ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 ....

60
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი ბიზნეს მოდელი „აბრეშუმის სახლი“ აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობების და ბაზრის კვლევა აგვისტო, 2015 შენიშვნა: ბიზნეს გეგმა შექმნილია საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ("GIDG") მიერ კეთილსინდისიერად, გამოქვეყნების დღისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი არ იძლევა გარანტიას დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე, საიმედოობაზე, სისრულესა და გამოყენებადობაზე. საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი არ აგებს პასუხს რაიმე ზიანზე/ ზარალზე და გაწეულ ხარჯზე, რომელიც წარმოეშვება ნებისმიერ პირს ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით.

Transcript of ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 ....

Page 1: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

საქართველოს ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების

ჯგუფი

ბიზნეს მოდელი „აბრეშუმის სახლი“

აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობების და ბაზრის კვლევა

აგვისტო, 2015

შენიშვნა:

ბიზნეს გეგმა შექმნილია საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ("GIDG") მიერ კეთილსინდისიერად, გამოქვეყნების დღისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი არ იძლევა გარანტიას დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე, საიმედოობაზე, სისრულესა და გამოყენებადობაზე. საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი არ აგებს პასუხს რაიმე ზიანზე/ზარალზე და გაწეულ ხარჯზე, რომელიც წარმოეშვება ნებისმიერ პირს ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით.

Page 2: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

1

1 მიმოხილვა ................................................................................. 2

შესავალი .................................................................................................. 2

რატომ ეს პროექტი .................................................................................... 2

„აბრეშუმის სახლის“ კონცეპცია და მოდელი ............................................. 2

იმპლემენტაცია და სახელმწიფო მხარდაჭერა........................................... 4

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი .................................. 5

2 მეაბრეშუმეობის დარგის მიმოხილვა ......................................... 8

დარგის განვითარება საქართველოში ....................................................... 8

საერთაშორისო ბაზარი ........................................................................... 10

დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა: საერთაშორისო პრაქტიკა ................ 24

3 მეაბრეშუმეობის დარგის სტრუქტურა ....................................... 27

ღირებულებათა ჯაჭვი .............................................................................. 27

საწყისი სპეციალური რესურსები.............................................................. 31

ნედლი პარკის წარმოება ......................................................................... 33

ხამი ძაფი წარმოება ................................................................................ 35

გასაღების ბაზრები .................................................................................. 36

რეგულირება ........................................................................................... 41

4 „აბრეშუმის სახლი“ .................................................................. 42

„აბრეშუმის სახლის“ კონცეპცია და მოდელი ........................................... 42

ფინანსური მოდელი ................................................................................ 50

„აბრეშუმის სახლის“ პროექტის იმპლემენტაცია ...................................... 55

5 დანართები .............................................................................. 57

Page 3: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

2

1 მიმოხილვა

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის

რეაბილიტაციის ინიცირების შესაძლო მოდელის აღწერას და ინდუსტრიის არსებული

მდგომარების და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს.

დოკუმენტი მოიცავს მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების მიმოხილვას, საერთაშორისო

ბაზრის ანალიზს, დარგის სხვა ქვეყნებში სახელმწიფო მხარდაჭერის პრაქტიკის მიმოხილვას,

მეაბრეშუმეობის დარგის სტრუქტურის - ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს, და აბრეშუმის

ხამის ძაფის ინდუსტრიულად წარმოების ბიზნეს მოდელს „აბრეშუმის სახლი“.

რატომ ეს პროექტი

ბოლო წლების განმავლობაში, არსებობდა აბრეშუმის პარკი წარმოების აღდგენის რამდენიმე

ფრაგმენტული მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მცდელობა არც თუ ისე წარმატებული

იყო და მათი უმეტესობა ორიენტირებული იყო მცირე ზომის კუსტარული წარმოების

გამართვაზე. 2014-2015 წლებში შეიქმნა რამდენიმე კოოპერატივი, რომლთა საქმიანობას

აბრეშუმის პარკის წარმოება წარმოადგენს, თუმცა მათი საქმიანობა ასევე ფრაგმენტული

სახისაა.

მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ამჟამად ძირითადად აქცენტი

გაკეთებულია (პუბლიკაციები, ღონისძიებები, მცირე ზომის პროექტები და ა.შ.) თუთის და

ჭიის გენოფონდის აღდგენაზე და გლეხური მეურნეობების ჩართულობით და დასაქმებით

დარგის აღდგენაზე. თუმცა არ არსებობს მეაბრეშუმეობის მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვის

ინდუსტრიული განვითარების სისტემური მიდგომა.

ამდენად, წინამდებარე აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობების და ბაზრის კვლევის მიზანს

წარმოადგენდა ისეთი მოდელის იდენტიფიცირება, რომელიც პოტენციურად უზრუნველყოფს

დარგის რეაბილიტაციის ინიცირებას, და გრძელვადიან პერსპექტივაში სიცოცხლისუნარიანია.

„აბრეშუმის სახლის“ კონცეპცია და მოდელი

წინამდებარე აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობების და ბაზრის კვლევის ფარგლებში

ჩამოყალიბებულია აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების ინდუსტრიული ბიზნესს მოდელი და

კონცეფცია.

„აბრეშუმის სახლი“ წარმოადგენს საქართველოში აბრეშუმის ინდუსტრიის რეაბილიტაციის

ინიცირების შესაძლო მოდელს. ისტორიულად აბრეშუმის პარკის წარმოება საქართველოში

გლეხური მეურნეობების ჩართულობით ხორციელდებოდა, თუმცა ამჟამად რამდენად

შესაძლებელია წარმოების აღდგენა მსგავსი მოდელით დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.

დამატებით კვლევას ასევე გამოსაკვები ბაზაც (გლეხურ მეურნეობებში თუთის ნარგავების

რაოდენობა) საჭიროებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ინდუსტრიაში შედარებით მსხვილი

მონაწილეების არსებობის გარეშე რთული იქნება ინდუსტრიის რეაბილიტაციის ინიცირება.

Page 4: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

3

მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის აღორძინებისათვის საჭირო იქნება ზემოაღწერილი

ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის ერთეულების განვითარება, რაც ფართო რესურსებს და

დროს მოითხოვს.

ამდენად, აბრეშუმის სახლი“ წარმოადგენს ინდუსტრიის აღორძინების ინიცირებისათვის

ხელსაყრელ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს ინდუსტრიულად საწარმოო სიმძლავრეების

შექმნას აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოებისათვის.

მოდელი წარმოადგენს აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების მაშტაბირებად ბიზნეს მოდელს,

რომელიც მოიცავს:

ხამი ძაფის ამოხვევის საწარმოს;

აბრეშუმის ჭიის გამოკვების საწარმოო ფართს და მასთან არსებულ ნედლი (ცოცხალი)

აბრეშუმის პარკის შენახვისთვის საჭირო ფართს და დანადგარებს;

თუთის ხეების ინდუსტრიულად გაშენებულ პლანტაციებს.

„აბრეშუმის სახლი“ აერთიანებს სამ საწარმოო პროცესს ერთი ბიზნეს მოდელის ფარგლებში,

რომელიც აწარმოებს;

ერთ შუალედურ პროდუქტს - აბრეშუმის ნედლ (ცოცხალ) პარკს;

და ერთ საბოლოო პროდუქტს - აბრეშუმის ხამ ძაფს

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მოდელის ფარგლებში წარმოებული ორივე პროდუქტით ვაჭრობა

ხორციელდება საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა აბრეშუმის პარკის გაყიდვის შემთხვევაში იგი

გაშრობას საჭიროებს. გარდა ამისა, გათვალისწინებით იმისა, რომ აბრეშუმის ინდუსტრიის

დამახასიათებელ ნიშანთვისებას წარმოადგენს ხარისხის და ფასის მჭიდრო კავშირი - რაც

გულისხმობს, რომ რაც უფრო მაღალია ხარისხი, შესაბამისად მაღალია ფასიც, აბრეშუმის ხამი

ძაფის ხარისხი შედარებით მაღალია თუ იგი იწარმოება ნედლი პარკიდან და არა მშრალი

პარკიდან. ამდენად, აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოებას

ნედლი პარკიდან.

საწარმოს საბაზო მოდელი შეფასებულია 100 ჰა გამოსაკვები ბაზის (თუთის პლანტაციის)

გაშენების და აბრეშუმხვევიას წელიწადში ორი გამოკვების პირობით. მოდელის სკალირება

ხორციელდება გამოსაკვები ბაზის მაშტაბირების საფუძველზე. აღნიშნული მოდელი არ

წარმოადგენს კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გეგმას, და საჭიროებს დამატებით დამუშავებას

კონკრეტული საწარმოო შესაძლებლობების გამოსაკვები მაზის შერჩევის შემთხვევაში.

აღნიშნული მოდელი არ ითვალისწინებს გლეხური მეურნეობების მიერ წარმოებული

აბრეშუმის პარკის შესყიდვებს და ასევე არ ითვალისწინებს აბრეშუმის პარკის შრობის

საწარმოო პროცესს.

სკალირების შედეგების ანალიზის საფუძველზე და სხვადასხვა ფაქტორების საფუძველზე 100-

150 ჰა მქონე გამოსაკვები ბაზის საწარმო წარმოადგენს აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების

ოპტიმალურ სიმძლავრეს.

მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500

კაპიტალური ინვესტიცია

(აშშ დოლარი) 975 311 2 140 385 4 280 381 6 265 868 8 411 048 12 540 931 20 597 635

აბრეშუმის ხამი ძაფის

წარმოების მოცულობა (კგ) 2 700 6 750 13 500 20 250 27 000 40 500 67 500

Page 5: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

4

მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500

აბრეშუმის პარკი

წარმოების მოცულობა 15 000 37 500 75 000 112 500 150 000 225 000 375 000

მთლიანი გაყიდვები (აშშ

დოლარი) 232 500 581 250 1 162 500 1 743 750 2 325 000 3 487 500 5 812 500

აბრეშუმის ხამი ძაფის

გაყიდვები (აშშ დოლარი) 1 35 000 337 500 675 000 1 012 500 1 350 000 2 025 000 3 375 000

საშუალო წმინდა მოგების

მარჟა 16.43% 29.50% 31.46% 32.71% 32.87% 33.34% 34.20%

IRR* -1.23% 6.55% 7.56% 8.59% 8.56% 8.89% 9.53%

უკუგების პერიოდი

(Payback Period) N/A 8.02 7.78 7.54 7.54 7.47 7.33

აბრეშუმის ჭუპრის

გაყიდვები (აშშ დოლარი) 97 500 243 750 487 500 731 250 975 000 1 462 500 2 437 500

* შენიშვნა: IRR გაანგარიშებულია პროექტის 10 წლიანი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, რადგან ათი წლის შემდეგ ბიზნესი მოითხოვს

მნიშნველოვან განახლებით ინვესტიციებს როგორც თუთის ფოთლის გამოსაკვები ბაზის (პლანტაციის) განახლებისათვის, ასევე აბრეშუმის პარკის

საწარმოო ინფრასტრუქტურისათვის.

აღსანიშნავია, რომ მოდელის მომგებიანობა და მდგრადობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია

წარმოების ნარჩენების, როგორიცაა ჭიის ჭუპრის რეალიზაციაზე.

იმპლემენტაცია და სახელმწიფო მხარდაჭერა

„აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს კონცეფცია წარმოადგენს კომერციული ბიზნესის მოდელს, თუმცა

მისი ფინანსური მომგებიანობის მიუხედავად, ბიზნესს გააჩნია საკმაოდ ხანგრძლივი

ინვესტიციის უკუგების პერიოდი და შედარებით დაბალი შიდა უკუგების განაკვეთი. ასეთი,

შიდა უკუგების განაკვეთის მქონე ბიზნეს მოდელის დაფინასება საქართველოში არსებული

კომერციული ფინანსური კაპიტალის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია.

მეორეს მხრივ, „აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს მოდელის პრაქტიკაში 1000 ჰა მეტ მოცულობის

საკვები ბაზის (თუთის პლანტაციების) მქონე ერთეულებად განხორციელება გართულებულია

მიწის ფონდის დანაწევრებულობის და ერთიანი მიწის ფონდის ნაკლებობის გამო. შესაბამისად,

„აბრეშუმი სახლის“ ბიზნესს მოდელის განხორციელება პრაქტიკაში უპრიანია საშუალო ზომის

ბიზნეს ერთეულების სახით - 100-200 ჰა საკვები ბაზის უზრუნველყოფით.

ამდენად, „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესს მოდელის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ

სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული და ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ „აბრეშუმი სახლის“ მოდელის საწყის რესურსებს გრენა და თუთის

თესლნერგები წარმოადგენს. მდგრადი საკვები ბაზა წარმოადგენს ამ ღირებულებათა ჯაჭვის

ერთ-ერთ საკვანძო რგოლს, და ამ მოდელის წარმატებულობა დამოკიდებულია საკვები ბაზი

ხარისხზე და მდგრადობაზე. თუ აბრეშუმის ჭიის იმპორტი არ არის დაკავშირებული

განსაკუთრებულ სიძნელეებთა, საქართველოს პირობებზე ადაპტირებული თუთის

თესლნერგების მისაწვდომობა კრიტიკულია ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისათვის.

ამდენად, აღნიშნული ბიზნეს მოდელის განხორციელებისას მნიშვნელოვანია სახელმწიფოს

ჩართულობა საკვები ბაზის უზრუნველყოფის მიმართულებით - თესლნერგების გამოყვანა.

Page 6: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

5

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების სამინისტროში 2014 წლის ოქტომბერში. ჯგუფი ხელს უწყობს

საქართველოში ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენას და განვითარებას

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ვერტიკალური

ინტეგრაციის გზით.

ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ბევრი, ზოგჯერ რადიკალური, ლიბერალური

ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა. ამის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების

მიმართულებით ჩვენი ქვეყანა, ბევრი პარამეტრის მიხედვით, ვერ უსწრებს ან ჩამორჩება

მეზობელ სახელმწიფოებს. ჯგუფის ძირითადი მიდგომის თანახმად, ეკონომიკური ზრდის

წინმსწრები უნდა იყოს ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენა და ექსპორტზე

ორიენტირებული დარგების შექმნა-განვითარება (დივერსიფიკაცია). ახალი დარგების შექმნა

მარტო კერძო სექტორს, მაღალი კომერციული რისკების გამო, არ შეუძლია, სახელმწიფოს

სათანადო ჩარევის გარეშე.

სათანადო ჩარევა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ცალკეულ საწარმოების ფლობას ან

მართვას. ის გულისხმობს: (ა) განვითარების პოტენციალის მქონე დარგების, ახალი

ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენა-ანალიზს და ამ პროექტების განხორციელებაში კერძო

სექტორის ჩართვას, (ბ) დარგების ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ შორის

დარგების წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტიტუციონალური

ინფრასტრუქტურის შექმნას, (გ) კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობით,

დარგების განვითარების ბარიერების იდენტიფიკაციას და მათ მოხსნას.

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიდგომა ეფუძნება მსოფლიოს

სხვადასხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილების ანალიზს, რომელიც აჩვენებს, რომ ახალ

ეკონომიკურ საქმიანობას, როგორც წესი, კერძო სექტორი ვერ იწყებს, რადგან რისკები ძალიან

მაღალია, არ არსებობს ვერტიკალური ინტეგრაციის, ანუ ღირებულებათა ჯაჭვი და ახალი

ეკონომიკური საქმიანობა დიდ მასშტაბს საჭიროებს. მაგრამ თავის მხრივ, სახელმწიფომაც არ

უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური საქმიანობა. ტრადიციულად სახელმწიფო საწარმოები

არაკონკურენტუნარიანები არიან და ბაზარში არაჯანსაღ ჩარევას აქვს ადგილი. რისკების

გადანაწილებისათვის საჭიროა მჭიდრო კოოპერირება მთავრობასა და კერძო სექტორს შორის -

Public Private Partnership.

ეკონომიკის ნახტომისებური განვითარება არ მოხდება ეკონომიკის დივერსიფიკაციის, ახალი

ეკონომიკური საქმიანობის შექმნის გარეშე. ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა

ეკონომიკური საქმიანობის(ების) აქტიური დივერსიფიკაცია. ახალი ეკონომიკური

საქმიანობები დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ პოტენციური შეფარდებითი უპირატესობა

საქართველოსთვის მსოფლიო ბაზარზე.

ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა ჩამოაყალიბა 2 ძირითადი პრინციპი:

ეკონომიკის დივერსიფიკაცია

Page 7: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

6

ეკონომიკის ნახტომისებური განვითარება არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ეკონომიკის

დივერსიფიკაციის გარეშე (ახალი ეკონომიკური საქმიანობის შექმნის გარეშე). ეკონომიკის

განვითარებისათვის აუცილებლად მიგვაჩნია ახალი ეკონომიკური საქმიანობების აქტიურად

დაწყება. ახალი ეკონომიკური საქმიანობების აღმოჩენასთან პარალელურად, აუცილებელია

არსებულ და ახალ სექტორებში ვერტიკალური ინტეგრაციის (ანუ ღირებულებათა ჯაჭვის)

შექმნის ხელშეწყობა.

მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა (Public Private Partnership). მთავრობა

უნდა დაეხმაროს კერძო სექტორს:

აღმოაჩინოს ახალი ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც დიდი ალბათობით გახდება

საქართველოს შეფარდებითი უპირატესობა,

ჩაატაროს ტექნოლოგიური კვლევა,

აღმოაჩინოს ღირებულებების ჯაჭვში კერძო სექტორისთვის დაუძლევადი რგოლები და

დასახოს გეგმა მათ დასაძლევად,

შეიმუშაოს ბიზნეს მოდელი და გააკეთოს გენერალური ბიზნეს გეგმა,

კოორდინაცია გაუკეთოს კერძო სექტორის ჩართვას, რომელიც განახორციელებს

ინვესტიციებს და თავის თავზე აიღებს კომერციულ რისკს,

ხელი შეუწყოს დარგის კერძო მოთამაშეების თანამშრომლობას - დაეხმაროს ბიზნეს

ასოციაციების, კოოპერატივების და სხვა არამომგებიანი ორგანიზაციების შექმნა-

განვითარებას,

კოორდინაცია გაუწიოს არსებული ფინანსური რესურსების და ინსტრუმენტების

მობილიზებას პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა „აწარმოე

საქართველოში“, საპარტნიორო ფონდი, თანადაფინანსების ფონდი და ა. შ.

გარკვეული, წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მთავრობა უნდა

გამოვიდეს ამ ახალი ეკონომიკური საქმიანობიდან და უზრუნველყოს მთლიანად კერძო

სექტორის მონაწილეობა ვერტიკალური ჯაჭვის ყოველ რგოლში. მთავრობამ შეიძლება

დაიტოვოს კვლევის და სხვა საკოორდინაციო როლი, რომელიც განხორციელდება

უნივერსიტეტების ან სხვა არამომგებიანი ორგანიზაციების დონეზე.

ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ეკონომიკური

საქმიანობის აღმოჩენა-განვითარებას კერძო სექტორისა და მთავრობას შორის მჭიდრო

თანამშრომლობით გზით. დღეისათვის ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის პროექტების

პორტფელში 30-დე პროექტია.

ჯგუფმა შეიმუშავა მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც შეუძლია მიუთითოს ამა თუ იმ

სექტორის უპირატესობაზე და დაყოს ამ სექტორის შექმნის ამოცანა კონკრეტულ პროექტებად,

სადაც განსაზღვრული იქნება სახელმწიფო ჩარევის და „ეგზიტის“ (ამ ჩარევის დასრულების)

სტრატეგიები. ეს პროექტები უნდა ატარებდნენ სტრატეგიულ ხასიათს იმ გაგებით, რომ

პროექტის განხორციელებას უნდა ახლდეს ეკონომიკურ-სოციალური „გადადინებები“ -

პროექტის განხორციელების შედეგად განვითარების სტიმული/საშუალებები ეძლევა სხვა

მომიჯნავე საწარმოებს და დარგებს.

ჯგუფმა შექმნა პოტენციური დარგების ე.წ. რუკა, რამაც საშუალება მოგვცა გამოგვეყო

რამდენიმე პრიორიტეტული პროექტი:

Page 8: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

7

ამ მომენტისთვის ჯგუფი მუშაობს 30-დე პროექტზე, მათ შორისაა:

ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი ფილების წარმოება

კერამიკული ფილების წარმოება

იმერული მწვანილის ექსპორტის ხელშეწყობის პროექტი

რძის გადამამუშავებელი საწარმო

ეთერზეთების წარმოება

დაფნის ფოთლის გადამუშავება და ეთერზეთის წარმოება

მეაბრეშუმეობის აღორძინების პროექტი

სამკერვალო საწარმოების ხელშეწყობის პროექტი

ტექსტილის წარმოება

ცვეთამედეგი ინსტრუმენტების წარმოება

ავტომობილების წარმოება iStream ტექნოლოგიით

კალციტის მოპოვება-გადამუშავება

ჯავშანმანქანების წარმოება

პოლიმერული მასალების წარმოება

ფოლადის მილების წარმოება

ქაღალდის და შესაფუთი მასალის წარმოების ხელშეწყობა

სხვა.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: დივერსიფიკაციის ხარისხი, სირთულე,

აპრობირებული ტექნოლოგიის ხარისხი, გადადინებადობის ხარისხი, ექსპორტის პოტენციალი,

მაშტაბირებადი, დასაქმების პოტენციალი, დანერგვის დრო და ა.შ.

ჯგუფი განაგრძობს ახალი პროექტების აღმოჩენას, ანალიზს და მათზე მუშაობას.

Page 9: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

8

2 მეაბრეშუმეობის დარგის მიმოხილვა

დარგის განვითარება საქართველოში

დარგის განვითარების ისტორია

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია. იგი, იყო მოსახლეობის

მასიური დასაქმების საშუალება და ფულადი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. გასული

საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში იწარმოებოდა 4,0-4,4 ათასი ტონა პარკი და ფულადი

შემოსავალი15,5-16,5 მილიონ მანეთს შეადგენდა. აბრეშუმის პარკის წარმოებაში დასაქმებული

იყო 100-120 ათასი ოჯახი, ხოლო აბრეშუმის მრეწველობაში 5-6 ათასი კაცი. დარგში

კონცენტრირებული იყო მძლავრი ინტელექტუალური რესურსი და სოლიდური კაპიტალური

დაბანდება. სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე გავრცელდა თუთის მიკოპლაზმური დაავადება-

ფოთლის სიხუჭუჭე, რომელმაც გაანადგურა 15 მილიონამდე ძირი მცენარე, თანდათანობით

შემცირდა პარკის წარმოება, ხოლო ბოლო პერიოდში კი მთლიანად შეწყდა.

დარგის სტრუქტურა საბჭოთა კავშირის პერიოდში

საბჭოთა კავშირის პერიოდში მთლიანად აბრეშუმის მოყვანისა და წარმოების ინდუსტრია ორ

ძირითად დარგად იყოფოდა და შესაბამისი სამინისტროების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო.

კერძოდ, მეაბრეშუმეობა გრენის შექმნიდან აბრეშუმის პარკის მიღებამდე სოფლის მეურნეობის

სამინისტროს პრეროგატივა იყო, ხოლო მიღებული აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევასა და

ქსოვილების დამზადებას მსუბუქი მრეწველობის სამინიტრო მართავდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო მეაბრეშუმეობის სამმართველო,

რომელიც თავის მხრივ მართავდა რაი აბრეშუმს, სასელექციო სადგურს, საგრენაჟე ქარხანას და

ასევე მონიტორინგს უტარებდა კოლმეურნეობების მფლობელობაში არსებულ სანერგეებს

(იხილეთ დიაგრამა 1. მეაბრეშუმეობის დარგის სტრუქტურა საბჭოთა კავშირის პერიოდში). იმ

პერიოდისთვის არსებობდა 48 რაი აბრეშუმი, 2 სასელექციო სადგური და 5 საგრენაჟე ქარხანა.

რაი აბრეშუმს ეკუთვნოდა 150 პარკსახმობი, სადაც ხდებოდა აბრეშუმის ნედლი პარკის

გამოშრობა და ასევე გააჩნდა საკუთარი სანერგეები საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად.

სასელექციო სადგურები მდებარეობდა თელავსა და ხონში - 1 სადგური აღმოსავლეთ

საქართვლოში, ხოლო მეორე კი დასავლეთ საქართველოში. მას გააჩნდა საკუთარი მცირე

ზომის თუთის პლანტაციები, რომელიც გამოიყენებოდა სასელექციო სადგურში გამოყვანილი

ჭიის გამოსაკვებად. რაც შეეხება საგრენაჟე ქარხნებს, მათი რაოდენობა ხუთი იყო, საიდანაც

ოთხი მათგანი დასავლეთ საქართველოში იყო კონცენტრირებული.

რაც შეეხება ჰაერმშრალი პარკის მიღებიდან ქსოვილის დამზადებამდე პროცესს, მას სათავეში

მსუბუქი მრეწველობის სამინისტრო ედგა. სამინისტროს ექვემდებარებოდა ძაფ სახვევი

ქარხნები, რომლებიც მდებარეობდა სამტრედიაში, ხონში, ოზურგეთში, თელავში, ქუთაისსა და

თბილისში. ქუთაისისა და თბილისის ქარხნებში მიღებული ძაფიდან ასევე იქსოვებოდა

ქსოვილი.

Page 10: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

9

დიაგრამა 1. მეაბრეშუმეობის დარგის სტრუქტურა საბჭოთა კავშირის პერიოდში

დარგის არსებული მდგომარეობა

საქართველოში თუთის ფოთლის დაავადების გავრცელების შედეგად მეაბრეშუმეობის

მთლიანი ინდუსტრია თანდათან შეიკვეცა და ამ პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა თუნდაც

თუთის სხვა გამძლე ჯიშებით ჩანაცვლებით ან სხვა ტექნოლოგიური ცვლილებებით.

შესაბამისად, ბაზარი მეტად ვერ განვითარდა და მეაბრეშუმეობამ საქართველოში

პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.

მეაბრეშუმეობის ინდუსტრია საქართველოში ჯერ-ჯერობით გაჩერებულია. უკანასკნელი

რამდენიმე წლის მანძილზე იყო მცდელობა მისი აღორძინების, თუმცა სხვადასხვა

მნიშვნელოვანი პრობლემების გამო ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. კონკრეტულად,

2007 წელს ბოლნისში დამზადდა აბრეშუმის პარკი, თუმცა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი

თანხების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა ინდუსტრიის შემდგომი საფეხურების

განვითარება.

დღევანდელი მდგომარეობით, სს „საქაბრეშუმის“ ბალანსზე დარჩენილია გარკვეული

რაოდენობის შენობა-ნაგებობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ასევე სასოფლო და

არასასოფლო მიწის ნაკვეთები. სს „საქაბრეშუმი“ გაკოტრების პროცესშია და ამჟამად არ

მიმდინარეობს არანაირი მცდელობა ან ინვესტიციის ჩადება მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის

განახლებისთვის.

Page 11: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

10

საერთაშორისო ბაზარი

საერთაშორისო ბაზარი

მსოფლიოს მასშტაბით აბრეშუმის ბაზარი საკმაოდ დიდია და განაგრძობს ზრდას. აბრეშუმის

პარკისა და ძაფის წარმოების მხრივ იკვეთება რამდენიმე გიგანტი ქვეყანა, რომლებსაც

მსოფლიო ბაზრის 80%-ზე მეტი უჭირავთ, დანარჩენი ნაწილი კი გადანაწილებულია

შედარებით მცირე ქვეყნებზე.

აბრეშუმის საერთაშორისო ბაზარზე ძირითად სავაჭრო პროდუქტებს წარმოადგენს აბრეშუმის

პარკი, ხამი ძაფი და ასევე აბრეშუმის პარკის ნარჩენები 1 . ქვეყნები, რომლებსაც არა აქვთ

განვითარებული აბრეშუმის ადგილობრივად წარმოება, ან აბრეშუმის ნაწარმის დეფიციტს

განიცდიან, აქტიურად ახდენენ პროდუქციის იმპორტს აბრეშუმის მსხვილი

მწარმოებლებისგან. ჩინეთი წარმოადგენს როგორც მსოფლიოს უმსხვილეს აბრეშუმის

მწარმოებელს, ასევე უმნიშვნელოვანეს სავაჭრო რგოლსაც, რომელიც გამოირჩევა იმპორტისა

და ექსპორტის დიდი მოცულობით.

რაც შეეხება აბრეშუმის საერთაშორისო ბაზრის ტენდენციას, აბრეშუმის ნაწარმზე მსოფლიოს

მოთხოვნა იზრდება ფასებისა და წარმოების ზრდის პარალელურად. აქვე აღსანიშნავია ის

ფაქტიც, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯამურად ექსპორტირებული აბრეშუმის პარკისა და

ძაფის რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც აღნიშნავს ადგილობრივი

მოთხოვნის ზრდას მწარმოებელ ქვეყნებში.

ადგილობრივი ბაზრის საერთო წლიური მოცულობა

აბრეშუმის ნაწარმი საქართველოში პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული ნაწარმი

შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის ძაფით, ქსოვილებით ან უშუალოდ ტანსაცმლით.

საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის გაჩერებასთან ერთად აღარ მიმდინარეობს

მეაბრეშუმეობის ძირითად პროდუქტების, როგორიცაა აბრეშუმის ჭია, გრენა, და პარკი,

წარმოება ან ამ პროდუქტებით ვაჭრობა.

ადგილობრივი ბაზრის მოცულობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ საბოლოო

პროდუქტების ანალიზით, როგორიცაა აბრეშუმის ძაფი, ქსოვილი ან ტანსაცმელი. აღნიშნული

პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოგვცემს ზოგად სურათს აბრეშუმის ნაწარმის

მოთხოვნისა და საბაზრო პოტენციალის შესახებ.

საქართველოში ამჟამად არ ხორციელდება აბრეშუმის ძაფებისა და ქსოვილების წარმოება.

შესაბამისად, ადგილობრივი ბაზრის საერთო წლიური თანხობრივი მოცულობა ამჟამად

განისაზღვრება იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებით. საქართველოს სტატისტიკის

ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე 66

ათასი აშშ დოლარის ღირებულების აბრეშუმის ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის აბრეშუმის ძაფი,

ქსოვილები და მცირე ღირებულების აბრეშუმის პარკი (იხილეთ ცხრილი 1. 2012-2015 წლებში

იმპორტირებული აბრეშუმის ნაწარმი (ათასი აშშ დოლარი)). აღნიშნული მოცულობა საკმაოდ

ცვალებადია ბოლო 3-4 წლის მანძილზე. ყველაზე დიდი ღირებულების პროდუქცია 2012 წელს

შემოვიდა, ხოლო 2015 წლის იანვარი-ივნისის პერიოდისათვის მხოლოდ მცირე ღირებულების

აბრეშუმის ძაფის იმპორტი დაფიქსირდა.

1 ამოსახვევად უვარგისი აბრეშუმის პარკი

Page 12: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

11

ცხრილი 1. 2012-2015 წლებში იმპორტირებული აბრეშუმის ნაწარმი (ათასი აშშ დოლარი) (წყარო: GeoStat)

2012 წ 2013 წ 2014 წ 2015 წ (01/06)

აბრეშუმის პარკი - - 0,44 -

აბრეშუმის ძაფი - 0.17 0.12 0.02

აბრეშუმის ქსოვილები 166.36 38.68 66.44 -

სულ 166.36 38.85 66.61 0.02

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ 2014 წელს საქართველოში შემოვიდა მცირე ოდენობით

აბრეშუმის პარკი, თუმცა უცნობია რომელი ქვეყნიდან განხორციელდა მისი იმპორტი.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას არ მოეპოვება ინფორმაცია იმის შესახებ,

თუ რომელი კონკრეტული ქვეყნებიდან ხორციელდება საქართველოში აბრეშუმის

პროდუქციის იმპორტი.

ადგილობრივი და საექსპორტო მოთხოვნა

ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის ძაფის, ქსოვილებისა

და უშუალოდ ტანსაცმლისა და აქსესუარების საბაზრო მოთხოვნით. რაც შეეხება

საერთაშორისო ბაზარს, აბრეშუმის ინდუსტრიის განვითარების დონე ქმნის მოთხოვნას ისეთ

პროდუქტებზე როგორიცაა აბრეშუმის ჭია, გრენა და პარკი.

ადგილობრივი ბაზარი

ადგილობრივ ბაზარზე გვხვდება აბრეშუმის იმპორტირებული ნაწარმი, როგორიცაა

ქსოვილები, ძაფები, ტანსაცმელი. იმპორტირებული აბრეშუმის ქსოვილები 3 კატეგორიად

იყოფა: აბრეშუმის სავარცხლური ანაჩეჩის ქსოვილები, აბრეშუმის ნატურალური ქსოვილები

(აბრეშუმის 85% ან მეტი შემცველობით) და სხვა აბრეშუმის ნარევი ქსოვილები.

დიაგრამა 2. 2012-2014 წლებში იმპორტირებული აბრეშუმის ნაწარმი (ათასი აშშ დოლარი) (წყარო: GeoStat)

ადგილობრივი მოთხოვნა აბრეშუმის ქსოვილების გარდა ფიქსირდება აბრეშუმის ტანსაცმელსა

და აქსესუარებზე, რომელიც საკმაოდ მაღალია. უკანასკნელი 3 წლის მანძილზე აბრეშუმის

166

1224

0.17 39

1303

0.04 0.1266

1343

0

200

400

600

800

1000

1200

1400

1600

აბრეშუმის პარკი (იმპორტი) აბრეშუმის ძაფი აბრეშუმის ქსოვილები (იმპორტი)

აბრეშუმის ტანსაცმელი და აქსესუარები (იმპორტი)

2012 2013 2014

Page 13: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

12

ტანსაცმლისა და აქსესუარების იმპორტი იზრდება და 2014 წელს შეადგინა 1343 ათასი აშშ

დოლარი. საქართველოდან აბრეშუმის ქსოვილების რეექსპორტი არ ფიქსირდება. შესაბამისად,

აღნიშნული აბრეშუმის ქსოვილები მოიხმარება ადგილობრივად. თუ იმპორტირებული

აბრეშუმის ტანსაცმლისა და აქსესუარების მოცულობას ავიღებთ ადგილობრივი ბაზრის

მოთხოვნის დონედ, მაშინ ცხადია, რომ ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს

მოთხოვნის მესამედსაც კი.

ადგილობრივ ბაზარზე აბრეშუმის ინდუსტრიის განვითარება შექმნის ახალ მოთხოვნას და

გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მსუბუქი მრეწველობის განვითარებას. ტექსტილის

დარგში საქართველოს აქვს სავაჭრო ურთიერთობა ირანთან და არაბეთის გაერთიანებულ

ემირატებთან.

ადგილობრივ ბაზარზე შემოსული აბრეშუმის ნაწარმი ძირითადად საქართველოში რჩება.

ექსპორტზე გადის მხოლოდ აბრეშუმის ქსოვილებისაგან დამზადებული ტანსაცმლისა და

აქსესუარების მცირე ნაწილი. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე

რეალურად არსებობს მოთხოვნა აბრეშუმისგან დამზადებულ ტანსაცმელზე, რასაც ვერ

უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმოება.

დიაგრამა 3. 2012-2014 წლებში ექსპორტირებული აბრეშუმის ნაწარმი (ათასი აშშ დოლარი) (წყარო: GeoStat)

საექსპორტო ბაზარი

ადგილობრივი ბაზრისგან განსხვავებით, სადაც მეაბრეშუმეობის არარსებობის გამო მოთხოვნა

მხოლოდ მსუბუქი მრეწველობის ნაწარმზეა, საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვანი როლი

უჭირავს აბრეშუმის ჭიას, გრენასა და პარკს, როგორც პროდუქტს. აბრეშუმის ინდუსტრიაში

ჩართული ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, უზბეკეთი და სხვები

ვაჭრობენ ასევე აბრეშუმის პარკის ნარჩენებითაც.

მომხმარებლების მოკლე დახასიათება

აბრეშუმის პარკის მომხმარებელი ძირითადად 2 სხვადასხვა მიმართულების ინდუსტრიაა:

კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც იყენებენ უშუალოდ

ცოცხალ პარკს, და ძაფ სახვევი საწარმოები, რომლებიც ჰაერმშრალი პარკის შესყიდვით არიან

დაინტერესებულები. გარდა ამისა, აბრეშუმის პარკის ნარჩენებსაც ჰყავს თავისი მომხმარებელი

და ისიც ერთ-ერთ პროდუქტად განიხილება მსოფლიო ბაზარზე.

იქედან გამომდინარე, რომ ცოცხალ პარკს გადამუშავებამდე შეზღუდული ვადები აქვს,

მეაბრეშუმეობის დარგში მსოფლიოს გიგანტები ნედლი პარკის გადანაწილებას კოსმეტიკის

ინდუსტრიისთვის მხოლოდ ადგილობრივად ახდენენ. შესაბამისად, უცნობია აღნიშნული

პროდუქტით ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები. რაც შეეხება ჰაერმშრალ პარკსა და

18

62 66

0

10

20

30

40

50

60

70

საექსპორტო აბრეშუმის ტანსაცმელი და აქსესუარები (ექსპორტი)

2012 2013 2014

Page 14: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

13

ნარჩენებს, აღნიშნული პროდუქტებით ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო

ბაზარზე და მათი მომხმარებლები არიან ძირითადად ძაფ სახვევი და ქსოვილების საწარმოები

სხვადასხვა ქვეყანაში. კერძოდ, ის ქვეყნები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით არ აქვთ

განვითარებული მეაბრეშუმეობის ინდუსტრია ან არ გააჩნიათ მისი განვითარებისთვის

საკმარისი სახსრები (მიწა და იაფი მუშახელი), ახდენენ აღნიშნული ინდუსტრიის გატანას

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ან უბრალოდ ურჩევნიათ მოახდინონ ამ პროდუქტის იმპორტი

სხვადასხვა ქვეყნებიდან მისაღებ ფასად.

აბრეშუმის ნაწარმის, როგორც საბოლოო პროდუქტის მყიდველები ადგილობრივ ბაზარზე

სხვადასხვა ტიპის მომხმარებელია. კერძოდ, აბრეშუმის ძაფი და ქსოვილები დიდი

რაოდენობით განკუთვნილია სამკერვალო ქარხნებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით

კერავენ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე რეალიზაციის

მიზნით. გარდა სამკერვალო ქარხნებისა, აბრეშუმის ქსოვილებს მოიხმარს საცალო

მომხმარებელიც. ამ შემთხვევაში მოხმარება მცირეა, თუმცა მოთხოვნა მაინც არსებობს

ინდივიდუალური შეკვეთების სახით, რომელსაც ახორციელებენ მცირე სამკერვალო სალონები

ინდივიდუალურად.

მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორები

მსოფლიოს მასშტაბით აბრეშუმზე მოთხოვნა ზრდადია. გაეროს სურსათისა და სოფლის

მეურნეობის სააგენტოს (FAO) მონაცემებზე დაყრდნობით, 2012 წელს აბრეშუმის ძაფის, პარკისა

და ნარჩენების ჯამური ექსპორტი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა წინა წელთან შედარებით,

თუმცა 2008 წლის შემდგომ მისი საერთო რაოდენობა შემცირებულია (იხილეთ დიაგრამა 4.

მსოფლიოში ექსპორტირებული აბრეშუმის ხამი ძაფი, აბრეშუმის პარკი და ნარჩენები (ტონა)

2008-2012 წლებში (წყარო: FAO)). აღნიშნული სტატისტიკიდან ჩანს, რომ აბრეშუმის პარკის

ნარჩენების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აღნიშნული პროდუქტი

ექვემდებარება შემდგომ გადამუშავებას და გამოიყენება შედარებით უფრო დაბალხარისხიანი

აბრეშუმის ქსოვილების წარმოებაში, რომლის ფასიც ასევე დაბალია. 2012 წელს განხორციელდა

5068 ტონა აბრეშუმის პარკის ნარჩენების ექსპორტი, ასევე 324 ტონა აბრეშუმის პარკის და 9158

ტონა აბრეშუმის ხამი ძაფის ექსპორტი.

დიაგრამა 4. მსოფლიოში ექსპორტირებული აბრეშუმის ხამი ძაფი, აბრეშუმის პარკი და ნარჩენები (ტონა) 2008-2012 წლებში (წყარო: FAO)

4674 44305658 5496 5068

14903

10860 10406

86089158

504 3921208

407 324

0

2000

4000

6000

8000

10000

12000

14000

16000

2008 2009 2010 2011 2012

აბრეშუმის პარკის ნარჩენები ხამი ძაფი აბრეშუმის პარკი

Page 15: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

14

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ექსპორტირებული აბრეშუმის რაოდენობა

შემცირებულია 2008 წელთან შედარებით, მისი საერთო ღირებულება თანდათან უფრო

იზრდება. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს აბრეშუმის ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც

განპირობებულია მსოფლიოში არსებული მოთხოვნის ზრდით. გარდა ამისა, აბრეშუმის

მწარმოებელი გიგანტები თანდათან ცდილობენ ტექნოლოგიის დახვეწასა და ხარისხის

ზრდაზე, რამაც ასევე შესაძლოა გამოიწვია საშუალო ფასების ზრდა. 2012 წელს

ექსპორტირებული აბრეშუმის ხამი ძაფის საერთო ღირებულებამ 406809 ათასი აშშ დოლარი,

აბრეშუმის პარკის 2626 ათასი აშშ დოლარი, ხოლო აბრეშუმის პარკის ნარჩენების ღირებულებამ

58427 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (იხილეთ დიაგრამა 5. მსოფლიოში ექსპორტირებული

აბრეშუმის ხამი ძაფის, აბრეშუმის პარკისა და ნარჩენების ღირებულება (ათასი აშშ დოლარი)

2008-2012 წლებში (წყარო: FAO)).

დიაგრამა 5. მსოფლიოში ექსპორტირებული აბრეშუმის ხამი ძაფის, აბრეშუმის პარკისა და ნარჩენების ღირებულება (ათასი აშშ დოლარი) 2008-2012 წლებში (წყარო: FAO)

აბრეშუმის ფასების ზრდის პარალელურად, აბრეშუმის წარმოება მსოფლიოს მასშტაბით

ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აბრეშუმზე

მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას.

დიაგრამა 6. მსოფლიოში აბრეშუმის პარკისა და აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოება (ტონა) 2008-2013 წლებში (წყარო: FAO).

5801337352

53552 60340 58427

362536

269027

373297

410104 406809

5365 2807 3844 2812 26260

50000

100000

150000

200000

250000

300000

350000

400000

450000

2008 2009 2010 2011 2012

აბრეშუმის პარკის ნარჩენები ხამი ძაფი აბრეშუმის პარკი

530457 542746563960 552699 562512.7 573891.3

164385 163941 164779 165500 168511 167913

0

100000

200000

300000

400000

500000

600000

700000

2008 2009 2010 2011 2012 2013

აბრეშუმის პარკი აბრეშუმის ხამი ძაფი

Page 16: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

15

ექსპორტის საერთო მოცულობის შემცირების პარალელურად, წარმოების ზრდა მიუთითებს

ადგილობრივი მოთხოვნის ზრდაზეც, რის შედეგადაც აბრეშუმის მწარმოებელი ქვეყნები

ცდილობენ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ექსპორტის შემცირებასთან ერთად.

რეალურად, კი ეს ქვეყნები იღებენ უფრო მეტ შემოსავალს ფასების ზრდის ხარჯზე და

შესაბამისად, აბრეშუმის წარმოებაც სულ უფრო მეტად მომგებიანი ხდება. 2013 წელს

აბრეშუმის პარკის წარმოებამ მსოფლიოში 573891 ტონა შეადგინა, ხოლო ხამი ძაფის კი 167913

ტონა (იხილეთ დიაგრამა 6. მსოფლიოში აბრეშუმის პარკისა და აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოება

(ტონა) 2008-2013 წლებში (წყარო: FAO).

გასაღების ბაზრების გეოგრაფია

აბრეშუმის პარკის წარმოება, ექსპორტი და იმპორტი

აბრეშუმის პარკის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები ძირითადად აზიაშია, თუმცა ასევე

მნიშვნელოვანი მწარმოებელია ბრაზილიაც. ჩინეთის მიერ წარმოებული აბრეშუმის პარკები

იზრდება ყოველწლიურად, დანარჩენი ქვეყნების კი მეტ-ნაკლებად ფიქსირებულია. 2013 წელს

ჩინეთის მიერ წარმოებულმა აბრეშუმის პარკებმა დაახლოებით 380 ათასი ტონა შეადგინა

(იხილეთ დიაგრამა 7. მსოფლიოს 4 უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის მიერ გამოშვებული

აბრეშუმის პარკები (ათასი ტონა) 2011-2013 წლებში (წყარო: FAO). აბრეშუმის პარკების

მნიშვნელოვანი მწარმოებლები არიან ასევე ტაილანდი, ირანი, ვიეტნამი და კორეა.

დიაგრამა 7. მსოფლიოს 4 უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის მიერ გამოშვებული აბრეშუმის პარკები (ათასი ტონა) 2011-2013 წლებში (წყარო: FAO)

უზბეკეთი აბრეშუმის პარკების ყველაზე დიდი ექსპორტიორია. 2011-2012 წლებში უზბეკეთმა

განახორციელა 160 ტონა აბრეშუმის პარკის ექსპორტი (იხილეთ დიაგრამა 8. აბრეშუმის

პარკების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები 2010-2012 წლებში (ტონა) (წყარო: FAO)).

უზბეკეთს ექსპორტის თვალსაზრისით მოსდევენ ჩინეთი, თურქეთი და ქუვეითი. ექსპორტის

მცირე რაოდენობის მიუხედავად, 2012 წელს თურქეთს ჰქონდა ყველაზე მეტი ღირებულების

აბრეშუმის პარკის ექსპორტი, რომელმაც 667 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (1 კილოგრამის

ღირებულება 33 აშშ დოლარი).

360

151

253

370

151

253

380

151

263

0

50

100

150

200

250

300

350

400

ჩინეთი ინდოეთი უზბეკეთი ბრაზილია

2011 2012 2013

Page 17: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

16

დიაგრამა 8. აბრეშუმის პარკების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები 2010-2012 წლებში (ტონა) (წყარო: FAO)

აბრეშუმის პარკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი გახლავთ ნიგერია, სადაც 2010-2012

წლებში თანდათან უფრო იზრდებოდა იმპორტის მოცულობა, რამაც 2012 წელს შეადგინა 250

ტონა (იხილეთ დიაგრამა 9. აბრეშუმის პარკის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები 2010-

2012 წლებში (ტონა) (წყარო: FAO)). იმპორტის შედარებით უფრო ნალები რაოდენობის

მიუხედავად, ირანში იმპორტირებულ აბრეშუმის პარკს ჰქონდა ყველაზე მაღალი ღირებულება

ერთეულზე, რომელმაც 39 დოლარი შეადგინა 1 კგ პარკზე (სულ 506 ათასი აშშ დოლარი).

დიაგრამა 9. აბრეშუმის პარკის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები 2010-2012 წლებში (ტონა) (წყარო: FAO)

აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოება, ექსპორტი და იმპორტი

აბრეშუმის ხამი ძაფის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები ძირითადად აზიაში გვხვდება,

მაგალითად ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი. ჩინეთი აბრეშუმის წარმოების გიგანტია სადაც

იწარმოება მსოფლიო აბრეშუმის 75%, აღნიშნული 3 ქვეყანა კი ჯამურად მსოფლიოს 93%-ს

აწარმოებს. სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2013 წელს

ჩინეთმა გამოუშვა 126 ათასი ტონა აბრეშუმის ხამი ძაფი, ინდოეთმა 24 ათასი ტონა, ხოლო

ვიეტნამმა კი 6 ათასი ტონა აბრეშუმი (იხილეთ დიაგრამა 10. მსოფლიოსა და სამ უმსხვილეს

164

43

115

160

55

2 5

160

2920

5

0

20

40

60

80

100

120

140

160

180

უზბეკეთი ჩინეთი თურქეთი ქუვეითი

2010 2011 2012

56

182

55

144

11

53

200

75

382323

250

1333 29

0

50

100

150

200

250

300

ტაილანდი ნიგერია ირანი ჩინეთი ინდონეზია

2010 2011 2012

Page 18: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

17

მწარმოებელ ქვეყანაში გამოშვებული აბრეშუმის ხამი ძაფი 2011-2013 წლებში (ათასი ტონა)

(წყარო: FAO)).

დიაგრამა 10. მსოფლიოსა და სამ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში გამოშვებული აბრეშუმის ხამი ძაფი 2011-2013 წლებში (ათასი ტონა) (წყარო: FAO)

ბუნებრივია, ჩინეთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია, თუმცა ამავდროულად ახორციელებს

აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტსაც. ჩინეთის გარდა დიდი რაოდენობით ექსპორტს

ახორციელებს უზბეკეთი, რუმინეთი, კორეა, და არაბეთის გაერთიანებული ემირატები.

რაც შეეხება აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტს, ინდოეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

იმპორტიორია. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოების დიდი რაოდენობის

მიუხედავად, ინდოეთის ბაზარზე არსებული მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.

შესაბამისად ხდება აბრეშუმის იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც. ასევე ხამი ძაფის მსხვილი

იმპორტიორები არიან იტალია და იაპონია.

აბრეშუმის პარკის ნარჩენების ექსპორტი და იმპორტი

აბრეშუმის პარკისა და ხამის ძაფის გარდა მნიშვნელოვანი პროდუქტია აბრეშუმის პარკის

ნარჩენებიც, რომლის მეშვეობითაც აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ვაჭრობა.

დიაგრამა 11. აბრეშუმის პარკის ნარჩენების ექსპორტი (ტ) 2010-2012 წლებში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებიდან (წყარო: FAO)

166

126

20

7

169

126

23

8

168

126

24

6

0

20

40

60

80

100

120

140

160

180

მსოფლიო ჩინეთი ინდოეთი ვიეტნამი

2011 2012 2013

1591

1852

333 380

16771764

435 508

1312

1658

475

739

0

200

400

600

800

1000

1200

1400

1600

1800

2000

ჩინეთი ინდოეთი აშშ უზბეკეთი

2010 2011 2012

Page 19: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

18

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ახორციელებს მხოლოდ მცირე რაოდენობის აბრეშუმის

პარკისა და ძაფის ექსპორტს, იგი ლიდერია აბრეშუმის პარკის ნარჩენების ექსპორტში,

რომელმაც 2012 წელს შეადგინა 1658 ტონა (იხილეთ დიაგრამა 11. აბრეშუმის პარკის ნარჩენების

ექსპორტი (ტ) 2010-2012 წლებში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებიდან (წყარო: FAO)).

ჩინეთი ასევე ლიდერობს აბრეშუმის პარკის ნარჩენების იმპორტშიც. ასევე მსხვილი

იმპორტიორები არიან იტალია, გერმანია, კვიპროსი, იაპონია და ტაილანდი (იხილეთ დიაგრამა

12. აბრეშუმის პარკის ნარჩენების ექსპორტი (ტ) 2010-2012 წლებში ყველაზე მსხვილი

იმპორტიორი ქვეყნებიდან (წყარო: FAO)

დიაგრამა 12. აბრეშუმის პარკის ნარჩენების ექსპორტი (ტ) 2010-2012 წლებში ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებიდან (წყარო: FAO)

გასაღების ბაზრის სეგმენტაცია

გასაღების ბაზრებზე სეგმენტაცია ძირითადად განისაზღვრება აბრეშუმის პარკის ხარისხობრივ

მაჩვენებლებში, რომლებსაც თავიანთი კონკრეტული ფასი შეესაბამებათ. მაღალი ხარისხის

აბრეშუმის პარკი შედარებით უფრო ძვირად ფასობს ვიდრე დაბალი ხარისხის. სეგმენტაციაც

სწორედ ამ მაჩვენებლებს შეესაბამება. აბრეშუმის მწარმოებელ გიგანტ ქვეყნებში არსებობს

აბრეშუმის პარკის კლასიფიკაციის სისტემა, რომლის საშუალებითაც შერჩევითი

ერთობლიობის გამოკვლევისა და მექანიკური დათვალიერების შედეგად ხდება აბრეშუმის

პარკების შეფასება და მისთვის ხარისხის მინიჭება. ჩინეთში, ინდოეთში, კორეასა და იაპონიაში

შეფასების მეთოდოლოგიის განსხვავების მიუხედავად, არსებობს აბრეშუმის პარკების

კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა, რომლის საშუალებითაც პარკები ხარისხის მიხედვით

ფასდება (იხილეთ ცხრილი 2. აბრეშუმის პარკის ხარისხობრივი კლასიფიკაცია).

ცხრილი 2. აბრეშუმის პარკის ხარისხობრივი კლასიფიკაცია

პარკის სიგრძის გაზომვა (1)

პარკის სიგრძე (მ) <920 921-990

991-1060

1061-1130

1131-1200

1201-1270

1271-1340

1341-1410

1411-1480

>1481

შეფასება 33.5 34.5 35.5 36.5 37.5 38.5 39.5 40.5 41.5 42.5

ძაფის ამოხვევადობის შეფასება (2)

ძაფის Multi- <39 40-45 46-51 52-56 57-62 63-68 69-73 74-80 81-86 >87

4109

849541 509

221 109

2072

903

527 454213 274

2471

678396

0187 218

0

500

1000

1500

2000

2500

3000

3500

4000

4500

ჩინეთი იტალია გერმანია კვიპროსი იაპონია ტაილანდი

2010 2011 2012

Page 20: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

19

ამოხვევადობა

(%)

end

Autom

atic

<34 34-39 40-45 46-51 52-57 58-63 64-69 70-76 77-82 >83

შეფასება 43.5 44.5 45.5 46.5 47.5 48.5 49.5 50.5 51.5 52.5

საბოლოო შეფასება (1)+(2)

შეფასება A B C D E

ქულა >90 88-89 86-87 84-85 <83

იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს აბრეშუმის შეფასებისა და კლასიფიკაციის სპეციალური

ორგანო, ხარისხების მინიჭება ხდება უბრალო ტექნიკური დათვალიერების შედეგად, რომლის

შემდეგაც აბრეშუმის პარკებს მიენიჭებათ მათი ხარისხის შესაბამისი ფასი. ნედლი აბრეშუმის

პარკების ჩაბარების შემდგომ მოწმდება თითოეული შინამეურნეობიდან შემოსული პარკების

ხარისხი და ამ ოჯახს გაეწევა კომპენსაცია ჩაბარებული პარკების საერთო ხარისხიდან

გამომდინარე წონის მიხედვით (როგორ წესი, კილოგრამი). ასეთი შეფასების შედეგად არსებობს

5 ძირითადი ხარისხის ნედლი პარკი, ასევე დაბალხარისხიანი, მაგრამ გამოყენებადი ნედლი

პარკი და წარმოებისთვის გამოუსადეგარი პარკი (იხილეთ ცხრილი 3. ნედლი აბრეშუმის

პარკების ტექნიკური დათვალიერების შედეგად ხარისხის მინიჭების მეთოდი)

ცხრილი 3. ნედლი აბრეშუმის პარკების ტექნიკური დათვალიერების შედეგად ხარისხის მინიჭების მეთოდი

ხარისხის შეფასება ნედლი პარკის ნაჭუჭის

სისქე (%)

საღი პარკების წილი (%) ცოცხალ პარკში ხამი

აბრეშუმის მიახლოებითი

წილი (%)

1-ლი 22.5 98 18

მე-2 21.5 97 17

მე-3 20.5 96 16

მე-4 19.5 95 15

მე-5 18.5 94 14

გამოსადეგი პარკი გარეკანი ოდნავ დასვრილი 11

უვარგისი პარკი 8

რაც შეეხება აბრეშუმის ხამი ძაფის ხარისხობრივ კლასიფიკაციას, აბრეშუმის მწარმოებელ

გიგანტებს საკუთარი განსხვავებული სისტემა გააჩნიათ. კერძოდ, არსებობს ჩინური, იაპონური

და ინდური კლასიფიკაციის სისტემები, რომლებიც გამოიყენება აღნიშნული ქვეყნების მიერ.

გარდა ამისა, არსებობს აბრეშუმის საერთაშორისო ასოციაციის (International Silk Association)

კლასიფიკაციის სისტემაც.

აბრეშუმის ბაზრის სეგმენტაცია პროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლებით განისაზღვრება.

ამ მხრივ ფასების დიაპაზონი საკმაოდ დიდია და აბრეშუმის ხამი ძაფის შემთხვევაში მსოფლიო

ბაზარზე 1 კილოგრამის ღირებულება 10 აშშ დოლარიდან 60 აშშ დოლარამდე მერყეობს

(იხილეთ დიაგრამა 13. ექსპორტირებული აბრეშუმის ხამი ძაფის ღირებულება (დოლარი)

კილოგრამზე მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებიდან 2008-2012 წლებში

(წყარო: FAO).

Page 21: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

20

დიაგრამა 13. ექსპორტირებული აბრეშუმის ხამი ძაფის ღირებულება (დოლარი) კილოგრამზე მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებიდან 2008-2012 წლებში (წყარო: FAO)

კონკურენტული გარემო

ჩინეთის აბრეშუმის ბაზარი

აბრეშუმის ხამი ძაფისა და პარკის ფასები ჩინეთში 2012-2013 წლებში ზრდის ტენდენციით

ხასიათდებოდა, თუმცა 2014 წლის იანვრიდან ფასებმა კლება დაიწყო (იხილეთ დიაგრამა 14.

აბრეშუმის ფასების (აშშ დოლარი 1 კგ) დინამიკა ჩინეთის ბაზარზე ბოლო 3 წლის

განმავლობაში (წყარო: EergingTextiles.com)). ხამი ძაფის ფასი 2014 ნოემბერს 52.75 აშშ დოლარი

იყო, ხოლო 2015 წლის მაისის თვის მონაცემებით 50.51 აშშ დოლარი შედგინა. რაც შეეხება

აბრეშუმის პარკს, მისი ფასი 2014 წლის ნოემბერში 16.03 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2015

წლის მაისში კი 15.61 აშშ დოლარამდე შემცირდა.

დიაგრამა 14. აბრეშუმის ფასების (აშშ დოლარი 1 კგ) დინამიკა ჩინეთის ბაზარზე ბოლო 3 წლის განმავლობაში (წყარო: EergingTextiles.com)

2015 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, ჩინეთიდან 2035 ტონა ხამი ძაფის ექსპორტი

განხორციელდა, ბოლო 12 თვის მანძილზე კი ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი 2014

წლის მაისში განხორციელდა და 672 ტონა შეადგინა (იხილეთ დიაგრამა 15. უახლოესი 12 თვის

მანძილზე ჩინეთიდან ექსპორტირებული ხამი ძაფის მოცულობა (ტონა) (წყარო:

EmergingTextiles.com))

25 26

40

5148

7 7 7 8 9

33

6

26

12

43

3537

34

59 59

12 12 12

23 23

712

10

172122 19 19

36 41

0

10

20

30

40

50

60

70

2008 2009 2010 2011 2012

ჩინეთი

კორეა

ინდოეთი

რუმინეთი

არაბეთის გაერთ. ემირატები

უზბეკეთი

ვიეტნამი

Page 22: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

21

დიაგრამა 15. უახლოესი 12 თვის მანძილზე ჩინეთიდან ექსპორტირებული ხამი ძაფის მოცულობა (ტონა) (წყარო: EmergingTextiles.com)

ექსპორტის ერთეულის ღირებულება 1 კილოგრამ ხამ ძაფზე უკანასკნელი 12 თვის მანძილზე

48-55 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. მინიმალური ფასი, 48.4 აშშ დოლარი დაფიქსირდა

2014 წლის ნოემბერში, ხოლო 2015 წლის თებერვალი-აპრილის თვეებში ფასებმა ისევ ზრდა

დაიწყო (იხილეთ დიაგრამა 16. ჩინეთიდან ექსპორტირებული 1 კგ ხამი ძაფის ღირებულება

(აშშ დოლარი) (წყარო: EmergingTextiles.com)).

დიაგრამა 16. ჩინეთიდან ექსპორტირებული 1 კგ ხამი ძაფის ღირებულება (აშშ დოლარი) (წყარო: EmergingTextiles.com)

ჩინეთი ასევე ახორციელებს მზა აბრეშუმის ძაფის ექსპორტსაც. უკანასკნელი 12 თვის მანძილზე

ჩინეთმა განახორციელა 2025 ტონა აბრეშუმის ძაფის ექსპორტი, საიდანაც 601 ტონა 2015 წლის

პირველ 4 თვეში გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში აბრეშუმის ძაფის ყველაზე დიდი

რაოდენობის ექსპორტი 2014 წლის აპრილში დაფიქსირდა და 213 ტონა შეადგინა, ხოლო 2015

წლის აპრილში კი 195 ტონა (იხილეთ დიაგრამა 17. უახლესი 12 თვის მანძილზე ჩინეთიდან

ექსპორტირებული მზა აბრეშუმის ძაფის ექსპორტი (ტონა) (წყარო: EmergingTextiles.com)).

558

672

572597

482

557

482530 514

653623

343

416

0

100

200

300

400

500

600

700

800

54.7 54.5

53.0 52.8 52.6 52.6

50.6

48.4

50.9

49.548.8

50.050.7

45.0

46.0

47.0

48.0

49.0

50.0

51.0

52.0

53.0

54.0

55.0

56.0

Page 23: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

22

დიაგრამა 17. უახლესი 12 თვის მანძილზე ჩინეთიდან ექსპორტირებული მზა აბრეშუმის ძაფის ექსპორტი (ტონა) (წყარო: EmergingTextiles.com)

რაც შეეხება აბრეშუმის ძაფის ფასებს, ბოლო 12 თვის მანძილზე 1 კილოგრამის ღირებულება

56-67 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ყველაზე მაღალი ფასი 2014 წლის აპრილში

დაფიქსირდა და 66.8 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2015 წლის აპრილის თვეში კი ფასი 55.8 აშშ

დოლარამდე შემცირდა (იხილეთ დიაგრამა 18. ჩინეთიდან ექსპორტირებული 1 კგ მზა

აბრეშუმის ძაფის ღირებულება (აშშ დოლარი) (წყარო: EmergingTextiles.com)).

დიაგრამა 18. ჩინეთიდან ექსპორტირებული 1 კგ მზა აბრეშუმის ძაფის ღირებულება (აშშ დოლარი) (წყარო: EmergingTextiles.com)

ინდოეთის აბრეშუმის ბაზარი

ინდოეთის აბრეშუმის ბაზარი პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. კერძოდ, ინდოეთში

განვითარებულია როგორც თუთის აბრეშუმის, ისე ე.წ. ველური აბრეშუმის ინდუსტრია,

რომელიც დაფუძნებულია აბრეშუმის ჭიების გამოკვებაზე ღია ჯუნგლებში მდებარე

სხვადასხვა ხეების ფოთლებით.

ინდოეთის ტექსტილის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013-2014

წლებში თუთის აბრეშუმის წარმოებას 74% ეკავა მთლიანი აბრეშუმის წარმოებაში. ამ

213

143

172159

142

175

147135 138

199

124

83

195

0

50

100

150

200

250

66.8

61.8

60.1

64.6

60.860.2

56.1

59.2

56.6 56.8

59.160.2

55.8

50.0

52.0

54.0

56.0

58.0

60.0

62.0

64.0

66.0

68.0

Page 24: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

23

პერიოდის განმავლობაში წარმოებული თუთის აბრეშუმის ხამმა ძაფმა შეადგინა 19476 ტონა,

ხოლო ველური აბრეშუმის ხამმა ძაფმა კი 7004 ტონა.

დიაგრამა 19. თუთის აბრეშუმისა და ველური აბრეშუმის პარკის ფასები (აშშ დოლარი 1 კგ) ინდოეთში 2013-2014 წლებში (წყარო: ინდოეთის ტექსტილის სამინისტრო)

თუთის აბრეშუმისა და ველური აბრეშუმის პარკები და ხამი ძაფი ერთმანეთისგან

განსხვავდება როგორც ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ასევე ფასითაც. ინდოეთი წარმოების

დიდი რაოდენობის მიუხედავად არ ახორციელებს აბრეშუმის პარკების ექსპორტს და

ადგილობრივად წარმოებული პარკების 100% ხმარდება აბრეშუმის ხამი ძაფის დამზადებას. ამ

გარემოებიდან გამომდინარე, ინდოეთის ტექსტილის სამინისტროს მონაცემებით თუთის

აბრეშუმის პარკის ფასი ბევრად დაბალია ჩინური პარკის ფასებთან შედარებით, რადგან

აღნიშნული პარკები უშუალოდ იმავე ინდუსტრიას ხმარდება და არ ხდება ამ პროდუქტით

საერთაშორისო ვაჭრობა.

დიაგრამა 20. თუთის აბრეშუმისა და ველური აბრეშუმის ფასები (აშშ დოლარი 1 კგ) ინდოეთში 2013-2014 წლებში (წყარო: ინდოეთის ტექსტილის სამინისტრო)

ოფიციალური მონაცემებით 1 კგ თუთის აბრეშუმის პარკის ფასი 2013-2014 წლებში 5-6 აშშ

დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ველური აბრეშუმის პარკები შედარებით

ძვირადღირებულია და მისი 1 კგ-ის ფასი 25-30 აშშ დოლარის ფარგლებშია (იხილეთ დიაგრამა

19. თუთის აბრეშუმისა და ველური აბრეშუმის პარკის ფასები (აშშ დოლარი 1 კგ) ინდოეთში

2013-2014 წლებში (წყარო: ინდოეთის ტექსტილის სამინისტრო)).

4.75.8

25.2

29.4

0.0

5.0

10.0

15.0

20.0

25.0

30.0

35.0

2013 2014

თუთის აბრეშუმის პარკი ველური პარკი

33.743.5

81.8

99.7

0.0

20.0

40.0

60.0

80.0

100.0

120.0

2013 2014

თუთის აბრეშუმი ველური აბრეშუმი

Page 25: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

24

აბრეშუმის ხამი ძაფის ფასები 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაიზარდა. ინდოეთი

აწარმოებს როგორც თუთის აბრეშუმის, ისე გარეული აბრეშუმის ხამ ძაფს, რომელთა ფასებიც

განსხვავებულია. 2014 წელს თუთის აბრეშუმის ხამი ძაფის საშუალო ფასი 43.5 აშშ დოლარი

იყო, ხოლო გარეული აბრეშუმის კი 99.7 აშშ დოლარი (იხილეთ დიაგრამა 20. თუთის

აბრეშუმისა და ველური აბრეშუმის ფასები (აშშ დოლარი 1 კგ) ინდოეთში 2013-2014 წლებში

(წყარო: ინდოეთის ტექსტილის სამინისტრო)).

კავკასიის რეგიონის ბაზარი

კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნებიდან ირანი, აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად არიან

ჩართულნი აბრეშუმის ინდუსტრიაში. რაც შეეხება საქართველოს, სომხეთსა და რუსეთს,

აღნიშნული ქვეყნები შედარებით უფრო პასიური მოთამაშეები არიან, თუმცა მათი

დაინტერესების შემთხვევაში კავკასიის რეგიონის სავაჭრო ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება.

ირანის აბრეშუმის ბაზარი საკმაოდ განვითარებულია კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან

შედარებით. აბრეშუმის პარკის წარმოება შეადგენდა 3300 ტონას, ხამი ძაფის 900 ტონას. იგი

ასევე ვაჭრობს აბრეშუმის პარკით, ხამი ძაფით და ნარჩენებით მსოფლიო ბაზარზე. ირანი

ახორციელებს აბრეშუმის პარკისა და ძაფის იმპორტს და აბრეშუმის პარკის ნარჩენების

ექსპორტს. იმპორტი ძირითადად ხორციელდება უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან, ხოლო

ექსპორტი ჩინეთში.

თურქეთის აბრეშუმის ბაზარზე იწარმოება 50 ტონა ხამი ძაფი და 120-150 ტ პარკი და

ექსპორტზე მათი მხოლოდ მცირე ნაწილი გადის. ადგილობრივი ბაზრის სიდიდისა და ასევე

განვითარებული მსუბუქი მრეწველობის ფონზე თურქეთი ახდენს აბრეშუმის ძაფისა და

ნარჩენების მნიშვნელოვან იმპორტს. ექსპორტი ძირითადად ხორციელდება ჩინეთში,

ინდოეთში და ირანში, ხოლო იმპორტის შემთხვევაში პარტნიორი ქვეყნებია უზბეკეთი და

ასევე ინდოეთი და ჩინეთიც.

აზერბაიჯანის წარმოება საკმაოდ მცირე მასშტაბით შემოიფარგლება. კერძოდ, 2008 წლიდან

2013 წლამდე აზერბაიჯანის აბრეშუმის პარკების წარმოება 24 ტონიდან 1 ტონამდე შემცირდა.

იგი ძირითადად ახორციელებს აბრეშუმის პარკების იმპორტს ყაზახეთიდან და ხამი ძაფის

ექსპორტს ირანში. იგი ასევე ვაჭრობს თურქეთთან და ჩინეთთან აბრეშუმის პარკის ნარჩენებით.

რაც შეეხება რუსეთს, იგი ახდენს მხოლოდ აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტს ჩინეთიდან და

უზბეკეთიდან, ხოლო სომხეთმა 2008 წელს განახორციელა აბრეშუმის ძაფის იმპორტი.

საწარმოო პროცესი

დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა: საერთაშორისო პრაქტიკა

მეაბრეშუმეობის დარგის სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა დამოკიდებულია კონკრეტული

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლის

საფუძველზეც შეიძლება განისაზღვროს რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს აღნიშნული

დარგის ჩამოყალიბებამ და განვითარებამ ამა თუ იმ ქვეყნისთვის. კერძოდ, მსოფლიო

პრაქტიკიდან გამომდინარე, მეაბრეშუმეობის განვითარება ხელსაყრელია ისეთი

ქვეყნებისთვის, რომლებიც ხასიათდებიან შემდეგი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით:

ინდუსტრიალიზაციის დაბალი დონე;

სოფლის მოსახლეობის მაღალი წილი;

Page 26: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

25

უმუშევრობის მაღალი დონე;

იაფი მუშახელი.

ინდოეთი

ინდოეთში მეაბრეშუმეობას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ინდოეთის მთავრობა მართავს და

ხელს უწყობს დარგის განვითარებას. ქვეყანაში არსებობს ტექსტილის სამინისტრო, რომლის

პასუხისმგებლობის ქვეშ დგას ტექსტილის ინდუსტრიის განვითარება, მათ შორის

მეაბრეშუმეობის მიმართულებით. სამინისტროს გარდა, არსებობს ასევე სხვა ორგანოები,

როგორიცაა რეგიონების მეაბრეშუმეობის დეპარტამენტები, აბრეშუმის ცენტრალური

კომიტეტი და მის დაქვემდებარებაში მყოფი კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები,

რომლებიც ერთიანობაში ხელს უწყობენ მეაბრეშუმეობის დარგის წარმატებულ

ფუნქციონირებას. ინდოეთში მეაბრეშუმეობის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნისთვის

მაქსიმალური სარგებლის მოსატანად და გარდა ზემოთ ნახსენები ფაქტორებისა,

მნიშვნელოვანი ასევე შემდეგი გარემოებების გათვალისწინებაც:

მეაბრეშუმეობა შრომა-ინტენსიური დარგია და იგი მარტივად ჭრის უმუშევრობის

პრობლემას ინდოეთში;

დარგის არსებობა ამარტივებს სოფლის მოსახლეობისა და ასევე ქალების დასაქმების

პრობლემის გადაჭრას;

იაფი მუშახელი და თუთის მოსაყვანად ხელსაყრელი კლიმატური პირობები ხელს

უწყობს ოჯახებსა და ტომებს მარტივად ირჩინონ თავი;

აბრეშუმის საბოლოო პროდუქტის მომხმარებელი ქვეყნის შიგნით მცხოვრები

მაღალშემოსავლიანი ფენაა და შესაბამისად, ხდება შემოსავლების გადანაწილება;

მეაბრეშუმეობა ეკოლოგიურად სუფთა დარგია, რადგან წარმოების პროცესში

გამოყოფილი ნარჩენების უტილიზაცია ან მათი გამოყენება სხვადასხვა

დანიშნულებისთვის, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელია მეაბრეშუმეებისთვის.

ჩინეთი

ჩინეთის მეაბრეშუმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელოვნებას გარდა ზემოთ

აღნიშნული ფაქტორებისა, ემატება ჩინეთის უძველესი ისტორია აბრეშუმის აღმოჩენიდან მისი

წარმოების განვითარებამდე. ჩინეთის ნაყოფიერი მიწები და იაფი მუშახელი ხელს უწყობდა

ინდუსტრიის განვითარებას და იგი ყოველთვის ბაზრის ლიდერად რჩებოდა. სახელმწიფოს

მიერ ადრეულ წლებში მეაბრეშუმეობის დარგში განათლების სისტემის ჩამოყალიბებამ კიდევ

უფრო შეუწყო ხელი დარგის აყვავებას. ჩინეთი სპეციალიზებულია მეაბრეშუმეობის ყველა

საფეხურზე, რომელიც იწყება გრენის მოყვანით და გრძელდება მსუბუქი მრეწველობით.

სახელმწიფო განვითარების თითოეულ ეტაპზე ახდენს ტექნოლოგიების განახლების

სტიმულირებას და მინიმუმამდეა დაყვანილი აბრეშუმის ჭიის დაავადების გავრცელების

რისკი. შესაბამისად, აბრეშუმის მწარმოებელი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩინეთს აქვს

შეფარდებითი უპირატესობა ამ დარგში. ინდოეთისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად

ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული, ჩინეთი

გამოირჩევა აბრეშუმის შუალედური და საბოლოო პროდუქტების ყველაზე დიდი სავაჭრო

ბრუნვით.

Page 27: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

26

ვიეტნამი

ვიეტნამის მთავარი მამოძრავებელი ძალა დიდი რაოდენობით სოფლის მოსახლეობაა, სადაც

განვითარებულია ხელოსნობა და ხელნაკეთი ნივთებით ვაჭრობა. ინდოეთის მსგავსად,

სახელმწიფო ხელს უწყობს სოფლად მოსახლეობის დასაქმებასა და ქალთა ჩართულობას

ინდუსტრიაში. ვიეტნამის მეაბრეშუმეობის დარგში ჩართულები არიან საოჯახო მეურნეობები,

რომლებიც გარდა მცირე ფერმერული საქმიანობისა, ახდენენ აბრეშუმის ჭიის გამოკვებას და

ამით იღებენ დამატებით სეზონურ შემოსავალს. გარდა ამისა, ვიეტნამის სოფლებში არის იაფი

მუშახელის უზარმაზარი რესურსი, რაც განაპირობებს მათ მაქსიმალურ ჩართულობას

ინდუსტრიაში.

უზბეკეთი

უზბეკეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა აბრეშუმის ბაზარზე. შავი და კასპიის ზღვისა

და ცენტრალური აზიის ქვეყნები ზოგადად გამოირჩევიან მეაბრეშუმეობის უძველესი

კულტურით, თუმცა რეგიონში არსებული ქვეყნების დიდმა ნაწილმა2 საგრძნობლად შეამცირა

ან საერთოდ შეწყვიტა აბრეშუმის წარმოება. ამავდროულად, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში

თავდაპირველად მხოლოდ მცირედით შემცირდა, ხოლო შემდგომ კი გაიზარდა კიდევაც

წარმოება. უზბეკეთი ამჟამად აწარმოებს აღნიშნული რეგიონის აბრეშუმის 80%-ზე მეტს.

ქვეყნის სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის

შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რაც აისახება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით,

განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებითა და ინვესტიციებით მეაბრეშუმეობის დარგში.

მაშინ, როდესაც უზბეკეთმა შეძლო მეაბრეშუმეობის დარგის შენარჩუნება და განვითარება,

შავი და კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში აბრეშუმის

ინდუსტრია შეიკვეცა ან საერთოდ შეწყდა. აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო

შემდეგი ფაქტორებით:

საერთაშორისო ბაზარზე ახალი სინთეზური ქსოვილების გამოჩენა;

აბრეშუმის პარკის ფასების არასტაბილურობა ადგილობრივ ბაზრებზე;

სწრაფი ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყება;

სოფლის მეურნეობის სხვა დარგების შედარებით უფრო მეტი მომგებიანობა

(მაგალითად ბამბა, შაქრის ჭარხალი, სიმინდი);

მოძველებული ტექნოლოგიები და შესაბამისად აბრეშუმის ძაფის დაბალი ხარისხი;

აბრეშუმის ფოთლის დაავადება, რამაც საგრძნობლად შეამცირა მოსავლიანობა და

ხარისხი.

აღნიშნული გარემოებების ფონზე სახელმწიფოს მხარდამჭერი პოლიტიკა უძლური აღმოჩნდა,

რის შედეგადაც შავი და კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში

საერთოდ შეწყდა აბრეშუმის წარმოება. ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა კი იქონია

ქვეყნებში სწრაფმა ურბანიზაციამ და მოძველებულმა ტექნოლოგიებმა. ამ პროცესის

პარალელურად უზბეკეთში მიმდინარეობდა სახელმწიფოს მიერ ფერმერების ტრენინგების

პროგრამები და ტექნოლოგიური ცვლილებები, რის შედეგადაც მან წარმატებით შეინარჩუნა

თავისი პოზიცია ბაზარზე.

2 ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა

Page 28: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

27

3 მეაბრეშუმეობის დარგის სტრუქტურა

წინამდებარე თავი მოიცავს მეაბრეშუმეობის დარგში ღირებულების აკუმულირების

ტრადიციული ჯაჭვის მიმოხილვას საქართველოში არსებული მდგომარების, სახელმწიფოს

ინტერვენციების საჭიროების და მისი განვითარების პოტენციალის ჭრილში. საფეიქრო

მრეწველობა (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში) განხილულია

როგორც მეაბრეშუმეობის პროდუქციის (ხამი ძაფი) ძირითადი მომხმარებელი და მისი

მდგომარეობის ანალიზი შემოიფარგლება ბაზარზე არსებული მოთხოვნის ჭრილში, ასევე ამ

ნაწილში ხდება საქართველოს მეაბრეშუმეობის პროდუქციის რეალიზაციის პოტენციალის

შეფასება.

თავში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა როგორც ოფიციალური წყაროების ინფორმაციას

(გამოქვეყნებული ანგარიშები, სტატისტიკური მონაცემები, პუბლიკაციები), ასევე

ითვალისწინებს დარგის ექსპერტების აზრს. ის დასკვნები, რომელიც დაფუძნებულია

არაოფიციალური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე საჭიროებს დამატებით კვლევას

(დეტალური კვლევის საჭიროება მითითებულია)3.

ღირებულებათა ჯაჭვი

მეაბრეშუმეობის დარგის ღირებულების აკუმულირების ჯაჭვი, რომელიც ტრადიციულია

საქართველოსთვის, მოიცავს შემდეგ რგოლებს:

მომდევნო ცხრილში განხილულია თითოეული რგოლის ძირითადი შემდგენელი

კომპონენტების მდგომარება და სახელმწიფოს მხრიდან ინტერვენციების (მხარდაჭერა,

სუბსიდირება) საჭიროება. აღნიშნული კომპონენტების დეტალური სტრუქტურა და საწარმო

პროცესი განხილულია საწარმოო მოდელის ფარგლებში (იხ. თავი 4).

ცხრილი 4. მეაბრეშუმეობის ღირებულებათა ჯაჭვის მიმოხილვა

ღირებულებათა ჯაჭვის რგოლი არსებული მდგომარება ინტერვენციების საჭიროებები

საწყისი სპეციალური რესურსები

გრენის სელექცია და

გრენის წარმოება

გრენა ადგილობრივ ბაზარზე არსებობს შეზღუდული რაოდენობით;

ადგილობრივი ჯიშების სიცოცხლისუნარიანობა და პროდუქტიულობა დღესდღეობით შეზღუდულია და ადგილობრივი გენოფონდი საჭიროებს აღდგენასა და განახლებას;

არ არსებობს გრენის წარმოება: არსებული გრენის ქარხანა გაჩერებულია და არ

აბრეშუმის ჭიის ადგილობრივი გენოფონდის აღდგენა და რეგულარული სასელექციო ბაზის შექმნა;

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გრენის წარმოების უზრუნველყოფა. განხილული უნდა იყოს როგორც სახელმწიფოს მიერ აღნიშნული წარმოების

3 თავში ასახული ანალიზი ეყრდნობა Sericulture Value Chain in Georgia Prepared for Food and Agriculture

Organization (FAO) by Konstantine Kobakhidze Nana Kandelaki, 2010 ანგარიშს, ასევე ინფორმაციას, რომელიც

მიღებულია დარგის ექსპერტებთან გასაუბრების შედეგად.

საწყისი სპეციალური რესურსები

ნედლი პარკის წარმოება

ხამი ძაფის წარმოება

ხამი ძაფის რეალიზაცია

Page 29: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

28

ღირებულებათა ჯაჭვის რგოლი არსებული მდგომარება ინტერვენციების საჭიროებები

შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

შესაძლებელია გრენის იმპორტირება ადგილობრივი გენოფონდის და საწარმოო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე. საქართველოში გრენის შემოტანა ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას და კონტროლს.

უზრუნველყოფა, ასევე კერძო სექტორი ჩართვა.

გადასახედია გრენის იმპორტირების რეგულაციები.

თუთის ჯიშების სელექცია და სანერგე ბაზა

ადგილობრივი თუთის რესურსები შეზღუდულია:

ადგილობრივი ჯიშების სიცოცხლისუნარიანობა და მდგრადობა ვირუსული დაავადებების მიმართ შეზღუდულია და შესაბამისი გენოფონდი საჭიროებს აღდგენას;

სანერგე რესურსები შეზღუდულია.

გენეტიკური (სანერგე) ბაზის აღდგენა მაღალი ხარისხის მდგრადი ჯიშების ბაზაზე;

სანერგე ბაზის განვითარება სახელმწიფო რესურსებით;

სანერგე ბიზნესის განვითარება და სახელმწიფოს მხრიდან სანერგე ბიზნესის ხელშეწყობა.

ნედლი პარკის წარმოება

საკვები ბაზის კულტივირება

არსებული საკვები ბაზა (თუთის ხე) შეზღუდულია:

ინდუსტრიული ბაზა (ინდუსტრიული ბაღები) განადგურებულია ან შენაცვლებულა;

საკარმიდამო (მათ შორის, ბაღები და საქარე ზოლი) განადგურებულია ან შენაცვლებულა სხვა კულტურებით;

სახნავ-სათესი მიწის რესურსები ძირითადად დაკავებული სხვა კულტურებით;

ინდუსტრიული (ინტენსიური) გაშენების პრაქტიკა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არ არსებობს.

გაურკვეველია გლეხური მეურნეობების საკვების ბაზის შექმნის (სხვა კულტურების შენაცვლების) მზაობა

საჭიროებს არსებული (შენარჩუნებული) რესურსების (მათ შორის, თუთის კულტურის გაშენებისათვის მისაწვდომი და ვარგისი მიწის რესურსები) დეტალურ კვლევას;

საჭიროებს გლეხური მეურნეობების საკვების ბაზის შექმნის (ასახვა კულტურების შენაცვლების) მზაობის კვლევას და კვლევის შედეგად გლეხური მეურნეობების მოტივირების სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

საკვები ბაზის (თუთის პლანტაციების) ინდუსტრიული (ინტენსიური) გაშენების სტიმულირება კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამების შექმნის გზით.

ჭიის გამოკვება გამოკვების საკარმიდამო ინფრასტრუქტურა არ არსებობს ან იყენებს მოძველებულ ტექნოლოგიებს

გაურკვეველია საკარმიდამო/გლეხური მეურნეობების საკვები ინფრასტრუქტურის შექმნის და ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილეობის მზაობა;

გამოკვების პროცესის არსებული ცოდნა შეზღუდულია ან ეფუძნება მოძველებულ ტექნოლოგიებს;

საჭიროებს გლეხური მეურნეობების ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილეობის მზაობის დამატებითი კვლევა და კვლევის შედეგებზე დაფუძნებული გლეხური მეურნეობების მოტივირების სტრატეგიის ჩამოყალიბება.

სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა:

თანამედროვე ტექნოლოგიების და

Page 30: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

29

ღირებულებათა ჯაჭვის რგოლი არსებული მდგომარება ინტერვენციების საჭიროებები

არ არსებობს ინდუსტრიული გამოკვების ინფრასტრუქტურა;

2014 წლიდან მოქმედებს რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მეაბრეშუმეობის დარგთან, მაგრამ გაურკვეველია მათი მიმდინარე მდგომარეობა.

ცოდნის ტრანსფერის მხარდაჭერა;

ინდუსტრიული გამოკვების ინფრასტრუქტურის შექმნის სტიმულირება კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამების შექმნის გზით;

გლეხური მეურნეობების სუბსიდირების პროგრამები;

გლეხური/საკარმიდამო მეურნეობების კონტექსტში, სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ღირებულებათა ჯაჭვში (მაგ. შხამქიმიკატები/ დეზინფექცია).

ხამი ძაფის წარმოება

ნედლი პარკების შეგროვება

არ არსებობს გლეხური მეურნეობების მიერ მომზადებული ნედლი პარკების ჩაბარების კონსოლიდირებული ინფრასტრუქტურა (არც კერძო სექტორის და არც სახელმწიფო დონეზე), მათ შორის, ნედლი პარკების მსხვილი/ინდუსტრიული მომხმარებლები (დამკვეთები).

აღნიშნული ინფრასტრუქტურის შექმნა აუცილებელია, როგორც გლეხური მეურნეობების დაინტერესების და პროცესის გამარტივების, ასევე საბოლოო პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების მიზნით (ნედლი პარკი მგრძნობიარეა ტრანსპორტირების მიმართ).

გლეხური მეურნეობების ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნედლი პარკების შეგროვების კონსოლიდირებული ინფრასტრუქტურის შექმნა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურის ორგანიზება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს ვალდებულება. ღირებულებათა ჯაჭვის მსხვილი/ინდუსტრიული მონაწილეების განვითარება (და მათი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან) უზრუნველყოფს გლეხური მეურნეობებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.

შესაძლოა საჭირო გახდეს გლეხური მეურნეობებისგან ნედლი პარკების ფასწარმოქმნის რეგულირება/სუბსიდირება (ინდუსტრიის განვითარების საწყის ეტაპზე მაინც) ინდუსტრიის მომგებიანობის სათანადო დონის და ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

პარკების გაშრობა

ნედლი პარკების გაშრობის ინფრასტრუქტურა ფრაგმენტულია და ძირითადად შემოიფარგლება საკარმიდამო კუსტარული რესურსებით.

საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების ტრანსფერის უზრუნველყოფა;

სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა გამოიხატება ინდუსტრიული

Page 31: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

30

ღირებულებათა ჯაჭვის რგოლი არსებული მდგომარება ინტერვენციების საჭიროებები

არსებული ცოდნა და გამოცდილება შეზღუდულია და ეფუძნება მოძველებულ ტექნოლოგიებს.

ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში.

სხვა ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან არ არის მიზანშეწონილი.

ხამი ძაფის ამოხვევა

არ არსებობს ხამი ძაფის ამოხვევის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა.

ძაფის ამოხვევა ხორციელდება კუსტარულ დონეზე.

არსებული ცოდნა შეზღუდულია და ტექნოლოგიები კი

მოძველებულია.

საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების ტრანსფერის უზრუნველყოფა;

სახელმწიფოს მხრიდან ამ ნაწილის მხარდაჭერა შესაძლებელია ინდუსტრიული წარმოების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში.

სხვა ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან არ არის მიზანშეწონილი.

ნარჩენების დამუშავება

წარმოების ნარჩენების (მათ შორის, ჭუპრის, წუნიანი პარკების, პარკის ნარჩენების) ინდუსტრიული გამოყენების / დამუშავების ცოდნა, პრაქტიკა და ტექნოლოგია არ არსებობს

არ წარმოადგენს სახელმწიფო სექტორის მხრიდან სპეციალური ყურადღების საგანს

სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდირებულია აღნიშნული ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშეწყობა, ასევე მომიჯნავე დარგების (სადაც შესაძლებელია ნარჩენების დამუშავება) განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა.

ხამი ძაფის რეალიზაცია

ადგილობრივი ბაზარი

დღესდღეობით, ლოკალური ბაზარი შეზღუდულია:

არსებობს კუსტარული ქსოვილის წარმოება (ტრადიციული, საეკლესიო), მაგრამ მოთხოვნა მცირეა

ინდუსტრიული ქსოვა არ არის განვითარებული და ხამი ძაფის იმპორტი მცირეა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ინდუსტრიის ამოქმედების პროცესი.

საფეიქრო ინდუსტრიის მონაწილეებთან (არსებული, პოტენციური) გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა საფეიქრო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ტენდენცია (საქსოვი წარმოების გაფართოება), რაც პოტენციურად უზრუნველყოფს ხამი ძაფის რეალიზაციის ადგილობრივ ბაზარს.

არ საჭიროებს სახელმწიფო ჩარევას.

შესაძლებელია საფეიქრო მრეწველობის მიერ ადგილობრივი ნედლეულის გამოყენების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის (ხამი ძაფის) რეალიზაციის სტიმულირება საგადასახადო შეღავათების (მაგ. დღგ-გან გათავისუფლება) შეთავაზების გზით.

Page 32: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

31

ღირებულებათა ჯაჭვის რგოლი არსებული მდგომარება ინტერვენციების საჭიროებები

ექსპორტი საერთაშორისო ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მაგრამ კონკურენტუნარიანი (ხარისხობრივად და ფასის თვალსაზრისით) ხამი ძაფის ექსპორტის ნიშა არსებობს.

სამიზნე ბაზრად განხილული შეიძლება იყოს:

ევროპის ბაზარი

რეგიონის ქვეყნები (მაგ. აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი)

სპარსეთის ყურის სახელმწიფოები

მნიშვნელოვანია სახელმწიფო დონეზე ადგილობრივი პროდუქციის (ხამი ძაფი) პრომოუშენი საერთაშორის ბაზრებზე, აბრეშუმის საერთაშორისო ასოციაციებში გაერთიანება (მათ შორის, ტექნოლოგიური ტრანსფერის მხარდაჭერის მიზნით)

საწყისი სპეციალური რესურსები

გრენის სელექცია და გრენის წარმოება

აღსანიშნავია, რომ გრენა არ წარმოადგენს აბრეშუმის ხამი ძაფის დამზადებისათვის საჭირო

პირდაპირ ნედლეულს. მისი (გრენის) ინკუბირების შედეგად ხორციელდება აბრეშუმის ჭიის

(აბრეშუმხვევიას) გამოყვანა, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის აბრეშუმის პარკს.

აბრეშუმხვევიას დიფერენცირება ხდება რამდენიმე ტიპის მიხედვით. აღნიშნულ ტიპებს შორის

ძირითად განმასხვავებელ ფაქტორს აბრეშუმხვევიას მიერ აბრეშუმის პარკის წარმოქმნის

სიხშირე წარმოადგენს. არსებობს აბრეშუმხვევიას ჯიშები რომელთაც ახასიათებთ ერთ

წელიწადში მრავალჯერადი გამოყენება. აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჯიშებისგან

წარმოებული აბრეშუმი უფრო დაბალი ხარისხისაა და ასევე თითო პარკის აბრეშუმიანობა

გაცილებით დაბალია სხვა ჯიშებთან შედარებით. გარდა ამისა აბრეშუმხვევიას მიერ აბრეშუმის

პარკის წარმოქმნის სიხშირე გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, როდესაც იგეგმება გრენის

ადგილობრივი წარმოება.

სელექცია და ადგილობრივი გენოფონდი

საბჭოთა კავშირის პერიოდში, მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იყო

პასუხისმგებელი გრენის სელექციაზე და მაღალი ხარისხის ჰიბრიდული მასალის

მომზადებაზე. ინსტიტუტის დაქვემდებარებაში იყო რამდენიმე სადგური, რომელიც

უზრუნველყოფდა დაახლოებით 40-45 კგ პირველი თაობის მასალის მომზადებას

ყოველწლიურად.

დღესდღეობით, გრენის სელექცია და მომზადება ხორციელდება მცირე მოცულობით,

ძირითადად სამეცნიერო მიზნებისათვის. მოქმედ მდგომარეობაში შენარჩუნებულია მხოლოდ

ხონის სასელექციო სადგური. ასევე, დარგის სპეციალისტების მოსაზრებით, წლების

განმავლობაში დარგის უმოქმედობის გამო, აბრეშუმის ჭიის შენარჩუნებული ადგილობრივი

ჯიშების ვარგისიანობა ინდუსტრიული გაშენების თვალსაზრისით, ასევე ჯიშების მდგრადობა

დაავადებების მიმართ იმყოფება ეჭვის ქვეშ. შესაბამისად, აბრეშუმის ჭიის ადგილობრივი

გენოფონდის აღდგენა/შექმნა საჭიროებს დამატებით დროსა და ყურადღებას სახელმწიფოს

მხრიდან.

Page 33: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

32

გრენის წარმოება

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებობდა ხუთი საგრენაჟო ქარხანა საერთო

სიმძლავრით 2,000 კგ გრენა ყოველწლიურად. დღესდღეობით, შენარჩუნებულია ჩოხატაურის

ქარხანა, მაგრამ ქარხანა გაჩერებულ მდგომარეობაშია და მისი რეაბილიტაციისათვის საჭიროა

სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევის ჩადება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობს აბრეშუმხვევიას გრენის საჭირო ბაზა

აბრეშუმის ძაფის საწარმოებლად, განხორციელდება გრენის იმპორტი ჩინეთიდან. ამასთან,

შესაძლებელია პარალელურად განხორციელდეს აბრეშუმის ჭიის მომრავლება საგრენაჟო

ქარხნის მშენებლობის შემთხვევაში.

იმპორტი

გრენის შემოტანა არ არის დაკავშირებული ტრანსპორტირების მნიშვნელოვან ხარჯებთან,

მაგრამ მისი შემოტანა რეგულირდება და იმყოფება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.

შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევა შესაძლოა საჭირო გახდეს გრენის იმპორტირების

პროცედურების გამარტივების თვალსაზრისით, ამავდროულად შემოტანილი ჯიშების

ხარისხობრივი კონტროლის შენარჩუნებით.

აბრეშუმის ბიზნესი განვითარებულია განვითარებად ქვეყნებში, რომელთაგან აღსანიშნავია

ჩინეთი, საიდანაც განხორციელდება აბრეშუმის ჭიის გრენის იმპორტი. გრენის ფასები

მერყეობს მომწოდებლის, ჯიშისა და მოწოდების პირობების მიხედვით. მომწოდებლების

უმრავლესობა მაღალი ხარისხის გრენის ფასებს კვერცხის რაოდენობის მიხედვით იძლევა,

თუმცა შესაძლებელია გრენის შესყიდვაც. საბაზრო ფასი ერთ კილოგრამ გრენაზე მერყეობს

1000-დან 15,000 აშშ დოლარამდე.

თუთის ჯიშების სელექცია და სანერგე ბაზა

დღესდღეობით, თუთის სანერგეს გაშენება საქართველოს ბაზარზე ხორციელდება

შეზღუდული მოცულობით, როგორც კომერციული, ასევე სახელმწიფო პროგრამების

თვალსაზრისით. ამჟამად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები თუთის ხის

ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის რეაბილიტაციის და გაძლიერების, ასევე სანერგე

რესურსების შექმნის მიზნით. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს სოფლის

მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მის

დაქვემდებარებაში მყოფი საგურამოს სანერგე მეურნეობის რესურსების დახმარებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში არა მომხდარა კვლევის ჩატარება

საქართველოში არსებული თუთის რესურსების შესახებ. დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს

იმ ფაქტს რომ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მეურნეობის გასაშენებლად საჭირო ნერგები

შემოწმებულია კვლევითი ორგანიზაციების მიერ, რათა არ მოხდეს დაავადებული ნერგების

გაშენება. თუმცა, მსგავსი ცნობების გაცემა ხდება მხოლოდ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში

და აღნიშნული იმპორტის ნებართვა გაიცემა ადგილობრივი სურსათის უვნებლობის , ფიტო-

სანიტარული და ვეტერინარული მომსახურების სააგენტოების მიერ. არსებული

მდგომარეობიდან გამომდინარე, გონივრული იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი

თუთის სანერგე ბაღების გაშენება, როგორც სახელმწიფოს დონეზე, ასევე კერძო სეგმენტის

სტიმულირების და ხელშეწყობის გზით. მეორე გზა ამ საკითხის გადასაჭრელად იქნება

აღნიშნული პროდუქციის იმპორტი უცხო ქვეყნებიდან.

Page 34: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

33

ნედლი პარკის წარმოება

საკვები ბაზის კულტივირება (თუთის პლანტაციების გაშენება)

თუთა არის ერთ-ერთი მთავარი რესურსი აბრეშუმის ჭიის მოშენების პროცესში. 1990 წლამდე,

თუთის წარმოება იკავებდა 5000 ჰა. (3500 კულტურული პლანტაციები - დაახლოებით 8,000,000

ხე). თუმცა, დღესდღეობით ეს რიცხვი შემცირდა და მეაბრეშუმეობის ინსტიტუტის

მონაცემების მიხედვით დარჩენილია 2-4 მილიონ თუთის ხემდე. კომერციული პლანტაციები

კი საერთოდ აღარ არსებობს.

საქართველო ჯერ კიდევ პასიურია ქვე-სექტორებისთვის ძირითადი ნედლეულის

განვითარების მხრივ, მიზეზი კი ისაა რომ ეს სექტორი არ ოპერირებს და არავის აქვს ინტერესი

გააკეთოს კაპიტალის ინვესტიცია მსგავს დარგებში, განსაკუთრებით კი მეურნეობის დონეზე.

დღესდღეობით, ტერიტორიების დაახლოებით 90%-დან იწარმოება ძველი თუთის სანერგე,

რომელიც არის შედარებით დაბალი პროდუქტიულობის მქონე, კერძოდ 8-10 ტონა/ჰა, რაც

საკმარისია 1 ტონა აბრეშუმის პარკის საწარმოებლად. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მეზობელ

ქვეყანას გაცილებით მაღალი პროდუქტიულობა აქვს: ინტენსიური მეთოდით გაშენებული

თუთის პლანტაციის 1 ჰა გამოიმუშავებს დაახლოებით 40-50 ტონა ფოთოლს, რომლისგანაც

იწარმოება 3-5 ტონა აბრეშუმის პარკი.

საქართველოში სახნავ-სათესი მიწები დანაწევრებულია, რაც 90-ან წლებში განხორციელებული

პრივატიზაციის შედეგია. მიწის მფლობელები დაკავებული არიან წვრილი ოჯახური

მეურნეობებით, რაშიც შედის სხვადასხვა კულტურების: სიმინდის, ხორბლის, ბოსტნეულისა

და ხილის მოყვანა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ რთული და

შეუძლებელიც კი იქნება დაინტერესდეს მოსახლეობა თუთის გაშენებით იმ ტერიტორიაზე,

სადაც მათ უკვე მოყავთ სხვადასხვა ტიპის კულტურა. მათი დაინტერესება შესაძლებელი

იქნება იმ შემთხვევაში თუ ოჯახები გადაწყვეტენ თუთის მოშენებას აუთვისებელ მიწაზე,

ნაკვეთის საზღვრების გაყოლებაზე, სარწყავ არხებთან, სახლების გარშემო და ა.შ. თითოეულ

ოჯახს შესაძლებელია ჰქონდეს საკუთრებაში დაახლოებით 50 თუთის ხე. საიდანაც თითოეულ

ოჯახს შეეძლება 1.5-2 ტონა ფოთლის შეგროვება აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად. აღნიშნული

რაოდენობა საკმარისი იქნება 100-200 კგ-მდე აბრეშუმის პარკის გამოსაკვებად.

თუთის კომერციული პლანტაციების რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე საკმაოდ მცირეა. 2010

წელს ჩატარებული კვლევის შედეგად 4 გამოვლინდა, რომ არსებობს დაახლოებით 500 ჰა

კომერციული თუთის პლანტაცია რომელიც არ არის სათანადო მდგომარეობაში, თუმცა

შესაძლებელია მისი აღდგენა. კომერციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია დიდი

მოსავლიანობის სახეობების არჩევა, რაც შეადგენს 25-30 ტონას ჰექტარზე. არსებული

მდგომარეობის მიხედვით ამჟამინდელი მოსავალი 10-12 ტონას არ სცდება ჰექტარზე. მიწის

ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, ამჟამად ხელმისაწვდომია პრივატიზაციის

პროგრამის ფარგლებში, მაგრამ მათი ფართობი მცირეა და ძირითად 10-დან 100 ჰექტარამდე

მერყეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნაკვეთები რომელთა ფართობიც 200-1000 ჰექტარის

ფარგლებში მერყეობს შეზღუდული რაოდენობითაა. ასევე არ არსებობს ინფორმაცია

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ, რომელიც არ მოხდა

პრივატიზაციის პროცესში. უხეში შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

4 Sericulture Value Chain in Georgia Prepared for Food and Agriculture Organization (FAO) by Konstantine

Kobakhidze Nana Kandelaki

Page 35: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

34

დაახლოებით 75% რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში

არსებული მიწის 30% იჯარით არის გაცემული. აგრეთვე, პრობლემას წარმოადგენს ის რომ არ

არსებობს ინფორმაცია თუთის პლანტაციების გაშენების მიზნით ვარგისიანი მიწების შესახებ.

ჭიის გამოკვება

ოჯახური მეურნეობები

ტრადიციულად (როგორც საქართველოში, ასევე აბრეშუმის მწარმოებელ ქვეყნებში), ჭიის

გამოკვების პროცესში აქტიურად ჩართულია მოსახლეობა და ჭიის გამოკვება საკარმიდამო

მეურნეობების ბაზაზე ხორციელდება. საკვები ბაზის გაშენება საკარმიდამო ან ოჯახის

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსებზე დაყრდნობით ხორციელდება. ეს ტრადიცია

ძირითადად განპირობებულია აღნიშნული სამუშაოებით სეზონურობით, შედარებით მსუბუქი

პროცესით და სოფელში მუშახელის შედარებით დაბალი ღირებულებით.

ითვლება, რომ მსგავსი საქმიანობის შემთხვევაში ოჯახური მეურნეობები ხშირად იყენებენ

მოუვლელ მიწებს, დაბალი ღირებულების მქონე მუშახელს, არ იყენებენ ქიმიურ სასუქს და

ხარისხიან თუთის ფოთოლს აბრეშუმის პარკის გამოყვანისას, და, ყოველივე

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჭიის გამოკვებისათვის საჭირო ბაზის მოწყობა შემოსავლიან

საქმიანობად ითვლება.

მაგრამ აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დაკავებულ ფერმერთა უმრავლესობა

დაკავებულია ოჯახური მეურნეობით. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია პირველ რიგში

ემსახურება საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მხოლოდ ჭარბი საქონლის არსებობის

შემთხვევაში ხდება მისი ბაზარზე რეალიზაცია. შედარებით მცირე, თუმცა ფერმერების

მზარდი რაოდენობა დაკავებულია გასაყიდი კულტურების (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული

კულტურა და ა.შ.) მოყვანითა და ასევე რძის პროდუქტების წარმოებით. არსებული

სიტუაციიდან გამომდინარე, ფერმერები დგანან არჩევანის წინაშე: უარი თქვან გასაყიდი

კულტურების მოყვანაზე და სანაცვლოდ დაკავდნენ აბრეშუმის ჭიის მოშენებით. მსგავს

სიტუაციაში რთულია არჩევანის გაკეთება რადგანაც პირველ რიგში საჭიროა აბრეშუმის ჭიის

მოშენების ტექნოლოგიის შესწავლა და აბრეშუმის პარკის რეალიზაციის ეკონომიკური

მომგებიანობის გაანალიზება.

არსებული მონაცემებით, მცირე ზომის ფერმის მიერ დაკავებული ტერიტორია ხშირ

შემთხვევაში მერყეობს 0.5-დან 0.7 ჰა-მდე და არ აღემატება 1 ჰა-ს. საშუალო ზომის ფერმა კი,

ძირითადად, 10 ჰა-ს ფარგლებშია. აქედან 0.3 ჰექტარზე გაშენებულია თუთის ხეები,

განთავსებულია საჭიროებიდან გამომდინარე საშუალოდ 260 კვადრატული მეტრი აბრეშუმის

ჭიის გამოსაკვები სახლი და 800 მეტრი აბრეშუმის ჭიის გამოსაკვები პანელი. აღნიშნული

ინფრასტრუქტურა საჭიროებს გარკვეულ ინვესტიციებს ფერმერების მხრიდან. ამავდროულად

(საბჭოთა პერიოდის დროს არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით), საშუალო გლეხურ

მეურნეობას შეუძლია გამოკვებოს საშუალოდ 1 კოლოფი გრენა, რაც საბოლოო ჯამში იძლევა

50 – 60 კგ. ნედლ პარკს. ნედლი პარკის ჩაბარების ფასის ყველაზე ოპტიმისტური (10-12 აშშ

დოლარი 1 კგ.) შეფასების გათვალისწინებით, პარკის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი

(დანახარჯების, ინვესტიციების და ალტერნატიული დანიშნულებით რესურსების

გამოუყენებლობის გათვალისწინების გარეშე) არ აღემატება 600-700 აშშ დოლარს სეზონზე (3-4

თვე). ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაურკვეველია ფერმერული და ოჯახური

მეურნეობების მზაობა ჩაერთონ თუთის ხის მოყვანისა და აბრეშუმის ჭიის გაზრდის პროცესში.

აღნიშნული საკითხი არ არის ბოლომდე ნათელი და საჭიროებს დამატებით კვლევას.

Page 36: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

35

დღესდღეობით, ფერმერები თავს იკავებენ თუთის ხეების გაშენებისაგან და აბრეშუმის ჭიის

გაზრდისაგან, რადგანაც ხშირ შემთხვევებში არ არიან დარწმუნებულები, რომ აბრეშუმის

პარკები შეგროვდება და შემოსავლიანობის დონე შესაბამისი იქნება. აღსანიშნავია, რომ მათი

ჩართულობის გაზრდისათვის ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გასაღების

ნედლი პარკის გასაღები ბაზრის არსებობა. აღნიშნული ადგილობრივი ბაზარი დღესდღეობით

არ არსებობს ან არსებობს მცირე მასშტაბით და ფრაგმენტულად. შესაბამისად, პირველ რიგში

შესაქმნელია სტაბილური გასაღების ბაზარი და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც

გაზრდის ოჯახური მეურნეობების მხრიდან ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვის ინტერესს.

ინდუსტრიული გამოკვება

ჭიის გამოკვება აგრეთვე შესაძლებელია ინდუსტრიულ პირობებში. ამ შემთხვევაში, საშუალო

ზომის გამოსაკვები საჭირო ინფრასტრუქტურა იკავებს 100 ჰა ფართობის ინტენსიურად

გაშენებული თუთის პლანტაციას და უზრუნველყოფს 10,000 – 15,000 კგ. ნედლი პარკის

წარმოებას წელიწადში.

ინდუსტრიული გამოკვება საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს შესაბამისი

ინფრასტრუქტურის შესაძენად, მაგრამ უზრუნველყოფს ხარისხისა და დანაკარგების მკაცრ

კონტროლს, რაც დადებითად აისახება საბოლოო პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე

საერთაშორისო ბაზარზე.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიული გამოკვება უზრუნველყოფს ადგილობრივი

მოსახლეობის სეზონურ დასაქმებას, არ საჭიროებს გამოსაკვები ინფრასტრუქტურის

უზრუნველყოფას ოჯახურ მეურნეობებისათვის და ანვითარებს/აღადგენს მეაბრეშუმეობის

ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. შემდგომში, აბრეშუმის ნედლი პარკების სტაბილური გასაღების

ბაზრის ჩამოყალიბების შედეგად, მოსალოდნელი იქნება მოსახლების ოჯახური მეურნეობების

ბაზაზე გამოსაკვები ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით დაინტერესება.

ხამი ძაფი წარმოება

აბრეშუმის წარმოება აქტიურად მიმდინარეობს ისეთ ქვეყნებში (ჩინეთი, უზბეკეთი, ბრაზილია

და სხვ.), სადაც მუშა ხელი წარმოადგენს იაფ რესურს. აქედან გამომდინარე საქართველოში

აბრეშუმის აღორძინებისათვის მიზანშეწონილია მაღალი ხარისხის აბრეშუმის ხამი ძაფისა და

ქსოვილი წარმოება, რომლის ერთ-ერთ წინაპირობად წარმოადგენს ნედლი პარკიდან ხამი

ძაფის ამოხვევა.

ხარისხიანი ნედლი პარკის უზრუნველყოფის ერთერთი წინაპირობაა გამართული პროცესის

არსებობისათვის ტექნოლოგიური სტანდარტებისა და ხარისხის დაცვა. პროცესის

შემადგენელი ძირითადი ეტაპები მოიცავს ნედლი პარკის ტრანსპორტირებას, დახარისხებას,

შენახვის პროცესი, ძაფის ამოხვევა და მზა პროდუქციის სათანადოდ შენახვით მისი

მომხმარებელთან მიწოდების ეტაპს.

საბჭოთა პერიოდში, პარკის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხამი ძაფის ამოხვევა

ორგანიზებული იყო „საქაბრეშუმის“ დაქვემდებარებაში მყოფი და საქართველოს

ტერიტორიაზე არსებული სადგურების დახმარებით. დღესდღეობით, აღნიშნული

ინფრასტრუქტურა განადგურებულია. ხოლო, 22 არასასოფლო-სამეურნეო ობიექტი

წარმოადგენს სს „საქაბრეშუმის“ ქონებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით

მიმდინარეობს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი.

Page 37: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

36

მცირე და საშუალო ფერმერებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი ნედლი პარკის დამუშავებისა

და ხამი ძაფის ამოხვევის პროცესის სათანადოდ ორგანიზებისათვის. ასევე

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროდუქტის სტანდარტიზაციისა და ხარისხის

შენარჩუნების თავლსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი ხამი ძაფის ამოხვევა კუსტარულ

პირობებში.

ოჯახურ მეურნეობებში ნედლი პარკის წარმოების შემთხვევაში, ხარისხის კონტროლის ნედლი

პარკის მიღების პროცესში, ასევე სათანადო ტრანსპორტირების, შენახვის და დამუშავების

უზრუნველყოფა წარმოადგენს ღირებულებათა ჯაჭვის ამ რგოლის წარმატების ერთერთ

უმნიშვნელოვანეს წინაპირობას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირების ხარჯებისა და ხარისხობრივი დანახარჯების

ოპტიმიზაციის მიზნით, საბჭოთა მოდელში გამოიყენებოდა ჩაბარების სადგურების გაშლილი

ქსელი, რაც შესაბამისად გათვალისწინებული უნდა იყოს წარმოების ახალ მოდელშიც.

ინდუსტრიული გამოკვების შემთხვევაში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სათანადოდ

დაგეგმვისა და ფუნქციონირების პირობებში, არ არის საჭირო ნედლი პარკის გადაადგილება

და მისი დამუშავება შესაძლებელია ადგილზე. ეს ეხება როგორც გაშრობის პროცესში, ასევე

ნედლ მდგომარეობაში. ნედლი პარკის ამოხვევის შემთხვევაში (ნედლი პარკის შენახვის ვადაა

10 დღე მაცივრის გარეშე და 1 თვემდე მაცივრის პირობებში), მნიშვნელოვნად იზრდება

როგორც პარკის აბრეშუმიანობის მაჩვენებლები, ასევე საბოლოო პროდუქტის - ხამი ძაფის -

ხარისხობრივი თვისებები.

გასაღების ბაზრები

ადგილობრივი ბაზარი

მეაბრეშუმეობა საკმაოდ დიდი და შრომა ინტენსიური ინდუსტრიაა, რომელიც იწყება სოფლის

მეურნეობიდან და მთავრდება მსუბუქი მრეწველობით. საქართველოში წარმოებული

აბრეშუმის ხამი ძაფის პოტენციური მომხმარებლები არიან ქვეყანაში არსებული სამკერვალო

ქარხნები, რომლებმაც შესაძლოა დაამზადონ ქსოვილები, ტანსაცმელი, აქსესუარები და

აღნიშნული პროდუქცია მოხმარდეს ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარს. აღსანიშნავია,

რომ საქართველოში ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული აბრეშუმის

პროდუქციით, საიდანაც ძალიან მცირეა რეექსპორტის წილი.

საქართველოში იმპორტირებული აბრეშუმის ტანსაცმელისა და აქსესუარების მხოლოდ მცირე

ნაწილი გადის ექსპორტზე, ხოლო რაც შეეხება ქსოვილებსა და ძაფებს, ისინი მთლიანად

ადგილობრივ მოთხოვნას ხმარდება. გარდა ამისა, საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობის

სამკერვალო საწარმოებია, რომელთა მზა პროდუქციაზეც მზარდი მოთხოვნაა, რაც მიუთითებს

მსუბუქი მრეწველობის განვითარების მაღალ პოტენციალს. ადგილობრივი ბაზრის

მოთხოვნისა და პოტენციალის შესახებ ზუსტი მონაცემების დასადგენად საჭიროა ჩატარდეს

დეტალური კვლევა, სადაც გამოიკვეთება ადგილობრივად წარმოებული აბრეშუმის

ქსოვილების, ტანსაცმლისა თუ აქსესუარების გასაღების ბაზრის მოცულობა და საბაზრო წილი.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, იგი საკმაოდ დიდია და ადგილობრივი ბაზრის ათვისების

გარეშეც საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გაიტანოს ადგილობრივად წარმოებული

პროდუქცია საზღვარგარეთ.

Page 38: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

37

სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის (CASE) მიერ 2008 წელს ჩატარებული

კვლევის საფუძველზე, საქართველოს საფეიქრო ინდუსტრიას აქვს განვითარების ძალიან

დიდი პოტენციალი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პირობების სრული

გამოყენების შემთხვევაში. კერძოდ, პრეფერენციების გენერალური სისტემის (GSP) მიხედვით,

საქართველოს ფაქტობრივად აუთვისებელი აქვს ტექსტილის სექტორისთვის არსებული

ბენეფიტები.

სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული შესაძლოა

განპირობებული იყოს GSP სისტემის დაბალი ცნობადობით ქართველი ექსპორტიორებისა და

იმპორტიორებს შორის. თუმცა, საწარმოო შესაძლებლობების გაზრდისა და მაქსიმალურად

ეფექტიანად გამოყენებისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა ან

ძველის განახლება, რაც ხელს შეუწყობს ამ ინდუსტრიის ზრდასა და განვითარებას. კვლევების

ცენტრმა ასევე დეტალურად გამოიკვლია საქართველოში არსებული 33 სექტორი,

რომელთაგანაც 11-ს დასაწყისში ზრდადი ზღვრული სარგებლიანობა მოაქვს. ერთ-ერთი

მათგანი გახლავთ ტექსტილის ინდუსტრია იქედან გამომდინარე, რომ ეს სექტორი შედარების

დაბალგანვითარებულია. კვლევის თანახმად, ასევე ტექსტილის სექტორში დასაქმებულთა

მთლიანი პროდუქტი ხასიათდება მაღალი ზრდით სხვა სექტორებთან შედარებით.

მსუბუქი მრეწველობის განვითარების პერსპექტივები და მათ შორის აბრეშუმის ქსოვილებისა

და სხვადასხვა მზა ნაწარმის განვითარების შესაძლებლობები საკმაოდ მაღალია იქედან

გამომდინარე, რომ საქართველო აღნიშნული საქონლის ჭრილში სარგებლობს ნულოვანი

სატარიფო ბარიერებით ევროპის 27 ქვეყანასთან და ასევე თურქეთთან.

სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის გარდა

ადგილობრივი მსუბუქი მრეწველობის განვითარების შესაძლებლობას იძლება შემდეგი

უპირატესობები:

საქართველოში არსებული დიდი გამოცდილება მეაბრეშუმეობის დარგში;

ქვეყანაში არსებული სამკერვალო საწარმოების სიმრავლე, რომელთა უმეტესობაც არ

მუშაობს სრული წარმადობით;

იმპორტირებული ტანსაცმლისა და ქსოვილების მზარდი მოცულობა.

აბრეშუმის ხამი ძაფისგან ქსოვილისა და სხვა მზა ნაწარმის დამზადებას ჭირდება სექტორის

გაფართოვება არსებულ საწარმოებში. ამისათვის კი საჭიროა ჩატარდეს დეტალური კვლევა

იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ადგილობრივად წარმოებული ხამი ძაფისგან

დამზადდეს ქსოვილი და დადგინდეს თუ რა წარმადობით შეუძლია მუშაობა არსებულ

საწარმოებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მსუბუქი მრეწველობის განვითარების

გარეშე მთლიანი ბაზარი და ზოგადად გასაღების არეალი მაინც საკმაოდ დიდია. საქართველოს

შეუძლია საერთაშორისო ბაზარზე გაიტანოს აბრეშუმის ხამი ძაფი ან თუნდაც აბრეშუმის პარკი,

რომელიც აქტიურად ვაჭრობა ხორციელდება საერთაშორისო ბაზარზე. იქედან გამომდინარე,

რომ საქართველოს მიერ წარმოებული აბრეშუმის ნაწარმი ძალიან მცირე წილს იკავებს

აბრეშუმის მსოფლიო ბაზარზე, მისი გასაღების ბაზრის მოძიება არც თუ ისე რთულია როგორც

ადგილობრივად, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

როგორც უკვე აღინიშნა, ადგილობრივი მოთხოვნა აბრეშუმის ნაწარმზე ძირითადად

ქსოვილების და აბრეშუმის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ფიქსირდება. უკანასკნელი 3 წლის

მანძილზე აბრეშუმის ტანსაცმლისა და აქსესუარების იმპორტი იზრდება და 2014 წელს

შეადგინა 1343 ათასი აშშ დოლარი.

Page 39: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

38

დიაგრამა 21. 2012-2014 წლებში იმპორტირებული აბრეშუმის ნაწარმი (ათასი აშშ დოლარი) (წყარო: GeoStat)

საქართველოდან აბრეშუმის ქსოვილების რეექსპორტი არ ფიქსირდება. შესაბამისად,

აღნიშნული აბრეშუმის ქსოვილები მოიხმარება ადგილობრივად. თუ იმპორტირებული

აბრეშუმის ტანსაცმლისა და აქსესუარების მოცულობას ავიღებთ ადგილობრივი ბაზრის

მოთხოვნის დონედ, მაშინ ცხადია, რომ ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს

მოთხოვნის მესამედსაც კი.

ადგილობრივ ბაზარზე აბრეშუმის ინდუსტრიის განვითარება შექმნის ახალ მოთხოვნას და

გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მსუბუქი მრეწველობის განვითარებას.

ექსპორტი

გაყიდვების პოტენციალი კავკასიის რეგიონში (აზერბაიჯანი, სომხეთი,

რუსეთი, თურქეთი)

კავკასიის რეგიონში საქართველოს აქვს პოტენციალი დაიკავოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილი.

ამ მხრივ საქართველოს უპირატესობას წარმოადგენს მისი ტერიტორიული მდებარეობა და

არსებობს აბრეშუმის პარკისა და ხამი ძაფის გატანის შესაძლებლობა აზერბაიჯანში, თურქეთსა

და რუსეთში.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მონაცემებით, აბრეშუმის პარკის იმპორტი

2010-2012 წლებში კავკასიის რეგიონის მასშტაბით განახორციელა ირანმა და აზერბაიჯანმა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის აბრეშუმის პარკების იმპორტი მცირეა, საქართველოს

წარმოების პოტენციალის მასშტაბის გათვალისწინებით იგი შესაძლოა მნიშვნელოვანი სავაჭრო

პარტნიორი გახდეს. 2010-2012 წლების საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს

შეუძლია აბრეშუმის პარკის ექსპორტი 48 ტონის ფარგლებში იმის გათვალისწინებით, რომ

მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა 2015 წლამდე (იხილეთ დიაგრამა 22. იმპორტი

კავკასიის მასშტაბით (ტონა) (2010-2012 წლის საშუალო)). რაც შეეხება კონკურენტებს,

აზერბაიჯანის ბაზარზე ძირითადი კონკურენტი ყაზახეთია, ხოლო ირანის სავაჭრო

პარტნიორები კი ავღანეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი. მიუხედავად კონკურენტების

სიმრავლისა, საქართველოს შეუძლია საკუთარი მცირე ნიშა დაიკავოს ბაზარზე.

რაც შეეხება აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტს კავკასიის რეგიონში, ამ მხრივ გასაღების ბაზარი

გაცილებით დიდია. აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტს ახორციელებს თურქეთი, აზერბაიჯანი,

166

1224

0.17 39

1303

0.04 0.1266

1343

0

200

400

600

800

1000

1200

1400

1600

აბრეშუმის პარკი (იმპორტი) აბრეშუმის ძაფი აბრეშუმის ქსოვილები (იმპორტი)

აბრეშუმის ტანსაცმელი და აქსესუარები (იმპორტი)

2012 2013 2014

Page 40: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

39

რუსეთი და ირანი, რომელთა ბოლო 3 წლის იმპორტის საშუალო ჯამური რაოდენობა 543 ტონას

შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კავკასიის რეგიონის საშუალო წლიური იმპორტის

მოცულობა დაახლოებით 543 ტონაა, საიდანაც საქართველოს შეუძლია დაიკავოს

მნიშვნელოვანი საბაზრო წილი. რაც შეეხება კონკურენტებს, ესენი არიან: უზბეკეთი,

თურქმენეთი, ჩინეთი და ბრაზილია.

დიაგრამა 22. იმპორტი კავკასიის მასშტაბით (ტონა) (2010-2012 წლის საშუალო)

ამოსახვევად უვარგისი პარკების იმპორტს ძირითადად თურქეთი ახორციელებს რაც

საშუალოდ შეადგენს წელიწადში 16 ტონას. იმპორტი ხორციელდება ძირითადად ჩინეთიდან,

ინდოეთიდან გერმანიიდან და იტალიიდან. ასევე მცირე რაოდენობის უვარგისი აბრეშუმის

პარკის იმპორტი განახორციელა აზერბაიჯანმა 2010 წელს თურქეთიდან.

გაყიდვების პოტენციალი ევროპის ქვეყნებში

ევროპა მნიშვნელოვანი სავაჭრო რგოლია აბრეშუმის იმპორტის მხრივ. მსოფლიოში აბრეშუმის

პარკების იმპორტის 30% ევროპის ქვეყნებზე მოდის, 18% წილი უჭირავს აბრეშუმის ხამი ძაფის

იმპორტს, ხოლო ამოსახვევად უვარგისი პარკების მხოლოდ 5-10% მოდის ევროპაზე.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ იმპორტს რუმინეთი და ბულგარეთი

ახორციელებენ, დასავლეთ ევროპაში გერმანია და საფრანგეთი, ჩრდილოეთში დიდი

ბრიტანეთი, ხოლო სამხრეთში კი იტალია და ესპანეთი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ

ევროპის ქვეყნები ერთმანეთშიც ვაჭრობენ აბრეშუმის ძაფითა და პარკებით. ევროპის ქვეყნების

ერთმანეთთან ვაჭრობის გამოკლებით, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ბაზრები არის

მოცულობით ყველაზე დიდი, სადაც საშუალოდ წელიწადში ხორციელდებოდა 682 და 416

ტონა აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტი შესაბამისად (იხილეთ დიაგრამა 23. ევროპის მასშტაბით

აბრეშუმის პარკის, ხამი ძაფისა და ამოსახვევად უვარგისი აბრეშუმის პარკის იმპორტის

საშუალო მონაცემები 2010-2012 წლებში (ტონა)).

რაც შეეხება სხვა კონკურენტ ქვეყნებს, ევროპის რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაა

წარმოდგენილი. კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში ჩინეთი და უზბეკეთი, დასავლეთში ჩინური

აბრეშუმის გარდა წარმოდგენილია პროდუქცია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან, ასევე

იაპონიიდან. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში წარმოდგენილია აბრეშუმი ჩინეთიდან,

ინდოეთიდან, იაპონიიდან, ხოლო სამხრეთში კი ინდოეთი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები,

უზბეკეთი, ვიეტნამი.

48

543

16

0

100

200

300

400

500

600

აბრეშუმის პარკი აბრეშუმის ხამი ძაფი ამოსახვევად უვარგისი

აბრეშუმის პარკი

Page 41: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

40

საქართველოში წარმოებულ აბრეშუმს პოტენციალი აქვს აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის

ბაზარზე, რომელიც ყველაზე დიდი მოცულობის ბაზარს წარმოადგენს ევროპაში. რაც შეეხება

დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები საფრანგეთი და

გერმანიაა, სადაც ხდება უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის იმპორტი. ხარისხის სტანდარტების

დაცვის შემთხვევაში აღნიშნული რეგიონიც შესაძლოა განხილულ იქნას სამიზნე ბაზრად.

დიაგრამა 23. ევროპის მასშტაბით აბრეშუმის პარკის, ხამი ძაფისა და ამოსახვევად უვარგისი აბრეშუმის პარკის იმპორტის საშუალო მონაცემები 2010-2012 წლებში (ტონა)5

ფასების დინამიკა

საქართველოს პოტენციური საბაზრო წილი აბრეშუმის ბაზარზე საკმაოდ მცირეა. შესაბამისად,

ქართული აბრეშუმის საშუალო საორიენტაციო ფასები უნდა მისდევდეს საერთაშორისო

ბაზარზე არსებული ლიდერი ქვეყნების საშუალო ფასებს, რადგან ძირითადად ისინი ქმნიან

შესაბამის გარემოს აბრეშუმის ბაზარზე. ამ მხრივ ჩინეთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი

ქვეყანაა, რომელსაც ასევე გააჩნია აბრეშუმის ნაწარმის ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა.

შესაბამისად, საქართველომ ორიენტაცია უნდა გააკეთოს სწორედ ამ ფასების დინამიკაზე.

უახლესი მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში აბრეშუმის ხამი ძაფის ღირებულება 1 კგ-

ზე 48-55 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის

ორგანიზაციას მოეპოვება მსოფლიოში ექსპორტირებული აბრეშუმის საშუალო ფასები 1

კილოგრამ ნედლეულზე, თუმცა ფასები არ არის მოცემული აბრეშუმის ნაწარმის

ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სტატისტიკა

საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართული აბრეშუმის საშუალო საორიენტაციო საექსპორტო ფასების

განსაზღვრისთვის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წლიდან 2012

წლამდე 24-დან 44 აშშ დოლარამდე გაიზარდა საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტირებული 1 კგ

აბრეშუმის ხამი ძაფის ფასები, რაც დაახლოებით ჩინეთის ფასების დინამიკის პარალელურია.

2013 წელს ჩინეთის ფასები 60 აშშ დოლარსაც გასცდა, თუმცა 2015 წლის მაისისთვის 50 აშშ

დოლარამდე დაიწია. აბრეშუმის პარკის საშუალო ფასი 2014 წლის ნოემბერში 16.03 აშშ

დოლარს შეადგენდა, ხოლო 2015 წლის მაისში კი 15.61 აშშ დოლარამდე შემცირდა. ინფორმაცია

5 აღნიშნული მონაცემები არ მოიცავს ევროპის ქვეყნებს შორის ვაჭრობას

484

70

521

682

195

10

416

0

100

200

300

400

500

600

700

800

აღმოსავლეთ ევროპა დასავლეთ ევროპა ჩრდილოეთ ევროპა სამხრეთ ევროპა

აბრეშუმის პარკი აბრეშუმის ხამი ძაფი

Page 42: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

41

რეგულირება

საქართველოში ადგილობრივი მეაბრეშუმეობის ინდუსტრია არ რეგულირდება სახელმწიფოს

მიერ. აბრეშუმის პარკის, ძაფისა და ქსოვილის წარმოებისთვის მეწარმეს არ მოეთხოვება

სპეციალური ლიცენზიის ან ნებართვის ქონა.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის განვითარების საწყისი ეტაპი

მოხდება უცხოური გრენის იმპორტით, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის

დადგენილების მიხედვით, მეწარმე სუბიექტს ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, კერძოდ კი

ვეტერინარული სერთიფიკატი, რადგან გრენა უშუალოდ ექვემდებარება ვეტერინარულ

სერტიფიცირებას. ვეტერინარული სერტიფიკატი წარმოადგენს სპეციალურ ფორმას და მისი

საქართველოში იმპორტის დროს გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის ან იმ ქვეყნის, რომლის

ტერიტორიიდანაც ტვირთმა გადმოკვეთა საზღვარი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ.

ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს საქართველოს საზღვრებზე

ახორციელებენ საბაჟო ორგანოები ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის, სერტიფიკატების და

ნებართვების შემოწმების, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული

დათვალიერების, საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ტვირთის გახსნის, სინჯების და

ნიმუშების აღების და ლაბორატორიული შემოწმების გზით.

რაც შეეხება უცხოურ გამოცდილებას, საქართველოს მაგალითის ანალოგიურად, თითქმის

ყველა ქვეყნის საზღვარზე კონტროლდება ვეტერინარულ სერტიფიცირებას

დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი. გარდა ამისა, აბრეშუმის

მწარმოებელ უმსხვილეს ქვეყანაში, როგორიც არის ინდოეთი, ასევე გაიცემა ლიცენზიები და

ნებართვები გრენის გამოყვანაზე, აბრეშუმის პარკის დამზადებასა და მის ამოხვევაზე.

მეაბრეშუმეობის ინდუსტრია მკაცრად რეგულირდება სახელმწიფოს მიერ და ქვეყანაში

არსებობს ტექსტილის სამინისტრო, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მეაბრეშუმეობის

ხელშეწყობა და ადგილობრივი ბაზრის დაცვა.

Page 43: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

42

4 „აბრეშუმის სახლი“

„აბრეშუმის სახლის“ კონცეპცია და მოდელი

„აბრეშუმის სახლი“ წარმოადგენს საქართველოში აბრეშუმის ინდუსტრიის რეაბილიტაციის

ინიცირების შესაძლო მოდელს. ისტორიულად აბრეშუმის პარკის წარმოება საქართველოში

გლეხური მეურნეობების მიერ ხორციელდებოდა, თუმცა ამჟამად რამდენად შესაძლებელია

წარმოების აღდგენა მსგავსი მოდელით დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. დამატებით

კვლევის საგანია გამოსაკვები ბაზაც (გლეხურ მეურნეობებში თუთის ნარგავების რაოდენობა) .

გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ინდუსტრიაში შედარებით მსხვილი მონაწილეების არსებობის

გარეშე რთული იქნება ინდუსტრიის რეაბილიტაციის ინიცირება.

აბრეშუმის ინდუსტრიის რეაბილიტაციისათვის საჭირო იქნება ზემოაღწერილი

ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის ერთეულის განვითარება, რაც მოითხოვს ფართო

რესურსებსა და დროს.

ამდენად, „აბრეშუმის სახლი“ წარმოადგენს ინდუსტრიის აღორძინების ინიცირებისათვის

ხელსაყრელ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს ინდუსტრიულად საწარმოო სიმძლავრეების

შექმნას აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოებისათვის.

„აბრეშუმის სახლი“ წარმოადგენს აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების მაშტაბირებად ბიზნეს

მოდელს, რომელიც მოიცავს:

ხამი ძაფის ამოხვევის საწარმოს;

აბრეშუმის ჭიის გამოკვების საწარმოო ფართს და მასთან არსებულ ნედლი (ცოცხალი)

აბრეშუმის პარკის შენახვისთვის საჭირო ფართსა და დანადგარებს;

თუთის ხეების ინდუსტრიულად გაშენებულ პლანტაციებს.

ამდენად, „აბრეშუმის სახლი“ აერთიანებს სამ საწარმოო პროცესს ერთი ბიზნეს მოდელის

ფარგლებში (იხილეთ დიაგრამა 24. „აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს მოდელი), რომელიც

აწარმოებს;

ერთ შუალედურ პროდუქტს - აბრეშუმის ნედლ (ცოცხალ) პარკს;

და ერთ საბოლოო პროდუქტს - აბრეშუმის ხამ ძაფს

დიაგრამა 24. „აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს მოდელი

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მოდელის ფარგლებში წარმოებული ორივე პროდუქტით ვაჭრობა

ხორციელდება საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა აბრეშუმის პარკის გაყიდვის შემთხვევაში იგი

საჭიროებს გაშრობას. გარდა ამისა, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტი, რომ

აბრეშუმის ინდუსტრიის დამახასიათებელ ნიშანთვისებას წარმოადგენს ხარისხის და ფასის

მჭიდრო კავშირი - რაც გულისხმობს, რომ რაც უფრო მაღალია ხარისხი, შესაბამისად მაღალია

თუთის გაშენებადა ფოთლის

წარმოება

აბრეშუმის ჭიისგამოკვება და

ნედლი პარკისწარმოება

აბრეშუმის ხამიძაფის წარმოება

Page 44: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

43

ფასიც. აბრეშუმის ხამი ძაფის ხარისხი შედარებით მაღალია თუ იგი იწარმოება ნედლი

პარკისაგან და არა მშრალი პარკიდან. ამდენად, აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს

აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოებას ნედლი პარკიდან.

ბიზნეს მოდელის მაშტაბირება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „აბრეშუმის სახლი“ წარმოადგენს სკალირებად ბიზნეს მოდელს.

ბიზნეს მოდელის შეფასებული შედეგების (იხილეთ ცხრილი 5. „აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს

მოდელის სკალირება) საფუძველზე ცხადია, რომ 100-150 ჰექტარი თუთის ფოთლის

გამოსაკვები ბაზის (პლანტაციის) მქონე ბიზნესი შესაძლებელია განხორციელდეს, ქვემოთ

აღწერილი საოპერაციო მოდელის გათვალისწინებით. აღნიშნული შეფასება არ ითვალისწინებს

კაპიტალური ინვესტიციების საჭირო ფინასური რესურსის ღირებულებას - დაფინანსების

ღირებულებას.

ცხრილი 5. „აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს მოდელის სკალირება

მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500

კაპიტალური ინვესტიცია

(აშშ დოლარი) 975 311 2 140 385 4 280 381 6 265 868 8 411 048 12 540 931 20 597 635

აბრეშუმის ხამი ძაფის

წარმოების მოცულობა (კგ) 2 700 6 750 13 500 20 250 27 000 40 500 67 500

აბრეშუმის პარკი

წარმოების მოცულობა 15 000 37 500 75 000 112 500 150 000 225 000 375 000

მთლიანი გაყიდვები (აშშ

დოლარი) 232 500 581 250 1 162 500 1 743 750 2 325 000 3 487 500 5 812 500

აბრეშუმის ხამი ძაფის

გაყიდვები (აშშ დოლარი) 1 35 000 337 500 675 000 1 012 500 1 350 000 2 025 000 3 375 000

აბრეშუმის ჭუპრის

გაყიდვები (აშშ დოლარი) 97 500 243 750 487 500 731 250 975 000 1 462 500 2 437 500

საშუალო წმინდა მოგების

მარჟა 16.43% 29.50% 31.46% 32.71% 32.87% 33.34% 34.20%

IRR* -1.23% 6.55% 7.56% 8.59% 8.56% 8.89% 9.53%

უკუგების პერიოდი (Payback Period)

N/A 8.02 7.78 7.54 7.54 7.47 7.33

* შენიშვნა: IRR გაანგარიშებულია პროექტის 10 წლიანი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, რადგან ათი წლის

შემდეგ ბიზნესი მოითხოვს მნიშნველოვან განახლებით ინვესტიციებს როგორც თუთის ფოთლის გამოსაკვები ბაზის

(პლანტაციის) განახლებისათვის, ასევე აბრეშუმის პარკის საწარმოო ინფრასტრუქტურისათვის.

აღსანიშნავია, რომ მოდელის მომგებიანობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია წარმოების

ნარჩენების, როგორიცაა ჭიის ჭუპრის რეალიზაციაზე.

ბიზნეს მოდელის პარამეტრები

ბიზნეს მოდელის ტექნიკური პარამეტრები შედგენილია აბრეშუმის წარმოების და თუთის

განაშენიანების პროფესიონალებთან კონსულტაციებით და სხვადასხვა ხელმისაწვდომი

ინფორმაციის ანალიზის მეშვეობით. ბიზნეს მოდელის საწარმოო-ტექნიკური პარამეტრები

შემდეგნაირად ხასიათდება:

Page 45: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

44

აბრეშუმის პარკის წარმოებისათვის, აბრეშუმის ჭიის მისაღებად ხორციელდება გრენის

იმპორტი (იმპორტი განხორციელდება, ვიდრე საქართველოში არ ჩამოყალიბდება

შესაბამის მოცულობის და სიმძლავრის სასელექციო სადგური ან/და გრენის

მწარმოებელი ქარხანა);

1 ჰექტარ მიწის ფართობზე ინტენსიურად გაშენებული თუთის ხეების პლანტაციიდან

შესაძლებელია საშუალოდ 15 (12 – 18 ტონა) ტონა თუთის ფოთოლის წარმოება;

1 კოლოფი გრენიდან (საშუალოდ 27 გრამი გრენა საიდანაც გამოდის 19 გრამი აბრეშუმის

ჭია, რომელიც შეესაბამება საშუალოდ 40000-42000 ცალ ჭიას) მიღებული ჭიის

გამოკვებას სჭირდება 1200 კილოგრამი (1,2 ტონა) თუთის ფოთოლი;

1 კოლოფი გრენიდან მიღებული აბრეშუმის ჭიის გამოკვების მეშვეობით იწარმოება

საშუალოდ 60 კგ ნედლი აბრეშუმის პარკი;

1 კოლოფი გრენიდან მიღებული ჭიის გამოკვებისათვის საჭიროა 75 კვადრატული

მეტრის თაროების ტიპის სივრცეზე, რომელიც განთავსებული შენობის ტიპის

ფართობში, რომელშიც დაცულია შესაბამის ტემპერატურა და ტენიანობა;

აბრეშუმის ხამი ძაფის ამოხვევა განხორციელდება ნედლი პარკიდან

1 კგ ხამი ძაფის წარმოებისათვის საჭიროა 5,3 კგ ნედლი აბრეშუმის პარკი (5 კგ ნედლი

პარკის ამოხვევის მეშვეობით იწარმოება 1 კგ ხამი ძაფი, რომლის გაშრობისას წონა 5-7%

მცირდება - 0.90 კგ საბოლოო ხამი ძაფის პროდუქცია);

1 ჰექტარ მიწაზე გაშენდება 20 000 თუთის თესლნერგი (ჯამურად 2 000 000 ცალი), 50 %-

ანი გახარების ალბათობის გათვალისწინებით. თუთის პლანტაციის განახლება უნდა

განხორციელდეს ყოველ 10 წელიწადში.

თუთის პლანტაციის ინტენსიური გაშენება შეადგენს ორ წლიან პერიოდს

(გაანგარიშებები მოცემულია ფინანსურ დანართში). მისი ექსპლუატაცია

განხორციელდება გათვალისწინებულია მესამე წლიდან. პლანტაციის გაშენების

განხორცილება გათვალისწინებულია ინტენსიური ინდუსტრიული გაშენების

პრინციპით 1 მ X 1 მ ან 2 მ X 0.25 მ.

საოპერაციო ციკლი

ბიზნესის მოდელის მიხედვით საოპერაციო ციკლის პროცესის ინიცირება ხორციელდება

გრენის გამოსაკვები პერიოდის დადგომით: საგაზაფხულო გამოკვებისთვის - აპრილი,

საშემოდგომო გამოკვებისათვის სექტემბერი. საოპერაციო ციკლი სრულდება ხამი ძაფის

წარმოებით (იხილეთ დიაგრამა 27. აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების საოპერაციო ციკლი).

ცხრილი 6. აბრეშუმის ხამი ძაფის საწარმოო ციკლი

ეტაპი # ქმედება პერიოდი აღწერა

1 გრენის შეძენა დამოკიდებულია

მომწოდებელზე

ხორციელდება გრენის იმპორტი, რადგან

საქართველოში არ არსებობს საკმარისი გრენის

ბაზა

2 ოთახების დეზინფექცია 2 დღე ხორციელდება ფორმალინის (40%) ხსნარით

ოთახების დამუშავება, რასაც ემსახურება ორი

ადამიანი

3 ოთახების განიავება 2 დღე ხორციელდება ოთახების განიავება

დეზინფექციის შემდეგ

4 გრენის ინკუბაცია 1 – 2 კვირა გრენის ინკუბაციას ახორციელებს ორი

სპეციალისტი. სეზონზე 17 კგ გრენამდე.

Page 46: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

45

ეტაპი # ქმედება პერიოდი აღწერა

5 აბრეშუმის ჭიის

განაწილება სტელაჟებზე

1 დღე ხორციელდება პირველი ასაკის აბრეშუმის ჭიის

625 კოლოფის განაწილება დაახლოებით 225

კვადრატულ მეტრზე (1 ოთახში)

6 თუთის ფოთლის

მოკრეფა და

ტრანსპორტირება

30 – 35 დღე თუთის ფოთლის მოკრეფა და ტრანსპორტირება

გამოსაკვებ სადგურამდე გრძელდება აბრეშუმის

ჭიის კვების მთელ პერიოდზე

7 თუთის ფოთლის

დამზადება

30 – 35 დღე ხორციელდება თუთის ფოთლის

დაჭრა/მომზადება გამოსაკვებად (აბრეშუმის

ჭიის კვების მთელ პერიოდზე)

8 აბრეშუმხვევიას

გამოკვება

30 – 35 დღე მიმდინარეობს აბრეშუმის ჭიის გამოკვება.

მოცემულ პერიოდში აბრეშუმხვევია გადის ხუთ

ასაკს და იცვლება კვების ინტენსიურობა

8.1 I-III ასაკის აბრეშუმხვევიას

გამოკვება 14 დღე ხორციელდება აბრეშუმის ჭიის გამოკვება 20%-

ანი ინტენსიურობით (მთელ სეზონზე

განსაზღვრული საკვები ფოთლის 20%)

8.2 IV-V ასაკის აბრეშუმხვევიას

გამოკვება 16 დღე ხორციელდება აბრეშუმის ჭიის გამოკვება 80%-

იანი ინტენსიურობით (მთელ სეზონზე

განსაზღვრული საკვები ფოთლის 80%)

9 პარკის ახვევა 3 დღე გამოკვების დასასრულს ჭია ადის ცახზე და

ახვევს პარკს

10 აბრეშუმის პარკის

გამოკრეფა/გასუფთავება/

დახარისხება/აწონვა

10 დღე ხორციელდება ნედლი პარკის გამოკრეფა,

ნაპერტყულისგან გასუფთავება და აწონვა.

მოცემული სამუშაოებისათვის განსაზღვრულია

შეზღუდული დრო - 10 დღე, რომლის შემდეგაც

პარკი უნდა განთავსდეს მაცივარში, რომ

შენელდეს ჭუპრის გამოსვლის პროცესმა და არ

დაზიანდეს პარკი

11 აბრეშუმის ხამი ძაფის

ამოხვევა

30 დღე აბრეშუმის ხამი ძაფის ამოხვევისათვის

მაქსიმალურად დაშვებული დრო შეადგენს 30

დღეს. ამასთან დროის შემცირება ხორციელდება

მექანიკურ დანადგარებში ინვესტირებით.

ხარჯების შესამცირებლად სამუშაო

გადანაწილებულია 30 დღეზე

12 აბრეშუმის ხამი ძაფის

აწონვა

3 დღე ხორციელდება აბრეშუმის ხამი ძაფის აწონვა,

წარმოებული პროდუქციის განსაზღვრისათვის

საოპერაციო მოდელი

„აბრეშუმის სახლის“ საოპერაციო მოდელი გაანგარიშებულია 100 ჰექტარის თუთის

პლანტაციის გაშენებას, რომელსაც შეუძლია 1250 კოლოფი აბრეშუმხვევიას გამოკვება.

1250 კოლოფიდან მიიღება 75 ტონა ნედლი (ცოცხალი) პარკი, 1 კოლოფზე 60 კგ ნედლი პარკის

წარმადობის გაანგარიშებით. ნედლი (ცოცხალი) პარკის აბრეშუმიანობა შეადგენს 20%-25%-ს (5

კგ ნედლი პარკიდან მიიღება 1 კგ ხამი ძაფი), რაც თავის მხრივ მცირდება 10%-ით ბუნებრივი

გამოშრობის ფაქტორის გათვალისწინებით.

75 ტონა ნედლი (ცოცხალი) პარკიდან მიიღება 13,5 ტონა აბრეშუმის ხამი ძაფი. აბრეშუმის ხამი

ძაფის საშუალო საბაზრო ფასი შეადგენს 50 დოლარს. იქიდან გამომდინარე, რომ ხამი ძაფი არ

წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდების საქონელს, მისი შიდა ბაზარზე

რეალიზაცია ექვემდებარება დამატებული ღირებულების (დღგ) გადასახადით დაბეგვრას,

თუმცა მოცემული ფასი არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.

შენობა-ნაგებობა

აბრეშუმი ჭიის გამოსაკვების შენობა-ნაგებობა

Page 47: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

46

აბრეშუმის ჭიის გამოკვებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა დაყოფილია ოთახებად, რათა

შეზღუდული იქნას ჭიის დაავადების გავრცელება (ასეთი შემთხვევისას). ერთი ოთახის

ფართობი შეადგენს (53მX15მ) 795 კვ. მ-ს, სადაც შესაძლებელია რომ განთავსდეს 30 კოლოფი

აბრეშუმხვევიასთვის საჭირო თაროები (იხილეთ დიაგრამა 25. გამოსაკვები ოთახის მოწყობა).

დიაგრამა 25. გამოსაკვები ოთახის მოწყობა

აბრეშუმხვევიას გამოკვება ხორციელდება ორ სეზონად - გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

შესაბამისად აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად საჭირო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი

დაანგარიშებულია 625 კოლოფზე და შეადგენს 17295 კვ. მ-ს. მოცემულ ტერიტორიაზე

განთავსდება აბრეშუმხვევიას გამოსაკვები 21 ოთახი.

ადმინისტრაციული ფართის გათვალისწინებით შენობის საერთო ფართობი შეადგენს 17 625 კვ.

მ-ს, რაც მოიცავს ხამის ძაფის ამოსახვევი ტექნიკის განთავსებას (იხ. მანქანა-დანადგარები) და

მარტივი კონსტრუქციის თუთის შესანახის და ორი ამწეს განსანთავსებლად საჭირო

ტერიტორიას. მიწის ფართობის შესამცირებლად (8 813 კვ. მ), გამოსაკვები შენობა-ნაგებობა

განსაზღვრულია აშენდეს ორ სართულად.

ძაფის ამოხვევა ხორციელდება ნედლი პარკიდან, და ამდენად ერთი ოთახი მოეწყობა

სამაცივრედ, რაც 5˚C ტემპერატურის დაცვით უზრუნველყოფს ნედლი პარკის შენახვას ვადით

30 დღემდე.

თითოეულ ოთახში განთავსდება 6 სტელაჟი ზომით 50 მ X 1.5 მ.

შესასვლელი

0.8

მ 1.1

მ 1.4

0.5

1.5 მ

3 მ

40 მ

1.5 მ

1.5

1.5 მ

გასასვლელი

ჭიის მოსავლელი ოთახი

ფოთლის მოსამზადებელი ადგილი

1.7

Page 48: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

47

აბრეშუმის ხამი ძაფის ამოხვევის საწარმოს შენობა-ნაგებობა

აბრეშუმის ხამი ძაფის ამოხვევისთვის გათვალისწინებულია ძაფის ამოხვევის 4 დანადგარი.

მათი განთავსება მოხდება ერთ ოთახში, რომლის საერთო ფართი შეადგენს 660 კვ. მ-ს

ორსართულიან შენობაში, ხოლო მიწის თვალსაზრისით 330 კვ. მ-ს. ოთახის განზომილებებია:

სიგრძე - 27.0 მ., სიგანე - 24.4 მ (იხილეთ: დიაგრამა 26. ძაფის ამოხვევის საწარმოს შენობა-

ნაგებობა)

დიაგრამა 26. ძაფის ამოხვევის საწარმოს შენობა-ნაგებობა

დანადგარი 1

დანადგარი 2

დანადგარი 3

დანადგარი 4

შესასვლელი

გასასვლელი

3.6 მ

23 მ

2 მ

2 მ

2 მ

ოთახის სიგანე: 24.4 მ.ოთახის სიგრძე: 27.0 მ. ოთახის მთლიანი ფართი: 658.8

მანქანა-დანადგარები

აღნიშნული ბიზნესს მოდელის განხორციელებისათვის საჭიროა შემდეგი დანადგარები:

გრენის საინკუბაციო კამერა;

აბრეშუმის ხამი ძაფის ამოხვევის დანადგარი;

ამწე;

ტრაქტორი;

ფოთლის საკრეფი მანქანა;

წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

სეზონზე 17 კგ გრენის ინკუბაციისათვის განსაზღვრულია 1 საინკუბაციო კამერა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აბრეშუმის ხამი ძაფის ამოხვევა აბრეშუმხვევიას

ნედლი პარკიდან. ერთ სეზონზე ნაანგარიშები 625 კოლოფი ჭიისგან მიღებული 37.5 ტონა

Page 49: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

48

პარკის დამუშავება უნდა მოხდეს ერთი თვის განმავლობაში, აბრეშუმხვევიას გამოჩეკის

ბუნებრივი ფაქტორის გათვალისწინებით. აღნიშნული პროექტისთვის შეირჩა აბრეშუმის

ძაფის ამოხვევის დანადგარი - TF2010 (იხილეთ: სურათი 1. ხამი ძაფის საწარმოო დანადგარი).

დანადგარის წარმადობა შეადგენს 400-650 გ. ძაფს ერთ საათში 10 დაბოლოებაზე. ერთ

დანადგარს აქვს 142 ცალი მგავსი დაბოლოება. აქედან გამომდინარე მთლიანი დანადგარის

წარმადობა შეადგენს 5680-9230 გ. ძაფს ერთ საათში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით აბრეშუმის

ძაფის წარმოებისთვის საჭიროა ძაფის ამოხვევის 4 დანადგარი. ერთი დანადგარის მოცულობაა:

სიგრძე - 23.0 მ., სიგანე - 3.6 მ., სიმაღლე 1.8 მ. ერთი დანადგარის ექსპლუატაციისთვის საჭიროა

7 ადამიანი.

სურათი 1. ხამი ძაფის საწარმოო დანადგარი

თუთის ფოთლის მეორე სართულზე მისაწოდებლად დამონტაჟდება 2 ამწე, რომლის იმპორტი

განხორციელდება თურქეთიდან.

თუთის ფოთლის მიწოდება აბრეშუმხვევიას გამოსაკვებ სადგურამდე განხორციელდება

ტრაქტორის (Belarus 320) საშუალებით. ტრაქტორის ტვირთამწეობა შეადგენს 1.1 ტონას.

ყველაზე დატვირთულ პერიოდში, აბრეშუმხვევიას IV-V ასაკში, განხორცილდება საშუალოდ

38 რეისი, ვინაიდან აბრეშუმის ჭია აღნიშნულ ასაკში მოიხმარს მთელ გამოსაკვებ პერიოდზე

განსაზღვრული (1.2 ტონა) ფოთლის 80%-ს. მოცემული ფაქტორი ასევე გათვალისწინებულია

მუშახელში, რომლის ზრდა გათვალისწინებულია მოცემულ ასაკში.

ფოთლის საკრეფი მანქანის იმპორტი განხორციელდება ჩინეთიდან. დანადგარის რაოდენობა

განსაზღვრულია საკვებად გამოსაყენებელი ფოთლის საჭირო დღიური ნორმიდან, რომელიც

IV-V ასაკში გამოიანგარიშება ერთ სეზონზე მოყვანილი თუთის ფოთლის (750 ტ) 80%-ის

Page 50: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

49

(კვების ინტენსიურობა) შეფარდებით მოცემული ასაკის პერიოდთან (16 დღე) და დანადგარის

დღიურ წარმადობასთან (6 ტ ფოთოლი).

თუთის პლანტაციების მორწყვა გათვალისწინებულია განხორციელდეს წვეთოვანი სარწყავი

სისტემის მოწყობით.

მიწა

აღნიშნული ბიზნეს მოდელით გათვალისწინებული საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო

მიწის ფართობი შეადგენს 101 ჰექტარს, საიდანაც თუთის პლანტაცია დაიკავებს 100 ჰა-ს, ხოლო

დარჩენილი ტერიტორია მოხმარდება შენობა-ნაგებობას და მასთან დაკავშირებული

კონსტრუქციას.

დამხმარე მასალები

გამოსაკვები სადგურისათვის განსაზღვრული დამხმარე მასალების მნიშვნელოვან ნაწილს

წარმოადგენს თაროედის და თაროების დანახარჯი, რომელიც გაანგარიშებულია ერთ სეზონზე

გამოსაკვები აბრეშუმხვევიას კოლოფების რაოდენობაზე (625 კოლოფი).

გამოსაკვები სადგურისათვის დამხმარე მასალებში მერქოვანი ცახის, კალათის, უმცროსი და

უფროსი ასაკებისათვის გადასაყვანი ბადეების დანახარჯები გაანგარიშებულია ერთ სეზონზე

აბრეშუმხვევიას გამოსაკვები კოლოფების რაოდენობაზე (625 კოლოფი).

მოცემული დამხმარე დანახარჯები გამოიყენება მრავალწლიან პერიოდზე და შეადგენს

საინვესტიციო დანახარჯს. ხუთი წლის თავზე განსაზღვრულია ნაწილი დახმარე მასალების

სრულად გამოცვლა (კალათა, გადასაყვანი ბადე ორივე ასაკისათვის).

თუთის პლანტაციისთვის დამხმარე მასალები (თოხი, ბარი) გაანგარიშებულია 1 ჰექტარზე

საჭიროებიდან გამომდინარე.

საოპერაციო ხარჯები

ნედლეული, რომელიც გამოიყენება აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების ფარგლებში, მოიცავს

აბრეშუმის ჭიის გრენას და თუთის ფოთოლს.

გრენის შესყიდვა განხორციელდება უშუალოდ გრენისათვის განსაზღვრულ საინკუბაციო

პერიოდში (აპრილის თვე).

თუთის ფოთლის შესყიდვა არ ხორციელდება მისი მალფუჭებადობის გამო. სწორედ თუთის

პლანტაციის (საკვები ბაზის) გაშენება წარმოადგენს წილობრივად ყველაზე დიდ დანახარჯს

პირველ ორ წელიწადზე. თუთის ხე წარმოადგენს ბიოლოგიურ აქტივს, შესაბამისად მის

მოვლა-გაშენებაზე გაწეული ხარჯები წარმოადგენს საოპერაციო ხარჯების ნაწილს.

აბრეშუმის საოპერაციო ხარჯების ძირითად ნაწილს წარმოადგენს პერსონალის ხელფასები,

რომელიც შედგება პირდაპირი, არაპირდაპირი მუშა ხელისგან და ადმინისტრაციული

ხელფასებიდან. პირდაპირი მუშახელის ხარჯები მოიცავს აბრეშუმხვევიას გამოყვანას, თუთის

პლანტაციის მოვლას, ხამი ძაფის ამოხვევისთვის გაწეული შრომის ანაზღაურებას.

არაპირდაპირი მუშახელის ხარჯები მოიცავს დარაჯის, აგრონომისა და წარმოების მენეჯერის

ხელფასებს. ადმინისტრაციული ხელფასი მოიცავს დირექტორის, ბუღალტერის, დაცვისა და

საწყობის გამგის ხელფასებს.

Page 51: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

50

ფინანსური მოდელი

ფინანსური დაშვებები

ბიზნეს მოდელის ფინანსური შეფასებისათვის გამოყენებულია შემდეგი დაშვებები:

დოლარის კურსი აღებულია 2.4 ლარი 1 აშშ დოლარის ექვივალენტად.

თანხები განსაზღვრულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, გარდა

მიწისა და სხვა სახელმწიფო გადასახადების.

ფინანსური მოდელის ფარგლებში, გაანგარიშებები მოცემულია აშშ დოლარში.

მოცემული პროექტის ფარგლებში აღებულია ხონის მუნიციპალიტეტში დადგენილი

მიწაზე ქონების გადასახადი - 71 ლარი 1 ჰექტარზე.

კაპიტალური დანახარჯები

1 ჰა მიწის ფასად მიჩნეულია 1 500 აშშ დოლარი.

შენობა-ნაგებობის აშენების კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 200 აშშ დოლარს.

ამწის, იმპორტი განხორციელდება თურქეთიდან და მისი ღირებულება ტრანსპორტირებისა და

გადასახადების ჩათვლით შეადგენს 8 000 აშშ დოლარს.

ერთი საინკუბაციო კამერის ღირებულება შეადგენს 2 000 ლარს (833 აშშ დოლარი).

აბრეშუმის ჭიის 1 კოლოფზე გაანგარიშებული დანახარჯები:

30 ცალი თაროედი, ერთეულის ღირებულებით 15 ლარი (6.25 აშშ დოლარი);

50 ცალი თარო, ერთეულის ღირებულებით 15 ლარი (5 აშშ დოლარი);

60 ცალი მერქოვანი ცახი, ერთეულის ღირებულებით 0.5 ლარი (0.21 აშშ დოლარი);

6 ცალი კალათა, ერთეულის ღირებულებით 5 ლარი (2.08 აშშ დოლარი);

13 ცალი უმცროსი ასაკებისათვის გადასაყვანი ბადე, ერთეულის ღირებულებით 5 ლარი

(2.08 აშშ დოლარი);

60 ცალი უფროსი ასაკებისათვის გადასაყვანი ბადე ერთეულის ღირებულებით 5 ლარი

(2.08 აშშ დოლარი).

აბრეშუმის ჭიის გამოკვებისათვის საჭირო ერთ ოთახზე გაანგარიშებული დანახარჯები:

2 ცალი ფსიქრომეტრი, ერთეულის ღირებულებით 25 ლარი (10.42 აშშ დოლარი);

3 ცალი გასაშლელი კიბე, ერთეულის ღირებულებით 50 ლარი (20.83 აშშ დოლარი);

10 ცალი სათლი, ერთეულის ღირებულებით 10 ლარი (4.17 აშშ დოლარი);

10 ცალი ტაშტი, ერთეულის ღირებულებით 10 ლარი (4.17 აშშ დოლარი);

6 მეტრი ფარდა, ერთეულის ღირებულებით 10 ლარი (4.17 აშშ დოლარი);

6 ცალი დანა, ერთეულის ღირებულებით 3 ლარი (1.25 აშშ დოლარი);

6 ცალი სეკატორი, ერთეულის ღირებულებით 50 ლარი (20.83 აშშ დოლარი);

1 ცალი ბაღის ხერხი, ერთეულის ღირებულებით 5 ლარი (2.08 აშშ დოლარი).

თუთის პლანტაციის გაშენება-მოვლასთან დაკავშირებული დაშვებები

თუთის თესლის ერთეულის ღირებულება შეადგენს 15-20 თეთრს (0.06 აშშ დოლარი).

თუთის პლანტაციის ტერიტორიის, 1 000 მ X 1 000 მ (4 000 მ), შემოღობვა განხორციელდება

ბადით. თუთის პლანტაციის შემოღობვისათვის აუცილებელი მასალებისა და გასაწევი

Page 52: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

51

სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენს 17 858 აშშ დოლარს. 1 მეტრ შემოღობვის

გაანგარიშება ლარში (იხილეთ: ცხრილი 7. შემოღობვის ღირებულების გაანგარიშება):

ცხრილი 7. შემოღობვის ღირებულების გაანგარიშება

მასალის დასახელება რაოდენობა 1 მ ბადეზე ერთეულის ფასი

(ლარი)

ღირებულება 1 მ ბადეზე

(ლარი)

ბადე 1 მ 3.5 3.5

ბოძი 0.7 3.5 2.45

გასაყრელი მავთული 2 1 2

ბოძთან სამაგრი

მავთული

0.5 0.15 0.075

შემოღობვის სამუშაო 1 0.5 0.5

ბეტონი 1 2.19 2.19

წვეთოვანი სარწყავი სისტემის დანახარჯი 1 ჰექტარზე შეადგენს საშუალოდ 4 000 – 5 000 ლარს

(1 667 - 2 083 აშშ დოლარი).

ფოთლის საკრეფი მანქანის ღირებულება საშუალოდ შეადგენს 1000 აშშ დოლარს.

ფოთლის ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრული 1 ტრაქტორის (Belarus 320) საბაზრო ფასი

გადასახადების ჩათვლით შეადგენს 15 000 – 17 000 აშშ დოლარს.

თუთის პლანტაციის მოვლისათვის 1 ჰექტარ მიწაზე გაანგარიშებული დანახარჯები:

5 ცალი თოხი, ერთეულის ღირებულებით 5 ლარი (2.08 აშშ დოლარი);

5 ცალი ბარი, ერთეულის ღირებულებით 5 ლარი (2.08 აშშ დოლარი)

ხამი ძაფის ამოხვევასთან დაკავშირებული დაშვებები

ნედლი პარკის ამოსახვევი 1 დანადგარის შეძენის ღირებულება შეადგენს 41 300 აშშ დოლარს,

რაც მოიცავს 30 000 აშშ დოლარს - დანადგარის ღირებულებას, 5 000 აშშ დოლარს -

ტრანსპორტირების ხარჯს და 6 300 აშშ დოლარს - დამატებული ღირებულების გადასახადს.

ნედლი პარკის შესანახი მაცივრის ერთეულის (1 ტონა მოცულობა) ღირებულება შეადგენს 674

აშშ დოლარს.

ცვეთა

ცვეთის ხარჯების შეფასებისათვის გამოყენებულია შემცირებადი ნაშთის ცვეთის მეთოდი,

შემდეგი დაშვებებით:

შენობა-ნაგებობის ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 5%-ს.

მანქანა-დანადგარების ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 20%-ს.

დამხმარე მასალების ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 20%-ს.

მიწას ცვეთა არ ერიცხება.

ნედლი პარკის დამზადებისათვის გაწეული შრომის შეფასება

გამოსაკვები სადგურის დეზინფექციის ხარჯები გაანგარიშებულია ოთახის რაოდენობის

მიხედვით. ერთი ოთახის მომსახურებაზე განსაზღვრულია ორი ადამიანი.

Page 53: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

52

გრენის ინკუბაციისათვის განსაზღვრული 2 ადამიანის მომსახურება. გრენის მასა ერთ

სეზონზე არ აღემატება 18 კგ-ს, შესაბამისად 2 ადამიანის მომსახურება ნაკლებად

დამოკიდებულია წარმოების მასშტაბზე.

გრენის მასას ერთ სეზონზე არ აღემატება 18 კგ-ს, შესაბამისად მისი აწონვისთვის საკმარისია

ერთი ადამიანი.

პირველ სამ ასაკში აბრეშუმხვევია მოიხმარს 625 კოლოფისთვის სეზონზე განსაზღვრული 750

ტონა ფოთლის მხოლოდ 20%-ს, მე-4 და მე-5 ასაკებში - 80%-ს. რაც შეადგენს 150 და 600 ტონას,

შესაბამისად. მოცემული ფოთლის მოკრეფა თანაბრად გადანაწილებულია აბრეშუმხვევიას

ასაკების შესაბამის პერიოდზე (I-III ასაკები - 14 დღე და IV-V ასაკები - 16 დღე). 2 ადამიანი

მუშაობს ფოთლის ერთ საკრეფ მანქანაზე და აგროვებს დღეში დაახლოებით 6 ტონა ფოთოლს.

დღიური მოსაკრეფი ფოთლის ოდენობის 6 ტონა წარმადობაზე გაყოფის შედეგად მივიღებთ

ერთი დღისთვის საჭირო ფოთლის საკრეფი მანქანების ოდენობას. მოცემული, რიცხვის

გამრავლებით ორ ადამიანზე, მივიღებთ დღეში საჭირო მუშახელის ოდენობას

(დამრგვალებულია ლუწ რიცხვამდე). ხელფასი გადანაწილებულია თანაბრად აბრეშუმხვევიას

ასაკების შესაბამისი დღეების (14 და 16 დღე) მიხედვით.

გამოსაკვები სადგურის ერთი ოთახის ფარგლებში (30 კოლოფი), თუთის ფოთლის

დამზადებაზე განსაზღვრულია 6 ადამიანი. მოცემული ხარჯის ჩანაცვლება შესაძლებელია

მექანიზირებული დანადგარით.

პირველ სამ ასაკში აბრეშუმხვევიას თუთის ფოთლის მოხმარების გაანგარიშებით, დღიური

ნორმა 4 გამოკვების გათვალისწინებით შეადგენს დაახლოებით 128 კგ-ს ერთ ჭამაზე, რომლის

უზრუნველყოფაც თავისუფლად შეუძლია ორ ადამიანს (30*1.2*20%/14/4)

IV-V ასაკში აბრეშუმხვევიას თუთის ფოთლის მოხმარების გაანგარიშებით, დღიური ნორმა 4

გამოკვების გათვალისწინებით შეადგენს დაახლოებით 450 კგ-ს ერთ ჭამაზე, რომლის

უზრუნველყოფა შეუძლია ოთხ ადამიანს (30*1.2*80%/16/4)

ერთი ოთახის ფარგლებში, აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე (2

250 კვ. მ) ცახების განთავსებას განახორციელებს 3 ადამიანი.

ერთი ოთახის ფარგლებში პარკის გამოკრეფა უნდა განხორციელდეს დაახლოებით საერთო

ფართობის 2 250 კვ. მ-ის (გამოკვების ტერიტორია) ცახებიდან. 12 ადამიანზე გაანგარიშებისას

ერთ ადამიანს მოუწევს პარკის გამოკრეფა 188 კვ. მ ფართობის ცახებიდან.

ცოცხალი პარკის ნაპერტყულისგან გასუფთავება წარმოადგენს შრომატევად საქმეს. ერთი

ოთახის ფარგლებში განთავსებულია 30 კოლოფი ჭია. 1 კოლოფი შეიცავს 19 გრამ ჭიას. 1 გრამი

ჭია შეიცავს დაახლოებით 2 200 ცალ ჭიას. გამრავლების შედეგად (30*19*2200) მივიღებთ 1 254

000 ცალ ჭიას, რომელიც შედეგად გვაძლევს დაახლოებით 60%-ის სიცოცხლისუნარიანობის

გათვალისწინებით 750 000 ოდენობის პარკს. 12 ადამიანის მომსახურების შემთხვევაში, 1

ადამიანს უწევს დაახლოებით 63 000 პარკის გამოსუფთავება ნაპერტყულისგან. მოცემული

პროცესის ავტომატიზაცია შესაძლებელია შემდგომ პერიოდებში.

პარკის დახარისხება დაკავშირებულია მაღალ დანახარჯებთან, რადგან ცოცხალი პარკიდან

ამოხვევისას, პროცესი შეზღუდულია დროში (10 დღე მაცივარში შეტანამდე; ჯამურად 30 დღე)

ბუნებრივი ფაქტორის გათვალისწინებით (ჭუპრის გამოჩეკა). შესაბამისად საჭიროა საკმარისი

მუშახელის ჩართვა დახარისხების პროცესში, რათა ცოცხალი პარკი არ დაზიანდეს. ერთ

ოთახზე გაანგარიშებულია 24 ადამიანი.

Page 54: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

53

პარკის აწონვისთვის გაანგარიშებულია ერთი ადამიანი ოთახზე, რაც საკმარისია მთლიანი

მოცულობის - 40 500 კგ (625*30) პარკის ასაწონად.

თუთის პლანტაციის მომზადებასთან დაკავშირებული სამუშაოები

თუთის პლანტაციის გაშენების ხარჯები დამოკიდებულია მიწის ფართობზე და გასაშენებელ

მცენარეზე.

სამუშაოები დაკავშირებული მიწის დამუშავებასთან შეფასებულია ფართობიდან გამომდინარე.

1 ჰექტარ მიწაზე მომსახურების ღირებულება შეადგენს:

ნიადაგის გაწმენდა ქვებისგან და ფესვებისგან - 156.25 აშშ დოლარი;

ნიადაგის მოხვნა ჯვარედინად - 187.50 აშშ დოლარი;

ნაკვეთის სეზონური მოხვნა - 156.25 აშშ დოლარი;

ნაკვეთის დაფარცხვა - 28.65 აშშ დოლარი;

ნაკვეთის აგეგმვა - 41.67 აშშ დოლარი;

ნაკვეთში თხრილის გაკეთება 39.06 აშშ დოლარი;

კულტივაცია - 28.65 აშშ დოლარი;

აზოტოვანი სასუქის შეტანა - 112.50 აშშ დოლარი;

მინერალური სასუქის შეტანა - 109.38 აშშ დოლარი;

გვერდითი ამონაყრების შეცვლა 52.08 აშშ დოლარი.

სამუშაოები დაკავშირებული თუთის მცენარის გაშენებასთან, შეფასებულია თუთის

თესლნერგების რაოდენობიდან გამომდინარე. 1 თესლნერგზე მომსახურების ღირებულება

შეადგენს:

ნაკვეთში ნერგების მიტანა - 0.06 აშშ დოლარი;

ნერგების დარგვა ბარით - 0.06 აშშ დოლარი;

ნერგის გადაჭრა 150 სმ სიმაღლეზე - 0.05 აშშ დოლარი;

დარგვის წინ ნერგზე ფესვის შეჭრა - 0.01 აშშ დოლარი;

ნერგებზე შტამბის ამონაყრების შეცვლა - 0.03 აშშ დოლარი;

მცენარის ძირების შემოთოხვნა - 0.02 აშშ დოლარი;

1 წლიანი ტოტის 40 სმ-ზე გადაჭრა - 0.05 აშშ დოლარი;

ვარჯის ფორმირება - 0.03 აშშ დოლარი.

შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა

შემოსავლები

შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს აბრეშუმის ხამი ძაფი. მოდელით განსაზღვრულია

აბრეშუმის პარკის ორ სეზონზე, გაზაფხული და შემოდგომა, წარმოება. ხამი ძაფის გაყიდვები

გათვალისწინებულია ივლისის და დეკემბრის თვეებში.

ჭუპრის რეალიზაცია ემთხვევა ხამი ძაფის გაყიდვის პერიოდებს.

ფინანსური მოდელის მიხედვით ყოველწლიური გაყიდვები არ იცვლება, ვინაიდან წარმოება

განსაზღვრულია მაქსიმალურ დატვირთვაზე. აბრეშუმის ხამი ძაფის გაყიდვები წლის

ფარგლებში შეადგენს 675 000 აშშ დოლარს, ხოლო ჭუპრის 487 500 აშშ დოლარს.

თუთის პლანტაციის გაშენებაზე განსაზღვრულია 2 წელიწადი. მესამე წლიდან, როდესაც

თუთის ფოთლის ბაზა მზად იქნება აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად, განსაზღვრულია

Page 55: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

54

აბრეშუმხვევიას ინკუბაცია; შესაბამისად აბრეშუმის ხამი ძაფისა და ჭუპრის რეალიზაცია

განხორციელდება მესამე წლიდან.

ხარჯები

ერთი კგ ნედლი პარკის წარმოების ხარჯი წლიდან წლამდე გაანგარიშებულია კონკრეტული

პერიოდისათვის გაწეული ხარჯების შეფარდებით წარმოებული პროდუქციის

რაოდენობასთან. ამასთან, პირველი ორი წლის ხარჯები, წარმოადგენს წინაპირობას აბრეშუმის

პარკის (ხამი ძაფის და ჭუპრის) საწარმოებლად. ერთეული პროდუქციის ღირებულების

შეფასებისათვის, მოცემული ხარჯები გადანაწილდება 10 წელიწადზე, რადგან მოცემული

პერიოდის დასასრულს განსაზღვრულია თუთის პლანტაციის განახლება და შესაბამისად

მოცემულ პროცესთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა.

ბიზნეს მოდელის შეფასების მიხედვით (იხილეთ: ცხრილი 8. ხარჯების სტრუქტურა და

თვითღირებულება):

1 კგ აბრეშუმის ნედლი პარკის საშუალო თვითღირებულება შეადგენს 40.55 აშშ დოლარს.

1 კგ აბრეშუმის ხამი ძაფის საშუალო თვითღირებულება შეადგენს 11.2 აშშ დოლარს.

1 კგ აბრეშუმის ჭუპრის საშუალო თვითღირებულება შეადგენს 7.86 აშშ დოლარს.

ცხრილი 8. ხარჯების სტრუქტურა და თვითღირებულება

გადასახადები

ხამი ძაფი არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველად (გადამუშავებამდე) პროდუქტს და

შესაბამისად მისი რეალიზაცია არ თავისუფლდება დამატებული ღირებულების

გადასახადისგან (18%), ამასთან ზედმეტად გადახდილი გადასახადის (ჩათვლილი) დაბრუნება

ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან მიმართვიდან 1 თვის ვადაში (საქართველოს

საგადასახადო კოდექსი).

ქონების გადასახადი (გარდა მიწის) წარმოადგენს ძირითადი საშუალებების საშუალო

შეწონილი საბალანსო ღირებულების 1%-ს. ქონების გადასახადის (მათ შორის ფინანსური)

მიზნებისათვის 1 000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები ექვემდებარება

დარიცხვას გადასახადით, ამასთან მოგების გადასახადის მიზნებისათვის აღნიშნული აქტივები

სრულიად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, როდესაც განხორციელდა ასეთი

აქტივების შეძენა.

ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ვარირებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის

ფარგლებში. მოცემული პროექტის ფარგლებში აღებულია ხონის მუნიციპალიტეტში

დადგენილი გადასახადი - 71 ლარი 1 ჰექტარზე.

მე-3 წელი მე-4 წელი მე-5 წელი მე-6 წელი მე-7 წელი მე-8 წელი მე-9 წელი მე-10 წელი საშუალო

შეწონილი

წარმოებული ერთეული

პროდუქციის თვითღირებულება

წარმოებული პროდუქციის

ოდენობა

ხამი ძაფი (კგ) 13 500 13 500 13 500 13 500 13 500 13 500 13 500 13 500 13 500

ჭუპრი (კგ) 48 750 48 750 48 750 48 750 48 750 48 750 48 750 48 750 48 750

ცოცხალი პარკი (კგ) 75 000 75 000 75 000 75 000 75 000 75 000 75 000 75 000 75 000

წარმოებული პროდუქციის

თვითღირებულება (1 კგ-ის

ღირებულება )

ხამი ძაფი 43.60 42.51 41.46 40.52 39.68 40.73 38.26 37.63 40.55

ჭუპრი 7.85 7.65 7.46 7.29 7.14 7.33 6.89 6.77 7.30

ცოცხალი პარკი 10.94 12.97 13.10 13.24 13.37 13.21 13.59 13.69 13.01

Page 56: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

55

მოგების გადასახადი განაკვეთი შეადგენს 15%-ს.

საწყისი ინვესტიცია

კაპიტალური დანახარჯების განაწილებულია სამ წელიწადზე. პირველ წელს 337 955 აშშ

დოლარის ინვესტიციის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს თუთის პლანტაციის სამშენებლო

კონსტრუქცია, რაც მოიცავს შემოღობვასა და სარწყავ სისტემას (იხილეთ: ცხრილი 9.

ინვესტიციის მოცულობა).

ცხრილი 9. ინვესტიციის მოცულობა

მეორე წელიწადს 3 557 600 აშშ დოლარის ინვესტიციის ძირითადი დატვირთვა

ხორციელდება აბრეშუმხვევიას გამოსაკვები შენობის მშენებლობაზე.

მესამე წელიწადის 356 180 აშშ დოლარის დანახარჯი წარმოადგენს ინვესტიციას დამხმარე

მასალებში აბრეშუმის ჭიის მოვლა/გამოკვებისათვის.

„აბრეშუმის სახლის“ პროექტის იმპლემენტაცია

„აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს კონცეფცია წარმოადგენს კომერციული ბიზნესის მოდელს, თუმცა

მისი ფინანსური მომგებიანობის მიუხედავად, ბიზნესს გააჩნია საკმაოდ ხანგრძლივი

ინვესტიციის უკუგების პერიოდი და შედარებით დაბალი შიდა უკუგების განაკვეთი (IRR6).

6 IRR გაანგარიშებულია მოდელი 10 წლიანი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, რადგან ათი წლის

1-ლი წლის ჯამი მე-2 წლის ჯამი მე-3 წლის ჯამი

კაპიტალური დანახარჯები პარკის გამოყვანაზე განსაზღვრული კაპიტალური

დანახარჯები

მიწა 1 297 - -

შენობა-ნაგებობა - 3 459 000 -

მანქანა-დანადგარები - 16 000 17 683

დამხმარე მასალები აბრეშუმხვევიას მოვლისათვის - - 316 747

მთლიანი კაპიტალური დანახარჯები პარკის

გამოყვანაზე 1 297 3 475 000 334 430

თუთის პლანტაციის გაშენება/მოვლისათვის

განსაზღვრული კაპიტალური დანახარჯები

მიწა 150 000 - -

სამშენებლო კონსტრუქცია თუთის პლანტაციაზე 184 525 - -

მანქანა-დანადგარები - - 21 750

დამხმარე მასალები თუთის პლანტაციის

მოვლისათვის 2 083 - -

მთლიანი კაპიტალური დანახარჯები თუთის

პლანტაციის გაშენება/მოვლისათვის 336 608 - 21 750

ხამი ძაფის ამოხვევისათვის განსაზღვრული

კაპიტალური დანახარჯები

მიწა 50 - -

მანქანა-დანადგარები - 82 600 -

მთლიანი კაპიტალური დანახარჯები ხამი ძაფის

ამოხვევისათვის 50 82 600 -

მთლიანი კაპიტალური დანახარჯები 337 955 3 557 600 356 180

Page 57: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

56

ასეთი, შიდა უკუგების განაკვეთის მქონე ბიზნეს მოდელის დაფინასება საქართველოში

არსებული კომერციული ფინანსური კაპიტალის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია.

მეორეს მხრივ, „აბრეშუმის სახლის“ ბიზნეს მოდელის პრაქტიკაში 1000 ჰა მეტ მოცულობის

საკვები ბაზის (თუთის პლანტაციების) მქონე ერთეულებად განხორციელება გართულებულია

მიწის ფონდის დანაწევრებულობის და ერთიანი მიწის ფონდის ნაკლებობის გამო.

შესაბამისად, „აბრეშუმი სახლის“ ბიზნესს მოდელის განხორციელება პრაქტიკაში უპრიანია

საშუალო ზომის ბიზნეს ერთეულების სახით - 100-200 ჰა საკვები ბაზის უზრუნველყოფით.

ამდენად, „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესს მოდელის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ

სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული და ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ „აბრეშუმი სახლის“ მოდელი აერთიანებს ღირებულებათა ჯაჭვის

სამ ნაწილს საკვები ბაზის გაშენება (თუთის პლანტაციების გაშენება), აბრეშუმის ჭიის

გამოკვება აბრეშუმის პარკის წარმოებისათვის, და აბრეშუმის ხამი ძაფის ამოხვევა, და

აღნიშნული მოდელის საწყის რესურსებს გრენა და თუთის თესლნერგები წარმოადგენს.

მდგრადი საკვები ბაზა7 წარმოადგენს ამ ღირებულებათა ჯაჭვის ერთ-ერთ საკვანძო რგოლს, და

ამ მოდელის წარმატებულობა დამოკიდებულია საკვები ბაზი ხარისხზე და მდგრადობაზე. თუ

აბრეშუმის ჭიის იმპორტი არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ სიძნელეებთა,

საქართველოს პირობებზე ადაპტირებული თუთის თესლნერგების მისაწვდომობა

კრიტიკულია ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისათვის. ამდენად, აღნიშნული ბიზნეს

მოდელის განხორციელებისას მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა საკვები ბაზის

უზრუნველყოფის მიმართულებით - თესლნერგების გამოყვანა.

შემდეგ ბიზნეს მოდელი მოითხოვს მნიშნველოვან განახლებით ინვესტიციებს როგორც თუთის

ფოთლის გამოსაკვები ბაზის (პლანტაციის) განახლებისათვის, ასევე აბრეშუმის პარკის საწარმოო

ინფრასტრუქტურისათვის. 7 მდგრადი საკვები ბაზა გულისხმობს თუთის პლანტაციების საქართველოს კლიმატურ და მიწის

პირობებზე ადაპტირებულ და საქართველოსთვის დამახასიათებელი თუთის დაავადებების მიმართ

მდგრად ჯიშების არსებობას, და გაშენებას.

Page 58: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

57

5 დანართები

დიაგრამა 27. აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების საოპერაციო ციკლი

აბრეშუმის პარკის დამზადებათუთის ფოთლის

დამზადებააბრეშუმის ხამი ძაფის ამოხვევა

8.

აბრ

ეშუ

მხვე

ვი

ას გ

ამო

კვე

ბა

6. თ

უთ

ის

ფო

თლ

ის

მოკრ

ეფა

და

ტრ

ანსპ

ორ

ტი

რებ

1. გ

რენ

ის

შეძ

ენა

7. თ

უთ

ის

ფო

თლ

ის

დამ

ზად

ება

2. გ

ამო

საკვ

ები

სა

დგუ

რი

ს დ

ეზი

ნფექ

ცი

3. ო

თახ

ები

სგ

ანი

ავებ

ა48

საა

თი

4. გ

რენ

ის

ინკ

უბ

აცი

5. ა

ბრეშ

უმხ

ვევი

ას

გან

აწი

ლე

ბა

სტელ

აჟებ

ზე

2 დ

ღე

1 –

2 კ

ვი

რა

8.1

I-III

ასა

კის

აბრ

ეშუ

მხვე

ვიას

ამო

კვებ

8.2

IV-V

ასა

კის

აბ

რეშ

უმხ

ვევი

ას

გამ

ოკვ

ება

14

დღ

ე1

6 დ

ღე

9. პ

არკი

ს ახ

ვევა

3 დ

ღე

10. ა

ბრეშ

უმი

ს პა

რკი

ს გ

ამო

კრეფ

ა/გ

ასუ

ფთ

ავებ

ა/დ

ახარ

ისხ

ება/

აწო

ნვა

10

დღ

11. ა

ბრეშ

უმი

ს ხ

ამი

ძაფ

ის

ამო

ხვე

ვა

12. ა

ბრეშ

უმი

ს ძა

ფი

ს აწ

ონ

ვა

30

დღ

ე3

დღ

30

დღ

30

დღ

1 დ

ღე

აპრ

ილ

ი/

სექტ

ემბ

ერი

აბრ

ეშუ

მის

ცო

ცხ

ალი

პარ

კის

დამ

ზად

ება

აბრ

ეშუ

მის

ხამ

ი ძ

აფი

ს დ

ამზ

ადებ

Page 59: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

58

ცხრილი 10. ფულადი ნაკადების მოძრაობის მოდელირება

1-ლი წელი მე-2 წელი მე-3 წელი მე-4 წელი მე-5 წელი მე-6 წელი მე-7 წელი მე-8 წელი მე-9 წელი მე-10 წელი

ფულადი ნაკადების მოძრაობის

უწყისი

გაყიდვები დღგ-ის ჩათვლით - - 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500

გაყიდვები დღგ-ის გარეშე - - 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500

ხამი ძაფი - - 675 000 675 000 675 000 675 000 675 000 675 000 675 000 675 000

ჭუპრი - - 487 500 487 500 487 500 487 500 487 500 487 500 487 500 487 500

კაპიტალური დანახარჯები 337 955 3 557 600 377 930 - - - - 28 646 - -

შენობა ნაგებობის აშენება 184 525 3 459 000 - - - - - - - -

მანქანა დანადგარების შეძენა - 98 600 61 183 - - - - - - -

დამხმარე აღჭურვილობა 2 083 - 316 747 - - - - 28 646 - -

მიწა 151 347 - - - - - - - - -

ხარჯები საქმიანობიდან 618 910 70 750 327 051 327 051 327 051 327 051 327 051 327 051 327 051 327 051

ნედლეულის შეძენა 125 000 - 50 625 50 625 50 625 50 625 50 625 50 625 50 625 50 625

დამხმარე მასალების და ინგრედიენტების

შეძენა 18 000 18 000 30 858 30 858 30 858 30 858 30 858 30 858 30 858 30 858

პერსონალის ხელფასები 441 410 18 250 211 068 211 068 211 068 211 068 211 068 211 068 211 068 211 068

წარმოების ელ. ენერგია 32 700 32 700 32 700 32 700 32 700 32 700 32 700 32 700 32 700 32 700

წყალი 1 800 1 800 1 800 1 800 1 800 1 800 1 800 1 800 1 800 1 800

გადასახადები - 4 485 35 178 48 411 77 672 207 935 133 018 132 282 125 784 133 782

ქონების გადასახადი (გარდა მიწის) - 1 500 32 193 45 426 29 542 26 981 25 961 23 730 23 188 21 163

ქონების გადასახადი მიწაზე - 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985

მოგების გადასახადი - - - - 45 144 177 970 104 072 105 567 99 611 109 634

გადასახდელი დღგ (სალდირებული) - - - - - - - - - -

ფულადი ნაკადები

ფულადი ნაკადები გაყიდვებიდან - - 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500

ფულადი შემოსავალი ზედმეტად

გადახდილი გადასახადებიდან 55 542 550 693 75 343 17 692 17 692 17 692 17 692 22 062 17 692 17 692

ფულადი გასავალი კაპიტალური

დანახარჯებიდან (337 955) (3 557 600) (377 930) - - - - (28 646) - -

ფულადი გასავალი საოპერაციო

დანახარჯებიდან (618 910) (70 750) (327 051) (327 051) (327 051) (327 051) (327 051) (327 051) (327 051) (327 051)

ფულადი გასავალი გადასახადებიდან - (4 485) (35 178) (48 411) (77 672) (207 935) (133 018) (132 282) (125 784) (133 782)

წმინდა ფულადი სახსრები (901 323) (3 082 141) 497 684 804 731 775 470 645 206 720 123 696 583 727 357 719 359

Page 60: ბიზნეს „აბრეშუმის სახლი“ · 4 . მასშტაბი (ჰა) 20 50 100 150 200 300 500 . აბრეშუმის პარკი

59

ცხრილი 11. მომგებიანობის მოდელირება

1-ლი წელი მე-2 წელი მე-3 წელი მე-4 წელი მე-5 წელი მე-6 წელი მე-7 წელი მე-8 წელი მე-9 წელი მე-10 წელი

მოგება-ზარალის უწყისი

გაყიდვები - - 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500

ექსპორტი - - 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500 1 162 500

ხამი ძაფი - - 675 000 675 000 675 000 675 000 675 000 675 000 675 000 675 000

ჭუპრი - - 487 500 487 500 487 500 487 500 487 500 487 500 487 500 487 500

ადგილობრივი ბაზარი

ხამი ძაფი - - - - - - - - - -

ჭუპრი - - - - - - - - - -

საოპერაციო ხარჯები 593 599 62 742 577 788 309 359 309 359 309 359 309 359 333 635 309 359 309 359

ნედლეული 105 932 - 42 903 42 903 42 903 42 903 42 903 42 903 42 903 42 903

დამხმარე მასალები 17 020 15 254 294 581 26 151 26 151 26 151 26 151 50 427 26 151 26 151

პერსონალის ხელფასები 441 410 18 250 211 068 211 068 211 068 211 068 211 068 211 068 211 068 211 068

ელ. ენერგია 27 712 27 712 27 712 27 712 27 712 27 712 27 712 27 712 27 712 27 712

წყალი 1 525 1 525 1 525 1 525 1 525 1 525 1 525 1 525 1 525 1 525

ცვეთა 7 819 187 419 179 719 165 719 153 423 142 543 132 849 124 153 116 302 109 173

შენობა-ნაგებობა 7 819 153 996 146 296 138 981 132 032 125 430 119 159 113 201 107 541 102 164

მანქანა-დანადგარები - 33 424 33 423 26 738 21 390 17 112 13 690 10 952 8 762 7 009

ქონების გადასახადი 3 735 19 456 33 933 33 230 31 246 29 456 27 831 26 444 25 160 23 871

ქონების გადასახადი (გარდა მიწის) 750 16 471 30 949 30 245 28 261 26 471 24 846 23 459 22 176 20 886

ქონების გადასახადი მიწაზე 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985 2 985

მთლიანი ხარჯები 605 153 269 617 791 440 508 308 494 028 481 357 470 038 484 232 450 821 442 403

მოგება (605 153) (269 617) 371 060 654 192 668 472 681 143 692 462 678 268 711 679 720 097

მოგების გადასახადი - - - 22 572 100 271 102 171 103 869 101 740 106 752 108 015

წმინდა მოგება (605 153) (269 617) 371 060 631 620 568 202 578 971 588 593 576 528 604 927 612 083