდიული პირის რეგისტრაციის

პროცესის დასრულების შედეგად.42

2.2.3. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები

კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება ხდება კერძო ავტონიმიისა და

ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე.43 კერძო სამართლის იურიდიული

პირები ზოგადი დაყოფით იყოფა ორ კატეგორიად, სამეწარმეო (კომერციულ) და

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად. სამეწარმეო იურიდიული

პირების სამართლებრივ მდგომარეობას სამოქალაქო ბრუნვაში აწესრიგებს

საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (სამოქალაქო კოდექსში გაწერილი

ზოგადი დებულებები ეხება სამეწარმეო იურიდიულ პირებსაც). არაკომერციული

იურიდიული პირების სტატუსს კი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო

კოდექსი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს

საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ.“

გარკვეულ ნორმებს მათ შესახებ შეიცავს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსიც.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეგვიძლია გავაიგივოთ სახელმწიფოსთან.44

საჯარო სამართლის იურიდიული პირები იქმნება სახელმწიფო მიერ კონკრეტული

უფლებამოსილებების განსახორციელებლად და მიზნის მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენს

მოქალაქეთა თვითმმართველობის უფლების განხორციელების საშუალება -

მუნიციპალიტეტები და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური

მართლმადიდებლური ეკლესია.45

40 იურიდიული პირის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით არსებულ თეორიებზე დაწვრილებით იხ.

ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 237-241. 41 ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 239. 42 იქვე, 240. 43 იქვე, 244. 44 იქვე, 246. 45 დაწვრილებით იხ. ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 250.

Page 15: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

2.2.4. სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები

სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით იურიდიული პირი შეიძლება

მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას. სამეწარმეო იურიდიული პირები იქმნება

მოგების მიღებს მიზნით, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი ემსახურება

არაკომერციულ, იდეალური მიზნების მიღწევას. ასეთი იურიდიული პირებისათვის

სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ იდეალური მიზნების მისაღწევად დამხმარე

საშუალება შეიძლება იყოს.46

2.2.4.1. სამეწარმეო იურიდიული პირები

როგორც ზემოთ აღინიშნა, კომერციული, სამეწარმეო მიზნების მისაღწევად

შექმნილი იურიდიული პირების სტატუსს არეგულირებს კანონი „მეწარმეთა

შესახებ.“ სამეწარმეო იურიდიულ პირებს განეკუთვნებიან: შეზღუდული

პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს), კომანდიტური

საზოგადოება (კს), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს),

კოოპერატივი.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კომანდიტური საზოგადოება

განეკუთვნებიან ამხანაგური ტიპის საზოგადოებებს, რომელთათვისაც

დამახასიათებელია წევრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც იწვევს

დამფუძნებელთა პირად ქონებრივ პასუხისმგებლობას კრედიტორთა წინაშე.47

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და

კოოპერატივი კი განეკუთვნებიან კაპიტალური ტიპის საზოგადოებებს, რისი

ამოსავალი წერტილიც არის პარტნიორთა პასუხისმგებლობის შეზღუდვა და

პასუხისმგებლობის გადატანა იურიდიული პირის პირად ქონებაზე.48

ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სპს

სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს საზოგადოებას,

რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო

სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საზოგადოების

ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე აგებს პასუხს, როგორც

სოლიდარული მოვალეები მთელი თავისი ქონებით პირდაპირ და უშუალოდ.49 სპს-

ში საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს ყველა

პარტნიორს. 46 კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 276. 47 ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 270. 48 იქვე, 271. 49 იხ. მეწარმეთა შესახებ კანონის 20-33 მუხლები.

Page 16: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ბ) კომანდიტური საზოგადოება - კს

კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი

ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების

კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა

განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება - შეზღუდული

პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორის პასუხისმგებლობა

შეზღუდული არ არის - სრული პარტნიორები (კომპლემენტარები).50

კომპლემენტარები საზოგადოების ვალდებულებებისათვის პასუხს აგებენ მთელი

თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ამის საპირწონედ კომპლემენტარები

სარგებლობენ საზოგადოებაში უფრო მეტი უფლებით ვიდრე კომანდიტები, კს-ს

წესდების მიღების, მასში სარეგისტრაციო ცვლილების შეტანის უფლება, მართვაში

მონაწილეობის მიღების უფლება და ა.შ. აქვთ კომპლემენტარებს. კომანდიტების

უფლებამოსილება შემოიფარგლება საზოგადოების მოგების მიღების მოთხოვნის

უფლებით, თუმცა საზოგადოების წესდებითვე შესაძლოა კომანდიტებისათვის

გათვალისწინებული იყოს სხვა უფლებებიც, მათ შორის საზოგადოების მართვაში

მონაწილეობის მიღების უფლებაც.

კომანდიტური საზოგადოების დაფუძნება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე

იურიდიულ პირს.

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ყველაზე გავრცელებული ფორმაა

სამეწარმეო იურიდიულ პირთა შორის. შეზღუდული პასუხისმგებლობის

საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების

წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. შპს-ს დაფუძნება შეუძლია ერთ

პირსაც.51 შპს-ს კაპიტალი დაყოფილია წილებად, რომელიც წარმოადგენს

მიმოქცევად უფლებას და შესაძლოა მისი გასხვისება. შპს-ში ხელმძღვანელობასა და

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის დირექტორი, თუ წესდებით სხვა

რაიმე არაა განსაზღვრული. შპს-ს დაფუძნებისას კაპიტალი შესაძლოა განისაზღვროს

ნებისმიერი ოდენობით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი მოქმედების ფართო თავისუფლებას

აძლევს შპს-ს და ფაქტობრივად მინიმალურ საკანონმდებლო მოთხოვნებს უწესებს.

შპს-ს არსებობაში მთავარ როლს ასრულებს წესდება, რომლის მეშვეობითაც ყველა

მნიშვნელოვანი საკითხი შესაძლოა იყოს დარეგულირებული.

50 იხ. მეწარმეთა შესახებ კანონის 34-43 მუხლები. 51 იხ. მეწარმეთა შესახებ კანონის 44-50 მუხლები.

Page 17: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

დ) სააქციო საზოგადოება - სს აქციის სახეები ჩაიწეროს

სააქციო საზოგადოება ზემოთ განხილულ სამეწარეო იურიდიულ პირებში ყველაზე

რთული კონსტრუქციით გამოირჩევა. სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება

რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის

აქციებად. აქცია თავის მხრივ წარმოადგენს არამატერიალიზებულ სახელობით

ფასიან ქაღალდს, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს

პარტნიორების (აქციონერების) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო

საზოგადოებაში.52 სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების

მიმართ შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი

პასუხს თავისი ქონებით არ აგებს კრედიტორების წინაშე. სააქციო საზოგადოების

დაფუძნებისას კაპიტალი შესაძლოა განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალებათ

დირექტორებს. გარდა დირექტორებისა სააქციო საზოგადოებაში შესაძლოა

არსებობდეს სამეთვალყურეო საბჭო და საერთო კრება, რომელთა

უფლებამოსილებები ასევე განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონით.

ე) კოოპერატივი

კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა

მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით შექმნილი

საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი

მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.53 კანონმდებლობით

განსაზღვრულია თუ რა სახის გაერთიანებები მიეკუთვნება კოოპერატივს, კერძოდ

ესენია: ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, სასოფლო-სამეურნეო ან

სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები, სასოფლო-სამეურნეო

პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და

ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები, მასობრივი მოხმარების

საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო

კოოპერატივები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისათვის აუცილებელი

მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი

გამოყენების კოოპერატივები, სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები,

სამომხმარებლო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და

სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“

საქართველოს კანონით, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები - საკრედიტო

კავშირები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი,

52 იხ. მეწარმეთა შესახებ კანონის 51-59 მუხლები. 53 იხ. მეწარმეთა შესახებ კანონის 60-68 მუხლები.

Page 18: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ და

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონებით

(„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლი).

კოოპერატივი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.

კოოპერატივში წევრის (მეპაიეს) შენატანს ეწოდება პაი, რომლის მინიმალურ

ოდენობას განსაზღვრავენ დამფუძნებლები.

2.2.4.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

საქართველოს კანონმდებლობის დღევანდელი მოწესრიგებით, ერთადერთი ფორმა

რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია ეწეოდეს არაკომერციულ საქმიანობას,

წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში -

ა(ა)იპ). ეს ეხება ასევე ფონდებსა და კავშირებსაც, რადგან სპეციალურად მათი

მარეგულირებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსში აღარ არსებობს.54

ა(ა)იპ იქმნება იდეალური მიზნის მისაღწევად, მათ შორის: საქველმოქმედო,

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო

თუ სამეცნიერო ამოცანების განსახორციელებლად.55 ა(ა)იპ უფლებამოსილია

ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული

მოგებაც უნდა მოხმარდეს ა(ა)იპ-ის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის

შედეგად მიღებული მოგების განაწილება ა(ა)იპ-ის დამფუძნებლებს, წევრებს,

შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი

უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.56

ა(ა)იპ - ისათვის აუცილებელია უნიკალური სახელის ქონა, რომელშიც აღნიშნული

იქნება მისი არასამეწარმეო იურიდიული პირისადმი კუთვნილება. გარკვეულ

შეზღუდვებს სახელთან დაკავშირებით აწესებს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

ა(ა)იპ-ის რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული

პირების რეესტრში.57

ა(ა)იპ-ის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

შეუძლია სასამართლოს „საზოგადოებრივ გაერთიანებათა შეჩერებისა და მათი

54 ბურდული ი., ეგნატაშვილი დ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2017, 27-ე მუხლი, 2,

http://www.gccc.ge/ (25.01.2017). 55 ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 266. 56 სსკ-ის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი. 57 რეგისტრაციის პირობები განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31

დეკემბრის 241 ბრძანებით „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა

რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

Page 19: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე (სსკ-ის 33-ე

მუხლი).

სადამფუძნებლო დოკუმენტით შესაძლოა ერთ პირს მიენიჭოს საქმეების

ერთპიროვნულად გაძღოლის უფლება, ან რამდენიმე პირი იქნას ამისათვის

განსაზღვრული. განსხვავდება ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი

უფლებამოსილებები,58 თუმცა თუ სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არაა

განსაზღვრული ხელმძღვანელობა გულისხმობს წარმომადგენლობასაც.

კანონმდებლობა საკმაოდ ფართო თავისუფლებას აძლევს ა(ა)იპ-ს წესდებით მოაწყოს

საკუთარი სტრუქტურა (სსკ-ის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

მნიშვნელოვანია ა(ა)იპ-ის პასუხისმგებლობის საკითხი. ა(ა)იპ-ის პასუხისმგებლობა

შემოიფარგლება მისი ქონებით. მისი ქონება დამოუკიდებელია წევრების, თუ

წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების ქონებისაგან

(სსკ-ის 37-ე მუხლი).

სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაუშვებელია

ა(ა)იპ-ის მიერ სამართლებრივი ფორმის შეცვლა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.

2.3. იურიდიული პირის სტატუსის არმქონე გაერთიანებები

სამოქალაქო კოდექსი უშვებს ისეთი გაერთიანებების არსებობას, რომელიც არ

წარმოადგენს იურიდიულ პირს. ასეთი გაერთიანებები შემოფარგლულნი არიან მის

წევრთა უფლებაუნარიანობით, რადგან როგორც იურიდიული პირის სტატუსის არ

მქონე გაერთიანებას, მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა.59

სამოქალაქო კოდექსი იცნობს ორ ასეთ გაერთიანებას, არარეგისტრირებულ კავშირსა

(სსკ-ს 34-ე მუხლი) და ამხანაგობას.

2.3.1. არარეგისტრირებული კავშირი

არარეგისტრირებული კავშირის მოწყობა და სტრუქტურა განისაზღვრება მის წევრთა

ურთიერთშეთანხმებით. კავშირის ქონებას წარმოადგენს წევრთა შესატანები და ამ

შენატანებით შეძენილი ქონება. კავშირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მთელი

თავისი ქონებით. კრედიტორების წინაშე კავშირის ვალდებულებებისათვის

პერსონალურად ან როგორც სოლიდარული მოვალეები პასუხს აგებენ ასევე ის პირი 58 ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს ა(ა)იპ-ის სახელით გადაწყვეტილებების

მიღებას, ხოლო წარმომადგენლობა ა(ა)იპ-ის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 59 კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 178.

Page 20: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ან პირები ვინც მოქმედებდა კავშირის სახელით. არარეგისტრირებულ კავშირს არ

ახასიათებს იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი, სახელმწიფო

რეგისტრაცია, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის შეიზღუდოს გაერთიანების

წევრთა პასუხისმგებლობა.60 არარეგისტრირებული კავშირის ამხანაგობისაგან

მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი მდგომარეობს მიზანში, კერძოდ

არარეგისტრირებული კავშირის მიზანი არის იდეალური, ხოლო ამხანაგობის

ძირითადად სამეურნეო ხასიათის.61

2.3.2. ამხანაგობა

ამხანაგობა იქმნება ორ ან მეტ პირს შორის დადებული ხელშეკრულების

საფუძველზე. კანონი არ ადგენს ხელშეკრულებისათვის სავალდებულო ფორმას,

შესაბამისად ის შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. ამხანაგობა

ფაქტობრივად შესაძლოა არსებობდეს კონკლუდენტური მოქმედების შედეგადაც.62

ამხანაგობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის

დანაწესებიდან გამომდინარე ამხანაგობა არ შეიძლება არსებითად ეწეოდეს

სამეწარმეო საქმიანობას და მისი სახელშეკრულებო მიზანი იყოს მეწარმეობა. ფაქტი,

რომ ამხანაგობასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია სამოქალაქო

კოდექსში, ამხანაგობის ხელშეკრულებას ანიჭებს აბსოლუტურ კერძო ავტონომიას,

რაც ნიშნავს, რომ მხარეებმა შეთანხმებით შეიძლება დაარეგულირონ ნებისმიერი

საკითხი თუ შეთანხმება თავისთავად არ ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ

ნორმებს. ამხანაგობა როგორც ერთობლივი საქმიანობის ფორმა ხშირად გამოიყენება

ექიმების, ადვოკატების, სხვა სამეურნეო, სოციალური, პროფესიული თუ

კულტურული მიზნების მისაღწევად.63

ხელშეკრულების დადებით ამხანაგობის წევრებს წარმოეშობათ ვალდებულება

შეიტანონ შენატანი ამხანაგობაში, რაც შემდგომ წარმოშობს ამხანაგობის ქონებას.

შენატანი შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურებით (სსკ-ის

932-ე მუხლი).

ამხანაგობის ხელშეკრულებით მხარეები უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ ერთი

არ რამდენიმე პირი ამხანაგობის საქმეების გაძღოლასა და წარმომადგენლობისათვის.

თუ ეს განსაზღვრული არ არის, მაშინ ამხანაგობის წევრები ვალდებულნი არიან

საქმეებს გაუძღვნენ ერთობლივად. მართალია სამოქალაქო კოდექსი სპეციალურ

დათქმას არ აკეთებს, მაგრამ რადგან აკრძალული არ არის, უნდა ვივარაუდოთ რომ

60 კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 178. 61 ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 288. 62 იქვე, 280. 63 იქვე, 280.

Page 21: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

ამხანაგობა უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირს მიანდოს

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.64

სსკ-ის 935-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამხანაგობის შემოსავალი წევრებს

შორის ნაწილდება წილის შესაბამისად, თუ ეს საკითხი ხელშეკრულებაში არ არის

განსხვავებულად მოწესრიგებული. ამხანაგობის წევრები ვალდებულებებისათვის

პასუხს აგებენ სოლიდარულად. თუმცა შიდა ურთიერთობაში ისინი ერთმანეთის

მიმართ პასუხისმგებელნი არიან თავიანთი წილის შესაბამისად თუ ხელშეკრულება

სხვაგვარად არ არეგულირებს ამ საკითხს.

სამოქალაქო კოდექსი ასევე იცნობს ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს,

რომლებიც დეკლარირებულია 938-ე მუხლში. ესენია: საქმიანობისათვის

შეთანხმებული ვადის გასვლა, მონაწილეთა გადაწყვეტილება, გაკოტრების

საქმისწარმოების გახსნა, დასახული მიზნების განხორციელების შეუძლებლობა,

ასევე ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალება, ერთ-ერთი მონაწილის ქონებაზე

გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, ხელშეკრულების მოშლა. საქმიანობის

შეწყვეტისას უნდა შესრულდეს მიმდინარე ვალდებულებები, აღირიცხოს

დარჩენილი ქონება და განაწილდეს წევრთა შორის. საქმიანობის შეწყვეტისას თუ

არსებული ქონება არ არის საკმარისი ვალდებულებების შესასრულებლად, წევრებმა

თავიანთი წილების მიხედვით უნდა მოახდინონ ვალდებულებების შესრულება (სსკ-

ის 940-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

2.4. უცხოელის სამართლებრივი სტატუსი საქართველოში

2.4.1. უცხოელის ცნება და სამართლებრივი მდგომარეობა

2.4.1.1. ცნება

უცხოელის ცნება მოიცავს ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე

და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს. მოქალაქეობის

არმქონე პირი გულისხმობს ფიზიკურ პირს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ

მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.65

საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს

საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა

64 ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 284. 65 უცხოელის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა

სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, (N2045-IIს, 05 მარტი, 2014წ.).

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2278806

Page 22: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. საყოველთაოდ

აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კანონით

დადგენილი წესით, საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და

მოქალაქეობის არმქონე პირებს. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს

შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ

ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ

ითვლება.

საქართველოში უცხოელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და

საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას,

ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და

თავისუფლებებს.

სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და

მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების

შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და

არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.

უცხოელი ვალდებული არ არის, იმსახუროს საქართველოს სამხედრო ძალებში.

საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და

საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად საქართველოში უცხოელს

აქვს უფლება, ეძიოს და მიიღოს თავშესაფარი.

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის უცხოელს დადგენილი წესით

ეკისრება სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული

პასუხისმგებლობა.

2.4.1.2. უცხოელის მიმართ მოქმედი ძირითადი შეზღუდვები

საქართველოში უცხოელს უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და

არჩეულ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო

ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში.

საქართველოში უცხოელს აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად.

Page 23: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შედეგად უცხოელს არ

აქვს უფლება, შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2.4.2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელის ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები

2.4.2.1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლა

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად უცხოელი საჭიროებს საქართველოს

კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფ ვიზას66, რომლის მოქმედების ვადა არ

არის ამოწურული და პირადობის დამადასტურებელ სამგზავრო დოკუმენტს, ხოლო

ქვეყნებს შორის სავიზო მიმოსვლის არარსებობის შემთხვევაში შესაბამის სამგზავრო

დოკუმენტაციას.

უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება

მოკლევადიანი საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება

არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

საქართველოს ვიზის გაცემას ახდენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,67

აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და

საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით

განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

საქართველოს ვიზის მოქმედების გაგრძელებას ახდენს საქართველოს საგარეო

საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) დიპლომატიური (A კატეგორია);

ბ) სპეციალური (B კატეგორია);

გ) ორდინალური (C კატეგორია);

დ) საიმიგრაციო (Dკატეგორია);

ე) ტრანზიტული (T კატეგორია).

66 ვიზა – დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის

ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში

შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის

არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს

საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია. 67 სავიზო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე -

http://www.mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoForeign.aspx

Page 24: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

2.4.2.2. საქართველოში ბინადრობის ნებართვა

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში

ბინადრობის ნებართვას გასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების

სააგენტო.68

საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელის ყოფნისთვის საჭირო ძირითადი

დოკუმენტებია: საქართველოში ბინადრობის ნებართვა; საქართველოში

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის

მოწმობა ან დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. აღნიშნულ დოკუმენტებს

გასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

2.4.2.3. უცხოელის საქართველოდან გასვლა

თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,

უცხოელი საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი

სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუკი მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და

აქვს ან ჰქონდა საქართველოში ყოფნის ნებართვა.

უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი

საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.

უცხოელი, რომელსაც ამოწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა,

ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს

საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში

უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმევა საქართველოში

შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას.

უცხოელს საქართველოდან გასვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ სასამართლო

გადაწყვეტილების საფუძველზე მას ეზღუდება საქართველოდან გასვლა; ბ) თუ იგი

მსჯავრდებულია ჩადენილი დანაშაულისათვის – სასჯელის მოხდამდე ან

სასჯელისაგან გათავისუფლებამდე; გ) საქართველოს კანონმდებლობით

გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იგი თავს არიდებს საქართველოს

კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის დაკისრებული

68 საქართველოში ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურების დეტალურად მოძიება

შესაძლებელია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე -

http://sda.gov.ge/?page_id=4245

Page 25: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

მოვალეობის შესრულებას – მოვალეობის შესრულებამდე; დ) საქართველოს

საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის

შესახებ“ გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას შესაძლებელია უცხოელის

გაძევება საქართველოდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.4.3. საქართველოს მოქალაქეობის მიღება

საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი

კავშირი.69

საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე,

გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევისა,

როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო

წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე

განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს

მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: დაბადებით ან ნატურალიზაციით.

ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს

მოქალაქეობის მინიჭებით.

საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი

პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით

წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში

მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების

განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ

წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2.4.4. უცხოელის ქონებრივი უფლებები

უცხოელს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების შეძენა-გასხვისების,

სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოს

სამოქალაქო კოდექსის,70 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის,71 „სასოფლო-

69 მოქალაქეობის მიღების წესს განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს

ორგანული კანონი (N2319-IIს, 30 აპრილი 2014 წ.). https://matsne.gov.ge/ka/document/view/2342552 70 1997 წლის 26 ივნისი, N786-IIს. https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702

Page 26: ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო · 2. კერძო სამართლის სუბიექტები 2.1. ფიზიკური

სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის,72

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის73 და სხვა

საკანონმდებლო აქტების შესაბამისად (გარდა ასევე კანონმდებლობით

განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა).

უცხოელს ასევე აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთარი უფლებებისა

და ინტერესების დაცვის უფლება.

71 1994 წლის 28 ოქტომბერი, N577. https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408 72 1995 წლის 15 მაისი, N719. https://matsne.gov.ge/ka/document/view/29716 73 2005 წლის 24 ივნისი, N1775-რს. https://matsne.gov.ge/ka/document/view/26824